შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (დასასრული)


20-09-2019, 01:09
ავტორი omexi
ნანახია 724

1996 წელი, 31 დეკემბერი, სამშაბათი.
ოთხი დღე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ტოქსიკოზის დიაგნოზით გავატარე, რომელიც ნაწილობრივ ბენზინის ორთქლმა და ნაწილობრივ დიდი დოზის მორფინმა გამოიწვია, მართალია ეს სამედიცინო დაწესებულება ჩემში უნდობლობას აღძრავდა, იქ დასაქმებულ მედიცინის ყოველ მუშაკს ეჭვის თვალით ვუმზერდი, მაგრამ მირიან ტყეშელაშვილის დაჟინებით იძულებულ გავხდი, ადგილობრივ ექიმებს მივნდობოდი.
მათი ძალისხმევით, ტოქსიკოზს ორ დღეში ვსძლიე, კიდევ ორი დღე რეაბილიტაციას დასჭირდა, ამ ხნის განმავლობაში, ვიტამინებით გაჯერებულ ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად, მედიკოსებმა გააქტიურებული ნახშირის აბებითაც გამჭყიპეს, რომელიც ორგანიზმს შლაკებისგან და ტოქსინებისგან წმენდდა.
ჭრილბები ნელ-ნელა მომიშუშდა, თუ მხედვეობაში არ ჩავთვლით ჩალურჯებულ თვალებს და დაბეჟილ გვერდებს სხვა მხრივ შესანიშნავად გამოვიყურებოდი, ზოგჯერ გულის რევის შეგრძნება მტანჯავდა, მაგრამ მკურნალმა ექიმმა დამაიმედა, რომ ეს ტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენა იყო.
მოკლედ თორდიამ სერიოზული ტრამვა მომაყენა. როგორც ფიზიური ასევე ფსიქოლოგიური, მაგრამ საბედნიეროდ ფიზიკურ რეაბილიტაციასთან ერთად, გადატანილ სტრესსაც ვსძლიე, რაშიც დიდი წვლილი მეგობრებმა შეიტანეს, სანამ კლინიკურ საავადმყოფოდან გამოვეწერებოდი - მარიამი, ლაშა და ფრიდონი გამუდმებით ჩემს გვერდით იყვნენ.
«ტრეფიკიორთა საქმის» შესახებ დეტალებს მაცნობდნენ, მართალი გითხრათ ამ ამბებმა ბევრად დადებითი შედეგი გამოიღო, ვიდრე ადგილობრივი ექიმების დანიშნულმა პრეპარატებმა.
როგორც მეგობრებმა მიამბეს, თორდიას სამი მუხლით წარუყენეს ბრალი: - ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა და რა თქმა უნდა ტრეფიკინგი.
თუ ამ მუხლების სიმძიმეს გავითვალისწინებთ, მას მთელი ცხოვრება საკანში გამოკეტავდნენ და დიდი ხანი ვერ ეღირსებოდა დღის სინათლეს.
- მართალი უთქვამს მაგ «გნიდას», - როხ-როხით მეუბნებოდა ხუციშვილი და იმ ვაშლს ახრამუნებდა, რომელიც მარიამმა დილით მომიტანა, - არანაირი დიპლომატები და რუსეთის აგენტები ამ საქმეში გარეული არაა, ეგ ყველაფერი კვალის ასარევად თავად თორდიამ მოიგონა.
- მეც პატარა გოგონასავით წამოვეგე, მის გადმოგდებულ ანკესზე, - დარცხვენით წარმოსთქვა მარიამმა.
- ეგ ელემენტარული შეცდომაა, - ლაშამ დაამშვიდა ქალი, - არ ღირს ნერვიულობად.
- არც ვნერვიულობ, უბრალოდ საკუთარ თავს ვუბრაზდები, როგორ ვერ შევამჩნიე, რომ გვატყუებდა.
- მაგარი მსახიობია ეგ «კრისა», - დაბოღმილმა ხუციშვილმა, ცელოფნის პაკეტიდან ახალი ვაშლი ამოიღო და გემრიელად ჩაკბიჩა, - მუდამ «კონტრაში» რომ იყო, მაშინ უნდა მიმვხდარიყავით.
ვხვდებოდი ბრაზი მოსდიოდათ, მტერი, რომ მეგობრად მიიღეს, «ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი» - გონებაში ამომიტივტივდა ეს შედარება, ალბათ მეც გავბრაზდებოდი, რამდენიმე წელი ტყუილებით, რომ გავებერე.
მაგრამ რაც მთავარია, ახლა ყველანი დაპატიმრებულები არიან, ამიტომ არაფრისმომცემი სინანულის ნაცვლად სჯობს, რაციონალურად ვიაზროვნოთ და ნაყოფიერად გამოვიყენო საავადმყოფოს კედლებში გატარებული დრო.
- უცხოეთში როგორ ასაღებდნენ საქონელს? - ამ შეკითხვით მეგობრებს ვაგრძნობინე, რომ უაზროდ ლაქლაქს სჯობდა ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეწოდებინათ.
მარიამმა გვერდულად გადმომხედა და მოკლედ მომიგო.
- აიჰან იმამიში გახლდათ მთავარი რეალიზატორი, ის ტრაბზონში თურქ მეკავშირეს ხვდებოდა და ორგანოებს გადასცემდა.
- მაგარი «სტრანნი» «როჟაა» ეგ იმამიში, გაურკვეველი წარმომავლობის, - ხუციშვილმა, ტუჩები ხელის გულით მოიწმინდა და როხ-როხით დაიწყო, - არც ქართველია, არც თურქი, არც ლაზი, ჯერ ვერ გაარკვევ რა კილოკავზე საუბრობს, ბათუმელი კოლეგები გადარეული არიან, ლინგვისტი მოიყვანეს, რომ მისგან ჩვენება აეღოთ.
- ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა ბექა, - შუბლმოჭმუხნულმა წარმოსთქვა მარიამმა, - მაგრამ რაც მთავარია, დაბრკოლებებს ვსძლიეთ და დამნაშავეები საკადრისად დავსაჯეთ, სამომავლოდ «შეფი» თურქ სამართალდამცავებთან აპირებს ალიანსის შეკვრას და ვინ იცის იქნებ გამსაღებლებზეც კი გავიდნენ.
ეს ძალიან შორეული პერსექტივა გახლდათ, კაცმა არ იცის რამდენი რამ მოხდებოდა, სანამ ქუთაისელი სამართალდამცავები საწადელს მიაღწევდნენ, ამ ხნის განმავლობაში კი შეიძლება თურქ რეალიზატორებს საფრთხე ეყნოსათ და საკუთარ «სოროებში» შემალულიყვნენ.
შუბლი მოვისრისე, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ იყო, ნელ-ნელა ვაანალიზებდი, რომ ახლა ნამდვილად დამთავრდა ჩემს მიერ წამოწყებული «დეტექტივობანა», მისი წყალობით, ამ მოკლე ხანში მწარე ცხოვრებისეული გამოცდა გავიარე, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში და რაც მთავარია, ნამდვილი მეგობრები შევიძინე.
«მეგობარი ჭირში იცნობა» - არის ასეთი ხალხური გამოთქმა, მე თუ მკითხავთ მართალია, რადგან მაშინ როცა ჩემს გვერდით მდგომ ადამიანებს ვუმზერდი, ვიცოდი საჭიროებას რომ მოეთხოვა - მარიამი კვლავ დაახლიდა ტყვიას რკინის საკეტს, ხუციშვილი კი დამნაშავის შასაპყრობად კვლავ გაიტანდა ბეჭით კარს, საოცრად მიყვარდა ეს ადამიანები და მეც მათი გულისთვის იგივეს გავაკეთებდი.
შემდეგ ხმამაღლა ამოვიოხრე და დეტექტივებს ის შეკითხვა დავუსვი, რომელიც საავადმყოფოში მოხვედრის დღიდან გონებიდან არ მშორდებოდა.
- გოგონების შესახებ გაიგეთ რამე? ცოცხლები არიან?
ლაშამ გაიღიმა, მხრები აიჩეჩა და მარიამს ეშმაკურად გადახედა.
- შენთვის კარგი ამბავი გვაქვს, - ქალმა ორი წამით პაუზა გააკეთა, საშუალება მომცა სიტყვების არსი გამეაზრებინა და განაგრძო, - გოგონები მშვენივრად გრძნობენ თავს.
ეს მართლაც მოულოდნელი სიურპრიზი იყო, აღფრთოვანებული მივჩერებოდი მარიამს და სულმოულთქმელი ველოდი ისტორიის დასასრულს.
- ფრიდონმა მიაგნო, - მარიამმა ოპერს მუჯლუგუნი წაჰკრა, - თბილისში არიან, მთელ დღეს სახლში ჩაკეტილები ატარებენ, გარეთ არ გამოდიან, არც საფრთხე ემუქრებათ. როგორც ადრე მითხარით თათიას მშობლები საკმაოდ გავლენიანი დიპლომატებია, - მარიამმა სათვალეების სქელი ლინზები გაწმინდა, - მათ შვილს რამე საფრთხე რომ დამუქრებოდა, დამიჯერეთ აუცილებლად მიმართავდნენ პოლიციას.
რა თქმა უნდა საგანგაშო არაფერი იყო, საფრთხე მას შემდეგ ავაცილეთ თავიდან, როცა ნიკა დობორჯგინიძე და კახაბერ თორდია გისოსებს მიღმა გამოვკეტეთ.
ცოტა ხანი ვდუმდი, მარიამის სიტყვებს ვიაზრებდი, მერე თვალები მოვჭუტე და კვლავ ვიკითხე.
- ესე იგი მისამართი იცით?
- რა თქმა უნდა, - ქალმა მხრები აიჩეჩა, - უფრო სწორად ფრიდონმა იცის, ფრიდონ! - ქალმა ხმამაღლა მიმართა ოპერს.
ხუციშვილმა ვაშლით სავსე პაკეტს სინანულით აარიდა მზერა და როხ-როხით თქვა.
- ახლავე გეტყვი, - მან ჯიბეები მოიქექა, - ზეპირად არ მახსოვს, სადღაც ჩავიწერე, დღეს შენს გახარებას ვაპირებდი.
გოლიათი რამდენიმე წუთი უშედეგოდ ეძებდა მისამართს, ეს რამდენიმე წუთი ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერი გამეანალიზებინა: - კაფეში მომხდარი იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ ლამის ერთი თვე გავიდა, სიტუაცია დაწყნარდა, ჩვენ გაგვამართლეს, დამნაშავეები შეიპყრეს.
ყველაფერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით რამდენჯერმე გაშუქდა, თათიას კი დღემდე ტელეფონი გამორთული აქვს, ყოველ საღამოს ვცდილობ მასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ ერთ დასკვნამდე მივედი, მას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, ტელეფონიც სპეციალურად გამორთო, შეიძლება სულ გაანადგურა ის ნომერი, მე კი ისეთი ტიპი არ ვარ, ვიღაცას თავი მოვაბეზრო და ძალით «შევეტენო».
ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ხუციშვილის ბოხმა ბარიტნმა რეალობაში დამაბრუნა.
- ვიპოვე, - შეჰყვირა მან, ჯიბიდან დაჭმუჭნული ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა.
ჯერ უტყვად დავჩერებოდი ფურცელს, მერე ჩამოვართვი, ცოტა ხანი ხელში მეჭირა, ვორჭოფობდი, ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, ფეხზე წამოვდექი, ფანჯარა გამოვაღე და ეზოში მოვისროლე.
- რა გააკეთე ბექა? - დაბნეულმა მკითხა ლაშამ.
- წარსულს დავემშვიდობე «ბრატ», - მივუგე, - მწარე მოგონებებსა და სინანულს დავემშვიდობე.
როგორც კი ფანჯარა მოვხურე უდიდესი შვება ვიგრძენი, მე ხომ ერთბაშად გავწყვიტე ის უხილავი კავშირი თათიასთან, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა, უკვე არავის წინაშე არ ვიყავი ვალდებული.
მას შემდეგ გოგონები არც გვიხსენებია, ისედაც თავსაყრელად გვქონდა სასაუბრო თემა, როცა ბოლოს და ბოლოს «ტრეფიკიორების საქმესთან» დაკავშირებული ყველა დეტალი ამოვწურეთ, ჩემი რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა.
მეგობრების წყალობით საავადმყოფოში გატარებული ოთხი დღე თვალსა და ხელს შუა ისე გაილია, რომ ვერც კი შევამჩნიე.
ერთხელ პატარა კურიოზიც კი მოხდა, მოულდნელად მამიდაჩემი დამადგა თავს, წარმოდგენა არა მაქვს საიდან გაიგო ჩემი ამბავი, გიჟივით შემოვარდა პალატაში, ფანჯარასთან მდგომი, რომ დამინახა ცოტათი დამშვიდდა, შვებით ამოისუნთქა, მერე გაგულისებულმა დოინჯი შემოიყარა და ქოქოლა დამაყარა.
- მითხრეს რომ ავარიაში მოჰყევი, ხომ გთხოვე ნუ აჰყვები შენს ლოთ და უსაქმურ თანაკურსელებს მეთქი.
მხრები ავიჩეჩე, არ ვიცოდი რა მეპასუხა, საერთოდ საიდან მოიტანა ავარია?
გაოცებული მივჩერებოდი მამიდაჩემს, გონებაში კი აზრები ქინქლასავით მერეოდა.
ის ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელი სახეზე მომისვა და მზრუნველად მკითხა.
- კარგად ხარ? რამე ხომ არ მოიტეხე?
გავუღიმე და მოვეხვიე.
- ყველაფერი კარგადაა მამიდა, - ვუთხარი, მერე შუბლზე ვეამბორე და ყურში ჩავჩურჩულე, - ეს ჩვენს შორის დარჩეს კარგი? იმედია ჩემებს არ ეტყვი.
- რა თქმა უნდა არ ვეტყვი, დედაშენი მომკლავს, - ხელები გაასავსავა მან, მერე რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, კართან დადგმულ პირთამდე სავსე ჩანთას დასწვდა და ხმადაბლა მითხრა, - აქ ხილი და ჩახოხბილია, ჭამე რომ მოძლიერდე.
ამასობაში ოთახში ექიმმა შემოიხედა, მის უკან მარიამი იდგა, მივხვდი ალბათ ექიმი თავად შემოაგზავნა.
მედიკოსმა ხმადაბლა ჩაახველა და მომთხოვნი ტონით წარმოსთქვა.
- ძალიან გთხოვთ პაციენტთან დიდხანს ნუ დარჩებით.
მამიდაჩემი დაფაცურდა, ექიმს თავი დაუქნია, მერე სწრაფად დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
როგორც კი მისი სილუეტი დერეფნის ბოლოში მიიმალა, პალატაში შემოსულ მარიამს მივუბრუნდი და ინტერესით ვკითხე.
- საიდან მომაგნო?
- ჩვენ დავუკავშირდით, - მიპასუხა, თან სქელლინზიანი სათვალე შეისწორა.
- რატომ? - გაურკვევლად ავიჩეჩე მხრები.
- სახლში რომ არ დაბრუნდი, იმ დღესვე პოლიციაში განაცხადა, იძულებული გავხდით შენს მდგომარეობაში გაგვერკვია, ტყეშელაშვილმა კი მიზეზად ავტოავარია მოიყვანა.
ისევ ტყუილი, თუმცა ზოგჯერ ტყუილიც საჭიროა, იმ წუთას ტყეშელაშვილის მადლობელი ვიყავი, რომ მამიდაჩემს სიმართლე არ გაუმხილა.
ამ ამბიდან მეორე დღეს საავადმყოფო დავტოვე, ახალი წელი ახლოვდებოდა, უქმეები დაწყებულიყო, საავადმყოფოში ჩემსა და მორიგე ექიმის გარდა არავინ დარჩენილიყო, ამიტომ როცა ბარგი-ბარხანა ავიკარი და ნელა ჩავუყევი კიბეებს, დავინახე სიხარულიდან როგორ უბრწყინავდა თვალები.
საავადმყოფოსთან ლაშა მელოდა, მისი დანჯღრეული «ნოლადინით», მოჟამული ამინდი იდგა, ციოდა, მოქუფრულ ზეცას ისეთი პირი უჩანდა, რომ საღამოს აუცილებლად გათოვდებოდა.
ახალი წლის თოვლს არაფერი სჯობს.
ერთიორად დაახლოებულ ნაცრისფერ ზეცას ავხედე, მერე მობუზულმა ხელები მოვიფშვნიტე და მანქანის კარი გამოვაღე.
- ესე იგი დღეს ვქეიფობთ, - როგორც კი კაბინაში მოვკალათდი, ღიმილით შემახსენა ლაშამ.
გონება დავძაბე, არ მახსოვდა სად ვაპირებდი ქეიფს, აღსაღნიშნი ნამდვილად ბევრი რამ გვქონდა: - წარმატებით დავასრულეთ ძიება, დამნაშავეები დავაპატიმრეთ, ბოლოს და ბოლოს სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ მართალი გითხრათ, სულაც არ მეცალა საქეიფოდ, საოცარ დაღლილობას ვგრძნობდი, ერთი სული მქონდა მალე მივსულიყავი სახლში და ჩემს ლოგინში გემრიელად დამეძინა.
როცა ლაშამ ჩემი დაბნეული სახე შეამჩნია, ხელი ჩაიქნია და შუბლმოჭმუხნულმა მითხრა.
- იმედია არ დაგავიწყდა, დღეს რომ მარიამთან ვართ დაპატიჟებული.
ბეჭები დაღლილად შევაქანე, მეგობარს გადავხედე, დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ ახალი წლის სასიამოვნო კომპანიაში გატარებაზე უარს არ ვიტყოდი, ამიტომ ლაშას ხელი მუხლზე დავკარი და მხიარულად მივუგე.
- რა თქმა უნდა ვქეიფობთ, დლამდე ვქეიფობთ




ეპილოგი

სადღესასწაულო სუფრას გაჩახჩახებული ჭაღი ზემოდან დაჰნათის, კუთხეში მიდგმული ტელევიზორი საახალწლო კონცერტის სასიამოვნო ჰანგებს გვახვევს თავს, ლამაზი გირლიანდებით მორთული ხელოვნური ნაძვის ხე კი ნაირფერად ბრჭყვიალებს.
ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ოთახში გამეფებული საახალწლო განწყობა გადაგედოს, მასპინძელი ხუმრობს, სტუმრები ეროვნული კულნარიული შედევრებით დახუნძლულ მაგიდას შემოსხდომიან და ოთახში დატრიალებულ სასიამოვნო სურნელს მთელი მკერდით ისუნთქავენ.
ხუთნი ვზივართ: - ლაშა, მარიამი, ფრიდონ ხუციშვილი, მეუღლესთან ნინოსთან ერთად და თქვენი მონა-მორჩილი.
გარინდული ველით ახალი წლის დადგომას.
ძველმა საათმა, რომელიც მარიამის კრეატიულად მოწყობილი მისაღები ოთახის სამუშაო კუთხეში დგას, თორმეტჯერ ჩამოჰკრა, იმავდროულად საახალწლო კონცერტის ჰანგები მიწყდა და მის ნაცვლად «მრავალჟამიერი» გაისმა.
ხუციშვილმა ზარის პირველი ჩამოკვრისთანავე მაგიდის შუაგულში ჩადგმულ შამპანურის ბოთლს ხელი დაავლო, საცობი ხმაურით გახსნა, შუშხუნა სასმელით მაღალფეხიანი ფუჟერები შეგვივსო, მერე სასმისი ხელში აიტაცა და ხმამაღლა ჩაიროხროხა.
- ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო.
- გილოცავთ, - ერთდროულად წარმოვთქვით და ფუჟერები წკრალით მივუჭახუნეთ ერთანეთს.
ქუჩიდან ფოიერვერკების ხმამ შემოაღწია, ფანჯრიდან მკვეთრად ჩანდა, როგორ სერავდნენ ჩაბნელებულ ზეცას ნაირფერი შუშხუნები.
- მოდით ჩვენც ხმაურით შევეგებოთ ახალი წლის შემობრძანებას, - იდეა მოგვაწოდა ხუციშვილმა.
შემდეგ ფეხზე წამოდგა, სახლიდან ეზოში გავარდა, მუხლებამდე თოვლში შეაბოტა, «კაბურიდან» «ტე-ტე» ამოიღო და რამდენჯერმე გაისროლა.
ანცი ბავშვებივით ავედევნეთ უკან, პისტოლეტის ხმა ფოიერვერკების გრილაში საბრალობელ ტკაცუნად ისმოდა, მაგრამ გვიხაროდა, რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანეთ საყოველთაო საახალწლო ხმაურში.
როცა ოვაციით გავაცილეთ ძველი წელი, ფოიერვერკების ზათქმაც იკლო, ოთახში შემობრუნდით, ტელევიზიით პრეზიდენტი გვილოცავდა ახალი წლის დადგომას და ტლეეკრანებთან მიმჯდარ ხალხს - ეკონომიკურ აღმავლობას, უმუშევრობის აღმოფხვრას, ევროპაში ინტეგრირებას, ეროვნული ვალუტის გამყარებას, ხელფასების მატებას, კომუნალური გადასახადების შემცირებას და კიდევ ათას სისულელეს ჰპირდებოდა.
- ოტო ფონ ბისმარკს აქვს ერთი საინტერესო გამოთქმა, - დღესასწაულისთვის შეუფერებელ თემას შეეხო მარიამი, - «არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ», - სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ცნობილი ციტატა, მერე ღიმილით გადმოგვხედა და სერიოზულად წარმოსთქვა, - მე ამ ჩამონათვალს ახალ წელსაც დავუმატებდი.
მასპინძლის აზრს ჩავწვდი, ეკრანზე გამოსახულ ჭაღარა პრეზიდენტს გავხედე, რომელსაც სათნო სახე, კეთილი ღიმილი და დიდი გეგმები ჰქონდა, სინამდვილეში კი ყველაფერი ფარსი იყო, ის უბრალოდ ცდილობდა მიამიტი ხალხისთვის კიდევ ერთი წელი გამოეტყუა, რათა სხვების უბედურების ხარჯზე, კვლავ გაეგრძელებინა საკუთარი იმპერიის შენება.
ჩემდა უნებურად პარარელი თორდიასთან გავავლე, თავიდან ისიც უმწიკვლო, ერთგული, მოყვასის მოყვარული ადამიანი მეგონა, სინამდვილეში კი ფულს დახარბებული ნაძირალა აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე ათასის სანაცვლოდ გვერდით მგომს იუდასავით გაჰყიდის.
- პატრიოტები სჭირდება ქვეყანას, - ჩემდაუნებურად ჩავიბურტყუნე.
- მართალი ხარ, - ჩემი სიტყვა აიტაცა ხუციშვილმა, მერე სასმისი შეავსო და სადღეგრძელო წარმოსთქვა, - ჩვენ გაგვიმარჯოს.
კვლავ მივაჭახუნეთ ფუჟერები.
რა თქმა უნდა პატრიოტები ვართ - პატარა, უჩინარი, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც პატრიოტები.



1. ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანიელი იუნკერი.



20 სექტემბერი, 2019 წელი.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, მადლობა ამ ემოციებისათვის.

 


№2  offline წევრი omexi

სტუმარი მანანა
დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, მადლობა ამ ემოციებისათვის.

მადლობა თქვენ.

 


№3  offline წევრი Rania

Didi madlobaaa. Shesanishnavi iyo dasacyisian dasasrulianadd. Imedi maqvs kidev shemogvtavazeb am janrshi ramesss
--------------------
Q.qimucadze

 


№4 სტუმარი kati

Shesanishnavi iyo.didi siamovnebit wavikitxavdi meore nawilsac.sadac ukve tanamedrove periodi iqneboda agwerili amave personajebis monawileobit.

 


№5  offline წევრი omexi

kati
Shesanishnavi iyo.didi siamovnebit wavikitxavdi meore nawilsac.sadac ukve tanamedrove periodi iqneboda agwerili amave personajebis monawileobit.

საინტერესო იდეაა.

 


№6  offline წევრი omexi

Rania
Didi madlobaaa. Shesanishnavi iyo dasacyisian dasasrulianadd. Imedi maqvs kidev shemogvtavazeb am janrshi ramesss

მადლობა, რომ კითხულობდით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent