შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (12)


14-09-2019, 00:00
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 14 159

[12]

სამმა დღემ ისე გაიარა წუთი არ ჰქონია თავისუფალი, როდესაც შესძლებდა და უბრალოდ აიღებდა ტელეფონს საყვარელი ქალის ხმა მაინც რომ გაეგო....პრობლემები შეექმნა სამშენებლო მასალის გადაზიდვასთან დაკავშირებით და დღე ნახევარი თითქმის საბაჟოზე მოუწია დაყუდება, შეცდომით შევსებული საბუთების გამო რომელშიც გაპარული მცირე ცთომილება ლამის სერიოზული ზარალის მომტანი გამოდგა...მთელი ამ დროის განმავლობაში სულაბერიძე მის გვერდით იდგა და საქმე ისე ჰქონდათ გადანაწილებული არც ერთს არ გაუგდია ტელეფონი ხელიდან,წინ და უკან დადიოდნენ და საბოლოო ჯამში მართალია დიდი ნერვების წყვეტის და სულიერად გამოფიტვის ხარჯზე,მაგრამ მაინც მოაგვარეს.საბაჟოდან დაბრუნებულმა წყლის გადავლება მოახერხა და ისევ უკან გავარდნილი,აეროპორტის გზაზე ყავით სავსე მოზრდილი ფინჯნით ცდილობდა გამოფხიზლებას.საღამოს ბაქოში ელოდებოდნან,ერთი კვირით ადრე ჩანიშნულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.ნომრის დაჯავშნა ტელეფონით მოახერხა და პირდაპირ აეროპორტიდან გაემართა საქმიან პარტნიორებთან შეხვედრაზე.რამაც არც მაინც და მაინც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა...უცხოელებს პრეტენზიები გაჩსენოდათ ბოლოდროინდელი არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო და ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტათ მოეწერათ თუ არა ხელშეკრულებაზე ხელი.დასაფიქრებლად მეორე დღემდე მოცდა გადაწყვიტეს და ბოლოს და ბოლოს სასტუმროს ნომერში ასულმა დევდარიანმაც მოიცალა და როგორც იქნა სახლში დარეკა.ყველაფერი რიგზე იყო...ნიცა მშვენივრად გრძნობდა თავს და სავარაუდოდ საღამოს მეგობრებთან ერთად გაატარებდა სახლში.დავითი ისევ საქმეებს აგვარებდა და პარალელურად კლუბში იყო მისული რაღაც უმნიშვნელო ინციდენტის გამო.
-რას აპირებენ ბოლოს და ბოლოს, აწერენ თუ არა ხელს წყეულ ხელშეკრულებაზე?
-ფიქრობენ...-ამოიოხრა დაჩიმ და ლეპტოპის ეკრანიდან მომზირალ მეგობარს თვალების ატრიალებით უპასუხა.
-რას ფიქრობენ ამდენს...წინ ერთი კვირა ჰქონდათ...
-პატარა დეტელებზე გვეკიდებიან ეგ ახვრ*ები...ვაი და ჩავარდეს ეს საქმე არ აწყობთ ზარალზე წასვლა...
-რა საქმე უნდა ჩავარდეს...
-ბოლო დროს რეიტინგში ჩავიჯ*ვით-სიმწრით გაეცინა დევდარიანს.-პატარა გარღვევამ სადამდე მიგვიყვანა ხედავ? სიფრთხილეს იჩენენ,ამ საქმეში ახლები ვართ და ნდობის ფაქტორია.
-დასხდნენ და ყველა წვრილმანი გამოქექეს?ნაბიჭვ*რები.-გაბრაზდა სულაბერიძე.-ხვალ ბრუნდები?
-ჰო,საღამოს გამოვფრინდები...მანდ რა ხდება? მშვიდობა გაქვს?
-ძველებურად...კიკაბიძესთან მე ვერ მივედი,შენთან ლაპარაკს ითხოვს.მისმა მდივანმა დამირეკა და წარმომადგენელს არ შევხვდებიო უთქვამს...მოკლედ ეგაც კარგი შენძრე*ულია.
-როდისთვის ჩანიშნა შეხვედრა?-ამწვარი თვალები მოისრისა დევდარიანმა და წყლის ბითლს საცობი მოხსნა.-ხვალინდელი გადაწყვეტილება ითამაშებს მნიშვნელივან ფაქტორს ჩემი მაგ ახვარ*თან მისვლა არ მისვლის საქმეზე.
-კვირის ბოლოს,მანამდე საქმიანი ვიზიტით დუბაიში მიფრინავს-ო...ისე მისი საქმეში შემოთრევა სულაც არ არის სავალდებულო.
-საქმეში არც შემომყავს...მას აქვს ის რესურსი რაც ჩვენ არ გვაქვს და თუ ჭკვიანურად მივუდგებით ადვილი შესაძლებელია ისე გამოვიყენოთ საჩვენოდ, ვერც კი მოწვას.ამისთვის კი კარგად დამუშავებაა საჭირო...
-რასაც მე ვერ მოვახერხებ....-გაეცინა სულაბერიძეს.-ამ ზომის თევზების ბადეში შეტყუების დიდოსტატი შენ ხარ..ესე რომ ჯობია ისევ შენ შეხვდე.
-ამაზე მანდ რომ ჩამოვალ მერე ვილაპარაკოთ...წავედი ეხლა, ცოტას გამოვიძინებ გადავიწვი...მთავარია ყველაფერი ნელ-ნელა გვარდება.სწორად მივდივართ და თუ მოთმინებით დავიცდით ჩვენი მატარებელიც ჩამოივლის.
-მიდი ძმაო...მშვიდი ძილი.-დაემშვიდობა დათო და პირველმა გათიშა კავშირი.
ამ ღამითაც ვერ მოხუჭა თვალი,წელს ზემოთ შიშველი მიწოლილიყო საწოლზე და თავში არეული ფიქრები წამით არ აძლევდა მოდუნების საშუალებას.ცუდი ჩვევა ჰქონდა,გადაუჭრელი პრობლემის გამო თითქმის თეთრად ათენებდა ღამეებს და ცდილობდა სწორ გადაწყვეტილებამდე მისულიყო და ეს ყველაფერი მისდაუნებურად ხდებოდა..თითქოს დაპროგრამებული რობოტი გახლდათ,რომელიც ჯიუტად იმეორებდა ჩაპროგრამებულ მასალას და დასრულების შემდეგ ისევ თავში ბრუნდებოდა და ესე აგრძელებდა ერთ წრეზე სიარულს დილამდე,სანამ ბოლოს და ბოლოს მწვანე ნათურასავით არ აციმციმდებოდა გამოსავალი და გონებაც წამში ერთვებოდა გამოსავლის განხილვა,დამუშავება გავრცობის პროგრამაზე.საწოლიდან წამომდგარმა ნახევარი ღამე აივანზე დაყუდებულმა გაატარა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ვერასდროს იტანდა სხვა ქვეყანაში სიარულს და მით უნეტეს იქ გარკვეული დროით დარჩენას.თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა და უჰაერობა ფილვებს უმძიმებდა,წყალი უგემური იყო და ჭამის მადაც ეკარგებოდა.მხოლოდ სიგარეტი,დღეში ვინ მოთვლის რამდენი ფინჯანი ყავა და ენერგეტიკული სასმელი.საღად აზრივნება სჭირდებოდა,ფხიზელი გონება და დასვენებული თვალები, თუმცა დილით სარკეში ჩახედვის შემდეგ ჩაწითლებულმა თვალებმა და თვალის გარშემო გაჩენილმა სიმუქეებმა აგრძნობინა რაოდენ გადაღლილი იყო,აღარც კი ახსოვს ბოლოს როდის ეძინა ნორმალურად. თუ არ ჩავთვლით კატოს საწოლში სამ საათიან ძილს.წყალი გადაივლო,ზიზღით შეიკრა ჰალსტუხი და პიჯაკის ბორტები შეისწორა,ნესტიანი თმა დაუდევრად გადაივარცხნა თითების დახმარებით და ჩაწითლებული თვალები, სათვალის საშუალებით შენიღბა.სასტუმროს მომსახურე ტაქსით დანიშნულების ადგილამდე მივიდა,ფანჯრიდანაც კი არ გაუხედია ქალაქითვის საიდანაც ერთი სული ჰქონდა დროზე გაეღწია.მოლაპარაკება წინა დღესთან შედარებით ბევრად ნაყოფიერი გამოდგა,ხელახლა გაიარეს ხელშეკრულების პუნქტები...რაღაც ამოაკლეს,რაღაც ჩაამატეს და საბოლოო ჯანში ხელიც მოაწერეს,დამშვიდობების წინ მსუქანმა აზერმა ულვაშების ცმაცუნით ოფლიანი ხელიც ჩამოართვა და ახარა რომ მიუხედავად მწირი გამოცდილებისა მაინც დიდი იმედებს ამყარებდნენ ახალგაზრდა პარტნიორზე.ნაძალადევი ღიმილით დაემშვიდობა დაჩი,შენობიდან გამოსულმა მიმლოდინე ტაქსის კარები ხმაურით მიიხურა და ნომერში დაბრუნებულმა გულმოდგინედ დაიბანა ხელები.ჰალსტუხი ლამის შემოიგლიჯა და ამ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთა პირველი სულაბერიძის ნომერი აკრიფა.
-ამის დედაც...ჩვენია,შევუსრულეთ!-ხმამაღლა შესძახა და სულაბერიძის სიხარულმოგვრილ ხარხარზე თავადაც გაეცინა.-ის პორშე,შენია!
-რაა?! ღადაობ?-წამოიყვირა დათომ.-ნუ გაატრაკე.
-დაიმსახურე ძმაო...შეგპირდი ეს საქმე თუ გავარტყით პორშეს გჩუქნითქო...
-დაჩი
-შენს ძმობას ვფიქცავარ..ეს რამხელა წინსვლაა იციი? კიკაბიძეს ჩავუდეთ ფაქტიურად...მაგიტომ მიბარებს, ტიპი აზრზე არ არის ფქტიურად კომპანიონი ავახიე.-ისეთი გამომეტყველებით გაეცინა მშვენივრად იცოდა რაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს,ისიც იცოდა ვის დაეჯახა და ამის გააზრება ვენებში ისე უდუღებდა სისხლს ადრენალინი ტვინში ურტყამდა.ეხლა კი ნამდვილად შეეძლო ეთქვა რომ იყო კაცი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო საკუთარი ისტორია დაეწერა.ამის საბაბს კი სულ რაღაც ერთი საათის წინ გაფორნებული კონტრაქტი აძლევდა.
ზუსტად თავის დროზე იყო აეროპორტში,თვითმფრინავში მოთავსებულმა კი თავს უფლება მისცა და ნამდვილად შვებით დაიძინა, სანამ ქალის რბილმა ხმამ არ გამოაფხიზლა და აიძულა თვალები გაეხილა.
-თბილისის აეროპორტში ვართ...

********
-დაჩიიი!!!-სკოლიდან გამოსულ ნიცას მანქანასთან მდგარი მამის დანახვაზე,არაფრად ჩაუგდია მათი მიმართულებით მომზირალი ინტერესით სავსე რამდენიმე წყვილი თვალი.ადგილს მოსწყდა და ისე შეახტა,თავის შემაგრება ძლივს მოახერხა დევდარიანმა უკან რომ არ გადავარდნილიყო.კისერზე ჩამოკიდებულ შვილს ძლიერად მოხვია მკლავები და სახე ხმაურით დაუკოცნა.
-ღმერთო,მომენატრე მაა...
-მეც ძალიან მომენატრე...პირდაპირ აეროპორტიდან მოხვედიი?!-ლამის ყბა ჩამოუვარდა,როდესაც მზერა მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსებულ სამგზავრო ჩანთას შეავლო.
-აბა,როგორ...არსად გადამიხვევია.პირველი ვინ უნდა მენახა თუ არა ჩემი ანგელოზი?-გაეცინა და შვილი ძირს დაუშვა.-სახლში წავიდეთ.
-ძალიან დაიღალეე?-თანაგრძნობით გადახედა მამას და წინა სავარძელზე მოკალათებულმა ღვედი შეიკრა.
-დაღლილობამ უკვე გადამიარა-გაეცინა დაჩის და სიგარეტის ღერი ტუჩებ შორის მოიქცია...მანქანა დაძრა და ცენტრალურ გზაზე უკან სვლით გაიყვანა,წამით მოიცადა და შემდეგ მკვეთრად დაატრიალა საჭე.-წყლის გადავლება მინდა და მშია...ბოლოს როდის ვჭამე აღარ მახსოვს...თან მგონია სუნი მაქვს და ტილები ჩამესია...
-გაგიჟდიი?-აკისკისდა ნიცა.-კი მაგრამ სად გეძინა, ცხვრების სადგომშიი?
-რაღაც მასეთი იყო ოღონდ კართან ხუთი ვარსკვლავი ჰქონდა ამოტვიფრული...მეზიზღება...მომავალში სულაბერიძეს მოუწევს წასვლა,მე აღარ ვარ ბაქოში ფეხის ჩამდგმელი...
-რატომ? არადა ლამაზი ქალაქია...-ტუჩები დაბრიცა ნიცამ.-მაინტერესებს.
-ხვალ მატარებელში ჩაგსვამ და შეგიძლია გაგაზო...
-მერე შენ რა გეშველება? -მხარზე უჩქმიტა სიცილით და მუსიკას ოდნავ აუწია.-გარეთ ვჭამოთ თუ ბაბულას გაკეთებული საჭმელი გირჩევნია?
-მთავარია სახლში მივიდეთ და ბაბულას ჩავეხუტები დაჟე და ხელებსაც დავუკოცნი...შენ რას შვებოდი ეს დღეები, აბა მომიყევი.
-რა ვიცი..ბარბი იყო ჩემთან,მერე მე ვიყავი ბარბისთან...
-მერე ისევ ბარბი იყო და...
-არაა..მერე თორნიკე და აკოც იყვნენ.
-თორნიკე და აკოო?!-წარბი აზიდა შუქნიშანზე გაჩერებულმა და შვილს გვერდულად გადმოხედა.
-ხო,თორნიკე ბარბის დეიდაშვილია. ის გრძელი კალათბურთელი ბიჭი...შენ რომ იყავი მის თამშზე და თქვი ლამერიაო....
-და აკო?!თორნიკეს ბიძაშვილიაა?
-არა-გაეცინა ნიცას -აკო მისი ძმაკაცია.ისიც კალათბურთელია.
-და ჩვენთან რა უნდოდა,შენი ძმაკაციცაა?
-მამა?-ტუჩები დაბრიცა ნიცამ.
-ადრეც იყო და მე არ ვიციი?
-არა,პირველად იყო და საერთოდაც მეც ეხლა გავიცანი...
-და ჩვენთან დაპატიჟეე?
-ჰო,რამოხდა?!ერთი ნაჭერი პიცა დამემადლებინაა?-შეიცხადა ნიცამ
-დაჟე პიცაც აჭამეე?-შეიცხადა დაჩიმაც.-ცუდი დასაწყისია...
-აუ დაჩიიი...-წამოიყვირა ნიცამ და მამას წარბ შეკრულმა გადახედა.
-რაო მერე ბაბულამ?გაატარა რენდგენშიი?
-ეგ რა შუაშიაა...
-ხო მოეწონე მაგ აკოს თუ პაკოს?-მორიგ შუქნიშანზე სიგარეტს მოუკიდა დაჩიმ.
-საიდან დაასკვენიი? შენც ბარბარესავით რატომ მელაპარაკებიი?-წამოიყვირა და მერე კი მიხვდა რაც თქვა და ტუჩზე იკბინა,მაგრამ უკვე გვიანი იყო. დევდარიანს შუბლი შეეკრა და შვილს ბრაზით უყურებდა?
-ანუ მოეწონე ვიღაც პაკოს თუ კაკოს და ჩემს სახლში დაპატიჟე? პახოდუ პიცაც აჭამე და ჩემს სახლში ჩემს შვილს ათვალიერებდა მუშტრის თვალებით?ეგ პატარა ახვა*რი...რა გვარია?
-მამა!რა სისულელეს ამბობ?-ხმა გაუტყდა ნიცას.-მე არ მითქვამს რომ მართლაც მოვეწონე,ეს ბარბარემ თქვა...შეეშვი რა გეხვეწები...
-რას ჰქვია შევეშვა?-გაეცინა მიუხედავად სიბრაზისა.-ტიპი სიძედ მეჩითება და არ უნდა ვიცოდე ვინ ჯანდაბაა?
-ღმერთო ეს აუტანელია...-წამოიკივლა ნიცამ და თვალები აემღვრა.
-აბა როგორი შეგრძნებაა?-უცებ დაამუხრუჭა დაჩიმ და მთელი ტანით შეტრიალდა შვილისკენ.-მოგწონს?
-რა?
-აი,ზუსტად ესე ვგრძნობ მეც თავს შენი ეჭვიანობის გამო...
-მამა...-ნიკაპი აუთრთოლდა ნიცას და ცოტაც და ატირდებოდა.
-მაგრამ მაინც მოუწევს მაგ პაკო კაკოს ჩემთან მოსვლა ტრა*კს თუ არ დააყენებს...-ხმა შეარბილა,შვილს ხელი მოხვია და ატირებულს სახე ისევ ხელმეორედ დაუკოცნა.
********
დრო,სასწაულად ნელა მიიზლაზნებოდა.დილიდან უჟმური კაცივით მოქუფრულიყო ცაა და წვრილად სცრიდა.ცუდ ხასიათზე გაიღვიძა,ძილი დააკლდა და იმდენად გასჯდომოდა ხასიათში ვერაფერმა უშველა.სათვალე დაეკოსებინა ლამაზ ცხვირზე და კომპიუტერის მონიტორს მიშტერებული მობეზრებული სახით აკეთებდა რუტინულ საქმეს, რომელიც დღეს ზედმეტად ეზარებოდა,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა და იძულებული იყო როგორმე მშვიდად გადაეგორებინა დღე.ოთახში ჩვეული სიტუაცია იყო,ლალიკო ყავის ფინჯნით ხელში ბოლომდე გამოღებულ ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. გარედან შემოსული სუსხი კი ოთახში უსიამოვნოდ ვრცელდებოდა.ქერა თმიანი გვანცა სოციალურ გვერდზე დაძვრებოდა და ინტერესით ათვალიერებდა ათას ჭორს თუ მართალს, რომელსაც დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად განიხილავდა.
-ღმერთო, ეს ადრიანა ლიმა რამდენადაც ლამაზია იმდენად სულელია..რას გადაეკიდა ამ თურქეებს?-ცხვირი აიბზუა თითქოს ნამდვილად მისი განსახილველი იყო მოდელის პირადი ცხოვრება და ალბათ გონებაში ისიც კი წარმოიდგინა თავად რომ ყოფილიყო ლიმას ადგილზე თუ გააბამდა მხურვალე რომანს "ვიღაც" თურქთან?!
-აუ,კატო ყავა არ გინდაა?-აზუზუნდა გაფუჭებული ტელეფონივით კულულებიანი ქრისტინა და იმ იმედით გაიღიმა ვინიცობაა კატოსაც გაეკეთებინა მისთვის ყავა.
ის იყო პასუხის გაცემას აპირებდა ოთახში ზედმეტად ნაცნობი ხმა რომ გავრცელდა და ჩხეიძეს თავი არც კი აუწევია უკვე წარმოდგენილი ჰქონდა რა სახეებით იყვნენ მისი თანამშრომლები მიშტერებული დაუპატიჟებლად გამოჩენილ სტუნარზე.
-გამარჯობა!-დევდარიანის ხმას უცნაური ხავერდი შერეოდა.რამაც აიძულა ჩხეიძე სკამიდან წამომდგარიყო და კარისკენ დაძრულიყო.
-გამარჯობაა...მობრძანდით.-დაასწრო ლალიკომ, რომელსაც სიგარეტი პირდაპირ ფანჯრიდან გადაეგდო და ეხლა თმას ისწორებდა ოდნავ დაბნეული სახით.
-აქ რას აკეთებ?-დაბალი ხმით იკითხა კატომ და უარესად გაუფუჭდა ხასიათი,ხოლო მის სახესთან დახრილი დევდარიანის გამო სუნთქვა შეეკრა,რომელმაც ლოყაზე ნაზად აკოცა.
-როგორ ხარ?
-კარგად,აქ რას აკეთებ?-გაიმეორა კატომ და თვალი-თვალში გაუყარა დაჩის.უკვე
კარის ჩარჩოზე მხრით მიყდნობილი ეშმაკურად რომ იღიმებოდა და თვალს არ აშორებდა უხერხულად აწურულ კატოს,რომლის ზურგს უკანაც ოთხი წყვილი ინტერესით სავსე თვალი ისე ატარებდნენ რენდგენში ზურგი ეწვოდა.
-რა გაცინებს?-ჩურჩულით ჰკითხა წარბ შეკრულმა.
-არ მომილოცავ?
-რა ხდება,ჯეკპოტი მოიგე და არ ვიციი?
-დღეს ჩემი დაბადების დღეა...
-კაი?
-გინდა დედა დავიფიცოო?-მაცდური ხმით ჩურჩულებდა დაჩი.
-არა,იყოს დაგიჯერე...ვერ გამოვალ,ვმუშაობ.
-დასრულდა შენი სამუშაო საათები...
-უფროსის ნაცნობობას ცუდად იყენებ.
-მეე?-შეიცხადა თეატრალურად.-არ გცხვენიაა?
-კი,მცხვენია...ყველა მე მიყურებს.
-დარწმუნებული ვარ შენი შურთ...
-ჩანთას ავიღებ და გამოვალ...ოღონდ გადი აქედან.
-კარგი,დერეფანში დავდგები და მთელი ოფისი მოკვდება ინტერესით ვისთან მოვიდა ეს ღმერთკაცი...-გაეცინა დაჩის და უკან დაიხია.
-ესეთი თავმდაბალიც არ მეგონე
-ჯერ სად ხარ.-კოცნის იმიტაცია გააკეთა და უკან-უკან დაიხია.ოთახში შებრუნებულმა კატომ კი თანამშრომლებს გადახედა და უსიტყვოდ მივიდა მაგიდასთან.
-რას გვიმალავ პატარაავ?-ლალიკო ნახევარი საჯდომით მის მაგიდაზე ჩამოსკუპდა.საშინლად მოეშალა ნერვები კატოს,ჯერ დევდარიანზე ბრაზს არ გადაევლო არამკითხე მეტიჩარა ლალიკო რომ დაემატა და თავი ძლივს შეიკავა საკადრისი პასუხი რომ არ გაეცა ქალისთვის.
-ხვალამდე-ჩანთას წამოავლო ხელი და პირში ჩალა გამოვლებულები დატოვა ინტერესისგან გაბერილი თანამშრომლები.დერეფანში გასული სწრაფი ნაბიჯით დაიძრა დევდარიანისკენ და მის წინ არც კი შეჩერებულა ისე გაემართა გასასვლელისკენ,შენობიდან გასულმა კი ღრმად ჩაისუნთქა სუსხიანი ჰაერი და ზურგს უკან მომავალი დევდარიანისკენ ოთხმიცდაათი გრადუსით შემოტრიალდა.ბრაზიანი მზერა, სახეში შეანათა და კბილებს შორის გამოსცრა:
-რა ჯანდაბას აკეთებ?!
-რა?-ადგილზე გახევდა დაჩი.-რას ვაკეთებ?
-აქ ესე არ უნდა მოდიოდე...და ს აერთოდაც არ გაქვს უფლება ესე უპრაგუნოთ იარო ყველაგან სადაც მე ვარ,ან შეიძლება ვიყო...
-უკაცრავად?-კიბეებზე დაეშვა დაჩი და ბორდიულთან გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა.-წამოდი!
წარბ შეკრულმა გადახედა ერთ ადგილზე გახევებულს,რომელიც დაძვრას არც კი ჩქარობდა.
-დაჯექი!
-შენ არ გესმის რას გელეპარაკებიი?არ მინდა რომ კუდში მდიო...გესმის ეს რას ნიშნავს?
-ციკლი გაქვს?-წარბები შეკრა დაჩიმ და ყინულივით ცივი მზერა ჩააყინა თვალებში.-ისტერიკებს ნუ მიდგამ,დაჯექი მანქანაში!
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ...მინდა რომ უბრალიდ გაიგო,ის ფაქტი რომ ერთად ვიყავით,არაფერს ნიშნავს გესმის?! არ მოგცემ უფლებას სადაც და როგორც გინდა იქ გამომეცხადო დაბარებულივით და მაკეთებინო ის რაც შენ გინდა...მე ჩემი ცხოვრება მაქვს,გესმის?!
-კატერინა...-ბრაზის მოთოკვას შეეცადა დაჩი და განრისხებულ ქალს,კაცმა არ იცის საიდან გამოჩხრეკილი სიმშვიდით დააშტერდა სახეზე.-გესმის რას მეუბნებიი?
-მესმის..შენ გესმის რას აკეთებ?
-ანუ,შენს საწინააღმდეგოდ ვაკეთებ ყველაფერს? არ გინდა რომ მნახო,არ გინდა რომ მელაპარაკო,იქნებ ისიც კი არ გინდა ცოცხალი რომ ვარ და შემთხვევით იმ ჰაერს ვსუნთქავ რასაც შენ?კატერინა..ამის დედაც...-სიმწრით ჩაეცინა...-სამი დღეა არ მინახიხარ,სამი დღეა არც კი დამირეკავს იმიტომ რომ არ ვიყავი ქვეყანაში...მომენატრე და მოვედი შენს სანახავად და შენ რას აკეთებ?
-მე არ მომნატრებიხარ!-იფეთქა კატომ და მის მზერას არ გამორჩენია დაჩის სახეზე ასახული ამოუცნობი ტკივილი, ცარცივით გაფითრდა,თითქოს ყბის ძველებიც დაეძაბა.თვალები ოდნავ აემღვრა და მის ტუჩებს სილურჯე შეეპარა.
-კარგი...-ამოიჩურჩულა და ყელში გაჩხეილი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა.-გავიგე...გასაგები!ნაძალადევი არაფერი მინდა,არც შენი ღიმილი,არც შენი თბილი სიტყვები,არ მინდა ის მითხრა რასაც არ გრძმობ.კარგი...-მანქანის გამოღებული კარი ხმაურით მიხურა და მკრთალად გაიღიმა.
-მართლა დაბადების დღე გაქვს თუ ეგაც მიზეზია?-ეჭვით დააწვრილა თვალები კატომ.
-არა...-მხრები აიჩეჩა დაჩიმ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.სახეზე კი ისევ ის მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა.-მიზეზი იყო..რამაც არ გაამართლა...გუშინ მქონდა..დაიკიდე.
-მაშინ მოლოცვასაც არ აქვს აზრი.
-რა თქმა უნდა...კარგი კატერინა,შენ როგორც გინდა...-ხელები დანებების ნიშნად ასწია -კარგი პატარავ,აშკარად არასწორ ადგილას მოვხვდი.
-მართალია...-უცებ დამშვიდებულიყო კატო და ეხლა გაურკვევლობაში მყოფი აკვირდებოდა დევდარიანის ყველა ქმედებას,ყველა სიტყვას დაკვირვებით ისმენდა და გაოგნებული,თითქოს დაჯერებაც კი უჭირდა მისი ასეთი უცაბედი დანებების.მაგრამ მეორეს მხრივ დევდარიანი მასთან არასდროს გაჯიუტებულა და ეს ყოველთვის შესანიშნავად იცოდა.
-კარგი...-ხელი აიქნია დაჩიმ და საჭეს ისე მიუჯდა ერთ ადგილზე გახევებული კატოსკენ აღარც კი გამოუხედია.კარი ხმაურით მიხურა,სიმწრით ჩაეცინა და გასაღები გადაატრიალა.
-შენი დედაც დაჩი...-ბრაზით გამოსცრა და ადგილიდან გიჟივით მოსწყვიტა მანქანა.
გაოცებული კატო, თითქოს გონს მოეგოვო და გაყინული სხეული ერთაიანად გაულღვა...თითქოს მანამდე უგრძნობ ორგანოებში გრძნობა დაუბრუნდა და კუჭის თავთან ისე მტკივნეულად მოუჭირა რაღაც უცნაურმა სპაზმმა, კისერში ღებინების შეგრძნებად მოაწვა.ჰაერი წყვეტილად გამოტუმბა ფილტვებიდან და ამოისლუკუნა.აკანკალებულ ხელებს დახედა,შემდეგ კი მოწყვეტით დაეშვა ბეტონის კიბეზე და სახე ხელებში ჩარგო.

********
ვერ მიხვდა სუნთქვა რამდენ ხანს ჰქონდა შეკრული..უჰაერობისგან შეწუხებულმა ხელები სასწრაფოდ მოიშორა სახიდან და ხმაურით,ხარბად შეისუნთქა ჰაერი.რომელმაც ფილტვები აუწვა და მანამდე კისერში მომჯდარმა ტირილის ბურთმაც არ დააყოვნა და თვალებიდან გამოჟონა.წავიდა,ხო ესე ადგა და წავიდა...თვალწინ ედგა დევდარიანი სიფითრე შეპარული სახე და გალურჯებული ტუჩები,თვალები მჭიდროდ დახუჭა და ყრუდ ამოიტირა.
რა გააკეთა?! განა სურდა ესე მოქცეულიყო? სამსახურში აღარ დაბრუნებულა,კიბიდან წამოდგა და არეული გაუყვა ტროტუარს.სურდა არაფერზე ეფიქრა...სურდა თავისი საქციელი დაევიწყებინა,სურდა სულ ცოტახნით მაინც გაეთიშა გონება და საკუთარი თავი დაერწმუნებინა სწორ საქციელში.როგორ აპირებდა მის თავიდან მოშორებას? პირველი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სიამოვნება არ უგრძვნია...არ ელოდა დაჩის ესე ადვილად დანებებას,არ ეგონა ამდენად თუ ატკენდა,არ უფიქრია რა შეიძლება მოჰყოლოდა თავის გადადგმულ ნაბიჯებს...მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა სწორი ნაბიჯებით ევლო წინ და ნამდვილად მიჰყვებოდა არჩეულ გზას...არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი როგორადაც ახლა გრძნობდა თავს,ურყევი ხასიათის და პრინციპების მქონე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თვლიდა რომ მიუხედავად წუთიერი სისუსტეებისა, მაინც იყო ძლიერი!იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო არასდროს ეღალატა საკუთარი თავისთვის.არჩეული გზისთვის და ეს გზა ნამდვილად გაიყვანდა საკუთარი ბურუსით მოცული ცხოვრებიდან მზის სინათლეზე.არასდროს ყოფილა ზედმეტად მორწმუნე,მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ისევ უფლის იმედზე დარჩენილი ცხარე პოლემიკაში იწვევდა მამა ზეციერს და თითქოს რაღაც მომენტში ნაწყენი, გამოსავლის ძიებაში ჯიუტად სთხოვდა დახმარებას.შემდეგ იყო წუთიერი გამონათებები და ოდნავ ფეხ არეულის წელში დამოუკიდებლად გამართვა და ეს ყველაფერი საკუთარი შრომით,საკუთარი სწავლით და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის დიდი სურვილით ხდებოდა.სახეზე აკრული ცივი და ურყევი ნიღბის მიღმა ზედმეტად პატარა და მშვიდი,კაცთმოყვარე ადამიანი იმალებოდა,რომელიც მომენტებში დამფრთხალი კურდღელივით აწყდებოდა კედლებს დასამალი ბუჩქის ძიებაში.შემდეგ იყო ბრძოლა და ახალი დღის დასაწყისში ისევ ჩვეულად მორგებული უკვე მოცვეთილი ნიღაბი.საკუთარ უსუსურობაზე ბევრჯერ უტირია,ბევრჯერაც უცინია, მაგრამ სხვის დასანახად არასდროს გაუკეთებია ეს,არა იმიტომ რომ სურდა სხვის თვალში დარჩენილი ძლიერი ხასიათის მებრძოლ გოგოდ?არა,უბრალოდ იმიტომ რომ ყოველთვის აღიზიანებდა მისკენ მიმართული თანაგრძნობით აღსავსე მზერა..."საწყალი გოგო,როგორ გაიტანჯა!" "ცოდოა სწორ გზას არ ასცდეს" "რა გასაკვირია თუ ცხოვრებამ გააბოროტა?" აგიჟებდა მისი ვითომ კეთილის მოსურნეთა ქილიკი და მაშინ როდესაც მართლაც და მოსალოდნელი იყო კატო ჩხეიძის გაბოროტება..ეს არ მომხდარა,ვერ მოერივნენ..ვერ დაამარცხეს...ისევ ფეხზე იდგა..ისევ წინ მიიწევდა...სწავლა,სამსახური და საკუთარი შრომით გამომუშავებული პურის ფული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებდა.
მერე გამოჩნდა დეიდა...
ტატო ჯავახია და რაც მთავარია ზემოთ ჩამოთვლილზე მეტად სახიფათო,მეტად საინტერესო...ამოუცნობი და მრავალი ნიღაბის მატარებელი დაჩი დევარიანი...
ტატო, მის ცხოვრებაში იმ გამონათებასავით იყო..რუტინულ..ერთფეროვნად ნაცრისფერ,და მოსაბეზრებლად აუტანელ ყოველდღიურობაში იმედის სხივივით რომ გაკრთა,მოეჭიდა,დაინტერესდა,მოისურვა და ეცადა ყოველდღიურობა სულ ცოტათი მაინც შეელამაზებინა...გამოუვიდა,გაუხარდა...მიიღო ის სითბო და სიყვარული რაც იმ მომენტში იკმარა...თითქოს თვეების ნაშიმშილები შედარებით დანაყრდა,წყურვილი მოიკლა მაგრამ რა? არაფერი...მეტი არაფერი...ამბობდა იმას რასაც გრძნობდა,აკეთებდა იმას რაც სურდა და იღებდა იმას რაც უკვე არასაკმარისი გახლდათ..თითქოს ისევ ერთფეროვნება,თითქოს ისევ შიმშილი...ისევ წყურვილი და მომაბეზრებელი ზუზუნი...ტვინს რომ გიბურღავს,თავს რომ გატკიებს...მუცელს რომ გიწვავს სპაზმი და ყელში მოწოლილს ნაღვლის გემოდ შეიგრძნობ.ახალ მთავარესავით გამონათებული დაჩი დევდარიანი და თითქოს ყველა და ყველაფერი დაიჩრდილა...დააინტერესა,გაახალისა,გამოიწვია და ეს ფარული ომი,ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ ორმაგი შემართებით დევარიანთან... იმდენად ჩამთრევი,იმდენად საინტერესო და იმდენად აზარტული გახდა ადრენალინის გრძნობა ტვინში ურტყამდა და სიჩქარე ახელებდა.
მეგის სადარბაზოსთან მისულმა სირბილით აიარა კიბეები და კარზე ზარი დარეკა.რამდენიმე წუთის შემდეგ კარს მიღმა შიშველი ფეხების ბარტყუნის ხმა გაისმა და როგორც იქნა გაღებული კარის ზღურბლზე მეგის სახეც გამოჩნდა.
-შეგიძლია გამლანძღო...ჩამარტყა,მიყვირო არ ვიცი რა ჯანდაბაც გინდა ის ქენი...-სახლში შევარდა კატო და უკან ადევნებულ დაქალს არაფრის თქმა აცადა,რომელიც აშკარად ცდილობდა რაღაც ეთქვა.სასტუმრო ოთახში შესული კი ერთ ადგილზე გახევდა.სავარძლიდან ტატო ჯავახია წამომდგარიყო და გაშტერებული უყურებდა ერთ დროს საყვარელ ქალს.
-ვცდილობდი მეთქვა...-დამნაშავესავით ამოიჩურჩულა მეგიმ და პირველი შევიდა სასტუმრო ოთახში.
-გამარჯობა-ისედაც გაფუჭებული ხასიათის უარესად გაფუჭება თუ შეიძლებოდა ზუსტად ეგ დაემართა კატოს.ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი ტატო ჯავახიას ნახვის,მით უმეტეს კი საუბრის.
-როგორ ხარ კატო?-არანაკლებ დაბნეულმა ტატომ ყრუდ ამოილაპარაკა და მეგის გადახედა.
-კარგად, შენ?
-კატო,ყავა გაგიმზადოო?-რატომ ცდილობდა ამ ორის ერთად დატოვებას მეგი ვერ მიხვდა ჩხეიძე,მაგრამ აშკარად რომ ცდილობდა წყალი არ გაუვიდოდა.პასუხს არ დალოდებია მეგი,ისე გაუჩინარდა სამზარეულოში და კატომაც თითქოს იძულებით ჩანთა სავარძელზე მიაგდო და მეგისთან გასვლას აპირებდა ჯავახიამ რომ შეაჩერა.
-ნუ გამირბიხარ,ნუ გეშინია არ ვიკბინები.
-რა სისულელეა...არსად არ გავრბივარ.
-შენი გამომეტყველება სულ სხვა რამეს ცხადყოფს.
-ტატო,ძალიან გთხოვ...-მობეზრებული ხმით სთხოვა ჩხეიძემ.
-კარგი...-რატომღაც ცინიკურად ჩაეცინა ჯავახიას და კატოს წამით ისიც კი მოეჩვენა რომ ბიჭი მასზე გაბრაზებული იყო და დამალვაც არ უცდია.ისეთი თვალებით უყურებდა თხემით-ტერფამდე რენდგენში ატარებდა.-არ მეგონა ამ დონემდე თუ დაეშვებოდი.
-უკაცრავად?-ჩხეიძეს წარბები შეეკრა და მთელი სხეული უსიამოვნოდ დაეძაბა.
-ერთად ხართ?-სიტყვებს ზიზღი ამოაყოლა ჯავახიამ და ქალი მზერით გაბურღა.
-რას გულისხმობ?
-შენ და ის ნაბი*ჭვარი.-ისევ ჩაიცინა ტატომ.-მე რა ვერ მოგეცი ისეთი რასაც ის გაძლევს? თუმცა რა გასაკვირია....ფული აქვს თავზე საყრელად...სწავლის ფულს გიხდის,სამსახური გიშოვა..იქნებ ქირასაც ის გიხდის? მე კი ეს ყველაფერი არ შემეძლო..ერთადერთი შენთვის რისი მოცემაც შემეძლო ჩემი უანგარო სიყვარული იყო კატო..რომელსაც მიაფურთხე,გადაუარე და მასთან გაიქეცი.
-რა მიშოვა?-ყრუდ ამოილაპარაკა კატომ და მთელი სხეული ერთიანად გაეყინა.
-სამსახური,რა მაგან არ გიშოვა? ფულზე გაიყიდეე? ამ დონეზე როდის ჩამოხვედი?
-რა?-ხმას რატომღაც დაუწია ჩხეიძემ და ბიჭისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.-გაიმეორე რაზე გავიყიდეე?
-ფულზე...-მშვიდი ზიზღნარევი ირონიით გაიმეორა ტატომ და თვალი-თვალში გაუყარა.
-ანუ შენ ფიქრობ რომ ანგარების გამო ვარ მასთან?ჯერ საიდან მოიტანე რომ მათან ვარ...შენ თუ დაგშორდი აუცილებელია ვინმესთან ვიყოო? ისე წარმოუდგენელია?
-დაგინახეს...
-ვინ დამინახა?სად დამინახა? აი,-ხელი ქვემოდან ზემოთ აატარა კატომ და თითქოს სევდიანად გაეცინა.-აი,ესეთი რომ ხარ...სწორედ მაგიტომ აღარ ვარ შენთან.ფეხებზე შენ რას იფიქრებ ჩემზე...ჩემი სიმართლე მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით...შენ მეორე კი არა მეასე ხარისხოვანი ხარ...ამიტომ ჯანდაბაშიც წასულხარ ტატო..შენთან ჩემი პირადის განხილვას არ ვაპირებ.
-ისევ ის წყეული სიმშვიდე,ისევ ის უცვლელი მშვიდი ხმა და თვალები, რომელიც ისე მიყურებენ როგორც არარაობას...-ხმა გაუტყდა ტატოს.-არ იცვლები,რა შეგცვლიდა...სულ რაღაც რამდენიმე წუთის უკან ცილი დაგწამე...ხო, ფაქტიურად სხვისი დანახული ფაქტი მოვიყვანე მაგალითად,შეიძლება მართლაც ცილის წამებაა.შენ კი მშვიდად შეხვდი...ნერვი არ გიტოკავს სახეზე,მე ვერასდროს შევძლებ წყობიდან გამოგიყვანოო?სამაგიეროდ ის ახერხებს...-სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი ჯავახიამ და წყლიანი თვალები შეანათა.-მისი დამსახურებით გაცოფებული მოვარდი...მე კი აქ ვდგავარ და ვცდილობ გაგაგიჟო..მინდა ერთხელ დამიყვირო,ჩემს გამოც ატირდე..ან თუნდაც ისეთი გაცეცხლებული გნახო მაგრამ არა...ისევ ის ხარ,მაგარი გოგო ათასი ნიღაბით.შენს თვალში დავკარგე ინტერესი...გამომიყენე და გამიშვი.
-არ გცხვენია მაინც?-თავი გააქნია კატომ და ოთახში გამოჩენილ მეგის გახედა.-წავალ,შენ სტუმარს მიხედე,სხვა დროს გამოგივლი...
-იყავი,მე აღარ შემიძლია იმ ჰაერის სუნთქვა რომელსაც შენი არსებობით ამძიმებ...-მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა ტატო და კარისკენ ტყვია ნაკრავივით გავარდა.
-აქ რა ჯანდაბა უნდოდა?-სავარძელში მოკალათდა კატო და მეგის ახედა,რომელსაც ტატო გაეცილებინა და უკან დაბრუნებულიყო.
-რავიცი კატო..მოვიდა და რა მეთქვა?ჩემი დაქალი დაგშორდა და ჩემი მეგობარი აღარ ხართქოო...-ამოიოხრა მეგიმ და ყავის ფინჯანი მიუცურა.-რა გითხრა?
-გამეორებაც კი მეზარება...
-რა გეტაკა,რომ მოხვედი ფერი არ გედო...-სიგარეტს მოუკიდა მეგიმ და დაქალს ინტერესით მიაშტერდა.
-ღმერთო,ავურიე უკვე...-ღრმად ამოისუნთქა კატომ და ყავა მოსვა.-დავიჯერო მართლა ანგარებიანი ვარ?
-რა სისულელეაა?-წამოიკივლა უცებ მეგიმ.-იმ შტერს უსმენ?
-აბა,რამ გამაგიჟა დევდარიანში...
-ღმერთო,კატო...რა მოხდა?
-სამსახურში მომაკითხა და გავაგდე...-ხმა შეეცვალა ჩხეიძეს.
-რას ნიშნავს გააგდე?ან შენს სამსახურში რა უნდოდა,სამი დღეა არც კი გამოჩენილა და დღეს რამ დაარტყა თავში?
-ქვეყნიდან ვიყავი გასული და მომენატრეო...
-მერე?
-მე არ მომენატრეთქო და ისე ეტკინა გული არც კი უცდია დაეფარა.არ იმჩნევდა მაგრამ მის სახეზე გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა რა იგრძნო...ჩემი დაბადების დღეაო მანამდე მითხრა,მერე კი მოგატყუე გუშინ იყოვო და მეც ირონიულად ვუთხარი,რომ აზრი აღარ ჰქონდა მიმელოცა.
-რა?-მოსმენილისგან პირი დაღებოდა მეგის.
-ჩაჯდა მანქანაში და წავიდა...ხელი ვკარი და წავიდა.
-შენც ხომ ეს გინდოდა?ეხლა რაიყო სინდისი გქენჯნის?თუ გეწყინა და ვერ ეგუები იმ აზრს რომ წავიდა და არ გაჯიუტდა..ან იქნებ ელოდებოდი ხვეწნა დაეწყო.
-რა სისულელეა..მისგან ხვეწნას ნამდვილად არ ველოდებოდი...მინდოდა რომ წასულიყო, მაგრამ რომ წავიდა შვება არ მიგრძვნია გესმის?-ხმას აუწია კატომ და სახეზე აიფარა ხელები.-ღმერთო, ეგოისტურად დამწყდა გული..უნდა მიხაროდეს რომ წავიდა,მაგრამ სულ ცოტა წინააღმდეგობა მაინც გაეწია? სულ ოდნავ ეგრძნობინებინა რომ არ უნდოდა წასვლა...
-არ გიყვარს,არ გინდა,მაგრამ მეორეს მხრივ გინდა,გაინტერესებს...ჯანდაბა ესეთ კატოს პირველად ვხედავ.რამ აგრია...რატომ ვერ ჩამოყალიბდი?
-არ ვიცი...იქნებ ზედმეტად დიდი გამოწვევაა ჩემთვის...მასზე საერთოდ არაფერი ვიცი.
-ნეტავ მართლა დაბადების დღე ხომ არ აქვს?-თემის შეხვლა სცადა მეგიმ.
-გუშინ მქონდაო...-სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ყავის ფინჯანი მოიმარჯვა.მეგისთან საუბარს ოდნავ დაემშვიდებინა.
-აბა რატომ იტყოდა დღეს მაქვსო...-ამოილაპარაკა მეგიმ და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა.-სოციალური გვერდი არ აქვს ვაჟბატონს?
-არ ვიცი...არასდროს მომიძებნია.
-მას თუ არა მის შვილს ხომ ექნება და დავიჯერო მეგობრები არ მიულოცავდნენ მამიკოს დაბადების დღეს-გაეცინა მეგის-რა ჰქვია მის შვილს?
-არ ვიცი...
-რა?კაცს რომელსაც ხვდები, შვილი ჰყავს და არ იცი რა ჰქვია მის შვილს?..
-ხვდები ხმამაღალი განაცხადია...რა ვიცი არ დავინტერესებულვარ.
-ღმერთი,გინდა ამ გოგომ შემშალოს?!-ამოიოხრა მეგიმ და ჭერს ახედა.-თურმე არ ხვდება,მე მაკითხავს ალბათ სამსახურში და არ ვიცი..იქნებ ღამითაც ჩემთან დარჩა და უნივერსიტეტშიც მე წამაბრძანა თავისი ძვირფასი მანქანით?
-მეგი,მორჩი რაა...არ მაინტერესებს ქონდა თუ არა დღეს ან გუშინ, ან ხვალ აქვს თუ არა...შემეშვი, სიმშვიდეს ვსაჭიროვებ.
-ცემას საჭიროვებთ ქალბატონო კატერინა...იქნებ გამოგიბერტყო თავიდან ეგ უსარგებლო აზრები.-ტელეფონს ჩასჩერებოდა მეგი და ისე მოძღვრავდა დაქალს.-აი,ვიპოვე...ჰქონია,მაგრამ არც ისეთი აქტიური ყოფილა...რა სურათებია?!ეს ქერა ვინ არის? ღმერთმანი ეს კაცი სულ ესეთი მოწესრიგებული მოძრაობს?ვაიმეე... ამ სათვალეს სიამოვნებით ვიჩუქებდი...-კომენტარებს აკეთებდა მეგი და ინტერესით ათვალიერებდა ფოტოებს.-დედა...ჩემი მაღაზიის სტუმარიც იქნებოდა ეს ოდესმე,ორიგინალი ნაიკის ბოტასები აცვია? გემოვნებას არ ვუჩივით...მომწონს.
-მოკეტავ?-წამოიყვირა მოთმინება დაკარგულმა კატომ და ფინჯანი მაგიდაზე ლამის დაახეთქა.
-შენ ისიც გეყოს ამ ღმერთკაცს 34 - ე დაბადების დღე რომ არ მიულოცე.
-რა? დღეს აქვს?-ჩუმად იკითხა კატომ.
-გახლავთ...დღეს შესრულებია 34 წელი,შენ კი საჩუქრად უპარდონოდ დაახვევინე.მეც მეწყინებოდა მის ადგილზე,არადა იქნებ როგორი გულით უნდოდა რომ გეთქვა მომენატრეო...
-სინდისმა უნდა შემაწუხოს?-ხმას მაინც ვერაფერს უხერხებდა კატო,ვითომ უდარდელი სახე ჰქონდა მაგრამ ხმას მაინც შეჰპარვოდა ბზარი.
-მოკლედ ეგ არის...-ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და დაქალს გადმოხედა.-არ ვიცი..მე მხოლოდ მოსმენა შემიძლია და რჩევის მოცემა,რომელსაც ვიცი რომ არ გაითვალისწინებ.შენ უნდა ჩამოყალიბდე....
გვიანობამდე დარჩა მეგისთან,მისგან წამოსულმა კი აღმოაჩინა რომ წვიმას ემატა და საშინლად ციოდა,მხრებზე მჭიდროდ შემოხვეული მკლავებით მიიწევდა ავტობუსის მოსაცდელისკენ.ტირილამდე სურდა უბრალოდ აეღო წყეული ტელეფონი და საკუთარი საქციელი გამოესწორებინა.უბრალოდ დაერეკა და ეთქვა რომ სცხვენია თავისი საქციელის.არ დაურეკია...ვერ დარეკა...თითქოს რაღაც აკავებდა ეს რაღაც კი მის სხეულში მცხოვრები მეორე მე გახლდათ.ქვეცნობიერი, ირონიული ღიმილით და მწარე მწარე სიტყვებით რომელიც ზიზღნარევი ხმით აიძულებდა რეალობისთვის გაესწორებინა თვალი.

********

-გილოცაააავთ!!!- უცნაურად ჩაბნელებულ დარბაზში, რომელიც როგორც ყოველთვის წესით ეხლაც სავსე უნდა ყოფილიყო ღამეული დროის ტარების მოყვარული საზოგადოებით,ჩამი -ჩუმი არ ისმოდა.უეცრად გაბრდღვიალდა დარბაზი და ცენტრში მდგარ მაგიდაზე აშუშხუნებული ტორტის უკან, სკოლის მოსწავლეებივით ჩარიგებულიყვნენ სტუმრიან,მასპინძლიანად ყველა.წინ ნიცა და ყურებამდე გაკრეჭილი დავითი იდგნენ.ყველამ ერთ დროულად იჭექა და გაოგნებული დევდარიანის სახეც ნელ-ნელა გაიბადრა,რასაც მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა და ჰაერში დაჭერილი პატარა დევდარიანი,როგორც ყოველთვის ახლაც სხარტად რომ შეახტა მამას და მთელი სახე მხურვალედ დაუკოცნა.მილოცვები,ხელის ჩამორთმევები,კეთილი სურვილები,მხარზე ხელის დარტყმები ერთი ორგან მხურვალე,ვნებიანი კოცნა...(რაღა თქმა უნდა ავტორი ნუცა გახლდათ) თბილი ჩახუტება და სურვილების ვრცელი სია,რომელიც თუ წლის განმავლობაში კარგად მოიქცეოდა ბატონი დევდარიანი ასი პროცენტით უნდა ასრულებოდა.აუცილებლად ჩაფიქრებული სურვილი და ტორტზე აბრდღვიალებული 3,და 4 იანი სანთლის ჩაქრობა.ისევ აპლოდისმენტები,აქა-იქ შტვენაც და გულიანი შეძახილი:
-დაჩი,ძმა ხარ...-ან -დაჩი,შე მაგარო! და საღამოს დარიგებული უფასო სასმელი....გახურებული დროის ტარება.დასკდომემდე მისული ყურის ბარაბნები და დინამიკებიდან დაღვრილი მუსიკა პირდაპირ სისხლს რომ ადუღებდა,თან თუ ერთვოდა ალკოყოლის საკმარისი დოზა.იუბილარი გამხიარულდა...მხარზე ჩამოკონწიალებულ შვილთან ერთ წაუცეკვა...გაუცინა,აკოცა და შემდეგ პატარა დევდარიანმა თავისთვის გააგრძელა გართობა.ერთი ორი საჩუქარი და ერთი მეორის მიყოლებით დაცლილი ვისკის ჭიქები.მიუხედავად იმისა რომ მუსიკა ტვინს უდუღებდა,მისი გონება ჯიუტად მაინც ახერხებდა რამდენიმე საათის წინ კატერინა ჩხეიძესთან საუბრის თავიდან გავლას...ისევ და ისევ ახსენდებოდა მისი ყველა სიტყვა,ქცევა თუ საუბრის დროს სახეზე ასახული ემოცია.
-მე არ მომენატრე!
ტვინში წითელი ნათურასავით ანათებდა წყეული ფრაზა და სიგიჟემდე მისულს ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა
-დღეს შენი დღეა,ბატონო დაჩი...-მხარზე ძლიერად მოუტყაპუნა ხელი ყურებამდე მომღიმარმა სულაბერიძემ და გვერდში ამომდგარმა ვისკი ერთი მოყუდებით ჩაცალა.
-ვის მოაფიქრდა...
-ნეტავ რატომ სვამ ამ კითხვას?-გაიკრიჭა დათო.-ნახევარი წელია 34 წლის ვარო გაიძახი და გახდი როგორც იქნა...ჰაა,როგორი შეგრძნებაა?
-....*ობაა...
-ნეტავ რატომ არ მიკვირს...გაერთე,რა გჭირს ტო.
-დაგრუზული ვარ...-დარბაზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოილაპარაკა.
-არც ეგ მიკვირს...მაგრამ მაინც ჯობია გაერთო...თორემ ნიცა არ მაპატიებს შენს მოწყენილობას.
-რას იზამ სტრიპტიზს მიცეკვებ?-ბოლოს და ბოლოს გაეცინა დაჩისაც.-იქნებ გავხალისდე.
-ნუ მაბამ შე ახვა*რო...ხალხის მაინც შეგრცხვეს.-ტუჩები დაბრიცა დათომ და ახარხარდა.
-ძაან გაკლია...-გაეცინა დევდარიანს და ის იყო ხალხში შერევას აპირებდა მისი ყურადღება დარბაზში შემოსულმა ნაცნობმა სხეულმა რომ მიიქცია.როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა შავ კაბაში გამოწყობილი თათული თეთვაძე.ტანის ნარ ნარი რხევით ისე მიიწევდა მისი მიმართულებით თითქოს სეკრეტის ანგელოზი ყოფილიყო პოდიუმზე.შავი თმა გაშლილი ჰქონდა,წითელი ტუჩსაცხი კი საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა.ღმად ამოჭრილ გულთან კაბაში მჭიდროდ გამომწყვრდეულუ მკერდი ისე გამოიყურებოდა ნორმალურ კაცს სულის წასვლამდე გაუჩენდა მისით დატკბობის სურვილს.თვალს არ აშორებდა სანამ ცხვირ წინ არ აესვეტა მომაჯადოებელი ღიმილით და ისე გადაეხვია კაცი იფიქრებდა დღემდე დიდი გრძნობა აკავშირებთ ერთმანეთთანო.
-გილოცავ-ყურთან უჩურჩულა მთელი ტანით მჭიდროდ მიტმასნილმა და ყბის ძვალზე ვნებიანად მიაწება წითლად შეღებილი ტუჩები.
-მადლობა.-შედარებით უკან დაიხია დაჩიმ და ღიმილის ნიშნად ტუჩები ოდნავ დააშირა ერთმანეთს.-აქ არ გელოდი.
-სხვათა შორის შენგან განსხვავებით მე კარგად მახსოვს შენი დაბადების დღე.-წყენა გაურია ხმაში თათულიმ.რითაც კიდევ ერთხელ შეახსენა როგორ გამორჩა ჯერ კიდევ მის ბოიფრენდად წოდებულ დევდარიანს, მისი დაბადებისდღე წინა წელს.
-სამაგიეროდ მე გამოვისყიდე-თვალი ჩაუკრა დაჩიმ და გაეცინა.
-ანუ მეც უნდა დამვიწყნოდა, შემდეგ გამოსყიდვის საშუალება ჩემს სასარგებლოდ რომ გამომეყენებინაა?-მიმტანს ლანგრიდან ვისკის ჭიქა აართვა თათულიმ და ორაზროვანი ღიმილით შესცინა დევდარიანს.მის გვერდით მდგარ სუკაბერიძესაც გადახედა და მოწყალედ გაუღიმა.-როგორ ხარ დავით?
-შესანიშნავად თათუკა...-არც დათოს დაუმადლებია ღიმილი,დასამალიც არაფერი ჰქონდა.ვერასდროს იტანდა თეთვაძეს და ეს თავად თათულიმაც შესანიშნავად იცოდა,ერთმანეთს არ ხოცავდნენ მაგრამ არც ზედმეტად თბილი დამოკიდებულებუთ გამოირჩეოდნენ.-აქვე ვიქნები...-დაჩის გადაულაპარაკა და ირონიული ღიმილით გაეცალა წყვილს.
-შეგეძლო გეცადა...-დევდარიანის ხმა გამდნარი შოკოლადივით ჩაიღვარა თათულის თეთვაძის სასმენ ორგანოში და ლამის გულიც კი გაუჩერა.
-ჯანდაბა,რატომ მგონია რომ მეთამაშები?-წინ გადახრილმა ქალმა ყურთან უჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ისე ურცხვად წაეტანა კბილებით დაჩის თავის გვერდით გაწევა დასჭირდა.
-მორჩი თათა...
-კარგი...-ნერვიულობის დასაფარად გაიცინა თეთვაძემ და იმ წუთს თავზე წამომდგარ ნიცას ახედა,რომელიც მამას ჩამოეყრდნო მხარზე და წარბ შეკრულმა თავით ფეხამდე შეათვალიერა ქალი.მის არაკეთილ მოსურნე სულაბერიძეს არანაკლებ ცუდად განწყობილი თავად პატარა დევდარიანი ჩაენაცვლა.
-გამარჯობა...-თბილად გაუღიმა თათულიმ წარბშეკრულ გოგონას, წვრილ თითებს მჭიდროდ რომ ხვევდა წვენით სავსე მაღალ წიქას.-მამიკოს დაბადების დღეს გილოცავ.
-შენ მიულოცეე?-თვალები ზუსტად ისე დააწვრილა ნიცამ,როგორც დევდარიანმა იცოდა და ამის შემხედვარე თათულიმ ფართო ღიმილისგან თავი ძლივს შეიკავა.საოცრად ჰგავდენენ მამა შვილი ერთმანეთს,მართალია სურათებში ჰყავდა ნიცა ნანახი და პირადად პირველად ხედავდა,რადგან რატომღაც არასდროს გამოუჩენია დაჩის ინიციატივა შვილისთვის გაეცნო მისი თავი.გული არასდროს სწყდებოდა თათულის რადგან ამ ბავშვის ეჭვიანობები ნერვებსაც კი უშლიდა,მაგრამ ამ წუთს იმდენად საყვარელი მოეჩვენა ნამდვილად არ სურდა მისთვის წარბი შეეკრა.
-მე...
-ვიცი,ვინც ხარ...
-ნიცა დამშვიდდი და წადი დათოსთან.-ლარივით დაჭიმულ შვილს გაფრთხილების ნიშნად უჩურჩულა დაჩიმ,რომელიც თათულისთვის დანაღმულ ველს წარმოადგენდა და არავინ იცის როდის იფეთქებდა.
-რატომ?!ხელი შეგიშალე? თუ ამ ვულგარულ ქალს შევუშალე შენს კოცნაში ხელი.-გაიცინა ნიცამ და თათულის გაფითრებული სახის დანახვაზე უარესად აკისკისდა.
-მისმინე...
-შენ მისმინე...არ მოგცემ უფლებას შენს გამო მამაჩემი ესეთი ცხვირჩამოშვებული დადიოდეს, ამას პლუს თავი ვინ გგონია საერთოდ?!
-ნიცა!
-აქ როგორ გაბედე მოსვლა? როგორც მახსოვს სტუმრების სიაში არავინ მიწერია...გაეთრიე აქედან და შეეცადე თავი მამაჩემისგან შორს დაიჭირო!-ხმას აუწია პატარა დევდარიანმა და სანამ გააზრებას მოასწრებდა ან ერთი და ან მეორე.ჭიქაში მოთავსებულმა წვენმა თეთვაზის სახეზე გადაინაცვლა და ქვემოთ ჩამოსულმა მისი საღამოს მაკიაჟიც ჩამორეცხა.თათულიმ იკივლა და ხელები სახეზე აიფარა დაჩიმ კი განრისხებულ ნიცას ხელი მკლავში სტაცა და დერეფანში თითქმის სირბილით გაიყვანა.
-რას აკეთებ,სულ გაგიჟდიი?-ხელი არ შეუშვია ისე ჩაეკითხა შვილის უტაქტობისგან განრისხებული დაჩი.
-ჯანდაბა,ამ ძუკ*ნას გამო გაქვს ცხვირი ჩამოშვებულიი..ღმერთო, ვინ ჰგონია თავი, დაჩიი,ამას ემათხოვრები სიყვარულს? და რა ნამუსით მოეთრევა აქ როცა ეს შენი დღეა...ჯანდაბა...
-რას ამბობ ნიცა.
-ნუ მიყვური!
-ჯანდაბა,მისმინე...-ხელი შეუშვა დაჩიმ გაცოფებულ შვილს და უკან დაიხია.-შეგეშალა...ეს ქალი არ მიყვარს...აი,იმას რომ ნახავ შეგიძლია თმები გააცალო,რადგან ხოო... მის გამო ვარ დღეს ცხვირ ჩამოშვებული...
-ანუ ეს ვულგარული ქალი არ გიყვარს?-წარბები აზიდა ნიცამ.
-არა...
-მადლობა ღმერთს..რადგან არასდროს გაპატიებდი...-ხელები თეატრალურად გაშალა და ერთ ადგილზე მდგარ გაოგნებულ მამას გვერდი აუარა და დარბაზში გაუჩინარდა.
უძრავად იდგა ერთ ადგილზე და არ იცოდა რა უნდა ექნა..გასცინებოდა თუ გაბრაზებულიყო? არა, გაბრაზებული ნამდვილად იყო მაგრამ თათულის სახის გახსენებაზე სიცილსაც ვერ იკავებდა...ბოლის ნამდვილად გაიცინა,გულიანად გაიცინა და ზედ დამამშვიდებლად ერთი ღერი სიგარეტიც დააყოლა.
******
სულ არ ადარდებდა მისი დაბადების დღისთვის შეკრებილი მეგობრები...ხმაურიანი მუსიკის ფონზე მის 34 წლის იუბილეს რომ აღნიშნავდნენ.თითქოს სულ ერთი გამხდარიყო ყველაფერი ისევ კატოს სიტყვებზე ფიქრობდა,გაუაზრებლად რომ ეწყინა..ისე ეწყინა როგორც 18 წლის ბიჭს,მაგრამ რა მისი ბრალი იყო გულს თუ ვერაფერს უხეხებდა და კატერინას ნათქვამი ყველა სიტყვა ისე სტკენდა ნელ-ნელა ატყდებოდა პატარ-პატარა ნაწილები.ვისკის ჭიქას ჩახედა ბარმენს კიდევ ერთის დასხმა ანიშნა და ნაძალადევი ღიმილით მოათვალიერა სამეგობრო..მათ შორის მხიარულად მოცეკვავე ნიცა, დათოს მხარზე რომ ჩამოჰკიდებოდა და გულიანად იცინოდა,მისი საქციელის გამო შვილზე ისევ გაბრაზებული იყო მაგრამ ხელის აწევით მაინც მიესალმა,მის გამოგზავნილ ჰაეტოვან კოცნაზე თავადაც გააკეთა კოცნის იმიტაციაც და შევსებულ ჭიქას დასწვდაა, მოზრდილი ყლუპით ჩაიყვანა ნახევრამდე და ბარის დახლზე აზუზუნებული ტელეფონის ეკრანს დახედა.ნაცნობი ნომერი რომ ცომციმებდა და კიდევ ერთხელ მოახერხა დევდარიანის გულის რამდენიმე წამით გაჩერება...სუნთქვა შეეკრა და ტელეფონს დასწვდა, სანამ. უპასუხებდა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ, შენობიდან გასულმა კი ღრმად ჩაისუნთქა და თრთოლვით გადაატარა თითი ეკრანს.
-დაჩი...
რამდენიმე წამიან დუმილს მისი სახელი მოჰყვა...სულ სხვანაირი ხმით ნათქვამი...თვალები მჭიდროდ დახუჭა და ხელი კეფაზე ნერვიულად გადაისვა.ტუჩები კი მჭიდროდ მოკუმა...
-ჯანდაბა...შეგიძლია მაპატიო?
-არ მწყენია პატარავ...-ყრუდ ამოიჩურჩუალ და ეგონა სიტყვებმა ხორხი დაუსერა...-როგორ შევძლო შენზე ნაწყენი რომ ვიყო?
-დაბადების დღეს გილოცავ...
-თუმცა არ მოგენატრე...-ემოციებს ვერ იკავებდა,შენობის ეზოში გამოსული გარე განათების ბოძებით მეჩხრად განათებულ ადგილზე იდგა და მიუხედავად წვიმისა საერთოდ ვერ გრძნობდა სიცივეს.
-მაპატიე...-ისევ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოიჩურჩულა ჩხეიძემ.რამაც სისხლი გაუყინა დევდარიანს, ერთ ადგილზე გახევდა და თვალები ისევ დახუჭა.აი გახელის შემდეგ კი მის თვალჭინ სულ სხვა სცენა გადშლილიყო...მის წინ,დასჯილი ბავშვივით არსაიდან გაჩენილი ჩხეიძე იდგა აწურული,სველი თმა სახეზე სასაცილოდ ჩამოშლოდა ტუჩები კი გალურჯებოდა.გაოგნებულმა ტელეფონი ჩამოსწია და ისეთი სახით დააკვირდა ქალს თითქოს ცხადის სიზმრისგან გარჩევას ცდილობდა,სახე ისევ მოერყა და ტუჩები სიმწრით მოკუმა.თვალები კი ამღვრეოდა,ვერ იჯერებდა,არ იჯერებდა,სანამ მოჩვენება ზედმეტად ხელშესახები არ გახდა ქალის წვრილი თითები სახეზე ეხებოდნენ,მოკუმულ ტუჩებზე დაცოცავდნენ და ხარბად ისუნთქავდნენ მამაკაცის სურნელს.
-ჯანდაბა...-ჩაეცინა დაჩის და ალბათ კიდევ რამეს იტყოდა რომ არა კისერზე მჭიდროდ შემოხვეული კატოს მკლავები, კეფაზე ნაგრძნობი წვრილი თითები და ათრთოლებული ტუჩები,ვნებიანად რომ დააცხრა.
-ჩემო სიცოცხლე-ზედ ჩხეიძის ტუჩებზე ჩურჩულებდა დევდარიანი და ათრთოლებული თითებით ეხებოდა სახეზე.
-დაბადების დღეს გილოცავ.-სუნთქვა არ ჰყოფნიდა ქალს და ცდილობდა უფრო მჭიდროდ მოეხვია მკლავები,იმდენად ახლოს იყო რამდენადაც საშუალება ჰქონდა,მიუხედავად მათ შორის გაჩენილი ტანსაცმლის ბარიერისა მაინც გრძნობდა დაჩის გიჟურ რითმში აფართხალებულ გულს,თითქოს მისი მკერდიდან გამოხტომას და ჩხეიძის მკერდში ჩასახლებას რომ ლამობდა.




скачать dle 11.3



№1  offline წევრი Ma No

აი ასე, ახლა შენ ხარ!❤❤❤

 


№3  offline წევრი ablabudaa

აუ რა გავაკეთო და კატოსნაირი გოგოების ატანა არ მაქ, ტატო მეცოდება ამ ისტორიაში ზალიან ცალმხრივი სიყვარულით რომ იტანჯება. პირველადაა ისტორიაში მთავარი გმირის ატანა რომ არ მაქვს :დდ, ფეფო შენ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ! მიუხედავად ჩემია ნტიპათიიისა მთავარი გმირების მიმართ, შენი წერის სტილი მიძულებს მაინც წავიკითხო, გელოდები მოუთმენლად

 


№4  offline წევრი დარინა

კატერინაზე შემოლაწუნების იმხელა სურვილი მაქვს ალბათ ისე მაგრად შემოვსცხებდი ორი დღე რომ გათიშული გდრბულიყოო, ასეთი ცამოუყალიბებელი რა გაჩნდა ტიპს ვერ გაურკვევია სინამდვილეში რა ჯანდაბა უნდა და მიწამებს აქ ჩემ ღმერთკაცს, გული დამეთუთქა დაჩისთან ერთად მეც არ მომენატრეო რომ უთხრა, აი დაჩი რამდენადაც ძლიერია იმდენად სუსტი ხდება კატოსთან და ეს არ მომწონს მე ისე აეჭვიანოს ეს დებილი გოგო, რომ მიხვდეს რა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნება ეჭვიანი კატერინას დანახვა, გულს მოვიფხან, ცომ იცი როგორი განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს დაჩიკოსთან, გამოუშვი ჩემთანმეთქი და მაინც ამ კატერინაზე აფათურებინებ ხელებს მე კაცო წინააღმდეგი კი არ ვარ, როგორც ყოველთვის ფეფო შეუდარებელი ხარ და მე ვგიჟდები შენზე.

 


№5  offline წევრი BvBArMy

შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს თითქმის და ისე არცერთი პერსონაჟი არ გადმოსცემს თავის გრძნობებს ისე, როგორც დაჩი. აი ყველა ჟეშტში, საქციელში და სიტყვაში რომ იგრძნობა მისი დამოკიდებულება. მოკლედ გეტყვი საოცრებაა ეს ისტორია, სხვა ისტორიებიც და შენც.
--------------------
I Hate Everything About You

 


№6  offline წევრი ნანა73

როგორ მომეწონა ეს დაბადების დღის მილოცვააა kissing_heart სულ ათიანში ურტყავ დედუ! ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Gemini mood

Wow dzaan magari iko❤❤vgijdebi shenze saswaulad wer iseti shegrdzneba maqvs titqos dachis msgavsad mewkina an titkos katos msgavsad dabneuli var da ar vici ra gavaketo mati cxovrebit vcxovrob da dzalian momwons ❤fzalian kargi tavi iko velodebi momdevnos sulmoutqmelad❤❤

 


№8  offline წევრი აბლაბუდა

ალაჰ შენ მიშველე რა მოითმენს შემდეგ თავამდე?)))

 


№9 სტუმარი სტუმარი ელა

მითხარიირო არდასიზმრებია დაარც მოჩვენებია და ეშველაათრა მითხარიი გთხოოოვ რო ეს მომენტი ნაღდია სა თუკიდერამე მინდოდეს ამ ცხოვრებიდაააან

 


№10 სტუმარი დიკო

როგორ ახერხებ ყოველი მომდევნო თავი რომ უფრო ფორიაქა იყოოოს არ ვიცი ყველა ემოციააა მოგაქვს
მოუთმენლად ველოდეები ისევდაისევ

 


№11 სტუმარი სტუმარი nine

ძალიან მიყვარხარ ფეფო)) უსაყვარლესი ხარ შენი პერსონაჟებიანად

 


№12 სტუმარი ნათია41

ალვათ მარტო მე არ ვარ რომ წაკითხულს კინოს კადრებად აღითქვავდეს და აი ბოლო კადრის გაანალიზებისას ჩემმა გულმაც გამოტოვა დარტყმა. საოცარი ემოცია მოდის შენი ნაწარმოებიდან. განუმეორებელო❤

 


№13  offline წევრი Marryam

აი რატო ვიძახდი ტატო არ მეცოდება თქო! ეგ ნაბი*ვარი!! ასეთი რაღაც როფორ აკადრა ქალს რომელოც მისი თქმით უყვარს? კატოს და მის სიშტერეებს არ ვამართლებს მაგრამ ამ ჯავახიას კოჭებში ეტყობოდა რა გარეწარიც იყო ;დდ აი ასე ;დ

პ.ს ყავას მივაყოლე გემრიელად ;დდ

 


№14 სტუმარი სტუმარი ლია

საოცრება ხარ, საოცრება ხარ ,საოცრება ხარ.
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№15 სტუმარი Nino

Dz momwons sheni istoriebi

 


№16 სტუმარი sopo

ramdenxanshi dadeb shemdeg tavs

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

უჰ რა თავი იყო! ბომბა!
ნიცაზე ბევრი ვიცინე
მადლობა ფეფო❤️

 


№18 სტუმარი ფეფო

მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ...უღრმესი მადლობა მოთმინებისთვის და კიდევ მადლობა რომ ჩემთან ხართ და მომყვებით. ხვალიდან ცოტა რთული დღეები იწყება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის...ფსიქოლოგიურად კი ვემზადებით მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებით მაინც გვიჭირს. :დ:დ ბევრისთვის სასაცილო შეიძლება იყოს მაგრამ ჩემთვის,როგორც დედისთვის ცოტა რთულია რადგან არავის მოეწონება ატირებული შვილის ხილვა. ხო,ამით იმის თქმას ვცდილობ რომ ისტორიის ატვირთვა შეიძლება დავაგვიანო...
იმედი მაქვს გამიგებთ...თუ არ გამიგებთ ეგაც თქვენი გადასაწყვეტია.მოკლედ ბოდიში კიდევ ერთხელ...

 


№19 სტუმარი ზინიკო

ფეფო
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ...უღრმესი მადლობა მოთმინებისთვის და კიდევ მადლობა რომ ჩემთან ხართ და მომყვებით. ხვალიდან ცოტა რთული დღეები იწყება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის...ფსიქოლოგიურად კი ვემზადებით მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებით მაინც გვიჭირს. :დ:დ ბევრისთვის სასაცილო შეიძლება იყოს მაგრამ ჩემთვის,როგორც დედისთვის ცოტა რთულია რადგან არავის მოეწონება ატირებული შვილის ხილვა. ხო,ამით იმის თქმას ვცდილობ რომ ისტორიის ატვირთვა შეიძლება დავაგვიანო...
იმედი მაქვს გამიგებთ...თუ არ გამიგებთ ეგაც თქვენი გადასაწყვეტია.მოკლედ ბოდიში კიდევ ერთხელ...

ბაღში მიგყავს პატარა? :)

 


№20 სტუმარი სტუმარი მანჩო

რაღაც არ მგონია შენი შვილი ტირილის განწყობაზე დადგეს, პოზიტივის გუდა, ფითქინა და ფუმფულააა, წარმატებები დედა-შვილს.

 


№21 სტუმარი Sopo.s

მიყვარს ეს გოგო!! შენ და მარიამი რომ არ იყოთ არ ვიცი ჩემი დღის სასიამოვნოდ დასრულებაზე ვინ იზრუნებდა

 


№22  offline წევრი აბლაბუდა

ვაიჰ ცუდი დღეები მელის წინ ანუ, რა მოითმენს მომდევნო თავამდე?)))

 


№23  offline მოდერი Anye-Any

მთელი 12 თავი ჩავკითხე დიდი ინტეტესით, სიუჟეტურად თითქოს ბრაზილიურ სერიალს დამალულ სიმართლეს წააგავს, თუმცა ბევრდ უფრო კარგად და დალაგებულად ვითარდება სიტუაციები, ძალიან მომწონს და ველი მომდევნო თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent