შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 4)


11-09-2019, 21:53
ავტორი n-strovet
ნანახია 125

შუა ღამეა, ტყის გულში ვდგავარ. გზას მხოლოდ სავსე მთვარის შუქი მინათებს. შეშინებული ვიხედები, ოთხივე მხრიდან კლდე აკრავს. კლდეზე კი მგლები არიან. წითელი თვალებითა და ბასრი ეშვებით. ნელ-ნელა კლდიდან ჩამოდიან მე კი დავიხარე და მხვილი ხის ტოტი ავიღე. ჩემი ჭაობისფერი თვალები მეწამულ წითელ თვალებს ხვდება, რომელიც გააშმაგებული მიყურებს და, ალბათ, უკვე მეასედ წამაცალა თავი. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ტოტს ძლიერ ვუჭრ ხელს, რათა კარგად მოვიქნიო. ერთმანეთს ყმუილით რაღაც ინფორმაცია გადასცეს და დაახლოებით სამიოდენ წამში იერიშზე გადმოვიდნენ. ვცდილობ, მისეულ ხროვა მოვიგერიო და გაჭირვებით გაქნებ ხელს.
ვეცემი.
ვხედავ სამი მგელი, როგორ დამესია.
საბოლოოდ ვმარცხდები.
უცებ კი ყველაფერი ქრება. თითქოს ერთიანად მოვწყდი და სხვა ადგილას გადავეში. მთილიანად თეთრი გარემო, ჩემი წინ კი კადრები გარბის, თითქოს დროის სწრაფ ცვლილებას ვუყურებ. გაუკვევლად ვადევნებ სწრაფად მორბენალ კადრებს . ხელი ზემოდ ავღმართე, რომ შევხებოდი. უცებ კი ოჯერ მეტად დაიწყო ტრიალი და სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი.
ჩემ წინ მაქსი და სარა იყვნენ. ძალიან აღელვებულნი და აფორიაქებულნი. მე ვერ მამჩნევენ, ერთმანეთში მხცხარედ კამათობენ. ოთახს თვალს ვავლებ, არც ისე პატარა ოთახია ცივ ფერებში გაწყობილი, ტყავის ავეჯით, კედელზე უამრავი სეგელებითა და დიპლომებით. უკან ძვლიფერი, შავი რკალებით გაწყობილი კარადა დგას. გამჭირვალე მინით, რომელშიც უამრავი საბუთები აწყვია. წინ კი თეთრი სამუშაო მაგიდა. ხელმარცხნივ ლეპტოვი დევს, მარჯვნივ კი კომპიუტერის ორი დიდი ეკრანი. მაგიდის წინ ძალიან ღია სავარძლები, ერთ-ერთში კი მაქსია მოთავსებული.
ეს სარას კაბინეტია!
-როგორ გამოგვეპარა, მაქს? როდის ან საიდან გაიცნს ერთმანეთი? -აღშფოთებული და გაცოფებული მიმოდიოდა ოთახში.
-დამშვიდდი ვიპოვნით...იმ ტყიდან ვერ გაიქცეოდნენ.-სარასგან შედარებით დამშვიდებული იყო მაქსი.
-მაშ, რატომ ვერ იპოვნეს...მაქ? როგორ მეუბნები დავმშვიდდიო, როდესაც შენც ძალიან კარგად იცი, რა მოხდება თუ მთავრობა ამის შესახებ გაიგებს. მოგეხსენება, რომ ნისაზე უამრავი ფულია დახარჯული და მხოლოდ საქართველოს მთავრობას არ სჭირდება იგი. ამაში ბევრად მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული და იმდენ თანხას იხდიან ნისაში წარმოთქმიდაც, რომ გაგიჭირდება.
-რას ერჩოდი საკუთარ თავს? მე ნისას გამოკვლევაზე მხოლოდ იმიტომ დაგთახმდი, რომ ის ამოუცნობია.
-ყველას მოგვკლავენ-თითების მტრევას მიჰყვა სარა.-ისინი უნდა ვიპოვოთ მანამ სანამ მთავრობა გაიგებს, თოემ უკვე თავად დაიწყებენ ძებნას და აქ ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება.-სავარძელზე მოთავსდა-ვიღაც დაეხმარათ გაქცევაში, მაგრამ ვინ....?.
ვგრძნიბ, როგორი სწრაფი ტემპით მოდის ბლანტი სითხე ჩემი ცხვირიდან, მეტს ვეღარ ვუძლებ!. სწრაფა ვიშორებ სარასადა მაქს ჩემი ფიქრებიდან. იმდენად დაუძლულებური ვიყავი, რომ ძირს დავარდი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
ისევ კადრებისა და დროის ცვლილება.
კვეთრი თეთრი შუქი.
თვალებს ვხუჭავ.
ნელ-ნელა შეშინებული ვავლებ მზერას გარემოს და მაინტერესებს ამჯერად, რომელ ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი. თუმცა რაც იქ ხდებოდა საერთოდ არ იყო ჯოჯოხეთი.
მწვანე მინდორი, ლამაზი მინდვრის ყვავილებით მორთული, კაშკაშა მზე და მოწმენდილი ლურჯი ცა. ჩემს წინ ბავშვები დარბიან , ოდნავ მოშორებით კი ოჯახი ბუნებაში ისვენებს და ერთობიან. მეორე მხარეს დაბადების დღის წვეულება გაუმართავთ, პატარა მაგიდა გაუწყვით ტორტითა და სხვა სახის ტკბილეულით.
თეთრი გრძელი შიფონის სარაფანა მაცვია, ფეხზე კი არაფერი. ნელ-ნელა დავიწყე ნაბიჯების გადადგმა და საოცარი სიამოვნება მივიღე, ყველაფერი ცოცხალი და არაჩვეულებრივი იყო. ხუჭუჭა ბიჭმა მოიბინა ჩემთან დაახლოებით ხუთი წლის. მანიშნა, რომ მისკენ დავხრილიყავი, მეც უმალ ვასრულებ მის სურვლს და ხელნაკეთ გვირილების გვირგვინს თავზე მადები. მადლობის ნიშნად ვუღიმი. ის კი გარბის.
სიმწვანეში და სიცოცხლით სავსე გარემოში დავრნარნარებ და თავი უბედნიერესი მგონია. ცას ღიმილით ავხედე და ენდორფინიმით გამოწვეული ღიმილი სახეზე მაშრება. აღარც მზე და აღარც ლურჯი მოწმენდილი ცაა. ეს ყველაფერი საშინელმა შვმა ღრუბელმა და ქარმა შცვალა.
“გაიქეცი ნისა” მესმიას ანას ხმა . ხელები მთლიანად სისხლში მაქვს დასვრილი იგივე მდგომარეობაშია კაბაც.
“ანაა!” უშედეგო ყვირილი და სირბილი დავიწყე. ვდილობ, მოვძებნო და ვიპოვო ის ხომ დაჭრილია.
“ნისა,აქ ვარ” უკნიდან მესმის მისი ხმა. სწრაფად ვტრიალდები ის მთლიანა სისხლშია დასვრილი, მისი ბეჭი და ფეხი საშინელ მდგომარეობაშია. ვამჩნევ, როგორ გადმოდის ჭრილობებიდან სისხლი. ვცდილობ მივიდე, მაგრამ უშედეგოდ.
“ანა” უიმედოდ ამოვიკვნესე.
“მიჭირს...ძალიან მიჭირს და...მტკივა” მანაც ძალაწართმეული ხმით ამოიკვნესა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
“მეტს ვერ მვითმმენ” თავი დანანებით გააქნია. იარაღიანი ხელი გაჭირვებით აღმართა და მის საფეთქელზე მიიდო ლულა.
“ეგ არ გააკეთო!” როგორც იქნა მისკენ გადავდგი ნაბიჯი და ვცდილობ მივუახლოვდე.
“არ შემიძლია…” კვლავ ჩაიჩუჩულა და ხელი გამოკრა სასხლეტს.
“ანაა!” მხოლოდ ეს მოვასწარი ყველაფერი ბურუსმა მოიცვა.
მას შემდეგ აღარ ყოფილა არანაირი სიზმრები, მხოლოდ მე და ცარიელი ოთახი. პატარა ხის საზურგიანი სკამით, რომელზედაც ვზივარ და ვუყურებ ჩემს წინ მდგარ ანალოგიურ სკამს, რომელზედაც არავინ ზის.
შავ ოთახში.
მხოლოდ მე და სამარისებული სიჩუმე.
ბოლოს კი….ესეც ქრება და სიბნელე ინაცვლებს.
შავი ფონი კიდევ რამდენიმე წუთი ჯიუტად დგას, შემდეგ ნებდება და ნელ-ნელა ქრება. მე კი ვგრძნობ, გაუაზრებლად, როგორ ვახელ თვალებს. მზერა დაბურული მაქვს და რაც წამში აღვიქვი მზის დისკოსფერი სხეულია. რამდენიმეჯერ დავახამხამე თვალები და უკვე გარკვევით ვხედავ, ჩემს წინ ძალიან ახლოს მდგარ პატარა ბიჭუნას, რომელიც ზღვისფერ თვალებს მანათებს და გაკვირვებით მაკვირდება. პატარა სპილენძისფერ კულულებიან თავს ხან მარჯვნივ ხანაც კი მარცხივ გადაწევს, შემდეგ ჩერდება და ოთახიდან გარბის.
“სად ვარ?” გავიფიქრე და ოთახს თვალი მოვავლე. თბილი ნაზი და ,ამავდროულად, სადა ოთახი იყო. ატმის ფერი კედლები, ღია ვარდისფერი ავეჯით.
მზერა მარცხენა ხელზე გადავიტანე. კათეტერი მეკეთა სავარაუდოდ გადასხმას მიკეთებდნენ. წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. თავიც კი ვერ ავწიე. ამასობაში ოთახის კარი იღება და ოთახში შემოდის მაღალი მამაკაცი, მასაც ქერა და ხვეული თმები ქონდა. ნელ-ნელა მომიახლოვდა და გამიღიმა.
-დაბრუნებას გილოცავ-ჩემ თავთან მდგარი ტუმბო გამოაღო და პატარა აპარატი ამოიღო, შუბლზე დამანათა და დააკვირდა მასზე გამოსახულ ციფრებს-ჯერ კიდევ მაღალი სიცხე გაქვს.
-შეიძლება?-თავი შემოყო მორიდებულად გოგონავ-გიორგიმ მითხრა, რომ გონს მოვიდა.
-შემოდი, ლიზა-ნება დართო თითონ კი კვლავ განაგრძო საქმიანობა.
-გამარჯობა, მიხაარია, რომ შედარებით უკეთ ხარ-გულწრფელი ღიმილით გამიღიმა და გამობერილ მუცელზე ხელი დაიდო-სამი დღეა გელოდებით, როდის მოხვალ გონს.
ვუსმენ და ცოტა შიშის გრძნობა მიჩნდება, სამი დღეა, რაც აქ ვარ თანაც აზზე არ ვარ, როგორ მოვხვდი მათთან ან საერთოდ, ვინ არიან. ერთადერთი, რაც იმ მომენტში გადავწყვიტე გაჩუმება იყო სიმართლე რომც მეთქვა მეევება დაეჯერებინათ-ლაშა, ხმას რატომ არ იღებს?-შეშინებულმა გახედა.
-შეშინებულია-დაამშვიდა და ჩემს ვენაში წამალი შეუშვა-ეს სიცხის დამწევია.
-ბიძია-თვი შემოყო ქერა ბიჭმა და პირდაპირ მზერა შემომანათა.
“ღმერთო კიდევ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ სახლში?”
-ხომ გითხარი გაცოცხლდა-მეთქი-დამტვრეული ქართულით წარმოთქვა და ამაყად შემოაბიჯა ოთახში-ბიძია, კი არ მიჯერებდა- საწოლზე დახტა და კვლავ ყურება დამიწყო, ძალიან მინდოდა მის საქციელზე გამეცინა, მაგრამ იმდენად მტკიოდა მთელი სხეული, რომ ოდნავაც კი ვერ შევიცვალე სახის გამომეტყველება.
-გიორგი, რა წესია!-გაუწყრა მამაკაცი-ეგრე არ შეიძლება!-ხელი მოკიდა და საწოლიდან ჩაუშვა.
-რატომ-გულწრფელად იკითხა.
-მე კი მეგონა, რომ მკვდარი იყო-სრულიად მოულოდნელად დასჭექა ბიჭმა-რაო ვინ ვარო?-თავით მიანიშნა ჩემზე.
-ჯერ კიდევ შეშინებულია-გოგონამ გააცნო ჩემი დგომარეობა.-კარგი წავიდეთ არ გადავღალოთ-ბიჭუნას ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდა.
-ლაშა, შენ შეგეკითხე-წარბები შეკრა.
-ხომ ხედავ, რომ არ ვიცი აცადეთ გონზე მოსვლა ბავშს-გაბრაზებულმა უთხრა-მიყევი ლიზას, დროზე.
დანებების ნიშნათ თავი გააქნია და ოთახი დაოვა.
-ვიცი, რომ შეშინებული ხარ და თანაც მთელი სხეული გტკივა. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ხანიი იყავი იმ ყინულივით, ცივ მდინარეში, თანაც მთელი ღამე ყინვა და თოვლი იყო. წესით საავადმყოფოში უნდა გადამეყვანე, მაგრამ გზები ჩახერგილია ზვავი ჩამოწვა, დახმარების ცენტრი კი ფშავში რთულად მოიძებნება. გაგიმართლა, რომ ექიმი ვარ და სახლში მუდამ მაქ სამედიცინო დახმარების ნივთები.
გამარჯობა, მე ლაშა ბაბუხადია ვარ. ის გოგონა ჩემი შვილი იყო, ხოლო ის ორი ვაჟკაცი ჩემი ძმიშვილებია. სებე და გიორგი. მე სიცხის დამწევი გაგიკეთე, მალე უფრო კარგად იგრძნობ თავს. -კვლავ გამიღიმა და ოთხი დატოვა.
ვცდილობ ყველაფერი, რაც ბოლო დროს მოხდა ერთმანეთზე დამეკავშირებინა, მაგრამ არ გამომდიოდა ან ის სიზმრები ,რომელებიც მესიზმრებიდა მაშინ, როდესაც, თურმე უგუნოდ ვიყავი, რას ნიშნავდა?.
“და ანა! სად არის, ის ხომ დაჭრილი იყო?..” შეწუხებულმა გავიქრე და კვავ წამოდგომას ვეცადე, მაგრამ ,როგორც წინა ესეც კრახით დასრულდა. ვიგრძენი ვენაში შემოსული წამალი, როგორ მთენთევს და მაძინებს. ბოლომდე ვცდილობ შევეწინააღმდეგო თავს, მაგრამ უშედეგოთ. რამდენიმე წუთში მორფეოსის სამყაროში გადავდივარ.
ჩემდა გასაკვირად სრულებით არაფერი არ მინახავს და ეს იყო ,ალბათ ,ყველაზე კომფორტული ძილი, ჩემი ცხოვრების განმავლობაში. არავითრი სიზმრებითა და სხვისი ხმა, რომელიც გაურკვეველ ბგერებით ჩამრჩულჩულებს სიტყვებს, თუმცა მათი ტონის ინტონაციით, ვხვდები, რომ რაღაც უჭირთ და ცდილობენ ხმა მომაწვდინონ, მაგრამ ვინს არიან ან მე რა შემიძლია მათვის გავაკეთო?, არ ვიცი.
თვალებს, როგორც კი ვახელ წინ გიოგის ძმა მხვდება, რომელიც დაჟინებით მიყურებს და სახეზე უამრავი კითხვის ნიშანი ახატია. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ჯიქურად თვალებში მივაშტერდი. “ნეტავ დიდი ხანია, რაც აქ არის?” გავიფიქრე.
-დიდიხანია აქ ვარ და გელოდები, როდის გაიღვიძებ-თითქოს ჩემი შეკითხვა წაიკითხა.
-რისთვის?-დიდი ხნის დუმილის შემდეგ ამის თქმა მოვახერხე. ჩემი ხმა კი ისეთი მილეული და უმწეო იყო, გამიკვირდა.
-შენი აზრით?-ჩემსკენ გადმოიხარა და კვლავ შემათვალიერე, მერე გაჩუმდა და უფრო მშვიდი ტონით განაგძო-მე სებე მქვია, სამი დღის განმავლობაში ბიძია გივლის, როგორც მის ოჯახის წევრს. მე კი ის ადამიანი ვარ, ვინც ყინულიან მდინარში გიპოვნა, სრულიად გაყინული. თანაც ზედ გათოვდა.
გავიაზრე, რაც მითხრა ანუ ეს არის ის ადამიანი, ვინამაც მიპოვა და გადამარჩინა მგლების, რისხვიდან დამიცვა.
-როგორ მიპოვნე?-გადავწყვიტე დეტალებს ჩავძიებოდი.
-მე ახლა შენ მოგიყვები, რა როგორ იყო, შენ კი მომიყვები, როგორ აღმოჩნდი ისეთ მდგომარეობაში გარეთ. შევთანხმდით?
თავი დავუქნიე იმის მიუხედავად, რომ არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი. სარას სიტყვები ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა, იქნებ მართლა არ არიან ასეთი სანდო ადამიანები.
“მან გადაგარჩინა, ისინი კეთილები არიან”-გამომეპასუხა მეორე მემ.
“ იმიტომ, რომ არ იცის სინამდვილეში, როგორი ვარ” ჩაწყვეტილი ტონით შევეპასუხე, მეორე მეს. ალბათ, ისიც მეტყოდა რაიმეს ,სებეს ხმამს, რომ არ გაჟღერებულიყო ოთახში.
-სავარაუდოდ, როდესაც ის ინციდენტი შეგემთხვა თოვლი ჯერ კიდევ არ იყო, თორემ ფეხშიშველი ძალიან გაგიჭირდებოდა გზის გაკვალვა. იმ ღამეს,ორ იანვარს, საშინელი თოვლი და ქარბუქი დაიწყო. საშინლად ყინავდა ყველაფერს. მთელი მიდამო სიბნელეს მოეცვა, მხოლოდ მთვარე და მისი შუქი ებრძოდა უკუნით სიბნელეს და ჯიუტად ,სუსტად, მაგრამ მაინც ანათებდა. დილით უკვე ორ მეტრამდე იყო თოვლი, თანაც ზვავიც ჩამოწოლილა გზატკევილზე და ქალაქში ვეღარც დავბრუნდებოდით. დაახლოებით შუადღისას დედამ მთხოვა, რომ თედო პაპასთვის საკვები წამეღო. მოხუცებულია მარტო ცხოვრობს და დედა, როდესაც საკვებს ამზადებს მასთან მიმაქვს ხოლმე. ნაბადი შევკარი ცხენზე შემოვჯექი და თედო პაპას სახლიკენ წავედი. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა მისი სახლიდან, რომ გამოვედი, მაგრამ იმ გზით აღარ დავბრუნებულვარ. კვლავ გადაუღებლად თოვდა და გზაც ჩაიხერგებოდა, ამიტომ მეორე შედარებით გრძელი გზიდან წამოვედი. არხზე გადმოვდიოდი, როდესაც ქარმა კაშნე წამართვა, ცხენი გავაჩერდე და ჩამოვედი. საკმაოდ შორს ეგდო ამიტომ ქვემოთ, არხიდან ჩამოსვლა დამჭირდა. ავიღე უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ დაგინახე . უფროსწორად დავინახე სხეული, ვერც კი გავარჩიე ნორმანულად. სწრაფად მივედი ცხენთნ და შემოვაჯექი. მდინარესთან ჩამოვედი, საკმაოდ აღელვებული და ჩქარი იყო ერთადერთი მიზეზი, იმისა თუ რატომ არ წაგიყვანა ის იყო, რომ ქვებში იყავი ჩახერგილი. სწრაფად აგიყვანე ხელში და ცხეზე შემოგსვი, რომ გავიაზრე რამდენი ხანი შეიძლება ყოფილიყავი იქ. იმედები გადამეწურა მთლიანად ცივი იყავი და ძალიან სუსტად სუნთქავდი, თანაც ის სველი ტანსაცმელები….რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ გამთბარიყავი. სწრაფად გაგხადე. სვიტერი და ჟაკეტი ჩაგაცვი, გაგვიმართლა, დუტი საკმაოდ ფართო და დიდი მეცვა. ასე ორივეზე გადავანაწილე და შევეცადე გამეთბე. სწრაფად გავაჭე და სახლში მოგიყვანე ,შენდეგ კი ლაშამ მოგხედა. იღბალი გქონია მგლებმა, რომ არ დაგგლიჯეს.
მოსმენილიდან მხოლოდ ერთმა რამ ჩამაგდო შოკში-მან იცის, როგორი ვარ დედიშობილა!.
ჩემს სხხეულზე დააფათურებდა ხელებს, თავად გამხადა და ჩამაცვა. ეს იმდენად სამარცხვინო ფფაქტი იყო, რომ სიცხვილით საბანში ჩავიწიე.
-შენ? არ მეტყვი რას აკეთებდი, მარტო შუა ღამისას იქ თანაც საღამურებით?
-იცი...არ მახსოვს-თავი გავისულელე და ვეცადე თემა გადამეტანა-სად ვარ?-ამოლოდ თავი გააქნია და მიპასუხა.
-უსგვირში ვართ. ესეც არ გახსოვს?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
მანაც საბოლოოდ დანებდა, ადგა და ოთახიდან გავიდა.
ორი დღე დამჭირდა საწოლიდან, რომ ავმდგარიყავი და გამეარა. ამდენ ხანს იმიტომ დამჭირდა, რომ ლაშა არ მაძლევდა უფლებას. ამასობაში ლიზა და გიორგი ასე თუ ისე გავიცანი, მაგრამ სებე ყოველთვის საეჭვოდ მიყურებდა. ვცდილობდი იმ დროის განმავლობაში სანამ, ვითომ “ამნეზია” გამივლიდა, ისეთი ისტორია მომეფიქრებინა, რომ დაიჯერებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რიალური.
ლიზას დედა მერიც გავიცანი სულ თავს მევლებოდა. სიცხეს საღამოობით მაძლევდა ხოლმე. მეოთხე დღე იყო ,რაც გამოვფხიზლდი და ყოველ დღე ანაზე ვფიქრობდი, სად იყო?, როგორ იყო , რა ბედი ეწია? მასზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევნდა.
-აქედან, რომ წავიდე სად ვეძებო, ეს ადგილი ჩემთვის უცხოა.-ჩუმად ჩავიჩურჩულე და გავიგე, როგორ შემოაღო ვიღაცამ ოთახის კარები.
-როგორ ხარ?-ლიზი იყო. გამიღიმა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-თავი მტკივა სხვა მხრივ კარგად ვარ.
-კიდევ არ გაგახსენდა არაფერი?-მორიდებით მკითხა-ალბათ, ოჯახი გეძებს.
-გამახსენდება-თავდაჯერებით ვთქვი-რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ?-მუცელზე მივანიშნე
-მე...ხუთის-ნაზად გამიღიმა.
-შენი მეუღლე ,ალბათ, მუშაობს და შენ დასასვენებლად გამოგიშვა ხო?-ამ ბოლო დროს ძალიან ცნობისმოყვარე გავხვდი და მივხვდი, რომ ეს ჩემი ცნობისმოყვარეობა ყოველთვის კარგი არ იყო. თვალებში ამოვიკითხე, როგორ არ ესიამოვნა და როგორ ჩაწვა გული ამ შეკითხვამ-არ უნდა მეკითხა...მაპატიე.
-არაუშავს-ხელი უდარდელად ააქნია-იცი..ამდენი ხანია აქ ხარ და შენი სახელი არ ვიცი-სახელზე დიდხანს არ მიფიქრია, ის ვუთხარი რაც მაქვსმა დამარქვა.
-ნისა..მქვია-მაქსის გახსენებაზე გულში, რაღაც მწვავემ გამკრა.
-ლამაზი სახელია...ნისა-მშრალად ჩაილაპარაკა.
-თქვენ...ადამიანებთა უმეტესობას, გჯერათ ზებუნებრივი ძალების?
-რას გულისხმობ?
-აი, მაგალითად, ადამიანი რომელსაც შეუძლია სხვისი აზრების წაკითხვა ან სულებთან საუბარი.
-კიდევ კომიქსებს კითხულობ შენ-გაიცინა-თუმცა 16 წლის ხარ ,ბევრი მაგ ასაკშიც კითხულობს.
-იქნებ არსებობს ასეთი ადამიანები.
-სისულელეა! ადამიანი, რომელსაც მაგას იბრალებს ფსიქიკურად არასტაბილურია. არ დაიჯერო ვიმე მსგავს თუ გეტყვის. გიჟი იქნება.
-და თქვენ სამყაროში რა მოსდით გიჟებს?-ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე. ძალიან მეწყინა ლიზის დამოკიდებულება.
-დევნიან, დასცინიან, და ფსიქიატრიულში აწვენენ-უდარდელად მიპასუხა.-რატომ საუბრობ ისე თითქოს ამ სამყაროდან არ ხარ?
-უბრალოდ-მხრები ავიჩეჩე-მართალია, ის ვინც იბრალობს, რომ სხვისი აზრების კითხვა შეუძლია გიჟია, რადგან ეს შეუძლებელია.
-ხო ეგრეა-ფეხზე წამოდგა-სავარაუდოდ ხვალ აქედან წავალთ და შენც შეძლებ ოჯახთან დაბრუნებას.
-ეგ როგორ?-შევშინდი
-პოლიციის მეშვეობით. დაიძინე ახლა კარგი? . თავი უხმოდ დავუქნიე და ისიც გავიდა.
მე პოლიციას ჩამაბარებენ? პოლიცია მთავრობას და მთავრობა სარას.
-არა ღმერთო-წამოვიძახე და წამოვდექი. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, უნდა გავქცეულიყავი აქედან. ესენიც საშიშები არიან ჩემთვის. თუ გაიგებენ, რომ მე სხვა ვარ არ მაცოცხლებენ. მართალი იყო სარა, აქ საშიშია!.
შეშინებული დავდიოდი ოთახში და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა.
“ფანჯარა!” გონებაში წამოვიძახე და ფანჯარას მივვარდი.
-აქედან გავიპარები. როდესაც ყველანი დაიძინებს მე გავიქცევი!-ფანჯარა გავაღე და გადავიხედე-ღმერთო ჩემო! ძალიან მაღალია, თან ყინავს-სწრაფად დავხურე. მაგრამ ეს ვერ შემაჩარებდა, საფრთხეში ვიყავი.
ღამის ორ საათს დაველოდე, რაც სემეძლო თბილად ჩავიცვი და ფანჯარაში გავძვერი. ვერ ვბედავდი გადახტომას, რამდენჯერაც ვეცადე ინსტიკტურად შევჩრდი. ამიტომ გონება უნდა მომეკრიბა და გაქცევაზე უნდა ვკოცენტრილებულიყავი.
“ნისა, შენ ამას შეძლებ! შენ იმ ხალხსს ჭირდები ვინც ჯერ კიდევ იქ არიან. იმ დაწყევლილ ადგილას და საშინელ ტკივილს განიცდიან, მათ შენი იმედი აქვს! მე მსოფლიოს უნდა გავაგონო ჩემი ხმა.” თვში ფირივით ვატრიალებდი ამ სიტყვებს და საბოლოოდ გადავხტი კიდევაც. ვიგრძენი, ფეხებში, როგორ გადავიდა მთელი სიმძიმე. მე ტკივილიდან წამოვიკვნესე კიდეც. ძლივს ავდექი და თოვლში მივფორთხავდი. ძაღლსაც ჩუმად გამოვეპარე. ჭიშკრის გავაღე და გადავედი ეზოდან, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, როდესაც ვიღაცის ბოხი ბარიტონი გავიგონე. შიშისგან თვალები მაგრად დავხუჭე და ნელ-ნელა შევბრუნდი იქეთ საიდანაც ხმა ისმოდა.

მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ. წინა თავზე წავიკითხე თქვენი შეფასება და ძალიან გამახარეთ მინდა გავიგო თქვენი შეხედულებები ამ ისტორიის შესახებ. მითხრათ რა მოგწონთ და რა არა. ჩემი დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად განვაგრძო ამ ისტორიის წერა. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ველოდები თქვენ შეფასებას. <3 <3скачать dle 11.3



№1  offline წევრი Niniko11

აუუ როგორ მომწოონსსს ძაალიაან მაგარი ხარრ კარგად წეერრრ..
ლიზას და საერთიდ ადამიანების დამოკიდებულება არ მომეწონა ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირეებით მათ რომ სჯეროდეთ ამის ნისაც ყველაფერს მოუყვებოდა და ადვილად მოაგვარებდა მავრაამ ჯობსს რთული გზაა აირჩიოო უფრო საინტერესოს გახდიი... კაარგად ანვითარებ მოვლენეებს
წარმატებებიი♡♡
--------------------
N.nozadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუ რა მომენტში გაწყდა.
მალე დადე რა

 


№3  offline წევრი n-strovet

Niniko11
აუუ როგორ მომწოონსსს ძაალიაან მაგარი ხარრ კარგად წეერრრ..
ლიზას და საერთიდ ადამიანების დამოკიდებულება არ მომეწონა ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირეებით მათ რომ სჯეროდეთ ამის ნისაც ყველაფერს მოუყვებოდა და ადვილად მოაგვარებდა მავრაამ ჯობსს რთული გზაა აირჩიოო უფრო საინტერესოს გახდიი... კაარგად ანვითარებ მოვლენეებს
წარმატებებიი♡♡

heart_eyes heart_eyes მადლობა

სტუმარი ანი
აუუუ რა მომენტში გაწყდა.
მალე დადე რა

ვეცდები ყველანაირად heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent