შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამით (სრულად)


10-11-2019, 23:00
ავტორი Gossipy girl
ნანახია 15 652

ახლა როცა ჩემ შვილს ვუყურებ..
ის ისეთი ლამაზია,სულ შენ გგავს..
თეთრი ფითქინა კანის ფერით დამემგვანა მხოლოდ მე..
სხვა ყველაფერი შენი გაინაწილა.
შენი თაფლის ფერი თვალი,შენი მზერა,თითები..
შენსავით უყვარს ფრინველების ყურება,ზის და საათობით შეუძლია უყურს მტრედებს...
ბათუმი მოსწონს მხოლოდ თოლიების გამო..
არ ვიცი რა მოვუხერხო,მასში იმდენი „შენ“ ხარ..
მეტირება.
უთავმოყვარეო ცრემლებს ვეღარ ვერევი და დავიღალე.
მაგრად.
ყველა განზომილებაში დამქანცა ამდენმა მონატრებამ
.
.
.
ღამით ჩემს საწოლში ძვრება და არ მაძლევს ძილის საშუალებას.
გულზე თავს დამადებს ხოლმე და შენ თავს მახსენებს.
როგორ უნდა იცოდეს სად არის მამიკო ახლა...
როგორ სძინავს,სად სძინავს..
„ხომ არ სცივა დე?ბებიკო ხომ დააფარებს თბილ პლედებს“...
მე რა ვიცი სად ხარ?
სად გძინავს?
პლედს ვინ გაფარებს?
არ ვიცი.
როგორ მოახერხე ამდენი..
ასეთი როგორ აღმოჩნდი.
ასე როგორ მაჯობე.
ასე როგორ დამამარცხე.
ასე როგორ მომერიე.
ვიცი ეს როგორც გააკეთე..
შენ მე ლიზა მაჩუქე და ამით ყველაფერი დავამთავრეთ.
შენ არ ხარ.
არც ყოფილხარ.
ალბათ მაგიტომაც ვერ იქნები.
სამუდამო მარტოობისთვის ეს მე გავწირე ჩემი თავი.
მე ვთქვი იმ ღამით გადამწყვეტი სიტყვა.
არ ვნანობ.
გეფიცები შენ თითოეულ შეხებას გეფიცები არ ვნანობ.
იმ ერთ კოცნას გეფიცები..
მეტჯერ არ გიკოცნია...
მთელი ღამის განმავლობაში შენ მხოლოდ ერთხელ მაჩუქე შენი თავი.
მეტის პრეტენზია არც არასოდეს მქონდა..
არც არასოდეს მექნება.
მიყვარხარ დღემდე და ეს სიტყვა ჩემზეც, შენზეც და აქაურობაზეც მეტია.
***
-გუშინ ღამის 3 საათზე ავაყენე საწყალი ზუკა-სახე დაბრიცა სასაცილოდ თიკამ.
-ახლა რა მოუნდა უმცროს ყიფიანს?-გამეცინა მე და ჩაი ჩამოვასხი.
-ძალიან გაგაცინო?-თავადაც იცინოდა და ჩაიში შაქარს ამატებდა,ეს გოგო დიაბეტს გაიჩენს.
-წინა სურვილის მერე როგორ აპირებ გაკვირვებას-ვიცინი მე და სამზარეულოს სკამზე ვიკავებ ადილს,წინა სურვილი ჩაქაფული იყო დილის 5 საათზე.
-ხაშლამა მომინდა...-თქვა თუ არა სკამიდან ლამის გადმოვვარდი,იფიქრებთ რა გასაკვირი ეს არისო,მაგრამ თიკას არ იცნობთ მხოლოდ ამიტომ... ეს ის თიკაა ცხოვრებაში კროასანების, ავოკადოს და მსგავსი საკვების გარდა სხვას რომ არ სცნობდა.ეს ის თიკაა ბაბუამისის გასვენებაში,ქელეხის სუფრით მთელი თბილისი რომ აალაპარაკა.ლობიოს და ფლავის ნაცვლად ქელეხში ლოკოკინები და სუში რომ მოიტანა და ლამის გარდაცვლილი გურამ ნაზღაიძე საფლავიდან რომ წამოაყენა.
-გეფიცები ცოტა აფრენ.-ძლივს ამოვისუნთქე მე.
-აშკარად მეტყობა,რომ ყიფიანი მყავს მუცელში,აბა ჩემი შვილი მაგეებს გაეკარებოდა?
საძინებლიდან ხმაური,რომ მომესმა ინსტიქტურად გავიხედე და სამზარეულოს კართან დამდგარი,ლიზიკო შემრჩა ხელში.თმა აბურდული ჰქონდა,თვალებს იფშვნეტდა და გაღიმებული უყურებდა გაბერილ თიკას.
-დეე გაიღვიძე?!მოიტანე ტანსაცმელები ჩაგაცვა...
ყურიც არ მათხოვა,ინერციით გაექანა თიკას მუცლისკენ და იქ თავისი ჭკუით მის დაქალს შეეხმიანა.
ერთი ისტორია იყო ლიზიკოს და თიკას არდაბადებული შვილის დაქალობა.
ლაპარაკით გული რომ იჯერა,შეეხვეწა მალე გამოდი უშენოდ მოვიწყინეო და ჩემს კალთაში მოექცა.
კარებზე კაკუნი გაისმა თუ არა სასწრაფოდ დატოვა ჩემი კალთა და შემოსასვლელი ჰოლისკენ გაიქცა.
კარის სახელურს ჯერ ვერ წვდებოდა და დიდი რუდუნებით მიცდიდა, როდის მივიდოდი იქამდე.
კარი გავაღე და თაკოს დანახვაზე სულ გადარეულ ლიზას გადავხედე.
-შენ იცი რომ კიდევ უფრო გალამაზდი გუშინდელის მერე?!-სულ მიგიჟებდა ეს გოგო შვილს.
-დედუ მართლა?!-გაიპრანჭა ლიზიკოც და კმაყოფილი მიუშვირა ლოყა საკოცნელად თაკოს.
თაკოსაც და თიკასაც “დედუს” ეძახდა ალბათ იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკში გაჩენილ ლიზიკოს სამი დედა ჰყავდა...
ირინამ მხოლოდ ამათ იმედად დამტოვა და წავიდა ამერიკაში.
სანამ გათხოვდებოდა თიკა,ორივენი ჩემთან ცხოვრობდნენ.
მერე თაკოს მშობლებიც დაბრუნდნენ უცხოეთიდან...
ასე გახდნენ ორივენი ლიზას არაბიოლოგიური მშობლები.
-აბაზანაში შევალ,შედი სამზარეულოშია თიკა და მოვალ მეც.
რომ გამოვედი შევატყვე არც თიკას და არც თაკოს სახეზე ფერი არ ედოთ.
-რამე მოხდა..?
-არა,არაფერი..
-ზუკამ დამირეკა,დედამისი ვერაა რაღაც კარგად წავალ ხო..?
-გაგიყვან-ორივენი წამოდგნენ და მალევე დატოვეს სახლი.
ცოტა გამიკვირდა,მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია..

***
-თქვენი პირადობის მოწმობა..
-ინებეთ-გაუწოდა მობეზრებული სახით და ხალხს თვალი მოავლო.
-საბა დადიანი.
-დიახ.
-რამდენი წელია,რაც აქ აღარ იმყოფებით?..
-4 გავიდოდა დღეს...
-კეთილი იყოს თქვენი უკან დაბრუნება.
თბილად გაუღიმა გოგონას,მადლობა გადაუხადა და აეროპორტს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
ეკუნა ადგილზე იყო.
გული გაუთბა.
-შენ არ იცი როგორ მომენატრე..-ხელში აიყვანა მისი პატარა და და ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა.
-შემოგატყდები ხელში საბუ დამსვი!!!-აღარ ცქმუტავდა ეკუნა.
-რაიყო გოგო გაიზარდე?-თავზე ხელი უწინდებურად გადაუსვა და ლოყაზე ისე გემრიელად აკოცა ეკიპაჟმაც გაიგონა თვითმფრინავში.
-მე გავიზარდე,შენ ვერა!-იცინოდა ეკუნა და ნელ-ნელა ტოვებდნენ აეროპორტს.
-რა ხდება ახალი აქ?-სათვალე მოირგო და მანქანის საჭისკენ წავიდა ეკუნამ წარბი,რომ აუწია.
-გეშლებათ ბატონო საბა გვერდით დაიკავეთ ადგილი.
-შენ გატარებულ მანქანაში?! არც იფიქრო, არ ჩავჯდები!
-ფეხით წახვალ!-ნაცნობი ფრაზის გაგონებაზე სიცილი დაიწყო ორივემ და საბამ მგზავრის ადგილი დაიკავა.
-აი ღმერთო, 4 წელი რა ომს არ გადავურჩი,მაგრამ ეს ერთიც გადამატანინე გთხოვ!
-დამშვიდდი რა!პროცენტულად ჩვენ უფრო კარგად ვატარებთ ვიდრე თქვენ.
-რა ხდება ახალი ქალბატონო ეკატერინე?!
-საიდან დავიწყო?-გაეიცინა ეკას და ტელეფონზე საათს დახედა.
ეკრანს ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი თეთრი,ფითქინა კანის მქონე პატარა გოგონა ამშვენებდა,წამიერად მოკრა საბამ თვალი,ყურადღება არ მიუქცევია,უყვარდა სულ ეკუნას პატარები.
-აი საიდანაც გაგისწორდეს..
-ყიფიანმა ცოლი მოიყვანა..-ამოიტირა ეკუნამ და საბას გაფართოებულ თვალებს,რომ გადააწყდა ცრემლები გადაყლაპა.
-ზუკამ, ტო?
პასუხი ვეღარ გასცა,მხოლოდ თავი დაუქნია.
-როდის უნდა გეშველოს მითხარი!-გაეცინა დის მიამიტურ გრძნობებზე და ისევ ისე გადაუსვა ხელი,როგორც ორიოდ წუთის წინ.
-შენი ყოფილი გათხოვდა..
-შეხედე შენ ნინას-გულიანად გაეცინა საბას და ტუჩებზე ხელი ნელა ჩამოისვა.
-გამოთხოვდა კიდეც ჩემო საბა და ახლა დოლიძელ ბიჭს ეჩალიჩება..
-რა გრეხია ეგ გოგო თავიდან ბოლომდე..
-რა ვიცი მე ძალიან კი გიჟდებოდი და..
-ახლაც ვგიჟდები.
ეკუნამ მანქანა ისე დაამუხრუჭა,რომ არა ღვედი საბა მინას თავით გაანგრევდა.
-რას აკეთებ გოგო მკლავ?!
-რაო ვიზე ვგიჟდებიო?
-კიდე ისეთი დებილი ხარ,ხო?!ჯიგრულ პონტში ვგიჟდები!ნინასთან სულ ისე ვიყავი არაფრის მიტყდებოდა..კაი მოლაპარაკე და მესაიდუმლეა რა... არ გააფრინა?!!
-რავიცი მე იქნებ და მოიყვანე ცოლად!
-ცოლი არა ის...
-მოვედით,ახლა ეცადე გადაირიო მაკუნას რემონტზე,თორე ღამე არ დაიძინებს და ხვალ მუშებს დაგვაყენებს თავზე, გთხოვ რა აღფრთოვანდი!
სადარბაზოში ავიდნენ თუ არა უკვე ისმოდა მაკუნას კივილი,დიდი მოწიწებით აწყნარებდა მზიკო (დედამთილი) და სანდრო ამათ შემხედვარე ხარხარს ვეღარ იკავებდა.
-ვაიმე დედიკო!-სიცილ-ტირილი ჰქონდა მაკუნას,კისერზე ჩამოეკიდა მის ორმეტრიან შვილს და ისე ეხუტებოდა ლამის მოგუდა დადიანი.
სათითაოდ ყველას გადაეხვია და სახლის ინტერიერით „გაგიჟებული“ სიცილს ძლივს იკავებდა მაკას კმაყოფილ მზერაზე.
ოთახში შესული მხოლოდ ერთმა გარემოებამ დააბნია.
თავისი საწოლის გვერდით ვარდისფერი ბავშვის საწოლი იდგა.
-ვინმეს მიმალავთ?-გაეცინა საბას და მაკუნას ანერვიულებული მზერა ეგრევე თვალში მოხვდა.
-მეზობელი რემონტს აკეთებს და ბავშვის საწოლი აქ ჩამოიტანა ორი დღით...მალევე აიტანენ,ხო არაუშავს დედიკო?
-არაუშავს,იმედია ბავშვიც არ მოყვება.
-ნუ ხუმრობ ასე ავაზაკურად ბებო მოდი დაჯექი ჩემი გაკეთებული საჭმელები არ მოგენატრა?
-ტოლმა „ გააძრე“ მზიკო?!-სახე გაებადრა საბას.
-რავქენი ბებო?!
-აუ რა ძაან მაგარი ქალი ხარ შენ ხო არ იცი...
-ბიჭებმა მომწერეს სადმე დავსხდეთო უთხარიო..-თავი ამოსწია ტელეფონიდან ეკუნამ და სანდროს აღებული პურის ნაჭერი ხელიდან გამოსტაცა-აი,მა შენი აღებული სხვანაირად გემრიელია ხო ხვდები არა?!-თვალები დააწვრილა და სანდროს გაბრაზებულ სახეზე მაშინვე გადაურბინა სიცილმა.
-მაგიტომაც ხარ 90 კილო ,შე სპილო!-გააჯავრა საბამ და ეკუნას დაბრეცილ სახეზე კიდევ ერთხელ გადაუარა სიცილის ტალღამ ოჯახს.
იწყებოდა..ყველაფერი ნელ-ნელა.
**
-იცი რა მინდა?-დოინჯ შემორტყმული ლიზი წინ რომ ამესვეტა იძულებული გავხდი თავი ამომერგო წიგნიდან.
-თქვენი მონა-მორჩილი გისმენთ!
-დედა-შვილური გასეირნება...-ეს სიტყვა ირინასგან ისწავლა „დედა-შვილურ რჩევას მოგცემ ნიაკო..“ და შემდეგ ფართო გამოყენებაში გაუშვა.
-გვიანია დე..
-სალაპარაკო მაქვს დედიკო...იქნებ რისი თქმა მინდა...-თქვა თუ არა ცრემლები ვერ შევიკავე,უკვე 4 წლის იყო... ისე აზროვნებდა,ისე საუბრობდა,როგორც დიდი,ჩამოყალიბებული ადამიანი და ეს ისეთ სიამოვნებას მგვრიდა..
-წავედით.
თბილ ვარდისფერ კურტკაში,როგორც შემეძლო ისე ჩავათბუნე და გარეთ გავედით.
საყვარელი საკონდიტროსკენ დავიძარით.
-ორი ბანანის ნამცხვარი გვინდა...-თავად მისცა შეკვეთა გოგონას და მოკალთდა სკამზე.
წინ დავუდე თავისი საყვარელი ნამცხვარი და მეც დავჯექი.
-შეყვარებული ვარ..-ამოილაპარაკა და ფანჯარაში ისე სევდიანად გაიხედა თავი ძლივს შევიკავე არ გამცინებოდა.
-კაი დე ვიზე?!-ვეცადე მაქსმალურად სერიოზული ვყოფილიყავი.
-საბაზე.
გული გამიჩერდა.
-საბა რომელი?!
-შავი თმები,რომ აქვს...აი დედამის დიდი მანქანა რომ ჰყავს ეგ...
-კაი დე მაგას ისეთი დედა ჰყავს ...-არ დამაცადა.
-დედამისი კიარა საბა მიყვარს.
ცოტა მეუცნაურა საკუთარი თავი.
-საბას უყვარხარ?-ვკითხე გაღიმებულმა.
-არ ვუყვარვარ!-ამოიტირა და ნამცხვრის ლუკმა ისე გადაყლაპა ვიგრძენი,როგორ ამეწვა შიგნით ყველაფერი.
-დედიკო,საბას გამო ტირი?! იცი მაგნაირი რამდენი შეგიყვარდება?!
-მამიდამ მითხრა სიყვარული ერთხელ მოდისო!-
-ეგ დიდი გოგო,რომ გახდები,მაშინ დედიკო... ბიჭის გამო სუსტი გოგოები ტირიან,შენ სუსტი ხარ?!
-აბა მსუქანი ვარ,დე?!
-ვინ უყვარს საბას?
-იოანე.
თავი ვეღარ შევიკავე და ისე გადავიხარხარე მთელმა საკონდიტრომ მე გამომხედა.
-დედიკო რას იძახი?!
-შენ ჩემს სიყვარულს სერიოზულად არ უყურებ ხომ?!-ცრემლები სალფეთქით მოიწმინდა და თაფლისფერი თვალები ისე შემომანათა ცოტა შემრცხვა ჩემი საქციელის.
-მაპატიე,მოდი წავიდეთ ხო?გავისეირნოთ...
გარეთ გამოვედი თუ არა მარტის ჰაერი ისე სასიამოვნოდ მომხვდა სახეზე სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
სასაცილოები ვიყავით მე და ლიზა.
ორივე ვარდისფერი ქუთუკებითა და ნაცრისფერი ბაჭიის ქუდებით ვმოძრაობდით რუსთაველზე და ეს ისეთი ამაღელვებელი იყო...

„დე ზუზუს ვუყიდოთ საჭმელი...“
მაღაზიაში შევიდნენ..
ნია საჭმელს ყიდულობდა ძაღლისთვის.
ლიზა მინებიან კართან იდგა და ხალხს აკვირდებოდა.
უცებ რომ ნაცნობს მოკრა თვალი,გარეთ გავარდა.
-ჰო დათა მოვდივარ..აი,მაცადე და შემოვალ სადაცაა,ფეხით გამოვედი...ეკუნას მანქანაში მე ვერ ჩავჯდები..
-მამა!-უკან დენდარტყმულივით მოიხედა.
-დათა დაგირეკავ 2 წუთში...-ტელეფონი გათიშა და გაფითრებული დაიხარა,მის წინ მდგარ გოგონასთან,რომელიც გაბადრული სახით უყურებდა.
-მამიკოს ეძებ?-ლოცვას იწყებს გულში..
-ხომ გიპოვე...დედამ მითხრა აქ არ არისო...სიურპრიზი გამიკეთეთ?-ხელები კისერზე მოხვია და მთელი არსებით ჩაეხუტა იმას ვისი ნახვაც სანტა კლაუსზე მეტად უნდოდა.
-რა ...რა გქვია შენ..?-ძლივს ამოილუღლუღა და ბავშვს ხელები მოხვია.
-არ უთქვამს ეკუნას?-გულმა პულსაცია შეანელა-არც მაკუნას?-გაჩერდა.
-არ უთქვამთ..
-შენ ხომ მიტოვებდი საჩუქრებს ნაძვის ხესთან და დაბადების დღეებზე...მე გელოდებოდი მა.-სახეზე პატარა ხელები დაუსვა და გაუღიმა,მერე ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
-დედიკო სად არი?
-ზუზუსთვის საჭმელს ყიდულობს...-ჩაფიქრდა,უცებ ხელები პირზე აიფარა და თვალები გააფართოვა-მისთვის არ მითქვამს, რომ წამოვედი.
-წავიდეთ დედიკოსთან ხო?-ლამისაა მუხლები მოეკვეთოს.
-წავიდეთ,იცი როგორ ენატრებოდი?
საბა იმდენად დაიბნა ახლა სახელი,რომ გეკითხა ვერ გიპასუხებდა.
ქუჩაში გაგიჟებული სახით მდგარი ნია უკვე ტირილს იწყებდა ვარდისფერ ქურთუკს რომ მოჰკრა თვალი:
-ლიზაა!-იკივლა განწირული ხმით და ლიზასკენ ისე გაიქცა სული არ გაჰყოლია.
ბავშვის წინ მუხლებით დაეცა და ტირილი აუვარდა.
-დე ნუ ტირი მამიკო დავინახე და მასთან გამოვედი...
-რა მამიკო ლიზი...რა მამიკო!ხომ გითხარი არ არის...-დაბინდული მზერა ჯერ მამაკაცის ფეხსაცმელებზე გადაიტანა,მერე ფრთხილად ააყოლა სხეულზე და კულმინაციას მაშინ მიაღწია,როცა აღმოაჩინა რომ მისი ბავშვობის სიყვარული მის წინ იდგა.
-ნია...-ენას ვერ იბრუნებდა დადიანი.
-საბა..ბოდიში... ბავშვს,რაღაც აერია...
-შენი შვილია..?-თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა.
-ჰო ჩემია...-არადა როგორ უნდოდა ქალს, ეთქვა „ჩვენიო“.
-როგორ ხარ,ნია..?-ვერ სუნთქავდა წესიერად დადიანი.
-ახლა ისეთი ნანერვიულები ვარ... გეფიცები ...შენ..როდის ჩამოდი..?
-დღეს.ძალიან საყვარელი შვილი გყავს.
-მარტო მას ჰყავს?-ხელზე დაქაჩა ლიზიკომ და ცრემლები,რომ ვეღარ შეიკავა დედას მიეკრო ფეხზე-ცუდია დე,ჩემი საბასავით.წავიდეთ სახლში მინდა!
-ბოდიში რა... შეეშალა რაღაც..-ელვის სისწრაფით აიყვანა ლიზიკო და ტაქსისკენ გაიქცა.
არ ვიცი..
ალბათ ვერასდროს დაივიწყებდა იმ თვალებს საბა დადიანი. საკუთარი შვილის იმედგაცრუებულ თვალებს.
სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი და ეკუნას დაურეკა.
-დაგავიწყდა თბილისი?-სიცილის ხმა გაისმა ტელეფონში.
-ნია მაღლაკელიძეს ვისგან ყავს შვილი!-საბას ასეთმა ცივმა ხმამ ეკუნა ლამის გააშეშა.
-საბუ...
-რატო გიცნობს ნიას შვილი შენც და მაკუნასაც?ახლა სახლში მოვდივარ და თქვენთვისვე სჯობს რამე არ დამიმალოთ!
10 წუთიც არ დასჭირვებია სახლში მისვლამდე.
გულამოვარდნილი ავიდა სახლამდე და კარი ლამის შეანგრია.
სახლში დაძაბულობის აურა გაბატონებულიყო.
-გისმენთ...-აჩაქრებულ სუთქვას ვერ ირეგულირებდა დადიანი.
-დამშვიდდი დე რა...-ამოილაპარა მაკუნამ და ჩაი დაასხა-ეს დალიე და მოგიყვებით ყველაფერს.
-ანუ რაღაც ხდება და მე არ ვიცი დედა?! გამაგებიე რატო გიცნობს ნიას შვილი შენ!რატო მეძახის მამას მე! გეკითხები მე სად ტ&*ი ვარ ამდროს?!შენ კიდე ყიფიანის ცოლი გაგახსენდა და ნიას შვილი,რომ ჰყავდა ეგ არა ჰო?!
-ნიას არ უნდოდა და არ გითხარით!
-რა არ უნდოდა რა ხდება ნუ გამაგიჟე მაკა გისმენ!-ღრიალზე გადავიდა,ნერვებს აშკარად ვერ იკავებდა.
-აქედან რომ წადი ნია შენგან ორსულად იყო...-ამოილაპარაკა მზიკომ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა-ეკუნამ გაიგო ნიას მეზობლისგან,მაშინვე შენთან გვინდოდა დარეკვა,მაგრამ შენ 1 წელი ყურმილსაც არ იღებდი!ნინას ღალატმა ოჯახი დაგავიწყა!
-კიდე მე ვარ დამნაშავე ?! შვილი დამიმალეთ და კიდე მე ვარ დამნაშავე?!
-შენ არ გიყვარდა საბა ეგ გოგო... ისიც ვიცით,როგორც მოხდა ეგ ყველაფერი!ერთი ღამით აყოლილი შვილი იყო,სწორადაც იმსჯელა ნიაკომ,თქვა რომ არ უნდოდა ლიზას გამო შეგცოდებოდა და ცოლად მოგეყვანა,იცოდა რომ ამას გააკეთებდი და არ გითხრა...მერე ვეღარც ჩვენ..-ლუღლუღებდა ეკუნა.
-შენ გესმის რას ამბობ?!ჩამოსულიყავი გერმანიაში!რა ჰქონდა შესაცოდებელი გოგო!შვილი გეთქვათ და თუ არ მოვიყვანდი ცოლად შვილი, რომ მყავდა იმას მანც გავიგებდი!
მისმა დამოკიდებულებამ ნიას მიმართ ისე გააღიზიანა ეკუნა ლამის იყო წამოენთო.
-ცხოვრებაში სწორი ადამიანი არასდროს შეგყვარებია!მთელი ბავშვობა უყვარდი!ლეგენდები დადიოდა მაგ გოგოს სიყვარულზე!ლევან თავართქილაძე დაჩოქილი დატოვა რესტორანში რომ გაიგო შენი შვილი ჰყავდა მუცელში!და შენ თურმე არ მოიყვანდი ცოლად..არ კიარა ვერ!ცხოვრება არ გაწირავდა უსიყვარულო ოჯახისთვის!მითუმეტეს შენთან!ასეთი უმადური როგორ ხარ! ახლა რას აკეთებ, როცა გაიგე რომ 4 წლის შვილი გყავს!ჰოო წამოდი!წამოდიმეთქი!-უკვე კივილზე იყო გადასული ეკუნა,საბას ოთახის კარი მთელი ძალით შეაღო და ბავშვის საწოლიდან ფრთხილად ამოაძვრინა ვარდისფერი პიჟამოები-შენი შვილის არის!შენ ოთახში ვაძინებდით! არ დაგვიმალია საბა!უბრალოდ არ გითხარით იმიტომ რომ არ ხარ შენ ამ ბავშვის ღირსი!
-მაკა გააჩერე შენი შვილი თუ არ უნდა მოვკლა ახლა!-კბილებში გამოსცრა დადიანმა და მანქანის გასაღებთან ერთად სახლი დატოვა.
ჩაჯდა თუ არა მანქანაში,სახით საჭეს დაეყრდნო და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
ტელეფონში ყიფიანის ნომერი მოძებნა და დარეკა.
გადის.
-ეს ის არი,რაც მე მგონია?-ისმის ბიჭის ხალისიანი ხმა ტელეფონში.
-როგორ ხარ ზუკა?!-ცდილობს ძალა მოიკრიბოს.
-ცოლის ორსულობას გადაყოლილი..შენ?როდის ჩამოდი ე?!
-დღეს,მისმინე...მაღლაკელიძე კიდე იქ ცხოვრობს..?
-რომელი მაღლაკელიძე..?-თავი ძალით დაიბნია და თიკას ფრჩხილებს, რომელიც ხელზე ჩაებღუჯა ყურადღება არ მიაქცია.
-ნიაკო...იცი რომელიც,ზუკა.
-ისევ იქ.
-მადლობა..
-მისმინე...-აღარ მოუსმენია,ლესელიძეზე ნაცნობ კორპუსთან მანქანა გააჩერა და მესამე სართულს ახედა.
იქ იყო,შუქი ენთო.
მაშინ გაახსენდა.
***
5 წლით ადრე.
მაღლაკელიძის დაბადების დღე იყო..
17 წლის გახდა,ნახევარი სკოლა იყო დაპატიჟებული ლესელიძეზე,ირინამ სახლი ჩააბარა გოგოებს და აბა თქვენ იცითო,თავად თიკას დედასთან ერთად წავიდა კოჯორში.
ასე იყო თუ ისე იმდენ ნაცნობთან ერთად ერთი ორი უცნობიც გამოერია.
ან ისეთი უცნობი სხვა ნაცნობზე უკეთ რომ იცნობ...
ზუკას და თიკას ამბავი მაშინ ახალი იყო და უ’ზუკო’ბა ამ დაბადების დღეზე არ შეიძლებოდა.
ზუკამ ამდენ გოგოებში ერთ-ორ ძმაკაცს ამოვიყვანო და მიზანში მოარტყა.
იცოდა მაღლაკელიძეს გულს, რომ გაუჩერებდა მისი სიურპრიზით სახელად „საბა“.
ძმაკაცები არ იყვნენ,მაგრამ ძმაკაცობდნენ.
სიტუაცია ჩააწყო და ისე მოხდა,რომ საბა იმ ღამით დიდი ბოდიშის მოხდით ავიდა ნიასთან.
დაინახა თუ არა პულსი გაუჩერდა.
საბამ კიარა მთელმა ქალაქმა იცოდა როგორ უყვარდა დადიანი.
თან,როგორც საბა იტყოდა: „გამორიცხულია გოგოს თუნდაც ვაინტერესებდე და ეს მე ვერ ვიგრძნო,რამდენადაც კარგი მატყუარა არ უნდა იყოს..“ -ო
ვერც მაღლაკელიძემ მოატყუა...
ნერვებისს ფასად დაუჯდა ნიას ემოციების მოთოკვა..
ძალიან ახლობლები რომ დარჩნენ,საბა მუღამის გამო დაჰყვა ზუკას ნებას..
ამ მუღამს ერქვა ალბათ ნია.
-ვითამაშოთ რაა..-აიტეხა თიკამ.
-სიმართლე და მოქმედება თორე „ჯოკერისთვის“ ბევრნი ვართ...-იდეა შემოიტანა ზუკამ და თიკას თბილი მზერა ესროლა.
-იყოს ეგ!-დაეთანხმა თაკო და აჟიტირებულ თიკაზე ყველამ ერთად გაიცინა.
-პირველი იწყებს ზუკა!
-თიკა სიმართლე თუ მოქმედება.
-სიმართლე-და მოთმინებით დაელოდა კითხვას, რომლის ყველა დეტალსაც ამ ღამით მარტო დარჩენილი,თავიდან გადაიმეორებდა ლექსივით.
-სიყვარულის ხასიათზე ხარ?-გაეცინა ზუკას.
-სულ!-თამამად უპასუხა ნაზღაიძემ და ზუკამაც ესტაფეტა გიორგის გადასცა,რომელსაც წილად ნია ხვდა.
-სიმართლე თუ მოქმედება..?
-სიმართლე-მოკრძალებით გაიღიმა დაძაბულმა ნიამ.
-აი, ვინმე მაგრად რომ გიყვარდეს რა და რომ გითხრან,ამ ადამიანთან გაქ შანსი, რომ ერთი ღამე გაატაროო,ან სულ ესე შორიდან უნდა უყუროო,რას იზამ?!-საბას ყველა ძარღვი დაეჭიმა ორგანიზმში,ინტერესმა პირდაპირ გაბურღა მისი გონება.თვალებით ისე დააჩერდა ნიას გეგონება რამეში უნდა გამოტეხოსო.
-თუ ძალიან მიყვარს არ მესმის იმ ღამეზე უარი რატომ უნდა ვთქვა...-ჰაერი გაიყინა.თიკაც და თაკოც ნერვებ დაცვეთილები ისხდნენ და გაოცებისგან ლამის პირი დაეღოთ,ანის ხელი ისე ნერვიულად უცახცახებდა ხელში ფინჯანით ყავა ზედ საბაზე დაღვარა.
ყურადღება მაშინვე საბაზე გადაიტანეს,მისი თეთრი პერანგი უკვე აღარ იყო ასეთი თეთრი...
-მანქანაში მაქვს მაისური და ამოგიტან გამოიცვალე-გამოფხიზლდა გიორგი და სახლი დატოვა.
-ნია შეგიძლია მაჩვენო საით არის აბაზანა?
-კი წამოდი...-ალბათ ასეთი დაძაბული ფიზიკის გამოცდაზეც არ იყო,უკან მიჰყვებოდა და მისი ყველა ნაბიჯი ყურში ისე მკვეთრად ჩაესმოდა,ეგონა ყურის სასმენ აპკს დააქუცმაცებდა.
-შედი..-თეთრ ფერში გემოვნებიანად გაწყობილი აბაზანაში მარტო უნდა დაეტოვებინა მაჯაში სიმძიმე, რომ იგრძნო.
-გამხდი...?-ნასვამმა აბსოლუტურად გაუაზრებლად მიიზიდა აწურული გოგონა მისკენ.
-საბა...
-ასე უიმედოდ...როგორ ახერხებ...როგორ უძლებ ნიაკო..?-ყურთან ნაზად უჩურჩულა და ნიას დაჭიმულ სხეულზე გულში გაეღიმა-სულ მიკვირდა,ბიჭები რომ მეუბნებოდნენ უყვარხარო,არც მიცნობ ნიაკო...
-საჭიროა იმისთვის რომ მიყვარდე?-თავადაც არ სჯერა რასაც ახლა ამბობს..
-არ არის?
-როგორც ჩანს არა.
-არ ინანებ?!
-მხოლოდ შენს შემდეგ.
-ერთი მიზეზი მითხარი რატომ უნდა ვინანო მე.
-შენ კითხვას შენვე სცემ პასუხს..გიორგი მოვიდოდა...-თავი დაიხსნა საბას მკლავებიდან და იქაურობას გაეცალა.
-საით არი?-გიორგიმ უცნაური მზერა მოავლო გოგონას.
-აბაზანაში.
გიორგი გამოვიდა თუ არა ნიას გადახედა.
-საბამ თუ შეუძლია პირსახოცი მათხოვოსო...
უთქმელად გავიდა ოთახში და თეთრი ფაფუკი პირსახოცი გამოიღო კარადიდან.
-აჰა აიღე...
წელს ზემოთ შიშველმა სხეულმა თავისი გააკეთა.
იმაზე მეტად დაიბნა ვიდრე აქამდე.
საბამ შუქი ჩააქრო აბაზანაში.
-რა..რას აკეთებ?-ამოილუღლუღა ნიამ.
-წავიდნენ.
-საბა..
-ნია,გიყვარვარ..?
-შენც იცი ამაზე პასუხი,შენი დამპალი ძმაკაცების გამო კიდე მთელმა ქალაქმა იცის...
-მითხარი.
-იცი პასუხი რატო მტანჯავ საბა...-ჩურჩულებდა ნია.
-მითხარი,გამაგონე...
-რატო მიკეთებ ამას..
-რამეს ისეთს ვაკეთებ რაც შენ არ გინდა..?-მხრებზე დაყრილი თმები ფრთხილად გადაუწია გვერდით და ისე,თითქოს ვამპირს სისხლი სწყურიაო,დააცხრა გოგონას კისერს-გამაჩერე,თუ შენ არ გინდა.
-საბა..
-წავიდე.?
-არა.
გოგონა ბუმბულივით აიტაცა ხელში და საძინებელში ფრთხილად შეიყვანა.
-შუქი აანთე..-ამოიჩურჩულა ნიამ.
-მეგონა ...
-მინდა რომ გიყურო...-ცრემლებმა მაინც უღალატეს.
მოღალატე ცრემლები,მოღალატე ტუჩებს უერთდებოდნენ.
დილით გათენდა თუ არა საბა იქ აღარ იყო...
ნიას თავი ერთი წამითაც არ უგრძვნია ცუდად...
ასეც უნდა მომხდარიყო...
ამით დაამთავრა საბამო-ფიქრობდა გულში.
არადა ამით დაიწყო საბამ.
***
ფანჯრებს უყურებდა და ცდილობდა ძალა მოეკრიბა.
უცებ ტელეფონი რომ განათდა.
„ადი!“-ეკუნა.
გაეღიმა.
მანქანიდან გადავიდა და მესამე სართულამდე ფეხით აირბინა.


კარზე ზარი რომ მომესმა გული გამიჩერდა.
ლიზიკო პიჟამოებში დავტოვე საძინებელში და გავედი.
გავაღე თუ არა კარი მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოები ამიწვა.
-საბა...
-გამარჯობა,ნია.
-არ შემოუშვა,დედიკო!-ლიზიკოს ხმამ გული დამიწვრილა,ცოტაც და ვიტირებდი..
-დააძინე,იქეთ დაგიცდი.
არც უკითხავს ისე შემოვიდა და მისაღებში მოკალათდა
ლიზასთან ვიცრუე წავიდა-მეთქი და მძიმე დღის შემდეგ გათიშულს დაეძინა.
კარი ფრთხილად დავკეტე და მუხლების კანკალით გავედი მისაღებში.
-სამზარეულოში გავიდეთ,შეიძლება გაეღვიძოს...
უხმოდ გამომყვა.
-ყავა,ჩაი ...ან რამე გინდა..?
-ყავა,მომიწევს ფხიზლად ყოფნა ბევრი გაქვს სალაპარაკო!-აღარ მახსოვს, რამ მომცა ძალა იქვე არ წავქცეულიყავი,ეკუნასგან ვიცოდი როგორი ყავაც უყვარდა,ამის გაგების შემდეგ გადავედი მეც დარიჩინის არომატის ყავაზე.
-დალიე...
-საიდან ...-თვითონაც გაუკვირდა.
-უბრალოდ ვიცოდი.
-ნია,ხვდები რომ ძალიან ცუდად მოიქეცი?-თვალები დააწვრილა და ისე ჩამაშტერდა სახეზე.
-არ მოვიქეცი ცუდად.
-უფრო კონკრეტულად, რომ ამიხსნა შენი საქციელის სისწორე..
-საბა...-როგორი თვალებით მიყურებდა...გულსაც ვეღარ ვგრძნობდი ზედმეტი სიყვარულისგან-საბა,შენ...შენ და მე ვიცოდით,რასაც ვაკეთებდით 5 წლის წინ აქ.ორივე თანახმა ვიყავით მხოლოდ ერთ ღამეზე,ამ ღამის შედეგებზე თანახმა შენ არ იქნებოდი,მე ვიყავი!არ მკითხო საიდან იციო..ვიცი! 20 წლის იყავი და ცხოვრება ძარღვებში სისხლად დაგდიოდა!ყოველ მეორე დღეს კლუბში და კაფეში დადიოდი სხვადასხვა პარტნიორთან ერთად.მე არ ვიქნებოდი მართალი შენთვის შენი წლები წამერთმია.ჩვენ, რომ მრავალხნიანი ურთიერთობა გვქონოდა... მე რომ შენი ადამიანის სტატუსი მქონოდა...მოგთხოვდი კიდეც შვილზე პასუხისმგებლობის აღებას.მაგრამ არა,საბა..მე ერთი გოგონა ვიყავი შენზე უზომოდ შეყვარებული,მე არ მქონდა იმის უფლება თუნდაც უხერხულში ჩამეყენებინე იმის გამო,რომ იმ ღამით შენ,მე ჩემი ცხოვრების ოცნება ამიხდინე...შენი თავი ერთი ღამით მაჩუქე...არ მაძლევდა უფლებას მომეთხოვა ჩემი სიყვარულის ნაყოფისთვის მამობა გაგეწია.!ყველაფერი თავისდავად მოხდა..გეფიცები.არც ლიზიკოს ეცოდინებოდა ვინ ხარ ეკუნას რომ არ დაეჩემებია.ის იმდენად გაღმერთებდა...ვერ გაუძლო დღეს იმ ფაქტს, რომლის წინაშეც მე დავაყანე და არა შენ,საბა! მე არ ვუთხარი, რომ მამამისმა მასზე არაფერი იცის.მე ვატყუებდი,ეს მე ვარ დამნაშავე, რომ სადღაც სანტა კლაუსთან ცხოვრობდი აქამდე...არც ახლა ხარ ვალდებული რამეში...
-ნია,ხვდები მაინც რას მეუბნები?აი,გესმის მაინც რას მეუბნები ?შენ იმ ოთახში ჩემი შვილი გყავს და მე ამას იმიტომ არ მეუბნებოდი დამპალი სინდისის ქენჯნა, რომ არ მქონოდა?ხვდები,რომ ამით გამანადგურე საერთოდ?! 4 წელი დაგვაკარგინე მე და ლიზას.4 წელი ნია!იცი, ეს რამდენია?!იცი ამ 4 წლის მანძილზე რამდენ მიზეზს ვეძებდი აქ ჩამოსასვლელად?იცი, რამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ აქ დავბრუნებულიყავი?!მაშინ, როცა ეს რომ მცოდნოდა არც წავიდოდი ნია!ბერლინის დედა &***!თუ ჩემი შვილი აქ მარტო იზრდებოდა!არ გქონდა ამის უფლება!მაგით პასუხისგმგებლობას კიარ ამარიდე პირიქით!საკუთარი თავი შემაძულე! 25 წლის ვარ და ცხოვრებაში ვთვლიდი არაფერი გამიკეთებიათქო, როცა 4 წლის ანგელოზი მყავს და მე არ ვიცი ნია,სადღაც ტ^&&* მძინავს ამ დროს! ჩემ შვილს ჩემ ოთახში აძინებდნენ და მე ....ხვდები,რომ დღეს ლიზიკო სამართლიანმა ძალამ წაგართვა 10 წუთით?შენ 10 წუთი ვერ აიტანე და მე მთხოვ ეს 4 წელი გადავყლაპო..?
-არაფერს გთხოვ საბა...ვერც ლიზას მამობას გთხოვდი მე შენ წინაშე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა,არც ახლა მაქ!
-საიდან მოიტანე ეს სისულელე!ამოიღე ხმა საიდან მოიტანე!იქნებ გქონდა!ხო გქონდა!იმ ღამის მერე გქონდა!
-არ მქონდა,საბა...-ცრემლებმა მერამდენედ,მერამდენედ გამწირეს.-შენც ხომ იცი რომ არ მქონია,საბა...
-რა გამიკეთეთ ნია...ეს როგორ გამიკეთეთ...მე თუ გამწირე შვილი,როგორ გაწირე უმამობისთვის...
-ძალიან გგავს...-ამოვიჩურჩულე და მაგიდაზე თავი დავდე.უკვე მერამდენე ცრემლს ვიწმდენდდი საბას სახელს, რომ ატარებდნენ.
უკითხავად ადგა და ოთახისკენ დაიძრა,ფეხდაფეხ მივდევდი უკან.
-საბა...
კარი შეაღო,მკრთალ სინათლეზე ლიზას სახის ნაკვთები მკაფიოდ იკვეთებოდა.
გეფიცებით ვერ გავუძელი ამ სანახაობას.
კედელთან ჩავიკეცე და ცრემლებს საშველად ვეძახდი.
მიშველეს,არ დააყოვნეს.
იმ ღამით ჩვენთან დარჩა.
ლიზიკოსთან ერთად ეძინა ჩემ საწოლში.
დილის 6 საათზე,ფრთხილად შევიპარე და ფოტო გადავუღე ტკივილს და ბედნიერებას.

რომ გაიღვიძა თავი უჩვეულოდ იგრძნო.
არ იყო ნაჩვევი მამკაცის გვერდით გაღვიძებას.
თავი მიაბრუნა თუ არა სატირლად გამზადებულ სახეზე ციცინათელები აუთამაშდა.
გატრუნული უყურებდა იმ მამაკაცს, რომელიც მამამისი იყო და ბედნიერებებს მუცელში გზა-კვალს ასწავლიდა,სულ რომ არ გაებერა ამდენ ბედნიერებას მისი პატარა მუცელი.
საბამაც მალევე გაიღვიძა,მის გვერდით თვალებფახუნა გოგონა,რომ დაინახა სიცილის ტალღამ გადაურა.
-იცი რომ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ,ვინც მინახავს?!-ლოყაზე გემრიელად აკოცა და მისკენ მიიზიდა.
-დედიკოს მერე..?-ფრთხილად ჰკითხა მომღიმარ მამაკაცს.
-დედიკო უფრო გიყვარს თუ მამიკო-ეცინება თავისსავე კითხვაზე და თმებს უსწორებს გოგონას.
-მამიკო...დედიკოსთან სულ ვარ მამიკო სულ მენატრება..-გულში დიდი აისბერგი სისხლში იძირირება,თითქოს დიდი სიცივის შემდეგ ორგანიზმში სისხლი ერევა ყინულს.
გათბა.
-ანუ წაყვები მამიკოს სასეირნოდ?
-დედა არ გამიშვებს,ჯერ უნდა ვისაუზმოთ...მერე ჰო..-კიდევ დაახამხამა თვალები და საწოლზე წამოჯდა.
-გარეთ ვისაუზმოთ მე და შენ ვეტყვი დედიკოს და გამოგიშვებს.
-დედიკო არ მიგვყავს..?
-წამოვიდეს თუ უნდა დედიკოც,მოდი ჩემთან,აი, ასე..ბავშვი ხელში აიტაცა და ოთახი სიცილით დატოვეს.
-ნია ჩაგვაცვი რა სასეირნოთ წავალთ და გარეთ ვისაუზმებთ...
-კარგი..წამო დე...
საბამ ბავშვი წაიყვანა და ისე,რომ არც შეუთავაზებია წასვლა ნიასთვის სახლი დატოვა.
არც ელოდა მეტს...
იცოდა უკან დაბრუნებული,ბავშვის გამო არ შეიყვარებდა ნიას.
დაჯდა და ამდენი წლის შემდეგ პირველად გაუკიდა შენახული „მალბოროს“ ერთ ღერს..
***
-ჩვენც მოვედიით!-სახლის კარი შეაღო თუ არა გამოქანებულ მაკუნას შეხედა შეშფოთებული სახით-მაკუ დამშვიდდი..!
-ბებას კუდრაჭა!მოდი ბე ჩემთან,როგორ ვინერვიულე ბებო... ნია არ წამოიყვანე..?-გაკვირვებულმა ახედა შვილს.
-მამიკომ არ უთხრა ნიაკოს წამოდი თუ გინდაო...-მაშინვე გასცა დამნაშავე მამა ლიზამ.
-მამაშენი არის უტაქტო და მიუხვედრებელი ვირი!-სიტყვით გამოვიდა ეკუნა და ლიზა პირდაპირ ხელში აიტაცა-ჩემო პრინცესა მე ახალი კაბა გიყიდე!
-არარის ვირი...-თავი დახარა და ფეხები გაასავსავა.
ეკუნას სხვა გზა არ დაუტოვა,ძირს ჩამოსვა.
-არ მინდა კაბა,ჩემი მამა ვირი არ არის!-საბას ფეხზე მოეხვია და გაბუტული მზერა ესროლა მამიდას.
-მოდი მა ჩემთან,მგონი მარტო შენ გიყვარვარ ამხელა სახლში.
ლოყაზე აკოცა საბას და სანდროსთან გადაინაცვლა.
მოუყვა ბაღის ჭორები,გადარია სანდრო თავისი საბას და იოანეს ამბავი,რომ მოუყვა.
-ეგ ბაბუ არ ყოფილა შენი შესაფერისი
-მაინც მიყვარს.
-ვინ გიყვარს მა?-ცოტა ვერ ეგუებოდა ამ სტატუსს,მაგრამ როლს გადასარევად ითვისებდა დადიანი.
-საბა
-საბასაც უყვარხარ მამას ანგელოზო,მოდი ჩემთან!
-შენ საბა არა!-ხელი აიქნია ლიზამ
-მოიცა,დავიბენი ...
-ბაღელი საბა,დედამისს დიდი მანქანა რომ ჰყავს...
-მერე?-სიცილს ძლივს იკავებს უფროსი საბა.
-იმას იოანე უყვარს.
ჩაის სვამდა,რომ გადასცდა.
-ძმაკაცობს მა ალბათ?!
-ხოო?-სახე გაებადრა ლიზას.
-ჰო აბა ბიჭი ხოარ ეყვარება.
-არა მაშინ ლოყაზე რატომ კოცნის იოანე!
-ძმაკაცურ პონტში,მაა!
-ანუ მე ვუყვარვარ?
-შენ ვის არ უყვარხარ,მა მითხარი,მე მოვალ მაგ ბაღში!
-და დააჭრის ყურებს საბას.-ჩაერია ეკუნა.
-არა საბას,არა,მამიკო იოანეს დააჭერი გთხოვ ძალიან რა!
საღამოს დაურეკა.
დღეს ჩემთან დარჩებაო.
ვერ შეეწინააღმდეგა.
თიკაც და თაკოც მასთან გაჩნდა.
-ჯოჯოხეთია ლიზას გარეშე ამ სახლში,სული მეხუთება...
-არ დამიწყო ახლა მაგის გამართლებები ძალიან გთხოვ!უკიდეგანოდ უნამუსოდ იქცევა!
-თუ არ ვუყვარვარ,თიკა ძალით შემიყვაროს?!
-და ვინ ყავს მაგ საწყალს შენზე უკეთესი?!
-მას არ ვიცი,მაგრამ მე მინდა მყავდეს ვინმე მასზე უკეთესი!
ორივემ ერთმანეთს გადახედეს,მერე ორივემ ნიას.
-ნიკუშა...
-რა ნიკუშა!ვინმე კონკრეტული კიარა ვინმე რომ ვიპოვოთქო!
-ნაპოვნი გყავს ადამიანო!
-იცი იმ ბიჭზე უარესი ვინც გიყვარს ისაა ვისაც შენ უყვარხარ!
-ეს რომელმა კოელიომ თქვა?!დამაცადე რა,შენ აზრზე მოდი და მაგ საბას ისე დაგავიწყებთ!...თან თუ ასე გააგრძელა თავისით დაგავიწყებს თავის თავს ...-ნიას ტელეფონს დასწვდა და ნიკას აქაუნთზე,რომელიღაც ფოტო ისე ელვის სისწრაფით „დააგულა“ ნიამ გააზრებაც ვერ მოასწრო.
მერე იყო ჩხუბები,სიცილები და თიკას კივილი „დამეწყო“
ჩაჩავაში იმ ღამით ნიცა ყიფიანი გაჩნდა.
ცოტა დამთხვევა იყო ცოტა ბედის ირონია.
იმ ღამით მორიგე ნიკა კორინთელი,რომ იყო.
სწორედ მან ამშობიარა თიკა.
-რა ხდება ნიკა..?როგორ არის?-შეიცხადეს გოგონებმა ნიკას დანახვაზე.
-ნუ ღელავთ ორივენი კარგად არიან!ძლიერი გოგოები გყავს ზუკა!-ზუკას მეგობრულად დაჰკრა ბეჭზე ხელი და ემოციებისგან სავსე ყიფიანმა გულში ჩაიკრა მისი პარარელ კლასელი.
-აი,შენ ხო არ იცი რა მაგარი ამბავი მითხარი!
-არ იცოდით სქესი?თიკასაც ისე გაუკვირდა..
-ჰო,თიკას უნდოდა სიურპრიზი და გამოუვიდა..-ცრემლებს ვერ იკავებდა ზუკა.
ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
თაკოს წყალობით ნიკუშას გვერდით და მკლავის ქვეშ ნიაკო თავისუფლად მოხვდა.


-მოეცა ხელი კორინთელს..-ამოილაპარა ეკუნამ.
-ეგ ნიკაა?! ჩემი პარარელი იყო..
-ჰო შენი შვილის დედის ქმარიც გახდება მალე...-თავისებურად ეხამუშა წინადადება.
-საიდან ასკვნი ამ სისულელებს?!
-აჰა...ნახე ნიას დაქალს რა სახე აქვს..
-და ამ სახიდან დაასკვენი რომ ...აუ ეკუნა მაგრად უბერავ..
-კორინთელს ნია კლასის მერხიდან უყვარს ეს ერთი მეორე,როცა გოგოს დაქალი შენკენ არის ქორწილი გარანტირებული გაქვს...ამიტომ კიარ ვუბერავ იურიდიულზე უნდა ჩამებარებია..
-გუშინ მე მიხსნიდა სიყვარულს და...
-ნუ იქნები ნაბ**ვარი საბა. ცხოვრება ბუმერანგია.
ოთახი დატოვა ეკუნამ და ლიზის და სანდროს შეუერთდა კუბიკების აწყობაში.
***
-ნინას შეხვდა გუშინ...-ნიშნის მოგებით ამოილაპარაკა თაკომ და ნიცას კოცნა განაგრძო.
-საიდან...მოიტანე ეგ...-ხმაში გააკანკალა მაღლაკელიძეს.
-ამ ორი თვალით დავინახე,მოეგე რა გონს,არ გიმსახურებს მაგ ბიჭი!
-ნი აქ უბრალოდ უსიყვარულობაზეც არაა ლაპარაკი,უპატივცემულობაზე...
-თიკა,აღარ დაასრულო რა 17 წლის მერეა მაგას ვისმენ...
-ჰოდა,იყავი ასე მარტო და უცადე ლიზას,როდის მოგიყვანს და როდის მოაკითხავს...
-უსიყვარულოდ გავთხოვდე თუ რას მირჩევ?
-შანსი მიეცი მეტს არაფერს გთხოვ!
-დაბადების დღეზე დაპატიჟე..
***
ნიას მოწვევა,რომ მიიღო ცოტა არ იყოს გაუკვირდა.
არ იყო მიჩვეული ნიასგან ყურადღებას.
არადა წლები მალავდა ნიას სიყვარულს,სანამ საბას სიყვარულში არ დასწამეს ცილი და საბას ძმაკაცი დათა ხომერიკი არ სცემა ამის გამო..
არც მაშინ გაუშვია გულიდან,როცა გაიგო ეს ამბავი სიმართლე იყო.
„ან ნია იქნება და ან არავიო“... ამბობდა და 25 წელს ისე ამთავრებდა სეიროზულად სხვა გოგოთი არც დაინტერესებულა.
ეგ იყო ნიკა კორინთელი,მთელი თბილისის ოცნება და მიუწვდომელი წერტილი.
ეგეთები იშვიათად იბადენიანო,რომ ამბობენ ზუსტად ასეთი ბიჭი იყო.
ქალაქის სასურველი სასიძო ახლა სარკის წინ ათვარიელებდა მის თავს და თეთრი ტილოს პერანგის ღილებს აწვალებდა.
ჯერ ზემოდან დაიწყო არასწორად,მერე ქვემოდან..
ბოლოს ნერვები ისე მოეშალა ლოლას ხმამაღლა დაუძახა მიშველეო.
-ბებო,ამხელა ბიჭი ხარ,ამხელა ექიმი და ხალათის ღილებს ვერ კრავ, თასმებზე ხომ ზედმეტია საუბარი...
-ლოლა, მიდი რა მალე მაგვიანდება..
-აბა რაუყიდე საჩუქრად..?-ცნობისმოყვარეობამ სძლია ლოლას.
-„პანდორა“ და ვარდები..
-სულ არ გაქვს ბებო გემოვება..
-ბებო აბა ბეჭედით ხოარ დავადგები,რეებს იძახი?
-თუარ დაადექი და გააჩინა შვილი ... „ვერ დავადგები“, ნუ დაადგები ბატონო,გალოთდები მაგის სიყვარულში და მეორედ დაბადების დღეზე კისელი, პლედი და ბუხარი მიუტანე შეფუთული,გაუხარდება...-ამოიკისკისა მოხუცმა ქალმა და ოთახი დატოვა,გაბრაზებულ შვილიშვილთან ერთად.

ნიას სახლში რამოდენიმე ადამიას მოეყარა თავი და მხიარულად შექცეოდნენ სასმელს .
ეკუნა არ მოვიდა,ალბათ ზუკას და თაკოს ყურებას ერთად ვერ გაუძლო.
საბა ცოტა არ იყოს შეურაჰყოფილი იყო მხოლოდ ლიზიკოს დატოვება,რომ შესთავაზეს.
ამას ერქვა „დაქალური შურისძიება“-იმ დაბადების დღეზე ნიკა,რომ იყო საბას ნაცვლად.
კორინთელი მომენტალურად მოერგო შექმნილ სიტუაციას და თავს ისე გრძნობდა,როგორც თევზი წყალში.
ზუკას გვერდით დაეკავებინა ადგილი და მთელი ემოციით იყო ამბის მოყოლაში გართული კარებზე ზარი,რომ დარეკეს.
-მე გავაღებ!-წამოიძახა თაკომ და კართან მისასვლელ დერეფანში გზა გაიკვლია.
ღიმილი სახეზე შეეყინა გაღებულ კარში საბა, რომ დაინახა ხელში ვარდებით.
-ჩუმად რა,სიურპრიზი გვინდა გავუკეთოთ!-შეთქმულივით ამოთქვა საბამ და ლიზიკოს გადახედა,თვალებს სასაცილოდ აფახურებდა და პატარა ტუჩებზე ხელს იჭერდა,რომ არ გადაეკისკისა გულიანად.
-კარგი..შემოდით..-ამოილუღლუღა თაკომ და გზა დაუთმო საბას.
ეგონა,რომ სამყარო გაითიშა.
წამი გაიყინა და ყველა ჯადოსნურმა ფერიამ ჯოხები ჰაერში აიქნია.
იგრძნო,როგორ გაეყინა სხეული მოწოლილი ემოციებისგან და თიკას ხელი ისე მტკივნეულად მოუჭირა,გოგონას სახე დაემანჭა.
-დედიკო,გილოცავთ დაბადების დღეს მე და მამიკო!-რაც შეეძლო ხმამაღლა წარმოთქვა ლიზიკომ
-მადლობა დე..-ტვინმა მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ გულს მიაბარა მისი სასიცოცხლო ნიშნები,აზრადაც არ მოსდიოდა ახლა რა უნდა გაეკეთებინა..
ზედმეტი სიტყვების გარეშე თაიგული გაუწოდა და მისკენ ისე მიიზიდა,მეგობრებმა ინსტიქტურად გაიხედეს გვერდით.
-დიდი გოგო გაიზარდე..-ხმადაბლა უჩურჩულა და იმ ღიმილით გააშეშა,რომლითაც წლების წინ.
ზუკამ ეცადა სიტუაციის განმუხტვას და საბას მიმართა.
-უეჭველი ვსვამთ ხო?
-გავიხსენოთ 5 წლის წინანდელი ეს დღე...-ორაზროვნად გაიღიმა და კორინთელის გვერდით დაჯდა,ფაქტობრივად მოუკლა ნიკას,ნიას გვერდით დაჯდომის ოცნება.
-როდის დაბრუნდი,საბა ?-ძალით გაუღიმა ნიკამ და ჭიქაში სასმელი ჩამოასხა.
-დაახლოებით 2 კვირის წინ...ზუკა,გილოცავ ბავშვს,ეკუნამ მაჩვენა ფოტო...
-მადლობა,აზრზე არ ხართ რას მიკეთებს ტიპი,ჯერ ხომ 1 კვირისაა და უკვე მონა ვარ ჩვეულებრივი.
-არ გაძინებთ?-გაეღიმა ნიკას.
-ეგ თავისთავად,მაგრამ სასაცილო იცი რა არი?აი,აღარც მეძინება,რომ ვიცი ჩემს ოთახში ძინავს?ღამით თავზე ვადგავარ და გულისცემას ვუთვლი,მადლობა ღმერთს ჯანმრთელია,მაგრამ მაინც რავიცი...
-მამობას ახლა ვსწავლობ და ცოტა მიჭირს,ლიზიკო ისეთებს მიკეთებს შვილი კიარა ძმაკაცი მგონია.-გაეღიმა და ლიზას გადახედა,რომელიც ნიას და გოგონებს,რაღაცას უხსნიდა.
-ბუნებრივია,შენ მისთვის არც ღამე გითენებია და არც სიცხის დროს გიტირია,როგორც ამას ნია აკეთებდა-კბილებში გამოსცრა თაკომ,რომელსაც გამორჩეულად არ უყვარდა საბა.
-მართალი ხარ თაკო,სამწუხაროა,რომ ნიას გვერდით ამდენ „კეთილის მსურველს“ აზრადაც არ მოსვლია ლიზას არსებობის შესახებ,რამე ეთქვა ჩემთვის,თორემ გპირდები მეც გმირულად ავიტანდი ღამის უძილობას...
-მაგ თემაზე ახლა არ ვისაუბროთ,არც ნია დავძაბოთ და არც სიტუაცია..-თქვა ზუკამ და საბას გადახედა.
ჯერ კიდევ 2 საათი იყო საბას სიურპრიზიდან გასული,ნიკა სახლში,რომ გაუშვეს და დაიწყო ნამდვილი მხიარულება.
ზუკა და საბა ბავშვობის დროინდელ ამბებს იხსენებდნენ და ამაზე გოგონები იმდენს ხალისობდნენ,ბოლოს თაკო საბას ხელზე ხელს უჭერდა დამაცადე ვერ ვსუნთქავო.
ბვრი დალიეს,ბევრი იმღერეს,იცინეს და საბოლოოდ წასვლის დრომაც მოაწია.
-გამომაგდებს დედამთილი სახლიდან,ნიცაც მომენატრა,უნდა წავიდეთ რა...-თქვა თიკამ და ზუკას ჩამოეკიდა კისერზე.
-ხო რა ნი, არ გაგიტყდეს,შენ შვილს,რომ ვუყურებ ჩემი მახსენებდა უნდა ჩავეხუტო ძაან მაგრად.-სახეზე ღიმილმა გადაურბინა გოგოებს ზუკას შეხედვისას.
-თაკო წავედით...-თაკო წასვლას დიდად არ აპირებდა,თუმცა მერე ზუკას და თიკოს გაფართოებულ თვალებს გადააწყდა და სახლი მათთან ერთად დატოვა.
-დავურეკო ეკუნას მოგაკითხოს?-შეპარვით უთხრა დივანზე მჯდომ დადიანს.
-არ დამიტოვებ?-გაეცინა ორაზროვნად და ნიას გადახედა.
-კარგი,ლიზასთან დაიძინე,გაუხარდება დილით,რომ დაგინახავს..
-ერთად,რომ დაგვინახოს?-მთელი სხეული ლარივით დაეჭიმა ნიას.
-ეგეც გაუხარდება,თუმცა არ მგონია კარგი იდეა იყოს.
-კარგი,არ გაძალებ..-ამოილაპარაკა და ლიზას ოთახისკენ მიმავალ გზას გაუყვა.
როგორ უნდოდა დაეძალებინა,ხელი ჩაეჭიდა და მაგრად ჩახუტებოდა,როგორ უნდოდა მისი სხეულის სიმხურვალე კანქვეშ უჯრედებამდე ეგრძნო.
როგორ უნდოდა მთლიანად მის მკლავებში ჩამალულს სამყაროსთვის კარი დაეკეტა და წამი გაჩერებულიყო.
არაფერი უთქვამს.
შუქები ჩააქრო და თავის ოთახში გაუჩინარდა.
საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა და საბანს ხელის თითებით ისე დაებღაუჭა,თითქოს ვინმე ართმევდა.
ვეღარ ტიროდა,ან როგორ უნდა ეტირა.
ამდენი წელი განა საკმარისი არ იყო?!
განა, ცხოვრებბამ განსაცდელების კორიანტელი თავზე არ დააბერტყა?!
იყო რაიმე იმაზე მწარე,რომ ის ვინც შენ მთელი არსებით გიყვარს ბუზადაც არ გაგდებს?
რაიქნებოდა საბას,რომ გაჰყოლოდა.
ახლა თავის სიყვარულთან და შვილთან ერთად რომ დაეძინა..
არა,არა,ამის უფლებას თავს ვეღარ მისცემდა.
იგი თავისი შვილისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო,თავდაჭერილობის,თავმოყვარეობის და პრინციპულობის.
რას იფიქრებდა ლიზა,როცა გაიზრდებოდა და გაანალიზებდა,რომ მამას დედა სინამდვილეში არც ჰყვარებია,უბრალოდ დედამისის სისუსტეებმა და მამამისის სიმთვრალეებმა მიიყვანა ორივე აქამდე...
ყველაფერს ის ფაქტიც ემატებოდა,რომ ისევ საბას სინდისზე ზრუნავდა.
როგორ განწყობაზე იქნებოდა საბა დილით გაღვიძებულს ნია გვერდით,რომ დახვედროდა?პასუხისმგებლობების აღებაში ბოლომდე თითქოს ვერ გამოსცადა ბიჭი,მაგრამ,სადღაც სინდისის ქენჯნა,რომ ეგრძნო საბას ამის გამო ესეც კი არ უნდოდა.
სწორედ ამიტომ,იწვა ახლა ყველასგან და ყველაფრისგან მიტოვებული და ცდილობდა თვალების ძლიერად დახუჭვით დაძინებას,უცებ ტელეფონმა რომ გაანათა.
„როგორი უსამართლოა ცხოვრება,ასი წელია მე შენ მიყვარხარ,შენ ის გიყვარს,არც შენ გქონია მისი სიყვარულის ბედნიერება და არც მე მეღირსება შენი.სიცოცხლეს დავთმობდი,იმისთვის,რომ ახლა საბას ადგილზე ვიყო,შენთან ერთად...“-ნიკა კორინთელი
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა,ვერ არქმევდა ამას სახელს.
ყველაფრის მიუხედავად კორინთელის მიმართ იმხელა პატივისცემას გრძნობდა,სხეული დაეჭიმა შეტყობინების კითხვისას.
„საბას ლიზასთან ერთად სძინავს,მე მარტო.ასეც ნუ იტყვი,ხანდახან ის რაც გვგონია რეალურია,სინამდვილეში არარეალურია,თუმცა არარეალურიც შეიძლება ერთ დღეს რეალური იყოს,ტკბილი ძილი,ნიკუშა..“
იმ ღამით ნიკას არ სძინებია.
**
დილით ლიზას და საბას სიცილმა,რომ გამაღვიძა,მეგონა სიზმარი ახლა იწყებოდა.
პენუარზე თხელი ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
-დედიკო გაიღვიძე?-შემომეგება ლიზა.
-წესით ბაღში უნდა იყო,დე..-გამეღიმა მის გაბადრულ სახეზე.
-მამამ მითხრა დღეს არ წახვიდეო!-მახარა საბას გადაწყვეტილება და სკამზე მოთავსდა.
-იყოს რა,არ გავუშვათ დღეს..-მისი სიტყვები ჰგავდა მამის სიტყვებს,დაჰკრავდა ქმრის ელფერი და ჟღერდა საოცრად.
-მთელი დღე ლიზას ენერგიას ვერ გავუძლებ ნაბახუსევზე,თუ გინდა წაიყვანე შენთან...-ვეცადე დამემალა,რომ სიკვდილამდე მინდოდა სახლში მყოლოდა ორივე.
-ნია..-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ლიზა სკამიდან ჩამოხტა და თავის ოთახში,რომ გაიქცა,უკან გავყევი,გული მომიკვდა მისი ტირილის ხმა,რომ გავიგე.
-შენ მე აღარ გიყვარვარ!-ტიროდა ის და ვტიროდი მეც.
-კაი დე ნუ ამბობ მაგას,ვიფიქრე მამიკოსთან...
-აღარ გინდა შენთან,რომ ვრჩებოდე,სულ მამიკოსთან მიშვებ,არც დაბადების დღეზე გინდოდა აქ რომ ვყოფილიყავი,ბაღიდანაც აღარ გამოგყავარ,რატომ აღარ გიყვარვარ,მე რომ მამიკო უფრო მიყვარს იმიტომ ?-თავი დამნაშავედ ორ წამში მაგრძნობინა და საკუთარ თავზე ისე გავბრაზდი,ყველა ძარღვი დამეჭიმა ორგანიზმში.
-აღარ გაგიშვა მამიკოსთან?-ვეცადე გამენეიტრალებინა,თუმცა მგონი უარესი გავაკეთე.
-რატომ არ შეიძლება შენ და მამიკო ერთად ცხოვრობდეთ,როგორც საბას დედა და მამა არიან?!მამიკოსთან,რომ ვარ შენთან მინდა და შენთან,რომ ვარ მასთან?ცუდი გოგო ვარ?
-არის რაღაცეები,რაზეც მოვა დრო და ვისაუბრებთ,არ უნდა მამიკოს აქ ცხოვრება ლიზა,რატომ იქცევი პატარა გოგოსავით?
-დედიკო მე მხოლოდ 4 წლის ვარ და კიდევ ამდენი თვის,დედაშვილურად უნდა ვისაუბროთ?მე მითხრა მამიკომ მინდაო!-განაცხადა ამაყად,მერე მზერა კარში გაჩერებულ,გაღიმებულ საბაზე გადაიტანა-ხომ მითხარი მინდაო?!
-მა, მე და დედიკო..-ეცადა აეხსნა,მაგრამ რად გინდა? ვინ დააცადა.
-არ გინდა?შენ, არ გინდა ჩემთან და დედიკოსთან?მაშინ წადი შენ სანტა კლაუსთან გნენლანდიაში!აღარ ხარ შენ ჩემი მამიკო,სხვა მამიკო მინდა მე!ვინც ჩემთან იქნება და დედასთან-ამ ტიტინის გამო თვალებს ისე ვუქაჩავდი ლიზას,ლამის გადმომვარდა,შევხედე საბას დაჭიმულ სახეს,რომელზეც ემოციები ისე ირეოდა...ცოტა შემეშინდა.
-საბა ბოდიში რა,ბავშვია არ იცის რას ამბობს..
-არ მინდა ისეთი მამა სხვაგან,რომ ცხოვრობს 4 წელი და ამდენითვე ხომ ვიტირეთ მე და დედამ სხვაგან რომ ცხოვრობდი,ახლა მინდა ჩემთან იცხოვრო ან ...-ტირილისგან ვეღარ საუბრობდა გარკვევით,ყელზე მომეხვია და ამოიტირა-მე მინდა ჩვენთან იყოს,მას არ უნდა,რატომ გიყვარს დე?-4 წლის ბავშვი ისეთ კითხვას მისვამდა,რომელსაც მე მთელი ცხოვრებაა ვერ ვუსვამ საკუთარ თავს.
უეცრად კარზე კაკუნი იყო,საბა წამოდგა გასაღებად და მაკუნას და ეკუნას ხმა,რომ გავიგონე ცოტა დავწყნარდი,იმის იმედით ლიზას ცრემლებს რამე ეშველებოდა.
სიტუაციაში,რომ გავარკვიეთ ბებო და მამიდა ახლა მაკუნამ დაუწყო ლიზას დამშვიდება.
-ბები,შენ საუკეთესო მშობლები გყავს და თუ ასე ცუდად ილაპარაკებ ანგელოზები გაჯავრდებიან..
-არ ვუყვარვარ ანგელოზებს,რომ ვუყვარდე მეც საბასნაირი დედიკო და მამიკო მეყოლებოდა,ერთად,რომ ცხოვრობენ ისეთები..დედას ხომ უყვარს მამიკო,რატომ არ...
-ლიზა გეყოფა!!-მოთმინების ფიალა უკვე ისე ამევსო ლამისაა გავსკდებოდი.ყველა შეცბა ჩემ ხმამაღალ ტონზე-საერთოდ არ ჰყავთ ბავშვებს დედა და მამა ,მაგრამ ცოცხლობენ!იმის გამო,რომ ერთად არ ვცხოვრობთ ტრაგედიას თუ შექმნი სუსტი გოგო იქნები და არა ძლიერი,ასე არ შეიძლება.საბას ხშირად მიყავხარ,ხომ ერთობით ერთად?!როგორი ლაპარაკია ეს!
თავი მაკუნას კისერში ჩამალა,ისე თითქოს აქ არაფერი მომხდარიყოს.
„არ გიყვარვართ თქვენ მე..“ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა.
ამდენ ამბავში მისი ძილის დრო იყო მოსული,ეკუნამ გაიყვანა დასაძინებლად.
მე ყავას ვუმზადები მაკას და საბას.
-არ ხართ მართლები ბავშვთან..-თქვა შეპარვით მაკამ.
-იმის გამო,რომ მაჩალაძის მშობლები ერთად ცხოვრობენ ვიღაცას ცოლად ვერ გავყვები,ლიზას ახალი მამა უნდათქო მაკა კარგი რა,ბავშვია დაავიწყდება..-ყავის ფინჯარი წინ დავუდგი და დავჯექი.
-ვიღაც არის საბა?არაა საჭირო ახალი მამა,ჰყავს ლიზიკოს თავისი.შვილს,რომ აჩენდი დედი უნდა გცოდნოდა,რომ იმას თავისი ვალდებულებები მოჰყვება,ხანხადან ვაკეთებთ იმას,რისი გაკეთებაც არ გვინდა,ეს ბუნებრივია,ბავშვია,დიახ, ამის გამო მის გულის ტკივილს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ?აღარ ხართ პატარები,აქ ჩუმად რას უზიხარ?შენი შვილი გულამომჯდარი ტირის,რომ მამა უნდა ჰყავდეს გვერდით და არა გვერდით უბანში,სულ და არა 2 საათი დღეში.სირცხვილი დედა შენ!4 წლის ბავშვი,უფრო მეტს,რომ აზროვნებს ვიდრე ამხელა კაცი!
-მაკა გადი რა ერთი წამი ლიზიკოსთან და ეკუნასთან..
დავიძაბე,ქალმა უხმოდ დატოვა ოთახი.
-მე შენ არ მიყვარხარ..-დაიწყო მან,მე კი უცებ დავამთავრე..-რამდენად მაგრადაც არ უნდა მომწონდე სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ,მინდა შენთან გულწრფელი ვიყო.თუ საბასნაირი დედ-მამა უნდა ვიყოთ,მაშინ მოგიწევს ჩემზე ისეთი რამეების გაგება,რასაც არ ვიცი გაგებით მოეკიდები თუ არა...-სიგარეტს გაუკიდა და სამზარეულოს კარი დაკეტა,მე ისევ ვდუმდი-ძალიან მიყვარს დალევა და ჩემი სამეგბრო,რომლებიც ხშირად ამოდიან და მივდივარ მათთან,ორგანულად მეზიზღება ისტერიული ეჭვიანობა გოგოსგან,რომელიც მეცოდინება რომ ჩემია!ვერ დაგპირდები,რომ „ქართველობის“ ამბავში ევროპულად ვარ,თუ ჩემთან ერთად გარისკავ შენ საახლობლო წრეში უნდა გაქრეს ისეთები,როგორიც კორინთელია..პარარელურად ამ სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ..-ვუსმენდი და ტვინი ვერ ასწრებდა გადახარშვას,ახლა ჩემ თვალწინ ხდებოდა ის რაც 15 წლის მერეა ჩემი ოცნებაა და მე ვფიქრობდი,მინდოდა თუ არა ამ ოცნების ახდენა.
უპასუხოდ,რომ დავტოვე აშკარად გაუკვირდა.
დრო მეორე დღემდე მომცა და წავიდა.
სახლში მარტო დავრჩი.
ვიჯექი მძინარე შვილთან და ვიწვოდი,იმ ტკივილით,რომელსაც იგი ამ პატარა გულით დაატარებდა.
გოგონებს დავურეკე და ისინიც ჩემთან გაჩნდნენ.
***
ნიას უარმა მასთანნ დაძინებაზე და შემდეგ დუმილმა ჩემსავე წინადადებაზე,იმდენად იმოქმედა,რომ დალევა მოუნდა,საშინლად.
გიოს ნინა მოყვა.
მას გაეღიმა,იცოდა მხოლოდ მეგობრები იყვნენ,მაგრამ რამე რომც ყოფილიყო მაინც გაეღიმებოდა.
დათას დაურეკა და ბიჭები „ჩაუსხდნენ“.
-რას აპირებ ნიაკოზე...-შეპარვით დაიწყო გიორგიმ და ჭიქა გამოცალა.
-ველოდები,როდის დამირეკავს და გამაგებინებს,რომ ცოლი მოვიყვანე..-გაეცინა საბას და სიგარეტს გაუკიდა.
-ეგრე მარტივი არაა მაგისთვის,ჩემი გმირია ეგ გოგო,ნიცას თავს გეფიცები!-თქვა ყიფიანმა და თვალი გამისწორა-შენ არ იცი როგორი სიყვარული შეუძლია,არ იცი შენ გამო რაზეა წამსვლელი!რომ იცოდე 4 წლის წინ მოიყვანდი ცოლად.
-ეგრე თავდადებული,რომ იყოს კორინთელს არ მიწერდა არასოდეს თქვა არასოდესო,თუ რაღაც ეგეთ პონტში-თქვა ნინამ და მზერა გააპარა საბასკენ,რომელსაც წამიერად დაეჭიმა მთელი სხეული და ჭიქას ხელი ისე ძლიერად მოუჭირა,ქალს შეეშინდა არ შემოატყდესო,გაეღიმა.მიზანში ზუსტად გაარტყა,როგორ ეხმარებოდა დოლიძელი ბიჭის შეყვარებულობა,ბიჭისა,რომლის ბებიაც კორინთელის ბებიის,ლოლას დაქალი იყო.გაგეცინებათ,მაგრამ ასეც ხდება.ხანდახან ბებიები მთლად კარგი მესაიდუმლეები არ არიან,რა ექნა ლოლას?!წამოსცდა შვილიშვილის აჟიტირების მიზეზი უნებურად,რომ გაიგო,ნასვამმა ნიკოლოზმა,რომ გაანდო დიდი ამბავი!დიდი ისტორიაა,როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია ნინამდე,მაგრამ ამ საიდუმლოს გაჟღერების შემდეგ უფრო საინტერესო რამეები მოხდა.
-შენ ეგ საიდან გაიგე?!-ლარივით იყო დაჭიმული დადიანი.
-აი,ასე გავიგე რა,თუარ გჯერა გადაამოწმე.ნია ყოველთვის მაგრად მომწონდა,ყოველთვის იცოდა საჭირო დრო,ნებით თუ უნებურად ყველა მისი ქმედება იმ პერიოდში გხვდება გულზე,როცა შენი ტვინი გადახარშვას ვერ ასწრებს,მაგას ყველა ვერ ვაკეთებთ..-თქვა და სიგარეტი საფერფლეში დატოვა.
-რაო ნინ ეჭვიანობ?-გაეცინა გიორგის.
-მეგობრულ რჩევას მოგცემ,ყველა შენი მეგობრის თვალწინ,მაგ გოგო კორინთელს,რომ დაუთმო აღარ დავამთავრებ ვინ და თან როგორი „ვინ“ იქნები.!წავედი მე,მომაკითხა ვაჩემ-თქვა და კაფე დატოვა,ბიჭებს სიცილის ტალღამ გადაურა.
-აი,მარტო შენ თუ გეყოლება ასეთი ყოფილი!-დაამატა დათამ.
არ ახსოვს ნიას სახლის კართან როგორ აღმოჩნდა.
ნიას მისმა მეზობელმა დაურეკა,მარინამ.
-დიახ,გისმენთ-გაისმა მისი ჰაეროვანი ხმა.
-შვილო,შენ კართან ვიღაც ბიჭი არის მოდებული,მგონი სძინავს,მე შენი კარის მეზობელი ვარ,მარინა დეიდა..
-დიახ,მარინა დეიდა მადლობთ..-გაკვირვებულმა დადო ყურმილი და შემოსასვლელი კარი გააღო.საბა,რომ დაინახა გაშრა.
-საბა...-ბიჭმა თვალების გახელა იკადრა.
-აბა შენ მიყვარხარო..?-ამოილუღლუღა და ნიას ხელი გადახვია,უფრო დაეყრდნო.
-მთვრალი ხარ?
-არა!ნასვამი..
დივანზე დააჯინა და სასწრაფოდ ტელეფონს დაუწყო ძებნა.
-მოდი აქ,ნი მოდი..-მისმა ხმამ სხეული ისე გაუთბო,ნაპოვნი ტელეფონი იქვე დააგდო და მასთან მივიდა.
-ამდენის დალევა როგორ მოახერხე..?
-ყიფიანი ჩავაგდე ნოკაუტში,დამიჩემა დაგათრობო,რა მაკადრეთქო და აიჰ..-ხელები სასაცილოდ გაშალა და ნიას ნაცემი ბავშვივით ახედა.
-საბა,სანდროს დავურეკო?
-რად მინდა ახლა სანდრო?!სანდროსთან,რომ მდომოდა იმასთან მივიდოდი,არმინდა სანდრო!
-ჩშშ...სძინავს ლიზიკოს.
-კორინთელს დედას [email protected]#>$-უჩურჩულა ნიას ყურში,შეთქმულივით.
-დააშავა რამე?-გაეცინა ნიას და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად.
-რაპონტში დააიმედე?!-უკან მიჰყვა არეული ნაბიჯებით.
ხელი გაეყინა,სხეულში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.
-რა..?-ძლივს ამოილუღლა.
-იმედები,რატომ მიეცი?შენ ხომ იცი,რომ ჩემ გარდა გზა არავისთან გაქვს,ხომ იცი,რომ ლიზას არ ვაყურებინებ „ახალ მამიკოსთან“ დედამისი როგორ ცხოვრობს?!-სიტყვებს ძლივს ალაგებდა გონებაში.
ყავამ თითქოს გამოაფხიზლა.
იჯდა და უყურებდა ნიას დაფიქრებულ სახეს.
-რომ იცინი აქ ლოყები გეჩხვლიტება,ლიზიკო მაგაში გგავს..დანარჩენში სულ ჩემია.
-საბა...
-როგორ აუხსნიდი მამამისის ნაცვლად ახალი მამა..
-ნუ ჩაიხვიე,ნიკასთან რამე რომ მდომოდა საქორწინო მოსაწვევი სახლში მიგასწრებდა.
-მაშინ რატომ მიწერე?
-მომინდა და მივწერე,მაშინ არც საბას ვეკუთვნოდი და არც საკუთარ თავს!
-ნწ!-თავი გააქნია და გაეღიმა,მერე სიგარეტს გაუკიდა-შენ, საბას ეკუთვნი 17 წლიდან,პირველად,რომ დამინახე ყიფიანთან ერთად სკოლის ეზოში მას შემდეგ ჩემი ხარ.
-როგორი თავდაჯერებულობაა..-გაეღიმა ნიას და თვითონაც მოუკიდა.
-ვცდები?ერთხელად არ გაგიხედავს სხვისთვის,არც აღიქვამდი,რომ ჩემ გარდა ამ სამყაროში სხვა მამრობითი სქესიც არსებობს.მთელი არსებით ჩემი ხარ აგერ უკვე მერამდენე წელია,არ ვიცი..იქნებ აქამდე ჩემი ცოლი ზუსტად მაგიტომ არ ხარ..-ჩაფიქრებული მზერა ესროლა გოგონას-იქნებ ეს ყველაფერი ასე ზუსტად,რომ ვიცი ამიტომაც არ შემშინებია შენი დაკარგვის...ოხ ნინა შენი..!-ტუჩის კუთხეში გაეღიმა და ტელეფონში ნინას ნომერი მოძებნა.
ამაზე სულ დაიბნა ნია,რა შუაში იყო ახლა აქ მისი ყოფილი..
-ალო..-გაისმა ქალის ნაზი ხმა.
-ოდესმე მაგ სიტყვებისთვის ზუსტად ვიცი მადლობას გადაგიხდი..
-ძალიან მალე!მიხედე...-გაუთიშა,საბას მთელი არსებით გაეღიმა და გაკვირვებულ ნიას გადახედა-ხვალიდან გადავდივართ.
-სად მიგყავარ არ მეტყვი?-გაეღიმა ნიას.
-ჩემ სახლში.
-იქ არავინ ცხოვრობს...
-ჩვენ ვიცხოვრებთ!
-აქ,რომ ვიყოთ...?!
-ნუ ათქმევინებ ხალხს დადიანებს ისე გაუჭირდათ ბიჭი ჩაასიძესო-გაეცინა და ნია გულზე მიიკრა.
-შხაპი არ გინდა? ცივი წყალი ეგრევე გამოგიყვანს..
-მინდა.
-კაი,შედი აბაზანაში და პირსახოცებს მოგაწვდი...
აბაზანიდან,რომ გამოვიდა ნიას გახევებულ მზერაზე სიცილი ვერ შეიკავა.
თეძოზე პროვოკაციულად მომდგარი პირსახოცი , ის ის იყო უნდა მოეშორებინა,ნია სასწრაფოდ შებრუნდა და ვითომ თიკას დაუწყო გათიშული მობილურით საუბარი.
-ნი,ტელეფონი ოცი წუთის წინ გაგეთიშა დასატენი გაქვს..-ხმამაღლა იცინოდა და საცვლებს ირგებდა.
-უიჰ..
-მე რომ მახსოვხარ,ეგეთი მორცხვი არ იყავი..-მათ შორის მანძილი მაქსიმალურად დაფარა ნელი ნაბიჯებით.
-მაშინ სასმელის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი ალბათ მაგიტომ..
-დაგალევინებ ერთ-ორ ჭიქას..-ისევ იცინის გოგონას დაბნეულ სახეზე.
-ჩშშშ!-ეცინება ნიასაც-შედი დაიძინე.
-სად მიშვებ,გოგო ბაშვთან?სულ არ ფიქრობს ლიზიკოს კომფორტზე,ძინავს ტკბილად,იცოდი,რომ ბავშვს მისი სივრცე სჭირდება,რომელიც არ უნდა დავურღვიოთ?-ლაპარაკობდა თან ნიას ოთახის შესწავლას(უფროსწორედ გახსენებას)წამში ასწრებდა.
-საბა..-კართან იდგა დოინჯით და ეღიმებოდა საბას ვითომ ძილზე.
შუქი ჩააქრო და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
-ის პენუარი ჩაიცვი რა..-იცოდა არ სძინავდა,მაგრამ მაინც შეაკრთო მისმა ხმამ.მთელმა ჟრუანტელმა ისე დაუარა სხეულში,აი სასიამოვნოდ.
-რომელი..?-ვითომ ვერ ხვდებოდა,რომელსაც გულისხმობდა ის.
-დილით,რომ გეცვა..
-გეძინა შენ.!
-შენ გელოდები ერთად დავიძინოთ.
საბას გვერდით დაიკავა ადგილი საწოლში და თხელი საბანი დაუბრუნა ჩვეულ პოზიციას.
-ასე როგორ იძინებ ნიაკო არ გცხელა?
-თხელია ეს..
-მერე რა,რად გინდა ეს,როცა მე ვარ აქ..
-იმედია ჩემზე ძილს არ აპირებ და საბნის ფუნქციას არ იკისრებ-გადაიკისკისა გოგონამ-იცი რა?ფანჯარა შეაღე,გრილი სიო უბერავს,და დაარეგულირებ.
-ეგეც მართალია,მიდი შეაღე..
-რა ზარმაცი ხარ,ახლა ვხვდები ლიზიკო ვის გავს!-საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა შეაღო,მთვარის შუქზე მისი სხეულის მიმზიდველი ფორმები ისე უცხოდ ეჩვენა ბატონ დადიანს,ცოტა შეაქანა
საწოლში ფრთხილად დაწვა და მაშინვე იგრძნო ცხელი ხელის გულები ზურგზე.
-ჩამეხუტე ნი..-მისი დაძახებული „ნი“ მთელ სამყაროს ერჩივნა.
ეს იყო რეალობა,რომელიც მის არარეალურობას ნაკუწებად აქცევდა.
იყო წამი,რომელიც ბევრად ჯობდა წარმოდგენილს.
წამი,რომელიც დაიჭირეს,რომელსაც აღარ გაუშვებდნენ,რომელიც გაჩერდა.
***
ჩემი გადაბარგება ყველაზე ძალიან თაკოს ეწყინა.
მარტო აღარ ვეგულებოდი სახლში და ამას ისე განიცდიდა მზად იყო ეცემა საბა.
-დედიკო თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე ხო?-მაფრთხილებს ამერიკიდან ირინა და სიხარულს შესამჩნევად მალავს.
-ისედაც გირეკავ ხოლმე,ნუ ქმნი პანიკას ორი ქუჩით შორს გადავდივარ..
-სახლი,რომ დაცარიელდება ამას ვერ ვეგუები დედიკო..
-ვიფიქრე ნანა ბებო ჩამოგვეყვანა,პერიოდულად ლიზიკოსაც დაიტოვებს..
-არ არი დე ცუდი აზრი,ჩააკითხეთ სულ მარტოა ანანურში.
ირინას მალევე გავუთიშე და დაცარიელებულ სახლს მოვავლე თვალი.
ლიზას ისე უხაროდა ახალ სახლში გადასვლის იდეა,ყუთებს ზედ აფრინდებოდა.
1 კვირაში მორჩა დალაგების და შეჩვევის სიტუაცია,საბასთანაც და ახალ სახლთანაც.
ბინა გემოვნებით იყო გარემონტებული,ძირითადად ნათელ ფერებში.
თეთრ ფერში გაწყობილ სამზარეულოში ისევ სამნი ვისხედით და ყავას ვსვამდით.
-ლილიმ დღეს ისეთები ჩამიტარა...-ამოილაპარაკა თიკამ
-რაო რა მინდაო გართობამოძულე ლილიმ-გაეცინა თაკოს და ყავა მოსვა.
-ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და შენ რა იმედით დადიხარ გასართობადო,მაგრამ ყველაზე ძალიან იცი რა მეწყინა?ზუკას ხმა არ ამოუღია,აი ასე სარკოფაგივით იდგა ტიპი დაიჯერებ ?
-რა ექნა ახლა ..-ზუკას გამართლებას ეცადა ნია.
-შენ ნუ გადამრიე კიდე!მშვიდობის მტრედი!რა გენაღვლება,მე რომ მაიკოსნაირი დედამთილი მყავდეს...-დანანებით ამოილაპარაკა თიკომ და ტელეფონს დახედა.
-მაიკო მართლა ძალიან საყვარელია...
-ერთადერთი მაგ ოჯახში ვინც საყვარელი არაა შენი მეუღლე საბუნაა!!-თვალები ავის მომასწავლებლად გააფართოვა თაკომ.
-როდის უნდა დაზავდე დადიანთან?-გაეცინა თიკას.
-ჯერ დამანახოს,რომ ზავის დროა...
-ჰო,მართლა სად არი?!
-სანდროს გაჰყვა.იურიდიულ ფირმაში,იქნებ სამსასახური დავიწყოო...
-შეხედე შენ საბას,თან ზუკას კომპანია ეძებს იურისტს დაერეკა ისე..
-ჰო?-სახე გაებადრა ნიას.-ვეტყვი დღეს,რომ მოვა.
-მოყევი რა სახლში როგორია?!-სიგარეტს გაუკიდა თაკომ.
-ჯერჯერობით საოცარი მამა და კარგი ქმარია...ძალიან ზრუნავს ლიზიკოზე.
-ლოგინის ამბავი მოაგვარეთ?-ჩაეკითხა თიკა.
-აი,მაგას პირველი რომ მოაგვარებდა დადიანი ეჭვი გეპარება?!-წარბი ასწია თაკომ.
-აი,რატო ვერ შეეგუე იმ ფაქტს,რომ ნიას ქმარზე ლაპარაკობ უკვე და დამშდვიდდე იქნებ?!-შეუბღვირა დაქალს თიკამ.-ჩემი დედამთილი რეკავს,ჯოჯოხეთის მუგუზალს შაქარი უნდოდა და გაახსენდა მონა-მორჩილი რძალი...ჰო ლილი დეიდა..-გაინაბა თიკა.
ლაპარაკის პროცესში სახე ისე დაებრიცა გოგონები სიცილს ვეღარ იკავებდნენ.
მალევე დაიშალენ.
თიკა გამოძახებული იყო სახლში.
ნიას ლიზიკო ჰყავდა გამოსაყვანი ბაღიდან.
თაკოს კი გაურკვეველი საქმე ჰქონდა აგერ უკვე მეორე კვირა იყო.
**
-ნიასთან რაშვები?-სიჩუმე დაარღვია სანდრომ.
-რავი არაფერს მა..ჩვეულებრივად.
-ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან თუ მეცოდინება,რომ ეს გოგო ისე დააფასე და შეიყვარე,როგორც ამას იმსახურებს..-სიგარეტს გაუკიდა სანდრომ.
-რადროს შენი ამ ქვეყნიდან წასვლაა!-გაეცინა საბას.-ნუ ღელავ რა,სანდრექს,მოვგვარდებით...ნია ჩემი ცხოვრების ნაწილია...
-სანამ შენი ქალი არ გახდება,სანამ ნიას გარეშე ამოსუნთქვა არ გაგიჭირდება,არ იგრძნობ,რომ სხეული დაგეჭიმა მისი მონატრებისგან,არ აღმოაჩენ,რომ სახლში იმისთვის გეჩქარება რომ ნია გიცდის,მანამდე ვერ მოვისვენებ... ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით,ამის მჯერა.დავინახე თუ არა ეს გოგო ბავშვით ხელში მივხვდი,რომ ირინასთან დაშორება ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო...
-რაა?!-სახე გაუფითრდა საბას.
-27 წლის წინ,მაშინ როცა 19 წლის ვიყავი დაახლოებით... ირინა მიყვარდა,ნიას დედა.მასაც ძალიან ვუყვარდი...ჯარში მოწვევა მომივიდა და იქიდან ჩამოსულს ირინა დანიშნული დამხვდა..მითხრა, გავიპაროთ,მე არ მიყვარს ჩემი საქმრო ოჯახი მაძალებსო..მე არ დავუჯერე...დღემდე არ ვიცი რატომ...ალბათ იმიტომ,რომ სამყაროს შენ და ნია უნდა მოვლინებოდით...არ მჯერა დამთხვევების საბა,ჩემი სიყვარული იმისთვის არ დამითმია,რომ შენ ასე უმოქმედოდ ფლანგო დრო.მაშინაც ვიცოდი,რომ მსხვერპლს ვწირავდი,ოღონდ ვერ ვხვდებოდი რის გამო ვაკეთებდი ამას...ახლა ვიცი,რატომაც გავაკეთე!მიუხედავად ამისა მაკა მთელი არსებით შევიყვარე,ახლა მხოლოდ დედაშენის მომზადებული ჩაი მამშვიდებს და მხოლოდ მისი სახე მაბედნიერებს სახლში მისულს.ის ჩემ ქალად აღვიქვი,როცა 18 წლის გოგონა ჩემი ცოლი გახდა იმ დღიდან დღემდე...ახლა კეთილი ინებე და სამყაროს თავისი წილი სიყვარული დაუბრუნე...მე და ირინას დაგვიბრუნე თქვენი ბედნიერებით...ადი სახლში,ცოლი და შვილი გიცდის.!
მანქანიდან დაპროგრამებულივით გადმოვიდა.
ძნელად თუ გადახარშავდა რა ხდებოდა ამ წამს მის თავს.
სახლში დინჯი ნაბიჯებით ავიდა.
კარზე დააკაკუნა და ნაბიჯების ხმამ შეაკრთო.
ის იყო,მისი ქალი.
მისი ნია.
სახლში იყო თავიანთ შვილთან ერთად.
ალბათ მთელი დღე იმაზე ფიქრებოდა საბა სახლში,როდის მივიდოდა..
თვითონ კი მხოლოდ ერთხელ გაახსენდა,როცა სანდროს მიულოცეს შვილის გაბედნიერება.გაახსენდა,რომ ცოლი სახლში უცდიდა.
-მოხვედი..?-კარი გააღო საშუალო სიმაღლის სუსტმა გოგონამ,თმები კოსად შეეკრა,მაღლა და დაუდევრად.მოკლე შორტები და საბას მაისური ეცვა.ისეთი სანახავი იყო...ყველა ქმარი,რომ ისურვებს ასეთ ცოლს სახლში...მკერდი მის ნებაზე მიეშვა,“ისევ არ უკეთია ბიუზჰალტერი..“ გაიფიქრა და გაეღიმა.სახლში შესულმა წელზე მოხვია გოგონას ხელები და მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
ორი თავით მაღალი იყო მაღლაკელიძეზე,მაგრამ ეს პრობლემას არ უქმნიდა.
-მოვედი.-ზედ მის ტუჩებზე ამოილაპარაკა და სახლში შევიდა.-მამიკოს გოგო სად არი?-პერანგის ღილები მალევე გაიხსნა და ოთახიდან გამოვარდნილი ლიზა ხელში აიტაცა-მომენატრე მაა!-ლოყები მაგრად დაუკოცნა და ბავშვის შეჭმუხნულ სახეზე მიხვდა,რომ წვერი გასაპარსი ჰქონდა.-ხვალვე მოვიშორებ მა!-კიდევ ერთხელ აკოცა შვილს და ნიას გადახედა,რომელიც ბედნიერი სახით უყურებდა მამა-შვილს.
-მაისური მომე რა..
-გადაივლებ?
-ჰო და პირსახოცებიც გამოაყოლე..
-აბაზანაში დევს გამზადებული...
-კაი.
აბაზანაში შევიდა თუ არა გამზადებულ პირსახოცებზე,საცვლებზე,შარვალზე და მაისურზე გაეღიმა.
ეგონა,რომ მხოლოდ ნიას შეეძლო ამდენად მაგარი ყოფილიყო.
-საბუუ!-მოესმა კარიდან ნიას ხმა.
-მალე გამოვალ,ნი!
-არა იყავი,რაღაც უნდა გითხრა და ვერ ვითმენ!
-გისმენ!-ქაფის გამო თვალებს ვერ ახელდა და ისეთი სასაცილო იყო ნია სიცილს ვერ იკავებდა.
-ყიფიანს კომპანიაში იურისტი სჭირდება...თიკამ მითხრა სრულიად შემთხვევით დღეს...იქნებ დაგერეკა?!
-თუ დავჭირდები დამირეკავს,იცის იურისტი,რომ ვარ...ხვეწნას არავის დავუწყებ შენც ხო იცი?!
-ზუკა ხო შენი მეგობარია?!
-მითუმეტეს..მომაწოდე პირსახოცი.
-აჰა..ვიფიქრე კარგი იქნებოდა მასთან თუ იმუშავებდი..
-დამირეკავს ნიაკო თუ მოუნდება.

***
ზუკამ დაურეკა.
საკმაოდ სოლიდური ხელფასი და კარგი თანამდებობა შესთავაზა.
ყველაფერი იმ კალაპოტს უბრუნებოდა,რომელიც ბედის მწერალმა სპეციალურად მათთვის შეუქმნა,მათსავე მდინარეს.

-ბოლო ორი დღეა ბავშვი ხასიათზე ვერაა,რამე ხდება?-საუზმობისას იკითხა საბამ და ნიას ახედა.
-ბაღში იჩხუბა ალბათ,ლიზიკო დე!მოდი ჭამე..
ლიზა სამზარეულოში სევდიანი სახით და დინჯი ნაბიჯებით შემოვიდა.
სკამზე დაუხმარებლად დაჯდა და თეფშზე დადებულ საჭმელს დააშტერდა.
-მა,რა გჭირს?
-არაფერი..-ამოილაპარაკა პატარამ და საჭმლის ჩანგლით თამაში დაიწყო.
-დე,საბა როგორ არი?-სხვათაშორის იკითხა ნიამ და მათ გვერდით დაიკავა ადგილი.
-აქ არ არის დე?კითხე.
-არა,ჩემი საბა არა შენი საბა,როგორ არის?-გაეცინა ნიას.
-არ მყავს მე საბა!
-ანუ დედაშვილური საუბრის დროა?-სიცილს ძლივს იკავებს ნია.
-მე არ შეიძლება გამოგადგეთ მაგ დედაშვილურ „ბაზარში“?იქნებ რა რჩევებს გაძლევ,მა!-ჭამას აგრძელებს საბა,ახლა გულიანად სიცილი ყველაფერს ურჩევნია,თავისი შვილის „დეპრესიის მიზეზზე“.
-დედაშვილურში სადმე მამას ხედავ?-თვალები მკაცრად დააკვესა ლიზამ.
-მა,შენ მემგონი მარტო შენ საბაზე კიარა ყველა მამრობით სქესზე ხარ ნაწყენი,რომელიც დედებმა არ დაინდეს და სახელად „საბა“ დაარქვეს.-გაეცინა დადიანს
-მე არ მინდა დედასავით ამდენი წელი ველოდო საბას,როდის მიხვდება,რომ ჩემთან უკეთესად ითამაშებს ვიდრე იოანესთან!
-საბას და იოანეს პონტი ხო „გავაიასნეთ“?!
-რა ვქენითო?-თვალები დააწვრილა ლიზამ და ნიას გადახედა,რომელიც სიცილს ვერ იკავებდა.
-ხომ გავარკვიეთო დე.
-ამ საბას გარდა,მაგ ბაღში ბიჭი დაილია?ან საერთოდ,რა დროს შენი ბიჭებია ?
-აი, ამიტომ არ უნდა უსმენდე დედაშვილურ საუბარს,როგორ აგიხსნა ახლა მე,რომ სიყვარული ბრუნავს!(„სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“)
ბავშვი აიყვანა ხელში და სახე დაუკოცნა.
ამ არსების გამო შეეძლო სამყარო გადაეწვა.
გრძნობდა უზამრაზარ პასუხისმგებლობას ლიზას წინაშე.
სიამყით ივსებოდა,როცა მის პატარა გოგოს უყურებდა.
ეს ის შეგრძნება იყო,რომელსაც შეეძლო სამუდამოდ შეეცვალა დადიანი
თითქოს ცა იყო ვარსკვლავებით მოჭედილი,ლიზასთვის,ჰო,მისთვის ვალდებული იყო ეს ვარსკვლავები ღრუბლიან ამინდშიც არ დაეკარგა.
***
ზუკა ყიფიანის დაბადების დღეზე მთელი სამეგობრო იყო
დაწყებული ბაღის,უბნის მეგობრებიდან დამთავრებული სამსახურის კოლექტივით.
ლევან ლორთქიფანიძემ(ნიამ რესტორანში,რომ დატოვა ბეჭდით ხელში) და ნიკა კორინთელი შეთქმულებივით უყურებდნენ ერთმანეთს,როცა დარბაზში დადიანი და მაღლაკელიძე შემოვიდნენ.
მრგვალ მაგიდაზე განლაგებულ საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად აკვირდებოდა ახლად შექმნილ ოჯახს.
საუბარში გართულ საბას ისე წამოადგა კორინთელი თავზე გააზრებაც ვერ მოასწრო.
ნიკა ნიას ესაუბრებოდა.
მაღალ სხეულს პერანგის ორი ღილი გახსნილი ჰქონდა და ფართოდ უღიმოდა მაღლაკელიძეს.
-ვიცეკვოთ?-ნიას სახეზე ისე წამოახურა ხელის მტევანი დაიბერა.
-ნიკა..დაღლილი ვარ..-ამოილუღლუღა ნიაკომ და მზერა საბასკენ გააპარა,რომელიც აშკარად არ იმჩნევდა იმ ფაქტს,რომ კორინთელი მის ცოლს ელაპარაკებოდა.
-ნია არ ვიკბინები..!-გაეცინა ნიკას.
-კარგი!
„კარგი“-ო და დადიანმა ისეთი მზერა ესროლა ფეხზე წამომდგარ ცოლს,ქალს შეაქანა.
ყველას ყურადღება დარბაზის ცენტრში მოცეკვავე წყვილისკენ ჰქონდა.
-მერამდენე წელი შესრულდა?-ხრინწიანმა ხმამ გონება გაუთიშა ნიას.
-ვერ გავიგე,რაზე ამბობ?!
-არ უყვარხარ,მის ყველა მიმიკაში,ჩანს როგორი ამაყია იმ ფაქტით,რომ გვერდს უმშვენებ!მისთვის ნივთი ხარ,რომელიც სხვებისთვის ზედმეტად ძვირია,თავად კი ფასდაკლებაში გიყიდა.არ უყვარხარ,გესმის?!არ უყვარხარ და ამას როდის მიხვდები?თქვენი სახლობანა დიდხანს რომ ვერ გასტანს ამას როდის გაიაზრებ ნია?
-და შენ რა?ჰო,თუნდაც არ ვუყვარდე,თუნდაც თავს ვიტყუებდე შენ რა?!-ხელები მოაშორა კორინთელს და თავადაც გაინთავისუფლა თავი მისი მკლავებიდან.
-ასე უთავმოყვარეოდ როგორ ძლებ?
-არ ვიცი,შენგან ვსწავლობ..-ირონიულად გაუღიმა ნიამ და ცრემლებისგან დაბინდულ მზერაში საბას სილუეტი დალანდა.
-ოდესმე მიგატოვებს,დაიღლება შენი იდეალურობით და წავა,შენგან წავა ნია,და იცი რა არის ამაში გულის ამრევი?-ისტერიულად იცინოდა კორინთელი-ჩემთან მოხვალ,მე კი ისევ მივიღებ დადიანის ქალს.ისევ დამეჭიმება სხეული იმის გააზრებაზე,რომ შენთან ყოფნის თუნდაც მემილიონედი შანსი არსებობს...გული მერევა საკუთარ თავზეც და შენზეც,ჩვენ ორივემ ის გავწირეთ სიყვარულისთვის,რაც გაგვაჩნდა,ჩვენივე თავები.
მაგიდისკენ წავიდა.
ცრემლებმა ისევ ისე უღალატეს,როგორც ყოველ ჯერზე ხდებოდა,როცა საქმე დადიანის სიყვარულს ეხებოდა.
საბას მზერა დააიგნორა და მანქანის გასაღებს დასწვდა.
ზუკას ბოდიში მოუხადა და სწრაფად დაფარა მანძილი ეზომდე.
უკან ადევნებულ დადიანს ისევ არ იმჩნევდა სანამ საბას ღრიალი მის სმენას არ მისწვდა.
-ნია!-უკან შებრუნებულს წინ მამაკაცი დახვდა,ცისფერი კაპილარები ისე ეტყობოდა სხეულზე,ყველა ძარღვი გასკდომაზე ჰქონდა.-მე აქ ვერ მამჩენვ?
-არ გამაცინო,საბა!-ისტერიული სიცილი დაიწყო მაღლაკელიძემ.-მე ვერ გამჩნევ?არა!ეს შენ ვერ მამჩნევდი 7 წელია შენ გარდა ვერავის ვამჩნევ...დღეს კი ისევ იმ სიმართლეს დავეჯახე თავით,რომელსაც ასე ვარიდებ თავს მას შემდეგ,რაც შენი ცოლი მქვია!მეზიზღება საკუთარი თავი ამ სტატუსის გამო...-მანქანის კარის გამოღება სცადა,საბამ რომ დაკეტა სწრაფად.
-მანდ მე ვჯდები შენ გვერდით დაიკავე ადგილი...-მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას.
-დღეს არა,საბა დღეს არა! იქვე მდგომ ტაქსიში ჩაჯდა და იქაურობას გასცილდა.
იმ ღამით მძიმედ დაშავებული ნიკოლოზ კორინთელი საავადმყოფოში მოხვდა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი საბა დადიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში.


სამყაროში დგება წამები,როცა ხვდები რომ იქ,სადაც ახლა შენ ხარ,დედამიწაზე ვეღარ ეტევი.ეს იმაზე დიდი ტკივილია,ვიდრე ფეხშიშველმა ფეხი კარადას ან საწოლს მწარედ მიარტყდა.ამ ორ ტკივილს შორის განსხვავება,ისაა,რომ ფეხის ტკივილი ყველაზე მაქსიმუმ 10 წუთში ქრება დედამიწის „მცირეობა“ კი უფრო ღრმა კვალს ტოვებს ვიდრე ეს ფიზიკურს შეუძლია.
წამი,როცა რეალურად შენი სული ორად იხლიჩება.
კრიზისის,დეპრესიის ამ ფაზაზე ადამიანს სძულს საკუთარი თავი და მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია,რომელიც განპირობებული ისევ მისიდან გამომდინარეა.
ხვდები,რა რომ შენ არსებობას იმაზე ბევრი ტკივილი მოყვა,ვიდრე ბედნიერება.
ხვდები,რომ „დედაშვილობან“-ას ასაკიდან გამოსულს ბავშვობის კოშკები თავზე გენგრევა.ამ პროცესს შორიდან უყურებ და საკუთარ თავსაც ვეღარ შველი.
არც მაშველი ჩანს და არც ხსნა.
მანქანის ფანჯარაზე თავმიდებულმა ზანტად გაახილა თვალები,როცა მძღოლმა გადმოხედა და უთხრა,რომ ანანურში იყვნენ.
ფული მისცა და მადლობა გადაუხადა.
ტელეფონზე დახედვაც კი არ უნდოდა,იცოდა საბას გამოტოვებული ზარები დახვდებოდა.
ახლა ყველაზე ნაკლებად საბას დანახვა უნდოდა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და უკან დაიხია ორი ნაბიჯით.
მზერა სახლს მოავლო და დანანებით იკბინა ტუჩზე.
კართან რაღაც,რომ გაჩხაკუნდა გონს მაშინ მოეგო.
სახლში სინათლე აანთეს.
ვიღაც გააღვიძა.
კარებში გასაღები გადატრიალდა და კარს იქით გაოგნებული შუახნის ქალი გამოჩნდა.
-ნიაკო...?-ამოილაპარაკა ქალმა და ატირებული შვილიშვილის დანახვაზე პირზე ხელი იტაცა.-რახდება ბები?
-ნანუკა შეიძლება შენთან დავიძინო?...-ძლივს ამოიტირა გოგონამ და ბებიას ჩაეხუტა.
კარებში დიდხანს იდგნენ,არც ერთი ირხეოდა.
ქალი,თითქოს ქანდაკებად იქცაო ნიას შეხებისას.
ნიამ ხელები შეუშვა საყვარელ სხეულს,რომელსაც თავისი ბავშვობის სურნელი არ დაეკარგა.
-ბებო,შემოდი შიგნით.
-კაკაოს გამიკეთებ?
-ყველაფერს გაგიკეთებ ბები,შენ მანდ იყავი ტანსაცმელს ჩამოგიტან და ვიჭორაოთ.
5 წუთში გამოჩნდა თხელი სარაფანით და ჟაკეთით ხელში.
ნიამ გამოიცვალა და გაოგნებულ ბებიას კიდევ ერთხელ გაუღიმა.
-ნიაკო,ბები მე არ დაგაძალებ,თუ არ გინდა არ მომიყვე უბრალოდ ის მითხარი ხომ კარგად ხარ?
-არ ვარ ნანუკა კარგად,არა!მინდა,რომ გავქრე და ვერავინ შეძლოს ჩემი დავიწყება,მინდა რომ მასაც ისე მოვენატრო,როგორც მე მენატრებოდა 4 წელი.მერე რა რომ მე მონატრების უფლება არავინ მომცა,მას ხომ აქვს?ხოდა მოვენატრო,იგრძნოს,როგორი მწარეა ...
-შენ საბაზე ამბობ ბები?
-მეზიზღება საკუთარი თავი ისევ „ჩემი საბა“ რომ ჰქვია დადიანს
-რატომ არ ჩამოიყვანე,რატომ არ გამაცანი?
-შემრცხვა...-ამოიტირა ნიამ და მუხლებზე დაადო თავი ბებოს.-შემრცხვა,ჩემი უთავმოყვარეო სიყვარულის ჩემრცხვა,რომ არ მოგეწონოს..?ჩემზე რომ იფიქრო,რომ ერთი სულელი ქალი ვარ,რომელსაც საკმარისი ჭკუა თავში არასდროს ჰქონია..?!
-სიყვარულის გარდა ნებისმიერ რამეზე გაძლევ უფლებას ინანო,შეგრცხვეს ან მსგავსი,მაგრამ სიყვარულის არა ბები,ოღონდ სიყვარულის არ შეგრცხვეს ეს...როგორ გითხრა,ეს ცოდვაა ნია.ზეცის და მიწის წინაშე ცოდავ,როცა საკუთარი გრძნობების გრცხვენია.
-მისგან სიყვარულს ვერ ვგრძნობ...ყველაფერი გვაქვს სიყვარულის გარდა...მე ხომ ქალი ვარ,ქალი ნანუკა გესმის?მის თვალებში იგივეს ვერ ვკითხულობ,რასაც ის ჩემსაში.არ ვიცი,უნიჭოა?იმდენად უნიჭო,რომ ვუყვარვარ და თვალებითაც ვერ მეუბნება ამას?!...როგორ მინდა ახლა მწამდეს,რომ მართლაც არ აქვს ამის გადმოცემის ნიჭი.
-და რატომ ხარ დარწმუნებული,რომ ნამდვილად არ უყვარხარ?
-ვიცი,ეს იგივეა პლედი გქონდეს მოხურული,მაგრამ მაინც გციოდეს,თითქოს კოცონის წინ ხარ,იმდენად ახლოს ხარ ალთან,მაგრამ ის არ გწვავს...თითქოს ფუნქციამოშლილი სათამაშოა
-აქ პრობლემა საბას სიყვარულში კიარა შენშია,შენ ვერ პატიობ საბას 7 წლიან პაუზას.გინდა,რომ საუკეთესო ცოლი იყო უფრო საუკეთესო დედა,მაგრამ იმ ტკივილს ვერ მიუდიხარ,როგორ ღრმადაც არ უნდა დამარხო,შენშია და საკმარისია ვინმე შეეხოს ამ თემას მონსტრივით გემუქრება 7 წელი.
-მეშინია ნანუკა,ნუთუ ისე დავბერდებით,რომ ვერ შეძლებს...რით ვერ დავიმსახურე მისი სიყვარული,რით ვარ ნინაზე ნაკლები,მე ხომ ყველაფერი ... ჰო,მე ყველაფერი გავაკეთე...-საკუთარ თავში აშენებულ ბასტილიაში,თითქოს სათითაოდ ხსნიდა ბნელი საკნების კარებებს.
-ჰო,ბები ჰო...ამოუშვი,ამოუშვი ნიაკო,სანამ გაგგუდავს ეგ ტკივილი...
-მართალი იყო კორინთელი..-ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და გაეღიმა.-საბასთვის ძვირადღირებული ნივთი ვარ,რომლითაც თავს იწონებს...
-შენ გაკმაყოფილებს ეს მდგომარეობა?-მის წინ დაიხარა ქალი.
-ეს მდგომარეობა სულიერ აშლილობას უფრო იწვევს ვიდრე კმაყოფილებას.ამ წამს საკუთარ თავზე ვგიჟდები,როგორ შემიძლია კაცთან ვიცხოვრო,რომელიც ადამიანად...მის ადამიანად კიარა მის სათამაშოდ მთვლის და ამას ყოველ გამოხედვაში მაგრძნობინებს,მის სიამაყეს პირდაპირ თვალებიდან აფრქვევს და ამ თვალებში სიყვარულის გარდა ყველაფერს ატევს.
-ამას ეშველება ნიაკო?
-არა,ამას ნამდვილად არ ეშველება..-თავი გააქნია ნიამ.-ნანუკ,სიგარეტი გაქვს?
-მაქვს-გაეღიმა ქალს და კარადიდან წითელი „ მალბოროს“ კოლოფი გამოიღო.
ტელეფონი აიღო და ეკუნას დაურეკა.
-ნია!-აღებისთანავე შესძახა ეკუნამ.
-ეკუნა,რაღაცას გთხოვ...ლიზიკო დამალაპარაკე რა..
-სად ხარ ნი,გაგიჟებული გეძებს საბა.
-ლიზიკოს დაუძახე გთხოვ...-ხმა აუკანკალდა ნიას.
-სძინავს ნი..
-გააღვიძე,უთხარი ნიას დედაშვილური საქმე აქვსთქო,მიხვდება.
-5 წუთი დამელოდე.
5 საუკუნედ ეჩვენა.
-ჰო დედიკო...-ლიზას მძინარე ხმამ სხეულში სასიამოვნო იმპულსებად დაუარა.
-დე,მე ორი დღით არ ვიქნები,გთხოვ,მამიკოს დაუჯერე,მე რომ მეხუტებოდი მის არ ყოფნაში ისე ჩაეხუტე და უთხარი,რომ ძალიან გიყვარს...მე ორ დღეში დავბრუნდები,კარგი?
-2 დღეს 2 წუთითაც,რომ გადაცდეს იცოდე ხმას აღარ გაგცემ.-ლიზას ტონი იმდენად ეუცხოა,ეგონა ტელეფონში აწ უკვე გაზრდილ ლიზიკოს ესაუბრებოდა.ზუსტად ასეთი წარმოედგინა მისი შვილი მშვიდი,დინჯი,აუღელვებელი და ამასთან ძლიერი.
ტელეფონი ლიზამ გათიშა.
ნანუკას გადახედა და გაეღიმა.
-უკვე დიდი გოგო მყავს..
-არ ვიცი შენს გულში ახლა რას ეომები,ვისთან გაქვს ბრძოლა,მხოლოდ ერთს გეტყვი.ისეთი არაფერი ჩაიდინო,რასაც ლიზა,გაზრდილი ლიზა აღარ გაპატიებს,რის გამოც შენს შვილს 10 წლის შემდეგაც ეტკინება...მისთვის იყავი მაგალითი,ის მაგალითი,რომელიც მთელი ცხოვრება ეყოფა,რათა ღირსეული ქალი იყოს.სადღაც წავიკითხე,რომ სწორი გადაწყვეტილება,არასდროს არის მარტივი მისაღები...ნუ იქნები პრიმიტიული ქალი,მე ასეთად არ გამიზრდიხარ.კაცის სიყვარულს არ დაემონო,მაგრამ უკვე გადაყლაპულ ტკივილსაც ნუ ამოიღებ...ერთხელ ნაპატიებს მეორედ ნუ გაიხსენებ ნიაკო.არც ის დაივიწყო,რომ საბას შენთვის თავისი ნებით არ უტკენია,არავის ბრალი არაა არც სიყვარული და არც უსიყვარულობა.

სახლში გამთენიისას დაბრუნდა.
ლიზას ოთახის კარი შეაღო და მძინარე ეკუნას,რომ მოჰკრა თვალი მშვიდად გადაინაცვლა მის ოთახში.
საწოლზე ჩამოჯდა და მზერა ნიას ბალიშს გაუშტერა.
ახლა იმაზე ბევრი იყო ნიას სურნელი ამ ოთახში,ვიდრე ოდესმე.
ბალიშში თავი ჩარგო და იგრძნო,როგორ შეაწუხა უ’ნიაობამ.
კარი,რომ გაიღო და პატარა სხეული გამოჩნდა ზღურბლზე გაეღიმა.
-აქ,რომ დავიძინო შეიძლება?
-მოდი,მა.
-ხელებზე კანი გაგეჭრა?-დადიანსს კორინთელი სისხლი კვლავ შერჩენოდა მტევნებზე.
-დავიბან ხელებს და მოვალ კარგი?შენ დაწექი მანამდე.
-მე დაგბან ხელებს...-საბას წინ გაიქცა და პატარა სკამი ნიჟარასთან მიაცოცა.-მომეცი ხელები მამიკო..
ფრთხილად დაასხა საპონი და როგორც შეეძლო ისე შეუბერა სული ხელებზე.
რომ არ ტკენოდა.
ნელა და დინჯად ბანდა უფროს დადიანს ხელებს.
მერე ჩამოხტა და პირსახოცით ფრთხილად გაუმშრალა.
-ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი ხარ ჩემ ცაზე ლიზიკო..-ხელში აიტაცა შვილი და ოთახისკენ დაიძრა.
სანდროს წყალობით წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს.
ახლა ისღა დარჩენოდა დალოდებოდა ნიას.
საწოლში დააწვინა ბავშვი და თავადაც ლიზის გვერდით დაიკავა ადგილი.
-თუ გინდა იტირე,დედა ტიროდა ხოლმე,როცა შენ გელოდებოდით..
-მომიყევი რაიმე დედაზე...-ნაღვლიანად ამოილაპარაკა საბამ.
-მე,რომ დიდი გავიზრდები არ მინდა ნია ვიყო,არ მინდა ვინმეს გამო ყველა წელი(დრო,რაც მის მეხსიერებას დედა გააზრებულად ახსოვს) ვიტირო.ნიას სულ ეჩხუბებოდა თაკო,რატომ არ უნდოდა თაკოს დედას შენ რომ ყვარებოდი?ალბათ,თაკო სუსტი გოგოა და ვერ უძლებს დედიკოს ტირილს.მე ძლიერი გოგო ვარ,სულ მე ვამშვიდებდი შენ რომ ენატრებოდი...მაგრამ იცი რა?-საბას ინტერესით სავს მზრა დააიგნორა ლიზამ.-როგორც მაიკო მასწავლებელი ამბობს დავიღალეო,ალბათ დედიკოც დაიღალა.
-ლიზა რამდენი წლის ხარ?-იმდენად სერიოზულად ჰკითხა ლიზა შეკრთა.
-1 თვეში გავხდები 5 წლის...-ამაყად გასცა პასუხი.
-ამდენ რამეს როგორ იტევ მა?!
-მე ძლიერი გოგო ვარ...მე ნიაკო არ ვარ,მე ძლიერი ვარ!-გული გაუჩერდა,ეგონა ვეღარ სუნთქავდა.ქალი,რომლითაც საბა აღფთროვანებული იყო,საბას მიზეზის გამო აღარ იყო საკუთარი შვილისთვის სამაგალითო.ეს თავად მოახერხა და ლიზას თვალში ნია სუსტ ქალად აქცია.ეს თავად იყო დამნაშავე,რადგრან ნია „თავის ქალად“ არ მიიჩნია,ან მიიჩნია,მაგრამ არა საკმარისად.ლიზას ვერ დაანახა,რამდენად მაგარი დედა ჰყავდა უბედურება კი ის იყო,რომ შვილს დედის აღსაქმელი ფერები პალიტრიდან თავად მოპარა.აგიჟებდა ის ფაქტი,რომ ნიამ იმდენი მოახერხა,შვილს მამა გაუცნობლად ჰყვარებოდა,თვითონ კი მადლობა ასე გადაუხადა ქალს,რომელიც ბავშვობიდან მასზე იყო უგონოდ შეყვარებული.
საკუთარი თავის ზიზღმა ლამის ვენები დაუხეთქა.
ლიზას მკლავები მაგრად მოხვია და თვალები ერთმანეთს ისე დააჭირა,როგორც შეეძლო.
ასეთი ცარიელი დილა არ ახსოვდა ლიზას.
თითქოს სახლში კედლები არ იყო,ან ჭერი აეხადა ქარს.
ისეთი გრძნობდა,ჰქონდა თითქოს სახლში აღარ იყო.
არადა გარკვევით იცნო დედ-მამის ოთახი.
ისაუზმეს.
ხმა არავის ამოუღია.
სამივეს ეხუთებოდა სული.
კარზე ზარის ხმა,რომ გაისმა საბა ელდანაცემივით წამოხტა და სირბილით გაიჭრა კარის გასაღებად.
თავადაც ვერ ცნობდა საკუთარ თავს.
გაღიმებულ სახეზე თითქოს ცივი წყალი შეასხეს ზღურბლზე ყიფიანი,რომ დაინახა.
ეკუნა გადაწითლდა.
-კიდე არ გამოჩენილა?-ფრთხილად დაიწყო ზუკამ.
-არა,თიკას არ ეცოდინება სად შეიძლება წასულიყო?-ისეთი ხრინწიანი ხმა ჰქონდა,თავადაც ვერ იცნო საკუთარი თავი.
-რომ იცოდეს გგონია იტყვის?!
-გეფიცები მგონია,რომ თავში უროს მირტყამენ და არადა არ ჩერდებიან...საფეთქლები მეწვის ნერვებისგან..
-ასეთი რა უთხრა კორინთელმა...რამე ისეთი საიდუმლო ხოარ გქონდა..
-რა საიდუმლო ზუკა!ნიასთან?ნიასთან რა უნდა დამემალა,სულ რომ კაცი მომეკლა პირველი ნიას იმედი მექნებოდა,პირველი მას ვეტყოდი...
-ხო,კიდევ კარგი გიორგიმ გამოგაცილა,თორე კი მოგიწევდა ნიასთან მოყოლა,როგორ მოკალი კორინთელი ძმაკაცის დაბადების დღეზე..
-მაპატიე,ახლა შენი ბოდიშების თავი არ მაქვს,ცოლი გამექცა პირდაპირი გაგებით!
-აზრი არ აქვს ძებნას,თავისით მოვაო თიკამ...
-და სახლში ვიჯდე ხელდაკრეფილი?
-თუ გინდა არ იჯდე და იარე...
-ზუკა,რაც ნიკას დავაკელი შენზე ავინაზღაურებ თუ არ გაჩერდები.
-ბიჭები ამოვლენ და დავილაპარაკოთ...
ნახევარ საათში სახლში ოთხ ბიჭს მოეყარა თავი.
ეკუნა ისევ აწითლებული იჯდა.
-აი,ქალი,რომ იყო რომელიც მაგრად გააბრაზეს სად წახვიდოდი?-გიორგიმ გადახედა დათას,რომელსაც ლუდი გადასცდა.
-ჩემი ცოლი დედამისთან მირბის ხოლმე..-თავი გადააქნია ზუკამ.
„უფანტაზიო..“-გაიფიქრა ეკუნამ.
-ძაან მაგარია!-წამოიყვირა გიორგიმ.
-დედამისი ამერიკაშია და თუ ნიამ 1 საათში გააძრო ამერიკის ბილეთები ძებნას აზრი არ აქვს განგსტერი ცოლი ყოლია დადიანს...-გაეცინა დათას.
-არა,მაგრამ დედას ეცოდინება სად არი ან სად შეიძლება იყოს არეალს მაინც მოგვცემს..-სიგარეტს გაუკიდა გიორგიმ.
-დაურეკე ირინას!-გადახედა ზუკამ საბას.
ირინამ საბას,რომ მოუსმინა გაეღიმა.
ურჩია ნიას თავად დალოდებოდა,თუ ლოდინი არ მოასვენებდა ანანურში ნანასთან წასულიყო.
დადიანს აზრადაც არ მოსვლია დალოდებოდა ცოლის შინ დაბრუნებას.
ანანურისკენ მიმავალ გზაზე იყო ეკუნამ,რომ დაურეკა.
-ჰო ეკუნა,რა იყო?
-ლიზას უნდა ლაპარაკი..-მამა!-გაისმა ლიზას ხმა.
-ჰო მა,ჩამოგიყვან დედიკოს..
-ყვავილები უყიდე,უყვარს ნიაკოს.
შვილის სიტყვებზე გაეღიმა და სავარძელზე დადებულ ყვავილებს გადახედა.
ლიზას დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
არ გასჭირვებია ანანურში მაღლაკელიძის სახლის პოვნა.
მანქანა ეზოში შეაყენა და ყვავილებიანად დაიძრა სახლისკენ.
კარს იქით ვიღაცამ საკეტი გადაატრიალა და საბას წინ შუა ხნის სასიამოვნო ქალი გამოჩნდა.
-გისმენ შვილო..-თბილად დაიწყო ქალმა.
-ნია სახლშია..?-გაუღიმა ქალს.
-არა,ნია მანანას გაჰყვა მისახმარებლად,მანანას გოგოს დაბადების დღეა დღეს...თქვენ საბა?
-დიახ,საბა.
-სირცხვილი,შენ!-წარბები უეცრად შეკრა ქალმა.-ამდენი ხანი აქამდე,როგორ ვერ ჩამოდი?!მაინცდამაინც ცოლი უნდა გამოგექცეს?შემოდი რა მანდ დგახარ!
საბას უნებურად გაეღიმა და სახლში შევიდა.
მალევე იგრძნო ნიას სურნელი.
ესიამოვნა.
-სიმართლე მითხარი,-სამზარეულოსკენ დაიძრა ქალი,საბაც მას მიჰყვა-როგორი ცოლია ჩემი ნია.?
-ყველა მამაკაცისთვის საოცნებო.-თავი მორცხვად დახარა საბამ.
-როგორც ჩანს ყველასთვის არა..-თვალები ცრემლებით გაევსო ქალს,როცა წუხანდელი ნია გაახსენდა.
-არ ვიცი ცხოვრებაში ასეთი რა დააშავა,მე რომ გადამეყარა,ვერასდროს შევძლებ ნიას ისეთი ქმრობა გავუწიო,როგორის ღირსიცაა.
-საბა,ცხოვრებაში ვინმე გყვარებია?
-ადრეულ ასაკში,ნიამდე..კი იყო ერთი გოგო..
-ნიამდე..-გაეცინა ქალს.-მაგ სიას ნია ეკუთვნის?შენ რა ნია გიყვარს?
-მე ნიას გარეშე ცარიელი ვარ.
-ნია გიყვარს?
-იცით მე...
-საბა,შვილო,კაცს,რომ ქალი უყვარს ამ კითხვაზე პასუხობს მხოლოდ ერთი სიტყვით, „კი“ შენ რატომ მიედ-მოედები ცარიელ კედლებს?
-არ ვიცი,მე ნია მჭირდება,ეს ერთი და იგივე რამეა?როცა ადამიანი გჭირდება,რადგან მის გარეშე ყველაფერი ცარიელია,სახლი ოთახი,საწოლი და თავად შენც..არ ვიცი ამას ჰქვია სიყვარული?როცა,საკმარისია ნიას სიშორე ვიგრძნო და მისი დაკარგვის არ მეშინოდეს,თუმცა არც ბედნიერი ვიყო ამ სიშორით...
-იმდენად ხარ ნიას სიყვარულში დაწრმუნებული ყველა ის გრძნობა რაც შეყვარებულ მამაკაცს აქვს შენ სადღაც დაკარგე ან დამარხე.დაიმახსოვრე,ბოლო და უკანასკნელია,როცა საკუთარ შვილიშვილში იმედგაცრუებას ვხედავ,საკუთარი თავით არის იმედგაცრუებული,კიდევ ერთხელ აგრძნობინებ,რომ ნივთია და გეფიცები ჩემი ქმრირს თოფს დაგიმიზნებ ქვემოთ!-იმდენად ავისმომასწავლებლად ჟღეერდა საბას შეაქანა.
-ეს ნიამ გითხრათ?
-საბა შვილო,სიტყვები უკანასკნელი რამაა,რითითაც ადამიანი თავის გრძნობებს ამხელს.დაივიწყე სიტყვები,თვალებით უთხარი შენი სათქმელი.სიტყვებს რა ძალა აქვთ?!
საღამომდე იჯდა ნიას ოთახში და ისმენდა ნანას მოყოლილ ისტორიებს.
სხვა კუთხიდან უყურებდა ნიას და ეს სიამოვნებდა.
საღამოს მანანამ დაურეკა ნანას და თავისთან დაპატიჟა.
მეზობელ სახლში ჟრიამულის ხმა ისმოდა.
ნანამ მოკიდა ხელი საბას და ისე მიიყვანა იქ ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა.
გრძელ მაგიდაზე,რომელსაც გოგოები ალამაზებდნენ ხალხი ნელ-ნელა სხდებოდა.
ყველამ მისი ადგილი იპოვა.
ნიაც იჯდა იუბილარის მეგობრებში და უცდიდა ნანას.
-ჩვენც მოვედით!-ბებიამისის სიტყვები,რომ გაიგო ინსტიქტურად გაიხედა ჭიშკრისკენ.
ეგონა დედამიწა გაჩერდა,სიზმარში იყო და მალე გამოფხიზლდებოდა.
მალე დამთავრდებოდა იმაზე ნატვრა,რომ საბა იქ მართლა იყო.
-ეს ჩვენი სიძეა?-შეეგება მასპინძელი ნანას და საბას.
-ჰო,ეს ჩემი ნიაკოს ქმარია.
-აქამდე რატომ არ გაგვაცანი?-ჩაეძია მანანა და დამტუქსველი მზერა მიაპყრო გაოგნებულ ნიას.
-დღეს ჩამოვედი,ნიას ბრალი არ არის..-უხერხულად გაეღიმა საბას.-ეს ყვავილები ჩემგან,იუბულარს..-ნიასთვის ნაყიდი თაიგული გაუწოდა მანანას საბამ.
-რა ბიჭია ნანუკა!!-ქალს გადახედა მასპინძელმა და საბას მიუბრუნდა.-აი შენი ცოლის გვერდით დაიკავე ადგილი,ნანუკას ჩემთან დავისვამ!
საბაც უდარდელად გაემართა ნიასკენ.
ისე თითქოს არაფერი მომხდარაო.
-აქ რას აკეთებ?-ძლივს ამოილუღლუღა ნიამ.
-მეორედ ჩემგან გაქცევისთვის დამსჯელობით სამუშაოებს მანანაც ვერ აგარიდებს!-ხალხს გაუღიმა საბამ და ისე გადაულაპარაკა ნიას სახე არ შეუცვლია.
-როგორ მომაგენი?
-მეც მყავს საჭირო ხალხი!
-იქნებ არ მინდოდა შენი ნახვა.
-სამაგიეროდ მე მინდოდა შენი..-გადახედა გვერდით მჯდარ აფორიაქებულ ცოლს და გაუღიმა.
ხმა აღარ ამოუღიათ.
უსმენდნენ თამადის სადღეგრძელოებს და ზოგჯერ თუ გადახედავდნენ ერთმანეთს შეპარვით.

ყველაზე ლამაზი ღამე,რაც ალბათ საბას შეეძლო ეჩუქებინა საკუთარი ცოლისთვის ეს იყო.
საბედისწერო,მაგრამ დაუვიწყარი.
მანანას ეზოში ვალსის ცეკვა.
ნანუკას და საბას არაფხიზელ მდგომარეობაში მოყოლილი ანეკდოტები.
ნიას სიცილი და გრძნობა,რომელიც „რე-სტარტს“ უკეთებს ყველა დეპრესიას.
„სახლი“.
ფრთხილად შეაღო საბამ ნიას ოთახის კარი და ხელში აყვანილი მსუბუქი სხეული საწოლზე ნელა დააწვინა.
მზერაარეულ დადიანს ახლა ყველაზე მეტად ეს ქალი უნდოდა გვერდით.
რა მნიშვნელობა ჰქონდა რა მდგომარეობაში იქნებოდნენ?!
ახლა მხოლოდ მისი ახლოს ყოფნა იყო საკმარისი ამ სამყაროსთვის ბრუნვა,რომ შეეწყვიტა.
ლავიწებისკენ გაიწია დადიანი და ფრთხილად აკოცა თვალებმინაბულ ნიას,რომელსაც ინსტიქტურად გაეღიმა.
-მჭირდები გესმის?!მე არ ვიცი შენ სიყვარულს რას ეძახი,მაგრამ მე შენზე დამოკიდებული გამხადე,კეთილი ინებე და ამიტანე.მაპატიე,რომ არ ვარ შენი ღირსი.მაპატიე ამ ეგოისტობისთვის,რომელიც ჩემზე,შენზე და ყველაფერზე დიდია, რაც ამ სამყაროში არსებობს.ხო,ამ ეგოისტური გრძნობით მე „ნიადამოკიდებული“ ვარ და შენ ამას უნდა შეეგუო.აღარ გაბედო ჩემი დატოვება,არც ერთი წუთით ნია!არ გაქ ამის უფლება,აქამდე ხომ მომიყვანე?!ეს ხომ მაგრძნობიე?!ჰოდა,აღარ გამწირო გუშინდელი ღამის გამეორებისთვის.არ ვიცი,რა გითხრა კორინთელმა,მაგრამ იცოდე ეს ასე არ არის,ხვდები?!რაც უნდა ეთქვა,ასე არ არის!არავინ არ იცის რა ხდება აქ-ხელი გულზე მიიდო ძარღვებდაბერილმა დადიანმა-ჩემ გარდა ამას ვერავინ გრძნობს გესმის?მე შენი სიყვარული არ ვიცი,მე ჩემი დამოკიდებულება ვიცი და გიმეორებ,ყველა გრძნობაზე ძლიერია,მე მხოლოდ ეს მაქვს...ეგოისტური დამოკიდებულება შენზე...-ყურთან დაიხარა და ფრთხილად უჩურჩულა-მოდი და შეეჯიბროს ნებისმიერი სიყვარული ამ გრძნობას...!შენ,გიყვარდი და გამიშვი,მე ამას ვერასდროს გავაკეთებ!-ნაზი კოცნით გაიკვლია გზა მაღლაკელიძის ბაგეებისკენ.
იმ ღამით,ეს მაღლაკელიძემ აჩუქა მისი თავი დადიანს.
ალბათ,იმიტომ,რომ დიდი ხანია უკვე დადიანი ნიას ეკუთვნოდა.

არსებობს სამყაროში, რაღაც უფრო ძლიერი,რაც სიყვარულსაც აჭარბებს
და ეს ფაზა,გრძნობების ევოლუციაში შეიძლება ასეც გავშიფროთ-„სიყვარულის აღმატებულად გაბოროტებული ვერსია“.
გინდა.
იმდენად გინდა,რომ ვერ ეშვები.
იმდენად ვერ ეშვები,რომ არ არსებობს სიტუაცია,რომელიც მასზე უარის თქმას გაიძულებს.
კარგავ მორალს,ზნეობას და საღად აზროვნების უნარს.
შენი გონების ყველა ნაოჭს არქმევ მის სახელს და ეს ყველაფერი აღგემატება თავად შენც.

***
ანანურის გზაზე ავარიამ ყველას ცხოვრებას დაადო დიდი დაღი.
დაღი,რომელიც ასე მარტივად ვერ ჩაივლიდა.
დაღი,რომელმაც დაამთავრა ცხოვრების ერთი ნაწილი და დაიწყო არსებობის პირველი ეტაპი.
საბას მანქანა ჰაერში ამოატრიალა კორინთელმა.
რაც იმ დღიდან ახსოვს საბას სისხლიანი სახე და ალმოდებული მანაქანა იყო,საიდანაც ძლივს გადაიყვანეს.
მერე დიდი აფეთქების ხმა ახსოვს და გულის ცემის შეჩერება.
ჯერ ერთი დარტყმა გამოტოვა.
მერე მეორე.
მერე ყველაფერი დაბნელდა.
***
ჩაჩავაში მძიმედ დაშავებული ცოლ-ქმარი,რომ შეიყვანეს ექიმები ბუზებივით აირივნენ.
ზოგი სად მიქროდა,ზოგი სად.
დიდი აურზაური იყო.
დადიანი პირდაპირ საოპერაციოში გადაიყვანეს.
ნიას გულის მასაჟები ჩაუტარეს და „გაქცეული მოაბრუნეს“.
დღეები,რომლებიც საოცრად ჰგავდა ერთმანეთს ნელ-ნელა აგიჟებდა მაღლაკელიძეს.
-საბა როგორ არის?!-ძლივს ამოიხავილა და ოთახში შემოსულ ქალზე თვალები გაუშტერდა.-დედა...-ამოიტირა და თვალები ცრემლებით აევსო.
-დე.-სწრაფად დაფარა მანძილი მოვერცხლისფრო ფერისთმიანმა ქალმა.
-დე,საბას არ მაჩვენებენ?ხომ კარგად არი დე?!შენ როდის ჩამოდი?
-ნია,უნდა გამაგრდე დედიკო...-თითქოს სამყარომ ფერები დაკარგაო,თვალებში დაუბნელდა.-საბას ახლა შენი გვერდში დგომა ყველაზე ძალიან სჭირდება..-აგრძელებდა ირინა და ეს სიტყვები არ ჰგავდა „დაკარგულ იმედს“-ხერხემალი დაუზიანდა ნია,დე,სიარულს რაღაც დროის მანძილზე ვერ შეძლებს...-ამოისუნთქა.ცოცხალი,რომ იყო ეს უკვე კარგი იყო სხვა დანარჩენს მოევლებოდა.მერე გაანალიზა ნათქვამის მნიშვნელობა და მთლიანად ცახცახმა აიტანა იმის წარმოდგენაზე,საბას ამაზე რა რეაქცია ექნებოდა.
თვითონ მარტივად გამოძვრა,ნეკნის მოტეხილობით და ტვინის შერყევით.აი,საბა კი უფრო რთულ მდგომარეობაში იყო.
ვერავინ გაუბედა დადიანს ამის თქმა.
სანდრო კედელთან აწურული იდგა და თვალები დაბლა დაეხარა.
მაკუნა ჩუმად ტიროდა და ვერ ბედავდა შვილის პალატაში შესვლას.
ეკუნა ლიზიკოს უვლიდა და იქ მალავდა ცრემლებს,მისთვის გულში.
ნია შეუშვეს.
თვითონაც ძლივს მოძრაობდა,მაგრამ სხვა გზაც არ იყო.
-ნია,გამაგიჟეს არ გამომიშვეს შენთან!-სახე გაებადრა ნიას დანახვაზე.
-არ შეიძლება შენთვის გადაადგილება და ამიტომ...-გაღიმებას ეცადა ნია.
-ლიზიკო სად არი?რატო არ მოყავთ?
-ეკუნას ყავს,ცოდოა დაისტრესება აქ...
-ეგეც მართალია,გავგიჟდები ამ ოთხ კედელში გამოკეტილი,ცუდად ვარ როდის გაგვწერენ?შენ როგორ ხარ,ძალიან გტკივა..?-ნიასკენ გაიშვირა ხელი და უსიამოვნოდ ცარიელმა გრძნობამ,სხეულის სიმძიმემ სახე დაუბრიცა.
-არამიშავს საბუ...
-ნია,რაღაც მოხდა ხო?!-გაღიმებას ეცადა დადიანი.-მითხარი,ფერი არ გადევს რა დამემართა..?
-საბა.-ადამიანს აღარ გავდა მაღლაკელიძე.
-ნია ფეხებს ვერ ვგრძნობ,სანდრო მეუბნება გაგივლისო,აქამდეც უნდა გაევლო...-თითქოს ყველაფერს ხვდებოდა და ამ საუბრით ნიას კიდევ უფრო უმძიმებდა სათქმელს.
-საბა.-ლუღლუღებს ნია და ცდილობს მოწოლილი ცრემლები ჯებირს იქით გადააგოროს.
-ამის დედაც.!რაღაც დამემართა ხო?!
-დროებითია,საბა.ოპერაციას გაიკეთებ და ისევ..
გაითიშა.
მიხვდა რაშიც იყო საქმე.
მზერა ტერფებზე გაუშტერდა და გაღიმებული,ზიზღნარევი სახით მყოფი სამყაროს მოწყდა.
ვერ იაზრებდა რამხელა განსაცდელის წინაშე დგებოდა და ვერც იმას იაზრებდა ჰქონდა თუ არა საკმარისი ძალა.
ეს ის მონაკვეთი იყო მისი ცხოვრების,სადაც საკუთარი თავი ბოლომდე ამოწურა.
ახლა ახალი საბა უნდა გამხდარიყო და არ იცოდა ეს როგორ გამოუვიდოდა.
ან ღირდა კი ამდენ წვალებად?!
უსმენდა ნიას ტირილს,ექიმის დამამშვიდებელ ტონს,სადაც აქა-იქ ურევდნენ სიტყვებს „დიდი შანსია..“
მაშინ,როცა რამის „დიდი შანსია“ ადამიანს ხშირად ავიწყდება „მცირედის“ არსებობა.
სამწუხარო იყო თუ საბედნიერო,ვინ იცის,მაგრამ საბას ამ ერთი პროცენტის არსებობა არასდროს ეკარგებოდა თვალთახედვის არედან.
არის მომენტები ცხოვრებაში,როცა ირგვლივ მყოფებმა უნდა გაპატიონ,რომ შენ ისინი განურჩევლად ვინაობისა გძულს.
არ გინდა და ვერ ერევი დიდ ზიზღს,რომელსაც მთელი სამყაროს წინაშე გრძნობ ამ სამყაროს კი სწორედ ეს ადამიანები ქმნიან.
თუ ისინი,ნამდვილად „შენები“ არიან მაშინ ეს სავსებით უნდა გაგიგონ.
უნდა გვერდში ამოგიდგნენ და არასდროს თქვან შენზე უარი,მიუხედავად იმ ეკლებისა,რომელიც იმ მომენტში ზედ ტანზე გაქვს და მათ ჩხვლეტს.
ჰო,არ დაივიწყო ამ დროს შენი ნებისმიერი მიმიკა,სიტყვა თუ ქმედება ეკალია,შენი ახლოს მყოფისთვის.
ვინადაინ ეს თავი შენი ცხოვრების საკმაოდ მძაფრად პაუზდება და კაცმა არ იცის ოდესმე მოიპოვებს თუ არა გაგრძელების უფლებას.
ამ უფელბას ან შენი ნებით აძლევ საკუთარ თავს ან სხვა გაიძულებს ამას.
შენი თავის და იმ „სხვის“ სიძლიერის და მონდომების ამბავზეა დამოკიდებული.
ვერაფრით აიტანა ეტლი.
მის წინ იდგა და მთელი არსებით აზიზღებდა საკუთარ თავს.
იმ მომენტში შეეძლო სამყარო გადაეწვა,ოღონდ იქ ჯდომისგან თავი აერიდებინა.
მაგრამ სხვისი ხელით წამოყვანას,ისევ აქ ჯდომა ერჩია.
თვალცრემლიანი სანდროს,მაიკოს და ნიას დანახვისას სამყაროს უფრო ბნელ საბურველში ახვევდა და ცდილობდა ისედაც დაპატარავებული საბა დადიანი მთლად გაექრო.
სახლში შესვლა და ლიზიკოს სახე.
რომ ეკითხათ სამყაროში რომელ მომენტს წაშლიდიო,აი,ალბათ,ამ წამებზე გაიშვერდა თითს.
-მამიკო სიარული გეზარება?!-გაეცინა თიჯინით ხელში შეიარაღებულ ლიზას და ნიას,მაიკოს და სანდროს დაძაბულ სახეებზე მიხვდა,რაღაც ისე ვერ იყო.-მა,წამო რა იცი ეკუნამ ზეიმზე ვისთან გადამიღო ფოტო?!საბასთან მა..
-შემიყვანთ ოთახში,ამის დედაც!თუ არა?!-ვერ მოთოკა,როგორ უნდოდა,როგორ ეცადა.ვერ მოერია.ის მონსტრი ახლა დადიანში,რომ საზრდოობდა ყველაზე და ყველაფერზე დიდი იყო.
ლიზიკოს გაოცებული თვალები და აცახცახებული ნიკაპი ახლა ყველაზე მეტად საბას და ნიას კლავდა.
სანდრომ უხმოდ შეიყვანა ეტლში მოთავსებული შვილი მის ოთახში და კარი დახურა.
-საბა,მესმის ახლა..
-არა,არავის არაფერი არ გესმის და მორალის კითხვას მორჩი!-იღრიალა როგორც შეეძლო,მცირე დროით მაინც გამოედევნა ორგანიზმში სიმსივნის მეტასტაზებივით მოდებული მონსტრის საცეცებს ამოყოლილი მწარე ემოციები.
-საბა,მამა ამაში ტრაგიკული არაფერია,ხდებაო ხომ თქვა ექიმმა?!წავალთ გერმანიაში ან თურქეთში სულ რაღაც ორი ოპერაცია და..
-რატო ასეთს ვერ მიგუებთ?!-ირონია აესახა სახეზე და სისხლის ნაცვლად მოშავო ფერის სითხე მოაწვა ძარღვებში.ჰო,სისხლს ბრაზი და ტკივილი,რომ ერევა ჩემი წარმოდგენით შავი ბლანტი სითხით საზრდოობს ადამიანი.ადამიანიც ასეთია ამ დროს.
-ვერა,ვერ გიგუებ!-აღარც სანდროს ეყო მოთმინება-ვერ გიგუებ ჩემს შვილიშვილს ასე უხეშად უყურებდე,ვერ გიგუებ სამყაროზე გაბრაზებული 5 წლის ბიჭივით,რომ იქცევი ველოსიპედი,რომ არ უყიდეს და ახლა ტირილით აბაკუნებს ფეხებს,ვერა!მე ასეთად არ გამიზრდიხარ...საბა,შვილო გემუდარები იმ პატარა გოგონას ხათრით უარი არ თქვა ოპერაციაზე.
-სანდრო გადი რა.
მოინგრა.
ყველა უჯრედმა სათითაოდ დაიწყო ქაოტური მოძრაობა,ეგონა ტყავი გააძვრეს და ყველა ორგანომ ფეხის ადგმა გადაწყვიტაო.
ძალა გამოცლილი გავიდა ოთახიდან და ნიას კალთაში მოკალათებულ შვილიშვილს გადახედა.
-რაო,ბაბუ?არ წავიდეთ საკონდიტროში?-ვინ იცის რა ფასად უჯდებათ ჩვენს მშობლებს,ჩვენივე ტკივილის ატანა და გაფუჭებულის გამოსწორება,ყოველივე ამის შემდეგ კი კვლავ გაღიმება,ისევ ჩვენს გამო?!
-მამას არ მოვენატრე სანდრი?-დედის კალთიდან ჩამოხტა ლიზა და სანდროსთან მიირბინა-სულ სულ არ მოვენატრე?
-წამო ბაბუ მე და შენ ვილაპარაკოთ კაი?!
მაიკომ და სანდრომ ლიზიკო სასეირნოდ წაიყვანეს.ეკუნა ნიამ გაუშვა და დარჩნენ მხოლოდ ორნი.
ალბათ ახლა,ყველაზე ორნი იყვნენ ამ სამყაროში,ვიდრე ოდესმე.
-ახლაც გიყვარვარ?-მის ხმაში იგრძნობოდა დეკემბრის სუსხი და ოქტომბრის ნოსტალგია.
-მე შენ ყოველთვის მიყვარდი,ახლა იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე და ხვალ დღევანდელზე მეტად.-გაეღიმა ნიას და საწოლზე დაწოლილ საბას ძლივს გაუსწორა თვალი.
-მე არ მიყვარხარ!-გაიყინა.თითქოს სკალპი ახადეს და ყინულები კანქვეშ ჩაუყარეს.
-ჰო?როდის გიყვარდი?-გაეცინა ნიას.
-ჰოდა,ახლა უფრო არ მიყვარხარ,წადი რა..წადი გთხოვ!
-იცი ამ ყველაფერში რა არის კარგი?!-ეღიმება ნიას და თავთან უჯდება საბას.-შენ მე ახლა ყველაზე მეტად მეკუთვნი ვიდრე ოდესმე.ახლა ყველაზე ჩემი ხარ,ვიდრე ყოფილხარ ან ვიდრე იქნები.ჰო,შენ მასწავლე ეგოიზმი ჰოდა გაჩვენებ,როგორი მოსწავლე ვარ!გგონია,ამ ბანძი გმირობებით მომიშორებ და მეც წავალ არა?!რატო?შენ რომ დანებდე?-ხელი ფრთხილად აასრიალა საბას გულზე და კისერთან მისულ მტევანს მთელი ძალა დაატანა,ზედ კისერზე წაეტანა ფრჩხილებით და ძლიერად მოიჭირა-ვერ ეღირსები,არ გიყვარვარ არა?არც მითხოვია შემიყვარეთქო,17 წლიდან მიყვარხარ და ოდესმე გიგრძვნია,რომ ანალოგიურ გრძნობას გთხოვდი?მჭირდება,რომ ლიზასთვის იბრძოლო,ბოლომდე იბრძოლო და ფეხებზე მე გიყვარვარ თუ გეზიზღები!ხო,ახლა მე ვარ შენთვის და შენ ჩემთვის.გინდა ეს შენ თუ არა.ჩემი ხელით გაჭმევ თუ ამის საჭიროება იქნება,ჩემი ხელით დაგბან და დიახ,ბედის ირონიაა საბა,წლების წინ ამას ვერ იფიქრებდი.
-შენ გიჟი,ხარ გეფიცები,მაზოხისტი ხარ გოგო?!-იღრიალა საბამ და ნიას ხელი მისაში მოიქცია-რა გინდა მე შემაკლა თავი?წადი,რა!წადი!
-იოცნებე.
რასაც ვერ ეგუებოდა მაღლაკელიძე ეს საბას და ლიზას ურთიერთობაში ჩატეხილი ხიდი იყო.
საბას უსაფუძვლო ყვირილი და შეშინებული შვილის თვალები.
დაძაბული გარემო და ლიზას დროზე ადრე გაღვიძება,ბაღში წასასვლელად მზად იყო არც დაეძინა.
ოღონდ სახლში არ ყოფილიყო და ყველას ევედრებოდა წაყვანას.
თავად ნია უმკლავდებოდა საბას.
ან შეიძლება ითქვას,მხოლოდ ნია.
**
„ვიყავი ყველაზე უთავმოყვარეო ადამიანი,იმიტომ რომ მას სჭირდებოდა.
იმიტომ რომ მას უჭირდა.
ის იყო ცუდად.
სუსტად.
ის იყო დაკარგული და მარტო.
ვიყავი იმიტომ რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებდი,მის გარეშე.
ის კი ჩემთან ერთად უბრალოდ სუნთქავდა,ხანდახან ეგეც ავიწყდებოდა.
ავიწყდებოდა მანამ,სანამ საბოლოოდ არ შეწყვიტა“-მაშო ქავთარაძე.
**
-დედიკო ნელა ჭამე..-ეცინება ნიას ლიზას ქცევაზე,რომელიც სუპს კოვზით ისე სწრაფად იღებს და დებს სუპით სავსე თეფშზე,რომ ალაგ-ალაგ წვენსაც აქცევს.
საბაც მშვიდად ადევნებს ლიზას თვალს.
-ლიზა-მეთქი...-ისევ ეღიმება ნიას.-სადმე გეჩქარება?
-მალე მინდა დავასრულო..-ამოთქვა ლიზამ და გააგრძელა.
-ლიზა ნელა ჭამე.-მკაცრი იყო საბას ხმა,არ მოუსმინა,უფრო იმიტომ,რომ თვითონ საბა იყო იმის მიზეზი,რის გამოც მალე უნდა ეჭამა,რომ მაგიდიდან ამდგარიყო.
უეცარმა ხმაურმა და თეფშების წამიერმა ავარდნამ,იქაურობა ისე დაძაბა ჰაერიც გაიყინა.
გაშლილი ხელი მაგიდაზე ისე ძლიერად დაარტყა,მტევანი აეწვა.
-ამ ბავშვს ზრდილობას ვაფშე არ ასწავლი?!-უღრიალა გაფითრებულ ნიას და მისკენ ოდნავ გადაიხარა.
-შენ ...შენ გააფრინე..?!-ამოილუღლუღა ნიამ და ტუჩზე კბილებითჩაფრენილ ლიზიკოს გადახედა,რომელსაც დიდი თაფლისფერი სფეროები ბოლომდე აცრემლებოდა.-მოდი დე.
-მე,რომ ვუყვირებ შენ თავზე ხელს ნუ უსვამ!
ხელში აყვანილი ბავშვი თავის ოთახში გაიყვანა და კარი რამდენჯერმე გადაკეტა.
ვერ ამშვიდებდა.
ლიზას გული ისე უცემდა ნიას სერიოზულად შეეშინდა ბავშვს პანიკური შეტევა ან რამე მსგავსი არ მოსვლოდა.
-მაპატიე,დე გთხოვ მაპატიე კარგი..?!-ცრემლები ვერც თავად შეიკავა და ლიზას სველი ლოყები დაუკოცნა.
-წავიდეს მის გნენლადიაზე!აღარ მინდა მე მამა ან ჩვენ წავიდეთ დედიკო,გთხოვ..-ძლივს სუნთქავდა ლიზა,კარს უკან საბა,მათ შორის გაჭედილი ნია სუნთქავდა თუ არა ეგეც საკითხავია.
-წაგიყვან დე,ნანა ბებოსთან წავიდეთ ჰო?ცოტა ხნით იქ დარჩი კარგი?
-მალე წავალთ?ახლავე წავიდეთ დე.
ბავშვს ტანსაცმელები ჩაულაგა და ირინას გაატანა დიდ ბებოსთან.
სახლში ისეთი სიცარიელე იყო ეგონა დედამიწა დატოვეს ადამიანებმა.
მაშინ პირველად იგრძნო,რომ საბას გარეშე გაძლებდა,ლიზას გარეშე ვერასდროს.
**
მაღაზიიდან ბრუნდებოდა სადარბაზოსთან კორინთელის მანქანა,რომ დავხდა.
ახლა ყველაზე მეტად რაც არ უნდოდა ამ ფორმაში კორინთელის ხილვა იყო.
მაგრამ ისიც კი დაავიწყდა,ხდებოდა თუ არა რამე ისეთი რაც მას უნდოდა.
-ნია,როგორ ხარ?..-ისევ ისეთი გალანტური იყო ბატონი ნიკოლოზი.
-არამიშავს,შენ როგორ ხარ?
-არამიშავს,საბას ამბავი გავიგე,ვწუხვარ.
-ჰო..-ტუჩზე იკბინა ნიამ.
-ნია,ხომ იცი ჩემი დახმარების იმედი სულ შეგიძლია გქონდეს ნებისმიერ საკითხში.
-მადლობა,ნიკა.
-დამირეკე რა.
-თუ ამის საჭიროება იქნება,აუცივლებლად.-გაუღიმა და ისე შევიდა სადარბაზოში არც დამშვიდობებია.
სახლის კარი შეაღო თუ არა დაძაბულმა აურამ ისევ შეახსენა თავი.
სიბნელე იყო.
საბა ოთახში დატოვა და ახლაც სწორედ ამ ოთახისკენ ჰქონდა გეზი აღებული,ლიზას ოთახიდან ხმები,რომ გაიგო.
იქ იყო.
ბავშვის მაისური ეჭირა ხელში და ტიროდა.
ტიროდა უჩუმრად,გაგუდული ხმით და მთელი გრძნობით.
შუქის ანთება არც უფიქრია.
ერთი თვეც არ იყო გასული ამ ამბებიდან,ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა.
-ენატრები.-ნიას ხმამ,თითქოს რეალურ სამყაროში დააბრუნაო,ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და არეული მზერა მიაპყრო ცოლს.
-მე?მე ვენატრები?-გაეცინა,მაისური სახესთან მიიტარა და ღრმად შეისუნთქა ნაცნობი სურნელი.
-შენ მისი მამა ხარ,ცუდი თუ კარგი ამას მნიშვნელობა ლიზასთვის არ აქვს,ახლა რთულია მისთვის,მაგრამ მჯერა ისევ ჩემზე მეტად უყვარხარ..-ეღიმება ნიას და კართან,იატაკზე ჯდება.
-შენ ისევ ეგოისტობ?-ეცინება საბასაც და თითქოს დაძაბულ ჰაერს ვიღაც ფანჯარას უღებსო,ნიავდება.
-სანის მე ვეყვარები,შენზე უფრო წინასწარ,რომ იცოდე და შეეგუო.-სერიოზულად ვერ აღიქვა,ეგონა ეხუმრებოდა,გაატარა.
-ნია ოდესმე მაპატიებს..?
-სხვა გზა არ აქვს,მშობლებთან სხვა გზა არასდროს არ გვაქვს.
-მას ამის სრული უფლება აქვს,1 თვეა რაც ამ დღეში ვარ და მთელ საუკუნედ ვუქციე..
-მთელი ცხოვრება გაქვს საამისოდ წინ,რომ აუნაზღაურო ეს ერთი თვე.
-და შენ ნია,შენ?რაო კორინთელმა,დაანებე შენს ხეიბარ ქმარს თავიო?-ისევ ეღიმება,ნიას ფერები გადასდის სახეზე.
-რა..?
-მთელი ორი კვირაა ჩვენი ბინის ქვემოთ ათენებს და აღამებს.ხეიბარი ვარ ბრმა არა.
-საბა მე არ..
-ვიცი,რომ შენ არ.მაგრამ იმის „ არ“ არ ვიცი,რამდენად სანდოა.
-ანუ...
-ჩემს მანქანას მუხრუჭები არ უმუშავებდა,გაჩერება ამიტომ ვერ შევძელი.ანანურამდე ჩვეულებრივად ჩამოვედი,მუხრუჭები მწყობრიდან ანანურში გამოუყვანეს,ანუ გაუფუჭეს.ნია მანქანას 15 წლიდან ვატარებ...ავტომობილს ისე ვიცნობ,როგორც საკუთარ თავს.
-რა გინდა თქვა,რომ ვიღაცამ ეს განძრახ გააკეთა?-თვალები გაუფართოვდა ნიას.
-ვიღაცას იმედი ჰქონდა,რომ ხეიბარი საბა აღარ გენდომებოდა...-გაეღიმა საბას.
-ნიკა ამას არ იზამდა..
-იცი რისი გაკეთება შეუძლია შეყვარებულ კაცს?
-რისი საბა?-ახლა ნიას აღიმებს ატკივებული გული.
-ცუდი,რამის მაგრამ ეგოისტ კაცს უარესის დიაპაზონი აქვს-ბორბლებს ფრთხილად ატანს ძალას და ნიამდე მანძილს ფარავს.ხელს მის მაჯას მჭიდროდ კიდებს და მარტივი მოძრაობით ათავსებს გოგონას მის კალთაში.-მინდა ვიცოდე,რომ გესმის ჩემი.მინდა ვიცოდე,რომ მაშინ როცა ფეხზე დავდგები პასუხს არ მომთხოვ ამ ყველაფრის გამო,იმიტომ,რომ მე ეს ყველაფერი მანადგურებს ნია.
-შენ ფეხზე დადექი და პირველად რასაც მოგთხოვ,მერე ვიმსჯელოთ დაგანგრევს თუ აგაშენებს!-სახე მაღლა ააწევია ნიკაპზე ჩავლებული ორი თითით და მის მონატრებულ ტუჩებს წაეტანა.
***
-ნია ცხელია წყალი!-ყვირის საბა და ნიას სიცილი ალბათ მთელ სადარბაზოს ესმის.
-მაცადე ვუზავებ ცივს,ნუ წივი!
-მოდი დაგასხამ და თუარ იწივლებ ვნახოთ,გოგო ნუ მასხამ ეე!
ნაზად დაატარებდა საბას ზურგზე მის თლილ თითებს.
ალაგ-ალაგ კოცნით უჩქარებდა დადიანს სისხლს.
ფრთხილად ასხამს შამპუნს თავზე და მონოტორულად უხლართავს თითებს თმაში.
აგიჟებს და ამას ახლა ყველაზე მძაფრად გრძნობს საბა.
-თვალში ჩამივა და გცემ გეფიცები!-იცინის საბა და ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად აჭერს.
-ნუ წუწუნებ,შაპმუნს ვეღარ უძლებ?!
ფრთხილად ატრიალებს საბას სხეულს მისკენ და სახეზე წასმულ ქაფს საპარსი საშუალებით აცილებს.
წვერები,რომლებიც თითქოს ამ რთულ პერიოდს ასახავდა საბას სახეზე,ახლა ნიას წყალობით ქრება და საბაც თავის იერს უბრუნდება.
თითქოს ვიღაც ზემოთ,მათი ურთიერთობის პაზლებს აწყობს.
ნიას შემდეგ სანდრო იკავებს ადგილს და შვილს მოწესრიგებაში ეხმარება.
ყველაფერი იმ კალაპოტს უბრუნდება,რომელსაც ადიდებული მდინარე.
***
-ნია ყავა გამიკეთე რა..-სულ რაღაც ოცი წუთი გავიდა სამზარეულოში და უკვე წუწუნებს საბა.-ნია არ გესმის?გამაგონე მაინც რას მაიგნორებ?!-ეცინება და უკვე „დამუღამებული“ მოძრაობით ეტლში ინაცვლებს საწოლიდან.
-ნია..-სისხლი გაეყინა იატაკზე გაშოტილი მაღლაკელიძე,რომ დაინახა.
ღრიალებდა ბოლო ხმაზე და შველას ითხოვდა.
ვინ იცის როგორ მოახერხა და ნიას სხეული თავის მუხლებზე მოიქცია.
-ნუ გეშინია პატარავ,ნია..ნია გამეცი პასუხი გთხოვ!-ცოტაც და სისხლი საფეთქლებს აუფეთქებდა.
სასწრაფოში დარეკა და ნიას სხეული გულზე მიიკრო.
რას არ მისცემდა ნია ახლა კარგად ყოფილიყო.
სასწრაფოს მაკამ და სანდრომ მოასწრო.
ნია დივანზე დააწვინა სანდრომ და მაკამ სასწრაფოზე ადრე მოასწრო გოგონას გონზე მოყვანა.
-გოგონა,კვების რაციონი როგორი გაქვთ?-სათვალე ჩამოუვარდა ექიმს ცხვირზე.
-საშინელი,არც თავის დროზე ჭამს და არც იმ საკვებს იღებს რაც აუცივლებელია,წვნიანები არ უყვარს და სულ მშრალად იკვებება.-პასუხი საბამ გასცა ნიას ნაცვლად.
-კარგით,ბოლო დროს სუნებზე ან გემოებზე გამძაფრებული მგრძნობელობა ხომ არ გაქვთ?!
-დიახ,აქვს ამასწინათ მეუბნება,რომ მეზობელმა ზედმეტად ბევრი ქინძი თუ რაღაც მწვანილი უქნა თავის ჩაქაფულს..-ისევ საბა აქტიურობს,ნია კი ცდილობს სიცილი შეიკავოს ქმრის სახეზე.
-გასაგებია,გოგონა მანამდე თუ წაგვსლიათ გული?მაგალითად აბაზანაში?!
-არა,სულ 15 წუთში ბანაობს ხოლმე და 10 წუთი უნდება დილის რიტუალს მეტს არ აგვიანებს შესაბამისად,არა.
ექიმმა ისე გადახედა საბას,ცოტა შერცხვა კიდეც,მაგრამ რა დროს ეს იყო.
-გულის რევის შეგრძნება ხომ არ გაწუხებთ?..-ისევ ნიას დააშტერდა ექიმი.
-არა,რაზე უნდა ერეოდეს?ყველა სულიერს და უსულოს ჭამს,რაც გზაზე გადაეყრება ჩემი ჩათვლით.-სერიოზულ სახეს ინარჩუნებს საბა.
-უკაცრავად,ყმაწვილო ორსულობის დიაგნოზს თქვენ დაუსვამთ თუ დამაცდით გასაუბრებას?
შეეშინდა.
პირველად იგრძნო,რომ რაღაცის ეშინოდა.
ახლა ნია,რომ ორსულად ყოფილიყო მეორე შვილსაც ამ პირობებში ვერ აცხოვრებდა.
მითუმეტეს ვერც ნიას.
ნიას,ბავშვის და ოჯახის დაკარგვის შეეშინდა.
საკუთარი თავის დაკარგვის და სიცოცხლის აზრის დაკარგვის შეეშინდა.
მეორე შანს,რომ გაძლევენ,მაგრამ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებენ,რაღაც მაგდაგვარს გრძნობდა.
ნიამ კიდევ რამდენიმე სიმპტომზე ფეხმძიმობის შესაბამისი პასუხი,რომ გასცა ექიმმა ოჯახს მიულოცა და იქაურობა დატოვა.
ამდენი ხნის უნახავ გოგონებს ახლა თავად საბამ დაურეკა და ამოსვლა სთხოვა.

***
ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა.
ლიზა,რომ დააბრუნეს საბა დახვდა წასული.
თავიდან არაფერი უთქვამს.
თითქოს არ იმჩნევდა.
ისევ იმ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
ცხოვრებას საბას გარეშე.
მიუხედავად იმისა,რომ საბას ხშირად ელაპარაკებოდა ნია ლიზასთვის მაინც არაფერი იცვლებოდა.
თითქოს რაღაცას ელოდებოდა.
რაღაცას,რაც მამას ისევ ისე დაანახებდა,როგორც ეს პირველად ქუჩაში შეხვედრისას.
პირველად საწოლში მამასთან ერთად გაღვიძებისას.
პირველას მასთან ერთად ბაღში მისვლისას.
უნდოდა,რაღაცით ეამაყა,რაც მამამის უკავშირდებოდა.
ვერ მოძებნა.
ვერ იპოვა ვერაფერი რაც საბას ღირებულებას ისევ იმ ადგილზე აიყვანდა,სანამ აქამდე იყო.
კორინთელმა ნიასთან „შემთხვევით“ შეხვედრებს,რომ უმატა ეს ფაქტი ლიზამაც იგრძნო.
ჯერ კითხვის დასმას ვერ ბედავდა,მერე ისიც არ იცოდა რა უნდა ეკითხა.
მერე უბრალოდ შეეშინდა.
შეეშინდა,რომ საბას ნაცვლად დედამისის საწოლში სხვა იქნებოდა.
შეეშინდა,რომ სხვა წაიყვანდა ბაღში და სხვა დაიკავებდა მამის ადგილს.
იმ ღამით ნიას სთხოვა მამას მაისური ჩამაცვიო.
გული გაუთბა მაღლაკელიძეს.
მის შვილში იმ აისბერგის დნობა იგრძნო,საბამ მისდაუნებურად,რომ გაუჩინა.
-ლიზიკო როგორ არი?-სტამბოლიდან ესაუბრებოდა დადიანი ნიას.
-დღეს შენი მაისური მთხოვა..-ხმა აუკანკალდა ნიას.-ჩაიცვა და იმით სძინავს.
-ამის დედაც...-იგრძნო,როგორ აუხურდა მთელი სხეული.როგორ აეწვა გულ-მუცელი.მისი შვილი იგრძნო,იმ ღამით პირველად იგრძნო ლიზა ასე ცხადად,ასე ახლოს.ნიას დაემშვიდობა და ტელეფონი გადადო.
იცოდა,როგორი არასწორი იყო.
ყველასთან მიმართებით.
იცოდა წლების წინ ნინამ,რომ გამოუცხადა გშორდებიო,ამაში ნინა კიარა თავად საბა იყო დამნაშავე.
ისიც,იცოდა გულის სიღრმეში,რომ ნინამ იცოდა იმ ამბის შესახებ.
იცოდა,როგორ უღალატა საბამ ნიასთან.
მერე რა რომ მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ?!
იცოდა ნინას,როგორ ატკინა.
იცოდა ნინა ამას არ აპატიებდა.
როგორც კაცს არ აპატიებდა.
ბავშვები იყვნენ.
17-18 წლისები.
ნინას გაუარა,ამას ყველა მის ქცევაში ხედავდა.
გაუარა ამ ამბავმა,როგორც ფაქტმა,რომელსაც ქვეცნობიერი იმ დონეზე ბლოკავდა ცნობიერი აღარც აღიქვამდა.
ნიას ამბიდან ორ კვირაში ნინა პლეხანოველ ბიჭს წერდა.
გაცოფდა.
თავის მამაკაცურ ღირსებას ვერ აპატია თუ ნინას თავადაც არ იცოდა.
ბილეთები აიღო და გაფრინდა.
მთელი ოთხი წელი ებრძოდა საკუთარ თავს.
ბრძოლის მიზეზი რომ გეკითხათ არ იცოდა,ვერ გეტყოდა.
ბრაზდებოდა,როცა ხვდებოდა თავად არ იყო მართალი ბრაზდებოდა.
ამ დროს ყველაზე ცუდი სანახავი იყო საბა დადიანი.
ახლაც ასეთი სიტუაცია ჰქონდა.
ხვდებოდა,ლიზასთან არ იყო მართალი.
ყველაზე მეტად ლიზა და ნია არ იმსახურებდა მის სისუსტეს.
მაშინ პირველად გაიაზრა,რომ მოკვდა მისი სისხლის დუღილი,მისი,როგორც ღვინის დაძველების დრო იყო.
მამობის და ქმრობის დრო იდგა.
როგორც ეს მამამისისგან იცოდა მამა და ქმარი ეს ის კედელი იყო ოჯახში,რომელსაც ყველა ეყრდნობოდა და ამ კედლის გაუმაგრებლობა არაფრით შეიძლებოდა.
მისი მეტამორფოზა არ ყოფილა წამიერი.
ევოლუციის მთელი რიგი ეტაპები განვლო.


„მიყვარხარ.“-საბა

ეღიმება.
ტელეფონის ეკრანს ცრემლები ეწვეთება.
ფრთხილად ბრუნებდა მძინარე შვილისკენ და როგორც შეუძლია ისე იკრავს გოგონას გულში.
„ახლა მას ისეთივე სურნელი აქვს,როგორც შენ და ეს ყველაფერი უთავმოყვარეოდ მაგიჟებს,შენზე,ბავშვებზე და ჩვენზე.“-ნიაკო.
***
-მაკა,ორი დღეა არაფერი ისმის,უკვე გიჟს დავემგვანე აღარ შემიძლია ასე!-ოთახში ბოლთას სცემდა ნია.
-დამშვიდდი,დედიკო. ბავშვზე იფიქრე..
-სანდროს არ დაურეკავს?
-არა,არ ცალიათ ალბათ..
-ოპერაციამ ცუდად ჩაიარა?!შევიშლები,არა მართლა გავგიჟდები..-ცრემლებს ვერ იკავებს ნია.
-ნია,გთხოვ ბავშვზე იფიქრე ასე არ შეიძლება დარეკავს სანდრო,როგორც შეძლებს..-ახლა საუბარში ეკუნა ერთვება.
-მოდი ბებო,ჩემთან..-თბილად უღიმის მზია გოგონას.ისიც მდივანზე იკავებს ადგილს და ქალის კალთაში დებს თავს.მზია მონოტორულად დაატარებს დამჭნკარ ხელებს გოგონას თმებში.-ჩემი საოცრება გოგო ხარ,შენ,ნია!
თვალებს ხუჭავს და უყურებს.
უყურებს მის საბას.
თითქოს ერთიც და შეეხება.
„ჩემი მონატრება იმდენად ძლიერია,ცოტაც და შეგეხები..“
**
ღამის სამ საათზე ტელეფონის განათებულმა ეკრანმა გააღვიძა.
ვიდეო იყო საბასგან.
თვალებს ძლივს ახელდა.
საწოლში წამოჯდა და ვიდეო ჩართო.
„მიდი,მა!“-სანდროს ხმა.
საბას ნაბიჯები.
ჯერ ერთი,მერე ორი,მერე სამიც..
ექიმის ხელის შეშველება და საბას ღიმილი.
ჯერ ერთი,მერე ორი,მერე სამი,მერე ოთხიც...
„ჩემი ვაჟკაცი!“-სანდროს ბედნიერი ხმა და ცრემლებშერეული ტონი.
მთლიანად რომ დაფარა ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი პალატაში თავმოყრილი პერსონალი ხმამაღლა უკრავდა ტაშს.
იჯდა და ტიროდა.
ლიზას ხელი,რომ იგრძნო მკლავზე უფრო უმატა ტირილს.
-დე,რატო ტირი?
-მოდი,დე რა გაჩვენო..-ვიდეოს რთავს.ერთხელ,ორჯერ,სამჯერაც..
ვინ იცის რამდენჯერ უყურა იმ ვიდეოს იმ ღამით?!
ვინ იცის რამდენჯერ აუჩქარდა გული?!
ამდენი ბრძოლის შემდეგ,ნიამ მოიგო.
არა,საბამ და ნიამ,არამედ ნიამ!
ჰო,როცა გიჭირს და გიყვარს,როცა არ იმსახურებს და მაინც გიყვარს
როცა ეს სიყვარული გართმევს თავმოყვარეობას,და გტოვებს შიშველი მორალის ამარა
ნებისმიერი გამარჯვება ამ სიყვარულში შენია და არა სხვისი.
ნებისმიერი ომის მოგებული შენ ხარ და იცოდე,ამ ომს ერთეულები იგებენ.
ჰო,ნიამ სიყვარულის ომი პირდაპირი გაგებით მოიგო.
ჰო,ნიას სიყვარული ორივეს ეყო.
სამივეს და მალე ოთხივესაც ეყოფოდა.
ნიჭია,მკითხველო,დამეთანხმები,ნიჭია გიყვარდეს მთელი შენი სულით,გონებით და გულით.
ვინ დამაჯერებს,ნიას რამე შეაჩერებსო?!
ვერც,ვერავინ.
ნიასნაირი გოგონები იშვიათად იბადებიან და თუ იბადებიან,მხოლოდ ძნელად მოპოვებული გამარჯვებებისთვის,ეკლიანი ვარდებისთვის მოდიან ამ ქვეყნად.
თუ ოდესმე ვინმე შეგიყვარდება,ნუ შეგეშინდება,უკან ნუ დაიხევ.
გახსოვდეს,ვიღაც შენსავით იტანჯება,მაგრამ „ესეც გაივლის“...
ყველა წვიმის წვეთი,სადღაც შენთვის ეცემა და როგორღაც ცისარტყელას უგზავნის ცის კაბადონს.
დაიმახსოვრე,ბუნების ეს სასწაული მხოლოდ შენთვის ხდება.
მხოლოდ შენთვის.
იმიტომ,რომ მხოლოდ შენ შეძელი ყოფილიყავი საკმარისად ძლიერი და გყვარებოდა.
***
რეაბილიტაციის კურსი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა.
1 თვის შემდეგ კი საბა დადიანი,ხელჯოხით,მაგრამ ფეხზე მდგომი დაუბრუნდა სამშობლოს.
-ლიზა,მოდი შევთანხმდეთ,რომ ან ამას შეჭამ ან არადა ბაღში წაბრძანდები!
-აუ,დედა ესტიანციალური კრიზისი მაქვს!(ეგზისტენციალურს გულისხმობს)
-რა გაქვს?-სიცილით ორად გაიკეცა მაღლაკელიძე.
-აი,თაკოს რომ სჭირს ეგ მაქვს!
-თაკოს,კლიმაქსი ჭირს მა და ვერ ხვდება..-როგორ ავღწერო რეაქციები?!
როგორ გაგაგებინო,როგორ გაუვარდა ნიას ხელიდან ჩანგალი,ლიზას როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება,როგორ ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს საბამ მათი ნახვისას.
ლიზას,ნიას და ნიას გამობერილი მუცლისას.
„სახლში იყო“.
-მამა..!-წამი,რომლისთვისაც უღირდა დადიანს ამდენი წვალება.სახელი,რომელმაც ცხოვრებამ ისე აჩუქა გააზრებაც ვერ მოასწრო.ხმა,რომლის გამოც სამყაროს გადაწვავდა დადიანი.ძლივს აიყვანა პატარა სხეული ხელში და გემრიელად დაუკოცნა ლოყები.
-როგორ მომენატრე ჩემო ანგელოზო..-ჩურჩულებდა საბა და ცდილობდა ლიზას მისი ცრემლები არ დაენახა.-ჩემო პატარა,როგორ გაიზარდე მა..-მთელი სახე დაუკოცნა,პატარა ხელები და კალთაში ჩაიჯინა თავისი პატარა ასლი და იკადრა ცოლისკენაც გაწეულიყო.-შენ არ ჩამეხუტები?!-დაბლიდან ახედა გახევებულ ნიას.
ყველაზე ბედნიერი იყო იმ ღამით მაღლაკელიძე.
***
მუცელი ნელ-ნელა ებერებოდა.
ყველაზე ბედნიერი კაცი იყო დადიანი დედამიწაზე.
მაგრამ მანამდე არ მოისვენა სანამ ექსპერტიზა არ ჩაუტარა თავის დალეწილ მანქანას,რომელსაც როგორც ვარაუდობდა,ვიღაცამ მუხრუჭები დაუზიანა.
იმ ღამით ნიკოლოზ კორინთელი მორიგეობიდან ბრუნდებოდა.
კლინიკის წინ,რომ დაინახა ნაცნობი ფიგურა და გაშრა.
-როგორ ხარ,ნიკო?-გაეღიმა დადიანს და გადაჯვარედინებული ხელები დაუშვა.
-ვა,საბა?!-იმ ცნობილმა 50 ელფერმა გადაუარა,ნიკოს.-არამიშავს,გილოცავ გამოჯანმრთელებას.
-მადლობა,ვიცი როგორ გაგიხარდა ჩემი ამბავი..-გაეღიმა საბას.-კარგი პროფილაქტიკა ხომ არ იცი ქალაქში?!აი,ისეთი სპეციალისტები,რომ ჰყავდეთ მუხრუჭებთან აქვს პრობლემა ჩემს მანქანას..-ისეთი სახე ჰქონდა საბას,გეგონებოდათ დიდი ხნის მეგობარს ესაუბრებოდა თავის რეალურ პრობლემაზე,აი კორინთელი კი გაშრა.
-რა..?!
-ჰო,ნიკო,გავიგე შენ დადიხარ ხშირად მანქანის ხელოსნებში.რამდენი გადაიხადე ჩემი და ნიას სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე?!კაი,ჯანდაბას..-გაეცინა დადიანს-მე მკლავდი,გასაგებია,მესმის,მაგრამ ნია?!ნიას,რამე რომ მოსვლოდა...?!გეკითხები,შე ნაბი$%^რო,ნიას რამე რომ მოსვლოდა თავი ორივეს უნდა მოგვეკლა?
-ნია არ უნდა მჯდარიყო მაგ მანქანაში..-ამოთქვა ფერწასულმა კორინთელმა.
-შენი დედაც...-გაეცინა საბას და სახე მოისრისა-შენი დედაც კორინთელო!-იღრიალა ბოლო ხმაზე და კორინთელს საყელოში სწვდა-ჩემ ცოლს მეორედ,ირიბად მაინც რომ შეეხო,სულაც მის ნაფეხურზე გაიარო,მიწაში ცოცხლად დაგმარხავ,გასაგებია?!ერთადერთი,რის გამოც ახლა ციხეში არ გიშვებ ეს ნიაა,ვიცი მისმა ავადმყოფურმა სიყვარულმა გაგაკეთებინა,ისიც ვიცი შენი სამიზნე ნია კიარა მე ვიყავი,ჰო,ვიცი და მესმის!ამის,დედაც!მესმის...შენს ადგილზე მეც დამახრჩობდა ბოღმა,მარტო ამ სიყვარულისთვის გაძლევ მეორე შანს,დაიკარგე ნიკოლოზ!წადი,გადასახლდი ამ ქალაქიდან,მოშორდი ნიას და არ გავიგო მეორედ ეცადე მასთან შეხვედრას,თორემ გეფიცები..ჩემ ორ შვილს და ნიას გეფიცები ციხის კარებს არ მოვაცილებ დედაშენს..-ხელები გაუშვა,პიჯაკი შეუსწორა და სახეზე ხელი მსუბუქად მიარტყა-ნიას სიყვარული მანამდე მოგკლავს,სანამ მის დევნას არ შეწყვეტ!აარიდე თავი შენთვისვე სჯობს..მეორე შვილს ელოდება ჩემგან,ხვდები რამდენად არაფერს წარმოადგენ მისთვის?!
-შენთვის?!-იღრიალა ნიკოლოზმა და ჩასისხლიანებული თვალები შეანათა დადიანს-შენთვის ვინ არი ნია მაღლაკელიძე საბა,შენ შეიყვარე შენი შვილების დედა?!
-ჩემი შვილების დედაა,ჩემი ცოლია,ჩემი ქალია და ჩემია მთელი არსით.ჰო,აი ის ქალია ვინც არ მეკუთვნოდა,მაგრამ მომცა ცხოვრებამ და მაპატიე,ამ შეცდომას ვერ გავიმეორებ და მეორედ ხელიდან ვერ გავუშვებ!ჰო,ნია ის ქალია ვის გამოც უკადრებელს ვიკადრებ და ალბათ ამიტომ გპატიობ იმ თვეებს,ლოგინს,რომ მიმაჯაჭვე.იმიტომ,რომ მე უარესსაც ვიზამდი ნიას გამო.
-მაინც ვერ შეიყვარე არა?!-გაეცინა კორინთელს და თითქოს საბას სიტყვებში წაეკიდა.
-შევიყვარე?!-ეღიმება საბასაც-მე,რომ შევიყვარე მაგას სიყვარული აღარ ქვია,მაგას ეგოისტური გრძნობა ქვია,ჯერ არ მომიფიქრებია სახელი,მაგრამ დამიჯერე ჩემი ეგოიზმი შენ სიყვარულზე ბევრად დიდია.
მანქანის კარი გამოაღო და იქაურობას გაეცალა.
***
ნიას მშობიარობის დღე,რომ დადგა საავადმყოფოში წაიყვანეს დილიდან.
არც წყალი დაუღვია,არც ტკივილები ჰქონია,მაგრამ ექიმის მოთხოვნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დადიოდა პალატაში გაბერილი ნია.
უკან დაჰყვებოდა საბაც და ამ სანახაობაზე სიცილს ძლივს იკავებდა თიკო,თაკო და ეკუნა.
სამშობიარო ბლოკში,რომ შეიყვანეს აი,საბას ნერვიულობის პიკი მაშინ დაიწყო.
ადგილს ვერ პოულობდა.
ნიას დაჟინებული მოთხოვნით იქ არ შეიყვანეს და ამაზე სულ გადაირია.
გააგიჟა ბიჭები.
-ბიჭო,დაჯექი ვაა!-შესძახა დათამ და გაგიჟებული დადიანის სახეს,რომ გადაააწყდა ენაზე იკბინა.
-გახდები მამა და როგორ მარტივად იჭიკჭიკებ ვნახავ..!-დათაზე გაეცინა ზუკას და ეკუნას დაჟინებულ მზერაზე ისე აწითლდა,ახლა დათა გადაბჟირდა სიცილით.
ნახევარი საათი,რომ გავიდა საბამ სიარულის სისწრაფეს მოუმატა.
45 წუთზე ლამის დარბოდა
50-ზე ექთანი გამოვიდა.
-დადიანის მამა რომელია?
- მე ,მე ვარ!-იყვირა საბამ და წინ გაიჭრა.
-გილოცავ,თქვენი ვაჟი და მეუღლე კარგად არიან,მალე შეძლებთ მათ ნახვას..
-ბიჭია,ბიჭიაა ეე!-ყვიროდა ყიფშიძე და არჩვაძე.
კედელს მიეყრდნო და წამით თვალები დახუჭა გაღიმებულმა.
ბიჭის მამა იყო.
ორი შვილის მამა იყო და ეს ყველაფერი იმაზე მაგარი იყო,ვიდრე წარმოედგინა.
პირველად გულზე,რომ დაუწვინეს ჩვილი ალექსანდრე დადიანი იგრძნო,როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა.
გული ეტკინა,ლიზაზე ეს ყველაფერი,რომ ვერ გამოსცადა,მაგრამ ავანაზღაურებო შეჰპირდა ნიას და თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგონას.
***
-საბა,სანი გამოიყვანე და ვაჭმევ...-სამზარეულოდან გასძახა ნიამ და ლიზას მოუბრუნდა,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან.
-ნია დედაშვილურად უნდა მელაპარაკო..-ამოთქვა ლიზამ და ნიას გადახედა,რომელსაც გაეღიმა ლიზაზე.
-რაო,დე?!რა მოხდა?
-მემგონი იოანე მომწონს..
-მოიცა,კაცო აბა საბაო?!-დაიბნა ნია.
-არა,საბა ისეთი აღმოჩნდა,თაკო,რომ ეძახის მის უფროსს.
-ხეპრე?-გულიანად იცინის ნია.
-ხო,ეგ.
-რატო დე?
-ვთხოვე შენი მანქანა მათხოვე-მეთქი და არაო.ღორია.
-ეგ,არ თქვა დე,იქნებ მასაც უნდოდა თამაში?!
-მერე,ეგ როგორი კაცური საქციელია?-წარბები აწკიპა ლიზამ და სამზარეულოში შემოსულ საბას გადახედა.
-აბა ვინ იქცევა მამა არაკაცურად,მითხარი.
-საბა.
-ბატონო?!
-შენ,საბა არა მამა!-ხელი აიქნია ლიზამ-ჩემი ბაღელი საბა.
-აჰა,რა უნდა საბას ბოლობოლო?!
-ჩემზე და იოანეზე ეჭვიანობს.
-შენ ,მამიკო ჩამოყალიბდი,რომელი მოგწონს რა?!
-იოანემ მაკოცა გუშინ..-ამოიჩურჩულა და ნიას გადახედა „მიშველეს“ თვალებით.
-რაო?!-წამოენთო დადიანი.-რადროს თქვენი კოცნებია,დედაშენს 17 წლის იყო და არავისთვის ჰქონდა ნაკოცნი და შენ ეს 5 წლის ბავშვი რამ გადაგრია მამა?!
-ძმაკაცურ პონტში მა..-ლიზას სიტყვებზე სამივეს გაეცინა.
-მაინც მოვალ მე მაგ ბაღში და შენ მასწავლებელსაც და მაგ ორ მაიმუნსაც მივხედავ სათანადოდ.
-ოჰ,მამა შენც ისე იქცევი როგორც თაკოს უფროსი,რა ქვიაო დე?!-ნიას გადახედა,რომელიც სიცილით გაწითლებულიყო.
-ხეპრე.
მერე იყო საბას გაფართოებული თვალები, „ლიზა გაიქეცი მამაშენი მოგდევს“ და ლიზას ჩაბჟირებამდე სიცილი.

2 წლის შემდეგ ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა გოგონა,სახელად ნია,გვარად კორინთელი.
2 წლის შემდეგ ნიკოლოზის ცხოვრებას აზრი ნიამ დაუბრუნა,თავისმა ნიამ.
2 წლის შემდეგ ნია მაღლაკელიძე მესამეზე იყო ორსულად.



გამარჯობა,მადლობა თუ ეს ისტორია წაიკითხე!
მომენატრე.
გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში.(ვერადავერვისწავლე)
თუ რაიმე ღირებულს ეძებდი და ვერ იპოვე,მაგისთვის ბოდიშს არ გიხდი, :დ ღირებულს აქ ნუ ეძებ.
შემდეგი ნია თუ შენ გინდა იყო,მომიყევი შენი ისტორია.
სიყვარულით შენი ჭორიკანა.



№1 სტუმარი kati

Meore nawilic minda.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

kati
Meore nawilic minda.

მადლობა :დ

 


№3 სტუმარი სტუმარი ...

რეალური ისტორიაა?

 


№4 სტუმარი lll

მომეწონა ძალიან,ძილიც კი დამავიწყა ისეთი სასიამოვნო იყო

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი და მააგრი ისტორია არის და იყო.

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი ანი

მომეწონა... ვისიამოვნე.. გავთბი.. გავბედნიერდი და ვიტირე კიდეც (რაც დამიჯერე უუუიშვიათესია :დ)
მიმეწონა და მიხარია წაკითხვა რომ არ ვინანე ^-^

 


№7 სტუმარი დიკო

უძალიანმაგრესი იყო????? ვაუ,????

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


Vauuuuu magari iyo dzaan axa gamis ori saatiadaimisgamoromgadatvirtuli samushao grafiki maqvs dagrovili istoriebi unda wavikitxo magram sheni istoriadzaliansasiamovnowasakitxiiyo

 


№10 სტუმარი სტუმარი თათუკა

აუ, ძალიან საყვარლობა იყო????❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

გროსმაისტერი
Vauuuuu magari iyo dzaan axa gamis ori saatiadaimisgamoromgadatvirtuli samushao grafiki maqvs dagrovili istoriebi unda wavikitxo magram sheni istoriadzaliansasiamovnowasakitxiiyo

სტუმარი თათუკა
აუ, ძალიან საყვარლობა იყო????❤️

მადლობაა ❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან ვისიამოვნე.ყოჩაღ:)

 


№13  offline მოდერი tasusuna

მიყვარს ლიზები ❤️❤️
მიხარია უკვემესამე დაბრუნება და,
ეს ერთი და სხვამრავალი ❤️❤️
ჩვენ გელით,
ყველა ჩვენჩვენიპატარა სიყვარულებით,პატარა დრამებით,პატარა გაგიჟებებით...
მომავალ შეხვედრდე ❤️❤️

 


№14  offline წევრი Gemini mood

Ar var sentimentaluri magram dges ratomgac carieli vikavi titqos davicale yvelafrisgan, aset dros miyvars kitxva da mtavari gmiris adgilas tavis warmodgena mati grdznobebis da emociebis shegrdzneba roca am istorias vkitxulobdi zustad samjer wamskda crmlebi nias aset midgomas da shexedulebas ver shevegue namdvilad saintereso da sulshi chamwvdomi iko magram nias adgilze verasdros vapatiebdi lukas ... namdvilad emociebis bumi iko velodebi shens axal istorias❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ვისიამოვნე გავთბი მადლობა შენ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი ნათია41

მომეწონა კარგი ისტორიაა

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამო

საოცრება ისტორია იყო❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
მიყვარს ლიზები ❤️❤️
მიხარია უკვემესამე დაბრუნება და,
ეს ერთი და სხვამრავალი ❤️❤️
ჩვენ გელით,
ყველა ჩვენჩვენიპატარა სიყვარულებით,პატარა დრამებით,პატარა გაგიჟებებით...
მომავალ შეხვედრდე ❤️❤️

Gemini mood
Ar var sentimentaluri magram dges ratomgac carieli vikavi titqos davicale yvelafrisgan, aset dros miyvars kitxva da mtavari gmiris adgilas tavis warmodgena mati grdznobebis da emociebis shegrdzneba roca am istorias vkitxulobdi zustad samjer wamskda crmlebi nias aset midgomas da shexedulebas ver shevegue namdvilad saintereso da sulshi chamwvdomi iko magram nias adgilze verasdros vapatiebdi lukas ... namdvilad emociebis bumi iko velodebi shens axal istorias❤❤

ნათია41
მომეწონა კარგი ისტორიაა

სტუმარი მარიამო
საოცრება ისტორია იყო❤

ყველას დიდი მადლობა ❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვისიამოვნე ძალიან??? საოცრება ხარ??? ყოჩაღ???

 


№20 სტუმარი Tiko tikuna

ძალიან მაგარი ისტორია იყო??❤❤ არაჩვეულებრივად წერ საუკეთესოდ ?❤❤

 


№21 სტუმარი სტუმარი ნიტა

ძალიან თბილი ისტორია იყო..გამათბო და გამაბედბიერა??

 


№22  offline წევრი ნანა73

დილის სასიამოვნო საათი გამატარებინა შენმა ისტორიამ... ისეთი, სახეზე ღიმილი რომ გამომესახა და ახლაც გაღიმებული ვაკეთებ კომენტარს kissing_closed_eyes მადლობა, ამ სიამოვნებისთვის ❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი Mai dire mai

თბილი,ტკბილი და სასიამოვნო ემოციებით ავივსე,მადლობა შენ ❤❤❤

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინი

გამათბოო )) აი მესმის ისტორია )))

 


№25 სტუმარი ნინკა

სიყვარულის გოგო ხარ შენ!!❤❤❤

 


№26 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან მიხარიხართ შენ და შენი მოთხრობები ვგიჟდები შენს მოთხრობებზე და ყოველთვის ვადევნებ თვალსშენს შემოქმედებებს <3 <3 <3

 


№27  offline წევრი Mariamii:))

მაგ ბიჭი" როდის ჩამოდი როდის წადი ესენი გამოასწორე რა არ არის უბრალოდ ლამაზი კითხვისას ასეთი პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი შეცდომები რომ გვხვდება მკითხველებს.. საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს დანარჩენი კარგი იყო ძალიან ❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი tamo

Me myavs nia chemi suli guli siyvaruli gaxareba saocreba da arvici kidev vin aris, ici rogori istoria iyo ragac sauketesoso ro elodebi da fiqob rodis gaxval boloshi rom naxo sanam chavamtavre guli ver daviwynare sauketesos molodinshi ici ? Umagresi iyo da am saitze msgavs istoriebs roca ,, gulisfancqalit"kitxulob da sauketesod migacnia ishviatia, erterti ishviati istoriaa da arasdros shewyvito weta kai ?? Umagreso

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tamo
Me myavs nia chemi suli guli siyvaruli gaxareba saocreba da arvici kidev vin aris, ici rogori istoria iyo ragac sauketesoso ro elodebi da fiqob rodis gaxval boloshi rom naxo sanam chavamtavre guli ver daviwynare sauketesos molodinshi ici ? Umagresi iyo da am saitze msgavs istoriebs roca ,, gulisfancqalit"kitxulob da sauketesod migacnia ishviatia, erterti ishviati istoriaa da arasdros shewyvito weta kai ?? Umagreso

Mariamii:))
მაგ ბიჭი" როდის ჩამოდი როდის წადი ესენი გამოასწორე რა არ არის უბრალოდ ლამაზი კითხვისას ასეთი პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი შეცდომები რომ გვხვდება მკითხველებს.. საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს დანარჩენი კარგი იყო ძალიან ❤️❤️❤️

სტუმარი სოფო
ძალიან მიხარიხართ შენ და შენი მოთხრობები ვგიჟდები შენს მოთხრობებზე და ყოველთვის ვადევნებ თვალსშენს შემოქმედებებს <3 <3 <3

ნინკა
სიყვარულის გოგო ხარ შენ!!❤❤❤

Mai dire mai
თბილი,ტკბილი და სასიამოვნო ემოციებით ავივსე,მადლობა შენ ❤❤❤



ყველას მადლობა ამ ტკბილი სიტყვებისთვის <3

 


№30  offline მოდერი naattii

ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყო ავტომატურად გამომრჩა შეცდომები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent