შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცივე - სითბოდ [სრულად]

3-11-2019, 00:56
ავტორი ელპინი
ნანახია 4 381

სხეულს წყვდიადისფერი საბანი გადაეკრა.
- გავშავდი. წადი სხვაგან.
ეს იყო იმიტომ, რომ მეორე სხეული სავსე იყო გარდასული ტკივილებით და მომავალი ჭრილობებით.
ფეხებიდან სიცივე შემოიპარა და სიოს ჭორიც მოჰყვა.
- მცივა. მომშორდი.
გგონია, რომ თბები. ის ისაა, სარკმელში დაგეგმილი სხივი შემოაჭრის, რომ მინა სამმაგი ხდება.
გვერდებში ცოტა ხანში რომ უნდა დადგეს, ის ზამთარი ფეხაკრეფით მოდის.
- გავიყინე. გაიწიე.
იდეაში - უნდა გაიქცე, მაგრამ იდეები წარმოუთქმელად იკარგება იმიტომ, რომ იდეაა და არა სიტყვა, რომელიც ქაღალდზე იწერება. ყველას თავისი იდეა აქვს. ეშმაკსაც.
კისერში ორი გრილი წვეთი ცივი თოვლივით ხვდება.
- ვიხრები და ქარაფზე ასვლას მაიძულებ.
- სიკვდილი იმასთან არ მიდის, ვისაც თავისი სამყარო აქვს.

***
ძალიან წვიმს. ღმერთთან და ანგელოზებთან გათენდა. პირი დაიბანეს. წვეთები სცვივა დედამიწაზე ღრუბლებიდან და ხმაურიანად ეცემა წვრილქვიან ასფალტზე.
ზემოთ ფაციფუცობენ და ქვემოთ - ყველას სძინავს. მთვარის შუქი ისე ანათებს ქუჩას, ლანდებსაც კი იმჩნევს სტაფილოსფერაგურიანი კედლები. ჩრდილები დარბიან. ზოგს ქოლგა არ აქვს, ზოგს ქოლგა აქვს და მაინც გარბის.
ერთ ადგილზე მთვარის სწორი ხაზი განსაკუთრებულად ეცემა. მივდივარ. უცნაურად - განათება თანდათან ემატება და თითქოს, ვიღაც ფარნით თამაშობს. ლამპიონიც ინთება.
უკვე ვფიქრობ, ბედი ერთობა.
- გგონია, აქ მარტო ხარ? - ხმა მესმის და წეღანდელი ვარაუდი მართლდება.
- ვიცოდი, რომ არ ვიყავი და მაგიტომ მოვედი. - ჩემ ჩრდილს შევხედე და წელში გაიმართა, მხრები გაშალა. ვიღაც უშიშარს დაემსგავსა.
- არ შეგეშინდა?
- მე მასთან უნდა ვიცეკვო.
- გაცადო?
- მიყურე.
ქუჩის ცენტრში დავდექი. ყველაფერი თეატრს მივანდე. ზეცა გაიხსნა და ზემოდან ჩამოვიდა. მე ნაბიჯები გადავდგი. მისალმება არ დამჭირვებია. თითქოს, ჩვენი სულები ერთმანეთს აქამდეც იცნობდნენ, ან უკვე ეცეკვათ სადღაც. მივენდე. სხეული ავაყოლე.
- ჯანდაბა, გაჩერდი. - მესმის მისი ხმა და კუთხეში დგას. მე უბრალოდ ვუსმენ. არ ვიღებ და არც ვუშვებ.
ჩემი ხელი უჭირავს, ყელზე მეამბორება, სველ კოცნებს მიტოვებს და ენის წვერით კანზე თამაშობს. მე თავს უკან ვხრი. ხელს ვაშვებინებ და მხრებზე ვუჭერ, ახლა წელით მიკავებს. ხან მაღლა მწევს, ხან - დაბლა. მგონია, ფრთები გამომესხა.
- ნუ ეცეკვები. გავაფრენ. - ვგრძნობ, ახლოს ვერ მოდის. მას უნდა - მიყუროს და ხარბ თვალს ვერ მაშორებს.
მე გრძნობებმორეული სხეულით ვეკვრი, თავს მხარზე ვადებ და მუსიკაც არ წყდება. განუწყვეტლივ უკრავს პიანინო. შეიძლება - არც კი უზის ვინმე.
ის ხელებს უფრო და უფრო მიჭერს, ჩემს შებჟნას ცდილობს. უნდა - სხეული ჩემით გაივსოს, სანატრელი გამომწოვოს და წვრილ თითები ეკალივით მერჭობა გულის ფიცარზე. ჩემი გული ორმაგად სცემს.
- ენ, არ გესმის - მეთქი? - ყვირის.
მოცეკვავეს სახე უღიმის. არა თბილად, ისე, როგორც იღიმიან ეშმაკები. წარმოდგენაც კი შემზარავია ბაგეების და ღიმილი კანკალს იწვევს. მინდა - მომვარდეს და მას მომაშოროს, მაგრამ ვხვდები, მოთმინების უნარს სცდის. იცის, მოკარების უფლებაც არ აქვს და აგიჟებს. ჩემი სული კი სხეულს შიგნით ხარხარებს, სიამოვნებას იღებს განცდილით და მოლოდინის გრძნობა უმძაფრებს ემოციებს. თითქოს, ჭიანჭველები დადის სხეულში, ისე მეღიტინება მისი ჩასუნთქვები.
სულელი წვიმა კი - ისევ მოდის. რით ვეღარ დაიბანეს პირი?! აგრძელებს თავისებურ რიტმს, ხანდახან უჩქარებს და ისე მეცემა ლავიწებზე, წამიერად ტკივილიანი ხმა სცდება ჩემს სულს სხეულს შიგნით და ხარხარს წყვეტს.
- რისთვის აკეთებ ამას? - კედელს ზურგით ეყრდნობა, თანდათან ჩოჩდება და სველ ასფალტზე ჯდება. ხელებს მუხლებს ხვევს და მაგრად უჭერს. ღრიალებს. თვალებიდან ცრემლის წვეთები სცვივა.
- შენია? - ვეკითხები და არ მინდა სხვა პასუხი გამცეს.
- წვიმის არაა.
ცეკვას ვწყვეტ, მაგრამ წვიმა იმატებს. ქრება.
- იმიტომ წვიმს, რომ შეერიოს. - ამბობს ის და ხელით მანიშნებს, რომ მივიდე. კადრები იცვლება.
მეც ძირს ვჯდები. სიცივე ძვლებში იპარება და ფესვებს ზრდის ხერხემალზე. ეხვევა მწვანე, წვრილი და გრძელი მხვიარები მალებში იჭრება.
- რატომ მატკინე?
- ხანდახან შურისძიება ყველაფერს გადაძალავს. ადამიანში ვამპირი იღვიძებს და სისხლის ბოლო წვეთის ამოწოვამდე მომავლის წუთებს ურცხვად იპარავს.
- თუკი თეთრ წვეთს ყველაფრის გადაფარვა შეუძლია?
- როგორც ახლა? - ვკითხე და თვალმოუშორებლად ვუყურებდი. მისი სევდიანი თვალები გულში შემერჭო.
- თვითონ დაარქვი სახელი.
- ბევრი გრინჩია დედამიწაზე.
- შენ ხომ არ გეშინია?
- რის გამოც სამყარო გაჩერდა, მხოლოდ იმის.
ისე სულელურად აღარ წვიმდა…

***
მეტროს ვაგონი სავსე იყო. უჰაერობამ სული შემიხუთა და ფილტვებზე მომიჭირა. ხელები ყელისკენ წავიღე და კანზე მოვისვი. გამახსენდა ჩანთაში წყლიანი ბოთლი მედო. არც ისე ცივი იყო, მაგრამ ყელში რამდენიმე ყლუპი გადავუშვი და თავი აქეთ-იქით შემოვაბრუნე.
- ნუ გეშინია. მე აქ ვარ. - ყურთან დამიჩურჩულა. გახედვა ვერ მოვახერხე. ფეხზე ავდექი და ფანჯრისკენ სახით შევბრუნდი. მხოლოდ მისი ზურგის ანარეკლი ჩანდა. ხელზე ხელი მომიჭირა.
რამდენჯერმე ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ისევ დავჯექი.
- მეგონა, ჩახვიდოდი.
- ხელის გაშვების ძალაც არ მქონდა. ისედაც, მალე ჩავდივარ.
- ჩამოგყვე?
- არ არის საჭირო.
- და რა არის საჭირო?
- ჰაერი, ჟანგბადი და ნაკლები ხალხი.
- ისტორიები? თუ ნაკლები ხალხი იქნება, ნაკლები ისტორიები იქნება და მოგწონს ეგ?
- მე მომწონს, რომ მე ვწერ და ვქმნი.
- მხოლოდ შენი? ეგოისტი ხარ. იცი მაინც წუთში რამდენი ისტორია იწერება?
- მინიმუმ მეტროს ნახევარი.
- და რას ერჩი მათ?
- მალე ჩავდივარ.
- კითხვები, კითხვები, კითხვები.
- ისტორიები ქმნიან ეპოქას, მაგრამ ახლა ვიხუთები და ნახვამდის.
ჩამოვედი. ამოვისუნთქე და ნაბიჯებს ნოტები ავაყოლე.
დო - რე - მი - ფა...
- დამელოდე.
- ვინ ხარ, ნაკლები ხალხი - მეთქი, ვერ გაიგე?
- გააგრძელე ნაბიჯებით.
არ ვიცი, როგორ მიხვდა. საერთოდ, თუ მიხვდა, მაგრამ ფაქტები არასდროს ამტკიცებენ ვარაუდებს, ვიცი.
სო - ლა - სი - დო…
- დავასრულე.
- და ისევ თავიდან?
- დღეისთვის საკმარისია, რომ სუნთქვა გავაგრძელო.
- ჩემი რატომ არ გეშინია?
- რატომ არ მითხარი, თუ აქ ჩამოდიოდი შენც?
- რაღაცების გაფუჭება არ მიყვარს. ყველაფრის უკან მოულოდნელობა იმალება. მე ვიღაცის ფარი ვარ, შენ ვიღაცის - მინა.
- მინდოდა, რომ გამომყოლოდი.
- რისთვის?
- ვიგრძენი, რომ ნაკლები ხალხი - არა, მაგრამ ჟანგბადი იმაზე მეტი რაოდენობით გჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს.
- არ გეშინია, რომ შენგან მივიღებ?
- ჩემგან?
- ჰო, უკვე ვსუნთქავ. წესით, შიში უნდა მოიტანოს ქარმა ჭორად. ცხვირიც გაგეყინა. - სიცილით მითხრა და მეც გამეცინა მის დაკვირვებულობაზე.
- რატომ არ მიდიხარ?
- შენ გინდა წავიდე?
- მე მინდა მითხრა - რატომ?
- იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები.
- და მე?
- ხომ გითხარი, ვსუნთქავ - მეთქი.
- რატომ უნდა დაგიჯერო?
- თვალებში ხომ მიყურებ, - მოიწია და შუბლზე მაკოცა. - ჰოდა, გჯეროდეს.
- კარგი ჩანხარ.
- ყველა ჩანს, მაგრამ იმალებიან.
- ცუდები, თუ კარგები?
- ცუდები, პატარა, ცუდები. - ლოყაზე მაკოცა. უცებ ახლო იყო. ძალიან ახლოს. გულთან გაირბინა. ასე ჩვეულებრივ არ ხდება.
- ახლა ვსუნთქავ და სახლში ავალ. შეხვედრამდე.
მე დავტოვე.
დავტოვე და…
გაგრძელება კი - აქვს.

***
- კაფეში მარტო მხოლოდ ის ზის, ვინც ვიღაცას ელოდება და გაგიმართლა, რომ მე ყოველთვის ვგრძნობ ამას. - ხმაურით მოვიდა, შუბლზე მაკოცა და ჩემ წინ დაჯდა.
- რა გინდა შენ?
- შენ რომ ჩემთან იყო.
- და ხო ვარ, სადაც არ უნდა ვიყო და შენც ხო ხარ?
- სამყაროში ყველაფერი ბედისწერის ბრალია.
- ბრალია, თუ ბედისწერაა?
- რაღაც ხომ არის, რაც წინა ცხოვრებაში უკვე იყო და შემდეგში გაგრძელდება.
- თუ არ გაგრძელდება?
- მაშინ წავედი და მერე მოვალ კითხვას, რომ არ დამისვამ.

***
- ახლა მეუბნები, რომ კითხვის დრო აღარ არის?
- აღარ არის.
- აღარ გცივა?
- თუ სულელურად აღარ წვიმს, არა.
- და აღარც ტანჯვის დროა?
- სისულელე.
- ენ, გელოდი, ჩემო.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

ან-ნო ან-ნო . . .❤❤❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ან-ნო ან-ნო . . .❤❤❤

გელოდები, ჩემო . . . ♥️

№3  offline მოდერი სალანდერი

გაცეკვებ მე შენ, მუხლუხო!
სულელი წვიმა - როგორი ლამაზი ფრაზაა, სულელი ბავშვისგან. ჰო, თუმცა მოდი ვაღიაროთ, ელი რომელიც წერს, სულელი ბავშვი არ არის. ზრდასრული, ჩამოყალიბებული მწერალია და იცის რას აკეთებს. სულელი ელი, სხვა ვინმეა და მე პირადად, ყველა დანარჩენს "ელ_ს" მირჩევნია. ნოემბერსაც როგორ უხდები იცი? სულშერყეულს მტოვებ, სულ შერყეულს კი არა, არა და ზოგჯერ მგონია სული არ მაქვს. ხომ დამიჯერებ რომ გითხრა, შენი სუნივით, შენს ფრაზებს ყველასა და ყველაფრისგან გამოვარჩევ_მეთქი? დამიჯერებ კი, იმიტომ რომ იცი ეგრეა. გულს რომ მალამოდ ედები იცი? სულს წვიმად. . . გაგვინოემბრდა ჩემო, ამასობაში გაგვინოემბრდა და შენ ხომ იცი, როგორ მიყვარდა ნოემბერი, სანამ სიყვარულის თავი კიდევ მქონდა. . .
ახლა კი, როგორც "შენი" ჩარკვიანი იტყოდა: "მე მხოლოდ შენს სიყვარულს ვგრძნობ . . . . . ."
შენ წერე, მე სულ წაგიკითხავ, შემეძლება თუ არა შენთვის ამის "გაგებინება" მაინც.
მიყვარხარ ხომ იცი, რა საჭიროა უაზრო სიტყვების რახა-რუხი, როცა გარეთ ნოემბერია, სულში არაფერი, მე კიდევ მაინც აქ ვარ, შენთან . . .

№4  offline ადმინი ელპინი

რანაირი მყავხარ შენ, როგორი? რატომ დამემუქრე, ტუტუცო. :(((((
შენს ელს შენ ძალიან უყვარხარ და ნოემბერიც ძალიან უყვარს, საერთოდ ყველა თვე უყვარს მხოლოდ შენ გამო. ყველაფერი ლამაზია, იცი?
აი, ის ცეკვაც და ეს მუხლუხო რანაირიაააა, მოუხდა.
ცუდო!

როგორ სიტყვებს მეუბნები და გულს მიჩუყებ, ძალიან ბევრს გაკოცებ და ჩაგეხუტები.

მიყვარხარ და მეტი არაფერი, სუნთქვა!
♥️

№5  offline წევრი აბაშიძე

ელ.
რა მალე დაბრუნდი.

წვიმამ მოგიყვანა ხო?

ძაალიან თბილად მოხვედი.
და რაღაცნაირად დაიწყე.

მგონი ავსებ მონატრებას იცი?

მონატრებას შენი ნაწერებისადმი.

რა პატარაა ელ.
და რა დიდი თან.
ყველაზე მეტად რომ მავსებს ყოველთვის.

შემოდგომის წვიმიან საღამოს რომ უხდები შენ ნაწერებთან ერთად ის ხარ ელ.

ჩემი გათიშული ტვინითან რო ვგებულობ?
და შემდეგ გულით რომ ვგრძნობ?

წინა მოთხრობაზე რაღაც ცარიელი მომეჩვენა ჩემი კომემტარი.

ახლა ვანაზღაურებ მგონი.

რაღაც დამაკლდა.
და იცი რა?
სალანდერიდ კომენტარი.
რომელსაც ვიცი,მალე დატოვებს და სრულყოფილი იქნება ეს ნაწერიც.

მაშინაც როცა არაფერი ვიცოდიი ხომ გიგრძენით?
გახსოვს?
მაშინაც დიდი ემოციები მოგქონდათ.
ახლა საერთოდ.

რანაირი ხარ ელ.

გიჟი ხარ რა.

გახსოვს გიჟს რომ გიწოდებ რამხელა კომპლიმენტია ელ?

გავიხსენებ ძველ ფრაზას.

'ლიტერატურული სიგიჟე' ხარ შენ.

მჯერა მალე დაბრუნდები.

მოულოდნელად.
და გამახარებ ისე როგორც სულ რამდენი წუთის წინ.

№6  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

ქეთო,
შენ რომ არ გნახო და ერთი მაგრად არ ჩაგეხუტო,
ისე როგორ უნდა მოვისვენო მე, აბა?

პატარა ქეთო და დიდი გულით. ყველაზე ემოციურო, ყველაზე თბილო და როგორ მიხარია, რომ არასდროს მტოვებ.
მომყვები და დაფრინავ, არა?

პატარა ელს ძალიან უყვარს ფრენა.
მინდა - სულ წამიკითხო და სულ მელაპარაკო.

გიჟები არ კვდებიან და სალანდერი ჩემთანაა.
შენ კი - გაიღიმე.
ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, მზეები მოდის.
დიდი ვერაფერი ეგ, მაგრამ ზამთარი წინაა და ჯერ არც დაწყებულა, თუმცა ნოემბერი მაინც მოაბიჯებს.
ჯერ ხომ ორია.

ტკბილო ქეთო,
დიდი, დიდი მადლობა!
♥️

№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად ცხოვრებაში ბოლოდან წავიკითხე ნაწარმოები და ისიც შენი, რომელიც ასე რთულია გასაგებად და ამასთანავე ძალიან ემოციური. ისევ ისე გიგრძენი -ელ პინურად და უცნაურად...
კარგი ხარ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№8  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად ცხოვრებაში ბოლოდან წავიკითხე ნაწარმოები და ისიც შენი, რომელიც ასე რთულია გასაგებად და ამასთანავე ძალიან ემოციური. ისევ ისე გიგრძენი -ელ პინურად და უცნაურად...
კარგი ხარ! ❤️

მგონი, დალაგდა. ძაფი შუა მონაკვეთიდანაც მოდის. საერთოდ ყველგან არის, მაგრამ დაჭერა უნდა და ვიცი, რომ იცი.
ქეთი, მენატრები! ♥️

№9  offline წევრი silver hands

(როგორღაც ჩემი ფიქრების კავშირი დავიჭირე ისტორიის ფრაზებთან)

სათაური დავინახე და ისევ გავიფიქრე წა'ელპინოა... არც შევმცდარვარ თურმე

ერთხელ ერთი ფილმის ყურებისას მახსოვს ბოლო კადრებზე სუნთქვა შემეკრა, ეს ისტორია კი პირველივე ფრაზებიდან ასე სუნთქვაშეკრულმა დავიწყე...
ხომ არსებობს ჩვენში გონების/გული რომელიღაც უცნობი ფაზა, აი ის რომელიც თავისთავად აკეთებს არჩევანს ვინებს მივანიჭოთ უპირატესობა, ვინ ან რა ავიკვიატოთ, ჩვენ ხშირად არ ვიცით ეს როგორ ხდება უბრალოდ ღრმად გველექება- ეს შეიძლება ითქვას თავისთავადი არჩევანი... ჰოდა კარგა ხანია ვხვდები რომ ჩემი გონების ამ ფაზამ შენ და შენი ისტორიები აგიკვიატათ ელპინ...

"განუწყვეტლივ უკრავს პიანინო. შეიძლება-არც კი უზის ვინმე"... ამ ფრაზით დავიხსომებ ამ მთლიან ისტორიას!

№10  offline ადმინი ელპინი

silver hands

მახსოვს, ერთხელ წაგიკითხე. თან, ძალიან ახლოს მოხვედი და უფრო დამამახსოვრდი.
გამიხარდა პირველი ფრაზა. მგონი, ყველასთვის ვწერ და ამავდროულად - არავისთვის, მაგრამ ყველა პოულობს რაღაც თავისებურს ჩემთან.
მადლობა, რომ აქ ხარ და მართლა მთელი გულით მიხარია.
ვიღიმიიიი!!! ♥️

№11  offline ადმინი ენ ბლექი

სხეულს წყვდიადისფერი საბანი გადაეკრა.
- გავშავდი. წადი სხვაგან.
ეს იყო იმიტომ, რომ მეორე სხეული სავსე იყო გარდასული ტკივილებით და მომავალი ჭრილობებით.
ფეხებიდან სიცივე შემოიპარა და სიოს ჭორიც მოჰყვა.
- მცივა. მომშორდი.

ლამაზია ელ :)

№12  offline ადმინი ელპინი

ენ ბლექი
სხეულს წყვდიადისფერი საბანი გადაეკრა.
- გავშავდი. წადი სხვაგან.
ეს იყო იმიტომ, რომ მეორე სხეული სავსე იყო გარდასული ტკივილებით და მომავალი ჭრილობებით.
ფეხებიდან სიცივე შემოიპარა და სიოს ჭორიც მოჰყვა.
- მცივა. მომშორდი.

ლამაზია ელ :)

მადლობა, ბლექ.
ცოტა ვიცი . . . :)

№13  offline წევრი სიბილა

იცი.რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მგონი წვიმა აღარ უყვარს-მეთი-ეგ,შენზე არ.და შენ მაინც ცდილობ არ დაკარგოს სიყვარული.ხოდა.ამიტომ მიყვარხართ ერთად.ცოტა გაცელქდი ამ ისტორიაში, მიღმა კი დიდი ტკივილია.ხო,განოემბრდა.შენტან კი,სიცივეც ლამაზია.

№14  offline ადმინი ელპინი

სიბილა
იცი.რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მგონი წვიმა აღარ უყვარს-მეთი-ეგ,შენზე არ.და შენ მაინც ცდილობ არ დაკარგოს სიყვარული.ხოდა.ამიტომ მიყვარხართ ერთად.ცოტა გაცელქდი ამ ისტორიაში, მიღმა კი დიდი ტკივილია.ხო,განოემბრდა.შენტან კი,სიცივეც ლამაზია.

რუსა, ტყუილად არ გელი ხოლმე, ისე ქარიშხალივით მოდიხარ . . .
უფ, როგორ გამეღიმა! ♥️

№15  offline წევრი Kalina

ეს კიდევ, როგორი სხვანაირი იყო!
გამაგიჟებ, ასე უცებ მიმართულებას როგორ იცვლი!
შენი ნაწერების კითხვა ვიღაც ერთის არსებობასაც მანდომებს, იცი? (იმისას არა, ვისაც შენ ფიქრობ, საზიზღარო :)) )
კიდევ ბევრჯერ მიყვარხარ.
❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№16  offline ადმინი ელპინი

Kalina
ეს კიდევ, როგორი სხვანაირი იყო!
გამაგიჟებ, ასე უცებ მიმართულებას როგორ იცვლი!
შენი ნაწერების კითხვა ვიღაც ერთის არსებობასაც მანდომებს, იცი? (იმისას არა, ვისაც შენ ფიქრობ, საზიზღარო :)) )
კიდევ ბევრჯერ მიყვარხარ.
❤️❤️❤️❤️❤️❤️

მაინც ის იქნება, ვისაც მე ვფიქრობ. ეგ არის ბოლო - მეთქიიიი. :))))
მიყვარხარ და მაკლდი, ახლაც . . . ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent