შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის შიმშილი /9-10/


9-11-2019, 08:55
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 374

ისინი ცეკვავდნენ. ცეკვავდნენ უსიტყვოდ, მზერით, ცეკვავდნენ ისე რომ მთელი დარბაზი გაჩერდა, გაჩერდა დრო, გაჩერდა თვით სამყარო. სივრცეში გაყინულმა უსახო ქმნილებებმა სუნთქვა შეიკრეს, უბრალოდ იდგნენ, იდგნენ და უცქერდნენ მზერით გადაჯაჭვული ორი ადამიანის ვნებით გაჯერებულ საოცარ ცეკვას.
ცეკვას სადაც შეგეძლო დაგენახა სულის შიმშილის დაოკების გაუსაძლისი სურვილი...


9

- არც კი გრცხვენია? - ყრუდ ამოიჩურჩულა ტომაშმა დადიანის ყურთან და სხეულის მსუბუქი მოძრაობით სინქრონულად აჰყვა პარტნიორის მოხდენილი სხეულის მიხვრა-მოხვრას.
- რის გამო? - მოხდენილად ჩაასრიალა მოშიშვლებულ ზურგზე ხელი და უფრო ქვევით მკვრივ უკანალზე მსუბუქად ააკრო გაშლილი ხელის გული.
- ხელებს დაგამტვრევ! - კბილებში გამოსცრა ტომაშმა თუმცა მისგან გათავისუფლება არც უცდია.
- სცადე. - ღიმილით ამოიჩურჩულა დადიანმა მის ტუჩებთან და უფრო მჭიდროდ მიიკრო ქალის სხეული. - წამოდი წავიდეთ იქამდე მაინც სანამ ადამიანების ხარბი მზერის გამო საღამოს მთავარ წყვილად დავუსახელებივართ აქ შეკრებილ ბრბოს.
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეა.
- დარწმუნებული ვარ არ ეწყინება თუ დროზე ადრე წახვალ.
- შენთან ერთად არსად არ წამოვალ.
- უკვე ჩემთან ერთად ხარ. - უკანალზე ძლიერად მოჭერილი ხელის გულის გამო შეუმჩნევლად წამოიკივლა ლილიანმა და განრისხებული მზერა სტყორცნა აშკარად კმაყოფილ დადიანს. - მიყვარს ბუნებრივად მკვრივი უკანალი.
- მოკეტე. - ამოიჩურჩულა ლილიანმა. - კარგად ცეკვავ.
- სხვა რამეშიც ასეთივე კარგი ვარ.
- საკუთარ თავზე შეყვარებული ერთი მდიდარი იდიოტი ხარ.
- ეს უკვე ბევრჯერ მოვისმინე, იმდენად ბევრჯერ რომ მგონი დავიჯერე კიდეც. წამოდი. - გასასვლელისკენ სწრაფად დაიძრა ნიკო დადიანი და თან გაიყოლა დაბნეული ლილიან ტომაში. გარეთ გამოსულმა სიცივით აკანკალებულ ქალს ღიმილით შეავლო მზერა და წინააღმდეგობის მიუხედავად მხრებზე მოხვია ხელი. დაცვას კი ავტომობილის მოყვანა სთხოვა.
- მომაშორე ხელები. - ამოიჩურჩულა მის ყელში გატრუნულმა ტომაშმა და ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი ალკოჰოლისა და თამბაქოს შერეული სურნელი, რომელსაც თან სდევდა მამაკაცის გრილი სუნამოს არომატი.
- ვცდილობ სიცივისგან გიხსნა ნუ ხარ უმადური. ადამიანებს სიკეთე უნდა დაუფასო.
- სინამდვილეში დახმარება არავისგან არ უნდა მიიღო. - ბრაზით ჩახტა ტომაში ფეხებთან გაჩერებულ დადიანის ავტომობილში და ორაზროვანი მზერით გაბურღა საჭესთან მოკალათებული სიმპატიური ჰაბიტუსი, რომელიც გულს ასე ძლიერ უჩქარებდა.
- და რატომ? - ძრავი აამუშავა დადიანმა და ნელი სვლით გაუყვა ლამპიონებით განათებულ ფართე ტრასას.
- თუ დახმარებას მიიღებ ანკესზე წამოგებული რჩები. როცა არაქათგამოცლილს ფეხზე დგომის თავი არ გაქვს არ უნდა ჩაუვარდე კეთილისმყოფელს ხელში, ვინმეს მიმართ მოვალეობაში ჩავარდნა მონურ დამოკიდებულებაში ყოფნას ნიშნავს. მოწყალეობის ძალით კეთილდღეობაში ჩავარდნილი მონა ხდები, თანაც ისეთი რომ მოვალეობად გიწევს შენი მწყალობელი გიყვარდეს! ასეთ დროს სამუდამოდ ეფლობი შენთვის გაწეული სიკეთის წებოვან კუპრში, რომლის მწიკვლს მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოირეცხავ.
- ჯანდაბა ლილიან. - ავტომობილი სწრაფად დაამუხრუჭა დადიანმა და მთელი ტანით ლილიანისკენ შებრუნდა. - რა ამბავს ტეხ უბრალო მოხვევაზე, სიცივით ითოშებოდი, რა მონობაზე და წებოვან კუპრზე მესაუბრები? მოდუნდი პატარავ.
- ასე ნუ მეძახი, თავი შენი მორიგი გოგო მგონია.
- კარგი პატარავ.
- ნიკოლოზ.
- ცნობისთვის არავის მივმართავ ასე ჩემი დის გარდა. - ღიმილით დააშტერდა დადიანი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ ლილიანს, კმაყოფილმა ჩაიღიმა და ისევ ძრავი აამუშავა.
- სად მივდივართ?
- როგორც მახსოვს ჩემთვის ყავით მასპინძლობა გმართებს.
- ჯანდაბა ჩემი ჩანთა. სახლის გასაღები დამრჩა.
- არაუშავს ჩემთან დავლიოთ ბოლოსდაბოლოს მიიღებ ინტერვიუს, რომელიც ასე გსურდა.
- შენთან არ წამოვალ. - წარბი ასწია ლილიანმა.
- არ ვიკბინები პატარავ. - სიჩქარეს მოუმატა დადიანმა და სწრაფი სვლით გააპო თბილისის მიძინებული ქუჩები.
-----
- ლილიანი სად არის?
- რამდენიმე წუთის წინ დადიანთან ერთად გავიდა. - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- საინტერესოა. - ისედაც მხიარული ყიფიანი კიდევ უფრო გახალისდა. - შენ რა გჭირს?
- არაფერი, მთელი საღამო მაგ ორის ცქერით დავიღალე.
- ხოდა ახლა დალიე და ეცადე იმხიარულო. - ლოყაზე ხმაურით აკოცა თიკამ მეგობარს და ცეკვა-ცეკვით გაუჩუნარდა დარბაზის შუაგულში.
-----
- რას დალევ? სასმლის ბარი გამოხსნა დადიანმა და ლილიანს არჩევანის საშუალება მისცა.
- ისედაც ზომაზე მეტი დავლიე. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა.
- ერთი ჭიქა მალამოსავით მოგედება. - წითელი ღვინის ბოთლი გახსნა ნიკომ, ჭიქები ორივესთვის შეავსო და დაბალ მაგიდაზე დადგა, ღიმილით დახედა შეციებულ ლილიანს. - ახლავე დავბრუნდები. - სწრაფად გადაჭრა უზარმაზარი მისაღები დადიანმა და სულ მალე ხელში თბილი სპორტული ზედით უკან დაბრუნდა. - მართალია მწყრალად ხარ განწყობილი დახმარების მიღების მიმართ და რაღაც წებოვან კუპრთან ასოცირდება მაგრამ არ მინდა ვხედავდე ქალი, რომელიც მომწონს სიცივით როგორ ითოშება. - თბილი სპორტული ზედა გაშალა ნიკომ და ისე რომ პასუხს არ დაელოდა აცახცახებულ მხრებზე მოხვია ტომაშს. როგორც კი თბილი მატერიის შეხება იგრძნო ლილიანმა ტანში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა, ღიმილით ახედა თავთან მდგომ დადიანს და მის თვალებში ახლაც ისევ ისე ჩაიძირა როგორც ყოველ ჯერზე.
- მადლობა. - ჩუმად ამოიჩურჩულა ლილიანმა და მისთვის განკუთვნილი სასმელი ბოლომდე გამოცალა.
- აბა რისი მოსმენა გინდა? - სავარძელში მის გვერდით ჩაეფლო ნიკოლოზ დადიანი და სიგარეტს მოუკიდა.
- დაივიწყე სტატია, სამსახურიდან წამოვედი.
- როგორც იქნა მიხვდი რომ იმ წაკლა ელენასგან თავი უნდა დაგეღწია? - ღიმილით ახედა ნიკომ ქალს.
- როცა ჟიმა/დი არ გახსოვდა მისი სიწაკლე?
- ლილიან მე მარტოხელა კაცი ვარ, არც ცოლი მყავს, არც ოჯახი და რატომ უნდა ვუთხრა რომელიმე ქალს უარი თუ ჩემთან სექსი უნდა? განა დანაშაული არ არის ქალს მოაკლო სიამოვნება რასაც შენგან ელის?
- გულისამრევი ხარ.
- მადლობა. - სიგარეტს ღრმად მოქაჩა დადიანმა და სასმლის ჭიქა ისევ შეუვსო ლილიანს. - შენზე მომიყევი.
- არ ვაპირებ.
- რატომ?
- სურვილი არ მაქვს.
- რატომ მესწერვები?
- არ გესწერვები, ასეთი ვარ.
- ასეთი როგორი? წაკლა?
- ჩემი ნდობის მოპოვება მარტივი არ არის.
- ამას უკვე მივხვდი მაგრამ ახლა შენ ჩემს სახლში ხარ, დავიჯერო არ მენდობი მაგრამ სახლში გამომყევი? - კმაყოფილი აეკრო დადიანი სავარძლის საზურგეს და თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა მის წინ მჯდომი ქალი, რომელსაც არ იცნობდა მაგრამ მასში საოცარ სურვილებს აღძრავდა.
- ასე ნუ მიყურებ!
- ასე როგორ?
- მშიერი თვალებით! - გაეღიმა ლილიანს.
- მშვენიერი შედარება იყო. - ქალის მწარე ენა ღიმილს გვრიდა დადიანს. - მაგრამ მოდი შესწორებას შევიტან. ჩემს თვალებს არასდროს შიათ აი სული კი მუდამ დაუნაყრებელია.
- რა სჭირს შენს სულს?
- არ ვიცი თვალით არასდროს მინახავს. - მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა დადიანი და ლილიანსაც აიძულა იგივე გაეკეთებინა, ახლოს მიიზიდა მისი სხეული და ორივე ხელი სწრაფად შეუცურა წელზე ისე რომ ტომაშის სხეულს გასაქანი არ ჰქონოდა, მხრებიდან ჩავრადნილი მოსაცმელი მსუბუქად დავარდა იატაკზე და მოშიშვლებულ მხრებზე მყისიერად მოდებული სიცივის გამო ისევ ათრთოლდა ტომაშის სხეული. მჭიდროდ ჰყავდა დადიანს მკლავებს შორის მოქცეული დაბნეული ქალის სხეული და თვალს არ წყვეტდა მის ამღვრეულ თვალებს, გახევებულ ბაგეებს და აჩქარებულ მკერდს, რომელიც ასე გამალებით იბრძოდა კუთვნილი ადგილიდან ამოხტომას. - საუცხოო ქალი ხარ. - ერთი ხელი სწრაფად უშვა დადიანმა მის წელს და ყელზე მიაბჯინა თლილი თითები. ხელის გულის გავლით გრძნობდა ტომაშის მფეთქავი არტერიის არათანაბარ ფეთქვას, ჩაეღიმა და ცხვირის წვერი ოდნავ შეახო მის ტუჩებს, მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისუნთქა და შიბლით მის შუბლს დაყრდნობილს თავადაც გაუხშირდა სუნთქვა. - ახლა რომ შენ შენ არ იყო უკვე გაშიშვლებული ჩემს მკლავებში სიამოვნებით აკვნესდებოდი.
- მადლობა რომ მე მე ვარ და არა ვინმე სხვა. - ორაზროვანი იყო ლილიანის ხმა.
- და მერე მეტყვი რომ მე ვარ პატივმოყვარე?! - ხელის მსუბუქი ბიძგით სავარძელს ააკრო დადიანმა ქალის სხეული და გულამოვარდნილს მზერით შეუნგრია გულ-მკერდი. - რომ მოვინდომო შენც ისევე დამნებდები როგორც სხვები.
- აი ახლა კი ის მცირედი სიმპატიაც დაკარგე რაც შენს მიმართ მქონდა. - კბილებში გამოსცრა ლილიანმა და სავარძლიდან წამოხტა. - როცა ვამბობ რომ ნიკოლოზ დადიანი ერთი მდიდარი, გატუტუცებული, საეჭვო წარსულის მქონე ნაბი/ვარია არ ვცდები. ზუსტად ასეთი ხარ!
- და რა გაძლევს ამის თქმის უფლებას?
- შენი ყოველი საქციელი, წამით დავუშვი კიდეც რომ შენში რაღაც ადამიანური იყო მაგრამ არა, შენში არაფერია ღირებული, თავიდან-ბოლომდე ცხოველური ვნებით შეპყრობილი ხარ, რომელსაც მხოლოდ ის სურს როგორმე ქალის გაშლილ ფეხებს შორის მოქცეულმა ბოლომდე დაიხარჯოს.
- ლილიან. - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს.
- რა? ვიცი არ მოგწონს როცა სიმართლეს გეუბნებიან, არავის მოსწონს სიმართლე.
- არც კი მიცნობ! უფლება არ გაქვს ჩემზე ასე იფიქრო.
- ჯერ-ჯერობით არ მოგიცია საბაბი რომ სხვაგვარად მეფიქრა შენზე. ღამემშვიდობის.
- სად მიდიხარ? - წინ სასულს მაჯაში ჩაავლო დადიანმა ხელი.
- სახლში!
- შენ ხომ თქვი რომ გასაღები დაგრჩა.
- ცნობისთვის მე მშობლებიც მყავს რომლებიც დიდი ხანია არ მინახაბს, დარწმუნებული ვარ გაუხარდებათ ჩემი მისვლა.
- მე წაგიყვან.
- შენ აქ დარჩები და იმაზე დაფიქრდები რომ იქნებ დროა ყველა ქალის ერთ ქვაბში მოხარშვას თავი ანებო.
- ლილიან! ასეთი ფიცხი რატომ ხარ? განა რა მოხდა ისეთი რომ ასე გამოხვედი წყობიდან.
- არ მიყვარს ხისტი ადამიანები!
- შენ თავად ხარ ხისტი. - გაეღიმა დადიანს და კიდევ ერთხელ სცადა მის სხეულს მიახლოებოდა თუმცა ტომაში სწრაფად გახტა უკან. დადიანს გაეღიმა, თვალებში კი იმედგაცრუების მტანჯველმა მარწუხებმა იწყეს ფორიაქი. - სერიოზულად? - გვერდულად ახედა ქალს და სავარძლეში ჩაეშვა, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და ორაზროვანი ღიმილით ახედა ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ქალს. - მგონი მიდიოდი. - მკლავები განზე გაშალა ნიკოლოზმა და თითით გასასვლელისკენ ანიშნა სახეაჭარხლებულ ქალს, რომელიც ერთ ადგილზე მილუსმნულივით იდგა და ნაბიჯს ვერც წინ დგამდა და ვერც უკან, წასვლისა და დარჩენის სურვილს მასში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაეჩაღებინა და ეს გაურკვევლობა ბოლოს უღებდა. სიამოვნებით დაეძგერებოდა სავარძელში კმაყოფილი სიფათით აკრულ დადიანს და ბოლო ამოსუნთქვამდე მასთან ვნებიანი სექსით დაკავდებოდა, ამის გაფიქრებაზე შეაჟრჟოლა და სიმწრით ჩააფრინდა ქვედა ტუჩს. არ იცნოდა ნიკოლოზ დადიანს, მასზე მხოლოდ მცირეოდენ ინფორმაციას ფლობდა, ინფორმქციას სადაც არაფერი იყო მისთვის მოსაწონი თუმცა რაღაც უხილავი ძალა მაინც მასთან ყოფნისკენ ექაჩებოდა, სურდა ის ქალი ყოფილიყო ვინც დადიანს ორაზროვან მზერაში სიყვარულის სასიამოვნო ვარსკვლავებს ააკაშკაშებდა. - დაჯექი! - ბრძანებას უფრო ჰგავდა ნიკოლოზის ხმა და ტომაშიც გაუაზრებლად დაჰყვა მის ნებას, ხმის ამოუღებლად უცქერდა სიგარეტის კვამლში გახვეულ მამაკაცს, რომელშიც რაღაც მტკივნეულს ისეთი ქაოტური ბრძოლა გაეჩაღებინა სახეზე ტანჯვის კვალი ერთიანად დასტყობოდა. - გეთანხმები მდიდარი ნაბი/ვარი ვარ, რომელიც ყველა ქალს ჟი/მავს მაგრამ შენ მე არ მიცნობ, არ იცი როგორი ხასიათი მაქვს, არ იცი როცა მიყვარს რა შემიძლია ვაკეთო მის გამო, ეს არც მე ვიცი რადგან არასდროს მყვარებია, მაგრამ მე შენ მომწომონხარ. მომწონხარ იმდენად რომ დღეს საღამოს შენს სხეულს მოხვეული ყველა მამაკაცისთვის სახის დანაყვის სურვილით სული მიდუღდა, ეს არ არის ეჭვიანობა, ან იქნებ არის კიდეც, მე ეს არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ მინდა გაგიცნო რადგან ვხედავ შენ ხარ ის ვინც დამანაყრებს, რა იდიოტური შედარებაა მაგრამ მე ხომ მშიერი სულის ადამიანი ვარ, იცი რა არის სული? უხილავი სიდამპლე, რომელიც ადამიანს აჩოქებს. შესაძლოა ცუდი წარსული მაქვს, საშინელი ენა და ცუდი ქცევები მაგრამ უფლებას გაძლევ მიმითითო რა არ მოგწონს, მიმითითო მაგრამ ცილს ნუ დამწამებ იმაში რაც არ იცი. ცხოვრებაში უამრავ ნიღაბს ვფლობ ლილიან, შენთან კი ნიღბის გარეშე მინდა ურთიერთობა. მინდა უფლება მომცე მიყვარდე, შენზე ვზურანვდე. მენდობოდე. - მშვიდად საუბრობდა დადიანი და თვალს არ წყვეტდა თითებში მოქცეულ სანახევროდ ჩამწვარ სიგარეტის ღერს. - შეგიძლია დამეხმარო? - გულწრფელად ამოილაპარა და მზერა გაფითრებულ ტომაშს მიაპყრო.
- როგორ დაგეხმარო?
- ნება მომეცი დაგანახო საკუთარი თავი, თუ მაინც არ შეიცვლი ჩემს მიმართ წარმოდგენას შეგიძლია წახვიდე.
- და რატომ მე?
- ბედისწერის გჯერა?
- მე იმის მჯერა რომ ადამიანები ბედისწერას თავად ქმნიან. - სავარძლიდან წამოდგა ლილიან ტომაში და დადიანთან მუახლოებული მის წინ ჩაიმუხლა, ქვემოდან ახედა თვალებამღვრეულ მამაკაცს და უცნაური ეიფორიით შეპყრობილს სუნთქვა დაუმძიმდა. - ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.
- ასეც არის. - სწრაფად ჩაავლო ნიკომ ქალს მაჯებში ხელები და ისე რომ თავადაც ვერ შესძლო ლილიანმა გააზრება დადიანის მუხლებზე აღმოჩნდა, მკერდით მის სახესთან ახლოს აკრულმა ზემოდან დახედა მომღიმარ მამაკაცს, ნაზად შეახო მის სახეს თითები და ბევრი არ უფიქრია ისე დაეკრო სავსე ბაგეებზე ვნებიანი კოცნით. მხურვალე კოცნებს შორის რომელსაც ტომაშის უკანალზე მტკივნეულად ჩაფრენილი დადიანის თითების ძლიერი მოჭერა სუნქრონულად სდევდა თან დაუკითხავად სწყვეტდა ლილიანის ბაგეებს მსუბუქ კვნესას რაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა ნიკოლოზ დადიანს. მოწონებაზე მეტს გრძნობდა ამ ქალის მიმართს, ახელებდა, აგიჟებდა და სურდა მასში შესულს სამუდამოდო ბინა ამ საოცარი სილამაზის ქალის მკლავებში დაედო, სწრაფად ააფრიალა მისი სხეული ჰაერში და ოსტატურად მოექცა სავარძელზე ზურგით აკრულს ზემოდან, წამიერად მზერა გაუაყარა მომღიმარი ქალის თვალებს, კბილები ჩაავლო მის ტუჩს და ვნებიანი კოცნით ჩაანაცვლა მწარე კბენა, რომელსაც ლილიანის მხრიდან საპასუხო სიველურე მოჰყვა. ერთი ხელი ნაზად ჩააცურა მის მფეთქავ არტერიას და ყელის გავლით კაბის ღრმა ჭრილში შემძვრალმა მსუბუქად მოიქცია ათრთოლებული მკერდი მუჭში.
- ნოკოლოზ. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და შეეცადა ტუჩებს რომლებიც ასე ახელებდა ოდნავ მაინც მოშორებოდა.
- გაჩუმდი გთხოვ. - სწრაფად გაათავისუფლა დადიანმა მისი სხეული კაბისგან და თან გაყოლილი ბიკინი მხიარულმა მოისროლა სავარძლისგან შორს. ნანახით კმაყოფილი ვნებიანად დაეწაფა მის მოშიშვლებულ მკერდს.
- ჯანდაბა. - თითებით თმებში ჩააფრინდა ლილიანი და სხეულის მოქნილი მოძრაობით აჰყვა მასში ამოძრავებული მამაკაცის სხეულს. თითების შეხებისგან სხეული ეწვოდა ტომაშს, ტანში დავლილ ბუსუსები ყელში ამოაჯდა და გამშრალ ტუჩებს სიმწრით ჩააფრინდა კბილებით. სრულიად შიშველს საჯდომზე ჩააფრინდა ძლიერი თითებით და ბუმბულივით ააფრიალა, კედელთან მიმწყვდეულს მონდომებით უკოცნიდა ალერსით შესიებულ ტუჩებს. სისხლი აუდუღდა ტომაშს და ისე მიასკდა დაბერილ კაპილარებს თითქოს მათი დახეთქვა და გარეთ გადმოდინება სურდა, მაგრამ ვერ მოერია მის გლუვ ზედაპირს, ვერ გახია მისი გარსი და გარეთ გამოსვლის ნაცვლად მთელ სხეულში პატარ-პატარა ნაწილაკებად ჩაეღვარა ლილიანს და მის ბაგეებსაც დაუკითხავი კვნესა მოსწყდა მელოდიასავით რომ მოედო მაშინვე დადიანის სმენას. უკან გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი და ზურკს უკან ხმაურით დალეწილი ვაზა, რომელიც არც ერთმა შეიმჩნია, კიდევ რაღაც აყირავდა და ამჯერად ეს რაღაც დაბალი მინის მაგიდა აღმოჩნდა. - დავიმტვრევით. - ღიმილით ამოიჩურჩულა ლილიანმა მაგრამ ეს ბოლო იყო რისი თქმაც მოასწრო რადგან დადიანის ტუჩებმა ისეთი ვნებით ჩაუტოვეს ხორხში სიტყვები რომ სუნთქვა შეეკრა. საჯდომზე მოჭერილ ნიკოს თითები იგრძნო, რომელსაც ორი ადამიანის ერთობა და დაჭიმული მამაკაცის სხეული მოჰყვა, ახლა თავად ჩაავლო ტომაშმა მის ტუჩს კბილები და თავისკენ დაქაჩა. საჯდომს მოშორებული თითები უხეშად ჩაავლო ლილიანის სახეს და ძლიერი ბიძგით დააბრუნა ამღვრეული თვალები საწოლზე. წამით არ სწყდებოდა ტომაშის ტუჩებს და ყველა წაცდენილ ოხვრასაც ყელშივე უტოვებდა, ურცხვად დაასრიალებდა მის ათრთოლებულ სხეულზე თითებს და არ ტოვებდა არც ერთ ადგილს სადაც თავის კვალს არ დატოვებდა. - ნიკო. - წამოიკივლა ტომაშმა და დაჭიმული სხეულით მჭიდროდ აეკრო მასში სწრაფი ტემპით მოძრავ სასურველ მამაკაცს. არაფერი ესმოდა მხოლოდ უსაზღვრო სიამოვნებას გრძნობდა, სიამოვნებას, რომელსაც სულის შიმშილის დაკმაყოფილებით გამოწვეული ეიფორია ფონად სდევდა თან. სასიამოვნო თრთოლვამ გული ნორმაზე სამჯერ სწრაფად აუძგერა და დაბუჟებულ სხეულში მტანჯველი მაგრამ სასიამოვნო სინელით ჩაეღვარა. - ჯანდაბა. - ამოიყვირა და უკვე ძალა გამოცლილს სინქრონულად მიჰყვა დადიანი უკან, რამდენჯერმე მოწყვეტით აკოცა ტუჩებში ათროლებული ტომაშს, მის შუბლს ღიმილით დაეყრდნო და ჯერ კიდევ სუნქვა არეულმა მშვიდად ამოიჩურჩულა.
- გასაგიჟებელი ქალი ხარ ლილიან.


10

თვალები გაახილა თუ არა ჯერ იმაზე დაფიქრდა თუ სად იყო, დაძაბული გონება ავისმომასწავებლად ფეთქავდა, ზეწარში გახვეულმა ცალი თვალით შეიჭყიტა მის შიგნით და შიშველი სხეულის აღმოჩენის გამო სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე, მზერა იდნავ გააპარა საწოლის მეორე მხარეს და გულაღმა გაშოტილი დადიანის დანახვის გამო მსუბუქად შეხტა საწოლში, რის გამოც ნიკოლოზი ჯერ შეირხა, შემდეგ სწრაფად მოხვია ქალის სხეულს ძლიერი მკლავები და წამებში მოექცა მის სხეულს ზემოდან.
- დილამშვიდობის. - ღიმილით მიაკრო შიშველ მკერდზე ტუჩები და ხელი ნაზად აასრიალა მკვრივ საჯდომზე.
- დილამშვიდობის. - დანებება ამჯობინა ტომაშმა და ღიმილით ახედა მის სხეულს ზემოდან მოქცეულ დადიანს.
- ყავა? - სწრაფად მოშორდა დადიანი მის სხეულს და საწოლიდან წამომდგარმა სწრაფად ამოიცვა სპორტული შარვალი. კარადა გამოხსნა და ერთ-ერთი პერანგი ჩამოხსნა. - ქალის ტანსაცმელი არ მაქვს. - მხრების აჩეჩვით დაუდო ლილიანს საწოლზე და ოთახში მარტო დატოვა.
- ყოჩაღ ლილიან. - საყვედურით შეუღრინა ტომაშმა საკუთარ თავს, როგორც კი საძინებელში მარტო დარჩა. - პირველივე შემთხვევაზე რომ მის საწოლში აღმოჩნდი არაუშავს? - ბრაზით წამოდგა საწოლიდან. მისთვის განკუთვნილ დადიანის პერანგში გამოეწყო, აღიარება არ სურდა თუმცა მისი სახის გამომეტყველებით ადვილი მისახვედრი იყო თუ რა სიამოვნებას ჰგვრიდა მის პერანში გახვეულს ყოფნა. შიშველი ფეხებით გადაჭრა საძინებელი და ქვევით ჩასულს სამზარულოში მოფუსფუსე დადიანის დანახვის გამო წინა ღამის ემოციური ვნებათაღელვა ისევ მომთხოვნად დაუტრიალდა გონებაში.
- გიხდება. - ღიმილით მიეყრდნო წელს ზემოთ შიშველი დადიანი სამზარეულოს მაგიდას და ვმენით ამღვრეული თვალებით გახედა უცნაურად აცახცახებულ ლილიანს. - მოდი აქ. - სწრაფად ჩაავლო პერანგში ხელი და სხეულზე აკრულს მჭიდროდ შემოაჭდო მკლავები წელზე. - იცი როცა მორცხვობ გაცილებით საყვარელი ხარ. - გაეღიმა ნიკოს და ვნებიანად დაეკრო სასურველი ქალის ბაგეებს.
- ამ სახლში მარტო ცხოვრობ? - მისგან გათავისფლებული ტომაში სამზარეულოს სკამზე ფეხმოკეცილი წამოსკუპდა და მისთვის მირთმეულ ყავის ჭიქას მჭიდროდ შემოაჭდო თითები.
- კი.
- და ძალიან დიდი არ არის ერთი ადამიანისთვის?
- როცა ცოლად მოგიყვან და შვილებს გააჩენ დარწმუნებული ვარ პატარად მიგეჩვენება.
- ცოლად? - გაეღიმა ლილიანს და ყავა მოსვა. - ისიც კი არ იცი ვინ ვარ.
- ფიქრობ ვგავარ ადამიანს, რომელსაც დააინტერესებს შენი წარმომავლობა და ამით განსაზღვრავს სურს თუ არა დაგიკავშიროს თავისი ცხოვრება?
- იქნებ მე არ მსურს დაგიკავშირო.
- წუხანდელ ღამეზე რას მეტყვი?
- კარგი იყო მაგრამ არ მინდა ამ ერთი ღამის გამო ოცნების კოშკები ააგო.
- მეჩვენება თუ ნანობ?
- ნიკოლოზ მე... - საუბარი დადიანის ტელეფონზე შემოსული გაბმული ზარის გამო შეწყვიტა ლილიანმა და ყავის სმა განაგრძო.
- ანა ახლა არ მცალია. - მისალმების გრეშე ჩასძახა დას ნიკოლოზმა მაგრამ როგორც კი ანას ტირილით შეცვლილი ხმა მისწვდა მის სმენას სახეზე მიტკლისფერი დაედო. - რა გჭირს? - იყვირა ნიკომ და ცალი ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო. - ნახევარ საათში შენთან ვიქნები. - სწრაფად გათიშა ტელეფონი და ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე, ორივე ხელი თავზე მოიჭირა და შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა. - მაპატიე უნდა წავიდე. მძღოლს ვთხოვ როცა მოწესრიგდები სახლში წაგიყვანოს. საღამოს შემოგივლი.
- რა ხდება?
- შენთვის საინტერესო არაფერი.
- წუთის წინ ცოლად მოგყავდი და ახლა ჩემთვის საინტერესო არაფერი?კარგი როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა და ყავა უემოციოთ მოსვა.
- არაფრის გამო ნუ გაიბუტები. საღამომდე. - მოწყვეტით აკოცა ლილიანს ტუჩებში და სწრაფი ნაბიჯით გავარდა სამზარეულოდან.
-----
- თვითონ წავალ, შენ დაელოდე, სახლში სტუმარი მყავს და იქ წაიყვანე სადაც გეტყვის. - სწრაფად მოუჭრა მზად ყოფნაში მყოფ მძღოლს და მის მიერ გაღებულ ავტომობილის კარში სწრაფად შეხტა.
- ეს იმ გოგონას პირადი ისტორიაა თქვენ რომ მთხოვეთ. - კონვერტი გაუწოდა მძღოლმა დადიანს და მანაც სწრაფად გამოართვა. კარი ხმაურით დახურა, ძრავა აამუშავა, ტელეფონზე ახალკაცის ნომერი აკრიფა, "ლაუდსფიქერზე" ჩართო, მუხლებზე დაიგდო და გაზს ძლიერად დააწვა.
- რანაირად გაგეპარათ? - იყვირა როგორც კი ტელეფონს მიღმა ახალკაცის მერყევი ხმა გაისმა. - ყლ/ზე გესმის? მიწიდან ამოთხარე ეგ ნაბო/არი, მომითრიე, დედას მოვუტ/ნავ, მაგ სი/მა არ იცის ვის გადაეკიდა და ვანახებ, გავაგებინებ როგორ უნდა ჩემი დის დაშინება. მაგასთან ერთად კიდე ის ორი გამოს/ირებული გამოიყოლე ვინც ანას უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. - ცალი ხელით სავარძელზე დაგდებული კინვერტი გახსნა და იქედან ფურცლები ამოაფრიალა. - აუ მაგრად ბაჩო ვინ ვისი ბიძაშვილია, საქმე ჩემს დას ეხება და აქ ყველაფერი დასრულებულია. მოათრიე ეგ ნაბო/რები. - იღრიალა დადიანმა და ტელეფონი გათიშა. - დედას შევე/ი. - საჭეს ძიერად დაუშვა ხელები, როგორც კი ფურცელზე იმ ადამიანის სახელი და გვარი ამოიკითხა, რომელიც ასე სძულდა.
-----
კორპუსის ქვეშ ძლივს მოძებნა თავისუფალი ადგილი, დაპარკინგებული ავტომობილის კარი ხმაურით მიხურა, მონგრეულ ლიფტს ამჯერადაც გვერდი აუარა, ორ - ორი საფეხურის გამოტოვებით აირბინა ხუთი სართულის კიბე, კართან მისული წამით მოიხარა და აჩქარებულ გულს დამშვიდება ადროვა, სულის მოთქმის შემდეგ გაბმული ზარი დარეკა და როგორც კი მის წინ კარი გაიღო ადგილზე გახევდა. არ ელოდა, საერთოდ არ ელოდა რომ კარს ამდენი წლის უნახავი დედა გაუღებდა, ქალი რომელიც მას ასე ძალიან ჰგავდა, ქალი რომლის მიმართ აღარც იცოდა რას გრძნობდა, რომელსაც გაურბოდა, გაურბოდა რადგან ის იყო ადამიანი რომელიც მასში წარსულის ტკივილებს მტანჯველი სიზუსტით აღვიძებდა, ქალი რომელმაც ერთხელაც არ ინახულა ციხეში ყოფნის დროს რადგან სცხვენოდა ასეთი უვარგისი შვილის არსებობა, სწორედ ეს ქალი იდგა ახლა ნიკოლოზ დადიანის წინ და ისევ იმ მედიდური სახით უცქერდა ფერწასულ შვილს, როგორც ყოველთვის. გული მოეწურა დადიანს, ტკივილმა ერთიანად მოუჭირა ძლიერი მარწუხები, მოუჭირა და სწორედ ამიტომ ძლივს გადააგორა დადიანმა ხორხში გაჩხერილი მტკივნეული გორგალი.
- აქ რას აკეთებ? - გვერდი სწრაფად აუარა კარში ასვეტებულ ქალს და პირდაპირ ანასკენ დაიძრა, ძლიერად მოხვია ატირებულ დას მკლავები, შუბლზე ხმაურით აკოცა და მის მკლავებში განაბულს მჭიდროდ შემოაჭდო ძლიერი მკლავები.
- იმას რასაც შენ! - ხმაურით მიხურა ნინომ კარი და ვაჟიშვილს მზერა გაუსწორა.
- ახლა არ გინდა. - კბილებში გამოსცრა ნიკომ და თვალები დახარა, ვეღარ გაუძლო დედის დაჟინებულ მზერას, მზერას რომელიც გულ-მკერდს უნგრევდა, სუნთქვას უძნელებდა და გულსაც უჩერებდა.
- დრო ხომ არ არის დედის წინაშე ბოდიში მოიხადო?
- ახლა არა-მეთქი. - ანას სახე ხელებში მოიქცია ნიკომ და ტირილით დაწითლებული თვალები სათითაოდ დაუკოცნა. - სად ნახე ის გამო/ირებული? რა გითხრა? რა გაგიკეთა? არაფერი დამიმალო, შენზე იძალადა? - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს.
- არა. - ცრემლებს წყვეტილად ამოაყოლა ანამ ეს ერთი სიტყვა და ისევ ატირდა.
- მორჩი ტირილს და მომიყევი რა მოხდა.
- თავისი შეყვარებულის სანახავად იყო, იქედან გამოსული იმ ვიღაც დიმამ მანქანაში ჩატენა, სადღაც დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა, დაემუქრა თუ ცოლად არ გაყვებოდა მოკლავდა, მასზე არ უძალადია უბრალოდ ანა შეშინებულია. - მშვიდად საუბრობდა ნინო და თვალს არ წყვეტდა ერთმანეთზე ჩახვეულ და-ძმას. - შეგეძლო უკეთესი დაცვა მიგეჩინა შენი ერთადერთი დისთვის! არაფერი შეცვლილა, ამდენი წლის შემდეგაც ისევ ტკივილს აყენებ გარშემომყოფთ.
- დედა. - გაეღიმა ნიკოლოზს.
- რა?
- აქედან დაახვიე.
- ნიკო. - ვედრებით ახედა ანამ განრისხებულ ძმას.
- ხომ იცი პატარავ რომ შენს ცრემლებს არავის შევარჩენ? მაგრამ ამ ქალის სიახლოვეს დიდხანს ვერ ავიტან.
- ის დედაჩვენია.
- მადლობა ხომ არ ვუთხრა რომ გამაჩინა? - შუბლზე აკოცა დას და ისევ დედას გახედა.
- ხო დედა, მართალი ხარ, მე უმადური შვილი ვარ, გზას აცდენილი ნაბი/ვარი, რომელიც ზუსტად მაშინ მიატოვე როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდი, ვერ აიტანე შვილის ცუდი სახელი, შეგეძლო უფრო მეტად დამხმარებოდი, გეჩვენებინა სწორი და არასწორი, გეიძულებინე სიმართლის გზით მევლო მაგრამ არა, თავმოყვარეობამ გძლია და ზურგი მაქციე, იცი? მთელი ცხოვრება მტანჯავდა სინანული და სინდისის ქენჯნა შენი და მამას წინაშე მაგრამ ახლა როცა ამდენი წლის შემდეგ გიყურებ ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს გარდა იმისა რომ ერთი სული მაქვს აქედან დაახვიო.
- ნიკოლოზ. - სახეზე ხელები ჩაავლო ანამ.
- ამის დრო არ არის. - მისი ხელები მოიშორა ნიკომ და ჯიბეში აწკრიალებული ტელეფონი ორი თითით ამოასრიალა. - გისმენ ბაჩო. კარგად დააბი ეგ ნაბი/ვარი არსად გაგექცეს, უკვე გზაში ვარ. - ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და მონაცვლეობით გახედა დედა-შვილს, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ ნიკოლოზისგან გაჟღერებულ ინფორმაციას. - მალე დავბრუნდები. შენ კი ბარგი ჩაალაგე, ჩემთამ გადმოდიხარ! - თითის ქნევით მიმართა ანას.
- ნიკოლოზ.
- რა ნიკოლოზ ანა? რა ნიკოლოზ? ვიღაც ყ/ე დაგდევს, მოსვენებას არ გაძლევს, გიტაცებს, გემუქრება, რა გინდა შენს კართან მეძინოს? გითხარი ბარგი ჩაალაგე, ჩემთან მოდიხარ! არ განიხილება! უამრავი მტერი მყავს და აი ზუსტად შენი მნძ/ეველა სირე/იღა მაკლდა სრული ბედბიერებისთვის. - კარისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა დადიანი, ის იყო გარეთ უნდა გასულიყო უკან რომ მობრუნდა დედის წინ იმდენად ახლოს დადგა ნინოს მისი სიახლოვისგან სუნთქა შეეკრა. - მშვენივრად გამოიყურები, გამიხარდა შენი ნახვა, ისე მამამ თუ იცის რომ იმ მდიდარ ნაგავთან ღალატობ, რომელმაც შენი შვილი ციხეში ჩასვა? - კიდევ რაღაცის თქმა სურდა მაგრამ ყურებში ჩამდგარი შხულითა და ამწვარი ლოყის შეგრძნებით გაღიმებულმა წამით მზერა გაუსწორა თვალებამღბრეულ დედას, ამწვარ ლოყაზე ხელი მოისვა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია ათრთოლებულ ქალთან, რომელიც აშკარად შოკირებული იყო მოსმენილის გამო. - არაუშავს მართალი ხარ, სიყვარული ბრმაა მეც არ მეგონა რომ შენი საყვარლის ქალიშვილი შემიყვარდებოდა. შეხვედრამდე ქალბატონო დედა! - კბილებში გამოსცრა დადიანმა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
-----
გარეუბანში მსგავსი სიტუაციისთვის შესყიდული ნანგრევების წინ ხმაურით გააჩარა დადინმა ავტომობილი. მანქანიდან გადმოსულმა თითები თანმიმდევრულად გაატკაცუნა და კბილების ჭრიალით დაიძრა ნახევრად დანგრეული შენობისკენ.
- ნიკოლოზ. - შესასვლელში შეეგება ბაჩო ახალკაცი, რომელსაც მკერდზე ორივე ხელის გაშლილი გული ძლიერად მიარტყა დადიანმა და კედელს მინარცხებულს, ტკივილით მოხრილს თავად შეაშველა გამართვაში ხელი. - ხალხი გყავს შესაცვლელი ახალკაცი! საუბრის გაგრძელების გარეშე მოშორდა მეგობრის სხეულს და პირდაპირ შენობის ბოლოს განთავსებული კუთხისკენ დაიძრა. - გამარჯობა ძიმა. - სკამზე თოკებით მიბმულ ახლაგაზრდას ზიზღით დახედა და იქვე დაგდებულ ბეიზბოლის ბიტას სწვდა.
- დიმა მქვია! ჩემ სახელს ნუ ამახინჯებ.
- შენს სახელს ისე დავამახინჯებ როგორც შენს სახეს.
- ხომ იცი რომ ბიძაჩემი დედას მოგიტ/ნავს?
- ბიძაშენი? ეგ რომელი? მოსამართლის ცოლს რომ ჟიმ/ავს?
- რას ბოდავ?
- იცი ძიმა, შენ ხარ ყ/ე, იმედი გაქვს იმ კაცის, რომელიც ყურებით მყავს დაჭერილი და ფიქრობ მე ნიკოლოზ დადიანს მომიგებ ომს, რომელიც დაწყების წამიდანვე წააგე.მომიტანე რაც გთხოვე? - ახლა ბაჩოს მიუბრუნდა დადიანი.
- აქ არის. - დისკი გაუწოდა ახალკაცმა დადიანს.
- ჩაგირთო? - დისკი ახლოს მიუტანა ნიკომ ახალგაზრდა ბიჭს.
- რა არის?
- ჩანაწერი თუ როგორ ჟიმ/ავს ბიძაშები მოსამარლის ცოლს, როგორ ფიქრიბ ბიძაშენს რა უფრო ადარდებს შენი დალეწილი სახე თუ საკუთარი თავი და იმის შიში რომ მოსამართლემ ეს ამბავი არ გაიგოს? ისე ოჯახში ყველანი ასეთი ნაბი/ვრები ხართ? იცი? - ხელში შეათამაშა ბიტა დადიანმა და სკამზე დაბმული ახალგაზრდისკენ დაიხარა. - მე უკვე ვიჯექი ციხეში და კიდევ რომ მომიწიოს ჩაჯდომა ფეხებზე , იმხელა გავლენა მაინც მაქვს რომ იქედანაც მივწდე შენისთანა მნძრეველა ახალგაზრდებს და ყვე/ები დავაგლიჯო თითოეული ჩადენილი დანაშაულის გამო. კიდევ ერთხელ რომ გაეკარო ანას დამიჯერე ისე გაწამებ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება. - მოქნეული ბიტა ნიკაპ ქვეშ ამოსცხო დადიანმა ახალგაზრდას და მოთმინებით დაელოდა ნანგრევებში მოგუგუნე ტკივილის ღრიალის შეყვეტას, როგორც კი დიმას ხმა შედარებით მისუსტდა კიდევ ერთხელ მოიქნია დადიანმა და ამჯერად მარცხენა ყბის ძვალში უთავაზა ძლიერად მოქნეული ბიტა, დარტმის სიძლიერე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დიმა გეგეჭკორი სკამიანად აყირავდა და ტკივილით დაკლაკნილმა გონებაც სწრაფად დაკარგა. - რანაირი თაობა მოდის? - ზიზღით გახედა ზურგს უკან მდგომ ბაჩოს. - ერთ- ორს დაარტყამ და ითიშებიან. - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა, გამონაბოლქვი ღრმად შეუშვა ფილტვებში და უკან რგოლებდ გამოუშვა. -
- ნახე ერთი ხო ცოცხალია ეს სი/ი, მკვლელობის შეტენვა ნამდვილად არ მინდა.
- ყბა აქვს გატეხილი.
- კარგია, ცოტა ხანს ყველა დაისვენებს მისგან. ის ორი სადაა?
- უკვე მივხედე ნიკო.
- იცოდე ბოლო იყოს ასეთი შეცდომა ბაჩო, ერთადერთი ხარ ვისაც საკუთარ სიცოცხლეს ვანდობ, იმედს ნუ გამიცრუებ იცოდე. - მხარზე ხელი მოხვია დადიანმა მეგობარს და ჯერ კიდევ ხელში შერჩენილი ბიტა ძირს მოისროლა. - ეს იდიოტი ბიძამის მიუყვანეთ და ეს დისკიც გადაეცით. - დაცვის ერთ-ერთ ბიჭს მიუბრუნდა დადიანი და დისკი გადასცა. - წამოდი შენთან საქმე მაქვს.
- რა ხდება?
- წამოდი და გეტყვი. - სწრაფად გაიარეს ნანგრევებად ქცეული შენობა, ავტომობილის კარი ძლიერად გამოხსნა დადიანმა, სავარძელზე დაგდებული კონვერტი მიაწოდა მეგობარს და თავად სიგარეტს მოუკიდა.
- რა არის? - კონვერტიდან ფურცლები ამოიღო ბაჩო ახალკაცმა.
- ნახე. - ღრმად მოქაჩა ნიკოლოზმა სიგარეტს და ზიზღით მოავლო მიყრუებულ მიდამოს მზერა.
- მოიცა გინდა თქვა რომ ის გოგო. - ფერი დაკარგა ბაჩომ და გაფართოებული თვალებით გახედა ირონიული ღიმილით აღსავსე მეგობარს.
- ზუსტად! - მხარზე ხელი დაჰკრა ნიკოლოზმა ახალკაცს და მორჩენილი სიგარეტი გადააგდო. - ქალი რომელიც შემიყვარდა იმ კაცის შვილია ვინც ციხეში ჩამსვა.
- როდის გაიგე?
- გზაში სანამ აქ მოვიდოდი. - მხრები აიჩეჩა დადიანმა.
- მერე რას აპირებ ნიკო?
- არ ვიცი. - თავზე ხელი მოისვა დადიანმა და გვერდულად ახედა მეგობარს. - ვერაფერა იტყვი ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, წუხელ იმ ქალის სიახლოვით ვტკბებოდი, რიმელიც ასე მომწონს დღეს კი ვგებულობ რომ ჩემი ყველაზე დიდი მტრის ქალიშვილია.
- მან იცის?
- არა საიდან.
- არ ეტყვი?
- ბაჩო წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუთხრა. - გაეღიმა დადიანს და ავტიმობილში ჩაჯდა.
- საით?
- ანასთან, ჩემთამ უნდა წავიყვანო.
- მოხვალ ოფისში?
- დღეს არა, მასთამ ვიქნები, ხვალ მოვალ. ეცადე ამანათი მალე მიუვიდეს ბიძამის. - მზერით ანიშნა გონს მოსული გასისხლული დიმა გეგეჭკორის "გამოტანით" დაკავებული დაცვის ბიჭებისკენ.
- არ იდარდო მივხედავ.
-----
სავარძელში ჩაფლული ნება-ნება მიირთმევდა საყვრელ ღვინოს, ძალიან სურდა წინა ღამის კვალი ერთიანად გამოერეცხა გონებიდან მაგრამ ამაოდ, ვერაფრით ივიწყებდა დადიანის მხურვალე ალერს, ყურებში ისევ მისი მძიმე სუნთქვა ესმოდა, მის შეხებას ახლაც მკაფიოდ გრძნობდა სხეულზე და ამის გამო ღიმილი წამით არ ტოვებდა მის ლამაზ ნაკვთებს, გრძნობდა შეცდომა დაუშვა თუმცა არ ნანობდა იმ კაცისთან გატარებულ ღამეს, რომელიც მის გონებაში დაუკითხავად შეძვრა და უკვე ღრმა კვალიც გაიდგა. ოცნებაში წასული კარზე დარეკილმა ზარმა გამოაფხიზლა, საათს გახედა, ეჭვით აზიდა წარბები, ერთი წამით ისიც იფიქრა რომ დადიანმა მოაკითხა თუმცა ქალებისთვის მახასიათებელი ინტუიციით მიხვდა რომ კართან დადიანი კი არა მისი მეგობრები იდგნენ და ერთი სული ჰქონდათ დეტალურად გამოეკითხათ ტომაშისთვის წინა ღამის ამბები. მობეზრებულმა აატრიალა ლილიანმა თვალები და სავარძლიდან წამომდგარი ზლაზნვით გაემართა კარის გასაღებათ. როგორ უნდოდა ერთხელ მაინც შემცდარიყო ინტუიციაში მაგრამ არა, ახლაც სწორად გამოიცნო, კარში ყურებამდე გაბადრული ბერია და ყიფიანი იდგნენ, რომელთაც ხელში შამპანურები და ტკბილეული ეჭირათ.
- რა სახე გაქვს? - მიპატიჟების გარეშე შეაჭრა ყიფიანი მისაღებში, სასმელი და ტკბილეული მაგიდაზე დაალაგა და პირდაპირ სამზარულოში გავიდა ჭიქების მოსატანად.
- როგორ ხარ? - გულწრფელი ინტერესით ჰკითხა ბერიამ მეგობარს და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- ჩვეულებრივ.
- აბა. - უკან დაბრუნებულმა ყიფიანმა სასმელი გახსნა და ჭიქები სამივესთვის შეავსო. - ბოლოსდაბოლოს დანებდი? - ინტერესით დააშტერდა მომღიმარ მეგობარს, რომელსაც წინა ღამის შედეგად მიღებული სიამოვნება ჯერ კიდევ მკვეთრად ეტყობოდა სახეზე.
- არ ვაპირებ ამაზე საუბარს! - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა მეგობარს და მისთვის განკუთვნილი სასმელი მოსვა.
- ესე იგი იწვა. - თვალი ჩაუკრა თიკამ ბერიას და გახალისებული მოუსვენრად აწრიალდა სავრძელში. - ის მაინც გვითხარი როგორი იყო?
- კარგი. - ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა ლილიანი და აწითლებული სახის ჭიქით დამალვას ეცადა.
- კარგი და მორჩა? - წარბები აზიდა ბერიამ.
- ჯანდაბა ძალიან კარგი იყო, უზომოდ კარგი და სასიამივნო, ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია. ახლა კმაყოფილი ხართ? - შეუბღვირა ლილიანმა ახარხარებულ მეგობრებს. - მორჩით!
- შეგიყვარდა. - გასაბრაზებლად მისკენ თითი გაიშვირა თიკამ.
- გეყოფა თიკა. - გულწრფელად შეევედრა ლილიანი მეგობარს.
- კარგი ხო კარგი. - მხრები აიჩეჩა ყიფიანმა. - მიდი ერთი თეფში მოიტანე. - ტკბილეულის პაკეტი გახსნა თიკამ და დაკვირვებით გააყოლა სამზარეულოში გასულ ტომაშს თვალი. - სიარული არ გიჭირს? - გაეცინა ბოლოს და სახეში მიხვედრილი ბალიში გვაერდი გადადო.
- ნუ ხარ იდიოტი! - თეფში ხმაურით დადგა ლილიანმა მაგიდაზე და ისევ სავარძელში ჩაეფლო. - დილით მისმა დამ დაურეკა, არ ვიცი რა უთხრა მაგრამ გაგიჟებული გავარდა სახლიდან, მითხრა რომ საღამოს შემომივლიდა თუმცა არც მოსულა და არც დაურეკავს. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა და დასერიოზულებულ გოგონებს ღიმილით ახედა. - არ მინდა წინასწარ გამოვიტანო დასკვნები თუმცა ნიკოლოზ დადიანი რომ საიმედო პარტნიორი არ არის ეს მთელმა ქვეყანამ იცის, არ მინდოდა მისი მორიგი გოგო გავხდარიყავი მაგრამ ვერაფრით მოვერიე ვნებას, რომელიც ასე დაუკითხავად დამეპატრონა ახლა კი ვზივარ აქ თქვენთან ერთად და ვსვამ წინა ღამით მიღებული სიამოვნების სადღეგრძელოს, ცოტათი სასაცილოა.
- ლილიან.
- კარგად ვარ. - ღიმილით გააჩერა ტომაშმა ფსიქოანალიზისთვის მომართული ნუკა ბერია. - არ მინდა მორიგი სეანსი. კარგად ვარ, არაფერია იმაში საგანგაშო თუ არ მოვიდა. თქვენ ხომ აქ ხართ? ხოდა დავლიოთ. მთავარია ერთად ვართ და გთხოვთ აღარ მინდა დადიანზე საუბარი. - გაიღიმა ლილიანმა და ჭიქა მაღლა ასწია. - გაუმარჯოს მეგობრობას.




მოკლედ მეგობრებო არ ვიცი შემდეგ თავს როდის დავდებ რადგან ქალაქიდან მომიწია გასვლა, ამიტომ თქვენც რომ ბევრი არ იწვალოთ თუ ისტორიის ახალი თავი დილით მაქსიმუმ ათ საათამდე არ დავდე ე.ი იმ დღეს ვერ ვახერხებ თქვენამდე მოსვლას... მაპატიეთ და იმედი მაქვს როცა შევძლებ და გავაგრძელებ ატვირთვას ისევ ისეთი სიხარულით განაგრძობთ ჩემთვის აზრის გაზიარებას :*

ვფიქრობ კარტები ცოტათი გახსნილი :*
მიყვარხართскачать dle 11.3



№1  offline წევრი Tkemali

ვნებების და მოულოდნელობების თავი იყო. კარტები ნამდვილად გაიხსნა ,მაგრამ ახლები დაიხურა. ეხლა ყველაფერია ნიკოზეა, ვნახოთ რას როგორ მიუდგება. გელოდები როგორც ყოველთვის და როცა არ უნდა დადო, აქ ვიქნები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Tkemali
ვნებების და მოულოდნელობების თავი იყო. კარტები ნამდვილად გაიხსნა ,მაგრამ ახლები დაიხურა. ეხლა ყველაფერია ნიკოზეა, ვნახოთ რას როგორ მიუდგება. გელოდები როგორც ყოველთვის და როცა არ უნდა დადო, აქ ვიქნები!


მადლობა ჩემო კარგო რომ ასე ადეკვატურად ეკიდები ჩემს დროებითწასვლას :*

 


№3 სტუმარი სტუმარი დეა

ვაი დავიძაბე ენ ეს რა იყო. კარგად ვარ- ზე ყელში ბურთი გამეჩხირა. ახლა ალბათ სულს დავღაფავ სანამ ახალ თავამდე მაგრამ გელოდები სულმოუთმენლად დადე როცა შეძლებ❤ მიყვარხარ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი დეა
ვაი დავიძაბე ენ ეს რა იყო. კარგად ვარ- ზე ყელში ბურთი გამეჩხირა. ახლა ალბათ სულს დავღაფავ სანამ ახალ თავამდე მაგრამ გელოდები სულმოუთმენლად დადე როცა შეძლებ❤ მიყვარხარ❤



მადლობა დეა <3

 


№5 სტუმარი ana.

ვაუუუ. საოცარი თავი იყო ძალიან მაგარი ხარ❤️❤️❤️გთხოვ რაც შეიძლება მალე დადე❣️❣️

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ana.
ვაუუუ. საოცარი თავი იყო ძალიან მაგარი ხარ❤️❤️❤️გთხოვ რაც შეიძლება მალე დადე❣️❣️


მადლობა ანა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს რა ქენი ენ? როგორ შემოატრიალე? ლილიანის იმედგაცრუება და გულდაწყვეტა ერთად ვიგრძენი, ყველაზე საშინელი გრძნობები მტკივნეულ გრძნობებს შორის. არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი ვინ როგორ მოიქცევა. მთლიანად შენზე ვარ მონდობილი და გელოდები, გელოდები სულ, სულ:*

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ნინა
ეს რა ქენი ენ? როგორ შემოატრიალე? ლილიანის იმედგაცრუება და გულდაწყვეტა ერთად ვიგრძენი, ყველაზე საშინელი გრძნობები მტკივნეულ გრძნობებს შორის. არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი ვინ როგორ მოიქცევა. მთლიანად შენზე ვარ მონდობილი და გელოდები, გელოდები სულ, სულ:*



მადლობა ნინა... მოვალ, მოვალ <3

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ყველაფერი ჩაიხლართა ხო?
ველოდი კიდეც რაღაც ისეთ ამბავს ხოდა აი ისიც
ეს მშობლების ცოდვები რა პონტში უნდა ეხებოდეთ ამათ როცა არცერთს არააქ ურთიერთობა მშბლებთან ხოდა მშვდიად ვიქნები რო ამის გამო არ გაჭედავენ.
კიდევ ვიმედოვნებ რომ დროულად დაუკავშირდება ლილიანს და არ აფიქრებინებს ცუდ რამეებს. მოუკლა გოგოს გული და ესააა .
მომწონს და-ძმა დადიანების ურთიერთობა
ისტორიაც მომწონს, შენც და ველი შემდეგს ,როცა იქნება მაშინ
heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

sameone crazy girl
ყველაფერი ჩაიხლართა ხო?
ველოდი კიდეც რაღაც ისეთ ამბავს ხოდა აი ისიც
ეს მშობლების ცოდვები რა პონტში უნდა ეხებოდეთ ამათ როცა არცერთს არააქ ურთიერთობა მშბლებთან ხოდა მშვდიად ვიქნები რო ამის გამო არ გაჭედავენ.
კიდევ ვიმედოვნებ რომ დროულად დაუკავშირდება ლილიანს და არ აფიქრებინებს ცუდ რამეებს. მოუკლა გოგოს გული და ესააა .
მომწონს და-ძმა დადიანების ურთიერთობა
ისტორიაც მომწონს, შენც და ველი შემდეგს ,როცა იქნება მაშინ
heart_eyes heart_eyes


რამდენიმე დღეში ალბათ ისევ მოვალდა გაგიზიარებ ჩემს აზრსო მითხარი და მიხარია რომ ეს დღეს მოვიდა და ისევ მოხვედი <3
ჩაიხლართა და გადავდივართ ისტორიის მეორე ეტაპზე...
მადლობა მარიამ <3

 


№11 სტუმარი დიკუნა

ყბა ჩამოვარდნილი ვზივარ ახლაც!!!❤❤❤❤????????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკო

ჰოო,მართლაც მოულოდნელი თავი იყო.ცუდია რომ მალე ვერ შეძლებ დადებას,დაგელოდებით სხვა რა გზა გვაქვს.

 


№13  offline წევრი L.eli13

ცეცხლი თავი იყო????

 


№14 სტუმარი სტუმარი ლია

გონ ს მოეგე ნიკოლოზ,... გულს ნუ მოუკლავ ქალს მშობლის გამო,...მას ხომ არაფერი დაუშავებია

 


№15 სტუმარი სტუმარი რებეკა

ესე მოკლე ხანში როგორ ამბობს რომ ტომაში უყვარს აი მე ეგ არ მესმის.

 


№16 სტუმარი Mari

Kargi raa ar daashoro eseni ertmanets...

 


№17 სტუმარი სტუმარი Kristi

უძალიანმაგრესი ხარ შენი ისტორიითურთ.❤. მოთმინებით დაგელოდები ბედნიერი და წარმატებული მივლინება შენ...❤.

 


№18 სტუმარი Tiko tikuna

არ დააშორო ეს წყვილი რა??? საუკეთესო ხარ???❤

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამო

უფფ, ძაან მომწონს ძაან, გელიდები❤️❤️

 


№20 სტუმარი Bell

ოოო ჩაიხლართა ყველაფერი. ადვილი გადასახარში არ იქნება ეს ამბავი ნიკოლოზისთვის, თან იმის გათვალისწინებით რომ ცოტა მძიმე ხასიათი აქვს. გელოდები მოუთმენლად, ძალიან არ დაიგვიანო.

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია ნიკოლოზი ამის გამო ლილიანს გულს არ ატკენს.. ლილიანი არ იმსახურებს ამას. ძალიან გამიცრუვდება იმედი

 


№22 სტუმარი Ani

მე არ ვნერვიულობ, მჯერა რომ ასე იქნება თუ ისე მაინც იპოვიან ერთმანეთთან მისასვლელ გზას.

 


№23 სტუმარი შეხვედრამდე

ენ.
ხო იმედია მალე დაგვიბრუნდები.
შენი გაშვება შეიძლებოდა ახლა?
აქედანვე ვგრძნობ მოსალოდნელ ლოდინის რეჟიმსა და მოუთმენლობით პიკს.

შემდეგ თავს ველი ენ.
თან , როგორ იცი ? გამწარებული.


***
როგორც თქვი და როგორც ხშირად ვამბობ ,მთავარი კარტები გაგვიხსენი და უნებურად დაგვტოვე .
ახლა უკვე ყველა იმ მოვლენაზე ვართ დამოკიდებულნი , რომელიც შემდეგში განვითარდება.
და რა იქნება მხოლოდ ღმერთმა და შენ იცი.


***
აი ის საიდუმლოები , რომელთა შესახებ ოდნავადაც არ გვიეჭვია.
ნუ არ მოგვეცი ამის საშუალება.
პირდაპირ მოგვახალე.
რა წესი იყო ენ? ვიჯექი ერთი წუთი პირდაღებული.
შეიძლება ასე?


****
აი ადამიანზე , რომ საშინელი წარმოდგენა გაქვს და ბოლომდე აფუჭებს და აბათილებს , ხომ უნდა გაწიწკონო და არ დაუტოვო ერთი ღერი თმა თავზე.
იმ დამპალ ქალზე მაქვს საუბარი.
ნუ ჩემი კომენტარი ხომ მაგ წყობითაა , უმშინშვნელოდან , ყვლაზე მნიშვნელოვან და ტკბილ ამბამდე.
როგორ ვერ ვიტანდი ისედაც.
რა მოსაწონია დედა , რომელიც ზურგს შეაქცევს შვილს რთულ მომენტში.
და ცოტა არ იყო იმ რეპუტაციის გამო , რომელიც დიდებას არც არასდროს უდრიდა.
მისი საქციელის და მისი ქმრის გულუბრყვილობის შესაფერისი სახელი კი ჰქონდათ.
და ნიკოს , თუ თვლიდნენ კიდე ცუდი მომავლითა და სახელის შემრცხვებელად.
შვილი იყო.
და რაც არ უნდა ასეთი პირი უჩანდეს მის მომავალს ეგრე არ უნდა მოქცეულიყვნენ.
ამას გარდა , რა იცი ღმერთი როგორ შემოგიბრუნებს ყველაფერს.
მეორე ამაზრზენია მისი საქციელი.
თითქმის მთლიანი ოჯახი დანგრეული როცა ჰყავს.
დადიანი მათ არ ნახულობს და მშობლებს თავს არიდებს , მშობლისთვის ამაზე დიდი ბზარი არაფერია ალბათ ოჯახში.

მეორეც ეს ერთი ამის შემდეგ ღალატი არ უნდა გაებედა.
და ცოტა კიდე სამარცხვინოა ნიკოს სახელზე , რომ ლაპარაკობს და თვითონ ღალატობს ქმარს იმ ადამიანთან ვიმც მისი შვილი ჩააყუდა ციხეში.
სამარცხვინოც კი არ შეიძლება ეწოდოს .
სადღაც უფრო დბალაა.
საერთოდ თუ არის სადმე მისი ადგილი ამ საზოგადოებაში.

***
ბერია.
და მისი პირდაპირი ფისოლოგია.
თუმცა დღეს შეაჩერეს სანამ ლაპარაკს დაიწყებდა.
რა საუბარი გამომატოვებინეს.

***
ანა.
ეს გოგო ზედმეტად მომწონს.
გულჩვილია.
პატარაა ამ სამყაროში.
მაგრამ ძლიერია.
მის ძმის.მკლავებში კი იმდენად დაცული და ამავდროულად იმდენად უსუსურია.
ღმერთმანი როგორ მიყვარს.
მითუმეტეს ამ და-ძმის მომენტებზე ვგიჟდები და ესენი რომ ერთად იცხოვრებენ ხომ გადავირიე.
მერე ნახეთ თქვენ ჩემი ემოცები.(ახლა ხომ მაკლია და )

არა ნიკო საოცარი ძმაა.
არც ზედმეტად აზიატი.
მაგრამ დის ერთ ცრემლსაც , რომ არ აპატიებს არავის და მასთან ძალიან გულწრფელია.
ვგიჟდები ასეთებზე.

ცოტა ცხოველია.

***
ჰოო.
ცოტა დიდი აფეთქება ჰქონდათ ამ წყვილს.
რაღა ცოტა.
მითუმეტეს მაშინ , რომ ამ წყვილიდან ზედმეტად დიდი მუხტი მოდის.
დღეს მათი ყველა ემოცია და საუბარი ზემდეტად გულწრფელი და იოლი იყო.
იოლი იყო , თითქოს სულ არ უჭირდათ ამ ყველაფერის თქმა.
მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად.
ძალიან კარგი წყვილია .
მართლა.
ერთმანეთს აკვდებიანო.
ხომ გაგიგიათ?
მე ბევრჯერ მითქვამს.
როცა მეგონა , რომ მხოლოდ ის იქნებოდა პრობლება , როდის ჩამოყალიბდებოდნენ და როგორ გაივლიდნენ ყველა ფაზას .
მაგრამ ერთიანად გამაქვავა იმან რაც ასე მარტივად გაგვაგებინე
პირდაპირ მოგვახალე ენ.
ნუთუ სულ არ შეგეცოდე.
მე თუ არა ეს შენი ამდენი მკითხველი?
ხო კარგი.
სხვათა შორის დადიანო , მასაც არ ეხატება დიდად მამამისი და გაერთიანდით და ერთად ებრძოლეთ მტერს.
არ გაცივდე რა.
დროულად უთხარი მიზეზი.
არ დატანჯო რა.
ძლიერია მაგრამ , ბევრი გადაიტანა უკვე საკმაოდ.
ის შეყვარების შემთხვევითი აღიარება მეამა.


***
გელი ენ.
დიდი მოთმინებით.
რომლითაც ნამდვილად გამოვირჩევი.

მიყვარხარ.
აბა შემდეგ შეხვედრამდე.
შემდეგ ათ საათამდე.

 


№24 სტუმარი Teko

Dadee ra axali

 


№25 სტუმარი ნათია41

როგორც იქნა შემოგიერთდი თვალების საშინელი წვის გამო ვერ ვკითხულობდი.საოცრად კარგი ისტორიაა როგორც ყოველთვის. ვგიჟდები ორივეზე. იმედია ახალკაცსაც გამოუჩნდება ვინმე. და ნიკო ტაიმაუტს არ აიღებს ლილიანთან ურთიერთობაში

 


№26 სტუმარი Baron

ეხლა თუ ამის გამო დაშორდება ნიკო ტომაშს მაგრად გამაბრაზებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent