შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალა


19-10-2019, 22:25
ნანახია 172

დედალი ძაღლი სასქესო ორგანოს ილოკავს, ბედნიერია. ბებია თურქულ სერიალებს ელაპარაკება, ძმა კომპიუტერულ თამაშს თამაშობს, ბრძოლაზეა, გაქანებული ომია. ჩემი ძმა ჯარს ემალებოდა, ალბათ ახლა აქვს წასვლის სურვილი. სახლში გაუთავებლად საშინელი ქაოსია, არაფრის ხასიათზე არ ვარ, ვგჟიდები ხმაურისგან. სიმშვიდე მინდა... ჩემს ოთახში გავდივარ, წითელი მარლბოროს კოლოფიდან ორ ღერს ვიღებ, ერთს ყურში ვიდებ, მეორეს ვუკიდებ. რამდენ ღერსაც ვეწევი, ყოველ ჯერზე გვამები მელანდება. ეს გვამები მამშვიდებს, ვხვდები მარტო ვარ, არავინ მელაპარალება. ილუზია მამშვიდებს,
სიგარეტი - არა. ოთახში ღია აივნის კარიდან ტკივილი შემოვიდა, ტკივილს ხმები მოჰყვა, საშინელი ხმები. თავბრუ მეხვეოდა, საწოლზე დავწექი და ორიოდე წუთში მიმეძინა.

***

საავადმყოფოში ვარ, ჩემი მეგობარი ჩემს პირდაპირ წევს, გადასხმას იკეთებს. ჩემს გვერდით დაავადებული ადამიანი წევს, კაცია თუ ქალი - ვერ ვარკვევ, თავზე თმა არ აქვს, კვნესის და ეგეც გაჭირვებით. შიშველ ოფლიან ტანს საბანი უფარავს და ექიმები წრიულად ადგანან.
- გტკივა რამე? რა გაწუხებს? - ექიმმა ისე ჰკითხა, თითქოს ყველაფერი კარგად ყოფილიყოს.
ავადმყოფმა რაღაც წამოიძახა გაუგებარ ენაზე, განწირული ხმით.
- ნუ გეშინია. გამოკეთდები. - დაასკვმა თვალწითელმა ექიმმა.
როცა საავადმყოფოს ეზოში გავედი, უზარმაზარი აბრა იყო გამოკრული, სახელწოდებით: ,,საავადმყოფო". ყველგან საავადმყოფოა და მაგ შენობაში ავადმყოფები არიან, რომლების მაგ შენობას იშვიათად აღწევენ თავს... საჯანმრთელოს ვინ ააშენებს?
პალატაში შევდივარ და. მეგობარს ვამშვიდებ, ნუ ნერვიულობ თქო. დანამდვილებით ვიცი, ხვალ ან ზეგ გამოჯანმრთელდება და ხალისიანად გააგრძელებს ცხოვრებას. მეორე ავადმყოფს ვერაფერს ვეუბნები, არ მინდა მოვატყუო და ვუთხრა, ნუ ნერვიულობ თქო. მან ჩემზე კარგად იცის, რომ დღეები დათვლილი აქვს. ტკივილს კვნესით ებრძვის, ოფლი სდის, საბანს ზემოთ სწევს, რათა ჰაერი მოხვდეს ოფლიან და შიშველ სხეულს. ავადმყოფს ვუახლოვდები და თვალებში ვაკვირდები, დაახლოებით 70-75 წლის უნდა იყოს. თვალებზე ეტყობა, რომ სიკვდილს არ აპირებს, თითქოს თვალებით მელაპარაკება, მე ფეხზე დავდგები, თმა ამომივა, გავიღიმებ და ყველაფერი კარგად იქნებაო.
რამოდენიმე წუთში სხვა ექთანი შემოვიდა და მეგობარი გადაკოცნა, როგორც ჩანს ერთმანეთს იცნობენ. ექთანი ,,ხუმრობით" უსვამს კითხვას:
-გვეშველება რამე?
მეგობარი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას და თერმომეტრს უმიზნებს ბეწვიან იღლიას.
ყველაზე საშინელი კითხვა - ,,გვეშველება რამე?" ჩემი აზრით, ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა დაუსვან, კარგად იფიქრონ და მერე გვეშველება...
(ალბათ)

***

როცა გამეღვიძა თმა საშინლად არეული მქონდა, აშკარად კარგად მეძინა. ტელეფონმა ჩემი მეგობრის სახელი დაიწერა და რომ ვუპასუხე, ქუთაისში ,,საღორიის" საავადმყოფოში ვარ, მოდი და მაწონი წამომიღე, ბულკები მაქვსო.
ვერ მივხვდი რა ხდება. სააბაზანოში შევედი, თმა გავისწორე და სახეზე წყალი შევისხი. ახლაც სიზმარი მეგონა, მაგრამ წყალმა ცხადში ხარო. სააბაზანოდან გამოსვლის თანავე სველი ტრუსი გამოვიცვალე, შარვალი და პერანგი ჩავიცვი, სარკეში ჩემს თანს თვალი ჩავუკარი და საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი.
საავადმყოფო მეგონა ისეთი, როგორიც ფილმებშია. შესასვლელში სიმშვიდე, დერეფანში ქაოსი, პალატაში კი დასახიჩრებული ადამიანები, ან ცოცხალი გვამები. პირველად ვიყავი ესეთ საავადმყოფოში. როცა შესასვლელი შევათვალიერე არავინ არ იყო, არც დერეფანში. დერეფნის კედელზე რადიაციის მაჩვენებელი ფოტო იყო გამომრული, შემეშინდა, ხალხიც არსად ჩანს. ადამიანის ხმა გავიგონე, რომელიც გაუგებარ ენაზე, გაუგებარ სიტყვებს წარმოთქვამდა.
ხმას გავყევი. საიდანაც ხმა ისმოდა წინ კარი იყო, კარს ეწერა: ,,უცხო პირთა შესვლა აკრძალულია! კარი დახურეთ!" გაფრთხილებას არ მივაქციე ყურადღება და მაინც შევედი. პალატაში ჩემი მეგობარი დავინახე, რომელსაც დაკუნთული მარჯვენა ხელის ვენაში ნემსი ჰქონდა გაყრილი, ნემსზე საწრუპის მდაგვარი რაღაც იყო, საიდანაც სითხე წვეთებად მოედინებოდა. ახლა შევნიშნე, რომ მეგობარს მარტო მარკვენა ხელი აქვს დაკუნთული. მუვუახლოვდი, შუბლზე ვაკოცე, (შუბლზე ან დებილენს კოცნიან, ან საყვარელ ადამიანებს.) მაწონი მაგიდაზე დავუდე, ბულკი ამოავლო და გემრიელად შეექცია. მე კი მის ლუკმკს ხმებს ვუსმენდი, რაც საშინლად მაღიზიანებს. მეგობრის წინ რაღაცნაირი ადამიანი იწვა, ზუსტად ისეთი, როგორიც სიზმარში, არაფრით განსხვავდებოდა, თმაც არ ჰქონდა, შიშველ სხეულს საბანი უფარავდა, ექთანიც ოთახში იყო.
უეცრად საეკლესიო ზარების ხმა გაისმა, რაზეც ექთანი სკამიდან წამოხტა და ლოცვა დაიწყო. ვერ მივხვდი ვისთვის ლოცულობდა. ავადმყოფი ადამიანისთვის არა მგონია, არც ჩემი მეგობრისთვის, ალბათ მისივე კეთილდღეობისთვის. ფანჯრიდან გავიხედე, ტაძარი ჩვენს პირდაპირ, მაქსიმუმ 8 მეტრში იყო. ტაძარში მამაო ლაპარაკობდა, ხალხი გაღიმებული სახით უსმენდა და ტაძრის წინ მდგომ ნაგვის ურნაში გაჭირვებული ადამიანი საკვებს ეძებდა. ექთანი ჩვენსკენ ფურცლებით ხელში დაიძრა. ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოთ, გადასხმა დასრულდება და თავისუფლები ხართო. მგონი ამასაც ავადმყოფი ვგონივარ.
საავადმტოფოს თავი დავაღწიეთ, მაგრამ უთმო ადამიანი დარჩა. მასზე მეფიქრება, არ მინდა სიცოცხლე საავადმყოფოში დაასრულოს, სიცრუეში. სახლში მისვლისას ორი ფინჯანი საბავშვო სიროფი მივირთვით, გვეამა. ენაზე სიროფის სიტკბო რომ ვიგრხენი, მეგობარს მხარზე ხელით ვუბიძგე და გაღიმებულმა გავხედე.
- რომ გავიზრდები, ბავშვი უნდა გამოვიდე.
- ეგ როგორ?!
- როგორ და... როცა დავბერდები, არ მინდა წუწუნით ცხოვრება. სიბერეში მხიარული ბავშვი ვიქნები.
მეგობარმა ჩემს პერანგს შეხედა, გულზე გამოსახულო ,,სამურაი ჯეკი" შენიშნა, რომელსაც თავზე გაბრაზებული ,,აკუ" ედგა, გამიღიმა და სინერემდე ეგ ზედა შეინახეო. მეხუმრა, მაგრამ მართლა ვაპირებ შენახვას და შევინახავ.

***

სახლში მარტო ვარ, მშობლები საფლავში, მეგობარი თავისთან სახლში, უთმო ადამიანი სავარაუდოდ საავადმყოფოში, წიგნები თაროზე. ყველა წიგნი წაკითხული მაქვს, არის ისეთები, რომლებიც რამოდენიმეჯერ წავიკითხე, ცოტა მომბეზრდა, მაგრამ წიგნზე დიდი მეგობარი არ არსებობს, ბევრ ადამიანს მირჩევნია ეს მეგობარი, რომელიც თაროდან მიყირებს. ფიქრები სადღაც მირბიან, ვერ ვიჭერ. მარტო ყოფნა მინდა ფიქრებთან ერთად. იმ უთმო ადამიანზე მეფიქრება. ნეტა რა დააშავა ასეთი, რომ ღმერთმა პასუხი ასე გასცა... რის გამო ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში... შეიძლება ეს ჩვენი ბრალიც იყოს... მგონი ღმერთი ყველა ადამიანისთვის ვერ იცლის და მხოლოდ გამორჩეულებს წყალობს, ამიტომ შენ უნდა გახდე შენი თავის ღმერთი და შენ უნდა მიუტეო შენს თავს ყვეკაფერი ცუდი, მთავარია რწმენა არ დაკარგო.

***

ერთი კვირის შემდეგ მარტო მივედი საავადმყოფოში და უთმო ადამიანის ადგილ-სამყოფელი ვიკითხე, ექთანმა ვერ გაიგო შეკითხვა და მის ენაზე ვკითხე, ავადმყოფი აქ რომ იწვა, ახლა სად არის თქო? დამწუხრებულმა მითხრა, ყველანაირად ვეცადეთ, მაგრამ გვიანი იყო, ასეთი იყო უფლის ნებაო. მის ყოფილ საწოლთან მივედი, იქ აღარ იწვა, ხილი და ნატურალური წვენი მაგიდაზე დავაწყვე, საბანს მოვეფერე და სახლში წავედი.
მაინც რა უსამართლოა ცხოვრება, დედ-მამა 4 წლის წინ გარდამეცვალა, ბაბუა წინა წელს. მარტო ბებია და ძმა დამრჩა. ბებია მალე წავა ბაბუასთან და მე აქ დამტოვებს, ჩემ ძმას - კომპიუტერთან.
ისევ იმ ადამიანზე მეფიქრება, რომელიც უკვე ზევით არის. მან ჩვენ გაგვასწრო, სიმართლეში წავიდა.

***

ავადმყოფი ადამიანის გარდაცვალებიდან ორ თვეში ბებიაჩწმიც გარდაიცვალა. დაკრძალვაზე მე და ჩემი ძმა მყარად ვიდექით, მე ცრემლებს არ ვიმჩნევდი, ჩემი ძმა სიგარეტს ეწეოდა. ჩემ ძმას არაფერი აინტერესებდა, მალე თამაშში ტურნირია და პირველი ადგილი უნდა ავიღოო. ეს მამაჩემის ძველმა მეგობარმა რომ გაიგო, უსაყვედურა, მაგრამ ძმას მისი სიტყვები არაფრად მიაჩნდა, ერთ ყურში შეუშვა და ცხვირიდან სიგარეტის კვამლთან ერთად გამოუშვა.

***

ქელეხის შემდეგ სახლში მისვლისას, მე და ჩემმა ძმამ საშინლად ვიჩხუბეთ. ყველგან კომპიუტერზე ლაპარაკი არ შეიძლება თქო, მან კი კომპიუტერის თაგვი თავზე გადამატეხა, ალბათ იმიტომ რომ, კომპიუტერის ძალა მეგრძნო. არ მოვიტყუებ და ვერაფერი ძალა ვერ ვიგრძენი, პირიქით, მან იგრძნო ჩემი ძალა და გატყდა კიდეც.
ჩვენი კამათი ისე დაიძაბა, რომ ჩემმა ძმამ პურის საჭრელი დანა გამოიტანა და დევნა დამიწყო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ჭკუიდან გადასულა როგორც ჩანს. შემოსასვლელის კარი გამოვაღე და გარეთ გავიქეცი. კარი რომ არ გამეღო, ჩემი ძმა იმდენს გააკეთებდა, ბებიას ვნახავდი. სადარბაზოში ტირილი დავიწყე, სახლში მისვლის მეშინოდა, მაგრამ ეს შიში მაძლიერებდა. როცა შიში მიპყრობს ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელი, ეს შიში ჩემი ძალაა. ყველა ადამიანს აქვს ძალა, მაგრამ უშიშრები ამას ვერ ხედავენ. მე მშიშარა ვარ, მაგრამ ძლიერი მშიშარა. მე ჩემი ძმა დავკარგე, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, მაგრამ ჩემს თავს არასოდეს დავკარგავ, რომელიც ახლა ვიპოვნე, როცა შემეშინდა. თუმცა, ძმაზე უარის თქმას არ ვაპირებ, დაველოდები. მთავარია მოთმინების უნარი არ დავკარგო, რადგან ცვლილებებს მომზადებული შევხვდე.



●თემო გამეზარდაშვილი



თემო გამეზარდაშვილო, შენ ყოფილხარ მწერალი, გინდ ასეთი მოთხრობის ფინალისთვის - ,,შემოსასვლელის კარი გამოვაღე და გარეთ გავიქეცი. კარი რომ არ გამეღო, ჩემი ძმა იმდენს გააკეთებდა, ბებიას ვნახავდი. სადარბაზოში ტირილი დავიწყე, სახლში მისვლის მეშინოდა, მაგრამ ეს შიში მაძლიერებდა. როცა შიში მიტანს ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელი. ეს შიში ჩემი ძალაა. ყველა ადამიანს აქვს ძალა, მაგრამ უშიშრები ამას ვერ ხედავენ. მე მშიშარა ვარ, მაგრამ ძლიერი მშიშარა. მე ჩემი ძმა დავკარგე, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, მაგრამ ჩემს თავს არასოდეს დავკარგავ, რომელიც ახლა ვიპოვნე, როცა შემეშინდა. თუმცა, ძმაზე უარის თქმას არ ვაპირებ, დაველოდები. მთავარია მოთმინების უნარი არ დავკარგო, რადგან ცვლილებებს მომზადებული შევხვდე."

აი ყოჩაღ რაა... როგორ მინდა სადმე შეგხვდე და შენს თვალებში ჩავიხედო, რათა ის უჩინარი მაგია ვიგრძნო, რომელსაც მუზა და ძალა ჰქვია. წერის ძალიან სხვა სტილი გაქვს, თან ირონიული (ზოგი ეპიზოდი), თან სამაგალითო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent