შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრების სურნელი 2.


6-11-2019, 15:58
ავტორი ქეთი ტაკიძე
ნანახია 403

მარიას განწირული ხმა მესმის, თუ როგორ მთხოვს რომ თვალები გავახილო. ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვგრძობ რომ ისევ სუსტად ვარ. თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ მადგას თავზე შეშინებული მარია, რომელსაც თვალები სითხით აქვს სავსე.
- მადლობა ღმერთს, როგორ შემაშინე - სწრაფად მხვევს ხელებს და ძლიერად მეხვევა.
- მაპატიე, რომ შეგაშინე.
- არაუშავს, მთავარია კარგად ხარ.
- მე, სახლში უნდა წავიდე - ვეუბნები და წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ თავბრუ მეხვევა და ისევ უკან ვბრუნდები
- მოიცა, ასეთ მდგომარეობაში ვერსადაც ვერ გაგიშვებ
- ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ. - ამჯერად ძალას ვიკრებ, ვდგები ისე რომ თავბრუსხვევას ყურადღებას არ ვაქცევ. მარიას ვეხვევი, და მივდივარ.
მანქანაში ჩავჯექი, თავი საჭეს დავადე და ვცადე გონზე მოსვლა, მაგრამ ისევ ის სიტყვები ჩამესმის "დაბრუნდა".
მალევე გამოვფხიზლდი, ძრავი ავამუშავე და სწრაფად გავეცალე იქაურობას. სახლის კარი როგორც კი გავაღე, სწრაფად მოვიშორე ფეხსაცმელი, ყველაფერი იქვე დავყარე და მისაღებ ოთახში შევედი. ჩემს ფუმფულა გოგოს მოვეხვიე. ის ერთადერთია რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი. არვიცი რამდენხანს ვისხედებოდით მე და ჩემი ფუმფულა მშვიდად, რომ არა კარზე ზარის ხმა. წამოვიზლაზნე და კარისკენ გავეშურე, არც კი გამიხედავს ჭუჭრუტანაში, ისე გავაღე კარი და შემოლაგდნენ ბიჭები: ლუკა, ნიკა, გიო და ჩემი ბედოვლათი ძმა, ენრი. როგორც ყოველთვის ლუკა გაკრეჭილი მეკითხება:
- ჩემო ქარბორბალა როგორ ხარ?
- კარგად ლუი შენ როგორ ხარ?
- ცოტა დაღლილი
- ალბათ უსაქმურობამ დაღალა - ამბობს ნიკა
- ბუზის ბზუილის ხმა თქვენც გესმით? - გაოცებული სახით კითხულობს ლუი
- კარგით, გეყოფათ ახლა არ დაიწყოთ - ამბობს ენრი და გიოსთან ერთად დივანზე ჯდება.
- აბა ბიჭებო, რას დალევთ ყავა თუ ჩაი?
- კაი რა ანა, რა ჩაი ან რა ყავა გვეღადავები? - მეუბნება გიო
- არაფერი არ გვინდა, უბრალოდ კლუბში მივდივართ და შენს წასაყვანად მოვედით - მშვიდად მეუბნება ენრი
- მე ვერ წამოვალ მეზარება
- კაი რა ახლა ნუ ატრაკებ ადი ზემოთ, სწრაფად ჩაიცვი და წავიდეთ
- აუ მართლა მეზარება - ბუზღუნით ვამბობ და იქვე ვჯდები
- ეს ვინა ტო? გოგო ყველაფერი რატო გეზარება შენ? - მეუბნება ლუი - ადექი გაიქეცი, სწრაფად - წამომაგდო და კიბისკენ მიბიძგა
- საზიზღრები ხართ, ცუდებო
- ჩვენც გვიყვარხარ ანუშკა - მომაძახა გიომ.
პირდაპირ აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, სწრაფად გამოვედი და მომზადება დავიწყე, როგორც ყოველთვის თმა კოსად შევიკარი, თეთრი ზედა და შავი ტყავის შარვალი ჩავიცვი, შავი მაღლები და სადა მაკიაჟი გავიკეთე. ქვევით ჩავედი ბიჭები ერთმანეთში ჩუმად ჩურჩულებდნენ რაღაცას.
- მე მზად ვარ. რაზე ჭორაობთ ბიჭებო?
- არაფერზე ანუშკა. წავედით სწრაფად გაშრა პირი - ამბობს ნიკა და კარისკენ მიეშურება.
- მე ჩემი მანქანით წამოვალ - ვეუბნები მე
- კარგი, როგორც გინდა.
კლუბში შესვლისთანავე, დავინახე იქვე მსხდომი ჩემი გოგონები - მარია, ტასო, გულისა და სალო.
- როგორ ხართ ჩემო კუსკუსელებო?
- კარგად ანა შენ როგორ ხარ?
- არამიშავს - ქურთუკს ვიხდი და მარიას გვერდით ვჯდები
- უკეთ ხარ? - ჩუმად მეჩურჩულება მარია
- კარგად ვარ ნუ ნერვიულობ - ხელს ვხვევ და ვუღიმი.
- რა არის ტო რა მოსაწყენად ხართ?
- ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის - ჩაიბურდღუნა ტასომ ისე რომ ლუკასკენ არც გაუხედავს
- უი, ეს ვინ ყოფილა აქ, როგორ ხართ ქალბატონო შინაბერა?
- ენა გაიჩუმოს ვინმე უთხარით სანამ შემომაკვდა
- ლუკა დადუმდე იქნებ - თვალები უბრიალა გიომ
- კარგი ჰო
ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი მათ შემყურე, ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. ყველა საცეკვავოდ გავიდა, მე კი ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან.
ისევ დილით მომხდარზე მეფიქრებოდა, როცა ნაცნობმა სურნელმა ცხვირი ამიწვა. სწრაფად მიმოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე და გონს მოსასვლელად საპირფარეშოში გავედი. სახეზე წყალი შევისხი, თვალები გავახილე და სარკეში შევიხედე. ალბათ მეჩვენება და ჩემს უკან ის არ არის, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, მეგონა მელანდებოდა მაგრამ ამაოდ.
- ისევ ისეთი ხარ, საერთოდ არ შეცვლილხარ - მეუბნება ხრინწიანი ხმით და მოახლოებას ცდილობს
- შენ... არ მომეკარო - მოულედნობისგან მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და სწრაფად გავედი. მაგიდასთან მივედი ჩანთა ავიღე
- მე უნდა წავიდე.
- რამოხდა, ყველაფერი რიგზეა?
- კი უბრალოდ ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ თავს.
- გინდა მე წაგიყვანო სახლში?
- არა ჩემით წავალ.
- კარგი.
მინდოდა რაცშეილება მალე მივსულიყავი სახლში. ჩავჯექი მანქანაში და სწრაფად გავეცალე იქაურობას. სახლში როგორც კი მივედი პირდაპირ ოთახში ავედი, გამოვიცვალე დამამშვიდებელი დავლიე, საწოლში შევწექი და დავიძინე.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

პირდაპირ გადასარევია რა გელი იცოდე ახალი თავით

 


№2 სტუმარი სტუმარი კეკე

ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა... არ გვყოფნიის, შედიხარ აზარტში და, ჰოპ აღარაა :დდ თუ გაზრდი თავებს უკეთესი იქნებაა. წარმატებები

 


№3 სტუმარი Mako

Kargia magram iseti cicqnebi interesi ekargeba,tavebs tu gaxrdi uketesi iqneba

 


№4  offline წევრი ქეთი ტაკიძე

შევეცდები უფრო დიდი თავები დავდო

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

ეს რო არ გააგრძელო თავს წაგაძრობს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent