შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს! (8)


8-11-2019, 21:56
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 172

რეპეტიციაზე მივედი. ისე კარგად ვეღარ გამომდიოდა, როგორც პირველ ჯერზე. ალბათ იმიტომ, რომ ხალხი იყო ცოტა. დიდი აუდიტორიის გულისცემას ვერ ვგრძნობდი. მათ ღელვას სცენაზე საკუთარ გრძნობებად ვაქცევდი ხოლმე და ალბათ მაგიტომაც გამომდიოდა ხალხის გაოცება. რატი თქმით, ეგ განსაკუთრებული ნიჭი იყო. რაღაც ისეთი, რაც სამსახიობო შესაძლებლობას მიღმა სტოვებდა და პარანორმალურად იქცეოდა.
ერთი ქალი იჯდა წინა რიგში. ვიფიქრე, ვინმეს ახლობელია-თქო. მეგობრებს ხშირად ვაპარებდით ხოლმე რეპეტიციაზე. ზოგჯერ ლუკიც დამისვავს იქვე, ახლოს, რათა მისი მხარდაჭერა შემეგრძნო.
შესვენებაზე, ჩემთან მოვიდა. არავის ნაცნობი არ აღმოჩნდა. ჩემთან ჰქონდა საქმე.
- შენს სპექტაკლს დავესწარი გასულ კვირაში, მე ნინა მქვია. - გამომიცხადა ღიმილით. ხელი ჩამოვართვი. თან რაღაცა ვიდეოში მქონდა ნანახი, თავდაჯერებულმა ადამიანებმა მილასლასებული კი არა, მყარი და ძლიერი ხელის ჩამორთმევა იციანო.
ჰოდა, დავიმახსოვრე. ვიცოდი, ერთ დღეს, გამომადგებოდა.
- მოგეწონა?
- საშინლად. ოღონდ მაგ სიტყვის გარდა, არ ვიცი, როგორ შევაფასო. მთელი ერთი საათი თვალი არ დამიხამხამებია, გაოგნებული გიყურებდი. ერთი წუთით, გავცოფდი კიდეც, მაგრამ არ ვიცი, რატომ. დასასრულს, ადგომა დავაპირე, თუმცა ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ცარიელი ვიყავი. გეგონება ვიღაცას გადმოვეპირქვავებინე და ემოციებისგან დავეცალე.
რაღაცნაირი, ლამაზი ქალი იყო. ცისფერი თვალები ჰქონდა და ვერცხლისფრად შეღებილი თმა. მიყვარდა, როცა კარგი შესახედაობის ადამიანს გააზრებისა და გადმოცემის უნარიც კარგი ჰქონდა. ალბათ, ასე ხუთი წლით უფროსი თუ იქნებოდა ჩემზე.
- მომღერალი ვარ, მინდოდა, რომ ჩემს კლიპში გადამეღე. - გამომიცხადა მოულოდნელად.
სიხარულისგან არ ავცეკვებულვარ. სურვილი კი მქონდა, მაგრამ თავი შევიკავე. დასტოინი უნდა იყოო, ვიღაცამ მირჩია ადრე და მაგ რჩევას ვითვალისწინებდი.
მერე თავისი სიმღერის აუდიო ვერსია მანახა. ბოლომდე ვერ მოვუსმინე. სევდიანი იყო, თან რამოდენიმე ფრაზამ ისე ახლოს გაირბინა ჩემს სულთან რომ სულ დამებინდა გონება.
პატარა წინადადებები დამამახსოვრდა, რომელიც ტყვიასავით სწრაფად გაქანდა და ამ სისწრაფეში, ძლივს მოვასწარი მათი დაჭერა.
დაახლოებით ასე ჟღერდა:
„სადღაც, მივრბივარ ვერ ვჩერდები და ვიძირები ჭაობში,
სადაც წყლის მაგივრად ოხვრა დამახრჩობს“.
შემდეგ ტყეზე იყო საუბარი. ხეებს ქარი წაქცევას უპირებდა, მაგრამ ისინი მაინც იბრძოდნენ. თავიანთი პატრონის გამოჩენას ელოდნენ და ეს მოლოდინი უფრო აძლიერებდათ. ქარიშხალი ძლიერი იყო, დრო გადიოდა, მაგრამ ხეებს მაინც ვერაფერს აკლდებდა, რადგან ვიღაცის გამოჩენის იმედი ჰქონდათ:
„ჩვენი ბავშვობის ტყეში, ფოთოლი სცვივა ხეებს,
ხეებს ქარბუქი ებრძვის თუმცა ვერაფერს აკლებს,
ბრძოლა, ღრიალი, სროლა... ტყეც თავის პატრონს ელის.
დრო მიქრის სადღაც მე კი, ვეღარ ვაჩერებ დღეებს.
ალბათ ესენიც შენთვის შეუდრეკელად დგანან,
ეგებ გამოჩნდე ერთ დღეს, ეგებ დაბრუნდე მათთან...“
- ძალიან ლამაზია. ტექსტის ავტორიც შენ ხარ?
- კი. თითქმის ყველაფერი მოფიქრებულია, მაგრამ თუ ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა ხარ, შენი იდეებიც მაინტერესებს. რატიმ მითხრა, რომ საოცრად ნიჭიერი ხარ. ზოგჯერ, არ უჯერებ, შენს ნებაზე დარბიხარ და ძირითადად, ეფექტურად გამოგდის.
- თანახმა ვარ! - სიმღერას კიდევ ერთხელ მოვუსმინე. დავფიქრდი. რაღაცა წარმოვიდგინე ან გავიხსენე. მემგონი, უფრო მეტად, ვიხსენებდი, რადგან სხვადასხვა სურათს თანმიმდევრობით ცვლიდა ჩემი გონება. თითქოს „ნექსთის“ ღოლაკს აჭედა. საბოლოოდ, აქამდე უკვე ნანახი სიუჟეტი დაიხატა, რომელიც სრულად ჯდებოდა სიღერის ტექსტში. - ჯანდაბა ჩემს თავს - შუბლზე ხელი მოვისვი.
ჩემი ბავშვობის მოთხრობა იყო.
ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში, შესაფერისი მოთხრობა მეწერა ტყეში დაკარგულ გოგოზე.
- კარგად ხარ? - შევაშინე ქალი.
- კი. რაღაცა გამახსენდა. ვფიქრობ, ბუნებრივი უნდა ვიყო. არ მომწონს, აქეთ-იქით რომ დადიან, ჯღავიან და ჭურჭელს ლეწენ. ძალიან გაცვეთილია. ბუნებრივად სევდიანი და ცოტა შავბნელი უნდა იყოს.
- რამე შენს სტილში?
- რა თქმა უნდა. - დავფიქრდი. - აქ ხომ ტყეზეა საუბარი? მიუხედავად იმისა რომ ეს ტყე რაღაცის მეტაფორაა, ალბათ შენ უკეთ იცი რისი, მაინც მისტიკა გვჭირდება. ადრე რაღაცა მოთხრობას ვწერდი, საინტერესო იყო.
- თვლი, რომ მაგ მოთხრობის სცენარი მოუხდებოდა?
- კი, მაგრამ ასე უბრალოდ იდეას ვერ გაჩუქებ. აქამდეც მიცდია ჩემს მოთხრობაზე სპექტაკლის დადგმა, მაგრამ მე და რეჟისორმა ერთმანეთი დავხოცეთ. მე სხვანაირად ვხედავდი, რადგან ჩემი შექმნილი იყო, ის - სხვანაირად. ბოლოს ვერ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, აღარ დაგვედგა. თან სიმართლე რომ გითხრა, სცენარისტობაც მე მინდა ხოლმე, რეჟისორობაც და მსახიობობაც. დიდი რომ გავიზრდები, ერთი ადამიანის თეატრს დავაარსებ. სულ სოლო გამოსვლები მექნება. - ვუთხარი სიცილით.
- შენზე მართალს ამბობენ. - გაეღიმა ნინას.
- თავში აქვს ავარდნილიო?
- არა. პირდაპირია და თვითირონიაზე გიჟდებაო.
- უყურე შენ! კარგად უთქვამთ.
- მოთხრობა გამომიგზავნე და თუ მომეწონა, ყველაფერს შენ დაგაგეგმინებ. გაწყობს?
- მაწყობს! ოღონდ დიზაინერი დაგვჭირდება, დეკორაცია ვერაა ჩემი ძლიერი მხარე.

* * *

საღამოს, ნიკოსთან შეხვედრისთვის ვერ მოვიცალე. ჯერ კომპიუტერში ვეძებდი ძველ ჩანაწერებს. მოთხრობას „მივიწყებულნი“ ერქვა, ზუსტად მახსოვდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით, სხვა ფოლდერში აღმოვაჩინე. რაღაც კონკურსზე გამიგზავნია და ამ კონკურსის სახელწოდებით შემენახა.
ნუ ვერ გავიმარჯვე, რა თქმა უნდა.
შვიდგვერდიანი მოთხრობა იყო. თანაც, მრავალი პერსონაჟით, თუმცა ამ პერსონაჟების ამოყრას წაშლას ადვილად შევძლებდი:
„ ლიზამ ჭაობში გამოიღვიძა. დამხრჩვალი, გამოფიტული ცხოველების სუნი ტრიალებდა. არსად სიცოცხლის კვალი არ იყო. მარტოობასა და სიცივეს დაესადგურებინა. სასოწარკვეთილმა გოგონამ ტალახიანი ფეხები გაამოძრავა, წამოდგომა სცადა. ჭაობის მყრალ მცენარეებში ჩაფლულიყო და თავადაც ყარდა. ხელებზე ხავსი მოსდებოდა, აბლანდულ თმაში გახრწნილი, დამპალი გვირილები გაბნეოდა აქა-იქ. ისეთი უხერხული პოზით ესვენა, მოუხერხებელი მანიაკის მოკვლულს ჰგავდა და ჰაერის ყოველი ჩასუნთქვისას, საშინელი არომატი ისადგურებდა მისი პირის ღრუში.
როგორც იქნა წამოდგა. მუხლებამდე წყალი გაჭირვეული ნაბიჯებით გააპო. ქვიშით სავსე გზას გაჰხედა, ჰორიზონტს ბოლო არ უჩანდა და არც იცოდა, სად წასულიყო, ვისთვის ეთხოვა შველა. მუხლიდან სისხლი შეუჩერებლად სდიოდა. წამით, შეეშინდა კიდეც, თუმცა ამ სამყაროში შიშს აზრი უკვე აღარ ჰქონდა.
- არის აქ ვინმე? - დაიყვირა. თავისი ხმის ექო უპასუხოდ დაუბრუნდა უკან.
ორასიოდე მეტრის მოშორებით, ტყის დასაწყისში, ორი სული ინტერესით შეჰყურებდა გოგონას. გაოგნება, აღტაცება და სიახლით გამოწვეული სიხარული დასთამაშებდათ სახეზე.
- საუკუნეა, ახალი არავინ მოსულა, ნეტავ, ვის ეძებს? - გადაუჩურჩულა ლოლამ ედის.
- არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გადავაფიქრებინებთ, ვინც არ უნდა იყოს. დიდი ხნია, ახალი საკვები არ მოსულა. ძველების ჭამისგან უკვე გული მერევა - სახედაჯღანულმა ედიმ გადახედა ოდნავ მოშორებით, ნაავადმყოფარ სულებს, რომლებიც გასუსულები, უემოციოდ შემომსხდარიყვნენ უღრანი ტყის შუაგულში დანთებული კოცონის გარშემო.
გოგონამ ტყიდან გამოსული, მისკენ მომავალი ორი სხეული დაინახა. თავიდან, ბუნდოვნად ჩანდნენ და შეუძლებელი იყო მათი სახეების გარჩევა, შემდეგ კი ოდნავ გამოიკვეთა კოჭლობით მოსიარულე, სახედამტვერილი არსებები.
- ვინ ხართ? - ჰკითხა მან.
ედი და ლოლა ჯერ ხმას არ იღებდნენ. მოჭუტული თვალებით აკვირდებოდნენ.
- ჩემი მეგობარი არ გინახავთ? - ისევ იკითხა ლიზამ. ედი და ლოლა უსიამოვნოდ შეიშმუშნენ, ცალტუჩაპრეხილებმა გადახედეს ერთმანეთს.
- ვინაა შენი მეგობარი? - ჰკითხა წვრილი ხმით ლოლამ.
- აღარ მახსოვს - უპასუხა შეწუხებულმა გოგონამ - მაგრამ სასწრაფოდ უნდა ვიპოვნო.
- განა პირველი ხარ? - გაეცინა ედის - ყოველთვის ვიღაცის მოსაძებნად მოდიან, მაგრამ ან აქ რჩებიან სამუდამოდ, ან ქრებიან.
- რას ნიშნავს ქრებიან? - ბიჭის სიცილმა საშინლად გააღიზიანა ლიზა.
- იმას, რომ ტყეს თუ გასცდები, ერთი დიდი კლდეა, რომლის ფერდობზეც ათასამდე შენი მსგავსი გადაჩეხილა. საზღვარი ამ ჭაობიდან იწყება და იმ კლდესთან მთავრდება. მათ შორის მოქცეული სივრცეა ახლა შენი სამყარო.
- ჭაობი რომ გადავცურო?
- სად უნდა გასცურო? მანდ მხოლოდ ხავსი და ბალახები კი არაა, ლეშისმჭამელი წყლის ურჩხულებიც არიან. შენ კი დამიჯერე, ლეშზე ცოცხალი ნამდვილად არ ხარ.
- ედი, ნუ აშინებ! - მხარზე ჩამოკონწიალებული ძონძები ჩამოჰქაჩა ლოლამ უმაყოფილოდ - მე ლოლა ვარ, ეს კი ედია... დამეფიცება, რომ შენ ახლა მკვდარი ხარ. ჩვენთან ერთად წამოდი, გათბები, გამოიძინებ და შემდეგ თუ გადაწყვეტ, რომ წასვლა გირჩევნია,არ შეგაკავებთ. - მიუგო ლოლამ შედარებით რბილად. აშკარა იყო, რომ ადამიანთა სულებთან ურთიერთობაში მას უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა.
ლიზას ათასი უპასუხო კითხვა უტრიალებდა თავში, მაგრამ ჯერ ცდილობდა, თავად ეპოვნა პასუხები.
უდაბურ ტყეში შესვლისას, კოცონის სითბოსთან ერთად, ნელ-ნელა მხურვალება იგრძნო და მთელი სხეულით მოეშვა. გონება დამღლელი ფიქრებისგან გათიშვას ცდილობდა, მაგრამ იმნდენჯერ, რამდენჯერაც თვალებს მინაბამდა და ის-ის იყო, ღრმა ძილს უნდა მისცემოდა, ვიღაცის გრილი ხელი შეაჯანჯღარებდა ხოლმე და მომავალი სიზმრებისგან აფხიზლებდა.
- თქვენ ვის ეძებდით? - ჰკითხა ლიზამ წრიულად ჩამომჯდარ სულებს.
ყველა შეკრთა. გაოგნებული თვალები მიაპყრეს გოგონას. მათ უკვე მივიწყებული ჰქონდათ საუბარი, ენა ადგილზე გაჰქვავებოდათ და მის გატოკებასაც აღარავინ ცდილობდა. შესაბამისად, ლიზასთვისაც არ გაუციათ პასუხი.
- ბოლოს რაც მახსოვს, სახლში ვბრუნდებოდი, მშობლიურ სახლში - ისევ თავადვე დაიწყო თხრობა - მშობლების სიკვდილის შემდეგ, წლების განმავლობაში ვიკავებდი თავს სახლში დაბრუნებისგან. მეუღლესთან ვცხოვრობდი. 40 წლისა ვიყავი, როდესაც პატარა გოგონასთან გააბა რომანი და მე გამახსენდა, რომ წასასვლელი მქონდა. უცნაური შეგრძლება იყო სახლში დაბრუნება. კარადა გამოვაღე, მამაჩემის პერანგი დავყნოსე და მშობლიური სურნელი შევიგრძენი.
- მე ჩემი ძაღლის სუნი მახსენებდა სახლში დაბრუნებას - მოულოდნელად აღმოხდა ერთ-ერთს, თან აგერ უკვე, სამი წელი ხმა არ ამოეღო - მათე მერქვა. ბავშვობაში წითური მონადირე მყავდა. ხშირად ვბანდი, სულ მეუბნებოდნენ, ყარსო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი მის სიმყრალეს.ძალიან მიყვარდა ცხვირზე რომ ვკოცნიდი.
ლოლამ და ედიმ შეშფოთებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს.
- ძილის დროა - შესძახა ედიმ ხმამაღლა. შეშინებული და დაბნეული ხმა ჰქონდა თითქოს.
- საშიში არაა ძილი? - იკითხა ლიზამ.
- მკვდარი სული ყველაზე დაცული მაშინაა, როცა სძინავს. მხოლოდ ფხიზლებს ეპარებათ ფათერაკი. - გაისმა ლოლას პასუხი.
ლიზამ ხელებზე დაიხედა, სიცოცხლის ხაზები ორივეზე ხელზე უწყვეტად დამჩნეოდა.
ბავშვობაში ხშირად უოცნებია, ამდაგვარ ტყეში დაკარგვაზე. სურდა, ძირფესვიანად დაეთვალიერებინა იდუმალებით მოცული ხავსიანი ხეები. ცივი მიწიდან წამოდგა და ხეტიალი იწყო. გვარიანად ჩამოშორდა დანარჩენებს.
თან ვიღაცის გრილი სუნთქვა დაჰყვებოდა კვალდაკვალ და თითქოს მარტო არ იყო.
- ვინმე ხარ? - იკითხა გოგონამ. კი სულელურად ჟღერდა, მაგრამ მაინც.
- არ შეგეშინდეს - მოესმა ჩახლეჩილი პასუხი.
გოგონა შემოტრიალდა.
არ შეშინებია, თუმცა შეკრთა.
უცნაურ ქალს ტუჩები გალურჯებოდა, მისი სხეულის ნახევარი ხის ქერქითა და ტოტებით დაფარულიყო, მეორე ნახევარი ადამიანისა ჰქონდა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა გაოგნებულმა ლიზამ.
- აღარ მახსოვს - უპასუხა ქალმა. - თავიდან, რაღაცისთვის მოვედი აქ, შემდეგ კი ძიებაში გართულმა, მიზანი დავკარგე და ხეებს შევესისხლხორცე. ჭაობში ჩამხრჩვალი ლეშისგან ვიკვებები. შენც დაგინახე ჭაობში, მაგრამ ცოცხალს ჰგავდი და ვერ გაგიმეტე შესაჭმელად.
- მე ჩემს მეგობარს ვეძებ - მიუგო ლიზამ. - მას ატმისფერი კანი და მუქი წაბლისფერი თვალები აქვს. მირჩიეს, რომ ძებნა შევწყვიტო და საკუთარი თავის გადარჩენაზე ვიფიქრო, თორემ ძიება დიდ კლდეზე გადამჩეხავს.
- რომელ კლდეზე? - ჰკითხა ქალმა.
- არ ვიცი. ვინც ეძებს, ის კლდეზე იჩეხებაო- მითხრეს/
- მე ის ვიცოდი, რომ ვინც ეძებს, ის პოულობს.
- შენ რატომ ვერ იპოვნე?
- მე დამავიწყდა მისი თვალები - ამოიოხრა ქალმა. - რა აზრი აქვს ძიებას თუ თვალები არ გახსოვს?
- მე მახსოვს... - წარმოთქვა ფიქრებშ გართულმა ლიზამ - პატარა ვიყავი, როცა გაქრა. ჩემი ცხოვრებიდან კი არა, საერთოდ გაქრა. წავიდა ჩემი მეგობარი და ყველაფერი ბედნიერი თან წაიღო. თილისმასავით დამქონდა მისი სიცილი. დრომ თავისი მოჭამა და მისი სახეც გაფერმკრთალდა მოგონებებში. მხოლოდ მონატრება დარჩა.
- ღამე, როდესაც თავის მარწუხებში მოაქცევს არემარეს, ყველას მხეცის შიში იპყრობს. ნანახი არ მყავს, მხოლოდ მისი სულისშემძვრელი ღრენა მომისმენია და შიშისგან გონება დამიკარგავს. უფრთხილდი ურჩხულს, აქედან თავის დაძვრენაც რომ გაბედო, წამში გაგანადგურებს - გააფრთხილა ქალმა და სრულიად შეუმჩნევლად, ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
შეშინებული გოგონა უკან დაბრუნდა. ცეცხლი შედარებით სუსტად ბჟუტავდა, სულებს ეძინათ. ლოლა და ედი კი უსიამოვნო მზერით უცქერდნენ ლიზას დაბუნებას.
- სად იყავი? - ჰკითხა ედიმ ეჭვისთვალით.
- ტყე დავათვალიერე. - უპასუხა ლიზამ.
- ტყე საშიშია და სიკვდილითაა სავსე - მიუგო ლოლამ.
- სწორედ ეგ მინდა - ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა სადღაც შუაში ვარ გაჭედილი და თავადაც ვერ ვხვდები, რომელ სამყაროს მივეკუთვნები.
- მაგრამ აქ დაცული ხარ! - გაბრაზდა ედი - ვერ ვხვდები, რატომ მიილტვი იქ, სადაც ტკივილი და შიში იქნება.
- ადამიანები მონებისგან იმითი განსხვავდებიან, რომ შიშისა და ტკივილის მიუხედავად, მაინც ბრძოლა სურთ. - აღმოხდა გოგონას.
- მე ჩემი ცოლი გამახსენდა - აჩურჩულდა მოულოდნელად ერთი. - ღიაწაბლისფერი თმა ჰქონდა.
- მე ჩემი ძმა გამახსენდა - ენა აიდგა სხვამაც.
- მე კი დედ-მამა - აჰყვნენ დანარჩენები.
ლოლას და ედის ჩრდილებს თავზე პატარა რქები ამოსვლოდათ. ცხოვრებაში პირველად გრძნობდნენ სასოწარკვეთას და დამარცხების მოლოდინი ახრჩობდათ. სადღაც, შორიდან საშინელი ღრიალი ისმოდა, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა სულებს. ლიზას წარბიც არ შეუხრია, რადგან ვერაფერს ხედავდა. მეგობარმა კი ერთხელ ურჩია: „თუ კი სიბნელის გეშინია, შუქი აანთე და მიხვდები, რომ მხოლოდ შენი წარმოსახვაა საშიში“.
ჩავამთავრე.
- ჯანდაბა შენს თავს უნა! - ცრემლები მოვიწმინდე. გეგონება, წინათგრძნობა საერთოდ არ გამაჩნდა, მაგრამ ვკითხულობდი და რაღაცნაირად, ნერვები მეშლებოდა.
ეს შინაარსი მაინც არ მოუხდებოდა. თან სიმღერის ფონზე, დიალოგს ვერ გავამართინებდი პერსონაჟს და დიალოგის გარეშე, ვინ რას გაიგებდა აქ?
გოგონა ჭაობიდან ამოდის. ტყეში შედის და თავის მეგობარს ეძებს. გზად, გაქვავებული სულები ხვდებიან, რომლებიც ხმას არ იღებენ. იხმობს მეგობარს, ეძახის, უყვირის, თუმცა არავინაა მისი გამგონი. პატარა ბილიკი მოსჩანს, მაგრამ შუა გზაში წყდება და მანამდე მანდ მიმავალი ადამიანის ნაკვალევიც გამქრალია. ხეები ირხევიან. ფოთლები აცდებათ. გოგონა უმაკიაჟო და ჭუჭყიანია. ჭაობიდან ლაინერით და თვალის ჩრდილებით ნამდვილად არ ამოვიყვანდი, არაბუნებრივი იქნებოდა. „თან ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ!“ ლამაზი მოსასმენი იქნებოდა თუ კი სიმღერიდან სიმღერას შორის პატარა პაუზას ავიღებდით და მელოდიის ფონზე გალაქტიონის ლექსს იტყოდა.
თან ამ ნინას ნაზი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
რაღაცეები უფრო გარკვევით დავალაგე, ავწონ-დავწონე და დაწვრილებით მივწერე ნინას. სულ უნიჭიერესი მეძახა. ასეთ აღფრთოვანებასაც არ ველოდი.
მერე გამეხარდა, ავჟიტირდი, *რაკი ამითამაშდა და ნიკოს დავურეკე. მაინცდამაინც მაშინ მოინდომა თავის დაფასება. ახლა მე არ მცალიაო, გამომიცხადა. მაგრად გავბრაზდი, მაგრამ რა მექნა. ეტყობა, მაგასაც თავისი გრძნობები და პრინციპები ჰქონდა. ყველაფერზე თავს ხომ არ დამიქნევდა მუდამ?
საკერავ მანქანას მივუჯექი. კიდევ ერთი უმნიშვნელო ფატი ჩემს შესახებ: კარგად ვკერავდი. ზოგადად, ხელსაქმე მეხერხებოდა, თუმცა ზარმაცი ვიყავი და თუ ძალიან გულით არ მოვინდომებდი რამეს, ისე ვერ გამომდიოდა. სხვენში ძველი ნაჭრები მქონდა შენახული. თან ეგ ჯადოსნური ადგილი იყო. ჩემი წინაპრები ყველა რაღაცას ინახავდა მანდ, მერე ავიწყდებოდათ, სამუდამო მვტრით ითოვლებოდა და უმოწყალო წამებისგან მხოლოდ მე ვანთავისუფლებდი. თან ყოველ ჯერზე, როცა რამისთვის ავდიოდი, ბონუსად სხვა რამესაც გამოვკრავდი ხელს. ვინ იცის, ეგება რომელიმე კედელში, განძიც იყო ჩაშენებული.
კვირანახევარში, Helloween მომადგებოდა კარს და როგორც ხალხი, რომლიც მუდამ ეძებს დასალევ და გასართობ მიზეზს, მთელი თეატრი ვაპირებდით აღნიშვნას. თითქმის ინტერესით რომ მივუდექი ფორმის შეკერვის ამბავს, ნიკო წამადგა მოულოდნელად თავზე და ეგრევე ფეხქვეშ გათელა ყველა ჩემი მოსაზრება თავის დაფასებასა თუ თავმოყვარეობაზე.
- ერთი კვირით, მივლინებაში მაგზავნიან და ვიფიქრე, წასვლამდე ვნახავ-თქო - პატარა ბავშვივით იმართლა თავი.
მერე აქეთ-იქით გააცეცა თავისი წაბლისფერი თვალები. ერთი შეხედვით, უმრავლესობას ეგეთი ფერი ჰქონდა, მაგრამ ნიკოზე მაინც სხვანაირად განსაკუთრებულად ჩანდა ყველაფერი.
მემგონი, აინტერესებდა, კარადაში მხოლოდ მას ვმალავდი თუ ახლა სხვა მყავდა შეკეტილი.
- მარტო ვარ, ნუ დარდობ - მისი სამარცხვინო და თან ლოგიკური ეჭვი ვამხილე - ქალაქგარეთ მიდიხარ?
- არა, საფრანგეთში.
- ეუფ, ეგეთი კარგი სამსახური გაქ? - პირი გააღო რო აეხსნა, სად მუშაობდა, მაგრამ კატეგორიულად ვიუარე - არა, არა! არ მომიყვე! განგსტერი ხარ იცოდე.
- კარგი. მაინც ვერ ვხვდები ქალები კანონდამრღვევ ტიპებზე რატომ სველდებით.
- შენ არ ხარ კანონდამრღვები. ან ხარ, მაგრამ მთავრობასთანაც გაქვს პირი შეკრული და მაგიტომ არ გიჭერენ. ანუ საოცარი გავლენით სარგებლობ.
- გმადლობ ინფორმაციისთვის. - მერე მაგიდასთან მიიწია და ნაჭერს დააკვირდა - რას კერავ?
- საქორწინო კაბას.
- მეგონა, სერიოზული ურთიერთობა არ გინდოდა - იხუმრა თავისებურად, თუმცა სახეზე ხუმრობის ნატამალი არ ემჩნეოდა. ძირითადად, სერიოზული გამომეტყველებით ამბობდა რაღაც ძალიან სასაცილოს და მე რომ შუაზე გადავსკდებოდი ჩემი საფირმო ჭიხვინით, მაგას წარბი არ უტოკდებოდა.
- ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ცოლად გამოგყვე.
- კარგი - მორჩილად დამიქნია თავი.
- არ გაქვს პრეტენზია?
- არა. სჯობს ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებდე, თითქოს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მაინც არ გამომყვები.
- მემგონი, შენი სიცილი მომენატრა - გამოვუტყდი - გაიცინე რა.
- ვნახოთ, როგორ დაიმსახურებ.
- ერთი დღეა, რაც გიცნობ და უკვე დამსახურება მჭირდება? - ისევ საკერავ მანქანას მივუჯექი.
- არ ვიცი, შენთან როგორ ითვლიან. ორი თვე გავიდა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.- მაგიდასთან ჩამოჯდა ისიც და ფანჯარაში გაიხედა - ამ ორი თვის განმავლობაში, პირველად შევამჩნიე, რომ ჩემი შვილის გარდა, ვიღაცა კაციც გითვალთვალებს.
- გაიცანი, ჩემი მეზობელია - ხელი ურცხვად დავუქნიე მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარაში გამომდგარ კაცს.
საპასუხოდ არც შერხეულა.
- დაგაიგნორა. - კმაყოფილი ჩანდა ნიკო.
- არც გვიყურებდა. აქედან ჩანს ეგრე. იმას ჰგონია, მე მითვალთვალებენო.
- მნიშვნელობა არ აქვს - ხელი ჩაიქნია. მაინც არ ჰქონდა ეჭვიანობის სცენების მოწყობის უფლება და მშვენივრად იცოდა თვითონ. ან რა იყო საეჭვიანო.
ისევ კერვა განვარგძე.
მალე მინდოდა მომესწრო და თან ზოგჯერ ძალით ვიჩენდი უყურადღებობას. ალბათ მაინტერესებდა, გაბრაზებული როგორი იყო ან თუ შეეძლო საერთოდ გაბრაზება.
უბრალოდ იჯდა და მიყურებდა.
გუნებაგაფუჭებულის არაფერი უგავდა. იღიმოდა კიდეც.
- ჩაის დალევ? - ბოლოს შემეცოდა სიჩუმისთვის გამეტებული ჩემი კაცი.
- არა, შენი ყურება მომწონს. განაგრძე. მართლა შენი ნახვა მინდოდა, სხვა კი არაფერი.
შევეცადე, არ გავწითლებულიყავი მის სიტყვებზე, მაგრამ სიწითლეს როგორ აკონტროლებენ ადამიანები, არ ვიცოდი. ამიტომ, გვერდზე გავიხედე.
- რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.
- რა ხდება?
- მინდა, რომ ცოტნეს რამე ცუდი დავმართო.
ცოტა გაუკვირდა.
რამე ისეთს ელოდა ალბათ: „ამ ბოლო დროს, სულ მესიზმრება, თითქოს ბორკილებით მაბამ საწოლზე და მერე მთელი ღამე ისეთ რამეებს მიკეთებ, გული მიმდის სიამოვნებისგან“. იმიტო რო მართლა მესიზმრებოდა, მაგრამ ამას ვერასოდეს გაიგებდა.
მერე შევაპარებდი ნელ-ნელა ბორკილები გაქვს საშოვნელი-თქო.
- ბიჭს უღალატე და მიაგდე. მეტი რა უნდა დამართო?
- რატი სცემა. თან მარტო მაგითი არ დამთავრდება ეგ საქმე. ვიფიქრე, სოციალურ ქსელს გავუტეხავ და რამე მნიშვნელოვანს გავიგებ-თქო, მაგრამ არ გამოვიდა. გატეხვით გავტეხე, მეილი დამახსოვრებული მქონდა, პაროლი კი ყველაფერზე ერთი უდევს ამ იდიოტს. უბრალოდ, მხოლოდ ფლირტი და ვირტუალური სექსი აქვს. მაგაზე შოკისმომგვრელს, ვერაფერს ნახავ. მაგარი უინტერესო ტიპია.
ნიკო ჩემთან მოვიდა, ჩაიმუხლა და ყურზე გადამიწია თმა.
- რატომ სცემა? - ძალიან დელიკატურად მკითხა.
ცოტა უხერხული სურათი იყო. გეგონება, პირველკლასელი გოგო თავის მამიკოს უყვებოდა, სკოლაში გამაბრაზესო და მამიკოც გულისყურით უსმენდა.
- მაგის მოყოლა არ მინდა, მე არ მეხება. მაგრამ რაც მე მეხება, მაგეებზე შენთან საუბარი ძალიან მომწონს.
- მეც მომწონს. - თავისკენ გადამწია და ნაზად მაკოცა ლოყაზე - მართლა, რატომ კერავ მაგ კაბას?
- Helloween-ის წვეულებაზე მივდივართ და ცოტა სისხლებს მივიქცევ მერე და ვამპირის კბილებს გავიკეთებ. დრაკულას პატარძალი ვიქნები.
- მეც მივდივარ. - ამოიოხრა საცოდავად. გეგონება, წვეულება სიკვდილით დასჯდას უდრიდა.
- რა? - გავსკდი სიცილით.
- ჰო, თანაშრომლებმა, რამე ძერსკ კლუბში წავიდეთო. მეთქი, კაი, წავიდეთ.
- ვინ თანამშრომლებმა? - ვერ შევიკავე ცნობისმოყვარეობა.
- სახელები ჩამოგითვალო?
- კი.
პასუხად წარბი ასწია.
ყველაზე სექსუალური ჩანდა, მაგრამ ამავე დროს, „სწერვა“. თან არ მომწონდა ისეთი სიტუაცია, სადაც სხვა „მესწერვებოდა“, მე კი პასუხად უარესს ვერ ვუბრონებდი.
- რა ჩავიცვა? - მკითხა უხერხული დუმილის შემდეგ.
- თუ წყვილებად მიდიხართ, შეგიძლია ადამსების ოჯახი იყოთ. ადვილია. ბევრი გრიმი არ სჭირდება. - აზრზე ვერ მოვდიოდი, ამ შეფარული კითხვებით, ჩემებურ ეჭვიანობას რატომ გამოვხატავდი.
ან ნეტავ, ძალიან მემჩნეოდა თუ მარტო მე ვიცოდი.
- წყვილებათ რას ნიშნავს?
- მაგალითად, რატი დრაკულაა.
- აა, არა. მემგონი ჩემს თავზე მაქ საზრუნავი მხოლოდ.
- მაშინ გომეზ ადამსი იყავი. გამოგიგზავნი სურათს, ადვილია. ცოტათი ისედაც ჰგევხარ, ულვაშებს მიიკრავ, ტანსაცმელს შეიკერავ და ეგაა.
* * *

რა ხდება, როცა მეიოცნებე კვდება უნა? - მკითხა კასიმ და მოულოდნელად გამომაღვიძა ფიქრებიდან. ერთი თუ ორი წლის წინ, რატის დასმული კითხვა შემახსენა.
მე კი იმ დროს, ზუსტად მოვიფიქრე პასუხი, შემდეგ კი თავად პასუხი გავხდი.
- მისი ოცნება სხვას აწვება მხრებზე და ამძიმებს, რადგან ორი ადამიანის ოცნებებისთვის ბრძოლა ძალიან რთულია. - ვუპასუხე.
- მართლა რთულია?
- ძალიან.
- ანუ გამოდის, რომ მაინც იბრძვი. არადა, მიზნები არ მაქვსო, მითხარი.
- ხო.
- რა ხო?
- ყველაფერზე გეთანხმები. მეზარება კამათი და ფილოსოფიების ფრქვევა.
- ნიკო მოგენატრა?
მხრები ავიჩეჩე.
- წერილი თუ დაწერე?
- კი.
- აბა გისმენ.
- მოკლეა და ლაკონური.
- მაინც გისმენ.
ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოვიღე ჯიბიდან და გავშალე:
- „სამსახურში მითხრეს, რომ ფსიქოლოგთან თუ არ ვივლიდი, ჩემი კარიერა განადგურდებოდა.
იმ კაცმა თუ ქალმა, მნიშვნელობა არ აქვს, ვერც სქესს ვიმახსოვრებ, ვერც სახელებს, დამავალა, ვისზეც ბრაზობ, იმას მისწერე წერილებიო.
ჰო და... წერილი ღმერთს:
მე ვერ გაპატიე... და შენ თუ აპატიე შენს თავს იმ უცოდველი ბავშვის გაქვავებული სხეული რომ ჩაჰქონდათ დაბლა, მიწაში? თუნდაც სხვა ძალიან ცოდვილი ან ძალიან ცუდი ბავშვების გვამი თუ აპატიე საკუთარ თავს?"
- პასუხი გაგცა?
- გამცა: „მე თვითონაც კლავენ. მაპატიე უნა. ვერ მოვასწარი სხვისი გადარჩენა. ზოგჯერ, მეც მაპატიე ხოლმე“.
- საინტერესოა...
სიკასგან როცა გამოვედი, აფორიაქებულმა რატიმ დამირეკა. ორ წინადადებას ვერ აბამდა ერთმანეთზე ისეთ დღეში იყო.
- ვერ დაიჯერებ. ვერ დაიჯერებ, რასაც გეტყვი - თითქმის ხაოდა.
- რა მოხდა?
- ცოტნესთან სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი შევარდა. ნარკოტიკები უპოვნიათ მაგ იდიოტისთვის. ეს იფიცებოდა, ჩემი არ არის, ჩამიდესო.
- ჩაუდეს?
- არ ვიცი. ეგ ისეთი ჯიბეგამოფხეკილია, ნარკოტიკი კი არა, ვალერიანი არ უგდია სახლში. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინაა. ტიპებმა უთხრეს, ახლა არ დაგიჭერთ, თუმცა სანაცვლოდ ენას კბილი უნდა დააჭიროვო. შენს მეგობარს არატრადიციული ორიენტაციის გამო რომ სცემ და აშანტაჟებ, ეგ კაი ტიპობა ხომ არ გგონიაო? საერთოდ, ამოძვერი მაგ შენი ქვის ხანიდან, თორემ ქვეყანას სახელს უტეხ და ნარკოტიკის გამო კი არა, დამპალი აზროვნების გამო ჩაგაყუდებთ სამუდამოდო. ტიპი ლამის ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს. თან ერთს დაუმატებია, ნავიგატორი ტრანსგენდერი გვყავს და მაგრად არ გვევასება, LGBT სასტავს ცუდად რომ ეხებიან. პირად შეურაცხყოფად ვიღებთო.скачать dle 11.3



So cute, მართლა ძაან საყვარლობაა, მე მომწონს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
So cute, მართლა ძაან საყვარლობაა, მე მომწონს

ვუაიმეე, დიდი დიდი მადლობა სიყვარულოოო <3

 


№3  offline წევრი Gemini mood

Momwons unas qaoturoba ❤es istoriac sxva sheni istoriebis msgavsad ukbe shemiyvarda da moutmenlad veli momdevno tavs❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
Momwons unas qaoturoba ❤es istoriac sxva sheni istoriebis msgavsad ukbe shemiyvarda da moutmenlad veli momdevno tavs❤❤

გაიხარე <3 მალე დავდებ მომდევნო თავს <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Tea

ვააა ვინაა ნეტა ჩვენი ნიკო განგსტერი რო არაა ფაქტია;დდ ეგეც რაღაცის მინისტრი იქნება;დდ

 


№6  offline წევრი Tkemali

დილიდან შეძრული და სერიოზულად დაგრუზული ვარ იმ სიველურით რაც გუშინ მოხდა. pensive ამას დამატებული კომენტარები, რაც სოციალურ ქსელში იწერება. არ ვაპირებ იმის განხილვას, ვინ როგორ უდგება ლგბტ თემას, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა ბოლო პასაჟმა ნამდვილად შეძლო ჩემი გამხიარულება smiley გუშინდელი ქვის მსროლელები სხვა არავინ არიან ,თუ არა ცოტნესნაირი მშიშარა ლაჩარი ბიჭუნები, რომლებსაც მარტო დაუცველებთან აქვთ დიდი გული, ხოლო ძალის დანახვაზე ძალიან მარტივად ქვეშ ისვრიან smiley კიდევ უფრო დიდი სიმპათიები შენ ჩემგან და ნიკო ვინ არის, მალე გაგვარკვიე , გთხოვ smile

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Tea
ვააა ვინაა ნეტა ჩვენი ნიკო განგსტერი რო არაა ფაქტია;დდ ეგეც რაღაცის მინისტრი იქნება;დდ

არ გეტყვიიიი smile smile

Tkemali
დილიდან შეძრული და სერიოზულად დაგრუზული ვარ იმ სიველურით რაც გუშინ მოხდა. pensive ამას დამატებული კომენტარები, რაც სოციალურ ქსელში იწერება. არ ვაპირებ იმის განხილვას, ვინ როგორ უდგება ლგბტ თემას, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა ბოლო პასაჟმა ნამდვილად შეძლო ჩემი გამხიარულება smiley გუშინდელი ქვის მსროლელები სხვა არავინ არიან ,თუ არა ცოტნესნაირი მშიშარა ლაჩარი ბიჭუნები, რომლებსაც მარტო დაუცველებთან აქვთ დიდი გული, ხოლო ძალის დანახვაზე ძალიან მარტივად ქვეშ ისვრიან smiley კიდევ უფრო დიდი სიმპათიები შენ ჩემგან და ნიკო ვინ არის, მალე გაგვარკვიე , გთხოვ smile


smile smile ჰო, რაღაცა მინდოდა ცოტა ისეთი სამყარო შემექნა, სადაც სამართლიანი და კაცთმოყვარე კანონდამცავები იქნებოდნენ, ცოტა იუმორიც გავურიე და ეგაა.
მადლობა, რომ მკითხულობ და არ მტოვებ <3

 


№8 სტუმარი სტუმარი Nasia

აი ბოლოს შენ იყავი და შენი სუპერ ირონია. ტრადიციულად წავუტირე რამდენიმე ადგილას, ბოლოს იმ სპეცრაზმელების წარმოდგენაზე, გეი მეგობრის შეურაცხყოფაზე სერიოზულად რომ ძაბავენ მშვენივრად ვიკაიფე smiley მიყვარხარ და მეტი გიჟი და ჰუმანისტი ენჯეინი ჩვენს ერს <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Nasia
აი ბოლოს შენ იყავი და შენი სუპერ ირონია. ტრადიციულად წავუტირე რამდენიმე ადგილას, ბოლოს იმ სპეცრაზმელების წარმოდგენაზე, გეი მეგობრის შეურაცხყოფაზე სერიოზულად რომ ძაბავენ მშვენივრად ვიკაიფე smiley მიყვარხარ და მეტი გიჟი და ჰუმანისტი ენჯეინი ჩვენს ერს <3

გაიხარეეეე :დდდ
ჰოო, აშკარად მე ვიყავი მაგრამ ყველა პერსონაჟი ხო მეტ-ნაკლებად მე ვარ და მგვანან :დ

 


№10  offline წევრი წიწაკა

ვაიმე დავიღალე:დ ეს კაცი არის მოსიარულე კრევეტი, აი გონება უჭრის ძალიან და განგსტერობის პარალელურად რას საქმიანობს გაგვანდე ძალიან გთხოვთ ქალბატონო ჯეინ.
ეს თავი ყველაზე ემოციური იყო. ტირილით ახლა არ მიტირია, მაგრამ გული კი ამომიბრუნა და ხასიათი წამიხდინა.
ეგ არაფერი ბოლოს მაინც მაყროყინა ვირივით:დ
მოკლედ შენი კითხვისას ცალი თვალიდან ცრემლი მდის და მეორე ისე მაქვს მოჭუტული სიცილისგან ვეღარ ვიხედები:დ

 


№11 სტუმარი Drogon

გაასწორე:)))) ტრანსგენდერი ნავიგატორი:)))) მუეჰეეე:))) დაე ესეთ ივერიაში გვეცხოვროს მომავალში, შორს მეკომლეებისგან და ჩაბეტონებული ტვინებისგან:))) ონლი ფის ენდ ლაააავ:))) ამენ:))

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ვაიმე დავიღალე:დ ეს კაცი არის მოსიარულე კრევეტი, აი გონება უჭრის ძალიან და განგსტერობის პარალელურად რას საქმიანობს გაგვანდე ძალიან გთხოვთ ქალბატონო ჯეინ.
ეს თავი ყველაზე ემოციური იყო. ტირილით ახლა არ მიტირია, მაგრამ გული კი ამომიბრუნა და ხასიათი წამიხდინა.
ეგ არაფერი ბოლოს მაინც მაყროყინა ვირივით:დ
მოკლედ შენი კითხვისას ცალი თვალიდან ცრემლი მდის და მეორე ისე მაქვს მოჭუტული სიცილისგან ვეღარ ვიხედები:დ

არ გაგანდობ, არ გაგანდოოოობ :დდდ
ძაან მიხარია რო ეგრე მოგწონს. მეც ცოტას ვხალისობ ხოლმე ცოტას ვტირი :დდ იმედა წყალში ვწერ რომანს :დდ

Drogon
გაასწორე:)))) ტრანსგენდერი ნავიგატორი:)))) მუეჰეეე:))) დაე ესეთ ივერიაში გვეცხოვროს მომავალში, შორს მეკომლეებისგან და ჩაბეტონებული ტვინებისგან:))) ონლი ფის ენდ ლაააავ:))) ამენ:))

ამინ ჩემონ დრაკონო, ამინ!

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუფ, რა მოაყომარა?! ეგ კი არადა, ენ ჯეინი პრეზიდენტად! ოღონდ იმ პირობით თუ მარწუხებისგან გაათავისუფლებ სექსის ერთ პოზას და კუხნას ვერგაცდენილ, ათასი მორალური აკრძალვებით დათრგუნულ ციცო დეიდებს, მათ კვალს გაყოლილ მორწმუნე-კდემა ნინო-მარიებს. ვერდაცლილი ჰორმონებისა და ამისგან გამოწვეული აგრესიისგან გაბერილი კაცებიც უფრო სასიამოვნო საქმით დაკავდებიან და სხვისი ტ*აკების/ვაგინების სადარაჯოდ აღარავის ეცლება:დ უფ, რა სილაღე და გასხივოსნება დაისადგურებს საზოგადოებაში წარმოვიდგინე და გამაჟრიალა:დ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ქეთი
აუფ, რა მოაყომარა?! ეგ კი არადა, ენ ჯეინი პრეზიდენტად! ოღონდ იმ პირობით თუ მარწუხებისგან გაათავისუფლებ სექსის ერთ პოზას და კუხნას ვერგაცდენილ, ათასი მორალური აკრძალვებით დათრგუნულ ციცო დეიდებს, მათ კვალს გაყოლილ მორწმუნე-კდემა ნინო-მარიებს. ვერდაცლილი ჰორმონებისა და ამისგან გამოწვეული აგრესიისგან გაბერილი კაცებიც უფრო სასიამოვნო საქმით დაკავდებიან და სხვისი ტ*აკების/ვაგინების სადარაჯოდ აღარავის ეცლება:დ უფ, რა სილაღე და გასხივოსნება დაისადგურებს საზოგადოებაში წარმოვიდგინე და გამაჟრიალა:დ

ვაიმე, კი არასოდეს მინდოდა პოლიტიკაში, მაგრამ მაგდენის გაკეთება რომ შემეძლოს, ჯანდაბას! მოვიდოდი :დდ
რა კარგია, რომ ბევრს მოგწონთ. წიგნის პრეზენტაციაზე თუ დამარბევენ, მარტო არ ვიქნები :D

 


№15 სტუმარი Mari

Ro daasruleb srulad xo dadeb?

 


№16 სტუმარი თაყვანისმცემელი

თქვენო უჯიგრესობავ და უგიჟესობავ... რა სიტყვებითღა გამოვხატო როგორ ძალიან მევასებით? ^^^^^

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mari
Ro daasruleb srulad xo dadeb?

კი, დავდებ <3

თაყვანისმცემელი
თქვენო უჯიგრესობავ და უგიჟესობავ... რა სიტყვებითღა გამოვხატო როგორ ძალიან მევასებით? ^^^^^

უკვე საკმარისად გამოხატეთ, დიდად გმადლობ <3

 


№18 სტუმარი სტუმარი თამარა

ენ ჯეინ სად დაიკარგე??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent