შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის შიმშილი /7-8/


8-11-2019, 08:53
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 217

- ნეტა იმ ადამიანის ტვინში ჩამახედა ვინც შენ ფსიქოლოგიის კურსიდან გაგრიცხა. - სახე სასაცილოდ დაბრიცა ლილიანმა.
- ასეა, არ უნდა ეფლირტავო შენი ლექტორის ქმარს. - გაეცინა ბერიას და მხრები აიჩეჩა.

7
მორიგი მტანჯველი და ეიფორული ღამის შემდეგ როგორც იქნა ახალი ჩაძინებული იყო ტელეფონზე შემოსულმა ზარმა რომ სიმყუდროვე დაურღვია, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა თვალები ბრაზით აატრიალა და თავთან დაგდებულ ტელეფონს დასწვდა.
- რა ჯანდაბაა? - მისალმების გარეშე ჩასძახა ყურმილს მიღმა მომლოდინე ახალკაცს და საწოლზე წამოჯდა. ამღვრეული სახე ხელის გულით მოისრისა და გასუსულმა მოისმინა ახალკაცის მცირე ზომის მონოლოგი. - მოვდივარ. - ბრაზით კბილები დააჭირა დადიანმა ერთმანეთს, ტელეფონი გათიშა და უკვე გამოფხიზლებული სწრაფად წამოხტა საწოლიდან.
-----
- ეცადე ზედმეტი არ მოგივიდეს. - კარებში შეეგება ახალკაცი დადიანს და მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა იმაზე მეტად შეაშინა ვიდრე ოდესმე. - არ გეძინა?
- არა. - კბილებში გამოსცრა ნიკოლოზმა, ხელით გასწია წინ ასვეტებული მეგობარი და შენობის ბნელი წერტილისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა, უკან ადევნებული ახალკაცი სწრაფად დაეწია და მეგობრისთვის ჭკუის სწავლებას მოჰყვა თუმცა დადიანს მისი სიტყვები უკვე ძალიან შორიდან ესმოდა რადგან სიღრმეში უკვე მკაფიოდ არჩევდა ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილ, ყელზე მჭიდროდ შემოჭერილი ჰალსტუხით დამშვენებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ირონიული გამომეტყველება წამით არ სტოვებდა და ზუსტად მისი ეს ჰაბიტუსი იყო რაც დადიანის ვენებში სისხლს ასეთი სისწრაფით ადუღებდა. - გამარჯობა. - ზემოდან დახედა მასზე ორი თავით დაბალ ბიჭს და შეეცადა მისი ირონიის მიღმა რამე ადამიანური ამოეკითხა, თუმცა იმედი არ გასცრუებია როდესაც ხელში ფულისგან გატრიპაჩებული ლაწირაკი შერჩა.
- ბიძაჩემი ჩემი გატაცების გამო ციხეში ამოგალპობს. - წყვეტილად გამოსცრა ბიჭმა და როგორც შეეძლო გაიჯგიმა.
- ყ/ეზე ბიძაშენი. - სიგარეტს მოუკიდა დადიანმა და გამონაბოლქვი პირდაპირ სახეში შეაბოლა ახალგაზრდას, ბნელი ოთახის ერთ კუთხეში მიგდებულ სკამს ხელი დაავლო, ახლოს მოსწია, დაჯდა და გამომცდელად დააკვირდა აშკარად შეშინებულ ბიჭს.
- იცი მაინც ვინ არის ბიძაჩემი?
- ღმერთი? - გაიღიმა ნიკომ და კიდევ უფრო ღრმად მოქაჩა თითებს შორის ნერვულად ათამაშებულ სიგარეტის ღერს.
- შინაგანსაქმეთა მინისტრია და დედას გიტირებს.
- შემეშინდა. - კანკალის იმიტირება გააკეთა დადიანმა და კმაყოფილი აეკრო სკამის ზურგს. - მაგარი ბიჭი ხარ ბიძის ტრ/კს ამოფარებული უდანაშაულო ადამიანს რომ ესხმი თავს? ვინ მოგცა უფლება ადამიანი სასიკვდილოდ სცემო და შემდეგ ბედის ანაბარა მიაგდო ქუჩაში? საინტერესოა ამაზე რას იტყვის ბიძაშენი. ფიქრობ თავზე ხელს გადაგისვამს და გეტყვის ყოჩაღო? გინდა შევამოწმოთ? - ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა დადიანმა.
- ნუ მემუქრები, ბიძაჩემი არაფრით არ დაიჯერებს შენს მონაჩმახს.
- ესე იგი მონაჩმახს. - ჩაახველა დადიანმა, სიგარეტი იატაკზე დააგდო და ქუსლით გასრისა, ორივე ხელი მუხლის თავებზე დაიბჯინა და ნელა წამოდგა სკამიდან, თვალს არ წყვეტდა მის მოძრაობას წინ ატუზული ახალგაზრდა თუმცა მაინც ვერ მოასწორო დადიანის სწრაფად მოქნეული ხელის აცილება და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო სახეში დარტმის შედეგად ძლიერად რომ მიენარცხა ნანგრევებად ქცეულ კედელს. - კიდევ ერთხელ რომ გაეკარო ჩემს დას ან მის შეყვარებულს გპირდები უკანასკნელი რასაც დაინახავ ჩემი სახე იქნება.
- ეს არ შეგრჩება. - მოზღვავებული ცრემელბი როგორც იქნა შეიკავა ბიჭმა და წელში გასწორდა.
- გესმის? შენი ტრაბახი და მუქარა მაგრად , ფეხებს ვერ მომჭამ აი მე კი შემიძლია ისე გაგაქრო შენგან თმის ღერიც არ დავტოვო, თვალს არ მოგაშორებ, ას მეტრზე ახლოს რომ გნახო რომელიმესთან მიახლოებული გეფიცები საკუთარი ხელით გამოგიყვან წირვას ისე რომ თვალსაც არ დავახამხამებ. ახლა აქედან გაა/ვი და ეცადე სხვა დროს თვალში აღარ მომხვდე. მოაშორეთ! - დაცვას გახედა დადიანმა და ზურგი აქცია კედელზე აკრულ ბიჭს.
- მეგონა ცემით მოკლავდი. - მხარზე მეგობრის ხელი იგრძნო დადიანმა.
- ძალიან პატარაა იმისთვის რომ ცემით მოვკლა, ბიძამის ვნახავ, ვეტყვი მოსვას.
- ასე ჯობია. - აშკარად ბედნიერი ჩანდა ახალკაცი და გასასვლელისკენ გასულ მეგობარს უკან გაჰყვა. - შენ რა გჭირს? - ინტერესით ახედა დღის შუქზე გამოსულ მეგობარს და კარგად დააკვირდა მის ამღვრეულ თვალებს.
- არაფერი, არ მძინავს ხო იცი.
- ექიმთან რომ მიხვიდე არა?
- კაი რა ექიმი.
- აბა რა გინდა? ფიქრობ დიდ ხანს გაძლებ ასე? გიმტყუნებს ერთხელაც გული.
- მოუთმენლად ველოდები მაგ დამპალთან შერკინებას. - ხმით გაიცინა ნიკოლოზმა და მეგობრის სერიოზული გამომეტყველების გამო კიდევ უფრო გახალისდა. - ჯერ ხო არ მოვმკვდარვარ, რა სახე გაქვს?
- იმ გოგოსთან რა ხდება? - თემა ოსტატურად შეცვალა ახალკაცმა.
- არაფერი.
- სულ არაფერი?
- რამდენჯერმე დავპატიჟე მაგრამ ყოველჯერზე უარი მივიღე.
- ოდესმე ისიც ვერ გაუძლებს ცდუნებას. - მისი ნუგეში სცადა ბაჩომ.
- ანასთან წავალ, დღეს ოფისში არ მოვალ, აბა შენ იცი. - ისე რომ პასუხს არ დაელოდა ავტომობილში ჩაჯდა და ადგილსაც საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
-----
- გამარჯობა პატარავ. - სწრაფად ააფრიალა დის მსუბუქი სხეული ხელში და ოთახის შუაგულში შესულმა ანას დაჟინებული მოთხოვნის გამო იატაკაზე უკმაყოფილოდ დააბრუნა "ანჩხლი" გოგონას სხეული. - მეც მიხარია შენი ნახვა. - მოწყვეტით ჩაეშვა ნიკო სავრძელში და ფერმკრთალ დას სინანულით ახედა. - როგორ ხარ?
- სული მეხუთება. - ბრაზით ჩაეშვა ანა სავარძელში და ძმას მზერა გაუსწორა.
- რა გინდა ანა? ვიცი ვერ იტან როცა ჩემი ბიჭები შენს სიახლოვეს დაძრწიან მაგრამ მშვიდად ვერ ვიქნები თუ არ მეცოდინება რომ დაცული არ ხარ.
- ასე მგონია პატიმარი ვარ. - ხელები მკერდზე დაიკრიფა ანამ.
- ცოტაც მოითმინე, დავრწმუნდეთ რომ საფრთხე არ გემუქრება და გპირდები ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. - მხრები აიჩეჩა დადიანმა, კისერი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. - გახსოვს პატარა რომ იყავი და სკოლიდან მოსული ტკბულეულს არ მოგიტანდი როგორ მებუტებოდი?
- მახსოვს. - ხმაში სირბილე შეეპარა ანას.
- ახლაც იმ განაწყენებულ ბავშვს გავხარ რომელიც ძმაზე ბრაზობს. - მზერა გაუსწორა ნიკოლოზმა დას. - ამას შენთვის ვაკეთებ, შენი უსაფრთხოებისთვის და დიდად დამავალებ თუ ისტერიკებს არ მომიწყობ.
- ისტერიკებს არ ვაწყობ. - სატირლად დაბრიცა ანამ ტუჩები.
- ხომ იცი ვერ ვიტან შენს ამღვრეულ თვალებს, ვერ ვიტან როცა რაღაც გაწუხებს.
- ვიცი. - მორჩილად დახარა ანამ თვალები. - ლუდს დალევ?
- ატრაკებ? შენ და მაცივარში ლუდი? - თვალები შუბლზე აუვიდა დადიანს.
- ვიცოდი რომ მიხვიდოდი. - მაცივრისკენ დაიძრა ანა და რამდენიმე წამში ლუდით ხელში დაბრუნდა მისაღებში. - შენ როგორ ხარ? ისევ უძილობა გაწუხებს? შენზე ძალიან ვღელავ, მეშინია რამე არ დაგემართოს.
- კარგად ვარ. - მოკლედ მოუჭრა ინტერესით თვალებანთებულ პატარა დას და ცივი ლუდის მეშვეობით გაიგრილა აღგზნებული გონება. - ჯანდაბა რა კარგი რამეა ეს ოხერი. - მინის მაგიდაზე დადგა სასმლის ბოთლი და მზერაგაყინულ ანას ახედა. - კარგი რა გჭირს? გითხარი კარგად ვარ-მეთქი.
- რა გავაკეთო რომ შენი არ მჯერა?
- იცეკვე.
- სერიოზულად გეკითხები ნიკოლოზ.
- ნიკოლოზ... ჰო ასე მხოლოდ მაშინ მომმართავ როცა წყობიდან გამოდიხარ, დამშვიდდი კარგი? არ ვაპირებ ჩემს პატარა დასთან იმის განხილვას თუ რა პრობლემებში ვარ, რა მაწუხებს, ვის ვჟ/მავ, ვის არ ვჟ/მავ და ასე შემდეგ. ჩემზე ნუ ღელავ, ჯობია ის მითხრა შენი ბიჭი როგორ არის? როდის გამოწერენ? როცა მოღონიერდება უნდა გამაცნო, ძალიან მაინტერესებს ბიჭი ვინც შენი გული მოინადირა.
- თემის გადატანას რატომ ცდილობ?
- ჯანდაბა ანა რა გინდა? - თავადაც ვერ მიხვდა ისე იყვირა დადიანმა.
- მინდა ვოცოდე რა გჭირს და რა გაწუხებს, რატომ არ გძინავს და რატომ გამოიყურები ისე თითქოს კვდები.
- არ ვკვდები, არაფერი მჭირს.
- მატყუებ.
- ანა!
- ნუ მიყვირი, ხმას დაუწიე, შენი რომელიმე საყვარელი არ გეგონო, შენი და ვარ და სრული უფლება მაქვს გავიგო რა გჭირს.
- მშიერი ვარ! - კბილებში გამოსცრა ნიკომ და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- რამეს მიგიმზდებ. - სავარძლიდან წამოდგა ანა.
- სულის შიმშილი ვიგულისხმე ანა. - უკან მისწვდა ანას ძმის მონოტორული ხმა. - იყო იქ სადაც ხარ და ამავდროულად არ იცოდე რატომ ხარ ძალას ერთიანად გაცლის, გფიტავს, სულს გიყინავს. არაფერია იმაზე საშინელი როცა ყოველ დილით იძულებული ხარ უჯრა გამოხსნა და საჭირო ნიღაბი მოიძიო, მოირგო და მერე ნიღაბაკრულმა იარო აქოთებულ სამყაროში, შუაღამისას კი ძლივს მოიგლიჯო საგულდაგულოდ შერჩეული ნიღაბი და სარკეში რეალურ სახეს მზერა გაუსწორო, შეიგრძნო ის სიცარიელე, რომელიც შენს ირგვლივ სუფევს და დატკბე იმ მტანჯველი მარტოობით რაც ღმერთს შენთვის გაუმეტებია, თვალი მოავლო უზარმაზარ, ცარიელ სახლს და ვერ მიხვდე რატომ ხარ იქ სადაც ხარ. იომო, ეძიო საგულდაგულოდ მიკუჭული სიხარული, რომელიც თითქმის აღარც გაგაჩნია, ფიქრში და მტანჯველ კოშმარებში განვლო გრძელი ღამეები და რაც მთავარია დილით გაღვიძებულმა ისევ გამოხსნა უჯრა და მოიძიო ახალი დღის შესაბამისი ნიღაბი რათა არავინ დაინახოს შენი სისუსტე, შენი ეშინოდეთ და ვერ ხედავდნენ თუ ვინ ხარ რეალურად, რომ შენც გტკივა ისე როგორც მიტოვებულ ბავშვს, რომ შენც ზუსტად ისე გცივა როგორც ქუჩაში სამოწყალოდ გამოსულ მათხოვარს, რომ... წუთით შეისვენა დადიანმა და სევდიანი ღიმილით გახედა მის წინ ჩამუხლულ თვალცრემლიან დას, ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, ნაზად ჩაავლო ნიკაპზე თითები და ძლიერად მიაწება გამშრალი ბაგეები შუბლზე. - მშია. - გაიღიმა ნიკოლოზმა.
- არ ვიცი რა გითხრა. - ქვემოდან ახედა ანამ ძმას და ამწვარი ცხვირის წვერის გამო ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
- არა, მართლა მშია. - ღიმილით ამოაძვრინა ნიკომ ჯიბიდან ტელეფონი. - პიცას გამოვიძახებ.
-----
მოსაღამოვებული იყო ახალკაცის ზარმა რომ მყუდროება დაურღვია და-ძმას.
- ილოცე რომ დამაინტერესოს რაც უნდა მითხრა. - ღიმილით მოიქცია ნიკომ ყურმილი ყურსა და მხარს შორის და მკერდზე აკრულ დას ძლიერად მოხვია ხელი. - ჯერ ერთი მაგრად და მეორეც გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვარ. - დას ღიმილით აკოცა შუბლზე და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა მისი სიახლოვის გამო. - შანსი არ გაქვს. შემეშვი! - ტელეფონი სავარძელზე მოისროლა ნიკომ და მიმღიმარ დას გახედა.
- რა უნდოდა?
- რაღაც კუდაბზიკური წვეულებაა და მეპატიჟებოდა.
- რატომ არ მიდიხარ?
- შენთან გაცილებით კარგია.
- მინდა რომ წახვიდე.
- მაგდებ?
- უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო შენს საქმეებს მოსცდე.
- და საქმეში გულისხმობ გაზულუქებული ღიპიანი კაცებისა და მათი სილიკონიანი ცოლების საზოგადაოებას? - გაეცინა ნიკოს და სავარძლიდან წამოდგა. - წავალ მხოლოდ იმ პირობით თუ შენც წამოხვალ.
- დაივიწყე, სურვილი არ მაქვს.
- მაშინ ჩართე რამე ფილმი, მე კი მაღაზიაში ჩავალ და რამეს ამოვიტან, რა წამოგიღო? - უკვე კარში მდგომმა ღიმილით გახედა სავარძელში მოკალათებულ დას.
- ბევრი შოკოლადი.
- გასუქდები. - წარბები აზიდა დადიანმა.
- შო კო ლა დი. - დამარცვლა ანამ და ტელევიზორის პულტს დასწვდა.
- მერე წუწუნს არ იყო როცა ერთი ადგილი გაგისქელდება. - ენა გამოუყო დადიანმა არხების გადართვით გართულ პატარა დას და კარიც ხმაურით მიხურა ზურგს უკან. ლიფტს ამჯერადაც გვერდი აუარა და კიბის საშუალებით ჩაირბინა ხუთი სართული, გარეთ გასვლამდე წუთით შეისვენა და ირონიულად მიუგდო აჩქარებული გულის ცემას ყური. - რო არ დაიღალე. - ზიზღით გამოსცრა კბილებში და სადარბაზოდან გავიდა, ქუჩა სწრაფად გადაჭრა და პირველივე სუპერმარკეტში შეაფარა გარეთ გამეფებულ სიცივეს თავი. - ნაცნობ თანამშრომლებს პროტოკოლით გაწერილი ღიმილით მიესალმა და პირდაპირ შოკოლადების განყოფილებისკენ აიღო გეზი. ბევრი არ უფიქრია, ყველა ფირმის თითო შოკოლადი ჩაყარა კალათში და ახლა ალკოჰოლის სექციისკენ გადაინაცვლა.
- ნიკოლოზ? - მოესმა ზურგს უკან ქალის სასიამოვნო ხმა.
- საღამომშვიდობის ლილიან. - ტომაშის დანახვამ აშკარად სიამოვნებით შეუღიტინა დადიანს გონებაში.
- დიაბეტი არ აგცდება. - კალათისკენ ანიშნა ლილიანმა.
- შენ კი ხვალ პახმელია მოგკლავს.
- მეგობრებმა განტვირთვა გადავწყვიტეთ. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ლილიანს რაზეც თავადაც გაეცინა.
- ჩემ დას კი იმის გამო რომ მისი შეყვარებული სცემეს დეპრესია აქვს. - მხრები აიჩეჩა დადიანმა.
- იმედია სერიოზული არაფერია.
- თუ არ ჩავთვლით ხერხემლის საშუალო სიძლიერის დაზიანებას, ყბისა და ლავიწის მოტეხილობას, მარცხენა თვალის დაზიანებულ ბადურას მგონი გადარჩება.
- ვწუხვარ.
- თქვენ რას აღნიშნავთ?
- ერთ-ერთი დაქალის მოსალოდნელ რომანს. - გაუზრებლად იკბინა ტომაშმა ქვედა ტუჩზე და ყელს მომდგარი ნერწყვი სიმწრით გადააგორა გამშრალ ყელში.
- საინტერესოა. - ღიმილმა გადაურბინა დადიანს სახეზე, სწრაფად დაიხარა ტომაშის სახესთან. - თუ გართობას გადაწყვეტ დამირეკე. - მშვიდად ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან ახლოს და სწრაფად მოშორდა მის სხეულს.
- ნომერი არ მაქვს. - გონს მოსული ტომაში სიანცის ხასიათზე მოვიდა.
- გაქვს, სავიზიტო ბარათი შენს კალათაშია. - თვალი ჩაუკრა ნიკომ გახევებულ ტომაშს და გაუღიმა. - არ გეტყვი მე გადავიხიდი-მეთქი, დარწმუნებული ვარ არ მოგწონს როცა ვინმე შენს ნაცვლად აკეთებს რამეს.
- თვითაჯერებული ხარ. - გასასვლელად დაიძრა ლილიანი და გვერდით ჩავლილმა მხარი ძლიერად გაჰკრა ღიმილმორეულ დადიანს.
- ანჩხლი. - გაიღიმა ნიკოლოზმა და რამდენიმე ბოთლი ღვინო მოათავსა კალათაში. სალაროსთან მისულს ზუსტად ლილიანის უკან მოუწია დგომა და კმაყოფილი აკვირდებოდა მის წინ მდგომი ქალის სასურველ სხეულს, ღიმილს და სიამოვნების შეგრძნებას ერთიანად იწვევდა მასში ტომაშის სავსე ფორმები. გულიც უჩეულოდ ფეთქვით ეხმიანებოდა მამაკაცის აღგზნებულ გონებას.
- მორჩი. - მისკენ მობრუნებულმა სახეში მიახალა გაბადრულ დადიანს.
- რას?
- გონებაში ჩემს გაშიშვლებას.
- სხვათაშორის მოლარეს ყველაფერი ესმის რასაც ამბობ. - თვალით ანიშნა მის უკან მდგომი მოლარისკენ.
- ვერ გიტან.
- მე კი საშინლად მომწონხარ. - მოკლედ მოუჭრა დადიანმა და მეორე სალაროსკენ გადაინაცვლა. ერთდროულად გადაიხადეს და გარეთაც ერთდროულად გამოვიდნენ, გზა უხმოდ გადაჭრეს და ასევე უხმოდ მივიდნენ დადიანის დის კორპუსთან. - ლილიან. - ისევ თავის თავზე აიღო დადიანმა საუბრის წამოწყება და წინ წასულ ქალს გაჩერება აიძულა.
- რა გინდა?
- ის რაც წეღამ გითხარი მართალია, მართლა მომწონხარ და ძალიან მინდა შენი გაცნობა.
- დღეში რამდენ ქალს ეუბნები იგივე ტექსტს?
- ჯანდაბა ეჭვიან შეყვარებულს გავხარ. - გაეღიმა დადიანს, ხელში ჩაბღუჯული პაკეტი ძირს დადო და ისე რომ ტომაშმა გააზრება ვერ მოასწრო მის წელზე სწრაფად შეცურებული ხელის მეშვეობით მჭიდროდ მიიზიდა ქალის სხეული.
- ახლა შემიძლია ღვინის ბოთლი გადაგალეწო. - სუნთქვა დაუმძიმდა ლილიანს.
- რას ელოდები? - მზერა გაუსწორა დადიანმა, რამდენიმე წამი კიდევ დაელოდა ქალის მხრიდან საპასუხო რეაქციას, ბოლოს ღიმილმა ერთიანად მოიცვა მისი სახე, თავისუფალი ხელი ნაზად ჩაავლო მის სახეს, ცერა თითი მსუბუქად გადაატარა ქალის გამომშრალ ტუჩებს, შეაჟრჟოლა, კიდევ უფრო დაიხარა და მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისრუტა. - შესაძლოა ბევრი ქალი მყავს, ისიც მართალია რომ მდიდარი ნაბი/ვარი ვარ, მაგრამ მართლა მომწონხარ. - მის შუბლს შუბლით დაეყრდნო დადიანი და კიდევ უფრო მიიზდა აცახცახებული ტომაშის სხეული. - არავითარი ქვეტექსტი მართლა მომწონხარ. - ყბის ძვალზე მსუბუქად აკოცა და როგორც კი მისი მხრიდან წინააღმდეგობა ვერ იგრძნო მსუბუქი კოცნებით გადაინაცვლა ყელისკენ, მისი შეხება და ტომაშის ყელში გადაგორებული ნერწყვის შეგრძნებამ ერთიანი სიამოვნების იმპულსებით აანთო დადიანის გონება. - ჯანდაბა ძალიან მომწონხარ ლილიან. - წამიერად შეავლო მზერა მის აღგნებულ თვალებს და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. ეს არ იყო უბრალოდ სასურველი ქალის დაპყრობის სურვილის ამსახველი კოცნა, ამას ტომაშიც გრძნობდა და ისიც ვნებით აჰყვა დადინის მხრიდან წამოსულ სასიამოვნო იმპულსებს. ნაზი კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა, გარეთ გამეფებული სიცივის შეგრძნება ორივემ დაკარგა, სიცივის ნაცვლად სიმხურვალესა და სიგიჟეს მოეცვა ორივე მათგანის გონება.
- ნიკოლოზ გეყოფა. - თავადაც ძლივს მოშორდა ტომაში სასურველი მამაკაცის ბაგეებს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- ხელს რა გიშლის რომ ყავაზე დამეწვიო? - ძირს დაგდებულ პაკეტს ხელი დაავლო დადიანმა და ღიმილით გახედა ჯერ კიდევ სუნთქვადამძიმებულ ტომაშს.
- შენი რეპუტაცია.
- მართლა ფიქრობ რომ ერთი მდიდარი ნაბი/ვარი ვარ რომელიც ყველა ქალს მხოლოდ იმისთვის ხვდება რომ ბოლოს უბრალოდ გაჟი/ოს?
- ასე არ არის?
- ასეა. - მხრები აიჩეჩა დადიანმა. - მაგრამ მეგონა საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენა გქონდა და შენს თავს ყველას ნაწილად არ თვლიდი. კარგად გაერთე. - თავი მოხდენილად დაუკრა დადიანმა და სწრაფად გაუჩინარდა პირველივე სადარბაზოში.
- ჯანდაბა. თავი ვინ ჰგონია?! - მოულოდნელად მარტო დარჩენილი ტომაში სიბრაზემ ერთიანად მოიცვა და იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა.
-----
- რა იყო შენზე შეყვარებულ პერსონალს უფრო ადრე ვერ დააღწიე თავი? - საყვედურით მიმართა სახლში დაბრუნებულ ძმას ანამ და პაკეტი გამოართვა. - კიდე არაფერი იყო?
- კი გასაბერი კაცი მაგრამ ვიფიქრე ახლა არ იქნებოდი მის ხასიათზე.
- რა ბილწი ენა გაქვს ნიკო.
- რა იყო შენ და შენი ბიჭი პლატონურად ეტრფით ერთმანეთს?
- იქნებ მოკეტო?! - სამზარეულოდან გამოსძახა ანამ ძმას და დადიანსაც ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- თავს მაინც იცავთ?
- ჯანდაბა ნიკო. - უფრო აყვირდა ანა.
- რა გჭირს? რა იყო? ციდან ჩამოფრენილი არ ვარ და სულ არ მიკვირს რომ შეიძლება შენს შეყვარებულთან სექსი გქონდეს, ან რატომ არ უნდა გქონდეს? მაგრამ არამგონია ბავში შედიოდეს თქვენს გეგმებში, ამიტომაც გკითხე.
- დამშვიდიი. თავს ვიცავ და ძალიან გთხოვ გაჩუმდი, საშინელებაა როცა შენი უფროსი ძმა შენს ინტიმურ ცხოვრებაზე გესაუბრება, ასე რომ მოკეტე და გემუდარები მეორედ აღარ მკითხო. - მოწყვეტით ჩაეშვა მისაღებში დაბრუნებული ანა სავარძელში და თეფშე მოთავსებული შოკოლადების დაგემოვნება დაიწყო.
- მითხარი რომ იქ სადაც მე ვზივარ სექსი არ გქონია.
- ნიკოლოზ! - იკივლა ანამ თუმცა როდესაც სიცილით გულით წასვლამდე მისულ ძმას მოჰკრა თვალი თავი ვეღარ შეიკავა და თავადაც სიცილით ჩაბჟირდა. - მაღაზიიდან დაბრუნებული ძალიან გამხიარულები მეჩვენები.
- ჰო გზად ერთ ადამიანს გადავეყარა და ზუსტად იქ დავაჭრე რის გამოც ახლა საშინლად ვძულვარ და ეს ფაქტი მომოწნს.
- ახალი ქალი? - გემრიელად ჩაკბიჩა ანამ ერთ-ერთი შოკოლადის ფილა.
- რომ იცოდე როგორი ლამაზია.
- უკვე მებრალება შენს ხელში. - მხრები აიჩეჩა ანამ და ძმის მკერდს მიყდნობილმა ტელევიზორს მიაპყრო ზერა.




8

დღე - დღეს მისდევდა ღამე - ღამეს, იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ღამის სუსხიანი სიბნელე მხურვალე კოცნით გაურღვია დადიანმა ტომაშს თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ერთხელაც არ გამოჩენილა ლილიანს სიახლოვეს. ტომაში თითქოს სიმშვიდეს ინარჩუნებდა თუმცა გულის სიღრმეში აფორიაქებული ფიქრებისა და ვნებისთვის კონტროლის გაწევა იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე გარშემო მყოფთ შეეძლო ამის დანახვა. ერთი შეხედვით მშვიდი ტომაშის სულიერი მდგომარეობა ამოსანთხევად მზად ყოფნაში მყოფ ვულკანს ჰგავდა, ცოტა აკლდა რომ ცხელ ლავად არ ამოენთხია მასში ჩაბუდებული ბრაზი, არ მივარდნოდა დადიანს და ყელი არ გამოეჭრა მისთვის. (თავადაც არ იცოდა რისთვის). მაგრამ ხედავდა, გრძნობდა და აგიჟებდა საკუთარი უსუსურობის განცდა, განცდა იმისა რომ არ იცოდა რა სურდა, აგიჟებდა ის ფაქტიც რომ იმ ღამის აღსარების შემდეგ დადიანი ერთხელაც არ გამოჩენილა, აღარ უცდია მისი ნახვა, რას ელოდა ნიკოლოზ დადიანი? რა ჩაიფიქრა? აი ეს იყო ის მთავარი გამოცანა რაც ასე ამწარებდა და სუნთქვაშიც კი ხელს უშლიდა ლილიან ტომაშს.
ჩვენს გუნებაში აძგერებული სიტყვა ჩვენივე გულის ერთგვარ ქენჯნას აღძრავს, ხოლო როდესაც იგივე სიტყვა სივრცეში გახმაურდება, გვგონია თითქოსდა გულს მქენჯნავი საცობი აეხადაო. როდესაც მარტოდმყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან რომელიც ჩვენში არსებობს.
სწორედ ამ მდგომარეობაში იმფყოდებოდა ლილიან ტომაში, საკუთარ თავთან საუბრითა და გაურკვეველი სააღმსარებლო იდეებით ის მასში არსებულ ღმერთს კითხვებით ჰღლიდა, პასუხები კი არსაიდან ისმოდა, თითქოს ღმერთი მას უფლებას აძლევდა თავად ეპოვა საკუთარ თავში იმ სულის შიმშილის დასაკმაყოფილებელი პასუხები რაც ტომაშს სისხლისგან სცლიდა. საკუთარ თავთან გაცხარებული კამათი მუდამ მნიშვნელოვან მონოლოგში გადაეზრდებოდა ხოლმე ლილიან ტომაშს. მონოლოგი კვალია იმ სულიერი ცეცხლისა რომელიც ჩვენს შიგნით აღიგზნება.
-----
გემოვნებით მოწყობილი უზარმაზარი კაბინეტის ღია ფერის ტყავის სავარძელში ჩაფლული ელენა ხოშტარია დაკვირვებით უკირკიტებდა მის წინ გადაშლილ ფურცლებზე ასახულ, სავარაუდოდ მისთვის არც ისე საინტერესო სიუჟეტს, ყოველი ახალი აბზაცი მის სახეზე ემოციის ახალ კვალს ტოვებდა, ეს ემოციები კი ერთმანეთს საოცარი სინქრონულობით ანაცვლებდნენ. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მდგომ სავარძელში ნახევარი ტანით ჩაფლული ტომაში იჯდა და მოთმინებით ელოდა როდის მოწყვეტდა ელენა ფურცლებს მზერას.
- კარგია. - კმაყოფილმა ელენამ ცხვირზე მორგებული სათვალე ფურცლებზე დააგდო და ორაზროვანი ღიმილით გახედა ლილიანს. - თუმცა მე არ მითქვამს რომ დაგეწერა ადამიანის ამოუცნობ ბუნებაზე, მე გთხოვე ჩემთვის დაგეწერა დადიანის შესახებ, ეს კი შენი შეხედულებაა სოციუმის მიერ გაკერპებული ადამიანისა, რომლის შინაგანი სამყარო იმდენად მიუწვდომელია რომ მისი ხილვა სხეულის პატრონის ძალებსაც კი აღემატება. მითხარი ეს რა კავშირშია დადიანთან?
- მარტვილობა, ეს ველურობის ისეთი შერბილებული ფორმაა, რომ ცივილიზებული საზოგადოება თანხმდება მიიღოს თავის წრეში.
- ანუ? - სათვალე ისევ მოირგო ელენამ და გამომცდელად დააკვირდა სავარძელში ჩაფლულ ტომაშს.
- მისი თვალების სიღმეში ოდნავ შეინიშნება მისივე სულის ანარეკლი, რომელსაც კარგად უნდა ჰქონდეს შეცნობილი ირგვლივ არსებული წყვდიადი და აგრეთვე უნდა იცოდეს რა არის სინდისის ქენჯნა.
- ლილიან. - უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ელენამ ცხვირი და თავი რითმულად ქააქნია. - შენ კარგი მწერალი ხარ მაგრამ საშინელი ჟურნალისტი.
- შენ კი რედაქტორობის არაფერი გაგეგება, ადამიანის სულიერი მდგომარეობის ხომ მით უმეტეს.
- ვის სჭირდება დადიანის სულიერი მდგომარეობის კითხვა, რომელიც მარტოხელმა ქვრივმა მის თვალებში დაინახა?
- სერიოზულად?
- მე გთხოვე რამე იპოვე რის შედეგადაც დადიანს ყურებით დავიჭერ-მეთქი. არ მითხოვია მისი ველური შინაგანი სამყარო გააშიშვლე და მასზე შეყვარებულ ქალებს ცხვირ-წინ დაუდე რომ კიდევ უფრო შეიყვარონ-მეთქი. იქნებ შეგიყვარდა? რას აკეთებ? - სავარძლიდან სწრაფად წამომხტარ ტომაშს გაოცებულმა მიაპყრო თვალები.
- სამსახურიდან მივდივარ.
- ლილიან გეყოფა!
- ეს შენ გეყოფა ადამიანების ცხოვრებაში ქექვა და მათი გამწარება, შეიგნე რომ დადიანმა კარგად გაგ/იმა და მიგაგდო!
- გათავისუფლებული ხარ! - მაგიდას ორივე ხელი დაარტყა ელენამ.
- ბრძანების დაწერა არ დაგავიწყდეს. - ხმაურით გაიჯახუნა ტომაშმა უკვე ყოფილი უფროსის კაბინეტის კარი და ღიმილით მოავლო მზერა კართან შეკრებილ ცნობისმოყვარე რამდენიმე წყვილ თვალს. - არც კი მომენატრება. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა, სწრაფად გაარღვია შეკრებილი სოციუმის ვიწრო დერეფანი, მხიარულად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გაჭრილმა ღრმად შეისუნთქა ზამთრის სუსხიანი ჰაერი. ესიამოვნა, ღიმილმა ერთიანად მოიცვა მისი სახე და უკვე სრულიად გალაღებული მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა ავტომობილისკენ. "შპაკლით" გათეთრებულ რამდენიმე ადგილს წარბის აწევით გახედა, კარი ხმაურით გამოხსნა, ავტომობილის ძრავი აამუშავა და ადგილს საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
-----
უსამსახუროდ დარჩენილი ტომაში თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი ხმელეთზე, იცოდა ახალი სამსახურის ძებნას ამ ეტაპზე აზრი არ ჰქონდა, ისიც იცოდა რომ ელენა უკვე დარეკავდა ქალაქის მაშტაბით არსებულ ყველა რედაქციაში და ყველას სთხოვდა ყიფიანი სამსახურში არ აეყვანათ, დარწმუნებული იყო არ აპატიებდა ასეთ სითავხედეს და მიუხედავად იმისა რომ სამსახური ძალიანაც სჭირდებოდა გადაწყვიტა დროებით იძულებითი შვებულება მოეწყო საკუთარი თავისთვის, როცა შექმნილი გარემოება გადაივლიდა და ელენაც დამშვიდდებოდა უკვე შესძლებდა რომელიმე რედაქციაში ისევ დაეწყო მუშაობა.
-----
- ჯანდაბა მოვდივარ! - ბუზღუნით გაუყარა ფუმფულა ჩუსტებში შიშველი ფეხები და კარისკენ წალასლასდა. - რა ჯანდაბაა? - ბრაზით მიახალა კართან მდგომ ნუკა ბერიას, რომელმაც ხმაურით აკოცა განრისხებულ ტომაშს ლოყაზე და უკანალზე ხმაურით არტყმული გაშლილი ხელის გულის შემდეგ მხიარულმა შეაბიჯა ტომაშის პატარა, მაგრამ საოცრად მყუდრო ბინაში. მისაღები გადაჭრა და პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი. - რას ეძებ? - უკან მიჰყვა გაკვირვებული ტომაში და კარადაში ქექვით გართულ ბერიას ინტერესით დააკვირდა.
- ამას! - ცხვირწინ აუფრიალა ბერიამ წითელი კაბა.
- სად მიდიხარ?
- მე არა, შენ მიდიხარ.
- ბოდავ. - სწრაფად გამოაცალა ხელიდან კაბა და უკან შეტენა კარადაში.
- არაფერიც. - ისევ გამოიღო ნუკამ კაბა და სახეში ესროლა მეგობარს. - ჩაიცვი, მივდივართ!
- სად? რა გინდა? რა თეატრს თამაშობ?
- თეატრი კარგი გამახსენე. ამ დღეებში წავიდეთ, საუკუნეა არ ვყოფილვართ. მიდი მიდი ახლა ჩაიცვი სწრაფად ბევრი დრო არ გვაქვს. - ხელი უბიძგა ნუკამ ჯერ კიდევ დაბნეულ ლილიანს.
- ბერია!
- კარგი, ღმერთო რა აუტანელი ვინმე ხარ. მე და შენ მივდივართ კლუბში.
- კლუბში. - ჩაიცინა ლილიანმა.
- კი კლუბში და მაგრად შენი მწყრალი დამოკიდებულება ამ შესანიშნავი დაწესებულების მიმართ.
- არ ხარ დალაგებული. - ხელი ჰკრა ლილიანმა მეგობარს, კარადის კარი ხმაურით გამოხსნა და აქამდე ხელში ჩაბღუჯული კაბა ისევ შიგნით შეტენა.
- წინა ცხოვრებაში უეჭველი მონაზონი იქნებოდი. - ბრაზით დაენარცხა ნუკა საწოლს.
- მონაზვნობას რას უწუნებ?
- არაფერს. - ღმად ამოისუნთქა ბერიამ. - სამსახურიდან წამოსვლამ მთლად ამოგირეცხა ეგ ისედაც ასაკისთვის შეუფერებლად მობერებული გონება, არც კი გახსოვს რომ დღეს ყიფიანის დაბადების დღეა.
- ჯანდაბა. - სწრაფად გამოხსნა ტომაშმა კარადა და რამდენიმე წამის წინ შეტენილი წითელი კაბა უკან გამოიღო. უბიუსჰალტერო სხეულზე მოირგო და მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. - ამხელა შესავლის გარეშე რომ გაგეხსენებინა არა? - სწრაფად გაიკეთა მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად მყოფმა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო თხელ ფეხებზე. - მზად ვარ.
- ვხედავ! - საწოლიდან წამოდგა ნუკა და ორივე გასასვლეკისკენ დაიძრა.
- ჯანდაბა როგორ ცივა. - მანტოს საყელო ბოლომდე აიწია ლილიანმა და თვალებით ბერიას ავტომობილი მოძებნა.
- აქეთ. - წინ წასულმა ბერიამ მოაძახა მეგობარს და ისიც უკან მიჰყვა.
-----
ავტომობილი კლუბის შესასვლელთან გააჩერა ბერიამ, უკანა სავარძელზე დაგდებულ ხელჩანთას დასწვდა, უკვე გადასულ ლილიან ტომაშს ხელკავი გამოსდო და ყურში უჩურჩულა კლუბის მოძულე მეგობარს.
- დღეს იკიდებ რომ კლუბს ვერ იტან, დალევ, გაერთობი და ეცდები თიკას ნერვები არ მოუშალო შენი უხასითობით.
- როდის მომიშლია? - წარბები აქაჩა ლილიანმა.
- თითქმის ყოველ მის დაბადების დღეზე. - ჩაახველა ნუკამ და ხელი უბიძგა უკმაყოფილო ლილიანს. კართან მდგომმა, მაღალმა, უნიფორმაში კოხტად გამოწყობილმა დაცვამ ჯერ მათი პირადობები შეამოწმა, შემდეგ ხელჩანთები და ბოლოს საგულდაგულო გაჩხრეკვის შემდეგ ღიმილით გაუღო გოგონებს კლუბში შესასველი კარი.
კლუბის ცუდად განათებულ დარბაზში შესული ტომაში მაშინვე შეიპყრო უსიამოვნო შეგრძნებამ. ადრე ძალიანაც უყვარდა და მოსწონდა ბოჰემური ცხოვრების სტილი, მაგრამ რაც ოჯახიდან წამოსული გიორგიზე დაქორწინდა და ცხოვრების სიმკაცრესთან ბრძოლის დაუნდობელ ფერხულში ჩაება ასეთი რამეები შეიძულა, გიორგის გარდაცვალების შემდეგ კი საერთოდ დაკარგა გართობის სურვილი. ახლაც როგორც კი ხმაურიანი მუსიკით დანგრევამდე მისულ ამ სიგარეტით დახუთულ კედლებში შედგა ფეხი უსიამოვნო განცდამ ერთიანად აუდუღა გონება, თვალები დახუჭა და ძლიერად შეკრა ხელის გულები. ღრმად ამოისუნთქა, ყბის ძვლები ისე დაეჭიმა თავის ტკივილმა მყისიერად შეუღიტინა გონებაში.
- ლილიან. - ფიქრებში გაფრენილს ძლივს მისწვდა ბერიას ხმა. - წამოდი. - პატარა ბავშვივით ხელი ჩასჭიდა და უფრო სიღმისკენ შეიყვანა ხმაურიანი გარემოების ასე მოძულე მეგობარი.
- მეგონა აღარ მოხვიდოდით. - მოჩვენებითი სიბრაზით წამოხტა სავარძელში მოკალათებული ყიფიანი და მეგობრებს ყელზე მოეხვია.
- არ მინდოდა, ძალით წამომათარია. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა.
- ხო აი დაგიჯერე. - ენა გამოუყო თიკამ ბერიას და ახლა ტომაშისკენ მიმართა მზერა.
- რა?
- დალევ?
- დავლევ! - თვალები მოჭუტა ლილიანმა.
- ხოდა ეგრე. - ხელის მსუბუქი კვრით ორ საკმაოდ სიმპატიურ ბიჭს შორის ჩააგდო თიკამ მეგობარი და კმაყოფილმა დოინჯი შემოირტყა. - ეცადეთ არ მოიწყინოს. - ღიმილით მიმართა ტომაშის აქეთ-იქეთ მსხდომ მეგობრებს და თვითონ ისევ ბერიას მიუბრუნდა. - იცი აქ ვინ არის?
- ვინ?
- დადიანი. - ხელები გაასავსავა თიკამ და ტომაშისკენ გააპარა მზერა. - საინტერესო იქნება მათი შეხვედრა და ამისთვის მგონი ლილიანმა ცოტა უნდა დალიოს.
- დალევს. - ღიმილით გაუყარა ბერიამ მეგობარს მზერა.
- ლუკა. - ხელი გაუწოდა მარჯვნივ მჯდომმა მამაკაცმა ტომაშს.
- ლილიანი.
- და სად მალავდა საძაგელი ყიფიანი ასეთ მშვენიერ მეგობარს?
- ქალები მომწონს. - ღიმილით მოუჭრა ლილიანმა ღიმილშეყინულ მამაკაცს, მისთვის მიტანილი კოქტეილი მიხდენილად ააფრიალა და რამდენიმე მოზრდილი ყლუპი სიამოვნებით გადაუშვა ყელში.
- უკვე გითხრა ქალები რომ მოსწონს? - მხიარულად მოხვია თიკამ ლილიანთან მოსაუბრე მამაკაცს ხელები და ღიმილით გახედა წარბაწეულ ტომაშს. - არ დაიჯერო ეს მისი ფანდია რომ მამაკაცმა აღარ შეაწუხოს. - თვალი ჩაუკრა მეგობარს და ცეკვა-ცეკვით გაუჩინარდა დარბაზის შუაგულში.
- ესე იგი მომატყუე? - თითქოს წყენა შეერია ლუკას ხმაში.
- ეს ტყუილი კი არა მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან რომ გიხსნა ამისთვის იყო საჭირო.
- იმედგაცრუებისგან?
- ზუსტად.
- მაინც?
- ჩემთან ურთიერთობა ზამთრის გამთოშავ სუნთქვას ჰგავს. - ღიმილით გახედა დაბნეულ მამაკაცს, კმაყოფილმა გამოცალა მისთვის განკუთვნილი სასმელი და ჯერ კიდევ გაფითრებულ ლუკას მიუბრუნდა. - ვიცეკვოთ?
სასმელმა თავისი შედეგი გამოიღო და გალაღებულ ტომაშს სულ გადაავიწყდა მასში აბობოქრებული გაურკვევლობის ცივი მარწუხები როგორ უხუთავდა სულს, სადღაც უკუაგდო მორიდებული ლილანის ნიღაბი და ის მიძინებული შეშლილი, ცოტათი ვულგარული ტომაში გამოუშვა ასპარეზზე, რომელიც იქამდე იყო სანამ ერთგულების მტკიცე უღელს დაიდგამდა ლამაზ მხრებზე, საკმაოდ ბევრი დალია, გულწრფელად მხიარულობდა და იმაზე მეტად ერთობოდა ვიდრე ბერია და ყიფიანი იფიქრებდა. ნუკა ბერია მის ყოველ ნაბიჯს და ქმედებას აკვირდებოდა და მზად იყო თუ რამე დახმარებოდა მეგობარს, რომელსაც ამ საღამოს თავი დაეკრგა და ვიღაც სხვად ქცეულიყო, ან იქნებ არც იყო სხვა, იქნებ რეალურად ასეთი იყო და ის მკაცრი, შეუვალი, ბუტია და კაცების მოძულე ტომაში იყო გამოგონილი. ასე იყო თუ ისე ბერიამ თავის თავზე აიღო ტომაშის ყველა ნაბიჯი ეკონტროლებინა. რამდენჯერმე დააფიქსირა კიდეც როგორ უცქერდა დარბაზში მოცეკვავე ლილიანს ჩაბნელებული კუთხის მაგიდასთან მეგობრებთან ერთად მჯდომი დადიანი, სახე დაჭიმულს ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და ლილიანის სხეულზე შევლებული მორიგი პარტნიორის ხელს ახალი ჭიქა სასმლით ხვდებოდა ეს უკანასკნელი. ტომაში ისე იყო გართული თავისი მდგომარეობით არც ერთხელ შეუნიშნავს მაგიდასთან მჯდომი მამაკაცის ხარბ მზერაში მისი კოცნის სურვილით ჭკუიდან აჭრილი დადიანი. სამაგიეროდ ბერია ხედავდა ამ ყველაფერს და ელოდა როდის ასწევდა დადიანი ერთ ადგილს და ვნებით მიიკრავდა ცეკვით დაღლილი ტომაშის სხეულს მკერდზე. წამიერად დაინახა დადიანის დაჭიმული სახე და სიბნელის მიუხედავად კარგად გაარჩია მისი ჩაწითლებული თვალები, მისგან მზერა ტომაშისკენ გადაიტანა და სიმწრით იკბინა ტუჩზე, ტომაშის ზურგს აკრული მამაკაცი ვნებით უკოცნიდა თვალებდახუჭულ ლილიანს მაღალ ყელს, ლილიანის თითები კი მსუბუქად დაცურავდნენ მამაკაცის თმებში. როგორც იქნა ინება დადიანმა წამოდგომა და ნელი სვლით დაიძრა დარბაზის შუაგულში მოცეკვავე წყვილისკენ, განრისხებული მზერით მიაპობდა სასმლით გონებარეული ადამიანების ბრბოში, მზერით ისევ ლილიანს ბურღავდა და მაღალ ხმაზე გაჟღერებული მუსიკაც კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა მის სახეს. ბერია სწრაფად წამოხტა და ისიც მათკენ დაიძრა. ის იყო მათთან მიახლოებულ დადიანს ტომაშის სხეულისთვის უნდა მოეგლიჯა სისხლის მწოველა ტკიპასავით მიმჯდარი მამაკაცი ბერიას ხელმა რომ შეაჩერა, დაბნეულმა გახედა ნიკომ უცნობ ქალს და კთხვით სავსე თვალები მიაპყრო.
- უბრალოდ მადროვე. - მოკლედ მოუჭრა დადიანს და გაოცებულს სწრაფად მოშორდა. თვალი გააყოლა ნიკოლოზმა უცნობს, რომელიც სხარტად მიიჭრა მისი ინტერესის წყვილთან, დაინახა როგორ უჩურჩულა მამაკაცს რაღაც, რომელმაც ხელზე ეამბორა ლილიანს და ცოტა არ იყოს და დაბნეული მარტო დატოვეს. მუსიკა ისევ ხმამაღლა უკრავდა, დაბნეული ტომაში აღარ ცეკვავდა, მზერით ერთ წერტილს მიშტერებული მთელი ტანით ცახცახებდა. ის იყო, მის წინ იდგა, იდგა და ირონიული, მისთვის ჩვეული ღიმილით ბურღავდა, ურცხვად, ამდენი ადამიანის თანდასწრებით მზერით აშიშვლებდა ისედაც დაბნეულ ქალს, არ ეხებოდა მაგრამ გრძნობდა მის თითებს სხეულზე და სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს, გრძნობდა ამას ლილიან ტომაში და მუცლის არეში დატრიალებულ ვულკანს ვერაფერს უხერხებდა, უნდოდა ეყვირა, თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. მის მზერაში რომელიც ასეთი ირონიული და ამავე დროს ასეთი სევდიანი იყო მთელი არსებით იძირებოდა და თანახმა იყო იქამდე ეცურა სანამ ღონემიხდილს ტალღები მის ნაპირზე არ გადმოაფურთხებდა.
- ჯანდაბა. - ქვედა ტუჩს სიმწრით ჩააფრინდა ტომაში და უკვე მასთან მიახლოებულ დადიანს ქვემოდან ახედა. სხეულში დატრიალებული მიძინებული გრძნობების აფეთქებას გრძნობდა ლილიანი და ამან შეაშინა, წყეული ჭაობისფერი თვალებიდან მომავალმა სიმხურვალემ ყელი გაუშრო და რომ არ დაცემულიყო მის მიერ გამოწვდილ ხელს უსიტყვოდ დაეყრდნო. ისინი ცეკვავდნენ. ცეკვავდნენ უსიტყვოდ, მზერით, ცეკვავდნენ ისე რომ მთელი დარბაზი გაჩერდა, გაჩერდა დრო, გაჩერდა თვით სამყარო. სივრცეში გაყინულმა უსახო ქმნილებებმა სუნთქვა შეიკრეს, უბრალოდ იდგნენ, იდგნენ და უცქერდნენ მზერით გადაჯაჭვული ორი ადამიანის ვნებით გაჯერებულ საოცარ ცეკვას.
ცეკვას სადაც შეგეძლო დაგენახა სულის შიმშილის დაოკების გაუსაძლისი სურვილი...



скачать dle 11.3



№1  offline წევრი Tamuna Gogaladze

ოჰო რა მაგარი იყოო♥♥♥ძალიან მომეწონაა♥♥♥

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

Tamuna Gogaladze
ოჰო რა მაგარი იყოო♥♥♥ძალიან მომეწონაა♥♥♥



ძალიან დიდი მადლობა თამუნა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი დეა

აი ეხლა ვინც დაწერს რომ ემოციები არაა პირადად მე ვცემ ენ smiley smiley
შეუდარებელი თავი იყო❤❤❤

 


№4  offline წევრი დარინა

აი ნიკოლოზის და ანას ურთიერთობამ გამათბოო, საოცარი და-ძმა არიან, მომწონს ნიკოლოზი როგორ ზრუნავს დაზეე, არა რა ჩემი ბრალი კი არ არის ნიკოლოზზე რომ გავჭედე, საოცრებაა ეს კაციი, მარტო ჩემთვის რომ მინდა. აი ერთი სული მაქვს როდის მოატეხავს ლილიანს იმ რქებს რა გაჯიუტდა, ჩემ ნიკოს რამე თუ მოუვა ხომ იცი დაგპირდი ლილიანს დავმახინჯებმეთქიიი.

 


№5 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი დეა
აი ეხლა ვინც დაწერს რომ ემოციები არაა პირადად მე ვცემ ენ smiley smiley
შეუდარებელი თავი იყო❤❤❤



ძალიან დიდი მადლობა დეა ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ეტყობა ნაწარმოებს, რომ ნამუშევარია.
წინა თავში თავი შევიკავე კომენტარის გაკეთებისგან. იყო რაღაცები რაც მომეწონა, იყო, რაც არ მომეწონა და ვამჯობინე, არაფერი დამეწერა.
ნიკოლოზი ტიპური ქართველი მამაკაცია, რომელიც არც თუ ისე ცუდად იცნობს ქალის ბუნებას და კარგად იცის როგორი სვლები აკეთოს მის მოსანადირებლად. ლილიანს მგონი მასზე ადრე შეუყვარდა, ვიდრე თავად ნიკოს:))) ვერაფერი ვეღარ უშველის, იკაპრიზოს და იყოს, მაინც გაბმულია :))) მოვლენებს რომ ლოგიკურად გავყვეთ, ამ წყვილს ერთად ყოფნა უწერია, თუ მწერალმა რამე მოულოდნელობა არ ჩაიფიქრა და ფსიქოლოგიურად ინტრიგებისკენ და საბოლოოდ კარგისკენ განწყობილ-გადართული მკითხველი შოკის მომგვრელი დასასრულისკენ არ გადაგვისროლა.
სამწუხაროდ, ხშირად ვერ გადევნებ თვალს და არ ვიცი როგორი ეპიზოდური მსვლელობებისკენ და დასასრულებისკენ ხარ მიდრეკილი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ყველანაირს მივიღებ.
არაფერი არ დამკლებია ჯერ-ჯერობით, სიუჟეტს საინტერესო განვითარება აქვს, რეალობასთან შეძლებისდაგვარად ახლოს დადიხარ, პერსონაჟები საინტერესო გყავს (თავის პლუს მინუსებით), მთავარი ხაზი ინტრიგნულია და სულ რაღაცის მოლოდინის რეჟიმშია მკითხველი, რაც თავისთავად კარგია.
დანარჩენზე მერე...
გელოდები❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ქეთი იმერლიშვილი
ეტყობა ნაწარმოებს, რომ ნამუშევარია.
წინა თავში თავი შევიკავე კომენტარის გაკეთებისგან. იყო რაღაცები რაც მომეწონა, იყო, რაც არ მომეწონა და ვამჯობინე, არაფერი დამეწერა.
ნიკოლოზი ტიპური ქართველი მამაკაცია, რომელიც არც თუ ისე ცუდად იცნობს ქალის ბუნებას და კარგად იცის როგორი სვლები აკეთოს მის მოსანადირებლად. ლილიანს მგონი მასზე ადრე შეუყვარდა, ვიდრე თავად ნიკოს:))) ვერაფერი ვეღარ უშველის, იკაპრიზოს და იყოს, მაინც გაბმულია :))) მოვლენებს რომ ლოგიკურად გავყვეთ, ამ წყვილს ერთად ყოფნა უწერია, თუ მწერალმა რამე მოულოდნელობა არ ჩაიფიქრა და ფსიქოლოგიურად ინტრიგებისკენ და საბოლოოდ კარგისკენ განწყობილ-გადართული მკითხველი შოკის მომგვრელი დასასრულისკენ არ გადაგვისროლა.
სამწუხაროდ, ხშირად ვერ გადევნებ თვალს და არ ვიცი როგორი ეპიზოდური მსვლელობებისკენ და დასასრულებისკენ ხარ მიდრეკილი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ყველანაირს მივიღებ.
არაფერი არ დამკლებია ჯერ-ჯერობით, სიუჟეტს საინტერესო განვითარება აქვს, რეალობასთან შეძლებისდაგვარად ახლოს დადიხარ, პერსონაჟები საინტერესო გყავს (თავის პლუს მინუსებით), მთავარი ხაზი ინტრიგნულია და სულ რაღაცის მოლოდინის რეჟიმშია მკითხველი, რაც თავისთავად კარგია.
დანარჩენზე მერე...
გელოდები❤️



გამიზარდა რომ ისევ გამიმოჩნდი და შენი, ჩენთვის ესოდეს საინტერესო აზრი გამიზიარე.. მომწინს შენსმიერ სწორქდ დანახული ჩემი პერსონაჟები და სიუჟეტი. მომწონს რომ ელი რაღაც ისეთს რაც შესაძლოა უყოს შოკისმომგვრელი...
მადლობა ქეთი

დარინა
აი ნიკოლოზის და ანას ურთიერთობამ გამათბოო, საოცარი და-ძმა არიან, მომწონს ნიკოლოზი როგორ ზრუნავს დაზეე, არა რა ჩემი ბრალი კი არ არის ნიკოლოზზე რომ გავჭედე, საოცრებაა ეს კაციი, მარტო ჩემთვის რომ მინდა. აი ერთი სული მაქვს როდის მოატეხავს ლილიანს იმ რქებს რა გაჯიუტდა, ჩემ ნიკოს რამე თუ მოუვა ხომ იცი დაგპირდი ლილიანს დავმახინჯებმეთქიიი.



დარინა ❤ მადლობა.... შენია შენი ეგ ბიჭი ნუ დამიმახინჯებ ამ ანგელოზივით გოგოს :-)

 


№8  offline წევრი Tkemali

შესანიშნავი თავი იყო, ემოციების ფეიერვერკი, როგორც იტყვიან blush მომეწონა ლილიანის საქციელი, პრინციპულთან ერთად ღირსეული რომაა არაერთხელ დაამტკიცა. ნიკოლოზით უკვე მოხიბლული რომაა, ესეც ფაქტია. დავეთანხმები ქეთის და მგონი მას უფრო მალე გაუჩნდა მოწონებაზე უფრო ღრმა გრძნობა,ვიდრე თვითონ ნიკოლოზს. ყველაზე ემოციური მაინც მისი დასთან დიალოგი იყო, მსგავსი რამ რაც დადიანს ჭირს ბევრისთვისაც არ იქნება უცხო. ძალიან კარგი ხარ და ველოდები ისევ ამ ზომის, გემრიელ თავს!

 


№9 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Tkemali
შესანიშნავი თავი იყო, ემოციების ფეიერვერკი, როგორც იტყვიან blush მომეწონა ლილიანის საქციელი, პრინციპულთან ერთად ღირსეული რომაა არაერთხელ დაამტკიცა. ნიკოლოზით უკვე მოხიბლული რომაა, ესეც ფაქტია. დავეთანხმები ქეთის და მგონი მას უფრო მალე გაუჩნდა მოწონებაზე უფრო ღრმა გრძნობა,ვიდრე თვითონ ნიკოლოზს. ყველაზე ემოციური მაინც მისი დასთან დიალოგი იყო, მსგავსი რამ რაც დადიანს ჭირს ბევრისთვისაც არ იქნება უცხო. ძალიან კარგი ხარ და ველოდები ისევ ამ ზომის, გემრიელ თავს!



მადლობა ჩემო კარგო ❤
იქნება იქნება ხვალ დილით ტრადიციულად აი მერე კი არ ვიციბროგორ შევძლებ ყოვე ლდღე ახალი თავის დადებას ❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

მოიქოქა :333 :დდდდდ
ელენას სტატიის დაწერა უნდოდა თუ უბრალოდ დადიანზე ამბების ჩაკაკვლა?
რა გაუხდა ამხელა რედაქტორს, დაიქირაოს კერძო დეტექტივი,მიაშავოს ერთი 500 გელა და ლილიც დაისვენებს და ეგეც:DD

არასტაბილურია ლილი,რაც იმან გამოიწვია, რომ ბევრი რამისგან იკავებდა/ იკავებს თავს და მერე ცუდად მოუბრუნდება,ვგრძნობ. თუ რაიმე გინდა,უნდა გააკეთო ადამიანმა, თორემ მანამდე დაიტანჯები, სანამ უფრო სულელურ შეცდომას არ დაუშვებ.

ეს თავი ვნებათაღელვის იყო, დაიწყო არევა რა როდის დალაგდებიან,კაცმა არ იცის, მაგრამ სწორედ ეს არეულობაა საინტერესო.

ნეტავ ლილიანი როდის მიხვდება, რომ ნიკიტო სიზმრის კაცია? ან ეს რომ ხვდება,რას ფიქრობს მაგაზე? ახლა დადიანი რომ წავიყვანოთ მკითხავთან? ძაან მომენატრა ის წუნკალა ქალი :დდ♥️

ველოდები გიჟობის ახალ სეანსებს♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Alice76
მოიქოქა :333 :დდდდდ
ელენას სტატიის დაწერა უნდოდა თუ უბრალოდ დადიანზე ამბების ჩაკაკვლა?
რა გაუხდა ამხელა რედაქტორს, დაიქირაოს კერძო დეტექტივი,მიაშავოს ერთი 500 გელა და ლილიც დაისვენებს და ეგეც:DD

არასტაბილურია ლილი,რაც იმან გამოიწვია, რომ ბევრი რამისგან იკავებდა/ იკავებს თავს და მერე ცუდად მოუბრუნდება,ვგრძნობ. თუ რაიმე გინდა,უნდა გააკეთო ადამიანმა, თორემ მანამდე დაიტანჯები, სანამ უფრო სულელურ შეცდომას არ დაუშვებ.

ეს თავი ვნებათაღელვის იყო, დაიწყო არევა რა როდის დალაგდებიან,კაცმა არ იცის, მაგრამ სწორედ ეს არეულობაა საინტერესო.

ნეტავ ლილიანი როდის მიხვდება, რომ ნიკიტო სიზმრის კაცია? ან ეს რომ ხვდება,რას ფიქრობს მაგაზე? ახლა დადიანი რომ წავიყვანოთ მკითხავთან? ძაან მომენატრა ის წუნკალა ქალი :დდ♥️

ველოდები გიჟობის ახალ სეანსებს♥️



ჩენი ალქაჯი გოგო ❤ ალქაჯური სურვილებით შეპყრობილი კომენატრი რომ გამოუშვა ❤

იქნება ყველაფერი იქნება... მოთმინება უანდერ ❤

მთავარია დაიძრა ყინულის ლოდი და ვნახოტ ცეცხლოვანი ცეკვა რამდენად გაალღობს ამ ორის სულის შიმშილს ❤

 


№12  offline წევრი სიბილა

ნუ თუ ამას დაიძრა ქვია,ამათი ზვავი რა იქნება)))აუ სტიქიის მორევში გადაშვებას ველი)))

 


№13 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
ნუ თუ ამას დაიძრა ქვია,ამათი ზვავი რა იქნება)))აუ სტიქიის მორევში გადაშვებას ველი)))



ჰოდა იქნება სტიქიაც ❤

 


№14  offline წევრი აბლაბუდა

რა ვქნა რომ არ მეყო??))) ვაიჰ მომდევნო თავში რაღაც გიჟობა გველის /))

 


№15 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

აბლაბუდა
რა ვქნა რომ არ მეყო??))) ვაიჰ მომდევნო თავში რაღაც გიჟობა გველის /))


კარგი რა არ გეყო ? :დ

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს ისტორია ჩემი სიყვარულია:*

 


№17 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ნინა
ეს ისტორია ჩემი სიყვარულია:*



კარგი მოსასნენია ❤ მადლობა ნინა

 


№18 სტუმარი Ani

დავიწყებ იმით რომ ყოველთვის თვალს გადევნებ მაგრამ არ ვაკომენტარებ.არ ვიცი ვინ რატომ თვლის რომ დადიანი ახვარია მაგრამ იმის მერე რაც პატარა უტვინო ბიჭი სიკვდილამდე საცემრად არ გაიმეტა ჩემთვის კაცობის ეტალონია.

 


№19 სტუმარი Drogon

მომიბრუნდა გული:))) ფულის იქითაც ქონია ღირსებები :)))

 


№20 სტუმარი სტუმარი დეა

კიდევ მოვედი ❤რავქანა სუ ამ ისტორიაზე რომ ვფიქრობ. ეს ისტორია მართლაც რაღაც სხვანაირია შენი ისტორიებისგან და სუ ვფიქრობ რითი განსხვავდება. წინა თავზე ალისას კომენტარი წავიკითხე და მივხვდი( მწერლებს ხომ უკეთ გამოგდით გრძნობების სიტყვებით გადმოტანა.) ანუ ვნება არის კი მარა რაღაც მეტიც არის აი ზუსტად ის სინაზე რაც ალისამ თქვა . და ეს ვნებაზე ბევრად მეტია. აქ ხომ სულების კავშირია და ეს სინაზეც აქედან მოდის ❤

 


№21 სტუმარი სტუმარი Kristi

ძაალიან მაგარი იყო ენ.... დაგღლილზე წამალივით იმოქმედა ენერგიით დავიმუხტე.... მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს❤????❤????❤

 


№22 სტუმარი ana.

vaime saswaulad momewona❤️❤️ velodebi gagrdzelebas

 


№23 სტუმარი სტუმარი მაკო

ერთმანეთზე უკეთესი თავებია.ყოჩაღ:)

 


№24  offline წევრი მე♥უცნაურე

ნაბიჯ-ნაბიჯ დოზირებულად რომ ვითარდება მოვლენები, მიყვარს.
აქ ქარბორბალა დატრიალდებაა...
გელოდები ენ.

 


№25 სტუმარი I am sorry

გამარჯობა ენ.
ისევ გკითხავ , როგორ ხარ?
***
წარმოიდგინე რა დატვირთული ორი დღე უნდა მქონოდა , რომ გუშინ სულ არ და დღეს ამ დრომდე არ მოვსულვარ.
ამ დღესაც ვერ გამოვტოვებდი.
ხომ გესმის არა , ვერ ავიტანდი.
იმდენად გადაღლილი ვარ, არც კი ვიცი ეს მიღებული ემოციები რა სიტყვებით აღვწერო და , როგორ განვიხილო თითოეული მომენტი.
მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები.
თუ მოვინდომე გამომივა.

***
შეხედე , როგორი ძნელია ყველასთვის , ანუ ორივესთვის , ახსნა რა არის სულის შიმშილი .
ისინი ამას უხსნიან გარშემო მყოფებს და ეშინიათ , რომ ვერ გაუგებენ.
არ ვიცი მათი შიში ამ მხრივაც თუ ვითარდება , მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია.
არ ვიცი რატომ ვერ ვამახვილებ თითოეულ მომენტზე ყურადღებას , ყოველ თავში უფრო და უფრო ღრმად ვცდილობ ამოვხსნა და აღმოვაჩინო , როგორია ის თვისებები რაც სულის შიმშილს ახასიათებს და რას განიცდის ადამიანი ამ დროს.
ხედავ , ბევრი ავტორის ისტორიიდან , ისეთს ვერაფერს ისწავლი და აღმოაჩენ რაც რეალურად არ გინახავს.
მაგრამ იცით ბლექი ყველა არ არის.

ტომაში და დადიანი...
სრული სიგიჟე და აფეთქება.
იძირებიან .
ის სიზმარი მის მკლავებში ითრევს ორივეს.
რომ არა ეს სიზმარი , არ იგრძნობდა პირველივე დაჯახებისას , ამდენად ძლიერ მუხტს , რომლის შედეგადაც თვალთ დაუბნელდა.

იცი , ზედმეტად საშიში რამაა ილუზია.
მათ ცხოვრებაშიც დიდ , როლს თამაშობს.
მაინც რა არის სიზმარი თუ არა ილუზია ენ?
ამ კითხვაზე პასუხს შენს გარდა? ვერც ვერავინ გამცემს.


***
ყველაზე არამთავადიდან დავიწყებ ჰო.

ელენა.
ჰოო.
ამაზრზენია.
იმდენად ჩაფლულია ჭაობში , რომელიც სიბინძურითაა სავსე.
სიბინძურეა მისი ყოველი ქცევა და სხვა არაფერი.
ღალატი.
იმ ორი კაცის მიმართ , რომელიც მის ცხოვრებაში რაღაც როლს თამაშობს.
ქმარი , რომელიც თვალდახუჭული დებილივით ენდობა.
და მეორე , რომელმაც ვერ შეაგნებინს , როგორი ცხოვრების მოყვარულია .
დღემდე ვერ იგებს როგორია დადიანი , ან ხვდება და არ უნდა გაგება.
აუცილებლად დებილი გამოდიხარ ამ შემთხვევაში ხო?
თვითონ რატომ ვერ ხვდება ამას?

***
ნუკა.
ამ გოგოს პირდაპირობა იმდენად ცდება ზღვარს.
ღმერთმანი ეს როგორ მომწონს.
მიყვარს ადამიანში ეს თვისება.
ის კი ამასთანავე გიჟია.
რომელიც ყველაფერს მუხტავს გარშემო , დიდ აურზაურს მოაწყობს , შემდეგ გაფორიაქებს , დაქალს წარსულის ყველა ემოციას გიშლის და შემდეგ უბრალოდ ლოყაზე გკოცნის და გარბის.
ღმერთმანი , როგორი ჩემია.

***
პატარა დადიანი.
ხომ ვთქვი , რომ ეს გოგო ნუკას მერე ჩემი საყვარელი პერსონაჟია.
სუფთა და საყვარელი.
ოდნავ ფეთქებადი და ამბიციური.
და ძალიან ემოციეური.
ვერასდროს ვიტანდი ასეთებს , მაგრამ რაღაცები იცვლება , ნუ ახლაც ხასიათხეა დამოკიდებული.
მაგრამ ნუკასნაირები ჩემი სტიქიაა.
საოცარი სიყვარული შეუძლია ამ გოგოს.
არ მკითხოთ რატომ ვფიქრობ , იმიტომ რომ არც მე არ ვიცი , უბრლაოდ ვვრძნობ.

***
ლილიან ტომაში.
ტომაში.
ჰოოო.
იცი ეს ქალი სრულიად ბობოქარია.
გიჟია.
ცეცხლია.
მაგრამ დადიანს ვერ უსწრებს და რა ვუყო.
ის საერთოდ გიჟია.
ნუ ახლა საყვარელ ადამიანს , რომ ეხება საქმე მაშინ განსაკუთრებით.
ღმერთმანი კიდევ კარგი დიანდო ის საწყალი ბიჭი.
ისე ხომ ძალიან არ მოსწონს ამ ხალხს და ეგ უნდოდათ მერე კიდევ?

ღმერთო..
ბოლოს რა დღეში ჩაავარდა.
ძალიან გულწრფელია.
რაც ზედმეტად დასაფასებელია ადამიანში
და პირდაპირი .
ნუ ჩემთვის ესეც
როგორ მიახალა მომწონხარო .მერე ააფორიაქა.
მერე იმან დატოვა.
მგონი ასე იყო... კი.

ესენი ერთმანეთს ძალიან გაუგებენ მაგრამ , მაინც გააწამებენ.
თან ერთი ძალიან ჩამრევი პირი ჩანს წინასწარ და ის დებილი ქალი , აქვე , რომ მოკვდეს ან მანქანა რომ დაეჯახოს ან დემონებმა სული მოსტაცონ არა ხო?
კარგი ჩუმად ვარ.
უბრალოდ პრობლემებს წინასწარ ვიშორებდი.
ესენი ერთმანეთ გააწამებენ.
იმდენად ერთნაირები არიან
.
მაგრამ ერთმანეთზე უკეთ ვერავინ ვერ გაუგებთ.
მათი თანაცხოვრებაც კი ძალიან მშვიდი იქნება.
ერთმანეთისთვის ყველაფრის მოყოლა , მშვიდან ფსიქოლოგიურად საუბარი.
და პატარა მშვიდი ისტერიკებიც .
ძალიან გავუტიე.
მაგრამ წინასწარ პირველად წარმოვიდგინე რაღაცა და ისტორიის ბოლოს მაქვს იმედი , რომ არ ჩამომენგრევა და მაცადეთ რა.

,ხოდა ახლა ,რომ წაყვეს ერთ ჭიქა ტკბილ ან უშაქრო ყვაზე რა იქნება.
მოკლედ ეს თავის დაფასება .
და ეს დაბნეულობა კიდე ცალკე.

***
ენ მე ვამბობდი დაბნეული ვართქო ხო.
დაღლილი და რას დავწერ არ ვიცი თქო.
მაგრმა იმდენად დავიმუხტე კომენტარის წერისას , მეტიც , რომ არ შეიძლება.
ახლა ენერგიის ჭარბი დოზა მივიღე.
შენთვის კომენტარის დაწერა ეს დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

მიყვარხარ.
იმედია ხვალამდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent