შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! (7)


2-11-2019, 22:37
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 159

- შოკში ჩამაგდე. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ჩემი ბებერი გული ამდენს ვერ გაუძლებდა და პოლიციასთან ერთად, სასწრაფოს გამოძახებაც მოუწევდათ. - აღფრთოვანებული ჩანდა ნიკო და თან უკვე მეორე შამპანურის ბოთლს ხსნიდა.
- პოლიცია რა შუაშია?
- შენს დასაჭერად რომ გამოიძახებდნენ. ადამიანი ოთახში ჩაკეტე და მერე დაუკითხავად გავარდი სცენაზე. კიდევ კარგი, ნამდვილ სასწაულად მოევლინე იქაურობას, თორემ არავინ გაპატიებდა.
- არც უპატიებიათ. ბიზის შემდეგ, რატი რომ გამომეკიდა, მე სირბილით გამოვვარდი გარეთ და მანქანაში ჩაგიხტი. ამიტომ, შეიძლება სამსახური აღარც მაქვს. რაღაცა, საეჭვოდ არ მირეკავენ, არ მეხმიანებიან და დიდი ალბათობით, თეატრში როცა მივალ, ერთ ამბავს დამაწევენ. იმედია, ჰელეს მიაგნეს, თორემ ოთახის გასაღები მე წამომყვა.
- მოუვლიან როგორღაც თავიანთ თავს. არამგონია, ვინმემ დაგითხოვოს. ისეთი ანშლაგით ჩაიარა ყველაფერმა, ვიღაცა ბიჭმა სხვისთვის განკუთვნილი თაიგული დაშალა და ვარდები სულ სათითაოდ გესროლა.
- კი, ლამის ცხვირში მომხვდა, მაგრამ მესიამოვნა ძალიან. შენი იდეის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. კაი მზაკვარი ბიჭი ყოფილხარ - ცხვირზე ვუჩქმიტე და ტუჩებში ვაკოცე.
ხომ ამდენ რამეს ვშვრებოდით ერთად, მაგრამ ახლა გავაანალიზე, რომ კოცნაობა ყველაზე იშვიათი იყო.
- ეტყობა ეგეთი კეთილიც არ ვარ, როგორც გარედან ვჩანვარ.
- სახეზე ბოროტება უფრო გიხდება.
- დათვერი უნა?
- ჰო.
- ღამით დამიტოვებ თუ უკვე მოგენატრა კენტად ყოფნა?
- ჯერ 24 საათი არ გასულა, რაც გიყურებ. ამიტომ, შეგიძლია დარჩე.
- 24 საათი დილის 4 საათზე რომ შესრულდეს, გამაღვიძებ და გამაგდებ?
- არა, მაგ დროს, წასასვლელად არ გეცლება.
- ღმერთმანი, რა ენერგიული ხარ ეს პატარა გოგო. - გაეცინა და შუბლზე მაკოცა.
ზედმეტად ბევრს იცინოდა, ზედმეტად უჩვეულოდ მკოცნიდა შუბლზე, ხელზე, ცხვირზე და ისეთ ადგილებზე, სადაც უსიყვარულოდ არც დაგესიზმრება რომ კოცნა შეიძლება. - რაღაცაში უნდა გამოგიტყდე უნა.
- გთხოვ, არ მითხრა, რომ ჩემს მიმართ რამეს გრძნობ ან ცოლი გყავს. - მთელი გულით შევევედრე.
- ნუ გადაეკიდე ამ ცოლს. მთელი დღე ვმუშაობ, თავისუფალ დროს კი შენზე და ჩემს შვილზე ვყოფ. შენი აზრით, ასეთი გრაფიკით კარგა ხნის გამოჭერილი არ ვეყოლებოდი ცოლს?
- ჰო, მართალი ხარ.
- მეორეს, რაც შეეხება, ცხოველი არ ვარ, რომ რეგულარული პარტნიორი მყავდეს და თან ვერაფერს ვგრძნობდე. თან ცხოველებსაც ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, მგელი მაგარი მონოგამია.
- რაღა მე შემხვდებიან ხოლმე მგელივით პატიოსანი კაცები ღმერთო? - მაღლა ავიხედე. მხოლოდ ჭერი ჩანდა, მაგრამ კისერგადაწეული უკეთ ვესაუბრებოდი ზეცაში მყოფს.
- ეგაა შენი კარმული სასჯელი. და კიდევ ისიც, რომ სულ უჩვეულო სიტუაცეებში გადაიკიდებ ხოლმე ხალხს.
- ამჯერად ვინ გადავიკიდე?
- ჩემი შვილი - საწოლიდან წამოდგა და უხერხულად შემოიცვა ჩემი უზარმაზარი თეთრი ხალათი. თან კიდევ კარგი, უნისექსი იყო, თორემ ბანტებიან ან ყვავილებიან სამოსში გახვეულს, სერიოზულად ვერ მოვუსმენედი (სიმართლე უნდა ითქვას და ორი დღის წინ მეყიდა სპეციალურად ნიკოსთვის) - გახსოვს, პირველად რომ მოგადექი სახლთან?
- პატარა, დაბნეულ ბიჭს ჰგავდი. ბნელოდა და ღამის განათებას შენი უხერხული მზერა უმშვენებდა მხარს ან თავს. whatever... ვერ მაღალვფარდოვნობ სათანადოდ.
- მაგ დღეს, მინდოდა წინასწარ მეთქვა შენთვის, რომ ჩემი შვილი გითვალთვალებს. ვიცი, ძალიან ძნელი მოსასმენია და წარმოიდგინე, ჩემთვის როგორი რთულია ამ ყველაფრის მოყოლა. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი გოგო შენზე ჩაიციკლა. ოთახი შენი პლაკატებით აქვს სავსე. წარმოიდგინე, დაბადების დღეზე მეგობრები შენი პრინტიან მაისურებს სჩუქნიან და ყელსაბამიც აქვს, რომელზეც თავისი სახელი კი არა, უნა აწერია. ძალიან ხშირად გითვალთვალებს. ალბათ, იმდენი სურათი აქვს, არც კი დაგესიზმრება: პაპარაცული, არაპაპარაცული, ბავშვობის, სცენაზე... ერთი ის მეიმედება, რომ მძინარეს არ დაგდგომია ჯერ თავზე.
- შენი შვილი ჩემი სტალკერია?
- ჰო. წინასწარ მინდოდა გამეფრთხილებინე, თუ ვიღაცა გოგოს შენიშნავ ფოტოაპარატით ხელში, რომელიც პირდაპირ შენ გიღებს, არ შეგეშინდეს და ეგება არც უჩივლო-თქო. მერე ვერ გავბედე. ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყავი, პირველივე ჯერზე თუ მოგიყვებოდი, ჩვენი ურთიერთობის დაწყების შანსი განულდებოდა. მაშინ, გეგონება, დამავიწყდა კიდეც ჩემი ქალიშვილის სიგიჟეები. ვერც კი ვხვდები ამ ინფორმაციას როგორ მიიღებ. ისტერიკაში რომ ჩავარდე და პოლიციაში დარეკო, ეგეც კი ბუნებრივი იქნება ალბათ.
ყურადღებით ვუსმენდი. თავიდან, ენა ჩამივარდა მის მონაყოლზე, მერე კაი დიდი პაუზა ავიღე. გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ძალიან ღელავდა და ასმაგად მიმზიდველი ხდებოდა ღელვის პროცესში. შემდეგ ისეთი სიცილი ამივარდა, ვინმე უცხო იფიქრებდა, კაი დიდი კაცი ხარხარებს მთელ ხმაზეო. ცხენის ჭიხვინს კი არა, ლომის ღრიალს დაემსგავსა უკვე.
- რას მელაპარაკები. პოლიციაში მივიდე და ვუთხრა, რომ ბავშვი დაიჭირონ, რადგან თინეიჯერის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს? ღმერთმანი... - წინადადებებს ვეღარ ვამთავრები სიცილისგან. კი იცოდა, რომ არაადეკვატური გამოხტომები მქონდა, მაგრამ ასეთ ხორხოცს აღარ მოელოდა ნამდვილად - დაწყნარდი მამიკო. ეგ ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია მგრძნობიარე და ემოციური ბავშვებისთვის.
- ანუ ჩემი შვილი ნორმალურია?
- მთლად ნორმალურს ვერ დავარქმევ... წავა რაა. შენ იმაზე იდარდე, ერთად არ დაგვაფიქსიროს.
- არა, ზუსტად ვიცი, როდისაა გარეთ, თავის დაქალებთან ერთად და შენი უბნის მოსახვევში ჩასაფრებული გელოდება.
- ერთი ადამიანის ჯასტინ ბიბერი მაინც გავხდი - კიდევ ერთხელ შევივსე ჭიქა შამპანურით.


* * *
- შენი სანაქებო საქმეების ამბები მომივიდა - ჩაილაპარაკა სიკამ და უზარმაზარი ჭიქიდან ყავა მოსვა. მერე რაღაცნაირად, დაიჯღანა. - ამას შაქარი უნდა ხო?
- ჰო, მაგრამ უშაქროც მიდის.
- მიდი, მოყევი.
- ისედაც ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც მალაქლაქებ ხოლმე.
- გიყვარს ლაქლაქი.
- ჰო. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. რატიმ მომწერა, ამ საღამოს, ჩემი ნახვა უნდა.
- საბრალო გოგო ოთახში ჩაკეტე, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი წაართვი და თან ყველაფერი არივ-დარიე. სცენარსაც კი გადაახტი.
- ეგ არაფერი. მოინელებენ როგორმე. დანაშაულის გრძნობა არ მაწუხებს. არასოდეს შევუწუხებივარ.
- იმიტომ, რომ უნამუსო გოგონა ხარ. - ისე მომიგო, ვითომც არაფერი.
- კაი, რას მელაპარაკები. მემგონი განსახილველი შემოგელია და ისეთ რაღაცეებს ვტკეპნით, რაც ისედაც ცხადია.
- არაფერიც არ შემომლევია. პირიქით, რაღაცა უნდა დაგავალო შემდეგი სეანსისთვის.
- აბა გისმენ.
- წერილი მისწერე იმას, ვისზეც ბრაზობ. კითხვები დაუსვი, თუ გინდა, გალანძღე. ერთი სიტყვით, მინდა რომ გულიანად გააკეთო ეგ საქმე.
- კარგი.
- როგორი დამჯერი გახდი თვალსა და ხელს შუა - სიხარულით შემოჰკრა ტაში - მემგონი, იმ ბებერს უნდა ვუმადლოდე რომ ვირივით აღარ ჯიუტობ.
- მისთვის ბებერის დაძახების უფლება მხოლოდ მე მაქვს. და თან იცი რა? თუ მიეკარები, მაგრად განანებ! - ისე სასაცილოდ და უსუსურად ჟღერდა ჩემი მუქარა, მეგონა ათივე თითით დამცინებდა.
ამის მაგივრად, ჩაფიქრდა, გაეღიმა.
ამ ბოლო დროს, რაღაც ხშირად გაიტაცებდნენ ხოლმე აზრები. არ ვიცოდი, კარგის ნიშანი იყო თუ ცუდის, როცა სიკვდილი ღრმა ფიქრებს მიეცემოდა.
- წინა შემთხვევაში, როცა ვიღაც ძვირფასი აგწაპნე, ფეხები ვერ მომჭამე ვერანაირად. ამ ეტაპზე, რამეს გეგმავ?
- მოუმზადებელი ვიყავი.
- ახლა, როგორ ემზადები?
- იცი, რა მაინტერესებს? - კითხვა დავუიგნორე და ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევეცადე - შენ ამბობ, რომ ადამიანები მიგყავს სიცოცხლიდან, შემდეგ მათ ვეღარასოდეს ნახულობ, რადგან სხვაგან აგრძელებენ ცხოვრებას. უსასროლობაში თუ რაღაც ეგეთი.
- დიახ, მართალია.
- ანუ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის უნდა მჯეროდეს?
- როგორც გინდა. შენზეა დამოკიდებული.
- რას ჰქვია ჩემზეა? თუ არ მჯერა, გავქრები და თუ მჯერა, თუთიყუშებით გარშემორტყმულ ველზე ვისეირნებ გარდაცვალების მერე?
- ალბათ - მხრები აიჩეჩა.
- ანუ შენ მხოლოდ გამაცილებ და ეგაა, მორჩა?
- კი.
- მაშინ, შემიძლია თვითმკვლელობის დაგემუქრო.
- როგორ?
- ზუსტად. აქ საათობით მიზიხარ, მესაუბრები და ეს მოგწონს. გეტყობა რომ მოგწონს, გაპრტოტესტებას აზრი არ აქვს. გამოდის, რომ თავს თუ მოვიკლავ, შემეგებები, ერთხელ ჩამიკრავ თვალს, და მერე დამემშვიდობები.
- ეს დიალოგი ნიკოს გამო გვაქვს? ანუ მას თუ რამეს დავუშავებ, თვითმკვლელობით მემუქრები?
- შეიძლება, ეგრეც ითქვას.
- სულელი გოგო ხარ.
- პირიქით, იმაზე ჭკვიანი ვარ, ვიდრე გეგონა. საერთოდ ვერ ვხვდები, აქ რას აკეთებ. შენ მითხარი, ბავშვობაში ღარაც ნიშანს ელოდი რათა გაგეცნობიერებინა, რომ განსაკუთრებული იყავი და მე ვარ ეგ ნიშანიო. კარგი, ჩაგეთვალა. ნამდვილად გამორჩეულად ვგრძნობ თავს. მერე? მუდამ მწამდა, რომ ამ ცხოვრებაში, ჩემს კვალს დავტოვებდი. ახლა აღარ მჯერა. მეზარება ტვინი ვიჭყლიტო და მიზნები დავსახო, მერე ამ მიზნების ასრულებაზე ვიჩალიჩო. ფაქტობრივად, ტყუილად გამომეცხადე. არანაირი სურვილი აღარ მაქვს განსაკუთრებულად ყოფნის. უკვე ზედმეტად დიდი ვარ. თუ რამე იყო გასაკეთებელი, აქამდე უნდა გამეკეთებინა. როცა ცივა, უბრალოდ სახლში ჯდომა და ჩაის დალევა მინდა, ტ*აკის განძრევას არ ვაპირებ.
- მაგდებ?
- არა. ლოგიკურ დასკვნამდე მისვლას ვცდილობ. მე და შენ ერთმანეთი აღარ გვჭირდება. რომელი ნობელის პრემიის ან ოსკარის ლაურეანტი მნახე რომ ასე იწვალო ჩემს გამო.
- უნა ეს წვალება არ არის. მინდა, რომ გამოგაჯანმრთელო და შენს ნებაზე მიგიშვა. როცა სადარდებელი აღარაფერი გექნება, ყველაფრის უკეთ გაკეთებას შეძლებ.
- აი მანდ ძალიან ცდები ჩემო მეგობარო. ტკივილი არ იკურნება. მემგონი, სიმსივნეს უფრო ეშველება, ვიდრე დასევდიანებულ სულს. თან ეს ჩემი ტკივილია. ყველა ადამიანს ცხოვრების გზაზე თავისი წილი ტვირთი აქვს საზიდი. სანამ გტკივა და განიცდი, ესეიგი ჯერ არ არის ყველაფერი დააკრგული. ადრე რაღაცა სურათი ვნახე სოციალურ ქსელში. ერთი შეხედვით, ბანალური იყო, თუმცა რაღაცნაირად, ჩამაფიქრა. ხალხი უზარმაზარ ჯვრებს დაატარებდა ზურგით. ეს ჯვრები მძიმე და საშინელი სათრევი იყო. ერთმა დაამოკლა, გადახერხა, რათა შეემსუბუქებინა და ისე ეტარებინა. დრო როცა მოვიდა, დიდი ხრამის წინ დადგა ყველა მათგანი. თავიანთი ჯვრები ხიდად გამოიყენეს მეორე მხარეს რომ გადასულივყნენ.. იმ ტიპს დამოკლებული ჯვრის სიგრძე არ ეყო. ასე რომ, მთელი ცხოვრება მაქვს საზიდი ტკივილი. ეს ერთგვარი მისიაა. შენ თუ ტანჯვას შემიმსუბუქებ, გამიშალაშინებ და მომირჩენ, მაშინ აღარ გამოდგება. სევდა მწარეა, მაგრამ ამავე დროს, ისეთივე ტკბილია, როგორც ჩემი მეგობარი. ამიტომ გლოვას არ შევწყვეტ. მე ის მჭირდება!
- წერილი დაწერე უნა!
ამდენი ვილაპარაკე და მხოლოდ წერილიო...
თავში ხელი წამოვირტყი. უზარმაზარი სიბრძნე ბანზე ამიგდეს.

* * *

თეატრში წასვლამდე, სახლში ავიარე. ვიფიქრე, მოვწესრიგდებოდი, მაკიაჟს გავიკეთებდი და როცა საკუთარი დანაშაულის წინაშე ამდენი ხალხის თანდასწრებით მომიწევდა წარდგენა, ლამაზი მაინც ვიქნებოდი. მოულოდნელი სიურპრიზი დამხვდა, როგორც ჩემს ცხოვრებას სჩვევია. რატი იჯდა ჩემი სახლის კიბეზე და დიდი ალბათობით, მელოდებოდა.
- აქ რას აკეთებ? - მაინც ვკითხე, ყოველი შემთხვევისთვის.
- საუბარი მინდა. - მომიგო მან. აქამდე, მხოლოდ ცალ პროფილზე შევყურებდი, მაგრამ პირდაპირ რომ შემომხედა, ჩალურჯებული ცალი თვალი დავუნახე.
- რა ჯდანაბა დაგემართა? - შევშფოთდი. არანაირი სამედიცინო განათლება არ მქონია, თუმცა თავი გამოვიდე, ნიკაპი მაღლა ავუწიე და რიგიანად შევათვალიერე.
- არაფერი. დაიკიდე. შენი საზიზღარი საქციელის გამო ვარ აქ! - ფეხზე წამოხტა და გამიტოლდა. უფრო სწორად, ორი-სამი თავით მაღალი იყო, ზემოდან შემომცქეროდა და ასე უფრო კომფორტულად მოეჩვენა ალბათ ჩხუბი.
- სალაპარაკო არაფერი მაქვს. ასჯერ რომ გათენდეს გუშინდელი დღე, ასჯერვე იგივე საზიზღრობას ვიზამდი: ჰელეს ოთახში ჩავკეტავდი, ოცნებებს დავუნგრევდი და საკუთარ წადილს ავისრულებდი. რით ვერ გამიცანი რატი? რით ვერ მიხვდი, რომ თითოეული გამარჯვება, როგორი ბიძნურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ჩემთვის არ მჭირდება.
- დაახლოებით ვიცი, ტრავმირებული და ისეთი მებრძოლი ხარ, მეტი რომ არ შეიძლება... და ა.შ. მაგრამ რომ იცოდე, უსამართლოდ მიღწეული მიზნებით ცოცხლებს ცხოვრებას დაუნგრევ, გარდაცვლილებს კი შეარცხვენ! -გამომიცხადა თითისქნევით.
მაგრად დავცინე.
სიბრძნის მოროშვა მხოლოდ მე გამომდიოდა ოსტატურად.

- რაებს ბოდავ? მიზნები არ მაქვს. ჩვეულებრივი მხეცი ვარ, რომელიც ინსტიქტს მიჰყვება. ინსტიქტმა მითხრა, უკანალი ასწიე და როლი ითამაშეო. მეც უსიტყვოდ დავუჯერე.
- გახსოვს, ერთხელ მსახიობებს ვკითხე, რა ხდება, როცა მეოცნებე კვდება-თქო და მარტო შენ მიპასუხე რაღაც ძალიან ძალიან მშვენიერი.
- არ მახსოვს. და შენც არ გახსოვს! - თვალები დავუბრიალე. ახლა გულახდილი საუბრების დრო არ მქონდა.
- შენთან ჩხუბი მინდოდა. განთავისუფლებაც დაგიპირე, მაგრამ მერე... - ღრმად ჩაისუნთქა - ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. მხოლოდ შემდეგი სეანსი კი არა, შემდეგის შემდეგი და იმის შემდეგი. სათვალავი ამერია უკვე. ამიტომ, დარჩი და ითამაშე. ჯანდაბა შენს თავს! ოვაციების გამოწვევა სხვას არავის გამოსდის უკეთ. თეატრში ათასი ზარი შემოვიდა. მალე დაგიკავშირებიან შენც. რაღაც რეკლამებში სურთ რომ გადაგიღონ.
ბედნიერებისგან, ავცეკვდი.
შუა ქუჩაში, ვცეკვავდი.
ცოტა სიგოიმედ მეჩვენებოდა ეგეთი ქცევები, თუმცა ახლა ყველაფერი მეკიდა.
მიხაროდა და იმიტომ მეკიდა.
სიხარული კი იშვიათად იყო ჩემი სტუმარი.
- ანუ ისევ ჩემი ბოსი ხარ და სცენარს თუ დავწერ, დამიდგამ სპექტაკლს? - ცეკვა-ცეკვით გავეპრანჭე.
- ეგრე გამოდის.
- მაშინ, დამდე პატივი და მომითხრე, რა დაგემართა მაგ კოკორა თვალზე.
- მეგობრებთან წავიკინკლავე.
- მეგობრები ასე არ კინკლაობენ!
- ზოგჯერ.
- რომელმა გიქნა?
- ცოტნემ.
- უიჰ, ეგეთი საყვარელიც არ ყოფილა? - გვერდზე ჩამოვუჯექი. მინდოდა, როგორმე მენუგეშებინა. ცხოვრებაში, კარგად არაფერი გამომდიოდა. სიას თუ ჩამოვწერდი, ასი რამ, რაც ცუდად გამოსდის უნას, მეორე ადგილს ალბათ ადამიანებისთვის ნუგეშისცემა დაიკავებდა.
პირველს სიყვარული.
- შენც მეღადავები... - ამოიოხრა რატიმ.
- არა. რა დაგემართათ?
- ბიჭთან შემისწრო.
- რაა?
- ჰო, ბიჭთან შემისწრო. - თვალები გადაატრიალა. მობეზრებული ჰქონდა ეტყობა ხალხისთვის ახსნა-განმარტება - გეი ვარ.
- ეგ ისედაც ვიცი. ბიჭთან შესწრების გამო რომ ჩაგაგდო ასეთ დღეში, მაგიტომ შევიცხადე. თან მეგობარმა. ყოვლთვის რაღაცა არ მომწონდა მაგ ტიპში და ვერ ვხვდებოდი, რა. ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი!
- რა იცოდი გოგო, გაგიჟდი? - თვალები შუბლზე აუვარდა(დალურჯებულიც).
- კაი გეხვეწები. - ხუთი თითი აღვმართე მობეზრებული სახით - მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი. როდის უნდა მიეჩვიოთ?
- ბოლოს მითხრა, მთელ ქვეყანას გავაგებინებ, რომ *იდარასტი ხარო.
- არ იდარდო. რამეს მოვიფიქრებთ. ისე დავაშანტაჟებ, ცხოვრებაში გამარჯობას ვეღარ გეტყვის სირცხვილით. თუ ერთ ქუჩაზე შეეჩეხებით შემთხვევით ერთმანეთს, გზის მეორე მხარეს გადავა. დამაცადე.
ისეთი ტონით ვამბობდი ამ სიტყვებს, თავი მექსიკური სერიალის რომელიმე შურისმაძიებელი პერსონაჟად წარმოვიდგინე, რომელსაც მოღალატე კაცზე ჰქონდა იერიში მისატანი.
- რატომ უნდა დამეხმარო?
- იმიტომ, რომ ადამიანების დაჩაგვრა უპატიებელია თუ უნა არ ხარ. ცოტნე კი აშკარად არაფრით მგავს.
- კეთილი ხარ - ჩაილაპარაკა ჩურჩულით. თითქმის გაუგონრად.
მაგრამ მე მაინც გავიგე.
და არ მომეწონა ეგ ამბავი.
ან მომეწონა.скачать dle 11.3



№1 სტუმარი Drogon

კაი რა, ჩაი მოვიდგი, მოსმა ვერ მოვასწარი , უკვე დამთავრდა. ამას ჯობია ერთი თავი დადო და დიდი. კეთილი უნას ამბავი არც მე მომეწონა, ბოროტი გვინდა ,ბოროტიი:))

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Drogon
კაი რა, ჩაი მოვიდგი, მოსმა ვერ მოვასწარი , უკვე დამთავრდა. ამას ჯობია ერთი თავი დადო და დიდი. კეთილი უნას ამბავი არც მე მომეწონა, ბოროტი გვინდა ,ბოროტიი:))

ბოროტია, ბოროტი :დდ
ე ბიჭო, ორი გვერდის დაკლებას რავა ეგრევე ხვდებით :დდდ

 


№3 სტუმარი სტუმარი Tea

ეჰემ..ანუ მოიცა ჰელეს ჩაკეტვა ნიკოს იდეა იყო?:დდ

 


№4 სტუმარი Tiko tikuna

ძალიან მიყვარს შენი ყველა ისტორია ძალიანნკარგი მწერალი ხარ??❤ მაგრამ ჰომოსექსულაურობის პროპაგანდას რო ეწევი ეგ არ მომწონს?? არ გეწყინოს???❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Tea
ეჰემ..ანუ მოიცა ჰელეს ჩაკეტვა ნიკოს იდეა იყო?:დდ

ნიკოს იდეა იმ სცენის მითვისება იყო. თორე ნიკომ რა იცოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ოთახი და ის რომ ჰელე საგრიმიეროში იქნებოდა. განხორციელება სულ უნას დაევალა

Tiko tikuna
ძალიან მიყვარს შენი ყველა ისტორია ძალიანნკარგი მწერალი ხარ??❤ მაგრამ ჰომოსექსულაურობის პროპაგანდას რო ეწევი ეგ არ მომწონს?? არ გეწყინოს???❤

მადლობა თიკო.
რას იზამ, მე ჰომოფობიის პროპაგანდას რო ეწევიან, ეგ არ მომწონს ხოლმე, მაგრამ მისმენს ვინმე? :((

 


№6 სტუმარი სტუმარი Tea

უი ჰო ნიკომ უბრალოდ იდეა ჩააწვეთა:დდ დაიცა და ნიკო მართლა განგსტერია?:დდ ცოტა მეტი ინფო გვინდა ამ hotmen ზე რაა:დდ

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Tea
უი ჰო ნიკომ უბრალოდ იდეა ჩააწვეთა:დდ დაიცა და ნიკო მართლა განგსტერია?:დდ ცოტა მეტი ინფო გვინდა ამ hotmen ზე რაა:დდ


გპირდები, რომ შემდეგ თავში, ბლომად იქნება ნიკოს ცხოვრება.
მაგრამ თვითონ უნას უნდა განგსტერი. თორე საქართველოზე ვწერ და აქ ნორმალურ განგსტერს სად ნახავ :დდდ

 


№8 სტუმარი სტუმარი Tea

ენ ჯეინი
სტუმარი Tea
უი ჰო ნიკომ უბრალოდ იდეა ჩააწვეთა:დდ დაიცა და ნიკო მართლა განგსტერია?:დდ ცოტა მეტი ინფო გვინდა ამ hotmen ზე რაა:დდ


გპირდები, რომ შემდეგ თავში, ბლომად იქნება ნიკოს ცხოვრება.
მაგრამ თვითონ უნას უნდა განგსტერი. თორე საქართველოზე ვწერ და აქ ნორმალურ განგსტერს სად ნახავ :დდდ

ეხლა ნიკოსნაირი hotmen ები უკაცრავად ნამდვილად არ არიან, მაგრამ ბიზნესში ან თუნდაც მთავრობაში ცოტა გვყავს განგსტერები?:დდ ველი მოველი შემდეგ თავს იცოდეე ესეთი მოკიკნული რო იყოს შურს ვიძიებ:დდ

 


№9 სტუმარი Drogon

Tiko tikuna
ჰომოსექსულაურობის

ბიჯოოოოოოო:))) თიკუნა , დედი , ლოგოპედთან ვიზიტია საჭირო, სასწრაფოდ:))

 


№10 სტუმარი diabeti

შე პროპაგანდისტო!
ახლა ვასაძეს დავურეკავ იცოდე ????????????
ისე, სერიოზული გადასამალი გვეყილები მაგან თუ გიპოვნა

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
შე პროპაგანდისტო!
ახლა ვასაძეს დავურეკავ იცოდე ????????????
ისე, სერიოზული გადასამალი გვეყილები მაგან თუ გიპოვნა

ნუ გეშინია, ბოქსზე დავდივარ :დდ

 


№12  offline წევრი წიწაკა

მგონია რომ სიკა უნას თავში ზის და მატერიალურად არც არსებობს. ან შიოს და ვიქტორიას მსგავსად ჰყავს.
სიმართლე გითხრა არ მომეწონება ნიკოს და უნას ურთიერთობამ სერიოზული სახე რომ მიიღოს. სულ სხვანაირი დასასრული უნდა ჰქონდეს და მგონია რომ ექნება კიდეც. ეგ შენ უკეთესად იცი.
ველი შემდეგს და საერთოდ დღეს არც ველოდი:დ გულმა მიგრძნო ალბათ და მაგიტომ შემოვიჭყულიტე.❤❤

 


№13  offline წევრი Tkemali

ელგებეტე გამიგია, ელჭიპიტიც გამიგია, ეს ჰომოსექსულაურობა რაღა ჯანდაბაა, მაინც ვერ გავიგე laughing tiko tikuna, იმედია არ გვიწყენ , "პროსტა შუტკა" blush ენ, შენ რაც შეგეხება, ხო ინფორმაციულად პატარა თავი იყო. უნა, როგორც ვატყობ, მეგობრისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს და დიდი ქალი გახდება. blush არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მისი კარიერა ნიკოს და მის ურთიერთობაში გარკვეულ ბარიერს შექმნის. გელოდები შემდეგი თავით!

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

"სიას თუ ჩამოვწერდი, ასი რამ, რაც ცუდად გამოსდის უნას, მეორე ადგილს ალბათ ადამიანებისთვის ნუგეშისცემა დაიკავებდა." That's me, in a nutshell.
ანუ, ზოგადად მგონია უმრავლესობა ეგრე ვართ, ნუ ძაან ფსიქოლოგა ადამიანების და ბუნებრივად თბილი ხალხის გარდა, მგონი. თან სხვისი ნუგეშისცემა არაფრის მომტანი მგონია, ერთადერთი ვინც თავის შველას შეძლებს, ისევ თვითონ ის ადამიაბია, სხვა ვერ დაეხმარება. როცა აზრზე არ ხარ რეალურად რას გრძნობს ადამიანი, როგორ უნდა ანუგეშო?

"მეზარება ტვინი ვიჭყლიტო და მიზნები დავსახო, მერე ამ მიზნების ასრულებაზე ვიჩალიჩო. ფაქტობრივად, ტყუილად გამომეცხადე. არანაირი სურვილი აღარ მაქვს განსაკუთრებულად ყოფნის. უკვე ზედმეტად დიდი ვარ. თუ რამე იყო გასაკეთებელი, აქამდე უნდა გამეკეთებინა. როცა ცივა, უბრალოდ სახლში ჯდომა და ჩაის დალევა მინდა, ტ*აკის განძრევას არ ვაპირებ." ესეც მე ვარ.

ურთიერთობას დასერიოზულობას რაც შეეხება, თუ ისტორიას რეალურობაზე პრეტენზია აქვს, მაშინ ისე უნდა დარჩეს როგორც არის. ანუ , შენს გარეშე ვერ ვისუნთქებ, მოვკვდები შენი შეხების გარეშე და მსგავსი ტრალალა , ძალიან ტრუხა ბაზარი მგონია, ან მარტო ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს ემართებათ ეგეთები. უნა კიდევ ეგეთი არა არის. მიგებს, ვუგებ, კარგად ვართ ერთად, კარგი სექსი ხომ მთლად გადასარევი. ზედმეტი ტვინის ბურღვის , ვალდებულების და პრეტენზიების გარეშე . ეს არის რეალისტის გადმოსახედიდან რეალური ურთიერთობა და ესე ვხედავ ბოლომდე ამათ ურთიერთობასაც.

 


№15 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა,ძალიან გამართულად და დახვეწილად წერ.შინაარსიც რეალური და ცხოვრებისეული,ამის გამო კიდევ უფრო მომწონს ისტორია.

 


№16 სტუმარი სტუმარი ლელა

რამდენიმე დღის წინ დავიწყე თქვენი შემოქმედების გაცნობა და აღფრთოვანებული დავრჩი?? ეს რა მაგარი გოგო ყოლია ფორლავს და მე რატომ არ ვიცოდიი??

 


№17 სტუმარი Baron

დიდი ხანია ამ საიტზე ვკითხულობ ისტორიებს და შენს წინა ისტორიებს რატომღაც არ ვკითხულობდი. განა იმიტომ რომ ცუდად წერ, უბრალოდ ის თემები საჩემო არ იყო რაზეც წერდი. ეს მოთხრობა გუშინ დავიწყე და სასიამოვნოდ გამაოცე, აშკარად სერიოზულ თემებზე წერა უფრო "მოგიხდა". ჩემი რჩევა იქნება, თუ წერას სერიოზულად გინდა მოეკიდო, ამ გზას აღარ გადაუხვიო. წარმატებები.

 


№18 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

ჩემო საყვარლებო, საღამოს ყველა კომენტარს სათითაოდ დავუვლი და როგორც გეკადრებათ ისე მოგიხდით მადლობას ამ სასწაული შეფასებებისთვის. კომპიუტერი გამიფუჭდა და ახლა ერთ კომენტარს ძლივს ვწერ

 


№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
მგონია რომ სიკა უნას თავში ზის და მატერიალურად არც არსებობს. ან შიოს და ვიქტორიას მსგავსად ჰყავს.
სიმართლე გითხრა არ მომეწონება ნიკოს და უნას ურთიერთობამ სერიოზული სახე რომ მიიღოს. სულ სხვანაირი დასასრული უნდა ჰქონდეს და მგონია რომ ექნება კიდეც. ეგ შენ უკეთესად იცი.
ველი შემდეგს და საერთოდ დღეს არც ველოდი:დ გულმა მიგრძნო ალბათ და მაგიტომ შემოვიჭყულიტე.❤❤

მემგონი კარგი დასასრული ექნება, ანუ შესაფერისი რაა :დდ


Tkemali
ელგებეტე გამიგია, ელჭიპიტიც გამიგია, ეს ჰომოსექსულაურობა რაღა ჯანდაბაა, მაინც ვერ გავიგე laughing tiko tikuna, იმედია არ გვიწყენ , "პროსტა შუტკა" blush ენ, შენ რაც შეგეხება, ხო ინფორმაციულად პატარა თავი იყო. უნა, როგორც ვატყობ, მეგობრისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს და დიდი ქალი გახდება. blush არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მისი კარიერა ნიკოს და მის ურთიერთობაში გარკვეულ ბარიერს შექმნის. გელოდები შემდეგი თავით!

ძაან მიხარია რომ მელოდები და მოგწონს <3
შემდეგში რა იქნება, ვერ გეტყვი, თუმცა ბარიერი მარტო ნიკოსთან ურთიერთობაში კი არა, ყველაფერში მოსალოდნელია ამ გოგოსგან :დდ


სტუმარი მაკო
ძალიან მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა,ძალიან გამართულად და დახვეწილად წერ.შინაარსიც რეალური და ცხოვრებისეული,ამის გამო კიდევ უფრო მომწონს ისტორია.

უღრმესი მალდობა. შეიძლება იტქვას, პირველი ისტორიაა რომელსაც ძალიან რეალურ სახეს ვაძლევ და არ მყავს ვიღაცა დიადი ბიზნესმენები ან სუპერმოდელები დდ

სტუმარი ლელა
რამდენიმე დღის წინ დავიწყე თქვენი შემოქმედების გაცნობა და აღფრთოვანებული დავრჩი?? ეს რა მაგარი გოგო ყოლია ფორლავს და მე რატომ არ ვიცოდიი??

რატო არ იცოდი მერე? :დდ
ვხუმრობ. მიხარია, რომ შემომიერთდი. აი, მართლა ძალიან მოხარული ვარ. იმედია, გაგრძელდება ჩვენი ავტორულ-მკითხველურუ ურთიერთობა <3


Baron
დიდი ხანია ამ საიტზე ვკითხულობ ისტორიებს და შენს წინა ისტორიებს რატომღაც არ ვკითხულობდი. განა იმიტომ რომ ცუდად წერ, უბრალოდ ის თემები საჩემო არ იყო რაზეც წერდი. ეს მოთხრობა გუშინ დავიწყე და სასიამოვნოდ გამაოცე, აშკარად სერიოზულ თემებზე წერა უფრო "მოგიხდა". ჩემი რჩევა იქნება, თუ წერას სერიოზულად გინდა მოეკიდო, ამ გზას აღარ გადაუხვიო. წარმატებები.

კი, მართალი ხარ. იცი, რაღაც მომენტებში ცოტა ძაან სასიყვარულო და ზღაპრული ისტორიები განსატვირთად მჭირდებოდა. მეც რაღაცნაირ შვებას ვგრძნობდი მშვენიერ ცხოვრებაზე და საოცნებო წყვილებზე რომ ვწერდი.
ახლა დრო დადგა, ძალიან რეალობით და შეიძლება, მწარე რეალობით განვავითარო ყველაფერი.


სტუმარი ლიკა
"სიას თუ ჩამოვწერდი, ასი რამ, რაც ცუდად გამოსდის უნას, მეორე ადგილს ალბათ ადამიანებისთვის ნუგეშისცემა დაიკავებდა." That's me, in a nutshell.
ანუ, ზოგადად მგონია უმრავლესობა ეგრე ვართ, ნუ ძაან ფსიქოლოგა ადამიანების და ბუნებრივად თბილი ხალხის გარდა, მგონი. თან სხვისი ნუგეშისცემა არაფრის მომტანი მგონია, ერთადერთი ვინც თავის შველას შეძლებს, ისევ თვითონ ის ადამიაბია, სხვა ვერ დაეხმარება. როცა აზრზე არ ხარ რეალურად რას გრძნობს ადამიანი, როგორ უნდა ანუგეშო?

"მეზარება ტვინი ვიჭყლიტო და მიზნები დავსახო, მერე ამ მიზნების ასრულებაზე ვიჩალიჩო. ფაქტობრივად, ტყუილად გამომეცხადე. არანაირი სურვილი აღარ მაქვს განსაკუთრებულად ყოფნის. უკვე ზედმეტად დიდი ვარ. თუ რამე იყო გასაკეთებელი, აქამდე უნდა გამეკეთებინა. როცა ცივა, უბრალოდ სახლში ჯდომა და ჩაის დალევა მინდა, ტ*აკის განძრევას არ ვაპირებ." ესეც მე ვარ.

ურთიერთობას დასერიოზულობას რაც შეეხება, თუ ისტორიას რეალურობაზე პრეტენზია აქვს, მაშინ ისე უნდა დარჩეს როგორც არის. ანუ , შენს გარეშე ვერ ვისუნთქებ, მოვკვდები შენი შეხების გარეშე და მსგავსი ტრალალა , ძალიან ტრუხა ბაზარი მგონია, ან მარტო ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს ემართებათ ეგეთები. უნა კიდევ ეგეთი არა არის. მიგებს, ვუგებ, კარგად ვართ ერთად, კარგი სექსი ხომ მთლად გადასარევი. ზედმეტი ტვინის ბურღვის , ვალდებულების და პრეტენზიების გარეშე . ეს არის რეალისტის გადმოსახედიდან რეალური ურთიერთობა და ესე ვხედავ ბოლომდე ამათ ურთიერთობასაც.


ყველაფერში გეთანხმები საერთოდ. ძალიან გულის ფრიალები და ხელის კანკალები მგონია, რომ თინეიჯერებს ახასიათებთ. აი, მეც ხომ ვიყავი 13-13-15-16 წლის და მაშინ თუ მომეწონებოდა ვინმე ისე, რომ მისი ხელის შეხებაზე გონება დამეკარგა. ახლა ცოტა რეალურად ვუდგები. ჯერ ეს ერთი, ეს გოგო არაა მიმართული ნამდვილი სიყვარულის პოვნისკენ და მერე ოჯახი, შვილები და ა.შ. ცოტა სხვა სურვილები აქვს. არ ვიცი, ეგება ამასაც თავიდან აუთრთოლდეს გული, ვერ გამოვრიცხავ. ძირითადად, თუ შინაარსმა მოიტანა, ყველა დაუშვებელი ფატის დაშვება ხდება შესაძლებელი. ვნახოთ როგორ განვითარდება

 


№20 სტუმარი Mari

Dges dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent