შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრების სურნელი 1.


5-11-2019, 14:02
ავტორი ქეთი ტაკიძე
ნანახია 415

დღეს 20 ივნისია, მას შემდეგ 1 წელი გავიდა. მონატრების სურვილმა კიდევ ერთხელ მომერია, როგორც ყოველთვის. შუა ღამეა, მე კი ისევ აივანზე ვზივარ და შევყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, როგორც ყოველ ღამით. მახსენდება მასთან გატარებული ბედნიერი წუთები და გული უარესად მეკუმშება, ჰაერი არ მყოფნის და ცრემლები დაუკითხავად იკვლევენ გზას ღაწვებისაკენ. ვფიქრობ მასზე და მასთან გატარებულ დღეებზე თუ როგორ ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი და ფიქრებში გართულს, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა. დილით სიცივის გრძნობამ გამაღვიძა, მთელი კანი დამეხორკლა, სწრაფად წამოვდექი, ოთახში შევედი და სააბაზანოსაკენ გავეშურე. ცხელმა წყალმა ცოტა გონს მომიყვანა, სწრაფად გადავივლე წყალი, საძინებელში გავედი მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში შევედი და ყავის მომზადება დავიწყე, რადგან დილით არასდროს ვსაუზმობ. ისევ ფიქრებმა გამიტაცა, მაგრამ მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, მარია მირეკავდა:
- ქალბატონო ანა, დილამშვიდობისა როგორ ხართ?
- დილამშვიდობისა მარია, არამიშავს შენ როგორ ხარ?
- გმადლობთ, მეც არამიშავს. მაპატიეთ ამ დილაადრიან რომ გაწუხებთ, მაგრამ დღეს რა გეგმები გაქვთ?
- ოხ მარია, ხომ ყველაფერი რიგზეა?
- იცით, სჯობს მოხვიდეთ და აქ განვიხილოთ ყველაფერი.
- კარგი, მოვალ მალე.
დესის თავის ჯამში საჭმელი ჩავუყარე, შემდეგ ქურთუკი, ჩანთა და გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი. გზაში საცობი არ იყო, ამიტომ 15 წუთში მარიას ბინის წინ ვიყავი. სწრაფად შევირბინე სადარბაზოში, ღილაკს დავაჭირე და ლიფტი გამოვიძა, აბა რა ავა მე-9 სართულზე ფეხით. ლიფტიდან გამოვედი და დაუკაკუნებლად შევედი მარიას სახლში, როგორც ყოველთვის მოუწესრიგებელი, გაჯეჯილი თმით, დივანზე იჯდა და გაკრეჭილი მიყურებდა, ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ არაფერი მომხდარა, უბრალოდ მოწყენილობამ შემოუტია ამ დილაადრიან და ტყუილად გამომარბენინა სახლიდან.
- აბა გისმენ, რა მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ მომეწყინა თანაც მომენატრე და იმიტომ მოგიყვანე.
- აფერისტი ხარ რა - ვეუბნები, დივანზე ვჯდები თავს უკან ვწევ და თვალებს ვხუჭავ
- ახალი ამბავი გაიგე?
- არა - მხრები ავიჩეჩე და თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- არ გაინტერესებს რა ამბავია?
- თუ გეტყვი, რომ ძალიან მაინტერესებს თქო მოგატყუებ, მაგრამ ვიცი ვერ მოისვენებ და არც მე მომცემ მოსვენების საშუალებას სანამ არ იტყვი, ამიტომ გისმენ.
- იცი არ ვიცი შენი რეაქცია როგორი იქნება, მაგრამ გთხოვ, დამპირდი რომ არ ინერვიულებ ახლა რაც არ უნდა გითხრა - მეუბნება ანერვიულებული და თვალებში შემციცინებს
- მარია რა მოხდა? - თვალებს სწრაფად ვახელ და მისკენ ვიხედები
- დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია, დამშვიდდი უბრალოდ...
- მარია, დღეს იტყვი რა მოხდა? - ისევ იგივე პოზაში ვბრუნდები და ვეკითხები
- ის დაბრუნდა - მარიას სიტყვები გაგონებისას გული მიჩერდება სუნთქვა მიჭირს და ყელში ბურთი მაწვება, სწრაფად ვახელ თვალებს, ვდგები და ვხვდები რომ თავბრუ მეხვევა, გონება მებინდება და მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს გონებაში - დაბრუნდა. შემდეგ უკვე წყვდიადმა მოიცვა ყველაფერი და გავითიშე.



№1  offline წევრი n.k.

საინტერესოა გააგრძელე ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

საინტერესო ჩანსს ცოტა დიდი თავები დადერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent