შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (13)


17-09-2019, 18:22
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 4 805

[13]

იისფერი შუქი მთელს ოთახს მოსდებოდა და იმდენად იდუმალ გარემოს ჰქმნიდა სულ რომ არაფერი,თავად გარემო აგიდუღებდათ სისხლს.დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის ჰანგები ფონად გასდევდა ამ ყოველივეს და გიგა პაპასკირის last dance თრთოლვად ვრცელდებოდა ვენებში სისხლთან ერთად.ქალის შიშველი სხეული სუროსავით ეხვეოდა მამაკაცს და მიბნედილი თვალებით,სუნთქვა არეული, ძლიერად დაყრდნობოდა ბალიშს...წელში გაზნექილი სიამოვნების ზენიტს სიამის კატასავით ნეტარი კრუტუნით ეგებებოდა და სავსე ბაგეებს ისე უმოწყალოდ იკბენდა დარწმუნებული იყო ნაზი ამბორით მალევე მოუშუშებდნენ იარებს.
-შენს დაბადების დღეზე მე რომ ჩავიფიქრო სურვილი შეიძლებაა?-არეულმა ამოიჩურჩულა და აიძულა დევდარიანს მისი სახისკენ გადაენაცვლა...რომელმაც ქალის მსუბუქი სხეული სწრაფად აიტაცა ხელში და საწოლიდან წამომდგარმა იატაკზე ფრთხილად დაუშვა,ჩხეიძემ შიშველი ტერფებით იგრძნო თუ არა იატაკი სიცივე, ზურგიდან აკრულ დევდარიანს მჭიდროდ მიეტმასნა და კეფით მის მხარზე დაეყრდნო,მის კისერში სახით ჩარგულს მკლავი მოხვია და მასთან ერთად დაიწყო მოძრაობა.ეს არ იყო ჩვეულებრივი ცეკვა,ან თუნდაც ორი შიშველი ადამიანის ცეკვა,ეს ცეკვაზე მეტი იყო...უთქმელი გრძნობების მთელი ზღვა,ნაზი შეხება,ერთმანეთში შერწყმული თავბრუ დამხვევი სურნელი და მამაკაცის ტუჩები ნაზად რომ დაცოცავდნენ მისი ყელის მიდამოებში.
-ჩაიფიქრე...ოღონდ თუ აგისრულდება,პირობა უნდა მომცე რომ გამანდობ შენს სურვილს.
-კარგი...-ამოიკვნესა კატომ, დევდარიანის ხელებს მისი თეძოებიდან მკერდზე გადაენაცვლათ და ხელისგულებში მოემწყვრდიათ,ცერებით კერტებზე ეფერებოდა და მის ყურთან ჩურჩულებდა:
-ყველაზე მაგარი დაბადების დღე მაქვს...ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი დღეს შენს მოსვლას.
ნაზად ეფერებოდა და ყველა თავისი ქმედებით აგიჟებდა ქალს,მაშინაც ეფერებოდა ვმებისგან გათანგული,სრულიად ენერგიისგან დაცლილი მის ძლიერ მკერდზე რომ იყო მისვენებული,მაშინაც ძილისკენ წასულს სახიდან ღიმილი რომ არ შორდებოდა და ფისოსავით განაბული დევდარიანის ყველა შეხებაზე თუ კოცნაზე ურცხვად კრუტუნებდა.მაშინაც,აბაზანიდან გამოსულს შიშველ სხეულზე მისი პერანგი რომ ეცვა და ბოლომდე ჩახსნილი ღილების მეშვეობით სანახევროდ ჰქონდა დაფარული სხეული.აწითლებული ყვრიმალებით და შესიებული ბაგეებით თავ გზას რომ ურევდა მამაკაცს და მის მუხლებზე მოკალათებული თლილ თითებს დააცოცებდა დაჩის წვერიან ლოყებზე.
-არასდროს მიყვარდა ჩემი დაბადების დღე.-საწოლის თავს მიყრდნობილი ჩხეიძის ფეხებს შორის მოკალათდა მამაკაცი და მკერდზე ნახევარი სახით დაეყრდნო,ქვემოდან ამოხედა იისფერ შუქში გახვეულ საყვარელ ქალს, რომელმაც მის თითებში საკუთარი თითები აბლანდა და ტუჩებთან მიტანილი სათითაოდ დაუკოცნა.
-არც მე...-სევდიანად გაეღიმა კატოს და თავისუფალი ხელით შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია.-ჩემი ერთადერთი დასამახსოვრებელი დაბადებისდღე ხუთი წლის რომ გავხდი მაშინ იყო...მეზობლის ყველა ბავშვი შეყრილიყო ჩვენი სახლის აივანზე და მახსოვს, ბავშვური ხმით მიმღეროდნენ დაბადების დღის სიმღერას.მაშინ მამა ცოცხალი იყო...დედაც ბედნიერი იყო და ჩემი ბავშვობაც ლაღი და დასამახსოვრებელი.საჩუქრად მივიღე დიდ თვალება თოჯინა, რომელსაც თუ დააწვენდი თვალებს ხუჭავდა...-გაეცინა
-საყვარელი,კიკინებიანი ბავშვი იყავი?
-კი,სულ გრძელი თმა მქონდა...-აბრჭყვიალებული თვალებით დახედა ქვემოდან მომზირალ დევდარიანს.-ერთხელ ჩვენი უბნის ბავშვებმა..ბიჭებმაც და გოგოებმაც რატომღაც თმები ნოლზე გადაიპარსეს და მახსოვს მეც ვიტირე,არ მინდოდა განსხვავებული ვყოფილიყავი.
-მერე რა ქენი..არ მითხრა მეც გადავიპარსეო.-გაეცინა დაჩის
-კიი...დედა ჯერ გაბრაზდა,მაგრამ მერე უფლება მომცა და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა დედამიწაზე-შენ ალბათ მაშინ თინეიჯერი ბიჭი იყავი...განებივრებული გოგონების ყურადღებით...
-ხოო-გაეცინა დაჩის.-უფროს კლასელი გოგო მიყვარდა,ჩემზე მაღალი იყო მაგრამ სასწაულად გამხდარი.ვაპირებდი სკოლას როგორც კი დავამთავრებდი ცოლად მომეყვანა...მაგრამ მეორე წელს რომ ვნახე აღარ მომეწონა რადგან სახეზე გამონაყარი ჰქონდა.
-აუუ...რა საზიზღარი ხარ-ხმამაღლა გაეცინა კატოს და მის სახესთან დახრილმა ყბის ძვალზე ფრთხილად ჩაავლო კბილები.-
მე არ ვყოფილვარ პოპულარული გოგო,არ ვიცი...არავის უთქვამს სკოლაში მიყვარხარო.ალბათ მოვწონდი ვინმეს,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არავის უთქვამს.არა, ერთი კლასელი მყავდა დაწყებითებში ყოველთვის ნაწნავებში მქაჩავდა და მერე მითხრა მიყვარხარო...სანდრო ერქვა.
-რა ვქნა მოვძებნო?-თვალები სიცილით დააწვრილა დაჩიმ
-არ გაგიჟდე...-აკისკისდა კატო და როდესაც წელზე ჩავლებულმა დევდარიანის თითებმა ბალიშს მოსწყვიტა და ქვემოთ ჩამოაცურა მოულოდნელობისგან წამოიკივლა,ზემოდან მოქცეულ მამაკაცს სიცილით ახედა და პირველმა მიიწია მისი ტუჩებისკენ.
-პირველად რომ დაგინახე ორი დღის გადმოსული იყავი იმ წყეულ სახლში...-კატოს თავთან იდაყვებზე დაყრდნობილმა ცხვირის წვერზე აკოცა და გაუღიმა.-ცუდად გავხდი...შენს თავს გეფიცები ჩვეულებრივად გამოვყ*ლევდი.
ტუჩებზე ნაზად მოხვედრილ კატოს თითებზე გაეცინა.
-კარგი ჰო,გამოვშტერდი...ახალი გაღვიძებული იყავი,თხელი პიჟამა გეცვა და თმები გქონდა გაბურდული.თავზე დაუდევრად აგეწია ფანქრის მეშვეობით...ტუჩები ძილისგან დაგსიებოდა და ისე შემომხედე ეჭვი შემეპარა ჩემს არსებობაში.
-არ მახსოვს..
-სკლეროზიანი მყავხარ...რას შეამჩნევდი შენი სილამაზისგან გამოშტერებულ კაცს,სულ რამდენიმე წამი დაგაკვირდი და საკმარისი იყო...აი ვაბშე საკმარისი, გონებაში მყარად რომ დალექილიყავი.ვცდილობდი არ მოვსულიყავი რაზეც დეიდაშენი ხშირად მიჭედავდა...
-საშინელი გოგო ვარ...
-საშინელი იქნები თუ ერთხელაც არ მოხვალ და არ მეტყვი:მეც ისევე მიყვარხარ როგორც შენ-ო და მაშინ ჩათვალე რომ ჩემს იქით გზა აღარ გაქვს...არც ეხლა გაქვს, ცნობისთვის.
-ანუ, დღეს სახლში ვერ წავალ?
-აქაურობას რას ერჩი?
-არაფერს...მომწონს...
-ჩემსავით თუ ჩემზე მეტად...
-სულელობ
-მაგრამ ეს კითხვა არ მასვენებს და რა ვქნა?-გაეცინა დაჩის და ვნებიანად აკოცა შემდეგ გვერდით გადაწვა და ქალს უფლება მისცა წამომდგარიყო,თავად კი სიგარეტი მოძებნა და ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.თვალი გააყოლა აივანზე გასულ ჩხეიძეს და ღრმა ნაფასი დაარტყა.
-რა შეიძლება გავაკეთო ამ წუთს?-იცინოდა დევდარიანი რომელიც აივანზე გამავალი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა წელს ზემოთ შიშველი და მოაჯირზე მიყრდნობილ ქალს თვალს არ აშორებდა.აბაზანის ფუმფულა ხალათში გახვეულს, შიშველ ფეხებზე სუსხავდა მაგრამ გავარვარებულ სხეულზე სიცივის შეგრძენა სიამოვნებდა.. უალამზესი იყო სახიდან ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა მამაკაცს და ყელში გაჩხერილი გორგალი ხმაურით გადაგორა.იმდენად ახლოს იყო მისი ეთქმოდა,მაგრამ მაინც იყო მათ შორის აუხსნწლი სიშორე.ეს წუთიერი გამონათებასავით ბედნიერება კი კაცმა არ იცის რამდენ ხანს გასტანდა და რა იქნებოდა ხვალ?
-შეგიძლია გონებაში ჩაიბეჭდო ეს წუთები და ხშირად გამიხსენო.-გაეცინა ქალს.
-გაბოროტდი და ვერ მივხვდიი?!
-არა,დაგემსგავსე...
-მე არ ვარ ბოროტი-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა დაჩიმ, სიგარეტი საფერფლეზე დააგდო და ჯიბიდან ტელეფინი ამოიღო, რომელიც აშკარად უხმო რეჟიმზე ჰქობდა დაყენებული .ეკრანს დახედა და სანამ უპასუხებდა წამით შეყოყმანდა,ბოლოს მაინც უპასუხა:
-როგორ ხარ მა?-ოთახში შეტრიალდა და წვერზე ნერვიულად ჩამოისვა თითები.არ დაუნახავს, მაგრამ მიხვდა როგორ უყურებდა ქალი,მისი მზერა ზურგს უწვავდა.წვიმის წვეთები კი წკაპა წკუპით ეხეთქებოდნენ ფანჯრებს
-სად ხარ,ყველა სახლში წამოვედით?
-გასული ვარ,რა ხდება?
-მალე დაბრუნდებიი?-ნიცას ხმაში ჭირვეულობის ნოტები ჟღერდა.
-ჯერ ვერა...გინდოდა რამე?
-მინდა რომ სახლში მოხვიდე...
-რა ხდება?!
-მინდა რომ სახლში მოხვიდე... -ჯიუტად გაიმეორა ნიცამ და ხმა გაებზარა.-ვიცი სადაც ხარ და მინდა რომ მოხვიდე,ეს შენი დღეა...ჯანდაბა,შენი და ჩემი დღე უნდა ყოფილიყო შენ კი გაიქეცი.გკითხულობდნენ..ყველა გკითხულობდა, მე კი ისიც კი არ ვიცოდი რა მეპასუხა.-ხმას აუწია ნიცამ და უკვე ყვიროდა.
-ცუდად იქცევი.-სიბრაზისგან მთელი სხეული დაეჭიმა დევდარიანს.-მოვალ და დავილაპარაკებთ.
-არ ვაპირებ შენთან ლაპარაკას...მე ისევ იმ აზრზე ვარ რომელ აზრზეც ვიყავი გუშინ..გუშინწინ და ვიქნები ხვალ.მე მინდა რომ სახლში მოხვიდე თან დაუყოვნებლად...აირჩიე ან მე ან...
-ნიცა...
-იცოდე დედასთან გადავალ-იყვირა გოგონამ და ტელეფონი გაუთიშა.გაოგნებულმა დაჩიმ გათიშულ ტელეფონს დახედა და უეცრად მოხეთქილი მრისხანებისგან თავი ვეღარ შეიკავა, მოპირდაპირე კედელზე ისეთი სიძლიერით შეახეთქა ეკრანი პატარა კრისტალებად დაიმსხვრა და იატაკზე მიმოიფანტა
-შენი დედაც...შენი დედაც...-ორივე ხელი სახეზე აიფარა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.შედარებით დამშვიდებული შეტრიალდა ქალისკენ,რომელიც ზურგ შექცევით იდგა და ჩაბნელებულ ჰორიზონტს ადევნებდა თვალს.თვალები გაუცნობიერებლად აემღვრა და მუცელი ისე აეწვა,სურვილი ჰქონდა ბოლო ხმაზე ეღრიალა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაედევნა სხეულიდან უარყოფითი ემოციები.მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.სახე მის თმაში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა თავბრუ დამხვევი სურნელი.უძლური იყო,მის წინაშენ ნამდვილად უძლური იყო.
-არ გინდა დაჩი...-ისეთი ხმით ჩაეცინა ქალს,ადვილი მისახვედრი არ იყო ყველაფერი ესმოდა და გრძნობდა.
-არ მინდა...ჰო,არ მინდა.
-სახლში მინდა წასვლა...
-კარგი...-ჩავარდნილი ხმით ამოიჩურჩულა და უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები.
-სახლში მინდა-მისკენ შეტრიალდა ქალი და გაუღიმა.
-ერთხელაც იქნება და ჩემი მინდა შენს მინდაზე მნიშვნელოვანი გახდება...-სიმწრით გაეღიმა მამაკაცს და თვალები დახუჭა.-თუ არ მინდა შენი გაშვება,ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნაა?
-უნდა გამიშვა, რადგან მე არ მინდა დარჩენა.-ფრთხილად შეახო თითები წვერიან ლიყაზე და ტუჩის კუთხეში აკოცა.-იქნებ მოვიდეს დრო,შენ კი გამიშვა მაგრამ მე არ წავიდე.
-სასაცილოა...
-არა,საერთოდ არ მეცინება...-თვალები აემღვრა კატოსაც და სახე მის კისერში ჩამალა.ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცის სურნელი, რომელსაც მისი სურნელიც შერწყმოდა და ერთ მთლიანობას ჰქმნიდა.-სახლში წამიყვანე.
-კარგი...-ხმაურით შეისუნთქა ჰაერი დაჩიმ და თავი ააწევინა,მის შუბლს შუბლით დაეყრდნო და წამით თვალები დახუჭა.-კარგი კატერინა...
-ხვალ დაგირეკავ...-დაპირებასავით გაისმა ჩხეიძის სიტყვები.
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ...
-კარგი...მაკოცე.
გამეორება აღარ დასჭირვებია, ვნებით დაუკოცნა ბაგეები დაჩიმ და კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა.
-ჩემი სრული სიგიჟე ხარ და არ დავუშვებ...არასდროს დავუშვებ რამე შეიცვალოს...მხოლოდ სიკვდილი თუ მათქმევინებს შენზე უარს...ისიც დროებით.
-იცოდე მეც სიტყვაზე გიჭერ...-გაეცინა კატოს და საწოლზე მოთავსებულ ტანისამოსს დასწვდა.
********
-აბა,სად მიდიხარ?!-იღრიალა და სახლის კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა ფანჯრებმა ზანზარი დაიწყო.სასტუმრო ოთახში,დამფრთხალი ნიცა სავარძლუდან წამოფრინდა და მამას ტირილისგან შეწითლებული ცხვირით და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა.-სად მიბრძანდები,რა მითხარიი?!
-მამა...
-ხმაა!!!-პიჯაკი გიჟივით გაიძრო და იატაკზე მოიფრიალა.-სად და ვისთან მიდიხარ, გეკითხები და პასუხი გამეცი!
-დედასთან...-სახეზე მიტკლის ფერი დაედო ნიცას და ატირდა.
-ჩაალაგე შენი ნივთები და გაა*ჯვი დედაშენთან!-ხელები ფართოდ გაშალა და მთელი მრისხანება სიტყვებში ჩაატია.-ოღონდ დაიმახსოვრე,რადგან მე და შენ ვერ მივდივართ საბოლოო შეთანხმებამდე დაივიწყე რა გაქვს,რატომ გაქვს...ვინ გყავს..მე,ვინ ვარ და იცხოვრე დედაშენთან! იცხოვრე ქალთან რომელსაც ვაბშე არ იცნობ და ჭედე მის მომავალ ქმარზე.ხო შეიძლება ერთხელაც გათხოვდეს? შვილებიც ეყოლება ...ერთი,ორი, ხუთი რავიცი გაჩნია როგორ იმუშავებს შენი მამინაცვალი.გაუტრაკე დედიკოს, რომ არ გინდა და, ან ძმა არ მიგწონს მისი ახალი ქმარი...არ მიგწონს ორ ოთახიანი ვინა,ის რაც გაცვია..ის რასაც შეჭამ...რომელ სკოლაშიც ისწავლი და იქნები ბედნიერად.ადამიანურად იცხოვრებ,გაიგებ შენი ცხვირის იქით როგორი ცხოვრებაა, რა უჭირთ უბრალო მოკვდავებს და საერთოდაც იქნებ გონება გაგინათდეს და მიხვდე რა მინდა მე,რას ვითხოვ შენგან და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება რომელსაც პრობლემის სახე შენ მიეცი.
-მშვენიერია...-ტუჩები დაბრიცა ნიცამ და ატირდა.-იმ ქალის გამო საკუთარ შვილზე ამბობ უარს?
-შენი დედაც...-იღრიალა დევდარიანმა და მაგიდაზე მოთავსებულ ვაზას ხელი მთელი ძალით გაჰკრა.-შენ საერთოდ გესმის რას მეუბნებიი? არჩევანის წინაშე მაყენებ თუ რა თემაა? რა გინდა ბოლოს და ბოლოს შვილო?რას ჰქვია იმ ქალის გამო უარს ვამბობ? სადმე ვახსენე რომ შვილი არ მინდა?
-აბა დედასთან რატომ მიშვებ?
-მე გიშვებ? გინდა გამაგიჟოო?ეს შენ მაშანტაჟებ დედაშენთან გადასვლით...რამ გაგაბოროტა? გინდა წასვლაა? წადი! ადექი და ეხლავე წადი!დაურეკე,მე არ მაქვს ტელეფონი...დაურეკე დედაშენს, მოვა და წაგიყვანს.ან მე წაგიყვან აიღე ჩანთა.დაისვენე და გადახარშე რა გინდა.
-მე მამა მინდა.-იკივლა ნიცამ და ჟურნალების მაგიდას ფეხი გამეტებით მიარტყა.-მამა მჭირდება და არა მისი ნაშები...მისი სიყვარულობანას თამაში და მოთრეული ნაბიჭვ*რები, რომელსაც ახალი ცოლი გაგიჩენს.
-რა მითხარიი?!-სახე გაუფითრდა დაჩის და სიბრაზემ ცხვირში ისე მოუჭირა თვალები ჩაუსისხლიანა.-გაიმეორე რა მითხარიი...
-სმენის პრობლემა გაქვს?
-შვილის პრობლემა მაქვს...-იღრიალა ხელახლა.-რა გინდა ვერ გავიგე,მთელი ცხოვრება დედაშენზე ვღვარო ცრემლები რომელიც თვრამეტი წლისამ შევირთე ცოლად და ერთ წელში გავშორდიი? ჯანდაბა,13 წელია თითქმის დაშორებულები ვართ და არც მე მიყვარდა და არც ის გიჟდებოდა ჩემზე...მამა გინდა? გყავს მამა...ვფიქრობ იმაზე კარგი მამა ვარ ვიდრე ზოგადად ადამიანი...არასდროს გაგიჭედია ესე, ეხლა რა ჯანდაბა ხდება?
-არასდროს გყვარებია ესე დებილივით,დღეს თუ ხვალ შეიძლება სახლშიც მომიბრძანო აი, ეგ პრობლემა მაქვს...
-შენი დედაც...-სავარძლეში მოწყვეტით ჩაეშვა და სახეზე ხელები ჩამოისვა.-დაჯექი!
-ვიდგები.
-დაჯექი მეთქი!-იღრიალა ისევ და ხელი მაგიდის ზედაპირზე მთელი ძალით დასცხო.ნიცაც მორჩილად დაეშვა სავარძელზე -შემომხედე!რას ხედავ?
-რა?
-რას ხედავ ჩემს სახეზე?შეშლილ კაცს ხოო?გაცოფებულ,ჭკუიდან გადასულს და ზოგადად მოთმინება დაკარგულ ადამიანს.საზღვრებს გავცდით...შენ ჩემი შვილი ხარ და ვალდებული ხარ შეეგუო იმას რასაც მე ვაკეთებ...მანამ,სანამ სრულწლოვანი არ გახდები და შენს თავს შენ თვითონ არ მიხედავ.გადახედე შენს უფლებებს,რამეს ხომ არ ვატ*რაკებ გამოსავლად ჩივილი რომ შეიძლებოდეს და წაგათრიონ სოციალურმა მუშაკებმა...ვისაუბროთ დიდი ადამიანებივით.-ღრმად ჩაისუნთქა დაჩიმ და თავის ხელში აყვანას შეეცადა-მე სულ მყავს ქალები...ბოდიში,კაცი ვარ რომელსც ზედმეტად აქტიური სამუშაო გრაფიკი აქვს.სტრესი, უძილობა და კიდევ ათასი დედისტყვნა იმიტომ რომ მომავალშიც გვქონდეს ის ცხოვრება რაც ეხლა გვაქვს...სექსი ერთადერთი განტვირთვის საშუალებაა თუ არ გინდა რომ მამა დაგებრიდოს...ან გაგიჟდეს.
-იმ ქალთან მარტო სექსი არ გაქვს...გიყვარს.-სახეზე აიფარა ხელები ნიცამ.
-კი ბატონო იმ ქალთან არაფერი მქონია,სანამ არ შემიყვარდა და ეხლა თუ მაქვს იმიტომ რომ მიყვარს და არ მინდა მის გარეშე ყოფნა..არც ვინმე სხვა მჭირდება.იცი რას ნიშნავს სიყვარულიი? არ იცი..ვერ აგიხსნი უნდა გრძნობდე...სიყვარული მაგარი შენძრეული გრძნობაა რომელიც დაუოკებელ,ავადმყოფურ შიმშილს და წყურვილს გიღვიძებს, რომელიც არ იკურნება,კიბოსავითაა..ავთვისებიანი სიმსივნე,რომელიც შიგნიდან გჭამს...დედას გიტყნავს და თუ ვერ დაიკმაყოფილებ ამ წყეულ გრძნობსა ან ერთი მოგკლავს და ან მეორე.აგიხსენიი? მე ეგ ქალი რომელსაც ცნობისთვის კატერინა ჰქვია,მიყვარს...შესაბამისად მშია და მწყურია. თუ შენ არჩევანის წინაშე დამაყენებ რას ვიზამ იციი? იმას მივატოვებ და შენთან გამოვიქცევი? ან შენ მიგატოვებ და მათან გავიქცევიი?! არაა...ორივეს დაგენძრევათ.რადგან დავიბრიდები...ერთხელაც გაფუჭდება ის პროგრამა აქ რომ ჩამიდეს დაბადების წამიდან.-შუბლზე მიიკაკუნა თითი.-გადაიწვება და კარგად მეყოლე...გახსოვს შენი კომპიუტერი რომ დაიწვაა? რაო რა მოუვიდაოო? შიდა მეხსიერება წაიშალა და სქემა დაიწვაო თუ რაღაც ხოო...აი ასე ჩემო საყვარელო შვილო...მე ორივე მჭირდებით და ორივეს თავისი დანიშნულება გაქვთ ჩემს ცხოვრებაში...შენ ხარ შვილი..ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი ყველაფერი.ის კი ქალი,რომელიც მინდა...მიყვარს და მაბედნიერებს.სწორად აგიხსენიი?
ნიცა ხმას არ იღებდა მამას მიშტერებოდა და ტირილითაც კი აღარ ტიროდა.
-დაურეკე დედაშენს,შეგიძლია ერთი კვირით მასთან დარჩე!-სავარძლიდან წამოდგა და მეორე სართულისკენ დაიძრა.
-არ მინდა დედასთან...
-შენი გადასაწყვეტია...ისე არ ჰქნა მეორედ,ესე მშვიდად აღარ ვილაპარაკოთ.
*********
ოთახში შეადგა თუ არა ფეხი, სახე წამოწითლებულმა ლალიკომ ისე ამოხედა უთქმელადაც ჩანდა როგორი განრისხებულიც იყო.ოღონდ რატომ,ან რაზე უწყრებოდა კატო ვერ მიხვდა.მშვიდად მიესალმა შეთქმულებივით დადუმებულ თანამშრომლებს და საკუთარ მაგიდასთან მოთავსებულმა სამუშაო კომპიუტერი ჩართო.დაახლოებით ათ წუთს გასტანა გულის გამაწვრილებელმა სიჩუმემ,ოთახში ისეთი დამუხტული ჰაერი ტრიალებდა ასანთის ერთი გაკვრა და ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვეოდა.
-რა ხდება,მშვიდობა აქვთ?-ვეღარ მოითმინა და გვერდით მაგიდასთან მჯდომ თამარას გადაუჩურჩულა, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ერთ მხარეს გადასულ თანამშრომლებს ,თითქოს პირი რომ შეეკრათ და ისე გაეძევებინათ კატო მათი წრიდან როგორც რაიმე გადამდები სენის მატარებელი.თამარა ყოველთვის თავს შორს იჭერდა ჭორაობის მოყვარული ოთხეულისგან, რომელთაც საქმის კეთების მაგივრად ცხელ ცხელი ჭორების განხილვა უფრო მოსწონდათ და თვის ბოლოს ჩასაბარებელი პროექტის დაგვიანებაზე წუწუნებდნენ მისდღემში.
-არ ვიცი პრინცესა...-მხრები აიჩეჩა თამარამ და კატოსკენ გამოსრიალდა გორგოლაჭებიანი სავარძლის დამსახურებით.-დღეს ლანჩზე მე გეპატიჟები...ახალი ჭორები გავიგე და იქნებ დროა შენს დაქალსაც მოუყვე.-თვალი სიცილით ჩაუკრა და ლალიკოს მკვლელ მზერაზე ტუჩები დაბრიცა.-სოლოს ჰყავდა კაბინეტში და სავარაუდოდ სირცხვილის კორიდორში დიდხანს მოუწია სიარული.
-და მე რატომ მიყურებს დაბღვერილი?
-ეგ ყველას ესე უყურებს...რას იზამ ასაკის ბრალია,დაბერდა და აღარც ისეთი ეშხი აქვს როგორც ახალგაზრდობაში ჰქონდა.-გაეცინა და ხმას კიდევ უფრო დაუწია.-ეგ იმ დროიდან მოდის კბილი რომ ასტკივდებოდა და სტომატოლოგთან მოსკოვში გარბოდა 35 მანეთად.
-რა დამპალი ხარ.-გვერდში შეუმჩნევლად უჩქმიტა კატომ და შეეცადა არ გასცინებოდა.
-კი..ცალი ფეხი რომ პეტერბურგში ჰქონდა,მეორე როსტოვში...დაიძინებდა იქ იყო..გაიღვიძებდა იმაზე იყო...
-გაჩუმდი არ გაიგოს...
-მე ვმუშაობ მაინც ზოგ ზოგიერთებივით ფეხი-ფეხზე არ მაქვს გადადებული.-ლალიკოს ხმამაღალმა რეპლიკამ მათი ყურადღება მიიქცია.აივანზე გასული ქალი გაცხარებული ელაპარაკებოდა თავის დაქალს ტელეფონზე და და თან თითებში მოქცეულ სუგარეტს ფილტვების დახეთქვამდე ექაჩებოდა.-ხო, წარმოგიდგენია? წაბრძანდა გუშინ დილა იყო ჯერ და მის გამო მე მომცა დღეს სოლომ შენიშვნა...მე ვმუშაობ გენაცვალე და ის არაფერში იღებს ხელფასს...ესეა ჩემო საყვარელო.-წამოიკივლა უცებ.-მასსავით მდიდარი საყვარელი არ გვყავს პროტეჟე.-ტუჩები დაბრიცა და კატოს გადმოხედა,რომელიც რატომღაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა და არ შეუხედია მაგრამ მიხვდა რომ სავარაუდოდ მასზე იყო საუბარი რადგან გუშინ თავად წავიდა ადრე დევდარიანის დამსახურებით.იქნებ სცდებოდა და ლალიკო სხვაზე საუბრობდა? არ უნდოდა დაეშვა რომ მის გამო მისცა უფროსმა ვინმეს შენიშვნა
.საერთოდ არ აწყობდა თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდა.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ.-გამამხნევებლად გაუღიმა თამარამ.-ეგ ყველაზე ესე ლაპარაკობს,რა ქნას მისმა დრომ ჩაიარა და მდიდარი და სიმპათიური საყვარლები ეხლა ჩვენ უნდა გვყავდეს...მისი დრო ჩავლილ მატარებელს გაჰყვა.
-და ეს ფიქრობს რომ მე დევდარიანმა გამიკეთა სამსახურში საქმე?-თვალები დაუმრგვალდა კატოს.-რა სისულელეა...-სიმტკიცე აკლდა მის პროტესტს რადგან ნამდვილად საეჭვო იყო მაშინ როდესაც არც ერთი ოფისიდან მისი შეტანილ სივზე პასუხი არ მოსულა, უცებ დაურეკეს და გასაუბრებაზე ისე დაიბარეს უბრალო ფორმალობა იყო და უკვე აყვანილი ჰყავდათ.
-ჯანდაბა-ამოიჩურჩულა და სახეზე ორივე ხელი აიფარა.-უნდა წავიდე...-უეცრად ფეხზე წამოხტა და მასზე მიშტერებული თანამშრომლები დააიგნორა.
-შეგიძლია წახვიდე...-ლალიკო დაბრუნებულიყო ოთახში და ირონიულად უცინოდა.-დარწმუნებული ვარ ბატონი სოლომონი ხმას ვერ ამოიღებს, რადგან შენს "კრიშას"საკმაოდ მყარად აქვს ლურსმნები დარტყმული.
-ხო?-უეცრად მოხეთქილი ბრაზი ვაი ვაგლახით მოთოკა ჩხეიძემ და ლალიკოს ისე დამცინავად შეხედა, ნამუსი რომ ჰქონოდა მიწა უნდა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა.-რას იზამ ძვირფასო ზოგს ესე უმართლებს...სამწუხაროა შენ აღარც ახალგაზრდა ხარ და ლამაზი ისედაც არ იქნებოდი...ფრთხილად იყავი,ისეთ ასაკში ხარ ბოღმისგან ინფარქტი არ დაგემართოს.-გაუცინა და ცარცივით გაფითრებულ ქალს ზურგი დემონსტრაციულად აქცია.ამაყად დატოვა ოთახი მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ბრძოლის ველს კუდამოძუებული სტოვებდა და ზურგს უკნიდან გამარჯვებულის ირონიული ქირქირი მოსდევდა ფონად.შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სახეზე აიფარა ხელები.ტატო ჯავახია მართალი აღმოჩნდა,აქაც დევდარიანის ხელი ერია და საერთოდაც ყველა მისი ქმედება უკვე სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა.ყველგან იყო,ყველგან ერეოდა...თან ამას ისე აკეთებდა საბოლოოდ რომ გადაეყვანა ჭკუიდან.რამდენიმე მეტრი ფეხით გაიარა და ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან.უნდა დაერეკა.. კი, უნდა დაერეკა. რადგან თავს იმ ქალების რიცხვში თვლიდა რომელთაც მანამდე ხვდენოდა დაჩი და სანაცვლოდ ხელის გულზე ატარებდა,ამისი ნათელი მაგალითი კი თათული თეთვაძე ჰყავდა,კარგი მანქანა,სახლი...ანგარიშზე ფული და ფეხი ფეხზე გადადებული ხარჯვა იმ ფულის რასაც საკუთარ სხეულში უხდიდნენ..ხო,იყენებდა დევდარიანი როგორც უნდოდა და კომპენსაციად იმდენს უხდუდა გაპროტესტების სურვილიც რომ აღარ ჰქონოდათ.არ სურდა თავადაც მათ რიცხვში ყოფილიყო..არადა ესეთი პირი უჩანდა. არ სურდა მასთან ყოფნის სანაცვლოდ ისე მოეგვარებინა მისი პრობლემები თითის განძრევა არ დასჭირვებოდა კატოს...სხვანაირად იყო მიჩვეული..თავისით სურდა ეშოვა ეს ყველაფერი,მართალია აქამდე მისასვლელად ბევრი წვალება დასჭირდებოდა, მაგრამ არ სურდა ლამაზი თოჯინის ფუნქცია ეკისრა...ლამაზი იყო მაგრამ არა თოჯინა და მისი ცოდნის არეალიც იმდენს კი სწვდებოდა თავად რომ დაეწყო დამოუკიდებლად ბრძოლა ცხოვრებისეულ პრობლემებთან რასაც მთელი 25 წელი აკეთებდა.

*****
-არასდროს არავინ არ იცის სად შეიძლება იყოს დაჩი დევდარიანი და ეს მაგიჟებს!გაიხედავ აქ დგას,გამოიხედავ და ჯანდაბაშია წასული, მე კი გამუდმებით მიწევს ტვინი ავიდუღო იმაზე ფიქრით თუ სად შეიძლება ვნახო ეგ ნაბიჭ*ვარი?!-ამოხეთქა მოთმინება დაკარგულმა კატომ და კაბინეტის კარები ხმაურით მიხურა.
-ერთი ბეწო ადრენალინი არ გაქვს...მუღამი იმას აქვს, რომ ეძებ და არ იცი სად ჯანდაბაში შეიძლება იყოს.-ხელები ფართოდ გაშალა დაჩიმ და სავარძლიდან წამოდგა.-მეც მიყვარხარ,ჩემო ანგელოზო!
-სხვათა შორის არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ეს ეშმაკის მანქანაა...-ტელეფონი ცხვირ წინ აუქნია და მაგიდაზე ხმაურით დააგდო.
-ეხლახანს ვიყიდე,ჯერ არ ჩამირთვია.-ტელეფონის ყუთი დაანახა დაჩიმ და გაეცინა.-სულ რაღაც რამდენიმე საათია ტელეფონი გამოვრთე და მთელი ქვეყანა მე მეძებს...რა მოხდა პატარავ?სამსახურში მეგონე...
-გაბრაზებული ვარ.-შუბლზე ნერვიულად გაისვა თითები კატომ და დევდარიანს თვალი-თვალში გაუყარა.-ეს რატომ გააკეთე?
-ეხლა რაღა გავაკეთე?-გადაღლილი მზერა შეანათა დაჩიმ და ამოიოხრა.
-რატომ ერევი იქ,სადაც არ უნდა ჩაერიო?!ჯანდაბა დაჩი, გინდა გამაგიჟო?!-ხმაში ტირილის ნოტები გაუკრთა კატოს და მისკენ დაძრული დევდარიანის შესაჩერებლად ხელი წინ გაიშვირა.-შეეშვი ამ ჩახუტებას, სერიოზულად გელეპარაკები,უბრალოდ შეეშვი შენი ვნებით მანიპულირებას,არ მომიახლოვდე,არ შემეხო!უბრალიდ პასუხი გამეცი.
-რა ხდება?-ამოიოხრა დაჩიმ და ხელები უღონოდ დაუშვა.-ყველა რატომ ითხოვთ ჩემგან რაღაცის პასუხებს.რა გავაკეთე კატერინა?
-სამსახურში შენ გამიწიე რეკომენდაცია?-სახე სატირლად დაებრიცა კატოს და სახეზე ხელები აიფარა.-როგორ ვერ მივხვდი, თუნდაც შენი და სოლოს ძველი მეგობრობის შესახებ რომ გავიგე,არც კი დამიშვია..რატომღაც ვერ წარმოვიდგინე და როცა ფაქტის წინაშე დავდექი...ღმერთო, რა გინდა დაჩი? რატომ არ მაცდი თავად გავაკეთო საკუთარი თავისთვის რამე მნიშვნელოვანი.
-კატერინა...
-ესე ნუ მეძახი! ხმას ნუ იღებ,როდესაც გაბრაზებული ვარ ხმას ნუ იღებ...
-ამის დედაც-ამოიოხრა დაჩიმ და თავზე შემოიწყო ორივე ხელი,ქალს ზურგი შეაქცია და ფანჯრისკენ შეტრიალებულმა რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.-რა გავაკეთო?გამაგებინე რა გავაკეთო?!-ხმას აუწია და ქალისკენ შემოტრიალდა.-რას ვაკეთებ ცუდს? ხო,მე დავრეკე სოლოსთან და სამსახური გიშივე..კიი მე გაგიწიე რეკომენდაცია და ამით რა? დანარჩენს შენ აკეთებ,მუშაობ და შენი შრომის ანაზღაურებას გიხდიან...მე რა გავაკეთე გარდა იმისა რომ ვუთხარი სამსახურში მიეღე...და რატომ არ უნდა გამეკეთებინა? რატომ არასდროს იღებ იმას რასაც გაძლევ...მადლიბა მომიხადეთქო ხომ არ გთხოვ? ან სანაცვლოდ რამეს ხომ არ ვითხოვ? ჯანდაბა კატერინა, არც კი ვიყავით ერთად ისე დაგეხმარე და ეს იმიტომ გავაკეთე რომ მიყვარხარ და მინდა ხელი შეგაშველო...ჯანდაბა, ცუდი რა არის ამაში როცა შემიძლია და გიკეთებ?
-არ მინდა...ღმერთო,არ მინდა..დღეს ვიღაც ძუ*კნა ლალიმ მომაძახა რომ მდიდარი საყვარელი მყავს პროტეჟე და ყველაფერი .-ხმას აუწია სახეზე წამოწითლებულმა კატომ და დაუკითხავად გაპარული ცრემლები მოიწმინდა.
-მერე რაა? და რატომ არ გკიდიაა?! რატომ ნიშნავს ვიღაც ბოზა*ნდარა ლალის აზრი შენთვის რაღაცას? მაგის დედას შევ*ეცი...და მაგაზე მიჭედავ ტო? შენ თუ არა აბა ვის უნდა გავუკეთო? არ გინდა ერთხელ და სამუდამოდ ჯანდაბაში გაუშვა შენი კომპლექსები და მშვიდად მიიღო ის რასაც გაძლევენ? რა ვქნაა?!-ხელები ფართოდ გაშალა დაჩიმ,საშინლად გაბრაზებული იყო.-ჩემთან თუ აპირებ ყოფნას უნდა შეეგუო იმ აზრს რომ შენზე ოდნავ მეტი ქონება მაქვს.
-მეღადავებიი?!-წამოიყვირა კატომ.
-გეღადავები..ხოო..გეღადავები, დავიღალე!ძალიან დავიღალე კატერინა, შენ შენი კომპლექსები ვერ დაგიმარცხებია და მე მიჭედავ რაღაც სისულელეზე როცა ვაბშე უნდა გაატარო ეგ თემა..დაიკიდე...უბრალოდ დაიკიდე, რადგან ამ ყველაფერზე უარის თქმა თუ გინდა მაშინ ჩემგან უნდა წახვიდე...ისე გიყიდი,გაჩუქებ და გავაკეთებ ყველაფერ იმას რაც გინდა,გჭირდება და ჯერ ჯერობით არ გაქვს.იმიტომ რომ მე ესეთი ვარ. ჩემთვის კომფორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...ჩემი სიმშვიდისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ შენთვის.მომისმინე-ხარბად ჩაისუნთქა დაჩიმ და ისე მოხვია ხელი,მისი გაჯიუტება არაფრად ჩაუგდია.მკერდზე ძლიერად მიუხუტა და სახე მის თმაში ჩარგო.
-როგორ ვერ გიტან...როგორ ვერ გიტან...-ამოიტირა ჩხეიძემ და წლეზე მჭიდროდ მოხვია მკლავები.
-ნუ მეჩხუბები,შენ მაინც ნუ მეჩხუბები...მინდა რომ შენ ის ადამიანი იყო ვისთანაც ცხოვრებისგან დაღლილი,განრისხებული,გაცოფებული მივალ და უბრალოდ შენი დანახვა დამამშვიდებს,შენი ჩახუტება დამეხმარება გავუძლო ყველაფერს...მინდა რომ ისეთი მიმიღო როგორიც ვარ და უბრალოდ არ ეცადო ჩემს შეცვლას...მინდა მიიღო ის რასაც გაძლევ, იმიტომ რომ ამით მე ვბედნიერდები.გავარტყი ლალის როცა მე გყავარ...სად ჯანდაბაშიც არ უნდა ვიყო ყოველთვის რომ მპოულობ და უბრალოდ ერთი გამოხედვაც კი საკმარისია ფარ -ხმალს ვყრი..შენთან ის ვარ რაც რეალურად ვარ...მილიონი ნიღბის გარეშე,არ მჭირდება სიტყვები ვაკონტროლო,ქცევა გავთვალო...ხმის ტემპრი დავიყებო, წიგნი ვარ რომელიც მხოლოდ შენთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი. შენ კი ამის დანახვა არ გინდა,ამის გრძნობა არ გინდა...რა გინდა საერთოდ კატერინა?
-სამსახურიდან წამოსვლა...და იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვეცადო მუშაობის დაწყებას იქაც არ ჩაჰყოფ შენს ცხვირს, რომელიც არ არის იმდენად გრძელი.
-რა ჯანდაბაა...-ამოიოხრა დაჩიმ და ერთიანად მოშორდა,უკან დაიხია და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.-რატომ უნდა წამოხვიდე?
-მაქვს თავმოყვარეობა...
-და რა თქვა იმ ქალმა ტყუილი...-მხრები აიჩეჩა დაჩიმ.-ხოო,გყავს მდიდარი საყვარელი,რომელიც ტრა*კზე გაიხევა და ხელისგულზე გატარებს...მერე რა?
-რა გულის ამრევი ხარ.
-შენ კი უტვინო...
-მადლობა.
-ცივი წყალი დაგისხაა?
-ხვდები რომ იაზვობ?
-ხვდები რა სისულელეს ამბობ?საერთოდ ხვდები რა ....*ობას ამბობ? ვაბშე რაზე ფიქრობ ტო? საერთოდ არ გავქს უნარი საკუთარი თავი დაიცვაა? ვინ ჩემი ფეხებია ლალი ტო? რა მოხდა მერე იმ გადაკრუხებულმა თუ რაღაც თქვა...პასუხს ვერ დაუბრუნებ? გარბიხარ კურდღელივით და რა უნდა ათქმევინო? გაიმარჯვა..ხო ფაქტია გაიმარჯვა..პროვოკაციაზე წამოგაგო, შენ კი ადექი და იმის მაგივრად რომ პირისპირ შეხვდე ამ პრობლემას გარბიხარ...ყველაფერს ტოვებ და გარბიხარ ,რადგან ვიღაც დაგეხმარა... მე რომ მუშაობა დავიწყე, მეც დამეხმარა ვიღაც..ხო, არ იყო ჩემი საყვარელი მაგრამ დამეხმარა.მივიღე დახმარება და მადლობა რითი გადავუხადე იციი? განა მინე*ტი გავუკეთე...-ხმას აუწია-აქამდე მოვედი და რას ფიქრობს დღეს იციი?! არ ნანობს რომ დამეხმარა, რადგან მე სხვას ვეხმარები...მიყვარხარ რით ვერ შეუშვი მაგ თავში...ბავშვი ხარ.რატომ ფიქრობ რომ ვინმესთან რამე უნდა ამტკიცო ან ახსნა?-სახე მოისრისა და ტელეფონს წამოავლო ხელი.
-რას აკეთებ?
-შემეშვი...-სწრაფად აკრიფა ნაცნობი ნომერი და ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია სანამ,უპასუხებდნენ სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა კვამლი.
-სოლო გამარჯობა,რავიცი ნორმალურად-თვალებ გაფართოებულ კატოს დაუბღვირა და ისიც ადგილზე აიწურა.-არაფერი ტო,გაიჩითე მაგას რა კითხვა უნდა.მისმინე,ლალი ვინ გყავს?-ჩაეცინა-ესეც ვიცოდი...რა აზრის ხარ ჩემოდანზე რომ დასვა და საიდანაც ჩამოენძრა იქ გაუშვა?პრობლემა მაქვს მაგ ქალთან, იასნია...კი ვერ აკეთებს თავის საქმეს...ხოდა მაგის დედაც კარებთან დააყენე და გზა დაანახე.არა ლაპარაკი არ გვინდა, უბრალოდ ესე ვთვლი საჭიროდ..დაბერდა, დროა მისი ადგილი ახალგაზრდა და უფრო კვალიფიციურმა კადრმა დაიკავოს
მაგალითად შენმა ქერა გოგომ.კარგი იმედი მაქვს.დროებით-ტელეფინი გათიშა და მაგიდაზე დაახეთქა.
-აბა,დავისვენეთ? საერეველა ამოვძირკვეთ, დროა ხარისხიანი მოსავალი მოვიმკათ.
-ვერ გიტან.-ამოიტირა კატომ და ჩანთას წამოავლო ხელი,კარი გამოგლიჯა და დერეფანში ისე გავარდა უკან აღარ მოუხედია.დეცდარიანმა კი ღრმად ამოისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა..აზრი არ ჰქონდა გაკიდებას,კატოს ყველა გზა დევდარიანამდე მიდიოდა...ცოტა დრო სჭირდებოდა.
*******
-რა გააკეთე, შეგიძლია მიპასუხოო?-კლუბში ჩვეული ხმაური იყო.დახლზე იდაყვებით დაყრდნობილი დაჩი, ვისკის ჭიქას ჩაჰყურებდა უაზრო მზერით და ცდილობდა დათოს კითხვები ყურს იქით გაეტარებინა.
-ამოიღებ ხმას თუ...-ჭიქა ააცალა სულაბერიძემ-გონზე არ ხარ, გეყოფა...
-არ გავლოთდები...-ირონიულად ჩაეცინა დაჩის და სიგარეტს მოუკუდა.
-აქ ნუ ეწევი, რას ატრაკებ...
-ყლ*ეზე ...რას იზამს კლუბის უფროსი, გამაგდებს?-ამაზრზენი ღიმილით შეხედა მეგიბარს და კვამლისგან თავსი ასარიდებლად თვალები დააწვრილა.ერთმანეთში არეულ მოცეკვავეებს გახედა და სკამიდან წამოდგა.უკან გადაქანდა, რაზეც გაეცინა და მკლავში ჩავლებული სულაბერიძის ხელი მოიშორა.
-დაჩი,მაგრად ატრაკებ შენს ძმობას გეფიცები..წამიდი,სახლში წაგიყვან..ან ზემოთ ადი და ცოტა გამოიძინე.ბოლოს როდის გეძინა? არ გძინავს,არ ჭამ და საერთოდაც გადამწვარი და გამოფიტული ხარ,ეს სტრესიც და უგონოდ გამოთრობა...
-ძიძა როდის მერე გახდი ტო...-გაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩის კუთხეში გადაიტანა.მათკენ მომავალ ნუცას შეხედა,რომელსაც ხელში პადი ეჭირა და აშკარად გადაქანცული სახე ჰქონდა.-ცუციკოო...
-ჯანდაბა,გამოთვრა?-დათოს გადახედა ნუცამ და პადი ხელებში მიაჩეჩა.
-მიდი პატარავ,ზემოთ აიყვანე და დივანზე დააგდე...ცოტა გამოძინება არ აწყენდა.-ხმამაღალი მუსიკის გამო ლამის ყვიროდა სულაბერიძე.
-ვმუშაობ კაი რაა...დაჩი,რა ჯანდაბაა-ტუჩები დაბრიცა ქალმა და მხარში შეუდგა.
-მოდი ვიცეკვოთ.-კისერზე მოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა და შუბლზე ხმაურით აკოცა.-ძაან გოგო ხარ ტო...
-შენ კი ძაან მთვრალი ხარ...რა ჯანდაბა მოხდა? წამოდი!-უკანა გასასვლელისკენ წაიყვანა და მეორე სართულის კიბეებისკენ დაიძრა.
-მოგენატრე?-მთელი სიმძიმით მიაწვა და ქალი კედელთან მიიმწყვრდია.-ჯანდაბა,ძაან ტრ*აკში ვარ ხოო?-შუბლით შუბლზე დაეყრდნო და თვალები დახუჭა დევდარიანმა.
-დაჩი..დაჩიიი...შემომხედე!მისმინე ძვირფასო,არ ხარ ტრა*კში შენ ხარ ძალიან მაგარი ადამიანი და ვინც ამას ვერ ხედავს ან აფასებს...
-კარგი რაა...-გაშლილი ხელისგულებით ქალის თავთან, კედელზე მიეყრდნო.-გიყვარვარ?
-კი,ხომ იცი რომ მიყვარხარა.
-ახვარი რომ ვარ მაინც გიყვარვარ?-გაეცინა დევდარიანს და უფრო ძლიერად მიაწვა ისედაც სუნთქვა შეკრულ ქალს.
-არ ვიცი, ვისთვის როგორი ხარ.მე არ ვთვლი რომ ახვარი ხარ და მაგიტომ მიყვარხარ,იცი..როცა გიყვარს მის ცუდ მხარეებს ვეღარ ამჩნევ.ის შენთვის ყველანაირად იდეალურია.
-გიყენებ და მაინც გიყვარვარ ტო?
-არ მიყენებ,ვერავინ გამომიყენებს...უბრალოდ მე მომწონს ის ურთიერთობა რაც ჩვენ გვაქვს...წლებია დაჩი რაც გიცნობ.ალბათ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოდიდგენია და არასდროს ვიქნები გაბოროტებული ქალი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს კაცის ხელში ჩასაგდებად..ან თუნდაც მიტოვების შემდეგ შურის საძიებლად.შენ კი ბევრჯერ მიმატოვე..ერთ წრეზე დავდივართ...შენ მიდიხარ,მე აქ ვარ...შემდეგ ბრუნდები და მე მაინც აქ ვარ...
-ერთგული...ღმერთო,ჩემი ერთგული ცუციკო-კისერში ჩარგო სახე დაჩიმ და ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელი.-რაღაცნაირი სურნელი გაქვს...თბილი,მაგრამ არა ის რაც მიყვარს...
-დედა არ დამიძახო..-ხმამაღლა გეცინა ნუცას.-ლაურას ვიცნობ და ურხერხულია.წამოდი,ცოტაც და ავალთ ამ წყეულ კიბეზე.
-ხელფასი უნდა მოგიმატოს დათომ...გადაეცი მაგ ახვარს.
-მეორე უფროსი შიგადაშიგ ნატურით მიხდის, არაუშავს...-გაიცინა ნუცამ და უკვე მეორე სართულის დერეფანში ასულმა დაჩის კაბინეტის კარები შეაღო.
-იცი ალბათ კეთილი და პატიოსანი ვერასდროს გავხდები-დივანზე დაეხეთქა და ფეხები წინ გამოშალა.-მაგრამ რატომღაც ყველა ჩემს შეცვლას ელოდება...ნიცა ხო მაგრად მიტრაკებს,ამ ყველაფერს ვუძლებ..თითქოს აგვარებ და მაშინ როცა ფიქრობ რომ ყველაფერი უკვე კალაპოტს დაუბრუნდა, ყველაფერი თავიდან ირევა..რაზე გამიჭედა ღადაობ?
-მისმინე...-დევდარიანის წინ შუშის მაგიდაზე ჩამოჯდა ნუცა და ფეხსაცმელს დასწვდა.-მოდი,ეს გაიხადე და დაწექი.
-არ მინდა ეს ძილი ხო არ გაგირეკიათ შენ და დათოს კაცო?-ფეხი უკან გასწია დაჩიმ და ბრაზით ახედა.
-კარგი,მაშინ არ დაიძინო...რა გაყვირებს? შენი პრობლემა რაშია იციი? გიყვარს როდესაც ყველაფერს აკონტროლებ,ვერ იტან,ვერ დაუშვებ იმ ფაქტს რომ სადღაც კონტროლის სადავე მოუშვი..ხო, აი ესე სიტუაცია მიუშვი...მორჩა,შენ ვეღარ აკონტროლებ და აქ გეწყება უკმაყოფილების შეგრძნება,რატომ?!აპროტესტებ და იწყებ დამტკიცებას რომ აქ,შენ ხარ მთავარი. რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც გინდა...
-ესე არ არარის...
-დაჩი დევდარიანს მასწვალიი?! რამდენი წელია გიცნობ? ჯანდაბა დაჩი,უნივერსიტეტში გაგიცანი რამდენი წელია გადათვალე...ესეა,ზუსტად ესეა.კატოსთან რაღაც მიუშვი თავის ნებაზე და ეხლა ვერ იტან, რადგან არ არის სუსტი გოგო...ისეთი როგორიც სხვა დანარჩენები.გეწინააღმდეგება,ეს გაგიჟებს მაგრამ თან მოგწონს.ცოტახნის მერე წამოგივლის შენი დომინანტი ხასიათი და ურევ..აურიე? რა ჩაიდინე?
-რა ჩავიდინე?-სახეზე ჩამოისვა ხელები დაჩიმ და ნუცას ახედა.-მუშაობა დავაწყებინე,შემდეგ გასკდა ეგ ამბავი და ვიღაც სირმა ლალიკომ წამოაძახა რომ ჰყავს მდიდარი პროტეჟე.უტყდება ჩემთან რომ არის?
-აბა რას ამბობ?შენთან ყოფნა ვის და რატომ უნდა გაუტყდეს?მას ის უტყდება რომ მუშაობა შენ დააწყებინე..ცოტა არ იყოს და მის თავმოყვარეობას შეეხე.
-მაგ გოგოს რაც უკავშირდება მაგიჟებს...გაიქცა,ისევ გაიქცა და მე რა დამემართება იციი?
-დაგენძრევა...-გაეცინა ნუცას და წინ გადახრილი მოეხვია.-დაბრუნდება,არ ხარ შენ ის ტიპი ადვილად გაგექცეს ქალი,მით უმეტეს საყვარელი ქალი.
-რას ვშვებით,ვგლოვობთ?-კარი უპარდონოდ შემოხსნა სულაბერიძემ,რომელსაც ხელში ვისკის ბოთლი და სამი ჭიქა ეჭირა.-ვსვამთ ჩაფსმამდე-კარი კარგად მიხურა,სავარძელში მოკალათდა და მაგიდაზე წამოსკუპებულ ნუცას საჯდომზე ხელის მირტყმით ანიშნა ადექიო.
-მე არ მინდა დალევა...-მესამე სავარძელში გადაინაცვლა ნუცამ.
-შენც დალევ...-ჭიქა პირველს მას შეუვსო სულაბერიძემ და გაუწოდა.შემდეგ კი თავად დაისხა. დაჩი სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა და სიგარეტს უკიდებდა.-ამას აღარ უნდა,უკვე გასულია.აბა,რა ხდება? ისევ გაგექცა გოგო?
-გაა*ჯვი!-შეუღრინა დაჩიმ და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ეს სულ გაგიჟდა...არა ძმაო დამიბრუნეთ ძველი დაჩი,მაშინ როდესაც სიყვარული არ იცოდა რა ხილი იყო,ამდენს არ სვამდა და ადამიანის სახე ჰქონდა.
-რატოო...შეყვარებული ძაან საყვარელია.-გაეცინა ნუცას და ვისკი ჭიქაში ნახევრამდე ჩაიყვანა.
-რას ღადაობთ ან ერთი ან მეორე? ეს არის და ჩემს მეტი კაცი არ უნახავს...შენ ხარ და იმედია შენც მე არ დამიწყებ ჩალიჩს...-ახარხარდა დაჩი და გვერდში საპასუხოდ მიღებული ჩქმეტის გამო წამოიკვნესა.
-ღმერთო ხო შეიძლებოდა სანამ ამ ადამიანს გავიცნობდი გზაში მეხი დამცემოდა?-გაიცინა ნუცამ.
-ვიდეო გადავუღოთ და გავუგზავნოთ ქალბატონ კატერინას,კაცი წყობილებიდან რომ გამოიყვანა...-ახარხარდა სულაბერიძე.-დღეს აქ დარჩი და დაიძინე,ნაშებს ვერ ამოგიყრით ოღონდა,პირველივე ჩხუბზე ხომ რ უღალატებ იმ გოგოს?
-მოკეტე სულაბერიძე...-ნერვები ეშლებოდა რომ ეღადავებოდნენ მაგრამ თან სიცილს ვერ იკავებდა.თავს საშინლად გრძნოდა,სასმელს მოდუნების მაგივრად უარესად აერია მის თავში ფიქრები და ერთადერთი რაც აგიჟებდა და მთელს სხეულს უწვავდა ეს მონატრება იყო..სიგიჟემდე მონატრება.

********
ფანჯრიდან შემოპარულმა დღის შუქმა, სახეზე მოუფათურა სუსტი მზის სხივები და აიძულა წინა ღამის ლოთობისგან დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთისთვის დაეშორებინა.დივანზე უხერხულად წოლის გამო კისერი სტკიოდა.ტანსაცმლიანად იწვა და მის თავთან მოკუჭული ნუცას მუხლებზე მოეთავსებინა თავი.შეირხა და მის გამოძრავებაზე ნუცამაც უკმაყოფილოდ გაახილა თვალები..არანაკლებ დღეში გახლდათ,ზურგი გაშეშებოდა და ისე ეძინებოდა ძლივს გაარჩია დევდარიანის მძიმე სხეული.
-აუუ,ზურგი მტკივა...-ამოიწუწუნა და დაჩის სახეზე შეახო თითები.-ადექი, რამსიმძიმე ხარ.
-ეხლა მძიმე ვარ?-ამოიბუზღუნა დევდარიანმა და წამოიწია,მისი სხეულისგან განთავისუფლებულმა ნუცამ კი ფეხები აიკეცა დივანზე და ადგომა არც აცადა მამაკაცს,ისე დაიკავა მისი ადგილი.-ადექი, აქ აპირებ ძილს?
-ნუ გაატრაკე.-მთელი ღამე შენს ბოდვას ვუსმენდი.
-მთავარია სხვა რამეს არ ისმენდი...-სახე მოისრისა დაჩიმ და ქალის სახის დანახვაზე გაეცინა.-წამოდი, სახლში წაგიყვან და დღეს დაისვენე.
-კომპენსაციაა შენი ფსიქოლოგისთვის?
-ცუდი ფსიქოლოგი ხარ,არაკომპეტენტური...მაგრამ რა მიკვირს ჩვენ,კაცები ხომ ყოველთვის დამნაშავეები ვართ..ქალები კი ანგელოზები.
-ხო ბუმბულები ღამით დამაპუტე..
-აწიე შენი მსუყე ტრ*აკი და წავიდეთ სახლში!-მუცელზე გაწოლილს გაბზეკილ საჯდომზე ხელი დაარტყა და გაეცინა.
-ხელებს დაგიმიწებ.შემეშვიი...პახმელიაზე გამოსვლაც ხომ არ გინდა?
-როგორც სტაჟიანმა ლოთმა ყველა სახაშე ზეპირად იცი ხო?-გაიცინა და ზურგზე გადაბრუნებულ ქალს ზემოდან დახედა.ღრმად ამოჭრილი ზედა წელზე ასწეოდა, სავსე მკერდი კი ისე მაცდურად იდგა ნორმალურ კაცს ვენებში სისხლს აუდუღებდა.მუხლებში მოხრილი ფეხები ხელის უხეში გაკვრით გააწევინა და მის ფეხებს შორის მოქცეული მთელი სიმძიმით დააწვა ზემოდან.წამიერად აერია მზერა ნუცას და მის სახესთან დახრილი მამაკაცის სახის გამო სუნთქვა შეეკრა.თავს ზემოთ გაკავებული ხელების გამო გაიბრძოლა და მთელი ტანით აეკრა ქვემოდან.საკოცნალად გაიწია, თუმცა დევდარიანმა სახე აარიდა.
-არ მაკოცო!
-რატომ?
-მაგ კითხვაზე შენს თავში მოძებნე პასუხი...-ანთებულ თვალებში გამორეცხილი მზერით ჩახედა და ერთიანად მოშორდა.სავარძლიდან წამომდგარმა გულგრილად დახედა ჯერ ისევ ფეხებ გადაშლილ ქალს და პიჯაკს წამოავლო ხელი.-პირველი შემთხვევაა პახმელიაზეც ვერ მშველი...ადექი,სახლში წაგიყვან.
-აქ დავიძინებ და ჩემით წავალ...-ხელი უდარდელად აიქნია ნუცამ თითქოს არც კი სწყენია სულ რაღაც წუთის უკან ვნებისგან ანთებულს უარი რომ უთხრეს.ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და მუცელზე გადმობრუნებულმა თავი ბალიშში ჩარგო, რომელიც დევდარიანის სურნელით გაჟღენთილიყო და ისე უცებ გააბრუა ვერც კი მიხვდა როდის ჩაეძინა.
******
მანქანა გააჩერა და სახლისკენ არეული ნაბიჯებით დაიძრა,თავი საშინლად სტკიოდა, სასტუმრო ოთახიდან გამოსულმა ნაცნობმა ხმებმა კი უარესად მოუშხამა ხასიათი.იმის წარმოდგენაზე წინ რა მძიმე საათები ჰქონდა გასავლელი შუბლი შეეკრა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა ხმის მიმართულებით.
-დაჩი,დედიკო!-სავარძლიდან სწრაფად წამოდგა მაღალი,თხელი ქალი.გემოვნებიანი, მოდური სამოსით და თვალის გარშემო პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული ჩრდილებით.ხელები გაშალა და წითლად შეღებილი მსხვილი ტუჩები ხმაურით მიაკრო ლოყაზე.
-ღმერთო,როგორ მიხარია შენი დანახვა ლაურა.-ცივად გამოსცრა დევდარიანმა და სავარძელში მოკუნტულ შვილს გადახედა მკვლელი მზერით, რომელსაც ცხვირის წვერი შეწითლებული ჰქონდა და ადვილი მისახვედრი იყო მაშველ რგოლად გამოძახებულ ბებიას ყველაფერს დაწვრილებით მოუყვებოდა.ცნობისმოყვარე ლაურა კი ბოლომდე გამოწურავდა უმცროს შვილს,რომელიც წლებია ცალკე ცხოვრობდა და მათთან თვეში ან უკეთეს შემთხვევაში ორ კვირაში ერთხელ თუ შეივლიდა.სტუმრობა ყოველთვის კამათით მთავრდებოდა და განრისხებული დაჩი, სახლიდან ისე გამორბოდა არც კი უსმენდა მშობლებს.
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო ძვირფასო?-დედას მხრებზე ხელი ჩაავლო და უკან დასწია,ინტერესით შეათვალიერა იდეალურ ფორმაში მყოფი ქალი და თვალები აატრიალა -მაგარ ვიდზე ხარ!
-როგორ ლაპარაკობა?-წარბი აზიდა ლაურამ.
-კემბრიჯში ვსწავლობდიი?! ჯანდაბა,განა მეკადრებაა- სიტყვები სახის მანჭვით გაწელა და პიჯაკი სავარძელზე მიაგდო,შელახულ პერანგს ზიზღით დახედა და სამაზარეულოსკენ დაიძრა.ქურასთან მოფუსფუსე ბაბულას თავზე აკოცა და მაცივარი გამოხსნა.მინერალური წყლის გამოსაღებად.
-რას აკეთებ ბაბული?-ქვაბში ინტერესით ჩახედა და ბოთლს საცობი მოხსნა.
-წვნიანს...ქალბატონმა ლაურამ მოითხოვა ნიცას ნატურალური საკვები სჭირდებაო.
-ჩვენ არ შეგვიძლიაო და გვასწავლის თუ რა თემაა?
-აბა როგორ ლაპარაკობ დაჩი?
-მეორედ რა ჰქენი იციი?!-ხმას შეთქმულივით დაუწია-ჩემი დედიკო რომ მოადგება ამ კარის ზღრურბლს, უფლებას გაძლევ კარი ცხვირ წინ მიუჯახუნო რათა სახლში მძიმე აურა არ შემოიტანოს...
-ჩემზე ამბობ?-სამზარეულოს კართან შეუმჩნევლად მოსულიყო ქალბატონი დევდარიანი და შვილს შემფასებლურ მზერას არ აშორებდა.-რამხელა აგრესია დედა?
-რა ხდება დღეს რამე პრაზნიკია და მისალოცად გაიჩითე?
-ნიცამ დამირეკა.-სკამი ხმაურით გამოსწია ქალმა და მაგიდასთან მოთავსდა.
-და შენც მოხვედი რათა ურჩ შვილს ყური აუწიოო...-ავარდნილი თინეჯერივით გამომწვევად გადაიხარხარა დაჩიმ და მინერალური წყალი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა.-დიდი ხანია გავიზარდე ტო..მას შემდეგ რაც ფულს ჩემი "ხოდით" ვშოულობ.
-და გავიწყდება შვილი რომ გყავს.
-ბიჭო ეგ კი აღარ მახსოვდაა...-ბოთლი ჭურჭლის ნიჟარაში ჩაახეთქა და გაცოფებული ნადირის სახით შეტრიალდა დედამისისკენ რომელიც საოცარი სიმშვიდით აკვირდებოდა შვილს.-რა გითხრა მაინც?
-დეე...
-ლაურა..მოდი სახლში წადი რა.ან მე წავალ და შენ დარჩი,რამდენ ხანსაც გინდა.
-სად წახვალს? ჯერ საუბარი არ დაგვისრულებია.-ხმას აწუია ქალმა.
-თქვენი შეგონება და ჭკუის რიგება კისერშია უკვე...შემეშვით,ერთხელ და სამუდამოდ შემეშვით! არ დავრეკავ?!არ დარეკოთ..არ მოვალ?!არც თქვენი ფეხი ვნახო აქ...
-დაჩი!!-სკამიდან წამოხტა ქალი.
-დარეკე რომ წახვალ...გამახარეეე-იღრიალა დევდარიანმა და სასტუმრო ოთახში შებრუნდა,სადაც ნიცას სახეზე ხელები აეფარებინა.მამის ფეხის ხმაზე სახიდან მოიშორა და დამფრთხალმა ახედა.-ესე ხოო?! კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა...დედას მოგი*ტყნავ! მოაგროვე შენი ნივთები,დედაშენთან მიდიხარ დღეს.
-მამა...
-დროულაად!-იღრიალა ბოლო ხმაზე და თითქოს თავში რომელიღაც ნერვი გაუწყდაო, მწველმა ტკივილმა თვალებამდე ჩამოაღწია და წამით ყველაფერი შავმა ბურუსმა მოიცვა.უკან გადაქანებული სავარძლის საზურგეს ჩააფრინდა, მაგრამ თითები აუსრილდა და ზურგით მაგიდის კიდეს მიეჯახა.
-მამა...-იკივლა ნიცამ და გაფითრებული დაჩის დანახვაზე სავარძლიდან წამოფრინდა.-მამა...
არაფერი დაუნახავს,არაფერი ესმოდა.მხოლოდ ტკივილს გრძნობა, რომელსაც საფეთქლებიდან გულამდე ნაკადებად ჩამოეღწია და იმდენად უცანაურად სტკიოდა სუნთქვა გაუჭირდა,ხერხემლის არეში ჯერ ყინულივით ცივი სითხე ჩაეღვარა და მთლიანად გაყინა,შუბლი კი ოფლით დაცვარა.შემდეგ კი ერთიანად ადუღდა და გრძნობდა როგორ უჭერდა უხილავი ხელები გულზე,ნელ-ნელა წურავდა და თანდათანობით დაპატარავებულს მალე ალბათ სითხესაც გამოადენდა.რომელიც უკვე წვეთავდა კუჭის თავთან და ყოველი წვეთის ჩავარდნა საშინლად სტკიოდა.ღებინესბის შერძნებამ გონება დაუბინდა,პანიკურმა შიშმა და უჰაერობის შეგრძნებამ კი აუძულა ღრმად ჩაესუნთქა მაგრამ ვერ ახერხებდა.შემდეგ კი ყველაფერი ბურუსმა მოიცვა.
-სასწრაფოში დარეკეთ!!-ღიალებდა იმ წუთს გამოჩენილი სულაბერიძე და თავად კრეფდა ტელეფონზე ნომერს.
გაფითრებული ლაურა ცდილობდა თავის ხელში აყვანას და პანიკის შეტევისგანა თავის დასაღწევად ღრმად სუნთქავად, თან აკანკალებული სხწულით ცდილობდა იატაკზე უგონოდ გართხმული შვილის სხეულისთვის მოეშორებინა ისტერიკაში მყოფი ნიცა რომელიც კიოდა,შემდეგ ტიროდა და ისევ კიოდა.скачать dle 11.3



№1 სტუმარი Nino

Vaime ogond ar mokla ra.

 


№2 სტუმარი Tamo

Gamaxareee

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ოღონდ დაჩის არაფერი დაემართოს თორემ მოვკვდეეებიიი გეფიცები

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

აი დედას გეგიცები თუ ველოდი ახალ თავს, ისე დაგვემშვიდობე ვიფიქრე კარგა ხანს ვერ დადებდი ახალ თავს და ისე უბრალოდ შემოვიჭყიტე საიტზე და რომ დავინახე გავბედნიერდი, კარგი მსუყე და დიდი თავი იყო, ეს რა ამბები დაგვიტრიალე აქ რა ხდება ჩემს დაჩიკოს არაფერი დამართო ძმაო:)) ახლა შემდეგ თავამდე მოთმენა ხომ მინდა არა, რა ვქნა არასდროს მყოფნის შენი ისტორიები

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

მოჭვიანდება ნიცა იმედია.
მსუყე თავი იყო ფეფო, იმდენი რამ მოხდა.
კატერინას არ ვამტყუნებ, რომ ბრაზობს, თუმცა როცა ასეთი მაგარი ტიპი გყავს, ლანგრით მორთმეულ ცხოვრებასაც თავის ხიბლი აქვს ალბათ.

 


№6  offline წევრი ნანა73

რა ხდება, ინფარქტი გვაქვს? scream

 


№7  offline წევრი დარინა

ამ ქალებმა შეიწირეს რაა ჩემი დაჩი, შეჭამეს კაციიი, მაინტერესებს კატოს რეაქცია დაჩის ამბავს რომ გაიგებ, იმედია ეს უტვინო გოგო გაიაზრებს ყველაფერს რა უნდა და ვისთან უნდა, მესმის მისიც, მაგრამ დაჩი მართალია წამოეგო იმ ბებრუხანა ლალიკოს პროვოკაციას და ესეც ავარდა გოიმივით, ვიცი ჩემ დაჩის არაფერი მოუვა და არ ვნერვიულობ, შენი პერსონაჟი მამაკაცებიდან აი ყველაზე მეტად რომ მიყვარს ის არის, აი დაჩისნაირად არცერთი იტანჯებოდა გული გაუხეთქეს საწყალს. ეჭვიანობისგან გამსკდარი კატერინას დანახვა მინდააა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, საყვარელი კაცი რომ არ დაკარგოს. შენ კიოქროს ხელება გოგო ხარ რომელზეც მე ვგიჟდებიიი.

 


№8 სტუმარი სტუმარი თათუ

აი, ხო სულ ორი დღეა რაც არ დაგიდია ახალი თავი და მეგონა საუკუნე გავიდა, ისე ველოდებოდი.

ახლა რაც შეეხება ამ თავს.
სასტიკად არ მომწონს მამა-შვილს შორის ასეთი საუბარი, მაგრამ ფაქტია ნიცა იმსახურებს. ადამიანურად როცა იქცევა, მამამისი მთელ გალაქტიკას მაგას ჩუქნის, მე კი არა :დ
დაჩის და კატოს ურთიერთობა ოდნავ შენელებული მგონია, მაგრამ იმ ფონზე რომ ჯერ ნიცას პრობლემაა მოსაგვარებელი, მეტი სწრაფად ალბათ ვერ განვითარდება.

წერის სტილი, პერსონაჟები, სიუჟეტი - ყველაფერი ძალიან მომწონს.
და სხვებმა რამდენიც არ უნდა იუკადრისონ, რა ვქნა მე დაჩი ძალიანაც მომწონს.
თავისებურად კარგი, თბილი და მგრძნობიარეა❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

"ემოციების დიდი თაიგული"-აი, რას დავარქმევდი ამ თავს, ავტორო :))
ახლა ჩემი აზრი შენს პერსონაჟებზე- კატოსი ძალიან მესმის. შეიძლება მის ადგილას მე უარეს დღეში ჩამეგდო. მესმის, რომ უნდა, არ გააწვალოს, ხელი შეაშველოს და კარიერა უმტკივნეულო ნაბიჯებით ააშენებინოს, მაგრამ რა ფასი და მუღამი აქვს იმას, როცა იცი, რომ არა პრიტეჟე, შენს სივსაც არ განიხილავდნენ? ასე, რომ ეგებ დაიმოკლოს ენა და ხელები ბატონმა დაჩიმ და აცალოს კატოს დამოუკიდებლად მიაღწიოს იმას, რაც ჩაიფიქრა? აშკარად დათვურ სამსახურს უწევს და დომინანტობს ურთიერთობაში. კატოს კი ვატყობ, ამბიციები აქვს და ეგენი 50/50-ზე თუ არ დაზავდნენ, დაჩის დომინანტი ხასიათი სიყვარულს გაუნადგურებთ ორივეს.
ჰო, ახლა დაჩი და ნიცას ურთიერთობაზეც ვიტყვი ცოტას :)) ის, რომ ნიცა ცოტა მკაცრ ლაპარაკს იმსახურებდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასეთს კაცო? :))) გაა.ვიო შვილს რომ უთხრა და დედის გინება აუტეხა, პირზე ხელები ავიფარე :)) ფეფო, თავადვე გაქვს ნახსენები, წინა თავებში, რომ ის, როგორც დღეს ნიცა იქცევა, დაჩის აღზრდის ბრალია. ასე, რომ აქაც შეეშალა ბატონ დაჩის სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
არ ვიცი დაჩიმ იხუმრა, თუ არა, მაგრამ აი, კემბრიჯის უნივერსიტეტ დამთავრებულს ნაღდად არ ჰგავს:)))სულ სხვა ტიპია.
ჰო, იდეალურები და უშეცდომოები არ არსებობენ. ასე, რომ რა გასაკვირია, რომ დაჩისაც აქვს თავის სისუსტეები. მთლიანობაში მაინც კარგი ბიჭია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზული ვორქაჰოლიკია და სულ მისით მიაღწია ყველაფერს ცხოვრებაში.
ვისურვებდი, რომ ახლა კატოსაც აცადოს, დაუმტკიცოს თავის თავს, რომ რაღაც შეუძლია, თორემ ლალის გაგდებით კიდევ მეორე შეცდომა დაუშვა.
მოკლედ, საინტერესო სიუჟეტური განვითარებაა და კარგად ჩამითრია ამ ნამუშევარმა. პირველად გიწერ კომენტარს და ცოტა ვრცელი ამიტომ გამომივიდა.
წარმატებები და მეტი მკითხველი ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10 სტუმარი ფეფო

Nino
Vaime ogond ar mokla ra.

:დ:დ:დ არა სიკვდილით არ მოკვდება.

სტუმარი ლიკა
ოღონდ დაჩის არაფერი დაემართოს თორემ მოვკვდეეებიიი გეფიცები

დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე..კარგად იქნება.:* :*

აბლაბუდა
აი დედას გეგიცები თუ ველოდი ახალ თავს, ისე დაგვემშვიდობე ვიფიქრე კარგა ხანს ვერ დადებდი ახალ თავს და ისე უბრალოდ შემოვიჭყიტე საიტზე და რომ დავინახე გავბედნიერდი, კარგი მსუყე და დიდი თავი იყო, ეს რა ამბები დაგვიტრიალე აქ რა ხდება ჩემს დაჩიკოს არაფერი დამართო ძმაო:)) ახლა შემდეგ თავამდე მოთმენა ხომ მინდა არა, რა ვქნა არასდროს მყოფნის შენი ისტორიები

ხოო გადარბენა მაქვს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...ნუ მე სირთულეებს ვწლოდი მაგრამ როგორც ყოველთვის გამაოცა ჩემმა შვილმა და არც კი უტირია.სიხარულით შეეგუა იმ აზრს რომ დიდი ბიჭია და ბაღი მისი სამსახურია :დ:დ:დ სადაც უამრავ მეგობრებს გაიჩენს. ასე ეომ მოვახერხე და დავდე.მადლობა რომ მწლოდებოდით :*

მე♥უცნაურე
მოჭვიანდება ნიცა იმედია.
მსუყე თავი იყო ფეფო, იმდენი რამ მოხდა.
კატერინას არ ვამტყუნებ, რომ ბრაზობს, თუმცა როცა ასეთი მაგარი ტიპი გყავს, ლანგრით მორთმეულ ცხოვრებასაც თავის ხიბლი აქვს ალბათ.

ვნახოთ რა იქნება..წესით უნდა შეიცვალოს მამა შვილის ურთიერთობა...უკეთესობისკენ.

ნანა73
რა ხდება, ინფარქტი გვაქვს? scream

მიკრო :დ:დ

სტუმარი თათუ
აი, ხო სულ ორი დღეა რაც არ დაგიდია ახალი თავი და მეგონა საუკუნე გავიდა, ისე ველოდებოდი.

ახლა რაც შეეხება ამ თავს.
სასტიკად არ მომწონს მამა-შვილს შორის ასეთი საუბარი, მაგრამ ფაქტია ნიცა იმსახურებს. ადამიანურად როცა იქცევა, მამამისი მთელ გალაქტიკას მაგას ჩუქნის, მე კი არა :დ
დაჩის და კატოს ურთიერთობა ოდნავ შენელებული მგონია, მაგრამ იმ ფონზე რომ ჯერ ნიცას პრობლემაა მოსაგვარებელი, მეტი სწრაფად ალბათ ვერ განვითარდება.

წერის სტილი, პერსონაჟები, სიუჟეტი - ყველაფერი ძალიან მომწონს.
და სხვებმა რამდენიც არ უნდა იუკადრისონ, რა ვქნა მე დაჩი ძალიანაც მომწონს.
თავისებურად კარგი, თბილი და მგრძნობიარეა❤️

ძალიან დიდი მადლობა...

ქეთი იმერლიშვილი
"ემოციების დიდი თაიგული"-აი, რას დავარქმევდი ამ თავს, ავტორო :))
ახლა ჩემი აზრი შენს პერსონაჟებზე- კატოსი ძალიან მესმის. შეიძლება მის ადგილას მე უარეს დღეში ჩამეგდო. მესმის, რომ უნდა, არ გააწვალოს, ხელი შეაშველოს და კარიერა უმტკივნეულო ნაბიჯებით ააშენებინოს, მაგრამ რა ფასი და მუღამი აქვს იმას, როცა იცი, რომ არა პრიტეჟე, შენს სივსაც არ განიხილავდნენ? ასე, რომ ეგებ დაიმოკლოს ენა და ხელები ბატონმა დაჩიმ და აცალოს კატოს დამოუკიდებლად მიაღწიოს იმას, რაც ჩაიფიქრა? აშკარად დათვურ სამსახურს უწევს და დომინანტობს ურთიერთობაში. კატოს კი ვატყობ, ამბიციები აქვს და ეგენი 50/50-ზე თუ არ დაზავდნენ, დაჩის დომინანტი ხასიათი სიყვარულს გაუნადგურებთ ორივეს.
ჰო, ახლა დაჩი და ნიცას ურთიერთობაზეც ვიტყვი ცოტას :)) ის, რომ ნიცა ცოტა მკაცრ ლაპარაკს იმსახურებდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასეთს კაცო? :))) გაა.ვიო შვილს რომ უთხრა და დედის გინება აუტეხა, პირზე ხელები ავიფარე :)) ფეფო, თავადვე გაქვს ნახსენები, წინა თავებში, რომ ის, როგორც დღეს ნიცა იქცევა, დაჩის აღზრდის ბრალია. ასე, რომ აქაც შეეშალა ბატონ დაჩის სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
არ ვიცი დაჩიმ იხუმრა, თუ არა, მაგრამ აი, კემბრიჯის უნივერსიტეტ დამთავრებულს ნაღდად არ ჰგავს:)))სულ სხვა ტიპია.
ჰო, იდეალურები და უშეცდომოები არ არსებობენ. ასე, რომ რა გასაკვირია, რომ დაჩისაც აქვს თავის სისუსტეები. მთლიანობაში მაინც კარგი ბიჭია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზული ვორქაჰოლიკია და სულ მისით მიაღწია ყველაფერს ცხოვრებაში.
ვისურვებდი, რომ ახლა კატოსაც აცადოს, დაუმტკიცოს თავის თავს, რომ რაღაც შეუძლია, თორემ ლალის გაგდებით კიდევ მეორე შეცდომა დაუშვა.
მოკლედ, საინტერესო სიუჟეტური განვითარებაა და კარგად ჩამითრია ამ ნამუშევარმა. პირველად გიწერ კომენტარს და ცოტა ვრცელი ამიტომ გამომივიდა.
წარმატებები და მეტი მკითხველი ❤️

ქეთიი :* არ მეგონა შენც თუ წაიკითხავდი. უღრმესი მადლობა და კი ნამდვილად პირველი კომენტარია ჩემთან.ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და უღრმესი მადლობა ამისთვის...
ხო დაჩის არ უსწავლია კემბრიჯში დედამისის გასაბრაზებელი ფანდია...იცის ლაურას ხასიათი და გაამწარა.შვილთან ურთიერთობა ნაწილობრივ კი არა სრულიად მისი არასწორი აღზრდის ბრალია რაშიც თავიდანვე შეცდა ბატონი დაჩი და ეხლა საკუთარ თავზე იმკის ამყველაფერს....ზედმეტი მოუვიდა ნიცასთანაც,კატოსთანაც და ლალისთანაც რაღა თქმა უნდა.მაგრამ ეს დაჩია,საზიზღარი და იმპულსური ადამიანი...იმედია გამოსწორდება :დ
მადლობა შეფასებისთვის...მართალა ძალიან გამახარე

 


№11 სტუმარი სტუმარი ირინკა

ეს არის ისტორია რომელიც უნდა წაიკითხო ყოველთვის: ბედნიერების,უბედურების,სიცივის,სიცხის უხასიათობის და რავიცი ნებისმიერ დროს :დდ უბრალოდ უნდა წაიკითხო და თუ გახარებული ხარ ასჯერ მეტად გაგიმძაფრებს ამ გრძნობას,თუ მოწყენილი ხარ სრულიად დაგავიწყებს რომ 5 წუთის წინ სახე ჩამოგტიროდა... ანუ ეს არის ისტორია რომელიც შედგება პატარ-პატარა ყველაფრისაგან: გრძნობა,სიყვარული,ურთიერთობა,ბედნიერება უბედურება და კიდეევ ათასი წვრილმანი რაც საბოლოო ჯამში ჩემთვის პირადად ქმნის ერთადერთ საუკეთესო ისტორიას საიტზე!!!
მადლობა რომ წერ... ყველაფრის მიუხედავად- მოუცლელობის და "მახინჯი" კრიტიკის შემდეგაც კი ❤️ მაგრამ ესეც უნდა გიხაროდეს,იმიტომ რომ ერთადერთი ავტორი ხარ რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მკითხველში და უბრალოდ, ჩემი აზრით იმ ადამიანებში უფრო რომლებსაც კარგის დაწერა არ შეუძლიათ და მხოლოდ ცუდის თქმაზე არიან მოქოქილი❤️

მიყვარს დაჩი ყველაფრით...აი ყველა თვისებით... ჩემი აზრით ძალიან შემდგარი კაცია, და რამე თვისება რომ გამოაკლო ალბათ დაპატარავდება და ის დაჩი არ იქნება როგორიც ახლაა...
ნუ მშვიდად ველი ახალ თავს,რადგან ვიცი რომ ჩემ "კაცღმერთს" არაფერი ემუქრება ;დდდ (იმედია არ ვცდები :)

გელოდები და გკითხულობ სულ ...❤️ სიგიჟის გოგონავ!!!

 


№12 სტუმარი სტუმარი თათია

ძალია ძალიან მაგარი გოგო ხარ kissing_heart kissing_heart მოუთმენლად ველოდები ყველა შენს ისტორიას :* :*

 


№13  offline წევრი კირა

ვკითხულობდი და რატომღაც ჯერ არ ვწერდი კომენტარებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და ეს თავი დავიწყე თუ არა კითხვა კი გავიფიქრე ოღონდ ამ დაჩის არ დაემართოს რამეთქო და ფეფოოო ეს რა დამხვდა ბოლოშიიიი....:((((( კაი რაააა.. რა ქნას შეუყვარდა ამ ე.წ ,,cool,, ტიპს, თანაც ძალიან და იყოს რა ბედნიერი:))))))

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

გადავირიეეე გავგიჟდი ეს რაიყო ღმერთო) სად გაწყვიტე დამღუპეე? გელოდები გულით კარგო გოგო

 


№15  offline მოდერი Anye-Any

სასწრაფოდ ველით ახალ თავს, კატო ძაან თავზე იჯ*ამს უკვე.

სასწრაფოდ ველით ახალ თავს, კატო ძაან თავზე იჯ*ამს უკვე.

 


№16 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეს იყო ემოციების ზღვა :) ჩამითრია და აი კარგად გემრიელად მაბურთავა თავის ემოციურ ტალღებში :დ სრული შოკი დამმართე გეფიცები :) სასწაული ხარ :) ბევრი სიყვარულები შენ :)))

 


№17 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე როგორ ვერ ვიტან ნიცას მსგავს ეგოისტ და გაუზრდელ ბავშვებს : (( კატოსიც არ მესმის ხო შეიძლება დაამტკიცო ის რომ ღირსეული კადრი ხარ დაგეკუთვნის სამსახურში დაწინაურება და არ გაიქცე მიჩმორებული ძუკნასავით : (( კიდე კარგადაა ეს დაჩი ამათ ხელში

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვ მალე დადეე შემდეგი თავი.ძალიან მომწოონს ????????????

 


№19  offline წევრი გროსმაისტერი

აუ რა კაი ხელა თავი იყომაგრამ ბოლოსკენ ცოტა რომ მიგემატებია?არაფერი მოუვიდეს რა დაჩის
აუუხვალ რომ დადო არ შეიძლება?❤
რამოიცდის ორი დღე?

 


№20  offline წევრი სიბილა

გაბოროტდი და ვერ მივხვდიი
არა დაგემსგავსე
ვნახოთ ახალი ამბის შემდეგ კიდევ რა მსგავსებას იპოვის
და რა მოზომილადო ნიცასთანოოოოო არავითარი ეგაა მისთვის გასაგები ენაც და ტონიც
მარტო მე მინდა გიყვარდე ს მთქმელს ეგ ცივი შხაპი თუ უშველის
მისი ცხოვრების არცერთ ქალს რც უცდია და არც ასცდა ეს ტკივილი
რაც იმედია ბოლოს არ მოუღებს
და ყველას მისი უკანალის დასადებ ადგილს მიახვედრებს
~

 


№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

❤️❤️❤️ დღეებს მიფერადებ და მილამაზებ. მადლობა შენ რო ასეთი კარგი ხარ. ყველა შენ ისტორიას წაკითხვისთანავე ვიყვარებ თუმცა ეს განსაკუთრებულია.

 


№22 სტუმარი ემი

საცოდავი დაჩი. სადაც მივიდოდა, ყველგან ეჩხუბებოდნენ და უყვიროდნენ. ყველა ედავება და რაღაცაზე პასუხს თხოვს.
ვიცოდი, ეს მთლად მარტივად არ ჩაივლიდა. ადამიანი ფსიქოლოგიურად შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაქაჩოს და გადაიწვას. ხოდა მგონია, რომ ეს ინფარქტიც კაი დროს მოვიდა. დაასვენებს ცოტა ხანი.

ახლა დაიწყება ზუზუნი: შვილო, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი... მამა, ვინც გინდა ის შეიყვარე და მოიყვანე... უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.... აღარ გაგაბრაზებ... სადაც მეტყვი იქ დავიწყებ სამსახურს... :))))))))))

 


№23 სტუმარი სტუმარი ანი

ამ ბავშვს გავგლიჯავ...
ტუტუცი

 


№24 სტუმარი Tamo

Dghes dadeb axal tavs?

 


№25  offline წევრი Marryam

ახლა მოვახერხე წაკითხვა...ვაი მე :/ ეს ტუტუცი გოგო ნახე? ასეთი შვილი რომ მყავდეს დღეში სამჯერ ვცემდი ;დ უგუნური ნუუ..არადა 15 წლისაა...15 წლოს გოგოები თხოვდებიან :/

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებბბ ველოდები სასწაულათ

 


№27 სტუმარი სტუმარი ლიკა

აღარ დებ?((((((

 


№28 სტუმარი Tamo

Fefo xo mshvidoba gaqvs ratom daikarge da aghar deb momdevno tavs?

 


№29 სტუმარი ფეფო

ხოო,გადავრჩი :დ:დ:დ დავდებ ცოტახანში.

 


№30 სტუმარი Tamo

Cotaxanshii anu dgheees iqnebaa?

Telefoni maqvs sul raghac 11procentze vwr raionshi da shuqi ar aris mteli dghea netav icode rogor vizogav rom axali tavi wavikitxoooo ise veliii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent