შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-7 თავი)


30-09-2019, 21:27
ავტორი Alice76
ნანახია 572

თუ აწმყოს საკმარისად აქცევ ყურადღებას,წარსულზე და მომავალზე ფიქრი არასდროს გიწევს,რადგანაც ისინი აწმყოს სხვადასხვა ფორმაა“-ამოიკითხა სოფიმ და თვალები მოიფშვნიტა-რა ტიპია,მთელი ვეფხისტყაოსანი უწერია მომავალზე და ბოლოს გვეუბნება,აწმყოს მიხედეთო-მირიამ წინასწარმეტყველის „რეცეპტები“ დახურა და ანას გახედა,რომელიც ზანტად დააცურებდა თითებს მობილურის ეკრანზე-ნეტა იასმინი რას
შვება?

-კვდება-წაიდუდუნა ანამ და ამოისუნთქა.

-შენ რა გჭირს?-მობეზრებით ჰკითხა სოფიმ.

-არაფერი, უბრალოდ დედა მომიკვდა, ცხოვრება დამენგრა, წარმოდგენა არ მაქვს, ვის ან რას ველოდები და რაც მთავარია, რატომ ვერ მივდივარ აქედან.

-იასმინმა ხომ აგიხსნა?- წყენით შეხედა სოფიმ-ხუმრობა გგონია ეს ყველაფერი? თვითონ არ დაინახე, რა ხდება?

-ხუმრობა არაფერი მგონია, სოფი და მით უმეტეს, არაფერზე მეცინება-მკაცრად უპასუხა გოგონამ- მაგრამ საკუთარი თავის მიხედვა ნამდვილად შემიძლია, უცნობ გოგოს რომ არ ველოდო, რომელსაც კაცმა არ იცის, რა უნდა და რისთვის იბრძვის.

-ანა, თუ ინტერესი არ გაქვს, ვერც ვერაფერს გაიგებ. თუ რაიმეს ცოდნა გინდა, უნდა დადგე და ინფორმაცია მოძებნო. ზურგზე უზარმაზარი, ძალიან საშიში ნიშანი გაზის და იმის ცოდნაც კი არ გინდა, რა არის და საიდან მოდის. იასმინი დიდ დროს უთმობს იმას, რომ ეს ყველაფერი შენ მაგივრად გაარკვიოს, შენ კი მხოლოდ იმას ამბობ, რომ უცნობი გოგო გადაგეკიდა. ნუ იქნები უმადური, იასმინი უბრალოდ გეხმარება და თუ ასე განაგრძე, ეგ დახმარება აღარ გექნება. ზოგადად ხომ ასე ვართ ადამიანები, სიკეთის არ გვჯერა. თუ ვინმე უმიზეზოდ გვეხმარება, აუცილებლად ცუდ ქვეტექსტს ვეძებთ, პოზიტივის უნდობლობა გვაქვს, მაგრამ იქნებ დადგე ბრბოს ფსიქოლოგიაზე ოდნავ მაღლა?

-შეანელე-წარბები შეკრა ანამ- ვინ გითხრა, რომ არ ვცდილობ? მთელი დღეა, ვგუგლავ.

-მაინც რას?

-იმ რაღაც ნიშანზე-ჯიქურ შეაჩერდა გოგონა-ეშმაკის თუ დემონის. იასმინი ძველებური მეთოდებით მუშაობს, არადა ფორუმებზე ყველაფერს ნახავ.

-და რა გაიგე მაგ შენ ფორუმზე?

-წავიკითხავ და გეტყვი.

-ერთად წავიკითხოთ-სოფი ანასკენ გადაიწია, თუმცა ამ უკანასკნელმა სწრაფად დამალა ტელეფონი და უკან მიიწია-ჯგუფური მეცადინეობები არ მიზიდავს, ლინკს გამოგიგზავნი მერე და თვითონ წაიკითხე.

-მატყუებ- თვალები მოჭუტა სოფიმ-არაფერსაც არ ეძებ ან იმას ეძებ, რაც არ გინდა, მე ვიცოდე!

-გამომივიდა ესეც ფილოსოფოსი!

დაახლოებით ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ, ანა დანებდა.

-ადრე, ბავშვობაში, დედას ფსიქოლოგთან დავყავდი-ხის აივანზე, საქანელა-დივანზე ჩამომჯდარი ანა თან საუბრობდა, თან სიგარეტს ეწეოდა- რაღაც არსებები მეჩვენებოდა. კარგად მახსოვს მათი სახე, ახლაც. მეუბნებოდნენ, რომ მათი არ უნდა შემშინებოდა, რადგან ჩემთან ჩემივე დაცვისთვის იყვნენ, მაგრამ მაინც ძალიან მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ, ღამით ძილიც კი მიჭირდა. დედას ვეხუტებოდი და ტირილით ვიძინებდი, თან ვყვიროდი, რომ წასულიყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგმა დედას უთხრა, ბავშვს შიზოფრენიის ნიშნები აქვსო და ჩემი კლინიკაში დაწვენა ურჩია. დედა მაგარი ვინმე იყო- ანას სევდიანად ჩაეღიმა, ცრემლის დამალვა არც უცდია- მასე ადვილად არ ექცეოდა სხვისი აზრის გავლენაში. არატრადიციულ მეთოდებს მიმართა, შემლოცველებთან დამატარებდა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა ვიცი, რომ დაბადებიდანვე უცნაური ვიყავი, არაბუნებრივი და დედა ამას ხედავდა. მას ჩემი არ შეშინებია, მეხმარებოდა, ვუყვარდი. განსაკუთრებული იყო.

-და ის არსებები? ვინ იყვნენ?- სოფი თავს უცნაურად გრძნობდა, გაიაზრა, რომ შესაძლოა ანას არაფერიც არ ეჩვენებოდა და „ისინი“ რეალურად არსებობდნენ.

-მცველები-მხრები აიჩეჩა ანამ-კარგად არ მახსოვს, ძირითადად, არ მესაუბრებოდნენ, დიდად არც მე ვიწვოდი კომუნიკაციის სურვილით, მაგრამ როდესაც მათი მოშორება დავიწყე, გააქტიურდნენ. ამბობდნენ, რომ მათი მოვალეობა ჩემი დაცვა იყო, სანამ ბატონი მოვიდოდა.

-ოჰო!- სოფი ცდილობდა, შიში არ დატყობოდა, შეიშმუშნა და გარემო მოათვალიერა- როგორ გამოიყურებოდნენ?

-არა მგონია, კარგი აზრი იყოს მაგის აღწერა, შეგეშინდება- ანას ნათქვამი პროვოკაციულად არ ჟღერდა, უფრო გაფრთხილება იყო, თუმცა სოფი მაინც აიფოფრა.

-რას ჰქვია, შემეშინდება?! დაგავიწყდა, ალმა რომ გამიტაცა? ბაბუ კიდევ იმდენ არსებაზე მიყვებოდა, შენი მოჩვენებები უკანალში არავის გაერჭონ!

-ოქეი- ჩაიცინა ანამ და წამოდგა- ახლავე მოვალ-ჩაილაპარაკა და სალში შევიდა. ცოტა ხანში გოგონა გაქუცული, შავი წიგნაკით ხელში დაუბრუნდა სოფის.

-შეგიძლია, დაათვალიერო. ჩემი ნივთებიდან ბევრი ვერაფერი გადარჩა, მაგრამ ამას არასდროს ვიშორებ. უნდა მახსოვდეს. პრობლემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამარცხებ, თუ მასზე მუდმივად ფიქრობ და არ ემალები. ადრე ბევრს ვხატავდი, რომ როგორმე გადმომეტანა ის შიში, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ გრძნობდა. დამენახა ის, რასაც ვებრძოდი.

-ბლოკნოტში ხატავდი?-გამოწვდილი წიგნაკი სოფიმ სწრაფად ჩამოართვა, ანას გვერდით მიუჯდა და გადაშალა.

პირველი გვერდი სრულიად შავი იყო. შავი კალმით მთლიანად გაფერადებული ფურცელი სასოწარკვეთის მომასწავებელი იყო- მფლობელს იგი მოუთმენლად, სწრაფად და ნერვიულად გაეფერადებინა, თითქოს თავს იმშვიდებდა და კალმის ძლიერი დაწოლით ფურცელზე გრძნობები გადმოჰქონდა.

-ეს ისაა, საიდანაც ჩნდებიან- უთხრა ანამ წარბებაწკეპილ სოფის, რომელმაც ფურცელი გადაშალა და მზერა გაეყინა.

წიგნაკის ერთი გვერდიდან უზარმაზარი, საკმაოდ კარგად დახატული ადამიანისთავიანი ობობა უმზერდა. ანას არ ეჩქარა, არსების თითოეული დეტალი, ბუსუსი, დაწვრილებით გადმოეცა. სოფიმ გულის რევა იგრძნო. არსების თავი ადამიანისას ჰგავდა, თუმცა დანამდვილებით ვერ იტყოდი, რა იყო. თვალები არაბუნებრივად ამობურცული ჰქონდა, ყურების ადგილას ხვრელები, ხოლო ცხვირი დინგს უფრო მიუგავდა.

მეორე ფურცელზე ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული, რომელსაც მარცხენა ლოყა ქერცლით ჰქონდა დაფარული . “ქალს” სრულიად შავი, წყვდიადის დარი თვალები ჰქონდა, თითქოს თვალების ფორმის შიგნიდან არაფერი იყო,საერთოდ არაფერი.ამ ყველაფერს კი შუბლზე განთავსებული, ავად მომზირალი, კატისებრი მესამე თვალი აგვირგვინებდა.
სოფიმ ფურცვლა განაგრძო,წიგნაკში თითქმის ყველანაირი არსების ვარიაცია იყო,რაც სოფის ენახა ან არ ენახა-გიგანტური, ბუზების მსგავსი მწერები,ხოჭოები,უფორმოებიც,შავი მასები,მახვილნისკარტა,ჩონჩხისებრი ფრინველები...გოგონამ სრულიად შეძრულმა დახურა ანას “შედევრების წიგნი” და ნერწყვი ძლივს გადააგორა.
-ამ ყველაფერს ხედავდი?-იკითხა აკანკალებულმა.
-არა-მშვიდად უპასუხა ანამ-უფრო სწორი იქნება,თუ ვიტყვი,რომ ვხედავ. ისინი დაბრუნდნენ,ან არც არსად წასულან.
-ჯანდაბა!-სოფის შიშის დაფარვა აღარც უცდია-იასმინი გვჭირდება,სასწრაფოდ!

***
-დარწმუნებული არ ვარ,რომ ვხვდები,რა ხდება-იასმინს კნუტო აეყვანა და ხელში იმგვარად დაეჭირა,რომ პირდაპირ თვალებში უყურებდა,იცოდა,კატა უმიზეზოდ არ დაიწყებდა შფოთვას. კნუტო,როგორც მისი პატრონი, პოზიტიური ბუნებით არ გამოირჩეოდა და ნამდვილად ვერ უწოდებდი ანგელოზს,მაგრამ,როგორც იასმინი ფიქრობდა,”ასეთი თავის გაგიჟება მისთვისაც ზედმეტი იყო”- ასეთი ემილი ცხოვრებაში არ მინახავს. მითხარი, რას ხედავ?-კნტოს დაჟინებით ჩააჩერდა, თუმცა ვერაფერი იგრძნო. როგროც ჩანდა, ცხოველი კომუნიკაციის ხასიათზე არ ბრძანდებოდა.
-ორი საათი რჩება... -წაიბუტბუტა გოგონამ, კატა ჩანთაში ჩააბრუნა და ფანჯარას გაჰხედა. იცოდა, ანდრე ელოდებოდა. მზე უკვე ჩასულიყო, შემოდგომის სიგრილე ღია ფანჯრიდან სასიამოვნოდ უბერავდა, ცა წითელ-ვარდისფრად აკიაფებულიყო და აქა-იქ მოცურავე, თეთრ ღრუბლებს მომაჯადოვებელად აფერადებდა. კარი გაიღო და ემილი ჩაის ფინჯნით ხელში გამოჩნდა.
იასმინმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა მეგობარი-თმები ჭუჭყიანი და აწეწილი ჰქონდა, რუხი ფერის კაბა დალაქავებული და დაჭმუჭნული. ქალმა ფინჯანი მაგიდაზე დადგა, კარი მიხურა და სავარძელში მოთავსდა.
იასმინი გამალებული ფიქრობდა. ემილიმ ეზოდან პირდაპირ საკუთარ კაბინეტში გააქანა. როდესაც გოგონამ ნაცნობები ბავშვების მონახულების სურვილი გამოთქვა, უხეშად უპასუხა, რომ მოსწავლეებს თავისუფალი დრო არ ჰქონდათ და გაკვეთილებს ამზადებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, ისედაც თვალსაჩინო იყო- ეზოსა თუ შენობის დერეფნებში არა თუ ბავშვი, ჭიანჭველაც კი არ დაიარებოდა.
იასმინის პირველი ეჭვი, რომელიც ემილის უცნაურ ქცევას უკავშირდებოდა, მალევე გაქარწყლდა - ემილი შეპყრობილი არ იყო, რადგანაც არც იასმინის მიერ წაბუტბუტებულ ლოცვაზე ჰქონია რეაქცია, არც ნაკურთხ წყალზე, რომელიც გოგონამ ჩაიში ჩააპკურა და არც სხვა გამოცდებზე, რომლებიც იასმინმა სახლში ფეხის შედგმისთანავე ჩაუტარა. ემილის სხეულ სუფთა იყო, ყოველ შემთხვევაში, ბოროტი სულებისაგან. მაშ, რა ხდებოდა?

-მისმინე, ემ- წამოიწყო გოგონამ- აქ ყველაფერი რიგზეა?
-რა თქმა უნდა- მონოტონურად ჩაილაპარაკა ემილიმ და იმდენად მშვიდად მიიღო იასმინის უჩვეულო კითხვა, აუცილებლად საპირისპიროს იფიქრებდა კაცი.
-იმას ვგულისხმობ, რომ მმმ... სად არიან ბავშვები? ადრე ხომ ასეთი სიმკაცრე არ იყო, ანუ, ჩვენ დროს, ემ...
-ჩვენი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბავშვები ზედმეტად გათამამებულები არიან- კვლავ მშვიდად უპასუხა ქალმა, თითქოს პასუხებს წინასწარ გამზადებული სცენარის მიხედვით უბრუნებდა- მართალია, მეტი კონტროლია საჭირო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მმართველობის სისტემა შეგვეცვალა და მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო დაგვეტოვებინა, ამგვარად ისინი ვეღარ მოახერხებენ იმგვარი სისულელეებით გართობას, როგორებსაც თანამედროვე ახალგაზრდები მიმართავენ. ისინი მომავალი მებრძოლები არიან, ამიტომაც...
-მებრძოლები?- იასმინმა დუდუნი უბოდიშოდ შეაწყვეტინა და ნაწყენი მზერით შეაჩერდა- ჩვენ აქ უბრალოდ ვიზრდებოდით, ემ. ვიზრდებოდით მომავლისთვის, რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნებოდა. ბავშვებს იმისთვის ამზადებთ, რომ ვიღაცის საბრძოლო ხორცი გახდნენ? გვამი, რომელიც ლეშისმჭამელების მეტს არავის ადარდებს. ბავშვს ოცნება უნდა აცადო, არ უნდა ჩაუნერგო ის, რაც შენ გინდა. როგორ ვერ გესმით ამ მასწავლებლებს! ცოდნას იმისთვის აძლევ, რომ აზროვნება ისწავლოს და არა იმისთვის, რომ ვინმეს დაემორჩილოს. სტერეოტიპი და ქცევის წესი აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანს საშუალება მიეცეს, გახდეს პიროვნება, თავისუფალი, მოაზროვნე არსება.
იასმინმა ლექცია დაამთავრა და დაიმანჭა, როდესაც მეგობრის სახეზე ცვლილება ვერ დაინახა.
-თავისუფალი ახალგაზრდობა ნიშნავს გაურკვეველ მომავალს- ხმა ამოიღო ბოლოს ქალმა-თუ არ იცი, რა ენდომება, როგორ იფიქრებს, ვერც ის გეცოდინება, როგორ მოიქცევა. დაფიქრება ბავშვებს არ მოეთხოვებათ, ეს უფროსების მოვალეობაა, ჩვენ მათ მაგივრად უნდა ვიფიქროთ. თავისუფლება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სწორი და არასწორი.
-ანუ უდედმამო ბავშვების დამონება და მათი ფსიქიკის დამახინჯებაა მსოფლიოს ნათელი მომავალი?
-თუ ადამიანს რაიმეში ცუდის დანახვა სურს, აუცილებლად მოძებნის და სიკეთეზე წინ დააყენებს ისე, რომ ყველაფერი დადებითი დაფაროს. თუ მოინდომებ, დაბრმავდები, თვალის ჩინიც გაგიქრება. გააჩნია, რამდენად გინდა. ახლა კი ბოდიშს გიხდი, დირექტორი სასწრაფოდ უნდა მოვინახულო.
იასმინმა პირი დააღო, კამათის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა მალევე აღიქვა საკუთარი სისულელე და თავი გაიქნია.
-ემილის რა უყავი?- ჯიქურ შეაჩერდა მეგობარს და სხეული დაეჭიმა. კნუტოსავით აჯაგრული იასმინი ოდნავ წამოიწია სავარძლიდან და თხელი ქურთუკის შიგნიდან იგორის ნაბოძები იარაღის ტარი მოსინჯა- ვინ ხარ?
ქალმა პასუხი არ გასცა, მხოლოდ გაუღიმა და ოთახი მანამ დატოვა, სანამ იასმინი მოქმედებას გაბედავდა. იცოდა, რომ გოგონა ფრთხილად იქნებოდა მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რა სჭირდა მის მეგობარს.
ემილიმ კარი გაიხურა და გასაღების ჩხაკუნიც გაისმა.
-ჩაგვკეტა?-აღშფოთებულმა გაჰხედა კნუტოს გოგონამ და თავი გაიქნია. - კიდევ კარგი, მარტო წამოვედი, თორემ დიდი ამბავი აიწეოდა, ყველანაირი გეგმის გარეშე- თან საუბრობდა, თან კარს მიუახლოვდა და ჭუჭრუტანაში გაიხედა. როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ იყო, უკან მიბრუნდა, საწერი მაგიდიდან ფურცლის სამაგრი აიღო და კარიც რამდენიმე წუთში გამოაღო.
-კნუტო, შენ უნდა წახვიდე, ახლა შენზე რომ ვიდარდო, ვეღარ ვიზამ ვერაფერს!- კატა ხელში აიყვანა, ფანჯარა გამოაღო და გადაიხედა-მესამე სართულზე იყვნენ, მაგრამ კნუტო თუ მოინდომებდა, ევერესტიდან დაეშვებოდა პეპელასავით. ყოველ შემთხვევაში, იასმინი ასე ფიქრობდა- აბა ჰე- თავზე ხელი გადაუსვა ცხოველს და დაუბარა, არ გამომყვეო, შემდეგ კი დერეფანს გაუყვა.

***
დირექტორის კაბინეტი იასმინს ცარიელი დახვდა. ისევე, როგორც აღსაზრდელთა საძინებლები, სამზარეული, სპორტდარბაზი და საკლასო ოთახები.
-რა ჯანდაბაა!?-ჩურჩულებდა გოგონა და იარაღმომარჯვებული ჩადიოდა კიბეზე- რა ხდება?
შენობაში სრულისიჩუმე იყო, თუმცა არა უცნაური- იქ აღმოჩენილი ადამიანი უბრალოდ იფიქრებდა, რომ ყველა ისვენებდა, ან მაცხოვრებლები უბრალოდ სადმე იყვნენ წასულნი, თუმცა იასმინისთვის, რომელიც ამ სახლის ჟრიამულში გაიზარდა, ეს სიჩუმე ჟრუანტელისმომგვრელი იყო.
პირველ სართულზე განთავსებული სათამაშო ოთახის შემოწმების შემდეგ, მოთმინებადაკარგულმა იასმინმა ის იყო, წასვლა დააპირა და კარისკენ დაიძრა, რომ უცნაური, ძალიან ჩუმი ზუზუნი მისწვდა მის სმენას.
გოგონამ გულდასმით მიაყურადა ბგერები, ხმას გაჰყვა და ძველ სამლოცველო ოთახს მიადგა, რომელიც , იასმინის გამოთვლებით, ოცდაოთხი თაობის წინ იყო ბოლოს გაღებული.
ჩუქურთმებით გაწყობილი, ნარისფერი, დიდი კარი გაჭირვებით გამოაღო ოდნავ, შეიხედა და ტანში გასცრა- სამლოცველო სავსე იყო. იმდენად ბევრი ადამიანი იდგა შიგნით, რომ გაჭირვებით გაივლიდი, საკურთხეველთან მისვლას თუ მოისურვებდი.
შემაღლებულ ადგილას იასმინისთვის კარგად ნაცნობი ფიგურა- სკოლის ხორცსავსე დირექტორი იდგა. გოგონა მაშინვე მიხვდა, რომ დირექტორი მთლად გადასარევ დღეში არ იყო- ქალს კანი დასკდომოდა და გვამის ფერი დასდებოდა. თვალებში სისხლი ჩაქცეოდა და იმდენად გასწითლებოდა, რომ შორიდან შემყურე იფიქრებდა, სისხლის ცრემლები მოსდისო.
იასმინი უცნაური და შეიძლება ითქვას, საშიში სანახაობის მოწმე გახდა - დირექტორს ხელები გაეშალა, პირი გაეღო და მის წინ სივრცეს უყურებდა, თითქოს დამსწრეებს უხმოდ ესაუბრებოდა, ხოლო იქ მდგარი ხალხი- სახლის მომსახურე პერსონალი, მასწავლებლები, სხვადასხვა ასაკის ბავშვები, ერთდროულად, თავდახრილები ჩურჩულებდნენ. ხმადაბლა და მონოტონურად. სმენის დაძაბვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სიტყვების გაგებაც, რადგანაც მათი რაოდენობა არც ისე ბევრი იყო- “non fallunt” .
უკან დაიხია,უხერხულად გაიღიმა და ის იყო,ბოდიშის მოხდით კარის მიხურვას აპირებდა,რომ დირექტორის გამკინავი ხმა მოესმა.
-არ გაუშვათ!-გოგონას თვალი თვალში გაუყარა და მთელი ბრბოს ყურადღება მისკენ მიმართა. მეორე წამს თითოეული იქ მყოფი იასმინისკენ ზომებებივით მიიწევდნენ.
-დროა,მოვკურცხლო-წაილაპარაკა გოგონამ და სამლოცველოდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

***
-აი,რა საჭიროა ეს ყველაფერი?-სკამზე მიბმული,გაკოჭილი და ღირსებაშელახული იასმინი(იგი მასზე ათიოდე წლით უმცროსმა გოგონამ გასასვლელ კართან შეიპყრო და დირექტორის კაბინეტში ურჩი მოსწავლესავით მიათრია)-ეს ყველა ჩემ გამო დააზომბე,დემონო?
დირექტორი,ან ის არსება,რომელიც მასში იყო მოკალათებული,ირონიულად იღიმოდა.
-სამყაროს ცენტრი,დიდი იასმინი,მირიამის შთამომავალი,ბოროტების მმუსვრელი-ჩაიხრიალა რამდენიმე ხმამ ერთად,რომლებიც ქალის ხორხიდან ერთდროულად ამოდიოდა- პატივმოყვარეობა ცოდვაა,ქალო.
-თქვა დედამიწის ზურგზე უსპეტაკესმა არსებამ-თვალები აატირალა იასმინმა.
-შენ მხოლოდ ინგრედიენტი ხარ. საჭირო,შეუცვლელი,მაგრამ მხოლოდ ეგ. ნუ ფიქრობ,რომ რაიმეს წარმოადგენ,არაფერი ხარ.
-შენ ხო მყავხარ ციდან მოწყვეტილი ვარკვლავი. ოცდათოთხმეტი წელია ბავშვთა სახლის დირექტორობას ვერ გაცდი...
-იცი,მაინც,ვის ესაუბრები?-ხმები გააფრთდა,უფრო მკივანი და უხეში გახდა.
-არა,კიდევ ერთი მინუსი შენ,ეთიკაში ნულიანი გყავს-გაიჯგიმა იასმინი-როდესაც უცნობ ადამიანს პირველად ესაუბებით,საკუთარი სახელი,გვარი და წოდება აუცილებლად უნდა წარუდგინო. ის ქალი მასწავლიდა,რომლის სხეულშიც ახლა ბრძანდები-თვალები ზიზღით დააწვრილა.
-აგარეს-სახელის ბოლო თანხმოვანი გველივით გაწელა მოსაუბრემ და იასმინისკენ დაიხარა. გოგონამ უკეთ შეამჩნია სხეულის ცვლილებანი. როგორც ჩანდა,მოხუცი დირექტორი ვერ უძლებდა დემონის ძალას-სახეზე ჩაშავებული სისხლჩაქცევები მრავლად ჰქონდა,ხოლო თვალები-შემაძრწუნებლად წითელი-ჩემი სახელია აგარეს-ს.
-ა-ა!-თავი გადაატრიალა გოგონამ და ტესტში ჩაჭრილი სტუდენტის სახე მიიღო-მასწავლებლები მოგწონს,არა? თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი! აბა,აგარეს, ჩვენი დირექტორი ცოდნას დახარბდა? რაც კარგია,ის სახიფათოცაა. ჰმ!
-ყველას უნდა,ჭკუიანი იყოს-ჩაიღიმა დემონმა საზიზღრად აბუყბუყდა-მაგრამ შენ ცოდნაზე მეტად დიდება გიზიდავს,გოგო.
-ჩემი აზრით,ერთი განაპირობებს მეორეს-მხრები აიჩეჩა იასმინმა.
-ცოდნა სიბრძნეა,სიბრძნე კი ყოველგვარ დიდებას,სხვაზე დამოკიდებულებას,ადამიანურობას ერიდება. თუ მართლაც გაგეგება რაიმე,საკუთარ უმეცრებასაც იაზრებ. ადამიანის გონება ვერ დაიტევს იმ ცოდნას,რაც სამყაროში არსებობს,თქვენმა მამამ ასეთი ფუნქციები არ დაგიმატათ,ერთადერთი,რაც შეიძლება იცოდეთ,ისაა,რომ არაფერი იცით.
-მაგის თქმა სოკრატემ დაგასწრო,არა და რა მაგარი მონოლოგი გამოვიდოდა-დანანებით ჩაილაპარაკა იასმინმა.
-სოკრატეს ხსენება შორს წაგვიყვანს,მე კი შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. გელოებოდი, დიდ ხანს. იცი, რამდენი დემონი ნადირობდა შენზე? მთელი ჯოჯოხეთი მოგიქსიეს, ალბათ ვიღაცამ ძლიერი დაცვა დაგადო, თორემ აქამდე შენგან ბეწვიც არ დარჩებოდა...ვერ გპოულობდნენ, მე კი მივხვდი,რაც უნდა მექნა. აქ მოვედი და დაგელოდე. ახლა ბატონს გავათავისუფლებ და ... ის როდესაც მოვა, ყველაფერი შეიცლება. ახლა ძალაუფლება ბოროტი, მაგრამ უტვინო, პატივმოყვარე მებრძოლების ხელშია,მაგრამ გამოსწორდება, მამა ყველაფერს დაალაგებს -დირექტორი წინ გადაიწია და წითელი მზერა იასმინს ავად ჩაასო-ასმისთვის შენი თვალები მჭირდება.
გოგონა რამდენიმე წამს გაშტერებული უყურებდა დემონს,შემდეგ თვალები აახამხამა და ხმა ამოიღო.
-გათხოვებდი,მაგრამ თვითონაც ძალიან ხშირად ვიყენებ. ისე, მაინც, რაში გჭირდება?
-შენი თვალის კაკლები სიცოცხლის ქვის მაგივრობას გასწევენ და ეს თხოვნა არ ყოფილა-დემონი გაჭირვებით წამოდგა,როგორც ჩანდა,დირექტორის სხეული ვეღარ უძლებდა ძლიერ პარაზიტს-სამწუხაროდ,ჯერ ვერ მოგკლავ,რადგან ანდრასს სჭირდები,მაგრამ ცოტა მაინც გავერთობით-იასმინმა დაინახა,როგორ ახადა თავი პატარა ჩემოდანს ქალმა და როგორ ამოიღო იქიდან მომრგვალებული,კოვზის მსგავსი იარაღი.
ყელში ნერწყვი გადააგორა და ანდრეზე ფიქრი დაიწყო.
რატომ იყო ასეთი ჯიუტი? იქნებ, რომ არა ანდრე, მელანის მისთვის ძილში გამოეღადრა ყელი? რატომ არ ენდობოდა ასე კაცს? “მთვრალი მთვარის “ გაშვებაც ვერაფრით გადაწვიტა. ეს ერთგვარი ილუზიური ილეთი იყო-ცაზე ცრუ მთვარის გაჩენის მირაჟი მარტივი,ფერთა ტეხის შელოცვით შეიძლებოდა,რასაც მონადირეები ერთმანეთისათვის მინიშნებების გასაგზავნად იყენებდნენ. ცაზე ორი მთვარის ყოფნას (ხანდახან კი მზისა და მთვარის) მხოლოდ ის ადამიანები ამჩნევდნენ,რომლებიც ნიშანს ეძებდნენ,რადგანაც “მთვრალი” ანუ იგივე, გზააბნეული მთვარე ორიგინალისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა და ბევრი ხელოვნურ თანამგზავრად აღიქვამდა,თუმცა იგი რეალურად განგაშის ნიშანი იყო.
იასმინი შიშს ხშირად განიცდიდა,მაგრამ მასში ჩაფლობას ყველანაირი ხერხით ებრძოდა-ერთია,გეშინოდეს,მაგრამ სულ სხვაა,როდესაც შიში გიმორჩილებს,გიმონებს.
თუმცა იმ მომენტში,როდესაც დირექტორი მისკენ შებრუნდა,თვალის ამომჩიჩქვნელი ხელსაწყოთი ხელში,შენობაში კი დემონის მიერ დამორჩილებული ადამიანების მეტი არავინ ეგულებოდა,გადაწყვიტა,რომ შიშის თეორიებისთვის არ სცხელოდა.
-აგარეს,უფლის სახელით გიბრძანებ,შეჩერდე და დატოვო საბრალო ქალის სხეული!- ამოიკნავლა გოგონამ და დემონის ხარხარზე აკანკალდა.
-ყველაზე ძლიერმორწმუნე ღვთისმსახურებსაც უჭირთ ჩემი განდევნა,ტყულად ირჯები. ადამიანებმა ბედთნ შეგუება უნდა ისწავლოთ,როდესაც არაფერი გამოდის,უნდა გაჩერდეთ! ასე მეტი დრო გექნება სიკვდილის წინ...
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!-იასმინი სკამზე შეირხა და რამდენადაც ხელებზე შემოხვეულმა ბაწარმა დართო ნება,გაიბრძოლა-იქნებ მოვილაპარაკოთ? თქვენ ხომ გიყვართ შეთანხმებები,ხელშეკრულებები,მოკლედ,ვივაჭროთ,აგარეს!
ქალი წინ დაუდგა, ჩაიმუხლა, საზიზღრად დაძარღვული თითები სახეზე ჩაავლო და მოუჭირა.
-შენი სული უკვე უმაღლეს ბოროტებას ეკუთვნის, ჯოჯოხეთში ადგილი დიდი ხნის წინ დაგიჯავშნეს. არავინ დაიწყებს იმაზე ვაჭრობას, რაც ისედაც მისია, ცოდვილო.
იასმინმა თვალები დახუჭა, თუმცა დემონმა არ დაანება, ძალით აუწია ქუთუთო, იარაღი მოიმარჯვა და ის იყო, ბოროტი, სიამოვნება ნარევი ღიმილით აპირებდა ჩანაფიქრის დასრულებას, უცნაური რამ მოხდა- მისმა ხელმა კანკალი დაიწყო, შემდეგ კი იარაღი გააგდო, კარისკენ შებრუნდა და არაადამიანური ხმით იწივლა.
იასმინი, თითქოს ქარიშხლის შუაგულში მოხვდაო, მოიბუზა და თვალები დახუჭა. ოთახში ისეთი ხმაური იდგა, კაცი იფიქრებდა, ათეულობით ადამიანი ერთად ღრიალებსო.
გოგონამ თავს ძალა დაატანა და ზემოთ აიხედა. დემონი მისგან ზურგშექცევით იდგა, ზურგი არაბუნებრივად გასწორებოდა და ფეხის წვერებზე აწეული ხესავით გაშეშებულიყო (დირექტორის სრულ ფორმებთან ეს პოზა საკმაოდ შეუსაბამო იყო და იასმინს, მიუხედავად სიტუაციისა, კინაღამ სიცილი წასკდა), მის წინ კი , ღია კარში მდგარი ადამიანი მოჩანდა, რომელიც რაღაცას ყვიროდა, თუმცა იასმინს არ ესმოდა.
-როგორ ბედავ- იღრიალა ახლა უკვე ერთმა, დირექტორის ხმამ- ამის უფლება არ გაქვს!
იასმინმა უკვე მოახერხა და გაიგონა ანდრეს ხმა, რომელიც განდევნის შელოცვას კითხულობდა. გვერდით გადაიწია, რომ დაენახა ფიგურა და დარწმუნებულიყო, რომ სმენა არ ატყუებდა, რომ გადარჩა. ანდრემ გადაარჩინა.
კაცი შეღებული კარის ზღურბლზე იდგა, ხელში შავი, გაქუცული წიგნი ეჭირა, მთელი ყურადღება წინ მდგარ დირექტორზე მიეპყრო და ლათინურ სიტყვებს სწრაფად, გამოთქმით და ხმამაღლა კითხულობდა.
მისი სიტყვების საპასუხოდ, დემონი უფრო და უფრო სუსტდებოდა, თითქოს გარდამტეხ, ყველაზე საშიშ მომენტს უკვე ჩაევლო და უკვე ნებდებოდა.
-ანდრ...-ამოიბუყბუყა დირექტორმა, წაბარბაცდა და იატაკზე გაიშხლართა.
-ანდრე!-იკივლა იასმინმა და გაიბრძოლა-მოხვედი...ანდრე!
კაცმა წიგნი გააგდო, წამით დირექტორის სხეულს გახედა და მის მზერაში სინანული გაკრთა, შემდეგ კი იასმინს მიუახლოვდა და სწრაფად გადაჭრა თოკები, რომლებსაც გოგონას თეთრი კანი აეწითლებინა და გაეცქვლიპა.
-კარგად ხარ?-ანდრე მძიმედ სუნთქავდა, თუმცა თავს აკონტროლებდა, ცივად და გააზრებულად მოქმედებდა. როდესაც იასმინმა დადებითი პასუხი გასცა, გოგონას მოშორდა და დირექტორის სხეულთან დაიჩოქა.
-პულსი არ აქვს. აქამდეც მოკვდებოდა, რომ არა დემონის ძალა...-ჩაილაპარაკა ანდრემ.
-როგორ მოახერხე?- მამაკაცის სურნელისაგან გაბრუებული იასმინი ანდრეს გვერდით ამოუდგა და მის კისერს მიაჩერდა.აუტანელმა სურვულმა დაუარა, რომ მოფერებოდა, შეეხო ხელი, ტუჩები, ენა. ცვალებადი ემოციების მოზღვავებამ გოგონაზე უცნაურად იმოქმედა, იმდენად აღელვებული იყო, ვნება მოეძალა. ანდრემ იგი გადაარჩინა, სიკვდილზე უარესისგან იხსნა, თანაც ზედმეტად პროფესიონალურად.
-ანდრე..-დაიჩურჩულა და ჯერ კიდევ ჩამუხლულს ზურგზე ხელი შეავლო.
კაცი სწრაფად წამოდგა, გოგონას ღიმილით შეხედა და ჩაილაპარაკა- უკვე მეორედ არ დამიჯერე, მინი. ორით ნული.
-არ მაინტერესებს- თავი გაიქნია იასმინმა და ჩაიცინა- იცი, ახლა როგორ მინდა ანდრე?
-ანდრესაც უნდა იასმინი- ღიმილით მიიზიდა კაცმა, თუმცა ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლებად შეხებოდა-მხოლოდ მისი თითები იასმინის ზურგს.-როგორ მოგართვათ ანდრე?-გოგონას ტუჩებთან ჩაილაპარაკა და თითები ოდნავ მოუჭირა წვრილ წელს.
-ცხელ-ხელი- ვნებას აყოლილ გოგონას თვალები მიელულა და ისიც კი მიავიწყდა, სად იყო და რას აკეთებდა, როდესაც კართან ხმაური გაისმა. ანდრემ სწრაფად უშვა ხელი გოგონას და უკან მიბრუნდა.
ზღურბლთან დაფეთებული, თვალებგაფართოებული და თმაგაწეწილი ემილი იდგა.

-იასმინ!-დაიკივლა ქალმა, შემდეგ დირექტორს შეხედა, ანდრეს უცნაურად შეაჩერდა და ბოლოს თვალები კეფისკენ აატრიალა.
ბრახ!
ემილი იატაკზე გაიშხლართა, მის უკან კი დაბნეული და შეშინებული ბავშვების ამალა გამოჩნდა.

***

-ეს დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო- დამამშვიდებელი წვეთების სუნით გაჯერებულ ოთახში ემილის სუსტი ხმა ისმოდა. ქალი დივანზე გადაწოლილყო, ფეხები დაბლა უღონოდ ჩამოეშვა და რვეულით სახეს ინიავებდა. მის მოპირდაპირედ, სავარძელში ანდრე და იასმინი ვიწროდ ჩამსხდარიყვნენ და მწოლიარეს ყურადღებით უსმენდნენ. იასმინის თითის წვერი თითქმის შემთხვევით ეხებოდა ანდრეს ხელის გულს- დირექტორი უეცრად შეიცვალა, ძალიან მკაცრი გახდა. არც მანამდე იყო დედა ტერეზა, მაგრამ, ხომ ხვდებით-თვალები დაქაჩა ქალმა-ხორცშესხმული ეშაკი გახდა. მერე ბავშვების ფიზიკური დასჯა დაიწყო და როდესაც შევეწინააღმდეგეთ, მოხდა ეს.

-რა? - იკითხა ანდრემ, რომელსაც არ მოუწია, ეხილა დაჰიპნოზებული ხალხით სავსე სამლოცველო.

-გვაკონტროლებდა. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებდა, მაგრამ საშინელება იყო. იცი, იაზრებ, იქ ხარ, ყველაფერს ხედავ, მაგრამ სხეული არ გემორჩილება, თითქოს პულტი წაგართვესო, მარიონეტებივით დაგვატარებდა. მაიძულა, იასმინისთვის წერილი მიმეწერა, არაერთი, მაგრამ ბევრი უკან დამიბრუნდა. ხანდახან საუბრის ხასიათზე მოდიოდა. მეუბნებოდა, რომ მაინც მალე მოვკვდებოდი და საუკეთესო მესაიდუმლე ვიყავი. ამბობდა, რომ ვინმე ანდრასს, რომელიც ძლევამოსილი დემონია, დედამიწაზე გადმონაცვლება სურს, მაგრამ მამა, ანუ სატანა დაივიწყა და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოო. თურმე ეს ვითომ იმათ გუნდში იყო, მაგრამ სინამდვილეში თავისი გეგმები ჰქონია. არ ვიცი ის ანდრასი ვინაა, რა ჯანდაბა უნდა, მაგრამ ამას თუ იმისი ეშინოდა, ხო წარმოგიდგენიათ, არა?

-ჩემთან საუბარშიც ახსენა- ჩაფიქრებით თქვა იასმინმა- ამხელა აურზაური იმიტომაა, რომ იქ უთანხმოებაა-თითით ქვემოთ ანიშნა-ზოგადად, რაც უფრო ძლიერია სული, მით უფრო უჭირს ჩვენ სამყაროში გადმოსვლა, ვინაიდან თან იმგვარი ზებუნებრივი ძალა მოაქვს, როგორიც ამ სამყაროში არ არსებობს. ამისათვის უზენაესის მიერ დადგენილი ფიზიკის ფუნდამენტური კანონები უნდა დაირღვეს, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს. ერთი სიტყვით, ეშმაკმა რომ დედამიწაზე დადგას ფეხი ან თათი, მთელი ჩვენებური სამყარო უნდა ამოტრიალდეს. მხოლოდ მისი გამოჩენა უდრის აპოკალიფსს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რა მოხდება, როდესაც ამოქმედდება. შესაბამისად, ვინც უკვე აქეთა მხარესაა, მოეწყო და ვილაც აიშენა, იმას ნაღდად არ ენდომება მამა-სატანიკოს გადმობრძანება.

-ამან გამოიწვია განხეთქილება ძლიერ დემონებს შორის- თავი მოიფხანა ანდრემ- და ერთმანეთთან შეუთანხმებლად დაიწყეს მოქმედება.

-ეს ჩვეენ ხელს გვაძლევს-მხრები აიჩეჩა იასმინმა- დემონების კარგი თვისება ისაა, რომ ყველას ატყუებენ, მათ შორის-ერთმანეთს.

-ეს მხოლოდ დროებით. მალე ყველაფერი გაირკვევა და ბრძოლა აშკარა ფაზაში გადავა, რასაც ბევრი მსხვერპლი მოჰყვება- თავი გაიქნია ანდრემ- სანამ დროა, ვინმემ უნდა აიღოს ძალაუფლების სადავეები, თორემ ეშმაკი მოგონება იქნება, ისეთი ამბები დატრიალდება.

-იასმინ- მორიდებით იჩურჩულა ემილიმ- და შენგან რა უნდათ?

-ის, რაც შთამომავლობით დამრჩა- მცირეოდენი დროის შემდეგ უპასუცა გოგონამ- სიცოცხლის ქვის ძალა. თუმცა ერთი რამ მაფიქრებს- თუ მე ბოროტებას გამოვადგები, მირიამი შთამომავლობას რატომ დატოვებდა? ანუ, ვგულიხმობ იმ ფაქტს, რომ ქალმა ბევრი რამ წინასწარ იცოდა და არც ის გამოეპარებოდა, რომ აპოკალიფსის წვნიანის მთავარი ინგრედიენტი მისი შვილთაშვილი იქნებოდა.

-ანუ არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც შენ პირიქით, ხელს უშლი ამ ყველაფერს- დაასვკნა ემილიმ.

-ყველაფერი ზედმეტად ბუნდოვანია- თავი გაიქნია იასმინმა- ჯოჯოხეთში უნდა ჩავიხედო.

***

ხის სახლში, სანთლებით განათებულ მისაღებში ოთხი ადამიანი შეკრებილიყო.

მასპინძელი- ყავისფერთმიანი, მომღიმარი გოგონა ჩაის ასხამდა, ორი სტუმარი -სოფი და ანა ერთად მიმსხდარიყვნენ სავარძელში და ჩუმად ათვალიერებდნენ წიგნს, რომელის სათაურიც სოკოს წვნიანებს უკავშირდებოდა. ბიჭი, სახელად ნიკი ტრადიციულად კომპიუტერში იქექებოდა.

-ისე, შენი ხმა ჯერ არ გამიგია, მგონი- სიჩუმე დაარღვია ლინიმ, ჩაიდანი მაგიდაზე დადგა და ნიკს გვერდით მიუსკუპდა-ვინ ხარ?

დაბნეულმა ბიჭმა კომპიუტერი დახურა, დამნაშავესავით გადადო გვერდით და რატომღაც კაპიუშონი წამოიხურა- ე-ე, მე იასმინთან ერთად მოვედი...

-მახსოვს ეგ, ვინ ხარ-მეთქი.-დაუზუსტა ლინიმ.

-მე ... ნიკი, ამათი მეგობარი რა.

-ჩემი ნათესავია-გამოსძახა სოფიმ.

-და აქ რას აკეთებ?

-რავი, დახმარების თემაში რა...- სულ უფრო იბნეოდა ბიჭი.

-შეყვარებული არ გყავს?-უდარდელად განაგრძობდა გოგონა დაკითხვას.

-ვერ- ჩაიფხუკუნა სოფიმ და ანასგან მუჯლუგუნიც დაიმსახურა.

-რატომ მეკითხები?-გაუბედა ნიკმა.

-ა-არაფერი, ისე- მხრები აიჩეჩა გოგონამ-ამას წინად, ერთო-ორი კვირის წინ, ბოშა ქალი შემხვდა და გადამეკიდა, გიმკითხავებო...-ანამ პირი დააღო, სოფიმ ყურები ცქვიტა, ნიკი კი მთვრალივით შეტორტმანდა- მე კი არ მჯერა მაგათი დიდად, მაგრამ ისეთი რამეები მითხრა, მოკლედ დავიჯერე რა და ხელის გულზე დამხედა. ხოდა ... ასე მითხრა სიყვარული პირდაპირ სახლში მოგადგებაო. აი ასე, იჯექი სახლში, არსად წასვლა არაა საჭირო, საბედო თვითონ მოვაო. იმის მერე ფეხი არ გამიდგამს სახლიდან. არა განა საბედო მინდა ან რამე, რას ამბობ- არაბუნებრივად გაიცინა გოგონამ- უბრალოდ მაინტერესებს, სუფთა მეცნიერული მიზნებისთვის, მართლა ახდება თუ არა. სახლში სურსათი მითავდება, გასვლა მჭირდება და იქნებ შენ ხარ ის საბედო? მერე მშვიდად გავიდოდი-მუდარით შეაჩერდა ნიკს, შემდეგ კი განაგრძო- თავიდან ვიფიქრე, ანდრეა-მეთქი, მაგრამ აშკარად დისშვილივით მიყურებს, რავი. მერე შენ შეგამჩნიე და იქნებ?..

სოფიმ და ანამ უჩუმრად დახურეს წიგნი და სამზარეულოში გაიძურწნენ. ნიკმა ვედრებით გააყოლა თვალი მიმავალ გოგონებს.

-მგონი ზედმეტად სერიოზულად მიიღე- ამოღერღა ბიჭმა- იქნებ მოგატყუა?

-თუნდაც მასე იყოს, ვერ ხვდები? ნებისმიერი წინასწარმეტყველება, თუნდაც უბრალო ადამიანისგან მოსმენილი, ასე მოქმედებს. ელოდები, ნერვებს იჭამ, სანამ რაიმე ისეთი არ მოხდება, რაც მაგასთან კავშირშია- გაღიზიანებით აუხსნა გოგონამ- განა მგონია, რომ ჩემი საბედო ხარ, ღმერთმა დამიფაროს- ცხვირი აიბზუა და უკან გაიწია- უბრალოდ მაინტერესებს, რამდენი პროცენტით იყო ის ქალი მართალი.

-და ეგ როგორ უნდა გაარკვიო? მე ხომ არ ვიცი, ვისი ბედი ვარ- თვალები აახამხამა ნიკმა.

-იქნებ იცი, ადამიანო? გიყვარს ვინმე?- მოთმინება ამოეწურა ლინის.

-არა, ანუ არამგონია. მე მგონი რო არა. არ ვიცი.

-ღმერთო- თავი გაიქნია გოგონამ- არა, არა მგონია, ღმერთს ისე გავეწირე, რომ ასეთი ლენჩი საბედო ებოძებინა.

სანამ ნიკი გადახარშავდა, რომ შეურაცხჰყვეს, კარზე ფხაჭუნი და კნავილი გაისმა.

-ჩემები სახლში არიან-იჩურჩულა ლინმა და იმ წამსვე სოფის ხმაც გაისმა- კნუტო?-სამზარეულოდან ჯერ მისი თავი გამოჩნდა, შემდეგ კი, როდესაც დარწმუნდა, რომ სასტუმრო ოთახში მყოფებს სასიყვარულო ურთიერთობაში ხელს არ უშლიდა, სწრაფად გამოვარდა-კნუტოს ხმაა, იასმინი დაბრუნდა!?

კარის ზღურბლთან მართლაც იჯდა კნუტო, ოღონდ პატრონის გარეშე. შეშისგან გადართოებული თვალებით უცქცერდა სოფის, რომელმაც ხელში აიყვანა და მიიხუტა, თან თათზე ჭრილობას ილოკავდა. კატა ომგამოვლილს ჰგავდა, ბეწვი ალაგ-ალაგ ასჩეჩვოდა და სახეზე პატარა ჭრილობები მოუჩანდა.

-ძალიან შეშინებულია, როგორ კანკალებს- სოფიმ სასწრაფოდ სახლში შეიყვანა კატა, დივანზე დაგდებული პლედი მოკეცა და ზედ დააწვინა-კნუტ, რა მოხდა?

ცხოველმა საწყალობლად დაიკნავლა და გოგონას ხელი სუსტად ალოკა.

-არა მგონია, საუბრის ხასიათზე იყოს- დაასკვნა ანამ.

-იასმინს ეცოდინება- ვარაუდი გამოთქვა ნიკმა.

-მოიცა!- წამოიძახა მასპინძელმა- ეს სიტუაცია... ამის შესახებ წიგნში წერია, მირიამის წიგნში!

-კნუტოზე? - ეჭვით იკითხა სოფიმ, თუმცა ლინი აღარ უსმენდა.

-აი, მისმინეთ:

„ როდესაც ვეფხვი , დაღლილი ომით

დაგიბრუნდება მრავალ ჭრილობით

არს იგი მაცნე ღალატის, ბრძოლის,

დაკარგე ნდობა თანამებრძოლის “.

ლინი ათრთოლებული, მღელვარე ხმით კითხულობდა წინასწარმეტყველებას, ხოლო დასრულებისას, დემონსტრაციულად დახურა წიგნი და მსმენელებს მიაჩერდა.

-ესაა ბრძოლით დაღლილი ვეფხვი? - სიცილით დახედა ნიკმა მოკუნტულ კატას.

-ასე პირდაპირ კი არ უნდა გაიგო- ლინიმ თვალები ისე აატრიალა, აშკარად კიდევ უფრო გაუმყარდა ის შეხედულება, რომ ნიკი მისი საბედო ვერ იქნებოდა- წინასწარმეტყველის ხილვები ფრაგმენტულია, ძალიან გაუგებარი. მისი მხილველი
ძირითადად ცალეულ მომენტებს ხედავს, სიზმარივით. დიდი ნიჭი, ჭკუა და უნარი უნდა იმას, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირ. ასე რომ, თუ ადამიანს კატა და ვეფხვი ერთმანეთში აერია, ამის გამო ყელი არ უნდა გამოღადრო!

-მგონი შენ გამოღადრავ ვინმეს ყელს, ასეთი ნერვებით - გაბრაზდა ნიკი და ზურგი აქცია- წავედი მე, იასმინს მოვძებნი.

-სად?- გაკვირვებით მიაძახა კარში მიმავალ ბიჭს სოფიმ.

-მინდორში!-კარის ჯახუნიც გაისმა.

-ამას რაღა მოუვიდა?

-მგონი იასმინზე დარდობს- ივარაუდა ანამ.

-უყვარს?- გულდაწყვეტილმა იკითხა მასპინძელმა.

-არა, რას ამბობ- თავი მონდომებით გაიქნიეს გოგონებმა- უბრალოდ... მგონი დროა, ჩვენც დავიწყოთ მასზე დარდი, კნუტოს მარტო არ გამოუშვებდა- დაამატა სოფიმ.

-კარგი, ვიდარდოთ- თავი დაიქნია ლინიმ- მე წავალ, ნიკს მოვაბრუნებ, თორემ მინდორში დათვის ხაფანგებია აქა-იქ...თქვენ კნუტოს მიხედეთ- წაიმღერა და კარში გაუჩინარდა.

ანამ გაკვირვებით გახედა ფანჯარას, საიდანაც წყვდიადის გარდა არაფერი მოჩანდა და ამოიოხრა:

-ყველაფერი რთულდება.

-ყველა გართულდა- თავი დაიქნია სოფიმ.

ზუსტად იმ დროს, როდესაც გოგონები ფანჯრის მიღმა გამეფებულ წყვდიადს გასცქეროდნენ, იასმინმა მოახერხა და დაარწმუნა მეგობარი, რომ აუცილებელი იყო იმქვეყნიურ სამყაროსთან დაკავშირება, რათა როგორმე მოეპოვებინა ამ ქვეყანაში გამეფებული ქაოსის ახსნა.

ემილის დახმარებით იგი აპირებდა იმ განზომილებაში გადასვლას, რომელსაც ადამიანები ჯოჯოხეთს ეძახდნენ.
скачать dle 11.3



დავბრუნდები❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
დავბრუნდები❤

გელი ♥️ ძალიან მაინტერესებს,როგორი გამოვიდა,ექსტრემალურად დაწერილია:დდ♥️

 


№3 სტუმარი ბზნზბს

ძალიააან მაგგარია.. მაგრამ ძალიან ბევრი ველოდეთ..
აი ეს იასმინის და ანდრეს მომენტები უფრო მეტი და ბევრი მინდა რაა

 


№4  offline წევრი Rania

Rogor gamaxare. Gaixare aliss. Iseti emociit vkitxulobdii. Yovel jerze maocebb. Tanamedrove apokalifsis nishnebia agcerilii. Iasmini saocrad mamaci gogoaa. Gansacdelis cinac ki arkargavda simtkicess. Miuxedavad shishisa aqvs saocrad maxvili goneba da nishi mobilizaciis. Moutmenlad dagelodebiii. Ase mgonia films vuyuree da imxela siamovneba mivigeee. Aq gacyveta iqneboda? Carmatebebi chemo alqajo
--------------------
Q.qimucadze

 


ოოოოპააა
დაიძაბა სიტუაცია და ჩამოჰკრა უბედურების მომასწავებელმა ზარმა!
ღმერთმანი რა დრამატული ვარ, შექსპირს შეშურდებოდა.
პრინციპში ეგ რა შუაშია. ;დდ

მოკლედ გამოვყოფ რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო საკითხს:
1) იმედია ანდრეს და იმ ვიღაც დემონის სახელის მსგავსება უბრალოდ დამთხვევაა, (თან ,,დირექტორის" სიკვდილის დროს ,,დირექტორმა" ანდრეს დანახვისას მგონი რაღაც ამოილაპარაკა 'ააანდდდრ..' - და გაფშიკა ფეხი) თორემ ისტორიის ბოლოს ჩემი და იასმინის სიყვარული რომ ბნელი ძალებისკენ აღმოჩნდეს - შეიძლება რომელიმე ხეზე თავი გამოვიკიდო. ;დდდდდ (ვიცი რომ სულელური ჰიპოთეზაა და ბუნებაში არ შეიძლება ეგეთი რამ;დდდ)
2) ,,მებინიკი" ასე შევარქვი ჩემი გოგოს და ჰაკერი ნიკის წყვილს.
ჯერ თავიდან დავსძენ რომ მართალია არასდროს გინახივარ, მაგრამ დამერწმუნე ასე მგონია მართლა ჩემზე ვკითხულობ. გარეგნობაც ემთხვევა, ოღონდ მე ცისფერი თვალები მაქვს ლინისგან განსხვავებით, მაგრამ ასე სჯობს კიდეც, მომწონს თაფლისფერთვალება მებილინი. ♡
ხასიათები რომ ზედმიწევნით ემთხვევა მაგაზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ^_^
ხოდა შიფზე ეტყობა როგორ მომწონს ეგ წყვილი, მაგრამ ურთიერთობა ცოტა ძაან უცნაურად დაიწყეს და ველოდები მოვლენების განვითარებას. ;დდდ
ისე მშურს ლინის გაბედულობის. ძაან ლამაზად კითხა პოტენციურ ქრაშს შენ ჩემი საბედო ხომარახარო შემთხვევითო ;დდ
ნიკი კიდე ძაან ბოთეეეა ;დდდ ♡♡♡
ძააან საყვარლები რომ არიან რა გავაკეთო??? რა მოვიმოქმედო???
3) ისე მაინტერესებს შენი ჯოჯოხეთი როგორი იქქქნებაა :3 სტანდარტულად ცეცხლი, იმაზე შემოდგმული ქვაბი - შიგ ცოდვილთა სულებით, თუ რამე კიდევ განსხვავებული და სხვა?!
ალბათ განსხვავებული
ერთფეროვანს არც მოველი შენგან *_*

ჰოდა კიდე რისი კითხვა მინდოდა ;დდდ
მირიამის წიგნიდან ლექსად ნათქვამი წინასწარმეტყველებები შენი დაწერილია? ^_^ ♡ ძალიან მაგრებია, კნუტოზე განსაკუთრებულად მომეწონა.

რამდენიმე თვის წინ ჩემი და ერთ სერიალს უყურებდა და 15 სერიაზე გამწარებულმა ამოთქვა: -დავიტანჯე ამათი ცოდვით, რა ვერ აკოცეს ერთმანეთსო - ასე ვარ ;დდდდდდ
ამ თავში - მეთქი ეშველათ, მიხვდნენ რომ ერთმანეთი უყვართ და ბაც! ეს ემილი მაინდამაინც მაშინ ჩაუხტა შუაში მურმანის ეკალივით. :დდდდდდდდ (ისე ძაან საყვარელი კია ^_^♡)

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს :333 ♡♡♡♡♡♡
P.S. რაღაც ძაან რომ მივედ-მოვედე არ მოაქციო მაგას ყურადღება - სიცხე მაქვს და ვბოდავ ;დდდდდ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ბზნზბს
ძალიააან მაგგარია.. მაგრამ ძალიან ბევრი ველოდეთ..
აი ეს იასმინის და ანდრეს მომენტები უფრო მეტი და ბევრი მინდა რაა

დიდი მადლობა,რომ მელოდები და მკითხულობ,მიუხედავად დაგვიანებებისა♥️
დამიჯერე,მე ასმაგად განვიცდი,ასე რომ ვაგვიანებ,მაგრამ უბრალოდ არ მაქვს მეტი დრო:( ყოველ შემთხვევაში,ეს ერთი თვე ასე გაგრძელდება და შემდეგ იმედი მაქვს,უფრო გახშირდება ახალი ნაწილები.
რაც შეეხება იასმინს და ანდრიკოს;დდ
ნელ-ნელა მათი მომენტებიც იმატებს,გპირდებით♥️

Rania
Rogor gamaxare. Gaixare aliss. Iseti emociit vkitxulobdii. Yovel jerze maocebb. Tanamedrove apokalifsis nishnebia agcerilii. Iasmini saocrad mamaci gogoaa. Gansacdelis cinac ki arkargavda simtkicess. Miuxedavad shishisa aqvs saocrad maxvili goneba da nishi mobilizaciis. Moutmenlad dagelodebiii. Ase mgonia films vuyuree da imxela siamovneba mivigeee. Aq gacyveta iqneboda? Carmatebebi chemo alqajo


უხ,ქეთო♥️ ძალიან,ძალიან საყვარელი ვინმე ხარ,ყოველთვის რომ უზომოდ მახარებ და მანებივრებ ტკბილი სიტყვებით♥️ უდიდესი მადლობა♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ოოოოპააა
დაიძაბა სიტუაცია და ჩამოჰკრა უბედურების მომასწავებელმა ზარმა!
ღმერთმანი რა დრამატული ვარ, შექსპირს შეშურდებოდა.
პრინციპში ეგ რა შუაშია. ;დდ

მოკლედ გამოვყოფ რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო საკითხს:
1) იმედია ანდრეს და იმ ვიღაც დემონის სახელის მსგავსება უბრალოდ დამთხვევაა, (თან ,,დირექტორის" სიკვდილის დროს ,,დირექტორმა" ანდრეს დანახვისას მგონი რაღაც ამოილაპარაკა 'ააანდდდრ..' - და გაფშიკა ფეხი) თორემ ისტორიის ბოლოს ჩემი და იასმინის სიყვარული რომ ბნელი ძალებისკენ აღმოჩნდეს - შეიძლება რომელიმე ხეზე თავი გამოვიკიდო. ;დდდდდ (ვიცი რომ სულელური ჰიპოთეზაა და ბუნებაში არ შეიძლება ეგეთი რამ;დდდ)
2) ,,მებინიკი" ასე შევარქვი ჩემი გოგოს და ჰაკერი ნიკის წყვილს.
ჯერ თავიდან დავსძენ რომ მართალია არასდროს გინახივარ, მაგრამ დამერწმუნე ასე მგონია მართლა ჩემზე ვკითხულობ. გარეგნობაც ემთხვევა, ოღონდ მე ცისფერი თვალები მაქვს ლინისგან განსხვავებით, მაგრამ ასე სჯობს კიდეც, მომწონს თაფლისფერთვალება მებილინი. ♡
ხასიათები რომ ზედმიწევნით ემთხვევა მაგაზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ^_^
ხოდა შიფზე ეტყობა როგორ მომწონს ეგ წყვილი, მაგრამ ურთიერთობა ცოტა ძაან უცნაურად დაიწყეს და ველოდები მოვლენების განვითარებას. ;დდდ
ისე მშურს ლინის გაბედულობის. ძაან ლამაზად კითხა პოტენციურ ქრაშს შენ ჩემი საბედო ხომარახარო შემთხვევითო ;დდ
ნიკი კიდე ძაან ბოთეეეა ;დდდ ♡♡♡
ძააან საყვარლები რომ არიან რა გავაკეთო??? რა მოვიმოქმედო???
3) ისე მაინტერესებს შენი ჯოჯოხეთი როგორი იქქქნებაა :3 სტანდარტულად ცეცხლი, იმაზე შემოდგმული ქვაბი - შიგ ცოდვილთა სულებით, თუ რამე კიდევ განსხვავებული და სხვა?!
ალბათ განსხვავებული
ერთფეროვანს არც მოველი შენგან *_*

ჰოდა კიდე რისი კითხვა მინდოდა ;დდდ
მირიამის წიგნიდან ლექსად ნათქვამი წინასწარმეტყველებები შენი დაწერილია? ^_^ ♡ ძალიან მაგრებია, კნუტოზე განსაკუთრებულად მომეწონა.

რამდენიმე თვის წინ ჩემი და ერთ სერიალს უყურებდა და 15 სერიაზე გამწარებულმა ამოთქვა: -დავიტანჯე ამათი ცოდვით, რა ვერ აკოცეს ერთმანეთსო - ასე ვარ ;დდდდდდ
ამ თავში - მეთქი ეშველათ, მიხვდნენ რომ ერთმანეთი უყვართ და ბაც! ეს ემილი მაინდამაინც მაშინ ჩაუხტა შუაში მურმანის ეკალივით. :დდდდდდდდ (ისე ძაან საყვარელი კია ^_^♡)

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს :333 ♡♡♡♡♡♡
P.S. რაღაც ძაან რომ მივედ-მოვედე არ მოაქციო მაგას ყურადღება - სიცხე მაქვს და ვბოდავ ;დდდდდ

საიდან დავიწყო?
შენი კომენტარის კითხვა არის რაღაც სხვანაირი სიამოვნება:დდ დავჯდები,გავხსნი და ვიყურები ერთი საათი გაბადრული:დდ
ძაან მებილინი ხარ,უჩვეულო გოგო. მიხარია,რომ ბევრი რამ გამოვიცანი,მაგრამ ეგ ჩემი დამსახურება არაა. შენი ინდივიდუალიზმი ცალკე თემაა,თითოეულ სიტყვაში ჩანს:დ♥️♥️
მებილინის პატარა ფანუკა ვარ რა,ასე გამოდის. (ნუ ჩემ ნათელმხილველურ ნიჭზე არაფერს ვამბობ;დდ)
ცისფერი თვალები ვერაფრით წარმომედგინა, ძაან თბილი რომ ხარ,ალბათ იმიტომ დავხატე თაფლისფრად.
რანაირი სასიყვარულო კომენტარი გამომდის ახლა :დდდ
მებინიკი:დდდ love it, love it, love it!
ძაან მოუხდათ;დდ დასაწყისი კი ჰქონდათ გიჟური,მაგრამ აი როგორ ავხსნა,მე არაფერ შუაში ვარ,თითქოს თვითონ საუბრობენ და მე უბრალოდ ჩამწერი აპარატი ვარ;დდდ
ვნახოთ,რას მოიმოქმედებენ.
მირიამის წინასწარმეტყველებები ჩემი ნაცოდვილიარია,კი;დდ
პოეტად არ ვუქნივარ ღმერთს,მაგრამ ამ ერთ სტროფებს როგორღაც ვახერხებ და ძაან გაკვირვებული ვარ,რომ ვინმეს მოეწონა;დდ
ვინ,თუ არა შენ.
მოკლედ, გამოჯანმრთელდი მალე და შემოუტიე ახალ თავს მერე ორმაგი ძალებით.
Alice loves you ♥️♥️♥️

 


დავიგვიანე, მაგრამ მეპატიება ამ ერთხელაც :დ
ექსტრემალურ პირობებში დაწერილი თუ ესეთი მაგარია მშვიდ გარემოში დაწერილი რაღა იქნება.
ანათი უნდა დავიწყო. სერიიზულად შემეცოდა ეს გოგო. საწყალი მთელი ბავშვობა იმ საზიზღრობებს თუ ნახულობდა საერთოდ ჯანმრთელი როგორაა მიკვირს (ნუ მაგის მდგომარეობას თუ ჯანმრთელობა ქვია საერთოდ). მცველები თუ ესეთი საზიზღრები არიან ნეტა ის მთავარი როგორი იქნება? ეგეც რაღაც სასწაული იქნება.
აი, ხომ ვამბობდი კნუტო ტყუილად არ აფორიაქდებოდა -თქო. იმ საზიზღარს ჩემი გოგოს დამახინჯება მოუნდა, მომინდომა აქ. ანდრემ დროულად მიუსწრო. იასმინი მიყვარს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას, როგორც სხვა შენი გმირები. ერთი ეგაა ამათ კოცნას ვერ გვაღირსე რა :დ სულ რაღაც ხდება გადამწყვეტ მომენტში და ვინმე შემოდის. აუ ეს "მთვრალი მთვარე" საინტერესო რამეა მასწავლე როგორ გავაკეთო და გამოვიყენეო. თან იმდენჯერ მაქვს ცაზე მზე და მთვარე ერთად შემჩნეული :დ ვითომ ჩემშიცაა ჯადოქრული რამე? :დ :დ
გამიხარდა ის საზიზღარი რომ ჩააძაღლა ანდრემ, თან ერთი რამ მაეჭვებს ანდრეს და იმ დემონის სახელი უცნაურად მსგავსია. ამ აგარესმა ისიც თქვა ყველაზე ძლიერ ღვთისმსახურსაც არ შეუძლია ჩემი განადგურებაო, ანდრემ კიდევ შელოცვით მოკლა. დემონმაც ანდრეს დანახვისას ისე დაიძახა "ანდრ" მე მგონი სახელს ეძახდა და იმედია ჩვენი ბიჭი მოღალატე დემონი არაა. ამ ეჭვებს წინასწარმეტყველის სიტყვებიც დავუმატოთ, რომ თანამებრძოლის ნდობა უნდა დაკარგოს და ეს ყველაფერი ჩემს თავში სრულ ქაოსს და აჯაფსანდალს ქმნის, ბევრი კითხვებით, რომლებიც სასწრაფოდ პასუხს ითხოვენ. გული გამისკდება ალბათ ანდრე მოღალატე, რომ იყოს.
ლინი და ნიკი კი საყვარელი წყვილი იქნება, თან ლინი ისეთი მხიარული და ცოცხალი გოგოა, პირდაპირიც თან, ასე უწვალებლად აპირებს საბედოს დათრევას :დ ხოდა ამ ყველაფრის ფონზე მირჩევნია ნიკი იყოს "მოღალატე" .
საინტერესოა გზაში რა შეემთხვა კნუტოს -ჩვენს ვეფხუნიას- სახლში ასე განადგურებული და ნაომარი რომ დაბრუნდა.
ველოდები შენებურ ჯოჯოხეთს, ვიცი აქც რაღაც განსხვავებული იქნება და არა ტიპური ჯოჯოხეთის აღწერა.

"თუ აწმყოს საკმარისად აქცევ ყურადღებას,წარსულზე და მომავალზე ფიქრი არასდროს გიწევს,რადგანაც ისინი აწმყოს სხვადასხვა ფორმაა“

"ბავშვს ოცნება უნდა აცადო, არ უნდა ჩაუნერგო ის, რაც შენ გინდა. როგორ ვერ გესმით ამ მასწავლებლებს! ცოდნას იმისთვის აძლევ, რომ აზროვნება ისწავლოს და არა იმისთვის, რომ ვინმეს დაემორჩილოს."

პ.ს. მარიამის წინასწარმეტყველება თუ მირიამის? დავიბენი, მარიამი მეგონა მე :დ
გელოდები რაც შეიძლება მალე, გული მიგრძნობს წინ ძალიან საინტერესო თავი გველის ❤❤❤

 


№8  offline წევრი წიწაკა

რაღაც ძალიან ხომ არ ავნერვიულდი?
ნეტავ რას ნიშნავს მირიამის წინასწარმეტყველება, რომ ერთ-ერთი მათგანი მოღალატეა.
გული არ გამისკდეს:დ
მე იასმინი გავიფიქრე თან ჯოჯოხეთში ხომ ჩადის და ა.შ. ანდრე ვაბშე არც მიფიქრია და აქა-იქ კომენტარებს რომ მოვკარი თვალი გული ამიჩქარდა.
იმედია არ არის, თორემ მხოლოდ კნუტოღა დამრჩა საყვარლად. (ძალიან მიყვარს:დ).
ნიკის მსგავს პერსონაჟს ვიცნობ რეალურად. ისიც ამასავით მორცხვია:დ ნუ მორცხვი რა, ხომ არსებობს ადამიანთა ნაწილი რომლებსაც კომუნიკაცია უჭირთ და ა.შ.
მაინტერესებს ჯოჯოხეთს როგორ აღწერს. ერთხელ უკვე აღწერილი გაქვს "უგულოში". ხოდა იქ ძალიან კეთილი იყო ლუციფერი (გაგების დონეზე:დ) ან ბუნჩულა ეშმაკუნა. აქ მგონია რომ განსხვავებულად აღწერ. "ლუციფერში" რომ ჰოთია ეგეთი იმედია არ იქნება თორემ წინასწარ იცოდე რომ კნუტების ლიგას ვტოვებ:დ
ლინი მაგარი ვინმეა რა. იქით თუ "დაბორკავს" ნიკს თორემ მეეჭვება ეს რამის გამკეთებელი იყოს.
მოთხრობის ან რომანის (რომელია?) გამორჩეული პერსონაჟები იასმინი და ანაა ჩემთვის ჯერჯერობით. ხოდა ეგ უკანასკნელი უფრო გამომიჩინე რა. კატოზე მართლა მთელი გულით ვწუხვარ.
სოფის ოჯახში რა ამბები ტრიალებს მაინტერესებს. იასმინის და მისი მელოტა კაცის დიალოგი მაინტერესებს. ანამ ხომ თქვა სულ იქ უზის და ა.შ. (სად გამახსენდა:დ).
შემდეგი თავი რაც უფრო სწრაფად იქნება მით უკეთესი. ვნერვიულობ მე აქ.
პ.ს. ახლა უფრო მშვიდი კი არა დაღლილი ვარ ალის, ჩემო კარგო გოგო:დ❤❤

 


№9 სტუმარი კმ

როდის დადებ?

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
დავიგვიანე, მაგრამ მეპატიება ამ ერთხელაც :დ
ექსტრემალურ პირობებში დაწერილი თუ ესეთი მაგარია მშვიდ გარემოში დაწერილი რაღა იქნება.
ანათი უნდა დავიწყო. სერიიზულად შემეცოდა ეს გოგო. საწყალი მთელი ბავშვობა იმ საზიზღრობებს თუ ნახულობდა საერთოდ ჯანმრთელი როგორაა მიკვირს (ნუ მაგის მდგომარეობას თუ ჯანმრთელობა ქვია საერთოდ). მცველები თუ ესეთი საზიზღრები არიან ნეტა ის მთავარი როგორი იქნება? ეგეც რაღაც სასწაული იქნება.
აი, ხომ ვამბობდი კნუტო ტყუილად არ აფორიაქდებოდა -თქო. იმ საზიზღარს ჩემი გოგოს დამახინჯება მოუნდა, მომინდომა აქ. ანდრემ დროულად მიუსწრო. იასმინი მიყვარს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას, როგორც სხვა შენი გმირები. ერთი ეგაა ამათ კოცნას ვერ გვაღირსე რა :დ სულ რაღაც ხდება გადამწყვეტ მომენტში და ვინმე შემოდის. აუ ეს "მთვრალი მთვარე" საინტერესო რამეა მასწავლე როგორ გავაკეთო და გამოვიყენეო. თან იმდენჯერ მაქვს ცაზე მზე და მთვარე ერთად შემჩნეული :დ ვითომ ჩემშიცაა ჯადოქრული რამე? :დ :დ
გამიხარდა ის საზიზღარი რომ ჩააძაღლა ანდრემ, თან ერთი რამ მაეჭვებს ანდრეს და იმ დემონის სახელი უცნაურად მსგავსია. ამ აგარესმა ისიც თქვა ყველაზე ძლიერ ღვთისმსახურსაც არ შეუძლია ჩემი განადგურებაო, ანდრემ კიდევ შელოცვით მოკლა. დემონმაც ანდრეს დანახვისას ისე დაიძახა "ანდრ" მე მგონი სახელს ეძახდა და იმედია ჩვენი ბიჭი მოღალატე დემონი არაა. ამ ეჭვებს წინასწარმეტყველის სიტყვებიც დავუმატოთ, რომ თანამებრძოლის ნდობა უნდა დაკარგოს და ეს ყველაფერი ჩემს თავში სრულ ქაოსს და აჯაფსანდალს ქმნის, ბევრი კითხვებით, რომლებიც სასწრაფოდ პასუხს ითხოვენ. გული გამისკდება ალბათ ანდრე მოღალატე, რომ იყოს.
ლინი და ნიკი კი საყვარელი წყვილი იქნება, თან ლინი ისეთი მხიარული და ცოცხალი გოგოა, პირდაპირიც თან, ასე უწვალებლად აპირებს საბედოს დათრევას :დ ხოდა ამ ყველაფრის ფონზე მირჩევნია ნიკი იყოს "მოღალატე" .
საინტერესოა გზაში რა შეემთხვა კნუტოს -ჩვენს ვეფხუნიას- სახლში ასე განადგურებული და ნაომარი რომ დაბრუნდა.
ველოდები შენებურ ჯოჯოხეთს, ვიცი აქც რაღაც განსხვავებული იქნება და არა ტიპური ჯოჯოხეთის აღწერა.

"თუ აწმყოს საკმარისად აქცევ ყურადღებას,წარსულზე და მომავალზე ფიქრი არასდროს გიწევს,რადგანაც ისინი აწმყოს სხვადასხვა ფორმაა“

"ბავშვს ოცნება უნდა აცადო, არ უნდა ჩაუნერგო ის, რაც შენ გინდა. როგორ ვერ გესმით ამ მასწავლებლებს! ცოდნას იმისთვის აძლევ, რომ აზროვნება ისწავლოს და არა იმისთვის, რომ ვინმეს დაემორჩილოს."

პ.ს. მარიამის წინასწარმეტყველება თუ მირიამის? დავიბენი, მარიამი მეგონა მე :დ
გელოდები რაც შეიძლება მალე, გული მიგრძნობს წინ ძალიან საინტერესო თავი გველის ❤❤❤

როგორ მინდა,დავჯდე და ვრცლად გიპასუხო ამ ყველაფერზე,უზომოდ საინტერესო და ჭკვიანი კომენტარები გაქვს,მარუსი♥️
მარტო ერთ რამეს ვასწრებ,სანამ ტელეფონი მაქვს ხელში-მადლობა,რომ ჩემთან ხარ. ბედნიერი ვარ,რომ ასეთი მკითხველი მყავს.
მარიამი და მირიამი ერთი და იგივეა, ისტორიულად მართლა არსებობდა ეს პიროვნება და სახელიც ორგვარად იკითხება. მე მირიამი უფრო მომწონს და ძირითადად ასე მოვიხსენიებ♥️

წიწაკა
რაღაც ძალიან ხომ არ ავნერვიულდი?
ნეტავ რას ნიშნავს მირიამის წინასწარმეტყველება, რომ ერთ-ერთი მათგანი მოღალატეა.
გული არ გამისკდეს:დ
მე იასმინი გავიფიქრე თან ჯოჯოხეთში ხომ ჩადის და ა.შ. ანდრე ვაბშე არც მიფიქრია და აქა-იქ კომენტარებს რომ მოვკარი თვალი გული ამიჩქარდა.
იმედია არ არის, თორემ მხოლოდ კნუტოღა დამრჩა საყვარლად. (ძალიან მიყვარს:დ).
ნიკის მსგავს პერსონაჟს ვიცნობ რეალურად. ისიც ამასავით მორცხვია:დ ნუ მორცხვი რა, ხომ არსებობს ადამიანთა ნაწილი რომლებსაც კომუნიკაცია უჭირთ და ა.შ.
მაინტერესებს ჯოჯოხეთს როგორ აღწერს. ერთხელ უკვე აღწერილი გაქვს "უგულოში". ხოდა იქ ძალიან კეთილი იყო ლუციფერი (გაგების დონეზე:დ) ან ბუნჩულა ეშმაკუნა. აქ მგონია რომ განსხვავებულად აღწერ. "ლუციფერში" რომ ჰოთია ეგეთი იმედია არ იქნება თორემ წინასწარ იცოდე რომ კნუტების ლიგას ვტოვებ:დ
ლინი მაგარი ვინმეა რა. იქით თუ "დაბორკავს" ნიკს თორემ მეეჭვება ეს რამის გამკეთებელი იყოს.
მოთხრობის ან რომანის (რომელია?) გამორჩეული პერსონაჟები იასმინი და ანაა ჩემთვის ჯერჯერობით. ხოდა ეგ უკანასკნელი უფრო გამომიჩინე რა. კატოზე მართლა მთელი გულით ვწუხვარ.
სოფის ოჯახში რა ამბები ტრიალებს მაინტერესებს. იასმინის და მისი მელოტა კაცის დიალოგი მაინტერესებს. ანამ ხომ თქვა სულ იქ უზის და ა.შ. (სად გამახსენდა:დ).
შემდეგი თავი რაც უფრო სწრაფად იქნება მით უკეთესი. ვნერვიულობ მე აქ.
პ.ს. ახლა უფრო მშვიდი კი არა დაღლილი ვარ ალის, ჩემო კარგო გოგო:დ❤❤


ბოლოდან დავიწყებ,ძალიან გეტყობა ცვლილებები,არ დაისტრესო ზედმეტად,დე.
წინასწარ ანდრეზე გულები არ დაიხეთქოთ,არც ნიკზე,მოღალატე არის ნამდვილად აქ სადღაც,მაგრამ დამიჯერეთ,პირიქით,ძალიან საინტერესო იქნება:3
მნაჰიმდენის დაწერა მინდა,მაგრამ რომანს/რავიცირაცაას დღეში ერთი საათი ვწერ და მეტ დროს ვეღარ ვიტლიკინებ.
ლავ♥️

კმ
როდის დადებ?

ჯერ არ ელოდოთ,3-4 დღე არამგონია,რომ იყოს.

 


№11  offline წევრი Lea

ჰალო. სად ვიყავი აქამდე? იცი სადაც :დ
ამ თავშიც შენი ფანი ვარ, უბრალოდ როგორც პოეტსაც თუ გაგიფანდებოდი, ვინ წარმოიდგენდა?
ღმერთია მოწმე, შენს შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც არ შემპარვია, ჩემო სწორუპოვარო ჯადოქარო ❤️

 


№12 სტუმარი ცცბ

სად არის ახალი თავი???!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent