შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელის რიონი [სრულად]

29-10-2019, 15:14
ავტორი ელპინი
ნანახია 1 999

29 ოქტომბერი.
დასაწვავი ციფრები აგრძელებენ ცეცხლმოსაკიდებელ თვეს.
ახლა რიონი იმაზე ბინძურია, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგან გაშიშვლებული სხეულებიდან ყველამ ჩამოიბანა თავისი წილი ტალახი კანზე უზარმაზარ ლაქებად შერჩენილი. როგორ ეძახიან? - ტალები. შეიფუთნენ ადამიანები სისუფთავის შესანარჩუნებლად და გათოშილ ხელებს ჯიბეებში მოწადინებულნი ითბობენ.
სამყარო ქუხს. ნოემბერი მოდის და ზამთარი მოურიდებლად დგამს ნაბიჯებს. თითქოს, ვიღაცას, რომლისთვისაც ვიღაც შექმნილია, უახლოვდება და ის ისაა წაეთომარება.
კაპიშონიან მოსაცმელს ვიცმევ, კარში გავდივარ და სახეზე მომხვდარ ცივ ჰაერს თბილად გარდავქმნი. რიონთან ახლოს ვცხოვრობ. რომც მოვინდომო სხვაგან წასვლა, არ გამომივა. სულის ნაწილებს არ ივიწყებენ. თეთრ ხიდზე ვდგავარ და ვუყურებ მას - როგორ იმღვრევა და გამწარებული დარბის. გული მეკუმშება - მოფერებისგან. ქვემოთ ჩასასვლელ გზას ვპოულობ, როგორც ყოველთვის და ის იქ ზის.
- ვიცოდი, რომ ჩვენს ტრადიციას არ დაარღვევდი.
- რატომ გაგახსენდა?
- ვინ დაივიწყებს იმას, რაც სიცოცხლეს ეტოლება?
- აკი წახვედი...
- შენთვის.
- და ვისთვის დაბრუნდი?
- ჩემი თავისთვის.
- მოსაწევი ისევ გაქვს?
- ოხრად.
- მოდი.
ახლა ის დროა, როცა ყველაფრის ფხიზელი თვალებით ყურება წუთიერების მომსპობია და საკუთარი თავის კარგად ყოფნა - სიკვდილზე მნიშვნელოვანია.
ვუყურებ მის თითებს. მოხერხებულობა არ დაუკარგავს, რა თქმა უნდა. უცებ აკეთებს მოსაწევს და მაწვდის.
- პირველი შენ. - სწრაფად ვპასუხობ და ხელს უკან ვაბრუნებინებ.
- ისევ გინდა, რომ ჩემი გემო იგრძნო.
- შენ კი ექსტაზში ჩაეშვები ამით.
- დამპალი არსება ხარ.
- შენ გამომზარდე.
- და მე არ მისწავლებია, რომ ჩემთანაც ნაბი*ვარი ყოფილიყავი.
- დამცინი?
- სამჯერ ჩაარტყი და მაყურებინე.
- ერთი არ კმარა?
- ვერაფერს გიზამს, ნაბი*ვარო.
გამოვართვი და ტუჩებამდე ცხვირმა იგრძნო შერჩენილი სურნელი. ახლა გემოს დრო იყო. თვალები დავხუჭე, რომ მონატრება არ დამხატვოდა და სამჯერ მოვქაჩე.
- უბადლო ხარ, რა.
- ეგეც კარგად მასწავლე, არა?
- ვიგულისხმე, ლამაზი - მეთქი.
- მაგისთვის ღმერთს უთხარი მადლობა.
- გაჩუმდი.
და ისევ დუმილი. როცა რაღაც შენი არ არის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, უცვლელი რჩება.
- ისევ ისე?
- უარესად.
წერტილი ისე მძიმედ ვიგრძენი თანხმოვნის ბოლოს, შემაჟრჟოლა და ლამის დავიყვირე - მეტკინა - მეთქი.
- ისევ რომ წაგიყვანო, არ გეშინია?
- რისი, მისი? კი არ მეშინია, მძულს და მეზიზღება.
- აბა, როგორია შენი სამყარო?
- უღმერთო.
ჩემმა სულმა სხეულს შიგნით დაიკვნესა და მოიკუნტა. ტკივილისგან წელმოხრილ მოხუცს დაემსგავსა და თვალები დახუჭა. ეს იყო - საკუთარი ღმერთის უარყოფა.
- მომეცი ხელი. - არ დავლოდებივარ მის გამოწვდილ ხელს, თვითონ მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე.
- ნუ ჯიუტობ, გონზე არ ხარ და მეც არ მინდა.
- არ მიკითხავს, მომყვები. - ხელს ვკიდებ და მიმყავს.
- ისევ ისეთი ხარ.
- როგორიც როდის?
- დასაწვავ თვეში.
- არ მითხრა, რომ ეგეც იმის ბრალია?
- ნუ მიგყავარ დედანატირები. არ მინდა - მეთქი, ვა.
მე უკვე შებრუებული ვიყავი.
- თვალები ჩაგიწითლდა.
- კარგად ვიტან, არ იდარდო. - თვალი ჩავუკარი.
- კარგი მოსწავლე იყავი ყოველთვის. - გაეცინა.
ქვაფენილებზე სიარულისას ვითვლიდი ქვებს და თვალს ვუშტერებდი დაწერილ სიტყვებს, რომლებიც მაინც შეინახა - რაღაცამ.
- თამაში მოგენატრა? - ვეკითხები და ვაწყობ.
- მე შენ მომენატრე.
- აბა, ააწყვე.
"ეშმაკი ანგელოზზე იმდენადაა დამოკიდებული, როგორც სული - სხეულზე."
- მართალია?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ვფიქრობ, კი.
- კიდევ გეტყვი.
"ეშმაკის და ანგელოზის თანაცხოვრება იმდენად დიდი ომია, დამარცხებული ბოლოს არც ერთია. ერთის სიკვდილს მეორე მოსდევს."
- რას ელოდი ამდენ ხანს? - წუთიერი დუმილის მერე ვეკითხები.
- შენს სიკვდილს.
- უჩემოდ ვერ წარმოგედგინა?
- ვერც სიცოცხლე, ვერც სიკვდილი.
- და ახლაც იმიტომ დამხვდი იქ?
- იქ რიონს დავხვდი, შენი ამბები მომიტანა სურნელთან ერთად. ცოტა გავთბი.
- ზამთარია და თხელი ჟაკეტით დადიხარ, როგორც მე და დაგასწარი. - კიბეებზე სიცილით ავრბოდი და თან ვყვიროდი. - ისე ისეთი ხარ, ნუ გეზარება.
ფეხს აუჩქარა და წამებში დამეწია. წელით დამიჭირა.
- დამელოდე, როგორც სულ.
- დამეწიე პირველად.
- მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცი, რა იქნება და მაშინ - კი.
ბოლო კიბეზე ავედით და ისევ ქვაფენილები დაიწყო.
ბაგრატი იცდიდა. ეზოც.
და მარჯვნივ - დანგრეული კედელი, სადაც ყოველთვის ვისხედით.
- წამოდი. - ისევ ხელს ვკიდებ და მიმყავს.
ადგილი - იგივე.
თუმცა, დრო გარბის.
- სიგარეტის დროა, არა?
- მენთოლიანი. - თვითონ გავუწოდე. - კარგი გემო აქვს, სუნიც, ნახე. - თლილი თითებით კოლოფიდან ერთ ღერს იღებს და ტუჩებს შორის იქცევს.
- შენი აზრით, სამყარო იმდენად დედამოტ*ნულია, რომ ჩვენ მაინც ისევ ერთად ვიქნებით?
- გახედე იმ სახლს. - ტაძრისკენ ვანიშნებ. - ღმერთის სახლია. ღმერთი რაღაცას ყოველთვის აკეთებს ერთი მიზეზით. ხანდახან - მეტითაც, მაგრამ ახლა არ მგონია, ერთზე ბევრი იყოს.
- არ მინდა ეგ. შენ ისევ გიყვარვარ?
- შენ?
- ნაბი*ვარი ხარ. კი, მიყვარხარ.
- მაშინ - მეც.
უცებ ჩუმდება. სიგარეტის კვამლს სახეში მაფრქვევს და ღიმილი მფარავს.
- მაინც არ იცვლები და ისევ გიყვარს.
- კარგი წყვილი ვართ. - თავს მხარზე მადებს, თან ეწევა და თან ჩემს სუნს გრძნობს - ვხვდები.
იდუმალება.
ის გულის ჯიბიდან თეთრი ფურცელს იღებს და…

***
"როცა დავიწყებ შენზე ლაპარაკს,
პირველ რიგში,
იმას ვიტყვი,
რომ
ჩვენი ყველაფერი:
- მონატრება;
- სიხარული;
- ბედნიერება;
- ოცნება;
და ბოლოს,
- სიყ-ვა-რუ-ლი
ისეთი ცნებებია,
სხვები არაფერს, რომ უწოდებენ.
ცხოვრების ფერი.
საიდან დავიწყეთ ჩვენ?!
იქ, სადაც დასაწყისი არ არსებობს,
თუ
იქ, სადაც ბედის ხაზებს ქმნიან?!
მგონია, ჩვენ არასდროს გადაგვკვეთდა ღმერთი,
ანდაც,
რომელი ანგელოზი ან ეშმაკი იფიქრებდა ჩვენ ერთად ყოფნას?!
ჩაქნეული ხელი.
რატომ შენ მაინცდამაინც შავი და მე თეთრი - არ ვიცი,
მაგრამ
თუკი რამე შეუქმნია ღმერთს,
მშთანთქავი - შენ,
ამრეკლი - მე.
ხოლო,
როცა შენი ღამის თვალი და ჩემი დღის თვალი დაუსრულებელი ჰორიზონტის ბოლოს ხვდება,
ჩვენ შორის მცირე მანძილს დაჭერილი ოცნებები კვეთენ.
ცა და ზღვა.
შენს თვალდახუჭულ სიცარიელეს ჩემი გაზაფხულის ჭორფლები ავსებს
და
ახლა, სიბნელეში ხედავ - ღმერთს,
რომელსაც ეძებდი და
- იპოვე;
რომელსაც ეძებდი და
- შეისუნთქე;
რომელსაც ეძებდი და
- დაისაკუთრე.
ჩვენ.
ჩემი ვერცხლისფერი წვეთი და შენი დამშრალი გუბე ავსებს - ერთმანეთს.
ქარის დაკარგული მიმიკებით,
რომელსაც პაზლივით ვაწყობ,
გხატავ შენ.
თითებში დაუგროვებელ სითბოს წამწამებიდან ვიჭერ
და შენ კაპილარებიდან ხელისგულში მიგაქვს.
მე ვამბობ:
- ქარია, შენზე მიყვება.
შენ ამბობ:
- არ ენდო, მე მენდე.
მე ვმღერი:
- რომ შენ ჩემი ხარ!
შენ მღერი:
- დასაწყისია!
ოკეანე.
ჩემი მერცხლები შენში დაფრინავენ,
ყურში გიყვებიან წლის ჰარმონიებს.
ცივიდან - თბილამდე,
შემოდგომიდან - გაზაფხულამდე.
წერტილის გასაყარზე მდგარნი მოდიან მარცხნივ - შენკენ, მარჯვნივ - ჩემთან.
თვალზე ოქროს წვეთი როცა გეხუტება,
შენ გულში ფიქრობ, რომ ჩვენი მრავალწერტილი ახლა იწერება.
მარჯვენა.
როცა უნახავად მენატრები,
მაჯებზე გიხატავ და ჩემი სისხლით გკვებავ.
ლავიწებზე შენს თვალებს ვიხატავ და
ჩემით გიყურებ.
ახალი.
ნახე,
მიყვარხარ და თოვს.
სამყარო ჩვენ ამბავს ყვება და მიწაზე წერს. ადამიანები ზედ აბიჯებენ და ყველაში იჭრება ნაპერწკალი.
უხ, ახლა კი - ქუხს,
მენატრები - უფრო ვგრძნობ,
ზამთარი მოდის და კალენდარში დღეებს ვითვლი მე.
სხეული გიჟრჟოლავს ჩემი შეხებით. ვიცი, უჩვეულოა შენთვის, მაგრამ გჯეროდეს, გწამდეს, იცოდე, მე მფარველი ანგელოზი ვარ.
შენი შრამები და ჩემი უმნიშვნელო ნაკაწრები, თითქოს, ერთსა და იმავე დროს ნატკენი - ხორცეულად ებჟნება ერთმანეთს და ვნების ქარცეცხლში ყველაფერი იწვის.
გიყურებ და ვგრძნობ, მეძვირფასები.
შენ ჩემი ხატი ხარ და სასწაული.
ჩემო მრავალწერტილო - განუსაზღვრელო.
მოიცა, მოიცა…
ჩვენ აპეირონიდან ვართ.
არავინ იცის დასაწყისი და ის, რაც განუსაზღვრელია, უკვე განსაზღვრულია."

***
თეთრი ხიდის ქვეშ თეთრი კოსმოსია. მე ასე დავარქვი მას. ვერანდაზე ვზივარ ჭიქა ჩაით ხელში და ის ისაა პლედი უნდა მოვითხოვო, ვიღაც მხრებზე მაფარებს.
- ჩემი აზრით, გცივა. - ყურთან ჩამჩურჩულებს და არ მენახება სახით, ისე ხვევს თითებს ჩემ ფინჯანს - ჩემთან ერთად.
- წინ დამიჯექი.
- დედამიწას რიონი ატრიალებს. - სკამს სწევს და ჯდება. უშაქრო ყავას უკვეთავს.
- გეთანხმები, მაგრამ თვალებით ნუ მეთამაშები, შეგიყვარდები. - ვაფრთხილებ.
- მჯერა. იქნებ, ეგრეც არის უკვე?
- ამიტომ იცოდი, რომ მციოდა და წამზე მომისწარი?
- მე ვგრძნობ.
- შენ გრძნობები იცი?
- უფრო მეტიც, ვცნობ და მოიწიე სახით.
შუბლზე მკოცნის და…

***
- ანგელოზო. - ფანჯარასთან ყვირილი მესმის. სწრაფად ვიხედები და ის აქ არის.
- არ მითხრა, რომ მოგენატრე.
- უფრო მეტიც, თავიდან შემიყვარდი. რიონი გვიცდის.

***
ელის რიონი…

თითქოს, ამნეზია დამემართა, მაგრამ გონებააღდგენილი როგორმე და როგორღაც დავბრუნდი.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . . ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . . ❤

გელოდები . . . ♥️

№3 სტუმარი სტუმარი ნინი

იმ მასობრივი უგემოვნობის ფონზე რაც აქ იწერება, შენი ისტორიები სულის წამალივითაა.

№4  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ნინი
იმ მასობრივი უგემოვნობის ფონზე რაც აქ იწერება, შენი ისტორიები სულის წამალივითაა.

ღმერთო, ახლა მართლა ვგრძნობ, რომ ვცოცხლობ.
ვინ ხარ შენ?
მადლობა! :)

№5  offline მოდერი სალანდერი

თავბრუ დამახვიე დედას გეფიცები. . .
ახლა აქ არც უნდა ვიყო, მაგრამ ტკივილებს რა ვუყო, შენ რომ მიყუჩებ. . .
იმდენად ყველა სიტყვა, ჩემი (ჩვენი) იყო, რომ ცალ-ცალკე ვერ განვიხილავ. მთლიანობაში დადე ის რასაც ველოდი, საყვედურად მხოლოდ დაგვიანება შემიძლია გითხრა.
ელ, შენ ხომ ყველაფერი იცი რა, დამადუმე და ამაზე დიდი კომპლიმენტი აღარ არსებობს. . .
მიყვარხარ და მადლობა რომ აქ ყოფნა შემაძლებინე, ისევე როგორც ბევრი რამ ამ დღეებში. . .
ვიცი ამ სიტყვას ვერ იტან, მაგრამ ბოდიში, იმის მეასედს რომ ვერ გიბრუნებ რასაც ვღებულობ. . .
ძალიან, ძალიან მიყვარხარ. . .

№6  offline ადმინი ელპინი

გცემ, იცოდე. :)
ძალიან ბედნიერი ვარ და დრო რომ გაიწელე, შევამჩნიე. მაინც ეგოისტი ხარ, ავადმყოფო.
დაგვიანება იცით ქალებმაო რომ მიმღერი, აგერ - ინებე.

მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ!

ჩაგეხუტე . . .

№7  offline წევრი სიბილა

ეეეეეეეეეეეეეეელ,გელოდიიიი, აი, კიდევ ორს ველი , დაიგვიანეს.შენი იმედი სულ მქონდა, ხომ იცი , ვიღაც რომ იგვიანებს და დროის გასვლასთან ერთად, იმედი რომ გეწურება, შენ პირიქით ხარ-და, რაც უფრო იგვიანებ, მით მეტი სიკაშკაშით მოდიხარ. როგორ დაიხვეწე. როგორ მომეწონა.როგორ გავთბი, როგორ გავიგე, და ამ სალანდერსაც შენს კომენტარებში თუ ღა წავიკითხა-ეგეც ერთი რამაც მოლოდინის სიხარული გამიათკეცა.

№8  offline წევრი Tkemali

პირადად ჩემთვის, ამ საიტზე , ისტორიები სამ ჯგუფად იყოფა: როგორც სტუმარმა ნინიმ აღნიშნა , უგემოვნო მდარე ისტორიები, რომელთა წაკითხვაც არ ღირს. გასართობი , სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიები და მესამე, პატარა შედევრები, ღრმა აზრით და სერიოზული ლიტერატურის ამბიციით. შენი ისტორიები ნამდვილად მესამე ჯგუფს მიეკუთვნება!

№9  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ეეეეეეეეეეეეეეელ,გელოდიიიი, აი, კიდევ ორს ველი , დაიგვიანეს.შენი იმედი სულ მქონდა, ხომ იცი , ვიღაც რომ იგვიანებს და დროის გასვლასთან ერთად, იმედი რომ გეწურება, შენ პირიქით ხარ-და, რაც უფრო იგვიანებ, მით მეტი სიკაშკაშით მოდიხარ. როგორ დაიხვეწე. როგორ მომეწონა.როგორ გავთბი, როგორ გავიგე, და ამ სალანდერსაც შენს კომენტარებში თუ ღა წავიკითხა-ეგეც ერთი რამაც მოლოდინის სიხარული გამიათკეცა.

რუსა, როგორ გელოდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ისევ აქ იქნებოდი. მადლობა თანადგომისთვის, ლოდინისთვის და გაგებისთვის, ძალიან ბევრი "დამალული" რამის მიხვედრისთვის.
ჩემი სალანდერია ეგ, სხვანაირად როგორ?! ♥️

Tkemali
პირადად ჩემთვის, ამ საიტზე , ისტორიები სამ ჯგუფად იყოფა: როგორც სტუმარმა ნინიმ აღნიშნა , უგემოვნო მდარე ისტორიები, რომელთა წაკითხვაც არ ღირს. გასართობი , სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიები და მესამე, პატარა შედევრები, ღრმა აზრით და სერიოზული ლიტერატურის ამბიციით. შენი ისტორიები ნამდვილად მესამე ჯგუფს მიეკუთვნება!

დაიხუქა ახლა ჩემმა რეცეპტორების ბედნიერებისგან და ავღელდი.
საშინლად მაგარი გრძნობაა ასეთი სიტყვების უცხო ადამიანისგან მოსმენა საკუთარ თავზე. სამყაროში ხომ ბევრი გრძნობა არსებობს? ჰოდა, ეს ერთ-ერთი და მნიშვნელოვანია ჩემთვის.
გკოცნი! ;)

№10 სტუმარი სტუმარი guroo

მგონი, სამი თვეა არაფერი წამიკითხავს ამ საიტზე და არც დამიწერია. შენთვის მოვედი.
არ ვნანობ. კვლავ ღრმა და საინტერესო ხარ... კიდევ მიმზიდველი, როგორც დროზერა და ლამის ერთიანად გადამყლაპოს უწინდელზე უფრო ბინძურმა რიონმა. ოღონდ, შენმა რიონმა!
შ ე ნ მ ა !
❤️

№11  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

1) "ჩემმა სულმა სხეულს შიგნით დაიკვნესა და მოიკუნტა. ტკივილისგან წელმოხრილ მოხუცს დაემსგავსა და თვალები დახუჭა"...- რომელმა გონების ნაწილმა გიბიძგა ამ საოცარი სიტყვებისკენ? flushed kissing_heart
2) "ჩემი მერცხლები შენში დაფრინავენ,
ყურში გიყვებიან წლის ჰარმონიებს"- ეს უკვე კინოკადრია!

სად წავიდე? რა გავაკეთო? კიდევ რა ვთქვა? რომელ წინადადებაში გეძებო, ჩემო კარგო ადამიანო? თუმცა ყოველ ასოში და სიტყვაში გხედავ(თ)!
ელ პინ, შენ ხარ ზეინტელექტუალური დონის მწერალი და ამის თქმა არასოდეს შემრცხვება!
--------------------
When nothing goes right, go left!

№12  offline ადმინი ელპინი

სტუმარი guroo
მგონი, სამი თვეა არაფერი წამიკითხავს ამ საიტზე და არც დამიწერია. შენთვის მოვედი.
არ ვნანობ. კვლავ ღრმა და საინტერესო ხარ... კიდევ მიმზიდველი, როგორც დროზერა და ლამის ერთიანად გადამყლაპოს უწინდელზე უფრო ბინძურმა რიონმა. ოღონდ, შენმა რიონმა!
შ ე ნ მ ა !
❤️

გურო, კარგი ექსტაზია, არა?
ჩემი რიონი და ელის რიონი.
მადლობა! ♥️

ქეთი იმერლიშვილი
1) "ჩემმა სულმა სხეულს შიგნით დაიკვნესა და მოიკუნტა. ტკივილისგან წელმოხრილ მოხუცს დაემსგავსა და თვალები დახუჭა"...- რომელმა გონების ნაწილმა გიბიძგა ამ საოცარი სიტყვებისკენ? flushed kissing_heart
2) "ჩემი მერცხლები შენში დაფრინავენ,
ყურში გიყვებიან წლის ჰარმონიებს"- ეს უკვე კინოკადრია!

სად წავიდე? რა გავაკეთო? კიდევ რა ვთქვა? რომელ წინადადებაში გეძებო, ჩემო კარგო ადამიანო? თუმცა ყოველ ასოში და სიტყვაში გხედავ(თ)!
ელ პინ, შენ ხარ ზეინტელექტუალური დონის მწერალი და ამის თქმა არასოდეს შემრცხვება!

ვაიმე, ვაიმე, ვაიმეეეეეე!!!!
ჩემო ქეთი, ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი ახლა, იცი?
მიყვარხარ! ♥️

№13  offline წევრი აბაშიძე

დაიჯერებ რომ გითხრა პირველი სიტყვიდან მაჟრჟოლებს-თქო?

ერთხელ გითხარი მაგრამ უამრავჯერ მომენატრა შენი ნაწერები.
ის გრნობა რასაც შენი კითხვისას განვიცდი.

კარგახანია ერთიდაიმავეს ვტკეპნი.
იმიტომ რომ არაფერია ახალი და კარგი.
შენ ხომ ხვდები ამ ნაწერით ჩემთვის რა გააკეთე?

ვერ დავიჭირე ფრაზა.
რადგან ისეთი იყო ყველაფერი უბრალოდ ვერ გამოვარჩევ.

ძალიან მაკლდა შენი შედევრები თურმე.
ჯანდაბა.
ასე აღარ დაიკარგო რა.

როგორც ყოველთვის.
ვერ გადმოვცემ ბოლომდე რათქმაუნდა.

№14  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

ქეთო,
შენი სახელის დაძახებაც კი მომენატრა.
ძალიან თბილი გოგო ხარ.
თურმე, მეც მაკლდი, მზეო.
გკოცნი! ♥️

№15  offline ადმინი ენ ბლექი

რიონი ბევრ საიდუმლოს ინახავს.

ცოტა თუ გაიგებს, ცოტა თუ ჩაწვდება, ან რა საჭიროა ჩაწვდნენ, შენ ხომ იცი, მან ხომ იცის და თქვენ ხომ გრძნობთ და ხედავთ სამყაროს ისე როგორც ხედავთ...

მაგრამ სამყარო სადაც ცხოვრობ ლამაზია, შენეული და ეს არასდროს არ უნდა დაკარგო.

№16  offline ადმინი ელპინი

ენ ბლექი
რიონი ბევრ საიდუმლოს ინახავს.

ცოტა თუ გაიგებს, ცოტა თუ ჩაწვდება, ან რა საჭიროა ჩაწვდნენ, შენ ხომ იცი, მან ხომ იცის და თქვენ ხომ გრძნობთ და ხედავთ სამყაროს ისე როგორც ხედავთ...

მაგრამ სამყარო სადაც ცხოვრობ ლამაზია, შენეული და ეს არასდროს არ უნდა დაკარგო.

ცოტა გამეღიმა,
სულ ცოტა
და ძალიან ახლოს . . .

ბლექ, მადლობა. :)

№17  offline წევრი Kalina

წერტილი ისე მძიმედ ვიგრძენი თანხმოვნის ბოლოს, შემაჟრჟოლა და ლამის დავიყვირე - მეტკინა - მეთქი.

ამას წავიღებ. :))))

ელ, შენი ნაწერების კითხვის დროს თავს უკვე უხერხულად რომ ვგრძნობ, გითხარი?
აი, რაღაცნაირად წერ. პირადულად. მერიდება ხოლმე კითხვა, იმდენად ღრმა გულიდან ამოგდის ყველაფერი.
მაგრამ ვიცი, არ შეიძლება სხვანაირად.

მაპატიე, რომ აქ არ ვიყავი.
ახლა აქ ვარ და შეიძლება, არც არაფერი იცვლება, მაგრამ მიხარია თუ იგრძნობ ჩემს აქ ყოფნას.
მიყვარხარ.
❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№18  offline ადმინი ელპინი

Kalina
წერტილი ისე მძიმედ ვიგრძენი თანხმოვნის ბოლოს, შემაჟრჟოლა და ლამის დავიყვირე - მეტკინა - მეთქი.

ამას წავიღებ. :))))

ელ, შენი ნაწერების კითხვის დროს თავს უკვე უხერხულად რომ ვგრძნობ, გითხარი?
აი, რაღაცნაირად წერ. პირადულად. მერიდება ხოლმე კითხვა, იმდენად ღრმა გულიდან ამოგდის ყველაფერი.
მაგრამ ვიცი, არ შეიძლება სხვანაირად.

მაპატიე, რომ აქ არ ვიყავი.
ახლა აქ ვარ და შეიძლება, არც არაფერი იცვლება, მაგრამ მიხარია თუ იგრძნობ ჩემს აქ ყოფნას.
მიყვარხარ.
❤️

მენატრებოდი . . .
ახლაც მენატრები, იცი?
ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ, თბილო!

სამყარო ძალიან დრამატულია, არა?
შენ აუცილებლად უნდა წაიკითხო!
მიყვარხარ! ♥️♥️♥️♥️

№19 სტუმარი სტუმარი მარიამო

მომერიდა, მომერიდა რაიმე მეთქვა... ჩემი მასაზრდოებელი შხამისთვის შემოვედი, ვფიქრობ ზედოზირებაა. მიუხედავად იმისა, რომ შენმა ფრთებმა ჯერ კიდევ მრავალი დამთხვევ-დაუმთხვევლობის პერიოდში ახალი სიცოცხლე შთამბერა, ნაწილ-ნაწილ გამომაღვიძა, დღეს, კითხვისას მაინც ვფიქრობდი, რომ კომენტარები არ უნდა ჰქონოდა შემოქმედებას. დიადია... ელინ ვიცი რომ მიგებ. საწყისიდან არ დაწყებულ სასრულამდე შემომეფანტნენ გამხარ ფოთოლთა მტვერივით სიმყარე, სიმდგრადე... ჩამოვიშალე და არ დანგრეულ , შემორჩენილ საძირკველს ვუმადლოდე, გიმადლოდე გაგრძელებას...

როგორ ვეღარ ვდგები, მეტად მიმძიმდება ჯვარი ... და თუ ვეღარ დავაღწიე ქარიშხლიან დღეებს თავი... ყური დაუგდე, ჩემს ხმას გაიგებ იქ, სადაც შენ ხარ...
ელინ .,
და მაინც, მოკვდავთა ენაზე ისე შემოასკდნენ კაშხალს გრძნობები დსმუნჯებული ვფიქრობდი, როგორი დიადია ... ელინ ხო გესმის ? დიადი მეთქი... ისე ვიგრძენი მომერიდა შენის მონოლოგ-დიალოგში შემოჭრა და მაპატიე, იმდენად ვტკბებოდი შენის სმენით, უსასრულო სასრულის შენეული გარდაქმნა წარმომიდგა. მე მენატრებოდი. მადლობ ამოსუნთქვისთვის. მე შენ გგრძნობ, აღგიქვამ, გელი ... ელ ინ ... ,

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent