შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი /სრულად/


24-09-2019, 09:09
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 10 515

ისტორია რომელიც მსურს გიამბოთ ჩემი საუკეთესო მეგობრის პირადი ცხოვრების ურცხვად გასაჯაროვება უფროა ვიდრე უბრალოდ რიგითი ისტორია. ემილი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი როდესაც ოცი წლის ასაკში თავის სამი წლის ქალიშვილთან ერთად ამერიკაში სრულიად მარტო ჩამოვიდა, უზარმაზარ ქალაქში ერთი ზურგჩანთითა და პატარა მომღიმარი გოგონათი ხელში კარდაკარ იქამდე დაეხეტებოდა სანამ ერთმა კეთილმა ოჯახმა არ შეიფარა, ეს ოჯახი კი ჩემი მშობლები იყვნენ. კარგად მახსოვს როცა კართან მდგომი ემილი და მისი ქალიშვილი დაინახეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთში უსიტყვო მზერა გაცვალეს და გზააბნეული ემილიც გულში ჩაიკრეს. ასე აღმოჩნდა ის ჩვენს პატარა მაგრამ მოსიყვარულე ოჯახში. საკუთარ თავზე ცოტას საუბრობდა, არასდროს მიკითხავს გაყრის მიზეზი რადგან ვხედავდი რომ ჯერ კიდევ სიგიჟემდე უყვარდა მამაკაცი რომელთანაც სხვა თუ არაფერი შესანიშნავი ქალიშვილი აკავშირებდა. პატარა ანასტასიას არასდროს გაუწყვიტავს მამასთან კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველთვის ახერხებდნენ ერთმანეთთან საათობით საუბარს, ანასტასიას უყვარდა მამა, შეიძლება ითქვას რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტადაც კი უყვარდა, ხშირად დამინახავს კომპიუტერის ეკრანს მიმჯდარი ანასტასიას გვერდით როგორ იჯდა ემილი და ღიმილით უცქერდა მამა-შვილის იუმორით გაჟღენთილ საუბრებს. თავად ემილი იშვიათად საუბრობდა რატისთან (ასე ჰქვია ემილის ქმარს) თუმცა როცა კი ეს ხდებოდა მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ სუფევდა, პირიქით ერთმანეთთან იმდენად გულახდილები იყვნენ რომ კარგ მეგობრებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე განქორწინებულ წყვილს. ანასტასია დედასთან ცხოვრობდა, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა მამასთან. არ მახსოვს ერთი დღე მაინც როდესაც ემილის ყოფილი ქმარი აუგად მოეხსენიებინოს, პირიქით იშვიათად საუბრობდა მაგრამ როცა კი მასზე ჩამოვარდნილა საუბარი ყოველთვის სითბოთი და რაღაცნაირი ვნებით წარმოთქვამდა მის სახელს. ემილი მხატვარია, საკმოდ წარმატებული, წარმატებას ძალიან მალე მიაღწია, საკუთარი სახლიც შეიძინა იმავე უბანში სადაც ჩემია და ამიტომაც ჩვენგან გადასვლის შემდეგ ტრადიცია არ დაგვირღვევია და ყოველ საღამოს ან ჩემთან ვვახშმობთ ან მასთან. წარმატება მას ერთი წამით არ შორდებოდა, პატარა გზააბნეული გოგონადან საოცრად საურველ, სექსუალურ, წარმატებულ ქალად იქცა, ქალად რომელზეც ნახევარი ამერიკა ოცნებობს.
ისტორიის თხრობას იმით დავიწყებთ რომ ცოტა ინფორმაციას მაინც მოგაწვდით მთხრობლის ანუ ჩემს შესახებ. მე ჯესიკა ჰარპერი ვარ, ინგლისის უძველეს ქალაქ ლესტერში დავიბადე. ხუთ წლამდე მშობლებთან და მოხუც ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი თუმცა მოგვიანებით მშობლებმა უფრო მეტის ნახვა გადაწყვიტეს, ლესტერი უკან მოიტოვეს და ნიუ-იორკში გადავედით, ეს ის ქალაქია სადაც შემდეგში ჩემი ისტორიის მთავარი გმირი ემილი ბარნოვი გავიცანი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ოცდათორმეტი წლის, მეგობარი მამაკაცი არ მყავს, ერთრჯერადი ურთიერთობები მირჩევნია. სიყვარულის შესახებ საკუთარი შეხედულება მაქვს რომელიც ასე ჟღერს: სიყვარული თავის ტკივილის ის სიმპტომია რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი არ შველის. ბოლო პარტნიორი რამდენიმე დღის წინ მყავდა, ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა - უსაფრთხო სექსი კლუბში გაცნობილ ბიჭთან. ემილის თუ დავუჯერებთ ჯერ არ შევხვედრივარ იმ ერთადერთს ვინც გულ-მუცელს ერთიანად ამიდუღებს, აზროვნების უნარს წამართმევს და ბედნიერებისგან ფრენასაც დამაწყებინებს. ის რომ შეხვდა ასეთს ამიტომც გაზარდა ქალიშვილი მარტომ. მოკლედ ახლა ჩემზე მოვრჩები, დრო და დრო ისევ მოგაწვდით ჩემს შესახებ პატარ-პატარა ინტრიგებს ახლა კი მთავარ საკითხს ემილი ბარნოვს, მის ზენიტში მყოფ კარიერას და აწეწილ პირადს დავუბრუნდეთ.
- ჯეს. - კართან გაჟღერებული საკუთარი სახელის გაგონებით მივხვდი რომ ემილი მოვიდა და ლეპტოპი დავხურე (მისთვის ჯერ არ მითქვამს ამჯერად მის ისტორიას რომ შევეჭიდე). - დილამშვიდობის. - უცნაურად აფორიაქებულმა სწრაფად მიაგდო სავარძელზე ხელჩანთა, ლოყაზე ხმაურით მაკოცა და მოწყვეტით ჩაეფლო რბილ სავარძელში.
- რა აღგზნებული ხარ? - ეჭვით ავწიე წარბები და უკვე გაციებული ყავა უგემურად მოვსვი.
- შობა გაიყიდა. (შობა მისი ბოლო ნახატია რომელზეც ხუთი თვე მუშაობდა).
- ოჰო? - წამებში მომედო სხეულში სიამოვნება. - ეს უნდა აღვნიშნოთ. - სწრაფად წამოვხტი, ბარი გამოვხსენი, უკან კი ვისკის ბოთლითა და ორი მუცელგაბერილი ჭიქით ხელში დავბრუნდი. - და რამდენად? - ვკითხე როგორც კი სასმელი შევავსე.
- ორი.
- ორი რა ემი?
- მილიონი
- მეღადავები? - თვალები შუბლზე ამივიდა დასახელებული ანაზღაურების გამო, ემილის ნახატები საკმაოდ ძვირად იყიდება მაგრამ ამ უკანასკნელამდე ყველაზე მაღალი ციფრი ხუთასიათასი იყო.
- არა ჯეს, არ ვღადაობ.
- და ვინ იყიდა?
- ჰარი ანდერსონმა. - ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო კბილებით და მზერა ამარიდა. (ანდერსონი საკმაოდ მდიდარი სიმპატიური ნაბი/ვარია, ერთი წელია ემილის გულის მონადირებას სხვა და სხვა გამოხტომებით ცდილობს).
- და შენც გაები ხომ?
- ჯეს.
- შენი საქმის შენ იცი უბრალოდ არ მომწონს ეგ ტიპი.
- არც მე.
- ხო ერთი მე ვიკვნეტ ტუჩებს მის გამო და მეორე შენ.
- დედაჩემივით მტუქსავ. - კმაყოფილმა შეიცურა წითურ თმებში თლილი თითები და ყელი უკან გადააგდო, ზოგჯერ როცა მას ვუცქერ ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვუძლებ ცდუნებას სახელწოდებით "ქალი არ შემიყვარდეს" ჯანდაბა უნაკლოა.
- დედაშენი აქ არ არის. ვინმემ უნდა გითხრას რომ ანდერსონი შენი შესაფერისი არ არის.
- ვიცი ჯეს. - მზერა გამისწორა ემილიმ და მის თვალებში აკიაფებულმა სევდამ წამით გული გამიჩერა. - უბრალოდ დავიღალე ჯეს, ჩემი ცხოვრება სავსეა ნაბი/ვრებით, მხოლოდ ის სურთ როგორმე ჩემს ფეხებს შორის მოქცეულები ბოლომდე დაიხარჯონ. ვიცი რომ ანდერსონიც ასეთია. - მინდოდა სანუგეშოდ რამე მაინც მეთქვა თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე და ვისკი სულმოუთქმელად ჩავცალე. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ემილი ვისკის ჭიქას ინტერესით უცქერდა, სახეზე უცნაური ემოციები დასთამაშებდა, ემოციები რომლებიც აქამდე უცნობი იყო ჩემთვის. - საქართველოში მივდივარ. - წყვდიადში მეხის გავარდნას ჰგავდა ემილის სიტყვები. სამშობლოდან წამოსვლის შემდეგ ის ერთხელაც არ ყოფილა მშობლიურ ქვეყანაში.
- რა მოხდა?
- რატი ცოლს ირთავს, უნდა რომ ანასტასია მის გვერდით იყოს, ეს ის შემთხვევაა როცა მარტო ვერ გავუშვებ.
- რა?
- მისი შვილია, უფლება აქვს.
- ჯანდაბა ემილი, ტასომ იცის?
- არა.
- და ფიქრობ მარტივად შეეგუება ამ აზრს?
- ჯეს, ის მამამისია, უყვარს, მას კი ცოლი მოყავს და სურს რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მისი ქალიშვილი მასთამ იყოს. უარი ვუთხრა? რა უფლებით? ან რატომ? ტასო პატარა არ არის. მშვენივრად ხვდება რომ ცხოვრება გაყრის შემდეგ არ სრულდება და შესაძლოა მამამ ან დედამ მეორედ გადაწყვიტონ დაოჯახება. ვიცი ეტკინება მაგრამ ძლიერია და არ შეიმჩნევს, უბრალოდ მინდა მის გვერდით ვიყო, მხოლოდ ამიტომ მივყვები და მინდა შენც წამოხვიდე.
- და მე რა ჯანდაბა მინდა ჩემი მეგობრის ყიფილი ქმრის ქორწილში.
- ჯეს მარტო არ გამიშვა.
- არც მიფიქრია. - ენა გამოვუყავი და პასუხად ბალიშიც მომხვდა სახეში.
- ემილი რატომ დაგარქვეს?
- დედაჩემს ბრონტე უყვარდა. - ტუჩები სასაცილოდ დაპრუწა ბარნოვმა და ვისკი მოსვა. - შეგიძლია დღეს ჩემს მოსვლამდე ტასოსთან გაჩერდე? არ მინდა მარტო იყოს. - ისე სასხვათაშორისოდ ამოიჩურჩულა და მზერა გამისწორა.
- შენ სად მიდიხარ?
- ანდერსონმა ვახშამზე დამპატიჟა. ზედმეტი სითავხედე იქნება ჩემი მხრიდან თუ უარს ვეტყვი.
- ხო რა თქმა უნდა, ვახშამს ბევრი ალკოჰოლი მოყვება და შენს ფეხებს შორისაც საბოლოოდ აფართხალდება ბატონი ანდერსონი.
- მორჩი ჩემს გაკრიტიკებას ჯეს, არაფერიც არ მოხდება, უბრალოდ ვივახშმებთ და მორჩა.
- ემილი შენს ქმარს რატომ დაშორდი? - ჩემს მიერ მოულოდნელად დასმული კითხვის გამო ბარნოვი ერთიანად გაფითრდა. თითქოს გონებაში სათანადო სიტყვებს ეძებდა ბოლოს კი ძლივს შესამჩნევად ამოიჩურჩულა.
- ძალიან პატარები ვიყავით ჯეს, აღარც კი მახსოვს რატომ.
- კარგი, წადი ჰარის შეხვდი. - გამომცდელად შევათვალიერე მეგობარი და ჩემს ჟურნალისტურ თვალს და ინტუიციას არ გამოჰპარვია როგორ აღელდა ყოფილი ქმრის ხსენების გამო.
-----
ბევრი არ უფიქრია თუ რა ჩაეცვა თეთრი მუხლს საკმაოდ აცდენილი უზურგო კაბა მოირგო, მკერდთან ღრმა ჭრილით უკანალზე პროვოკაციულად შემოტმასნილი მის ფორმებს უფრო გამოკვეთდა, ასეთივე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გემოვნებით შეუხამა, წითური თმა მსუბუქად შეიკრა კეფაზე, შეუმჩნეველი მაკიაჟი გაიკეთა და თმისფერი ტუჩსაცხი რომელიც სავსე ბაგეებზე გადაისვა მის წინაშე სრულიად უძლურს და დამონებულს დაგტოვებდა. ჰო აშკარად მძიმე ღამე ელოდა ჰარი ანდერსონს. მე და ტასო მისაღებში ვისხედით და როდესაც საძინებლიდან გამოსული ემილი შევნიშნეთ მიუხედავად იმისა რომ აქამდეც შესანიშნავად ვფლობდი მისი სილამაზის შესახებ ინფორმაციას მაინც პირი დავაღე, ტასომ კი ღიმილით დაუსტვინა დედის დანახვაზე და კოპები შეკრა.
- დე ვის ხვდები?
- მეგობარს პატარავ. ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ? - სახეზე მიეფერა შვილს და ელვის შეკვრა მთხოვა.
- ასე?
- დე რესტორანში მივდივართ. - ხმა მერყევი გაუხდა ბარნოვს.
- კაცს ხვდები არა?
- არა, მაგრამ ასეც რომ იყოს ვფიქრობ დედას სრული უფლება აქვს. - ღიმილით დაამატა ემილიმ და შვილს წინააღმდეგიბის მიუხედავად მაინც აკოცა. - მიბრაზდები?
- არ ვიცი. - გულწრფელად აახამხამა გოგონამ დიდრონი ცისფერი თვალები და ბოლოს მაინც მოეხვია დედას.
- მიხედე. - ჩუმად მანიშნა ემილიმ მკლავებში მოქცეულ შვილზე, კიდევ ერთხელ აკოცა და კარისკენ დაიძრა.
- დე. - კართან მისულს შვილის ხმა დაეწია და ისიც გაჩერდა.
- რა იყო ანასტასია.
- მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - გაუღიმა შვილს და სახლიდან გავიდა. ორიოდე წუთი ანასტასია დახურულ კარს სევდაშეპარული მზერით უყურებდა ბოლოს უხმოდ მოჩოჩდა ჩემსკენ და მხარზე ჩამომადო პატარა თავი, სადაც ალბათ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ისე დახტოდა სუნთქვაში შესამჩნევად უშლიდა ხელს.
- მას ვიღაც ყავს არა? - ამომხედა ბოლოს და ტუჩები დაბრიცა.
- დედა მეგობარს ხვდება.
- მე კი ვფიქრობ რომ ის ვისაც ხვდება მხოლოდ მეგობარი არ არის.
- და ეს გაწუხებს?
- არ ვიცი. - მისი ასაკისთვის გაურკვეველი თვალებით მომაშტერდა და ცრემლმაც არ დააყოვნა.
- რა მოხდა ტასო? - მისი ათრთოლებული სახე ხელებში მეჭირა და შუბლზე მიბჯენილი ტუჩებით მის დამშვიდებას ვცდილობდი.
- მამა მენატრება. - ჰო რაღაც მსგავს ველოდი, გაუცნობიერებელი პროტესტი, დედის დაკარგვის შიში და შორს მყოფი მამის მონატრება, ვიგრძენი როგორ დავიძაბე, მისი სხეული გულში ძლიერად ჩავიკარი და მიუხედავად იმისა რომ ხმა არ მაქვს რაღაც უაზრო მელოდიის ღიღინი დავიწყე, ანასტასიას სხეული დიდხანს თრთოდა, მისი ცრემლი კარგა ხანს მისველებდა მაისურს, თმებზე ვეფერებოდი და გაუჩერებლივ ვღიღინებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომაც ვმღეროდი, ბოლოს ემოციებისგან დაღლილს ჩემს კალთაში სახე ჩარგულს ჩაეძინა, ადგომა არც მიფიქრია, თავი სავარძელზე გადავკიდე და თვალები დავხუჭე.
ინტუიცია არასდროს მღალატობს ახლაც გადასარევად შევიგრძნობ დენთის სუნს რომელიც ყველას შთანთქვით გვემუქრება, პირველ რიგში კი ბარნოვს ემუქრება ცეცხლში ჩავარდნა საიდანაც ვიცი დამწვრობის გარეშე თავს ვერ დააღწევს, საინტერესო ის არის რამდენად ძლიერ დამწვრობას მიიღებს, რამდენად გაუძლებს, რამდენად მზად იქნება იმ წინაღობისთვის რაც ელის. ბარნოვი ძლიერია ამას მისი მიზანდასახულობაც ამტკიცებს, ფრთხილია, არასდროს იქცევა დაუფიქრებლად, არასდროს ნებდება წუთიერ ვნებას, ისევ ელის, ელის რაღაცას რაც მას სრულ ბედნიერებას მიანიჭებს. ახლა კი არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობ მასში სრული ქაოსია გაჩაღებული და ამ ქაოს აშკარად არ ჰქვია ჰარი ანდერსონი. ეშინია, მის თვალებში ეს დავინახე, წარსულში დაბრუნების ეშინია, ჰო მას რატისთან შეხვედრის ეშინია და ვხვდები ზუსტად ამიტომ დათანხმდა ანდერსონს ვახშამზე. აღიარება არ სურს მაგრამ მე მას გადასარევად ვიცნობ. არასდროს ამ ათი წლის მანძილზე არ მინახავს ისეთი დამფრთხალი როგორც დღეს დილით როდესაც საქართველოში დაბრუნებაზე და ყოფილი ქმრის მომავალ ქორწილზე საუბრობდა. არც მიკვირს, რთულია ათი წლის შემდეგ ჩახვიდე შენი შვილის მამის ახალი ცოლის გასაცნობად მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ დიდი ხანია აღარფერს გრძნობ, ან იქნებ გრძნობს კიდეც?!
-----
რესტორნის შესასვლელთან ჩასაფრებული ჟურნალისტები სწრაფად ჩამოიშორა და შენობაში შესულმაც შვებით ამოისუნთქა, დაცვის თანამშრომელმა ღიმილით ჩამოართვა მანტო და ხარბად შეათვალიერა ტანს შემოტმასნულ კაბაში გამოწყობილი ბარნოვი.
- ანდერსონი უკვე გელოდებათ. - ღიმილით დაამატა ახალგაზრდა ბიჭმა და დარბაზისკენ გაუძღვა. მღელვარებისგან სხეული უთრთოდა ბარნოვს, თავს ისე გრძნობდა თითქოს ჩვიდმეტი წლის გოგო ყოფილიყოს რომელიც მშობლებისგან მალულად ხვდებოდა მასზე შეყვარებულ მილიონერ ნაბი/ვარს.
- ემილი. - ყურებამდე გაკრეჭილი ფეხზე წამოიჭრა ჰარი ანდერსონი მის დანახვაზე, ხელზე ნაზად ეამბორა და დაჭიმულმა მეძებარი ძაღლივით შეათვალიერა დაბნეული ქალი. - შესანიშნვად გამოიყურები.
- მადლობა. - სკამზე მოხერხებულად მოკალათდა ბარნოვი და გადაჭედილი რესტორანი მოათვალიერა.
- თუ არ მოგწონს შეგვიძლია სხვაგან წავიდეთ, უფრო მყუდრო ადგილზე.
- არსებობს ადგილი სადაც ხელს არავინ შეგვიშლის?
- ჩემთან წავიდეთ. - მოკლედ მოუჭრა ჰარიმ და მიმტანის მიერ დასხმული ღვინო დააგემოვნა.
- აქაც კარგად ვარ. - ბრაზი მოერია ემილის და მოულოდენლად ძალიან ინანა მასთან შეხვედრას რომ დათანხმდა. ძნელი მისახვედრი არ იყო რა ედო ანდერსონს გონებაში, ისედაც მშვენივრად იცოდა თუმცა ახლა როდესაც მასთან ასე ახლოს იყო და მის აღგზნებულ თვალებს უცქერდა მიხვდა ანდერსონს ერთი სული ჰქონდა მისი კაბის ქვეშ შემძვრალიყო და სიამოვნების მისაღებად დაუღალავად ეშრომა, ამის წარმოდგენაზე შეაჟრჟოლა და გულის რევის შეგრძნება რომ დაეოკებინა ღვინო მოსვა.
- ვიხუმრე ემილი. - სიტუაციის განმუხტვას ეცადა ჰარი თუმცა უკვე ჩაჯ/ულის გამოსწორება ვეღარ შესძლო, ემილის ხასიათი სწრაფად ეცვალა და ერთადერთი რაც სურდა ის იყო რომ საღამო მალე დაესრულებინა.
- შობა მართლა მოგეწონა თუ ესეც ერთგვარი ფანდია ჩემს ლოგინში შესატყუებლად? თუ ასეა ტყუილად ირჯები ჰარი. - იერიშზე გადავიდა ბარნოვი რამაც ანდერსონი ცოტა არ იყოს და გაანაწყენა.
- კარგი ემილი, რადგან გულახდილად ვსაუბრობთ გეტყვი ჩემს მიზნებს შენთან დაკავშირებით, სულაც არ მინდა ჩემი საყვარელი გახდე, მე მეტი მსურს, მინდა ჩემი ცოლი გახდე, ჩემი შვილების დედა, მინდა ყოველ დილით ჩემმა ალერსმა გაგაღვიძოს. ჩემს დანახვაზე ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავდეს, მინდა შენი მეგზური ვიყო, განა ეს ცუდია?
- არა. - დაბნეული ჩანდა ემილი.
- მე მიყვარხარ ემილი. - მის ხელს ნაზად შეახო ჰარიმ თითები, ემილის შეაჟრჟოლა, ეს შეხება სასიამოვნოდ მომჟავო ხილის დაგემოვნებას ჰგავდა, დავდაპირველად რომ სახეს დაგიჭიმავს, ენაზე ბუსუსებს დაგაყრის და როდესაც მის რეალურ გემოს შეიგრძნობ ღიმილმორეულს სხეული რომ გიმსუბუქდება, მზერა მის თეთებზე გაუშტერდა და გაუაზრებლად ახლართა მასში თავისი თითები, კიდე უფრო მოეშვა, დაძაბულ სახეზე ღიმილის კვალი დაიჭირა, მსუბუქად ჩაავლო ქვედა ტუჩს კბილები და მის წინ მჯდომ ჰარის ვნებიან თვალებს მზერა გაისწორა.
- მაპატიე უხეშობა.
- უკვე გაპატიე. - სავარძლის ზურგს გამარჯვებული მზერით აეკრო ანდერსონი და სასმლის მოზრდილი ყლუპი მოსვა. ანდერსონი მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა, მთელი საღამოს მანძილზე არაფერი შეშლია, აშკარად კარგად იცნობდა ქალების ბუნებას და ემილის შემთხვევაშიც შესაშური სიზუსტით იკვლევდა გზას რომელიც ამ უკანასკნელის ფეხებშორის გადიოდა, ემილიმ ბევრი დალია, სასმელმა თავისი სიტყვა თქვა და ის უკვე აღარ იყო შებოჭილი, პირიქით, საკმაოდ ლაღი და თავისუფალი მშვენივრად აჰყვა ანდერსონის „თამაშს“
- ჩემი წასვლის დროა. - ღიმილით მიმართა როგორც კი მაჯის საათს დახედა.
- ჯერ ძალიან ადრეა ემილი.
- მართლა კარგი იყო შენთან გატარებული საღამო მაგრამ უნდა წავიდე.
- კარგი. - აშკარად უხალისოდ დათანხმდა ანდერსონი და ფეხზე წამოდგა, შეზარხოშებულ ემილის წელზე ხელი მოხვია და გასასვლელისკენ გაუძღვა, შიშველ კანზე მისი შეხების გამო ზურგი აეწვა ბარნოვს, მკერდი შესამჩნევად უთრთოდა და გამშრალ ტუჩებსაც გამწარებით კვნეტდა. ვნებიანი კოცნა იგრძნო მოშიშვლებულ ყელზე და სრულიად დამფრთხალს მთელი სხეული მონატრებული ვნებით აუფეთქდა, გარეთ გამოსულმა ღიმილით ახედა მასზე გაშტერებულ ანდერსონს.
- რა?
- თუნდაც ამის გამო გაბრაზდე. - სწრაფად მოხვია ხელი და სხეულზე მიკრულს ვნებით წაეტანა ტუჩებზე, ემილიმ გააზრება ვერ მოასწრო ისე აჰყვა კოცნაში, ვნებით პასუხობდა ჰარის დამძიმებულ სუნთქვას. - წამოდი ჩემთან. - გაუბედავად ამოიჩურჩულა ანდერსონმა როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა.
- ჰარი.
- ვიცი რომ შენც გინდა. - ისევ მის ტუჩებს დააცხრა ანდერსონი და ამჯერადაც დანებდა ბარნოვი. - წავიდეთ. - მაჯაში ხელი ჩაავლო და მაქნანისკენ დაიძრა მისი სურვილით აღგზნებული ანდერსონი.
- ჰარი. - ღიმილით დაქაჩა ბარნოვმა და აიძულა რომ გაჩერებულიყო. - სახლში წამიყვანე. - მის პერანგს თითები ჩაავლო, ფეხის წვერებზე აიწია და მსუბუქად აკოცა. - დღეს არა.
- კარგი. - მძღოლმა მანქანის კარი გამოაღო და ბარნოვი ანდერსონთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა. ავტომობილი დაიძრა თუ არა ჰარიმ ნაზად შეახო მოშიშვლებულ ფეხზე თითები და ნელი მაგრამ მიზანმიმართული სვლით აასრიალა თითები ბარნოვის მუხლიდან უფრო ზევით, ღიმილით დააცქერდა მის ფეხზე მოსრიალე ჰარის თითებს ბარნოვი, მერე მზერა ხელიდან სახისკენ გადაიატანა, სულაც არ გაჰკვირვებია ანდერსონის სურვილით ჩაწითლებული თვალების დანახვა, ჰარი მის სახესთან დაიხარა და კიდევ უფრო ზევით შეაცურა თითები.
- გეყოფა. - ამოიჩურჩულა ემილიმ მის ტუჩებთან, მაჯაში თითები ჩაავლო და მოფათურე ხელი უკან გააწევინა. - არ ვარ ისეთი მთვრალი რომ ამის ნება დამსწრესთან ერთად მოგცე.
- კიდევ როდის გნახავ?
- როცა დაგთანხმდები.
- და ეს როდის იქნება?
- არ ვიცი.
- მეთამაშები? - ყბის ძვლები დაეჭიმა ანდერსონს, ბარნოვის ქვედა ტუჩს სწრაფად ჩაავლო კბილები და ძლიერად დაქაჩა, კბილები ტუჩებით ჩაანაცვლა და ისევ დასტყუა სასმლით გონებაარეულ ბარნოვს ვნებიანი კოცნა. სწრაფად შეუცურა კეფაზე თითები და ისე მიიზიდა რომ ემელის უკან დახევა აღარ შესძლებოდა, მომთხოვნი იყო კოცნისას, ტუჩებიდან ლავიწებისკენ გადაინაცვლა, კეფაზე მიბჯენილი თითები სწრაფად ჩააცურა მის წელზე, ბარნოვს ჩუმი კვნესა აღმოხდა.
- ჯანდაბა ჰარი გაჩერდი. - ორივე ხელის გული მის მკერდს მიაბჯინა და აიძულა უკან დახეულიყო, აღგზნებული ანდერსონი მის სახესთან დახრილი მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წამი თვალს არ წყვეტდა ბარნოვის კოცნით შესიებულ ბაგეებს, ბოლოს გაეღიმა, მის სხეულს მოშორდა, სავარძელს მთელი ზურგით აეკრო, მინა ჩამოსწია და სიგარეტს მოუკიდა.
- მე შენ მიყვარხარ ემილი. - როგორც იქნა მზერა მიაპყრო გაფითრებულ ბარნოვს, მისი მტევანი ხელის გულში მოიქცია და ნაზად შეახო ტუჩები. - მართლა მიყვარხარ. - ემილის არ სურდა პასუხის გაცემა, გაუმართლა რომ ავტომობილი გაჩერდა. წამით მზერა გაუსწორა საღამოს დასრულებით განაწყენებულ ანდერსონს.
- ღამემშვიდობის ჰარი.
- აგაცილებ.
- საჭირო არ არის.
- გეშინია რომ შენს სახლში ძალით შემოვიჭრები?
- არა.
- კარგი ემილი როგორც გინდა. - ჰარი გადმოსვლაში მიეხმარა ბარნოვს, ღიმილით დაჯერდა მის მეგობრულ კოცნას ლოყაზე და სახლისკენ უკანალის საოცარი რხევით მიმავალს სიმწრით გააყოლა მზერა. - ბარში წავიდეთ. - მიუბრუნდა მძღოლს და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. როგორც კი ზურგს უკან ძრავის ღრიალი იგრძნო ბარნოვი შეჩერდა, მიმავალ მანქანას მზერა გააყოლა და როდესაც ავტომობილი თვალს მიეფარა, იქვე ახლოს მდგარ სკამზე რამდენიმე წუთით ჩამოჯდა. შემოდგომის მშვიდი საღამო იყო, ემილის ძალიან უყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით ნოემბერი. ნოემბრის თვეში მის ცხოვრებაში ანასტასია გამოჩნდა ამიტომაც უყვარს ეს დრო ასე გამორჩეულად. ღრმად სუნთქავდა, უღიმღამო კაეშანი რომელიც დაიკუთხავად შეუძვრა გონებაში, სწრაფად მოედო მთელ სხეულში და მჭიდროდ ფესვებ გადგმულს უკვე ვერაფერს უხერხებდა, ამღვრეული სახე ხელის გულებში ჩარგო და რამდენიმე წუთი ასე დარჩა, რეალობაში ტელეფონზე მოსულმა შეყტობინებამ დააბრუნა.
- ემილი, პასუხი არ მომწერე, ხომ ჩამოხვალთ შენ და ანასტასია? - წერდა ყოფილი ქმარი. მყისიერად აიტანა ბარნოვი უჩევულო ეიფორიამ, სუნთქვა უჭირდა, თვალს მომდგარი ცრემლის გამო ტექსტს ბუნდოვნად ხედავდა, ცხვირის წვერი აეწვა და რომ არ ეტირა თავი უკან გადასწია, ღრმად ჩაისუნთქა შემოდგომის მშვიდი ჰაერი.
- ჩამოვალთ. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მისწერა და ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა.

2
მძინარე ქალიშვილის საწოლის კიდესთან იჯდა, ღიმილით უცქერდა ბალიშზე დასვენებულ საოცარ ნაკვთებს, ანასტასია დედას არ ჰგავდა, მამის ასლი იყო, ვინ იცის როგორ უჭირდა ემილის ყოველ წუთს საყვარელი შვილის სახის მიღმა ყოფილი ქმრის აჩრდილის ცქერა, ახლაც რაღაცნაირად სევდიანი ღიმილი აჰკროდა მის სახეს, წაბლისფერ თმებზე ნაზად მიეფერა და შუბლზე აკოცა, ტასო შეიშმუშნა და ისე რომ თვალი არ გაუხელია დედას ყელზე შემოხვია პატარა მხრები.
- დილამშვიდობის პატარავ. - ყელში აკოცა ქალიშვილს და უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე. - როგორ გეძინა?
- კარგად დე. - დედის მზრუნველი მკლავებისგან თავი დაიხსნა და ინტერესით ჩააშტერდა უცნაურ სხივჩადგმულ თვალებში. - რამე მოხდა? - სწრაფად შეკრა ტასომ წარბები და საწოლზე წამოჯდა.
- უნდა ვილაპარაკოთ. - წელში გასწორდა ემილი და შეეცადა მღელვარება როგორმე მოეთოკა.
- თუ იმ ტიპზე უნდა მელაპარაკო ინსტაგრამზე რომ თქვენი ვნებიანი კოცნის ამსახველი ფოტო გამოჩნდა არ მინდა დედა.
- რა ფოტოზე მესაუბრები? - გაოცდა ბარნოვი.
- აი იმაზე, ვიღაც ტიპი რომ რესტორნის შესასვლელთან გკოცნის, არადა მითხარი რომ მეგობარს ხვდებოდი, შენ ხომ დამპირდი რომ მუდამ გულახდილები ვიქნებოდით ერთმანეთთან? - წყენით გაბუშტა ანასტასიამ ტუჩები.
- დე მისმინე კარგი ვაღიარებ რომ ვაკოცე მაგრამ არაფერი ხდება მე და ჰარის შორის, ზოგჯერ ისე ხდება რომ ადამიანი ვერ აკონტროლებ შენს საქციელს.
- დედა იმაზე არ ვბრაზობ რომ ვიღაცას აკოცე, პატარა არ ვარ და მშვენივრად ვხვდები რომ შეიძლება ვინმესთან სექსი გქონდეს.
- ტასო! - ერთიანად გაფითრდა ემილი და სახეზე ხელები აიფარა.
- მე უბრალოდ არ მინდა რომ მომატყუო.
- კარგი კარგი, მართალი ხარ. - შვილის სხეული გულზე მიიხუტა და ათრთოლებული ტუჩები შუბლზე მიაკრო. - ცნობისთვის მასთან სექსი არ მქონია.
- სხვა დროს ხომ გექნება. - სახე დამანჭა ტასომ.
- უფრო მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა.
- რა? - კითხვით სავსე თვალები მიაპყრო გოგონამ დედას.
- მამას სურს რომ საქართველოში ჩავიდეთ.
- ახლა ხომ სკოლაა.
- დე. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ლურჯ დაბნეულ თვალებს მზერა გაუსწორა. - მამა ცოლს ირთავს, უნდა რომ მის გვერდით იყო.
- რა? - სახე გუფითრდა გოგონას.
- მამას სურს რომ მის გვერდით იყო.
- არა მანამდე რა თქვი?
- ცოლს ირთავს. - ორიოდე წუთი დადუმებული უცქერდა დედის თვალებს, ბოლოს უსიტყვოდ დაიხსნა მისი ხელებისგან თავი და სააბაზანოს კარი ხმაურით გაიჯახუნა. - ტასო.
-----
- რაო? - ვკითხე როგორც კი ემილი მისაღებში დაბრუნდა.
- აბაზანაში შეიკეტა.
- დალიე. - ცხელი ყავა მივაწოდე დაძაბულ მეგობარს და ისიც ჩემს ნებას დაყოლილი გვერდით მომიჯდა. - ვერც ერთი ბავშვი ვერ ეგუება რომელიმე მშობლის ხელმეორედ დაოჯახებას, მიუხედავად იმისა რომ ცალ-ცალკე ცხოვრობთ გულის სიღრმეში ის მაინც გაკავშირებთ შენ და რატის ერთმანეთთან, იცის რომ ორივე თქვენგანისთის მხოლოდ ის არსებობს, ახლა კი როდესაც მამის ქორწილი შესახებ გაიგო ფიქრობ რომ ის მას დაკარგავს, ეს ყვალა ბავშვს ემართება ასე რომ ნუ ღელავ, აცადე და გაუვლის, მიხვდება რომ მამას არ კარგავს. შენ ის მითხარი ჰარისთან როგორი იყო?
- ამაზე საუბარი არ მსურს.
- კარგი. - საუბრის გაგრძელებისგან თავი შევიკავე რადგან მშვენივრად ვიცოდი ემილი პასუხს არც ერთ კითხვაზე აღარ გამცემდა, ის ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრმა ჩაითრია და ძალიან მალე სრულიად მოსწყდა რეალობას. ემილი ბარნოვი ძლიერი ქალია მაგრამ არა იმდენად რომ საკუთარი ქალიშვილის სევდიან მზერას და ფიქრიან გუნებას მტკიცედ გაუძლოს, მისთვის ცხოვრობს და შესაბამისად ტასოს ნებისმიერი უხასიათობა ისე ანგრევს როგორც არაფერი, ახლაც ვუცქერ როგორ ზის სავარძელში უკვე გაციებულ ყავის ჭიქას უაზროდ ჩაფრენილი სივრცეში მზერა გაყინული, მისი თვალები ისეთ ტკივილს გამოხატავენ როგორიც არასდროს მინახავს, გაურკვევლობას ერთიანად შეებოჭა და ვხედავდი აღელვებულს სხეული როგორ უთრთოდა, ტუჩებს ნერვულად იკვნეტდა და დარწმუნებული ვარ გონებაში ყოფილ ქმართან შეხევდრის მეასე სცემას განიხილავდა.
- როდის მივდივართ? - მოულოდნელად შემოიჭრა ოთახში ანასტასია და ემილიც გონს მოეგო.
- ორ კვირაში. - ხელით ანიშნა რომ მის გვერდით დამჯდარიყო, ქალიშვილს მხარზე ხელი მოხვია, ლოყაზე ხმაურით აკოცა და ჯერ კიდევ დაუვარცხნელი თმა ყურზე გადაუწია.
- იმედია მამას საცოლე კრუელას არ გავს. - ზიზღით დაპრუწა ანასტასიამ ტუჩები და დედას გაუღიმა.
- ტასო.
- კარგი ჰო. - დედას აკოცა და ისევ თავის ოთახს მიაშურა.
- ანდერსონი ისევ მთხოვს შეხვედრას.
- მერე?
- ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ ჯეს. - გულწრფელად ამოთქვა ბარნოვმა და გაციებული ყავა უგემურად მოსვა. - სულაც არ არის ცუდი ვინმე, უბრალოდ ახლა ისეთი ქაოსი მაქვს თავში რომ ვერაფერზე ვფიქრობ.
- და ამ ქაოს შენი ყოფილი ქვია?
- არა-თქო რომ გითხრა აზრი ექნება?
- არა.
- ათი წელი ჯეს, ათი წელია არ მინახავს, მარტივი არ არის.
-----
საკუთარ სახელსნოში იყო, თხელი მაისური და ჯინსის შარვალი ერთიანად დასვროდა, ჩაფიქრებული მერამდენე ტილოს აფუჭებდა უკვე სათვალავი აერია, ხატვას სიმშვიდე სჭირდება, კონცენტრირება, ის კი ისეთი აფორიაქებულია ბოლო დღეები რომ ერთი გამართლებული კონტურიც ვერ გამოჰყავს, ის იყო გაბრაზებულმა ისევ მოისროლა იატაკზე ტილო ღია კართან მდგომ ადნერსონს რომ მოჰკრა თვალი, შიშისგან შეხტა თუმცა გონს მალე მოეგო და დაუპატიჟებელ სტუმარს ბრაზით ახედა.
- აქ რას აკეთებ?
- ჩემს ზარებს არ პასუხობ. - მოკლედ მოუჭრა ჰარიმ, მკლავზე გადაკიდებული პიჯაკი სავარძელზე მიაგდო და ძირს დაგდებულ ტილოებს ინტერესით მოავლო მზერა. - შემოქმედებითი კრიზისი? - ზედმეტად ახლოს მივიდა ბარნოვთან და სკამს რომელზეც ემილი იჯდა ორივე სახელურზე ჩაავლო თითები.
- გეყოფა ჰარი.
- მოდუნება გჭირდება. - სწრაფად დააშორა ანდერსონმა ემილის დაძაბული მუხლის თავები ერთმანეთს და თეთრი პერანგის მიუხედავად დასვრილ მაისურზე აეკრო.
- დაგსვრი. - ღიმილი მოერია ემილის და საღევაბიანი თითები პროვოკაციულად აუსვა პერანიგის საყელოს.
- უკვე დამსვარე. - სწრაფად მოუჭრა ჰარიმ და ვნებით დაეწაფა ტუჩებზე. დაუკითხავად შეუძვრა ბარნოვს მაისურის ქვეშ და მკერდისკენ ასრიალებული თითები მსუბუქად მოუჭირა უბიუსჰალტერო კანზე, ხარბად უკოცნიდა ყელს და უფრო ძლიერად იქცევდა ბარნოვის გამკვრივებულ მკერდს მუჭში.
- ჰარი გეყოფა.
- არა ემილი. - ამოიჩურჩულა ანდერსონმა და ამღვრეულ თვალებში მზერა გაუსწორა. - ნუ ეწინააღმდეგები სურვილებს. - სწრაფად შეუხსნა შარვლის ღილი, მიზამნიმართულად შეძვრა უკანალისკენ და საჯდომს ძლიერად ჩაფრენილმა მსუბუქად ააფრიალა ბარნოვის სხეული ხელში, ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა იატაკზე დაყრილი მაგიდაზე განთავსებული ხატვისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი, ხის ზედაპირზე გართხმული ემილი თავად წაეტანა ანდერსონის ბაგეებს და სწრაფად შეხსნა მისი პერანგის ღილები. მოქნილად შემოაჭდო წელზე გრძელი ფეხები და სინქრონულად აჰყვა ანდერსონის ალერს რომელიც სულ არ ჩქარობდა, კიდევ ერთხელ შეძვრა ჰარი მისი მაისურ ქცეშ და ამჯერად თან გაიყოლა საღებავში ამოსვრილი თხელი მატერია, კბილი ჩაავლო გამკვრივებულ მკერდზე და ემილიც სწრაფა ჩააფრინდა მას თმებში, თავი უკან გადააწევინა და ისევ თვითონ წაეტანა ტუჩებზე. მოულოდენლად გაქრა ყოველივე სინაზე და ბარნოვი რომელიც ექსპერიმენტების მიმართ მწყრალად არის განწყობილი საკუთარ სახელოსნოში ანდერსონის მკლავებს მინდობილი ვნებით აკრუტუნდა, ის იყოს მის სხეულს შარვალი შემოაცალა ჰარიმ ემილის ტელეფონის ხმა რომ მოედო იქაურობას. - არც იფიქრო. - სწრაფად ჩააფრინა ანდერსონი ქვედა ტუჩზე და როგორც კი მისი სისხლის გემო იგრძნო კიდევ უფრო გახელდა, ტელეფონი კი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას.
- ჰარი. - მის მკერდზე ორივე ხელის გული მიაბჯინა ემილიმ და ძირს დაგდებულ ტელეფონის ეკრანს დახედა.
- მერე უპასუხე. - ჯიუტად განაგრძობდა ანდერსონი მის კოცნას.
- ჩემი შვილია, გამატარე. - ძლიერად უბიძგა მასზე დამხობილ სხეულს და ჰარიც მის ნებას დაჰყვა, სწრაფად გაუსვა ეკრანს თითი და კედელზე დაკიდებულ საათს გახედა.
- დედა. - მოისმა ყურმილს მიღმა ანასტასიას გაბრაზებული ხმა.
- უკვე გზაში ვარ პატარავ. - სწრაფად გათიშა ბარნოვმა ტელეფონი და ანდერსონს პერანგი ესროლა. - მაპატიე, ტასოს დავპირდი რომ სკოლის შემდეგ კინოში წავიყვანდი. არ გაბრაზდე, დაიმახსოვრე სად გავჩერით. - მოწყვეტით აკოცა მამაკაცს ტუჩებში და უკვე ჩაცმული გასასვლელისკენ გაიქცა. - მართლა, კარი გარედან დაკეტე და დაცვას დაუტოვე გასაღები. - მოხდენილად ისროლა მისი მიმართულებით გასაღები და კიბეზე სწრაფად დაეშვა.
- ამის დედაც. - თავზე ორივე ხელი შემოიჭირა ანდერსონმა და არეულ სახელოსნოს ირონიით მოავლო მზერა.
-----
საქართველოში წასვლამდე დარჩენილ შემდეგ რამდენიმე დღეში ბარნოვი იმაზე მეტად შეიცვალა ვიდრე ვიფიქრებდი, იმის გამო რომ მოსალონდნელ შეხვედრაზე არ ეფიქრა ანდერსონთან შეხვედები გაახშირა, აღარც პრესის ბოროტ ენებს ერიდებოდა და თამამად ჩნდებოდა მილიონერ ჰარისღან ერთად დახურულ თუ ღია წვეულებებზე. კითხვაზე უკვე გაუშალა თუ არა ფეხები ირონიულად მპასუხობდა.
- ჯერ არა ჯეს, ამის დროც მოვა. - მე კი უნდა ვაღიარო რატომღაც არ მსურს ეს დღე დადგეს, განა ემილის ბედბიერება არ მსურს, უბრალოდ ანდერსონის ქალების გრძელი სია ნერვებს მიშლის. ემილის კი თითქოს ეს აღარ აინტერესებს, მასზე უკვე თვალებანთებული საუბრობს, ზოგჯერ მინდა რამე ვესროლო თუმცა ეს მისი პირადია და უფლება არ მაქვს უხეშად ჩავერიო. ერთი სიტყვით არ ვიცი ანდერაონის მიმართ მართლა გრძნობები გაუჩნდა თუ თავს იტყუებს თუმცა ის რომ თავისუფალ დროს ძირითადათ მასთან ერთად ატარებს ფაქტია. ჰარის არ ესიამოვნა როდესაც ემილის გამგზავრების შესახებ გაიგო, ეჭვიანი ქმარივით პატარა სცენაც კი მოუწყო თუმცა როგორც კი ბარნოვის თვალებში ამოკითხული (შენ ში/ ხომ არ გაქვს) დააფიქსირა მიამიტ ქურციკად იქცა და აეროპორტშიც კი გაგვაცილა.
- მომენატრები პატარავ. - ურცხვად მოხვია ბარნოვს წელზე ხელი და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- მალე დავბრუნდები. - უხერხულად გაითავისუფლა ემილიმ მისგან თავი და ტასოს გახედა რომელსაც აშკარად არ ესიმპატიურებოდა დედის მეგობარი. დამშვიდობებამ ცრემლების გარეშე ჩაიარა და თვითმფრინავიც უკვე ჰაერშია. ტასოს რომელსაც ერთი სული ჰქონდა მამა ენახა მალე ჩაეძინა და მეც საშუალება მომეცა ემილისთან შემდეგი რამდენიმე დღის განრიგი განმეხილა.
- სად ვიცხოვრებთ?
- ჯანდაბა ჯეს რა კითხვას სვამ, რა თქმა უნდა ჩემი მშობლების სახლში.
- ტასო?
- არ ვიცი ვნახოთ, თუ სურვილი ექნება მამასთან დარჩება, გააჩნია რატის რა გეგმები აქვს.
- ღელავ?
- თავისთავად.
- რა უფრო გადარდებს ის რომ შენს ქმარს ცოლი მოყავს თუ ის რომ რამდენიმე დღეს ყოფილი ქმრის სიახლოვეს ყოფნა და მისი ბედნიერების ცქერა მოგიწევს.
- მეჩვენება თუ ჩეს გონებაში დაუპატიჟებლად ხელების ფათური გადაწყვიტე? - ბრაზი გაკრთა ემილის ხმაში.
- მინდა ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.
- ჯეს მე და რატი ათი წლის წინ დავშორდით ერთმანეთს, მიზეზი ის იყო რომ ვნება რომელიც სიყვარული გვეგონა მალე გაქრა, ძალიან პატარაბი ვიყავით, შეცდომა დავუშვით მაგრამ არაფერს ვნანობ, ამიტომაც გვაქვს დღემდე ნორმალური ურთიერთობა, სხვა თუ არაფერი ანასტასია გვყავს, ის რომ დავშორდით იმას არ ნიშნვას რომ მისი ბედნიერება მეწყინება და რადგან ამდენი წლის შემდეგ მან დაოჯახება გადაწყვიტა გამოდის როგორც იქნა შეხვდა ადმიანს რომელიც შეუყვარდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მისმა რჩეულმა ჩემს შვილს აგრძნობინოს თავი კარგად და რატისა და ანასტასიას შორის უხეშად არ ჩადგეს, სხვა არაფერი მაინტერესებს. - მზერა ამარიდა ემილიმ და ათრთოლებული თითები ერთმანეთში ახლართა. - იმედი მაქვს ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის შემდეგ კი უკან დავბრუნდებით და ცხოვრებას ჩვეულ კალაპოტში განვაგრძობთ.
- ანდერსონთან ურთიერთობას გულისხმობ?
- თუნდაც ჯეს.
- ისეთი შეგრძნება მრჩება რომ შენი ქმრის ჯიბრზე დაიწყე მასთან შეხვედრა.
- კარგი რა.
- კარგი ემი, გავჩუმდები, როგორც ჩანს უბრალო დამთხვევაა რომ მამაკაცის სიახლოვე ზუსტად მაშინ მოგინდა როდესაც შენი ყოფილი ცოლს ირთავს.
- უკვე ვნანობ რომ წამოსვლა გთხოვე. - ბრაზით მოირგო ყურსასმენი და თვალები დახუჭა. ჰო აბა რა, არავის უყვარს როცა სიმართლეს ეუბნებიან, განსაკუთრებით თუ ეს მათი ქცევის გამამტყუნებელი ფაქტებით არის გაჯერებული. ემილის არ სურს აღიაროს მაგრამ მე კარგად ვხედავ, მთელი ეს დრო ფიქრობდა რომ რატისთან აღარაფერი აკავშირებდა მაგრამ როგორც კი ფაქტის და მისი საბოლოოდ დაკარგვის წინაშე დადგა გონებაში განგაშის ღილაკი აფუნქციონირდა და ზუსტად ამიტომ დაიწყო ისეთი უაზრო ნაბიჯების გადადგმა როგორიც თუნდაც ანდერსონის ვნებაზე საპასუხო ალერსია. არის მომენტები როდესაც სამყაროს მხოლოდ შავ ტონებში ხედავ, გეჩვენება რომ ყველაფერი დაკარგულია და ყველა შესაძლებლობა გამოგრჩა. მაგრამ გავიწყდება რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არის გამოსავალი, უბრალოდ შესვენების უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს. ემილი წარსულში ჩაიძირა, გონებაში ყველა ბედნიერი მომენტი აღიდგინა, მოგონებებმა კი გრძნობები და ჭრილობები განუახლა, ფაქტმა კი ჭრილობაზე მარილი მოაყარა და გულზე ისე მჭიდროდ მოუჭირა ძლიერი მაწრუხები რომ ბარნოვს უკვე სუნთქვა უჭირდა. ვუცქერდი ჩემს გვერდით მჯდომს, თვალები რომ დაეხუჭა, რომელიღაც საყვარელი მუსიკის თანხლებით სახის მიმიკები სწრაფად ეცვლებოდა, თითქოს უფსრკულილს პირას მდგომი ნათლად ხედავდა მომავლის საშიშროებას, ხან შეკრული კოპებით აყოლებდა მუსიკას თავს, ხანაც ბაგეზე ასახული ანცი ღიმილი და შეუმჩნეველი ცრემლი ანაცვლებდა ერთამენთს. ვნების მსხვერპლად გახდომა არაგონივრულია, მაგრამ უფრო არაგონივრულია შეცდომის დაშვების შიშისგან სულის მშვენიერი აღფრთოვანების ჩახშობა. ეს სულაც არ არის ჩემი ავადმყოფური წარმოსახვა, მე კარგად ვხედავ ემილის ცხოვრებაში დამდგარ გარდატეხის პერიოდს, პერიოდს სადაც ის სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს ერთადერთ მამაკაცს რომელიც ვფიქრობ არც იცის რომ ისევ უყვარს. - რას წერ? - თვალებით ეკრანს მიაშტერდა ემილი და ყურსასმენი მოიძრო, სწრაფად დავხურე ლეპტოპი და ცალ-ყბად გავუღიმე.
- რომანს.
- მაჩვენე.
- ჯერ არა.
- და როდის უნდა წამაკითხო?
- როცა დავასრუებ.
- ჯეს.
- გამორიცხულია ემი. - გავუღიმე და ლეპტოპი ჩანთაში მოვათავსე. კიდევ რამდენიმე საათი და თვითმფრინავმა უკვე დაშვება დაიწყო, ანასტასია მხიარულად აცქმუტდა სავარძელზე, ემილის კი ფერი საერთოდ დაეკარგა და მკერდიც ისეთი სისწრაფით აუდიოდა მინდოდა თუ არა თვალი გამექცა. მარტივი არ არის ამდენი წლის შემდეგ მშობლიურ მიწას ემოციების გარეშე დაუბრუნდე, თუმცა ემილის პრობლემა მხოლოდ ის იყო რომ აეროპორტში ყოფილი ქმარი უნდა დახვედროდა.
- ჯანდაბა ვერ გავუძლებ. - მოუსვენრად აწრილდა როგორც კი თვითმფრინავი გაჩერდა.
- დამშვიდდი. - სავარძლიდან წამოვდექი და წინ წასულ ანასტასიას გავყევი რომელიც უკვე ღია კართან იდგა და თვალებით ეძებდა საყვარელ მამას, ამასობაში ემილის გახშირებული სუნთქვაც ვიგრძენი ზურგს უკან.
- მამა. - დაიყვირა ანასტასიამ და მისკენ გამოქცეული მამის შესაგებებლად ჩვენს წინ მდგომ რამდენიმე მგზავრს უბოდიშოდ გადააბიჯა და თავქუდმოგლეჯილი დაეშვა კიბეზე. დავინახე როგორ ჩაიკრა მონატრებული ქალიშვილი რატიმ და ხელში აყვანილს როგორ უკოცნიდა ლამაზ ცხვირ-პირს.
- ახლა მოვკვდები. - ამოიჩურჩულა ემილიმ და მაჯაზე ძლიერად მომიჭირა ხელი.
- დამშვიდდი ემილი.
- არ შემიძლია ჯეს.
- გეყოფა ქალიშვილი გოგოსავით პანიკა, სად გაქრა ის შეუვალი ქალი თითქმის მთელი მსოფლიო რომ მასზე გიჟდება.
- ეს არ მამხნევებს ჯეს.
- წინ წადი. - სწრაფად გავუცვალე ადგილი და ისე რომ გააზრება ვერ მოასწრო კიბის დასარულს მდგარი ყოფილი ქმრის პირისპირ აღმოჩნდა.

3
ძალიან ცდილობდა თუმცა არაფრით გამოსდიოდა ბოლომდე შეენარჩუნებინა სიმშვიდე, გული იმაზე მეტად უცემდა ვიდრე ნორმალურ ადამიანს, უჰაერიბისგან სახე ერთიანად დასჭიმვოდა და ნერვიულობის დასაძლევად ტუჩებს ნერვულად კვნეტდა, სისხლის მდინარეები ხარბად ქაჩავდა დაჩაგრულ გულს და მის პატრონს მწარე რეალობისთვის თვალის გასწორებას აიძულებდა. გულის ძლიერი ფეთქვა უკვე ძალას აცლიდა ემილი ბარნოვს, მასთან მისასვლელ გზას ვერ იკაფავდა.. სული ეხუთებოდა და იხრჩობა, ყოველი ამოსუნთქვა სტკიოდა.
- ემი. - ისე დამფრთხალმა წარმოთქვა რატიმ ყოფილი ცოლის სახელი ღიმილი ვერ შევიკავე.
- გამარჯობა რატი. - როგორც იქნა სიმტკიცე დაიბრუნა ბარნოვმა და შესანიშნავად შენიღბა მღელვარება. მზერით კონტაქტი ხუთ წამზე დიდხანს არ გაგრძლებულა თუმცა ამ მოკლე მანძილის მიუხედვად რატიმ თავიდან ფეხებამდე შეთვალიერა თავისი შვილის დედა და ყელს მომჯდარი ბურთიც რომელიც აშკარად ახრჩობდა ძლივს გადააგორა.
- კარგად გამოუყურები. - ლოყაზე მსუბუქად აკოცა ყოფილ ცოლს.
- ეს ჯესიკაა. - როგორც იქნა გაახსენდა ბარნოვს ჩემი არსებობა და რატის ჩემი თავი წარუდგინა.
- სასიამივნოა. - ძლიერი ხელი ჩამომართვა და არც მე დამტოვა ამბორის გარეშე, ჩემგან მზერა ისევ ბარნოვისკენ გადაიტანა, გაფართოებული დაბნეული თვალებით უცქერდა, გეგონებათ პირველად ხედავდა.
- მამა. - ყელზე შეახტა ანასტასია და დაძაბული ატმოსფეროც სწრაფად განიმუხტა.
- ჩემო პატარავ როგორ მომენატრე. - ძლიერად მოხვია გოგონას ხელები. - მადლობა. - ჩუმად ანიშნა ემილის შვილისკენ და გაუღიმა.
- მა მშია. - არ ცხრებოდა ტასოს აღტყინება.
- ბებომ შენი საყვარელი კერძები მოამზადა, გველოდება წავიდეთ?
- კი რა წავიდეთ, ერთი სული მაქვს ვნახო, იმდენი საჩუქარი ჩამოვუტანე, შენც ჩამოგიტანე, დედას აქვს ჩანთაში და რომ მივალთ გაჩვენებ.
- კარგი პატარავ. - შუბლზე აკოცა გოგონას და ხელი ჩასჭიდა. - წამოხვალ ჩვენთან? - ხმადაბლა ჰკითხა ემილის და პასუხის მოლოდინში კარგად დავინახე გული როგორ ძლიერ აუჩქარდა.
- ჩვენ სახლში წავალთ.
- დედა გთხოვ. - ვედრების გამოსახატად ყელზე თითები მიიბჯინა ანასტასიამ.
- ტასო არ გინდა.
- ცოტა ხნით წამოდით, დედას გაეხრადება შენი ნახვა ემი.
- არ ვიცი რატი.
- ძველი დროის ხათრით. - ისე წარმოთქვა ეს წინადადება მეც კი შემაჟრჟოლა.
- ერთი საათით. - გატყდა ბოლოს ბარნოვი და კმაყოფილ რატის რომელსაც შვილისთვის ძლიერად ჩაებღუჯა თითები უკან გაჰყვა. - რა ჯანდაბას ვაკეთებ? - მიჩურჩულა როგორც კი გვერდით დამიგულა.
- ცეცხლს ეთამაშები. - მხარი ვკარი და რატის მიმართულებით გავიშვირე თითი. - ეს კაცი როგორ მიატოვე.
- მოკეტე ჯეს.
ანასტასიას დიდი სურვილის მიუხედავად მამამ ნება არ მისცა ქალიშვილს ავტომობილში მის გვერდით წინა სავარძელი დაეკავებინა, ეჭვით აზიდა ბარნოვმა წაბრები, გაბუტული შვილი დააშოშმინა და თავად მოთავსდა წინა სავარძელზე.
- როდის აქეთაა ასეთი კანონმორჩილი გახდი? - ჰკითხა ლომიძეს როგორც კი ავტომობილი დაძრა.
- მას შემდეგ რაც ჩემი ყოფილი ცოლი ჩამოვიდა. - თვალი ჩაუკრა რატიმ და ისეთი ვნებიანი თვალები შეანათა უხერხულობისგან ჩავახველე.
- ქორწილი როდის არის? - სწრაფად შეცვალა ბარნოვმა თემა.
- სამ კვირაში. - მოკლედ მოუჭრა ლომიძემ და მზერა აარიდა.
უნდა ვაღიარო რომ საქართველოზე მცდარი შეხედულება მქონდა ან შესაძლოა ლომიძის ოჯახია გამონაკლისი, ეს ჯერ არ ვიცი მაგრამ ის დახვედრა რაც ემილის მოუწყვეს ჩემთვის სრული შოკი აღმოჩნდა, პირდაღებული იქადე ვუყურებდი როგორ ეხვეოდა რატის მშობლები ემილის სანამ რატიმ ღიმილით არ მკრა მხარზე ბეჭი.
- მათ უყვართ ემილი. - განმიმრტა მოკლედ და სავარძლისკენ მიმითითა, მეც მის ნებას დავყევი რადგან ნანახით რეტდასხმულს აშკარად მიჭირდა ფეხზე მყარად დგომა.
- კიდევ უფრო გალამაზებულხარ ემილი. - ბარნოვის ხელები ხელებში მოიქცია რატის მამამ და ნაზად ეამბორა მტევანზე, ბარნოვი ცრემლებს ძლივს იკავებდა, წარმომიდგენი მის გულში რა ცეცხლი გაჩაღდა და ვხედავდი როგორც არ უნდა მოენდომებინა ამ ცეცხლს ვერაფრით ჩააქრობდა.
- ნუ ამატებთ. - ზრდილობიანად გაიღიმა და სავარძელში ჩემს გვერდით მოთავსდა.
- ვამეტებ? მამა ვამეტებ? - ახლა რატის მიუბრუნდა ყოფილი რძლის სტუმრობით გაბედნიერებული გელა და შვილს აიძულა კიდევ ერთხელ კარგად შეეთვალიერებინა სავარძელში მჯდომი დაბნეული ბარნოვი.
- არა მამა არ ცდები. - სასმელი გახსნა რატიმ და ჭიქები ორივესთვის შეავსო. - თუ გემოვნება არ შეგცვლია ეს უნდა გიყვარდეს. - მის სახესთან დახრილმა ჩუმად უჩურჩულა თუმცა ჩემს მახვილ სმენას არ გამოჰპარვია ეს რამდენიმე სიტყვა.
- არ შემცვლია. - შეთქმულივით დაუწია ემილიმ ხმას და სასმლის ჭიქა აართვა.
- თქვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს. - სადღეგრძელო შესვა გელამ და დანარჩენებმაც მას მივბაძეთ. უნდა ვაღიარო ძალიან სასაცილო სიტუაციაში ამოვყავი თავი. მეგობრის ყოფილი ქმრის ოჯახში სადაც ისე გულითადად მიგვიღეს თითქოს რატის ვინმე სხვა კი არა ისევ ბარნოვი მოჰყავდა ცოლად. დაძაბული ატმოსფერო რომელიც მაინც თან სდევდა სიტუაციას სასმლის წყალობით მალე განიმუხტა, ემილის მონაცვლეობით აყრიდნენ კითხვებს და ისიც მორჩილად პასუხობდა.
- იმ დღეს ტელევიზიით გადმოსცეს რომ ვიღაცას ხვდები. - მოურიდებლად წამოაყრანტალა ლიამ და მაშინვე ინანა რადგან ბარნოვს სახე სრულიად გაუფითრდა.
- ჰო დედას მეგობარი ყავს. - საუბარში ჩაერთო ანასტასია.
- დედა ემილის ცხოვრებაში ნუ ერევი. - მოკლედ მოუჭრა რატიმ და მაგიდასთნ მის წინ მჯდომ ემილის გამომცდელად დააკვირდა.
- ხო ასეა, ჰარი კარგი ადამიანი, დიდი ხანია ვიცნობ მაგრამ შეხვედრა ახლახანს დავიწყეთ. - ისე წარმოთქვა ემილიმ ეს წინადადება რატისთვის თვალი არ მოუშორებია. ოთახი აუტანელი სიჩუმის საბურველში გაეხვია, არავინ იცის სანამ გასტანდა ეს ყოვლად აუტანელი გარემოება რომ არა კარზე დარეკილი ზარი.
- მე გავაღებ. - სწრაფად წამოდგა რატი და კარისკენ დაიძრა. შემოსასვლელში აჩურჩულებული ორი განსხვავებული ტემბრის ხმა ნელ-ნელა ოთახს უფრო ახლოდან მისწვდა და აი ისიც, თავად რატი ლომიძის საცოლე. გრძელ ფეხებზე შემდგარი, ქერა ცოტათი დაბნეული გოგონა, რომელსაც ისეთი მოკლე კაბა ეცვა მის დანახვაზე სასმელი გადამცდა და ხველა ამიტყდა, განა რამე უბრალოდ ცოტა მეუცნაურა თუმცა მივხვდი მისი მიზანი ემილისთვის თავის მოწონება იყო, ღრმად ამოჭრილი თეთრი მაისურიდან კარგად ჩანდა მისი სავსე მკერდი რომელიც ისე ურცხვად ყიდდა პარტრონის მღელვარებას რაომ ბაროვმა ღიმილი ვეღარ შეიკავა. იქნებოდა ასე ოცდახუთიოდე წლის, შეიძლება ცოტა მეტის. ქერა თმა წელამდე წვდებოდა და უცნაური ფერის თვალებს სადაც მღელვარებას ასე საგრძნობლად დაედო ბინა ვერაფრით წყევტდა მომღიმარ ბარნოვს. - ეს ლიზაა. - ლოყაზე აკოცა საცოლეს და მის გვერდით სკამი გაუთავისუფლა.
- მიხარია რომ ჩამოხვედით. - სუსტი ხმით ამოიჩურჩულა ლიზამ და ანასტასიას რომელიც ეჭვით ათვალიერებდა მამის გვერდით მოთავსებულ ქალს ძლივს გაუღიმა.
- ვფიქრობ ჩვენი წასვლის დროა. - სკამიდან წამოდგა ბარნოვი, ვაღიარებ ძალიან მსურდა დარჩენა და იმ ყველაფრის ცქერა რაც შემდეგ მოხდებოდა თუმცა მეგობრის სურვილს დავემორჩილე და მეც ფეხზე ავდექი.
- იყავით ემი, ცოტა ხანს კიდევ დარჩით. - სწრაფად წამოიჭრა რატი ფეხზე და ხელში მოქცეულ სალის მტევანს უხეშად ანება თავი.
- ვფიქრობ საკმარისი იყო ჩემი სტუმრობა. - გაიღიმა ბარნოვმა და რატიდან მზერა ქალიშვილზე გადაიტანა. - დე დარჩები მამასთან?
- დავრჩები. - ყრუდ ამოთქვა ანასტასიამ და ზიზღით გახედა ლიზას რომელიც ცოტაც და უხერხულობისგან ატირდებოდა. საწყალი რომ სცოდნოდა რა ელოდა ხომ არ გამოცხადდებოდა ასე დაუპატიჟებლად.
- გაგაცილებ. - მანქანის გასაღებს დასწვდა რატი.
- არ გინდა. - რაც შეეძლო თავაზიანად მიმართა ბარნოვმა.
- გაგაცილებ ემილი. ლიზა დარჩი ანასტასია კარგად გაიცანი. - ტუჩებში აკოცა საცოლეს და კარისკენ დაიძრა.
- მადლობა გამასწპინძლებისთვის. - რატის მშობლები გადაკოცნა ემილიმ და გარეთ გამოსულმა ღრმად შეუშვა ფილტვებში სუფთა ჰაერი.
- ჯესიკა შეგიძლია ორი წუთი მანქანაში დაგველოდო? - მანქანის გასაღები გამომიწოდა და მეც დავემორჩილე. - ბოდიში რა ემი, არ ვიცოდი თუ მოვიდოდა.
- ვერ ვხვდები ბოდიშს რის გამო იხდი? ის შენი საცოლეა არ სჭირდება იმის შეთანხმება თუ როდის მოვიდეს სახლში რომელიც სულ მალე მისი გახდება, ნუ ღელავ კარგი? ყველაფერი კარგად არის.
- დარწმუნებული ხარ?
- და რატომ უნდა იყოს ცუდად, ჩვენ ათი წლის წინ დავასრულეთ ველაფერი, შესაძლოა ახლა გული სხვაგვარად გვიძგერს მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ათი წელი არ გვინახავს ერთმანეთი, მე ჩემი ყოფილის ქორწილისთვის ჩამოვედი, ვერაფერს იტყვი გადასარევი ისტორიაა.
- ემი. - ღიმილი მოერია რატის და ისე რომ არც დაფიქრებულა ძლიერად მოხვია მკლავები წელზე. - მიხარია რომ ჩამოხვედი.
- ჰო მეც. - სწრაფად გაითავისუფლა ბარნოვმა მისგან თავი და ორივენი მანქანისკენ დაიძრენენ.
მე უსარგებლო ნივთივით ისევ უკანა სავარძელზე მომიწია ადგილის დაკავება, ბარნოვი ამჯერად მიპატიჟების გარეშე მოთავსდა სიმპატიური ლომიძის გვერდით. პატარა ბავშვივით აღტყინებული ჩანდა ემილი, იმ ბავშვს ჰგავდა მშობლებმა დიდი ხნის აკრძალვის შემდეგ საყვარელი სათამაშო რომ დაუბრუნეს და მასთან ერთად ქუჩაში სეირნობის უფლებაც დართეს, ღიმილით ათვალიერებდა ნახევრად ჩამოწეული მინიდან არემარეს, არც ის გამოჰპარვია ჩემს მახვილ მზერას როგორ აპარებდა ლომიძე თვალს სიანცით შეპყრობილი ყოფილი ცოლისკენ, ღიმილს და გაურკევეველ ემოციებს ვერაფრით ნიღბავდა, ძალიან ვნანობდი ამ ორ ადამიანს შორის ეკალივით გამოკვეხებული რომ ვიყავი, ვხვდებოდი მე რომ არა რატი აუტანელ სიჩუმეს დაარღვევდა ისე რომ თავადაც ვერ გაიაზრებდა თავზე დაიმხობმდა მთელ მის მომავალ ქორწილს, რომელიც ბარნოვის დაბრუნებასთან ერთად ისეთივე ფარსად გადაიქცა როგორც ის რომ ემილის ანდერსონის მიმართ ოდესმე სერიოზული გრძონა გასჩენოდა. მოულოდენელად ის სცენა წარმოვიდგინე თუ როგორ გარბის რატი საკუთარი ქორწილიდან (კაცისთვის საშინლად შეუფერებელი საქციელია მაგრამ წარმოსახვას ხომ ზღვარი არ აქვს). ხოდა საკუთარმა წარნოსახვამ ძალიან გამახალისა და მოულოდნელად ხმით გამეცინა. ტუჩზე კი სიმწრით ვიკბინე თუმცა უკვე გვიანი იყო, ორივე ინტერესით მობრუნდა ჩემსკენ და უეცრად ისე ახლოს აღმოჩნდა მათი სახეები ერთმანეთთან რომ ჩემი არსებობა წამში გადაავიწყდათ, მათი თვალები ერთამენეთს გადააწყდა და ჰო, ეს მზერის ის გაცვლა იყო სადაც ყველაფერს ნათელი მოეფინა, თუმცა ამ მომენში მხოლოდ მე მივხვდი რომ ორივეს მომავალი ერთმანეთის გარეშე სრული სისულელე იყო. ბარნოვმა ზუსტად ისე როგორც ყოველთვის როცა ნერვიულობს კბილები ჩაასო ქვედა ტუჩს, სწრაფად აეკრო სავარძელს ზურგით და სახლამდე არც განძრეულა.
- მოვედით. - ავტომობილი გააჩერა რატიმ და ბარნოვს გახედა.
- დღეს რა გეგმა გაქვს?
- რამეს მთავაზობ? - ეშმაკურად ჩაიღიმა რატიმ.
- თუ ანასტასიას რამე დასჭირდა დამირეკე.
- ნუ ღელავ კარგი? პირველად ხომ არ რჩება ჩემთან.
- არა მაგრამ ახლა იქ ლიზაც არის, ვფიქრობ ტასოსთვის არ იქნება მარტივი მონატრებული მამის ალერსი მის ახალაგზარდა საცოლეს უწილადოს.
- ემი მეჩვენება თუ ეჭვიანობ? - მოულოდნელად გახალისდა ლომიძე.
- მე ტასოზე ვღელავ, სულ ეს არის. - სწრაფად გადმოვიდა ემილი მანქანიდან და ისე რომ საუბრის გაგრძელება არ დააცადა ეზოში გამოსული დედისკენ აიღო გეზი.
- ემილი. - იყვირა თვალცრემლიანმა ნელიმ და მისკენ გაქცეული შვილი გულში ძლიერად ჩაიკრა. არაფერია მინატრებული შვილის ჩახუტებაზე ტკბილი, მათი შემყურე ცრემლიც კი მომერია თუმცა თავს სწრაფად მოვერიე და ზუსტად ამ დროს ჩემი ჯერიც დადგა, ამჯერად მე ჩამეხუტა ნელი დეიდა, ძალიან მიყვარს ეს ქალი, ყოველ წელს ემილის მშობლები ერთი თვით თავისთან ჩამოჰყავს, შესაბამისად მათ კარგად ვიცნობ და სიმართლე რომ ვთქვა საკუთარი ოჯახივით მყავს.
- მამა სად არის?
- გვიან შენიშნა რომ შენი საყვარელი ღვინო არ გვქონდა, საყიდლად წავიდა.
- რა საჭირო იყო. - შუბლზე აკოცა ემილიმ დედას და ეზოს თვალი მოავლო. ემილიმ როგორც კი ნიუ-ორკში წარმატებას მიაღწია მშობლებს ფული გამოუგზავნა და იქედან ხელმძღვანელობდა სახლის რემონტს, იდეალურად მოაწყო ყველაფერი, ერთადერთი რასაც ხელი არ ახლო ხეზე დამაგრებული საქანელა იყო, სწორედ ამ საქანელას უცქერდა ამ წამს და მის თვალებში წარსულის მიგონებების ფრაგმენტებმა მისგან დაუკითხავად ქაოსურად იწყეს ერთმანეთის ჩანაცვლება. - ჰო აშკარად საჭიროა ღვინო. - თვალს მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და სახლის ზღურბლზე გადააბიჯა.
- ტასო სად არის დე. - უკან დაეწია დედის ხმა.
- მამამისთან დარჩა. - ემილი უკვე მისაღებში იდგა და კედელზე დაკიდებულ საკუთარ ნახატებს სიამაყით ათვალიერებდა, სისადავეში გადაწყვეტილი უზარმაზარი სახლი ცოცხლად გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე სურათებით გვქონდა წარმოდგენა.
- გინდა სახელოსნო დახო?
- მინდა. - ღიმილმა მოიცვა ემილის სახე და წინ წასულ დედას უკან გაჰყვა, საკუთარი სახლის უკანა გასასვლელის მეშვეობით შემოსასვლელთან შედარებით მომცრო ზომის ეზოში ამოვყავით თავი, ქვაფენილით მოპირკეთებული ბილიკის გადაჭრით კი სახლისგან ცალკე მდგომი ხით ნაშენები სამოცდაათიოდე კვადრატის სახელოსნოს კარი შევაღეთ, ეს იყო ემილის ოცნების სახელოსნო. ოცნების რომელიც ნიუ-ორკიდან აიშენა და პირველად ამდენი წლის შემდეგ მის შუაგულში მდგომი ხარბად ისუნთქავდა ხის საუცხოო სურნელს. - ჯანდაბა იმაზე კარგია ვიდრე წარმომედგინა. - კუთხეში კოხტად მილაგებულ სხვა და სხვა ზომის ტილოებს, აუარებელი რაოდენობის საღებავებსა და ფუნჯებს კმაყოფილმა შეავლო მზერა. მოლბერტი უზარმაზარი ფანჯრის წინ იდგა და მოთმინებით ელოდა როდის გამოიყენებდნენ დანიშნულებისამებრ.
- წავალ სადილს მოვამზადებ.
- არ გინდა დედა, რატისთან შევიარეთ, იქ ვჭამეთ მხოლოდ ყავა გაგვიკეთე რა.
- კარგი. - ეჭვით აზიდა ნელიმ წარბები და მე და ემილი მარტო დაგვტოვა. ნელის გასვლის შემდეგ ემილი მოლბერტს ორივე ხელით ჩამოეყრნდო და საკუთარ მხრებში სახე ჩამალა. ახლა ატირდება-გავიფიქრე ჩემთვის და არც შევმცდარვარ. მრები ისე უმწეოდ უთრთოდა მინდოდა მოვხვეოდი მაგრამ ემილის საშინელი ხასაითი გამახსენდა და განზრახვაზე ხელი ავიღე, არ უყვარს ემოციების გამოვლინება სხვების თანდასწრებით მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როდესაც უნდა ეტირა. ეტირა და გარეთ გამოედევნა ყოველივე ის რაც სულს და გონებას უხუთავდა, გულ-მუცელს უწვავდა, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული ბარნოვი ჩემზე უკეთ არავინ იცის სინამდვილეში როგორი მგრძნობიარე და ემოციურია, ეს სულიერი ტკივილი იმხელა იყო, ვფიქრობდი კიდეც ერთხელაც იქნება ვენებს გადაიჭრის-მეთქი. ფიზიკური ტკივილს, სულიერს გაუთანაბრებს–მეთქი. მაგრამ მგონი ბარნოვი ხვდება რომ დიდი დრო გავიდა და რაც არ უნდა მოხდეს არავის გამო არ ღირს ამხელა ტკივილის გუდა ატაროს, უნდა ადგეს აიღოს ეს გუდა და თავისი ტკივილებითურთ მოისროლოს. ეს არის და ეს. დანარჩენს დრო მიხედავს. ეს ჩვენ ვამძაფრებთ ყველაფერს ადამიანები. ამას მე ვამბობ, მაგრამ მე ნეიტრალური ვარ და ვხედავ მას მაინც სმტკივა. უბრალოდ მისდაუნებურად სტკივა. ადამიანია. ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც კონტროლს კარგავ საკუთარ ემოციებზე, შენში შენიღბული ადამიანობა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ, რომ სოციუმის საჯიჯგნი არ გახდეს, შენგან დაუკითხავად გამოდის დღის შუქზე და ამ დროს სრულიად უსუსური და უმწეო ხდები, ემოციურად გაუწონასწორებელი, არაადეკვატური, იქამდე მაინც სანამ ლეშად ყოფნა არ მოგბეზრდება და ემოციურ ფონს ისევ არ მიაძინებ, ნიღბების უჯრას თავიდან არ გამოხსნი და მოირგებ შენთვის სასურველ მიმიკას. რაღაც მომენტში ბარნოვს სწორედ ეს დაემართა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და სასოწარკვეთილ უსუსურ ქალად იქცა, ცრემლებს ამოყოლილი ტკივილის შემდეგ კი თითქოს მოეშვა, მოდუნდა, ღრმად ამოისუნთქა, მოლბერტს თავი ანება და ჩემსკენ შემობრუნებულმა თითის ქნევით მომმართა.
-არაფერი მითხრა! - არც მითქვამს.
დარწმუნებული ვარ ყველას გაინტერესებთ თუ რა მოხდა ჩვენი წამოსვლის შემდეგ ლომიძის სახლში, ხოდა მოემზადეთ ახლა ზუსტად ამის შესახებ ვაპირებ საუბარს. ერთი სიტყვით სახლის კარი მივხურეთ თუ არა, ხელებგადაჯვარედინებულმა და კოპებშეკრულმა ანასტასიამ რენტგენზე გაატარა მამის ახალი საცოლე. მზერით იქამდე ბურღა სანამ ლიზა ვეკუას ალმურისგან სუნთქვა არ შეეკრა და უხერხულობისგან თავის დაღწევის მიზნით აივანზე არ გავიდა სიგარეტის მოსაწევად.
- ასეთი მზერა არ შეიძლება. - მშვიდად დაუყვავა ბებიამ და გაგულისებულ პატარა ქალბატონს შუბლზე აკოცა. - ლიზა კარგი გოგოა, მოგეწონება, მიდი მასთან და დაელაპარაკე, დარწმუნებული ვარ გაუხარდება.
- თუ ლაპარაკი უნდა თვითონ მოვიდეს. - უფრო გაკაპასდა პატარა ლომიძე.
- შენ ხომ კეთილი გოგო ხარ. - შვილიშვილს დაუყვავა ლიამ.
- კარგი ჰო. - აბუზღუნებული ანასტასია აივნისკენ დაიძრა, გარეთ გასულმა თავს გაღიმება აიძულა და ლიზას მზერა გაუსწორა. ამ უკანასკნელმა გოგონას დანახვაზე სიგარეტი სწრაფად ჩააქრო და უხერხულად აგრიხა თითები ერთმანეთში. - დედაც ეწევა სიგარეტს. - მოკლედ მოუჭრა დამფრთხალ ქალს და აივნის მოაჯირს დაყრდნობილმა სევდიან შემოდგომას მოავლო მზერა.
- იმედია ვიმეგობრებთ.
- მე ცოტა მეგობარი მყავს.
- რატომ?
- დავიჯერო ეს მართლა გაინტერესებს თუ უბრალოდ საუბრის თემას ვერ პოულობ, კარგი დაგეხმარები მოკლედ გეტყვი ჩემს სათქმელს. - მთელი ტანით გაფითრებული ქალისკენ შებრუნდა ტასო და ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია სათქმელი ერთიანად ამოხეთქა. - არ მომწონხარ, ახლახანს გნახე მაგრამ არ მომწონხარ. არც შენი მოკლე კაბა მომწონს, არც შენი უზარმაზარი ძუძუები რომელიც ლამის თავზე დაალაგე მამას, არც შენი თითქოს მიამიტი სახე და არც ის რომ გადაწყვიტე ჩემსა და მამას შორის უხეშად ჩაეკვეხო. - მოულოდნელად ზრდასრულივით გაკაპასდა ანასტასია და სახეზე მოდებული ალმურის გამო ცრემლები წასკდა.
- ლიზა რა ჯანდაბას აკეთებ. - იყვირა აივანზე მოულოდნელად შემოჭრილმა რატიმ, ატირებული ქალიშვილის წინ მუხლებზე დაეშვა და ხელები ძლიერად მოხვია. - კარგი რა პატარა, რა მოხდა? რა ჯანდაბა გააკეთე? - ისევ ლიზას დაუყვირა რატიმ.

- რა გავაკეთე? - დაიბნა ვეკუა და ბრაზმორეული აივნის მოაჯირს მხოლოდ იმიტომ მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. მამის ყელს მოხვეულმა ტასომ ღიმილით უჩვენა გაფსიხებულ ლიზას შუა თითი და მეტი დამაჯერებლობისთვის მამის ყელში ცხვირჩარგული ისევ ცრემლების ღრვას მოჰყვა.
- წადი ლიზა დაგირეკავ. - კბილებში გამოსცრა რატიმ და ტასოს ცრემლიანი თვალები შეუმშრალა.
- შენ რა მაგდებ? - სწრაფად მოშორდა ვეკუა მოაჯირს.
- წადი. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და თვალცრემლიან ქალს მზერით ანიშნა რომ უხმოდ წასულიყო, ბედს დამოჩლებულმა ვეკუამ ერთი სამტრო მზერა სტყორცნა კმაყოფილ ანასტასიას და სახლში შევიდა.
- მისთვის არაფერი დამიშავებია. - მოკლედ მოუჭრა მისაღებში მდგომ ლიას და კარი ხმაურით გაიჯახუნა.
- რა მოხდა მა? - აივანზე მდგარ სავარძელში მოთავსდა რატი და შვილი კალთაში ჩაისვა, თმებზე ეფერებოდა ასლუკუნებულს და მოთმინებით ელოდა როდის მორჩებოდა ანასტასია ტირილს.
- არ მომწონს. - ჩუმად ამოთქვა ანასტასიამ და მამას ყელზე მოეხვია. რამდენიმე წუთი გახევებული იჯდა რატი და შვილის შუბლს ტუჩებმიბჯენილი იმაზე ფიქრობდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მის არყოფნაში ისეთი რომ მისმა ერთადერთმა შვილმა ასე მალე შეიძულა მისი საცოლე.
- მა ლიზა ძალიან კარგი გოგოა, თუ ნებას მისცემ და შენამდე მოსასვლელ გზას არ ჩაუკეტავ ნახავ როგორ დამეგობრდებით.
- არ მინდა რომ ცოლად მოიყვანო.
- ტასო. - ხმაში ბრაზი შეერია რატის და გოგონა კალთიდან ჩამოსვა. - დაფიქრდი რას ამბობ მამა, მე ის მიყვარს და იმედი მაქვს მალე მიხვდები რომ უფროსებს შეიძლება გაყრის შემდეგ კიდევ ერთელ შეუყვარდეს სხვა ადამიანი.
- და დედა? - მოულოდნელად ისევ ცრემლი მოსწყდა ტასოს თვალებს, თუმცა ამჯერად არ იყო მისი ცრემლები ყალბი, ამჯერად გულიდან ამოხეთქილმა ემოციამ აიძულა ცამეტი წლის ანასტასიას მამის წინ აკანკალებულს ეტირა და დასჯილი ბავშივით დალოდებოდა მამის პირიდან ამოსულ განაჩენის გამომტან სიტყვებს.
- მე და დედა დიდი ხნის წინ დავშორდით ერთმანეთს. - ხმა შეარბილა რატიმ და ქალიშვილს მოეხვია. - მას თავისი ცხოვრება აქვს ისვე როგორც მე. მინდა რომ ეს კარგად გაიაზრო.
- დედასთან მინდა. - სწრაფად შეიმშრალა ტასომ ცრემლები და მამას რომელსაც ბრაზით უკვე მთელი სხეული დასჭიმვოდა მზერა გაუსწორა. - დედასთან წამიყვანე. - გაიმერა გოგონამ და სახლში შევიდა. ჰო ლომიძე იმაზე მეტად განრისხდა ვიდრე თავად წარმოედგინა, ყელს მომჯდარი ღებინების შეგრძნებისგან მჟავე გემო იგრძნო და სახე ხელებში ჩარგო, რამდენიმე წუთი უძრავად იჯდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ შეეცვალა ანასტასიას დამოკიდებულება ლიზას მიმართ.
- რატი. - მხარზე დედის მზრუნველი ხელი იგრძნო და მისგან მომავალი სითბოს მეშვეობით ისიც მალე დამშვიდდა, უხმდო აიღო დედის ხელი და ნაზად მიაკრო უკვე მობერებულ კანზე ტუჩები. - არ გაუბრაზდე, ის მოზარდია, ყველაფერს იმაზე მეტად განიცდის ვიდრე ჩვენ, ნახავ მალე დამშვიდდება და გაუვლის გაბრაზება, ხომ იცი ტასო სიფიცხთ ემილის გავს, თუმცა დედასავით კეთილი გული აქვს.
- დედა ახლა ანასტასიაც ცუდ ჩვევებზე მესაუბრები თუ ემილის დადებით თვისებებზე. - ღიმილით ახედა მის მხრებს მოხვეულ დედას და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
- მგონი ორივეზე. - გაიღიმა ლიამ და შვილს მოშორდა.
- წავალ ტასოს დედამისთან წავიყვან, წასვლა უნდა მე კი არ მინდა დარჩენა ვაიძულო.
- სწორად იქცევი, - გაშლილი ხელის გული მოუთათუნა სახეზე და შვილი აივანზე დატოვა.
- ამის დედაც. - თავზე ორივე ხელი მოიჭირა რატიმ. - მაგრად დამერხა. - სიმწრით დააჭირა კბილები ერთმანეთს, სახის დაძაბული მიმიკა უკუაგდო, ღიმილის ამსახველი ნიღაბი მოიძია, მჭიდროდ აიკრო და ისიც სახლში შევიდა.
მისაღებში შესვლისთანავე სავარძელში მჯდომი გაბუტული ქალიშვილის გვერდით მოწყევტით ჩაეშვა, რამდენიმე წამით ღიმილით უცქერდა მის შეკრულ კოპებს, მიუხედავად იმისა რომ ანასტასია ვიზუალით მამას ჰგავდა ახლა მის ნაკვთებს მიღმა ემილის უფრო ხედავდა რატი ვიდრე თავის თავს, ღიმილით მოისვა დაბალ წვერზე ხელი და გოგონას ლოყაზე აკოცა.
- გინდა გავისეირნოთ?
- ცივა.
- არც ისე რომ ნაყინი ვერ ვჭამოთ. - დანებებას არ აპირებდა რატი.
- ნაყინს ორი წელია აღარ ვჭამ მამა. - მოკლედ მოუჭრად ტასომ და ბრაზით ახედა ჯერ კიდევ ღიმილის ნიღაბს ამოფარებულ მამას.
- დამავიწყდა. - ტუჩი სასაცილოდ დაბრიცა რატიმ და სავარძელს მთელი სხეულით აეკრო. - მაშინ კინოში წავიდეთ.
- არ მინდა.
- კარგი ტასო ადექი დედასათან წაგიყვან. - გატყდა ბოლოს ლომიძე და გაბრაზებულმა დაავლო სავარძელზე მიგდებულ ქურთუკს ხელი. ტასო ბებია-ბაბუას დაემშვიდობა და სწრაფად ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები, მანქანაში ჩაჯდნენ თუ არა რატიმ ისევ სცადა საუბრის წამოწყება მაგრამ ანასტასტიამ ყურსასმენი მოირგო და მზერა ფანჯარას მიაპყრო. - სუფთა დედაშენი ხარ! - ბრაზით დაჰკრა ლომიძემ საჭეს ხელი და იქაურობაც ძრავის შემზარავმა ღრიალმა გაარღვია.

4
- რა მოხდა? - შიშნარევი მზერა გააყოლა ქალიშვილს რომელმაც სწრაფად გაირბინა ღია კარში და მისაღების გავლით სამზარეულოში მყოფ მონატრებულ ბებია-ბაბუასთან ყვირილით შევარდა.
- გამოდი ცოტა ხნით. - სახეზე მიტკლისფერი ედო ლომიძეს.
- მოსაცმელს ავიღებ. - სწრაფად სწვდა ემილი შემოსასვლელში დაკიდებულ მოსაცმელს და ჩამოწოლილი სიბნელის მიუხედავად რატის მანქანისკენ გაჰყვა. - რა მოხდა? - კითხვა გაუმეორა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
- რა მოხდა? - ირონიულმა ღიმილმა ერთიანად მოიცვა რატის სახე, ყბის ძვლები ისე დასჭიმვოდა რომ შუბლზე ამომჯდარი ლურჯი კაპილარი სადაც იყო გასკდებოდა და ვფიქრობ იქედან არა სისხლი არამედ მთელი აგრესია ამოანთხევდა. - შენი შვილი. - კბილებში გამოსცრა რატიმ.
- ჩვენი შვილი. - წარბის აწევით შეუსწორა ემილიმ, უკმაყოფილო სალონის საზურგეს მიეყრნო და ლამპიონით განათებულ ქუჩას მოავლო მზერა.
- მაპატიე ემი. - თავი გააქნია რატიმ. - ხომ ხვდები ვღელავ, როცა ვღელავ სისულეებს ვლაპარაკობ.
- მახსოვს. - ჩაიალაპარაკა ბარნოვმა. - მოდი გამოვიცნობ. - მთელი ტანით მისკენ შებრუნდა ბარნოვი. - ტასოს ლიზა არ მოეწონა, პატარა სპექტაკლი გაითამაშა, შენ ლიზას უყვირე, ისიც ატირებული და ჩვენს შვილზე დაბოღმილი სახლიდან გაიქცა ტასომ კი პროტესტის ნიშნად ჩემთან წამოყვანა გთხოვა.
- საიდან იცი? - წარბები აზიდა რატიმ.
- ჯანდაბა რატი ის ჩემთან იზრდება, მისი ხასიათი შესანიშნავად ვიცი იმიტომ რომ მე მგავს და ამით საერთოდ არ ვამაყობ, გინდა სიმართლე გითხრა? საშინლად არ მომეწონა რომ ის შენი საცოლე ზუსტად მაშინ გამოცხადდა შენთან როცა თითქმის ერთი წლის უნახავი ქალიშვილი ჩამოგივიდა ნუთუ არ შეიძლებოდა ხვალამდე მოეცადა.
- ერთი წუთი. - ხმას აუწია რატიმ. - შენ რა მე მადანაშაულებ იმაში რომ ტასოს ასეთი საშინელი ხასიათი აქვს?
- შენ საერთოდ მისმენ? - ორივე ხელი საბარგულს დაჰკრა ბარნოვმა და დაბერილი ნესტოებით ხარბად შეისუნთა დაძაბულობით გაჯერებული დახუთული ჰაერი. - ტასოს მამა ენატრება რატი, როგორც იქნა მასთან აღმოჩდნა და უცებ რა ხდება? შენი საცოლე ნებას არ აძლევს მარტო დარჩეს შენთან და ეკვეხება იქ სადაც მისი უკანალი წესით არ ჩაეტება.
- ტასო შენ დაარიგე რომ ასე მოქცეულიყო? - დაასრულა თუ არა თვალებში წყვდიადიც ჩაუდგა რატის, როგორც კი მის თვალებში აკიაფებულმა ვარსკვლავებმა ქრობა იწყეს პირველი რაც მისმა მზერამ აღიქვა ბარნოვის შეშლილი თვალები იყო, ორივე ხელის გული პირზე რომ აეფარებინა და თვალს არ წყვეტდა ლომიძეს თუ როგორ ისრესდა ამწვარ ლოყას. - მაპატიე.
- ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი იმედგაცრუებაა. - გაიღიმა რატიმ, ჯერ შვილი ამიმხედრდა, მერე საცოლე გამექცა, მერე ყოფილმა ცოლმა გამარტყა, ვერაფერს იტყვი ერთობ საინტერესო დღე იყო. ბარნოვის სმენას სწრაფად მისწვდა მანქანის ჩაკეტვის ხმა.
- რას აკეთებ? - ამაოდ ეცადა ბარნოვი მანქანიდან გადასვლას.
- გავისეირნოთ. - მანქანა დაქოქა რატიმ და ისე რომ ბარნოვის პასუხს არ დალოდებია წინ შეშლილივით გააქროლა ავტომობილი. თხუთმეტწუთიანი საშინელი „რბოლის“ შემდეგ რატი თითქოს დაცხრა, სვლა შეანელა და მაღალხმაზე აღრიალებული მუსიკაც გამორთო, მზერა კოპებშეკრული ბარნოვისკენ გააპარა და ღიმილი ვეღარ შეიკავა. - ბოდიში.
- მეგონა გაიზარდე. - მხარზე მტკივნეულად უჩქმიტა ბარნოვმა და მასაც გაეღიმა.
- არ გინდა ყავა დავლიოთ?
- არამგონია შენს საცოლეს ეს მოეწონოს.
- კარგი რა ემი.
- მე არ მომეწონობოდა. - წარბები აზიდა ბარნოვმა და ქვედა ტუჩს ოდნავ შეახო კბილები.
- ღელავ?
- არა.
- როცა ღელავ ყოველთვის ტუჩს იკვნეტ. - ნიშნისმოგებით ჩაუკრა რატიმ თვალი და მანქანის სიჩქარეს ოდნავ უმატა.
- ვფიქრომ ჯობია შენ ლიზას დაელაპარაკო, მე კი სახლში წამიყვანო და ანასტასიას მივხედო.
- მეჩვენება თუ ჩემთან სიახლოვე გაფრთხობს. - აშკარად გახალისება დაეტყო რატის.
- და რატომ უნდა მაფრთხობდეს?
- იქნებ იმიტომ რომ წარსულის ვნებამ შეგახსენა თავი.
- ოცნებებში ფრენა ისევ გიყვარს?
- წამო წყენთში ავიდეთ.
- და ვერ მეტყვი რა მინდა ყოფილი ქმრის აგარაკზე?
- მშვიდად დავლიოთ, რამდენი წელია ერთად არ ვყოფილვართ.
- რატი ახლავე მოაბრუნე მანქანა. - აენთო ბარნოვი.
- რა მოხდა ემი? არ ენდობი საკუთარ თავს?
- მეჩვენა თუ მიწვევ ლომიძე.
- ლომიძე? - ახახრხარდა რატი. - ასე მაშინ მეძახდი როცა ჩემთან ომს აგებდი.
- მოაბრუნე მანქანა. - სწრაფი მუხრუჭის გამო ბარნოვმა სხეული ვერ დაიმორჩილა და მთელი ტანით წინ დახრილმა თავი ძლივს შეიკავა რომ მინას არ მინარცხებოდა.
- რა მოხდა ემილი? უბრალოდ მინდა სადმე მყუდრო ადგილზე დავსხდეთ და თუნდაც ჩვენს შვილზე ვისაუბროთ. ნუთუ სალაპარაკო ცოტა გვაქვს? არაფერს გიპირებ, წყნეთი იმიტომ შემოგთავაზე რომ არამგონია შენისთანა წარმატებული ქალის ვიზიტი უკვე არ იცოდეს ჟურნალისტებმა, არ მინდა პაპარაცებით გარშემორტყმულმა თავი ცუდად იგრძნო, ვიღაც უცხო ხომ არ ვარ? ბოლოსდაბოლოს შენი შვილის მამა ვარ და პრობლემების მიუხედავად ყოველთვის ტკბილად მაგონდება ერთად გატარებული წლები. ასეთი რა გთხოვე?
- კარგი. - ჩუმად ამოთქვა ემილიმ და ღრმად ამოისუნთქა. - მართალი ხარ, წავიდეთ წყნეთში. - მხარზე მეგობრულად შეახო ხელი, რატიმაც არ დააყოვნა, მისი ხელი სწრაფად მოიქცია საკუთარში და ვნებით მიაკრო გაყინულ თითებზე ტუჩები. უცნაური შეგრძნებები აგარაკზე შესვლის წამიდან მთელ სხეულში მჭიდროდ გაუჯდა ბარნოვს, მოგონენების სქელი საბურველი წამში შემოეცალა და თავს ისე გრძნობდა თითქოს მისი სული არამკითხე მოამბემ სრულად გააშიშვლა და ლომიძეს მიუგდო საჯიჯგნად.
- ესეიგი ანდერსონი არა? - ღიმილით გაუწოდა სავარძელში მოუსვენრად მოკალათებულ ბარნოვს სასმლით სავსე ჭიქა.
- სერიოზული არაფერია. - ყრუდ ჩაახველა ემილიმ და აფორიაქებული სხეულის სასმლით მოდუნებას ეცადა, რამდენიმე მოზრდილი ყლუპი სწრაფად მოსვა და როგორც კი მოტკბო გემოს სიცივემ ყელის გავლით აფორიაქებულ მუცლის ღრუმდე მიაღწია, მაღალი ყელი სიამოვნებით დაატრიალა და მის წინ მჯდომ რატის როგორც იქნა მზერა აღირსა. - რა?
- ძალიან ლამაზი ხარ. - სასმელი ბოლომდე გამოცალა რატიმ, ხელები გადააჯვარედინა და ყოფილ ცოლს გამოცდელად დააკვირდა.
- გეყოფა ასე ცქერა რატი.
- ასე როგორ?
- იცი როგორც.
- კიდევ დალევ? - სწრაფად წამოიჭრა რატი სავარძლიდან და ნახევრად დაცლილი ჭიქა ისევ შეუვსო ემილის, ბარნოვს არ გაუპროტესტებია, ჭიქა გამოართვა და როდესაც მის თითებს მსუბუქად შეეხო ლომიძის თითები ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა, ყელს გაჩხერილი ბურთი ხმაურით გადააგორა და სასმელიც ბლომად მიაყოლა. მისმა საქციელმა რატის ღიმილი მოჰგვარა, მის გვერდით მოთავსდა და მთელი ტანით მისკენ შებრუნებულმა იქამდე უყურა ბარნოვს თვალებში სანამდეც მისთვის თვალის გასწორება შეძლო. მზერა ბარნოვის ყელისკენ ჩააცურა, ღიმილით შეავლო ყელზე ამომჯდარ მფეთქავ არტერიას მზერა, კიდევ უფრო ქვევით გაჩოჩდა ლომიძის თვალები და ახლა ურცხვად მიშტერებოდა ათრთოლებულ მკერდს რომლის მიღმაც გული ისე გამალებით უცემდა ბარნოვს რომ ეგონა ცოტაც და კუთვნილი ადგილიდან ამომხტარი ორგანო ოთახში ცელქი ბავშივით დაიწყებდა სირბილს, ისევ ზევით გადაინაცვლეს ლომიძის ცისფერმა თვალებმა და ამჯერად ბარნოვის გამშრალ ბაგეებზე მოხდა ბოლო გაჩერება, ისე რომ მისთვის არაფერი უკითხავს რატი სწრაფად მისწვდა ყოფილი ცოლის ყელს და მჭიდროდ მოჭერილი თითების მეშვეობით მისი სახე ისე ახლოს მოსწია რომ მისგან მომავალმა ლავანდის სურნელმა თავბრუ დაახვია. - ისევ ის სურნელი. - მის შუბლს შუბლით დაყდნობილმა ყრუდ ამოიჩურჩულა და ცერა თითი ფრთხილად აუსვა ბარნოვის ქვედა ტუჩს. მძიმედ სუნთქავდა ლომიძე, არც ბარნოვი იყო უკეთეს მდგომარეობაში. მის სხეულში გაჩაღებული ქარიშხალი უკვე ასკდებოდა სისხლის მდინარეებს და გარეთ გამოხეთქვას ნებართვის გარეშე ცდილობდა, თითქოს ლომიძეც ამას ელოდა, მსუბუქად აკოცა ბარნოვს ყბის ძვალზე და უფრო ქვევით კისრისკენ ჩააცურა გრილი ტუჩები, ემილი დაიბნა, მონატრებულმა და მისთვის მივიწყებულმა ემოციებმა მოულოდნელად იხილეს დღის სინათლე და ის იყო კიდევ ერთხელ აკოცა ლომიძემ ტუჩთად ახლოს, სიმწრით რომ დააჭირა კბილები ქვედა ტუჩს და ვულკანივით ამოხეთქილი კვნესა ყელშივე ჩაიხშო.
- აქ არ უნდა მოვსულიყავით. - ძლივს ამოთქვა ემილიმ, მისგან გათავისუფლებას ეცადა თუმცა მჭიდროდ მოჭერილმა ხელმა ადგილზე გააშეშა. - რატი.
- ცოტა ხანს გაჩუმდი. - ნაზად აასრიალა ლომიძემ მის ყელზე ცხვირის წვერი და ყურზე მსუბუქად ჩაავლო კბილები.
- შენი ტელეფონი რეკავს. - ისევ სცადა მისგან თავის დაღწევას ემილიმ მოულოდნელად მისი სახე რომ ხელებში მოიქცია ლომიძემ და მზერით გაბურღა მის თვალებში ჩამდგარი ვნების ძლიერი კვალი. მის სახესთან დახრილს ერთი სული ჰქონდა ყოფილი ცოლის ტუჩების გემო ისევ ეგრძნო, ტელეფონი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას.
- ჯანდაბა. - სწრაფად უშვა რატიმ ქალს ხელი, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ყურთან მიდების შემდეგ კი შეეცადა აჩქარებული გულის ცემა როგორმე დაერეგულირებინა. - რა იყო ლიზა? ვიცი, მოვალ. - სწრაფად გათიშა ტელეფონი, ისევ ჯიბეში დააბრუნა და ორივე ხელი ძლიერად მოიჭირა თავზე. გვერდულად ამოხედა სავარძელში მჯდომ ბარნოვს, რომელსაც პირვანდელი შეუვალი სახე მარტივად დაებრუნებინა და წუთის წინ მის სახეზე ასახული ვნების ქარიშხალიც უკვალოდ გადაერეცხა.
- წასვლის დროა. - სწრაფად წამოდგა ბარნოვი სავარძლიდან და ისე რომ რატის პასუხს არ დაელოდა კარისკენ დაიძრა.
- ჰო წასვლის დროა. - ჩაილაპარაკა თავისთვის რატიმ და წინ მიმავალი ქალი ჯერ კმაყოფილი მზერით გააცილა ბოლოს კი თავადაც აედევნა.
წყნეთიდან თბილისამდე დასაფარი გზა სწრაფად და უსიტყვოდ დაფარეს, უკვე შუაღამე იყო რატიმ ავტომობილი ბარნოვის სახლის შესავლელთან რომ გააჩერა და ისე რომ მისთვის არ შეუხედავს საუბრის დაწყებას ეცადა.
- მისმინე ემი.
- ნუ ნერვიულობ, ანასტასიას დაველაპარაკები და შემდეგში ასე აღარ მოიქცევა. - მოკლედ მოუჭრა ბარნოვმა და ყოველგვარი დამშვიდობებისა და ცერემონიალის გარეშე გადმოვიდა მანქანიდან, მტკიცე ნაბიჯით დაიძრა სახლის შესასვლელისკენ და კარი ისე მიხურა ერთხელაც არ მიუხედავს უკან. (ჰო ეს ის ბარნოვია ნახევარი ამერიკა რომ მასზე ოცნებობს) კარის დაკეტვას ქუჩაში აღრიალებული ძრავის ხმა სინქრონულად შეერწყა და სულ მალე ისიც მინელდა.
- სად იყავი? - მისაღებში შემოსულს მშვიდად ჰკითხა ნელიმ.
- სუფთა ჰაერზე გავლა მინდოდა. - წარმოდგენა არ მაქვს რატომ დამალა დედასთან სიმართლე. - ტასოს სძინავს?
- ხო დაიძინა.
- მამა სად არის?
- მასაც სძინავს.
- წინააღმდეგი თუ არ ხარ მეც დავწვები. - ლოყაზე აკოცა დედას და თვალით მანიშნა რომ გავყოლოდი, ამის გარეშეც ვაპირებდი მის უკან ადევნებას.
- რა მოხდა ემილი?
- კიდევ რამდენიმე ასეთი შეხვედრა და მოვკვდები. - საწოლზე ზურგით გადაწვა ბარნოვი და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
- და არ გინდა მითხრა რა მოხდა?
- მინდა მაგრამ ახლა არა, ახლა ის მინდა ამ ბალიშს ჩავეხუტო და დილამდე მკვდარივით ვიძინო.
- დარწმუნებული ხარ რომ საუბარი არ გსურს?
- ჯეს მგონი ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ჩავიდინე.
- რას გულისხმობ?
- არ უნდა ჩამოვსულიყავი.
- რატის ნახვამ ასე დაგაბნია?
- მგონი ისიც დაბნეულია.
- რამე გითხრა?
- არა მაგრამ მთელი საღამო ვგრძნობდი მის ვენებში რა სწრაფად მიედინებოდა სისხლი, მისი გულის ცემის სიძლიერე ახლაც მკაფიოდ მესმის ყურებში, მისი მზერა კი, ჯანდაბა ჯეს საერთოდ რაზე ვლაპარაკობ? - საწოლიდან წამოიჭრა, სიგარეტს მოუკიდა და გამონაბოლქვი ღია ფანჯრიდან გარეთ გაუშვა, ოროვე ხელით ფანჯრის მინას დაეყრდნო და ვარსკვლავების ცქერას მოჰყვა. - რატი საერთო მეგობრის დაბადებისდღეზე გავიცანი, მაშინ ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან, იმ პერიოდისთვის მისი ასაკის ბიჭებისგან ყველაფრით გამოირჩეოდა, ისეთი მომნუსხველი მზერა ჰქონდა, ისეთი ძლიერი აღნაგობა, ისეთი ხმა, ჯანადაბა ახლაც ისევე ვდნები ამ ამბის გახსენებისას როგორც მაშინ უკვე საკმაოდ შემთვრალმა საცეკვაოდ რომ გამიწვია, მახსოვს დაბნეულმა გაუაზრებლად შევახე მის გამოწვდილ ხელს საკუთარი და ამ უბიწო პირველივე შეხებამ გული გამიჩერა, დარბაზის შუაგულში ვალს ვცეკვავდით, დაბალი განათების გამო მის ნაკვთებს ვერ აღვიქვამდი თუმცა ეს სულაც არ მჭირდებოდა, მისი სიახლოვე იმდენად დამათრობელი იყო, ისე მახვევდა თავბრუს მისგან მომავალი იმპულსები, მისი შეცვლილი სუნთქვა ჩემს ყურთან იმდენად აუტანლად სასიამივნო იყო მინდოდა ეს მუსიკა არასდროს დასრულებულიყო და ჩემს წელზე შემოხვეული მისი ხელები არასდროს მომშორებოდა, ჩემს სახესთან დახრილს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და ისე ურცხვად მაშიშვლებდა თვალებით სახეზე გავწითლდი კიდეც, ერთი ხელი ფრთხილად აასრიალა ჩემს ზურგზე და გაშლილ თმებში ისე ოსტატურად შეაცურა თითქოს გემი ვიყავი ის კი კაპიტანი რომელიც ტალღებში გზას შესანიშნავად იკვლევდა, თვალები დავხუჭე და როცა მეგონა მისი ტუჩების გემოს შევიგრძნობდი ზუსტად ამ დროს მუსიკაც შეწყდა და დარბაზი განათდა. ძალიან ბევრ წყვილ თვალს ვგრძნობდი ჩვენსკენ მომართულს მაგრამ თითქოს დაჰიპნოზებულს მისი სხეულისგან მოშორება არც მიფიქრია. ახლაც მახსოვს ის ღიმილი სახეზე რომ წამით არ მოშორებია.
- ყველა ჩვენ გვიყურებს. - ჩემს ტუჩებთან ისე ახლოს ამოიჩურჩულა მუხლები მომეკვეთა.
- ვიცი. - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და როგორც იქნა აზრად მომივიდა რომ თავი მისგან გამეთავისუფლებინა. წინააღმდეგობის გარეშე გამიშვა ხელი და მიმავალს იქამდე მიყურა სანამ კუთვნილ ადგილზე დამჯდარმა კოკა-კოლა ბოლომდე არ გამოვცალე.
- კოკა-კოლა? - გაუაზრებლად გავაწყვეტინე ბარნოვს საუბარი.
- ჯეს როცა ეს მოხდა თხუთმეტი წლის ვიყავი. - სინანულით მოქაჩა სიგარეტს და დადუმდა.
- მერე რა მოხდა? - ძალიან მინდოდა ისტორიის გაგრძელების მოსმენა თუმცა ემილიმ მორჩენილი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და საწოლს გართხმულმა ქვემოდან ამომხედა.
- მეძინება ჯეს, შენი ოთახი გვერდით არის.
- ხვალამდე ემილი. - მისი ოთახიდან გამოვედი, ჩემს ოთახში შესულმა სავარძელში კომფორტულად ჩაფლულმა კომპიუტერი გავხსენი, რამდენჯერმე გადავიკითხე ბოლოს დაწერილი აბზაცი, თითები კმაყოფილმა გავატკაცუნე და წერა განვაგრძე.
სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა. ახლა როცა ვიცი გვერდით ოთახში მყოფი ბარნოვი როგორ გამწარებით ებრძვის მოულოდენლად შემოჭრილ ვნებას სიმართლე რომ ვთქვა მომწონს ეს ფაქტი, ალბათ ფიქრობთ რომ ბოროტი ვარ, რომ მეგობრის ამ მდგომარეობაში ცქერა სიამოვნებას მანიჭებს, სულაც არა. ჩემი მოსაზრება სიყვარულის შესახებ დასაწყისშივე გაგიზიარეთ თუმცა საკმარისი აღმოჩნდა ამ ორი ადამიანის ერთად ცქერა რომ მოსაზრება იმაზე მეტად გამყარდა ვიდრე ვიფიქრებდი, რომელი გამაყუჩებელი უშველის იმ ტკივილს რაც ბარნოვში გაჩაღდა? არანაირი წამალი-მხოლოდ ყოფილი ქმრის სიახლოვე თუ დაუამებს შეხსენებულ ტკივილს და ნებას მისცემს მშვიდად განაგრძოს ცხოვრება. სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია, შეძლებს კი ბარნოვი დაივიწყოს თავმოყვარეობა და იბრძოლოს მისთვის რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სჭირდება, ვფიქრობ აქვს ამის ძალა მაგრამ მანამდე ჯერ უნდა მიხვდეს რომ გრძნობა რომელიც მივიწყებული ეგონა სინამდვილეში არც არასდროს წასულა მისგან და საკმარისი აღმოჩნდა ერთხელ კიდევ ენახა ყოფილი ქმარი, ერთხლე კიდევ აღმოჩენილიყო მის სიახლოვეს რომ თითქმის ჩაქრობის პირას მყოფი ცეცხლი წამებში მოედო მის სხეულს და ფაქტია უპირებს რომ ბოლო ამოსუნთვამდე შთანთქას მისი გონება. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ იმიტომ რომ უყვარდებათ... მერე კი შორდებოან და ცდილობენ ერთად გატარებული დრო დაივიწყონ - სასაცილოა.

5
ავტომობილი ლიზას სადარბაზოს შესასვლელთან გააჩერა, საცოლეს მისწერა რომ ჩამოსულიყო, თავად კი სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზებით შეეცადა ცოტა ხნით მაინც ამოეგდო ბარნოვის სახე გონებიდან. არაფერი გამოუვიდა, გული ისევ ისე უცემდა, უცნაურ მღელვარებას კი რომელმაც ერთიანად შეუტია მის სხეულს ვერაფრით იშორებდა.
- ამის დედაც. - სიმწრით გამოსცრა კბილებში და მორჩენილი სიგარეტი გარეთ მოისროლა. ამასობაში ავტომობილის კარი გაიღო და სავარძელზე მოკალათებულმა ვეკუამ მისალმების გარეშე შეიკრა ღვედი.
- რა გჭირს?
- არაფერი. - გაბუტული ბავშვივით გაბუშტა ლიზამ ტუჩები.
- კარგი რა ლიზა, ქორწილამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა და გინდა პატარა ბავშვებივით გაბუტულები ვიყოთ? - სწრაფად ჩაავლო ლომიძემ ქალს მოღერებულ ყელზე თითები და წინააღმდეგობის მიუხედავად ხარბად დაეწაფა ტუჩებზე, ვეკუა სწრაფად გატყდა და კოცნაში ვნებიანად აყვა, თითქოს მისმა ერთმა კოცნამ სრულიად წაუშალა მეხსირება და უცებ დაავიწყდა რომ მასზე გაბრაზებული იყო. - ხომ იცი რომ მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა რატიმ და ისევ აკოცა. - მაპატიე რომ გიყვირე.
- მოდი ცოტა დავაგვიანოთ ლევანის დაბადების დღეზე რა. - ორივე მკლავი ყელზე მოხვია ქალმა ლომიძეს და მის ქვედა ტუჩს კბილები ჩაავლო.
- ეშმაკობის ხასიათზე ხარ პატარავ? - სწრაფად შეუხსნა ლომიძემ ღვედი და ისე რომ მის ტუჩებს წამით არ მოსწყვეტია სავარძელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააჩერა. სწრაფად მოდუნდა რამდენიმე წუთის წინ დაძაბული ვეკუა, თავი უკან გადასწია და თლილი თითები სწრაფად ჩაასრიალა მამაკაცის შარვლის სათავისკენ. ტუჩებს მოსწყდა ლომიძე და ლავიწებისკენ გადაინაცვლა ვნებიანი კოცნით, მტკივნეულად მოუჭირა მკერდზე თითები და ვეკუას ბაგეს მოწყვეტილმა კვნესამ წამში დაუხშო სმენა, მოხერხებულად შეძვრა რატი მოკლე კაბის ქვეშ და სწრაფი თითების მეშვეობით ქვევით რომ მისრიალებდნენ თან ჩაიყოლა ვეკუას ბიკინი, მოზღვავებულ ადრენალინს გრძნობდა ლომიძე და მაქსიმალურად ცდილობდა ვნების ყოველ ახალ ბიძგში ჩაქსოვებას. - მის ყელს მოჭერილი თითები სულს უხუთავდა, სახეში უყურებდა ათრთოლებულ ვეკუას, რომელსაც სიამოვნებისგან გამშრალი ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და თვალდახუჭული დანებებოდა მასზე მოქცეული მამაკაცის ველურ ჟინს. - მიდი პატარავ. - ბრძანებას უფრო ჰგავდა ლომიძის სიტყვები და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ სიამოვნების კვნესა აღნოხდა ვეკუას ბაგეებს, ფეხის ტერფიდან დაწყებულმა ნაწილაკებმა სწრაფად იწყეს სხეულში უთავბოლოდ ხეტიალი და ბოლოს სრულიად ათრთოლებულმა ღიმილით ჩარგო მასზე დამხობილ რატის ყელში თავი. მსუბუქად მიაკრო ტუჩები ყბის ძვალზე და გამშრალ ტუჩებზე ენა აისვა.
- ვგიჟდები შენზე. - სწრაფად წაეტანა მამაკაცის ტუჩებს და მასში არსებული მთელი დარჩენილი ვნებაც ამ ერთ კოცნაში ჩააქსოვა.
-----
- რა გჭირს? გვერდით ამოუდგა აივანზე დაყრნობილ მეგობარს საბა და სიგარეტს მოუკიდა.
- არაფერი.
- სამი წლიდან გიცნობ რატი, ასე რომ დაფქვი რა გჭირს.
- ბარნოვი ჩამოვიდა.
- ატრაკებ. - სიგარეტის კვამლი გადასცდა საბას და სახეზე ერთიანად წამოწითლებულმა ძლივს ანიშნა მეგობარს რომ ზურგზე დაერტყა ხელი, რატიმაც სიცილით ჩასცხო მეგობარს გაშლილი ხელის გული და ადროვა სანამ ხველას ბოლომდე მოერეოდა.
- გადარჩი? - სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა ლომიძემ და მეგობარს რომელიც ხველების შედეგად გამოწვეულ წრემლებს იწმენდა ღიმილით გახედა.
- ჰო მგონი. - სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა საბამ და დამშვიდებულმა ისევ რატის მიაპყრო მზერა. - ნახე?
- ჰო. - ხელები ძლიერად შეკრა ლომიძემ და ჩაწითლებული თვალები შეანათა გვერდით მდგომ ძმაკაცს. - დედამოტყ/ულად მაგრად გამოიყურება.
- და ცუდად როდის გამოიყურებოდა?
- არა, შეცვლილია, გაზრდილია, დახვეწილი და ერთი სიტყვით გამოცვლილია.
- მერე?
- მერე არაფერი.
- და არაფრის გამო ხარ ასე მძღ/ერნაჭამი სიფათით?
- ბიჭო არ ველოდი თუ მისი ნახვა ჩემზე ასე იმოქმედებდა. - გველნაკბენივით ამოიჩურჩულა ლომიძემ და მომღიმარ მეგობარს ბრაზით შეუკრა წარბები.
- რა იყო ბიჭო, ყოფილ ცოლზე დანძ/ევა მოგინდა?
- სიტყვები საბა. - მსუბუქად ჰკრა რატიმ მეგობარს გაშლილი ხელის გული გულზე.
- კარგი ხო, გეხუმრე, ამაზეც აგცრეს? არაფერია, გაგივლის, ამდენი წლის მერე პირველად ნახე, არ მიკვირს რომ ემოციებში ჩავარდი, ეს უბრალოდ წარსულის მოჩვენებასთან მტკივნეული შეხვედრა იყო, რომელსაც ვიცი გადალახავ და საერთოდ ხვალ რომ გაიღვიძებ ეს საუბარი მაგარი სასაცილოდ მოგეჩვენება.
- ასე ფიქრობ?
- მოიცა აბა რა იქნება? შენი აზრით ამდენი წლის მერეც გიყვარს ის გოგო?
- ვინ გოგო? - ეჭვნარევი ღიმილით შეუცურა აივანზე გამოსულმა ვეკუამ ლომიძეს ორივე ხელი წელს და მის აჩქარებულ გულს მიაყრდნო სასმლით გაბრუებული თავი.
- შენ პატარავ. - ტუჩები შუბლზე მიაკრო რატიმ და მეგობარს ანიშნა რომ გასულიყო. საბამ შუა თითი აუწია ძმაკაცს, მორჩენილი სიგარეტი ჩააქრო და ოთახში შევიდა.
- მიყვარხარ. - ლომიძის პერანგს ჩაავლო თითები ლიზამ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში, წაბარბაცებულს ხელი შეაშველა ლომიძემ და ღიმილით ჩასვა სავარძელში, მის წინ ჩამუხლულმა ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია და ამღვრეულ თვალებში იმ ნაპერწლეკბს დაუწყო ძებნა რაც ბარნოვის მზერაში შენიშნა, გულის არეში საშინელი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნო რადგან ლიზას თვალებში მსგავსი ვერაფერი შენიშნა.
- დათვერი პატარავ. - ღიმილით მიიყრდნო მკერდზე მისი თავი და პატარა ბავშვივით მოჰყვა მის თმებში თითების ცურვას.
- დავიმსახურე, რთული დღე მქონდა. - წყვეტილად ამოთქვა სათმელი ვეკუამ და შეეცადე ლომიძის თვალებისთვის მზერა გაესწორებინა. - ჯერ იყო და ჩემი საქმროს ყოფილი დაბრუნდა, მერე იყო და მისმა ვიზუალმა სუნთქვა შემიკრა, ხომ იცი მისი ინსტაგრამი გადაქექილი მაქვს მაგრამ ნანახმა დამამუნჯა, ულამაზესია. - ძლივს გადააგორა ყელს მომდგარი ნერწვი და საუბარი განაგრძო. - მერე ჩემი საქმროს შვილმა არაფრის გამო გამიჭედა, ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა, მითხრა რომ არმოვწონვარ და რომ უშნოდ ვეკვეხები მასა და მამამისის შორის, მისი ცრემლების დანახვით გაგიჟებულმა ჩემმა საქმრომ მიყვირა და სახლიდან გამაგდო. ჰო რთული დღე მქონდა და უნდა დამელია. - შუბლით მიეყრდნო ვეკუა რატის მკერდს და თვალებდახუჭულმა ღრმად ამოისუნთქა. სუნთქვა შეკრული ისმენდა ლომიძე ქალის "აღსარებას" არასოდეს ენახა ლიზა ამგვარად სასოწარკვეთილი, არასოდეს ენახა მისი ეჭვიანობა რადგან ამის საბაბი არც არასდროს მიუცია მისთვის, ახლა კი ვეკუა თითქოს ხვდებოდა საქმროს დაბნეულობას და ამის გამო გულმკლულს არ სურდა მასში გაჩენილი კითხვები უთქმელი დაეტოვებინა, ლომიძე გრძნობდა რომ ლიზას ამ ერთ დღეში ბევრ რამეზე გაუჩნდა ეჭვი და ძალიან არ სურდა იმ კითხვებზე პასუხის გაცემა რაზეც პასუხები თავადაც არ გააჩნდა. მჭიდროდ ჰყავდა ქალის სხეული გულში ჩაკრული და მკაფიოდ გრძნობდა მისი გარდასხვაფერებული გულის ცემას. - არ უნდა ჩამოსულიყო. - ამოთქვა ბოლოს და სიტყვებს ცრემლებიც ამოაყაოლა.
- გეყოფა ლიზა. - მისი სახე ხელებში მოიქცია რატიმ და ტირილით გაბუშტულ ტუჩებზე ვნებით მიაწება ტუჩები, არ იყო ვნებიანი კოცნა, არ ის კოცნა იყო სიტყვების გარეშე რომ უხსნის მამაკაცი ქალს სიყვარულს, ეს ნუგეშისმომცემი კოცნა უფრო იყო, ლიზას გაეღიმა და მამაკაცს სახე მოაშორე, თავი უკან გადასწია და ალკოჰოლით დაბინდული მზერა გაუსწორა.
- გიყვარვარ?
- რა თქმა უნდა მიყვარხარ პატარა.
- მასზე მეტად?
- ლიზა.
- მასზე მეტად? - კითხვა გაუმეორა ლიზამ და ნიკაპზე ჩავლებული თითების მეშვეობით ისე რომ ლომიძის პირს მომდგარ პასუხს არ დაელოდა ვნებიანად აკოცა. - მასზე მეტად გიყვარვარ? - ამოიჩურჩულა ლიზამ და მამაკაცის გახურებულ შუბლს შუბლით დაეყრდნო. - როგორი მარტივი კითხვა დაგისვი შენ კი პასუხი არ გაქვს. - გაიღიმა ლიზამ და თვალებში ჩახედა.
- მასზე მეტად მიყვარხარ. - ძლივს მოუყარა სათქმელს სიტყვები ლომიძემ და საკუთარი ხმის მერყეობამ გული მოუკლა.
- ჰო როგორ არა. - გაუღიმა ლიზამ და მის ყელს მოხვეული მკლავები ძირს დაუშვა.
- გეყოფა ლიზა, მთვრალი ხარ და გეჩვენება რაღაცეები.
- კი აი ისიც მომეჩვენა მანქანაში ჩაჯდომისთანავე რომ ლავანდის სურნელი შემიძვრა ცხვირში.
- გეყოფა. - წელში გასწორდა ლომიძე და ზურგი აქცია ქალს.
- არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ხედავ რომ შენი საყვარელი მამაკაცი წარსულს მისტირის.
- არაფერს მივტირი ლიზა. - სწრაფად ჩაავლო რატიმ მაჯაში ხელი და ფეხზე წამოყენებული ძლიერად შეანჯღრია. - შენი წასვლის შემდეგ ტასო ჩემთან არ გაჩერდა და დედამისთან წავიყვანე, ცოტა ხანს მანქანაში იჯდა და ვსაუბრობდით სულ ესაა.
- და რაზე ისაუბრეთ?
- ჩვენს შვილზე და იმაზე რომ ცუდად მოგექცა. - დაიყვირა რატიმ და მსუბუქად ჰკრა ხელი ვეკუას რომელმაც თავი ვერ შეიკავა და სავარძლეში მოწყვეტით ჩავარდა. - ემილი უნდა ჩამოსულიყო, ტასოს უჭირს ამ მდგომარეობასთან შერიგება. ყველაფერი ჩაივლის და ისიც უკან დაბრუნდება, იქამდე კი ძალიან გთხოვ უაზრო წარმოსხვით თავის ტყუილად ატკიებას მოეშვა. - მიახალა ერთიანად გაფსიხებულმა ლომიძემ სახეზე ხელებაფარებულ ვეკუას და აივანზე მარტო დატოვა.
-----
თერთმეტი საათი სრულდებოდა ცისფერი თვალები რომ ააფახურა, საწოლში სხეულის გაჭიმვის შემდეგ ფეხებთან მჯდომი დედა შენიშნა და როგორც კი მის თვალებში ჩაბუდებული ბრაზი ამოიკითხა ბუზღუნით წაიფარა თავზე საბანი.
- ანასტასია. - მტკიცე იყო ბარნოვის ხმა, სწრაფად მოაშორა ქალიშვილს სახიდან საბანი და აიძულა რომ მისთვის ეცქირა.
- კარგი რა დედა, დილიდან ნუ დამგრუზავ.
- ხვდები რომ ცუდად მოიქეცი?
- და თუ არ მომეწონა რა გავაკეთო დედა? - საწოლზე წამოჯდა გოგონა და ტუჩები დაპრუწა.
- მამას ის უყვარს.
- კარგი რა. - ხელი აიქნია ტასომ და ისევ საბანში ჩაძვრა.
- შენ გელაპარაკები ანასტასია. - სწრაფად გადახადა ქალიშვილს საბანი.
- რა გეტაკა?
- რა მეტაკა? ჯერ ერთი ნორმალურად მელაპარაკე, მეორეც კიდევ ერთხელ რომ მოექცე იმ გოგოს ასე საშინლად იცოდე დაისჯები.
- შემეშინდა. - ხელები გაასავსავა ტასომ და დედას გაუღიმა. - კარგი რა დედა, შენ მოგეწონა ის დიდ ძუძუებიანი ქალი.
- მამაშენს უყვარს. ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს ტასო, შენ კი კეთილს ინებებ და ბოდიშს მოუხდი.
- გამორიცხულია. - დამარცვლა ტასომ და საწოლიდან წამოხტა. - არც იფიქრო ეს დამაძალო დედა.
- ანასტასია როდის გახდი ასეთი ჯიუტი?!
- მას შემდეგ რაც ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს თავიანთი მომავალი ვიღაც იდიოტებს დაუკავშირონ.
- გეყოფა! - იყვირა ბარნოვმა და ოთახის შუაგულში მდგომ ტასოს სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი. - ან ბოდიშს მოუხდი და ამის შემდეგ ნორმალურად მოიქცევი ან არადა დღესვე მივდივართ უკან შენ კი ერთი თვის მანძილზე დაემშვიდობები ინტერნეტს, ტელეფონს, მეგობრებს, გავაგრძელო?
- ბოდიშს არ მოვუხდი!
- ტასო.
- მაქსიმუმ ასე აღარ მოვექცე. - მხრები აიჩეჩა ტასომ და ქვემოდან ახედა დედას. - შენ რა იმ ქალის გამო მზად ხარ დამსაჯო?
- ის ქალი არ მაინტერესებს, მე მამაშენზე გელაპარაკები, შენი ასეთი საქციელით მას ძალიან სტკენ გულს. გთხოვ პატარა. - მკლავები მოხვია შვილს და შუბლზე ხმაურით აკოცა.
- კარგი დედა. - ამოიჩურჩულა უკმაყოფილო ანასტასიამ და დედის მკლავებს უკმაყოფილოდ დააღწია თავი.
- გაემზადე, მასთან წაგიყვან და ძალიან გთხოვ ნორმალურად მოიქეცი.
- კარგი. - ბუზღუნით გაემართა ანასტასია სააბაზანოსკენ, კართან წამით შეჩერდა და საწოლზე ჩამომჯდარ დედას შეავლო მზერა.
- შენზე ლამაზიც კი არ არის, ის როგორ შეუყვარდა.
- ტასო. - დაიყვირა ბარნოვმა თუმცა გოგონა უკვე კარს მიღმა გაუჩინარდა. - ეს ბავშვი მოკლავს. - ზურგით გადაწვა ბარნოვი საწოლზე და თვალები დახუჭა.
-----
- დილამშვიდობის. - მხოლოდ მისალმებას დაჯერდა ლომიძე და მისთან მისულ ქალიშვილს ღიმილით დააჩერდა ზემოდან.
- ბოდიში მამა. - აცრემლებული თვალები მიაპყრო მამას და მისი გულიც მაშინვე მოიგო.
- ზევით ადი ბებომ ბლინები გაგიკეთა, მეც ახლავე მოვალ. - ლოყაზე აკოცა ქალიშვილს და მიმავალს მსუბუქად ასცხო უკანალზე გაშლილი ხელის გული. - როგორ ჩაიარა? - ემილის მიუბრუნდა როგორც კი ტასომ კიბეების არბენის შემდეგ კარი ხმაურით მიხურა.
- ვფიქრობ ამის შემდეგ ნორმალურად მოიქცევა.
- მადლობა რომ დაელაპარაკე.
- კარგი მე წავალ. - მანქანისკენ დაიძრა ბარნოვი მაჯაში ჩაფრენილმა რატის თითებმა რომ შეაჩერა.
- ბლინები ხომ გიყვარს?
- გეყოფა რატი. - გაუღიმა ემილიმ და შეეცადა ხელი გაეთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- დარჩი ცოტა ხნით.
- რატი ტასო შენთან არის, ვფიქრობ ესეც საკმარისია.
- ორ დღეში მე ლიზას და რამდენიმე ჩვენს მეგობარს ბაკურიანში გვინდა ერთი კვირით წასვლა, ვიფიქრე ტასოსსთვისაც უკეთესი იქნებოდა თუ ჩემთან ერთად წამოვა.
- ჰკითხე, მე წინააღმდეგი არ ვარ.
- არამგონია შენს გარეშე წამოსვლა მოისურვოს.
- რატი მეჩვენება თუ შემოვლითი გზებით ცდილობ ბაკურიანში შენს საცოლესთან ერთად დამპატიჟო? სუ გააფრინე?
- ცუდი აზრები რატომ მოგდის? - თითქოს ეწყინა ლომიძეს.
- ახლა ან თავს იშტერებ ან მართლა არ გაზრდილხარ, მე კი დარწმუნებული ვარ რომ გაიზარდე და თავს იშტერებ. - უხეშად გამოაცალა ემილიმ ყოფილ ქმარს ხელი და მანქანაში ჩაჯდა, მოქნეული კარი სწრაფად დაიჭირა ლომიძემ და თითქმის ნახევარი ტანით მანქანაში შესულმა მოხერხებულად გამოაძრო გასაღები და ჯიბეში ჩაუძახა. - რატი. - ღიმილი ვერ შეიკავა ბარნოვმა.
- ორი ვარიანტი გაქვს, ან ბლინებზე დამეწვევი ან ჩემს ჯიბეში ხელს ჩაყოფ და შენი გზით წახვალ.
- ახლა ძალიან მინდა ეგ თვითკმაყოფილი სახე ჩამოგკაწრო. - თვალები დაქაჩა ბარნოვმა და მანქანიდან გადმოსულმა ხმაურით მიხურა ავტომობილის კარი.
- აბა მოდიხარ ბლინების საჭმელად? - გამარჯვებულმა გაშალა რატიმ მკლავები განზე.
- ნუ ჩქარობ. - ისე ახლოს მივიდა ემილი ლომიძესთან რომ მისი სუნთქვა საკუთარში აერია. გული სწრაფად აუჩქარდა რატის და მისი სურნელისგან ერთი წუთით ისიც ეგონა რომ გული საერთოდ გაუჩერდა, სიმწრით გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი და წითური ლამაზმანის ეშმაკურ თვალებში მთელი არსებით გადაეშვა. - ამჯერად წააგე. - ამოიჩურჩულა მის ყურთან ბარნოვმა, სწრაფად ჩაუცურა შარვლის ჯიბეში თითები და იქედან გასაღებთან ერთად ამოაცურა. - შეხვედრამდე. - თვალი ჩაუკრა საღერღელ აშლილ ლომიძეს, მანქანაში ჩაჯდა და სანამ ადგილიდან დაძრავდა აწეული მინიდან შუა თითი აუწია ყოფილ ქმარს.
- ამის დედაც. - ახარხარდა რატი როგორც კი ბარნოვის მანქანა ადგილს მოსწყდა. - ჰო ამჯერად მოიგე. - ამოილაპარაკა ჩუმად და კიბეები სწრაფად აირბინა.
არაფერია მონატრებულ შვილთან ერთად ჩადენილ სიგიჟეებზე სასიამოვნო, მთელი დღის მანძილზე მამა-შვილმა უამრავი სისულელე აკეთა, თამამად შეიძლება ითქვას რომ რატი ანასტასიას დაკრულზე სიამოვნებით ცეკვავდა, ბედნიერებას ანიჭებდა შვილის სახეზე ასახული ღიმილი და სურდა რომ ეს არასდროს დასრულებულიყო. ათჯერ მაინც გაუთიშა ვეკუას ტელეფონი და ამდენჯერვე დააიგნორა მისგან მოსული შეყობინება "რატი სად ხარ?"
შემოდგომის მზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა სიანცით დაღლილი რატი საწოლზე ქალიშვილის გვერდით რომ მიწვა. გულაღმა გაშოტილი ტასო მძიმედ სუნთქავდა და მამის თითებში მოქცეული საკუთარი მტევნის აღქმა კიდევ უფრო აბედნიერებდა ისედაც ვარსკვლავებში მყოფს.
- მინდა რომ ეს არასდროს დასრულდეს. - სწრაფად წამოხტა ტასო და მამის მუცელზე კომფორტულად მოკალათდა.
- ჯანდაბა ტასო, არც ისეთი მსუბუქი ხარ. - გაუღიმა რატიმ და მის გულზე დამხობილ შვილს მჭიდროდ მოხვია ხელები.
- არასდროს დასრულდება. - ლოყაზე ხმაურით აკოცა და გვერდებში სწრაფად შეუძვრა თითებით.
- მამა გეყოფა. - აკისკისდა ანასტასია.
- ჯანდაბა მე კი მეგონა მოკვდი. - ხმაურით მიხურა ვეკუამ საძინებლის კარი და აქოშინებული სულის მოსათქმელად დახურულ კარს ზურგით აეკრო.
- აქ რას აკეთებ?
- მთელი დღეა გირეკავ.
- მე გავალ. - საწოლიდან უკმაყოფილო სახით წამოდგა ტასო და გასვლისას ისეთი მზერა ესროლა კედელზე აკრულ ვეკუას რომ ქალს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
- რა გჭირს ლიზა? - გაღიმებას ეცადა რატი მაგრამ ზედმეტად ყალბი ეჩვენა საკუთარი თავი.
- მესმის რომ მონატრებული გყავს მაგრამ ერთი ზარი რა გაგიხდა მთელი დღის მანძილზე, ყველაფერზე მარტო მიწევს სირბილი.
- ქორწილი შენ აიტეხე, ასე რომ. - უდარდელად აიჩეჩა მხრები რატიმ და საწოლს ზურგით აეკრო.
- შეგეძლო დაგერეკა და გეთქვა რომ მასთან ერთად იყავი.
- ჯანდაბა ლიზა ვალდებული არ ვარ დაგირეკო და გითხა რომ საკუთარ ქალიშვილთან ერთად ვარ. - ღიმილით წამოჯდა რატი საწოლზე და ერთიანად გაფითრებული ვეკუა გამომცდელად შეათვალიერა.
- ვეჭვიანობ. - ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა ლიზა და რომ არ ატირებულიყო სახე ხელებში ჩარგო.
- მოდი აქ. - ბრძანებას უფრო ჰგავდა ლომიძის სიტყვები და ლიზაც დასჯილი ბავშვივით მიუახლოვდა, ერთმანეთში ახლართული თითები სწრაფად დაუშორა ლომიძემ და მუხლებზე დაისვა საცოლის სხეული, ნაზად შეახო ნიკაპზე თითები და თავი ზევით ააწევინა. - მორჩი ეჭვიანობას. - მსუბუქად მიაკრო ტუჩები და რამდენიმე წამში დანებებული ქალი კოცნაშიც აიყოლია.
- მინდიხარ. - სწრაფად შეაცურა ვეკუამ თითები მამაკაცის უბეში თუმცა მაჯაზე ჩაფრენილმა თითებმა უკან დახევა აიძულა.
- ახლა არა ლიზა.
- ჰო რა თქმა უნდა. - უკმაყოფილოდ წამოდგა ვეკუა მამაკაცის მუხლებიდან და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ბაკურიანში ემილი და ტასოც წამოვლენ. - მიმავალს უკან დააწია ლომიძემ სიტყვები და დაინახა როგორ შეანელა ლიზამ სვლა, ბოლოს კი საერთოდ გაჩერდა.
- რა თქვი? - მისკენ შემობრუნებულმა კბილებში გამოსცრა განრისებულმა ქალმა.
- ისინი წამოვლენ,
- მეღადავები რატი?
- არა რატო? - მხრები აიჩეჩა რატიმ და მასთან მიახლოებულმა წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები. - მინდა ჩემი შვილი ჩემს გვერდით იყოს, ის კი დედამისის გარეშე არ წამოვა.
- არ მაინტერესებს რატი.
- მაშინ შეგიძლია შენ დარჩე მე კი ჩემ შვილს ბაკურიანში წავიყვან, იქედან ჩამოსვლის შემდეგ კი მე და შენ ვიქორწინებთ და ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად. - ქვედა ტუჩზე სწრაფად ჩაავლო რატიმ გაოგნებულ ვეკუას კბილები და თავისკენ დაქაჩა. - გამიშვებ მარტო? - კბილები ტუჩებით ჩაანაცვლა რატიმ და ღიმილით დაეყრდნო გაფითრებული ლიზას შუბლს.
- არ გაგიშვებ.
- სახლში წადი ბარგი ჩაალაგე და ხვალ წავიდეთ.
- აკი ორ დღეშიო?
- ჩაალაგე. - მოწყვეტით აკოცა საცოლეს და საჯდომზე მტკივნეულად მოუჭირა ხელი.
- მეტკინა.
- ინდა მიეჩვიო. - კარი ფართოდ გააღო რატიმ და დემონსტრაციულად ანიშნა რომ გარეთ გასულიყო.

6
მთელი დღე იბოდილა ბარნოვმა მონატრებული თბილისის ქუჩებში, მაღაზიები მოიარა, საყვარელ ბარსაც ესტუმრა თუმცა იმედგაცრუებულმა სწრაფად დატოვა იქაურობა რადგან მისთვის ერთ დროს საყვარელი თავშესაფრის ადგილზე ახლა რაღაც საადვოკატო ბიურე გაეხსნათ, გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა, სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს თავი ძლივს დააღწია და ხმაურით მიხურულ კარს ბრაზით აეკრო.
- თავი მომაბეზრეს. - გიჟივით მოიხსნა ყელზე მოხვეული შარფი და მისაღებში მდგომ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- აბა რა გეგონა ჩემო კარგო, ხომ არ დაგავიწყდა რომ ცნობილი ადამიანი ხარ.
- გეყოფა ჯეს. - ფეხი მომარტყა და სავარძლის ზურგს გადაწოლილმა თვალები დახუჭა, უცნაურ ღიმილის მოეცვა მისი სახე, გუშინდელს შემდეგ აშკარად დამშვიდებული და გახალისებული მომეჩვენა და ამან ძალიან გამამხიარულა.
- რაო შენმა ბიჭმა? - შეპარვით ვკითხე და მანაც სწრაფად მომაპყრო შეცვლილი მზერა.
- მოეშვი ასე ლაპარაკს. - თვალები დამიქაჩა და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა.
- რაო ანდერსონმა მენატრები და უშენოდ ვერ ვძლებო?
- ანდერსონი არ არის. - გაფითრებულმა ქვემოდან ამომხედა. - რატი მწერს.
- და რაო?
- ბარგი ჩაალაგე ხვალ ბაკურიანში მოდიხართ შენ და ჯესიო.
- მერე ჩავალაგოთ. - ენა გამოვუყავი ერთიანად გაფითრებულს და ბალიშიც მომხვდა სახეში.
- აფრენ ხო?
- კარგი რა ემი გავერთობით.
- რა ჯანდაბა მინდა მასთან ერთად ბაკურიანში.
- მასთან რატომ? ის თავის გოგოსთან ერთად იქნება შენ კი გვერდით მე და ტასო გეყოლებით.
- ჯეს მეჩვენება თუ ყოფილ ქმარს მტენი.
- არ გეჩვენება გტენი.
- არ მოკეტავ?
- ბარგს არ ჩაალაგებ?
- არა.
- რა მიშიშარა ყოფილხარ.
- ჯეს გეყოფა.
- ჯეს გეყოფა, ჯეს მოკეტე, ჯეს შემეშვი, იცი რას გეტყვი? ერთი დამფრთხალი ქალი ხარ, რომელსაც ისე ეშინია ყოფილის მიმართ განახლებული გრძნობების რომ თავის ნაჭუჭში შეკეტილი შიშით იფსამს, ვერ ვხდები რა ნახა მსოფლიომ შენში ისეთი რომ ასე გაგაკერპეს, ძლიერია, ძლიერია, ძლიერი კი არა ერთი მიშიშარა ქალი ხარ რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია რეალურად უყვარს თუ არა თავისი ყოფილი. - საკუთარ ხმაში ისეთი ადრენალინი ვიგრძენი მივხვდი სათქმელი ბოლომდე უნდა მეთქვა მისთვის, უკან აღარ უნდა დამეხია და სიმართლე რომელსაც ვერ ან არ ხედავდა სახეში შემენარცხებინა. - ასწიე ემილი და დაამტკიცე რომ მართლა ძლიერი ხარ. სად მიდიხარ? - მივაძახე მიმავალს.
- ბარგის ჩასალაგებლად. - ამოიჩურჩულა და კიბე სწრაფად აირბინა. ჰოო აბა რა, ასეთია ჩემი როლი ბარნოვის ცხოვრებაში. მე ვუმტკიცებ ერთს ის კი მუდამ ცდილობს საპირისპირო დამიმტკიცოს, ახლაც ასეა მხოლოდ იმისთვის ასწია უკანალი და გაიქცა ბარგის ჩასალაგებლად რომ მე დამიმტკიცოს თითქოს მისი ქმრის მიმართ არაფერს გრძნობს და არც მასთან სიახლოვე აშინებს, მე რა თვითონ იკითხოს. კმაყოფილმა გამოვცალე სასმელი და საკუთარ თავს გეგმა შევუქე. ბარნოვი იმ თევზს ჰგავს სიამოვნებას მხოლოდ დინების საპირისპიროდ ცურვა რომ ანიჭებს, საბედნიეროდ ჩემი სახით გვერდით ნამდვილად ჰყავს ისეთი მეგობარი რომელიც აბობოქრებული დინებიდან ჩაძირვის შემთხვევაში აუცილებლად დაიხსნის.
მზე ახალი ამოსული იყო საწოლიდან რომ წამოვხტი, მძინარე ბარნოვს საძინებელში შეუვარდი და ხმაურით შევხტი მის ლოგინზე.
- ადექი ძილისგუდა წასვლის დროა.
- გეყოფა! - უკმაყოფილოდ გაეხვია ბარნოვი საბანში და ემბრიონის ფორმა მიიღო.
- კარგი რა ემილი ადექი.
- მე და შენ საღამოს მივდივართ. - ამოიჩურჩულა საბნის შეგნიდან.
- რატომ? - სწრაფად გადავხადე საბანი და ჯერ კიდევ ძილისგან გაბრუებულს მზერა გავუსწორე.
- იმიტომ რომ მე ასე მინდა. - როგორც იქნა საწოლზე წამოჯდომა ინება ქალბატონმა, აბურდული თმა უკან გადაიწია და გემრიელი დამთქნარების შემდეგ ღიმილით მომიგო. - ცოტა ინრევიულონ. - ტელეფონზე რატის ათი გამოტოვებული ზარი ღიმილით ჩაკეცა და საწოლიდან წამოდგა. - ეს უკვე ის ემილია მე რომ ვგიჟდები. გავიფიქრე კმაყოფილმა და საძინებლიდან გასულს უკან გავყევი.
- დილამშვიდობის დედა. - სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და გასქურაზე უკვე აკივლებული ჩაიდანი გამორთო.
- დილამშვიდობის გოგოებო. - ღიმილით დაგვილაგა პატარა მაგიდაზე გახუხული პური, კარაქი, ყველი, მოხარშული კვერცხი, რამდენიმე სახეობის ჯემი და ძეხვი. მე და ემილიმ ღიმილით გავხედეთ ერთმანეთს და თითო ნაჭერი გახუხული პური მხოლოდ იმიტომ ავიღეთ რომ ნელი დეიდას არ სწყენოდა. ფინჯანში უკვე ესხა ცხელი ყავა და მისი არომატული სურნელება ისეთი სიამოვნებით შემიძვრა ცხვირში თითქოს აქამდე არასდრსოს გამესინჯოს.
- დე საღამოს ბაკურიანში მივდივართ. - ისე სასხვათაშორისოდ ამოიჩურჩულა ემილიმ და კოპებშეკრულ დედას გახედა.
- როგორც გინდათ. - მოკლედ მოუჭრა ნელიმ და ზურგი გვაქცია.
- დე.
- შენი ნებაა ემილი მე არ ვაპირებ შენს ცხოვრებაში ჩავერიო. - სწრაფად შემობრუნდა ქალიშვილისკენ და შუბლზე აკოცა. - მთავარია შენ იყო ბედნიერი.
- მამა სადაა?
- შენს სახელოსნოს ალაგებს.
-----
- რა გჭირს? - ბრაზით ახედა საჭესთან მჯომ საქმროს რომელიც მეოცედ ჯიუტად კრეფდა მობილურზე ემილის ნომერს.
- არაფერი. - სწრაფად ჩაიცურა რატიმ ტელეფონი შარვლის ჯიბეში და უკანა სალონზე ჩაძინებულ შვილს სარკიდან შეავლო მზერა. - ემილი არ მპასუხობს.
- აჰ ისევ შენი ყოფილი. - ბრაზით დააჭირა ვეკუამ კბილები ერთმანეთს და ფანჯრის მიღმა მიმართა მზერა. - საერთოდ რა საჭიროა მისი წამოსვლა?
- ეს ხომ უკვე განვიხილეთ ლიზა.
- რაც შენი შვილი ჩამივიდა თავი მეორეხარისხოვანი მგონია.
- რა ხარისხებზე მელაპარაკები, ხო არ გააფრინე?
- რა ასე არაა?
- ის ჩემი შვილია, შენ ჩემი საცოლე, რა პირველი და მეორე საფეხური ლიზა კარგი რა, ბავშვი ხომ არ ხარ, იქნებ გაეჯიბრო კიდეც ვის უფრო გიყვართ რატი.
- ჩემ სიყვარულში ეჭვი გეპარება? - თვალები დაქაჩა ვეკუამ.
- მისმენ საერთოდ? - საჭეს ხელი დაჰკრა ლომიძემ და ისევ ქალიშვილს გახედა რომელიც შეიშმუშნა მაგრამ ძილი განაგრძო. - მორჩი ტრა/ის თამაშს ლიზა. - შეთქმულივით დაუწია ლომიძემ ხმას და თვალცრემლიან ლიზას გახედა. - დასავენებლად მივდივართ მეგობრებთან ერთად, მოდუნდი და ყველგან საფრხეს ნუ ეძებ.
- არ ვეძებ ვხედავ.
- ჩემი შვილი შენთვის საფრთხეა? - ყბის ძვლები დაეჭიმა ლომიძეს.
- დედამისია საფრთხე, ვხედავ როგორ ინთები როცა მასზე საუბარს იწყებ.
- ვენთები? - ლომიძემ ავტომობილი ტროტუარზე გააჩერა, მანქანიდან გადავიდა, მეორე მხარეს შემოუარა, ვეკუას კარი გამოხსნა და კბილებში გამოსცრა. - გადმოდი!
- ახლა ლექციას წაიკითხავ იმის შესახებ რომ სულაც არ ხარ აფორიაქებული მის გამო?
- ახლა ლექციას იმის შესახებ წაგიკითხავ რომ ერთხელ და სამუდამოდ შეუშვა მაგ თავში ის რომ ემილი ბარნოვი ჩემი ყოფილი ცოლია, ჩემი შვილის დედა და გინდა შენ ეს თუ არა ის ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში, მოგწონს თუ არა მე ის მიყვარს რადგან ის ჩემი შვილის დედაა, მიყვარს რადგან მიუხედავად ამდენ წლიანი განშორებისა მაინც შევძელით ცივილურად ვიყოთ ერთმანეთთან და ამას ტასოს გამო ვაკეთებთ. მოგწონს თუ არა უნდა შეიგნო რომ არ ვაპირებ ყოველ წუთს ვითმინო და რაც მთავარია თავზე ხელი გადაგისვა როცა ჩემი შვილის მიმართ შენს აგრესიას დავინახავ, არ მაიძულო არჩევანი გავაკეთო ლიზა. არ მაიძულო თორემ ძალიან გეტკინება. - საჩვენებელი თითი სახესთან დაუქნია უკვე აკანკალებულ ვეკუას ლომიძემ, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. - ისე ნუ იზამ რომ საკუთარ თავს თვითონ გამოუთხარო ძირი. - ამოიჩურჩულა და ქვემოდან ახედა ქალს. - გაიგე რა გითხარი? - ქალს მიუახლოვდა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, თითები სწრაფად ჩაავლო ნიკაპზე და მოწყვეტით აკოცა გაყინულ ტუჩებზე. - ახლა კი დამანახე ის ღიმილი მე რომ მიყვარსს, აი ასე, კარგი გოგო ხარ. - ერთხელ კიდევ აკოცა ჯერ კიდევ ათრთოლებულ ვეკუას და უკანალზე მსუბუქი ხელის არტყმით მიაცილა მანქანამდე.
-----
ძლივს გადაგორებული დღე როგორც იქნა მიილია და მე და ემილი უკვე ბაკურიანისკენ მიმავალ გზას ვადექით. უცნაურად მხიარული ჩანდა ბარნოვი და ისეთი ვნებიანი ღიმილი დასთამაშებდა მის სახეს რომ ეჭვით ვუცქერდი მის ყოველ გამოხედვას, თვალებში ისეთი ცეცხლი ენთო დამცხა კიდეც.
- მეჩვენება თუ აღგზნებული ხარ ემილი?
- გეჩვენება. - ღიმილით შემომანათა აღგზნებული თვალები.
- ჰო აი მეჩვენება. - მისი ტელეფონი ისევ ჯიუტად ამღერდა და ქალბატონმა როგორც იქნა დაყენებული მშვიდი ხმით უპასუხა მხარსა და ლოყას შორის მოქცეულ ტელეფონს.
- სად ხარ ემილი? - ყური მე მეტკინა რატის ყვირილის გამო.
- გზაში.
- მთელი დღეა გირეკავ.
- ვალდებული არ ვარ ყველა შენს ზარს ვუპასუხო. - ღიმილით ამოთქვა ემილიმ და დავინახე როგორ შეაჟრჟოლა, (ჰო საერთოდ არ არის თამაშის ხასიათზე) - კარგი რატი საჭესთან ვარ ნუღარ ბუზღუნებ თითქმის მოვედი. მართლა ხო. - ტელეფონი ფეხებზე დაიგდო ბარნოვმა და ღიღინს მოჰყვა.
- რა ჩაიფიქრე ემილი?
- არაფერი ჯეს, ხომ მითხარი რომ მშიშარა ვარ ხოდა ნახავ როგორი მშიშარა ვარ, იმასაც ნახავ რომ სულ არ ვიბნევი ჩემი ყოფილის სიახლოვის გამო, არც ის მადარდებს რომ იქ მისი საცოლე იქნება, არც ის რომ ამდენი წლის უნახავ მის მეგობრებს უნდა შევხდე, იცი რატომ არ ვდარდობ?
- რატომ.
- იმიტომ რომ სულაც არ ვგრძნობ მის მიმართ არაფერს, ერთადერთი მიზეზი ჩემი წასვლის ის არის რომ მინდა ტასომ მამასთან გაატაროს დრო, ჩემს გარეშე კი ვხვდები რატი ვერ შეძლებს მის ხასიათს გაუმკლავდეს.
- კარგი ემილი, ისე იყოს როგორც ამბობ.
- ჩემი არ გჯერა?
- მჯერა. - გავუღიმე და მზერა ავარიდე. (მე მაინც რას მატყუებს) ვხედავ მისი ვითომ სილაღისა და მაიმუნობის უკან რამხელა ემოცია და შიშია ჩაბუდებული. არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა რაც ბარნოვს არ გამოჰპარვია და ეჭვით ასწია წარბები. ოცი წუთის შემდეგ ემილიმ რატის მოცემულ მისამართზე გააჩერა ავტომობილი, გადასვლის გარეშე მოავლო მზერა სასტუმროს ტიპის სახლს და ღრმად ამოისუნთქა.
- წავედით. - მასზე ადრე გადმოვედი მანქანიდან და ბარგის გადმოტანის გარეშე დავიძარი შესასვლელისკენ, ბარნოვი უკან ამედევნა და უკვე კართან მდგომს აშკარად იმაზე მეტად უცემდა გული ვიდრე თვითონ იფიქრებდა.
- ზარს დარეკავ თუ წიხლით შევიდეთ?
- ოხ ჯეს. - სწრაფად წაიღო ბარნოვმა ხელი კარის სახეულირსკენ თუმცა შიგნიდან სხვამ დაასწრო ურდულის ჩამოწევა და ჩვენ უკვე ვიღაც სიმპატიური მამაკაცის წინ აღმოვჩნდით, უცნობმა ჯერ მე შემომხედა მერე ბარნოვს გახედა და შეკრული წარბები სწრაფად დააშორა ერთმანეთს.
- ამის დედაც ემილი. - ძლიერი მკლავები სწრაფად ჩაავლო წელზე და პატარა ბავშივით დააბზრიალა.
- საბა დამსვი. - ღიმილით იყვირა ბარნოვმა და მამაკაციც მის ნებას დაყვა. - ერთხელ კიდევ დამენახე გოგო. - ხელის თითებზე მტევანი ჩაავლო მამაკაცმა ბარნოვს და ისე თითქოს ვალს ეცეკვებოდა დააბზრიალა.
- მორჩი მაიმუნობას. - ლოყაზე აკოცა ემილიმ ბიჭს და ჩემი თავი წარუდგინა. - ეს ჯესიკაა.
- საბა. - ხელი ჩამომართვა საბამ და ვაღიარებ საკმაოდ საინტერესო და ორაზროვანი გამოხედვით შემათვალიერა, ესეც ასე, გავიფიქრე ჩემთვის. რა უნდა იყოს იმაზე სასიმოვნო როდესაც ვიღაც უცნობებთან ერთად გიწევს რამდენიმე დღის გატარება და უცებ აღმოაჩენ რომ ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცია და რაც მთავარია პირველსავე დანახვაზე ცდილობს დაინახოს შენი სხეული ტანსაცმლის შიგნით როგორ გამოიყრება, ვერც გავიაზრე ისე ამიხურდა სახე და ბარნოვმა ხელი კვრით დამაბრუნა რეალობაში.
- რატის მეჯვარე იყო.
- ვიყავი რა, ისევ ვარ. - თვალი ჩაუკრა საბამ და სახლისკენ მიგვითითა. საბას გარდა სახლში კიდევ რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, უმეტესი მათგანი მამაკაცი აღმოჩნდა მხოლოდ ორი გოგონა იყო რომლებმაც საკმაოდ თბილად მიგვიღო მეც და ემილიც, არანაირი დაძაბულობა, არანაირი უარყოფითი მუხტი. რატი ლიზა და ანასტასია გასულები იყვნენ, ამიტომაც უფრო სწრაფად მოხდა ემილის ძველ ნაცნობებში გაშინაურება და მისაღების სხვა და სხვა მხარეს გადანაწილებული ათიოდე ადამიანს შორის ისეთი გულისწასვლამდე სიცილი გაჩაღდა რომ სავარაუდოდ მთელ ბაკურიანს ესმოდა ამ ერთ ოთახში გაჩაღებული ერთი ორომტრიალი.
- კარგი ჰქენი რომ ჩამოხვედი ემილი. - ღიმილით მიუგო გიორგიმ (რატის ერთ-ერთმა მეგობარმა) რომელიც აშკარად ზედმეტად ხარბად აკვირდებოდა ბარნოვის სასურველ სხეულს. - კიდევ დალევ?
- კი. - ჭიქა გაუწოდა ბარნოვმა და ოთახში შეკრებილებს მოავლო მზერა. - მიხარია რომ ისევ ერთად გხედავთ. - რაღაცნაირი სევდა შეერია მის ხმას.
- ჩვენც გვიხარია ემი. - მშვიდად ამოთქვა საბამ და ოთახში მოულოდნელად ჩამოწოლილი სიჩუმის გამო საშინლად დაძაბული აურა შეიქმნა. რამდენიმე წამით ყველას თვალები ბარნოვს მიაშტერდა, ემილი კი უკვე ისე დაბნეულიყო ცოტაც და ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა, ის იყო ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩახარა შემოსასვლელი კარი ხმაურით რომ გაიღო, ატირებულმა ანასტასიამ სწრაფად გადაჭრა მისაღები და მეორე სართულზე ხმაურით აირბინა.
- ტასო. - უკან აედევნა გაქცეულ შვილს ემილი, როგორც კი დედის ხმა მისწვდა ანასტასიას სმენას მაშინვე უკან ჩამოირბინა და აქვითინებული მთლიანად ჩაეფლო დედის მკლავებში. - რა გატირებს დე?
- თავხედია და სხვა არაფერი. - ზურგს უკან მისწვდა ემილის ლიზას სიტყვები რომლემაც აშკარად ვერ შენიშნა კიბეზე მდგომი დედა-შვილი. ტუჩზე კი სიმწრით იკბინა მაგრამ ბარნოვს უკვე მტრული მზერა ჩასდგომდა თვალებში და უკან დასახევი გზაც მოჭრილი ჰქოდა ვეკუას, ამიტომაც მაშინვე შეტევაზე გადავიდა. - შენ შვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, როგორმე მე და მამამისი დაგვაშოროს, გპირდები ამას ვერ მოახერხებს. - სახეზე ერთიანად წამოწითლებულმა იყვირა ვეკუამ და მზერა გაუსწორა კიბეზე მდგომ ბარნოვს, რომელსაც მშვიდად მიეკრო ქალიშვილის შუბლე ტუჩები და გვერდულად უცქერდა გაკაპასებულ ვეკუას.
- დააშოშმინებ თუ მე მივხედო? - მშვიდად მიმართა ვეკუას უკან მდგომ ლომიძეს რომელსაც შუბლზე ერთადერთი რამ ეწერა (მაგრად დამენძრა)
- წამოდი. - სწრაფად ჩაავლო გაკაპასებულ საცოლეს ხელი და სამზარეულოში შეათრია.
- შენ კი ახლავე მომიყვები რა მოხდა. - მტკიცედ მოუჭრა ბარნოვმა ქალიშვილს და საძინებლისკენ აიყვანა.
-----
არ ვიცი რა ისაუბრეს ანასტასიამ და დედამისმა, არც ის ვიცი როგორ შეძლო რატიმ საცოლის დაშოშმინება მაგრამ რამდენიმე წუთში ოთხივე რომ მისაღებში იდგნენ და ერთმანეთს მზერით ისევ სამკვდრო-სასიცოხლოდ ბურღავდენენ ეს ფაქტი იყო. მე კი რატომღაც მთელი საღამოს მანძილზე თვალს ავ ვწყვეტდი რატის თვალებს, ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება, თუ მისი სინამდვილე ილუზია არ არის. თვალებმა გაყიდეს ლომიძე, გაყიდეს და თან როგორ გაყიდეს. აშკარად ვგრძნობდი და ვხედავდი კიდეც მის შეცვლილ გულის ცემას, მის უხასიათობას და თვალებში ჩამდგარ სიყვარულის მტკივნეულ მარწუხებს, სხეულის გავლით გულზე რომ მჭიდროდ ხვევდა ცივ მკლავებს და ისე უწურავდა საბრალოს სუსტად მფეთქავ ორგანოს რომ ცოტაც და უჰაერობით იატაკზე გართხმული მომაკვდავი ადამინივით დაიწყებდა ფართხალს, ადამიანივით რომელიც მთელი სიცხადით შეასკდა არსებულ რეალობას და ამ რელობამ ისე დაიმონა აზროვნების უნარიც კი წაართვა. უნდა ვაღიარო არასდროს შემბრალებია მამაკაცი, არც ლომიძის მიმართ ვგრძნობდი ამ საძულველ გრძნობას უბრალოდ ძალიან მინდოდა ფეხზე გიჟივით წამომხტარიყო და შეშლილივით ეყვირა. (დაახვიეთ ყველამ). იმ ღამით დარწმუნებული ვარ მხოლოდ სამ ადამიანს არ მოუხუჭავს თვალი. მათ შორის კი მე ნამდვილად არ ვიყავი.
-----
- ტასო მა, მე და ლიზას გვინდა ცოტა გავისეირნოთ შენც ხომ წამოხვალ.
- თუ დედაც წამოვა კი. - წარბის აწევით უპასუხა ტასომ და კრუასანი გემრიელად ჩაკბიჩა.
- ტასო. - ხმაურით დაახეთქა მაგიდის ზედაპირს რატიმ ყავის ჭიქა და ყბის ძვლები ისე დაეჭიმა სახეზე ერთიანად წამოწითლდა. - აღარ მორჩები ასე მიქცევას? - დაუყვირა შვილს და ორივე ხელი ძლიერად მოიჭირა თავზე როგორც კი მისი უეცარი აფეთქების გამო თვალცრემლიან შვილს მოჰკრა თვალი.
- რატი ნუ უყვირი.
- შენ გაჩუმდი. - თითის ქნევით მიუბრუნდა ბარნოვს რომელიც ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი სვამდა ყავას.
- ტონს დაუწიე ლომიძე. - სწრაფად ჩამოხტა ბარნოვი რაფიდან და წყობიდან გამოსულ ლომიძეს წინ აესვეტა.
- შენი გატუტუცებულია. - არ ცხრებოდა რატი.
- კიდევ ერთხელ დამდებ ბრალს იმაში რომ ცუდი დედა ვარ და გპირდები ვერასდროს ნახავ. - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა და საჩვენებელი თითი ცხვირთან დაუქნია ყოფილ ქმარს.
- მემუქრები ემილი?
- ამის აქ განხილვას აპირებ რატი?
- ლიზა ჩემი საცოლეა.
- ტასო კი ჩვენი შვილი. - მოუჭრა ბარნოვმა და მზერა გაუსწორა.
- ამის დედაც. - სახეზე უხეშად ჩაავლო წყობიდან გამოსულმა ლომიძემ ყოფილ ცოლს თითები და კედელთან მიმწყვდეულს ხელი მაშინვე გაუშვა როგორც კი სკამიდან წამომხტარი ლიზას ხმა მისწვდა მის სმენას.
- გეყოფათ! ორივეს გეყოფათ! - მაგიდის ზედაპირზე ორივე ხელით დაყრდნობილმა შემზარავად ამოიყვირა ვეკუამ და ჩაწითლებული თვალები მიაპყრო კედელთან ატუზულ ორ სხეულს. - ყელში ამოვიდა ეს მასკარადი. თქვენ ორნი ბავშვებივით იქცვით, საერთოდ რატომ წამოიყვანე? - გაბოროტებული მზერა მიაპყრო საქმროს. - ეს ბავშვი. - თითი ტასოსკენ გაიშვირა. - ყველას თავის ჭკუაზე გატრიალებთ, გეგმას რომელიც მის პატარა თავში დასახა შესანიშნავად მიუყვება და აი შედეგიც ახლა ყველანი ერთად ვართ, ვერაფერს იტყვი რატი, მდიდარი კაცი ხარ, შვილიც გვერდით გყავს, ყოფილი ცოლიც, საცოლეც, სერილაში ვართ? ყველაფერი კი ამ ერთი ბეწო ბავშის დამსახურებით მენგერვა თავზე.
- დაფიქრდი როცა ჩემ შვილზე ასე საუბრობ. - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა.
- თორე რას იზამ? ხელს მოკიდებ და ნიუ-ორკში დაბრუნდები? მიდი რას ელოდები, წადი და დაგვასვენე, ეს უაზრო პრობლემაც მარტივად გადაწყდება და მეც დავისვენებ.
- ლიზა გეყოფა.
- რა თქმა უნდა მეყოფა. - ბრაზით გახედა რატის და ოთახიდან გავარდა.
- არ გაეკიდები? - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა შემდეგ კი ტასოს მიუბრუნდა რომელიც მის წინ განვითარებული მთელი ამ სცენის განმავლობაში უხმოდ მიშტერებოდა ჩაკბეჩილ კრუასანს. - დაასრულე და შემდეგ მამას გაყევი.
- არ მინდა.
- გითხარი-გაყევი.
- არა და მორჩა. - ისე წამოხტა ტასო სკამი უკან გადააყირავა, მოხერხებულად გაუსხლტა მისკენ მომავალ დედას და ეზოში გაიქცა.
- ახლაც მეტყვი რომ შენი გატუტუცებული არ არის?
- გეყოფა რატი, გეყოფა ჩემი დადანაშაულება, შენ რა ვერაფერს ხედავ?
- და რას გინდა რომ ვხედავდე ემილი? მე იმას ვხედავ რომ მას ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას აძლევ.
- სიამოვნებით ამოგაძრობდი ენას. - სწრაფად შეტრიალდა ბარნოვი, კიბე აირბინა და ის იყო გაცეცხლებულმა ხმაურით მიიხურა ზურგს უკან კარი და მოწყვეტით დაეშვა საწოლზე უკან დადევნებულმა რატიმ სწრაფად რომ შემოხსნა საძინებლის კარი.
- შენ რა, ტასო თავიდანვე ჩემს წინააღმდეგ განაწყვე? - მკლავში ჩააფრინდა საწოლიდან წამომხტარ ბარნოვს და ხელის მსუბუქი ბიძგით ისევ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა.
- რას ბოდავ? - ძლივს მოახერხა ემილიმ გააფთრებული რატისთვის თვალების გასწორება.
- იცოდე თუ გავიგე რომ შვილს მიმხედრებ.
- მუქარა უკან გაირჭე ნაბი/ვარო. - გაშლილი ხელის გულებით ძლიერად მიაწვა მის სახესთან დახრილ ყოფილ ქმარს და ადგომა აიძულა, თავადაც ფეხზე წამოხტა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა და კბილებში გამოსცრა.
- კიდევ ერთხელ შემოვარდები ჩემს ოთახში ასე დაუკითხავად, შემეხები, მიყვირებ და უაზრო ბრალდებას წამიყენებ და გპირდები თვალით ვეღარ ნახავ ვერც შენ შვილს და ვერ მეც. - მის სახესთან ზედმეტად ახლოს ჩურჩულებდა საღერღელ აშლილი ბარნოვი. მონუსხული უცქერდა რატი ყოფილი ცოლის გააფთრებას და მისგან მომავალი სურნელი ისე ღრმად შეუძვრა ცხვირის ნესტოებში რომ ისედაც გაგიჟებულს გული ლამის კუთვნილი ადგილიდან ამოუხტა. სწრაფად ჩაავლო ბარნოვს თითები სახეზე და მის ტუჩებთან დახრილს ყბის ძვლები ისე დაეჭიმა თავი ასტკივდა.
- თვალს არ მოგაშორებ ემილი. - მსუბუქად ჰკრა ყოფილ ცოლს ხელი და ოთახში მარტო დატოვა.
- ჯანდაბა. - საწოლს ზურგით აეკრო ბარნოვი და სიმწრით ჩააფრინდა ქვედა ტუჩს. ის იყო თვალები დახუჭა კარი რომ ისევ გაიღო, დაყვირება ვერ მოასწრო რადგან რატის ტუჩებმა ხმა ყელშივე ჩაუხშო.

7
- რატი. - შესაბრალისად ამოიკვნესა ბარნოვმა იმ მცირე მომენტში როდესაც ლომიძე წამიერად მოსწყდა მის ტუჩებს. სუსტად მაგრამ მაინც გაიბრძოლა თუმცა მოშვებული მაისურის ქვეშ სწრაფად შეცურებული თითების შეხების გამო სხეული ერთიანად აუფეთქდა და ღონემიხდილი ისევ დანებდა ყოფილი ქმრის ტუჩებს, ასე გაშმაგებით რომ უკოცნიდა ათრთოლებულ ბეგეებს. თითების სწრაფი ცეკვით აუყვა ლომიძე ქალის სხეულს და მუჭში მოქცეულ მკერდს ძლიერად მოუჭირა თითები. ემილის სიამოვნების კვნესა ხორხში გაეჩხირა რადგან არ აძლევდა რატი მის ტუჩებს დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალებას. მძიმედ სუნთქავდა ლომიძე, სწრაფად გადაინაცვლა ბარნოვის ყელისკენ და ტუჩების ვნებიანი მოძრაობით ყბის ძვალზე მიაკრო უკვე შეშუპებული ბაგეები, წამიერად ასწია თავი და ვნებააშლილი ყოფილი ცოლის თვალებს გაუსწორა მზერა. ბარნოვს რაღაცის თქმა სურდა თუმცა სახეზე ძლიერად მოჭერილმა თითებმა და რატის ტუჩებმა ისევ დადუმება აიძულა, სუნთქვა დამძიმებული ამაოდ ცდილობდა შეშლილი ქმრის ვნებას გაქცეოდა, გულ-მუცელი ერთიანად აუდუღდა და ფეხის ტერფეში ჩამდგარმა სიცივემაც სწრაფად გაიკვლიეს სისხლის მდინარეებში გზა, ჯერ მუცელს მიაწყდა გიჟივით მერე კი უფრო ზევით გაიქროლა და ბარბნოვის გულს მჭიდროდ მოუჭირა სიამოვნების მარწუხები.
- რატი. - უკვე სიგიჟე ჩაუდგა ბარნოვს თვალებში და თმებში ორივე ხელით ჩაფრენილმა ლომიძეს უკან დახევა აიძულა. - გეყოფა. - ამოიჩურჩულა მის სახესთან და ღრმად ამოისუნთქა. ლომიძე უსიტყვოდ გადაწვა საწოლის მეორე მხარეს და ჭერს მიაპყრო ჯერ კიდევ ანთებული თვალები. - გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან. - ცრემლები შეერია ბარნოვის ხმას და სახეზე ხელები აიფარა.
- გავალ. - სწრაფად წამოდგა ლომიძე და ისე რომ უკან არ მოუხედავს კარი ხმაურით გაიჯახუნა. უხმოდ იწვა ბარნოვი საწოლს ზურგით აკრული, გული ისევ საშინლად უცემდა, უჰაერობის გამო სუნთქვა უჭირდა და აშლილი ვნების გამო თავიც საშინლად ასტკივდა, ჯერ კიდევ გრძნობდა ლომიძის ტუჩებს, ჯერ ისევ ეწვოდა სხეული მისი თითების შეხების გამო, ჯერ ისევ მკაფიოდ ესმოდა რატის მძიმე სუნთქვა, ცრემლებმა უკვე მისგან დამოუკიდებლად იწყეს გარეთ გამოსვლა და ზეწარს მთელი ძალით ჩაფრენილს ეგონა რომ სიცოცხლე ზუსტად ახლა სრულდებოდა.
- რა ჯანდაბა მჭირს? - ამოიჩურჩულა, საწოლზე მიგდებულ ბალიშს ორივე ხელი მჭიდროდ მოხვია და მასში თავჩარგულმა ცრემლებს ნიაღვრებად გადმოდინების საშუალება მისცა.
ასეთია ცხოვრება, მაშინ იქცევა შენს მტრად როცა გგონია რომ უკვე ყველა წინაღობა გადალახე, გამარჯვებულს კი მხოლოდ თავზე გვირგვინის დადგმაღა დაგრჩა. მის აფორიაქებულ თავში ქაოსურად დახტოდა სხვა და სხვა აზრი. ხან აქედან წასვლა სურდა, ხან პირიქით დარჩენა და იმის ნახვა თუ რა თამაშში აპირებდა ცხოვრება მის ჩათრევას, თამაშში სადაც მისი მეტოქე რატი ლომიძე უნდა ყოფილიყო. რა აირჩია? ახლავე გაიგებთ.

- დალევა მინდა. - სწრაფად მიახალა სამზარეულოში მჯდომ გიორგისა და საბას რომლებმაც ეჭვით შეათვალიერეს თავზე წამომდგარი უკანალზე მჭიდროდ შემოჭერილ შარვალსა და თეთრ ბრეტელზე ღრმად მოხსნილ მაისურში გამოწყობილი ბარნოვი, გარედან შარვლისფერივე თხელი მოსაცმელი მოეცვა, წითური თმა მსუბუქად ჰქონდა კეფაშე შეკრული და უმაკიაჟოც კი ისეთი მომნუსხველი იყო მეც კი სუნთქვა შემეკრა. - შენ დღეს ტასოს მიხედავ. - მზერა გამიყარა იქვე მჯდომს და ისევ ბიჭებს მიუბრუბდა. - ასწევთ ერთ ადგილს?
- ახლავე ემილი. - სწრაფად წამოდგნენ ბიჭები და უკვე გასასვლელისკენ წასულებმა თან გაიყოლეს ბარნოვი. ალკოჰოლი რომ არ არსებობდეს კიდევ უფრო ბევრი სახეობის დეპრესია იარსებებდა ვიდრე არსებობს. ღიმილით გავაყოლე მიმავალ სამეულს მზერა და ტასოს მოსაძებნად წავედი. ეს უკანასკნელი სახლის უკანა ეზოში მამის გვერდით იჯდა და რაღაცის შესახებ გაცხარებული კამათობდა, ხელის შეშლა არ მსურდა მაგრამ გვიანი აღმოჩნდა რატიმ უკვე შემნიშნა და საშველად მიხმო.
- ჯეს რა ვუყო ამ პატარა მაიმუნს?
- ადროვე რატი. - გავუღიმე და მათ გვერდით ჩამოვჯექი. მშვიდი საღამო იყო, ვერ ვიტყვი რომ ციოდა, პირიქით სასიამოვნოდ მელამუნებოდა გარეთ გამეფებული სიგრილე.
- ვერაფერს იტყვი, მაგრად ვერთობი. ჩემს ოთახში ავალ. - გაბუტულმა ერთმანეთის მიყოლებით მიაყარა ეს სიტყვები და სახლისკენ გაიქცა.
- დედამის ჰგავს. - თავზე ხელი მოისვა რატიმ და სიგარეტს მოუკიდა. - მასავით ჯიუტია, არ უნდა და მორჩა, ვერ შეაგნებინებ.
- რატი შეიძლება რაღაც გკითხო? - სიგარეტის კოლოფისკენ ხელით ვანიშნე და მანაც მომაწოდა, ერთი ღერი ამოვასრიალე მოვუკიდე და გამონაბოლქვი შემოდგომის ანც სიოს შევუერთე.
- მკითხე. - მოკლედ მომიჭრა რატიმ და მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა.
- გიყვარს ლიზა? - მივხვდი საერთოდ არ ელოდა ამ კითხვას და მის სახეზე ასახულმა სიბრაზემ რაღაც მიმენტში საკუთარი თავი შემაძულა.
- რომ არ მიყვარდეს ცოლად მოვიყვანდი?
- მე ვნახე როგორ უცქერდი ბარნოვს.
- ეს ლიზას სიყვარულთან არაფერ შუაშია.
- ასე ფიქრობ?
- ჰო ვაღიარებ რთულია კაცი გერქვას და ემილის ნაირი ქალის წინაშე მყოფს მისი სურვილი არ გაგიჩნდეს.
- მხოლოდ სურვილი?
- სურვილი.
- და ფიქრობ რომ ამ სურვილის უკან არანაირი გრძნობა არ იმალება?
- ჯეს შენ და ტასომ პირი შეკარით?
- მაპატიე. ჩემი საქმე არ არის, არც შენი მეგობარი ვარ მაგრამ არ მინდა მართლა არ მინდა შეცდომა დაუშვა და მერე ინანო.
- შეცდომა მაშინ დავუშვი როცა ემილის წასვლის ნება მივეცი, ახლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ერთმანეთთან მხოლოდ ტასო გვაკავშირებს.
- კარგი როგორც ჩანს შენ ემილიზე უფრო ჯიუტი ხარ. - მორჩენილი სიგარეტი ჩავაქრე და წასასვლელად მოვემზადე. - ლიზა სად არის? - ზემოდან დავხედე რატის და გავუღიმე.
- თავი სტკიოდა და წევს.
- ემილი ბიჭებთან ერთად დასალევად წავიდა.
- ამას რატომ მეუბნები? - ყბის ძვლები დაეჭიმა რატის.
- ალბათ იმიტომ რომ შენი ერთ-ერთი მეგობრის მის მიმართ მზერა არ მომეწონა. - გავუღიმე და საღეღელაშლილი თავის ფიქრებთან და სუსხიან ღამესთან ერთად ეზოში მარტო დავტოვე, სახლში შესვლამდე ერთხელ კიდევ მივბრუნდი მისკენ, იდაყვით მუხლებს დაყრდნობილს ორივე ხელში ჩაერგო თავი და სავარაუდოდ ბრაზმორეულს მთელი სხეული საშინელი სიმხურვალით უდუღდა.
საერთოდ არ გასჭირვებია ბაკურიანში იმ ერთ-ერთი ნორმალური კლუბის პოვნა სადაც მისი მეგობრები ბარნოვს წაიყვანდნენ, კლუბის შესასვლელთან დაპარკინგებული ავტომობილიდან სწრაფად გადმოვიდა, ტყავის თხელი ქურთუკის საყელო მოხდენილად შეისწორა და პირდაპირ შესასვლელისკენ აიღო გეზი.
- რატი. - ღიმილით შეეგება დაცვის თანამშრომელი ახლახანს მოსულ ლომიძეს. - სად დაიკარგე? - ძლიერად ჩამოართვა ხელი და შესასვლის კარი ფართოდ გაუღო.
- ჰო დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ ბაკურიანში. აქ არიან?
- ხო შიგნით ნახე მაგარ ნაშასთან ერთად არიან. - მეტი დამაჯერებლობისთვის ცერა თითი ასწია დაცვის ბიჭმა.
- ეგ მაგარი ნაშა ჩემი ყოფილი ცოლია. - მხარზე ხელი დაჰკრა პირდაღებულ ბიჭს და შენობაში გაუჩინარდა. სწრაფად მოედო ლომიძის სხეულს კლუბში გამეფებული სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელი, დაბალი განათების გამო ვერაფერს არჩევდა. მუსიკა ტრადიციულად მაღალ ხმაზე ჩაერთოდ და მის რითმში ჩაძირული ახალგზარდობაც სხეულის უაზრო რხევით გადაშვებულიყო თავბრუდამხვევ მორებში. უფრო სიღრმისკენ დაიძრა ლომიძე. თვალებით ბარნოვს ეძებდა როდესაც ნაცნობ მაისურში გამოწყობილ საბას მოჰკრა თვალი, მისკენ სწრაფი სვლით დაიძრა და თითქმის მასთან მისული წუთიერად ერთ წერტილს ტყვიანაკრავივით მიეყინა. იქ იყო დარბაზის ყველაზე უკეთ განათებულ სცენაზე, მადისაღმძვრელად შემოტმასნოდა სავსე უკანალზე მუქი შარვალი, უზურგო მაისურის ერთი სალტი დაუდევრად ჩამოვარდნოდა მხარზე და მოშიშვლებული ზურგი პირდაპირ იწვევდა ლომიძეს რომ მის სხეულზე ურცხვად ეფათურებინა თავისი ხელები, სხეულს იმდენად არაამქვეყნიურად არხევდა როგორი არამიწიერი ვიზუალიც ჰქონდა. სისხლი გაეყინა ლომიძეს, გამშრალი ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი, მეგობრების მაგიდისკენ დაიძრა, გიორგის რომელსაც პირი დაეღო ხელის უხეში აკვრით დაამუწინა ყბები და საბას ჭიქიდან ვისკი მოსვა.
- რატი. - მოულოდნელად დაიბნა საბა.
- ერთობით ბიჭებო? - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და გახშირებული სუნთქვის გამო საკუთარ თავს მწარედ დასცინა. ბარნოვის მკლავები უცნობის ყელზე ნაზად იყო შემოხვეული და ყბის ძვლები დაეჭიმა მისი სიახლოვით აღგზნებული მამაკაცის დანახვის გამო, მისი ბინძური ხელების დამტვრევა მოუნდა დაუკითხავად რომ დასრიალებდა ბარნოვის მოშიშველბულ ზურგსა და მკვრივ უკანალზე, ყბის ძვლები დაეჭიმა ლომიძეს, მის სავსე ბაგეებზე ასახული ღიმილი ჭკუიდან შლიდა, თითქოს იგრძნო კიდეც ყოფილი ქმრის მზერა და მის გასაღიზიანებლად ახლა ზურგით აჰკროდა პარტნიორის მკერდს, ლომიძემ დაინახა ყოფილი ცოლის წითურ თმებში შეცურებული უცნობის თითები და ტუჩები რომლითაც მოღერებულ ყელზე ვნებიანად ჰკოცნიდა, ვერ ხედავდა მაგრამ იგრძნო მის უკნალს მიბჯენილი მამაკაცის ერექ/ია. - შენი დედაც. - სიმწრით გამოსცრა ლომიძემ და მათკენ გველნაკბენივით დაიძრა.
- მოშორდი. - სწრაფად ჩაავლო ლომიძემ ყოფილი ცოლის ზურგს სარეველასავით მოხვეულ უცნობს კეფაში ხელი და უკან დაქაჩული ძლიერი ბიძგით გააგდო. - წამოდი. - გონს მოსულ ბარნოვს სწრაფად ჩაავლო მაჯაში თითები და თავისკენ დაქაჩა.
- რატი. - თავის დახსნას ეცადა ბარნოვი.
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ემილი.
- გოგო ჩემთანაა ნაბი/ვარო მოშორდი აქედან. - სწრაფად მოქნეული მუშტი მოხერხებულად აიცილა ლომიძემ, მაჯაში ჩავლებული ხელი ძლიერად ამოუტრიალა უცნობს და წელში მოხრილს თავისუფალი ხელი ძლიერად უთავაზა სახეში.
- დაახვიე სი/ო. - ჩასძახა ყურში და კიდევ ერთხელ უთავაზა შეკრული მუშტი.
- რატი. - წამოიკივლა ბარნოვმა და სახეზე ხელები აიფარა.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - სიტყვებს სისისხლი ამოაყოლა უცნობმა.
- მე კი არა შენ ვინ ჯანადაბა ხარ ჩემი ცოლის უკანალს რომ მიაჯექი. დაახვიე აქედან. - წიხლი უთავაზა ჯერ ისევ მოხრილს და იატაკზე გართხმულს ზიზღით გახედა. შეკრებილ ხალხს და დაცვას რომელმაც უკვე დაშოშმინებულ ლომიძეს დარბაზიდან გასვლა სთხოვეს ზიზღით მოავლო მზერა, ბარნოვს ხელი ჩაავლო, ხალხის ნაკადი გაარღვია და სუფთა ჰაერზე გამოსული ძლიერად მიანარცხა შენობის კედელს.
- მეტკინა. - საცოდავად ამოიკვნესა ბარნოვმა და ტუჩები სატირლად დაბრიცა.
- რა ჯანდაბას აკეთებ ემილი.
- შენ რა ჯანდაბას აკეთებ? - ხელი ჰკრა მის სახესთან დახრილ ლომიძეს და ანთებული თბალები მიაპყრო.
- სპეციალურად იქცევი ასე? - ორივე ხელი მისი სახის გასწვრივ კედელს მიაყრდნო რატიმ და სახე ისე ახლოს მიუტანა მისგან მომავალმა აკლოჰოლისა და ლავანდის სურნელმა სუნთქვა შეუკრა.
- ასე როგორ?
- მე რომ არა ვიღაც სი/ი კლუბის ბინძურ საპირპარეშოში გაგჟი/ავდა.
- იქნებ მინდოდა. - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა და სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა, ვეღარ გაუძლო ლომიძემ ბრაზს და სურვილს და მტკივნეულად მოუჭირას სახეზე თითები.
- მთვრალი ხარ ემილი.
- კი მთვრალი ვარ მერე?
- მართლა გინდოდა მასთამ სექსი?
- შენ რა ეჭვიანობ? - გახალისდა ბარნოვი და მისგან დასხლტომას ეცადა.
- ამის დედად შევ/ცი ვეჭვიანობ ხო ვეჭვიანობ. - ხელის მსუბუქი ბიძგით ისევ კედელს ააკრო ბარნოვი, ყბაზე ჩავლებული თითების მეშვეობით მისი სახე ერთ ადგილზე გააშეშა და ტუჩებთან დახრილმა კბილებში გამოსცრა. - ვეჭვიანობ ემილი და არ მინდა ვხედავდე ჩემს გასაგიჟებლად ვიღაც სი/ს როგორ ეტმასნები. მე ხომ გიცნობ და ვიცი რომ ამას სპეციალურად აკეთებ. გილოცავ პატარავ გამოგივიდა. - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან და ცხვირის წვერი ოდნავ შეახო ტუჩებზე, თვალებდახუჭული მის შუბლს შუბლით დაყრდნობილი ძლივს სუნთქავდა ლომიძე და მასში გაჩაღებულ ვნებას ვერაფერს უხერხებდა. - ამჯერადაც მოიგე.
- გამიშვი. - სწრაფად მიაწვა ბარნოვი მის მკერდს გაშლილი ხელის გულებით და აღგზნებული ლომიძე მოიშორა. - მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს, ერთადერთი რაც ერთმანეთს ისევ გვაკავშირებს და ამ წყეულ ცხოვრებაში სიკვდილამდე ერთმანეთს გვჯაჭვავს მხოლოდ ჩვენი შვილია ასე რომ მოეშვი ჩემს სდევნას და შენს ცხოვრებას მიხედე, აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ რომ შენი ყოველი შემოტევა ვიტანო. ეჭვიანობ? უკან გაირჭე ეჭვიანობა, ათი წლის წინ ვთვქით ერთმანეთზე უარი, ეს არასდროს დაგავიწყდეს.
- გეყოფა ემილი.
- არა, ეს შენ გეყოფა ლომიძე, იმ სი/ისგან როგორც შენ ამბობ არაფრით განსხვავდები შენც ერთი სული გაქვს როდის შემომაცლი ტანსაცმელს, გგონია ვერ ვხედავ შენს თვალებში აგიზგიზებულ ცეცხლს? ვხედავ, შესანიშნავად ვხედავ მაგრამ არ მაინტერესებს და იცი რატომ? შენ დიდი ხანია ჩემთვის როგორც კაცი აღარ არსებობ. - მის წინ ასვეტებულ გაფითრებულ ლომიძეს ხელი ჰკრა ბარნოვმა, გვერდი აუარა და ისევ შენობისკენ აიღო გეზი, ძლიერად ჩაფრენილმა ხელმა რომ შეაჩერა, შენობის ცივ კეელსა და რატის შორის აღმოჩნდა გამომწყვდეული.
- იქ აღარ შეხვალ. - მის ტუჩებთად ღიმილით ამოლაპარაკა ლომიძემ.
- შენ შემაჩერებ? - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა და ყოფილი ქმრის ტუჩებზე გაუშეშდა მზერა.
- რა თქმა უნდა. - სწრაფად მისწვდა ლომიძე მის ბაგეებს და ძლიერი კოცნით ჩაუკლა ბარნოვს ყველა ის სიტყვა რაც პირზე ჰქონდა მომდგარი. მომთხოვნი იყო კოსცნისას და კედელის ზედაპირზე აკრულ ბარნოვს გატოკების საშუალებას არ აძლევდა, - ემილი. - სწრაფად მოშორდა ლომიძე დაჭიმულ ქალს და გახეთქილი ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა.
- არ დაგავიწყდეს ცოლს ირთავ. - საჩვენებელი თითი ცხვირთან დაუქნია ბარნოვმა და სწრაფად გაეცალა იქაურობას,
- ვირთავ კიი? - თავზე ორივე ხელი მოიჭირა ლომიძემ და ტუჩიდან გამოწოვილი სისხლი გადააფურთხა, ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის მოქცეულ ღერს კბილებით დაუწყო წვალება და ჯიბეები სანთებელის ძებნით გამწარებულმა ამოიბრუნა.
- რა ჯანდაბა გჭირს? - სწრაფად გაიელვა ცეცხლის ალმა მის სახესთან და ანთებული სანთებელით ხელში გვერდით მდგომ საბას მზერა გაუსწორა, სიგარეტს უხმოდ მოუკიდა, რამდენიმე ნაფაზი ღრმად მოქაჩა და ოდნავ დამშვიდებულმა ცერად გახედა მომლოდინე მეგობარს.
- რა მჭირს და დამენძრა. - კბილებში გამოსცრა და მაშინვე ამოაჯდა შუბლზე სიბრაზით გამოწვეული უზარმაზარი ლურჯი კაპილარი. - ბარნოვის ჩამოსვლამ ამრია. ვეჭიანობ, მისი სურვილით კი მთელი სხეული მტკივა. - მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები მკლავებზე აისვა ლომიძემ თითქოს სურდა საბასთვის ის ბუსუსები უფრო ნათელი გამხდარიყო რაც ტანზე ეყარა. - დამენძრა საბა, ისე დამენძრა როგორც არასდროს. - ძლიერად მოქაჩა სიგარეტს და ბარდიულზე ჩამომჯდარმა კლუბიდან გამომავალ მუსიკას მიაპყრო სმენა. - ახლა ის შიგნით რის და დარწმუნებული ვარ თავს გადასარევად გრძნობს.
- მანქანაში ზის რატი და ტირის. - ჩუმად ამოთქვა საბამ და მეგობარს რომელმაც დაბნეულმა გახედა მხარზე შეახო ხელი. - მე ვფიქრობ რომ ორივეს დაგენძრათ! - თითებში გაჩრილი მორჩენილი სიგარეტი შორს მოისროლა ლომიძემ, საბას მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა, უხეშად გამოხსნა ავტომობილის უკანა კარი და მოწყვეტიდ დაეშვა ბარნოვის გვერდით რომელმაც შიშით ჯერ იკივლა და როცა რატის ჩაწითლებულ თვალებს შეეფეთა სუნთქვა შეკრულმა ძლივს ამოიბლუყუნა.
- თავი დამანებე ლომიძე, ნუთუ ეს ასე ძნელია. - წინააღმდეგობის მუხედავად ლომიძემ ქალის აფართხალებული სხეული ძლიერად ჩაიკრა გულში და გამშრალი ტუჩები ვნებით მიაკრო შუბლზე.
- მაპატიე ემილი. - უფრო ძლიერად მოხვია ხელი და ბრძოლა შეწყვეტილი ბარნოვის მოდუნებულ ყელში ჩაგრო ცხვირი. - მაპატიე. - ამოიჩურჩულა მის ყურთან და ღრმად შეისუნთქა ის სურნელი რომელიც ასე აგიჟებდა, სიმწრისგან შეაჟრჟოლა და აჩქარებულ გულს დადუმება აიძულა. - ყველაფერი კარგად იქნება ემი. - ჩურჩულებდა რატი მის ტუჩებთან დახრილი და საკუთარი სიტყვების მერყეობა გულს უღონებდა, ნიკაპზე მსუბუქად ჩაავლო თითები, ატირებულ ბარნოვს სახე ზევით ააწევინა და მის ტკივილით სავსე თვალებს ტანჯვით გაუსწორა მზერა.
- კარგად არაფერი აღარ იქნება. - ამოიჩურჩულა ბარნოვმა და ამჯერად თვითონ მიეკრო ყოფილ ქმარს სხეულზე. - სახლში წამიყვანე ძალიან დავთვერი. - ცხვირის წვერი ნაზად აუსვა სახეზე და სწრაფად დააიგნორა მისი კოცნის სურვილი.
აივანზე ისხდნენ, გრილი ნიავი აშკარად ვერ შველოდა მათ აღგზნებულ სხეულებს, უსიტყვოთ ცვლიდნენ ერთმანეთში ვნებით ანთებულ თვალებს. პირველს ბარნოვს ეცვალა სახის მიმიკა და ღიმილი შეეპარა მის მკაცრ სახეს, რატიმ გამარჯვების ნიშნად თითებში მოქცეული სასმლის ჭიქა შეათამაშა და ღიმილით მოსვა სითხე რომელიც ისედაც გაგიჟებულს საერთოდ სულს უხუთავდა.
- რატომ დავშორდით ერთმანეთს? - სინანულით იკითხა რატიმ და ქალს მზერა გაუსწორა.
- პატარა და სულელები ვიყავით. - სასმელი მოსვა ბარნოვმა.
- ახლა ხომ გავიზარდეთ? - სწრაფად წამოიჭრა სავარძლიდან და ყოფილი ცოლის სახესთან დახრილმა ხარბად შეისუნთქა მისგან მომავალი ლავანდისა და ალჰოჰოლის შერეული სურნელი.
- ხო რატი გავიზარდეთ და ახლა შენ ცოლი მოგყავს. მე კი აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ ტასოს მარტო ვერ დავტოვებ. - მის მკერდს ხელის გული მიაბჯინა ბარნოვმა და აიძულა მოშორებოდა. სავარძლიდან წამოდგა და ოთახისკენ დაიძრა მაჯაში ჩაფრენილმა ხელმა რომ შეაჩერა და ისე რომ გააზრება ვერ მოასწრო კარსა და რატის შორის უმწეოდ აფართხალებული აღმოჩნდა.
- მინდიხარ ემილი. - ნაზად შეახო ტუჩები ყელზე.
- გვერდით ოთახში შენი საცოლეა წადი და გა/იმე. - აღგზნებულ მამაკაცს კბილი ჩაავლო ქვედა ტუჩზე, კბილები ტუჩებით ჩაანაცვლა, სწრაფად მოშორდა მის სხეულს და ოთახში გაუჩინარდა.

8
სამზარეულოს მაგიდის ზედაპირთან ხელებში თავჩარგული იჯდა, ღია ფანჯრიდან შემოპარულ შემოდგომის სუსხს მშვენივრად უძლებდა, გულში აგიზგიზებული ცეცხლის გამო ვერ გრძნობდა სხეულზე მოხვედრილ გარედან შემოპარულ ანც წვიმის წვეთებს, არავინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი მოსწია, უძილობით თვალები ეწვოდა, მზერა ერთ წერტილში გაშტერებოდა და ერთადერთი სურვილი კლავდა, დაბრუნებულიყო იმ წყეულ ღამეს, მჭიდროდ ჩაეკრა გულში წასასვლელად მომზადებული ბარნოვი და არასდროს აღარ გაეშვა. გონებაში დატრიალებული მოგონებების გამო პირში მომჟავო გემო იგრძნო და სახე დაჭიმულმა ისევ შეივსო მეათედ გამოცლილი სასმლის ჭიქა, უგემურად მოსვა მწარე სითხე და დაჭიმული კისერი უკან გადასწია.
- გაები ლომიძე. - დაბალ წვერზე ღიმილით მოისვა ხელი და თვალები დახუჭა. გონებაში ის კადრი ამოუტივტივდა კლუბში ვიღაც ტიპი ბარნოვის უკანალს მიმჯდარი მის აღგზნებას რომ ცდილობდა, კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს ყბები ასტკივდა.
- რატი. - გრილი თითები იგრძნო დაჭიმულ ყელზე, არ განძრეულა, არც თვალი გაუხელია უკნიდან მომვალმა სუნამოს სურნელმა მიახვერდა რომ ეს ის ქალი არ იყო ვის შეხებასაც ახლა ისურვებდა. - აქ რატომ ხარ? - ნაზად მიაკრო ვეკუამ გაყინულ სახეზე ტუჩები და მის ზურგს მოხვეულმა ყურთან ამოიჩურჩულა. - წამოდი დავწვეთ.
- არ მეძინება. - მოკლედ მოუჭურა ლომიძემ და მაშინვე ირძნო როგორ ეცვალა ლიზას გულის ცემა.
- რამე მოხდა? - კიდევ უფრო აუთრთოლდა ქალს სხეული, მამაკაცის სხეულს შემოუარა და მის მუხლებზე მოთავსდა, მისი უძილობით გადაღლილი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო ტუჩებზე, ვერ აყოლილი კოცნის გამო სისხლი გაეყინა, მზერა გაუსწორა რატის თვალებს და თავი ძლივს შეიკავა რომ იქვე არ ატირებულიყო. - მითხარი რა ხდება რატი.
- არაფერი ლიზა. - სწრაფად უშვა ლომიძემ ჭიქას ხელი, მჭიდროდ ჩააფრინდა ქალის უკანალს და უფრო ახლოს მიიზიდა. - არაფერი მომხდარა. - მტკივნეულად უკბინა ქვედა ტუჩზე და ისე რომ ვეკუამ რეაგირება ვერ მოასწრო მის კეფაზე შეცურებული თითების მეშვეობით ვნებით დაუკოცნა გაშეშებული ბაგეები. სასმელს უკვე კარგად ემოქმედა და აღგზნებული რატი ყოველგვარ სინაზეს მოკლებული უხეშად ჩააფრინდა ქალის თეძოებს.
- მტკივა. - ამოიჩურჩულა ლიზამ თუმცა გაჩერება არც უფიქრია.
- არაუშავს. - სწრაფად ჩამოსწია ლომიძემ პერანგის სალტი, მუჭში მოქცეულ მკერდზე მტკივნეულად ჩაასო კბილები და ქალის მოსალონდელი კივილი რომ შეეჩერებინა მეორე ხელი სწრაფად ააფარა პირზე.
- ზევით ავიდეთ რატი.
- ყველას სძინავს.
- ემილი შევნიშნე აივანზე იჯდა. - ჰო აი ის სახელი რომლიც აშკარად არ უნდა ეხსენებინა ვეკუას, სწრაფად მოშორდა მის სხეულს, მზერა გაუსწორა, ხელის ერთი მოძრაობით წამოაყენა მუხლებიდან და კარისკენ დაიძრა. - რატი. - შორიდან მისწვდა მის სმენას საცოლის ყვირილი რადგან უკვე მეორე სართულზე არბენილმა ხმაურით მიხურა საძინებლის კარი.
-----
აივანზე იჯდა, თითებში მოქცეულ ღვინის ჭიქას გაშტერებული უცქერდა, გონებიდან ამაოდ ცდილობდა რატის სახის გადარეცხავს, ჯერ ისევ გრძნობდა მისი კოცნის სიძლიერეს, ისევ ეწვოდა სხეული მისი შეხებისგან, ისევ სისუსტეს გრძნობდა მუხლებში და ამის გამო საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ვერაფრით იფიქრებდა რომ რატის მიმართ ისევ ასეთი ძლიერი გრძნობდა ექნებოდა, იმდენი წელი გაატარა მის გარეშე რომ ჩათვალა დაივიწყა ყველაფერი რაც ადრე იყო, ახლა კი თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა, თითქოს თავიდან უყვარდებოდა კაცი რომელიც ერთ დროს დავდავიწყებით უყვრდა. გარეთ წვიმდა, ზუსტად ისე როგორც ემილის გულში. უღიმღამო კაეშანი ერთიანად სჭამდა მის გონებას და გამოსავლის პოვნაში უკვე მილიონი ტვინის უჯრედი დაუზიანდა. - მინდიხარ. - ისე მკაფიოდ მოესმა რატის ხმა შეაჟრჟოლა. თვალები დახუჭა და სასმლის მოზრდილი ყლუპი მოსვა. მოსაცმელში თბილად გახვეულმა მძინარე არემარეს მოავლო მზერა, ის იყო ადგომა და დასაძინებლად წასვლა გადაწყვიტა აივანის შესასვლელთან მდგომი ქალის სილუეტი რომ შენიშნა.
- ჯანდაბა შემეშინდა. - ისევ სავარძელს დაუბრუნდა და ცერად გახედა კართან მდგომ ლიზას.
- სხვას ელოდი? - დაუკითხავად სწვდა ლიზა დაბალ მაგიდაზე დადგმულ ღვინის ბოთლს და სასმელი თავისთვისაც შეივსო.
- რატომ არ გძინავს? - კითვაზე კითხვით უპასუხა ბარნოვმა.
- იმავე მიზეზით რა მიზეზითაც შენ. - თვალები დააწვრილა ვეკუამ და მტრული მზერა შეაგება ბარნოვის ამღვრეულ თვალებს.
- კუჭი აგეშალა? - ღიმილით ჰკითხა საკუთარ ხუმრობაზე გახალისებულმა ემილიმ.
- მინდა რომ წახვიდე. - მოკლედ მოურჭა ვეკუამ და სასმელი ისევ მოსვა.
- იცი ლიზა არასდროს ვუსრულებ იმ ადამიანს სურვილს ვისაც აშკარად არ მოვწონვარ. - ჭიქა მაღლა ასწია ბარნოვმა და უსიტყვიდ ანიშნა შენ გაიგმარჯოსო.
- რა ჩაიფიქრე ემილი?
- მე არაფერი.
- აბა აქ რატომ ხარ?
- იქნებ იმიტომ რომ ჩემი შვილი შენი მოსალოდნელი კლანჭებისგან დავიცვა.
- შენი შვილი თავად მიწვევს რომ ცუდად მოვექცე.
- ის ჯერ ბავშვია, მოზარდია, მის გონებაში ახლა სრული ქაოსია, იმაზე მეტი ვიდრე შენს ან რატის თავში, ნუ თუ ადანაშაულებ იმაში რომ ვერ ეგუება მამის გვერდით სხვა ქალს?
- რატი ჩემი საქმროა.
- ტასო კი მისი შვილი რომელიც სამყაროს მეორე მხარეს ცხოვრობს და მამას წელიწადში ერთხელ ნახულობს.
- ეს ჩემი ბრალი არ არის.
- არა, მაგრამ არც ის არის დამნაშავე იმ ყველაფერში რისი გადატანაც უწევს.
- მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ემილი, არც ვაპირებ მამა-შვილს შორის ჩავდგე მე უბრალოდ მინდა ნორმალურად მომექცეს და ყოველ წამს არ მოუშხამოს მამამის ნერვები.
- შეუშვი მაგ თავში რომ ტასოს არ სძულხარ, უბრალოდ ვერ იტანს როცა მამამისის გვერდით გხედავს, ადროვე და შეეგუება. - ღრმად ამოისუნთქა ბარნოვმა და სავარძელს მჭიდროდ აეკრო ზურგით. რამდენიმე წუთი უხმოდ ჩაიძირა ორივე სიჩუმეში, დარწმუნებული ვარ არც ერთი გრძნობდა კომფორტულად თავს მეორეს გვერდით ყოფნის გამო. ბარნოვმა სიგარეტს მოუკიდა და იატაკს მიშტერებული ვეკუა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. - რამდენი წლის ხარ?
- ოცდაშვიდი. - ისე უპასუხა მისთვის არ შეუხედავს.
- რატი როგორ გაიცანი?
- მის მანქანას დავარტყი.
- ჰო. - გაეღიმა ბარნოვს.
- შენ როგორ გაიცანი? - სასმელი მოსვა ვეკუამ და ბარნოვის აცრემლებული თვალების დანახვის გამო გულში საშინელი ტკივილი რომელიც იგრძნო სიმწრით დააიგნორა. - ის არ საუბრობდა შენზე.
- ვიცი. - გაუღიმა ბარნოვმა და სასმელი მოსვა.
- მეგობრის სახლში გავიცანი და ისე მოხდა რომ პირველივე დღეს მომხიბლა. - მოკლედ უპასუხა ბარნოვმა და მზერა მოცეკვავე წვიმას მიაპყრო.
- რატომ დაშორდით?
- დარწმუნებული ვარ ეს გეცოდინება. - წარბი ასწია ემილიმ და ლიზას სახეზე ასახული ღიმილის გამო მასაც გაეღიმა. - ჰო ასეა. ორი თავქარიანი ლაწირაკი გადაეყრა ერთმანეთს, შეუყვარდათ დაქორწინდნენ, მალევე ეყოლათ შვილი, შემდეგ წამოვიდა ოჯახური კამათები, ჩემი უხასიათობა, რატის უკმაყოფილება, გრძნობა ისევე წავიდა როგორც მოვიდა და დავშორდით.
- და წავიდა გრძნობა? - ვეკუას დასმული კითხვის გამო სასმელი გადასცდა ბარნოვს. გაფითრებული თვალები მიაპყო მომღიმარ ლამაზმანს რომელიც წარბაწეული იჯდა სავარძელში და მშვიდად სვამდა წითელ ღვინოს? - წავიდა ემილი გრძნობა თუ ისევ გიყვარს შენი ყოფილი ქმარი?
- მემგონი ბევრი დალიე იცი?
- არც ისე რომ ვერ ვხედავდე შენს თვალებში ჩამდგარ სხივს როცა მასზე საუბრობ, არც ისე რომ ვერ შევნიშნო შენი მღელვარება და ვერ დავინახო შენი ათრთოლებული მკერდის მიღმა აძგერებული გულის სიძლიერე როცა რატიზე საუბრობ, არც ისე ემილი რომ ვერ მივხვდე ერთი სული გაქვს ჩემს საქმროს ისევ დანებდე. - კბილებში გამოსცრა ვეკუამ, სწრაფად დაახეთქა მაგიდას სასმლის ჭიქა და უკვე წამომდგარმა ბარნოვის სავარძელთან დახრილმა მის სახესთან ძალიან ახლოს შეთქმულივით ამოიჩურჩლა. - მინდა რომ წახვიდე იქ სიდანაც ჩამოხევდი და აღარასდროს დაბრუნდე ჩვენს ცხოვრებაში. - სწრაფად მოშორდა დაბნეულ ბარნოვს და კარისკენ დაიძრა. - ხო მართლა. - წუთით ისევ მობრუნდა მისკენ. - არ დაგავიწყდეს შენი ქალიშვილიც თან წაიყვანო, ღამე მშვიდობის. - ისე გაუჩინარდა კარს მიღმა ბარნოვმა სიტყვის თქმა ვერ მოასწრო, ჰქონდა კი სათქმელი რამე? ვფიქრობ რომ არა.
-----
ვიცი არ გინდათ მოსწყდეთ ბრძოლის ეპიცენტრს მაგრამ ვფიქრობ გონების განიავება თქვენც ისევე გჭირდებათ როგორც მე ამიტომ სულ ცოტა ხნით დავივიწყოთ ისტორიის მთავარი გმირები და შედარებით ნაკლებად საინტერესო ადამიანზე ვისაუბროთ, ჩემს თავს ვგულისხმობ, შესაძლოა მეორეხარისხოვანი ვარ მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ სწორედ მე ვარ ის ადამიანი ვინც ასე გიშლით საღერღელს, ურხცვად მიძვრება თქვენს ქვეცნობიერში და დაუკითხავად გიფათურებთ ხელს ყველა იმ ემოციაზე რომელიც გაგაჩნიათ. (ისე რომ წარმოვიდგინე როგორ გიფათურებთ მიძინებულ ბნელ წერტილებში ხელს სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა). ბარნოვთან მორიგი უშედეგო დიალოგის შემდეგ ცხელი წყლის საშუალებით გადავწყვიტე დაძაბული გონების განიავება და აბაზანას შევაფარე თავი, არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი სავარაუდოდ ისევ ამ ორ იდიოტზე რომლებმაც გადაწყვიტეს ერთმანეთის ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინათ, ფიქრში გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ გაიღო აბაზანის კარი, ვერც დაჟინებულ და სურვილით სავსე თვალებს ვამჩნევდი იქამდე მაინც სანამ მხარზე ხელის შეხებისგან შიშით არ ვიკივლე, კივილი იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა რომ აბაზანის კარს არც გაცდენილა ჩემი ხმა, ცივ კაფელს ზურგით აკრულს ერთი ხელი პირზე ამაფარა დაუკითხავად შემოჭრილმა საბამ, სხეულით მჭიდროდ მომაწვა შიშველ ტანზე და ჩემს ყურთად დახრილმა დაბალი ხმით ამოიჩურჩულა.
- ხომ იცი რომ დანახვის წამიდან მომეწონე, არ იყვირო თუ მეტყვი გავალ და თუ დარჩენას მთხოვ გპირდები არ ინანებ. - ნაზად მიკბინა ყურზე და ფრთხილად მომაშორა პირიდან ხელი. - გელოდები. - მისთვის პასუხი არ დამიბრუნებია თუმცა ვიცი ჩემს თვალებში დაინახა მისი დარჩენის წინააღმდეგი რომ არ ვიყავი. გაიღიმა და სწრაფად მოიშორა ტანიდან უკვე სველი მაისური, ნაზად შემომხვია ორივე ხელი თეძოზე და ისე სწრაფად ამაფრიალა ხელში გეგონებათ ქათამი ვყოფილიყავი, მის მხრებზე ჩემგან დაუკითხავად ასრიალდნენ ხელები, ვიგრძენი ჯერ არ დაწყებული სიამოვნების ბოლოს როგორი საფინალო აკორდი მელოდა, უკანალზე ისე ჩამასო თითები მეგონა ძვლებამდე ჩავიდა. თავი ვერ შევიკავე და ამოვიკვნესე მაგრამ მისმა ტუჩებმა სწრაფად დამიხშო სასაუბრო ღრუ. ისეთი ვნებით მკოცნიდა, ისეთი ვულკანი დაატრიალა რომ გონებაში დავლილმა იმპულსებმა სწრაფად იწყეს მთელ სხეულში უთავბოლოდ მიმობნევა. ერთიანად ათრთოლებულს ტვინში სიამოვნების სიგნალები ერთმანეთის მიყოლებით ამენთო და სწრაფად ავყევი დაუპატიჟებელი სტუმრის ველურ ჟინს. ავღწერდი ყოველ მის შეხებას, ყოველ ჩემს კვნესას რომელსაც ფონად სდევდა მისი ყრუ გმინვა, მის სინაზესა და სიუხეშის საოცარ სინქრონს მაგრამ არა. ისიც საკმარისი გითხრათ რომ არასდროს მქონია ასეთი ორგა/მი.
-----
მისაღებში სავარძლებში გადანაწილებულები მაფიოზობანას თამაშით ვირთობდით თავს ბარნოვი რომ ღიმილით შემოიჭრა ოთახში, რატის რომელსაც მკერდზე ჰყავდა ვეკუა აკრული და ცალი ხელი მის წელზე შეეცურებინა ირონიული მზერა ესროლა და ზუსტად მის ფეხებთად შეჩერებულმა წარბის აწევით მიმართა.
- შენი დახმარება მჭირდება.
- რა ხდება?
- დაგავიწყდა ხვალ რა დღეა?
- არა ემილი. - უკმაყოფილოდ შეკრა ლომიძემ წარბები. - ვიცი რომ ტასოს დაბადებისდღეა.
- ხოდა მჭირდება რომ გამყვე და მისი წვეულებისთვის ყველაფერი მაყიდინო. - რატიდან მზერა სავარძელში ბრაზით მიკუჭულ ვეკუაზე გადაიტანა, ისეთი ირონიული მზერა სტყორცნა მგონი ყველას ვინც ოთახში ვისხედით ტანში სერიოზული სკანდალის მოახლოების გამო გაგვცრა.
- მეც წამოვალ. - სწრაფად წამოხტა ლიზა და რატის წელზე ნაზად შეაცურა თითები.
- რას გააკეთებ გარდა იმისა რომ დროს დამაკარგვინებ კითხვებით ემილი ეს მოეწონება ტასოს? მე და მამამისმა ვიცით მისი ხასიათი, ნუ გეშინია უვნებელს დაგიბრუნებ. - თვალი ჩაუკრა და კარისკენ წასულმა მაგიდაზე დაგდებულ მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი. - საჭესთან შენ ჯდები. - სწრაფად ისროლა რატის მიმართულებით გასაღები და ოთახიდან გავიდა.
- რატი წამოვალ. - ფერი ეცვალა ვეკუას რომელმაც ძალიან კარგად დაინახა რატის თვალებში ჩაბუდებული კმაყოფილება.
- მალე მოვალ. - შუბლზე აკოცა საცოლეს და საწყლად აწურული დატოვა ოთახის შუაგულში სადაც ამ საბრალოს იმდენი წყვილი თვალი ბურღავდა რომ ვაღიარებ ძალიან შემებრალა. გინახავთ ადამიანი რომელსაც თბილი ოთახიდან ფეხშიშველს, ტანსაცმლის გარეშე გაუძახებ შუაღამისას დათოვლილ ქუჩაში? სწორედ ასე გამოიყრებოდა ოთახის შუაგულში მდგომი ლიზა ვეკუა, რომელიც ისე თრთოდა, ისე იკვნეტდა ტუჩებს, ისე გრეხდა თითებს ერთმანეთში ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა, მართლაც რომ ბავშვს ჰგავდა ვეკუა ამ მომენტში, ბავშვს რომელსაც ბოროტმა ადამიანმა საყვარელი სათამაშო ცხვირწინ ააცალა.
- ლიზა. - მასთან მიახლოებულმა ნინიმ მხარზე შეახო ხელი მან კი ისეთი თვალები მიაპრო მის თანაგრძნობით სავსე მზერას მეგონა დაუფიქრებლად გამოჭრიდა ყელს.
- შემეში. - ხელი აუქნია მეგობარს და კიბის საშუალებით ზედა სართულზე სწრაფად აირბინა, კარის ძლიერმა მიჯახუნებამ მისაღებში მდუმარება შემოიტანა და დარწმუნებული ვარ ყველა იმას ფიქრობდა რომ აქ სერიოზული სკანდალი მოხდებოდა.
-----
- ეს რა გამოსვლა იყო. - ღიმილით გახედა სავარძელში კმაყოფილებით ჩაფლულ ბარნოვს როგორც კი ავტომობილი დაძრა.
- ჰა ვგავდი კაპას ყოფილს? - მხიარულად დაჰკრა ემილიმ რატის მხარზე ხელი და სიგარეტს მოუკიდა.
- კაპასის რა გითხრა მაგრამ ვფიქობ ჩანაფიქრი რომ ლიზა გაგემწარებინა აშკარად გამოგივიდა, რამე მოხდა?
- არაფერი, რატომ მეკითხები? - გაუღიმა ემილიმ და სიგარეტიანი თითები ტუჩებთან მიუტანა, ლომიძემ ღიმილით გახედა სიანცით გახალისებულ ბარნოვს და მისი ხელიდან სიგარეტს მოქაჩა. - მახსოვს გიყვარდა როცა ასე ვაკეთებდი. - ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო ბარნოვი კბილებით და მისკენ ნახევარი ტანით შებრუნებულმა მზერა გაუყარა ლომიძის ამღვრეულ თვალებს.
- ახლაც მიყვარს. - დაბალი ხმით ამოთქვა რატიმ და საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა.
- გატეხავ. - მოჭუტული თვალებით გახედა ემილიმ საჭეზე ჩაფრენილ რატის თითებს.
- არაუშავს ანდერსონი ახალს გიყიდის. - ისეთი ხაზგასმით წარმოთქვა ლომიძემ ჰარის გვარი რომ ბარბოვს სიამოვმებისგან შეაჟრჟოლა.
- თმა გაქვს შესაჭრელი. - დაუფიქრებლად შეუცურა ემილიმ კეფაში თითები და როგორც კი მანქანის უაწორმასწორო სვლა შენიშნა კმაყოფილმა გაიღიმა და კეფაზე შეცურებული თითებით უკან დაქაჩა ლომიძის თმები.
- გეყოფა ემილი. - თავი გააქნია რატიმ და სიმწრით გადააგორა ყელს მომდგარი ნერწყვი.
- კარგი. - სწრაფად დაემორჩილა ბარნოვი მის "ბრძანებას" და ხელები მუხლებზე დაილაგა. - აი ხედავ? არ გეხები შენ კი მაინც საშინლად გიცემს გული, ისე ძალიან გიცემს რომ მის გარდა არაფერი მესმის. ჯანდაბა რატი ასე ძალიან გინდა რომ ჩემთან სექსი გქონდეს?
- ემილი. - სწრაფად დაამუხრუჭა ლომიძემ და განრისხებული მზერა ესროლა აშკარად გახალისებულ ბარნოვს.
- გისმენ რატი. - კბილებში გამოსცრა ბარნოვმა და ისე ახლოს მიუტანა სახე რომ ლომიძეს სუნთქვა შეეკრა. - შენ ხომ ეს გინდა არა? - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან და ისევ სავარძელს აეკრო ტანით. - შენს საცოლეს დავპირდი რომ უვნებელს დავუბრუნებდი შენს თავს არ მაიძულო სიტყვა გავტეხო, ეს ძალიან არ მინდა. - წარბები ასწია და ისე რომ რატის პასუხს არ დაელოდა გასაღები გადაატრიალა. - დააჭერ გაზს ფეხს თუ ისე ცუდად ხარ ამის თავიც არ გაქვს?
- რა თამაშს თამაშობ?
- არაფერს.
- მე კი დარწმუნებული ვარ რომ თამაშობ. - გაზს სწრაფად დააჭირა ლომიძემ ფეხი და მანქანაც ღრიალით მოსწყდა ადგილს.
- კარგი ნუ იბუტები. - ისე დაბრიცა ბარნოვმა ტუჩები თითქოს ტირილს აპირებსო. - რატი შენ გელაპარაკები. - ლომიძეს ისე უდუღდა გონება დარწმუნებულივარ ძალიან სურდა ამ პატივმოყვარე ქალისთვის კისერი მოეგრიხა მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა. - შენ გელაპარაკები ლომიძე! - დაიყვირა ბოლოს სიჩუმით გამწარებულმა ბარნოვმა. - კარგი მაპატიე, გესმის? მაპატიე ეს გამოსვლა და ის უაზრო სცენა მისაღებში რომ შენი გოგო თითქმის განადგურებული დავტოვე, არ ვიცი რა დამემართა. - ლომიძემ ისე რომ პასუხი არ გაუცია ავტომობილი გააჩერა ღვედი მოიხსნა და ბარნოვისკენ შებრუნდა.
- ბოროტი ვიქნები თი გეტყვი რომ მომეწონა? - უკვე მის სახესთან მიწეულმა ამოიჩურჩულა რატიმ და წითურ თმებში ასრიალებული საკუთარი თითების აღქმის გამო სხეული ლარივით დაეჭიმა.
- ჰო. - თვალები მოჭუტა ბარნოვმა და ისე რომ ლომიძეს არ დალოდებია თავად მისწვდა მის ტუჩებს და ვნებიანი კოცნით გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ აღმოჩნდა მის მუხლებზე წამოსკუპული, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა ლომიძე ნიკაპზე მიბჯენილი თითებისგან გადაწეულ ყელს ვნებით რომ უკოცნიდა. მსგავსი სიახლოვით აღგზნებულ ბარნოვს სიამოვნების კვნესა მოსწყდა და მის მაიუსრში მოფათურე ლომიძის თითებს ნება მისცა ათრთოლებულ მკერდზე მტკივნეულად შემოეჭდო ძლიერი თითები. - ჯანდაბა რატი ასე არ შიძლება. - მის თმებს ჩააფრინდა ბარნოვი და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. - არ შეიძლება გესმის? - ჩურჩლებდა კოცნებს შორის და უფრო მჭიდროდ ეკვროდა ყოფილი ქმრის დაჭიმულ სხეულს.
- მაგრამ ხომ გინდა? - ბაროვის ქვედა ტუჩს კბილები ჩაავლო რატიმ, მისკენ დაქაჩა და სწრაფად შეცვალა კბილები ენით.
- ახლა თუ არ გავჩერდებით სკანდალი არ აგვცდება. - გაიღიმა ბარნოვმა და შეეცადა წამომდგარიყო მაგრამ უკანალზე ჩავლებულმა თითებმა ისევ დაჯდომა აიძულა. - რატი.
- გაგიშვებ ხო გაგიშვებ. - გაუღიმა რატიმ და ხელები განზე გაშალა. უძრავად იჯდა ჯერ კიდევ აღგზნებული ბარნოვი ყოფილი ქმრის მუხლებზე და მის აჩქარებულ გულზე ხელებმიბჯენილს თითქოს რეალობის შეგრძენაბა საერთოდ დაჰკარგვოდა. - ადგომა გადაიფიქრე? - ღიმილით ჰკითხა დაბნეულ ქალს ლომიძემ.
- იდიოტი ხარ. - მკერდზე გაშლილი ხელის გული მიატყა ბარნოვმა და სწრაფად გადაძვრა გვერდითა სავარძელზე. - არანირი ზედმეტი კონტაქტი, ვყიდულობთ რაც საჭიროა და უკან ვბრუნდებით.
- კარგი. - ორაზროვანი იყო ლომიძის ხმა.
- და კიდევ, ყელზე ჩემი ტუჩსაცხი გაქვს.
- სამახსოვროდ დავიტოვებ.
- გინდა რომ შენმა საცოლემ თმით მითრიოს?
- კარგი სანახავი იქნები.
- მოკეტე! - ღიმილით ჰკრა ემილიმ მხარზე ხელი და თავად მოაშორა ყელზე დარჩენილი ტუჩსაცხის კვალი.


9
- დედა სად არის? - იკითხა თავისი ოთახიდან გამოსულმა ანასტასიამ და რატომღაც მზერა ლიზას ფერმკრთალ სახეზე გაუშეშდა.
- მამაშენთან ერთად წავიდა.
- სად?
- რაღაც საქმე აქვთ. - ჩემდაუნებურად ჩავერთე საუბარში რაგდან მივხვდი ლიზა ისეთი გათიშული იყო აუცილებად წამოაყრანტალებდა რის გამოც იყვნენ წასულები მე კი სულაც არ მსურდა მათი სიურპრიზი ჩამეშალა.
- ამას რა სჭირს? - ხმას დაუწია ტასომ და ლიზასაკენ გაიშვირა თითი.
- ცუდ ხასიათზეა.
- ტასო არ გინდა გავისეირნოთ? - მხარზე მოხვია საბამ ნათლულს ხელი, მეორე ხელი კი მსუბუქად ამარტყა უკანალზე. - შენც წამოდი.
- დავრჩები ტასო წაიყვანე, ლიზას მარტო დატოვება ვფიქრობ არ ღირს.
- კარგი. - ჩემდაგასაოცრად მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში, ტასოსა და ლიზას გაკვირვებული მზერა დააიგნორა, გოგონას ხელი ჩასჭიდა და გარეთ გავიდა.
- როდის მოასწარით?
- ხდება ხოლმე. არ გინდა ვისაუბროთ? - სკამი მის გვერდით მივაჩოჩე და გამომცდელად შევათვალირე გაფითრებული ვეკუა.
- ვერ მეტყვი რაზე ვესაუბრო ჩემი საქმროს ყოფილი ცოლის დაქალს? - ისეთი სარკაზმით წარმოთქვა ეს წინადადება სხვა ჩემს ადგილას ქერა თმით ითრევდა თუმცა მე როგორც ზედმეტად მშვიდმა ადამიანმა მხოლოდ გავუღიმე და სიგარეტს მოვუკიდე.
- მაგალითად იმაზე რომ ბარნოვის გამოჩენამამ შენს მომავალ ქორწილს წყალი შეუყენა. - მოჭუტული თვალებით გავხედე სახედაჭიმულს.
- ვერ შეძლეს რატის დამაშოროს.
- არც ცდილობს. - მოკლედ მოვუჭერი და მხრები ავიჩეჩე. - თავისთავად მოხდება რომ მათ შორის არსებული გრძნობა მაინც გაშლის ფრთებს, დავიჯერო ვერ ხედავ იმ ქიმიას რაც მათ შორის სუფევს? მესმის რთულია მაგრამ ხომ არ სჯობს რატი იქამდე მიატოვო სანამ ის მიგატოვებს, ამით ქალურ ღირსებას მაინც შეინარჩუნებ.
- მოკეტავ თუ ენა ამოგაძრო.?!
- შენი ნებაა. - სწრაფად წამოვდექი სკამიდან და ის იყო გასვლა დავაპირე წამით რომ მაინც გავჩერდი და ზემოდან დავაშტერდი აკანკალებულ ლიზას, რომელიც ისეთი დაპატარავებული მეჩვენა შემეცოდა კიდეც. - ის რომ ემილის მეგობარი ვარ არ ნიშნავს რომ მეზიზღები, უბრალოდ ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. დამიჯერე ემილიმ რომ მოინდომოს ომს მოიგებს, სხვა თუ არაფერი მათ შვილი ჰყავთ და ეს მუდამ იქნება მათი უწყვეტი კავშირი. მზად ხარ აიტანო ტკივილი რომელიც გონებაში გაგიჯდა და მთელი ცხოვრება იმის შიშში იცხოვრო რომ ოდესმე ის ცოლთან დაბრუნდება? ვიცი ახლა ჩემი სიტყვები ძალიან გტკენს გულს მაგრამ დამიჯერე მე ყველაზე კარგად ვხედავ რეალობას, ის მას აუცილებლად დაუბრუნდება შენ კი სრულიად გამოფიტული და განადგურებული მარტო აღმოჩნდები.
- მე მიყვარს ის. - ამოიჩურჩულა ვეკუამ და სახეზე ხელები აიფარა.
- ვიცი, ვხედავ რომ გიყვარს და არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ხედავ რომ შენი საყვარელი ადამიანის გონება სხვისკენ მიიწევს, მითუმეტეს თუ ამ სხვასთან წარსული და ანგელოზი შვილი აკავშირებს, დამიჯერე ლიზა ბარნოვის ერთი სიტყვა და რატი მიგატოვებს. - შეშლილი სახიდან ხელები სწრაფად მოიშორა ვეკუამ და სასოწარკვეთილი მზერა მომაპყრო. - მაგრამ მე ვიცნობ მას და ვიცი რომ არასდროს ეტყვის ლიზა მიატოვეო. ახლა შენ გადაწყვიტე გაუშვებ რატის იქ სადაც მისი ადგილია თუ დაიტოვებ შენთვის კარგად შეფუთულს და მთელი ცხოვრება ტკივილისთვის გაიმეტებ. რას აირჩევ ლიზა? რამდენად ძლიერი და სულგრძელია შენი გრძნობა მის მიმართ?
- შემეშვი. - დაიყვირა ვეკუამ და ოთახიდან გიჟივით გავარდა. ჰო მე კი შევეშვი მაგრამ ჩემი სიტყვებით გამოწვეული სიგიჟე ვიცი კარგა ხანს არ მიატოვებს მის აფორიაქებულ სულს. მის ადგილზე მე შეიძლება თმით მეთრია ადამიანი რომელიც ასე ურცხვად ეცდებოდა ჩემი ტკივილის გარეთ გამოტანას და იმის მითითებას თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ის კი ასე არ მოიქცა, ტირილით გავარდა საძინებელში და დარწმუნებული ვარ ბალიშში სახე ჩარგულმა იმდენ ხანს იტირა სანამ ემოციებისგან გარეცხილს ძილმა არ წაართვა თავი.
-----
- ამაზე რას იტყვი? - ნიღბების რჩევით გართულ ბარნოვს უკან ამოუდგა ლომიძე, ნიკაპი მის მხარზე ჩამოსდო და წინ დაუდო გამჭვირვალე პენუარი რომელიც ღმერთმა უწყის რომელი განყოფილებიდან ჩამოხსნა?
- რატი, ის მხოლოდ ცამეტის ხდება, ადრე ხომ არ არის შენი შვილისთვის ასეთი სექსუალური საღამურის შერჩევა. - გვერდულად ახედა ბარნოვმა მხარზე სახეჩამოდებულ მომღიმარ ლომიძეს, რომელსაც უკვე მოესწრო ორივე ხელის მის წელზე შეცურება.
- და არ მითქვამს რომ ტასოსთვის მინდა. - ტუჩები შეახო ყელზე და მფეთქავ არტერიას ვნებიანი კოცნით გაუყვა.
- სულაც არ მინდა ვიცოდე რა აცვია შენს საცოლეს შენთან სექსის დროს. - მოუჭრა ემილიმ და ამაოდ ეცადა მისგან გათავისუფლებას, რადგან უფრო ძლიერად მიიკრა ლომიძემ მისი სხეული და ამჯერად ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
- სინამდვილეში შენთვის მინდოდა. - უჩურჩულა დაბალი ხმით და მსუბუქად უკბინა ყურზე.
- რატი ქორწილამდე გადაწყვიტე გაიგულავო და არჩევანი ყოფილ ცოლზე შეაჩერე? - ირონიულად გაიღიმა ბარნოვმა
- რატომაც არა.
- გეყოფა. - ჩაახველა ემილიმ. - ხალხი გვიყურებს.
- დაგემხაროთ? - მოულოდნელად არსაიდან გამოჩენილმა გოგონამ პროტოკოლით გაწერილი ღიმილით გახედა მოსიყვარულე წყვილს და როდესაც მის წინ მდგომ ქალში ცნობილი მხატვარი ამოიცნო, ხმამაღლა იკივლა, შემდეგ კი დახლს მიღმა უაზრო ხტუნვას მოჰყვა. - შეუძლებელია. შეუძლებელია. - ჩაიხვია გაფუჭებული მაგნიტოფონივით.
- გეყოფათ. - მშიდად სთხოვა ბარნოვმა თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. რამდენიმე ადამიანს უკვე მოესწრო მისთვის ფოტოების გადაღება. - იმედია რომელიმე ფოტოში არ ჩანს როგორ კოცნი ყოფილ ცოლს. - ბრაზით გახედა გვერდით მდგომ რატის, რომელიც სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. - რა გაცინებს? წარმოიდგინე რა მოყვება ამ ფოტოებს?
- კარგი რა ემი.
- ეგ მერე მითხარი ლიზა რომ სახეს ჩამოგგკაწრავს. - სწრაფად დაავლო ბარნოვმა არჩეულ საჩუქრებს ხელი და სალაროსკენ გიჟივით გაიჭრა, ადევნებულ თაყვანიცმემლებს ნაძალადევად უღიმოდა, აჩხაკუნებულ ტელეფონებსაც გმირულად გაუძლო და უკვე გარეთ გამოსულმა როცა იფიქრა ყველაფერი მიწყნარდა ჯგროდ შეკრებილ პაპარაცებში ამოჰყო თავი. - ჯანდაბა ამოიჩურჩულა და თვალებით რატის დაუწყო ძებნა, რომელიც უკვე მანქანასთან მდგომი ღიმილით უცქერდა ხალხში მომწყვდეულ ყოფილ ცოლს, ბოლოს შეეცოდა, ნაკადი გაარღვია, ხელი მოკიდა ბარნოვს და მანქანისკენ სწრაფად გაიყვანა. - დაქოქე ეს წყეული მანქანა. - ამოიყვირა ბარნოვმა როგორც კი რატი საჭესთან დაჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
- გამოგიჭირეს. - ახარხარდა რატი და ძრავა აამუშავა.
- რა ჯანდაბა გაცინებს რატი.
- ჩემი თვალით რომ ხედავდე შენს თავს შენც გაგეცინებოდა. - მოხერხებულად გაარღვია რატიმ მანქანის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი და უკვე სამშვიდობოს გასვლის შემდეგ ღიმილით მიმართა თავჩაღუნულ ბარნოვს. - შეგიძლია გაიმართო ემილი, უკვე არავინ გიღებს.
- სასაცილო არ არის. - ბრაზით გასწორდა ემილი სავარძელში და ღვედი შეიკრა. - ნორმალურად ვერსად გახვალ.
- ასეთია როცა ცნობილი ხარ პატარავ.
- ასე ნუ ნეძახი.
- კარგი პატარავ.
- რატი.
- რაო პატარავ?
- მეჩვენება თუ ძალიან აღადავდი?
- არ გეჩვენება პატარავ.
- ლომიძე.
- კარგი ხო კარგი რა ხასიათი გაქვს. - ისევ ახარხარდა რატი და სიჩქარეს უმატა. უკანა სავარძელზე დალაგებულ სასაჩუქრე პარკებს გახედა ბარნოვმა, ერთ-ერთ მათგანს სწრაფად დასწვდა და ზემოდან დადებული პენუარი ამოაცურა.
- ჯანდაბა სიჩქარეში ესეც მიყიდია. - სწრაფად ჩატენა საჩუქრების ქვეშ და რატის რომელიც სიცილისგან უკვე ვერ სუნთქავდა მხარზე უჩქმიტა. - მორჩი ლიმიძე.
- ვგიჟდები როცა ასე მეძახი. - ქვედა ტუჩს კბილები ჩაავლო რატიმ და ფანჯრის მინა ბოლომდე ჩამოსწია.
- ვიღაცას დასხცა. - ახლა ბარნოვს გაეცინა და ცერად გახედა სახეწამოწითლებულ ლომიძეს. - სადმე გააჩერე ყავა დავლიოთ.
- პაპარაცების აღარ გეშინია? - ეჭვით აზიდა ლომიძემ წარბები და გვერდულად გახედა სავარძელში უჩვეულოდ აღელვებულ ბარნოვს.
- დარწმუნებული ვარ იცი ადგილი სადაც ვერ მომაგნებენ. - შეთქმულივით ხმას დაუწია ემილიმ და ყელს მომდგარი ნერწყვი ხმაურით გადააგორა.
- დარწმუნებული ხარ რომ.
- ხო რატი ყავის დალევა მინდა, ნამდვილად დარწმუნებული ვარ.
- კარგი. - ყბის ძვლები დაეჭიმა ლიმიძეს, სწრაფად შეუხვია პირველივე შესახვებში, კიდევ რამდენიმე მოსახვევი მოიტოვა უკან და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მჭიდროდ დასახლებული ქუჩები უკან მოიტოვა, სწრაფი სვლით მიაპობდა ახალდაგებულ გზატკეცილს და დრო და დრო თვალს აპარებდა გარემოს თვალიერებით გართული ბარნოვისკენ, კიდევ რამდენიმე წუთი და თითქმის ეულად მდგომი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი.
- სად ვართ? - ღვედი შეიხსნა ბარნოვმა და არემარე მოათვალიერა.
- იქ სადაც მშვიდად დავლევთ ყავას. - სწრაფად გადავიდა ლომიძე მანქანიდან, ბარნოვმა წარბები შეკრა თუმცა ბოლოს ყოფილ ქმარს აედევნა და უკვე სახლის შესასვლელთან მდგარს გვერდით ამოუდგა. - ნუ ცახცახებ ემელი. - ღიმილით გახედა ბარნოვს და კარზე ზარი დარეკა. კარს მიღმა უცნაური ნაბიჯების ხმა მოისმა, ბარნოვს გული ისე აუჩქარდა ცოტაც და იქვე ჩაიკეცებოდა სადაც იდგა, უცნაურმა ეიფორიამ აიტანა და ის იყო რატისთვის უკან გაბრუნება უნდა ეთხოვა კარი რომ გაიღო და ოთხმოციოდე წლის, ჭაღარა, წელში მოხრილმა ქალმა, ცხვირზე უზარმაზარი სათვალე რომ ედო ჯერ თავი გამოჰყო და სტუმრები ინტერესით შეათვალიერა ბოლოს კი ფართო ღიმილით გაიღიმა და რატისკენ ნელი სვლით დაიძრა.
- ჩემო ბიჭო. - მობერებული მკლავები გაშალა ემილისთვის უცნობმა ქალბატონმა და რატიც მის სუსტ სხეულს მჭიდროდ მოეხვია.
- როგორ ხარ ბაბულა? - მობერებული სახე დაუკოცნა ქალს და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში.
- ბაბულა? - გაიფიქრა ემილიმ და იმაზე მეტად დაიბნა ვიდრე აქამდე იყო.
- ეს სვეტაა. - ღიმილით მიმართა რატიმ ემილის. - ჩემი სკოლის დამრიგებელია, ბაბულას ვეძახი, რამდენიმე წელია რაც რუსეთიდან ჩამოვიდა და აქ დასახლდა, ყოველთვის როცა ყავის მშვიდად დალევა მინდა მასთან ჩამოვდივარ.
- გავიგე. - გაღიმება აიძულა ემილიმ საკუთარ თავს და ქალს ხელი ჩამოართვა.
- ბაბულა ეს.
- ემილი. - დაასწრო სვეტამ და ბარნოვის ხელებს საკუთარი გაუხეშებული ხელები ჩაავლო. - შენი ყოფილი ცოლი. - დაამატა ბოლოს და ბარნოვს ლოყაზე აკოცა.- ძნელად თუ აერევა ადამიანს წითური ლამაზმანი სხვაში. შემოდით. - ღია კარში პირველი შევიდა სვეტა.
- ბაბულა? - ჩურჩულით ჰკითხა ემილიმ რატის.
- ჰო ბაბულა. - დაეჭყანა ლომიძე და ხელით ანიშნა რომ სახლში შესულიყო.
გემოვნებით მოწყობილ მისაღებში ისხდნენ და სვეტას მომზადებულ ყავას სიამოვნებით მიირთმევდნენ, სვეტა ლომიძის ცელქი ბავშობის შესახებ ყვებოდა და ემილიც საიმოვნებით ისმენდა იმ ისტორიებს რომელიც აქამდე უცნობი იყო მისთვის. დრო და დრო რატისკენ აპარებდა მზერას, ეს უკანასკნელი კი წამით ვერ წყვეტდა სავარძელში ჩაფლულ ბარნოვს თვალებს, ბარნოვს სული ეხუთებოდა მისგან მომავალი იმპულსების გამო, მთელი არსებით გრძნობდა რა ურცხვად აშიშვლებდა ლომიძე მის სხეულს, არ ეხებოდა მაგრამ ბარნოვს უკვე სხეული უდუღდა მისი შეხების სურვილით ჭკუიდან გადასულს, უკვე აღარ ესმოდა სვეტას სიტყვები, მხოლოდ გვერდიდან დაჟინებულ მზერას და საკუთარ აჩქარებულ გულის ცემას გრძნობდა.
- ბაბულა. - თითქოს ცივ წყალში ჩააგდეს ბარნოვის სხეული ისე შეხტა ემილიმი სავარძელში.
- გისმენ რატი.
- ისევ გაქვს ჩვენი კლასის ალბომი შენახული? - სვეტას კი უსვამდა კითხვებს მაგრამ მზერით ისევ ბარნოვს ბურღავდა, ემილის კი უკვე ისეთ დღეში ჰქონდა სურვილის ნერვები, გამშრალ ტუჩებს ნერვულად კვნეტდა.
- რა თქმა უნდა რატი, ახლავე მოვიტან.
- თვითონ ვაჩვენებ. - სავარძლიდან წამოდგა ლომიძე და ბარნოვს ხელი ისე გაუწოდა მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია, ემილის შეაჟრჟოლა და ისე დაეყრდნო მის ხელს გააზრებაც ვერ მოახერხა, კიბეზე მიმავალ წყვილს ღიმილით გახედა სვეტამ და როცა ის ორი თვალს მიეფარა თავისთვის ჩაიცინა.
- მიდი ხო აჩვენე.
- ჯანდაბა რატი რას ვაკეთებთ? - რომელიღაც ოთახში შესვლისა და კედელზე აკვრის შემდეგ ძლივს ამოთქვა ემილიმ თუმცა პასუხს არ დაელოდა ისე ჩაავლო ლომიძის მაისურს ხელი და თავისკენ მიიზიდა. - მხოლოდ ერთხელ. - ამოიჩურჩულა ბარნოვმა მის ტუჩებთან და ვნებით წაეტანა უკვე სურვილით აჭრილ ლომიძის ბაგეებს. მომთხოვნი იყო ლომიძე კოცნისას, ლარივით დაჭიმული სხეულით ძლიერად აწვებოდა მასა და კედელს შორის მომწყვდეულ ბარნოვს. ტუჩებს მოსწყდა ლიმიძე და უფრო ქვევით ლავიწებიკენ გადაინაცვლა ცხოველური ვნებით შეპყრობილმა. - ისე ნუ იზამ ყველაფერი ზედ მეწეროს. - გაიღიმა ბარნოვმა და ყელი უფრო უკან გადააგდო, ორივე ხელი თავს ზემოთ დაუჭირა ლომიძემ და ისევ ტუჩებისკენ გადაინაცვლა, ქვედა ტუჩი კბილებით თავისკენ დაქაჩა და ისევ ენით ჩაანაცვლა ვნებიანი ალერსი, მაისურის ქვეშ მოხერხებულად შეძვრა და მკერდისკენ დაძრულმა თან გაიყოლა მსუბუქი მატერია.
- გასაგიჟებელი ხარ. - ამოიჩურჩულა ბარნოვის ტუჩებთან და მოულოდნელად ჩამუხლულმა ტუჩები მუცელზე მიაკრო ბარნოვს, ემილის აღარ უცდია კვნესა შეეჩერებინა, სწრაფად ჩაავლო ლომიძეს თმებში ხელი და ჩაწითლებული თვალებით დახედა ზემოდან, ყველა ის წერტილი სადაც რატი კოცნას უტოვებდა ისე ეწვოდა ეგონა ჭრილობად ექცა ყოველი შეხება და სისხლი მდინარეებად მოედინებოდა, მუცლიდან უფრო ზევით აუყვა ლომიძე, მტკივნეულად ჩაავლო მკერდზე კბილები და ენის წრიული მოძრაობის შემდეგ თითებით გაიმორა იგივე, თვითონ კი ისევ ბარნოვის ტუჩებს მისწვდა და ამომხდარი კვნესა ხორხში ჩაუტოვა. მოყინული ტერფებიდან სიცივემ ზევით აიწია და მუხლებამდე მისულმა ბარნოვის სხეული ერთიანად მოადუნა, სწრაფად ააფრიალა მისი სხეული ლომიძემ ხელში და ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდაზე შემოსვა, დაშორებულ მუხლებს შორის ოსტატურად მოექცა, თმებში შეცურებული ხელით უკან გადასწია ბარნოვის კისერი და ყელზე მიაკრო ტუჩები.
- აშკარად ვერ დაგაბრუნებ უვნებელს. - მაგიდის ზედაპირს ზურგით აეკრო ბარნოვი და უკვე სრულიად შიშველმა ღიმილით გახედა მის წინ მდგომ რატის, რომელშიც წამის წინ გაჩაღებული ქარიშალი სადღაც უკვალოდ გამქრალიყო მის ნაცვლად კი ხედავდა კაცს რომელსაც სუნთქვა ეკვროდა მისი სხეულის ცქერის გამო, ამღვრეულ თვალებში შესამჩნევად კიაფობდა ცრემლის პატარა ბურთები, ბარნოვს სული გაეყინა, სხეული დაეჭიმა, გონებში ანთებული სიამოვნების ნაპერეწკლები მთელ სხეულზე დაუკითხვად მოსდებოდა. მთელი სხეული ერთიანად სთხოვდა უფრო მეტს რატი კი თითქოს სპეციალურად აჭიანურებდა მისთვის იმ სიამოვნების მინიჭებას რომელსაც ასე სთხოვდა ბარნოვის ვნებით სავსე თვალები. თითები მსუბუქად აასრილა მუხლებიდან უფრო ზევით, ორივე მკერდზე მტკივნეულად მოუჭირა, მის ტუჩებთან დახრილმა კი ჩუმად ამოიჩურჩულა.
- იდეალური ხარ. - ის იყო ბარნოვი მის ტუჩებს მიწვდა სხეულში შემოჭრილმა სიგიჟის მორევმა რომ სუნთქვა შეუკრა, სხეულის ყოველი მონაკვეთი გრძნობდა ორი შეერთებული ადამიანის სრულ ჰარმონიას. სმენა დახშულს ორგანიზმში დატრიალებული სასიამოვნო ქაოსის გარდა აღარაფრის შეგრძნება არ გააჩნდა. გონებამ განგაშის ღილაკი აუნთო და უკვე ლარივით დაჭიმულ ბარნოვის სხეულს რომელიც სწრადა ჩაანაცვლა სიამოვნების თრთოლვამ იავნანასავით უკან მიყვა ლომიძის სიტყვები. - მიდი პატარავ. - და მასთან ერთად ისიც სიამოვნების იმ მორევში გადეშვა რაზეც ათი წლის წინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. - ემილი. ჯერ კიდევ დასჭიმვოდა ლომიძეს სხეული და მის მკვლავებში ათრთოლებულ ბარნოვს ღიმილიდ დახედა ზემოდა.
- რატი მგონი ახლა ის დროა უბრალოდ გაჩუმდე. - თავი უკან გადააგრო ბარნოვმა და მის მკერდზე დამხობილი ლიმიძის თმებში შეაცურა თითები. ჯერ ისევ გრძნობდა სიამოვნების ნოტებს სხეულში და მოყინულ თითებში მტანჯველი სინელით შეპარულ სიმხურვალეს, რომელიც ჯერ ერთ წერტილში გაღვივდა და ვულკანივით ამოხეთქა ორგანიზმში, ლავასავით ცხელი მარწუხები მოუჭირა ძლიერად მფეთქავ გულზე და დაუკითხავად აეკრო სახეზე კმაყოფილი ღიმილის სახით. - ჯანდაბა რატი. - თვალებდახუჭულმა ძლიერად მოქაჩა თმებში და სრულიად მოდუნებულმა ღრმად ამოისუნთქა. - დამენძრა. - ამოიჩურჩულა ბოლოს და ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა.
- არა პატარავ. - სწრაფად მისწვდა ლომიძე ალერსით შესიებულ ტუჩებზე.
- არა? - მკლავები მოხვია ბარნოვმა მასზე დამხობილი ლომიძეს და გრძელი ფეხები მოქნილად შეამჭდო წელზე.
- არ დაგენძრა, უარესი. - გაიღიმა და სწრაფად ჩაავლო ჯერ კიდევ გამკვრივებულ მკერდზე კბილები.
- უარესი? - მოჭუტული თვალებით გახედა ბარნოვმა და გამშრალ ტუჩებს ენეთ შეეხო.
- ჰო უარესი იმიტომ რომ ორივეს დაგვენძრა. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ, ისე რომ მის ტუჩებს წამით არ მოშორებია ხელში ააფრიალა და მაგიდიდან წამომდგარი საწოლში მასთან ერთად გადაეშვა.
-----
უკვე შებინდებული იყო ვეკუა რომ ბოლთას სცემდა მისაღებში და მეასდე მაინც კრეფდა რატის ნომერს საიდანაც უცნობი ქალი ჯიუტად პასუხობდა რომ აბონენტი მიუწვდომელი იყო.
- მოვკლავ მამაშენს. - ბრაზით დაუქაჩა ანასტასიას თვალები და ის იყო კიდევ ერთხელ აკრიფა საქმროს ნომერი შემოსასვლელის კარი რომ გაიღო და ემილი და რატი სიცილით შემოვიდნენ ოთახში.
- დედა. - სწრაფად წამოფრინა ტასო სავარძლიდან, ჯერ დედას მოეხვია, შემდეგ მამას და ბედნიერებით გაბრწყინებულმა მოხვია ორივე ხელები. - სად იყავით?
- ეს საიდუმლოა. - ცხვირზე დაკრა ბარნოვმა ქალიშვილს ხელი და მხოლოდ ახლა შენიშნა მისაღების შუაგულში გააფთრებით მდგარი ვეკუა. - საღამომშვიდობის.
- სად ჯანდაბაში იყავი. - რატის მიმართულებით იკითხა ლიზამ და ტელეფონი მაღლა ასწია. - ათასჯერ მაინც დაგირეკე.
- დამიჯდა ლიზა.
- ნუ მატყუებ. - სახე აუწითლდა ვეკუას და რომ არ ეტირა ღრმად ამოისუნთქა.
- მისმინე არ გინდა კარგი? ოთახში ავიდეთ და ვილაპარაკოთ. - მკლავში ხელი ჩაავლო რატიმ მაგრამ ვეკუა არ განძრეულა, მზერა ბარნოვზე ჰქონდა გაშეშებული და დარწმუნებული ვარ ფიქრებში ისეთ სიამოვნებას ანიჭებდა მისი წამების წარმოდგენა რომ შიშისგან გამცრა.
- პოპკორნის დროა. - მიჩურჩულა საბამ და ღიმილით მაკოცა ლოყაზე.
- ცდები, ახლა ლიზა ტასოს ხელს ჩაავლებს და ოთახიდან გავა. - დავასრულე თუ არა დავინახე როგორ ადიოდა ბარნოვი კიბეებზე თავის ქალიშვილთან ერთად.
- რა იცოდი?
- ბარნოვს ჩემზე უკეთ არ იცნობ.
- და როგორ ფიქრობ...
- არაფერსაც არ ვფიქრობ. - გავუღიმე, წამოვდექი და მეც ემილის გავყევი უკან.
- ვილაპარაკოთ. - კარი გამოხსნა ლომიძემ და ვეკუასთან ერთად ეზოში გაუჩინარდა.

10


- შეგიძლია მშვიდად მომისმინო? - როგორც შეეძლო კონტროლი გაუწია ლომიძემ საკუთარ თავს და მოკიდებულ სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- სიმშვიდეს შენი საქციელი მაკარგვინებს. - ამოიყვირა ლიზამ და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. მის წიმ იდგა რატი ლომიძე, გონებაში გაჩაღებული ემოციების გამო სიტყვებიც უკვალოდ დაეკარგა, ჯერ კიდევ ბარნოვის ათრთოლებული სხეულის შეხებისგან ეწვოდა თითები და ჯერ კიდევ მკაფიოდ ჩაესმოდა მისი ვნებით გაჟღერებული "არ გაჩერდე". გააჟრჟოლა და სიგარეტი ფეხსაცმლის ქუსლით ისე დასრისა მორჩენილი ნამწვისგან არაფერი აღარ დატოვა. ვეკუას წინ ჩაიმუხლა და მის მუხლებს შეახო ხელები. ნიკაპზე ჩავლებული თითების საშუალებით სახე მაღლა ააწევინა და აცრემლებულ თვალებში მზერა გაუსწორა.
- დამპირდი რომ მშვიდად მომისმენ ლიზა.
- გააჩნია რის თქმას აპირებ.
- არეული ვარ.
- ამას მეც ვხედავ რატი. - ისევ ცრემლები წასკდა ვეკუას და სახეზე აიფარა ხელები.
- ისევ მიყვარს ემილი. - დამნაშავესავით ამოიჩურჩულა და გულის არეში ისეთი ტკივილი იგრძნო ეგონა ბოლო რასაც ხედავდა ლიზას ტირილით დასიებული სახე იყო. - ისე ძალიან მიყვარს რომ მზად ვარ მის გამო მოვკვდე.
- ხვდები რას მეუბნები? სამ კვირაზე ნაკლები დრო დარჩა ჩვენს ქორწილამდე შენ კი მეუბნები რომ ისევ იმ შენს წყეულ ყოფილზე ხარ შეყვარებული, რატი ხვდები მაინც რას მიკეთებ?
- მაპატიე.
- გაპატიო? რა გაპატიო რატი ლომიძე? ჩემი გულის ტკენა თუ ის რომ ყოფილთან იწექი, არ გინდა ჩემი მოტყუება ვიცი რომ მასთან იწექი, შენი კანი ისევ მისი სუნით არის გაჟღენთილი, შენს თვალებში ისევ მის შიშველ სხეულს ვხედავ და წყეული იყოს დღევანდელი დღე და ის რომ მასთან წასვლის უფლება მოგეცი.
- ლიზა გთხოვ.
- მითხარი რას მთხოვ პატიებას? მიდი თქვი, რატომ გიჭირს ასე ძალიან ამ სიტყვის თქმა?
- მაპატიე. - ყრუდ ამოთქვა ლომიძემ და ყბის ძვლები ისე დაეჭიმა თავი ასტკივდა.
- რა გაპატიო?
- მე ის მიყვარს.
- გაპატიე. - დამარცვლა ლიზამ, მის სახეს ხელები ჩაავლო და ვნებით დაეწაფა ტუჩებზე. გპატიობ ოღონდ ახლა წადი და მისი სურნელი ჩამოირეცხე. საძინებელში დაგელოდები და გპირდები დაგავიწყებ იმ ბოდვას რასაც მისი სიყვარული ჰქვია. ვიცი რომ არ გიყვარს, ვიცი რომ ეს მხოლოდ წლების შემდეგ შენში შემოჭრილი ვნება იყო, ვიცი რომ ხვალ გაღვიძებულზე ინანებ შენს საქციელს მაგრამ გპირდები ერთი წამით აღარ დაგტოვებ მის სიახლოვეს რომ ისევ სისულელე არ ჩაიდინო. - ისევ ვნებით დააცხრა გაოგნებული ლომიძის ბაგეებს და ვერ მიღებული საპასუხო კოცნის გამო ღიმილი მოედო სახეზე.
- ლიზა ეს ბოდვა არ არის.
- ქორწილი ორ კვირაში იქნება რატი.
- ქორწილი აღარ იქნება.
- იქნება. გპირდები რომ იქნება.
- ლიზა. - ფეხზე წამოიჭრა ლომიძე და ამღვრეული თვალებით დააშტერდა ღიმილმორეულ ვეკუას.
- ნებას არ მოგცემ ქორწილამდე ორი კვირით ადრე მიმატოვო რატი ლომიძე. - ფეხზე წამოჭრილმა მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა ვეკუამ და განრისხებული ლომიძე ამღვრეულ ფიქრებთან ერთად მარტო დატოვა.
- ამის დედაც. - ბრაზით გააყოლა მიმავალ ვეკუას რატიმ მზერა და როგორც კი მისი სხეული კარს მიღმა გაუჩინარდა იმ ადგილს სადაც წუთის წინ ვეკუა ათბობდა თავისი უკანალით მოწყვეტით დაენარცხა. - მაგრად დაგენძრა ლომიძე. - ორივე ხელი თავზე მოიჭირა რატიმ და მოზღვავებული ემოციებისგან გამოწვეული გულის რევის შეგრძნება სიმწრით გადააგორა. ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ბრაზით გახედა სახლიდან გამოსულ საბას რომელიც მისკენ მოემართებოდა და სანამ დაჯდებოდა იქამდე მიახალა.
- შენი ლექციის ხასიათზე არ ვარ.
- არ ვაპირებ ლექცია გიკითხო იმაზე თუ რატომ გინდა ისევ ყოფილ ცოლთან დაბრუნება. - ლუდის ბოთლი მიაწოდა მეგობარს და მანაც უხმოდ გამოართვა.
- ვერ ვხვდები ამდენი წელი მისგან შორს მყოფმა როგორ გავძელი. - კბილები ერთმანეთს დააჭირა ლომიძემ და ამღვრეული თვალებით გახედა მეგობარს. - უბრალოდ ვერ ვხდები საბა. თვალები სად დედის ტყვ/აში მქონდა, ან საერთოდ რაზე ვფიქრობდი?
- რატი ემილი რომ წავიდა ძალიან პატარები იყავით, არამგონია მაშინ რომ ასე გეფიქრა სადმე გაგეშვა. შეცდომა დაუშვი მეგობარო.
- და ახლა როცა მისი გამოსწორება მინდა და შემიძლია კიდეც ქორწილი მომადგა კარზე.
- რას აპირებ?
- ბარნოვი უნდა დავიბრუნო თუნდაც ამისთვის ვეკუების გვარის გაწყვეტა მომიხდეს. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და ლუდის ბოთლი სულმოუთქმელად გამოცალა. - კიდევ გვაქვს ლუდი?
- სავსეა მაცივარი.
- მომიტანე რა.
- ცივა, წამოდი სახლში დავლიოთ.
- არ მაქვს ლიზას ნერვები.
- თავის ოთახში ავიდა.
- მაინც გარეთ მირჩევნია.
- ეგ სიჯიუტეა რამაც ცხოვრება თავზე დაგამხო. - ღიმილით წამოდგა საბა და სახლისკენ დაიძრა. სივრცეში მზერა გაყინული იჯდა რატი ლომიძე. სხეულში დავლილი იმპულსებისგან სუნთქვა უჭირდა, არ სურდა ვეკუას ცუდად მოქცეოდა მაგრამ არც ის სურდა კიდევ ერთხელ გაეშვა ბარნოვი და საბოლოოდ დაეკარგა ქალი, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. ლიზას საქციელი აცოფებდა, მისი სიმართლის აღიარების მიუხედავად რომ ქორწილის არ ჩაშლას ასეთი ვნებით ითხოვდა. სიმწრის ოფლმა დაასხა ლომიძეს და ის იყო უკვე დაბრუნებული საბასკენ გახედვა და მისთვის ლუდის გამორთმევა გადაწყვიტა შებრუნებულს ღიმილი რომ შეეყინა სახეზე მოულოდნელად არსაიდან გამოჩენილი ბარნოვის დანახვის გამო, დამფრთხალი და ერთიანად დაბნეული წამოიჭრა ფეხზე და მზერა გაუყარა ბარნოვის სუსხიან მზერას, მზერას სადაც დილანდელი ვნებისგან არაფერი დარჩენილიყო. პირიქით ზედმეტად მშრალი და სიძულვილით აღსავსე ეჩვენა მისი თვალები, გული ისე აუჩქარდა ღრმად ამოისუნთქა რომ გონება არ დაეკარგა.
- ემი. - მის სახეს ნაზად შეახო თითები თუმცა ბარნოვმა უკან დაიხია და ჰაერში გაშეშებული ხელი ძლიერად შეკრა ლომიძემ. წამებში ამოაჯდა შუბლზე სიბრაზის ძარღვი და მთელი სხეულით დაჭიმულმა ალმაცერად ახედა მის წინ მდგომ ქალს, რომელიც არ თრთოდა, არც ღელავდა, გულის ცემა ოდნავადაც კი არ შეცვლოდა.. სადღაც გაქრა ის ვნებიანი ემილი სახლში მოსვლამდე რომ რატის სიახლოვის გამო სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს, გაქრა ის მხიარული და ვნებით ანთებული თვალები მთელი დღე რომ მოსვენება დააკარვინა ლომიძეს, მის ნაცვლად კი მკაცრი, შეუვალი და უგრძნობი ბარნოვი აესვეტა ლომიძეს, ზუსტად ის ბარნოვი წლების წინ რომ მისი სახლიდან უკან მოხედვისა და ყოველგვარი სინანულის გარეშე გაუჩინარდა. - ემილი. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ.
- ხომ იცი რომ შეცდომა დავუშვით? - მშვიდი იყო ბარნოვის ხმა, მშვიდი და მტკიცე.
- შენ იმას რაც დღეს მოხდა შეცდომას ეძახი? - ღიმილი ვერ შეიკავა ლომიძემ და ქალისთვის რომ არ გაერტყა ზურგი აქცია.
- შეცდომა, ვნებიანი თავგადასავალი ყოფილ ქმართან, სულ ესაა რატი.
- დიდი ხანია ერთ დღიანი ვნებით იკმაყოფილებ თაავს? - ღიმილით ამოთქვა ლომიძემ მაგრამ როცა დაინახა ბარნოვს ეს არ სწყენია უარესად განრისხებულმა მკლავებში ჩაავლო ხელი და ძლიერად შეანჯღრია. - მოიშორე ეს შეუვალი ნიღაბი სახიდან, მე გნახე როგორი ხარ, მე გნახე ჩემს მკლავებში მოქცეული სურვილითა და სიყვარულით ერთიანად რომ გიდუღდა სხეული, შენს თვალებში დავინახე ეს ყველაფერი ემილი და არ გინდა ამის უარყოფა.
- ის დაინახე რაც გსურდა. სექსი კი ნამდვილად კარგი იყო. - მისი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა ბარნოვმა და ისევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მეკაიფები? - ღიმილით ახედა ლომიძემ ქალს.
- არა, უბრალოდ დამავიწყდა მეთქვა არ მინდა დღევანდელის გამო რამე იმედი გაგიჩნდეს.
- ემილი.
- არა რატი დამასრულებინე. არ მიყვარხარ, ნამდვილად კარგი დრო გავატარე დღეს შენთან მაგრამ არ მიყვარხარ და არ მინდა უაზრო ილუზიების გამო ქორწილი ჩაშალო.
- ლიზას ელაპარაკე? - სახე დაეჭიმა ლომიძეს.
- მივდივარ. - მოკლედ მოუჭრა ბარნოვმა და მანქანისკენ დაიძრა.
- სად ჯანდაბაში მიდიხარ ამ შუაღამისას?
- თბილისში. აქ ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო, ტასო და ჯესი რჩება, მე კი მივდივარ.
- ემილი გეყოფა.
- გამატარე რატი.
- მარტო ვერ წახვალ, გვიანია.
- მარტო არ მივდივარ, გიორგი წამიყვანს.
- რა? - სულ გაფითრდა ლომიძე და ბარნოვის მანქანას სადაც უკვე დაეკავებინა გიორგის საჭესთან ადგილი კბილების ჭრიალით გახედა. - არ წახვალ! - კბილებში გამოსცრა და სახეზე ჩავლებული თითების წყალობით მისი სახე ახლოს მიიზიდა. - ახლა თუ მასთამ ერთად წახვალ გპირდები ორივეს დაგენძრევათ. - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან და ხელი უხეშად გაუშვა.
- ღამემშვიდობის რატი. - ამოილაპარაკა ბარნოვმა და მანქანისკენ დაიძრა.
- ემილი.
- არ ინერვიულო მშვიდობით ჩავიყვან. - ღიმილით დაიძახა ჩამოწეული მინიდან გიორგიმ და ორაზროვანი ღიმილი შეაგება გააფთრებულ ლომიძეს.
- მოგკლავ. - თავზე ორივე ხელი მოიჭირა ლომიძემ და სწრაფად დაძრულ მანქანას ბრაზით გააყოლა მზერა. ყველაფერი ქაოსურად დატრიალდა მის გონებაში, სისხლი უდუღდა და ვენები ისე ამოაჯდა ბრაზით ლამის გული აერია, გონებაში გაჩაღებული წარსულის ფრაგმენტების გამო გული საშინელი სიძლიერით აუძგერდა, იცოდა ყოველთვის მოსწონდა გიორგი წერეთელს ემილი ბარნოვი, იცოდა და ამის გამო არ ენდობოდა ახლა მეგობარს, რომელსაც ბავშობის მეგობარი ერქვა მაგრამ ახლა მის მტრად უფრო ესახებოდა ვიდრე ერთგულ მეგობრად. იცოდა გიორგის ხასიათი და მისი სიყვარული ქალების მიმართ, იცოდა და ვერასდროს იფიქრებდა თუ ოდესმე ამის გამო ნერვიულობა მოუწევდა, ახსოვდა ძველი გიორგის თვალები როცა ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, მაშინ მტკიცედ მოუჭრა მეგობარს რომ ან ბარნოვს სხვანაირად აღარ გახედავდა ან არადა ოჯახებით დაწყებულ მეგობრობას ხაზს გადაუსვამდა და მისი ცხოვრებიდან გააჯმე/ვინებდა, გიორგიმ ბოდიშიც მოიხადა ამის გამო წარსულში ახლა კი მის თვალებში ისევ ის წყეული დაუოკებელი ვნება დაინახა და ერთადერთი რაც სურდა მანქანიდან მისი გადმოთრევა და თავპირის დანაყვა იყო. - მოგკლავ ნაბიჭ/არო. - ამოიჩურჩულა გამწარებულმა ლომიძემ და სახლიდან გამოსულ საბას მთელი აგრესია შეანთხია. - მოვკლავ წერეთელს. - ხელიდან ლუდი გამოგლიჯა და მიწას მთელი ძალით დაანარცხა სავსე ბოთლი.
- რატი გეყოფა.
- მეყოფა? დაინახე როგორ უყურებდა ბარნოვს?
- ხვდები რომ სიბრაზისგან უკვე გონება გებინდება?
- შემეშვი. - სწრაფად აუქცია მეგობარს გვერდი და სახლში გიჟივით შევარდა.
-----
კმაყოფილებით აღსავსე წერეთელი ღიმილით უცქერდა მის წინ გადაშლილ გზატკეცილს, სიჩქარის მომატებას არ ჩქარობდა, პირიქით რაც შეეძლო ნელა აწვებოდა გაზის პედალს, თითებს ნერვულად ათამაშებდა მანქანის საჭეზე და შიგადაშიგ ღიმილით აპარებდა მზერას სავარძელში მიკუჭული ბარნოვის მისამართით, რომელსაც სხეულში გამეფებული ტკივილი სახეზე ნათლად ასახვოდა და ქვედა ტუჩს ნერვულად იკვნეტდა.
- გინდა სადმე გავჩერდეთ და ყავა დავლიოთ?
- მინდა სიჩქარეს მოუმატო და დროზე ჩამიყვანო თბილისში.
- იქნებ.
- არ მინდა გიორგი ყავა. - ბრაზით ახედა საჭესთან მჯდომ წერეთელს და განრისხებულ თვალებში ჩაბუდებული ზიზღი შეანათა.
- როგორც გინდა. - კბილებში გამოსცრა უკვე წყობიდან გამოსულმა წერეთელმა და სვლას ოდნავ უმატა.
- უფრო სწრაფად არ შეიძლება?
- შეიძლიება მაგრამ სურვილი არ მაქვს.
- ბატონო? - მთელი ტანით მისკენ შებრუნდა ბარნოვი და ამღვრეული თვალები მიაპყრო მამაკაცის დაჭიმულ სახეს.
- ცოტა ხანს გავჩერდეთ. - სწრაფად დაამუხრუჭა წერეთელმა ავტომობილი და უდიარად შეაგდო მანქანა ხრიოკ გზაზე.
- დაქოქე მანქანა.
- თორემ რას იზამ?
- დაქოქე ეს წყეული მანქანა.
- გეშინია?
- რატომ უნდა მეშინოდეს?
- წყეულ გზატკეცილზე შუაღამისას მარტო ხარ ჩემთან ერთად, წასასვლელიც არსად გაქვს მე კი ვკვდები ისე მინდა რომ ტანსაცმელი შემოგაცალო.
- ახლავე დაქოქე მანქანა თუ არ გინდა ლომიძემ სახე გაგიერთიანოს ამის გამო.
- ლომიძე აქ არ არის. - სწრაფად ჩაავლო თითები ნიკაპზე ბარნოვს და გაცხარებით დაეწაფა მის ბაგეებს. - გნახე როგორ ეტმასნებოდი კლუბში სრულიად უცხო მამაკაცს, შენი ყოფილი რომ არა იქვე დანებდებოდი, რა გჭირს მე ხომ უცხო არ ვარ. - სწრაფად დაუჭირა სახე და ისევ გაცხარებით დაეწაფა მის ტუჩებს. უხეშად ჩაავლო მკერდზე ხელი და ისე ძლიერად მოუჭურა ბარნოვს სიმწრისგან ცრემლი წასკდა. ველური სიგიჟით გადაინაცვლა წერეთელმა ტუჩებიდან უფრო ქვემოთ და როცა ბარნოვი მიხვდა მის წინაშე სრულიად უძლური იყო საკუთარ თავში არ არსებული ძალა მაინც იპოვა და ზედმეტად დამაჯერებელი ხმით მის ყურთან ამოიჩურჩულა.
- კარგი, უბრალოდ ერთი წუთი მადროვე, გთხოვ გიორგი. - გაშლილი ხელის გულები მიაბჯინა მის აჩქარებულ მკერდს, წარბები აზიდა წერეთელმა მაგრამ მაინც დანებდა ბარნოვის თხოვნას, მშვიდად მოშორდა მის სხეულს და ალმაცერად ახედა ჯერ კიდევ დაბნეულს.
- გაცადე, მერე?
- შეგიძლია ერთი წუთით გადახვიდე მანქანიდან?
- ემილი. - ირონია გაკრთა წერეთლის ხმაში.
- მხოლოდ ერთი წუთით.
- სიგარეტს მოვწევ. - უკმაყოფილოდ გადავიდა წერეთელი მანქანიდან და ბარნოვისთვის საბედნიეროდ იმდენად სულელი აღმოჩნდა გასაღები ავტომობილში ჩატოვა. ორიოდე ნაბიჯი გადადგა, ქურთუკიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ძლიერად მოქაჩული გამონაბოლქვი გარეთ გამოუშვა უკნიდან რომ ემილის ხმა მოესმა.
- გიორგი. - სწრაფად მიბრუნდა წერეთელი უკან და როდესაც საჭესთან მჯდომი ბარნოვის ირონიული სახე დაინახა სისხლი ერთიანად მოაწვა თავში. - ლომიძეს აუცილებლად ვეტყვი ჩემს გაუპატ/ურებას რომ აპირებდი. - შუა თითი აუწია სახეალეწილ წერეთელს და ადგილს საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
- ამის დედაც, ემილი. - უკან აედევნა წერეთელი წინ გაჭრილ ავტომობილს თუმცა სწრაფად მიმვალამა ბარნოვმა მალევე ჩამოიტოვა შეშლილი წერეთელი და სამშვიდობოს გასცდა თუ არა მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ ქმარს. „შენი იდიოტი ძმაკაცი გზატკეცილზეა, იცოდე ჩემს შვილს არ გააკარო“.
-----
- ასეც ვიცოდი. - ბრაზით დააჭირა ლომიძემ კბილები ერთმანეთს და ტელეფონი სავარძელში მოისროლა.
- რა იყო?
- წერეთელი შუა გზაში ჩამოსვა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რატომ ხო? მაგ სი/ს ურჩევნია სადმე არ გადამეყაროს თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. აი სადაც ვნახავ იქ მოვუტ/ნავ დედას. - არ ცხრებოდა ლომიძის აგრესია და ვინ იცის სანამადე გაგრძელდებოდა ოთახში ანასტასია რომ არ შემოსულიყო. - მა რატომ არ გძინავს? - მომენტალურად შეიცვალა ლომიძე ქალიშვილის დანახვის გამო და ძლიერად მიიკრა მისი სხეული გულზე, ანასტასიას გული ნორმაზე სწრაფად უცემდა სუნთქვაც მკაფიოდ შეცვლოდა. - რა მოხდა პატარავ? - მისი სახე ხელებში მოიქცია რატიმ და აცრემლებულ თვალებში ჩახედა, გული შეეკუმშა იქ დანახული წყვდიადისა და ტკივილის გამო. - ტასო. - ძლიერად მიაკრო ტუჩები შუბლზე და იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული. არ იყო მიჩვეული ქალიშვილის ცრემლებს, არ იყო მიჩვეული მის თვალებში დანახული ტკივილის გამკლავების შესაძლებლობეს, არ ჰქონდა პასუხები იმ კითხვებზე რაც მის პატარა თავში ტრიალებდა.
- ვინმე მეტყვის დედა რატომ წავიდა? - ამოისლუკუნა ანასტასიამ და მამის წელს ძლიერად მოხვია ხელები.
- მოდი ჩემთან. - სავარძელში ჩაჯდა ლომიძე, დაბნეული შვილი კალთაში ჩაისვა, ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია და მის დიდრონ ცისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. - დიდების ცხოვრება ძალიან რთულია პატარავ, იყო დიდი ეს ნიშნავს რომ გქონდეს უამარავი პრობლემა, რქებით შეასკდე რეალობას რომელსაც ან გაიტან არ ვერა, დედა წავიდა რადგან მან ასე გადაწყვიტა.
- მაგრამ ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა. მე არასდროს ვყოფილვარ მის გარეშე ამ დღეს. - მამის მკერდს მიეკრო ტასო და ცხარე ცრემლით ატირდა. - ჩემი ბრალია.
- სულელო შენ რა შუაში ხარ?
- ისე მომეწონა შენი და დედას ერთად ცქერა რომ დამავიწყდა აქ რატომ ჩამოვედით, ლიზაც ტყუილად გავაბრაზე. მაპატიე გთხოვ მამა, ასე აღარ მოვიქცევი.
- ტასო. - სისხლი მოეყინა ლომიძეს და დაბნეულმა გახედა სავარძელში მჯდომ საბას რომელიც სიგარეტს ღრმად ქაჩავდა და მამა-შვილის დიალოგს გულისყურით ისმენდა.
- მართლა არ მინდოდა ის ქალი ცოლად მოგეყვანა. მაპატიე.
- პატარავ. - ატირებული გოგონას სახე ხელებში მოიქცია ლომიძემ და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა. - მორჩი სისულელეს, შენ არაფერი ჩაგიდენია, არც დედას წასვლაში მიგიძღვის დანაშაული და საერთოდ ის უბრალოდ თბილისში დაბრუნდა, ხვალ ჩვენც წავალთ და მე შენ და დედა ერთად გავატარებთ შენს დაბადების დღეს.
- და ლიზა? - ტუჩების თრთოლვით იკითხა ანასტასიამ.
- ლიზა სახლში დაგელოდებათ და როცა შინ დაბრუნდებით ლამაზ ტორტს დაგახვედრებს. - გაისმა კართან ასვეტებული ლიზას ხმა, რომელმაც ჯერ დაბნეულ ლომიძეს გახედა, მერე არანაკლებ გაოგნებულ საბას. - რა მოხდა? მინდა ჩემი საქმროს ქალიშვილს ლამაზი ტორტი დავახვედრო იმის აღსანიშნავად რომ შეთამხმებას მივაღწიეთ. როგორც ვხედავ ნანობ შენს საქციელს. - გაუღიმა მამის კალთაში მჯდომ ანასტასიას და მათთან მიახლოებულმა თმაზე ხელი გადაუსვა პატარა ლომიძეს. - შეცდომას ყველა ვუშვებთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანები ვართ, არც იმას ნიშნავს რომ ცხოვრება ამით სრულდება, მთავარია აღიარება და პატიების თხოვნის უნარი არ დავკარგოთ. ასე არ არის რატი? - გოგონადან მზერა ლომიძისკენ მიმართა ვეკუამ და ისეთი ორაზროვანი ღიმილით გაუღიმა რატის ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. - წავიდეთ ხვალ დილით თბილისში. წადით შენ ტასო და ემილი სადმე, აღნიშნეთ მისი დაბადების დღე, შემდეგ კი მოიყვანე შენი ქალიშვილი ჩვენს ახალ სახლში და მისი საძინებელი ვაჩვებოთ.
- ახალ სახლში? - სახეზე ბრაზი აესახა ლომიძეს.
- ხო საყვარელო, ახალ სახლში სადაც ქორწილის მერე ვაპირებთ გადასვლას. - მამის კალთაში მჯდომი ქალიშვილი დააიგნორა ვეკუამ და საქმროს ტუჩებში აკოცა. - წამოდი ტასო, ძილის დროა. - ხელი ჩასჭიდა გოგონას და ეს უკანასკნელიც ზედმეტად დაბნეული გაჰყვა მომავალ დედინაცვალს უკან.
- არაფერი თქვა! - კბილებში გამოსცრა ლომიძემ როგორც კი ვეკუამ ტასოსთან ერთად ოთახი დატოვა.
- დალიე. - ლუდის ბოთლი გაუწოდა მეგობარს საბამ და გულწრფელი თანაგრძნობის მზერაც არ დაუშურებია მისთვის.
-----
- არ მინდა შენთან ომი. - საწოლის კუთხესთან ჩამოჯდა ვეკუა და ღიმილით დახედა უკვე საბნის ქვეშ შემძვრალ ტასოს. - მე ვიცი რას გრძნობ და ვიცი რომ ეს ასაკობრივი უფროა, ვიცი გინდა შენი მშობლები ისევ ერთად იყვნენ მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ დაიმახსოვრე ანასტასია თუ კიდევ ერთხელ მომექცევი ისე როგორც დაიწყე ამით დაზარალებული მხოლოდ შენ დარჩები. ჩვენი ქორწილის შემდეგ შენ ისევ წახვალ დედასთან ერთად ნიუ-ორკში, მე და მამაშენი კი აქ დავრჩებით და ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებთ, თუ სურვილი გექნება შემიძლია შენთვის კარგი მეგობარი ვიყო, მაგრამ თუ ჩემს წინააღმდეგ ომს წამოიწყებ გპირდები ჩემზე საშიში მტერი არ გეყოლება. - გაუღიმა საწოლში მწოლიარე აცრემელებულ გოგონას და საძინებლიდან გავიდა. დიდხანს იკვნეტდა ტასო ტუჩებს იმის სურვილით რომ მოზღვავებული ცრემლები გარეთ არ გამოეშვა, ბოლოს მაინც მოერია ემოცია, საბანი თავზე წაიფარა და გულით ატირდა. ტიროდა იქამდე სანამ ძალა სრულებით არ გამოეცალა, პატარა თვალები არ შეუშუპდა და მარტოობით გამოწვეულმა ტკივილმა გულ-მუცელი არ დაუსერა. სძულდა ყველა და ყველაფერი და ერთადერთი რაც სურდა ნიუ-ორკში დაბრუნება იყო. ბალიშის ქვეშ აბზუილებული ტელეფონი გამოაძვრინა, ეკრანს ბრაზით დახედა, არ უნდოდა მაგრამ მაინც სძლია მარტოობის ძლიერმა მარწუხებმა და ტელეფონს უპასუხა.
- დაბადების დღეს გილოცავ პატარავ. - მოემსა ყურმილს მიღმა დედის ნამტირალევი ხმა. აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ და ტუჩების კვნეტით გართულ დედა-შვილს ერმანეთის გულის ცემის გარდა არაფერი აღარ ესმოდათ. - დე კარგად ხარ?
- შენთან მინდა. - ამოიჩურჩულა ანასტასიამ და ემილის ცრემლებმაც არ დააყოვნა.
- მამა სად არის ტასო?
- ამ წამს შემოვიდა ოთახში. - ცრემლები შეიმშრალა ტასომ და ოთახში შემოსულ მამას გახედა. - მინდა რომ შენც აქ იყო.
- მეც მინდა პატარავ.
- ტელეფონი მომეცი. - ყურმილი გამოართვა ლომიძემ ქალიშვილს და ღია ფანჯრის რაფას ისე დაეყრდნო ტასოს რომ ნაკლებად მოესმინა მისი სიტყვები. - ნუ ღელავ კარგად იქნება. ამაღამ მასთან დავიძინებ. - მშვიდად უთხრა ყოფილ ცოლს და ისე რომ პასუხს არ დაელოდა ყურმილი გათიშა, მერე კი საერთოდ გამორთო შვილის ტელეფონი და ჯიბეში შეინახა. - დაბადების დღეს გილოცავ პატარავ. - საწოლზე ჩამოუჯდა ქალიშვილს და ტირილით დასიებულ თვალებში მზერა მიაპყრო. - მოდი ჩემთან. - მკლავები გაშალა და ანასტასიაც მის მკერდს მიყრდნობილი ბედბიერების და სიმშვიდის შეგრძნებით ძილის საუფლოში მშვიდად გადაეშვა.


11

ღიმილით დავხედე მძინარე მამა-შვილს, ისე მჭიდროდ ჩაეკრა რატის მძინარე ტასოს სხეული გულში სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, პატარა ქალიშვილის ყელში ცხვირჩარგულ ლომიძეს მშვიდი ძილი მოსდებოდა სახეზე, ერთი ბედნიერება იყო მათი ცქერა, მინდოდა ფოტო გადამეღო და ბარნოვისთვის გამეგზავნა თუმცა განზრახვაზე მაშინვე ავიღე ხელი როგორც კი ემილის ცრემლიანი თვალები წარმოვიდგინე. კარი მშვიდად გამოვიხურე და ჩემი ოთახისკენ წასულმა ვიგრძენი დაუპატიჟებლად შემოჭრილი კაეშანი, რომელიც ჯერ გობებაში შემიძვრა ნებართვის გარეშე, მერე კი ასევე უნებართვოდ მთელ სხეულში ერთიანად გამიჯდა. არ ვარ ნისტალგიური ადამიანი, მე და ემოციები იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან რომ ზოგჯერ საერთოდ ეჭვი მეპარება მათ არსებობაში, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა მოულოდნელად დასევდიანებული საკუთარი თავი საშინლად არ მომეწონა. საძინებლის კარი შევაღე და სანამ შუქის ასანთებს მივწვდი წელზე შემოხვეულმა ხელებმა და ყელზე მოკრულმა ვნებიანმა კოცნამ ერთიანად დამავიწყა წამის წინ ჩემში შემოპარული უჩვეულო სიცივე. ღიმილმა ერთიანად მოიცვა ჩემი სახე, წელიდან გადანაცვლაბულმა ხელებმა სწრაფად შეხსნა შარვლის სათავე და ისე რომ შებრუნებაც ვერ მოვასწარი საბას ხელები უკვე ჩემი საცვლის ქცეშ აფათურდნენ, ყელზე მოკრული ტუჩები ბეჭისკენ გადააცოცა და კბილები ჩამავლო. მის გულს ზურგით აკრულმა ორივე ხელი ყელზე მოვხვიე და მისი ტუჩები მოვიძიე.
- ახლა მხოლოდ ის მინდა რომ ტანსაცმლის გარეშე დამტოვო. - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და ზურგს უკან საწოლის სიმყარეც ვიგრძენი. სწრაფად, ყოველგვარი სინაზის გარეშე შემომაცალა საბამ ტანსაცმელი და ზედმეტი სიხარბით შემავლო სრულიად შიშველს მზერა. ოთახში შემოჭრილი მთვარის შუქის ფონზე ისეთი მამაკაცური და ვნებიანი ჩანდა სიმწრით ზეწარს ჩავაფრინდი და ჯერ არ განცდილი სიამოვნების წარმოსახვით გულ-მუცელი ერთიანად ამიდუღდა. - მუხლის თავებს ნაზად შემოაჭდო თითები და ისე რომ გააზრება ვერ მოვასწარი ჩემ ფეხებთან ჩამუხლულმა ვნებიანი კოცნით ამოუყვა ათრთოლებულ სხეულს მუცლიდან უფრო ზევით, მტანჯველი მაგრამ სასიამოვნო სინელით დასრიალებდა მისი ენა კანის ყოველ უჯრედზე, ჩემში კი ის დაუოკებელი ვნება იღვიძებდა რომელიც აშკარად ახელებდა ამ უკანასკნელს. მკერდს ჩავლებული კბილები სწრაფად მომაშორა და მოულოდნელად სიგიჟით გაჯერებული კოცნა მომაკრო ტუჩებზე, მისი სხეული კი უკვე ჩემში შემოსული სწრაფი მოძრაობით არღვევდა ჩემს ორგანიზმს. ველურივით მიმაქანებდა მისი ალერსი კულმინაციამდე და კიდევ ერთ დაუვიწყარ ღამეს შეპირებული აშკარად შესანისნავად ასრულებდა დადებულ პირობას. გონებაში ანთებულ სიამოვნების ლამპიონებს სიკაშკაშის საშუალება მივეცი და ჩემთან ერთად საბაც სიგიჟის იმ მორევში ჩაეფლო რისთვისაც ისევ დაუპატიჟებლად შემოიჭრა ჩემს ოთახში.
- ჯანდაბა ჯეს. - მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში და ჩემს მკერდზე მიასვენა თავი. - შესანიშნავი ხარ. - საყვარლად ამომხედა და ისევ მაკოცა.
- დარჩი ამაღამ ჩემთან. - პირველი შემთხვევა იყო როცა მამაკაცს ჩემთან დარჩენას ვთავაზობდი და იმდენად მეუცნაურა საკუთარი სიტყვები სხეულში დავლილმა იმპულსებმა გული ამიჩქარა.
- როგორც მეტყვი. - გაიღიმა საბამ და მოწყვეტით მაკოცა.
-----
გათენდა თუ არა ყველამ უხმოდ მიირთვა მისთვის განკუთვნილი ყავა რომელიც საოცარი ღიმილით მოამზადა ვეკუამ და კმაყოფილებით აღსავსემ სავარძელში რატის გვერდით დაიკავა ადგილი.
- არ გინდა ლიზა. - წამოდგომას ეცადა რატი მაგრამ ქალის თხელი თითები სწრაფად ასრიალდა მის ფეხზე და მჭიდროდ მოუჭირა ისე რომ ღიმილი წამით არ მოუშორებია სახიდან. ბრაზმორეული ლომიძე სავარძელში ჩაეფლო და თავი უკან გადააგდო, ხელებში მოქცეულ ყავის ჭიქას სიმწრით მოუჭირა თითები და სახე ისე დაეჭიმა ცოტაც და ვუკლანივით ამოხეთქვადა ყველაფერს.
- რატი დღეს მივდივართ თბილისში? - კითხვა შეაპარა მეგობარს საბამ და ჩემს გვერდით მოთავსებულმა საოცარი სითბოთი აღსავსე თვალები მომაპყრო.
- ტასო როგორც კი გაიღვიძებს მივდივართ. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და მის მხარზე თავჩამოდებულ ლიზას ახედა. - რომ ჩავალთ ვილაპარაკებთ.
- კარგი. - ტუჩებში აკოცა განრისხებულ ლომიძეს და სავარძლიდან წამოდგა.
ტასოს გაღვიძებისთანავე ჩავბარგდით და მანქანებში გადანაწილების შემდეგ თბილისისკენ დავადექით გზას. ტასო მამასა და ლიზას ჩაუჯდა მანქანაში მე საბასთან ჩავჯექი, დანარჩენები ერთ მანქანაში მოთავსდენენ. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ შესასვენებლად გავჩერდით. მანქანიდად გადმოსულ ტასოს უცნაური სიცივე აკვროდა სახეზე, დაძაბული ლომიძე ხარბად ქაჩავდა მოკიდებულ სიგარეტს, ვეკუა კი ისევ პროტოკოლით გაწერილი ღიმილით ეტენებოდა განრისხებულ საქმროს.
- რამე მოხდა? - ვკითხე შორიახლოს მდგომ ანასტასიას, რომელიც ეჭვის თვალით უცქერდა მამას და მის საცოლეს.
- ლიზას გცევები არ მომწონს.
- რას გულისხმობ?
- რაღაც ხდება, არ ვიცი რა მაგრამ არასდროს მინახავს ასეთი განადგურებული მამა. მგონია რომ რაღაც ისეთი ხდება რაც მას ძალიან ანადგურებს. ლიზა კი ისე იქცევა თითქოს ვერც კი ამჩნევს მამას დაძაბულობას. არ იცი რა მოხდა? - კითხვებით სავსე თვალები მომაპყრო ტასომ და ისე მომინდა ახლა ჩემს ნაცვლად ემილი მდგარიყო და თავად აეხსნა შვილისთვის ყველაფერი რომ სურვილმა ლამის ჭკუიდან ამჭრა.
- არ ვიცი პატარავ. - ვიცრუე და გულში ჩაკრულს ძლიერად მივაკარი ტუჩები შუბლზე. რატის გავხედე, მანქანის საბარგულზე ჩამომჯდარი რამდენაც შეეძლო მშვიდად ეწეოდა და წინ ასვეტებული ვეკუას საუბარს მოთმინებით იტანდა.
- წასვლის დროა ტასო. - სწრაფად მოშორდა ლომიძე ავტომობილს და ქალიშვილს ხელი დაუქნია. ტასო მოხერხებულად გაძვრა ჩემი მკლავებისგან და მამას აეკრო სხეულზე.
- რა ხდება? - გვერდით ამომიდგა საბა და უკვე დაძრულ მანქანას მზერა გააყოლა.
- ტასო გრძნობს რომ რაღაც რიგზე ვერ არის. - სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და ბარნოვს მოკლეტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. "ერთ საათში უკვე სახლში ვიქნებით"
-----
- დედა. - ღიმილით დაეშვა კართან მდგომი ბარნოვისკენ ქალიშვილი და ისე შემოხვია ხელები ადამიანი იფიქრებდა რომ საუკუნე აღარ ენახათ ერთმანეთი.
- დაბადების დღეს გილოცავ პატარავ. - გულში ჩაიკრა ბარნოვმა ქალიშვილი და მათთან მიახლოებულ ლომიძეს გახედა.
- მოიფიქრე და სადმე გავიყვანოთ. სახლში ავალ, გამოვიცვლი და გამოგივლით. - ლოყაზე უჩქმიტა შვილს და ის იყო წასვლა დააპირა ბარნოვმა მაჯაზე რომ ხელი ჩაავლო.
- რატი მოიცადე. ტასო შეგიძლია სახლში შეხვიდე? - უკმაყოფილო ჩანდა პატარა ლომიძე განაჩენით მაგრამ მაინც მორჩილად დაყვა ჩემს გაწვდილ ხელს და სახლში შემომყვა.
- მანქანაში ლიზა მელოდება, სწრაფად მითხარი რა გინდა. - სწრაფად მოუჭრა ლომიძემ და აშკარად დაბნეულ ბარნოვს ცივად გახედა.
- მაპატიე გუშინ რომ არ დაგიჯერე და გიორგისთან ერთად წავედი.
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა ემილი. იმ სი/ს სადაც ვნახავ იქ მოვუტ/ნავ დედას შენ კი უბრალოდ ის მიიღე რაც დაიმსახურე.
- ამით რისი თქმა გინდა რატი? - ხმაში ცრემლი შეეპარა ბარნოვს.
- გეთანხმები კარგად გავერთე ყიფილ ცოლთან. საღამომდე. - კბილებში გამოცრა ლომიძემ და საღერღელ აშლილი ბარნოვი მარტო დატოვა.
- რატი. - ამოუყვირა ბარნოვმა მაგრამ ლომიძეს უკან აღარ მოუხედავს, სწრაფად ჩაჯდა ავტომობილში და იქაუორობაც ძრავის შემზარავმა ღრიალმა გააყრუა.
ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოციები რემელიც ბარნოვის გონებას სრულიად დაეპატრონა, ერთიანად დაპატარავებული შემოვიდა სახლში, დახურულ კარს ზურგით აეკრო, ძალიან ეცადა მაგრამ ტკივილმა თავისი გაიტანა, სწრაფად გადაჭრა მისაღები, უკან დაწეული ტასოსმიერ დაძახებული „დედა“ დააიგნორა, სახლის უკანა კარი გამოაღო და ეზოს გადაჭრით სახელოსნოში შევარდა. სწრაფად ჩაკეტა ურდულით კარი. გიჟივით მივარდა მილაგებულ ხელსაწყოებს, თაროზე დალაგებულ საღებავებში სწრაფად შეაცურა ხელი და ერთი ხელის მოსმით ძირს გადმოყარა ყველაფერი, იატაკზე დასხმული სხვა და სხვა ფერის გამო იქაურობა ერთიანად აოხრდა, ამანაც ვერ დაამშვიდა, ახლა მეორე თაროდან გადმოყარა ყველაფერი, ფანჯარასთან მდგომი მოლბერტი ყვირილით დაახეთქა მაგიდის კუთხეს, გატეხილი ნაწილი სახეში მოხვდა და ტკივილისგან განწირულმა დაიკივლა, ძლიერად მიიჭირა ამწვარ სახეზე ხელი და ცრემლებს გზა გაუთავისუფლა. კუთხეში მიწყობილ ტილოებს შეავლო მზერა, უჯრიდან დანა ამოაძრო და სწრაფად დაფლიდა თითეული მათქანი.
- ემილი. - დავიყვირე რადგან კარი ვერ გავაღე თუმცა ხმა არ გამცა. მხოლოდ ნივთების მსხვრევის ხმა აღწევდა ჩემამდე. - სახლში შედი. - მივუბრუდნი გაფითებულ ანასტასიას
- მასთან მინდა.
- სახლში შედი. - ისე დავუყვირე საკუთარი ხმის თავად შემეშინდა, დამფრხალი გოგონა ტირილით გაიქცა სახლისკენ და ზღურბლზე მდგომ ნელის გაშლილ მკლავებში ჩარგო ატირებული სახე.
- უკნიდან მოუარე. - ძლივს ამოთქვა ნელიმ და შვილიშვილი სახლში შეიყვანა.
- ემილი გააღე ეს წყეული კარი. - კიდევ ერთხელ დავიყვირე მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ კარს მიხეთქებული მძიმე საგნის ხმა მომესმა. სწრაფად შემოვუარე სახელოსნოს მეორე მხრიდან და ბარნოვისთვისაც უცნობი კარი ხმაურით შევაღე. - ემილი. - დავიყვირე შეშლილივით, ადგილს მოვწყდი და მის ხელს რომელშიც მოქცეული დანით საკუთარ ნახატებს გლეჯდა გააფთრებით ჩავავლე თითები. -გეყოფა. - დავუყვირე და ისე ძიერად მოვუჭირე თითები ტკივილისგან იძულებული გახდა დანა ძირს დაეგდო. შეშლილი თვალები მომაპყრო, ტირილით დაწითლებულ თვალებში თითქოს სატანას დაედო ბინა, მძიმედ სუნთაქვდა და საღებავში ერთიანად ამოსვრილს ზედმეტად საბრალო სახე მიეღო. არ მახსოვს როგორ მოვიქნიე ხელი მაგრამ ხელის გული რომ ამეწვა ბარნოვი კი მოცელილი დაეშვა მუხლებით იატაკზე მივხვდი რომ სახეში გავარტყი და შეშინებულმა დავიხედე ხელის გულზე. ძირს იჯდა, წითური თმა გაწეწვოდა, ცრემლები ღვარად სდიოდა და აწითლებულ სახეს ძლიერად ისრესდა. - რა გემართება ემილი? - სწრაფად ჩავიმუხლე მის წინ, მკლავები მჭიდროდ მოვხვიე და ისიც ღონემიხდილი ერთიანად მოდუნებული მომეყრდნო სხეულზე. - რა გჭირს ემილი?
- ისევ მიყვარს. - ძლივს გასაგონრად ამოიჩურჩულა და უფრო ძიერად ამეკრო სხეულზე. ჰო ეს ის მომეტი იყო როდესაც ბარნოვმა ერთხელ კიდევ გამოიჩინა სისუსტე, ერთხელ კიდევ ჩამოიგლიჯა სახიდან შეუვალი ნიღაბი და ემოციები ამოანთხია, ვიცი სჭირდებოდა გარეთ გამოედევნა ყოველივე რამაც მასში დაიდო ბინა მე კი ის პაიკი ვიყავი რომელიც ახლაც მის გვერდით აღმოჩნდა და არ მისცემდა გვირგვინზე საბოლოოდ უარის თქმის უფლებას. გამეღიმა მისი აღსარების გამო, ჩამოშლილი თმა უკან დაგავუწიე და ტირილით დაწითლებულ თვალებში სადაც წუთის წინ გამკრთალი დემონი უკვალოდ გამქრალიყო მის ნაცვლად კი სიმშვიდეს დაედო ბინა მზერა გავუსწორე.
- თუ გიყვარს იბრძოლე, ხომ იცი რომ მასაც უყვარხარ.
- გუშინ მასთან ვიწექი. - მზერა ამარიდა ბარნოვმა და ისევ ცრემლები წასკდა.
- ვიცი. ისიც ვიცი რომ მერე ლიზას ელაპარაკე და მისმა ბოდვამ იმის შესახებ რომ მის გარეშე უბალოდ მოკვდება, იმან რომ თუ მათ შორის ჩადგები ადგება და თავს მოიკლავს სისულელე გაგაკეთებინა. ადექი და რატისთვის იბრძოლე ემილი. ვეკუას ნუ დაუთმობ იმ ადამიანს რომელიც გიყვარს, მითუმეტეს მაშინ როცა აკრძალული წესებით გებრძვის. დღეს ტასუნა ცამეტი წლის გახდა, შენ კი იმის მაგივრად რომ მისი გაბრწყიბული თვალებისთვის იბრძოლო, აქ ზიხარ და თავზე იმხობ ყველაფერს. ადექი მოწესრიგდი, მოკიდე შენ შვილს ხელი და რატისთან ერთად დაუვიწყარი დღე აჩუქე.
- შენ რომ არ მყავდე რამ მეშველებოდა? - როგორც იქნა გაიღიმა ბარნოვმა.
- არც არაფერი. - სწრაფად წამოვდექი, მკლავებში ხელი ჩავავლე და უკვე ფეხზე ამდგარს ღიმილით შევუსწორე აბურდული თმა. - კიდევ კარგი ამ ყველაფერს ლომიძე არ შეესწრო.
- რატომ? - გულწრფელად დაიბნა ბარნოვი.
- აგრესიული კიდევ უფრო სექსუალური ხდები.
- ჯანდაბა ჯეს, მოკეტე. - ისევ სადღაც ჯანდაბაში მოისროლა ბარნოვმა ტკივილი და გულწრფელი ღიმილით მოავლო დანგრეულ სახელოსნოს თვალი.
-----
აბაზანიდან გამოსულმა ბარნოვმა ღიმილით შეავლო საწოლზე მჯდომ ქალიშვილს მზერა, მასთან მისული გვერდით მიუჯდა და ტასოს ერთმანეთში ახლართულ თითებს დააკვირდა.
- მაპატიე პატარავ.
- დედა მითხარი რა ხდება? - ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო გოგონამ დედას. - შეიცვალე, მამაც შეიცვალა მე კი მგონია რომ ვეღარასდროს ვნახავ თქვენს სახეზე გულწრფელ ღიმილს. მითხარი ჩემი ბრალია?
- ტასო. - გულწრფელად გაეღიმა ბარნოვს. - გპირდები ყველაფერი მოგვარდება და დედაც და მამაც ძალიან მალე ისევ ისეთი ღიმილიანები იქნებიან როგორც ადრე.
- მპირდები?
- გპირდები. ახლა კი ჩაიცვი, სადაცაა მამა მოვა.
- და სად მივდივართ? - სიანცით აევსო პატარა ლომიძეს თვალები.
- სადაც იტყვი.
- მიყვარხარ დედა. - ყელზე მოეხვია ჯერ კიდევ პირსახოცში გამოწყობილ დედას ანასტასტია და ხმაურით აკოცა ლოყაზე. - საუკეთესო ხარ. - სწრაფად მოშორდა დედის სხეულს და სირბილით გაიჭრა ოთახიდან. გაქცეულ შვილს კმაყოფილმა გააყოლა ბარნოვმა მზერა და ახლაღა შენიშნა კართან ატუზული ღიმილით რომ ვუცქერდი და ხელით მანიშნა ოთახში შევსულიყავი.
- მომეხმარები ტანსაცლის არჩევაში?
- რა თქმა უნდა. - კმაყოფილმა გამოვხსენი მისი კარადა და ტანსაცმლის შერჩევით დავკავდი.
- ამაზე რას იტყვი? - უჯრიდან ამოსრიალებული შავი ტანგა და ასეთივე ფერის ბიუსჰალტერი კმაყოფილმა ააფრიალა ჰაერში და ჩემს დაბნეულ სახეზე აშკარად გახალისდა.
- ვფიქრობ ეს კაბა და მოსაცმელი იდეალური იქნება შენსმიერ არჩეულ თეთრეულთან. - კარადიდან გამოღებული შავი მუხლს აცდებილი უზურგო კაბა და ასეთივე ფერის მოკლე მოსაცმელი მის თეთრეულთან ახლოს მივიტანე. - ვფიქრობ ლომიძეს დაენძრა. - გავუღიმე კმაყოფილ ბარნოვს რომელსაც უკვე მოესწრო საცვლის ჩაცმა და ინტერესით ათვალირებდა სარკეში შიშველ მკერდს.
- მეც ასე მგონია. - ამომხედა კმაყოფილმა და საწოლზე დაგდებულ კაბას დასწვდა.
-----
- კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ დედაშენს? - აშკარად მოუსვენრობას შეეპყრო ლომიძე და ერთი სული ჰქონდა ნელის მკაცრ მზერას გასცლოდა.
- არამგონია. - ღიმილით მიუგო ანასტასიამ და მეორე სართულიდან ჩამომავალ კიბეზეც მაშინვე გაისმა ბარნოვის ფეხსაცმლის გულისწამღები კაკუნი, მაშინვე ლომიძეს გავხედე, რომელსაც ყელს მომდგარი ემოციისგან სახე დასჭიმვოდა და უჰაერობით შეპყრობილს შესამჩნევად ამოჯდომოდა შუბლზე მსხვილი კაპილარი, ორი თითით პერანგის საყელოს სიმწრით დააწვა და მოჭუტული თვალებით გახედა მისკენ მომავალ მომღიმარ ბარნოვს, რომელსაც შავი კაბა ისე შემოტმოსნოდა სხეულზე სული შეეხუთა ლომიძეს და გაუზარებლად წამოიჭრა ფეხზე. მკერდთან ღრმა ჭრილის წყალობით სავსე მკერდის მღელვარება ისეთი შესამჩნევი იყო დარწმუნებული ვარ არც ნელის გამოპარვია შვილის ჩანაფიქრი მოსალოდნელ საღამოსთან დაკავშირებით. წითური თმა მსუბუქად შეეკრა კეფაზე, ლომიძისკენ ღიმილით მიმავალს უკან ვნების მორევი ქარიშხალივით მოყვებოდა. სიმწრისგან ცივმა ოფლმა დასხა ლომიძეს და ზუსტად მის წინ შეჩერებულ ბარნოვს მოჭუტული თვალებით ახედა.
- ბოდიში გალოდინე. - ღიმილით შეუსწორა პერანგის მონგრეული საყელო ყოფილ ქმარს და სავარძელში გაბადრულ ქალიშვილს გახედა.
- ღირდა. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და კიდევ ერთხელ თავიდან-ბოლომდე შეათვალიერა სექსუალურობის პიკში მყოფი ბარნოვი.
- წავედით? - მისმა ხმამ რეალობის შეგრძნება დაუბრუნდა ლომიძეს და თავის დაკვრით დაეთანხმა უკვე წინ გაჭრილ ცოლ-შვილს.
- ემი რომლისთვის დაბრუნდები? - ზურგს უკან მისწვდა ბარნოვს დედის ხმა და მანაც ჯერ კიდევ გაფითრებულ ლომიძეს გახედა.
- ვფიქრობ გვიან. - ისე გასცა დედის კითხვას პასუხი რატისთვის მზერა არ მოუშორებია.
- და იქნებ არასდროს. - მასთან ახლოს მისულმა ყურში უჩურჩულა ლომიძემ ყოფილ ცოლს, დაუკითხავად შეუცურა მოშიშვლებულ წელზე თითები და საერთოდ არ გამკვირვებია რომ ბარნოვს მისი საქციელი წამით არ გაუპროტესტებია.
სიყვარული ის ნიჭია რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა, ვერავინ გეტყვის როდის ან როგორ შეგიყვარდება მაგრამ ის რომ აუციელბლად მოვა ეს საოცარი გრძნობა-გარდაუვალია. სიყვარული თამაში არ არის როცა მოგესურვება დაიწყო და შემდეგ დაასრულო, იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად სტუმრობს და როგორც კი მასში ჩასახლდება მაშინვე იწყებს ბრძანებლობას, სიყვარულისგან გამოწვეული მძაფრი განცდებისა და სიგიჟეებისგან განთავისუფლება მარტივი არ არის. როცა გიყვარს შენში არსებული ყველა ემოცია სიგიჟის ზღვარზეა მისული, ასეთ დროს ცრემლიც კი ტკბილია. ტკბილი და სასიცოცხლო ძალის მატარებელი. ბრმა უნდა იყო რომ ბარნოვსა და ლომიძეს შორის არსებული ქიმიის სიძლიერე და სიღმე ვერ დაინახო, ამ ორს ისე უყვარს ერთმანეთი რომ მეშინია გრძნობის სიძლიერისგან ცეცხლში სრულიად არ დაიწვან. ყველას აქვს ერთი ისეთი ოცნება რომელსაც არავის უყვება და ერთიც ისეთი რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ უყვება. ბარნოვისთვის ასეთი ოცნება ისევ მისი ქმრის გვერდით ყოფნაა თუმცა ვფიქრობ რომ მას ეს ჯერ კარგად გააზრებული არც უნდა ჰქონდეს.
დამღლელი და საინტერესო დღის შემდეგ ენერგია გამოცლილ ტასოს უკანა სავარძელზე მიეძინა. ნაზი წვიმა მსუბუქ სიოსთან ტანგოს ცეკვით იკლავდა სურვილის დაუოკებელ ჟინს, მომღიმარ ბარნოვს მზერა ფანჯარაში მიეპყრო და წვიმის წვეთებდათ ერთად წარმოსახვაში ვნებიანი ცეკვით ირთობდა თავს, ლომიძემ იცოდა როგორ უყვარდა ბარნოვს წვიმაში ცეკვა. ღიმილმორეულმა გახედა ჩაძინებულ ქალიშვილს და გონებაში ამოტივტივებულ მოგობების კადრებს სახედაჭიმული შეხვდა.
- ტასოს რომ დავტოვებთ არ გინდა გავისეირნოთ? - სახე ნახევრად შეატრიალა ბარნოვისკენ და მის ვნებით სავსე თვალებში მთლიანად ჩაიძირა.
- წვიმს.
- ვხედავ. - გაუღიმა ლომიძემ, მისი ხელი ხელის გულში მოიქცია და ტუჩები მსუბუქად მიაკრო ათრთოლებულ თითებზე. - შენ ხომ გიყვარს წვიმაში ცეკვა.
- მიყვარს. - ქვედა ტუჩს კბილები ჩაავლო ბარნოვმა და სხეულში დავლილმა იმპულსებმაც სიამოვნების გამომწვევი ნერვული დაბოლოებები ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად გაირბინა და ვულკანივით მიასკდა ძლიერად მფეთქავ გულს.
-----
მძინარე ტასო ხელით შეიყვანა ლომიძემ სახლში, საწოლზე ფრთხილად დაწვენის შემდეგ შუბლზე აკოცა მძინარე ქალიშვილს და უკან მდგომ ბარნოვს გახედა.
- წამოხვალ? - ისე ახლოს მივიდა მასთან ბარნოვს სუნთქვა შეეკრა.
- წამოვალ. - სიმწრით გაუღიმა ყოფილ ქმარს, უკან დახევის შემდეგ ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა გასასვლელისკენ, ლომიძე უკან აედევნა წინ წასულ ბარნოვს. ანც წვიმის წვეთებს სიცილით დააღწიეს თავი და ავტომობილში სწრაფად შეხტნენ. - წყნეთში ავიდეთ. - მზერა გაუსწორა ბარნოვმა რატის მისი პასუხი ვერ მოისმენა რადგნა სმენა ავტომობილის ძრავის ღრიალმა მთლიანად დაუხშო.
-----
სავარძელში ჩაფლული ნება-ნება სვამდა საყვარელ ღვინოს, მოჭუტული თვალებით უცქერდა მის წინ მოთავსებულ ლომიძეს, რომელიც სიგარეტს ღრმად ქაჩავდა და წამით არ წყვეტდა მზერას სავარძელში ჩაფლულ ყოფილ ცოლს.
- მომეკიდა. - სასაცილოდ დაბრიცა ბარნოვა ტუჩები და გამოცლილი ჭიქა მისი მიმართულებით გაიშვირა.
- კიდევ გინდა? - ისე რომ პასუხს არ დაელოდა ისევ შეუვსო ჭიქა და უკან მიაწოდა.
- უნდა დამათრო? - მაღალ ყელზე თლილი თითები მსუბუქად ჩამოისვა ბარნოვმა და მკერდთან არსებულ ღრმა ჭრილთან შეაჩერა მოძრაობა.
- რა მიხვედრილი ხარ. - თვალები მოჭუტა რატიმ. მორჩენილი სიგარეტი საფერფლეში ძლიერად ჩასრისა, ყოფილი ცოლის თითებს სწრაფად სწვდა და მისი ჭიქიდან მოსვა სასმელი, მის სახესთან დახრილმა კი სახეში შეაფრქვია ალკოჰოლის სუნრელით გაჯერებული ვნებიანი სუნთქვა რომელიც დაუკითხავად სწყდებოდა მის ბაგეებს. - ნასვამი ემილი ყოველთვის ძალიან მომწონდა. - ცერა თითი ნაზად შეახო მის ქვედა ტუჩს, ხელიდან ართმეული ჭიქა იატაკზე გააგორა და ისევ ყოფილი ცოლის არეულ თვალებს მიაპყრო მზერა. თითების სწრაფი მოძრაობით სწვდა კეფაზე და მისკენ მოწეულ სახეზე ნაზად შეახო ცხვირის წვერი, ტუჩის კუთხიდან სახის გაყოლებით ჩაასრიალა დაშორებული ბაგეები და ნაზი კოცნა მიაკრო ყბის ძვალზე, ერთიანად დაჭიმულ ბარნოვს გული ლამის ამოუხტა კუთვნილი ადგილიდან, თვალები დახუჭა, გამშრალ ტუჩებს ნერვულად დაუწყო კვნეტა, ლომიძის ძლიერმა თითებმა ყელიდან უფრო ქვევით გადაინაცვლეს და მტანჯველი სინელით მისწვდნენ ბარნოვის მკერდს, რემელიც ის ძგერდა რატის სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. სწრაფად აღმოჩნდა ემილი სავარძელზე უმწეოდ გაშოტილი და მის ფეხებს შორის მოქცეულ ლომიძეს ანთებული თვალებით ამოხედა ქვემოდან, გაიბრძოლა მაგრამ უფრო მეტად აკრული აღმოჩნდა მამაკაცის ტანზე და ღიმილით ეცადა მისი ტუჩი კბილებს შორის მოექცია. ლომიძემ მოასწრო რეაგირება და სახე უკან გასწია, თავს ზემოთ დაჭერილ თითებში საკუთარი შეუცურა ბარნოვს და ისე ძლირად მოუჭირა ემილიმ ტკივილისგან ამოიკვნესა. - ვნახოთ აქ რას მალავ. - ამოიჩურჩულა რატიმ და ფეხზე ნაზად აათამაშა თავისუფალი ხელის თითები.
- ნუ მაგიჟებ. - კბიელებში გამოსცრა ბარნოვმა და ისევ მისი ტუჩებისკენ გაიბრძოლა მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ, სწრაფად აასრილა ლომიძემ თითები უფრო ზევით და კაბაც თან გაიყოლა. ღიმილით დასწვდა ბიკინის კუთხეს თავისკენ მოქაჩა და ხელი სწრაფად უშვა თითებში მოქცეულ საცვალს. - რატი. - ისევ გაიბრძოლა ბარნოვმა. ერთიანად მოშორდა ლომიძე მის სხეულს და უკვე ფეხზე წამომდგარმა ღიმილით დახედა აღგზნებულ ბარნოვს მკერდი რომ სწრაფად აუდიოდა და მოზღვავებული ვნებისგან სხეული სრულიად დასჭიმვოდა,
- წამოდი ვიცეკვოთ. - ხელი გაუწოდა სავარძელზე გაშოტილ ბარნოვს და ისიც ოდნავ დამშვიდებული მის ხელს დაეყრდნო.
-----
თავსხმა წვიმა სახეში უხეშად სცემდათ ვნებისგან სრულიად აჭრილებს, ერთიანად გაწუწულები, ფეხშიშველნი მშვიდად ცეკვავდნენ წვიმის ქვეშ და ერთი წამით არ ტოვებდა არც ერთის სახეს ბედნიერებით გამოწვეული გულწრფელი ღიმილი. ლომიძის სხეულს მჭიდროდ ეკვროდა ბარნოვი და მის სველ ყელში ცხვირჩარგული მსუბუქ კოცნებს უტოვებდა მასზე უგონოდ შეყვარებულ მამაკაცს, მამაკაცის თითები მის შიშველ ზურგზე ფრთხილად დასრიალებდა და იმის ნაცვლად რომ წვიმისა და სიცივისგან ერთიანად გაყინულიყვნენ სხეული ისე უხურდათ თითქოს წვიმა კი არა გავარვარებული ლავა ესხმოდათ თავზე.
- მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა ლომიძემ მის ყურთან და მსუბუქად უკბინა გაწუწულ ბარნოვს, სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და გაყინულ ტუჩებს ხარბად დაეწაფა. მჭიდროდ მოხვია წელზე ორივე ხელი და მაღლა აწეული, პატარა ბავშვივით დაატრიალა, ბარნოვი მის ტუჩებს მოსწყდა, სახე წვიმას მიუშვირა და ხელები განზე გაშალა. დრო გაჩერდა, სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა წვიმაში მოცეკვავე ამ შეშლილი წყვილის გარდა.
- მინდიხარ. - მის სახეს ხელები ჩაავლო ბარნოვმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
ხმაურით მიხურულ კარს ზურგით აეკრო ბარნოვი და თავად მისწვდა ლომიძის ტუჩებს, სველ პერანგზე მჭიდროდ ჩავლებული თითების საშუალებით ახლოს მიიზიდა ყოფილი ქმარი და ისეთი ვნებით დაეწაფა ლომიძეს სუნთქვა შეეკრა, სწრაფად შემოაცალა სველი პერანგი და წუთით მის ნავარჯიშებ სხეულს შეავლო მზერა, თითები ნაზად შეახო მის წინ მდგომს და მუცლიდან ზევით ყელისკენ აასრილა თლილი თითები, მზერა გაუსწორა მომღიმარ ლომიძეს და კბილი ჩაავლო ქვედა ტუჩზე.
- დამეხმარე რომ ეს წყეული კაბა რომელიც უკვე სულს მიხუთავს გავიხადო. - სწრაფად მოშორდა რატის სხეულს და ზურგი აქცია, გაშლილი ხელის გულებით კარის ზედაპირს მიაწვა და გვერდულად ამოხედა მის ზურგს უკან მდგომ ლომიძეს, რომელმაც თითები ნაზად შეახო მის ყელს და ფრთხილი მოძრაობით გვერდით ჩააცურა კაბის სალტი სისველის გამო საკმაოდ რომ ეურჩებოდა მაგრამ ბოლოს მაინც წააგო წინაარმდეგობრივი ბრძოლა, მეორე სალტსაც იგივე ბედი ეწია და ახლა ორივე ხელით ძალიან ნელა ასრიალებდა ყოფილი ცოლის სველ სხეულზე გახსნილ კაბას, თითების შეხებისგან სხეული ეწვოდა ბარნოვს, ტანში დავლილ ბუსუსები ყელში ამოაჯდა და გამშრალ ტუჩებს სიმწრით ჩააფრინდა კბილებით. შუბლით კარის ზედაპირს პიეყრდნო, ჩასრიალებულ კაბასთან ერთად ბიკინიც გაიყოლა ლომიძემ და უკვე სრულიად შიშველს ნაზად აეკრო ზურგზე, ბარნოვის ყელს მისწვდა ტუჩებით და მისკენ შემობრუნებულს ველური ვნებით შეპყრობილმა დაუკოცნდა სავსე ძუძუს თავები. საჯდომზე ჩააფრინდა ძლიერი თითებით და ბუმბულივით ააფრიალა, კედელთან მიმწყვდეულს მონდომებით უკოცნიდა ალერსით შესიებულ ტუჩებს. სისხლი აუდურდა ბარნოვს და ისე მიასკდა დაბერილ კაპილარებს თითქოს მათი დახეთქვა და გარეთ გადმოდინება სურდა, მაგრამ ვერ მოერია მის გლუვ ზედაპირს, ვერ გახია მისი გარსი და გარეთ გამოსვლის ნაცვლად მთელ სხეულში პატარ-პატარა ნაწილაკებად ჩაეღვარა ბარნოვს და მის ბაგეებსაც დაუკითხავი კვნესა მოსწყდა მელოდიასავით რომ მოედო მაშინვე ლომიძის სმენას. უკან გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი და ლომიძის ზურკს უკან ხმაურით დალეწილი ვაზა, რომელიც არც ერთმა შეიმჩნია, კიდევ რაღაც აყირავდა და ამჯერად ეს რაღაც ძველი ხის სკამი აღმოჩნდა. - დავიმტვრევით. - ღიმილით ამოიჩურჩულა ბარნოვმა მაგრამ ეს ბოლო იყო რისი თქმაც მოასწრო რადგან ლომიძის ტუჩებმა ისეთი ვნებით ჩაუტოვეს ხორხში ყელს მომდგარი სიტყვები სუნთქვა შეეკრა.
- მიყვარხარ, მიყვარხარ. - ქალის ტუჩებთან ჩურჩულებდა რატი ლომიძე და უკვე საწოლზე მისვენებული ბარნოვის სხეულის ყოველ უჯრედს ხარბი ალერსით იპყრობდა. - არსად აღარ გაგიშვებ ემილი. - მტკივნეულად უკბინა ყოფილ ცოლს ქვედა ტუჩზე, კბილები სწრაფად ჩაანაცვლა ტუჩებით და ენას მოდებული ბარნოვის სისხლის გემოსგან ერთიანად აფეთქდა. - ვერსად ვეღარ წახვალ.
- არ მივდივარ. - კეფაზე მოხვია ხელები და უფრო ახლოს მიიზიდა ყოფილი ქმარი. საჯდომზე მოჭერილ რატის თითები იგრძნო რომელსაც ორი ადამიანის ერთობა და დაჭიმული მამაკაცის სხეული მოჰყვა, ახლა თავად ჩაავლო ბარნოვმა მის ტუჩს კბილები და თავისკენ დაქაჩა. საჯდომს მოშორებული თითები უხეშად ჩაავლო ბარნოვის სახეს და ძლიერი ბიძგით დააბრუნა ამღვრეული თვალები საწოლზე. წამით არ სწყდებოდა ბარნოვის ტუჩებს და ყველა წაცდენილ ოხვრასაც ყელშივე უტოვებდა, ურცხვად დაასრიალებდა მის ათრთოლებულ სხეულზე თითებს და არ ტოვებდა არც ერთ ადგილს სადაც თავის კვალს არ დატოვებდა. - რატი. - წამოიკივლა ბარნოვმა და დაჭიმული სხეულით მჭიდროდ აეკრო მასში სწრაფი ტემპით მოძრავ ყოფილ ქმარს. არაფერი ესმოდა მხოლოდ უსაზღვრო სიამოვნებას გრძნობდა, ფეხის ტერფებში ჯერ საშინელი სიცივე იგრძნო რომელიც მალევე ჩაანაცვლა სხეულის სასიამოვნო თრთოლვამ გული რომ ნორმაზე სამჯერ სწრაფად აუძგერა და დაბუჟებულ სხეულში მტანჯველი მაგრამ სასიამოვნო სინელით ჩაეღვარა. - ჯანდაბა. - ამოიყვირა და უკვე ძალა გამოცლილს სინქრონულად მიყვა ლომიძე, რამდენჯერმე მოწყვეტით აკოცა ტუჩებში, ათროლებული ბარნოვის შუბლს ღიმილით დაეყრდნო და ჯერ კიდევ სუნქვა არეულმა მშვიდად ამოიჩურჩულა.
- ვერსად ვეღარ წახვალ. - ცხვირი მის ყელში ჩარგო და თვალებდახუჭულმა ღიმილით მიაკრო ყბის ძვალზე ტუჩები.

12
ფანჯრიდან შემოპარულმა ანცმა მზის სხივებმა ლომიძის სახეზე უპატიჟო ცეკვა გამართეს, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ სახეზე ორივე ხელი მოისვა და ღიად დარჩენილი ფანჯრიდან მონაბერი შემოდგომის სურნელი ღრმად შეუშვა ფილტვებში, მის გვერდით მწოლიარე ბარნოვს ღიმილით გახედა და მოშიშვლებულ საჯდომზე ფრთხილად მიაფარა თხელი საბანი, ნაზად შეახო ტუჩები ზურგზე და უფრო ზევით ყელისკენ აჩოჩდა ვნებიანი კოცნით რომლის ბოლო გაჩერება ბარნოვის ყელი აღმოჩნდა, მჭიდროდ მოხვია მძინარე ქალს მკლავები და ძლიერად მიეკრო ზურგზე.
- დილამშვიდობის პატარავ. - უჩურჩულა ყურში და ნაზად აკოცა ყბის ძვალზე. მისკენ შემობრუნებულმა ბარნოვმა ჯერ წვრილი მკლავები შეუცურა ყელზე, შემდეგ ისე რომ თვალები არ გაუხელია მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- დილამშვიდობის. - ამოიჩურჩულა და ცხვირი მის ყელში ჩარგო, ლომიძის ხელი კი მის უკანალზე ნაზად ასრილდა და შიშველი კანზე მსუბუქად მოუჭირა თითები. რამდენიმე წუთი ერთმანეთში ახლართულები ნეტარების საბურველში გახვეულები გასუსულნი იწვნენ და ერმანეთს მსუბუქი კოცნებითა და ღიმილით აჯილდოვებდნენ. ოთახის მეორე მხარეს დაგდებულმა რატის აღრიალებულმა ტელეფონმა მათი მყუდროება სწრაფად დაარღვია და უკმაყოფილო ბარნოვმა ზურგი აქცია ლომიძეს. საწოლიდან წამომდგარი რატი ბრაზით დაწვდა ტელეფონს და ეკრანზე ასახული ნომრის გამო უსიამოვნო განცდამ ერთიანად შუღიტინა გონებაში. ტელეფონი სწრაფად გამორთო და ისევ საწოლში დაბრუნებული სწრაფად მოექცა ყოფილი ცოლის სხეულს ზემოდან. - ლიზა იყო? - მისი ტუჩები აიცილა ბარნოვმა და სუსხიანი მზერა მიპყრო ლომიძეს.
- ახლა ეჭვიანი ცოლივით უნდა გაჭედო? - გაიღიმა რატიმ და კიდევ ერთხელ სცადა მისი კოცნა თუმცა ბარნოვმა ამჯერადაც გვერდით გაატრიალა სახე. - ემილი. - ხმაში ბრაზი გაერია ლომიძეს, სწრაფად ჩაავლო ბარნოვის ყბებს თითები და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. - იქნებ უადგილოა ახლა შენი გაჭედვა და მადროვო დავბრუნდეთ თბილისში და მასთან ყველაფერი დავასრულო.
- და არ გიფირქია იქამდე დაგესრულებინა სანამ ჩემს არ გაშვებას გადაწყვეტდი?
- ჯანდაბა ემილი. - სწრაფად მოშორდა ლომიძე ქალის სხეულს და საწოლზე წამომჯდარმა ორივე ხელი მოიჭირა თავზე. - ჩავალთ ეს დედამოტყ/ული თბილისში და გავაუქმებ კარს მომდგარ ქორწილს, გულს უმოწყალოდ ვატკენ ქალს რომელიც ცოლად უნდა შემერთო და ყველას საჭორაოდ გავხდი საბრალოს. იქნებ ეს გინდა? - აენთო ლომიძე და ქვემოდან ახედა ბალიშზე მისვენებულ ბარნოვს.
- რაც გინდა ის ქენი. - ჩუმად ამოთქვა ემილიმ და საწოლიდან წამოდგა, ძირს დაყრილ ტანსაცმელს დაწვდა და ის იყო საცვალი ამოიცვა ლომიძემ რომ მაჯაში ჩაავლო ხელი და საწოლს ზურგით ააკრო.
- მომწონს რომ ეჭვიანობ.
- დამპირდი რომ როგორც კი ჩავალთ ლიზას მოიშორებ.
- შენ კი დამპირდი რომ დაურეკავ იმ ყეყეჩ ანდერსონს და ეტყვი ნუღარ ავრცელებს ჭორებს თითქოს ერთად ხართ და ერთი სული აქვს როდის დაბრუნდები რადგან არ დაბრუნდები და თუ დაბრუნდები მხოლოდ ჩემთან ერთად. - მოწყვეტით აკოცა ლომიძემ ბარნოვს და იმაზე მარტივად მოახერხა მისი კვლავ საწოლში შეტყუება ვიდრე წარმოედგინა.
-----
შემოსასვლელი კარი ხმაურით მიიხურა და მისაღებში შემოსულ ბარნოვს, რომელსაც წინა ღამიდან გამოყოლილი სიამოვნების კვალი ჯერ კიდევ შერჩენოდა სახეზე წამებში ეცვალა იერი და სახეზე ასახული ბედნიერების გამომხატველი ემოცია მომენტალურად ჩაანაცვლა ცივმა, გაურკვეველმა ეუფორიამ, გული სწრაფად აუძგერდა და სავარძელში მჯდომ ვეკუას ანთებული თვალები შეანათა.
- აქ რას აკეთებ ლიზა? - სწრაფად ჰკითხა ღიმილმორეულ ვეკუას და მისკენ დაძრულ ტასოს შუბლზე აკოცა.
- მინდოდა ანასტასიასთვის დაბადების დღის საჩუქარი პირადად გადამეცა. - გიაღიმა ლიზამ და ყავა მოსვა.
- შენი მხრიდან ზედმეტი სითავხედე ხომ არ არის ჩემ სახლში შემოჭრა?
- ემილი. - საუბარში ჩართვას ეცადა ნელი თუმცა ბარნოვმა ხელით ანიშნა გაჩუმდიო.
- და შენი მხრიდან იმ საქციელს რომ ჩემს საქმროსთან წევხარ რა ჰქვია ემილი? - რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა ვეკუამ და ხმაში შეპარული ტირილის ნოტები შესანიშნავად დააიგნორა.
- დედა. - გაფითრებულმა ახედა ტასომ ბარნოვს და მის თვალებში აკიაფებული ცეცხლის გამო დაიბნა კიდეც.
- შენს ოთახში ადი ტასო.
- კი მაგრამ.
- ადი! - იყვირა ბარნოვმა და ტასოც სწრაფად გაეცალა იქაურობას. - დავიჯერო იმდენად უთავმოყვარეო ხარ რომ ჩემ სახლში მოდიხარ და ჩემი შვილისა და დედის თანდასწრებით ასეთ რამეს მეუბნები?
- ჯანდაბა ემილი იქნებ ბრალი იმაშიც დამდო რომ მე ვინმეს გართმევ?
- არავის გართმევ ლიზა, რატი სრულწოვანია, ჩამოყალიბებული ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ჩემი ბრალი არ არის თუ შენზე დაქორწინება აღარ სურს, სავარაუდოდ ვერ მიეცი ის რაც სურდა იქნებ ნათელი გონებით შეხედო ამას.
- ბედავ და ცილს მწამებ? - ფეხზე წამოიჭრა ვეკუა და მზერა გაუსწორა გაცეცხლებულ ბარნოვს, რომელმაც ჯერ ორივე ხელი გაშლილ თმებში შეიცურა, ღრმად ამოისუნქა და თვალები დახუჭა.
- მინდა ეს სიზმარი იყოს და როცა გავიღვიძებ ყველაფერი დასრულდეს. - მოწყვეტით ჩაეშვა ბარნოვი სავარძელში და მზერით იატაკი გაბურღა.
- სიზმარი არ არის, რეალობაა თან ძალიან ცუდი რეალობა. ჩამოხვედი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე, ვიცი რატის არ უყვარხარ და ახლა დაბნეულს ჰქგონია რომ შენს იქეთ გზა არ აქვს, ზუსტად ვიცი შენ ისევ ატკენ მას გულს და გულის მოსაოხებლად ის ისევ ჩემთან მოვა მე კი გპირდები ხელს ძლიერად მოვკიდებ და აღარასდროს მივცემ ნებას შენთან დაბრუნდეს.
- ამის მოსმენა აღარ შემიძლია. - თვალცრემლიანი ნელი სავარძლიდან წამოდგა და სამზარეულოსკენ ფეხარეული წაბარბაცდა.
- არ გრცხვენია მისი თანდასწრებით რომ ასე საუბრობ? მის ადგილზე დედაშენი წარმოიდგინე.
- დედაჩემი შვიდი წლის წინ დაიღუპა. - კბილებში გამოსცრა ვეკუამ და მოწტვეტით ჩაეფლო სავარძელში.
- ჩემგან რა გინდა ლიზა? - ღრმად ამოისუნთქა ემილიმ და მზერა გაუსწორა სასოწარკვეთილ ქალს.
- მინდა რომ რატის თავი დაანებო.
- კარგი დავანებე მერე?
- უბრალოდ წადი ჩვენი ცხოვრებიდან.
- და როგორ გგონია რატი რომელიც გიჟდება თავისი შვილის გამო მადლობას გეტყვის თუ მისი ცხოვრებიდან ტასო გაუჩინარდება?
- მე შენზე ვსაუბრობ და არა ტასოზე, თავხედი შვილი გყავს და შენი და რატის სიახლოვეც სწორედ მისმა საქციელებმა განაპირობა, თავიდანვე არ მომეწინა შენი ჩამოსვლის იდეა მაგრამ დავთანხმდი რადგან ვიცოდი მისთვის ტასოს ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, შენთან ერთად ბაკურიანში წამოსვლაზეც დავთანხდმი მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ეს ძალიან დამამცირებელი იყო, მერე კი რა მოხდა? პატარა ლომიძემ იმდენი მოახერხა რომ მამამისი ამიმხედრა შენ კი ამ დროს შორიდან აფთარივით ჩასაფრებული თავს დაესხი დაბნეულ რატის და თავგზა აურიე, ომი შენ დაიწყე ემილი, შენ და შენმა შვილმა.
- დაასრულე? - მშვიდად ამოთქვა ბარნოვმა და ბრაზით ახედა აცრემლებულ ვეკუას.
- არ დამისრულებია. იცოდე თუ არ წახვალ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.
- მემუქრები? - გაიღიმა ბარნოვმა და სავარძელში ჩაფლულმა ინტერესით შეათვალიერა აფორიაქებული ვეკუა.
- გაფრთხილებ.
- კარი იქ არის, გასვლისას კარგად მიიხურე. - სავარძლიდან წამოდგა ბარნოვი და გასვლა დააპირა ვეკუას სიტყვების გამო ადგილზე რომ დარჩა.
- რატის არ დაგითმობ. არ დავთმობ გესმის? მას არ უყვარხარ და ამას მალე მიხვდება, მე ვიქნები ის ადამიანია რომელიც ამას მიახვედრებს, არ უყვარხარ გესმის?
- სხვათაშორის წუხელ შესანიშნავი სექსი მქონდა მასთან და ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები "მიყვარხარ ემილი". - ღიმილით მიახალა სახეალეწილ ვეკუას და კიბისკებ უკანალის ვნებიანი რხევით დაიძრა. არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა რამაც ვეკუა საერთოდ გამოიყვანა წყობიდან, მაგიდაზე დადგმულ ფინჯანს ხელი ჰკრა, ნამსხვრევებს გვერდი აუარა და გასვლის შემდეგ კარი ისეთი სიძლიერით გაიჯახუნა მთელი სახლი შესანზარდა. საბრალო ლიზა, იმისთვის იბრძვის რაც მისთვის მნიშვნელოვანია მაგრამ არც კი იცის რომ ბრძოლა იქმადე წააგო სანამ დაიწყებდა.
-----
- მაპატიე რომ დაგიყვირე. - საწოლზე შვილის გვერდით ჩამოჯდა ბარნოვი და მხრებზე ძლიერად მოხვია ქალიშვილს ხელები.
- მამასთამ იწექი? - ქვემოდან ამოხედა ტასომ და ოდნავ გაუღიმა დედას.
- ჰო. - ქვედა ტუჩს კბილი ჩაავლო ბარნოვმა და მოჭუტული თვალებით დახედა გაბადრულ ანასტასიას. - ასე ნუ მიყურებ. - ცხვირზე თითი დაჰკრა ქალიშვილს და მისი გაცისკროვნებული თვალების გამო სულში უცნაური სითბო ჩაეღვარა.
- ახლა რა იქნება?
- არ ვიცი. - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია ბარნოვმა ქალიშვილს და გაუღიმა. - არ ვიცი პატარა მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს დამპირდი რომ შენ არასდროს ინერვიულებ ამის გამო, დედას და მამას თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ.
- ამას უკვე მივხვდი. - ხმით გაიცინა პატარა ლომიძემ და საწოლს ზურგით აეკრო. - ყოველთვის მეგონა რომ ოდესმე შენ და მამა ისევ ერთად იქნებოდით.
- ამაზე ფიქრი ადრეა პატარავ.
- მაგრამ შენ ხომ გიყვარს ის? - სწრაფად შემოხვია დედას ყელზე ხელები და ისე რომ მის პასუხს არ დაელოდა საუბარი განაგრძო. - ვიცი რომ გიყვარს.
- რა იცი?
- არასდროს შემიმჩნევია შენს გულს ასე ძლეირად ეძგეროს.
- პატარა მაიმუნი ხარ იცი? - თვალები მოჭუტა ბარნოვმა და საწოლიდან წამოდგა. - დედა მართლა, ეს უნდა ნახო. - ტელეფონს დასწვდა ანასტასია და დედას ანდერსონის ინტევიუ აჩვენა სადაც ეს უკანასკნელი ჟურნალისტებთან ხაზგასმისთ იუწყებოდა რომ საქარველოში თავისი საცოლის მოსანახულებლად გამგზავრებას აპირებდა.
- საცოლის? - პირი დააღო ბარნოვმა და მომღიმარ შვილს გახედა.
- ისიც ისეთივე იდიოტია როგორც ყველა შენი თაყვანისმცემელი, დაურეკე და უთხარი იქ დაეტიოს სადაც არის თორემ დარწმუნებული ვარ მამას რისხვას ვერ გადაურჩება. - ახარხარდა აშკარად ბედნიერებით გაბრწყინებული ანასტასია და დედას ყელზე მოეხვია.
-----
- აი ზუსტად ანდერსონი მაკლდა რა. - ბრაზით გამოხსნა ბარნოვმა კარადა და ჭიქა სასმლით შეივსო. - დედა მოეშვი გლოვას, არაფერია იმაში გასაგიჟებელი თუ ყოფილ ქმართან ვიწექი.
- ის ცოლს ირთავს ემილი. - ამოიჩურჩულა ნელიმ და შვილს რომელიც ფანჯრის რაფაზე შემოსკუპული სასმელს წრუპავდა შეუვალი მზერა შეავლო.
- არ ირთავს. ვიცი ჩემი არ გესმის, არც მე მესმის საკუთარი თავის. - მხრები აიჩეჩა ბარნოვმა და სიგარეტს მოუკიდა. - და მართლა არ ირთავს რატი ცოლს და ის გოგოც ადრე თუ გვიან მოეშვება ამაზე ოცნებას.
- სულ არ გადარდებს რომ იმ გოგოს ცხოვრება დაუნგრიე.
- დედა!
- გეკითხები ემილი, იმდენად ფეხებზე გკიდია რომ საკუთარი სიამოვნების გამო თანახმა ხარ ხაზი გადაუსვა მის არსებობას?
- რა გინდა დედა? იცი რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი თავი ისევ ბედბიერად? პირელად ვიგრძენი რომ კაცს მე ვუყვარვარ და არა ჩემი წყეული სხსული რომელსაც შენ რომ გკითხოს ადამიანმა ღმერთმა არაფერი დააკლო. რაში გამოვიყენე ჩემი სილამაზე გარდა იმისა რომ თავს ბუზებივით მახვევია კაცების არმია, რომლებსაც მხოლოდ ის სურთ როგორმე ჩემს ფეხებს შორის მოქცეულები ბოლომდე დაიხარჯონ, რატი ასეთი არ არის, მასთამ თავი სხვანაირად ვიგრძენი გესმის? არა არ გესმის! - თავად გასცა ბარნოვმა საკუთარ კითხვას პასუხი და ირონიულად ჩაიღიმა, თითებში ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში დასრისა და დედას მზერა გაუსწორა. - შენ რატი არასდროს მოგწონდა.
- ემილი.
- ვიცი რომ არ მოგწონდა დედა. მაგრამ ის ტასოს მამაა და კაცი რომელიც მართლა მიყვარს, ჯანდაბას ყველაფერი მიყვარს გესმის? მითხარი რაზე დარდობ? გინდა გითხა რაზე?
- ემილი გეყოფა.
- არ მეყოფა! - იყვირა ბარნოვმა და ფანჯრიდან ჩამომხტარი სწრაფად მიეჭრა მაგიდასთან მჯდომ დედას, ტუჩები მის ყურთან მიიტანა და დაბალი ხმით ამოიჩურჩულა. - ჯერ ის ვერ გადაიტანე რომ ადრე გავთხოვდი, მერე ის რომ ოჯახი დამენგრა და შენს „ელიტარულ სამეგობროში" განხილვის საგნად ვიქეცი, მერე ის ვერ აიტანე ათასი ჭორი რომ ვრცელდებოდა ჩემზე, ახლა კი გეშინია სკანდალის, რომელიც აუცილებლად მოხდება, გეშინია იმის რომ ისევ ჩემ შესახებ იჭორავებენ შენი დაქალები, განსახილველათ მშვენიერი თემა ექნებათ, "ბარნოვმა ყოფილ ქმართან რომანი გააბა და მისი ქორწილი ჩაშალა". დედა გგონია ჩემზე უკეთ გიცნობს ვინმე? - კიდევ უფრო დაუწია ემილიმ ხმას. - ხალხის გეშინია მაგრამ დაიმახსოვრე რომ მე არ მეშინია და ფეხებზე ვინ რას იტყვის. მიყვარს რატი ლომიძე და აქედან მის გარეშე არ წავალ! - სწრაფად მიახალა აცრემლებულ დედას და სამზარულოდან გიჟივით გაიჭრა. გარეთ გაჭრილი ბარნოვი სრულიად დაუცველი აჭმოჩნდა სახლის წინ ჩასაფრებული ჟურნალისტების ზღვა კითხვებისა და მათი ოპერატორების კამერებით გარშემორტყმული, შიშით მოავლო გარს შემორტყმულ „კაციჭამიებს“ მზერა და მიუხედავად წინააღმდეგობისა მაინც გაიკვლია გზა ავტომობილისკენ.
- მართალია რომ ჰარი ანდერსონზე ხართ დანიშნული?
- მართალია რომ ნიუ-ორკში დაბრუნება ყოფილი ქმრის გამო გადაიფიქრეთ?
- მართალია რომ რატი ლომიძის ქორწილი თქვენს გამო ჩაიშალა?
- მართალია რომ მასთან იწექით?
- გიჟივით მიყრილი კითვების გამო ბარნოვს თვალებში დაუბნელდა, შეშლილივით აცეცებდა აქეთ-იქეთ ცრემლიან თვალებს და ვინმეს ეძებდა ვინც დაეხმარებოდა ამ ბრბოსგან თავის დაღწევაში.
- ჩვენს კითხვებს რატომ არ პასუხობთ ემილი?
- შემეშვით. - ამოიჩურჩულა ბარნოვმა და ამაოდ ეცადა ჟურნალისტების ნაკადი გაერღვია. ფეხებში ჩამდგარი სიცივე სწრაფად მოედო ბარნოვის სხეულს, ხერხემლის აყოლებით მაღლა აუყვა უცნაური შიშითა და სიცივით გაჯერებული უჰარეობა, ყელზე მჭიდროდ შემოხვია გაყინული თითები და ძლიერად დააწვა გულის აერეში აუტანელი სიმძიმე. ცივმა ოფლმა დაასხა სხეულზე, აცახახებულმა მუხლებმა უმტყუნა და თვალებში ჩამოწოლილი სიბნელის გამო მისმა სხეულმა უცნაური რყევა იწყო, ვერაფერს გრძნობდა გარდა სიცივისა, რომელიც მთელ სხეულზე მოსდებოდა. იგრძნო რომ გონებას კარგავდა და პანიკამ მოიცვა.
- ემილი გვიპასუხეთ მართლა იწექით ყოფილ ქმართან? - საკუთარ თავში არ არსებული ძალა იპოვა ბარნოვმა, გიჟივით გაარღვია ხალხის ნაკადი, ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ კარი ხმაურით მიხურა და ადგილსაც საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
-----
- ლიზამ დარეკა. რამე ხდება რატი? - სავარძელში ჩაფლულ ლომიძეს გვერდით მიუჯდა ლია და შვილს სიყვარულით აღსავსე თვალები მიაპყრო.
- ვუთხარი ქორწილი აღარ იქნება-მეთქი. - მოკლედ მოუჭრა ლომიძემ და მოკიდებულ სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- რატომ შვილო? რა მოხდა?
- ბარნოვი მოხდა დედა. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ.
- გახსოვს როცა მითხარი ლიზა ცოლად უნდა მოვიყვანოო რა გითხარი?
- მახსოვს. - დაბალ წვერზე ხელი მოისვა ლომიძემ და დედას გახედა.
- დედის გული არასდროს ცდება შვილო, ვიცოდი, ვგრძნოდბი რომ ასე მოხდებოდა და არ მინდოდა საბრალო ლიზა ამ მდგომარეობისთვის გაგემეტებინა, ამიტომ გთხოვე მოგეცადა.
- ვიცი დედა, ვიცი და აღარ მინდა იმის მოსმენა თუ როგორი ნაბი/ვარი ვარ, არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა. არ მეგონა თუ ემილი ისევ ამხელა ემოციებს მომიტანდა, არ მეგონა რომ ვეკუას ასე სწრაფად ჩაანცვლებდა. არ მეგონა გესმის? ახლა კი ნერვები ისეთ დღეში მაქვს შეიძლება ვინმე შემომაკვდეს.
- დამშვიდდი რატი. აგრესიას კარგი არავისთვის მოუტანია, ლიზას უნდა გაუგო, მას უყვარხარ.
- მაგრამ მე არ მიყვარს და არ უნდა ამის გაგება. ხუთი წუთის წინ მომწერა კაბის ასარჩევად მივდივარ და არ გამყვებიო? მითხარი როგორ ვაიძულო რომ შეეშვას ამ ყველაფერს, სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს მე კი არ მინდა იმაზე მეტად ვატკინო ვიდრე უკვე ვატკინე.
- წადი და ნახე. თუ მართლა არ გინდა მისი ცოლად მოყვანა უბრალოდ წადი და ნახე.
- არ მისმენს დედა.
- სრულ ჭკუაზე არ არის და იმიტომ, მის ადგილზე შენი თავი წარმოიდგინე.
- არ ვამბობ რომ მასთან მართალი ვარ მაგრამ რა ვუყო იმ გრძნობას რასაც ემილის მიმართ ვგრძნობ?
- იქნებ ეს უბრალო მონატრება იყო.
- არა დედა, მე ის მიყვარს და აღარ ვაპირებ მის დათმობას. მთელი სამყარო რომ წინ დამიდგეს ბარნოვს ვეღარ დავთმობ. - სახე დაეჭიმა ლომიძეს და ხელის გულები ძლიერად შეკრა.
- და ისიც იგივეს ფიქრობს რასაც შენ? - მორიდებით შეაპარა ლიამ შვილს კითხვა.
- ვიცი რომ ვუყვარვარ, ამას მის თვალებში ვხედავ დედა. - სწრაფად დაავლო ლომიძემ სავარძელში მიგდებულ ქურთუკს ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- სად მიდიხარ რატი?
- ლიზასთან. - მიაძახა უკვე კიბეებთან მყოფმა დედას და სწრაფად დაეშვა გასასვლელისკენ.
-----
- საყვარელო. - ფართე ღიმილით გაიღიმა მოკლე კაბაში გამოწყობილმა ვეკუამ და გაღებულ კარს მხრით მიყრნობილმა ვნებით სავსე მზერა მიაპყრო კარში მდგომ გახევებულ ლომიძეს. - ვიცოდი რომ მოხვიდოდი. - სწრაფად ჩაავლო მის ქურთუკს თითები, ახლოს მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ რატის ძლიერი თითები იგრძნო სახეზე მჭიდროდ რომ ჩაავლო და სახე უკან გააწევინა.
- უნდა ვილაპარაკოთ. - კარი ხმაურით მიხურა ლომიძემ და მისაღებში შესულმა ქურთული სავარძელზე მიაგდო. - აღარ მორჩები? - ბრაზით მკლავები განზე გაშალა რატიმ და სავარძელში მოწყვეტით ჩაფლულმა ქვემოდან ახედა ჯერ კიდევ მომღიმარ ლიზას, რომელიც მისგან ხუთ ნაბიჯში იდგა და მაგიდის ზედაპირს მსუბუქად მიყრდნობილი ქვედა ტუჩს ნერვულად აწვალებდა. - გეკითხები ლიზა, აღარ მორჩები?
- ტორტი შევუკვეთე.
- ამის დედას შევე/ი. - იყვირა ლომიძემ და სახე ხელებში ჩარგო. - არ მისმენ რას გეუბნები? - ქვემოდან ახედა გაფითრებულ ქალს და სხეულში დავლილი აგრესიის გამო თავი ასტკივდა. - ქორწილი აღარ იქნება ლიზა, როდის აპირებ ეს გაიგო? აღარც ტორტი გჭირდება, აღარც კაბა და აღარც უაზროდ გაწელილი სტუმრების სიის შემცირებით ტვინის ჭყლ/ტვა, შეუშვი მაგ თავში რომ შენზე არ ვიქორწინებ. თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებ თორემ დამიჯერე საკურთხეველთან მისულს მარტო მოგიწევს იმ დამცირების ატანა რასაც ქორწილში სიძის არ გამოცხადება ქვია.
- ასე როდის შეიცვალე? - ყრუდ ამოიჩურჩულა ლიზამ და სახეზე ხელები აიფარა. წამით მის ათრთოლებულ მხრებს უყურა ლომიძემ და თითქოს მასში გამძვინვარებული მხეციც სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა, მის ნაცვლად კი საშინელმა ტკივილმა ძლიერად ჩაარჭო თავისი ბასრი კლანჭები და იქამდე არ გაუშვა სანამ გული ლამის არ გაუჩერა.
- ჯანდაბა ლიზა, არ მინდა ასეთ დღეში გხედავდე, არ შემიძლია შენზე დაქორწინება, გაიგე ეს. მიყვარს გესმის? მიყვარს ბარნოვი. ისე მიყვარს რომ ყოველი ამოსუნთქვა მტკივა. შენ ასე ვერ შეგიყვარებ.
- უშენოდ მოვკვდები.
- არ მოკვდები. - სწრაფად წამოხტა ლომიძე სავარძლიდან და ატირებულ ქალს მხრებზე ძლიერად მოხვია ხელი. - არ მოკვდები. - ამოიჩურჩულა მის სახესთან დახრილმა და შუბლზე ხმაურით აკოცა. მის პერანგს თითებით ჩააფრინდა ვეკუა და ამაოდ გაიბრძოლა მისი ტუჩებისკენ, ისევ ცივად მოიშორა ლომიძემ მისი ხელები და ზურგი აქცია სასოწარკვეთილ ქალს რადგან აღარ შეეძლო მისი ტკივილისთვის თვალის გასწორება. ორივე ხელი თავზე ძლიერად მოიჭირა და სიგიჟეს ზღვარგადასულმა ბოლო ხმით ამოიყვირა.
- ყველაფერი დამთვრდა ლიზა. - ზურგზე ვეკუას თითები იგრძნო და სწრაფად შებრუნდა მასთან მიახლოებული ქალისკენ. მისი სახე ხელებში მოიქცია და ჩაწითლებულ თვალებში მზერა გაუსწორა. - ნუ მაიძულებ ამაზე მეტად გაგთელო ლიზა, თავმოყვარეობა მოიძიე და ძლიერად შეხვდი იმ აზრს რომ შენგან მივდივარ, აღარ დამირეკო, არც ბარნოვს გაეკარო, შენს პატარა თავში რამე უაზრო გეგმა არ დასახო თორემ გპირდები დავივიწყებ რომ იყო დრო მიყვარდი. - ატირებულ ქალს ხელი უშვა, სავარძელზე დაგდებული ქურთუკს დასწვდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ.
- რატი! - ამოიყვირა იატაკზე ჩამუხლულმა ვეკუამ და ხმაურით დახურული კარის გამო შეშინებული შეხტა.
ლიზა ვეკუასთვის იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, ოცნება რომელიც რატის გაცნობის დღიდან დაუკითხავად შეუძვრა მის გონებას და ისე დაეპატრონა რომ მისი აზრი არც იკითხა მოულოდნელად დაიმსხვრა და თითქმის საკურთხეველთან მისული უმოწყალოდ მიტოვებული აღმოჩნდა. ჩემი როგორც ავტორის მხრიდან სწორი არ იქნება ვეკუას პიროვნება უფრო ახლოს არ გაგაცნოთ, დარწმუნებული ვარ მას იმაზე მეტი გულშემატკივარი ეყოლება ვიდრე მე წარმომედგინა სანამ ამ პერსონაჟს შევქმნიდი. ლიზა ვეკუა ღარიბ ოჯახში დაიბადა, დედა პროფესიით ექიმი ჰყავდა, მამა ეკონომისტი, მის გარდა ოჯახში კიდევ ორი გოგონა დაიბადა, ლიზა პირველი იყო, შესაბამისად დანარჩენი ორი დის გაზრდაში ამ უკანასკნელმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, დედას მუდამ გვედრით ედგა და ხშირ შემთხვევაში მეგობრებთან ერთად სათამაშოთ წასვლაზეც კი უარს ამბობდა რადგან არ სურდა დედის მარტო დატოვება, მამა ხშირად არ იყო სახლში, ავადმყოფ დედას კი რომელსაც ფილტვების ქრონიკული ანთება აწუხებდა ხშირად სისუსტე ისე ერეოდა ლიზა ვეკუას მისზე ბევრად მძიმე დედის ხელით გადაადგილებაც კი უხდებოდა. ერთი სიტყვით ვეკუას ბავშობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ოცი წლის იყო როცა დედამ საბოლოოდ მიატოვა და ზუსტად ამ დროს დაიწყო ლიზამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ეტაპზე სადაც იყო ბევრი იმედგაცრუება თუმცა ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია, შეძლო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულება, მშვენიერი სამსახურეობრივი კარიერა მოიწყო და როგორც იქნა თავი დააღწია სიღარიბესა და სიდუხჭირეს. რატის სანამ გაიცნობდა ერთ ბიჭთან ჰქონდა რომანი თუმცა ერთ მშვენიერ დღეს როდესაც საჭესთან მჯდომი ტელეფონზე საუბრობდა წინ გაჩერებული ავტომობილი ვერ შენიშნა და უკნიდან დაარტყა ლომიძის მანქანას. ასე გაიცნო მან რატი ლომიძე და სულ მალე მათ შეხვედრები დაიწყეს. ვეკუამ კარგად იცოდა რატის წარსული თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებულს არასდროს დაუშვია რომ შეიძლებოდა ოდესმე ლომიძე ისევ ყოფილ ცოლს დაბრუნებოდა, მის მიერ აგებული კოშკები კი ძალიან სწრაფი ტემპით მიიწევდნენ წინ და აი თითქმის მწვერვალს მიღწეულს არსაიდან დაბრუნებულმა წარსულის მოჩვენებამ უმოწყალოდ ჰკრა ხელი და ისევ მიწაზე დასანარცხებლად გაიმეტა. - ამ ბოლო წინადადების დასასრულს დასმული წერტილის შემდეგ თითები კლავიატურას მოვაშორე, უჩვეულო ღიმილით გადავიკითხე ვეკუას დახასიათება და სხეულში შეპარული ტკივილის მარწუხები ვერაფრით დავაიგნორე, სულაც არ მქონდა გეგმაში ვეკუას გულშემატკივრების რაოდენობა გამეზარდა მაგრამ დაწერილის წაშლა აღარ მომინდა ამიტომაც ისე ვტოვებ როგორც არის. - ლიზა ვეკუა არასდროს ყოფილა ცუდი ადამიანი, მან ბევრი ტანჯვა გამოიარა და იმისთვის იბრძოდა რაც მისთვის ღირებული იყო, საკუთარ თავთან აღიარება არ სურდა თორემ თავადაც შესანიშნავად იცოდა რომ ამ ბრძოლაში მწარედ დამარცხდა.
-----
უმისამართოდ მიაპობდა ბარნოვი თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს, სიჩქარის შეგრძნება სრულიად დაკარგა და უკვე ზღვარს საკმაოდ აცდენილმა სიჩქარემ ისე მიაღწია ორას სამოც რომ ბარნოვს სანამ ზურგს უკან ადევნებული სირენის გამაყრუებელი ხმა არ მისწვდა და პოლიციისმიერ დაყვირებული საკუთარი ავტომობილის ნომერი არ ამოიცნო გაზის პედლისთვის ფეხი არ აუშვია.
- ჯანდაბა. - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და სწრაფად გადააყენა ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან.
- თქვენი საბუთები. - მტკიცე ხმით მიმართა ჩამოწეული მინიდან მოცქირალ ბარნოვს ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილმა შუახნის მამაკაცმა.
- ინებეთ. - სწრაფად მიაწოდა ბარნოვმა საბუთები და თითები ნერვულად მოუჭირა საჭეს.
- იცით რომ სიჩქარეს გადააჭარბეთ?
- დიახ ვიცი.
- ნასვამი ხართ? - წარბები აზიდა პილიციელმა.
- დიახ.
- გადმოდით თუ შეიძლება. - ბრაზით მიუგო პოლიციელმა და ავტომობილიდან გადმოსული ბარნოვი ყურადღებით შეათვალიერა. - შებრუნდით და ხელები თავზე დაიწყეთ.
- კარგით რა, ფიქრობთ ამ მოკლე კაბაში იარაღს ვმალავ? თქვენი აზრით განა როგორი პატარა უნდა იყოს რომ მისი დამალვა საცვალში შევძლო. - ბრაზით მიახალა ბარნოვმა მის წინ მდგომ მამაკაცს თუმცა მისი მოთხოვნა მაინც შეასრულა, მისკენ ზურგით შებრუნდა და ხელები თავზე დაიწყო. საფუძვლიანი ხელების ფათურის შემდეგ უკმაყოფილოდ გამოართვა პოლიციის თანამშრომელს საბუთები და განრისხებული მზერა გაუაყარა. - მოვრჩით?
- იცით რომ შემიძლია მართვის მოწმობა ჩამოგართვათ?
- მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებთ. - წარბები აზიდა ბარნოვმა.
- ბარნოვი ხომ? - ინტერესით აათვალიერა პოლიციელმა უკვე განრისხებული ბარნოვი და ის იყო სავარაუდოდ მის ყავაზე დაპატიჟებას აპირებდა ბარნოვის უკან რომ ავტომობილი გაჩერდა და იქედან საბა თავაძე გადმოვიდა.
- რა ხდება უფროსო? - ღიმილით მიუახლოვდა პოლიციის თანამშრომელს და შემდეგ მზერა ბარნოვისკენ მიმართა.
- გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
- კარგით მოდით ასე მოვიქცეთ, ახლა მე ამ ქალბატონს სახლში წავიყვან, შემდედ დავბრუნდები და მის ავტომობილსაც მოვაშორებ აქაურობას, თქვენ კი მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე. რას იტყვით? შევთანხმდით? - ღიმილით გაუწოდა საბამ პოლიციელს ხელი თუმცა საპასუხოდ მისი მკაცრი მზერა მიიღო.
- იცნობთ მას?
- ბარნოვს? ჩემი ძმაკაცის ყოფილი ცოლია. - სასაცილოდ მოჭუტა თავაძემ თვალები და მხარზე ხელი მოხვია აწურულ ბარნოვს, რომელსაც სულს უხუთავდა მდგომარეობა რომელშიც ასე სულალურად ამოჰყო თავი.
- კარგი მაგრამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი და მართვის მოწმობის გარეშე დარჩებით. და კიდევ ამაზე მოკლე კაბაშიც დაუმალავთ იარაღი. - ღიმილით შეისწორა მამაკაცმა ქუდი და იქაურობას გაეცალა.
- დაჯექი! - მტკიცე იყო საბას ხმა და ბარნოვიც მის მანქანაში მოთავსდა.
- აქ საიდან გაჩნდი?
- შენმა დაქალმა დამირეკა. - მოკლედ მოუჭრა საბამ და მანქანა ადგილიდან დაძრა.

13
გარეთ უსაშველოდ წვიმდა. ცამ თითქოს პირი გახსნა და მთელი არსებული რისხვა ერთიანად დააყარა სამყაროს, ირგვლივ გამეფებული სიცივე მხოლოდ ორი ადამიანის ვნებით ანთებულ გულებში ვერ აღწევდა, უკვე ჩაქრობის პირას მყოფი ბუხრის წინ ხალიჩაზე გულაღმა იწვა რატი ლომიძე, მის მკერდზე მისვენებული ბარნოვის თმებში თითებს ნაზად ათამაშებდა და სამყაროს სრულიად გამოთიშულს ალკოჰოლისა და ბარნოვის კანის სურნელით ერთიანად დაბუჟებულს სიამოვნების ღრმა კვალი მჭიდროდ მოდებოდა სხეულზე.
- მიყვარხარ. - საყვარელი ქალის ხმამ მის ყურთან ახლოს გაიჟღერა და სიამოვნებით დაბუჟებულმა ალერსით შესიებული ბაგეები კიდევ ერთხელ დაუკოცნა მკლავებში მოქცეულ ქალს.
- მეც მიყვახარ. - ამოიჩურჩულა და თვალები ისევ დახუჭა.
- არ გამოჩენილა? - შეპარვით იკითხა ბარნოვმა და წამოწეულმა საკუთარ იდაყვებს დაყრდნობილმა ზემოდან დახედა თვალებდახუჭულ ლომიძეს.
- არა.
- როგორ ფიქრობ გამოჩნდება?
- ორი კვირა გავიდა და მისგან არც ერთი ზარი არ მიმიღია, არც ერთი შემთხვევითი შეხვედრა და არც ერთი სკანდალი, ვფიქრობ ლიზა მიხვდა რომ მისთვის ასე აჯობებდა.
- და ისევ რომ გამოჩნდეს? - თვალები მოჭუტა ბარნოვმა და მოწყვეტით აკოცა ზურგზე გაშოტილ ლომიძეს.
- არ გამოჩნდება. - სწრაფად ჩაავლო რატიმ ქალს ხელი და მის ზემოდან მოქცეულმა ვნებიანად დაუკოცნა სავსე ძუძუს თავები.
- და მაინც რომ გამოჩნდეს? - თმებში ჩააფრინდა ბარნოვი და აიძულა სახეში ეცქირა.
- მეჩვენება თუ ნერვიულობ პატარავ?
- არ გეჩვენება.
- ეჭვიანობ?
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბარნოვმა, ლომიძის მკლავებისგან მოხერხებულად გასხლტა და ხალიჩიდან წამომდგარმა ჩაცმა დაიწყო.
- ემი გეყოფა.
- იმ ბავშვებს ვგავართ მშობლების მალულად რომ ერთმანეთს ხვდებიან და სადღაც კედელს ამოფარებულნი სიყვარულით ტკბებიან.
- ემილი.
- ხო ვიცი რატი, ვიცი რომ მე არ მსურს ჩვენი ამბის გამოაშკარავება, ჩემი სურვილით ხდება მალულად რომ ვხვდებით ერთმანეთს, ჩემი სურვილით ვმალავთ შექმნილ რეალობას, ვიცი და შეხსენება არ მჭირდება.
- რა გინდა ემილი? - ხალიჩაზე წამოჯდა ლომიძე და უკვე ჩაცმულ ბარნოვს ქვემოდან ახედა.
- არ ვიცი. - ზურგი აქცია ემილიმ მამაკაცს, ძირს დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. - ვგრძნობ რომ შეცდომას ვუშვებთ. - ამოიჩურჩულა ბარნოვმა და გვერდულად ახედა სახეალეწილ ლომიძეს, რომელსაც ძარღვები ისე ამოჯდომადა მთელ სხეულზე ბარნოვს ცოტა არ იყოს და შეეშინდა კიდეც. - დანაშაულის განცდა არ მტოვებს რატი. - ხმას უფრო დაუწია ემილიმ და რატიდან მზერა თითეში მოქცეული სიგარეტისკენ მიმართა. - დანაშაულის გრძნობა ლიზას წინაშე, ის არ არის დამნაშავე იმაში რომ უანგაროდ შეგიყვარა და თავისი თავი მთლიანად მოგიძღვნა, არც იმაშია დამნაშავე რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ დანახული საფრთხის გამო ხასიათი საგრძნობლად შეეცვალა, დამანშავე არ არის იმაში რომ არსაიდან ჩამოთრეულმა მისი საქმროს ყოფილმა ცოლმა ცხვირწინ აწაპნა საყვარელი ადამიანი. დანაშაულის განცდა ისე შემიძვრა გონებაში რომ მოსვენება დავკარგე, არ მძინავს. გესმის რატი რას გეუბნები?
- მესმის თუმცა ვერ ვხდები საით მიგყავს საუბარი ემილი. - ხალიჩიდან წამოდგა ლომიძე და ჩამქარ ცეცხლში რამდენიმე ხის ნაფოტი შეაგდო. - ვერ ვხდები რა გინდა, არც მე მომწონს ის რაც მოხდა, არც მე ვარ კარგად იმის გამო რომ ლიზა ასე მივატოვე, ხო თავს დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე მაგრამ ახლა ვერ ვხდები რატომ მელაპარაკები ამ თემაზე?
- მაშინ როცა შენთან ყოფნით გამოწვეული ბედნიერებით უნდა ვტკბებოდე ვეკუას სახე არ ამომდის თვალებიდან, ვერ ვსუნთქავ, მგონია რომ ვიხრჩვები და ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, არ შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო მაშინ როცა არც კი ვიცი ის საბრალო თავს როგორ გრძნობს. უკანასკნელი კახ/ა მგონია თავი, რომელიც იდეაში მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა რომ ყოფილი ქმრის ქორწილში ქალიშვილი წაეყვანა, გეგმაში არ მქონდა არავის ცხოვრების არევა, არც ვინმესთვის გულის ტკენა მსურდა.
- არ გაჩუმდები? - მოკლედ მოუჭრა ლომიძემ და შარვალი ამოიცვა.
- ჩემზე მეტად არავის ესმის ტკივილის როცა გიყვარს და მასთან არ ხარ.
- ემილი! - იყვირა ლომიძემ. - რა გინდა ბოლოსდაბოლოს? გინდა განტევების ვაცად იქცე? მითხარი იმის გამო რომ ლიზას წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობ შემთხვევით ხომ არ აპირებ ჩვენი ურთიერთობა ისევ დაასრულო? იქნებ ისევ წასვლა და გადახვეწა გიდევს გონებაში. მითხარი ასეა?
- არ ვიცი.
- ამის დედას შევე/ი. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ, ბუხრის თავზე დადგმულ ვაზას ხელი დაავლო და კედელს მთელი ძალით მიანარცხა. - შენ მე ვინ გგონივარ? საერთოდ სიყვარული რა გგონია? მოგინდება დაიწყებ და მოგინდება დაასრულებ? წასვლა გინდა? რატომ? დავიჯერო იმდენად გაწუხებს სინდისი რომელიც ღმერთმა უწყის რატომ გაწუხებს რომ ჩემგან წასვლა გინდა? ასეთი რა გააკეთე? ხო კარგი. - თავზე ხელები მოიჭირა ლომიძემ და ღრმად ამოისუნთქა. - გეთანხმები არ იყო კარგი საქციელი ის რაც ჩავიდინეთ, არ იყო სამართლიანი ჩემი მხრიდან საცოლის ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მიტოვება, არც ის იყო სწორი რომ მას საკუთარ ყოფილთან ვუღალატე. არ იყო ეს დედამოტ/ნული არც ერთი ჩვენი ნაბიჯი სწორი მაგრამ მოხდა ხომ? მოხდა და ძნელად თუ ადვილად გაიგო ეს ვეკუამ და ორი კვირაა აღარც გამოჩენილა. ორი კვირაა მალულად მოდიხარ ჩემთან მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის ჭორაობის და შენი კარიერის დანგრევის გეშინია. გავკარი შენს კარიერას მაშინ როცა ასე გაგიჟებით მიყვარხარ. წასვლა გინდა? წადი ემილი, წადი მაგრამ იცოდე უკან ვეღარ დაბრუნდები. - მოქნეული ხელი მაგიდის ზედაპირზე დაარტყა ლომიძემ და დაბერილი ნესტოებიდან ხარბად გამოდევნა მასში დაბუდებული ჰაერი. - მითხარი წასვლა გინდა? - მაგიდაზე დალაგებული ნივთები ერთი ხელის მოსმით ძირს გადმოყარა ლომიძემ და ბრაზმორეულ ბარნოვს ზემოდან დახედა.
- არ მითქვამს რომ წასვლა მინდა და მორჩი ყვირილს, ასე თუ განაგრძობ სახლში მთელი ნივთი აღარ გექნება.
- მითხარი რა გინდა?!
- იქნებ ლიზა მართალია, იქნებ ის რასაც ჩემს მიმართ გრძნობ სიყვარული კი არა მონატრება და ვნება იყო.
- და როგორ ფიქრობ, თითქმის ერთი თვე გავიდა და რით ვერ მოვიოხე გული მონატრებისგან. ემილი ხვდები რო მაგრად ატრაკებ?
- ჯანდაბა რატი დაბნეული ვარ. - სახეზე ხელები აიფარა ბარნოვმა რადგან ვეღარ გაუძლო ლომიძის თვალებში ჩამდგარ ვნებას.
- ისევ თხუთმეტი წლის გოგოსავით იქცევი. - კბილებში გამოცრა ლომიძემ, მკლავებში ჩაფრენილი ხელების მეშვეობით სწრაფად წამოაგდო ბარნოვი ზევით და მის ტუჩებთან დახრილმა დაბალი ხმით ამოიჩურჩულა. - ზუსტად იმ ბარნოვს მაგონებ პირველად რომ ჩემგან წასვლა გადაწყვიტა მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მაშინ არ ტიროდი, გაცილებით მეტად იყავი საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული ვიდრე ახლა. რა გინდა ემილი?
- მშვიდად ცხოვრება.
- და რა მოგიტანს სიმშვიდეს? ვეკუა ვნახო? მივაკითხო? გავიგო როგორ გრძნობს თაავს? გამოსამშვიდობებელი სექსითაც ხომ არ დავკავდე მასთან?
- რატი. - ამოიკივლა ბარნოვმა მკლავები ისე ასტკივდა.
- რა რატი? რა?
- მტკივა.
- არაფერია ფიზიკური ტკივილი იმასთან შედარებით რასაც ახლა ვგრძნობ. გიყურებ და ვხედავ ერთი სული გაქვს დაახვიო საქართველოდან.
- რატი. - უკვე ცრემლები წასკდა ბარნოვს.
- გაერთე პატარავ? ჩამოხვედი ცხოვრება ამირიე, გართე და წასვლა გადაწტვიტე?
- ჯანდაბა რატი არ მისმენ? წასვლა საერთოდ ვახსენე?
- თქმა რა საჭიროა შენს თვალებში ისედაც ვხედავ ამას.
- ბოდავ ლომიძე.
- არ ვბოდავ! - სწრაფად მოშორდა ქალის სხეულს რატი და ზურგი შეაქცია.
- იმ ბავშვს გავხარ დანაშაული რომ ჩაიდინა და მშობლის პირველივე მაღალ ხმაზე თავად აღიარა დანაშაული ისე რომ მშობელმა არც კი იცოდა თუ რამე დააშავა.
- ჯანდაბა. - ახარხარდა ლომიძე. - ახლა იმასაც მტენი რომ თავად მინდა ჩემგან წახვიდე?
- რაზე დაგიწყე საუბარი და სად მივედით, ყოველთვის ასე ხდებოდა. - ქურთუკს სწვდა ბარნოვი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ემილი! - ამოიყვირა რატიმ და მაჯაში ჩაავლო წინ წასულ ბარნოვს ხელი. - მოეშვი ამ გაქცევებს, ამან წარსული წაგვართვა არც ახლა მოგვიტანს სიკეთეს.
- არსად გავრბივარ, უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა. - უხეშად გამოგლიჯა ყოფილ ქმარს ხელი და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა კარისკენ.
- დაიწყო, ისევ დაიწყო. - ამოიჩურჩულა ლომიძემ და ცარიელი მაგიდა ხმაურით ააყირავა.
-----
ვერაფერს იტყვი, მაშინ როცა მეგონა ყველაფერი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა პირიქით მოხდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბარნოვი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა როცა ყავა უნდოდა, სამზარეულოში შელასლასებული უხმოდ დაისხმადა ყავას და ისევ თავის ოთახში ბრუნდებოდა, საბრალო ანასტასიას ვერაფერი გაეგო თუმცა მორჩილად იტანდა დედის სახეცვლილებას და ჩაცვენილ თვალებს. რატი ყოველ დღე აკითხავდა ტასოს თუმცა არც ერთხელ მოუკითხავს ბარნოვის ამბავი. საწყალი ნელი დეიდა დარდათ იქცა და უკვე აღარ იცოდა რა სჯობდა ის რომ მის შვილს შიმშილით მოეკლა თავი თუ ის რომ თავად წაექეზებინა ქალიშვილი ყოფილ ქმარს შერიგებოდა. დარწმუნებული ვარ დიდათ არავის გაღელვებთ ჩემი ამბავი მაგრამ მაინც ჩავაკვეხებ ცოტაოდენ ინფორმაციას ჩემს შესახებ. საბას თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდი, არანაირი ვალდებულება, გრძნობა და ემოცია, უბრალოდ ჩვენ ერთად მშვენიერ დროს ვატარებდით და რაც მთავარია ხარისხიანი სექსით ვკავდებოდით. ვიღაცამ ჰარი ახსენა მგონი ხო? ხო ანდერსონს რაც შეეხება ბარნოვმა მშვიდად დაახვევინა თავისი ცხოვრებიდან და ისიც მამაკაცების იმ სიაში ჩაეწერა რომლის სახელწოდებაც ასეთია. "ბარნოვვერმიღებული მამაკაცები". ვერაფერს იტყვი ამაზე უკეთესი სიტყვა არც მომაფიქრდა. წიგნი? წიგნის წერა არ შემიწყვიტავს უბრალოდ ჩემმა გმირებმა რატომღაც ერთ ეტაპზე გაჩერება გადაწყვიტეს და მეც იძულებული გავხდი დროებით დამეხურა ნოუთბუქი.
-----

სახელოსნოში მარტო იჯდა, ფანჯრის მინაზე მოცეკვავე შემოდგომის წვიმას ჩაფიქრებული უცქერდა, ხელებს შორის მოქცეულ სასმლით სავსე ჭიქას ნერვულად აწვალებდა როდესაც კარზე დაუკაკუნეს.
- დედა ხომ გთხოვე რომ მარტო ყოფნა მინდა. - ბრაზით გახედა ჩაკეტილ კარს და სასმელი მოსვა. კაკუნი ისევ განმეორდა და განრისხებული ბარნოვი ჩხუბით გაემართა კარისკენ. - ხომ გთხოვე... - კარი გააღო და ყველა სიტყვა რაც გონებაში უტრიალებდა მაშინვე დაავიწყდა. - აქ რას აკეთებ?
- შემომიშვებ? წვიმს მე კი სალონიდან პირდაპირ შენთან წამოვედი. - უცნაური ღიმილი აუთამაშდა ვეკუას სახეზე და სახელოსნოში შევიდა, დაკვირვებით მოათვალიერა იქაურობა და ბოლოს იმ სავარძელში მოთავსდა სადაც რამდენიმე წუთის წინ ბარნოვი იჯდა და სასმელს წრუპავდა. - შეიძლება? - სასმლისკენ გაიშვირა თითი, ჯერ კიდევ დაბნეულმა ბარნოვმა სუფთა ჭიქა სასმლით შეუვსო და მიაწოდა. - არ დაჯდები?
- აქ რას აკეთებ ლიზა? - სიგარეტს მოუკიდა ბარნოვმა და ინტერესით გახედა სავარძელში მოთავსებულ ვეკუას რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა და სიამოვნებით მიირთმევდა წითელ ღვინოს.
- მოვედი რომ ჩემი თვალით მენახა ქალი, რომელმაც საქმრო ამახია, შემდეგ კი თვითონაც მიაგდო. - მხრები აიჩეჩა ვეკუამ და წარბის აწევით ახედა მაგიდის ზედაპირს მიყრდნობილ ბარნოვს, რომელიც ნერვულად ეწეოდა სიგარეტს. - მინდა გითხრა რომ იმედი გამიცრუვდა. - თვალები მოჭუტა ლიზამ და გამოცლილი ჭიქა ისევ შეივსო. - შენ არ ხარ ის ქალი ვისი ინსტაგრამიც გადაქექილი მაქვს, არც ის ქალი ხარ პირველად ნახვის შემდეგ მოსვენება რომ დამაკარგვინა, არც ის ქალი ვის თვალებშიც რეალური საფრთხე დავინახე. შენ მოჩვენება ხარ ემილი, ფერწასული მოჩვენება რომელიც სექსუალურობის მწვერვალიდან სულ რაღაც ორ კვირაში იქცა ფერმკრთალ, უმწეო ქალად.
- რა გინდა ლიზა? - სწრაფად ჩააქრო ბარნოვმა სიგარეტი და მზერა გაუსწორა დაუპატიჟებელ სტუმარს.
- მე რა მინდა თუ შენ რა გინდა ემილი? რას აკეთებ? აქ რატომ ხარ? რატომ არ ტკბები იმ სიყვარულით რომელიც ღმერთმა გარგუნა? ახლა მე უნდა ვიჯდე შენს ადგილას და სახეს ვიხოკდე მიტოვების გამო შენ კი ბედნიერების ფრთებშესხმულს ვნების მდინარეში ცურვით უნდა გაგყავდეს დრო რომელიც ისედაც ცოტა გვიბოძა ღმერთმა.
- მეჩვენება თუ ჩემთან იმისთვის მოხვედი მეგობრულად მიბიძგო მივიდე კაცთან რომელმაც ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მიგატოვა? - თვალები მოჭუტა ბარნოვმა და გამშრალი ყელი სასმლით გაისველა.
- არ გეჩვენება ასეა.
- და ამას რატომ აკეთებ?
- მე ვუყურე რატის თვალებში აგიზგიზებულ ცეცხლს, ცეცხლს რომელსაც მხოლოდ ერთი სახელი აქვს „ყოფილი“ მას არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის ისე როგორც შენ გიყურებდა. არ მინდა მთელი ცხოვრება უბედურს ვხედავდე. შეშინებული ხარ, იმის გეშინია რომ რაღაც საშინელი ჩაიდინე, სხვა ადამიანს ცხოვრება დაუნგრიე, ასეც არის. - ღიმილით გაშალა ვეკუამ ხელები და დაბნეულ ბარნოვს გაუღიმა. - შენ მე ცხოვრება დამინგრიე, მაგრამ მე არ წავქცეულვარ, არა წავიქეცი მაგრამ ვიპოვე საკუთარ თავში იმის რწმენა და ძალა რომ ფეხზე ავდგარიყავი და თუ მე შევძელი წაქცეულს მაინც მეპოვა ცხოვრების გაგრძელების უნარი ვფიქრობ ჯერ კიდევ მაქვს იმის ნებისყოფა და ადამიანობა რომ არ მსურდეს საყვარელ ადამიანს უბედურს ვხედავდე, არ გეგონოს ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მომწონხარ ან გაპატიე ის რაც დამმართე მაგრამ მე მიყვარს რატი, მას კი შენ უყვარხარ. ამიტომ კეთილი ინებე, ადამიანს დაემსგავსე და მასთან მიდი, თორემ გპირდები სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვი და თმით გითრევ. - გაიღიმა ვეკუამ და სასმელი მოსვა.
- არამგონია იმის მერე რაც გავაკეთე ჩემი ნახვა ისურვოს. - მოწყვეტით ჩაეშვა ბარნოვი სავარძელში და ღიმილით გახედა მის წინ მჯდომ ვეკუას, რომელიც მართლა შესანიშნავად გამოიყურებოდა.
- ახლა მე წავალ, შენ კი შეეცადე რამე სექსუალური ჩაიცვა, მერე მასთან მიდი მაგრამ დილით როცა გაიღვიძებ ნუ მომწერ როგორ ჩაივლის ღამე. - თვალი ჩაუკრა ვეკუამ, ჭიქაში მორჩენილი სასმელი მოსვა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ლიზა. - კართან მისული ბარნოვის ხმამ შეაჩერა ლიზა ვეკუა. - მადლობა. - ვერ დაინახა ვეკუას სახე რადგან ზურგით იდგა ეს უკანასკნელი თუმცა გუმანით მიხვდა რომ გასასვლელში მდგომ ქალს გაეღიმა რის გამოც მომენტალური სიმსუბუქე უგრძნო სხეულში.
- წადი შენი. - შუა თითი აუწია ვეკუამ ბარნოვს და კარიც ხმაურით მიხურა ზურგს უკან.
-----
- რა ჯანდაბა გჭირს? - ბრაზით შეუღრინა სასმელმოკიდებულმა ლომიძემ მეგობარს, რომელიც ყოველ წამს შეშლილივით ამოწმებდა ტელეფონს.
- არაფერი.
- საბა.
- მაპატიე რატი დაგპირდი მარტო არ დაგტოვებდი მაგრამ უნდა წავიდე, ჯესიკა მელოდება.
- შენ და ის ამერიკელი ძაან აეწყეთ და რამე? - ლუდი მოსვა ლომიძემ და გვერდულად ახედა წასასვლელად მომზადებულ მეგობარს.
- ჰო. - მოკლედ მოუჭრა საბამ, მაგიდაზე დაგდებულ გასაღებს დაწვდა და გასასველისკენ წავიდა.
- მაგარი ტრა/ი ხარ საბა თავაძე მარტო რო მტოვებ. - სკამის ზურგს მიეკრო ლომიძე და ღიმილით გახედა მიმავალ მეგობარს, რომელმაც ხმაურით გაიხურა კარი და ლომიძეც უზარმაზარ ოთახში მარტო აღნოჩნდა მაგიდაზე დაყრილ რამდენიმე ცარიელ ლუდის ბოთლთან და ამღვრეულ ფიქრებთან ერთად, დაბუჟებული ხელები სახეზე მოისვა და სიგარეტს მოუკიდა, ღრმად შეუშვა გამონაბოლქვი ფილტვებში და იქამდე გაიჩერა სანამ ხველებით ყელი არ ასტკივდა და ცრემლებმა მხედველობაში არ შეუშალა ხელი, ბრაზს ერთიანად მოეცვა მისი გონება და მიუხედავად იმისა რომ საშინლად სურდა ბარნოვისთვის ის ამაყი ყელი მოეგრიხა მის მონატრებას მაინც ვერაფრით დევნიდა გონებიდან. ცხვირის წვერი აეწვა და ამღვრეული თვალები თითებით მოისრისა კარზე კაკუნმა რომ რეალობაში დააბრუნა. - ატრაკებ საბა, ღიაა ხომ იცი. - სიგარეტს მოქაჩა და ღია კარში გამოჩენილი დაუპატიჟებელი სილუეტის გამო მოულოდნელად ატეხილი ხველა ვერაფრით შეიჩერა. - ჯანდაბა. - ამოიჩურჩულა როგორც კი სული მოითქვა და უკვე მასთან მიახლოებულ ბარნოვს, რომელიც სულისშემძვრელად კარგად გამოიყურებოდა გაფართოებული თვალებით ახედა. - მოვკვდი?
- ჯერ არა. - გაუღიმა ბარნოვმა, სკამი გამოსწია და მაგიდასთან მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. - ცუდად გამოიყურები.
- ჰო ყოფილმა ცოლმა უკვე მეორედ მიმატოვა და. - ირონიულად ამოიქირქილა ლომიძემ, სავარძლის ზურგს აეკრო და გამომცდელად დააკვირდა მის წინ მჯდომ ბარნოვს. - აქ რას აკეთებ?
- ამერიკიდან დამირეკეს. - ლომიძის ყურებს ბუდნოვნად მისწვდა ბარნოვის სიტყვები რადგან საუბრის სავარაუდო გაგრძელების გამო უკვე გული ისე უძგერდა ცოტაც და კუთვნილი ადგილიდან ამომხტარი ბარნოვის ფეხებთან შესაბრალისად აფართხალდებოდა.
- მერე? - ბრაზით დააჭირა ლომიძემ კბილები ერთმანეთს.
- ერთ-ერთ სააგენტოს უნდა კონტრაქტი დამიდოს და მათ დიზაინზე ვიმუშაო.
- გილოცავ. - კბილებში გამოსცრა ლომიძემ და ლუდის ბოთლი მაღლა ასწია.
- ვიფიქრე თუ თანახმა ხარ შემიძლია საქართველოდანაც ვიმუშაო მათთვის. - ორივე ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო ბარნოვი და მოსმენილით ჯერ კიდევ გაბრუებულ ლომიძეს ღიმილით გახედა. - თუ რა თქმა უნდა ჩემი დარჩენა ისევ გინდა. - სულგანაბული უსმენდა ლომიძე მომღიმარ ბარნოვს, რომელსაც მკერდი ისე უთრთოდა მოურიდებლად ყიდდა პატრონის მღელვარებას, სიტყვების გასაანალიზებლად რამდენიმე წამი დასჭირდა ლომიძეს, ჯერ გონებაში ყველაზე ბოლოს მყოფ ნერვულ სისტემას შეეხო მისი სიტყვები, მერე უფრო წინ გადაინაცვლა, კიდევ უფრო წინ და ბოლოს ვულკანივით მიასკდა ლომიძის ტვინს.
- ჯანდაბა. - გიჟივით ახარხარდა ლომიძე და სავარძლიდან წამოიჭრა. - მეკაიფები?
- ვფიქრობ რომ არა. - ქვემოდან ახედა ბარნოვმა. კიდევ რაღაცის თქმა სურდა მაგრამ ლომიძის ხელებმა, რომელიც მჭიდროდ შემოეჭდო მკლავეზე ფეხზე წამოაგდეს და ბაგეზე ვნებით დაკრულმა ტუჩებმაც ყველა სიტყვა ყელში უთქმელი ჩაუტოვეს.
-----
არაფერია იმაზე სასიამოვნო როდესაც ყველა იმას იღებს რაც სურს.
-----
- ჯეს ვაგვიანეთ.
- ორი წუთი ემილი.
- ჯანდაბა ჯეს, დღეს შენი მეგობარი ყოფილ ქმარზე თხოვდება, უკვე ვფიქრობ რომ ამ ნოუთბუქში რაღაც ისეთს აკეთებ რამაც უნდა გამაბრაზოს. - ღია კარში წითური თავი შემოჰყო ბარნოვმა და ბრაზით დამიქაჩა თვალები.
- მოვდივარ ემილი.
- ჯანდაბა. - ხმაურით გაიჯახუნა ბარნოვმა კარი და ოთახში მარტო დამტოვა.
-----
მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანს რყვნის, ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტად აქცევს. რა თქმა უნდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამ სანამ შენი ახალი ცხოვრების რიტმს ფეხს აუწყობ, შესაძლოა ასეც მოხდეს, დაბრმავდე და რეალურად მსჯელობის უნარი დაკარგო. თუმცა, თუ საბოლოოდ არ გადაეშვები თავაწყვეტილი ვნების მორევში, საპირისპირო ხდება - წარმატების შემდგომ, უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანი, თავმდაბალი, მიმტევებელი და კეთილი ბუნების ხდება. ასე მოხდა ბარნოვის შემთხვევეში. მან შეძლო ქვეცნობიერში შეღწევა, დალუქული უჯრების გახსნა და ისტორიის განახლება, შეძლო ცხოვრებასთან ზავი დაედო და მანაც ყველა საჭირო კარი გაუღო...
ქალი რომელიც წლების წინ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად უცხო ქვეყანაში ჩავიდა და ძალიან მალე იმაზე მეტად წარმატებული და სასურველი გახდა ვიდრე წარმოედგინა არასდროს ყოფილა ბედნიერი იქამდე, სანამ უკან დაბრუნებულმა არ აღმოაჩინა რომ ერთადერთი რაც მას ბედნიერებისა და გულწრფელი ღიმილისთვის სჭირდებოდა ყოფილი ქმრის სიახლოვე იყო. წინააღმდეგობისა და ტკივილის მიუხედავად მაინც შესძლო საკუთარ თავში რწმენისა და ძალის პოვნა და კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო ფართოდ გაუღო სიყვარულის საოცარ გრძნობას გულის კარი, გაუღო, მიიღო, შეიგრძნო და არასდროს აღარ უნანია.
ემილი ბარნოვმა ნიუ-ორკიდან დაბრუნების შემდეგ ხუთ თქვეში ხელმეორედ იქორწინა ყოფილ ქმარზე. ანასტასია ლომიძე მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო ამ ამბის გამო. ლომიძის მშობლებმა ისევ დიდი სიყვარულით მიიღეს ემილი ბარნოვი. არც ბარნოვის მშობლებს გაუპროტესტებიათ ეს ამბავი.
პომპეზური ქორწილი ტბის პირას, ღია ცის ქვეშ გაიმართა და დიდ ხანს იყო მსოფლიოს სხვა და სხვა ტელევიზიებისთვის ჭეშმარიტი სიყვარულის ნამდვილად არსებობის დამატასტურებელი მასალა. სოციალური ქსელები აჭრელდა ცნობილი მხატვრის პირადი ცხოვრების გასაჯაროებით თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენს წყვილს მშვიდად ცხოვრება განეგრძო.
ვიცი გინდათ გაიგოთ მაშინ როცა ბარნოვისა და ლომიძის სიყვარულს როგორც იქნა გვირგვინი დაედგა სად არის ამ დროს ლიზა ვეკუა... ერთ საღამოს როდესაც ალერსით დაღლილ ბარნოვს ლომიძის მკერდზე ჰქონდა თავი მისვნებული და ბედნიერებით სახეგაბრწყინებულს საერთოდ დაჰკარგვოდა რეალობის შეგრძნების უნარი მოულოდნელად ვეკუას ის ვიზიტი გაახსენდა, რომლის შემდეგაც საკუთარ თავს აიძულა დეპრესია უკან მოეტევობინა და საყვარელი მამაკაცი დაებრუნებინა. სწორედ იმ ღამით როცა რატის ლიზას ამბები ჰკითხა გაიგო ის რომ ლიზა ვეკუა შესანიშნავად მღეროდა, მაშინ გაიგო რომ ვეკუას ოცნება სიმღერასთან იყო კავშირში და ისიც რომ საქართველოში ვერასდროს შეძლო ამ ოცნების ახდენა. თითქოს არსაიდან მოასკდა ბარნოვს დაუოკებელი სურვილი მისი სულგრძელი საქციელის გამო რამით მაინც გადაეხადა ლიზასთვის მადლობა, ისე რომ ქმრისთვის არაფერი უთქვამს, მეორე დილითვე დარეკა ნიუ-ორკში ერთ-ერთ ნაცნობ ადამიანთან და მისი საკმაოდ წარმატებული სახელის გამო არ გასჭირვებია ვეკუასთვის საუკეთესო მუსიკალური სკოლისა და რაც მთავარია შესანიშნავი ბარის მოძიება სადაც ვეკუა შეძლებდა მისი ოცნების გზის დასაწყისში მდგომს თავად წარემართა და გაეღრმავებინა მომავალი. როგორც კი ყველაფერი მოაგვარა მაშინვე ლიზას ბინისკენ აიღო გეზი და კართან ატუზულს გული ისე უცემდა საკუთარ თავს დასცინა კიდეც.
- აქ რას აკეთებ? - გულწრფელად დაიბნა ლიზა კართან ატუზული ბარნოვის დანახვის გამო და კარი უფრო ფართოდ გააღო რომ დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში შესულიყო.
- აქ ნიუ-ორკში წასასვლელი ბილეთია, მისამართი სადაც შენთვის სახლი ვიქირავე, ხუთი თვის ქირა გადახდილია, კარგი უბანია, სანამ სახლს ვიყიდდი მეც ამ უბანში ვცხოვრობდი, ზედმეტად არავინ შეგაწუხებს, კონვერტში ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერია რომელიც შენს ზარს ელოდება, ასევე მუსიკალური სკოლის მისამართი სადაც სწავლის ფული გადასახდელი არ გექნება, უკვე ვიზრუნე ამაზე, ვიცი რომ სიმღერა გიყვარს და მინდა გამოიყენო შანსი და ოცნება აისრულო. - სწრაფად ამოთქვა ბარნოვმა სათქმელი და ათრთოლებულ ხელში მოქცეული კონვერტი მაგიდაზე დადო. ჯერ კიდევ გაოგნებული ვეკუა გამორეცხილი თვალებით მიაშტერდა სავარძელში ჩაფლულ ბარნოვს, ხელის ცეცებით მოიძია ზურგს უკან სკამი და მოწყვეტიდ დაეშვა მასზე, თვალს ვერ წყვეტდა ემილის და გონებაში ჯერ კიდევ მისი სიტყვების გადახარშვით სრული ქაოსი ჰქონდა გაჩაღებული.
- რა? - ამოთქვა ბოლოს და მაგიდაზე დადებულ კონვერტს გახედა.
- უბრალოდ მინდა მადლობა გითხრა იმ ცხოვრებისთვის რომელიც მაჩუქე.
- მე არაფერი მიჩუქებია, ეს ცხოვრება ისედაც შენი იყო, უბრალოდ გიბიძგე რომ ეს დაგენახა და დაგებრუნებინა.
- ეს მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია შენთვის, როგორც გსურს ისე მოიქეცი. თუ გინდა დახიე ეს კონვერტი, თუ გინდა გამოიყენე, ნება შენია. - ფეხზე წამოდგა ბარნოვი და ღიმილით დახედა ჯერ კიდევ ფერწასულ ვეკუას.
- ამდენი ღირდა ლომიძე? - მოულოდნელად გაიღიმა ვეკუამ და მოჭუტული თვალებით ახედა უკვე კართან მდგომ ბარნოვს.
- გამიხარდება თუ იმას მიაღწევ რაც გსურს. - გაუღიმა ბარნოვმა და ვეკუას სახლი მშვიდად დატოვა. - რამდენიმე წამი თვალებგაშტერებული უქცრედა ლიზა ვეკუა მაგიდაზე დადებულ კონვერტს, ბოლოს გაეღიმა და სხეულში დავლილი ბედნიერების ნაპერწკლებისგან სიხარულის ცრემლები მოსწყდა მის თვალებს. წარმოუდგენელი იყო ის რაც მის თავს ხდებოდა, არც კი სჯეროდა რომ ქალმა რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, საყვარელი მამაკაცი წაართვა და მარტოობისთვის გაიმეტა ბოლოს მთელი მისი ცხოვრების ოცნების ასრულებაში დაეხმარებოდა...
ჰო ვეკუა წავიდა ამერიკაში და შესანიშნავი კარიერის აწყობა მოახერხა.
ჩემზეც გეტყვით რამდენიმე სიტყვას, სამსახურს თავი დავანებე, წერას უფრო მეტი სერიოზულობით მოვეკიდე, ბევრს ვმოგზაურობ და ზოგჯერ ჩავდივარ ბარნოვთან საქარველოში, ძალიან მიყვარს მასთან სტუმრობა რადგან ვიცი იქ მუდამ მელოდება საბა, რომელთანაც არ მაქვს არანაირი გრძნობა და ვალდებულება მაგრამ მაქვს შესანიშნავი სექსი...
ვგრძნობ როგორ მიჭირს ბოლო წერტილი დავსვა და წერტილის ბოლოს მუქად მივაწერო „დასასრული“, მაგრამ მგონი საკმარისად ვქექეთ ემილი ბარნოვის ცხოვრება, საკმარისად ვისმინეთ შეურაცხყოფა თუ ქება, საკმარისად ვიხილეთ მისი დეპრესია თუ სექსულაური ცხოვრების დეტალები. ახლა კი დროა მივცეთ ისტორიის ყველა მოქმედ გმირს იმის საშუალება რომ მშვიდად განაგრძონ მათმიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე სიარული.

და ბოლოს მცირე რჩევები ყველა ჩემს მკითხველს:
- ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.
- ცხოვრებაში საკუთარ გამოცდილებაზე უკეთესი არაფერია.
- ყოველ ახალ საფეხურზე შეცდომას აჰყავხართ და არა წარმატებას!
- ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივად სიცოცხლეს.
- ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად.
სიყვარულით - ჯესიკა ჰარპერი.

დასასრული...




მოკლედ დასრულდა ეს ამბავიც :)
მომენატრებით. შეხვედრამდე მეგობრებოскачать dle 11.3



№1 სტუმარი ^^^

Never clicked so fast
წავედი წავიკითხოოო

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

^^^
Never clicked so fast
წავედი წავიკითხოოო



kissing_heart

 


№3 სტუმარი ლიამი

ეს იყო ის რაც უნდა ყოფილიყო.
არაჩვეულებრივი ხარ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიტა

შესანიშნავი იყო ენ არა ენბლექისეული მაგრამ მაინც უნაკლო???????????? ვგიჟდები შენზე და მალენდაგვიბრუნდიი ????????????????

 


№5  offline ადმინი ენ ბლექი

ლიამი
ეს იყო ის რაც უნდა ყოფილიყო.
არაჩვეულებრივი ხარ



მადლობა

სტუმარი ნიტა
შესანიშნავი იყო ენ არა ენბლექისეული მაგრამ მაინც უნაკლო???????????? ვგიჟდები შენზე და მალენდაგვიბრუნდიი ????????????????



გეთანხმები ნამდვილად რომ არა ენბლექისეული :)
მადლობა kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრებააა, ავტორის მონოლოგები ძალიან მომეწონა და მთლად ასეთ კარგ დასასრულსაც არ ველოდი

ძალიან ძალიან მომეწონა.

 


№7  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიამი
საოცრებააა, ავტორის მონოლოგები ძალიან მომეწონა და მთლად ასეთ კარგ დასასრულსაც არ ველოდი

ძალიან ძალიან მომეწონა.


მადლობა მარიამ kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი gvantsa

ლიზა ქალი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა ამ თავში,ნამდვილად იმსახურებს ბედნიერ მომავალს .იმედია რატი და ემილი ბოლომდე ბავშვებად არ დარჩნენ და გაიზარდნენ ,ჩამოყალიბდნენ ზრდასრულ ადამიანებად :)) სიყვარულს არ უხდება ყოყმანიი ,სიგიჟე ბევრი სიგიჟეე :))

 


№9  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი gvantsa
ლიზა ქალი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა ამ თავში,ნამდვილად იმსახურებს ბედნიერ მომავალს .იმედია რატი და ემილი ბოლომდე ბავშვებად არ დარჩნენ და გაიზარდნენ ,ჩამოყალიბდნენ ზრდასრულ ადამიანებად :)) სიყვარულს არ უხდება ყოყმანიი ,სიგიჟე ბევრი სიგიჟეე :))



გაიზარდნენ გაიზარდნენ <3
მადლობა

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფა

რაღაც მომენტში სერიოზულად დავიძაბე მეგონა ემი გაიქცეოდა რატის ლიზას შერთავდი და ეს იქნებოდა მისთვის განკუთვნილი ბედნიერი დასასრული და მოვამზადე აღშფოთებითი სიტყვების არსენალი smiley არაჩვეულებრივი მწერალი ხარ და სულმოუთქმელად გელი ახალი ისტორიით ❤

 


№11 სტუმარი ნათია გოგოლაური

საოცარი ხარ ენ????❤ პ.ს:გადამირჩი????????????

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი სოფა
რაღაც მომენტში სერიოზულად დავიძაბე მეგონა ემი გაიქცეოდა რატის ლიზას შერთავდი და ეს იქნებოდა მისთვის განკუთვნილი ბედნიერი დასასრული და მოვამზადე აღშფოთებითი სიტყვების არსენალი smiley არაჩვეულებრივი მწერალი ხარ და სულმოუთქმელად გელი ახალი ისტორიით ❤



მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

ნათია გოგოლაური
საოცარი ხარ ენ????❤ პ.ს:გადამირჩი????????????



კიდევ კარგი laughing

 


№13 სტუმარი სტუმარი Kristi

Sauketeso iyo en❤ .... xo dzalian momenatreba sheni yoveli dilis pozitivi... imedia male dabrundebi axali istoriit❤❤❤❤

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

[quote=სტუმარი Kristi]Sauketeso iyo en❤ .... xo dzalian momenatreba sheni yoveli dilis pozitivi... imedia male dabrundebi axali istoriit❤❤❤❤[/quo

მადლობა ქრისტი.
დაბრუნებას რაც შეეხება ვფიქრობ უნდა დავისვენო და შემდეგ უკვე აღდგენილი ენერგიითა და ულევი იდეებით დაგიბრუნდებით

 


№15 სტუმარი ნათია გოგოლაური

ენ ბლექი
სტუმარი სოფა
რაღაც მომენტში სერიოზულად დავიძაბე მეგონა ემი გაიქცეოდა რატის ლიზას შერთავდი და ეს იქნებოდა მისთვის განკუთვნილი ბედნიერი დასასრული და მოვამზადე აღშფოთებითი სიტყვების არსენალი smiley არაჩვეულებრივი მწერალი ხარ და სულმოუთქმელად გელი ახალი ისტორიით ❤



მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

ნათია გოგოლაური
საოცარი ხარ ენ????❤ პ.ს:გადამირჩი????????????



კიდევ კარგი laughing
მალე მალე ველი სიახლეს❤

 


№16  offline წევრი ვიპნი

ყოველ დილით მოტივიებული ვარ ,რომ საქმე მალე დავასრულო,შენი მოთხრობა რო წავიკითხო და შემდეგ პოზიტიურად დამუხტულმა გავარგრძელო დღე, ახლა იმას ვფიქრობ ხვალ რა მეშველება heart_eyes

 


№17  offline ადმინი ენ ბლექი

ვიპნი
ყოველ დილით მოტივიებული ვარ ,რომ საქმე მალე დავასრულო,შენი მოთხრობა რო წავიკითხო და შემდეგ პოზიტიურად დამუხტულმა გავარგრძელო დღე, ახლა იმას ვფიქრობ ხვალ რა მეშველება heart_eyes



რა საყვარელი ხარ :)
უღრმესი მადლობა kissing_heart

 


№18  offline წევრი სიბილა

ბლექის დასასრულებზე ვგიჟდები, ყოველთვის ისაა რაც მოლოდინს აკეთილშობილებს)))და ნეტარი მოლოდინის რეჟიმი უნაზესი მელოდიით მაუწყებს დასაწყისად აღქმულ ტონებს))

 


№19  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
ბლექის დასასრულებზე ვგიჟდები, ყოველთვის ისაა რაც მოლოდინს აკეთილშობილებს)))და ნეტარი მოლოდინის რეჟიმი უნაზესი მელოდიით მაუწყებს დასაწყისად აღქმულ ტონებს))



ჰო აი ეგრეა რა, ნამდვილად ეგრეა:) მადლობა შენ რომ ასე მკითხულობ ყოველთვის

 


№20  offline წევრი იზუკა

ღმერთო ჩემო )) არც კი მჯერა ისე განვითარდა მოვლენები )) ჩემი პირველი კომენტარი ამ ისტორიაში ლიზას ეხებოდა, და მადლობა შენ,რომ გაამართლე ჩემი შეხედულება ლიზას მიმართ. არ ვთვლიდი ამ გოგოს მე უთავმოყვარეო ადამიანად.. ღმერთო დილიდან ისეთი ემოციური განწყობით ვარ და ახლა კიდე ეს სრული სიგიჟე,სულ თავიდან შემომეკითხა ისტორია,მიუხედავად იმისა ბოლოს გარდა ყველა წაკითხული მქონდა... რა გითხრა არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ვისიამოვნე... ახალი ისტორიით და ახალი შემართებით დაბრუნებას გისურვებ ♡♡

 


№21  offline ადმინი ენ ბლექი

იზუკა
ღმერთო ჩემო )) არც კი მჯერა ისე განვითარდა მოვლენები )) ჩემი პირველი კომენტარი ამ ისტორიაში ლიზას ეხებოდა, და მადლობა შენ,რომ გაამართლე ჩემი შეხედულება ლიზას მიმართ. არ ვთვლიდი ამ გოგოს მე უთავმოყვარეო ადამიანად.. ღმერთო დილიდან ისეთი ემოციური განწყობით ვარ და ახლა კიდე ეს სრული სიგიჟე,სულ თავიდან შემომეკითხა ისტორია,მიუხედავად იმისა ბოლოს გარდა ყველა წაკითხული მქონდა... რა გითხრა არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ვისიამოვნე... ახალი ისტორიით და ახალი შემართებით დაბრუნებას გისურვებ ♡♡



ძალიან დიდი მადლობა რომ შენი ემოცია გამიზიარე kissing_heart

 


№22  offline წევრი გროსმაისტერი

უკომენტაროდ, უბრალოდ უკომენტაროდ

ხო არ დაგტოვებდი?
კაი რააა ეს რა იყო რატო იცი ასე სწრაფი დასრულებები?! საოცრება ხარ გოგოოო

პ.ს გროსმაისტერი❤❤

 


№23  offline ადმინი ენ ბლექი

გროსმაისტერი
უკომენტაროდ, უბრალოდ უკომენტაროდ

ხო არ დაგტოვებდი?
კაი რააა ეს რა იყო რატო იცი ასე სწრაფი დასრულებები?! საოცრება ხარ გოგოოო

პ.ს გროსმაისტერი❤❤

კაი რა :) ხო იცი რომ სულ ასე ხდება ჩემთან :*

 


№24 სტუმარი მკითხველი

პირდაპირ გეტყვი და არ არის ეს შენი ძლიერი ნამუშევარი.
შენთვის დამახასიათებელი ბევრი რამ დამაკლდა, შენი დამალული პატარა ნიუანსები, რომელსაც მოულოდნელად აჩენ ხოლმე. მთელი ისტორიის მანძილზე ველოდი რომ აი, ახლა მოხდება, აი ახლა და მეც აღფრთოვაბული ტაშს შემოვკრავდი : აი ეს ჩემი გოგოა! (რის გაკეთებასაც თითქმის შენი ყველა ისტორია მაიძულებს)
დაღლილი მომეჩვენე, თითქოს "დილერმა" და "შანსმა" მთელი შენი ენერგია და ძალები წაიღო.
თითქოს დაგღალა პერსონაჟების ამდენი კრიტიკის მოსმენამ , იმ აჟიოტაჟმა რაც თან სდევდა წერის პროცესს და თითქოს ეს ფინალი ლიზას ფანების "მოსათაფლად" იყო. შემხვდა ის რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს :: პერსონაჟები მკითხველის კომენტარების მიხედვით აალაპარაკე ( არ თქვა , რომ არა!) მე როგორც მკითხველს, მწერლის თვალთახედვის ნახვა მინდა, მისეული ჩანაფიქრის წაკითხვა და არა მკითხველის.
მომავალ ისტორიამდე ენ და ვიცი რომ შენიშვნებს არ მიწყენ.

 


№25  offline ადმინი ენ ბლექი

მკითხველი
პირდაპირ გეტყვი და არ არის ეს შენი ძლიერი ნამუშევარი.
შენთვის დამახასიათებელი ბევრი რამ დამაკლდა, შენი დამალული პატარა ნიუანსები, რომელსაც მოულოდნელად აჩენ ხოლმე. მთელი ისტორიის მანძილზე ველოდი რომ აი, ახლა მოხდება, აი ახლა და მეც აღფრთოვაბული ტაშს შემოვკრავდი : აი ეს ჩემი გოგოა! (რის გაკეთებასაც თითქმის შენი ყველა ისტორია მაიძულებს)
დაღლილი მომეჩვენე, თითქოს "დილერმა" და "შანსმა" მთელი შენი ენერგია და ძალები წაიღო.
თითქოს დაგღალა პერსონაჟების ამდენი კრიტიკის მოსმენამ , იმ აჟიოტაჟმა რაც თან სდევდა წერის პროცესს და თითქოს ეს ფინალი ლიზას ფანების "მოსათაფლად" იყო. შემხვდა ის რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს :: პერსონაჟები მკითხველის კომენტარების მიხედვით აალაპარაკე ( არ თქვა , რომ არა!) მე როგორც მკითხველს, მწერლის თვალთახედვის ნახვა მინდა, მისეული ჩანაფიქრის წაკითხვა და არა მკითხველის.
მომავალ ისტორიამდე ენ და ვიცი რომ შენიშვნებს არ მიწყენ.



ხომ იცი რომ არ გიწყენ, ხომ იცი რომ დავიღალე, დილერმა რომ გამომწურა ეს ყველამ იცის. შანსი რომ დავასრულე ხომ ვთქვი რომ დავიღალე, უნდა წავიდე-მეთქი. არ წავედი და მთელი ამ ისტორიის წერის პროცესში ვფიქრობდი რატომ არ წავედი-თქო. არ მიყვარს დაწყებულის გაწყვეტა..- ეს ხომ იცი. ამიტომ უნდა დამესრულებინა.
არ არის ეს ჩემი საუკეთესო ნაწერი-ამაზე როგორ შეგეწინააღმდეგო როდესაც ნამდვილად ასე.
მადლობა და დავბრუნდები. დავბრუნდები როცა მივხვდები რომ ბლექი ისევ ჩემშია :)
არ ვიცი ვინ ხარ, თუმცა ეეს ყველაზე გულწრფელი და სასიამოვნო კომენტარი იყო რაც წავიკითხე.

მადლობა kissing_heart

 


№26  offline წევრი Rania

Ai ras nishnavs srulyofilad da azrgaucyvetliv azris shegrznebaa. Zogierteba sheizleba es gasartobi istoria ggobiatt. Magram mteli cxovrebaa. Esaa gakvetilebi anbanit. Roca shegvizlia realobashi gamoviyenot. Ar davicyeb imis mtkicebas rom sascauli vinme xar bleqq. Marto cina istoria dejavu rom dagecera is geyofodaa. Imdenad grma da fsiqologiuri iyo. Ubralod vfiqrob am iatoriashi moxda yvelaferi ise. Rogorc unda yofiliyo da madloba kidev ertxel am sasiamovno cutebistviss
--------------------
Q.qimucadze

 


№27  offline ადმინი ენ ბლექი

Rania
Ai ras nishnavs srulyofilad da azrgaucyvetliv azris shegrznebaa. Zogierteba sheizleba es gasartobi istoria ggobiatt. Magram mteli cxovrebaa. Esaa gakvetilebi anbanit. Roca shegvizlia realobashi gamoviyenot. Ar davicyeb imis mtkicebas rom sascauli vinme xar bleqq. Marto cina istoria dejavu rom dagecera is geyofodaa. Imdenad grma da fsiqologiuri iyo. Ubralod vfiqrob am iatoriashi moxda yvelaferi ise. Rogorc unda yofiliyo da madloba kidev ertxel am sasiamovno cutebistviss



ძალიიან დიდი მადლობა :) ყოველთვის უზომოდ მახარებს ჩემი ერთგული მკითხველების დანახვა <3

 


№28  offline წევრი ქეთათო4

სულ მაქვს ის გრძნობა, რომ 4loveმა მოახერხა ჩემი პიროვნების გაზრდა და ეს სწორედ აქ მყოფების დამსახურებაა, შენიც ენ!
ბანალურად დავიწყებ ისევ... როგორ ხარ?
მაგრან მავიწყდება ეს არ უნდა გკითხო...
ვიცი ახლა ცოტა ცუდად ხარ, დარწმუნებული ვარ უკვე გენატრება ეს ორი შენი ფიქრებიდან, რომ გადაცხოვრდნენ საკუთარ სახლში.
ჯესიკაც წავიდა...
საბა დამრჩა ისევ ესე ეულად...
სამაგიეროდ ვეკუა შემიყვარდა ახლა ძალიან და ვფიქრიბ ამ გოგოში არ შევმცდარვარ.
ბარნოვზე ცოტა გავბრაზდი მაგრამ მაინც ზე ქალია და გვერდით საკუთარი აპოლინი ჰყავს!
იმსახურებდა ეს ორი ჰეფი ენდს. ლიზაც იმსახურებდა... არ ველოდი მე ასეთ კარგ დასასრულს თუმცა ენ, შენ ხომ ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს.
ბოლო ფრაზებმა ისევ შეცვალა ჩემში რაღაცები...
მადლობა, რომ ხარ!
სასწაული მოთხრობა იყო, ისეთი ,,ყოფილს" რომ მთელი გულით მაყვარებს :დდ
მომავალ შეხვედრამდე ენ ბლექი!

,,ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად"

შენც მშვენიერი ხარ ენ! <3

სულ მაქვს ის გრძნობა, რომ 4loveმა მოახერხა ჩემი პიროვნების გაზრდა და ეს სწორედ აქ მყოფების დამსახურებაა, შენიც ენ!
ბანალურად დავიწყებ ისევ... როგორ ხარ?
მაგრან მავიწყდება ეს არ უნდა გკითხო...
ვიცი ახლა ცოტა ცუდად ხარ, დარწმუნებული ვარ უკვე გენატრება ეს ორი შენი ფიქრებიდან, რომ გადაცხოვრდნენ საკუთარ სახლში.
ჯესიკაც წავიდა...
საბა დამრჩა ისევ ესე ეულად...
სამაგიეროდ ვეკუა შემიყვარდა ახლა ძალიან და ვფიქრიბ ამ გოგოში არ შევმცდარვარ.
ბარნოვზე ცოტა გავბრაზდი მაგრამ მაინც ზე ქალია და გვერდით საკუთარი აპოლინი ჰყავს!
იმსახურებდა ეს ორი ჰეფი ენდს. ლიზაც იმსახურებდა... არ ველოდი მე ასეთ კარგ დასასრულს თუმცა ენ, შენ ხომ ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს.
ბოლო ფრაზებმა ისევ შეცვალა ჩემში რაღაცები...
მადლობა, რომ ხარ!
სასწაული მოთხრობა იყო, ისეთი ,,ყოფილს" რომ მთელი გულით მაყვარებს :დდ
მომავალ შეხვედრამდე ენ ბლექი!

,,ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად"

შენც მშვენიერი ხარ ენ! <3

 


№29  offline ადმინი ენ ბლექი

ქეთათო4
სულ მაქვს ის გრძნობა, რომ 4loveმა მოახერხა ჩემი პიროვნების გაზრდა და ეს სწორედ აქ მყოფების დამსახურებაა, შენიც ენ!
ბანალურად დავიწყებ ისევ... როგორ ხარ?
მაგრან მავიწყდება ეს არ უნდა გკითხო...
ვიცი ახლა ცოტა ცუდად ხარ, დარწმუნებული ვარ უკვე გენატრება ეს ორი შენი ფიქრებიდან, რომ გადაცხოვრდნენ საკუთარ სახლში.
ჯესიკაც წავიდა...
საბა დამრჩა ისევ ესე ეულად...
სამაგიეროდ ვეკუა შემიყვარდა ახლა ძალიან და ვფიქრიბ ამ გოგოში არ შევმცდარვარ.
ბარნოვზე ცოტა გავბრაზდი მაგრამ მაინც ზე ქალია და გვერდით საკუთარი აპოლინი ჰყავს!
იმსახურებდა ეს ორი ჰეფი ენდს. ლიზაც იმსახურებდა... არ ველოდი მე ასეთ კარგ დასასრულს თუმცა ენ, შენ ხომ ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს.
ბოლო ფრაზებმა ისევ შეცვალა ჩემში რაღაცები...
მადლობა, რომ ხარ!
სასწაული მოთხრობა იყო, ისეთი ,,ყოფილს" რომ მთელი გულით მაყვარებს :დდ
მომავალ შეხვედრამდე ენ ბლექი!

,,ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად"

შენც მშვენიერი ხარ ენ! <3

სულ მაქვს ის გრძნობა, რომ 4loveმა მოახერხა ჩემი პიროვნების გაზრდა და ეს სწორედ აქ მყოფების დამსახურებაა, შენიც ენ!
ბანალურად დავიწყებ ისევ... როგორ ხარ?
მაგრან მავიწყდება ეს არ უნდა გკითხო...
ვიცი ახლა ცოტა ცუდად ხარ, დარწმუნებული ვარ უკვე გენატრება ეს ორი შენი ფიქრებიდან, რომ გადაცხოვრდნენ საკუთარ სახლში.
ჯესიკაც წავიდა...
საბა დამრჩა ისევ ესე ეულად...
სამაგიეროდ ვეკუა შემიყვარდა ახლა ძალიან და ვფიქრიბ ამ გოგოში არ შევმცდარვარ.
ბარნოვზე ცოტა გავბრაზდი მაგრამ მაინც ზე ქალია და გვერდით საკუთარი აპოლინი ჰყავს!
იმსახურებდა ეს ორი ჰეფი ენდს. ლიზაც იმსახურებდა... არ ველოდი მე ასეთ კარგ დასასრულს თუმცა ენ, შენ ხომ ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს.
ბოლო ფრაზებმა ისევ შეცვალა ჩემში რაღაცები...
მადლობა, რომ ხარ!
სასწაული მოთხრობა იყო, ისეთი ,,ყოფილს" რომ მთელი გულით მაყვარებს :დდ
მომავალ შეხვედრამდე ენ ბლექი!

,,ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად"

შენც მშვენიერი ხარ ენ! <3



კარგია ასეთი შეფასების მოსმენა,
მიხარია თუ ჩემი ისტორიების გამო შენში რაღაცეებს ურცხვად ვეხები :) (ეს ხუმრობით)
და ჰო მეც ვგიჟდები ჩემს ყოფილზე laughing

დავბრუნდები kissing_heart

 


№30 სტუმარი No one special...just random guest

შენ ხო არ იცი როგორ ძალიან მომინდა ემის გაწეწვა! ვაიმე როგორ ვერ ვიტან სათრეველა ხალხს, ქალს თუ კაცს, სულ რომ გარბიან და ყოველთვის სხვისი ბიძგი რომ სჭირდებათ რაღაცის გასაკეთებლად...იმედია შემდგომ ცხოვრებაში გამოსწორდება თორემ გაძლება რატის სხვა რა ვუსურვო...ლიზა...რამხელა სიყვარულის დატევა შესძლებია მის გულს... და თუ ვინმე იკითხავს რა არის ნამდვილი სიყვარულიო ამ გოგოს მაგალითი მოუყვანეთ...მის ტკივილს შენი ტკივილივით რომ გრძნობ და მიუხედავად ამხელა დამცირებისა, შეურაცხყოფისა...მაინც , მასზე ზრუნავ და უბრალოდ გინდა რომ კარგად იყოს...ის სწენკის დადგმებიც სასოწარკვეთის გამოვლენა უფრო იყო, ვიდრე სიგიჟის...

შეხვედრამდე ენ და იცოდე რომ სულ გელოდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent