შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-4 თავი)


17-11-2019, 11:59
ავტორი სალოme
ნანახია 888

როცა ძილბურანში ხარ გადასული, თან გაღვიძება გსურს, თან კი ძილის სასიამოვნო პროცესს ვერ ართმევ თავს, სწორედ მაშინ ფართხალებს გული ყველაზე მეტად, რადგან ალბათ მაშინ ვიხილავთ ხოლმე სიზმარში მონატრებულს... მეძინა. მაგრამ მკლავებზე დიდ ხელებს ვგრძნობდი. ვიღაცას გულ-მკერდზე ვყავდი აკრული და მისი მშვიდი გულისცემა იავნანასავით ჩამესმოდა ისედაც მძინარეს, რაც გაღვიძების სურვილს მთლიანად თრგუნავდა...

დილით ადრიანად გამეღვიძა. არც მაღვიძარას დაურეკია, და ამჯერად არც მზის მწველ სხივებს შევუწუხებივარ. ლოდინმა გამაღვიძა. პატარა ბავშვი თოვლის ბაბუს მოლოდინში ადრიანად რომ იღვიძებს, ის მომენტი მქონდა. დემეტრეს მოლოდინმა ჩემი თავი ძილს გამოგლიჯა და თვალი გავახილე. წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე. საწოლზე კარის მხარეს, რომელზეც განზრახ არ დავწექი პატარა დაკეცილი ბარათი იდო. მაშინვე მას დავწვდი.
"დილამშვიდობისა მშვენიერო.
იმაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს, ჩემს მკლავებში მოქცეულს რომ გძინავს." გამეღიმა. გული შეშლილივით აძგერდა და ჟრუანტელმა დამიარა. ჩემმა გეგმამ გაამართლა, დემეტრემ მნახა. თუმცა არც ის იყო ტყუილი, რომ მისთვის თვალის შევლება ყველაფერზე მეტად მინდოდა. დამაჰიპნოზა და მომაჯადოვა. მართლაც შეშლილი თინეიჯერივით ვიქცეოდი. სრულიად უცხო ადამიანს ვხვდებოდი.
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი.
დემეტრე არაფერს მავნებდა.
მეორე მხარეს გადავწექი და ბალიშს ჩავეხუტე, რომელსაც მისი სასიამოვნო არომატი ასდიოდა. უცებ რაღაც გამახსენდა. წამოვდექი და მისაღებში გავედი. ფანჯარასთან მივედი და მუქი ფარდა გადავწიე. ოთახში წამსვე შემოიჭენენ სხივები. მერე ფანჯარაში გავიხედე. ჩვეულ ლამპიონთან ამჯერად უკვე ვარჩევდი დემეტრეს სახეს. დავინახე როგორ შემომხედა და გაიღიმა, მერე კი - იქვე მდგარი დიდი ჯიპისკენ წავიდა. მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. ისიც დავინახე იქვე, კუთხიდან როგორ გამოვიდა ვიღაც შავპიჯაკიანი ტიპი და იმავე ლამპიონთან როგორ დადგა. ინტერესმა შემიპყრო და ანერვიულებული ფანჯარას მოვშორდი. რაღაც რიგზე ვერ იყო!
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. ოთახში შევედი და კამოდზე დადებული ტელეფონი ავიღე. სანამ ზარს ვუპასუხებდი ჯერ საათს დავხედე, დილის ცხრა იყო. თურმე არცისე ადრე იყო. ყურმილი ავიღე.
- ალო, დედა
- ნიცა, ხომ კარგად ხარ? წუხელ არ დაგირეკია ძვირფასო.
- კი დედა კარგად ვარ, წუხელის ძალიან დაღლილი ვიყავი, ჯერ მეგობრებთან ერთად, მერე კი მარიამი ვამეცადინე...
- კარგი შვილო, რა ხმა გაქვს?- ისე ვიყავი მოთენთილი, ჩემი ხმის ტემპისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- არაფერია დედა, უბრალოდ გავცივდი- ჩავახველე.
- კარგი, ნიცა. თავს გაუფრთხილდი იცოდე. სამშაბათს გელოდებით.
- კარგი, დე. მამა მომიკითხე, გკოცნით.- ისიც დამემშვიდობა და ზარი დასრულდა.
კვლავ მოუსვენარმა აზრებმა შემბოჭეს.
ის დღე დავალებებსა და სამუშაოს დავუთმე. მოსაღამებულს, როცა უკვე აგრილდა პარკში გასეირნება გადავწყვიტე, ალბათ იმიტომაც რომ წინათგრძნობა რაღაც კარგზე მიმანიშნებდა. სარაფანი და კეტები ჩავიცვი. თმა დავივარცხნე, ტელეფონი ავიღე და კარიც გამოვიხურე. სადარბაზოდან გასულს გაზაფხულის საღამოს გრილი ნიავი შემომეგება, რომელიც გაშლილ თმას ნაზად მიწეწავდა. პარკისკენ ავიღე გეზი. იქვე ლამპიონთან შავპიჯაკიანი შევნიშნე, რომელიც ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, და ვხედავდი მზერა ჩემსკენ რომ ჰქონდა მომართული. ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, რადგან ბევრი ადამიანი მაყოლებდა თვალს ხოლმე, მაგრამ უცნაურობა ის იყო, რომ ამ კაცს დემეტრესთან ჰქონდა რაღაც საერთო. ქუჩას ჩავუყევი, და გზაზე გავედი. დროდადრო უკან ვიხედებოდი, თუმცა სრულიად მარტო ვიყავი. პარკი საკმაოდ დიდი იყო, სასეირნო ბილიკიდან დაწყებული, ატრაქციონებით დამთავრებული. პარკის შუაგულში, დასასვენებელ სკამებზე ჩამოვჯექი. საღამო ხანი იყო და აქაურობა მოსეირნე წყვილებით იყო გავსებული. გამიხარდა სრულიად ცარიელი ადგილი რომ მხვდა წილად, და მასზე ჩამომჯდარი, მოუთმენლად ველოდი "არაფერს". გული უცნაურად მიცემდა, და ამის მიზეზს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა დიდი სხეული ჩამომიჯდა გვერდით. გავიხედე. უკან გადავარცხნილი გრძელი თმა ამშვენებდა მუქ ლურჯ შარვალ- კოსტუმში გამოწყობილს. ოდნავ გრძელი ცხვირი, ხშირი წამწამები და მოშვებული წვერი საოცარ ჰარმონიას ქმნიდნენ თვალებთან. გამიღიმა და ალმაცერად შემომხედა.
- როგორც ჩანს შენც მოგენატრე- მითხრა ჩუმად. გამეცინა.
- როგორც ჩანს ჩემთვის თავის დანებებას არ აპირებ.- წარბაწევით გავხედე გაღიმებულს.
- არც არასოდეს მითქვამს რომ მოგშორდებოდი. - კვლავ ჩაიცინა და მუხლებზე მკლავებდაყრდნობილმა ქვემოდან თბილი მზერა მომაპყრო.
- როგორ მომაგენი?
- წამის წინ რა გითხარი?
- დამყვები?- ხმაში სიბრაზე გამერია.
- როგორც ჩანს...- ჩემი გული გათბა, გონება კი ქაოსში იყო გახვეული. ისევ ღიმილი მომედო ბაგეზე.
- ვინ ხარ?- დავუსვი კითხვა, რომელიც მისი გაცნობის დღიდან მთელი ეს დრო მჭამდა. თავადაც ინტერესიანი თვალებით შემომხედა.
- შენი აზრით?- მისი ყოველი დარტყმა, შეკითხვების სახით გამოუვალ სიტუაციაში მაგდებდა. რა უნდა მეთქვა? მასზე ბევრი რამ ვიფიქრე. მაგრამ ასე პირისპირ კი სიტყვების მთელი კონა ერთიანად გაქრა.
- შენზე არაფერი ვიცი...- მხოლოდ ამისღა მოვახერხე და თვალი ავარიდე.
- ვფიქრობ არცაა საჭირო ამის გაგება... მაგრამ თუ რამე გაინტერესებს შეგიძლია მკითხო.- მითხრა და ბეჭებში გაიშალა. ახლა მე ვუყურებდი ქვემოდან მის ნატიფ სახეს.
- რამდენი წლის ხარ? - ვკითხე როცა აზრები დაშეკითხვები დავალაგე.
- ოცდაშვიდის- ეშმაკურად ჩაიცინა. მეც ამიყოლია.
- ჩემზე ამდენი რამ საიდან იცი? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე. ამოიოხრა. იცოდა რომ ამ კითხვის ჯერიც დადგებოდა.
- პირადი ხალხი... ხომ ხვდები...- თვალები მინაბა და თავი გააქნია. აშკარა იყო რომ რაღაცას მალავდა, თუმცა აღარ ჩავძიებულვარ. მხოლოდღა ვკითხე:
- ის ტიპი, წეღან ლამპიონთან
იდგა, ისიც შენი კაცია?- ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე, დავინახე ამაზე როგორ გაუფართოვდა თვალები და ცხელი მზერა ამატარა სახეზე.
- ჰოო, და არ შეგეშინდეს თუ სადმე დაინახავ- მითხრა და სიგარეტი ამოიღო. - შეიძლება?
- ამ.. კი- ვუთხარი ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.
- მაგრამ შენ ხომ ცუდად ხდები სიგარეტის კვამლზე? - ვითომ გაკვირვებული სახე მიიღო და წარბი აწია. საპასუხოდ გაოგნებული მივჩერებოდი.
- იქნებ ისიც იცი რას ვჭამ და რას ვსვამ?- ვკითხე განაწყენებულმა და ამით ვაგრძნობინე რომ ზედმეტი მოუვიდა.
- მაპატიე, მაგრამ შენს შესახებ ბევრი რამ უნდა მცოდნოდა. - თვალებდახრილი შემომჩერებოდა.
- ჩემგან რას ელი? რა მოლოდინი გაქვს? - ახლა ზუსტად ვიცოდი, ჩამჭრელი კითხვა დავუსვი, და დაიბნეოდა. იმედი მქონდა რაღაცას დავაცდენდი. მაგრამ შევცდი:
- მე შენთვის არ მითქვამს რომ შენ მინდიხარ? შენთვის არ მითქვამს როგორ მენატრები? - გული უცნწურმა გრძნობამ მოიცვა, მაგრამ ბრძოლის ველის დათმობას არ ვაპირებდი.
- და მე რა გავაკეთო?- გაბრაზებული ფეხზე წამოვდექი და წინ დავუდექი. ცოტა ხმამაღლა მომივიდა, ამიტომ ახლომყოფების მზერაც შევნიშნე, ჩვენსკენ მომართული. ქვემოდან დამნაშავის თვალებით ამომხედა.
- ნიცა, დამიჯერე ყველაზე მეტად მე ვხვდები რა შარში გავყავი თავი...
- ამოიჩურჩულა.
- უკაცრავად?!- არ მივცემდი უფლებას ჩემთვის შეურაცყოფა მოეყენებინა.
- შენთან შეხვედრებით, მეც და შენც შეიძლება დიდ შარში გავებათ. მითუმეტეს ასეთ ხალხმრავალ ადგილას რომ გხედავ ხოლმე.
- რაიყო საწოლი არ გყოფნის?!- ისევ ხმამაღლა მომივიდა, და მგზავრების ყურადღების მოპყრობაც დავიმსახურე. ო, როგორ შევრცხვი. მაშინვე დემეტრეს ჩამოვუჯექი გვერდით და სახე ხელებში დავმალე.
- ბოდიში- ჩავჩურჩულე და ღრმად ამოვისუნთქე.
- არაუშავს- ჩაიფხუკუნა. გავხედე. სიცილს ძლივს იკავებდა. უნებურად მეც გამეცინა. ხუთი წუთი ხმას არ ვიღებდით. მე პარკში მოსეირნე წყვილებსა და ჩამავალი მზის უკანაკნელი სხივების ცქერით ვიყავი დაკავებული. დემეტრე კი ჩემი ყურებით ტკბებოდა. გავხედე, ისეთი თბილი ღიმილით მიყურებდა თავი ვეღარ შევიკავე. მისკენ მივიწიე, ზურგზე ხელები მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე. მანაც საპასუხოდ გულში ჩამიკრა.. იმ წუთას თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი, იმ წუთას აჩქარებული გულის ძგერას ბედნიერებას მივაწერდი.
- ამიხსნი რა საფრთხეზე საუბრობ?- ვკითხე და ქვემოდან ავხდე. თავი გააქნია.
- მერე წახვალ... მეკი შენი დაკარგვა არ მინდა...
- თუკი მომიყვები... იქნებ არ წავიდე?
- ნიცა!- ამოიღრინა. გულწრფელად ვიტყვი შემეშინდა, მაგრამ მისმა ჩახუტებამ ეს გრძნობა სრულიად გამიქარწყლა.
- მინდა უსაფრთხოდ იყო. იმდენად ეგოისტი ვარ თავს ვერ დაგანებებ. მაპატიე.- ჩამჩურჩულებდა ყურში და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ექცეოდა. მას ჩემთან უნდოდა ყოფნა. და მე?
მე რა მინდოდა? ყველაფერუ უნდა დამელაგებინა!
- მგონი სახლში წასვლის დროა- ვუთხარი.
- როგორც გინდა- არადა ვიცოდი არცერთს არ გვინდოდა ამ იდილიის დარღვევა, მაგრამ ვხვდებოდი მოუსვენრობა როგორ მიპყრობდა. ავდექი.
- მომყვები? - ვკითხე მუდარაშერეული ხმით. საპასუხოდ თავი გააქნია.
- ჯობია შინ მარტო წახვიდე. - მითხრა და შავპიჯაკიანისკენ მიმანიშნა, რომელიც თურმე შორიახლო მიცდიდა.
- პირადი დაცვა? ვაუ- ვითომ გავიკვირვე და თავი გავაქნიე. მერე კი სიტყვის უთქმელად გამოვბრუნდი და მისგან წავედი. არც არაფრის თქმა იყო საჭირო, რადგან ვიცოდი ძალიან მალე, ისევ რომ ვნახავდი და ბედნიერებისგან აფორიაქებული ვერ ვამჩნევდი როგორ მეპარებოდა ღიმილი, და როგორ მაცილებდნენ შავი თვალები.
სახლში დაბრუნებულმა ვივახშმე და შხაპი მივიღე. მერე პიჟამაში გამოწყობილი ნახატს მივუჯექი. ნაჭერი ჩამოვხსენი. დემეტრეს შავ-თეთრ პორტრეტს თვალი შევავლე. არც გაფერადებას ვაპირებდი და არც სხვა რამის დახატვას. იმ წამს ჩემი გრძნობები მისდამი, ყველაზე ამაღლებული იყო და არასაკმარისი ძალა გამანჩდა მათ გამოსახატავად. მე ის მჭირდებოდა. ვგრძნობდი მასზე გაფიქრებითაც კი როგორ ვუღებდი გრძნობათა კიდობანს გულის კარსა და ერთდროულად ეს ყოველივე მაფორიაქებდა, საგონებელში მაგდებდა. ღრმად ამოვისუნთქე. საკუთარ თავის გულწრფელობაში დადანაშაულებაც კი დავიწყე. იქნებ გონებაში ასეთი აურზაურის მიზეზი მხოლოდ მისი გარეგნობა იყო?
შეიძლება.
იქნებ მისდამი ამდაგვარი დამოკიდებულება მხოლოდ "ეგოს" ბრალი იყო?
შეიძლება.
არეული ვიყავი.
საათს დავხედე. ათი სრულდებოდა. ფანჯარაში გავიხედე. ქუჩა ცარიელი იყო და გული დამწყდა.
ტელეფონი ავიღე და სოციალურ სივრცე ავათვალიერე. შეტყობინება მოვიდა "მესენჯერში". ვიღაც მწერდა, პროფილზე სურათი არაფერი იდო. როგორც ჩანდა ბიჭი იყო.
"გავიცნოთ ერთმანეთი?"
წავიკითხე მონაწერი. ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, ნერვებმოშლილმა პირდაპირ დავბლოკე.
დემეტრეს მოლოდინში დრო ნელა, ძალიან ნელა გადიოდა.
ტელევიზორს ჩავუჯექი.
ყოველი წუთის მერე უფრო და უფრო მემატებოდა ღელვა. იქნებ სულაც არ მოსულიყო? რატომ ველოდი? მას ხომ არ უთქვამს რომ მოვიდოდა? რისი იმედი მქონდა?
საკუთარ თავზე გავბრაზდი. დემეტრეზეც გავბრაზდი. იმ შავთვალება "მანიაკზე" დაუკითხავად რომ მიმისაკუთრა. ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. ჩემი სახე მაშინვე ღიმილმა გააპო, როცა ლამპიონის სინათლეზე დიდი სხეული დავინახე. ფარდა გადავაფარე ფანჯარას. მისაღებში გავედი და გასაღები გადავატრიალე- კარი გავაღე.
ჩემს საძინებელში შევედი და ფანჯრის მხარეს დავწექი. სველი თმა მიუხედავად იმისა, რომ გაშრობის პროცესში იყო, ოდნავ შიშველ ზურგზე არასასიამოვნო გრძნობას მიტოვებდა. კარის დახურვის ხმა გაისმა სიბნელეში. გავიგონე ჩემი საძინებლის კარის შემოღებაც, მძიმე ნაბიჯებიც, ზურგსუკან საწოლის ჩაწევაც ვიგრძენი. ჩემი გული ასე სწრაფად არასოდეს ამუშავებულა. დემეტრემ ცხვირი ჩემს თმას გადაატარა. მერე თმა გადამიწია, და მკლავზე მაკოცა. თავი ჩემს კისერში ჩარგო. ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელი წელზე და ახლოს მიმიზიდა, გულმკერდზე ამიკრა.
- გირჩევნია ამის შემდეგ კარი დაკეტო ხოლმე, სულ ჩემს იმედზე ნუ იქნები.- ჩამეცინა.
- მერე შენ?- ვკითხე ჩურჩულით თვალებმინაბულმა.
- მე გასაღები მაქვს. - არ გამკვირვებია. ჩემი ქვეცნობიერი ბრაზობდა იმის გამო, რომ დემეტრეს ამდენის უფლებას ვაძლევდი.
მაგრამ მანაღვლებდა?
არა!
თავი ყველაზე უსაფრთხოდ მასთან ვიგრძენი.
გადავტრიალდი და თავი მკერდზე დავადე. ერთი ხელი კი წელზე მოვხვიე. მანაც იგივე გააკეთა. მეორე ხელით თმაზე მეფერებოდა.
იმ ღამეს არც სიცხეს შევიწუხებივარ და არც კოშმარულ სიზმრებს რადგან ჩემი გული ერთ ნოტზე ფეთქავდა.
სიყვარულის ნოტზე...


ძაალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ!
გყვარობთ☺



№1  offline წევრი Mai dire mai

რა კარგია,მომწონს ძალიან,ნეტავ რა საიდულმოს მალავს დემეტრე? ეს ქალბატონი კი უკვე შეყვარებულია :D მალე გაგვაგებინე რა ხდება,ნუღარ გაგვაწვალებ :D ❣❣❣❣

 


№2 სტუმარი Tako

Identuria yvela axali tavi.
Araferi axali ar xdeba da cotarikos mosabezfebeli(

Elodebi elodebi ????????‍♀️
An demetreze meti info, raunda saidan 4 tavi da ertidaigive ????????‍♀️

 


№3  offline წევრი gabi du

ამის გაგრძელება რომ დღეს არ დადო არ გაპატიებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent