შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალაია ბრუნდება (თავი 2)


7-11-2019, 22:15
ნანახია 626

მარიამი გულგახეთქილი შევარდა რესტორანში,რას წარმოიდგენდა რომ მისი წარმოდგენები ალექსანდრე ახალაიას შესახებ სრულიად მცდარი იყო,მელოტი,დაბალი და მსუქანი კი არა პირიქით მაღალი,შავგვრემანი მუქი შავი თმებით და ღია ფერის თვალებით...ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა,მირიანი იყო აუცილებლად უნდა ეპასუხა საპირფარეშოში შევიდა კარი გადაკეტა და მონიტორი პლანშეტზე გადაიტანა.
-ჩემო ძვირფასო ხომ ყველაფერი კარგადაა?-თბილი ხმით დაიწყო უფროსმა
-დიახ უფროსო,ყველაფერი კარგადაა ალექსანდრეც გავიცანი და მგონი ეს სწორედ ის დასაწყისია რომელიც გვაყობდა.
-ძალიან კარგი,ასე განაგრძე ყველანაირად ეცადე დაუახლოვდე მაგრამ არ იჩქარო სიჩქარე ჩვენს საქმეში კარგი არაა,და რაც შეეხება შენს ბაზაზე დაბრუნებას მარიამ-ყოყმანჯთ დაიწყო მირიანმა
-რამოხდა?რამე პრობლემაა?
-არა,უბრალოდ სანამ დავალებას არ შეასრულებ შტაბში ვერ დაბრუნდები,ეს სახიფათოა,სპეციალურ ადგილს შევარჩევთ სადაც პატარა შტაბს მოვაწყობთ და შეხვედრები იქ შედგება სხვაგან შეუძლებელია-სწრაფად განმარტა და მარიამის მიმიკას ყურადღებით დააკვირდა
-კარგით გასაგებია-ღიმილით მიუგო,საკმაო დაუკვირდა ეს სიმშვიდე მირიანს მაგრამ გადაწყვიტა ყველაფერი არ გაემძაფრებინა წარმატებები უსურვა და კავშირიც დასრულდა...
დარბაზში გასულს ალექსანდრე ისევ სუფრასთან დაბრუნებული დახვდა,ეტყობოდა დიდი ხანი იყო რაც ოჯახი არ ენახა და მხიარულად ესაუბრებოდა მათ.
უბრალოდ რომ შეხედავდი კრიმინალს არგავდა მაგრამ ვინ იცის რა იმალებოდა მისი ღიმილის უკან.
კიდევ რამდენიმე საათს მოუწია რესტორანში ყოფნა,დროდადრო ალექსანდრეს მაგიდას გადახედავდა და შემდეგ ისევ ბართან ბრუნდებოდა.2საათი იყო სახლში რომ მივიდა ისეთი დაღლილი იყო არაფრის თავი არ ქონდა
-ახალაიას რა ენაღვლება,12საათზე წავიდა,მე მის საქმეზე მუშაობ და იმის მაგივრად რომ მეც 12ზეწამოვსულიყავი 2საათზეძლივს გამოვიქეცი-ბუზღუნებდა და თან ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა.გადაწყვიტა შხაპი დილით მიეღო ამიტომ საძინებელში შევიდა და დაწოლას აპირებდა როცა საწოლზე ბარათი შენიშნა,ხელში აიღო ჯერ გადაატრიალ გადმოატრიალა მერე გადაწყვიტა გაეხსნა.კონცერტზე დიდი ასოებით ეწერა "მარიამ ბაბუციძეს".გახსნა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა.
"არ გეგონოს დამავიწყდ მარიამ
სულ რამდენიმე საათში შევხვდებით"
(პს. ალექსანდრე ახალაია)
-ღმერთო ჩემო ნამდვილი მანიაკია-გაფითრდა მარიამი.კონვერტი მოისროლა და ტანსაცმლიანი მოიბუზა საწოლზე,არც უფიქრია დიდხანს მალევე დაეძინა და ნამდვილად არ გახსენებია არც ალექსანდრე ახალაია,არც მაფიის ბოსები და არც კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავენი.
მეორე დილით 12საათი იყო ზარმა გააღვიძა,ალბათ უცნობის ზარი რომ არა ერთ ორ საათს კიდევ დაიძინებდა.
-ჯანდაბააა,როგორ მძულს ეს ხმაა-ბალიშიდან თავი არ აუწევია ისე დაიწყო ტუმბოზე ტელეფონის ძებნა.-უფფ ძლივსს-ხელი დაავლო ტელეფონს და ისე უპასუხა ნომრისთვის არც დაუხედავს-ჰოო რაგინდა
-ოჰოო მარიამ,შინაურული ტონი მომწონს უკვე-გაიცინა უცნობმა.
-რომელიხარ?-დასერიოზულდა უცებ,თითქოს ეცნობოდა მაგრამ თითქოს არა უცნობის ხმა.
-ალექსანდრევარ ახალაია ვერმცნოობ ტოო?-სიცილის ხმა გაისმა ტელეფონში-არადა წუხანდელი გმირობის მერე უნდა გახსოვდე.
-ააა ხოო-დაიმორცხვა მარიამი-რამემოხდა?
-არაფერი ვიფიქრე მოვიკითხავ როგორ არისთქო-ისევ იცინის-მაგრამ ის არ გიკითხავს საიდან გავიგე ნომერი
-რომ მეკითხა მეტყოდი?-თვალები მობეზრებულად გადაატრიალა
-პირადი კავშირები მაქვს,იცი რას ვფიქრობ მარიაამ?
-საიდან უნდა ვიცოდე მერაბ ვანგას ვგავარ?
-რა უხეში ხარ ტკბილო-გაიცინა
-ყვეკაფერზე ნუ იცინი და მაგსიტყვას ნუ მეძახი-გაცხარდა მარიამი
-კარგი რა პატარავ,მოდი ახლა ასე მოვიქცეთ მე და შენ,მე საღამოს გამოგივლი და მე და შენ ერთად ვივახშმებთ კარგიი?-თავს თავში დარუმებულმა დაიწყო საუბარი
-უკაცრავაად?-იმხელა ქედმაღლობა იგრძნობოდა მის ხმაში რომ მარიამი სიტყვებს ვერ პოულობდა
-ეს ვითომ გაკვირვება თანხმობად მივიღო?-ეშმაკურად შეაპარა ალექსანდრემ
-შეეეე აუტანელო არსება,ერთხელ რომ დამეხმარე ეს ას არ ნიშნავს რომ ჩემი შეწუხების უფლება გაქვს-დაუბღვირა მარიამმა.
-თუ გაწუხებ მაშინ არმოხვიდე შეხვედრაზე,მაგრამ იცოდე რომ ხვეწნას არ დაგიწყებ,იქნებ რა შემოთავაზება მაქვს იქნებ ერთ შანსს ვიმსახურებ დაფიქრდი.
-არმცალია მოგვიანებით შეგეხმიანები.
-წამოსვლას თუ გადაწყვეტ დამირეკე-გაიცინა და ტელეფონი გათიშა.
მარიამმა სასწრაფოდ დარეკა მირიანთან და შტაბში შეხვედრა სთხოვა.შტაბი ერთერთი რესტორნის ქვემოთ ჰქონდათ მოწყობილი ისე როგორც რივერდეილში "ლაბონუი"
მხოლოდ მე-5ხარისხის შაშვით შეიშვებოდნენ აგენტები დანარჩენები ვერც კი წარმოიდგენდნენ ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნის სარდაფში საუკეთესო თანამედროვე აღჭურვილობით სავსე შტაბი თუ იქნებოდა გახსნილი.
-რა ხდება მარიაამ?-ოთახში შესულ მარიამს ერთდროულად მიაწყდა ყველა.
-ღმერთო ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა ჯერ გუშინ რა მოხდა იცით მაგრამ სახლში მისულს იქრა დამხვდა ღმერთო-ძლივს სუნთქავდა
-რამოხდა ბომბი დაგხვდა სახლში?-იკითხა გიორგიმ
-არა რა ბომბი ხოარგაგიჟდი-ხელი აიქნია და მაგიდას მიუჯდა
-აბარამოხდა რამე დაგიშავა?-ჩაერთო ანდრეა
-ხალხო თქვენ პოზიტიურად ფიქრი არ შეგიძლიაათ?ხოდა მოკლედ გუშინ მივედი სახლში და ვიფიქრე ეგრევე დავიძინე თქო და კონვერტი დამხვდა საწოლზე-კონვერტი მაგიდაზე დადო და ისევ განაგრძო-დილით კი მაგ არანორმალურის ზარმა გამაღვიძა რესტორანში დამპატიჟა მითხრა რომ 6საათზე მზად ვყოფილიყავი.
-მერე შენ რა უპასუხე?-დაინტერესდა მირიანი
-არაფერი რა უნდა მეპასუხა,ვიფიქრე ჯერ თქვენთვის უნდა მეკითხა
-მარიამ შენ ყველა გზა უნდა გამოიყენო იმისთვის რომ ეგ კაცი დააჩოქო ასერომ იმოქმედე,ლამაზი გამომწვევი კაბა და ცოტა სასმელი მერე ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება-გაუღიმა და მხარზე ხელი დაკრა
-დიზაინს და მაკიაჟს მე მივხედავ-ჩაერთო ლულუ
-ხოო წინაზე შენი დიზაინი მახსოვს ლუ-წაკბინა ანდრეამ
-შენი ბოლო გაფუჭებული საქმეც მახსოვს ანდრეა ასერომ წყნარად-დაეჯღანა ლულუ
-კარგი ლუ ჩუმად ვარ -თქვა და რესტორანი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს.
მანქანა დაძრა და სახლისკენ მიმავალ გზას ლულუსთან ერთად გაუყვა,უკანა სავარძელი ლულუს 6ჩემოდნით იყო გატენილი,ის როგორც აგენტი ასევე ძალიან კარგი დიზაინერი და ვიზაჟისტი გახლდათ.მარიამმა ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს ნომერი აკრიფა
-ოჰოო სასიძოს ნომერიც ჰქონია-გაიცინა ლულუმ
-შენი ხმა არ გავიგო,ჩუმად-სახეზე ხელი მიაფარა და სპიკერზე ჩართო.
-რაა მოვესწარი ტკბილო,შენი პირველი ზარი ჩემს ნომერზე დაე კიდევ მრავალი იყოს ასეთი-სიცილი დაიწყო ახალაიამ
-თანახმა ვარ შემოთავაზებაზე-მოკლედ მოუჭრა.
-ძალიან კარგი მარიამ,6ზე გამოგივლი არ მალოდინო დიდად არ მიყვარს ლოდინი.
-ხო არც მე-გაუღიმა და ტელეფონი გათიშა.სახლში მისულებმა ჩემოდნები გადმოალაგეს და საღამოსთვის მზადება დაიწყეს მარიამმა შხაპი მიიღო, ლულუმ კი მხოლოდ სამი სავარაუდო  კაბა შეარჩია.სააბაზანოდან გამოსულს მაშინვე შეუშრო თმა და კაბები მოახდინა,არჩევანი გრძელ შავ კაბაზე შეაჩერა,მკერდის ქვემოთ მუცელთან საკმაოდ ვრცელი ჭრილით,თმა გაუსწორა საღამოს მაკიაჟი გაუკეთა და როდესაც მარიამი ფეხზე წამოდგა ვერც კი წარმოიდგენდით როგორი ლამაზი იყო.უკვე 6 საათი ხდებოდა 5წუთი აკლდა ლულუს დამეშვიდობა რამდენიმე ფოტოს შემდეგ როგორც იქნა გამოუშვა...  სადარბაზოდან   გამოსულს ალექსანდრე უკვე იქ დახვდა მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა,მარიამის დანახვისას სიგარეტი გადააგდო და პირდაღებული შეჰყურებდა მას
-ღმერთო მარიამ რა გინდა მეორე შეხვედრაზევე ბოლო მომიღოო -გაიცინა ალექსანდრემ და წელზე ხელი მოხვია.-საოცრად გამოიყურები,დღეს უფრო დიდი შემართებით მომიწევს ყოფნა ასეთ ლამაზ გოგონას ბევრი ბიჭი დაადგამს თვალს-გაიღიმა და მანქანის კარი გაუღო.
-დიდი მადლობა-ნახად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.ალექსანდრემაც მის გვერდით დაიკავა ადგილი და მანქანა დაძრა,მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია,დაახლოებით ნახევარ საათს იყვნენ გზაში შემდეგ მანქანა ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნის წინ გააჩერა.
რესტორანში შევიდნენ და ვიტრინასთან მდგომი მაგიდა დაიკავეს.რესტორანში სრული იდილია სუფევდა მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა.
-მარიამ,რაღაცას გკითხავ მაგრამ სიმართლე მიპასუხე კარგი?-შეფარვით დაიწყო ალექსანდრემ
-გისმენ-ცდილობდა ნერვიულობა არ დასტყობოდა და სწრაფადვე მიუგო
-რამდენი ქალი მყოლია და რამდენი შემიბია,ნებისმიერზე გამირკვევია ყველაფერი რაც მინდოდა მაგრამ შენ სულ სხვა ხარ
-რაა გულისხმობ?
-როდესაც შენზე ინფორმაციის მოძიება მოვინდომე საკმაოდ რთული გამოდგა,ძალიან მცირე მონაცემებია შენზე,დავიჯერო რესტორნის მენეჯერად აპირებ მთელი ცხოვრება მუშაობას?არც სწავლობ არც სხვა პერპექტივა არ გაქვს არც შენს ოჯახზეა რაიმე,არც წარსულზე საერთოდ არაფერზე,მისამართი და ტელეფონის ნომერი ძლივს გავარკვიე.
-ანუ ეგ ყველაფერი გაინტერესებს არა?-წარბი აწია მარიამმა
-კი ყველაფერი
-ოჯახი არ მყავს დედ-მამა ადრე გარდაიცვალნენ,იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ ერთი წელი აკადემიური ავიღე,ნამდვილად არ ვაპირებ მთელი ცხოვრება რესტორნის მენეჯერი ვიყო,წარსულში დიდი არაფერი მომხდარა,არც გათხოვილი ვარ,არც შვილი მყავს არც და-ძმა,საერთოდ არავინ მხოლოდ მე ვარ მარტო ვარ სრულიად მარტო.-თვალები აუცრემლიანდა მარიამს და ალექსანდრემ მაშინვე ინანა თავისი მკაცრი საქციელი სიტვაციის განსამუხტად გადაწყვიტა მარიამისთვის ცეკვა შეეთავაზებინა.
-მარიამ გინდა ვიცეკვოთ?-ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ
-სიამოვნებით-მანაც ღიმილით მიუგო და საცეკვაოდ გაჰყვა,ალექსანდრემ სხეულზე მაგრად მიიკრა,ორივე ხელი წელზე მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.
ვერ იტყოდა მარიამი რომ ეს სიტვაცია არ სიამოვნებდა ეს სიახლოვე,ვერ იტყოდა რომ არ იზიდავდა ეს კაცი მაგრამ ვერც იმას დაივიწყებდა რომ ის საშიში კრიმინალი იყო და ყოველ ჯერზე როცა მასთან ახლოს ყოფნა უწევდა თავს საფრთხეში იგდებდა.სულ რამდენიმე წუთიანი მუსიკა მათთვის საუკუნოდ იწელებოდა,დარბაზში მხოლოდ ისინი ცეკვავდნენ დანარჩენები ალბათ მიხვდნენ რომ ეს საოცარი წყვილი ჩრდილავდა და მაშინვე მაგიდებს დაუბრუნდნენ.ჟურნალისტებმა საკმაოდ ბევრი ფოტოგადაიღეს  და საკმაოდ სენსაციური სტატიაცც მოამზადეს ხვალინდელი გაზეთისთვის სათაურით "ბიზნესმენი ალექსანდრე ახალაიას ახალი სათამაშო".რას წარმოიდგენდა მარიამი ამ დღის შემდეგ შედარებით მსუბუქი საქმის მაგივრად დილით  მისი სახლის კართან სკანდალური სტატიით შემკული გაზეთი თუ დახვდებოდა...

ვეცდები უფრო მალ-მალე დავდო ველი თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი ლუუ

ჩემი სასწაული გოგო ხარ შეენ heart_eyes წარმატებები მალე დადეე heart_eyes

 


№2  offline წევრი მამასახლისი

ლუუ
ჩემი სასწაული გოგო ხარ შეენ heart_eyes წარმატებები მალე დადეე heart_eyes

დიდი მადლობა საყვარელო ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian kargia, tu ufro male dadeb ufro uketesi☺️warmatebebi

 


№4  offline წევრი მამასახლისი

სტუმარი Mariamimari
Dzalian kargia, tu ufro male dadeb ufro uketesi☺️warmatebebi


ვეცდები მალე დავდო მადლობა დიდი❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

მაგიჟებ გოგო შენი ისტორიეებით heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი მამასახლისი

სტუმარი ნინი
მაგიჟებ გოგო შენი ისტორიეებით heart_eyes heart_eyes


დიდი მადლობა ნიინ❤️

 


№7 სტუმარი barbarra.m

აუ დადე რა... ამ სიტყვებში მგონი უკვე ნათქვამია როგორ მომწონს ეს მოთხრობა.

 


№8  offline წევრი მამასახლისი

barbarra.m
აუ დადე რა... ამ სიტყვებში მგონი უკვე ნათქვამია როგორ მომწონს ეს მოთხრობა.


დიდი მადლობა საყვარელო მალე დავდეებ❤️

 


№9 სტუმარი ლელაკო

მალე დადე რააა heart_eyes

 


№10  offline წევრი მამასახლისი

ლელაკო
მალე დადე რააა heart_eyes


საღამოს დავდებ მადლობაა ყურადღებისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent