შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (37)


18-09-2019, 00:15
ავტორი omexi
ნანახია 8 931

1996 წელი, 27 დეკემბერი, პარასკევი.
საშინლად ყინავდა, ვცდილობდი ერთ ადგილზე არ გავჩერებულიყავი, ფეხებს ვაბაკუნებდი და ბოლთას ვცემდი, თუმცა მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა ვგრძნობდი, როგორ მემართებოდა სურდო, თვალები ცრემლით მევსებოდა, რამდენჯერმე დამაცემინა კიდეც.
ტროტუარზე კანტი-კუნტად მოძრაობდნენ გამვლელები, ავტომობილების შუქფარებიც ეგერ-აგერ გაიელვებდნენ ხოლმე ზამთრის უკუნ სიბნელეში.
ერთი საათი ველოდებოდი თორდიას გამოჩენას, მაგრამ ამაოდ, მეოთხე სართულზე ჯერ ისევ ენთო ლამფის შუქი, ხანდახან ფანჯარაში ვიღაცის ბუნდოვანი სილუეტიც გამოჩნდებოდა, ვინ იცის იქნებ თორდია არც აპირებდა ბინის დატოვებას? მთელი ღამე ქუჩაში რომ დავრჩენილიყავი, ნამდვილად გავიყინებოდი.
ამ ერთი საათის განმავლობაში გარკვეული თეზისები ავაგე, როცა განმეორებით გადავხედე მოვლენებს, მივხვდი თორდიას სულაც არ ამოძრავებდა კეთილშობლური მიზნები, ჩემი აზრით ისიც გარეული იყო «ტრეფიკიორების საქმეში», თანამშრომლების მუდმივი ოპოზიცია გახლდათ, არასდროს ითვალისწინებდა მარიამისა და ხუციშვილს აზრს, სწორედ მისი წყალობით არ გამოიძიეს კლინიკურ საავადმყოფოში უსახლკაროების იდუმალი გარდაცვალებების სერია, ის შეძლებისდაგვარად იცავდა დამნაშავეებს, რადგან თავადაც იყო გარეული დანაშაულში.
მაგრამ რატომ დაგვეხმარა? ჯაბას უმკურნალა, კოლეგებიც შეაწუხა, საგამოძიებო ექსპერიმენტში წამყვანი როლი ითამაშა და სპეცოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა, ეს ჩემთვის გამოცანა გახლდათ, თუმცა ვფიქრობდი ყოველივე თავის გადარჩენის მიზნით გააკეთა.
კახაბერ თორდია ინტელექტუალური პიროვნება გახლდათ, ალბათ ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანამდე ჰქონდა გათვლილი.
რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ადამიანი, რომელიც მოყვარე მეგნა, თურმე მტერი ყოფილა: - ესე იგი ბინა კახაბერ თორდიას ეკუთვნის, სავარაუდოდ ნაქირავები აქვს, გამოდის ნიკა კახაბერს სტუმრობდა და ერთმანეთთან გარიგებაში იყვნენ.
ნიკასა და თორდიას კავშირის დადგენამ კიდევ ერთ იდუმალ ფაქტს მოჰფინა ნათელი, მივხვდი თუ როგორ მიაგნო კახაბერმა თათიას ბინას - გოგონას მისამართი რა თქმა უნდა ნიკამ მისცა.
ჩემი ძიება ნაყოფიერად დასრულდა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ჯაბა ბონდარენკო საკუთარმა მეგობარმა გასწირა და ტრეფიკიორებს გადასცა, ალბათ თავიდანვე ამოირჩიეს ჯაბა ბონდარენკო, ისე როგორც მტაცებელი ირჩევს მსხვერპლს.
თუმცა საკითხავია ნიკა დობორჯგინიძე ნამდვილად ჯაბას მეგობარია თუ უბრალოდ თავს აჩვენებდა?
მოულოდნელად საკუთარ თავზე ბრაზი მომივიდა, ნიკა რომ ჯაბას საკუთარი მიზნებსთვის იყენებდა ისედაც ნათელი იყო, ალბათ თორდიასთან ერთად დიდხანს უთვალთვალებდა და მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა აქტიურ მოქმედებაზე, როცა ამის საჭიროება დადგა, ესე იგი როცა დონორთან თავსებადი კლიენტი გამოჩნდა.
ეს პირადად ჩემი მოსაზრება გახლდათ.
ფანჯარას ავხედე, იქ კვლავ შუქი ენთო, როგორც ჩანს კახაბერი ნამდვილად არ აპირებდა წამოსვლას, კბილები გავახრჭიალე, უეცრად გონებაში ერთი აზრი მომივიდა, რატომ არ მპასუხობს თათია? იქნებ თორდიამ მაინც მიაგნო ქალს და კაცმა არ იცის რა დამართა?
აუცილებლად უნდა მიმეღო ამ კითხვებზე პასუხები და ბოლოს და ბოლოს ნათელი მომეფინა ამ ჩახლართული საქმისთვის, ბევრჯერ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა თუ რა ჯანდაბა მაიძულებდა ამ სიცივეში ყურყუტს, მე ხომ ყოველგვარი ბრალდებიდან თავისუფალი ვარ, სამართალდამცავ ორგანოებისათვის გაწეული დახმარებისთვის კი საგამოძიებოს ხელმძღვანელიდან მადლობაც კი დავმსახუე, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ, მაინც რაღაცას ვეძებ, არ ვიცი ამის მიზეზი რა არი, უბრალოდ «დილიხორი» მაქვს, თუ თათიაა ყველაფრის თავი და თავი?
მოკლედ გაურკვევლობაში ვიყავი.
ტელეფონი ამოვიღე, კლავიატურაზე ლაშას ნომერი ავკრიბე და მონოტონურ ზუმერს ყური დავუგდე.
რამდენიმე წუთში ლაშამ ნამძინარევი ხმით მიპასუხა.
- უძილობა გჭირს «ბლიად»?
- მომისმინე «ბრატ», ახლა «ზასტავაზე» კიკვიძის ძეგლთან ვარ...
- შენ მე «დამშოკავ» ძმაო, ისევ არ ისვენებ ხო? - ლაშამ სიტყვა შემაწყვეტინა.
- მადროვე თუ ძმა ხარ, - ნაწყენმა ვუთხარი, - «კაროჩე» გავარკვიე, რომ თორდია ნიკასთან რაღაც ალიანსშია.
- «პიზდეც» - ლაშას რეპლიკამ ღიმილი მომგვარა.
- რამდენიმე საათის წინ იარაღის მუქარით ბინაში შეიყვანა და ახლაც რაღაცას «ჩალიჩობენ».
- რომელ ბინაში?
- ვაპირებ მულოდნელად დავადგე თავს, - მისი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, - და ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გავარკვიო.
- შენ «შიგ» ხომ არ გაქვს ბიჭო, - ლაშას ყვირილმა ტელეფონის დინამიკები ააზრიალა, - არც იარაღი გაქვს, არც ჩხუბი იცი ნორმალუად, გაგაგორებენ და მოისვენებ მერე.
- მარიამსა და ხუციშვილს დაურეკე, უთხარი სინამდვილეში ვინც არის «კრისა» და «ზასტავაზე» გამოდით.
- მისამართი?
- ნომერი არ ვიცი, არც აწერია «ბლიად», - შუბლი მოვისრისე, - შევეცდები ისე აგიხსნა, «კიკვიძის პარკთან» რომ ორი კორპუსი დგას ხომ იცი? - დაველოდე სანამ ლაშა დამეთანხმებოდა და მერე განვაგრძე, - მარჯვენა სახლის მეორე სადარბაზოა, მეოთხე სართული, ბინა ოცდათვრამეტი.
ყურმილში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, ჩემი მეგობარი ალბათ მისამართს იწერდა, შემდეგ ამოოხვრის ხმა მომესმა.
- დაგველოდე, - მომთხოვნი ტონით მითხრა, - უჩვენოდ არსად წახვიდე, ერთ საათში მანდ ვიქნებით.
- ერთ საათში კაცმა არ იცის რა მოხდება, ნიკა კი არა მარტო ინფორმაციის წყაროა, არამედ დანაშაულის ცენტრალური მოქმედი ფიგურაა.
- ვერ გავიგე რა გინდა მაგით თქვა?
- უნდა შევიდე და ყველეფრი გავარკვიო.
- ოე «ალიურა» არ გესმის რა გითხარი? - ლაშას ხმას სიბრაზე შეერია, - დაგველოდე მეთქი.
- «დაიკიდე» «ბრატ» ყველაფერი კარგად იქნება, - უდარდელად ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე.
იმავ წამს ტელეფონი ისევ აწკრიალდა, ლაშა რეკავდა, მწვანე ღილაკს თითი დავაჭირე.
- რას მითიშავ ბიჭო, - ლაშა მთელი ხმით ყვიროდა. - აუცილებლად დაგველოდე, გაიგე!
ხმამაღლა ამოვიოხრე.
- ნურაფრის გეშინია, - მოკლედ ვუთხარი, მერე წითელ ღილაკს თითი გამეტებით დავაჭირე და ტელეფონი გამოვრთე.
შეციებულმა ხელები დავიორთქლე, გეგმები ჩამეშალა, ლამაზი ქალის თბილი საძინებლის ნაცვლად, სიცივეში მომიწია ყურყუტი, კისერი უფრო ღრმად ჩავრგე ქურთუკის თბილ საყელოში და მობუზულმა გადავკვეთე ეზო.
სანამ სადარბაზოში შევიდოდი, სახლთან შევჩერდი, უშუქობიდან ჩაბნელებულ კორპუსს ავხედე, «რას აკეთებ ბიჭო» - საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, მერე გაყინული შუბლი მოვისრისე და შეკითხვას თავადვე ვუპასუხე, - «შეიარაღებულ დეტექტივთან ვაპირებ სტუმრობას, რომელიც შუაღამისას საეჭვოდ დაწანწალებს».
თავი ჰოლივუდური ბლოკბასტერის გმირად არასდროს წარმომედგინა, იმედი მქონდა ყველაფერს ინციდენტის გარეშე მოვაგვარებდი, ბოლოს და ბოლოს კახაბერი სამართალდამცავია, იქნებ უბრალოდ ახალ სამხილს მიაგნო და ახლა დამოუკიდებლად აწარმოებს ძიებას?
ამ ვერსიით შეგულიანებულმა, ჩაბნელებული ეზო მოვათვალიერე, ახლო-მახლო არავინ ჩანდა, მერე სადარბაზოში შევედი და შეუსვენებლივ ავირბინე მეოთხე სართულამდე.
წამით სული მოვითქვი კართან შვვდექი, ნეტა რა მელოდა მის მიღმა? ვინ აღმოჩნდებოდა თორდია მტერი თუ მოყვარე? რას ვიპოვიდი იქ სიმართლეს თუ სიკვდილს? ეს შეკითხვები მოდუნების საშუალებას არ მაძლევდნენ, დაბნეული მივჩერებოდი ნაცრისფრად შეღებილ კარს, არ ვიცოდი რა გზას დავდგომოდი: - კარგი იქნებოდა უჩუმრად შევპარულიყავი, მაგრამ გამიჭირდებოდა, რადგან არც ისეთი მაგარი «მედვეჟადნკი» გახლდით როგორიც კახაბერ თორდიაა და არც ხუციშვილივით გოლიათური აღნაგობით გამოვირჩევი, რომ ბეჭით შემემტვრია რკინის კარი.
ტელეფონს დავხედე ღამის ორი საათი შესრულებულიყო, სადარბაზოში ბნელოდა, მეზობელი ბინებიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ღრმად ამოვისუნთქე, მარჯვენა ხელი წამოვწიე და რკინის კარზე გამეტებით დავაბრახუნე, დრო იყო ბოლოს და ბოლოს ნაყოფიერად დამესრულებინა «დეტექტივობანა».

**********

აღარც კი მახსოვს დღეს მერამდენე კარზე ვაკაკუნებ, ალბათ მეათეზე, დაძაბული ვდგევარ და სიჩუმეს ვაყურადებ.
ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმის, არადა ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თორდია ჯერ კიდევ სახლშია.
მეორეჯერაც გამეტებით დავაკაკუნე, ამჯერად კარს მიღმა მსუბუქი ჩქამი მომესმა, ალბათ კახაბერი გატრუნული დგას და სათვალთვალო ჭუჭრუტანიდან მაკვირდება.
რამდენიმე წუთი ხმის ამოუღებლივ ვიდექი, მერე როცა მივხვდი, რომ კახაბერი კარის გაღებას არ აპირებდა, გადაწყვეტილება მივიღე და ხმამაღლა წარმოვსთქვი.
- კახაბერ გააღე კარი, ვიცი სახლში ხარ.
ჩემს სიტყვებს არანაირი რეაქცია არ მოყოლია.
ხმამაღლა ამოვიოხრე, კიდევ დავაკაკუნე და ამჯერად დამარცვლით წარმვსთქვი.
- ისიც ვიცი, რომ ნიკა დობორჯგინიძე შენთან ერთადაა.
ახლა აშკარად გავიგონე ხმადაბალი შრიალი, ვინ იცის იქნებ თორდიამ დანანებით ამოიოხრა, შემდეგ საკეტმა გაიტკაცუნა, კარი ჭრიალით გაიღო და ბნელი ოთახიდან მბრძანებლური ხმა მომესმა.
- არ გაინძრე!
თორდიას ხმა ვიცანი, მართალია ტონი შეცვლოდა, მტრულად ჟღერდა, მაგრამ მაინც შემორჩენოდა ნაცნობი კილოკავი, რომელსაც ამ ცოტა ხანში მივეჩვიე კიდეც.
ერთი ზედმეტი მოძრაობაც არ გამიკეთებია, რადგან ნამდვილად არ მსურდა მისი პროვოცირება, ადგილზე გარინდული ვცდილობდი დამხვდურის სიბნელეში ჩაძირული სახე გამერჩია.
- ჯიბეები ამოატრიალე, - ცივი ხმით მიბრძანა.
პირველად ვერ გავაცნობიერე მისი მოთხოვნა.
- ვერ გაიგე რა გითხარი ბიჭო! - თორდიამ ხმას მოუმატა, მერე კარი უფრო ფართოდ გამოაღო და ერთი ნაბიჯით ზღურბლს გადმოაბიჯა.
როგორც მოგახსენეთ ელექტროენერგია გამორთული იყო, თუმცა ოთახის სიღრმიდან გამოღწეულმა ლამფის სუსტმა შუქმა საშუალება მომცა კახაბერი შემეთვალიერებინა.
წელსზემოთ შიშველი იყო, ამჯერად არც ჟრალი წვერი ამშვენედა ადა არც მუქი სათვალე, სახე მრისხანებისგან მოღრეცოდა, ჭროღა თვალები ცბიერად მოეჭუტა და მისთვის დამახასიათებელი მაჰიპნოტიზირებელი მზერით მომჩერებოდა.
ინსტიქტურად უკან დავიხიე, შევამჩნიე ხელში პისტოლეტი ეჭირა და გულმოდგინედ მიმიზნებდა.
- მგონი გასაგებად გითხარი არ გაინძრე მეთქი.
კბილებში გამოსცრა, პისტოლეტი მკერდზე მომაბჯინა და მარცხენა ხელით ზერელედ გამჩხრიკა.
- კვლავ «დეტექტივობანას» თამაშობ? - ირონიულად მითხრა, შემდეგ უკნიდან მომიარა, პისტოლეტი მუქარით შეათამაშა და მოკლედ მიბრძანა, - ოთახში შედი.
როცა ბინის კარზე ვაკაკუნებდი, ყველაფერს მოველოდი, მაგრამ სამართალდამცავი თუ იარაღის მუქარით მძევლად ამიყვანდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რატომღაც მეგონა თორდია არაფორმალურ ძიებას აწარმოებს მეთქი, მაგრამ მისმა ქმედებამ ყოველგვარი იმედი გადამიწურა, გუნებაში საკუთარ თავს გავუბრაზდი, ყველა ხომ ჩემსავით პატიოსანი არ არი.
ესე იგი თორდიამ დამნაშავეთა მხარე დაიჭირა. დაიჭირა კი არა, თავიდანვე მათ მხარეს იყო.
განვითარებულმა მოვლენებმა ისე დამაბნია, რომ ხმა ვერ ამოვიღე, ამიტომ უტყვად შევაბიჯე ოთახში.
- რა გჭირს ენა გადაყლაპე? - კახაბერმა კარი შიგნიდან ჩარაზა და პისტოლეტის ლულით ოთახის სიღრმისკენ მიმითითა, - იქეთ წადი.
ბინაში თბილოდა, დახუთულ ჰაერში კვამლის სუნი იგრძნობოდა, ეტყობოდათ დიდი ხანი არ გაენიავებინათ, სიბნელეს მეორე ოთახიდან გამოსული ლამფის სუსტი შუქი ფანტავდა, სიჩუმეს კი ღუმელის ხმადაბალი გიზ-გიზი არღვევდა.
სანამ თორდიას ბრძანებას დავემორჩილებოდი, ჯერ ოთახი მოვათვაერე.
ვიწრო ჰოლში ვიდექი, საიდანაც ყველა ოთახში შემეძლო მოვხვედრილიყავი, ოთახების თვალიერებას აზრი არ ჰქონდა, ამის არც დრო მქონდა და არც განწყობა, ამიტომ მხოლოდ ზერელედ გადავავლე თვალი იქვე მოთავსებულ კედლის კარადას და ტანსაცმლის ცარიელ საკიდს.
- მიდი გაინძერი ბიჭო, - თორდიამ თავზე წამითაქა და პისტოლეტის ლულა ფერდში მტკივნეულად მკრა.
ასეთ რეაქციას არ ველოდი, კახაბერ თორდია ადრე ინტელიგენტირებული პიროვნების წარმოდგენას ტოვებდა, ახლა კი უკანასკნელი არამზადასავით იქცეოდა, შესანიშნავი მსახიობი ყოფილა, ოსტატურად მალავდა მის რეალურ ბუნებას.
ბიძგიდან წავბარბაცდი, წონასწორობა რომ არ დამეკარგა ხავერდოვანი შპალერით დაფარულ კედელს მივეყრდენი, გზად კუთხეში მიდგმულ პატარა მრგვალ მაგიდას დავეჯახე, მაგიდა გადაბრუნდა, იატაკზე ფურცლების გროვა და ძველებური ტელეფონის აპარატი გადმოვარდა.
- შენი დედაც... - ბილწად შემაგინა თორდიამ, - რა დაგემართა, სულ «გამოსირდი» ხო?
მერე მკლავში ხელი ჩამავლო და მისაღებ ოთახში ძალით შემაგდო.
- რა გჭირს «ბლიად», - უხეშად გავაშვებინე ხელი, - ხომ ხედავ მოვდივარ.
კახაბერმა გაკვირვებით შემომხედა, წამით მის ჭროღა თვალებში მრისხანების ნაპერწკლებმა გიკვესეს.
- ენაც ამოიდგი? - დამცინავად მითხრა, მარჯვენა ხელი სწრაფად მოიქნია და პისტოლეტის ტარი თვალებს შორის გამეტებით ჩამცხო.
ეს დღე მოულოდნელობებით იყო აღსავსე, რა თქმა უნდა ამ დარტყმასაც არ ველოდი, ჩემს წარმოსახვაში თორდიასთან შეხვედრა ყოველდვარი ექსესის გარეშე უნდა დასრულებულიყო, ვფიქრობდი ბინაში მივადგები და მშვიდად, ცივილურად «გავაიასნებთ» ყველაფერს მეთქი.
მაგრამ ნათქვამია «კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო» ეს ანდაზა სწრედ ჩემზე გახლდათ ზედგამოჭრილი, რეალობა ბევრად მწარე აღმოჩნდა, არც კახაბერი გახლდათ ის უწყინარი კრავი, როგორადაც თავს გვაჩვენებდა.
დარტყმამ სანახევროდ გამთიშა, ჯერ თვალწინ ფერად-ფერადმა ვარსკვლავებმა გაიკვესეს, მერე ერთბაშად სიბნელემ მომიცვა, ვიგრძენი როგორ მომეკვეთა მუხლები, გარემოს აღქმის უნარი დავკარგე, ყველა გრძნობა დამიჩლუნგდა ისე, რომ იატაკზე როცა დავენარცხე, გატეხილი შუბლის ტკივილიც არ მიგრძვნია.
სანახევროდ პარალიზებული ვიყავი, ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ისე აღვიქვამდი, როგორც სიზმარს, ქვეცნობიერად ვგრძნობდი ღრმა ჭრილობიდან, გამოჟონილი სისხლი, როგორ ჩამდიოდა პირში.
თუმცა ბუნდოვნად მაინც მახსოვს შემდგომ განვითარებული მოვლენები: - ვიგრძენი, როგორ დამწვდა ბეჭებზე თორდია, ოთახის განაპირას გამათრია, ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით შემიკრა და რის ვაი-ვაგლახით ძველ სავარძელში ჩამსვა.
სანახევროდ პარალიზებული და ხელ-ფეხ შეკრული უმწეოდ ვიჯექი მოუხერხბელ სავარძელში, გაპროტესტების თავიც არ მქონდა და მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოვიფარგლებოდი, შემდეგ თანდათან სიბნელეში ჩავიძირე და გონება დავკარგე.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, შეიძლება ორიოდე წუთი, შეიძლება მთელი საათი, გონს აუტანელმა სიცივემ მომიყვანა, ვიგრძენი ერთბაშად, როგორ გადამევლო თავზე ყინულივით ცივი წყალი და თავიდან-ფეხებამდე გამწუწა.
თვალები გავახილე, ჯერ მეგონა კოშმარული სიზმარი მეზმანა მეთქი, ამიტომ ცეცებით მოვათვალიერე ბუნდოვნად განათებული ოთახი და აღმოვაჩინე, რომ კოშმარი კვლავ გრძელდება, ხელ-ფეხ შებოჭილი უხერხულ სავარძელში ვზივარ, თავს კი წელსზემოთ შიშველი თორდია მადგას.
- გაიღვიძე? - დამცინავად მკითხა.
თავი ტკივილისგან მისკდებოდა, გატეხილი შუბლიდან გამოჟონილი სისხლი მხედველობას მიბუნდოვნებდა, ხელები ზურგსუკან მქონდა შეკრული, ამიტომ მხოლოდ ის მოვახერხე, რომ ენით გასისხლიანებული ტუჩები მოვილოკე, სისხლი იატაკზე გადავაფურთხე და ყრუდ ამოვიკვნესე.
თორდია მომიახლოვდა, სახე სახესთან მომიტანა და დამარცვლით მკითხა.
- საიდან მომაგენი?
არაფერი მითქვამს, უფრო სწორად მინდოდა მეთქვა, რომ ა, სხვისი სიცოცხლით ვაჭრობს და თუ ამ ცხოვრებაში სასჯელს გადაურჩება, საბოლოოდ მაინც ჯოჯოხეთის ალი ელის, მაგრამ ხმა ჩამწყდომოდა და სიტყვას ვერ ვიღებდი.
კახაბერმა ცოტა ხანი მიმზირა, მერე ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ გრაფინს ხელი დაავლო და წყალი თავზე ხელმეორედ გადამავლო.
- არ გესმის ბიჭო? საიდან მომაგენი? - გამიმეორა შეკითხვა.
ვიგრძენი როგორ ჩაუყვა კისერს ყინულივით ცივი წყალი, ზურგი, წელი და ტანსაცმელი დამისველა.
კანკალმა ამიტანა, მთელ სხეულში სიცივე ჩამიბუდდა, რომელმაც სულ გადაწონა გატეხილი შუბლის ტკივილი.
კბილს-კბილზე ვაცემინებდი, მაგრამ თავს ძალა დავატანე, სხეული დავჭიმე და თორდიას ვუპასუხე.
- გითვალთვალებდი.
არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი, შეიძლება მისი გაბრაზება მინდოდა, ან ქვეცნობიერად დროს ვწელავდი, მე ხომ მარიამისა და ხუციშვილის იმედი მქონდა.
თუმცა დროის გაწელვის რა მოგახსენოთ, მაგრამ გაბრაზებით მართლაც გაბრაზდა, სწრაფად მომიახლოვდა და მუშტი მთელი ძალით მომდო ყბაში.
თვალწინ კვლავ ვარსკვლავებმა გაიკვესეს, ოღონდ ამჯერად გრძნობა არ დამიკარგავს, პირიქით უფრო გამიაქტიურდა გარემოს აღქმის უნარი, ალბათ ყველფრის მიზეზი ის ადრენალინი იყო, რასაც ჩემი ორგანიზმი გამოჰყოფდა, არც სისხლი მიბინდავდა მზერას, რადგან სანახევროდ შედედებულიყო, ამიტომ გარკვევით დავინახე როგორ მომიშვირა პისტოლეტის ლულა.
- სიამვნებით გაგიხვრიტავ მაგ გამოტვინებულ თავს, - ბოროტად წამსისინა ყურთან, თუმცა სასხლეტისთვის არ გამოუკრავს, რატოღაც პისტოლეტი ქამარში გაირჭო, მისთვის დამახასიათებელი სულში ჩამწვდომი მზერა მომაპყრო და დამარცვლით მითხრა, - მაგრამ ცნობისმოყვარეობა არ მაძლებს ნებას.
უეცრად ყველა ფილმი და ყველა წიგნი გამახსენდა, რომელშიც მკვლელებზე თუ დამნაშავეებზე იყო საუბარი, ყოველ მათგანში აქტუალური «მკვლელის მონოლოგი» გახლდათ, როცა ბოროტმოქმედი მსხვერპლს სიკვდილის წინ გულს უშლის,
ცხოვრებაში მეგონა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ კახაბერის შემხედვარე მივხვდი, რომ კინოხელოვნება ან დიდ გავლენას ახდენს ბოროტმოქმედებს ყოფა-ქცევაზე ან სცენარისტებს ძალიან კაგად აქვთ მკვლელის ფსიქიკა შესწავილი.
ინსტიქტურად ვიგრძენი, რომ ახლა სწორედ მონოლოგის დრო დამდგარიყო, ამიტომ გონებას მოვუხმე, თორდიას თვალებში მტრულად მივაცქერდი და ხმადაბლა ვუთხარი.
- თავიდანვე არ მომეწონე.
ალბათ არ ელოდა ასეთ პასუხს, წამით გაშრა, მერე ჭროღა თვალები გამჭოლად მომაპყრო.
- მარტო ხარ? - მკითხა.
მარტო კი ვიყავი, მაგრამ ლაშას ოპერატიულობის იმედი მქონდა, წამით ვინანე ჩემი საქციელი, რატომ არ დავუჯერე მეგობარს? მისი დარიგება რომ მომესმინა ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდი.
კბილები ბრაზიანად გავახრჭიალე.
- ვერ გაიგე ბიჭო? იცის კიდევ ვინმემ აქ რომ ხარ? - კახაბერი ჯიქურ მომაცქერდა.
თავი უარის ნიშნად გავაქნიე და ხმადაბლა ვუთხარი.
- არა.
რამდენიმე წუთი მდუმარედ ვუმზერდით ერთმანეთს, ეს მცირე დრო შესანიშნავად გამოვიყენე, ახლა შედარებით უკეთ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჩემი მდგომარეობა შევაფასე, ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით მქონდა შეკრული, მისაღებ ოთახში ძველ სავარძელზე ვიჯექი, იქვე ნავთის ღუმელი, დაბალი მაგიდა და ძველებური ხის კარადა იდგა.
ოთახის მეორე კუთხეში კიდევ ერთ სავარძელს მოვკარი თვალი, რომელშიც გაუნძრევლად ჩასვენებულიყო ნიკა დობორჯგინიძე, მისი გაფითრებული სახე სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდა, თავი სავარძლის საზურგეზე გადაეგდო, მარჯვენა მკლავი იდაყვამდე მოეშიშვლებინა, სავარძლის გასწვრივ იატაკზე კი ცარიელი შპრიცი ეგდო.
- მოკალი? - ხმადაბლა ვკითხე თორდიას, ისე რომ ნიკასთვის თვალი არ მომიშორებია.
მან ამრეზით შემომხედა.
- ჯერ არა, - მოკლედ მიპასუხა, მერე მაგიდაზე მსუბუქად შემოჯდა, პისტოლეტი კუთხეში დადო და მშვიდად მითხრა, - ახლა მომიყევი რატომ არ მოგეწონე.
- შენც ამათთან ხარ შეკრული? - უმოძრაოდ მჯდომ ნიკას გადავხედე.
ცივად ჩაიცინა, ხელი გამომწვევად აიქნია და თვალი არ მოუშოებია ისე მიპასუხა.
- «ალილუა», - თვალებანთებულმა შეჰყვირა, - ბოლოს და ბოლოს ჩასწვდი ჭეშმარიტებას, მაგრამ რატომ გგონია, რომ მათთან ვარ შეკრული? და არა ისინი ჩემთან?
მის სიტყვებს ჩავუფიქრდი, ესე იგი რა გამოდიოდა? ის იყო ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანზატორი? რუხი კარდინალი? რომელიც ჩრდილიდან მართავდა ყოველ კანონდარღვევას?
- მეთაური შენ ხარ?
- ასეთი იდიოტი გგონივარ? - მან ორთავე ხელი მკერდზე დაიკრიფა.
არა - თორდიას იდიოტს ნამდვილად ვერ უწოდებდი, ის იყო: წინდახედული, შორსმჭვრეტელი, პროფესიონალი, განათლებული, მაგრამ არა იდიოტი.
ტუჩებმოკუმულმა ავხედე მაგიდაზე შემომჯდარს, მან ჩემი მზერა დაიჭირა, ცივად გაიღიმა და უბრალოდ მითხრა.
- მე ერთი უჩინარი თანამონაწილე ვარ, იდეის ავტორი და სული ჩამდგმელი კი უკვე ციხეში ჩააყუდეთ.
ვერ ვხვდებოდი ვინ ჰყავდა მხედველობაში, დაპატიმრებული დამნაშავეებიდან ყველას შეეძლო მეთაურობა შეეთავსა, თუმცა მათგან ყველაზე შესაფერისად - ჩაფრავა და აშბა მიმაჩნდა.
- ესე იგი ხელმძღვანელი უკვე დაპატიმრებულია? - დაბნეულმა ვიკითხე.
- რა თქმა უნდა, - მხრები აიჩეჩა თორდიამ, - ალბათ მიხვდი, რომ ბორის ჩაფრავაა მთავარი არამზადა, სწორედ მისი იდეა იყო უსახლკაროების «გასაღება» და ორგანოებად გაყიდვა, - მან უდარდელად მოავლო თვალი ოთახს და ხმადაბლა დაუმატა, - მე კი მხოლოდ მის მითითებებს ვასრულებდი.
რაღაც ძალიან მეეჭვებოდა თორდიას აღსარება, ის ზედმეტად ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ უბრალოდ მითითებები შეესრულებინა.
«უბეში შეყუჟული გველი, რომელიც მუდამ მზადაა დასაგესლად» - აი ვინ ყო კახაბერ თორდია, მთელი ეს დრო უმნიშვნელო თანამდებობას ოსტატურად ამოფარებული, დამნაშავეთა ჯგუფს ხელს აფარებდა, მათ მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს «აპრავებდა» და სანაცვლოდ ათასებს იჯიბავდა.
- მე კი მეგონა «ტრეფიკიორებს» ზემოდან მართავდნენ, - დაფიქრებულმა ჩავილაპარაკე.
- ყველაფერი გაცილებით მარტივია ბექა, - ჩაიხითხითა თორდიამ, - არც ჩაფრავაა «კაგებეს» აგენტი და არც დიპლომატთა კორპუსია ორგანოების გასაღებაში ჩართული.
სახტად დავრჩი, მდგომარეობის ასეთ ცვლილებას ნამდვილად არ ველოდი, მეგონა მაღალ ეშელონებში ჩაბუდებულ კორუფციას და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამნაშავეების მფარველობას ვამხელდი, მაგრამ თორდიას არ იყოს, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო.
- ანგარიში შვეიცარიის ბანკში, ან ჩეჩენი «ქილერი»? - ურწმუნოდ ვიკითხე.
კახაბერმა ხელი ჩაიქნია.
- ამისთვის სულაც არაა საჭირო, უცხო ქვეყნის საიდუმლო აგენტი იყო, - მაგიდიდან ჩამოხტა, ოთახში გაიარ-გამოიარა, - მთავარია ფინანსები გქონდეს, თორემ საჭირო კავშირების გამონახვას რა უნდა, - ღუმელთან შეჩერდა, პატარა ონკანი მოატრიალა და ნავთის მიწოდებას მოუმატა, - ანგარიში «BANჩ ჩOOP AG» ბანკში «ონლაინ» გავხსენი და სულაც არ დამჭირვებია შვეიცარიაში წასვლა, «ქილერს» კი ჩაფრავამ პანკისის ხეობაში მიაგნო.
რაღაც რიგზე არ იყო, თუ კახაბერი ამ დამნაშავეობრივი ჯგუფის წევრია, მაშ რატომ იღებდა აქტიურ მონაწილეობას მისი თანამზრახველების განადგურებაში?
- ყველა მოატყუე? - ვკითხე.
- მოტყუება რა შუაშია, - თორდიამ შეურაცხოფილი სახე მიიღო, - უბრალოდ, მცირე მანიპულაციების წყალობით ძიებას სულ სხვა მიმართულება მივეცი, «კაგებეს» აგენტობისა და დამნაშავე დიპლომატების «ლეგენდამ» გაამართლა, «ტრეფიკიორებს» მაგრად «დაერხათ», მე კი კვლავ უჩინარი დავრჩი.
მართალს ამბობდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ერთი ჩვეულებრივი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც პატიოსნად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, სინამდვილეში დამნაშავეობრივ სინდიკატთანაა შეკრული.
მართალია მისი მუდმივი ოპოზიციონერება, თავიდანვე მძაბავდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებში და ისიც უბრალო შემთხვევითობის წყალობით აღმოვაჩინე, რომ კახაბერიც ამ დანაშაულშია გარეული.
- საქმეები კარგად მიდიოდა, - როცა ღუმელმა გიზ-გიზს მოუმატა, თორდიამ სწორედ ის მონოლოგი დაიწყო, რომელსაც ველოდი, - მაგრამ ამ იდიოტის წყალობით ყველაფერი თავუკუღმა დადგა, - ცივად გადახედა სავარძელზე მისვენებულ ნიკას, მიუახლოვდა და ფეხი გამეტებით მისცხო ფერდში.
დარტყმამ სავარძელი გადააყირავა, ნიკა მოწყვეტით გადავარდა და იატაკზე ბრაგვანით დაენარცხა, დავარდნისას საწყალობლად ამოიკვნესა, გაოცებული დავრჩი, მეგონა მკვდარი იყო, ის კი ცოცხალი აღმოჩნდა, თავი იატაკიდან წამოსწია, თვალები უაზროდ მოავლო ოთახს, ლოყაზე ჩამოდენილი დორბლი ძველ პარკეტს მიახოცა და გმოშტერებული სახით მიაჩერდა წინა კედელს.
ამ სურათის შემხედვარე დავრწმუნდი, რომ იგი ნარკტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.
- დამპალი ნარკომანი, - ბრაზიანად ჩაისისინა თორდიამ, - იმის ნაცვლად, რომ დონორი გაურთულებლად მიეყვანა საავადმყოფომდე, ვიღაც «ნაშებს» გადაეყარა, მერე კი თქვენც გამოჩნდით... - სიტყვა არ დაუმთავრებია ისე აარიდა ზიზღიანი მზერა დობორჯგინიძეს.
მონუსხული ვუმზერდი გაშხლართულ ნიკას, გავიხსენე ცოტა ხნის წინ ძალით რომ შეიყვანა კორპუსში, ახლა კი გათიშული ეგდო იატაკზე, ადვილი მისახვედრი იყო რასაც უპირებდა, იქნებ მეც ეს ხვერდრი მელოდა?
სულაც არ მინდოდა სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ აზრები თავისთავად მომდიოდა გონებაში, შექმნილი სიტუაციაც უწყობდა ხელს უარყოფითი ემოციების წარმოქმნას.
თვალი ძლივს მოვაშორე ნიკას გაფითრებულ სახეს, მზერა ოთახს მოვავლე, კარადაზე პატარა მაღვიძარა საათი იდგა, სიბნელის წყალობით მისი ციცქნა ციფერბლატი ძლივს ჩანდა, მხედველობა დავძაბე და აღმოვაჩინე, რომ ჯერ მხოლოდ ღამის სამის ნახევარია, ესე იგი მას შემდეგ რაც ბინაში შემოვედი ნახევარ საათზე მეტი არ გასულა.
ამ ხნის განმავლობაში კი თორდიამ მცემა, შემბოჭა და სადაცაა გულის გადაშლასაც მოასწრებს.
ლაშა კი მინიმუმ ერთ საათში მოვა, თუ რამე არ ვიღონე და დრო არ გავწელე, ამ ტემპით თორდია რამდენიმე წუთში გამისტუმრებს საიქიოს.
სინტერესო საუბარი უნდა გავუბა. გონება დავძაბე, ჰაერი ხმაურით შევისუნთქე და ჩახრინწული ხმით ვკითხე.
- ვერ გავიგე რატომ «ჩაუშვი» შენიანები?
იმ მომენტში ეს შეკითხვა ყველაზე საუკეთესოდ მომეჩვენა, შემეძლო სინდის-ნამუსზე, ღვთიურ სასჯელზე და ათას სისულელეზე ჩამომეგდო საუბარი, მაგრამ მაინც ეს ვკითხე.
კახაბერი გამომცდელად მომაცქერდა, მერე კვლავ მაგიდაზე ჩამოჯდა.
- ვიცი რაც გჭირს, - წყნარად მითხრა, - ეგ დეტექტივების სენია, მით უმეტეს ახალბედების, მუდმივი უკმარისობის შეგრძნება, თითქოსდა რაღაც ნაწილი აკლია მოზაიკას, - გამომცდელად მომაჩერდა, - ასე არ არის?
საოცარი იყო, სწრედ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა აღწერა, მეც ხომ ანალოგიურად განვიცდიდი უკმარისობას «ტრეფიკიორთა საქმის» მიმართ.
- მე დაგეხმარები, - კვლავ მშვიდად მითხრა, - ყველაფერს მოგიყვები, მაინც ამ ბინაში უნდა დარჩე სამუდამოდ, ნიკა კი კომპანიონობას გაგიწევს, - ცივად გაიცინა და დამარცვლით დააბოლავა, - ასე რომ სიკვდილის წინ სრულ სიმართლეს გაიგებ.
სწორედ იმ მიმართულებით ვითარდებოდა დიალოგი, როგორც ვგეგმავდი, მართალია მისმა სიტყვებმა სულაც არ აღმაფრთოვანა, რადგან რამდენჯერმე ახსენა - სიკვდილი, მაგრამ იმედი მქონდა თავის აღსარებას მინიმუმ ნახევარ საათს მაინც მოანდომებდა.
თვალი მალულად გავაპარე საათისკენ და მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ვუთხარი.
- გისმენ.
- ის დასირებული ბონდარენკო მე და ნიკამ ერთად შევარჩიეთ, - შუბლმოჭმუხნულმა დაიწყო, - უსახლკარო, უპატრონო, კოჯრის ბავშვთა სახლში გაზრდილი, თითქმის უჩინარი, მის სამედიცინო ბარათში მითითებული რეციფიენტები, ზუსტად ესადაგებოდა ახალი კლიენტის მოთხოვნებს.
ასეც ვიცოდი, ჩემი ვარაუდები თანდათან მართლდებოდა.
- რამდენიმე თვე ვუთვალთვალებდით, შესაფერის მომენტს ვეძებდით, ნიკა კონტაქტში შევიდა, ყველაფერი იდეალურად ავაწყვეთ, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა დონორი საავადმყოფოში უნდა მიეყვანა, სადღაც დაბოლდა და ვიღაც «ნაშებს» აეკიდა, მერე თქვენ გამოჩნდით და კეფეში ის ინციდენტიც მოხდა.
თორდიას ნაამბობმა მიმახვედრა, რომ გოგონები არ იყვნენ ამ ამბავში გარეული, რა თქმა უნდა არც თათიას მამა გახლავთ კორუპირებული, ამ აზრმა შვება მომგვარა, რადგან გოგონების მიმართ ასე თუ ისე სიმპატიით ვიყავი განწყობილი.
ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ არასწორ გეზს ვადექი, კახაბერმა კი სწორი გზა დამანახა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ დარწმუნებული იყო, ამბავი ამ ბინის კედლებს ვერ გასცდებოდა.
- და როცა საფრთხე იგრძენი, მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტე?
- ყოჩაღ, - თორდიამ შემაქო, - არის შენში რაღაც, - წამით დაფიქრდა, გონება მოიკრიბა, - თავიდან იმედი მქონდა, ყველაფერი გამოკეთდებოდა, დონორიც საჭირო ადგილზე და «საიმედო» ხელში მოხვდა, ნიკა საავადმყოფოდან გავიყვანე, მდიდარი მშობლების ლეგენდა გამომადგა, მთელი კვირა ამ ბინაში ვკურნალობდი, ეს იდიოტი კი ადგა და გაიპარა, - მან ბრაზიანად შეხედა იატაკზე მისვენებულ ნიკას.
ოჰო ეს უკვე სიახლე იყო, უთანხმოება დამნაშავეობრივ დაჯგუფებაში, ალბათ ის გახდა პირველი მიზეზი იმისა, რომ თორდიამ მშრალად გამოძრომა მოინდომა.
- როცა ასპარეზზე თქვენ გამოჩნდით, თან ცოცხალი და საღ-სალამათი ჯაბა ბონდარენკოც მოიყვანეთ, სწორედ მას შემდეგ მივხვდი, რომ თუ რამეს არ ვიღონებდი ჩემი სიცოცხლე ციხის კედლებს მიღმა გაგრძელდებოდა.
- და იმიჯი შეიცვალე, - ეშმაკურად მივმართე, - მუდმივი ოპოზიცია იყავი და აქტიური პოზიცია გახდი, ბონდარენკოსაც კი უმკურნალე.
თორდიამ ირონიულად გაიცინა.
- სხვათა შორის საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩემი იდეა იყო, - ნიშნის მოგებით მომიგო.
- კატალიზატორის ეფექტი?
- კატალიზატორზე უკეთესი, როცა ჩაფრავამ, მოდებაძემ და აშბამ მკვდრად ჩამთვალეს, საშუალება მომეცა გაპარული ნიკას ძებნა სიფრთხილის გარეშე განმეახლებინა, ცოტა გამიჭიანურდა, მაგრამ რაც მთავრია ვიპოვე და აქ მოვათრიე.
- რას გიშავებდა ეს საცოდავი? - სიბრალურით გადავხედე «კაიფში» მყოფ დობრჯგინიძეს.
თორდია ცოტა ხანი უტყვად მიმზერდა, მერე ჩემს გვერდით დადგა და როყიოდ მითხრა.
- ეს «პიტალო» ერთადერთია ვინც მიცნობს, რამდენიმე თვე ერთადაც კი ვცხოვრობდით ამ ბინაში, დანარჩენებმა ჩემს შესახებ არაფერი იციან: - არც სახელი, არც სახლ-კარი და მით უმეტეს არც საქმიანობა.
მართლა ჭკვიანი იყო თორდია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, როგორ მოახერხა ინკოგნიტობის შენარჩუნება? როცა თანამზრახველებთან ერთად დანაშაულებს გეგმავდა?
- ტყუილა გაქვს მაგის იმედი, მაინც ჩაგიშვებენ, ციხეში ადრე თუ გვიან ყველა ტყდება.
თორდიამ გამომწვევად გადაიხარხარა.
- ვერ ჩამიშვებენ მეგრე, - ირონიულად მომართა ჟორჟ სიმენონის დეტექტიური ნაწარმოებების მთავარი გმირის სახელით, მერე ჯიბიდან ხელოვნური ჟღალი წვერი ამოიღო და ცხვირ-პირზე მიიწება, - ასეთად მიცნობენ, მწითურწვერიან ნაძირალად, ასე რომ ჩემი ფოტორობოტი სამხილად არ გამოდგება.
აღფრთოვანებული ვიყავი, როგორც საკუთარ თავს უწოდა ამ «მწითურწვერიანი ნაძირალათი», ყველა დეტალი ბოლომდე ჰქონდა გათვლილი, ალბათ თავიდანვე გადაწყვიტა ამფსონების «გადაგდება».
- ამიტომაც გადაწყვიტე მათი თავიდან მოშორება?
თავი დამიქნია, იქვე მიგდებული სვიტერი ჩაიცვა, შემდეგ კარადიდან ამპულა და ახალი ერთჯერადი შპრიცი გამოიღო.
გულის სიღრმეში გამკენწლა, მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა, პროფესიით ექიმი იყო და მტერსაც სამედიცინო გზებით იშორებდა თავიდან, იატაკზე გაშხლართულ ნიკას გადავხედე, ალბათ მოკლე ხანში მეც მასავით ვეგდებოდი უგონოდ.
- ახლა რომ ვთქვა პირადი არაფერი, უბრალოდ ბიზნესი იყოო, ბანალური გამოვა, - თორდიამ შპრიცს თავი წაატეხა, - აქ პირადულიც იყო და ბიზნესიც, მაგრამ მთავარი როლი იმ ოთხმა მილიონმა დოლარმა ითამაშა, რომელიც ჩაფრავას ანგარიშზე დევს.
უეცრად გონება გამინათდა, რა თქმა უნდა ოთხი მილიონი დოლარი, ეს სწორედ ის კატალიზატორი იყო, რომელმაც თორდიას აქტიური მოქმედებისკენ უბიძგა.
კახაბერმა შპრიცი წამლით აავსო, ცარიელი ამპულა იატაკზე მოისროლა და თვალებში გამომცდელად მომაჩერდა.
- გატყობ ყველაფერს მიხვდი, - ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, - რატომ უნდა მივიღო ათი პროცენტი, როცა შემიძლია ასივე ჩემი გახდეს? თუ გახსოვს წეღან გითხარი ჩაფრავას ანგარიში მე გავხსენი-მეთქი, ასე რომ მისი «ონლაინ» მართვა შემიძლია, თანხას ჩემს პირად ანგარიშზე გადავრიცხავ და სულ მალე მილიონერი გავხდები, - ცინიკურად ჩაიცინა, - მგონი ურიგო დასასრული არ არი, ხომ მეთანხმები მეგობარო?
თორდიამ შპრიცი მოამზადა, ზურგსუკან შეკრული მკლავი მომიშიშვლა, შევეცადე წინააღმდეგობა გამეწია, ავფართხალდი, მაგრამ იდაყვი ძლიერ დამაჭირა კეფაზე, მერე ოდნავი ჩხვლეტა ვიგრძენი და მსუბუქ წვასთან ერთად უცნობი პრეპატარატი მთლიანად ჩაიცალა ჩემს ვენაში.
- უხ შე ნაბოზვარო, - კბილებში გამოვცერი.
თორდიამ გამომწვევად გადაიხარხარა და მსუბუქად მიბიძგა, ვიცოდი საიმედოდ ვიყავი გაკოჭილი, მაგრამ მაინც გავიბრძოლე, ხელების გახსნა ვსცადე, ფეხზეც წამოვდექი, თუმცა კახაბერმა წიხლი გამეტებით ჩამცხო მუცელში და სავარძლიდან იატაკზე გადამაგდო.
- ტყუილა იჭაჭები, მაინც არაფერი გიშველის, - ცივი ხმით მითხრა, - ცოტაც და ნირვანაში 1 გადასახლდები, უმაღლესი ხარისხის მორფინი 2 გაგიკეთე, ისეთი როგორსაც სიცოცხლეში ვერ ეღირსებოდი.
წამალმა მალევე იმოქმედა, ეტყობოდა მართლა უმაღლესი ხარისხის იყო, იატაკზე დავარდნილს ყველაფრის სურვილი გამიქრა, ენით აუწერელ სიამოვნებას განვიცდიდი, გამოლენჩებული ავსჩერებოდი ჭერს, წამით ნიკა გამახსენდა, ისიც ხომ დორბლმორეული უაზროდ იყურებოდა სიცარიელეში, ალბათ მეც მასავით «წაშლილი სიფათი» მქონდა.
ვგრძნობდი რომ თანდათან «გავდიოდი» რეალობიდან.
მხედველობა დამებინდა, ჩაბნელებული ოთახი, რუხმა ბურუსმა დაფარა, მისი წყალობით თორდიას ფერმკრთალმა სახემ, ადამიანური იერი დაჰკარგა და არნახულ «მონსტრად» გადაიქცა.
ექსპერტი ჩემს თავთან დახრილიყო და წებოვანი ლენტით შეკრულ ხელ-ფეხს მიხსნიდა, ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ თავისუფალი ვარ, შემიძლია გადარჩენის მიზნით რამე მოვიმოქმედო, მაგრამ ძალა არ მყოფნის და უმაქნისად ვაგდივარ იატაკზე.
შემდეგ კახაბერმა თავზე კეპი დაიხურა, სახეზე მიწეპებული წვერ-ულვაში გაისწორა, ოთახის კუთხეში მიგდებულ სპორტულ ჩანთას ხელი დაავლო, იქედან პლასტმასის ორი ბიდონი ამოიღო და მაგიდაზე შემოდგა.
შემორჩენილი ცნობიერების წყალობით ჩანთა ვიცანი - ადრე ნიკას აათრევინა კიბეებზე.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხორხიდან მხოლოდ საწყალობელი ხროტინი აღმომხდა.
- ნუ ზმუიხარ, - თორდიამ მუცელში წიხლი ჩამცხო, - მადლობა მითხარი, რომ მაგარ «კაიფში» კვდები.
მორფინისგან გაბრუებულს დარტყმა არ მიგვრძნია, თუმცა ვიცოდი საოცრად მტკივნეული იქნებოდა.
ექსპერტმა მაგიდაზე შემოდგმულ ერთ-ერთ ბიდონს საცობი მოხსნა და შიგ არსებული სითხე კედლის კუთხეს მიასხა, ოთახში ბენზინის სუნი დატრიალდა, ყნოსვის ატროფირებული რეცეპტორებით ძლივს შევიგრძენი სურნელი, ჩემი პარალიზებული გონებით კი გვიან ვიაზრე რის გაკეთებასაც აპირებდა თორდია - უნდოდა ცოცხლად ამოვებუგეთ მეც და ნიკაც.
- მგონი ნაყოფიერად ვისაუბრეთ, - ხალისიანად მითხრა, ხუმრობის ხასიათზე დამდგარიყო, ნელა მომიახლოვდა და ღიმილით დაუმატა, - ხვალ ამ ბინაში ორ დანახშირებულ გვამს იპოვიან, ექსპერტიზა გამოავლენს, რომ სიკვდილის წინ ორთავე «განგრეულ კაიფში» იყო, შეიძლება რომელიმე თვითმხილველმა საეჭვო წვეროსანი მამაკაცი დაინახოს, რომელიც ჩუმად ტოვებს ბინას, შეადგენენ ფოტორობოტს, აღძრავენ საქმეს, დაჰკითხავენ ბინის მეატრონეს, მაგრამ რაც მთავარია, მე ვერ მომაგნებენ.
კახაბერის სიტყვები ექოდ ჩამესმოდა ყურში, გაბრუებული ძლივს ვანსხვავებდი ხმოვნებსა და თანხმოვნებს ერთმანეთისგან, თუმცა აზრს მაინც ჩავწვდი.
მე და ნიკა განტევების ვაცები ვიყავით.
თორდიამ როცა ერთი ბიდონი დაცალა, მეორეს დაავლო ხელი და ამჯერად ბენზინი თავზე გადამავლო, თვალები ამეწვა, მომწავლელი სუნიდან ხველა ამიტყდა.
ცოტა ხანი ზემოდან დამსცქეროდა, მერე საწვავი მისაღები ოთახიდან ჰოლამდე იატაკზე დაასხა, კართან შედგა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ხელში სანთებელა მოიმარჯვა და ნიშნის მოგებით მომაძახა.
- მშვდობით მეგრე.
წამით საკუთარი თავი შემებრალა, არასდროს მიფიქრია, რომ სიცოცხლეს ასე საზიზღარად გამოვემშვიდობებოდი, თვალწინ მთელმა ცხოვრებამ ჩამირბინა, ბავშვობიდან დაწყებულმა და «დეტექტივობანათი» დამთავრებულმა, ნარკოტიკისგან გაბრუებულს ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა ჩემი წარსული და მას ისე აღვიქვამდი, როგორც წინა ცხოვრებას.
ბენზინის აუტანელი სუნი სულს მიხუთავდა, პირში უსიამოვნო რკინის გემოს ვგრძნობდი, კუნთები ატროფირებული მქონდა, ძალაგამოცლილი ვეგდე სველ იატაკზე, მაგრამ სიცოცხლის წყურვილი ჯერ კიდევ შემომრჩენოდა.
რაღაც სასწაულით პრეპარატის ზეგავლენას ვსძლიე და ფეხზე წამოდგომას სწორედ მაშინ ვეცადე, როცა თორდიამ სანთებელა აანთო, ჯერ სიგარეტს მოუკიდა ღრმა ნაფაზი დაარტყა და ის იყო სიგარეტი წკიპურტით მისაღებ ოთახში უნდა შემოეგდო, რომ რამდენიმე გასროლის ყრუ ხმა გავიგონე.
ჯერ ვიფიქრე ნარკოტიკიდან გაბრუებულს მომეჩვენა მეთქი, მაგრამ როცა კარის საკეტი ჭახანით გატყდა და თორდია გაოცებული მიტრიალდა უკან, მივხვდი ყველაფერი რეალურად ხდებოდა.
ექსპერტმა ვერაფრის გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ რკინის კარი ლაწანით გაიღო, ოთახში ხუციშვილი შემოვარდა, გავეშებული ეტაკა თორდიას და იატაკზე დასცა.
ეს სურათი ჩემს გონებაში ახლაც მყარადაა ჩაბეჭდილი, თვალებიდან არ ამომდის ხუციშვილის ფიზიონომია: - წინ წამოწეული ყბა, რისხვისგან ანთებული თვალები და მძლავრი სხეული, რომლის ქვეშაც მოყოლილი კახაბერი ისე ფართხალებდა, როგორც უსუსური წრუწუნა სათაგურში.
ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ იპყრობდა ჩემს ნერვულ სისტემას ნარკოტიკი, მხედველობა მებინდებოდა და მიუხედავად ბენზინის აუტანელი სუნისა, რომელიც ნესტოებს მიწვავდა, თანდათან გონებას ვკარგავდი.
ბოლო მომენტამდე მედგრად ვებრძოდი ნარკოტიკს, ვცდილობდი არ დავმორჩილებოდი მის მაცდურ ზეგავლენას, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ღია კარს მიღმა ლაშასა და მარიამს მოვკარი თვალი, მივხვდი ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს და თუ ამ ხნის განმავლობაში ნარკოტიკს ვეწინააღმდეგებოდი, ახლა დამშვიდებული მივნებდი პრეპარატს, გულაღმა ამოვტრიალდი და ძველ, ბათქაშჩამოყრილ ჭერს კმაყოფილი მივაცქერდი.


1. ნირვანა (სანს. निर्वाण, „დასასრული, ნეტარება“) - ბუდიზმში სულიერი განვითარების უმაღლესი საფეხური. სიტყვის ლიტერატურული თარგმანი ნიშნავს გამოსვლას, აორთქლებას - შესაბამისად ბუდისტურ კონტექსტში ესაა სიხარბის, სიძულვილისა და ილუზიისგან განთავისუფლება.
2. მორფინი - (სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული ძილის ღმერთის მორფეუსის დასახელებიდან - Μορφεύς ) ოპიუმის მთავარი ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადების დროს, რომელსაც დაერთვის ძლიერი ტკივილი, მორფინის ხანგრძლივი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს მორფინისადმი ავადმყოფური ლტოლვა ანუ მორფინიზმი.



№1  offline წევრი Rania

Ai ici rogor vkitxulobdii. Damuxtuli. Saocrad magari tavi iyooo. Vfiqrob insaxurebs girseul dasasrulss. Madloba didi. Ramdeni xania aswti kargi deteqtivi agar camikitxavss
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

კარგი იყო,მალე დადეთ ახალი თავი,ველიდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent