შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება(მე- 2 თავი)


14-11-2019, 11:58
ავტორი სალოme
ნანახია 702

ფიქრისგან გაბრუებული სულაც ვერ ვგრძნობდი ფეხებთან დაქცეული ცხელი ჩაის წვეთებს, და თვალმოუშორებლად გავყურებდი ეკრანს, სადაც გარდაცვლილი, თურმე მანიაკი იყო გამოსახული. გახსენებული უცნაური მწვანე თვალების გონებაში მოულოდნელად ხილვა, რომელიც არეული ნაბიჯების ფონზე დემეტრეს გვერდით მდგარს ზურგს მიწვავდა, ჩემთვის თავის ტკივილის პიკი აღმონჩდა. დემეტრეს უცნაური სიტყვები ერთიანად მბოჭავდნენ და მაიძულებდნენ მეფიქრა, რომ იგი მკვლელი იყო... მან მოახერხა ჩემი დაცვა(თუკი მომავალში რაიმე დამემართებოდა მწვანეთვალება მანიაკისგან) და ფაქტიურად კიდევ ერთხელ მისი ნახვისგან მიხსნა. თუმცა რის ფასად? მანიაკი კი არა და, ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ!
- ნიცა!- ნათიამ დაიყვირა და წამსვე მომვარდა. მეც ფიქრთა საუფლოს თავი დავაღწიე და ვიგრძენი შიშველი ფეხის თითების წვა, მაშინვე ცივ იატაკზე გადავედი.
- ფუ შენი! - ერთიანად ბრაზმორეულმა დავიწყე ლანძღვა და სააბაზანოსკენ შეძლებისდაგვარად მივრბოდი, რათა ცივი წყლის ჭავლისთვის ფეხის თითები შემეშვირა. როგრც აღმონჩდა დამწვრობა საშიში სულაც არ იყო, და უნიტაზზე ჩამომჯდარმა მალამოს წასმა დავიწყე. თავზე წამომდგარი ნათია, მომენტალურად კითხვებს სვამდა.
- რა დაგემართა გამაგებინე, გული გამისკდა!
- აბა მე მკითხე- შევუბღვირე და ნერვებმოშლილმა ფეხებს დავხედე.
- ძალიან გეწვის? - სახე მოულბა ნათიას. და წამოვდექი. სამზარეულოში გასულმა ნათიამ, რომელმაც იატაკის გასუფთავება ითავა, თავი გააქნია და მორიგი შეკითხვის დასასმელად პირი გააღო.
- რა მაინტერესებს იცი? იმ კაცის შეგეშინდა ჭიქა რომ გაგივარდა? იმ...იმ მანიაკის...
- არა, - ვუთხარი ვითომ გაოცებულმა მხრების ჩეჩვით.- უბრალოდ ხელიდან ამისრიალდა ჭიქა, ესა და ესაა- ნამდვილად არ ვაპირებდი ნათიასთვის დემეტრეს შესახებ რაიმეს თქმას, და თითქოს თავდაცვის ინსტიქტიც დუმილს მაიძულებდა.
- უცნაურია აქამდე არასდროს დაბნეულხარ ასე,- თქვა და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა და მეც ვითომ არაფერი, დივანზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გადასული კვლავ პანიკამ მომიცვა.

* * *
შუადღე გადასულიყო, და სასწავლებლიდან გამოსული სეირნობით მივემართებოდი ჩემს ბინასთან ახლოს მდებარე მაღაზიისკენ. ერთი კვირა გავიდა ტელევიზორში ნანახ გარდაცვლილით გამოწვეული პანიკიდან, და ამ ერთი კვირის განმავლობაში სულაც არ ვიყავი გულდამშვიდებული. სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა შეიძლებოდა ყოფილიყო და უსაფუძვლო შიში არ უნდა მქონოდა. მაგრამ ვერ მოვახერხე...
ვერც იმ ნახშირივით შავ თვალებს ვივიწყებდი, ასე ძლიერ რომ მჭამდნენ მზერით...
მაღაზიაში რიგი იყო, და ორი გამყიდველიც ყველანაირად ცდილობდა კლიენტებს კარგად მომსახურებოდნენ. ნატურალური წვენი და ხილი ავიღე, მეც რიგში დავიკავე ადგილი, რომელიც საბედნიეროდ წინ სწრაფად მიიწევდა. ბოლოს როცა ჩემი ჯერი დადგა, უკნიდან ვიღაც ამომიდგა. მოუთმენლად ველოდებოდი ხურდის დაბრუნებას. სანამ მომსახურე პერსონალი ხუთლარიანებს ხელახლა ითვლიდა უკან მივიხედე და გავშრი. თავში კინაღამ სისხლმა ამასხა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ზურგსუკან დემეტრე იდგა. ორი თავით მაღალი "ბუმბერაზი" თბილი ღიმილით მიყურებდა. თვალი მის მონატრებულ სახეს მხოლოდ წამით შევავლე და როგორც კი განვლილი კვირის ფორიაქმა კვლავ თავი იჩინა. ანერვიულებული მოლარისკენ მივტრიალდი. ხელისკანკალით გამოვართვი ხურდა და ორივე პარკი ხელში დავიკავე. ჩუმად ავუარე გვერდი დემეტრეს და ღია კარში გავედი. ვფიქრობდი ისევ ნათიასთან ხომ არ წავსულიყავი, რადგან არ მინდოდა რომ თუ იგი ამედევნებოდა ჩემი სახლისთვის მიეგნო. უკან გავიხედე, თუმცა ქუჩაში მარტო ვიყავი, და დამშვიდებულმა განვაგრძე გზა. ჩამწკრივებულ კორპუსებს მივადექი. ხის ჩრდილში მოხტუნავე ბეღურებს თვალი შევავლე და სადარბაზოში შევედი. მეოთხე სართულზე ფეხით ავედი, რადგან ლიფტი გაფუჭებული იყო. კიბის საფეხურებზე, ჩემს უკან მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმოდა. არ ვიცი რამ მიკარნახა, რომ ავტომატურად სრაფად ავირბინე მეოთხე სართულიც და ჩემი ბინის მწვანე კარი შევაღე. დახურვა რაღაც ძალამ შეაჩერა, და სანამ გავიაზრებდი თუ რა ხდებოდა, უცნობს ჩემს პირზე ხელი უკვე აფარებული ჰქონდა, და სრულ სიბნელეში ძირს დავარდნილი პარკებიდან ხილი გადმოიყარა. ცხვირი პიტნისა და ალკოჰოლის მძაფრმა სურნელმა ამიწვა და შიშისგან გული უფრო ამიჩქარდა. გავიბრძოლე თუმცა, დემტრემ ხელები ცალი ხელით გამიკავა.
- ნუ გეშინია- ნაზი, ბოხი ხმით ჩამჩურჩულა ყურში, და სიბნელის მიუხედავად მის შავად აგიზგიზებულ თვალებს შევხედე. თითქოს დაჰიპნოზებულის შიშის გრძნობა სადღაც გაქრა და მისი ადგილი ნდობასა და სიმშვიდეს მოეცვა. ერთიანად მოვეშვი, სულიერი ფორიაქი შეწყდა. მხოლოდ სხეული გამცემდა, და აკანკალებული ხელების დამშვიდებას თვალდახუჭული ვცდილობდი.
- დაწყნარდი, არაფერს დაგიშავებ- ჩვეული სიმშვიდით მითხრა, და რა წამს ხელები შემიშვა, მაშინვე ღრმად ამოვისუნთქე. დამაცადა სანამ დავმშვიდდებოდი.
- აქ...აქ რას აკეთებ?- ენის ბორძიკით ვკითხე კედელზე აკრულმა, და ვცდილობდი მამაკაცის ცხელი სუნთქვისთვის ყურადღება არ მიმექცია, თუმცა ამას ვერანაირად ვახერხებდი.
- გამოგყევი... შენი ნახვა მინდოდა...- კვლავ მშვიდად მითხრა. თუმცა მისმა სიტყვებმა ერთიანად შემმბოჭეს და მისი სახის დანახვის სურვილმა მომიცვა, ამიტომ კედელზე უაზროდ დავიწყე ხელების ფათური, რათა სინათლის ჩამმრთველი როგორმე მეპოვნა.
- ჩემგან რა გინდა?- შევეცადე ხმაში სიმკაცრე გამრეოდა, თუმცა მგონი უფრო ვედრებას ჰგავდა ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები.
- არაფერი... - ამოიჩურჩულა და სუნთქვას სასიამოვნო სურნელი ამოაყოლა, ერთიანად გაბრუებულს ჩამრთველზე მედო ხელი, თუმცა სანამ მივაჭერდი თითებს, ძლიერმა ხელმა ადგილზე გამიკავა და მომიჭირა.
- არც გაბედო! - მის ხმაში იხელა სიმკაცრე იგრძნობოდა, შიშისგან კედელს კიდევ უფრო ავეკარი და ვიგრძენი მასაც როგორ უკანკალებდა ხელი.
-შენთვის ეს უნდა გადმომეცა- მეორე ხელით ბარათი ამოიღო და ჩამრთველთან გაშეშებულ ხელში ჩამიდო.- და ფრთხილად იყავი- დაამატა ჩვეული სინაზით. სახე ახლოს მოწია და ჩემს თმაში ცხვირი ჩარგო.- სასიამოვნო სურნელი გაქვს, როგორც ჰერო...- მისი ღრმად ამოსუნთქვა ვიგრძენი და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა- უბრალოდ თუ რამე მოხდება დამიკავშირდი... მინაბულს თვალები გამეხილა და მანაც კარი გააღო. კედლის უკან ხმამაღალი ნაბიჯების ხმა მოისმოდა, რომელიც ნელნელა სუსტედებოდა და ბოლოს სრულიად გაქრა. ხელში დაჭერილ ბარათს გავხედე, და ჩამრთველს დავაჭირე. ოთახი განათდა. ხელში სავიზიტო ბარათი მედო. დემეტრე ახვლედიანის მისამართისა და ტელეფონის ნომრის გაგება ზედმეტად უადგილო და უდროო მეჩვენა. ხომ შეიძლებოდა მშვიდად გადმოეცა? ანდა სულაც ჩემი მოკვლა სურდა? მან ხომ თვალდაუხამხამებლად მოკლა ადამიანი. თუმცა ჩემი მხრიდან მისი დადანაშაულება იმდენად უსამართლო იყო, რომ ერთიანად მომიცვა სინდისის ქენჯნამ და ბარათი ჯიბეში ჩავიდე. ერთდროულად მისი გამოჩენით ბედნიერმა და შეშინებულმა იატაკიდან ხილის კრეფა დავიწყე. ნავაჭრი სამზარეულოში შევიტანე. დამღლელი დღის შემდეგ მოზღვავებული ემოციისგან დაცლა ურიგო სულაც არ იქნებოდა, თუმცა ეს უკანასნელი იყო რაც მინდოდა და მეც დინჯად დავიწყე ჩაის დაყენება.
ვახშმის შემდეგ როცა ჩემი სამუშაო შევასრულე, რომელიც უნივერსიტეტს ეხებოდა, საწოლზე წამოგორებული დედას ვესაუბრებოდი. ჩემი ოჯახი მცხეთაში ცხოვრობს, თუმცა უნივერსიტეტის გამო მარტოდმარტოს მომიწია თბილისში ოროთახიან ბინაში ცხოვრება. ოცდაოთხი წლის გოგოს ახლა არც სამუშაო მაკლდა და არც ხელფასი, თუმცა ეს ყოველივე არ მაკმაყოფილებდა და ხანდახან ხატვით ვირთობდი თავს. ამის გახსენება იყო და ოთახის კუთხეში, პატარა სამხატვრო კუთხესთან მოლბერტი გავშალე. მომენტალურად დედას კითხვებს ვცემდი პასუხს, რომელიც ტელეფონის მეორე მხრიდან მიზიარებდა რჩევა- დარიგებებს.
ზარი დასრულდა და ისევ ჩემს რეალობას დავუბრუნდი. დემეტრე...
ჩემი ფიქრები მას დასტრიალებდნენ და გონებიდან მკრთალი სინათლის ფონზე დანახულ მის სახის ნაკვეთებს ვერაფერი შლიდა. ტილოს შევხედე. ნაჭერზე შავი ფანქრით მამაკაცის სახე დამეხატა. უფრო სწორად კი პორტრეტი. ეს დემეტრე იყო. ვერც კი გავიაზრე, ისე მოხატეს თითებმა მისი სურათი. სწორ, სქელ წარბებს შორის ცხვირი თითქოს ზუსტ კომპოზიციას ქმნიდა. ხშირ წამწამების ქვეშ კი შავი თვალები დამეხატა. გამოყვანილ ყბის ზოლს ხელი ავაყოლე და მისი ნახვის მოულოდნელმა სურვილმა შემიპყრო. ამ კაცმა შემიპყრო ერთიანად... ფანქრით უზუსტესი მონახაზებიც გავაკეთე და მოლბერტს ნაჭერი გადავატარე. ღამის თერთმეტი სრულდებოდა. ფანჯარაში გავიხედე. კოკისპირული წვიმა გარემოს დანახვას ხელს უშლიდა, თუმცა ქვემოთ ლამპიონის ბოძზე მიყუდებული მამაკაცის სილუეტის შემჩნევა არ გამჭირვებია. იგი ჩემი კორპუსის მხარეს იყო შემობრუნებული და აწეული თავით მივხვდი რომ სადღაც მაღლა იყურებოდა. ფარდა გავწიე და ფანჯარას მოვშორდი. უკვე მერამდენენ ამიჩქარდა გული მისი მოლოდინით. მაგრამ რა გარანტია მქონდა რომ მამაკაცი, რომლის სახეს ვერ ვარჩევდი მე მიყურებდა, და უფრო მეტიც, დემეტრე იყო? შეშლილი ფიქრების თავიდან ამოგდების მცდელობით, საძინებელში შევედი და დავწექი. სიბნელეში მალევე დამეძინა.
ძილში, სიზმარში ფერადი ილუზიები საოცრად ეხამებოდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტად კი ჩემს საწოლთან მოახლოებულ დემეტრე დამამახსოვრდა, ზუსტად იგივე სახით როგორიც მე დავხატე, და საწოლზე ჩამომჯდარის საოცარ არომატს ვსუნთქავდი მძინარე...
დილა მშვიდად დაიწყო. რახან შაბათი იყო, არც მაღვიძარის დაყენება ვისურვე და სანამ მზის სხივებმა არ შემაწუხეს არ გამიღვიძია. საათს გავხედე, ათი სრულდებოდა. თუმცა ზედმეტად უცნაური მეჩვენა მასთან ახლოს დადებული ფურცელი.
"დილამშვიდობისა მშვენიერო. მე ხომ გაგაფრთხილე, რომ ფრთხილად ყოფილიყავი? გთხოვ ამის შემდეგ კარის დაკეტვა ნუ დაგავიწყდება.
პს:ნახატი საოცრად კარგია." წავიკითხე და გულმა ერთიანად ამოხეთა წუხანდელის სიმშვიდის სამაგიერო. თურმე სიზმარში ნანახი ცხადი ყოფილა. წამოვდექი და მაშინვე მისაღებში სამხატვრო კუთხესთან მივირბინე. ნაჭერი, რომელიც ნახატს გადავაფარე სკამზე ეგდო. ახლა გასასვლელ კართან დავდექი და გამოვაღე. სადარბაზოში არავინ იყო. კარს მორგებული გასაღები, იმ წუთას საცოდავად მოქანავე მეჩვენა. არასდროს დამვიწყებია კარის ჩაკეტვა, და ახლა ჩემი დაბნეულობა დემეტერეს დავაბრალე- მან ხომ თავისი სიახლოვით გამაბრუა?!... რას ვბოდავ...
აკანკალებული კვლავ საძინებელში დავბრუნდი. ჩემს ორადგილიან საწოლზე, ამჯერად კარის მხარეს ჩამოვჯექი. ფორიაქი მიპყრობდა იმის გამო, რომ ვიღაც უცნობი ჩემს სახლში ასე ჩუმად შემოიპარა, ბარათი დამიტოვა, ნახატიც ნახა... ნახატი! ღმერთო როგორ დავითრგუნე... მან ხომ ჩემს მიერ დახატული მისი პორტრეტი ნახა, ახლა ვინ იცის რა იფიქრებს... თუმცა ამ წამს სიმარტოვისა და დაუცველობის შეგრძნებამ ყველაფერს აჯობა, ფიქრებისა და ემოციების მოზღვავების გამო თავი ამტკივდა, მეც ბალიშზე დავესვენე. თეთრეულზე პიტნისა და ალკოჰოლის შეზავებული სურნელის აღმოჩენამ , თავისი გაიტანა და სასიამოვნო გრძნობით შეპყრობილი ილუზიათა სამყაროში გადავეშვი...

მოთხრობის შეწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა თქვენი აზრის დაფიქსირება მეტი შემართებით დამაწერინებს..



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ძალიან მომწონს ისტორია. გამართული ნაწერია, 'გემრიელი' სიუჟეტი', უბრალოდ მშვიდად ვერ ვკითხულობ, რადგან როგორც ახალი ავტორი არ ვიცი ბოლომდე მიიყვან თუ არა ისტორიას ან როგორ მიიყვან ბოლომდე:).

 


№2  offline წევრი Mai dire mai

მშვენიერი ისტორიაა,მომწონს ძალიან.კარგად წერ და ველი გაგრძელება.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

მომწონს,გააგრძელე და უფრო დიდი თავები დადე...

 


№4 სტუმარი tamari

მომეწონა.... გთხოვ არ შეწყვიტო შუა გზაში ეს მოთხრობა.ძალიან კარგად წერ,და რაც მთავარია დამაინტრიგებელია.... ყოველდდღე დადე დიდი თავები...... გელოდები.

 


№5 სტუმარი Wero

კარგი წერის სტილი გაქვს.ასე გაგარძელე და ველოდები უფრო დიდი თავს.

 


№6 სტუმარი anna

მისტიური და საინტერესოა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი გოგო ხარ, გეტყობა დამწყები ხარ. მომწონს მოთხრობა, არ შეწყვიტო წერა.❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent