შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! +18 (5)

27-10-2019, 20:48
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 174

ნიკოს მუცელზე თავდადებულს გამეღვიძა. ბალიშად არ ვარგოდა, კისერი მქონდა გაშეშებული. მარტო როცა ვიღვიძებდი, ასე ერთი საათი, ლოგინში ვნებივრობდი ხოლმე და საკუთარ სურათებს ვათვალიერებდი. ძალიან მიყვარდა ჩემით ტკბობა.
გვერდზე გადავწექი. ნიკოს შევხედე. ახლა გაცილებით უჩვეულო ნეტარება აღმომეჩინა. თან მამაკაცი. ვინ იფიქრებდა?
- რა კარგია არა? - მკითხა ნიკომ მოულოდნელად.
გამეღიმა.
კი არ ვიცოდი რაზე მეკითხებოდა, მაგრამ იმ წამებში, ყველაფერი კარგი იყო.
- ძალიან კარგია.
- დღეს საქმეები გაქვს?
- არა, უქმე დღე მაქვს.
- მეც.
- ჩემთან დარჩენა გინდა? - მამაძაღლურად ავხედე და ისე მოვუჭუტე თვალი, მემგონი დაფრთხა.
- შენ გინდა რომ დავრჩე?
- კი. მინდა რომ დარჩე და ყველა კუნთი აგილოკო!
ერთი-ორი წამი თავი იკავა. მერე ისე გემრიელად გაეცინა, იმაზე დავიწყე ფიქრი, კიდევ რისი თქმით გამემხიარულებინა ასე გულიანად.
- ჩემი კუნთები სიხარულისგან ცქმუტავენ უკვე.
წამოვდექი და წელზე გადავაჯექი. ისეთი მიმზიდველი იყო, გუშინ შუაღამისას, გამიზნულად ავანთე საძინებელში შუქი რომ ნიკოს სხეულის ყველა დეტალი ძირფესვიანად შემეთვალიერებინა და თან შემეგრძნო.
ახლა გადაწეული ფარჯრიდან მზის შუქი ურტყამდა მკერდზე.
კარზე კაკუნმა დაგვინგრია სიმყუდროვე და აცეკვებული ჰორმონები.
- ჯანდაბა! მემგონი ცოტნეა. - ჩურჩულით წამოვიკივლე შეშფოთებულმა.
წამოვხტი.
ტანსაცმელი ელვის სისწრაფით ჩავიცვი.
- სულ დამავიწყდა, რომ ვიღაცის საყვარელი ვარ. თან აქამდე ქმრიან ან შეყვარებულიან ქალთან ურთიერთობა არ მქონია. რაღაცნაირი, შინაგანი ხმა არ მაძლევდა საშუალებას.
- გილოცავ! ვაჟიშვილობა დაგაკარგვინე მაგ ასპექტში. ახლა წამოდექი, სასწრაფოდ! - სწრაფად წამოხტა ისიც და მერე შემომხედა. ჩემგან ელოდებოდა განკრაგულებას, აბა ფანჯრიდან ხომ არ გადავახტუნებდი ამხელა კაცს. თან ცოტნე ნიკოს სიკვდილად მართლა არ მიღირდა.
ნიკოს ტანსაცმელი ავკრიფე და მივაჩეჩე.
მერე უზარმაზარი კარადა გავაღე, იქვე ახლოს დავდექი და მრავლისმთქმელად გავუღიმე.
- მეღადავები?
- არა.
- მანდ ვერ შევალ უნა.
- იმხელაა, კიდევ სამი კაცი შეეტევა შენს გარდა.
- რა მაგარია. ვინმე ხომ არ დამხვდება შიგნით? - ბუზღუნით შევიდა.
- არა, პირველი ხარ.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, კარი გარედან ჩავუკეტე და უცოდველი, ახალგაღვიძებული სახით გავაღე კარი.
ყველაზე სასაცილო იქნებოდა, ფოსტალიონი ან მეზობელი რომ შემრჩენოდა ხელში, თუმცა არ მოვტყუებულვარ, ცოტნე იყო.
- გეძინა? - შემომცქეროდა გაოგნებული. მაჯის საათს დახედა და მერე ისევ შემომხედა - პირველი საათია უნა.
- ბოლო დღეებია, ღამით ვერ მძინავს ან თუ ვიძინებ, ვშფოთავ. ძილის წამალი გამომიწერა ფსიქოლოგმა. - კარიდან ჩამოვეხსენი, სამზარეულოში შევიპატიჟე.
- არ მირეკავდი და ვიფიქრე, ფეხებზე დამიკიდა-თქო, როგორც ყოველთვის. - გამომიტყდა.
- ისეთი ქალი რა ჯანდაბად გინდა, რომელზეც მაგას იფიქრებ? - გვერდზე მივუჯექი - შენთან დაშორება არ მინდა ცოტნე, თუმცა არც ისე ჯანმრთელად ვარ, გესმის? გაქანებული ნევროზი მაქვს და კიდევ ბევრი ისეთი რამე, რისი აფიშირებაც არ მსურს.
- სამჯერ დამახვევინე და ზუსტად ამიტომაც გაპატიე. არა ხარ ჯანსაღად - დიდი თანაგრძნობით მომიგო.
- ნუ იწყენ. მირჩევნია, არაჯანსაღი ვიყო, ვიდრე ისეთი, რაც ახლა ნორმალურად ითვლება. თუმცა დროებით მირჩიეს, რომანტიკული ურთირთობისგან თავი შევიკავეო. რაღაცა დრო უნდა გავიდეს, მოვძლიერდე, წარსულზე აღარ ვიყო დამოკიდებული და მომავლის იმედი გამიჩნდეს.
- ეგეც მესმის. მაგარი *ლე ვარ, ყველაფერი მესმის, რასაც მეუბნები.
- *ლე კი არა, ყველაზე ჯიგარი ხარ. ჩემნაირი იდიოტი გოგო არ გიმსახურებს.
- არ მადარდებს მიმსახურებ თუ არა - ხელი ლოყაზე მომადო და სახე ახლოს მომიტანა - სულ ფეხებზე , როგორ იქცევი, რას აკეთებ და რამდენად გიყვარვარ. მე და შენ თამაშის დასასრული ვიქნებით. ასე წყნარად რომ გიქნევ თავს, არ გეგონოს, ჩვენი ურთიერთობიდან თავისუფლდები. დაშორებას არც ვაპირებ. უბრალოდ, დროებით ერთმანეთისგან თავს შევიკავებთ. მოსულა?
- არა. არ შემიძლია არც თეორიულ და არც პრაქტიკულ ურთიერთობაში ყოფნა. მაპატიე.
- one night stand-ები ხო შეგიძლია? - წამოხტა ყვირილით.
- კი, შემიძლია. უცნობი ადამიანები წამდაუწუმ ტვინს არ *ყნავენ და ყოველ წუთში არ აინტერესებთ სად ვარ ან რას ვაკეთებ. მძულს ეს პასუხიმსგებლობები! ჩემი თითოეული ნაბიჯი უნდა ავწონ-დავწონო, რადგან სხვას არ მივაყენო ზიანი. თავიდანვე იცოდი, რთულ ადამიანთან იჭერდი საქმეს, მაგრამ მაინც იქამდე თხარე, სანამ კატა არ გამოთხარე ბოლოს.
- მართლა ავადმყოფი ხარ. ყველა ქალი სტაბილურ ცხოვრებაზე ოცნებობს. ისეთი კაცი უნდათ, ვინც მათზე იზრუნებს, ყველაფრის მიუხედავად ეყვარება. შენ კი გეგონება... - ღრმად ჩაისუნთქა. ეგრევე მივხვდი, რაღაც ისეთის თქმას აპირებდა, რასაც მეც ვინანებდი და თვითონაც - ვიცი, რომ მუდამ ასეთი არ ყოფილხარ. რატი სულ იმას იხსენებს, როგორი საყვარელი და ლამაზი გოგო...
- მოკეტე რა! - აღარ დავამთავრებინე. - დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთნაირი ვერ ვიქნები.
- მაგას არ ვგულისხმობ. ყველას ჰგონია, რომ სამუდამო გლოვა გაქვს გამოცხადებული. სინამდვილეში, თავს ისე იზიანებ, მალე ფსიქოლოგი კი არა, შამანიც ვეღარ გიშველის. გლოვის მაგივრად, წაგებული ბრძოლის თავიდან წამოწყებას ცდილობ. გგონია, რომ ხელმეორედ, უეჭველად გაიმარჯვებ. თუმცა სიკვდილი მართლა დასასრულია უნა. ფერფლიდან ვეღარავის არადგენ. უბრალოდ, სარკეში ჩაიხედე და შენს თავს უთხარი, რომ ლუკი აღარ დაბრუნდება.
კართან მივირბინე მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ და გავაღე.
რატომღაც, ყველას ეგონა, რომ ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში, მათზე გაცილებით ჭკვიანი ვიყავი. ის, რაც თავიანთ პატარა ტვინებს მოსდიოდათ აზრად, მე კარგა ხნის აწონ-დაწონილი და გადახარშული მქონდა.
სხვა სხვის ომში ბრძენიაო თუ რაღაცა ეგეთი რომ არის, მაგარი სისულელე იყო. სულელი ვერც ომში იქნებოდა ბრძენი და ვერც მშვიდობაში.
- დაახვიე - ვთქვი ღიმილით - და კიდევ ერთხელ თუ იტყვი მის სახელს, ყელს გამოგჭრი. ვიღაც იდიოტებს უფლებას ვერ მივცემ, როცა მოუნდებათ, მაშინ ახსენონ.
უსიტყვოდ გავიდა.
ერთი-ორი წუთი ცხოვრებაზე დავფიქრდი და მერე, ფიქრებმა ნიკოს თავიც შემახსენეს.
სულ ჩემი სიკვდილის ძახილით მივვარდი გარდერობს.
გამოვიდა.
- რამხელაა. ამის მეოთხედი მაქვს სახლში და მაინც ყველაფერი ეტევა.
- ბებიაჩემის ნაქონია. როცა დაძველდა, ვიფიქრე სხვენში ავიტან-თქო, მაგრამ მერე მოდა შემობრუნდა, ვინტაჟი ტრენდი გახდა და დავიტოვე.
- უმშვენიერესია, თითქოს არც არავის უხმარია.
- რესტავრაცია აქვს გაკეთებული. თან ტანსაცმლის გარდერობი კი არა, კაცების გარდერობია.
- ეგრეც ვიფიქრე. ჯერ მხოლოდ ერთი კაცი გიკიდია ხო?
- ჰო. ბევრს და უხარისხოს, ერთი სჯობს. ვნახავ რა ბრენდია - ხელი მკლავზე მოვკიდე და მხრები შევუთვალიერე. - არ აწერია მგონი.
- ვიცი იმ ტიპს ყელის გამოჭრით დაემუქრე, მესმოდა, მაგრამ მაინც უნდა გკითხო რაღაცა.
- მკითხე.
- ლუკი ვინ იყო?
- ჩემი მგობარია. ალბათ ისიც გესმოდა, რომ ცოტა ბ*ზად შევირაცხე.
- ბ*ზი მინახავს. ვფქირობ, რომ არაფრით ჰგევხარ. ორი ტიპის ქალს ვიცნობ: პირველი - ვისაც სექსის სიყვარული ესირცხვილება, თუმცა რა თქმა უნდა, უყვარს და მეორე - ვისაც საკუთარი თავის არ უტყდება. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მთავარია, შენი გაისწორო. პირველი, მეორე, მესამე და მეასე ტიპის ჯგუფი ყოველთვის იარსებებს.
- მე კი ისევ შენი კუნთების ალოკვა მწაადია.
- ეგება, ჯერ მე მეწადა რამე მსგავსი? - საწოლზე გადაგორდა - სახეზე დამაჯექი, მოდი.
ხალათი გავიხადე და უსიტყვოდ დავყევი მის ნებას.
პრინციპში, რომლის ნება იყო, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.
* * *

ნაშუადღევს მაინც სახლში გავუშვი აურაცხელი გრიალის შემდეგ. კი გააპროტესტა, მაგრამ ძლიერი არგუმენტი მოვუყვანე: დღენახევარის განმავლობაში ადამიანის ყურება არ შემეძლო, საკუთარ თავთან განმარტოება მჭირდებოდა მერე.
სამსახურში წავედი.
უქმე დღე რომ გაქვს და მაინც მიდიხარ სამუშაო ადგილას, გინდა არ გინდა, გიყვარს ესეიგი შენი საქმე და სიტუაცია. ჰელეც იქვე იჯდა თავისთვის. ბევრი ლაპარაკი არასდროს სჩვეოდა. ჩაკეტილი, წყნარი ქალის რეპუტაციით გაეთქვა სახელი და ბოლომდე ამართლებდა.
ყავა ავიღე, გვერდზე მივუჯექი.
ჰო ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ყველაზე ხანგრძლივ კომუნიკაციას ვამყარებდით ხოლმე.
- მიხვედი ფსიქოლოგთან? - მკითხა მან. უფრო, დამცინავი ტონი ჰქონდა, მაგრამ ეგ ყველაფერს ირონიით მეუბნებოდა. სინამდვილეში, ამ ირონიის მიღმა, ცნობისმოყვარეობას მალავდა.
- კი.
- მერე, რაო? სასწრაფოდ გადასაყვანი ხარ საგიჟეთშიო?
- კი.
- რას აპირებ?
- კიდე ბევრ დასამახსოვრებელ როლს ვითამაშებ და გავუდგები ფსიხუშკის გზას.
- არა, მართლა მაინტერესებს. - ყავა უხმაუროდ მოსვა და თავისი თაფლისფერი თვალები მომაპყრო. ერთი ღირსება ის ჰქონდა, რომ ჭამა-სმით არ მაწუხებდა სხვებისგან განსხვავებით.
- ეგ არაა საშენო. სცენარი მოგიტანე. ჯერ მეასედიც არ დამიწერია, მაგრამ მემგონი მოგეწონება - ჩემი ნაწერების ქსეროქსი მქონდა გაკეთებული და მივაწოდე. გულწრფელად მაინტერესებდა მისი აზრი. ძლიერი კრიტიკოსი და სამართლიანი ადამიანი იყო როცა საქმე ხელოვნებას ეხებოდა. ვერ დავუკარგავდი.
- ახლა წავიკითხო?
- როცა დრო გექნება.
- ანუ მიტოვებ?
- რამდენ კითხვას სვამ, რა დაგმართნია. ჰო, გიტოვებ. შეიძლება ითქვას, შენთვის მოვედი დღეს. ახლა ტუალეტში შევალ და წავალ ისევ ჩემს გზაზე.
- არაა საჭირო მოფსმისასაც ანგარიში ჩამაბარო.
- ვიცი, რომ ეგეც გაინტერესებს - სიცილით ვაკოცე პომიდორივით თავზე და საპირფარეშოში გავედი. ისეთი სახით ამომხედა, აშკარა იყო, ალერსს არ ელოდებოდა ჩემგან.
მოსაღამოვდა.
ავდექი და ჩემი ფსიქოლოგის გზას დავადექი.
ზედმეტად ადვილად მივიღე ჩემს თვალწინ გადაშლილი არარეალური სამყარო. იმდენად მშვიდად შევხვდი ყველაფერს, მართლა დავფიქრდი, საგიჟეთში ხომ არ მივსულიყავი ჩემი ფეხით.
კაბინეტი ადგილზე დამხვდა.
კვლავ მდივანმა თუ ვიღაცა ჯანდაბამ გამიღო კარი და კმაყოფილი მზერით მახარა, გელოდებოდაო. არადა, ჩაწერილი არ ვყოფილვარ.
- ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი, დაჯექი - მშვიდად მომიგო სიკვდილმა (არ ვიცოდი, რა მეწოდა მისთვის).
- არც კი ვიცი, რატომ მოვედი. არადა, ჯერ კიდევ შენი მოკვლა მინდა. თუმცა ისიც ვერ დავადგინე, სიკვდილი როგორ მოვკლა.
- ეგ არ გჭირდება. მე თუ მოვკვდი, სხვას დანიშნავენ ჩემს ადგილას და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. სიკვდილს ვერ დაამრცხებ. თუმცაღა, საკუთარი თავის განკურნება შეგიძლია.
- როგორ შემიძლია?
- კარგია, რომ მაგ კითხვამდე მიხვედი. ჩემი დახმარებით, ყველაფერს შეძლებ. მე კასი მქვია. სჯობს, სახელით მომმართო.
- შენი სახელი დაგიძახო თუ ჩემი სახელით? - გავსკდი სიცილით.
- გავიგე, რომ ლიტერატურას ფლობ. ახლა სხვა რამეები მაინტერესებს - დაბლიდან შემომხედა. აი, ფილემბში რომ რაღცნაირად, ამრეზით იყურებიან, ზუსტად ეგრე.
ბოლო დროს, ყველა კადრს ფილმს ვამსგავსებდი. ალბათ იმიტომ, რომ მოსაწყენი ცხოვრება არ მქონდა. არც მხიარული ეთქმოდა, მაგრამ წვიმის მაგივრად, ადრენალინი და უცნაური ამბები ასველებდა ჩემს საოცარ თმას.
- მართლა კასი გქვია?
- ჰო.
- რა იყო, შენც ბუკოვსკის კასი გგონია თავი და თვლი, რომ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ქალაქში?
- არა, მე ბიჭი ვარ ან სქესი არ მაქვს, მაგრამ ასეთი რამე საიდან მოიგონე?
- გოგონების უმოტებესობა ეგრე ვართ. ალტერნატიულ სახელში (კასი) გვიწერია. გეგონება, ყველაზე ლამაზები ან ტრაგიკულები ვიყოთ. ამავე დროს კი მეძავად თავს არავინ თვლის.
- ეს ნამდვილი სახელის შემოტრიალებული ფორმაა. სინამდვილეში, სიკა მქვია, მაგრამ სასაცილოდ ჟღერს. შენ კი ისედაც ყველას დასცინი, ვინც მიზეზს გაძლევს და არ გაძლევს.
- სიკა ანუ სიკვდილა? თუ რას მეუბნები?
- ზუსტად მაგას გეუბნები. სიკვდილა შეამკოლე, შემოატრიალე და კასი დამიძახე. მხოლოდ ეგ გევალება. და უკვე მეასედ ცდილობ ხაზი გაუსვა რომ ნაკითხი ხარ. არაა საჭირო. წიგნებით ვერც ადამიანებს გააკვირვებ და ვერც სიკვდილს. მოეშვით ხოლმე მოკვდავები ასეთი რამეებით მარიაჟობას!
- მაშინ ტელეფონს გაგიმარიაჟებ... გინდა?
- ფრთხილად იყავი, კიბეზე ჩასვლისას არ დაგელეწოს შენი უახლესი თაობის მშვენიერება, რომლის წინა კამერაც დღე და ღამე გაგდებული გაქვს. ერთ მშვენიერ დღეს, უბედურებას მოგიტანს ტექნოლოგია - მუქარას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები.
ეგრევე ენა ჩავიგდე.
ჯიბეზე მოვისვი ხელი.
21-ე საუკუნის გოგოსთვის, აიფონის გატეხვაზე დიდი ტრაგედია არაფერი იყო. და მეც მაგ გოგონათა რიცხვს მივეკუთვნებოდი. აბა ეგეთი გამორჩეული კი არ ვიყავი, რომ მატერიალური სიწმინდეები არ მქონოდა.
გაუხარდა ჩემი დუმილი.
აქამდე, გაუჩერებლად რომ ვეტლიკინებოდი და ერთ წინადადებაში მომაკეტინა, ეტყობა ძალაუფლების შეგრძნებამ ბედნიერებით აავსო.
- დოსიე მაქვს აქ შენი მეგობრების. - უჯრიდან ერთი თაბახის ფურცელი ამოაძვრინა. ცოტატი შემრცხვა კიდეც... აქამდე ვინც მყავდა, ყველა ერთად, ერთ გვერდზე გამოქცეულიყო. - მოდი, დღეს ერთი განვიხილოთ - ის, ვინც ლუკამდე გყავდა.
- ჯანდაბა შენს თავს! გამოუშვი - ძლიერი დარტყმებისთვის მოვემზადე.
თუმცა როცა მიტევდნენ, მარტო არასოდეს ვიყავი.
მე, ვიქტორია და შიო ყოველთვის ერთად ვიცილებდით საფრთხეს.
- თეთე ერქვა ხომ?
- კი.
- მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდათ.
- მართალია.
- და შენ დაადე. თანამედროვე ენაზე, ასე ყველაზე გასაგებად ჟღერს. რატომ დაადე?
- ფსიქოლოგი იყო. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი ფსიქოლოგი.
- შენც არ ბრწყინავ სამსახიობო ნიჭით, მაგრამ მაგის გამო, არავის გამოუთქვამს პრეტენზია.
- სხვა რამეს გეუბნები. ლუკის გარდაცვალების შემდეგ, სულ მეკითხებოდა, ცუდად რატომ ხარ, ახლა რაღა დაგემართაო... რა სისულელეა არა? მაგაზე მეტი რა უნდა დამმართნოდა? ან რატომ ჰქონია ხალხს, თითქოს საყვარელი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ერთი კვირა საკმარისია გონზე მოსასვლელად. მაგდენს ვერ ხვდებოდა, რომ თუ ვინმეს დაკარგავ, ვერც ერთ თვეში გახდები კარგად და ვერც ერთ საუკუნეში. დრო არაფერსაც არ კურნავს, არც ტკივილთან ცხოვრებას ეჩვევი. უბრალოდ ზიხარ და ელოდები, როდის შეგჭამს სიმწარე. თან წყეული წუთები იწელება... არაფერი მოგდის და ისე გბერზრდება დასასრულის ლოდინი, რომ მერე მთელს ბოღმას სხვებზე ანთხევ. ესაა ჩემი პასუხი ყველა მანდ ჩამოწერილ მეგობარზე. ვინც კი ცოცხალი იყო, ყველას თავზე ბოთლით გადავავლე საკუთარი ბოღმა და გაიქცნენ. ასეა სამწუხაროდ. ვიღაც ძვირფასი გიკვდება და მერე იმათზე მოგდის ბრაზი, ვინც ცოცხალი დარჩა.
- საკმაოდ ამომწურავი პასუხი იყო - თვალები გაუბრწყინდა. საუბარი შემიქო და თეთეს სახელის გვერდით, პატარა „პწიჩკა“ დასვა.
- სულ ესაა კასი? საყვედურს არ ვიმსახურებ იმის გამო, რომ საძაგელი ვარ?
- არა. მე აქ არავის განკითხვას არ ვაპირებ. შენი გულწრფელობა მახარებს. ოდესმე ხომ უნდა ალაპარაკებულიყავი საკუთარ გრძნობებზე?
- კარგი, შემდეგი გამოუშვი.
- ასე მალე? მოიცა.. აქ რომ რაღაცა მოვნიშნე, არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ, საქმიანი იერი მინდოდა მქონოდა. ჯერ ისევ თეთეზე ვსაუბრობთ.
- გისმენ.
- გენატრება?
- არა.
- დაფიქრებულიყავი მაინც.
- ლუკის მონატრება რომ არ მტანჯავდეს, შესაძლოა, თეთეზე მეფიქრა. კარგი გოგონა იყო. მუდამ ესმოდა ჩემი. ზოგჯერ, სიზმრებში მეწვევა ხოლმე და ხან ვექიშპებით ერთმანეთს, ხან ძველებური ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ კი, მხარზე თავს ჩამოვადებ და ვტირი. მემგონი, გულის სიღრმეში მინდა, რომ ვიღაცის მკლავებში გახვეულმა ვისლუკუნო.
- ორი საპირისპირო უნა ხართ: ერთმა უგრძნობობა დააბრალა და გაა*მეივინა, მეორეს კი სიზმრებში ნოსტალგია ეუფლება.
- ვიქტორია ჰქვია მას, ვინც დაახვევინა.
- ლამაზი სახელია. გამრჯვებას ნიშნავს. ალბათ იმიტომ, რომ შენი ბოროტი ნახევარი მუდამ იმარჯვებს. ანუ მარცხენა მხარზე შემომჯდარი ეშმაკის მითითებებს ასრულებ.
- ვიქტორია ეშმაკი არ არის. მუდამ ბოროტიც არ ყოფილა. ბავშვობაში მესტუმრა. მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გარდატეხის ასაკში, სევდიან ჩანახატებს ვწერდი, სიზმრების მოყოლა მიყვარდა თანატოლებისთვის. სამაგიეროდ, მათ არ მოსწონდათ იდიოტური რაღაცეების მოსმენა. არც მიკვირს. ვის რაში აინტერესებს, რა დაგესიზმრა? ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს გონებას უცნაური არსება დაეპატრონა. ერთ სხეულში გამომწყვდეულ ორ სულად ვიქეცით. ვიქტორია ერქვა. არასდროს შემშინებია მისი, უბრალოდ ინტერესი მკლავდა, მართლა არსებობდა თუ საკუთარი მარტოობის გასაქარწ....ბლად გამოვიგონე. ვიქტორია არასდროს იღლებოდა ჩემი ქაქანით. მეუბნებოდა, გარშემომყოფებიდან, რომელი იყო სანდო, ვის ვუყვარდი და ვისი ნდობა შეიძლებოდა. ჩვენ დები გავხდით. ბედნიერება ვიპოვნე, მაგრამ მუდამ ეჭვი მჭამდა, მეშინოდა, რომ პარანორმალური ვიყავი.
- მერე ლუკი გამოჩნდა, რომელსაც თავისი საკუთარი ვიქტორია ჰყავდა შენსავით ხო?
- დიახ! და მე აღარ ვიყავი უცნაური. ლუკი ამბობდა, კლასში რომ შემოვედი, ამდენ შავ-თეთრ ადამიანს შორის, მხოლოდ შენ გენთო თვალებში ცეცხლი და მივხვდი, ჩვეულებრივი არ იყავიო. ალბათ ბანალური ფრაზაა, მაგრამ ცამეტი წლის ბავშვის პირით ნათქვამ სხვა ყველა ფრაზას მერჩივნა. ორი ადამიანი ოთხად ვიქეცით. ერთმანეთისა არ გვრცხვენოდა, არც ერთმანეთის ცოდვები და ფიქრები გვაკვირვებდნენ. რა იშვიათია, როცა ვინმე ისეთს გიყვარებს, როგორიც ხარ არა? თან იდეალურად გთვლის.
- სევდიანია.
- შენ ვინმეს ჩაუთვლიხარ იდეალურად? - ვკითხე კასის.
- არა.
- შენს მბრძანებელს თუ თვლიან იდეალურად?
- უკვე აღარ.
- მე მთვლიდნენ და დღემდე მთვლის, დარწმუნებული ვარ. ხომ ხედავ, ტელეფონის და ლიტერატურის გარდა, სხვა რამითაც შემძლებია შენთან გამარიაჟება.
- სასაცილო ხარ - გამიღიმა სიკვდილმა.
ისე, ეგეც თავისებური ირონიაა, რომ ბედის მაგივრად, სიკვდილი მიღიმოდა.

* * *
როგორც იქნა, სახლში მარტო რომ მოვკალათდი და სერიალი ჩავირთე გასართობად, მაშინ ჩამომიღეს კარი ბრაგაბრუგით. ესეც რაღაცა ცხოვრებისეული კარმა იყო-ნორმალურად სიცოცხლით ტკბობას არავის მაცლიდა დაუპატიჟებელი სტუმრების გარეშე.
ცოტნე იდგა.
გამძვინვარებული, შეშლილი თვალებით მიყურებდა და ეგრევე მისი ხელები შევათვალიერე. ვიფიქრე, დანაც ხომ არ უჭირავს ხელში ყველა ბედნიერებასთან ერთად მეთქი.
ტელეფონი ამოიღო, უსიტყვოდ გახსნა რაღაცა ფოტო და მაჩვენა.
ჩემი და ნიკოს სელფი იყო საწოლში(ზეწარშემოხვეულები ვიწექით და ნაორ*აზმარი თვალები გვიბრწყინავდა).
- ეს საიდან გაქვს? - თან ენა ჩამივარდა, თან გავბრაზდი, რომ რაღაცა ისეთი ჰქონდა, რაც მხოლოდ ჩემი საკუთრება იყო.
- დღეს გამომიგზავნე. არ გახსოვს?
- არ გამომიგზავნია.
- ეტყობა, მთვრალი იყავი და შენი აღვირახსნილი ცხოვრების აფიშირება მოგინდა იდიოტ ყოფილთან, რომელსაც გამოყეყეჩებამდე უყვარდი.
- ჩემი ძველი საყვარელია. შენ რატომ გამოგიგზავნიდი, შტერი ვარ?
- შტერი ხარ. შტერთან ერთად, კიდე სხვა ბევრი რამე. თავიდან, ვგეგმავდი, რომ მოვვარდნილიყავი, კარი ფეხით შემომეტვრია და ერთი მაგრად მეგლიჯა სახეში, თუმცა ისეთი გოგოს გამო, როგორიც შენ ხარ, არ ღირს მოძალადედ ქცევა. თუ სადმე წყევლა არსებობს, მაშინ ჩემს სიტყვებს უეჭველი გაითვალისწინებს სამყარო: დიდხანს იცოცხლებ ყველაზე უბედური და უიღბლო სიცოცხლით. სიყვარულის გემოს ვეღარასოდეს გამოცდი. თუკი შეეცდები რობოტიდან ადამიანის მდგომარეობაში გადასვლას, ზუსტად ისე მოგექცევიან, როგორც ჩვარს - ჯერ ტ*აკში გამოგისმევენ, მერე უნიტაზში ჩაგრეცხავენ.
- ეგ ჩვარი კი არა, ტუალეტის ქაღალდია.
- მნიშვნელობა არ აქვს. ერთი ჩორტია და დიდხანს, უბედურად მოგიწევს შენი უაზრო სიცოცხლის თრევა კუბოს ფიცრამდე.
გამომიცხადა მრავალფარდოვნად და წავიდა.
ეჰ ჰელე, ჰელე. ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ჩემს მობილურში თუ დაიწყებდა თვალებისა და ხელების ფათურს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რაღაც მომენტში, კასის ნათქვამი გამახსენდა წინა კამერაზე, ტელეფონზე და ტექნოლოგიები რომ დაგვღუპავენ, მაგაზე.
- ჯანდაბა თქვენს თავს! - მივაძახე უკვე კარგა ხნის გაქცეულ ცოტნეს და მასთან ერთად, სხვა დანარჩენსაც.
ერთი ამოვიოხრე.
კარი მივხურე.
მერე ცოტა გული ამიჩქარდა, მაგრამ მალევე გადამიარა.
ავდექი და გავაგრძელე ფილმის ყურება.

№1 სტუმარი სტუმარი Nasia

დღეს ჩემი დაბდღეა და მგონი ყველაზე ძალიან ეს გამიხარდა smiley წავიკითხავ და მერე შეფასებასაც დავდებ <3

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Nasia
დღეს ჩემი დაბდღეა და მგონი ყველაზე ძალიან ეს გამიხარდა smiley წავიკითხავ და მერე შეფასებასაც დავდებ <3

გილოცავ მთელი გულითა და სულით <3
ძალიან მიხარია, რომ გაგახარე :**

№3 სტუმარი Diabeti

როგორც შენი ჩიკა იტყოდა, უგრანდიოზულესი და უსვეცკესი მწერალი ხარ. აი ისეთი დახვეწილი წერის მანერა გაქ, იმენა კაიფს ვიღებ კითხვისას. პერსონაჟები ორიგინალური, თუმცა ძალიან რეალური. ნამდვილ სევდაზე და ცხოვრებაზე წერ თითქოს.
შენი დიდი თაყვანიცემელი ვარ ❤️

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Diabeti
როგორც შენი ჩიკა იტყოდა, უგრანდიოზულესი და უსვეცკესი მწერალი ხარ. აი ისეთი დახვეწილი წერის მანერა გაქ, იმენა კაიფს ვიღებ კითხვისას. პერსონაჟები ორიგინალური, თუმცა ძალიან რეალური. ნამდვილ სევდაზე და ცხოვრებაზე წერ თითქოს.
შენი დიდი თაყვანიცემელი ვარ ❤️

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო <3

№5 სტუმარი ტატ

წინა თავზე რომ დაგიწერე , მეც შენნაირი რამ შემემთხვა მეთქი აი მკითხველი ვარ. ვკითხულობ და მგონია რომ ერთიერთში ჩემზე წერ. აი ეს ზუსტად ისაა რაც ჩემს ცხოვრებაში ეხლა ხდება : "ლუკის გარდაცვალების შემდეგ, სულ მეკითხებოდა, ცუდად რატომ ხარ, ახლა რაღა დაგემართაო... რა სისულელეა არა? მაგაზე მეტი რა უნდა დამმართნოდა? ან რატომ ჰქონია ხალხს, თითქოს საყვარელი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ერთი კვირა საკმარისია გონზე მოსასვლელად. მაგდენს ვერ ხვდებოდა, რომ თუ ვინმეს დაკარგავ, ვერც ერთ თვეში გახდები კარგად და ვერც ერთ საუკუნეში." ყველა გაოცებული მეკითხება როგორ შეიცვალეო ჰოდა აწი ყველას ამ პასუხს გავცემ: "დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთნაირი ვერ ვიქნები!."
მადლობა ენ!

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტატ

ზუსტად ეგ მხდის ბედნიერად, რომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო ამ ჩემი საზიზღარი მდგომარეობით. გამაგრდი და ჩემთან დარჩი <3

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი

Same here.
სხვები სხვის ომში ბრძენები კი არა, სულ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ ყეყეჩები არიან.

რამდენი კაი ხალხი ვყოფილვართ აქ გოგოებო! <3

№8 სტუმარი სტუმარი ტატა

ენ ჯეინი

სულ აქ ვარ ენ და დასასრულამდე აქ ვიქნები. შეიძლება ხშირად ვერ დაგიკომენტარო მარა სულ გკითხულობ. მე არ მეხერხება ჩემი გრძნობების გადმოცემა, ეს ისტორია კი პატარა კათარზისივითაა ჩემთვის ვერ წარმოიდგენ რამხელა შვებაა როცა მარტო არ ხარ შენს გრძნობებთან და ვიღაცამ თუნდაც სულ უცხომ იცის რასაც განიცდი

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ტატა

შენ წარმოიდგინე, ჩემთვისაც რამხელა შვებაა, რომ უსიტყვოდ ესმით ჩემი დაწერილი სრულიად უცხო ადამიანებს. ზუსტად მაგიტო არ შევეშვები წერას. რადგან უცხო სულებთან რაღაც უხილავი ძალებით ვახლოვდები და მაგაზე დიდი ბედნიერება, მაგაზე დიდი შვება არ არსებობს ავტორისთვის <3

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
ენ ჯეინი
ელ_ჯეიმსი
ტატ
წინა თავზე რომ დაგიწერე , მეც შენნაირი რამ შემემთხვა მეთქი აი მკითხველი ვარ. ვკითხულობ და მგონია რომ ერთიერთში ჩემზე წერ. აი ეს ზუსტად ისაა რაც ჩემს ცხოვრებაში ეხლა ხდება : "ლუკის გარდაცვალების შემდეგ, სულ მეკითხებოდა, ცუდად რატომ ხარ, ახლა რაღა დაგემართაო... რა სისულელეა არა? მაგაზე მეტი რა უნდა დამმართნოდა? ან რატომ ჰქონია ხალხს, თითქოს საყვარელი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ერთი კვირა საკმარისია გონზე მოსასვლელად. მაგდენს ვერ ხვდებოდა, რომ თუ ვინმეს დაკარგავ, ვერც ერთ თვეში გახდები კარგად და ვერც ერთ საუკუნეში." ყველა გაოცებული მეკითხება როგორ შეიცვალეო ჰოდა აწი ყველას ამ პასუხს გავცემ: "დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთნაირი ვერ ვიქნები!."
მადლობა ენ!

Same here.
სხვები სხვის ომში ბრძენები კი არა, სულ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ ყეყეჩები არიან.

რამდენი კაი ხალხი ვყოფილვართ აქ გოგოებო! <3

დედას ბუშტი <3

დისგული! <3

№11 სტუმარი სტუმარი Nasia

ყველაზე ძალიან იცი რა მიყვარს შენს ნაწერებში იცი? ესეთ მძიმე სიტუაციებშიც რომ არ კარგავ იუმორს და თვითირონიას. იუმორი ჩემთვისაც ყველაზე დიდი წამალია და მჯერა რომ ეგ თუ გადაგვარჩენს smiley

№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Nasia
ყველაზე ძალიან იცი რა მიყვარს შენს ნაწერებში იცი? ესეთ მძიმე სიტუაციებშიც რომ არ კარგავ იუმორს და თვითირონიას. იუმორი ჩემთვისაც ყველაზე დიდი წამალია და მჯერა რომ ეგ თუ გადაგვარჩენს smiley

ბაზარი არაა :დდდ ყველაზე მძიმე მომენტებში, შავ იუმორს ვიყენებ ხოლმე.
მაგალითად, რომ მეკითხებიან როგორ არის შენი სამეგობროო, ასე ვპასუხობ: ერთმა სამსახური დაიწყო, მეორე გათხოვდა, მესამე მიწაში წევს.
ხო არაფერია სასაცილო, მაგრამ საყვარელი ადამიანის სიკვდილზე ღადაობის უფლება მხოლოდ მე მაქვს :დდ

№13 სტუმარი ლიამი

ესე იგი, წავიკითხე შენი რამდენიმე ისტორია და კიდევ ერთხელ ვინანე, აქამდე რომ არ გკითხულობდი. ძალიან დახვეწილი ხარ და რამე, მართლა სუპერი ხარ.
ოღონდ ბევრგან შემხვდა კუნთების ალოკვა და ისეთი ქრინჯ ოვერდოზი დამემართა, ვერ აღგიწერ. ჰოდა აქაც რომ ეგ შემხვდა საერთოდ.
ნუ მწერალი შენ ხარ და შენს ხოშზე წერ, ბაზარი არაა, მაგრამ მე უბრალოდ აღვნიშნე.
წარმატებები.

№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლიამი
ესე იგი, წავიკითხე შენი რამდენიმე ისტორია და კიდევ ერთხელ ვინანე, აქამდე რომ არ გკითხულობდი. ძალიან დახვეწილი ხარ და რამე, მართლა სუპერი ხარ.
ოღონდ ბევრგან შემხვდა კუნთების ალოკვა და ისეთი ქრინჯ ოვერდოზი დამემართა, ვერ აღგიწერ. ჰოდა აქაც რომ ეგ შემხვდა საერთოდ.
ნუ მწერალი შენ ხარ და შენს ხოშზე წერ, ბაზარი არაა, მაგრამ მე უბრალოდ აღვნიშნე.
წარმატებები.

აუ ეგ მჭირს ცუდი, რომ მამაკაც პერსონაჟად ვინც წარმომიდგენია, იმისი კუნთების ალოკვა მინდა და გაუცნობიერებლად, ყველგან ვწერ :დ
რა მოვიმოქმედოოო

№15 სტუმარი სტუმარი ქეთი

ნინო არ მომკლა მეთქი ნინოოოო:დ ნინო არ მომკლა მეთქი:დ
სხვისი არ ვიცი და უნა ჩემთვის ერთგვარი შურისძიებაა ყველა იმ მექალთანე, წინ და უკან მოტ*ნაურე კაცზე ვისთვისაც ქალი მხოლოდ ხორცია ხოლო მათზე შეყვარებული ქალები და მათი გრძნობები ძაან მარტივად ფეხებზე კიდიათ:დ თან მშვენიერი მაჩვენებელია იმის რომ ქალებსაც უყვართ სექსი ( თქვენ წარმოიდგინეთ :დ) და მათაც ისევე შეუძლიათ მხოლოდ სიამოვნებისთვის დაკავდნენ სექსით როგორც კაცებს:დ ისე მიკვირს სუ ცოტა მაინც რომ არ გაგამათრახეს, მე აქ უხსოვარი დროიდან ვკითხულობ ისტორიებს და მახსოვს ერთ ავტორს მხოლოდ გაკვრით ჰქონდა ნახსენები საწოლის სცენა, კომენტარებში კიდე მთელი წყევლა კრულვა და შეჩვენება მიდიოდა ავტორის ცოცხალი თუა გულწრფელად გამიკვირდება:დ განვვითარებულვართ ხო იცი:დ

№16 სტუმარი სტუმარი ქეთი

ნინო არ მომკლა მეთქი ნინოოოო:დ ნინო არ მომკლა მეთქი:დ
სხვისი არ ვიცი და უნა ჩემთვის ერთგვარი შურისძიებაა ყველა იმ მექალთანე, წინ და უკან მოტ*ნაურე კაცზე ვისთვისაც ქალი მხოლოდ ხორცია ხოლო მათზე შეყვარებული ქალები და მათი გრძნობები ძაან მარტივად ფეხებზე კიდიათ:დ თან მშვენიერი მაჩვენებელია იმის რომ ქალებსაც უყვართ სექსი ( თქვენ წარმოიდგინეთ :დ) და მათაც ისევე შეუძლიათ მხოლოდ სიამოვნებისთვის დაკავდნენ სექსით როგორც კაცებს:დ ისე მიკვირს სუ ცოტა მაინც რომ არ გაგამათრახეს, მე აქ უხსოვარი დროიდან ვკითხულობ ისტორიებს და მახსოვს ერთ ავტორს მხოლოდ გაკვრით ჰქონდა ნახსენები საწოლის სცენა, კომენტარებში კიდე ისეთი წყევლა კრულვა და შეჩვენება მიდიოდა ავტორის ცოცხალი თუა გულწრფელად გამიკვირდება:დ განვვითარებულვართ ხო იცი:დ

№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ქეთი

ჩემო ქეთი, ვინმეს მხოლოდ სექსის გამო წამოსცდება სიტყვა და განკითხვის ღეს მოვუწყობ თან გათანამედროვებულ განკითხვის დღეს :დდ
რეალურად, ქალები რომელსაც სექსი გარყვნილება ჰგონიათ, არასწორი და მახინჯი აზროვნების მსხვერპლი არიან და მე მათაც ისეთივე ვნებიან, ზღაპრულ მომავალს ვუსურვებ, რომელიც ეამაზრზენებათ :D
მემგონი, მართლა განვვითარდით ან უბრალოდ განსაკუთრებულად მოაზროვნე, თანამედროვე და ჯიგარი მკითხველები მყევხართ.

№18  offline წევრი წიწაკა

ე.ი. ორი ჩემხელა ტექსტი წამეშალაა
რა ვქნა:((
მოკლედ, ამ გოგოს იუმორზე ვგიჟდები; მგონი ორსულადაა ცოტნესგან;
ცოტნეს ვერ ვიტან; მგონია რომ გაჩხიკული, სუსტი და ტაკო მიმხმარი ბიჭია უამრავი ბანჯგვლით:დ აი გულმკერდზე და მუცელზე რომ აქვთ კაცებს ნაწნავები:დ რა ვქნა აწი რაც არ უნდა შტნგისტად და ალენ დელონად წარმოაჩინო მაინც ასეთს წარმოვიდგენ. მემგონი არაფერი არ მავიწყდება... აა ხო ი ცხვირი "პიანისტში" რომ კაცია იმის მსგავსი აქვს (ის კაცი ძაან მომწონს უბრალოდ ცხვირი ვისესხე) .
აი ეს რა გაწრიტული კომენტარია რა არიიის. ცუდად ვარ. აა ხო კიდევ ის რომ გული მერევა, უნა ამ კაცთან როგორ წევს (ცოტნესთან).
ის ბებრუხანა შეხედე როგორ გათავხედებულაა. თავზე შემომაჯექიო ჰააა ნწნწნწ.
დღეს რა მჭირს:დ
გელი❤ იმედია ესეც არ წამეშლება. ❤:დ

№19 სტუმარი სტუმარი ქეთი

მე უფრო ეს მგონია:დ

ენ ჯეინი
უბრალოდ განსაკუთრებულად მოაზროვნე, თანამედროვე და ჯიგარი მკითხველები მყევხართ.

თან მგონია ეს იციან და ვერ გიბედავენ:დ

ენ ჯეინი
ვინმეს მხოლოდ სექსის გამო წამოსცდება სიტყვა და განკითხვის ღეს მოვუწყობ თან გათანამედროვებულ განკითხვის დღეს :დდ

თორემ რეალურად, საიტზე ქალიშვილი ქალები ისევ ნომერი პირველი ჰიტია, ხოლო ვისაც თავისუფალი სექსი აქვს მკითხველის უმრავლესობა ავტომატურად ბო*ად თვლის, ვისაც ერთზე მეტი პარტნიორი ყოლია ( ქმრები არ იგულისხმებიან:დ) ესე იგი ათას *ლეზე გადამხტარია:დ

№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ე.ი. ორი ჩემხელა ტექსტი წამეშალაა
რა ვქნა:((
მოკლედ, ამ გოგოს იუმორზე ვგიჟდები; მგონი ორსულადაა ცოტნესგან;
ცოტნეს ვერ ვიტან; მგონია რომ გაჩხიკული, სუსტი და ტაკო მიმხმარი ბიჭია უამრავი ბანჯგვლით:დ აი გულმკერდზე და მუცელზე რომ აქვთ კაცებს ნაწნავები:დ რა ვქნა აწი რაც არ უნდა შტნგისტად და ალენ დელონად წარმოაჩინო მაინც ასეთს წარმოვიდგენ. მემგონი არაფერი არ მავიწყდება... აა ხო ი ცხვირი "პიანისტში" რომ კაცია იმის მსგავსი აქვს (ის კაცი ძაან მომწონს უბრალოდ ცხვირი ვისესხე) .
აი ეს რა გაწრიტული კომენტარია რა არიიის. ცუდად ვარ. აა ხო კიდევ ის რომ გული მერევა, უნა ამ კაცთან როგორ წევს (ცოტნესთან).
ის ბებრუხანა შეხედე როგორ გათავხედებულაა. თავზე შემომაჯექიო ჰააა ნწნწნწ.
დღეს რა მჭირს:დ
გელი❤ იმედია ესეც არ წამეშლება. ❤:დ

არადა, ქერა ბიჭია ცოტნე და საკმაოდ სიმპათიურიც, უბრალოდ არ გაუმართლა.
რო დაფიქრდე, უნა უფრო ანტაგონისტია, ვიდრე ცოტნე, მაგრამ უნას მთავარი პერსონაჟობა შველის და გეგონება ბევრი რამე ეპატიება.
ჩემს ბებრუხანას რაც შეეხება... მიყვარს.
ახვა კომენტარს ვერ გავუკეთებ.
და მისი კუნთებიც მიყვარს

№21 სტუმარი Drogon

ჰელე ანუ სიტყვიდან hell?:))) ეგ ჯოჯოხეთის მოციქული:)))

№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Drogon
ჰელე ანუ სიტყვიდან hell?:))) ეგ ჯოჯოხეთის მოციქული:)))

რატო გამშიფრე ? :დდდ

№23 სტუმარი Drogon

ენ ჯეინი
Drogon
ჰელე ანუ სიტყვიდან hell?:))) ეგ ჯოჯოხეთის მოციქული:)))

რატო გამშიფრე ? :დდდ

მშვენიერი ინტუიცია+ჭკუა+დეტალებზე დაკვირვება:))) კი, სულ ესეთი თავმდაბალი ვარ ხოლმე:)))

№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Drogon
ენ ჯეინი
Drogon
ჰელე ანუ სიტყვიდან hell?:))) ეგ ჯოჯოხეთის მოციქული:)))

რატო გამშიფრე ? :დდდ

მშვენიერი ინტუიცია+ჭკუა+დეტალებზე დაკვირვება:))) კი, სულ ესეთი თავმდაბალი ვარ ხოლმე:)))

მევასება ეგეთი თავმდაბალი ხალხი <3 :დდ

№25 სტუმარი Mari

Dxaan gamaxare da ra mainteresebs yvela personaji realuriao ro dawere ani es helec arsebobs realobashi? Gamacanni erti chavutaro tmit trevis masterklasi...

№26 სტუმარი No one special...just random guest

ყველაზე დახვეწილი, დალაგებული, განსხვავებული და ორიგინალური მწერალი ხარ... რაც ყველაზე ძალიან მიზიდავს შენს შემოქმედებაში ის არის რომ ყველა ისტორიაში გარკვეულ აზრს დებ , რაც ძალიან იშვიათია ამ საიტზე... ძალიან მაგარი გოგო ხარ ენ ჯეინ და სულ წერე სადამდეც შეგეძლება...

№27 სტუმარი სტუმარი tea

დღეს დავიწყე კითხვა და ძალიან მომწონს

პ.ს ერთი ფრითენზია მაქვს ვერ ვიტან სახელ ნიკოს:დდ არადა რომ მკითხო არ ვიცი რატო მაგრამ პირდაპირ მაძაგძაგებს სიძულვილისგან :დდდ

№28 სტუმარი სტუმარი An Na

ეს ისტორია არის ჩემი სიყვარული! უნა არის ჩემი ქალი! და შენ ხარ უსასწაულესი! ( ცოტა გვიანკი ვწერკომენტარს, ვერ მოვახერხე აქამდე) მაგრამ (ჩემი აზრით) ამ ისტორიის არც ერთი თავი არუნდა იყოს, ჩემი კომენტარის გარეშე. ♡♡♡♡♡♡

№29  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mari
Dxaan gamaxare da ra mainteresebs yvela personaji realuriao ro dawere ani es helec arsebobs realobashi? Gamacanni erti chavutaro tmit trevis masterklasi...

არა მარ, ყველა რეალური არ არის. აქ პერსონაჟები არ არიან რეალურები, გრძნობებია რეალური. ერთი რამე გვაერთიანებს მე და უნას, რაც მართლა გადამხდა - ლუკის დაკარგვა.ალბათ ტკივილი იმიტომ მაქვს ნორმალურად გადმოცემული, რომ საკუთარ თავზე განვიცდი.

No one special...just random guest
ყველაზე დახვეწილი, დალაგებული, განსხვავებული და ორიგინალური მწერალი ხარ... რაც ყველაზე ძალიან მიზიდავს შენს შემოქმედებაში ის არის რომ ყველა ისტორიაში გარკვეულ აზრს დებ , რაც ძალიან იშვიათია ამ საიტზე... ძალიან მაგარი გოგო ხარ ენ ჯეინ და სულ წერე სადამდეც შეგეძლება...

ვაიმე, შენ გაგახარებს ღმერთი. რამდენი ხანია, ასე გემრიელად აღარ მქონია საშუალება რომ კომენტარებს ჩავჯდომოდი. განა ბევრი საქმე მქონდა ან რამე ეგეთი, უბრალოდ, კომენტარები არ იყო :დდდ
სულ სულ დავწერ. დიდი მადლობა <3

სტუმარი tea
დღეს დავიწყე კითხვა და ძალიან მომწონს

პ.ს ერთი ფრითენზია მაქვს ვერ ვიტან სახელ ნიკოს:დდ არადა რომ მკითხო არ ვიცი რატო მაგრამ პირდაპირ მაძაგძაგებს სიძულვილისგან :დდდ

ძაან ბედნიერი ვარ რომ შემოგვიერთდი. იმედია, ჩვენთან დარჩები ბოლომდე.
ნუ შენ ალბათ რამე პირადული სიძაგძაგე გაქვს ნიკოსთან :დდ უცებ მომაფიქრდა ძაან ეს სახელი. თან რამე მოქართულო მინდოდა და თან არც ძალიან თემური :დდ

სტუმარი An Na
ეს ისტორია არის ჩემი სიყვარული! უნა არის ჩემი ქალი! და შენ ხარ უსასწაულესი! ( ცოტა გვიანკი ვწერკომენტარს, ვერ მოვახერხე აქამდე) მაგრამ (ჩემი აზრით) ამ ისტორიის არც ერთი თავი არუნდა იყოს, ჩემი კომენტარის გარეშე. ♡♡♡♡♡♡

ჟეჟემოგევლე!
უნასაც ძალიან უყვარხარ და გაფასებს

№30 სტუმარი სტუმარი ლინდა

ხშირად არ ვაკომენტარებ რადგან კომენტარების წერა არ მიყვატს მაგრამ მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ძალიან მიყვარს?? ეს ისტორია ეხლა დავიწყე და უკვე ძალიან მომწონს?? გელოდები მოუთმენლად??❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent