შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #6


11-11-2019, 23:21
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 153

ბარბარა და ენჯი ადგილს ვერ პოულობდნენ ბერიმორის მიწისქვეშეთში, სადაც ბატონი მხოლოდ ის იყო. სათვალიანი, დაბალი და ჩასუქებული ბიჭი გახლდათ ბერიმორი. ერთადერთი, რაც აინტერესებდა იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი სისტემა გაეტეხა და პროგრამა შეექმნა, რათა მსოფლიოში აღიარებული ჰაკერი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯინჯერის ფონზე არარაობად ჩანდა მისი ინტელექტუალური ცოდნა, ის ფაქტი, რომ ჯინჯერი მას ეკონტაქტებოდა და მით უმეტეს მასთან სახლში მოახერხა მოსვლა, მას აბედნიერებდა და დახმარებისას თვალები უბრწყინავდა.
- რა ჯანდაბაა! - აღმოხდა ბარბარას, როდესაც სარდაფში ფილმების მსგავსი სიტუაცია შეამჩნია. წითელი განათება და გამაყრუებელი სირენის ხმა, სარდაფში ღრმად რომ არ ყოფილიყვნენ აუცილებლად პოლიციას დააყენებდნენ თავზე მეზობლები.
- სინათლე ! - კბილებს შორის გამოსცრა ენჯიმ. კისრისტეხით მიაჭრა და უთხრა, რამე დამატებითი ენერგიის წყარო არ გაქვს ? - მისი თვალები ისე იყვნენ სისხლძარღვებით მორთულნი, რომ ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გეგონებოდათ მოქცეული.
- დამატებითი გენერტორი მაქვს! ჯინი, ახლავე ჩავრთავ! - გაავებული მსუქანი დათვივით წაბაჯბაჯდა გენერტორის ჩასართველად. სირენაგამოირთო, წითელი შუქი კი მწვანემ შეცვალა.
- ბოლო საქმე… - ჩაიდუდუნა თავისთვის ნიკიტამ, თუმცა ყველამ გაიგონა. ენჯის გული ყელში ებჯინებოდა, რა თქმა უნდა, ბევრი სპეც-ოპერაცია ჩაუტარებია ჯარში მსახურებისას, მაგრამ ეს სრულიად განსხვავდებოდა იმით, რომ საქმე არ ხებოდა კონკრეტულ ჯგუფს მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, არც მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენას, ეს ყველაფერი ეხებოდა ქალს, რომელმაც თავგზა აუბნია და ლამის მსოფლმხედველობაც კი შეუცვალა.
- რა ხდება ? - ყველამ ერთხმად იკითხა და სამი წყვილი გაფართოებულითვალი შეაჩერდა ენჯის.
- წუთ-ნახევარი დარჩა ბოლო საქმის გამოგზავნამდე, მე კი ნახევარიც ვერ გავშიფრე აქ ! - ცხვირის ნესტოებნი დაებერა და ბრაზისგან სახე აელეწა ნიკიტას.
- ადგილმდებარეობის დადგენა სცადე ?
- ვცადე.
- არ აჩვენებს ?
- ცოცხალი თავით არ ნებდება.
- თითქოს რამდენიმე კილომეტრ მიწისქვეშ იყოს გადამცემი აპარატურა ! - თქვა და თვითონაც ვერ მიხვდა, რომ ზუსტ მონაცემს მიაკვლია. ეს თქვა თუ არა და ბერიმორს შეხედა და იკივლა. - რადიუსი ბერიმორ!
წარმოთქვა თუ არა ბერიმორმა მსწრაფლ დააფიქსირა ჯინჯერის მითითება და ამაზონის ტყის გადამწვარ ნაწილს შემოავლო წითელი რგოლი.
- მეკაიფებით? - აღმოხდა ბარბარას, როდესაც დაინახა ლოკაცია. - აი, ანუ, დაიცა! - ხელები გაშალა ბარბარამ. - თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ამაზონის გადამწვარი ჯუნგლებიდან, ვიღაც შიზოიდურმა წარმონაქმნმა გაგიტეხა მსოფლოში აღიარებულ ჰაკერს ბაზა და გიგზავნიდა მესიჯებს ? - ისტერიკულ სიცილამდე ცოტა აკლდა ბარბის.
- ძალიან უცნაურია, მართლაც. - ჩაფიქრდა ენჯი და რუკას მიშტერებულ ნიკიტას ათვალიერებდა. - ნიკი, რაო რა თქვი, რამდენი საქმე მქონდაო ? - წარბები შეჭმუხნა მორგანმა.
- 254.
- ყველა მათგანი მოსულია, დაფიქრდი, იქნებ მათი თანმიმდევრობა რაიმე შიფრის მსგავსია.
- არანაირი შიფრი არ არსებობს ამ საქმეებს შორის, ყველაფერი დეტალურად მქონდა გათვლილი მანამ, სანამ რომელიმე საქმეს ხელს მოვკიდებდი.იმის შანსიც კი არ არსებობს, რომ საქმეების პირველი, ბოლო და ა.შ. ასოებიდან რაიმე სიტყვა შედგეს, ხვდები ? - მიუბრუნდა ენჯის წითური და სრულიად გამოფიტული მზერა შეაგება მის კუპრივით შავ დაღლილ თვალებს.
- ეს ჰაკერები გიჟები ხართ. - თითები თმაში შეიცურა ბარბარამ და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა.
- მოიცა, ჯინი…- ტუჩების კვნეტით მიუბრუნდა ბერიმორი ჯინჯერს. - ლორეინი ? - კითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჟღალს თვალები გაუბრწყინდა.
- ევრიკა, ბერი! ლორეინი, ღმერთმანი ეგ როგორ დამავიწყდა! - წამოხტა ნიკი.
- ვინ არის ლორეინი ? - გაოცდა ანჯელინა.
- გოგო, შენ ყველაფერი უნდა დაგიღეჭონ და გადაგაყლაპონ კიდეც? არც ჯინჯერი იცი, არც ლორეინი. ბოლოს გკითხავ და ვინჩი ვინ იყო და ასე მგონია მაგაზეც გამოშტერებული სიფათით მიპასუხებ ! - გაცეცხლდა ბარბარა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა და ჯობდა დისტანცია დაგეჭირათ მასთან, მაგრამ სიტუაცია ისედაც დაზაბული იყო და ანჯელინასაც უმტყუნეს ნერვებმა.
- იქნებ ამ უსარგებლო ქაქანის ნაცვლად ახსნა ვისი ვისაშია და ხელი მოისვა ში’გ ხომ არ გაქვს ? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ენჯი.
ბარბარა და მორგანი ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ და მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდათ.
- ლორეინი და ჯინჯერი, ორი მსოფლიო “დაჯგუფება” ჰაკერებისა, რომლებიც მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდნენ. ყოველთვის მოდის შედარება ამ ორს შორის, ვინ უფრო ძლიერი და მოხერხებულია, თუმცა ვფიქრობ სისულელეა მაგის განხილვა, სულ სხვადასხვა სფეროებზეა ორიენტირება. - თქვა ბერიმორმა. - მასთან დაკავშირება გაჭირდება, ბოლო სამი კვირის განმავლობაში არც ერთი საქმე და არც ერთი სიმბოლო მისგან არ წამოსულა პირადად ჩემი მისმართით, შენ ჰომ არ შეგხმიანებია ჯინი?
- არა. - მშრალად თქვა წითურმა. - მაგრამ ვიცი სად შეიძლება მისი პოვნა. - თქვა თუ არა წამოდგა და ბარბარას ჰკითხა. - ბორბლებზე ვართ ?
- რა თქმა უნდა! - ანთებული თვალებით თქვა ბარბარამ.
- საწვავიც იქნება. - ჩაერთო მორგანი.
- ბერიმორიც თქვენთანაა! - თავზე რაღაც ჩაფხუტისმაგვარი გაიკეთა ბაჯბაჯა ბერიმ და უშველებელი ჩანთა მოიგდო მხრებზე, თითქოს სპეციალურად ამ დღეს ელოდებოდაო.
- შენ რა, მსოფლიო დასასრულს ელოდებოდი და იმიტომ ხარ ამხელა ჩანთით ? - აწ უკვე მანქანაში ჰკითხა ბარბარამ ბერის.
- ეს ჩანთა ზუსტად იმ დღეს ცავალაგე, როდესაც ჯინიმ მითხრა, თუ ოდესმე მნახე ე.ი. ომი დაიწყოო. - ამაყად თქვა ბაჯბაჯამ და ჩაფხუტი გაისწორა.
- დანიშნულების პუნქტი ? - იკითხა ბარბარამ მანქანის დაქოქვისას.
- ტყე !
- არის, მისს! - თქვა ბარბარამ და ადრენალინით აჟიტირებულმა იკივლა.



გადაადგილებას ცდილობდნენ მაქსიმალურად შეუმჩნევლად, თუმცა კი ეჩქარებოდათ. ჯინჯერი ცდილობდა, რომ მობილური არ დასჯდომოდა და ნანობდა, რომ სახლში არ შეიარა, რათა დაცული მოდელი წამოეღო თან. მაგრამ ამგვარი მოულოდნელად თავსდამტყდარი სიტუაციისთვის კიდევ კარგად იყვნენ მომზადებულნი. ბერიმორის უზარმაზარი ჩანთა და ტექნიკური მოწყობილოები, რომელნიც ბარბარას ლამის სამხედრო მანქანაში ჩაეტივნენ, ჰაერივით საჭირო იყო ამ მომენტისთვის ჯინჯერისათვის. არა მხოლოდ პროფესიულ პლანში, არამედ მორალურადაც.
ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ თავისი სიცოცხლის გამო ღელავდა. მას უნდოდა ესუნთქა, რათა განეცადა რაღაც ამოუცნობი. რაც მორგანის გვერდით განიცადა.
გვერდიგვერდ ისხდნენ და გრზნობდნენ, რომ სურდათ ერთმანეთის შეხება, მაგრამ ვერც ერთი ბედავდა ამის გაკეთებას. წითურს რცხვენოდა გამომდინარე იქედან, რომ რამდენჯერმე სცადა მოეკლა ენჯი. ენჯი კი ჩაფიქრებულიყო, ფიქრობდა რომ წითურს არავინ და არაფერი სჭირდებოდა გარდა აურაცხელი რაოდენობის პროგრამებისა, სადაც შეეძლო თავისუფლად ენავარდა ვით არწივს ცაში.
- მოვედით. - თქვა ბარბარამ საათნახევრიანი დუმილის შემდეგ, რომელმაც მანქანა მოიცვა და სიცოცხლის ფასად არ აპირებდა მის დათმობას. - ახლა საით ? - გული ყელში ებჯინებოდა ქალს, როცა იაზრებდა რა ხდებოდა.
- გადავიდეთ. - მოკლედ მოუჭრა წითურმა და მანქანიდან გადასვლა სცადა.
- გაჩერდი! - თუ შენზეა გამოცხადებული ფარული ძებნა, მეტად სავარაუდოა, რომ აქ გელოდებიან. - უთხრა ენჯიმ და მაჯა ხელით დაუკავა.
- ამ ადგილის არსებობის შესახებ მხოლოდ მე და ლორეინმა ვიცით. - გულუბრყვილოდ უთხრა ვლასოვამ.
- შენ რა, სერიოზულად ფიქრობ, რომ თუ მათ ლორეინი აიყვანეს, ამ ადგილის შესახებ არაფერი ეცოდინებათ ? - ცალი წარბი ასწია მორგანმა.
- ჯინჯერ, ეს კომპიუტერული თამაში არაა, რომ შენი სასიცოცხლო ძალები აფთიაქის ყუთის პოვნით აღიდგინო. - მიმართა ბარბარამ. - თუ იპოვეს ლორეინი, შენც გელოდებიან აქ.
- მაშინ რა უნდა ვქნათ, ან საერთოდ რატომ მოვედით, ან როგორ ვიმოქმედოთ, ან…- დაიწყო ბერიმორმა.
- ენ, ვაშლი არ წამოგიღია? - თვალები გადაატრიალა ბარბარამ.
- კარგი, კარგი, ჩუმად ვარ.
- საბარგულში ისევ გიდევს ჩემი საჩუქრები ? - სარკეში თვალი თვალში გაუყარა ენჯიმ ქალს.
- კი, ალბათ, ველოდი ამ დღეს და არც გამიხსნია. - თქვა და მანქანიდან გადავიდა.
უღრანი იყო ტყე, უსიერი. მუქ მწვანედ შეფოთლილი ხეები ახლა შავად ანათებდნენ და გზის გაკვლევის საშუალებას არ იძლეოდნენ.
- აქ მანქანით ვერ გავალ, შანსი ნოლია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბარბიმ.
- არაუშავს, ფეხით არც ისე გრძელი გზაა. - ჩაერთო წითური და მანქანიდან გადავიდა.
საბარგული გახსნა თუ არა ბარბარამ ბერიმორი ლამის მოსასულიერებელი დარჩა. სხვადასხვა ტიპის იარაღით იყო გადაჭედილი უაზრმაზარი საბარგული. ენჯიმ თავისთვის ორი, სხვაბისთვის კი თითო ყველაზე ოპტიმალური იარაღი ამოარჩია.
წითურს იარაღი ცხოვრებაში პირველად ეწირა ხელში, ისევე როგორც ბერიმორს და ბარბისა და მორგანს მოუწიათ ახსნა იმისა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ისინი.
- ორივე ხელით გეჭიროს, მკლავი და მხარი გაამაგრე თუ სროლას დააპირებ, თორემ შეიძლება უკან გადაგისროლოს შენივე ნასროლმა ტყვიამ და დაეცე. - სრული სერიოზულობით აუხსნა ანჯელინამ ნიკიტას და როდესაც მინიგაკვეთილს მორჩნენ მხოლოდ ერთი დარჩენოდათ. დანიშნულ ადგილამდე ცოცხლები უნდა მოსულიყვნენ.

ორასიოდე მეტრი გაიარეს ფეხით, წინ წითური მიუძღოდათ და ეს ამბავი ანჯელინა მორგანს საერთოდ არ მოსწონდა. სურდა დაეცვა ქალი, მაგრამ ადგილმდებარეობა მხოლოდ წითურმა იცოდა.
გზად ქოხს მიადგნენ, რომელიც საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. პატარა ბავშვის ნახატის მიხედვით ასენებულს ჰგავდა. ერთი ფანჯრითა და უსახელურო კარით.
- აქაა. - ჩაიჩურჩულა ჯინჯერმა და როგორც კი ენჯიმ ეს გაიგონა, სწრაფი მაგრამ კატასავით მოქნილი და უხმო ნაბიჯებით ქოხისკენ გაექანა. ყველა წერტილი შეამოწმა და როდესაც დარწმუნდა, რომ საფრთხე არსაიდან ემუქრებოდათ სამივე შიგნით შეუშვა. თუმცა საფრთხის სუნს მაინც გრძნობდა, ძალიან მძაფრს, გულისამრევს. დამადასტურებელი ხელთ არაფერი ეპყრა, ამიტომ დუმილი არჩია.
ქოხში შევიდნენ და ენჯი სადარაჯოზე დადგა, კართან. ჯინჯერმა კი თითქოს ყველაფერი იცისო, ზუსტად ერთი კონკრეტული წერტილისგენ გაეშურა. ძველისძველი კომოდის ბოლო უჯრაში, ფიცრის ქვეშ კიდევ ერთი უჯრა იყო განლაგებული, სადაც ციცქნა მეხსიერების ბარათი იპოვა ქალმა. ის-ის იყო ნოუთბუქში უნდა შეეერთებინა, რომ კეფაზე იარაღის მიდება იგრძნო და გაშეშდა.
- ვინ ხარ და აქ რა გინდა ! - დაიღრიალა მამაკაცის ჩახლეჩილმა ხმამ და სამი ლულა უკვე მისკენ იყო მიმართული. ენჯი საკუთარ თავს წყევლიდა, რომ ეს გამოეპარა. არ ყოფილა მის ცხოვრებაში ერთი შემთხვევაც კი, როდესაც საფრთხის სუნს გრძნობდა და რაიმე არ მომხდარიყოს. ჩართული ლეპტოპის შუქზე კი რთული იყო იმ ადამიანის გარჩევა, თუ ვინ იყო ამ ქოხის მეპატრონე, რომელიც ასე უხეშად ხვდებოდა სტუმრებს.
- ბერი, შუქი! - დასჭექა ბარბარამ და მწვანე შუქი მსწრაფლ მოედო ქოხს. ახლა უკვე ყველა ხედავდა ერთმანეთს. მხოლოდ წითურს არ შეეძლო დაენახა ადამიანი, რომელიც მას კეფაში უმიზნებდა.
- იარაღი ჩასწიე, თორემ სამივე გესვრით. - გაყინული ხმით უთხრა ანჯელინამ და ნიკიტამ ამ კადრის აღბეჭდვა მოასწრო თავისთვის გონებაში. სასროლ პოზაში მომარჯვებული ენჯი, ცალ ხელში იარაღი, მეორეში დანა, უშიშარი და მედგარი.
- სასხლეტზე ერთი ხელის გამოსმა და იგი უკვე მკვდარია, შესაძლოა მეც, მაგრამ თქვენ კაცს კარგავთ. მე კი მარტო ვარ. - უდარდელად და უემოციოდ უპასუხა კაცის ხმამ ენჯის და სასროლად მოემზადა.
- რა გინდა ? - ჰკითხა ბარბარამ.
- ბატონო ?! - თითქოს ვერ გაიგოო მიუგო ხმამ.
- ასეთ შემთხვევებში აქვთ ხოლმე სურვილები.
- მაგალითად ?
- არ გაინტერესებს აქ საიდან მოვხვდით და რა გვინდა? მითუმეტეს შეიარაღებულებს? - პროვოცირებდა დიალოგს ბარბი.
- არ მაინტერესებს. თქვენამდე აქ იყვნენ და წაიყვანეს ის, ვისაც თქვენ ეძებთ. შეიარაღებულები ხართ ე.ი. მისთვის არაფერი კარგი არ გსურდათ. საუბარს ამაზე ვამთავრებ ! - თქვა და სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა ხელი, როცა ჯინჯერმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა.
- საქმე #255. ! - კაცმა ნაბიჯი უკან გადადგა და იარაღი დაბლა დასწია. თავგადაპარსული იყო, ცისფერთვალება და არაბუნებრივად გამოკვეთილი ყვრიმალებით. შიმაღლით ალბათ ორ მეტრზე მაღალი იქნებოდა. - საქმე #255 ! - გაიმეორა ჯინჯერმა და მისკენ შებრუნდა.
- საქმე #255… - გაიმეორა კაცმა და დანებების ნიშნად იარაღი კომოდზე დადო



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

მაპატიეთ, რომ ამდენი ხნით დავაგვიანე და ასეთი პატარა თავით გესტუმრეთ ისევ. იმედია მომიტევებთ და შემიფასებთ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent