შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! +18 (4)


23-10-2019, 20:28
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 625

ცოტნე გავაფრთხილე რომ არ მეცალა. სინდისი მქენჯნიდა. მე კი არ ვიცოდი ჭკუაზე მოსასვლელად, ამ ქენჯნის ჩაკვლა მჭირდებოდა თუ პირიქით, გაძლიერება.
ადრე, ვაჟა-ფშაველას პოემა „სინდისი“ მიყვარდა. კაენს ძმის მკვლელობის შემდეგ, რაღაც საშინელი, მტკივნეული შეგრძნება აწამებდა. ეს შეგრძნება სინდისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, ღმერთს ბოლომდე მაინც ვერ გაეწირა და სინდისის ხმა გაეგზავნა მისთვის, რათა დანაშაულის გრძნობას დაეტანჯა.
ეს დანაშაულის გრძნობა ახსენებდა, რომ ჯერ არ გადაგვარებულიყო ბოლომდე მასში მცხოვრები ადამიანი.
- მერე ადექი, ჩაკალი ეგ ხმა და გადააგვარე შენში მცხოვრები ადამიანი - მეჩურჩულებოდა ბოროტი უნა. ბოროტ უნას ვიქტორიას ვეძახდი, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა მარცხენა მხარზე შემომჯდარი ეშმაკივით.
- დარწმუნებული ხარ? - ვეკითხებოდი მას.
- კი! ცოტნე ისედაც არ მოგვწონს. გული აქამდეც ბევრისთვის გაგიტეხავს: კაცი, ქალი, ბავშვი, ძაღლი... პლიუს ერთი არც იქით, არც აქეთ.
- კარგი, დავემსგავსოთ დემონს - გამეცინა.
- დავემსგავსოთ - ამყვა სიცილში. მერე ღიღინიც მორთო და ასე ჭკუამხიარულად ვიყავით ცოტახანს.
- ეშმაკს რომ ჰგავდე გინდა?
- მინდა.
- გინდა, ანტიღმერთი იყო? - უფრო დავუკონკრეტე.
დადუმდა.
ცოტა აკანკალდა.
რაღაცეებს კი ფაჩუნუბდა თავისთვის, მაგრამ აი შეურაცხადები რომ დადიან ქუჩაში და საკუთარ თავს ემუსაიფებიან, ზუსტად ეგრე.
ისიც შეურაცხადი ხდებოდა.
მეც.
ოდესღაც, ვიქტორია კეთილი იყო...
მაგრამ ეს სიკეთე ვიღაცამ მოკლა.
ფიქრების ჩანაწერი მეგობრისთვის: „ამ თვეში, ორი მეზობელი გარდამეცვალა. ვუყურებდი ეკლესიაში დასვენებულებს და როცა მგალობლებს ვუსმენდი, კანკალი მეწყებოდა. ვკანკალებდი, მაციებდა, სასოწარკვეთილი ვტიროდი. ხალხი ფიქრობდა, როგორ ჰყვარებია ამ გოგოს ეს უბედურიო. სინამდვილეში, არავინ იცოდა, რომ ყველა პანაშვიდსა თუ დაკრძალვაზე, შენ დაგტიროდი.
მახსენდებოდა შენს დაკრძალვაზე, როგორ ვიდექი სამი საათი უჰაერო ტაძარში და გალობას ვუსმენდი. ვფიქრობდი, ბავშვს გამომილაყებენ ამდენი სიმღერით-თქო, მაგრამ მე შენთან ვიყავი. მინდოდა, მარტოს არ აგეტანა ეს ჩახუთულობა, მოწყენილობა, სევდა, გლოვა. იმის მერე, ყველაფერი შემძულდა.
ეკლესიაში ყოფნაც შემძულდა.
შეუძლებელია, ღმერთი იქ ყოფილიყო, სადაც შენი ცხედარი ესვენა. ტაძრებიდან ღმერთი განდევნესო, სადღაც წავიკითხე. მემგონი, კი არ განდევნეს, თავისით წავიდა. მე მართლა მძულდა იქაურობა. თვითონ უფალია მოწმე, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა მდგარიყო სანთლით ხელში, ჩემზე მეტად, არავის სწამდა მისი არსებობის. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი... ზუსტად ვიცოდი, რომ შენს ცხედართან ახლოს, ღმერთის ჭაჭანება ვერ იქნებოდა“.
საღამოს, დიდი მონდომებით გამოვეწყე. ადრე სულ იმას მეჩიჩნებოდნენ, ქალს დაემსგავსე, მუდამ შარვლები ნუ გაცვიაო. რა რჩევაც კი მომცეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბოლო პერიოდი სულ მათ გათვალისწინებას მოვახმარე.
ჩემს სახლთან ახლოს იყო კაფე. ნიკო როცა დავინახე, კარგა ხნის მისულს ჰგავდა, მაგრამ აბა როგორ შეიჩნევდა მაგას.
გადამკოცნა.
მემგონი ცოტა ლოყები შემეფარკლებოდა ისე დავისიცხე წამებში.
- ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ დამირეკავდი - გამომიტყდა ის.
- ვერც მე ვიფიქრებდი. - საკუთარ თავთანაც ვაღიარე და ამ კაცთანაც. არადა, ისეთი კარგი ვინმე ჩანდა, პირდაპირ რომელიღაცა რომანტიკული ფილმიდან გადმოსულს მივამსგავსე. ოღონდ ბოროტ პერსონაჟს. აი ისეთს, მთავარ გმირთან უთანხმოება რომ აქვს და ერთი მაგრადაც მიბეგვავს ფილმის შუაში.
ბოლოს იჭერენ.
რადგან რო იჭერენ, ეგეთი პერსონაჟები უფრო მომწონდა.
ყავაზე შეთანხმებულებმა, ღვინო და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთეთ.
- შენზე მომიყევი რამე, გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ.
- მართლა ნიჭიერად გამოვიყურები?
- შენი აზრით, ვინ აყიდინა ჩემს შვილს ყვავილები? - წარბი აზიდა ღიმილით. - როცა ელენეს არ სცალია, მე მოვდივარ ხოლმე სპექტაკლზე. რატომღაც მარტო სიარული ტეხავს. სინამდვილეში კი ძალიანაც მაგარია.
- მართალი ხარ. მე კინოში დავდივარ მარტო.
- ახლა კინოში ვეღარ დაგპატიჟებ.
- დამპატიჟე და შორი-შორს ავიღოთ ბილეთები.
- იცი რა მგონია? კენტად ყოფნა კარგია, სანამ ვინმე ისეთს არ იპოვნი, ვისთანაც მარტოობის გაზიარება მოგინდება.
- გეხვეწები, ახლა არ დაიწყო, არიქა გიპოვნეო, თორემ თავს ჩამოვიხრჩობ! - გავაფრთხილე წინასწარ.
მერე რაღაცა გამახსენდა.
ტელეფონი ამოვიღე და ჩემი სცენარისთვის ახალი იდეა ჩავიწერე: „მშვენიერ ქალს ქმარი ჩამომხრჩვალს პოულობს.
- შუა ლაპარაკისას, მუდამ ასე ეძგერები ხოლმე მობილურს?
- როცა რამე გენიალური მახსენდება, ვიწერ.
- ანუ უკვე მეორედ ვარ გენიალური იდეის დაბადების მოწმე.
- კი. ყოველ ჯერზე შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო. არამგონია აგისრულდეს, მაგრამ მაინც კარგია. მე მაგალითად, ძალაუნებურად, საათს რომ დავხედავ და 11:11 ან 12:12-ია, მუდამ რაღაცას ვუთქვამ.
- არადა, ისეთ გოგოს ჰგევხარ, საათი რომ აქეთ ჩაუთქვამს რამეს.
- მაგარი კომპლიმენტი იყო - მუჭი შევკარი და ცერა თითი მაღლა აღვმართე. - სერიოზულად გეუბნები.
- სხვა რამეს არაფერს იტყვი სერიოზულად?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რატომ დაგირეკე. მგონია, რომ საერთო ბევრი არაფერი გვაქვს. მაგრამ ამ საერთოს არ ქონის ფონზე, მაინც უცნაურად ახლობელი ჩანდი.
- ახლა ხელს ხელზე მომითათუნებ და მეგობრობას შემომთავაზებ?
- არა! უფრო სწორად, კარგი იქნებოდა, მაგრამ მეგობრობას არ ვთავაზობ ადამიანებს. ზოგადად, ისინი არ მყავს.
- ხმამაღალი განაცხადია - გეგონება, არ დაიჯერაო.
პრინციპში, ერთი შეხედვით, ძალიან კონტაქტური, მხიარული და სასიამოვნო ვიყავი. უცხო თვალით დანახულ უნას, ვითომ რატომ არ უნდა ჰყოლოდა მეგობრები?
- შენ რატომ ხარ მარტო? - ის ვკითხე, რაც მთელი ეს დრო ძალიან მაინტერესებდა. აი, თითქოს ეს შეხვედრაც მხოლოდ იმიტომ გამემართა, რათა ამ კითხვაზე მიმეღო პასუხი.
- ცოლს წლების წინ დავშორდი. - მხრები აიჩეჩა და ტუჩის კუთხეები რაღაცნაირად დაქაჩა დაბლა (საყვარლად მომეჩვენა). - ერთი შეხედვით, არაფერი მიჭირს. მეორე შეხედვით, ურთიერთობები მიჭირს ალბათ.
- მესამე შეხედვით, მშვენიერი კაცი ხარ. თუ რა თქმა უნდა, ხიდის ქვეშ არ ცხოვრობ და ლოთი არ ხარ.
- ხიდის ქვეშ არ ვცხოვრობ. მშვენიერი სახლი მაქვს რომ იცოდე. მაგრამ ამავე დროს, რამდენჯერაც გხედავ, იმდენჯერ სმის პროცესში ვართ ორივე. ამიტომ ვერ დავდებ თავს რომ ლოთი არ ვარ.
- ეგ არაფერი. - ნიკოზე სწრაფად ვსვამდი და ისევ მე მქონდაპრეტენზია მაგის ლოთობაზე?
- შუშის ჭიქას შენი ტუჩსაცხის წითელი კვალი დაანჩნდა. მემგონი, დიდი ხანია რაც ამაზე მშვენიერ სანახაობას არ შევსწრებივარ. - გაეღიმა ნიკოს.
- ვერ ვიტან პომადებს. არადა, მაინც ვიდღაპნი.
- ბევრი სხვა ისეთი რაღაცის გაკეთება გიწევს, რასაც ვერ იტან?
- ჩემს თანამშრომლებთან ურთიერთობას. - თავი შეწუხებულმა დავუქნიე. არადა, თანამშრომლებამდე, გავიფიქრე სიცოცხლე არ მეპიტნავება დიდად-თქო, მაგრამ ზედმეტად ტრაგიკული მოსასმენი იქნებოდა და თავი შევიკავე. - კი არაფერს მიშავებენ, მაგრამ მე თუ ვუშავებ, პრეტენზიებს გამოთქვამენ და ეგ არ მომწონს.
გულიანად გაეცინა.
ყველა აქამდე ნანახ ადამიანზე უკეთესი კბილები ჰქონდა.
იღიმოდა და ვხვდებოდი როგორ იწყებოდა ჩემს სხეულში დნობის პროცესი. რაღაცნაირი, სასიამოვნო მოქმედებებით გამოირჩეოდა. მისი საუბარი, მოძრაობა, თვალების ხამხამიც კი მადუნებდა და სიამოვნების ჟრუანტელს მგვრიდა. იუთუბის ვიდეოებში, ხშირად მქონია მსგავსი შეგრძნება: მაკიაჟის გაკვეთილები გამიხსნია და ყურებით იმხელა სიამოვნება მიმიღია, რომ ლამის სკამიდან გადმოვვარდნილვარ.
- ანუ მძიმე ადამიანი ხარ - დიაგნოზი დამისვა. სავსებით ადეკვატური.
- ეგ პრობლემაა?
- არანაირი - ხელი ხელზე მომითათუნა მზრუნველი მზერით. მემგონი, ყველა ადამიანთან მამიკოს ინსტიქტი ერთვებოდა.
ბევრი ვილაპარაკეთ.
როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე ლიტერატურაც მშვენივრად ჰქონდა ათვისებული და კლასიკურიც. უცნაური იყო, მაგრამ რამდენიმე საათი ბედნიერი ვიყავი. არც საკუთარი თავი მახსოვდა, არც გარშემომყოფები. თავდაცვის უნარის გააქტიურებაც აღარ მჭირდებოდა ნიკოსთან.
სრულიად მოვდუნდი.
ჩვეულებრივი ცხოვრება რომ მქონოდა, ზედმეტი საფიქრალისა და ზედმეტი ბოღმის გარეშე, ზუსტად ასეთი ვიქნებოდი, როგორც ნიკოსთან ვიყავი: უდარდელი, კარგი მოსაუბრე, მომღიმარი და ხშირად, ცხენივით მოხარხარე.
სამი საათი ვლაპარაკობდით, მერე გარეთ გამოვედით სასეირნოდ. ისე ამოუხსნელად დავახლოვდით რომ ხელჩაკიდებული სიარული ჯერ ვერ, მაგრამ ხელკავის გაყრა არ მერიდებოდა.
- ალბათ შენზე გიჟდებიან ხო? - პოეზიაზე თუ რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცებ ეს კითხვა დამისვა.
- არა, დიდად არავის ვეხატები გულზე.
- კაცებს ვგულისხმობ.
სანამ პასუხს გავცემდი, ბედნიერება სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგა და ისევ დამიმძიმა სხეული შინაგანმა ხმამ, რომელიც არ ჩერდებოდა. გამუდმებით საუბრობდა, რაღაცეებს მარიგებდა. ბოროტი ვიქტორია კიდევ სხვა იყო, მაგრამ ეს სადღაც სინდისსა და არამიწიერ არსებას შორის გაჩხერილყო და ჩემში დაედო ბინა.
ესეც ჩემს გონებაში მცხოვრები კიდევ ერთი არსება.
სქესი: მამრობითი.
ხასიათი: კეთილი.
ბუნება: კეთილი.
ცხოვრებისეული მოწოდება: უნასთვის და ვიქტორიასთვის მორალის კითხვა.
სახელი: შიო.
რატომ შიო: რადგან უნას ასე მოსწონს და ლუკსაც ასე მოსწონდა.
- შეყვარებული მყავს - გამოვუტყდი.
ისე სასოწარკვეთილად ჟღერდა ჩემი სიტყვები, ვინმე იფიქრებდა რომ შეყვარებულს კი არა, ბოროტ მამინაცვალს ვგულისხმობდი.
- მართლა? - რამდენიმე წამის წინანდელი ბედნიერება სახეზე წყალივით შეაშრა.
- მთლად შეყვარებული არაა. გადავაჭარბე... უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებით.
- გიყვარს?
- არა.
- იმას? პრინციპში, რას გეკითხები. ეყვარები, აბა რას იზამს. - შუბლი უხერხულად მოისრისა და შემომხედა. თან გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. უკვე ზედმეტად ჩამეშხამებინა მისთვის განწყობა.
- ამბობს, რომ ვუყვარვარ, თუმცა არამგონია. თავად სიყვარულისა არაფერი გამეგება.
- სისულელეა - ისე მითხრა, გეგონება დარწმუნებული ყოფილიყო - შეიძლება, რომანტიკულად არავინ გყვარებია, მაგრამ მეგობარი ან მშობელი?
- კი. მეგობარი ან მშობელი - სევდიანად გავიღიმე. სადღაც, გულის სიღრმეში რაღაცა ჩამწყდა.ალბათ ის, რაც აქამდე ძაფზე ეკიდა და შესაფერის დროს ელოდებოდა, რომ ყველაზე ძლიერად ჩამოვარდნილიყო, უსასტიკესად დავემძიმებინე.
ვიქტორიასაც ჩასწყდა.
შიოსაც.
- სიმართლე რომ გითხრა, საბოლოოდ მაინც არ ვარ თბილი ადამიანი. შენთან შეხვედრა იცი რატომ მსურდა?
- იმედი მქონდა, რომ მოგწონდი და მაგიტომ. - გული საბოლოოდ დავუმსხვრიე ისე ამოიოხრა ამის თქმისას.
- ეგ თავისთავად. მაგრამ შენ მე არ მიცნობ. სწორედ ამიტომ მოვინდომე ერთი წუთი მაინც გამეტარებინა ისეთ კაცთან, არც ცუდი და არც კარგი რომ არ ჰქონდა გაგებული. უბრალოდ, ჩვეულებრივი უნა მსურდა ვყოფილიყავი.
- ისე გულიანად აქნევდი თეძოებს კლუბში, რომ ჩვეულებრივად მაინც ვეღარ აღგიქვამდი - გაეცინა მას - სხვათაშორის, ნიკო მქვია.
- სხვათაშორის, სოციალურ ქსელში ამოვიკითხე შენი სახელი და გვარი. თან არ ვიცოდი თუ მითვალთვალებდი იმ დღეს.
- ყველას ვაკვირდებოდი, მაგრამ შენმა ხეირიანმა ცეკვამ განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება.
- მარტო როცა ვარ, მაშინ უნდა ნახო ჩემი ცეკვა.
- საინტერესო იქნებოდა.
ჩემს სახლს მივუახლოვდი.
ეშმაკურად მეღიმებოდა და თან საკუთარი თავისთვის იმის თქმის იძულება მიჭირდა, რომ ნიკოს გამოვმშვიდობებოდი.
- გააგრძელე საღამო და ლოგინში ჩაუხტი! - მაძალებდა ვიქტორია.
- ჯერ ცოტნეს დაშორდი. ადამიანურად აუხსენი რომ ერთად ვერ იქნებით და მერე თავშიც ქვა გიხლია. სექსს ნამდვილად ვერ დაგიშლი. მოღალატე ძუ*ნად ყოფნას დაგიშლი! - მიყვიროდა შიო.
დროებით ორივე ჩავახშე.
ნიკოს შევხედე.
დღეს ასეთი კაცი რომ გამეშვა, მთელი ღამე სისველისგან და სინანულისგან დაიხრჩობოდა ჩემი ვა*ინა.
- აქ ჩემი სახლია. ბოლო სართული - ხელი გავიშვირე.
- შენი სურათები ვნახე ხვეულ კიბეებთან. ისეთი ლამაზი ადგილი იყო, მეგონა, რომელიმე კულუტურული ძეგლი იქნებოდა. თურმე, შენი სახლია.
- გინდა, ვერანდაზე ჩაი დავლიოთ?
- შენს სახლში მეპატიჟები?
- ან კი, ან არა. ზედმეტად ნუ გაუსვამ ხაზს, რომ სტუმართმოყვარე ვარ. თუ ბავშვთან გეჩქარება, არ მეწყინება, წადი.
- იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ, ღამით სხვაგან ვრჩები. ზედმეტ კითხვებს არ სვამს. პირიქით, ძალიან უხარია ხოლმე, დაქალებს იტოვებს და ერთობიან. ერთხელ, დილით რომ მივედი, პახმელიაზე დამხვდა ეს თითის ტოლა გოგო. მერე კი იყო დასჯილი ერთი თვე.
- მკაცრი მამიკო ხარ?
- არა. რბილი მამიკო ვარ, მაგრამ არასრულწლოვანი ბავშვი რომ გითვრება,
* * *

სკოლაში ვიყავი, კლასში ვიჯექი. გარშემო მიმოვიხედე, რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ მეცნობოდა. ჩემი ძველი მეგობარიც იქ იყო. გონებაში რაღაცამ გამიელვა. წამოვდექი და ის იყო, ლუკისთვის უნდა დამეძახა, რომ დაფის მაგივრად, კედელზე დამაგრებული კომპიუტერის მონიტორი ჩაირთო.
„ხსოვნა იყოს ჩვენი მოწაფის, რომელმაც უდროო დროს დაგვტოვა“ - გამოისახა სიტყვები.
თავი გავატრიალე. არ მინდოდა, აქაც ლუკის „გადიდებული“ სურათებისთვის მეყურებინა.
ყველამ ჩემსკენ მომართა მზერა.
წამოვხტი და საპირფარეშოში გავიქეცი. სირბილისას, გზად კიდევ ერთ მეგობარს მოვკარი თვალი. უნდოდა, გავეჩერებინე და რაღაცა ეთქვა, მაგრამ უხეშად ავარიდე მხარი. ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა, ძალიან დიდი ბოროტება გავიფიქრე. თან აღუწერელად შემრცვა, რომ ფიქრის უკან წაღება არ შემეძლო, ამავე დროს, უკან რომც წამეღო, მაინც იგივეს ვიფიქრებდი.
სამაგიეროდ, ვიქტორია ყვიროდა ხმამაღლა:
- შენ უნდა მომკვდარიყავი, შენ უნდა მომკვდარიყავი!
ჩემს სასირცხვილო, ცოდვილ სურვილებს აშიშვლებდა.
- შენ უნდა მომკვდარიყავი... ყველანი უნდა მომკვდარიყავით ლუკის მაგივრად!
ვერ ვაჩერებდი.
ტუალეტი ყარდა. სამაგიეროდ, სარკე ეკიდა ონკანის თავზე და მასში გამოსახულ ჩემს ცრემლიან სახეს ვუმზერდი.
ვიღაც შემოვიდა.
ისიც წარსულსჩაბარებული აჩრდილი იყო.
- მაინტერესებდა, როგორ ტიროდი - გამომიცხადა და უკან გაბრუნდა.
კლასში დაბრუნება აღარ მინდოდა. იქ ყველა მიყურებდა, ყველას ვეცოდებოდი და თან მართლა აინტერესებდათ, რამდენად მწარედ ვგლოვობდი. სკოლის დერეფანს გავუყევი. ფანჯრები ჩვეულებრივზე ფართო იყო და თუ მათ საზღვარს გადავაბიჯებდი, სხვა განზომილება იქმნებოდა.
სხვა განზომილება სოფლის ვენახს დამსგავსებოდა. მწვანე ბალახი ვერა, მაგრამ ოქროსფერი თივით იყო მოფენილი მიწა. მშვენიერი სანახაობა გადამეშალა. ვიღაცა კაცი დამეხმარა ფანჯრიდან გადაძრომაში. წელს ზემოთ შიშველი იყო და იმდენი კუნთი ამშვენებდა, ვერც კი დაითვლიდა ადამიანი.
ძალიან მოვწონდი. მეფლირტავებოდა.
მე კი სხვაგან ვაცეცებდი თვალებს.
სხვა კაცი მერჩივნა ამას.
ცოტახანში, ნიკო გაიჩითა. ისიც შიშველი იყო. მარტო შარვალი ეცვა. აი, ბრაზილიური სერიალების ქოუდებში რომ კალმით ნახატი მამრები დასეირნობენ ვენახში, ზუსტად ეგეთი ვითარება გადამშლოდა ცხვირწინ (ოღონდ ნიკს ეგეთი გოიმური აგრეგნობა არ ჰქონდა. ჰოლივუდს უფრო ჰგავდა მაგ მხრივ).
ყველას სჯობდა - აქამდე ნანახსაც და უნახავსაც.
- ვერ დავდივარ - შევჩივლე მას.
ნუ გეშინიაო და ხელში ამიყვანა. ცოტა ოფლიანი იყო. ვიფიქრე, აქ ერთი მდინარეც იქნება რომ ორივე გადავეშვათ-თქო, მაგრამ ვინ დამაცალა მდინარემდე მიგნება. სკოლის წინ კოცნაობა გავაჩაღეთ. თან ისეთი რეალური იყო ყველაფერი, მისი ენაც საკმარისად ვიგრძენი და ნერწვყვიც.
გამეღვიძა. გადმოვბრუნდი და შიშველი ნიკო დავინახე აქაც. სულ დამვიწყებოდა, რომ ღამით ჩემთან დარჩა. სიხარული საკუთარ თავთანაც ვერ დავმალე. იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სიზმარში. ნეტავ, საკუთარი თავი ძილისას დამენახა. მაინტერესებდა, ასეთი მიმზიდველი ვიყავი თუ პირდაღებულ დინოზავრს ვგავდი და ტუჩის კუთხიდან დორბლი ჩამომდიოდა.
საწოლიდან წამოვდექი, საღამურზე პლედი მოვისხი და ვერანდაზე გავედი. მართლა ჩაის დასალევად ამოვიყვანე ნიკო, მაგრამ იქამდეც ვერ მივედით რომ მადუღარა დამედგა. მე ვერ შევიკავე თავი თუ მან, ეგ არც ისეთი მნიშვნელოვანია (თუმცაღა, მე ვეძგერე ნამდვილად).
შუქი ავანთე გარეთ. სიგარეტი მოვიმარჯვე და სიყვრულის პირველი ისტორია მოვიფიქრე.
ქალი მშვენიერი იყო. ხავერდოვანი შავი თმა , თოვლივით თეთრი კანი და ცასავით თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფიფქიას წააგავდა. მულთფილმში რომაა, ეგეთს არა. ფიფქიაზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი როგორიც იქნებოდა, ეგეთი იყო ის ქალიც. თან დაოჯახებული.
ოდესღაც, ბალეტს აწვებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, კოჭი გადაუტრიალდა და იმის მერე, სულ კოჭლობი დადიოდა. აი, თავიდან ძვალი რომ არასწორად ხორცდება, მერე ძალით გტეხენ, მერე ისევ რაღაცა საშინელება გამოტყვრება და საბოლოოდ, კოჭლი რჩები უმშვენიერესი ქალი - ზუსტად ასე იყო.
ზოგჯერ, ამბობენ კაცს შრამი უხდებაო. ამ ქალს კი ხელჯოხი ან ფეხჯოხი და კოჭლობა ამშვენებდა.
ტიპიური ცოლქმრობა ჰქონდათ მედეას და თავის მეუღლეს. მიუხედავად იმისა, რომ შესახედავად ორივს კალმით ნახატი ეთქმოდა, ძველი ვნება და სიცოცხლისუნარიანობა მაინც ჩაჰქვროდათ (სიყვარულიც სადღაც ჯანდაბაში ბჟუტავდა გაჭირვებით).
ნახატების გალერეაში წავიდნენ ერთ ავბედით დღეს. ვიღაცა კაცმა შემოაბიჯა მათ ფეხდაფეხ. საშუალო სიმაღლის, შავი ქურთუკითა და სხვა დანარჩენი იგივე ფერის ტანსაცმლით მოსილი იყო. დაინახა ქალი და სიგიჟემდე შეუყვარდა.
იმის დაწერა, რომ ფეხით თხემამდე ჭრუანტელმა დაუარა, „ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“ და სული ნაკუწებად დაეშალა, არაა საჭირო. მაინც ვერ ვიპყრობდი სიტყვების მარაგით ცის კაბადონებს.
პირობითად, მედეა დავარქვი ქალს, მაგრამ კაცს... ალბათ ნიკო. ნიკოს ვამსგავსებდი და მაგიტომ.
ნიკო მედეას ქმრის ძველი მეგობარი აღმოჩნდა. ამ ბოლო დროს, ძველი მეგობრები სიზმრებსა და ცხადში ათვალწუნებული მყავდა და ბარემ, ისტორიაშიც არ ვუწყალობებდი.
ერთმანეთს გადაეხვივნენ ნიკო და მედეას ქმარი. ქმარს სახელს შეგნებულად არ ვარქმევდი. უბრალოდ ქმარი იყო და მაგიტომ.
მედეასაც შეუყვარდა. ასე ერთი ნახვით არა, მაგრამ ერთი-ორი გაშლილი პურმარილით - კი. მხოლოდ გამარჯობით თუ შემოიფარგლებოდნენ. მეტი არაფერი. მაგრამ ეს ქალი ხომ ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო? ხომ ხვდებოდა, რომ ნამუსი იმდენად სუფთა აღარ ჰქონდა, ვიდრე უწინ?
თან ვეღარც ცეკვავდა.
მთავარი მაინც ის იყო, რომ ვეღარ ცეკვავდა.
თვალის კონტაქტიც დაამყარეს თითზე ჩამოსათვლელად ნიკომ და მედეამ. ღალატი იყო, აბა რა ჯანდაბა ეთქმოდა?
საბოლოოდ, ერთ მშვენიერ და თან არც ისე მშვენიერ დღეს, ქმარი სახლში მივიდა და ჩამომხვრჩვალი მედეა ნახა. მაგიდაზე წერილი იდო. ბევრი არაფერი ეწერა. პატიებას ითხოვდა, სხვისი სიყვარულის გამო.
ეს იყო და ეს.
თუმცა ქალაქი ისეთი ოხერი ორგანიზმია, რომ ამ ქალის ისტორიამ თითქმის ყველა ოჯახი მოიარა და თითოეულმა სულ სხვადასხვა ფრთა შეასხა თავისი ინტერპრეტაციით. ყველაზე საბრალო, მაინც ნიკო გამოდგა. არც არავინ იცოდა მისი არსებობა, არც ამ არსებობის მიზეზი.
ერთი სიტყვით, ისტორიის მეასეხარისხოვანი გმირი სინამდვილეში მთავარი პერსონაჟი იყო.
დიდი დრო რომ გავიდა, ნითა ამ კაცს შემოხვდა ქუჩაში.
კაცს კი შემოხვდა, მაგრამ მთლად ორი უცნობის შემთხვევითი შეჯახება არ ყოფილა. ნითა ჭკვიანი იყო. ყველაფერი მოფიქრებული, დაგეგმილი და აწონ-დაწონილი ჰქონდა წინასწარ.
- უკაცრავად, ერთი წუთით ბატონო! - მასთან მიირბინა. კაცს ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა, როგორც ნიკოს - მარტოსული, სევდიანი.
ერთი სიტვყით, ნიკო ნიკოს ჰგავდა.
- გამარჯობა - გაღიმება სცადა კაცმა. ეტყობა, არ იყო შეჩვეული და არც გამოსდიოდა დიდად კარგად.
- თქვენს ისტორიას მაჩუქებთ? - ჰკითხა ნითამ პირდაპირ. ყოველგვარი ზედმეტი ხვეწნისა და ახსნა-განმარტების გარეშე. მერე იფიქრა, ალბათ ვერ გაიგო რას ვეკითხებიო - თქვენს ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას მაჩუქებთ? ძალიან მჭირდება.
- რისთვის გინდა? - ნიკოს ხმა აუკანკალდა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც. სადღაც, სულის სიმღრმეში მიძინებულმა ტკივილმა გაიღვიძა და მტანჯველად ჩამოუფხაჭნა გულის კედელი.
- ჩემი მეგობრისთვის მჭირდება - გოგონას თვალებში იმედი ენთო და ამან გააგონა კაცი. თვითონ ხომ არასოდეს ჰქონია რამე მსგავსი იმედისა. მაგალითად, რაღაცის მოლოდინი ან შანსი.
- აიღე, გჩუქნი. ოღონდ თუ მართლა მეგობრისთვის გჭირდება.
- კი, მეგობრისთვის.
- შენი იყოს. კარგია თუ სხვას მაინც დაეხმარება.
- ასე ადვილად? - გაუკვირდა გოგონას.
- ჰო, ადვილად. როგორც ჩანს, მე საბრძოლველი აღარაფერი დამრჩა შენგან განსხვავებით.
ნიკო წავიდა.
სამაგიეროდ, პირველი ნიკო გამოვიდა გარეთ.
თვალებს ისრესდა და გაოგნებული შემომყურებდა.
- არ გცივა? - მკითხა მან.
- არ მცივა, მაგრამ შევიდეთ თუ გინდა. გამეღვიძა და მერე რაღაცეები მომაფიქრდა. სცენარს ვწერ.
- სცენარისტიც ხარ? - გვერდზე ჩამომიჯდა.
- არა, მაგრამ სასურველია, რომ ვიყო.
- რამდენი რამე არ ვიცი შენზე - ცხვირით ლოყაზე მომფერა.
- საერთოდ არაფერი არ იცი - ტუჩებზე გადავაცოცე ბაგეები, თავადაც კალთაში გადავუცოცდი. - ეს რა ჩაგიცვამს? - სიცილით გავხადე თავისი ქურთუკი შიშველ სხეულზე რომ შემოეცვა და ხელი სინათლის გამომრთველისკენ გავიშვირე. ისეთი პირი უჩანდა, აქ მალე ორივენი დედიშობელა ვიქნებოდით და არ მინდოდა, ჩემს ღამურა მეზობელს მერე რომელიმე პორნო საიტზე დაედო ჩვენი ვიდეო.
- ასეთმა კარგმა როგორ მომაგენი? - თვლიდა რომ კარგი ვიყავი.
ხელში ამიყვანა, როგორც სიზმარში.
მაგიდაზე შემომსვა. გაშლილ ფეხებს შორის მოვაქციე მისი არაამქვეყნიური სხეული და მკლავებზე ჩამოვუსვი ხელები.
- რა ლამაზი ხარ - აღმომხდა ემოციებით აღსავსეს.
- პირველად მესმის ეგ ამბავი.
- მე არასოდეს ვიტყუები რომ იცოდე.
- ძალიან ნაზი კანი გაქვს. - ხმაში სიამოვნების კვალი დასტყობოდა.
მთელი ტანი მოქანდაკის გამოყვანილს მიუგავდა.
ფერებისას, გულმოდგინედ ვაკვირდებოდით ერთმანეთს. გეგონება, ადამიანი აქამდე ნანახი არ გვყოლოდა. სიმართლე რომ ითქვას, ჯერ არასოდეს მდომებია მამაკაცი ასე მძაფრად და აშკარად, როგორც ნიკო მინდოდა. ჩემი სხეულის ყველა უჯრედს ეფერებოდა. სუსხიან საღამოს, თითქმის ღიაცისქვეშ დარჩენილები , თან ერთმანეთით ვტკბებოდით, თან სიცივე დაუნდობლად გვიხორკლავდა ხელებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ნიკო მაინც თბილი იყო და ნელ-ნელა მეც ვიძირებოდი მისი მკლავების სიმხურვალეში. ყველგან მწვდებოდა ტუჩებით.
სულ სამჯერ მყავდა ნანახი.
და მაინც ყველაზე ახლობელი, სასურველი სურნელით გაჟღენთილიყო მისი კანი. გეგონება, აქამდე ათასჯერ მაინც შემეგრძნო ჩემში. მართლა აებნია ჩემთვის ყველა ფიქრი. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი ან რა მინდოდა. მიხაროდა, რომ როგორც იქნა, დროებით მაინც ვიყავი ფიქრებისგან თავისუფალი. არსებობდა მხოლოდ სიამოვნების ულევი ტალღა, რომელიც ჯერ არ აპირებდა ჩაცხრომას.
მის სახელს ვყვიროდი გიჟივით.
ვფიქრობ, ყველა მამაკაცს ძალიან მოსწონდა სექსისას მსგავსი პროცესი.
ასე ვიყავი დროებით ბედნიერი, დროებით ნეტარების მორევში გადაშვებული. რაღაც მომენტში დავფიქრდი და ალბათ, მედეას თვალის ფერი უნდა ყოფილიყო ეს სიამოვნება. სხვანაირად, ვერ იქნებოდა.
წუთები საათებად, მთელ ღამედ გრძელდებოდა.
ჩვენ კი ვერ ვჩერდებოდით.
საინტერესო ფაქტი ჩემს შესახებ: ბავშვობაში, მე და ლუკს წარმოსახვითი მეგობრები გვყავდა. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეგობარი შევიკედლე. და ვცხოვრობდით ახლა სამივე ერთად, ერთ სხეულში.
მე, ვიქტორია და შიო.
ზოგჯერ მონატრება გვტანჯავდა.
მუდამ მონატრება გვტანჯავდა.



№1 სტუმარი ლიამი

შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ.
რატომ არ გკითხულობდი აქამდე?

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლიამი
შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ.
რატომ არ გკითხულობდი აქამდე?

რატო არ მკითხულობდი მერე? smile smile

 


№3 სტუმარი ლიამი

არ ვიცი, უბრალოდ არ ვკითხულობდი.
ეხლა ნამდვილად აღარ დავუშვებ იმავე შეცდომას.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლიამი
არ ვიცი, უბრალოდ არ ვკითხულობდი.
ეხლა ნამდვილად აღარ დავუშვებ იმავე შეცდომას.

დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია :*

 


№5  offline წევრი წიწაკა

ოჰ, ეს წარმოსახვითი მეგობრები.
ისე რომ ვუკვირდები ეს ნაწარმოები სხვას არ ჰგავს. რომ არ ვიცოდე შენი დაწერილი რომაა ვერ მივხვდებოდი. სხვა დონეა რაა:დ მაგრამ ეროტიკულ სცენებს შეიძლება ეჭვი აღეძრათ. შენნაირად ვერავინ ვერ წერს მაგას.
ამით იმას კი არ ვამბობ რომ ისინი ცუდია და ა.შ.
"ბავშვობაში, მე და ლუკს წარმოსახვითი მეგობრები გვყავდა. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეგობარი შევიკედლე. და ვცხოვრობდით ახლა სამივე ერთად, ერთ სხეულში.
მე, ვიქტორია და შიო.
ზოგჯერ მონატრება გვტანჯავდა.
მუდამ მონატრება გვტანჯავდა." - ფავორიტია.
მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები .
დღეს რაღაც ვერ ვარ და შემდეგზე იმედია ვიქნები. ასე მგონია არაფერი არ მახსოვს:დ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ოჰ, ეს წარმოსახვითი მეგობრები.
ისე რომ ვუკვირდები ეს ნაწარმოები სხვას არ ჰგავს. რომ არ ვიცოდე შენი დაწერილი რომაა ვერ მივხვდებოდი. სხვა დონეა რაა:დ მაგრამ ეროტიკულ სცენებს შეიძლება ეჭვი აღეძრათ. შენნაირად ვერავინ ვერ წერს მაგას.
ამით იმას კი არ ვამბობ რომ ისინი ცუდია და ა.შ.
"ბავშვობაში, მე და ლუკს წარმოსახვითი მეგობრები გვყავდა. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეგობარი შევიკედლე. და ვცხოვრობდით ახლა სამივე ერთად, ერთ სხეულში.
მე, ვიქტორია და შიო.
ზოგჯერ მონატრება გვტანჯავდა.
მუდამ მონატრება გვტანჯავდა." - ფავორიტია.
მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები .
დღეს რაღაც ვერ ვარ და შემდეგზე იმედია ვიქნები. ასე მგონია არაფერი არ მახსოვს:დ❤

ფორმაში ხარ, ფორმაში. არ ინერვიულო. სხვათაშორის, მეც ვცდილობ რომ ეს ცოტა განსხვავებულად ვწერო. წერის სტილიც უფრო მოდერნისტული, წყალივით საკითხავი მინდა. ჟარგონებსაც არ ვერიდები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დახვეწილი მსურს რომ გამოვიდეს. რა ვიცი აბა, იმედია, ვიზამ

 


№7 სტუმარი ია

მომწონს შენი ისტორიები ძალიან...ოღონდ ამ ბოლო დროს ცოტა პერსონაჟები ერთმანეთს დაემსგავსნენ მგონი )) თუმცა ეს ბუნებრივია

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ია
მომწონს შენი ისტორიები ძალიან...ოღონდ ამ ბოლო დროს ცოტა პერსონაჟები ერთმანეთს დაემსგავსნენ მგონი )) თუმცა ეს ბუნებრივია

მართალი ხარ. იმდენი ისტორია დავწერე, ცოტა ძნელია რო არ დაემსგავსონ :დდ ბოლოს და ბოლოს, იმდენ ადამიანს არც შევხვედრილვარ ცხოვრებაში რომ ძალიან მრავალფეროვნება დავდო.
ნიკო რომ ჰაიდენს ჰგავს, ეგეც ვიცი. უბრალოდ, ჰაიდენიც ერთი ადამიანის შთაგონმებით შევქმენი, რომლის იქითაც ვერ ვიხედები და ჩემი მუზაა

 


№9 სტუმარი Mari

Rodis dadeb?

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mari
Rodis dadeb?

ამ წამს ვდებ ზუსტად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent