შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და გოგია - თორნიკე ზვიადაური


18-09-2019, 14:12
ავტორი laybara
ნანახია 328

7




წამოვწიე სიზმრებისგან გაჟღენთილი თავი და რას ვხედავ? პარკინსონა ყავით ხელში სკამზე იჯდა და შესციცინებდა დედამიწის შემასწავლებელ გადაცემას. ჩემ მოპირდაპირე მხარეს, ლაყბარა ისევ ლოგინში იწვა, ადიელასთან ერთად იშმუშნებოდა. ერთ მხარეს ჰქონდა გამოყოფილი და საცვალში ხელ ჩაყოფილი იფხანდა. გონჩა კუთხეში იჯდა, მანქანის ნაწილი ჰქონდა ამოტანილი და რაღაცას ჩაადენდა.
ფლოსტს დავწვდი და როცა ხელი მოვიქნიე, კურტანამ გამოიხედა, სანამ გაიაზრებდა რომ მის მიმართულებით ჩუსტი მიფრინავდა, იქამდე კი პირდაპირ სახეში მოვარტყი.
გამეცინა, თუმცა ეს სიცილი სიმწრის გახდა. ენგრი ბირდსის ამარა ვიყავი, როცა ზედ დამაჯდა და ქალუსია დარტყმები დამიწყო. ფლაშუნზე გავიაზრე მორიგი გონჩა იყო. ცალი თვალით ვხედავდი რომ ლაყბარამაც გაიღვიძა. ზორბი მაშინვე მხრებ გამართული ისე გამოემართა, ასე მეგონა, რაც ხუმრობას ეხებოდა მსგავს არაფერს აპირებდა. ნამეტანი სერიოზული სახით დაგვადგა. წონა ჩემზე გაორმაგდა, თუმცა როგორც ჩანდა კურტანა არც თუ ისე უკეთ იყო. შემდეგ გონჩა, ასე თუ ისე წუხდებოდა და ლაყბარა კიდევ გამეფებული იყო, როცა დათვისებურ ხმებს გამოსცემდა.
ღონე არ ჭრიდა, რის გამოც დავიწყე გაპარვა. ხელები გავყავი, შემდეგ ტანი ავაყოლე, ბოლოს ფეხიც ისე გამოვაძრე, თითქოს იმ კარებიდან ვიპარებოდი, რომელიც აღარასდროს გაიღებოდა. მერე კი გავიფიქრე, ახლა დაგიბრედიათ ერთმანეთი - მეთქი.
ფანჯრიდან გადავიხედე, ის დრო იყო როცა პრიუსმა სიგნალი ატეხა. ვერ გავიგე სიგნალის მიმართულება საით იყო, სანამ წვერის ფხანვისას არ გავშტერდი. იქიდან სუნიანი, ბეკეკა, გაფლაშული და მინიმენა არ გადმოვიდნენ? ამოიხედეს, მე კი პირი დავაღე და რატომღაც ორივე ხელი უბეზე ჩამოვიდე.
აჩქარებულმა აზრებმა შემომიტია, წუხანდელი დღე გავიხსენე, როგორც მახსოვს, აქ მოსულმა არაფერი გამიფუჭებია, დაძინებამდე ფანჯარასთან ვიჯექი და ვიფურთხებოდი, რის შემდეგაც მურთფილმების ძებნა დავიწყე. ტელევიზორმა აურია და მეც ტრაკზე შემოვცხე, ქალს რომელსაც მკერდის პატარა ზომა ჰქონდა, გაუდიდდა, ოღონდ მხოლოდ სიგანეში, თითქმის მხრებს უტოლდებოდა. მოკლედ მურთფილმებზე ის ტელევიზორი აღარ გამომადგებოდა. ჩავრთე კომედია ფილმი, ახალ სახეებზე კი იმით ვკაიფობდი, რომ ყველას სხვადასხვანაირი დიდი თავი ჰქონდა.
ფილმიც მალევე დასრულდა, რადგან როცა ის შემითრევდა, ლაყბარა გვერდიდან, გონჩა კიდევ უკნიდან ჩუსტებს მესვრიდნენ - დაიძინეო. მე კი გაბრაზებული ხმას ავუწევდი, მაშინაც ვერ გამეგო, გონჩამ რისთვის დაიქირავა დანარჩენი სამი ოთახი, თუ ყველა ჩემ ოთახში იძინებდა? ააა, წრუწუნა, ერთ ოთახში წრუწუნა გვყავდა გამომწყვდეული.
ლოგინიდან ამდგარიყვნენ, თითქოს ჩემსკენ წამოსვლას აპირებდნენ, მე კი ვფიქრობდი რომ თქვენი თავი არ მაქვს - მეთქი, და არც თქვენ გაქვთ მაგის თავი. ოთახიდან საცვლის ამარა გავიქეცი, ისინიც მე გამომეკიდნენ. რომ არავის დავენახე, მოპირდაპირე მხარეს ოთახში მალე შევედი. წრუწუნას ვეძებდი - ცოცხალს. კარგა ხანი დავიწყებული გვყავდა.
რა ადგილას დავტოვეთ, დავიწყებული მქონდა?
კუთხეში, წყალი ისევ იქ იდგა, მაგრამ საჭმელი? იქ ისევ ბროკოლის ნარჩენი დამხვდა. წრუწუნა მოკაკული იჯდა, საცოდავად. ჩავიმუხლე და კარგა ხანი დავაკვირდი.
- აბა რა გქვია? - ვკითხე.
- ანდრია..! - დაყოვნებით ამოიღო ხმა.
- სხვა რამე მოიფიქრე…! ეგ არ გერქმევა.
ამის შემდეგ მისი ხმა არ გამიგია. როგორც ჩანდა საქმე სხვა რამეში იყო.
- მოკლედ, დრო არ გვაქვს… - ვთქვი თუ არა ნიკაპი ზევით აწია. - გაგიშვებთ, ოღონდ აქამდე უნდა დაივიწყო სად იყავი, რა მოხდა? გესმის?
- მე ისედაც არ ვიცი… სად ვარ… - ცრემლები მოიწმინდა. - სად უნდა წავიდე?
- სად უნდა წახვიდე? შენს მაღაზიაში… არ გახსოვს სად მუშაობდი?
- ააა, ხომ ჩემი მაღაზია, დღეს უნდა ვმუშაობდე. - რაღაც გაახსენდა.
- გახვალ აქედან... ეს რამდენიმე დღე უნდა დაივიწყო... გესმის?
თავი დამიქნია, მაგრამ მგონი არ იცოდა, რაზე მეთანხმებოდა…
დრო არ ითმენდა, საცვლის ნაგლეჯი მოვიმარჯვე თუ არა ლაყბარა დამადგა, რამდენჯერმე მოსინჯა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- ხომ რა, რა გაგიკვირდა? ყველაზე ფართო შენ გქონდა, სხვა ვერაფერი ვიპოვე. - მაინც გამეღიმა, და წრუწუნას თვალებისკენ წავიღე. შემოვახვიე, უკან გავნასკვე და წინ მოვსინჯე.
შუქი ავანთე, ლაყბარამ წრუწუნას ხელი ჩაავლო, ააყენა და კარებისკენ წაიყვანა. კიბეებზე ჩავირბინე. ხელი დაბლა დავაქნიე, რომ მენიშნებინა მალე ჩამოიყვანე - მეთქი, წრუწუნა კი ფრთხილობდა, და ხვდებოდა რომ კიბეებზე ჩამოდიოდა. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, არავინ ჩანდა, საუბარში გართული მომსახურეების გარდა.
წრუწუნა ჩემთან ახლოს მოვიდა, თვალებიდან საცვალი ნელ-ნელა მოვხსენი, იქამდე კარებთან დავაყენე, და საბოლოოდ კვანძი გავხსენი, თვალები რომ გაახილა, გახსნილი კარების წინაშე იდგა. იდგა, თითქოს მიწოლა ან ამორტყმა უნდოდა. ასეც ვიზამდი, ვინმე საბრალო რომ არ ყოფილიყო. მოკლედ, ხელი ზურგზე მივადე, და მაშინვე შიშით დაიძრა.
კარებიდან გავიდა, უკვე დიდ ღრმა ჩასუნთქვას ვამზადებდი, როცა წრუწუნა გოგოს შეეჩეხა. მინიმენას დანახვა მაინც გამიკვირდა. ის ყბებს სწრაფ-სწრაფად იქნევდა, ასე მეგონა ძარცვისთვის შემოვიდა, იმ კომბინიზონიდან ახლა დეაგლეს ამოიღებდა და მოგვიშვერდა. მკვლელი თვალები მოჭუტა და კარგა ხანი დაგვაკვირდა. ჯერ უკან მიიხედა, რის შემდეგაც კიბეებს შეუდგა.
კარებში შემდეგი გამოჩნდა, მასაც საღეჭი რეზინა ედო პირში. მან გადაგვკოცნა. თვალი რომ გავაყოლე, ზურგზე გაპლეზილი თმები შევამჩნიე. უკანალზე კი ზმეიკა - ეს მომეწონა, ჩავიცინე და ის იყო, გაფლაშული შემოვიდა, შეცვლილი მეჩვენა. ვიწრო ნაჭრის შარვალი ბოლოებში განიერდებოდა, მხოლოდ ფეხსაცმელის წვერები მოუჩანდა - შთაბეჭდილება დამრჩა ბანკის ქალივით თვითდაჯერებული იყო. ვალდებულების ღიმილით გაიარა, როცა დავინახე შარვალში ორი ნაჭერი ბომბებივით როგორ ირხეოდა.
თავი ზევით აღვაპყრე, მზად ვიყავი “ვახ” დამეძახა. ერთიღა იყო დარჩენილი, ბოლოსაც ავიტანდი. ბეკეკა სტანდარტულად მომოჩვენა, მუქი ვიწრო ჯინსი ეცვა, ზევით კი თეთრი მაისური. რატომღაც სახეზე არ მიყურებდა, იღიმოდა და დაბლა მიაბყრობდა მზერას. დოინჯი მეკავა, აშკარად გაშტერებული ვიყავი თუ ახლა ვიყურებოდი და ენგრი ბირდსის საცვალში ნახატის ყველაზე გრძელ ნისკარტს ამართლებდა.
ყველასგან განსხვავებით მე მალევე ავირბინე. გოგოები იქ საეჭვოდ ტრიალებდნენ, გაცილებით მინიმენა, თითქოს რაღაცას ეძებდა.
- შენ, ჩაიცვი! - თითი მომიშვირა.
მე დავიბენი. ისე გამომივიდა თითქოს, მისი ნათქვამი შევასრულე. ჩანთიდან შორტი და მაისური ამოვიღე, თან ვიცმევდი, თან ფანჯრიდან ვიხედებოდი. გოგო დაბლა ტრიალებდა - უფრო შემეცოდა, თუმცა, ცოტახანში კადრი შეიცვალა და ის შავ მანქანაში ჩასკუმპდა.
მაგიდასთან ახლოს, გონჩასა და კურტანს შორის ჩავსკუპტი. ეს ადგილი არ მომეწონა, რადგან მინიმენა თავზე გვედგა. ისე გვიყურებდა თითქოს იცოდა, მე კი ვიცოდი რომ მან არაფერი იცოდა, იმის შესახებ, რასაც სინამდვილეში ვმალავდით.
- რა უქენით, იმ საცოდავ გოგოს? - ისევ მან ამოიღო ხმა და მაგიდიდან პარლამენტ აქვას დაწვდა.
თვალები ავაყოლეთ, როგორ აიღო და პირში როგორ ჩაიდო. ამასთანავე, კომბინიზონიდან ამოღებულ ასანთის კოლოფიდან გაუკიდა. ხმა ვერ ამოვიღეთ, ერთმანეთს ღიმილით შევციცინებდით… წამოვხტი, კიდევ ერთხელ ფანჯრიდან გადავიხედე, შავი მერსედესი ისევ იქ იდგა.
- ახლა ჩვენ გავიქცევით, ვივაჭრებთ და მალე დავბრუნდებით. - ვთქვი და უკვე გასასვლელად მოვემზადე. - თქვენ აქ იყავით, გარეთ მომდევნო სამი ოთახი ჩვენია.
მინიმენა და გაფლაშული მიყურებდნენ, თან თავს აქეთ-იქით არწევდნენ. მე არაფერი შევიმჩნიე, თავს დავაჯერე რომ მათი ქმედება ხუმრობა იყო. ოთახი დავტოვე და დანარჩენებიც გამომყვნენ, კიბეებზე უკან ვიყურებოდი ვინმე არ გამოგვყოლოდა. მთელი გზა ასე მომიწვევდა, სადმე შკოდის მაგივრად პირველ რიგში პრიუსი არ აღმომეჩინა.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent