შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი დასასრული არ არის (სრულად)


31-10-2019, 16:39
ავტორი კატალეა
ნანახია 1 943

"გამარჯობა, ჩემი სახელია ზაქარიასი. ვიცი, ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ ბენრძნული ფესვი აქვს და წმინდა სახელადაა მიჩნეული საბერძნეთში, წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოხვდა კანადაში.

ჩემი შეყვარებულისთვის არისი მერქვა შემოკლებით, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი მეგობრებიდან დაწყებული, ოჯახით დასრულებული ზაქს მეძახდა.

ჩემს შეყვარებულს ენიკა ერქვა. ის საშუალო სიმაღლის, ყავისფერთმიანი, შავთვალება, ოდნავ კეხიანი ცხვირით და სქელი ტუჩებით, ასევე ლამაზი აღნაგობის სხეულით და მუდამ მომღიმარი სახით, ეშხიანი გოგო იყო.

ძალიან მიყვარდა, ახლაც ძალიან მიყვარს.

არ ვიცი როგორ, მაგრამ მასთან გატარებული სამი წელი ჩემთვის უსასრულობად იქცა.

სამი წელი, მარტივად ასათვლელი დღეები, უთვალავი კოცნა და უამრავი ღიმილი რომელიც სათითაოდ მახსოვს... "

დიაგნოზი

***

გარეთ წვიმდა. კანადის მხარის, იუკონის პატარა ქალაქ, ვაითჰორსში (დიახ, მოკლედ რომ ვთქვათ ქალაქ "თეთრ ცხენში" ) შტორმს მიჰქონდა ყველაფერი. აქ ეს ჩვეულებრივი მოვლეა იყო, მით უმეტეს გვიანი შემოდგომის ცივ საღამოს.

ისეთი ჭექა-ქუხილი და ელვა იყო რომ ფანჯარასთან მიახლოვებაც არ მოგინდებოდა. სამაგიეროდ ენი იყო კარგ ხასიათზე, ეს კი ჩემთვის ყველაფერის დასაწყისი და დასასრული იყო.

მის ლამაზ სახეზე პატარა ღიმილის დანახვა საკმარისი იყო რომ სიცოცხლით ვივსებოდი, მინდებოდა უფრე დიდხანს მომეგვარა მისთვის ღიმილი და შემდეგ ბედნიერს ჩამეკრა გულში.

მის სახლში ვიყავით, გვერძე ოთახიდან სადაც ენიკას ძმა, დანტე ხამამაღლა უსმენდა ბენდ Led Zeppelin-ის ჰიტებს ხმაური გამოდიოდა. ქვედა სარულიდან ბიძია ჰემფრი, ენიკას მამა მის ცოლს მარტას ელაპარაკებოდა, თხელი კედლების გამო მესმოდა რომ ენიკას ბანაკში გაშვებაზე საუბრობდნენ, ამ ზამთრის არდადეგებზე. ენიკას არ სურდა იქ წასვლა, არ მოსწონს უცხო ხალხთან კონტაქტი, მათ გარშემო ყოფნა და მათთვის საკუთარი ყოველდღიურობის გაზიარება ხომ მით უმეტეს.

დღეს დილას ამ თემაზე ეჩხუბა მის მშობლებს. შემდეგ მარტამ დამირეკა, მთხოვა მოვსულიყავი და რამენაირად დამემშვიდებინა, ჰოდა მეც აქ ვარ.

როგორც ვვრაუდობებდი, ენიკასაც რამდნიმე საათის წინ მომხდარი სრულიად დაევიწყებინა.

ლოტუსის პოზაში იჯდა. ზემოდან ჩემი ძველი, მეცხრე კლასის დროინდელი კაპიუშონიანი ზედა ეცვა, მაინც რომ დიდი ჰქონდა და თავზე წამოეხურებინა კაპიშონი. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ტანსაცმლის ტარება მოსწონდა, მეც მიხაროდა, მეგონა ასე უფრო ვვახლოვდებოდით, ვიცი რომ სულელურად ჟღერს.

ქვემოთ მხოლოდ საცვალი ეცვა და იმის მიუხედავად რომ რამდენჯერმე ვუსაყვედურე რომ ჩაეცვა, ვინაიდან საკმაოდ ციოდა, უარი მითხრა და თბილი პლედი გადაიფარა. მის უკან საწოლზე ფუმფილა სათამაშოები და ბალიშები იყო დაწყობილი, მათგან ერთ-ერთი ჩემი ნაჩუქარი სათამაშო იყო რომელიც გასართობ პარკში, დედაქალაქში მოვიგე. მაშინ ისე უხაროდა... გაიძახოდა ყველაზე თვალისმომჭრელი შეყვარებული მყავს, რომელმაც ყველაზე საყვარელი სათამაშო მოიგო, მხოლოდ ჩემთვისო.

ახლა მონოპოლიას ვთამაშობდით, ორ სურვილზე.

მალევე ესეც მობეზრდა, სცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, ჩემი შეცდენაც სცადა მაგრამ ბოლოს მაინც ფილმის ყურებით დავასრულეთ, რადგან ქვედა სართულზე მისი მშობლები იყვნენ, კოცნას ვერ გავცდებოდით.

შუა ფილმის დროს არ ვიცი რა მოეჩვენა, მაგრამ ფილმი დაასტოპა და მთელი ძალით მომეხვია.

-მიყვარხარ. - ჩუმად თქვა. არადა ვფიცავ, ანიმაციას ვუყურებდით.

-მეც მიყვარხარ ენი.

-რა მეშველება ერთი თვე რომ ვერ გნახავ? არ მინდა ბანაკში. - სახე მოწყენილობის გამო მოეღუშა.

-ერთი თვე არაფერია ჩვენთვის. გახსოვს, ორი თვე არ გვინახავს რთმანეთი ზაფხულის არდადეგებზე. - შევახსნენე და გაშლილ თმაზე ხელი ჩამოვუსვი.

-ხო მაგრამ ჩვენ ეს არდადეგები თვეების წინ დავგეგმეთ, ათასი იდეა გვქონდა. მათ კი სულელური ბანაკის გამო ამ გეგმების შეცვა სურთ.

-გაისად მოვახერხებთ წასვლას, ენი არ იღელვო. - ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.

-ბანაკში მაინც არ წავალ. - ჯიუტად ამოიღრინა და ფეხზე წამოდგა, ქვევით ჩავალ, შოკოლადის ჩიფსებს ამოვიტან და დავბრუნდებიო კარებში გასულმა მომაძახა.

წამებში კი დაცემის ხმა გავიგონე.

არ ვიცი ასეთი სისწრაფით როგორ წამოვფრინდი მაგრამ უკვე კიბის ძირში ვიდექი, გაოცებული სახით.

ენიკა უგონოდ ეგდო ძირს. მასთან დავიხარე და პულსი გავუსინჯე.

-მარტა! ჰემფრი! აქ მოდით! - დავიყვირე და ენიკა ხელში ავიყვანე. დაძახების თანავე სამზარეულოდან ისინი გამოვარდნენ, ენიკას დანახვაზე მარტას კინაღამ გული გაუსკდა, ჰემფრიმ კი მიმითითა დივანზე დამეწვინა.

-არ ვიცი რა დაემართა, რაღაცის ასაღებად ჩამოვიდა ძირს მერე კი გული წაუვიდა. - ამოვიოხრე და ძირს დავჯექი, დივნის დასაწყისში.

-პულსი დაბალი აქვს, ღმერთო! ჩემი პატარა გოგო. ჰემფრი 911ზე დარეკე! - ჰემფრიმ ნერვიულად დაუქნია თავი და გვერდით გავიდა.

-აქამდეც მოსვლია ასე? ანუ, ჩვენს გარშემო არასდროს წასვლია გული, თავბრუ ეხვეოდა ხოლმე, მაგრამ გული არასდროს წასვლია. - თავზე ფერება დაუწყო მარტამ.

-ერთხელ დაკარგა გონება, მაგრამ იმ დღეს არაფერი ჰონდა ნაჭამი და ამას დავაბრალე. თქვენ აღარ გითხარით, ზედმეტად ინერბიულებდით. - ამოვიოხრე, ახლა ვინანე რომ მათ თავის დროზე არ ვუთხარი.

-ეგ როდის მოხდა? - ამოიოხრა მან, თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი.

-ასე სმი კვირის წინ, შეიძლება ერთი თვეც გავიდა. - მან თავი დამიქნია და კიდევ ერთხელ გადაუსვა უგონო ენიკას თავზე ხელი.

-როგორ ფიქრობ, შეიძლება ფეხმძიმედ იყოს? - შეპარვით მკითხა მარტამ.

იმ წამს მეგონა მთელი სამყარო გაჩერდა, და წამის მეასედში ისე სწრაფად დაიწყო ბრუნვა ყველაფერმა რომ პირდაპირ თავში დამარტყა მისმა სიძლიერემ. ღრმა სუნთქვა აღმომხდა და თავი შეშინებულმა გავაქნიე, არ ცოდნის ნიშნად.

-არ.. ის.. არ ვიცი. - გული ლამის საგულედან ამომხტომოდა.

-ნუ ნერვიულობ, ძვირფასო. თუ მართლა ფეხმძიმედაა იქმადე სანამ სწავლას დაარულებთ ჩვენ დაგეხმარებით, შემდეგ კი რამეს მოიფიქრებთ, ჭკვიანები ხართ. - მარტამ თბილად გამიღიმა, მეც ნერიული ღიმილი დავუბრუნე.

ძალიან, ძალიან მეეჭვებოდა ფეხმძიმედ ყოფილიყო.

მის სხეულზე, ასედ დიდ ცვლილებას აუცილებლად შევნიშნავდი.

თან ჩვენ თავს ვიცავთ, ყოველთვის.

-სასწრაფო ხუთ წუთში აქ იქნება. - შევატყობინა ენიკას მამამ. ისიც იქვე ჩამოჯდა. დანტეც აქ იყო, კარებში იდგა და შეწუხებული სახე ჰქონდა, ბოდიში მოიხადა, ოთახში მუსიკის ხმის გამო დროულად ვერ გავიგე როდის მოხდა ყველაფერიო.

სასწრაფო მანქანაში საკაცეზე მწოლიარე, კვლავ უგონოდ მყოფი ენიკა ახლა სპეციალური ნიღბიდან სუნთქავდა, პულსი ნორმაში დაბრუნებოდა, მაგრამ როგორც ექიმმა თვქა საკმარისი ძალა არ ჰქონდა გონზე მოსასვლელად. სასწრაფო დახმარების მანქანას მე გავყევი. დანტე და ენიკას მშობლები ჩემი მაქნანით წამოვიდნენ, ვინაიდან მათი უკანა ეზოში, სადგომში იდგა და მის გამოყვანას ცალკე დრო დასჭირდებოდა.

მთელი გზა ენიკა გონზე არ მოსულა. გულის ცემაც გაუნელდა, ელექტრო შოკით კი ადრინდელი მუხტი დაუბრუნა ექიმმა.

მე კი ლამის იქვე მოვმკვდარიყავი. ეს არ იყო ორსულობის სიმპტომები.

გული ცუდს მიგრძნობდა, ვხვდებოდი, ენიკა არ იყო ძველებურად ენერგიული.

ნახევარი საათი იქნებოდა რაც საავადმყოფოში მოვედით, ენიკა პირდაპირ აანალიზების ასაღებად შეიყვანეს, ასევე გადაუღეს რენდგენი რომ აღმოეჩინათ დაცემისას თუ რომელიმე ძვალი იტკინა, ჩაუტარეს ფიზიოლოგიური ანალიზი, რამე დამაძინებელი რომ აღმოეჩინათ მის ორგანიზმში, თუ ჰქონდა მიღებული საერთოდ.

ექთანმა გვითხრა პალატის გამზადებაც საჭირო იყო, გონზე ვერ მოდიოდა, მაგრამ ახლა საგანგაშო არაფერი იყო.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მას შემდეგ რაც ენიკა პალატაში გადაიყვანეს, ანალიზების პასუხებიც მოვიდა, ექმიმმა კი რომელიც ენისთან მუშაობდა, ანალიზების პასუხის ჩვენთვის შესატყობინებლად მთავარი ექიმი გამოიძახა.

მთავარი ექიმის კაბინეტში ვისხედით.

ის ხუთი წუთის განმვალობაში ენიკას ანალიზის პასუხის ფურცლებს ჩაჰყურებდა და ხმას არ იღებდა, ეს კი სურვილს მიჩენდა რომ ფურცლები ხელიდან გმომეგლიჯა მისთვის და გავქცეულიყავი, შემდეგ მარტოს წამეკითა.

-ენიკა ბერგერონის ჯანმრთელობის მდგომარეობის ახსნა რთულია. - ძლივს დაიწყო მან. დიდი მღელვარების და შიშის მიუხედავად მაინც შევძელი გულის ყურის მისი სიტყებისთვის თხოვება -ის 18 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი ცხოვრებით და შესაბამისად ჯანმრთელი 'ავადმყოფის ისტორიით' გახლდათ, მაგრამ ბოლო წელიწადი მეტად საეჭვოა. მას ანალიზების თანახმად სისხლის მიმოსვლის პრობლემა აქვს, რაც გულის მუშაობის ბრალია, შესაბამისად სუნთქვა უხშირდება და ფუილტვებს ნელა მიეწოდება. გულის მუშაობის შეფერხება კი ფილტვზე, სიმსივნური წანაზარდის ბრალია. ენიკას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, მარცხენა ფილტვის უკანა ნაწილში, დაახლოებით ცხრა სანტიმეტრის სისქის, ნეკნის უკანა, მესამე ძვალთან ახლოს, შესაბამისად გულის სიახლოვეში. მას დახმარება სჭირდება, ფილტვის კიბო ადვილი დასამარცხებელი არ აირს.

ხელები მიკანკალებდა, უკანასკნელი კი რაც მახსოვს არის, ენიკას პალატაში მის ხელზე ჩაბღაუჭებული თვალდახუჭული მომავლის შიშებს და მომავლის ფრაგმენტებს რომ გავურბოდი, შემდეგ მის ცივ ხელზე ჩაბღაუჭებულს ჩამეძინა.

დიაგნოზი საბოლოოა: მარცხენა ფილტვის კიბო, პირველი სტადია.

პირველი სტადია

***
მეორე დღეს უნდა გვეთქვა ენიკასთვის.

რაც უფრო მალე შეიტყობდა, მით უფრო სწრაფად დავიწყებდით მკურნალობას.

მახსოვს, დილას ძალიან გამოფიტულმა გაიღვიძა იმის მიუხედავად რომ თხუთმეტ საათზე მეტი ეძინა.

მისი ლამაზი სახის დანახვისას მინდებოდა რომ მხოლოდ მე და ის დავრჩენილიყავით, სამუდამოდ, ჩვენს ოცნებებთან და სურვილებთან ერთად. მაგრამ ამიერიდან, გულის სიღრმეში ვიცოდი აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.
მნიშველობა არ ჰქონდა როგორ გავურბოდი იმ ფიქრების რომ ერთ საზარელ დღეს ეს დაავადება ჩემი ცხოვრების სიყვარულს ბოლოს მოუღებდა, მაინც ხელში მიგდებდა სიმართლე და სინამდვილე, გულზე ხელს ძლიერად მიჭერდა და მაიძულებდა მთელი ჩემი ფიზიკური თუ სულიერი ძალით გავმკლავებოდი ამ ტკივილს.

მხოლოდ მაშინ ვახერხებდი როდესაც ჩემი ლამაზი, ეშხიანი და მიმზიდველი სიყვარულის ღიმილს მოვკრავდი თვალს.

-არიას? პატარავ, ზაქარიას. - მისი ჩაწყვეტილი ხმის გაგონებისთანავე ღია კარებში შევედი, ექიმი რომელსაც ვესაუბრებოდი იქვე დავტოვე, კარები დავხურე და მასთან მივედი.
ტუჩებზე ნაზად ვაკოცე, არ მინდოდა რამე მეტკინა, შემდეგ ჩემს სკამზე ჩამოვჯექი.

-აქ რატომ ვართ? - დაბნეულმა მოათვალიერა იქაურობა. კიდევ კარგი იმას ვერ ხედავდა მის უკან რამდნიმე აპარატი, სისხლის სადგომი და პულსის სასინჯი მონიტორი იყო თორემ ალბად გული შეუღიონდებოდა.

-ცუდად გახდი. - მისი პატარა ხელი ხელში მოვიქცე და ვაკოცე. მან თითები მომიჭირა და გამიღიმა.

-არ მახსოვს რა დამემართა, კარგი არაუშავს. - გაიცინა -და როდის გამწერენ?

აღარ მინდოდა დრო გამეწელა.

არ ვიცოდი, წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ ვეტყოდი რომ კიბო ჰქონდა. არ მინდოდა რომ მეთქვა და ის გული გამეტეხა რომლის დაშავებას და ტკენასაც ჩემს საკუთარზე მეტად გავურბოდი, რომელსაც ასე ვიცავდი.

თუმცა სხვა გზა არ მქონდა.

ტუჩებზე ნელა ვაკოცე და ლოყაზე მოვეფერე, ჩვენი შუბლები ერთმანეთს მივაბჯინე, ღრმად ჩავისუნთქე, სწორედ მაშინ შემოვიდა პალატაში ენიკას დედა, მამა და დანტე.

მარტამ სწრაფად მოირბინა ჩემს მკლავებში მოქცეულ შვილთან და ისე გამომგლიჯა მეგონა მტრად მთვლიდა. გულში ჩაიკრა და თმაზე ფერება დაუწყო.

-ჩემო პატარა, ჩემო მშვენიერო, როგორ მიყვარხარ დედა... ჩემო ანგელოზო. - თან ცრემლებს ღვრიდა. მინდოდა მისთვის ბოლო ხმაზე მეყვირა უარესად ნუ აშინებ მეთქი, მაგრამ რამე მეთქმოდა? ის ხომ დედამისია.

-რა ხდება დედა? - იმედიანი თვალებით შეხედა დედამისს და როდესაც მისგან ცრემლების ახალი ნაკადის და კიდევ ერთი ჩახუტებების კორეანტელის მეტი ვერაფერი მიიიღო მამამისს შეხედა, მან თვალები აარიდა და სანაცვლოდ პალატის მეორე მხარეს მიაბყრო ცარიელი მზრეა.

ისე იქცეოდნენ თითქოს ენიკა კვდებოდა.

-დანტე, შენ მაინც მითხარი რა ხდება. - ახლა ძმას მიუტრიალდა, მარჯვენაზე ორივე პატარა ხელი მოუჭირა და ჩაცრემლიანებული თვალებით შეხედა.

-ყველაფერი კარგად იქნება. - მხოლოდ ეს უთხრა მან.

-და ახლა არ არის კარგად? - უფრო დაიბნა ენიკა.

-რაღაც უნდა გითხრათ ენიკა - ისევ დედამისმა მოიკრივა ძალა რომ საბოლოოდ ამ თემას დაბრუნებოდა. ხელები სახეზე მოუსვა და ოდნავ გაუღიმა - რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. - ენიკა ორი წამით ჩაფიქრდასავით, შემდეგ მე შემომხედა და თვალები დააწვრილა.

-მოიცა, არ მითხრათ რომ ორსულად ვარ. შანსი არ არის, ვერ ვიქნები - უფრო დაბნეული ბუტბუტებდა და წამწამებს ქვეშიდან ალმაცერად მათვალიერებდა.

ნეტავ ორსულად ყოფილიყო და არა ამ დაავადებით შებყრობილი, რას არ მივცემდი ახლა მისთვის ბავშვზე გვეთქვა და არა კიბოზე.

-არა ენიკა, არ ხარ ორსულად.

-აბა რა ხდება? ნუ მაშინებთ გთხოვთ. - წარბები შეჭმუხნა და შეწუხებული გამომეტყველებით სამივეს შეგვევედრა სწრაფად გვეთქვა რა ხდებოდა მის თავს.

-მოდი დაწყნარდი, დამშვიდდი, ცოტა გამოიძინე და საღამოს ექიმთან ერთად დაგელაპარაკებით კარგი? - ახლა მე დავილაპარაკე. შეუძლლებელი იყო ახლა რამე გვეთქვა, ოთხივეს სიტყვები გვქონდა დაკარგული და ენა ჩავარდნილი.

-კარგი მაგრამ საღამოსაც არ გააჭიანუროთ. - თითი დაიქინა მან და დაღლილი ჩაწვა პალატის საწოლში, სქელი გადასაფარებელი ნიკაპამდე აიწია და თვალები მინაბა.

-თქვე გადით, საღამომდე დაისვენეთ და ექიმსაც ელაპარაკეთ, მე დავრჩები. - მას შემდეგ რაც ენიკას მშობლები და ძმა პალატიდან გავიდნენ მასთან მივედი და ისევ ჩემს ადგილას დავჯექი სავარძელზე. მისი ხელი მეჭირა და თითებით ვეფერებოდი.

საღამომდე დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც შევნიშნე.

ოთახში ვისხედით მე, ენიკას დედ-მამა, დანტე და მთავარი ექიმი მაიკლი. მაიკლი მწარე გამოხედვით ფურცლებს ჩაჰყურებდა. მე ენიკას უკან ვიჯექი, ის ჩემზე იყო მოყრდნობილი და თმაზე ვეფერებოდი. ექიმის გვერდით ენიკას მშობლები იყვნენ, ხოლო საწოლის მეორე მხარეს დანტე ეყრდნობოდა კედელს.

მოულოდნელად სიჩუმეში მაიკლის ბასრი ხმა გაისმა:

-ენიკა, თუ შეგიმჩნევია სისუსტე და უმიზეზო დაღლილობა?

-დიახ.

- გულ-მკერდის შიდა არეში ტკივილი და წვა?

-ძილის წინ, მკვეთრი მოძრაობების დროს და ზოგჯერ წყლის დალევის დროს, დიახ. - მე შემომხედა შეშინებული თვალებით, მეგონა იქვე მოვკვდებოდა. ის ჩემგან ელოდან დახმარებას და თანადგომას სწორედ იმ მომენტში, მაგრამ მე ლაჩარმა თვალები ავარიდე როდესაც ამ მზერას ვერაფრის დიდებით ვერ გავუძელი.

-სუნთქვა გიჭირდა? ან ახლა თუ გიჭირს?

-კი და კი.

მაიკლმა სათვალე მოიხსნა და თვალებზე მიიჭირა ხელი.

-ექიმო, რა ხდება? რამე სერიოზული მჭირს? - მან ჩემზე ჩაჭიდებული ხელი გამიშვა და კალთაში დაიდო.

-ენიკა შენ ფილტვის კიბოს პირველი სტადია გაქვს. ძალიან ვწუხვარ. არ არის ადვილი სამკურნალო, მით უმეტეს ფილტვის კიბოს შენი ფორმა განსხვავებულია, დიდია ზომაში და გულთან მიბჯინებამდე რამდენიმე თვე აკლია, თუ ასე გააგრძელა ზრდა.

სისხლის აჩქარება ვიგრძენი. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და მე მხოლოდ თვალების დახუჭვა შემეძლო, თითქოს რეალობას გავაქრობდი.

-ოჰ... - ეს ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა.

ნახევარი საათი ექიმი დაავადების დეტალებს და პრევენციის საშუალებებს ხსნიდა, შემდეგ საუკეთესო საავადმყოფოში გადაგვამისამართა, ერთ თვეში იქ მიგვიღებდნენ რომ ქიმიოთერაპიებისთვის და ლაზერული თერაპიებისთვის დაწოლოლიყო ენიკა.

შემდეგ თქვა რომ ხვალ დილას ენიკას გაწერდნენ და კვირის ბოლოს პირველ მკურნალობის ეტაპს გააცნობდა და როდესაც მზად იქნებოდა მაშინ დაიწყებდნენ.

ექვსი სხვადასხვა ტიპის წამალი დაუნიშნეს. მათ შორის ერთი სიროფი, ორი ძლიერი მედიკამენტი, ძლიერი შემცველობის გამაყუჩებელი და ერთიც ყრუ ტკივილის და სტრესის დასამშვიდებელი ტაბლეტები.

...

გვიან ღამე იყო როდესაც წამლების ყიდვის და ექიმთან კიდევ ერთი გასაუბრების შემდეგ დანტემ მშობლები ძლივს დაარწმუნა რომ სახლში წასულიყვნენ და ეს ღამე იქ გაეტარებინათ. ჩემებმაც გაიგეს ეს ამბავი და მოსანახულებლად მოვიდნენ მაგრამ ენიკას შუადღის შემდეგ არ სურდა არავის ნახვა. არც ჩემი ნახვა მონდომებია.

ახლა კი პალატაში შესვლა მეშინოდა, არ მინდოდა მისი ტრილი მენახა, ვერ ვიტან როდესაც ტირის.

მაგრამ, გულის გამხეთქავი შიშის მიუხედავად პალატაში შევედი. ენიკა საწოლის მეორე მხარეს იყო გადატრიალებული, არაფერი ეფარა, მისი სხეულის ოდნავი ვიბრაციებით კი მივხვდი რომ ტიროდა.

მივედი და მის ფეხებთან ჩამოვჯექი.

-ჯერ კიდევ აქ რატომ ხარ? - ჩაწყვეტილი ხმით მკითხა.

-შენი აზრით აქედან წავალ? - კითხვა შევუბრუნე.

-ვერ ხედავ რომ ავადმყოფი ვარ? აქ რაღას აკეთებ ზაქარიას? თუ აპირებ რომ შემიცოდო, არ მჭირდება. მირჩევნია ისეთი დაგამახსოვრდე როგორიც ვარ და არა კიბოთი შეჭმული, გამოფიტული და დამახინჯებული მომაკვდავი, უმწეო არსება ან კიდევ...

მისკენ შევტრიალდი და ტუჩბზე ვაკოცე. ხელი როგორც მჩვევია მის ლოყას მივადე და ცერა თითით ღაწვზე მოვეფერე, თნ ცრემლიც მოვაშორე.

-მიყვარხარ ენიკა.

-ხოდა მშვენიერი მიზეზი გაქვს რომ გადამიყვარო. - მიპასუხა და ჩემი ხელებიდან თავი დაიძვრინა.

-მოდი, შევთამხმდეთ.

-რაა? - მტევნის ზურგით ცხვირი მოიწმინდა. იმ მომენტში ისეთი საყვარელი იყო ლამის სიტუაციის სირთულეს სულ გადამავიწყა.

-აქედანვე შევთანხმდეთ რომ იმედს არ დაკარგავ. შევთანხმდეთ რომ შენი თავი ისევ ისე გეყვარება როგორც აქამდე და მით უმეტეს არ განმარტოვდები. მე აქ ვარ პატარავ.

-ასეთი გეყვარები? მომაკვდავი და მახინჯი? - კიდევ ატირდა.

-გგონია რომ მხოლოდ გარეგონბის გამო მიყვარხარ? - მშვიდად ვკითე და მან დარცხვენილმა თავი ჩახარა.

-არა მაგრამ...

-ენიკა როდესაც ვამბობ რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, ამას სერიოზულად ვგულისხმობ. არამხოლოდ ჩვეულებრივ სიტუაციებს, სხვებისგან დაცვას, მეცადინეობაში დახმარებას და კიდევ ყოველდღიურ რაღაცეებს. პატარავ პრობლემებს თვალებში უნდა ჩახედო, და როდესაც ამას გააკეთებ შეგიძლია ხელი ჩამკიდო და უფრო ძლიერად დაუპირისპირდე მათ.

-ღმერთო, რითი დაგიმსახურე, ნეტავ ვიცოდე როგორ დავიმსახურე შენნაირი ადამინი... - საწოლიდან წამოფრინდა და კალთაში ჩამიხტა. მეც მის ღიმილზე გახარებულმა თავი კისერში ჩავუმალე და ოდნავ ვაკოცე.

რამდნიმე წუთი ასე ჩუმად იჯდა, შემდეგ წინ წამოიწია და იდაყვები მხრებზე ჩამომალაგა, სახე კი ხელებზე დააყრდნო, ოდნავი ღიმილით მიცქერდა და ჩემთან ძალიან ახლოს ჰქონდა სახე.

-შემდეგი კვირიდან პირველი სტადიის მკურნალობა იწყება. - ვუთხარი.

-ვიცი

-ხომა რ გეშინია?

-რისი სიკვდილის თუ პირველი პროცედურების?

-პროცედურებზე გეკითხები.

-არა, არ მეშინია. მაგრამ არ მინდა სიკვდილი, ჯერ ერთად შხაპი არასდროს მიგვიღია და უსამართლობა იქნება თუ აუსრულებელი ოცნებად დავიტოვებ. - დანანებით თქვა, მე კი ამიდუღდა სისხლი, წმაიერი სურვილისგან შებყრობილს.

-აქამდე რატომ არ მითხარი? - ფეხზე წამოვდექი, მასაც წელზე შემოვხვიე ხელები და მანაც გადაკისკისებით მომხვია ფეხები და მკლავები.

ის საღამო მოუხერხებელი სააბაზანოს მიუხედავად სამუდამოდ დამამახსოვრდა.

შემდეგ მკურნალობა დაიწყო.

თავიდან შესანიშნავი შემართებით უმკლავდებოდა ყველაფერს, არასდროს არ იყო მოწყენილი.

ამბობდა ცუდად ყველა ხდება, ავადმყოფობა ვის არ ჰქონია, არ არის საშიშიო და მართლა მის ქცევებსაც ეტყობოდა რომ არ თვალთმაქცობდა.

პირველი პროცედურების შემდეგ რომ გენახათ ისე უხაროდა რომ ამ თვეს კიდევ ჩაუტარებდნენ შემდეგ კი ვანქუვერში რომ მივდიოდით, გრძელვადიანი ვიზიტით.

მაგრამ შემდეგ მესამე თერაპიის დროს ტკივილისგან გონება დაკარგა.

და მაშინ გამოგვიცხადა ექიმმა რომ აღარ შეიძლებოდა მოცდა.

მეორე სტადია უკვე დაწყებული ჰქონდა და ჩვენც ვანქუვერში გადასასვლელად მოვემზადეთ.

მეორე სტადია

***
ვანქუვერში დანტეს სახლი ჰქონდა, საკმაოდ დიდი და იქ დავრჩით. მეც რა თქმა უნდა არცერთი წამი არ დამიტოვებია მარტო. სულ მსურდა მის სიახლოვეში ვყოფილიყავი და წამი არ დამეკარგა მის გარეშე.

არ ვიცოდით რამდენი ხანი მოგვიწევდა ამ ქალაქში დარჩენა და არც ის ვიცოდით ქიმიოთერაპიები და ლაზერული თერაპიები თუ იმუშავებდა.
ექიმმა გვითხრა სრულიად განკურნებადი არ არის და შესაძლებელია ვეღარც განიკურნოსო, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკარგავს იმედი.

იყო მის გამოხედვაში რაღაც განსხვავებული, ისეთი უცნობი ფიქრების სარკე რომ იყო და მე რომ ეჭვს მიჩენდა. არ ვიცოდი რაზე მეფიქრა და რა მეთქვა ჩემი ცხოვრების სიყვარულისთვის რომ მისთვის წამხდარი ხასიათი გამომეკეთებინა.

შემდეგ კი ისე შეიცვალა, ისე დაუძლურდა და ჩემი ჩიტი გოგოსგან მხოლოდ სევდიანი გოგონა დარჩა რომ აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს ყველაფერი კი პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ მოხდა. თითქოს სწორედ ამ თერაპიის შემდეგ დაკარგა იმეიდა, მიეცა სიკვდილის გზას და მეც გამანადგურა.
ბოლოს რომ ვეღარ ავიტანე მივახალე რისი თქმაც მინდა და რაც გულს მიჭამდა.

-ასე აპირებ ყოფნას?!
-როგოგრ ასე? - მშვიდად მიპასუხა.
-ასე, მოწყენილი და იმედგაცრუებული.
-თითქოს არ ვკვდებოდე, ზაქარიას.
-რა დაგემართა ენი?!
-კიბო მაქვს! აი რა დამემართა! გჯერა რომ სასწაულებრივად განვიკურნები?
-და უიმედობის გამო აპირებ რომ ბოლომდე დანებდე?
-ბოლომდე მაშინ დავნებდები როდესაც მკურნალობაზე უარს ვიტყვი. - კვლავ ეს მშვიდი გამოხედვა და დამჯდარი ტონი.

ის არ ჰგავდა ჩემს ენიკას, სრულიად სხვა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე რომ ვიცნობ ის ენიკა არასდროს დანებდებოდა, სიცოცხლისთვის იბრძოლებდა და არც მე მეჩხუბებოდა მაშინ როდესაც მხოლოდ მის გამომჯობინებას ვაპირებდი.

თავი დანანებით გავაქნიე, მთლიანად ავათვალიერე და პალატა დავტოვე. არც გამიხედავს უკან ისე გამოვედი საავადმყოფოს შენობიდან.

*
ღამის სამი საათი იქნებოდა, მე კიდევ ვსვამდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა რომ ჩემი ბრაზი ჩამეხშო. მოულოდნელად მხარზე შეხება ვიგრძენი, რომ შევხედე შავკანიანი გოგონა დამხვდა. ისეთი სქელი და ხვეული თმა ჰქონდა მის აპრეხილი ცხვირს და სქელ ტუჩებს იდეალურად შეეფერებოდა. ლამაზად გამიღიმა.

-ჰეი სევდიანი ბიჭო.
-ჰეი თმახუჭუჭა.
-აქ რა დაგრჩენია? ვატყობ პირველად ხარ, თან ვერც ერთობი. - ჩემი ჭიქა ხელში აიღო და სასმელი დემონსტრაციულად შეათვალიერა, მართალი იყო აქ პირველად ვიყავი.
-მოდი ვილაპარაკოთ, მე ჩემს გასაჭირს გეტყვი რამაც დღეს აქ მომიყვანა, შენ შენი მითხარი. - მან ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი.
-მე სავანა მქვია და დედაჩემი ფიქრობს რომ სასწრაფოდ უნდა დავქორწინდე ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრის უფროს ვაჟზე, არადა რომ შეხედო იცი როგორი ადამიანია? გულისამრევი, ქედმაღალი, თავის თავი რომ სამყაროს მმართველი ჰგონია. კიდევ ნარცისია და ხალხის დამცირება უყვარს. - ის სასაცილოდ დაიჯღანა -ჰოდა ამაღამ რომ უკვე ასჯერ გაგონილი ნოტაცების თავი აღარ მქონდა გამოვიქეცი დასათრობად, მაგრამ რად გინდა, ჯეკი არ მალევს მეტს - ხელით ბარმენზე მანიშნა, აშკარაა ეს ადგილი უყვარდა. -მერე შენი ძმა მე მეჩხუბება რატომ მიყიდე სასმელიო, ორმაგს გადაგიხდითქო მაგაზეც ვერ დავითანხმე ეს გაიძვერა. - ისეთი ლაღი და მხიარული იყო, მის დიდ პრობლემასაც ისე მიყვებოდა წამში გამომიკეთდა ხასიათი.

-მე ზაქარიასი მქვია და ჩემს შეყვარებულს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. - ამოვიოხრე -თავიდან თანახმა იყო მკურნალობაზე, არც მოწყენილი იყო. ახლა მეორე სტადიაშია და ნელ-ნელა ძალიან იცვლება. თითქოს ხელი ჩაიქნია მკურნალობაზე, არადა ჯერ ხომ მეორე სტადიაზეა. მანაც რომ იბრძოლოს ჩვენთან ერთად ვიცი რომ ყველაფერი გამოვა.

-წარმომიდგენია როგორი კარგი ვინმე უნდა იყოს, შენი სიყვარული რომ დაიმსახურა.

-არა, პირიქით მე მაქვს ეგ საკითხავი, როთი დავიმსახურე მისნაირი ადამიანი?

-ვფიქრობ ძლიერია, მაგრამ ეშინია. ეშინია რომ იმედი გაუცრუვდება და თქვენც გატკენთ, არ გაგიგია? იმედი კარგია, მაგრამ რეალურ ფაქტებს და შესაძლებლობებს გავიწყებსო.

-ალბად მართალი ხარ, არ ვიცი. ის არსდროს დანებდებოდა ახლა კი? არ ვიცი სავანა...

-ახლა იქ უნდა იყო, ვიცი რომ გაგაბრაზა მაგრამ წარმოიდგინე რა შეიძლება მოხდეს. არც ერთი წამი არუნდა დაკარგოთ და ერთად უნდა იყოთ.

-ძალიან კარგი ადამიანი ხარ, არ იმსახურებ ასე უსამართლოდ დაქორწინებას.

-უუჰ! შენ რა მართლა ფიქრობ რომ იმ ფულის გროვა, ღორ უტვინო ბიჭს გავყვები? ავდგები და ფულს მოვხსნი მისი ბანკის ანგარიშიდან, შემდეგ სადმე შტატებში გადავიკარგები. - ბოლო კვირების მანძილზე პირველად გამეცინა გულიანად.

არ ვიცი ასე მარტივად როგორ მოახერხა მან ჩემი ღიმილის უკან დაბრუნება მაგრამ ალბად მისმა მსგავსება ენიკასთან. ისიც მისნაირი ტიტინა, გულღია და თამამია (მაგრამ ეს უკანასკნელი ზომიერად აქვს)

დილის ოთხი იყო დაწყებული პალატაში რომ შევედი, დივანზე დანტეს ეძინა. ენიკა კი მის ყველა დროის საყვარელი წიგნს კითხულობდა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრი"
ძალიან უყვარდა მისი ხელახლა და ხელახლა კითხვა. არასდროს არ ბეზრდებოდა და ყოველ წაკითხვაზე ახალ აღმოჩენას დიდი სიხარულით მაცნობდა.

რომ შემამჩნია წიგნი გადადო, შემომხედა და ოდნავ გამიღიმა.

-ახლაც რაღაც ახალს მივხვდი.

-რას?

-კვაზიმოდო ყველაფერს გააკეთებდა მისი ქალი ბედნიერი რომ ენახა.

-ეგ აქამდეც ხომ გაქვს შემჩნეული. - ფეხებთან ჩამოვუჯექი.

-თქვენ ორს ეს თვისება საერთო გაქვთ. შენც ყველაფერს აკეთებ რომ ბედნიერება მაჩუქო.

-ასე ფიქრობ?

-ასეა ზაქარიას. და შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.

-ხო მაგრამ მე სულ რამდენიმე საათის წინ დაგტოვე.

-მადლობელი ვარ რომ დამტოვე, იცი? მე დავფიქრდი და შენ სრულიად მართალი ხარ.
ბოდიში რომ სულიერი ჭირვეული ბავშვივით ვიქცეოდი მაშინ როდესაც ჩემი მთელი ძალები უნდა გამომეყენებინა და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. შენ რომ არა ალბად ვერც მივხვდებოდი როგორ მარტივად ვაქციე ზურგი ცხოვრებას.

-მართლაც რომ გექცია ზურგი ცხოვრებისთვის ალბად მოვკვდებოდი.

-სიკვდილი დასასრული არ არის. - მისი გამხდარი თითებით ხელზე შემეხო და ოდნავ მომიჭირა.

თვალები ცრემლებით ამევსო და არც მიცდია რომ ტირილი შემეკავებინა.
მესამე სტადია

***
-სიკვდილი დასასრული არ არის. - მისი სიტყვები გავიმეორე.

-ერთ დღეს გეტყვი რატომ არ არის სიკვდილი დასასრული. მაგრამ ახლა გთხოვ სადმე გავისეირნოთ.

-ამ შუა ღამეს? უფრო სწორად ასე დილაუთენიას?

-ღმერთებო! არ მჯერა! თვით თავზე ხელაღებულობის მეფეს ეშინია ღამე საავადმყოფოდან გაპარსვის? - გულიანად გადაიხარხარა მე კი მისი ლაღი სიცილის ხმის გაგონებაზე გულში რაღაცის გაცოცხლება ვიგრძენი. როგორი საოცარია ამ გოგოს შეუძლია ჩემში სინათლის მართვა, გრძნობების გამოწვევა და თავისუფლების მონიჭება.

-საავადმყოფოდან გინდა გაპარვა, პატარავ? - მისკენ მივიწიე და როდესაც ეშმაკურად გამომხედა მის ჩანაფიქრს რომ მივუხვდი მაშინღა გავიაზრე -არა ჯანდაბა, ენიკა ვერ გავიპარებით, ხვალ ქიმია გაქვს და...

-ხვალ მაქვს დღეს ხომ არა პატარავ. - მხარზე გადამისვა ხელი და ტუჩის კვნეტით მაკოცა რამდენჯერმე ყელზე. კუნთები დამეჭიმა და მისი მონატრების მიუხედავად ვნებას ვძლიე.

-ენი სერიოზულად არ ამბობ ხო? - წელზე შემოვხვიე ხელები.

-რა თქმა უნდა სერიოზულად ვამბობ ზაქარიას! - წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა - გეფიცები ამაღამ არ მოვკვდები , წამოდი რა გავიპაროთ აქედან.

-მეორედ ეგ აღარ თქვა, სერიოზულად გაფრთხილებ.

-იცი რამდნი ხანია გარეთ არ ვყოფილვარ? თუმცა რა შენც აქ ხარ ჩემთან, მიდი მშვენიერო ძველი დრო გავიხსენოთ, მაშინ სიკვდილის რომ არ გვეშინოდა და ეს უბედური სიტყვა ჩვენს ლექსიკონს ოდნავადაც რომ ვერ მიუახლოვდებოდა. მინდა რომ შენით დავტკბე, ხვალ ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს გადასალახი? - მისი სიტყვების მოსმენის დროს გული ისე სწრაფად მიხტოდა მეგონა კანს გაგლეჯდა.

ამოვიოხრე, ვცადე ღიმილი დამემალა მაგრამ მისი გამომეტყველების შემხედვარე ჩავფლავდი - ოხ პატარავ, მიდი უცბად ჩაიცვი. - მან ბედნიერმა წამოიძახა და შემდეგ ბევრი კოცნით დამაჯილდოვა.

ტანსაცმელი როგორც ყოველთვის ერთად შევარჩიეთ. ენიკას გამომწვევად ჩაცმა უყვარდა ყოველთვის, გუნებით სულ მშვიდი იყო უცხოხახლთან მაგრამ უყვარდა ყველას ყურადღება მასზე რომ იყო, ჩემი ეჭვიანობა კი უარესად აგიჟებდა. მაგრამ დღეს ჩვეული ჯინსები და დიდი მაისური მოერგო, უბრალოდ გამოიყურებოდა, ისე როგორც ჩემთვის მოძღვნილი დღეების დროს. თმა სწრაფად ჩამოივარცხნა, უბრალოდ ზემოთ აიკრა. ვარცხნის დროს სავარცხელსაც წამოყვა მისი თმა მაგრამ ამაზე დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია, უკვე ეჩვეოდა ცვლილებებს სხეულზე და ტკივილებს შიგნიდან. მე კი მისით ამაყი ვიყავი, ყველაფრის მიუხედავად მისი სიძლიერეც მიყვარდა.

ხელჩაკიდებული, უჩუმრად გავედით პალატიდან. დერეფანი ჩაბნელებული იყო, არავინ ჩანდა და ჩვენც თავისუფლად მივაღწიეთ გასასვლელამდე, მაგრამ შემდეგ მიმღებში დაყუდებული მორიგე დაგვესახა პრობლემად. ენიკამ ერთი ჩაიცინა გვერდულად, ამზერით ამათვალიერა, შენ მე ვინ გგონივარო გამომეტყველებით მეუბნებოდა, ტელეფონი ამოღო ჯიბიდან და სადღაც გადარეკა.

-გამარჯობა ლინსი, ჰო ენიკა ვარ... შეგიძლია ჩემს პალატაში ამოხვიდე ორი წუთით? ფეხზე ვერაფრით ვდგები, ტკივილები დამეწყო, წყალი მჭირდება - აფერისტლად ჩაახველა. მე კი ლამის სიცილი ამიტყდა -ჩემები სახლში წავიდნენ ხვალ ქიმია მაქვს და რაღაცეები იყო მოსაგვარებელი, ზაქარიასს კი ვეჩხუბე მგონი დავშორდით - კვლავ მატყუარა ხმის ტემბრი და სიცოცხლით სავსე თვალები - მადობა ლინსი.

რომ გავიხედე ლინსი ლიფტში შედიოდა, როგორც კი ლიფტის კარი დაიკეტა მე და ენიკა იქაურობას გავეცალეთ და სწრაფად დავტოვეთ საავადმყოფოს შემოგარენი. ენიკამ ტელეფონი გათიშა, ისევე როგორც მე. ეს საღამო ჩვენი უნდა ყოფილიყო!

-აბა სად წავიდეთ?

-შენ ხარ ხულიგანი, მე რას მეკითხები, შენ დაბოდიალობდი ღამ-ღამობით მთელ ვანქუვერში.

-კარგი მაშინ ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. - საათს დავხედე, ჯერ ათი იყო დაწყებული, მთელი საღამო წინ გვქონდა შემდეგ უვნებლად დავბრუნდებოდით უკან.

ჯერ პიცერიაში მივიყვანე, გემრიელი პიცა ჰქონდათ და აქაური ბაიკერები იკრიბებოდნენ, ამ ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ადგილი საუკეთესო აღმოჩენად მექცა.

მიმტანი შავგვრემანი ქლაი იყო, ცხვირზე სამი პირსინგი ეკეთა და ძალიან დიდი თვალები ჰქონდა, მთელს დარბაზს მისი ცისფერი სფეროები ანათებდა მგონი. ჩვენი შეკვეთა აიღო და შემდეგ უკან დაბრუნდა.

-მერე მაღაზიებში გავიაროთ, რამე წიგნს ვიყიდი, შემდეგ...

-შემდეგ სატუმროში წაგიყვან და ძველ დროს გავიხსენებთ, აი იმ დროს სიკვდილი რომ არ ვიცოდით რა იყო.

-ღმერთმანი არიას! ცოტა შეგემზადებინე მაინც და ისე გეთქვა რომ ცეცხლოვანი ღამე მელის, ხვალ ქიმია მაქვს ამის დედ*ც ! - გადაიხარხარა, ჩემმა გულმა კი კიდევ ერთხელ იგრძნო შვება.

საღამო პიცერიაში საოცრად გავატარეთ. მიმტანი მისი დიდი ბრიალა ცისფერი თვალებით ძლაიან კარგი მრჩეველი გამოდგა წიგნების საკითხში და ენიკას საუბარი რომ მოისმინა შემთხვევით, რამე კარგი წიგნი სურდა სია მისცა რეკომენდირებული წიგნების. ჰოდა შემომატარა წიგენის მაღაზია, ცამეტი წიგნი იყიდა და მეთოთხმეტე მე ამარჩევინა, ასე ამბობდა ცამეტი თარსი რიცხვია და ამჯერად მეყოფა ცუდ ბედთან თამაშიო.

იმის მიუხედავად რომ ძალიან მხიარულ კონტესტში ახსენებდა მის დაავადებას და სიკვდილს, მაინც გული მეკუმშებოდა. ვიცი რომ ამ დაავადებას დაამარცხებს, მინდა რომ თავადაც სჯეროდეს.

სასტუმროში რომ მივედით და ოთახი ავიღეთ ისე ავნერვიულდი თითქოს პირველად ვწვებოდი მასთან, მენერვიულებოდა და ვგრძნობდი რომ ახლა უფრო სიფრთხილე მმართებდა, არ მინდოდა მისთვის რამე მეტკინა სხეულზე, საკმარისი იყო შიგნიდან რომ იწვოდა იმ დაავადებით.

ჩვენი ტუჩები რომ ნაცნობი ვნებით შეერთდა მაიშნ ვიგრძენი როგორ მომნატრებია მისი შეხება და ჩვენი საყვარელი ელექტროობა ყოველი შეხების შორის. კისერზე ხელები შემომხვია და ჩვენმა ენებმა სინქრონულად დაიწყო მოძრაობა. საწოლისკენ დავიძარი, ხელი მისი წელიდან სავსე საჯდომზე ჩავაცურე და მოვუჭირე, მის კვნესას ჩემი ტუჩები ახშობდა მაგრამ ამ ნანატრი ხმის გაგონების დაუძლეველი სურვილის მიუხედავად კოცნა არ გავწყვიტე. საწოლზე რომ დავაწვინე ზემოდან ისე მოვექეცი რომ ფეხები ჩემს წელზე შემოეხვია, ჩვენი არეები კი ზუსტად ებჯინებოდა ერთმანეთს. ბოლომდე დამებინდა გონება და ნაცნობი სიამოვნება ვიგრძენი როდესაც ქალბატონმა მისი სავსე ტუჩებით და თეთრი კბილებით ჩემი ყელის დაკოცვნა და დაკბენა დაიწყო. კოცნის ბილიკით გავუყევი მისი ყელიდან მკერდის დასაწყისამდე და მაისურიც გავხადე. მისი ლამაზი მკერდი ისე იყო გამკვრივებული ნებისმიერს მოუნდებოდა შეხებოდა, ვკოცნიდი და კვნესას რომ მაგონებდა მაშინ ვკარგავდი ჭკუას.

და შემდეგ იყო ნაცნობი სიამოვნების ნანატრი ტალღები, ჩვენი გრძნობების კიდევ ერთი ხორცშესხმა და ამ სასტუმროს კედლებში მოქცეული ორი სხეულის უზომო და უსაზღვრო მარადიულობა.

მეოთხე სტადია

***

იმ საოცარი საღამოს შემდეგ ქიმიამ კარგად არ ჩაიარა.

ენიკას გაურთულდა მდგომარეობა და ქიმიები ვეღარ ახერხებდა მისი დაავადების მკურნალობას.

მეტი აღარვის შეეძლო, განსაკუთრებით კი მართას. ყოველ დღე ტიროდა და ყოველ დღე ვაწყნარებდი, მართალია ენიკას არასდროს ანახებდა მის ცრემლებს მაგრამ სხვა დროს სულ ტკივილიანი მზერით იჯდა.

დანტე და მამამისი სულ იქ იყვნენ ენიკასთვის, მე მეხმარებოდნენ ჩემი ახლად ნაქირავები აპარტამენტის მოწყობაში და როდესაც მე ვერ ვრჩებოიდ ჩემს მშვენიერთან მარტოობას არ აგრძნობინებდნენ.

სულ დასუსტდა, ახლა მთლად დაკარგა ფერი. თმა კარედ შეჭრეს მაგრამ კვლავ არ წყდებოდა ცვენა. ერთხელ სისხლი აღებინა და მაშინ მივხვდი რომ ეს ბოლო ეტაპი უნდა ყოფილიყო.

ვიცოდი, ვიცოდი რომ მეოთხე სტადიას ძალიან ცოტა თუ უმკლავდებოდა, ათასში ერთი თუ ახერხებდა და იმედი მქონდა რომ ისიც შეძლებდა ამას.

თვითონ სულ კარგ ხასიათზე იყო, არ ვიცი რატომ მაგრამ მასზე არ მოქმედებდა ეს ყველაფერი, იმედს არასდროს კარგავდა და სულ კარგ ხასიათზე იყო ტკივილებს თუ არ ჩავთვლით. ვიცი რომ მისი ეს ქცევები არსდროს ყოფილა ყალბი და რეალრად ისე გრძნობდა თავს როგორც იქცეოდა. მას სიყალბე არასდროს გამოსდიოდა.

ერთ საღამოს წიგნს ვუკითხავდი, მის გვერდით ვიჯექი სავარძელში და ის კი მე მიყურებდა, სასაცილო კომენტარებს აკეთებდა და პერსონაჟებს აკრიტიკებდა, ხანაც აქებდა.

მთლიანი თავი ისე ჩავიკითხე მისგან კომენტარი არ გამიგონია და ვიცოდი რომ ეს შესანიშნავი ტავის დამსახურება იყო, არც მთავარი კაცი პერსონაჟი იყო ზედმეტად უხეში და არც გოგონა ზედმეტად თავნება.

მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ იმ წამებში ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვკარგავდი.

გონება დაკარგა, თავიდან თვალებს რომ არ ახელდა პანიკაში ჩავვარდი. მეგონა ყველაფერი დასრულდა და თან ასე, მაგრამ როდესაც მისი ნელი პულსირება ძლივს ვიპოვნე მაშინვე დავუძახე გონზე ახალ მოსულმა ექიმს.

საოპერაციოში გადაიწყავენს, მთელი საავადმყოფო რეანიმაციის ხმამ მოიცვა და ექთნების ძახილმა იჩქარეთო.

სამ საათზე მეტი არც ერთი ექთანი ხმას არ იღებდა, ლამის იყო შევვარდნილიყავ რეანიმაციაში. დანტე მიჭერდა და მხოლოდ ის ახერხებდა ჩემს ერთ ადგილას გაჩერებას.

დაწყევლილი დროის შედმდეგ ექიმი რომ გამოვიდა მაშინ დაიწყო ყველაზე საძულველი ეტაპი ჩემი ცხოვრების.

-მისი მდგომარეობა ჩვენზე კარგად იცოდით. გვიან აღმოჩენილი იყო მისი დაავადება და განკურნება შეუძლებელი იყო მაგრამ მისი და თქვენი მონდომება საოცრებაა. ჩვენ ვცადეთ, ვწუხვარ თვქენი დანაკარგისთვის და ჯანმრთელობას გისურვებთ.

მეგონა სამყაო თავზე ჩამომენგრა.

მეგონა ყველაფერი დასრულდა.

მეგონა ჩემი სულიც მას გაყვა.

მეგონა გული ამომაგლიჯეს და დაუნდობლად დაჩეხეს.

მან ჩემი ყვლაფერი მიისაკუთხრა, მეც კი მის ერთადერთ სუნთქვად მაქცია და ახლა რომ სუნთქვა შეწყვიტა, მეც გამანადგურა.

იქ ვერ გავჩერდი, ვეღარ შევძელი და იმ პიცერიას მივაშურე სულ რამდენიმე კვირის წინ ბედნიერი ენიკა რომ გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდა ინტერიერს.

მისი გაღიმებული სახე ერთადერთია რაც არასდროს შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში. ვიცი რომ მისი სიყვარული და მისდამი სიყვარული სულ ჩემი იქნება, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის, ერც ჩაანაცვლებს.

ერთი ბოთლი ძლიერი კონიაკი შევუკვეთე, ისევ ის ქალი იყო მიმტანი, დიდთვალება პირსინგებიანი წიგნების ფანი.

-ჰეი ძვირფასო, როგორ ხარ? შენი გოგო სად არის?

-აქ არ არის.

-ხომ არ დაშორდით? - შეწუხებული სახე ჰქონდა. ნეტავ დავშორებოდით და სიკვდილს არ დავეშორებინეთ.

-ერთად ვეღარ ვიქნებით.

-მთავარია რომ გიყვარს და მასაც უყვარხართ, ხომ უყვარხარ? ჰოდა შერიგდებით.

-ვიცი რომ ვუყვარვარ, მაგრამ არ შევრიგნებით.

მეტ არაფერი მიქვას იმ ღამეს, და მგონი იმ კვირასაც.

ცრემლები აღარასდროს შემიჩერებია იმ დღის შემდეგ, როდესცა მეტირებოდა სულ ვტიროდი, მისი მონატრება რომ მიბყრობდა მაშინაც არ ვმალავდი ემოციებს და არც სხვა დროს
დასასრული

***

"გამარჯობა, ჩემი სახელია ზაქარიასი. ვიცი, ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ ბენრძნული ფესვი აქვს და წმინდა სახელადაა მიჩნეული საბერძნეთში, წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოხვდა კანადაში.

ჩემი შეყვარებულისთვის არისი მერქვა შემოკლებით, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი მეგობრებიდან დაწყებული, ოჯახით დასრულებული ზაქს მეძახდა.

ჩემს შეყვარებულს ენიკა ერქვა. ის საშუალო სიმაღლის, ყავისფერთმიანი, შავთვალება, ოდნავ კეხიანი ცხვირით და სქელი ტუჩებით, ასევე ლამაზი აღნაგობის სხეულით და მუდამ მომღიმარი სახით, ეშხიანი გოგო იყო.

ძალიან მიყვარდა, ახლაც ძალიან მიყვარს.

არ ვიცი როგორ, მაგრამ მასთან გატარებული სამი წელი ჩემთვის უსასრულობად იქცა.

სამი წელი, მარტივად ასათვლელი დღეები, უთვალავი კოცნა და უამრავი ღიმილი რომელიც სათითაოდ მახსოვს... ბოლო წუთამდე მახსოვს. ის მისტერ დარსის აკრიტიკებდა, შემდეგ კი ჩემს გამომეტყველებას რომ შეხედა იმაზე გაეცინა, ისე ლაღად იცინოდა.

არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მისდამი სიყვარული. მისთვის არასდროს მიღალატია და ვიცი რომ ეს არასდროს მოხდება რადგან ყველა ადამიანისთვის არის შექმნილი ვიღაც, ვიღაც იგივე სულის მქონე და იდელაურიობის მეორე ნახევარი, ენიკა ჩემი იყო და მას შემდეგ რაც ვიპოვნე, რაც ჩვენს იდეალურობას მივაკვლიე მე მარტო, მის გარეშე ვეღარ ვიქნები ის ვინც ადრე ვიყავი.

ცხოვრებას ყველა ჩვენგანი გავაგრძელებთ მის გარეშე მაგრამ არა ისე როგორც ადრე გვსურდა. ყველაფერი შეიცვლება და ეს არ მაშინებს, მხოლოდ ის მინდა მისი ღიმილი სამუდამოდ დამამახსოვრდეს და არსდროს გაქრეს ჩემი გონებიდან.

მშვიდად განისვენე ჩემო მშვენიერო, ჩემთვის ყველაფერი ხარ. "

სიტყვა დავასრულე და უფრო მეტად ატირებულ ხალხს და სასაფლაოს ისე გავეცალე უკან არც გამიხედავს.

სახლში ისევ არ მვსულვარ, ქუჩაში დავბოდიალობდი და ჩემდაუნებურად დაღვრილ ცრემლებს წარსულში დატოვებულ დღეებს ვუკავშირებდი.


***

-მთელი შენობის შესყიდვას ასი ათასზე მეტი დასჭირდება.

-გადავიხდი რამდენსაც დაასახელებთ.

-ბატონო ზაქარიას, თქვენი დიდი პატივი მაქვს მაგრამ იქნებ არ ღირს? კომპანიისთვის არ არის მომგებიანი ასეთ უბრალო უბანში ფილიალის გახსნა.

-კომპანიისთვის არც მჭირდება, შენს საქმეს მიხედე დერეკ!

სამ კვირაში კი ის სასტუმრო უკვე ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა, რემონტი მაშინვე დაიწყე და სამ თვეში უკვე ისე იყო როგორც მე მსურდა. ეს სასტუმრო ჩემი და ენიკას ერთ-ერთ საოცარ მოგონებას ინახავს, ვერ დავტოვებდი ასე უბრალოდ.

საბუთებს რომ გადავხედე საოცრად გამითბა გული, ვანქუვერის ქალაქგარეთ მყოფი პატარა ბავშვთა სახლი რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობდა და დახმარება სჭირდებოდათ აქ გადმოვიდოდა, ენიკას სახლში.

ბავშვთა სახლს, საცხოვრებელი სახლი ვუყიდე, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მსურდა მათგან მინდოდა აქაურობას ენიკას სახლი რქმეოდა.

შესასვლელში პატარა ვერცხლისფერ აბრაზე ეწერა "ენიკას სახლი" და ეს საკმარისი იყო.

შემდეგ როგორც ვაპირებდი გადმოსახლებაშიც დავეხმარე მათ, დირექტორიი და დამრიგებლები ისეთი ბედნიერები იყვნენ, ბავშვების გამო მათ უხაროდათ.

ერთ-ერთი ბავშვის ჩემოდანი გამომქონდა თან პატარა დეივიდს ველაპარაკებოდი როდესაც კიბეებზე ისინი დავინახე.

თითქოს მაშინ ვიგრძენი ამდენი წლის შემდეგ რომ სუნთქვა შემეძლო, არ ვიცი ეს რა იყო, შეიძლება იმის გამო რომ მე და ენიკა სულ ტყუპებზე ვვოცნებობდით, ან იმის გამო რომ დაუცველები ჩანდნენ, მათი აყვანა მომინდა.

მინდნოდა ჩემებ ყოფილიყვნენ, ჩემი შვილები და სხვა არფერი მადარდებდა.

ვიცოდი რომ ენიკას სურდა ცხოვრება გამეგრძელებინა მისი გარდაცვალების შემდეგ, მეპოვნა ვინმე ვისაც სიყვარულს გავუზიარებდი, მეყოლებოდა შვილები და ახალი გზები აღმომეჩინა ამ გრძნობის გარშემო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. თავადაც იცოდა რომ არ შემეძლო მასზე როდესმე უარი მეთქვა, მაგრამ იმედს არასდროს კარგავდა.

მისი სიკვდილის შემდეგ მოჩვენებასავით თან მდევდა პირველი ორი წელი,შემდეგ კი მონატრებასთან და სევდასთან ერთად სიცოცხლე ვისწავლე.

აი ახლა კი აქ ვდგავარ, ვუყურებ მათ და ვხვდები რომ მხოლოდ ისინი თუ შეძლებენ ჩემში ძველი ზაქარიასის დაბრუნებას.

არც მიფიქრია მეტი მათი საბოლოო გადმობარგების თანავე დაველაპარაკე დირექტორს რომ ტყუპების აყვანა მსურდა. იმდენი ვქენი რომ ორ დღეში ყველა საბუთი მზად იყო, მეტის დაცდა და დროის დაკარგვა არ მსურდა.

მე ელა და ჰანტერი მჭირდებოდნენ, მათ კი მე.

როდესაც ენიკას სახლის კარები შევაღე მაშინვე ვიღაცას შევასკდი და გული ლამის გამიჩერდა როდესაც პატარა დეივიდი აღმოჩნდა ეს.

-ზაქ ზაქ ზაქ! არ იცი რა მოხდა ბიძია ზაქ! - მაშინვე ბედნიერმა დაიწყო ხტუვნა, ხელში ავიყვანე და ლოყებზე ბევრჯერ ვაკოცე.

-რა მოხდა ბატონო დეივიდ?

-რა და გუშინ წყვილი იყო მოსული, წამიყვანენ და ვეყვარები. - ისე უბრწყინავდა თვალები მისი შემხედვარე ყინულიც რომ ყოფილიყო კაცი წამში დადნებოდა.

-ღმერთო ჩემო, პატარავ, ძალიან მაგარია. გინდა მეც ხშირად გესტუმრები ხოლმე და ცოტა რომ წამოიზრდები ჩვეთან ერთად ითამაშე კალათბურთი, შენი მშობლები არ გამიბრაზდებიან ალბად. - თან მთავარი შესასვლელისკენ წავედი.

-არა იცი რა კარგები არიან? მართლა ძლაიან კეთილები არინა და ასე თქვეს რომ ღმერთის საჩუქარია ჩემი აღმოჩენა.

-გინდა მეც გითხრა საიდუმლო?

-შენც ღმერთის საჩუქარი ხარ? - უფრო მეტად გაუნათდა სახე.

-ყველა ბავშვი საჩუქარია ჩემო ძლიერო ბიჭო. მაგრამ მე სხვა საიდუმლო მაქვს, ელას და ჰანტერს ხომ იცნობ?

-აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ბიძია ზაქ სულ დაგავიწყდა?

-ჰო ბოდიში შენსავით სულ თავისუფალი კი არ ვარ ვმუშაობ და მავიწყდება რაღაცეები.

-მიდი საიდუმლოს მიყვებოდი.

-ელა და ჰანტერი უნდა წავიყვანო, ახლა მათთან სალაპარაკოდ მოვედი.

-ღმერთო ძალიან გაუხარდებათ, იცი ელას როგორ მოსწონხარ? შენი ეშინოდა თავიდან მაგრამ მერე ძალიან მოეწონე...

დეივიდმა იმდენი მელაპარაკა დირექტორის გამოჩენამდე მე დავიღალე მის მაგივრად. შემდეგ კი ელას და ჰანტერს დაუძახა, ცალკე ოთახში გავედით, ბავშვები ჩვენს წინ ისხდნენ და ელოდნენ როდის ვიტყოდით ან მე ან დირექტორი რამეს.

ელას ნერვიულობას ვამჩნევდი, ეგონა რამე დააშავა, ჰანტერს გადაულაპარაკა რამე ხომ არ გავაფუჭეო, ბატონმა ზაქარიასმა ახალი წესები ხომ არ შეადგინაო.

ვერ ვიჯერებდი, ისინი ნამდვილ საოცრებებს გავდნენ. ძალიან იდენტურები არ იყვნენ მაგრამ ადვილად მიხვდებოდით რომ და-ძმა არიან. შავგვრემნები და პატარა აპრეხილი ცხვირით, ელას დიდი ტუჩები ჰქონდა და ღია ცისფერი თვალები. ჰანტერს კი ელასთან შედარებით ბევრად მუქი, თითქმის ლურჯი თვალები და უფრო ბიჭური სახე იმის მიუხედავად რომ ხუთი წლის იყო.

-ზაქარიას მგონი ჯობს მარტო დაგტოვოთ. - მითხრა დირექტორმა მას შემდეგ რაც ვერ გავბედე ხმის ამოღება, ამ პატარა ბავშვებთან იმდენს ვნერვიულობდი არცერთ პრეს-კომფერენციაზე და შეხვედრაზე რომ არ მინერვიულია.

-ბატონო ზაქარიას, რამე დავაშავეთ? - რა თქმა უნდა ჰანტერმა იკითა, ელას თავი დახრილი ჰქონდა.

-არა, არაფერი დაგიშავებიათ.

-აბა აქ რატომ ვართ ზაქა... ბატონო ზაქარიას? - უცბად შეასწორა ელამ მე კი გამეცინა მის სახეზე.

-რაღაც უნდა გითხრათ. ადრე გოგო მიყვარდა, ის ეხლაც მიყვარს, შემდეგ საშინელება დატრიალდა და მე ის სამუდამოდ დავკარგე.

-როგორც ჩვენი მამიკო და დედიკო? დირექტორმა გვითხრა რომ ისინი ავარიის გამო აღარ არიან. - მკითა ელამ და სკამიდან ძლივს ჩამოხტა რომ ჩემს გვერდით დამჯდარიყო.

-ხო პატარავ, ზუსტად ეგრე მაგრამ ავარიამ კი არა დაავადებამ წამართვა.

-ძალიან ცუდია მართლა, მე არ ვიცნობდი დედას და მამას მაგრამ ვიცი რომ კარგები იყვნენ. - ახლა მეორე მხარეს ჰანტერი მომიჯდა.

-დარწმუნებული ვარ შეუდარებლები იყვნენ, თქვენ რომ მოგავლინეს ამ ქვეყნად. მაგრამ ეს არ იყო ის რისი თქმაც მინდოდა, მაბნევთ იცით?

-ბოდიში. - საყვარლად ჩაილაპარაკა ელამ და ლოყები გაუწითლდა.

-მე რდოესაც ის ქალი დავკარგე ჩემი თავიც დავკარგე, თქვენ რომ დაგინახეთ მაშინ უკან დავიბრუნე.

-ეგ როგორ? - დაიბნა ჰანტერი.

-როგორ და ვიგრძენი რომ ჩემთან უნდა წამეყვანეთ, რომ მარტო არასდროს უნდა დამეტოვებინეთ და უბრალოდ ვიცოდი რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა.

-წაგვიყვანო? - ელა სკამიდან ჩამოხტა -მოიცა... შენ ჩვენ წაგვიყვან?

-არ წამომყვები?

-მე, შენ, შენ ძალიან კარგი ხარ. ნახე როგორ გვეხმარები. - თქვა ჰანტერმა და დას მიუდგა გვერდით.

-არა პატარავ არა, ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ მხოლოდ თქვენი შვილად აყვანა მინდა, ან თქვენთან ერთად ცხოვრება. ვიცი რომ თქვენც იმიტომ დარჩით მარტო და მეც რომ ბოლოს ერთმანეთი გვეპოვნა, ჯერ ძალიან პატარები ხართ და ვერ მიხვდებით მაგრამ გპირდებით თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილები ხართ და მინდა რომ მართლა იყოთ, ხომ მიხვდთ?

-შენ კარგი მამიკო იქნები. - გამიღიმა ელამ, შემდეგ ტირილი რომ დაიწყო და ხელები გაშალა, ჩამეხუტეო მანიშნა ლამის გული იქვე გამიჩერდა. წამში მისი ციცქნა სხეული მკლავებში მოვიქციე და თავზე ვაკოცე.

-ჰანტერ, შენც მოდი - ისიც მოვიდა და ჩემს მკლავებში შემოძვრა. გული ისე მიცემდა მეგონა კანს გაგლეჯდა და ამოხტებოდა.

-არასდროს დაგტოვებთ, გპირდებით.

-ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა, არ ვიცი რას ნიშნავს ეგ მაგრამ ვიცი რომ მიყვარხარ, ზაქარიას... ზაქ.. რა დაგიძახო?

-რაც გინდა ის დამიძახე პრინცესა. - თმაზე ჩამოვუსვი ხელი.

-შენ ჩემი მამიკო ხარ და გეფიცები სულ ასე დაგიძახებ. - კისერზე მთელი ძალით მომეხვია.

-მე მამას დაგიძახებ აბა გოგოები გაიძახიან მარტო მამიკოს. - თქვა ჰანტერმა და ისიც მომეხვია.

ენიკა და მე მართლები აღმოვჩნდით, სიკვდილი დასასრული არასდროს არის.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent