შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი ხელებით მოგიტან სითბოს (სრულად)


10-09-2019, 22:19
ავტორი სელენე
ნანახია 3 397

რაც უფრო მეტია იმედი, მით უფრო მეტია იმედგაცრუება.
*****
-თქვენ ფსიქოლოგი ხართ, თან ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ სიყვარულზე.
-ის რომ ახალგაზრდა ვარ, არ ნიშნავს იმას რომ წარმოდგენა არ მაქვს სიყვარულზე. _ფსიქოლოგი მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და პაციენტს პირდაპირ თვალებში შეხედა. მან იცოდა რომ პაციენტის ყველაზე სუსტი წერტილი თვალები იყო და სიტუაციას მის სასარგებლოდ იყენებდა. ახალგაზრდა, მაგრამ სევდიანი ქალი არ დაბნეულა.
-მაშინ მითხარით რა არის თქვენთვის სიყვარული _ბევრჯერ უფიქრია მას თუ რა იყო სიყვარული. თავისი პაციენტების დაკვირვების საფუძველზე და საკუთარი შეხედულებით კი მხოლოდ ერთი, ჩამოყალიბებული აზრი გამოკვეთა და უხერხული სიჩუმე საოცრად მშვიდი ხმით დაარღვია.
-ჩემი აზრით, სიყვარულია როცა ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ერთი კონკრეტული ადამიანის გარეშე ვინც გიყვარს და სიცოცხლეც იმ ადამიანის გამო გიხარია, რომელიც გაიძულებს დაიწყო დღე ღიმილით და გიხაროდეს სიცოცხლის ყოველი წუთი. სიყვარულია, როცა თავად კი არ გსურს იყო ბედნიერი, არამედ ბედნიერი გახადო სხვა ადამიანი. ეს არ არის ბრმა თაყვანისცემა, ეს დაფასება და მისი სწორად შეფასების უნარია. სიყვარული გაცნობიერებაა, რომ შენს გვერდით დგას არა უნაკლოება, არამედ ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანი რომელიც გაიძულებს მიიღო იგი ყველა თავისი შესაძლო ნაკლით. სიყვარულია, როცა გსურს არა საყვარელი ადამიანის ხშირად ნახვა, არამედ მასთან ერთად ცხოვრება. სიყვარულია როცა ადამიანს შეუძლია დაგანახოს სიცოცხლის აზრი და სიყვარულია როცა მხოლოდ მის ღიმილს და გამოხედვას შეუძლია შენი გულისცემის აჩქარება.
-ექიმო, ეს აქამდე რატომ არ მითხარით? _სევდა გაერია ხმაში ქალს.
-იმიტომ რომ არ გჭირდებოდათ.
-იცით, მე მომენატრება თქვენთან საუბარი _ოთახს თვალი მოავლო ქალმა. სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც პირველად შემოვიდა ამ კაბინეტში. ახლა კი, აქედან ჯანმრთელი გავიდოდა და წარსულსაც ამ კედლებში დატოვებდა.
-შეგიძლია მაშინ მოხვიდე აქ, როცა დაგჭირდები. _მეგობრულად გაუღიმა ფსიქოლოგმა.
-მიხარია რომ გაგიცანით _წასასვლელად მოემზადა ქალი
-წარმატებებს გისურვებთ. და ბედნიერ მომავალს
-მადლობა _ხელი ჩამოართვა და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა. თვალებით გააცილა ფსიქოლოგმა ახალგაზრდა ქალი, უამრავი პრობლემისგან განადგურებული რომ მიიყვანეს მასთან. ძალიან ამაყობდა საკუთარი თავით. მან თითქმის შეუძლებელი შეძლო, გოგონას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა...
******
-თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს _კლუბის დაცვამ ღიმილით შეათვალიერა საკმაოდ მთვრალი გოგონები
-ტყუპები ვართ გენიოსო _დას მოეხვია გოგონა
-ვინმე მოგაკითხავთ თუ მარტო წახვალთ?
-ჩვენ წავალთ
-ვიცი, თქვენს საქმეში ვერევი, მაგრამ ბევრი გაქვთ დალეული, გზები მოყინულია და თავს პრობლები არ შეუქმნათ _თბილი ღიმილით უპასუხა დაცვის თანამშრომელმა
-დედაჩემივით საუბრობთ.
-არ არის ლამაზი ამ დროს თქვენი გარეთ ყოფნა
-ახლა ბებიაჩემივით _გოგონამ დას ხელი გადახვია და შავი ჯიპისკენ გადადგა რამდენიმე არეული ნაბიჯი. კლუბის დაცვამ თავი გააქნია და ჟურნალი გადაშალა. ტყუპებიდან უფრო ფხიზელმა მეორე გოგონა მძღოლის გვერდით, სავარძელზე მოათავსა და ღვედი შეუკრა.
-ღმერთო, საუკეთესო დღეების სიაში უნდა ჩავამატოთ ეს დღე ელენე _დაორთქლილ ფანჯარაზე გული დახაზა გოგონამ.
-მთვრალი რა საყვარელი ხარ მარიამ_გაეცინა გოგონას
-მამა ძალიან გაბრაზდება ხო?
-მაგრად მოგვხვდება _მანქანა დაქოქა ელენემ. წვიმა და თოვლი ერთდროულად ცვიოდა ციდან. მთელი გზა ნისლის სქელ ღრუბელს დაეფარა. გოგონები ხმამაღლა მღეროდნენ თავიანთ საყვარელს სიმღერას
-Bang bang into the room (I know ya want it)
Bang bang all over you (I'll let ya have it)
Wait a minute lemme take you there (ah)
Wait a minute till ya (ah)
Bang bang there goes your heart (I know ya want it)
Back, back seat of my car (I'll let ya have it)
Wait a minute lemme take you there (ah)
Wait a minute till ya (ah) _გაბმულმა სიგნალმა გადაფარა გოგონების სიმღერა. ელენემ დაინახა ორი სინათლე და მთელი ძალით დააჭირა მუხრუჭს ფეხი. შემდეგ იყო ყინულზე მოცურებული მანქანა, მარიამის კივილი, სატვირთოს მძღოლის სასოწარკვეთილი სახე და ელენეს სახეზე აფარებული ხელები... ბოლოს ძლიერი დაჯახება, რამდენჯერმე გადაბრუნებული მანქანა და სიბნელე.
ელენემ თვალები გაახილა და უკანასკნელი ძალებით სცადა როგორმე საჭიდან თავი აეწია. თავის ტყუპისცალს გახედა. მთლიანად დასისხლიანებულ მარიამს რამდენიმე ადგილას სახეზე დამტვრეული ფანჯრის მინები შესობოდა, გულმკერდი ჩაკეტილ ღვედს თითქმის ნეკნებამდე დაეგლიჯა და თავი საწყლად გადაეგდო მარცხენა მხარეს, თითქოს კისერი მოტეხილი ჰქონდა. უღონოდ ასწია ხელი გოგონამ და ტყუპისცალი შეანჯღრია. ამ უკანასკნელს შეხებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
-მარიამ _მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გოგონამ. შემდეგ ისევ დახუჭა თვალები და გადაეშვა სიბნელის სამფლობელოში.
****
პოლიციის თანამშრომელს ყვითელი ლენტით შემოეხაზა ავარიის ადგილი. სასწრაფო დახმარების გაბმული სირენის ხმა არღვევდა ღამის წყვდიადს. ჟურნალისტების მთელი ჯგუფი შეკრებილიყო შემთხვევის ადგილზე და ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას.
-რა ხდება? _ხალხის ბრბოს ახალგაზრდა გოგონა შეემატა
-სატვირთო შეეჯახა შვილო ვიღაცის ჯიპს.
-ვინმე დაშავდა? _იკითხა შეშინებულმა გოგონამ
-რა გითხრა შვილო, როგორც ამბობენ სატვირთოს მძღოლის და ერთ-ერთი ტყუპისცალის გადარჩენა შეიძლება, ერთი გოგონა სამწუხაროდ დაიღუპა
-ტყუპები იყვნენ? _თითქოს ვერ გაიგო ნათქვამი გოგონამ
-კი შვილო, საწყალი დედამისი, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს გოგონას, გამძლეობა მისცეს ღმერთმა ოჯახს _ტუჩებთან მიიტანა ხელი ქალმა
-ამინ _ყელში ბურთი გაეჩხირა გოგოს. მას ახლა ყველაზე მეტად ესმოდა გადარჩენილი გოგოსი. მანაც დაკარგა ტყუპისცალი, მაგრამ მან შეძლო ცხოვრების გაგრძელება მის გარეშე. გაახსენდა ყველა ბედნიერი წუთი თავის დასთან გატარებული. ის ხომ მისი სხეულის ნაწილიც იყო, ისევე როგორც დედამისის. ის უფრო მეტი იყო, მეორე ნახევარივით —სულის ნაწილი. გოგონამ ჩქარი ნაბიჯით დატოვა ავარიის ადგილი და გადაწყვიტა, ფსიქოლოგის რჩევის მიხედვით მოქცეულიყო და გაეზიარებინა ტკივილი ერთადერთი მეგობრისთვის დედამიწაზე — დედამისისთვის.
******
საავადმყოფოს პერსონალი ცრემლებს ვერ იკავებდა განადგურებული, შვილმკვდარი დედის დანახვაზე.
-მარიამ, შვილო... რატომ დედი, რატომ დამტოვე დე ასე მალე, რატომ გამიმეტე დედი ამხელა ტკივილისთვის, მე როგორ ვიცხოვრო შენ გარეშე, შენი ლამაზი თვალების და ღიმილის გარეშე დედი, რატომ მარიი, რა დავაშავე ღმერთო, დამიბრუნე ჩემი მზე და ვარსკვლავები, მე წამიყვანე მარიამის მაგივრად გამჩენელო, დამიბრუნე ჩემი შვილი _სახეს იკაწრავდა მუხლებზე მდგარი ქალი. ცრემლის მდინარეები უსველებდა სახეს. არ ცდილობდა მის დამშვიდებას მეუღლე. მთასავით კაცი ბავშვივით ტიროდა და არ მალავდა ყველაზე გულწრფელ ცრემლებს დედამიწაზე. დასისხლიანებულ ხელს ახალგაზრდა მედდა უწმენდდა ბამბით. ორივეს სტკიოდა შვილი, ძვლებამდე და სულის გავლით. ორივე დაუფიქრებლად გაწირავდა მათი პატარა მარიამისთვის სიცოცხლეს. მისტიროდნენ მარიამს მაგრამ ეს ცრემლები უფრო ღრმა და ტკივილიანი იყო ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს სცვივა თვალებიდან. ყველაზე გულწრფელი და სევდიანი, მტკივნეული ცრემლები იყო... არცერთ სულიერს არ შეეძლო მათი ტკივილის გაყუჩება დედამიწაზე. ხალისიანი და ლამაზი ოჯახი ერთმა საბედისწერო დღემ შემოსა ძაძებში.
*****
-მოვკვდები ისიც რომ დავკარგოთ ლევან_პალატის შუშას ხელი მოაშორა და ქმარს მოეხვია.
-მეც მარტა _ისევ ტკივილი და ისევ ცრემლები წყვილის თვალებზე.
-როგორ ვუთხრათ? _დამშვიდება სცადა ქალმა
-არვიცი _ცრემლები მოიწმინდა
-ჩემთან იყავი ლევან _თვალებში ჩახედა საყვარელ მამაკაცს
-ყოველთვის _შუბლზე აკოცა და პალატისკენ გადადგა ნაბიჯი.
-გამარჯობა პატარავ _გოგონამ თვალები მძიმედ გაახილა და ოთახს თვალი მოავლო
-დედი, მა...
-ნუ ილაპარაკებ ელენე, ჯერ სუსტად ხარ _ატირდა მარტა
-დედი, მარიამი როგორ არის? _მშობლებმა თავები დასჯილი ბავშვებივით ჩახარეს.
-რა გჭირთ ხალხო, მითხარით როგორ არის ჩემი და _სასოწარკვეთა და სიბრაზე გაერია ხმაში ელენეს
-მარიამი აღარ გვყავს _ძლივს შეკავებულ ცრემლებს გზა მისცა განადგურებულმა ქალმა. ელენეს გონებამ რამდენჯერმე გაიმეორა ქალის სიტყვები. ჯერ ატირებულ დედას შეხედა, შემდეგ მამას. თავი გააქნია, თითქოს ამ აზრის თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ გონება ჯიუტად იმეორებდა ერთიდაიგივე სიტყვებს
-იტყუებით, მატყუებთ. მარიამი არ დამტოვებდა, არ წავიდოდა, მარიამი დამპირდა არასდროს მიგატოვებო. მითხარი მამა, გთხოვ მა, მარიამი მომიყვანე _ტიროდა და კაცს, რომელიც გოგონებს დაუღალავად უსრულებდა ყველა სურვილს, ეხვეწებოდა შეუძლებელს.
-მარიამი მომიყვანე, ჩემი და მომიყვანეთ, ჩემი და არ უნდა მკვდარიყო, ის მე უნდა ვმჯდარიყავი, მეც წამიყვანე ღმერთო, მარიამთან წამიყვანე, ან ჩემი და დამიბრუნე _ვენებიდან მილები ნემსებიანად დაიგლიჯა, ყველაფერს უმისამართოდ ისროდა რაც ხელში ხვდებოდა. გამწარებული მშობლები ვერ აკავებდნენ გაგიჟებულ გოგოს. პალატაში რამდენიმე ექთანი ერთდროულად შევარდა. ერთ-ერთმა გოგონას დამამშვიდებელი გაუკეთა. ნელნელა მოდუნდა აცახცახებული სხეული და ცივ იატაკზე დაწვა გოგო. ახლა მას მხოლოდ ტირილი შეეძლო.
-მარიამი, ჩემი მარიამი _ჩურჩულებდა გონების დაკარგვამდე.
******
გოგონას დასაფლავებას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. კურსელები, კლასელები, მეგობრები... გოგონას შეყვარებული სამ დღეზე ჩონჩხად ქცეულიყო. უპეები ჩაშავებოდა და სისხლიან თვალებს უმისამართოდ აცეცებდა. მარტა და ლევანი ფიტულებს დამსგავსებოდნენ. ასანთისგან აწყობილი გეგონებოდათ ელენეც. გოგონას მიწა პირველად მან მიაყარა, მაგრამ ვერ გაუძლო და კუბოს მთელი ტანით მიეკრო.
-მარი, ჩემო გოგო... ჩემი ბრალია, მე ვარ დამნაშავე. გთხოვ მარიი, ადექი ამ წყეული ყუთიდან. ხომ დამპირდი ჩვენ ერთად მოვკვდებითო მარი? ადექი გთხოვ. დედიკოს გეფიცები ყველაფერს შეგისრულებ რასაც გინდა მარიამ, გთხოვ ადექი _ატირებული გოგო მარიამის შეყვარებულმა მოაცილა კუბოს. მთელი ძალით მოხვია ძლიერი მკლავები.
-მშვიდად ელენე, მშვიდად. _თმაზე ეფერებოდა ბიჭი
-საწყალი ოჯახი, გამძლეობა მისცეს ღმერთმა _ჩაილაპარაკა მოხუცმა და ცრემლები მოიწმინდა.
*******
-შვიდი თვე გავიდა, ის კი ოთახიდან არ გამოსულა. _ტახტში ჩაესვენა მარტა
-ადვილი არ არის ტყუპისცალის დაკარგვა საყვარელო _ქალი ატირდა. მალევე ცრემლები მოიწმინდა და გოგონას ოთახში ლანგრით საჭმელი შეუტანა.
-ელენე, უნდა ჭამო დედი. ნუ მაყურებინებ შენ თავს ასეთ დღეში. ნუ მკლავ დედიკო გეხვეწები _შვილს თმაზე ეფერებოდა ქალი.
-შევჭამ _შვიდი თვის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა გოგონამ. რამდენიმე კოვზი ბულიონი გადაუშვა ყელში, რძე მიაყოლა და ისევ თავზე დაიფარა საბანი.
-დედი არ ადგები? _ლანგარი აიღო მარტამ
-არა.
*******
-მე გავაღებ _წინსაფარზე ხელები შეიწმინდა მარტამ. ბინის კარი გააღო და მისთვის უცნობ გოგონას გადააწყდა.
-გამარჯობათ, მე ეკა ვარ. შეიძლება დაგელაპარაკოთ?
-მოდი შვილო _გოგონა საზარეულოში შეიყვანა.
-რამეს დალევ?
-არა, მალე უნდა წავიდე. პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ელენას მდგომარეობაში შევდივარ.
-მისი ნახვა გინდა? _სევდიანად ჩაილაპარაკა ქალმა.
-არა, ელენა არ მიცნობს. მე უფრო თქვენთან მოვედი
-რა ხდება შვილო?
-იცით, ტყუპისცალი მეც დავკარგე, ეს ძალიან ძნელია. მშობლებმა კარგ ფსიქოლოგთან მიმიყვანეს. ეს მისი ნომერია, მართლა კარგი ადამიანია. ელენას დახმარებას შეძლებს.
-შვილო ამ შვიდ თვეში ელენასთან 5 ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგი მუშაობდა, მაგრამ შედეგი არცერთს არ ჰქონია.
-მას ექნება, დამიჯერეთ. ის დაეხმარება თქვენს შვილს. _გოგონა წასასვლელად წამოდგა. თბილი ღიმილით გააცილა მარტამ გოგონა და ქმართან სალაპარაკოდ მისაღებში შევიდა.
******
-გამაჯობათ _წყვილი ნამდვილად არ ელოდა ასეთ ახალგაზრდა ფსიქოლოგს. მარტას ხელები ერთმანეთზე ნერვიულად გადაეჯვარედინებინა და ქმარს მომლოდინე თვალებით მიშტერებოდა.
-სალამი ბატონო სანდრო, ჩვენ ლევან და მარტა ლომიძეები ვართ. აქ დახმარების სათხოვნელად მოვედით.
-გისმენთ _თავი ოდნავ დაუქნია ფსიქოლოგმა.
-შვიდი თვის წინ გოგონა დაგვეღუპა ავტოკატასტროფის შედეგად. _ნელა დაიწყო საუბარი კაცმა -მანქანაში მასთან ერთად მისი ტყუპისცალი იყო. ის გადარჩა, მაგრამ დის გარდაცვალება ვერ გადაიტანა. მთლიანად ჩამოშორდა გარესამყაროს. შვიდი თვის განმავლობაში არ გამოსულა ოთახიდან და არც დაგვლაპარაკებია. მხოლოდ გუშინ უთხრა დედამისს ორი სიტყვა და ისევ გაჩუმდა. არ შეგვიძლია ვუყუროთ როგორ გვეცლება ხელიდან მეორე გოგონაც. რამდენსაც მოგვთხოვთ იმდენს გადავიხდით, ოღონდ ჩემს შვილს დაეხმარეთ. _ობოლი ცრემლი ხელისგულით მოიწმინდა ლევანმა
-გპირდებით ყველანაირად ვეცდები მის დახმარებას _რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა ფსიქოლოგმა. -რომელ დღეებში შეძლებთ მის აქ მოყვანას?
-იცით პრობლემაც ეს არის. ელენე არ გამოდის ოთახიდან. ორმაგს გადავიხდი ოღონდ დათანხმდით ამ საქმეს. _ბიჭმა სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ცოლ-ქმარს.
********
-რომელია ელენეს ოთახი? _მცირე დიალოგის შემდეგ ვკითხე გოგონას დედას. ქალმა ხელით მაჩვენა ოთახის კარი. ალბათ მილიონი სტიკერი იქნებოდა მიკრული, რომ დამეთვალა. ფრთხილად დავაკაკუნე და ოთახში თავი შევყავი. ის არ განძრეულა. მხოლოდ წიგნი გადადო გვერდზე.
-გამარჯობა _დავიწყე საუბარი. საშინლად ვნერვიულობდი. ნელა მივუახლოვდი საწოლს.
-სალამი _გავიგონე ყრუ ხმა საბნის ქვეშიდან.
-შეიძლება?
-უკვე აქ ხარ, მე კი დაძინებას ვაპირებ. თუ გინდა შეგიძლია დამელოდო როდის გავიღვიძებ, —თუ გინდა შეგიძლია წახვიდე _მომაყარა უცებ და გაჩუმდა. გადავწყვიტე მისი თამაში მეთამაშა. ოთახის კუთხიდან სკამი ავიღე და ლოგინის პირდაპირ დავიდგი.
-მაშინ დაგელოდები _ვუთხარი და მისი წიგნი ავიღე. გოგონა "ჰარი პოტერს" კითხულობდა. უნებურად გამეღიმა. მასთან გატარებული რამდენიმე საათის მანძილზე მეგონა რომ არ ეძინა და მალულად მითვალთვალებდა. რამდენიმე საათი ველოდე მის 'გაღვიძებას'. შემდეგ ის ლოგინიდან ადგა და გამხდარი ფეხები იატაკზე დაალაგა.
-უნდა ვიბანავო, შეგიძლია წახვიდე _მითხრა კატეგორიული ტონით
-ისევ მოვალ კარგი? _ვუპასუხე გასვლამდე
-აზრი არ აქვს, შენც სხვებივით გაიქცევი. _მხრები აიჩეჩა
-არ გავიქცევი...
*****
სამი დღის შემდეგ ხელმეორედ ვესტუმრე გოგონას. ამჯერად ტახტზე იჯდა ფეხმორთხმით და ისევ რაღაცას კითხულობდა.
-გამარჯობა ელენე _ხელი დავუქნიე. მან წიგნს თავი მიანება და მე შემომხედა
-სალამი.
-შეიძლება შემოვიდე?
-თუ გინდა შემოდი, მაგრამ ხელი არ შემიშალო _ისევ წიგნს დაუბრუნდა. ოთახს მოვავლე თვალი. უამრავი წიგნი იყო თაროებზე. Arctic monkeys-ის, "ბეჭდების მბრძალებლის" და "ბარსელონას" პოსტერებით იყო აჭრელებული კედლები.
-გიყვარს Arctic monkeys-ი?
-მე არა, მარიამს უყვარდა _ისე მიპასუხა წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია.
-შენ ვინ გიყვარს?
-მუსიკაზე მეკითხები? _წიგნი გვერდზე გადადო და ორივე ხელი ფეხებს მოხვია.
-კი
-მე ქართული სიმღერები მიყვარს, ხალხურებს არ ვგულისხმობ.
-კიდევ რა გიყვარს?
-წიგნები _ოთახს თვალი მოავლო.
-მეც მიყვარს წიგნები. რომელი წიგნი გიყვარს ყველაზე მეტად?
-მარიო პიუზოს 'ნათლია'. შენ?
-"ბიძია თომას ქოხი" _მის გვერდით დავჯექი და ჭერს გავუსწორე თვალი. ვიღაცას ძალიან უწვალია რომ კოსმოსი დაეხატა, თუმცა უშნოდ მაგრამ მაინც სასიამოვნო სანახავი იყო.
-მარიამმა დახატა, ხომ ლამაზია?
-ძალიან ლამაზია. _ის მე მიყურებდა. მე ჭერზე დახატულ კოსმოსს. მიკვირდა წინა ჯერზე რატომ ვერ შევამჩნიე.
-ელენე, გენატრება ხომ მარიამი?
-ძვლების ტკივილამდე _გოგონა წამოდგა და ლოგინს მიაშურა. თბილად გაეხვია საბანში და ცრემლებს გზა მისცა. უხმოდ დატოვა ოთახი სანდრომაც.
*****
კვირაში სამჯერ დავდიოდი მათთან. ელენე თითქმის არ მელაპარაკებოდა. ხან წიგნებს კითხულობდა, ან ეძინა, ხან ოთახის ჭერზე დახატულ კოსმოსს ათვალიერებდა. ძალიან ცოტას თუ ამოვაცლიდი პირიდან. მხოლოდ მეცხრამეტე ვიზიტზე დამელაპარაკა ნორმალურად. ალბათ ამის მიზეზი ჩემი ტყუილი იყო.
-რა გქვია? _დიალოგი მან დაიწყო
-სანდრო მქვია ელენე _ჩვეულებრივ გავუღიმე, ისე როგორც პაციენტებს ვუღიმი ხოლმე
-სანდრო, იცი აქამდე რატომ არავის ველაპარაკებოდი?
-რატომ ელენე?
-იმიტომ რომ ისინი ჩემს შეცვლას ცდილობდნენ.
-ფსიქოლოგებზე ამბობ?
-კი, მე არ მიყვარს ისინი. ისინი ჩემს სულში აფათურებენ ხელებს, იქ სადაც მხოლოდ მე და მარიამი ვართ. სანდრო შენც ფსიქოლოგი ხარ? შენც დაგიქირავეს? _დავიბენი, საშინლად დავბენი. ის უდარდელად იყურებოდა ფანჯარაში და თვალს არ აშორებდა ქარის მუსიკას აყოლილ ხეს. მაშინ მე პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ ვიცრუე. ვიცრუე თან ძალიან საშინლად
-არა ელენე, მე არ ვარ ფსიქოლოგი. მე უბრალო ადამიანი ვარ, ისეთივე როგორც შენ.
-მაშინ როგორ მიპოვე? _უფრო ჩამჭრელი კითხვა დამისვა. უფრო დავიბენი.
-მარიამი ჩემი მეგობარი იყო, მინდა რომ ამ მძიმე პერიოდში შენს გვერდით ვიდგე, ძალიან ჰგავხარ მარიამს. _ტყუილების გუდას მოვხსენი პირი. თითქოს დავმშვიდდი როცა შევამჩნიე რომ დამიჯერა.
-ძალიან მენატრება. იცი ჩემი ბრალია რომ ეს მოხდა. კლუბში წავიყვანე, დავლიეთ. დაცვის თანამშრომელს არ დავუჯერე და მაინც მე დავჯექი საჭესთან, ეგეც არ მეყო და მუსიკა ისეთ ხმაზე ჩავრთე მანქნა ლამის ავაფეთქე. _სახე ხელებში მოიქცია და ატირდა. შემეცოდა, ადამიანურად შემეცოდა და სახიდან ხელები ჩამოვაღებინე.
-საშინლად ცივი ხელები გაქვს _ხელისგულზე გადამისვა გახდარი თითები
-არაუშავს, ცივი ხელებით მოგიტან სითბოს. _ხელები მომაშორა და ისევ ფანჯარაში დაიწყო ყურება. ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მისი მარტო დატოვება იყო, საკუთარ თავთან, გრძნობებთან და მარიამთან ერთად.
******
-ელენე, არის რაღაც რასაც არასდროს მაპატიებ? _ჩემი ტყუილებით შეწუხებულმა ვკითხე წიგნში ჩაძირულ ელენეს
-რატომ მეკითხები?
-ისე, მაინტერესებს _თვალი ავარიდე.
-ალბათ ტყუილს ვერ გაპატიებ ვერასდროს. არ მინდა რომ მომატყუო _ცუდად გავხდი და გულისცემა ამიჩქარდა. მან ისევ კითხვა გააგრძელა. არ შეუმნევია ჩემი აფორიაქება. მეშინოდა მაგრამ სიმართლის თქმა არ შემეძლო მისთვის. მთელი ჩემი ცოდნა ფსიქოლოგიაზე მავიწყდებოდა მასთან ყოფნისას. მე მისთვის არ ვიყავი უბრალოდ ფსიქოლოგი და ის ჩემთვის არ იყო უბრალოდ პაციენტი.
******
მე ვიცნობდი ელენეს. ვიცოდი რა უყვარდა და რა არა, რა მოსწონდა და რა არა. ნახევარი ღამე კომპიუტერთან გავატარე. ვეძებდი ქართულ მუსიკას, ისეთს ელენეს რომ უყვარდა. საბოლოოდ რამოდენიმე ავარჩიე და ტელეფონში ჩამოვტვირთე.
-გამარჯობა _ოთახში შევედი.
-სალამი _გასაფერედებლებს თავი მიანება ელენემ.
-როგორ ხარ? _ვკითხე და ნახატს დავაკვირდი. -უკეთესად აფერადებ, კონტურებს აღარ სცდები.
-მადლობა, მაგრამ მეძინება სანდრო.
-საჩუქარი მაქ შენთვის _გვერდით მივუწექი და ყურსასმენები ამოვიღე. ერთი მას მივაწოდე და მეორე მე დავიტოვე. მუსიკის აკორდება დაარღვიეს სიჩუმე ოთახში.
-შენ ხომ იცი რომ შენამდე მოვალ,
მოვალ მოგიტან აპრილის იებს,
ავიტან ყინვას წვიმას და თოვას
კარს თუ გამიღებ რა გამაციებს... _ელენემ შემომხედა. თვალები ჩვეულზე უფრო სევდიანი ჰქონდა.
-სალი ბეთლი ხომ?
-ხო _სალი კი არ წყვეტდა სიმღერას
-და მე შენთან მოვალ ისევ ბავშვივით...
მომეგებე ისევ ისეთი,
თუ მეტყვი რომ ისევ ერთად ვიქნებით.
მე მოვალ გპირდები, მე მოვალ გპირდები _ელენე ხმით არა, ტუჩებით მღეროდა. ტუჩებს აყოლებდა მელოდიას და ჭერს უაზრო თვალებით მიშტერებოდა. შემდეგ ჩურჩულით აჰყვა მელოდიას.
-ოთახის კედლებიც სუნთქავენ შენით,
როცა მიდიხარ ფილტვებს იკლავენ.
გზებით თუ ვერა მოვცურავ გემით –
თუ შენი ხელები კვლავ ჩამიკრავენ... _შემდეგ ზურგი მაქცია. მეორე მხარეს გადაბრუნდა. მეც საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი. ზურგით მივეყრდები ელენეს. ის თითქოს კანკალებდა.
-შენი თვალები მზეზე მეტია,
ჩემი სახლი ხარ ლურჯი ფანჯრებით,
ჩვენს შორის ახლა არცერთი მეტრია
ყოველი საზღვარი მოვხაზე ფანქრებით... _ჩემთვის გასაგონად ჩურჩულებდა ელენე. მაშინ ოთახში მხოლოდ მე და ელენე არ ვიყავით. ვიყავით მე, სალი ბეთლი თავისი 'სახლი ლურჯი ფანჯრებით' და ელენე...
******
-ელენე მინდა შენთან ერთად ფილმს ვუყურო _შევთავაზე ელენეს, რომელიც ისევ 'კოსმოსს' უყურებდა.
-გარეთ გასვლა არ მინდა სანდრო _სიმკაცრე გაერია ხმაში
-ლეპტოპში ვუყუროთ. _მარტასთან გავედი და ლეპტოპი ვთხოვე. ღიმილით მომაწოდა კომპიუტერი
-მადლობა სანდრო
-არაფრის _გავუღიმე და ოთახში დავბრუნდი.
-აბა რას ვუყუროთ? _ჩავრთე და მუხლებზე დავიდე
-არ ვიცი, შენ აარჩიე. _პირველი რაც მომაფიქრდა "ტკბილი ნოემბერი" იყო. ელენე იღიმოდა, ზოგიერთ მომენტზე იტირა. ფინალში ძლისვ დავამშვიდე.
-თუ ამდენი უნდა გეტირა არ ჩავრთავდი. _გამეღიმა მის გულჩვილობაზე
-სიამოვნებით მოვკლავდი რეჟისორს. _ცრემლები მოიწმინდა.
-უკვე გვიანია მგონი _საათს დავხედე.
-სანდრო _გამაჩერა კართან მისული.
-რა?
-აქ დარჩი რა, სანამ დამეძინება _ლოგინზე ჩამოვჯექი და ხელი მოვიდე.
-სანდრო
-რა?
-ძალიან ცივი ხელები გაქვს
-მერე რა? ცივი ხელებით მოგიტან სითბოს _გამიღიმა და თვალები დახუჭა. მალევე ჩაეძინა.
*****
-როგორ მიდის მკურნალობის საქმე? მკითხა ლევანმა
-შედეგი გვაქვს, ვეცდები მალე დავუბრუნო ძველ ცხოვრებას.
-ძალიან დიდი მადლობა სანდრო, ჩემმა მეუღლემაც შეამჩნია ელენეს ცვლილება.
-არანაირი მადლობა არ არის საჭირო.
-ფული როდის უნდა დავრიცხო?
-არასდროს. _მოვუჭერი მკაცრად. -არ მინდა ფული, მე მასთან მუშაობა ძალიან მომწონს. სასიამოვნო შვილი გყავთ.
-მაგრამ რანაირად?
-იცით ბატონო ლევან, ელენეს ჰგონია რომ მე მარიამის მეგობარი ვარ და არა ფსიქოლოგი. ჯობია ისე დარჩეს როგორც არის.
-ეს ელენეს ზიანს ხომ არ მიაყენებს?
-არანაირად, როცა გამოჯანმრთელდება თვითონ გავქრები მისი ცხოვრებიდან, მანამდე კი თქვენს მეუღლეს უთხარით ხვალ სუფრა 3 კაცზე გაშალოს. ელენეც თქვენთან ერთად შეჭამს.
-და შენ?
-მემგონი იქ ზედმეტი ვიქნები _თვალი ავარიდე ლევანს. ის ტახტიდან წამოდგა და მხარზე დამადო ხელი
-არამგონია, ჩვენს ოჯახში ყოველთვის იქნება შენი ადგილი. _საშინლად მესიამოვნა ლევანის სიტყვები. მომდევნო დღეს ყველამ ერთად ვისაუზმეთ. ელენე დაუბრუნდა მშობლებს. მეტ დროა ატარებდა მათთან მაგრამ სახლიდან მაინც არ მომყვებოდა.
******
-ელენე შენთვის საჩუქარი მაქვს _ელენე ფენით იშრობდა სველ თმას
-არ იღლები სანდრო?
-შენ მე ვერასდროს დამღლი.
-აბა, სად არის ჩემი საჩუქარი? _თმა შეიკრა და მომლოდინე თვალებით შემომხედა.
-ქალაქგარეთ _მან ზურგი მაქცია და ფანჯარაში დაიწყო ყურება
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ სანდრო
-შენ დარჩენილი ცხოვრების აქ გატარებას აპირებ? გამოიცვალე, 5 წუთი გაქვს იცოდე
-სანდრო მეშინია.
-რისი? მე შენთან ვარ ლამაზმანო _ისევ ღიმილი. მართლაც 5 წუთი დასჭირდა მოსამზადებლად. მარტას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ლევანისაც დაურეკა სამსახურში.
-ფრთხილად იყავით შვილებო.
-რითი მივდივართ?
-ახალთახალი HONDA Shine-ით. _მოტოციკლზე თავით ვანიშნე. სანამ ელენე თვალებდახუჭული ისუნთქავდა ჰაერს, მე კარგად გავიგე ქუჩაში შეკრებილი ჭორიკნების დიალოგოც.
-ეს ლევანა ნოტარიუსის გოგო არაა?
-სად იყო ამდენი ხანი? ის მისი ქმარია?
-გათხოვდა და მარტამ არ გვითხრა? _ეს და ანალოგიური კითხვებით გვადევნებდნენ თვალს. ძალიან მესიამოვნა მის ქმრად რომ მომნათლეს. ელენეს ხელი მოვკიდე და ქუჩა ეეთად გადავკვეთეთ.
-ამის ტარება იცი?
-არასდროს საფრთხეში არ ჩაგაგდებ ელენა _თითქოს მეწყინა მისი უნდობლობა.
-სად მივდივართ?
-აბასთუმნის ობსერვატორიაში ნამყოფი ხარ?
-არა
-მაშინ ჩემთან ერთად ნახავ პირველად _მთელი გზა აღარ გვისაუბრია. ორივეს ჩაფხუტები გვეფარა და მუსიკას ვუსმენდით. აბასთუმანში ადრე ჩავედით. ვისაუზმეთ და ქალაქი დავათვალიერეთ. გვიან ღამით ავედით ობსერვატორიაში. კარში ახალგაზრდა გოგონა შეგვეგება და პირველივე ჯგუფში ჩაგვწერა სადაც ადგილი იყო.
-მოგესალმებით. მე ანასტასია ლომიძე ვარ, თქვენი გიდი ვიქნები ობსერვატორიაში. _ვინ იცის მერამდენედ ემზადებოდა თითქმის გაზეპირებული ტექსტის მოსათხრობად.
-ობსერვატორია დაარსა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაიძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ამ ობსერვატორიაში დაიდგა კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი (რეფრაქტორი). იმავე წელს აბასთუმნის ობსერვატორია აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად. ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება, როგორც „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“. ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“. მთავარი აქცენტი ობსერვატორიაში ტელესკოპებზე მოდის. ერთი მათგანი ანუ ყველაზე დიდი იმდენად შთამბეჭდავია, რომ თავს ფენტეზის ჟანრის ფილმში გაგრძნობინებთ. ობსერვატორიაში პლანეტების და ვარსკვლავების გარდა კიდევ ბევრი რამაა სანახავი: ევგენი ხარაიძის სამუშაო კაბინეტი, ტელესკოპების მინიატურული ასლები, უნიკალური საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალა და მეტეორიტის ნამსხვრევები, რომელიც იმდენად მცირე ზომისაა, რომ მისი ყურებისას ამ ნამსხვრევის ჩაქროლვის საშიშროება ირონიულ ღიმილს იწვევს.
-რამდენად მართალია მითი იმაზე, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება? _ანასტასიას გაეღიმა ელენეს ყველასთვის მოულოდნელ კითხვაზე.
-ვარსკვლავები არ ცვივა. ესენი მეტეორებია, რომელთა ვარდნის დროს ერთადერთი ადეკვატური სურვილი, რომელსაც ჩავიფიქრებთ — ისევ დედამიწის გადარჩენა იქნება. _გოგონამ მთელი ობსერვატორია მოგვატარა, დასასრულს კი უფლებაც მოგვცა ტელესკოპით დაგვეთვალიერებინა ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა. უფრო საოცარი არასდროს არაფერი მინახავს. განსაკუთრებით მომეწონა ტელესკოპით დანახული სატურნი. აღწერა არ შემიძლია იმ სილამაზის რაც მაშინ ვნახე. უბრალოდ ან საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო, ან საუბრით და უბრალო სიტყვებით ფერი დაუკარგო ობსერვატორიის 'საიდუმლოს'.
-საოცრება იყო სანდრო, უკეთესი არასდროს არაფერი მინახავს. _ელენეს თვალებში ბედნიერება ამოვიკითხე.
-რავიცი, არ მომყვებოდი
-რომ გეთქვა აქ რა მელოდა. ღმერთო, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე
-ანუ ეს ნიშნავს რომ მაპატიე?
-შეიძლება ითქვას. _სახლში დაბრუნებამდე ელენე 'ჩავაბარე' ოჯახს. წყალი გადავივლე და ბალიშზე თავის დადებისთანავე გადავეშვი ფერადი სიზმრების სამყაროში, სადაც მარტო მე და ელენე ვიყავით. არანაირი ტყუილი და არანაირი სიყალბე...
*****
-სადმე გავიდეთ?
-რავიცი, სად?
-მთაწმინდაზე
-ფეხით?
-როგორც გინდა
საოცარია შემოდგომაზე მთაწმინდა. სხვა სეზონებთან შედარებით, ამ დროს აქ სიმშვიდე და მყუდროება იგრძნობა. ჭაღარაშეპარული ბერიკაცი, ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ყიდის გემრიელ ბამბის ნაყინს. მამა პატარა გოგონას ასეირნებს, ეს უკანასკნელი კი გაუჩერებლად უყვება რაღაცას. ყველა კუთხეში ან სამეგობროა შეკრებილი, ან წყვილი იღებს ფოტოებს.
-ბამბის ნაყინი გინდა? _ვკითხე სანდროს
-არ მიყვარს
-ღადაობ? ჩემი ყველაზე საყვარელი სასუსნავია. გაგისინჯავს მაინც?
-ღრმა ბავშვობაში
-ანუ ღრმა ბავშვობაში გასინჯე და არ გიყვარს. წამოდი ვჭამოთ
-ელენე გაგიჟდი ხო? _გაეცინა ბიჭს და აკისკიდებულ გოგოს დაედევნა. მთელი ამ დროის მანძილზე პირველად გაიგო მისი სიცილი.
-ორი ბამბის ნაყინი თუ შეიძლება
-ორი არა, ერთი გვინდა _დიალოგში ჩაერია სანდრო და გოგონას გაფართოებული თვალებიც დაიმსახურა.
-ინებეთ _ბიჭმა გადაიხადა და მომღიმარ ბერიკაცს დაუტოვა ხურდა.
-შეჭამ თუ მე გაჭამო?
-შენ მაჭმევ?
-ინებე _პირში ბამბის ნაყინი ჩაუდო
-ძალიან გემრიალია
-ხომ გითხარი
-შენ რომ მაჭამე მაგიტომ
-ნუ ხარ ბანალური
-არ ვიცი რასგიზამ რო დაიწყო ახლა
-საინტერესოა რას? _გამხიარულდა გოგო
-ვერ წარმოგიდგენია
-მაშინ დამიჭირე _რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა ელენე
-დაჭერობანა გინდა გეთამაშო?
-დამიჭერ რომ?
-ახლა?
-ხო
-აქ?
-კიბატონო
-მაშინ გამასწარი _აკისკისებული გოგო ატრაქციონებს შორის დარბოდა და დასცინოდა საკმაოდ დაღლილ ბიჭს.
-მოწევას თავი უნდა დავანებო _ხელებით მუხლებს დაეყრდნო
-შენ არც ეწევი _წინ დაუგდა და ზევიდან დააცქერდა. უცებ სანდრო მივარდა გოგოს და წელზე შემოხვია ორივე ხელი
-დაგიჭირე თუ არა. _ახლა ბიჭი იცინოდა და არ უშვებდა ხელს ელენეს, რომელიც უკვე მიწაზე აღარ იდგა.
-გამიშვი შე ვირო, დამამტვრევ ასე ძვლებში _კისკისებდა ელენე. როგორც იქნა გაუშვა ხელები და ორივე არეული სუნთქვით დაეცა გრძელ სკამზე.
-გიხდება სიცილი, მუდოსავით რომ არ ზიხარ.
-ფიქრობ რომ მუდო ვარ?
-არა, ვფიქრობ რომ გჭირდება ვინმე ვინც გაგამხიარულებს.
-მაშინ შენ იყავი ჩემი კავალერი
-ოო, რა საინტერესო შემოთავაზებაა. სამაგიეროდ რას მივიღებ?
-აი მაგალითად. შენ პირდაპირ რომ გოგო ზის, ის გოგო 'სიმართლე თუ მოქმედების' თამაშის გამო არ მოგაკითხავს.
-რატომ არ მომაკითხავს?
-იმიტომ რომ მე ვიჯდები შენგვერდით. _გამეცინა
-გიხდება სიცილი.
-საღოოლ, პირველი კომპლიმენი თვით ელენესგან. ეს მომენტი ისტორიას უნდა დარჩეს. მოიწი აქეთ _სანდრომ ჯიბიდან მობილური ამოიღო.
-რას აპირებ ბერიძე?
-ფოტო უნდა გადავიღო შენთან ერთად, მოიწიე. _ რამდენიმე ფოტო ერთდროულად გადაიღო და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა.
-დაკმაყოფილდი? _თმები გაისწორა ელენემ
-კი, ძალიან.
-მაშინ წავიდეთ
-წავედით. _უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ელენა მაბედნიერებდა. მე შევძელი მისი დაბრუნება დედამიწაზე, ჩვენ ერთად დავძლიეთ მისი დეპრესია. ყოველი დღე მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა. ყველგან დავდიოდით სადაც შეიძლებოდა: კინოში, ფესტივლებზე, კონცერტებზე, წიგნების პრეზენტაციებზე... ელენე შეიცვალა, მეტ დროს ატარებდა მშობლებთან. მარტა და ლევანიც დაფრინავდნენ სიხარულით და ყოველ შეხვედრაზე მადლობებს მიხდიდნენ...
-ელენე _მას თავი ჩემს გულზე ედო, მე კი მის ყავისფერ თმას ვეფერებოდი
-რა?
-ძალიან მიყვარხარ _რამდენიმე წუთი ჩუმად იყო.
-მეც მიყვარხარ _ჩემი გული საგულედან ამოხტომას აპირებდა. რომ არა ელენე ალბათ ხორუმს ვიცეკვებდი მთელი მონდომებით მის ოთახში. მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ დადიოდა დედამიწაზე.
*****
სანდროს ტელეფონი გადაბმულად რეკავდა, ბიჭი კი ვერაფრით გააღვიძა ელენემ. საბოლოოდ სენსორს თითი გადაუსვა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
-გისმენთ
-უკაცრავად, ფსიქოლოგი სანდრო ბერიძე მინდოდა
-ვინ გინდოდათ?
-ფსიქოლოგი სანდრო ბერიძე, მე მისი მდივანი ვარ.
-ფსიქოლოგ სანდროს არ სცალია, მოგვიანებით დაგირეკავთ _ტელეფონი გათიშა. ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და სანდროს სახელი ჩაწერა გუგლში. უამრავი ფოტო დაათვალიერა და სტატია წაიკითხა. გაბრაზებულმა დაკეცა კომპიუტერი და აბაზანა გაავსო. წყალი ერთადერთი იყო რაც ფიქრში ეხმარებოდა. როცა აბაზანიდან გამოვიდა სანდრო წასული დახვდა.
*****
სანდროს ზარებს არ უპასუხა. არც მესიჯებზე გაუცია პასუხი. მხოლოდ მეორე დღეს მივიდა მასთან სამსახურში. მდივნის ხმა მაშინვე იცნო.
-სანდროსთან ვარ, რომელი კაბინეტია?
-ჯერ შევატყობინებ რომ მოხვედით.
-არა, არა! სიუპრიზს ვუკეთებ. მოულოდნელობის ეფექტი. _თვალი ჩავუკარი.
-გასაგებია, მესამე კარი დერეფნის ბოლოში. _მდივანიც ასეთი უნდა. მაშინვე დამიჯერა. კაბინეტის კარზე შავი ასოებით გამოეყვანათ ოქროსფერ ფონზე სანდრო ბერიძე. დაუკაკუნებლად შევედი. სანდრო საბუთებს ათვალიერებდა. ჩემს დანახვაზე ადგილზე გაშრა. თითქოს მილიონ ნაწილად დაიშალა. მალევე მოვიდა აზრზე და სკამიდან წამოვარდა.
-ელენე, ყველაფერს აგიხსნი _მხრებზე მომკიდა ძლიერი ხელები.
-სანდრო შენი აზრით რა არის სიყვარული?
-შენ ხარ სიყვარული ელენე. _ვიგრძენი როგორ ამოაყოლა მთელი გული ამ სიტყვებს
-სანდრო რატომ მომატყუე? ფსიქოლოგი ხარ, ყველაფერი გავიგე. ისეთივე დაქირავებული ნაბი*ვარი ხარ როგორც ყველა სხვა.
-ელენე გთხოვ რა _ხელები უხეშად გავაშვებინე
-რას მთხოვ სანდრო რას? ხომ გითხარი ტყუილს ვერ გაპატიებ მეთქი, რატომ გააგრძელე ეს ფარსი? სანდრო საკუთარ თავზე მეტად გენდობოდი, შენი იმედი მქონდა, შენთან ერთად გატარებული ყველა წუთი მიხაროდა? რატომ მომატყუე? თავიდანვე რომ სიმართლე გეთქვა არ შეიძლებოდა?
-ელენა სიმართლე მითხარი, მიმიღებდი რომ მეთქვა ფსიქოლოგი ვარ თქო?
-მომაშორე ეგ ცივი ხელები, მივდივარ შენგან _ცრემლებმა დაფარეს ჩემი ხედვის არე. კაი გავაღე და გავჩერდი. მინდოდა შევეჩერებინე, ძალიან მინდოდა.
-შენ არ მიმიღებდი ელენე. ისე, რომ იცოდე შენი მშობლებისგან 1 თეთრიც არ ამიღია. მე შენ მიხაროდი და იმიტომ დავდიოდი შენთან. კიარ ვმუშაობდი, ვმეგობრობდი შენთან. _გაბრაზებულმა მოვხურე კაბინეტის კარი. ის მართალი იყო, მე მას არ მივიღებდი. ეგოისტი და გაბოროტებული ვიყავი. პირდაპირ სახლში წავედი და ოთახში ჩავიკეთე. მთელი ხმით ვტიროდი ბალიშში, მაგრამ ეს არ მშველიდა. ახლა ძალიან მჭირდებოდა მარიამი. გაოცებულები იყვნენ ჩემი მშობლები, მაგრამ მე მათზეც ვბრაზობდი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა...
*****
ელენეს წასვლამ ჩემი სულიც გაიყოლა. ძვლების დამსხვრევამდე მიყვარდა ელენე, სულის ტკივილამდე, სიკვდილამდე. მისი თვალები არ ამომდიოდა გონებიდან. ვტიროდი, პირველად სიცოცხლეში ვტიროდი ქალის გამო. სიკვდილივით არ მინდოდა მისი დაკარგვა. ძვლებში მაცივებდა. მოტოციკლის გასაღები ავიღე და შენობა დავტოვე. ქარი სახეში მცემდა და ცრემლების უსწორმასწორო კვალს მიტოვებდა. ვერ გავაცნობიერე როდის გადავედი საპირისპირო მოძრაობის ხაზზე. გადაბმული სიგნალით მანიშნებდა გზიდან გადასვლას შავი მერსედესი, მაგრამ თვალები ცრემლით მქონდა სავსე და გზას ვერ ვხედავდი. შემდეგ იყო შეჯახება და ტკივილი. ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე უფრო ღრმა ტკივილი. არ მინდოდა ელენეს უნახავად წავეყვანე უფალს და ეს უფრო ცუდად მხდიდა. ქუთუთოები დამიმძიმდა და ჩემდაუნებურად დავხუჭე თვალები...
*****
ჩემი მობილური გადაბმულად წკრიალებდა. სენსორს თითი დავადე და ყურზე მივიდე
-გამარჯობათ, სანდრო ბერიძის ახლობელი ბრძანდებით?
-შეყვარებული ვარ, თქვენ ვინ ხართ?
-მე ექიმი ნათია ვარ, სანდრო საავადმყოფოშია, რადენიმე საათის წინ ავარიაში მოყვა. კარგი იქნებოდა თუ მოხვიდოდით _მობილური ხელიდან დამივარდა. გონება ცდილობდა დაემუშავებინა ნათქვამი, მაგრამ მე თითქოს მისი დახმარების გარეშე გავცნობიერე რა ხდებედა. მთელი სხეული მიკანკალებდა. ხელები არ მემორჩილებოდნენ რომ პალტო ჩამეცვა. ნაბიჯებს ვერ ვადგამდი სწორად. გული ამოვარდნაზე მქონდა და უფრო ღრმად, თითქოს უფრო შიგნით ცეცხლი მეკიდა. შემეშინდა მისი დაკარგვის. ისე შეშინდა როგორც სიკვდილის ეშინიათ ხოლმე. ძლივს მოვახერხე ფეხსაცმლის ჩაცმა და ჩქარი ნაბიჯით ჩავირბინე კიბეები. გარეთ წვიმდა... თითქოს ცა მე დამტიროდა. მე ვკარგავდი ადამიანს რომელიც ღმერთივით მიყვარდა და თითქოს ეს ატირებდა. სირბილით გავიარე სამი ქუჩა და საავადმყოფოს დერეფანში გაწუწული შევვარდი. ვიღაც ქალი მომვარდა. ლაპარაკობდა მაგრამ მისი არ მესმოდა. შემდეგ მუხლებში ძალა წამერთვა და იატაკზე დავეცი. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. მეშინოდა რომ იმას მეტყოდნენ რაც მთლიანად გამანადგურებდა...
თვალები პალატაში გავახილე. ჩემი სველი ტანსაცმლის მაგივრად ლურჯი ხალათი მეცვა. ვენიდან წვეთოვნის მილი ნემსიანად მოვიგლიჯე და შიშველი ფეხებით გავუყევი დერეფანს.
-სანდრო ბერიძე რომელ პალატაში წევს?
-304 -ში. _დერეფნის ბოლოშიც ფეხშიშველი გავედი. რამდენიმე მედდა უხეშად მოვიშორე და სანდროს პალატასთან შეკრებილ ხალხს თვალი მოვავლე.
-როგორ არის?
-კარგად არის შვილო _თბილი მზერა მომანათა კაცმა
-უნდა შევიდე _მისი ნახვა ისე მინდოდა როგორც უდაბნოში დაკარგულ ადამიანს წყალი. მამაკაცმა თავით კარზე მანიშნა. პალატაში შევედი. სანდრომ თითქოს იგრძნო ჩემი იქ ყოფნა და თვალები გაახილა.
-როგორც ჩანს მარტო მე არ ვარ ავად _სუსტად გამიღიმა.
-შენთან დავიძინებ რა _ისევ ღიმილი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. სანდრომ ლოგინის ერთი მხარე გაათავისუფლა. ზურგზე ჩავეხუტე და ორივე ხელი მაგრად მოვხვიე. თითქოს ხელებს შეეძლოთ სიკვდილის დაფრთხობა.
-ძალიან ცივი ხელები გაქვს _ისე მითხრა არ შემოუხედავს. შემდეგ თავის ხელში მოიქცია ჩემი ხელები.
-მერე რა? ცივი ხელებით მოგიტან სითბოს... _კისერში ვაკოცე და თავით გადავეშვი სიზმრების სამყაროში, სადაც ვიყავით მე და სანდრო. ბედიერები ერთმანეთით.скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი Maariiammi

ეს რაღაც საოცრება იყო❤

 


№2  offline წევრი სელენე

სტუმარი Maariiammi
ეს რაღაც საოცრება იყო❤


მადლობა <3

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიაან კარგიია დიდად ვისიამოვნეე♡♡♡
♡♡♡♡♡♡♡♡
--------------------
N.nozadze

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი 8ყო პატარა და თბილი ისტორია

 


№5  offline წევრი anako

შენ ჩემი საოცრება გოგო ხარ,საოცრება ისორიები და საოცრება პერსონჟებით
როგორი ლამაზი და წასაკითხი იყო მიყვარხარ ჩატში უფრო დიდს გეტყვი რომ შემოხვალააალ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი ჟოზე

ჩემი საოცარი გოგო ❤❤ ყველა ახალ ოსტორიაში იზრდები და იხვეწები ❤❤ როგორი თბილი სევდიანი და ტკბილი ისტორია იყო .... როგორი ნიჭიერი ხარ ირი ❤ მიყვარხარ ჩემო პატარა

 


№7  offline წევრი სელენე

anako
შენ ჩემი საოცრება გოგო ხარ,საოცრება ისორიები და საოცრება პერსონჟებით
როგორი ლამაზი და წასაკითხი იყო მიყვარხარ ჩატში უფრო დიდს გეტყვი რომ შემოხვალააალ heart_eyes heart_eyes heart_eyes


ჩემიბედნიერება ხარ შენ ???????? ძალიან მიყვარხარ ????

ჟოზე
ჩემი საოცარი გოგო ❤❤ ყველა ახალ ოსტორიაში იზრდები და იხვეწები ❤❤ როგორი თბილი სევდიანი და ტკბილი ისტორია იყო .... როგორი ნიჭიერი ხარ ირი ❤ მიყვარხარ ჩემო პატარა


ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent