შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (15)


25-09-2019, 00:19
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 5 191

[15]

დევდარიანის მკლავებში გახვეულს გათიშულს ეძინა,თავი მის სახესთან ახლოს მოეთავსებინა და სახეზე მოდებული მამაკაცის მშვიდი სუნთქვა, მის სუნთქვას ერწყმოდა.იატაკზე აზუზუნებულმა ტელეფონმა ძილიდან გამოაფხიზლა დაჩი და ფრთხილად გადაბრუნდა ტელეფონის ასაღებად,სულაბერიძე ურეკავდა.
- რა ხდება?-საწოლიდან წამომდგარმა მძინარე ქალს დახედა,რომელიც უკმაყოფილო სახით შეიშმუშნა და დაბინდული მზერით ამოხედა საწოლიდან ამდგარ დევდარიანს.
-მოვალ ხუთ წუთში.-ტუჩების მოძრაობით ამოიჩურჩულა დაჩიმ და ბალიშზე დაბრუნებულ კატოს ღიმილით დახედა, რომელმაც მის კუთვნილ ბალიშს მკლავები მოხვია და სახით ჩაფლულმა ძილი განაგრძო,კარი გამოიხურა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა.
-მოგილოცოო?-სულაბერიძის ხმაში მხიარული ნოტები გამკრთალიყო.
-რა ხდება ამ დილა ადრიან?-თემა შეცვალა დაჩიმ.
-კატო არ გაუშვა სახლში და შეეცადე შენთან ახლოს გყავდეს,მე კიკაბიძის თემას მოვაგვარებ და ყველაფერმა კარგად თუ ჩაიარა მერე მოვიფიქროთ რას ვიზამთ.
-რას აპირებ?.
-ჯერ არ ვიცი...გეგმა მაქვს და ვნახოთ რა იქნება.იმ ტიპს ვეძებთ...
-"მერსედესი"-ს ცენტრში მუშაობს, ტექნიკური მომსახურების განყოფილებაში.-კეფა მოიფხანა დაჩიმ.-მე ხომ არ ვნახო?
-დარჩი შენ სადაც ხარ...რას ეტყვი?! ძმაო, ეგ გოგო ან მომაშორე,ან არა და მოგიწევს უარი თქვა მასზეოო?
-არ ვიცი...შენ რას ეტყვი?
-ჯერ ვნახო რა ყალიბის კაცია...იქ მოვიფიქრებ როგორ ჯობია მიდგომა.კატოზე რას აპირებ?
-არ ვიცი,არ მილაპარაკია ჯერ...სძინავს.
-შეეცადე ყველაფერი გააკეთო, არ გაუშვა.
-ესეთი მარტივია?
- ამ ცხოვრებაში მარტივი არაფერია ბატონო დაჩი,მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?კარგი,გავდივარ და ხაზზე იყავი,დაგირეკავ.
-მიდი...-ტელეფონი გათიშა დაჩიმ და ღრმად ამოისუნთქა.წინ დიდი დაბრკოლება ელოდა,რომელიც დიდი მოთმინების და მონდომების შედეგად უნდა გადაელახა. დათოს თქმის არ იყოს: მგლის შიშით, ცხვარი მართლაც არავის გაუწყვეტია. კიკაბიძეც ვერაფერს იზამდა ისეთს დამფრთხალ დევდარიანს უკან დახევაზე რომ დაეწყო ფიქრი...ამ საქმეს საკუთარი სურვილით და დაუოკებელი ამბიციის გამო მოჰკიდა ხელი...ჰოდა ბოლომდე გაიყვანდა.აუცილებლად დაუმტკიცებდა კიკაბიძეს, რომ მის დაკრულზე ცეკვა ნამდვილად არ ჰხიბლავდა და არც ცეკვის დიდი მოყვარული იყო.საძინებელში დაბრუნებული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და საყვარელ ქალს დააკვირდა.
-შევწუხდიი...-ამოიზუზუნა კატომ ბალიშიდან და ხელი მისკენ გასწია.
-რატომ?
-ისე მიყურებ კანი მეწვის...არ დაწვები?რომელი საათია?
-ჯერ ადრეა...-წინ დახრილმა შიშველ ზურგზე ფრთხილად გადაატარა თითები და ხერხემალს კოცნის ბილიკებით აუყვა,კისერთან შეჩერდა და თმა გვერდით გადაუწია.-არ მჯერა რომ აქ ხარ...
-სიზმარა ხარ...-გაეცინა ჩხეიძეს და ზურგზე გადაბრუნებულმა ქვემოდან შეჰღიმა.
-რა ვარ?
-სიზმრების მოყვარული...თან შენს სიზმრებში მხოლოდ მე ვარ..
-არა,მხოლოდ შენ არა...ტანიაც იყო.
-ტანია?-წარბები სიცილით შეიკრა კატომ და წვერზე ფრთხილად შეახო თითები.
-ჰო,ჩემი რუსი საყვარელი...-თითებზე აკოცა და წინ დახრილმა ცხვირის წვერზეც მიაკრო ტუჩები.-უნდა ვილაპარაკოთ.
-ახლა?
-შეგვიძლია ცოტა გადავდოთ, მაგრამ აუცილებლად.-მკერდამდე გადაფარებული საბანი ფრთხილად გადასწია და ღრმა სუნთქვისგან ათრთოლებულ მკერდზე თითებით მიეფერა.-ან, პარალელურად ვილაპარაკოთ.
-დროში ვიწვებით?-ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა კატო და ზემოდან მოქცეულ მამაკაცს კისერზე შემოხვია მკლავები.
-არა,ისტერიკებისგან თავს დავიზღვევთ...მაგალითად კოცნის დროს ვახერხებ შენს გაჩუმებას,მკერდზე თუ გეფერები,სუნთქვა გეკვრის და შენით დუმდები...სექსის დროს კი შენ მელაპარაკები კატერინა...შენი ოხვრის ხმა ნამდვილი სიმფონიაა...მხოლოდ ჩემთვის დაწერილი.-ვნებიანად ჰკოცნიდა მანამ,სანამ სუნთქვა არ დაუმძიმდა ორივეს.თითებს არ აშორებდა მკერდიდან და ისე უყურებდა თვალებში თითქოს მისი ემიციების გაზეპირებას ცდილობსო.-ჩემთან მოგიწევს გადმოსვლა.
-რა?! სად შენთან?-დაიბნა კატო და მის სხეულში შემძვრალი დევდარიანის დამსახურებით კითხვას ხმამაღალი ოხვრაც ამოაყოლა.-ჯანდაბა..
-ჩემთან,ესეიგი ჩემს სახლში...
-არა არასებობს...-გაჯიუტდა კატო და საპასუხოდ მიღებულ ძლიერ ბიძგზე გაიბრძოლა, მაგრამ ხელები თავს ზემოთ გაუკავა დევდარიანმა და თვალებში ჩახედა.
-არსებობს პატარავ...წავალთ და შენს ნივთებს ავიღებთ,შემდეგ კი ჩემს სახლში მოგიწევს დაბინავება,ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში ძილი...
-გაგიჟდი ხო...
-უკვე დიდი ხანია...საკუთარი თავისთვის სტატუსი შენ აირჩიე.აღარ გაგიტყდება ჩემთან ცხოვრება..ჩემთვის სულ ერთია რას დაარქმევ შენს თავს ჩემს ცხოვრებაში...ერთადერთი ხარ რომელიც სუგიჟემდე მიყვარს.მკი*დია სტატუსები და თანამდებობები,როდესაც გაგიჟებით შეიძლება გიყვარდეს ვიღაც.
-რა სტატუსი...-ცდილობდა სიმაოვნების დაიგნორებას, მაგრამ არ გამოსდიოდა და მამაკაცის სხეულს ძლიერად მიტმასნილი ხარბად ისრუტავდა მის ყველა ქმედებას.
-შეყვარებული,საცოლე,ცოლი...ჯანდაბა, ეს ბოლო ძალიან მაგარია! ტანში მცრის წარმოთქმისას...
-არა...
-მოგკლავ კატო!-მის ყურთან გამოსცრა დევდარიანმა და კბილებით ჩააფრინდა.
-ქორწილი არ მინდა...
-არც მე...
-შენ იტყვი ვინც ვარ...
-ანუ, თანახმა ხარ ცოლად გამომყვეე?-ჩხეიძის შუბლს შუბლით დაეყრდნო და გაეცინა.
-ხელი ბანძად კი მთხოვე...-მკვრივ საჯდომზე წვრილი თითებით ჩააფრინდა კატო და მისი ტუჩებისკენ მიიწია.-მაგრამ თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე და შევეცადო სისხლი გაგიშრო.
-უკვე გამიშრა...-გაეცინა დაჩის და კოცნაში აჰყვა.
********
სულაბერიძემ,დინჯად შეაბიჯა ავტო სალონში და საქმეში გართული მომსახურე პერსონალი დაკვირვებით შეათვალიერა.
-დაგეხმაროთ?-ახალგაზრდა მამაკაცმა მისი "პიერ კარდენის" პიჯაკი დაწვრილებული თვალებით შეათვალიერა და ხმაში ოდნავი მოწიწებაც კი გაუკრთა,რაც მისი კარგად აღზრდის ნიშანი უფრო იყო ვიდრე მდიდარი ადამიანისადმი მორჩილების.
-ლაშა დევაძეს აქ ვნახავ?
-დიახ,ეხლავე დავუძახებ.-ხელები სწრაფად შეიწმინდა კომბინიზონის უკანა ჯიბეში ჩაჩურთულ ხელსახოცზე და სადღაც გაუჩინარებული უკან ხუთიოდე წუთში დაბრუნდა, მაღალ მამაკაცთან ერთად.
-გამარჯობა?-უცნობს ხელი გაუწოდა ზემოდ ხსენებულმა დევაძემ და ძლიერად ჩამოართვა.
- შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ?-მზერით ბურღავდა სულაბერიძე და მის მანერებს ისე აკვირდებოდა გეგონება რენდგენში ატარებსო.ერთი პირობა ისიც კი იფიქრა ამათან მშვიდი სიტყვა არ გაჭრის და იქნებ ეგრევე მუქარაზე გადავიდეო, მაგრამ მალევე უკუაგდო მანამდე დაბადებული იდეები და ისევ მლიქვნელი ღიმილით შეეცადა დევაძის სალონიდან გატყუებას.,
-რა ხდება? მშვიდობაა?-უცნობის შემოთავაზებისგან ცოტა დაიბნა დევაძე და რატომღაც ანერვიულდა.ეჭვით ათვალიერებდა თავისზე ერთი თავით მაღალ დათო სულაბერიძეს, მაგრამ მაინც დაუქნია თავი და სალონიდან გასულს ფეხდაფეხ გაჰყვა.სულაბერიძემ გეზი მანქანისკენ აიღო და დევაძეს არ დალოდებია ისე მიუჯდა საჭეს,ოდნავ შეყოყმანებულს თავით ანიშნა დაჯექიო და ძრავი ჩართო.დაახლოებით ორასი მეტრის გავლის შემდეგ კი მანქანა გზიდან გადაიყვანა და ბორდიულთან შეაჩერა.ისევ პირველი გადმოვიდა და ძარას მიყრდნობილმა სიგარეტს მოუკიდა.
-რა ხდება იტყვით ბოლოს და ბოლოს?-მოთმინების ფიალა ბოლომდე აევსო დევაძეს და აგრესიული ტონით მიმართა.
-მშვიდად...მშვიდად...რა ფიცხი ყოფილხარ.-გაეცინა დათოს და ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი.-იცი მე ვინ ვარ?მამენტ საიდან გეცოდინება...მოკლედ მე შენი კეთილის მსურველი ვარ და აქ,შენს დასახმარებლად მოვედი.
-რამე მჭირს დასახმარებელი და არ ვიციი?-ვერ მშვიდდებოდა დევაძე და აგრესიულად უტევდა.
-კი,ნამდვილად გჭირს...შენი გოგო თვალსა და ხელს შუა გიფრინდება...
-ვერ გავიგე?-სახე მოერყა დევაძეს.
-ვერც გაიგებდი მე რომ არ მოვსულიყავი...-გაეცინა დათოს და სიგარეტი მოისროლა.-მოკლედ: შენი სასიმამრო, შენს გოგოს ათხოვებს და ეგ რომ მოხდეს შენ რა მოგივა წარმოდგენაც კი არ მინდა.
-რას ჰქვია ათხოვებს? რა გამოცანებით მებაზრები ტო? ვინ ჯანდაბა ხარ, ან თიკას საიდან იცნობ?
-მშვიდაად...-გაეცინა დათოს.უკვე იცოდა როგორი კაციც იყო დევაძე და მასთან მშვიდად ლაპარაკს რომ ვერ მოახერხებდა ადვილად გაარკვია.რადგან მოთმინების უნარი საერთოდ არ გააჩნდა ბატონ ლაშას და წამში აპილპილებული შეტევაზე ისე გადადიოდა, არც კი ფიქრობდა ვის შეიძლება შესკდომოდა შუბლით.-რა მნიშვნელობა აქვს საიდან ვიცნობ თიკას...მთავარია რომ ვიცნობ,თქვენს სიყვარულზეც გამეგება რაღაც რაღაცეები და დღეს აქ ვარ..შენს წინ ვდგავარ და ვცდილობ დაგეხმარო.ტონი გამიკონტროლე და ნუ იძაბები..ისე არ ჰქნა სირ*ზე დავიკიდო რაც მოხდება და წავიდე.ხვალ,ზეგ შენი გოგო გაჰყვება კაცს რომელიც სისხლისგან დაგცლის თუ გაბედავ და წინ გადაუდგები...საშინელი ხასიათი აქვს...
-თიკა, ამას არ იზამს.-სულაბერიძის შეტევაზე ხმა ჩაუვარდა ლაშას...-ვუყვარვარ ამდენი წელია.
-არავინ იცის ვინ რას და როდის იზამს, ამიტომ ნუ დამიწყებ მტკიცებას რომ კიკაბიძე მილიონერზე გათხოვების მაგივრად შენთან წამოვა და შენი მაზუთიანი ხელებით ნაშოვნ კაპიკებს დასჯერდება. ფუფუნებაში გაზრდილ გოგოს რას სთავაზობ? შავ პურს, ჯიხურებში 50 თეთრად რომ დაითრევ და ზეიკიძის ძეხვს? -ყბის ძვლები დაეჭიმა სულაბერიძეს და გამომწვევი ტონით აგიჟებდა დევაძეს.-მოკლედ შენი დახმარება მჭირდება...დამეხმარები? მეც დაგეხმარები...თუ არა და ვჯდები მანქანაში და მივდივარ.
-როგორ უნდა დაგეხმარო და რაში?-სიმართლე მწარე წიწაკასავით გასჩხეროდა ცხვირში ლაშა დევაძეს და თვალები სიმწრისგან მოწოლილი ცრემლით გადასდღაბნოდა.
-მოჰკიდე შენს გოგოს ხელი და გაქრით ცოტახანს...
-რა?!
-ჰო,რამდენი წელია გიყვარს? დრო აღარ არის დაოჯახების? ხომ ამბობ რომ თიკას უყვარხარ? ჰოდა მოჰკიდე ხელი და წაიყვანე შენთან...
-და ახვარი მამამისი კუდზე დამაჯდეს და გაქცეულს გამიხვრიტოს კეფა?-სიმწრით გაეცინა ლაშას.
-არ გაგიგია მყეფარა ძაღლი არ იკბინებაოო? თან ხელში თუ მოზრდილი ხორცის ნაჭერიც გეჭირება ფეხებს მოგჭამს-წინ გადახრილმა სულაბერიძემ ხმას შეთქმულივით დაუწია.-ჩიჩიაც გინდა და ბაბაც?! გარისკვა კი გეზრება ტო?მთაში სახლი მაქვს..დაღლილი ყვავი არ ჯდება იქ...კაცის შვილი ვერ მოგაგნებთ.ცოტა ხანს დარჩებით, უკან კი ჯვარ დაწერილები დაბრუნდებით...თუ ივაჟკაცებ და ქალბატონ კიკაბიძეს დააორსულებ ხო ვაბშე ტუზი დაგვეცემა შენც და მეც...
-და შენ რა მოგებაში იქნები?-თვალები დააწვრილა დევაძემ.
-მე, არაფერში..-მხრები აიჩეჩა დათომ.-აი სასიძო კი ჯეკპოტს მოხსნის...ოცს მოგცემ, ცოტა ხანს გეყოფა.მე რაა მეგობრები გაძლევენ..შემდეგ კი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ.რას იზამ, დამეხმარები?
-არ გენდობი...-გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა ლაშამ და ოფლისგან დაცვარულ შუბლზე თითები გადაიტარა.
-არც მე...არ ვარ დაზღვეული ამ ფულს რომ არ აიღებ და ვაბშე არ დაგვიკიდებ ერთ ადგილზე ყველას..-მანქანის კარი გამოხსნა დათომ და სათავასოში ჩადებულ მოზრდილ კონვერტს დასწვდა.დევაძეს გაუწოდა და გაფითრებულს გამომცდელად დააკვირდა.
-თიკამ იცის?
-თიკამ რა იცის ნაკლებად მაინტერესებს.მე შენი დახმარება მჭირდება,პასუხი: გააკეთებ თუ არა იმ საქმეს რომელიც ერთ დროულად ორ კაცს გააბედნიერებს?-ხელები გაშალა დათომ და ხმაურით ჩაისუნთქა ჰაერი.-მოკლედ,პასუხს ველოდები საღამოს.თუ არ დარეკავ და მეტყვი ან კი,ან არას..ჩავთვლი რომ ფული აიღე და დაითესე..აი მერე კი კიკაბიძე მოგონება იქნება ისეთს დაგმართებ...მიწიდან ამოგთხრი და თ დაგკიდებ ყველაზე მაღალ ხეზე..არ ვხუმრობ.
-კარგი-გამშრალ პირში ენა ძლივს მოატრიალა ლაშამ.სულაბერიძემ უსიტყვოდ დაიხია უკან,მანქანის კარი გამოაღო და მალევე იქაურობასაც გაეცალა.
********
-ესე უცებ როგორ შეიძლება ამ საქმის გადაწყვეტა დედიკო?-ხმამაღლა გააპროტესტა ლაურამ და შვილს წყრომით შეხედა,გზიდან რომ დაურეკა დაჩიმ თუ შეგიძლია სახლში დამხვდიო.ანერვიულებულ კატოს თითებზე ჩააფრინდა და სახლში ხელ ჩაკიდებული შეიყვანა.გაკვირვებულ ქალს, რომელიც მათ მოლოდინში ყავის სმით ჰკლავდა დროს თვალი -თვალში გაუყარა და მშვიდად განუცხადა:
"-დღეიდან კატერინა ამ სახლში იცხოვრებს,ისე როგორც ჩემი ცოლი!" ლაურას მოულოდნელობისგან ყავა გადასც და ხველა აუტყდა,სული ძლივს მოითქვა და დაჩის გვერდით ბეღურასავით აბუზულ ჩხეიძეს გამჭოლი მზერა დაასო.თითქოს არკვევდა შეეფერებოდა თუ არა ეს სიფრიფანა გოგო მის შვილს? ან რა საჭირო იყო ესე უცებ ცოლის შერთვა?წინააღმდეგი არ იყო ყოფილიყო მასთან,გაეცნო ნორმალურად...დროთა განმავლობაში კი იქნებ მოჰბეზრებოდა დაჩის და მიეტივებინა? სწორედ ამ აზრმა გაუელვა თავში კატერინას გაცნობის წუთიდან.მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარი ხმას ვერ იღებდა,რადგან იცოდა შვილის ხასიათი და მასთან რქებით მიწოლას კარგი შედეგი რომ არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა ამას წყალი არ გაუვიდოდა.დაჩის დაქორწინების აზრთან შესაგუებლად კი შეეცადა ქორწინება გაეჭიანურებინა.
-ყველა გიცნობს,მართალია ახალგაზრდებმა სულ მიივიწყეთ ტრადიციები და მისი პატივისცემა აღარავის გადარდებთ მაგრამ...ყველას აინტერესებს რა ხდება დევდარიანებთან...პომპეზურ ქორწილს არავინ ამბობს, მაგრამ...
-რა ქორწილი დედა...-თვალები აატრიალა დაჩიმ და კატოს გადახედა, რომელიც სავარძელზე ობოლი ბავშვივით იყო მიკუჭული,ფანჯარას მოშორდა და ჩხეიძეს მიუჯდა გვერდით,მისი თითები მუჭში მოიქცია და თითქოს კატომაც შვებით ამოისუნთქა.-არანაირი ქორწილი.
-ეგ არ გამოვა...-კატეგორიულად წამოიძახა ლაურამ.-რომელი თვეში ერთხელ შენ მოგყავს ცოლი? ქორწილი გვინდა,ნორმალური ჯვრის წერა და ნამდვილად არ ვაპირებ ყბადაღებული საზოგადოება ჩვენზე ვალაპარაკო.გავიცნოთ მისი ნათესავები,მოვილაპარაკოთ, იქნებ ისინიც ჩვენს აზრზე არიან შვილო...არსად გვეჩქარება.გაზაფხულზე გავმართავთ დიდ ქორწილს,ისეთს მთელი ქალაქი რომ ილაპარაკებს.
-არა, ნამდვილად არ არიან შენს აზრზე დედა და არც მთელმა ქალაქმა რომ ილაპარაკოს ჩემზე ეგ მინდა-გააპროტესტა დაჩიმ და შეეცადა არ გასცინებოდა, მხარზე ნიკაპით ჩამოყრდნობილ ჩხეიძეს დახედა და ტუჩების მოძრაობით გადაუჩურჩულა -დაურეკე თათულის,გავაცნოთ ლაურა.
კატომ პასუხად ფერდში შეუმჩნევლად უჩქმიტა და ქორწილის გეგმების დაწყობით გართულ მომავალ სადედამთილოს ახედა.
-არ მყავს ნათესავები...ნუ, მშობლები გარდაცვლილები არიან.
-რას ამბობ დედა?-თანაგრძნობით სავსე მზერა შეანათა ლაურამ.-დეიდა,მამიდა...არავინ გყავს შვილო?
-არ ჰყავს დედა..არა...-დაასწრო კატოს და ხმას აუწია დაჩიმ.-რა უბედურებაა ლაურა, მეტი საქმე არ გაქვა? მე მოვიყვანე ცოლი თუ შენ თხოვდები ვერ გავიგე? არანაირი ქორწილი და ყანწების გამოცლა...ჯვარს ისედაც დავიწერთ როცა დრო დადგება.ჯერ ჯერობით კი უბრალოდ მორჩი ამ თემაზე ლაპარაკს.
-კარგი ბატონო...-წყენა გაერია ხმაში ქალს.-ნამდვილი ხეპრე ხარ,არ უნდა თურმე ქორწილი..ჰკითხე შენს საცოლეს? რომელ გოგოს არ უნდა თეთრი კაბით მისვლა საკურთხეველთან...განა რამდენჯერ თხოვდება ქალი?
-წამოდი თორემ მივახრჩობ დედაჩემს და დამიჭერენ.-სავარძლიდან წამოდგა დაჩი და ბუმბულივით აიტაცა კატო.-ყველაფერი კარგია დედიკო, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის საჭირო..იქნებ ვერ ვეწყობით ერთმანეთს?ეს ჯვარი აიყარე,ხელი გააწერე, გამოაწერე მაგარი დამღლელია...-სიცილს ვერ სწყვეტდა.
-ღმერთო, რაები მესმის?-ამოიოხრა ქალბატონმა დევდარიანმა და სავარძლიდან წამოდგა.-წავედი მე,გამინადგურეთ ნერვები ამ დევდარიანებმა...მამაშენი ცხრაჯერ დამირეკავს,ჯობია მივასწრო სახლში მისვლა.
-უყვარხარ იმ კაცს და შეირგე...გაგაცილებ დეე.-დაიშაქრა დაჩი და კარისკენ წაუძღვა.
-არ არის საჭირო...
-როგორ გეკადრებაა?!უნდა დავრწმუნდე რომ ნამდვილად წახვალ და ხუთ წუთში უკან არ მობრუნდები ახალი იდეებით.
-არანორნალუროო...-სიცილით აკოცა ლოყაზე ლაურამ და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
-ისე ხელის თხოვნები და ნიშნობები,მერე აპარვები საცოლის ოთახში, ჩუმად შეხვედრები და ტრფობის ქარცეცხლი კარგი რამეა...-ზურგიდან მოეხვია ფანჯარასთან მისულ კატოს და კისერში ხმაურით აკოცა.
-ადი თათულისთან და სთხოვე..იქნებ გადაგარტყას იატაკის ჯოხი.-მისი თითები თავისაში მოიქცია კატომ და ზურგიდან მოხვეულს კეფით მიეყრდნო მხარზე.წინ ერთი დიდი ომი ჰქონდათ გამოსავლელი,ეს ომი კი მაშინ დაიწყებოდა როდესაც ნიცა დევდარიანი სკოლიდან დაბრუნდებოდა სახლში.ერთი გაფიქრება ისიც კი იფიქრა ჯერ ნიცას მარტო ხომ არ დაველაპარაკო და მერე წავიყვანო კატოვო,მაგრამ მალევე გადაიფიქრა რადგან ერთი წუთითაც არ უნდოდა კატოს სახლში გაშვება.დარწმუნებული იყო ნიცაც თავს შეიკავებდა და არ დადგამდა ისტერიკას.თუმცა გამორიცხულიც არაფერი იყო რას გაუგებდით ნიცას?!
ნერვიულობდა,მაგრამ არ იმჩნევდა და წინ და უკან აჩრდილივით მოსიარულე ბაბულას გადახედავდახოლმე,რომელიც არანაკლებ შეშინებული იყო ნიცას რეაქციის გამო და ამ ნერვიულობაში კი შეიწირა ერთი თეფში და ერთიც ჭიქა.ცერად თითქოს შეფარვით აკვირდებოდა ახალ დიასახლისს და კაცმა არ უცის რას ფიქრობდა.
სახლში შემოსულ ნიცას, თითქოს დევდარიანის სუნამოს სურნელი კარებშივე შეეფეთა და ადგილს მოწყვეტილი სიხარულით გავარდა სასტუმრო ოთახისკენ, საიდანაც მამის ხმა ისმოდა,ზღურბლზე კი ისე შედგა თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.სახე გაფითრებულმა გადახედა სავარძელში მჯდარ კატოს და შემდეგ მამას წამში ამღვრეული მზერით.ყველაფერს ელოდა,მაგრამ კატოს მათ სახლში ხილვას არა...რაც ნამდვილად არ მოასწავლებდა კარგს.მუცელი საშინლად აეწვა და პირველი გრძნობა რაც დაეუფლა,ეს იყო გულის წყვეტა...
-ჩემო პატარავ.-დაჩის ხმამ გამოარკვია კარში გახევებული და გაჭირვებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მამის მიმართულებით.
-როდის დაბრუნდი?-ამოიჩურჩულა და მოხვეულ დევდარიანს ძლიერად შემოაჭდო მკლავები,იმდენად ძლიერად ძვლები ასტკივდა.
-დღეს...-სახე დაუკოცნა დაჩიმ და შვილის თავი გულში ჩაიკრა.-მომენატრე მა..
-მეც...-აეტირა ნიცას, მაგრამ მოასწრო და სრუტუნით შეიკავა თავი.
-ძალიან გთხოვ, რასაც გეტყვი მომისმინე და ისტერიკები არ დადგა-შვილის ყურთან ჩურჩულებდა დაჩი და თან ხელს არ უშვებდა,ისევ ისე ძლიერად იკრავდა გულში.-გეხვეწები მა...ძალიან გთხოვ.
-არ არის საჭირო...-ამოიჩურჩულა ნიცამ და ზურგზე, პერანგში წვრილი თითებით ჩააფრიბდა.
-მაა...
-არ გიბრაზდები...შენს თავს გეფიცები დაჩი,არ გიბრაზდები..უბრალოდ მაცადე ხო.გპირდები არ ვიჩხუბებ,არც ისტერიკას დავდგამ და არც კატოს ვითრევ თმით.
-ღმერთო,ჩემი ერთადერთი...მიყვარხარ ჩემო სიციცხლე.-შვილის პატარა სახე ხელის გულებში მოიქცია და აცრემელბულ თვალებზე მონაცვლეობით აკოცა.
-ლამაზია...ჰო,ძალიან ლამაზია.
-ჰოო-სიმწრით გაეღიმა დაჩის,იცოდა ნიცამ პირობა მისცა და არც დაარღვევდა, მაგრამ მის მზერას და გულს ვერ გამოაპარებდა რა ცეცხლიც ტრიალებდა მის პატარა სხეულში.საშინლად სტკიოდა მისი ტკივილი და ის რომ ძლივს იკავებდა თავს ბოლო ხმაზე არ ეღრიალა, სრულიად ანგრევდა დაჩის.ვერასდროს იტანდა ნიცას ცრემლებს და ალბათ იმ მომენტში შეეძლო ადამიანიც კი მოეკლა...ახლა კი თავად იყო მისი ცრემლების მთავარი მიზეზი და ნამდვილად ვერ მოიკლავდა თავს.
******
ხუათმა დღემ ისე გაიარა თითქოს ნაღმზე იჯდა დევდარიანი და წამი წამზე ელოდებოდა როდის აფეთქდებოდა.ორად იყო გაყოფილი სამსახურსა და სახლს შორის...ყველაფერს სახლში,კაბინეტში გამოკეტილი აგვარებდა და ცალი ყურით დადარაჯებული ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა.კიკაბიძესთან გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა ბატონ ზურაბს და დაუგეგმავად მოუწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა...მისგან მომავალი საფრთხე დროებით განეიტრალებული იყო,სულაბერიძე იმედიანად იყო რადგან დარწმუნებული იყო რომ ლაშა დევაძესთან ლაპარაკი ჰაერზე არ ჩაივლიდა და რაღაც მაინც მოხდებოდა,თუმცა მაინც ნერვიულობდა რასაც ვერ გამოაპარებდა დევდარიანს.თითქოს ყველაფერი ძველ ტემპრს დაუბრუნდა,მაგრამ ნიცას პირობა რამდენ ხანს გასტანდა და როდის იფეთქებდა ფიცხი დევდარიანი კაცმა არ იცოდა.კატო მშვიდად იყო,ზედმეტად არ ეჩხირებოდა არავის თვალში და არც ისეთი გამომწვევი იყო მისი საქციელი თავად რომ წამოეგო დადარაჯებული ნიცა პროვოკაციაზე.
-გითხარიიი?! ამის დედაც...-კაბინეტის კარი თითქმის შემოანგრია ყურებამდე გაბადრულმა სულაბერიძემ და ხელი-ხელს ისე შემოჰკრა გაოგნებულ დევდარიანს თვალები შუბლზე აუვიდა.
-რა ხდება,რას მეუბნებოდი?
-გააკეთა იმ დედამ*ტყნულმა საქმე...-ახარხარდა დათო.-თიკა კიკაბიძე გაგვითხოვდა..
-აამის დედაც...-ხელი მაგიდაზე დაარტყა დაჩიმ და გაეცინა.-ვა, რა მაგარი რამე მითხარი...
-გაგიჟდება ზურიკელა...ჯანდაბა,ერთი მისი სახე მანახა ამ ამბავს რომ ახარებენ.
-წარმოდგენა არ იქნება რთული..-სიცილით ჩამოისვა სახეზე ხელები დაჩიმ და შვებით ამოისუნთქა.-ეხლა ნახავს ეგ დამპალი, რას ვუზამ...
-ჯანდაბა...
-შენ ის მითხარი იმ აუდიტის გოგოსთან როგორი ურთიერთობა გაქვს?-სიგარეტს დასწვდა დაჩი და ერთ ღერს მოუკიდა.
-ჩვეულებრივი..რავიცი ტო, ერთი ორჯერ შევხვდით.
-მესამედაც რომ შეხვდე ხო არ დაგფოთლავს?-ირონიულად გაეცინა დაჩის.-სანამ პირველ შოკს გადახარშავს მის სამშენებლო კომპანიაში აუდიტის თანამშრომლებს თუ დავაყენებთ კარგად შეყანყალდება.
-რას იპოვნიან?
-გააჩნია,ჩვენ რა გვინდა რომ იპოვონ?-ტუჩის კუთხით ჩაიცინა დაჩიმ.-კახას დავურეკავ დღეს, შენ იმ გოგოს შეეხმიანე,მოიკითხე როგორ არის...ახალი მანქანით გაატასავეთ ქალაქ გარეთ,ერთი ორი ჭიქა დალიეთ და მერე შეუსრულებ.ენა გაქვს ისეთი შაქარი ლამის მეც მოგცე..
-ფუ,შენი...-სახე დამანჭა დათომ.-დავრეკავ დღეს...
-რაც მალე იზამ მით მალე მოგვარდება ეს საქმე.ნიადაგი მოვამზადოთ,უნდა ვიცოდეთ გამკეთებელი არის თუ არა...პირდაპირ არ მიაწვე.მედალს ორი მხარე აქვს ხო იცი...ჩესნად თუ ვერ მოგვარდა და ტკბილმა სიტყვამ არ გაჭრა ფასი დაასახელოს..ისე ლაითად შეუშვი...ჯერ ისე სცადე.ეგ თუ არ იზამს ერთი კიდევ მყავს თადარიგში..იმ კაცს მე დაველაპარაკები.
-ანუ მეორე კაციაა...-გაეცინა დათოს და თავი გააქნია.-შენ ვინც არ გიცნოობს.
-ვინც მიცნობს რა ხეირი აქვს...ნუცა როგორ უძღვება საქმეს?
-კარგი გოგოა ეგ და ამხელა პასუხისმგებლობა რაღაც მხრივ მაგრადაც უსწორდება.ნდობა გაუჩნდა და იასნია კანიდან გაძვრება ჩვენი ნდობა რომ გაამართლოს.მცხეთის რესტორანს დავხედე, მშენებლობა კარგად მიდის...მასალა აგვიანებდა მაგრამ ცოტას თუ დაურხევ კარგი იქნება...ისე ზოზინობენ ეს ბოლო პერიოდი გეგონება ბაბუის ბოსტანში პომიდვრებს თოხნიან.მიუშვებ და თავზე წაგაჯდებიან.დღიური ანაზღაურება მაგარი სირობა მოიგონეს, ცდილობენ გაწელონ რაც მეტ დროს მოანდომებენ მით კარგ მაყუთსაც გაჭრიან...ბრიგადის უფროსი ახვარი კაცია, საიდან მოათრიეს ვაბშე ვერ გავიგე.ეგ სამშენებლო კომპანია თავიდანვე არ დამევასა მაგრამ შენ რომ აიტეხავ..
-სამაგიეროდ ხარისხიან მასალაზე ჩალიჩობენ...დავურეკავ პეტრიაშვილს.დაავიწყდა ეტყობა ვისთან მუშაობს...
-სახლში ძიძად ჯდომას დიდხანს აპირებ?-გაეცინა დათოს და ფანჯარასთან მისულმა ეზოს გადახედა.
-რას მთავაზობ?
-კატოს მუშაობა არ უნდაა?წამოიყვანე ოფისში...-გაეცინა სულაბერიძეს.-თვალწინ გეყოლება,ნიცასთანაც არ დარჩება მარტო და ...
-არ გაგიჟდე...შენ ფიქრობ,ეგ რომ ვუთხრა სიამოვნებით დამთანხმდებაა?
-ცდას რა უდგას წინ?
-ვისაუბრეთ ამ თემაზე და მართალიც არის..აღარ ვაპირებ მის კარიერაში ჩარევას.სურს ყველაფერს თავისით მიაღწიოს..ჰოდა მეც ვზივარ და ვუყურებ.
- და დღევანდელ დროში,ჩვენს ქვეყანაში,ვინმე პროტეჟეს გარეშე რამეს აღწევს?
-ყოველ შემთხვევაში ჰგონია,რომ თავად მიაღწევს.მეც ხმას არ ვიღებ..ვნახოთ დათო, შემართება კარგი აქვს.მთავარია გული არ დასწყდეს და დანარჩენს რომ მიხვდება ტყუილად წვალობს კი ვარ აქ.
- სად ჯანდაბაშია ჩემი დაჩი?!-წამოიყვირა უცებ სულაბერიძემ და ოთახი მოათვალიერა.-სად გამოკეტეთ ტო?.
-ნუ გაატრაკე...
-შენ ნუ გაატრაკე ძმაო,რა გინდა შენმა ცოლმა სადღაც სუპერმარკეტში იპახაოს?
-ამას ვინ მეუბნება?-ახარხარდა დევდარიანი.-შენ არ იყავი მაგ კითხავზე რომ გამიჭედე? რა მოხდა, სუპერმარკეტში არ მუშაობს ხალხიი?
-ბიზნესმენის ცოლები არა..
-არ გვეკადრება და რამეე? სადაც უნდა იქ იმუშაოს...მაგ თემაზე კამათს აღარ ვაპირებ,ძლივს დავალაგეთ ყველაფერი.
-კარგი...კარგიი..-დანებების ნიშნად ხელები ასწია დათომ და კიდევ ერთხელ დააკვირდა სიცილით ძმაკაცს.-ანუ,დღეს მაინც ვერ გამოხვალ სახლიდან?
-რა ხდება?პაემანზე მეპატიჟები?-გაეცინა დაჩის და სავარძლიდან წამოდგა.
-ჰო..თვალი დაგადგი და ვცდილობ გამოგათრო.
-ჩემთვის დალევა არ შეიძლება ფისო-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა დაჩიმ.
-შენ წვენი დალიე...-ცალი წარბი სიცილით ასწია დათომ და კაბინეტიდან გასასვლელად გაემართა.-დაგირეკავ და თუ გამოიპარები სახლიდან გამიგივლიი...
-დაახვიეე..
-ჩაოო...-ახარხარდა სულაბერიძე და მისი მიმართულებით ნასროლ ასანთს კარში გაასწრო.
*******
გვიან გაეღვიძა და საწოლში წამომჯდარმა აღმოაჩინა რომ დევდარიანი უკვე წასულიყო.საათის ისრები თორმეტის ნახევარს აჩვენებდნენ, გარეთ კი ისეთი მოჟამული ამინდი იყო ხასიათი უცებ დაუმძიმდა.ვერ ეგუებოდა სახლში ყოფნას,უნივერსიტეტშიც არ დადიოდა და სამსახურშიც აღარ აპირებდა გასვლას,ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მანამდე მუშაობდა.მით უმეტეს დევდარიანის ცოლის სტატუსით.სახლშიც ყველაფერი კარგად იყო,ნუ დროებითი ზავი ჰქონდათ ნიცას და კატოს..მანამდეც არ უჩხუბიათ, მაგრამ თითქოს დაჩის სახლში ყოფნა ანეიტრალებდა დაძაბულ სიტუაციას..აი,მისი წასვლის შემდეგ კი რა მოხდებოდა ჯერ არ იცოდა და არც უნდოდა ფიქრი.წყალი გადაივლო და სახლის სპორტულებში გამოწყობილმა მშვიდად ჩაიარა კიბეები..სამზარეულოში ბაბულა ფუსფუსებდა თავისთვის, ფიქრებში გართული კატოს გამოჩენაზე თითქოს შეცბა,მაგრამ მალევე დაუმშვიდდა სახე.გაიღიმა, თუმცა მისი ღიმილის მიღმა მაინც იმალებოდა შეფარული ნერვიულობა.თითქის ჯერ არ იცოდა ქალმა, როგორ უნდა მოქცეულიყო დაჩის ცოლთან...
-დილა მშვიდობისა...-თბილად გაუღიმა კატომ და ყავისთვის ფინჯანს დაუწყო ძებნა.
-ზედა თაროზეა,მე გაგიკეთებ ყავას შენ დაჯექი.
-არ შეწუხდეთ,თავად ვიზამ...-უხერხულად შეიშმუშნა კატო და მისი უარიდან გამომდინარე ცივად გამოწვდილი ფინჯანი ჩამოართვა.-იცით,არ ვარ მიჩვეული ის საქმე გაკეთოს სხვამ რისი გაკეთებაც თავადაც შემიძლია.
-დაბნეულმა ამოიჩურჩულა და ქალს მორიდებით ახედა.
-დაჩი ჩემი გაზრდილია...მე წლებია ვმუშაობ აქ და სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს.
-უღრმესი მადლობა...
-რთული ადამიანია...მაგრამ თუ გაუგებ და ახლოს გაიცნობ აუცილებლად შეგიყვარდება...გიყვარ ვითომ?-ეჭვით დააწვრილა თვალები და შარიანი დედამთილივით დააკვირდა.
-უკაცრავად?-შუბლი შეიჭმუხნა კატომ,ყველაფერი ყველაფერი მაგრამ არ ეგონა თუ მასთანაც მოუწევდა რაიმეში თავის მართლება.
-იმედი მაქვს გიყვარს-ცერად ამოხედა ქალმა და კატომაც სწრაფად დაიხია უკან,ოთახიდან გამოსულმა პირდაპირ სახლის უკანა ეზოს მიაშურა,სახლში უკვე საშინლად ეხუთებოდა სული.თითქოს ყველა რენდგენში ატარებდა და რატომღაც მის სულში ხელების ფათურს იწყებდნენ.თითქოს წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ის ფაქტი რომ მას დაჩი მართლაც უყვარდა.
-რა ჯანდაბაა-ამოიჩურჩულა და სიმწრით ჩაეცინა.სახლს პატარა და ლამაზი ბაღი ჰქონდა, სადაც მოზრდილი ტერასა და ტერასაზე დიდი აუზი გაეკეთებინათ.
-ვის ლანძღავს ახალი პატარძალიი?-ზურგიდან სიცილნარევმა ხმამ შეაკრთო შეტრიალებულს კი ნიცა შერჩა ხელში.მასთან მთელი ამ დროის განმავლობაში შეხება არ ჰქონია,თითქოს მონადირესავით შორიდან აკვირდებოდა უმცროსი დევდარიანი.ყველა მის სიტყვას თუ ქმედებად ხარბად ისრუტავდა და რატომღაც დარწმუნებული იყო კატო,რომ წინ ერთი დისი აფეთქება ელოდა.
-სკოლაში მეგონე-ნაძალადევად გაუღიმა გოგონას და ყავა მოსვა.
-ვაცდენ...არ მითხრა რომ ჩემზე დარდობ?
-შენს განათლებაზე ვზრუნავ-გაეცინა კატოს და თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-რას მელაპარაკებიი?-სახე სასაცილოდ დამანჭა ნიცამ და კატოს წარბ აწეულმა შეხედა.-გინდა დედიკო დაგიძახო?
-არა,თავი ბებერი მეგონება-ნიცას მიბაძა ჩხეიძემაც და გერს ისე გახედა უცხო თვალი ნამდვილად ვერ შეხედავდა ამ ორის დუელს სერიოზული სახით.
-პატარა ჭიჭ....ბი რომ გეყოლება მერე გაგახსენებ რომ დაბერდი...
-შენც ბებერი იქნები და ისე შემოგხედავენ როგორც დეიდას-უკვე ართობდა ეს სიტუაცია კატოს და ცდილობდა არ გასცინებოდა.რამდენიმე წუთის წინანდელ დაძაბულობას ერთიანად მიეტოვებინა მისი სხეული და თავს ლაღად გრძნობდა.ნიცა თითქოს სპეციალურად აღიზიანებდა,მაგრამ ზედმეტად ბავშვური და უბოროტო იყო რაზეც მარტოდ დარჩენილი სავარაუდოდ კარგად იცინებდა.
-არაკანონიერი ცოლი ხარ? არ გეშინია დაქალოჩკებმა დაგზრახონ...
-მეგი კარგი გოგოა და გამიგებს...
-ხო მეგი ნამდვილად კარგი გოგოა მაგრამ შენთან რატომ დაქალობს არ ვიცი...აუტანელი ხარ.ლამაზი და აუტანელი,მინდება მიგახრჩო მაგრამ რომ ვხედავ დაჩი როგორი გამოშტერებული გიყურებს...დევდარიანებზე ცუდი გავლენა გაქვს.ჩუმჩუმელა და სახიფათო ხარ...-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.-თითქოს მეამიტი,მაგრამ კაცმა არ იცის რას გააკეთებ.ფაქტი სახეზეა..დაჩი გაგიჟდა.
-შენც შტერდები ბავშვიი?!-თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაეიცინა,რაზეც ნიცას ნერვები მოეშალა.ყავის ფინჯნით შეიარაღებულ "დედინაცვალს" უეცრად ხელი ჰკრა და წონასწორობა დაკარგული ჩხეიძე უკან გადავარდა,თავი ვერ შეიკავა და ხმაურით ჩაეხეთქა ლურჯად მოლივლივე აუზში,რომლის დაცლასაც სულ აპირებდა დაჩი, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა.წელიწადის ამ დროს ყოველთვის სცლიდნენ აუზს და დამცავ ბრეზენტს აკრავდნენ, რათა ხიდან ჩამოცვენილ გამხმარ ფოთლებს არ დაებინძურებინა.წყალი ყინულივით ცივი იყო,წამით გაუჩინარებულმა კატომ ამოყვინთა და სუნთქვა შეკრულმა მკვლელი თვალებით ახედა დამფრთხალ ნიცას,რომელიც თითქოს არ ელოდებოდა მის აუზში გადავარდნას და ფერ დაკარგული აუზის კიდესთან მივარდნილიყო,თვალებ ამღვრეული უყურებდა და ის იყო შეტრიალდა და დაყვირებას აპირებდა,კატოს ჩავარდნისგან ნაპირზე ამოსხმულ წყალზე ფეხი რომ აუცდა და კივილით გადაეშვა აუზში.აფართხალებულმა ამოყვინთა და უარესად შეშინებულმა გახედა კატოს, რომელიც მანამდე ამოსასვლელი კიბისკენ მიიწევდა,ეხლა კი გაჩერებულიყო და სიცივისგან აკანკალებული ხმამაღლა ხარხარებდა.
-გაგიჟდიი!-იყვირა უმცროსმა დევდარიანმა და სახიდან თმა გადაიწია,აკანკალებული ტუჩები სატირლად დაებრიცა და ცრემლსაც არ დაუყოვნებია.
-მე რა შუაში ვარ?
-როგორ ვერ გიტან...ცივიააა...
-არც მე მეხატები გულზე,მოდი-ხელი გაუწოდა სიცილით გალურჯებულ გოგონას და მის წვრილ თითებს ჩაჭიდებულმა თავისკენ დაქაჩა.მკლავი ძლიერად მოხვია და კანკალით აუყვა კიბეს.-არ ხარ ჯანმრთელი...
-გავცივდებით ხო?-მხრებზე ჩაფრენოდა წვრილი თითებით და შეშინებული ისე ძლიერად მოხვეოდა, კაცი ვერ გააგდებინებდა ხელიდან.
-ხოო...ალბათ.
-სიცხე გვექნება ორივეს ხო?
-არაფერია გამორიცხული...და შენი ბრალი იქნება.
-მე რა შუაში ვარ?-სახლისკენ მიდიოდნენ და სველი ტანისამოსიდან ჩამოსული წყლის კვალს ტოვებდნენ.-დაჩი მომკლავს ხო?
-ხოო...
-მერე შენც არ უთხრა..გინდა შავების ჩაცმაა?-კანკალით იცინოდა ნიცა.
-მე რატომ უნდა ჩავიცვა შავები?
-აბა გერი თუ მოგიკვდა სირცხვილია...ხალხი რას იტყვის.
-და მე რომ მოვკვდე?-გაოგნებულ ბაბულას ჩახუტებულებმა აუქციეს გვერდი.რომელიც შოკისგან ხმას ვერ იღებდა და ბოლოს დაიწყო ვიშვიში.
-მე ვიტირეებ...-წამოისლუკუნა ნიცამ და სააბაზანოს კართან შეჩერებულ კატოს ახედა.-მართლა ვიტირებ,რადგან დაჩი მომკლავს.
-წამოდი სანამ სიცხისგან ორივემ ვიტირეთ ცხელი წყალი გადავივლოთ.
-შეიძლებაა?
-ალბათ...რატომ არ შეიძლება? ყინულები ხომ უნდა გადნეს...-დუშში წყალი მოუშვა კატომ და ხელის მსუბუქი კვრით შეაგდო ცელი წყალის ჭავლის ქვეშ.-გენაცვალოს დედიკომ-სიცილით უჩქმიტა გვერდში სახე წამოწითლებულ გერს და ვანაშიც გაუშვა წყალი.ტანსაცმლიანად ისხდნენ პირთამდე გავსებულ ჯაკუზიში და ცდილობდნენ გაყინული სხეულის გათბობას.
-აუ,უკვე სიცხე მაქვს...-ტუჩები დაბრიცა ნიცამ.
-ჯერ ადრეა, ნახევარ საათში მაინც თქვი..სირცხვილია...-პეშვით სახეზე შეასხა წყალი და გაეაცინა.-მაგარი ვინმე ხარ..ოღონდ მართლა.
-შენ კიდევ მართლაც ძალიან ლამაზი ხარ...ნუ,ჩემზე ლამაზი ვერ ხარ მაგრამ არაუშავს..გადაიტან.
-ისე მითხარი კომპლიმენტი ბოლოში რომ არ წაუმწარო.
-რანაირაად? შენ ხომ ჩემი დედინაცვალი ხარ? მე კიდევ წესით უნდა ვერ გიტანდე.
-ვაიმეე...წამოგცდაა?-გაეცინა კატოს.-ანუ სინამდვილეში არ გძულვარ,მაგრამ ტრადიციას არ ღალატობ?
-ხო რაღაც მასეთი...რაც აქ გადმოხვედი კარგად ვერთობი...
-რანაირად ერთობი, არც კი ვკონტაქტობთ.-გაეცინა კატოს.ნიცას კი
სახე დაუსერიოზულდა და მხრები აიჩეჩა.
-ადრე თითქოს მიყრუებული იყო ეს სახლი..დაჩი სულ გასული იყო.ბებო და ბაბუ იშვიათად გვსტუმრობენ.უფრო მე მივდივარხოლმე მათთან.რაც მამამ და ბაბუმ იჩხუბეს მას შემდეგ ზაზა აქ აღარ მოსულა.ბიძაჩემი საზღვარგარეთ ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის,ან არ ჩამოდის.ბაბულა კი ბებერია და ხანდახან ავიწყდება რაღაცეები.-წინ გადმოხრილმა ხმას დაუწია, თითქოს მსოფლიო დონის საიდუმლოს ანდობდა.-ფაშასაც მოეწონე.
-იმ მსუქან კატას?-გაიცინა კატომ.-როგორც იქნა ამ სახლის ერთ ბინადარს მაინც მოვეწონე.
-მსუქანი არ არის...ხორციანია.-წვრილ თითებს წყალზე ათამაშებდა ნიცა და ქვემოდან უყურებდა ჩხეიძეს.-იცი,დედასთან არასდროს დავრჩენილვარ...ადრე მეგონა რომ დაჩი არ აძლევდა ჩემთან მოსვლის უფლებას,მაგრამ მერე გავარკვიე რომ თავად მას არ ჰქონდა ჩემი ნახვის სურვილი.არ ვუყვარვარ.
-ყველა დედას უყვარს თავისი შვილი.-სევდიანად გაეღიმა კატოს, რადგან საკუთარი თავი გაახსენდა ნიცას ასაკში.-როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი პატარა ადამიანი,რომელსაც დღის სინათლეზე მოვლინების საშუალება თავად მიეცი?შენს სხეულში ჩაისახა,ჩამოყალიბდა,გაიზარდა და შენივე საშუალებით გაჩნდა ამ სამყაროში.
-შენ კარგი დედა იქნები...-ნიცასაც გაეღიმა.
-არ ვიცი ჩემო კარგო,შვილზე არასდროს მიფიქრია..ალბათ ვიქნები დედა რომელსაც ეყვარება საკუთარი სისხლი და ხორცი და შეეცდება კარგი ადამიანი აღზარდოს.
-რა თავმდაბალი ხარ-წყალი სიცილით მიასხა ნიცამ და თვალი -თვალში გაუყარა -ამ შაბათ კვირას უფლებას გრთავ ჩემთან და დაჩისთან ერთად შენც წამოხვიდე...
-დიდი პატივია...-თვალები აატრიალა ჩხეიძემ.
-სამსახურში რომ გახვალ სახლში ისე ხშირად აღარ იქნები ხო?
-არა...გაგიხარდეს წინასწარ.
-იქ ვერ მოვალ თუ?
-მოხვალ...ვინ დაგიშლის?-თბილად გაეღიმა კატოს და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა აბაზანის კარი დაუკითხავად რომ შემოანგრიეს და ზღურბლზე გამოჩენილმა დევდარიანმა,წარბ შეკრულმა შეხედა მოზრდილ ჯაკუზში ტკბილად მოჭუკჭუკე ცოლ-შვილს.
-რა მოხდა?ბაბულამ თქვა სულ სველები შენოვუდნენ სახლში და სიცივისგან სულს ძლივს ითქვამდნენო?-იკითხა და რატომღაც ნიცას შეანათა ბრაზით სავსე თვალები.
-არაფერი-გაეცინა კატოს და ნერვიულობისგან გაფითრებულ გერს გადახედა,რომელიც მორჩილად ელოდა განაჩენს.-მე და ნიცა აუზთან ვსეირნობდით, ფეხი ამიცურდა და წყალში გადავიყოლე.დახმარებას ცდილობდა...
-კატერინა!-ყბის ძვლები დაეჭიმა დაჩის.-ორი წლის ბავშვს ვგავარ ეგ ზღაპარი რომ დავიჯეროო?!
-არა ძვირფასო...34 წლის კაცს ჰგავხარ, რომელსაც ზღაპრების არ სჯერა და შესაბამისად ვერც გავბედავდით ზღაპრის მოყოლას..მართლა ესე იყო.-სახე ღიმილით გაებადრა კატოს და დევდარიანი ისეთი მზერით შეათვალიერა წამში დანებდა ბრაზისგან ატანილი დაჩი.
-გაცივდებით...-ხელში შერჩენილი პიჯაკი ხელსაბან ნიჟარაზე მიაგდო და მათთან დახრილმა წყალი შეამოწმა.-ამოდით და ცხელი ჩაი დალიეთ სასწრაფოდ.ბაბულას ვეტყვი და გაგიმზადებთ!
-აი,ნიცას უკვე სიცხეც აქვს.-გაეცინა კატოს და ოდნავ დამშვიდებულ გოგონაზე მიუთითა.
-მაჩვენე.-შუბლზე თითები მიადო დაჩიმ შვილს და შემდეგ ტუჩები მიაწება.-არ გაქვს სიცხე...ამოდი პატარავ და გამშრალდი,თბილად ჩაიცვი და ჩაი დალიე.
-კარგი...
-კარგი გოგო ხარ...-ხმაურით აკოცა ცხელი წყალისგან შეწითლებულ ლოყებზე და მშობლიური სურნელის ჩასუნთქვისგან საბოლოოდ დამშვიდებული ნიცაც, მორჩილად დაჰყვა მის ბრძანებას.წყლიდან ამოვიდა და პირსახოცის ხალათს წამოავლო ხელი.სველი ტანისამოსით დატოვა აბაზანა და საკუთარი ოთახისკენ სირბილით დაიძრა.
-რატომ მატყუებ კატერინა?-ჯაკუზის კიდეზე ჩამომჯდარმა დაჩიმ ზემოდან დახედა ქალს და წარბები შეკრა.-რა მოხდა?
-არაფერი...მართლა არაფერი მომხდარა.მაგრამ ეხლა მოხდება თუ ესე იჯდები აქ...საშინლად მინდება წყალში ჩამოგათრიო-ქვედა ტუჩი სიცილით მოიქცია კბილებს შორის და დაჩიმ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა წყალში,მისკენ შეტრიალებულმა აკისკისებულ ჩხეიძეს, ყბებზე მოავლო თითები და ველურივით დაეტაკა დაბერილ ბაგეებზე.
*******
- რა ჯანდაბაა?!-წამოიყვირა გაოგნებულმა და გული ისე შეუქანდა,წამით ეგონა გაჩერდებოდა.მთელი სხეული აუთრთოლდა და ცრემლისგან დაბინდული მზერით კიდევ ერთხელ დახედა ტაბლეტს, რომლიდანაც ზედმეტად ნაცნობი სახეების ბუნდოვანი სურათი იმზირებოდა.წყვილი, ფარულად იყო დაფიქსირებული კამერაზე და სურათის ქვეშ პატარა სტატიას დიდი ასოებით მიწერილი ინტრიგნული სათაური ამშვენებდა."ბიზნესმენი დაჩი დევდარიანი, ფარულად დაქორწინდა" ტაბლეტი აკანკალებული ხელებიდან გაუვარდა და იატაკზე დაგებულ მაღალ ბეწვიან ნოხზე,უხმაუროდ დაეცა.სახეზე ხელები აიფარა და თავის შეკავებაც კი არ უცდია ისე ატირდა.
****
კარზე ატეხილმა ბრახუნმა სასტუმრო ოთახში მყოფი ლაურა დევდარიანი,სავარძლიდან დენ დარტყმულივით წამოაგდო.ვიღაც მთელი მონდომებით ცდილობდა კარის ჩამოღებას.
-რა უბედურებაა,გაგიჟდიით?!-ქუსლიანი ფეხსაცმლის დემონსტრაციული კაკუნით გაემართა კარის გასაღებად,ფართოდ გამოაღო და ზღურბლზე მდგარ სახე შეშლილ ქალს, გაკვირვებულმა შეანათა მუგუზალივით შავი თვალები.
-სად არის?-გაფთრებულ დაუპატიჟებელ სტუმარს, სხეულთან ერთად ხმაც უკანკალებდა.ლაურამ ეზო მოათვალიერა და გაოცებულმა ისე დაიხია უკან ვერც კი მიხვდა როგორ მისცა უფლება ქალს სახლში შემოსულიყო,რომელიც სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სასტუმრო ოთახისკენ,აშკარად პირველად არ იყო ამ სახლში რადგან გზა ისე გაიკვლია მასპინძლის დახმარება არ დასჭირვებია.-სად ჯანდაბაშია?-ოთახის შუაგულში მდგარმა ბრაზით შეანათა ამღვრეული თვალები ჯერ უსევ შოკში მყოფ ლაურას, რომელმაც ძლივს მოახერხა გამოფხიზლება და ზედმეტად მშვიდი ხმით ჰკითხა:
-ვის ეძებ ძვირფასო?
-ბატონ დაჩის...-ირონიულად გაისმა ქალის ხმა და ისტერიულად გაიცინა.-აა..არ მიცნობთ ხო? თათული მქვია..გვარიც გაინტერესებთ ქალბატონო ლაურა?-ხელები ფართოდ გაშალა ქალმა და ზიზღით შეათვალიერა თავით ფეხამდე.
-უკაცრავად?
-სად არის დაჩი?
-დაჩი? არ ვიცი...სამწუხაროდ ჩემი შვილი მე არ მითანხმებს თავის წასვლა მოსვლას...-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ქალბატონი დევდარიანი, რადგან ძნელი მისახვედრი არ იყო ვინ შეიძლება ყოფილიყო მის სასტუმრო ოთახში მობობოქრე ქალი.დაჩის მიტოვებული კიდევ ერთი ქალი...
-რა საინტერესოა...ცოლის მოყვანა შეგითანხმათ? თუ არც ეგ შეუთანხმებია...-გაეცინა თათულის და კბილებს შორის გამოსცრა.-არც თქვენი რძალი ბრაზანდება სახლშიი? თუ ახალ გამომცხვარ ქმარს გაჰყვა კუდში...ააა...არა, სახლში ყოფილა.-ხმაურზე გამოჩენილი კატოს დანახვაზე ხელი-ხელს შემოჰკრა თათულიმ და ერთ ადგილზე გახევებული დის შვილი მზერით გაბურღა.რომელსაც ნელ-ნელა ეკარგებოდა სახეზე ფერი.-როგორ მიხარია შენი ნახვა საყვარელოო...-სიძულვილით სავსე ხმით მიმართა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯით მიიწია.კატომ ისნტიქტურად დაიხია უკან და ზურგით კარადას მიჯახებული გაჩერდა.
-აქ,რას აკეთებ?
-რა იყო გეშინიაა?ღმერთო ჩემო..გეშინია ძვირფასოო?
-უკაცრავად, რა ხდება? იქნებ ამიხსნა რა ჯანდაბას აკეთებ აქ და საერთოდ ვინ ხარ?-მკლავში სწვდა მისი რძლისკენ განთებულ სტუმარს ლაურა და თავისკენ შეატრიალა.-რა უფლებით გვივარდევი სახლში და გაჰკივი ბოლო ხმაზე?
-იმ უფლებით რომელიც სამწუხაროდ თქვენმა რძალმა წამართვა.-მისი ხელი მკლავიდან მოიშორა თეთვაძემ და სახეში ჩააშტერდა.-იმ უფლებით, რომელიც სამი წლის უკან შენმა შვილმა მომანიჭა...მერე რა მოხდა იციი?-გაეცინა თათულის და ხელები ფართოდ გაშლა.-სოფლიდან ჩამოთრეულმა ჩემმა დისშვილმა, ჩემგან ფარულად გაუშალა ფეხები კაცს რომელიც ჩემი იყო...რომელიც მიყვარდა და რომლისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი.
-რა?!-სახე უცებ შეეცვალა ლაურას და უნებურად კატოს გადახედა.
-არ იცოდით? ღმერთო..საიდუმლო გაგანდეთ?-გაეცინა ქალს, გაოგნებულ ლაურას მოშორდა და კატოსკენ გადაინაცვლა.-ენა ჩაყლაპე? ხმას რატომ არ იღებ? ეს არის არ ვიცნობო? არ მაინტერესებსოო? ეს არის,შენ იგონებოო..თათული,გიჟი და ავადმყოფი ეჭვიანი იყო და შენ მართალი,სათნო და ანგელოზი...ჯანდაბა, წმინდანი...შენშიც დედაშენივით დამპალი სულია,რადგან იმ დაწყევლილი გვარიდან ხარ რომელიც მეზიზღება...შენშიც დამპალი სისხლი სჩქეფს, ის სისხლი მე რომ ცხოვრება დამიმახინჯა...სულით ავადმყოფები და ზნედაცემულები ხართ...-ტყვია მფრქვევივით ისროდა საძულველ სიტყვებს.
-კარგად მომისმინე!-გაცეცხლებულ დეიდას მკლავში უხეშად სწვდა კატო და ისე მოითრია ცოტა დააკლდა უკან არ გადავარდნილიყო თათული.-ენას ამოგაცლი, მეორედ დედაჩემის სახელი რომ ახსენო...
-რატომ?!შენნაირი ბო*ზი რომ იყოო?-გაეცინა თათულის და თვალებ ანთებულ დისშვილს სახეში ზიზღით ჩააცქერდა.-წყეულიმც იყოს ის დღე,ჩემი სახლის კარები რომ გაგიღე და დახმარების ხელი გამოგიწოდე...ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას და ისეთ დღეში ჩაგაგდებ საკუთარი ხელით იგლეჯდე ხორცს.
-გაეთრიე აქედან!-კბილებში ზიზთით გამოსცრა სიბრაზისგან აკანკალებულმა ჩხეიძემ.თავს ძლივს იკავებდა თმით რომ არ ეთრია ბოლო ხმაზე აკივლებული დეიდა,ციებიანივით რომ ატრიალებდა ცრემლიან თვალებს და რაც პირზე მოადგებოდა ყველაფერს ყვიროდა.არ აპირებდა მასთან კამათში აყოლას და არც უცნაურად მომზირალ ლაურასთან დაიმცირებდა თავს...ისედაც საკმარისზე მეტად ამცირებდა თეთვაძე.
-მთელს ქვეყანაზე მოგჭრი თავს...ყველა შენსკენ გამოიშვერს სიცილით თითს და ვნახოთ ერთი როგორი მაგარი გოგო იქნები...
-თავს უარესად ნუ იმცირებ..წადი აქედან თათული,დაჩიმ არ გნახოს...
-დაჩიმ არ მნახოს?-გაიცინა ქალმა.-სამი წელი მნახულობდა შენი დაჩი...რა გაქვს ისეთი რამაც გააგიჟა? ღმერთო ჩემო და გგონია ეს თქვენი ფარსი დიდდხანს გაგრძელდება? უყვარხარ? არ იცნობ...შენ დაჩის არ იცნობ.-წინ დახრილმა გამოსცრა და თვალი -თვალში გაუყარა.-ახალი ხორცი ხარ...ახალგაზრდა.ვნახოთ ერთ წელში ისევ ისე თუ ენდომები როგორც დღეს უნდიხარ...
-გაეთრიე აქედან!-ხმას აუწია კატომ და ხელით კარისკენ ანიშნა.
-გაგანადგურებ!-კბილებში გამოსცრა თათულიმ და კატომ გააზრებაც ვერ მოასწრო მთელი ძალით გაქნეული ხელი ისე შეასკდა სახეში.-გაგანადგურებ შე კახ*პა.
-რა ჯანდაბას აკეთებ!-იკივლა ლაურამ და თათულის ეცა,ერთ ადგილზე გახევებული კარს რომ უყურებდა სადაც დაევდარიანი იდგა.მისი მოსვლა არავის გაუგია და ძნწლი იყო მიხვედრა მათი საუბრიდან რა შეიძლება რომ გაეგო და რა არა.სახე გაყინული, ზიზღისგან ამღვრეული თვალებით ბურღავდა თეთვაძეს და ალბათ მზერით მოკვლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი თეთვაძე იატაკზე უსულოდ დაეცემოდა.
-დაჩი,შვილო...-სასოწარკვეთილმა წამოიკივლა ლაურამ,როდესაც დაინახა როგორ დაიძრა დაჩი თეთვაძის მიმართულებით და შეეცადა წინ გადასდგომოდა, მაგრამ ხელის უხეში აქნევით გზიდან ჩამოიცილა ქალი და მიტკლის ფერ თათულის თავზე დაადგა.
-აქ,რა ჯანდაბას აკეთებ?-ავის მომასწავლებლად გამოსცრა და კატოს აწითლებული ლოყის დანახვაზე ერთიანად მოაწვა მრისხანება,რომლის გაკონტროლება არც უცდია.-აქ,რა დედის*ტყვნას აკეთებ?!
-იღრიალა ბოლო ხმაზე და თმებში ისე ჩააფრინდა თეთვაძემ წამოიკივლა.
-რას აკეთებ...დაჩი შეეშვი.-დაგვიანებით გამოჩენილი სულაბერიძე,ცდილობდა მეგიბრის დაშოშმინებას, რომელიც კარისკენ მიდიოდა და თითქმის მიათრევდა ატირებულ ქალს.ბოლოს წინ გადაუდგა.
-გამატარე!
-დაჩი,ხელი გაუშვი!
-დათო, გამატარე!-მის ხმაში ისეთი სუსხი იგრძნობოდა ისტიქტურად გადგა გვერდით სულაბერიძე და სახლიდან გასულ დაჩის, ფეხდაფეხ გაეკიდა, რომელმაც ეზოში ჩაათრია ქალი და მანქანასთან ისე უხეშად უბიძგა ხელი ლამის გადავარდა.-დაჯექი!
-დაჩი,დედიკო...
-ლაურა,შენ გაჩუმდი!-თითი გამაფრთხილებლად გაიშვირა დედისკენ და ატირებულ თათულის მიუბრუნდა:-დაჯექი,მანქანაში!
-დაჩი..გთხოვ.-სახეზე ორივე ხელი აიფარა კართან ატუზულმა კატომ და ხმამაღლა ატირდა.
-რას მთხოვთ?! რას მთხოვთ ამის დედაც? -დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ეზოში შეკრებილთ.-რას მთხოვ კატო? რას რომ მიყვარხარ და ვიღაც დედამოტყნული ბო*ზი სულ ფეხებზე ა? ხოო ბო*ზი იყო...ჩემი ბოზ*იი-კბილებში გამოსცრა და გაფითრებული თათული,თავით ფეხამდე შეათვალიერა.-ლამაზი სათამაშო, რომელსაც ყველა პოზაში ვჟიმავდი და ამისთცის ფულს ვაძლევდი..ხო,იმდენ ფულს რომ დღემდე ფუფუნებაში ცხოვრობდა? რას მიყურებ ქალბატონო ლაურა? ჯანდაბა,დევდარიანებს არ შეგვეფერება ესეთის აქციელი?-ხელები ფართოდ გაშლა და მთელი ძალით დაარტყა მანქანის ძარაზე.-არ შეგვეფერება ბოზე*ბში ფულის გადაყრაა?
-დამშვიდდი დედიკო, გთხოვ.-შეშინებული ქალი ბოლო ხმაზე აღრიალებულ,ფერ დაკარგულ შვილს უყურებდა, რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
-ნუ მამაშვიდებ..ხალხი გაიგებს? ....ზე ...მიყვარს ეს ქალი და ცოლად მივიყვანე..ხოო დევდარიანმა ცოლი მოიყვანა.ტაში მეგობრებოო და რა მოხდა მერე?! ჩემს ცოლთან,ჩემს სახლში, ჩემი ყოფილი ბო*ზი მოდის და ჩემს ცოლს, ჩემს თვალწინ ხელს არტყავს, რატომ ტო? რატომ და ზედმეტი პრეტენზიები ჰქონია ამის დედაც..და სად ვიყავი მე? ჭურში ვიჯექი იასნია...დედიკო მამშვიდებს, რადგან მის შვილს ინფარქტმა არ გლიჯოს..ჩემი ძმაკაცი თანაგრძნობით მიყურებს,ჩემი ცოლი ტირის, რადგან ჰგონია მის საყვარელ დეიდას, ცემაში ამოვხდი სულს, რადგან ნაბიჭ*ვარი დევდარიანი ვარ..და თქვენ ქალბატონო თათა?-თათულისკენ შეტრიალად და თავი თეატრალურად დაუკრა.-რას ატრაკებ ამ ცხოვრებაში? რამე ვერ გავარკვიეთ მე და შენ? თუ ტეხავს შენს სახლში გაცნობილი, შენი დისშვილი რომ შემიყვარდა და შენ დაგადე?
-დაჩი..
-აი,ესე ნუ მეძახი რაა..-ზიზღით აუქნია ხელი და სიტყვები ლამის გადმოაფურთხა.-არც ეს ნიანგის ცრემლები გიხდება ტო...რამე ვერ გავარკვიეთ? რა გეგონა, სახლში თუ მომივარდებოდი და თავზე დაიმხობდი ყველაფერს...ყვითელ პრესაში გამომაჭენებდნენ დედაა..რა ქნა დაჩიიმ..ან დედიკო ამიწევდა ყურს? ჰეე,გამოვჭენდით ტო..ქალაქის ცენტრში გამოვჭემდით..მე დაჩი დევდარიანი, შუა ეზოში ვდგავარ და ხმამაღლა ვღრიალებ.ხო..
ამის დედაც...ყოფილი ნაშის დის შვილი მოვიყვანე ცოლად.მერე?
-ღმერთო-სახეზე აიფარა ხელები თათულიმ,აღარ შეეძლო ამხელა ზიზღის ატანა.
-მერეე?!-ისევ იღრიალა დევდარიანმა და მის თავთან მთელი ძალით დაარტყა ხელი მანქანის კაპოტს.-შენ გეკითხები,მერეე?
-დაჩი...-ისევ სულაბერიძემ აიღო თავის თავზე მეგობრის დაშოშმინება და მკლავზე ისევ წაეტანა,მაგრამ დაჩიმ ისევ აუქნია ხელი.
-მაცადე!
-დაჩი,მისმინე...
-ბიჭო, ყველას საკმარისად გისმინეთ...ჰე,გისმენ აბა რა ვქნა? დავმშვიდდე, რადგან შეიძლება გულმა მგლიჯოს?აბა,დავმშვიდდი მერე?-სიმწრით გაეცინა და ისევ ფერ წასულ კატოს ახედა.-გიტყდება ძვირფასო შენი სტატუსი?
-დაჩი..-ამოიჩურჩულა კატომ და ნიკაპი ისევ სატირლად აუთრთოლდა.
-გეკითხები:ამის დედაც...გიტყდება დეიდაშენის ყოფილი საყვარლის, ცოლი რომ გქვიაა?!-ყბის ძვლები დაეჭიმა.
-არა...
-აბა, მე სულ სირზე ...-ხელები ფართოდ გაშალა და ლაურას გადახედა.-დედიკო...რას იზამ,შენს ნაბოლარა შვილს ყურს აუწევ იმის გამო რომ აკრძალული ქალი შეუყვარდა და გეშინია ხალხი რას იტყვის?
-დედიკო...
-ესეიგი გეშინიაა...კარგით..აი,-ჭიშკრისკენ შეტრიალდა და ხელი გაიშვირა.-ღიაა..თან პატივი დაგდეთ და ორივე კარი ღიაა...შეგიძლია უკან აღარ მოიხედო.ზაზას კვალს დაადგე...
-დედიკო...
-მიბრძანდიი!-იღრიალა ისევ და ახლა დათოს მიუტრიალდა.-შენ ჩემი ძმა ხარ და კითხვასაც არ დაგისვამ ბო*ზის შვილი ვიყო.
-დამშვიდდი,ძმობას გაფიცებ..
-მშვიდად ვარ...-ცხვირით ხმაურით შეისუნთქა და თათულის მიუტრიალდა.-იცი რას ვიზამ?კიდევ რომ დაგინახო ჩემი ან კატოს სიახლოვეს,სისხლისგან დაგცლი...გესმის რა გითხარიი?მოგკლავ.
-მეზიზღები...-ამოიჩურჩულა თათულიმ და თვალი-თვალში გაუყარა ზედმეტად ახლოს დახრილ მამაკაცს,რომლის სუნთქვაც სახეზე მოედო სიტყვებმა კი ერთიანად გაუთიშა გონება და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
-მიმუფურთხებია იმ სამი წლისთვის რაც შენს ფეხებს შორის გავატარე...ერთი გაფართხალება თათული და ცოცხლად ჩაგმარხავ მიწაში.
თითქმის ჩურჩულით გამოსცრა და ზურგი ისე შეაქცია და ისე დაიძრა სახლისკენ, ყურადღება აღარავისთვის მიუქცევია. ატირებულ კატოს მხარზე მოხვია ხელი და სხეულზე ძლიერად მიკრულს თმაზე აკოცა,სახლში შესულმა კი ხმაურით მიხურა კარები, რაც იმას ნიშნავდა რომ სეანსი დამთავრდა და ყველა თავისი გზით უნდა წასულიყო.
скачать dle 11.3



№1 სტუმარი Tamo

Madlooba rogoor gelodiii pirveeeli vaaar wavediii wavikitxav da meree shevafaseeb

 


№2 სტუმარი ანუ

სულზე მომისწრო ♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარა

ეს რა იყო ღმერთო. მიყვარს დაჩი და რა გავაკეთო ???????? საუკეთესო ხარ ფეფო ❤❤

 


№4  offline წევრი დარინა

ადრე უნდა მოესვა ეს იდიოტი ქალი, მისი ისტერიკებით რა მოიგო პირიქით უფრო მეტად შეაზიზღა თავი, არ მესმის თათულისნაირი ქალების, იმდენს მინერვიულებენ ჩემ დაჩიკოს ლამის მე დავუჭირე ხელით გული კიდევ ინფაქტმა არ ხიოსმეთქიიი, კატო ამ თავში მომეწონა ყველაზე მეტად. შენ კი როგორც ყოველთვის ჩვენი ბრილიანტი ხარ.

 


№5 სტუმარი სტუმარი თათუ

ბიჭოო, კაცების კაცია ეს დაჩი. არ მიუჩინა ყველას თავისი ადგილი?
ნიცას და კატოს ამბავზე გავგიჟდი❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი კრისტი

უკომენტაროდ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤???????????????????????? უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ უძალიანმაგრესი ხარ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი Tamo

Shemdegi tavi dzalian ar daagviano ra

 


№8  offline წევრი მე♥უცნაურე

უჰ, რა ქარბორბალა დატრიალდააა.
კიკაბიძეს დაემართება ახლა გულის შეტევა და მერე დამშვიდდება ყველაფერი.
კატოს და პატარა დევდარიანის ურთიერთობის დათბობა, მომწონს.
დაჩი კი უბრალოდ ძალიან მაგარია❤️

 


№9  offline წევრი აბლაბუდა

აი კატოსა და ნიცას დიალოგზე ავყირავდი სიცილით:)) თათულიმ ის მიიღო რაც უნდოდა,ისე კიდე ხომ ვაფრენ ამ ისტორიაზე

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე ეს რა იყო????❤️❤️საოცრება ხარ ფეფო❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი gvantsa

ეს თავი იყო სასწაული ,კატოს და ნიცას ურთიერთობაზე და დიალოგზე გავთბი და დავდნი :)) გამიხარდა თათულის თავისი ადგილი რომ მიუჩინა დევდარიანმა,მეტის ღირსია ,იმედია ტატოც არ მოაწყობს მსგავს სცენას თორე წარმოდგენაც არ მინდა რას მიიღებს დაჩისგან :))

 


№12  offline წევრი kora

ასეთი ბოროტი როგორ ხარ ფეფოო, ისეთ მამაკაც პერსონაჟებს ქმნი რომ ყველა ერთმანეთზე მეტად მიყვარდება. ( ნიკო მაინც უცვლელია:)) დაჩი მაგარი ვინმეა და ვგიჟდები მის ყოველ გაგიჟებაზე, ოქრო გოგო ხარ, მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️
--------------------
kira.G

 


№13 სტუმარი

ძაან მომწონს და გიჟივით ველოდები როდის დადებ????

 


№14  offline წევრი სიბილა

აი,ასე უნდა იქცეოდეს კაცი, ვოტ!)))და ჯანდაბას ეს ერთი არაქართული სიტყვა,რაც მინდოდა ვთქვი.

 


№15  offline წევრი Marryam

აი ისეთი გადმოცემული რეალური ნაწერი იყო რომ ზუსტად ვიცი ეხლა ჩემს გონებაში დახატული დაჩის სახლის თითეული დეტალი;დ ზუსტად ვიცი აუზი რა ზომის და რა სიღრმის იყო ;დ ზუსტად წარმოვიდგენ ბაბულისაც, დაბალს და ფუმფულას ;დ ეზოდაც ;დ დიდი შავი ჭიშკრით და მწვანე ბალახით ;დ მგონი გავგიჟდი ;დდდ

 


№16 სტუმარი სტუმარი ნანა

ყველაფერი ძალიან მომწონს. ერთ-ერთი საუკეთესო ხართ. ????

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან მაგარი გოგო ხარ ფეფო . ვკითხულობ და მგონია რეალურად ვხედავ ყველაფერს.

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთი

დიდუუუ ეს რა იყო შოკში ჩამაგდო :)) აუ ნიცა და კატო იყვნენ ძაან საყვარლები :))) ტკბილებიიი :)) სასწაული გოგო ხარ ფეფო, აი, სასწაული :) ბევრი სიყვარულები შენ :)

 


№19 სტუმარი კსმ

აი ასეთი ნიცა მომწონს მე ^-^

 


№20  offline წევრი იზუკა

დევდარიანის გაბრაზებაზე რო ვაბოდებ ძაან დარტყმული ხო არ ვარ ნეტა ???? იმენნა ვგიჟდები და ვდებილდები ამ ისტორიაზე..სასწაული თავი იყო .. შოკი

 


№21 სტუმარი სტუმარი მარი

არ გვალოდინო რა დიდხანს მალე დადე გთხოვ ❤❤❤

 


№22 სტუმარი Tamo

Fefooo rodis gagvaxareeb rodis dadeb ert kai mozrdil da msuye tavs verc ise vitmen rom daamtavreb mere eavikitxo da ese lodinic amodis xolme yelshiii mitumetes iset momentzee amtavreb xolme geliiiit dghes xoo iqneba axali tavi?

 


№23  offline წევრი გროსმაისტერი

ვაიმეე გულიი

 


№24 სტუმარი Tamo

Fefooooo dghes xom dadeeeeb? Xo gabida ori dgheee

 


№25 სტუმარი ფეფო

არ ვიცი...ფინალს ვწერ.ბოლო თავია და მერე რომ არ მეძახონ მიაფუჩეჩაოო როგორც სჩვევიათ,დრო მჭირდება ნორმალურად რომ დავასრულო.

 


№26 სტუმარი Tamo

Kaii raaa ras gviketeeeb ase male tu daaasrulebii ar megooona guli damwyda iseti romania rom menaneba ase male dasamtavreblaad. Anu dghes ar velodo xo?

 


№27  offline წევრი აბლაბუდა

ვერ გადავიტან ფინალს :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent