შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება( მე-3 თავი)


15-11-2019, 23:33
ავტორი სალოme
ნანახია 548

დილა გადასულიყო, კარგად გამოძინებული რომ ავდექი და სახლის დალაგება რომ დავიწყე. ყველანაირად ვცდილობდი წუხანდელი თავიდან ამომეგდო რაც ყველაზე რთული იყო და მაგიდაზე დადებულ წერილსა და სავიზიტო ბარათს ყოველ წამს თვალს ვავლებდი. ერთდროულად შეშინებული, გაბრაზებული და ნასიამოვნებიც ვიყავი, დემეტრემ რომ მნახა, და აჟიტირებული თინეიჯერივით ყოველ წამს მეღიმებოდა. იმასაც ვუფიქრდებოდი რომ წინა საღამოს დემეტრეს მძაფრი ალკოჰოლის სუნრელი მის დალევასთან პირდაპირ კავშირში იყო და სრულიად არ ვამტყუვნებდი იმაში, რომ ნასვამმა გაუაზრებლად მომცა ტელეფონის ნომერი და მისამართი.
ახლებური ენერგიით გავიყვანე დრო და საღამოს, რათა ისევ მასთან დაკავშირებით ფიქრებსა და ემოციებს არ შევებოჭე, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე კაფეში წასვლა. აბაზანის მერე, რომელმაც მომადუნა და დამამშვიდა, ჯინსი და მაისური ჩავიცვი. უბრალო სტილი მაქვს და არასდროს მყვარებია ზედმეტი მოკაზმვა. ჩანთა და ტელეფონი ავიღე, ბინის კარი ჩავკეტე და კიბეებს ხტუნვა-ხტუნვით ჩავუყევი.
ნათია და ჩემი თანამშრომელი, რომელიც ჩემთან ერთად გადიოდა კოლეჯში სწავლებას მანქანაში მიცდიდნენ. კაფე ბარისკენ მიმავალ გზას დავადექით, რომელიც სულ ხუთი წუთის სავალი იყო მანქანით. კაფეში მისულებს ავტოსადგომი გადაჭედილი დაგვხვდა. საბედნიეროდ ერთი ადგილი მაინც გათავისუფლდა და ნიკამაც შავი, დიდი ჯიპის გვერდით გააჩერა მანქანა. კაფე ბარში შესვლისას უსიამოვნო გრძნობამ დამიარა. ალკოჰოლის მძაფრი სურნელი სრულიად აქარწ....ბდა ყავისა თუ ჩაის სასიამოვნო არომატს. მიუხედავად იმისა რომ კაფეში მრავალი მაგიდიდან მხოლოდ ოთხი თუ ხუთი იყო დაკავებული, ოთახში ჩახუთულობა იგრძნობოდა. ჩვენც ფანჯარასთან დავჯექით, საიდანაც გაზაფხულის სასიამოვნო სითბო და სიგრილე აღწევდა. ოფიციანტს შეკვეთა მივეცით. და ჩვენც საუბარი წამოვიწყეთ.
- აბა ნიცა! თბილისიდან როდის მიდიხარ? - ამის თქმა იყო და ვიგრძენი ჩვენს უკან მჯდარ სამ მამაკაციდან ერთერთმა, რომელსაც შავი პიჯაკი ეცვა, ჩვენსკენ გამოიხედა. შავთმიანის სახეს ვერ ვამჩნევდი, რადგან პირდაპირ ნათიას ვუყურებდი, და უცნობისთვის თვალის შევლება მეუხერხულებოდა.
- არ ვიცი, უნივერსიტეტში პრობლემები შემექმნა, ორშაბათს გვიანობამდე დავრჩები, და თუ მოვახერხებ სამშაბათს ან ოთხშაბათს აუცილებლად წავალ.- წყნარად ვუთხარი, და შავპიჯაკიანისკენ გავაპარე თვალი, რომელსაც თავი შეებრუნებინა და გრძელ, თლილ თითებში მოქცეულ სიგარეტის მოწევის ფონზე, ჩემი ვარაუდით ყურს გვიგვდებდა.
- ძალიან ცუდია, რომ გვტოვებ ნიცა, უშენოდ კოლეჯში სრული ქაოსია- მოწყენილად თქვა ნიკამ და ოფიციანტის მიერ მოტანილ ლუდის კათხას თვალი შეავლო. ჩვენც მადლობა გადავიხადეთ კუთვნილი ყავისა და ნამცხვრის მოტანისთვის.
- მგონი საკმარისია ჩემი მუშაობა, ცოტა განტვირთვაც მჭირდება.- ვთქვი თუ არა თვალის კუთხიდან დავინახე როგორ გაიშალა ბეჭებში შავთმიანი.- თუმცა სწავლას არ მივატოვებ. - მამაკაცი ძალიან ნაცნობი ჩანდა, და როგორც ვხვდებოდი მართლა ჩვენ გვისმენდა, ამიტომ ავფორიაქდი.
-მერე? რამდენ ხანს აპირებ მცხეთაში დარჩენას? - მკითხა კვლავ ნათიამ და ყავა მოსვა.
- არ ვიცი, იქაურობას როგორ მოვერგები, დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ- ვთქვი და ამოვიხვნეშე. გვერდით მჯდომი მამაკაციც მოუსვენრად გამოიყურებოდა, რასაც საბედნიეროდ მეგობრები ვერ ამჩნევდნენ.
- ნიცა, ბევრჯერ გითხარი რომ გამოყოლა შემიძლია- თქვა ნათიამ ნიშნისმოგებით
- გირჩევნია საქორწინო მოგზაურობით დაკმაყოფილდე- განაგრძნო ნიკამ, რასაც ჩემი ჩუმი ჩაცინება მოჰყვა. თითქოს დაუძახესო, ისე შემოატრიალა თავისი სახე შავთმიანმა ზურგსუკან. მიუხედავად ჩემი ცუდი ჯდომისა, რითაც მას თვალს ვერ ვუსწორებდი, სამოცგრადუსიანი კუთხიდან, ბუნდოვნად მაგრამ მაინც შევამჩნიე, წუხანდელის ნახვის მერე მონატრებული სახე. ტანში ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა და მოუსვენრობამ შემიპყრო. ჩამეღიმა, იმის გამო რომ შესაძლოა გამომყოლოდა, ანდაც შეხვედრა მოულოდნელი იყო...
ნახევარსაათიანი ბაასის შემდეგ, რომელიც ნათიას ქორწინებას ეხებოდა, ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი.
- ალო...- წამსვე ვუპასუხე შემომავალ ზარს, რომელზეც დედა იყო გამოსახული.
- ნიცა...ნიცა- მისი აღელვებული ხმის გაგონებისთანავე, სრულიად დამავიწყდა ის ოცდაათწუთიანი დაძაბულობა, რომელსაც შორიახლო დემეტრეს ჯდომა იწვევდა.
- დედა... რა მოხდა- ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე, ახლა ცხადად ვამჩნევდი ჩემსკენ მოშტერებულ სამ წვყვილ თვალს, რომელთაგანაც შავი ადვილად გამოირჩეოდა.
- ღმერთო ჩემო... ნიცა, მამაშენმა გათამაშებაში ორი ბილეთი მოიგო გესმის?! საფრანგეთის მიმართულებით...
- ღმერთო... დედა კინაღამ გული გამისკდა... არ შეგეძლო წყნარად გეთქვა?- ვუთხარი ცოტახნის მერე დანშვიდებულმა, და ვიგრძენი ჩემს გარშემო დაძაბულობა როგორ განეიტრალდა.
- ვაიმე შვილო ისეთი აღტაცებული ვარ, არ შემეძლო დაწყნარება...- მითხრა გახარებულმა და ჩამეცინა.
- კარგი დედა... ამ... ახლა გასული ვარ გარეთ სახლში რომ მივალ აუცილებლად დაგირეკავ... გკოცნი.
- კარგი ძვირფასო, გელოდები, თავს გაუფრთხილდი- მითხრა და მეც ზარი გავთიშე.
- რა ხდება? - მკითხა ნათიამ და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
- როგორც სჩანს მთელი ზაფხული სახლში მარტო ჯდომა მომიწევს, დიდი ალბათობით მშობლები საფრანგეთში მიდიან.
- მაგარია, თუმცა შენ რა უნდა აკეთო მთელი ეს დრო?
- არვიცი ნიკა მოვიფიქრებ რამეს,- ვუთხარი და ნამცხვარს ნაჭერი ჩამოვაჭერი.
მშვენიერია! ახლა სრულიად მარტო ვიქნები მთელი ეს დრო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზაფხულის გატარებას ამჯერად, მცხეთაში, მშობლებთან ვაპირებდი, ხოლო ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს კი თავიანთი გეგმები აქვთ. არ ვარ ეგოისტი...
თუმცა რაღაც ძალა მკარნახობდა რომ ზაფხული მშვიდად არ ჩაივლიდა...
ის- ის იყო, ყავის დალევა დავასრულე, რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. გავხსენი.
" გამარჯობა ნიცა, იმედია გცალია. ახლა შენთან წამოსვლას ვაპირებდი, ორშაბათს გამოცდა მაქვს ინგლისურში და მომზადება მჭირდებოდა, გთხოვ დამეხმარე გთხოოოვ"- მწერდა ჩემი დეიდაშვილი მარი, რომელიც ახლა ამთავრებდა სკოლას. მის ბავშვურობაზე ჩავიღიმე და მაგიდასთან მყოფებს ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი რომ წასვლა მიწევდა, და ისინიც გაგებით მომეკიდნენ, სწორედ ამას ვაფასებ მათში... უცნაური მეჩვენა მდუმარედ მჯდომი დემეტრე, რომელსაც თვალის კუთხიდან ვაკვირდებოდი, და ალბათ მისი იდუმალების გამო მკარნახობდა გონება რომ ადგილიდან ფეხი მარტოს არ მომეცვალა. თუმცა ავდექი. ჩანთა და ტელეფონი ავიღე, მეგობრებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ცხრა საათი იწყებოდა, და შებინდებული ცა ალისფერი სხივებს ირეკლავდა. მარიამს პასუხი მივწერე, რომ მივდიოდი. ზურგსუკან კარის დახურვის ხმა გაისმა. რახან ბინა შორს არ იყო, გადავწვიტე ფეხით წავსულიყავი და ვაღიარებ იმ უცნობის ხილვის ინტერესით ვიწვოდი, რომლის მძიმე ნამიჯების ხმა ახლოდან მოისმოდა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ, უკან მივიხედე. არავინ, მითუმეტეს დემეტრე არ მომყვებოდა, და თითქოს გული დამწყდა, არადა ჩემს თავს ვუბრაზდებოდი იმის გამო რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მქონოდა.
მაგრამ მაინც როგორი?
ის მე სულ სამჯერ მყავდა ნანახი, მაგრამ თითქოს მაგნიტივით მიზიდავდნენ მისი ხმა, სურნელი, გარეგნობა. თუმცა არაფერი ვიცოდი მის შესახებ და სწორედ ეს მაფორიაქებდა. დამნაშავე რომ ყოფილიყო, მკვლელი ან ქურდი? ახლა გამახსენდა რომ დილით სახლი არ შემიმოწმებია, ყველა ნივთი ადგილზე იყო თუ არა, რადგან მისნაირი მამაკაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ღმერთო, მას რომ ძილში ჩემთვის რამე დაეშავებინა? უკვე ფორიაქს ვიწყებდი ფიქრში გართული, რომ მოულოდნელად მკლავზე ძლიერად ჩამავლეს და, იქვე, ჩიხში შემიყვანეს. კედელზე ამაკრეს. სიმპათიური შავთვალება, რომელსაც გრძელი, შავი თმა წინ ჩამოჰყროდა ზევიდან მიყურებდა. ჩემი გული პანიკამ მოიცვა და საოცარი სისწრაფით აძგერდა, დემეტრეს ასე პირდაპირ დანახვის გამო.
- მომენატრე- სანამ მის გაკიცხვას დავიწყებდი, ამოიჩურჩულა და ამოსუნთქვით ერთიანად გამაბრუა. გრძელი, თლილი თილები ლოყას შემახო. ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, და იმის გაფიქრებაზე, რომ ასე ახლოს ვუშვებდი ჩემთან, დენდარტყმულივით შევხტი და ხელები მთელი ძალით ვკარი. მხოლოდ ოდნავ წაბორძიკდა და მერე თვალებში ამომხედა. ნახშირივით შავ თვალებში ვერაფერს ვხედავდი, თითქოს გაღვივებული ნაპერწკლები ჩამქრალიყო. შემეშინდა. კედელს ახლა ჩემით ავეკარი. იგი კვლავ მომიახლოვდა.
- ბოდიში მინდოდა მომეხადა, რომ გუშინ სახლში შემოგეჭერი.- ჩემდა გასაკვირად, სრულიად საწინააღმდეგო მოიმოქმედა. არადა მეგონა, რომ გამიბრაზდებოდა და ტიპიური, ეგოისტი ადამიანივით ყვირილს დამიწყებდა.- უბრალოდ გუშინ ცოტა ნასვამი ვიყავი და... ბარათიც არ უნდა მომეცა...- განაგრძობდა ჩურჩულს და თვალებში ურცხვად მიყურებდა, მე კი მის მარწუხებს თავს ვერ ვაღწევდი.
- არ გინდა რომ თავი დამანებო?- ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ვედრებას ჰგავდა, არადა სულაც არ მინდოდა რომ ჩამომშორებოდა და იმედიანი თვალები მივაპყარი.
- მაპატიე, მაგრამ ძალიან გვიანია.- თავისი ბარიტონით, მიპასუხა. ვარდისფერი ტუჩები რომელსაც ცოტა წამოზრდილი წვერი ოდნავ უფარავდა, იმ წუთას საოცრად მიმზიდველნი ჩანდნენ.
- და ადრე როდის იყო? - შევეკითხე იმის იმედით, რომ ჩიხში მოვიმწყვდევდი.
- ადრე არასდროს ყოფილა ნიცა. ჩვენი პირველი შეხვედრა უკვე გვიანი იყო.- ეს თქვა და თავში იმ დღის კადრებმა გაირბინეს როდესაც, მანიაკი ამედევნა, ხოლო მის მიერ წარმოთქმულ ჩემს სახელს კი ემოციათა მოზღვავება მოჰყვა.
- ის კაცი შენ მოკალი?- სანამ რამეს გავიაზრებდი, ბაგეებმა მანამდე წარმოთქვეს სიტყვები.
არ ელოდა. სახიდან თითქოს ფერი გადაუვიდა და ჩამქრალ თვალებში ბრაზმა გაიელვა.
- რა სისულელეს ბოდავ- ცინიზმით გაჟღენთილი ხმა, ვიწრო ქუჩას ექოსავით მოედო.
-შენ... შენ...უნდა შემეშვა!- ყველანაირად ვეცადე რომ მკაცრად გამომსვლოდა, თუმცა მისი წეღანდელი სიტყვები ეკლებივით მიჩხვლეტავდნენ გულს, და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ამაოდ ვცდილობდი.
- არა...ამას ნუ მთხოვ- გაღიმებულმა მითხრა.- შენი მარტო დარჩენა ერთმანეთს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს- აი თურმე საით უმიზნებდა! თავში კინაღამ სისხლი ამივარდა, ბრაზმორეულმა სიმწრით გამოვცერი კბილებში, ალბათ ყველაზე საჭირო ტყუილი.
- მე დანიშნული ვარ!
- არა, არ ხარ- ჩაიცინა და წამსვე დასერიოზულდა- არც შეყვარებული გყავს.- გავშრი.- შენი ოჯახი მცხეთაში ცხოვრობს, უდედედმამიშვილო ხარ,- გაღიმებული განაგრძობდა.- ოცდაოთხი წლის ხარ და კოლეჯში, უცხო ენების კურსს გადიხარ. უნივერსიტეტში კი არქიტექტურაზე მუშაობ ხშირად. გინდა ისიც ჩამოგითვალო სად და როდის, რატომ დადიხარ?- გაღიმებული, ამჯერად წრფელი ღიმილით და თბილი თვალებით მეფერებოდა, ხოლო მე კიდევ ერთდროულად გაოცებული, გაბრაზებული და შეშინებული ხელის კანკალმა ამიტანა. ყელში გაჩხერილი ბურთი კიდევ უფრო მომაწვა და მოღალატე ცრემლი ლოყაზე დაცურდა. უკვე ანთებული ლამპიონების ფონზე დავინახე როგორ შეეცვალა რეაქცია და მარჯვენა ხელით ცრემლი ლოყიდან ნაზად მომაშორა.
- ნუ ნერვიულობ- დაამატა,- მე არასდროს არაფერს დაგიშავებ, პირიქით ყველასგან დაგიცავ- მისი სიმტკიცე და სიტყვებში დარმუნებულობა იმდენად მკვეთრად იგრძნობოდა, რომ ახლა ერთიანად ანერვიულებული დავმშვიდდებოდი, რომ არა შიში...
შიში...
- ნუ გეშინია- გაიმეორა ჩვეული სინაზით. მე კიდევ ერთი ცრემლის დაგორებაც არ დამცალდა ისე მოაშორა ცივი თითებით თვალის უპეს.
- ჩემგან რა გინდა- ვუთხარი ემოციებისგან დაღლილმა გატეხილი, სუსტი ხმით.
- შენგან არაფერი, შენ მინდიხარ.- ეს სიტყვები და ჩემი თვალების დაჭყეტა ერთი იყო, დემეტრემ კი თავისი ცხვირი ჩემს გაშლილ თმაში ჩარგო.- ისეთი სასიამოვნო სურნელი გაქვს, ნიცა- მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონება, ემოციების მოთოკვას მიშლიდა, და აცრემლებული ამაოდ ვებღაუჭებოდი მის მკლავებს რათა რამენაირად მისი ხელების მარწუხებისგან დამეღწია თავი, რომლებსაც შუაში ვყავდი მოქცეული, და დემეტრეს უფლებას აძლევდა ჩემს თმაში ცხვირი თავისუფლად ემოგზაურა.
- გთხოვ... თავი დამანებე- ნამტირალევი და სუსტი ხმით ვუთხარი და ხელებით მის მკერდს ვაწვებოდი. იგი ადგილიდან არ იძროდა, თუმცა როგორც კი ჩემს ხმაში გამორეული შიში შეამჩნია მაშინვე მომშორდა, ხელები ჩამოიღო და ერთი ნაბიჯით უკან დადგა. თვალებში ავხედე, სადაც ჩემს შეშინებულ სახეს ვხედვდი.
- არა...არაფერს დაგიშავებ გპირდები... - მისი ვედრება იმდენად ამძიმებდა გარემოს, რომ ღრმად სუნთქვა დავიწყე.- გთხოვ...- მითხრა და ხელის ნელი მოძრაობით, ნიკაპი ამიწია. თვალებში ჩავხედე.
- ჩემი ნუ გეშინია, გთხოვ.- მითხრა და კვლავ ნელა მომწმინდა ცრემლები- გევედრები ხმა გამეცი.
-არ მომეკარო! - აკანკალებული ხმით ვუთხარი და გვერდი ავუარე. მან მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო და ერთი სუსტი მოძრაობით გულზე მიმიხუტა. ხელები ზურგზე მომხვია და გულში ჩამიკრა. ვაღიარებ ეს ერთადერთი იყო, რაც მისგან ამ წამს მინდოდა. ხელის შემოხვევა ვერ გავბედე და ამიტომ თვალებმინაბულმა ღრმად შევისუნთქე უკვე ნაცნობი პიტნის სურნელი, სიგარეტის არომატით.
- გოგონებს თავისი თაყვანისმცემლის არ ეშინიათ- თქვა სიტუაციის განსამუხტად. სხვა დროს ალბათ გამეცინებოდა კიდეც მაგრამ, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, მისგან გავიწიე.
- ჩემს ოჯახს არაფერი დაუშავო- შევევედრე.
- ჩშშ... არასოდეს, არასოდეს არ გავაკეთებ იმას, რაც შენ გულს გატკენს მშვენიერო- მითხრა და ჩემი სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია. თავზე ნაზად მაკოცა და ყურთან ჩამჩურჩულა- მუდამ შენს გვერდით მიგულე. - ეს თქვა და გვერდი ამიარა. ქუჩაში გასული წამსვე თვალს მიეფარა. ემოციებისგან გაბრუებულმა ძლივს მოვიაზრე ჩიხიდან გასვლა. კაფე- ბარისკენ მიმავალი დიდი სხეული, ნელნელა პატარავდებოდა.
მეც სახლის გზა განვაგრძე. ხელები მიკანკალებდა და თავბრუ მეხვეოდა. როცა ბინაში ავედი, დეიდაშვილი კართან მელოდებოდა. გადამეხვია და მეც შინ შევიპატიჟე. ჯერ სააბაზანოში შევედი, სარკეში ჩავიხედე საიდანაც ამღვრეული თვალებით უცნობი შემომცქეროდა და დასამშვიდებლად ცივი წყალი სახეზე რამდენჯერმე შევისხი. მისაღებში გასულს მარი უკვე მომზადებული დამხვდა სამეცადინოდ, და მაშინვე მუშაობას შევუდექით. დავალების გაკეთება ყოველთვის მხიარულ და არასერიოზულ დეიდაშვილთან ერთად, ნახევარი საათის წინ განცდილი ემოციებისგან ერთგვარი გათავუფლების გზა იყო, რომელიც ამ წამამდე მომყვა. ხოლო მისი წასვლის შემდეგ კი მასზე ფიქრებს დავუბრუნდი და გრძნობებმა ერთიანად შემბოჭეს. იმდენად რომ დედასთან დარეკვა დამავიწყდა.
იმდენად, რომ აკანკალებულ ხელებს ვერ ვამშვიდებდი.
რა იყო ეს გრძნობები?
შიში?
ინტერესი?
მის მიმართ ნდობას გამოვრიცხავდი, თუმცა კი გულის სიღრმეში მასთან ყოფნა მინდოდა.
ვინ იყო იდუმალებით მოცული ადამიანი, ვინაც ჩემთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი იცოდა? ფიქრისგან თავი ამტკივდა და დაძაბული აზრების გაფანტვა ძილით გადავწყვიტე. საღამურები ჩავიცვი და ჩვეულებისამებრ მისაღების ერთერთ ფანჯარაში გავიხედე. იმავე ლამპიონთან, იმავე სილუეტი იდგა. მხედველობა დავძაბე, თუმცა მამაკაცის სახის დანახვა ვერაფრით შევძელი. არ ვიცი რა ძალამ მიკარნახა, რომ შემოსასვლელის კარი ისევ გავაღე და გასაღები იქვე კამოდზე დავდე. მერე კი საძინებელში, ერთიანად ანერვიულებულს, დემეტრეს მოლოდინში ღრმად ჩამეძინა.

კომენტარები მაბედნიერებს:))) ყველას დიდი მადლობა:)
მიხარიათ თუ მოგეწონათ(აღსანიშნავია ჩემი პირველი მოთხრობაა)
თქვენი შეხედულებები გამიზიარეთ მოთხრობასთან დაკავშირებით, გთხოვთ. რა მოლოდინები გაქვთ ?
მე ყველანაირად შევეცდები ყოველ ოცდაოთხ საათში ერთხელ დიდი თავები დავდო.
პს: შეცდომებისთვის სორი



№1 სტუმარი Wero

შენ ხარ სასწაულიიიიიი. აუუუუ მალე დადე შემდეგი თავი!

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

რა კარგი იყო.
ადრე წერდა ერთი სალომეც ასეთ თბილ ისტორიებს. მიუხედავად იმისა რომ მოცულობით დიდი თავი არ არის, ისე წერ ისე რომ...ბევრ რამეს ატევ. გამეცინა კაფის სიტუაციაზე, მერეც რა ზუსტად, მაგრამ მსუბუქად გაქვს გადმოცემული ნიცას ემოციები.
კარები რომ ღია დატოვა ეგ მაგარი იყო.
გმადლობ იმ სიამოვნებისთვის, რასაც კითხვის დროა განვიცდი:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent