შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრების სურნელი 3.


9-11-2019, 23:30
ავტორი ქეთი ტაკიძე
ნანახია 383

დილით მზის სხივება მაიძულეს გაღვიძება. წამოვიზლაზნე როგორღაც და აბაზანაში შევბოდიალდი. ცხელმა წყალმა ცოტა მიშველა, გამოვედი მხოლოდ ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. ყავას ფინჯანში ვასხამდი, როცა დესის ყეფის ხმა გავიგე, გავედი და ჭიქაც გავიყოლე.
- რა მოხდა დესი? - მზერა დესისკენ გადამაქვს და ამდროს მოულოდნელობისგან ჭიქა მივარდება
- ფრთხილად! ხელი ხომ არ დაიწვი? - სწრაფად მოვარდა ჩემთან და მეკითხება შეშინებული
- შენ აქ რას აკეთებ?
- შენთან სალაპარაკოდ მოვედი
- მე არ მაქვს არაფერი შენთან სალაპარაკო - იმდენად ახლოს დგას, რომ მისი სურნელით გაბრუებული ძლივს გადავაბი სიტყვები
- დიახაც რომ გაქვს! უნდა მომისმინო ბოლომდე და სიმართლე გაიგო!
- რა უნდა მოგისმინო თუ რატომ მიღალატე? - ცინიკურად გავიღიმე
- მე შენთვის არ მიღალატია! ის დამპალი ღორი შემოგზავნილი იყო. არვიცი როგორ მოხდა იქ, მაგრამ მე მისთვის თითიც კი არ დამიკარებია! მას ჩვენი დაშორება უნდოდა და მიაღწია კიდეც საწადელს! შემდეგ ვიპოვნე ის და აღიარა კიდეც ვისი შემოგზავნილი იყო და ორივეს ვაზღვევინე! მაგრამ შენ არც კი მომისმინე! სიმართლის გარკვევა არც კი სცადე! ზურგი მაქციე და დაიჯერე რომ მე შენ გიღალატე! ყველაზე მეტად ამან გამანადგურა! ჩვენი სიყვარული ერთი ხელისმოსმით გაანადგურე! - ღრიალებდა განწირული ხმით, მაჩვენებდა ვიდეოს რომელშიც გოგონა სიმართლეს ამბობდა, ცდილობდა ყველაფრის ახსნას. მე ვერაფერს ვამბობდი, ერთადგილას გაშეშებული ვიყავი და ცრემლები მდიოდა.
- უბრალოდ მინდოდა სიმართლე გცოდნოდა, რომლის გარკვევა არც კი გიცდია შენ. კარგად იყავი - როფორც კი დაასრულა დამემშვიდობა და დახლი დატოვა.
მე ისევ ვერ ვიძვრებოდი ადგილიდან. ვიდექი გაშეშებული. გაოცებული სიმართლის მოსმენისგან და იმწუთებში საკუთარი მინდოდა, რადგან მე მასში ეჭვი შემეპარა! პირველივე დაპრკოლებაზე ზურგი ვაქციე. ვიყავი ბედნიერი და ამავე დროს საკუთარ თავზე გაბრაზებული! ჩემსთავს ვეჩხუბებოდი და ვერც კი გავიგე როგორ შემოლაგდნენ გოგონები სახლში.
- ჰეი ჯულიეტა აქ ხარ? - მეკითხება მარია კისკისით
- მე ძალიან ცუდად ვარ დალევა მინდა!
- რა მოხდა ? - ყველა ერთად კითხულობს მეც გონს მოვედი და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი.
- არა ხომ გეუბნებოდი ეგ ბიჭი არ არის დამნაშავე თქო! ჩემი თორნიკე მაგას არ გაგიკეთებდა თქო! ღირსი ხარ ახლა რომ არ შეგირიგდეს - ბობოქრობდა მარია.
- მარია გეყოფა! ამას კიდე ეგ უნდა - ეუბნება გულისა
- ახლა რას აპირებ? - მეკითხება სალო
- არ ვიცი არეული ვარ. ისიც არ ვიცი მაპატიებს თუ არა.
- ასე ადვილად არ გაპატიებს რათქმაუნდა, ის ხო თორნიკე გადრანია, ნამდვილი სვანი! - არ ცხრებოდა მარია
- განმარტოვება მჭირდება, უნდა გავიაზრო ყველაფერი და კარგად დავფიქრდე.
გოგონები თემა შეცვალეს და ყურადღება გადამატანინეს, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილან მალევე წავიდნენ. მე ყველაფერი მივალაგე და ზემოთ ავედი გამოვიცვალე და სასეირნოდ წავედით მე და დესი. დავდიოდი ქუჩებში და ვფიქრობდი დაკარგულ 1 წელზე, იმაზე თუ როგორ დავიჯერე ის რომ მე თორნიკემ მიღალატა და საკუთარ თავზე უარესად ვბრაზდებოდი. ფიქრებში გართულს მობილურის ხმა არც კი გამიგია. 5 გამოტოვებული ზარი იყო. გოგონები მირეკავდნენ. დავურეკე და მატყობინებენ რომ 3 საათზე საშოპინგოდ მივდივართ და საღამოს 9 საათზე კლუბში იკრიბებიან სახელად "შეკრება ანას გასამხნევებლად", საყვარლები. სახლში მივედი გამოვიცვალე, გასაღები ჩანთა, მობილური ავიღე და გავედი. სავაჭრო ცენტრში იმდენი იბოდიალეს და ერთიდაიგივე მაღაზიაში იმდენჯერ შებოდიალდნენ უკვე ყველაფერი იციან მათზე კონსულტანტებმა. დაღლილ-დაქანცულებმა 6 საათზე დავტოვეთ ცენტრი და სახლებში წავედით.
სახლში როგორც კი შევედი პირდაპირ ოთახისკენ გავეშურე და საწოლზე დავებერტყე. მთელი დღის ემოციებისგან დაღლილს ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა. როგორც კი გამომეღვიძა, მაშინვე მობილურის ძებნა დავიწყე და როცა დავხედე ტელეფონს რომელიც 8 საათს აჩვენებდა წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი. სწრაფად მოვიფიქრე რა უნდა ჩამეცვა. ლურჯი მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და შავი ფეხსაცმელი. თმები ჩამოვივარცხნე სადა მაკიაჟი გავიკეთე. გადავწყვიე ამდენი ხნის შემდეგ ჩემი საყვარელი ანგელოზის კულონი გამეკეთებინა, რომელიც თორნიკემ მაჩუქა.
კლუბის ეზოში მელოდნენ გოგონები და ისეთი სახით მიყურებდნენ ადვილი მისახვედრი იყო რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ დაგვიანების გამო.
- კარგით ხო ნუ მომკლავთ ახლა სულ რაღაც 15 წუთი დამაგვიანდა
- ამერთხელ გაპატიებთ - მეუბნება ჩემი კუსკუსა სალო. ის ერთადერთია მორცხვი და მორიდებული გოგოა ჩვენს სასტავში
- წამოდით დროზე შევიდეთ თორემ ცუდად ვარ უკვე გაშრა პირი- შეწუხებული მზერით ამბობს მარია და წინ
- მოკლედ ამას რა ეშველება ან მე რა მეშველება არ ვიცი - კისკისით ამბობს ტასო
როგორც ყოველთვის ჩვენი ბიჭები იქ იყვნენ და მათთან მივედით.
- მოკლედ რა ისე ვერშემოვსულვარ ამ კლუბში თქვენ რომ არ დამხვდეთ რა - აბუზღუნდა მარია
- ნუ ხარ გოგო შენ ენამწარე - ეუბნება გიო
- ოჰ გიოლგუნა შენ ამდენი ლაპარაკი როდის ისწავლე?
- შენ ლოცა ალ იყავი დაბადებული მაცინ - გააჯავრა გიომაც და მარია ალბათ ბოლს გამოუშვებდა ყურებიდან, სიბრაზისგან ისე გაწითლდა.
- ჩემი ბედოვლათი ძმა სად არის? - თემის შეცვლას ვცდილობ
- ესე გვითხრა საქმე მაქვს რაღაც და დღეს ვერ მოვალო
- ნეტა რომელ ნაშასთან აქვს საქმე - უდარდელად ვამბობ და სალოსკენ ვაპარებ მზერას, რომელსაც ლოყები აუწითლდა და თვალები რაღაცნაირად დაუმრგვალდა.
- მაგის ნაშებს რა გამოლევს თაკო, მაკო და კიდებ ათასი უბედური - საზიზღარმა ტასო მიმიხვდა და მარიას გაბრაზება გადაწყვიტა
- არ დავლიოთ ? - ამბობს სალო
- ვაიმე დედა ეს რა გვეშველა შენ თქვი ახლა ეგ?
- ტასოო
- კარგი ჰო ნუ იბუსები.
ვისკი შევუკვეთეთ და კარგად შეზარხოშებულებმა საცეკვაოდ გავედით. ტასოს ვეცეკვებოდი როცა დავტრიალდი და ნაცნობ სხეულს შევეჯახე
- ისევ ატარებ ყელსაბამს? ბრაზმა გადაგიარა და შერიგებას ცდილობ? მიხვდი შენს დანაშაულს?
- შეიძლება ეგრეც ითქვას
- ანუ აღიარებ რომ შეცდი?
- კარგი ხო ვაღიარებ რომ ცუდად მოვიქეცი, ვაღიარებ რომ სულელი ვიყავი, მოვტყუვდი და შენში ეჭვი შემეპარა ვაღიარებ - ლამის ისტერიკა უნდა მომეწყო როცა მიმიზიდა და უეცრად დამაცხრა ტუჩებზე ნაზად და სათუთად მკოცნიდა ისე რომ სულ მთლად დავკარგე აზროვნების უნარი.
- ხომ იცი რომ ესე ადვილად არ ვპატიობ არავის უნდობლობას. დღეისთვის საკმარისია შეგიძლია სახლში წახვიდე საკმარისად გაერთე - მეუბნება მკაცრი ტონით. ისევ მაკოცა ამჯერად სწრაფად მომშორდა და წავიდა.
მე გაბრუებული და ბედნიერი მივბანცალდი მაგიდასთან და ტასოს ჩავეხუტე.
- რაო ჯულიეტა, შენმა რომეომ ცოტა იწვალე არაფერი გიჭირსო?
- როგორ მომნატრებია - ტუჩები დავბრიცე და ლამის ტირილი დავიწყე
- ვაიმე გვეშველება მგონი მალე - აკისკისდა გულისა
- არ წავიდეთ? - იკითხა სალომ
- ხო წავიდეთ, გვიანია უკვე.
თანხა გადავიხადეთ და ყველამ ჩვენ ჩვენი სახლის გზებს დავადექით. სახლის კარი ღია დამხვდა არადა კარგად მახსოვს რომ დავკეტე. სამზარეულოში შევედი დანა ავიღე და საძინებლისკენ წავედი, კიბეები ფრთხილად ავიარე ოთახში კარი შევაღე, იქ არავინ იყო. ოთახს ვაკვირდებოდი ისევ როცა თორნიკეს ხმა გავიგე
- ალბათ ჩემს მოსაკვლავად მოიმარჯვე ეგ დანა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent