შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვინისფერი #1


13-10-2019, 01:51
ავტორი Hermann
ნანახია 706

- ბოლო საქმეა და არ უნდა ჩავვარდეთ, ერთხელ კიდე ხოარ გავიაროთ გეგმა? - სიგარეტს მოუკიდა ახალგაზრდა მამაკაცმა და წინ მდგარ სამეულს მიაჩერდა
- ოო ნუ გაახურე, საზეპიროდ ხოარ გვაქ, შევდივართ, ვიღებთ, გამოგვაქვს, ვჯდებით მივდივართ და მანქანას ვცვლით, ყველა გაფრთხილებულია მთავარია ძაღლობამ არ მოგვისწროს - ხელი აიქნია ჭაღარამ და ფეხსაცმლის სწორება განაგრძო
- თუ ჩაგვავლეს, ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ და თქვენ გახვალთ მშრალად, მე მაინც მოგვარებული მაქვს - განაგრძო საუბარი სიგარეტიანმა და ჩანთიდან შავი ნაჭერი ამოიღო - დავიშალეთ
- სბოგამ ძმებო - ხელი მიარტყეს ერთმანეთს და ყველა გადანაწილდა.

თითქმის ყველაფერი დამთავრებული უნდა ყოფილიყო, ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო. ნივთი უკვე ჩანთაში ჩადებული ჰქონდათ, წესით მშრალად უნდა გამოსულიყვნენ და არაფერი გართულება მოყოლილიყო, ყველაფერი ხომ ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის სიზუსტით ჰქონდათ გათვლილი, ამაზე რთული საქმეები ჩაუტარებიათ და მშრალად გამოსულან, თუმცა რაღაც მაინც აირია. რაღაც ისე არ წავიდა. ფანჯრიდან ხედავდნენ პოლიციის მანქანებიდან მომავალ წითელ და ლურჯ ფერებს

- დედას შევე$ი, ვიღაცა კრისამ ჩაგვიშვა - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი ახალგაზრდა მამაკაცმა
- ეგ #ლე დამაჭერინა ახლა, თავ პირს გავუერთიანებდი - არ ცხრებოდა ჭაღარა
- როგორც შევთანხმდით ისე მოვიქცეთ, გადით თქვენ სარდაფიდან და ყველაფერი გეგმის მიხედვით გააგრძელეთ, მე გარეთ გავალ - ჯგუფს წინ გამოეყო შრამიანი
- შენ ხომ არ გამო$ლევდი? ჩვენთან ერთად წამოდი
- ვერ წამოვალ, დიდი ხანი მაინც არ ჩამსვამენ და თან ზურაც იჩალიჩებს რაღაცას, გადით დროზე - ხელის კვრით უბიძგა ბიჭებს, ერთმანეთს შეხედეს, თავი გადააქნიეს და ჩანთით სარდაფისკენ წავიდნენ. თვითონ კი დარჩა მარტო და ფანჯრიდან დაზვერა სიტუაცია, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. რამდენიმე წუთში ალბათ იმ მანქანაში იჯდებოდა და კაცმა არ იცის მისი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა. ხელის კანკალით ამოიღო ძველი თაობის მობილური, ეკრანი გაანათა და მასზე გამოსახულმა სურათმა სახეზე ღიმილი მოჰგვარა. სურათზე ახალგაზრდა გოგონას ჩვილი ბავშვი ეჭირა და იცინოდა. თვალის კუთხეები აეწვა და ეკრანს თითი გადაუსვა. სწრაფად აკრიფა შეტყობინება '' მიყვარხართ და თავს გაუფრთხილდით '' და გაგზავნა, მობილური ისევ ჯიბეში დააბრუნა. მთავარი კარისკენ ამაყი ნაბიჯებით გავიდა ისე, რომ სიგარეტი არ გადაუგდია. ეკიპაჟი ერთი მეორეს მიყოლებით დადგა და გამოსულს იარაღმომარჯვებული დახვდა.

- გავიგე ცირკი შეკრებილა - იცინოდა ახალგაზრდა და მათ წინ მიიწევდა, ეკიპაჟს ერთი შედარებით ხნიერი კაცი გამოეყო, ირონიული ღიმილით უმზერდა შენობიდან გამოსულს, ხელები აღმართა და ტაში დაუკრა
- ბრავო ბატონო გიორგი - იცინოდა და ტაშს უკრავდა, ბოლოს სახე დაუსერიოზულდა - ხომ ჩაგავლე მაინც ? სისხლს ამოგწოვ, ხომ იცი? - ხელი ბორკილებისკენ წაიღო, ვერავის დაუთმობდა ამ სიამოვნებას, რამდენი ხანი დასდევდა და სურვილი კლავდა, საკუთარი ხელებით დაეჩოქებინა და წაეთრია. მის ხმაზე ახალგაზრდა უფრო გახევდა და სიცილი ატეხა
- სისხლს არა და $ლეს მომწოვ შე განდონო, მშვიდობით ძაღლო - წამების სიზუსტით ამოიღო იარაღი და ტყვია იდეალური ტრაექტორიით შუბლში დააჭედა კაცს, ეკიპაჟმაც არ დააყოვნა და გასროლას გასროლითვე უპასუხეს. ადგილზევე ჩაიკეცა, თუმცა ირონიული ღიმილი სიკვდილის ბოლო წამებშიც არ მოუშლია სახიდან.
იმ ღამით, საზარელმა კივილმა შეძრა მთელი უბანი. ქალი, რომელიც უნებლიე მომსწრე გახდა ამ ამბის, ისტერიულად კიოდა და პოლიციელებს ლანძღავდა. მალევე გამოვიდნენ სხვა მეზობლებიც, ზოგი საწყალ ახალგაზრდას დასტიროდა, ზოგიც სიცოცხლის ხანმოკლეობას. სასწრაფოც მალევე მოვიდა და ორი გვამი საკაცეზე გადაასვენეს, არცერთს აღარ ეტყობოდა სიცოცხლის ნიშან წყალი.
- ვაი შვილო უბედური დედაშენი, რა პატარა ბიჭია - ისმოდა მოხუცის ხმა და ცრემლებს იმშრალებდა.
- ამ მთავრობამ მოიტანა ეს კრინიმალი თორე აბა შეხედე შენ სულ თითის ტოლა ყოფილა - ვიღაც კი მთავრობას ლანძღავდა.
სხვადასხვა შეძახილებით ამკობდნენ სიტუაციას, თუმცა ერთი რამ ნათელია - ყველა შესძრა მომხდარმა.

*_*_*_*_*_*_*

26 წლიანი ცხოვრების მანძილზე, პირველად გაუჭირდა საწოლიდან წამოდგომა. საშინლად უნდოდა წვიმის ფონზე ძილი ისევ გაეგრძელებინა, ნამდვილად ცუდი იდეა იყო წინა საღამოს დალევა და მით უმეტეს ღამის გათენება. ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან, თვალები ხელებით მოიფშვნიტა და რამდენიმე წამი აზრზე მოსასვლელად ფანჯარასთან დადგა. საშინლად წვიმდა, გარეთ ვერ გაარკვევდი დილა იყო თუ საღამო. ყველაფერი ჩამოჟამებული და ნაცრისფერი იყო. სამზარეულოსკენ მთქნარებით და ფრუტუნით გაუყვა და ყავის სუნმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა.
- მოდი კატო, ყავა გავაკეთე დავლიოთ და გავიდეთ - ხელის ქნევით შეეგება რუსკა სამზარეულოდან.
- ოქრო რომ ხარ მითქვამს ხო? ჩემო ყოვლისმცოდნევ - ტუჩებით კოცნის იმიტაცია გააკეთა და ფინჯანს დასწვდა.
- მაგრად წვიმს, ახლა სიამოვნებით დავიკიდებდი ყველაფერს, დავიძინებდი და მთელი დღე ვიგორავებდი ლოგინში... უუფ კანფეტ - თითები გამოწია რუსკამ და შოკოლადს დასწვდა
- ერთი ორი მილიონი რომ მქონდეს ჩემს არარსებულ სეიფში, შეიძლებოდა მაგაზე ფიქრიც, მანამდე კი სამსახური გვიხმობს - გაეცინა კატოს და ფინჯანი ნიჟარაში ჩადო.

თავი მოიწესრიგეს და სახლიდან გავიდნენ. ერთმანეთსაც დაემშვიდობნენ და მანქანებში გადანაწილდნენ. საათს დახედა და საჭე მოატრიალა, ჯერ რუსკა გაატარა, ფანჯრიდან ხელიც აუწია და შემდეგ თვითონაც დატოვა ტერიტორია.
საცობს ოსტატობით დააღწია თავი და სულ მალე სამსახურის საპარკინგე ზოლში გააჩერა მანქანა. ყველაფერი აიღო, კიდევ მოათვალიერა, შეამოწმა და მანქანიდან გადავიდა. გზაში ტელეფონი შეათამაშა ხელში და ნაცნობ ნომერზე დარეკა.

- დე როგორ ხართ? ბაღში ხომ არ დაგაგვიანდათ?
- კარგად ვართ კატო, ვიოლეტი ახლა კარაქიან პურს და ჩაის სვამს, მერე კი წავალთ ბაღში, შენ როგორ ხარ? გაერთეთ გუშინ? - კარაქიანი პურისა და ჩაის კომბინაციაზე ღიმილი მოერია სახეზე
- კი მაგრამ შუა კვირაში დალევას რაღაც მინუსები აქვს - გაეცინა და თან შენობაში შესვლისას დაცვას მიესალმა - ვიოლეტი და კარაქიანი პური? ყოჩაღ დე, მხოლოდ შენ შეგიძლია მისი დამორჩილება - ხმამაღლა გაეცინა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა
- შენთან ძალიან გათამამებულია და ჩემთან ხომ იცი, სადავეები მიჭირავს - ქალსაც გაეცინა
- კაი დე, წავედი ახლა და საღამოს მოვალ, გაკოცეთ აბა - დაემშვიდობა და ლიფტიდანაც გავიდა, ჩვეული ნაბიჯებით მიაბიჯებდა და თან ჩანთაში საბუთებს ეძებდა წინ, რომ მისი თანამშრომელი და მეგობარი ნინი აესვეტა.

- მითხარი ახლა რა ჩაიდინე და რატომ გეძებს ცაბაძე - გვერდით ამოუდგა ნინი და მასთან ერთად განაგრძო სიარული
- მეძებს? ჯანდაბა რა მოხდა? ნუთუ სიმთვრალეში დავურეკე და არ მახსოვს? - გაეცინა და ხელის ზურგი ტუჩებთან აიფარა
- დროზე შედი გოგო, კაბინეტშია და სხვათაშორის მარტო არაა - თავი ზემოთ ასწია და გაინაზა, კატოს წარბაწეული მზერის დანახვისას კი მიხვდა, რომ ყველაფერი უნდა ეთქვა - ვიღაც ტიპი ჰყავს, ისეთი სიმპატიურია, აი ისეთი რომ შეიძლება მალე მისი ნაკვალევის კოცნაც კი დავიწყო. გეგონება პირდაპირ სამოთხიდან ჩამოაგდესო - კისკისებდა
- ჰოდა მერე მიდი და კითხე ''ჰეი ლამასო, დაცემისას ძალიან ხომ არ დაშავდი?'' ან ასე ''ჰეი ლამასო, ღმერთის ნომერი მჭირდება და შენ ხომ არ გექნება მისს ანგელოზს?'' - ერთ ხმაში კისკისებდნენ სანამ ბატონი დავითის კაბინეტთან არ შეჩერდნენ, მერე დაემშვიდობა და სუსტი კაკუნის შემდეგ კაბინეტის კარი შეაღო.

- აჰ კატო, მოდი მოდი - პუტკუნა ხელი ჰაერში ასწია და თავისთან მოიხმო ქალი
- გამარჯობათ - მიესალმა დავითს და მის წინ სავარძელში მოკალათებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ნამდვილად ჰგავდა ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზს. თავი სავარძელზე გადაეგდო და უკან კატოსკენ იყურებოდა
- აი ზუსტად ახლა განვიხილავდით ახალ ამბავს, გაიცანი ეს ცოტნე წილოსანია, ჩვენი ერთ-ერთი მეწილე და პარტნიორი, ეს კი ჩემი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და პირადი ასისტენტი კატო კავსაძეა
- სასიამოვნოა - ჩაილაპარაკა კატომ და მამაკაცის გამოშლილ ხელს საკუთარი შეაგება. მამაკაცმა წარბშეუხრელად თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, მერე ისევ თვალებში შეხედა და ტუჩის კუთხეში ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.
- რა ახალი ამბავი უნდა გვითხრათ ბატონო დავით? - მამაკაცის გვერდზე სავარძელში მოთავსდა
- ხო ხო ახალი ამბავი, მოკლედ შენ და ცოტნეს მოგიწევთ სამი დღით კახეთში წასვლა, იტალიელი ინვესტორები ჩამოვიდნენ და ყველაფერი აინტერესებთ ქართული ღვინის და კულტურის შესაღებ, თუ დაინტერესდებიან მაშინ ჩვენს პროდუქციას იტალიაშიც გავიტანთ და კარგ მოგებაზეც გავალთ, ნუ თქვენ უშუალოდ არ მოგიწევთ ვენახებში სიარული და მათთვის გიდობა მაგრამ საბუთებზე და სამომავლო პერსპექტივებზე მოკლედ თქვენი იმედი მექნება - ფართოდ გაიღიმა დავითმა და სავარძელზე გადაწვა - რათქმა უნდა, ყველანაირი ტრანსპორტირება და ხარჯები ჩვენი კომპანიის სახელით ანაზღაურდება, თან მთავრობაც ჩართულია ამ ამბავში და მოკლედ ეს უნდა გამოგვივიდეს - შეთქმულივით გადაიწია მაგიდაზე და მთავრობის ხსენებაზე ხმა კიდევ უფრო დაადაბლა.
სამი დღე ვიოლეტის გარეშე ნამდვილად გაუჭირდება, თუმცა სამსახურის გარეშე დარჩენა უფრო არ აწყობს, თან ცოტას დაისვენებს და ურიგო ახალი ამბავი ნამდვილად არ ჩანს.
- გასაგებია და როდის უნდა წავიდეთ?
- ხვალვე უნდა წახვიდეთ, ისინი უკვე დღეს ჩამოვიდნენ და კახეთში წავიდნენ, ალბათ დაისვენებენ და ხვალ საღამოს უკვე შეხვედრები გაქვთ, იცოდეთ თქვენი იმედი მაქვს. დღეს თავისუფლები ხართ და ხვალ მძღოლი გამოგივლით.

კატომ ღიმილით დატოვა ბატონი დავითის კაბინეტი. ცოტნე კი ისევ იქ დარჩა, მზერა გააყოლა მიმავალ ქალბატონს.

- გადარჩი თუ ჩავალაგო ჩემი ნივთებიც? - კისკისით ამოუდგა ისევ ნინი
- გადავრჩი რომელია, იტალიელებთან შეხვედრაზე გვიშვებს ერთად
- ვაიმე გიშვებთ? შენ და იმ ღმერთკაცს ერთად გიშვებთ? აუ აი რას არ მივცემდი ახლა მე რომ ვიყო შენს ადგილას - დანანებით გადააქნია თავი, კატოს მას გულწრფელობაზე და ბავშვურობაზე გაეცინა
- მხოლოდ სამი დღით, მერე დაგიბრუნდება შენი ღმერთკაცი და რაც გინდა ის უქენი - ისევ გაიცინა, გოგონა გადაკოცნა და გასასვლელისკენ დაიძრა.

საათს დახედა, იცოდა ვიოლეტი ბაღში იქნებოდა ამიტომ გეზი პირდაპირ მისკენ აიღო. პატარას დედის დანახვაზე ნუშისებრი თვალები აუთამაშდა და მასწავლებელს მოკლედ დაემშვიდობა.

- დე დღეს იცი ბებომ კარაქიანი პური მაჭამა - ქურთუკს ისწორებდა პატარა ვიოლეტი
- ვიცი და ძალიან კარგი გოგო ხარ, ოღონდ რაღაც უნდა გითხრა და არ გაბრაზდე კარგი? - მის წინ ჩაიმუხლა, გოგონამ ეჭვის თვალით შეათვალიერა და ამაზე გაეცინა, ასეთ დროს ყოველთვის გიორგის ჰგავდა.. - სამი დღით ქალაქში არ ვიქნები, სამსახურიდან მიშვებენ რაღაც სპეციალურ დავალებაზე, შენ ხომ გინდა დედიკო კარგად იყოს და ბევრი სათამაშო გიყიდოს? ხოდა დე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი იქ ყოფნა და შენ ნანი ბებოსთან მოგიწევს დარჩენა, ხომ არ იქნები წინააღმდეგი ჩემო პატარა იასამანო? - გაუღიმა და ცხვირზე თითი დაჰკრა
- ნუ თუ ახალ თოჯინას მომიტანს ეს საქმე მაშინ მეც კმაყოფილი ვიქნები - მომგებიანად გაიცინა და თვალები დააწვრილა
- სამი დღის წინ არ ვიყიდეთ ახალი თოჯინა? რად გინდა ამდენი თოჯინა დე მაღაზია ხომ არ უნდა გახსნა? - ისევ ეცინებოდა
- ჩემი ჯგუფელი თაკო ხომ იცი? მაგას არ ჰქონდა ახალი თოჯინა, სულ ერთი თოჯინით დადის შემეცოდა და მივეცი, რა მექნა? შენ ხომ სულ მეუბნები სიკეთე უნდა აკეთოო და იმას რომ არ ჰქონდა და მე მქონდა რაღაცნაირად შემეცოდა - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სახე გაატრიალა, კატოს გაეღიმა..
- ძალიან კარგად მოქცეულხარ, შენ ყველაზე ტკბილი და კეთილი გოგო ხარ. ჩემი პირადი საოცრება - ხელში აიყვანა და ჩაიხუტა...
ასეთი იყო ვიოლეტი, პატარა ჭკვიანი ადამიანი.
კატო ყოველთვის ამბობდა, რომ ვიოლეტი მამის ასლი იყო, ვიზუალური მსგავსება ხომ ამაზე მოწმობდა მაგრამ ხასიათებითაც ერთი ერთში იყვნენ..
გული სწყდებოდა, რომ ვიოლეტმა მამა ვერ გაიცნო..
ზოგადად, რაც გიორგის ეხებოდა ყველაფერზე გული სწყდებოდა..
გიორგი მისი პირველი სიყვარული იყო ბავშვობიდან..
როგორი წყვილი იყო? რაღაც საოცრება..
ბავშვობიდან ერთმანეთზე უაზროდ შეყვარებულები და გაგიჟებულები..
თუმცა თავი ვის დაუღწევია სიკვდილის მოულოდნელი კლანჭებისგან?
გიორგი რომ გარდაიცვალა ვიოლეტი ჯერ კიდევ თვეების იყო, მისი სიკვდილისგან გამოწვეული ტრამვა კი ძალიან დიდ ხანს გაჰყვა კატოს..
ვერ გადაიტანა საყვარელი ადამიანის დაკარგვა..
ასე უნიადაგოდ და მოულოდნელად ვერ გადაიტანა..
თუმცა ცხოვრება გრძელდება.
კატომაც გააგრძელა ცხოვრება..
მაგრამ რომ არა ვიოლეტი, დამერწმუნეთ ისიც გიორგის გაჰყვებოდა.
გიორგიმ ვიოლეტის სახით განაგრძო ცხოვრება და სწორედ ეს ახარებდა. საყვარელი ადამიანისგან უდიდესი განძი ჰქონდა დარჩენილი და სწორედ ვიოლეტის გამო მოეგო გონს.. სწორედ მის გამო შეძლო შეუძლებელი. გააკეთა ყველაფერი და ისწავლა ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე.
იყვნენ ადამიანები კატოს ცხოვრებაში მაგრამ ადამიანები და არა გიორგი..
ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა და ბევრსაც შესტკიოდა გული კატოს გარეშე ყოფნით მაგრამ კატომ უბრალოდ ვერ მიიღო ვერავინ.. ვერ აეწყო ვერავისთან და არც უნდოდა.. გიორგი მასში იმდენად გამჯდარი იყო, ვერ მოერია..
ამიტომ ისწავლა უსიყვარულოდ ყოფნა..

ისევ დედასთან შეიარა, ბევრი იჭორავეს, ვიოლეტსაც მოეფერა და საღამოს სახლში დაბრუნდა. ბარგი ჩაალაგა და მოემზადა ხვალინდელი დღისთვის.
დილით ზედმეტად ენერგიულად გაიღვიძა, მოწესრიგდა.
ყავას სვამდა უცხო ნომრიდან რომ დაურეკეს
- გისმენთ?!
- გამარჯობა კატო, ცოტნე წილოსანი ვარ, გუშინ შევხვდით ერთმანეთს - მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში
- აჰ კი, კი რა თქმა უნდა მახსოვხართ, ხომ მშვიდობაა?
- კი ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ერთად მოგვიწევს წასვლა, მითხარი რამდენ ხანში და სად გამოგიარო?
- მე უკვე მზად ვარ და დაგელოდებით მაშინ, ზუსტ მისამართს კი მოგწერთ
- კარგი, მეც გამოვალ უკვე და დაგირეკავ

ცოტა გაუკვირდა მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ფორმალობა იყო.
20 წუთში ცოტნემ დაურეკა და კატოც ქვემოთ ჩავიდა.

- ბარგი არ გაქვს? - გაეცინა მისი ერთი ხელჩანთის დანახვისას
- არა, სამი დღით მივდივართ სამი თვით ხომ არა, ესენი მეყოფა - მხრები აიჩეჩა კატომ და სკამზე გასწორდა - მძღოლი რატომ არ მოვიდა? - გულწრფელად იკითხა
- რა საჭიროა ამდენი ადამიანის შეწუხება, ტარება ხომ ორივემ ვიცით - გაიკვირვა წილოსანმა.
კატო მხოლოდ ახლაღა დააკვირდა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს.
საოცარი პროფილის პატრონს, გუშინდელისგან განსხვავებით დღეს შედარებით თავისუფლად ეცვა, თუმცა ყველანაირ ფორმაში საოცრება იყო. მართალი იყო ნინი როდესაც ღმერთკაცი შეარქვა.

- მთელი გზა ასე უნდა მათვალიერო? - ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს ისე, რომ ქალისკენ არ გამოუხედავს
- აქამდე რატომ არ ერეოდით კომპანიის საქმეებში? არასდროს შემიმჩნევიხართ მოსული - ტექნიკურად აიცილა შეკითხვა
- პირველ რიგში მოდი ეს თქვენობითი ფორმა მოაშორე საუბარს - გაეღიმა - როგორ არ ვერეოდი, უბრალოდ ჩემი მოსვლის საჭიროება არ იყო, დავითი ყოველთვის მაცნობდა სიახლეებს
- გასაგებია - ჩუმად ჩაილაპარაკა და სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
მშვიდი მუსიკის ჰანგები სასიამოვნოდ ვრცელდებოდა მანქანაში, გამეფებულმა დუმილმა კი კატოს ძილი მოჰგვარა.

მთელი გზა მშვიდად და ღრმად ეძინა, ისე ჩავიდნენ ვერ გაიგო და არც წილოსანს უცდია მისი გაღვიძება. მხოლოდ სასტუმროსთან სახეზე ხელის შეხებით გამოაფხიზლა

- ძალიან ღრმა ძილი გცოდნია, მგზავრობისთვის კარგ მოსაუბრედ ვერ გამოდექი - გაეცინა მამაკაცს და წელში გასწორდა. კატო უხერხულად შეიშმუშნა და გაეღიმა, წილოსანმა საბარგულიდან მისი ხელბარგი ამოიღო და სასტუმროში შევიდნენ. სასტუმროში ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი შეეგებნენ, აშკარად იცოდნენ და მეტიც, ელოდებოდნენ კიდეც მათ ვიზიტს.

- შეხვედრა 4 საათზეა, მანამდე ეს არის ხელშეკრულება - ფურცლების დასტა გაუწოდა - შეგიძლია გადახედო, 4 საათზე კი ვერანდაზე შევხვდებით და ინვესტორებიც აქ იქნებიან, ნურაფერზე ინერვიულებ და ყველაფერი მე მომანდე. - გაეღიმა წილოსანს და ქალი ოთახამდე მიაცილა.

4 საათამდე დრო ჰქონდა, ამიტომ ჯერ მოწესრიგდა და შემდეგ დედასთან დარეკა. ცოტახანს ისაუბრეს, ვიოლეტის ამბავი მოიკითხა და მალევე დაემშვიდობა. შემდეგ რუსკაც მოიკითხა.

- კახეთში რა გინდა, არ მითხრა არდადეგები მარტომ მოვიწყვეო თორემ არ გაპატიებ - დაქალის კისკისი ჩაესმა
- არა, სამი დღით ვარ საქმეზე ჩამოსული. რას შვრები შენ?
- ვაჟა უნდა ვნახო დღეს
- აუ, აი, არ შემიძლია ეგ ტიპი, რა ვქნა?! - ვაჟა ცუდი ადამიანი არ იყო, თუმცა გამოუსწორებელი რომანტიკოსი და რუსკასთვის ზედმეტად შეუფერებელი კი ნამდვილად იყო.
- აი, გაფიცებ რას ერჩი? მშვენიერი ბიჭია, მუშაობს, პერსპექტივა აქვს, აბა როდემდე უნდა ვიბოდიალო მარტომ? - ისევ ეცინებოდა რუსკას
- საშენო არ არის, ზედმეტად ბულკია და შენ სხვანაირი გინდა, უფრო ტემპერამენტიანი - დაქალის ხალისი მასაც გადაედო
- ჯერ შენ იშოვე ეგეთი და მერე იმას თავისნაირი ეყოლება საძმაკაცოში და მე გამაცანი, შინაბერავ
- კაი, მასე ვიზამ - ისევ ეცინებოდა კატოს
- ვიოლეტი ნანისთან დატოვე?
- კი იმ პირობით, რომ ახალ სათამაშოს ვუყიდი, გოგოს თურმე მაღაზიის გახსნა აქვს ჩაფიქრებული - გაიხსენა თავისი შვილის სიტყვები
- ნათლიას ბიზნესვუმენი, ასე როგორ დავიმსგავსე ჩემი პატარა ქალბატონი მიკვირს რა - ეცინებოდა ისევ, ხო იდეებში ნამდვილად რუსკას ჰგავდა
- გადამრევთ თქვენ ორნი
- დღეს ავალ და ვნახავ, ნანისთან წავიჭორავებ, შენგან განსხვავებით ნორმალურ რჩევას მომცემს და არ დამიწყებს ტემპერამენტიან კაცს დაელოდეო - ხითხითებდა, როგორც ყოველთვის
- ღმერთო, მართლა თხა ხარ გეფიცები - ეცინებოდა კატოსაც - წავედი ახლა, მოვრჩები ვოიაჟს და გნახავ პატარავ, გკოცნი - დაემშვიდობა და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გადაწვა, შემდეგ უცბად გაახსენდა კონტრაქტი და კითხვა დაიწყო.
თუ ყველაფერი გამოუვიდოდათ, როგორც ცოტნე ირწმუნებოდა აუცილებლად გამოუვიდოდათ, მათი ღვინო იტალიაში გავიდოდა და ამით საკმაოდ კარგ მოგებას ნახავდნენ.. მოგების გარდა რა თქმა უნდა პრესტიჟს და რაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა.
ყველაფერი კი იმდენად კარგად იყო შედგენილი, უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო არცერთი მხარე.
4 საათი მალე მოახლოვდა, მოემზადა და ოთახიდან გავიდა, შორიდან შეამჩნია როგორ საუბრობდა წილოსანი ტელეფონზე და შიგადაშიგ იცინოდა. სიცილის დროსაც იმდენად სიმპატიური იყო, რაღაცნაირი ლაღი და საერთოდ სხვანაირი.
ამ კაცს რამდენიმე სახე ჰქონდა და ყველა მათგანი რაღაცნაირად იდეალური იყო.
ცოტნემ შორიდან შეამჩნია კატო და ხელით ანიშნა ახლოს მისულიყო. კატომ გზა გააგრძელა და სანამ მამაკაცთან მივიდოდა, ისიც საუბარს მორჩა.

- კარგია რომ არ დააგვიანე, ქვემოთ გველოდებიან - გვერდულად შეათვალიერა ქალი და გვერდით ამოუდგა
- კონტრაქტი წავიკითხე, ძალიან კარგია.. მგონი კმაყოფილები დარჩებიან
- თუ რამე შესწორება მოუნდებათ, არ შევეწინააღმდეგებით. ახლა ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს - რაღაცნაირი გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა.
ვერანდაზე გასულებს შემოუერთდათ თარჯიმანიც.
ცოტნემ იტალიური საკმაოდ კარგად იცოდა, თუმცა თარჯიმანი ერთ-ერთი ფორმალური მხარე იყო.
იტალიელი ინვესტორები აღფრთოვანებულები საუბრობდნენ საქართველოზე, ქართულ კულტურაზე და ღვინოზე. მოსწონდათ ჩვენი ღვინის ტექნოლოგია და მოხარულები იყვნენ ასეთი შანსით, ეთანამშრომლად ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან ბაზარზე.
სუფრაზე შვიდ ადამიანს მოეყარა თავი, მათ შორის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც კატოს ზედმეტად გალანტური მოეჩვენა. მამაკაცი მუდმივად იღიმოდა საუბრის დროს და განსაკუთრებული სიყვარულით ამკობდა საქართველოს.
ჯერ ისადილეს. საქართველოს განხილვის შემდეგ კი კომპანიებზე ისაუბრეს, ბოლოს კი კონტრაქტზე და მის პირობებზე.
იტალიელები ყველაფრით კმაყოფილები დარჩნენ, უკეთესად რომ ვთქვათ მათ უფრო უხაროდათ თანამშრომლობა. კატო არც კი ელოდა, თუ ყველაფერი ამდენად მარტივად ჩაივლიდა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ერთადერთი ხელის მოწერა რჩებოდა, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიჭრებოდა.
დიდხანს შემორჩნენ, საბოლოოდ გადაწყდა, მეორე დღეს აუცილებლად წავიდოდნენ და ნახავდნენ ვაზის განსაკუთრებულ ჯიშებს, მათი მოთხოვნით კატო და ცოტნეც აუცილებლად უნდა წასულიყვნენ და საბოლოოდ ხელსაც მეორე დღეს მოაწერდნენ.
შეხვედრა წარმატებით დასრულდა, ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს და საღამოს დაიშალნენ. დავითსაც დაურეკეს და საქმის წარმატება ახარეს.

ოთახში ისვენებდა კატო, როდესაც კარზე დააკაკუნეს და ხელთ წილოსანი შერჩა, ცოტა გაუკვირდა მაგრამ გაეღიმა

- მე და შენ აქ მარტოები ვართ ცალ-ცალკე, მოწყენილობით ვკვდები, მართალია დღეს ცუდი პარტნიორი გამოდექი და მთელი გზა შენს ფშინვას ვუსმინე მაგრამ ახლა შეგიძლია კარგი მსმელი პარტნიორი აღმოჩნდე და უბრალოდ განტვირთვის საღამო მოვაწყოთ, რას იტყვი? - მომნუსხველად იღიმოდა წილოსანი, კატოს მის გულწრფელობაზე გაეცინა და დასთანხმდა. ოთახიდან მხოლოდ მობილური და საფულე აიღო და წილოსანთან ერთად გზას გაუყვა.
ვერანდაზე გავიდნენ და კომფორტულ პუფებში გადანაწილდნენ, ერთმანეთის პირისპირ.

- საქმეზე არ ვილაპარაკებთ - ხელი გამაფრთხილებლად ასწია წილოსანმა და გაეცინა.
- ესეიგი ვსვამთ და საქმეზე არ ვლაპარაკობთ - დაეთანხმა კატო და ჭიქა ჰაერში ასწია
- მომიყევი შენზე რამე, ისეთი ოღონდ რაც სამსახურს არ უკავშირდება
- ასე ფორმალურად მოგიყვე? მკითხე და გიპასუხებ - გაეცინა კატოს
- სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონი და იმეილი ვიცი, შენი განათლებაც ვიცი, ჰმმ - ირონიულად ჩაფიქრდა - ხო შენი ტრენინგებიც ვიცი და კიდევ რაღაც ფორმალური დეტალები
- და მე ძალიან კარგად ვიცი შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი - გაეცინა კატოს - ჩემი სივი ხომ უნიკალური ინფორმაციის მატარებელია
- რა თქმა უნდა თანამშრომლებზე ინფორმაციას ვკითხულობ, განსაკუთრებით თუ მასთან ერთად სადმე წასვლა მიწევს. ხომ უნდა ვიცოდე ვინ არის და რა არის? - დააწვრილა თვალები წილოსანმა - კარგი ისე მომიყევი რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს?
- ძირითადად შვილთან ერთად ვატარებ დროს, ერთად ვხატავთ ან სადმე დავდივართ სასეირნოდ.. ან რამეს ვუყურებთ ან ვთამაშობთ, მოკლედ რაც პატარა ბავშვებს აინტერესებთ - გაეცინა კატოს
- შვილი თუ გყავდა არ ვიცოდი - რაღაცნაირმა ემოციამ გადაურიბა წილოსანს, ფარულმა..
- კი, ვიოლეტი ჰქვია და 4 წლისაა, შენ არ გყავს შვილები?
- მე არ მყავს მაგრამ ვიოლეტი იმდენად მომეწონა, იმედია არ გამიბრაზდები თუ ჩემს შვილსაც ამ სახელს დავარქმევ - სიყვარულით ჩაიღიმა წილოსანმა - მეუღლე?
- არა, 4 წლის წინ გარდაიცვალა და დავრჩით მარტოები - ნაღვლიანად გაიღიმა და სასმელი მოსვა
- ძალიან ვწუხვარ, როგორ დაიღუპა? თუ არ გინდა არ მიპასუხო რა თქმა უნდა
- პოლიციელებთან სროლაში, სიმართლე გითხრა ზუსტად ვერაფერი გავიგე, მაშინ იმდენად განადგურებული ვიყავი ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა. ოფიციალური ვერსია ესაა მაგრამ არავის უთქვამს რატომ და როგორ მოხდა - თავი ჩახარა, რამდენიმე წუთი წილოსანი ჩუმად იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა, რაღაცას ფიქრობდა და შეფარვით ათვალიერებდა კატოს. ეშმაკმა იცის რა ხდებოდა წილოსანის გონებაში.
- შენზე მომიყევი, როგორ გახდი ასეთი წარმატებული ასეთ პატარა ასაკში?- დუმილი დაარღვია კატომ და დალია
- ნუ როგორც ყველამ მეც ვისწავლე, ოჯახური ბიზნესის სადავეები უნდა ამეღო ხელში მაგრამ ახალგაზრდობაში ბევრი ჩავარდნა მქონდა, რაღაც პერიოდი ქუჩაში მოვხვდი, მერე რაღაც ცუდი მოხდა და ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე. მამაჩემის შემოთავაზებას დავთანხმდი და გავაგრძელე, მაშინ ავეჯის ბიზნესი ჰქონდა, მე ბაზარზე გავიტანე, უცხოელი მეგობრები გავიცანი და აბრეშუმის გზად ვაქციე ეს ყველაფერი, ბოლოს სხვადასხვა სფეროებში თანხა დავაბანდე, როგორც დავითთან და ყველას დავეხმარე ვისაც სჭირდებოდა. საბოლოოდ კი ასეთი გავხდი, თუმცა მამაჩემი რომ არ ყოფილიყო ალბათ მეც სადღაც ქუჩაში ქურდობას მივაწვებოდი, როგორც ხდება ხოლმე -მხრები აიჩეჩა წილოსანმა და სასმელს დასწვდა - დალიე, ნუ წრუპავ
- მთლად ასე არაა, შეიძლება საფუძველი მოგცენ მაგრამ მთავარია როგორ გამოიყენებ შანსებს, დანარჩენი ყველაფერი შენ გააკეთე და ვფიქრობ მაინც შენი დამსახურებაა დღეს რომ ასეთი ხარ - ცოტახანს ჭიქას დააცქერდა კატო - მოდი წარმატების და გამოყენებული შანსების იყოს ეს ჭიქა - გაიცინა და დალია, სასმელმა ყელი აუწვა და ოდნავ დაიჭყანა

დიდხანს საუბრობდნენ, მართალია საქმეზე არ უნდა ელაპარაკათ თუმცა რაღაცებს შეეხნენ. წილოსანი საკმაოდ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ლაღი და თავისუფალი. ვერანაირ კომპლექსს და მორიდებას ვერ გრძნობდა კატო, ბოლოს და ბოლოს ისიც ასე თუ ისე მისი უფროსი იყო. პირიქით წილოსანთან ზედემეტად თავისუფლად იყო, ისეთ თემებზე ისაუბრეს, რაც გონების ღრმა საფეხურზე დალექილიყო, ასე ღვინოსავით....
ბავშვობა გაიხსენეს და ბევრი იცინეს, აღმოჩნდა რომ წილოსანი ძალიან შავი გაგების ყოფილა იმ პერიოდში და გარშემომყოფებს აგიჟებდა, კატოს კი ეცინებოდა რადგან წილოსანი და შავი საქმე ან გაგება ზედმეტად უცნაური კორელაცია იყო. ძალიან ბევრი დალიეს, თუმცა მაინც ინარჩუნებდნენ ადამიანურ იერსახეს, თითქმის ყველაფერზე ეცინებოდათ.
ულამაზესი იყო ხედი ვერანდიდან, სუფთა ჰაერი და განათებული ეზო. ყველაფერი იმდენად სრულყოფილად მოეჩვენა, ისეთი ბედნიერება და სილაღე იგრძნო, მოუნდა სამუდამოდ ასე დარჩენა.

- დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ - ამოთქვა კატომ და თვალი სივრცეს გააყოლა - რაღაცნაირ სიმსუბუქეს ვგრძნობ, მომწონს აქ ყოფნა
- ჰო, მიყვარს ეს ადგილი.. აქ პრობლემებისგან შორს ვარ. უამრავ ადგილას ვყოფილვარ მაგრამ აი ეს კონკრეტული ადგილი ჩემთვის ფავორიტია - ჩაილაპარაკა წილოსანმა და მანამაც სივრცეში გაიხედა
- ანუ აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე? - დააზუსტა კატომ
- კი, არ ვიცი რატომ მაგრამ აქაურობა მიყვარს.
- ხო, ძალიან ლამაზია..
- შენც უხდები, შენით სულ სხვანაირია - გაეღიმა წილოსანს და კატოს დააკვირდა, შემდეგ უცბად გადმოიხარა მისკენ და მოულოდნელობისგან კატო ოდნავ უკან აიწია რაზეც წილოსანს გაეღიმა - მშვიდად - ჩაილაპარაკა ღიმილით და თმაზე შეეხო, ერთი მოძრაობით მოხსნა თმიდან სამაგრი და გრძელი, წაბლისფერი, ლამაზი თმაც უცბად ჩამოეშალა კატოს მხრებზე და ლოყაზე.
- ასე უფრო ლამაზია - გაიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.

რაღაცნაირ შეგრძნებას უტოვებდა ეს კაცი.
რაღაცნაირ ამოუხსნელს..
არ იცოდა ეს სასმლის დიდი რაოდენობის ბრალი იყო თუ მართლა რაღაც ხდებოდა, მაგრამ რაღაც ვერ იყო ისე.. რაღაც ხდებოდა მუცელში.. წვის შეგრძნება არ ასვენებდა მასთან ყოფნის დროს.
გაუცნობიერებლად მოატარა ჭიქის ზედაპირს თითი და გაეღიმა, მათი მზერა მოულოდნელად შეხვდა ერთმანეთს და თავი დახარა.
ცოტახანს კიდევ დარჩნენ და ბოლოს კატოს თხოვნით ისევ ნომრისკენ დაბრუნდნენ..
არც ერთს ეთმობოდა ეს ღამე, არ იყო ეს არც სასმლის ბრალი და არც სითამამის..
ეს იყო ადამიანური მომენტი, ადამიანური გრძნობებით.
მოულოდნელად გაჩენილი და გაღვივებული.
ნელა მიაბიჯებდნენ დერეფანში, ნაბიჯები უკან რჩებოდათ.
რაღაცნაირად დანაშაულის გრძნობამ გაურბინა, ეგონა რომ საკუთარი შეგრძნებები ღალატისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ვის ღალატობდა? ვინმე სულიერს თუ საკუთარ თავს?! ფიქრების გასაფანტად თავი ოდნავ გააქნია..
საკუთარ კარებთან შეჩერდა.
წილოსანს ოდნავ გახედა, გვერდულად იდგა კედელზე მიყრდნობილი და მასზე ერთი თავით დაბალ ქალს უყურებდა.

- ლამაზი საღამო გამოვიდა - ჩუმად ჩაილაპარაკა კატომ და მზერა მის თვალებზე შეაჩერა.
- არ მინდა ისეთი სურვილები დაგვრჩეს, რასაც ვერ ავისრულებთ ამ საღამოს - ოდნავ გაეღიმა წილოსანს და თავი გადახარა
- სურვილები - ჩაილაპარაკა თუ იკითხა, თავადაც ვერ გაიგო კატომ
- არ მინდა ამ საღამოს დასრულება და შენი გაშვება - თავზარი დასცა მისმა სიტყვებმა, არ ელოდა.. ნამდვილად არ ელოდა.. ნუთუ სასმელმა შემატა სითამამე და მამაკაცს ათქმევინა ეს ყველაფერი? კარის სახელურს ხელის გაფითრებამდე ჩაბღაუჭებოდა და უჭერდა, თავი დაეხარა და ისევ საკუთარ ხელს უყურებდა
- კატო - რაღაცნაირად უფრო გამთბარი ხმით ჩაილაპარაკა ცოტნემ - შემომხედე - მისმა სიტყვებმა აიძულა თავი აეწია.
თავი ასწია, ცოტნე უყურებდა და აკვირდებოდა.. თითქოს რაღაცის ამოცნობა სურდა.
ნელა დაიხარა ქალისკენ და ტუჩებზე მსუბუქად შეეხო, ერთი ხელი ქალის იმ ხელს დაადო, რომელიც ასე გამალებით უჭერდა სახელურს, მეორე კი სახეზე შეახო.
ოდნავ უკან დაიწია და გაწითლებულ ქალს დააშტერდა.
იმდენად სხვანაირი მოეჩვენა ქალი.
სახეც და ტუჩებიც ღვინისფერი ჰქონდა.
თვალები უბრჭყვიალებდა, რაღაცნაირად ჭინკები ტაშს უკრავდნენ.. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზად იკითხებოდა მის თვალებში.
მისი თვალები დასტურად მიიღო, ისევ დაიხარა და აკოცა, ამჯერად უფრო სხვანაირად.
უფრო მომთხოვნად და ვნებიანად..
თითქოს ელოდა ქალისგან ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო დაარწმუნებდა საკუთარ სურვილში..
ქალის თლილი თითების სახეზე შეგრძნებამ კიდევ უფრო გააბედნიერა.
ერთი კოცნა იტევდა უამრავ ემოციას..
უამრავ უთქმელ სიტყვას..

- დარჩი ამაღამ - ჩაილაპარაკა მის ტუჩებზე
- იყოს ეს ღამე განსაკუთრებული - გაეღიმა კატოს

იყო ეს ღამე რაღაც განსაკუთრებული და სხვანაირი..
იყო მასში რაღაც ღვინისფერი, ისევე როგორც სურვილისგან გაფერადებული ქალის ტუჩები და სახე, რომელიც მხოლოდ წილოსანმა შეამჩნია...
იყო რაღაც კიდევ უფრო ღვინისფერი..


_______***______
მოკლედ რა ვქნა ვერ მოვითმინე.
ისე ვარ ხოლმე აჟიტირებული რაღაც ახალს, რომ ვწერ.. ვერ ვითმენ სანამ არ გაგიზიარებთ.. ხო შეიძლება დამაგვიანდეს მაგრამ რა ვქნა ძალიან მოუთმენელი ვარ, თუ დამაგვიანდა არ მივატოვებ, სრულად მაინც აგიტვირთავთ <3
აი მანამდე კი გთხოვთ რომ თუ ნახავთ უბრალოდ გულწრფელი შეფასება დატოვოთ <3 ეს არის სტიმულზე უფრო სტიმული, როცა იცი მკითხველის ემოცია...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მე ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით ვკითხულობ შენს ისტორიებს. მერე სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ. თავისუფალი, ლაღი და სასიამოვნო საკითხავია ხოლმე. იმედია, ძაააალიან არ დააგვიანებ:დდ
მე მაინც სულ დაგელოდები

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესო ისტორიაა.

 


№3  offline წევრი Takk.22

ძალიან მომეწონა ველოდები მომდევნო თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

თქვენი ისტორიები ყველა მომწონს,ესეც კარგი ჩანს.

ახალი თავი მალე დადე დამაინტერესა ძალიან.

 


№5  offline წევრი კირა

როგორი საინტერესო ჩანს:)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი ისტორიის დასაწყისია, რატომ აგვიანებ????

დადე ,რა ჩქარა ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent