შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (14)


21-09-2019, 22:13
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 5 759

-რა გავაკეთე? რა გავაკეთეე?!-კედელს ზურგით მიყრდნობილი ნიცა, ისტერიკას ვერ წყვეტდა.აკანკალებულ ხელებს დაჰყურებდა და ციებიანივით ბურდღუნებდა.გაფითრებული ლაურა შვილიშვილს ძლიერად ხვევდა მკლავებს და შიგა და შიგ წინ და უკან ნერვიულად მოსიარულე დათოს უყურებდა, რომელიც არანაკლებ ნერვიულობდა,გალურჯებულ ტუჩებს იკვნეტდა და დრო და დრო ამღერებულ ტელეფონზე გაცხარებით საუბრობდა.
-რატომ არაფერს გვეუბნებიან?-თავის თავს ჩაეკითხა სულაბერიძე და ნიცას გახედა,სახე შეშლილი ისევ რომ ბურდღუნებდა.
-რა გავაკეთე?-წამოიკივლა უცებ და ფეხები ჭირვეული ბავშვივით დააბაკუნა.-მოკვდებაა?!
-რას ამბობ ბები...
-მამა მოკვდებაა?!-იკივლა ისევ და სახეზე ორივე ხელი აიფარა,კედელზე ჩაცურდა და იატაკზე ჩამჯდარი ხმამაღლა აღრიალდა -თავს მოვიკლავ...თავს მოვიკლაავ...მანახეთ დაჩი! დაჩიი!!!-უცებ სრულიად შეშლილი წამოფრინდა ფეხზე და ხმამაღალი კივილით გაიქცა ინტენსიური განყოფილებისაკენ, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანით შემოყვანილ დევდარიანს პირველად დახმარებას უტარებდნენ. ორ ნაბიჯში დაწეულმა სულაბეიძრემ მოასწრო,წელზე მოხვეული ხელით ჰაერში ააფრიალა და ძალით დააკავა სკამზე.
-შეგიძლიათ დამამშვიდებელი მისცეთ?-შორიდან ისმოდა დათოს ხმა ექიმებს რომ უყვიროდა და ხელს არ უშვებდა გაგიჟებულ პატარა დევდარიანს,მისი ხელიდან დასხლტომას და იქით გავარდნას რომ ლამობდა სადაც მამა ეგულებოდა.
-დაჩიიი....-კედლებს რეტიანივით აწყდებოდა მისი კივილი-გამიშვით...გამიშვიი...არ მინდა დამამშვიდებელი მამასთან წამიყვანეთ,მამასთან მინდა...-ბურდღუნებდა უკვე სულაბერიძეს მკერდზე მჭიდროდ მიხუტებული, მამაკაცის ხელებს შებოჭილი რომ ჰყავდა და არ აძლევდა გატოკების საშუალებას.
-მშვიდად...მშვიდად...კარგად იქნება.დამშვიდდი პატარავ.მართლა კარგად იქნება ხომ იციი?
-რატომ აგვიანებენ პასუხს?-ისმოდა კიდევ ერთი კითხვა.
-რამე სერიოზულიაა?
-დამშვიდდით ყველაფერი კარგად არის- ისმოდა ექიმის ჩახლეჩილი ხმა
-დამამშვიდებელი მიეცით,შვილია...
   სიტყვებს ვერ არჩევდა,გაფითრებული, ცრემლიან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ცოტაც და გაგიჟდებოდა,ნერვიულობისგან კუჭის თავთან საშინლად სტკიოდა. სპაზმი კი იმდენად შემაწუხებელი იყო ღებინების შეგრძნებისგან, პირი სავსე ჰქონდა ნერწყვით რომელსაც ნაღვლის მწარე გემო შერეოდა. თვალწინ ედგა მამის გაფითრებული სახე და გალურჯებული ტუჩები. იმდენად უძლური იყო გონებიდან ეს კადრები გაექრო საკუთარი უძლურება აგიჟებდა,მის წინ დახრილ ახალგაზრდა ექთანს უყურებდა გამორეცხილი მზერით და ენის პირში მოტრიალების თავიც კი აღარ ჰქონდა.
-ყველაფერი კარგად არის...-ასაკიანი ჭაღარა მამაკაცი ისევ დათოს ესაუბრებოდა და მხარზე ღიმილით არტყამდა ხელს.-საშიში არაფერია,მაგრამ თუ არ დაისვენებს და მიხედავს თავს ესე ადვილად ვერ გამოვძვრებით.
-მადლიბა ღმერთს...
- სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. უეცრად განვითარებული ტკივილის შეტევები გულმკერდში, რომელიც გამოწვეულია მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე უკმარისობით.გადაღლა,სტრესი,აშკარად ნაბახუსევიც გახლდათ...სვამს,ეწევა რაც პირველი მტერია...სტაბილურადაა არაფერია საშიში. მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდა.რამდენიმე დღე აქ მოუწევს დარჩენა გამოკვლევებისთვის...ახლა პალატაშია და სძინავს, უმჯობესია თუ დავასვენებთ.
-ნახვა შეიძლებაა?
-უმჯობესია დღეს თუ არ გადავღლით..წაბრძანდით სახლში, დაისვენეთ.ნამდვილად კარგ ხელშია .
-მანახეთ,უბრალიდ მანახეთ...გეხვეწებით ვნახავ...-ჩურჩულებდა ნიცა რომელიც უკვე ლაურას მკლავებში გახვეულიყო.პალატაში დაწოლაზე სასტიკი უარი განაცხადა და დამამშვიდებლის შემდეგ რომელსაც უკვე დაეწყო მოქმედება ბებიის ხელებს მორჩილად მინდობოდა და ძილ ბურანს ებრძოდა.
-პალატაში გადავიყვანოთ...
-ხვალ ნახავთ ავადმყოფს, ეხლა სძინავს აზრი არ აქვს დაისვენოს...გოგონა წამოიყვანეთ და თავისუფალ პალატაში მობრძანდით შეგიძლიათ დილამდე დარჩეთ.
*******
 სახეზე ხელების ფრთხილმა შეხებამ აიძულა თვალები გაეხილა,თავს სუსტად გრძნობდა მაგრამ ტკივილები აღარ აწუხებდა. ფანჯრიდან შემოპარულ სუსტ შუქზე ადვილი მისახვედრი იყო დედაქალაქს გარიჟრაჟი სწვეოდა სტუმრად.ტუჩებ დახეთქილი,გაფითრებული ნიცა მის თავთან დახრილიყო და ათრთოლებული ნიკაპით ცდილობდა ცრემლის შეკავებას.დაჩის გახელილი თვალების დანახვაზე კი თავს ვეღარ მოერია და ამოისლუკუნა,ხროტინით ჩაისუნთქა ჰაერი და ტუჩები დაბრიცა.
-დაჩი...
-ჩემო სიცოცხლე-გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დააშორა დევდარიანმა და მის კისერში სახე ჩარგულ შვილს კეფაზე სუსტად მოხვია თითები.-ჩემო ერთადერთო
-მაპატიე...მაპატიე...-ატირდა ნიცა და სლუკუნით ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს.
-მაპატიე...
-შეგეშინდა...რისი შეგეშინდა,მე შენ მაგარი გოგო მეგონე.
-გაგიჟდიი? თავს მოვიკლავ შენ თუ აღარ მეყოლები...მამა
-მომისმინე...-თავი წამოაწევინა და ტირილისგან დასიებულ თვალებზე მონაცვლეობით აკოცა.-მე შენ მანამდე გეყოლები სანამ დაგჭირდება მამა...
-ესეიგი სულ...
-სულ...სულ..გეყოლები.აღარ იტირო,აღარ იტირო რა გთხოვ.
-ცუდად აღარ გახდები ხო?-წვრილი თითებით შუბლიდან თმა გადაუწია და ლოყით წვერიან ლოყაზე მიეკრო.-ცუდად აღარასდროს გახდები ხო?
-არა...
-მპირდები?
-კი გპირდები.-ნიცას ბავშვურ კითხაზე გაეღიმა,ღრმად ჩაისუნთქა მისი ნაწილის სურნელი და შეძლებისდაგვარად ძლიერად მოხვია მკლავი, შემდეგ კი თითქოს შვებით ამოისუნთქა.
-აღარ გაგაბრაზებ,აღარც დედასთან წავალ...
-მპირდები?-გაეცინა დაჩის.
-კი
-მოდი,ჩამეხუტე.-გვერდით გაიწია დევდარიანმა და მიწოლილ შვილს სახეზე ღიმილით მიეფერა.აწითლებულ ცხვირზე რამდენჯერმე აკოცა და მასთან უფრო ახლოს მიწეულს ძლიერად მოხვია მკლავი.-ჯანდაბა მა,სულ რომ ვკვდებოდე ისეთი ხარ მაგის უფლებასაც არ მომცემ.
-შენ გგავარ-გაეცინა ნიცას და წყლიანი თვალები შეანათა.-ლაურა სულ მეუბნება: გამოცხადებული მამაშენი ხარო...მასავით ჯიუტი და მოუსვენარიო.
-ჩემი პატარა ასლი...ამაყი ვარ.-გაეცინა.
-შენთან დავიძინებ.
-კარგი...
-ექთანი არ გამაგდებს?
-პატარა დევდარიანს ვინ გაგიბედავს?
-შენ არასდროს მოკვდები ხო?
-არა,ჩაწყობილი მაქვს ზემოთ საქმე.
-ნუ დამცინი...
-არ დაგცინი,მართლა.
-სახლში მალე წავალთ?
-ხვალვე წავალთ,გათენდეს.
-რომ არ გაგვიშვან?
-ვინ დაგვაკავებს?
-დაჩიი...-ამოიჩურჩულა ძილ ბურანში მყოფმა ნიცამ.
-ჰოუ...
-ძალიან მიყვარხარ.      
დილით პალატაში უხმაუროდ შემოსული ექთნის უკმაყოფილო ბუზღუნმა გამოაღვიძა, რომელიც ჩახუტებულ მამა-შვილს ტუჩ აბზუებული დაჰყურებდა და ვერ გადაეწყვიტა ხმამაღლა გაეპროტესტებინა პატარა დევდარიანის უკითხავად სტუმრობა თუ გაჩუმებულიყო.მაინც ვერ მოითმინა და ახალ გაღვიძებულ მამაკაცს რბილი ხმით დაუტია:
-აქ ესე შემოსვლა არ შეიძლება...თქვენ დასვენება გჭირდებათ,ჯერ ისევ სუსტად ხართ.
-თავს მშვენივრად ვგრძნობ...
-მეეჭვება ისე გამოიყურებოდეთ როგორც ფიქრობთ რომ ხართ...გოგონა გააღვიძეთ თქვენ კი ნორმალურად დაწექით და დაისვენეთ.ერთ საათში ექიმი შემოვლას დაიწყებს და თქვენს გამო შენიშვნას მივიღებ.
-შენიშვნას მე მოგცემთ თუ ჩემს შვილს გააღვიძებთ...მართლაც კარგად ვარ,ექიმს დაველოდები და იმედი მაქვს დღეს შევძლებ სახლში წასვლას და ჩემს საწოლში ძილს რომელიც ნამდვილად კომფორტულია.
   ოთახიდან გასულ ექთანს თვალი გააყოლა და ტკბილად მძინარე შვილს გადახედა.ნამდვილად არ გძნობდა თავს ისე კარგად როგორც იძახდა,სუსტად იყო და ერთადერთი რაც სურდა გვარიანად გამოძინება იყო რასაც დარწმუნებული იყო ვერ მოახერხებდა,რადგან დილდან დაიწყებდნენ მნახველები სიარულს.სავარაუდოდ ყველას ყურამდე მიაღწევდა მისი წინა ღამის მარცხი,რაც მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.ესე ცუდად ცხოვრებაში არ უგრძვნია თავი.არ შემცდარა, ექიმის სტუმრობის შემდეგ რომელმაც სასტიკი უარი განაცხადა მის სახლში გაშვებაზე და სანამ სრულ მკურნალობას არ ჩაგიტარებ გაპროტესტებაც გეკრძალებაო.ექიმს მოყოლილმა სახე წაშლილმა სულაბერიძემ, ძლივს შეიკავა თავი ქალივით არ ატირებულიყო მის მხარზე,-ცოცხალს რომ გხედავ რაღა მიჭირს-ო შვებით ამოისუნთქა და დაემუქრა :-სანამ აქედან ექიმი არ გაგწერს ფეხი არ მოიცვალო-ვო, თორემ თუ გავიგე გაჯიუტდი ტყავს გაგაძრობო,ლაურამ ცალკე დაღვარა ცრემლები,მამამისიც მოსულიყო და დერეფანში იჭამდა ხორცებს,შვილის დანახვაზე ბატონმა ზაზამ შვებით ამოისუნთქა და სავარაუდოდ უფალს მადლობაც კი გადაუხადა გონებაში.ბოლოს თითქმის ძალით გაუშვა შვილი და დედა სახლში ჩემი ნივთები მომიტანეთო და მთელი დღე ძილ ბურანში მყოფმა მაინც ვერ შეძლო გამოძინება.ზედმეტად ჰღლიდა ექიმების ფუსფუსი, გადამეტებულადაც კი მიაჩნდა მათი ყურადღება.ერთადერთი რაც უნდოდა სახლში წასვლა და საკუთარ საწოლში ჩაწოლა იყო მაგრამ გაჯიუტებამაც ვერ უშველა და საბოლოოდ ფარ-ხმალ დაყრილი დანებდა, კიდევ ორი დღით დარჩენილიყო ექიმების დაკვირვების ქვეშ.
*******
    მაგიდის ზედაპირს იდაყვით დაყრდნობოდა და ლოყის ქვეშ მუჭად შეკრული ხელი ამოედო.ნამძინარევი სახით ცხელ ცხელი ყავით სავსე ფინჯანს კოვზს ურევდა და ცდილობდა მთელი ღამის უძინარი სულ ცოტათი მაინც გამოფხიზლებულიყო.
-დილა მშვიდობისაა...-მამაკაცის ხმამ აიძულა თავი აეწია და ზემოდან დაჩერებული ტატო ჯავახიას დანახვაზე თვალები გაკვირვებისგან დაუმრგვალდა.
-როგორ ხარ მეგი?
-მძინავს...შენ როგორ ხარ? აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-სამხრეთის...-გაეცინა ტატოს და სკამზე ისე დაიკავა ადგილი ნებართვა არ აუღია.-ყავას სვამ?
-ჯერ გაცივებას ველოდები.რა ხდება შენსკენ ახალი და კარგი?
-ძველი მეგობრებივით ვისაუბროთ
-მიუხედავად ყველაფერისა, მე ჩემს მეგობრად გთვლი...-მხრები უდარდელი სახით აიჩეჩა ტატომ და ყავა თავისთვისაც შეუკვეთა.-შენ ასე არ თვლი?
-მე კატოს ბავშვობის მეგობარი ვარ...-ყავა მოსვა მეგიმ და თვალი -თვალში გაუყარა მომღიმარ ჯავახიას.
-და ის ფაქტი რომ მე და კატო ერთად აღარ ვართ ჩვენს მეგობრობას შეუძლებელს ხდის?
-რა გინდა?არასდროს ამბობ ბოლომდე სათქმელს და შენი ორაზროვანი საუბარი ცოტა არ იყოს და მაბნევს.
-იბნევი მეგიი?-სარკასტულად ჩაიცინა ტატომ.
-რა გინდა?!
-თავის დროზე რომ ამოგეღო ხმა დღეს აქამდე არ მოვიდოდით.
-რა გინდა რომ მითხრა?-წარბები შეკრა მეგიმ-შენი და კატოს დაშორება ნაწილობლივ ჩემი ბრალია?
-შენ ესე არ თვლიი?
-არა
-შეგეძლო გეთქვა: კატო, დევდარიანს ხვდება და ამის შესაჩერებლად რამე მოიმოქმედეო.
-შენს სისუსტეს მე ნუ გადმომაბრალებ...-ხმას დაუწია მეგიმ და წინ გადახრილმა ბრაზით შეხედა თვალებში.-მე არაფერი ვიცოდი.
-ანუ არ უარყოფ რომ კატო დევდარიანს ხვდება?-ჩაეცინა ტატოს.
-მაგრამ არც ვადასტურებ...არ ვიცი-მხრები ორაზროვანი ღიმილით აიჩეჩა მეგიმ.-მისამართი შეგეშალა,მაგ კითხვით ჩხეიძეს უნდა მიმართო მე არა.
-და კატოსთან საუბარს რა აზრი აქვს როცა არც კი ცდილობს მომისმინოს.
-და ცდასაც რა აზრი აქვს, როდესაც თქვენი ურთიერთობა ისედაც დასრულდა?არ ვიცი რომელს უფრო დიდი წვლილი მიგიძღვით ეგ თქვენი,ორის საქმეა და მესამე არც უნდა ჩარიოთ.
-თუმცა იმ ჩარეულმა მესამემ დაანგრია ყველაფერი....რა შესთავაზა? რატომ ის და არა მე? ნუთუ ეს ყველაფერი მართლაც ფულის გამო ხდებაა? ჯანდაბა,იმის დაჯერება რომ კატო იმ ნაბიჭ*ვართან ფულის გამო წევს
-ჩემს დაქალზე ლაპარაკობ სხვათა შორის და გირჩევ სანამ ამგვარ სისულელეს კიდევ დაახეთქებ,სჯობს უბრალოდ ადგე და საიდანაც მოხვედი იქით წაბრძანდე.
-მეც რა მიკვირს...ვის აუბამდი მხარს თუ არა შენს დაქალს.-სიმწრით ჩაეცინა ტატოს და კუთვნილი ყავა მოსვა.
-და რატომ არ გინდა შეეგუო იმ აზრს რომ დამთავრდა?
-ვერ ვეგუები!-სახეზე ხელები აიფარა და თვალები მოისრისა.-იმის გააზრება რომ ქალი, რომელიც გაგიჟებს და მასთან კოცნას არ გასცდნბილხარ ვიღაცის მკლავებშია...ვიღაც სხვა ეფერება მის სხეულს...დარწმუნებული ვარ ის ნაბიჭ*ვარი უკვე შეუძვრა ფეხებს შორის.ეს ძნელი მოსანელებელია...კატო ჩემი უნდა ყოფილიყო მაგრამ...
-სხვა გზა არ გაქვს ტატო...
-შენ მხარს უჭერ მის არჩევანს?-ამოიოხრა ჯავახიამ და ინტერესით მიაჩერდა.-მოგწონს შვილიან უფროს კაცთან მისი ურთიერთობაა? ის ახვარი მილიონერია...მისთვის ნებისმიერი ქალი გასართობი საგანია...ერთხელ,ხუთჯერ ათჯერ გაჟიმავს და მიაგდებს.ახალს გამონახავს.
-34 წელი,25 წლის ქალისთვის საერთოდ არ არის კატასტროფა.ვერც პედოფილობას დავაბრალებთ დევდარიანს.-გაეცინა მეგის.-მამაჩემი, დედაჩემზე 18 წლისთ უფროსია მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა ტატო.
-მამაშენს დედაშენი გასართობად უნდოდაა? როგორც ვიცი არც ბოროტმოქმედია და არც მილიონერი.
-ქონების სიდიდით ან სიმცირით ვერ ვიმსჯელებთ ადამიანის გრძნობებზე.ის რომ დევდარიანი მდიდარია სულაც არ ნიშნავს იმას რომ კატო მაინც და მაინც გასართობად უნდა და არ შეიძლება უყვარდეს.
-არც კი იცნობ...როგორ შეგიძლია დასკვნები გამოიტანი?-სიბრაზე შეერია ხმაში ჯავახიას.
-არც შენ იცნობ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ნაბი*ჭვრის იარლიყი მიგეკერებინა.-არც მეგი დარჩენილა ვალში.-კატო,ჩემი მეგობარია და ის თუ კისერს მოიტეხს დამერწმუნე შენ ჩემზე მეტად არ დაგწყდება გული...არც მისი ბედბიერება გაგიხარდება,ასე რომ სანამ დასკვნებს გამოიტან კარგად დაფიქრდი.-სკამიდან წამოდგა მეგი და მამაკაცს ზემოდან დახედა.-და აშკარად მისამართი შეგეშალა,რადგან ტაშს ვერ დავუკრავ შენს ცილის წამებას რომელიც გულის ამრევია, რადგან ტვინში ღრმად დალექილი საკუთარი წარმოსახვები ხელს გიშლის საღად იაზროვნო.მეორედ ამ თემაზე ჩემთან აღარ მოხვიდე...ნახვამდის,ყავაზე მე დაგპატიჟე!-პასუხს არ დალოდებია სრულიად გამოფხიზლებულიყო სწრაფად აქცია ზურგი და იქაურობას გაეცალა.
********    
  -ვაიმე მეგი,დაველაპარაკები უფროსს, დავწერ წასვლაზე განცხადებას და იქიდან წამოსული პირდაპირ შენთან მოვალ.-მობეზრებულად აატრიალა თვალები სამსახურის კიბეებთან მდგარმა კატომ და მხარსა და ლოყას შორის მოქცეული ტელეფონი თითებს შორის მოიქცია.-რა ჯანდაბა უნდა მაგ ბიჭს რატომ ვერ ვიგეებ?
-არ ვიცი კატო, რა გითხრაა?
-რა ნაგლია ხედავ?
-ადამიანურად არ დაგისურულებიათ თქვენი ურთიერთობა და ეგ მისი ბრალია.
-ძალიან გთხოვ რაა...თავად დაასრულა ყველაფერი, უაზრო სიტყვებით და საერთოდ აღარ დაუტოვებია ის შანსი ნორმალურად რომ განგვეხილა და აგვეხსნა ერთმანეთისთვის რა მოხდა და რა არა...რა იყო სწორი.ეხლა რაღა უნდა?
-ვერ ვეგუებიო..აუ, მოდი და აქ ვილაპარაკოთ რაა...
-მაცადე,ნახევარ საათში მოვალ...საჭმელი ამოგიყოლო რამეე?
-არა,პირდაპირ ამოდი.
-კარგი.-ტელეფონი გათიშა და ოფისის შუშის კარი ხელის ძლიერი მიწოლით შეაღო.მისაღებში შესულმა გვერდი ღიმილით აუქცია საინფორმაციოში მომუშავე ახალგაზრდა ქალს, ხელის დაქნევით რომ მიესალმა და კიბისკენ წასულმა პირდაპირ მესამე სართულისკენ აიღო გეზი.სადაც უფროსის კაბინეტი განეთავსებინათ,აშკარა იყო ბატონი სოლომონი არ გახლდათ სამსახურში,რადგან მისი მდივანი ზედმეტად თავისუფლად გრძნობდა თავს,ყავას მიირთმევდა მოზრდილი ფინჯნიდან, რასაც პატარა ნატეხებად დაყოფილ შავ შოკოლადს აყოლებდა და ღიმილით ათვალიერებდა სოციალურ ქსელს.კატოს დანახვაზე სათვალის ზემოდან ინტერესით დაუმრგვალდა თვალები და თავით ფეხამდე შეათვალუერა ჩხეიძე.
-უფროსი გასულია -ტუჩები დაბრიცა უკმაყოფილოდ და ფინჯანი ხმაურით დადგა მაგიდაზე.
-მალე დაბრუნდებაა?-ერთი სული ჰქონდა დროულად დაეწერა განცახდება და ერთხელ და სამუდამოდ გასცლოდა ოფისს, რომელიც სულს უხუთავდა.
-არ ვიციი...დაურეკეს,მისი ძველი მეგობარი სავადმყოფოში დაუწვენიათ და...-წარბ შეკრიულმა ჩაუკაკლა, შემდეგ კი თითქოს არიქა და საჭორაო მიეცაო წინ გადმოხრილი უკვე უკან გასაბრუნებლად შემართული კატოსკენ გადმოიხარა და ხმას ორჯერ დაუწია.-არადა ახალგაზრდა კაცია... ერთხელ ვნახე კორპორატიულზე,მშვენივრად გამოიყურებოდა რას გაუგებ გარეგნობა ხშირ შემთხვევაში მატყუარა.
-ჰო, ავადმყოფობამ ასაკი არ იცის..-მხრებია აიჩეჩა კატომ.
- თან რომ იცოდე რა კაცია...-მდივნის გამომეტყველებაზე თავი ძლივს შეიკავა რომ არ გასცინებოდა,რადგან შუა ხანს კარგად გადაცილებული შინაბერად დარჩენილ ქალს აშკარად ჭარბად უტევდა აღრეული ჰორმონები.
-ჰო,მე სად ვნახავდი...კარგი, ხვალ მოვალ სოლოსთან იმედია იქნება.
-როგორ არ ნახავდი,შენ ის ახალი თანამშრომელი არ ხარ? წინა თვეში კორპორატიულზე ხომ იყავი კაცო?-საუბარს მოწყურებული ქალი არ ცხრებოდა.-კი,მახსოვს იყავი და შენს გვერდით იჯდა.დევდარიანი
 უკვე შებრუნებულ კატოს ზურგს უკნიდან დაეწია ქალის ხმა და ისეთი ეფექტი ჰქონდა, თითქოს უხილავმა ხელმა მთელი ძალით მოუქნია დიდი ჩაქუჩი,ტკივილი ინერციით მიასკდა და შეაქანა.ჯერ იფიქრა მომეჩვენაო და თვალები წამით დახუჭა,შემდეგ სუნთქვა გაუძნელდა და თვალები ისე აეწვა დანახვაც კი არ სჭირდებოდა იმის გასარკვევად როგორ ჩაუწითლდა თვალის გარსი.ფრთხილად შეტრიალდა ქალისკენ და შეეცადა აკანკალებული ხელები ჩანთის ქვეშ დაემალა.
-დევდარიანი?-საკუთარი ხმა ვერ იცნო.
-კი...-გაეღიმა საუბარში აყოლის იმედით ქალს.
-დევდარიანი დაჩი?!-დაზუსტებას შეეცადა ჩხეიძე და იგრძნო როგორ ნელ-ნელა ეცლებოდა მუხლებში ძალა.-ჩემს გვერდით ეგ იჯდა...რა დაემართა?
-არ ვიცი...ინფაქტიო.-მხრები აიჩეჩა ქალმა და სოციალურ ქსელში მოსული შეტყობინების გამო კატო უყურადღებოდ დატოვა,აშკარა იყო იქ უფრო საინტერესო საუბარი ელოდა.
-რა სისულელეა-ხმა არ ამოუღია, გაიფიქრა და ჩანთის ქვეშ დამალული თითები ერთმანეთში მტკივნეულად ახლართა.ქვედა ტუჩზე ძლიერად ჩაივლო კბილები სასოწარკვეთილს ხმამაღალი ქვითინი რომ არ ავარდნოდა და ვერც კი მიხვდა როგორ დატოვა გათიშულმა შენობა,როგორ გამოვიდა ქუჩაში და როგორ, ან სად მიუყვებოდა ტროტუარს.
*******
პალატაში მხოლოდ ღამის სანათი ენთო,ფანჯარაზე სანახევროდ დაშვებული "ჟალუზი"-დან გარე განათების სუსტი შუქი იპარებოდა და ოთახის ერთ ნაწილს ანათებდა.კარს ზურგით აკრული,სუნთქვაშეკრული უყურებდა საწოლს,საიდანაც თანაბარი სუნთქვის ხმა ისმოდა.ავადმყოფს ეძინა,მას კი გული ისეთი ხმაურით უცემდა ,ეგონა მთელს ოთახს აყრუებდა.ყელში მოწოლილი ბურთი გმირულად გადააგორა და ათრთოლებულ ტუჩებზე ხელისგული აიფარა.ადგილიდან ვერ ახერხებდა დაძვრას,თითქოს ერთიანად ენერგიისგან დაცლილი საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა,მუხლები უთრთოდა და გულ-მუცელი ისე ეწვოდა თითქოს ოთხმოცდაათ გრადუსზე ადუღებდნენ. თავი ხელში აიყვანა და ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს,თეთრ ზეწარზე მწოლიარე ავადმყოფს სახეზე თითქოს ზეწრის ფერი დასდებოდა,ტუჩები გამომშრალი ჰქონდა და აქა-იქ დამსკდარი.მკერდამდე ეფარა ზეწარი, ხელები კი უღონოდ ელაგა საწოლის კიდეებზე.
-რა გამიკეთე...-ამოიჩურჩულა და ტირილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე გამეტებით იკბინა,საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში უხმაუროდ ჩაჯდა და იმის შიშით არ გავაღვიძოო, ჰაერში გაუშეშდა თითებს,რომლებიც მისი კანის შეგრძნების სურვილისგან ეწვოდა.ძვლები სათითაოდ სტკიოდა და ცხვირის წვერი ისე ეწვოდა,რომელშიც დაუკითხავად იპარებოდა წამლების სუნთან შერეული მისი გრილი სურნელი, სურვილი ჰქონდა ხმამაღლა ეღრიალა.ბოლოს გაბედა,ფრთხილად შეეხო მის თითებს და პასუხად მისი თითებიც შემოეჭდო მსუბუქად,თოთქოს უღონოდ,მაგრამ ამ შეხებისგან იმხელა მუხტი მოდიოდა,ლამის გული გაუჩერდა.
-არ მძინავს...-გამშრალ პირში ენა ძლივს მოატრიალა მამაკაცმა და შეცვლილი ხმით ამოიჩურჩულა.
-დაჩი...-ამოიტირა ღამეულმა სტუმარმა და ტუჩებით ფრთხილად შეეხო მის ხელს.
-კარგად ვარ...არაფერია,მართლა არაფერია.რამდენიმე დღე და ისევ მოგინდება ჩემი სიკვდილი-გაჭირვებით გაეცინა და ცრემლიან სახეზე ფრთხილად შეახო თითები.-მაინცდამაინც ასე უნდა გენახე ჩემს გამო რომ გეტირა?
-შემაშინე.-მისი თითებისთვის არ გაუშვია საკუთარი,წინ გადახრილმა ზემოდან დახედა და მკერდზე აკოცა...ზუსტად იმ მახრეს ,სადაც პატრონის მოღალატე გული ფეთქავდა რიტმულად -ძალიან შემაშინე...
-ჰეი...უკეთ ვარ,მართლა უკეთ ვარ ,არ გატყუებ,მისმინე.-ცრემლები ფრთხილად მოაშორა და სახიდან თმა გადაუწია.-ჩემი ულამაზესი...
-არ გაქვს უფლება ასე მომექცე...-ორივე ხელი შემოაჭდო მის მარჯვენას და ტუჩებთან მიტანილს დიდხანს ჰკოცნიდა.-არც კი გაბედო ჩემი მარტო დატოვება.
-სიყვარულს მიხსნი თუ მეჩვენება?-გაეღიმა დაჩის და ამღვრეული თვალებით შეხედა.-ყოველ შემთხვევაში მანამ არ მოვკვდები სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ...მანამდე არ მაქვს უფლება,არ დაგტოვებ.არ ვიცი..ალბათ არ დაგტოვებ.
-ასე ნუ ამბობ.-ამოიტირა კატომ და არც კი უცდია ცრემლის ახალი ნაკადის შეჩერება.-შეიძლება აქ დავრჩე ღამით?
-აქ აპირებ ჯდომას?
-ამ ღამით,მეტყვიან ვითომ რამეს?
-არ გეტყვიან...მოდი,შენც დაეტევი.-საწოლზე გაცურდა და ადგილი გაუთავისუფლა ჩხეიძეს.
-აქ ვიჯდები...
-მოდი ჩემთან.-ბევრი ხვეწნა აღარ დასჭირვებია, სწრაფად გაიხადა ბათინკები და თავისუფალი ადგილი დაიკავა.გვერდულად დაწოლილმა დაჩის თითებში საკუთარი თითები ახლართა და სახით კისერში ჩაუძვრა,ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს და ყბის ძვალზე შიგადაშიგ ჰკოცნიდა.
-ასე აღარ მანერვიულო...
-თუ ყველა ცუდად გახდომის მერე მოხვალ და ასე ჩამეხუტები,ღირს გარისკვად.-პატარა ბავშვივით ბუტბუტებდა დევდარიანი და ქალის თითებს ეფერებოდა.
-გპირდები ისე მოვალ და ჩაგეხუტები ,ამისთვის ცუდად გახდომა არ არის საჭირო.-ხმაში ღიმილი გაურია კატომ და სახე უფრო კომფორტულად მოათავსა დევდარიანის კისერთან.
-ანუ,აღარ ბრაზობ?
-რომ გამოკეთდები მაგ თემაზე მერე ვილაპარაკოთ.როდის გაგწერენ?
-ალბათ ორ-სამ დღეში...
-ყველაფერი კარგად არის ხო?-თავი ბალიშიდან ასწია და ზემოდან დახედა მამაკაცს,რომელიც იმდენად ახლოს იყო,მისი ამონასუნთქი სახეზე ედებოდა.-საშიში არაფერია?
-კი,უბრალოდ დასვენება გჭირდებაო.-სახეზე ფრთხილად შეახო თითები და ცერი ნაზად გადაატარა სავსე ბაგეებზე.-მიხარია, რომ აქ ხარ...
-იმიტომ,რომ შენ ხარ აქ...სულ აქ ხარ,ჩემთან,მაშინ ,როდესაც მჭირდები,მეშინია ან უბრალოდ ვინმეს მზრუნველობა მჭირდება.ვერ გხედავ,ვერ გგრძნობ ,მაგრამ შემდეგ ვიგებ, რომ ჩემთან იყავი,სულ ჩემთან იყავი და არასდროს დაუშვებდი დამმართნოდა რამე ცუდი.ჩემთან ხარ დაჩი...ღმერთო ცუდად ხარ და მაინც ჩემთან ხარ,შენ ზრუნავ ჩემზე,შენ მეუბნები, რომ არ ვინერვიულო,შენ მეუბნები ,რომ გიყვარვარ.
-შენც შეგიყვარდები...ხო შეგიყვარდები?-ქალის ტუჩებთან მიიწია და ფრთხილად შეეხო გამომშრალი ბაგეებით.-შენც დამიბრუნებ მზრუნველობაზე მზრუნველობით სამაგიეროს..შენც არ დამტოვებ მარტო და შენც მეტყვი,რომ არ მეშინოდეს, რადგან გიყვარვარ.მთავარია შეგიყვარდე ,კატერინა.
-ეხლა რომ გაკოცო ,გული ხელმეორედ ხომ არ გიმტყუნებს?-ზედ მის ტუჩებზე გაეცინა კატოს და ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები.
-შეგიძლია გაიხადო და ვნახოთ რა მომივა-გაეცინა დევდარიანს და მარჯვენა ხელი ძლიერად შემოხვია კეფაზე,მარცხენა ხელი კი წელზე და მჭიდროდ მიიზიდა თავისკენ.-ვგიჟდები შენზე,ვგიჟდები.
*******
დერეფანში შემოსვლისთანავე დაწინაურდა და თითქმის სირბილით გაემართა დევდარიანის პალატისკენ,დილის ცხრის ნახევარი სრულდებოდა და მანამდე მიძინებული სართული ნელ-ნელა იწყებდა ფუსფუსს...ღამის ცვლაში მყოფი ექიმ-ექთნები შესაცვლელად ემზადებოდნენ,მთელი ღამის უძილარი თვალებით ერთმანეთს ესალმებოდნენ და შიგადაშიგ იუმორით სავსე გადაძახილებიც ისმოდა.სადღაც ყავის აპარატი ჩხაკუნობდა,სადღაც განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი,ვიღაცამ გაიცინა...
ვიღაცამ ვიღაცის ავად ყოფნის გამო სინანული გამოთქვა.იყო მწუხარე სახეებიც,გადაღლილი ხმით განდობილი ღამით მომხდარი ამბები.პალატის კართან შეჩერებულმა აფართხალებული გული დაიმშვიდა და სახელურს გაყინული თითები ჩაავლო.ნერვიულობდა,იცოდა რომ კარგად იყო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც მამა ავადმყოფობის გამო არ ბრუნდებოდა სახლში..მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო,ჯან-ღონით და სიცოცხლუთ სავსე თითქოს დაჩი და ავადმყოფობა სხვადასხვა განზომილება გახლდათ და ერთად მათი მოხსენიება იმდენად ულამაზო იყო,ფარულად მტკივნეული და ზედმეტად უსიამო.ღრმად ჩაისუნთქა და სახელური ჩამოსწია...პირველს სურდა ენახა სავარაუდოდ ჯერ ისევ მძინარე მამა.კარი ფრთხილად შეხსნა და მოულოდნელობისგან ადგილზე გაიყინა.ოთახის შუაგულში მდგარ საწოლზე ორი სხეული სუნთქავდა მშვიდად.დევდარიანს ორივე ხელი მჭიდროდ მოეხვია მის მხარეს გადაბრუნებული ქალისთვის,რომელსაც სახე მამაკაცის კისერში ჩაერგო და მშვიდად ეძინა.მისი თმა დაჩის სახის ნახევარის ფარავდა,მკლავებზე კი ეტყობოდა ძილშიც კი რაოდენ ძლიერ იჭერდა ქალს და წამით არ ფიქრობდა დაძაბული მკლავების მოშორებას.თითქოს ეშინოდა არავის წაერთმია მისი თავი.კარის ზღურბლზე გახევებული,მზერით ბურღავდა მისი საყვარელი მამის მკლავებში მზრუნველად გახვეულ ქალს,მის სახეს ვერ ხედავდა მაგრამ არც აინტერესებდა.მთავარი ის იყო რომ იქ იყო დაჩის გვერდით იწვა და მშვიდად ეძინა,მისი სუნთქვა დევდარიანის სუნთქვად ერწყმოდა და სავარაუდოდ გულიც ისეთი სიხშირით უცემდა როგორი სიხშირითაც მამაკაცს.ის ისუნთქავდა მისთვის მშობლიურ,საყვარელ სურნელს და გრძნობდა მკლავებს რომელში გახვეულსაც წინა ღამით თავად ეძინა და ეგონა რომ მამა მხოლოდ მისი იყო,მისთვის სუნთქავდა,მისთვის ცდილობდა კარგად ყოფნას და მხოლოდ და მხოლოდ მისთვის იქნებოდა მთელი ცხოვრება.უეცრად მოხეთქილმა სიბრაზემ ცხვირის წვერთან მოაღწია და თვალები ცრემლმა დაუსველა,ნიკაპი აუთრთოლდა და მკერდში მოჭერილმა უხილავმა ხელმა უსიამოდ მოუსრისა გული.მწველი ტკივილი კი მთელი მუცლის არეში პატარა ნემსებად გაიბნა და ვერც კი მიხვდა ეჭვიანობისგან თუ საშინელი სიბრაზისგან როგორ დაეხვა თავბრუ..ღებინების შეგრძნებამ გააგიჟა და პირი ნაღვლის წვენმა გაუსვსო.გასულიყო?თუ დარჩენილიყო და ოთახში შესულს გაეღვიძებინა მამა? გაჩუმებულიყოო?!თუ როგორც მანამდე ეხლაც გამოეთქვა მათ ცხოვრებაში დაუკითხავად შემოკვეხებული მესამის არსებობის გამო პრეტენზიები?ეტირა? თუ სჯობდა იქაურობას გასცლოდა და უბრალოდ ეცადა თავის ხელში აყვანა? განა ჰქონდა უფლება მამისთვის აეკრძალა ჰყოლოდა ნეორე ნახევარი, რომელიც მის მარტოობას შეავსებდა?განა თავად არ იყო საკმარისი და ვერ უვსებდა მის ცხოვრებას ბოლომდე? არ იყო შვილის უსაზღვრო სიყვარული საკმარისი მისი ბედნიერებისთვის?!პირზე გაშლილი ხელის გული აიფარა და ისნტიქტურად უკან დახეულმა უხმაუროდ გაიხურა კარები.დერეფანში გასული კი პირდაპირ კარებთან ჩაჯდა იატაკზე და ზურგით კედელს მიყრდნობილმა სახეზე აიფარა ხელები.ეტირაა? ისევ უნდა ეტირაა?! ეყვირა? დაედგა ისტერიკებიი? განა ისევ გავიდოდა ფონს თავისი ბავშვური პრეტენზიებით? დაჩი უკან დახევას აშკარად არ აპირებდა და ამის დამამტკიცებელი საბუთი კი შიგნით იყო,მის საწოლზე,მის მკლავებში,მის სახესთან,გულთან და სხეულთან ახლოს.დედასთან წასულიყოო?! შეძლებდა 15 წლის მერე იმ ქალთან ცხოვრებას ვისაც არც კი იცნობდა? შეძლებდა მამის სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე არსებობას? პატარა თავში ერთმანეთს სცვლიდნენ აბურდული ფიქრები და თავს ვერ უყრიდა, რათა საღად აზროვნება შესძლებოდა.ვერ ფიქრობდა...
არ ფიქრობდა.ისე გრძნობდა თავს თითქოს მთელი ეს წლები მის მაგივრად სხვა ფიქრობდა,სხვა იღებდა გადაწყვეტილებებს,სხვა აკეთებდა მის გასაკეთებელს..ეხლა კი იმ სხვამ მიატოვა,სხვაში გაცვალა და ეულად დარჩენილი პირდაპირ სახით ეხეთქებოდა დამპალ რეალობას.დაჩის გარეშე მისი რეალობა დამპალი და სუნიანი იყო.
-რა ხდება,აქ რატომ ხარ?-ლაურას დაფეთებულმა ხმამ აზრზე მოიყვანა და ცრემლიანი თვალებით ახედა თავზე დამდგარ გაფითრებულ ქალს,რომელიც მისი სახის შემხედვარე ნამდვილად არ იფიქრებდა კარგს და ყველაზე საშინელ რამეს წარმოიდგენდა.-დაჩი როგორაა?!
არ შემცდარა,ლაურას ხმა თრთოდა და ნამდვილად არ ჰგავდა იმ ქალის ხმას რომელსაც ამდენი წლის მანძილზე იცნობდა.-ბები,მამას რა სჭირს.
-არაფერი...კარგად არის,სძინავს.-ყრუდ ამოილაპარაკა და ცრემლები მოიწმინდა.
-აბა რა გატირებს? გამისკდა გული...ადექი,წამოდი შევიდეთ!
-არა!-წამოიყვირა უცებ და გვერდით გაჩოჩდა.
-რა ხდება ადამიანო?
-მანდ არ შემოვალ...
-რატომ?!-კარის სახელურს სწვდა ლაურა.
-იმიტომ რომ...იმიტომ რომ ის მანდაა..-სახე დაემანჭა და ტუჩები სატირლად დაებრიცა,ხელები სახეზე აიფარა და ამოისლუკუნა.
-ვიინ ბები?-კი მიხვდა სავარაუდოდ ვიზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ინსტიქტურად მაინც დასვა კითხვა შვილიშვილთან დაიხარა და თავზე ფრთხილად გადაუსვა ხელი.
-მასთან წევს...ეხუტება და...
-ბები...
-ვინ შეუშვა შიგნით? ან რატომ დართეს ნება ღამით აქ დარჩენილიყო?
-ნიცა,მისმინე...-ამოიოხრა ლაურამ და გაჯიუტებულ შვილიშვილს წყრომით დახედა.-ხელმეორედ ნუ გაუხეთქავ ამ კაცს გულს...
-ანუ მე გავუხეთქე? ესეიგი მე ვარ დამნაშავეე?
-ბები..მე ეგ არ მითქვამს.-დაიბნა ლაურა და ფეხზე წამომხტარ შვილიშვილს გაოცებულმა შეხედა.
-ყველა მე მადანაშაულებთ..არავინ იმჩნევთ ,მაგრამ მე ვარ დამნაშავე? ჯანდაბა, ესეიგი მე დაჩისთვის სახიფათო ვარ? ამის თქმა გინდაა?!
-შენ მისი შვილი ხარ და სახიფათო ვერ იქნები..რას ლაპარაკობ თუ გესმის?-ხმაში სიმკაცრის ნოტები გაუკრთა ქალს.-15 წლის გოგო ამდენს ვერ უნდა ფიქრობდე ამხელა პრეტენზია რომ არ უნდა გქონდეს? რა გეგონა 34 წლის კაცი ისე დაჯდებოდაა? არ შეუყვარდებოდაა?
-ეხლა სხვა ნოტებზე ამღერდიი?!-გაეცინა ნიცას და ბებიას ზიზღით ახედა.
-როგორ მელაპარაკები?-ხმას ავის მომასწავლებლად დაუწია ლაურამ და უკვე საშიბლად განრისხებულმა გადახედა გატუტუცებულ შვილიშვილს.-შენ ვინ ხარ მისთვის?! შვილი...შვილი ხარ და არ გაქვს უფლება მის ცხოვრებაში ჩაერიო...შვილი ხარ და არა ცოლი, ან საყვარელი!მორჩი პრეტენზიებს,მოჰკიდე ხელი ამ ჩანთას და შემოადგი ფეხი შიგნით!-ცივად სცრიდა ქალი და მისი ყველა სიტყვა ნიცას სხეულში ყინულის ნატეხებივით ვრცელდებოდა.პირველად ხედავდა ესეთ განრისხებულ ბებიას.რომელიც ამ წუთს საშინლად ჰგავდა მამამისს...უტეხი მზერა,ცივი თვალები და მრისხანე ხმა.ინსტიქტურად ჩაავლო ჩანთის სახელურს ხელი და კარზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში შესულ ლაურას ფეხდაფეხ მიჰყვა,რომელმაც მკლავზე ძლიერად ჩაავლო ყინულივით ცივი თითები და აიძულა სახიდან ის სიბრაზე და ზიზღი ჩამორეცხოდა რომლითაც ახალ გაღვიძებულ კატო ჩხეიძეს უყურებდა.
******
კატომ კაკუნის ხმაზე გაახილა თვალები.
-ჯანდაბა-დარცხვენილს გაეცინა და სახე უფრო დამალა მამაკაცის კისერში.
-დედაჩემია...-ამოიჩურჩულა სიცილით დაჩიმ და სახე ააწევინა.--არ დაიმორცხვო ძლიერი ქალები ევასება.ნუ იმალებიი...ჰე შემომხედე,ეხლა მაკოცე!
-კარგი რაა...
-მაკოცე კატერინა!-ყბებზე თითები მოავლო და წამოწეულს თავად მისწვდა.-ჩემი გემრიელი,ჩემი სუნთქვა და სრული სიგიჟე ხარ.
-არ მინდა ესე ნახვა.-დაჩის ტუჩებზე ჩურჩულებდა კატო.
-კარადა არ გავქვს, თორემ დაგმალავდი...-დასცინა დაჩიმ და კიდევ ერთხელ აკოცა.-შეგიძლია საწოლის ქვეშ შეძვრე.
-ნუ დამცინი...
-ნახე როგორი სადედამთილო გყავს..ქალის იდეალი.სრული სიფსიხე და მისი ხათრით მაინც გამომყვები ცოლად.
-ცოლობას მთხოვ?-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა კატომ და ზედა ტუჩზე კბილებით სწვდა.-არ მინდა შენი ცოლობა.
-გულს მტკენ...რიგი მიდგას ტო.
-თუმცა მე გაგიჟებ-გამომწვევად გაიცინა კატომ და ქვედა ტუჩზეც მოავლო კბილები,მტკივნეულად მოუჭირა და მისი ყრუ ღმუილი კოცნით ჩაახშო.-ეს მეორედ რომ აღარ წამოგცდეს.
-ჩემი გოგო ეჭვიანობს?-გაეცინა დაჩის და უფლება მისცა საწოლიდან წამომდგარს ფეხები ბათინკებში ჩაეყო.თავად კი უკან აცურდა და ბალიშს მიეყრდნო ზურგით,შემდეგ კარს გახედა და მის მიღმა მყოფსაც არ დაუყოვნებია ისე შემოაღო კარები და ზღურბლზე გამოჩენილ ლაურას შვილის დანახვაზე სახე გაებადრა.მის უკან მორჩილად ატუზულიყო თვალებ ჩაწითლებული ნიცა, რომელმაც მზერა ეგრევე კატოზე გადაიტანა და თავით ფეხამდე ისე შეათვალიერა ქალი თითქოს რენდგენში გაატარა და მისი კანს მიღმა შემძვრალმა სათითაო უჯრედის შესწავლა დაიწყოვო.
-დილა მშვიდობისა!-ლაურას ხმა გამდნარი შოკოლადივით დაიღვარა უეცრად დამუხტულ ჰაერში და თითქოს შედარებით გაანეიტრალა დაძაბულობა.-როგორ ხარ დედი?
-კარგად...ექიმებს არ ესმით ოღონდა ,მაგრამ დღეს იქნებ გამომწერონ? ლაუ..ჩემო გოგო შენი სიტყვა ქვას ხეთქავს და იქნებ დაელაპარაკო ექიმს აა?
-დღესაც რომ დარჩე დე?-თბილად გაუღიმა ქალმა და შემდეგღა შეხედა უხერხულად აწურულ ჩხეიძეს,პატარა დევდარიანის მზერისგან მთელი სხეული რომ ეწვოდა.მის თითებზე ჩავლებულმა დაჩის თითებმა გამოაფხიზლა და თითქოს დაძაბულობაც მოეხსნა,რადგან ამ უმნიშვნელო შეხებით თითქოს მამაკაცმა აგრძნობინა მისი თანადგომა რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო კატოსთვის.-ეს ანგელოზი არ უნდა გაგვაცნოო?-გაიღიმა ლაურამ და ნიცას თითებს ჩაავლო თავისი და ისე მოუჭირა გოგონა იძულებული გახდა კატოდან მზერა მამაზე გადაეტანა და მისი ანთებული თვალების შემხედვარე თითქოს ჩამოინგრა.
თავი საშინლად მატო იგრძნო და ნიკაპი ისე უნებურად აუთრთოლდა კბილებით ჩააფრინდა ტუჩს, ტირილი რომ არ დეწყო.ისეთი სიშორე იგრძნო,თითქოს ადიდებულ მდიბარეს გაერიყა მეორე ნაპირზე და მათ შორის არსებული თვალუწვდენელი, აზვირთებული ტალღები ნელ-ნელა აშორებდა ნავსაყუდელს.სახელად დაჩის.
-ეს ჩემი კატერინაა.-მეხის გავარდანასავით გაისმა პატარა ოთახში ხაზ გასმით წარმოთქმული სიტყვები,რომელიც უფრო მის გასაგონად იყო ნათქვამი და ნიცამაც თვალები დახუჭა,რადგან არ სურდა დაენახა როგორ მიიტანა დაჩიმ კატოს ხელი ტუჩებთან და თითებზე აკოცა.
-სასიანოვნოა...-ლაურას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ძნელი იყო გაგერჩიათ მოსწონდა თუ არ მოსწონდა ეს სიტუაცია.-ექიმს ვნახავ,გარეთ დათო გელოდება.დღეს თუ გაგწერენ წაგიყვანთ.აქ შენი სუფთა ტანისამოსია.ნიცა,მიაწოდე მამა!
-მე წავალ.-ამოიჩურჩულა კატომ და თხოვნით სავსე თვალებით დახედა დაჩის,რომელმაც უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.-დაჩი...
-კარგი რა...
-დაგირეკავ-მისკენ დახრილმა უჩურჩულა და ნიცას ავად მომზირალი თვალები არად ჩაუგდია ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
-სიტყვეზე გიჭერ...-ყბებზე ნაზად მოავლო თითები და სიყვარულით სავსე თვალებით ამოხედა.შემდეგ კი უფლება მისცა წასულიყო.ნიცას წარბ შეკრულმა გადახედა და გამოწვდილი სპორტული შარვალი და ზედა გამოართვა, რომელიც თითქმის მიაყარა ზედ.ცრემლიანი თვალები აარიდა და შეცვლილი ხმით ამოიჩურჩულა:
-გავალ ლაურასთან ,შენ ჩაიცვი.
-შემომხედე!- საწოლიდან წამომდგარმა შარვალში სწრაფად გაუყარა ფეხები.ერთი სული ჰქონდა სახლში მისიულიყო და ადამიანურად გადაევლო წყალი,ნორმალურად ესაუზმა და საკუთარ საწოლში დაწოლილიყო.ზურგ შექცევით მდგარ ნიცას მიუახლოვდა და ზემოდან დახედა.
-შემომხედე!
ნიცამ ცრემლები ხელის გულებით შეიმშრალა და მამას ახედა,რომელსაც სახე სევდიანი ღიმილით დაჰფარვოდა.
-ჩემს თავს არავინ გართმევს...მე მამაშენი ვარ ნიცა.ვიყავი და მთელი ცხოვრება ვიქნები,ჩემი პირველი სიხარული ხარ,ბედნიერება და სულ..სულ პირველი იქნები გესმის?
-მა...
-არ იტირო.-ცრემლები ფრთხილად შეუმშრალა და ლოყები დაუკოცნა.-არასდროს იტირო, რადგან ათი შვილიც რომ მეყოლოს პირველი ხარ...პირველი და ვერავინ ჩაგანაცვლებს.გამიკეთებია ისეთი რამ შენს უნდობლობას რომ ვიმსახურებ?
-მპირდებიი?-წელზე წვრილი მკლავები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-შენს თავს გეფიცები...შენს თავს გეფიცები პატარავ.-თავადაც მოხვია მკლავები და ასრუტუნებული შვილი გულში ჩაიკრა.-მამიკოს სიგიჟემდე უყვარხარ.მთელი სამყარო ხარ მა...ბედნიერება და იცი როდის მიხვდები ამას? შენ რომ გეყოება შვილი..ოღონდა ძალიან მინდა შენნაირი შვილი გყავდეს და მაშინ გამიგებ...გამიგებ რა ძნელია შენი გადმობირება.რა რთულია ისე გადადგა ნაბიჯი რომ შენ ნაწყენი არ დარჩე.ძალიან რთულია გააკეთო სწორი არჩევანი ცხოვრებაში, როდესაც შენ არსებობ...კატო ჩემი არჩევანია.ხო, დანარჩენ ქალებში გამოვარჩიე და მინდა.სიგიჟემდე მინდა მასთან ყოფნა, შენ კი საერთოდ არ მეხმარები.თან ამბობ რომ გიყვარვარ..გიყვარვარ და გინდა ბედნიერი ვიყო მე კი მხოლოდ შენთან და მასთან ვიქნები სრულყოფილად ბედნიერი.მხოლოდ თქვენთან...
-არ უყვარხარ?-ამოიტირა ნიცამ და ქვემიდან ამიხედა მომღიმარ მამას, რომლის შავ თვალებშიც უსაზღვრო სევდა ჩაბუდებულიყო და ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო მისი შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად.-არ უყვარხარ?
-არა...
-დამპალი...ეგ დამპალი.-უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები.-შენი ფასი არ იცის...
-არ შეიძულო ხო?-სახიდან თმები გადაუწია და შუბლზე ტუჩები მიაკრო-არ შეიძულო რადგან დაჩის ძალიან ეწყინება,არ მინდა რომ გძულდეს,რადგან შენი მხარდაჭერა მჭირდება.
-მაგრამ არც შემიყვარდება...-ტუჩები გაბუსხა ნიცამ.
-ისიც საკმარისია რომ არ შეგძულდება...გაიცნობ და შენც შეგიყვარდება,რადგან ლაურა ამბობს რომ ჩემი ასლი ხარ-გაეცინა დაჩის.-მე კი მიყვარს და შენ თუ არ შეგიყვარდება გამოდის რომ ლაურა მაგრად ატრაკებს.
-არადა შენ უფრო ხარ ლაურას ასლი-როგორც იქნა გაეცინა ნიცას და დაჩისაც გაეხსნა სახე.
-არ არსებობს...-ხმამაღლა გაეცინა და უკან უკან დაიხია.მაისური სწრაფად გადაიძრო და სუფთაში გაუყარა მკლავები.
-კიი..წეღან ისეთი მიბრიალა თვალები შენც მას ჰგავხარ როცა ბრაზობ.იცი როგორ უყვარხარა?-საწოლზე ჩამოსკუპდა ნიცა და მამას შეჰღიმა.
-იცი მე როგორ მიყვარს?-ცერად გამოხედა დაჩიმ და გაეღიმა.-სიგიჟემდე მიყვარს ბებიაშენი..ქალის ეტალონია ჩემთვის
-თუმცა სულ ჩხუბობთ
-შენ თქვი ერთნაირები ხართო და ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი.
-შენ რომ რამე დაგმართვოდა ალბათ მიმახრჩობდა...ჩემს გამო გახდი ცუდად.-ისევ მოიწყინა ნიცამ.
-არა,ექიმმა რა თქვა გაიგეე? შენ არაფერ შუაში ხარ და მეორედ არ გაბედო საკუთარი თავის დადანაშაულება...
-კარგი...-სევდიანად გაეცინა ნიცას.-გპირდები კარგი გოგო გავხდები...
-ისედაც კარგი გოგო ხარ...-ცხვირზე თითი მიარტყა სიცილით დაჩიმ და გასრეცხი ტანისამოსი სპორტულ ჩანთაში დაუდევრად ჩატენა.
-არა...ეგოსიტი ვარ...რა ჩემი ბრალიაა? ყველას კი არ ჰყავს შენნაირი მამა?-საკუთარი თავი ისევ თავად გაიმართლა.-ხმას არ ამოვიღებ აღარასდროს,უბრალოდ არც კი გაბედოს მაგ კატომ ჩემი შაბათი -კვირა მიითვისოს...არც ორშაბათის ტრადიციის დარღვევას ვაპატიებ და საერთოდაც ჩემი სახით ერთი დიდი მტერი გაუჩნდება თუ ჭკუას არ დაატანს საკუთარ თავს და არ შეგიყვარებს.
-გავდივართ გვეშველა...-კარი შემოაღო ლაურამ და მამა-შვილს გახედა.-ჰე,გამოადგით ახლა ფეხი არ გადაიფიქრონ.დათო მოვიდა უკვე,მომეცი ეს ჩანთა შენ რას მოათრევ.-დაჩის ჩანთა გამოსტაცა ხელუდან და მის მკლავს ამოფარებულ ნიცას დახედა,რომელიც ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა.
-ქარბორბალა-გაეცინა დაჩის და კარებში პირველი ნიცა გაატარა.
-წამლებს მიიღებ,არ მოწევ,არ დალევ და თავს მოუფრთხილდები...-ქოთქოთებდა ქალი-თავის დროზე დაიძინებ და ნორმალურად შეჭამ საჭმელს.
-ქალებშიც არ წავალ...-გაეცინა დაჩის და შენობიდან გამოსულმა წინ შეგებებული დავითი გადაკოცნა.
-მე თქვენთან ვრჩები...-მანქანაში მოთავსდა თუ არა გამოაცხადა ლაურამ და ისეთი კატეგორიული იყო გაპროტესტება ვერავინ შეძლო.
******
-სად მიდიხარ?-კიბეზე სწრაფი ნაბიჯით ჩამომავალი დაჩის დანახვაზე ყავის ჭიქა ხელში შეაცივდა ლაურას.მისი პიჯაკი ინეტრსით შეათვალიერა და ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე.
-საქმე მაქვს..
-შენ გაგიჟებულ ხარ და არ ვიციი?!არ ვიცი შენი საქმეები ,საწოლში უნდა იწვე და მკურნალობდე.
-დედა,ძალიან გთხოვ.საკმარისი დრო ვიწექი...დათო მელოდება...
-დათოს მოგცემ შენ!-კარში გასულს მიაძახა გაბრაზებულმა და შეკრული წარბებით გააყოლა მზერა ეზოდან გასულ მანქანას.
-მე მივხედავდი...ან გადაგვედო ეს შეხვედრა,ცუდად გამოიყურები.-საჭეზე ჩაფრენილმა დათომ ცერად გამოხედა დაჩის, რომელმაც ჰალსტუხი ორი თითის საშუალებით მოუშვა და სათავსოში მიგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
-გაგიჟდიი, რას აკეთებ?-კოლოფის გამორთმევას შეეცადა ,მაგრამ მოასწრო ერთი ღერის ამოცლა.მოუკიდა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია.
-სად ვხვდებით? აჭრილი იქნება და დარწმუნებული ვარ ეგრევე ჯახზე გადმოვა.ეგ დიდი ფიშკაა-ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი და ოდნავი თავბრუსხვევა დააიგნორა.
-არ გინდა ნერვიულობა და გაჭედვები ძმობას გაფიცებ, იცოდე დავრეკავ და ჩავშლი ამ შეხვედრას.
-ნერვიულობას არ ვაპირებ...შენ ის გამირკვიე მაგის ბოზანდარა შვილი ისევ ხვდება იმ ....ს?კაიკაბიძე ტვინს თუ გაღუნავს იცი საიდანაც მივაწვებით...
-ცოდოა ის გოგო
-არავინ ატყავებს..ერთხელ გაჟიმვით არაფერი დააკლდება...-ფანჯრიდან გაიხედა და ჩამწვარი ღერი მოისროლა.
ზურაბ კიკაბიძე ორმოცდაათ წელს გადაცილებული ხმელი პირი სახის კაცი გახლდათ საგულდაგულოდ დავარცხნილი ,შევერცხლილი თმებით,ცისფერი თვალებით და ყბის ძლიერი მოყვანილობით.მის ტანზე შეკერილი ძვირადღირებული პიჯაკი ორ ღილზე შეეკრა და მარჯვენა ხელის არათითს მსხვილი ოქროს ბეჭედი უნშვენებდა.გრძელი თითები ჰქონდა,მოვლილი და კაცისთვის შეუფერებელი ნაზი კანით.რესტორნის კარში გამოჩენილი დევდარიანის დანახვაზე ყბის ძვლები დაეჭიმა და გამჭოლი მზერა მიაპყრო გაფითრებულ,ნაავადმყოდარ სახეზე.რომელმაც პიჯაკის ღილი გაუხსნა და მის გაწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება.რესტორანში არავინ იყო მათი და მომსახურე პერსონალის გარდა,კიკაბიძის საკუთრებაში მყოფი დაწესებულება ამ შეხევდრისთვის საგულდაგულოდ დაეხურათ.
-გავიგე შეუძლიდ ყოფილხარ.-ხელით სავარძელზე მიუთითა ზურაბმა და თავადაც დაიკავა ადგილი.
-ხო,ყველას გვაქვს ჩავარდნა ჯანმრთელობის მხრივ...
-შეგვეძლო შეხვედრის გადადება.-თითქოს თანაგრძნობით ახედა დაჩის.
-რატომ უნდა გავაკეთოთ ის საქმე ხვალ რომლის მოგვარებაც დღესვე შეიძლება?მე არ მიყვარს დროის უქმად ფლანგვა.
-მომწონს შენი საქმისადმი მიდგომა.-გაეღიმა კიკაბიძეს და მინერალური წყლით შეუვსო ჭიქა.-გავიგე ბაქოში ვიზიტის შესახებ,კარგი გათვლა იყო...მოწადინებული ახალგაზრდა ხარ რაც ძალიან მომწონს.
-იმედი მაქვს ნაწყენი არ ხართ...-გაეცინა დაჩის და ქვემოდან ამოხედა.
-რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? შენზე კარგის მეტი არაფერი მესმის...დამწყებიც აღარ გეთქმის, დიდი ხანი არაა რაც ბაზარზე გამოჩნდი და უკვე საკმაოდ წარმატებითაც ინარჩუნებ შენს ადგილს.ბევრი ამ საქმეში დაღვინებული ბიზნესმენი ჩამოიტოვე უკან...დიდი მომავალი გაქვს.გახსოვს როდის გითხარიი?
-აზარტული მხრით თუ მივუდგებით ეს საქმე ადრენალინს მმატებს...იშოვო იმაზე მეტი ,ვიდრე გაქვს...შემდეგ უფრო მეტი და ასე შემდეგ.
-ჭადრაკს თამაშობ?-თვალები დააწვრილა ზურაბმა.
-ერთხელ სიამოვნებით ვითამშებ თქვენთან...გამიგია კარგი მოთამაშე ხართ.
-კი ჩემი გატაცებაა...-გაეცინა ზურაბს და უკვე გაშლილ სუფრაზე ანიშნა.-მიირთვი...
-ჭამა კარგია მაგრამ მოიცდის..მინდა ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე ვისაუბროთ.
-ჭამა ხელს არაფერში გვიშლის.-მხრები აიჩეჩა ზურაბმა და ჩანგალი მოიმარჯვა.-აქ საუკეთესო მზარეულები მყავს.მიირთვი ყველაფერი უგემრიელესია...რაც შეეხება თანამშრომლობას,ვფიქრობ შესანიშნავი იქნება.მოდი ასე ვთქვათ ,შენი ბაქოს კონტრაქტი ერთგვარი გამოცდა იყო..მაინტერესებდა რამდენად მოახრეხებდი ამ ყველაფერთან გამკლავებას რაც კარგად გამოგივიდა.შესანიშნავად...
-თქვენი მხრიდან კომპლიმენტად მივიღებ.
-არა, ეს კომპლიმეტი არ არის..ეს გამოცდილი კაცის მოსაზრებაა...ასე რომ ვთქვათ ,ადეკვატური შეფასება.
-შეგვიძლია ვითანამშრომლოთ?
-მე შემოთავაზება მაქვს...-ხმაურით ჩაკბიჩა სალათის ფურცელი ზურაბმა და გაკვირვებულ დაჩის თვალი-თვალში გაუყარა.-მე სტაჟიანი ბიზნესმენი ვარ...ცნობილი ,წარმატებული.ჩემს ფონზე შენ დამწყები ხარ...მაგრამ პერსპექტიული,ჭკვიანი,მოხერხებული ,მომწონს შენი საქმისადმი მიდგომა და სხვათა შორის ბევრი რამ ვიცი შენზე,როცა ადამიანი მაინტერესებს მისი ყველა ნაბიჯი ჩემთვის საინტერესოა.
-რას გულისხმობთ?-დაიძაბა დევდარიანი.
-გინდა მწვერვალებს მიაღწიოო?ამითვის კი ჩემი მხარდაჭერა გჭირდებაა?-ორაზროვნად ჩაეკითხა კიკაბიძე და თვალები დააწვრილა -გარიგებას გთავაზობ.მე გვერდში დაგიდგები,გავხდეთ პარტნიორები...ჩემი ქონების ნახევარს ჩამოვალ შენი გეგმებისთვის...
მაგრამ შენც მოგიწევს გვერდში დამიდგე და სანაცვლოდ რაღაც გააკეთო.
-რა უნდა გავაკეთო?-ხერხემლის არეში უცნაურად გასცრა დევდარიანს და ხელის გულები გაუოფლიანდა.
-მოგწონს ჩემი ქალიშვილი?-ეშმაკურად გაუცინა კიკაბიძემ.
-რა?
-კი მოგწონს..გიცნობთ ბატონო დაჩი,საკუთარი ხუთი თითივით.მოგწონს თიკა ,მე კი ნამდვილად არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო,უკეთესს ვერც ვინატრებ.ჩემი ქონების ნახევარი,ჩემი პენსიაში გასვლის შემდეგ კი მთლიანი ქონების მართვის სადავეები..სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი ქალიშვილზე ქორწინება მოგიწევს.ეს საქმიანი გარიგეებაა..
მოულოდნელობისგან პირი გაუშრა დევდარიანს და თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე გაიყინა,მუცლის არეში კი უხილავი ფეხის ჩარტყმის შედეგად მოგვრილი ტკივილისგან მთელი სხეული დაეჭიმა.თითები წყლის ჭიქაზე შეეყინა და გამორეცხილი მზერით ახედა მომღიმარ კიკაბიძეს რომელსაც საოცარი გათვლა ჰქონდა,მუჭში აპირებდა მის მოქცევას..სანაცვლოდ კი ქალიშვილს სთავაზობდა რომელიც ნამდვილად კარგი იყო და სათადარიგო საბურავივით ამ საქმისთვის თავად დაჩისაც ჰყავდა შემონახული მაგრამ მისი ცოლად შერთვა?! ყველაზე სულელური ნაბიჯი იქნებოდა..თუმცა მეორეს მხრივ გარიგებაზე უარი უნდა ეთქვა და მტრად გადაეკიდებინა ზურაბ კიკაბიძე ,რომელიც უარს ,კაცმა არ იცის, შესაძლოა ,ომის დაწყების მიზეზად მიიღებდა და მასთან ომს ,ვისაც ომის მოსაგებად საკმაოდ დიდი არსენალი ჰქონდა,ისიც კი არ წამოიწყებდა.თავად დევდარიანიც კი რომელიც კიკაბიძესთან შედარებით ნამდვილად ლიფსიტა იყო,არც ხალხი ჰყავდა,არც გაქანება ჰქონდა მისნაირი და არც სახსრები.ჭიქას მოაშორა თითები და შუბლზე ინსტიქტირად გადაისვა...პასუხს ეხლავე ნამდვილად ვერ ეტყოდა.ქვის აგდება და თავის შეშვერა არ იყო მისი სტილი...იქ სადაც მუშტი არ გაჭრიდა ტკბილი სიტყვა იყო საჭირო მაგრამ ვაი რომ ეს ტკბილი სიტყვებიც კისერში ჩახშობოდა და ერთადერთი რაც სურდა ამ გარიგების ასე შემოტრიალების გამო მაგიდა გადაემტვრია თავზე ამ თვით კმაყოფილი იდიოტისთვის.
-პასუხს არ მეტყვი?-სახე დაუსერიოზულდა კიკაბიძეს.
-ეხლავე?-სიმწრით ჩაეცინა დაჩის.-ცოტა დრო მჭირდება ამ ყველაფრის გადასახარშად.
-შესანიშნავი გარიგებაა...ვფიქრობ დასაფიქრებელი არაფერია.
-ჯანდაბა,ცოლის შერთვას მთხოვთ მაშინ ,როდესაც ცოლის შერთვა წლებია არ დამდგარა დღის წესრიგში.არც კი მიცნობს თქვენი ქალიშვილი,თანახმაა?
-მთავარია შენ თუ ხარ თანახმა?
-ხელის გულზე გიდებ ქვეყანას...ჯანდაბა ჩემი სიძობა, პლუს კომპანიონობა ეს რამხელა ნახტომია შენისთანა კაცისთვის იციი? ქვეყნის პირველი პირი დაგიდგება მუხლებზე და გასიამოვნებს...მე და შენ ერთობლივად იცი რას ვიზამთ? ისტორიას ამოვატრიალებთ...
-ეს ისეთი შემოთავაზებაა ეხლა ვერ ვფიქრობ...დილით გამოვედი კლინიკიდან.ერთი კვირა რომ მომცეთ შეიძლება?
-კარგი ჩემო კარგო...-გაიბადრა კიკაბიძე.-იყოს ერთი კვირა...ახლა კი მიირთვი,მართლაც ცუდი ფერი გაქვს სახეზე.
-დიდი მადლობა,ჯობია წავიდე.-ფეხზე წამოდგა დევდარიანი და ხელი გაუწოდა.-ერთ კვირაში შევხვდებით.
-შეხვედრამდე.-თავაზიანად ჩამოართვა ხელი კიკაბიძემ და რესტორნის გასასვლელისკენ დაძრულს მზერა გააყოლა.შემდეგ ნასიამოვნებს ჩაეცინა და მაგიდას მიუჯდა.
მანქანამდე არეული ნაბიჯებით მიაღწია,გონება გათიშულმა.სიგარეტი მოიძია და მერეღა გაახსენდა რომ არ ჰქონდა ,გვარიანად შეიკურთხა და მანქანაში მომლოდინე დათოს ისე მიუჯდა გვერდით დანა პირს არ უხსნიდა.
-მშვიდობა გვაქვს?-მეგობარს გადახედა სულაბერიძემ და მისი სახის დანახვაზე თავადაც გაფითრდა.-ცუდად ხარ?
-დაგვენძრა...-სახეზე ხელები აიფარა დაჩიმ და გაეცინა.
-რატომ რა ხდება?
-დაძარი მანქანა გზაში გეტყვი...-სიგარეტს წამოავლო ხელი და მოუკიდა.-გარიგებაზე იმ შემთხვევაში წამოვალ ,ჩემს შვილს ცოლად თუ მოიყვანოო.
-რა?!-მოულოდნელად დაადგა მუხრუჭის პედალს ფეხი დათომ და წამოიყვირა.
-კიკაბიძის დედის ტყვანა...თავი მისკდება..მოდი ხვალ ვილაპარაკოთ ცუდად ვარ.
-კარგი..კარგი..-დაფრთხა სულაბერიძე და ისევ დაძრა მანქანა.-სახლში ხო?
-კატოსთან წამიყვანე....-სავარძელს კეფით მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
ო ,რამდენი საფიქრალი და სადარდებელი ჰქონდა...ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს,საიდან რისი დალაგებად დაეწყო არ იცოდა.მის გონებას ერთი გენერალური დასუფთავება არ აწყენდა.მაგრამ ყველაფერი მოიცლიდა მთავარი ეხლა ის იყო ენახა კატერინა ჩხეიძე,ეგრძნო მისი სურნელი..მისი კანის სინაზე და ტუჩების არომატი.თავს ისე ცუდად გრძნობდა თითების სტკიოდა,რომელიც კატოს შეხების სურვილისგან დამწვარიყო და ეს წვა იმდენად მტკივნეული იყო სულს უფორიაქებდა.მანქანიდან გადმომხტარმა გიჟივით მიაჯახუნა კარები და სადარბაზოში შესული ლიფტის კაბინაში სულს ძლივს ითქვამდა,კისერში წაჭერილი ჰალსტუხი ლამის შემოიგლიჯა,სასურველს სართულზე გამოსულმა კარზე ზარი რამდენჯერმე დარეკა და ნერვიულად აკანკალებული თითებით სახე ისე მოისრისა კანი აეწვა.კარს მიღმა ფეხის ხმა და სუნთქვა შეეკრა,ზღურბლზე გამოჩენილი გაკვირვებული ქალის დამრგვალებული თვალების დანახვაზე კი მისი სახე ხელებში მოიმწყვდია და ტუჩებე მოწყურებული დააცხრა.
ნაცნობის სურნელი,ნაცნობი მყუდროება,საყვარელი ქალის ნაზი კანის შეხება,არომატული ბაგეები და კოცნაში აყოლილის მკლავები მის კისერზე.ღიმილი ძალას რომ აცლიდა და სისხლს უყინავდა ვენებში.
******
-რა?-შიშველ სხეულზე მოხვეული დევდარიანის ხელები მოიშორა კატომ და საწოლიდან წამომხტარმა მკლავები ხალათში გაუყარა.-ხუმრობ ხო?
-არა...-სახე მოისრისა დაჩიმ და ქალს ახედა.
-და ჩემთან რატომ მოხვედი ,ნებართვა უნდა აიღო შეირთო თუ არა ვიღაც თიკა ცოლად?-ხმა გაუტყდა კატოს და თვალები აემღვრა.
-მე არ მითქვამს რომ ცოლად ვირთავ.
-მაგრამ ფიქრობ...
-კი ერთი კვირა ნამდვილად უნდა ვიფიქრო.სასწორზე იმდენი რამ დევს...-დაჩის მშვიდმა ხმამ მკერდში გული გაუჩერა და სუნთქვა ისე დაუმძიმდა ეგონა ცოტაც და გაიგუდებოდა.თვალებზე მოწოლილი სიმწრის ცრემლი უკან გაჭირვებით გააგზავნა და სიმწრით გაეღიმა.თითქოს დეჟავუ ჰქონდა და ეს საუბარი უკვე შედგა...წინათგრძნობა, რომელიც ავი ძაღლივით თანსდევდა აუხდა და დევდარიანის პირიდან ისმენდა იმას, რისი შიშიც ყოველთვის ჰქონდა,რის გამოც არასდროს დაფიქრებულა დაჩის შეყვარებაზე და თითქოს ქვეცნობიერად ელოდა კიდეც რაღაც ამდაგვარს.
-მე ვერაფერს გეტყვი-მხრები აიჩეჩა კატომ.-შენი გადასაწყვეტია...საქმეს როგორც სჭირდება ისე, უნდა მოიქცე.
-ანუ, საქმეს თუ სჭირდება ვინმე თიკა კიკაბიძის ცოლად შერთვა ,უნდა შევირთო?
-კი...
-მერე სიყვარული?-გაეღიმა დაჩის.
-არც მე მიყვარხარ დაჩი...რა გინდა მე შემირთო? იდეაში შენი სიყვარული ორივეს გაგვწვდება.
-ღმერთო, საერთოდ რატომ მოგიყევი?-იატაკზე მიგდებულ შარვალს წამოავლო ხელი და სწრაფად ამოიცვა გაბრაზებულმა.-ჯანდაბა,გიცდია საერთოდ ჩემი გაგება?
-რას მთხოვ? მე ვერ დავჯდები და ვერ მივიღებ გადაწყვწტილებებს შენთან ერთად შენს პირად ცხოვრებაზე.
-ერთხელ მაინც წამოგცდეს რომ გიყვარვარ..ან შეეცდები..ან ეცადე ამის დედაც...როგორ მეგონა, რომ შენთან ლაპარაკი დამეხმარებოდა სწორი ნაბიჯის გადადგმაში.არც ბრაზობ,არც გწყინს..ვერც ადეკვატურ რჩევას მაძლევ..ვაბშე ესე როგორ უნდა გეკიდო ტო?ამ დონეზე ადამიანის დაკიდება არ შეიძლება,კატერინა.
-არ მკიდ*იხარ-ამოიჩურჩულა კატომ -მაგრამ არც რჩევის მოცემა შემიძლია დაჩი.ეს შენი საქმეა...
-შენი საქმეც გახდეს ჩემი ცხოვრება ერთი წუთით მაინც...ცხოვრებაში პირველად იყენებენ დევდარიანს აქეთ.ქალი მიყენებს პირველად..რა ფუნქცია მაქვს შენს ცხოვრებაში აზრზე არ ვარ...მოვალ ,უარს არ მეუბნები.მივიღებ ჩემსას..ან შენ შენსას და მერე მაგდებ.ჩემით წავალ,შევცდი აქ არ უნდა მოვსულიყავი.
-ღმერთო ჩემო..-თვალები აატრიალა კატომ და სავარძელში ჩაეშვა.-რა გინდა რომ გითხრა?
-სტიმული მომეცი და ქვეყანას ამოვატრიალებ ,კიკაბიძე ვინ ჩემი ....ა?იმედი მომეცი, რომ რაღაცას შეცვლი და სულ კანიდან რომ გამოვძვრე გავაკეთებ კატერინა..ყველაფერს გავაკეთებ.გინდა რომ შენი სიცივით საერთოდ შემშალო?
გაოგნებული იჯდა იმ წუთიდან,როდესაც ნაწყენმა დევდარიანმა კარი გაიჯახუნა და ისე წავიდა ზედაც აღარ შემოუხედავს.რეაქცია არ ჰქონდაა?! გიჟდებოდა...ეჭვიანობდა და კი სწყინდა.იმის გააზრებამ, რომ შეიძლება კვირის ბოლოს დევდარიანს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო ,რაც სრულიად დაანგრევდა ჩხეიძეს მოსვენება დაუკარგა.კისერში მოწოლილ ცრემლს ვერ იჭერდა და მაშინ ,როდესაც ოთახი ჯერ ისევ გაჟღენთილიყო დევდარიანის სურნელით ხმამაღლა ქვითინებდა...რა ატირებდა? რომ გეკითხათ პასუხს ვერ გაგცემდათ...თითქოს ორი ადამიანი იბრძოდა მის სხეულში.ერთი,რომელიც ჩვეულებრივად გიჟდებოდა დევდარიანზე და მეორე ,რომელსაც მისგან შორს ყოფნა სურდა.ეს ორი ადამიანის ემოციები ერთ გულში ეტეოდა,ერთ ტვინში მწიფდებოდა და ერთი გონება ცდილობდა მის გადახარშვას.მთელი ღამის განმავლიბაში სავარძელში იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებული ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.გამთენიისას მიხვდა,რომ საერთოდ არ უნდოდა სახლიდან გასვლა,მეორე დღეს ჭამის მადა დაკარგულმა უნივერსიტეტში წასვლაზეც განაცხადა უარი და ოთახში გამოკეტილმა დაიწყო ფიქრი..საკუთარ ქვეცნობიერთან ხელჩართული ბრძოლა გამართა და სამყაროს მოწყვეტილმა დაიწყო იმ ნათელი წერტილის ძიება საკუთარ შავბნელ ცხოვრებაში, რომელიც ისე საგულდაგულოდ იყო გადამალული საიდან დაეწყო ძებნა არ იცოდა.მესამე დღეს არც საჭმელი უჭამია,არც უნივერსიტეტში წასულა და არც მეგისთან უსაუბრია.მონატრებამ გააგიჟა...ბალიშზე ჩახუტებული ,რომელზეც იმ რამდენიმე საათის განმავლობაში ედო თავი დევდარიანს ,ცხარე ცრემლით ტიროდა იმ სულის შემხუთველი მონატრების გამო მთელი სხულით რომ გრძნობდა.მეოთხე დღე,მიახლოვება გახლდათ დაჩის ერთ კვირიანი დასაფიქრებელი დროის დასასრულისკენ და ეჭვიანობამ თმის ღერიდან დაწყებული ფეხის ფრჩხილიც კი აატკივა.ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და ელოდა,ნატრობდა,ერთი შეტყობინება ან სულაც ერთი მოკლე ზარი შემოსულიყო მისგან.დევდარიანი არსად ჩანდა...
მეხუთე დღეს სარკიდან მომზირალმა უპეებჩაშავებულმა ქალმა გული შეუწუხა.მის სხეულს ერთიანად შესეოდა მონატრება,ეჭვიანობა და კიდევ უამრავი სხვა გრძნობა მავნე ჭიანჭველებივით და აგიჟებდა.თავად დარეკა, მაგრამ არ უპასუხიათ.ცრე'ლისგან დასიებული სახე მოიბანა და გრძელ ქურთუკში გახვეული ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ტროტუარს.
-სად იყო დევდარიანი?
არ იცოდა და ვერც ახერხებდა ამის გაგებას, რადგან ეხლა თავად დევდარიანს არ სურდა მისთვის ადვილად მისაგნები გამხდარიყო.ისე გაქრა ,თითქოს არც კი ეარესბოს კატოს ცხოვრებაში და უბრალოდ ზმანება გახლდათ ან წარმოსახვის სასტიკი დაცინვა...დაჩი დევდარიანი, რომელიც არ არსებობდა მაგრამ კატო ჩხეიძე კილომეტრებზე გრძნობდა მის სურნელს,ცხვიში ჩარჩწნილი დაჩის სურნელი აგიჟებდა და ალბათ თვალ დახუჭული ამოიცნობდა ათას კაცში მდგარს.მეგის შეშფოთებულ კითხვებზე:
-რა დაგემართა?!
გამუდმებული დუმილი ბოლოს კი ერთიანად გამწყდარი მოთმინების ძაფები და ხმამაღლა ავარდნილი ქვითინი.

*******
დეკემბერი შემოსულიყო ამაყი ნაბიჯებით და წელში გამართული საკუთარი ძალა უფლების დამტკიცებას აუტანელი სიცივის მეშვეობით ცდილობდა. მოიწყინა ქალაქმა...ზუსდატ ისეთივე ამინდი დასადგურებულიყო კატოს სულში,როგორიც გარეთ. ციოდა,სციოდა და თრთოლვა ატანილი გაყინულ თითებს ორთქლის საშუალებით ითბობდა. გრძელი ქურთუკი,ბოლომდე ჰქონდა შეკრული და თავ ჩახრილი მიუყვებოდა ტროტუარს.თითქოს ჩვევად ჰქონდა ყოველი დღე ერთი და იგივე მარშრუტით სიარული.გათიშული,საკუთარ ფიქრებში არეული, ნელი ნაბიჯით მიდიოდა იმ დანიშნულების ადგილამდე რომელიც ზედმეტად აახლოვებდა დევდარიანთან.ოფისის წინ მთვარეულივით მდგარი,გზის მეორე მხარეს რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდებოდა ავტო სადგომს სადაც ეს დღეები აღარ ჩერდებოდა დევდარიანის მანქანა,ან საერთოდ არ დადიოდა სამსახურში,ან არა და მანქანის გასაჩერებელი ადგილი შეიცვალა.სიგიჟემდე სურდა გზა გადაეჭრა და მისულიყო,ენახა ,ეყვირა,ეჩხუბა მაგრამ ენახა.თუნდაც შორიდან...თუნდაც სიტყვების გარეშე.მთავარია ენახა.
-კატერინა?-საკუთარი სახელის გაგონებამ შეაკრთო,ხმის მიმართულებით შეტრიალდა და სულაბერიძის ნაცნობი სახის დანახვაზე დაიბნა.თვალები აქეთ-იქით გააცეცა.-აქ რას აკეთებ?
-მე...-უარესად დაიბნა.
-გარეთ სიცივეა...წამოდი წაგიყვან.-მანქანისკენ ანიშნა და როცა შეატყო რომ კატო ყოყმანობდა ფრთხილად შეეხო მხარზე.-აქ არ არის...წამოდი.
-სად არის?-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა და ისევ აარიდა თვალი რადგან არ სურდა მამაკაცის თვალწინ ატირებულიყო.
-წამოდი,წაგიყვან...მასთან წაგიყვან.-კარი გამოაღო და ანიშნა დამჯდარიყო.მორჩილად დაჯდა,მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. ფანჯარაში იყურებოდა კატო და თავს უკვე მერამდენედ ლანძღავდა ესეთ სიტუაციაში აღმოჩენის გამო.დათო კი აშკარად ხვდებოდა რომ საუბრის ხალისი არ ჰქონდა ქალს და არც თავად უცდია სალონში ჩამოწოლილო გაუსაძლისი სიჩუმის დარღვევა.თხუთმეტი წუთის შემდეგ მანქანა ნაცნობი სადარბაზოს წინ შეაჩერა და კატოს გადმოხედა.
-ადი!
-იქნებ არ ღირს?-ტუჩები სატირლად დაებრიცა ქალს და შეყოყმანდა.
-დამიჯერე,ღირს.ისევ ვერასდროს გაიგებ რა ღირს გასაკეთებლად და რა არა...მიდი, გადადი.დარწმუნებული ვარ ერთმანეთს არ დახოცავთ.
ათი წუთი მაინც მოანდომა ბოლო სართულამდე ასვლას,კარის წინ მდგარი კი დამატებით ათი წუთი ფიქრობდა დაეჭირა თუ არა თითი წყეული ზარის ღილაკზე.ათასჯერ გაწეული ხელი უკანვე გამოსწია და ყელში მომდგარი ტირილი ვაი შავი დღით შეაჩერა.აქა- იქ გაბნეული გამბედაობის ნაფლეთებს გაჭირვებით მოუყარა ერთ ადგილას თავი და ზარი დარეკა.კარის გაღებას აგვიანებდნენ,არც ფეხის ხმა ისმოდა რკინის მძიმე კარის მიღმა და არც ვინმეს ინეტრესით სავსე კითხვა:
-ვინ არის?
აუტანლად მტანჯველი ყოფილა ლოდინი როცა არ იცი რა მოჰყვება მას.არ იცი გაგიღებენ თუ არა ოდესმე კარს და თუ გაგიღებენ რა შეიძლება რომ გითხრან? გაუხარდებათ თუ ეწყინებათ? გაგიღიმებენ,თუ გეჩხუბებიან? ჩაგიხუტებენ გულში,თუ ცივად გაგაბრუნებენ იქ საიდან მოსვლასაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდი.რა დახვდებოდა იქ:სიცივე,თუ ბედნიერებისგან ანთებული შავი თვალები?
საკეტის ხმამ გამოარკვია და ფართოდ გამოღებული კარის ზღურბლზე დევდარიანი გამოჩნდა.უღიმოდა? არა,მისი სახე საერთოდ არ გამოხატავდა არანიარი ემოციას...ჩამქრალი, შავი თვალები და გაფითრებული სახე..თითქოს ნაავადმყოფარს,დღეები მტანჯველ ციებ ცხელებაში გამოევლო და ახლა მის წინ სრულიად გამოფიტული..ერთ დროს სიცოცხლით სავსე მამაკაცი იდგა...კაცი,უემოციო ცივი სახით და გამომშრალი ტუჩებით.სიგარეტის სუნში არეული სუნამოს სურნელი რომ ასდიოდა და მიუხედავად ყველაფრისა მაინც იგრძნობოდა ამ ორ სურნელში არეულ სისუფთავის...მისეული არომატი, რომელმაც ცხვირის წვერი აუწვა კატოს და ცრემლებმა დაუკითხავად გამოჟონეს თვალის ჯებირებიდან.
-გამარჯობა...-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა და თავი ძლივს შეიკავა ძლიერად რომ არ მოხვეოდა კისერზე.
-აქ რას აკეთებ?-ისეთი ტონით იკითხა დაჩიმ,თითქოს სულ ერთი იყო მისთვის მოვიდოდა თუ არა კატო.თითქოს საბოლოოდ შეჰგუებოდა მისი დაკარგვის ფაქტს და ახლა დიდად აღარც ანაღვლებდა ეს ყველაფერი.
- გეძებდი...
-და იმ აზრმა გაგაგიჟა, ესე ადვილად რომ ვერ მიპოვნე?
-ჰო...-გული საშინლად მოეწურა დაჩისგან წამოსული სიცივის შეგრძნებისას.ნუთუ მართლა აღარაფერს ნიშნავდა მისთვის?
-ეხლა დამშვიდდი?
-დაჩი...
-რა გინდა კატერინა?-კარის სახელურს დაეყრდნო და მისმა თითებმა მაინც გაყიდეს ,თუ როგორ უჭირდა ამ სიცივის უკან დგომა.
-არ შემომიშვებ?
-კარგი,შემოდი.-გვერდით გადგა და უფლება მისცა სახლში შესულიყო.კარი ხმაურით მიხურა და სასტუმრო ოთახში შესულს წამოეწია.-დაჯექი.
-როგორ ხარ?-სავარძელში დაჯდა კატო და მოპირდაპირე სავარძელში მოთავსებულ მამაკაცს დააკვირდა.
-გააჩნია რა კუთხით მკითხულობ...თუ ჩვეულებრივი ნაცნობივით? გეტყვი,რომ ისე რაა...თუ მეგობარივით?გეტყვი,რომ ყლ*ეურად...მეტი სხვა ვერაფერი იქნები და დანარჩენზე პასუხი არც მე მაქვს...-მხრები აიჩეჩა
-აქ გადმოცხოვრდიი?-სასტუმრო ოთახი მოათვალიერა კატომ.
-ხო,დაფიქრება მჭირდებოდა.
-მერე შენები?
-საქმიანი ვიზიტით ვარ ბრიუსელში.სხვა კიდევ გაინტერესებს რამე?-თვალი -თვალში გაუყარა ქალს და გაეღიმა.
-პასუხს ჩემი მზერა უნდა გეუბნებოდეს...ან,მზერის უკან რაც არის ის...-სიმწრით ჩაეღიმა კატოს და საკუთარ თითებს დახედა.
-მზერის უკან არაფერია კატერინა,მხოლოდ იმას უნდა დაუჯერო რასაც ხედავ არც უკან,არც მარჯვნივ და არც მარცხნივ...
-მზერაში ხომ შეიძლება წაიკითხო ადამიანის შინაგანი სამყარო?შენს თვალებში, რომელიც შავია..საერთოდ არაფერი ჩანს..სრულიად არაფერი და ის ჩემთვის ისეთი ცივია...ყინულივით ცივი.-თითები აუთრთოლდა ჩხეიძეს და ხმაც საგრძნობლად შეეცვალა.
-ესეიგი კარგად არ მაკვირდები კატერინა.სიტყვებით და მზერით ნათქვამს თუ არ დაუჯერებ რისი შეიძლება გჯეროდეს? სიტყვებს და მზერას პარალელურად საქციელითაც უნდა ამართლებდე კატერინა...ნდობით ცდილობდე პატიების დამსახურებას,რომ გაპატიონ უნდა გენდობოდნენ..რომ გენდობოდნენ კი უნდა დაიმსახურო.დამსახურებას მცდელობა სჭირდება,სწორი ნაბიჯები...სწორი და მართალი ნაბიჯები.შენ ელოდები პატიებას? თუ ფიქრობ რომ საპატიებელი არაფერი გაქვს და მე არც კი უნდა ვიყო ნაწყენი?
-არ მაპატიებ?-თმები ნერვიულად გადაიწია კატომ და თვალებში შეანათა წყლიანი ნაცრისფერები-მართალია, არასწორად მოვდიოდი...ავცდიი? რაღაც გამოვტოვე,რაღაც გამომრჩა,რაღაც მნიშვნელოვანი,რაღაც ღირებული...რა გამომრჩა დაჩი?
-არ გამოგრჩა კატერინა,გაატარე...ზედმეტად თავდაჯერებულმა გაატარე, რადგან იცოდი შენი ბოლო წასვლიდან მე ისევ შენს დაბრუნებას დაველოდებოდი..რამდენჯერ წახვედი,იმდენჯერ დაბრუნდი.მე დაგხვდი...მიგიღე,ისევ მიგიღე,ისევ ისეთი გულ აჩქარებული დაგხვდი როგორც ყოველთვის...შენ კი იცი რა ჰქენი? დარწმუნდი კიდევ ერთხელ და ისევ წახვედი.დარწმუნდი, რომ მე სულ აქ ვიქნებოდი,სულ შენთან...სულ დაგელოდებოდი,სულ მიგიღებდი, სულ დაგაცდიდი...ფიქრს დაგაცდიდი, რომელიც გინდა მითხრა რომ მე გასწავლე,სწორ გზაზე სიარულში ხელს შეგაშველებდი,მხარში ამოგიდგებოდი.ეს იცოდი..ეს ახლაც იცი,რადგან ისევ დაბრუნდი და მე ისევ გულ აჩქარებული გელოდებოდი...ეგოისტობის პიკი გაქვს.არც მიშვებ და არც რჩები...თითქოს მოკლე თოკით გყავარ დაბმული და რაღაც შენი განსაზღვრული ტერიტორიის იქით არ მაქვს უფლება წავიდე...გარს მივლი,შორიდან მახელებ,მაგიჟებ,შორიდან ტკბები სიტუაციით...თამაში მე წამოვიწყე მაგრამ შენ ამყევი და სადავეებიც გადაიბარე და ახლა რა გინდა პატარავ?რატომ მოხვედი? გინდა ისევ გთხოვო დარჩენაა? -სახეზე ხელები აიფარა დევდარიანმა და ღრმად ჩაისუნთქა.-რომ გთხოვო, შეიცვლება რამეე? ყველა შენი მოსვლა და გაქცევა მანგრევს...ჯანდაბა,მე შენი მეგობარი არ ვარ კატერინა...მე შენ მიყვარხარ და იმის გააზრება რომ ხვალ ისევ წახვალ,შემდეგ კი დადგება დრო და სხვისი ცოლი შეიძლება გახდე მკლავს.მე შენი მეგობარი არ ვარ,არც შენი ნაცნობი ვარ და ვერც გავხდები.
სავარძელში მჯარი მამაკაცის წინ უსიტყვოდ ჩაჯდა კატო,სახეზე ხელებ აფარებულისკენ დაიხარა და ხელის ზურგებზე შუბლით მიეყრდნო.
-მიყვარხარ...-სიმწრით ჩაეცინა დევდარიანს.-და ჩემი სიყვარული მაგიჟებს...ადექი და წადი,ხომ დარწმუნდი რომ ნაბიჭ*ვარ დევდარიანს ისევ სიგიჟემდე უყვარხარ?-ხელები მოიშორა და ქალს თვალებში შეხედა.სახეზე ტკივილნარევი სევდა ასახვოდა,თვალები კი ამღვრეული და სიწითლე შეპარული ჰქონდა.უყურებდა ჩხეიძის ნაცრისფერ თვალებს და შეხებაც კი არ უცდია,ისე ახლოს იყო...მისი ამონასუნთქი სახეზე ედებოდა.მაგრამ თითქოს გადაღლილი, ბედს მინდობოდა.ხელის აწევის და ქალის კანის კიდევ ერთხელ შეგრძნობის თავიც აღარ ჰქონდა.ემოციებისგან სრულიად დაცლილი და სრულიად განადგურებული იყო.
-წადი კატერინა..წადი და აღარ მოხვიდე!
-დაჩი...
-აქ აღარ მოხვიდე,აღარ მომძებმო..აღარ გამოჩნდე,აღარ გამახსენო შენი არსებობა გესმის? დამთავრდა დაჩი დევდარიანი შენთვის..მე დავნებდი...იქნებ ესეც სჯობდა? მე დავნებდიი...ვეცადე დარჩენას,შენთან დარჩენას პატარავ, მაგრამ ხელი ისევ მკარი...ისევ მატკინე,ისევ ისე გამიშვი როგორც უმნიშვნელო არსება..ნივთი რომელიც მოგბეზრდა და გადააგდე.ყველაფერი გითხარი კატერინა,ჩემი სადარდებელი გაგანდე.. შენ კი რა მითხარი გახსოვს? შენი ცხოვრებაა და მე ვერაფერს გირჩევო...არ მიყვარხარო...გახსოვს რა მითხარი?ხვალ წავალ და იმ დე*დამოტყნულ კიკაბიძეს ვეტყვი,რომ თანახმა ვარ მისი შვილი მოვიყვანო ცოლად.. მერე რა თუ არ მიყვარს? მერე რაა თუ შენ მიყვარხარ და სუნთქვაც კი მტკივა...უშენოდ ჩასუნთქული ჰაერი მტკივა.ესე როგორ შემაყვარე თავი? ჯანდაბა,რამე დაგიშავე პატარავ?
-ჯანდაბას შენი თავი...-ყრუდ ამოიჩურჩულა კატომ,სახეზე მიტკლის ფერი რომ დასდებოდა და მამაკაცის თითოეული სიტყვა გულში ნემსებივით ესობოდა,მუცელი ისე აეწვა ტკივილნარევი ცრემლი მოადგა თვალებზე.ვერც კი გაიაზრა ისე გაიწია დევდარიანის გამომშრალი ტუჩებისკენ,ისე მისწვდა თითქოს სიკვდილ სიცოცხლის საქმე ყოფილიყო და ეხლა და ამ წამს თუ არ გააკეთებდა ამას შესაძლოა გული გასჩერებოდა.
-შენი თითოეული სიტყვა მკლავს...-ზედ მის ტუჩებზე ჩურჩულებდა.-შენი თითოეული ცივი გამოხედვა მაგიჟებს,შენი გულისცემის ხმა მენატრება...შენი სურნელიც მენატრება...შენი ღიმილიც მენატრება, ნაბიჭ*ვარო დევდარიანო...შენი ყველაფერი მენატრება,იმის გააზრება რომ მე მოვედი და შენ გინდა რომ წავიდე, შემშლის გესმის?! შენ რა გამიკეთე? რა ჯანდაბა გამიკეთე?შენგან გაქცეული საკუთარ თავს ვუმეორებ რომ აღარასდროს დავბრუნდები...მაგრამ ღამდება და შენი მონატრება მაგიჟებს.ეს ცუდი საქციელია...უმოწყალო საქციელია,ყველგან შენი სურნელია,კანი მეწვის შენი შეხებისგან...ჯანდაბა,რა გაუკეთე კატოს? რა გაუკეთე კატოს...წყეულიმც იყოს ის დღე შენ რომ გამოჩნდი და ჩემი ყველაფერი პირველი შენ დაგიკავშირდა.-თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.-არც კი იფიქრო რომ სხვა ქალს მივცემ უფლებას ჩემი ადგილი დაიკავოს,არც კი იფიქრო რომ გათენდება და შენ ვიღაც კიკაბიძის შვილზე იტყვი,რომ თანახმა ხარ შეირთო ცოლად!არც კი იფიქრო რომ გამაგდებ და მეც წავალ...ბევრჯერ წავედი...სულ მივდივარ,მაგრამ შენ რას მიკეთებ?! ხოო...ფიქრი შენ მასწავლე და ამ წყეულ ფიქრებში სულ შენ ხარ,ყველგან და არც მინდა რომ ერთ დღესაც გათენდეს და ჩემი ფიქრები შენ არ გიკავშირდებოდეს.
არეული ჩურჩულებდა და სახეზე შეშლილივით აკვირდებოდა,თითებით ეხებოდა მის წვერიან ლოყებს,ნიკაპს,თვალებს... გაუხეშებულ ტუჩებს და სუნთქვა
ეკვროდა
- ჩემი პირველი,ყველაფერი ხარ...ღმერთო,როგორ მეცოდება ჩემი თავი შენთან,მაგრამ შენს გარეშე უფრო მეცოდება.შენს გარეშე მეცოდება რადგან ცარიელია..აი,საერთოდ ცარიელი...რა გამიკეთე დაჩი?
-იქნებ გაიძულე შეგყვარებოდი...
-ან მაიძულე გავგიჟებულიყავი...-დევდარიანის ტუჩებს ისევ შეეხო და ვნებიანად აკოცა-მაიძულე მესწავლა მონატრება...მეგრძნო, დამენახა, რას ნიშნავს გინდოდეს და ვერ იღებდე.სიგიჟეც შენ მასწავლე...ყველაფერი ცუდი...ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ და მე შენზე საზიზღარი...შენზე მანიპულატორი,შენზე ცივსისხლიანი და შენზე თავზე ხელაღებული.შენს გამო ნებისმიერს მოვკლავ...ამად ვიქეცი და ეს სიყვარული კი არა ავადმყოფობაა.ცუდად ვარ...-გული ლამის გაუჩერდა დევდარიანის თითებმა მის კისერზე რომ გადაინაცვლეს და მხურვალე ტუჩებმა ჩაანაცვლეს.სრულიად გაითიშა ლავიწების გავლით ფრთხილად რომ ჩასრიალდნენ ქვემოთ და პერანგის ღილებს წაეტანნენ.საერთოდ არაფერი ახსოვდა,ვერაფერზე ფიქრობდა,ვერც ის გაიაზრა როდის დარჩა ტანისამოსის გარეშე,წამით არ შორდებოდა დევდარიანის ტუჩებს,კოცნაში ვნებით აყოლილი ძლიერად ჩაჰფრენოდა მხრებზე და მამაკაცის შიშველი სხეულის შეხებისგან მთელი ორგანიზმი უდუღდა.მისი სურნელი,მისი თითები და მზერა,დაბინდული, სიამოვნებისგან ათრთოლებული მთელი სხეული და ურცხვი ოხვრის ხმა მთელს ოთახს რომ ედებოდა.
-ღმერთოო...-სამყაროს მოწყვეტილმა ჩხეიძემ, ხმამაღალი ოხვრით მიიღო საყვარელი მამაკაცი,თეძოებზე ძლიერად რომ ჩააფრინდა თითებით.
-მაგიჟებ...-თავის მოთოკვა არც უცდია დევდარიანს,ორივე ხელი თავს ზემით ააწევინა და ერთი ხელით გაუკავა.სავსე ბაგეებზე ვნებიანად დააცხრა და პირველ ძლიერ ბიძგში ჩაატია მთელი სიბრაზე,მონატრება და სიყვარული.გული უჩერდებოდა ქალის ალერსისგან,თითქოს ვერ ძღებოდა,რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ახრჩობდა,ჰკოცნიდა,ეალერსებოდა და ქალის საპასუხო ალერსზე ერთიანად გათიშული საერთოდ სწყდებოდა რეალობის შეგრძნებას.გიჟივით უკოცნიდა შესიებულ სავსე ბაგეებს,მკერდს, სხეულის თითოეულ ნაწილს და თითქოს მისი კანის ქვეშ შეძრომას ცდილობდა.კატოს დაუფარავი კრუტუნი, ვენებში სისხლს უყინავდა,პირველად არ ეხებოდა,პირველად არ გრძნობდა მის სიახლოვეს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო...დღითი დღე გამძაფრებული სიყვარული და შიში,მისი კიდევ ერთხელ დაკარგვის.ზურგზე გადაწოლილი ზემოდან მოქცეულ ქალს უყურებდა კატასავით მოქნილ სხეულს რიტმულად რომ არხევდა, ოდნავ დაშორებულ ბააგეებს და ვნებისგან ამღვრეულ თვალებს.ალერსისგან თეთრი კანი შესწითლებოდა,სავსე მკერდზე დევდარიანის თითების შეხებისგან თავი უკან გადასწია და უფლება მისცა მამაკაცს კიდევ ერთხელ შემოეხვია მოქნილ წელზე მკლავები,კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დაეკოცნა სასვე ძუძუს თავები და მასთან ერთად გაეკვალა გზა სიამოვნების ბოლო წერტილამდე,რომელიც სულ სხვანაირი იყო,სრული სიგიჟე.ვერც კი გაიაზრა კბილებით ისე ჩააფრინდა დევდარიანს მხარს და ორგაზმისგან ერთიანად აკანკელებულმა ხმამაღლა წამოიკივლა.
-მიყვარხარ...ჯანდაბა,მიყვარხარ დევდარიანო!
ეს ის სიტყვები იყო რამაც გული წამებით გაუჩერა დაჩის,შოკისგან სრულიად გაფითრდა და ყბებში და თმაში ძლიერად სწვდა,თავი უკან გადააწევინა და ცრემლიან თვალებში ჩახედა.
-რა მითხარი?-ყრუდ ამოიჩურჩულა და თვალები წამით დახუჭა.
-მიყვარხარ...-ხმამაღლა და გარკვევით დამარცვლა კატომ
-ვგიჟდები შენზე...-გამოსცრა არეულმა დევდარიანმა და ხელმეორედ მისწვდა მის ბაგეებს.

ეხლა რომ მითხრათ პატარა თავია და არ მეყოვოო :დ:დ:დ თავს ჩამოვიხრჩობ.აბა,გელოდებით...скачать dle 11.3



№1  offline წევრი აბლაბუდა

შენ არ იცი რავ თქვი დავდებო იმის მერე ყოველ 2 წუთში რომ ვამოწმებდი, წავედი ახლა წავიკითხო, ჰეფიიიიი

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

მიყვარს დაჩის სიყვარული კატოს მიმართ და რაც არ უნდა ჩაედინა და ჩაიდინოს ამ კაცმა ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის
მესმის ნიცას გრძნობებიც
კატოს არეულობაც და საერთოდ ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე განსხვავებულია შენებს შორის
kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი ფეფო

sameone crazy girl
მიყვარს დაჩის სიყვარული კატოს მიმართ და რაც არ უნდა ჩაედინა და ჩაიდინოს ამ კაცმა ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის
მესმის ნიცას გრძნობებიც
კატოს არეულობაც და საერთოდ ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე განსხვავებულია შენებს შორის
kissing_heart kissing_heart

მარიამოოო :* :*

აბლაბუდა
შენ არ იცი რავ თქვი დავდებო იმის მერე ყოველ 2 წუთში რომ ვამოწმებდი, წავედი ახლა წავიკითხო, ჰეფიიიიი

მიბრძანდი :დ :დ და დაბრუნდი ისე არ დამტოვო შენი შთაბეჭდილებები რომ არ გამანდო.

 


№4 სტუმარი სტუმარი waka

saocreba xar da es istoriaac yvelaze. magariaaa vgijdebiii amatze da shenze xo vapshe

 


№5 სტუმარი სტუმარი nita

vaaaax chemiii esraiyoooo gamovshterdi ;dddd

 


№6  offline წევრი აბლაბუდა

ეს იყო სიგიჟე და სიფსიხე თავი, ბოლოს მოეგრიხა კატოს რქები ხოო? რა ექნა დაბნეული და არეული თუ იყო დააცადე ბატონო დაჩი:))მიყვარს ეს გიჟი და არანორმალური კაცი -:* შენ კიდე ფეფო თუ გინდა მომკალი თუ გინდა ჩამქოლე შენი ისტორია არასდროს მეყოფა და რა გავაკეთო? მომდევნო თავზე ვიწყებ უკვე ლოდინს ჩამერთო წამზომი :))

რა ვქნა აზრიანი კომენტარებით დიდად ვერ გამოვირჩევი ჩემი სისუსტეა :)))

 


№7  offline წევრი დარინა

ძლივს არ აღიარა რომ დაჩიზე უგონოდ არის შეყვარებულიი, აწი ჩემი დაჩი ასე მგონია მთებსაც გადადგამს, ვინ არის კიკაბიძე მასთან რომ მისი ქალიშვილის შეტენვა არ მოუნდა, მაგრამ აი ადგილზე მოსვამს დაჩიკო ვნახოთ როგორ კლანჭებს გამოაჩენს კატერინა საყვარელი კაცის დასაცავად. აი შემდეგ თავს სულმოუთქმელად დაველოდები, შენ კი როგორც ყოვეთვის საოცრება ხარ.

 


№8  offline წევრი აბლაბუდა

ძილის წინ კიდევ ერთხელ კარგად წავიკითხავ:))

 


№9 სტუმარი სტუმარი ქრისტი

ყველაზე მსუყე და ყველაზე სიყვარულით სავსე თავი იყო❤❤❤.... ფეფო უძალიანმაგრესი ხარ შენ❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

მარტო ამას გეტყვი... სასწაული გოგო ხარ, სასწაული ისტორიებით და ვგიჟდები შენზე :))) გული გამიჩერდა ეს რა იყო უუჰჰჰ :)))

 


№11 სტუმარი marta

მე შენ მიყვარხარ..

 


№12  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

გადავხედე და გული გამისკდა :(( შუაში იმდენი შეცდომაა წაკითხვა მევე დამეზარა...რა უბედურებაა?! ვერ გავასწორე იმხელა თავი იყო და გადარბენა მაქვს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...იმედი მაქვს აზრს გამოიტანთ.ამის ჩასწორების ნერვები მართლა არ მაქვს იმდენია...:(( მადლობა გოგონებს რომ დამეხმარნენ...:*

marta
მე შენ მიყვარხარ..

უღრმესი მადლობაა..მეც მიყვარხართ ყველა

სტუმარი ქეთი
მარტო ამას გეტყვი... სასწაული გოგო ხარ, სასწაული ისტორიებით და ვგიჟდები შენზე :))) გული გამიჩერდა ეს რა იყო უუჰჰჰ :)))

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ...მადლობააა

სტუმარი ქრისტი
ყველაზე მსუყე და ყველაზე სიყვარულით სავსე თავი იყო❤❤❤.... ფეფო უძალიანმაგრესი ხარ შენ❤❤❤

იმედი მქონდა რომ მოგეწონებიდათ...ვეცადე ყოველი შემთხვევისთვის..გაქცეულზე დაწერილია :( შოკი კვირა მქონდა.გახსენებაც არ მინდა

დარინა
ძლივს არ აღიარა რომ დაჩიზე უგონოდ არის შეყვარებულიი, აწი ჩემი დაჩი ასე მგონია მთებსაც გადადგამს, ვინ არის კიკაბიძე მასთან რომ მისი ქალიშვილის შეტენვა არ მოუნდა, მაგრამ აი ადგილზე მოსვამს დაჩიკო ვნახოთ როგორ კლანჭებს გამოაჩენს კატერინა საყვარელი კაცის დასაცავად. აი შემდეგ თავს სულმოუთქმელად დაველოდები, შენ კი როგორც ყოვეთვის საოცრება ხარ.

შენ კი როგორც ყოველთვის თბილი,ტკბილი და საყვარელიიი :) მადლობა ჩემო გოგოო

 


№13 სტუმარი სტუმარი დადუ

ღმერთო ეს რა იყო სუნთქვა შემეკრა ძალიან აი ძალიან მაგარია:*:*

 


№14 სტუმარი maco maco

უკომენტაროდ....ეს რა იყოო ზღვა ემოციაა

დამავიწყდა ახლოს რო იყო გაკოცებდი ისეთი იყოო :)

 


№15  offline წევრი ნანა73

ჯერ ლოდინით მომინელე, ახლა ამ გადარეული, ერთიმეორეზე რქიანი, ველური გმირებით! დევდარიანი ხომ კაცი სასწაულია, მაგრამ კატო - ყველაზე მაგარი ქალია! ეს ორი, ერთმანეთს არაფერში უდებს ტოლს და მგონი უერთმანეთოდ არც დაჩი იქნებოდა ის, ვინც ასე ძალიან მოგვწონს და ვერც კატოს შევიმჩნევდით. სუპერ-წყვილია ფეფიკო! ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი gvantsa

ეს მინდოდა ძილის წინ ?ვახ რა იყო ეს ,ძლივს მოვიდა ეს გოგო აზრზე : )) აუ ლაურა დამევასა მაგრად რა ????

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

ასეთი მაგარი წყვილი რომ შექმენი, მადლობა ფეფო❤️
საოცარი თავი იყო!
დაჩის დედამ აღმაფრთოვანა.
კატერინა სწორედ იქ მოვიდა აზრზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ასეა, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში კანქვეშ არ გაგივლის, იქამდე ვერ შეიგრძნობ რეალურად მის მიმართ...

კიკაბიძე ძალიან საძაგელი კაცია...
მეშინია.

დაჩი არის ჩემი ფავორიტი.
სხვათაშორის მეცოდება, ასეთი ქალის ხელში... მერე ასეთი შვილის...

 


№18 სტუმარი Ταμαρα

ზე მაგარი გოგო ხარ და ის ლოდინი მიხარია ახალი თავის დადებამდე რომ მაქვს... ვიცი დაწერ და ვიცი წავიკითხავ... წარმატებები

 


№19  offline წევრი აბაშიძე

ეს იყო.
ხო.
კარგა ხანია ასე წაკითხული არ მიგრძვნია.
აი თითოეულ სიტყვას რო გრძნობ და ბოლომდე ხარ ჩართული.
საოცრება იყო.

ფეფო.
იცი რამხელა უხერხულობას ვგრძნობ.
აიი ჩემი ასაკის გაგების მერე რო ტუჩზე და თავზე მირტმის სმაილებს ეძებთ.
იცი რა მტკიბნეულია?
ნუ ჩემი ბრალია.
რას ვამბობდი ხმამაღლა.
ვინ მომზდევდა.
ვინ მაძალებდა.
მაგრამ მაშინაც უხერხული იყო.
ახლა საერთოდ.

მაგრამ აქ ხო მარტო ის სცენა არ არის რის გამოც შეიძლება დამძრახოთ.
აქ იმხელა სიყვარული ჩანს.
იმხელა გრძნობებია.
დაჩის და მაშოს მომენტები სულ სხვაა.
მე მესმის მაშოსი.
მეც ასე ეგოისტურად მიყვარდა მამა.
ხო და ნუ ნამდვილად არაა მისი გაყოფა მარტივი ვინმესთან.
ეს სავარაუდოდ თორე მე არ დამჭირვებია.
მხოლოდ სიკვდილმა წამართვა.
ამიტომ ზოგადად მამას და შვილის მომენტები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციური.
მე მაშოსკენ ვარ ნაწილობრივ.
არაა მარტივი 15წელი მამა მარტო შენი,მარტო შენთვის იყოს და მერე უცებ ვინმესთან გაყოფა გიწევდეს.
მითუმეტეს რაცა ეს ვინმე მომავალი "დედაა" ფაქტიურად.
როცა ამას აანალიზებ არ აწიო პანიკები?
პრაკტიკულად შეუძლებელია.

რაღაც საოცრება თავი იყო.
იმდენი ემოციით.
დაჩის და კატოს დიალოგი.
კატოს აღიარება.
ლაურას საქციელი.
დაჩის და მაშოს დიალოგი.
ღმერთმანი.
საოცრება ხარ.

აღუწერელია ჩემი შენდამი სიყვარული და პატივისცემა იმდენად რამდენადაც მკითხველიდან მწერლისაადმია შესაძლებელი.

ყველაზე საოცარი ისტორიაა მათ შორიდ რაც დაგიწერია.
ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
ხომ ყველა საოცრება გაქვს მაგრამ ეს ჩემათვის განსაკუთრებულია.

არ მესმის მე შენი ჰეითერების.
თუ შენი ისტორიების.
თუ გმირრბის.
თუ დაჩის.

მოკლედ სრული სისულელეა იყო ამ შედევრის,შენნაირი გენიის და დაჩისნაირი სიყვარულის მქონე გმირის ჰეითერი.
აი უბრალოდ არ მესმის მათი.

მოკლერ რაა.
საოცარი ხარ შენ!
მე ტუტუცი ბავშვი.

ხო და მადლობა ყველაფრისთვის.

და

ადიოს.

 


№20 სტუმარი Keeee

Ar meko namdviladddddd auuu male axali tavi raaaaa saswauli iko dzaaan magram iiiiii ar minda is gogo moikvanos dachim ragac aireva guli migrdznobs

 


№21  offline წევრი Elennee

საოცრება ხარ ფეფო..

ყველა შენს მიერ შექმნილ მამაკაცზე ვგიჟდები.❤️
ისტორები ხომ საერთოდ.

ყოველ ახალ ისტორიაში ვიცი , რომ ვიღახ სასწაული კაცი უნდა იყოს ????❤️

 


№22  offline წევრი გროსმაისტერი

რა სასწაული თავი იყო❤ ძაან ემოციური, ძალიან ტკბილი, სიყვარულიტ აღსავსე❤

 


№23  offline წევრი Marryam

არ ვიცი რა ვთქვა ...

 


№24  offline წევრი BvBArMy

ვგიჟდები ამ ისტორიაზე და დაჩი დევდარიანზე.
ვგიჟდები დაჩის სიყვარულზე კატოს მიმართ.
ვგიჟდები შენს ყველა ისტორიაზე და შენზე.
--------------------
I Hate Everything About You

 


№25 სტუმარი Tamo

Gushin ar aitvirta komenatari madlooba umagresi taavi iyo axals rodis vixilavt?

Yvela sheni istoria viicii es raghac boombiaaa yooochag raaa aiii yochaaagh

Katoos mokvlac ki momindaaaa iseee ameshala nervebiii tavidan magram meeeere gadavifiqreee isetebi chaaatara

 


№26  offline მოდერი Anye-Any

ახლა გული გამიჩერდება, ეს რა იყო ჰა? ????????????

 


№27 სტუმარი Tamo

როდისს გამოჩნდებიი ფეფოოო ? როდის დადებ ახალ თაავს ???

 


№28 სტუმარი ფეფო

დღეს,გვიან მაგრამ დავდებ.

 


№29 სტუმარი Tamo

Dagelodebi sayvareloo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent