შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #7


13-11-2019, 23:04
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 115

….
- არ მოგბეზრდა პატარ-პატარა საქმეები?
- შეიძლება ითქვას, რომ არა.
- მსოფლიო მასშტაბურს მინდა შევეჭიდო, ჯინი.
- რა აღტაცებით საუბრობ, ზოგჯერ მშურს შენი.
- რა თქმა უნდა, აღტაცებული ვარ. მთელ მსოფლიოს უნდა დავუპირისპირდეთ! - თქვა და ტაში შემოჰკრა.
- მე პასს, ლორ.
- რატომ ? - გული მომენტალურად შეეკუმშა. - ეს ხომ ჩვენი ერთობლივი 255-ე საქმე იქნება.
- ძალიან მოგწონს, რომ ხალხს მტრები და კონკურენტები ვგონივართ? - ცალყბად გაეღიმა ნიკიტას.
- წარმოიდგინე შვიდ მილიარდ ადამიანს ისე ვათამაშებთ როგორც გვსურს, ვაფიქრებინებთ იმას რაც ჩვენ გვინდა რომ იფიქრონ, ნუთუ ამ სიამოვნების პიკზე უარს იტყვი? - გადაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ლორეინმა.
- ბრბოს ფსიქოლოგია მარტივია, ვით მშიერ აფთარს მიუგდებ ლეშს და დაეძგერება, ხალხიც ანალოგიურად აჰყვება მიგდებულ ინფორმაციას. შემდეგ იწყება ე.წ. გაფუჭებული ტელეფონი. ვიღაც ამატებს, აკლებს, აფერადებს და აუფერულებს. ეს კი სოციუმში ტრიალებს და ფესვებს იდგამს.
- რატომ ფიქრობ ეგრე, ჯინი ვერ გცნობ ! - ლამის ატირდა ლორეინი.
- ისეთივე რთულია ბრბო დაარწმუნო სიმართლეში, როგორც ფსიქიატრისთვის პაციენტის ჯანმრთელობის დადასტურება თავად პაციენტისგან.
- კარგი, შენ თუ არა, მე მაინც შევეჭიდები ამას და შეგატყობინებ ამბებს. უშუალო ფაქტებს და არა გაფუჭებულ ტელეფონს. - აშკარად ნაწყენი წავიდა ლორეინი.
ჯინჯერს კი არ ადარდებდა. ის შეპყრობილი იყო ციფრებით და პროგრამებით და ცალ ფეხზე ეკიდა სამყაროში რა ხდებოდა. სულ რომ მის საქმეს შეეცვალა მსოფლიო ისტორია - არ აინტერესებდა.
ეს იყო ჯინჯერსა და ლორეინს შორის უდიდესი განსხვავება, ლორეინი სოციუმზე აფანატებდა, ჯინჯერი კი საკუთარ საქმეზე მხოლოდ.
რამდენიმე წუთში ლორეინისგან მესიჯი მიიღო, ადგილმდებარეობა, სადაც ყველანაირი ინფორმაცია იქნებოდა თავმოყრილო საქმის შესახებ.
- ოდესმე შარში გამხვევს. - ცივად ჩაილაპარაკა ჯინჯერმა და საწოლში გვერდი იცვალა.
მათი ურთიერთობა არასოდეს სცდებოდა საქმეს. ერთმანეთი თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი, ფიზიკურ კონტაქტზე საუბარიც კი ზედმეტია. თუმცა ერთმანეთის გულწრფელობაში ეჭვი რატომღაც არც ერთს შეჰპარვია.

- ჯინჯერი ? - აღმოხდა ცისფერთვალებას. - აქ რატომ? - ცრემლი მოერია კაცს.
- დიდი დრო უნდა ახსნას, ლორეინი სადაა ? - მოკლედ მოუჭრა ჯინჯერმა.
- სამი კვირაა არ გამოჩენილა, აქაც იყვნენ მოსულნი, სავარაუდოდ ეძებდნენ იმას, რასაც ახლა თქვენ. - ხმაში ბრაზთან ერთად ენით აღუწერელი სევდა იგრძნობოდა.
- სამხედროები იყვნენ ? - ჩაერთო საუბარში ენჯი.
- ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი მათგანი კი. ჩვეულებრივ მოქალაქეებად იყვნენ გადაცმულნი.
- რატომ ფიქრობ ეგრე ?
- შენ ერთი შეხედვითაც გეტყობა, რომ მინიმუმ სამხედრო გამოცდილება გაქვს. სპეც-რაზმელადაც აღგიქვამდი. არასდრო დუნდები, ხერხემალი ყოველთვის სწორია და სახის გამომეტყველებაზეც ეტყობათ.
- აღწერე…
- შავგვრემანი მაღალი, გაჯგიმული. მეორე დაბალი გრძელთმიანი, სუსტი აღნაგობის. მესამე ქალი იყო ზოლიან კომბინიზონში. - ამის გაგონებისას ბარბიმ და მორგანმა ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს.
- ფელიქსი და მისი ბოზბანდა ! - კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა ენჯიმ და იარაღს ხელი ძლიერად მოუჭირა.
- ერიჰაა, რა უცნაური დამთხვევაა. ბრაზილიურ სერიალს ჰგავს ეს ყველაფერი! - თვალები აატრიალა ბარბარამ. - სანტა ბარბარა გვერდით დგას და ნერვიულობს, მომიჯოკრესო !
- მემგონი დროს სულ ტყუილად ვკარგავთ. შენი სახელი? - ჰკითხა ნიკიტამ ბიჭს.
- ენდრიუ.
- ენდრიუ, მშვენიერია, ისინი მოვიდნენ და სახლი გაჩხრიკეს, ასეა ? - მიუგო წითურმა და თანხმობა მიიღო. - ის ნივთი, რასაც ეძებდნენ იპოვეს ?
- არ ვიცი, ლორეინი არასდროს ამბობდა რას სად მალავდა.
- მაგრამ შენ გაჩხრიკე სახლი.
- კი, არა ერთხელ და სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იპოვეს და წაიღეს რაც სურდათ. - ამოიხვნეშა და თავი ჩაქინდრა.
- მაგასაც ვნახავთ. - ბრაზმორეულმა წითურმა კომოდის ქვედა დამალულ უჯრაში ნაპოვნი მეხსიერების ბარათი ნოუთბუქში შეაერთა.

საქმე #255

რა თქმა უნდა ! ექსპერიმენტები ადამიანებზე.
ადამიანების გარობოტება, რობოტების გაადამიანება. მეხსიერების გადანერგვა, ტვინის ნაწილების ამოჭრა, დამუშავება და უკან დაბრუნება. ხალხთა კოპირება ადამიანურ დონეზე...

მთავარი სამიზნეები: ლორეინი და ჯინჯერი.
ამ ყველაფერმა შეაძრწუნა ყველა გარდა ჯინჯერისა.
ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა ნიკიტა იყო ის, თუ როგორ მიაგნეს მის გარეგნობას. როგორ გამოიკვლიეს მისი წარსული და რატომ სურდათ მისი მოკვლა.

- ის რაღაც, არ ყოფილა ჩემი ზმანება, ჰო ? - ცრემლის თხელი პლევრით გადაკრული ლურჯი თვალები მიანათა ენჯის.
- ფაქტია, რომ არა. და საბედნიეროა, რომ იმ დღეს მოგისწარი. - ფრჩხილები ხელისგულებში ესობოდა ენჯის იმდენად იყო გამწარებული.
- ანუ მათ შექმნეს ჩემი იდენტური რობოტი, რომელიც აზროვნებს კიდეც და უნდა მომკლას. - თვალები გაუშტერდა წითურს და იატაკზე დაეშვა. - აი, ამიტომ მეზიზღება მსოფლიოს მასშტაბის საქმეები.
- წარმოდგენა მაინც გაქვს ტექნოლოგიებით რამდენი ასწლეულებით არიან ჩვენზე წინ ? - აღმოხდა აღფრთოვანება ბერიმორს.
- ვინმე მსოფლიო მასშტაბის ადამიანს სურდა ამის გაკეთება სავარაუდოდ. - თქვა ენდრიუმ. - სხვა შემთხვევაში ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარების მიზანს ვერ ვხედავ. ვიღაც გენიოს იდიოტს სურს მთელი მსოფლიო დაიპყროს და ჭადრაკის დაფასავით სათამაშოდ გამოიყენოს.
- აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რაში სჭირდებათ ეს. ლორეინი უნდა ვიპოვოთ.- თქვა ბერიმორმა და ჯინჯერს ნოუთბუქი ააცალა.- რამდენიმე “ფილიალი” ყოფილა ამ სარობოტეთის. - თქვა თხუთმეტი წუთის შემდეგ, რაც ხელში აიღო მოწყობილობა.
- რას გულისხმობ ? - ჩაეძია ენჯი.
- იმას, რომ ბერმუდს სამკუთხედივით სამ წერტილში აქვთ განლაგებული ბაზა.
- ვფიქრობ, ეგ თვალის ასახვევადაა ჩადებული მანდ. - თქვა ენდრიუმ და თავზე ხელი გადაისვა. ბაზა ერთია, მეტისმეტად გართულებულიიქნება ინფორმაციის და რა ვიცი ტვინის ნაწილების გადაადგილება ამ სამ წერტილს შორის.
ტოკიო-ნიუ-იორკი-სიდნეი
- მსოფლიო მასშტაბის საიდუმლო გავიგეთ, ისეთი რამ, რაც ხდება მხოლოდ ფილმებში, ამის დედაც, დალახვროს ეშმაკმა, ცოცხლებს არავის დაგვტოვებენ რომ გავტოკდეთ სადმე მაინც, ხვდებით ამას ? - გაავებული ხმით ჩაიჩურჩულა ბარბიმ.
- რომ არ გავტოკდეთ ნიკიტა მოკვდება ! - ენჯიმ გამოსცრა კბილებს შორის.
- აქ უკვე არჩევანია, - თქვა ენდრიუმ. - ან კვდება ერთი, ან ყველა. რას ირჩევ ? - ჰკითხა ანჯელინა მორგანს ენდრიუმ და ცალყბად გაეღიმა.
- საუბარი იქეთკენ მიგყავს, რომ ომის მოსაგებად, ბრძოლა უნდა წავაგოთ ? - დაბრუნდა ის კაპიუშონიანი ცინიკოსი, რომელიც არ აძლევდა ხალხს უფლებას, რომ 29-ე სართულიდან გადმომხტარიყვნენ.
- ზუსტად მაგას ვგულისხმობ. ერთის სიკვდილი თუ ხუთის ? რომელი გირჩევნია ? - არც ენდიუ აკლებდა ცინიზმს.
- პატარა ენდრი, მოდი ცოტა თავი გავანძრიოთ. მთავარი სამიზნე ჯინჯერია, ჯინჯერს აქ და ახლა ვახლავართ მე შენ და კიდევ ორი ადამიანი, როგორ ფიქრობ სულ რომ მივატოვოთ აქვე ტყეში, ისინი ჩვენ ვერ მოგვაგნებენ ?
- თუ საკმარისად კარგად დავიმალებით… - სიტყვა გაააწყვეტინა ენჯიმ და თქვა.
- ჯინჯერი და ლორეინი, მსოფლიოში აღიარებული ორი გიჟი ჰაკერი, რომელთა მონაცემებიც არ არსებობდა არსად, მაინც იპოვეს. კიდევ გაქვს რაიმე არგუმენტი ? - ჰკითხა და ახლოს მიიწია კაცისკენ. - და იცოდე, რომც გქონდეს, ტვინს გაგასხმევინებ ჯინჯერის გამო, ოღონდ ერთი წუთით მეტი იცოცხლოს, გასაგებია ? - თქვა და იარაის ლულა შუბლზე მიუბჯინა.
- ჰო, ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვაგნებენ ისე, რომ ამას ვერც კი მივხვდებით. - ჩაფიქრდა ბარბარა.
- ფელიქსის შემთხვევაც ყურადსაღებია. - თითები თმაში შეიცურა ენჯიმ.
- ეშმაკმაც დალახვროს ეს ბერმუდის სამკუთხედი. - თავისთვის ბურტყუნებდა ბერიმორი. ქოხი პატარა საგიჟეთს დაემსგავსა, სადაც ყველა თავისებურად ამჟღავნებდა თავის სიგიჟეს.
- სამკუთხედის პირველ წვერზე ვდგავართ, სჯობს აქედან დავიწყოთ ძიება. - თქვა ჯინჯერმა და მანქანისკენ გასწია.
დანარჩენებმა კი თითქოს ვერც კი შეამჩნიეს ნიკიტამ რომ ისინი დატოვა და მანქანისკენ გაეშურა, სადაც ბერიმორს მოწყობილობები ჰქონდა ჩამწკრივებული. ფლეშკა ისევ შეაერთა აწ უკვე დიდ ეკრანზე და დეტალურად სცადა ყველაფრის გამოკვლევა.
რატომ იყვნენ სამიზნეებად არჩეულნი მსოფლიო ჰაკერები, როგორ ახერხებდნენ ადამიანების გარობოტებას და რობოტების გაადამიანებას. მეტისმეტად შეჰყვა ამაზე ფიქრ და კითხვას. იმდენად, რომ მის წინ ასვეტებული თავისი სახე ორიოდე წუთის განმავლობაში ვერ შეამჩნია…
ენჯის გულმა რეჩხი უყო, როდესაც ნიკიტა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა და გადაწყვიტა ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყოლოდა მას. ქოხიდან გამოვიდა თუ არა მისმა ყნოსვამ მსწრაფლ აღიქვა ალუბლის მოტკბო-მომჟავო სურნელი და საფეთქლებზე ძარღვები დაებერა. კისრისტეხით გაიქცა მანქანისკენ, რომელიც კარგა მოშორებით იყო დაყენებული და გულმა საგულედან გაფრენა ინება.
ორი ზუსტად ერთნაირი ჯინჯერი ერთმანეთს შებმოდა. ისინი ერთმანეთს ახრჩობდნენ, კაწრავდნენ კბენდნენ, ერთმანეთის მოკვლა სურდათ.
- ჯანდაბა ! ბარბარა ! ბერიმორ ! ჯანდაბა! ჯანდაბა ! - წყობილებიდან გამოვიდა ენჯი და ორივე იარაღი მოიმარჯვა. - გაჩერდით, თორემ გესვრით ! - ყინულივით გაბზარული ხმით წამოიძახა ანჯელინა მორგანმა და ზურგს უკან თავისიანების მოახლოება იგრძნო.
- ღმერთმანი! ეს რა ჯანდაბაა, ენჯი ?! - თვალებს ვერ უჯერებდა ბარბარა. ბერიმორი კი, რომელიც მუდმივად კითხვებით ბურღავდა ტვინს დადუმებულიყო და არც კი იცოდა რა ეთქვა. ჯინჯერი მისთვის ეტალონი იყო, მაგრამ აქ და ახლა იმის გარჩევა, თუ ვინ იყო ნამდვილი ჯინჯერი, შეუძლებელი იყო.
თმა, სახე, თვალები, ნაკვთები, ჩაცმულობაც კი. ყველაფერი ერთი ერთში იყო გათვლილი.
- ენჯი! - ორივემ ერთხმად იკივლა და ქალს იარაღი ხელში აუკანკალდა. ორი ნიკიტა სთხოვდა მას დახმარებას, როგორ შეეძლო მას გარკვეულიყო რომელი იყო ნამდვილი ?
- სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბება, რომელიმეს ცოცხალს თუ დატოვებ ! - ცივად უთხრა ენდრიუმ, რომელიც ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სიტუაციას. შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს მსგავსს მოელოდაო.
ორი წითური ტალახში ერთმანეთს გამალებით ებრძოდა და არც ერთი დაინდობდა მეორეს, ეს ფაქტი იყო. ფრჩხილებისგან დატოვებული ნაკაწრები, დახრჩობის მცდელობისგან ყელზე დატოვებული თითების ანაბეჭდები და ნაკბილარებ ყველგან, სადაც მოუხვდებოდათ ყბის მძლავრი კუნთები და ბროლის კბილები. სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა, გარდა ერთ-ერთი წითურისა, რომელიც შეწებებული მსგავსი ქმნილება იყო რეალური ჯინჯერისა.
- სიკვდილს გადამარჩინე და ახლა ისევ უნდა მომკლა ? - დაიკივლა ერთ-ერთმა წითურმა. ერთმანეთს ხელი გაუშვეს და ენჯის მიუბრუნდნენ.
- გგონია ამ კითხვას დაგისვამდი ? - მიუბრუნდა მეორე წითური.
- შენი აზრით ვეცდებოდი შენს დაბნევას ამ მომენტში ? - თვალები აუცრემლიანდა პირველს.
- არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, მესროლე და მორჩება ყველაფერი. - უთხრა მეორემ და ტალახშივე ჩაჯდა ფეხმორთხმით.
- შენ გგონია ასე უმოქმედოდ ვიქნებოდი, როცა საქმე მსოფლიოს ეხება ? - აგრძელებდა გაკაპასებული მეორე წითური.
აი, აქ კი ანჯელინა მორგანმა დაინახა განსხვავება პირველსა და მეორე წითურს შორის. ნელი ნაბიჯით გაემართა პირველი წითურისკენ და გულში ისე ჩაიკრა, რომ მეორე წითურისთვის ნიშანი მიეცა. თავი ოდნავ დაუკრა და გულისამრევი ალუბლის მოტკბო-მომჟავო არომატი ღრმად ჩაისუნთქა. ლამის ღებინების რეფლექსი დაეწყო, მაგრამ მაინც გაუძლო მასზე შემოხვეულ ფარისევლურ ხელებს, რომლებმაც ცოტა ხნის წნი ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი კინაღამ მოუკლეს. იმდენადღრმად იკრავდა გულში პირველ წითურს, რომ ლამის ნეკნების ხმა მოესმა ენჯის.

აქ იწყეოდა ნამდვილი თამაში. თამაში, რომელიც უნდა მოეგო, რადც არ უნდა დასჯდომოდა. ნიკიტა ვლასოვას ანჯელინა მორგანი არავის დაუთმობბდა, სულ რომ მამაზეციერი ჩამოსულიყო ფეხიით ციდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent