შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (10)


10-09-2019, 22:38
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 462

პირველი სექსიდან ათი წუთი არ იყო გასული რომ გადამატრიალა და ახლა ჩემს უკანალს მიესალმა. მაგრად კი ვიცინოდი ჰაიდენის აღფრთოვანებით, მაგრამ მაგისიც მესმოდა. იმდენ ხანს ითმინა, მე რომ ასე გავეწამებინე ვინმეს, საწოლზე მივაბამდი და ძალას ვიხმარდი. ხმარებაზე გამახსენდა, ისეთები დამმართა რომ დილის 6 საათამდე თვალი არ მოგვიხუჭავს არც ერთს. უძილობას არ ვუჩივოდით, უბრალოდ ბევრი საქმე გვქონდა და თან სანამ ეს ხარბი კაცი ცოტათი მაინც დაკმაყოფილდა, თავზე დაგვათენდა.
- არ გეძინება? - მკითხა ცოტახანში. არადა, თითქმს ვთვლემდი უკვე.
- ძალიან ჰაიდენ.
- რა კარგია ცხოვრება, არა?
- მშვენიერი. მაგარი ბიჭი რომ ხარ იცი? - ტუჩებში ვაკოცე.
- მიხარია თუ ეგრე ფიქრობ.
- არა მარტო ვფიქრობ, ვგრძნობ კიდეც. საკუთარ თავზე გამოვცადე, გახსოვს?
- ვივიენ, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ - თავი კისერში ჩამირგო. მისი სუნთქვა კანზე მეალერზებოდა და გასაოცარ შეგრძნებას ბადებდა ჩემში. სახეზე მოვეფერე. მკვდრებივით დაგვეძინა. პირველად მეძინა ვიღაცასთან ჩახუტებულს. აქამდე მეგონა რომ ვერასოდეს შევეგუებოდი სხვა სხეულის შეხებას ძილისას, მაგრამ ჰაიდენი გამონაკლისი აღმოჩნდა. ჩემი ცხოვრების გამონაკლისი იყო.
დილით, უფრო სწორედ შუადღისას, ჭურჭლის მსხვრევის ხმამ გამომაღვიძა. დაფეთებულმა ავწიე თავი.
- მაპატიე, არ მინდოდა გამეღვიძებინე - თავი იმართლა.
- შენ ასე არხეინად არ უნდა დაბოდიალობდე, დაჭრილი რომ ხარ, დაგავიწყდა?
- გადავივლე კიდეც - ძალიან კმაყოფილი ჩანდა. - შევეცადე, მკერდზე სისველე არ მომხვედროდა.
- როგორ გადაივლე ისე, რომ მკერდი არ დაგსველებოდა?
- როგორღაც. დეტალებს არ მოვყვები. ჯანდაბა, საოცრად ლამაზი ხარ ვივიენ. მთელი ეს დრო, ვუყურებდი როგორ გეძინა და ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
- ამის შემდეგ, მეცოდინება, როგორი მანიაკი ხარ.
- გეტყობა, რომ სიგიჟემდე არ გიყვარვარ. სხვა შემთხვევაში, მანიაკს არ დამიძახებდი ამის გამო.
- მოდი ჩემთან - საბანი ჩამოვიცალე სხეულიდან. იმხელა მანძილიდან ისკუპა საწოლში, რომ მეგონა, ჩატეხავდა. ჩავეხუტე, ხალათი გავხადე და მხრებზე დავუწყე კოცნა. - ეს რა ხალათია?
- რომელიღაცა გარდერობში ვიპოვნე. სხვათაშორის, ახლადგარეცხილის სუნი ჰქონდა.
- კი, ვუვლით აქაურ ნივთებს.
- მოდი, აქ ვიცხოვროთ - მკერდი დამიკოცნა და ტუჩებზე მეძგერა.
- არ შემიძლია ქალაქგარეთ ცხოვრება - განწყობა გავუნადგურე.
- უბრალოდ ჩემთან ცხოვრება?
- ჰაიდენ, მხოლოდ ერთი ღამე გავატარეთ ერთად.
- სანამ ამ ღამეს გავატარებდით, იქამდეც თანახმა ვიყავი მთელი ცხოვრება შენით დავმტკბარიყავი.
- იმიტომ, რომ უშიშარი ხარ. - გულში ჩავიკარი, სახე დავუკოცნე და ზემოდან მოვექციე. - მისტერ სთარ - მისი მკერდისა და მუცლის კუნთებზე ხელი გავასრიალე. ჯანდაბა! ისეთი მადისაღმძვრელი იყო, რომ დიდი პრელუდია არ მჭირდებოდა, ეგრევე გასაწური ვხდებოდი თუნდაც მხოლოდ წელსზემოთ შიშველი ჰაიდენის დანახვაზე.
სხეულზე მომეფერა, მკერდზე მომიჭირა ხელები.
მის ღირსებაზე შევჯექი, ჩემი სხეული ასეთი მოქნილი არასოდეს ყოფილა და რის აზრზეც არ იყო გონება, ტანმა უსიტყვოდ აითვისა. მომწონდა, როცა ჰაიდენის სიამოვნებისგან ჭკუადაკარგულ სახეს შევცქეროდი.
კვნესას ვერც ის იკავებდა. მე კი ნეტარება მიასმაგდებოდა იმის დანახვისას, რომ შემეძლო საოცრად ძლევამოსილი ვყოფილიყავი. შემეძლო, ჰაიდენ სთარისთვის აზროვნების უნარი დამეკარგა, შემეძლო დამეჩოქებინა მამაკაცი, რომელიც სიძლიერის ეტალონს წარმოადგენდა ჩემს თვალში.
ორგაზმი მხოლოდ ორგაზმი არ ყოფილა. რაღაც არაამქვეყნიურის დასასრული, დასაწყისი ან კულიმინაცია იყო. ჩვენ ორნი ერთმანეთის თვალებზე დამოკიდებული, ერთ სხეულად და ერთ სუნთქვად ვქცეულიყავით.
არ მეყო...
ვერ ვჩერდებოდი.
მინდოდა, მასზე შემომჯდარს მეცხოვრა, მის სხეულზე ამხედრება ყოფილიყო ჩემი ჩვეული მდგომარეობა. თითქოს წყურვილდაკმაყოფილებული, ისევ შევხედავდი მის გასაოცარ სახეს და ახლიდან მინდებოდა ჰაიდენის ნაწილი ვყოფილიყავი.
- ასეთი რამე არსებობს? - ვკითხე ქოშინით. ისეთი ოფლიანი და ქანცგაწყვეტილები ვიყავით, ილიზს რომ დაენახა, ერთი კვირა იღადავებდა ჩვენზე.
- ზედიზედ რამდენიმეჯერ? - მკითხა სიცილით.
- ჰო. ღმერთო, რა ბედნიერი ქალი ვარ - ლამის საკუთარ თავს ჩავეხუტე - უხ!
- უსექსუალურესი ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავს ქათინაურებს ეუბნები.
- ახლა მშია. რა მომიმზადე?
- ომლეტი.
- ანუ დღეს ყველგან კვერცხები მაქ? - ვკითხე და თავადვე გადავიხარხარე. მერე ცოტა მომერიდა გარყვნილი ხუმრობის, თან მარტო მე გამეცინა ჩემს ხუმრობაზე.
- ძალიან მხიარული ჩანხარ, რა კარგად მოქმედებს თურმე შენზე სექსი.
- აბაა. სად ვიყავი 25 წელი.
- მე მელოდებოდი.
- აქამდე გამოჩენილიყავი. რას მეტრფოდი შორიდან მთელი 6 თვე? ბარემ 6 წელიწადში მოსულიყავი და მერე მერთლა მისტერ სთარს ან ძია ჰაიდენს დაგიძახებდი.
- მემგონი ძველებური ხასიათი დაგიბრუნდა. ისევ 60 წლის შინაბერა ქალწულს დაემსგავსე.
- რო მომშივდა, მაგიტო - ბედნიერად დავჯექი მაგიდასთან. - საჭმელების კეთება იცი? - ეჭვისთვალით შევხედე.
- კი.
- რისი?
- ყველაფრის.
- მიხარია - ერთი შეხედვით ჰაიდენი ამდენ ხანს გიჟდებოდა ჩემზე. მეორე შეხედვით კი ახლოდან რომ გაგვიცნობდნენ, კაცი იფიქრებდა, ეს ალქაჯი ამ ანგელოზივით კაცს რამ შეაყვარაო. საჭმლის კეთება ვიცოდი თუ არა, მაგას ისედაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ სხვა დანარჩენ თვისებაში აშკარად მჯობნიდა. - ნიკი მოვიდა, ჰაიდენ, ნიკი მოვიდა - გიჟივით წამოვხტი და პირგამოტენილმა დავიწყე წივილი.
- შედი, შედი! - საწოლიდან ჩემი საცვლები აკრიფა სასწრაფოდ.
- ჩაიცვი ჰაიდენ, ჩქარა. თან მიყნოსე აბა, შენი სუნი ხო არ ამდის?
- ჩემი სუნი რომც აგდიოდეს, რას მიხვდება. საერთოდ, ვეტყვი მიყვარს ვივიენი-თქო და დამთავრდება. რა ისტერიკებს აწყობ.
- როცა დრო მოვა, შენ ეტყვი ყველაფერს. ჯერ არ მინდა - ჩემს ოთახში შევვარდი და ადამიანურად შევიმოსე. იმდენად სწრაფად დავლაგდით მე და ჰაიდენი, რომ ჯერ მანქანიდან გადმოსულებიც კი არ იყვნენ. - ბუნებრივად ვდგევარ?
- არა. მოდუნდი ცოტა.
- ნუ მიყურებ, რამეს იეჭვებენ - კარისკენ წავედი.
- რა გადაფითრებული ხარ? - ეგრევე მაჯახა ილიზმა.
- იბანავა ვაჟბატონმა სანამ მეძინა. - არ დავაყოვნე. - მეშინია ჭრილობა არ გაეხსნას.
ჰაიდენიც გაკვირვებული დარჩა როგორ მოხერხებულად შემძლებია ექსტრემალურ სიტუაციებში რეალური მიზეზების მოფიქრება.
- გასახსნელი ბევრი არაფერია. მაგრად გაუმართლა, ტყვია მოხვდა და გეგონება, ნემსი უჩხვლიტესო ისე აქვს. - დამამშვიდა ნიკმა.
- ცოტა ხნით უნდა წავიდეე, მიხედავთ?
- კი, დავიტოვებთ - ორივემ თავი დამიქნია.
ჰაიდენი თვალებით მეკითხებოდა, ხო არ ა*ძრევ, რაის დატოვებაო, მაგრამ დიახაც რომ ვან*რევდი, თანაც ზუსტად მასზე.
- სად მიდიხარ?
- დასასრულებელი მაქვს ნახატი. ძალიან ცოტახნის საქმეა.
- ხომ არ დაგავიწყდა, რომ გუშინ გვესროლეს?
- შენ გესროლეს. მე უბრალოდ გარემოების მსხვერპლი ვარ.
- ნებისმიერმა იცის, ვინცაა ჩემი სუსტი წერტილი. ამიტომ შენც საფრთხეში ხარ - დამიძაბა.
- არ დაგერქმია ყველაფრისთვის ჩემი სახელი და ვერ მიხვდებოდნენ როგორ ძლიერადაც მეტრფი - დავუბღვირე. - თან ნიკმა სხვა მანქანა მოიყვანა და იმითი წავალ.
- იარაღი მაინც წაიღე.
- შენი გაფრთხილების გარეშეც დამაქვს, მამაჩემს ნუ ემსგავსები ჰაიდენ! - თვალები დავუბრიალე. ჩუმად ილიზის ტელეფონი ავიღე და სააბაზანოში შევედი, წყალი მოვუშვი.
ნაცნობ ნომერზე დავრეკე. ვინ იცის, შეიძლებოდა ერთადერთი ოჯახის წევრი ვიყავი, რომელსაც აროს ნომერი ჯერ კიდევ ჰქონდა.
არო კაცის შემოკლებული სახელი იყო და ძალიან ბევრმა არ იცოდა, სინამდვილეში რა ერქვა. მათ შორის, არც მე.
- ვივიენ ბიშოპ? - გაკვირვებული ხმა გავიგონე. გამეღიმა. ყოველთვის მიყვარდა ეს ხმა, რომელიც ვისკის მსუბუქ არომატთან და ტყავის სურნელთან ასოცირდებოდა. სახლში ყველაფერი ტყავის ჰქონდა, ალბათ ტყავის შარვალი არ ეცვა ხოლმე, თორემ დანარჩენი, კი ბატონო.
- გამარჯობა არო, შენთან საქმე მაქვს.
- ტუალეტში ხარ შეკეტილი და ონკანი გაქვს მოშვებული, რომ მამაშენმა არ გაიგოს, ვის ესაუბრები? - გაეცინა.
- მამაჩემის მაგივრად, შეყვარებული ჩასვი - არ მჯეროდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენე - მაგრამ მამის მაგივრობასაც მიწევს, როცა საჭიროა.
- შეყვარებული გყავს? რამდენი წლის ხარ პატარა ლაწირაკო?
- ოცდახუთის.
- დაგეცამდა ოცდაათამდე, ჯერ რა დროსი იყო.
- მეც მაგას არ ვამბობდი? ის ვეღარ დაიცდიდა ეტყობა.
- ვინაა?
- მაგაზე ტელეფონით არ მინდა. შენთან საქმე მაქვს.
- მეჯვარეობა უნდა მთხოვო?
- კარგი რაა.
- ვიცი დაახლოებით რასაც ეხება. ტელევიზორს ვუყურებ ზოგჯერ და ვნახე როგორ საყვარლად გადაგეფარა. ამის გამო, ჩემი სიმპათიები დაიმსახურა. თუ გინდა, მანქანას გამოგიგზავნი და გამოჰყევი.
- არა, ისედაც სხვისი მანქანით მოვდივარ.
- ჭკვიანი გოგო ხარ. სტრიპტიზ კლუბის პატრონი ჩამიკოცნე.
- აუცილებლად.
საუბრის მერე შხაპი მივიღე. ისეთი ქანცგაწყვეტილი ვიყავი, ლამის აბაზანაშივე ჩამეძინა. გამოვედი თუ არა, ერთი-ორი ნორმალური საგარეო კაბა გამოვჩხრიკე კარადიდან. ეტყობა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, აქაც ვინახავდი. ჩავიცვი და წავედი. ჰაიდენს ძალიან არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ რას იზამდა?
აროს სახლს მივადექი. ძველი მეგობარივით ან უძღები შვილივით გადამეხვია.მის ხელში ვიყავი გაზრდილი. მამაჩემის საუკეთესო მეგობარი იყო, რანამ რაღაც სისულელეზე დასცხებდნენ და მერე სამუდამოდ გაიყრებოდა მათი გზები. ყოველთვის ასე იყო, როცა ორი უაზროდ ამაყი ადამიანი იკინკლავებდა - სისულელეების გამო შეეძლოთ ერთმანეთის დაკარგვა.
- მიხარია, რომ ვიღაც გყავს პატარა წიწილა - ასე მეძახდა ბავშვობაში. სიმართლე რომ ითქვას, ყოველთვის ვაჟზე ოცნებობდა. მას და მის ცოლს შვილი არ უჩნდებოდათ და ისე აღმოჩნდა, რომ ოცნების ვაჟთან ყველაზე ახლოს, მე აღმოვჩნდი.
- ვიღაც? - ცალი წარბი ავწიე - ჰაიდენი არაა ხელწამოსაკრავი „ვიღაც“.
- ვიცი. გიწონებ არჩევანს.
- ჩემი არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ მოსვენება არ მომცა.
- მოსვენებას ვინც არ გაძლევდა, ყველა სანაგვეზე მოისროლე. ეტყობა, თავადაც გინდოდა, რომ შეეწუხებინე.
- ეტყობა.
- მამაშენმა იცის თქვენზე?
- არა. ილიზისთვისაც კი არ მითქვამს. საერთოდ არ ვაპირებ არავისთვის მოყოლას. ვფიქრობ, რომ ზედმეტი ხალხი ზედმეტი პრობლემაა და იდეალურ ურთიერთობას ძალიან ანგრევენ.
- ღმერთო, ამდენი რამე როდის გასწავლე?
- მოგისწვრია.
- რა გაინტერესებს საყვარელო? - მის კაბინეტში დავსხედით.
- ვინ დაგვესხა თავს და რა უნდოდათ ჰაიდენისთვის. აშკარაა, მათი სამიზნე მხოლოდ ეს კაცი იყო. სხვა დანარჩენი კი შემთხვევით მოვხვდით ხელში. ან უბრალოდ, სტუმრები შეუშინეს.
- ერთი ტიპია. სახელი არ ვიცი, მაგრამ ორთვალას ეძახიან.
- ბარემ სამთვალა ყორანი დაეძახათ, რა იყო? - ჩემივე ხუმრობაზე გადავიხარხარე, მაგრამ არო ვერ მიხვდა. სამეფო კარის თამაშებს არ უყურებდა და ალბათ მაგიტომ. ამ ბოლო დროს, იუმორის გრძნობა დამიქვეითდა ეტყობა.
- ცალი თვალი არ აქვს.
- რა ირონიული და დებილური მეტსახელია.
- ჰაიდენის ვალი ჰქონდა და ეტყობა, შენმა კაცმა არ შეარგო. მერე გააბრაზა. ძალიან მეეჭვება, მაგან ასე დატოვოს ეგ ყველაფერი.
- სანამ ჰაიდენი იძიებს შურს, მირჩევნია მე მოვაგვარო. ორჯერაა ნასამართლევი. რამე საეჭვოს თუ ჩაიდენს, მესამე ჯერზე უკვე დიდი ხნით ჩააყუდებენ ციხეში, რაც ძალიან არ მაწყობს.
- მაგ ორთვალას რაღაცა მაქინაციები უეჭვლად ექნება ჩადენილი. შეგიძლია, ადვილად მოიშორო. ისე ჩუმად ჩავუშვათ, რომ ვერასოდეს გაარკვიოს დამბეზღებლის ვინაობა. უკანონო ბორდელიც აქვს. მაგის ცოლს უცხოეთიდან ქალები ჩამოჰყავს სამუშაოდ და მერე იძულებით ასაქმებენ სხვა პროფესიით.
- ეგ უკვე ისეთი დანაშაულია, რომ დიდი ხნით ვერ გამოვა ციხიდან...
ძალიან გამეხარდა. უკანონო ბორდელი და ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები არ გამხარებია, უბრალოდ ორთვალას ძალიან დიდი ხნით რომ ჩავაყუდებდი, ეგ მაბედნიერებდა. არო დამპირდა, რომ უჩემოთაც მოაგვარებდა მაგ საქმეს. მერე ცოტახნით, ჩემი და ჰაიდენის ამბავი მომაყოლა. მასთან საუბარმა დიდი შვება მომგვარა. იმ გოგოს დავემსგავსე, თავის სასიყვარულო ისტორიას რომ ჰყვება და თან ეამაყება.
- შენ არ გიყვარს ეგ კაცი - მომიგო მტკიცეთ - მაგრამ პოტენციალი აქვს, რომ შეგიყვარდეს.
- ჩემთვის ძნელია სიყვარული არო.
- ვიცი და ეს ნორმალურია. ჩემთვისაც ძნელია. დღემდე იმას წუწუნებს ჩემი ცოლი, რომ არასოდეს შემიყვარდება ისე, როგორც მას. ეს უსამართლობაა. ჩვენ უსამართლო ადამიანები ვართ, თუმცა ბუნებას ვერაფერი გვიცვლის. იმისთვის ხარ გაჩენილი, რომ გაგაღმერთონ ვივიენ. შენ დიდების მოყვარული ქალი ხარ, სხვისი გრძნობებით საზრდოობ და იკვებები. ყვავილივით ხარ, მუდამ წყალი გჭირდება, თორემ დაჭკნები.
- ალბათ.
- ჰაიდენი მომწონს. ძლიერი კაცია და თან შენი რესურსი აქვს.
- რას ნიშნავს, ჩემი რესურსი აქვს?
- იმდენ გალერეას აგიშენებს, რამდენიც მოგინდება. თეთრ სამოთხეზე არასოდეს თქვა უარი. ეგ შენობა შენი გაშვილებული პირმშოსავითაა. რაც არ უნდა კარგი მეურვე ჰყავდეს, მაინც შენ დაგელოდება. ამიტომ გამოართვი ჰაიდენს, თორემ ამდენ სიკეთეზე უარის თქმის გამო დაისჯები. ზოგჯერ, როცა ფუფუნებას გთავაზობს ცხოვრება, უბრალოდ უნდა გაიღიმო და დატკბე.
- ანგარებასავით ჟღერს. მთავაზობ, რომ ჰაიდენის ქონებით ვისარგებლო. არ მინდა თოჯინა ვიყო და კაცი მაცმევდეს, მვარცხნიდეს, მბანდეს.
- ეს ანგარება არ არის. უბრალოდ, სამყაროს უყვარხარ და საჩუქრებს გიგზავნის. საჩუქარი კი ყოველთვის უნდა მიიღო. ჰაიდენი არ იქნება, ნუ იქნება. შემდეგ ჯეკპოტს მოიგებ და მაინც იგივენაირად გამდიდრდები.
- არც ახლა ვარ ღარიბი, თუ გახსოვს.
- მახსოვს, რომ გაკოტრეპის პირას იყავით. შენს ადგილას, ოჯახსაც გადავარჩენდი და საკუთარ თავსაც.
- მიყვარს თუ არა, ეგ კაცი ჩემთვის ძვირფასია. თავზე ლაფის ჩამოსხმის და ღალატის ტოლფასია ვინმესთან ქონების გამო ყოფნა. ასეთ შეურაცხყოფას ვერც საკუთარ თავს მივაყენებ და ვერც საყვარელ კაცს. იმის ტ*აკი მაინც სულ მექნება, რომ ჩემი ოჯახი შევინახო.
- თეთრ სამოთხეს მაინც არ მიიღებდი?
- მაგაზე დავფიქრდები. ისედაც ასჯერ ვთქვი უარი, აღარ შემიძლია.
- ჩემს სახელზე, გამოართვი - თვალი ჩამიკრა.
ოხერი კაცი იყო, მაგრამ მაინც მიყვარდა.
დედაჩემის სახლში რომ დავბრუნდი, ჰაიდენს ეძინა. ნიკი და ილიზი სადილობდნენ. მე კი არც საუზმე დამცალდა ნორმალურად, არც ძილი და პირველად ეგრევე საჭმელს ვეძგერე.
- დაგვემშა ბავშვი - გაეცინა ნიკს.
- ჰაიდენი როგორაა?
- მოწყენილია უშენოდ - გაამძაფრა ილიზმა.
- დავხედავ. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, მეც კარგად მივხედავ.
- მარტო გინდათ დარჩენა? - არ ესიამოვნა ნიკს.
- კი.
- რაებს მელაპარაკები?
- გეხუმრები. უბრალოდ, სჯობს რომ მამაჩემს მიმიხედოთ. ნერვიულობს?
- არა, ტელევიზორს არ ვართვევინებთ და არაფერი იცის.
- აბა რატო არ მომიკითხა მთელი ერთი დღე? ტელეფონიც წაართვით? ოთახშიც ხო არ გამოკეტეთ?
- კი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლია - გადაიხარხარა ილიზმა - შენ გათიშული გქონდა და მერე სხვა ნომერზე დავარეკინეთ, მე ველაპარაკე შენი ხმით.
- გაგიჟდით?
- არა, ძაან საკაიფოდ შვრება - ილიზს გაჰხედა ნიკმა - მიდი აბა ანახე.
- გამარჯობა, მე ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მთელ ქალაქში და ჰაიდენ სთარი ჩემზე ჭკუას კარგავს - ისე მომბაძა, თავადაც გამოშტერებული დავრჩი.
ძლივს წავიდნენ, ერთი სული მქონდა, ჰაიდენთან მარტო დავრჩენილიყავი.
ძილის დროსაც ისეთივე საყვარელი იყო, როგორც გამოფხიზლებული. გვერდზე მივუწექი, კუნთიანი მკლავები დავუკოცნე ნაზად. არასოდეს მეგონა კაცს თუ საკუთარ საწოლში გავაჭაჭანებდი. ზოგადად კაცს რომ გავიჭაჭანებდი, ეგ კი ვიცოდი, სხვა გზა არც მქონდა, მაგრამ საკუთარ საწოლში თუ დავაძინებდი და მოვუვლიდი, ნამდვილად არ წარმომედგინა.
თვალები დავხუჭე, ჰაიდენთან ახლოს მივიტანე სახე. მსურდა, ისევ მისი სუნთქვა შემეგრძნო, რადგან ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი ძილისპირული იყო სამყაროში.
გამოღვიძებისას, საშინლად ვგრძნობდი თავს. შუადღის თვლემის შემდეგ რომ ისე იძინებ, გეგონება წელიწადნახევარი გაატარე საწოლში, ზუსტად ეგრე ვიყავი და თან თავიც მტკიოდა.
საინტერესო ფაქტი ჩემს შესახებ: ახალგამოღვიძებულს ბულდოგის ხასიათი მქონდა. ზუსტად არ ვიცი, ბულდოგს რატომ ადარებდნენ ავ ადამიანებს, ზოგადად ძაღლები მიყვარდა, მაგრამ სიტყვა „ბულდოგი“ მართლა შემეფერებოდა თავისი ჟღერადობით.
- რომელი საათია? - ვკითხე ჰაიდენს, რომელიც ეგრევე საკოცნელად მომვარდა როგორც კი გამოღვიძების ნიშანწყალი დამეტყო.
- ღამეა.
- კონკურეტულად?
- 9 საათია, შენ აბურდული თმა გაქვს და მგონია, რომ ამაზე მშვენიერი ბუნებაში ვეღარაფერი იქნება.
- მაგარი რომანტიკოსი მყევხარ. ამდენ ხანს როგორ გაგაჩერეს მარტო? ურთეირთობაში, მანიაკი ხომ არ ხარ?
- მეტი რაღა დასტური გინდა მაგისი.
- მართლა ჰაიდენ! აქამდე რატომ არ გქონია ურთიერთობა?
- ვაჟიშვილი გგონივარ თუ რა ხდება? რას ჰქვია, ურთიერთობა არ მქონია? - მოკვდა სიცილით. - თან მდიდარი და სიმპათიური ვარ.
- მე სერიოზულს ვგულისხმობ.
- ეტყობა, ჩემი უცნაურობების გამო ყველას ეშინოდა.
- რა უცნაურობის?
- სექსის ყურება მომწონს. აი, მესამე რომ ხარ და არაფერს აკეთებ, უბრალოდ უცქერ, როგორ *იმავენ ერთმანეთს, მაგრად მისწორდება.
- მართლა ამბობ მაგას?
- არა. ნეტა შენ თავს შეგახედა, გული გაგისკდა.
- ჰაიდენ, რატომ მაშინებ? - საცოდავად ამოვიოხრე. ჩხუბის ხასიათზე კი ვიყავი, მაგრამ მეზარებოდა. თან ჰაიდენიც დაჭრილი იყო და...
- გაგეხუმრე. სინამდვილეში, მქონდა სერიოზული ურთიერთობა და დაქორწინებასაც ვაპირებდით. მას ჯეინი ერქვა.
- ვინ ჯეინი? - შიგნიდან კანკალმა ამიტანა. საშინლად დავიძაბე.
- რომ გითხრა ვინ ჯეინიც, მიხვდები? - გაეცინა. მე კი ეჭვიანობისგან ერთ უზარმაზარ ბოღმის ბუკეტს დავემსგავსე. ჯერ არ ვიცოდი იმ ქალის ასავალ-დასავალი, მაგრაამ მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა.
რას წარმოადგენდა?
როგორ გაბედა, რომ ოდესღაც ჰაიდენი მასზე დაქორწინებას აპირებდა?
- მომიყევი! - ბრაზს ვერც კი გამოვხატავდი, მაგრამ სიცივე რომ გარედან გიკაკუნებს თავში და ტვინში შემოღწევას გიპირებს, ეგრე ვიყავი ზუსტად. მეგონა, იქვე მოვკვდებოდი თუ მოყოლას გააგრძელებდა ჯეინზე. თუ არაფერს მომიყვებოდა, უფრო მეტად მოვკვდებოდი. იმ წამს გავაცნობიერე, რომ სიკვდილსაც თავისი სტადიები ჰქონდა.
- უცნაური ქალი იყო, შენგან ძალიან განსხვავებული. ხელოვნება ეჯავრებოდა, წიგნებიც არ უყვარდა, თუმცა მაინც ჭკვიანი იყო. ორი ბიჭი ჰყავდა, მოძალადე ქმარიც. ჩემს რესტორანში მიმტანად მუშაობდა. თავიდან, ძალიან მომეწონა, მაგრამ დაოჯახებულიაო, მითხრეს და უკან დავიხიე. დროდადრო, ხელებზე ჩალურჯებებს ვატყობდი. ხომ იცი, როგორი მანიაკიც ვარ, როცა მიყვარდება. თვალთვალი დავუწყე. აღმოჩნდა, რომ ქმარი სცემდა. იმ პერიოდში, მისი ერთადერთი ხსნა ვიყავი. ბავშვებთან ერთად წამოვიყვანე სახლიდან და ჩემთან ვაცხოვრებდი. მემგონი აღარ ღირს გაგღძელება, ვხედავ, რომ ნელ-ნელა ჩემი მოკვლა გინდება იმ ურთიერთობის გამო, რომელიც აღარ მაქვს.
- გააგრძელე! - სასიკვდილოდ განწირულივით ამოვიკვნესე.
- ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი, დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ მერე მოძალადე ქმარი მოენატრა და მიმატოვა.
- იმან მიგატოვა?
- სევდიანი ისტორიაა არა? - მხარზე მაკოცა. გამოვიწიე და წამოვდექი. ისეთი განრისხებული ვიყავი, მერჩივნა ისევ რამე ფსიქოლოგიური პრობლების გამო არასოდეს ჰქონოდა წარსულში ურთიერთობა (აბა ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია, დავრწმუნდი წინა ღამით).
ეგოისტი ვიყავი. მარტო მე უნდა ვყვარებოდი ახლაც და წარსულშიც. ეს ის შემთხვევა უნდა ყოფილიყო, ხალხი რომ თითს იშვერს და ამბობს: „შეხედეთ, ამ კაცს გული გაულღვა და ცხოვრებაში პირველად შეიყვარა ვიღაც“.
მე უნდა მემაყა და არა ჯეინს.
მე უნდა ვყოფილიყავი პირველი.
- ვივიენ - ხმას აუწია ჰაიდენმა. ძალიან დამეტყო ალბათ რომ ჭკუიდან გადავდიოდი ნელ-ნელა.
- რა ჯანდაბა გინდა? - დავიღრიალე.
- ჯეინის ისტორია გამოვიგონე. სანამ წასული იყავი, რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, თავს სხვანაირად ვერ ვირთობდი და უცებ რომ მკითხე, ეგ ჯეინი გამახსენდა. მაპატიე, არ მეგონა თუ ასე იმოქმედებდა შენზე.
- რას მეუბნები? - სიმწრისგან სამზარეულოში გავვარდი და ჭიქა დავანარცხე იატაკზე.
- სულ ასე იქცევი, როცა ბრაზობ? - მკითხა მან.
- არა, არ ვბრაზობ. ძალიან გამეხარდა - გამოვუტყდი საკუთარ თავს და სკამზე ჩამოვჯექი.
- გიჟი ხარ!
- შენ მატყუარა!
- უბრალოდ, ვიხუმრე. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათ ეჭვიან ქალთან მქონდა საქმე.
- მაშინ ჯანსაღი მოძებნე ვინმე.
- მე ფსიქოპათი და ეჭვიანი მინდა თქვენო აღმატებულებავ - ჯერ ცხვირზე მაკოცა, მერე ლოყებზე, მერე ტუჩებში.
გამეცინა.
- უცნაურები ვართ. - მთელი ძალით ჩავეხუტე. ვიფიქრე, ერთს მაგრად გავჭ....ტ-თქო, მაგრამ არ გამომივიდა.




ჩემო კარგებო, წერა ძალიან მიჭირს ამ ბოლო დროს და თუ თვლით, რომ ცოტა მშრალადაა ან წინასთან შედარებით არც ისე კარგია, არ მოგერიდოთ დაწერა. მეც ვხვდები, ვეღარა ვარ ძველებურად კლდესავით :დდ იმედია, დროებითიაскачать dle 11.3



№1  offline წევრი Margarethe Jose

ეჰ, მარტო მე არ ვყოფილვარ ავადმყოფურად ეჭვიანი.
გამიხარდა, რა ვქნა?:დ

აროს და ვივიენის დიალოგზე გავწიწმატდი. როგორ შეიძლება მე მიყვარდეს და მას არ ვუყვარდე. ამოუწყდა ჯილაგი, მაგნაირს წამში გადავიყვარებ. უსამართლობა კი არა დავწერდი რეალურად რაც არის, მაგრამ არ მიყვარს მე ეგეთი "რაღაცეეეები".
არა, სერიოზულად ვამბობ. ვერავის ვერ დააძალებ შემიყვარეო, მაგრამ მგონია სვანი ვარ და მეგრელად ტყუილად მომაქვს თავი. რა ვქნა.
მე მიყვარს? მასაც უნდა ვუყვარდე. ესაა მთელი ფილოსოფია.
ამის თქმა მინდოდა.

ჯეინის მონაკვეთი კარგი იყო, კი:დ
რას არ მოიფიქრებ შენ რა.
კლდეს რად ედრები ქალო, როცა თავად დედამიწა ხარ!!!
გალაკტიონის გარე ბიძაშვილი ვარ:დ
სხვანაირად არც შემეძლო.
გელი❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Margarethe Jose
ეჰ, მარტო მე არ ვყოფილვარ ავადმყოფურად ეჭვიანი.
გამიხარდა, რა ვქნა?:დ

აროს და ვივიენის დიალოგზე გავწიწმატდი. როგორ შეიძლება მე მიყვარდეს და მას არ ვუყვარდე. ამოუწყდა ჯილაგი, მაგნაირს წამში გადავიყვარებ. უსამართლობა კი არა დავწერდი რეალურად რაც არის, მაგრამ არ მიყვარს მე ეგეთი "რაღაცეეეები".
არა, სერიოზულად ვამბობ. ვერავის ვერ დააძალებ შემიყვარეო, მაგრამ მგონია სვანი ვარ და მეგრელად ტყუილად მომაქვს თავი. რა ვქნა.
მე მიყვარს? მასაც უნდა ვუყვარდე. ესაა მთელი ფილოსოფია.
ამის თქმა მინდოდა.

ჯეინის მონაკვეთი კარგი იყო, კი:დ
რას არ მოიფიქრებ შენ რა.
კლდეს რად ედრები ქალო, როცა თავად დედამიწა ხარ!!!
გალაკტიონის გარე ბიძაშვილი ვარ:დ
სხვანაირად არც შემეძლო.
გელი❤



ვაიმე მარგარეტ, შენ გაგახარებს ღმერთი რაც მე შენს კომენტარებზე მეცინება და მეხალისება ხოლმე <3
მართალი ხარ, არ უნდა გიყვარდეს ადამიანი ცალმხრივად, მაგრამ ზოგს დაეცემა ხოლმე თავში აგური და მერე ეგრე რჩება აგურმოხვედრილი :დდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესოდ წერ.ნეტა შენნაირები ბევრი ყავდეს საქართველოს.

მ ე ა მ ა ყ ე ბ ი .❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ლია
საუკეთესოდ წერ.ნეტა შენნაირები ბევრი ყავდეს საქართველოს.

მ ე ა მ ა ყ ე ბ ი .❤❤❤

უღრმესი და უდიდესი მადლობა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ველოდებით გაგრძელებაააააას????????????✌️✌️✌️✌️

 


№6 სტუმარი ზუზუ

როდის გაგრძელდება?

 


№7 სტუმარი სტუმარი მემე

Rodis dadeb

 


№8 სტუმარი სტუმარი თინანო

როდის დადეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent