შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (11)


12-09-2019, 00:12
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 11 088

[11]


-დაჩი...-სახეზე თბილი ხელის შეხებამ გამოაფხიზლა,თვალი გაახილა და მის თავთან დახრილ კატოს ახედა,რომელსაც უკვე მოესწრო ადგომა,აბაზანაში შესვლა და ფუმფულა ხალათში გახვეულს ნესტიანი თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული.-შენი ტელეფონი რეკავს...
ქურთუკი დაანახა რომლის ჯიბეშიც ზუზუნს არ სწყვეტდა თანამედროვეობის ერთ-ერთი იდეალური ნიმუში.დევდარიანმა ბალიშიდან წამოიწია,ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაყო და ამოღებულ ტელეფონს ჯერ ეკრანზე დახედა,შემდეგ კი უპასუხა:
-რა ხდება?-ძილისგან ხმა შესცვლოდა.-რომელი საათია?კარგი დათო,მოვალ.ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანში მაგრამ მაგ დროისთვის მოვალ.-პასუხს აღარ დალოდებია ტელეფონი გათიშა და კატოს ახედა.
-დილა მშვიდობისა...
-ყავას დალევ? მე ერთ საათში ლექცია მეწყება...-სახეში არ შეუხედია კატოს,თითქოს მზერას სპეციალურად არიდებსო.სწრაფად აქცია ზურგი და სამზარეულოსკენ გაემართა.რაც იმას ნიშნავდა რომ ნამდვილად არ აპირებდა ღამით მომხდარის განხილვას.არც დაჩი აპირებდა თემის წამოჭრას,მოსახდენი მოხდა.კატო მიუხედავად თავისი სიჯიუტისა გატყდა,ჯერ ყველაფერი წინ იყო მაგრამ მოუგვარებელი არაფერი რჩებოდა.დაჩი აუცილებლად გაიტანდა თავისას,მთავარია პირველი მყარი ნაბიჯი გადადგმული იყო.ნელ-ნელა..ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხებდა კატოსთვის თავის ისე შეყვარებას როგორც თავად უყვარდა,შემდეგ კი უფლებას აღარ მისცემდა მისთვის ხელი ეკრა.ჯერ ისევ გაბრუებული იდგა სამზარეულოს მაგიდასთან და ფინჯნებში ადუღებულ წყალს ანაწილებდა.მომხდარზე საერთოდ არ უნდოდა ფიქრი,მთელი სხეული ისევ უხურდა და მუცლის არეშიც უცნაურ ჩხვლეტას გრძნობდა,რის გამოც გული გამალებით უცემდა.ვერ ხვდებოდა როგორ მივიდა აქამდე თუმცა არც მომხდარის გამო აწუხებდა სინდისის ქენჯნა, ვინმესთან მიმართებაში და არც ჩადენილზე აპირებდა თვითგვემას.სრულიად არეული იყო,ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა იმ მამაკაცის მიმართ ვისთანაც მთელი ღამე ალერსში გაატარა და ახლა სავარაუდოდ მის სააბაზანოში იღებდა შხაპს.ისევ ისე ეზიზღებოდა როგორც მანამდე თუ? არც მანამდე სძულდა და უბრალიდ თავდაცვა იყო...ხო, მისგან თავის დასაცავად გამოყენებული ხერხი რომელმაც არ გაამართლა.რას უშავებდა დევდარიანი? რატომ სძულდა...თუ საერთოდ შეიძლება ერქვას სიძულვილი? ფაქტი სახეზე იყო რაოდენ საზიზღარიც არ უნდა ყოფილიყო დაჩი მაინც ახერხებდა მის გამოწვევას და ყოველი თავისი გამოჩენით ერთიანად უნგრევდა მანამდე შექმნილ დამცავ კედლებს. ფეხის ხმა მოესმა და უნებურად დაიძაბა,ზურგიდან მიახლოვებული დევდარიანი მის თავთან დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუჩები თმებზე.
-ნესტიანი თმა გაქვს...-მზრუნველად ამოილაპარაკა და მოშორდა,მაგრამ ოდნავ მაინც შეეხო მხარზე,რაც საკმარისი აღმოჩნდა კატოსთვის ხელმეორედ რომ არეულიყო.
-არაუშავს,გაშრება.-ყავის ფინჯანი გაუწოდა და ისევ აარიდა მზერა.-შაქარი არ ჩამიყრია.
-მადლობა,არ ვსვამ შაქრიანს.-ფინჯანი ჩამოართვა დაჩიმ და სახეზე დააკვირდა.-გაცივდები.
კატოს ხმა არ გაუცია სკამზე დაიკავა ადგილი და ოთახის თვალიერებით გართულ დევდარიანს დააკვირდა.რომელიც მის ერთ ოთახიანში უცხო სხეულივით უცნაური დასანახი იყო.უემოციო სახით ათვალიერებდა ყველაფერს,ოთახის თვალიერებას მორჩა და კატოზე გადაინაცვლა.
-დიდხანს აპირებ თვალის არიდებას?-გაეცინა და ყავა მოსვა.
-ამ სახლში უცნაურად გამოიყურები...
-ვერაფრით გამაკვირვებ...ჩვეულებრივი ერთი ოთახია.-თვალი-თვალში გაუყარა და უცნაურად დააკვირდა.-რამდენს იხდი?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-უბრალიდ მიკვირს, დავიჯერო კომფორტი არ გიყვარს?
-ჩემთვის ზედმეტად კომფორტულია...-მხრები აიჩეჩა კატომ.-არ მაქვს პრეტენზია.
-არც მე,პირიქით მომწონს რაღაცნაირი მყუდროა მაგრამ აშკარად ვერ ვეტევი...-ისევ გაეცინა და მოპირდაპირე სკამზე დაეშვა.
-ამ ერთხელ გადაიტან რამენაირად...-ორაზროვნად გაიცინა ჩხეიძემ და ოდნავ შეფაკლული ღაწვებით იმდენად ლამაზი იყო სუნთქვა შეეკრა დაჩის.ისე აკვირდებოდა,თითქოს პირველად ხედავდა...
-ანუ მეორედ რომ მოვიდე გამაგდებ?-გამომცდელად ჩაეკითხა და თვალები დააწვრილა.აგიჟებდა კატოს მისი მიმიკები,არც მიშტერება სურდა მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებდა,უბრალოდ უყურებდა და აკვირდებოდა მისი საუბრის მანერას,სიცილის დროს შეცვლილ გამომეტყველაბას,ემოციებს ერთმანეთს რიგ რიგობით რომ ანაცვლებდა.
-შეგიძლია მოხვიდე და შეამოწმო...-მას მიბაძა ქალმა და თვალები დააწვრილა.რაზეც დევდარიანს ისევ გაეცინა,წინ გადახრილმა სკამს მოულოდნელად ჩაავლო ხელი და თავისკენ მისწია.სუნთქვა შეკრული ქალის სახესთან დაიხარა და ცერით ფრთხილად შეეხო შესიებულ ქვედა ტუჩზე.
-სუნთქვის შეკვრამდე მიყვარხარ...
-ლექციაზე ვაგვიანებ.-უკან დაიწია ჩხეიძემ და სახის არიდება დააპირა მაგრამ ნიკაპზე ჩავლებულმა დევდარიანის თითებმა შეაჩერა.
-გაგიყვან...
-დაჩი!
-მე გაგიყვან უნივერსიტეტში-ისეთი ტონით უთხრა შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა.ღრმად ამოისუნთქა და სკამიდან წამოდგომას შეეცადა მაგრამ დაჩის ხელმა არ გაუშვა.მის ტუჩებთან დაიხარა,რის გამოც სუნთქვა შეეკრა ჩხეიძეს,თვალები დახარა და ის იყო ელოდებოდა როდის შეეხებოდა მამაკაცის ტუჩები მის ტუჩებს დაჩის რომ გაეღიმა,ტუჩებს გასცდა და ყბის ძვალზე რამდენიმე მოკლე კოცნა დაუტოვა.
-ყველა ჩემს მოახლოვებაზე ესე თუ შეიკრავ სუნთქვას,ერთხელაც გაიგუდები.-გაეცინა და ქვედა ტუჩზე ისევ გადაატარა ცერი.დაბნეული ჩხეიძე მის სიცილზე გამოფხიზლდა და ცოტა არ იყოს და გაბრაზებული წამოდგა სკამიდან,დევდარიანს აღარ შეუჩერებია გაუშვა.ალბათ ნახევარი საათი იქნებოდა გასული უნივერსიტეტის წინ რომ გაუჩერა მანქანა და ნახევარი ტანით მისკენ შეტრიალებული ღიმილით აკვირდებოდა.
-მადლობა რომ მომიყვანე...-ღვედი შეიხსნა კატომ და კარის გასაღებად გასწია ხელი.
-არაფრის...იმედი მაქვს ჩემს ზარებს ტიპიური გოგოების ოთხმოცი პროცენტივით არ დააიგნორებ...შეხვედრების თავიდან ასარიდებლად უაზრო მიზეზებს არ მოიფიქრებ და მთავარი: არ მეტყვი რომ ჩვენს შორის არაფერია.
-შევეცდები.-გამომწვევად გაიცინა კატომ.
-კარგი კატერინა..შეეცადე-სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია ყურს უკან და ყვრიმალზე მიეფერა.-მაგრამ მაინც გახსოვდეს ვისი გოგოც ხარ.
-ანუ სტატუსი მაქვს უკვეე?
-გააჩნია შეს სურვილს...საკუთარ სტატუსებს ცხოვრებაში თავად ვქმნით.
-საინტერესო მოსაზრება გქონია...
-კი,ვერ შეგედავები.
-კარგი დაჩი,ნახვამდის.-კარი გამოაღო და ნახევარი ტანით უკვე გადასული იყო დაჩის ხელმა რომ შეაჩერა და თავისკენ დახრილს თვალი-თვალში გაუყარა.საერთოდ არაფერი არ იკითხებოდა დევდარიანის ნახშირივით შავ თვალებში,გარდა უცნაურად არეკლილი პატარა სხივისა.რომელიც წყლიან თვალებს ზედმეტად უცნაურ შესახედავს ხდიდა.მთელს სხეულში უსიამოვნოდ გასცრა ჩხეიძეს,ფეხის თითებიდან წამოსული სუსხი მთელს სხეულში ელვის სისწრაფით გაუვრცელდა და თრთოლვის სახით გამოაღწია გარეთ,თითქოს დაფრთხა,შეეშინდა...ოღონდ ვისი შეეშინდა ვერ მიხვდა.დაჩი დევდარიანის, თუ საკუთარი თავისი რომელსაც უნებლიედ მიანიჭა სტატუსი.დაჩი დევდარიანის გოგოს სტატუსი.ეს რასაც ნიშნავდა არ უნდოდა ამაზე ფიქრი,საერთოდ არ უნდოდა რამეზე ან ვინმეზე ფიქრი.მოცემულ მომენტში კი თავად დევდარიანზე რომლის გაყინული თითებიც მაჯაზე ნარწუხებივით შემოხვეოდნენ და სავარაუდოდ სიცივეც ზუსტად მისი თითებიდან ვრცელდებოდა ჩხეიძის სხეულში.არეულმა საკუთარ ბაგეებზე ისევ იგრძნო მამაკაცის ტუჩები და უცნაურად სასიამოვნო არომატი, ხელმეორედ რომ მოუტანა გაურკვევლობის შეგრძნება.აირია...სრულიად აირია...
-ნახვამდის კატერინა.-ზედ მის ბაგეებთან ამოიჩურჩულა და უფლება მისცა მანქანიდან საბოლოოდ გადასულიყო.რატომღაც არ დალოდებია როდის ავიდოდა კატო კიბეებზე,ან როდის გაუჩინარდებოდა უნივერსიტეტის შენობაში,მანქანა ადგილს მოსწყვიტა და იქაურობას თვალის დახამხამებაში გაეცალა.
*********
-გაიგე ტატოს ძმა საავადმყოფოში მოხვედრილა,როგორც თქვეს ავარიაში მოჰყვა და რამდენიმე მოტეხილობა ჰქონია.-სიგარეტს მოუკიდა მეგიმ და დაქალს გადახედა.-ვფიქრობ უნდა მივიდეთ სანახავად,სულ რომ არაფერი ტატო ჩვენი მეგობარია...მოიცა,შენ რა გჭირს? რაც მოხვედი ერთ პოზაში ზიხარ გაშეშებული.
-შენ წადი,ჩემი მოსვლა არა მგონია ლამაზი იყოს.
-რატომ? დიდი ამბავი თუ შეყვარებულები იყავით და დაშორდით, შენც იცნობ მის ძმას და...
-მეგი,არ მაქვს არაფრის თავი..-სახეზე ხელები აიფარა კატომ და სავარძელს მთელი ტანით აეკრო.
-რა გჭირს? იტყვი ბოლოს და ბოლოს თუ ძალით უნდა ამოგგლიჯო სიტყვები?-მზერით გაბურღა მეგიმ და ხმას აუწია.
-შარში ვარ...-სახიდან ხელები არ მოუშორებია კატოს.-შარში ვარ მეგი და შეიძლება გავგიჟდე.-ამოიტირა ჩხეიძემ
-რა მოხდა?
-მეგი...
-რა მიხდა? ამოღერღე ბოლოს და ბოლოს!
-დაჩისთან ვიწექი.-ამოიჩურჩულა კატომ.
-რა?-მოულოდნელობისგან სიგარეტის კვამლი გადასცდა მეგის და ხველა აუვარდა,სული ძლივს მოითქვა,წყალი დალია და ჭარხალივით აწითლებულმა წამოიკივლა.-რაა?!დაჩი ვინ ჯანდაბაა...არ მითხრა რომ ის იგულისხმე ვისაც ვფიქრობ.კატო...კატო შენ გელაპარაკები,მოიშორე ეს ხელები სახიდან და შემომხედე!-ხელები ძალით ჩამოაწევინა სახიდან და თვალებში შეხედა.-კატო,ის არ არის ხო?
-დევდარიანთან-ამოიხრიალა და ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა.
-რააა?!-ისევ შეიცხადა მეგიმ და სავარძლიდან ტყვია ნაკრავივით წამოვარდა.-რა..ჯანდაბა,შეიშალეეე?!სულ გაგიჟდიიი? არა, გაგიჟდი აბა რა ჯანდაბაა?!.კატო!
-გავგიჟდი...
-არ ამბობდი არც კი მომწონსოო? არ ამბობდი ვერ ვიტანოო?შემთხვევით შენ ხომ არ ამბობდი მეზიზღებაოო?!
-მეგი გეხვეწები...
-რამ გამოგაშტერა გოგო?რას მეხვეწები კატო,გინდა მოგიწონო საქციელი და ტაში დაგიკრაა?-ოთახში წინ და უკან დადიოდა გაცეცხლებული მეგი და კატოს სახის დანახვაზე რომელსაც საოცრად დიდი სინანული და ტკივილი ასახვოდა,უარესად ბრაზობდა.-ძალა იხმარა? რანაირად დაგიმორჩილა კი მაგრამ?
-არა...-ამოიტირა და სახეზე ისევ აიფარა ხელები.
-აბა რა ჯანდაბა მოხდა?მართლაც გაგიჟდი.
-ჰოო...ღმერთო მინდა მოვკვდე.
-სიკვდილი გიშველის?
-რა ვქნა?
-რა უნდა ქნა კატო? გასაკეთებელი კი გაგიკეთებია,რამ გაიძულა იმ ნაბიჭვ*რისთვის ფეხები გაგეშალა?
-მეგი...
-რა მეგი?ამის დედაც...-იყვირა მეგიმ და მაგიდაზე ხელი დაარტყა.-ტატოს მაგ ტიპის გამო დაშირდი?
-რა? რა სისულელეა...
-აბა რა მოხდა პრიცესა?-მოლბა მეგი და ფერ დაკარგულ დაქალს გვერდით მიუჯდა.-რას გრძნობ?
-მეშინია...-მეგისკენ გადაიხარა კატო და თავი კალთაზე დაადო.
-ვისი...გგონია რამეს დაგიშავებს?არ ამბიბდი ვუყვარვარო?-უეცრად მეგისაც დაეკარგა ფერი
-საკუთარი თავის...დაჩისი არ მეშინია, რა სისულელეა.ყველაზე ნაკლებად დაჩისი მეშინია.საკუთარი თავის რადგან უარი არ მითქვამს მისთვის.ღმერთო,უარის თქმა არც კი მინდოდა,გავგიჟდი მეგი და მეშინია...არც კი მინანია ჩემი საქციელი,დილით ახალ გაღვიძებულს ჩემს საწოლში მძინარეს რომ შევხედე.არ მინანია დამშვიდობებისსას რომ მაკოცა და მომეწონა...რაღაცნაირია,ჯანდაბა ჩემს ერთ ნაწილს მისგან გაქცევა უნდა, მეორე კი ცხვირპირის მტვრევით მიიწევს მისკენ.ერთ ნაწილს ეზიზღება,მეორე კი უბრალოდ გიჟდება.ღმერთო დებილივით ვაკვირდებოდი სახეზე,მის მიმიკებს,ჩაცინებას,მის ნაკვთებს საუბრის მანერას, ხმის ტემბრს და სუნთქვა მქონდა შეკრული.ჩემი ქვეცნობიერი კი უბრალოდ გულს ირევდა.მისი შენახები ადგილი,მისი ნაკოცნი კანი, სიმხურვალისგენ მეწვის.ქვეცნობიერს კი სურს უბრალოდ კანი გაიძროს.
-გეშინია არ შეგიყვარდეს?-ატირებულ დაქალს თმაზე მონოტონურად უსვამდა ხელის გულს მეგი.
-არ შემიყვარდება...
-აბა ეს რა არის კატო? ხან აღფრთოვანებული საუბრობ მასზე,ხან ჩხუბობ და გეზიზღება...ვერ ჩამოყალიბდი? დავიჯერო მარტო ვნებაა? თავიდანვე გაგაგიჟა,ანკესი გადმოგიგდო და წამოეგე...ჯანდაბა,რა ახვა*რია.
-არ მინდა მასთან.
-მაგრამ თუ მოვიდა თავს ვერ შეიკავებ...კატო რას იზამ აბა?
-არ ვიცი...ერთადერთი რაც მინდა მშვიდი ცხოვრებაა,პრობლემების გარეშე...სწავლა და სამსახური მეტი არაფერი.
-ყველაფერი მოგვარდება...აუცილებლად დაუბრუნდები კალაპოტს.დრო გჭირდება კატო და გვერდში დგომა.მე შენთან ვარ ჩემო პრინცესა..ერთი წუთითაც არ დაგტოვებ მარტოს.-მკლავები ძლიერად მოხვია და თავზე აკოცა.-შენ ერთადერთი გევალება,დაფიქრება სურვილებში გარკვევა და ბოლოს და ბოლოს სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა.რაც დარწმუნებული ვარ გამოგივა...ან უნდა გაუშვა,ან არა და ხელი ძლიერად ჩასჭიდო და დაელოდო მოვლენების განვითარებას.რას ფიქრობ,შენი პირველი სექსი კარგი იყო?-ეშმაკურად გაეცინა მეგის და საპასუხოდ მიღებულ ჩქმეტაზე სახე დამანჭა.
-კარგი რა მოხდა?დაქალს უმალავ გოგო?
-მეგიი...
-მოგეწონა?-ხმამაღლა გაეცინა მეგის და სავარძილად წამომხტარი დაქალის შენხედვარეს უარესად ახარხარდა.
-არაფერსაც არ გეტყვი.
-კარგი...კარგი...-დანებების ნიშნად ხელები ასწია მეგიმ.
-როგორ ფიქრობ,ეხლა რა იქნება?-ფანჯარასთან მივიდა კატო და ეზოს გადახედა.
-რთული იქნება.
-დაჩია თვითონ რთული...იცის რომ მიზანს მიაღწია,ანუ მე დავმარცხდი.
-კატო,სიყვარული შეჯიბრი არ არარის და შესაბამისად არც დაჩი გეჯიბრებოდა რამეში,უპირველესად რამეს თუ აკეთებს გამოდის რომ ჯერ საჯუთარი თავისთვის აკეთებს და შედეგ შენთვის,რადგან თუ გიყვარს მისთვის არაფერი გენანება,მაგრამ ეს ვალდებულს არ გხდის...აკეთებ,რადგან გსიამოვნებს.
-შენც მასაცით ლაპარაკობ...
-მე რასაც ვფიქრობ იმას ვლაპარაკობ...
-მაგრამ დაჩია დევდარიანი, რომელზეც მშვიდად ლაპარაკი შეუძლებელია,არ ჯდება არანაირ კრიტერიუმში რომელსაც დაუფიქრელად შევიყვარებდი.საერთოდ ხანდახან ვფიქრიბ იმდენად თავზე ხელაღებულია საზღვრები არ აქვს...მე მშვიდად მინდა ყოფნა.რა შეუძლია რომ შემომთავაზოდ?
-შენ რას თავაზობ კატო?
-არაფერს...
-შენც რთული ხარ...მიიღე და საკუთარი ხელით მოიჭერი გზა.მიიღე კატო,ხელს ვეღარ ჰკრავ.შეცდი,რამდენჯერაც შეეცდები ხელი ჰკრა იმდენჯერ დაბრუნდება და რას იზამ ისევ ჰკრავ? მერე?
-მობეზრდება
-და მერე რომ აღმოაჩინო შეგიყვარდა,მაგრამ გვიანი იყოს რას იზამ?
-არ ვიცი...განა ადვილია მისი შეყვარება?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა მეგიმ და ისევ მოუკიდა სიგარეტს.-ვერ გეტყვი...მას მე კი არა შენ უყვარხარ და მე არ შემიძლია რამის თქმა.
-იცი რა მოხდებაა?-ამოიჩურჩულა კატომ
-რა?
-მეორედ მოსვლა...-სახეზე ისევ აიფარა ხელები ჩხეიძემ.-უღმერთოდ სასიამოვნო იყო მასთან.





კიდევ ერთხელ და უკვე მემილიონედ.....

ნ უ კ ი თ ხ უ ლ ო ბ თ !!!!
ვისაც ნწრვი არ გაქვთ,ვისაც მაღალ იდეალებზე დაფუძვნებული ნაწარმოებები გხიბლავთ,ვინც თვლის რომ ავტორი კაცობრიობის სირცხვილია და შთამომავლობის მკვლელი.....

ტრ*აკზე მაკოცეთ მეც და ჩემს შთამომავლობასაც ეს საზოგადოების იმ ნაწილმა ვისაც ესეთი აზრები გაწუხებთ პირადად ჩემთან დამოკიდებულებაში ეოგორც ავტორის...

გმირებზე რაც გინდათ ის თქვით...გალანძღეთ, აგინეთ...ისაუბრეთ ისტორიაზე და არა ჩემზე და ჩემს ოჯახზე.
ეს თხოვნა არ არის..მოთხოვნაა ზრდილობა უპირველეს ყოვლისა!!! რადგან თქვენი გამოსვლებით ჩემსა და თქვენს შორის ვისა აქვს დაბალი დონე კი ჩანს....


ეხლა დანარჩენებს...მიყვარხართ,მიხარიხართ,კრიტიკა მისაღებია(ჩემი არა,ისტორიის კრიტიკა) მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეს თქვენი ნებაა...
თავი პატარაა მაგრამ არაუშავს....მთავარია არის.
მადლობა წინასწარ.скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცარი იყო, რაც შეეხება სიუჯეტს - აქ არაფერი უცხო არ არის, ცხოვრებისეულია.... კიდევ ერთხელ მადლობა ფეფო .

 


№2 სტუმარი teo

dzalian momwons da velodebi axal tavs ❤️

 


№3  offline წევრი tatuli)

Dzalin momwons es itoria tavisigmirebiturt❤️ Es gmirebi idealurebi ar arian tumca cxovrebac zustad aseaa yvelastvis yvela misagebi ver ikneba verc yvelastvis mosawon nabijebs ver gadavdgamt yvelas gvaqvs chveni samyaro zogistvis swori vart zogistvis ara tumca chven mainc vagrdzeleb cxovrebas swored es davinaxe da momewona am istoriashi ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

დაჩი მინდა ????
ფეფოოო მიყვარხარ ტკბილოოო... და შენი თითებიც მიყვარს????

 


№5  offline წევრი დარინა

ჩემი ბრალი არ არის მე დაჩიზე რომ ვგიჟდებიი, აი ასე უპრობლემოდ მივითვისეეე, ეს სულელი კატერინა ვერ ხვდება რომ უყვარს თავს იფასებ მოუნდა მშვიდო ცხოვრება ეგ მართლა ტატოსთან უნდა დარჩენილიყო, მაგარი მოსაწყენი ცხოვრება ექნებოდა, ჩემ ცეცხლოვან და გასაგიჟებელ კაცთან კი ბობოქარიი, იმედია მალე გაერკვევა თავის გრძნობებში და უაზრო სიჯიუტეს არ დაიწყებს აღარ დამიტანჯო დაჩიკო ძლივს ბედნიერია და აცადე ტკბილი ცხოვრება, აი ხომ იცი ჩვეულებრივად ვგიჟდები შენზეეე.

 


№6  offline წევრი ნანა73

ჩემო საყვარელო, ყოველთვის ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, პირველი ისტორიიდან როცა გაგიცანი იმდენად დამაინტერესე, აღარ მოგეშვი. შენ იმ ემოციებს და შეგრძნებებს იწვევ რაც სინამდვილეში ახასიათებს ცოცხალ ადამიანს. არც ერთი სიტყვა არ მეზედმეტება, არცერთი მოქმედება არ არის თითიდან გამოწოვილი შეთითხნილი დრამა. წერ და წარმოსახვის საშუალებას გვიტოვებ, ახასიათებ და სრულ სურათს გვაძლევ ნებისმიერ პერსონაჟზე.მიყვარს შენი შექმნილი ისტორიები და სრულიად არ მაინტერესებს ვინ გამოხტება და გემოვნებას გამილანძღავს! ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი ^^^^

სასწაული ხარ !!! თითოეული თავი მინიმუმ 4ჯერ მაინც წავიკითხე, სულში რო ჩაგწვდება ისეთი ისტორიაა !! ბრავო ????????????!!! და ბოლოს დაჩიზე უბრალოდ ვგიჟდები !!!

 


№8 სტუმარი ღამის სტუმარი

ვგიჟდები შენზე და შენ გმირებზე.ხომ ხედავ რამდენი მიმდევარი გყავს გაატარე და დაიკიდე უარყოფითები.:):)

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

მე მიყვარს დაჩი რომელსაც კატო უყვარს ... ნიცას მამა დაჩი მიყვარს , დათიკოს მეგობარი დაჩი მიყვარს და მრავლის მნახველ, გამოცდილ , გაძლებული კატო მიყვარს რომელმაც 25 წლის ასაკში უკვე ზედმეტად ბევრი ცუდი ნახა და გამოსცადა. რომელსაც რეალურად არ ჰყავდა ცხოვრებაში კაცი რომელითაც რაღაც საზომს დადებდა და მიხვდებოდა როგორია როდესაც უყვართ , როგორია ნამდვილი ურთიერთობა იმიტომ რომ მშვიდ ოჯახში ცხოვრების ფუფუნება არ ჰქონია . არასწორ ადგილას დაიბადა რაც მისი ბრალი ნამდვილად არ არის (ისე რო ვლაპარაკობ როგორც ნამდვილ ადამიანზე ცოტა ვერ ვარ ხო? კაი ეგ არაფერი) მოკლედ ყველას აქვს სისუსტე,ყველა ვერ ცხოვრობს უშეცდომოდ . როდესაც სულ რაღაც პრობლემა გაქვს და ერთხელ მშვიდად, სასიამოვმოდ და თავისუფლად შეგიძლია იყო შანსის გაშვება რთულია ხოდა არც უნდა დაკარგოს დაჩი იმიტომ რომ როგორცაა უყვარს ამ კაცს და აქვს მისი გაბედნიერების რესურსი ❤❤მე გაუთავებლად შემიძლია ლაპარაკი მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები

 


№10  offline წევრი სიბილა

ნუ თუ ფიქრობთ, რომ იმხელა დეფიციტში ხართ, ან კომპლექსების ლაბირინთში ისე დაიკარგეთ, ქვესკნელს გასცდით და ამ ისტორიის კითხვა დედას გაკარგვინებთ, ძალიან მარტივია, არ წაიკითხოთ. და იცით, როგორ გამსუბუქდება ჰაერი? იქნება უწონადობა, ფარფატი, ანგელოზების ქარბუქი და ქერუბიმთა გალობა აავსებს ყურთასმენას, და სანამ თქვენ ამ ნირვანაში ძაგძაგებთ, მაცალეთ ამ ყოვლად მიწიერ , მოკვდავ(ვინ იცის რამდენი დამრჩა)ადამიანს მაცალეთ გავიგო ამ კატერინას სულში როგორ დალაგდება მშფოთვარე ფიქრები, მაინტერესებს თუ და როგორ შეუყვარდება დევდარიანი. ხო და, დაანებეთ ფეფოს თავი, აცალეთ წერა, რა მარქაზმია, ეს მწერლის კიცხვა.პულტი აიღე, გადართე თ არ მოგწონს კი არა და, ნუ წაიკითხავ,ვაჰ.მიდი, დაჩი, ნელნელა და თანაბრად, მორისონის მუსიკასდაგვარად, მიდი, მერე ნახე, როგორ დაგატრიალოს

ხო და , ორთოგრაფიული შეცდომაა, როგორმე ვიცი, მარაზმია სწორად,უფ

 


№11  offline წევრი აბლაბუდა

0
ესეიგი ქართველებს კრიტიკა არ გამოგვდის ყოველთვის ლანძღვა-გინებაში რატო გადავდივართ, მსოფლიო კლასიკა და ლიტრრატურის კითხვა თუ გინდათ გადაგამისამართებთ არაა პრობლემა, ეს არის სახალის და გასართობი გვერდი, რა სერიოზულად უდგებით ისტორიის შინაარს და პერსონაჟებს რა,არ მოგწონთ და ნუ კითხულობთ, ფეფო ყოველთვის ვამბობ რომ ერთადერთი ავტორი ხარ ამ საიტზე რომელიც ამხელა ამბებსა და აჟიოტაჟს იწვევს:)) ზოგს შური და ბოღმა ალაპარაკებს რას იზამ:))

 


№12  offline წევრი მე♥უცნაურე

განუმეორებელი ხარ ფეფო!
დევდარიანზე ვგიჟდები

 


№13  offline წევრი Marryam

საკუთარ ბოღმაში რომ ჩაიხრჩობიან ე მერე მე გავიცინებ ;დ თვითონ არ შეუძლიათ და სხვისას იწუნებენ...რაც არ მოგწონთ ღმერთმა არასდროს მოგაწონოთ :) გვაცალეთ ისტორიის კითხვა ბოლოს და ბოლოს! არავის აქვს უფლება ავტორს მიუთითოს რა დაეწეროს და როგორ წარმართოს სიუჟეტი..ზედმეტის უფლებას ხო არ აძლევთ თქვენს თავს?

პ.ს მართალია მაინც ვერაფერს გაიგებთ მაგრამ მაინც ჩემსას ვეცდები.

 


№14 სტუმარი სტუმარი gvantsa

წინა თავში ტატო შემეცოდა ,მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ კარგიცააა კატოს რომ დაშორდა ,კატოს რომელიც ვერ გაერკვია ამ ცხოვრებაში რა უნდა და ვისთან უნდა .მომავალში უფრო დაიტანჯებოდა კატოს და ტატოს წყვილი. არ ვიცი დევდარიანს ისე ძლიერ უყვარს კატო ,შეიძლება არ გაუჭირდეს მომავალში კატოს საკუთარი თავის იმაში გამოჭერა რომ დევდარიანი მასაც ძალიან უყვარს ,ძალიან მაშინებს ნიცას რეაქცია ამ ყველაფერზე,ძალიან გაუჭირდებათ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ საკუთარი გრძნობების დაცვა თუ საკუთარ თავზე მეტად არ ეყვარებათ ერთმანეთი .

 


№15 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვგიჟდები შენზე ფეფო :)) დაიკიდე ყველა ვისაც ბოღმა ახრჩობს :((წადი თქვენიც რააა არ შეჭამეს ტვინი ამდენმა 'ბრძენმა და განათლებულმაა' ფუფ უსირცხვილოები :((((( ფეფოო სუპერ სუპერ სუპერ სასწაული ხარ შენ :)))

 


№16 სტუმარი სტუმარი დადუ

ერთი ამოსუნთვით წავიკითხე 11 თავივე ყველაზე მაგარია რაც კი ოდესმე წამიკითხავს ამ საიტზე

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეეე რა მაგარიიიი იყოო ყოჩაღ ველოდები შემდეგს.

 


№18  offline წევრი გროსმაისტერი

ოუუუ დაჩიკო
დავიგვიანე__
ძალიან ძალიან კარგი იყო და იცი რა?
ერთი სული მაქვს ახლ თავს როდის დადებ ❤❤

 


№19 სტუმარი maco maco

გვაცადეთ ვისაც მოგვწონს და ვგიჯდებით ატორი თავის შედევრებით გვაცადეთ ბატონო :)

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინა

საკმაოდ კარგი ისტორიაა,მეტიც მოუთმენლად ველი ახალ თავებს,არ ხარ პროფესიონალი მაგრამ თითოეულ სტრიქონს სიყვარული და ემოცია ეტყობა.მადლობა ამისთვის.

საკმაოდ კარგი ისტორიაა,მეტიც მოუთმენლად ველი ახალ თავებს,არ ხარ პროფესიონალი მაგრამ თითოეულ სტრიქონს სიყვარული და ემოცია ეტყობა.მადლობა ამისთვის.

 


№21 სტუმარი nia

ფეფო ნახვებით მემგონი რეკორდი მოხსენი საიტზე <3 :) ისტორიაზე სიტყვები არ მყოფნის რა გითხა .... ყველაზე მაგარი ხარ აქ ... გელოდებიი და მიყვარხარ... მაგარი გოგო ხარ შენი გაგებით, ადამიანობით და აზროვნებით....ვისაც რამე არ მოწონსს გაიარეთ. მეგატივი ისედაც ბევრია ჩვენ ქვეყანაში?>>

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent