შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Per te! (10)


9-10-2019, 15:20
ნანახია 1 784

---
დაახლოებით დილის რვა საათი იქნებოდა, როდესაც კუციას გაეღვიძა და ოთოს გახედა. ეძინა, მაგრამ ღამის განმავლობაში მიღებული ტკივილი ჯერ კიდევ სახეზე ეწერა.
-რით გიშველო, მეგობარო?- გულმოკლულმა შეხედა და ფიქრებს გაჰყვა.
გარეთ ნელ-ნელა ახმაურდა დროებითი მოსახლეეების კარვების სოფელი. დილა ნელ-ნელა იკრებდა ძალებს ხალისიანი დღის შესაქმნელად. უეცრად ვიღაცების ჩოჩქოლი და ფრაზები მოესმა: „მართლა?“ „რა მაგარია;“ „რა მოვიფიქროთ?“ „ჩამოყარეთ ორიგინალური აზრები.“
კუციას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამბის გასაგებად გარეთ გავიდა.
-არა რა, ყველაზე ჭკვიანი, გამორჩეული, თბილი და მოსიყვარულე ხალხი სექტემბერში იბადებიან, -თავმომწონედ აღნიშნა დიკომ.
-შენც სექტემბერში გაქვს დაბადების დღე?-ჰკითხა ერთ-ერთმა.
-დიახ, -ამაყად უპასუხა გოგონამ.
-ე, რა მაგარია. მეც სექტემბრის გოგო ვარ.
-Queens are born in September!- გამხიარულდნენ თვის იუბილარები.
-რა ხდება?- მოსაუბრეებს მიუახლოვდა კუცია.
-დღეს ლილუს დაბადების დღეა,-ცხვირაბზუებით უთხრა ანიტამ.
-აღვნიშნავთ?
-დიახ.
-როგორ?
-კარავში უნდა დავადგეთ და სიმღერით გავაღვიძოთ. ჯერ-ჯერობით სხვა იდეა არ გვაქვს.
-რა ტვინდახშულები ხართ, ნეტა იცოდეთ, რომ დაბადების დღის ექსპერტი გვერდზე გიდგათ და თქვენს უნიჭო იდეაზე გულში ხარხარებს, მაგრამ კარგად მოგიხდებათ, მეტის ღირსები არც ხართ. არა, თქვენ რა შუაში ხართ? ის ქალბატონი არ არის ჩემი ოთოს წამებისთვის მეტის ღირსი, -გაიფიქრა კუციამ და მეგობრის გასაღვიძებლად კარავში დაბრუნდა.
ხუციშვილს კვლავ ეძინა.
-ოთო, ადექი.
ბიჭი ხმას არ სცემდა.
-ოთო, ყველამ გაიღვიძა.
კვლავ სიჩუმე იყო. გოგონა მხარზე ხელით შეეხო და ოდნავ შეაჯანჯღარა:-დღეს ლილუს დაბადების დღე ყოფილა და გარეთ რაღაც იგეგმება.
სიტყვა ლილუმ მაღვიძარასავით იმოქმედა ხუციშვილზე და თვალების ფშვნეტით წამოდგა:
-რა თქვი?
-რაც გაიგონე. ყველაზე ჭკვიანი, გამორჩეული, თბილი და მოსიყვარულე ხალხი სექტემბერში იბადებიან, -ასე მომახალა თავისმა დაქალმა. რატომ ვითომ? რადგან შობა-ახალი წლის სეზონზე სადღესასწაულო განწყობით ჩასახულები მყვანან? Queens are born in September! უი, იმის უტაქტო თავი მომცა სულ ერთი წუთით და ვასწავლიდი რომელ თვეში იბადებიან ნამდვილი დედოფლებიც და იდიოტებიც.
-მორჩი ახლა ლაქლაქს და გადი კარავიდან, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო.
-ტყუილს ვამბობ რამეს? მე და შენ თუ სხვა თვეში დავიბადეთ, ვისზე ნაკლებები ვართ? არა, ისე შენ კი ხარ გოთვერანის ერთი, მაგრამ მე...
-ვაიმე, რამდენი ლაპარაკი გიყვარს. წამოგიხტები და ვეღარავინ გამაგდებინებს შენს თავს ხელიდან! იცოდე, მთელ ჯავრებს შენზე ვიყრი, -საუბარი შეაწყვეტინა ხუციშვილმა.
-კარგი, ჰო. დროზე გამოდი,- გარეთ გავიდა კუცია და ლილუს კარავთან მოგროვილ მომღერალთა გუნდს შეუერთდა, რომლებიც ხმამაღლა უმღეროდნენ დაბადების დღის სიმღერას მძინარე იუბილარს.
სიმღერის ხმაზე ლილუს გაეღვიძა და სასიამოვნოდ გაოცებული გარეთ გავიდა:
-მადლობა,-სახეგაბადრული იუბილარი მოლაშქრეების მიმართ სათითაოდ გამოხატავდა მადლიერების გრძნობას. ბოლოს ოთო მიუახლოვდა, გადაეხვია, ტუჩები ლოყაზე ნაზად დააწება და ყურში ჩასჩურჩულა: -გილოცავ შენს დღეს.
-მადლობა, -არ დააყოვნა პასუხმაც. იუბილარს სახე ვარდისფრად შეეფაკლა და თვალები დახარა.
უხერხული სიტუაციის გასაფანტად ირაკლიმ ყველა საუზმეზე მიიწვია. წინა დღიდან დიდი არაფერი იყო მორჩენილი, მსუბუქად ისაუზმეს და კარვების დაშლას შეუდგნენ.
დაახლოებით შუადღის თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც დარჩენილი სანახაობებისთვის ხეობაში გაიჭრნენ. ოთოს ხასიათი წაუხდა, დიდად ვეღარც იქ ყოფნა და ლილუსთან სიახლოვე უმშვიდებდა აფორიაქებულ სულს.
-რა გჭირს? ხმას რატომ არ იღებ?- ჰკითხა მისი მდგომარეობით შეწუხებულმა კუციამ.
-ლილუმ ყველაფერი იცის შენზე.
-მაინც რა იცის?
-ის, რომ მეგობრები ვართ.
-შენ უთხარი?
-კი.
-რატომ?
-აზრი არ ჰქონდა.
-ვაჰ! იქნებ ჰქონდა?
-გუშინ ერთხელ კიდევ მითხრა, რომ არ მოვწონვარ და მისთვის მხოლოდ მშობლების მეგობრების შვილი ვარ.
-მდა! რთული სიტუაციაა. ახლა რას აპირებ?
-რა უნდა დავაპირო? არის სხვა გამოსავალი?
-ირაკლიმ იცის, რაც ლილუს უთხარი?
-კი.
-რა გითხრა?
-არ უნდა გეთქვაო.
-და რას შეცვლიდა?
-რატომღაც ჰგონია, რომ ლილუ ეჭვიანობდა. სახეზე ეწერაო,-ასე მითხრა.
-მეც ვფიქრობ, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. თუკი ასეა, რატომ არ ტყდება, რომ მასაც მოსწონხარ და უნდა შენთან ყოფნა?
-რა გითხრა? მგონი, არ მენდობა.
-მერე მოიპოვე მისი ნდობა.
-როგორ? ყველანაირ გზას მიკეტავს მასთან მისასვლელად.
-ჰმ! არც კი ვიცი რა გირჩიო. მოდი, დროებით თავი დაანებე და ნუღარ გამოიჩენ მის მიმართ ყურადღებას.
-და ეგ როგორ მომაპოვებინებს მის თვალში ნდობას?
-გავიდეს დრო, ცოტა დაცხრეს სიტუაცია და მერე იქნებ გამოჩნდეს კიდეც ახალი სამოქმედო გეგმა.
-რომელ სიტუაციის დაცხრობაზე მელაპარაკები, რაც საერთოდ არ არსებობს?
-რაღაც მაინც ხომ არსებობს? როგორ დავიჯერო, ვერ ხვდება, რომ შენთვის რიგითი ქალი არ არის?
-ხვდება? ეგეც არ ვიცი.
-რა მიხვედრა უნდა? შუბლზე გაწერია ყველაფერი.
-მგონი, დროა, მართლა შევეშვა, მაგრამ რომ არ გამომდის?
-თავს ნუღარ იმცირებ. ის ახლა მომგებიან პოზიციაშია, შენ კი ყველანაირად გამინუსებული. მორჩი ხვეწნა-მუდარას, უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ.
-მომიწევს,-ხელი ჩაიქნია და ერთ-ერთი ხის ძირში ჩამოჯდა.
-აღარ გინდა გზის გაგრძელება?
-არა. წადი შენ თუ გინდა, შეუერთდი დანარჩენებს.
-არსადაც არ წავალ. აქ ვიქნები, შენთან ერთად.
-მაშინ აღარაფერი მითხრა, გონება მინდა გავთიშო და ყველაფერზე კარგად დავფიქრდე.
-კარგი, -დაეთანხმა კუცია და გვერდით მიუჯდა.
ტყეში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. მოლაშქრეები უკვე დიდი მანძილით იყვნენ დაშორებულები ჩამორჩენილ მეგობრებს. კუციამ ზურგჩანთიდან მორჩენილი ორცხობილები ამოიღო და და უთვალავ აზრს აყოლილი ნელ-ნელა შეექცეოდა. ხუციშვილს თავი ხეზე მიედო, თვალები დაეხუჭა და თავის თავთან მარტოდ დარჩენილს მწუხარე სახე კიდევ მეტად დაემძიმებინა.

---
-სად დაიკარგნენ გვრიტები?-ანიტამ ოთოს და კუციას არ ყოფნა შეამჩნია.
-წარმოდგენა არ მაქვს, -აუღელვებლად უპასუხა ლილუმ.
-ყინულის დედოფალი. ნეტა ამას, რომ არაფერი ანაღვლებს,-თქვა დიკომ.
-არის რაღაცები, რაც მანაღვლებს, მაგრამ ოთო არა.
-სულ რომ არავინ არ იყოს შენთვის, როგორც ერთ-ერთი დაკარგული მოლაშქრე , ისე მაინც არ გაღელვებს?
-არა.
-რატომ?
-ვიცი, არსად დაიკარგება. ამას სპეციალურად აკეთებს, რომ ყურადღება მიიქციოს.
-ჰაიმეეე... ეს ვინ არის?
-ოხ, ლილუ, ოხ!-ამოიოხრა ანიტამ და მეტი აღარაფერი უთქვამს, გაბრაზებული გაეცალა მეგობარს და ირაკლისთან წავიდა, რომ მათი გაუჩინარების ამბავი შეეტყობინებინა.

---
ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიმ ოთოს დაურეკა. არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ იცოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, ყველა ერთად მათ ძებნას დაიწყებდა. მოკლედ უთხრა სადაც იყვნენ და გაუთიშა. ასე ისხდნენ გარინდულები. ბოლოს, გამოსავალი რომ ვერაფერი იპოვეს, ფიქრიც მობეზრდათ და ტვინის ჭყ.ლეტვას თავი დაანებეს. ჩუმად შესცქეროდნენ ტყეში აღმართულ მაღალ, ხშირფოთლებიან ხეებს, რომლებიც თანდათან იწყებდნენ ხასხასა მწვანე ფერის დაკარგვას და მხატვრის პალიტრაზე გამზადებული საღებავებივით შემოდგომის ლამაზი ფერების შესაქმნელად ემზადებოდნენ.

---
ამასობაში, მოლაშქრეებმა ირაკლის არაჩვეულებრივი გიდობის წყალობით, ბუნების მორიგი საოცრებები მოინახულეს და სამი საათისთვის უკანა გზაზე სხვა ბილიკებით დაბრუნდნენ.
-მგონი გზა აგვერია, ეს იგივე ბილიკები არ არის,-შეწუხდა ირაკლი.
-რომ დავურეკოთ?-ჰკითხა ერთ-ერთმა.
-ტელეფონი დამიჯდა, ნომერი კი ზეპირად არ მახსოვს.
-აუფ! მაშ, რა უნდა ვქნათ?-აღელდა ანიტაც.
-მოდი, ავტობუსამდე ჩაგიყვანთ, მერე უკან დავბრუნდები და მოვძებნი.
-ჩვენც დაგეხმარებით,-შესთავაზეს ბიჭებმა.
-არა, არ მინდა, უფრო ავირევით და დავიკარგებით. დამიჯერეთ, ასე სჯობს, რასაც ვამბობ. თუ დახმარება დამჭირდება, არ მომერიდება და გეტყვით,- თქვა ირაკლიმ და გზა გააგრძელა.
-Always something!-ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა დიკომ და ირაკლის აედევნა:- ამხელა ტყეში სად უნდა ეძებო? უამრავი საცალფეხო ბილიკია.
-აქ პირველად ხომ არ ვარ?
-კი ბატონო, რაკი ასეა...
-რადგან ამბობს, მოვძებნიო, ესე იგი, მოძებნის!- არამკითხე მოამბეებივით ნუ გამოხტებით ხოლმე!- ჩუმად უსაყვედურა დიკოს ციცაგმა.
ანიტამ და დიკომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
-რა გაცინებთ?-მეგობრებს შეუბღვირა.
-ისემც შენს ცხვირს რა ვუთხარი, რომ არ ნერვიულობ,- უთხრა ანიტამ.
-ჰო, ვნერვიულობ, მაგრამ ოთოს დაკარგვაზე არა. მისი უპასუხისმგებლო საქციელი უფრო მაგიჟებს. მის გამო, თბილისში გვიან უნდა ჩავიდეთ.
-ლილუ, უკვე ზედმეტები მოგდის. გადახედე, ვინ იქცევა შენნაირად? ყველა ღელავს,- მდგომარეობიდან გამოვიდა ანიტა.
ციცაგი აღარ შეჰპასუხებია, თავადაც კარგად იცოდა, რომ ოთოს დაკარგვის ამბავს უფრო განიცდიდა, ვიდრე თბილისში გვიან ჩასვლას.

---
-ოთო, რაღაც ძალიან იგვიანებენ,-მაჯის საათს დახედა კუციამ.
-მოვლენ, აბა, სად წავლენ?-დაღონებული სახით გახედა ხუციშვილმა.
-ეს ამბავი არ მომწონს.
-ნუ პანიკიორობ.
-რას ვპანიკიორობ, ადამიანო? ვინ იცის, სხვა გზით დაეშვნენ და აგვცდნენ.
-ნუ გეშინია.
-ეეეჰ, ადექი, რაღაც ვიღონოთ, თორემ ვატყობ, დავრჩებით აქ!
-უჩვენოდ არ წავლენ.
-დაურეკე და გაიგე მაინც.
ხუციშვილმა მობილურს დახედა, ბატარეა დატენვას საჭიროებდა:
-ვერ დავრეკავ, ტელეფონი დაჯდა.
-ბედი არ გინდა?-აფორიაქდა კუცია.
-ადექი რა, იქნებ სადმე მათი ხმა მაინც გავიგონოთ და ექოს გავყვეთ.
-არა-მეთქი! იცის ირაკლიმ სადაც ვართ, მოვა.
კუცია აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, მაინც არ ისვენებდა.
-ახლა რომ წავიდეთ, უფრო დიდია ალბათობა, რომ ავცდეთ. შეიძლება კიდეც გვეძებენ და უფრო გავართულებთ ყველაფერს,-მშვიდად პასუხობდა ხუციშვილი.

---
მეგობრების მოსაძებნად წასული ირაკლი საეჭვოდ იგვიანებდა. ავტობუსში ვნებათაღელვა არ ცხრებოდა. ყველას აინტერესებდა დაკარგული მოლაშქრეების ბედი. ლილუ ფანჯარასთან იჯდა და ტყისკენ იყურებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ოთო და მისი მეგობრები წუთი-წუთზე გამოჩნდებოდნენ.
-ჯანდაბა! სად არიან ამდენ ხანს?
-როგორ ჩამოგვრჩნენ?
- ნუ ღელავთ, მალე გამოჩნდებიან,- წარა-მარა ჩაესმოდა იქ მყოფთა ხმები.
მათი კომენტარები კიდევ უფრო ნერვებს უშლიდნენ ლილუს. ყურადღება სხვა რამეზე რომ გადაეტანა, თითზე გაკეთებულ ბეჭედს უკვე მეასედ იხსნიდა და მეასეჯერვე ხელში ატრიალებდა.
-აი, მოდიან,-აღტაცება ვერ დამალა ანიტამ, როდესაც ტყიდან გამოსულები დაინახა.
ციცაგმა ავტობუსისკენ მომავლებს გახედა და ღრმად ამოისუნთქა. როგორც კი ოთო, კუცია და ირაკლი ავტობუსში ავიდნენ, მათი ამბით შეწუხებულმა მოლაშქრეები მივარდნენ და მაშინვე კითხვები დააყარეს. ლილუმ მშვიდად ამოიღო წიგნი, გადაშალა და მათკენ აღარ გაუხედავს.
-მოკლედ, მეგობრებო, რაც მთავარია, ყველაფერი მშვიდად დასრულდა და სანერვიულო არაფერია. ახლა, გავაგრძელებთ გზას და ერთ საათში თბილისში ვიქნებით,-თქვა ირაკლიმ და მძღოლის წინ თავისი ადგილი დაიკავა.
არც ოთოს შეუხედავს ლილუსთვის, კუციასთან ერთად დაჯდა და მთელი გზა ისე იმგზავრა, ხმა არ ამოუღია.

---
-ოთომ დარეკა, რომ სახლში მოდის,- თავის მეუღლეს ახარა გივიმ.
-კიდევ კარგი,-პირჯვარი გადაიწერა ზიზიმ,- სად დადის ეგ ბიჭი? ან მობილური ჩართოს, ან ერთი მესიჯი გამომიგზავნოს, რომ ცოცხალია და სუნთქავს. მეტი აღარ შემიძლია. სანამ ძირს არ დავენარცხები და გავფშიკავ ფეხებს მაგდანას ლურჯასავით, მანამდე არ გაახსენდება ხოლმე, რომ დედა ჰყავს.
-ლაშქრობაში ყოფილა.
-სად?
-ძამის ხეობიდან ვბრუნდებითო,- ასე მითხრა.
-მოიცა, მოიცა! აქ უთუოდ რაღაცაშია საქმე,- შეცბუნდა ზიზი,- დღეს ველაპარაკე ნინელის და მითხრა, ლილუ ლაშქრობაშია მეგობრებთან ერთადო. თუ ჩვენი შვილიც იქ არის, ესე იგი, ერთად არიან. რადგან ერთად არიან, მგონი რაც თავიდან ჩავიფიქრეთ, ის გეგმა მუშაობს.
-რას ჩმახავ? ოთო როდის იყო ჩვენს ჭკუაზე დადიოდა? რაც თავი მახსოვს, მუდამ თავად იღებს გადაწყვეტილებებს.
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ჩვენი და მისი სურვილები ემთხვევა.
-რომც არ დაემთხვეს, არც მაგაშია ტრაგედია. ჩემს შვილს ვენდობი. ყოველთვის იცის, რას და რატომ აკეთებს.
-მაგაში გეთანხმები.
-ჰოდა, რა გაქვს სანერვიულო? ნუ იცი ხოლმე უაზრო ფორიაქი. გადმომდებ, ივიშვიშებ და მერე შენ მშვიდდები, მე ვრჩები ასე განადგურებული.
-რამდენ ხანში მოვა?
-ნახევარ საათში აქ იქნება.
ზიზი ტელევიზორს მიუჯდა და მშვიდი სახით დაუწყო სატელევიზიო არხებს თვალიერება.
რამდენიმე წუთში კარი ოთომ შეაღო:
-რაღა გვიჭირს!- შვილის დანახვაზე ფეხზე წამოდგა ზიზი.
-როგორ ხართ?
-შენ როგორ ხარ?- კითხვა შეუბრუნა მამამისმა.
-არამიშავს.
-კარგად ვართ, მაგრამ უფრო კარგად ვიქნებით, თუ მშობლები და სახლის მისამართი მეტი სიხშირით გაგახსენდება ხოლმე. ასე უნდა?- შუბლი შეკრა დედამისმა.
-დავიწყეთ უკვე?- აღმოხდა ოთოს.
-მართალს ამბობს ეს ქალი. დარეკე რა და შენც მშვიდად იქნები და ჩვენც. რომ გირეკავს, გაუთიშე მაინც, რომ მიხვდეს, ცოცხალი ხარ, მაგრამ სალაპარაკოდ არ გცალია. მომდგება მერე მე და კარგი ფანტაზიის მქონე მწერალივით ხან სად მოგკლავს და დაგაგდებს, ხან პოლიციის შენობაში გაყურყუტებს, ხან კიდევ სად... ვისმენ ამას და წარმოიდგინე რა დღეში ვარ. მე მაინც შემიბრალე.
-ზიზი, ზიზი... ნერვიულობასთან ერთად დაიბადე რა...- თავს აქნევდა ოთო.
-ბევრს რომ ლაპარაკობ, არ გშია?- სამზარეულოში შევიდა ქალი.
-მშია.
-მოდი, დედიკო. მე და მამაშენი შენ გელოდებოდით,-ხმა დაუტკბა ზიზის.
ოთომ სააბაზანო ოთახს მიაკითხა. ხელები დაიბანა, პირზე წყალი შეისხა და მშობლებთან ერთად მიუჯდა სასადილო ოთახის მაგიდას. დაღლილი იყო და ბევრი არაფერი უჭამია. შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილა და საძინებელში ავიდა. ვიდრე დაიძინებდა, მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და კონცერტის, კრუიზის და ლაშქრობის სურათებს დაუწყო თვალიერება. იმ კადრებს, სადაც ლილუ ჩანდა, რამდენიმე წუთი დასცქეროდა და გონებაში იმ მომენტებს აცოცხლებდა, რომლებიც ამეტყველებულ სურათებს მოჰქონდათ.

---
სამსახურში დაბრუნებულს მთელი დღის განმავლობაში არ აუწევია თავი კომპიუტერიდან და მის წინ მოღავებული დოკუმენტებიდან, რომლებიც უამრავ ციფრს, მოლაპარაკებებს და შეკვეთებს მოიცავდნენ. ერთი თვისება ჰქონდა, ვიდრე ჩაფიქრებულს ბოლომდე არ მიიყვანდა და დაგროვილ საქმეებს არ ამოწურავდა, ღამის თორმეტი საათიც რომ ყოფილიყო, ისევ კაბინეტში იჯდა და მთელი რიგი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულ დეტალს. სხვათაშორის, იგივეს მოითხოვდა თანამშრომლებისგანაც, რაც ხშირად ხდებოდა უთანხმოებების და მათი დათხოვნის მიზეზი.
-ბატონო ოთარ, შეიძლება?- კარი შეაღო მდივანმა.
-მოდი, თეა,- სერიოზული სახით გახედა გოგონას, რომელსაც ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა.
-პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ საათში სამშენებლო კომპანია „Mano Construction Group” -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაქვთ და მეორე, ეს განცხადება ჩემი გათავისუფლების შესახებ არის და გთხოვთ, რაც შეიძლება, მალე დააკმაყოფილოთ.
ხუციშვილმა ცივად ახედა, ფურცელი გამოართვა, სწრაფად გადახედა და ხელით ანიშნა, რომ მის წინ ადგილი დაეკავებინა. მდივანი დაემორჩილა და დაღონებული სახით ჩამოჯდა სკამზე:
-ამ განცხადებას ახლავე დავაკმაყოფილებ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ შეიძლება, გავიგო რატომ გინდა აქედან წასვლა?
-ჩვენს გამო,- მოკლედ უპასუხა თეამ.
-საინტერესო პასუხია. იქნებ უფრო განავრცო, ქარაგმულ საუბარს ვერ ვიტან,- წარბი ასწია ხუციშვილმა.
-არ შემიძლია შენს გულგრილობას მშვიდად ვუყურო, როცა ვიცი, რომ თავად არ ვარ შენს მიმართ გულგრილი.
-სულ ეს არის?
-დიახ.
ოთომ თანაგრძნობით შეხედა. მსგავს რამეს უკვე მიჩვეული იყო მისი პარტნიორებისგან, მაგრამ სანამ მასთანაც ურთიერთობას წერტილს საბოლოოდ დაუსვამდა, საჭიროდ ჩათვალა, ბოლო სიტყვის თქმა და არც ეშინოდა, რადგან როგორც ყოველთვის, არც თეასთვის და არც დანარჩენი სექსუალური პარტნიორებისთვის ტყუილი არასოდეს ეთქვა და არცერთის გრძნობები აეგდო აბუჩად:
-მაშინ კარგად მომისმინე. ჩემს მიმართ რამე პრეტენზია გაქვს?
თეამ თვალები დახარა. სიტყვა ვერ თქვა.
-კარგი, ასე გკითხავ: -იმის იქით, რა ურთიერთობაც გვქონდა, შეგპირდი რამეს და არ შეგისრულე?
გოგონამ თავი გაიქნია.
-მაშინ რა ხდება?
-შემიყვარდი.
-გითხარი, რომ შენთან თავს კარგად ვგრძნობ, მომწონხარ და კარგი სექსიც გვაქვს-მეთქი?
-დიახ.
-ისიც ხომ გითხარი, რომ ამის იქით სხვა რამის იმედი არ გქონოდა?
-დიახ.
-და მაინც გაბრაზებული ხარ ჩემზე?
-არა, უბრალოდ არ მინდა, თავი გამოყენებულად ვიგრძნო.
-აუ, მაგრად ვერ ვიტან ამ სიტყვას,- შუბლი შეკრა ხუციშვილმა,- რას ეძახით ეს ქალები „გამოყენებას“? როგორც მახსოვს, არაფერი დამიძალებია. ორივეს სურვილი იყო, გვქონოდა პერიოდულად სექსი და მერე დავშლილიყავით. სიამოვნებას ორივე ვიღებდით. თუ ჩემი მხრიდან შენგან მიღებულ სიამოვნებას გამოყენებას ეძახი, მაშინ სიამოვნებას ჩემგან შენც იღებდი და ახლა ავდგე და ვთქვა, რომ მეც მიყენებდი? ვერ ვხვდები, რა ლოგიკა და რა მიდგომაა?
-ნუ მიბრაზდები.
-არ გიბრაზდები, უბრალოდ ვცდილობ, აგიხსნა, რომ წყენის მიზეზი არ გაქვს.
-ვიცი. შენ მართალი ხარ. ბრალს ვერ დაგდებ, არაფერი მოგიტყუებია ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა? შემიყვარდი. ალბათ, იმაზე მეტი დავინახე ამ ურთიერთობაში, ვიდრე იყო, ან მომეჩვენა, რომ ჩემზე ზრუნავდი და კარგად მექცეოდი. არ ვიცი, ავირიე. ყოველ შემთხვევაში, ვიცი ერთი, არ მინდა, უიმედო ურთიერთობაში ვიყო და სული მტკიოდეს.
-თეა, ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს, რომ შენს მიმართ ყურადღებას ვიჩენდი. ბოლო ბოლო, ერთმანეთისთვის უცხოები ხომ არ ვიყავით?
-არა, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. ალბათ, ჩემი ბრალია. შენი საჩუქრები და პატივისცემა სხვანაირად გავიგე.
-ჯანდაბა! ასე ყველას როგორ ვუყვარდები?- გაიფიქრა ოთომ და გულწრფელად შეეცოდა მოწყენილი გოგონა, რომელიც წუთიც და ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა,- მოკლედ, ეს არის შენი ბოლო სიტყვა?- ქაღალდი ხელში აიღო და განცხადება ცხვირწინ აუფრიალა.
-დიახ,-ძლივს წარმოთქვა თეამ.
-კარგი, რადგან ასე გინდა, ასე იყოს,- სწრაფად მოაწერა ხელი და გაუწოდა:- იცი სადაც უნდა მიიტანო და ვისაც უნდა ჩააბარო.
-კარგად იყავი, -დაემშვიდობა ქალი და სწრაფად დატოვა იქაურობა.
ხუციშვილს იმ წამს კარგად ესმოდა მისი და ზუსტად ისე სტკიოდა, როგორც მას, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ისევე როგორც სხვა ყოფილებთან, ასევე თეასთანაც მართალი იყო.

---
ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ხუციშვილი მეგობრებს შეხვდა. საკმაოდ გვიანი იყო. დაახლოებით ღამის პირველი საათი დაწყებულიყო, როდესაც დიმას სახლში ესტუმრა. ირაკლი მასზე ადრე მისულიყო და უკვე მოესწრო ლაშქრობის შესახებ მისთვის ყველაფრის მოყოლა.
-გავიგე, ლილუმ კიდევ ერთხელ უარი გითხრა,- საუბარი დაიწყო დიმამ.
ოთოს არაფერი უთქვამს, ირაკლის გადახედა.
-რა მაინტერესებს იცი? ეს ლაშქრობა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რას მოჰკრა ყური ლილუმ, როდესაც კუს ტბაზე მის შესახებ გველაპარაკებოდი?
ოთომ ღრმად ამოისუნთქა და შუბლი მოისრისა:
-დეტალები აღარ მახსოვს, მაგრამ გაიგონა, რომ მახინჯი ვუწოდე. ისიც, მის კონცერტზე წასვლა არ მინდოდა და სავარაუდოდ ისიც, დედაჩემს სარძლოდ რომ მოსწონს.
-პლუს ამას ისიც ემატება, რომ იმ ღამეს საწოლში შეტყუებას უპირებდი...- დასძინა დიმამ და ნერვიულად მობილური ტელეფონის ეკრანზე თითები აათამაშა.
ცოტა ხანს ღრმად ჩაფიქრდა, მერე თვალები დააწვრილა და ახალი კითხვა გაუჩნდა:
-ეგ გოგო სულ ეგეთი უკარებაა, თუ მხოლოდ შენთან ავლენს თავშეკავებულობას?
-მხოლოდ ოთოსთან,- პასუხის გაცემა არ დააცალა ირაკლიმ,- ძალიან კარგი გოგოა. ყველა აქტივობაში მხიარულად აგვყვა და სხვებთანაც მშვენივრად ურთიერთობდა.
-ანუ ოთოს გარდა, ყველასთან მშვენივრად იქცეოდა?
-ჰო. ზოგადად ყველასთან გათქვეფილი ტიპი არ არის. დახვეწილი და შარმიანი გოგოა, მაგრამ არავისთან არაფერი ეშლება და რაც მართალია, მართალია, მხოლოდ ოთოს ექცევა ცუდად.
-რომ ვიცოდე, რომ ლილუ ყველასთან ასეთია, მაშინვე გამიქრებოდა მასთან ურთიერთობის ინტერესი, მაგრამ კრუიზშიც იგივე ხდებოდა. ჩემთან არა, მაგრამ ვიღაც ახლადგაცნობილებთან შესანიშნავ დროს ატარებდა.
-არის ვინმე მის ცხოვრებაში, რომელიც უყვარს?
-იყო ვიღაც. საქმრო ჰყავდა და გარდაიცვალა.
-როდის გარდაიცვალა?
-ახალი ამბავი არ არის, მაგრამ არც ძალიან ძველი.
-მდა! რთულია დასკვნის გამოტანა, მაგრამ რასაც ახლა გეტყვი, დარწმუნებული ვარ არ მოგეწონება.
-გისმენ,-ყურადღებით შეხედა ხუციშვილმა მეგობარს.
-ორი ვარიანტია- ან იმ გოგოს ისევ ის ბიჭი უყვარს, მისი დავიწყება უჭირს და ახალი ურთიერთობის წამოწყება ეძნელება, ან მეორე- როგორც დაიწყო თქვენი ურთიერთობა, დღემდე კარგად ახსოვს და არ გენდობა. ერთი სიტყვით, ჰგონია, რომ ატყუებ და ურჩევნია, „დაგაპაშოლოს“.
- მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია,-აღმოხდა ოთოს.
-შეიძლება, ასეც იყოს- ის ბიჭი ისევ ახსოვს, დიდ ლაქად აქვს გულში, მაგრამ მზად არის ჭრილობები მოიშუშოს და თუ სხვა გამოჩნდება, მასთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს კიდეც, ოღონდ არა ოთოსთან, რადგან მას არ ენდობა, -დასძინა ირაკლიმ.
-არც ეგ არის გამორიცხული,- დაეთანხმა დიმა.
-ხო, მაგრამ ახლოს არ მიშვებს, რომ ეს დედამოტ*ნული ნდობა მოვიპოვო. სხვა რა ვქნა? ჩემს ადგილას შენ რას გააკეთებდი?
-რთული კითხვაა,-საფეთქელთან მოიქექა დიმამ.
-ცოტა ხნით შეეშვი,-ურჩია ირაკლიმ.
-ჰო, რა. თუ არ უნდიხარ, აზრი არა აქვს, ბოლომდე ასე იქნება და მაშინ ნუ გაუტრა*კე საქმე და თუ უნდიხარ, რაღაცით გაგრძნობინებს. მაზოხისტი ხომ არ არის, რომ მოსწონდე და შენზე უარს ამბობდეს?
-მართალი ხარ! მეც ასე ვფიქრობ, რომ უნდა შევეშვა. როცა ხელში მინიმუმი იმედიც არ მიჭირავს, მაშინ სჯობს, უკან დავიხიო. აღარ ვაპირებ თავის დამცირებას. მორჩა! - ხუციშვილმა ნაღვლიანი თვალებით შეხედა მეგობარს.
-ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ დამიჯერე, ასე სჯობს, ძმაო,- გასამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა დიმამ.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ შვება ვერ მოჰგვარა ხუციშვილს, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული იყო- ადექვატურად მოიქცა!

---
ოქტომბრის თბილი დილა იყო. უცნაურმა სიზმარმა ლილუს ძილი დაუფრთხო. მისი შებრუნების უშედეგო მცდელობის შემდეგ საწოლში წრიალს თავი დაანება და ფეხზე წამოდგა. ფინჯანი ყავით ხელში აივანზე გავიდა და ხმელი ფოთლების სურნელით გაზავებული ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. სიზმარში ნანახი ეპიზოდებიდან გამოყოლილი შეგრძნებები ცხადშიც გადმოჰყოლოდა და სულში სითბოს უღვრიდა.
-არა, შეუძლებელია!- ხმამაღლა გაუწყრა თავის თავს და პატარა მაგიდასთან სკამზე მოკალათდა.
დიდხანს იყო უძრავად. თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და შექმნილ გაურკვევლობას გონებაში გასაღებს უძებნიდა. ფიქრს შეეშვა და ელექტრონული ფოსტის შემოწმებას შეუდგა. უაზროდ ათვალიერებდა სხვადასხვა ონლაინ შეთავაზებებს და პროდუქციებზე ფასდაკლებებს. ძირითადად მსგავსი ტიპის შინაარსის წერილებით ჰქონდა ფოსტა გადაჭედილი და მის გასუფთავებას შეჰყვა, როდესაც შემთხვევით კონკრეტული პიროვნების წერილს წააწყდა. იგი პალერმოს სიმფონიურ ორკესტრში იწვევდა და საკმაოდ სარფიან გარიგებას სთავაზობდა.
-როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, არ არსებობს ღმერთისგან ნიშანი არ მიიღო,- გაეღიმა, ლეპტოპი გამორთო და სულ სხვა ენერგიით დატვირთული შევარდა ოთახში.
ადგილს ვერ პოულობდა. უნდოდა, ეყვირა, ეკივლა და სიხარული ამით გამოეხატა. ოთახიდან გავიდა და აბაზანაში მყოფ დედამისს კარზე კაკუნი აუტეხა:
-დროზე გამოხვალ?
-კი, რა ხდება?
-არაფერი, კარგი ამბავი მაქვს და ერთი სული მაქვს, გითხრა,- ხმა შესცვლოდა გოგონას.
-ორი წუთი მაცალე,- გამოსძახა ქალმა და ონკანი გადაკეტა.
-ჩქარა! ჩქარა!- ცქმუტავდა კართან ატუზული ლილუ.
როგორც კი ტანზე პირსახოცშემოკრული დედამისი დაინახა, მაშინვე მივარდა, ჩაეხუტა და ახალი ამბავი ახარა.
-ღმერთო ჩემო, ეს გადარეულო გოგო სულ უფრო მაოცებს, -აკისკისდა ქალბატონი ნინელი.
-დედა, დე, დედილო, დედიკონა, - აქეთ-იქით აბზრიალებდა ქალს შვილი.
-ლილუ, გაჩერდი, თორემ თავბრუ დამეხვა. სად შემიძლია ამდენი?
შვილი მაინც არ ეშვებოდა.
-გამეხსნა პირსახოცი და ჩამომვარდა, შე საძაგელო ბავშვო. ხელი გამიშვი!- სიცილს ვერ წყვეტდა დედამისი.
ქალს მართლაც შემოეცალა პირსახოცი და იატაკზე დაგდებულს აკივლებული დასწვდა. თავბრუს ხვევამ თავისი ქნა, ძირს დაეცა და შვილიც თან ჩაიყოლა. ძირს გაშხლართული დედა-შვილი უფრო მეტად გამხიარულდა.

---
-რას ამბობ?- გაკვირვებული უყურებდა ანიტა თავის მეგობარს.
-ჰო, პალერმოში მივდივარ,- შესცინა ლილუმ.
- არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ საქართველოში დარჩებოდი.
-არა, ანიტა. უნდა დავბრუნდე. ჩემი გეგმები ჯერ-ჯერობით ამ ქვეყანას არ უკავშირდება.
-ცუდია,- გული დასწყდა გოგონას.
-შენ არ ინერვიულო. ევროპაში ვიცხოვრებ, სხვა კონტინენტზე ხომ არა? ხან შენ ჩამოხვალ, ხან მე. ახლა ბევრად გამარტივდა მოგზაურობა.
-ეგ ჰო,- უხასიათოდ წარმოთქვა ანიტამ.
-რა იყო? არ გაგიხარდა?
-არა, რა სისულელეა? ძალიან გამიხარდა, მაგრამ... არის ერთი რაღაც, რაც... ნუ, კარგი, დაივიწყე,- აღარ მოისურვა, რომ მეგობრისთვის ხასიათი გაეფუჭებინა.
-მითხარი, ანიტა. რამე გაწუხებს?
-არა! უფრო სწორად -კი!
-რა გაწუხებს?
-ოთო.
-ეგ არის მიზეზი?-სახე შეეცვალა ციცაგს.
გოგონამ თავი დაუქნია და თვალებში სინანულით შეხედა. დაბნეული იყო, ვეღარ გაეგო როგორ შეეძლო ლილუს ერთი ხელის მოსმით ის ამბავი დაევიწყებინა, რაც მასსა და ხუციშვილს შორის ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ხდებოდა.
-ანიტა, ძალიან გთხოვ, ოთოს ნუღარ გამახსენებ.
-დარწმუნებული ხარ, რომ დაივიწყებ?
-დიახ.
-აი, მე კი არ ვარ მაგაში დარწმუნებული!- გაბუტული ბავშვივით წინ გამოსწია ტუჩები და მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.
-რატომ გგონია, რომ ვერ დავივიწყებ?
- იმიტომ, რომ... -სიტყვა გაწყვიტა გოგონამ.
-ჰო, გისმენ.
-იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ გიყვარს,- ძლივს დაასრულა წინადადება.
ციცაგს სუნთქვა შეეკრა, ყელზე მოწოლილმა ბურთმა ლამის დაახრჩო და მღელვარებისგან სუნთქვა გაუხშირდა:
-მეტჯერ აღარ გაიმეორო!
-სიმართლე მწარეა, არა? რატომ არ უტყდები შენს თავს ჭეშმარიტებაში?
-რა არის ჭეშმარიტება? მექალთანე ხუციშვილის მიმართ ინტერესი? ვთქვათ და ასეა, მერე? რატომ უნდა ვთქვა უარი შესანიშნავ კარიერაზე და რომანი გავაბა ოთოსთან? რას მომცემს მასთან ურთიერთობა?
-მე მეკითხები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რას მოგცემს?
-ჰო, შენ გეკითხები. რას მომცემს მასთან დროებითი კავშირი? გინდა, იმის შიშში ვიყო, როდის დაჰკრავს იმ თავქარიანს თავში და იტყვის, რომ ხვალ-ზეგ ლილუ კი არა, ვიღაც სხვა უნდა? არაფერში არ მიყვარს არასტაბილურობა და მითუმეტეს, გრძნობებში.
-დაელაპარაკე.
-რაზე დაველაპარაკო?
-იქნებ ეს ნამდვილი სიყვარულია.
-არა მჯერა, რომ ოთო ხუციშვილს ნამდვილად შევყვარებოდი. მას ის უხრავს გულს, რომ ლილუ ციცაგი კერკეტი კაკალი გამოდგა, სხვა ქალებივით არ გადაირია მის ვიზუალზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და ლოგინში არ ჩაუწვა. სულ ეს არის მისი მოქმედების ფილოსოფია!
-მაინც არ მჯერა, რომ ასე ფიქრობ. მგონი, თავს უფრო არწმუნებ, რომ ასეა და აზრზე არა ვარ რატომ,- ნერვები მოეშალა ანიტას, ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა.
-მოიცადე!- ხელით შეაჩერა მეგობარი,- არ გადახვიდე, სადღაც მინდა წაგიყვანო და რაღაც გაჩვენო.
-სად მიგყავარ?
-დამიჯერე, ორივეს მოგვიხდება,- თვალი ჩაუკრა ლილუმ და მანქანა დაქოქა.
ცოტა ხანში მანქანა ნატახტარის საცხენოსნო კლუბთან გააჩერა და ლაღი სახით უთხრა:
-გადმოდი.
-რა ჩაიფიქრე?
-გადმოდი და ნახავ,-ეშმაკურად გაუცინა მეგობარს.
ანიტას ერთი სული ჰქონდა მისი ჩანაფიქრი ამოეხსნა, მაგრამ ეს ხომ ლილუ იყო? იმდენად ამოუცნობი ბუნება ჰქონდა, ეშმაკიც ვერაფერს მიუხვდებოდა.
-აქ რას ვაკეთებთ?- გაოგნებული იყურებოდა ანიტა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.
-არ მოგწონს?
-კი, ძალიან,- გაუღიმა მეგობარს.
-ჰოდა, ვიჯირითოთ.
-გაგიჟდი? გინდა გადმოვარდე და დავიმტვრე?
-ნუ გეშინია. ინსტრუქტორი მოგხედავს,- თვალი ჩაუკრა უკნიდან მომავალ ახალგაზრდა ჟოკეის და მეგობარი შეატოვა.
როგორც კი ანიტამ მისკენ მიმავალი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, დაიბნა:
-ჯანდაბა! რას მიკეთებ, ქალბატონო ლილუ?- გაიფიქრა და ის იყო, უნდა დადევნებოდა, როდესაც უკნიდან სიტყვები მოესმა:
-ანიტა, არა?
-სახელიც იცის,- თვალებზე აიფარა ხელები.
-ცხენზე არასოდეს მჯდარხართ?
-არა,- ხელები ნელ-ნელა მოიშორა სახიდან.
-ჰოდა, ძალიან კარგი. დღეს შენი ინსტრუქტორი მე ვარ.
-ლილუ ციცაგო! ასე მიხდი სამაგიეროს, არა? - გულში ამოილუღლუღა ანიტამ.
-მზად ხართ?
-მეტი რა გზა მაქვს? -აღმოხდა მეგობარზე გაბრაზებულ ანიტას და ინსტრუქტორს გაუღიმა.
-მოდი, ცხენი ავარჩიოთ,- ახალგაზრდა მამაკაცმა ხელით ანიშნა, რომ სადღაც გაჰყოლოდა.
- რა ბიჭია! მაგრად დადექი, ანიტა. არ შეგამჩნიოს, რომ მოგწონს! -საკუთარ თავს ამხნევებდა გოგონა.
ლილუ უკვე ბუნებაში გაჭრილიყო და შავ ბედაურთან ერთად ჯირითობდა. რამდენჯერაც უკან დარჩენილ მეგობარს გაიხსენებდა, იმდენჯერვე ბაგეები უპობდნენ სახეს:
-ესეც ასე, ანიტა. დროა შენი გონება სხვა რაღაცით დაკავდეს,- ეშმაკურად წარმოთქვა და სიჩქარეს მოუმატა.



---
არ თქვათ, რომ არ გეყოთ, თორემ პოლიციას გამოვიძახებ ჩემი ნერვების უდიერად მოპყრობისთვის, სევდის ქარების ატეხვისთვის და წარბების ნერვიულად აშლისთვის! smile smileскачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნიაკო

ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნიაკო
ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

ჰო, რა ვიცი. უნდა წასვლა და წავიდეს smile smile

სტუმარი ნინო
აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

მგონი მხოლოდ შენ დარჩი, ვისაც ლილუსნაირი გოგო მოსწონს, ნინო laughing
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნიაკო
ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

ჰო, რა ვიცი. უნდა წასვლა და წავიდეს smile smile

სტუმარი ნინო
აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

მგონი მხოლოდ შენ დარჩი, ვისაც ლილუსნაირი გოგო მოსწონს, ნინო laughing

ვისაც არ მოსწონს გაიარონ კაცო რა პრობლემაა. ვისაც გვჯერა გაგვატარეთოოო ხო გაიგიააა :) იშვიათი გოგოა,იშვიათი ხასიათის მქონე.პირველივე დანახვაზე რო არ გაუშალა ფეხები, ოთოსნაირ სიმპაწიაგას მაგიტო არაა მოსაწონიიი??? :) :)

 


№5  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნიაკო
ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

ჰო, რა ვიცი. უნდა წასვლა და წავიდეს smile smile

სტუმარი ნინო
აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

მგონი მხოლოდ შენ დარჩი, ვისაც ლილუსნაირი გოგო მოსწონს, ნინო laughing

ვისაც არ მოსწონს გაიარონ კაცო რა პრობლემაა. ვისაც გვჯერა გაგვატარეთოოო ხო გაიგიააა :) იშვიათი გოგოა,იშვიათი ხასიათის მქონე.პირველივე დანახვაზე რო არ გაუშალა ფეხები, ოთოსნაირ სიმპაწიაგას მაგიტო არაა მოსაწონიიი??? :) :)

რა ენა გაქვს laughing laughing
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი სტუმარი Tamta

Mec momcons lilu, magram otaras rom michagravs eg mklavs. Daamtavros cudi gogos tamashi ukve droa.
Tea shemecoda zalian:((( emociuri momento iyo mati dashoreba chemtvis:(((

 


№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი Tamta
Mec momcons lilu, magram otaras rom michagravs eg mklavs. Daamtavros cudi gogos tamashi ukve droa.
Tea shemecoda zalian:((( emociuri momento iyo mati dashoreba chemtvis:(((


რა უნდა დაამთავროს? ვერ უყურებ, იტალიაში გარბის :))
თეაზე რა გითხრა, აბა?.. ვერაფერს გეტყვი...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8 სტუმარი maco maco

Ki vidzaxi ar cavikitxav ar cavikitxav sanam ar daamtavrebstqo magram ki movida me 10 ec, xoda me momcons liluu zedmetad axlosaa chemtvis:))

 


№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

maco maco
Ki vidzaxi ar cavikitxav ar cavikitxav sanam ar daamtavrebstqo magram ki movida me 10 ec, xoda me momcons liluu zedmetad axlosaa chemtvis:))

ჰო? შენც? ნუ რა ვიცი, როგორ შეიძლება ლილუ არ მოგწონდეს? heart_eyes
გამოგიტყდები და ჩემთანაც ახლოს არის heart_eyes
მაგრამ რადგან ზოგი თვლის, რომ უემოციო და ხისთავიანია, დაე, იფიქრონ wink
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10 სტუმარი Wilson

Saertod ar vfiqorb rom lilu uemocio da shteri gogoa.piriqit dzalian chkvianad azrovnebs urtiertobastan dakavshirebit.sworad fiqorbs otoze,miuxedavad imisa rom otos sheuyvarda,lilum es ar icis da sakmaod chkvianir daskvebsac aketebs.respect from me lilu ❤️

 


№11  offline წევრი ablabudaa

არა რა ლილუს სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს. ოთო ყურებ ჩამოყრილი არ მომწონს, კუცია ყველაზე მაგარი ტიპია ❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

Wilson
Saertod ar vfiqorb rom lilu uemocio da shteri gogoa.piriqit dzalian chkvianad azrovnebs urtiertobastan dakavshirebit.sworad fiqorbs otoze,miuxedavad imisa rom otos sheuyvarda,lilum es ar icis da sakmaod chkvianir daskvebsac aketebs.respect from me lilu ❤️

გეთანხმები, ძალიან ჭკვიანური სვლები აქვს ❤️

ablabudaa
არა რა ლილუს სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს. ოთო ყურებ ჩამოყრილი არ მომწონს, კუცია ყველაზე მაგარი ტიპია ❤️


კუცია ❤️
ეს გოგო ნამეტანი კარგი ვიღაცაა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნინო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნიაკო
ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

ჰო, რა ვიცი. უნდა წასვლა და წავიდეს smile smile

სტუმარი ნინო
აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

მგონი მხოლოდ შენ დარჩი, ვისაც ლილუსნაირი გოგო მოსწონს, ნინო laughing

ვისაც არ მოსწონს გაიარონ კაცო რა პრობლემაა. ვისაც გვჯერა გაგვატარეთოოო ხო გაიგიააა :) იშვიათი გოგოა,იშვიათი ხასიათის მქონე.პირველივე დანახვაზე რო არ გაუშალა ფეხები, ოთოსნაირ სიმპაწიაგას მაგიტო არაა მოსაწონიიი??? :) :)

რა ენა გაქვს laughing laughing

პირდაპირობა მიყვარს ქეთო :)

 


№14  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნინო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნიაკო
ძედააა! ლილუ რა ნაძირალა ქალი ხარ :დდდ
რაფერ გაუჩალიჩა ანიტას :დდ
სად მიგყავს დატიე თბილისში, თორემ ოთო გადაგვერევა.

ჰო, რა ვიცი. უნდა წასვლა და წავიდეს smile smile

სტუმარი ნინო
აუ როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი :) მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ლილუზე,მაოცებს სერიოზულად ოღონდ :) ასეთი ხასიათის გოგო,პერსონაჟი ნუ რავი კიდევ რა ვთქვა,პირველად ვნახე,გავიგე..ასეთი ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ასეთი სათუთი :) ჩემთვის მისაბაძი გოგოა :) მიყვარს ასეთი ძლიერი ქალი :)

მგონი მხოლოდ შენ დარჩი, ვისაც ლილუსნაირი გოგო მოსწონს, ნინო laughing

ვისაც არ მოსწონს გაიარონ კაცო რა პრობლემაა. ვისაც გვჯერა გაგვატარეთოოო ხო გაიგიააა :) იშვიათი გოგოა,იშვიათი ხასიათის მქონე.პირველივე დანახვაზე რო არ გაუშალა ფეხები, ოთოსნაირ სიმპაწიაგას მაგიტო არაა მოსაწონიიი??? :) :)

რა ენა გაქვს laughing laughing

პირდაპირობა მიყვარს ქეთო :)

ვიცი, საყვარელი და ვაფასებ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15 სტუმარი სტუმარი სოფო

აუ ძალიან ვგიჟდები ამ მოთხრობაზე სულ რაღაც საათ ნახევარია რაც გადავაწყდი და 10 ივე თავი წავიკითხე ვგიჟდებიიი ისე მომეწონაა <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი სოფო
აუ ძალიან ვგიჟდები ამ მოთხრობაზე სულ რაღაც საათ ნახევარია რაც გადავაწყდი და 10 ივე თავი წავიკითხე ვგიჟდებიიი ისე მომეწონაა <3

მადლობა kissing_heart
იმედი მაქვს, დასასრულიც მოგეწონება wink
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17  offline წევრი anako

qetuuuuush ra kai tavi iyooooo
momewona lil ro, italiashi midis awvalos otara
magan ro maxinjiao tqva kai iyoo? ra boroti var

 


№18  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

anako
qetuuuuush ra kai tavi iyooooo
momewona lil ro, italiashi midis awvalos otara
magan ro maxinjiao tqva kai iyoo? ra boroti var

უნდა აწვალოს, აბა, რა უნდა ქნას? :)))
მაგრამ სადღაც კი მეცოდება ოთიკო :)))
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent