შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორის მკვლელობა (სრულად)


19-10-2019, 14:15
ავტორი კი პრი
ნანახია 3 736

პროფესორის მკვლელობა
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. დილის 5 საათზე ზარი კარგს არაფერს ნიშნავდა. ელენემ ჯერ საათს დახედა და მერე წელზე შემოხვეულ ტორს. ნაჩქარევად დაწვდა ტანსაცმელს. ტანზე მოირგო და თბილ ქურთუკს დაავლო ხელი. შეტყობინებით მისამართი მიიღო. „ ქალაქის ძველი უბანი, ძველებური ხის სახლებით, როცა გამომძიებელს ასეთ მისამართს მაძლევენ, კარგის მოლოდინი არ უნდა მქონდეს“ გაიფიქრა ქალმა. ცხვირი ქურთუკში ჩარგო და მანქანა დაძრა.
საპატრულო პოლიციას უკვე მოესწრო ლენტის გაჭიმვა და კანტიკუნტად შეკრებილი ცნობისმოყვარეებისგან ხის სახლის და ეზოს იზოლირება.
სახლში გვამია- გაეჭიმა ერთ-ერთი პოლიციელი, ალბათ 25-26 წლის ახალბედა პატრული. ელენემ გვარს დახედა.
-გაბადაძე - ამოიკითხა და ზრდილობიანად გაუღიმა. "გვამების გარდა აბა რისთვის დამირეკავენ გამთენიას" გაიფიქრა ქალმა და შუბლი უსიამოვნოდ შეჭმუხნა.
- გარდაცვლილი 65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი, მეზობლების თქმით, ერთი წიგნებში ჩამძვრალი წყნარი კაცი მარტო ცხოვრობდა. შვილი, ირაკლი ჩხაიძე, გერმანიაში ცხოვრობს. რას საქმიანობს ჯერ უცნობია. გვამი მეზობელმა ივანე მაჩაბელმა აღმოაჩინა ღამის 3 საათზე და საპატრულოში დარეკა.
ელენე უსმენდა და თან ეზოს ათვალიერებდა. პატარა, სუფთა, ყვავილებიანი ეზო ნამდვილად არ შეეფერებოდა ამ უბანს.
ხის პატარა აივანზე პროკურორი ნიკო გელაძე გამოჩნდა და პირდაპირ ელენესკენ დაიძრა.
- ესღა მაკლდა - ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და შეციებული ხელები ქურთუკში დამალა. ელენეს ნიკო გულზე დიდად არ ეხატებოდა. მისივე ასაკის ეს ახალგაზრდა, პირდაპირ პროკურორის თანამდებობაზე მოვიდა ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტიდან, მაგრამ საქმეს კარგად ართმევდა თავს. ყველა დეტალს ეცნობოდა, ბოლომდე მიყვებოდა და მის მცირე კარიერაში გაუხსნელი საქმე არ არსებობდა. გამომძიებლებს თავისუფლებას აძლევდა, თანამშრომლებს ბოლომდე კბილებით იცავდა და მასზე გამოცდილ ხალხს რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა. ამიტომ მასთან მუშაობა ადვილი იყო. თუმცა ახალგაზრდა პროკურორს დიდი ამბიციები ქონდა და თავის თავზეც იყო შეყვარებული, სწორედ ეს აღიზიანებდა ელენეს. ბევრი ჭორი დადიოდა მასზე. მოკლედ შეჭრილი, აჩეჩილი თმა მაღალ ყელს და სახეს უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თხელი სათვალე ცისფერ თვალებს უფრო მკვეთრს აჩენდა. დერეფანში ჩავლილ შარვალ-კოსტუმიან პროკურორს ბევრი ქალბატონი აციმციმებული თვალებით მიაჩერდებოდა ხოლმე.
ელენეს ახლა ნამდვილად გაეხარდა ნიკოს დანახვა. მოკლული მოხუცი პროფესორი არც ისე კარგი პერსპექტივა იყო. ამას ნარკორეალიზატორების მთელი ჯგუფის ჩახოცვა ჯობდა, კრიმინალურ გარჩევებზე ხომ აღარაფერს ამბობდა. ვის რაში ჭირდებოდა მოხუცი პროფესორი. ფული მას არ ექნებოდა და ძვირფასეულობა. წიგნებისთვის კი არავინ მოკლავდა ამ დროში.
ელენე პირადად მე გამოგიძახე, ბოდიში ამ დროს რომ მომიხდა შენი გაღვიძება, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. თითქოს რაღაც განსხვავებულია, ვიცი წინასწარ არ უნდა შევაფასო, მაგრამ ასე მგონია - მეგობრულად მიმართა ნიკომ ელენეს და სახლისკენ გაუძღვა.
- მოხუცი პროფესორი იყო, სკამზეა მიბმული და წამების ნიშნებიც აქვს. დამხრჩვალია, ექსპერტები მუშაობენ. ცოტა ხანში ზუსტად გვეტყვიან ყველაფერს. სახლიდან თითქოს არაფერი უნდა იყოს წაღებული, ან რაა წასაღები, წიგნები აწყვია ყველგან. არ ეტყობა, რამე ძვირფასი ქონოდა. ერთი აზრი მაქვს, მუშაობას რომ დაიწყებ ამ საქმეზე, ბუკინისტებშიც გაიკითხე, რამე ძვირფასი გამოცემა ხომ არ ქონდა ბატონ დავითს და მაგას შეეწირა... - პროკურორმა პაუზა გააკეთა. -აგერ ბატონი ივანე მეზობელია, გვამი მან აღმოაჩინა... ნიკომ კუთხეში მიყუჟულ მოხუცს გაუღიმა და ელენეს გაშორდა.
მიცვალებული წიგნებით გადავსებული ოთახის შუაგულში სკამზე იყო მიბმული. წებოვანი ლენტით ხელები კარგად დაემაგრებინათ, წელზეც რამდენჯერმე შემოეხვიათ. გახეთქილ ტუჩთან სისხლიც შეხმობოდა. ყელზე წითელი კვალი ეტყობოდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ პროფესორი დამხრჩვალი იყო. სახლი თავდაყირა დაეყენებინათ, რაღაცას გამალებით ეძებდა მკვლელი.
გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ახალგაზრდა ექსპერტს სურათების გადაღება დაემთავრებინა და ახლა გარდაცვლილს ექსპერტიზის ბიუროში გადასაყვანად ამზადებდა.
ელენემ ივანე მაჩაბელი შეათვალიერა. მოხუცებულს თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. გამომძიებლის მზერაზე თვალები შეიმშრალა და უკითხავად დაიწყო: მეზობლები ვართ ორმოც წელზე მეტია, დათო წყნარი კაცია, პროფესორია, უნივერსტეტში ლექციებს კითხულობს, მათემატიკოსია, ცოლის სიკვდილის შემდეგ მარტო გაზარდა ირაკლი. გზაზე დააყენა. ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ხან ის ჩამოდის, ხან ეს მიყავს თავისთან. მთელი ცხოვრება ან წიგნებს უჯდა, ან ვარჯიშობდა, ან თევზაობდა. მეტი ამან არაფერი იცოდა. კაცმა ამოიოხრა და თვალები მოიწმინდა.
-ბატონო ივანე, როდის ნახეთ გარდაცვლილი? რამე ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ ბოლოს, ვინმე ხომ არ აკითხავდა, ან სადმე დადიოდა?- კითხა ელენემ და ფეხი მოინაცვლა.
- გუშინწინ საღამოს ველაპარაკე, ეზოში ყვავილებს ვსხლავდით ერთად, მერე წავედი. არაფერი უთქვამს განსაკუთრებული. გუშინ სახლში არ ვიყავი, წუხელ საღამოს მოვედი, შუქი ენთო. ღამე გამეღვიძა და შუქი კიდევ რომ დავინახე, ვიფიქრე, გავალ ამ კაცს რამე ხომ არ უჭირს-თქო. მოვედი, კარები ღია იყო და ასე დამხვდა ყველაფერი. მერე პატრულში დავრეკე.
-შვილთან როგორი ურთიერთობა ქონდა? რას საქმიანობს ირაკლი?
- ძალიან კარგი მამა-შვილი იყვნენ, ირაკლის ცოლ-შვილი არ ყავს და ამაზე ჩხუბობდნენ სულ. ვერ მოესწრო შვილიშვილებს ეს საცოდავი.
გამომძიებელმა იგრძნო როგორ უჭირდა მოხუცებულს საუბარი და არჩია მოგვიანებით გაეგრძელებინა, მერე ირაკლის ნომერი გამოართვა. უნდა გაეგო რას საქმიანობდა ეს ბიჭი გერმანიაში, მასთან ხომ არ იყო დაკავშირებული მამამისის მკვლელობა. რაც შეიძლება ჩქარა უნდა მიეწვდინა ხმა მისთვის, სანამ სხვისგან გაიგებდა რამეს და „აზრზე მოსვლას“ მოასწრებდა.
ელენემ კიდევ ერთხელ დაათვალიერა სახლი, არც ჩამტვრეული ფანჯარა, არ შეტეხილი კარები, სავარაუდოდ მკვლელი ან თვითონ შეუშვა სახლში ან სათადარიგო გასაღები გამოიყენეს.
ექსპერტები მუშაობას ასრულებდნენ და მიცვალებული საკაცეზე დასვენებული გამოყავდათ. ელენემაც დატოვა სახლი, პატრული გაბადაძის ნომერი ჩაინიშნა და მანქანაში ჩაჯდა. დილამდე იქნებ ცოტა რამის გარკვევა მოესწრო სანამ ჩხაიძის შვილს დაუკავშირდებოდა და დიდი ალიაქოთი დაიწყებოდა. არადა როგორ ვერ იტანდა ასეთ საქმეებს, აერჩია სხვა პროფესია, რაღა მაინცდამაინც გამოძიება, მშვენიერი ადვოკატი დადგებოდა მისგან. ახლაც სახლში თბილად იქნებოდა საბანში გახვეული და იქნებ ვიღაც საპირისპირო სქესიც ეპოვა მუდმივობის გარანტიით. თბილი ლოგინის გახსენებაზე გააჟრჟოლა. მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. „განყოფილებაში წასვლას აზრი არ აქვს. კომპიუტერი სახლშიც არის და აქაც შეიძლება მუშაობაო“ ფიქრობდა ქალი და მანქანას მართავდა.
კარები გააღო, მაგრამ მისმა დიდმა და პატარა ბავშვივით ბუტია პიტბულმა დაიკრუსუნა, პატრონს შეახტა და სახე აულოკა. ეს ერთგული მეგობარი ერთი წელია ელენეს მანქანის ხმასაც კი ცნობდა და მოლოდინად ქცეული თვალებით მუდამ კარებში ხვდებოდა.
გამომძიებელმა პირველად ძაღლი ათი წლისამ ინატრა დაბადების დღეზე. მამა დაპირდა, მაგრამ არ შეუსრულა. კიდევ რამდენჯერმე დაიწუწუნა გოგონამ, სანამ დედის გაბრაზებული პასუხი არ მიიღო „თავი ძლივს გაგვაქ, რა დროს ძაღლიაო“, ამის მერე ხმა აღარ ამოუღია ელენეს. ბოლო დაბადების დღეს მშობლების სახლში აღნიშნავდა თავის დიდ ოჯახთან ერთად, როცა მამამ მანქანა შემოაყენა ეზოში და ელენეს დასახმარებლად დაუძახა. პირველი თვალში პატარა შავი ბურთი მოხვდა, რომელიც საბურავის უკან იმალებოდა. იმ დღის შემდეგ ტაისონმა გამომძიებლის სახლშიც დაიდო ბინა და მისი საძინებლის ბატონ-პატრონიც გახდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მუცელ-გაბერილი ბურთი ასეთი ლამაზი ძაღლი დადგებოდა. ხშირად უკითხავთ, რატომ პიტბულიო, რაზეც ელენეს ეცინებოდა „ აბა გამომძიებელ ქალს პეკინესი ხომ არ მეყოლებოდაო“. თუმცა რატომ შეარჩია მამამ ეს ჯიში თვითონაც არ იცოდა. ახლაც ტაისონი მიუძღვოდა თავისი პატარა კაბინეტისკენ, რომელშიც ორი კაცი ძლივს მოტრიალდებოდა, მაგრამ ელენესთვის საკმარისი იყო. გათბობას აუწია და კომპიუტერი ჩართო. Googl-ის საძიებო სისტემაში დავით ჩხაიძის ჩაწერისთანავე იმდენი რეზულტატი ამოხტა, თანდართული ფოტოებით, რომ ელენემ დაუსტვინა, ეს ჩვენი პროფესორი არც თუ ისე უბრალო რიგითი პროფესორი ყოფილაო. მათემატიკური ჯილდოების და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩამონათვალი კომპიუტერის მონიტორის მთელ გვერდს იკავებდა. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი და წარმოსადეგი მამაკაცი ჩანდა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მკვლელი არც თუ ისე უვნებელი წავიდოდა სახლიდან.
თენდებოდა ელენემ იქვე დადებულ პლედს ხელი რომ მოკიდა და სავარძელზევე მიიფარა. ტაისონმა იგრძნო პატრონის სითბო, მუხლებზე აახტა და თათები მოხვია. ყავის მძაფრმა სუნმა და უმნიშვნელო ფაჩუნმა მიაღწია მის ყურამდე. თვალის გახელა დაეზარა, მაგრამ კოცნას მაინც აყვა, „უფ რა კარგია ასეთი ღამის შემდეგ ეს შეგრძნება“ - გაიფიქრა ქალმა მაგრამ ახლა სიყვარულობის დრო არ იყო. კიდევ ცოტა ხანი და მძიმე დღე იწყებოდა. კარგია ურთიერთობები ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ როდემდე, კითხა თავის თავს და ისევ ძილი გააგრძელა.


2 თავი
დილა განყოფილებაში როგორც ყოველთვის აქეთ-იქით სირბილით იწყებოდა. ვინ სად რეკავდა, ვინ რას ყვიროდა გაგება არ შეიძლებოდა. ელენე თავის სავარძელში მშვიდად იჯდა, ვერც კი ამჩნევდა ამ ქაოსს და შსს ბაზაში ირაკლი ჩხაიძეს ეძებდა, გერმანელებს თუ რამეში ყავდათ შემჩნეული, აქ იქნებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანდა. ბაზების კარგად გადამოწმების შემდეგ ტელეფონი აიღო და ივანეს მოცემული ნომერი აკრიბა. მეორე მხრიდან ახალგაღვიძებული ახალგაზრდა კაცის ხმა გაისმა
Hallo
გამარჯობა. ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრები? ქართულად მიესალმა ელენე. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ქართულადვე უპასუხეს
- დიახ გისმენთ, ირაკლი ჩხაიძე ვარ.
- გამარჯობა, ელენე ჯაფარიძე გაწუხებთ, თბილისიდან, ძველი თბილისის რაიონული განყოფილების გამომძიებელი.
-მამაჩემს მოუვიდა რამე? - შეშფოთებული ხმა გაისმა ტელეფონში.
-დიახ, გარდაიცვალა... მოკლეს...მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით.
მეტს არც ირაკლი დალოდებია, ტელეფონი დადუმდა.
ეზო ყვავილებით იყო სავსე. ხრეშიანი ბილიკი ძველი სახლის აივანზე ადიოდა. ელენე კიდევ ერთხელ ათვალიერებდა სახლს და ეზოს. ქუჩა მიყრუებული ჩიხი უფრო იყო, ვიდრე აქტიური უბანი. იქვე პატარა ჯიხურიდან ყოვლისმცოდნე ქალი დაუფარავი ინტერესით უყურებდა ელენეს. გამომძიებელი მისკენ დაიძრა
-მე გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე ვარ - მიესალმა ქალს, მაგრამ მეტის აღარაფრის თქმა დაჭირვებია, გამყიდველს ალბათ ერთი სული ქონდა, როდის შეეკითხებოდნენ რამეს.
-ვიცი შვილო ვინც ხარ, შენ ამ საქმეს თავი დაადგი და მეტი არაფერი გვინდა. სამეზობლოში ეს ერთი ჭკვიანი კაცი გვყავდა, ან თავის ყვავილებს რწყავდა ან იმ რაღაცა ფორმულებს ჩაკირკიტობდა. ვის რა უნდოდა მისგან. იმ ბედოვლათმა ირაკლიმაც გაუმართლა, წავიდა და კარგად არის, მაგრამ რათ გინდა, 35 წლის კაცია უკვე და ცოლ-შვილს არ მოეკიდა. არ აღირსა შვილიშვილები . იმ ხელებ მოსასპობმა შეიწირა, თუ არა ისე ჯანმრთელი იყო, მაგას რა მოკლავდა. რომ ითევზავებდა ჩემთვისაც რამე რომ არ შეეხვედრებინა, არ იქნებოდა - ქაქანობდა გამწარებული ქალი.
- ვინ დადიოდა ბატონ დავითთან, ვინ იყვნენ მისი სტუმრები? დაინტერესდა გამომძიებელი. ასეთმა ხალხმა ყოველთვის ყველაზე მეტი იცოდა.
- არავინ დადიოდა, ნათესავები ცოტა ყავდა, ერთი-ორი მოხუცი თუ შემოუვლიდა, ისინიც უნივერსტეტელები, ჩემთან ყიდულობდნენ ხოლმე არაყს. კაი არაყი მაქვს მე, სოფლიდან ჩამოტანილი, ქალი ხარ თუ არა ქე გაგასინჯებდი- შესთავაზა ელენეს მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო გააგრძელა - ზოგჯერ სტუდენტები აკითხავდნენ ხილმე, მაგრან სახლში არავინ შეყავდა, რას ინახავდა ამისთანას ნეტა - გაკენწლა ქალმა გარდაცვლილი. კიდევ დიდხანს ილაპარაკა და ელენემაც უსმინა იმის იმედით, რომ რამე საინტერესო გაეგო, მაგრამ ქალი თავისი ოჯახის ამბებზე რომ გადავიდა, დაემშვიდობა და მაღაზია დატოვა.
რა გამოდის, რომ მოხუცი მარტო ცხოვრობდა, სტუმრები თავისი წრის ხალხი ყავდა, ცოტა ნათესავი და ერთი შვილი ირაკლი, საინტერესოა რას იზამს ეს ბიჭი. ან ცხედარს ვინ მიაკითხავს... ამ ფიქრებში იყო ელენე ტელეფონის ზარმა რომ გამოაფხიზლა.
ელენიკო საყვარელო ექსპერტიზის ბიუროში არ მოხვალ? კი გადმოგიგზავნე განყოფილებაში საბუთები მაგრამ იქნებ შემოგევლო, შენ ბებერ ნათლიასაც ნახავდი. ელენეს გაეღიმა, მისი ბებერი ნათლია უკვე წლებია ექსპერტიზის ბიუროში პათანატომი იყო და გვამებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე სახლში. ელენე ვერ იტანდა იქ მისვლას, მაგრამ სამაგიეროდ ყოველთვის უფრო დეტალურად იცოდა ყველაფერი, ვიდრე მისმა კოლეგებმა.
მოვდივარ ძია სოსო, მოვდივარ - ჩასძახა ტელეფონში და მანქანა დაქოქა.

3 თავი
ექსპერტიზის ბიუროს ეზოში შესულ ელენეს ივანე მაჩაბელი და დავითის რამდენიმე მეზობელი დახვდა. ნებართვას ელოდნენ, რომ გარდაცლილი გადაესვენებინათ.
პათანატომი თეთრი ხალათით და ცხვირზე დაკოფსებული სათვალით დერეფანში შეეგება ქალს.
საქმე ასეა- მისალმების გარეშე დაიწყო სოსომ - ჩვენს ბატონ დავითს ბრძოლის კვალი არ ეტყობა. აი აქ მკერდთან ოდნავი სიწითლეა, მე ვფიქრობ ელექტრო შოკის წერტილებია, ამ ასაკში პატარა ტკაცუნიც ეყოფოდა. კიდევ საინტერესო ისაა, რომ სისხლში დიდი რაოდენობით დიფწნჰიდრამინის ჰიდროქლორიდი, რძის შაქარი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, პოლივინილჰიდროლიდონი და ტალკი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კომბინაციაში ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ ტკივილგამაყუჩებელი დიმედროლია. მოკლედ ამ კაცმა სიკვდილის წინ დიდი რაოდენობით დიმედროლი მიიღო, რაც გამოიწვევდა რეაქციების სიჩქარის დაქვეითებას, მგრძნობელობის ხანმოკლე დროით დაკარგვას, თავბრუსხვევას და ტრემორს. ამიტომაც დააბეს ასე ადვილად. მაგრამ სახლში ამ ნივთიერებიანი არაფერი აღმოჩნდა. მკვლელმა ან გარეცხა, ან თან წაიღო. ისე ჯანმრთელი კაცი კი ყოფილა, ეს ამბავი რომ არა ასწლიანი იქნებოდა. ახლა დანარჩენი - თქვა სოსომ და მიცვალებულს თავზე გადახადა - ტუჩი აქვს გამსკდარი და სისხლის წვეთებია, სახეში დაარტყეს რამდენჯერმე. აი აქ თოკის კვალია, კაპრონის თოკი 1 სმ დიამეტრის, მწვანე ფერის. სიკვდილის მიზეზი ამ თოკით გამოწვეული ასფიქსიაა, გარდაცვლილია ღამის 1 და 2 საათს შორის. თოკი სახლში არ იყო, როგორც ჩანს დაელოდა სიკვდილს, მოხსნა და წაიღო. მაჯაზე წებოვანი ლენტის კვალია, რითაც მიბმული იყო სკამზე. მარჯვენა საჩვენებელი თითის ქვეშ კანის ნიმუშებია, დნმ-ზე გადავაგზავნე იქნებ გაგვიმართლოს. დანარჩენზე ვმუშაობთ, თუ რამე გამოჩნდება დაგირეკავ. - ხელები ერთმანეთს გაუსვა ექიმმა - ისე შენც გამოიარე ხოლმე, სახლში თუ არა აქ მაინც მომიკითხე. ფუმფულა ძია სოსომ ჯერ საყვედურით შეხედა ელენეს, მერე მიცვალებულს მეგობრულად ჩამოართვა ხელი, მომიკითხე იქითა სამყაროო და ელვა შესაკრავი შეკრა.
ელენე ალბათ ვერასდროს შეეგუებოდა ამ სუნს, ახლაც ერთი სული ქონდა როდის გამოიქცეოდა ექსპერტიზის ბიუროდან. უნივერსტეტშიც მისასვლელი იყო, ისიც აინტერესებდა, ირაკლი როდის ჩამოვიდოდა, ან ჩამოვიდოდა თუ არა. გერმანელები არაფერს იტყობინებოდნენ ამ ბიჭზე.
- ახლა დროა დამხმარე დამინიშნოს ბატონმა ნიკომ, თუ არა აქეთ-იქით ამდენი სირბილი აღარ შემიძლია, თან უძილარზე ტვინი სულ აღარ მუშაობს- ბურტყუნობდა გამომძიებელი და თან მანქანას მართავდა. - ამ სიცივეში როგორია გასვენება-სამძიმარზე სირბილი, არადა ასეთ დროს ყველაზე საინეტერესო ამბები ირჩევა ხოლმე. ბუკინისტებშიც უნდა გავიარო და უნივერსტეტშიც მივიდე.- ერთ წამს ჩაფიქრდა ელენე - გაბადაძე, პატრული გაბადაძე - ხმამაღლა წამოიძახა გახარებულმა და მანქანა უახლოეს მოსახვევში შეიყვანა.

4 თავი
ჯინსის შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი გაბადაძე აქეთ-იქით დაბორიალობდა ჩხაიძეების ეზოში და ხან რომელ ჯგუფს მიეკედლებოდა და ხან რომელს. ძირითადად ასაკიანი ხალხი ირეოდა სახლშიც და ეზოშიც. თუმცა აქა-იქ სტუდენტებიც ჩანდნენ. საინტერესოს არაფერს ამბობდნენ, ერთი და იგივეს ვიშვიშებდა ყველა. ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა და ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. მაღალი, ფართო მხრებით და გრძელი ფეხებით, სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი. გაბადაძე უკან გაყვა, ეზოში მეზობლების ჩურჩული გაისმა, „ირაკლი ჩამოვიდაო“. პილიციელმა სასწრაფოდ შეტყობინება გაგზავნა გამომძიებელთან „შვილი ჩამოვიდა“.
შეტყობინება რომ მიიღო, ელენე ჩქარი ნაბიჯებით დიდი „აიტიშნიკებისკენ“ გარბოდა. ირაკლი მოიცდიდა კაცს ჯერ მამა ყავდა დასატირებელი. აი იმ ოთახში კი სადაც ბევრ თანამედროვე ტექნიკას მოეყარა თავი და ნახევრის დანიშნულებას გამომძიებელი ვერც კი ხვდებოდა, საინტერესო რაღაც ელოდა.
აბა რა ხდება?- იკითხა ელენემ და იქვე ტახტზე მიესვენა.
ხოოო - შემობრუნდა სათვალიანი საბა- დაქტილოსკოპიურმა ანალიზმა არაფერი მოგვცა. მთელი ღამე ვადარებდი თითის ანაბეჭდებს ბაზაში არსებულს, მაგრამ ვერაფერი ვნახე. მოკლულის კომპიუტერს ვამოწმებ, ძირითადად სტუდენტებთან და უცხოელ კოლეგებთან მიმოწერაა. ორი საინტერესო „მაილი“ იკვეთება, როგორც ჩანს, რომელიღაც წიგნის იშვიათ გამოცემაზეა ლაპარაკი. ბატონი დავითი ცდილობდა ეყიდა. ინტერნეტ მისამართი შვეიცარიაშია დაფიქსირებული, მაგრამ არ ჩანს საბოლოოდ როგორ დასრულდა მოლაპარაკება. საბანკო ანგარიშებს და გადარიცხვებს ამოწმებენ ბიჭები. აქაც ან შვილის ჩარიცხვებია, ან ხელფასის. ასევე კომუნალური გადახდები. თუ შეიძინა რამე, ბანკით არ გადაუხდია. ანგარიშსწორება ხელზე მოხდა. სატელეფონო საუბრებშიც არაფერია განსაკუთრებული. ერთი ნომერი ფიგურირებს, ვინმე „ ბუკინისტი“ რომელთანაც ბოლო რამდენიმე კვირაა ხშირი ზარებია, აი მისამართი აქაა. რომ იცოდე ნომერი ვის ეკუთვნის და სახლი ვისზეა რეგისტრირებული... წინ დიდი მოულოდნელობა გელით ქალბატონო ელენე. აი საუბრების ამონაწერიც - გაიცინა საბამ და რამდენიმე ფურცლიანი შეკვრა მიაწოდა.
საბა იქნებ პირდაპირ „შვეიცარიელზე“ გახვიდე, თუ არადა მერე ოფიციალურად მივწერ, მაგრამ ხომ იცი მაგ ქვეყნის ამბავი, ჯერ დროში გაწელავენ, მერე თუ მათ ქვეყანაშია, ბოლომდე დაფარავენ. მაგათი ნეიტრალიტეტი მუდმივი პრობლემაა.
ვიცი და ვცდილობ - მოკლედ უპასუხა საბამ და ისევ მონიტორს მიაშტერდა.
„ ამიტომაც გიკეთია მაგხელა სათვალე, მაგას რომ არ აშორებ თვალს“ ფიქრობდა ელენე და დერეფანში მიაბიჯებდა. თან საბას გამოტანებულ ფურცლებს ათვალიერებდა.
როგორ იცის ხოლმე ამ ბიჭმა ინტრიგის ჩაგდება, ნახევრად გაგიკეთებს საქმეს - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილო გამომძიებელმა.
ქალბატონო ელენე - მოესმა ზურგიდან და პროკურორი აესვეტა წინ.
ააა ბატონო ნიკო თქვენ ბრძანდებით? როგორ ხარ? - მოიკითხა პატარა ბიჭივით გაჯგიმული გელაძე.
კარგად, კარგად. ისეთი სახე გქონდა, ვიფიქრე საინტერესო რამეა-თქო და ვეღარ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
ხო ეს საბა ხომ იცით როგორია, მორიგი ინტრიგა ჩამიგდო. ვიღაც „ბუკინისტის“ და ჩხაიძის საუბრის ამონაწერი მომცა. არ მითხრა ვინაა, შენით ნახეო. ხოდა სხვა გზა არაა, უნდა მივუჯდე ჩემს ჯართს და ვიქექო ბაზებში.
წამოდი დაგეხმარები მაგ ქექვაში - თმაზე ხელი გადაისვა ნიკომ - ისე გაბადაძე სადაა, საქმე მაქვს მაგასთან.
გამოჩნდება, რაღაცებს არკვევს, ვეტყვი რომ ეძებ - ელენემ თავის სამუშაო მაგიდასთან ადგილი დაიკავა და ე.წ. „ ბუკინისტის“ ძებნას შეუდგა.
ოჰოოო - შეხედა თავზე დამდგარ პროკურორს- ნახე ჩვენი „ბუკინისტი“ ვინაა, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ლუკა დგვარელი - მონიტორზე მიუთითა ნიკოს.
საინტერესოა... - სათვალე შეისწორა კაცმა- ამას ასე ადვილად ვერ მივადგებით, რა საქმე გქონდა დავით ჩხაიძესთან-თქო. შეგვჭამენ მაგის ადვოკატები... ერთ წამს ჩაფიქრდა - მოდი ასე ვქნათ ელენე, საღამოს შენ და გაბადაძეს გელოდებით ჩემთან, ვილაპარაკოთ, მანამდე მე საქმეს მივხედავ - დაუბარა გამომძიებელს და დერეფანში მიმავალმა თანამშრომელი ქალების მზერა გაიყოლა.


5 თავი
მოკლედ შევაჯამოთ რა გვაქვს და რას ვაპირებთ - დაბალი ხმით თქვა ნიკომ და ინტერესით მიაჩერდა გამომძიებელს და მის ახლანდელ დამხმარეს.
დავიწყოთ თავიდან, გარდაცვლილია 65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი. მარტოხელა. ყავს შვილი ირაკლი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და როგორც ბატონი ზურა გაბადაძე ამბობს, დღეს ჩამოვიდა. ჯერ არ გავსაუბრებივარ. - ელენემ ამოისუნთქა - მიცვალებულის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის დადგომის დრო ღამის 1 და 2 საათს შორისაა. დაქტილოსკოპური ანალიზით არაფერია. დნმ-ს ველოდებით, მაგრამ ბევრის არაფრის იმედი მაქვს. საბანკო ანგარიშებშიც არაფერია საეჭვო, ძირითადად შვილის ან ხელფასის ჩარიცხვებია. მისი კომპიუტერი უფრო საინტერესო გამოდგა, საზღვარგარეთ, კერძოდ შვეიცარიაში რეგისტრირებულ მისამართთან აწარმოებდა მიმოწერას რაღაც იშვიათი წიგნის ყიდვის თაობაზე. თუმცა რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება უცნობია. კიდევ უფრო საინტერესო მის ტელეფონში აღმოჩენილი ვინმე „ბუკინისტია“, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ლუკა დგვარელი აღმოჩნდა.
ვიიინ? - გაკვირვებულმა იკითხა გაბადაძემ.
ლუკა დგვარელი, რომელიც თუ წიგნებით არის გატაცებული ფული არ გაუჭირდებოდა რამის შესაძენად და თუ არ გაყიდდნენ, არც იმისთვის, რომ მძარცველი ან მკვლელი დაექირავებინა. მაგრამ საინტერესო ისაა, რა წიგნზეა საუბარი. მიიღო ბატონმა დგვარელმა რაც უნდოდა თუ არა.
კაბინეტში რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა.
ჩხაიძეებთან რა ხდება? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ
არაფერია საინტერესო - საუბარში ჩაერთო გაბადაძე - ყველა ერთი და იგივეს იმეორებს, კარგი კაცი იყოო, ეს რა დაემართაო. შვილიც არ ჩანს ცუდი ბიჭი. ძალიან განიცდის მამის სიკვდილს. დადის, დაბორიალობს აქეთ-იქით. ამბობენ, მანქანების რომელიღაც ქარხანაში მუშაობს ინჟინრადო. მამამისმა ყველაფერი გააკეთა გერმანიაში რომ გაეშვა სასწავლებლად და გაუმართლაო.
რაც შეიძლება მალე უნდა დაველაპარაკოთ ირაკლის, დგვარელიც საინტერესოა, მაგრამ მაგას მე მივხედავ. შენთან ერთი თხოვნა მაქვს ზურა - მიუბრუნდა პროკურორი პოლიციელს - რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ქალბატონი იყო, განცხადება დატოვა. აი - მიაწოდა ფურცელი ბიჭს - მდიდარი მეზობელი ავიწროვებს, თუ შეიძლება ესტუმრე, გაესაუბრე, გაიგე რა ხდება.
სიამოვნებით - გამოართვა განცხადება გაბადაძემ - ხვალვე მივხედავ ამ საქმეს, გავარკვევ ყველაფერს და გეტყვით
ძალიან კარგი. ახლა ორივე სახლში წაბრძანდით, ხვალ გამოძინებული მჭირდებით... -დაამთავრა ნიკომ და საბუთებს მიუბრუნდა, რაც აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა.
საღამოს ტაისონთან ერთად ტახტზე წამოწოლილი ელენე საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა, სიუჟეტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. ჟურნალისტი უცნობ წყაროზე დაყრდნობით ყვებოდა, რომ პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობაში შეიძლება ცნობილი ბიზნესმენი ლუკა დგვარელი ყოფილიყო გარეული.
ესეც ასე - მიუბრუნდა ტაისონს ელენე- ახლა ვნახოთ რას იზამს ბატონი დგვარელი, იქნებ რამე გამოჩნდეს. ძაღლმაც თავი დაუქნია „ხო საინტერესოაო“ და ძილი გააგრძელა. ქალმა ტელევიზორი გამორთო და საწოლში მყოფ მამაკაცს გვერდით მიუწვა.

6 თავი
იკითხება მოქალაქე ირაკლი ჩხაიძე, საქმე N … პიროვნებას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. გაფრთხილებულია ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, ცრუ ჩვენების მიცემისთვის და განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის საქართველოს სსკ 370-ე 3711 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
ირაკლი რას საქმიანობთ ამჟამად და რა ნათესაური კავშირი გაქვთ გარდაცვლილთან?
ვცხოვრობ გერმანიაში. ქ. მიუნხენში და ვმუშაობ ავტოქარხანაში ინჟინრად. გერმანიაში ვცხოვრობ უკვე 10 წელზე მეტია. დავით ჩხაიძე მამაჩემია. მათემატიკის პროფესორი. თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი მამას. წელიწადში ერთხელ - ორჯერ ან ის ჩამოდის ჩემთან , ან მე ჩამოვდიოდი მასთან. როცა საქართველოში ვიყავი, მასთან ვცხოვრობდი, თუმცა მაქვს ჩემთვის ცალკე ბინა, მაგრამ გაქირავებულია და ბინის ქირას მამა იღებდა. მეც ვეხმარებოდი, მაგრამ იშვიათად. ბინის ქირა და თავისი შემოსავალი მეტ-ნაკლებად ყოფნიდა. ძირითდად თავის კოლეგებთან ერთად სათევზაოდ დადიოდა, ვარჯიშობდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობის არ მეშინოდა. დედა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მამამ მარტო გამზარდა.
ბოლოს როდის ელაპარაკეთ მამას?
გარდაცვალების წინა დღეს. იმ დღესაც ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა და ვიფიქრე, ტელეფონი ისევ სადღაც დარჩა-თქო. მერე „მაილი“ გავუგზავნე, ამას მაინც ნახავდა. ტელეფონს ვერ მიეჩვია, ხან სად რჩებოდა და ხან სად. არ გამკვირვებია.
რამდენად ხშირად იწერდა მამა საზღვარგარეთიდან წიგნებს და თუ აქვს იშვიათი გამოცემები?
სისტემატურად, ის თავისუფლად საუბრობდა გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. ამიტომ უცხოენოვან წიგნებს ყოველთვის ყიდულობდა. მათ შორის იშვიათი გამოცემებიც აქვს. ხშირად მე ვყიდულობდი და ვუგზავნიდი.
მის ელექტრონულ ფოსტაში მიმოწერა ვნახეთ წიგნის თაობაზე, შვეიცარიიდან ყიდულობდა რამეს?
დიახ, შვეიცარიაში მამამ მიაგნო ერთ გერმანელს, რომელსაც აღმოაჩნდა ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული წიგნი „ თავისუფალი სვანეთი“. ეგნატე გაბლიანი სვანურ ფოლკლორზე მუშაობდა და სულ 3 წიგნი აქვს გამოცემული. 1921-1924 წლებში სვანეთში რუსების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1937 წელს დახვრიტეს. მისი შვილი, გივი, მამამ ამერიკაში გაიცნო. ექიმია და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ტყვედ ჩავარდა, ქართველმა ემიგრაციამ გამოიხსნა. რადგან გერმანელებთან ტყვეობაში მყოფები სტალინის ბრძანებით მოღალატედ ითვლებოდნენ, ქართველთა რიგებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელების მხარეზე იბრძოდნენ. 1943 წელს გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ „თამარა II“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს დანაყოფი გერმანელებს უნდა შემოყოლოდა საქართველოში და საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ქვეყნის დაცვა აეღო თავის თავზე. გერმანიის მარცხმა გეგმები შეუცვალა და ამერიკაში წავიდა, სადაც მამამ გაიცნო კიდეც. გივისგან გაიგო მამამ ამ წიგნის შესახებ. მართალია ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის, მაგრამ კერძო კოლექციებში იშვიათია. შემთხვევით ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიღაცისგან გაიგო ამ წიგნის შვეიცარიაში ყოფნის შესახებ და აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას მფლობელთან. საბოლოოდ წიგნი მე ვუყიდე და გამოვუგზავნე მამას. ძალიან ბედნიერი იყო.
ვინმე იყო კიდევ ამ წიგნით დაინტერესებული?
არ ვიცი, თუმცა ამ გამოცემის ქონაზე არც ერთი კოლექციონერი იტყოდა უარს.
ახლა სად არის ეს წიგნი?
არ ვიცი, მაგისთვის ნამდვილად არ მომიცლია მამის ნივთები მენახა. მამა იმდენ წიგნს ყიდულობდა, ზოგს ცვლიდა, წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერზე.
ეს წიგნი თავისთვის უნდოდა თუ ვინმესთვის მისაცემად? გასაყიდად ან გასაჩუქებლად?
ეს თავისთვის უნდოდა. ზოგჯერ ორ-სამ ეგზემპლარს ყიდულობდა ხოლმე, მათ ცვლიდა მაგრამ ეს თავისთვის უნდოდა.
ლუკა დგვარელის სახელი გაუბნება რამეს?
არა, ასეთი არავინ გამიგონია. არ უხსენებია მამას, მას ბევრ ხალხთან ქონდა ურთიერთობა, ყველას მგონი თვითონაც ვერ იმახსოვრებდა.
ბოლო საუბარს როგორ გაიხსენებდით, რამის ხომ არ ეშინოდა, რამეს ხომ არ ელოდებოდა, რას ამბობდა?
განსაკუთრებული არაფერი, ჩემთან უნდა ჩამოსულიყო და ამას ვგეგმავდით. მეტი არაფერი.
მადლობა, შეიძლება კიდევ გაგვიჩნდეს კითხვები.
როცა გინდათ დამირეკეთ, მე ალბათ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები აქ.


7 თავი
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ელენე ამ შენობაში აღარ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ეგონა. უნივერსიტეტის ეს თეთრი კედლები, ქვის იატაკი და ამდენი სტუდენტის ნაბიჯებისგან გაცვეთილი კიბეები ყველაში და მათ შორის ელენეშიც პატივისცემის გრძნობას აღძრავდა. წლების მანძილზე არაფერი იცვლებოდა. სტუდენტები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცილინდრიანი და ჰალსტუხიანი ლექტორები ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ უნივერსიტეტი მაინც ის იყო, რასაც არაფერი შეცვლიდა. გამომძიებელმა თავი ისევ პატარა გოგოდ იგრძნო, თითქოს ახლაც ლექციაზე გარბოდა. ერთი წამით შეჩერდა, მერე იქვე მდგომ საინფორმაციო დაფას შეხედა, მათემატიკის კათედრა მოძებნა და მესამე სართულისკენ აუყვა გაცვეთილ კიბეებს. ელენემ კარებზე მორიდებულად დააკაკუნა და სულ ცოტათი შეაღო. რამდენიმე სათვალიანმა და უსათვალო თვალმა ერთდროულად შეხედა ქალს, გამომძიებელი დაიბნა, თითქოს გამოცდაზე იყო და ეს სახეები მის პასუხს ელოდნენ. წამის შემდეგ თავდაჯერებულობა დაუბრუნდა.
გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე, დავით ჩხაიძის სიკვდილთან დაკავშირებით მოვედი, ვის შეიძლება გავესაუბრო?
ოთახის ბოლოს მსხდომი ორი კაციდან ერთი მაშინვე წამოდგა, ჰალსტუხი შეისწორა და ელენესკენ დაიძრა.
მობრძანდით, პროფესორი გიორგი ჯუღელი- ხელი გაუწოდა გასაცნობად ელენეს კაცმა.
გამარჯობა, ბატონ დავითთან დაკავშირებით მინდოდა გასაუბრება, ასევე მისი სამუშაო მაგიდის დათვალიერება.
სამუშაო მაგიდა აქაა - მიუთითა მამაკაცმა ოთახში მდგარ თავისუფალ მაგიდაზე - ხელი არაფრისთვის გვიხლია, როგორც დატოვა ისეა ყველაფერი. თუ გნებავთ ნახეთ, მე გვერდით კაბინეტში ვიქნები და იქ დაგელოდებით.
ელენემ მადლობა გადაუხადა კაცს და მაგიდისკენ დაიძრა. ოთახში მყოფთ დაძაბულობა ეტყობოდათ, თვალყურს ადევნებდნენ მის მოძრაობას მაგრამ არაფერს ამბობდნენ და არც იმჩნევდნენ. სახლის კაბინეტისგან განსხვავებით ჩხაიძის სამუშაო მაგიდა დალაგებული იყო, ან თვითონ აწესრიგებდა, ან ვინმე ზრუნავდა მისი მაგიდის სისუფთავეზე. უჯრებს საკიტი არ ქონდა, ამიტომ ელენემ თვისუფლად გამოაღო თითოეული და დათვალიერებას შეუდგა. რამდენიმე წიგნი და სტუდენტების ნაწერები იყო უჯრებში, როგორც ჩანს პროფესორი აქ მხოლოდ უნივერსიტეტის საქმეებს აგვარებდა.
უკვე მაგიდის დათვალიერებას ამთვრებდა, რომ თვალში ვარდისფერი ბარათი მოხვდა. გამომძიებელმა ინტერესით შეათვალიერა ფურცელი, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა მკაცრი მამაკაცური ნივთებისგან. „ 14 დეკემბერს 20:00 რესტორან დავითში“ ეწერა ბარათზე. „ საინტერესოა“-გაიფიქრა ელენემ „ ოფიციალური ღონისძიების მოსაწვევი არ არის, არადა რამდენიმე კვირაა მას შემდეგ გასული, პროფესორმაც არ გადააგდო, როგორც ჩანს მისთვის ძვირფასი იყო“. ფურცელი შუმჩნევლად ჩადო პატარა პაკეტში და ჯიბეში შეინახა. ოთახი დატოვა და გვერდით კაბინეტის კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით - მაშიმვე გაისმა ოთახიდან და ჯუღელის გაღიმებული სახე გამოჩნა. - გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ელენე თავს უხერულად გრძნობდა, აქ ის ადგილი არ იყო, სადაც გამომძიებელს თვისი საქმე უნდა შეესრულებინა, მაგრამ საჭიროება მოოითხოვდა. სკამზე ჩამოჯდა და პროფესორს მორიდებით შეხედა.
ბატონო გიორგი, როგორი თანამშრომელი იყო დავით ჩხაიძე? როგორც თავისი საქმის მცოდნე და როგორც კოლეგა?
როგორც მათემატიკოსი ბრწყინვალე იყო, დიდი ხანი არ ყოლია ჩვენს ქვეყანას ასეთი ძლიერი პროფესიონალი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული. როგორც კოლეგა, ვერ გეტყვით რომ რთული იყო, პრობლემას არაფერზე ქმნიდა, რამდენიმე ბიჭი ვმეგობრობდით მასთან, მაგრამ ჩვენი მეგობრობაც თევზაობით და პოლიტიკა- ეკონომიკაზე საუბრით შემოიფარგლებოდა. თავის პრობლემებზე არასდროს საუბრობდა, ძირითადად სახლში იყო და იქ მუშაობდა.
სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ქონდა? მისით უკმაყოფილოები თუ იყვნენ? ხომ არ უჩიოდნენ?
ჯუღელს გაეცინა - ქალბატონო ელენე, თქვენ ყველა ლექტორი გიყვარდათ?
არა- გაეცინა ელენესაც.
ასე არ უყვარდათ დავით ჩხაიძეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალბათობის თეორიას ასწავლიდა. არადა ამ საკითხის მცოდნე აინშტაინის შემდეგ მხოლოდ ეს იყო. ზოგი მის სიმკაცრეზე ჩიოდა, ზოგი რაზე და ზოგი რაზე, მაგრამ უსამართლოდ ვინმე დაეჩაგროს, ასეთი არასოდეს მსმენია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასე სასტიკად ჩვენმა რომელიმე სტუდენტმა მოკლა. ჯუღელმა თავი დანანებით გაიქნია და შუბლი მოიწმინდა. ეტყობოდა, რომ ეძნელებოდა ლაპარაკი და თავს ძლივს ერეოდა.
შეგიძლიათ მითხრათ, 14 დეკემბერს 20 საათზე რამე ღონისძიება თუ იყო დანიშნული? ისეთი სადაც დავით ჩხაიძე იქნებოდა მიწვეული.
ერთი წუთით - ჯუღელი ტელეფონს დაწვდა - მანანა ძვირფასო გიორგი ჯუღელი ვარ, როგორ ხარ?.. მეც კარგად, ბოდიში გაწუხებ, 14 დეკემბერს 20 საათზე რამე ღონისძიება იყო? ან ჩვენიდან ვინმე დაპატიჟეს? ... მადლობა ... არა მეტი არაფერი მინდა. მადლობა... საუბარი დაასრულა პროფესორმა და ელენეს მიუბრუნდა - ქალბატონო ელენე, არაფერი ყოფილა უნივერსტეტში, დავითი თუ იყო დაპატიჟებული, შეიძლება კერძო მოწვევა ქონდა, დოდოს ეცოდინება, ერთი წუთით დამელოდე. ჯუღელი ადგა და მალევე პატარა გაპრანჭული ქალის თანხლებით დაბრუნდა.
დოდო გაიცანი გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე, რითაც შეგიძლია დაეხმარე.
სიამოვნებით - გაინაზა დოდო. ეს ქალი იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, ვინც ყველაფერი იცის და არც ლაპარაკზე ამბობს უარს. ჯუღელმა კაბინეტი დატოვა და გამომძიებელი პირისპირ დარჩა ქალის წინ.
ქალბატონო დოდო ბატონ დავითთან დიდ დროს ატარებდით? როგორი კოლეგა და ადამიანი იყო?- შესავალი გააკეთა ელენემ.
კი ხშირად ვიყავით ერთად, მე ვეხმარებოდი ყველაფერში, დათოს არ უყვარდა ფურცლები და მთელი მისი საკანცელარიო საქმეები მე მქონდა აღებული. ასეთ ადამიანთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა.
თქვენთვის დამღლელი არ იყო ამდენი საქმის შეთავსება?
დოდო შეიშმუშნა, სახეზე სიწითლემ გადაუარა, კაბა შეისწორა და ისე უპასუხა : არა მე ყველაფერს ადვილად ვუმკლავდებოდი.
ელენემ ქალის სახის ცვლილება თვალის ერთი შევლებით შეაფასა და ჯიბიდან ვარდისფერი ფურცელი ამოაცურა.
- ხომ არ იცით ეს ფურცელი ვინ გაუგზავნა ბატონ დავითს?
დოდო წამოენთო, ხელი აიქნია, ფეხზე წამოხტა და თავშეუკავებლად აყვირდა : ეს იმ ქალბატონის გამოგზავნილია, იმ ქერა ალქაჯის.
ელენე ასეთ რეაქციას არ ელოდა, შეიძლებოდა დოდოს კიდევ ბევრი საინტერესო რამე ეთქვა, ამიტომ მშვიდად ჩაეკითხა: ვინ ქერასი ქალბატონო დოდო?
აი იმის ქიმიის პროფესორის, როდემდე უნდა ეწვალებინა ეს კაცი, ქვრივი ქალი რომ პაემნებს დაიწყებს, სირცხვილია, ხომ ასეა ქალბატონო ელენე?
რა თქმა უნდა - დაეთანხმა გამომძიებელი - რა ქვია მაგ ქვრივს? დიდი ხანი ხვდებოდნენ ერთმანეთს?
ნინო ქვია, ნინო აბაშიძე, ქიმიის პროფესორია, არ ვიცი რამდენი ხანი ხვდებოდნენ, მე სამი წლის წინ გავიგე, ბატონ გიორგისაც ვუთხარი, ჯუღელს, სირცხვილია დაელაპარაკე დათოს-თქო. ასე მითხა, ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მე არ მეხებაო. არადა როგორია ქალბატონო ელენე, ორი პროფესორი ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს. ზრდილობა, ეთიკა სადაა - ყვიროდა ქალი და ოთახში ჩქარი ნაბიჯით გადი-გამოდიოდა. უცებ „მაპატიეთო“ დაიძახა და ტირილით გავარდა ოთახიდან. ელენემ მხრები აიჩეჩა „ რას არ გაიგებს ადამიანიო“ და დერეფანს გაუყვა.

*******
ქიმიის პროფესორი ქალბატონი ნინო უნივერსიტეტიდან წასული დახვდა, ამიტომ ელენემ დაურეკა და შეხვედრა მეორე დღისთვის დაუნიშნა. საინტერესო იყო გამომძიებლისთვის სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის შესახებ ჩხაიძის შვილმა ან არაფერი იცოდა, ან მალავდა. ფაქტია, ქალბატონი დოდო გულგრილი არ იყო ჩხაიძის მიმართ, მაგრამ მკვლელს ნამდვილად არ გავდა, თან ასეთი სისასტიკით მკვლელობის ჩამდენს.
მეორე დილით სანიმუშო სტუდენტივით ათი წუთით ადრე მივიდა ელენე ნინო აბაშიძესთან შესახვედრად. არ გაკვირვებია, როცა კაბინეტიდან საშუალო ასაკის ძალიან ლამაზი ქალი გამოვიდა. ქერა თმით და შარვალ-კოსტუმით პროფესორი ყურადღებას მაშინვე იქცევდა. ელენეს გულღიად გაუღიმა და კაბინეტში შეიპატიჟა.
ქალბატონო ელენე ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ? სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს რომ შემოგთავაზოთ.- კითხა ქალმა და კაბინეტის მეორე ბოლოში მდგარი კარადისკენ გადაინაცვლა.
ყავა თუ შეიძლება - ელენე ყავის ცდუნებას ალბათ ვერასდროს გაუძლებდა.
თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, შეიძლება ითქვას, რომ გაგიმართლათ, ჩემი ძველი სტუდენტი ჩამოვიდა ესპანეთიდან, ძალიან კარგი ყავა ჩამომიტანა. ლაპარაკობდა ქალი და იღიმებოდა. ელენეს ყოველთვის ეშინოდა ასეთი მოსაუბრეების, რომლებიც ერთი შეხედვით უდანაშაულოს ეფექტს ქმნიდნენ.
ქალბატონო ელენე, ვიცი რისთვისაც მობრძანდით, გელოდებოდით კიდეც - სკამზე ჩამოჯდა ქალი და ცხელი ფინჯნები პატარა მაგიდაზე დააწყო - დავით ჩხაიძის სიკვდილს იძიებთ. მე და დათო ათი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ამას არც ვმალავდით მაგრამ არც ვსაუბრობდით ამის შესახებ. ის ქვრივი იყო, მეც დიდი ხნის წინ დამეღუპა ქმარი. აქ ჩვენი ამბავი ყველამ იცის, მაგრამ თვალში არავის მოვხვედრივართ, პატარები ხომ არ ვართ ვნებები ვერ შეგვეკავებინა.
ელენე საუბრის ასეთ დასაწყისს არ ელოდა, მხოლოდ ის დარჩენოდა სურნელოვანი ყავით დამტკბარიყო და მშვიდად ესაუბრა ქალთან.
შვილები გყავთ ქალბატონო ნინო? - დაინტერესდა ელენე.
კი ერთი გოგო მყავს, სტუდენტი. ის იცნობდა დათოს, მგონი ხვდებოდა კიდეც რაღაცას მაგრამ ამაზე არასდროს გვილაპარაკია. ირაკლიმ არაფერი იცის, მამამისს არაფერი უთქვამს, შორს ცხოვრობს და ისე ვერ გაიგებდა.
ვარდისფერი ბარათი თქვენ გაუგზავნეთ? - ელენემ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა. ქალს გაეღიმა.
ჩემი დაბადების დღე იყო და იმის აღნიშვნა გვინდოდა.
თქვენ ალბათ ყველაზე კარგად იცნობდით, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო?
სრული შოკი მივიღე, არ ვიცი რა მოხდა, ერთი ჩვეულებრივი პროფესორი იყო, არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი, ჩვენი პროფესიის ხალხი ასე არ კვდება, ფული ჩვენ არ გვაქვს და ძალაუფლება.
წიგნების გაცვლა-გამოცვლა-გაყიდვაზე რას მეტყვით?
მაგით დათო გატაცებული იყო. ბევრი იშვიათი და განსაკუთრებული გამოცემა ქონდა. მთელ მსოფლიოში ეძებდა რაღაცებს. მეც მაჩუქა რამდენიმე, მაგრამ ეს წიგნები იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, უკან დავუბრუნე, მხოლოდ ორი დამიტოვა, რომ გაგიჭირდეს გაყიდი და მოიხმარო.
სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ქონდა?
ვერ გეტყვი რომ ყველას უყვარდა. ჩვენ ორივე ისეთ საგნებს ვასწავლით, არ შეიძლება ყველას ვუყვარდეთ, მაგრამ ბოლომდე გვერდში ედგა ხოლმე მათ და ზოგჯერ ისე ეხმარებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ. მისგან ნაწყენი სტუდენტი არ წასულა.
ქალბატონო ნინო, ვისაც ვესაუბრები, დავით ჩხაიძეს ყველა იდეალურ მეგობრად, თანამშრომლად და ადამიანად ახასიათებს, უპრობლემოს და უმტროს. მაგრამ ფაქტი სხვა რამეა, ვიღაცამ ის სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტა.
კი მართალი ხარ - ხმა ჩაუწყდა ქალს - მე მგონია, სხვის სიკვდილზე ვლაპარაკობთ, ასეთ დასასრულს ვერც კი ვიფიქრებდი.
ბოლო პერიოდში ვინმე ხომ არ უხსენებია უცხო, ან ნაცნობი, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდა? ან რამე საქმიანი ურთუერთობა ქონდა?
პროფესორი ჩაფიქრდა : ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე, ხშირად გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთ სფეროში, ერთ უნივერსიტეტში ვმუშაობდით და ამას ვერ ავცდებოდით, მაგრამ არ უთქვამს არცერთ სტუდენტზე ცუდი. დაახლოებით ერთი თვის წინ ბიჭი შეგვეჩეხა ქუჩაში და მასზე თქვა, არ მომწონსო. ძალიან გამიკვირდა, ვიღაცას მოუსწავლებია ჩემზე კონსულტაციის გასაწევად, ორჯერ იყო მოსული, მაგრამ ვერ გავიგე იცის საერთოდ მათემატიკა თუ ისეთი გენიოსია მე ვერ ვუგებო. უცნაურად იქცევა, უცნაურ კითხვებს მისვამსო, ყველგან მეჩეხება თვალშიო.
ვინ იყო სახელი არ უთქვამს? ან კონკრეტულად რას ეკითხებოდა?
მაგდენი არ ვიცი, ირაკლისთან წასასვლელად ემზადებოდა და ამაზე ვსაუბრობდით. ალექსანდრე ქვიაო, ასე მითხრა. მე უცნაური ვერაფერი შევამჩნიე, ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. ვიფიქრე, ვიღაც ზედმეტად დაინტერესდა ალბათ პროფესორის ცხოვრებით-თქო.
მეტი აღარ გამოჩენილა? რამდენჯერ შეხვდა სულ?
ორჯერ-სამჯერ ალბათ. ერთხელ სახლში მიუკითხია, უნივერსიტეტში მითხრეს მისამართიო. ძალიან გამიკვირდა, სახლში დათო არავის იღებდა. ადრე კერძო მოსწავლეები ყავდა, მაგრამ წლები გავიდა მის შემდეგ. მეც სულ რამდენჯერმე ვარ იმ სახლში ნამყოფი. ის მისი ციხე-სიმაგრე იყო.
ქალბატონო ნინო, თუ რამე გაგახსენდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინვე დამირეკეთ, ყველაფერი უნდა გადავამოწმო - ელენემ ჯიბიდან ბარათი ამოიღო - და კიდევ , ვეცდები თქვენი სახელი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ შეიძლება თავიდან ვერ ავიცილო და ოფიციალურად მომიწიოს თქვენი დაკითხა.
მადლობა, თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა.
ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამთ და მეტს აღარ მოგაცდენთ, თქვენც სტუდენტები გელოდებიან. ქალბატონ დოდოზე რას მეტყვით? ჩხაიძის დამხმარეზე. ნინოს გაეცინა, თავი ჩაღუნა და რამდენიმე წამი ფიქრობდა.
მე გამიმართლა, მას არა. მე ასეთი კაცი მყავდა გვერდით ბოლო ათი წელი და ცოტა მეტიც. კაცი, რომელიც ყველა პრობლემას მიგვარებდა, ყველა ტკივილს მავიწყებდა, ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო ისიც არ ვიცი. ზოგჯერ მიფიქრია, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, ის რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში-თქო. დოდო სტუდენტობიდან მასზე იყო შეყვარებული, უნივერსიტეტშიც დათოსთვის დარჩა, არც გათხოვილა და არც ვინმე ყოლია. დათოს აჩრდილად იქცა, მის უხილავ თანამგზავრად. ალბათ ყველაზე მეტად მას ეტკინა, შეიძლება ჩემზე და ირაკლიზე მეტადაც კი
რატომ არ დაქორწინდით? - ვეღარ მოითმინა ელენემ.
რაში მჭირდებოდა ფურცელი, როცა უმისოდაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. პროფესორის თვალებში სხივი გაკრთა, ელენემ ქალური შური იგრძნო მის მიმართ და საშინელი სიძულვილი ადამიანისა, რომელმაც ამხელა ბედნიერება მოკლა. დაემშვიდობა ქალს და უკანმოუხედავად დატოვა შენობა.

8 თავი
სახლში არეულობა იყო, მეზობლები დაიფანტნენ, ირაკლი ცარიელ ოთახებში დააბიჯებდა და არ იცოდა რით დაეწყო. იქნებ ჯერ ბატონი დავითის ნივთებისთვის მიეხედა. რა უნდა ექნა ამდენი კოსტუმისთვის ისიც არ იცოდა. რაც მოეწონებოდა ივანეს მისცემდა, მაგრამ რათ უნდოდა კაცს შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხები. გადაყრა ენანებოდა, იქნებ ეკლესიაში მივცე ვინმესო, მაგრამ იქაც არავის იცნობდა. ბოლოს კარადას თავი ანება და ბიბლიოთეკისკენ წავიდა.
საწერი მაგიდა სავსე იყო ფერადი ფურცლებით, გაზეთიდან ამოჭრილი თუ ამობეჭდილი სტატიებით, გადაშლილი და ჩანიშნული წიგნებით. ეს ყველაფერი სამუშაო გარემოს და ამავე დროს ქაოსს ქმნიდა. ირაკლის გული შეეკუმშა. წარმოიდგინა მამა როგორ იჯდა ამ „დალაგებულ“ არეულობაში და თავდახრილი წერდა რაღაცას. მაგიდის კიდეზე წინა საუკუნის გაცრეცილ გაზეთებს შორის ყავისფერ წიგნაკს მოკრა თვალი. გაუხარდა და გაუკვირდა. ეს ფრანკფურტში უყიდა მამას დიდი ხნის წინ და აღარ ეგონა თუ კიდევ ქონდა. ხელი გადაუსვა ქალაქისხედებიან გარეკანს და წიგნაკი გადაშალა. ფურცლები სავსე იყო წიგნების სათაურებით, რომაული და არაბული ციფრებით. ირაკლი თაროებს დაუყვა, არაბულით სწორედ ისინი იყო დანომრილი, რომაულით კი წიგნები.
ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება, მაგრამ ჯერ მომხიბვლელ გამომძიებელს დავურეკოთ - ჩაილაპარაკა ირაკლიმ - რა დროს ელენეს მომხიბვლელობაზეა ფიქრი, მამაჩემის საქმის გამომძიებელია ქალი - გაბრაზდა თავის თავზე - არა ისე ნეტა რამდენი წლის იქნება, ალბათ ჩემი ტოლი. ჰა ჰა 2-3 წელი სხვაობა, ნეტა ქმარი თუ ყავს... ფიქრი გააგრძელა, ფეხშიშველმა გაიარა ოთახში და ტელეფონს დაწვდა.
ქალბატონო ელენე, მამაჩემის ბიბლიოთეკის კარტოთეკის წიგნაკი ვიპოვნე, თუ გნებათ მობრძანდით და ნახეთ, თუ გნებავთ მე ვნახავ წიგნებს რა აკლია, იქნებ საინტერესო იყოს რამე.
მადლობა ბატონო ირაკლი, - გაისმა ტელეფონში ელენეს წყნარი ხმა- ნახევარ საათში მოვალ, გადაუდებელი საქმე არ მაქვს.
დროებით და გელოდებით - დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. „ნეტა სახლში ყავა მაინც თუ მაქვს, ან სვამს კი ყავას? რა რთული ამბავია მოკლედ. არა რა დროს ამაზე ფიქრია, კაცმა გუშინ გავასვენე მამა, არა ზრდილობის ამბავია, რაღაც ხომ უნდა შევთავაზო“ - თავის თავს ეკამათებოდა უმცროსი ჩხაიძე და სწრაფი ნაბიჯით სამზარეულოსკენ მიდიოდა.
ელენეს ნიკოსთვის გამოძიების დეტალები უნდა გაეცნო, ირაკლიმ რომ დარეკა. „მშვენიერი ამბავია, უფრო კარგადაც გავიცნობ ბატონ ირაკლის, იქნებ საჭირო ინფორმაციაც ქონდეს რამე, არაფორმალური შეხვედრა ყოველთვის მრავლისმომცემია „- გაიფიქრა ქალმა და პროკურორის კარი შეაღო.
-აბა რა ხდება? - ნიკო კარებში შეეგება ელენეს.
-ჯერ გამარჯობა ბატონო ნიკო, მერე როგორ ბრძანდები, მეც კარგად ვარ, მადლობა რომ მომიკითხე. ახლა საქმეს რაც შეეხება...
ნიკოს გაეცინა : რა ვიცი ქალბატონო ელენე, ჩემს მდივანს კი დააწიოკებ ხოლმე, დროზე მიმიღოს გავრბივარო და მეგონა ახლაც გარბოდი.
მართლა გავრბივარ ახლაც, ირაკლი ჩხაიძესთან მივდივარ. მამამისის წიგნების სია აქვს და უნდა მოვძებნო რამე ხომ არ აკლია, უფრო სწორად, ის ეძებს და არ მინდა უჩემოდ ჩაიაროს ამ ამბავმა.
ეგ კარგია, იქნებ რაღაც გამოჩნდეს, თუ არა ამ საქმეში მარტო ვარაუდებია და თივაში ნევსს ვეძებთ უკვე. თუ რამე გაიგე მაშინვე დამირეკე.
არის შეფ - გაეჭიმა ელენე და კაბინეტიდან გავარდა.
*****
ის იყო ეზოს კარები შეაღო გამომძიებელმა, რომ უმცროსი ჩხაიძე გამოჩნდა. პირველი შეხვედრის შემდეგ სახე ცოტა დამშვიდებოდა, მაგრამ ჩაშავებული თვალები მაინც გასცემდა უძილო ღამეებს. სახლიც მოუწესრიგებელი იყო, ალბათ ამას სულ არ აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა კაცი.
აი ქალბატონო ელენე, აქაა მამას ყველა წიგნი თავისი ნომრებით, რომელიც ადგილზეა აღვნიშვნა დავიწყე, ჯერ არაფერი აკლია, თუ გნებავთ თქვენც გადაამოწმეთ.- ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა ირაკლი გამომძიებელს.
შეიძლება ჯერ პირადი ნივთები ვნახო?
კი რა თქმა უნდა, მე ამას მივუბრუნდები, თქვენ მაგიდასთან მოთავსდით. ყავას ან ჩაის ინებებთ?
ყავა თუ შეიძლება- ისევ ვერ გაუძლო ყავის ცდუნებას ელენემ.
ახლავე - დაიძახა ირაკლიმ და სამზარეულოსკენ წაფრუტუნდა. ელენემ იფიქრა, კარგი იქნებოდა საჭმელიც ქონოდა რამეო, მაგრამ მოერიდა, მგლოვიარე კაცს რა ექნებოდა. საწერ მაგიდასთან მოკალათდა და გარდაცვლილის ნივთების დათვალიერება დაიწყო.
ელენე - წამოიძახა იქვე კარადასთან ჩაცუცქულმა ირაკლიმ - ვეფხისტყაოსნის 1954 წლის გამოცემა არაა, ეგ წიგნი მეც მახსოვს. უნგრული გამოცემაა. სკკპ გენერალური მდივანი იური ანდროპოვი უნგრეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა და სტალინისთვის თავის მოსაწონებლად უნგრულად ათარგმნინა.1953 წელს სტალინი გარდაიცვალა მაგრამ წიგნი მაინც გამოიცა.
ელენემ თავი ძლივს აწია ფურცლებიდან. ესეც ასე, რაღაც მაინც გამოჩნდა, ირაკლის თავზე დაადგა და მის გვერდით ჩაიმუხლა.
აქ უნდა იდოს წესით, ამ ორ წიგნს შორის, მაგრამ აქ არ არის. ამის მაგივრად ტოლსტოი დევს, რომელიც არ ვიცი სად უნდა იდოს, ჯერ მანდ არ მივსულვარ.
შენ ამბობ, რომ ამ ორ წიგნს შორის რუსთველის მაგივრად სხვა რამე დევს? - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ელენე.
კი ზუსტად ასეა, რუსთველის ზომის წიგნია ტოლსტოიც, მის მაგივრად რომელიც არის.
საინტერესოა ბატონმა დავითმა გადაადგილა წიგნი?
არამგონია, მამას ასეთ შემთხვევაში ნომრები აქვს შეცვლილი, რაც წიგნების თანმიმდევრობას არ არღვევს.
კაცი გამალებით ეძებდა წიგნაკში ნომრებს, ელენეს ეუბნებოდა და თაროებზე ამოწმებდა.
-ირაკლი - წამოიძახა ქალმა - გაბლიანიც არ არის, მისი ადგილი ცარიელია.
-ოჰოოო... - დაუსტვინა ირაკლიმ - ნეტავ კიდევ რამდენი წიგნი აკლია და სად გაქრნენ ისინი? დავიჯერო ამათ შეეწირა მამაჩემი?
გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა
არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიგო. ერთი წამით ჩაფიქრდა და ისევ წიგნის თაროებს მიუბრუნდა.
ირაკლი პიცა ხომ არ შეგვეკვეთა? - კითხა ელენემ მორიდებულად. რა ექნა შიმშილი თავისას შვებოდა და ტვინი სხვა აღარაფერზე ფიქრობდა.
მმე არ ვიცი როგორ - დაიბნა ახალგაზრდა კაცი და ფეხზე წამოდგა - ისე დღეს მეც არაფერი მიჭამია.
ინტერნეტში მოვძებნი უცებ - დასტაცა ტელეფონს ხელი ელენემ - ზედ დამატებული სასმელი, შენ რა გირჩემნია? ყავა და ჩაი გვაქვს? ისე ვატყობ გათენება მოგვიწევს ამაღამ.
ეგენი გვაქვს და არც მუშაობის წინააღმდეგი ვარ, ისედაც არ მძინავს ღამე.
მაშინ ბლომად შევუკვეთავ - გაეცინა ელენეს და პიცერიის ნომერი აკრიბა ტელეფონზე.

9 თავი
პატრული გაბადაძე მანქანაში იჯდა და ხელში განცხადებას ატრიალებდა, რატომღაც არ ჩქარობდა დარეკვას. მერე ამოიხვნეშა, თავი გადააქნია და ტელეფონს დაწვდა. პირველივე ზარის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ხმამ უპასუხა.
-გამარჯობა - მიმართა ქალს გაბადაძემ - ქალბატონ ლამარასთან ვრეკავ. პატრული ზურა გაბადაძე ვარ.
- ბებია სახლში არაა, საღამოს დარეკეთ - უპასუხა ქალმა და ტელეფონი გათიშა. გაკვირვებული ზურა რამდენიმე წამი არ ინძრეოდა. „ რა უზრდელი ახალგაზრდობააო“ ჩაიბურდღუნა ბოლოს და ტელეფონი გადადო.
საღამომდე გაბადაძეს სულ დაავიწყდა ქალბატონი ლამარაცა და მისი ოჯახიც. თბილისის სამარათალდამცავები, და არა მარტო ისინი, მანიაკს ეძებდნენ, რომელიც ბოლო პერიოდში ქალების საცვლებზე ნადირობდა და ხან რომელი უბნიდან ჩიოდნენ გაქურდვის შესახებ და ხან რომლიდან. მორიგ ასეთ დაზარალებულ ქალბატონს ესაუბრებოდა პატრული გაბადაძე, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა.
გამარჯობა, ზურა გაბადაძე ბრძანდებით? - გაისმა ქალბატონის სასიამოვნო ხმა.
დიახ, გისმენთ ქალბატონო...
ლამარა გიგაური ვარ, დილით დაგირეკიათ ჩემთან, ჩემმა შვილიშვილმა მითხრა...
დიახ ქალბატონო ლამარა, თქვენი ნახვა მინდა, თქვენი განცხადებაა ჩემთან.
თუ შეგიძლიათ 2 საათის შემდეგ მობრძანდით, სკოლაში ვიქნები მანამდე. მერე კი დაგელოდებით.
შევთანხმდით ქალბატონო, ნახვამდის. ზურამ ტელეფონი გადადო და საქმეს მიუბრუნდა.

**********
თბილისში გაზაფხული საერთოდ აღარ იგრძნობოდა. როგორც იქნა სიცივეები დამთავრდა და მზემ ისე დააჭირა, შეუძლებელი იყო სუნთქვა. მანქანის გამონაბოლქვი და მტვერი ერთმანეთში ირეოდა. პატრული გაბადაძე ახლად წამოჭიმული სახლების შუაში ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა, რომელიც დიდ, პატრონის სტატუსისთვის შესაფერის მანქანებს კიდევ უფრო დაევიწროვებინა. როგორც იქნა ერთი პატარა მოკრძალებული სახლი დაინახა და კარებზე ზარი დარეკა. რამდენიმე წამში ასაკიანი, ჭაღარა შერეული, ერთ დროს ალბათ ძალიან ლამაზი, ახლა კი გატეხილი მაგრამ მაინც ამაყად მომზირალი ქალი გამოჩნდა და სტუმარი სახლში შეიპატიჟა.
დიდ, ახალ და სიმდიდრეს დახამებული მეზობლების სამფლობელოების ფონზე მათი ერთსართულიანი სახლი ჯუჯების ქოხი ეგონა ზურას. მისაღები ოთახის მაგიდაზე უამრავი წიგნი იყო გადაშლილი და კალამ მომარჯვებული გოგონა რაღაცას გამალებით წერდა.
გაბადაძე იქვე სავარძელზე დაეშვა, თითქოს ერიდებოდა მისი შეწუხება. ფეხდაფეხ შემოყოლილმა ქალმა ზურას მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა.
ბატონო ზურა აქეთ მობრძანდით, ეს ჩემი შვილიშვილია ანუკი. ანიჩკა შვილო - გოგონას მიუბრუნდა ქალი - ცოტა ხნით აკეცე წიგნები. სტუმარს გავუმასპინძლდეთ, სადილის დროა უკვე.
არ შეწუხდეთ ქალბატონო - შეიშმუშნა ზურა
არა რა შეწუხებაა, ეს ისე ბებია - შვილიშვილურად გმასპინძლობ. მეც ახლა მოვედი და ეს გოგოც. მაგრამ ვის ახსოვს ჭამა, ვერ ხედავ რა გამხდარია? თითქოს დატუქსა ანუკი ბებიამ, მერე სამზარეულოში გავიდა და გოგონაც თან გაიყოლა.
სახლს სიძველე ეტყობოდა. მოჩუქურთმებული მაგიდა-სკამები იდგა მისაღებ ოთახში. კედლები სურათებს დაემშვენებინა. აზიური სტილის სავარძლები ძველებური წიგნების კარადის გვერდით იწონებდნენ თავს. ერთადერთი რაც ამ ოთახში თანამედროვეობას უსვამდა ხაზს კედელზე დაკიდებული ტელევიზორი იყო.
ზურამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და ბებია-შვილიშვილიც გამოჩნდა. მწირი სადილი გაშალეს მაგიდაზე. მაგრამ ისეთი ოხშივარი ასდიოდა, ისე გემრიელი იყო, გაბადაძეს მსგავსი არაფერი გაესინჯა.
ქალბატონო ლამარა დიდი დრო რომ არ წაგართვათ, თან მომიყევით რა ხდება - წვენს მიწვდა პატრული და ქალს მიმართა.
ჩვენი მეზობელი, აი ის - ფანჯრიდან დაანახა ლამარამ დიდი ქვის გალავანი - რამდენიმე წელია რაც აქ გადმოვიდა. უფრო სწორად ზუსტად 7 წელია. ადრე ამ ადგილზე ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა, შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. პატარა სახლი ქონდათ და დიდი ბაღი, ხეხილიანი. მობრძანდა ეს ვაჟბატონი და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა, უარი მიიღო. ეს მისვლა- მოსვლა ლამის 6 თვე გაგრძელდა. არ უნდოდათ გაყიდვა. პატარა მაღაზია ქონდათ და მშვიდად ცხოვრობდნენ. მალე მაღაზია დაუწვეს, მერე შვილი დაიჭირეს ნარკოტიკებზე. არადა ძალიან კარგი ბიჭია, მაგის ნარკოტიკი კი არა, ხმა არავის გაუგონია, სწავლობდა და სპორტს მისდევდა. ამბობენ, ამ ვაჟბატონის გაკეთებულია ეს საქმეო. მოკლედ 7 წლის წინ იძულებული გახდნენ კაპიკებად მიეყიდათ სახლიან - მიწიანად და სადღაც გადავიდნენ, სად არ ვიცი. იქიდან დაიწყო ჩვენი წამება.
რა ქვია, ვინ არიან ახალი მეზობლები? - ჩაეკითხა ზურა.
თემურ არაბული. ბიზნესი აქვს, გავლენებიც. ზუსტად არ ვიცი რას მოღვაწეობს მაგრამ არც უბრალო კაცია. ცოლი და ორი გოგონა ყავს. საყვარელი ბავშვები. ცოლი ერთი გაპუწკული „ახალი ქართველია“ ჩვენ დროში ეგეთებს მედროვეებს უძახოდნენ.
ნოტებზე დაყენებული ხმით ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდება და ისეთებს ჩაურთავს ხოლმე - გაიცინა გოგონამ - სულ „წევიდა“, „მევიდა“, „იქანე“, „აქანე“-ს იძახის.
ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება ანუკი, ხომ გაგაფრთხილე - დატუქსა შვილიშვილი ბებიამ.
კარგი რა ბე, არ ეტყობა ორი წიგნი რომ არ აქვს გადაშლილი? მარტო სალონში და მაღაზიებში სიარულით ვერ შევიდა მაგის ტვინში ვერაფერი - იცინოდა გოგონა.
თქვენთან როდის დაიწყო პრობლემები და რა უნდა? - კითხა ზურამ და თან კალამი მოიმარჯვა.
როგორც კი გადმოვიდნენ სახლი დაანგრიეს და მთელ ადგილზე ახლის აშენება დაიწყეს. პირდაპირ ჩვენ ფანჯრებთან ამოყავდათ კედელი, სინათლე სულ აღარ შემოდის. აი ნახე - ფარდა გადაწია ლამარამ - მაშინ მივედი და ვთხოვე, ერთი მეტრით გადაეწიათ, რომ ჰაერს ემოძრავა. აყვირდა, გაკაპასდა ქალბატონი, თქვენს გამო ვერ შევცვლი პროექტსო. მიწა მაგათია და რაღას ვეტყოდი. სახლი რომ დაამთავრეს, ეზო აღარ დარჩათ და იქიდან დაიწყო პრობლემები. ჩემი სახლი და ეზო უნდა, რომ დავუთმო.
რა პირობით? თანხას გთავაზობს?
კი მაგრამ თავიდან უარი ვუთხარი, მერე ვიფიქრე ამ ჩაბნელებულ და ძველ სახლში ცხოვრებას, გავყიდი და გადავალ გარეუბანში-თქო. მე მიწის გარეშე არ შემიძლია, მთელი ცხოვრებაა ყვავილებს და ბაღს ვუვლი. კერძო პატარა სახლი მინდოდა, მაგრამ მაგ ფულით კორპუსშიც ვერ ვიყიდი ბინას.
საკმარის თანხაზე რატომ არ გთანხმდებათ?
მაგ დამპალ სახლში მეტს არ გადავიხდიო. მერე ჩვენი მეზობელი მომიგზავნა. ასეო, ისეო, გავლენიანი კაციაო, აიღე ის ფული და წადიო. იგივე პასუხი გავეცი. მომცეს საკმარისი და წავალ-თქო. ცოტა ხანში მეორე მეზობელი მოვიდა, რაიონში გიყიდის სახლსო, ეზო თუ გინდა აუცილებლადო. რაიონში როგორ გადავიდე, მე სკოლაში ვმუშაობ, ანუკი აქ სწავლობს, რომ წავიდე ჩემი პენსია ეყოფა ბინის ქირად და საარსებოდ?
ბოლოს როდის იყვნენ? ამით დამთავრდა მოლაპარაკება?
მოლაპარაკება კი, მაგრამ ერთ დილას ეზო განადგურებული დამხვდა, ყვავილები გადათელილი. დავუძახე და ვაჩვენე. ის ქალბატონი გაიწკიპა, შეიძლება ჩემმა ძაღლმა ქნაო. რა ვუქნა ძაღლს პასუხს ხომ ვერ ვაგებინებო. კი საყვარელი ძაღლია, მაგრამ ისე მსუქანია ძლივს დადის და მაგათი გალავნიდან ჩემთან როგორ გადმოხტა. მერე წყალი გამოუშვეს, დავიტბორეთ. მილი გასკაო.
საპატრულოს არ შეატყობინეთ?- თავი აწია გაბადაძემ
კი მოვიდნენ, დაათვალიერეს და ბრძანეს გავაფრთხილებთო. მაგით დამთავრდა. ერთი კვირის წინ, საღამოს ანუკის ბიჭები დახვდნენ ქუჩაში, შეაშინეს და ბოლოს უთხრეს, საშიშია ამ უბანში ცხოვრება გადადი აქედანო. ხელს არავის ვადებ, მაგრამ 50 წელია აქ ვცხოვრობ და კარებზეც არავის დაუკაკუნებია უნებართვოდ და ახლა გახდა საშიში?
ზურა ჩაფიქრებული უსმენდა ქალს. ფაქტი იყო მეზობელი განგებ ავიწროვებდა.
მარტო თქვენ ორი ცხოვრობთ აქ? - დაეკითხა გაბადაძე.
დიახ ჩვენ ორი. ჩემი შვილი, ანუკის მამა, დიდი ხნის წინ დაიღუპა. იმ არეულობის დროს , სულ ახალგაზრდა. ბენზინგასამართ სადგურზე ბიდონებით ყიდდა საწვავს. ვიღაც არაკაცებმა ჩაცხრილეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ეს გოგო მაშინ თვეების იყო.
დედა? - მორიდებით იკითხა პატრულმა.
ერთ წელში საზღვარგარეთ წავიდა, ცოტა ხანი გვეხმიანებოდა, მერე დაიკარგა. გათხოვდაო გავიგეთ, მაგრამ აღარ მოვუკითხივართ. ანუკიმაც აღარ ისურვა მასთან კონტაქტი. ბებია-შვილიშვილმა თავი ჩაღუნა, სიჩუმე ჩამოვარდა. ზურა მიხვდა, რომ მტკივნეულ თემას შეეხო და ცადა საუბარი სხვა რამეზე გადაეტანა.
ანუკი შენ სად სწავლობ? - მიუბრუნდა გოგონას.
სამედიცინო უნივერსიტეტში - გაიღიმა გოგონამ.
მეც მინდოდა ექიმობა, მაგრამ ხელს რომ გავიჭრი და სისხლს ვხედავ ლამის გული მიმდის - გაეცინა გაბადაძესაც.
პოლიციელებსაც ხომ აქვთ დაჭრილებთან საქმე? - დაინტერესდა ანუკი.
როგორ არა, რამდენი საქმეზე მივდივარ, იმდენი ჩემთვის ვლოცულობ ოღონს სროლა არ იყოს-თქო.
მეც ვიყავი ერთი პერიოდი კრიმინალისტიკით გატაცებული, მაგრამ ბოლოს ფსიქიატრია ავირჩიე, ასე ცოცხლებს უფათურებ ხელს სულში - გაიღიმა გოგონამ.
ხო ჭორიკანა ხარ და იმიტომ - ჩაიბურდღუნა ბებიამ.
საინტერესოააა - სკამზე შესწორდა ზურა - აბა ჭორიკანა ფსიქიატრო ჩემზე რას იტყვი?
მართლა გაინტერესებს ბატონო ზურა?
მართლა, მართლა - დაეთანხმა პოლიციელი.
ახლა ჩემი პაციენტობის არაფერი გჭირთ. თუ დაგჭირდებათ ფსიქიატრი თქვენს გვერდით მიგულეთ, მაგრამ იმედია არ დაგჭირდებათ.
ყველას შეიძლება დაგვჭირდეს - შეეკამათა პოლიციელი.
ფსიქოლოგი კი, ფსიქიატრი არა, ჩვენთან ფსიქოლოგის ფუნქციას მეგობრები ასრულებენ.
ერთ ჭიქას რომ დალევ და დაფქვავ ყველაფერს? მერე ზოგი დაგცინებს, ზოგი რჩევას მოგცემს და ბოლოს მაინც ვერაფერს გშველიან - ხარხარებდა გაბადაძე.
შენ რა გგონია ფსიქოლოგი სხვა რამეს აკეთებს? მეგობრებისგან განსხვავებით ის არც ერთ ჭიქას სვამს შენთან ერთად და არც რჩევას გაძლევს. უბრალოდ გისმენს. კარგი მეგობრები კი გეხმარებიან, ზოგჯერ სისულელის კეთებაშიც, მაგრამ ხომ გეხმარებიან - შეეკამათა ანუკი.
ზურამ საათს დახედა, დრო უცებ გაპარულიყო ბებია-შვილიშვილთან ლაპარაკში, შეიშმუშნა და წამოდგა. - ეგ მართალია, ახლა მე წავალ და ისევ დავბრუნდები თქვენთან. ჩემი ნომერი იცით, ნებისმიერ დროს დარეკეთ.
ბებია-შვილიშვილმა მადლობა გადაუხადა გაბადაძეს, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, რომ არაფრის იმედი ქონდათ.

10 თავი
მშრალ ხიდთან ძვირადღირებული მანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა წყვილმა მაშინვე მიიქცია ბუკინისტების ყურადღება. ელეგანტურ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ ელენეს ძვირფას შარვალ- კოსტუმიანი გაბადაძე უმშვენებდა მხარს.
რომელია? - ჩუმად გადაულაპარაკა გამომძიებელმა პატრულს და მხარზე ხელი დაუსვა.
აი ის, მსუქანი - ყურში უჩურჩულა ბიჭმა და ლოყაზე მოეფერა - ასე მითხრეს ჯერ დაუბეჭდავსაც კი გიშოვისო.
წყვილმა წიგნების თვალიერებით ჩაუარა დახლებს და ერთ-ერთ გამყიდველთან გაჩერდა. კაცი კუთხეში იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა. ინტერესით სავსე მზერა მოავლო მოსულებს და ფეხზე წამოდგა.
-საერთო ნაცნობმა გვითხრა დაგეხმარებათო - მიმართა გაბადაძემ გამყიდველს.
-გააჩნია რაში - ჩაილაპარაკა კაცმა.
-ძვირფასი, არ არსებულის და იშვიათის შოვნაში - დაუკონკრეტა გაბადაძემ.
- დაათვალიერეთ - ხელები გაშალა კაცმა.
- ჩვენ რამე ძვირფასს, იშვიათს და ერთადერთს ვეძებთ. ფასს მნიშვნელობა არ აქვს.
კაცმა ქვევიდან ახედა ტანმაღალ გაბადაძეს.
მეგობარი, რომლისთვისაც საჩუქარს ვეძებთ, ვეფხისტყაოსნის თაყვანისმცემელია. ამიტომ იშვიათი ან საიუბილეო გამოცემები თუ იქნება უკეთესია. თქვენ თუ არა, იქნებ ვინმე სხვას ქონდეს, არც თქვენ დარჩებით ნაწყენი - თითები ერთმანეთს გაუსვა გაბადაძემ.
გამყიდველმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილი. მერე კოტიტა თითები პიჯაკზე შეიწმინდა და შიდა ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო.
-აქ ჩემი ნომერია, შევძლებ თქვენს დახმარებას, რამდენიმე დღეში დამირეკეთ.
ელენემ ფურცელი პატარა ჩანთაში ჩაიდო და წყვილი მანქანისკენ დაიძრა.
-გაოცებული ვარ შენი სამსახიობო ნიჭით ზურა - აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა, როგორც კი ბუკინისტებს დაშორდნენ.
-ამიტომაც მინდოდა თეატრალურში სწავლა, მაგრამ შეეშინდათ ჩემი ნიჭის და არ მიმიღეს. - დამწუხრებული სახით ჩაღუნა თავი გაბადაძემ.
-მართლა არ მიგიღეს? - გაოცდა ქალი.
-კი ასე მითხრეს, პოლიციაში უფრო მეტად გამოგადგება შენი ნიჭიო, აქ ისედაც ბევრი ვართო - აგრძელებდა პოლიციელი.
-მორჩი მაიმუნობას ზურა, წავედით აქედან, კაბა მიჭერს და ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა.
-უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ელენე - დაარიგა ბიჭმა.
-გავითვალისწინებ- დააიმედა გამომძიებელმაც და მანქანის კარები გახსნა.

11 თავი
ბატონო ნიკო ქვევიდან რეკავენ, თქვენთან შეხვედრას ბატონი ლუკა დგვარელი ითხოვს სასწრაფოდ - პროკურორის ოთახში შემოკაკუნდა მდივანი.
ნიკომ გადაშლილი საქაღალდე სტვენით დახურა „რამ შეგაწუხათ და აგაფორიაქათ ბატონო ლუკა“ გაიფიქრა და წამოდგა.
-მე ზუსტად 5 წუთში დავბრუნდები, შენ დარეკე ამოვიდეს დგვარელი, კაბინეტში შემოიყვანე და ჩაი - ყავა შესთავაზე. უთხარი გასულია და სულ მალე მოვა-თქო. აქაა შენობაში-თქო - დაუბარა გოგონას. ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და „აიტიშნიკების“ იმ დიდი ოთახისკენ წავიდა, სადაც ყველაფერი იცოდნენ.
საბა არ ელოდა პროკურორის გამოჩენას და დაბნეული წამოდგა ფეხზე. აქ ძირითადად გამომძიებლები შედიოდნენ, მაღარჩინოსნები იშვიათად.
-საბა აბა თუ რამე გაქვს დგვარელზე უცებ მითხარი - მხარზე ხელი დაკრა ნიკომ დაბნეულ ბიჭს - სულ 5 წუთი მაქვს, რაც შეიძლება ბევრი და მოკლედ.
„აიტიშნიკმა“ სათვალე შეისწორა. - ბატონი ლუკა საკმაოდ შეძლებული კაცია, ეს ისედაც იცი, ბიზნესში არაფერი უჩანს, რამდენიმე გატაცება აქვს, მათ შორის ცხენები და წიგნები. სულ 2 ცხენი ყავს, მაგრამ ისეთები საქართველოს ნახევარი ბიუჯეტი რომ ღირს. წიგნებზეც იგივეს გეტყვი, მთელი მსოფლიოდან ყიდულობს უძველეს და იშვიათ გამოცემებს. ამისთვის არც ძალას იშურებს და არც ფულს. როგორც ჩანს, ჩხაიძეც ამარაგებდა წიგნებით. ესეც თავის მხრივ უცვლიდა ხოლმე რაღაცებს, მოკლედ თანამშრომლობდნენ, მაგრამ დაკარგულ წიგნებზე, არც „ვეფხისტყაოსანზე“ და არც გაბლიანზე არაფერი ჩანს. ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მისი სახელიც არ უხსენებია. ახლაც ვიღაცისგან ძვირადღირებულ გამოცემას ყიდულობს, ჯერ არ ვიცი რა არის და რა თანხაზეა საუბარი. როგორც ჩანს შეთანხმება ტელეფონით და ინტერნეტით არ მომხდარა. ზოგადად უცნაური კაცია, ამხელა ბიზნესი აქვს და იშვიათი მიმოწერა, უფრო იშვიათი სატელეფონო საუბრები, შეიძლება ვიღაც სხვა აგვარებს მსგავს საკითხებს, ვმუშაობ მის უახლოეს წრეზე.
-მადლობა საბა, თუ რამე ახალი იქნება ან ელენესთან ან პირდაპირ ჩემთან. შენთვის სულ მწვანეა ტელეფონზეც და კაბინეტშიც - ნიკომ ისე სწრაფად გააღო კარები და გამოვიდა, რომ რაღაცის სათქმელად მომზადებულ საბას სიტყვის თქმა არ დააცადა.
*****
-რამ შეგაწუხათ ბატონო ლუკა? - პროკურორი ფართო ნაბიჯით და გაღიმებული სახით შევიდა კაბინეტში - მაპატიეთ თუ გალოდინეთ, როგორც კი მითხრეს, მაშინვე თქვენთან წამოვედი.
პატარა საქმე მაქვს ბატონო ნიკო - ხელი ჩამოართვა დგვარელმა ნიკოს - თქვენ იძიებთ დავით ჩხაიძის სიკვდილის ამბავს და ამასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი.
სიამოვნებით მაგრამ ხომ იცით გამოძიების ინტერესები, შეიძლება ბევრი ვერაფერი გითხრათ.
არა, არა, უფრო მე მინდოდა რაღაც მეთქვა.
დაბრძანდით და გისმენთ ბატონო ლუკა - ნიკომ სავარძელი შესთავაზა სტუმარს და თვითონაც მის წინ დაჯდა, ასე უფრო თავისუფლად იქნებოდა ბიზნესმენი, ვიდრე პროკურორის სამუშაო მაგიდასთან დასკუპებულ ნიკოსთან. დგვარელი უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე ეკრანიდან ჩანდა. შარვალ-კოსტუმი მისი ჩვეული და ყოველდღიური ტანსაცმელი იყო ალბათ, ისე თავისუფლად გრძნობდა მასში თავს.
ბატონო ნიკო...
პირდაპირ ნიკო იყოს ბატონო ლუკა, რამეს ხომ არ დალევთ? - შეაწყვეტინა ნიკომ.
არა მადლობა, თქვენმა მდივანმა უკვე შემომთავაზა, ამ სახელმწიფო დაწესებულებაში თანამშრომლებს ჭკუის გარდა ფიზიკური მახასიათებლებითაც ირჩევთ? ამდენი ლამაზი ფორმიანი პირველად ვნახე, მისაღებიდან დაწყებული შენი მდივნით დამთავრებული.
ნიკოს გაეღიმა - ეგ კადრების განყოფილების საქმეა ბატონო ლუკა, აუცილებლად დავინტერესდები მათი საქმიანობით. ვისკს ხომ არ ინებებთ, ჩემმა კოლეგამ მაჩუქა ერთი ბოთლი და გამისინჯეთ აბა როგორია.
-ყინული თუ გაქვთ დავაგემოვნებ - სკამზე შესწორდა ბიზნესმენი.
-ვიშოვით - წამოდგა ნიკო და კაბინეტიდან გავიდა. „ასე რა, რათ უნდა ამხელა ბიზნესმენს ჩაი და ყავა, იცის კაცმა რა უნდა დალიოს, რა ბედზე მაქვს ეს ვისკი, ერთი ბოთლი კიდევ უნდა ვიყიდო“ ფიქრობდა ნიკო და დერეფანში გარბოდა.
დგვარელმა ჭიქაში ჩასხმული ვისკი შეარხია და მასზე თვალმოუშორებლად თქვა : დავით ჩხაიძეს უკვე წლებია ვიცნობ, სოფლიდან ჩამოსული უმამო ხელმოკლე ნიჭიერი სტუდენტი მათემატიკურზე სწავლობდა და კურსზე მაგაზე ძლიერი არავინ იყო. მე ინჟინერიას ვსწავლობდი და მათემატიკაში ცოტა მოვიკოჭლებდი, მაშინ გავიგე ჩხაიძის შესახებ, ისიც რომ მატერიალურად უჭირდა და გამოცდებისთვის მომზადებაში დახმარება ვთხოვე. თამარიც, მისი მეუღლე, მე გავაცანი. ჩემი ჯგუფელი იყო. ისიც დავითთან ემზადებოდა. რამდენიმე ვიყავით და ყველამ ძალიან კარგად ჩავაბარეთ იმ წელს გამოცდა. მერე მთელი სტუდენტობა მოსწავლეები არ მოკლებია, მაშინ დაიწყო თამარის და მისი რომანიც. მათ ქორწილშიც ვიყავი, კარგად მოვილხინე. მერე მე მოსკოვში გავაგრძელე სწავლა. იქვე დავრჩი. არც ტელეფონი იყო და არც ინტერნეტი. დავკარგეთ ერთმანეთი. თამარის გარდაცვალებაც გვიან გავიგე. ერთი შვილი ყავს ირაკლი. ამბობენ კარგი ბიჭიაო. დათუნა მეუბნებოდა გაგაცნობო, მაგრამ ვერ მოასწრო. მოკლედ ახლახანს განვაახლეთ ურთიერთობა, ერთ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. თურმე ორივე იშვიათ გამოცემებს ვაგროვებდით, გავიხსენეთ ახალგაზრდობა. რამდენჯერმე ჩემთანაც დავპატიჟე, მეც ვიყავი მასთან. რამდენიმე წიგნი ვაჩუქე, მანაც მომიძებნა რაღაცები. ის უფრო იცნობდა საჭირო ხალხს ვიდრე მე. მე ფული მქონდა მას კავშირები. ცუდს არაფერს ვაკეთებდით, გულს ვახარებდით ორი მოხუცებული. ტელევიზორში მოვისმინე მის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვებზე, ჩემი გვარიც ახსენეს. არ ვიცი რა წიგნებზეა საუბარი, მაგრამ როცა გენებოთ, ვინც გინდოდეთ ის გამომიგზავნეთ. არაფერს ვმალავ, ამიტომ მოვედი აქ.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლუკა, მართლა გაგვიადვილე საქმე, ამას დავიმახსოვრებ და თუ საჭიროდ ჩავთვლი აუცილებლად გესტუმრები.
-ვიცი თქვენი ამბავი არ მოგერიდებათ - გაიღიმა დგვარელმა -ამიტომაც მოვედი ჩემი ფეხით, არ მიყვარს თქვენი პროფესიის ხალხი და რა ვქნა. ამ საქმეს რომ დაამთავრებთ, მერე მე გეპატიჟებით კარგ ვისკზე, შოტლანდიურზე.
დგვარელი წამოდგა, კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ნიკოს და კაბინეტი დატოვა.

12 თავი
-საქმე ასეა, ბატონი ლუკას სტუმრობა ცოტა დამაბნეველია, ამხელა კაცი თავისი ფეხით გამოცხადდა აქ, ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო. დავიჯერო სადაც მის გვარს ახსენებენ ყველგან ასე გარბის ახსნა-განმარტებისთვის? მე არაფერ შუაში ვარ ბატონო, სტუდენტობის დროის ნაცნობები ვართო, ერთმანეთს ვეხმარებოდითო. - ნიკო სავარძელში გასწორდა.
-ან მართლა მასეა, ან ცდილობს მოგვატყუოს და ყურადღება გადაგვატანინოს. მის შესახებ გავარკვიე, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, იშვიათად აძლევს ინტერვიუს, მისი სახლი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა. ცოლთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. შვილი თავისი ოჯახით ამერიკაშია. შვილიშვილი ერეკლე სტუდენტია, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობს, იმ განსხვავებით, რომ BMW X5 დადის უნივერსტეტში. ზოგჯერ კლუბშია, ზოგჯერ ლაშქრობაში. ცხენები უყვარს ბაბუასავით. ვარჯიშობს სისტემატურად, არავითარი ნარკოტიკები და სასმელიც ხანდახან. ბატონი ლუკა ოფიციალურად მცირე ზომის ბავშვთა სახლებს მფარველობს, მაგრამ არაოფიციალურად იშვიათად ეუბნება ვინმეს დახმარებაზე უარს. განსაკუთრებით ახალგაზრდები უყვარს და ხშირას სხვადასხვა მცირე ბიზნესში დებს ფულს. ცოლი მისი მარჯვენა ხელია, ორივე ან იპოდრომზე დადიან ან სახლში არიან. სულ ესაა რაც გავარკვიე - ჩამოარაკრაკა გაბადაძემ.
-ეგ ციხე-სიმაგრე ჩვენთვის მიუწვდომელი არაა, თვითონ დაგვპატიჟა, როცა გნებავთ მოდითო, მაგრამ შიგ რას დაგვახვედრებს ესაა საინტერესო. ამიტომ ამ კაცის დაფრთხობა ახლა არ ღირს, იყოს ასე ეჭვებში, იქნებ საბამ მაინც იპოვოს რამე. არ უარყოფს რომ კოლექციონერია. ჩემი გატაცებააო, ჩხაიძეს კონტაქტები ქონდა, მე ფულიო. საინტერესოა ვის აქვს ახლა ეს საქმე მინდობილი. ნიკო თავისთვის უფრო ლაპარაკობდა, ვიდრე ოთახში მყოფთათვის. ელენე ჩაფიქრებული უსმენდა პროკურორის მსჯელობას. გაბადაძე გაჯგიმული იჯდა და ხან ერთს მიაჩერდებოდა და ხან მეორეს.
-ირაკლისთან რა ხდება ელენე? -გამომძიებელს მიუბრუნდა პროკურორი.
-პიცა ვჭამეთ და ცოტა ლუდიც დავაყოლეთ, ხო კიდე, ბევრი ყავა დავლიეთ და ღამე გავათენეთ.
-რაააა - გაკვირვება ვერ დამალეს კაცებმა.
- ხო რაა, მთელი ღამე ვიქექებოდით წიგნებში, ძველ და ახალ გაზეთებში, სამეცნიერო გამოცემებში, ჟურნალებიდან ამოჭრის ფურცლებში. დავიმტვერეთ, დავიხრჩვეთ და აღარც პიცა გვეჭამა? იმ ბიჭს მეტი არაფერი ქონდა, მამა ორი დღის წინ გაასვენა და შემწვარ-მოხარშულებს არ დაუწყო გაკეთება. რის გამოც ბოდიში მოიხადა სხვათაშორის. პიცა შევუკვეთეთ და თითო ქილა ლუდი დავაყოლეთ.
-საქმესთან ახლოს ქალბატონო ელენე, საქმესთან ახლოს - გაეღიმა ნიკოს.
-საქმესთან ახლოს ბატონო ნიკო ისაა, რომ ორი წიგნია დაკარგული, რაც უკვე ტელეფონზეც მოგახსენეთ, ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული „თავისუფალი სვანეთი“ და 1954 წელს გამოცემული უნგრული „ვეფხისტყაოსანი“. მეტი არ ვიცით, ან კიდევ რამეა დაკარგული და არ ქონდა აღრიცხული ბატონ დავითს, ან მხოლოს ეს ორი. რამდენიმე წიგნის შეტანა ვერ მოასწრო კარტოთეკაში, ჯერ მაგიდაზე ელაგა ნომრების გარეშე. ისე მართლა დიდი სიმდიდრე უნდა იყოს იმ სახლში. თვითონ ირაკლი სასიამოვნო ბიჭია, როგორც იხსენებს მამასთან ახლოს იყო, ყველაფერი გააკეთა უდედობა რომ არ მეგრძნოო. არ უფიქრია დაქორწინებაო. ვინმე ქალსაც ვერ იხსენებს მამამისის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით ნინო აბაშიძის არსებობის შესახებ. კიდევ არის ქალბატონო დოდო. მას მიზეზი ქონდა მოკვლის, მაგრამ ძალიან დაუჯერებელია ეს ამბავი. ირაკლი ინჟინერია, გატაცებით ლაპარაკობდა თავის საქმეზე. მანქანების ნაწილების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. ფრანგი მეგობარი გოგო ყავს, რომელმაც ჩემს იქ ყოფნაში დაურეკა და ესეც ფრანგულად ეჭღურტულა. სულ ესაა.
-შენ რა გაარკვიე? - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს.
-ლამარა გიგაური სკოლის მასწავლებელია, საირმის ქუჩაზე მარტო ის ცხოვრობს ძველ სახლში. ერთი შვილიშვილი ყავს ანუკი. ფსიქოლოგიას სწავლობს. ძალიან კარგი გოგოა. მეზობლებთან ურთიერთობის ამბავი იცით, თუ მოგიყვეთ?
-არა ვიცი, შენი აზრი მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს ამბავი? - პროკურორი სავარძელში გასწორდა და კალამი მოიმარჯვა.
-მე მართალი მგონია, ზუსტად ფანჯრის წინ აქვს ბატონ თემურ არაბულს კედელი ამოყვანილი, ისე რომ ჰაერიც კი არ მოძრაობს. მისი სახლი ორი მხრიდან ესაზღვრება გიგაურებს. მეორე კედელი ეზოს მთლიანად ჩრდილავს. არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი მართალი იყოს.
-რა გვარი თქვი? - დაინტერესდა ელენე.
-თემურ არაბული - გაკვირვებულმა უპასუხა ზურამ.
-რომ იცოდე ეგ არაბული რა კაცია, ეჭვს აღარ შეიტანდით ამ ამბის სისწორეში. ხარბი და შურიანია, ყველაფერზე „მე, მე“-ს იძახის, ჭირდება თუ არა. ძალიან ღარიბი ოჯახის შვილია, არ ვიცი საიდან იშოვა ფული, მაგრამ ახლა ყველგან ფესვები აქვს გადგმული. თქვენ დგვარელზე ამბობდით შეგვჭამსო და არაბული არც კი დაგღეჭავთ, ისე გადაგყლაპავთ.
-ვინაა ასეთი? თვალებგაფართოვებული უსმენდნენ კაცები.
-ხომ გითხარით ხარბია-თქო. ამასთან ბოროტიცაა. იმ ქალს ძალიან არ გაუმართლა არაბულის მეზობლობით. თუ რამე ჩაიფიქრა, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევს.
-შენ რას გვირჩევ? - დაეკითხა ნიკო.
-მაგასთან კანონებით, კოდექსებით და მორალით ვერაფერს გახდებით. აზრი არ აქვს, იმდენი ხანი გაწელავს საქმეებს დაიტანჯებიან გიგაურები და თვითონ გაიქცევიან. რამე სხვა გზა უნდა მოძებნო.
-ოოო - სავარძელში გადაწვა გელაძე - ასე რთულად არ მეგონა საქმე. იქნებ რამე მოვახერხო. გავიკითხავ-გამოვიკითხავ მაგის სანაცნობო წრეს, გიგაურებსაც ვესტუმრები ამ დღეებში და მერე მოვიფიქრებ რამეს. ახლა თუ მეტი არაფერია დავიშალოთ უკვე გვიანია. საბას ნახვის გარეშე არ წახვიდეთ, იქნებ რამე ქონდეს კიდევ. შენ კი - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს - ჩაიცვი ის შენი ლამაზი ტანსაცმელი და იმ ბუკინისტს გაუარე, ტელეფონზე დარეკვას მერეც მოასწრებ. იფიქრებს მყიდველიაო და იქნებ უფრო მოინდომოს.
-სიამოვნებით - გაიჭიმა გაბადაძე და წამოდგა.
-მაშინ დროებით - დაემშვიდობა ნიკო კოლეგებს და ისევ ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა.


13 თავი
ძვირფას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გაბადაძე ნელი ნაბიჯით უდარდელად მიდიოდა ბუკინისტისკენ.
-გამარჯობა მიცანით? ჩემთვის რამე ხომ არ გაქვთ?- კითხა გამყიდველს და წიგნების თვალიერება დაიწყო.
-თქვენს ზარს ველოდი..
-ხო ვეღარ მოვიცალე იმდენი საქმე მქონდა. აქეთ ვიყავი და გამოვიარე. თვალს არ აშორებდა პოლიციელი კაცს.
-თქვენ რომ გინდოდათ ის „ვეფხისტყაოსანი“ ვიშოვნე, უნგრული გამოცემაა 1954 წლის, მაგრამ აქ არ მაქვს, უნდა მომიტანონ. თუ მყიდველი ხარ ორ დღეში მოვატანინებ.
-ვინ უნდა მოიტანოს? -აგდებულად იკითხა პილიციელმა, გული კი გამალებით უცემდა.
-ერთი ბიჭია, სტუდენტია, ხანდახან წიგნები მოაქვს ჩემთვის. თვითონ არ ყიდის, თუ ნამდვილად მყიდველი ხარ...
-მყიდველი ვარ, მაგრამ წიგნი უნდა ვნახო. აი ჩემი ნომერი და დამირეკე - ჯიბიდან სპეციალურად ამ შეხვედრისთვის დამზადებული ბარათი ამოიღო ზურამ და ბუკინისტს მიაწოდა. მანაც რამდენჯერმე შეათვალიერა ბარათი და ჯიბეში ჩაიდო.
****
-ელენე, ელენე, ქალბატონო ელენე - ჩასძახა ტელეფონში - ვიპოვნე, „ ვეფხისტყაოსანი“ ვიპოვნე.
-დაწყნარდი გაბადაძე და ისე მითხარი რა იპოვნე და სად ხარ? - ელენე მიხვდა რამაც ააფორიაქა პოლიციელი და თვითონაც აუჩქარდა გული.
-ბუკინისტმა მითხრა, თუ მყიდველი ხარ ერთი ბიჭი მომიტანს უნგრულ „ვეფხისტყაოსანსო“ - განმარტება მისცა ბიჭმა.
-აბა ახლავე ჩემთან, ნიკოს უნდა გავაგებინოთ ეს ამბავი, ნეტა მართლა ის იყოს - ტელეფონი გათიშა ქალმა.
ელენეს ტვინში ნეირონები სინათლის სიჩქარით გადარბოდნენ. როგორ გაერკვია ნამდვილად იმ წიგნზე იყო ლაპარაკი, თუ უბრალოდ იგივე გამოცემაზე. გამომძიებელი სავარძელში იჯდა და კბილებით კალამს ათამაშებდა. ბავშვობიდან, როცა რამეს ფიქრობდა, ფანქრებს და კალმებს მტრობდა და ახლაც შემორჩა ეს ჩვევა.
პოლიციის განყოფილების კარებში გაბადაძე გამოჩნდა. ელეგანტურად გამოწყობილი, ფართო მხარ-ბეჭიანი და გრძელფეხება პოლიციელი გამოირჩეოდა დერეფანში მოსიარულე თანამშრომლებისგან. გაბადრული სახით დაიძრა ელენესკენ და რამდენიმე მაგიდას ისე სახიფათოდ აუარა გვერდი, ქალმა იფიქრა, ახლა გამოიყოლებს და დაიმხობს თავზე ყველაფერსო.
-გამოჩნდა ქალბატონო ელენე, ვიღაც ბიჭს აქვს, ვუთვალთვალოთ ვინ მოუტანს და ავიყვანოთ - სულმოუთქმელად მიაყარა გამომძიებელს.
-მოიცა კაცო, იქნებ სხვა წიგნია, იგივე გამოცემა, წიგნის გაყიდვისთვის ხომ ვერ დავიჭერთ კაცს.
- ეე, როგორ იცით ხოლმე რააა. - იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა პოლიციელი - მიხაროდა ვიპოვე-თქო.
- მე არ მითქვას არაფერი ვქნათ-თქო, შევამოწმოთ, იქნებ ეგაა, გავიგოთ ვინ მოუტანს. თუ ისაა რაც ჩვენ გვინდა, სად წავა. ავიყვანთ. თუ არადა იყოს და ყიდოს წიგნები თავისთვის. ელენე ჩაფიქრდა. - როგორ გავიგო თუ ისაა, როგორ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და მაგიდას დააშტერდა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გაბადაძე ფეხზე წამოხტა. - მე ვიცი - იყვირა და პირველკლასელივით გაიჭიმა. მერე შერცხვა და ისევ სავარძელში ჩაეშვა.
-აბა ბრძანე რა იცი - გაუღიმა ელენემ.
-დარწმუნებული ვარ, დავით ჩხაიძე რამე თავის ნიშანს დაადებდა წიგნებს, ასე იქცევა ყველა და რაღა ეგ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ირაკლიმ იცოდეს. თუ არ იცის ვნახოთ მისი ბიბლიოთეკა, იქნებ გაგვიმართლოს.
-ხოოო ეგ კარგიააა - გააგრძელა სიტყვა ელენემ - ერთი ის მითხარი, რამდენ საქმეში დახმარებიხარ გამომძიებელს? თუ ეს შენი პირველი საქმეა? - შეუბრუნდა პოლიციელს და გვერდიდან შეხედა.
-მე პატრული ვარ ქალბატონო ელენე. ჯარიმები, ავარიები, ოჯახური კონფლიქტები. ერთი-ორი წვრილმანი ხულიგანიც დამიკავებია, მაგრამ მკვლელობა პირველი იყო და გამოძიებაშიც პირველად ვარ ჩართული.
-ასე თუ გააგრძელე შემცვლელად მომევლინები. ყოჩაღი ხარ - შეაქო ელენემ. პატრული გაწითლდა, გამწვანდა და გრძელი ხელები აღარ იცოდა სად წაეღო.
-რა ვქნა ახლა მე? - ნერვიულად წამოხტა ფეხზე.
-ჯერ ეგ ტანსაცმელი გამოიცვალე, ნახევარი განყოფილება ქალებია და მუშაობაში ხელს უშლი. ნიკოსთან წავალ, საბასაც შევუვლი და დაგირეკავ. ისე იმ ბუკინისტის ამბებს თუ გამოიკითხავ წყნარად და მშვიდად, ცუდი არ იქნება. ოღონს შენ არსად გამოჩნდე.
- გავარკვევ, იქ ერთი-ორი ნაცნობი ბიჭი მეგულება და ვნახოთ რამე იქნებ გავიგო - წამოდგა გაბადაძე და ფართო ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.

14 თავი
-საბა რამე საინტერესო გაქვს ჩემთვის? - კომპიუტერებით გადავსებული ოთახის კარები შეაღო ელენემ.
-უფ ქალბატონო ელენე, როგორ იცით ხოლმე თავზე დადგომა, ვერ გავიგე როდის შემოხვედით.
-პროფესიული ჩვევაა საბა, პროფესიული. რა ვქნა ასე ჩუმად და ფრთხილად თუ არ მივეპარე დამნაშავეს, ხო გაიქცა და დავკარგე სამუშაო. რაო რას უსმენდი, იმხელა ხმა ისმის მაგ ყურსასმენებიდან, სროლით რომ შემოვსულიყავი მაინც ვერაფერს გაიგებდი.
-ეს ტექნო მუსიკაა ქალბატონო გამომძიებელო, მუშაობაში მეხმარება. რაც შეეხება თქვენს საქმეს, განსაკუთრებული არაფერია. დგვარელი მარტო მიკითხვა- მოკითხვითა და ბიზნესითაა დაკავებული. გუშინ შვილიშვილს ეჩხუბა ღამე დაგვიანების გამო. არადა ის ბიჭი სასტუმროში იყო გოგოსთან ერთად - ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა საბას.
-არ მითხრა რომ სასტუმროშიც უთვალთვალებდი საბა - ვითომ გაბრაზებული სახით შეხედა ელენემ.
-რომ მივიდნენ გარე კამერებში ვნახე, მაგრამ ნომრებში არაა კამერები. არადა კარგი იქნებოდა, რამდენ საქმეს გაგვიადვილებდა მეც და თქვენც - დანანებით თქვა ბიჭმა და ცხვირზე დასკუპებული სათვალე გაისწორა.
-ახლა დგვარელი კი არა ბუკინისტი მაინტერესებს. ამ დღეებში ვიღაცამ წიგნი უნდა გადასცეს. 100 თვალი და 100 ყური მჭირდება საბა.
-აი გადახედეთ, აქ მთელი მისი საუბრებია. მგონი ჯერ არაფერია. აწი ყველაფერს გადავამოწმებ. - ელენეს რამდენიმე ფურცელი მიაწოდა.
-კარგი საბა თუ რამე მირეკავ...
-გადამრევთ თქვენ და ბატონი ნიკო. იმანაც „თუ რამეა მირეკავო“ პირველს რომელს გირეკავთ?
-მე საბა, მე, პროკურორს ისედაც ბევრი დამრეკი ყავს. ელენემ შუშის კარები გამოაღო და გარეთ გავიდა. თან ფურცლებს ათვალიერებდა და დერეფანს მიუყვებოდა. მაგიდასთან მივიდა. ჩაფიქრებული დაჯდა სავარძელში და ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა. „ იქნებ რამე გამომრჩა, იქნებ რაღაც სხვა მოხდა. დავიჯერო ორი წიგნის გულისთვის აწამეს და მოკლეს პროფესორი კაცი? რაღაც ძალიან უბრალო და დაუჯერებელია, მაგრამ რას გაიგებ“ ფიქრობდა ელენე. „ ამ საქმის გახსნას თუ ვეღირსე, შვებულებას ავიღებ და დასასვენებლად წავალ. დროა დანაზოგი გამოვიყენო და სადმე გავემგზავრო, ახალი ხალხი, ახალი გარემო, ახალი ფლირტი მჭირდება და დროებით უნდა დავივიწყო სამუშაო.“ ფლირტის ხსენებაზე გააჟრჟოლა. „ უნდა შევეხმიანო ჩემს ბიჭს, თუ არა გაბრაზდება, სულ დამივიწყეო“ ფიქრი გააგრძელა ქალმა. ბოლოს რომ ნახა ცოტა დაძაბული საუბარი გამოუვიდათ. თავიდანვე იცოდნენ ერთმანეთისგან რა უნდოდათ. ვნებებს დაიკმაყოფილებდნენ და ორივე თავის ცხოვრებას მიხედავდა. ელენეს ახლაც ეს უნდოდა, აი პარტნიორს კი აერია ერთმანეთში რაღაცები.
ქალმა ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა „ საღამოს პიცაზე ჩემთან“. იცოდა პიცაზე და მერე გაგრძელების პერსპექტივაზე უარს ვერ იტყოდა. ზუსტად წუთნახევარში პასუხიც დაბრუნდა „OK”. ქალმა მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და განყოფილებიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. მოიცდიდნენ მოკლული ჩხაიძეც და მისი მკვლელიც.

15 თავი
-ყოველთვის რა რბილი კანი გაქვს ელენე, ეს თმის ახალი ფერი ხომ საერთოდ მაგიჟებს - ჩურჩულებდა ალკოჰოლმორეული კაცი და კოცნის კვალს ყელში ტოვებდა. ელენე გარინდული იჯდა მის ფეხებს შორის და ჯერ გაუხსნელ პერანგის ღილებს იწვალებდა. უყვარდა როცა მოლოდინი ხანგრძლივდებოდა, მერე სიამოვნება უფრო დიდი იყო. ძლიერი ხელი წელზე იგრძნო და ტუჩებიც ენამ გააპო. ვნება არეული ქალი ალერსს აყვა, ჯერ თავის შარვლის ღილს დაწვდა და ნელა გახსნა, მერე პარტნიორისას წაეპოტინა. ხალიჩაზე მოკალათებულ კაცს ნელა ათავისუფლებდა ტანსაცმლისგან, ცხელი ენა და ტუჩები გონებას უწვავდა. კიდევ ერთი ბიძგი და მუცელში სისავსე იგრძნო.
*****
- კიდევ თითო ნაჭერი? -კითხა კაცმა და თმაზე მოეფერა, თან ჭიქით წყალი მიაწოდა.
-კი თითო ნაჭერიც - თქვა ელენემ და თავი აწია.
-ჯერ წყალი როგორც ყოველთვის. ქალს გაეღიმა, წყალი მოსვა და პიცის ნაჭერი აიღო.
-სავარძელში გადავინაცვლოთ, აქ შეგვცივდება.
-ამაღამ ვრჩები?
-წასვლას აპირებდი?
-არა, მაგრამ თუ გენდომებოდა წავიდოდი. დავრჩები ოღონდ დილით ადრე უნდა ავდგე, სახლში მივიდე, საბუთები ავიღო და შეხვედრაზე წავიდე.
-სერიოზულია?
-კი ძალიან, ეს თუ გამოვა, რეგიონში უდიდესი იმპორტიორები ვიქნებით.
-გილოცავ- თქვა ქალმა და ტუჩებს მიწვდა.
-ჯერ არა, მერე მომილოცე ოღონს ვახშამზე მე გეპატიჟები, თან არა შენს სახლში.
-ვნახოთ - თქვა ელენემ და ფეხზე წამოდგა. ახლა რესტორნების და რომანტიკული ვახშმების დრო არ იყო, ახლავე უნდა შეეწყვიტა ეს საუბარი.
16 თავი
-პატრულო გაბადაძე ამ საღამოს რა გეგმები გაქვს? - ტელეფონის ზარის შეწყვეტისთანავე კითხა ნიკომ ზურას.
- არაფერი, პაემანს მინიშნავთ ბატონო პროკურორო? - გაიცინა ბიჭმა.
- პაემნისთვის უკეთესს ვიპოვნი ვინმეს - თითქოს გაბრაზდა გელაძე - მეც ვისვენებ და საირმეზე წამყევი, ჩემი თვალით ვნახავ რა ხდება, მეცოდება ის ხალხი.
-სიამოვნებით ბატონო ნიკო - გაუხარდა პატრულს- იცი რა სასიამოვნო ხალხია? მოგეწონებათ.
-მაშინ იქ ბატონი ნიკო აღარ დამიძახო. რვისთვის შეგეხმიანები.
- თქვენს ზარს დაველოდები ბატონო ნიკო, შევთანხმდით. პატრულმა ტელეფონი გათიშა. გაეღიმა. უხაროდა, რომ ნიკოსნაირი ადამიანები კიდევ არსებობდნენ, ვისაც გულთან ახლოს მიქონდა უბრალო ადამიანების გაჭირვება.
საირმის ქუჩის აღმართს ორი სპორტულად ჩაცმული ახალგაზდა მიუყვებოდა თეთრ ლაბრადორთან ერთად. რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ და თან ძაღლს ართობდნენ. მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მამაკაცებმა ჭიშკარი შეაღეს და შინაურულად დაუძახეს მასპინძელს. ძველი სახლის კარებში ჭაღარა შერეული ქალი გამოჩნდა.
-ბატონო ზურა თქვენ ბრძანდებით? ასეთ დროს არ გელოდით - გაიღიმა ქალმა და სტუმრები მიიპატიჟა.
-მარტო არ ვარ ქალბატონო ლამარა - შეიშმუშნა გაბადაძე.
-რა მნიშვნელობა აქვს, სტუმარი სტუმარია, მობრძანდით - სახლისკენ გაუძღვა ქალი.
ნიკო თემურ არაბულის სახლს ათვალიერებდა, სასახლეს ისე დაეჩრდილა გიგაურების ეზო, მზის სხივი ალბათ შუადღეზეც არ გამოჩნდებოდა მათთან. მისაღები ოთახის დიდი მაგიდა ისევ წიგნებით იყო სავსე და მასზე დახრილი ანუკი კალამს ხელში ათამაშებდა. გაბადაძის დანახვაზე გრძელი წამწამები ააფახურა.
-აღარ გელოდით ზურა, ბებიას ვეუბნებოდი ესეც მორიგი გამოკითხვა იყო და დაიკარგა ჩვენი პატრული-თქო.
-არ შეგრცხვა ეგ რომ თქვი? სულ არ გაწითლდი? - გაიცინა გაბადაძემ - ხომ გითხარი მოვალ-თქო.
-უფ ეგრე ამბობს ყველა - ხელი აიქნია ანუკიმ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, სტუმრებს გავუმასპინძლდეთ - დატუქსა ბებიამ შვილიშვილი.
-ეს ნიკო გელაძეა, პროკურორი, ვერ იცანით ქალბატონო ლამარა? - ქალს მიუბრინდა ზურა.
მოხუცი ქალი დაიბნა, ნიკოს მორიდებით შეხედა. - ვერ გიცანით ბატონო ნიკო, მაპატიეთ.
-არაფერია ქალბატონო ლამარა, უბრალოდ გესტუმრეთ, თუ არ შეგაწუხებთ, ჩაით გამიმასპინძლდით და ჩემს მეგობარს წყალსაც თუ დაალევინებთ დიდ მადლობას გეტყვით ორივეს. ნიკო აქოშინებულ ძაღლს აჩერებდა, რომელსაც ერთი სული ქონდა სახლისთვის წრე დაერტყა და ყველაფერზე დაეყნოსა.
-ჩაისაც მოგართმევთ და ვახშამსაც - დატრიალდა ლამარა - ანუკი შვილო, შენ ნიკოს მეგობარს მიხედე. დაასაქმა შვილიშვილი და თვითონ სამზარეულოში გაუჩინარდა.
-დიდი ხანია რაც ეს ლამაზი არსება გყავთ? - იკითხა გოგონამ და ბაქსს მიაჩერდა.
-უკვე სამი წელია ჩემი ოჯახის წევრია, ბაქსი ქვია, უფრო სწორად ოჯახის უფროსია. ნიკო თავზე მოეფერა მეგობარს, მანაც სიყვარულის ნიშნად თათი მუხლზე დაადო.
-მეც ყოველთვის მინდოდა ძაღლი ან კატა მყოლოდა, მაგრამ ბებია უარს მეუბნებოდა, არ გვცალია მაგის მოსავლელადო-გულდაწყვეტილმა თქვა გოგონამ - ბაქსი გარეთ წამომყვება თუ აქ მოვუტანო წყალი?
-ჩვენ წამოვალთ, თან თქვენ ყვავილებს დავათვალიერებთ. ნიკო წამოდგა და ანუკის გაყვა, უფრო ეზოსთვის კიდევ ერთხელ თვალის შევლება უნდოდა, ვიდრე ყვავილების ნახვა.
-ახლა ვხვდები, რომ ბებია მე ძლივს მივლიდა, ცხოველებს ვეღარ გაუძლებდა, მუშაობას რომ დავიწყებ, აუცილებლად მეყოლება პატარა მეგობარი - აგრძელებდა გოგონა და თან ლაბრადორს ეფერებოდა.
-ჯერ ხომ სტუდენტი ხარ? - დაინტერესდა ნიკო.
-წელს ვამთავრებ, სამსახურს ვეძებ უკვე, მაგრამ არაფერი ჩანს. სწავლის გაგრძელებაც მინდა - მოიღუშა ანუკი.
-იმიტომ იყავი წიგნებში ჩაფლული?
-დიახ, გამოცდებისთვის ვემზადები ... ანუკი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, სახლიდან გაბადაძემ რომ გამოყო თავი.
-ნიკო, ნიკო გაცივდა ჩაი და ხაჭაპურიც...
-ხაჭაპური როდის მოასწრო - გაკვირვებულმა იკითხა პროკურორმა.
-ბებია ასწრებს - იცინოდა გოგონა და უკვე სახლისკენ მიუძღვოდა სტუმარს.
-თქვენ ხომ ჩაი გინდოდათ ხოდა მიირთვით, ხაჭაპურს მე გავსინჯავ - სკამზე მოკალათდა გაბადაძე და ორთქლასული ნაჭერი ჩაიტენა პირში.
-მე შეწუხება არ მინდოდა ამ ხალხის, თუ არა უარს კი არ ვამბობ - გაიკრიჭა ნიკო და ხელი დაავლო ხაჭაპურს - ბოდიში ქალბატონო ლამარა, დანა-ჩანგლით ვერ დავუწყებ წვალებას.
-მიირთვი შვილო როგორც გაგიხარდეს, შეგერეგოს - გულღიად გაუცინა ქალმა.
-მე მთიული დედა მყავს და ხინკალზე დაგპატიჟებთ აუცილებლად...
-ხოოო, ხინკალი კარგია - დაეთანხმა პირგამოტენილი გაბადაძე.
-შენ ვინ გეპატიჟება მერე - შეუღრინა პროკურორმა პოლიციელს.
-ჩემს გარეშე ლამარა დეიდა არ წამოვა, არც ანუკი - თავი გამოიდო ზურამ.
-კარგი ხო ეგრე იყოს - იცინოდა ვითომ უკმაყოფილო ნიკო. - ქალბატონო ლამარა, - მიუბრუნდა ქალს - რაღაცის საკითხავად მოვედი, რომ დავითანხმო არაბული საკმარისი თანხის გადახდაზე, ან სახლის ყიდვაზე, გადახვალთ აქედან?
-სიამოვნებით შვილო, სადმე გარეუბანში პატარა სახლი თუ იქნება, იმ დღესვე დავცლი აქაურობას.
-ძალიან კარგი, თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებთ, გეტყვით, რომ საჩივრით ბევრის იმედი არ უნდა გქონდეთ, შეიძლება წლები გაგრძელდეს სასამართლოები, დაიხარჯებით და ან მიაღწევთ სასურველ შედეგს და ან ვერა. მე ვფიქრობ, იქნებ მოვაგვაროთ, რომ თქვენ გადახვიდეთ სხვაგან.
-თუ დამეხმარებით მაგაზე უარს როგორ ვიტყვი. ისე თქვენთან რომ ვიყავი, იმედი არ მქონდა ყურადღებას მომაქცევდით.
-იქვე რას გეტყოდით ქალბატონო ლამარა, ჯერ მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა. ზურა იმიტომ გამოვგზავნე აქ, მაგრამ ეს თურმე თქვენი კეთილი გულით სარგებლობს.
-არა რას ამბობთ - შეიცხადა ქალმა - ეგ რომ იყო, ვერაფრით გავუმასპინძლდი, ისე გავუშვი ბიჭი.
-რა გინდათ ბატონო ნიკო?ერთი უპატრონო კაცი ვარ, მარტო ვარ ამ დიდ ქალაქში, თბილი სადილი თუ მაჭამა ვინმემ, მადლია - თავი ჩაღუნა ზურამ და თვალზე არ არსებული ცრემლი მოიწმინდა.
-მშობლები არ გყავს გაბადაძე? - შეწუხდა ნიკო.
- კი მაგრამ სოფელში, ჩემთვის ვის ცალია - სლუკუნს აგრძელებდა პატრული.
-უფ შე კაცო, მე მთლად უპატრონო მეგონე - ამოისუნთქა პროკურორმა - კინაღამ დედაჩემთან წაგიყვანე, ვიშვილოთ-თქო.
- ისე წინააღმდეგი არ ვარ - გამოცოცხლდა ზურა - იქნებ მეც მომიარონ შენთან ერთად.
-არა ჩემო ზურა, მამაჩემს კიდევ ყავს ორი შვილი ჩემს გარდა მისახედი. ჯერ პატარები არიან ისინი და ჩემთვის და შენთვის არ ცალიათ.
- პატარა რამხელა? - საუბარში ჩაერია ანუკი.
- სტუდენტები არიან, ტყუპები. ცელქი და მოუსვენარი ბიჭები. დედაჩემი მაგათმა გაათეთრეს.
- აბა მე არავინ მყავს - კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლი გაბადაძემ.
- ისე შემაცოდე თავი, ახლავე წაგიყვან სახლში, ოღონდ მერე წუწუნი არ დაიწყო, ტყუპებს ვერ ვუძლებო. შენ და ისინი მამაჩემს ინფაქტს დამართებთ.
- არა, არ მინდა, ჩემს სახლში მირჩემნია ყოფნა. მშვიდად მაინც ვარ ტელევიზორთან ერთად.
- ხოდა შეირგე - საბოლოოდ დააწყნარა პატრული გელაძემ და კიდევ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს დაწვდა.
17 თავი
ელენე მანქანას მართავდა და თან ტელეფონზე ირაკლი ჩხაიძეს ესაუბრებოდა. რაც შეიძლება მალე უნდა ენახა მამამისის წიგნები. ირაკლი შუადღისთვის გათავისუფლდებოდა და გამომძიებელსაც შეეძლო სტუმრებოდა. ის იყო ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ უკნიდან საპატრულო პოლიციის მოთხოვნა გაისმა. ქალმა გაკვირვებულმა დააგდო სიჩქარე და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააჩერა მანქანა. შუშა ჩაწია და პოლიციელის მოსვლას დაელოდა. რამდენიმე წამში ფანჯარაში გაღიმებული გაბადაძის სახე გამოჩნდა.
-პატრულ ინსპექტორი გაბადაძე, თქვენი საბუთები ქალბატონო
- რას მაიმუნობ გაბადაძე ჰა? - გაეცინა ელენეს.
-იმას ქალბატონო ელენე, რომ მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრობდით.
- მართალი ხარ ბატონო პატრულო, მაგრამ რომ იცოდეთ, ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრებოდი, რომელთან შეხვედრის ამბითაც წესით შენც უნდა იყო დაინტერესებული.
- ხოოო - ჩაფიქრდა პოლიციელი - თუ ასეა, მაშინ საპატიო მიზეზი გქონდიათ ქალბატონო გამომძიებელო, ამიტომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
- დავიმახსოვრებ ამას გაბადაძე - დაემუქრა ელენე.
- ისიც დაიმახსოვრე, რომ გაგიშვით - გაიბადრა პატრულიც - ხომ გამაგებინებთ რასაც ნახავთ? - ვეღარ მოითმინა ბიჭმა.
- აუცილებლად აბა რას ვიზამ, შენ ხარ მთავარი გმირი ამ თამაშში.
-თქვენს სამსახურში მიგულეთ - გაიჭიმა პოლიციელი და მანქანას მოშორდა.
ელენემ ღიმილით დაძრა მანქანა, რა კარგია როცა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ასე მხიარული, ფიქრობდა ქალი და გაბადრული სახით მიდიოდა განყოფილებაში.

****
ჩხაიძეების ეზო მოწესრიგებული იყო. ალბათ ასეთი იქნებოდა ბატონი დავითის სიცოცხლეშიც. ელენემ მოკირწყლული ბილიკი გაიარა და კარებზე დააკაკუნა. უმცროსი ჩხაიძე ამჯერად დავარცხნილ- მოწესრიგებული დახვდა.
-მობრძანდით ელენე - შინაურულად მიესალმა ქალს და კაბინეტისკენ გაუძღვა - ახლა მოვედი, მეგობარი ვნახე, რამეს დალევთ? ყავა, ჩაი..
- არაფერს ირაკლი, მადლობა, საქმეზე მოვედი
- ვიცი ელენე, აბა ჩემ სანახავად რომ არ მოხვიდოდი გამომძიებელი ქალი მეც ვიცი - ნაღვლიანად გაიღიმა ირაკლიმ. - აბა რა ხდება, ახალი არის რამე?
- წიგნი გამოჩნდა ბუკინისტებთან, „ვეფხისტყაოსანი“ . მამაშენის არის თუ არა არ ვიცი, მისი წიგნების ნახვა კიდევ ერთხელ მინდა. საცნობ ნიშანს უსვამდა წიგნებს? წარწერას უკეთებდა?
ირაკლი ჩაფიქდა. -არ ვიცი - თქვა ბოლოს - არასდროს შემიმჩნევია, ვნახოთ - და ელენეს ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა.
გამომძიებელი თანმინდევრობით ფურცლავდა წიგნებს. მათ არათუ წარწერა, კადაშლის კვალიც ძლივს ეტყობოდა. „დავიჯერო, ამათ მხოლოდ ყიდულობდა და არ კითხულობდა?“ ფიქრობდა ქალი და ბიბლიოთეკას ათვალიერებდა.
-ირაკლი, რამდენიმე წიგნს წავიღებ, ლაბორატორიაში გავაგზავნი, იქნებ რამე იპოვნონ - უთხრა ქალმა წიგნების ფურცვლით რომ დაიღალა.
-კი რა თქმა უნდა ელენე, რამდენიც გინდა - ირაკლიმ ხელები გაშალა და ბიბლიოთეკაზე მიუთითა.- ისე ქალბატონო ელენე, არამგონია სახლში საჭმელს ხშირად მიირთმევდეთ, ხომ არ დამეწვეოდით? ახლა აი ასე ქართულად ვაპირებდი კარტოფილის შეწვას. რას იტყვით? გაქვთ ცოტა დრო?
ელენე მიჩვეული იყო უკვე ნახევრად მშიერი სიარულს, მაგრამ ახლა ნერწყვი გადაყლაპა და თვითონ გაუძღვა ირაკლის სამზარეულოსკენ.
აბა ირაკლი, სად გვაქვს კარტოფილი, ტაფა, ზეთი? - საქმიანად იკითხა ქალმა და მკლავები აიკეცა.
თქვენ აქ დაბრძანდით და მაცივარში ლუდი მოძებნეთ, დანარჩენი ყველაფერი იქნება. სამზარეულოს წინსაფარი აიფარა ბიჭმა და დანა ხელში აატრიალა.
შეიძლება გკითხო ელენე, მამაჩემის საქმეზე რა ხდება?
ყველაფერს ვაკეთებთ ირაკლი, მეც გაბადაძეც და კიდევ უამრავი ხალხი, მაგრამ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც საქმეს სერიოზულ მსვლელობას მისცემს. ასე თივის ზვინში ვეძებთ ნევსებს, მაგრამ ასეთია ჩვენი საქმე, სადღაც რაღაც გამოჩნდება.
არ გიჭირს ქალს ასეთი მძიმე სამუშაო? - კითხა ირაკლიმ და თვალებში მიაჩერდა. ელენეს გაეღიმა, პირველად არ ისმენდა ამ კითხვას, პირველად არ ეუბნებოდნენ, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა, ამდენი მკვლელობა, დევნა და ზეგჯერ სიკვდილთან თამაში.
არ მეგონა ირაკლი შენც თუ მაგას მკითხავდი, საზღვარგარეთ ცხოვრება ალბათ მენტალიტეტზე ნაკლებად მოქმედებს. ქართველებს ჯერ კიდევ წარმოუდგენიათ, რომ ქალი არ უნდა იყოს გამომძიებელი, მშენებელი და რა ვიცი კიდევ რა. იმასაც ძლივს შეეგუენ, რომ მანქანის საჭესთან ვზივართ. გადაწყვეტილებებს ვიღებთ და მარტო სამზარეულო არაა თურმე ჩვენი საქმე. კი ირაკლი, რთულია, ისე როგორც სხვა რაღაცები, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცის დათმობა. როცა შენი საქმე გიყვარს, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. შენ ინჟინერი არ გამოხვიდოდი ქალი რომ იყო? ან გერმანიაში არ წახვიდოდი, იმიტომ რომ სამზარეულო გიხმობს?
ირაკლი დაბნეული უყურებდა მომხიბვლელ გამომძიებელს და ფიქრობდა, მართლა რა ლამაზი ქალი იყო, თუნდაც მკაცრი ჩაცმულობის და გამოხედვის მიღმა.
-ბოდიში, წყენინება არ მინდოდა, კი რა თქმა უნდა მაინც წავიდოდი. მაინც მანქანებთან მექნებოდა საქმე, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარს და როცა გიყვარს, გამბედაობაც უნდა გეყოს გაყვე.
-შენთვის არ არის რთული უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ელენე სკამზე შესწორდა. კარტოფილმაც მადის აღმძვრელი სუნი გაუშვა. ირაკლიმ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა .
- კი რა თქმა უნდა, თავიდან გამოქცევაზე ვიყავი, გაძლება მიჭირდა. მერე ნელ-ნელა ნაცნობ-მეგობრები, კურსელ-ჯგუფელები გამოჩნდნენ, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა. მოგვიანებით საბინა გავიცანი. ჩემი მეგობარი გოგო. მან კიდევ უფრო გამიადვილა ცხოვრება. ფრანგია, უკვე ორი წელია ერთად ვართ, მაგრამ განსხვავებული აღზრდა, კულტურა და მენტალიტეტი მაინც თავისას შვება. ჩემთან ქორწინება და შვილები არ უნდა. ამბობს, ქართველები მძიმე ხალხი ხართო. ალბათ მართლაც ასეა... ირაკლის ჩაეცინა - ქართველი კაცები ალბათ მართლა სხვანაირები ვართ, მაგრამ ჩვენშიც არიან უფრო მძიმე და უფრო მსუბუქები. შენზე რას მეტყვი? - მიუბრუნდა ელენეს.
-მეც თან მარტო ვარ და თან არა - ქალმა პაუზა გააკეთა - აი ასეა, როგორც შენ, ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე.
- მამაჩემი ჩემს ასეთ ცხოვრებას ვერ ეგუებოდა. ის ერთხელ იყო შეყვარებული დედაზე და მეტ ქალთან არ უცხოვრია, მისი ხატი ქონდა შექმნილი. სულ მაგას მსაყვედურობდა, რომ ვერ ვნახე ჩემი ცხოვრების ქალი. ერთხელ მითხრა, არ უნდა გამეშვი, იქნებ აქ ოჯახი დროულად შეგექმნაო. გავბრაზდი და ორი კვირა არ ველაპარაკებოდი. ახლა ვბრაზდები ჩემს თავზე.
ელენე ხმა ამოუღებლად უსმენდა, მართლა საინტერესო იყო როგორ ცხოვრობდნენ ჩხაიძეები, ეს სწავლული კაცი, რომლის სიცოცხლის დასასრული, სრულიად არ შეესაბამებოდა მისი ცხოვრების სტილს. ირაკლის სუფრის გაწყობა დაემთავრებინა და ელენეს ეპატიჟებოდა
- მობრძანდით ქალბატონო ელენე ჩვენს მწირ ვახშამზე. კარგ ღვინოს არ დალევთ? სუფთაა, მამას მეგობარი აყენებდა ყოველ წელს კახეთში. მამა ამას ყველას არ ასმევდა. მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს. ერთ წუთში მოვიტან.
ელენეს სახლში შემწვარი კარტოფილი დიდი ხანია არ ეჭამა და ზედ წითელი ღვინოც ესიამოვნა. უცებ გადახედა გეგმებს და ხელი ჩაიქნია, არ ღირდა დღეს ამ ვახშამზე უარის თქმა.
-მშობლები გყავს ელენე? - დაინტერესდა ირაკლი და ქალს ჭიქა შეუვსო.
- ორივე მყავს, მაგრამ ჩემთან არ ცხოვრობენ. მამაც გამომძიებელი იყო, ახლა პენსიაზეა, დედა მასწავლებელი. ძმა მყავს და ძმიშვილები. ყველა ერთად დიდი სახლში ცხოვრობს. დედაჩემი სულ მეჩხუბება, იშვიათად მოდიხარ სახლშიო. მამაჩემი მე მამართლებს დედასთან, არ ცალია და რა ქნას ასეთი სამუშაო აქვსო, მაგრამ მარტო რომ დამიჭერს, ისიც იგივეს იმეორებს, მოიცდიან ეგ შენი მკვდრები და მკვლელები, ხანდახან გვნახე, მერე მოგენატრებითო.
- მართლები არიან - დანანებით თქვა ირაკლიმ - ოჯახზე არაფერს გეუბნებიან?
ელენეს გაეცინა, სასმელი მოეკიდა და უკვე ლოყები უხურდა. დიდი ხანია ასე სასიამოვნო და მშვიდი საღამო აღარ ყოფილა მის ცხოვრებაში.
-არა მარტო მეუბნებია, არამედ კანდიდატურებსაც მთავაზობენ, როგორც ხდება ხოლმე. ხან მე ვიწუნებ, ხან ისინი მიწუნებენ. ხან ორივე ერთად და ასე მოვედით აქამდე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ კიდევ თითო შეავსო, აშკარად ორივეს სიამოვნებდა სასმელიც და საუბარიც.
-შენი მშობლები საიდან არიან ირაკლი? მამაშენის საქმეში ვერაფერი ვიპოვნე მის ნათესავებზე.
-ხო ნათესავები მამის მხრიდან არ მყავს, მამას არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, იმერეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. მამა ადრე დაღუპვია, მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, თავისავე მეგობარს და თანასოფლელს მოუკლია. ბებიას პატარა მამაჩემისთვის ხელი მოუკიდია და თბილისში წამოუყვანია.
-ალბათ როგორ გაუჭირდებოდა მარტოხელა ქალს ქალაქში ცხოვრება
- კი. მამა ყვებოდა ხოლმე, ღამე როგორ მუშაობდა ბებია, სარეცხს ურეცხავდა შეძლებულ ხალხს, მამა რომ წამოიზარდა ისიც ეხმარებოდა და სკოლის მერე მტვირთავად მუშაობდა. ბებიას ფილტვების ანთება დამართნია, მერე ტუბერკულოზში გადაუვიდა, რომ გაიგეს გვიან იყო უკვე და ვეღარ უშველეს.
-ამ სახლში როდის გადმოხვედით?- დაინტერესდა ელენე.
- აქ მამა ერთ ოთახს ქირაობდა. სტუდენტი რომ იყო კერძო მოსწავლეები ყავდა და ამეცადინებდა. დედაც აქ მოუყვანია. მერე პატრონმა სახლი მიყიდა და თვითონ რუსეთში წავიდა შვილთან. მამა დიდი ხანი ნაწილ-ნაწილ იხდიდა ამ სახლის ფულს. მერე დედა დაიღუპა და გაუჭირდა მარტო ჩემი მოვლა. ნახევრად ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, მაგრამ საღამოს ყოველთვის სახლში მოვყავდი და აქ მაძინებდა ხოლმე.
-გერმანიაში წასვლა ვისი იდეა იყო?
- მამის. ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ მიმეღო განათლება. თვითონ მასწავლიდა ენებს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან მოწვევა რომ მივიღე, წასვლაზე არც მიფიქრია. მაგის ფული არ გვქონდა. მამამ შენახული ბრილიანტებიანი შვეიცარული საათი მაჩვენა, მამაჩემისგან სახსოვრად მხოლოდ ეს მაქვსო. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა ამ ნივთზე. წაიღო და გაყიდა. ამ ფულით წავედი გერმანიაში. მეტი რა უნდა ექნა კაცს. ძალიან როცა უჭირდა, მაშინ არ გაუყიდია ერთადერთი სახსოვარი. ჩემს გამო გაყიდა და გამიშვა.
ირაკლის თვალები აემღვრა. მამა მისთვის მარტო მშობელი არა, ალბათ უფრო თანამოაზრე და მეგობარი იყო. ეს ორი ადამიანი მხოლოდ ერთმანეთის იმედად უმკლავდებოდა ცხოვრების სიძნელეებს. ელენემ თავჩაღუნულ ბიჭს მხარზე ხელი მოხვია, საპასუხოდ ირაკლის ხელი იგრძნო წელზე. მხარზე კი ბიჭის გულიდან წამოსული ძლიერი ფეთქვა. ერთი წამით თვალებში ჩახედეს ერთმანეთს, თითქოს ნებართვას ელოდებოდნენ, მერე კი ტუჩებმა თავისით მოძებნეს გზა.
*****
ტელეფონი გაუთავებლად რეკავდა. ირაკლიმ თვალები გაახილა და იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელში ტელეფონს დაუწყო ძებნა. ხმა ელენეს შარვლის ჯიბიდან ისმოდა. ნელა გადმოწია ხელი, შარვალს დაწვდა და გვერდით მყოფ ქალს ფრთხილად უჩურჩულა
ელენე, შენი ტელეფონი რეკავს.
რომელია საათია? ასე ადრე ვინ მირეკავს? - თვალები მოიფშვნიტა ქალმა.
უკვე 11 საათია - საათს დახედა ირაკლიმ, მაგრამ ქალი აღარ უსმენდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.
გისმენ გაბადაძე, რა ხდება ასე ადრიანად?
რაღა დროს ადრეა ქალბატონო ელენე, აშენდა ქვეყანა, 11 საათია უკვე. ჩვენს ლამაზ ქალაქში მზეა და გაბადაძეც ემსახურება სამშობლოს.
აბა მითხარი სამშობლოს სამსახურში მე რატომ დაგჭირდი?
რატომ და ის წიგნების გამყიდველი მირეკავს, როდის ნახავ წიგნსო და რა ვქნა? ვუთხარი ქალაქში არ ვარ-თქო, დაგირეკავ-თქო. მაგრამ ბევრიც არ მინდა ვალოდინო.
საუკეთესო ხარ გაბადაძე, დაგირეკავ და განყოფილებაში მოდი.
არის შეფ - დაიძახა პოლიციელმა. ელენემ ზუსტად წარმოიდგინა როგორ გაიჭიმა ბიჭი და გაეღიმა. მერე ტანსაცმელს დაწვდა და სამზარეულოსკენ წავიდა, საიდანაც ჭიქების ხმა ისმოდა.
დილა მშვიდობისა ირაკლი. დიდი ხანია ასე გვიანობამდე არ მიძინია. ყავა შეიძლება?
კი რა თქმა უნდა. ვაკეთებ უკვე...
დავლევ და წავალ. წიგნებსაც წავიღებ, ლაბორატორიაში უნდა მივიტანო.
ირაკლიმ თავი დაუქნია და ცხელი სითხე წინ დაუდგა.

18 თავი
ელენეს ტანში უსიამოვნოდ ტეხდა მაგრამ ახლა ცუდად ყოფნის დრო არ ქონდა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისვლა უნდა მოესწრო. მერე გაბადაძე წაეყვანა მაღაზიებში. „ამ ბიჭის ძიძაობაღა მაკლდა“ გაიფიქრა ელენემ და გაეღიმა, როცა ახალგაზრდა პოლიციელის სახე წარმოიდგინა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კარი შეაღო თუ არა, წინ ძია სოსო აესვეტა
ელენეეე? - გაუკვირდა კაცს - აქ რა გინდა, რომ არავინ მოუყვანიათ საშენო?
ელენეს გაეღიმა, ფუმფულა ნათლიას დანახვა ყოველთვის უხაროდა, მიუხედავად მისგან მუდმივად წამოსული ფორმალინის სუნისა.
-ლაბორატორიაში მივდივარ, ქვევით ძია.
-არ გამიკვირდა კაცო, ჩემს სანახავად მორგში არ მოვიდოდა-თქო აბა. იმ პროფესორის ამბავია? რამე არის ახალი?
-მგონი უნდა იყოს, დამირეკეს მოდიო.
-უფ ძლივს კაცო რაღაცა კაი გავიგე - სოსომ ფუმფულა ხელები ჯერ ერთმანეთს შემოკრა, მერე ელენეს შემოარტყა და გულში ჩაიკრა. -აბა შენ იცი ძია, აბა შენ იცი - და ბურდღუნით გაუყვა დერეფანს. ქალმა ერთხანს თვალი გააყოლა მიმავალ ნათლიას, მერე კიბეებს დაუყვა და ლაბორატორიის თეთრ ხალათიანებს შეუერთდა.
-ქალბატონო ელენე აქეთ - დაუძახა სათვალიანმა ბიჭმა და თავისი მაგიდისკენ იხმო.
-გამარჯობა ხალხო - ერთობლივად მიესალმა ელენე იქ მყოფ თანამშრომლებს, რომელთა უმრავლესობას ცხვირი ან სინჯარებში ჩაეყოთ ან მიკროსკოპებს ჩაკირკიტობდნენ. თავაუწევლად დაიბუბუნა რამდენიმემ „გაგიმარჯოსო“ და საქმე გააგრძელა. „ასე უჟმურ ხალხს სად პოულობენ აქაც და კომპიუტერებშიც“ გაიფიქრა ქალმა და მითითებული მაგიდისკენ დაიძრა.
-თქვენი პროფესორი უცებ რომელიმე საიდუმლო ორდენის წევრი რომ აღმოჩნდეს არ გამიკვირდება - შესავლის გარეშე დაიწყო სათვალიანმა ბიჭმა და მრავლისმეტყველი მზერით თვალები გადაატრიალა.
-ესღა მაკლდა ამ საქმეში - ჩაიბურდღუნა ელენემ - ისე ხომ ყველაფერი ნათელი იყო და ახლა საიდუმლო ორდენებთან მაბრძოლეთ.
-თქვენს მოტანილ წიგნებზე მე-5 და 55-ე გვერდზე პენტაგრამაა გამოსახული, იგივე ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რაც ძველი ღმერთის ვენერას ნიშანია. ბერძნული კულტების რომში გავრცელების შემდეგ, ვენერა აფროდიტესთან გააიგივეს და თაყვანს სცემდნენ, როგორც სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს. რაც შეეხება პლანეტა ვენერას, ის ცაზე რვა წლიანი მზის გარშემო მოძრაობის შედეგად პენტაგრამას ხატავს. ეს სიმბოლო ტამპლიერების ორდენს ქონდა გამოყენებული, რომლის დიდი მაგისტრი ანუ წინამძღოლი ბევრი მეცნიერი იყო...
-მოიცა, მოიცა ახლა ისტორიის გაკვეთილზე ვარ?
-არა - გაიბუტა ბიჭი - წიგნებში ყოველ მე-5 და 55-ე გვერდზე პენტაგრამა ანუ ხუთქიმიანი ვარსკვლავია და „ჩ.დ“ ანუ დავით ჩხაიძის ინიციალები. ისინი შესრულებულია უფერული ანუ სიმპათიკური მელნით, რომელსაც იყენებენ საიდუმლო მიმოწერაში. მჟღავნდება გახურებით, სპეციალური ფხვნილის ან ულტრაიისფერი ან რენდგენის სხივების გამოყენებით. მე რენდგენი გამოვიყენე.
-ძალიან კარგი, მშვენიერი ამბავია. ახლა მე წავალ და ყველაფერი რაც კი ხუთქიმიან ვარსკვლავზე, ტამპლიერებზე და ორდენებზე იცი, განყოფილებაში გამომიგზავნე. გამომადგება აუცილებლად.
-ახლავე დავიწყებ წერას - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს.
-გელოდები და მადლობა - ელენემ ბიჭს გამამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა და ოთახიდან გავიდა. „რა დროს ხარ მკვდარი ბატონო დავით, როგორ ენდომებოდა ამ ბიჭს შენთან ლაპარაკი. ისე ვინ იყავით ბატონო პროფესორო, რაღაც უბრალო მათემატიკოსის ტიპაჟიდან ნელ-ნელა ვარდებით. ახლა ტამპლიერებიც რომ გამოჩნდნენ ცხენზე ამხედრებული, სულ გავგიგჟდები“ ელენე ნელი ნაბიჯით ტოვებდა შენობას და თან ფურცელზე გამოსახულ პენტაგრამას თვალს არ აშორებდა.

*****
გამომძიებელი მანქანაში ჩაჯდა თუ არა ტელეფონში გაბადაძის ნომერი მოძებნა.
-სად ხარ პატრულო გაბადაძე? -ჩასძახა როგორც კი მეორე მხრიდან სუნთქვა გაიგონა.
-სსსსახლში ქალბატონო ელენე, არ შეიძლებოდა? - დაბნეულმა უპასუხა ბიჭმა.
-გძინავს?
-დიახ, წუხელ მორიგე ვიყავი. რა მოხდა?
-ჩქარა ჩაიცვი, ნახევარ საათში სადარბაზოსთან ვიქნები.
-რა ჩავიცვა? - კითხა გაკვირვებულმა გაბადაძემ.
-რა უნდა ჩაიცვა ბიჭო, ტანსაცმელი. ჩვეულებრივი, შენი. ელენემ ფანჯარა აწია და ტელეფონი გათიშა.
პატარა ბიჭივით გამოწყობილი პოლიციელი სადარბაზოსთან ელოდა ელენეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა, ისე გააღო კარები და დაჯდა, არაფერი უკითხავს. გამომძიებელმაც ცხელი ყავა ისე მიაწოდა, ხმა არ ამოუღია. რამდენიმე წუთიანი დუმილის და ქალაქის მიხვეულ-მოხვეული გზების შემდეგ მაღაზიის წინ გაჩერდნენ.
-აბა წავედით, ვიყიდოთ ლამაზ-ლამაზი რაღაცები - თქვა ქალმა და პირველი გადმოხტა ძირს.
-რას ვყიდულობთ ქალბატონო ელენე? ლამაზ კაბას თუ შარვალ-კოსტუმს? - უკან აედევნა დაბნეული პოლიციელი.
-კაბებს როდიდან იცმევ? თუ გირჩემნია გიყიდი
-კიდევ ჩემთვის ყიდულობთ? ხომ მიყიდეთ უკვე? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
-კი მაგრამ ორჯერ ერთი და იგივეთი ხომ ვერ შეხვდები იმ კაცს. ვინ დაიჯერებს შენს მილიონრობას. თან ამას მე ვყიდულობ, ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია, ძალიან მინდა ერთ პაემანზე მაინც წახვიდე მერე ამით. აბა ჰე, გვჭირდება პერანგი, შარვალი, კოსტუმი, ფეხსაცმელი. კიდევ რა გვჭირდება? არ ვიცი მე კაცის ნივთები. ოღონს ბევრი არ იარო. არ შემიძლია დიდხანს თვალიერება. ნახა, აიღო, წამოიღო. გესმის? აი ის გოგონა დაგვეხმარება. ელენე კონსულტანტისკენ დაიძრა.
-ქალბატონო თუ შეიძლება ამ ბიჭს დაეხმარეთ, ყველაფერი გვინდა, ფეხსაცმლიდან პიჯაკამდე. ფასს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნურც გაგვატყავებთ...
ნახევარ საათში ჩაცმულ-დახურული გაბადაძე გამომძიებლის წინ პოზირებდა. „როგორია?“ კითხულობდა გაბადრული სახით და სარკეში თავს ათვალიერებდა. „კარგია გაბადაძე, გადასარევი. ახლა გაიხადე და წავედით“ უკვე მერამდენედ უმეორებდა ელენე.
-მადლობა როგორ გადაგიხადოთ ქალბატონო ელენე?
-ეს საქმე დამახურინე და მეტი არაფერი მინდა შენი - გაეღიმა ქალს და ბარათი მოლარეს მიაწოდა. - ახლა შენ ბუკინისტს დაურეკე და სადმე მყუდრო ადგილზე დაუნიშნე შეხვედრა ხვალისთვის. რა დროს იქნება მნიშვნელობა არ აქვს, უკვე უთვალთვალებენ. თუ აქამდე არ მოუტანიათ წიგნი, აწი მოუტანენ. შენ შეხვდები, ფულს გადაუხდი და წამოხვალ.
-არის შეფ - გაიჭიმა გაბადაძე და ტელეფონს დაწვდა....
......... ........................
-აბა რაო?
-ხვალ 6 საათზე „ძველ სახლში“ ვხვდებით.
-კარგია, ახლა სახლში მიგიყვან გამოიძინე. მასე ჩაშავებული თვალებით არ დამენახო. ხვალ დაგირეკავ და მანქანა მოგაკითხავს, რომლითაც შეხვედრაზე წახვალ. აბა წავედით - თქვა ქალმა და მანქანა დაძრა.

19 თავი
პატარა ბიჭივით გულაჩქარებული პროკურორი ნიკო გელაძე სამედიცინო უნივერსიტეტის წინ იდგა და იქიდან გამოსულ სტუდენტებს ათვალიერებდა. რამდენჯერმე წასვლა მოიფიქრა და გადაიფიქრა კიდეც. თითქოს არაფრით გამორჩეული ანუკი გიგაური ნიკოს ტვინს ურევდა და მისი ნახვა ჰაერივით ჭირდებოდა. რამდენიმე დღე პროკურორი საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. ბაქსთანაც მართავდა დიალოგს, მაგრამ ეს ჭკვიანი არსება მხოლოდ თვალებში უყურებდა და საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდა. ახლაც მანქანაში იჯდა და გულშემატკივრობდა დაბნეულ პატრონს.
სტუდენტების მორიგი ჯგუფი გამოვიდა ეზოში და მათთან ერთად ანუკიც გამოჩნდა.
-ანუკი - დაბალი ხმით დაიძახა ნიკომ. გიგაურმა ჯერ მიიხედ-მოიხედა, მერე გაკვირვებული მზერა გელაძეს გაუსწორა და თაფლისფერი თვალები ააფახურა.
-ბატონო ნიკო, აქ არ გელოდით, როგორ ბრძანდებით? - მიესალმა გოგონა და მისკენ დაიძრა.
-უნივერსიტეტში საქმე მქონდა და რომ შეგნიშნე, ვიფიქრე მივესალმები-თქო. თავისი ტყუილის შერცხვა ნიკოს.
-მეც გამეხარდა თქვენი ნახვა. ბაქსი როგორაა? - უღიმოდა გოგონა და თან ფეხს ინაცვლებდა.
-აქვეა მანქანაში, მაგრამ მგონი გეჩქარება, მეგობრები გელოდებიან - სტუდენტების ჯგუფზე ანიშნა პროკურორმა.
-არ დამელოდებიან, ვეტყვი წავიდნენ. თქვენ თუ გაქვთ დრო, ბაქსს მოვეფერები. ახლავე დავბრუნდები. ანუკი ჩქარი ნაბიჯით წავიდა მეგობრებისკენ. ნიკო თვალს ადევნებდა მათ საუბარს, წიგნები გაცვალეს, რაღაცები ჩაინიშნეს და ანუკის ჩანთაში რომ აღარ ჩაეტია ყველაფერი, ახლა გულზე ახუტებული ფურცლებით მისკენ მოდიოდა.
-დღეს გამოცდა მქონდა, ერთი დამრჩა კიდევ და ეს წიგნები მჭირდება. ბოდიში გალოდინეთ - თავი იმართლა გოგონამ.
-გამოცდა? როგორ ჩაიარა? - დაეკითხა ნიკო, თითქოს მისი საგამოცდო ცხრილი უკვე ზეპირად არ ცოდნოდა.
-კარგადაა ყველაფერი. ბაქსი სადაა?-ცქმუტავდა ანუკი.
-აი მანქანაში - ხელით ანიშნა ნიკომ - კარგია რომ შეგხვდი, რაღაც უნდა მეთქვა შენთვის.
-მართლა? რამე ახალია ჩვენს საქმეზე?
-არა სახლზე არა, სხვა საქმე მაქვს. აი ბაქსიც - მანქანის კარები გამოაღო გელაძემ და გახარებულმა ძაღლმაც ისკუპა, ორ თათზე დადგა და სახე აულოკა ანუკის.
-მგონი ბაქსს ჩემზე მეტად უყვარხარ.
-არ გრცხვენია ბატონო პროკურორო? ჩვენზე ეჭვიანობთ? - გაეცინა ანუკის და იქვე მიწაზე ჩამოჯდა, რომ ძაღლთან ეთამაშა.
-არ შეგეფერებათ აქ ჯდომა და ხვევნა-კოცნა. წამოდით სადმე პარკში შევიდეთ. ნიკომ მანქანის კარები გამოაღო და ბაქსს შესვლა უბრძანა. ყურებჩამოყრილი ძაღლი დაემორჩილა და თავისი ადგილი დაიკავა, მაგრამ რომ დაინახა, მის გვერდით ანუკიც, კუდი ააქიცინა და თავი კალთაში ჩაუდო.
-ამდენი იმისთვის ვისწავლე, რომ თქვენი მძღოლი ვიყო? - ბურდღუნით დაჯდა ნიკო საჭესთან და მანქანა დაქოქა.
-ანუკი ხომ არ გშია? - მიუბრუნდა უკანა სავარძელზე ფერებაში გართულ წყვილს პროკურორი.
-არაფერი მინდა ბატონო ნიკო, მალე სახლში მივალ და ბებია დამახვედრებს რამეს.- იუარა გოგონამ.
-შენ დაგახვედრებს, მაგრამ მე ვინ დამახვედრებს ცარიელ სახლში, ბაქსიც ჩემთანაა, ვერ მოასწრო სადილის მომზადება.
-ბაქსი გიმზადებს ხოლმე?
-აბაა, ჩვენ ორნი ვართ მარტო და ვინ გააკეთებს სახლის საქმეს. განსაკუთრებით კარგად ტახტების და ჭურჭლის მტვრევა გამოდის. კბილები რომ ამოდიოდა მაშინ სულ გამომაცვლევინა ავეჯი, ისე შეჭამა ყველაფერი.
-ასე პატარა მოიყვანე?
-ხო ისე პატარა და სასაცილო იყო, სახლში მეკარგებოდა ხოლმე.
-სად იყიდე?
-ერთმა ნაცნობმა მიმასწავლა ამის პატრონი. ახალი დაბადებულები იყვნენ. მივედი და ისე მომეწონა ყველა, არჩევანი ვერ გავაკეთე. ის კაცი მეუბნებოდა, ძაღლმა თვითონ უნდა ამოგირჩიოსო. გამოუშვა და ეს ყველაზე პატარა და დიდმუცელა წამოვიდა ჩემსკენ. დანარჩენებმა თამაში დაიწყეს. მეც მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე.
-მეც ასე ავირჩიო? - თვალები ააფახურა ანუკიმ.
-ჯერ მოიფიქრე რომელი ჯიში გინდა, რომელს უფრო მოუვლი, მითხარი და მე მოგეხმარები ყიდვაში.
-მე რომელიც მინდა, ძალიან ძვირია - გაიღიმა გოგონამ.
-ხოდა შენც იაფიანი მოინდომე. გოგოსთვის შესაფერისი, რომ გაპრანჭო ხოლმე. აი აქ ჩავიდეთ - საუბარში გართულ ანუკის პარკზე ანიშნა ნიკომ - პატარა რესტორანია, ღია სივრცით.
-აქ ნამყოფი ხართ? შეგვიშვებენ ძაღლთან ერთად?
-ბაქსს აქ იცნობენ, თვითონ ნახავ - კარები გააღო გელაძემ - ბაქს ჭკვიანად იყავი, თუ არა მეორედ აღარ წამოგიყვან იცოდე...- დაარიგა ძაღლი , რომელმაც თათი დაარტყა პატრონს და გვერდში ამოუდგა.
-ასეთი ჭკვიანი მინდა მეც - თავზე ხელი გადაუსვა ანუკიმ ბაქსს.
-ხოდა ასეთი ჭკვიანი ავარჩიოთ შენთვისაც.
-რაღაც უნდა გეთქვათ ბატონო ნიკო ჩემთვის - შეახსენა გოგონამ.
-ნიკო დამიძახე, სულ რამდენიმე წლით ვარ შენზე უფროსი - დაიბღვირა პროკურორი.
-ხო მაგრამ პროკურორი ხარ...
-ჩემს მდივანს რომ ეტყვი ბატონ ნიკოსთან მივდივარო, პროკურორი მაშინ ვიქნები. ახლა საქმეს რაც შეეხება. პენიტენციალურ სისტემაში სტაჟირება იწყება. ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს არჩევენ. ანაზღაურებადია. 6 თვიანია. თუ მოეწონებათ კადრი, მაშინ ასაქმებენ. რეკომენდაციას გაგიწევ, მაგრამ მარტო მე არ გეყოფი, უნივერსიტეტიდანაც გინდა საბუთები. აი ჩამონათვალი -გულის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო ნიკომ - ესენი მოაგროვე და მე დამირეკე, რომ გასწავლო სად და ვისთან მიხვიდე. ნიკომ პაუზა გააკეთა - კიდევ ერთი პირობა, მე მეტს ვერაფერს გაგიკეთებ. ჩემი სახელი არ უნდა ახსენო. ყველაფერი შენზეა, მოეწონები აგიყვანენ, არ მოეწონები გამოგიშვებენ. მე ვერ დაგეხმარები.
ანუკი თვალებგაფართოვებული უსმენდა პროკურორს.
-ძალიან დიდი მადლობა - ჩაიჩურჩულა ბოლოს.
-მადლობა მერე იყოს, ეს ფურცელი შეინახე და ხვალვე დაიწყე საბუთების მოგროვება. ახლა კი რამე შევჭამოთ, მშია. შენ რა გინდა?
-მაშინ დღეს მე გადავიხდი.
-შენ მერე ხელფასი რომ გექნება. ჩვენ ორიდან ჯერ მე ვმუშაობ. ნიკო მაგიდაზე დადებულ მენიუს დაწვდა და არჩევა დაიწყო. ბაქსი ხან ერთს უყურებდა და ხან მეორეს. იმას ფიქრობდა, არ დავიწყებოდათ და მისთვისაც შეეკვეთათ რამე სასუსნავი.
20 თავი
„ძველ სახლში“ მყუდრო კუთხეში მოკალათებული გაბადაძე კარებს თვალს არ აშორებდა და თან საათს ამოწმებდა. ექვსს გადაცდა მაგრამ მისი „ბუჯინისტი“ არსად ჩანდა. კიდევ რამდენიმე წუთი და კარებში აქოშინებული კაცი გამოჩნდა. თვალის ერთი შევლებით მოათვალიერა დარბაზი და პილიციელისკენ დაიძრა.
-დაგაგვიანდა - ვითომ უდარდელად უთხრა გაბადაძემ და საათს დახედა - კიდევ კარგი დრო მქონდა.
-ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა მოეტანა იმანაც დააგვიანა.
-შენ რა დღეს მოგიტანეს წიგნი? არც შეგიმოწმებია ისა თუ არა, რაშიც ამდენ ფულს ვიხდი?
-ისაა, 100% ვარ დარწმუნებული.
-მე არა - მშვიდად თქვა ბიჭმა - მომეცი შევამოწმო ყალბში არ გადავიხდი.
მამაკაცმა გაუბედავად გახსნა გაზეთები. პოლიციელმა მშვიდად ამოიღო პატარა ფარანი ჯიბიდა, „აქ ცუდი განათებააო“ ჩაიბურდღუნა და წიგნი გადაფურცლა. თანმიმდევრობით ათვალიერებდა ყველა გვერდს, ნელა და აუჩქარებლად. მეხუთე გვერდის კიდესთანაც იმდენი ხანი შეყოვნდა, რამდენიც სხვა ფურცლებზე, მაგრამ პენტაგრამის და ინიციალების დანახვა მაინც მოასწრო. კიდევ რამდენიმე გვერდი და ახლა უკვე ორმოცდამეათე გვერდზე გამოჩნდა ინიციალები. გაბადაძეს უკვე თავისი გულის ხმა ესმოდა. დაკვირვებით ათვალიერებდა წიგნს და ხმას არ იღებდა. ერთი ის რომ იშვიათი გამოცემა იდო მის წინ, მეორეც ეს დავით ჩხაიძის დაკარგული ეგზემპლარი იყო.
წიგნი ისევ გაზეთებში შეახვია, გულის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ბუკინისტს გადასცა.
-აქ იმდენია რამდენზეც შევთანხმდით.
კაცმა კონვერტს ჩაუღიმა, ვერ მოითმინა და ოდნავ გადაწია. მწვანე ქაღალდებმა თვალი მოჭრა. კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გადაუსვა ფულს ხელი. ჭიქა აიღო „გაუმარჯოს კარგად დამთავრებულ საქმესო“ ჩაიბურდღუნა და წასასვლელად მოემზადა. „მომავალ პარტნიორობას გაუმარჯოს“ სიტყვა არ დაამთავრებინა გაბადაძემ და წითელი ღვინო მოსვა.
-კიდევ დაინტერესდით რამით?- კითხა უცებ კაცმა და ფეხზე წამომდგარი ისევ სკამზე დაეშვა.
-შეიძლება - პაუზა გააკეთა ბიჭმა - გააჩნია კიდევ რას შემომთავაზებ და როგორ გავუგებთ ერთმანეთს, ძუნწი არ ვარ.
ბუკინისტი ცოტა ხანს ჩაფიქრდა: ახლა არაფერი მაქვს განსაკუთრებული მაგრამ მალე რაღაცას ველოდები. დაგირეკავ...
-სასიამოვნოა საქმიან კაცთან ლაპარაკი - გაიღიმა პოლიციელმა - ახლა ჯერ თქვენ წაბრძანდით მე ცოტა ხანი კიდევ მინდა ამ სასიამოვნო მუსიკით დატკბობა.
ღიპიანი ბუკინისტი ფეხზე წამოდგა, ძლივს გაატია სხეული ახლო-ახლოს მდგარ სკამებს შორის და კარებში გაუჩინარდა.
გაბადაძემ რამდენიმე წუთი კიდევ დაიცადა. მერე ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა: „მე მაქვს, დარწმუნებული ვარ ისაა“ ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა პასუხი მოუვიდა: „სასწრაფოდ ექსპერტიზის ბიუროში, გარეთ მანქანა გელოდება, ფრთხილად შეიძლება გითვალთვალებდეს“.
ბიჭს გაეღიმა, მაგიდაზე ფული დატოვა, ხურდას აღარ დალოდებია და კარებთან გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა. „ქალბატონ ელენეს მართლა ყველაფერი გათვალისწინებული აქვს“ გაიფიქრა და მისი „სტატუსისთვის“ ზედგამოჭრილი ბიზნეს კლასის მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა შარვალ-კოსტუმიან მძღოლს მიმართა: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უნდა მივიდეთ.
-ვიცი, მანამდე მანქანა უნდა გამოიცვალო, მოგვყვება. - მოკლედ თქვა მძღოლმა და ბიჭმა ლაპარაკის სურვილი დაკარგა.
მანქანა დიდმინებიანი შენობის წინ გაჩერდა.
-სავაჭრო ცენტრის მინუს სართულზე ჩადი, გელოდებიან - ჩაიბუბუნა კოსტუმიანმა.
გაბადაძემ საერთოდ დაკარგა სურვილი კიდევ რამე ეკითხა კაცისთვის. ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან და პარკინგისკენ დაიძრა. თვალებგაფართოვებული ათვალიერებდა შემხვედრებს, სანამ ახალგაზრდა გაღიმებული სახე არ დაინახა, რომელიც ხელს უქნევდა და რაღაცას ანიშნებდა. ბიჭმა წიგნს კარგად ჩაბღუჯა ხელი და მომღიმარის მიმართულებით წავიდა. მანქანის მძღოლი ამჯერად ჩვეულებრივი რიგითი პოლიციელი აღმოჩნდა და გაბადაძემაც შვებით ამოისუნთქა.

21 თავი
მთავარი სამმართველოს დასაკითხი ოთახის მინის მიღმა პროკურორი გელაძე და ელენე იდგნენ და ოთახში მყოფ ბიჭს ათვალიერებდნენ, რომელიც ხან სკამზე დაჯდებოდა, ხან ფეხზე წამოდგებოდა და ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს. ის ის იყო ქალმა ტელეფონი ამოიღო "აიტიშნიკების მამის" საბასთვის დასარეკად, რომ ის სათვალის სწორებით და ნელი ნაბიჯით გამოჩნდა ოთახში. აუჩქარებლად გადაშალა საქაღალდე და ფურცელი მიაწოდა ელენეს.
-თომა გურული, სტუდენტი უკვე რამდენიმე წელია, უფრო სწორად იმდენი შეტენილი საგანი აქვს, არამგონია როდესმე დაამთავროს. თბილისელი, ცხოვრობს ვარკეთილში. არ არის ნასამართლევი, ჯარიმაც კი არასდროს ქონია გამოწერილი. არ ფლობს რაიმე ქონებას, არ მუშაობს ოფიციალურად. ცხოვრობს მშობლებთან. დანარჩენი აქაა,- მშიდად ჩამოარაკრაკა საბამ და სათვალე შეისწირა. - თუ რამეში დაგჭირდეთ ოთახში ვიქნები, ვეძებ კიდევ რაღაცეებს. ნელა შებრუნდა და ისევე აუჩქარებლად წავიდა, როგორც შემოვიდა.
- შემომაკვდებიან ერთ დღეს ესენი მე - ნიკოს მიუბრუნდა ელენე და მიმავალ საბას თვალი გააყოლა. - ამათი ნერვები არ მაქვს.
- არც მე მაგრამ რას ვიზამთ საჭირო ხალხია, დაურეკე გაბადაძეს მაგ ბიჭს მაინც რაღა დაემართა.
- მაგას არ უნდა დარეკვა. ისეთი სულსწრაფია, სანამ ეტყვიან უკვე ჩვენ გვეცოდინება
-დაველოდოთ მაშინ ცოტა ხანიც. ეს გაჩერდეს და ფრჩხილებს თავი დაანებოს თუ არა შევალ და მივაბამ სკამზე - ნერვები მოეშალა გელაძეს.
-დაწყნარდი ბატონო პროკურორო, რა დღეში გაქვს ნერვები - გაუცინა ელენემ.
- მაქვს კი არა ისე ვატყობ ეს საქმე ამ ბიჭით არ დამთავრდება, რაღაც არ გავს ეს მკვლელს თან ასეთი სისასტიკით, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი. ნიკო ვერ იყო ფორმაში და ამას ელენეც ატყობდა. ან რაღაც ხდებოდა უკვე ან წინათგრძნობა არ ასვენებდა პროკურორს.
.........
- გამარჯობა ბატონო თომა, მე ელენე ჯაფარიძე ვარ, გამომძიებელი. შენ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფები. შეგიძლია ადვოკატი მოითხოვო, შეგიძლია არ მიპასუხო კითხვებზე. დაკავებისას განგემარტა შენი უფლებები. რამდენიმე კითხვას დაგისვამ. კარგი?
გურული მაგიდასთან იჯდა და ისე ათვალიერებდა გამომძიებელს თითქოს უცხო პლანეტიდან ჩამოვარდნილი არსება მჯდარიყოს მის წინ.
- რამდენი წლის ხარ თომა?
- 27
- რას საქმიანობ?
- არაფერს მშობლების ხარჯზე ვცხოვრობ. მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია - თქვა ბიჭმა და სკამზე გადაწვა. აშკარად შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა ელენეზე და მომდევნო კითხვაზეც, ვინ იყო მისი ასე გავლენიანი ბიზნესმენი მამა, სავარაუდოდ პასუხი გამზადებული ქონდა, თუმცა ქალმა იმედი გაუცრუა და მოულოდნელად სულ სხვა შეკითხვა დაუსვა, რამაც ბიჭი აშკარად დააბნია
- რამდენი სემესტრი გასწავლიდა დავით ჩხაიძე?
- ორი- სამი, ორი თუ სამი, ეგ რა შუაშია?
- მაშინ კარგად გაიცნობდი ხო? რას იტყვი როგორი კაცი იყო?
- მკვდრებზე ცუდს არ ლაპარაკობენო ამბობენ. ამოისუნთქა გურულმა - მაგრამ მაგარი ძაღლი ტიპი იყო. აქ კი მთლად მოეშა - არ მაღირსა ნიშანი. მტენიდა და მტენიდა საგნებს. თან ორს მასწავლიდა.
-რატომ არ გიწერდა ნიშანს? არ სწავლობდი თუ რამე პირადი პრობლემა გქონდათ?
- არა რა პირადი, ვერ გავუგე მაგის სინუსს და კოსინუსს, ეგ კიდე არ მეშვებიდა, ისე არ დაგიწერ თუ არ ისწავლიო.
- მერე რა ქენი?
- რას ვიზამდი, ჯერ ქიმიის ლექტორს თხოვა მამაჩემმა მიმეგზავნეო, აი იმას ქერას - თავხედურად ჩაიღიმა. ის მორცხვი და ანერვიულებული ბიჭი სადღაც გამქრალიყო და ახლა თავხედი ახალგაზრდა კაცი იჯდა გამომძიებლის წინ.
- მერე?- ჩაეკითხა ელენე
- უარი გვითხრა, არადა კაი რამის გაგზავნას ვუპირებდით. მერე მის შვილს მივწერე, იმან სულ არ მიპასუხა. მერე ძმაკაცის ბაბუას ვთხოვე, ის კი მივიდა მაგრამ ბატონმა ჩხაიძემ უარით გამოისტუმრა. საკითხებს მივცემ, ისწავლოს და ჩამაბაროსო.
- ვინ იყო ის შენი ძმაკაცის ბაბუა, უარი რომ ვერ გითხრა?
- ლუკა დგვარელი, გეცოდინება ვინცაა - გაიჭიმა ბიჭი და სკამზე შესწორდა. ელენემ ინტერესით შეხედა თავხედობის ზღვარს გადასულ ახალგაზრდას, რომელმაც ჩათვალა, რომ ის შთაბეჭდილება მოახდინა გამომძიებელზე რაც უნდოდა და გაიღიმა.
- ესე იგი მის შვილიშვილთან მეგობრობ ხო?, - ჩაეკითხა ელენე
-კი ვძმაკაცობ, მასთანაც ვარ ხოლმე სახლში. მაგარი სახლი აქვს, სასახლე.
- კარგია გავლენიანი მეგობრები და მათი ბაბუები - გაუღიმა ქალმა და ახალი კითხვის დასასმელად მოემზადა.
- დავით ჩხაიძის სახლში რამდენჯერ ხარ ნამყოფი?
- რამდენჯერმე, მაგიტომ დამაკავეთ? ველოდებოდი როდის მეტყოდით, ახლა მივხვდი, თქვენ რა მკვლელობას მტენით? - უკვე ყვირილზე იყო გადასული გურული.
-რამდენჯერ ხარ ჩხაიძის სახლში ნამყოფი და რატომ - მშვიდად გაიმეორა ელენემ.
-რამდენჯერმე, ზუსტად არ მახსოვს, ალბათობას მიხსნიდა ის გამოტვინებული ჩხაიძე, მეც დავდიოდი, გამოცდა ხომ უნდა ჩამებარებინა.
- მეტი არაფერი?
- მეტი რა, მაინც არაფერი გამოუვიდა.
- მე კი ვიცი, რომ მისი კუთვნილი წიგნი წამოიღე და გაყიდე.
- რა წიგნი?
- გეცოდინება, დღეს გადაეცი ერთ ბუკინისტს, რაშიც საკმაოდ კარგად გადაგიხადეს კიდეც, ხო ასეა?
ბიჭი დაიბნა, გაჩუმდა. სკამზე შესწორდა.
- ადვოკატის გარეშე სიტყვასაც არ ვიტყვი. მხოლოდ ეს თქვა და ზურგი შეაქცია გამომძიებელს.

22 თავი
ნიკოს კაბინეტში გაბადაძე მორიდებულად იჯდა. ელენე ბოლთას ცემდა. პროკურორს მოთმინება აღარ ყოფნიდა მაგრამ მოსიარულე გამომძიებელს არაფერს ეუბნებოდა.
-რას ფიქრობთ თომა გურულზე? - სიჩუმე დაარღვია პროკურორმა. ელენე თითქოს კითხვის დასმას ელოდაო, მაშინვე ალაპარაკდა.
-მაგ ყმაწვილს მარტო ქურდობისთვის დავიჭერთ, მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ. ადვოკატმა თუ კარგად იმუშავა, შეიძლება საპროცესოთიც გამოძვრეს. იტყვის მაჩუქა ეს წიგნი ჩხაიძემ და რასაც მინდოდა იმას ვუზამდიო. ამით დამთავრდება ყველაფერი.მთან არც ჩხრეკამ მოგვცა რამე და არც მოწმე გვყავს. მკვლელობაზე ხმას ვერ ამოვიღებთ. იქნებ არ მოუკლავს ამ ბიჭს. მოკლედ არაფერი გვაქვს, სულ არაფერი.
- მე მგონია დგვარელის სტუმრობა ღირს, იქნებ მან გვითხრას რამე - ხმის ამოღება გაბედა გაბადაძემ.
-მივიდეთ მაგრამ იმედი არაფრის მაქვს - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა პროკურორმა - მე წავალ, გაბადაძე კი დამიმშვენებს მხარს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ ზურა?
პოლიციელს სახეზე სიწითლემ გადაუარა, „რა თქმა არაო“ ჩაილაპარაკა და სავარძელში შესწორდა.
-მე დგვარელს დავურეკავ, ისე ხომ ვერ მივადგები ამხელა კაცს - აგრძელებდა ნიკო და თან ფურცლებით გადატენილ მაგიდაზე რაღაცას გამალებით ეძებდა - ნომერი სად ჯანდაბაში მაქვს - აყვირდა მთელ ხმაზე. - ბოდიში ვეღარ მოვთოკე თავი, უკაცრავად. რამდენიმე ღამეა არ მიძინია, კიდევ ერთი გაუხსნელი საქმეა - თავი იმართლა პროკურორმა.
ოთახში ჩამოწოლილი რამდენიმე წამიანი სიჩუმე საბას ჩახველებამ დაარღვია.
-ბოდიში ხელს ხომ არ გიშლით?
-არა საბა, შენ მაინც გამახარე.
-გახარების რა გითხრათ - დაიწყო ბიჭმა და სათვალე შეისწორა. თქვენმა ბუკინისტმა დგვარელს დაურეკა, მომწოდებელი გაქრა და წიგნს ვეღარ მოგიტანო. რა წიგნზეა საუბარი არ ვიცი. ბატონი ლუკა გაბრაზდა. თუ გინდა თანამშრომლობა გავაგრძელოთ, უნდა მოძებნოო.
-საინტერესოაააა - ჩაილაპარაკა ელენემ - გამოდის, რომ დგვარელი ბუკინისტის საშუალებით ყიდულობს წიგნებს გურულისგან და ის კი არ იცის, რომ გურული მისი შვილიშვილის ძმაკაცია, ვისი გამოცდების ჩაბარებაზეც ნერვიულობდა.
-ნერვიულობის რა გითხრა, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა კი შეაწია ჩხაიძესთან და ვინ იცის, იქნებ ეს ვაჟბატონი მაგასაც პარავდა წიგნებს.
-შეიძლება - ჩაილაპარაკა ნიკომ - დგვარელთან აუცილებლად უბდა წავიდეთ, აუცილებლად. იყოს ეს გურული ჩვენთან. კარგად არის მოწყობილი. იქნებ ამ თავხედობამაც გაუაროს. ზურა ხვალ დაგირეკავ და ვესტუმროთ დგვარელს. არ გაინტერესებს მაგის სასახლე? ახლა კი დაისვენეთ. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ღამე მშვიდობის.
პოლიციელი და გამომძიებელი წამოდგნენ. პროკურორი კი აშკარად გათენებას აპირებდა.

23 თავი
"ელენე რამე ახალი არის?" მოუვიდა შეტყობინება პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისთანავე ქალს.
" მნიშვნელოვანი არაფერი ირაკლი, მხოლოდ წიგნების ქურდი დავიჭირეთ, დნმ-ზე ვამოწმებთ მაგრამ არამგონია ეს მამაშენის მკვლელი იყოს, ერთი თავხედი სტუდენტია" მიწერა პასუხად.
" ბოდიში გვიან შეწუხებისთვის, ღამე მშვიდობისა, არ მძინავს და თუ ლაპარაკი გენდომება, მისამართი იცი"
" მოვიფიქრებ მაგრამ არამგონია, დღეს დატვირთული დღე მქონდა, სახლში მინდა. "
" კარგი ღამე მშვიდობისა"
ელენემ განათებულ ეკრანს კიდევ ერთხელ დახედა, გაეღიმა მაგრამ მაშინვე დატუქსა თავი." ასე არ შეიძლება", ირაკლის გამოჩენამ სულ მთლად არია ქალის ისედაც დაუწყობელი პირადი ცხოვრება. ორი კაცი ერთდროულად უკვე მის ძალებს აღემატებოდა. მაშინ როცა ერთთანაც კი ვერ აწყობდა ცხოვრებას. ისე საინტერესოა ირაკლის ფრანგი მეგობარი გოგო რას იტყოდა მის თბილისურ თავგადასავალზე. "ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდებაო" დაასკვნა ქალმა და მანქანა დაქოქა. სახლი ცივი, მაცივარი კი ცარიელი ელოდა, მაშინ როცა ჩხაიძეებთან სითბოც იქნებოდა და შეიძლება შემწვარი კარტოფილიც. "ჯანდაბა, მარტო ყოფნას, ერთხელ მოვდივარ ქვეყანაზე, არ მინდა მარტო" გაიფიქრა ქალმა და ჩხაიძეების სახლისკენ მიმავალ ქუჩას დაადგა.

24 თავი
ლუკა დგვარელი დიდ წითელ აგურებიან სახლში ცხოვრობდა. ნახევარ ოთახებში არც კი შედიოდა. მისი ძირითადი სამოძრაო ნაწილი სამზარეულო, საძინებელი და ბიბლიოთეკა იყო, რომელსაც სამუშაო კაბინეტის ფუნქციაც ქონდა შეთავსებული. ამ ოთხში ატარებდა ბიზნესმენი დროის უდიდეს ნაწილს. სტუმრებსაც აქ იღებდა და სიამაყით აჩვენებდა წიგნების იშვიათ გამოცემებს. პროკურორი და პოლიციელიც ამ კაბინეტში მიიღო. მანდვილი შოტლანდიური ვისკი შესთავაზა ორივეს და მყუდროდ მოეწყო რბილ ტყავის სავარძელში.
- აქამდეც გელოდით ბატონებო, მიხარია თქვენი ნახვა - მიმართა ახალგაზრდებს.
- ჩემს ვისკს ეს ჯობია ბატონო ლუკა- შეუქო სასმელი ნიკომ. დგვარელს გაეცინა - ცოტა მეტს ვხარჯავ სასმელში ვიდრე შენი სამინისტრო ნიკო, დალიე და დამიჯერე ამაზე ნაკლებს აღარაფერს დალევ.
გაბადაძე ხმას არ იღებდა, ოთახის სიმდიდრით მონუსხული ნელა-ნელა თანმიმდევრობით ათვალიერებდა კედლებს, თაროზე დალაგებულ წიგნებს და ძვირფას ნივთებს, რომელთა უმეტესობა ალბათ ნაჩუქარი იყო.
- მხოლოდ ვისკისთვის არ მესტუმრებოდით ორი კაცი, აბა გისმენთ - წამოიწყო დგვარელმა.
- ბატონო ლუკა ჯერ საქმის რაღაც ნაწილს მოგახსენებთ. ჩვენ ავიყვანეთ 27 წლის თომა გურული, რომელსაც გასაყიდი ქონდა დავით ჩხაიძის კუთვნილი წიგნი. სავარაუდოდ მისი სახლიდან მოპარული. გეცნობათ ეს სახელი და გვარი?
- უნდა მეცნობოდეს?
- წესით კი, ის ამტკიცებს რომ თქვენი შვილიშვილის მეგობარია, თქვენ სახლში ბევრჯერ არის ნამყოფი გარდა ამისა თქვენ მიეგზავნეთ დავით ჩხაიძესთან საგამოცდო ნიშნის მისაღებად.
- ხოოო - გააგრძელა სიტყვა დგვარელმა - კი ვიცი, მახსოვს ვინც არის, ჩემს შვილიშვილთან ახლო მეგობრობის რა გითხრა, მამამისს ბიზნესი აქვს, მშრომელი კაცია, მან მთხოვა სიტყვა შემეწია დათოსთან.
- გამოგივიდათ რამე?
- დათო არ იყო ისეთი ტიპი სტუდენტი ეწამებინა, ერთი- ორჯერ მოვიდესო მითხრა. რაღაცებს მივცემ სასწავლადო. აბა პირდაპირ ხომ არ დავუწერ ნიშანსო. ისე თავხედი ბიჭიაო, ამბობდა. არ მიყვარს ასეთი ახალგაზრდებიო.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, შეეძლო ჩხაიძის მოკვლა?
დგვარელი დაფიქრდა...
- რამდენჯერმე მყავს ნანახი ეს ბიჭი. თავხედია, ტუტუცი, ცანცარა და ცუდად გაზრდილი. ჩემი გამოცდილებით, მასეთებმა ლაპარაკი იციან და არა მოქმედება. ჩხაიძე კი ისეთმა მოკლა, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს. დინჯად მუშაობს და აჩქარება არ უყვარს.
- საინტერესო ანალიზია ბატონო ლადო - ნიკომ ჭიქას ჩახედა - შეიძება კიდევ დავისხა?
- რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდასაც შესთავაზე ჩუმად რომ ზის, მომწონს ეს ბიჭი. ხმას არ იღებს, სამაგიეროდ ერთი სიტყვა არ გამორჩენია.
გაბადაძე სავარძელში შეიშმუშნა. ესიამოვნა ქების მოსმენა, მაგრამ თავი უხერხულად იგრძნო.
- თქვენ რომ ბუკინისტისგან წიგნებს ყიდულობთ, იცით ვინაა მისი ერთ-ერთი მიმწოდებელი? სწორედ თომა გურული - თქვა ნიკომ და რეაქციას დააკვირდა.
ბიზნესმენმა ვისკი მოსვა. - რა გამოდის, რომ შეიძლება ჩხაიძის მოპარული წიგნები მე მქონდეს ნაყიდი? ან კიდევ უკეთესი, ჩემივე წიგნებს მევე ვყიდულობდე? სასაცილოა სასაცილო
- ბოლო პერიოდში ბევრი წიგნი შეიძინეთ - ხმა ამოიღო გაბადაძემ
- კი საკმაოდ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ზუსტად აღარ მახსოვს რომლები იყო.
ნიკოს გაეღიმა, დგვარელს არ უნდოდა მის წიგნებს ვინმე შეხებოდა. ეს კოლექციონერის თვისება იყო და არც ბატონი ლუკა იქნებოდა გამონაკლისი.
-არა ახლა არ შეგაწუხებთ - გაუღიმა პროკურორმა - ისე ბატონო ლუკა, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს, ისე მეგობრულ-ადამიანურად. თავი ჩაღუნა ნიკომ და ქვევიდან შეხედა კაცს. გაბადაძეს ცნობისმოყვარეობით თვალები გაუფართოვდა და სავარძელზე წამოიწია.
-გისმენ ნიკო - დაინტერესდა ბიზნესმენი.
- მე ერთ ამბავს მოგიყვებით. თქვენ გადაწყვიტეთ იმ ხალხს დაეხმარებით თუ არა, ნებისმიერი პასუხი მისაღები იქნება ჩემთვის. ბებია-შვილიშვილი გიგაურები მარტო ცხოვრობენ საირმის ქუჩაზე. ბებია მასწავლებელია, შვილიშვილი ანუკი - სტუდენტი. პატარა სახლი აქვთ ბაღით. რამდენიმე წლის წინ მათ მეზობლად თემურ არაბული გადმოსახლდა. დიდი სახლი ააშენა და ახლა ყველაფერს აკეთებს რომ გიგაურებმა სახლი მიყიდონ. იმდენად მცირე თანხას სთავაზობს, იმით გარეუბანშიც ვერ შოულობენ საცხოვრებელს. შეგიძლიათ არაბულს დაელაპარაკოთ? ნიკომ ამოისუნთქა და მუდარით სავსე თვალები, მიანათა დგვარელს. კაცი რამდენიმე წამი ჩაფიქრებული დაჩერებოდა მაგიდას. გაბადაძემ იფიქრა, უარის თქმას აპირებსო და ნაჩქარევად წამოიყვირა: იცით რა კარგი ხალხია? კულტურული, განათლებული, იქნებ დავეხმაროთ. და ახლა ის შეაჩერდა თვალებში კაცს.
-რა გვარი თქვით? - იკითხა ბატონმა ლუკამ.
-თემურ არაბული - ერთდროულად უპასუხეს ორივემ.
დგვარელი წამოდგა, კაბინეტიდან გავიდა და ხმამაღლა ვიღაცას დაუძახა. ოთახში მაღალი, თავისი ასაკისთვის ძალიან ლამაზი, კოხტად ჩაცმული ქალი შემოვიდა და ახალგაზრდებს მიესალმა.
-ეს ჩემი მეუღლეა ბატონებო, ესენი კი პროკურატურიდან არიან - გააცნო ქალს სტუმრები.
-ძვირფასო თემურ არაბულის სახელი საიდან მეცნობა იქნებ გამახსენო - მიმართა ქალს და თბილად დაუსვა მკლავზე ხელი. ქალმა ინტერესით სავსე მზერა ჯერ პოლიციელებზე გადაიტანა, მერე ისევ ქმარს შეხედა.
-ერთხელ რაღაც პროდუქტის ექსპორტის თაობაზე მოვიდა, ჩვენი სატვირთოებით სარგებლობა უნდოდა. რამე მოხდა? დააშავა რამე?
-არა არა, ისე სხვა საქმეა, მერე მოგიყვები. დავეხმარეთ თუ უარით გავისტუმრეთ?
-დავეხმარეთ მაგრამ მერე პრობლემები შეგვიქმნა და აღარ გაგვიგრძელებია ურთიერთობა.
-გამახსენდა, გამახსენდა - წამოიძახა დგვარელმა - შეგიძლია არაბულის ტელეფონის ნომერი გამიგო? ძალიან მჭირდება.
-რა თქმა უნდა, ცოტა ხანი დაგტოვებთ. ბოდიში ბატონებო. თქვენ რამეს ხომ არ ინებებთ? სასმელი და ტკბილეული შემიძლია შემოგთავაზოთ - გაუღიმა ახალგაზრდა ქალმა.
-არა ქალბატონო, ბატონი ლადო სასმელით გაგვიმასპინძლდა უკვე - გაუღიმა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. გაბადაძემაც მას მიბაძა.
-დასხედით, დასხედით - ისევ სავარძლებზე მიუთითა დგვარელმა. - მიყვარს თქვენნაირი ახალგაზრდები. ადამიანს გაჭირვებაში რომ არ ტოვებენ. ვხვდები როგორ გაგიჭირდათ ჩემთვის დახმარების თხოვნა და ვაფასებ ამას. ყველაფერს გავაკეთებ და ორ დღეში დაგირეკავთ. ასე გააგრძელეთ და თუ კიდევ დაგჭირდეთ, მისამართი იცით, ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით მიგულეთ.
გაოცებულმა პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. წამოდგნენ და მასპინძელს დაემშვიდობნენ. ისე გაიარეს ეზო, გადაჭრეს ქუჩა და ჩასხდნენ მანქანაში, ხმა არცერთს ამოუღია.
-აბა რას ფიქრობ? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ.
-რაზე? - კითხვა შეუბრუნა გაბადაძემ.
-დგვარელის და გურულის ურთიერთობაზე.
-არ მგონია ბატონ ლუკას ლაწირაკ გურულთან რამე საქმე ქონდეს.
-მეც ასე მგონია- დაეთანხმა პროკურორი - როგორ ფიქრობ, დაეხმარება ანუკის და ქალბატონ ლამარას?
-მგონია, რომ კი - თავი დაუქნია პოლიციელმა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე თავის ფიქრებში წავიდა.
-ნეტა გურულის ადვოკატი ვინ არის - ალაპარაკდა ისევ პროკურორი, ძალიან მაღიზიანებს ეგ ბიჭი უკვე.
-მეც ბატონო ნიკო, მაგრამ მაგ ბიჭს დიდი დიდი ქურდობა დავუმტკიცოთ. მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ
-მეც მასე მგონია - ჩაილაპარაკა ნიკომ და მანქანა დაქოქა - ელენეს დაურეკე ზურა, იქნებ მაგან მაინც გაიგოს რამე.
პოლიციელმა ელენეს ნომერი მოძებნა ტელეფონში.
-ქალბატონო ელენე, რამით გაგვახარე, თუ არა გასკდა უქონელ-უპატრონო გაბადაძის გული, დგვარელის სასახლის ყურებით.
-ვერაფრით გაგახარებ ვერც შენ და ვერც ბატონ პროკურორს. არავინ არაფერი იცის, ან ძალიან უყვართ ეს ჩვენი გურული და ხელს აფარებენ.
-უხ მაგის - ჩაიბურდღუნა ნიკომ და პოლიციელს ანიშნა ტელეფონზე გათიშეო - ახლა ჩვენ კაბინეტში დავბრუნდებით, ელენეც შემოგვიერთდება და თავიდან დავიწყებთ ყველაფერს.

II ნაწილი
1 თავი
- ეს სტუდენტები გიჟებივით დარბიან თითქოს პატარები იყვნენ - ბრაზობდა ხანში შესული პროფესორი და გვერდით მდგომ ახალგაზრდა კოლეგას შთაბეჭდილებებს უზიარებდა მომავალ თაობაზე. - არა ჩვენ დროს ასე სად იყო, რასაც გვეტყოდა უფროსი, იმას ვაკეთებდით, სულ აღარ აქვთ მორიდება - აგრძელებდა პროფესორი. ახალგაზრდა თავს უქნევდა მაგრამ ერთი სული ქონდა თვითონაც სტუდენტებს შეერთებოდა და მღვიმეში შესულიყო.
- მაშ ასე - ამჯერად ხმამაღლა იყვირა კაცმა - ეს კარსტული მღვიმეა, საშიშია, რადგან არ ვიცით რა შეიძლება დაგვხვდეს. ადგილობრივებიც მხოლოდ ერთ დარბაზში შედიან ხოლმე, როცა საქონლის მწყემსვისას წვიმა მოუსწრებთ. ფრთხილად იმოძრავეთ და ერთმანეთს არ დაშორდეთ. არც ერთი ზედმეტი ნაბიჯი ჩემს გარეშე. აბა აიღეთ ფარნები - დაასრულა სტუდენტების გაფრთხილება და წინ გაუძღვა მათ.
მღვიმის შესასვლელი ვიწრო და ბნელი იყო, არც ღამურები ჩანდნენ. დიდი ხანია აქ ფეხი არავის დაედგა. პირველივე დერეფნის შემდეგ დარბაზი გამოჩნდა. კედლებზე სისველე შეიმჩნეოდა, მაგრამ მღვიმისთვის დამახასიათებელი სტალაგმიტები და სტალაქტიტები არ ჩანდა. როგორც ჩანს ეს მღვიმე დიდი ხანია ასე მშრალად ინახებოდა. სტუდენტები გაიფანტნენ და დარბაზს მოედნენ. ფოტოების გადაღება უფტო აინტერესებდათ ვიდრე პროფესორის მოსმენა, რომელიც გატაცებით ყვებოდა მღვიმის წარმოქმნის ქიმიურ პროცესს: ისინი წარმოიქმნება წყალში ხსნადი და ნაპრალოვანი ქანების: კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და ა.შ. გამოტუტვით და გადარეცხვით. აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესებით....
- აქ ნაპრალია - სიტყვა გააწყვეტინა ერთმა სტუდენტმა და ფარანი შორეული კუთხისკენ მიმართა.
- აქაც ეს არ ისვენებს- ჩაილაპარაკა პროფესორმა და სტუდენტისკენ წავიდა - აბა მაჩაბელი, ახალი მეცნიერული აღმოჩენა გავაკეთეთ?
მაჩაბელს მისი შეკითხვა აღარ გაუგონია, უკვე ნაპრალში მიძვრებოდა და მისი ხმა იკარგებოდა.
- ბატონო ვაჟა ფეხსაცმელი - ყვირილით გამოვარდა სტუდენტი - და კიდევ, კიდევ ჩონჩხია...
- ნუ მაიმუნობ რაღაცას მაჩაბელი - სახეზე ფარანი მიანათა პროფესორმა, მაგრამ ბიჭის გათეთრებული სახე რომ დაინახა ნაპრალისკენ დაიძრა.
- არავინ გამომყვეს - გამოაცხადა და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბატონი ვაჟას ყვირილი ისმოდა : ყველა გარეთ, ჩქარა გარეთ.
სტუდენტები ინტერესით იყურებოდნენ ნაპრალისკენ და გარბოდნენ.
რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციამ ლენტი გააბა და ფარნებით შეიარაღებული ფორმიანები მღვიმეში გაუჩინარდნენ. თვალით არაფერი ჩანდა, აქოშინებული ვაჟა გობეჯიშვილი პოლიციელებს წინ მიუძღვოდა. ნაპრალში სათითაოდ შედიოდნენ და მომცრო დარბაზს ათვალიერებდნენ. კედელთან მჯდარ ჩონჩხს თავზე ტყავის ქუდი ქონდა ჩამოფხატული, ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა და კბილები ისე დაკრეჭვოდა, თითქოს უცინოდა მოსულებს. აქა-იქ ტანსაცმლის ნარჩენებიც ჩანდა და ცალ ფეხზე ტყავის ფეხსაცმელი შერჩენოდა.
გვამს ახალგაზრდა გამომძიებელი და უკვე ხანში შესული ექსპერტ-კრიმინალისტი მიუახლოვდნენ. პირველადი დათვალიერების მერე რთული სამუშაო ელოდათ. ვიწრო ნაპრალში მისი ფორმაუცველი გამოტარება რთული იქნებოდა.
ექსპერტმა დიქტოფონი ჩართო და პირველი ჩანაწერის გაკეთება დაიწყო: საძალიხევის მღვიმის მეორე დარბაზში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები. ფორმა შენარჩუნებულია, პირველადი დათვალიერებით და ბოქვენის ძვლის ფორმით მამაკაცია, დაახლოებით 35-45 წლის. დამჯდარ მდგომარეობაში, შეიმჩნევა ფუძის ძვლის მოტეხილობა, სიკვდილის მიზეზი ეს უნდა იყოს. ამასთან ჩამსხვრეულია თავის ქალის კეფის წილი. სავარაუდოდ ბლაგვი საგნით. სიკვდილის ზუსტი დროის განსაზღვრა ამჯერად რთულია. შინაგანი ორგანოები გამოფიტულია.
ექსპერტმა ჩამწერი გამორთო და ახალგაზრდა გამომძიებელს ქოშინით მიუბრუნდა: ვანო, ეს აშკარად მკვლელობაა და თან დიდი ხნის წინ მომხდარი. მე ყველაფერში დაგეხმარები, მაგრამ ვატყობ გაუხსნელ საქმეებში დაიდებს ბინას. ასეთი გატეხილი თავით თავისი ფეხით არ მოდიან მღვიმეში. გადავასვენოთ და დანარჩენს რაც შეიძლება მალე გავარკვევ, მაგრამ რთული იქნება ამ ნაპრალში გავლა.
- იქნებ როგორმე ასევე გადავიყვანოთ დღის სინათლეზე მინდა დათვალიერება - არ ნებდებოდა გამომძიებელი.
- შენი მერამდენე საქმეა ვანო? - კითხა ექსპერტმა, რომელიც გულგრილად აგრძელებდა ფოტოების გადაღებას და ჩონჩხის დათვალიერებას.
- მეორე - ჩაიბურდღუნა ვანომ.
- მძიმე და რთული ამბავი შეგხვდა, ვაღიაროთ, ამდენი ხნის გარდაცვლილი ადამიანის იდენტიფიკაციაც კი რთულია, დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
- არაუშავს მე ცდას არ დავაკლებ - იმედიანად ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და გვამთან დაიხარა.
- აქ რაღაცაა - აყვირდა ერთ-ერთი პოლიციელი და ნაპრალთან ახლოს ტყავის ნაჭერზე მიანათა ფარანი. გამომძიებელმა და ექსპერტმა გვამს თავი ანებეს და პოლიციელისკენ დაიძრნენ. მიწაზე დიდი ხნის გამომშრალი ტყავის პატარა ოთხკუთხა ნაჭერი ეგდო.
- ეს ან საფულეა ან ტანსაცმლის ნარჩენი, იქნებ გაგვიმართლოს და ვინაობის დადგენაში დაგვეხმაროს- იმედიანად ჩაილაპარაკა ექსპერტმა და ტყავის ნარჩენები ფრთხილად ჩადო პოლიეთილენის დასალუქ პაკეტში.
გარეთ სტუდენტები ხმაურობდნენ, პროფესორი ვერ აკმაყოფილებდა მათ ცნობისმოყვარეობას. მღვიმიდან გამოსული პოლიციელის დანახვაზე სიჩუმე ჩამოვარდა.
- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე - თავი წარუდგინა მათ ახალგაზრდამ. - ვინ იპოვნა გვამი?
- მე - წინ გადადგა ნაბიჯი ერთმა სტუდენტმა. სახე გაფითრებოდა და ხმაც უკანკალობდა.
- ხელი ხომ არაფრისთვის გიხლია?
- არა მაშინვე უკან გამოვიქეცი როგორც კი დავინახე, არაფერს მივკარებულვარ.
- კარგია მეგობარო, ნუ ნერვიულობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - დაამშვიდა ბიჭი გამომძიებელმა - ამ მღვიმის კვლევის გადადება მოგიწევთ ცოტა ხნით - მიუბრუნდა მოხუც პროფესორს. მან პასუხად რაღაც ჩაიბურდღუნა და გასასვლელისკენ გაბრუნდა. უკმაყოფილო სტუდენტებიც მას გაყვნენ.
"აქამდე არავის გახსენებია და არავინ შემოსულა აქ, ახლა რა ეწყინა, უცნაური ხალხია რა" ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ნაპრალში მიძვრებოდა.

2 თავი
დილა ადრიან ვანო უკვე ექსპერტიზის ბიუროში იყო და ექსპერტ-კრიმინალისტს ელოდა. მთელი ღამის უძილობა სახეზე ეტყობიდა და ძლიერი ყავით ცდილობდა გამოფხიზლებას.
- რა იყო ვანო სახლში არ წასულხარ? - მისალმების მაგივრად კითხა კრიმინალისტმა.
- არა არქივში ვიყავი, დაკარგულ ხალხზე ვარკვევდი რაღაცებს, რამდენიმე ვარიანტი მაქვს, შენგან მჭირდება დეტალები რომ ამოვარჩიო - თვალები მოისრისა კაკაბაძემ.
- მოდი, შემოდი და რითაც შევძლებ დაგეხმარები. წვივის ძვლის მიხედვით 175-180 სმ. მამაკაცი ევროპეიდული რასის, კავკასიელი. სახის ძვლების რეკონსტრუქციას ვახდენ, მოვლენ ბიჭები და დაახლოებით ფოტოსაც გაგიკეთებთ. გვამს დატრიალებდა თავზე ექსპერტი, ძვლებს ხელში ატრიალებდა და თან სათვალეს ისწორებდა. ვანოს ღებინების შეგრძნება ქონდა მაგრამ თავს იკავებდა და უყურებდა.
-კიდევ რას მეტყვი? - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა გამომძიებელმა.
-დაახლოებით 35-45 წლისაა, ზუსტ ასაკს დნმ-ის შემდეგ გეტყვი. რბილი ქსოვილი თითქმის არაა შენარჩუნებული, მხოლოდ ადგილ-ადგილ არის, ისიც გამოფიტული. ძალიან საინტერესო ტატუირება აქვს მხარზე. ხელნაკეთი მელნით შესრულებული, როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული.
-ციხეში გაკეთებული?
- არამგონია, უფრო ჯარში. ალბათ მეორე მსოფლიო ომში იქნებოდა ნამყოფი, როგორც იმ დროის ქართველების უმეტესობა, საბჭოთა ვარსკვლავი ახატია და კიდევ, ფეხში ყოფილა დაჭრილი. ჭრილობაზე დიდად არ უზრუნია, როგორც ჩანს გაურთულდა კიდეც. ალბათ ფრონტზე დაიჭრა და ვერ უმკურნალეს სათანადოდ. ნაპოვნი ტყავის ნაჭრები საფულე აღმოჩნდა, შიგ ან ფული იდო, ან საბუთები. მუშაობენ მაგაზე. სკანირებას ახდენენ და იქნებ რამე ინფორმაცია მოგვცეს.
- როდის დაამთავრებენ? - თავს ვეღარ იკავებდა ვანო, ისე უნდოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.
- როგორც კი დაამთავრებენ, დაგირეკავენ. ცუდად გამოიყურები. წყალი გინდა? უნდა მიეჩვიო ვანო, ბევრი ამაზე უარესი შეგხვდება - დააიმედა ექსპერტმა.
- ესე იგი რა გამოდის - აგრძელებდა კაკაბაძე - ვეძებ მამაკაცს, ქართველს, ომის მონაწილეს, ტატუირებიანს და ფეხში დაჭრილს. ბევრი ვერაფერი ამბავია. ქართველებიდან 700 ათასი მონაწილეობდა ომში, 400 ათასი დაბრუნდა, მერე ამათიდან ზოგი გადაასახლეს და ზოგი თავისი ნებით წავიდა ქვეყნიდან. მათი სიები სად იქნება? იქნებ ის კაცი ან გადასახლებაში გონიათ, ან წასული. როგორ მოვძებნო ამდენ დაკარგულ ხალხში ეს ვინაა.
- როგორ და ისევ წადი არქივში, ჯერ ასაკის მიხედვით გაცხრილე და მერე ისეთი ეძებე ვინც შეიძლება მოეკლათ. ასე გვამის გადამალვაზე ტყუილა არ იზრუნებდნენ. მე შენს ადგილზე ჯერ დაკარგულებს კი არ დავუწყებდი ძებნას, ჯერ პოლიციის არქივში წავიდოდი და პოლიციის თანამშრომლებს, მოსამართლეებს, გამქრალ მოწმეებს, მოკლედ იმ ხალხს მოვძებნიდი ვისი გადამალვაც ასე ძალიან ენდომებოდა ვიღაცას.
*****
ვანოს ტანსაცმელი უკვე მთლიანად გათეთრებოდა ქაღალდის მტვერით. იმ დროის არქივში ყველაფერი თავდაყირა იყო. ზოგი ფურცელი ისე გაცრეცილიყო, აღარაფერი ჩანდა. ან მელანი იყო გადღაბნილი ან ფურცლები ისე იყო მიკრული ერთმანეთზე, მათი დაშლა შეუძლებელი ხდებოდა. მთელი დღე იჯდა გამომძიებელი ბნელ ოთახში მაგრამ ჯერ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა. უამრავი შესაძლო ვარიანტიდან ერთის ამორჩევა შეუძლებელი იყო, თან მაშინ როცა ხელმოსაჭიდი არაფერი ქონდა. დაღლილმა თავი მაგიდაზე ჩამოდო და წათვლიმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე ბრძანდებით? ახალგაზრდა ქალის ხმა გაისმა ტელეფონში.
- დიახ მე ვარ.
- ბატონო ვანო, მე ევგენია სეხნიაშვილი ვარ, თქვენი საქმის მასალები მე გადმომეცა ექსპერტიზისთვის. იქნებ ლაბორატორიაში მობრძანდეთ. მგონი რაღაც საინტერესო ვიპოვნე. იქნებ დაგეხმაროთ.
- მოვდივარ - წამოიძახა უცებ გამიფხიზლებულმა ვანომ და ჩანთას ხელი დაავლო.
****
- ბატონი ვანო თქვენ ბრძანდებით?- კარებში შესვლისთანავე შემოეგება ახალგაზრდა გოგონა - მე გესაუბრეთ.
გამომძიებელმა თვალის ერთი შევლებით შეათვალიერა დამხვედრი, აშკარად ძალიან პატარა იყო და გამოუცდელი საგამოძიებო სტრუქტურაში. "ესღა მაკლდა, გამოუცდელი და ღლაპი ჩემი თავი მეყოფა, ამან რა უნდა გამიკეთოს"გაიფიქრა ვანომ და უკმაყოფილო აედევნა დერეფანში მიმავალ გოგონას.
- მაშ ასე ბატონო ვანო...
- უბრალოდ ვანო დამიძახე- ჩაიბურტყუნა გამომძიებელმა
- კარგი გავაგრძელოთ-გამომძიებლის ნათქვამი არ შეიმჩნია გოგონამ და თმა საქმიანად აიკეცა. - მე გადმომეცა მოკლულის ტყავის საფულე და შიგ არსებული ქაღალდები,რომლებიც ისეთი გამომშრალი იყო, ძლივს დავაშორე ერთმანეთს. დეტალებით აღარ დაგღლით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკანირებით რაღაცეების ამოკითხვა შევძელი. კერძოდ ერთი საბუთი აღმოჩნდა ომის ვეტერანის მოწმობა. ჩვენი გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მებრძოლი მალხაზ ბიწაძეა...
ვანოს თვალები გაუნათდა. გოგონა კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ მოსმენილ სახელს და გვარს ატრიალებდა. ორი დღე არქივში ყოფნას ტყუილა არ ჩაუვლია, ეს სახელი უკვე წაკითხული ქონდა და ახლა იმას იხსენებდა, რომელ საქმეში იყო, მაგრამ დაღლილობა თავისას შვებოდა.
- კიდევ რამე მნიშვნელოვანია ქალბატონო ევგენია? - თავი აწია ვანომ
- დანარჩენს განყოფილებაში მოგაწვდით ბატონო ვანო - გაბრაზებით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- ევგენიას გეძახიან ახლობლები? გაუღიმა გამომძიებელმა. მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა გოგონამ გრძელი წამწამები ააფახურა.
- ევის მეძახიან.
- ხოდა ქალბატონო ევი, გენიოსი ბრძანდებით. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და თუ თანახმა იქნები, რაც მე ძალიან გამეხარდება, კარგი ღვინით გაგიმასპინძლდები მადლობის ნიშნად.
- მადლობა ვანო - გაიღიმა ევგენიამ, - მიხარია თუ დაგეხმარე, ერთი თვეა რაც მუშაობა დავიწყე დაა...
-მივხვდი ევი ახალი რომ ხარ, მეც ახალი ვარ, ასე რომ ჩემთან დაძაბულობა და შეცდომის დაშვების შიში ნუ გექნება, ხშირად მოგვიწევს შეხვედრა.
- მაშინ შეხვედრამდე, გამაგებინე როგორ წავა გამოძიების საქმე.
- აუცილებლად ქალბატონო ევგენია- გაუღიმა ვანომ და ლაბორატორია დატოვა.

3 თავი
მეორე დილით არქივის თანამშრომელმა ქალმა ვანოს მოწმობა რომ დაინახა, ნაძალადევად გაიღიმა.
- მობრძანდით თქვენთვის მაგიდა მზადაა - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალმა. გამომძიებელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ იმ ყუთებისკენ წავიდა, სადაც მისთვის საინტერესო საქმეები ეგულებოდა.
საქმე N... მალხაზ ბიწაძის ჩვენება
" მე მალხაზ ბიწაძე სსსრკ-ს მოქალაქე, ვმუშაობ N 1 მაღაროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, სადაც მევალება გერმანელი ტყვეების თვალყურის დევნება. მათი წაყვანა სამუშაოზე და შემდეგ უკან დაბრუნება. ორი დღის წინ 20 დეკემბერს, ჩემთან ერთად მორიგეობდა ორი თანამშრომელი, სერგო კაპანაძე და ავთო ჩხაიძე. სამივე ერთმანეთს ვიცნობთ სამამულო ომიდან. ერთად ვიბრძოდით და უკანაც ერთად დავბრუნდით. იმ დღეს ავთოს ბეწვის ქურქი ეცვა, სულ ახალთ-ახალი, რომ ვკითხე საიდან-თქო, მითხრა გერმანიიდან წამოვიღეო, ერთ დაცლილ სახლში ვიპოვნეო, შემცივდა, ჩავიცვი და წამოვედიო. სამივემ შევამჩნიეთ, რომ ამ ქურქმა ერთი მომუშავე გერმანელი ტყვის ყურადღება მიიქცია. საღამოს როდესაც უკან ვბრუნდებოდით, გერმანელი მიუახლოვდა ავთოს და რუსულად უთხრა: ეს ქურქი ჩემია, მის ორივე სამხრეში ოქროს ნივთები დევს, თუ მართალი აღმოჩნდება, ბეჭედი და ქურქი დამიბრუნე, შვეიცარული ბრილიანტებიანი საათი შენი იყოსო. ჩვენ სიცილი დავიწყეთ, რა თქმა უნდა არ დავიჯერეთ. ცვლის დამთავრების და ტყვეების ბანაკში დაბრუნების შემდეგ სერგო შეუჩნდა ავთოს, ვნახოთ ჩვენი რა მიდისო. ავთომაც ორივე სამხრე გაჭრა. ერთში თვლებიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა, მეორეში საათი. ავთო გაშტერებული უყურებდა ნივთებს. მაშინვე მოკიდა ქურქს და ბეჭედს ხელი. ჩუმად შეიპარა ტყვეების ბანაკში და ორივე გერმანელს მისცა.
ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, უკან ფეხით ვბრუნდებოდით, გზები გადაყინული და ნამქერიანი იყო. ტბას რომ მივუახლოვდით, სერგომ ავთოს დანა დაადო და სათის მიცემა მოსთხოვა. ავთომ იუარა, სერგომ დანა მკერდში ჩაარტყა და მათკენ რომ გავიწიე მეც მომიქნია. დანა მხარზე მომხვდა. შემეშინდა და გავიქეცი. სერგო ჩემზე ბევრად ძლიერია და ვერ მოვერეოდი. გამომეკიდა მაგრამ ქარი იყო, თოვლს ატრიალებდა და მალევე დამეკარგა თვალიდან. იქ რა მოხდა არ ვიცი. იმ ღამეს ჩვენი სოფლის გზაზე ერთ-ერთ ოჯახში მივედი და დახმარება ვთხოვე, ჭრილობა გამისუფთავეს და დამაძინეს. არ მითქვამს რა მომივიდა. გზა დავკარგე და თოვლში რაღაცას წამოვედე-თქო. მასპინძელი აღარ ჩამძიებია. სახლში მეორე დღეს დავბრუნდი. მოხუცი მშობლები მყავს და მათ მითხრეს, რომ სერგო მეძებდა. სახლში აღარ გავჩერებულვარ. ბიძაშვილებთან წავედი. სერგოს დიდი და ძლიერი სანათესაო ყავს. ვიცი მიპოვნიდნენ ამიტომ დღეს აქ წამოვედი პირდაპირ. ჩემს ნათქვამს ვადასტურებ ხელმოწერით და შემიძლია იგივე გავიმეორო სასამართლოზე.
მ. ბიწაძე
- საინტერესოააა - დაუსტვინა ვანომ. ესე იგი მალხაზ ბიწაძე მოწმეა და ამ ჩვენების გამო მოიშორეს. საინტერესოა ვინ მოიშორა. ან თვითონ სერგომ ან მისმა ნათესავებმა.
გამომძიებელი უკვე გაყვითლებულ ფურცლებს ნელ- ნელა აშორებდა ერთმანეთს, მაგრამ უამრავი ჩვენებიდან ბევრს ვერაფერს გებულობდა. ავთო ჩხაიძის სხეული ტბაში უპოვნიათ ერთი კვირის შემდეგ, როცა მზე გამოვიდა და თოვლმა დნობა დაიწყო. ჩხაიძის ცოლს და მცირეწლოვან შვილს მეზობლები დაეხმარნენ და მოაძებნინეს მიცვალებული.
" სასამართლოზე იკითხება ეჭვმიტანილი სერგო კაპანაძე, რომელსაც ბრალად ედება სსსრ მოქალაქე ავთო ჩხაიძის მკვლელობა.
-ამხანაგო სერგო, მოწმე მალხაზ ბიწაძე თავის ჩვენებაში ყვება, რომ ა. წ. 20 დეკემბერს თქვენ ძვირფასი საათის გამო შეკამათება მოგივიდათ ავთო ჩხაიძესთან. ნივთის დაუფლების მიზნით ცივი იარაღით მოკალით ის. მოკლული მოგვიანებით ტბაში იპოვნეს ჩაგდებული.
- არ ვეთანხმები მალხაზის ნათქვამს. სახლში მივდიოდით და ჩხუბი მოგვივიდა, დანა მასაც ქონდა და მეც ამოვიღე. არავითარი ძვირფასი ნივთი მე არ მინახავს. ტბის პირზე ვიყავით, დანა მოვუქნიე მაგრამ მხოლოდ თავის დასაცავად, მას ფეხი დაუსტა და ტბისკენ გადავარდა. თოვდა და კარგად ვერ დავინახე, რომ არ გამოჩნდა, მეგონა გაიქცა და სახლში წავედი.
- მალხაზ ბიწაძე სად იყო ამ დროს? ის ხომ თქვენთან ერთად მოდიოდა სახლში?
- თავიდან გაშველება უნდოდა. მაგრამ მერე ეგ პირველი გაიქცა. მშიშარაა
- ის ამბობს, რომ დანა მხოლოდ თქვენ გქონდათ და ჩხუბიც თქვენ დაიწყეთ.
- მასე თუ ამბობს, ახლაც თქვას მოვიდეს სადაა. "
აქ წყდებოდა სერგო კაპანაძის ჩვენება, ალბათ მერე მოწმის მოსვლა-არმოსვლის საკითხი ირჩეოდა და ჩანაწერი აღარ გაკეთებულა.
ვანომ ბევრი ჩვენება თუ ჩანაწერი წაიკითხა. მათ შორის ავთო ჩხაიძის ცოლის, რომელმაც ძვირფასი ნივთის შესახებ არაფერი იცოდა. იმ ოჯახისაც, რომელმაც ღამე მალხაზ ბიწაძე შეიფარა, მაგრამ სად და როდის გაქრა ბიწაძე, ამაზე არაფერი იყო. "ფაქტია რომ გააქვრეს, მაგრამ საინტერესოა ვინ" ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ფურვლებში იქექებოდა.

4 თავი
გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს ძნელი საქმე შეხვდა, თითქოს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ ამავე დროს დანამდვილებით არაფერი იცოდა. ფაქტია, რომ მალხაზ ბიწაძე, როგორც არასასურველი მოწმე, ისე მოიშორეს, მაგრამ ვინ? ეს უკვე არ ჩანდა და არც ის იცოდა საიდან გაეგო. შფოთიანი ღამის შემდეგ ისევ ევგენიასთან შევლა გადაწყვიტა. საეჭვოა მას რამე ახალი ცოდნოდა, მაგრამ გოგონას ნახვა უფრო უნდოდა და მიზეზი მშვენიერი ქონდა.
სამუშაო დღე ახალი დაწყებული იყო, როცა გამომძიებელმა ლაბორატორიის კარი შეაღო. ევგენია ზურგით იჯდა. შავი სწორი თმა კეფაზე აეკეცა. გრძელი კისერი მიმზიდველად უჩანდა, მაგიდაზე თავდახრილი რაღაცას გამალებით კითხულობდა. შავ კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში წვრილი წელი და გრძელი ფეხები მოუჩანდა. გამომძიებელმა მორიდებით ჩაახველა. გოგონა შემობრუნდა და წვრილი სათვალე მოიხსნა.
- ეს ისე კითხვისთვის მიკეთია... თითქოს თავი გაიმართლა.
- გიხდება ქალბატონო ევგენია - გაუღიმა ვანომ - ჩემ საქმეზე რამე ახალია?
- არა ახალი არაფერი, მთელი დღე ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი - საქმიანად ჩაილაპარაკა გოგონამ და სათვალე მოირგო.
- რას კითხულობდი ევგენია?
- გამოცდებისთვის ვემზადები, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და რამდენიმე წუთი გამომიჩნდა თავისუფალი.
-... და მე არ გაცადე ხო?
- არაფერია, შენ მითხარი რამე გაარკვიე?
- კი და თან ძალიან საინტერესო. ჩვენი მღვიმის მამაკაცი მალხაზ ბიწაძე ვინმე ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმეა. მკვლელობა ძვირფასი საათის გამო მოხდა, მაგრამ ეს საათი მალხაზ ბიწაძის გარდა არავის უხსენებია. ისიც უცნობია თვითონ ბიწაძე ვინ მოიშორა, მკვლელმა სერგო კაპანაძემ თუ მისმა ახლობლებმა. ბიწაძე ჩვენებაში წერს, რომ კაპანაძეს შეძლებული და დიდი სანათესაო ყავსო.
- დაა შენ რას ფიქრობ, - კითხა ჩაფიქრებულმა ევგენიამ და დიდი თვალები მიანათა გამომძიებელს.
- იმის გარდა, რომ უცხო სახელი გაქვს? გოგონა დაიბნა...
- ვიცი რომ უცხო სახელი მაქვს, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს დიდი ბებიის სახელი დაერქმიათ. ყველა ევის მეძახის. მხოლოდ შენ მომმართავ ევგენიად, მეც მომწონს.
- ხოდა იყოს ევგენია, მეც მომწონს. საქმეს რაც შეეხება, ახლა სოფელში მივდივარ, იქნებ ვინმე ვიპოვნო ან ჩხაიძის, ან ბიწაძის ან კაპანაძის ახლობელი და რამე გავიგო. საღამოს თუ გვიან არ დავბრუნდი ერთ ჭიქა ღვინოსთან დღევანდელ ამბებს მოგიყვები.
- მაშინ საღამოს დაგელოდები - გაუღიმა გოგონამ გამომძიებელს.
*****
კაკაბაძეს უკვე ელოდა სოფლის რწმუნებული რამდენიმე მცხოვრებთან ერთად. კაცები შეჯგუფებულიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. გამომძიებლის დანახვაზე გაჩუმდნენ და ინტერესიანი თვალებით მიაჩერდნენ.
- გამარჯობა ბატონებო, გეცოდინებათ უკვე ჩემი მოსვლის მიზეზი.
- ვიცით ბატონო. მაგრამ ვის რაში დაჭირდა ძველი საქმეების ამოქექვა? - აშკარად უკმაყოფილო იყო ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი.
- ჩვენ არაფერში ბატონო ჩემო, მაგრამ მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვნეთ, გაგებული გექნებათ ეს სახელი და იმიტომაც გესტუმრეთ.
- ვიცი ვინც იყო, პაპაჩემთან მუშაობდა, უცოლშვილო დაიკარგაო ამბობდა პაპა. რაღაც საქმეს გადაყვაო.
- იმასაც ამბობდნენ, ძვირფას საათზე იყო ჩხუბიო. მარა ეგ საათი არავის უნახავს, ეგ რომ ქონოდა ჩხაიძის ქვრივს აქედან კი არ წავიდოდა შვილიანა - თქვა მეორე მოხუცმა.
- პაპაჩემი ამბობდა, ეგ საათი თან არ ქონია ჩხაიძესო. ვიღაცისთვის მიუბარებია იმ დღესო. დიდი ხნის მერე მიუტანეს მის ქვრივსო. მართალია თუ არა არ ვიცი. მარა ფაქტია, რომ მეზობლებმა იჩხუბეს და ჩხაიძე მოკვდა. ისე მე ისიც არ მჯერა, რო სერგომ სპეციალურად მოკლა, ასე მგონია ფეხი დაუცდა თოვლში და თვითონ ჩავარდა ტბაში - საუბარში ჩაერია ყველაზე ასაკიანი მოხუცი.
- რას ამბობ კაცო, ის კაცი რომ იპოვნეს, დანით ქონდა გულის ფიცარი შენგრეული. მთელი გული გაგლეჯილი ქონდაო. მე მაშინ პატარა ვიყავი მარა კარგად მახსოვს ეგ ამბავი - შეეპასუხა ისევ ჯოხზე დაყრდნობილი ჭაღარა კაცი.
- ბატონებო, მათი ნათესავები არიან სოფელში?
- მარტო სერგო კაპანაძის შვილი ცხოვრობს აგერ იქ ოჯახით. ციხიდან რომ გამოვიდა, სერგო მერე მოეკიდა ცოლ- შვილს. მალხაზი უცოლშვილო გაქრა სასამართლოს დღეს და ავთო ჩხაიძეს არც მანამდე ყავდა ვინმე ნათესავი. ჩამოსახლებული იყო ეგ, მისმა ქვრივმა არ იკადრა სოფელში ცხოვრება, მოკიდა ხელი შვილს და დიდ ქალაქში წავიდა. მერე აღარაფერი ვიცი მისი - საყვედურ ნარევი კილოთი დაამთავრა ყველაზე მოხუცმა.
- რანაირად ლაპარაკობ კაცო შენ, - შეესიტყვა ჯოხიანი. - კაპანაძეს ისეთი სანათესაო ყავდა, სერგოს ციხეში ჩამჯენს ცეცხლს მისცემდნენ. მოერიდა ის ქალი და გადამალა ბოვში.
- კაპანაძის შვილი გველოდება ბატონო ვანო, ხომ არ წავიდეთ? საუბარში ჩაერია რწმუნებული. ეტყობოდა მოხუცები კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ სჯა- ბაასს ჩხაიძის ქვრივის საქციელზე. ვანოს აინტერესებდა კიდევ რას იტყოდნენ, მაგრამ რწმუნებული ჩქარობდა.
მასპინძელი ჭაღარა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. ალბათ 50 წლის თუ იქნებოდა, სტუმრებს მოჩვენებითი თავაზიანობით შეეგება და სახლში შეიპატიჟა.
- არ მსიამოვნებს ძველი საქმის ამოქექვა, - დაჯდომისთანავე დაიწყო მან - მამაჩემის მაგ საქმემ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთელი ახალგაზრდობა ხან ვინ მიყურებდა ამრეზით და ხან ვინ. ცოლსაც კი არ მატანდნენ, მკვლელის შვილი ხარო.
- ბატონო მიშა, მამათქვენს თქვენთვის არ მოუყოლია ეს ამბავი?
- არ უყვარდა ამის გახსენება. მაგრამ მამა ისეთი კაცი იყო, არავის არაფერს შეარჩენდა, არც უკან დაიხევდა. ერთხელ მითხრა, ჩხაიძის ოჯახის ამოწყვეტა ჩემ კისერზეაო, არადა არ ქონია ის საათი იმ დღეს ავთოსო. უკვე მოხუცი იყო ამას რომ ამბობდა, ცოტა მახსოვრობაში ურევდა ბოლოს. მაინც მგონია, რომ შეკამათება მოუვიდათ და ორივე იყო დამნაშავე.
- ბატონო მიშა, მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვნეთ. მის შესახებ გექნებათ გაგონილი. თქვენი აზრით, ვინ იზრუნა იმაზე, რომ ის გამქრალიყო?
- არ ვიცი ვინ მოაწყო ეს ამბავი. როგორც ვიცი, როცა მალხაზი გაქრა, მამაჩემი უკვე დაჭერილი იყო. მე და მამას არც ისე ახლო ურთიერთობა გვქონდა, რომ დეტალებში მოეყოლა ეს ამბავი. ესეც ყურმოკვრით გამიგია, როცა ჩემ შვილს ელაპარაკებოდა ხოლმე. ბაბუა-შვილიშვილი კარგად უგებდა ერთმანეთს.
- ფაქტია, რომ სასამართლოზე თავისი ჩვენება ვეღარ დაადასტურა ანუ მანამდე მოიშორეს და ამით დაინტერესებული მხოლოდ თქვენი ოჯახი და მისი ახლობლები იყვნენ - არ ცხრებოდა კაკაბაძე.
- არ ვიცი, ჩვენ დიდი სანათესაო გვყავდა, მამაჩემს დიდი სამეგობრო. ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.
- თქვენი შვილი სად მუშაობს? -დაინტერესდა გამომძიებელი.
- ალექსანდრე დისტრიბუტორად მუშაობს თბილისში. იმან რა უნდა იცოდეს, მე თუ არაფერი ვიცი.
კაცს ეტყობოდა სტუმრების წასვლა ეჩქარებოდა. კითხვებს მოკლედ პასუხობდა და ოთახში გადი-გამოდიოდა. გამომძიებელიც ადგა, დაემშვიდობა და ოჯახი დატოვა. არ ღირდა მათი შეშინება, მაშინ როცა ბიწაძის გაუჩინარების დროს მიშა დაბადებულიც არ იყო. თუ საჭირო გახდებოდა მოგვიანებით კიდევ ესტუმრებოდა კაპანაძეების ოჯახს.
სოფლიდან წამოსულ გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს დაღლილობით თავი ტკიოდა და თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ არ უნდოდა ევგენიასთან შეხვედრა გადაედო. გოგონა ცოტა უცნაური იყო და ვინ იცის რას იფიქრებდა. ის იყო დარეკვა დააპირა, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
- ვანო ევგენია ვარ, ლაბორატორიიდან - გაისმა სასიამოვნო ხმა. "ქალბატონს ჩემი ნახვა ეჩქარება" გაიფიქრა გამომძიებელმა და გაეღიმა.
- გისმენ ევი. ამ წუთას უნდა დამერეკა, ახლა მოვრჩი საქმეს, არ დამვიწყებია წითელი ღვინის ამბავი.
- მე კი ისე მაინტერესებდა რა გაარკვიე, ერთი სული მაქვს როდის მომიყვები...
- ერთ საათში შენთან ვარ. ვანომ ტელეფონი გათიშა და გაღიმებული კიდევ დიდხანს დაჩერებოდა ეკრანს.
****

დილით ჯერ კიდევ ეძინა გამომძიებელ კაკაბაძეს ტელეფონი განუწყვეტლად რომ რეკავდა.
- ამ დილა ადრიან რატომ არ ძინავს ამ ხალხს- ბურდღუნობდა ვანო და ტელეფონს ეძებდა.
- ვანო ბოდიში გაგაღვიძე მგონი, ევი ვარ, რაღაც უნდა გითხრა
- შენ გაღვიძებას ავიტან - თვალები გადაატრიალა ბიჭმა. - ამ დილა ადრიან რამ გაგახსენა ჩემი თავი?
- მთელი ღამე მახსოვდი. უფრო სწორად შენი მოყოლილი მახსოვდა. რაღაცებს ვეძებდი და მგონი საინტერესო ამბავს მივაგენი.
- აბა მოყევი - ვანო ბალიშზე შესწორდა.
- ასე ვერ მოგიყვები, ლაბორატორიაში მოდი
- ეეე როგორ იცით ხოლმე ქალებმა რაა, ჩემი ნახვა თუ გინდა ისე მითხარი და გნახავ - აბურდღუნდა გამომძიებელი.
- ხოდა ახლა სულ არ გეტყვი არაფერს- გაბრაზდა გოგონა და ტელეფონი გათიშა.
- მგონი გავანაწყენე, გოგომ მთელი ღამე გავათენეო და მე კი მისვლაზე უარი ვუთხარი, არა სად ვუთხარი უარი, მივდივარ- ხმამაღლა თავის თავს ელაპარაკებოდა ვანო და ტანსაცმელს ეძებდა.

5 თავი
- ქალბატონო ევგენია, დილას ისე დამაწიოკე, რამე სერიოზული რომ არ იყოს, არ ვიცი რას ვიზამ - თავზე დაადგა მაგიდასთან მჯდომ ევგენიას ვანო.
- გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ საქმე საქმეა - ტუჩები გაბუსხა გოგონამ. მერე ფურცლები გადაშალა, ერთი ამოარჩია და გამომძიებელს მიაწოდა.
- ნახე, შენ ხომ მითხარი, ჩხაიძის ქვრივი და შვილი არ ჩანანო, ხოდა წუხელი ვეძებდი და საინტერესო რამე ვიპოვნე. ერთი თვის წინ მოკლეს პროფესორი დავით ჩხაიძე, 65 წლის, სოფელ კალაურიდან. ესენი ემთხვევა, მაგრამ მეტ ინფორმაციაზე წვდომა მე არ მაქვს. საქმეს ელენე ჯაფარიძე იძიებს. აი ნომერი აქ წერია.
ვანო გაკვირვებული უყურებდა ევის, მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ძლიერად აკოცა.
- გენიოსი ხარ ევგენია სეხნიაშვილო. ახლა მე ელენესთან დავრეკავ. შევუთანხმდები შეხვედრაზე და მერე მე და შენ ერთად ვნახავთ ამ გამომძიებელს. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე, ფურცლებს ხელი დასტაცა და კაბინეტიდან გავარდა. გაღიმებული ევგენია რამდენიმე წამი მიჩერებოდა კარს, მერე თმა საქმიანად აიკეცა უკან, კისერსა და ყელზე ხელი ჩამოისვა და დიდ მიკროსკოპს მიუბრუნდა.
.....
ელენემ ნიკოს კაბინეტის კარი ლამის შეანგრია. პროკურორმა თავი ასწია და გაკვირვებული სახით მიაჩერდა გამომძიებელს.
-კიდევ ჩემს მდივანს ეჩხუბე ელენე? ხმა არ გამიგონია.
-სად მეცალა მაგ გრძელ ფრჩხილებასთან ლაპარაკისთვის ნიკო, ისეთი ამბები გავიგე, მეც კი გაოცებული ვარ და თან ძალიან კარგ ხასიათზე.
- ჰე ელენე, თქვი აბა, შენ მაინც გამახარე...
- გცალია?
- კარგი ამბისთვის მოვიცლი.
- მოიცა.... ელენე უკან გაბრუნდა და ვანო კაკაბაძისა და ევგენია სეხნიაშვილის თანხლებით შემოვიდა.
- საქმე ასეა, ესენი ჩვენი კოლეგები არიან. ბატონი ვანო იძიებს ძველ მკვლელობას, დეტალებს თვითონ გეტყვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი დავით ჩხაიძეს უკავშირდება.
ნიკოს თვალებში ნაპერწკლები აუკიაფდა, სკამზე შესწორდა და მოსასმენად მოემზადა.
- მე ვინმე მალხაზ ბიწაძის მკვლელობას ვიძიებ, რომელიც 1947 წელს მოკლეს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ იპოვნეს სტუდენტებმა მღვიმეში. ეს კაცი ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმე იყო. ამიტომაც მოიშორეს. ვინ მოიშორა ჯერ ვერ გავარკვიე. დიდად იმედიც არ მაქვს. ავთო ჩხაიძე კი თქვენი დავით ჩხაიძის მამაა.
- გამოდის რომ მამა-შვილი ორივე მოკლეს? - დააზუსტა ნიკომ.
- დიახ ორივე. ავთო ჩხაიძე მოკლა სერგო კაპანაძემ. როგორც მალხაზ ბიწაძე ამბობს თავის ჩვენებაში, მკვლელობა ბრილიანტის ძვირფასი საათის გამო მოხდა. მაგრამ სერგო კაპანაძე უარყოფს საათის არსებობას. მისი თქმით, შეკამათება მოუვიდათ და შემთხვევით მოუხვდა დანა. ბიწაძე სასამართლოზე უკვე აღარ გამოცხადებულა. იმ დღეს გამქრალა ზუსტად. ამიტომ ის ვეღარ დაუპირისპირეს მკვლელს.
- მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩხაიძეების სახლში ნამდვილად იყო ბრილიანტებიანი შვეიცარული საათი - საუბარში ჩაერია ელენე - ეს საათი ბატონ დავითს მამისგან ქონდა სახსოვრად და ირაკლის სწავლის გასაგრძელებლად გაყიდა.
- მეზობლებიდან ერთმა თქვა, საათი მოგვიანებით მიუტანეს ჩხაიძის ქვრივსო. მაგრამ ამ საათის არსებობის არავის ჯერა - გააგრძელა ვანომ.
- საინტერესოა ვინ იცოდა ამ საათის არსებობა და ჯეროდა ამის? - დაფიქრდა ნიკო.
- უკვე მოხუცებული სერგო კაპანაძე ლაპარაკობდა მკვლელობის შესახებ. სანამ ახალგაზრდა იყო ხმას არ იღებდა ოჯახში და ვერც ვერავინ ბედავდა კითხვას. მოხუცებულს მახსოვრობა არეული ქონდა, შვილი დიდად არ იჯერებდა მის ნათქვამს, მხოლოდ შვილიშვილს ეჩურჩულებოდა ხოლმეო.
- რას წარმოადგენს ეს შვილიშვილი?
- რომელიღაც სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს, ალექსანდრე ქვია.
- რააა - წამოიყვირა ელენემ. - რა ქვია?

- ალექსანდრე - გაკვირვებით გაიმეორე ვანომ.
- ვინმე ალექსანდრე დავით ჩხაიძეს აკითხავდა უნივერსტეტში. ქალბატონი ნინოს თქმით, მან მათემატიკის არაფერი იცოდა, ამასთან დავითით იმდენად იყო დაინტერესებული, სახლშიც მიაკითხა რამდენჯერმე.
- ოოო - ერთდროულად წამოიძახეს პროკურორმა და ვანომ.
- ახლა რა ვქნათ- დაბნეულმა იკითხა ევგენიამ, რომელიც ჩუმად იჯდა და ისმენდა კოლეგების საუბარს.
- ახლა ყველაზე საინტერესო იწყება ქალბატონო ევგენია - გაუღიმა კაკაბაძემ.
- და რას ვერ ესწრება ჩვენი გაბადაძე.... - დანანებით თქვა ელენემ.
- მართლა სადაა ის ბიჭი, კი გამიკვირდა აქ რომ არაა ახლა.
- სამშობლოს ემსახურება ბატონო ნიკო. დავურეკავ და ყველაფერს გავაგებინებ, ცოდვაა იმდენი შრომა ჩადო საქმეში.
- დიდი ნახტომი გავაკეთეთ ელენე. ახლა საბასთან გაიქეცი და ალექსანდრეს ფოტო მოაძებნინე. მერე ნინო აბაშიძე დაიბარე დაკითხვაზე. დაგვიდასტუროს რომ ნამდვილად ეს ბიჭი აკითხავდა დავითს. არ დაგავიწყდეს გაბადაძესთან დარეკვა, გააგებინე ამბები.
- მივდივარ უკვე - წამოდგა ელენე. ვანოს და ევის მადლობა გადაუხადა და ნიკოს კაბინეტი დატოვა.
*****
ელენეს მოპირდაპირე მხარეს მაგიდას ნინო აბაშიძე მიჯდომოდა და გულდასმით ათვალიერებდა მის წინ დაწყობილ ფოტოებს.
გამომძიებელი მოჩვენებითი სიმშვიდით უცქერდა. კარებს მიღმა კი ნიკო და ზურა ბოლთას ცემდნენ. ნინომ თავი აწია, ერთი სურათი აიღო და ელენეს მიაწოდა
- ეს არის - დაჯერებით თქვა მან.
- დარწმუნებული ხართ ქალბატონო ნინო? - ჩაეკითხა გამომძიებელი.
- 100% ქალბატონო ელენე, ის დღე არ დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღე იყო და ეს ბიჭი პირდაპირ რესტორნის წინ შეგვხვდა. დავითმა დამანახა. ის არასდროს ამბობდა სტუდენტებზე ცუდს. ყველას აქვს რაღაც პოტენციალიო, მოვა დრო და გამოაჩენსო. ეს ბიჭი არ მოწონდა, მართლა დაჟინებით გვითვალთვალებდა. ამიტომაც დამამახსოვრდა ასე კარგად.
- დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, ვეცადე არ გახმაურებულიყო თქვენი სახელი, მაგრამ არ გამომივიდა.
- არაუშავს ელენე, უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.
ნინო წამოდგა, ელენეს ხელი ჩამოართვა და კარებში გავიდა. გამომძიებელმა კიდევ ერთხელ იგრძნო ქალური შური, განსაკუთრებით მაშინ როცა შეღებული კარიდან კარგად გამოჩნდა დერეფანში მიმავალი აბაშიძე და მასზე მიჩერებული ათეულობით თვალი.
- ესეც ასეეე ეჭვმიტანილი გვყააავს. პატარა ბავშვივით შემოვარდა დასაკითხ ოთახში გაბადაძე.
- გვყავს გაბადაძე, გვყავს - არანაკლებ უხაროდა ელენეს.
- ხოდა წავედით და დავაკავეეეთ - ყვიროდა პოლიციელი.
- ხოდა ჯერ მე ფორმალობებს მოვაგვარეეებ - იგივე ტონალობაში აყვა ნიკო.
6 თავი

საღამოსპირზე, როცა ხალხი ქალაქში აღარ მოძრაობდა და ქუჩები ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ელენე და პოლიციელი გაბადაძე თბილისის ძველებური ეზოს ჭიშკარს მიადგნენ და დიდი სახლის პირველი სართულის კარებზე დააკაკუნეს. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ელენემ უფრო ძლიერად დაარტყა ხელი და თან დაიძახა: პოლიცია, გააღეთ...
მეორე დაძახებას ხმაური მოყვა და გაბადაძემაც მხრით ხის კარები შეამტვრია. გაღებული ფანჯრიდან ქარი უბერავდა, ქუჩიდან კი ოდნავ შესამჩნევი ხმაური ისმოდა. გამომძიებელი ფანჯრის რაფას დაეყრდნო. გაბადაძეს კი არც უფიქრია, ისე გადაევლო ფანჯარას და ერთ წამში უკვე მოსახვევში გარბოდა. თან რაღაცას გამალებით იძახდა. პოლიციელს ფეხდაფეხ ნიკო მიყვებოდა, ქუჩის კუთხიდან კი საპატრულო პოლიციის ციმციმა გამოჩნდა. ელენემ თვალის ერთი შევლებით შეაფასა მდგომარეობა და ის იყო უნდა გადამხტარიყო, რომ გასროლის ხმა გაისმა. ქალი არ დაფიქრებული, იარაღი ამოიღო და ხმას მიყვა.
ქუჩის ბნელ კუთხეში გაბადაძე ეგდო, მხრიდან სისხლი მოსდიოდა, თავს ნიკო ადგა და სასწრაფოს იძახებდა. მეორე მხარეს პოლიციელებს ახალგაზრდა მამაკაცისთვის ხელბორკილი დაედოთ და უფლებებს უკითხავდნენ. ელენე დაჭრილ ბიჭთან ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადაუსვა და ჭრილობას დახედა.
- კარგად ვარ ქალბატონო ელენე - ამოიკვნესა პოლიციელმა და სახე დამანჭა.
- კარგად ხარ, თვალები არ დახუჭო და მელაპარაკე, სასწრაფო მალე მოვა.
- იმედია ლამაზი ექიმი იქნება, თუ არა არ გავყვები - გაღიმება სცადა გაბადაძემ.
- აქ თუ არა საავადმყოფოში მაინც იქნებიან ლამაზი ექიმები - დააიმედა ელენემ
რამდენიმე წუთში სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელი საკაცეზე მოათავსეს და მანქანამაც კივილით დატოვა შემთხვევის ადგილი.
-ამ ბიჭს არაფერი მოუვიდეს, თუ არა ამის ჩემი ხელით დავახრჩობ - კბილებში გამოცრა ნიკომ.
*****
გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე მძიმე ნაბიჯებით შევიდა დასაკითხ ოთახში. საქაღალდე მაგიდაზე დადო და სკამი მიიწია.
- თქვენ ალექსანდრე კაპანაძე ბრძანდებით, თუ ვცდები შემისწორეთ - ზრდილობიანად მიმართა ელენემ, მაგრამ ეტყობოდა თავს ვერ იკავებდა იქვე რომ არ დატაკებოდა.
- კი ალექსანდრე ვარ, - თავი დაუქნია დაკავებულმა.
- ხოდა ალექსანდრე, მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. შენთვისვე აჯობებს, ძალიან არ გავაგრძელოთ ეს საქმე და მდგომარეობა კიდევ არ დაიმძიმო. თუ არა შენ ციხეში ჩასასმელად მარტო გაუფორმებელი იარაღი და ამ იარაღით დაჭრილი ჩვენი მეგობარიც მეყოფა, რომელიც ამ წუთს სიკვდილს ებრძვის. ილოცე რომ ცოცხალი გამოვიდეს იქიდან. გამომძიებელმა შესვენება გააკეთა, რეაქციას დააკვირდა. ალექსანდრეს კი თვალი არ დაუხამხამებია, ისე უსმენდა ქალს.
- ჯერ იარაღით დავიწყოთ - იარაღი მცირე კალიბრიანი wolter p 22- ია, რაც არც ისე ძნელი საშოვნელია. გაფორმებული არ გაქვს და არც იარაღის ტარების და ქონის უფლება გაქვს. რათ გინდოდა? საიდან გაქვს ეს იარაღი?
- მეგობარმა მაჩუქა - თვალის დაუხამხამებლად უპასუხა დაკავებულმა.
- და იმ მეგობარმა ასე გითხრა, პოლიციელი დაჭერიო?
- მომდევდა და ვესროლე - თავი იმართლა კაპანაძემ.
- მომიყევი დავით ჩხაიძეს რატომ სტუმრობდი, რა გინდოდა მასთან.
- მე ასეთს არავის ვიცნობ. აიმრიზა დაკავებული. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა და შეტევისთვის მოემზადა.
-კარგი მაშინ მე გეტყვი, შენს სახლში ნაპოვნია ელექტრო შოკი, რომლითაც სავარაუდოდ გათიშე ჩხაიძე, სულ რამდენიმე საათში ეს უკვე დაზუსტებით მეცოდინება და მერე ვეღარ გამოძვრები.
დაკავებული თვალგაუტეხლად უყურებდა გამომძიებელს. ელოდებოდა სანამ ბოლომდე ეტყოდა სათქმელს. ელენე კი აგრძელებდა: გარდა ამისა, შენ ამოგიცნო მისმა მეგობარმა, როცა ჩხაიძეებთან იყავი, დეტალები მოგიყვე რაზე მიხვედი პროფესორთან? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენ გაგასამართლებენ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, პოლიციელის დაჭრისთვის და პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობისთვის. ერთი რამე ვერ გავიგე მარტო, რა გინდოდა კაცთან, რომელსაც წიგნების გარდა არაფერი ქონდა. დავიჯერო წიგნებისთვის მოკალი? თუ უფრო ძვირფასი რამე გეგულებოდა?
-არა საათისთვის- ჩაილაპარაკა დაკავებულმა.
- რაა??? კითხვა გააგრძელა ელენემ, თითქოს ვერ გაიგონა რაც უთხრეს.
- ძვირფასი შვეიცარული საათისთვის - გაიმეორა ალექსანდრემ.
- შენ საიდან იცოდი, რომ პროფესორს ძვირფასი საათი ქონდა?
- ბაბუაჩემმა მითხრა.
- სერგო კაპანაძემ? რომელმაც დავით ჩხაიძის მამა ავთო მოკლა?
დაკავებული დააბნია ელენეს კითხვამ.
-კი სერგო კაპანაძემ - დაუდასტურა გაოცებული სახით.
- რა გითხრა ბაბუამ, საიდან ქონდა დავით ჩხაიძეს ძვირფასი საათი და საიდან იცოდა ეს ამბავი ბატონმა სერგომ?
-ავთო ჩხაიძის მკვლელობაც ამ საათის გამო მოხდა. მკვლელობის დღეს ავთოს საათი თან არ ქონდა. სახლში წამოსვლამდე თავისი ცვლის უფროსისთვის მიუბარებია. მოგვიანებით გადაცეს ჩხაიძეებს ნივთი. ეს ამბავი გვიან გავიგეო, ციხიდან რომ გამოვედიო. ჩხაიძის ქვრივი და ბავშვი უკვე წასულები იყვნენო. ასე მითხრა ბაბუამ.
- შენ რატომ იყავი დარწმუნებული რომ ის საათი ისევ ჩხაიძეებთან იყო?
- ზუსტად არ ვიცოდი, რამდენჯერმე შევედი მათ სახლში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვნე. მერე მივედი როგორც მათემატიკოსთან. იმ საღამოსაც ვესტუმრე. გაუკვირდა, წყალი ვთხოვე და ლაპარაკში ავიყოლიე. თვითონ ჩაის სვამდა, წამალი ჩავუყარე და მივაბი სკამზე, რომელზეც იჯდა. მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ რომ გაიგო ვინ ვიყავი, ლანძღვა დამიწყო.
ალექსანდრე გაჩუმდა, პაუზა რომ გაგრძელდა ვეღარ მოითმინა, ახლა თუ გაჩუმდებოდა შეიძლება აღარ ალაპარაკებულიყო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცა გამომძიებელს.
- რა გითხრა ასე რომ გაბრაზდი და მოკალი?
- ბაბუაშენის გამო გავიზარდე მარტოო, დედაც მაგ ამბავს გადაყვაო, მაგიტომ გადმოვიხვეწეთ სახლიდანო. რომ გააგრძელა, ვეღარ მოვითმინე და აზრზე რომ მოვედი უკვე ვახრჩობდი, მერე შემეშინდა, ავიღე ჩემი ნივთები. სახლში ტილო ვიპოვნე, რაღაც ხსნარიც. გავწმინდე სკამები, მაგიდა და წამოვედი.
- არ მჯერა, მისი დასახრჩობი თოკი უკვე მიტანილი გქონდა.
- არა, ეგ თოკი მის დასაბმელად მქონდა და არა დასახრჩობად.
- საათის ამბავი გითხრა?
- არა ვერაფერი ვათქმევინე.
- მაშინ მე გეტყვი, ეგ საათი ბატონმა დავითმა თავისი შვილის სწავლისთვის გაყიდა. ასე რომ ტყუილა მოკალი ის კაცი.
დაკავებულმა თავი ხელებში ჩარგო და გაჩუმდა. ელენე თავს არ ანებებდა.
- ეს ამბავი გავიგე. შენ ბევრი რამე იცი. მეც ვიცი, მაგრამ დეტალები მაკლია. ახლა მე მოგიყვები რაღაცას, შენ კი შემისწორე. ავთო ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მალხაზ ბიწაძეს კლავენ. ის სასამართლოზე არ ცხადდება. ასეა?
- კი - თავი დაუქნია ალექსანდრემ.
- ქრება და რამდენიმე დღის წინ პოულობენ ერთ-ერთ მღვიმეში მის გვამს. ამის შესახებ რა იცი? რას გიყვებოდა ბაბუა.
- ბაბუას და მალხაზ ბიწაძეს ერთი საერთო ნაცნობი ყავდა, ვიღაცის მძღოლად მუშაობდა, მაშინ მანქანა სულ რამდენიმე კაცს ყავდა. ცოტა თავზეხელაღებული ტიპი ყოფილა. იმას მოუკლია ბიწაძე. არ ვიცოდი სად წაიღო გვამი. ბაბუას არ უთქვამს არასდროს.
- ვინ იყო ის მძღოლი, რა ქვია? ცოცხალია?
-არა ცოცხალი აღარ არის, ჯამბული ნოზაძე ერქვა. ახალგაზრდა დაღუპულა. იმ მანქანით ავარია მოსვლია.
- კარგი, მაგას გადავამოწმებ. ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. დანარჩენი სასამართლოზე გაირკვევა. ელენემ საქაღალდე დახურა და ოთახი დატოვა.
7 თავი

საავადმყოფოს თეთრი დერეფანი ერთად გაიარეს ელენემ, ნიკომ და ირაკლიმ. გამომძიებელს ყვავილების დიდი თაიგული ეკავა ხელში. გაბადაძის პალატის კარები რომ შეაღო, ჯერ ყვავილები გამოჩნდა და მერე ელენეს გაღიმებული სახე.
- აბა პატრულო გაბადაძე, როდის ჩადგები ქვეყნის სამსახურში? - კითხა ქალმა.
- როგორც კი ის ლამაზი ექიმი პაემანზე დამთანხმდება, ტანსაცმელი კი მაქვს შესაფერისი - გაიბადრა პოლიციელი.
- ტყუილა არ გვიწანწალია მე და შენ მაღაზიებში. რაო გამოგყვებიო? რა გითხრა.
- ნუუუ მთლად ეგ არ უთქვამს, მაგრამ პატივს ვცემ შენს პროფესიასო, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიჭერიო, ასეთი მამაცი ბიჭი ხარო, ნუ სიმპატიურიცო და დანარჩენსაც მეტყვის ალბათ სანამ აქედან გამიშვებს.
- ახლა ეს ყვავილები იმ ექიმს მიართვი, უთხარი შენთვის მოვატანინე-თქო. ჩვენ დაგიდასტურებთ - ურჩია ირაკლიმ. - ისე მადლობის სათქმელად მოვედი, აქედან რომ გამოხვალ, კარგი საჩუქარია ჩემზე, შენ ის მითხარი რა გინდა.
- არაფერი ბატონო ირაკლი არ გცხვენიათ? ისედაც ძალიან გახარებული ვარ ამ საქმის გახსნით. - გაიბადრა გაბადაძე.
-რაღაც მოგიტანე. შენი ხელმოწერა მჭირდება - ფურცელი და კალამი შეაჩეჩა ხელში ნიკომ ზურას.
-ეს რა არის ბატონო ნიკო? სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას ვაწერ ხელს? - შეიცხადა ბიჭმა, როგორც კი დიდი ასოებით დაწერილ „განცხადებას“ მოკრა თვალი.
-არა ჩემო ზურა, ეს გადამზადების კურსებზე შენი გაგზავნის განცხადებაა, ბოდიში ტექსტი მე დავწერე, მაგრამ ხელსაც ხომ ვერ მოვაწერდი. მერე პროკურატურაში უნდა გადმოგიყვანო.
-რას ამბობთ ბატონო ნიკო, აბა სად მოვაწერო ხელი?დამეხმარეთ ქალბატონო ელენე - აფართხალდა პაციენტი და თან ტკივილისგან სახე დაემანჭა. ელენეს გაეცინა, მხარზე ხელი მოხვია და წამოჯდომაში დაეხმარა ბიჭს.
-ცოტა ფრთხილად ქალბატონო ელენე, თუ არა აქ კიდევ დიდხანს დამტოვებს ის ექიმი. წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ პაემანზე მეჩქარება.
-ხოდა ყოველ დღე პაემანი გექნება აქ თუ იქნები - დაცინა ირაკლიმ.
-ნუ გაგიტკბება საავადმყოფო გაბადაძე. მე და შენ გიგაურებს უნდა დავეხმაროთ ახალ სახლში გადაბარგებაში - ქვევიდან შეხედა თვალებში ნიკომ და თვალი ჩაუკრა. ზურას სახე უცებ შეეცვალა, მთელი ტანით შეხტა საწოლში და ტკივილმა დაუმანჭა ლამაზი ტუჩები.
-ასეთი ამბები ცოტა ნელა უნდა შემომაპაროთ ბატონო ნიკო, ავადმყოფი ვარ მე და დიდმა სიხარულმა შეიძლება ინფაქტი გამოიწვიოს. ვინ გითხრათ რომ გადადიან? დგვარელმა დაგირეკათ?
-არა ზურა, ანუკიმ დამირეკა. მოულოდნელად თემურ არაბულმა დიდი თანხა შემოგვთავაზა, ეზოიანი სახლიც თვითონ გვიპოვა და რემონტის ფულსაც გვაძლევსო. აინტერესებდა ჩვენი დამსახურება იყო ეს თუ არა.
-მერე რა უთხარით?
-არაფერი ჩვენ არ ვიცით-თქო. მივულოცე და დახმარებას დავპირდი ორივეს სახელით.
-ხოდა ხაჭაპურიც გვიჭამია ახალ სახლში - ტაში შემოკრა ზურამ.
-ბიჭო მე ადამიანების დახმარებაზე გელაპარაკები - გაეღიმა ნიკოს.
-ხოდა მე დახმარების მერე ხაჭაპურზე - უცოდველი კრავივით თავი ჩაღუნა გაბადაძემ.
-რა ხაჭაპურზეა ლაპარაკი ჩვენ არ გვეტყვით? - საუბარში ჩაერია ირაკლი.
- იმერულზე ირაკლი, თუ შენც დაგვეხმარები შეგხვდება - პირობა წამოაყენა ნიკომ.
-როცა გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ ჩემს წასვლამდე ქენით ეგ ამბავი.
-მალე აპირებ წასვლას? - თავი წამოყო საწოლიდან ზურამ.
-სამსახურიდან დაბრუნებას მთხოვენ, რაც მალე მით უკეთესი - ჩაიბუბუნა ირაკლიმ.
-თან ცუდია და თან კარგი. უკან დაბრუნებას აღარ აპირებ? - ჩაეკითხა ნიკო.
-ვფიქრობ აქ გადმოსვლაზე. აი ელენე თუ მესტუმრება ცოტა ხნით მაინც, მერე სერიოზულად ვიფიქრებ ამაზე.
-ეპატიჟები? ვაა რა კარგიააა - აყვირდა გაბადაძე.
- ხო ამ წამს დავპატიჟე, მოწმეები თქვენ ხართ. აიღოს შვებულება და ჩამოვიდეს. ისე მე სულ არ მეშინია გამომძიებელი ქალების.
ელენეს გაეღიმა, ტკბილად მოსაუბრე ბიჭებს გადახედა და პალატის კარები გამოაღო. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ავიღებ შვებულებას“ გაიფიქრა ქალმა და საავადმყოფოს თეთრ დერეფანს გაუყვა.

დასასრული



№1  offline წევრი ვიპნი

მიყვარს ეს ისტორია,წარმატებები

 


№2 სტუმარი kati

Zalian saintereso da kargi istoria iyo.warmatebebi.

 


№3  offline წევრი კი პრი

kati
Zalian saintereso da kargi istoria iyo.warmatebebi.

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის

 


№4 სტუმარი kati

კი პრი
kati
Zalian saintereso da kargi istoria iyo.warmatebebi.

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის

Tu kidev gaqvt sxva nikit istoriebi siamovnebit wavikitxav.tu mxolod es erti gaqvt?

 


№5  offline წევრი კი პრი

kati
კი პრი
kati
Zalian saintereso da kargi istoria iyo.warmatebebi.

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის

Tu kidev gaqvt sxva nikit istoriebi siamovnebit wavikitxav.tu mxolod es erti gaqvt?

აქ მეტი არ მაქვს. ახლა დავიწყე ახალი, აუცილებლად დავდე, როგორც კი დავასრულებ.დიდი მადლობა დაინტერესებისთვის

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian momewona, sasiamovnoc wasakitxi iyo????????

 


№7  offline წევრი კი პრი

სტუმარი Mariamimari
Dzalian momewona, sasiamovnoc wasakitxi iyo????????

მადლობა, კითხვის ნიშნებს ვერ მივხვდი...

 


№8  offline წევრი ნანა73

ძალიან საინტერესო იყო, წარმატებები! ❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო ! :)
დეტექტივი შენი საქმეა, გელოდებით ახალი ისტორიით

 


№10  offline წევრი კი პრი

Sofia-sofie
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო ! :)
დეტექტივი შენი საქმეა, გელოდებით ახალი ისტორიით

ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად იქნება. მზადდება უკვე

 


№11 სტუმარი სტუმარი ნელი

ყოჩაღ.ისტორიაც კარგია და გადმოცემაც, წარმატებებს გისურვებ.

 


№12  offline წევრი კი პრი

სტუმარი ნელი
ყოჩაღ.ისტორიაც კარგია და გადმოცემაც, წარმატებებს გისურვებ.

ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent