შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდობის კედელი ( სრულად)


16-10-2019, 11:23
ავტორი თუკა
ნანახია 7 233

გვიანი გაზაფხული იდგა თბილისში, მზე უკვე კარგად გვარიანად ანათებდა და როგორც იტყვიან „ ბებერ ძვლებს“ გვითბობდა... ეზოში ვისხედით და მზესუმზირას ამაყად ვიფურთხებოდით ვინმეს ეგონებოდა ფრიად საამაყო საქმეს ჩადიანო.
- ნუნუმ თუ დაგინახათ ვაი თქვენი ბრალი - ოდნავ გაბრაზებულმა გვითხრა ეზოს მორიგმა მცველმა და ზურგი გვაქცია..
- ნუნუს და გურამას დროა ახლა?- სიცილით თქვა სალომ და გოგოებს გახედა.. რა ხდება ერთი ამ სადარბაზოში გამაგებინა და მეტი არაფერი მინდა...
- გოგო , ნინჩო სადააა, მაგას ეცოდინება რა ხდება.
- ვაიმე მაგან საერთოდ ქვეყანაზე რა ხდება ის არ იცის და ეგ დააინტერესებს რა ხდება მის სადარბაზოში???
- ისევ ჩემზე ჭორაობთ არა?- ხმამაღლა დავიძახე და გოგოებს შორის ჩავეკვეხე.. სალომე ჭორაობა რომ ცუდი საქმეა დედაშენმა ხო გასწავლა? რო აიყოლიე გვანცი და თეო და ჭკუაზე არ ხართ...
- არა ნინჩო. უყურე შენთან ვიღაცა გადმოდის მგონი..
- მერე რა ვქნათ მაშხალები ავანთოთ სალო? გადმოდის და გადმოვიდეს...
- ბიჭია?- სამივემ ერთხმად დაიძახა და ფეხზე წამოხტნენ....
- ადგილზე დაჯექით და ჭკუიდან არ გადამიყვანოთ ახლა- გამწარებულმა ვუკივლე და სამივე მოწყვეტით დაჯდა სკამზე... გადაირიეთ არა?? აჰა ეს გინდოდათ ხო? ყველა ჩვენ გვიყურებს.. ბიჭი არ გინახავთ თუ მუშა? გვანცა გიოსთვის ხომ არ მეთქვა უფრო კარგად მოეხედა შენთვის???
- კარგი რა ნინი, რა მოხდა.. მაინტერესებდა ვინ იყო....
- ვაიმე რა დღეში ვარ, კიდე კარგად ვუძლებ თქვენნაირ არანორმალურებს... წამოდით ყავას ჩაგაცეცხლებთ....- სიცილით გადავხედე დაქალებს და ეზოდან გავედით.. წინ მე მივდიოდი როგორც სადარბზაოს დედოფალი , უკან კი ჩემი „ფრეილინეები „ მომყვებოდნენ ჭორაობით.... სათითაოთ შევუძახე ყველა ლიფტში მას შემდგ რაც მუშების საოცარ მზერას დავაღწიეთ თავი.. სიცილს ვერ ვიკავებდით...ხმაურით გავცვივდით ლიფტიდან და ის იყო პირველ საფეხურზე უნდა ამედგა ფეხი რომ ვიგრძენი როგორ მომხვდა რაღაც მაგარი თავში.. წამიერად ვიგრძენი წვა...
- ნორალური არ ხარ?- გამწარებულმა ვუყვირე ჩემს წინ საოცარ კომბინიზონში მდგარ მუშას და მისკენ საჩხუბრად წავედი რომ კართან დადებულ ყუთს ფეხი წამოვკარი და მის მკლავებში მოვადინე ზღართანი.... ღმერთო რა დავაშავე.... ღმერთო მომეცი მოთმინება- ხმამაღლა დავიძახე და მტვრიანი ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე....
- კარგად ხართ ქალიშვილო?- ინტერესით ჩამეძია და გამომხედა..
- ქალიშვილო...- გამწარებულმა ჩავილაპარაკე, მზერა ავარიდე , გოგოები სახლში შევყარე და ბუზღუნით შევედი.... სიცილს ძლივს იკავებდნენ, ვიცოდი ახლა რომ არ გამეცინა კარგა ხანს დავრჩებოდი ასეთ ხასიათზე...
- ნინჩო, შუბლი გაგიტეხა იმ ავადმყოფმა??- გამწარებულმა იყვირა სალომ და ჩემკენ წამოვიდა..
- არაუშავს, არაფერია. არანორმალური ეგ.. -გაცოფებულმა ჩავილაპარაკე და სააბაზანოში შევედი..შუბლიდან ოდნავ მომდიოდა სისხლი, დიდი ისეთი საპანიკო არაფერი იყო, მაგრამ ნერვები ჩემს თავზე მეშლებოდა მასზე კი არა..... ცივი წყალი შევისხი სახეზე და სამზარეულოში მოქირქილე დაქალებს შევუერთდი...
- გტკივა ნინ?- ჩემსკენ წამოვიდა გვანცი და ლოყაზე მაკოცა...
- არა, გვანცუ, არ მტკივა. მიდი შენებული ყავა დაგვალევინე და მერე გავიდეთ სადმე. ხვალ ჩემი დის დაბადების დღეა ხო იცით და რაიმე უნდა ვიყიდო...
ყავის ფინჯანში დარჩენილი ნალექი რამოდენიმეჯერ მოვატარე ჭიქას და გადმოვაბრუნე....
- აუუ , უნდა მიმკითხაო რა- სიცილით ვუთხარი სალოს და გავხედე...
- მე?? რომელი ვანგა მე მნახე ეე....
- ფლიზ კუსკუსა რა. გთხოვ გთხოვ..- ვედრებად დავიღვარე და გამშრალი ფინანი გავუწოდე...
- გოგო, აი იმ მუშას ვხედავ- წეღან მის მკლავებში რომ ფართხალებდი.. ისე რა სიმპაწიური იყო არაა???
- რავიცი მაგისი სიმპაწიურობა სად დაინახე ადამიანო, მტვრისაგან გაშავებული ქონდა თავ-პირი- ღიმილი პირზე შეაყინა თეომ სალოს და გამომხედა..
- ვაიმე თეონა შენ აქ ხარ?- ვერ შეგამჩნიე- გაბრაზება ვერ დამალა სალომემ და ცხვირი აუბზუა..
- რას ამბობ ნუთუ.. ხუმრობა სულ არ იცი რა. - ნაწყენი გადგა გვერძე თეო და ფანჯარას მიაშტერდა...
- საკმარისია , სულ კამათი რა უბედურებაა ... სალომე ნუ ხარ ასეთი უხეში, წადი და შემოირიგე . ხო იცი თეო როგორი ტკბილია.... დაქალს ფეხი გავკარო გადადებულ ფეხზე ნერვიულად რომ ათამაშებდა და თვალებით ვანიშნე ადექი თქო...
ათ წუთიანი ხვევნა- კოცნის შემდეგ როგორც იქნა სალომე ფინჯანს დაუბრუნდა და გამომხედა...
- გოგო მართლა არის ბიჭი და რა ვქნა, ეს ჩემი ლამაზი თვალები ასე ხედავს და. შენ გინდა მუშა დაუძახე გინდა მინისტრი, ტიპია რა.... ფულიანი, მანქანიანი, სახლიანი, აგარაკიანი...
- ვაიმე სალომე ეს ყველაფერი მანდ ჩანს, დამანახე რაა-- სიცილით მივუჩოჩდი გვერდით
- არა , ეს ყველაფერი მემეტება ვაა. და დავამატე, დღეს ნერვებს მიშლით საშინლად...- თითის მაღლა აწევით დაგვტუქსა სალომ და ფეხები ააბაკუნა....
ჩვენი წუთიერი დუმილი კედლის იქით საოცარმა ბრახუნმა დაარღვია და ოთხივემ ერთიანად ვიყვირეთ...
- მეზობელი გადმოდის თუ კამიკაძე აქ?- თეომ გამომცდელად გამომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა...
- კამიკაძე, წყალი არ გაუვა...- კიდე თქმას ვაპირებდი რომ ზარმა იძულებული გამხადა კარის გასაღებად ავმდარიყავი...
ზღურბლზე ის მუშა იდგა წეღან შუბლი რომ გამიტეხა და მერე მის ხელებშ ვიკოტრიალე. იდგა და გაშავებული სახით მიღიმოდა..
- ხომ არ შეგაშინეთ?- უტიფრად მკითხა და მომაშტერდა.... დივანს ვდგამდით და კედელს მოვარტყით....
- აააა. გასაგებია. არაუშავს.. შემდეგში ცოტა ფრთხილად მოარტყით, მოკლეზე ნუ გამოხვალთ ჩემთან- მისი სიტყვები გავიმეორე და თავაზიანად დავემშვიდობე....

**
მაღაზიებში როგორც ყოველთვის ახლაც საღამომდე ვიარეთ და მაიკოს მოსაწონი კაბა საბოლოოდ ჩემს ხელთ იყო და ამაყად მოვაქანავებდი პარკს... გოგონების შემოთავაზებაზე კლუბში წავიდეთო უარი განვაცხადე , ხვალ წერა მაქვს და უნდა ვიმეცადინო-თქო...
სადარბაზოში ოდნავ მბჟუტავ ნათურას ავხედე და გამეღიმა. ბავშობაში მუდამ ამ ნათურას ვტეხავდით და მერე პირველ სართულზე მცხვორები დოდო ბებიას წყევლაზე გულიანაც ვიცინოდით... ოთხივე ერთ სკოლაში ერთ კლასში ვსწავლობდით.. უნივერსიტეტმა ჩვენი გზები ცოტა გაყარა თუმცა მე და სალო მაინც ერთად ჩავირიცხეთ... ერთი წლის წინათ მშობლები სამუშაოდ გავუშვი იტალიაში. ჩემი და გავათხოვე.. ასე რომ ამ უზარმაზარ სახლში მარტო ვცხოვრობდი....
მიუხედავად მაიკოს დიდი თხოვნისა მათთან მეცხოვრა მაინც უარი ვუთხარი.. არაფერი ჯობია შენს სახლში მარტო ცხოვრებას, შენს გემოზე .... სიმშვიდეში და საყვარელ დაქალებთან ერთად....
გასაღები გადავატრიალე და ჰოლში გამეფებული სიბნელე ხელის ერთი აქნევით გავანათე.. ტელეფონი რეკვით თავს იკლავდა... კარები მაგრად მივაჯახუნე და ყურმილს დავწვდი..
- სად ხარ გოგო აქამდე.. ცოცხალი ხარ?- ჩემი დის შეშფოთებული ხმა გავიგონე თუ არა გამეღიმა..
- მაიკო, დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე, კარგად ვარ.. შენი კაბისთვის ვიარე ამდენი ხანი, მადლობა მითხარი რა....
- მიყიდე??- ხმამაღლა ჩამძახა ყურმილში და უმალ გადაავიწყდა ის რომ მთელი ოთხი საათი ტელეფონს არ ვიღებდი...
- გიყიდე, ახლა დამასვენე რა, ფეხები მტკივა იმდენი ვიარე, მაიკო, ხვალამდე აღარ დამირეკო და კაბა არ ამარწერინო თორემ გეფიცები შენ თავს გადავაგდებ. ვანაში შევდივარ გესმის? და არ ამაწრიალო..
- ვაიმე ნინჩული , საერთოდ დაგივიწყებ ხვალამდე დაო.. აბა ტკბილი ძილი....
- ტკბილი ძილი მაკო...
****
ცხელი შხაპი, სურნელოვანი სანთლები და აბაზანაზე უხვად მოდებული ქაფი რაოდენ სასიამოვნოა გადაღლილი დღის მერე ყველამ კარგად ვიცით... ნახევარ საათიანი ნებივრობის მერე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი... ღამის სანათი მაგიდაზე გადმოვდგი , გვერდით საყვარელი მწვანე ჩაიას ფინჯანი მივიდგი, სკამზე ფეხები ავიკეცე და სწავლას შევუდექი....
თარგმნის თეორია იმაზე უფრო რთული იყო ვიდრე მეგონა. სალო როგორც მეუბნებოდა „ისეთი რთულია წიგნი უნდა ირტყა თავში, ან თავი ურტყა წიგნს რომ რაიმე გაიგოო“.. ნახევარი საათი დავყურებდი ერთი და იგივე ფურცლებს და მოთმინების ფიალა მევსებოდა...
ახალი მეზობლის კედლიდან საოცარი ხმაური უარესად მოქმედებდა ნერვებზე და ტვინში სისხლი მექცეოდა...მაქსიმალურად ვცდილობდი ყურადღება მხოლოდ კითხვაზე გადამეტანა მაგრამ ბოლო ხმაზე აწეულმა შალახომ , სისხლი გამიყინა, წიგნი ხმაურით დავახეთქე მაგიდაზე. ფეხები ჩუსტებში ჩავყავი და მეზობლის კარგზე გაბმულად დავრეკე ზარი.... კარი საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭმა გამიღო და ცერად ამხედა...
- უკაცრაად რომ თქვენს მყურდოებას ვარღვევ მაგრამ უკვე შუაღამეა ორი საათია, მგონი კარგად იცით რომ მეზობლები გყავს, იქნება დამდოთ პატივი შალახოზე ცოტა დაბალ ხმაზე იცეკვოთ....
- უკაცრავად?- ისე მკითხა, მივხვდი რომ ვერაფერი გავაგებინე... როგორც იტყვიან, მთვრალი კი არა გადამთვრალი იყო და ჩემი სიტყვები იავნანასავით ესმოდა... ლევან - ხმამაღლა დაიძახა და ნახევარი ტანით შებრუნდა ოთახისაკენ.. მოდი ბიჭო, ვიღაცა გოგოა . ეეეე. გოგოები თუ უნდა მოგეყვანა ამდენს მასმევდი???
- ერთ წუთით მოიხედე აქეთ- მოთმინება დაკარგულმა დავუყვირე და პერანგის საყელოში მოვკიდე ხელი.... შენ მე ნაშა ხო არ გგონივარ ?!!! წადი შენი ტოლი მონახე... შენნაირ ლოთს ვინ შემოხედავს.... ქალის პატივისცემაც რომ არ იცი... ხელი ვკარი, კარებში შევედი და ყველა საკეტი ერთიანად გადავკეტე... არ ვიცი რატომ მაგრამ იმის გაფიქრებამაც კი შემაშინა რომ ჩემს გვერდით ამდენი მამაკაცი ერთიანად იყო თავმოყრილი....
**
ადრიანად ავდექი დილით და ახლად შეძენილ მეზობელს დავუყარაულდი, ერთი სული მქონდა მენახა და გამომელანძღა, დედაჩემი როგორც იტყობა ჩვენს გვარში მხოლოდ მე ვიყავი ინტრიგანი და უხეში.. ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა..
- ლევანი ქვია ესეიგი არა ბიჭს.. ვანახებ მე მაგას კაცობას, და იმ პატარას კიდე ვანახებ ქალის პატივისცემას... ბუზღუნით ვამბობდი და გასაღებს ვატრიალებდი კარში.... ვიცოდი რომ ერთ დღეს გადავაწყდებოდი ზრდილობიან მეზობელს და იძულებულს გამხდიდა მისთვის უფრო კარგად ამეხსნა ზრდილობის საკითხები...
უნივერსიტეტეში ნახევრად მძინარე ვიჯექი და თავს ვერ ვუყრიდი აზრებს...სალომეს მუჯლუგუნებზეც კი არ მქონდა რეაქცია... პირველად ცხოვრებაში მისგან ვიწერდი კითხვის პასუხებს და ამაზე უარესად მეშლებოდა ნერვები....
- გუშინ იცი რა მაგარი დრო ვატარეთ გოგო??- ხმამაღა მითხრა სალომ და ხელკავი გამომდო... ცუდია რომ არ წამოხვედი...
- მეც ვიყავი ფართიზე სალ, სულ შალახოს და კინტაურს ვცეკვავდი გათენებამდე, იცი რა დრო ვატარე???
- სად იყავი გოგო? რატომ არ გვითხარი?- უმალ დაიჯერა და შვლის ნუკრის თვალებით შემომხედა...
- სად და ჩემს ახალ მეზობელს კედლის იქით გათენებამდე ქონდა ღრიანცელი , ერთი სული მაქვს დავიჭირო ეგ ლევანი და შუაზე გავხიო...
- ლევანი ქვია? რა იცი შენ რომ ლევანი ქვია ნინჩო, მართლა იყავი??
- ვერა ხარ გოგო? საჩხუბრად გავედი, კარი სხვამ გამიგო და ნაშა ვეგონე... ხო წარმოგიდგენია, თავზე ჩიპოლინოსავით კიკინა.. ოთახის ჩუსტები და ნაშაა????- სიცილს ვერ ვიკავებდი და სალომეს მთვრალივით ვაწყდებდი...
- შენ თავს გეფიცები გიჟი ხარ - ძლივს ითქვამდა სულს ... გოგო რო გამოსულიყო ის შენი ლევანი და რამე ეკადრებინა, ხო იცი ჩვენ ქართველებს მაგარი სიტყვები გვაქვს, შემომეუპატიურა, შემომეჭმა, შემომეკოცნა..
- ვაიმე, ისეთი მთვრალები იყვნენ სად ექნებოდათ ძიძგილაობის თავი ხმის ტემბრი ვეღარ მოვზომე და დერეფანში მდგარი ყველა მამაკაცის მზერა მივიზიდე...
- ჩუმად ილაპარაკე თორემ ამათ უეჭველი აქვთ მაგისი თავი ნინჩო..- სიცილით მიჩურჩულა სალომემ და კიბეებზე ხმაურით დავეშვით....
**
მთელი დღე გოგოებთან ერთად გავატარე და გულიანაც ვიცინოდით იმ ქერაზე... უკვე კარგად დაღამებული იყო სახლისაკენ რომ ავირე გეზი... ის იყო სადარბაზოში უნდა შევსუიყავი რომ ეზოს „დედოფლის“ ხმამ გამაჩერა..
- ნინიკო დედა , როგორ ხარ??
- კარგად ნუნუ დეიდა თქვენ?- ნაძალადევად ვუპასუხე და მივაშტერდი..
- სულ მინდა გკითხო. გუშინს მერე, ვინ გადმოვიდა შენს მეზობლად? მამაკაციაო ამბობენ....
- სიმართლე გითხრათ არ ვიცი.. ახალ მეზობელს გადმოსვლის წვეულება ჯერ არ გაუმართავს, როგორც კ გავიგებ ვინაა მაშნვე გეტყვით..
- ვაიმე ოქრო ხრ დედიკო.. ისე მაინტერესებს ვინაა... გურამიმ მითხრა კარგი სანდომიანი მამაკაციაო და, რავიცი ვიფიქრე ვნახავ ვინაა როგორია-თქო.. ხომ იცი ახლა სანდრო აღარავინააა...
- არა რას ამბობთ, მაგას რატომ ამბობთ?? ჯერ ახალი მეზობელია გაიცნობთ და მერე თქვით სანდოა თუ არა...
- შენ დედიკო ასე მარტოდ რომ დადიხარ, არ გეშინია?ანგელოზივით გოგო ხარ, რავიცი არ შეგაშინოს ვინმემ...
- კარგით რა ნუნუ დეიდა. ვინ უნდა შემაშინოს. ანგელოზობამდე ფრთები მაკლია....
- რა ოხერი ხარ გოგო, ბავშობაშიც ასეთი იყავი... დედიკო და მამიკო ხომ კაგად არიან?
- დიას გმადლობ.. ბოდიშს გიხდით მეჩქარება დღეს მაიკოს დაბადების დღეა და იქ უნდა გავიქცე, მაპატიეთ. თუ რაიმეს შევიტყობ გეტყვით....
გასაღები ნელა მოვარგე საკეტს და კარი ფრთხილად მივკეტე, არ ვიცი რატომ მაგრამ ნუნუს სიტყვებმაც კი დამაეჭვა, „არ გეშინიაო?“ ტანში უეცრად დამიარა ჟრუანტელმა და სააბაზანოში შევვარდი.... პირველად მრჩებოდა ფეხები უკან .. არ მინდოდა მაიკოს დაბადების დრეზე წასვლა, ვიცოდი მისი ორიგინალი ქმარი ამჯერადაც დამახვედრებდა თავის რომელიმე მეგობარს და ნერვების აშლის სურვილი ნაკლებად გამაჩნდა..
კარადიდან მოკლე შავი კაბა გამოვიღე და ტანზე გადავიცვი.. კმაყოფილი დავტრიალდი სარკეში და ჩემს თავს თვალი ჩავუკარი...საწოლზე მიდებულ პატარა ჩანთას ხელი დავავლე და კარის გასარებად მოვემზადე რომ ხმაურმა შემაჩერა... კარზე მოთავსებულ ჭუჭრუტანაში გავიხედე და ახლადგადმოსული მეზობლის ზღურბლზე მდგარ მამაკას მივაშტერდი....
მაღალი ტანადი მამამაკაცი იდგა ... ტელეფონზე მშვიდად ლაპარაკობდა, დაბალი ტონალობის ხმა სასიაოვნოს მესმოდა... წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა . თან ხელში გასაღებს ათამაშებდა.. მივხვდი ეს იყო ჩემი საოცნებო მეზობელი, რომლიც გალანძღვის სურვილი ჯერ არ გამნელებოდა.... ერთი სული მქონდა მისი სახე დამენხა მაგრამ ჩემი მოლოდინი უშედეგო აღმოჩნდა.. ჩანთაში უწესრიგოდ ჩაგდებული ტელეფონი რეკავდა, როგორც ყოველთვის ახლაც ვერ ვპოულობდი.... მაიკოს ზარები და მესიჯები უხვად დამხვდა... კარი პირდაპირ გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე მაგრამ სულ ტყუილად ვიყავი ემოციებით აღსავსე ჩემი ტანადი მეზობელი უკვე დამალულიყო.... გულში მაიკოს ვლანძღავდი რომ მუდამ უდროო დროს მირეკავდა ..
რესტორანში დაჯღანული სახით შევედი.... ჩემი და დედოფალს გავდა... ბავშობიდან ხიბლავდა საოცარი ტანსაცმლის ჩაცმა და არც ახა იყო გამონაკლისი.. თეთრ გრძელ კაბაში გამოწყობილი მონარნარებდა ჩემსკენ...
- მაიკო ქორწილი გაქვს თუ დაბადების დღე, რა გაცვია ეს- აღშფოთება ვერ დავმალე და ბავშობის დროიდან მოყოლებული ნერვიული ჩვევა განცახორციელე..
- ნერვიულო რამეზე????
- აარა, საიდან მოიტანე???
- რა და ნუ მატყუებ. ნერვიულად ისვავ ყელზე თითებს.. ეს წიკი ბავშობიდან გაქვს...
- ეს წიკი არ იყო როგორც შენ თქვი. ჯერ ეგ ერთი მაგას ჩვევა ქვია...
- სხვათაშორის აკვიატებული....
- ღმერთო ჩემო ყელი თუ მომეფხანება გკითხო? შენ რა დეტექტივივით ჩამაცივდი დღეს.. მოდი აქ მოდი გაკოცო... ოღონდ ეგ წითელი პომადა არ მომისვა ერთი...
- შენ არასოდეს შეიცვლები, მუდამ ასეთი უხეში და უკმაყოფილო იქნები ნინი...
- გაისუსე რა... გაისუსე... ნუ ცდილობ გამაღიზიანო.... ისედაც თავი მისკდება ეს ორი დღეა. არ მკითხო, მე თვითონ მოგიყვები მერე.... უყურე შენი ქმარი მოიწევს ჩემსკენ და თუ კიდე ვინმეს გასაცნობად მივყავარ მოვკლავ...
- ეს ვინ მოსულა.. ცოლის დავ როგორ ხარ???- ომახიანად მკითხა შაკომ და მაგრამ მითავაზა მკლავში...
- კარგად სიძევ.... დღეს რა ჯანზე ხარ?
- და როდის არ ვარ რო??
- რავიცი როდის ხარ რო??? - სიცილით ვუთხარი და მაიკოს თვალი ჩავუკარი....
- ამ გოგოს ლამაზ თვალებთან ერთად საშინლად მწარე ენა აქვს ცოლო- ნაწყენმა უთხრა შაკომ და სუფრისაკენ გაგვიძღვა...
როგორც ყოველთვის არც ახლა ვცდებოდი გვერდით თავისი ძმაკაცი მომისვა, რომელიც სასხვათაშორისოდ მისვავდა კითხვებს და ხანდახან მიღიმოდა კიდეც.. არა რას ვერჩოდი, მშვენიერი ბიჭი იყო... აი დაახლოებით ისეთი სალომ რომ ჭიქაში დაინახა ... მომენტალურად ამომიტივტივდა თავში სალომეს მკითხაობა და გამეღიმა..
- ნინჩო. გოგოები არ მოვლენ?- ცოტა ნაწყენმა მკითხა მაიკომ და ჩემს პასუხს დაელოდა...
- მოვლენ მაკო.. გზაში არიან... ხო იცი ლექციები გვიან გვიმთავრდება... დაქალების გამართლება ვცადე და დარბაზში სიცილით შემოსული გოგოების დასახვედრად ავდექი.....
მთელი საღამო მოწყენილობაში გავატარე, არ ვიცოდი რას ვნერვიულობდი, რაღაც შინაგანი განცდები მაფორიაქებდა... თავს და ბოლოს ვერ ვუყრიდი ჩემს ემოციებს.... როგორც ჩანდა ახლა ყველაზე კარგი დრო იყო ფლირტისათვის, დათა თავზე წამომადგა და ალმაცერად გამომხედა..
- ხომ არ გეწყინება შენს გვერდით რომ დავჯდე???
- არა რატომ, მთელი საღამო ჩემს გვერდით არ ზიხარ???- ჩემდა უნებურად ვუთხარი და ავხედე...
- არა, იცი, შაკომ გამაფრთხილა ენაკვიმატიაო მაგრამ..
- ასეთ არ ელოდი არა??? ენაკვიმატის რა მოგახსენო თუმცა უხეში ვარ არა??
- არა რას ამბობ, ნინო, ყველასთან ასეთი ხარ თუ ჩემთან???
- დათა , შენც ყველა ხარ.. მე ყველასთან ასეთი ვარ.. არ ვიცი არასოდეს ვთამაშობ, ვამბობ იმას რაც სიმართლე მგონია სულ ესა...
- საინტერესო ადამიანი ხარ... არ გინდა ვიცეკვოთ?- ისე მითხრა უარი ვეღარ დავუბრუნე და მასთან ერთად სცენაზე გავედი....
მაიკო სულ მეუბნებოდა ხოლმე... კაცი რომელიც გიზიდავს როცა ცეკვის დროს ხელს მოგხვევს ტანში ჟრუანტელმა უნდა დაგიაროს, ცეცხლი მოგეკიდოს და გადაირიოო. მე კიდევ მის შეხებაშე ცვილის ფიგურასავით ვიყავი....
ასე იყო თუ ისე, ეს საღამოც მივახრჩე , ჩემს თავს როდის ვჩიოდი, მთავარია მაიკო იყო ბედნიერი... მალი-მალ მეუბნებოდა ერთი სული მაქვს კაბას როდის ჩავიცვამო....
რესტორნის კართან მომლოდინე ტაქსიში შევძვერით ოთხივე.. ახლა საშინლად არ მინდოდა მარტო ყოფნა.... გოგოებს მოწყენილმა გადავხედე და როგორც პატარაობაში ახლაც ტუჩი გადმოვაბრუნე..
- შენთან ვრჩებით გასაგებია- სამივემ ერთად დაიძახა და სათითაოდ ვაკოცე ლოყაზე სამივეს.... სადარბაზოში სიცილით შევედით...
- აუუ ლიფტი არ მუშაობს ნინ.. მერვეზე ფეხით უნდა ავიდეთ?- წუწუნით მკითხა გვანციმ და კედელს მიეყუდა..
- არა ხელში აგიყვან გვანცი...
- ნუ ხარ ასეთი გოგო...
- აბა შევუდეგით გოლგოთას და ვინ პირველი ავა ვნახოთ....
- ბავშობას ვიხსენებთ!!- ხმამაღლა დაიძახა სალომემ და კიბეებზე გიჟივით გაიქცა... მერვე სართულზე სულს ვერც ერთი ვერ ვითქვამდით... სულ რარაც ათი საფეხურიღა იყო დარჩენილი და რომელიმე ჩვენგანი ტრიუმფით მივიდოდა ფინიშამდე... სალომეს გადავხედე და გავუღიმე.. თუმცა აი სად მეთამაშებოდა ბედი... ბოლო საფეხურზე ავდგი თუ არა ფეხი და მოვემზადე რომ ჩემი სახლის კარისათვის ხელი მიმერტყა, ცხოველური ინერციით დამეტაკა სალომე და ახლად გადმოსული მეზობლის კარზე მიმახეთქა... უნებურად გავიშხლარღე მეთლახზე და მის ფეხის საწმენ ტილოზე დავჯექი..... ჩვენმა სიცილმა მთელი სადარბაზო გააყრუა, ვერც გავიგე როგორ წამომადგა თავზე , წერანდელი მაღალი შავგვრემანი მამაკაცი... მისი სიახლოვე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როცა სამივემ სიცილი შეწყვიტა..
- ეს ახალი თამაშია გოგოებო?- მთელი სერიოზულობით გვკითხა ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს...
- უკაცრავად. უნებურად მოგვივიდა, თავის მართლება სცადა თეომ, რომელიც ყველაზე ბუნჩლა იყო ჩვენს შორის...
- ეცადეთ მეტი აღარ დაუშვათ უნებური შეცდომები, არ გიხდებათ...- ჯიუტად მოგვაძახა და კარი მოკეტა. მე ჯერ კიდევ მის ფეხის საწმენდ ტილოზე გაოგნებული ვიჯექი და ხმას ვერ ვირებდი....
- დიდი ხანი იჯდები მანდ ნინჩო- ხორხოცით მკითხა სალომემ და ხელი გამომიწოდა...
- ეს რა ქმნილება იყო?- გაოცებულმა ვიკითხე და მთელი სადარბაზოს მტვერი კაბიდან ჩამოვიფერთხე... ეხლა მოიცადეთ. ისეთი პატარა ვარ რომ ამან ვერ დამინახა თუ რა კულტურაა...
- ეს უკულტურო კაცი- გაცოფებულმა იყვირა გვანცამ და მომენტალურად ააფარა თეომ ხელი პირზე...
- გოგო, გააფრინე?!- ახლა გამოვა და კიდე რაღაცას გვეტყვის.... ვერ ნახე რა უხეშია??? ნინჩოც კი არ წამოაყენა..
- არ გამახსენო თორემ ახლა მივალ და კიდევ ერთხელ მივეტაკები მის კარს...
კარები ხმაურით დავკეტე და ფეხსაცმელები შემოსასვლელში მივყარე.. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ასეთი მამაკაცის არსებობას...
ვერაფრით მოვისვენე, მთელი ღამე ვწრიალებდი ლოგინში... ის იყო ლამაზ სიზმრებში გადავეშვი რომ მორიგმა ხმაურმა წამოგვყარა ლოგინებიდან... ამჯერად მოთმინეის ფიალა ბოლომდე გადამეკეტა. ხალათი მოვიცვი და მიუხედავად გოგოების ხვეწნისა არ გახვიდეო კარებში გავედი.. სამივე ნახევრად შეღებულ კართან ალბად ტაფებით ხელში მეოდა, ვინიცობაა და ახალ მეგობელ რაიმე ეკადრებინა...
- ბინის მეპატრონე თქვენ ხართ?- გაღებულ კართან მდგარ მამაკაცს ვკითხე და ალმაცერად გამოხედა ჩემს ხალათს..
- არა.. გაოცებულმა მითხრა და შესვლა დააპირა რომ დავაყოვნე..
- იქნებ დაუძახოთ ბინის პატრონს,სასწრაფო საქმე მაქვს...
- ახლავე გოგონა- მშვიდად მითხრა და ორიოდე წუთში ჩემს წინ წეღანდელი მამაკაცი იდგა.რომლის სიმპატიურობაც სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევდა...
- ეს რა ახალი თამაშია?- გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები ნერვიულად გადავიჯვარედინე..
- რაზე ამბობთ?
- შუაღამისას მუსიკის ჩართვაზე და თქვენ მიერ გამოწვეულ ღრიანცელზე....
- ბოდიშს გიხდნით, სრულიად უნებურად მომივიდა. მაპატიეთ...
- ეცადეთ შემდეგში აღარაფერი გააკეთოთ უნებურად მეზობელო, არ გიხდებათ.. მისი სიტყვები უკან მივაყარე და კარგი შესვლას ვაპირებდი რომ ხალათის კაპიშონში დამეკიდა და გამაჩერა...
- ერთი წუთით. შენ ის გოგო ხარ წერან ჩემს კარებს რომ მოასკდი არა?
- ხო ის გოგო ვარ ძირს რო იჯდა და წამოაყენეთ...
- მართალი ხართ... ცუდად მოვიქეცი....ორით ერთი თქვენს სასარგებლოდ...
- მე გოლებს არ ვითვლი მეზობელო, წესრიგისაკენ მოგიწოდეთ მხოლოდ. უნდა გასოვდეთ რომ კედლის იქით სხვებიც არიან....
- ახლა მეცოდინება მეზობელი და ისე სხვათაშორის მეზობელს ლევანი ქვია...
- კარგი მეზობელო ლევან. მადლობთ რომ მომისმინეთ იმედია ახლა მაინც დაუწევთ მუსიკას და ძილის საშუალებას მომცემთ...
- რა თქმა უნდა .. როგორც ინებებთ თქვენო აღმატებულებავ..
- ნუ მოიმტვრევთ ენას.. ნინა ვარ..
- ძალიან კარგი ნინა. ძილი ნებისა... ისე დამემშვიდობა გეგონებოდათ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობდით....
კარები ზურგს უკან მივკეტე და ფხუკუნი ერთნაირად დაგვცდა ოთხივეს....ტუჩებზე თითი ავიფარე და გაჩუმდით თქო ვანიშნე, მიუხედავად იმისა რომ ეს ბიჭი უკვე ნერვებზე მოქმედებდა მაინც არ მინდოდა ხეპრე და უტაქტო ვგონებოდი.. სამივე ლოგინში შევუძახე და ოთახში სინათლე ჩავაქრე...
ამ ღამით პირველად დამესიზმა ფერადი სიზმარი. სადაც ყველაფეი ლამაზი და სადა იყო.... გვერდით , არა უფრო სწორად ასე კედელს იქით ჩემი უფლისწული იდგა და ვერაფრით გადავდიოდი მის მხარეს... დილით ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა.. გოგონებს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინათ... ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი... მეზობლის ხმამ შემაშინა და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ გავიხედე მისკენ..
- დილა მშვიდობისა ნინა, იმედია წუხელ მშვიდად გეძინათ. ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის რომ ადრე არ დაბერდეთ....
- თქვენ არ ინერვიულოთ ჯერ ჩემს დაბერებამდე დიდი დროს კიდევ. დილა მშვიობისა მეზობელი ლევან..- გაბრაზებულმა გამოვცარი კბილებში. ხალათის ქუდი თავზე წამოვიფარე და ოთახში გაცოფებული შევედი...
**
გაცოფებული შემოვედი და სკამზე მოწყვეტით დავჯექი... დენში შეერთებულ ჩაიდანს ხელი ავკარი და წითლად მოციმციმე შუქმა მოთმინება დამაკარგვინა..
ის იყო ყავა ფინჯნებში დავასხი რომ ფეხების ფლარტუნით გამოვიდა საომე, რომელსაც უკან გვანცი და თეო მოყვებოდა...
- ფეხები - ხმამაღა დავიძახე ისე რომ არც კი შევტრიალებულვარ სალოსკენ..
- მაპატიე კუსა. ეს ჩემი ჩუსტების ბრალია..
- ჩუსტების კი არა შენი ბრალია, ბავშობიდან ასე დადიხარ ბატიფეხურად. დააბრალა ჩუსტებს გოგომ. ისეთი ტონით ჩავილაპარაკე გეგონებოდათ ჩემი გაბრაზება სულ სალოს ბრალი იყოს..
- შენ რა იყო მეზობელი ნახე სიზმარში თუ დალანდე?-მწარე ხუმრობას არ ეშვებოდა სალომე და უარესად მოქმედებდა ნერვებზეე.
- ვაიმე სალომე როგორ გიყვარს ჩემი ნერვების მოშლა ა.. კი არ დავლანდე დილით უთენია გამომეცხადა აივანდე, წარმოიდგინეთ და ჩემს ახალგზარდობის შენარჩუნებაზეც კი ზრუნავს უნამუსო.. ღამით ძილი სასარგებლოაო დამარიგა ბიჭმა..
- ვაიმე ვერ გავიგე რას ერჩი მაგ ბიჭს შენ ნინაჩკა.. მშვენიერი ყვაწვილია, მაღალი მხარ-ბეჭიანი მარტო მისი თვალები ღირს ყველაფრად რომ შემოგვხედა.. თუმცა შენ რას დაინახავდი ძირს ეგდე....- სიცილს ვერ იკავებდა გვანცა და მუცელზე იჭერდა ხელებს...
- აუტანლები ხართ მაგრამ გამაცინეთ-სიცილით ვეძგერე გვანცას და კედელზე მივახეთქე.. ისე ქალბატონო სალომე ჩვენ ლექციებზე მივდივართ გახსოვს?
- მახოვს... დედამთილია ეს ჩვენი რა- თვალი ჩამიკრა და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა...
**
ლექციების შემდეგ ჩემი და დავაფასე და სახლში საჭმლით დატვირთული მივადექი.... გაოცებული მიყურებდა კარგა ხანს და თვალებს არ უჯერებდა.. როგორც წესი მუდამ მაკო მოდიოდა ხოლმე ჩემს სანახავად ახლა კი პირიქით იყო.
- დიდი ხანი ვიდგე ასე თუ შემომიშვებ მაიკო?- ღიმილით ვუთხარი და საკოცნელად გავიწიე..
- არა ვერ ვიჯერებ რომ ჩემთან მოხვედი , დაუჯერებელია რა. არ გიყვარს ხოლმე აქ მოსვლა და..
- ვაიმე მაიკო იმდენს ლაპარაკობ წავალ უკან..
- არა მოდი მოდი..მკლავში მეცა და სწრაფი სვლით შემაგდო სამზარეულოში... შაკოც მალე მოვა და ვივახშმოთ...
- მისმინე რაღაცას გეტყვი რა..
- ასეც ვიცოდი აი ვიცოდიიი... სკამზე მთელი ძალით დამახეთქა და წინ დამიჯდა. დათოზე უნდა მითხრა რაღაცა ხო, აი შაკოს სულ ვეუბნებოდი რომ მოგეწონებოდა...
- მაიკო გაჩუმდი წუთით რა..- მოთმინება დაკარგულმა ვუყვირე და აივანზე გავედი..გაოცებული მივტრიადი მისკენ ვიცოდი ზურგს უკან მედგა.. მაიკო მეც ეგ მინდოდა მეთქვა, რომ ამ ბიჭს ჩემს ნაცვლლად ნუ აძლევ ტყუილ იმედებს.. არ მომწონს, ეგ არაა ის ბიჭი ვისაც შევიყვარებ გეხვეწები უხერხულობაში ნუ მაგდებ რა..
- აბა რა ხდება მოყევი ახლა, სხვა გამოჩნდა ასპარეზზე??- ინტერესით მომაჩერდა მაიკო და უფრო მოჩოჩდა ჩემსკენ..
- ვაიმე მაიკო დამღალე უკვე, არავინ არ არის ასპარეზზე. მაინც და მაინც ვინმე უნდა იყოს ასპარეზზე დათოზე რომ უარი გითხრა? უბრალოდ ამ ბიჭს გონია რომ მის მიმართ სიმპატია მაქვს და არ მინდა ასე დააჯერო.. გასაგებია? ჩემს პირად ცხოვრებას და სიყვარულ თვითონ მივხედავ მაიკო გეხვეწები....
- კარგი როგორც გინდა. არ გეგონოს ვერევი. უბრალოდ დათო მართლა კარგი ბიჭია და ვიფიქრე რომ გაგიგებდა.. მაგრამ თუ შენ ასე გინდა, შენი სურვილი ჩემთვის პირველ ადგილზეა დაიკო.. აცრემლებულმა მითხრა და გულშ ჩამიკრა...

ათი წუთოს შემდეგ სამივე სუფრასთავ ვიჯექით შაკოს სამსახურის ამბებზე გულიანად ვიცინოდი... ახლა მივხვდი რა კარგი იყო სითბო და ოჯახი, ახლა ძალიან მენატრებოდნენ ჩემი მშობლები მაგრამ მაიკოსთან ამას რა მათქმევინემდა, მერე მაქსიმალურა დაიწყებდა ჩემს გადაბარგებაზე მუშაობას....
თერთმეტი ხდებოდა სადარბაზოს კედელს გვარიანად ნასვამი რომ მივეყუდე... კიბეები ორად მეჩვენებოდა, არადა რა დიდი სურვილი მქონდა ფეხით ასვლის.. მაგრამ მაშნვე უკუვაგდე ყველა ჩანაფიქრი და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე..... მერვე სართულზე კი არ გამოვედი გამოვვარდი და სახლის კარს გავხედე... ჯერერთ საფეხურს წამოვკარი ფეხი მერე მეორეს და ბოლოს ასე თუ ისე მშვიდობით მივაღწიე სახლის კარამდე....
როგორც ყოველთვის ბნელოდა. ჩანთა სიბნელეშივე დავაგდე ძირს და წყლის ხმამ წამიერად გამომაფხიზლა.. გიჟივით ვეცი სინათლეს... წყლის დანახვაზე კინაღამ ისტერიკა დამემართა. სააბაზანოში შევვარდი და ცენტრალური საკეტი გადავკეტე.. მთელისახლი წყლით იყო დაფარული.... სწრაფად ჩავირბინე ქვედა სართულზე და როცა გავიგე რომ მეზობელი არ დავაზიანე. წყლის გადაღვრას შევუდექი.. თან ხმამაღლა ვიგინებოდი და ვჩხუბობდი რომ არ მიმართლებდა...
- დახმარება გინდათ მგონი- მეზობლის ხმამ შემაკრთო და აცრემლებულმა შევხედე..
- უარს არ ვიტყოდი, მაგრამ არ ვიცი როგორ დამეხმარებით...
- ძალიან მარტივად... ავსებულ ჭურჭელს გადაგიღვით... მილი გასკდა???
- მგონი კი, ახლა მოვედი სახლში და სურპრიზი დამხვდა, რავიცი.. აქამდე არაფერი მომხდარა და მაინც და მაინც დღეს გასკდა..- გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ხლა შევამჩნიე როგორი ლამაზი თვალები და სახე ქონია....წესიერად არც კი გიცნობთ და უკვე დაგასველეთ...
- რას ამბობთ , რა მოხდა მერე, მზობელი აბა მხოლოდ იმიტომ ხომ არ გინდათ რომ შალახო გაცეკვოთ??
- მის სიტყვებზე გულიანად გამეცინა და ფეხზე წამომდგარი დავბარბაცდი... სწრაფად მტაცა ხელი და მაგრად დამიჭირა...
- კარგად ხართ? მგონი ალკოჰოლოს სუნი მცემს..
- ასეა. ხო ვაღიარებ. ჩემს სიძესთან ერთად ცოტა დავლიე და შედეგად იატაკიდან წყლის წმენდვა მივიღე...
მთელი საათი მოვუნდით იატაკის ამშრალებას. ბოლოს ძალა გამოცილი ჩავეგდე სავარძელში და ლევანს გადავხედე.. ველოდებოდი როდის მეტყოდა რაიმეს, რაც გამაცინებდა ან გამახარებდა.. ჩუმად ქურდივით ვაკვირდებოდი მის სახეს...
- იმედია ცუდად არ გამიგებთ რასაც გეტყვით მაგრამ, იქნებ დღეს ჩემთან დაგეძინათ... საოცარი სუნ აქვს დასველებულ პარკეტს და არ ღირს დამიჯერეთ .. დილით ცუდად იქნებით...
- და თქვენ რა იცით რომ ცუდად ვიქნები...
- ის ვიცი რომ ექიმი ვარ , და გეუნები რომ დილით ცუდად იქნები.... ასე რომ უმჯობესია ამ კედლის იქით დაიძინოთ.. გპირდებით თქვენი ოთახის პერიმეტრს არ მოვუახლოვდები თუ ამის გეშინიათ. არც კაციჭამია ვარ და არც მანიაკი..
- ვითომ???
- მართლა.. არც ერთი არ ვარ.. ცხელ ჩაიას დაგალევინებთ.. დედაჩემის გამომცხვარ ქადებზეც დაგპატიჟებ და მერე დაიძინე...
- რა მადის ამღძვრელი შემოთავაზებაა... ექიმთან ერთად კარგი მოსაუბრეც ყოფილხართ..
- როდესაც გასინჯავთ მერე მითხარით მადის ამღძვრელი იქნება თუ არა. ახლა რადგან ყველაფერი დავალაგეთ. ფანჯრები გაღებული დავტოვოთ და წავიდეთ.. ხელი გამომიწოდა და მის უზარმაზარ ხელში ჩემი თითები დაიკარგა..
**
სახლი მშვიდ ფერებში ქონდა მოწყობილი კედლები და ავეჯი ერთმანეთს ეთავსებოდა.. გაოგნებულმა შევაბიჯე მისაღებში და კედელზე მიმდგარ წიგნის თაროებს მზერა გავაყოლე.... წარმოუდგენელი იყო რომ ამ სახლში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა..
- კითხვა გიყვარს?- ჩემდაუნებურად ვკითხე და თაროდან კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი გამოვაძრე...
- ძალიან, წიგნებით ვსულდგმულობ.. წაკითხული გაქვს ეგ წიგნი?
- მთვარის მოტაცება? კი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში... ძალიან მაგარი წიგნია..
- მართალი ხარ. დაჯექი არ ვიცი მოეწყე. მე კი დაპირებულ ჩაის და ქადას მოვიტან... უბრალოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად..
ცოტა ხანში ლანგარით ხელში დაბრუნდა და ჩემს წინ დადგმულ პატარა მაგიდაზე დადო ყველაფერი.. არ ვიცი სასმელი მათამამებდა თუ რა მჭირდა მაგრამ ეს ადამიანი საშინლად მიზიდავდა..
- სახლში მარტო ცხოვრობ? აბა დედაჩემის გამომცხვარი ქადებიო...?- გამომცდელად გავპარე მზერა მისკენ და წიგნი მეგობარივით დავიდე გვერდით...
- შეგეშალა, მარტო ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობენ...ზოგადად მიყვარს მარტო ყოფნა და სიმშვიდე. ხანდახან ისე გადაღლილი ვბრუნდები სახლში რთული დღის შმდეგ რომ ჩემების ხმაურის ატანა ძალიან რთულია..
- ვითომ? აბა ის ხორხოცი და მუსიკა რა იყო მაში. შენს ერთ ძმაკაცს ცუდი ყოფაქცევი ქალიც კი ვეგონე...
- მოიცა მართლა? ბოდიშს გიხდი. უბრალოდ დაბადების დღე მქონდა და ასე მოხდა.. მეგობრებთან ერთად გართობა რა თქმა უნდა მეც მიყვარს... ცუდად დაგიხასიათე ჩემი თავი...
- ხო , ცოტა დამაბნიე.. ხან სიმშვიდე მიყვარსო, ხან გართობაო.. ჩავთვალოთ რომ ჩემი სიმთვრალის გამო ვერ ვიგებ ვერაფერს.....
- ეგ არაფერი.. იმედია ხვალ ის მაინც გეხომება რა მოხდა და აქ რატომ გძინავს და დილით გვარიანად არ დამალურჯებ და ძალადობაში არ დამდებ ბრალს...
- არა რა ამბობ, ასეთი ნასვამიც კი არ ვარ...
- მგონი არც წინაზე იყავი ნასვამი, მაგრამ ჩემს ფეხის ტილოზე სოკოსავით იჯექი...
- სოკოსავით??- მის სიტყვებზე გულიანად გამეღიმა და როგორც მჩვევია ხელი მაგრად ვკარი მხარზე...
- ღიმილი გიხდება მეზობელო.- იმდენად მოულოდნელი იყო ეს კომპლიმეტი ჩემთვის რომ ცხელი ჩაი კინაღამ ფეხებზე გადავისხი....
- გმადლობ მეზობელო- ღიმილითვე ვუპასუხე და გვერდით გავიხედე... ვგრძობდი როგორ მიყურებდა და მათვალიერებდა. გვერდიდანაც კი ვგრძნობდი მის ცხელ მზერას.სხეულში რაღაც ოხერი მიღუტუნებდა, მიხურდა.. გულს ისე ეჩქარებოდა მისი ჩახუტება, გეგონებოდათ მეტჯერ ვეღარ ვნახავდი. გონება კი აზრებს მიბათილებდა...
- ნინა. რაზე სწავლობ?- სასხვათაშორისოდ მკითხა, სხვა რომ ვეღარაფერი მონახა კითხვად..
- თარგმანზე. შენ რისი ექიმი ხარ. დამწვრებს კურნავ??
- დამწყვრებს ვერა... ქირურგი ვარ...
- რა მაგარია.... ქირურგი. ალბად რთულია არა?!- ჩემთვის ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი დივნის მოაჯირს დავადე, ვგრძნობდი რომ თანდათან ვითიშებოდი... გონება და გული ერთიანად მეთიშებოდა, მისი თვალები ძილს მგვრიდა.. რამოდენიმეჯერ ვცადე თვლების გახელა მაგრამ არაფერი გამომივიდა....
**
დილით მზის სხივებმა გამომაღვიძეს.. სახეზე მეფერებოდნენ და ნერვებს მიშლიდნენ, მივხვდი უკვე გათენებული იყო. თავთან დადებულ მობილურს დავხედე უკვე ცხრა ხდებოდა...კარგად მახსოვდა რომ ბოლოს დივანზე ვიჯექი ახლა კი თბილ და ფუმფულა საწოლში დედოფალივით მეძინა.... ჭიქების ხმა გავიგე თუ რა მაშინვე ფეხზე წამოვდექი.. მკერდზე მოჩეჩილი პერანგი შევისწორე, თმები გავიშალე და თითებით ჩამოვივარხნე, ჩემს თავს გავუღიმე და ოთახიდან გავედი.... სამზარეულოში ღიღინის და ქოთქოთის ხმა ისმოდა..
- დილა მშვიდობისა ლევან- ღიმილით ვუთხარი და უმალ შემომანათა თვალები.
- დილა მშვიდობისა, საუზმის გარეშე არსად გაგიშვებ, მიზეზეი სხვა დროს მოიგონე...- სწრაფად მითხრა და დაჯექიო მანიშნა..
- კარგი ასე იყოს. სააბაზანოში შევალ წამით და ახლავე მოვალ- ჩუმად ჩავილაპარაკე და დერეფანს გავუყევი.. ქურდივით გავაპარე მზერა მისი სხეულისაკენ, განიერი და დაკუნთული სხეული საშინლად მიდუღებდა სისხლს.. ჩემი თავი გარყვნილ ფიქრებში გამოვიჭირე და მე თვითონ შემრცხვა.. სწრაფად შევედი სააბაზანოში და იქიდან გამოსულს სუფრა უკვე გაშლილი დამხვდა..
გემრიელი საუზმის შემდეგ ლევანს უზარმაზარი მადლობა გადავუხადე და სახლს შევაფარე თავი.. მიკეტილ კარს მივეყუდე და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი... გული საგულეში აღარ იყო, გაავებული ფეთქავდა და თითქოს მესაუბრებოდა კიდეც. თითქოს მისკენ მიბიძგებდა, ხელს მკრავდა რომ კარი გამეღო და ისევ მასთან დავბრუნებულიყავი..
მერე წამიერად გავბრაზდი ჩემს თავზე..
- როგორ შეიძლება ასე ნინა, ერთი დღის გაცნობილ კაცზე ფიქრობ?!- უმალ დავტუქსე ჩემი თავი და ბურტყუნით შევედი საძინებელში ტანზე გამოსაცვლელად.. რანაირად იქცევი ხო კარგი ბიჭია, ლამაზია მაგრამ ბიჭია რა. რა გჭირს ნინა რამ მიგიზიდა მასში? რა აქვს მას ისეთი რაც სხვა მამაკაცებს არ აქვთ?? ცუდი გოგო ხარ ნინა.. აუტანელი. როგორ შეგიძლია მასზე იფიქრო იქნება სხვა უყვარს.. ღმერთო რაებს ვფიქრობ- სწრაფად ჩავილაპარაკე, ჩანთას ხელი დავტაცე და კარი ფრთხილად დავკეტე, რატომღაც მეგონა რომ მითვალთვალებდა..
**
კუთხის კაფეში ვიჯექით ოთხივე და სალომეს საუბარი უკვე ტვინს მხდიდა, ჩაფიქრებული გავყურებდი ქუჩაში მოსეირნე წყვილებს და უეცრად ვიგრძენი მისი ძლიერი დარტყმა მხარში..
- ნინაჩკა რამ დაგასევდიანა ჰა?
- რავიცი აბა.. უცებ მოვიწყინე.. ჩემები მომენატრნენ....
- ხო? რავიცი იქნება მეზობელი ჩაგივარდა გულში?- ჯიბრზე მკითხა იცოდა ნერვებს მაქსიმალურად ამიშლიდა და თვალი ჩამიკრა..
- მაგ თვალს ამოგთხრი გაიგე? ასეთი რომ ხარ დედამთილი.. სხვათაშორის რომ იცოდეთ წუხელ მასთან მეძინა. - სრული სერიოზულობით განვაცხადე და გოგოებს გავხედე..
- მასთან გეძინა? -სამივემ ერთხმად დაიყვირა და შემომხედეს..
- დიახ, მასთან მეძინა. საბედნირეოდ თუ საუბედუროდ, ჩემი სახლი დაიტბორა, წარმოიდგინე მაკოსგან მივდივარ ნასვამი და უეცრად წყალში შევტოპე.. წამიერად გამოვფიხლდი ... სასწრაფოდ გადავკეტე წყალი მაგრად რად გინდა ყველაფერი სველი,ჭკუიდან გადავდექი, პატარა რომ ვყოფილიყავი ვიტირებდი.. იცით რას გავს იქაურობა?? რემონტი თავიდან გამიხდა გასაკეთებელი..
- მოიცადე გოგო, ამ ზღპრებს რომ ყვები შენ ის თქვი ლამაზ თვალება მეზობელთან რას აკეთებდი ღამე?
- მეძინა გოგო მეძნა- გაბრაზებულმა ვუთხარი სალომეს და წარბი წემოთ ავწიე..
- ნინა, წარბი დაწიე და ისე მელაპარაკე, ნუ სარგებლობ იმითი რომ მე არ შემიძია წარბის აზიდვა. მოიცადე ეს როგორ, მოვიდა დაგეხმარა და წაგიყვანა?
- ზუსტად. ვერ გავიგე დაუჯერებელი რა არის ? დამეხმარა ადამიანი, მითხრა რომ მასთან დამეძინა..
- და გეძინა?
- მეძინა გვანცა. სხვა საძინებელში, სხვა საწოლში, ვაიმეეე. რანაირები ხართ... მაშინვე ცუდზე ფიქრობთ რა... სხვათაშორის კარგი ადამიანი ჩანს, რავიცი ასე მომეჩვენა და..
- ხო?? წინაზე ხეპრეაო და ახლა კარგი გახდა უყურეთ თქვენ...
- ვაიმე სალომე ისე მიშლი ნერვებს უმჯობესია წავიდე.. ჩანთას ხელი ვტაცა და კაფიდან სახლამდე ფეხით წავედი...
მაისი იწურებოდა. უფრო სწორად ბოლო დღეებს ითვლიდა..ჩანთა მხარზე მოვიკიდე და ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩავიყავი..ფიქრებმა შემოპყრეს. ჩემდა უნებურად შევუხვიე სახლისაკენ.. ჩემს აივანს ავხედე... და ცრემლებით ამევსო თვალები... ადრე როცა დედა აქ იყო მუდამ სარეცხი ეფინა. სახლიდან მუდამ გემრიელი საჭმლის სურნელი გამოდიოდა.. ახლა კი ეს ყველაფერი ისე მაკლდა... კარები გავაღე და გამეფებულ სიჩუმეში შევაბიჯე.. გულზე დარდივით მეწვა რაღაც.. ცრემლები გადავყლაპე და საწოლზე დავემხე...
ახლა ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა, რომელიც მუდამ გვერდით მყავდა. მახსოვს მაშინ დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი, საშინლად გავცივდი.. ცუდი ზამთარი იყო იმ წელს, ყინვა და თოვლი ერთმანეთს არ აცდიდა დედამიწაზე ადგილის დამკვიდრებას.მე და მაკო გვიანობამდე ვგუნდაობდით ეზოში მეზობლის ბავშვებთან ერთად... იმ ღამით მაღალი სიცხე მომცა, დედა გვერდით მეჯდა და გაწითლებულ ლოყებს მიკოცნიდა, ახლაც კი ახსოვს ჩემს ლოყებს დედაჩემის ხელების სითბო... ახლა ისე ძალიან მენატრებოდა მისი სითბო და გვერდით დგომა, ახლა ყველაზე მარტო ვიყავი....
გოგოების ხმამ გამომაფხიზლა ბავშობის მოგონებებიდან და საწოლზე წამოვჯექი..
- კაი რა გეწყინა რა - გაბუტულმა მკითხა სალომემ და გვერდით მომიჯდა.ასეთი რა გითხარი, სულ ასე არ ვხუმრობთ ხოლმე??
- არ ვიცი. უბრალოდ დეპრესია მაქვს. მეტი არაფერი.. ჩემები მენატრებიან ძალიან...
- კაი რა ჩვენ ხომ შენთან ვართ.. რატომ მოიწყინო ასე..
- სალომე , არის რაღაცეები რაც ადამიანებს გვენატრება - და ეს მშობლებია.. მათთან მინდა წავიდე.
- ხო მაგრამ როგორ აპირებ წასვლას??
- არ ვიცი.. მინდა ძალიან, მათ გარეშე მიჭირს.. ცრემლები გადმომცვივდა და სლუკუნიც მივაყოლე...
**
იმ ღამით მთელი ჩემი გონება ფიქრებზე იყო გადასული, მუდმივად მუშაობდა გონება, გული კი არ ძგერდა მიფართხალებდა, ისე ძალიან მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც ადრე....
დილით არიანად დამირეკა მაღვიძარამ და საათს რომ დავხედე რვას უჩვნებდა... არ ვიცი რატომ მაგრამ ენერგიულად გადმოვყავი ფეხები საწოლიდან და სააბაზანოსაკენ ფეხიშველი გავიქეცი...ნახევარ საათში ჩემი თავით კმაყოფილი ვტრიალებდი სარკის წინ. მაისური ტანზე წევისწორე, საბოლოო შტრიხი შევიტანე პომდა წავისვი და ზღურბლს გადაბიჯებული სათაყვანებელ მეზობელს ვეფეთე..
- დილა მშვიდობიდა ნინა- როგორც სჩვევია ხავერდოვანი ხმით მითხრა და თვალები შემომანათა..
- დილა მშვიდობიდა ლევან - ღიმილით დავუბრუნე პასუხი და კიბეებისაკენ წავედი.. ღმერთო ოღონდ აღარაფერი მითხრას ღმერთო.. გულში ვიმეორებდი და ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ფეხები....
- უნივერსიტეტეში მიდიხარ?-კითხვა დამაწია და ლიფტს ერთად დავუწყეთ ლოდინილი...
- ხო ასეა. უკვე სემესტრის ბოლო მოვა მალე და უნდა ვიარო.....
- მართალი ხარ... კარგია რომ სწავლობ, ბევრს ახლა სწავლა არც უნდა.. იცი რაღაც მინდოდა მეთქვა.. დღეს ჩემი მეგობრები იკრიბებიან..
- და იხმაურებთ?- ცოტა ბრაზმორეულმა ვკითხე და თვალებშ ცავხედე..
- არა. კი არ ვიხმაურებთ. ასე ვთქვათ ამ სახლში ჩემს გადმოსვლას ვზეიმობთ და ვიფიქრე რომ შენც შემოხვიდოდი და შენი ლამაზი დაქალებიც...
- ესეიგი“ნოვისელიაზე“ გვეძახი?
- ასეა... დიდი არაფერი იქნება, მხოლოდ უახლოესი მეგობრები და თქვენ... მართლა მინდა რომ მოხვიდეთ. ამ კორპუსში შენს მეტს არავის ვიცნობ და გამახარებ...
- ნუ ჯანდაბას თუ გაგახარებ მაშინ მოვალთ. მითხარი რა მოგიტანო ტაფა თუ ქვაბი?
- არა რა ტაფა და ქვაბი ნინა.. - სიცილით მითხრა და ვიგრძენი როგორ შემახო ხელი თმებზე... გაოცებული მზერა მივაპყარი და პირი გავარე რაღაცის სათქმელად რომ ბედზე გაიღო ლიფტის კარები და ხელით მანიშნა შედიო...
სადარბაზოდან სწრაფი ნაბიჯით გავედი და ვეცადე მეტჯერ აღარ გამოვლაპარაკებოდი... მაგრამ ვაი ჩემს თავს რაც ხდებოდა..
- არ გინდა გაგიყვანო? მაინც იქით მივდივარ და ..
- მე მეუბნები?- გაოცებულმა დავუბრუნე კითხვა და თვალები ავაფახუნე...
- ხო აბა ვის ვეტყვი მეზობელს? თუმცა შენც მეზობელი ხარ ... გაგიყვან -თქო შენ გეუბნები... იქით მივდივარ...
- როგორ მინდოდა მეთქვ არა მადლობთ თქო, მაგრამ რატომღაც თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი..
მთელი გზა არ გაჩუმებულა, შიგადაშიგ მიყურებდა და მაკვირდებოდა, მე სულელი კი ხელებს ნერვიულად ვიმტვრევდი... მისმა დაკვირვებებმა ჭკუიდან გადამიყვანა და გაბრაზებულმა შევხედე..
- რამე მისვია სახეზე!!- ასე რომ მიყურებ...
- რა სასაცილო ხარ.... რა უნდა გესვას... ლამაზი ხარ და გიყურებ...
- ხო?? ახლა სასაცილოც ვარ კიდე.. !! მადლობა ასეთი კარგი კომპლიმეტი ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის. გადარეული ვარ ისე მომწონს...
- მართლა? მაშინ ხშირად გეტყვი ხოლმე- ღიმილით შემომანათა თვალები და ტუჩის კუთხეში გამიღიმა...
- ვაიმე ჩემს ნერვებზე მოქმედებ უკვე.. მოგწონს ადამიანებზე რომ მოქმედებ?
- მე ვმოქმედებ შენზე ნინა?- გულიანად გადაიხარხარა და შემომხედა.. გოგო ცხოვრებში არავისზე მიმოქმედია და რაღა შენზე ვმოქმედებ...
- ხო როგორ არა დაგიჯერე.. მოქმედებ, ალბად ქალთა კოლონია გყავს შებმული...
- კი მცირე ლეგიონიც კი მაქვს ქალებიც, დღეების და საათების მიხედვით ვარჩევ როდის როგორია საჭირო.....
- აუტანელი ხარ შენც ისევე, როგორც ყველა მამაკაცი რა.. რა მინდოდა საერთოდ რას ვეკვეხებოდი ამ მანქანაში რა-ჩემს თავზე გაბრაზება ხმამაღლა გამოვხატე და აკრიალებულ ტელეფონს ნერვიულად დავუწყე ძიება...
- რა სასაცილო ხარ მართლა.. ნინა ტელეფონი გვერძე გიდევს და ჩანთაში რატომ ეძებ აქრეოლოგიურ გათხრას აწარმოებ??
- უტაქტო კაცი ხარ რა..
- არა მგონი ჯობდა გეთქვა ყმაწვილიო, ჯერ სულ ციცქნა ვარ ...
- ხოოო რა ციცქნა ხარ ღმერთმანი, კბილებიც არ ამოგსვლია..
- შენ სულ ასეთი მწარე ხარ თუ დილით მწარე ჭამე...
- ვაიმე რა ხუმარა ხარ ლევან, სიცილისაგან ცუდად ვარ. ასეთი მწარე ვარ სულ. ამაზე მწარეც დახანდახან უფრო მწარეც. დაკმაყოფილდი?!!
- მე ის ვერ გავიგე ასე რამ გადაგრია თორემ იყავი მწარე, დარჩები სახლში გასათხოვარი, აბა შენნაირ მწარე ენიან გოგოს ვინ წიყვანს... სულ რომ მეხვეწო წამიყვანეო არ წაგიყვნ...
- ვაიმეეე, რას ისმენს ჩემი ყურები..შეგეხვეო არა კიდე... კაცების მეტი რა არის ადამიანო, რა მჭირს შენი სახვეწარი ჰა??
- აი ნახე გაგახსენებ რომ მოფორთხდები ჩემთან და მეტყვი ლევან ცოლად წამიყვანეო..-მე გეტყვი მოვიფიქრებ თქო....
- ხო? მე არ მჭირდება ადამიანი რომელიც ჩემი თხოვნის შემდეგ მეტყვის მოვიფიქრო, ის არც გააკეთებს არაფერს ლევან..
- შენ ბრძენიც ყოფილხარ ყველაფერთან ერთად ხო იცი ნინა.. გიხდება ისე ჭკვიანი ქალის როლი რას გერჩი.... აჰა მოვედით. გზში კი კარგად მახალისე და რაც გინდა ის თქვი....
- მადლობა გადაგეხადა რომ კლოუნის როლი მქონდა შეთვისებული...
- მადლობა ნინა- ჯინაზე დამიბრუნა პასუხი და ნერვიულობისაკან კინაღამ გაბერილი ბუშტივით გავსკდი..
**
უნივერსიტეტის ეზოში ბუზღუნით შევედი და კარგან მდგარ სალომეს ვეტაკე...
- რა? დაიწყე მიდი კითხვების დასვა.. სოფლელი, ხეპრე. დაუნი. პარაზიტი..
- ვინ გაგაბრაზა ნინა?
- მეზობელმა ლამაზთვალებამ თუ სიმპატიურმა თუ რავიცი ვინცააა.. ერთ უჯრედიანი ამებაა. ეგ.... მთელი გზა მეუბნებოდა სასაცილო ხარო, სალომე მე და სასაცილო???
- ვაიმეე მართლა სასაცილო ხარ ასეთ კითხვებს რომ სვავ გოგო.. მოსწონხარ ალბად ადამიანს და გაგეთამამა..
- გავათამამებ მე მაგას...საღამოს...
- საღამოს რა ხდება რო? ნინა მაშინებ რანაირად ლაპარაკობ...
- რანაირად და კარგნაირად სალომე.. ბიჭმა მე და ჩემი ლამაზი დაქალები ახალსახლობაზე დაგვპატიჟა... ხოდა მივალთ და გავაგიჟებთ მაგ ამებას.. ისე ამებას კვალობაზე ლამაზია არა?- მოულოდნელად ვკითხე და მე თვითონვე გამეცინა....ვაიმე სალომე ნამდვილად სასაცილო ვარ გეფიცები....
- წამოდი წამოდი.. ლექცია იწყება. იქ პეტრიაშვილი გაგარკვევს თარგმნის თეორიას რომ მოგაყოლებს სასაცილო ხარ თუ არა .... ესეიგი საღამოს ვგულაობთ? გვანციც წამოვა??
- და რატომ არა რო? გიო უარს ეტყვის? არა მგონია რავიცი.. ვეტყვი და. ისე ხო იცი მაგარი ეჭვიანია გიო. მოკლე არ ჩაიცვა. გვიან არ გახვიდე.. და ასე შემდეგ...
- ნუ ხარ იზავ, უყვარს და ითმენს...
- მე ვერ მოვითმენ სალ, არ შემიძია....სიყვარული არ უნდა მბოჭავდეს...
- ხოდა დარჩები გასათხოვარი და ნახავ..
- ახლა შენც დაიწყე ხო??
- კარგი ჩუმად ვარ... ქაქანით მპასუხობდა კიბეებზე ამავალი სალომე და თან ფხუკუნებდა....
**
არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მეყიდა, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი მოვნახე.. სახლში მიმავალმა გზად საეკლესიო მაღაზია შევნიშნე.. ლევანს ხატი ვუყიდე და ნასიამოვნები წამოვედი იქიდან...რვა ხდებოდა გოგოები რომ ამოლაგდნენ ჩემთან და გაფაციცებული თვალებით შემომხედეს.. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ... სავარძელში ძალა გამოცლილი ვიჯექი ფეხები პატარა მაგიდაზე მეწყო და ნერვიულად ვაქანავებდი... კარგა ხანს მიყურა გვანციმ და ბოლოს მაგრად ჩამარტყა...
- დამემართა ნერვიული აშლილობა გოგო.. რა იყო რა.. მეზობელთან შევდივართ ხო არ თხოვდები რაა...
- ვაიმე გვანცა რატომ გაამეკით ვერ ვხვდები. შევიდეთ მერე რა პრობლემაა?!- ომახიანად დავიძახე. ფეხზე წამოვდექი და გოგოებს ვანიშვე წავედით თქო...
ზარის ღილაკს თითი მივაჭირე და ზღურბლზე მდგარ სახეგაბადრულ ლევანს შევანათე თვალები..
- მე და ჩემი რაზმი აქ ვართ. შენი რაზმი სადაა?? მეზობელო ლევან?
- შენ ჯერ არ მოსულხარ რა მძიმედ მიტევ ნინა?!
- მართალი ხარ, ხომ გეუბნები მძიმე არტილერიით მოვიწევ შენსკენ და პერიმეტრს ვათვალიერებთ ჯერ...
- არავის უთქვამს , ენა რომ არ გქონდეს თადგვები წაგიყვანდნენ ნინა?
- არა ლევან. არავის უთქვამს და ჯობია შენც არ მითხრა რა... მაშ ასე,ეს ქერა მარჯვნივ სალომეა. აქეთ მარცხნივ ლურჯთვალება- გვანცა.. ჩემს უკან რომ დგას შავტუხა ეს თეოა...
- და შენ რა გქვია ალქაჯი??
- ხოო ზუსტად მიხვდი.. ალქაჯი.. შემიშვებ თუ უკან წავიდე??
- შენ დღეს შარზე ხარ მგონი, მიბრძანდით გოგონებო- სიცილით დაიძახა და ხელით მოძრაობით გვანიშნა შედითო....
**
- ასეთი სახით უნდა იჯდე ახლა?- იცი რას გავხარ? ბებიაჩემს, როცა ბრაზდება ასე იბღვირება ხოლმე ნინა, გაიცინე რა...
- სალომე, როგორ ფიქრობ ის გოგო ვინაა ჩვენი მეზობლის?
- ეს შენი მეზობელია და რაში გადარდებს ჰა? რავიცი იქნებ შეყვარებულია?
- ასე ფიქრობ? მეც ასე ვიფიქრე მაგრამ რავიცი, არ უხდება ლევანს არა?!- ჩემი ფიქრები ხმამაღლა გავახმოვანე და სალოს გავხედე...
- ჩემი დაქალი შეყვარებულია ყურებამდე...
- რა მწარე ენა გაქ გოგო რა.. უბრალოდ გითხარი ხო მეტი არაფერი..
- შენ ისე უბრალოდ არაფერს ამბობ...
- აი უბრალოდ უყურე როგორ ეკვრის ზედ ცეკვის დროს... ასე ეკვრები მეგობრებს სალო?
- არ ვიცი ნინა რა გითხრა.. მაგას კი არა ერთი თეოს გახედე იმ ბიჭ ისე ეჭუკჭუკება ლამისაა თვალებით გააშიშვლოს რა...
- უიმე , ასეთი გარყვნილი აზრები საიდან მგდის ამ პატარა თავშ ნეტავ მაცოდინა რა.....
- რავიცი აბა. ახლა ავდგები, გავივლი კურტუმს გავიქნევ და აი იქ რომ ბოლოში ბიჭი ზის ხედავ? ის უნდა ავაგდო...
- მოგკლავ გაიგე?- დასარტყმელად გავიწიე რომ კივილით წამოხტა და პირდაპირ ეტაკა მისკენ მომავალ იმ ბიჭს.. სანთელივით დაიღვენთა , ბოდიშების მოხდით გაიცნო სასურველი საქმრო და თვალი ჩამიკრა...
მოთმინების ფიალა მევსებოდა და ვხვდებოდი რომ მათი ყურება ნერვებზე მირტყავდა.... მოულოდნელად წამოვხტი ფეხზე და აივანზე გავედი.. რამოდენიმე წუთში ვიგრძენი მისი ხშირი სუნთქვა ჩემს ზურგს უკან მაგრამ არ შევტრიალებულვარ.. მოაჯირზე ჩემს გვერდით დაყრდნო ხელები და შემომხედა..
- მოხდა რამე?
- არაფერი....- ისე ვუპასუხე არ შემიხედავს..
- აბა რატომ გამოხვედი ასე?
- ჰაერია მძიმე შიგნით... ზოგიერთი ბინძურ ჰაერს სუნთქავს..
- ვინმემ რამე გაკადრა??? რა ხდება ნინა?
- არაფერი ლევან..სახლში წავალ..
- არა მინდა აქ იყო.. არ მინდა რომ წახვიდე ახლა ყველა წავა და მხოლოდ ჩვენ დავრჩებით,მერე ვილაპარაკოთ ისე როგორც მაშინ..
- არ მინდა. შედი შენი მეწყვილე მარტო რატომ დატოვე...
- იეჭვიანე?- მოულოდნელად მკითხა და მკლავში მტაცა ხელი.... ამღვრეულ თვალებში ჩამაშტერდა.. მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ნერვიულობა არ დაენახა... ნინა იეჭვიანე თქო ნიაზე?
- და რატომ უნდა მეეჭვიანა? ჩემი შეყვარებული ხარ თუ რა?
- არ ვიცი , ეს შენგან მინდა გავიგო...
- რა გინდა რომ გაიგო ლევან, გადაირიე ხო? ან ზომაზე მეტი დალიე...ლევან მეტკინა ხელი- ხელის გაშვება ვცადე რომ უფრო მომიჭია....
- თქვი რომ იეჭვიანე და გაგიშვებ....
- არ მიეჭვიანია არა... მეტკინა ადამიანო, ცხოველივით იქცევი.. მანიაკი ხარ?
- ხო ვარ...
- ხოდა იყავი მერე. მომეშვი მე... ძალით გავაგლიჯე ხელი და მტკივან ადგილას ხელი ნელა მოვისვი... პატარა რომ ვყოფილიყავი ნატკენი ხელის და გულის გამო გულამოსკვნილი ვიტირებდი მაგრამ ახლა თავს მოვერიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდუ...
ცოტა ხანში ისიც შემომყვა და ჩემს საპირისპირო მხარეს ნიას გვერდით დაჯდა. მათ მხრეს არც კი ვიყურებოდი . სალომეს და მის პრინცს ინტერესით ვაკვირდებოდი და თან ვფიქრობდი...
მახსოვს მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი პირველად რომ გამექცა თვალი ბიჭისაკენ.. ისიც ჩემი მეზობელი იყო... მაშინ ვფიქრობდი რომ ეს ყველაზე სერიოზული გრძნობა იყო, მახსოვს ხშირად ღამით ჩუმად ვტიროდი ხოლმე მის გამო.. არავისთვის გამიმხელია ჩემი გრძნობის შესახებ... ის ოცდარვის იყო მე კი ჩვიდმეტის.. ვერც კი ვბედავდი თვალი ამაყად გამეპარებინა მისკენ. ახლაც ასე ვიყავი. ოღონდ ეს ემოცია და გრძნობა გულს მიკლავდა ახლა.. ისე ძალიან მტკიოდა რაღაც ვერც კი ვხვდებოდი რა იყო ეს. რა განცდა მაწვალებდა..
კი არ ამოვისუნთქე ამოვიოხრე და ლევანს გავხედე.. ნიას ხელზე ედო ხელი და ნელა და რიტმულად უსვამდა თითებს... წამიერად გადაკვეთა ჩვენმა თვალებმა ერთი მზერა ,ლევანს მზერა ავარიდე და კარისაკენ წავედი რომ მოულოდნელად დამეწია და მხრებზე დამაწყო ხელები.... მის სუნთქვას თმებზე ვგრძნობდი და მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა თავი დამეძვრინა მისგან... რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კარები გამოვაღე.. გასარები გადავატრიალე და ვიფიქრე რომ შვებით ამოვისუნთქე მისგან თუმცა შევცდი.. შემოსასვლელში გადავდგი თუ არა ნაბიჯი შემომყვა და კარი გადაკეტა..
- რა გჭირს ნინა, აღარ იტყვი?
- რას გადამეკიდე ადამიანო?- ემოციებით სავსემ ვუყვირე და მისაღებში შევვარდი....
- მისმინე..მისი სიტყვები გზაში დამეწია და გონებაში გაიელვა..ვიცი რომ დიდი ხანი არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ , ვიცი , ნინა.. ვიცი რომ მისმენ და გული გამალებით გიცემს.. იცი ყველა მამაკაცი ამჩნევს ქალის მზერას, როდის უყურებს სითბოთი სავსე, როდის ეჭვიანობს, როდის კვდება მისი სურვილით და კიდევ ბევრია ასეთი.. დღეს შენს თვალებში ის დავინახე რამაც გამაბედნიერე.. არ მითხრა რომ ვცდები რადგან ვიცი რომ ასეა ნინა.. ჩემი შეხება , შეხედვა , საუბარიც კი გაგიჟებს ნიასთან. თუმცა მე სხვა რამე მაინტერესებს,, იმისათის რომ ადამიანზე იეჭვიანო ამის საფუძველი უნდა გქონდეს. შენ რა საფუძველი გაქვს ნინა?
- არანაირი- არც მიმიხედავს ისე ვუპასუხე.... მის ნაბჯებს გულში ვითვლიდი.. ჩემი შებრუნება არც უცდია.. თითებზე ნელა შემახო თითები და მხარზე მაკოცა...
- ნუ მატყუებ რა. ჩუმად მიჩურჩლა ყურთან და განზე შეშინებული გავხტი, სხეულში ისე დამიარა მისმა სითბომ, გაბრაზებულმა შევხედე და წარბი ზემოთ ავზიდე. მერე ნერვიულად დავისვი ხელი ყელზე...
- შენ რა გგონია მიყვარხარ?
- მოიცადე, მოიცადე. ასე რატომ ცხარდები? მე გეუბნები რომ შეიძლება სიმპატია გქონდეს ჩემს მიმართ...
- ცდები არ გამაჩნია არანაირი სიმპატია, ჯერ სულ ცოტა ხანია რაც გიცნობ..
- ხო? წეღან მძიმე არტილერიით მიტევდი ნინა... ნუ იძაბები ყველაფერზე..
- წადი ჩემი სახლიდან, წადი და ნიასთან დაჯექი ისევ..
- რა შუაშია აქ ნია, როცა მე შენზე და ჩემზე ვლაპარაკობ..!!- გაბრაზება დაეტყო სახეზე , თვალები ჩაუწითლდა. მაჯაში მტაცა ხელი და მოულოდნეად ავეკარი ზედ.. მე ჩვენზე ვლაპარაკობ.. ჩვენს გრძნობებზე. ჩემს და შენს გრძნობებზე...
- ვერ გავიგე რის გარკვევას ცდილობ?
- მაინტერესებს ცოტა მაინც თუ გავს შენი გრძნობები ჩემსას ნინა...
- არ გავს არა. როგორ შეგიძლია ასეთ მოკლე დროში გრძნობებზე ალაპარაკდე ლევან...
- და რატომ არ შემიძლია? რაიმე კანონს ვარღვევ ამით??
- არანაირს, თუმცა არ მჯერა ასე არაფრისაგან შექმნილი გრძნობების მე .... მე გრძნობა ვიცი რომელიც გაგიჟებს და ქარიშხალივით დაგატყდება თავს..
- შენ საერთოდ არ იცი სიყვარული რა არის.. გონია მოვა და კარზე მოგიკაკუნებს? მოვედი ნინა კარი გამიღეო? რას ელოდები ? გგონია ვინმე ჩაგინერგავს ამ გრძნობას?
- საერთოდ რატომ გგონია სიყვარულს ველოდები?? და რატომ გგონია რომ არ მყავს შეყვარებული?
- ვერ გავიგე ნინა!!! მოიცადე- ნერვიულად მოისრისა შუბლი და შემომხედა.. ანუ შეყვარებული გყავს? ასეა?
- ასეა... და რამ გაგაოცა, შენ თუ გყავს არ შეიძლება მე მყავდეს??
- კარისაკენ წავიდა და ფრთხილად გამოაღო, წამით შედგა და შემომხედა..ნია ჩემი ნახევარი დაა. სანამ რაიმეს გააკეთებ ჯერ უნდა იკითხო ...მერე თითქოს სიბნელეში გაუჩნარდა....
უკან -უკან წავედი და კედელს მივეყუდე..თითქოს ფეხებში ძალა გამომეცალა.. თითქოს ის იმედი რაც ჩემში ცოცხლობდა ერთიანად გაქრა. იმ სანთელივით ჩაიწვა მთელი დღე რომ ანთია ხატის წინ...სახეზე ხელები ავიფარე და ტირილს ვუმატე.... როგორ მინდოდა შემოსულიყო და ორივე ხელი მაგრად შემოეხვია.. როგორ მინდოდა გულში ჩავეკარი და ვეტყოდი ყველაფერს ვეტყოდი... გავუმხელდი როგორ ვიეჭვიანე ნიაზე, მერე რა რომ და იყო, მე ხომ არ ვიცოდი,, გული მეფლითებოდა ამ ემოციების გამო....
- რა მოხდა ნინა აქ?- სირბილით შემოსულმა მკითხა გვანციმ და ხელები შემომხვია.. ლევანი გაბრაზებული შემოვიდა და სტუმრები გაყარა... რა მოხდა...
- არ ვიცი რა უნდა ჩემგან, იძახის იეჭვიანეო და ამიტომ გახვედიო.. შემეშვას რა. ყველა გიჟი მე უნდა გადამეკიდოს რა...
- მოიცადე, ასე ნუ ამბობ, ლევანი კარგი ადამიანია და შენ ეს ძალიან კარგად იცი ნინა, ასე ნუ იქცევი ხოლმე რა ხაზს ნუ უსვამ ყველას..
- ცოტა ხნით მარტო დამტოვე რა გთხოვ.. სალომეს მიაქციე ყურადღება გევეცდები, მაცადე ცოტა ვიფიქრო ჩემს გრძნობებზე....
ოთახიდან გავიდა თუ არა კუთხეში მდგარ სავარძელში ჩავჯექი და ტირილს ვუმატე.. ბავშობიდან მქონდა ეს კომპლექსი, ვერასოდეს გამოვხატავდი როგორ მიყვარდნენ მეგობრები, და, ოჯახის წევრები... არ შემეძლო, თითქოს მცხვენოდა ამის, მერიდებოდა.. არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ ასე იყო... საკმაოდ დიდი ვიყავი იმისათვის რომ სიყვარული გამომეხატა მაგრამ ახლაც კი როცა ჩემს ზურგს უკან ჩემი სასურველი მამაკაცი იდგა, ვერ გავბედე მეთქვა რომ მიყვარდა, ვერ გავუმხილმე კომპლექსები არ მაძლევდა ამის საშუალებას.. ღმერთმა ხომ იცი რამდენჯერ დამისახია გუნებაში რომ ვეტყოდი ყველაფერს, მითუმეტეს იმ ღამით როცა მის საწოლშ მშვიდად მეძნა.. ახლა მხოლოდ ეს ერთი უბრალოდ კედელი გვაშორებდა ერთმანეთს... როგორ მინდოდა გამოსულიყო და ეთქვა რომ არ მიმტოვებდა.. მაგრამ ვიცოდი რომ მისის სიამაყე იმდენად ძლიერი იყო რომ არასოდეს მეტყოდა ამას,, მე უნდა მომეკრიბა ძალა, მე უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი ახლა მისკენ,,...
მეშინოდა რომ ვერ გავამართლებდი მის წარმოდგენებს ჩემზე, ან ის არ იქნებოდა ისეთი როგორც მე მინდდა.. ყველაფერი ეს უკან მხევდა, მაშინებდა, მაფორიაქებდა.. ფეხზე წამოვდექი და კედელს ათრთოლებული ხელი დავუსვი... როგორ მინდოდა ამ კედლის იქით მისი ხელის გულების სითბო მეგრძნო...
**
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი კედელთაბ გახევებული , მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, ეს დიდი და საშინელი კომპლექსი დამეძლია.. ახლა გონებაში ერთმანეთის მიყოლებით იწყებდნენ ამოტივტივებას მოგონებები...
მაშინ მხოლოდ ათი წლის ვიქნებოდი , ჩემს კლასში ახალი ბიჭი რომ გადმოვიდა, კლასში უამრავი ადგილის მიუხედავად ის ბიჭი ჩემს გვერდით დასვეს. ახლა მეღიმება და მაშინ საშინლად მიფართხალებდა გული ნერვიულობისაგან.. სახლში მისულმა დედას ვუთხარი , მიუხედავად იმისა რომ დედა საოცრად გამგები ადამიანია მაშინ სასტიკად ამიკრძალა ჩემი სიმპატიის გამხელა. ანდაც ეს რა სიმპატია იყო, მე ხომ მხოლოდ ათის ვიყავი.. ჩემს კლასელს (ზუკას) თხოვნები არ ელეოდა.. : „- ნინიკო პასტა მათხოვე, მათემატიკა დამაწერინე , სახლში ერთად წავიდეთ და ა.შ.“
მე კი იმდენად ვიყავი გაჟღენთილი დედაჩემის რჩევა-დარიგებით, როცა მითხრა რაღაცნაირად მომწონხარო ტირილი დავიწყე...
აი ეს იყო ჩემი საშინელი კომპლექსის დასაწყისი. მიუხედავად დედაჩემის დიდი წვალებისა, ეს საშინელი თვისება ჩემიდან ვეღარ გააგდო, ხანდახან საშინენი სურვილი მიჩნდებოდამაიკოს მოვფერებოდი, მისკენ წავსულიც კი ვჩერდებოდი და ვდუმდი..
ახლაც ასე ვიყავი, მინდოდა , გამემხილა ლევანისათვის, რომ ის სუ ერთი არ იყო ჩემთვის, რომ მომწონდა მინდოდა ამ ურთიერთობისდაწყება, მაგრამ არ შემეძო თქმა. ძალა არ მყოფნიდა. ეს კომპლექსი ტვირთად დამქონდა და ალბად კიდევ დიდხანს გასტანდა...

**

ის ღამე თეთრადგავათენე აივანზე. არც მი საძინებელში ჩამქრალა სინათლე. პატარა სკამზე ვიჯქი , ფეხები მოაჯირე მქონდა შემოწყობილი და ვწერდი იმას რაც მტკიოდა, რაც მინდდა რომ მისთვის მეთქვა, ამას ყველაფერს უბრალო ქარალდებს ვანდობდი...
- რატომ არ გძინავს, უძილობა გაქვს?- მისმა მოულოდნელმა შეკითხვამ , გული გამიხეთქა..
- ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინე ლევან. არა არ მეძინება . შენ რატომ არ გძინავს, დავინახე რომ სინათლე გენთო...
- არც მე მეძინება. მგონი შენს დაქალებს ვაწყენინე. ისე სალომეს და ჩემს ძმაკაცს მგონი ერთმანეთი მოეწონათ..
- მართლა?-კარგია. მერე როგორი ბიჭია ეგ შენი ძმაკაცი?
- ჩემნაირი...
- ეს როგორ გავიგო?!- ალმაცერად გავხედე და წრბი ზემოთ ვზიდე...
- მე როგორიც გგონივარ, დიტოც ასეთია. ხომ გაგიგონია „ მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო“
- გამიგონია და ის თუ გაგიგონია რომ „ ადამიანი მეგობრებით არ უნდა შეაფასო, რადგან უფალსაც ყავდა მეგობრად იუდა“
- შენ ადამიანი ვერ ჩაგჭრის რა, ყველა კითხვაზე პასუხი მზად გაქვს.
- რას იზავ ცხოვრებამ მასწავლა. როცა მარტო ცხოვრობ , უნდა შეგეძლოს თავის დაცვა...
- ნეტა ასე მარტივარ გრძნობებზე შეგეძლოს ლაპარაკი ნინა, რაღა მომკლავდა- სინანულით მითხრა , ძილი ნებისა მისურვა და ოთახში შევიდა...
ჩემი ბლოკნოტიანად შევლასლასდი საძინებელშ და დაწოლზე დავემხე.. არავინ იცოდა როგორ მტკიოდა გული .. თვალები დავხუჭე და ცრემლები საფეთქლისაკენ დაიძრა...
ჯიბიდან მობილური ამოვაძრე და მაიკსო დავურეკე...
ნახევარ საათში მე და მაიკო საწოლზე ლოტუსის ფორმაში ხალათებით ვიჯექით , ისე როგორც ბავშობაში ვიყავით ხოლმე...
- გახსოვს ახალ მეზობელზე გითხარი მაიკო, გახსოვს??
- მახსოვს ნინა, გაწყენინა რაიმე??, რა მოხდა მითხარი რა- ინტერესს ვერ მალაავდა მაიკო და თითებს იმტვრევდა...
- არა კი არ მაწყენინა, მე ვაწყენინე ჩემს თავს და მასაც.. მითხრა რომ მისთვის სულერთი არ ვარ, მე კიდევ მოვატყუე შეყვარებული მყავს-თქო...
- რატომ გოგო, გიჟი ხარ???
- იმიტომ რომ ვერ გავუმხილე მაკო ჩემი გრძნობა ვერ ,ვერ გავბედე იცი?
- ისევ ის კომპლექსი ხო??
- ხო ისევ ის..
- არა, რამდენჯერ ვუთხარი დედას , ასე ნუ იქცევი , მერე გაუჭირდება თქო, მაგრამ არ დამიჯერა, ჰა ახლა, რა არის ეს ,ძველ ტკივილებს რომ იმკი რა. დავურეკავ და ვიჩხუბებ..
- რა აზრი აქვს მაკო, მხოლოდ მას კი არა ვერავივ ვეუბნები რომ მიყვარს, გრძნობებს ვერ გამოვხატავ. არ შემიძლია, მგონია რომ ეს სირცხვილია. ერთ დღეს დავთვრები და მივალ, ვეტყვი რომ მინდა სულ ჩემთან იყოს...
- მასე ქენი. მაგრმ გინდა მე მივალ და დაველაპარაკები ნინუცა..
- და რას ეტყვი, ჩემი და ფსიქოლოგიურად არის ავად და უშველეო?
- ნუ იცინი გოგო, ეს სასაცილ აღარაა. ცოდო ხარ. ოცდასამი წლის ხარ, უკვე დროა შენც იფიქრო შენს ბედზე ნინო..შენი თავი მაინც შეიბრალე...
- ვიბრალებ , მაგრამ არ გამომდის , რამენაირად უნდა ვუშველო ჩემს თავს.. მაპატიე რომ ასე გვიან დაგირეკე და გაგაღვიძე. შაკოც გავაღვიძე ცოდო..
- შაკოზე ნუ დარდობ. მშვენივრად სძინავს ჩვენების საწოლში.. მოდი შემოგორდი სულელო და მაგრად მიგიხუტებს შენი მაკო...
**
დილით გემრიელი საუზმის სურნელმა შემიღიტინა ცხვირში, თვალები წესიერად არ მქონდა გახელილი რომ ფეხები საწოლიდან გადმოვყავი და სამზარეულოში გავედი..
- დილა მშვიდობისა საზოგადოებავ- ომახიანად დავუძახე შაკოს და მაგრად დავკარი ხელი ბეჭებზე..
- ომ, მძინარე პრინცესას გაუღვიძია. მიდი , მიდი ჭამე , თორემ მოვა შენი და და ყველაფერს გადაჭამს... არ ცხრებოდა შაკო და გიჟივით იცინოდა..
- მორჩ ახლა ჩემი დის დაცინვას... შენ ასეთი უპრინციპო გგონია ჩემი და რომ თავისი ბრინჯის დიეტა დაარღვიოს? ნურას უკაცრავად ...
- მოიცა შენ რა არ იცი?
- რა?
- რა და ის რომ მალე დეიდა გახდები...
- ჰაა?! - პირთან მიტანილი ფინჯანი უკან დავგდი და სამზარეულოში შემომავალ მაკოს გავხედე. მე რატომ არაფერი ვიცი მაკო?
- კარგი რა შაკო, რა. აწყენინე ტყუილად.. ნინჩ, გეფიცები გუშინ გავიგე. დღეს მინდოდა ჩემთან მოსულიყავი და ყველაფერი მეთქვა მაგრამ , გუშინ ღამე ისე შემაშინე რომ გადამავიწყდა... ამას როგორ დაგიმალავდი...
- არა ხო ვამბობ რომ სიძე ნათესავებში არ ითვლება თქო- ჯინზე წავკბინე შაკოს და ყავას გემრიელად გადავუძახე მუცლისაკენ

**
ლექციებიდან, როგორც ყოველთვის საღამოს მოვედი, ამჯერად ნერვები გაფუჭებულმა ლიფტმა მომიშალა. წამიერად ამასწრო კიბეებზე ზედმეტად გადაპრანჭულმა გოგონამ და უეცრად შედგა..
- უკაცრავად თქვენ აქ ცხოვრობთ- წვრილი ხმით მკითხა და ხელოვნულად დაკრული წამწამები ამიფახუნა...
- დიახ აქ ვცხოვრობ...
- მაშინ გკითხავთ რა. ერთ ადამიანს ვეძებ. ლევან ჩოლოყაშვილს..
- მინდოდა მეკითხა რა ჯანდაბად გინდა ლევანი თქო , მაგრამ ნერწყვი ძლივს გადავყლაზე და კიბეებზე შევდექი.. ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და გავუღიმე.. მერვეზე სართულზე ადით და ხელმარჯვნივ ყავისფერი კარებია...
- მადლობა- სიხარულით მომაძახა და კიბეებზე აკუსკუსდა...
მისი ფეხსაცმლის კაკუნი კიბეებზე ნერვებზე მოქმედებდა, და მოთმინებამეკარგებოდა.. ორივე ერთ სართულზე შევჩერდით და გამომხედა..
- უი , მეზობელი ყოფილხართ..რა კარგია..
- კარგი რა იყო მისთვის ვერ გავიგე მაგრამ გავუღიმე.. ასეა ვერაფერს შეცვლით- ნაძალადევად ვუპასუხე და და კარის გარება დავაყოვნე, ჯერ გასაღებს დავუწყე ძებნა და ამასობაში ლევანმაც გააღო კარი.. ჩვენი თვალები იმდენად მოულოდნელად შეეჯახა ერთმანეთს რომ, რომ პირი გამიშრა. ლურჯი ხალათის ქამარი მაგრად გაიჭირა და გამიღიმა...
- საღამო მშვიდბისა ნინა- ღიმილით მითხრა და მის კართან მდგარ გოგონას შესასვლელად გზა დაუთმო
- გამარჯობა ლევან- ისე ვუპასუხე მე თვითონაც ძლივს გავიგონე ჩემი ხმა..
- კარგად ხარ?- ცუდი ფერი გადევს სახეზე- მზრუნველი ქმარივით მკითხა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ...
- კარგად ვარ, ცოტა დავიღალე, სწრაფად ვუპასუხე და კარი გავაღე. ხო მართლა ეს ხალათი ძალიან გიხდება- ჯინაზე ვუთხარი და კარი ცხვირწინ დავუკეტე...
ჩანთა გაცოფებულმა დავაგდე იატაკზე. მისაღებში გიჯივით შევვარდი, მაგიდაზე დადებულ ვაზას ხელი ვტაცე და კედელს მივახეთქე.... განადგურებული ჩამოვჯექი სკამზე და მაგიდაზე გადმოყრილი ცრემლები ხელით გადავიწმინდე....

**

- ეეეე. გოგო, მოიცადე. ვერ გავიგე თამადა ვარ თუ პროპკა?- გაბრაზებულმა მითხრა გიომ და არყით სავსე ჭიქა ხელიდან გამაგლიჯა...
- კაი ხო კაი, ბოდიშს ვიხდი, რომ წესები დავარღვიე, დამაჯარიმეთ ბატონო თამადა..
- ვაიმე ნინაჩკა, შენ უკვე კარგად დაჯარიმებული ხარ. ფეხზე ვერ დგები, ენას ვერ ატრიალებ პირში. ამარამ ამასთან დარჩით ვინმე რა- ისე თქმა გიომ ხმამაღლა გავიცინე და ფეხზე წამოვხტი...
- ახლა განახებ მე შენ რა შემიძლია.... კარისაკენ წავედი რომ სალომე მაშინვე მეტაკა და უკან შემიყვანა...
- სად მიდიხარ გოგო, გადაირიე? გინდა ის საწყალი ბიჭი ბოლომდე გადარიო?
- ვინა, ის ქირურგი? მაგას ვანახებ მე რა შემიძლია... კარისკენ კედელ-კედელ წავედი რომ ზარმა შემაკრთო... კარი ძლივს გამოვაღე და კედელს მივეყუდე... უყურეთ ვინ მოსულა გოგოებო- ხმამაღლა დავიძახე და ლევანი სულ ძალით შევათრიე სამზარეულოში..... გაოცებული მზერა მოატარა მაგიდას და არჩევანი გიოზე გააკეთა..
- დალიე კიდე?- გაბრაზებულმა მკითხა და მკლავში მტაცახელი...
- აჰაა, დავლიე. რა მოხდა მერე.. ხო მართლა ეს ჩემი შეყვარებულია გიო.. - მთელი სერიოზულობით ვუთხარი და გვანცას ვანიშნე გაჩუმდი-თქო. გაოცებულმა შემომხედა ჯერ მე მერე გიორგის და ხელი გაუწოდა...
- დაჯექი რა ლევან ჩვენთან... არ ეშვებოდა სალომე...
- არა სალომე, სიმართლე გითხრა შენზე მინდოდა ლაპარაკი და რადგან აქ ხარ, ბარემ გეტყვი შენ... დიტოს შენი ნომერი უნდოდა ...
- შენს ძმაკაცს?
- ხო, და არ ვიცოდი რა მექნა.. შენ როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი.... ისე ეუბნებოდა სალომეს რომ თვალს არ მაშორებდა...
- ვაიმე ლევან. რას მეკითხები.. კარგი ბიჭია. მიეცი ჩემი ნომერი...
- კარგი ასე გავაკეთებ და დაგირეკავს, კარგია რომ სიმართლეს პირდაპირ ამბობ სალომე.. - ჩემს ჯიბრზე უთხრა და კარისაკენ წავიდა...
- მოიცადე გაგაცილებ- ბარბაცით გავყევი, შემოსასვლელში დადებულ ხალიჩას ფეხი წამოვკარი და მთელი ინერციით დავეტაკე ლევანს... მაშინვე შემაშველა ხელები და გულზე მიმიკრა... მის სითბოში გათამამებულმა ხელები შემოვხვიე და თავი მკერდზე დავადე...
- ნინა. გიყურებენ და შენი შეყვარებულიც იქ ზის სხვათაშორის- მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა და ამღვრეული თვალებით ავხედე...
- მართალი ხარ. მიდი შენც სტუმარი გყავს.. არ მოაწყინო...
- ჩემს სტუმარზე ნუ დარდობ. უკვე გავაცილე... შენ შეყვარებულ მიხედე და იცოდე, როცა ერთი გიყვარს მეორეს არ უნდა ეფლირტაო... საამისოდ უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე.. სინანულით მითხრა შუბლზე მაკოცა და კარი გაიხურა...
**

ნაწილი მეშვიდე...
სტუმრები გავალიცე თუ არა, აივანზე გავფრატუნდი და სკამზე მოწყვეტით დავჯექი... თვალები დამაწყდა მისკენ ყურებით, რატომღაც მეგონა რომ მალე გამოვიდოდა და გამიღიმებდა, მაგრამ შევცდი. ძალიან შევცდი, მის საძინებელში არც სინათლე ენთო და არც ხმაური გამოდიოდა.... მოთიმების ფიალა ამევსო.. გაბრაზებული შევედი მისაღებში და მუშტები დავუშინე კედელს.. ვიცოდი ეს კედელი ჩვენი სიყვარულის გამყოფი იყო.... არც ამას მოყოლია არანაირი რეაქცია....
სავარძელში ჩაძინებულს გამომეღვიძა, საათის ისრები სამს უჩვენებდა.... ტანზე მოჩეჩლი მაისური გავისწორე და კარები გადავკეტე... გაბედულად მივაჭირე თითი მის ზარის ღილაკს მაგრამ უშედეგოდ..რეაქცია არც ამას მოყოლია.. უარესად მომეშალა ნერვები რომ შუაღამისას მივადექი და კარი არ გამიღო...
შემდეგი ცდა ერთ საათში განვახორციელე... ის იყო სახლში უნდა შევსულიყავი რომ მისმა ხმამ ადგილზე მიმაჯაჭვა..
- ნინა, რა ხდება?- მინდოდა მივბრუნებულიყავი და გვარიანად გამომეთათხა, მაგრამ სახტად დავრჩი. კარებში კი არა ლიფტის აივანზე იდგა.. და გაოცებული მიყურებდა..
- მანდ რას აკეთებ ასეთ დროს?- ემოცია ვერ დავფარე და ვუყვირე..
- ვერ გავიგე რა გაყვირებს.. ავარია იყო საშინელი, დამირეკეს და სასწრაფოდ გავვარდი ოპერაციაზე, შენ ის მითხარი რატომ მეძებდი ასე გვიან ?
- საქმე მქონდა..
- ღამის ოთხ საათზე?
- ხო, რავიცი დილამდე ვერ მოვიცდიდი და...
კარი გააღო და სახლში შემიძღვა.... გადაღლილი სახე ქონდა. ამოწითლებული თვალები... ჩანთა უღიმღამოდ დადო დივანზე და შემომხედა.
- წავალ შხაპს მივიღებ, მანამდე ყავა გააკეთე რა, თორემ ფეხზე ვრ ვდგავარ კარგი?
- კარგი!- ოდნავ გაბრზებულმა ვუთხარი და სამზარეულოში შევედი... არ მეგონა ასე დალაგებული თუ ექნებოდა ყველაფერი...ცოტა არ იყოს გავოცდი კიდეც და ყავის ფინჯნებს დავწვდი.....
- ყავა მზადააა?- სააბაზანოდან გამომძახა და გამეღიმა..
- მზადააა დიახ უფროსო- წამში დავუბრუნე პასუხი და ფინჯნები მისაღებში გავიტანე...
ჩემი მზერა ზედ მიაკვდა ლევანს... არა ახლა ნამდვილად გავდა ჩოლოყაშვილების შთამომავალს.. თეთრი ფერის უბრალო მაისური იმდენად მამაკაცურს ხდიდა თვალი ვერ მივწყვიტე ვერაფრით....
- ძალიან სექსუალურად გამოიყურები ლევან- ჩემდა უნებურად ვუთხარი ...
- ვაიმე ნინა ეტყობა შენ ის ალკოჰოლი ახლამოგეძალა არა?- დაჯექი და ყავა დალიე ცოტა გამოფხიზლდები... მითხარი ერთი რას აკეთებ ასეთ დროს უცნობი მამაკაცის სახლში?
- შენ უცნობი ხარ?
- აბა ნაცნობი ვარ? იქნება მანიაკი ვარ. ან უარესი...
- კარგი რა ლევან... წეღან ისეთი რამე მითხარი ვერაფრით ვერ მოვისვენე..
- რაზე ამბობ?
- იმაზე რომ გეფლირტავები, და სხვა მიყვარს..
- და რა ვცდები???
- მისმინე..
- ჯერ შენ მომისმინე,, ყველანაირი საშუალება მომეცი იმის შესახებ , მეფიქრა რომ გულგრილი არ იყავი ჩემს მიმართ, აქ მე შენ სიყვარულზე არ გელაპარაკები... საერთოდ ეჭვი მეპარება იცი თუ არა რა არის სიყვარული.... შენ იმდენაც ცივი და კლდესავით შეუვალი ქალის იმიჯი გაქვს, არ ვიცი მეყოფოდა ძალა თუ არა შენს მოსადრეკავ.. არ ვიცი შენი შეყვარებული რას ფიქრობს მაგრამ, მე შენნაირ ცივ ქალს ვერასოდეს ავიტანდი გვერდით. სულ ცდილობ რაღაც დამალო, გრძნობები ემოციები არ გაამხილო... დღეს როცა მეგონა რომ ჩემს სიმპატიას შენც ასევე უპასუხებდი შევცდი..... მე სიყვარული სხვანაირი ვიცი ნინა...
- მე მიყვარს ჩემი შეყვარებული..
- ხოდა მეც მაგას ვამბობ, თუ შენი შეყვარებული გიყვარს, მისო თანდასწრებით როგორ მეხუტები? და ამაზე რეაქცია არ აქვს შენს შეყვრებულს, წარმოუდგენელია, ალბად თქვენი სიყვარული სხვა ფაზაშია და მე არ ვიცი ეს რა ფაზაა.... მე გიჟური და გადარეული სიყვარული ვიცი. გული და გნება რომ გებნიდება მისი სიშორით და მასთან ყოფლითაც. სისხლი რომ გიდურდება და პირი რომ გიშრება... როცა ეხუტები და სულ სულ გინდა ჩაეხუტო კიდევ დაკიდევ... არ ვიცი თქვენს ურთიერთობას სიყვარული ქვია თუ არა....
- აქ ამისთვის არ შემოვულვარ რომ განგეკიცხე.. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ არ გეფლირტავები. თუკი მე შენთან კარგი დამოკიდებულება მაქვს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მე შენს მიმართ გრძნობები გამაჩნია...
- მაშინ რას აკეთებ ახლა ჩემს სახლი? ეს დილამდე ვერ მოიცდიდა??? განა რა იყო აქ ასეთი მოუთმენელი, და მეორეც რატომ მიხსნი და რატომ განაღვლებს მე რას ვიფიქრებ შენზე და შენს გრძნობებზე??
- მე უბრალოდ.. ნერვიულად დავისვი ხელი კისერზე და ფეხზე წამოვდექი, არ ვიცი მე ურალოდ მინდოდა ამეხსნა ეს ყველაფერი. ალბად მართალი ხარ.... ჯობია წავიდე..
ლევანიც ჩემს გასაცილებლად წამოდგა და კარისაკენ დავიძარი რომ მაგდას გამოვარი გვერდი და ისედაც ნასმალი უფრო გვარიანად შევბარბაცდი და ცხელი ყავა ფეხზე გადავისი... უმალ ვიგრძენი მისი ხელები ჩემს წელზე და სუნთქვა შემეკრა..... თავისკენ შემატრიალა და თავი ამაწევინა....
- კარგად ხარ ნინა? ფეხი დაიწვი?
- არ ვიცი... აცრემლებულმა ვუპასუხე და ემოციები ვეღარ დავმალე. ცხოვრებაში პირველად მომინდა ადამიანის ჩახუტების სურვილი.. მის ჩასახუტებლად წაებული ხელები ჰაერში გამიშეშდა და თვალებ ჩავხედე.... ის გოგო ვინ იყო?
- ვერ გავიგე- ჩემმა კითხვამ დააბნია და ორი ნაბიჯით უკან დაიხია..
- ის გოგო, ვინ იყო ლევან. დღეს შენთან რომ მოვიდა...
- რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ნინა..
- როცა გეკითხები ესეიგი აქვს....
- სახლი დამილაგა და წავიდა. კმაყოფილი ხარ?
- ასე ჩაცმულმა???? ასე ჩაცმული გლაგებს სახლს??
- არა სხვათაშორის იხდის და ისე მილაგებს...
- იმიტომ დახვდი ხალათით ?
- ნინა ნინა.. სულ გინდა გამაგიჟო ბოლომდე?? ტანზე იცვლის და ისე ალაგებს... ახლა გასაგებია???
- არ მომეწონა მე ეგ გოგო..
- მართლა? მაშინ შემოდი და შენ დამილაგე ხოლმე კვირაში ერთხელ უარს არ გეტყვი...
- მე რა დამლაგებელს ვგავარ?
- ხოდა მაშინ პრეტენზიები არ გამაგონო.. და საერთოდ არ მესმის შენ უნდა მოგეწონოს დამლაგებელი თუ მე???
- მეე... გასაგებია?!!!- ვუყვირე და ხელი ვკარი... მე უნდა მომეწონოს იმიტომ რომ აქ დადის და არ მინდა, ასეთმა ქალებმა იარონ ჩემი სახლის მახლობლად...
- ჩემს სიტყვებზე გულიანად გადაიხარხარა და სკამის მოაჯირს დაეყრდნო.. ვაიმე ასე კარგად არ მიციანია კარგა ხანია. ამის მერე დაგეკითები ნინა... მიდი ეს შარვალი გაიხადე, ალბად ფეხი გაგიწითლდა და მანახე , ხომ არ დაგეწვა...
- ვერ გავიხდი მცხვენია, შენ მე ის გოგო ხომ არ გგონივარ...
- არც მიკადრებია. საძინებელში ჩემი ხალათია, მოიცვი ის და გაიძრე თქო ეგ შარვალიადამიანო, არ შეიძლება ცხელი იყო ყავა, მგონი შეგრძნება დაქვეითებული გაქვს. ან გიქვეითდება როცა სვავ.. კანი აგძვრება სულელო..
- ამძრება? მეტკინება არა?
- მიდი მიდი, რომ არ გეტკინოს გაიძრე და გამოდი...

საწოლზე ჩამოვჯექი და გარიალებულ ოთახს თვაი მოვავლე... საწოლის ბოლოზე დაფენილ ხალათს ვტაცე ხელი ჯინსის შარვალი გავიძრე... მისი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ხალათის საყელოს ხარბად დავყნოსე და თვალები დავხუჭე..... ნაზად დავუსვი ხელი ნაბიშს და ჩემს თავზე გამეღიმა.... შარვალი საწოლზე მივფინე, ხალათის ქამარი შევისწორე და ოთახიდან გავედი...
- ოოო. როგორ გიხდება, გხატავს რა...
- ნუ დამცინი.. აშკარად რომ დიდია...
- მერე რა, გიხდება.. ახლა შენი შეყვარებული რომ გხედავდს გაბრაზდებოდა ნინა..
- ყოველ წუთს უნდა მიხსენო ახლა ეს შეყვარებული. ფეხი მინახე მეწვის..
- ასეც ვიცოდი.. დაჯექი- ლამის მიბრძანა და დივანზე დამსვა...
- რას აკეთებ?- გიჟივით წამოვხტი და ხალათის კალთები ხელში მოვიქციე.
- ფეხი როგორ ვნახო გოგო. ხალათის ზემოდან? ნუ პანიკობ, დაჯექი და გადაიწიე ეს ხალათის კალთა, რომ გაეხვიე შიგნით კომბოსტოსავით... ოდნავ შემახო თბილ ხელები ფეხზე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა...ნინა გცივა?- იმდენად მოულოდნელად მკითხა გავოცდი...
- როგრო ფიქრობ ახლა მცივა მე??? მცხელა ზაფხული მოდის.. და შენ კიდე გცივაო?
- ხო? აბა მაშინ რატომ კანკალებ ამიხსენი რა.. თუ ჩემი ხელების შეხებ გაგიჟებს..
- დიდი დრო დაგჭირდა ამ დასკვნის გამოსატანად???
- არც ისე ნინაჩკა, წამში მივხვდი.... არაფერი არ გაქვს. დამშვიდდი, წამალს მოგცემ, წაისვამ და ხვალ კარგად იქნები...
- არაფერი მაქ? აბა ეს ხელები ტყუილად მიფათურე ლევან?
- კი არ გიფათურე გინახე ადამიანო, რატომ მიწვევ ამიხსენი რა...
- იმიტომ რომ მინდა გაგიჟდე და გამოგიწვიო...
- ნინა, იცოდე ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება..
- იქნება მეც ეგ მინდა...
- ხო???? მკლავებში მტაცა ხელი და ფეხზე წამომაყენა.... გულზე მიმიკრა და ოდნავ შემახო ტუჩები შუბლზე... გავიტრუნე.მისი ალერსი ისე მსიამვნებდა ხმას ვერ ვიღებდი....თლილი თითები ნელა დამისვა ყელზე და ყურთან მაკოცა... თვალები დავხუჭე, მიხვდა რომ მის ალერსში ვიყავი ჩაძირული..... ახლა რომ გკოცო რას იზავ?- ჩუმად მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა, ხმა არ ამომიღია მხრები ავიჩეჩე და მისი კოცნის მოლოდინშ გავიტრუნე... ხელები წელზე შემომხვია, ათრთოლებულ ტუჩებზე ოდნავ შემახო ტუჩები და ჩემს რეაქციას დაელოდა, გონება არ მიმუშავებდა.. არ ვიცოდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა, უნდ ავყოლოდი კოცნაში თუ ერთი გვარიანი უნდა გამერტყა მისთვის.... მინდოდა მეცემა მეყვირა მაგრამ არ შემეძლო. ეს ჩემი ცხოვრების პირველი კოცნა იყო... პირველი კოცნა სასურველი მამაკაცისაგან.....
**
თვალები დავხუჭე და მისი კოცნის მოლოდინში გავიტრუნე.. თანდატან უფრო და უფრო ახლოს ვრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და მტელს სახეზე მეფინებოდა.... ხელები ფრთხილად შემოვაწყე კისერზე და ფეხის წვერებზე ავიწიე და გამბედაობა მოვიკრიბე.. თვალები არ გამიხელია ისე შევახე ტუჩებზე ტუჩები, მივხვდი გაეღიმა.. მივხვდი რომ არელოდა და ესიამოვნა.. ერთი ხელი უფრო მჭიდროდ შემომხვია წელზე მეორე კი თმებშეი შემიცურა და მთელი ძალით მომქაჩა თავისკენ...
ეს კოცნა მთელს ჩემს სამყაროს და ცხოვრებას ცვლიდა. ეს კოცნა გულს მიფლეტავდა, სულს მირევდა, მთელ ჩემს ცხოვრებას თავდაყირა აყენებდა.. ვიცოდი ახლა თუ ვაკოცებდი მერე მთელი ცხოვრება მასეზე მიჯაჭვული ვიქნებოდი.. ვრძნობდი რომ ე სრულიად უცნობი მამაკაცი საშინლად მიყვრდებოდა.. მისმიმართ რაღაც გამოუცნობს ვგრძნობდი რაღაც, სხვანაირს.. უცხოს.....
თითქოს მოულოდნელად მოვეგე გონდა და თვალები ნელა გვახილე....
- ლევან, მე შეყვარებუი მყავს- ჩუმად ამოვიკნავლე და ტუჩები ძლივს გავაცალე..
- თუნდაც, ისე მითხრა არც კი შემოუხედავს....
- მე მას ვერ ვუღალატებ- ჩემსას არ ვიშლიდი..
- შენ უკვე უღალატე, როცა მე მაკოცე.. ასე რომ....
- ცდები- მოთმინება თანდათან მეკარგებოდა.. ცდები არ მიღალატია...
- არა? აბა მაშინ მითხარი რას აკეთებ ჩემს მკლავებში , და თანაც მკოცნი, ჩემი ხალათი გაცვია და სადაცაა უკვე გათენდება... გიყვარვარ ხო ასეა???
- არა. გითხარი რომ გიო მიყვარს....
- არ მჯერა... იმაზემეტად ჭკვიანი ვარ ვიდრე გგონია ნინა.... მხოლოდ ერთი ვიცი რომ მთელი შენი სხეული მითხოვს... ოდნავ როგორც კი გიახლოვდები მაშინვე კრთომას იწყებ, ხელები გეყინება. გული გიფართხალებს.... მითხარი რომ ვცდები...
- ცდები- ასე არააა- ცდები ლევან.... ჯიბრზე ვუთხარი და ხელები გავაშვებინე... დავაშავე რომ აქ მოვედი...
- მართალი ხარ, დააშავე იმიტომ რომ არ უნდა მოსულიყავი... იცოდი რომ ამ ვნებას ვერ მოვერეოდი, და ჯინაზე გამომიწვიე.. მოგწონს ჩემით თამაში არა? მოგწონს რომ მამცირებ ნინა??ახლა გთხოვ რომ წახვიდე დამეტი აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან
- რატომ ლევან?
- იმიტომ რმ შეყვარებული გყავს.. და მე კიდევ თავს ვერ ვერევი გოგო... გული მისკდება როცა ახლს მოდიხარ ჩემთან,. როცა ასე მიღიმი და თვალებით მჭამ, ადამიანი არ ხარ? გული მიხდება ცუდად, შენი კოცნა კი არა ალერში მოხრჩბა და მოგუდვა მინდება,, ვერ ვერევი ჩემს თავს..არ ვიცი ასე პირველად მიმიზიდა ქალმა , მეც არ ვიცი რა მჭირს.. მაგრამ რამოდენიმე დღე აღარ დამელაპარაკო, ჩემს თავს უნდა მოვერიო ნინა..
- არ მინდა, გაიგე ?? არ მინდა ასე... სხვანაირად მოერიე ამ გრძნობებს...
- გოგო შენ ნორმალური არ ხარ?? ოცდასამი წლის ხარ თუ ცამეტის?? გეუბნები რომ ვერ ვერევი ამ ვნებას.. მომისმინე,, მე არ გელაპარაკები სიყვარულზე ნინა. ვნებაზე გეუბნები შინაგანად რომ მჭამს, იმ ვნებაზე გოგო. ხელებს ვერ ვაჩერებ როცა შენ გხედავ.. ვერ ვიმორჩილებს გონებასაც კი.. მხოლოდ ერთი სურვილი მიჩნდება შენს ნაზ სახეს მოვეფერო და გულში ჩაგიკრა...
- ლევან გთხოვ, გთხოვ. ასე არ მოიქცე...
- მაგიჟებ, გეფიცები.. არ ვიცი რას ითხოვ ჩემგან, მაგრამ მართლა მაგიჟებ ადამიანო... როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო, როცა გეუბნები რომ როცა გიყურებ მინდები-თქო.. მინდიხარ ნინა. ეს გინდოდა გაგეგო ჩემგან? ვერ ვერევი სურვილებს -თქო. გთხოვ წადი.. უნდა ვიფიქრო, ცოტა ხანს მაინც ვიყო მარტო..
**
რამოდენიმე დღის განმავლობაში ლევანს არც კი გაუხედავს ნინას კარისაკენ, მაქსიმალურად ცდილობდა მისგან შორს ყოფილიყო, ამ ყველაფერმა ერთ კვირას გასტანა...
ჩვეულებრივი სამუშაო დღის მერე ლევან გადაღლილი ბრუნდებოდა სახლში, უკვე გვარიანად ცხელოდა თბილისში, ერთი სული ქონდა, გრილი შხაპი მიეღო და საყვარელ სავარძელში ჩამჯდარიყო.... მანქანა სადგომზე გააჩერა და გადმოსულმა ეზოს მოავლო თვალი.... გაოცებულს მზერა გიოზე და გვანცაზე გაუშეშდა, რომელთა ურთიერთობაც უფრო მეტს გავდა ვიდრე მეგობრობას.... არც მათ მზერას დარჩენილი შეუმჩნეველი ლევანი.... თითქოს ვიღაცამ ფაქტზე გამოიჭირაო, ორივე დაიბნა, არა სამივე. ხმა ვერც ერთმა ვერ ამოიღო. მშვიდობანი საღამო უსურვა ლევანმა ნაცნობებს და საბარბაზოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა....
გრილმა შხაპმა მართლაც რომ გონზე მოიყვანა, ახლა უკეთ გადახარშა ყველაფეი რაც ხდებოდა... რა ხდებოდაეს, თუ ნინა უყვარდა გვანცას რატომ კოცნის, არა რაღაც ვერ იყო რიგზე, თუმცა ამ რაღაცას გარკვევა უნდოდა.. ყავის ფინჯანი მაგიდაზე გადმოდგა და კარის გასაღებად გაეშურა.. ზღურბლზე მომღიმარი გვანდა იდგა და ხელებს იმტვრევდა..
- შეიძლება შემოვიდე???
- რა თქმა უნდა. მოდი.. ახლა ვაპირებდი ყავის დალეას დამეწვევი?
- სიამოვნებით- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა გვანცამ და ლევანს გახედა...
ცოტა ხანი ორივე დუმდა.. ხმას ვერც ერთი ირებდა. ბოლოს მყურდოება ისევ გვანცამ დაარღვია...
- მისმინე , ლევან. რასაც გეტყვი მინდა რომ სწორად გაიგო...
- არა გვანცა, მე არ მჩვევია სხვის ცხოვრებაში ჩარევა. ეს შენი და ნინას საქმეა.
- არა, მოიცადე, მაცადე გითხრა ჯერ. აქ ნინა არაფერ შუაშია.. ჩვენ ანუ მე და გიო უკვე სამი წელია შეყვარებულები ვართ, მალე ქორწილსაც ვგეგმავთ....
- მოიცადე, ეს როგორ??!- ლევანს ხმა გაუმკაცრდა და გვანცას გახედა. კი მაგრამ ნინა არ გეცოდება?
- ნინამ მოგატყუა. გიო არაა მისი შეყვარებული... არ ვიცი ვიღაც გოგოს გამო ეჭვანობდა და მოგატყუა ლევან.. გიო გამოიყენა ასე რომ უმჯობესია იცოდე.. ნინა მარტოა, არავინ უყვარს თუ ახლა არ შეიყვარა ვინმე... ასე რომ .. არ მინდოდა ჩემზე ცუდი წარმოდგენა გქონოდა. ნინა ჩემთვის დასავითაა. არ მინდა გეგონოს რომ ზურგს უკან ვღალატობ დაქალს..
- გასაგება..ანუ ჩემზე უნდოდა შური ეძია პატარა ქალბატონს არა?? ვანახებ მე მაგას შურის ძიებას კარგად. მატყუარა.. ამხელა გოგო მატყუარაა..
- მისმინე არ გაუბრაზდე რა... ნინა ძალიან ჯიუტია , ძალიან, თორემ გული კეთლი აქვს და სიყვარულით სავსე... ვიცი რომ შენს მიმართ გულგრილი არაა, მაგრამ ლევან მიზეზის თქმის უფება არ მაქვს. თვითონ აიძულე გითხრას ასე რატომ გექცევა..
- ესეიგი მიზეზიც აქვს არა?? მადლობა გვანცა.. რომ მითხარი, თორემ კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი დებილის როლში...ხო მართლა, სალომე როგორაა დიტო სულ სალომეზე მეკითხება, რაღაც ურთიერთობა აუწყვიათ, იქნება მოვახერხოთ რამე , სადმე წავიდეთ და შევახვედროთ ერთმანეთს... ამჯერად შენი შეყვარებულიც წამოიყვანე...
- თანახმა ვარ, დღესვე მოვაგვარებ ამ საქმეს..
**
უნივერსიტეტში წასვლა სასტიკად დამეზარა ამიტომ ავდექი და თავის გასამხიარულებლად მაღაზიებში დავიწყე დილიდან სიარული... ხასიათის გამოსაკეთებლად ტანსაცმლიც პარკებით ხელდამშვენებული მივედი სახლში.... სარკის წინ ამაყად ვტრიალებდი და ჩემს თავს ვეპრანჭებოდი. მოულოდნელად ამიტანა საშინელმა ფიქრებმა, ტანზე გამოყვანილი კაბა ხელით შევისწორე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი..“ვაიდა, აღარ მოვიდეს, აღარც კი შემომხედოს, არ მოვენატრო, აი უკვე ერთი კვირა ხდება რაც არ მინახავს. მისი ტუჩების სიცხელე ჯერ კიდევ მამჩნევია, ჯერ კიდევ არ დამვიწყებია..არა როგორ უნდა დავივიწყო ის ხომ სულ სხვაა, სხვა, გესმის შენ ჩემო სულელო თავო...“
ფიქრებში გართული წავედი კარის გასაღებად, კედელს მიყუდებული იდგა ლევანი და მიღიმოდა.
- რა?- გაბრაზებულმა ვუყვირე და სამზარეულოში შევედი.. კარების დაკეტვის ხმაზე არც კი მივტრიალებულვარ, ისე გადმოვიღე ფინჯნები და ყავის მოდუღებას შევუდექი..
- ნინა- ისეთი ხმით დაიძახა კინაღამ ფინჯანი გამივარდა ათრთოლებული ხელებიდან... ნინა, რაღაც მინდა გითხრა და ცუდად არ გამიგო...
- ამჯერად რა ხდება, მთელი თვით მეკრძალება შენთან მოახლოვება თუ მთელი წლით??
- ნინა, გიო და გვანცა ვნახე ერთმანეთს კოცნიდნენ.. არ ვიცი უნდა მეთქვა თუ არა შენთვის...
- გიორგის დავშორდი, არ მიხსენო ..
- ამის გამო? ჩემამდე გაიგე?
- არა, სხვა რამის გამო, ლევან არ მინდა ამაზე ლაპარაკი რა მართლა...ამის გამო მოხვედი??
- არა,იმიტო მოვედი რომ მინდოდა მოსვლა..
- და მე მინდოდა თუ არა არ მეკითხები???
- ნწუ, იმიტომ რომ ფეხებზე შენ გინდოდა თუ არა ჩემი მოსვლა. ვიცი რომ გინდოდა ნინა.. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ზურგიდან ამეკრო...
- ასე ნუ იქცევი რააა.- გამწარებულმა ვუყვირე და ხელი ვკარი. შენ გგონია რადგან შეყვარებულს დავშორდი კისერზე ჩამოგეკიდები???
- და როდის გყავდა რომ ეგ დედა აფეთქებული შეყვარებული???- არც ლევანმა დამაკლო ყვირილი , მაჯაში მტაცა ხელი და თავისკენ შემატრიალა.. რატომ მომატყუე??? გეგონა რომ შენზე გამოვიწევდი? გეგონა ვენებს გადავიჭრილიდი შენს გამო თუ რა გეგონა??
- მისმინე ეს შენი საქმე არაააა . გასაგებია?
- თავის მართლებასაც ვერ ახერხებ.. მართალი ხარ. ეს ჩემი საქმე არა. და საერთოდ არც შენ ხარ ჩემი საქმე, საერთოდ არ ვიცი რატომ მოვედი, სულ სხვა იმედი მქონდა, სხვა ოცნებები და შენ ყველაფერი ჩაკალი ჩემში..
- როგორც გინდა ლევან...
- იცი რაზე მწყდება გული? იმაზე რომ მატყუარა აღმოჩნდი. მომატყუე გოგო. შეგეძლო გეთქვა ლევან არ მინდა ურთიერთობა, არ მინდა შენთან ყოფნა და მორჩა, მე შენ ცოლობას და ნიშნობას კი არ გთხოვდი გოგო, უბრალოდ მინდოდა ჩვენი გრძნობები განგვევრცო და გვეცადა მაინც ერთანეთის გაგება..
- გავიგე, მაგრამ ხომ ხედავ, მე ასეთი ვარ. ასე რომ არ ვაპირებ არავისთვის შეცვლას, არც შენთვის არც სვისთვის...
- ხოდა იყავი ასე... აქ მომსვლელისაც კიდე... ერთი გვარიანად შეიგინა გასვლისას და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა....
**
ცრა ხდებოდა გვანცა რომ მომადგა გიოსთან ერთად, უკან როგორც ყოველთვის გაღრეჭილი თეო ედგათ.... უღიმღამოდ შევხედე ორივეს და სახლში შემოვუშვი.. მოცმული ხალათი ნელა შევისწორე და სავარძელში გარდიგარდმო ჩავჯექი....
- გოგო, ის დიტო ხო იცი, სალოსთან უნდა შეხვედრა, და ბარში გვეპატიჟებიან.. მიდი გაემზადე რა...
- ასე ბარისთის გამოეწყეთ?
- ხო ღამის კლუბია რა.. ადექი მალე ნინაჩკი, ერთ საათში უნდა გავიდეთ და გვაგვიანდება..
- არსად არ ვაპირებწამოსვლას მე.. წადით თქვენ. უთხარით სალოს და ყველა დანარჩენს რომ ცუდად ვიყავი...
- ვერ გავიგე სალომეს გულისათვის არ შეგიძლია წამოხვიდე?- ცოტა არ იყოს და გაბრაზებული ჩაერთო საუბარში თეო და წინ დადგმულ პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა...
- მისმინეთ რა, არ ვარ ხასიათზე.... და წადით თქვენ, იქაც ასე ვიჯდებიი ხო..
- ხოდა იჯექი რა, სალომეს გაუხარდება.....
- თეონა ნერვებზე ნუ მოქმედებ, გითხრი არ მინდა მაგისი ნახვა....
- ვიცი სალოსი???
- არა ლევანის...
- რატომ ვითომ? იმიტომ რომ სიმართლე გაიგო არა? რა მექნა დაგვინახა და... რა ჩემი ბრალია ნინა, მაპატე რა- გაბუტული ტუჩებით მითხრა გვანცამ და შემომხედა...
- გასაგებია, ესეიგი შენ უთხარი რომ გიო შენი შეყვარებულია ხო?
- აბა რა მექნა გოგო? დებილივით ვიდექი მის წინაშე, თავიც კი ვერ ვიმართლე. რას ბავშობ ამხელა გოგო რა. ადექი დროზე და წამოდი თქო... მაგის გამო არ მოდიხარ? ეგ კარგად მოდის სულ არ ადარდებ შენ...
- ხოდა ძალიანაც კარგი. გამატარე ახლავე ვიქნები მზად- გაცოფებულმა დავიძახე და საძინებელში წავედი....
**
როგორც წესი ბარში კარგად ბნელოდა. ჩემი მხედველობის გადამკიდე სინათლეში ძლივს ვარჩევდი სახეებს და სიბნელეში ხომ საერთოდ გაშტერება მემართებოდა.სალომეს ხოროცს ჭკუიდან გადავყავდი, იქნებ ასე ჯობდა კიდეც, როცა არ მალავდი გრძნობებს და ემოციებს.. იქნებ მისი პოზიცია უფრო სამაგალითო იყო და ჩემი კომპლექსები საშინელება.. გვანცას მაგრად ჩავკიდე ხელი და შეშინებული კნუტივით ავეკარი მხარზე.. გულმა ფართხალი დამიწყო ლევანის სახის დანახვაზე. მივდიოდი მისკენ და ფეხები უკან მრჩებოდა..
- საღამო მშვიდობისა ლამაზ ქალბატონებს, თავაზიანად მოგვმართა დიტომ და სალომეს მიაშტერდა. როგორც მჩვევია მუჯლუგუნი ვუთავაზე გვერდში და მაშინვე დაკეტა პირი.... გამიხარდა რომ მოხვედით... აი ლევანიც აქაა ნინა, ისე მითხრა გეგონებოდათ მე და ლევანს რაიმე გვაკავშირებდა, ხო და კიდევ ერთი ჩვენი მეგობრები რომელსაც არ იცნობთ...
- მაგარია დიტო, როგორ გამიხარდა იცი რომ დაგვპატიჟე?- მაშინვე დააყრანტალა სალომემ და გამომხედა. მიხვდა რომ ცუდად მოიქცა და თვალებით იატაკს დააშტერდა...
- თუ შეიძლება დავჯდები რა, ღიმილით ვუთხარი დიტოს და ლევანისაგან მოშორებიით მდგარი სკამისაკენ წავედი რომ მოულოდნელად მეძგერა დიტო მანდ დაკავებულიაო.... მზერა მისკენ გამექცა ღიმილით ესაუბრებოდა მის გვერდით მჯდარ გოგონას.. სხვა გზა არ იყო, ზლაზვნით წავედი და მის გვერდით სკამზე მოწყვეტით ისე დავჯექი ზედაც არ შემიხედავს....
- უფრო მოკლე კაბა აღარ გქონდა?- ხმაში სიმკაცრე შეეპარა და გამომხედა..
- ეს ყველაზე მოკლე იყო. ახალია და ხო უნდა გამოვცადო, თანაც არამგონია ეს შენ გეხებოდეს ლევან.. იქით გაიხედე უმჯობესია...
- კარგი, როგორც გინდა..
- აუტანელი ეს.- ჩუმად ვბუტბუტებდი ჩემთვის და ნერვები მეშლებოდა იმაზე რომ ასე თბილად ესაუბრებოდა იმ ვიღაც გოგოს.. გარშემო მჯდარ უცხო საზოგადოებას თვალი გადავავლე და ლევანს ხელი ვკარი.... შენს ძმაკაცებს არ გამაცნობ?
- არა ვისაც საჭიროა იცნობ...
- სირცხვილია...ლევან
- მე არ მცხვენია,შენ თუ გცხვენია დიტოს სთხოვე და გაგაცნობს რა პრობლემაა..მოიცადე ეს რა არის, ამ კაბაში რაიმე გაქვს დამალული გოგო??? ადექი ფეხზე ადექი მალე..- სასწრაფოდ წამომაგდო და მოცეკვავე წყვილებს შორის შემათრია..
- გადაირიე ადამიანო? რა დაგემართა, მეტკინა ლევან გამიშვი. ხელი ავუქნიე მაგრამ უფრო მაგრად მომიჭირა...
- სულელი ხარ. გინდოდა ჩემი გაგიჟება და ასე იმიტომ ჩაიცვი არა?
- მეტი საქმე არ მაქვს რა, სხვებს ვეპრანჭები. დაგავიწყდა რომ თავისუფალი ადამიანი ვარ?? შენ მგონი ისე გაითავისე ეს ყველაფერი გონია რომ ჩემი შეყვარებული ხარ...
- მე არაფერი მგონია ნინა.. იმას გეუბნები რომ ცუდად გაცვია.იცოდი რომ აქ მოდიოდი და ჯინაზე ჩაიცვი ასე ხო? ვერა ხარ შენ დაგალებული.. ყველა შენ გიყურებს გოგო... სულელო ხარ ნინა, პატარტა სულელი ბავშვი...
- ასე არაა, და ასე ნუ მომმართავ, მე შენი არავინ არ ვარ..
- ხო? და რომ გაგხადო არა???
- როგორ აპირებ აბა??
- ძალიან მარტივად... იმაზე მარტივად ვიდრე გგონია.. აი ნახე.. ღიმილით მითხრა
მთელი ძალით მომქაჩა თავისკენ და ტუჩებზე დამეწაფა... გიჯივით მკოცნიდა, ვნებას და ემოციას ვერ ერეოდა, თავ ვერ თოკავდა.. ოროვე ხელი ვკარი და სახეში მოქცენული სილა გავაწანი... ხელის ზურგით მოვიწმინდე ტუჩები და გასასვლელისაკენ ტირილით გავიქეცი...... ზურგს უკან მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა და არ ვტრიალდებოდი, ბოლოს მაინც წამოეწია და ჩემი სახის დანახვაზე შედგა..
- მაპატიე მართლა ნინა, ბოდიშს გიხდი.. მეგონა ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშის ნაწილი იყო და ჩემი გაგიჟება გინდოდა, ბოდიშს გიხდი მართლაა. გპირდები რომ აღარასოდეს დრეის მერე აღარასოდეს მოგიახლოვდები, არც კი მოგესალმები..
- უბრალოდ ლევან მისმინე...
- არა შენ მომისმიე, მეც არ ვიცი ნინა, ვერ ვხსნი, ეს გრძნობა ისე უცებ გაჩნდა შენდამი, არ ველოდი, არ ვიცოდი როგორი იყო რანაირი იყო და ასე უცებ მოვარდა და სულში ამირია ხელები... ახლა იცირ როგორ ვარ? როცა საყვარელი ქალი მიგატოვებს და არაფრად გაგდებს..როცა ვიღაცა უთქმელად და უიმედოდ გიყვარს ასე ვარ... არ ვიცი რა გავაკეთო, ან რა უნდა გითხრა... გაგიშვებ ჩემ გადარეული გრძნობებიდან, გაგიშვებ ნინა. ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ზაფხულის სიცხეში ჩემი გაყინული თითები თავის ხელებში მოიქცია.. ნაზად შემახო ტუჩები და იმ თვალბით შემომხედა მე რომ სულს მიყინავდა... არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა,მართლა ოღონდ, გადამრიე და გამასულელე ამხელა კაცი. მინდა ყველაფრის გამო მოგიხადო ბოდიში. მე ვიფიქრე რომ ჩვენი გრძნობები სულ სულ ცოტათი მაინც გავდა ერთმანეთს...
- ლევან , შენ სულ ერთი არ ხარ ჩემთვის..
- მაგრამ არც ის ვარ ვინც გიყვარს ან შეიყვარებ.. არ მინდა ტყუილი ოცნებები და ფიქრები ნინა... გინდა სახლში წაგიყვანო?
- არა ჩემ დასთან მიმიყვანე, თუ შეგიძლია...
- კარგი.. მშვიდად მითხრა გაბზარული ხმით და გზა დამითმო... ჩემს უკან მოდიოდა, ერთმანეთს ნახევარი ნაბიჯი გვაშორებდა, იმდენად ახლოს იყო რომ მისი სუნთქვა თმებზე მეცემოდა.. მის მანქანასთან შევჩერდიდ გავხედე...
- გოგოებს უთხარი რომ ცუდად გავხდი და წავედი მერე..
- კარგი - მხოლოდ ერთი უბრალო სიტყვით შემოიფარგლა და მანქანა უხმოდ დაძრა...
**
მაიკოს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. გაფართოვებული თვალებით მიმზერდა და ელოდბოდა როდის დავიწყებდი საუბარს...
- ისევ ლევანი არა? ბოლოს თვითონ მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- მიყვარს - დღეს პირველად ვთქვი ეს სიტყვა შენთან მაიკო. ძალიან მიყვარს. მაგრამ ვერ ვეუბები... დღეს მიმატოვა, როგორც მეგობარმა, მეზობელმა, თუ სიყვარულმა, ყველანაირდ მიმატოვა. ბოდიში მომიხადა და მიმატოვა... მითხრა რომ აღარასოდეს გადამეყრებოდა გზაზე, მე კი , სულელმა ვერც კი გავაჩერე, ვერ ვუთხარი რომ მიყვარს. ვერ გავბედე მაიკო...
- უკვე გაბედე, ადრე ჩემთანაც ვერ ამბობდი ასეთ რამეებს, ახლა გაბედე ნინაკო, ეს ხომ უკვე კარგია.. ხვალ მიდი ლევანთან, მიდი და დაელაპარაკე, აუხსენი შენი პრობლემის შესახებ, ის არაა ხისთავიანი, გაგიგებს დამიჯერე. დაგეხმარებაა...
- როგორ შევძელი. როგორ შევძელი რომ არ მეთქვა როგორ მიყვარს მაიკო.. დამნაშავე ვარ. ბარში ვიყავით, ვცეკვავდით. მაკოცა მე კიდე გავარტყი, არადა მის კოცნას და შეხებას ჭკუიდან გადავყავარ. მაგიჟებს, მისი მოახლოვებაც კი ცუდად მხდის... მერე სხეულის სითბოს კილომეტრებიდან ვგრძნობ...წავალ და ვეტყვი რომ მიყვარს....
- წადი..
- ახლა წავიდე???
- წადი და უთხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ გიყვარს და გჭირდება.. წადი შაკო გაგიყვანს..
- წავალ, ახლა ყველაზე ძლიერი ვარ, ყველაზე ენერგიული, წავალ და ვეტყვი როგორ მიყვარს...
**
სირბილით შევედი ბარში , გვანცა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და გაოცებულმა მტაცა მკლავში ხელი..
- რა გიჟივით იქცევი გოგო??? რა დაგეტაკა წეღან რა? ყველა შენ რომ გიყურებდა...
- ლევანი სადააა?
- არ ვიცი, მგონი აივანზეა გასული...
- აივანზე? სად ჯანდაბაში აქვს ამას აივანი გოგო..
- აქვს უკანა მხრიდან .. რას გადაეკიდე ამ ბიჭს ჰა? შეეშვი და მორჩი ამ თამაშს ნინა რა....
- გვანცა ლექცია მერე წამიკითხე გთხოვ, ახლა მართლა საქმე მაქვს ლევნთან...
- წადი და იპოვე. ბიჭი გააგიჟე და ახლა საქე გავქს ხო..
- ოოოოოო. რაააა.- გამწარებულმა ვუყვირე და აივნისაკენ წავედი....
მოაჯირს დაყრდნობლი გადაყურებდა ეზოს, გვერდით იქ უცხო გოგონა ედგა რომელიც არ გამაცნო , დავინახე თუ არა მაშინვე გამობრუნება გადავწყვიტე მაგრამ ჩემს თავს შემოვუძხე, დავაიმედე და ფრთხილად შევახე ხელი ზურგი.. ამღრეული თვალები შემომანათა და გაოცება ვერ დამალა..
- აქ რას აკეთებ გოგო, შენ დასთან არ მიგიყვანე??
- სალაპარაკო მაქვს შენთან. მარტოსთან ოღონდ...
- ლელა ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე რა, დაბალი ხმით მიმართა უცნობს და კარი გაუღო... მერე შემომხედა და მოაჯირს ზურგით მიეყუდა და გამიღიმა . აბა რა ხდება ასეთი საჩქარო რომ უკან მოხვედი....
- მისმინე.. წეღანდელი ქცევის გამო..
- უკვე ბოდიში მოგიხადე, და არ მინდა ამაზე ლაპარაკი ნინა. ოდნავაც არ მინდა ამ ყველაფრის გახენება...
ზურგი მაქცია და ისევ მიაშტერრდა ეზოს.. სწრაფაც შემოვაბრუნე ჩემსკენ. ფეხის წვერებზე ავიწიე და მთელი ძალით მოვქაჩე ჩემსკენ..სისხლი მიდუღდა, ახლა ისე მწყუროდა მასთან ყოფნა, ახლა პირველად მჭირდება ასეთი რამე, თავბრუ მეხვეოდა ისე მინდოდა მის ტუჩებს შევხებოდი... გიჟივით ვეტაკე და ამოუნთქვის საშუალება არ მივეცი.. ვიცოდი გამაჩერებდა... ვიცოდი ახლა ასე თუ არ მოვიქცეოდ მერე დავკარგავდი... არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდი ასე გიჟივით, მთელი სხეულით ვეკვროდი ზედ. მის ხელებს ვგრძნოდი წელზე როგორ მოძრაობდა რიტმულად და სული მეხუთებოდა... ოდნავ მოვშორდი, მისგან ოდნავ დავიხიე და მოულოდნელად მომხვდა სახეში ხელი..
- ეს იმიტომ რომ მაკოცე ასე ვნებიანად- სიცილით მითხრა და გულში ჩამიკრა...
- მეტკინა დებილო- ლამის სლუკუნით ვუთხარი და მის მკლაებში მოვთავსდი...
- მიყვარხარ ნია, მართლა.. შენ?
- ლევან გთხოვ..
- რას მთხოვ კაცო?- გაოგნებულმა ჩამხედა თვალებში და კიდევ ერთხელ შეამოწმა ნამდვილად მე ვაკოცე თუ არა...
- ვერ გეუბნები , ბავშობის კომპლექს მაქვს, არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა, შენ არ იცი ეს ყველაფერი რად დამიჯდა ახლა.. მთელი გზა ვსახავდი გეგმას როგორ უდნა მოვსულიყავი. რომ დაგინახე თავი ვერ შევიკავე..
- ერთი წუთით. რისი კომპლექსი გაქვს იმის რომ მითხრა მიყვარხარო?
- ხო.. გრძნობებს ვერ გამოვხატავ, რა ვქნა, ვერავის ვეუბნები რომ მიყვარს და ჩემთვის ძვირფასია... მაგრამ შენ ხომ ისედაც იცი ყველაფერი, ხვდები ხო ასეა...
- მე ამას ვხვდებოდი მანამდეც ნინა მაგრამ ჯერ გამარტყი მანამდე გამლანძღე. არ ვიცი...
- არა მოიცადე ასე აღარაა შევიცვალე..აი ხო ხედავ გაკოცე...
- ჩემი ფისო ხარ შენ, სითბოს მოყვარული ფისო.... ხელი მომხვია და შიგნით შემიყვანა.. გვანცას გარდა უამრავი თვალი გვიმზერდა გაოცებული და გაშტერებული.....თქვენი დაქალი დავაბი - ხმამაღლა განაცხადა ლევანმა და ლოყაზე მაგრად მაკოცა..
- ლევან!- დატევით ვუთხარი და გვერდში ვუჩქმიტე..
- გოგო, შენ ჩქმეტის გარდა რამე იცი? არა კოცნაც კარგი იცი ისე...
- ლევან-თქო!- აშკარად ვბრაზდებოდი , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამიღიმა...
- მიყვარხარ და მინდა ყველამ გაიგოს.. იმ დღეს მე ყველაზე ბედნიერი ვიქნები როცა მეტყვი რომ შენც გიყვარვარ... ხელები მაგრად შემოვხვიე განიერ ბეჭებზე და ჩუმად ვუჩურჩულე..
- მე ბედნიერი ვარ შენთან....
**
მთელი საღამო გვერდი-გვერდ გავატარეთ.. თავი მის მხარზე მედო და და ფიქრებში ვოცნებობდი... მის გულის ძგერას ვითვლიდი და მეღიმებოდა, არა ბედნიერების ღიმილი დამთავაშებდა სახეზე, ვგრძნობდი რომ ეს სიყვარულს მხოლოდ დიდ ბედნიერებას მომიტანდა..
- ლევან.. მოულოდნელად ჩავძახე და ყურში და გავიტრუნე....
- შეგიძლია სულ არ იყვირო ნინა, ხანდახან ჩუმად რომ იყო და სიმყუდროვე არ დაარღვიო??
- შემიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მითხარი ასე უცებ რა შეგიყვარდა ჩემში?
- შენი მწარე ენა. და ლამაზი თვალები...
- მართლა გეუბნები ...
- მეც მართლა გეუბნები, აქამდე შენნაირები არ მინახავს შენ სხვანაირი ხარ...
- აბა როგორი???? მითხარი რა ლევან..
- ნინა გაჩუმდი და მაცადე დავტკბე შენით რა. მოულოდნელა გადაწვა და თავი კალთაში ჩამიდო.... არ გინდა დღეს ჩემთან დარჩე??
- ვერ გავიგე?- გიჟივით წამოვხტი ფეხზე და კედელს ავეკარი..
- რა დაგემართა გოგო, გეგონება უჟასი ვიყო. ჩემთან დარჩენა შემოგთავაზე, უბრალოდ ერთად დაძინება...
- შენ მე ვინ გგონივარ ჰა? აქ ამიტომ მომიყვანე რომ ასეთი რამეები შემომტავაზო?
- ნეტა ოდესმე გაიზრდები შენ? ძილი შემოგთავაზე გოგო, მხოლოდ ძილი, ძალიანაც რომ მეხვეწო,ვერ შემითრევ ლოგინში იცოდე...
- ასე ნუ ლაპარაკობრა მცხვენია...
- კაი მაპატიე. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შემახო ტუჩები შუბლზე,შემდეგ ცხვირზე გადაინაცვლა და ბოლოს ტუჩებით დააბოლოვა.. ვგრძნობდი რომ ახლა ისეთ ფაზაში ვიყავი როცა ჩემი შეთრევა აქეთ შეეძლო ლევანს, მინდოდა გავშორებოდი და გული არ მაძლევდა ამის საშუალებას... ხელები შემოვხვიე და მკერდით ავეკარი ზედ....
- ლევან...-რაც შემეძო ჩუმად დავუძახე და საგანგებოდ დაწყობილ თმებზე ხელი დავუსვი....ლევან მე..
- რა შენ ნინა...
- უნდა წავიდე, გვიანია... ხვალ გნახავ კარგი?
- კარგი. მეგონა სხვა რამეს მეუბნები მაგრამ კარგი ნინა.. ხვალამდე.ჩემო ლამაზო .. კარამდე მიმაცილა და მანამდე მიყურა სანამ შიგნიდან კარი არ ჩავკეტე და აივნიდან არ დავუძახე რომ კარგად ვიყავი....
**
მთელი დღე საოჯახო საქმეების კეთებაში გავატარე.. დაახლოებით ორი იქნებოდა კარზე ზარმა რომ შემაკრთო, ქაფიანი ხელები გავიბანე და კარის გასაღებად გავეშურე.. ჩემს წინ სიზმარი იდგა თუ რეალობა ვერაფრით ვარჩევდი.. ისტერიული ტირილი მივაყოლე ყვირილს და ჩემს მშობლებს გულშ ჩავეხტე. პატარა ბავშვივით ვტიროდი და ვცქმუტავდი...სახლშ შემოსვლას არ ვაცდიდი არცერთს..
თითქოს ნერვიულობისაგან ნაოჭებმომატებული მომეჩვენა ჩემი ლამაზი დედიკო.. გვერდით მივუჯექი და ისე როგორც ატარა ახლაც ავსლუკუნდი...
- ნინო დე.. არ იტირო , ახლა შენთან ვართ და არასოდეს წავალთ მეტად..
- დე.. როგორ მენატრებოდით.... მაგრად ვიკრადი გულში და ცრემლიან თვალებს ვუკოცნიდი.... რატომ არ მითხარით რომ მოდიოდით...
- იმიტომ რომ გვინდოდა გაგხარებოდა, არ გვინდოდა გეწვალა..
- ასე მოუოდნელად რატომ დაბრუნდით....
- სიმართლე დაგიმალეთ შენ და მაიკოს.. მამაშენი ცუდად იყო.. ავარიაში მოყვა.. ხო იცი ეს ბოლო რამოდენიმე თვე თურქეთში ვიყავით.. მოკლედ ძალიან მძიმედ იყო,ის კიდევ უფრო დიდი საშინელება დაგვემართა... ოპერაციის დროს სისხლი შეცდომით გადაუსხა ექიმმა და კინაღამ ხელიდან გამეცალა...
- მოიცადე ასეთი რამე როგორ ექიმს დაემართა დედა. კარგი რა პირველად ხომ არ აკეთებდა ოპერციას...
- არ ვიცი ნინიკო, ძიერი ექიმები არიაო.. ქართველები იყვნენ. სამი მამაკაცი და ერთი ქალი... არ ვიცი რა მოხდა.. ახლა დავბრუნდით , ჩვენი ექიმი არ არის ღუდუშაურში ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს და აქ უმკურნალებს საბოლოოდ მამაშენს..
- გასაგებია. იმედია ახლა კარგადაა და საფრთხე არ ემუქრება.. გითხარა მაიკოს ბავშვის შესახებ?
- მითხრა.. როგორ მენატრებოდით ჩემო პატარებო. ახლა ედა სულ სულ თქვენთან იქნება და ვერასოდეს ვერავინ გაბედავს თქვენთვის გულის ტკენას...
**
უნივერსიტეტიდან გამოსულს კიბეებზე ლევანი რომ დამხვდა, სიხარულით ცას ვეწიე. სირბილით წავედი მისკენ და გულშ ჩავიკარი....
- როგორ მომენატრე...- მოუოდნელად ვუთხარიდ ა გავუღიმე.. ლევან, ძალიან ძალიან მომენატრე...
- მეც ჩემო ლამაზო... შენთან რა ხმაურია ხო ვერ მეტყვი?
- ჩემები დაბრუნდნენ, დედა და მამა ჩემოვიდნენ.. ლევან ისე მიხარია მთელი დღეა ადგილი ვერ მიპოვია...
- მართლა? ესეიგი ახლა გავიცნობ სასიმამროს ??
- ვერ გავიგე?
- კაგად გაიგე.. შენ რა არ აპირებ ჩემს ცოლობას??
- და შენ როდის მთხვე რომ?
- გთხოვ როცა ამის დრო მოვა, ჯერ ადრეა,, არ მინდა ასე ნაჩქარევად. მინდა ყველაფერი ლამაზად და დროულად იყოს..
- მისმინე, შენ ხომ ღუდუშაურში ხარ??? ვინაა მისი განყოფილების უფროსი?
- ამას ახლა უნდა მეკითხებოდე გოგო?- ხმაში გაბრაზება დაეტყო და შედგა..
- მე ვარ... რა გაინტერესებს..
- მართლა შენ ხარ? რა მაგარი შეყვარებული მყავს არაფერი ვიცი მასზე... მამაჩემი მინდა მივიყვანო, ავარიაში მოყოლილა და მკურნალობა არ უნდა გააგრძელოს, ტრამვის ამბავიაო ექიმს უთქვამს...
- ხოდა მოვიდეს... ახლა ჩამეხუტე და წამოდი.. გავისეირნოთ... ბევრი ბევრი..
- რატომ მგონია რომ დღეს უკანასკნელად გხედავ ლევან? აცრემლებულმა ავხედე და მკლავში ხელი მოვკიდე გასაჩერებლად...
- ვერ გავიგე ნინა..
- გული მიგრძნობს რომ უკანასკნელად გხედავ ლევან... არ ვიცი რაღაც ცუდი ემოციებით ამევსო სხეული... ლევან, ხო არასოდეს მიმატოვებ?
- არასოდეს ნინა, რატომ ამოიჩემე ეს აზრები... მოიცადე უფრო კარგ რაღაცას გეტყვი... სალომე და დიტო რომ ერთდ არიან იცოდი???
- ერთად რას ქვია?
- დღეს იყო უნივერსიტეტში?
- არა..
- ხოდა მაგას გეუბნები.. გაიპარნენ ...- სიცილით მითხრა და მხარი გამკრა...ჩვენც ხომ არ გამივპაროთ...
- გაიპარნენ?- იმხელა ხმაზე ვიყვირე ყველამ შემომხედა... მე რატომ არაფერი ვიცილევან... შენ რა სანთელი უნდა ყოფილიყავ ნინა? შენ ჩემთან რომ გაიპარები მაშინ იყავი ყველაფერი.. ახლა წამოდი მშია და შენ გელოდები მთელი სამი საათია...
- აქ იდექი?
- ხო...
- მერე ვერ დამირეკე?
- არ მინდოდა მომცდარიყავი .. მინდოდა გესწავლა...
- ლევან...
- ჰმ..
- არაფერი არა.. მხარზე წვიმაში მოყოლილი ბეღურასავით მივეხუტე და თავი მხარზე დავადე..
**
თერთმეტი ხდებოდა სახლში რომ მივედი...მამაჩემი შუბლშეკრული იჯდა დივანზე და მელოდებოდა..
- შემოდი ნინო.- მისმა ხმამ შემაკრთო და ცოტა არ იყოს დამაბნია..
- ხდება რამე?- მისაღებში თავი შევყავი და მამაჩემს გავხედე...
- სად იყავი აქამდე???
- საქმეზე...
- სად საქმეზე ნინო?!- ხმა უფრო მეტად გაიმკაცრა და ფეხზე წამოდგა.. ახლა ყველაფრი შეიცვლება.. ისე იქნებაროგორც ადრე...
- მამა , ზედმეტ პრობლემებს ნუ შევუქმნით ერთმანეთს რა.. ჯერ ერთიც ლექციები საღამოს მეწყება და გვიან ვრჩები, მეორეც მყავს მეგობრები და მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს.. ასე რომ არ გეწყინოს თუ დავაგვიანებხოლმე..
- ესეიგი ასე ცხოვრობდი მთელი ეს დრო?
- ხო ასეა. დავაშავე რამე??
- კი დააშავე, ყველა შენზე ლაპარაკობს, მეზობლები...
- როდის მოასწარი მათთან საუბარი. ტყუილები არ გეხერხება.. მე არაფერს ვაშავებ....
- აქეთ ვინ ცხოვრობს?- ლევანის კედლისკენ გაიშვირა თითი და გამომხედა...
- ჩემი შეყვარებული. დაკმაყოფილდი?
- არ გეხუმრები, აქ ვინ ცხოვრობს თქო, ხმა გამოდიოდა ბიჭების..
- ჩემი შეყვარებულითქო. ლევანი. არც მე გეხუმრები, რა გვაკეთო მეტი....
- მოეშვი ამ გოგოს რა.- დედაჩემი გაბრაზებული შემოვარდა მისაღებში და სამზარეულოშ გამიყვანა.. მოუნდა ახლა კონტროლირება კიდევ. ვერ გაიგო რომ ახლა სხვა ცხოვრებაა და როგორც შენ გინდა დედიკო ისეუნდა იცხოვრო.. ვინ ლევანიო რაო?
- დედააა.ამიტომ გამომიყვანე ხო... ხო ლევანი. ვუყვარვარ. მასთან ბედნიერი ვარ, არა ძალიან მებდნიერი...
- შენ დედა, შენ გიყვარს??
- კი. 33წლის არის, ექიმია, სხვათაშორის ღუდუშაურში მუშაობს და მივიყვანოთ მამა...
- როგორი ბიჭია დე?
- გაგაცნობ, და ნახავ, როგორ მოგეწონება იცი? ძალიან კარგია დე.. ასეთი რომ ჯერ არ შემხვედრია ისეთია... სხვებს არ გავს. მიფრთხილდება. მიუხედავად იმისა რომ მარტო ვიყავი, არაფერი უკადრებია....
- მიხარია თუ ასეა. ხვალ მოვიწვიოთ და გამაცანი ეს შენი ასეთი გადასარევი ლევანი....
- გაგაცობ არა რა... გოგოებსაც ნდათ შენი ნახვა და ყველას ვეტყვი დე..
**
მეორე დღის დლიდან აჟიტირებული დავდიოდი, ადვილი საქმე ხომ არ იყო მშობლებისათვის საოცნებო მამაკაცის გაცნობა... გოგოებს დავურეკე, დიტო და გიორგიც დავპატიჟე და აღელვებულმა მივაკაკუნე ლევანის კარზე...
დავინახე თუ არა ისევ ამერია ყველაფერი თავში, ისევ ის ლურჯი ხალათი.. ისევ ის საოცნებო სახე და სხეული.. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ლოყაზე ვაკოცე... ხელი სწრაფად მტაცა მკლავში, სახლში შემათრია და ზედ ამეკრა..
- ასე ნუ მექცეი ადამიანო, ვერ ვერევი თავს- ვნებების დამალვა არც მიცდია გულგაქეთქილმა ვუთხარი და გავუძალიანდი...
- იქნებ მეც ეს მინდა ნინა.. რო იცოდე როგორ მინდა შენთან... შენი სიახლოვე გონებას მირევას... არ ვიცი ტვინს მიღრღნს ამაზე ფიქრები...
- ლევან გასუსე რა, ნერვი არ მაქ უკვე. ისედაც ძლივს ვდგავარ....
- ძლივს დგახარ?- სიცილით მითხრა, ხელში ამიყვანა და გულზე უფრო მეტად მიმიკრა..ჩემი გოგო თუ ფეხზე ვერ დგება ხელში მეჭირება, თანაც ასე უფრო ახლოს ხარ.. ასე მეტად ვგრძნობ შენს სხეულსს... ნელი სვლით წავიდა საძინელბლისაკენ და საწოლზე ფრთხილად დამსვა... ათრთოლებული და ვნებამორეული ხელები თმებშ შევუცურედა ჩემსკენ მოვქაჩე რა თქმა უნდა არ გამძალიანებია.. მისი სურვილები ვიცოდი მაგრამ ჩემსას რომ ვერ ვაკონტროლებდი ეს მაგიჟებდა..
- ლევან- ძალა გამოცლილმა დავუძახე და მისკენ მივიწიე.. მაკოცე რა...
- ჩემს სიტყვებზე გაოცება აესახა თვალებში და ტუჩის კუთხეში გამიღიმა.. გრძელი თმები წელამდე რომ მეყარა ხელში დაიხვია და მთელი ვნებით დამეძგერა ტუჩებზე.... ფრთხილად გადავწექი საწოლზე და თვალები დავხუჭე.. მისი ხშირი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა... ვგრძნობდი როგორ მიხსნიდა პერანგის ღილებს... სუნთქვა გამიხშირდა, საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში. ხელები მაგრად შემოვხვიე კისერზე და შემდეგ მოქმედებას დაველოდე...
- დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?- მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა და თვალები გავახილე...
- აქამდე ვიყავი მზად, ახლა გადამიარა..
- სწორედაც რომ ამიტომ გკითხე ნინა, ნუ იბუტები,, ვიცი ეს ვნება რაცაა მაგრამ მინდა გიყვარდე და არა მხოლოდ გინდოდე...
- ვერ გავიგე რას მეუბნები რომ შენთან სექსი მინდა მხოლოდ?
- არა , ყველაფერს ასე ცუდად რატომ იგებ ადამიანო..შენ ვერ ხვდები მე როგორ მინდიხარ ნინა. ვერ ხვდები ამას და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვაკონტროლო ჩემი ვნება, მაგრამ ხო ხედავ დღეს ეს არ გამომივიდა...
- უაზრო ხარ რა. ნამდვილი იდიოტი, გაცოფებულმა მივახალე და საწოლიდან წამოვხტი.. დღეს რვაზე ჩემთან შემოდი, მამაჩემს შენი გაცნობა უნდა.... სწრაფად ვუთხარი და კარისაკენ გავიქეცი
**
სუფრა გავშალე და ლოდინით გადაღლილი ჩავესვენე სვარძელში.... მამაჩემემისაკენ გავაპარე ფარულად მზერა... პირველი სალომე და დიტო მოვიდნენ, ლევანი რატომღაც იგვიანებდა.. გული საშინლად მიფართხალებდა არ ვიცი ეს ნერვების ბრალო იყო თუ ემოციების.. მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, მარტვი საქმე ხომ არ იყო მშობლებისათვის შეყვარებულის გაცნობა.... ნეტარი ზარის ხმა რომ გაისმა კარზე, ფეთიანივით წამოვხტი და ყვავილებით ხელში მდგარ ლევანს გულზე ჩამოვეკიდე...
- სად ხარ აქამდე რა. მთელი საღამოა გელოდები...
- მაპატიე, საქმე მქონდა, მოგენატრე?
- საშინლად..
- ვნერვიულობ- პატარა ბავშვივით მითხრა და საკოცნელად გამოიწია რომ დედაჩემის მზერამ და ჩახველებამ შეგვაჩერა.... კმაყოფილი სახით უყურებდა დედა ლევანს და თითქოს გული დამიმშვიდდა.... მისაღებში შევედით თუ არა, მამაჩემის განადგურებულ სახეს გადავაწყდი და ინსტიქტურად ვტაცე ხელი ლევან...
- ეს არაკაცი აქ რას აკეთებს , ესაა გოგო შენი სანაქებო შეყვარებული??
- ბატონო გურამ თქვენ? ახლა მაინც მაცადეთ აგიხსნათ ყველაფერი.....
- რა ხდება აქ? ამიხსნით მე ვინმე- ლევანს წინ ავესვეტე და თვალებში ჩავხედე....
- მე აგიხსნი ნინო, მამაჩემის ტონმა შემაკრთო , ეს არკაცი იყო რომ სიკვდილის პირად მიმიყვანა კინაღამ...
- ცდებით ბატონო გურამ, ასე არ ყოფილა- თავის მართლებასაც არ აცდიდა მამაჩემი , გამწარებული ყვიროდა.... ყვავილები მაგიდაზე დააწყო და გასასვლელისაკენ წასულს უკან დავედევნე....
- რა ხდება ამიხსენი ლევან, რაზე ლაპარაკობს მამაჩემი ან შენ საიდან იცნობ....
- ჩემი გჯერა?- მისმა სიტყვებმა ტანში ჟრუანტელივით დამიარა...
- მჯერა..
- ხოდა გამომყევი... და აგიხსნი ყველაფერს...
- მისმინე, გადი და მოვალ.
- ნინა გთხოვ აგიხსნი ყველაფერს..
- მოვალ ლევან, გპირდები რომ მოვალ.. გადი და მოვალ
ათრთოლებული შევტრიალდი უკან და მამაჩემის წინ დავჯექი.... იცოდა რომ ახსნას პირველად მისგან ველოდეი, აცრემლებული თვალებით იდგა კედელს მიყუდებული დედაჩემი და ფარულად აპარებდა მზერას...
- ეგ არაკაცი იყო რომ მომკლა შვილო, ამას ვერ ხვდები?? ეს იყო,, მაშინ თურქეთში ვითომდა ცნობილი და გამოსადეგი ექიმი რომ მომიგზავნეს ეს იყო...
- მამა რა სისულელეს ამბობ, შესაძლოა ეს ლევანი იყო მაგრამ მას ასეთი რაღაცეები არ ეშლება..
- მას აღარ შეხვდები, არანაირი ქორწილი და არაფერი არ იქნება იცოდე ეს..
- მოიცა ასე მარტივარ წყვეტ ყველაფერს? მამა მე მიყვარს ლევანი და სანამ მისგანაც არ მოვისმენ ახსნას მანამდე შენ ვერ მაიძულებ რომ გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად მიიღო... გასაგებია?? რადგან ჩამოხვედით ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემს საყვარელ ადამიანს დავშორდები.. ჯერ მოგესმინა რა ხდებოდა და მერე გაგეგდო სახლიდან.. ფეხებზე გკიდია ის რომ ეს ბიჭი შენს შვილს უყვარს????
- ნუ მეტლიკინები ნინო, გითხრი და ასე იქნება...
- არ გეტლიკინები გიხსნი... არ მაინტერესებს მანამდე შენი აზრი სანამ მისგან არ გავიგებ ყველაფერს-თქო და ნუ მომედავებით ამაში...
ცრემლები გადმომცვივდა, დედაჩემს გავხედე განადგურებული სახით იდგა და მიყურებდა,, მოულოდნელად დამტაცა ხელი და საძინებელში შემიყვანა...
- ვიცი რომ ახლა ძალიან გტკივა, მაგრამ მამაშენი მართალია შვილო. ეს იყო, ნამდვილად ეს ბიჭი რომ ეს ექიმი რომ კინაღამ მოკლა მამაშენი სისხლი აერია ნინო...
- შენ არ იცი რომ ეს იყო.. დაინახე , მხოლოდ ლევანი აკეთებდა ოპერაციას?? სხვა არავინ იყო შიგინით? ლევანი ასეთი არაა დედა, შენ მას ოდნავაც არ იცნობ. ის სულ სხვანაირია...
- მისმინე ახლა, ხმაში სიმკაცრე გაერია დედაჩემს და ძალით დამსვა საწოლზე... მამაშენი როგორც გეუბნება ისე მოიქცეი...
- არა-თქო... არააააა- ხმამაღლა ვუყვირე და კარისაკენ წავედი რომ დამიჭირა და სახეში გამარყა... რამდენიც გინდა იმდენი მირტყი დედა, ამით შენს თავს შემაჯავრებ და ლევანს ვერ დამავიწყებ,. მიყვარს და ასე მარტივად არ ვაპირებ მის მიტვებას იცოდე...
- საით გაგიწევია, კარებში გასულს მომაწია მამაჩემმა კითხვა...
- ლევანთან- უხსიათოდ ვუყვირე და კარი გავიჯახუნე..

**

დივანზე გვერდი-გვერდ ვისხედით , თავი მის მხარზე მედო და ცრემლებს ვერ ვიკავებდი....
- არ გჯერა ჩემი ხო ასეა ნინა? არ გჯერა და მაინც მოხვედი..
- მჯერა. შენი მჯერა, რომ არ მჯეროდეს აქ არ ვიქნებოდი ლევან, არ მაინტერესებს არავის აზრი.. მჯერა.. ვიცი რომ შენ ასეთი რაღაც არ დაგემართებოდა, და მეორეც ვერ გავიგე, ექიმებს ხომ მოსდით შეცდომები. ხომ შეიძლება...
- გაჩუმდი გაიგე? ეს იმას ნიშნავს რომ არ მენდობი არც შენ ხო. გაბრაზებული წამოხტა და მაგრად შეკრული მუშტი კედელს დაარტყა.. არ მენდობი,, ნინა, შენ არ გჯერა ჩემი და სხვა როგორ დამიჯერებს მითხარი.. არც შენ გამორიცხავ რომ შეიძლება შეცდომა დამეშვა ხომ ასეა, ბოლომდე არც კი მომისმინე... წადი....
- მაგდებ ლევან?
- როგორც გინდა ისე გაიგე.. წადი გთხოვ, არ მინდა ახლა არც შენი დანახვა და არც შენი ხმის გაგონება, შენ ქალი რომელიც ასე მიყვარს , რომლის გამოც გადმოვედი აქ ამ სახლში საცხოვრებლად, რომელმაც თავიდანვე ჯერ კიდევ წლებიც წინ მიიზიდა ჩემი გული და გონება...
- მოიცადე , ნერვიულად მივიჭირე საფეთქლებზე ხელი და აცრემლებული წამოვდექი დივნიდან.. რას ქვია წლების წინ???
- რას ქვია არა? წლებიც წინ შენ რომ ბიჭი მოგწონდა, განა მე არ ვიყავი?? შენ რომ მალულად უთვალთვალებდი ხოლმე, ის ბიჭი შენ დაგდევდა, და შენთან ყოფნაზე ოცნებობდა, მაგრამ მაშინ ისეთი პატარა იყავი ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი ხანი ვმალავდი გულში ამ ყველაფერს, მინდოდა ეს ლამაზი მოგონებები დღეს მეთქვა შენთვის მინდოდა დღეს ცოლობა მეთხოვა შენთვის მაგრამ არ მაცადე.. მერე რაა თუ შენებს არ სჯერათ ჩემი, მთავარი ისაა რომ შენც ეჭვი შეიტაანე ჩემში.... ტყუილად ვოცნებობდი ამდენს...
- მოიცადე ლევან, მოიცადე რა, თავში ყველაფერი ამირია, ყველაფერი ლევან, გადავირიე, არააა, შეუძლებელია ეს, არ არსებობს, შენ როგორ იყავი ის ბიჭი, არ მჯერა.. ნუთუ ეს შენ..
- ხო მე ვიყავი, არ გჯერა??? განა შენ არ იყავი შავი მანტო და წითელი ჩანთით რომ დადიოდი ხოლმე სკოლაში? განა შენ არ იყავი აი იქ ჩვენი ეზოს სტადიონზე ზამთრის თოვლიან ღამეს ხელებგაშლილი რომ ტრიალებდი.,.. განა არ გაახსოვს რომ მაშინ გამოვედი შენთან და შეცბუნებული ახვედი სახლში???
- მიყვარხარ... ჩუმად ვუთხარი და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი, ათრთოლებული ხელები სახეზე დავუსვი და ტირილისაგან დანამული ტუჩები შევახე ტუჩებზე.. არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ასეთ დროს დაიწყო, მაშინ როცა მე სულელი ბავშვი ვიყავი და შენზე ვოცნებობდი, როგორ ვერ გიცანი, როგორ შეცვლილხარ, მიყვარხარ არ მიმატოვო ლევან, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, ეს სიყვარული იმდენად ჩემია რომ უშენოდ ვერ ვსუნთქავ სულელო ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.. ჩემმა ხელებმა მის სხეულზე თამაში გაუცნობიერებლად დაიწყეს.. პერანგის ღილები ნელა გავუხსენი და ვნებებისაგან გახურებულ სხეულზე ხელი დავუსვი... მომენტალურად იგრძნო ვნებათა მოზღვავება, ხელები მაგრად შემომხვია წელზე მკერდზე ამეკრო და ყელზე მოწყურებული დამეწაფა... ხელში ამიყვანა და საძინებელში საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა.... არ ვიცი რას ვგრძნობი იმ დროს, ალბად ეს ყველაზე სასიამოვნო წუთები იყო მთელი ჩემი 23 წლის განმავლობაში, ვგრძნობდი მის სხეულს, მის ხელებს ტუჩებს და უფრო მეტად მინდებოდა მისი სიახლოვე, მისი გახშირებული სუნთქვა ჩემს ყელზე და მისი გახურებული ხელები ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე...... მაგრად შემოვხვიე ხელები კისერზე და მთლიანად მივენდე, ბოლომდე დავიკარგე ვნებათა ზღვაში, თვალები დავხჭე და მისი სუნტქვა ჩავისუნთქე... მისი ალერსი შევისისხლხორცე,, მისი თვალები აღვიბეჭდე სულში.....
- მარტო ჩემი ხარ- ძალა გამოცლილმა მითხრა და შიშველ სხეულზე საბანი გადამაფარა...
- მარტო შენი ლევან...
- მიყვარხარ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად, შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ, ჩემი მარადიული სიყვარული ნინა.. არ ვიცი რამდენია წელია მიყვარხარ, არ ვიცი გულმა როგორ დაგიმახსოვრა ასე ძალიან, მაგრამ ვერ შევძლებ უშენოდ ცხოვრებას იცოდე...
- მარტო შენი ვარ და მუდამ ვიქნები ლევან,, მიყვარხარ და არავის მივცეთ უფლება რომ დაგვაშორონ.. არც ჩემებს და არც სხვებს...
- დარწმუნებული ხარ რომ სწორად მოვიქეცით?- სევდიანი თვალებით შემომხედა , მინდოდა ეს სულ სხვანაირად ყოფილიყო...
- დამიჯერე ამაზე ვნებიანი არ იქნებოდა.. ეს სულ სხვა იყო,,, მიყვარხარ და არაფერს ვნანობ ლევან, შენთან ერთი კვირით ადრე დავწვები თუ გვიან ამას რა აზრი აქვს? მიყვარხარ და ვიცი რომ არასოდეს მიმატოვებ...
- მიყვარხარ ....
**
გამთენიისას შევედი სახლში, მამაჩემი ისევ სავარძელში იჯდა და ჩაწითლებული თვალებით მელოდა, მისაღებში ნაბიჯი შევდგი თუ არა მაშინვე ფეხზე წამოდგა მკლავში ხელი მტაცა და მტელი ძალით დამახეთა დივანზე...
- სად დაეთრევი გოგო ბო**ით?
- ლევანთან ვიყავი ....
- ასეთ დროს?
- მამა ნუ ყვირი რა, მკითხე და გიპასუხე, გითხარი რომ ლევანთან ვიყავი....
- მერე რა ქენი მოგატყუა არა? დაგაკერა რომ ის არ ყოფილა ასეა?
- მე მისი ისედაც მჯეროდა, და სულ დავიჯერებ, შენ ეს მოგწონს თუ არა, მიუხედავად ამ ყველაფრისა მამა....
- მამაშენი რომ კინაღამ მოგკლა ეს არ გადარდებს?
- მაგრამ ცოცხლი ხარ ხო??? გადაგარჩინა. და მეორეც ეს ლევანი არ ყოფილა. რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ. მე მიყვარს ლევანი და არ მივატოვებ..
- მიატოვებ, ამას მე გიბრძანებ მამაშენი...
- შენ მამაჩემი ხარ თუ ტირანი? არ მივატოვებ თქო არა... ფეხზე წამოვხტი და საძინებლისაკენ წავედი რომ ხელი მტაცა და მომიქნია..
- მე მამაშენი ვარ და დამიჯერებ, თუარადა ამასაც განახებ ვინ აჯობებს შენ თუ მე...
- ვნახოთ- ჯიბრზე გავეცი პასუხი და სახეში მოხვედრილმა სილამ წამიერად დამიბინდა მხედველობა..ხმაურზე გაფითრებული სახით შემოვარდა დედაჩემი და ჩემი სახის დანახვაზე გულში ჩამიკრა...
- არ არსებობს მიზეზი რის გამოც დამაშორებ ლევანთან მამა, მოვკვდები და ამას არ გავაკეთებ...
საწოლზე დავემხე და ტირილს ვუმატე... ყველაფერი საწინააღმდეგოდ და უკუღმა მიდიოდა, ყველაფერი აირია, ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი არ ვიცოდი.. მამაჩემი მუდამ მკაცრი კაცი იყო, არაერთხელ განმიცდია მისი ხელების სიმწარე მაგრამ ეს უკვე ნამეტანი იყო, საყვარელ კაცს ვერ დამაშორებდა, ამის უფლებას არ მივცემდი, არც ერთს და არც მეორეს... გულზე მაგრად მივიჭირე ხელი და საწოლზე წამოვჯექი... ვიცოდი რას გავაკეთებდი, ზუსტად იმას რასაც გოგოების უმეტესობდა აკეთებდა, როცა სხვა გამოსავალს არ უტოვებდნენ მშობლები, ან მაშინ როცა საყვარელი ადამიანი ღალატობდა.... ვიცოდი რომ მამაჩემის გადაბირებას ვერ შევძლებდი ვიცოდი და იმასაც ვხვდებოდი რომ მხოლოდ ეს ერთი გამოსავალი იქნებოდა ჩემი ხსნა...
**
მიუხედავად ამ ყველა ტკივილისა რომელიც ბავშობიდან მომყვებოდა დღემდე ვცდილობდი უბრალოდ ძლიერი კი არა ძალან ძლიერი ვყოფილიყავი... ხანდახან ნერვები მიმტყუნებდა ხოლმე, თუმცა მაინც ვძლევდი ბოლოს თავს.
სასაცილოა და ბავშობაში ხშირად მინახავს დედა როგორ სვავდა ხოლმე წამლებს მამაჩემისაგან თავის დასაღწევად, მაშინ სულ პატარა ვიყავი ასე დაახლოებით 11-12 წლის და ამას კარგად ვერ ვაანალიზებდი,, ვფიქრობდი რომ დედაჩემს უბრალოდ თავი სტკიოდა. მერე როცა გავიზარდე და იგივე ფაქტს საკუთარი თვალით ვუყურე დედაჩემს ატირებული მივვარდი და წამლები ხელიდან დავაყრევინე.. ახლა მე მტკიოდა ამ კაცის გამო რომელსაც მამაჩემი ერქვა..დედაჩემისაგან განსხვავებით მე უფრო მოხერხებული ვიყავი,, წამლებს მუდამ ჩემს ოთახში ვინახავდი ბავშობიდან გამოყოლილი თავის ტკივილის მოსაშუშებლად...
ტირილისაგან თვალებდასიებული ავდექი საწოლიდან. სასაცილოა და მეც იგივე მინდოდა გამეკეთებინა, ზუსტად ვიცოდი რომ მამაჩემი მომკლავდა და არასოდეს მომცემდა ნებას ლევანის გვერდით ყოფნის, ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება მეორე დღის დილიდან ჯოჯოხეთად იქცეოდა და სახლში გამოვიკეტებოდი, ეს უნდა გამეკეტებინა, მიუხედავად იმისა რომ საშნლად მიყვარდა ლევანი, ჩემს გამო უნდა გამეკეთებინა ეს..
ისე როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, პატარა ფურცელზე ლევანს მხოლოდ ორი სიტყვა დავუწერე „მაპაატიე, მიყვარხარ“.... სხვა სიტყვების წერის არც თავი მქონდა და არც შნო..უჯრიდან წამლები ამოვხვეტე და მაგიდაზე დავყარე.. რაც ხელში მომხვდა ყველაფერი პირში ჩავიყარე და წყალიც გვარიანად მივაყოლე რომ კარგად ჩასულიყო ბოლომდე... მერე მე სულელი კედელს მივეყუდე შუბლით. და პატარა ბავშვივით ავქვითინდი....
„ უშენოდ არ შემიძია, ვერ გავუძლებ, არ ვარ ასეთი ძლიერი, დავიღალე მუდამ წინააღმდეგობებით ლევან... მაპატიე გთხოვ- მთელი გულით ვტიროდი და საერთო კედელს ხელებს ვუსვავდი, თითქოს იქით მხრიდან ვგრძნობდი მის სითბოს, მის ალერსს... არ ვნანობდი არც ერთ ჩემსსაქციელს, პირიქით ბედნიერი ვიყავი რომ შევძელი მასთან თუნდაც ერთი ღამის გატარება...
**
- ასე ნუ იქცევი გურამ, ის ბიჭი არ გეცოდება გასაგებია, მაგრამ შენი შვილი რა დღეშია ვერ ხედავ? ადამიანს აღარ გავს, ამიტომ ჩამომიყვანე აქ რომ მისთვის ცხოვრება მოგესპო? რაც მე ვერ გამიკეთე გინდა რომ ნინას გაუკეთო? კიდევ კარგი მაიკო მანამდე გათხოვდა სანამ ჩვენ იქ ვიყავით, ვინ იცის მისი ქმარიც ასე დაგეწუნებინა..
- დალი შენ ბევრი რამე გეშლება..
- არა გურამ ეს შენ ურევ ბევრ რამეს ერთმანეთში. აქამდე ჩუმად ვიყავი ვითმენდი, ახლა როგორ ფიქრობ კიდევ უნდა გავჩუმდე? რა თქმა უნდა არა.. იქნება მოგესმინა ლევანისათვის, არც მაშინ მოუსმინე, არც მაშინ დააცადე საუბარი არც მას და არც სხვა ექიმებს, შენ როგორც ყოველთვის მუდამ მართალი ხარ, ბრძენი ხარ, და ჩვენ სულ დამნაშავეები არაა?? რამდენი საათია შენი შვილი ოთახში შეიკეტა, ის არ იკმარო რომ ცხოვრებას უნგრევ სცემე კიდეც, არ გიფიქრია რომ მისი ბედი ჩვენს ხელშია?
- საჭიროა ასე მოვიქცეთ..
- საჭიროა რომ სიყვარული წავართვათ და ბედნიერება დავუნგრიოთ ადამიანო? ესაა საჭირო? შენ როგორი მამა ხარ, როგორი მეგობარი ხარ შენი შვილების, აგეხსნა მაინც ყველაფერი მისთვის, რომ ეცი და პირდაპირ უთხარი ყველაფერი, ხო ხედავ მას თავისი სიყვარულის სჯერა შენი კი არა....ქალბატონი დალი ფეხზე წამოდგა და შვილის ოთახისაკენ გასწია..
- სად მიბრძანდები ქალბატონო დალი...
- შვილი უნდა ვნახო, შენგან განსხვავებით მე მის მხარეს ვარ, თუნდაც ამდენი წლის მერე შენთან გაყრა მომიწიოს, ჩემი შვილის ბედნიერებას შევაწირავ ჩემს სიცოცხლეს და არ მოგცემ უფლებას რომ ლევანი და ნინა ერთმანეთს დააშორო...
ფრთხილად შეაღო შვილის საძინებელი დალიმ, ზურგით მწოლიარე ნინასაკენ აღელვებული წავიდა, ოდნავ შეახო მხარზე ხელი შვილს და ხელი მოწყვეტით ჩემოუვარდა საწოლიდან.... მაშინვე ზედ ეცა, ცდილობდა წამოეყენებინა, მაგრამ ნინა უკვე კარგა ხნის გონდაკარგული იყო... სახე გაფითრებოდა, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა,, ხელ-ფეხი გაყინვოდა, ვინ იცის გულის ცემა ქონდა თუ არა... მისმა კივილმა მთელი სახლი მოიცვა.... მერე გიჟივით გავარდა სადარბაზოში და ლევანის კარს მთელი ძალით ურტყამდა ხელებს.... დიდი დრო არ დასჭირველია მისახვედრად....
- ნინა, გევედრები გაახილე თვალები რა.. ნინა გთხოვ ასე მარტივად არ დანებდე არ მოგცემ ამის უფლებას ნინა.. მაგიდაზე წამლები ყრია რა დალია ნახეთ ... - გამწარებული ყვიროდა ლევანი და გვერდზე მდგომ გურამს იშორებდა..... მერე აცახცახებული ხელებით აიყვანა ხელში გაყინული და უსულოდ მყოფი ნინა და კიბეებზე სირბილით დაეშვა...
მთელი გზა მხოლოდ ერთს ფიქრობდა, ეს როგორ გამოეპარა, ეს როგორ ვერ მოიფიქრა რომ იმ ვნებიანი ღამის შემდეგ მხოლოდ ნინასნაირ გულუბრყვილო ბავშვს მოუვიდოდა თავში აზრად ასეთი რამის გაკეთება.. როგორ ვერ მიხვდა რას ფიქრობდა მისი სულელი ტვინი.. როგრო დაუშვა ასეთი რამე.. „ახლა მთავარია ნინა გადარჩეს და იმ კაცს მერე მოვუვლი ,რომ ჩემი გოგო აქამდე მიიყვანა“- გულში მხოლოდ მისთვის ლოცულობდა ლევანი და დროდადრო გამწარებული ურტყავდა საჭეს ხელებს....

***
საავადმყოფოს განათებულმა შუქმა თვალები მომჭრა. ნახევრად გავახილე და ხელის დაფარება ვცადე თვალებზე რომ რაღაცამ არ გამიშვა....
- დამშვიდდით ეს წვეთოვანია, ექთნის წკრიალა ხმამ თითქოს გამომარკვია.. როგრო ხართ , გახსოვთ რა მოხდა?
- მახსოვს...- ჩუმად ჩავილაპარაკე. საშინლად მიშრებოდა პირი...
- სახელი გახსოვთ თქვენი? იცით სად ხართ?
- საავადმყოფოში.. ნინა, ნინა მქვია...
- ძალიან კარგი ნინა.. რაიმეს ხომ არ უჩივით? თავი ხომ არ გტკივათ ?
- არა მხოლოდ მეძინება...
- ეს იმიტომ რომ დამამშვიდებელი გაქვთ გაკეთებული.... არაფერია. ახლა უკეთ ხართ....
სანამ ექთანს ვესაუბრებოდი, გაფითრებული სახით შემოვიდა ლევანი პალატაში უკან კი დედაჩემი მოყვებოდა. მის დანახვაზე ლოყები ამიწითლდა, საშინლად შემრცხვა რომ ასე მოვიქეცი... ვიცოდი და ვაანალიზებდი რომ ძალიან ვატკინე გული.... ღიმილიანი სახით დაიხარა და გაცრეცილ ტუჩებზე მაკოცა, გვერდით ჩამომიჯდა და სახეზე დაყრილი თმები გადამიწიაა...
- ვიცი გგონია რომ გეჩხუბები თუმცა ასე არაა. ერთადერთი ვისზეც ვბრაზობ ეს საკუთარი თავია.. როგორ ვერ მოვიფიქრე რომ ასეთ რაღაცას გააკეთებდი ნინა, ასე რატომ მოიქეცი, როგორ იფიქრე რომ ვინმეს უფლებას მივცემდი შენი თავი წაერთმიათ ჩემთვის..
- არც ვაპირებ ჩემი შვილის შენთვის დათმობას, მამაჩემის გაყინულმა ხმამ ტანში დამიარა... ხო ხედავ შენს გამო რა გააკეთა... ლევანს ავხედე , მივხვდი რომ მოთმინება ეკარგებოდა, გაავებული წამოხტა ფეხზე და მამაჩემის წინ აისვეტა....
- დღეს გინდათ თუ არა ბატონო გურამ სრულ სიმართლეს მოისმენთ, მოდით იქიდან დავიწყოთ რომ ეს ყველაფერი ნინამ იმიტომ გააკეთა რომ მისი არ გესმის, მისი სიყვარული და გრძნობები ფეხებზე დაიკიდეთ, სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით ჩვენ მანამდეც გვიკამათია თუმცა მას ასეთი რამ არ გაუკეთებია... როგორ ფიქრობთ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. არ ვიცი თქვენ რა იცით და რისი გჯერათ მაგრამ მე მხოლდო ერთი ვიცი და მჯერა რომ ნინა ჩემი ქალია, ჩემი ცოლია და არასოდეს მოგცემთ უფლებას ჩვენს შორის ჩადგეთ, ახლა რაც შეეხება თქვენს სიძულვილს ჩემს მიმართ.. თურქეთში როდესაც ოპერაციას გიკედებდით , მართლაც მოხდა სისხლის ჯგუფის არევა და ეს მიშას ბრალი კი არა სისხლის ბანკის ბრალი იყო, რადგან ზემოდან ნამდვილად ეწერა პირველი დადებითი,.... მოულოდნელად მივხვდით რომ სისხლი თქვენი არ იყო, რადგან ორგანიზმში გადასვლისას შეტევა მოგცათ, იძულებულნი გავხდით მეორე ვენიდან სისხლი გამოგვეშვა და ახალი შეგვეყვანა, ამას დრო უნდოდა, ჩვენ კი ძალიან ცოტა დრო გვქონდა, არ მინდოდა ამის თქმა და ამაზე ხაზის გასმა მაგრამ, თქვენს სიცოცხლეს მე უნდა მიმადლოდეთ, თქვენი ორგანიზმი ჩემი სისხლის სახელით ცოცხლობს, მეორე ვენიდან ჩემი სისხლის რაღაც რაოდენობა გესხმებოდათ სანამ ბანკი ნამდვილად მოგვაწვდიდა პირველ დადებითს. ახლა რაც გინდათ ის იფიქრეთ, ამისი თქმის საშუალება მაშინ არ მომეცით, რადგან ვერაფერი გაარკვიეთ და აიჩემეთ რომ მე ამერია..
- დავიჯერო ეს სიმართლეა?
- გინდა დაიჯერეთ გინდ არა ბატონო გურამ, მე მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა, ნინა აქედან ჩვენს სახლში გამყავს, და არ მაინტერესებს თქვენ რას იტყვით, ის ჩემი ცოლია და არც ერთმა გაბედოთ შეწინააღმდეგება,... საკმარისად დიდია რომ იცოდეს რა უნდა...
ატირებული შემოვარდა მაიკო პატარაში და გულზე მიმიკრა.. მერე მშობლებს გახედა და დედაჩემს გაავებულიი ეცა..
- აქ ამისათის დაბრუნდით რომ ეს გოგო შეიწიროთ? ეს იყო თქვენი დაბრუნების მიზეზი? ის არ იკმარე რომ ადამიანი დააკომპლექსე დედა, ახლა ხელსაც არ უწყობ რომ ბედნიერი იყოს? იცი შენმა სიტყვებმა მასზე როგორ იმოქმედა? იცი როგორ უჭირდა? მაშინ სად იყავით?
- ასე არაა შვილო, ჩვენ გვინდა რომ ბედნიერები იყოს., მაიკო, ნუ განიცდი ასე..
- ნუ განვიცდი, ჩემს დას ასეთ მდგომარეობაში ვხედავ დედა და მეუბნები რომ არ განვიცადო? შენ რა დედა ხარ, საკუთხარი შვილი რომ ვერ დაგიცავს ამ ტირანისაგან...
- ხმა გაიკმინდე ლაწირაკო- გაბრაზება არ დამალა მამაჩემმა და მისკენ წავიდა..
- საკმარიაია რაა- ბოლო ენერგია მოვიკრიბე და ტირილისაგან დაოსებულმა დავიყვირე. მაიკოს არ მიეკარო თორემ არ ვიცი რას გავაკეთებ. ვერ ხედავთ რომ ორსულადაა.. რა გინდა მამა , ჩვენი სიკვდილი გინდა? ერთხელ მაინც გაგიხარდეს ჩვენი ბედნირება, ერთხელ შენც იყავი ნამდვილი მამა და მეგობარი, ბავშობაში როცა ყველა მამაზე ყვებოდა მე ვდუმდი, რა მეთქვა მამაჩემი მთელი საღამო მეჩხუბება თუ ოდნავ ხმამაღლა წამომცდა სიტყვა-თქო? ერთი შეხედვით იდეალური იყო ჩვენი ოჯახი არა? ხო ხედავ როგორი კომპლექსები დამიტოვა ამ ყველაფერმა.. კაცი რომელიც ჩემს წინ დგას ვერ მითქვამს როგორ მიყვარს,, იმიტომ რომ მცხვენია, ვერ გამიმხელია რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ მისია, რომ მის გარეშე არ მინდა არც ერთი წუთი და წამი, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი მისი ცხოვრების ყოველ დეტანს შევუხამე.. ვერ მითქვამს რომ სიგიჟემდე ასე პირველად შემიყვარდა....- გამწარებული ვყვიროდი და თან გულამოსკვნილი ვტიროდი მანამდე სანამ მამაჩემი გვერდით არ დამიჯდა და როგორც ჩემს ოცნებებში იყო ჩემი ხელი ხელებში არ მოიქცია...
- დამნაშავე ვარ- ჩუმად ჩაილაპარაკა და მზერა ამარიდა, შენთან ყველაზე მეტად ვარ დამნაშავე ნინა, შენ მუდამ განსაკუთრებით მიყვარდი, ვიცი ამას ვერ გამოვხატავდი მაგრამ ასე იყო, შენში ჩემს თავს ჩემს ქცევებს ვხედავდი.. მიყვარდი ეგოისტურად, ალბად ესეც ეგოზმის ბრალია რომ ლევანისათვის ვერ მემეტები. მაგრამ იმ შემთხვევამ ჩემი გონება საბოლოოდ ჩაახშო დამიჯერე, მაშინ როცა გავაანალიზე რომ შეიძლბოდა ვეღარ მენახე მაშინ მივხვდი როგორ ძალიან მჭირდებოდით.. აქ ჩამოსულმა კი შეცდომა- შეცდომაზე დავუშვი და აი ხედავ სადამდე მივედით, შენ აქ წევხარ და სიკვდილს ებრძვი მე კიდევ უსინდისოდ ვუყურებ შენს ტირილისაგან დასიებულ თვალებს.. ვიცი მუდამ გინდოდა მხოლოდ მკაცრი მამა კი არა მეგობარი ვყოფილიყავი, ვიცი და ამას ვერარ დავაბრუნებ, ის წლები წარულმა დაიტოვა , თუმცა მომავალი მაძლევს ამის საშუელაბას.... ვწუხვარ რომ ასე ვიქცეოდი, ვწუხვარ რომ ასეთი ცივი და ბოროტი ვიყავი....
- მიყვარხარ მამა, მიუხედავად ამისა მაინც მიყვარხარ....
- ის კედელი რომელიც თქვენს შუაშია, ჩვენი მშვიობის დამყარების მიზეზი გახდა.... ის კედელი რომელმაც თქვენ შეგაერთათ მე ცხოვრება მასწავლა...
ხომ არის ცხოვრებაშ ასეთი მომენტები როცა გტკივა, ძალიან სულის შეკვრამდე და მერე შვებას გრძნობ, მერე ერთ დღეს გამოხვალ წყეული ტანჯული ტკივილებიდან ხელს გადაუსვავ ყველაფერს ერტად და ხვდები რომ შენ ახლა ტავისუფალი რ ხარ. რომ ზედმეტადაც კი გეიდეალურება ყველაფერი.. რომ ახლა შეგიძლია ხელები გაშალო და გაფრინდე. ახლა შეგიძლია ხმამაღლა იყვირო რომ ბედნიერი ხარ...
აი მეც ასე ვიყავი, მეც ასე მიხაროდა და მეც ასეთი ბედნიერი ვიყავი ახლა.. ვიწექი გაკაშკაშებული საავადმყოს პალატაში, ერთი მხრიდან საყვარელი მამაკაცი მეჯდა მეო მხრიდან და მუცელ გაბერილი დაიკო.. გული სიხარულით მიცემდა, აღარ ვიცოდი როგორ და რანაირად უნდა გამომეხატა ეს ბედნიერება...ვიცოდი რომ ეს ბედნიერება მხოლოდ ლევანის ბრალი იყო, ის იყო ჩემი ბედნიერების ტავიც და ბოლოც.... ის იყო ჩემი ცხოვრებსი გამხსნელი.. საწოლზე ცოტაზე ავჩოჩდი და მუცელზე მივადე ტავი. ბედნიერმა ჩამომხედა და გამიღიმა.. აი ეს ღიმილი მიკვალდა სულს, ეს ღიმილი მავიწყებდა ყველანაირად ტკივილს და ტანჯვას,... ეს განცდა ბედნიერებისა რომელიც არასოდეს მეორდება და ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის ამას განვიცდიდი ახლა მე...
**
ეს ისტორია 2014 წელს მქონია დაწერილი, იმდენი დრო გავიდა არც მახსოვდა. რამოდენიემდ ღს წინათ მკითხველების თხოვნა გავითვალისწინე და ახლა დავდებ. ბოდიშს გიხდით რომ ამდენი გალოდინეთ და მხოლოდ ახლა მოვარხერხე დადება.
გკოცნით ყველას , თქვენი თუკა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent