შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები(დასასრული)


28-09-2019, 21:58
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 5 181

 ფუმფულა პლედში გახვეული,სავარძელში მოთავსებული დევდარიანის მუხლებზე მობუზულიყო და სახით მამაკაცის კისერში ჩაფლული მშვიდად სუნთქავდა.საშინელ სისუსტეს გრძნობდა და თავბრუს ხვევა დილიდან არ უწყდებოდა რომელსაც დაბალი წნევა და უმადობაც ემატებოდა.სახლში თბილოდა მაგრამ სიცივე თითქოს ძვალ-რბილში გასჯდომოდა და ყელიც ეწვოდა.
-რამე შევჭამოთ...-შუბლზე ფრთხილად მიაწება ტუჩები დაჩიმ და თითქოს ძილ ბურანში მყოფს უჩურჩულა.
-არ მშია...-ამოიწუწუნა კატომ და ისე მიეხუტა სავარძლიდან ადგომის შანსი რომ არ ჰქონოდა მამაკაცს.-მცივა და მეძინება.
-გაცივდი...სიცხე არ უნდა გქონდეს.მოდი რამე შევჭამოთ და ექიმს დავურეკავ,მოვა და გაგსინჯავს.
-არ მინდა ეს ექიმები..კარგად ვარ უბრალოდ მეძინება.არ მშია...
-დღეს ჭამე რამეე?
-კი...
-იტყუება.-ოთახში იმ წუთს შემოსულმა ნიცამ ჩაუშვა მობუზული დედინაცვალი და იღლიაში ამოჩრილ ფაშასთან ერთად ხმაურით ჩაეხეთქა სავარძელში.-არაფერი არ უჭამია...პიცა ხომ არ შევუკვეთოთ ან რამე ისეთი?
-ბაბულას შესანიშნავი წვნიანი აქვს რა პიცა და ბურგერები რა გჭირთ.ადექი კატერინა ნუ მატყუებ და საჭმელი შეჭამე.
-არ მშიაა...
-მოგიტანოო?
-არა.
-ბაბულა ბუზღუნებდა დილით და ეტყობა დააფრთხო ჩვენი პატარძალი.-თვალები აატრიალა ნიცამ და ტელევიზორის პულტს დასწვდა.
-რას ნიშნავს ბუზღუნებდა?-წარბები შეეკრა დაჩის და ნიცას თვალი თვალში გაუყარა.
-ჰკითხე შენს ცოლს
-კატო!-ნიკაპში თითებით ჩააფრინდა დაჩი და სახე ააწევინა.-რა ხდება?
-არაფერიც არ ხდება...ღმერთო ჩემო?-თვალები აატრიალა კატომ და მისი მუხლებიდან წამოხტა,მკვლელი მზერით გადახედა მშვიდი სახით მჯდარ ნიცას და შემდეგ გაბრაზებულ დაჩის.პლედი შეისწორა და ზედა სართულისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
-სად მიდიხარ?-სავარძლიდან წამოენთო დაჩი და ოთახიდან გასულ ცოლს გაეკიდა.-კატო,შენ გეძახი ამის დედაც!
-ოთახში...
-ვერსადაც ვერ წახვალ-მკლავში სწვდა და თავისკენ შემოატრიალა რა ხდება? ამოიღებ ხმას თუ სიტყვები ძალით უნდა ამოგქაჩო პირიდან? რა უნდა ბაბულას?
-დაჩი...
-შენ გეკითხები გოგო!-უცებ ხმას აუწი და ხელი ცივად შეუშვა.-თქვენ მეკაიფებით? ჩემს სახლში ვიღაც ტრაკს არ აჩერებს და მე უნდა ვიმკითხაო თუ რა დედისტყვნაა? ბაბულა!
-დაჩი..-სამზარეულოსკენ მიმავალ განრისხებულ დევდარიანს მკლავში სწვდა კატო და მუდარით სავსე თვალები შეანათა.-ჩემს თავს გაფიცებ...
-მომისმინე-ყბებში თითებით ჩააფრინდა დაჩი და სახე ახლოს მიუტანა.-როცა ჯანმრთელ მცენარეს სარეველე ერევა..ჯობია თავიდანვე ამოძირკვო სანამ თავზე გადაიჯვამს...ვიღაც ენას ვერ აჩერებს..ვიღაც რაღაცას ითხოვს...ამ დროს შენ რას აკეთებ? ენას ყლაპავ და თავ დახრილი მირჩილად იტან დამცირებას? ამის დედაც...ვინ ხარ შენ? 
-დაჩი...
-ვინ ხარ შენ?!ჩემი ცოლი ხარ და ამ სახლში ისე უნდა ატრაკო როგორც გაგისწორდება..მე მოგეცი ამის უფლება გესმის? მე..გაძლევ ამის უფლებას მიუჩინო ყველას ის ადგილი რომელსაც იმსახურებს.ხმა ამოიღე,წელში გაიმართე და ანახე ყველას ვინ ხარ!
-მარათლა არაფერი ყოფილა ისეთი...
-შენი ადვოკატობა არ სჭირდება არავის...ვიცი ვინ რისი გამკეთებელი და მთქმელია..-ღრმად ჩაისუნთქა დევდარიანმა და ქალის სახე ხელის გულებში მოიმწყვრდია.-მიყვარხარ...და ეს რას ნიშნავს იციი?! მთელი სამყარო შენია ტო...ეს არის სრული კარტ ბლანში კატერინა.გესმის ჩემიი?-ლოყით ლოყაზე მიეკრა და თითები თმებში ფრთხილად შეუცურა.-მიყვარხარ...
-მეც მიყვარხარ-ტუჩები სატირლად დაბრიცა კატომ და მკლავები მჭიდროდ მოხვია კისერზე.-ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,არაფერი არ უთხრა ბაბულას...
-კატო!
-ცოდოა...არაფერი არ უთქვამს ისეთი რაზეც შეიძლება რომ შენ გაბრაზდე.არ ვიცი ნიცამ საიდან გაიგო მაგრამ მართლა არაფერი ყოფილა გეფიცები...
-კარგი.როგორც შენ გინდა...კარგიი.-ჩაწითლებულ თვალებზე მონაცვლეობით აკოცა და ტუჩები შუბლზე გადიტანა.-სიცხე გაქვს,ჯანდაბა...
-ყელი მეწვის ცოტა...კარგად ვარ.
-მიდი,ადი საწოლში ჩაწექი და მე ჩაის მოგიტან ტემპერატურაც გაიზომე და იქნება სახლში რამე სიცხის დამწევი თუ არა და მოვიტან.მიდი პატარავ,დროულად.-კიბისკენ უბიძგა და სასტუმრო ოთახისკენ შეტრიალდა.-ნიცა,ბაბულას უთხარი ცხელი ჩაი გააკეთოს...
-სიცხე აქვს ხოო?-სავარძლიდან წამოდგა ნიცა.-აუ გაცივდა ხო..
-ხო,მიდი პატარავ...
     სიცხე ნამდვილად ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო,თბილ საბანში გახვეული ბუზღუნით სვამდა ცხელ ჩაის და ექიმს საერთოდ არ უსმენდა რომელიც დევდარიანს აძლევდა მითითებებს რა შეიძლება მიეცა გაციების დროს.თავს მშვენივრად გრძნობდა და სიამოვნებით გამოიძინებდა დილით კი იმედი ჰქონდა რომ უკვე უკეთ იქნებოდა მაგრამ დაჩის ვერაფრით გადააფიქრებინა ექიმთან დარეკვა.ოჯახის ექიმიც დაუზარლად გაჩნდა მათთან და ზედმეტად დაკვირვებით გასინჯა.მისი წასვლის შემდეგ როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა,ბაბულას ამოტანილ ბულიონზე სასტიკი უარი განაცხადა და არც ქალის დაჟინებულმა თხოვნამ.გაჭრა რომელიც მისდა გასაკვირად იმდენად თბილად ექცეოდა დილანდელი ინციდენტი საკუთარი წარმოსახვის ნაყოფად მონათლა.მთელი დღე საწოლში გაატარა,არც დაჩი გასულა სადმე და მის გვერდით მოკალათებული ხათრით უყურებდა ფილმს რომელიც მილიონჯერ ჰქონდა კატოს ნანახი მაგრამ მილიონ მეერთედაც ისეთივე წემოციებით უყურებდა როგორც პირველად.ერთი ორჯერ ნიცამაც შემოიხედა და ავადმყოფს ისე დახედა როგორც მზრუნველმა ძიძამ აღსაზრდელს,იღლიაში ისევ გასიებული ფაშა ჰყავდა ამოჩრილი და მისი საქციელი ღიმილს ჰგვრიდა ჩხეიძეს.მალევე ჩაეძინა და აღარაფერი გაუგია დილამდე.
********
-რააა?! საჭმლის მომზადება არ იციის?-ჩანგალი პროტესტის ნიშნად დააკაკუნა მაგიდაზე ნიცამ და დაჩის გადახედა დაღლილი მზერით ხმის ამოღების სურვილიც რომ აღარ ჰქონდა.ბაბულა წინა საღამოს ორი დღით გაენთავისუფლა,რადგან მის დას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და წასვლის წინ კი იწუწუნა არ მინდა თქვენი დატოვებაო მაგრამ მაცივარი მაინც დატოვა სუსრსათ სანოვაგით სავსე.
-ამ ქალს ოჯახში არ შემოვუშვებ...ნატურალურ პროდუქტებზე გაზრდილს ამ ტოსტებით გამიმასპინძლდებაა?
-რას მელაპარაკები?არ გინდაა?-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა კატომ,ცხვირის წვერი რომ შესწითლებოდა გამუდმებული წმენდისგან,სიცხე აღარ ჰქონდა მაგრამ თავს მაინც სუსტად გრძნობდა და ისეთი მონდომებით აკეთებდა ტოსტებს თავადაც არ იცოდა რატომ მოუნდა ესე გულით. აბუზღუნებულ ნიცას თეფშიდან ტოსტი ააცალა,ხმაურით ჩაკბიჩა და ნეტარებისგან ხმამაღლა ამოიოხრა.-ეე..ძალიან გემრიელი გამოსულა,არადა ამის მომზადებაც არ ვიცოდი.
-ამასაც შენ შეჭამ?-თვალები დაუმრგვალდა ნიცას და მამას გადახედა რონელიც ყავას სვამდა და აშკარად გამოუძინებლის შესახედაობას სტოვებდა.
-და კიდევ ამასაც...-დაჩის თეფშიდანაც აიღო და თავის თეფშზე დაახვავა,თეფშს წამოავლო ხელი და კარისაკენ გაემართა.-რამე საყვარლობა ფილმი მინდა..აი ისეთი რომ დამავიწყოს შვილიან კაცზე რომ გავთხოვდი და თან გერი მყავს სახლშიიი...ამას დამატებული საშინლად გავცივდი და ცხვირი სადაცაა მომძვრეს.
-ეს რამდენს ჭამს?-ოთახიდან გასულ კატოს თვალი გააყოლა ნიცამ და დაჩისკენ გადახრილმა ხმას საეჭვოდ დაუწია.-ბავშვი არ გამაგონოთ თუ არა ჩანგალს ჩავირტყამ მარჯვენა თვალში.
-სხვას არ ჩაარტყა და...
-ვერ შევეგუები...გავგიჟდები და გავსულელდები...ჯერ მისი შეგუებაც მიჭირს,ღმერთოოო...სახლში გვყავს ქარბორბალა რომელიც ლეწავს,ანგრევს აადგილებს ყველაფერს და თან ჭამს და ჭამს...იქნებ გასუქდეს და აღარ მოგეწონოს.მაგაში მაინც გამიმართლებს..მე მშიერი უნდა ვიჯდეე?-ბუზღუნით წამოდგა სკამიდან და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა სადაც მოზრდილი ეკრანის წინ ფეხმორთხმით მოკალათებულ ჩხეიძეს ტოსტებით სავსე თეფში წინ დაედო და გემრიელად ილუკმებოდა.დაჩიმ კი აზუზუნებულ ტელეფონს დახედა,უპასუხა და თან ყავის ფიბჯანი ნიჟარაში ჩადგა.
-გამოვდივარ.
-ნუ ჭამ ამდენს გასივდებიი-წამოიყვირა ნიცამ და გაბუსხულ კატოს თვალები დაუბრიალა.
-ლუკმებს მითვლიი?-ამოისრუტუნა კატომ და უარესად დაბრიცა ტუჩები.-რა სუნი აქვს ამას?-ზიზღით დააგდო ბოლო ლუკმა და გერს გადახედა რომელიც მზერით ბურღავდა.-ესე ნუ მიყურებ?
-ჯანდაბა, ორსულად ხარ...ორსულად ხარ! ვაიმეე..ორსულად ხარ...-წამოხტა ნიცა და წინ და უკან მოჰყვა ბოლთის ცემას.-ეხლა ბავშვი უნდა გეყოლოთ?!ჯერ დედინაცვალს ვერ შევეგუე და ეხლა და ან ძმა მინდა მეე?! ღმერთო ჩემო..გინდა გამაგიჟოო?!-ჭერს ახედა და სასოწარკვეთილმა ამოიყვირა:-რა დროს ბავშვი იყო,სად გეჩქარებოდათ...
-რა გაყვირებს ვერ გავიგეე...-წამოიყვირა კატომაც და სახე დაბრიცა,ღებინების შეგრძნება კისერში მოსწოლოდა.სავარძლიდან გიჟივით წამოხტა და აბაზანის მიმართულებით ფეხშიშველი გავარდა
-სად მირბიხარ? მოდი აქ და მიპასუხე სად გეჩქარებოდათ?-გაეკიდა უკან ნიცა და აბაზანაში შესულს,შეუვარდა, უნიტაზზე გადაყუდებულ კატოს ზემოდან დახედა და სახე ზიზღით დამანჭა.-ფუუ...
-გადი აქედან...-ძლივს ამოიხრიალა კატომ და ამოტრიალებული გულ-მუცელის გამო ოდნავ შვება მოგვრილი კედელთან მიჩოჩდა.
-ფუუ...-ისევ წამოიკივლა ნიცამ და ჩასარეცხს ხელი ბრაზით დაარტყა.-რა უბედურებააა?!
საკუთარ თავს ჩაეკითხა და კატოსკენ შეტრიალებულს თვალები გაუფართოვდა,სახე გაფითრებულ ჩხეიძეს,მთელი სხეული უკანკალებდა და ხმამაღლა ტიროდა.
-რა გატირებს? -გული ისე შეუქანდა ვერც კი მიხვდა როგორ დადგა დედინაცვლის წინ მუხლებზე და თმა აბურდულს თანაგრძნობით შეხედა.-რა გატირებს, კარგი რაა...
-ცუდად ვარ,დამანებე თავი...-სახეზე ხელები აიფარა კატომ და უარესად ატირდა.
-გინდა გამაგიჟოო?! არა, მე არ გავგიჟდები... დაჩის ეგონება რომ ჩემს გამო ტირი და მე მეჩხუბება...
-შენ მეჩხუბე,ტყუილიაა...
-მე როდის გეჩხუბე, რას იგონებ...-გაეცინა ნიცას და თავადაც ვერ მიხვდა ისე გასწია ხელები მისი სახისკენ,თმა უკან გადაუწია და საკუთარმა ემოციებმა გააგიჟა..ვერ გაერკვია რატომ გაუთბა მთელი სხეული და გული უცნაურად აუფართხალდა.-პატარა გეყოლებათ.ეეე...რა მაგარია, პატარა დევდარიანი გაჩნდება.-გაეცინა და ისევ გადაუწია თმები.-ნეტა როგორი იქნება,ან საერთოდ ბიჭია თუ გოგო?
-არ გადამრიო...
-ნუ გადაირევი...რა მოხდა, ვინ არ ყოფილა ორსულად...-ისევ გაეცინა და ცრემლიან თვალებში შეხედა.-მამა გაგიჟდება...ჯანდაბა,მამა მართლა გაგიჟდება სიხარულისგან.-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და კატოს გვერდით იატაკზე დაჯდა და ისე, რომ ნახევარი ტანით ჩხეიძეს ეყრდნობოდა.-რანაირები ხართ ეს შეყვარებული ხალხი... 
********
-კონტეინერები დაბლოკეს...ნაბიჭ*ვარი კიკაბიძის ხელი ურევია ამ ამბავში...-ბოლთას სცემდა დათო.
-რამდენია?
-18
-ამის დედაც...-სახე მოისრისა დაჩიმ და სავარძლიდან წამოხტა.-ერთი ვალების ამბავს გადახედა თუ ღმერთი გწამს და ყველას ჩამოუარონ, დროა დააბრუბონ.ფული გვჭირდება, თვეც არ გასულა რაც ხელშეკრულება გავაფორმეთ აზერებთან, ნამდვილად არ მინდა ჯერ არ დაწყებული საქმიანი ურთიერთობა დასაწყისშივე გაწყდეს...უკლებლივ ამოიღონ ფული.
-კარგი,მე გადავხედავ,მაგრამ შენ რას აპირებ?
-კიკაბიძესთან წავალ და კაცურდა დაველაპარაკები..რა საბავშვო ბაღია "იბიომატ"!
-მეც წამოვალ...
-შენ იყავი და საქმეს მიხედე...გურგენიძე იჩალიჩებს ამ საქმიდან გასვლას,ეგ ორპირი ნაბიჭვ*არია შესაძლოა გავიდეს და კიკაბიძეს შეუძვრეს.ჰგონია წვიმის დროს რაც უფრო დიდ ქოლგას დაიჭერს მით უფრო არ დასველდება,მაგან არც კი იცის იმ ქოლგას შესაძლოა ერთი დიდი ნახვრეტი ჰქონდეს.ეგ ნახვრეტი კი ახვარი კიკაბიძის დროებით განეიტრალებაა.ყველა ეხლა მოჰყვება ფართხალს, კონტეინერების ჩავარდნის ამბავი თუ გასკდა დაფრთხებიან და სირბილს დაიწყებენ...
-გურგენიძე ერთი უბრალო პაიკია,შემსრულებელი,რომელიც სხვის დაკრულზე ცეკვავს...
-ხოდა მით უმეტეს...ჯობია დროულად დავაჭედოთ ერთ ადგილზე.სადაც ტკბილი სიტყვა არ სჭრის იქ არც უნდა ისაუბრო...იცი რა ვქენიით?! კრაზნებს ბუდე მოვუშალეთ,ჰოდა ეხლა თუ დაგვკბენენ არ გაგიკვირდეს...-გაეცინა.-მისი სამშენებლო კომპანიის მარცხმა, მაშინ როდესაც ზურაბ კიკაბიძე ხარ და ქვეყანა მუჭში გყავს, კარგად შეურყია ავტორიტეტი..ვინ წარმოიდგენდა ამხელა მაქინაციებს თუ ხლართავდა..შენ წარმოიდგებდიი?-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა დევდარიანმა და დათოს გადახედა -ვერა ჰოო...ვერც მე.
-ფაქტია რომ ცოფიანი ძაღლი ავუშვით და ძვლები არ გვაქვს.
-ესე გგონია?
-რა,არაა?
-დამაცადე...ეხლა წავალ და ტკბილად დაველაპარაკები,სახეზე ღიმილით ისეთს ჩავუტარებ კაცი გამოყ*ლევდება.
-არა რაა..გიჟია გეფიცები.-კაბინეტიდან გასულ დევდარიანს, სიცილით მიჰყვა დათო.-წამოვიდოდი...
******
ზურაბ კიკაბიძე, ერთ ადგილს ვერ პოულობდა.კაბინეტში წინ და უკან აწყდებოდა და მრისხანებისგან დაბერილი ნესტოებით დოღში მორბენალი ცხენივით ხარბად ისუნთქავდა ჰაერს.რომელსაც სიგარეტის კვამლიც შეჰრეოდა.დიდი ვერაფერი საქმე იყო მის კომპანიაში შესული აუდიტი, მაგრამ პირდაპირ მის გავლენასა და სახელზე ურტყამდა,მაშინ როდესაც საქმეს სუფთად აკეთებდა და პატარა გაპარული შეცდომაც კი არ ჰქონდა, ისეთები აღმოუჩინეს შოკისგან ჯერ ისევ ვერ გამოდიოდა,ეს ვისი ნახელავიც იყო მშვენივრად იცოდა,მაგრამ ესე ადგომა ად პირდაპირ ხელის დევდარიანზე დადებაც არ უნდოდა,ნანობდა მანამდე რომ არ შეაფასა სათანადოდ.რას წარმოიდგენდა ცხვირ მოუხოცავი ლაწირალი ესე თუ შეუყენებდა მის ავტორიტეტს წყალს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი იყო...კარგი იქნებოდა დევდარიანს მის ლიგაში ეთამაშა, მაგრამ რადგან არ გამოუვიდა მაშინ ყველაზე დიდი მტერი გახდებოდა და ერთიანად აჰღავდა პირისგან მიწისა.ამ ყველაფერს ბულგარელ პარტნიორებთან პატარა დაპირისპირება და სულ ბოლოს კი მისი ერთადერთი ქალიშვილის ყველაზე დიდი შეცდომაც ემატებოდა,ნავიჭ*ვარ დევაძეს დღემდე დაგეშილები ეძებდნენ, მაგრამ მაზუთიანმა ახვ*არმა როგორღაც მოახერხა და ისე დაიმალა, ამდენი დღის მერე მის კვალზე გასვლასაც ვერ ახერხებდნენ.რომ შეატყობინეს დაჩი დევდარიანია მოსული და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო ისე გამწარდა, იარაღი რომ ჰქონოდა კარში გამოჩენისთანავე დაახლიდა ტყვიას.უკან გაშვება არ გამოდიოდა,ამიტომ გაჭირვებით მოიკრიბა ნებისყოფა და ზღურბლზე გადმოსულ დევდარიანს ისე შეხედა თითქოს არც კი ბრაზობდა.
-საღამო მშვიდობისა.-დევდარიანის ტონში იმდენად უცნაურად კრთოდა რაღაც ამოუცნობი, რა ჯანდაბა იყო ეს ვერ გაერკვა კიკაბიძე,გულწრფელი სალამი რომ არ იყო ჩანდაა, მაგრამ დასცინოდა? ირონია იყო თუ, ნიშნისმოგება?ან იქნებ ყველაფერი ერთად?!
-რამ შეგაწუხათ თავადო!-აი თავად კი ნამდვილად დასცინა.მართალია გვარი თავადური წარმოშობის იყო მაგრამ საკითხავია რამდენად ჰქონდა თავადის გენები სისხლში.
-თქვენი დაბრუნების შესახებ გავიგე და გადავწყვიტე ჩვენი გადადებული საუბარი გაგვეგრძელებინა.-მხრები აიჩეჩა დაჩიმ და დაუპატიჟებლად დაჯდა სავარძელზე.
-რა იყო თანახმა ხარ ჩემი სიძე გახდე?-სიმწრით ჩაეცინა კიკაბიძეს.
-რა იყო ქმარს თუ გააშორებ და აიძულებ, მე ჩამიწვეს საწოლში... ეგ სხვა საქმეა.-გაეცინა დაჩის.-თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება.
-ხო,თუ შენი ხელიც ურევია ამ საქმეში...
-ეს უკვე ცილის წამებაა...
-მაშ მე ვყოფილვარ ზედმეტად ცოდვილი ადამიანი,რადგან პატიოსან ხალხს ცილს დაუფიქრებლად ვწამებ.-საოცარი პათოსით აღაპყრო ჭერისკენ თვალები -იქნებ შენ არ შემოგიგზავნია შენი ხალხი ჩემს ოფისში,ან შენ არ ცდილობ ჩუმად გამომითხარო ძირი?
-სასოწარკვწთილი კაცის ბრალდებებს ჰგავს თქვენი საუბარი ბატონო ზურაბ.-მე მშვიდი ცხოვრება მინდა...ერთმანეთზე გადაბრალებას თუ დავიწყებთ, იქნებ თქვენ არ დაბლოკეთ ჩემი კონტეინერები საბაჟოზე? ან თქვენ არ ცდილობთ ჩემს ზურგს უკან, ჩემს პარტნიორებთან აწარმოოთ გარიგებები...
-იქნებ კარგ მფარველს ეძებენ და მაგიტომ გაგირბიან?
-და ამ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდით კარგი მფარველიი?-ხმამაღლა გაეცინა დაჩის და სავარძლიდან წამომდგარს სახე ისე უცებ დაუსერიოზულდა და გაეყინა თვალები გაკვირვებაც ვერ მოასწრო კიკაბიძემ.-ერთი ახურებული ქალიშვილისთვის ვერ მოგივლიათ ბატობო ზურაბ და თქვენ აძლევთ ას პროცენტიანი მფარველობის გარანტიას ჩემს პარტნიორებს? გეგუტიძე ყლ*ეა.. ჩვეულებრი პაიკი,რომელსაც საითაც დაუშტვენთ იქით გამოიქცევა კუდის ქიცინით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ერთი დიდი მუქთახორა განავალია..რომელსაც ბუზები მხოლოდ იმიტიმ ესევიან რომ ჯერ რბილია...გახმება და პარაზიტებიც იქით გადაინაცვლებან სადაც ახალ მოჯმულს ნახავენ...აი,ეს გახლავთ გეგუტიძე.ფარული გარიგების მაგივრად გეთქვათ და მე დაგითმიბდით. თუ გაინტერესებს საქმიდან გასვლის შემდეგ მშრალზე მოუწევს ჯდომა, რადგან ჩემი ვალი იმდენი აქვს..პროცენტი ემატება ყველა დღე და ყველა საათში...
-რაღაც ზედმეტად თამამი მეჩვენები და ის ტაქტიკა და რიდიც დაგიკარგავს რაც მანამდე ჩემთან მიმართებაში გქონდა.-წინ გადმოხრილმა კიკაბიძემ ქვემიდან ახედა დევდარიანს.
-სადაც ღიმილი და ტაქტიკური მიდგომა არ სჭრის, იქ თავზე უნდა გად*აიჯვა...მე თქვენ ნამდვილად გცემდით პატივს ბატონო ზურაბ-ხაზგასმით წარმოსთქვა და ირონიულად ჩაიცინა.-მაგრამ რიდი და პატივისცემაც იმ მატარებელს გაჰყვა წუთი-წუთზე გვირაბიდან რომ აპირებს გასვლას...თქვენი დრო დამთავრდა...აი, აქ დამთავრდა.ჩემი ლიფტი ზემოთ მიიწევს, ცათამბრჯენისკენ ...აი თქვენი კი ბნელ შახტშია გაჭედილი და მაშველს ელოდება...
-სანანებლად არ გაიხადო ჩემთან დაპირისპირება დევდარიანო.
-ფრთხილად იყავით, თქვენი მუქარები თქვენთვისვე არ აღმიჩნდეს სახიფათო...მამა რომელიც მთავაზობს კომპანიონობის სანაცვლოდ მისი ქალიშვილი გავჟ*იმო, რომელსაც ცოლის სტატუსი ექნება, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშვნელობისთვის გამოიყენებ. ჩემს თვალში იმაზე დაბლა დაგას ვიდრე მაგ სიტყვებამდე იდგა.
-შენ არ ხარ ცუდი მამა ხოო-ორაზროვნად გაეცინა კიკაბიძეს და თვალებში ისე შეხედა საოცრად მოხეთქილმა სიბრაზემ აადუღა დევდარიანი.თავი ძლივს შეიკავა მის წინ მჯდარი მამაკაცისთვის ცხვირ პირი რომ არ გაეერთიანებინა.
-კი...მე იმდენად კარგი მამა ვარ, შემიძლია საკუთარი ნაწლავები ჩაგტენო მაგ მყრალ პირში, თუ კი გაბედავ და ჩემს შვილს თუნდაც ახსენებ.შეგვეძლო მუქარების და ამ ჯახის გარეშეც მოგვეგვარებინა ყველაფერი...შეგვეძლო ომი მანამ დაგვესრულებინა, სანამ დავიწყებდით.შენ მსხვილი კალიბრის კაცი ხარ...სახიფათო.მაგრამ არ დაგავიწყდეს შენზე პატარა და ზედმეტად დახვეწილი ტყვიებიც არსებობენ...ბოლშევიკური წყობა წარსულს ჩაბარდა,იმ დროინდელი კაცი კი უბრალოდ საქმეს ეშვება და ქალაქ გარეთ ბოსტანში, პომიდვრებს რგავს...იქნებ დროა შეირგო ის რაც გაქვს და უბრალოდ სათბურით დაიწყო მომავალი სიბერით ტკბობა...ვინიცობაა თქვენს ტახტრევანს ფეხი მოსტყდეს.
-ცეცხლს ეთამაშრბი დევდარიანო...
-აქ დავასრულე...დაზავებას და ხელის ჩამირთმევას არ გთხოვ..უბრალოდ შენი გზით იარე და შეეცადე წინ არ გადამეღობო.18 კონტეინერია საბაჟოზე,რომელსაც შენდა გასაკვირად მაინც შენოვიტან საზღვარზე...სულ კანიდან რომ გამოვძვრე, ხვალ საღამოს კონტეინერებს მაინც შემოვიტან...ასე რომ ჯობია მშვიდად ვაკეთოთ ჩვენ ჩვენი აქმე.
-სიმშვიდეზე მანამდე უნდა გეფიქრა კალიასავით სანამ დაიწყებდი ხტუნვას...შენ ის ცეცხლი გააღვივე რომელიც შენვე დაგწვამს...ასე რომ გაეთრიე ჩემი ოფისიდან და შეეცადე შენ არ გადამეღობო გაზე, თორემ იცი რას ვიზამ? მოგაკითხავ და იმ პატარა გოგოთი დავიწყებ...შენ რომ გაგიჟებს..შემდეგ სახლში მოვალ და შენს სისხლს და ხორცს მოვიკითხავ...
-შენი დედა მოვ*ტყან...-უცებ იფეთქა დევდარიანმა და კიკაბიძემ, სკამიდან წამოდგომაც ვერ მოასწრო, გაცოფებული დევდარიანის მთელი ძალით გაქნეული ფეხი რომ მოხვდა მუცელში და სკამიანად გადააყირავა.ტკივილმა მთელს სხეულში დაუარა ზურა კიკაბიძეს და ორად მოკეცილმა ხმამაღლა ამოიღმუვლა.-შე ნაბი*ჭვარო...მეორედ,მეორედ აღარ გაბედო ჩემი შვილით დამუქრება! მისი სახელის ხსენება და ყელს ისე გამოგჭრი არც კი დავფიქრდები.-ზემოდან დაჰყურებდა იატაკზე გართხმულ კიკაბიძეს და სიტყვებს ზიზღით აფურთხებდა.ვერ დაიოკა მრისხანება და თავის შეკავებაც არ უცდია, ერთი ხელის მოსმით ამოატრიალა სამუშაო მაგიდა და ხმამაღლა იღრიალა რათა დაცლილიყო მრისხანებისგან რომელიც ცოტაც და გააგიჟებდა .
-შეცდომა დაუშვი..-გაჭირვებით წამომდგარიყო კიკაბიძე და ცდილობდა ღრმა სუნთქვით დაეიგნორებინა მოულოდნელად მიღებული დარტყმისგან მიყენებული ტკივილი.-ხო,დიდი შეცდომა დაუშვი.
გაიმეორა და შარვლის საქამრიდან ამოღებული იარაღი, დევდარიანს აუმიზნა.
-სროლას აპირებ?-ნერვი არ შერხევია სახეზე დაჩის...
-და რა შემაჩერებს?
-არაფერი...ისროლე...გგონია ამით შემაშინებ?-ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და თვალები დააწვრილა.-ფუ შენი...ან ისროლე, ან არა და წავედი..შენთან საუბარი უკვე დავასრულე.მეორედ თუ დამჭირდა მოსვლა, ესე მშვიდად არ დაგელაპარაკები..მოვალ ხმაურით და ჰაერში აგწევ დედა ბუდრიანად!თუ მიცნობ ისიც უნდა იცოდე რა შემიძლია და რაზე ვარ წამსვლელი...ჩემი კეთილდღეობისთვის პლანეტასაც გადავწვავ, "ლიჟვი" მე ვიყო კარგად.-ხელეიბი ფართოდ გაშალა და გაეცინა.-აბა, შეხვედრამდე, ბატონო ზურაბ!
ფეხებზე დაიკიდა მისკენ მიმართული ავად მომზირალი იარაღის ლილა,ზურგი აქცია კიკაბიძეს და დინჯი ნაბიჯებით დაიძრა გასადვლელისკენ,არ უსროლია ზურაბ კიკაბიძეს,არც მის წინ მდგარისთვია,არც კარისკენ მიმავალისთვის და არც კარიდან გადულისთვის.კარის გაჯახუბებისთანავე ყრუდ ამოიღმუვლა და გადაყირავებულ სავარძელს მთელი ძალით მიარტყა ფეხი.ტელეფონს დასწვდა და სწრაფად გადარეკა:
-გაჩენის დღე აწყევლინეთ მაგ ნაბი*ჭვარს...მარჯვენა ფეხი მოტეხეთ და თან ისე, მთელი ცხოვრება რომ ვერ შეძლოს გამართულად სიარული.!
ტელეფონი დაახეთქა და კიდევ ერთხელ იღრიალა.
*****
-მიდი,მიდი მიდი...მარჯვნიდან ჩაუჭერი ამ ახვარს...წავიდა გვაედით...გააჩერე, სიგნალი მიეცი და გააჩერე ეს ახვარიი-როლებში შესული სულაბერიძე ტორპედოზე მთელი ძალით ურტყამდა გაშლილ ხელის გულს.მარჯვენა ხელით კი კარის თავზე სახელურს ჩასჭიდებოდა.შავი სედანი, დიდი სისწრაფით მიიწევდა წინ და ცდილობდა კუდზე დამჯდარ მდევარს გაჰქცეოდა.
-ეს ნაბო*ზარი,გაქცევას ჩალიაჩობს?!-ვერ მშვიდდებოდა სულაბერიძე.
-სად გაიქცევა? მიწიდან ამოვთხრი!
პორშემ, ღმუილით ჩამოიტოვა წინ მიმავალი მანქანა, ხრეშიან გზაზე გადავიდა, მკვეთრად მოუხვია და გზა ჩახერგა.
-შენს დედას მოვ*ტყნავ-კარი ლამის გამოანგრია დაჩიმ და მანქანიდან გადმოსულმა, ხელის კვრით მიხურა.უკან მომდგარი სვლა შენელებული მანქანისკენ დაიძრა და სულაბერიძის გადმოგდებული ხელკეტი ოსტატურად დაიჭირა.მანქანის მიმართულებით დაძრული მამაკაცების დანახვაზე, უკვე გაჩრებული სედანის მძღოლმა ძრავი ჩართო და უკან დახევა გადაწყვიტა,კარის შუშაზე მთელი ძალით მოქნეული კეტი რომ მოხვდა და შუშა შელეწა, რომელიც პატარა კრისტალებად გადაეყარა თავზე და დაბნეული სანამ გააზრებას მოასწრებდა, კარიც გამოგლიჯეს, კისერში ჩავლწბული ძლიერი ხელის მეშვეობით მიწაზე გადმოათრიეს და კაცმა არ იცის რას უზამდნენ უკან ორი მოზრდილი ჯიპი რომ არ მოსდგომოდათ.იქიდან გადმოშლილი ბრგე მამაკაცები კი ისე შეესივნენ, როგორც წლის ბოლოს მოსავალს გლეხები.
-თქვენი დედაც!-ღრიალებდა განრისხებული სულაბერიძე და მთელი ძალით იქნევდა ორივე ხელით ჩაბღუჯულ ხელკეტს, მის სმენას ხმამაღლა ნაბრძანები ფრაზა რომ მისწვდა:
-მაგას შეეშვით და მეორე ნაბიჭვარს ფეხები დაამტვრიეთ.მარჯვენა ფეხში დაარტყი, შენი დედაც...-ბრძანებას იძლეოდა ვიღაც და დათოს არ გასჭირვებია, სისხლისგან გადღაბნილი მზერის მიღმა კარგად გაერჩია: როგორ დაეშვა მძიმე ხელკეტი დევდარიანის მარჯვენა ფეხზე, რომელსაც ღრიალი მოჰყვა და საყრდენ გამოცლილი დაჩი, მიწაზე დაეშვა.
-შენი დედაც...მოგკლავ, შენი დედაც.!-დაჭრილი ცხოველივით გაიწია მიწაზე დავარდნილი დევდარიანისკენ სულაბერიძემ და მის თავთან დახრილ მამაკაცს რომელიც საკუთარ ნამოქმედარს ამოწმებდა,მისკენ გაქანებული სულაბერიძის დახანხვაზე კი წამოიწია...
-მოკვდი შე სირო!-სიტყვები ზიზღით გამოაფურთხა დათომ და სანამ ვინმე მოახერხებდა მის შეჩერებას მარჯვენაში ჩაბღუჯული ხელჯოხი მთელი ძალით მოუქნია,რომელმაც შხუილით გაჰკვეთა ჰაერი და ყრუ ზათქით შეასკდა სახეში,სისხლმა გამოასხა მისი დაღებული პირიდან და თან დამტვრეული კბილებიც გამოიყოლა.
-წავედით..წავედით..-ბრძანებას აძლევდა ვიღაც რომელიც არ ჩანდა,დიდად არც ადარდებდა დათოს სისხლიანი სახე პიჯაკის სახელოზე გაიწმინდა და
მიწაზე წამომჯდარ დევდარიანთან დაიხარა რომელიც წამოდგომას ცდილობდა.
-რას აკეთებ? ფეხი მოტეხილი გაქვს?
-არაფერი არ მჭირს..წამომაყენე.-ხელი გაუწოდა დაჩიმ და მიწიდან წამომდგარი მტკივან ფეხს დაეყრდნო.-არ გადმიდის მანქანიდან ეგ .
-შეეშვი წავიდნენ..-დაძრულ მანქანას გახედა დათომ.-დაჩი შეეშვი...
კოჭლობით წასულ დაჩის გაეკიდა რომელსაც ქამრიდან იარაღი ამოეღო და მეორე მანქანას უმიზნებდა რომელიც ძრავას აღმუვლებდა მაგრამ ჯიუტად არ აპირებდა დაძვრას.თითქოს კორიდის ხარი გახლდათ და წინ აფრიალებული წითელი ნაჭრისგან გახელებული სიჩქარეს ჰკრეფდა რათა რქებზე წამოეცვა ტორეადორი.
-დაჩი შეეშვიი!-ავის მომასწავლებლად იღრიალა დათომ და მანქანაც დაიძრა პარალელურად იჭექა შემართულმა იარაღმაც და გასროლის ხმამ შეძრა შემოგარენი ერთს მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე,მეოთხე და მთლიანი მჭიდი მართვა დაკარგულმა მანქანამ კი ზუსტად იმ ადგილს ჩაიქროლა სადაც მანამდე დაჩი იდგა,წინ გაიჭრა და გზიდან გადასული მოზრდილ ხეს შეასკდა ცხვირით.
-გამოსირდიი?-მიწაზე გაგორებულმა დათომ ძმაკაცს დახედა რომელიც შეშლილივით იცინოდა.-რა გაცინებს შე ჩემა?
-დაიკიდე...
-სიარული შეგიძლია?-მიწიდან წამოდგა დათო და ხელი გაუწოდა.
-მგონი კი,ცუდად მომხვდა მაგრამ ფეხი მყარად არ მედგა და დარტყმამ წამაქცია არა მგონია ძვალი გაბზარული იყოს...
-თავი მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მგონია ამის დედაც...
-ხო ოღონდ იმ განსხვავებით რომ მაგრად გვცემეს.
-ისეთი მოხოდილი ხარ ს შვილი ვიყო შენ მარტოც დაიბრუნებ დაკარგულ ტერიტორიებს.წავიდეთ,დროზე ძაღლები სანამ გამოჩნდებიან!-მიწიდან წამომდგარმა.ხელი გაუწოდა დევდარიანს და წამოაყენა.კოჭლობით რომ.გაჰყვა მანქანისკენ გაქცეულ სულაბერიძეს რომელიც საჭეს მიუჯდა და დაიკავა თუ არა დევდარიანმა მგზავრის სავარძელი მოწყვეტით დაძრა მანქანა ადგილიდან.
-ეგ ნაბოზვარი!თავისი ძაღლები მოგვისია...მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ნადირობა.-ტელეფონს დაავლო ხელი და სწრაფად აკრიფა ნომერი,მხარსა და ლოყას შორის მოიქცია და სიგარეტს მოუკიდა.-კახა,გეგუტიძე მომიძებნე ეგ განდონი!დროულად და დამირეკე.-ტელეფონი გათიშა და ტორპედოზე მიაგდო.
-არ გაჩერდება!
-გავაჩერებ...ჯერ არ ვიცი როგორ მაგრამ გავაჩერებ.ფეხი მტკივა ამის დედაც..
-საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ...
-დაჟეჟილი იქნება დაიკიდე...ცხვირ პირი სისხლიანი გაქვს,სადმე გააჩერე და მოიბანე.არ ვენდობი მაგ ახვარს მაგრამ კაცი თუ არის უნდა მოაგვაროს საქმე ოჯახებს არ უნდა შევეხოთ...
-გგონია რამეს მიქარავს?-შიშით გადახედა დათომ და საჭეზე ძლიერად მოუჭირა თითები.
-არ ვიცი...-სახე მოისრისა დაჩიმ და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.-ჩენთან წავიდეთ...სახლში მინდა ვიყო.
- წყნეთში ხომ არ ავიყვანოთ,ჩემთან დაჩაზე.
-არა ჯობია ჩემსს გვერდით იყვნენ...
-ბიჭო იქნებ თიკას დავურეკოთ აა?
-თიკა რა დედა ტერეზაა? თუ თეთრ ალამს ჩააგდებს და მამამისიც ტრაკს მიაყენებს? ეგ ბებერი გაიძვერა წერას ჰყავს ატანილი და როგორ არ მინდა ხელში ჩამივარდეს.ამის დედაც...-უცებ წამოიყვირა და ტორპედოზე მთელი ძალით დაარტყა ხელი,როგორ ვერ მოვიფიქრე.ჯანდაბა,სახლში წადი ვიცი როგორც უნდა გავაჩეროთ ეგ დამპალი.
*****
-ჯანდაბა...-სახე გაფითრებულმა ამოიჩურჩულა, ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და სახეზე ხელები აიფარა-ამის დედაც...
უცებ იღრიალა და ფეხზე წამოვარდა,არანაკლებ გაფითრებული სულაბერიძის წინ აესვეტა და კისერზე გამომჯდარი დასკდომამდე დაბერილი ძარღვებით გამოსცრა:
-მოვკლათ!
-დაჩი...-ყელში გაჩხერილი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა სულაბერიძემ და სახე წაშლილ დევდარიანს დააკვირდა, ხომ არ მომესმაო.-რას ამბობ?
-ამის დედაც...-სახე დამანჭა დაჩიმ და თვალები აემღვრა.ხელები თავზე შემოიწყო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-დაჩი...მისმინე.
-მოვკლათ!
-ვერ მოვკლავთ დაჩი,ხელ წამოსაკრავი კაცი არაა,ესე ადგე და გააქრო...-ნერვიულად მოისრისა სახე დათომ და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
-მისმინე, მაგ ახვა*რს ვერ შევალევ წლების ნაწვალებ ქონებას,მე ეს ყველაფერი ჩემი ტრა*კით მაქვს ძმაო, ისევე როგორც შენ.ის კი არ გაჩერდება.გვძირავს...დაგვენძრევა დათო.ის კაციც ვერ აკეთებს საქმეს,მასთან დატაკება არავის უნდა.რა შარში ვარ...
-იქნებ სხვანაირად გვეცადა? მაგრამ ხელშიც არაფერი გვაქვს, რითაც შევძლებთ და გისოსებს მიღმა გამოვკეტავთ..ჯანდაბა. თავი გამისკდება ეხლა.დაჩი-ამოხედა ერთ ადგილზე გახევებულ მეგობარს დათომ და ჩაფიქრებულს დააკვირდა.-მოკვლა ზედმეტი სისასტიკე არაა?
-ამის დედაც-სიმწრით ჩაეცინა დაჩის.-ბიზნესი სუფთა ხელებით არავის უკეთებია დათო..რა მნიშვნელობა აქვს ცემით მოკვდება თუ ტყვიით?!ისედაც დამძიმებული ვარ ამდენი ცოდვებით და ერთსაც ავიღებ ჩემს თავზე..ერთით ნაკლები,ერთით მეტი... რა აზრი აქვს...მეშინია მე და არა საკუთარი თავის გამო,ნიცას, კატოს,შენს გამო...მეშინია, შენს ძმობას გეფიცები და ვერ გავრისკავ.არ გაჩერდება დათო!არ გაჩერდება, შევ*ეცი 18 კონტეინერს...აქ,არც ჩვენს ცემაზე, ან თუნდაც ჩემი ფეხის მოტეხვის თემაზეა ლაპარაკი ტო...
-მოდი მაინც ნაჩქარევად ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას...
-კარგი,სახლში წავალ.თავი მიდუღდება უნდა გავნიავდე...-ისე ამოილაპარაკა წამით არ წყვეტდა ფიქრს,ძმაკაცს დაემშვიდობა და მანქანამდე კოჭლობით ჩასულმა სწრაფად დაიკავა ადგილი საჭესთან.ძრავი ჩართო და ადგილს გიჟივით მოსწყვიტა.
ეზოში შესულმა ეჭვით მოათვალიერა იქაურობა,ისე უცნაურად გრძნოდა თავს ეგონა ზურგს უკან ვიღაც ასდევნებოდა და ყველა მის ქმედებას თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა,ნერვიულობდა,ადგილს ვერ პოლუობდა,ფარული შიში საშინლად უღრღნიდა გულს და ტვინი ისეთი სიჩქარით ხარშავდა მიღებულ ინფორმაციას, ხანდახან ეგობა რომ ერთხელაც უმტყუებდა და უბრალიდ გადაიწვებოდა. ეზოში შეყოვნდა და სიგარეტს მოუკიდა,ფეხი დადგმისას სტკიოდა,აშკარად დაჟეჟილი ჰქობდა ბარძაყის კუნთი,მაგრამ ამ წუთს სულ არ ადარდებდა ტკივილი, თითქოს უკეთესიც იყო არ აძლევდა მოდუნების უფლებას და აიძულებდა მუდმივად ტონუსში ყოფნას.სახლში საოცარი სიმშვიდე გამეფებულიყო, დილის მერე მარტო დარჩენილი კატოს და ნიცასგან არც ერთი არ შეხმიანებია და თავადაც ვერ მოიცალა მათთან დასარეკად. იმედი ჰქონდა რომ ყელაფერი მშვიდად იყო და ერთმანეთი არ ჰყავდათ დახოცილი. თავის ნაფიქრალზე გაეღიმა და სახლის კარი შეაღო.
ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში მისი შესვლისთანავე ისე უცებ აინთო შუქი, სიბნელეს შეჩვეული თვალები წამით დაუბრმავა.თვალები დახუჭა და გახელის შემდეგ ოთახის შეუაგულში დოინჯ შემორტყმულ შვილს შეხედა, გამომცდელად რომ აკვირდებოდა მამას.
-შემაშინე...-გაეცინა და შეეცადა სიარულის დროს ატკიებული ფეხი არ შეემჩნია,მაგრამ რამდენად გამოუვიდა არ იცოდა.
-რა გჭირს?-სახე დაუსერიოზულდა ისედაც სრიოზულ ნიცას.
ჯანდაბა,პატარა დევდარიანის გამომეტყველებით თუ იმსჯელებდა არც ისე კარგად იყო ყველაფერი როგორც ეგონა.საკითხავი ის იყო რა მოხდა,ან რა ხდებოდა მის თავს.
-რა მჭირს?
-ისეთი სახით ხარ გეგონება წვენ საწურში გაატარესო...-გაიკრიჭა ნიცა და თვალებში გამომცდელად შეხედა.
-კატო სად არის?-თემის შეცვლა გადაწყვიტა დაჩიმ და ჯიბიდან ამოღებული ტელეფონი და მანქანის გასაღები ხმაურით დაყარა მაგიდაზე.-მშვიდობით ხართ?
-ორსულად არის...
-ვისთან არის?-წამით ვერ მიხვდა რა უთხრა ნიცამ,თითქოს გონებამ ავტომატურად დაბლოკა მიღებული ინფორმაცია და როდესაც საბოლოოდ გადახარშა რაც უთხრეს, წელში მოხრილს მაგიდისკენ გაწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა,თვალები დახუჭა და თითქოს სუნთქვაც კი შეეკრა.გველ ნაკბენივით გაიმართა წელში და შვილს ისეთი არეული მზერით შეხედა,ავადმყოფს უფრო ჰგავდა ვიდრე საღად მოაზროვნე კაცს.-რა არის?!
გაპარული ხმით გადაამოწმა ნიცას ნათქვამი და ისე უცებ გაფითრდა, პატარა დევარიანსაც შეეცვალა გამომეტყველება.
-ცუდად ხარ?მამა...
-რა მითხარი ნიცაა?
-ნუ მაშინებ ადამიანო...-ამოიტირა სასოწარკვეთილმა და ორივე ხელი სახეზე აიფარა.
-ნიცა...
-ორსულად არის...შენი ცოლი, ორსულად არის!
დევდარიანს კიდევ ერთხელ შეაქანა,სუნთქვა შეკრულს გულმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა გამოუტოვა და თვალებ ამღვრეულს ტუჩები გაულურჯდა,სავარძელში ჩაეშვა და წინ გადახრილი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო.ხმას ვერ იღებდა,,რა შეიძლება ეთქვა?ჯერ ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა, გარდა იმისა რომ ხერხემლის არედან წამოსული ცივი შეგრძნება, წამში მოედო მთელს სხეულს. გათიშა,გაყინა,გააშტერა..გაფითრდა,გალურჯდა და მაშინ როდესაც სისხლის მიმოქცევა სრულიად გაიყინა,ხელმეორედ იფეთქა სულ სხვანაირმა ემოციებმა,გაათბო,გაალღვო და აადუღა.ტვინმა სწრაფად დაიწყო მიღებული იფორმაციის გაანალიზება,გადახარშა,დაახარისხა და გამშრალ პირში პარალიზებულ ენასაც დაუბრუნდა შეგრძნებები.
-ჯანდაბა...მაგრად გივაჟკაცია, რა იყო რა გეჩქარებოდაა...ეხლა არ მოკვდე,მითხარი რომ გაიგე რაც გითხარი მამა..რა გჭირს? კარგად ხარ ხოო? აბა, როგორ იქნები...ჯანდაბა დაჩი,რატომ არ იღებ ხმას?
-ესეიგი ...ორსულად არის?
-მამა...არ მისმენ? რეაქციაც ესეთი უნდა..მარტო მე შევხვდი ამ ამბავს ადეკვატურად?!ღმერთო, შენ მიშველე დამუნჯდა...ის არის და ტირის,ამან მეტყველების უნარი დაკარგა...დამცინით?!
წამოიყვირა და სავარძლიდან წამომდგარ დაჩის გახედა, რომელიც უსიტყვოდ დაიძრა სახლიდან გასასვლელი კარისკენ,ზღურბლზე შედგა,მოტრიალდა და მაგიდიდან ტელეფონი და მანქანის გასაღები აიღო.შვილისთვის არც შეუხედია ისე გავიდა სახლიდან და მალე ნიცას სმენას ძრავის ღმუილის ხმაც მისწვდა.წავიდა დევდარიანი,ადგა და წავიდა...ხმა არ ამოუღია...კაცი ვერ მიხვდებოდა კიდევ ერთი შვილის ამბავი გაუხარდა თუ ეწყინა?ნიცამ თვალები მობეზრებით აატრიალა და დივანზე დაეხეთქა, თუმცა გველ ნაკბენივით წამოვარდა ფეხზე, რადგან ქვეშ მოყოლილმა ფაშამ იმხელა ხმაზე დაიჩხავლა მთელი სახლი გააყრუვა.
ფანჯარასთან ატუზულმა კატომ კი ფარდა გადასწია,ცრემლიანი თვალები ხელის გულებით მოიწმინდა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა.ორივე ხელი მუცელზე შემოიხვია სადაც ჯერ სავარაუდოდ სულ,სულ,პატარა წერტილად წოდებული მისი სისხლი და ხორცის ჩანასახი იყო...ნელ-ნელა რომ გაიზრდებოდა,ფორმებს შეიცვლიდა,შემდეგ მისი პატარა გული ჩხეიძის გულის ქვეშ აფართხალდებოდა,გამოეკვეთებოდა სახე,ხელები,ფეხები ,დაიწყებდა მოუსუვენრად ფართხალს...გაუხარდებოდა ის, რაც დედას გაუხარდებოდა,ინერვიულებდა იმაზე რაზეც დედიკო...ძილის დროს მშვიდად მოეწყობოდა და მისცემდა უფლებას მისი ფართხალით გადაღლილ დედიკოს დაესვენა.მოსთხოვდა იმ საჭმელს, რომელიც შესაძლოა არც კი ჰყვარებოდა კატერინას,გახდიდა ზედმეტად ემოციურს...ან პირიქით ზედმეტად მხიარულს...მაგრამ ჯერ ჯერობით ეს ყველაფერი წინ იყო...წინ იყო დევდარიანის სურვილიც: უნდოდა თუ არა კიდევ ერთი შვილი...
ნერვიულობდა კატო..საშინლად ნერვიულობდა იმ რეაქციაზე რომელიც შეიძლება ჰქონოდა დაჩის...ისე უცებ აუჩუყდა გული და ისე უცებ ატირდა, საკუთარ თავზე თავადვე მოეშალა ნერვები...როგორ უნდოდა ახლა მასთან ყოფილიყო,მის გვერდით,მისი სურნელი,მკლავების სიძლიერე და სიტყვები, რომელიც გამუდმებით ჩაესმოდა ყურში...ენატრებოდა..ჯანდაბა,საშინლად ენატრებოდა, მის ბალიშს მოხვია მკლავები და სახით ჩაფლულმა ღრმად ჩაისუნთქა დევდარიანისგან დანატოვარი სურნელი, რომელმაც გააბრუა და დაამშვიდა..ჩაეძინა.
********
ღამის სამი საათი სრულდებოდა, სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი თუნუქის სახურავს რომ მიასრისა მამაკაცმა და ჩამქრალი ღერი ქურთკლის ჯიბეში ჩაიჩურთა.ამწვარი თვალები მოისრისა და კიდევ ერთხელ შეეცადა თავის ხელში აყვანას...რა ჯანდაბას აკეთებდა აქ?იმას რაც თავიდანვე უნდა გაეკეთებინა და რაც მისი მომავლისთვის აუცილებელი იყო.
-ჯანდაბა...-ჩაეცინა და გამშრალი ტუჩები გაილოკა.ოპტიკურ სამიზნეს გახედა და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის სისოწრეში...ინანებდაა?!არასოდეს...არასდოდეს ინანებდა იმას რადაც გადააქცია საკუთარი თავი.სასწორზე მისი მშვიდი მომავალი და საყვარელი ხალხის ბედნიერება იდო.საჩვენებელი თითი ზედმეტად დარწმუნებულმა გადაითანა სასხლეტზე და კიდევ ერთხელ ჩაეცინა.
-მოგი*ტყან დედა!-სასხლეტი დაუშვა და წამის მეასედში ზუზუნით გაფრენილ ტყვიას გაატანა სინდისის ქენჯნა.თითქოს ერთი ტყვიის გასროლით შესძლო და წყლიდან მშრალად ამოვიდა ნაპირზე...ერთიანად მოიხსნა ტვირთი, რომელიც თითქოს მთელი შეგნებული ცხოვრება ამძიმებდა,განიწმინდა...თითქოს ახლიდან დაიბადა და საბოლოოდ დაასრულა აკრძალული თამაშები, აკრძალულივე სვლით.აჯობა,სახელოში დამალული კოზირი გამოაჩინა...გონება გათიშა და აიძულა საკუთარ თავს ისე დაევიწყებინა ეს ფაქტი როგორც ტკბილი ძილის დროს დასიზმრებული კოშმარი, დილით საწოლიდან წამომხტარი გამდინერე წყალს რომ მოუყვები და გაატან...შუადღეს კი აღარც კი გახსოვს რა ნახე,რადგან ტვინმა ავტომატურად დაბლოკა უარყოფითი..არ მისცა უფლება ბოლომდე გააზრების და საბოლოოდ გამოკეტა შორეულ კუნჭულში მდგარ ფეხ მორყეული კარადის ყველაზე ბოლო უჯრაში, გასაღებით გადაკეტა და ჟანგიანი პატარა ნივთი, თვალ დახუჭულმა მოისროლა მდინარეში...ქვიშას შეურია..სილაში ჩაფლა..დალექა და მოკლა ყველანაირი საშუალება მისი პოვნის...
მარცხენა მხარეს დაწეულმა საწოლმა აგრძნობინა რომ მარტო აღარ იყო,საყვარელი სურნელი უკითხავად შეუძვრა ნესტოებში და გობება დაუბინდა,კისერში მიფრქვეულმა ცხელმა სუნთქვამ კანზე ბუსუსებად დააყარა...თლილი თითები კი ფრთხილად შეუცურდა პიჟამას ქვეშ, მკვრივ მუცელთან...რომლიდან წამოსულმა მუხტმაც გული გაუჩერა და სუნთქვა დაუმძიმა.
-მიყვარხარ...
კისერზე ფრთხილად შეეხო დევდარიანის ტუჩები და კოცნის ბილიკებით გაიწია ქვემოთ,ყელზე გადასულმა ლავიწებამდე ჩააღწია,ზურგზე გადმობრუნებულს მოღეღილი მკერდი დაუკოცნა და მუცლამდე ჩასულმა დიდხანს..ზედმატად დიდხანს მიაწება ბაგეები.მკლავები წელზე შემოხვია და შუბლით მკერდზე დაყრდნობილმა ჩავარდნილი ხმით ამოიჩურჩულა:
-კეთილი იყოს შენი მობრძანება მაა...ღმერთო,როგორ გამახარე იციი?!
ჩხეიძეს სუნთქვა შეეკრა და ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა, წვრილი თითები თმებში შეუცურა დევდარიანს და კანზე ნაგრძნობი მამაკაცის აჩქარეული გულის ცემისგან თავადაც მის ტემბრში აუფართხალდა გული.
ისევ გრძნობდა საყვარელი მამაკაცის ვნებიან ტუჩებს,თითებს საკუთარ კანზე,მის შიშველ კანს,სურნელს, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა და თითოეული შეხებისგან ისევ და ისევ უდუღებდა სისხლს.სუნთქავდა მის რითმში,იცინოდა მასთან ერთად,ცრემლებიც მასთან ერთად მოსდიოდა და იზიარებდა იმ ბედნიერებას რაც ორ ადამიანს აერთიანებდათ,ორი ადამიანის სისხლი და ხორცი იყო და ორი ადამიანის უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფი.
საწოლის თავს ზურგით მიყრდნობილი დევდარიანი, მჭიდროდ ხვევდა ხელებს მის მკერდზე მიხუტებულ საყვარელ ქალს.სახე მის თმაშე ჩაერგო და მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა...ბედნიერი იყო..უსახზღვროდ,უკიდეგანოდ ბედნიერი და უჭირდა ამის დაჯერება.საწოლის თავთან, ტუმბოზე მოთავსებულ მის მობილურზე კი მოჯლე ტექსტური შეტყობინების ფანჯარა ციმციმებდა ორად ორ სიტყვიანი ტექსტით.
"კიკაბიძე მოკლეს"
********
-გავსივდები ძროხასავით და მერე აღარ გეყვარები ხოო?!- ცრემლები ჩამოყარა კატომ და ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარმა ზემოდან დაჩერებულ დაჩის ახედა, რომელსაც მოულოდნელობისგან სახე გაუფითრდა.
-აბა რა იქნება...სპილოს სიმძიმის რომ გახდები?-ტუჩები დაბრიცა ნიცამ.
-შენ გაჩუმდი საერთოდ რაა...-ხელი აუქნია კატომ და დაჩის ახედა ქვითინით.-მე რომ მშია სულ და ვჭამ...შენ კიდევ უკვე აღარ მოგწონვარ ხოო?
-ეს ჯანმრთელადაა?-შვილს გადახედა დაჩიმ და ორივე ხელი თავზე შემოიწყო.საშინელი ორსულობა ჰქონდა ჩხეიძეს და ჯერ დასაწყისი იყო ფიქრიც არ უნდოდა რა მოხდებოდა შემდეგ თვეებში.
-ჯანმრთელადაა აბა რაა..ქალი ორსულადაა და ხო გიხაროდა ბავშვს რომ აკეთებდი..მიდი ეხლა და დაამშვიდე, რომ ძროხაც მოგეწონება და ისევ ისე გეყვარება -თვალებს უბრიალებდა ნიცა.
-რა გინდა საყვარელო? ამხელა შესავალი არ არის საჭირო...მითხარი და მოგიტან.-მის წინ ჩაჯდა დაჩი და ჩხეიძის სახე ხელებში მოიმწყვრდია.
-აუ,დამავიწყდა რა მინდოდაა...-ხელმეორედ ატირდა კატო და ნიცას გადახედა.-არ გახსოვს შენ?
-ხოო..ნაყინი უნდოდა ბევრიი...და კიდევ ბურგერები და სხვა რამე გემრუელობაც გამოაყოლე,ოღონდ ორ- ორი პორცია,ვიცი ერთი არ ეყოფა.
-პირი შეკარით?-გაეცინა დაჩის.
-ბოდიში მოიხადე რაა..შენ ცოლს რომ ავიწყდება და მე ვეხმარები გახსენებაში, მადლობელი უნდა იყოთ წესით.
-კარგი...-სიცილით წამოდგა დაჩი და კარისკენ დაიძრა-სანამ გასული ვარ, იქნებ კიდევ მოგინდს რამე ორი პორცია,არ მოგერიდოთ დამირეკეთ.
-რა უემიციოდ ტიროდი, რაარის...-დაჩი მზერით გააცილა და გვერდით მიუჯდა ნიცა.
-კარგად შენ გეტირა რაა..ჩემი შვილის ხარჯზე ნაყინებს რომ ჭამ.
-მამაჩემმა გააკეთა სხვათა შორის და ნუ ეგოისტობ.

დასასრული.




скачать dle 11.3



№1  offline წევრი ნანა73

ეს რას მოვესწარი? წავიკითხო ერთი... kissing_closed_eyes

 


№2 სტუმარი maco maco

როგორც გჩვევია საოცრება იყოო... და მე გადავდივარ მოლოდინის რეჟიმში შემდეგი საოცრების:)

 


№3  offline წევრი დარინა

ისე გამოვეტირე დაჩის კიდევ ემოციების პიკი მაქვს აი 30 თავიც რომ ყოფილიყო არანაირ პრეტენზიას არ გამოვთქვამდიი გაიწელამეთქიიი, ყველაზე მეტად მიყვარს ეს დამპალი კაცი შენს მამაკაც პერსონაჟებს შორის, უკვე დეპრესია მეწყებააა, მაგრამ ველოდები შენს შემდეგ შედევრს.

 


№4  offline წევრი ablabudaa

0
რა გავაკეთო ამ ისტორიაში არც ერთი პერსონაჟი არ არის დადებითი, არ მესმის როგორ უნდ ამოიწყო კარგი ცხოვრება და მშვიდად ძილი შეძლო ამდენი ცოდვა რომ გაქვს, არ იყო კარგი კიკაბიძის მოკვლა... საერთოდ არც ერთი დაჩის საქციელია გამართლებული არანაირი თვალსაზრისით, კატო ისედაცა რ მომწონდა ისტორიის დასაწყისიდანვე. თუმცა რა თქმა უნდ აშენ ხარ ავტორი შენ არჩევ პერსონაჟებს და სიუჟეტებს, ჩვენ თავად ვირჩევთ წავიკითხავთ თუ არა, მაგრამ ვე რმოვითმინე რომ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. წარმატებები და იმედია მალე ახალი მოთხრობით დაგვიბრუნდები

 


№5  offline წევრი Rania

Ertianad cavikitxe fefoo. Chavatane gemoo. Saocrad gemrieli iyoo. Minda moqmedi personajebi davaxasiato mokled. Kato. Katerinaaaaa -agzrdasa da grznobebs shoris hachediliaa. Sadac guli imarjvebs da aha batono shedegic. Dachis shvils atarebs muclit. Tato javaxiaa. Garemoebwbis da cxovrebis msxverpliaa. Ar gaunartla rom uzlieresi metoqe shexvda dachis saxit. Nica - tipiuri ganebivrebuli tinejeria. Sruliad mosalodneli reaqciebit. Tumca faqtis cinashe dadgomisas sakmaod sasiamovnod gagvaocaa. Da mtavari dachiii- mapatiet aswti sityvistvis tipiuri sayvareli nabichvariaa. Sayvareli adamianebistvia ukan rom araferze daixevss. Civi gonebit sulac araa momxibvleli princi. Magram iq sadac dachia. Chirsac caugia gonebaa. Zeimobs vneba da grznobebi. Avtoro fefooo. Shen xar saocari gogo. Ise realurad gadmoscem faqtebs mgonia vuyurebb. Zedmetad cxovrebiseuli da martalia yvelaferii. Moutmenlad davelodwbi noass. Da is unda cavikitxoo. Damacyda dasrulebde nervebiii. Tu maonc vnerviulobb. Cavikitxav maincc. Bodishi xshirad ar vinyofebi internet sivrceshii. Migulet tqvens gverdit sulita da gulitt
--------------------
Q.qimucadze

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

უბრალოდ უკომენტაროდ... :დ
სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი ხარ...
სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარს დაჩი...
სიტყვები არ მყოფნის ისევ ისე მიყვარს დაჩი.. ;დ
დაჩი... შენი მამრი პრსონაჟებიდან ყველაზე ყველაზე მეტად შემიყვარდა,
ნიცა დაჩი 2-ია ხასიათებით... ზუსტი ზუსტში :დდ
კატო არ მომეწონა იმიტომ რომ დაჩი საბოლოოდ მასთან დარჩა და დამტოვა ასე ხახამშრალი... :დ არადა დევდარიანებს ვუმიზნებდი, მეთქი დამადგა საშველი და ვთხოვდებითქო... ;დდ
გულგატეხილი ვარ და ამიტომ სასწრაფკდ მესაჭიროება შენი ახალი ისტორია დაჩისნაირი( და უფრო უკეთესი) კაცით :დდდ


რა გითხრაა ადააამიიიანოოო სააოცრეებაა ხააარ არაამქვეყნიურიი...
მითხარი რომელი პლანეტიდან ხარ? სადაური ხარ საერთოდ ასეთი ნიჭიერება და სიყვარული ადამიანი❤️

 


№7  offline წევრი Mariamii:))

ძალიან კარგად წერ. უკვე იმ აზრზე ვარ რომელიმე შენი ახლად დაწერილი ისტორია რომ შემხვდეს ძალიან კარგი იქნება თავისი პერსონაჯებით და ამავდროულად საინტერესო ისტორიითაც,მომწონს რომ მიყვები ასაკსშორის განსხვავებას რაგაცნაირად საყვარელი წასაკითხია. მართლა სულმოუთქმელად ველი ახალ ისტორიას.

 


№8 სტუმარი სტუმარი თათუ

+1 ფავორიტი ისტორია ჩემს სიაში ❤️
მიყვარს დაჩი და მერე დათა.
ორი უსაყვარლესი, თავზე ხელაღებული, დაუმორჩილებელი და კაი ტიპი ხალხია❤️

 


№9 სტუმარი ცაკო

აი ყველაზე მაგარი ხარ ფეფო,ისტორია ხომ საოცრება იყო და ეცადე ხშირად გაგვანებივრო ასეთი გემრიელი ისტორიებით.მოკლედ გეტყვი კიდევ ერთხელ რომ უმაგრესი ხარ????????????????????????????

 


№10  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან დამენანა დასასრულებლად, რადგან მომენატრებიან.
მკვლელობას მთლად ვერ გავამართლებ, თუმცა როცა საყვარელი ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე, ალბათ, დაჩისნაირ კაცს, უბრალოდ არ აქვს სხვა გზა. ბედნიერებისთვის ყველას ჩვენი საზღაური გვაქვს გადასახდელი...
ფეფო განუმეორებელი ხარ! არ დავიღლები ამის თქმით.

 


№11 სტუმარი ცაკო

ცაკო
აი ყველაზე მაგარი ხარ ფეფო,ისტორია ხომ საოცრება იყო და ეცადე ხშირად გაგვანებივრო ასეთი გემრიელი ისტორიებით.მოკლედ გეტყვი კიდევ ერთხელ რომ უმაგრესი ხარ!!!!!!

 


№12 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომეწონაა ძალიააან :)) მოუთმენლად ველოდებიი ახალ ისტორიას :))

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუ რა ცუდია რომ დასრულდა :(((კიდევ მინდოდააა :((((ძალიან კარგი ისტორია იყო, ვისიამოვნე:)) ველოდები კიდევ უფრო ბევრად კარგს და სასიამოვნოს:))) ბევრი სიყვარულები ფეფოს:)))

 


№14 სტუმარი ნათია41

გიგა ბარათელი გამახსენდა და ნიკოლოზი. სხვისი არ ვიცი და მე ძაან მომეწონა

 


№15  offline წევრი აბლაბუდა

არ ვიცი დასასრული როგორი მინდოდა ალბათ უფრო მეტჯ რადგან არასდროს მყოფნიდა ეს ისტორია, მაგრამ ამის დედაც რა სიგიჟე და სიფსიხე ისტორია იყო, რომელსაც ძალიან ველიდებოდი, ახლა რაღა უნდა ვქნა? იმედია მალე დაბრუნდებუ ახლით და ნიკოლოზსაც დაგვიმთავრებ

ისე ფეფო შენი დაცემულნი წავიკითხე გუშინ, არ ვიცი როდის დადე ან როგორ გამომრჩა მიკვირს ჩემი თავის, შენი ყველა ისტორია ვიცი და :))

 


№16 სტუმარი Lako

jer isedac xo amazrzeni motxroba iyo da bolo tavi idmenad uemocio da nachqarevi iyo rom saubaric ar msurs.

 


№17  offline წევრი აბლაბუდა

ნუ მოიშლით ქალბატონო ნერვებს თუ არ მოგწონთ, ვერ გავიგე მაზოხისტები ხართ თუ რა ხდება შეიძლება მთელს ისტორიას კითხულობდეთ ყველა და მერე ასე ილანძღებოდეთ, მე რაც არ მომწონს იმას არ ვაკეთებ ვინ გაძალებთ კი მაგრამ? WTF?

 


№18 სტუმარი სტუმარი თეკო

თუ ამაზრზენია მე-16 თავამდე რატომ და როგორ უნდა მოჰყვე?
და თუ რამე არ მოგწონს ადამიანს და ენას არ იგდებ მუცელში და პრეტენზიით გამოდიხარ, ბარემ განავრცე და ჩამოაყალიბე რა არ მოგწონს? იქნებ როგორ ითვალისწინებს ადამიანი და როგორ ყალიბდება უკეთეს შემოქმედად?

რა ამაზრზენია, კარგით რა
——
ისტორიას 10/10❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიზა

Lako
jer isedac xo amazrzeni motxroba iyo da bolo tavi idmenad uemocio da nachqarevi iyo rom saubaric ar msurs.


ჩემი აზრით თქვენნაირი ბოღმა და უემოციო ადამიანი არ უნდა არსებობდეს...
გამარჯობა ნახვამდის...

 


№20  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

მოკლედ მოვალ,დავდებ და გავრბივარ???? მადლობააა ყველას ვინც კითხულობდით და ეს ერთი თვე ჩემთან ერთად მოდიოდით ფინალამდე.მადლობა ვისაც მოგექონათ,ვისაც არ მოგეწონათ მათაც მადლობა...ამაზრზენია და უბრალოდ გაიარე,ელემენტარული ზრდილობაა სხვის ნაშრომს რომ არ უნდა დაასაქმო თავზრ...შენ მოგეწონა,არ მოგეწონა კიდევ დანარჩენ სხვებს ვისაც გული ერეოდათ და მაინც მკითხულობდნენ,ცოტა ძალიან მაზოხიზმია...თქვენი უარყოფითი კომენტარებით რა გგონია დავჯდები და ვიტირებ? მადლობა...ორი სამი კაცი არაფერია იმ დანარჩენი ორიათასი ადამიანისთვის დავწერ...
მადლობაა,მიხარია თქვენი მხარდაჭერა და ბოდიში თუ ბოლო თავებზე ზედმეტად გაკოდინეთ.

 


№21  offline წევრი ნანა73

რომ იცოდე როგორ ველოდიიი... kissing_closed_eyes შენ იცი, რომ მე მომწონს რასაც წერ ყოველთვის. ყოველთვის მაქვს დიდი ინტერესი და სურვილი ხშირად და ბევრი ვიკითხო რასაც შემოგვთავაზებ. იცი როგორ მიყვარხარ. kissing_heart ... მაგრამ დასასრული არ მეყო... ❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი მარუსკა

უუუუფ, კარგი იყო❤️

 


№23 სტუმარი Nino

მკვლელობის გარდა ყველაფერი მომეწონა

 


№24  offline წევრი იზუკა

მე მხოლოდ კიარ წავიკითხე ეს ისტორია,მე ვიგრძენი!
ვიგრძენი დამპალი და დაჩის გულისცემა,კატოს სიყვარული ვიგრძენი და ნიცას გრძნობები მეგრძნო. საუკეთესო ხარ ფეფო და საუკეთესო ისტორიებს ქმნი..

 


№25 სტუმარი სტუმარი კრავაი

ფეფო, თქვენ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ, წერა გეხერხებათ უდაოდ. შეგიძლიათ პერსონაჟების ფსიქოლოგიური პრტრეტის გამოძერწვა. არ ვიცი თქვენ როგორ პერონაჟად ჩაიფიქრეთ დაჩი, მაგრამ რელურად ეს ადამიანი გამოვიდა ჩვეულებრივი ფულზე და სოციალურ სტატუსზე შეყვარებული ტიპი, რომელიც ქრთამავს მაღალჩინოსნებს, აფეთქებს, კლავს, ქალებს ექცევა მძორებით და რა სამწუხაროა მკითხველი გოგონების უმრავლესობა მისით აღფრთოვანებულია. არადა მისი კაი კაცობა ვერცერთ მონაკვეთში ვერ ამოვიკითხე. არადა რეალურ ცხოვრებაშიც დაჩის პროტოტიპები "ტიპობენ". მიტოვებულ ტატოზე და ბავშვობიდან გაუბედურებულ თათულიზე რა უნდა ვთქვა, კატოც უფერული პერსონაჟია და დათო ხომ საერთოდ "სივრცის" შესავსებად გამოძერწილი. მე ყველა თქვენი ისტორია მაქვს წაკითხული და შთაბეადილება დამრჩა რომ ეს მოთხრობა "სარკის ეფექტისთვის" დაწერთ რათა გარკველ ადამიანებს საკუთარი თავი ამოეცნო. თქვენ წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით ახალი ისტორიით. p.s. მე მაპატიეთ თუ კომენტარი არ ან ნაკლებად მოგეწონებათ.

 


№26  offline წევრი Marryam

აქამდე ვწელავდი დასასრულის წაკითხვა და დღეს მოგმინება აღარ მეყო ;დ არ ვიცი დაჩი როგორ იცხოვრებს იმ ტვირთით...დარწმუნებული ვარ ვერ და არ დაივიწყებს მაგრამ ასეთია ცხოვრება...ასეთი არაიდეალური, ასეთი სისატიკეები ხდება ნამდვილ ცხოვრებაშიც...ამიტომ ...
ბილოს კი გამეცინა ნიცამ რომ კატოს ორსულობა გამოიყენა ;დ

 


№27  offline წევრი გროსმაისტერი

ო ბოჟე ეს რა სასწაული თავი იყოო?!?!

 


№28 სტუმარი სტუმარი ანა.

ვაიმე რა საოცრება იყოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ხშირად დადე გთხოვ ესეთები ძაან მაგარიააა????????????კიდე მინდა????????

 


№29  offline წევრი Tamuna Gogaladze

საოცრება იყო როგორც ყოველთვის♥♥♥ყველა შენი ისტორია საუკეთესოა♥♥ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე კითხვით♥♥ყველა თავზე მინდოდა დაწერა მაგრამ იმდენად ვერ ვითმენდი გაგრძელების წაკითხვა ისე მინდოდა რომ არ გამოვიდა♥♥♥ძალიან კარგად წერ და მაგარი გოგო ხარ♥♥

 


№30 სტუმარი qeti goderdzishvili

fefooooo gamodi damenaxee sruli sifsixe xar gogo da istoriebic egeti gaqvs vgijdebi shenze ar mryo devdarianebi dachi nicaze vgijdebi eseti kargi rogor xar yvela sityva yvela emocia gulamde movida da yvela vigrzeni yvelas guluscema ese gulis gavlit emocia yvelas ar moaq miyvarxar da gafaseb me she magram spazmebi maq da kide minda ar myofnis????????????exla im afamianebs mivmartav vinc ver isvenebs ert afgilsver acherebs da bogma xetqavs sxa adamianis shromas pativi unda sce pirvel rigshi meore nu waikitxav tu ar mogwonw bolo tavamde rogor midixart motxroba romeluc ar mogwont da ra ufleba gaqvt an morali sad gaqvt ese ro afartxalebt traks ogond sxvas atkinot da boa antxiot ???? fefuuuuu????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent