შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნაკვალებოდ (სრულად)


9-09-2019, 19:32
ავტორი silver hands
ნანახია 2 255

√ მთვარე ისე გაწითლებულა თითქოს წითელი ვარდები ეჭიროს ხელში.
ჩვეულ დროს მოსულ ღამეს სუსტად მნათობი ლამპიონებიც კი არ დაუხვდნენ. ჩაბნელებული ფანჯრები მოწმობდა, რომ ყველას მშვიდი ძილით ეძინა ან ვინ იცის... იქნებ ადამიანების გარეშე სუნთქავდა სივრცე
ქალბატონი ბინდისფერი სამოსით, მსუბუქი ნაბიჯებით მიუყვებოდა ბნელ ქუჩას. თვალებს ცისკენ აცეცებდა მწუხარე მზერით, ალბათ მიმალულ ვარსკვლავებს დაეძებდა ან იქნებ, ვინ იცის... პატარა ხიდთან შეჩერდა, უშფოთველად გადაიარა და ხის ჭიშკარი ჭრიალით შეაღო, ის უკვე კენჭებიან ვიწრო გზაზე ცივ ქვებზე დახატულ სახეებს შორის მიაბიჯებდა. შეჩერდა. მარმარილოს მოდაბლო შემოღობილს გადაევლო. მიუახლოვდა მომღიმარ სურათს, სანთელივით ჩამომდნარი ხელებით გაუკიდა სანთელს და ახლა სრულ სიბნელეში სვეტივით ლიცლიცებდა პატარა სანთლის შუქი.

-გთხოვთ არ შეგეშინდეთ (სიბნელეში გაიხმაურა ხმამ.იმწამშივე შემოღობილს ქურთუკიანმა გადაალაჯა და შავოსანის გვერდით დაიკავა ადგილი)
გარინდებული სივრცე. სანთლის კიაფი. ვარდებიანი მთვარე. დრო იღვრებოდა ჰაერში.
-სიბნელე არ გაშინებთ? ჰკითხა მამაკაცმა
-(თავჩაქინდრულმა მიუგო) ყოველთვის, ჩემი საყვარელი ფერი შავი იყო. ახლა მგონია შემისისხლხორცა და მასში ვცხოვრობ, ვფიქრობ საყვარელ ფერში დავდივარ ხოლმე.
-არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი მეუღლე დავამკვიდრე აქ, აი გაიხედეთ იქეთ მხარეს ის იქ არის... მე მასთან ვიყავი
-(ახლაღა მიუხედა) შეგაყვარათ მან ღამე და შავი ფერი?
-რთული სათქმელია... (წამოდგა, ქვას მიუახლოვდა, ხელი გადაუსვა ფრთხილად და ნაღვლიანად უთხრა) ასეთი ახალგაზრდა!
-ასეთი ახალგაზრდა(გაიმეორა ქალმა. ამოისუნთქა მძედ და ოხვრის შემდგომ გამოდევნილ ჰაერს გამოატანა სიტყვები) ის მხოლოდ ცხრამეტის იყო.
- იყო-ოჰ, როგორ მტკივნეულ შინაარსს შეიცავს ეგ პატარა სიტყვა
-მტკივნეული იყო წეღან ჩაძინებულს ძილი რომ დამიფრთხა. მტკივნეული იყო შეგრძნება იმისა რომ საფეთქლებთან თითქოს ჩაქუჩს მირახუნებდნენ. ყელში წვის შეგრძნებაა მტკივნეული გადაყლაპული ცრემლებისაგან. სიტყვა ცრემლი მეზიზღება, აი დააკვირდი ჩემს სახეს, სანამ აქამდე მოვიდოდი ღაწვებს მიხაზავდნენ, მათი ბილიკები იქნებ ჯერ კიდევ მეტყობა(ხმა გაებზარა ქალს)
-როგორ ძლიერ მესმის მე მაგ სიტყვების სიძლიერე. ამბობენ ცრემლის ფორმა იმის მიხედვით განსხვავდება როგორი ემოციით ტირიო, ნეტავ რა ფორმისაა ჩვენი ცრემლები
-... (უსიტყვოდ ჩააშტერდა ღრმა, ნაცრისფერ თვალებში)
-ოთხი წლის წინ შევხვდი პირველად, ბოლოჯერ ერთი წლის წინ შემომხედა(განაგრძო მამაკაცმა) მახსოვს ამ წუთებივით ცხადად მახსოვს როგორ იჯდა კაფეში წიგნით ხელში. ქუჩაში მიმავალმა დიდ, გამჭირვალე ვიტრინის მიღმა დავინახე და იქვე გავშეშდი, არ ვიცი რა დამემართა შევყურებდი ასე უაზროდ. გარეთ მალევე გამოვიდა, წარმოიდგინე თვითონ მომიახლოვდა და მითხრა"ხვალ ამავე დროს აქ ვიქნები, თუ გენდომება მოდიო". რათქმაუნდა მივედი, თუმცა ძალიან აფორიაქებული კი ვიყავი. ჩვენ თან ბევრი რამ ვიპოვეთ საერთო და ამავე დროს საკმაოდ განვსხვავდებოდით კიდევაც, მაგრამ ერთმანეთის შევსება მაინც გამოგვდიოდა. ჯიუტი და რისკიანი იყო. გიჟდებოდა სიმაღლეზე, მაღალ შენობებზე დაძვრებოდა და მეც მაიძულებდა მასთან ერთად მევლო, დამცინოდა როცა შიშს მატყობდა. ყვავილები არ უყვარდა,თუმცა აყვავებულ ხილის ხეებზე პატარა გაფურჩქვნილ ყლორტებს კრეფდა, მუჭში იგროვებდა და წუთების განმავლობაში აკვირდებოდა, მერე კი სულს ძლიერ უბერავდა და ჰაერში აბნევდა. ხშირად მეუბნებოდა ბაბუაწვერები დამიწყვიტეო, წვალებით შევკრავდი მათ პატარა ღეროებს მუჭში და სანამდე მასთან მივიტანდი ისინი ფრინდებოდნენ"ხედავ როგორ ძლიერ ვებღაუჭებით ხანდახან რაიმეს და ის მაინც მიფრინავს ჩვენგანო"მეტყოდა ხოლმე ამ დროს. ჰო ისიც გაფრინდა ჩემგან ბაბუაწვერების ბუმბულების მსგავსად და მასზე მოგონებები ჩემს მუჭში დარჩენილ ყლორტებს ჰგავს. ხშირად შეჰყურებდა ცას და ამბობდა რომელიღაც რელიგიაში სწამთ როდესაც ვარსკვლავი ცას სწყდება ადამიანი იღუპებაო, ასეთი რაღაცეების არ მჯერა ქალბატონო მაგრამ შემიძლია დავიფიცო, როცა მან სამუდამოდ გაიხურა ამქვეყნის კარი იმ ღამით დავინახე როგორ გაიკვესა ვარსკვლავმა...ახლა სახლში დაბრუნებულს მარტო რომ მიწევს ნაბიჯების შედგმა კარებში ძალიან რთულია. ყველას ხმაში მისი ხმა მესმის და ყველას თვალებით მისი მზერა შემომყურებს. მხოლოდ მას შეეძლო მჯდარიყო ჩემს წინ უხმოდ როდესაც განრისხებული ვიყავი და მაინც მოენიჭებინა ღიმილი ჩემთვის. ბოლო ხანებში, თითქოს მოსალოდნელს გრძნობდაო, ყოველი დღის ბოლოს ჩვენს საერთო ფოტოს იღებდა და ოთახში კედელზე ამაგრებდა"დღევანდელი დღის მოგონება" -ხმამაღალი სიცილით ამბობდა ხოლმე. ჰოდა ახლა როცა ჩვენს ოთახში შევდივარ უამრავი მოგონებები მეხვევა ეს ისეთი რთულია,თან როგორი სავსეა სივრცე მისით და თან როგორი ცარიელი. ჩვენი საწოლის მარცხენა მხარე ყოველთვის თავისუფალია და იქედან ისეთი სიცივე მოდის, მგონია გვერდით ყინულის ლოდები აწყვია... ხანდახან თვალებს ვხუჭავ, წვრილმანებს ვიხსენებ მასზე რადგან მეშინია რომ დამავიწყდება, არ მინდა ფოტოებით ვიხსენებდე ისინი მშრალია. მე ისევ ვითვლი თვალდახუჭული მის სახეზე მიმობნეულ წვრილ-წვრილ ხალებს. ისევ ისე ვუსვავ თითებს მის მარჯვენა ხელზე შრამს, სამი წლის ასაკში ცეცხლმა რომ დააჩინა... დრო მიდის და მეშინია რომ აღქმას დამაკარგვინებს. ხანდახან ვერაფერს ვეღარ ვხედავ. მზის სხივები ვეღარ მათბობს.ვეღარ ვხედავ. ნაკვერჩხალს ვგავარ თავადვე რომ ვუბერავ სულს ნაპერწკლების ისევ გასაყრელად. ვეღარ ვუძლებ. ვცოცხლობ და ვეღარც ვცოცხლობ. რას არ მივცემდი ოღონდ კი ისევ მომაწვდინოს ხელები მხრებამდე და კვლავ გამიღიმოს.
-...დღითი დღე, დღითი დღე მიჩნდება შეგრძნება იმისა, რომ სადღაც უფანჯრო უკარებო ოთკუთხედში ვარ გამომწყვდეული. თითქოს უღრან ტყეში გავრბივარ ფიქრებისაგან, შიშისაგან თავის დასახსნელად, ისინი კი მარწუხების სახით მომდევენ. ხანდახან მეწევიან ჩამავლებენ, სხეულს ცოცვით მოუყვებიან, იმდენი რამის გემო/შეგრძნება მოაქვთ როგორ აგიხსნა... მთავარი კი ის არის რომ მგონია ჩემი მოხრჩობაც უნდათ, როგორც ეს მიცდუნეს და საკუთარი ხელებით დააგრეხინეს ბაწარი. შეხედე გაფიცებ ყველაზე ძვირფასს, მის სახეს შეხედე მარმარილოს ქანდაკებას რომ დამსგავსებია და მითხარი როგორ არ მენატრებოდეს. მგონია/ვგრძნობ ჩემს სხეულში შიგნით ეკლიანმა ყვავილებმა დაიწყეს ზრდა და ეს ეკლები კანს შიგნიდან თითოეულ უჯრედზე აჩენენ ნაკაწრებს. ღამის არ გეშინიაო, წეღან მკითხე რა არის ღამე იმ სიბნელესთან შედარებით რაც ჩემს სულშია! იციი ნათქვამია "სასაფლაოზე დაღვრილი ცრემლებისაგან ყველაზე მძიმე ისინია, რომელიც უთქმელი სიტყვებისა და ქმედებების გამოა დაღვრილიო"-მართლა როგორი მძიმე ყოფილა
-დაფლეთილ სულზე უარესი არაფერია. აგერ უკვე რახანია ჩემთან, მარცხენა მხარეს ძლიერი ნაბიჯი დაუდგამს ვიღაცას და ჯიუტად არ იცვლის ფეხს
-მთელი ხმით ბღავილი, ცხოველივით ღრიალი არ გდომებია არასდროს?
-და მერე როგორ!
-უცნაურია არა, სრულიად უცხოებმა გავაშიშვლეთ გრძნობები,ეს გველაფერი ვერავისთან ვერ ვთქვი ვერასოდეს!
-კაცი რომ ასეთ დროს აქ დაჯდება, ეჭვი არ უნდა შეგეპაროს რომ შენს სატკივარს ზუსტად გაგიგებს ალბათ ამიტომ. მე არასდროს მიცდია ჩემი შეგრძნებები სხვისთვის მომეხვია თავს. თანაც ყველა ვერ გაგიგებს საწუხარს ესეც ხომ არის არა? უმეტეს შემთხვევაში გეტყვიან რომ დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება. მე სულაც არ მგონია დრო მკურნალი, ის უბრალოდ გვაჩვევს, მაგრამ ტკივილი და ჭრილობის შემდგომი უფერული ნაიარევი მაინც გვრჩება, მარტო ჩვენი თვალისთვის რომ არის ხილული აი ისეთი
-... ახლა მე უნდა წავიდე. სანთელი ჩამოდნა. ეს დღეც გაილევა სხვა დღეებივით
-მეც უნდა წავიდე, ხვალ რეალური ყოფა მელოდება.სამსახური, პასუხისმგებლობა ოჯახის დანარჩენ წევრებზე. დღისით ტკივილს ზეწარს ვაფარებ, ღამით კი ვსტუმრობ მის წინ ვჯდები და ნებას ვაძლევ ჩემში იბოგინოს.

ვარდებიანი მთვარე ჭიშკრისაკენ წაუძღვა მათ მონანავე სხეულებს. გზად მიწის შხრიალი მოისმოდა. ხის ჭიშკარსაც გააბიჯეს ორთავემ.
-ჩვენ სუსტები გვქვია თუ ძლიერები?
-(ქურთუკიანმა ბეჭები აიწურა) სუსტებს სხვები ვერ გვიწოდებენ მათ თვალში ძლიერები ვართ, რომ ვიტანთ, ვუძლებთ. სუსტებს ჩვენ თუ ვუწოდებთ საკუთარ თავს რადგან მარტო დარჩენილებმა ვიცით რის წინაშე ვეცემით დაბლა... მაგრამ მე მაინც არ ვთვლი თავს სუსტად, ყოველ ჯერზე ვახერხებ წამოდგომას, მტვერი ყოველთვის მომყვება, მაგრამ ჩამოფერთხვას ვცდილობ
-მე გზის ამ მხარეს უნდა წავიდე
-მე კი საპირისპიროდ
-მე, მე მგონია რომ ჩემი ნაბიჯები ნაკვალევს აღარ ტოვებს, თითქოს არც ცაში ვიყო და არც მიწაზე დავაბიჯებდე
-ნაბიჯები შეიძლება მართლაც უნაკვალევოდ გვექცა... ღიმილს ნუ დაკარგავთ ქალბატონო
-ნურც თქვენ დაკარგავთ ღიმილს, ღიმილს რომელსაც სევდის გადაფარვა შეუძლია.
ერთმანეთს გაუღიმეს, ვინ იცის რამდენი რამის მთქმელი იყო ეს ღიმილი... შებრუნდნენ და კვლავ განაგრძეს თავ-თავიანთ წილ გზაზე სიარული.
მალე ინათებდა.



...

ღიმილს ნუ დაკარგავთскачать dle 11.3



№1  offline წევრი silver hands

Daldoni Daldoni

დიდი მადლობა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent