შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება(1თავი)


12-11-2019, 20:58
ავტორი სალოme
ნანახია 915

უნივერსიტეტიდან ახალგამოსული ჩქარი ნაბიჯით მივემართებოდი მაღაზიისკენ, რომელიც სამი ქუჩის დაშორებით მდებარეობდა ჩემი უნივერსიტეტის შენობიდან და რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა კლიენტის ფულის მიტანას, მე კი- დაპირებულ საჩუქარს. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილი არცთუ შორს იყო, ვჩქარობდი, რადგან საღამოს რვა საათი ხდებოდა და მეც დაღლილ დაქანცულს ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მისვლა მაგვიანდებოდა. გზაჯვარედინი გადავკვეთე, აღმართს ავუყევი და ხელმარჯვნივ შევუხვიე. მაშინვე გამონჩდა წითელ აბრაზე შავად დაწერილი მაღაზიის სახელწოდება. შევედი. ვიტრინებს უცებ ავუარე გვერდი და სალაროსთან გავჩერდი.
- გამარჯობა- ვუთხარი კონსულტანტს და საფულედან ამოღებული ასლარიანი თვალწინ დავუდე.
- ნიცა გქვიათ ხომ? - მკვეთრი რუსული აქცენტით იკითხა, ასაკოვანმა ქალმა.
- დიახ- ვუპასუხე მოუთმენლად.
- აი ინებეთ თქვენი შეკვეთა.- მითხრა და პატარა, თეთრი ყუთი გამომიწოდა. გავხსენი. მომცრო ვერცხლის ყელსაბამს დავაკვირდი, რომელიც თავისუფლად თავსდებოდა ჩემს ცერა თითზე, და რომელზეც ნათია იყო გამოსახული. წვრილი "ძეწკვი" საოცრად ეხამებოდა ამ მშვენიერ ქმნილებას, და დარწმუნებული ვიყავი, რომ იუბილარს ნამდვილად მოეწონებოდა, სიყვარულით ნაჩუქარი ეს ნივთი.
მაღაზიიდან გამოვედი. რვა საათისთვის უჩვეულოდ დაბნელებულიყო მაისისთვის. რატომღაც გამაკანკალა და თხელი ნაჭრის ჟაკეტი კიდევ უფრო მივიტმასნე სხეულზე. ნათიას სახლი შორს არ იყო, და ტაქსით წასვლა ზედმეტად ურიგო იქნებოდა. ისევ ფეხით გავუყევი გზას, ოღონდ წეღანდლისგან განსხვავებით უფრო სწრაფად მივიწევდი წინ და არასასიამოვნო წინათგრძნობით აღელვებული ხმაურიანად ვადგამდი ნაბიჯებს.
ის- ის იყო მთავარი ქუჩისკენ შევუხვიე რომ ვიღაცის ძლიერ სხეულს შევეჯახე და რომ არა უცნობის ხელი, რომელიც ჩემს მაჯას ჩაეჭიდა, ახლა ძირს ვიქნებოდი გართხმული. მაღლა ავიხედე. უცნობს მწვანე თვალები ავად უელავდა და სახეზე ცინიზმით გაჟღენთილი ღიმილი გამოხატვოდა.
- რაო ჩიტუნა, ხომ არ დაიკარგე?- ისე ავისმომასწავლებლად გაისმა მისი ხმა, ლამპიონებით განათებულ, ვიწრო ქუჩაში, და ბნელ სიჩუმეში, რომ აკანკალებულმა მაჯა გამოვგლიჯე და მთავარ ქუჩაზე მადლობის უთქმელად გავედი. გზაჯვარედინზე ქვეითთათვის მწვანე აენთო, და მეც დაუფიქრებლად გადავედი ზებრაზე. უკან უცნობის მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმოდა. ზურგჩანთის ღვედს ხელებს მაგრად ვუჭერდი, და სწრაფად აძგერებული გულის ფონზე, ცრემლიც კი წამსკდა. ტროტუარზე გავედი, ჩემს ყურს მანქანის კარის მიჯახუნების ხმა მოსწვდა. ღმერთს ვევედრებოდი ოღონდ ის არ მომხდარიყო, რისი შანსიც ყველაზე დიდი იყო, და უიმედო მგზავრივით მივიწევდი წინ.
უეცრად ვიღაცამ ხელი წელზე შემომხვია. შევხტი, თუმცა საკივლელად გამზადებულ ტუჩებს მამაკაცის ხელი დაეფარა. სიარულს არ ვწყვეტდით.
- ჩუმად, უსაფრთხოდ ხარ.-ბოხი ხმა ნაზად ჩამჩურჩულებდა ყურში, და ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ის უცნობი არ იყო. თუმცა კი თავი ახალ შარში გავყავი...
- უკან მოგვდევს, ახლა ხელს გაგიშვებ და სადაც მიდიოდი იქ გააგრძელე გზა.- დამრიგებლური რბილი ტონით მეუბნეოდა ხმა და თანხმობის ნიშნად მეც თავს ვუქნევდი. ტუჩებიდან ხელი მომაშორა, ხოლო წელზე დადებულის კი როგორც სჩანდა აღებას არ აპირებდა. მისგან ოდნავ გავიწიე, თუმცა მალევე მოახდინა რეაგირება და კვლავ მჭიდროდ მომხვია ხელი.
- არაფერს დაგიშავებ!- გამაფრთხილებლად ჩამჩურჩულა ყურში. არვიცი სიამოვნების გამო თუ შიშისა ან სიცივისა, ჟრუანტელმა დამიარა და უხმოდ განვაგრძე გზა. კაციც მდუმარედ მომყვებოდა. მისკენ გახედებას ვერ ვბედავდი თავჩაღუნული. ასე მეგონა, ლამპიონებით განათებულ ქალაქში მხოლოდდამხოლოდ ჩვენ სამის დაძაბული სიარული იგრძნობოდა, და ბუნების სასიამოვნო სურნელს სრულიად აქარწ....ბდა ეს მდგომარეობა. უკნიდან უცნობის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მარჯვენა მხრიდან კი მამაკაცის მწველი მზერა ცოცხლად მჭამდა. მისი სურნელით გაბრუებული უხერხულად ვიშმუშნებოდი, და მის ნებას დაყოლილი, მეგობრის ბინისკენ ავტომატურად მივიწევდი. მამაკაციც ისე მომყვებოდა, წელზე ხელს ოდნავადაც არ არხევდა. დაძაბულნი ერთი ქუჩის გავლით კორპუსებს მივადექით. პირველივე შენობაში შევედით თუ არა მამაკაცმა ხელი გამიშვა. გავჩერდი. მისკენ შევტრიალდი და შევხედე. ზემოდან ნახშირივით შავი თვალები დამყურებდნენ. საოცრად ნატიფ სახეზე, რომელიც უდიდესი მოქანდაკის ნამუშევარი გეგონებოდათ, ვერაფერს ამოიკითხავდით. მხოლოდ თვალებში უგიზგიზებდა ცეცხლი და ბრაზზს აფრქვევდა.
- განაგრძე! - ეს უკვე ბრძანება იყო. მოულოდნელად კანკალმა, ამიტანა და შეწინააღმდეგების უნარი წამართვა. კაცმა ალბათ ეს იგრძნო, და ხელი კვლავ ნაზად მომხვია წელზე და კიბისკენ მიბიძგა. ჩუმად ავიარეთ პირველი სართული. კაცი მაჩქარებდა. მესამე სართულზე, კი როდესაც გახუნებულ, მუქ კართან შევრჩერდი, გავბედე:
- არ იყო საჭირო აქამდე მოგეცილებინეთ.-ანერვიულებულმა და თავდახრილმა ჩუმად ვუთხარი. გული ძგერის ტემპს არ ანელებდა. მან ეჭვის თვალით გადმომხედა. შემდეგ კი კარს შეავლო თვალი.
- ჯობია შეხვიდეთ- მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა უნდობლობა: იქნებ და სხვა ბინასთან ვიყავით, და არა ჩემს დანიშნულების ადგილას?... ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, და მამაკაცს ავხედე. ვინაიდანაც და რადგანაც კორპუსში სიბნელე იყო (ალბათ სინათლის ანთება დაავიწყდათ) მის სახის ნაკვეთებს კარგად ვერ ვხდავდი, არადა ამის სურვილი შიგნიდან მთლიანად მჭამდა, და დაუმორჩილებელი, სხეულიდან გამოღწევას ლამობდა. თავი ხელში ავიყვანე, და კარისკენ გავიწიე, თუმცა შევჩერდი და ისევ მას მივაპყრე მზერა, იმის იმედით რომ რამენაირად თვალს მოვკრავდი. პიტნის სურნელი, რომელიც სასიამოვნოდ ერწყმოდა ალკოჰოლის არომატს, ღრმად ჩავისუნთქე.
- სახელი არ გითქვამთ...
- არც ვაპირებდი...- მოკლედ მომიჭრა. ჩავიცინე.
- მაშინ მე მინდ...
- რადგან მე უნდა მეკითხა თქვენთვის სახელი...- ბოხი ბარიტონი ისე სასიამოვნოდ გაისმა სივრცეში, უცებ ჟრუანტელმა დამიარა და გამეღიმა. წარბი ავწიე. ვიცოდი ჩემს ამ ქმედებას მაინც ვერ შენიშნავდა.
- უნდა გიპასუხოთ?
- ბოლოსდაბოლოს მანიაკისგან გადაგარჩინეთ.
- იქნებ სულაც არ იყო მანიაკი?- მის მიმართ განცდილი სიმპათია იმწამსვე ჩაანაცვლა ამაყმა ბუნებამ.
- მაგრამ არც სანდო პიროვნება ჩანდა.
- იქნებ არც თქვენ ხართ სანდო ადამიანი? - ვკითხე, საპასუხოდ ჩაიცინა. დიდი, მამაკაცური სხეული, და ფართო მხრები სიცილისგან აუთამაშდა.
- ასე ფიქრობთ? მაშინ ასე მდუმარედ არ გამომყვებოდით...
- ეს თქვენ გამომყევით ყოველგვარი თხოვნის გარეშე- მოთმინების ფიალა მეწურებოდა მისი მხრიდან ამგვარი თამაშის გამო; თავი ძლივს მოვთოკე სახლში არ შევვარდნილიყავი და კარი ცხვირწინ არ მიმეჯახუნებინა.
- მაგრამ, მოდი ვაღიაროთ რომ, რომ არ გამოგყოლოდი ღმერთმა იცის ახლა სად ან რა მდგომარეობაშო იქნებოდით.
- ყოველთვის ასეთი პესიმისტი ხართ?
- ადამიანებს გააჩნიათ...
- ვის? - გამეცინა.
- ადამიანებს. მაგალითად თქვენ, თქვენნაირ მშვენიერ გოგონას შეიძლება ნებისმიერი საფრთხე ასდევნებოდა, მე კი უმოქმედლდ ვერ ვიჯდებოდი...- ამას ნამდვილად არ ველოდი, გაოცებისგან ენა ჩამვარდნოდა. სიჩუმეს ჩვენი გულების სწრაფი ძგერა და ჩუმი სუნთქვა არღვევდა.
- რატომ გამომყევით?- იმედი მქონდა რომ ჩიხში მოვამწყვდევდი.
- მოსალოდნელი საფრთხისგან თქვენი დაცვა ვისურვე...- ცოტახნის დუმილის შემგდეგ მხრების ჩეჩვით თქვა.
- მადლობა...
- შეიძლება თქვენი სახელი ვიკითხო?
- ნუცა...ნუცა ბერიძე.- სიბნელის მიუხედავად დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და სხეულში სასიამოვნო გრძნობა მივლიდა.- თქვენი?
- დემეტრე ახვლედიანი- თავისი მომხიბვლელი ხმით მითხრა, და მომიახლოვდა. ავტომატურად უკან დავიწიე და კარს ავეკარი. მამაკაცი უფრო და უფრო ამცირებდა ჩვენს შორის მანძილს. ბოლოს ხელი აწია და წინ ჩამოშლილ, გრძელ თმაზე გადამატარა. წინააღმდეგობის გაწევას ვერ, ან არ ვბედავდი. ყურზე გადამიწია. მისი ცივი თითების ჩემს კანზე შეხებამ გონებისა და სხეულის ბნელ ნაწილებში მიმალული უცნობი, სასიამოვნო გრძნობა გააღვიძა და თვალები მივნაბე. დემეტრეს ცხელი სუნთქვა ყურთან ვიგრძენი.
- განა სამყაროში არსებობს რაიმე, რისგანაც შენს დაცვას ვერ მოვახერხებ? - ბოხი ხმით ნაზად და ჩუმად ჩამჩურჩულა და გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე ამიარა გვერდი. მეც მისკენ გავიხედე. კიბეებზე დინჯად და აუჩქარებლად ჩადიოდა მძიმე სხეული და მოულოდნელად ანთებული სინათლის ფონზე, რომელმაც თვალები წამით ამიწვა, მამაკაცის დაკუნთული სხეული, შავი პერანგიდან რომ მოჩანდა, კუპრივით შავი, გრძელი თმა და გრძელ წამწამებში მიმალული ნახშირივით შავ თვალების დანახვა მოვასწარი, რომლებმაც წამიერად შემავლეს თვალი, და ისიც გაღიმებული კიბის საფეხურებს ჩაუყვა. დემეტრე თვალთახედვის არეს მიეფარა. მოულოდნელი შეხვდერისა და წასვლით გამოწვეული გაბრუება შიშმა ჩაანაცვლა. იმდენად უცნაურად და დაუცველად ვგრძნობდი თავს რომ მოულოდნელად კანკალმა ამიტანა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამდენხანს, და რომ არა ყავისფერი, გახუნებული კარის უეცარი გაღება, რამაც ჩემი შეხტომა გამოიწვია, ალბათ კარგა ხანი ვიქნებოდი ფიქრებში წასული.
- ნიცა! ღმერთო... სად ხარ აქამდე?! - კართან ნათია იდგა და გაღიმებული იუბილარის ყურებაში, ჩემს ყურს ოთახიდან გამომავალი ხმამაღალი მუსიკის ხმა მოსწვდა.
- ნათია? გადარეულო როგორ ხარ?- დაბნეულობის გასაფანტად მეგობარს მოვეხვიე. მანაც გულში ჩამიკრა და სადღესასწაულოდ მორთულო ოთახისკენ გამიძღვა...
* * *
გათენებული ღამის მიუხედავად ძილი არ მეკარებოდა და მეგობრის მისაღებში ცხელსა და ტკბილ ჩაის ნელა შევექცეოდი. წუხანდელმა დამღლელმა საათებმაც ვერ გამიქარვეს იმ უცნობზე ფიქრი, რომელმაც ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყო. მისი ყოველო ნათქვამი სიტყვა გულსა და გონებაში კადრებივით მეორდებოდა. ფიქრი ნათიამ შემაწყვეტინა, რომელიც საძინებლიდან გამოვიდა და აჩეჩილი თმებით სამზარეულოსკენ მიემართებოდა.
- ღმერთო... თავი! როგორ მტკივა...- ამოიკვნესა და მაგიდას მიეყრდნო. ჭიქაში წყალი ჩამოისხა, რომელიც სულმოუთქმელად დაცალა და ახლა წამლით ხელში მეჯდა გვერდით.
- გეუბნეოდი მაგრამ ვინ გისმენს... სახლი თავზე დაიმხეთ, თითქმის მთელი ხელფასით ნაყიდი სასმელი სულ დაცალეთ და ახლა ალბათ სწორედ ასე ინაზღაეურებ ამ ყველაფერს.- წარბაწევით ვუთხარი და ჩაის სმა გავაგრძელე.
- გთხოვ ნუ დაიწყებ ისედაც ცუდად ვარ- ამოიბუტბუტა და მხარზე მომეყრდნო. - თუმცა ამად ნამდვილად ღირდა- მითხრა და გულზე ჩამოკიდული, ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი მოიქცია ხელში, რომელზეც მისი პორტრეტი იყო ამოტვიფრული.
- სულელო, გგონია ისე უბრალოდ არ გიყიდდი? მე არ ვიყავი რომ გეუბნეოდი რესტორანში ჯობია ვახშმად დავსხდეთ მეთქი?... - სიცილით ვუთხარი და ხელი გადავხვიე.
- ოოო, გაჩერდი რა- ამოიკვნესა- ტელევიზორის პულტი სადაა? განა დედამიწის ამბები რა გაუგებარი გახდა ასეთი.- თქვა და პულტის ძებნა დაიწყო ხელის ცეცებით.
- მოიცა მაგიდაზე დევს, გავალ მოვიტან- ვუთხარი, ფრთხილად ავდექი და სამზარეულოში გავემართე. პულტი ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე. დახლს მივეყრდენი. ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემა გადიოდა.
- აუ ცოტა აუწი რა...- დივნის უკან მომხედა ნათიამ და მუდარაშერეული თვალები მომაპყრო. ავუწიე.
- "დღეს დილით პოლიციამ, ვერის აღმართში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვა.- ტელევიზორიდან ჟურნალისტის ლაპარაკი მოისმოდა, რომელიც მაშინვე გონების უჯრედებს მისწვდა და ბურუსში გაჰხვია.- როგორც ამბობენ, წუხელ, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით მოყენებული სასიკვდილო ჭრილობა გახდა მიზეზი ოცდახუთი წლის კაცის სიკვდილის მიზეზი. მამაკაცს სხვა დაზიანება ან ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც ადასტურებენ იგი მეტსახელად შერქმეული "მთვარეული[u][/u]" აღმონჩდა. - ქალი ლაპარაკს განაგრძობდა და ჩემს სხეულსაც ნელნელა იპყრობდა პანიკა- ექსპერტიზის დასკვნით მკვლელობა, გუშინ ოცდაორ მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე მოხდა.- მაჯის საათს დავხედე და უცებ გადავთვალე დრო...- პოლიციას აქამდე დამნაშავე არ უპოვიათ, და ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ საეჭვო მკვლელობის გახსნასა და დამნაშავის ძებნას. - როგორც კი ჟურნალისტმა საუბარი დაასრულა ეკრანზე გარდაცვლილის სურათი აჩვენეს. ტანში უეცრად გამკრა და ჭიქა ხელიდან გამივარდა. გონებაში მაშინვე გაიელვეს ღრმად ჩაბეჭდილმა სიტყვებმა:
" განა სამყაროში არსებობს რამე, რისგანაც შენს დაცვას ვერ მოვახერხებ?"...



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

დასაწყისი საინტერესო ჩანს... დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი elka popova

Каргиа далиан имедиа ковел дге дадебт да ар гвацамебт

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso dasawyisia, imedia ar miatoveb da dadeb yovel dge☺️

 


№4 სტუმარი Wero

ვააა ძან კარგიაა,ველოდები შემდეგ თავს.^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent