შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერაგი სილამაზე


27-09-2019, 18:50
ავტორი Marita_G
ნანახია 264

თავი-I
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა მარმარილოს დერეფანს. სწორედ რომ განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა. მისი შავი თმა, რომელსაც რიჟა ფერი დაჰკრავდა ზურგზე ცოტათი ქაოსურათ იყო განლაგებული. მის მშვენიერ სახეს შავი ორლამენტებით შექმნილი ნიღაბი, ცოტაოდენი მაკიაჟი და ყავისფერი ტუჩსაცხი ამშვენებდა. ხელებს ნიღაბის მსგავსათ ორლამენტებით შექმნილი ხელთათმანები, ხოლო სხეულზე მისი მეგობრის შექმნილი უმშვებიერესი მოშავო მომწვანო მუქი კაბა, ლამაზად მოქარგული ბოლოებით... მის ფეხებს ბროლის მუქი ფეხსაცმელი ეხებოდა.

ღრმად სუნთქავდა... ღელავდა. არ იცოდა რა ელოდა როდესაც მარმარილოს დერეფნის ბოლოს არსებული მეჯლისის ნაწილი გახდებოდა. ელიტა, ანუ იქ მყოფი მაღალი საზოგადოება, ხომ მისთვის უცხო ხილს წარმოადგენდა. თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.

აქ პირველად ხართ არა? უკნიდან მოესმა მამაკაცის ბოხი ხმა მოესმა. გულმა ბაგაბუგი აუტეხა... ვაი თუ გამომიჭირესო. ის ხომ მეჯლისის დაუპატიჟებელი სტუმარი იყო. მასკარადზე მისვლას მხოლოდ 2 წესი აქვს.
1.უნდა იყო ელიტის ნაწილი.
2.უნდა გქონდეს მოსაწვევი.

ეზერი კი არც ელიტის ნაწილი
იყო და არც მოსაწვევი ჰქონდა თან. ის უბრალოდ თავისი ინტერესების მსხვერპლი გახდა.
ნელა შეტრიალდა უკან თანაც მღელვარების დამალვას მთელი ძალით ცდილობდა.

გაოცდა. ბოხი ხმის პატრონი ხომ მშვენიერ ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს გავდა. მაღალი, ათლეტური შესახედაობის მქონე პიროვნება. რომელის თვალებიც უნაკლო ზურმუხტისფერი იყო. ისეთი ზურმუხტისფერი, მთელი ცხოვრება, რომ მის ყურებას განატრებს. მუქი კანისფერი, და მის ლურჯ ხავერდის სამოსს შეხამებული ლურჯი ნიღბით.

ეზერის მარმალადისფერი თვალები ყმაწვილის სხეულს მანამ არ მოსწყვეტია სანამ ბიჭმა უხერხულობისგან არ ჩაახველა.

დიახ, აქ პირველად ვარ მორცხვად დახარა თავი და თითების მწვალება დაიწყო. არ იცოდა რა გაეკეთებინა.

მე კრისტიან ოზერა ვარ, ალბათ ჩემზე გსმენია არა ცალყბად გაიღიმა, ეზერმა რათქმაუნდა სმენია მის შესახებ. ის ხომ ამ სასახლის მფლობელის მემკვიდრე და ელიტის სათავეში მდგომი საგვარეულო ოჯახის წევრი იყო.

ეზერ ალენი თავი დაუკრა ეზერმა და მორცხვად გაიღიმა. კრისტიანი ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ეზერს კი შიშისგან სუნთქვა ეკვროდა.

_ალბათ მოგაცდინეთ... შევიდეთ_ხელი გაუწოდა კრისტიანმა გოგონას, რომელმაც დანახვის წამიდანვე აღაფრთოვანა და მოხიბლა. ეზერმა იცოდა რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა მას შემდეგ რაც სასახლეში შემოდგა ფეხი ამიტომაც ხელი მის გამოწვდილ ხელს შეახო და მასთან განაგრძო გზა რომელიც სულ რაღაც 10 წუთის წინ შეწყვიტა.

დაცვა უზარმაზარ ოქროსფერ კარებს აღებს მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები მიუახლოვდა სამეჯლისო ადგილს.

ეზერის თვალწინ უმშვენიერესი სანახაობა იღვიძებს. ასობით ან ათასობით მასკარადისთვის გამოწყობილი ხალხი ერთმანეთში ირევა. უმშვენიერესი მუსიმა ცოცხალი შესრულებით. ხოლო მის ფონზე ახალგაზრდები ღიმილით ცეკვავენ თავიანთ მეწყვილეებთან ერთად. დარბაზი საკმაოზე დიდი და მასკარადი უფრო მშვენიერია ვიდრე ამას ეზერი ოდესმე წარმოიდგენდა. ამ თვალიერებაში ვერც კი გაიგო თუ როგორ მიუახლოვდა კრისტიანთან ერთად ორ ხანში შესულ წყვილს რომელიც დიდი ალბათობით კრისტიანის მშობლები უნდა ყოფილიყვნენ. ქალს წითელი ძვირფასი კაბა ემოსა ოქროსფერი ორლამენტებით და ასევე წითელი ნიღაბი რომელიც ზურმუხტისფერ თვალებსა და შავ თმებს შესანიშნავად გამოკვეთდა. ხოლო მამაკაცს ცოლთან შეხამებულად მუქი შინდისფერი სამოსი და წითელი ნიღაბი. თუმცა წითელი ნიღაბი არა ზერმუხტისფერ, არამედ ფირუზისფერ თვალებს ავლებდა ხაზს.

ეზერ ესენი ჩემი მშობლები არიან. ჯანეტ ოზერა და დომინიკ ოზერა. ეს კი ლედი ეზერ ალენია ღიმილით დაასრულა წინადადება. ეზერმა კი მის მშობლებს თავი დაუკრა. ეშინოდა რომ გამოიჭერდნენ თუმცა ამ შიშმა წყვილის ღიმილის დანახვისთანავე დატოვა ეზერის სხეული. რათქმაუნდა ისინი ალბათ აქ მყოფი საზოგადოების 50% ძლივს იცნობენ.

_სასიამოვნოა თქვენი გაცნობა_ნაზად გაიღიმა მან. მიუხედავად შიშის გაქრობისა, ის მაინც ღელავდა. მისი რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ ამბიციებს არ უნდა აყოლოდა და არ უნდა მოსულიყო აქ.

ჩვენთვისაც ლედი ალენ_გაიღიმა ქალმა. მიმტანმა შამპანიური ს ჭიქა მიაწოდა მანაც ზრდილობისათვის გაუღიმა. წამებში ქალის ხმა კვლავ გაისმა რომელიც ქმარს რაღაცას უჩურჩულებდა _თუ შეიძლება ჩემს შვილს სულ რაღაც 5 წუთით მოგტაცებთ გაიღიმა. ეზერმაც ღიმილითვე უპასუხა.

მალე დავბრუნდები წასჩურჩულა კრისტიანმა და მის წინ მიმავალ მშობლებს გაჰყვა უკან. ეზერი მარტო დარჩა მეჯლისის ცენტრში. უცხო ელიტის გარემოცვაში...

მალევე შენიშნა მასთან ახლოს მდგარი 2 დაცვა. არ უნდოდა მათ მისი მღელვარება შეენიშნა ასერომ მეჯლისის მეორე ბოლოსკე წავიდა და სულ მალე უმშვენიერეს აივანზე აღმოჩნდა. აივანის მოაჯირს მიუახლოვდა თვალები დახუჭა და ცივი და ამქვეყნად სასიამოვნო ჰაერი ჩაისუნთქა. მოსწონდა ის აზრი რომ თვალების გახელის შემდეგ, კვლავ ამქვეყნად ულამაზეს სანახაობას დაინახავდა.

არ გასწავლეს რომ სხვის პირად სივრცეში დაუკითხავად შესვლა არ შეიძლება? მამაკაცის ბოხმა ხმამ ადგილზე გაყინა ეზერი. და ხმის პატრონის ვინაობის გასაგებად უკან შეტრიალდა....
/////_/////
იმედი მაქვს მოგეწონათ. გრამატიკული შეცდომებისათვის ბოდიში. გავაგრძელო...?



№1  offline წევრი Gemini mood

Sainteresoa aucileblad davelodebi gagrdzelebas ubralod dialogebs tu gamoyof kargi iqneba❤imedia momdevno tavze ar malodineb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent