შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! +18 (1)


13-10-2019, 20:07
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 4 655

ისტორიის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მსახიობი უნაა. რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს: გულზე დიდად არ ეხატება ადამიანები, ჩაკეტილია და სხვების განადგურების სურვილითაა მოცული. უნას გარშემო, ბევრი საინტერესო რამე ხდება. მაგალითად, მისი დაუძინებელი მტერი ჰელე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ თვლის მტრად, რომ ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს, უნაზე ყურებამდე შეყვარებული ცოტნე, ძველი მეგობრები და კიდევ ბევრი ისეთი, ვინც არსებობს, თუმცა უნა არ აქცევს მათი არსებობის ფაქტს ყურადღებას.
უნას სიზმრები ესიზმრება.
უნა ცარიელია.
უნა უგრძნობია.
უნა ბრძოლაში დამარცხდა.
თუმცა ყველა ცარიელი ადამიანის უკან იმალება ისტორია, რომელმაც სული გაუძარცვა. გოგონა წარსულის დაბრუნებას ცდილობს, ცდილობს დააბრუნოს ის, ვისი არსებობაც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, წერას იწყებს. რეალობასა და წარმოსახვას შორის, ზღვარი იშლება. მის ფსიქოლოგს, ზუსტად ისეთი გარეგნობა აქვს, როგორც სიზმრებში სიკვდილს. ამავე დროს, ჩნდება პატარა გოგონა - თაყვანისმცემელი და „სტალკერი“ ჩნდება, რაც ერთიანად უცვლის ცხოვრებას.
პერსონაჟები გეგონება გრძნობებს წარმოადგენენ: სიძულვილი, მეგობრობა, სიყვარული, მტრობა. უნა კი ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ, მხოლოდ სიცარიელის სიმბოლოდ რჩება.

პირველი თავი

„რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად, რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ისაა მხოლოდ.“
ამ ბოლო დროს, რამდენადაც მიჭირდა როლში შესვლა, მით უფრო მხურვალე აპლოდისმენტი მხვდებოდა წილად. რეპეტიციებს კიდევ რა უჭირს, მაგრამ როცა რეალური მაყურებლის წინაშე გავდიოდი, ჩემი ქვეცნობიერის რომელიღაცა ნაწილი დაგეშილი მივარდებოდა სიბნელეში მჯდარ მაყურებელს და სათითაოდ ჩამოუვლიდა ყველას:
- უკაცრავად, ჩემი მეგობარი არ გინახავთ? - ეკითხებოდა ასამდე უცნობს.
უპატრონოდ დარჩენილ ძაღლს ჰგავდა. შეეძლო, გარეთაც გაეღწია და წვიმაში, თოვლში, ჭყაპში ეხეტიალა. ეგება, იქ ყოფილიყო თავისი მეგობარი.
იმედგაცრუებული, ისევ უკან, ჩემს გონებაში ბრუნდებოდა და ენთუზიაზმს მიკლავდა:
- არა, არავის უნახავს - მაბარებდა ანგარიშს.
ისედაც ვიცოდი, რომ ფუჭი იყო მისი გამუდმებული ძიება, მაგრამ როცა ქვეცნობიერს ეხებოდა საქმე, მე სრულიად უძლური ვიყავი, ისევ თავისით უნდა დაბრუნებოდა რეალობას.
დასასრულს, ხმამაღალი ტაშის მოლოდინში, გაფაციცებული შევყურებდი აუდიტორიას. როგორი ეგოისტია ადამიანი. ძლიერი, მღელვარე, აპლოდისმენტი სჭირდება სულის საკვებად რათა ისევ უყვარდეს საკუთარი თავი.
მე მხოლოდ ერთი მქონდა შესისხლხორცებული და ეს იყო ყველაზე მტკივნეული. დიდხანს მომიწევდა დგომა და იმის ლოდინი, როდის დაიგრუხუნებდა კიდევ ერთხელ ომახიანად.
ერთხელ, მეცხრე კლასში მათემატიკა არ ვიცოდი. პრინციპში, მათემატიკა მხოლოდ ერთხელ კი არა, დაახლოებით, ათასჯერ არ ვიცოდი. დაფასთან გამომიძახა მასწავვლებელმა. ცარცი ავიღე, მაგრად გავუხახუნე დაფას და თავი მოვიკატუნე, გეგონება თვალში ჩამყროდა ნაფხვენები. საპირფარეშოში გამიშვა, სახეზე წყალი შეისხიო. ჩემს მტერს მოჰხვედროდა იმ ტუალეტის წყალი.
უკან როცა დავბრუნდი, მორიგი მსხვერპლი დამხვდა გადაძახებული. ზიზღით შემომყურებდა და ჩურჩულებდა, შენ უნდა ყოფილიყავი ჩემს მაგივრადო.
მხოლოდ ერთი მიმიხვდა მზაკვრობას.
უკანა მერხზე იჯდა და ეშმაკურად მიყურებდა. მის გვერდით დავიკავე ადგილი.
მან მსუბუქად დამიკრა ტაში და დააყოლა:
- ყველაზე ტკბილი პირველი აპლოდისმენტია.
მართალი იყო.
ის წამები, თვალებში კი არა, ყურში ჩავიბეჭდე და როცა მართლა გავხდი მსახიობი, ყოველთვის შემეძლო მრავალი ადამიანის მხურვალე ჟრიამულისგან მხოლოდ ერთი გამომეყო.
ახლა აღარსად ისმოდა.
ამიტომაც უჭირდა ჩემს ქვეცნობიერს მისი პოვნა და სახლში დაბრუნება.


* * *

პრემიერის შემდეგ, ბარში გვჩვეოდა აღნიშვნა. მემგონი, 15 კაციდან ერთიც არ იყო ისეთი, ვისაც ალკოჰოლი არ უყვარდა. სკოლის ექსკურსიას ჰგავდა ჩვენი შეკრება - ყოველდღიურად დიდად ვერ ვალაგებდით ურთიერთობას, თუმცა იმ საღამოს, ერთმანეთზე ვგიჟდებოდით ყველა, სადღეგრძელოებს ვსვამდით მეგობრობასა და გაგებაზე.
ძნელად ვთვრებოდი, მაგრამ ადვილად ვკარგადვდი საღ აზროვნების უნარს. დალევა არც მჭირდებოდა მაგისთვის, თუმცა ჩემი დრამატურგი იგივეს ვერ იტყოდა ნამდვილად. ორი ჭიქის შემდეგ, ბარბაცით მომადგებოდა ხოლმე და ათასი ფილოსოფიით მიბურღავდა ტვინს. 15 წუთი რომ ღმეთსა და რელიგიაზე ილაყბა, შემდეგ ცოტახნით დამაკვირდა, თვალები მოჭუტა და მკითხა:
- გახსოვს, რაღაცა რომ მთხოვე?
- კი რატი, ძალიან ბევრ რამეზე მიმიღია შენგან ფუჭი დაპირება, მაგრამ ეგენი იმდენად არ მაღიზიანებს, რადმენადაც, ხმამაღლა რომ სვამ სასმელს, მერე ენას სასაზე იდებ და მწა მწა მწა თუ რაღაცა ხმას გამოსცემ.
- რატომ აქცევ ყურადღებას ეგეთ რამეებს? - მთვრალმაც კი მოახერხა გაოგნება.
- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ ფიქრობ, მივაქცევდი? - ვკითხე შეწუხებული სახით. სამწუხაროდ, ძალაუნებურად, ყურადღებას ვაქცევდი ჩემს წინ, უკან და გვერდზე მდგარი ადამიანების პირის აპარატს. ისე მკაფიოდ ჩამესმოდა ხმები, გეგონება ყველანი კიტრს ახრამუნებდნენ.
- გინდოდა, რომ რაღაც დაგეწერა და თუ მომეწონებოდა, თეატრში დაგვედგა.
- ჰო, მახსოვს.
- აბა შენ იცი - გვარიანად შეზარხოშებულმა რატიმ ხელი მხარზე მომიტყაპუნა და მერე მაგიდას დაეყრდნო. სახეზე ეწერა, რომ გულისრევის შეგრძნებას ებრძოდა.
გამოცდილი მყავდნენ ადამიანები. მაგალითად, მთვრალი ნათესავი როცა გპირდება, შენ მართვის მოწმობა აიღე და მანქანა ჩემზე იყოსო, მეორე დღეს, სახეზე ვეღარ გცნობს. არც მესამე დღეს ეხატები დიდად გულზე. ერთი სიტყვით, კაცთა მზაკვრობის ამბავი ჩემზე უკეთ არავის მოეხსენებოდა, მითუმეტეს, მეც მათ რიგებს ვამშვენებდი. ამიტომ ვიდეო ჩავრთე და სიტყვასიტყვით გავამეორებინე დაპირებდა.
მერე შედარებით, კმაყოფილი ვჩანდი.
სადღაც, მოშორებით, ჰელე იდგა.
ძალიან უბრალო, ჭრელი კაბა ეცვა და ცოტ-ცოტა კოქტეილს წრუპავდა, თან შეუმჩნევლად იჭყანებოდა ხოლმე. როგორი ანტიპატიაც არ უნდა გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, იმ გახუნებულ, მეორად კაბაშიც ვერ ვიშორებდი იმ ფიქრს, რომ ყველაზე ლამაზი იყო. ალბათ, ჩემზე ბევრად ლამაზი. კოლექტიურ შეკრებებზე, გართობისას, ყოველთვის ეძებდა განმარტოების გზას. როგორღაც ცალკე გამოიპარებოდა და ჩაფიქრებული, თავისთვის შეექცეოდა გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლს.
- მოწყენილი ხარ - წარმოვთქვი ქურდულად მის ზურგთან მიპარულმა.
- რაში გადარდებს?
- არ მადარდებს, უბრალოდ, აღვნიშნე. შენ ყოველთვის მოწყენილი ხარ. დროდადრო, ვიღაცა უცხო კაცები მოდიან, საცეკვაოდ გპატიჟებენ ან დასალევად, მაგრამ უარს ეუბნები. მორიდებული და უკარება ხარ თუ ეგეთ იმიჯს იქმნი, ვერ დავადგინე.
- უნა, ჩემი ფსიქოანალიზი ვინმემ დაგავალა?
- არა, ეს შენი ფსიქოანალიზი არაა. ათას სისაძაგლეს როცა გეუბნები, ჩემი თერაპია უფრო გამოდის.
- კი, თერაპია ნამდვილად გჭირდება, განსაკუთრებით იმ შემზარავი რაღაცეების შემდეგ, რაც გამიკეთე.
- კარგი რა, რით ვერ მოინელე - მაგრად გამეცინა.
ძალით გამეცინა.
საერთოდ არ იყო სასაცილო და არც სამყარო ამაყობდა ჩემი ქცევით.
ერთ რამეს ნამდვილად ვერ ჩავწვდი ამ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში: რატომ მიმართავდა ხელს ბუნება? ბედისწერის არ მჯეროდა, მაგრამ იღბალი ისე დამყვებოდა თან, გეგონება ნათლობისას რომ ჩამაყურყუმელავეს ნაკურთხ წყალში, ნახევარი ლიტრი იღბალი ერთიანად გადამეყლაპა.
- თმა სწრაფად მეზრდება - გამომიცხადა ნიშნისმოგებით.
- ვიცი, შევატყვე. - თამამად შემეძლო მეთქვა, რომ იმ წამს, ოდნავ შემაწუხა სინდისმა. შეიძლება, სინდისი არც არაფერ შუაში იყო და მხოლოდ ის მადარდებდა, რომ მზაკვრობაში გამომიჭირეს. ეტყობა, არც ისეთი მოხერხებული ვყოფილვარ, როგორადაც თავს ვასაღებდი.
შარშან შემოდგომაზე, ერთი მშვენიერი როლი მომცეს. ტრავმირებულ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალზე იყო. ფენიქსს ჰგავდა, როგორ ძალიანაც არ უნდა გაენადგურებინათ, მაინც ოსტატურად შეეძლო ფერფლიდან აღდგომა და ცხოვრების გაგრძელება. ვაღიარებ, ჰელეს უფრო შეეფერებოდა, მაგრამ ყოველთვის შემეძლო ათასი უღირსი ხერხით მიმეღწია მიზნისთვის.
როლიც მოვტაცე.
სცენაზე გასვლამდე, ერთი საათით ადრე, ჩემი პერსონაჟის კაბა მაკრატლით დამხვდა დაჭრილი. სიმწრისგან, ლამის ლოყები ვიხოკე. ერთ გაცვეთილ კაბას რამდენიმე წუთშიც ვიშოვნიდი, მაგრამ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მარტო ჰელეს ეკიდა ფეხებზე ჩემი გაჭირვება. „ვაი ეს რა დამემართას“ ძახილით არ ამიკლია არემარე, მაგრამ გვარიანად გადაფითრებულს, სცენაზე ერთი-ორჯერ დამება ენა.
სხვათაშორის, მოუხდა კიდეც პერსონაჟს.
იმის შემდეგ, კარგა ხანი გასულიყო. აღარავის ახსოვდა ნაკუწებად ქცეული ტანსაცმლის ამბავი, მაგრამ მე წყენას ყოველთვის ღრმად ვინახავდი გულში. ალბათ იმიტომაც მანადგურებდა ნელ-ნელა სადღაც ჯანდაბაში შეკუნჭული, გამოუთქმელი ბრაზი. თან ზოგჯერ, აღარც მახსოვდა ბოღმის მიზეზი, თუმცა ბოღმა ბოღმაა. ის მუდამ შიგნით რჩება და შესაფერის დროს ელოდება გარეთ გამოსასვლელად, რათა თავის შემქნელს დედა უტიროს.
ერთ სუსხიან საღამოს, როცა უსახური, მოჟამული დღე ნელ-ნელა უსახურივე საღამომ შთანთქა, გასახდელში ჩაძინებულ ჰელეს დავადექი თავზე. თავიდან, რაღაცნაირად შემეცონა. იმიტო კი არა, რასაც ვუპირებდი, უბრალოდ, გადაღლილი ჩანდა და ცოტათი თანავუგრძნობდი. დღის ბოლოს, მეც ნებისმიერ ადგილას მიყუდებული ვთვლემდი.
ერთი-ორჯერ ისე ამოისუნთქა, ვიფიქრე, იღვიძებს-თქო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ორიოდე წუთი გაშეშებული ვიცდიდი, ვაკვირდებოდი რამდენად ღრმად ეძინა. მერე გამბედაობა მოვიკრიბე, მარჯვენა მხარზე გადმოგორებულ მის გრძელ ნაწნავს ურცხვად შევახე ხელი და ნელა მოვაჭერი.
ჩანთაში ჩავიდე.
კაცმა არ იცის, რატომ მიმქონდა. იქვე რომ დამეგდო ეგ ხომ უფრო დიდი შოკი იქნებოდა? ალბათ ბოროტების ტრიუმფი რომ უკეთ შემეგრძნო, მერჩივნა სამახსოვროდ დამეტოვებინა.
ახლა კი იდგა ბარში ჩემს წინ, თვალებს ეშმაკურად აცეცებდა და ისევ ისეთ გრძელ, სრიალა ნაწნავს აწვალებდა თხელი თითებით.
წასვლა დავაპირე. საინტერესო არაფერი ხდებოდა. კულიმინაციურ მომენტებს უკვე ჩაეარა და ახლა მხოლოდ მთვრალი კაცები შემორჩენილიყვნენ, რომლებსაც თვალების პაჭუნის გარდა ჯერ სხვა ხერხი და თემა ვერ მოეფიქრებინათ ქალთან სასაუბრო.
- უნა, ორი წამით მოიცადე! - სანახევროდ გარეთ მქონდა ფეხი გადგმული რატი რომ გამომეკიდა - რაღაცა უნდა გკითხო.
- მკითხე.
- გინდა მაგარი როლი დაგათრევინო? როგორც შარშან.
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სისულელეებს მეკითხები. რა თქმა უნდა, მინდა.
- გაჰყევი ცოტნეს პაემანზე რა. ტვინი გამიღუნა შენზე წუწუნით. აღარ დაურეკავსო, ერთი-ორჯერ მიხმარა, მერე მიმაგდოვო და ა.შ.
- რანაირი ტიპია, შერცხვეს მაინც იმის გასაჯაროვება, რომ მივაგდე.
- წაჰყვები?
- ჯანდაბა თქვენს თავს! წავყვები, რომელი წმინდანი მე მნახე, როლზე რომ უარი ვთქვა და თავი გავიგიჟო.
ესეც ასე.
რატის შემთხვევაში, ნეპოტიზმის ახალი მიმართულებები იქმნებოდა - ძმაკაცის პაემანზე წასვლის სანაცვლოდ ნაჩუქარი სცენის მტვერი.
სახლში გვიან მივედი. ფეხით სეირნობა მიყვარდა. ყურსასმენებგაჩრილი, მუსიკის ფონზე ათას რამეს წარმოვიდგენდი და მერე რაღაც მომენტში, ბედნიერებას ვგრძნობდი. აი, ადამიანი ხომ იაზრებს რომ წარმოსახვა სადღაც მთავრდება და მერე რეალობასთან უჭირს შეჯახება. მე ვერასოდეს ვეჯახებოდი. ერთი ლამაზი კადრი მომაფიქრდა:
მაგიდასთან ვზივარ. ჩემს უკან ადამიანები ქაოტურად ირევიან - დადიან, იცინიან, ტირიან, ცხოვრობენ. მე არ ვინძრევი. მოულოდნელად, კადრი ტრიალებს და მაგიდის მეორე კიდეში მჯდარი ბიჭი ჩანს. ისევ ტრიალებს კადრი, ან ხალხი ტრიალებს, ან სეზონები იცვლებიან. ჩვენ ორნი კი ისევ გაუნძრევლად ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ. უსიტყვოდ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. მისკენ ვიწევი. ხელს ხელზე ვადებ.
მინდა ვუთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი, უბრალოდ არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს.
ის დუმს.
სათქმელი კი ბევრი აქვს, მაგრამ მაინც დუმს.
ჩემს სიზმრებშიც არასოდეს იღებს ჩქამს.
ამის შემდეგ, გარშემო ყველაფერი ქრება, მხოლოდ ჩვენი მაგიდაა განათებული. მისი ხელი ცივია, ჩემი - თბილი. ცხოვრებაში, არასოდეს ვყოფილვართ ასეთი განსხვავებულები და ასეთი შორი.
რაღაც მაფიქრდება.
ძალიან ძნელი რაღაც მაფიქრდება, მაგრამ როგორმე უნდა გავაკეთო. პრინციპში, აქამდე არავის უცდია, მაგრამ სურვილი კი ჰქონდათ ალბათ.
პირველი ვიქნები, ვინც ცდის.
- საიქიოდან წამოვიყვან! - გავიფიქრე ჩემთვის.
მას გაეღიმა.
კვლავაც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ტელეპატიურად ესმის ჩემი, როგორც აქამდე ესმოდა - უსიტყვოდ, ყველაფრის ახსნის გარეშე, თვალებით, მზერით...
- თუ ჯოჯოხეთში ვარ? - ცდილობს, ხმამაღლა მკითხოს, მაგრამ არ შეუძლია ხმის ამოღება. მე მაინც ვხვდები.
- იქიდანაც ამოგათრევ! - ვამბობ დაუფიქრებლად.
ბევრ რამეს შევპირდი, მაგრამ ეს ყველაზე რთულად ჟღერდა.
სცენა როგორ გაქაჩავდა არ ვიცი, თუმცა რატის ოსტატურად გამოსდიოდა ასეთი რამეების დადგმა. სახლში არც კატა მეგულებოდა და არც ძაღლი. ისეთი მარტოხელა ვიყავი ცხოველები რომ არ ყავთ და სიბერეში, ალბათ მომვლელს ქირაობენ.
ჩემს მეგობარს აგურის ძველ კორპუსში წარმოვედგინე, აი ნიუ-იორკში რომაა სახანძრო გასასვლელი, ზუსტად ეგეთი კიბეები უნდა ჰქონოდა. მაღალჭერიან სახლში ვიჯდებოდი ხის ავეჯით გარშემორტტყმული, ბუხარი და ვერანდა მექნებოდა. ალბათ, ყველასთვის საოცნებო გარემოა, მაგრამ ისიც სასიამოვნოა ამ საოცნებო სახლში რომ წარმოუდგენიხარ ვინმეს. მართალია, კედლები მქონდა შესაღები, თუმცა სხვა კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდი. ბუხრის დანიშნულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. არც შეშა ვიცოდი რა იყო და არც ცეცხლი. საღამოობით, წიგნი უნდა მეკითხა აუცილებლად, წითელი ღვინო მეწრუპა და წვრილი, გრძელი სიგარეტი მომეწია. ეტყობა ჩათვალა, რომ არისტოკრატულ იერს მომანიჭებდა ეგეთი საქმეების კეთებდა. ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ ვიტყვი, წიგნის ჭია ვარ-თქო, მაგრამ ზოგჯერ ვცდილობდი მის წარმოსახვას დავსმგავსებოდი.
მეორე დილით, ნება ვიბოძე და ცოტნეს ნომერს ბლოკი ავხსენი. აქამდე ცოტა უსამართლოდ ვექცეოდი: ვაიგნორებდი, დავცინოდი, ვადებდი, მაგრამ როცა სტეიკის ჭამა მენატრებოდა, უკან ვაბრუნებდი. ერთი სიტყვით, ყველა კაცი რომ ერთნაირია, მეც მაგ სათვალავში ვიყავი, ოღონდ გოგო მერქვა.
საღამოს სპექტაკლია და იმის მერე შევხვდეთ-თქო, დავაიმედე. დავაიმედე რაა, მართლა ვაპირებდი შეხვედრას.
სპექტაკლის შემდეგ, ეზოში პატარა გოგო დამხვდა თაიგულით. შორიდან რომ მოვკარი თვალი, მღელვარებისგან გეგონება ხტუნავდა, თუმცა ჩემი დანახვისას, თავი იძულებით დაისერიოზულა.
- დიდხანს გელოდით, ეტყობა, გამოცვლას კარგა ხანს უნდებით - ცოტა, ისტერიულად ეცინებოდა, თაიგული გამომიწოდა. - ყველა სპექტაკლს ვესწრები, მერე მეგობრებმა დამაძალეს, ბარემ ნახეო, თორე ისე ძალიან მერიდებოდა თქვენთან მოსვლა.
- სასიამოვნოა - ჯერ კიდევ ვერ გამერკვია, რა უნდოდა. ზრდილობიანი ღიმილით გამოვართვი თაიგული. აი, ცოტა უსიამოვნო ტიპს რომ ართმევს ბავშვი კამფეტს, მაგას გავდა.
- თქვენ ყველაზე მაგარი ხართ, აი, ისეთი მაგარი, რომ მინდება, თავი კედელს ვურტყა, მაგრამ მერე მამაჩემი ამბობს, გიჟი ხარო და ვჩერდები. მეშინია საგიჟეთში არ გამაქანოს. არადა, ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ. ვიცი, ბევრს ვლაპარაკობ. ძალიან გცემთ თაყვანს და ეტყობა მაგიტომ. ნერვიულობისას, განსაკუთრებული მოსაუბრე ვხდები.
მოკლე, კარედ შეჭრილი თმა ჰქონდა და პატარა ცხვირზე იმ სიბნელეშიც უბრჭყვიალებდა ოქროსფერი პირსინგი. მრგვალი სათვალეები ეკეთა და ისე აღტაცებული აბრიალებდა თვალებს, გეგონება, ეს-ესაა, უნდა გადამყლაპოსო.
- თაყვანისმცემელი? - ვკითხე გაოგნებულმა.
- თაყვანისმცემელი, თაყვანისმცემელი - დამიდასტურა ორჯერ.
აქამდე, ცოტა გამოლენჩებული ვიყავი. მელი დღის მუშაობის შემდეგ ჩემი სახელი აღარ მახსოვდა ხოლმე ნორმალურად. ეს ბავშვი კი იმდენს ქაქანებდა, სანამ თვითონვე არ დააკონკრეტა იქამდე ვერ მივხვდი, რას ითხოვდა.
გვერდზე ცოტნე მედგა.
გაეცინა და ლოყები ჩაეჩხვლიტა. ამ თავყვანისმცემელს თუ ვიღაცას ვუყურებდი, მაგრამ აი ლოყების ამბავი მაინც არ გამომპარვია. მაშინ ალბათ პირველად ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, სიმპატიურია ეს სულელი-თქო და ისევ ბავშვს მივუბრუნდი.
- რა თქვი, რა მქვია...
- ელენე. - კითხვის დამთავრებას არ მაცლიდა ბოლომდე.
- სურათი გადავიღოთ?
- კი, გადავიღოთ - სანამ გავიხსენებდი ტელეფონი სად მედო, იმას სელფის კამერა გამზადებული ჰქონდა უკვე. ცოტნესა და ჩემს შუაში შემოძვრა, ბიჭი მოხერხებულად ჩამომაშორა გვერდიდან და გაკრეჭილმა ჩააჩხაპუნა. - ყველგან დავდებ... ახლა გავიქცევი, მამაჩემი მელოდება. თან ჰგონია, რომ რამე ისეთს წამოვროშავ და თქვენ მიჩივლებთ. ისევ შვევხდებით, იმედი მაქვს.
მაკოცა და გაიქცა.
ბუნდოვნად დავინახე, როგორ შეხტა მანქანაში.
- თავგადასავლებით ხარ სავსე - შემანჯღია ცოტნემ. ეტყობა მიხვდა, რომ ისევ შოკში ვიყავი.
- არასდროს მყოლია თაყვანისმცემელი - აღმომხდა გაოცებულს.
- აბა, ამდენი ხალხი ტაშს რომ გიკრავს და ჭკუაზე არ არის, ვინ არიან?
- ეგენი არ ითვლება. ჯანდაბა ამის თავს! თაყვანისმცემელი მყავს - ერთი მაგრად ავხტი და მე შემოვცხე ტაში. რა ირონიული იყო არა? ტაში ბოლოს როდის დავუკარი, არ მახსოვდა.
- უნდა ავღნიშნოთ ნამდვილად.
- დალევა აღარ მინდა, მაგრამ ერთ-ორ ჭიქას მაინც გადავკრავ.
ავჟიტირდი.
ცეკვა-თამაშის ხასიათზე მოვედი და დაქანცული დღის შემდეგ, კლუბში ისე ვაქნიე უკანალი, ჩემს სხეულს ამდენი თუ შეეძლო, ვერ წარმოვიდგენდი. მერე ცოტნემ ბარმენს რაღაცა გადაუჩურჩულა, ათი სხვადასხვაფერის სასმელი ჩამისხა ჭიქაში და ეგ იყო და ეგ. ნაწყვეტებად ვხედავდი ყველაფერს.
პადიეზდში რომ ვკოცნიდით ერთმანეთს, ეგ მახსოვს. იმედია, ცოტნე იყო, თორემ ჩემს თავს კი ვცნობდი მოგონებებში.
მერე საწოლში, შიშვლები ვეყარეთ და ცოტნე მეუბნებოდა, მაგარი ხარო. მე ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიყავი მაგარი, როცა არაფრის თავი არ მქონდა, კუნძივით ვეგდე და თან ბევრს ვერაფერს ვგრძნობდი. ალბათ ამ ყველაფრის ფონზე, მე მაინც მაგარი გამოვდიოდი, ცოტნე კი დიდი ვერაფერი ბიჭი გამომდგარიყო.
სამჯერ ამოვიკვნესე ვნებიანად, მაგრამ მომაკვდავის განწირულ ოხვრას უფრო ჰგავდა ჩემი აზრით. ორგაზმის მოახლოებას თუ რაღაცა მსგავსს ვგრძნობდი. სულ ეგ იყო. ზუსტად როდის გავითიშე, ვერ ვიტყვი.
მოკლე დღე გამოდგა. დილას ადრე გავიღვიძე და გვიან ღამით ჩამეძინა, მაგრამ მაინც მოკლე იყო. ყველა დღე ან უაზროდ იწელებოდა ან ასევე უაზროდ მალე გადიოდა.
დილაუთენია, წყურვილმა გამაღვიძა. ჯერ რომ გვერდზე კაცი მეწვა და სანამ გავაცნობიერებდი ვინ იყო, გულგახეთქილი წამოვხტი, ეგ ცალკე ტრაგედიაა. მერე მაცივარში რამდენიმე ყლუპი წყალიღა დარჩენილიყო. სულ იმას ვეუბნებოდი ჩემს თავს, როცა ერთ ჭიქას მაინც მოაკლებ, ეგრევე აავსე ბოთლი მეთქი, მაგრამ მეზარებოდა. საბოლოოდ კი ონკანის იმედად ვრჩებოდი, სადაც ფსელის ტემპერატურა უფრო ჰქონდა წყალს ვიდრე ოთახის.
თავი მტკიოდა და ისე დავდიოდი, გეგონება ფეხს არ ვადგამდი იატაკზე. ფანჯარასთან მივედი. მეეზოვეები გვიდნენ ქუჩას. ლამაზი სანახავები იყვნენ გაფშეკილი ცოცხებითა და ნარინჯისფერი ტანსაცმლით მოფუსფუსე მოხუცი ქალები.
- ყოველ დილით ფანჯარას გაჰყურებ - მომესმა ცოტნეს ხმა. ჯერ ერთი, ყოველ დილას როდის მხედავდა, მეორეც - საერთოდ დავიწყებული მქონდა რომ სიმარტოვეს ვიღაცა ისეთ ტიპთან ვიზიარებდი, ვინც დიდად არ მეხატებოდა გულზე.
სიმართლე რომ ითქვას, საკუთარ თავს სექსუალურად ვავიწროვებდი.
აბა, გაშიშვლება, ლოგინში ჩაგორება, დაძინება და დილით ყავის გაკეთება ნამდვილი სასჯელი იყო თუ ვინმე არ მოგწონდა. თან ვისთან უნდა მეწუწუნა? საკუთარ თავს თავადვე ვექცეოდი უღირსად.
- ვინმეს დაბრუნებას ელოდები? - მკითხა მოულოდნელად.
საინტერესო შეკითხვა იყო. ეგრევე ყურები ვცქვიტე. აი, როცა იმაზე ფიქრებში ხარ გართული რომ შენი პარტნიორი ოდნავადაც არ გიზიდავს და უცებ, ორიგინალურ რაღაცას წამოროშავს, მაშინ ცოტათი დაფიქრება გიწევს - ეგება არც ისე ცუდია?
- არ ვიცი. იესო სამ დღეში აღსდგა - მხრები ავიჩეჩე.
- იესო რა შუაშია? - აი, ვერ მიხვდა. რა თქმა უნდა... რისი იმედი მქონდა? ფიქრებში ჩამიძვრებოდა ვინმე და სასურველ დიალოგს გამიმართავდა?
- იმ შუაშია, რომ სამზე ბევრად მეტი დღე გავიდა. აღარავინ დაბრუნდება. იესო რომც იყოს, მაინც.
- ათეისტი არ იყავი?
- არასოდეს. პირიქით, ზედმეტად მწამდა ღმერთის. ახლა მასზე ძალიან ვარ გაბრაზებული. მგონია, რომ ბევრ შეცდომას უშვებს. თუ რამე მსგავსებაა ადამიანსა და ღმერთს შორის, ზუსტად ეგ იქნება... ეშლება ხოლმე რაღაცეები და ხშირად მისი პატიება მიჭირს. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ჩემ შემოსარიგებლად.
- რად უნდა შენი შემორიგება? - მკითხა სიცილით.
- იმიტომ, რომ საჭირო და სასარგებლო ვარ - ისე სერიოზულად დავუქაჩე თვალები, სახეზე შეახმა ხუმრობის კვალი. - ყოველი შემთხვევისთვის, ადრე ნამდვილად ვიყავი.
ცოტნე სამსახურში წავიდა. კი მითხრა, სადაც მუშაობდა, მაგრამ ვერ გავიგე ან არ ვუსმენდი, ან არ მაინტერესებდა. ამ ბოლო პერიოდში, ერთი რამე დავასკვენი (სინამდვილეში, ძალიანაც ბევრი რამე დავასკვენი, თუმცა მხოლოდ პერიოდულად, საჭიროების მხიედვით მახსენდებოდა ეს დასკვნები) - ალერგია მქონდა ხალხზე. მარტო ყოფნისას, არასოდეს მაცემინებდა ზედიზედ ათჯერ და თვალის ქავილსაც არ ვუჩიოდი. საკმარისი იყო გარეთ გამეყო თავი ან ვინმე ცოტნესნაირს აქეთ შემოეყო რომ ეგრევე ქეციან ძაღლს ვემსგავსებოდი. რამოდენიმეჯერ, სცენაზეც დამაცემინა. ჩემმა პარტნიორმა ოსტატურად მისურვა ჯანმრთელობა და ისე გამოვძვერით, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. აი, წინაზე რომ ვიბლუყუნე და როლს მოუხდა, აქაც იგივე ამბავთან მქონდა საქმე. ადამიანებიდან, ბავშვებს ვანიჭებდი უპირატესობას. მიყვარდნენ. ზოგჯერ ტვინის გამაბრუებლად წრიპინებდნენ და ათას სისულელეს ამბობდნენ, მაგრამ მომწონდა. მაგ სისულელეებში, ერთი რაღაცა ისეთი სიბრძნე დასცდებოდათ რომ პირდაღებულს გტოვებდნენ. საინტერესო მოსასმენები იყვნენ.
ჰელე ამ კვირაში საეჭვოდ დუმდა. ერთხელ მომესალმა კიდეც. გამიკვირდა. როდესაც ასე მშვიდობიანი ვიყავი მის მიმართ, ზურგს უკან უეჭველი რაღაცას ვუმზადებდი და ძირითადად, თვითონაც ასე იყო.. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ზედმეტად ვგავდით. ამიტომაც ვუფრთხოდით, გვეზიზღებოდა და გვაჟრიალებდა ერთმანეთზე. არ უყვარს ხალხს სარკეში ჩახედვა, როდესაც ეს სარკე გარეგნობას კი არა, სულს ირეკლავს. უსიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არც ისე ლამაზი სული გაქვს. ამის მიხედვით, უკვე შეუძლებელი ხდებოდა რომელიმეს ისეთი სეირი ჩაგვეტარებინა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით.
სცენარს ვწერდი. სხვები საუზმეს შეექცეოდნენ მე კი სადღაც ჯანდაბაში ვიყავი მიკუნჭული და ვწერდი. ჩემი მთავარი გმირი საიქიოში ჩასასვლელ გზას ეძებდა. ჯერ რაღაც ფილოსოფიებს ვბჟუტურობდი, არადა არ უყვარდა ხალხს ასეთი რამეების კითხვა ან მოსმენა. სულ რომ ვიღაცა ერთი სულელის ცხოვრება წარმოვიდგინოთ, ისიც კი ყელამდე იქნება პატივში ბრძნული შეგონებებით. ამიტომ სხვაგანაც იგივეს მოსმენა მაგრად ეზარება.
- რას აკეთებ, ისევ წერ? - მკითხა ჰელემ. გეგონება ზედმეტად თვალსაჩინოდ არ მეჭირა რვეული და კალამი.
- როგორც ხედავ.
- რას?
- იმას თუ როგორია გზა, რომელსაც ადამიანი მკვდრების სამყაროში მისასვლელად გადის.
- როგორია? - მკითხა ცნობისმოყვარედ. მემგონი, მართლა აინტერესებდა.
- ჯერ არ ვიცი. ალბათ ვინმე ისეთი უნდა ვიპოვნო, ნახევრად რომ ცოცხლებთანაა და ნახევრად მკვდრებთან. რაღაცა რიტუალს ჩაატარებს და გადაიყვანს გაყმა ნაპირზე ნებისმიერს.
- ეგ ზედმეტად ბანალურია.
- სერიოზულად იმისთვის მოხვედი, რომ გაინტერესებს რასაც ვწერ?
- ჰო, რატომაც არა. ხელოვნება და ადამიანი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლები არიან. შემიძლია მეზიზღებოდე, მაგრამ თუ რამე ნორმალურს დაწერ ან დადგამ, მაგის შეყვარებას ნამდვილად მოვახერხებ. აი, რას გეტყვი: იპოვნე ვინმე ეზოთერიკი, ალქაჯი ან რა ვიცი, შემლოცველი, ოღონდ რიტუალის ჩასატარებლად ფული არ სჭირდებოდეს. მას რაღაც უფრო ძვირფასი და ფასეული დასჭირდება.
- მაინც რა?
- ისტორიები. სასიყვარულო, ტრაგიკული ისტორიები. ხუთი ან ათი. რამდენსაც გაქაჩავ. ძალიან მეეჭვება შენ სიყვარულზე რამის შეთხზვა შეგეძლოს, ამიტომ მაინცდამაინც თავს ნუ გაიგიჟებ. ცოტა მოიფიქრე და ხარისხიანი.
- რა დაგემართა? რამ გაგაკეთილშობილა? - ვკითხე გაოგნებულმა. თან მართლა ძალიან მომეწონა მისი იდეა.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - შენ იმდენად ცოდო ხარ, რომ მე ვეღარაფერს დაგიშავებ. სულ თამაში გინდა, ბრძოლა გინდა. გსურს, რომ ხან მე დაგამარცხო, ხან შენ მამარცხებდე. ასეთი სასტიკი და ალბათ დაუმარცხებელი არასოდეს ყოფილხარ, იმიტომ რომ არაფერი გაქვს დასაკარგი. ყველა ვარიანტში მომერევი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ვისაც არ უნდა გაუჩაღო, ერთი ხელის მოსმით გაანადგურებ, რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეიძლებოდა დაგმართნოდა, უკვე დაგემართა - მითხრა მან.
გამეცინა.
მართლა არ მწყენია.
მითუმეტეს, ერთხელ საზღვარგარეთ მიდიოდა გასტროლებზე, მე კი პასპორტი დავუმალე წინა დღით. ამიტომ მთავარი განაწყენებული თვითონ უნდა ყოფილიყო. თან მაგ პასპორტის ამბავს ვეღარასოდეს გაიგებდა, უკვე კაი ხნის ჩავლილი ამბავი იყო.



№1 სტუმარი ნანი

წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი სიმწარითა და სიყვარულითაა ეს ყველაფერი დაწერილი. ძალიან მომწონს უნდა. უკვე ისე მომეწონა, ვფიქრობ, ახლა რაღაცა ბომბს ჩამოაგდებ მაგ პერსონაჟით.
მაგარი გოგოა.
თან ძალიან გამწარებული ჩანს და ეჭვი მაქვს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს, მაინც გაგებით მოვეკიდები.
რა მაგის პასუხია და, ის ერთი ანლაიქს რო გიკეთებს, გაუხმეს ხელი!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნანი
წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი სიმწარითა და სიყვარულითაა ეს ყველაფერი დაწერილი. ძალიან მომწონს უნდა. უკვე ისე მომეწონა, ვფიქრობ, ახლა რაღაცა ბომბს ჩამოაგდებ მაგ პერსონაჟით.
მაგარი გოგოა.
თან ძალიან გამწარებული ჩანს და ეჭვი მაქვს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს, მაინც გაგებით მოვეკიდები.
რა მაგის პასუხია და, ის ერთი ანლაიქს რო გიკეთებს, გაუხმეს ხელი!


დაიკიდე, ეგ ჩემი "პასტაიანნი" მეგობარი და გუშემატკივარია :დდდ
მიხარია, რომ მოგწონს და ჩემთან ხარ. მგონია რო უნდა რაღაცა სხვა "ტიპშა" იქნება

 


№3 სტუმარი ani

es axali sigije gogo vinaa? ragac usaswaulesi da usiyvarulesi chans. cota mdzime xadiati aqvs magram zustad vici ro amis shesaperisi iseti tipi gamochndeba, cecxli da navti iqnebian ertad

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ani
es axali sigije gogo vinaa? ragac usaswaulesi da usiyvarulesi chans. cota mdzime xadiati aqvs magram zustad vici ro amis shesaperisi iseti tipi gamochndeba, cecxli da navti iqnebian ertad


დაგასპოილერო? :დდდ
ამაზე გადარეულ როჟას გამოვაჩენ

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფა

ააუუუუ როგორ გამიხარდი ტუსოვკა ნაჩინაეტსააა გულაობს ზუგდიდიი

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი სოფა
ააუუუუ როგორ გამიხარდი ტუსოვკა ნაჩინაეტსააა გულაობს ზუგდიდიი

თქვენ შემოგევლეთ ჯიგარშიიიი!

 


№7 სტუმარი Natia

Ar wavikitxav sanam ar dadeb srulat ????????????????????????

Arada vkawkaweb ise mainteresebs , magram wina istoriam sheiwira chemi motmineba da vegar gavudzleb igives ????????❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Natia
Ar wavikitxav sanam ar dadeb srulat ????????????????????????

Arada vkawkaweb ise mainteresebs , magram wina istoriam sheiwira chemi motmineba da vegar gavudzleb igives ????????❤

მიდი ნათი, დაიწყე.
დაიწყე ნათიააა :დდ

 


№9  offline წევრი წიწაკა

ჩემი მოწიწებული აზრით, უნას საკუთარი თავი ძალიან სძულს. ჰელა კი მას უსასტიკესად ჰგავს და უნა ამიტომაც აწამებს მას მუდამ. აბა, საკუთარ თავს ხომ არ გააწამებს:დ საუკეთესო არჩევანი შენი პროტოტიპის სისხლის გაშრობაა, თუ გყავს. სხვათაშორის მეც ეგრე ვარ. მაგ.: თუ ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე შიშია, ყველა მშიშარა მინდა დავახრჩო და ა.შ. ეგრეა უნაც.
ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე და ვნახოთ.
ადამიანი ჩაკეტილი მაშინ ხდება, როდესაც სძულს (ადამიანები) ან პირიქით, ის სძულს სხვას. ამ შემთხვევაში უნა პირველ შემთხვევასაც მიეკუთვნება და მეორესაც:დ (ნახევრად მძინავს:დ) ანუ სძულს (ვინ?) - უნა (საკუთარი თავი) და სძულს (ვის?) - უნას (საკუთარ თავს).:დ
როცა საკუთარი თავი იმდენად გეზიზღება რომ გინდა გარშემომყოფები მისგან დაიცვა, აი ეგ შემთხევაა აქ.
და მორჩა ბაზარი.
ჩამოვაყალიბე თუ არა:დ
არა, სრული სერიოზულობით და გულწრფელობით, ჩემი ალალ-მართალი გულით გეუბნები რა დავწერე არ ვიცი მაგრამ რომ უნდა დამეწერა მაგას გული მკარნახობს:დდ
შემდეგს ველოდები და იქ ვნახოთ❤.

 


№10  offline წევრი გროსმაისტერი

მე რო ჰაიდენი მენატრება ავღნიშნავ მაინც

ნუ ამ ისტორიაზე რას ვფიქრობ?
ძაან მაგარი ისტორიაა და მინდა გითხრა რომ როგორც წინა ისტოროებზედებდი შეეცადე იმაზე მალმალე დადო ხოლმე თავები
საოცარი გოგო ხარ მაგარ ისტორიებს ტვირთავ❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ჩემი მოწიწებული აზრით, უნას საკუთარი თავი ძალიან სძულს. ჰელა კი მას უსასტიკესად ჰგავს და უნა ამიტომაც აწამებს მას მუდამ. აბა, საკუთარ თავს ხომ არ გააწამებს:დ საუკეთესო არჩევანი შენი პროტოტიპის სისხლის გაშრობაა, თუ გყავს. სხვათაშორის მეც ეგრე ვარ. მაგ.: თუ ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე შიშია, ყველა მშიშარა მინდა დავახრჩო და ა.შ. ეგრეა უნაც.
ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე და ვნახოთ.
ადამიანი ჩაკეტილი მაშინ ხდება, როდესაც სძულს (ადამიანები) ან პირიქით, ის სძულს სხვას. ამ შემთხვევაში უნა პირველ შემთხვევასაც მიეკუთვნება და მეორესაც:დ (ნახევრად მძინავს:დ) ანუ სძულს (ვინ?) - უნა (საკუთარი თავი) და სძულს (ვის?) - უნას (საკუთარ თავს).:დ
როცა საკუთარი თავი იმდენად გეზიზღება რომ გინდა გარშემომყოფები მისგან დაიცვა, აი ეგ შემთხევაა აქ.
და მორჩა ბაზარი.
ჩამოვაყალიბე თუ არა:დ
არა, სრული სერიოზულობით და გულწრფელობით, ჩემი ალალ-მართალი გულით გეუბნები რა დავწერე არ ვიცი მაგრამ რომ უნდა დამეწერა მაგას გული მკარნახობს:დდ
შემდეგს ველოდები და იქ ვნახოთ❤.


მართალი ბრძანდები ჩემო წიწაკუნა <3
აი, მანდ ხო წერია, რომ ზედმეტად ჰგავდნენ ერთმანეთს და ადამიანს სარკეში ჩახედვის ეშინია. ანუ ორივე ერთმანეთს ირეკლავს. არ მოსწონთ ამათ ეგ ამბავი. რეალურად, არც უნაა ცუდი ადამიანი და არც მირანდა. უბრალოდ უნას ტრავმა აქვს და ურჩევნია, ხალხს სძულდეს. მარტო ყოფნა სჭირდება, რადგან ვისთან ყოფნაც უნდოდა, ის ფიზიკურად აღარ არის.


გროსმაისტერი
მე რო ჰაიდენი მენატრება ავღნიშნავ მაინც

ნუ ამ ისტორიაზე რას ვფიქრობ?
ძაან მაგარი ისტორიაა და მინდა გითხრა რომ როგორც წინა ისტოროებზედებდი შეეცადე იმაზე მალმალე დადო ხოლმე თავები
საოცარი გოგო ხარ მაგარ ისტორიებს ტვირთავ❤❤

მართლა ყველანაირად შევეცდები.
იცი როგორ ხდება? თავიდან ძალიან ადვილად წერს ყველა ერთ სამ-ოთხ თავს, მაგრამ მერე ყველა იდეა ხელიდან გეცლება და წერა კი არ გეზარება, უბრალოდ არ იცი, რა დაწერო. ასე რომ ზოგჯერ სიზარმაცე ან დროის უქონლობა არაფერ შუაშია, მართლა აღარ ვიცით ხოლმე რა დავწეროთ და ვაგვიანებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent