შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი /1/


11-09-2019, 08:53
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 988

ისტორია რომელიც მსურს გიამბოთ ჩემი საუკეთესო მეგობრის პირადი ცხოვრების ურცხვად გასაჯაროვება უფროა ვიდრე უბრალოდ რიგითი ისტორია. ემილი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი როდესაც ოცი წლის ასაკში თავის სამი წლის ქალიშვილთან ერთად ამერიკაში სრულიად მარტო ჩამოვიდა, უზარმაზარ ქალაქში ერთი ზურგჩანთითა და პატარა მომღიმარი გოგონათი ხელში კარდაკარ იქამდე დაეხეტებოდა სანამ ერთმა კეთილმა ოჯახმა არ შეიფარა, ეს ოჯახი კი ჩემი მშობლები იყვნენ. კარგად მახსოვს როცა კართან მდგომი ემილი და მისი ქალიშვილი დაინახეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთში უსიტყვო მზერა გაცვალეს და გზააბნეული ემილიც გულში ჩაიკრეს. ასე აღმოჩნდა ის ჩვენს პატარა მაგრამ მოსიყვარულე ოჯახში. საკუთარ თავზე ცოტას საუბრობდა, არასდროს მიკითხავს გაყრის მიზეზი რადგან ვხედავდი რომ ჯერ კიდევ სიგიჟემდე უყვარდა მამაკაცი რომელთანაც სხვა თუ არაფერი შესანიშნავი ქალიშვილი აკავშირებდა. პატარა ანასტასიას არასდროს გაუწყვიტავს მამასთან კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველთვის ახერხებდნენ ერთმანეთთან საათობით საუბარს, ანასტასიას უყვარდა მამა, შეიძლება ითქვას რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტადაც კი უყვარდა, ხშირად დამინახავს კომპიუტერის ეკრანს მიმჯდარი ანასტასიას გვერდით როგორ იჯდა ემილი და ღიმილით უცქერდა მამა-შვილის იუმორით გაჟღენთილ საუბრებს. თავად ემილი იშვიათად საუბრობდა რატისთან (ასე ჰქვია ემილის ქმარს) თუმცა როცა კი ეს ხდებოდა მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ სუფევდა, პირიქით ერთმანეთთან იმდენად გულახდილები იყვნენ რომ კარგ მეგობრებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე განქორწინებულ წყვილს. ანასტასია დედასთან ცხოვრობდა, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა მამასთან. არ მახსოვს ერთი დღე მაინც როდესაც ემილის ყოფილი ქმარი აუგად მოეხსენიებინოს, პირიქით იშვიათად საუბრობდა მაგრამ როცა კი მასზე ჩამოვარდნილა საუბარი ყოველთვის სითბოთი და რაღაცნაირი ვნებით წარმოთქვამდა მის სახელს. ემილი მხატვარია, საკმოდ წარმატებული, წარმატებას ძალიან მალე მიაღწია, საკუთარი სახლიც შეიძინა იმავე უბანში სადაც ჩემია და ამიტომაც ჩვენგან გადასვლის შემდეგ ტრადიცია არ დაგვირღვევია და ყოველ საღამოს ან ჩემთან ვვახშმობთ ან მასთან. წარმატება მას ერთი წამით არ შორდებოდა, პატარა გზააბნეული გოგონადან საოცრად საურველ, სექსუალურ, წარმატებულ ქალად იქცა, ქალად რომელზეც ნახევარი ამერიკა ოცნებობს.
ისტორიის თხრობას იმით დავიწყებთ რომ ცოტა ინფორმაციას მაინც მოგაწვდით მთხრობლის ანუ ჩემს შესახებ. მე ჯესიკა ჰარპერი ვარ, ინგლისის უძველეს ქალაქ ლესტერში დავიბადე. ხუთ წლამდე მშობლებთან და მოხუც ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი თუმცა მოგვიანებით მშობლებმა უფრო მეტის ნახვა გადაწყვიტეს, ლესტერი უკან მოიტოვეს და ნიუ-იორკში გადავედით, ეს ის ქალაქია სადაც შემდეგში ჩემი ისტორიის მთავარი გმირი ემილი ბარნოვი გავიცანი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ოცდათორმეტი წლის, მეგობარი მამაკაცი არ მყავს, ერთრჯერადი ურთიერთობები მირჩევნია. სიყვარულის შესახებ საკუთარი შეხედულება მაქვს რომელიც ასე ჟღერს: სიყვარული თავის ტკივილის ის სიმპტომია რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი არ შველის. ბოლო პარტნიორი რამდენიმე დღის წინ მყავდა, ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა - უსაფრთხო სექსი კლუბში გაცნობილ ბიჭთან. ემილის თუ დავუჯერებთ ჯერ არ შევხვედრივარ იმ ერთადერთს ვინც გულ-მუცელს ერთიანად ამიდუღებს, აზროვნების უნარს წამართმევს და ბედნიერებისგან ფრენასაც დამაწყებინებს. ის რომ შეხვდა ასეთს ამიტომც გაზარდა ქალიშვილი მარტომ. მოკლედ ახლა ჩემზე მოვრჩები, დრო და დრო ისევ მოგაწვდით ჩემს შესახებ პატარ-პატარა ინტრიგებს ახლა კი მთავარ საკითხს ემილი ბარნოვს, მის ზენიტში მყოფ კარიერას და აწეწილ პირადს დავუბრუნდეთ.
- ჯეს. - კართან გაჟღერებული საკუთარი სახელის გაგონებით მივხვდი რომ ემილი მოვიდა და ლეპტოპი დავხურე (მისთვის ჯერ არ მითქვამს ამჯერად მის ისტორიას რომ შევეჭიდე). - დილამშვიდობის. - უცნაურად აფორიაქებულმა სწრაფად მიაგდო სავარძელზე ხელჩანთა, ლოყაზე ხმაურით მაკოცა და მოწყვეტით ჩაეფლო რბილ სავარძელში.
- რა აღგზნებული ხარ? - ეჭვით ავწიე წარბები და უკვე გაციებული ყავა უგემურად მოვსვი.
- შობა გაიყიდა. (შობა მისი ბოლო ნახატია რომელზეც ხუთი თვე მუშაობდა).
- ოჰო? - წამებში მომედო სხეულში სიამოვნება. - ეს უნდა აღვნიშნოთ. - სწრაფად წამოვხტი, ბარი გამოვხსენი, უკან კი ვისკის ბოთლითა და ორი მუცელგაბერილი ჭიქით ხელში დავბრუნდი. - და რამდენად? - ვკითხე როგორც კი სასმელი შევავსე.
- ორი.
- ორი რა ემი?
- მილიონი
- მეღადავები? - თვალები შუბლზე ამივიდა დასახელებული ანაზღაურების გამო, ემილის ნახატები საკმაოდ ძვირად იყიდება მაგრამ ამ უკანასკნელამდე ყველაზე მაღალი ციფრი ხუთასიათასი იყო.
- არა ჯეს, არ ვღადაობ.
- და ვინ იყიდა?
- ჰარი ანდერსონმა. - ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო კბილებით და მზერა ამარიდა. (ანდერსონი საკმაოდ მდიდარი სიმპატიური ნაბი/ვარია, ერთი წელია ემილის გულის მონადირებას სხვა და სხვა გამოხტომებით ცდილობს).
- და შენც გაები ხომ?
- ჯეს.
- შენი საქმის შენ იცი უბრალოდ არ მომწონს ეგ ტიპი.
- არც მე.
- ხო ერთი მე ვიკვნეტ ტუჩებს მის გამო და მეორე შენ.
- დედაჩემივით მტუქსავ. - კმაყოფილმა შეიცურა წითურ თმებში თლილი თითები და ყელი უკან გადააგდო, ზოგჯერ როცა მას ვუცქერ ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვუძლებ ცდუნებას სახელწოდებით "ქალი არ შემიყვარდეს" ჯანდაბა უნაკლოა.
- დედაშენი აქ არ არის. ვინმემ უნდა გითხრას რომ ანდერსონი შენი შესაფერისი არ არის.
- ვიცი ჯეს. - მზერა გამისწორა ემილიმ და მის თვალებში აკიაფებულმა სევდამ წამით გული გამიჩერა. - უბრალოდ დავიღალე ჯეს, ჩემი ცხოვრება სავსეა ნაბი/ვრებით, მხოლოდ ის სურთ როგორმე ჩემს ფეხებს შორის მოქცეულები ბოლომდე დაიხარჯონ. ვიცი რომ ანდერსონიც ასეთია. - მინდოდა სანუგეშოდ რამე მაინც მეთქვა თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე და ვისკი სულმოუთქმელად ჩავცალე. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ემილი ვისკის ჭიქას ინტერესით უცქერდა, სახეზე უცნაური ემოციები დასთამაშებდა, ემოციები რომლებიც აქამდე უცნობი იყო ჩემთვის. - საქართველოში მივდივარ. - წყვდიადში მეხის გავარდნას ჰგავდა ემილის სიტყვები. სამშობლოდან წამოსვლის შემდეგ ის ერთხელაც არ ყოფილა მშობლიურ ქვეყანაში.
- რა მოხდა?
- რატი ცოლს ირთავს, უნდა რომ ანასტასია მის გვერდით იყოს, ეს ის შემთხვევაა როცა მარტო ვერ გავუშვებ.
- რა?
- მისი შვილია, უფლება აქვს.
- ჯანდაბა ემილი, ტასომ იცის?
- არა.
- და ფიქრობ მარტივად შეეგუება ამ აზრს?
- ჯეს, ის მამამისია, უყვარს, მას კი ცოლი მოყავს და სურს რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მისი ქალიშვილი მასთამ იყოს. უარი ვუთხრა? რა უფლებით? ან რატომ? ტასო პატარა არ არის. მშვენივრად ხვდება რომ ცხოვრება გაყრის შემდეგ არ სრულდება და შესაძლოა მამამ ან დედამ მეორედ გადაწყვიტონ დაოჯახება. ვიცი ეტკინება მაგრამ ძლიერია და არ შეიმჩნევს, უბრალოდ მინდა მის გვერდით ვიყო, მხოლოდ ამიტომ მივყვები და მინდა შენც წამოხვიდე.
- და მე რა ჯანდაბა მინდა ჩემი მეგობრის ყიფილი ქმრის ქორწილში.
- ჯეს მარტო არ გამიშვა.
- არც მიფიქრია. - ენა გამოვუყავი და პასუხად ბალიშიც მომხვდა სახეში.
- ემილი რატომ დაგარქვეს?
- დედაჩემს ბრონტე უყვარდა. - ტუჩები სასაცილოდ დაპრუწა ბარნოვმა და ვისკი მოსვა. - შეგიძლია დღეს ჩემს მოსვლამდე ტასოსთან გაჩერდე? არ მინდა მარტო იყოს. - ისე სასხვათაშორისოდ ამოიჩურჩულა და მზერა გამისწორა.
- შენ სად მიდიხარ?
- ანდერსონმა ვახშამზე დამპატიჟა. ზედმეტი სითავხედე იქნება ჩემი მხრიდან თუ უარს ვეტყვი.
- ხო რა თქმა უნდა, ვახშამს ბევრი ალკოჰოლი მოყვება და შენს ფეხებს შორისაც საბოლოოდ აფართხალდება ბატონი ანდერსონი.
- მორჩი ჩემს გაკრიტიკებას ჯეს, არაფერიც არ მოხდება, უბრალოდ ვივახშმებთ და მორჩა.
- ემილი შენს ქმარს რატომ დაშორდი? - ჩემს მიერ მოულოდნელად დასმული კითხვის გამო ბარნოვი ერთიანად გაფითრდა. თითქოს გონებაში სათანადო სიტყვებს ეძებდა ბოლოს კი ძლივს შესამჩნევად ამოიჩურჩულა.
- ძალიან პატარები ვიყავით ჯეს, აღარც კი მახსოვს რატომ.
- კარგი, წადი ჰარის შეხვდი. - გამომცდელად შევათვალიერე მეგობარი და ჩემს ჟურნალისტურ თვალს და ინტუიციას არ გამოჰპარვია როგორ აღელდა ყოფილი ქმრის ხსენების გამო.
-----
ბევრი არ უფიქრია თუ რა ჩაეცვა თეთრი მუხლს საკმაოდ აცდენილი უზურგო კაბა მოირგო, მკერდთან ღრმა ჭრილით უკანალზე პროვოკაციულად შემოტმასნილი მის ფორმებს უფრო გამოკვეთდა, ასეთივე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გემოვნებით შეუხამა, წითური თმა მსუბუქად შეიკრა კეფაზე, შეუმჩნეველი მაკიაჟი გაიკეთა და თმისფერი ტუჩსაცხი რომელიც სავსე ბაგეებზე გადაისვა მის წინაშე სრულიად უძლურს და დამონებულს დაგტოვებდა. ჰო აშკარად მძიმე ღამე ელოდა ჰარი ანდერსონს. მე და ტასო მისაღებში ვისხედით და როდესაც საძინებლიდან გამოსული ემილი შევნიშნეთ მიუხედავად იმისა რომ აქამდეც შესანიშნავად ვფლობდი მისი სილამაზის შესახებ ინფორმაციას მაინც პირი დავაღე, ტასომ კი ღიმილით დაუსტვინა დედის დანახვაზე და კოპები შეკრა.
- დე ვის ხვდები?
- მეგობარს პატარავ. ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ? - სახეზე მიეფერა შვილს და ელვის შეკვრა მთხოვა.
- ასე?
- დე რესტორანში მივდივართ. - ხმა მერყევი გაუხდა ბარნოვს.
- კაცს ხვდები არა?
- არა, მაგრამ ასეც რომ იყოს ვფიქრობ დედას სრული უფლება აქვს. - ღიმილით დაამატა ემილიმ და შვილს წინააღმდეგიბის მიუხედავად მაინც აკოცა. - მიბრაზდები?
- არ ვიცი. - გულწრფელად აახამხამა გოგონამ დიდრონი ცისფერი თვალები და ბოლოს მაინც მოეხვია დედას.
- მიხედე. - ჩუმად მანიშნა ემილიმ მკლავებში მოქცეულ შვილზე, კიდევ ერთხელ აკოცა და კარისკენ დაიძრა.
- დე. - კართან მისულს შვილის ხმა დაეწია და ისიც გაჩერდა.
- რა იყო ანასტასია.
- მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - გაუღიმა შვილს და სახლიდან გავიდა. ორიოდე წუთი ანასტასია დახურულ კარს სევდაშეპარული მზერით უყურებდა ბოლოს უხმოდ მოჩოჩდა ჩემსკენ და მხარზე ჩამომადო პატარა თავი, სადაც ალბათ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ისე დახტოდა სუნთქვაში შესამჩნევად უშლიდა ხელს.
- მას ვიღაც ყავს არა? - ამომხედა ბოლოს და ტუჩები დაბრიცა.
- დედა მეგობარს ხვდება.
- მე კი ვფიქრობ რომ ის ვისაც ხვდება მხოლოდ მეგობარი არ არის.
- და ეს გაწუხებს?
- არ ვიცი. - მისი ასაკისთვის გაურკვეველი თვალებით მომაშტერდა და ცრემლმაც არ დააყოვნა.
- რა მოხდა ტასო? - მისი ათრთოლებული სახე ხელებში მეჭირა და შუბლზე მიბჯენილი ტუჩებით მის დამშვიდებას ვცდილობდი.
- მამა მენატრება. - ჰო რაღაც მსგავს ველოდი, გაუცნობიერებელი პროტესტი, დედის დაკარგვის შიში და შორს მყოფი მამის მონატრება, ვიგრძენი როგორ დავიძაბე, მისი სხეული გულში ძლიერად ჩავიკარი და მიუხედავად იმისა რომ ხმა არ მაქვს რაღაც უაზრო მელოდიის ღიღინი დავიწყე, ანასტასიას სხეული დიდხანს თრთოდა, მისი ცრემლი კარგა ხანს მისველებდა მაისურს, თმებზე ვეფერებოდი და გაუჩერებლივ ვღიღინებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომაც ვმღეროდი, ბოლოს ემოციებისგან დაღლილს ჩემს კალთაში სახე ჩარგულს ჩაეძინა, ადგომა არც მიფიქრია, თავი სავარძელზე გადავკიდე და თვალები დავხუჭე.
ინტუიცია არასდროს მღალატობს ახლაც გადასარევად შევიგრძნობ დენთის სუნს რომელიც ყველას შთანთქვით გვემუქრება, პირველ რიგში კი ბარნოვს ემუქრება ცეცხლში ჩავარდნა საიდანაც ვიცი დამწვრობის გარეშე თავს ვერ დააღწევს, საინტერესო ის არის რამდენად ძლიერ დამწვრობას მიიღებს, რამდენად გაუძლებს, რამდენად მზად იქნება იმ წინაღობისთვის რაც ელის. ბარნოვი ძლიერია ამას მისი მიზანდასახულობაც ამტკიცებს, ფრთხილია, არასდროს იქცევა დაუფიქრებლად, არასდროს ნებდება წუთიერ ვნებას, ისევ ელის, ელის რაღაცას რაც მას სრულ ბედნიერებას მიანიჭებს. ახლა კი არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობ მასში სრული ქაოსია გაჩაღებული და ამ ქაოს აშკარად არ ჰქვია ჰარი ანდერსონი. ეშინია, მის თვალებში ეს დავინახე, წარსულში დაბრუნების ეშინია, ჰო მას რატისთან შეხვედრის ეშინია და ვხვდები ზუსტად ამიტომ დათანხმდა ანდერსონს ვახშამზე. აღიარება არ სურს მაგრამ მე მას გადასარევად ვიცნობ. არასდროს ამ ათი წლის მანძილზე არ მინახავს ისეთი დამფრთხალი როგორც დღეს დილით როდესაც საქართველოში დაბრუნებაზე და ყოფილი ქმრის მომავალ ქორწილზე საუბრობდა. არც მიკვირს, რთულია ათი წლის შემდეგ ჩახვიდე შენი შვილის მამის ახალი ცოლის გასაცნობად მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ დიდი ხანია აღარფერს გრძნობ, ან იქნებ გრძნობს კიდეც?!
-----
რესტორნის შესასვლელთან ჩასაფრებული ჟურნალისტები სწრაფად ჩამოიშორა და შენობაში შესულმაც შვებით ამოისუნთქა, დაცვის თანამშრომელმა ღიმილით ჩამოართვა მანტო და ხარბად შეათვალიერა ტანს შემოტმასნულ კაბაში გამოწყობილი ბარნოვი.
- ანდერსონი უკვე გელოდებათ. - ღიმილით დაამატა ახალგაზრდა ბიჭმა და დარბაზისკენ გაუძღვა. მღელვარებისგან სხეული უთრთოდა ბარნოვს, თავს ისე გრძნობდა თითქოს ჩვიდმეტი წლის გოგო ყოფილიყოს რომელიც მშობლებისგან მალულად ხვდებოდა მასზე შეყვარებულ მილიონერ ნაბი/ვარს.
- ემილი. - ყურებამდე გაკრეჭილი ფეხზე წამოიჭრა ჰარი ანდერსონი მის დანახვაზე, ხელზე ნაზად ეამბორა და დაჭიმულმა მეძებარი ძაღლივით შეათვალიერა დაბნეული ქალი. - შესანიშნვად გამოიყურები.
- მადლობა. - სკამზე მოხერხებულად მოკალათდა ბარნოვი და გადაჭედილი რესტორანი მოათვალიერა.
- თუ არ მოგწონს შეგვიძლია სხვაგან წავიდეთ, უფრო მყუდრო ადგილზე.
- არსებობს ადგილი სადაც ხელს არავინ შეგვიშლის?
- ჩემთან წავიდეთ. - მოკლედ მოუჭრა ჰარიმ და მიმტანის მიერ დასხმული ღვინო დააგემოვნა.
- აქაც კარგად ვარ. - ბრაზი მოერია ემილის და მოულოდენლად ძალიან ინანა მასთან შეხვედრას რომ დათანხმდა. ძნელი მისახვედრი არ იყო რა ედო ანდერსონს გონებაში, ისედაც მშვენივრად იცოდა თუმცა ახლა როდესაც მასთან ასე ახლოს იყო და მის აღგზნებულ თვალებს უცქერდა მიხვდა ანდერსონს ერთი სული ჰქონდა მისი კაბის ქვეშ შემძვრალიყო და სიამოვნების მისაღებად დაუღალავად ეშრომა, ამის წარმოდგენაზე შეაჟრჟოლა და გულის რევის შეგრძნება რომ დაეოკებინა ღვინო მოსვა.
- ვიხუმრე ემილი. - სიტუაციის განმუხტვას ეცადა ჰარი თუმცა უკვე ჩაჯ/ულის გამოსწორება ვეღარ შესძლო, ემილის ხასიათი სწრაფად ეცვალა და ერთადერთი რაც სურდა ის იყო რომ საღამო მალე დაესრულებინა.
- შობა მართლა მოგეწონა თუ ესეც ერთგვარი ფანდია ჩემს ლოგინში შესატყუებლად? თუ ასეა ტყუილად ირჯები ჰარი. - იერიშზე გადავიდა ბარნოვი რამაც ანდერსონი ცოტა არ იყოს და გაანაწყენა.
- კარგი ემილი, რადგან გულახდილად ვსაუბრობთ გეტყვი ჩემს მიზნებს შენთან დაკავშირებით, სულაც არ მინდა ჩემი საყვარელი გახდე, მე მეტი მსურს, მინდა ჩემი ცოლი გახდე, ჩემი შვილების დედა, მინდა ყოველ დილით ჩემმა ალერსმა გაგაღვიძოს. ჩემს დანახვაზე ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავდეს, მინდა შენი მეგზური ვიყო, განა ეს ცუდია?
- არა. - დაბნეული ჩანდა ემილი.
- მე მიყვარხარ ემილი. - მის ხელს ნაზად შეახო ჰარიმ თითები, ემილის შეაჟრჟოლა, ეს შეხება სასიამოვნოდ მომჟავო ხილის დაგემოვნებას ჰგავდა, დავდაპირველად რომ სახეს დაგიჭიმავს, ენაზე ბუსუსებს დაგაყრის და როდესაც მის რეალურ გემოს შეიგრძნობ ღიმილმორეულს სხეული რომ გიმსუბუქდება, მზერა მის თეთებზე გაუშტერდა და გაუაზრებლად ახლართა მასში თავისი თითები, კიდე უფრო მოეშვა, დაძაბულ სახეზე ღიმილის კვალი დაიჭირა, მსუბუქად ჩაავლო ქვედა ტუჩს კბილები და მის წინ მჯდომ ჰარის ვნებიან თვალებს მზერა გაისწორა.
- მაპატიე უხეშობა.
- უკვე გაპატიე. - სავარძლის ზურგს გამარჯვებული მზერით აეკრო ანდერსონი და სასმლის მოზრდილი ყლუპი მოსვა. ანდერსონი მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა, მთელი საღამოს მანძილზე არაფერი შეშლია, აშკარად კარგად იცნობდა ქალების ბუნებას და ემილის შემთხვევაშიც შესაშური სიზუსტით იკვლევდა გზას რომელიც ამ უკანასკნელის ფეხებშორის გადიოდა, ემილიმ ბევრი დალია, სასმელმა თავისი სიტყვა თქვა და ის უკვე აღარ იყო შებოჭილი, პირიქით, საკმაოდ ლაღი და თავისუფალი მშვენივრად აჰყვა ანდერსონის „თამაშს“
- ჩემი წასვლის დროა. - ღიმილით მიმართა როგორც კი მაჯის საათს დახედა.
- ჯერ ძალიან ადრეა ემილი.
- მართლა კარგი იყო შენთან გატარებული საღამო მაგრამ უნდა წავიდე.
- კარგი. - აშკარად უხალისოდ დათანხმდა ანდერსონი და ფეხზე წამოდგა, შეზარხოშებულ ემილის წელზე ხელი მოხვია და გასასვლელისკენ გაუძღვა, შიშველ კანზე მისი შეხების გამო ზურგი აეწვა ბარნოვს, მკერდი შესამჩნევად უთრთოდა და გამშრალ ტუჩებსაც გამწარებით კვნეტდა. ვნებიანი კოცნა იგრძნო მოშიშვლებულ ყელზე და სრულიად დამფრთხალს მთელი სხეული მონატრებული ვნებით აუფეთქდა, გარეთ გამოსულმა ღიმილით ახედა მასზე გაშტერებულ ანდერსონს.
- რა?
- თუნდაც ამის გამო გაბრაზდე. - სწრაფად მოხვია ხელი და სხეულზე მიკრულს ვნებით წაეტანა ტუჩებზე, ემილიმ გააზრება ვერ მოასწრო ისე აჰყვა კოცნაში, ვნებით პასუხობდა ჰარის დამძიმებულ სუნთქვას. - წამოდი ჩემთან. - გაუბედავად ამოიჩურჩულა ანდერსონმა როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა.
- ჰარი.
- ვიცი რომ შენც გინდა. - ისევ მის ტუჩებს დააცხრა ანდერსონი და ამჯერადაც დანებდა ბარნოვი. - წავიდეთ. - მაჯაში ხელი ჩაავლო და მაქნანისკენ დაიძრა მისი სურვილით აღგზნებული ანდერსონი.
- ჰარი. - ღიმილით დაქაჩა ბარნოვმა და აიძულა რომ გაჩერებულიყო. - სახლში წამიყვანე. - მის პერანგს თითები ჩაავლო, ფეხის წვერებზე აიწია და მსუბუქად აკოცა. - დღეს არა.
- კარგი. - მძღოლმა მანქანის კარი გამოაღო და ბარნოვი ანდერსონთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა. ავტომობილი დაიძრა თუ არა ჰარიმ ნაზად შეახო მოშიშვლებულ ფეხზე თითები და ნელი მაგრამ მიზანმიმართული სვლით აასრიალა თითები ბარნოვის მუხლიდან უფრო ზევით, ღიმილით დააცქერდა მის ფეხზე მოსრიალე ჰარის თითებს ბარნოვი, მერე მზერა ხელიდან სახისკენ გადაიატანა, სულაც არ გაჰკვირვებია ანდერსონის სურვილით ჩაწითლებული თვალების დანახვა, ჰარი მის სახესთან დაიხარა და კიდევ უფრო ზევით შეაცურა თითები.
- გეყოფა. - ამოიჩურჩულა ემილიმ მის ტუჩებთან, მაჯაში თითები ჩაავლო და მოფათურე ხელი უკან გააწევინა. - არ ვარ ისეთი მთვრალი რომ ამის ნება დამსწრესთან ერთად მოგცე.
- კიდევ როდის გნახავ?
- როცა დაგთანხმდები.
- და ეს როდის იქნება?
- არ ვიცი.
- მეთამაშები? - ყბის ძვლები დაეჭიმა ანდერსონს, ბარნოვის ქვედა ტუჩს სწრაფად ჩაავლო კბილები და ძლიერად დაქაჩა, კბილები ტუჩებით ჩაანაცვლა და ისევ დასტყუა სასმლით გონებაარეულ ბარნოვს ვნებიანი კოცნა. სწრაფად შეუცურა კეფაზე თითები და ისე მიიზიდა რომ ემელის უკან დახევა აღარ შესძლებოდა, მომთხოვნი იყო კოცნისას, ტუჩებიდან ლავიწებისკენ გადაინაცვლა, კეფაზე მიბჯენილი თითები სწრაფად ჩააცურა მის წელზე, ბარნოვს ჩუმი კვნესა აღმოხდა.
- ჯანდაბა ჰარი გაჩერდი. - ორივე ხელის გული მის მკერდს მიაბჯინა და აიძულა უკან დახეულიყო, აღგზნებული ანდერსონი მის სახესთან დახრილი მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წამი თვალს არ წყვეტდა ბარნოვის კოცნით შესიებულ ბაგეებს, ბოლოს გაეღიმა, მის სხეულს მოშორდა, სავარძელს მთელი ზურგით აეკრო, მინა ჩამოსწია და სიგარეტს მოუკიდა.
- მე შენ მიყვარხარ ემილი. - როგორც იქნა მზერა მიაპყრო გაფითრებულ ბარნოვს, მისი მტევანი ხელის გულში მოიქცია და ნაზად შეახო ტუჩები. - მართლა მიყვარხარ. - ემილის არ სურდა პასუხის გაცემა, გაუმართლა რომ ავტომობილი გაჩერდა. წამით მზერა გაუსწორა საღამოს დასრულებით განაწყენებულ ანდერსონს.
- ღამემშვიდობის ჰარი.
- აგაცილებ.
- საჭირო არ არის.
- გეშინია რომ შენს სახლში ძალით შემოვიჭრები?
- არა.
- კარგი ემილი როგორც გინდა. - ჰარი გადმოსვლაში მიეხმარა ბარნოვს, ღიმილით დაჯერდა მის მეგობრულ კოცნას ლოყაზე და სახლისკენ უკანალის საოცარი რხევით მიმავალს სიმწრით გააყოლა მზერა. - ბარში წავიდეთ. - მიუბრუნდა მძღოლს და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. როგორც კი ზურგს უკან ძრავის ღრიალი იგრძნო ბარნოვი შეჩერდა, მიმავალ მანქანას მზერა გააყოლა და როდესაც ავტომობილი თვალს მიეფარა, იქვე ახლოს მდგარ სკამზე რამდენიმე წუთით ჩამოჯდა. შემოდგომის მშვიდი საღამო იყო, ემილის ძალიან უყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით ნოემბერი. ნოემბრის თვეში მის ცხოვრებაში ანასტასია გამოჩნდა ამიტომაც უყვარს ეს დრო ასე გამორჩეულად. ღრმად სუნთქავდა, უღიმღამო კაეშანი რომელიც დაიკუთხავად შეუძვრა გონებაში, სწრაფად მოედო მთელ სხეულში და მჭიდროდ ფესვებ გადგმულს უკვე ვერაფერს უხერხებდა, ამღვრეული სახე ხელის გულებში ჩარგო და რამდენიმე წუთი ასე დარჩა, რეალობაში ტელეფონზე მოსულმა შეყტობინებამ დააბრუნა.
- ემილი, პასუხი არ მომწერე, ხომ ჩამოხვალთ შენ და ანასტასია? - წერდა ყოფილი ქმარი. მყისიერად აიტანა ბარნოვი უჩევულო ეიფორიამ, სუნთქვა უჭირდა, თვალს მომდგარი ცრემლის გამო ტექსტს ბუნდოვნად ხედავდა, ცხვირის წვერი აეწვა და რომ არ ეტირა თავი უკან გადასწია, ღრმად ჩაისუნთქა შემოდგომის მშვიდი ჰაერი.
- ჩამოვალთ. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მისწერა და ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა.



დილამშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ხართ? ისე რომ თავადაც ვერ მივხვდი ახალი ისტორია დამიწყია :) ხოდა აი პირველი თავიც. აქედანვე შევთანხმდეთ და ზავი დავდოთ მე და თქვენ, შესაძლოა ყოველ დღე ვეღარ დავდო ახალი თავი (ბევრი მიზეზის გამო) თუმცა ვიმედოვნებ არ ატყდება ომი, სად ხარ?? რატომ არ დებ? დადე რა და ასეთები...
მიყვარხართ... აბა გამოუშვით თქვენი აზრი :*скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი დეა

ვა დიდიხნიან პაუზას ველოდი შენგან მარა ესე უცებ რო დაგინახე გამიხარდი
ცუდია ყოველდღე რომ ვერ დადებ მარა არაუშავს :*

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
ვა დიდიხნიან პაუზას ველოდი შენგან მარა ესე უცებ რო დაგინახე გამიხარდი
ცუდია ყოველდღე რომ ვერ დადებ მარა არაუშავს :*


მეც გამივირდა წერა რომ დავიწყე მაგრამ მუზა ისე სწრაფად მოვიდა ცოტა პირი დავაღე :დ
მადლობა დეა

 


№3  offline წევრი დარინა

ძალიან ხალიან მიხარია რომ დაგვიბრუნდიიი, ვგრძნობ რომ ემილი საქართველოდან ვეღარ წავაა.

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

დარინა
ძალიან ხალიან მიხარია რომ დაგვიბრუნდიიი, ვგრძნობ რომ ემილი საქართველოდან ვეღარ წავაა.


მეც მაგას ვეუბნები მარა მისმენს? laughing

 


№5  offline წევრი აბაშიძე

კარგი.

ჯანდაბა.

უცნაურაა.
ნამდვილად არ ველოდი რომ ამბავს მეგობარი გადმოგვცემდა.
უცნაურია და საინტერესო.

წაკითხული მონაკვეთებიდან ხომ ვიცი რასაც ამზადებ.
მოუთმენლად ველი.

ბარნოვი.
ჩემთვის საძულველი გვარია.
გარკვეულ მიზეზთა გამო.
და სულ არ მსიამოვნებს ამ გვარის დანახვა.
მაგრამ ემილი.
ნუ.
ემილი.
წითური.
ცეცხლი.
ჯანდაბა დიდი მოლოდინი მაქვს.
და ამის გამო ბარნოვის "დანახვასაც" ავიტან.

ენ.
პირველი კომენტარია.
და ვიტყვი.
საოცრება ხარ.
ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი.
საოცრად წერ.
და დიდ ღიმილს ქმნი ჩემს სახეზე.
მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

აბაშიძე
კარგი.

ჯანდაბა.

უცნაურაა.
ნამდვილად არ ველოდი რომ ამბავს მეგობარი გადმოგვცემდა.
უცნაურია და საინტერესო.

წაკითხული მონაკვეთებიდან ხომ ვიცი რასაც ამზადებ.
მოუთმენლად ველი.

ბარნოვი.
ჩემთვის საძულველი გვარია.
გარკვეულ მიზეზთა გამო.
და სულ არ მსიამოვნებს ამ გვარის დანახვა.
მაგრამ ემილი.
ნუ.
ემილი.
წითური.
ცეცხლი.
ჯანდაბა დიდი მოლოდინი მაქვს.
და ამის გამო ბარნოვის "დანახვასაც" ავიტან.

ენ.
პირველი კომენტარია.
და ვიტყვი.
საოცრება ხარ.
ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი.
საოცრად წერ.
და დიდ ღიმილს ქმნი ჩემს სახეზე.
მადლობა



მე კი ძალიან მომწონა აბაშიძე "გარკვეული მიზეზების გამო" :დ

ჰო გამიხარდა რომ როგორც იქნა დაწერე შენი პირველი კომენტარი ბლექის ისტორიაზე.

ჰო ბარნოვს თმისფერი ხასიათი აქვს ❤

 


№7  offline წევრი სიბილა

შეიძლება წავიდეს კიდეც...საქართველოში კი დიდი ამბები გველის..კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბლექ..კი არა და...აბა შენ იცი და რუტინა თავზე დაგვამხე blush

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
შეიძლება წავიდეს კიდეც...საქართველოში კი დიდი ამბები გველის..კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბლექ..კი არა და...აბა შენ იცი და რუტინა თავზე დაგვამხე blush



მადლობა რუსა ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი Kristi

ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიის დანახვა და წაკითხვა❤❤❤ ვისიამოვნე❤ გავიხარე❤ და ეხლა უკვე სასიამოვნო მოლოდინით დაველოდები ხოლმე ყოველ ახალ თავს ❤ ❤ საოცრება ხარ❤❤❤

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი Kristi
ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიის დანახვა და წაკითხვა❤❤❤ ვისიამოვნე❤ გავიხარე❤ და ეხლა უკვე სასიამოვნო მოლოდინით დაველოდები ხოლმე ყოველ ახალ თავს ❤ ❤ საოცრება ხარ❤❤❤



მადლობა ქრისტი, მიხარია რომ ჩემთვის უცვლელ მკითხველთა სიას ასე აქტიურად შეემეტე.
heart_eyes

 


№11  offline წევრი Rania

Vaime en cavikitxeee. Ver gavuzeli cdunebass. Magram dasrulebamde vegar gavekarebi. Iseti adrenalinia kitxvisass. Mere lodini molavs qalauvv. Daasruleb da chavujdebiii. Azrgaucyvetlad. Mtliani emociebita da agckinebuli. Mjera esec magari iqnebaa. Magram ici romelia chemi favoriti. Cina istoria shedevria geficebiii
--------------------
Q.qimucadze

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

Rania
Vaime en cavikitxeee. Ver gavuzeli cdunebass. Magram dasrulebamde vegar gavekarebi. Iseti adrenalinia kitxvisass. Mere lodini molavs qalauvv. Daasruleb da chavujdebiii. Azrgaucyvetlad. Mtliani emociebita da agckinebuli. Mjera esec magari iqnebaa. Magram ici romelia chemi favoriti. Cina istoria shedevria geficebiii



მადლბა ჩემო გოგო, გამიხარდი.

შანსი-2ს გულისხმობ? - ეგ საერთოდ სხვა სფეროა. ეგ ჩემი სულის ამოძახილია და შესაბამისად უზომოდ მიხარია რომ შენც საუკეთესოდ თვლი...

კარგი მიპატიებია რომ აღარ წაიკითხავ დასრულებამდე smiley

მაშ დარულებამდე :*

 


№13  offline წევრი niako05

Sanam ar daamtavreb ar gavekarebi???? dzaan kaiaaa ????

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

niako05
Sanam ar daamtavreb ar gavekarebi???? dzaan kaiaaa ????



ყველა არ ვეკარების რატომ მეუბნებით :( არადა თქვენი შეფასება საჭიროა რომ ავტორმა ასე ვთქვათ "მუხტი და მუღამი არ დაკარგოს" kissing_heart

 


№15 სტუმარი ლიამი

დღეიდან მხოლოდ ამ ისტორიის გამო ვიწყებ აქ შემოსვლას.
აღარაფერი დარჩა წასაკითხი და ეს ის არის რაც არის ..

 


№16  offline ადმინი ენ ბლექი

ლიამი
დღეიდან მხოლოდ ამ ისტორიის გამო ვიწყებ აქ შემოსვლას.
აღარაფერი დარჩა წასაკითხი და ეს ის არის რაც არის ..



მადლობა. გამახარე უზომოდ <3

 


№17  offline წევრი რენა

მომწონს კარგად წერ ძალიან ძალიან მომწონს მართლა, მაგრამ ჰარი იმდენად ჰგავს ქართველ კაცს ამერიკელად ვერ აღვიქვი ????

 


№18 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

რენა
მომწონს კარგად წერ ძალიან ძალიან მომწონს მართლა, მაგრამ ჰარი იმდენად ჰგავს ქართველ კაცს ამერიკელად ვერ აღვიქვი ????


ჰოო? რავიცი ❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ლია

მაგარი ისტორიის დასაწყისია.მომეწონა ძალიან.

არ გვალოდინო.

 


№20  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლია
მაგარი ისტორიის დასაწყისია.მომეწონა ძალიან.

არ გვალოდინო.



შევეცდები kissing_heart

 


№21  offline წევრი Taattu

უკვე ძალიან მომწონს სათაურიც კი
წერის სტილიც მაგარია
სათაურიც შესანიშნავი
ერთი სული მაქვს დადო შემდეგი თავი
ფბზე მონაკვეთი ამომიგგო და მაშინვე დამაინტერესა
უკვე ვხვდები თბილისში რეებიც მოხდება და მოუთმენლად გელი
წარმატებები heart_eyes relaxed

 


№22  offline ადმინი ენ ბლექი

Taattu
უკვე ძალიან მომწონს სათაურიც კი
წერის სტილიც მაგარია
სათაურიც შესანიშნავი
ერთი სული მაქვს დადო შემდეგი თავი
ფბზე მონაკვეთი ამომიგგო და მაშინვე დამაინტერესა
უკვე ვხვდები თბილისში რეებიც მოხდება და მოუთმენლად გელი
წარმატებები heart_eyes relaxed


მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა. საოცარია როცა ასე მოსწონს შენი ნაწერი ადამიანებს kissing_heart

 


№23 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვაიმეეე განა მჯერა? გუშინ იყო რომ ვწუწუნებდი აქ შემოსვლის შემდეგ ერთი გემრიელი წასაკითხი ისტორია არ არის რომ წავიკითხოთქო და ჰოპ რა მოხდა? სამსახურს მოვრჩი თუ არა შემოვედი და მხვდება შენი ნიკი... ამაზე კარგი რა უნდა მენატრა ❤️ ოჰჰ ვგიჟდები შენს ვნებიან ქალებზე :დდდ (ნუ კაცებზე უფრო მაგრამ ჰარი არ მომეწონა და რავქნააა ;დდდ ) ჩემი აზრიდ "ყოფილი ქმარი" უნდა მომეწონოს ;დდდ

ველოდები შემდეგს ❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ლუნა

გენაცვალე ბებო როგორ გავს ალეკოს ❤

 


№25 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ლიკა
ვაიმეეე განა მჯერა? გუშინ იყო რომ ვწუწუნებდი აქ შემოსვლის შემდეგ ერთი გემრიელი წასაკითხი ისტორია არ არის რომ წავიკითხოთქო და ჰოპ რა მოხდა? სამსახურს მოვრჩი თუ არა შემოვედი და მხვდება შენი ნიკი... ამაზე კარგი რა უნდა მენატრა ❤️ ოჰჰ ვგიჟდები შენს ვნებიან ქალებზე :დდდ (ნუ კაცებზე უფრო მაგრამ ჰარი არ მომეწონა და რავქნააა ;დდდ ) ჩემი აზრიდ "ყოფილი ქმარი" უნდა მომეწონოს ;დდდ

ველოდები შემდეგს ❤️



უფ ძაან გამეცინა, რაღაცნაირი შემოქროლვა და სილაღე იყო შენს კომენტრაში :* მიხარია თუ მოგწონს, მოიცა კაცო ჰარი საჭიროა ისტორიითვის თორე ნუ მოგეწონება... აი ყოფილი... მმმმ. კაი ვსო გავედი

სტუმარი ლუნა
გენაცვალე ბებო როგორ გავს ალეკოს ❤


ვაი, რაღაცას ვერ მივხვდი მაგრამ არაუშავს <3

 


№27 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

თათუ♡
Rodis adeb?


ხვალ

 


№28  offline წევრი elene2619

აუუ ენ როგორც ყოველთვის სასწაული ახალი ისტორია გაქვს heart_eyes
უკვე ვგრძნობ როგორ ამბებს დაატრიალებ. რაღა დაგიმალო და მოუთმენლად გელი heart_eyes
სასწაული გოგო ხარ heart_eyes

 


№29 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

elene2619
აუუ ენ როგორც ყოველთვის სასწაული ახალი ისტორია გაქვს heart_eyes
უკვე ვგრძნობ როგორ ამბებს დაატრიალებ. რაღა დაგიმალო და მოუთმენლად გელი heart_eyes
სასწაული გოგო ხარ heart_eyes


მადლობა ელე ❤

 


№30 სტუმარი რეგისტრაციისთვის შესაფერისი სახელი

დღეს დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent