შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-8 თავი,გასეირნება ჯოჯოხეთში)


1-11-2019, 23:38
ავტორი Alice76
ნანახია 774

ემილის საძინებელ ოთახში მუხლმოყრილი იასმინი ბურდღუნით კითხულობდა. მეგობარმა, „გამგზავრების“ წინ იგი აიძულა, ლოცვები წაეკითხა, თანაც სამაოდ ბევრი.
-უფალო კაცთ-მოყუარეო, შენ იცი უძლურებაჲ კაცთაჲ, არამედ გევედრები, განმაძლიერე მე წინა-აღმდგომთა შენთა მიმართ და ეშმაკისა, რაჲთამცა ვსძლო მას ძალითა შენითა და დავთრგუნო იგი და შენდა დიდებასა შევსწირვიდე, ძლევის-მომნიჭებელო, უკუნითი უკუნისამდე, ამინ- გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და ტუჩების ხმაურით ამოუშვა ჰაერი- რაში გჭირდება ამდენი საუბარი? ისედაც ხომ იცი, რაც მჭირდება.
-შესაძლოა იმიტომ, რომ თავად მიხვდე, რა გჭირდება- უპასუხა ხმამ გონების სიღრმიდან- თუ დახმარებას ვითხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ჩვენ გასაჭირს.
- პრობლემების აღიარება? კარგი, ნათელზე ნათელი ფაქტია ის, რომ უკანალში ვარ და კიდევ უფრო ღრმად ვაპირებ შესვლას- წარბები შეკრა და სივრცეს გაბრაზებული მიაჩერდა გოგონა- მაგრამ ეს რას მიშველის?
-მომზადებული ხარ იმისთვის, რაც გელის. არ ეგუები და დახმარებას ითხოვ, ესე იგი, იბრძვი.
-ემილიმ მაიძულა ამის წაკითხვა...
-ვერავინ გაიძულებს ჩემთან კონტაქტს. ან საუბრობ, ან არა.
- ვინ ხარ?
-მე შენ ვარ. მე ყველა ვარ.
“ღმერთი სატანას ებძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.”

***
-როგორია ჯოჯოხეთი?- სანამ ისმინი ღმერთთან საუბრით იყო გართული, ანდრე ემილისთან ერთად, მის კაბინეტში იჯდა და ქალის სამზადისს ყურადღებით აკვირდებოდა.
ემილიმ ოთახში ფარდები ჩამოუშვა, სანთლები დაანთო, გრძელი და სურნელოვანი ჩხირების ბოლით ანდრე კინაღამ დაახრჩო, შემდეგ კი გამოცდილი წმინდა მამასავით მოატარა საკმეველი მთელ ოთახს.
-მე საიდან უნდა ვიცოდე-მხრები აიჩეჩა ქალმა ანდრეს კითხვის პასუხად.
-იასმინმა თქვა, რომ შენ სამყაროებს შორისი მოგზაური ხარ, თანაც რასაც ახლა აკეთებ, ძალიან ჰგავს რაღაცის სამზადისს.
-გონების თვალით მხოლოდ- ტუჩები მომუწა ემილიმ- ისევე, როგორც იასმინი წარსულს ან მომავალს ხედავს. ფიზიკურად სხვა სამყაროში ვერავინ გადავა მარტივი მიზეზის- გრავიტაციის გამო.
-აბა როგორ აპირებს იასმინი იქ წასვლას? ან იქიდან როგორ გადმოდიან?
-ეგრეთ წოდებული ჯოჯოხეთიდან და არამარტო- რიგი პარალელური სამყაროებიდან ჩვენსაში მხოლოდ არამატერიული სუბსტანცები აღწევენ. ზოგიერთი მათგანი არასდროს ყოფილა ამ სამყაროს ნაწილი, ზოგი კი აქედან გაემგზავრა. მთავარი ერთია- ისინი, ჩვენებურ ენაზე, ცოცხლები აღარ არიან ან არც არასდროს ყოფილან. რომ იყვნენ, ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, აქ შემოსვლას ვერ შეძლებდნენ. მეორე მხრივ, აქედანაც ვერ გააღწევს ფიზიკური სხეული, რადგან ნებისმიერი რამ, ერთი პაწაწინა ატომიც კი, ინფორმაციის მატარებელია, მის გადაცემას კი სჭირდება გრავიტაცია, ენერგია, არ ვიცი, სხვა სიტყვებით როგორ ავხსნა.
-ენერგიის მუდმივობის კანონზე მსმენია, ძვირფასო- ჩაიცინა ანდრემ- ჩაკეტილ სისტემაში ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს, ამასთან, ენერგიის საერთო სიდიდე უცვლელი რჩება.
ქალმა ინტერესით შეათვალიერა მამაკაცი და წარბშეკრულმა განაგრძო.
-ჰო, თუ ეს იცი, ისიც გეცოდინება, რომ ჩაკეტილი სისტემიდან ენერგია ვერსად გადავა. ის იცვლება,გარდაიქმნება, მაგრამ არ იკარგება. სწორედ ამიტომ სჭიდებათ დემონებს სხეული, ჭურჭელი. ამის გარეშე ისინი ჩვენ სამყაროში სრულიად უძლურნი არიან. მეტიც, უბრალოდ არაფრები.
-შენი ნათქვამიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება- სწრაფად ჩამოართვა სიტყვა ანდრემ- იასმინი ფიზიკურად აქ დარჩება, მაგრამ მისი გონება... სული?
-გონებაც აქ იქნება, სული სრულიად განსხვავებული და ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფენომენია. სავარაუდოდ, სული ინარჩუნებს სხეულის მოგონებებს, თუმცა ვერაფრით ვხვდები, როგორ. დარწმუნებული არ ვარ, რომ როდესაც იასმინი იქ გადავა, თუნდაც მხოლოდ მისი სულიერი ნაწილი, რაიმე ახსოვდეს, მხოლოდ თეორიებია.
-ანუ, გგონია, რომ ინფორმაციის გადატანას ვერ შეძლებს სამყაროდან სამყაროში?- ჩაეკითხა ანდრე.
-უბრალოდ არ ვიცი. როდესაც სულელი ბავშვები ვიყავით, იასმინის დაჟინებით, ვცადე მისი გაგზავნა. კარგად არც ერთს არ გვახსოვს, მაგრამ როდესაც დაბრუნდა, არაფერი ახსოვდა, შესაბამისად, სწორედ ესაა ცხოვრების ოინბაზობაც- თუ რაიმე საინტერესოს მიაგნებ, რაიმე ისეთს, რაც მის გარეთაა და მის კონტროლს ცდება, უბრალოდ გავიწყებს.
-შენი აზრით, რატომ ხდება ასე?
-ალბათ იმიტომ, რომ მშვიდად ვიყოთ. თუ ზუსტად გვეცოდინება, რა გველის... როგორ გითხრა, ასე რაღა გამოვა? ცხოვრებით ვეღარ დავტკბებით, ვერ გავაკეთებთ არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჩვენი ცხოვრება იქნება მზადება სიკვდილისთვის, მხოლოდ და მხოლოდ.
- გინდა თქვა, რომ ახლა ასე არაა?- ჩაიცინა კაცმა.
- შესაძლოა, იყოს კიდეც, მაგრამ სიკვდილს მხოლოდ უბედური ადამიანი ელოდება. დანარჩენები ბედნიერებისკენ მიიწევენ. ალბათ სწორედ ესაა ცხოვრების არსიც- ბედნიერება. სამოთხეში და მით უმეტეს, ჯოჯოხეთში, ბედნიერებას ვერ იპოვი. სწორედ აქაურ ცხოვრებაში უნდა იპოვო ეგ წამი, რომ შემდგომ, სამარადისოდ მისთვის იარსებო. არის თეორია, რომ სამოთხე სწორედ ჩვენი ბედნიერი წამია, მისი პროეცირება კი ამ სამყაროში ხდება.
-და მათზე რას იტყვი, ვისაც არ შეუძლია ბედნიერების პოვნა?
- მხოლოდ იმას, რომ ეს მათი არჩევანია. - უბრალოდ უპასუხა ქალმა და ანდრეს კითხვისნიშნიან მზერაზე დაამატა- ხომ იცი, ყველაზე გავრცელებული სურვილი ისაა, რომ იყო გამორჩეული. ადამიანებს ჰგონიათ, რომ დეპრესია, თვითგვემა და სევდა განსაკუთრებულს ხდის. მხოლოდ ჩვენი არჩევანია, როგორ ხასიათზე ვიქნებით, თუ ცდი, დარწმუნდები, რომ შეგიძლია აკონტროლო საკუთარი განწყობა. მე მაგალითად შემიძლია თხუთმეტი წუთი ცუდ ხასიათზე ვიყო და მერე სწრაფად გადავერთო. მარტივია, სცადე და მიხვდები- ხან მხოლოდ ცუდზე იფიქრე, ხან მხოლოდ კარგზე. როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ, ეს გამორჩეული გვგონია და კიდევ უფრო ვუღრმავდებით იმ ცუდ რამეებს, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება. ვივიწყებთ კარგს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე თავს განსაკუთრებულად ვგრძნობთ, არა და ყოველ ადამიანს ჩვენამდე და ჩვენ შემდეგ, ჰქონია ეს პრობლემა, უდარდია, უტირია და გამოსავალი უპოვია. ან არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენი საქციელები გამოგვარჩევს და არა დეპრესიული ხასიათი.
- როგორც ჩანს, ამაზე ბევრი გიფიქრია- ჩაიცინა ანდრემ- კიდევ რა პროცედურებია ჯოჯოხეთამდე?
-იასმინი ლოცვას მორჩება და ისეთი აღარაფერი- ღრმად ჩაისუნთქა ემილიმ- კარგი იქნებოდა, კნუტო რომ გვყოლოდა. მათ უჩვეულო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, კატებს კი აქვთ უნარი, ორივე სამყაროს აღქმისა.
-და ეს იასმინს რაში გამოადგებოდა?
-კნუტო შეძლებდა ორ ადგილას ერთნაირად ყოფნას. რთული ასახსნელია, მაგრამ თავად პარალელური სამყაროს არსი აიმას ნიშნავს, რომ იგი ზუსტად ჩვენ ცხვირწინაა და შესაძლოა, ჩვენში გავლითაც კი, ამდენად, მას მუდმივი გავლენა აქვს, უბრალოდ ჩვენთვის შეუძლებელია ამის აღქმა, ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე. კატები კი, ამბობენ, რომ საერთოდ არ არიან ჩვენი სამყაროდან, მათ შესწევთ უნარი, დაინახონ ის, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია და თანაც ისე, რომ აქაურობას არ მოწყდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, კნუტო შეძლებდა, ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და იასმინს შორის, სანამ ის იქ იქნებოდა...
-მაგრამ კნუტო არ გვყავს და იასმინიც ჩქარობს-შეპარვით განაგრძო ანდრემ- იქნებ მე გავყვე?
-იასმინი ჯოჯოხეთში მიდის და არა კუთხის მარკეტში, ჩუპა-ჩუპსის საყიდლად-მკაცრად აწკიპა წარბები ემილიმ- აი ისიც- დაამატა, როდესაც კარი გაიღო და მისი მეგობარი გამოჩნდა.
-ანდრემ სურვილი გამოთქვა, ჯოჯოხეთში გამოგყვეს- ქალს ტუჩის კუთხეებში ღიმილი შეეპარა.
-მამაკაცები ძირითადად იქ გამოყოლის სურვილს გამოთქვამენ, სადაც არ გვინდა, რომ ვინმე წავიყვანოთ- ჩაიცინა გოგონამ და დაამატა- აბა ერთი სცადე და საკურთხეველთან მიყოლა სთხოვე, შეიძლება ფანჯრიდან გადახტნენ!
-მთხოვე და უარი გითხარი? - აღშფოთდა ანდრე.
-თუ ჯოჯოხეთიდან დავბრუნდები, პირველ რიგში მაგას ვიზამ- ჩაიღიმა გოგონამ და მეგობარს მიუბრუნდა-აბა, მზად ვართ?
-მე მზად ვარ- საქმიანად გაიჭიმა ემილი.
-მე სულ მზად ვარ- გაიღიმა ანდრემ.
-შენ საერთოდ რატომ ხარ აქ?-მკაცრად გადახედა იასმინმა- ხომ გთხოვე, კნუტო მოძებნე-მეთქი?
-მთხოვე, მაგრამ რაღაც დღეს არ ვარ კატის ძებნის ხასიათზე, თანაც ცოტა დავიღალე შენი გადარჩენით.
-აჰ!-ამოიოხრა გოგონამ-სიკვდილამდე ეს უნდა მაძახო?
-გეყოფათ!-ხმას აუწია ემილიმ- იასმინ, მოდი, ეს გამომართვი და დაჯექი- გოგონას ჩაის ფინჯანი გაუწოდა და ანდრეს მკაცრად შეაჩერდა- შენ ხმა არ ამოიღო!
-კარგი რა ემი, ამოვიდა ყელში ამდენი ჩაი-დაიბუზღუნა იასმინმა და ფინჯანი ტანჯული სახით ჩამოართვა.
-ჩაი არაა- ემილიმ თავი გაიქნია და შეურაცხყოფილი სახე მიიღო-თუმცა ჩემი ჩაი საუკეთესოა და მისი ასე მოხსენიება-ფრიად უსაფუძვლო. ეს გვირილის ნაყენია, ოპიუმით.
-რა?-თვალები დაქაჩა იასმინმა, ანდრემ კი ყურები ცქვიტა.
-ჩემთვის არ შეიძლება?
-მხოლოდ მიზნებიდან გამომდინარე- იმგვარი ხმით უპასუხა ემიმ, რომ ადამიანს ყველანაირი იმედი გადაეწურებოდა.
-ჰაჰ! ნარკოტიკს თუ მიიღებ, ჯოჯოხეთში ჩასვლა და იქ გამეფება ორჯერ ორია, იცი რატომ?-წინ გადაიწია კაცი და ემილის დამცინავად შეაჩერდა- იმიტომ, რომ ჩაკაიფდები.
-ნარკოტიკი მართლაც უწყობს ხელს სულისა და სხეულის ერთმანეთისაგან გამოყოფას, თუმცა მისი ზემოქმედების შედეგად, ძირითადად, აქტიური სხეული რჩება და არა სული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ცხოველი ხდება. ეს კი უნიკალური რიტუალია, რის დროსაც სხეული კლინიკურ სიკვდილს განიცდის. მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისი იქნება.
-უკაცრავად, მაგრამ სკეპტიკურ სახეს ვერაფერს ვუხერხებ. - თქვა ანდრემ და ხელები გულზე ისე დაიკრიფა, აშკარად ელოდა, როდის ჩაფლავდებოდნენ ჯოჯოხეთში მიმავალნი.
-დალიე- დაუცაცხანა ქალმა იასმინს, რომელიც ეჭვით ყნოსავდა სითხეს. გოგონამ ტანჯული მზერით, სწრაფად გადაყლურწა „ნაყენი“ და დაიჯღანა.
-რა საზიზღრობაა-ანდრეს იმ მზერით გახედა, რომლითაც ატყობინებდა, არაფერ კარგს არ მოაკლდიო და სავარძელში ჩაეშვა. - აბა, ახლა რას ვშვებით?
-ახლა...-ემილის ჩვეული მკაცრი სახე შეეცვალა, ოდნავი აღელვება დაეტყო და უხერხულად წამოდგა- იასმინ, არ ვიცი, იქ რა დაგხვდება. ხომ ხვდები, ჩვენ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და თან არაფერი გვახსოვს, რასაც მე ვხედავ ხანდახან...ეს მხოლოდ ლანდებია. ეჭვი მაქვს, რომ იქაური სამყარო ჩვენი გონებისთვის ზედმეტად რთული აღსაქმელია. დიდი შანსია იმისა, რომ შეცდომაში შეხვიდე, ან შეგიყვანონ, ანგელოზებთან ნამდვილად არ მიემგზავრები. უზომო გონიერება და უკიდურესი სიფრთხილე გმართებს, თორემ შესაძლოა, შენი დაბრუნება ვერ მოვახერხო.
-ემ, შესავლები არასდროს მიყვარდა- თვალები აატრიალა იასმინმა და დაამთქნარა- მკვდართა სამყაროს გაკვეთილებს ერთად ვესწრებოდით.
-რა დროსაც მე მასწავლებელს ვუსმენდი, შენ კი ლინდას დორბლიან ქაღალდებს ესროდი-მოიღუშა ემილი.
-წარსულის შეცდომების გახსენება ყოველთვის უსინდისობაა-უდარდელად მიუგო გოგონამ და მოუთმენლად აცმუკდა- მიდი რა, ბევრი დრო არ გვაქვს.
-გამიგია, ჯოჯოხეთში დრო თავზე საყრელადააო - თითი მორიდებით აწია ანდრემ.
-თეორიულად, საერთოდ არაა...
-დაიწყებ თუ არა?-ამოიგმინა იასმინმა.
-კარგი,კარგი-ემილიმ გოგონას ოდნავ უბიძგა და სავარძელზე ზურგით მიაყრდნო- მოეშვი. ანდრე! სანთლები აანთე და შუქი ჩააქრე, გთხოვ.
როდესაც მამაკაცმა მისი მითითება შეასრულა, ქალმა იასმინის წინ ჩაიმუხლა, მისი ხელები საკუთარში მოიქცია და თავი ისე ჩახარა, თითქოს პატიებას სთხოვსო, ნელ-ნელა კი გოგონას მუხლებს მიუახლოვდა და ზედ მძინარესავით დაეყრდნო.
-თვალები დახუჭე, ისე, თითქოს იძინებ...-ხმადაბლა ალაპარაკდა ემილი. ანდრე იასმინის მოპიდაპირედ, სავარძელში მოთავსდა და ანთებული, გაცხოველებული ინტერესით სავსე მზერა შეავლო განაბულ გოგონასa და მის წინ ჩამუხლულს. - სიბნელეში მოვალ და წაგიყვან, კარამდე, შემდეგ თავად უნდა განაგრძო, გესმის?
-კი- თვალდახუჭულმა იასმინმა მობეზრებით ამოთქვა და ცალი თვალი გაახილა. ემილის მის მუხლებთან დაეხარა თავი, დაძაბული იყო. სანთლების შუქზე ინტერესით მომზირალი ანდრე ბუნდოვნად ჩანდა, სიჩუმეში დროის წიკწიკი მყუდროდ ისმოდა. საათი, ოთახში განლაგებული სხვა ნივთებისგან განსხვავებით, ახალი, თანამედროვე დიზაინის იყო. საათის ზემოთ პატარა ნახატი ეკიდა, თეთრ თავშლიან გოგონას მარჯვენა ხელში წყლის დოქი ეკავა, გვერდულად იმზირებოდა, ლამაზი, ვარდისფერი, გრძელი კაბა ეცვა, ეტყობოდა, რომ ნახატი ძალიან ძველი იყო...
-გათიშე სხეული, მაგრამ უსმინე ჩემ ხმას, მომყევი ნელა, არ დაგავიწყდეს, რომ გელოდები.
ემილი დადუმდა, თუმცა იმავე პოზაში დარჩა, თითქოს იასმინთან უხმო საუბარი განაგრძო. თითქოს მეგობრები უხმოდ, სხვა განხომილებაში განაგრძობდნენ საუბარს.
ანდრეს სხეული დაეძაბა. სანთლის მკრთალ, ყვითელ შუქზე მისი თვალები უცნაურად ჩანდა. იქნებ ეს ცეცხლის ნათების ბრალი იყო, ანდა იმისი, რომ ადამიანები იცვლებიან, როდესაც არავინ უყურებთ. სიმარტოვისას მათი მზერა გამჭირვალეა, სულს არ ფარავს სხეულის სიმძიმე და ეს ჩვენთვის უცნაურია, რადგანაც ტყუილი უფრო ბუნებრივი და ნაცნობია ადამიანისთვის, ვიდრე სიმართლე.
კაცი წინ გადაიხარა, ბოლოს წამოდგა და გახევებულ წყვილს დააჩერდა. იყო მათში რაღაც მისტიკური, საშიში. მოულოდნელად, უბედური შემთხვევით გარდაცვლილებს ან სერიული მკვლელის მიერ მოკლულებს ჰგავდნენ, თითქოს არც ერთი იყო მზად, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს.
ანდრემ ხელი ნელა გასწია, დაიხარა და ემილის კისერზე ფრთხილად დაადო. წარბები შეკრა, რადგანაც თითებით პულსის ცემა ვერ იგრძნო. ის იყო, იასმინისკენ გაიწია, რომ ხელი ჰაერში გაუშეშდა, მეტიც, მოულოდნელობისგან შეხტა, რადგან ემილის ხმა გაიგო.
-არ შეეხო!
-გამოვიდა?- ხარბი ინტერესით მიაჩერდა კაცი.
-არ ვიცი, კარში შევიდა...
ემილის წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც, მიუხედავად დახურული კარისა და ფანჯრებისა, ოთახის კედლებზე თითქოს ლანდები გაცოცხლდნენო, სანთლების ალი ათამაშდა.
-რა ხდება?- ნერვიულად იკითხა კაცმა, მეორე წამს კი გააფთრებული წივილი გაისმა-იასმინს მწვანე თვალები გაეხილა, სავარძელში საბრძოლო პოზაში მომართულიყო, ანდრეს სიძულვილით სავსე თვალებით უმზერდა, წამის მეასედში მოწყდა ადგილს და კაცს ფრჩხილებით ეცა.
-სიცოცხლის ბოლომდე გაწამებ, საზიზღარო ლეშო!- კიოდა გოგონა. ემილი, რომელსაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა, დაბნეული უყურებდა შეშლილივით აკივლებულ მეგობარს და ანდრეს, რომელიც ერთ ხანს ცდილობდა, თავი აერიდებინა იასმინის მუშტებისა და ფრჩხილებისათვის, შემდეგ კი გოგონას ხელები გაუკავა, შეაბრუნა ისე, რომ მის ზურგს უკან აღმოჩნდა და დაუყვირა.
-დამშვიდდი, ვერაფერს იზამ!
-ზუსტად ის სიტყვებია, რომლებიც გააფთრებულ ადამიანს დააწყნარებს- სარკასტულად ჩაილაპარაკა ემილიმ და აფართხალებული მეგობრისაკენ დაიძრა.
-ემ, ემ- წაიღიღინა ანდრემ- ჯობია, დარჩე, სადაც დგახარ, შეიძლება პატარა მხეცმა თავი ვერ გააკონტროლოს.
იასმინმა უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენა, ამაოდ გაიბრძოლა და ემილის ვედრებით შეხედა.
-დემონია! ეს ნაბი*ვარი დემონია! ემ!
ქალი დაბნეული უყურებდა ხან გააფთრებულ იასმინს, ხანაც შუბლშეკრულ ანდრეს.
-რა დაემართა? გაგიჟდა? რა უქენი?-შეუძახა კაცმა და ემილის ძველი კრედიტორივით შეაჩერდა.
-არ ვიც... სულ რამდენიმე წამი იყო და...- ემილის ენა დაბმოდა და ცდილობდა, რაიმე ლოგიკური ახსნა მოეძებნა ვითარებისთვის.
-დემონია-მეთქი, ემ!- იასმინს უკვე ცრემლები მოსდიოდა უძლურებისაგან- რამდენიმე წამი აქ, თორემ იქ ძალიან ბევრია...
-ვინაა დემონი, ანდრე?- დააზუსტა ემილიმ და ზედმეტად ჩვეულებრივი მზერით შეათვალიერა კაცი- მაშინ აქამდე ცხრაჯერ უნდა დავეკალით.
-ჩემი არ გჯერა?-სულ გაწიწმატდა გოგონა.
-დემონი ხარ?- წყრომით შეაჩერდა ემილი კაცს.
-არა, რა თქმა უნდა!-თვალები აახამხამა ანდრემ.
-დემონიც ზუსტად მაგას იტყოდა!-იასმინმა ფეხი სწრაფად მოიქნია და აკრძალული ილეთი გამოიყენა. მისი ქუსლი პირდაპირ ანდრეს ფეხებშუა გაქროლდა და შემაშფოთებლად გამოსცა დარტყმის ხმა.
ემილი ინსტიქტურად დაიმანჭა, თუმცა ანდრეს ტანჯვის არაფერი დასტყობია, თვალები გადაატრიალა და ამოიბუტბუტა.
-ჯანდაბას შენი თავი, იასმინ. გაგიშვებ, ოღონდ მშვიდად იყავი, გაიგე?
გოგონამ თავი დაიქნია, თუმცა როგორც კი კაცმა ხელი მოადუნა, ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს და დივანზე მიგდებულ საკუთარ ჩანთას დასწვდა. რამდენიმე წამიანი ქექვის შემდეგ ანდრეს ხმამ შეაჩერა:
-ნაკურთხ წყალს თუ ეძებ, აი მაგ ყვავილს დავუსხი, მიწა ძალიან ჰქონდა გამომშრალი.-ირონიულად ჩაიცინა და ისე წამოსკუპდა სავარძელზე, თითქოს დემონის მაგივრად მეფეს ეძახდნენ.
-ჩემი ხელით გაგპუტავ!-დაისისინა გოგონამ,რასაც ანდრეს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-იასმინ, გამაგებინებთ, რა ხდება? -ემილის მოთმინება ამოეწურა და წამოიყვირა.- ეს კაცი დემონი რომ იყოს, აქამდე ცოცხლებში კი არა, მკვდრებშიც ვეღარ ვეწერებოდით, თანაც ოთახში წმინდა ნივთებია, დემონი აქ ვერ გაჩერდებოდა... გიჟივით იქცევი და იმასაც არ ამბობ, რა დაგემართა, აბა ეს რა საქციელია?
-ჩაერთო ამას მასწავლებლობის ღილაკი-უკმაყოფილოდ წაილაპარაკა გოგონამ, ანდრეს მტრული მზერით მიაჩერდა- დაიკო, დაგავიწყდა, სად გამიშვი? როდის აქეთ აღარ გჯერა ჩემი?
ემილიმ იგრძნო, რომ სკეპტიკური დამოკიდებულებით მეგობარს აბრაზებდა, ამიტომაც ეცადა და შეახსენა თავს, რომ იასმინს უბრალო შფოთვა არ ახასიათებდა. მართალია, შეუძლებლად მიაჩნდა ის ფაქტი, რომ მშვიდად მომზირალი ანდრე დემონი იქნებოდა, თუმცა მეგობრობა ხანდახან სწორედ ასეთ რამეებს გულისხმობს- შეუძლებლის შეძლებას.
თვალი გაუსწორა და ისე, როგორც ბავშვობაში, საკლასო ოთახში საუბრობდნენ, მზერით ეცადა ამოეკითხა გოგონას ფიქრები. იასმინს მწვანე თვალებში უცნაური ნაპერწკალი უკიაფებდა. რაღაც შემაძრწუნებელი, დამთრგუნველი, ძლიერი და იდუმალი ნაპერწკალი. და იქნებ საკმარისია თვალები მთელი ამბის გასაგებად?
***
უცნაურ სიმძიმეს გრძნობდა, ძილის ჩამთრები მარწუხებისგან თავის დაღწევა არ შეეძლო და არ სურდა. ახსოვდა, რომ სადღაც უნდა წასულიყო და რაღაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა ყველაფერი ბუნდოვან სიზმარს დამსგავსებოდა.
თვალები გაჭირვებით გაახილა და ოთახი მოათვალიერა. ემილის ოთახში იყო. იმაში არა, სადაც ბავშვობა გაეტარებინათ და უამრავი ღამე გაეთენებინათ მომავალზე საუბარში. სხვა იყო, ახალი, ემილი-მასწავლებლის ოთახი, რომელშიც ცოტა ხნის წინ მის გარდა სხვებიც იყვნენ...
-ემ!-დაიძახა და კისერი წაიგრძელა,რადგანაც იმდენად მოთენთილი იყო,ფეხზე ვერ დგებოდა-ანდრე!
ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. სრული სიწყნარე გამეფებულიყო და ეს სიწყნარე სულაც არ იყო იასმინისთვის კომფორტული.
დაძაბულობა ნელ-ნელა შეეპარა,გულის სიღრმიდან წამოსული გაურკვეველი განგაშის გრძნობა შემაწუხებლად უკაკუნებდა ქვეცნობიერიდან ცნობიერში გამავალ კარზე.
გონება დაძაბა,ეცადა,გაეხსენებინა რაიმე ხელჩასაჭიდი. მოავალიერა გარემო, სავარძელი,სადაც ემილი იჯდა და ჯოჯოხეთზე ესაუბრებოდა,აფრთხილებდა?
ნაცნობი საათი,მის ზემოთ კი გოგონა,რომელსაც კოკა ეჭირა...
იასმინს მზერა გაეყინა,სავარძლიდან მკვეთრად წამოიწია და მისდა გასაკვირად,მკვირცხლად,არაბუნებრივად სწრაფად წამოდგა.
სურათს მიუახლოვდა,ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო და მოჭუტული თვალებით დააკვირდა.
-რაღაც ხდება...-მიმართა გოგონას,რომელსაც თეთრი თავშალი მხარზე წამოეგდო და აუღელვებლად იყურებოდა ტილოს მეორე მხრიდან.-სხვანაირი ხარ,ჩიტო-უფრო ახლოს მიიწია იასმინი და ცხვირით ლამის ჩარჩოს შეეხო.
მის მეხსიერებაში ფრაგმენტულად აღდგა მომენტები-ემილის ბუტბუტი,თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება,თითქოს მთელი დღე კარუსელზე გაეტარებინოს.
ტრიალებდა ოთახი,საათი,რომელიც ერთადერთი იყო,რაც იასმინს იმ ოთახში მოსწონდა.
გოგონა ხელში დოქით, მარცხენა ხელი ჩამოეშვა,მარჯვენით კი ჭურჭელი ეკავა...
-ჯანდაბა! -თვალები ფართოდ გაახილა,სურათი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და დაფეთებული შებრუნდა ოთახისკენ. აღელვება მოაწვა,შიშმა ქვეცნობიერის ჯებირები გამოარღვია და წამით გონება დაებინდა-რაღაც რიგზე ვერაა-ამოთქვა და მაგიდას მიუახლოვდა. ახსოვდა,რომ ემილის ოთახში წმინდანთა ხატები, უამრავი ჯვარი,ბეჭედი და სანთელი ჰქონდა,რომლებიც უარყოფითი ენერგიისგან იცავდა მის სამყოფელს,იმ ოთახში კი,რომელშიც იასმინი იდგა,ეს ყველაფერი გამქრალიყო.
გოგონა ნელ-ნელა კარისაკენ წავიდა. იმდენად იყო დაზაფრული, თითოეული ნაბიჯის გადადგმა სულიერ ტკივილს აყენებდა,უნდოდა,გაქცეულიყო,მაგრამ ის ეჭვი,რომელიც გულში ჰქონდა და რომლის გაქრობაც შეუძლებელი იყო,გაქცევის იმედს უკლავდა.
ახსოვდა,რასაც ცდილობდა და რა სთხოვა მეგობარს,თუმცა მხოლოდ შემდეგღა გაიაზრა,რომ სულაც არ იყო მზად ამგვარი მოგზაურობისთვის და მეტიც,არც კი სჯეროდა,რომ ემილი მის გადაყვანას შეძლებდა.
კართან მიაღწია,ღრმად ჩაისუნთქა და სახელური იმ იმედით ჩამოსწია,რომ დაკეტილი არ იქნებოდა.
-ღმერთო ჩემო!-სრულ წყვდიადს მიაჩერდა და შეძახილი თავისთავად აღმოხდა.
ის “არაფრის” წინ იდგა, მხოლოდ სიცარიელე უმზერდა და ეს არაფერი იმაზე გაცილებით საშიში იყო,ვიდრე ნებისმიერი მონსტრი ან საშინელებათა ფილმების ყველაზე ბოროტი პერსონაჟი.
-აქ ღმერთი ნაკლებად-ჩაიქირქილა ხმამ გონებაში,თუმცა ეს არ ყოფილა უცხო ვიმე ან რამე. ხმა იასმინის იყო. ისეთი,როგორიც მანამდე,უბრალოდ გაცილებით მკვეთრი.
-ანუ ჯოჯოხეთში ვარ-უპასუხა საკუთარ თავს ხმამაღლა და ღრმად ჩაისუნთქა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,როგორც ბავშვობაში,ხეზე აძრომისას- მონუსხული იყო საკუთარი შესაძლებლობებით და იმ სიმაღლით,სადაც მოხვდა,მაგრამ სასწრაფოდ უნდოდა მიწაზე დაბრუნება.
-რა საჭიროა ეტიკეტირება? ეს უბრალოდ სხვა ადგილია,ეგაა და ეგ.-გაღიზიანდა ხმა.
-ეს ის ადგილია,სადაც ცოდვილი სულები ხვდებიან და სამარადისოდ იტანჯებიან?-მობეზრებით დააზუსტა იასმინმა.
-შეიძლება ითქვას.
-ხო და, მაგას ჩვენთან ჯოჯოხეთს ვეძახით-კარს მიღმა წყვდიადს თვალი გაუსწორა გოგონამ და შეეცადა,რამე წარმოედგინა. რამე,რაც მის მიღმა იარსებებდა.
-დიდ ხანს უნდა იდგე ასე?-ხმა თითქოს გარშემო უვლიდა.
-ვცდილობ,გავიაზრო. სხვა განზომილებაში ვარ,აქ სხვა წესებია... ვცდილობ აღვიქვა,რომ ახლა სხეული არ მაქვს და მხოლოდ სულიერად ვარ სხვაგან...
-შენ ადამიანი ხარ. სულიც და ხორციც ადამიანის გაქვს, ამგვარი რამეები კი ადამიანთათვის შეუცნობელია. ჯობია იმაზე ფიქრით არ იტკინო ტვინი,რასაც ვერასდროს ჩასწვდები.
-ძალიანაც ჩავწვდები-უკმეხად მიუგო გოგონამ-ფანტაზია ჩვენი გასაღებია საოცრებათა ქვეყანაში გასასვლელად. ნუ იქცევი ისე,თითქოს გესმოდეს,რა არის ადამიანის გონება.
-ათას ოთხასი გრამი ბიოლოგიური ნაგავი,მეტი არაფერი.-ჩვეული ირონიით უპასუხა ხმამ.
-ღმერთის მიერ შექმნილს ნაგავს ვერ უწოდებ.
-დარწმუნებული ხარ,რომ ღმერთი ამაში გარეულია? როგორც ამბობენ,შეცდომებს არ უშვებსო,მაშ საიდან ამდენი “შეცდომა”?
-მაგას ათასი პასუხი აქვს.
-ერთი მითხარი.
-ყოველი შეცდომა ჩვენია და არა ღმერთის. მან თავისუფლება მოგვცა.
-რატომ გაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას? რატომ არ გიმარტივებს ცხოვრებას?
-სხვანაირად ის ვერ იქნება ჩემი მშობელი.
-მაშ რა იქნება?
-მმართველი. უზარმაზარი, უასრულო, მარიონეტებით სავსე სივრცის მეუფე.
-ეს კი უინტერესოა.-გამარჯვებულმა დაიგრგვინა ხმამ,რომელიც სულ უფრო ნაკლებად ჰგავდა იასმინისას-ღმერთმა იმიტომ შეგვქმნა,რომ უბრალოდ მოიწყინა! თავისუფლებაც ბლეფია,გგონიათ,რომ ყველაფერი თქვენ ხელშია,მაგრამ სამყაროს ერთი,ერთი პატარა ნამცეცი გადმოგიგდოთ საჯიჯგნად...
იასმინი კარს მიღმა წყვდიადს გაჰყურებდა. აღარ ეშინოდა. ხმა,რომელიც მთელი ცხოვრება ელაპარაკებოდა,რომელიც თავისი ეგონა, რომელიც შეისისხლხორცა ისე,როგორც ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, იყო თავად ბოროტება.
- ნუთუ? - წარმოთქვა ხმამაღლა და სიბნელეს ისე შეხედა,როგორც პიროვნებას- მე კი მგონია,რომ მას სიყვარული უნდოდა. ერთადერთი რამ,რაც მისგან,როგორც მშობლისგან გამოგვყვა, სიყვარულისკენ სწრაფვაა,სადაც არ უნდა ვიყოთ,რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სულაც რომ არ ვიცოდეთ,რა არის სიყვარული, მაინც გვინდა. არა,არ გვინდა,გვჭირდება. აქ არჩევანი არ გვაქვს,მასაც არ ჰქონდა. ისე ვერ შევიყვარებდით, თუ არ დაგვტოვებდა. მონებს პატრონის სიყვარული არ შეუძლიათ,მხოლოდ შიში.
-სიყვარული-ზიზღით დააგემოვნა ხმამ მცირეხნიანი დუმილის შემდეგ-პანდორას ყუთის კიდევ ერთი ზედმეტსახელი.
-ვიცი,რომ უსასრულოდ შეგიძლია ღვთის გმობა,მაგრამ იცი,ცოტა დროში ვიწვები,შენგან განსხვავებით,მაიმუნობისთვის არ დავუქირავებივარ ზეცას,სატანავ-ჩაიქირქილა იასმინმა და წყვდიადში წამიერად ანთებულ წითელ თვალებს გაუსწორა მზერა. შემდეგ ფიქრობდა,რომ ეს უბრალოდ მოეჩვენა,ალბათ.
-როგორც იქნა,მიხვდი.-დაეთანხმა ხმა,რომელიც აღარაფრით აღარ ჰგავდა იასმინისას.
-არ ისე კარგად ინიღბები.
-დარწმუნებული ხარ?
-საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვს.
-და რამდენი ხანი დასჭირდა იასმინ კოპერნიკს ამის გასააზრებლად?
იმ გვარის მოსმენისას,რომელიც საბაშვო სახლის მედდებმა მისთვის შეარჩიეს და რომელსაც იასმინი ვერ იტანდა,გოგონა ოდნავ შეკრთა. საუბრის გაგრძელების სურვილი დაეკარგა,უიმედობამ შეიპყრო. ის ხომ იმას ესაუბრებოდა,რომელიც მუდამ მასში იყო,მისით ცხოვრობდა,დაბადებიდან თან დასდევდა და ამიტომ იყო,ჯოჯოხეთში ჩასულს სატანა საკუთარ გულისთქმაში აერია.
ყველაფერი სულ უფრო რთულდებოდა,ვეღარ ხვდებოდა,რა იყო რეალური.
-შენ ყველას დაბადებიდან ეკიდები,პარაზიტივით. გვისპობ საშუალებას,ვესაუბროთ საკუთარ თავს-გაბრაზებით მიახალა სიბნელეში მომზირალ თვალებს.
-მე უბრალოდ ერთ დამატებით ვარიანტს გთავაზობთ,მეტი არაფერი,ძვირფასო.
იასმინმა კარი სწრაფად დახურა. მიხვდა,რომ სიბნელე ითრევდა,იმედს უსპობდა. სიკეთისა და სიხარულის იმ მცირე ნაპერწკალს,რომელიც ადამიანის სიცოცხლეს განაპირობებს.
იასმინმა იცოდა,რომ სიბნელეში გადაშვებული ადამიანებისთვის სიხარული და რწმენა ისეთივე საზიზღარი სიტყვებია,როგორც ძუნწისთვის ქველმოქმედება. მათი მიზანია იყვნენ გამორჩეულნი,ამიტომაც ადგანან სევდიან გზას,რომელიც ჯოჯოხეთში მთავრდება.
თუმცა მისთვის არასდროს ყოფილა რთული სინათლის პოვნა.
-ის ხომ სიბნელეში უფრო კაშკაშებს-თქვა ხმამაღლა და კვლავ მიუბრუნდა კარს. სახელური ჩამოსწია,ღრმად ჩაისუნთქა და გამოაღო.
სიბნელე გამქრალიყო,წინ კი უცნობი ოთახი დახვდა.
ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეს ნავთის ლამპა ანათებდა, ძველებური, გაცრეცილი შპალერი აქა-იქ დახეული და დაფხაჭნილი იყო,ხის მაგიდასთან მხოლოდ ერთი,იგივე მასალის სკამი იყო მიდგმული. ფანჯრები არ ჩანდა, იასმინმა შენიშნა,რომ ერთადერთი ფარდა უბრალოდ კედელზე იყო ჩამოფარებული. ოთახში იატაკის ჭრიალის მონოტონური ხმა ისმოდა.
ბნელ კუთხეში,სარწეველა სკამში ფიგურა გამოიკვეთა.
იასმინი შეკრთა,თუმცა იცოდა,სხვა გზა არ ჰქონდა.
ფეხაკრეფით მიუახლოვდა სარწეველას და დააკვირდა.
მასში ორმოც წლამდე გარეგნობის ქალი იჯდა,ხელში კი იქაურობისთვის ყოვლად უჩვეულო რამ-სმარტფონი ეკავა.
ერთი შეხედვით ნორმალურ სიტუაციაში კითხვის ნიშანს ბადებდა ორი ფაქტი-ეს ჯოჯოხეთში ხდებოდა და ქალს თვალებიდან სისხლი სდიოდა.
-უკაცრავად-გოგონამ ყელი ჩაიწმინდა და კინაღამ გადაიხარხარა საკუთარ მიმართვაზე-აქედან როგორ გავიდე?
-ეგ რომ იცოდეს,მანდ იჯდებოდა?-საკუთარმა ხმამ ისევ უპასუხა გონებაში,თუმცა იასმინს მტკიცედ გადაეწყვიტა,რომ აღარ მინდობოდა მას.
ქალი ხმას არ იღებდა. მონუსხული,თვალის დაუხამხამებლად დაჰყურებდა შავ ეკრანს და იასმინის იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევდა.
-ალიო!-ხელი თვალ წინ გაუქნია გოგონამ,რასაც რეაქცია მოჰყვა.
-რა ხდება? ვინ ხარ?-ისე იკითხა სარწეველის მობინადრემ,რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მე... ემმმ... მე ცოცხალი ვარ,ანუ,აქ გავლით ვარ და იქნებ მითხრათ,როგორ...
-მიშველე!-ამოიხავლა ქალმა,მის ხმაში საშინელი ნოტები გამძაფრდა. იასმინმა გულის რევა და სულის შეხუთვა იგრძნო. სადღაც,ცოცხალთა სამყაროში მისი სხეული ნანახზე რეაგირებდა.-წაიღე,მოაშორე ეს...
-რა? მობილური?-იასმინმა დაუფიქრებლად წაიღო ხელი გამორთული მოწყობილობისკენ,მხოლოდ შემდეგ მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა.
მას არ შეეძლო იმ სამყაროზე ზემოქმედება,რომელსაც (ჯერ) არ ეკუთვნოდა.
მისმა ხელმა ისე გაიარა ქალის სხეულში,თითქოს ჰაერის მეტი არაფერი ყოფილიყო.
-არ შემიძლია-აღმოხდა გოგონას ხმადაბლა,ქალმა ქვითინს უმატა.-იქნებ თავად დადოთ? უბრალოდ მოისროლეთ...
-როგორი ჭკვიანი ხარ!?-დაიწივლა ქალმა მოულოდნელად და იასმინი ინსტიქტურად უკან გადაიწია-გგონია,მე არ მინდა? -რწევა გაახშირა,ხმას უფრო და უფრო უწევდა,თუმცა სხეულს ვერაფერს უხერხებდა. მისჯილი ჰქონდა ერთ პოზაში გაუნძრევლად ჯდომა და უკვე საძულველი ნივთის ყურება. თვალებიდან სისხლის ჩანჩქერი ჩამოეშალა, ყვირილი კვლავ ქვითინში გადაიზარდა.-აღარ მინდა დანახვა,მომაშორე ეს წყეული ნივთი,მიდი!რას უდგახარ,წყეულო? ერთი შენი სახე დამანახა... გსიამოვნებს ჩემი ტანჯვის ყურება? ვიცი,აქ ყველა მასეთები ხართ...
წყეულიმც იყავ,წყეული!..
იასმინი ნელა,დინჯი და უხმაურო ნაბიჯებით მოშორდა შეშლილ სულს.
დაახლოებით იაზრებდა ჯოჯოხეთის სტრუქტურას,რომელიც მართლაც ასეთი წარმოედგინა-განსხვავებული ყველასთვის,თითოეულზე ექსკლუზიურად მორგებული საშინელება.
იგივე კარი შეაღო,რომლითაც ოთახში შევიდა,თუმცა ემილის ოთახი გამქრალიყო.
იასმინი კარიდან პირდაპირ ბნელ ქუჩაში გავიდა.
***

უათვალავჯერ უბოდიალია შუაღამისას, მთვრალ, შეშლილ ან უბრალოდ სულელსაც ბევრს გადაჰყრია,თუმცა შიში არასდროს გამოუცდია.
იასმინი,რომელიც ჯოჯოხეთის ასფალტდაგებულ გზას მიუყვებოდა,ფიქრობდა,რომ მანამდე არ იცოდა შიშის მნიშვნელობა.
გზის ორივე მხარეს ჩაბნელებული,თანაბარი კერძო სახლები იყო ჩამწკრივებული. ასფალტი იმდენად ცხელი იყო,რომ იასმინს ფეხის გულები ეწვოდა. მიუხედავად იმისა,რომ ბევრჯერ ეცადა დაერწმუნებინა თავი,რომ მისი სხეული უსაფრთხოდ იყო და არაფერი ეტკინებოდა, შეგრძნებებს ვერაფერს უხერხებდა.
-იყო ცოცხალი,ნიშნავს,გრძნობდე ტკივილს-წაიბუტბუტა,წელში მოიხარა და ქუჩას გაჰხედა.
გარემო საიდანღაც ეცნობოდა,თუმცა ვერ იხსენებდა,ბოლოს როდის გაისეირნა ჯოჯოხეთში. სიბნელეს ციდან მომავალი მკრთალი შუქი მხოლოდ ახლო მანძილზე საგნების გასარჩევად კმაროდა.
სულ სიჩუმეში უეცრად ძაღლის ყეფა მოესმა.მიუხედავად იმისა,რომ ცხოველებთან ყოველთვის მეგობრობდა,ტანში უსიამოვნოდ გასცრა და გახურებულ სხეულში სიცივემ დაუარა.
ყეფა ყმუილმა შეცვალა,გოგონა გახევდა და სუნთქვაშეკრულმა მიმოიხედა. ხმა ახლოვდებოდა,თუმცა ვერაფერს ხედავდა.
დაფეთებული ტრიალებდა შუა ქუჩაში და გათიშულ გონებას ვერაფრით აიძულებდა ამუშავებას.
ყმუილი შეწყდა,თუმცა იასმინს ნამდვილად ერჩივნა საზარელი ხმა იმ სიჩუმეს,რომელმაც დაისადგურა.
რამდენიმე წამში კეფაზე ნიავი შეიგრძნო.
თავდაპირველად იფიქრა,რომ სიო უბერავდა,თუმცა ჯოჯოხეთის ატმოსფეროს შესახებ ცნობები არ მოეპოვებოდა,ამიტომაც,დარწმუნების მიზნით,უკან შებრუნდა.
უზარმაზარი,ვერტმფრენისხელა შავი ძაღლი მის წინ მომართულ პოზაში დახრილიყო.
ნესტოები დაებერა და იასმინს საკმაოდ არამეგობრულად უყურებდა.
სარგადაყლაპულმა გოგონამ წამით შეგრძნებები დაკარგა,თუმცა მალევე გამოფხიზლდა,რადგანაც ფეხქვეშ უცნაური ვიბრაცია იგრძნო-ძაღლი იღრინებოდა.
ის იყო,ლოცვა აღავლინა და საკუთარი, ჯერ კიდევ მრავალგეგმიანი ცხოვრება გამოიტირა,რომ სტვენა გაისმა და მიწამაც შეწყვიტა ზანზარი.
-ლოლა! მოდი მამიკოსთან!-გაისმა ბოხი,მაგრამ მხიარული ხმა და ძაღლმაც მაშინვე ააფრიალა დინოზავრისხელა კუდი და იასმინს თავს ზემოდან გადაახტა.
გულგახეთქილი გოგონა მიწაზე დაემხო,სახე ხელებში ჩარგო და მოიკუნტა. მიწა ისევ აზანზარდა,თუმცა მიხვდა,რომ ცხოველი შორდებოდა.
-რას აკეთებ,ძვირფასო? -სულ ახლოდან მოისმა ხავერდოვანი ხმა და იასმინი შეაკრთო-არც ისე სასიამოვნო ადგილი შეგირჩევია წამოსაწოლად-დაამატა კაცის ხმამ მხიარულად.
სახიდან ხელები ნელა მოიშორა,მიწაზე მლოცველივით დამხობილი მუხლებზე დადგა,ზემოთ აიხედა და ყბა ჩამოუვარდა.
ჯოჯოხეთში თუ ასეთი სიმპათიურები არიან,მაშინ აქ ვრჩები”-გაიფიქრა,კაცმა კი ჩაიცინა.
-ფრთხილად იყავი,ლამაზო. აქ ფიქრები ც ისმის.
“ღმერთო,როგორ უხდება ეს ცალ ყბა ღიმილი”-ჯანდაბა-დაამატა გოგონამ საკუთარ ფიქრებს და უხერხულად ჩაიცინა.
-აქ ამგვარი ტერმინები უცენზუროა,ვგულისხმობ სიტყვა “ღმერთს”. დიდ ხანს უნდა იჯდე მანდ?-ხელი გაუწოდა, ისევ მომნუსხველი ღიმილიც დააყოლა და იასმინი წამში წამოხტა. წინა შემხვედრისგან განსხვავებით, იასმინმა მოახერხა შეხება და არა მხოლოდ, რადგანაც მკაფიოდ იგრძნო ხავერდოვანი კანის ზედაპირი.
წელში გაიმართა და დაბნეულმა გაიღიმა.მამაკაცი, რომელიც მის წინ იდგა, იმდენად გამორჩეული გარეგნობის იყო, რომ მისი „შინაური ცხოველიც“ კი იჩრდილებოდა.
გრძელი, ქერა, თითქმის თეთრი თმა მხრებზე სწორად ჩამოშლოდა, კანი იმდენად თეთრი ჰქონდა, რომ სიბნელეში თითქოს ანათებდა, სახის სწორი და მკვეთრი ნაკვთები მის გამომეტყველებას მკაცრს და იმავდროულად, სანდომიანს ხდიდა. ტუჩები მსხვილი, უფერული ჰქონდა, ცხვირი სწორი და ოდნავ გრძელი. წვერი სუფთად გაეპარსა, თავზე შავი ცილინდრი მოერგო, რაც თეთრ საყელოსთან და სმოკინგთან იდეალურ ერთობაში მოდიოდა. ხელში პრიალა, შავი ჯოხი ეჭირა და ზედ ეყრდნობოდა.
-ვინ ხარ?-გოგონა შეეცადა, ფიქრები მოეშორებინა და საუბარზე კონცენტრირებულიყო.
-ბელიალი, ძალიან სასიამოვნოა- იასმინის ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეკავა, სათუთად ასწია და ტუჩებთან მიიტანა-მეგობრები ბილის მეძახიან.
-მე... ემ... და აქ რას აკეთებთ, ბილი?- თვალები აახამხამა გოგონამ.
-მე?- გადაიხარხარა კაცმა და ბოლოს და ბოლოს, იასმინის ხელი გაათავისუფლა- ეს ჩემი სახლია, ძვირფასო. ლოლამ შენი სუნი აიღო და თავი მოვალედ ჩავთვალე, შემეჩერებინა, სანამ რაიმე შემაშფოთებელს ჩაიდენდა.
იასმინმა სკეპტიკურად შეავლო თვალი ლოლას და გაიფიქრა, რომ სიტყვა „შემაშფოთებელი“ ამ არსებისთვის ზედმეტად კეთილად ჟღერდა.
-სხვათა შორის, ამასაც ესმის ფიქრები- უდარდელად წაიმღერა კაცმა. იასმინმა ჩუმად შეიკურთხა.
-უკაცრავად, ბილ, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, თუ კი ჯოჯოხეთი თქვენი სახლია, ესე იგი, დემონი ბრძანდებით?-იკითხა გოგონამ და ეცადა, ძაღლიდან ყურადღება ისევ მის პატრონზე გადაეტანა.
-ოხ, იასმინ, მშვენიერო იასმინ, როგორი გულმავიწყი ყოფილხარ- დამწუხრებით შეჰყარა წარბები კაცმა- მეორე კურსზე ყოფნისას ჩემზე რეფერატი მოამზადე, მთელი კვირა რომ წერდი, ნუთუ არ გახსოვს?
-ალბათ შენი ფოტო არ იყო წიგნებში- გაიკრიჭა გოგონა და მამაკაცის სახეზე სწრაფად დასერიოზულდა- ეს შენი ნამდვილი სახე არაა, ხომ?
- ეს ჩემი ერთ-ერთი კოსტიუმია დედამიწისთვის- ბილი წელში გაიმართა და ხელები ფართოდ გაშალა, თითქოს შეფასებას ელოდებაო.
-გადასარევია!- გულწრფელად მიუგო გოგონამ.
-თავად შანელმა შემირჩია... სტილი, რა თქმა უნდა და არა სახე.
-ნუთუ?-თვალები გაუფართოვდა იასმინს-მოიცა ის აქაა?
ბილიმ მხრები აიჩეჩა, მაგრამ თავი მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია.
-მოდა ერთადერთია, რაც ადამიანებში მომწონს... თუ ქალის სხეულს არ ჩავთვლით- დაამატა ეშმაკურად კაცმა და იასმინი ურცხვად შეათვალიერა-თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს განსახილველი, ანუ რა გინდა აქ?
-სულ მაინტერესებდა, როგორია ჯოჯოხეთი, ამ დღეებში მოცლით ვიყავი და...
-მაგას ისედაც მალე გაიგებდი, თუმცა რატომაც არა?- მხიარულად აჰყვა კაცი -მშვენიერი მოფიქრებაა, მეტად ექსტრემალური...აქ რას ვუდგავართ? სადაა ჩემი ზრდილობა, როგორც მასპინძლის და როგორც მამაკაცის...ნება მიბოძეთ-იასმინს მკლავი გაუწოდა, მანაც ინსტიქტურად გამოსდო ხელკავი და გაშტერებული დაჰყვა ბილის მოძრაობას.
-ამბობენ, ვინც ჩვენთან მოხვედრისას გზაზე გადის, იმას უშრეტი ფანტაზია აქვსო- სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა კაცმა და გარემო მოათვალიერა.
-მგონი წრეზე დავდივართ- გულდაწყვეტილმა აღნიშნა იასმინმა- ესეც ჩემი ფანტაზია.
-ა-ა! გული არ დაგწყდეს, აქაურობის სტრუქტურა ასეთია.-გაამხნევა ბილიმ და ხელი ხელზე ნაზად მოუჭირა.-მაგრამ, მოსაწყენი ნამდვილადაა, მოდი, აქ შევიდეთ, რაღაცას განახებ- იასმინი ერთ-ერთი სახლისაკენ მიაბრუნა და კარისაკენ წაიყვანა.
-ბილ- გოგონა კართან შედგა და კაცს ღია ცისფერ თვალებში ჩაჰხედა- მე ხომ აქ რეალურად არ ვარ?
-რეალობა საერთოდ არ არსებობს, ძვირფასო, მაგრამ თუ გაინტერესებს, ფიზიკურად
ხარ თუ არა აქ, გეტყვი, რომ ხარ. -მოუჭრა ბილიმ და სახლის კარი შეაღო.
იასმინი, რომელიც ყოვლად უსაფუძვლოდ ელოდა, რომ ჩვეულებრივი მისაღები
დახვდებოდა, თვალებგაფართოებული შეაჩერდა უზარმაზარ სამზარეულოს, სადაც
ხალხმრავლობა, ანდა , თუ კი ინებებთ, „სულმრავლობა“ შეიმჩნეოდა.
სრულიად შიშველი ადამიანები რიგში იდგნენ თითქმის შესასვლელი კარიდან. მათი წყება გრძელდებოდა მთელი დარბაზის სიგრძეზე და ბოლოვდებოდა დიდი ზომის ქვაბთან, რომელიც ცეცხლის ენებში იყო ჩაფლული. აქა-იქ თავიდან ბოლომდე შავ მატერიაში შემოსილი არსებები დარბოდნენ და რიგში მდგომებს მოგუდული ყვირილითა და ხელის კვრით აჩქარებდნენ, რადგანაც ნაჭრით სახეც ჰქონდათ დაფარული. წყვილის იქ შესვლისთანავე შავოსნები თითქოს გამოფხიზლდნენო, წელში გაიმართნენ და მონდომებით აყვირდნენ:
-სწრაფად, გადმოადგით ფეხი... დროზე!- ღრიალდებდნენ და ცდილობდნენ, ბრბოს გოდება გადაეფარათ.
-აღარ მინდა- მართალია, თითქმის ყველა სხეული ერთნაირი იყო, თუმცა ხმები განსხვავდებოდა, ამჯერად კაცი ყვიროდა- ხომ დამპირდით, აღარ ვიზამთო?
-მოგატყუეთ- უკივლეს ერთხმად „შავებმა“
-წამოდი- ბილმა გოგონას ხელი შეყვარებულივით ჩაჰკიდა და წინ წაიყვანა. რიგს გვერდით მიუყვებოდნენ, საკმაოდ ახლოს, თუმცა იასმინს არ ჰქონდა ძალა, რომელიმე მათგანისთვის შეეხედა. საშინელი ოხშივარი სულს უხუთავდა და სულაც აღარ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ფიზიკურობა აკლდა.- აი, აქ იწყება სანახაობა-ზარ-ზეიმით წარმოთქვა კაცმა და იასმინს თითით ქვაბისაკენ ანიშნა-უყურე!
შავებში გახვეულმა ფიგურამ, თითქოს ნიშანს ელოდებოდაო, იმწამსვე დაავლო რიგში პირველ სხეულს ხელი და ქვაბისაკენ წაათრია. თან უყვიროდა- იცით, სადამდე უნდა გაჩერდეთ, თუ ადრე ამოხვალთ, უკან ჩაგაბრუნებთ, სანამ ცარიელ ძვლებად არ დაიშლებით, გასაგებია?
-არ გინდა, ხომ დამპირდი, ხომ მიხარი, ბოლოაო? ხომ თქვი, სამოთხეში წახვალო?
-მოგატყუე!- დაჰკივლა თავზე შავმა და ხელი ჰკრა. სხეული მორჩილად, ქვითინით აუყვა ქვის საფეხურებს, წამით უკან გამოიხედა და ცოცხალ სტუმარს მზერა გაუსწორა. მთელი დარჩენილი ცხოვრება იასმინი ფიქრობდა, რომ ამ თვალებზე საშინელ რამეს ადამიანი ვერ ნახავდა. ეს იყო ეშმაკის პირმშო, უიმედობა.
მეორე წამს კი სხეული ქვაბში გადაეშვა.
-ჭყუპ- სიცილით გაახმოვანა ბილიმ და იასმინს ნიშნის მოგებით გადაჰხედა- ესენი ყველა მატყუარები არიან.-შოკირებულ გოგონას სიამოვნებით შეავლო თვალი და შეიცადა, სანამ დასჯილი ქვაბიდან უკან ამობრუნდებოდა.
სხეული ისევ მოძრაობდს,რადგან სიკვდილი აღარ შეეძლო. ტკივილისგან აკანკალებული გადმოძვრა ქვაბიდან,კიბეებს უკან ჩამოუყვა და გზად სველი ნაკვალევი დატოვა.
კანი აქა-იქ იმდენად გასკდომოდა,რომ ძვალზე დაკიდებული ამაზრზენად ქანაობდა.
იასმინს სული შეუგუბდა და ბილის ვედრებით შეაჩერდა.
-გავიდეთ...გთხოვ!
-კარგად დააკვირდი,ძვირფასო, ზუსტად შენნაირი უნიჭო მატყუარები იყვნენ ესენიც...ნიჭიერებისთვის უფრო მაგარი გვაქვს მოფიქრებული,გინდა,ნახო?
-კარგი,გეტყვი სიმართლეს-თვალები აატრიალა იასმინმა და პირზე ხელი ინსტიქტურად მიიდო,როდესაც კიდევ ერთი გატყავებული სხეული გადმოვარდა ქვაბიდან.
-აბა,რა სიმართლე?-ფართოდ გაუღიმა ბილიმ.
-მაინტერესებს... თქვენი ბოსის ნიშანზე... რაღაცები გავიგე და ისიც,რომ ის... ერთმა დემონმა ბოროტად გამოიყენა შესაძლებლობები,შემდეგ კი დასაჯეს,მისი ნახვა მინდოდა და გარკვევა...
-გულისხმობ ანდრასს?-მობეზრებით იკითხა კაცმა და კარისაკენ წავიდა-ეგ პატარა ნაბიჭ/ვარი,ჰო,დასჯილი იყო,ადამიანისა და დემონის ნაშიერი დაბადა,ჩემთვის ცნობილია ეგ ამბავი,აქამდე უმნიშვნელო,შენამდე...
-რას ნიშნავს ჩემამდე უმნიშვნელო?-იასმინი უკან დაედევნა და კართან შედგა,რადგანაც ბილი წინ გადაეღობა.
-შენი აქ მოსვლა იმაზე სულელური გადაწყვეტილებაა,ვიდრე ოდესმე შეიძლება წარმოიდგინო. დამიჯერე, სიამოვნებით მოგიწყობდი ექსკურსიას აქ,მაგრამ ცოცხალ სულზე ისეთი ნადირობაა,მეც კი ვერ დაგიცავ დიდ ხანს. ისე, ყელში ნამდვილად ამომივიდა შენი მუდმივი გადარჩენა.
გოგონამ გაურკვევლად ჩაიცინა და უცნაურად შეაჩერდა.
-შენ დემონი ხარ და არა ანგელოზი.
-ხანდახან ეგ ორი რთული გასარჩევი ხდება.-გოგონასკენ დაიხარა ბილი ისე,რომ მისი ცილინდრის წვერი იასმინის შუბლს ეხებოდა-უნდა წახვიდე. ანდრასის საპოვნელად აქ მოსვლა არ გჭირდებოდა,ისედაც გვერდით გყავს. ძალიან ახლოს.თითქმის ორ სანტიმეტრში-იასმინის ტუჩებთან ჩაილაპარაკა კაცმა-დაბრუნდი და როდესაც ამოიცნობ,დარწმუნებული ვარ,თავად მოგიყვება ყველაფერს. მალე შევხვდებით,იასმინ.
ბილი წელში გასწორდა,შუა და ცერა თითები ერთმანეთს ისე გაუსვა,რომ ტკაცუნის ხმა გამოეცათ და იასმინს ბოლოჯერ გაუღიმა.
-თავს გაუფრთხილდი!
იასმინმა თვალები გაახილა და მისკენ მიმართული ორი წყვილი თვალი დაინახა.
ემილი და ანდრე ინტერესით დაჰყურებდნენ სავარძელში მჯდომარეს. გოგონამ წამით შეავლო თვალი მამაკაცს და უმალ მიიღო გადაწყვეტილება,რაც ბილის მინიშნებით იყო გამოწვეული.
სანამ დაბრუნდებოდა,სადღაც სამყაროთაშორის საზღვარზე იასმინმა გაიხსენა,როგორ წერდა მეორე კურსზე რეფერატს საგანში “რელიგია და ფილოსოფია” ერთ-ერთ დემონზე,რომლის სახელიც შემთხვევით ამოიკითხა წიგნში და დაინტერესდა.
ეს იყო ბელიალი, ჯოჯოხეთის პრინცი.


***
დამნაშავის სახე.
ეს თვე იმდენად დატვირთული იყო,თუ პატარა დროის მონაკვეთს ვნახულობდი დასასვენებლად,მაშინვე ვიძინებდი :D ასე რომ,მაპატიეთ.
სხვა მხრივ,მაინც,მიუხედავად ყველაფრისა,ვწერდი. მთელი ერთი თვე მოვანდომე ამ გასეირნების დაწერას და ბევრი რამ შევამოკლე,რადგანაც კიდევ ბევრ რამეზე მინდა დავწერო:D
ახლა კი, გაგიკვირდებათ და მეძინება :D <3
ველი თქვენ შეფასებებს, მონატრებული მკითხველის დანახვას.
ერთადერთი,რასაც ახლა ამ ნაწარმოებზე გეტყვით, ისაა, რომ აუცილებლად ღირსეულად მივა ბოლომდე.
<3



რაიო? ვინც მოვიდა გაუმარჯოს :დ :დ
შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❤

 


№2  offline წევრი Rania

Ar mjera rom axali tavia aliss. Gmerto chemo zalian magari iyoo. Jojoxetshi natqvami titeuli scena tu sityva iyo sazepiro da damafiqrebeli. Saocari iyo misis uander. Moutmenlad veli gagrzelebasss
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
რაიო? ვინც მოვიდა გაუმარჯოს :დ :დ
შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❤

გელოდები ქალო ნომერო პირველო ყველაფერში ❥

Rania
Ar mjera rom axali tavia aliss. Gmerto chemo zalian magari iyoo. Jojoxetshi natqvami titeuli scena tu sityva iyo sazepiro da damafiqrebeli. Saocari iyo misis uander. Moutmenlad veli gagrzelebasss

როგორ მომნატრებია შენი კომენტარები,ქეთო ♥️ ძალიან დიდი მადლობა♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი ანი

სიგიჟემდე მაგარი იყოოო....
საოცრად მაგარი
ძალიან ძააააალიან მაგარი ღმერთოოო...
ღორდა ლოდინად.
მართლა საოცრება იყო..
ემოციების პიკი..
ჩემი ანდრე ნახე შენ ვინ ყოფილა..
ეს...
"-სანამ დაბრუნდებოდა,სადღაც სამყაროთაშორის საზღვარზე იასმინმა გაიხსენა,როგორ წერდა მეორე კურსზე რეფერატს საგანში “რელიგია და ფილოსოფია” ერთ-ერთ დემონზე,რომლის სახელიც შემთხვევით ამოიკითხა წიგნში და დაინტერესდა.
ეს იყო ბელიალი, ჯოჯოხეთის პრინცი."
აი ეს ბელიალი კი ძაააალიან მომეწონა...
დაცასიათებითაც კი მოვიხიბლე... საერთოდ მისმა პერსონაჟმა გამაგიჟა.. ძალიან მომწონს .. და ვსო ბელიალი ჩემია :დ
აუუუუ მართლა ძალიან მომეწონა ალისააა..
იცოდე ახალი თავი ასე რო დააგვიანო სულს განვუტევებ :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სტუმარი ანი ანი
სიგიჟემდე მაგარი იყოოო....
საოცრად მაგარი
ძალიან ძააააალიან მაგარი ღმერთოოო...
ღორდა ლოდინად.
მართლა საოცრება იყო..
ემოციების პიკი..
ჩემი ანდრე ნახე შენ ვინ ყოფილა..
ეს...
"-სანამ დაბრუნდებოდა,სადღაც სამყაროთაშორის საზღვარზე იასმინმა გაიხსენა,როგორ წერდა მეორე კურსზე რეფერატს საგანში “რელიგია და ფილოსოფია” ერთ-ერთ დემონზე,რომლის სახელიც შემთხვევით ამოიკითხა წიგნში და დაინტერესდა.
ეს იყო ბელიალი, ჯოჯოხეთის პრინცი."
აი ეს ბელიალი კი ძაააალიან მომეწონა...
დაცასიათებითაც კი მოვიხიბლე... საერთოდ მისმა პერსონაჟმა გამაგიჟა.. ძალიან მომწონს .. და ვსო ბელიალი ჩემია :დ
აუუუუ მართლა ძალიან მომეწონა ალისააა..
იცოდე ახალი თავი ასე რო დააგვიანო სულს განვუტევებ :*

პ.ს შემიძლია ვაღიარო რომ საუკეთესო თავი იყო..
ვაბოდებ ბელიალზე.... იმედია კიდევ გამოჩნდება...
აშკარად შეყვარებული ვარ... თავ ვისზე?! პირდაპირ ჯოჯოხეთის პრინცზე :დ :დ მართლა ძალიან ამაფორიაქა ამ "შემოსაჭმელმა" პერსონაჟმა :დ მორჩა ჩემი დავარქვი... :დ ჯერ მარტო სახელი როგორიაქ გარეგნობაზე და წარმომავლობაზე რომ არ ვილაპარაკოთ.. ♡ ვაფრენ ^-^
უფ სუ გავგიჟდი :დ
მეცხრედ ვკითხულობ და არ მბეზრდება... :დ
ველი ახალ თავს ჩემო ტკბილო ალისა ♡♡♡♡

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
სტუმარი ანი ანი
სიგიჟემდე მაგარი იყოოო....
საოცრად მაგარი
ძალიან ძააააალიან მაგარი ღმერთოოო...
ღორდა ლოდინად.
მართლა საოცრება იყო..
ემოციების პიკი..
ჩემი ანდრე ნახე შენ ვინ ყოფილა..
ეს...
"-სანამ დაბრუნდებოდა,სადღაც სამყაროთაშორის საზღვარზე იასმინმა გაიხსენა,როგორ წერდა მეორე კურსზე რეფერატს საგანში “რელიგია და ფილოსოფია” ერთ-ერთ დემონზე,რომლის სახელიც შემთხვევით ამოიკითხა წიგნში და დაინტერესდა.
ეს იყო ბელიალი, ჯოჯოხეთის პრინცი."
აი ეს ბელიალი კი ძაააალიან მომეწონა...
დაცასიათებითაც კი მოვიხიბლე... საერთოდ მისმა პერსონაჟმა გამაგიჟა.. ძალიან მომწონს .. და ვსო ბელიალი ჩემია :დ
აუუუუ მართლა ძალიან მომეწონა ალისააა..
იცოდე ახალი თავი ასე რო დააგვიანო სულს განვუტევებ :*

პ.ს შემიძლია ვაღიარო რომ საუკეთესო თავი იყო..
ვაბოდებ ბელიალზე.... იმედია კიდევ გამოჩნდება...
აშკარად შეყვარებული ვარ... თავ ვისზე?! პირდაპირ ჯოჯოხეთის პრინცზე :დ :დ მართლა ძალიან ამაფორიაქა ამ "შემოსაჭმელმა" პერსონაჟმა :დ მორჩა ჩემი დავარქვი... :დ ჯერ მარტო სახელი როგორიაქ გარეგნობაზე და წარმომავლობაზე რომ არ ვილაპარაკოთ.. ♡ ვაფრენ ^-^
უფ სუ გავგიჟდი :დ
მეცხრედ ვკითხულობ და არ მბეზრდება... :დ
ველი ახალ თავს ჩემო ტკბილო ალისა ♡♡♡♡

ვაი,ჩემო გოგო❤︎❤︎❤︎
როგორ მომენატრა შენი ქარიშხალურად ემოციური კომენტარები,რომ იცოდე.
უზომოდ გამახარე ახლა,ეს რომ წავიკითხე,მივხვდი,მარტო მე არ ვარ იმ სამყაროში,ვახერხებ და გიზიარებთ თქვენც.
ეს აღარაა ალისას ფანტაზია,შენი და კიდევ ბევრი სხვის წყალობით❤︎
რაც შეეხება ბელიალს, დიდი ხანია მოუთმენლად ველოდი მის დროს,რადგან წერის დასაწყისიდანვე მქონდა ჩაფიქრებული მისი გამობრძანება დღის(ან ჯოჯოხეთის) სინათლეზე :D
ამ თავზე კი განსაკუთრებულად ვიწვალე,ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ჩემ შრომას ასე ეხმაურები
სხვანაირად რომ ვთქვა,მაბედნიერებ.
ყველანაირად ვეცდები,რომ დროის შუალედები შევამცირო და ბელიალიკო შენთან იყოს ხშირად :დდ❤︎❤︎❤︎

პ.ს. ბელიალზე ინფორმაცია მოვიძიე და ისე კიარა, “რეალურადაც” არის prince of hell :DD❤︎

 


№7  offline წევრი წიწაკა

გუშინ ღამე წავიკითხე და სულ ჯოჯოხეთები და ბრძოლები მესიზმრა:დ
ნახევრად მძინარე ვკითხულობდი, აწი ვისწავლი ჭკუას.
სმარტფონს დამონებული ქალი ძალიან მაგარი იყო:დ ყველა ჩემ მეგობარს ეგ ეკუთვნის რა, ცხვირით რომ არიან ჩარგული.
ანდრე, აწ, უკვე ანდრასი რომ ცუდი ძია იყო ვხვდებოდი, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა:დ არც ახლა მინდა. რა ვქნა.
ისე ფეხებშუა რომ ამოარტყა და არ ეტკინა რაღაც:დ არ ვიცი
ეგ ძაან სასაცილო იყო. მე ლამის ავხტი-დავხტი და ეგ რა დასტოინად იდგა.
ნუ ახლა არც ბელიალზე მსმენია და არც ანდრასზე და დავგუგლე ახლა:დ ხოდა ანდრასს ჩიტის სახე აქვს ანგელოზის ფრთებით. მოკლედ გარდასახვას ველი, იმედია იქნება.
ისიც მაინტერესებს რა მისიით არის აქ მოსული და წმინდა საგნები რატომ არ მოქმედებს მასზე.
ბელიალი რადგანაც ერთხელ გამოჩნდა მგონია რომ კიდევ გამოჩნდება რამდენჯერმე, თან ჯოჯოხეთის პრინცი თუ არის ე.ი. ანდრასზე ძლიერია ხომ ?
აი, იმ მთავარ "ბრძოლას" ველი. აპოკალიფსი რომ დაიწყება.
მოიცა, ანდრასმა დააორსულა კატო?
ბელიალმა ხომ თქვა რაღაც მსგავსი, თუ მომეჩვენა:დ მაინც ნახევრად იავნანებში ვიყავი.
ეს თავი სიგიჟე იყო და შემდეგს ველი❤❤ იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია:დ

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Alice76
ანი ანი
სტუმარი ანი ანი
სიგიჟემდე მაგარი იყოოო....
საოცრად მაგარი
ძალიან ძააააალიან მაგარი ღმერთოოო...
ღორდა ლოდინად.
მართლა საოცრება იყო..
ემოციების პიკი..
ჩემი ანდრე ნახე შენ ვინ ყოფილა..
ეს...
"-სანამ დაბრუნდებოდა,სადღაც სამყაროთაშორის საზღვარზე იასმინმა გაიხსენა,როგორ წერდა მეორე კურსზე რეფერატს საგანში “რელიგია და ფილოსოფია” ერთ-ერთ დემონზე,რომლის სახელიც შემთხვევით ამოიკითხა წიგნში და დაინტერესდა.
ეს იყო ბელიალი, ჯოჯოხეთის პრინცი."
აი ეს ბელიალი კი ძაააალიან მომეწონა...
დაცასიათებითაც კი მოვიხიბლე... საერთოდ მისმა პერსონაჟმა გამაგიჟა.. ძალიან მომწონს .. და ვსო ბელიალი ჩემია :დ
აუუუუ მართლა ძალიან მომეწონა ალისააა..
იცოდე ახალი თავი ასე რო დააგვიანო სულს განვუტევებ :*

პ.ს შემიძლია ვაღიარო რომ საუკეთესო თავი იყო..
ვაბოდებ ბელიალზე.... იმედია კიდევ გამოჩნდება...
აშკარად შეყვარებული ვარ... თავ ვისზე?! პირდაპირ ჯოჯოხეთის პრინცზე :დ :დ მართლა ძალიან ამაფორიაქა ამ "შემოსაჭმელმა" პერსონაჟმა :დ მორჩა ჩემი დავარქვი... :დ ჯერ მარტო სახელი როგორიაქ გარეგნობაზე და წარმომავლობაზე რომ არ ვილაპარაკოთ.. ♡ ვაფრენ ^-^
უფ სუ გავგიჟდი :დ
მეცხრედ ვკითხულობ და არ მბეზრდება... :დ
ველი ახალ თავს ჩემო ტკბილო ალისა ♡♡♡♡

ვაი,ჩემო გოგო❤︎❤︎❤︎
როგორ მომენატრა შენი ქარიშხალურად ემოციური კომენტარები,რომ იცოდე.
უზომოდ გამახარე ახლა,ეს რომ წავიკითხე,მივხვდი,მარტო მე არ ვარ იმ სამყაროში,ვახერხებ და გიზიარებთ თქვენც.
ეს აღარაა ალისას ფანტაზია,შენი და კიდევ ბევრი სხვის წყალობით❤︎
რაც შეეხება ბელიალს, დიდი ხანია მოუთმენლად ველოდი მის დროს,რადგან წერის დასაწყისიდანვე მქონდა ჩაფიქრებული მისი გამობრძანება დღის(ან ჯოჯოხეთის) სინათლეზე :D
ამ თავზე კი განსაკუთრებულად ვიწვალე,ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ჩემ შრომას ასე ეხმაურები
სხვანაირად რომ ვთქვა,მაბედნიერებ.
ყველანაირად ვეცდები,რომ დროის შუალედები შევამცირო და ბელიალიკო შენთან იყოს ხშირად :დდ❤︎❤︎❤︎

პ.ს. ბელიალზე ინფორმაცია მოვიძიე და ისე კიარა, “რეალურადაც” არის prince of hell :DD❤︎

სერიოზულად ალისააა?! :O
ვაიმე ახლა გადავეკიდები :დ
ვსოოო აი ვსოოო ეგ არის ჩემი "პრინცი" აბა გაბედოს ვინმე და შემეცილოს... ავხანჯლავ ^-^

 


წუხელ ცალი თვალით წავიკითხე, ნახევრად მეძინა და ისე უცებ გავედი ბოლოში მეთქი მომეჩვენა რაღაც თქო, გადავდევი ტელეფონი და დღეს ისევ წავიკითხე და თურმე არ მომეჩვენა. აზარტში შესული ისე უცებ გადიხარ ბოლოში ვერც კი ხვდები, რომ დამთავრდა❤❤❤
ატომებიო, ენერგიის მუდმივობაო და მეთქი ფუზიკის გაკვეთილზე ვარ თქო :) ( მარტო ფენტეზიში არ ყოფილხარ მაგარი გოგო შენ ❤ :) )
ეს ჯოჯოხეთი სრულიად განსხვავდება იმ ჯოჯოხეთისგან "უგულოში" რომ გაქვს, მაგრამ აქ ჯოჯოხეთის მამა ისეთი სიმპატიურია ნერწყვები გვაყლაპინე :) ბატონ ბელიალი არც იუმორს უჩივის და სადღაც ისიც მომეჩვენა, რომ იასმინის დახმარებაც კი უნდა თქო და ნეტა მარტო მომეჩვენა თუ მართლა ასეა? იასმინს ნაშრომიც კი ჰქონია დაწერილი ამ უკანასკნელზე და ეს უბრალო ნაშრომი არ უნდა იყოს. რაღაც საინტერესო იმალება იმ ნაშრომში ასე მგონია მე. ჯოჯოხეთის პრინცი ერთხელ რადგან გამოჩნდა კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ალბათ. სავარაუდოდ დიდი ჯახი მოხდება მასსა და ანდრეს შორის, თუ ანდრასი უნდა დავუძახო? იმდენად არ მინდა ანდრე დემონი აღმოჩნდეს, რომ ბილის ნათქვამს შეგნებულად არ ვიაზრებ. თან ბელიალმა ისიც თქვა ძნელია ეშმაკის და ანგელოზის გარჩევაო, ხოდა იქნებ ანგელოზია ანდრე ? მაგრამ რა ვუყოთ ზოგიერთ მტკიცებულებას რომელიც მის წინააღმდეგ არის? მოდი მე ამ ფაქტებსაც არ გავიაზრებ და ისევ ძველ ანდრეს დავტოვებ იასმინი რომ უყვარს და მისი დახმარება რომ უნდა ეგეთს :დ
(წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეგრე გამომდის მეც :დ )

იასმინის დიალოგი ჯოჯოხეთში საკუთარ მესთან საინტერესო და დასამახსოვრებელიც კი არის.
"-ღმერთის მიერ შექმნილს ნაგავს ვერ უწოდებ.
-დარწმუნებული ხარ,რომ ღმერთი ამაში გარეულია? როგორც ამბობენ,შეცდომებს არ უშვებსო,მაშ საიდან ამდენი “შეცდომა”?
-მაგას ათასი პასუხი აქვს.
-ერთი მითხარი.
-ყოველი შეცდომა ჩვენია და არა ღმერთის. მან თავისუფლება მოგვცა.
-რატომ გაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას? რატომ არ გიმარტივებს ცხოვრებას?
-სხვანაირად ის ვერ იქნება ჩემი მშობელი.
-მაშ რა იქნება?
-მმართველი. უზარმაზარი, უასრულო, მარიონეტებით სავსე სივრცის მეუფე."
"ერთადერთი რამ,რაც მისგან,როგორც მშობლისგან გამოგვყვა, სიყვარულისკენ სწრაფვაა,სადაც არ უნდა ვიყოთ,რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სულაც რომ არ ვიცოდეთ,რა არის სიყვარული, მაინც გვინდა. არა,არ გვინდა,გვჭირდება. აქ არჩევანი არ გვაქვს,მასაც არ ჰქონდა. ისე ვერ შევიყვარებდით, თუ არ დაგვტოვებდა. მონებს პატრონის სიყვარული არ შეუძლიათ,მხოლოდ შიში."

მოიცა, ანდრასი მხოლოდ დასაჯეს იმის გამო რომ ნახევრად ეშმაკი და ნახევრად ადამიანო მოავლინა და ეს ფაქტი უმნიშვნელო იყო ისას გამოჩენამდე? ეგ რა პონტია? :დ აქ სადღაც კიდევ რაღაც ისეთი ხდება რაც პირებს დაგვაღებინებს. რაღაც ეჭვები ამ ფაქტმა ისევ გამიჩინა და ვნახოთ გამართლდება თუ არა.
იცოდე ამ თავის გაგრძელება დროზე რომ არ დადო გიჩივლებ :დ
ასე ნუღარ მოგვანატრებ თავს❤❤❤

 


№10  offline მოდერი naattii

როგორც ყოველთვის ფრჩხილების კვნეტით სულმოუთქმელად ველი დასასრულს რომ წავიკითხო. იმდენად მომენატრა ამასწინათ შენ ნაწერები, რომ ძველები გადავიკითხე და მერამდენედ აღვფრთოვანდი ❤️❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
წუხელ ცალი თვალით წავიკითხე, ნახევრად მეძინა და ისე უცებ გავედი ბოლოში მეთქი მომეჩვენა რაღაც თქო, გადავდევი ტელეფონი და დღეს ისევ წავიკითხე და თურმე არ მომეჩვენა. აზარტში შესული ისე უცებ გადიხარ ბოლოში ვერც კი ხვდები, რომ დამთავრდა❤❤❤
ატომებიო, ენერგიის მუდმივობაო და მეთქი ფუზიკის გაკვეთილზე ვარ თქო :) ( მარტო ფენტეზიში არ ყოფილხარ მაგარი გოგო შენ ❤ :) )
ეს ჯოჯოხეთი სრულიად განსხვავდება იმ ჯოჯოხეთისგან "უგულოში" რომ გაქვს, მაგრამ აქ ჯოჯოხეთის მამა ისეთი სიმპატიურია ნერწყვები გვაყლაპინე :) ბატონ ბელიალი არც იუმორს უჩივის და სადღაც ისიც მომეჩვენა, რომ იასმინის დახმარებაც კი უნდა თქო და ნეტა მარტო მომეჩვენა თუ მართლა ასეა? იასმინს ნაშრომიც კი ჰქონია დაწერილი ამ უკანასკნელზე და ეს უბრალო ნაშრომი არ უნდა იყოს. რაღაც საინტერესო იმალება იმ ნაშრომში ასე მგონია მე. ჯოჯოხეთის პრინცი ერთხელ რადგან გამოჩნდა კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ალბათ. სავარაუდოდ დიდი ჯახი მოხდება მასსა და ანდრეს შორის, თუ ანდრასი უნდა დავუძახო? იმდენად არ მინდა ანდრე დემონი აღმოჩნდეს, რომ ბილის ნათქვამს შეგნებულად არ ვიაზრებ. თან ბელიალმა ისიც თქვა ძნელია ეშმაკის და ანგელოზის გარჩევაო, ხოდა იქნებ ანგელოზია ანდრე ? მაგრამ რა ვუყოთ ზოგიერთ მტკიცებულებას რომელიც მის წინააღმდეგ არის? მოდი მე ამ ფაქტებსაც არ გავიაზრებ და ისევ ძველ ანდრეს დავტოვებ იასმინი რომ უყვარს და მისი დახმარება რომ უნდა ეგეთს :დ
(წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეგრე გამომდის მეც :დ )

იასმინის დიალოგი ჯოჯოხეთში საკუთარ მესთან საინტერესო და დასამახსოვრებელიც კი არის.
"-ღმერთის მიერ შექმნილს ნაგავს ვერ უწოდებ.
-დარწმუნებული ხარ,რომ ღმერთი ამაში გარეულია? როგორც ამბობენ,შეცდომებს არ უშვებსო,მაშ საიდან ამდენი “შეცდომა”?
-მაგას ათასი პასუხი აქვს.
-ერთი მითხარი.
-ყოველი შეცდომა ჩვენია და არა ღმერთის. მან თავისუფლება მოგვცა.
-რატომ გაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას? რატომ არ გიმარტივებს ცხოვრებას?
-სხვანაირად ის ვერ იქნება ჩემი მშობელი.
-მაშ რა იქნება?
-მმართველი. უზარმაზარი, უასრულო, მარიონეტებით სავსე სივრცის მეუფე."
"ერთადერთი რამ,რაც მისგან,როგორც მშობლისგან გამოგვყვა, სიყვარულისკენ სწრაფვაა,სადაც არ უნდა ვიყოთ,რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სულაც რომ არ ვიცოდეთ,რა არის სიყვარული, მაინც გვინდა. არა,არ გვინდა,გვჭირდება. აქ არჩევანი არ გვაქვს,მასაც არ ჰქონდა. ისე ვერ შევიყვარებდით, თუ არ დაგვტოვებდა. მონებს პატრონის სიყვარული არ შეუძლიათ,მხოლოდ შიში."

მოიცა, ანდრასი მხოლოდ დასაჯეს იმის გამო რომ ნახევრად ეშმაკი და ნახევრად ადამიანო მოავლინა და ეს ფაქტი უმნიშვნელო იყო ისას გამოჩენამდე? ეგ რა პონტია? :დ აქ სადღაც კიდევ რაღაც ისეთი ხდება რაც პირებს დაგვაღებინებს. რაღაც ეჭვები ამ ფაქტმა ისევ გამიჩინა და ვნახოთ გამართლდება თუ არა.
იცოდე ამ თავის გაგრძელება დროზე რომ არ დადო გიჩივლებ :დ
ასე ნუღარ მოგვანატრებ თავს❤❤❤

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი და სწორი კითხვები გაქვს, რომლებსაც მარტივი პასუხი არ აქვთ :დ <3 მგონი, რომ ძალიან აღარ დავიკარგები და მალე დავაკმაყოფილებ ინტერესს <3
მანამდე კი,ისევ და ისევ, უდიდესი მადლობა, სიყვარულო გოგო, სულ ჩემთან რომ ხარ და მაგებინებ ამას <3

წიწაკა
გუშინ ღამე წავიკითხე და სულ ჯოჯოხეთები და ბრძოლები მესიზმრა:დ
ნახევრად მძინარე ვკითხულობდი, აწი ვისწავლი ჭკუას.
სმარტფონს დამონებული ქალი ძალიან მაგარი იყო:დ ყველა ჩემ მეგობარს ეგ ეკუთვნის რა, ცხვირით რომ არიან ჩარგული.
ანდრე, აწ, უკვე ანდრასი რომ ცუდი ძია იყო ვხვდებოდი, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა:დ არც ახლა მინდა. რა ვქნა.
ისე ფეხებშუა რომ ამოარტყა და არ ეტკინა რაღაც:დ არ ვიცი
ეგ ძაან სასაცილო იყო. მე ლამის ავხტი-დავხტი და ეგ რა დასტოინად იდგა.
ნუ ახლა არც ბელიალზე მსმენია და არც ანდრასზე და დავგუგლე ახლა:დ ხოდა ანდრასს ჩიტის სახე აქვს ანგელოზის ფრთებით. მოკლედ გარდასახვას ველი, იმედია იქნება.
ისიც მაინტერესებს რა მისიით არის აქ მოსული და წმინდა საგნები რატომ არ მოქმედებს მასზე.
ბელიალი რადგანაც ერთხელ გამოჩნდა მგონია რომ კიდევ გამოჩნდება რამდენჯერმე, თან ჯოჯოხეთის პრინცი თუ არის ე.ი. ანდრასზე ძლიერია ხომ ?
აი, იმ მთავარ "ბრძოლას" ველი. აპოკალიფსი რომ დაიწყება.
მოიცა, ანდრასმა დააორსულა კატო?
ბელიალმა ხომ თქვა რაღაც მსგავსი, თუ მომეჩვენა:დ მაინც ნახევრად იავნანებში ვიყავი.
ეს თავი სიგიჟე იყო და შემდეგს ველი❤❤ იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია:დ

ვაიმეე როგორ მიყვარს, სიზმრებში რომ გადაგაქვს ხოლმე :დდ ვგავართ მაგაში <3
სხვათა შორის, ვორჭოფობ ანდრასის გარდასახვაზე, არ ვიცი, იქნება თუ არა ეგ სცენა, ვნახოთ.
კიი მაგ დაუდგრომელმა ქნა :3 ოღონდ, რა თქმა უნდა,სხვა სხეულით(რანაირად ჟერს :დდ )
ისე, სასწაული ისაა, რომ მართლა ახლა იწყება მგონი ყველაფერი :დდ <33
ლავ ია მამა <3

naattii
როგორც ყოველთვის ფრჩხილების კვნეტით სულმოუთქმელად ველი დასასრულს რომ წავიკითხო. იმდენად მომენატრა ამასწინათ შენ ნაწერები, რომ ძველები გადავიკითხე და მერამდენედ აღვფრთოვანდი ❤️❤️❤️

უსაყვარლესო <3 მომენატრა შენი კომენტარები, გამიხარდა შენი დანახვა. უბრალოდ, დასასრული როდის იქნება, კაცმა არ იცის, კაი განვრცობილი (წიგნის გაბარიტების მქონე) ისტორია გამოდის :D
მაგრამ ვიცი, რომ აქ იქნები, როცა არ უნდა დასრულდეს <3

 


№12  offline წევრი Lea

ამდენი "ჩასაწერი აზრი" როგორ მწიფდება ამ პაწაწინა ადამიანში, ნუ გადამრიე.
იდეალურია. შენ კი სწორუპოვარი.

 


№13 სტუმარი სტუმარი ელე

ალისაა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ :) უუუმაგრესი თავი იყოო, მოუთმენლად ველი შემდეგს :*

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
ამდენი "ჩასაწერი აზრი" როგორ მწიფდება ამ პაწაწინა ადამიანში, ნუ გადამრიე.
იდეალურია. შენ კი სწორუპოვარი.

თვინ,
ეს რანაირი სიტყვა მომიფიქრე.
და რანაირად გამახარე :( შენ რომ არა, ამის ნახევარიც არ იქნებოდა დაწერილი ალბათ. მადლობა სულ და მუდამ♥️

სტუმარი ელე
ალისაა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ :) უუუმაგრესი თავი იყოო, მოუთმენლად ველი შემდეგს :*


ელე♥️ დიდი მადლობა,რომ არ დაიზარე და გამიზიარე ეს დადებითი ემოცია♥️♥️ ძალიან მიხარია,აქ რომ ხარ, აუცილებლად ვეცდები მალე იყოს♥️

 


№15  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ ტკბილო ახალ თაავს?? ^-^

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
როდის დადებ ტკბილო ახალ თაავს?? ^-^

ზუსტ დროს ვერ გეტყვი, ჩემო გოგო :(
მაგრამ ამ 2-3დღეში ნამდვილად ვერ მოვახერხებ და იცოდეთ,ტყუილად არ მელოდოთ,ამ ორშაბათამდე იქნება ალბათ♥️

 


№17 სტუმარი სბს

როდის იქნება ახალი თავი

 


№18  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ველი მოუთმენლად

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინი

ალის ნუ გვანატრებ თავს ესე ((

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ნინი
ალის ნუ გვანატრებ თავს ესე ((

სხვა გზა არ მაქვს, თორემ ხომ იცით, როგორ არ მიყვარს დაგვიანება:(
უნდა შევეჩვიოთ ასეთ რეჟიმს, არ მინდა სრულად დაწერამდე გადავდო ატვირთვა,საკმაოდ დიდი მოთხრობაა და დროც ბევრი დაჭირდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent