შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი კედლებიდან [სრულად]


16-11-2019, 23:24
ავტორი ელპინი
ნანახია 1 742

ციხიდან წერილი მოვიდა - მინაწერების გარეშე:
"ძალიან ვგიჟდები, პატარა ელი. ახლა რა გვყოფს? - კედლის ფერი და არა - რაოდენობა. შენი ოთხი და ჩემი ოთხი იმდენად კოსმოსურია, ვერც კი ვგრძნობ ვინმეს არსებობას შენზე ფიქრში. გგონია, მძინავს, პატარა ელი? ვითვლი წუთებს, რომლებსაც უჩემოდ ატარებ და ვერგადმოსული შენი ცრემლები - ცეცხლად მედება. კანიდან მეღვენთები. ახლა ისე მინდა ჩაგეხუტო, ძალიან ვგიჟდები, პატარა ელი. რომ მცოდნოდა, მოგიწევდა მანდ ყოფნა, ჯანდაბას, ამდენსაც არ გავრისკავდი, მაგრამ ღმერთის დედავატირე. ვიცი, ყურადღებას გაქცევენ, მაგრამ შენი მდუმარე თვალები კარისკენ მუდმივად მომართული და ყოველი ფეხის ნაბიჯზე სმენის რეცეპტორების დაძაბვა - შეგრძნებები მჭამს, პატარა ელი. მე რომ შენთან არ ვარ და შენც ამას გრძნობ, დედამიწას სძინავს. ძალიან ნელა გადის დრო. რაც ნელა გადის, მე - ვჩქარდები. სადღაც განუსაზღვრელობისკენ მივდივარ, მაგრამ ამასაც ვსაზღვრავ. კიდევ კარგი, დღე 24 საათიანია და არა - მეტი. ჩემთან საათიც კი არ არის. ჩემით ვითვლი და ვანგარიშობ. ახლა 00:01-ია, პატარა ელი. შენ, ვიცი, წუთების ნაცვლად წამების დათვლა გიყვარს. რამდენი გამჭვირვალე წვეთი ჩამოდის გრძელ მილში, ითვლი, არა? შენი პერფექციონისტობა მენატრება, პატარა ელი. ვგიჟდები - მეთქი. აქ ღრიალიც მრცხვენია. ისედაც ვზივარ - მხოლოდ. უმოქმედობა, როგორც მიძინებული ვულკანი, ძვლებს მიხრავს და მოლანდება - ვიტამინებივით ცდილობენ გადამარჩინონ. არაფერი, პატარა ელი. მხოლოდ შენ, იცი? თვალები დაახამხამე, შენი დიდრონები, მწვანეები და მზის პირველი სხივი, დახუჭულზე გეტყობა, რომ გღვიძავს. ნუ მაიმუნობ, პატარა ელი. როცა გელოდებიან, პასუხისმგებლობა გამოიჩინე, თორემ თვეში 45 წუთი გამიქრება და უფრო ძალიან გავგიჟდები, რომ ვერ დაგელაპარაკები. შენი ხმა მახსენებს, რომ სოროს ყოველთვის აქვს ერთი ღრიჭო, თუნდაც - ჰაერის და ერთი ჟანგბადის მოლეკულა არ ვიცი, როგორ და საიდან, ჩემში ამრავლებს დანარჩენს. ვიცი, შენთვის უნდა ვიცოცხლო, პატარა ელი. ხანდახან მეშინია - ვერ მომისწრებ, თუ მოგისწრებ. ახლა რომ ვუყურებ, ეშმაკის პირველად მეშინია. არავინ უნდა წამართვას შენი თავი. ანგელოზები ან თავისით მიდიან, ან ღმერთებს მიჰყავთ, მაგრამ ღმერთს უყვარხარ და… თან ძალიან ვდარდობ, პატარა ელი. იმდენ რამეზე მეფიქრება და მიკვირს - როგორაა შენ ირგვლივ ყველაფერი. ჩვენთვის უნდა გაუძლო და მერე მხოლოდ ორი თითით შემეხო, რომ მალე დაგიბრუნდე და დამიბრუნდე. ძალიან გავგიჟდი, პატარა ელი. გელოდები და უფლება არ გაქვს, არ გაამართლო. ფიქრადაც არ უნდა გაივლო. დაიძინე. დრო, თითქოს, ასე უფრო გადის. მე კი - სული, პატარა ელი."

***
- თქვენთან მნახველია. - ძაღლის სულის მქონე შემოდის და მეუბნება. ფეხზე ვდგები. ვიცი.
ოთახიდან გავდივარ დაცვასთან ერთად და ვჯდები მის წინ. შუაში დიდი მინა გვყოფს და მხოლოდ ორი თითით შემიძლია შეხება.
- რატომ მოხვედი, პატარა ელი?
- მონატრებული სიტყვა მინდოდა მეთქვა, მიყვარხარ.
გამეღიმა. მასაც გაეღიმა და დავეშვით.
- როგორ ცხოვრობ, პატარა ელი?
- კარგად არა, მაგრამ მოლოდინის განცდა მაძლებინებს და სურვილი - შენი შეხების იმდენად დიდია, მალე უნდა გამოხვიდე, იცი? შეიმსუბუქე როგორმე, ღმერთს გაფიცებ.
გული დამეწვა. არაფერი ამოაყოლა და თან - არაფრის ყველაფერი სათქმელი ჰქონდა, მაგრამ ყელში სიტყვები სერიული მკვლელის უფანტაზიო გრძელი თითებივით უჭერდნენ.
- ნუ დარდობ. თვითონ არ მასწავლე, რომ აქ იმედით ვყოფილიყავი?
- მაინც უსამართლო ხარ, პატიმარო.
- რატომ, პატარა ელი?
- ჩემი მიტოვების უფლება არ გქონდა.
- არ იცი ცხოვრება რა დედამოტ*ნულია?
- მაგის გამო უნდა გაგემეტებინე?
- კი არ გაგიმეტე, დაგიფარე, პატარა ელი. ჩემ გამო რომ რაიმე დაგმართნოდა, როგორ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის?
- პატიმარო, პატიმარო, მაინც რა იდუმალი ხარ. ახლა რომ სული გტკივა, სჯობია?
- რას ამბობ, პატარა ელი. როგორ არაფერი იცი ცხოვრების, სულელო… - ღიმილით ვუთხარი და თითებზე მოვეფერე. პატარა ბავშვს რომ შეეძლო უცოდინარი ცხოვრების გაფერადება, ყველაზე საოცრება ეგ იყო - მასში. - ხომ არ გეწყინა, პატარა ელი? - მისი ბავშვურობა ლამაზი იყო. - ძალიან ლამაზი ხარ, პატარა ელი. ასწიე თვალები ზემოთ და მოიწი სახით მინისკენ. - ფეხზე წამოვიწიე და ტუჩები მივაკარი მინას. შევხედე, თვალები დახუჭა. იგრძნო.
- მალე გამოდი, რა.
- კი, პატარა ელი, კი. დამელოდე, იცოდე. არ მაწყენინო. ხომ გინდა ერთად ვიცხოვროთ? ოჯახური ცხოვრება დიდად არ მიყვარს, მაგრამ შენ ისეთი ხარ, ბევრი უნდა გაკოცო, როცა გამოვალ, პატარა ელი. ჩვენი შვილი შენნაირი უნდა იყოს. არაფერზე იდარდო და დამელოდე, იცოდე, ლამაზო. - ვუყურებდი და მისი სევდაშეპარული შეხვედრის სიხარული თან მიხაროდა, თან - მეწვოდა.
- მიყვარხარ, პატიმარო.
- მეც, პატარა ელი, სუნთქვისშეკვრამდე მიყვარხარ. უაზრობიდან - განუსაზღვრელობამდეც. როგორი მყავხარ შენ…
- მოდი, მოგეფერები.
ჩუმად მითხრა, შერცხვა. მივიწიე. ყველა ნაკვთი შემოიარა თვალდახუჭულმა და პატარა ვერცხლისფერი წვეთები ჩაუდგა უპეებში.
- ჰეი, პატარა ელი, ახლა გავგიჟდები. არ იტირო ტო. გთხოვ.
- ჰო. - სლუკუნით მითხრა. - არ ვიტირებ, პატიმარო, ჰო, ოღონდ არ მანერვიულო და დაგელოდები - მიწამდე.
- მიყვარხარ, გესმის? პატარა ელი, ვინ მოგცა ტირილის უფლება ტო. მე ხო შენთან ვარ და შენ ჩემთან ხარ, მეტი რა გინდა, სუნთქვა? პატარა ელი, მართლა როგორი პატარა ხარ შენ, ჰა? რას გერჩოდა ღმერთი, რომ შეგაყვარა ჩემი თავი, მაგრამ არ ცხოვრების დედავატირე, მაინც ვერ დაგთმობდი. რად არ მიღირხარ, პატარა ელი...
- მიყვარხარ, პატიმარო.
დრო ამოიწურა. ისე უცებ გარბის შეხვედრის დროები…
- დაემშვიდობეთ ერთმანეთს. - ბოხ ხმაზე პატარა ელის უფრო აუცრემლდა თვალები.
- პაემანი გვიცდის, პატარა ელი. გამიღიმე და გაიქეცი, ჩემს ფოტოებს მოეფერე. გგრძნობ.
- გკოცნი, პატიმარო. გელოდები - მიწამდე.

***
- შენ, ერთადერთი რომ ანათებ კორპუსში, უნდა შეგიყვარდე.
ხმა მესმის და ვიღაც ჩემ ფანჯარას ფარანს ანათებს. მიკვირს ამ წამების. ფარდას ვწევ, ვიხედები ფანჯრიდან.
- ვინ ხარ?
- პატარა ელის მომავალი ვარ. - მეძახის.
- რა გინდა?
- პატარა ელი, უნდა ჩამოხვიდე, სხვა გზა არ გაქვს.
ყველაფერი საინტერესო და იდუმალია. რაღაც გიხმობს და გრძნობ - იცი.
ქვემოთ ჩავედი.
- აბა, რატომ ჩამოხვედი, პატარა ელი?
- ხომ უნდა გამეგო?
- კი, უნდა გაგეგო, ცნობისმოყვარე ხარ.
- რას მეუბნებოდი?
- უნდა შეგიყვარდე გინდა, თუ არა - მეთქი.
- რატომ დამცინი?
- პატარა ელი, მე არასდროს დაგცინი, უკვე მიყვარხარ და დროა.
შუბლზე მაკოცა და გაქრა…

***
მეტროში მივდიოდი, სიცხე მქონდა და თვალები ჩაწითლებული. მეგონა, ფეხზეც არ ვიდექი.
- არ წაიქცევი, მე აქ ვარ, პატარა ელი.
უცებ ხელი მომჭიდა და ვიგრძენი, შემაჟრჟოლა.
- არ მეშინია, კარგად ვარ.
- აბა, გაგიშვა?
- არა, რა. - ვთხოვე.
- ძალიანაც რომ მინდოდეს, თუნდაც ჩემი ცხოვრების გამო, არ გამომივა.
- ნუ მაშინებ.
- სახლში მიგიყვან და მე მოგივლი. ბებომ ჩაი მისახსოვრა. - თვალი ჩამიკრა.
გზაში დრო არც გაწელილა და არც მალე გავიდა. სახლში რომ მივედით, სითბო ვიგრძენი.
ჩაი დავლიე და…
საიდუმლო...

***
იყო, რომ პაემანზე ვერ მივედი და გავაგებინე: თეთრ კედლებში ვარ, არ იდარდო. ცოტას ვიტირებ და მოვალ, კარგად ვიქნები, გპირდები. შენი პატარა ელი.

***
- მეორე პაემანზე მოხვედი ტო? მე როგორ დავნიშნე? ან შენ რა ჩააწყვე?
- რაღაცები პატარა ელსაც შეუძლია.
კოცნა და ჩახუტება…



ყველაფერი და თან არაფერი, ცოტა დრო გავიყვანე თეთრ კედლებში დილის გათენების ლოდინში...
მაინც იდუმალია სამყარო, ვფიქრობ, რომ ხანდახან წერა ასე ძალიან მჭირდება...



№1  offline მოდერი სალანდერი

მიყვარხარ მე შენ. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
მიყვარხარ მე შენ. . .

მე შენ - ძალიან . . .

 


№3  offline მოდერი სალანდერი

პატარა ელი, ჩაგყვა არა?
პატიმრებს სხვანაირი სუნი აქვთ, ამას ყველა გრძნობს, მაგრამ ყველა სხვადასხვა სახელს არქმევს, მიხარია რომ არ შეგეშინდა. . .
ისე ლამაზად გააფერადე, დედამოკლულ ციხის კედლებშიც სილამაზე მოძებნე. . .
ეგ მინა, ოხ, რამდენჯერაა ჩასალეწი, მაგრამ, არ ტყდება. . . გინდ თავით სცადე გინდ ხელებით. . .
პატიმარო. . . - რა საზიზღარი მიმართვაა და თან რა სწორი. . . სადმე გინახავს ფსიქიატრიულში ვინმეს ეძახდნენ გიჟოო? მაგრამ "პა-ტი-მა-რო_ს". . . მსჯავრდებულოთი რომ ალამაზებენ ეგ უფრო მზეობაა. . .
სილამაზე ოთხ კედელშიც არის, მხოლოდ იმდენ ხანს არ უნდა დარჩე რომ თვალი შეაჩვიო. . . ასეა თუ ისე რუტინაა პატარა ელი. . .
და ნაწერი, მოიტანე, მერე რა რომ გაალამაზე, სწორად დახატე ადგილი რომელიც არასდროს გინახავს. . . სევდისფერ კედლებს მაინც სხვა სუნი აქვთ, ვერც ადამიანების და ვერც სიგარეტის სუნი რომ ვერ შეცვლის, გაბჟნილი აქვს რა, პატიმრის სუნი და სულ ეგაა. . .
მე შენ მიყვარხარ. . . და არ ვცდები როცა ვამბობ რომ შენ უნდა წერო. . .
პატარა საოცრება. . .

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
პატარა ელი, ჩაგყვა არა?
პატიმრებს სხვანაირი სუნი აქვთ, ამას ყველა გრძნობს, მაგრამ ყველა სხვადასხვა სახელს არქმევს, მიხარია რომ არ შეგეშინდა. . .
ისე ლამაზად გააფერადე, დედამოკლულ ციხის კედლებშიც სილამაზე მოძებნე. . .
ეგ მინა, ოხ, რამდენჯერაა ჩასალეწი, მაგრამ, არ ტყდება. . . გინდ თავით სცადე გინდ ხელებით. . .
პატიმარო. . . - რა საზიზღარი მიმართვაა და თან რა სწორი. . . სადმე გინახავს ფსიქიატრიულში ვინმეს ეძახდნენ გიჟოო? მაგრამ "პა-ტი-მა-რო_ს". . . მსჯავრდებულოთი რომ ალამაზებენ ეგ უფრო მზეობაა. . .
სილამაზე ოთხ კედელშიც არის, მხოლოდ იმდენ ხანს არ უნდა დარჩე რომ თვალი შეაჩვიო. . . ასეა თუ ისე რუტინაა პატარა ელი. . .
და ნაწერი, მოიტანე, მერე რა რომ გაალამაზე, სწორად დახატე ადგილი რომელიც არასდროს გინახავს. . . სევდისფერ კედლებს მაინც სხვა სუნი აქვთ, ვერც ადამიანების და ვერც სიგარეტის სუნი რომ ვერ შეცვლის, გაბჟნილი აქვს რა, პატიმრის სუნი და სულ ეგაა. . .
მე შენ მიყვარხარ. . . და არ ვცდები როცა ვამბობ რომ შენ უნდა წერო. . .
პატარა საოცრება. . .

პატარა ელს ძალიან უყვარხარ და შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა?
ასე ყველაფერი როგორ გესმის და იცი?

მე მომწონს "პატიმარო", სევდიანი, თბილი და მაგიურია . . .
კიდევ შევხედე, რომ წახვედი მერე და გამკრა . . .
მგონი, იმიტომ იყო ახლა ეს ყველაფერი ასე.

დილამდე პატარა ელის სიყვარულო . . .

 


№5  offline წევრი აბაშიძე

უდენობის ჟამს რომ ჩაგეძინება.
გაიღვიძებ და.
შენ მხვდები ელ.
ხვდები როგორ გამეხარდა?

არ ვიცი.
რა ვთქვა.
ვერ ვფიქრობ იცი?

კარგი იყო.
შენ ხარ.
და საერთოდაც არ მიკვირს.

კარგზე მეტიც იყო.
როგორც ყოველთვის.

გუშინ ვფიქრობდი.
გეფიცები მართლა.
ნეტა როდის დაბრუნდება თქო.
და დაბრუნდი.
და გამახარე.
მართლა.
ძალიან.

ვერაფერს ვამბობ.
ვერ ვსაუბრიბ როგორც საჭიროა ისე.
და ბოდიში.

შემდეგამდე ელ.

 


№6  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
უდენობის ჟამს რომ ჩაგეძინება.
გაიღვიძებ და.
შენ მხვდები ელ.
ხვდები როგორ გამეხარდა?

არ ვიცი.
რა ვთქვა.
ვერ ვფიქრობ იცი?

კარგი იყო.
შენ ხარ.
და საერთოდაც არ მიკვირს.

კარგზე მეტიც იყო.
როგორც ყოველთვის.

გუშინ ვფიქრობდი.
გეფიცები მართლა.
ნეტა როდის დაბრუნდება თქო.
და დაბრუნდი.
და გამახარე.
მართლა.
ძალიან.

ვერაფერს ვამბობ.
ვერ ვსაუბრიბ როგორც საჭიროა ისე.
და ბოდიში.

შემდეგამდე ელ.


ქეთო, რა კარგია, რომ აქ ხარ და თან იმ დროს, ის ციფრები რომ აწერია.

შემდეგამდე . . .
♥️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ჰო, იდუმალია სამყარო და იდუმალი და ამოუხსნელი ხარ შენც... ❤️
ესაა შენი კოზირი და ასე გააგრძელე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ჰო, იდუმალია სამყარო და იდუმალი და ამოუხსნელი ხარ შენც... ❤️
ესაა შენი კოზირი და ასე გააგრძელე ❤️

ქეთი . . .
♥️

 


№9  offline წევრი სიბილა

აი, სულ ვეძებ ხოლმე.არ გამომრჩესთქო.მაინც გიპოვე.ფერიას გაფრეnილ ლურჯი ზოლივით ხარ, მაინც გპოულობ.ეს რა იყო,ა?ასე ცხადად როგორ იგრძენი ან ასახე,რაც არ გინახავს.კედლების სუნი საიდანRა იცოდი..ის მინა, რომ ჩასალეწია, სული სულ ამას რომ გიკიჟინებს, პაემნის დამთავრების შემდეგ, რომ მიჰყავთ და გინდა მიაკლა ის უსულო...დიდი გოგო გაიზარდე პატარა ელი, ოღონდ სული სულ იმ პატარა ელის გქონდეს. ხო, და თბილად ჩაიცვი, აცივდა)))

 


№10  offline ადმინი ელპინი

სიბილა
აი, სულ ვეძებ ხოლმე.არ გამომრჩესთქო.მაინც გიპოვე.ფერიას გაფრეnილ ლურჯი ზოლივით ხარ, მაინც გპოულობ.ეს რა იყო,ა?ასე ცხადად როგორ იგრძენი ან ასახე,რაც არ გინახავს.კედლების სუნი საიდანRა იცოდი..ის მინა, რომ ჩასალეწია, სული სულ ამას რომ გიკიჟინებს, პაემნის დამთავრების შემდეგ, რომ მიჰყავთ და გინდა მიაკლა ის უსულო...დიდი გოგო გაიზარდე პატარა ელი, ოღონდ სული სულ იმ პატარა ელის გქონდეს. ხო, და თბილად ჩაიცვი, აცივდა)))

რომც არ მეცვას, მათბობს, რუსა . . .
პატარა ელი სულ პატარა ელი იქნება!
მომნატრებიხარ. ♥️

 


№11 სტუმარი Sibila

ელპინი
სიბილა
აი, სულ ვეძებ ხოლმე.არ გამომრჩესთქო.მაინც გიპოვე.ფერიას გაფრეnილ ლურჯი ზოლივით ხარ, მაინც გპოულობ.ეს რა იყო,ა?ასე ცხადად როგორ იგრძენი ან ასახე,რაც არ გინახავს.კედლების სუნი საიდანRა იცოდი..ის მინა, რომ ჩასალეწია, სული სულ ამას რომ გიკიჟინებს, პაემნის დამთავრების შემდეგ, რომ მიჰყავთ და გინდა მიაკლა ის უსულო...დიდი გოგო გაიზარდე პატარა ელი, ოღონდ სული სულ იმ პატარა ელის გქონდეს. ხო, და თბილად ჩაიცვი, აცივდა)))

რომც არ მეცვას, მათბობს, რუსა . . .
პატარა ელი სულ პატარა ელი იქნება!
მომნატრებიხარ. ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent