შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! (2)


14-10-2019, 23:14
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 562

საქათმესავით პატარა კლასი გვქონდა,
ზამთარში ფაჯარას ვერ ვკეტავდით,
ზაფხულში გაღება ჭირდა
და იმ რაფაზე ამოკაწრულ ჩვენს სახელებს
ნეტა დღესაც ისე ლაღად თუ წავიკითხავ...


ხშირად მესიზმრებოდა სიკვდილისა და ჩემი მეგობრის შუაში მდგარი, სიმწრისგან როგორ ვღრიალებდი. მეგობარს ვუყვიროდი, გაქცეოდა ურჩხულს, რომელიც ნელ-ნელა ეპარებოდა სხეულზე და ყინულის კვალს ამჩნევდა. მარტოობას ხომ უკვე მოეკიდა ფეხი მის ლავიწებზე, ახლა ბოლო სუნთქვის წართმევასაც უპირებდნენ.
- მაინც უნდა წავიყვანო - მეუბნებოდა სიკვდილი.
ურჩხულს ვეძახდი, მაგრამ არ ჰგავდა.
არც შავითმოსილი იყო, როგორც ფილმებშია, არც ცელი ეჭირა. ერთ ჩვეულებრივ ბიჭს ჰგავდა და ისეთივე სევდიანი თვალები ჰქონდა, როგორი სევდიანიც მისი სამუშაო იყო.
- არ შემიძლია, ვერ გაგატან - ვღრიალებდი და ვცდილობდი, გამეგდო. - ერთხელ მაინც დაანებე თავი, ერთხელ მაინც წადი ხელცარიელი!
სიკვდილი მყარად იდგა, წარბსაც არ ირხევდა. ზოგჯერ მეგონა რომ ვეცოდებოდი და წამიერად გაუკრთებოდა ხოლმე თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი, მაგრამ მისი მხრიდან არაპროფესიონალური იქნებოდა თუ კი ბრძოლას დამითმობდა. ვფიქრობ, სიცოცხლეზე ძლევამოსილი იყო. ყოველ ღამით მიმტკიცებდა, რომ უფრო და უფრო ვსუსტდებოდი მის წინაშე.
- ეგება, დანებდე - ერთს ამოიოხრებდა.
უსუსური ვიყავი.
იმაზე უსუსური, ვიდრე სიკვდილის კლანჭებისთვის განწირული ჩემი მეგობარი.
ის არ გარბოდა.
არც საუბრობდა.
იდგა და ხან მე მომჩერებოდა, ხან სიკვდილს.
- რატომ არ გარბიხარ? წადი, თავს უშველე! - ვეხვეწებოდი მეგობარს.
გადაფითრებული იდგა და ღამის წყვდიადში გამომწყვდეული სიცარიელისკენ მიეპყრო მზერა.
შეიძლება, უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მისი გადარჩენით შეპყრობილი, ვერასოდეს ვხედავდი სიმართლეს. სიკვდილი სასიამოვო სურნელს ტოვებდა - გახრწნილი გვამის არა, გაზაფხულის მსუბუქი ნიავი დასტრიალებდა.
ცხოვრებაში, შემეძლო ნებისმიერ დროს დამეყარა ფარ-ხმალი, მაგრამ სიკვდილი ერთადერთი იყო, ვისაც არასოდეს დავანებებდი უბრძოლველად განაჩენს, რომელიც უსამართლოდ, დაუკითხავად გამოეტანა ჩემი მეგობრისთვის.
- განკარგულებაა, რომ წავიყვანო. - თქვა და მერე ისე შეკრთა, გეგონება დაუფიქრებლად წამოროშაო რაღაც.
- დამალაპარაკე, გადავაფიქრებინებ!
სიკვდილი მხარს მივლიდა, ჩემს მეგობარს უახლოვდებოდა.
მეგობარი კი ისეთი მორჩილი გამხდარიყო, სიცოცხლეში რომ არასოდეს სჩვეოდა.
- შენ ის არ მოგისმენს - მომიგო სიკვდილმა.
ერთადერთს, რომელიც მძულდა, მუხლებზე შემოვეხვიე და ავქვითინდი.
- რატომ მექცევა ასე? მე ხომ უპირობოდ მიყვარდა?
- ეტყობა, სხვის ბრაზს შენს მეგობარზე ანთხევს. იცის ხოლმე.
- ოღონდაც არ წაიყვანო და შენს სახელზე ვილოცებ, სანთელს დაგინთებ ყოველი ღამით, კეთილი გავხდები, მტერს შევიყვარებ, ოღონდ ნუღარ მომტაცებ.
- გაღმერთება რომ მჭირდებოდეს, ღმერთი ვიქნებოდი. - მომიგო ცივად.
ჭიანჭველა ვიყავი, დასაბიჯებლად გამზადებული უზარზამარი ფეხი მიახლოვდებოდა, მაგრამ ბოლომდე მწამდა რომ გავექცეოდი და იმასაც გავაქცევდი, ვინც მიყვარდა.
ყოველ ღამით ვიბრძოდი.
ყოველ ღამით ვმარცხდებოდი.
ყოველ ღამით მიჰყავდა სიკვდილს ჩემი მეგობარი.
* * *

რატის მოსწონდა კოშმარების გამო რომ თვალის უპეები მქონდა ჩაშავებული. არ დამიკონკრეტებია, ცუდი სიზმრები მესიზმრება-თქო, მაგრამ შენს პერსონაჟს ძალიან უხდებაო, აიკვიატა და სულ ფეხებზე დაიკიდა რა არაჯანსაღადაც ვიყავი.
სცენაზე მაგიდას ვუჯექით მე და ჩემი „საქმრო“. რაღაცას ჭამდა. მუკბანგის ვიდეოებში რომ პირს აწკლაპუნებენ, ზუსტად ისე აკეთებდა. თავიდან მეგონა თითქოს ჩემი გაღიზიანება უნდოდა, მაგრამ ვიცი რომ სამყარო უნას გარშემო არ ბრუნავს.
მაინც გავღიზიანდი.
ტექსტის თქმის მაგივრად ვიჯექი და დაბღვერილი შევყურებდი საბას.
- ხმა ამოიღე გოგო - დამიყვირა რატიმ.
ისევ ჩქამი არ გამიღია.
საბას მივჩერებოდი.
- რა ჯანდაბას შვრები? თავი მტკივდება ეგრე როცა მიყურებ - სკამიდან წამოხტა.
ისევ ვდუმდი.
- უნა, გესმის? - დამიღრიალა რატიმ.
მესმოდა, მაგრამ ბუნდოვნად.
ისე მკაფიოდ არა რომ პასუხი გამეცა.
- ასე ნუ მიყურებს, უთხარი, ასე ნუ მიყურებს - ძალიან სასაცილოდ შეშფოთდა საბა. ჯერ ეცადა, დამალულიყო, რათა ჩემს არეალს გასცლოდა. თითქმის პანიკაში ჩავარდა. საშინელებათა ფილმის რომელიღაცა კადრს დავემსგავსეთ, სადაც მე მოჩვენება ან ავი სული ვიყავი.
მიხაროდა.
მომწონდა.
მინდოდა, უარესად ასტკიებოდა თავი. ყველას ასტკიებოდა და მათი ტკივილის ფონზე, მაგიდაზე ავსულიყავი, მეღიღინა, მეცეკვა, ჭურჭელი გადმომენარცხებინა ძირს, მაგრამ მაგ დონის ტელეპატიური ნიჭი არ გამაჩნდა. ათეულობით ადამიანს ვერაფერსაც ვერ ავატკიებდი.
მკლავზე ხელი ჩამავლო ვიღაცამ და რიგიანად შემანჯღრია.
ნელა გავხედე.
რატი იყო თავისი გამძვინვარებული სახითა და დაბერილი ნესტოებით.
სასაცილო მეჩვენებოდა.
- რაებს შვრები, გადაირიე? - ისევ ღრიალებდა, თუმცა წვრილი ხმა ჰქონდა და წრიპინს უფრო მივამსგავსე.
- გადავირიე - ავდექი და გავედი.
სხვა ყველამ რომ თავი გამოყო სანახაობის მოლოდინში, ეგეც სასაცილოდ მეჩვენა.
საპირფარეშოში შევედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე.
- კარგად უნდა მოიქცე უნა, გაიგე? - მივმართე საკუთარ თავს.
- ვერაფერსაც ვერ შემასმენ! - მიპასუხა ბოროტმა უნამ.
- სულაც არ არსებობს კეთილი და ბოროტი უნა. რაღაცეებს ნუ მაიმუნობ, სამსახურს დაკარგავ და მაკ დონალდსის ტოსტებს ვეღარ შეჭამ! - ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი. შემოსავლის გარეშე დარჩენის მაინც შემშინებოდა.
თითქოს დავწყნარდი. ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მხოლოდ ფილმებში შველის ხალხს. მე მაგისგან გული მიჩქარდებოდა.
გამოვედი თუ არა, რატი დამხვდა დოინჯშემორტყმული.
არ უხდებოდა დოინჯი.
ნაკლებად მამაკაცური ჩანდა.
ისედაც ვერ დაიკვეხნიდა მაგითი.
- ფსიქოლოგთან უნდა იარო. გაქანებული ნევროზი გაქვს და სხვებსაც გადმოგვდებ.
- ნევროზი გადამდები არ არის.
- შენს შემთხვევაში, არის! თუ არ ივლი, მართლა ცუდ რამეს მოიწევ.
- იცი ეგ რა ღირს? საკმაოდ ძვირია.
- კვირაში ერთხელ, არ მოკვდები.
- ისედაც არ ვაპირებდი სიკვდილს რომ იცოდე.
მალევე წამოვედი სახლში. რაღაცნაირი თვალებით მომჩერებოდა ყველა. ცუდი ისაა, რომ ძალიანაც მომწონდა მოჩერება, მაგრამ მაინც წამოვედი. ეგება, რამენაირად გამომეძინა. კარიერაც ჩემი გაჯიქების გამო მენგრეოდა თავზე ნელ-ნელა. თან წარმოდგენა არ მქონდა, სად მეშოვნა ნორმალური ფსიქოლოგი.
ნამდვილად მჭირდებოდა.
რატისთან კი არ ვაღიარებდი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
გარეთ ყოფნისას, სახლში ყოფნა მინდებოდა, სახლში კი ძალიან სევდიანი ვხდებოდი, ვმწარდებოდი, აღარ ვიცოდი რა გამეფუჭებინა.
მარტოობის ას წელიწადში, ერთი რებეკა იყო. არ აღარ მახსოვს მიზეზი, რის გამოც ჩემს საყვარელ პერსონაჟად ვთვლიდი, მაგრამ მახსოვს, როგორ ჭამდა ხოლმე მიწას სიმწრისგან. გარეთ გადიოდა, ფრჩხილებით ჩიჩქნიდა და გამწარებული იყრიდა პირში. ეგეც მწვავე ნევროზის ნიშანი იყო ალბათ. ზოგჯერ ისე გადავრეულვარ, რომ ტირილი რა საკმაირია-თქო მიფიქრია და ლამის ყველა კედელი დამიხრავს კბილებით. არაამქვეყნიური გემო მჭირდებოდა. ადამიანის ნაღველს რა გემოც შეიძლება ჰქონოდა, ზუსტად ისეთი მინდოდა შემეგრძნო. მიწა არა, უფრო ბეტონი.
მემგონი ბეტონის გემო დაჰკრავდა ნაღველს.
ცოტნეს დავურეკე.
მარტოობა თან ძალიან საჩემოა, თან ძალიან უჩემო.
სამსახურის შესვენებაზე გამოვიდა. წესით, ერთი საათი, მაგრამ მეორე საათიც მიაბა. თან მოიმიზეზა, ჯერ შენიშვნა არ მოუციათ და ერთხელ თუ მომცემენ, დიდი არაფერიაო.
სადარბაზოშივე იხდიდა ეტყობა. კარი რომ გავაღე, პერანგი თითქმის აღარ ეცვა და შარვლისამარა მიღიმოდა. ჯანდაბა ამის თავს-თქო ვიფიქრე, კისერში ჩავაფრინდი და ვნებიანად ვაკოცე.
თან ყვავილები მოეტანა. ცალკე ამ ყვავილებზე მქონდა ალერგია. კი ძალიან მადლიერი ვჩანდი და ბროლის ლარნაკშიც ჩავალაგე სათუთად. თუმცა ცოტნეს წასვლას ველოდი რომ გადამეყარა.
მართლა ცუდად მხდიდა ყურება.
ყვავილები მე საფლავზე ვიცოდი და არა სახლში.
არ ვიცი, ეგ რამ მაფიქრებინა, კი გამეცინა, მაგრამ ფიქრადაც კი უხერხულად ჟღერდა. ზოგჯერ, შავ იუმორს ვიყენებდი საკუთარი გონების გასართობად და მერე ვხარხარებდი ხოლმე ჩემთვის, წყნარად.
ღიაჩალისფერი თმა ჰქონდა. ალბათ დარწმუნებით ეთქმოდა ქერა. გამხდარი და სიმპათიური იყო, წუნს ვერ დავდებდი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყურებით ვნების ნატამალიც არ მიტოკდებოდა, ეტყობა ჩვენი სხეულები მაინც როგორღაც ერგებოდნენ ერთმანეთს. მასზე ზემოდან შემომჯდარს, ზედიზედ სამჯერ მქონდა ორგაზმი. სადღაც წავიკითხე, უსიყვარულო სექსი იმას ჰგავს, ორი ლეში ერთმანეთში რომ კოტრიალობს და საქმის დასრულების შემდეგ, საკუთარი თავიც ეზიზღება და პარტნიორიცო. არ ყოფილა მართალი ეგ გამოთქმა. ვერ ვიზიზღებდი ჩემს თავს. პირიქით, სარკე რომ მქონოდა, მარტო იმის ყურებით დავტკბებოდი, როგორ ოსტატურად გამომდიოდა საქმე.
- ვინმე ფსიქოლოგს არ იცნობ? - ვკითხე ცოტნეს. ნეტარი სახით სიგარეტს აბოლებდა. არადა, მანდაც რაღაც იდიოტიზმს ჰქონდა ადგილი. ზოგადად, საერთოდ არ ეწეოდა.
ავიწყდებოდა, რომ მხოლოდ ღია ფანჯარაში, გარეთ თავგაყოფილს ვრთავდი მაგის უფლებას.
თავად ტუალეტშიც ვეწეოდი, აბაზანაშიც და სამზარეულოშიც, რადგან სახლი ჩემი იყო. სხვებისთვის კი მცოცავი წესები მქონდა ხასიათის მიხედვით.
- შენ გჭირდება?
- ჰო.
- ვიღაცას ვიცნობ. გაგირკვევ - არ გაჰკვირვებია დიდად. - რომ წავიდე, გეწყინება? საღამოს ისევ შემოგივლი.
- საღამოობით არა, დღისით იარე თუ მაინცდამაინც.
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ღამით ძილი მიყვარს და თან სხვები თუ 10 საათის შემდეგ ადვილად იღგზნებიან, მე საერთოდ უგრძნობი ვხდები.
- რაებს იგონებ?
- ასე ვიგონებ ხოლმე, მაგრამ ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ჩემი სხეული ყველა გამოგონებაში მიჭერს მხარს.
ასეთ სისულელეს როცა ვამბობდი და მაინც გულიანად ეცინებოდა, ეგ უფრო მიშლიდა ნერვებს. ირონიულად, ცინიკურად კი არ მიღიმოდა, მართლა სიყვარულით მხიარულდებოდა. არადა, მე რომ ჩემი თავის შეყვარებული ვყოფილიყავი, კარგა ხნის წინ მეყოლებოდა მაგრად ნაბეთქვი.
პრინციპში, ეგეც კანონზომიერი იყო.
საკუთარ თავზე ძალადობა მხოლოდ მე შემეძლო.
სანამ დაბნელდებოდა, საფლავზე ავედი. თვითონ ფრაზა „საფლავზე ასვლა“ მეზიზღებოდა, მაგრამ მთაზე იყო და მხოლოდ მისვლა ვერ გამოხატავდა მთელ პროცესს. ღმერთია მოწმე, სულის მარადიულობის მწამდა. მთელი გულით მჯეროდა, რომ იქ არაფერი იყო გაუბედურებული, ორმეტრიანი სხეულის გარდა, მაგრამ ლუკის საფლავის ქვასთან როცა ვიდექი და მისი სურათი ღიმილით შემომყურებდა, მაშინვე გაუჩერებელ ქაქანს მოვყებოდი. ზოგჯერ მინდოდა, სხეულსაც ესმინა ჩემთვის.
- ნახე, ვენოკი მოგიტანე - ვუთხარი მეგობარს და სიცილი ამიტყდა. ორივე ვხარხარებდით. ზოგჯერ ვეკითხებოდი, ზოგჯერ ვპასუხობდი, ზოგჯერ აქეთ ვუსმენდი და ამაში უცნაური არაფერი იყო - წელს იმდენი ვენოკი ვათრიე, პრესი დამეჭიმა, შენ სადაც ხარ, იქ იყავი კარგად და მე სულ ყოველ დღე ამოვარბენინებ, განა გეწუწუნები რამეს. უბრალოდ, სასაცილო სიტყვაა ვენოკი. რაც არ უნდა ბარბარიზმი ეძახო, მაინც ყველაზე მეტად შეესაბამება საფლავის ყვავილებს, თან კომიკურადაც ჟღერს.ერთი, სიტყვით, ვენოკი მოგიტანე.
ისევ ვხარხარებდი.
ჩემი სცენარი წავუკითხე. ათიოდე გვერდი იყო სულ. შემდეგ კვირასაც მივიდოდი და გაგრძელებას გავაცნობდი.
- გადავწყვიტე, პატარა ჩანაწერებიც გავაკეთო. ძილის წინ, ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საფიქრი, სატირალი, მაგრამ აქ როცა მოვდივარ, ყველაფრის მოყოლა მავიწყდება. ძალიანაც რომ მეძინებოდეს, მაინც ავწვევ თავს, ფიქრებს „ნოუთებში“ შევინახავ და მოგიყვები.
კარგად მოვიქცევი-თქო, დავპირდი. არ მინდოდა, ჩემი ცუდი ქცევის გამო ის დაესაჯათ. გულის სიღრმეში, მაინც ცრუმორწმუნე ვიყავი, რადგან წესით და რიგით, ჩემ გამო რატომ უნდა დამწვარიყო ვინმე ჯოჯხოეთის ცეცხლში?
ბნელდებოდა.
არ მინდოდა აქ სიბნელეში ყოფნა. შეიძლება, არც ჩემს მეგობარს უნდოდა, ყოველ მწუხრს რომ უკაცრიელ ადგილას შეხვედროდა, მაგრამ გარდაცვლილები საშიშები არ იყვნენ. მე კი ღამით სასაფლაოზე მოსიარულე ცოცხლები უფრო მაფრთხოდბნენ.

* * *

რეპეტიციიდან რეპეტიციამდე, ორსაათიანი შუალედი მომცეს. რატი დავარწმუნე, რომ არა მიჭრიდა რა. ვუთხარი, ხვალვე მაქვს ფსიქოლოგთან სეანსი-თქო და ცოტახანს კი აბრიალა თვალები, მაგრამ მერე დამიშვა სცენაზე.
ხალხისთვის საშიშად მთვლიდა.
მაგან არ იცოდა, კანონის რომ არ შემშინებოდა, იქ რაებს დავატრიალებდი.
მერე ვიჯექი ჩემთვის, სცენარს ვწერდი. სცენარი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. იმედი მქონდა, მოთხრობასავით დავწერდი და დანარჩენში რატი შემომეხიდებოდა.
- ისევ წერ? - მკითხა ჰელემ.
- გაინტერესებს, რას ვწერ?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.
ზოგჯერ სასაცილო იყო.
ყველაზე ცნობისმოყვარე გოგო ჩანდა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მეც ცნობისმოყვარე ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ამას კიდევ ეგრევე მხრები უცახცახებდა ინტერესისგან. შეიძლება რომ ადამიანი გეზიზღებოდეს და მაინც მოუსვენრად ეჩიჩინებოდე რაღაცეებს?
მემგონი არა.
ჰელესთვის კი.
- გოგონა სასოწარკვეთილია. არავინ უყვარს და არავის უყვარს. შეიძლება, იმდენადაა სიძულვილით მოცული, რომ ვერ ამჩნევს გარშემო ვისთვისაა ძვირფასი. სტკივა და სამწუხაროდ, ეს ტკივილი სიძულვილად გარდაიქმნება. მერე ცდილობს ბოღმის სახით გადმოანთხიოს ყველაზე, ვინც ცოცხალია.
- ცოცხლები სძაგს ხო?
- ჰო, ცოცხლები სძაგს.
- და მათზე ბრაზი მოსდის, რადგან ცოცხლები არიან. ვიღაც უფრო მნიშვნელოვანი კი აღარაა.
- ჰო - ასე ზედიზედ ორჯერ არასოდეს დამიქნევია თავი ჰელესთვის. ხელში თავმოხდილი ცხელი ყავა ეჭირა. დღეს ნაწნავი აღარ ეკეთა. წელამდე ჩამოშლილი ტალღოვანი ჟრალი თმა ისეთ ცეცხლს ატრიალებდა, რომ ორთქლიან ყავას მზერას აარიდებდა კაცი, წამით შედგებოდა და უკან დაიხევდა - ე მანდ, მაგისი თმის ცეცხლმა არ დამთუთქოსო.
- იქნებ მეგობარი მხოლოდ მიზეზია? იქნება, მთავარი პერსონაჟი ისედაც ბოროტი იყო. მუდამ ბოროტი სული ჰქონდა და მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, როგორც იქნა მიზეზი გამოუჩნდა. ყველა სხვა დანარჩენი ნაცნობ-ამხანაგი დაიფრინა. ხელი დაუქნია, თავისი მწუხარება და გლოვა მოიმიზეზა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მწარე სიმართლე იმალებოდა: „მე თქვენ არასოდეს მყვარებიხართ და როგორც იქნა, შემიძლია მოუსვლელში გაგიშვათ. მგლოვიარე ვარ, მეპატიება“. პირიქით, ქვეცნობიერად გაუხარდა კიდეც ახლო ადამიანის გარდაცვალება. იფიქრა, ახლა მეორედ მოსვლას დავატრიალებ, რაც კი გულში მქონდა დაგროვილი, ყველა სიმწარეს დღის სინათლეზე გამოვიტან, მაგრამ აბა ერთი ვინმემ რამე მითხრას, მე მგლოვიარე ვარო...
ჰელე სცენარს გასცდა.
უკვე იმას ლაპარაკობდა, რასაც ფიქრობდა.
ჩემზე ყველაფერ სისაძაფლეს რომ ფიქრობდა, მშვენივრად ვიცოდი, თუმცა ამის ხმამაღლა მოსმენა ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ზუსტად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორც ჭირისუფალს ქელეხში - არ გშია, არ გწყურია, არ გიხარია, თუმცა თამადა შენს გვერდით ზის და ყოველთვის, როცა ცდილობ სიმშვიდე მოიპოვო, მიკროფონს მოიმარჯვებს და მაგარ სადღეგრძელოს დააქუხებს გარდაცვლილის ხსოვნაზე.
- როცა ჩემთვის ვზივარ და ხელს არ გიშლი, მაინც ერთგული ძაღლივით მიცუცქდები. თან იმის დამტკიცებას ცდილობ, რომ ჩემზე კარგი ხარ. უბრალოდ გსიამოვნებს ხმამაღლა წარმოთქვა რაღაც დეგენერატობები და მერე თავი გაცილებით უკეთეს ადამიანად იგრძნო. ჯანდაბა შენს თავს! შენი მესმის. მეც საზიზღრობებს ვლაპარაკობ, მაგრამ უბრალოდ შენი დამცირება მსიამოვნებს თორემ საკუთარ სიკარგეზე ილუზიები არასოდეს შემიქმნია. ჩემს მეგობარზე თუ კიდევ დაგცდება ერთი სიტყვა, უზარმაზარი სატვირთოთი გადაგივლი და ისე გაგატკიცინებ, ასფალტს სისხლის კვალიც არ დაეტყობა. სულ ფეხებზე , რომ ბავშვობაში მამაშენი მაგარს გიბათქუნებდა, დედას ფეხებზე ეკიდე, ძმა ვიღაცა ფულიან სი*ებზე გათხოვებდა, იქნებ მე გავმდიდრდეო და ბავშვობაში იმსისქე იყავი, უთვალავ კუჭის ამშლელ წამალს ყლაპავდი, ეგება, როგორმე კილოგრამები მოგეკლო. ახლა კიდე ბებიაშენის მოქსოვილი, იღლიაში გამორღვეული ჯემპრებით დადიხარ და ნებისმიერ დროს შეგიძლია მაწანწალას როლი შეასრულო.
ეს ყველაფერი ისე წყნარად ვთქვი, საკუთარი თავის შემრცხვა. რაღაც არ ჯდებოდა ჩემს იმიჯში ჰარმონია და ხმადაბლა კამათი.
თავიდან ფერი გადაუვიდა სახეზე ჰელეს. ისედაც ჩემზე თეთრი იყო და ახლა საერთოდ არაამქვეყნიური ნათებით წარსდგა. კარგა ხანს თვალებში მიყურებდა. არ ვიცი, რაღა უნდოდა. ჩემს მკვდარ ნამუსს თვალებში ცქერა არ უშველიდა, გაცოცხლება კი არც ნამუსის ვიცოდი და არც სხვა დანარჩენის.
ეგრევე იმ ყავას მოვკარი თვალი. ვიფიქრე, ახლა ადგება და უეჭველი გადამასხამს-თქო. იმანაც, არც აცია, არც აცხელა... პრინციპში, აცხელა რომელია. გავარვარებულ ყავას ხელი გაუშვა და ფეხებზე გადამავლო ეგრევე.
წარბი არ შემიტოკებია.
მემგონი მთავარი ის კი არაა, საფრთხის მოახლოება იგრძნო და გაიქცე, მთავარია, როგორ დაუხვდები.
მე სინამდვილეში, სიმწრის ოფლი გამდიოდი სხეულის ყველა ნაწილიდან, მერე ეს ოფლი ყავას უკავშირდებოდა და ერთად ისეთი სიმძლავრით მიტევდნენ, თვალის კაკალზე მომდგარ ცრემლებს ვეხვეწებოდი, უკან შესრუტულიყვნენ. დასველებული რვეული გადავფურცლე და მშრალი სადაც იყო, იქ გავაგრძელე წერა.
გარშემო, პირდაღებული მიყურებდა ხალხი. ალბათ რკინის კაცი ვეგონე. ისე, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, რკინის კაცს მართლა დავმსგავსებულიყავი მთელი არსით. ადრე, ქერი ბრედშოუ მეგონა ჩემი ალტერ ეგო: კაარგი საყვარლები ჰყავდა, წერა უყვარდა, მოდური ჩაცმა-დახურვაც იცოდა. ამ ბოლო დროს, ტონი სტარკით ჩამენაცვლებინა. თითების დატკაცუნება ძაან საჩემოდ მეჩვენებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასად. უბრალოდ, თვითონ დატკაცუნების საშუალება არ გვეძლევა რეალურ ცხოვრებაში და ეგ იყო ცუდი.

* * *

ღამით, ცოტნეს გარეშე მივაკითხე კლუბს. რა ვქნა, მარტო მერჩივნა. მომწონდა, რომ ერთს კი არა, ათ კაცს ვეცეკვებოდი ერთდროულად (კაცში ქალიც შედიოდა). ცოტნეს უტყდებოდა ხოლმე. არ ამბობდა, მაგრამ ისე უხერხულად ჩამოუშვებდა წარბებს, რომ ჩემით ვხვდებოდი და გულს აღარ ვტკენდი. მეზარებოდა. ზოგჯერ, ადამიანის გულის ტკენაც უნდა დაგეზაროს.
კარგად რომ მოვიცეკვე არე-მარე, მერე ბართან მივედი. 16 წლიდან კოქტეილებს ვისხამდი, მაგრამ სახელები ჯერაც არ მქონდა დამახსოვრებული. რამე ნორმალური დამალევინე-თქო, ვეუნებოდი და ან ემთხვეოდა ადრე გასინჯულებს, ან არ ემთხვეოდა.
ვიღაცა კაცი მედგა გვერდზე. შესამჩნევად იდგა.
აი, ხო არის რო თავისთვის დგანან და ყურადღებას არ იპყრობენ.
ეს იპყრობდა.
აშკარად ყურებს ატკიებდა მუსიკა, მაგრამ მედგრად ინარჩუნებდა მოთმინებას და ზომიერი ღიმილით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. მაღალი კაცი იყო, შავგვრემანი. თან აშკარად, მაგარი ტანი ჰქონდა, უბრალოდ ისე ეცვა, გეგონება კუნთების დაფარვას ცდილობსო. არადა, მე რომ რამე მომწონს საკუთარ თავში, ყველაფრის გამომზეურება მჩვევია ხოლმე.
- ცუდად ხომ არ ხარ? - გადავძახე სიცილით.
- რამე მითხარი? - პასუხად კითხვა გადმომძახა. მაგდენს ვერ მიხვდა, რომ ახლოს მოჩოჩებულიყო რამდენიმე ნაბიჯით.
ისევ მე მივუცუცქდი.
- ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი.
- ეგრე ძალიან მეტყობა, რომ არ მომწონს აქ ყოფნა?
- კი. სახეზე გახატია.
- ჯანდაბა! - ჩაილუღლუღა თავისთვის.
- ახლა ჯანდაბა თქვი?
- შენ ტუჩების მოძრაობით ხვდები, რას ამბობენ ადამიანები?
- არა. მხოლოდ ჯანდაბას. ეგ ჩემი საყვარელი სიტყვაა და მსოფიოს გარშემო, როცა არ უნდა გაიჟღეროს, რაღაცნაირი, ზებუნებრივი ნიჭით ვგრძნობ.
- საინტერესო ნიჭია. - გაეღიმა. ისეთი თეთრი კბილები ჰქონდა, სხვადასხვა ფერის განათებას, მაგისი სიკაშკაშეც დაემატა ზემოდა. - სიგარეტი ხომ არ გაქვს?
- მაქვს - ჯიბიდან მთელი კოლოფი ამოვიღე და გავუწოდე - ერთს ნუ ამოიღებ, მთლიანად დაიტოვე.
- არ ვეწევი. - ერთი ცალი ამოაცალა და უკან გამომიწოდა. ეს კიდე რაღაც ახალი ცოტნესებური სულელობა იყო - მაგრამ გმადლობ. ეს ახალგაზრდები, ყველანი ასეთი ყურადღებიანები ხართ თუ რა ხდება?
- ახალგაზრდები? - ლამის გადავბჟირდი. - რა იყო, ოთხმოცის ხარ?
- არა, ოთხმოცის არ ვარ.
- გინდა, კომპანიონობა გაგიწიო? ჩვეულებრივ, ასეთ სიტყვებს არ ვამბობ, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე.
- კი, გამიწიე. კომპანიონობა კარგი სიტყვაა - თავი დამიქნია და გასასვლელისკენ გავედით. - ზოგადად, კლუბებში არ დავდივარ.
- ახლა იცი როგორ ლაპარაკობ? აი, ვინმე გოგოს რომ ააგდებს კაცი და ეს გოგო კიდევ თავს იმართლებს: „ზოგადად, ასეთი ადილებიდან, უცხოებს არ დავყვები სახლში“ ან „ზოგადად, ალკოჰოლს არ ვსვამ“. ცოტა მოდუნდი, თორემ უკვე სინდისი მქენჯნის, რომ თქვენობით არ გელაპარაკები.
- ამ შემთხვევაში, მე გოგო გამოვდივარ, მორიდებული და კდემამოსილი. შენ კი კაცი.
- ჰო, მე ძირითადად, კაცის ამპლუაში ვარ. მაგას მივეჩვიე - თვალი ჩავუკარი და მერე ვინანე. თეატრში, როლი მქონდა ეგეთი. გოგო ვიღაცეებს თვალებს უპაჭუნებდა საკმაოდ ხშირად. ამის შემდეგ, ავტობუსში, შემთხვევით ვიღაცას ჩავუკარი და ახლა კიდევ, ამ ხანშიშესულ, კდემამოსილ უსიმპათიურეს მხრცოვანს.
- ძალიან მეცნობი. ბევრი რომ არ მქონდეს დალეული, ზუსტად მეცოდინებოდა, ვინც ხარ.
- ალკოჰოლის ღირსებაც მაგაშია. თუ სვამ, ესეიგი არაა საჭირო მიხვდე, ვინ ვინ არის.
- რომელიღაცა ახალგაზრდა, ჯიგარი ფილოსოფოსი ხარ თუ რა ხდება?
- ვიქნებოდი. რატომაც არა? მაგალითად, ახლა მომინდა, რომ რომელიმე მაფიოზური დაჯგუფების ბოსი იყო ან განგსტერი. შეიძლება ერთი და იმავეა.
ჩემი ისტორიისთვის, მოულოდნელად, პატარა სასიყვარულო ისტორია წარმოვიდგინე.
ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე სასწრაფოდ და რამდენიმე წუთი, სრულიად უყურადღებოდ მივატოვე სიმპათიური მხრცოვანი. გამწარებული ვწერდი. უცნაური ის იყო, რომ სანამ რამეს გავიფიქრებდი, ჩემს თითებს უკვე სიტყვებად ჰქონდათ ქცეული.
- რას აკეთებ? - გავიგონე კითხვა.
საჩვენებელი თითი მაღლა ავღმართე.
ერთი წუთით დამაცადე-თქო, ვანიშნე და არ ვიცი, რამდენად მიმიხვდა.
მერე შევინახე, ისევ ჯიბეში დავაბრუნე.
- რაღაცეები მაფიქრდება და ვწერ, რომ არ დამავიწყდეს. რას ამბობდი? განსტერი ვარო, მითხარი ხომ?
- მე არ მითქვამს, შენ თქვი, თუმცა ეგება ვარ კიდეც - ზუსტად ისე ჩამიკრა თვალი, როგორც მე. მაგრამ მე ბუნებრივად მქონდა ეგეთი წიკი. იმან კიდევ, ჯერ კარგა ხანს იფიქრა, სანამ რამეს იტყოდა და მერე, მთელი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ ჩამიპაჭუნა.
ეგრე არ ითვლებოდა.
- დღეს ჩემი მეორმოცე დაბადების დღეა. ვიფიქრე, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც წლების წინათ მივივიწყე. არ გამომივიდა. გამოვედი ამ ასაკიდან, მაგრამ შემაწუხა მუსიკამ და ცეკვითაც ორ წუთში დავიღალე. - გამომიტყდა ის.
სახელი არ ვიცოდი.
იმედი მქონდა, რომ კონსტანტინი ან გაბრიელი ერქვა.
უფრო გაბრიელი. მომწონდა და მაგიტომ.
- კარგი. ჯერ არ დაბერებულხარ - ნელა მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე. თან მანამდე, თვითონ ვერ მიხვდა, რას ვუპირებდი და გაოგნებული აყუდებულიყო კედელზე.
მერე გაეცინა.
მეც გამეცინა.
მომენტის გასახანგრძლივებლადაც გამოსწია სახე ჩემსკენ. ერთხელ კიდევ ვკოცნავეთ ცოტა მეტი ხელების ფატურით წელზე, მაგრამ უბრალო დაბადების დღის საჩუქარი იყო. მეტი არაფრის ხასიათზე არ ვიყავი.
- გილოცავ - თითით მუცელზე მოვეფერე რაღაცნაირად და უკან შევედი.
შანსი არ იყო.
ეგ მე ვეღარ მიპოვნიდა იმდენ ხალხში.
ღამით, კიდევ მომაფირდა რაღაცა.
ჰო და, ფიქრების ჩანაწერი მეგობრისთვის: „ზოგჯერ მინდა, სიმწრისგან კედელს ვურტყა თავი, მაგრამ მეშინია ტვინი არ დამიზიანდეს. ეგ ერთადერთია, რაც შემრჩა და თუ მოვისპე, ყველა დაპირებას ვერ აგისრულებ. როცა მენატრები, შენს ხმოვან შეტყობინებებს ვუსმენ. ძალიან მტკივნეულია. ვიფიქრე, ახლა ამნეზია რომ დამემართოს, რა მაგარი იქნება-თქო, მაგრამ მერე შენს ძებნას დავიწყებდი და მაინც უბედური ვიქნებოდი. სჯობდა, ისევ მესიჯები მეკითხა. მაინც მტკიოდა, მაგრამ რა მექნა სხვა? ვერ ვივიწყებ, როგორ გრჯეროდა, რომ ოდესმე დიდი ქალი გავხდებოდი. ბოლოს უცნაური რამე გადავწყვიტე: ისეთი ტკივილი ხარ, მაინც არ მოშუშდები. ამიტომ ავდგები და უკვდავებას მოვპარავ ღმერთებს რომ შენ გაჩუქო!“скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ მძიმე რამეს წერ ენ და შენ რა ძაან ძაან მაგარი გოგო ხარ მაინც რომ არ ტყდები ❤❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინა
როგორ მძიმე რამეს წერ ენ და შენ რა ძაან ძაან მაგარი გოგო ხარ მაინც რომ არ ტყდები ❤❤❤❤

მადლობა დიდი ნინა <3

 


№3 სტუმარი ნანი

არ გეტყვი, როგორი ძლიერი ხარ და როგორი მაგარითქო. ეგ ისედაც იცი ასე მგონია.
უბრალოდ, იმხელა სიყვარული გაქ ჩადებული ამ ნაწარმოებში, აქამდე არასდროს რომ არ მიგრძვნია ავტორისგან. ვხვდები რომ მთლიანად გამოგონილი არ არის ეს სიუჟეტები და რაღაცეები ძალიან რეალურია, გადაგხდენია ალბათ. თან ზუსტად ვხვდები, რომლებიც.
აი, პირველ თავში მასწავლებელმა როცა გაგიძახა და თავი მოიკატუნე ვითომ ცარცი ჩაგეყარა, მანდ ზუსტად ენ ჯეინი იყო, შენი პიროვნება იდო.
კიდევ ძალიან ძალიან სევდიანი მომენტებია სიმართლე და სინამდვილე.
მართლა მაგარი გოგო ხარ. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას გრძნობ, როგორ განიცდი.
იმასაც ვერ გეტყვი, ყველაფერი კარგად იქნებათქო. აბა რანაირად იქნება კარგად? ორმეტრიანი მეგობარი გყავდა თურმე და ბავშვობა მას გაატენა რომ არ მოგეწყინა.
სასწაული ისტორიაა.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნანი
არ გეტყვი, როგორი ძლიერი ხარ და როგორი მაგარითქო. ეგ ისედაც იცი ასე მგონია.
უბრალოდ, იმხელა სიყვარული გაქ ჩადებული ამ ნაწარმოებში, აქამდე არასდროს რომ არ მიგრძვნია ავტორისგან. ვხვდები რომ მთლიანად გამოგონილი არ არის ეს სიუჟეტები და რაღაცეები ძალიან რეალურია, გადაგხდენია ალბათ. თან ზუსტად ვხვდები, რომლებიც.
აი, პირველ თავში მასწავლებელმა როცა გაგიძახა და თავი მოიკატუნე ვითომ ცარცი ჩაგეყარა, მანდ ზუსტად ენ ჯეინი იყო, შენი პიროვნება იდო.
კიდევ ძალიან ძალიან სევდიანი მომენტებია სიმართლე და სინამდვილე.
მართლა მაგარი გოგო ხარ. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას გრძნობ, როგორ განიცდი.
იმასაც ვერ გეტყვი, ყველაფერი კარგად იქნებათქო. აბა რანაირად იქნება კარგად? ორმეტრიანი მეგობარი გყავდა თურმე და ბავშვობა მას გაატენა რომ არ მოგეწყინა.
სასწაული ისტორიაა.

უდიდესი მადლობა. ძალიან სწორად გაგიგია ყველაფერი. ძალიან მსიამოვნებს, როცა მკითხველი ზუსტად იგებს, რაც დავწერე, რაც ვიგულისხმე. იმის ახსნა და გადმოცემა რთულია, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ისტორია და როგორც ჩანს, ახსნა არცაა საჭირო. ისედაც ყველაფერი გცოდნია <3
დიდი მადლობა

 


№5  offline წევრი წიწაკა

ვაიმე, როგორ მიყვარს თქო ამ თავის შემდეგ წამომცდა, მაგრამ მაგას ასე პირდაპირ როგორ გეტყვი;დ
კითხვის პროცესში თან მუდამ მეფიქრება, თუ რა რკინის ნერვები აქვს ამ ქალს. მართლა რთულია და ამას ასე უბრალოდ ვერ გამოვხატავ. შეუძლებელია.
წესიერად კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. არ მინდა შევბღალო? რა უნდა შევბღალო? მაგრამ ასეთი ავადმყოფი რომ გავჩნდი რა უნდა ვუყო ჩემ თავს.
ემოციები შენთან პირდაპირ არადროს არ ჩანს. მე ასე ვხედავ. ყოველთვის შეფარულია.
სიმართლე რომ გითხრა კარგი ფილმიც გამოვიდოდა ამისგან, ოღონდ ჯერ წიგნი.
და კიდევ იმის თქმაც მინდა რომ შენი ნაწერის კითხვა არასდროს არ მომბეზრდება. არასდროს. მგონია არ მითქვამს.
შემდეგს ველი❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ვაიმე, როგორ მიყვარს თქო ამ თავის შემდეგ წამომცდა, მაგრამ მაგას ასე პირდაპირ როგორ გეტყვი;დ
კითხვის პროცესში თან მუდამ მეფიქრება, თუ რა რკინის ნერვები აქვს ამ ქალს. მართლა რთულია და ამას ასე უბრალოდ ვერ გამოვხატავ. შეუძლებელია.
წესიერად კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. არ მინდა შევბღალო? რა უნდა შევბღალო? მაგრამ ასეთი ავადმყოფი რომ გავჩნდი რა უნდა ვუყო ჩემ თავს.
ემოციები შენთან პირდაპირ არადროს არ ჩანს. მე ასე ვხედავ. ყოველთვის შეფარულია.
სიმართლე რომ გითხრა კარგი ფილმიც გამოვიდოდა ამისგან, ოღონდ ჯერ წიგნი.
და კიდევ იმის თქმაც მინდა რომ შენი ნაწერის კითხვა არასდროს არ მომბეზრდება. არასდროს. მგონია არ მითქვამს.
შემდეგს ველი❤

ეგეთი რა სიკეთე მაქ ჩადენილი წინა ცხოვრებაში რომ ახლა შენ მყევხარ მკითხველად?
მართალი ხარ. მე დიდად არ მიყვარს "შენ შემოგევლე და შენ გენაცვალე" პერსონაჟები. ისედაც ჩანს, რასაც გრძნობენ. ზოგჯერ წერისას, პირდაპირ კი არ უნდა დაწერო, იმას ის უყვარსო. პირიქით, ძალიანაც არ უნდა უყვარდეს, მაგრამ ცანდეს რომ უყვარს. ნუ ყოველი შემთხვევისთვის, მე ეგრე გამომდის და მინდა რომ გამოვიდეს.
მადლობა შენ კიდევ ერთხელ რომ არ გავიწყდები <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

როდის დადებ?

 


№8 სტუმარი Mari

Een velit shemdegs

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დღეს ან ხვალ დავდებ.
მე მეგონა არავინ კითხულობდა და მარტო "როდის დადებ"-ით ნუ შემოიფარგლებით ხოლმე კაცო, გამაგებინეთ თქვენი არსებობა smile smile

 


№10 სტუმარი Mari

Gelit sayvareloo vkitxulobt aba ras vshvebiit

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mari
Gelit sayvareloo vkitxulobt aba ras vshvebiit

გაიხარეეთ<3

 


№12 სტუმარი სტუმარი ევა^

საოცრებაა პირდაპირ ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ევა^
საოცრებაა პირდაპირ ❤

ევააა, მალე შენი სეხნია პერსონაჟიც შემოვა <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ევა^

ენ ჯეინი
სტუმარი ევა^
საოცრებაა პირდაპირ ❤

ევააა, მალე შენი სეხნია პერსონაჟიც შემოვა <3


ერთი სული მაქვს <3

 


№15 სტუმარი Mari

ენ ჯეინი
დღეს ან ხვალ დავდებ.
მე მეგონა არავინ კითხულობდა და მარტო "როდის დადებ"-ით ნუ შემოიფარგლებით ხოლმე კაცო, გამაგებინეთ თქვენი არსებობა smile smile

:(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent