შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის შიმშილი /სრულად/


19-11-2019, 09:00
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 14 297

სულის შიმშილი

1
ჩაბნელებული მისაღების ღია ფანჯრის წინ მდგომ სავარძელში ფეხშიშველი იჯდა, თითებში ჩამწვარ სიგარეტს ნერვულად სრესდა და გარეთ გამეფებული წყვდიადის აღქმით სახედაჭიმულს გულ-მუცელი ერთიანად უდუღდა. ფანჯრიდან შემოპარული ანცი წვიმის წვეთები ყოველგვარი კრძალვის გარეშე ელამუნებოდნენ სახეზე თუმცა არაფრად აგდებდა გაყინულ სახესა და გადაღეღილ მკერდს, რომელშიც ოხერი ორგანო სახელწოდებით "გული" ისევ ასრულებდა თავის ფუნქციას და ცოცხალი თავით არ ანებებდა მასზე გულმოსულ პატრონს თავს. აიძულებდა ჯერ კიდევ ეცქირა აქოთებული სამყაროსთვის, სამყაროსთვის სადაც მისთვის საინტერესო უკვე აღარაფერი აღარ ხდებოდა. გულს ურევდა სოციუმი სადაც ცხოვრობდა, სძულდა ადამიანები რომლებიც გარს ერტყა და ერთადერთი რაც სურდა ის იყო რომ წყეულ გულს ფუნქციონირება შეეწყვიტა. გული კი ჯიუტად და რითმულდ განაგრძობდა ფეთქვას. ხარბათ ქაჩავდა სისხლის მდინარეებს და ლეშად ქცევის სურვილით შეპყრობილ პატრონს უფრო შორს წასვლის ნებას არ რთავდა. ამღვრეული თვალები მოისრისა, ამწვარი ცხვირის წვერი ალკოჰოლს დააბრალა, სავარძლიდან წამოდგა, ფეხშიშველმა გადაჭრა უზარმაზარი მისაღები, გასასვლელში ტრიპაჩი დიზაინერის მიერ დადგმულ უზარმაზარ სარკეში საკუთარ თავს გამომცდელად დააკვირდა.
- მოგიტ/ან სახე. - ღიმილით შეუღრინა სარკიდან მომღიმარ ანარეკლს, ფეხზე ჩაიცვა, მუხლამდე მანტო შემოიცვა და გასვლისას კარიც ხმაურით გაიჯახუნა.
უცნაური კაცი იყო ნიკო დადიანი. ყველაფერი ჰქონდა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე მოკვდავ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა. დიდება, ფული, სახელი, ხალხი, მეგობრები, მტრები, ქალები. ვერასდროს ნახავდით დაღვრემილს, მაგრამ საკმარისი იყო უზარმაზარი სახლის კარს მიღმა მარტო დარჩენილიყო გაურკვეველი და ამოუხსნელი სევდით დამძიმებულს სუნთქვა ისე უჭირდა ეგონა ცოტაც და უმტყუნებდა ეს საძულველი ორგანო. წარმატება მასთან მარტივად არ მისულა. ღარიბ ოჯახში დაიბადა, მშობლებს მის გარდა კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ-ანა. სწორედ ის იყო ერთადერთი ქალი ნიკოს ცხოვრებაში ვის გამოც დაუფიქრებლად გამოჭრიდა ყელს ნებისმიერს, სათითაოდ გამოუღებდა ცოცხლად მყოფს ნეკნებს და იმის ცქერით დატკბებოდა თუ როგორ აწამებდა მისი დისთვის არასასურველ პიროვნებას. ანასთვის ცხოვრობდა დადიანი, მხოლოდ მასზე, სულ რაღაც ხუთი წლით პატარა დისთვის აგრძელებდა იმ ცხოვრებას, რომელიც საერთოდ აღარ აინტერესებდა. მშობლებთან ურთიერთობა მაშინ გაწყვიტა როდესაც პირველად დაიჭირეს, არ იყო მარტივი უმუშევრად დარჩენილი ექიმი მამისთვის და სამოწყალოდ, რომელიღაც სკოლაში პედაგოგად მოწყობილი დედისთვის ქუჩის ცხოვრების მოყვარული ვაჟის ატანა. პირველივე მცირე ძარცვაზე დააკავეს და ერთი წლით ჩააყუდეს აქოთებულ გისოსებს მიღმა. მშობლებს არც ერთხელ უნახავთ, თუმცა მისი და ხშირად აკითხავდა პატიმრობაში მყოფ ძმას.
ციხეში ცხოვრება მარტივი არ ყოფილა დადიანისთვის. ბევრი რამის გადატანა მოუწია რომ საკუთარი ღირსება დაეცა. ღირსება რომელიც ასე სჭირდებოდა ნორმალურად გაეგრძელებინა დარჩენილი ცხოვრება, მაშინ ვერ იფიქრებდა რომ ციხიდან გამოსულს ასე უხვად დაასაჩუქრებდა ცხოვრება. გამოვიდა თუ არა ბევრს ეცადა იმ ხალხის ჩამოშორებას ვისი წყალობითაც გზის იმ სავალ ნაწილს ასცდა რომელზეც მშობლებმა დიდი წამების შედეგათ დააყენეს. თავიდან ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ასეირნებდა ძაღლებს, მერე კაზინოში დაცვად იმუშავა, ბოლოს მაინც შეძლო ქუჩისთვის თავი დაეღწია, ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორის მძღოლად მოეწყო. ყოველთვის გამჭრიახი იყო რაც არ გამოჰპარვია გენერალურ დირექტორ გივი ლომსაძეს, რამდენიმე ისეთი საქმე დაავალა რითიც მისი გონებრივი მდგომარეობა შეამოწმა და შედეგით კმაყოფილმა სწრაფად შეუცვალა თანამდებობა და უბრალო მძღოლიდან პირად თანაშემწეთ აქცია, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე კი უმემკვიდრო ლომსაძემ ყველაფერი დადიანის სახელზე გააფორმა და ასე იქცა ქუჩის მაწანწალა დადიანი ქვეყანაში ერთ-ერთ გავლენიან და სასურველ მამაკაცად.
ვერაფერს იტყვი ზოგჯერ ცხოვრება მაშინ გასაჩუქრებს მოულოდნელი დიდებით როდესაც ამას საერთოდ არ ელი.
მძღოლის კითხვა.
- საით ბატონო ნიკოლოზ? - ხელის აქნევით დააიგნორა, თავად მიუჯდა საჭეს და ადგილს ძრავის შემზარავი ღრიალით მოსწყდა. სწრაფი სვლით მიაპობდა თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს. ერთი-ორჯერ წითელზეც გაიარა, აკრძალულ მოსახვევებშიც გაიბოდიალა და ბოლოს სირენის გამაყრუებელი ხმისა და მის მიმართ გაჟღერებული მანქანის გაჩერების მოთხოვნა როგორც იქნა მისწვდა მის დაბინდულ სმენას და უკვე რეალობაში დაბრუნებულმა ბარდიულზე შეაგდო ავტომობილი. სწრაფად ჩამოსწია მინა და მასთან მიახლოებულ პოლიციელს ქვემოდან ახედა.
- ბატონო ნიკოლოზ, ძალიან წვიმს, ბოდიშით უცებ ვერ გავარჩიე თქვენი მანქანა. - მყისიერად გაფითრდა ახალგაზრდა პოლიციელი და უაზრო ღიმილით მოეცვა სახე.
- ახლა ხომ მიცანი. - მოკლედ მოუჭრა თავიდან-ფეხებამდე გაწუწულ პოლიციელს, მინა ამოსწია და სწრაფად გაიჭრა წინ. კიდევ რამდენიმე ქუჩა გადაჭრა და ბოლოს ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელთან დააპარკინგა ავტომობილი, სწრაფად შეაფარა წვიმის წვეთებს სადარბაზოში შესულმა თავი და ისტერიულად მიაწვა ლიფტის ღილაკს, რომელიც რატომღაც ჯიუტად ეურჩებოდა და არაფრით ინთებოდა.
- მოგიტ/ან დამყენებელი. - ამოიყვირა და კიბის საფეხურები სწრაფად აირბინა, მეხუთე სართულზე ასული წამით თეთრ კართან შედგა, წელში მოხრილი ორივე ხელით დაეყრდნო მუხლის თავებს და ყური მიუგდო სწრაფად მფეთქავ გულს. გაეღიმა, ცოტა სული მოითქვა და კარზე ზარი დარეკა. სულ რამდენიმე წამში ქალის სუსტი ნაბიჯების ხმა მისწვდა მის სმენას და მყისიერად გაქრა მასში ჩაბუდებული სევდა უკვალოდ მის ნაცვლად კი ხალისიანი და ბედნიერი ნიკო დადიანი ჩასახლდა.
- ნიკო. - წვრილი ხელები მოხვია ახალგაზრდა ქალმა მამაკაცს და მის ყელში ჩარგო ცხვირი.
- გამარჯობა პატარავ.- ხელში აიატაცა მსუბუქი სხეული და სახლში შესულმა ხმაურით მიიხურა კარი.
- აქ რა გინდა? - აცრემლებული თვალები შეანათა ანამ ძმას.
- მომენტარე. - ლოყაზე ხმაურით აკოცა გაცისკროვნებულ პატარა დას და მოწყვეტით ჩაეფლო სავარძელში.
- ცუდად გამოიყურები. - მის გვერდით მითავსდა ანა და მის მხარზე მიასვენა თავი.
- ცუდად მძინავს, უფრო სწორად საერთოდ არ მძინავს. - ღიმილით ახედა ნიკომ დას და კიდევ ერთხელ აკოცა. - იცი რომ უფრო და უფრო ლამაზდები?!
- ჰო ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანამ და ძმის აჩქარებულ მკერდს მიასვენა თავი. - რა უცნაურად ძგერს შენი გული. - ეჭვით აზიდა ანამ წარბები.
- ფეხით ამოვედი, ეს ლიფტი სულ გაფუჭებული რატომ არის და საერთოდ არ გინდა უკეთესი ბინა ვნახოთ შენთვის?
- აქაც კარგად ვარ ნიკო.
- ჩემთან რატომ არ გადმოდიხარ? ის სახლი ერთი ადამიანისთვის ზედმეტად დიდი და საშიშია. - გაიღიმა ნიკომ და გულზე აკრულ დას ძლიერად მოხვია ხელები. - ჩემთან თუ იქნები ასე აღარ მომენატრები.
- კარგი რა და ფიქრობ ავიტან ყოველ ღამით სახლში მოყვანილ ახალ ნაშას?
- ნაშები სახლში არ მიმყავს. - თვალი ჩაუკრა დას და სავარძლიდან წამოდგა. მაცივართან მისულმა იმედგაცრუებულმა დახურა რკინის კარი და დას მოჭუტული თვალებით გახედა. - ხომ შეიძლება გეგდოს ერთი ბოთლი ლუდი მაინც როცა არ იცი როდის დაარტყამს შენს დარტყმულ ძმას და გესტუმრება?!
- გინდა ამოგიტანო? - ღიმილით ჰკითხა ანამ და ფეხზე წამოდგა.
- გარეთ ისე წვიმს ვერ გაგიმეტებ. დაიკიდე. მითხარი რა ხდება შენსკენ?
- არაფერი ნიკო, მართლა.
- მატყუებ. - ხელები მკერდზე დაიკრიფა დადიანმა და გამომცდელად შეათვალიერა ანერვიულებული და. - მე რა უნდა გამომაპარო ანა? ვინ არის?
- ჩემი თანამშრომელია, სერიოზული არაფერი შენთავს გეფიცები.
- და ჩემი და რომ ვიღაცას ხვდება რატომ უნდა ვგებულობდე სხვისგან?
- მეჩვენება თუ დასატუქსად მოხვედი? - გაეღიმა ანას და სავარძელს კმაყოფილი აეკრო.
- მისი გაცნობა მინდა.
- თუ სერიოზულ ურთიერთობაში გადაგვეზრდება გპირდები რომ გაგაცნობ.
- სერიოზულს რას ეძახი? კალიცო და რამე?
- ნიკო ნუ ღელავ, მე კარგად ვარ, თუ რამე დამჭირდა ხომ იცი პირველს ყოველთვის შენ გეტყვი.
- მეტიც არ მინდა რომ არ მითხრა.
- შენ როგორ ხარ? რატომ არ გძინავს? - მაგიდის ზედაპირს მიყრდნობილ ნიკოს მიუახლოვდა ანა და მასზე ერთი თავით მაღალს ქვემოდან ახედა. - მართლა ცუდად გამოიყურები, ავად ხარ?
- ჰო. - გაიცინა ნიკომ და მკლავები განზე გაშალა. - ვიბრიდები, მაგრამ არ ინერვიულო იქამდე არ მოვკდები სანამ შენს კავალერს კოჭებს არ დავუხვრეტ.
- ნიკო.
- ვხუმრობ. კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე, წავალ ცოტა ხნით ქვეყნიდან და დავისვენებ.
- როდის აპირებ წასვლას?
- რამდენიმე საკითხი მაქვს ფირმაში მოსაგვარებელი და მაშინვე როგორც კი ყველაფერს დავალაგებ.
- მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - გულზე მიიკრა დის სხეული და შუბლზე მიაბჯინა ტუჩები. - ჩვენები როგორ არიან? - მზერა აარიდა დას და სავარძელთან მისული მოწყვეტით ჩაეფლო მასში.
- მოხუცდნენ ნიკო.
- რამე ხომ არ უნდათ?
- მხოლოდ შენი ნახვა.
- ამაზე არ მინდა ლაპარაკი. - თავს გაღიმება აიძულა დადიანმა და ანას ამღვრეულ თვალებს მზერა გაუსწორა. - ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი.
- არ ვტირი. - ღრმად ამოისუნთქა ანამ და ნიკოს გვერდით დაიკავა ადგილი. - შენს თავს რაღაც ხდება და არ მეუბნები ხო?
- არაფერი ხდება, მართლა პატარავ.
- და რატომ გგონია რომ ჩემი მოტყუება ასე მარტივია? რატომ ფიქრობ რომ ისევ ის პატარა სულელი გოგო ვარ და არ შემიძლია დავინახო რომ რაღაც გაწუხებს.
- ნუ დამგრუზავ რა. - გაიღიმა დადიანმა, ფეხის თითის წვერები მონაცვლეობით აჰკრა ქუსლებს და ფეხსაცმელები იქვე მიყარა. - შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? მაგრად მეძინება, იმ სახლში კი ვერაფრით ვერ ვიძინებ.
- რა თქმა უნდა სულელო. - გაიღიმა ანამ და სავარძლიდან წამოდგა. - საწოლს გაგიშლი.
- არ მინდა, რამე გადასაფარებელი მომიტანე და აქ დავიძინებ.
- რატომ? ოთახები არ მაქვს?
- აქ მირჩევნია, მართლა.
- რა სისულელეა!
- თუ შენს ბიჭს უკვე მიეცი სახლის გასაღები და შემთხვებით მოვიდა ასე უფრო ადვილად გავიგებ და პასუხს მოვთხოვ დაუპატიჟებლად შემოჭრისთვის. - ენა გამოუყო გაბრაზებულ დას.
- რა დეგენერატი ხარ. - გულწრფელად გაეღიმა ანას და საბნის მოსატანად გავიდა. უკან დაბრუნებულს ნიკო უკვე ჩაძინებული დახვდა, ღიმილმა მოიცვა ანა დადიანის სახე, ფრთხილად მააფარა საბანი, პატარა ბავშვივით შუბლზე აკოცა, შუქი ჩააქრო და ფეხაკრებით გაიპარა საკუთარ საძინებელში.
ფანჯრიდან ურცხვად შემოპარული ანცი მზის სხივები მთელ სახეზე მოედო დადიანს, გარედან შემომავალი ძრავის გაუჩერებლი ღრიალის გამო მიხვდა რომ კარგა ხსნის წინ გადაეფარა დილის რიჟრაჟი აქოთებულ სამყაროს და ყველა მოკვდავს აიძულა ისევ ჩართულიყო არაფრის მომცემ რუტინულ ცხოვრებაში. წიხლის კვრით მოიშორა თხელი გადასაფარებელი, საწოლზე წამომჯდარმა წამით თვალი მოავლო დის მომცრო ზომის მისაღებს მზერა. ორივე ხელი თავზე მოისვა და ფეხზე წამოდგა, ბარის ტიპის სამზარეულოში შელასლასებულმა მაგიდაზე დადებულ წერილს ღიმილით დახედა.
„წავედი, გასაღები მაგიდაზე დევს, ყავა იცი სადაც არის, მიყვარხარ“
ღიმილით აიღო ფურცის ნაგლეჯი და ნაგვის ურნაში გადაუძახა, კარადა გამოხსნა, ყავა გაიმზადა და აივნისკენ დაიძრა. (ანა დადიანი არასდროს აწევინებდა სიგარეტს სახლში) აივანზე გასულს სასიამოვნოდ მოედო მთელ სხეულზე ზამთრის პირველი თვეებისისთვის მახასიათებელი სუსხი, თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და იქვე მდგომ დაბალ სკამზე მოწყვეტით დაეშავა. ჰორიზონტს მზერა მოავლო და ისევ უჩვეულო სევდით აევსო მთელი სხეული. სიგარეტს მოუკიდა და ცხელი ყავა გემრიელად მოსვა.
ყველა ჩვენი ტრადიციული კლასიკური წარმოდგენა ადამიანზე, ცნობიერებაზე გულისხმობს ადამიანს ერთგვარი თვითცნობიერი არსების სახით. ადამიანის უნარი გააცნობიეროს, რაც მასში ხდება, უნარი გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, თავისი ემოციები, თავისი შთაბეჭდილებები, აზრები - ფაქტიურად, უსაზღვროდ მიიჩნევა, ითვლება, რომ ის არაფრითაა შეზღუდული. იგულისხმება, რომ ადამიანს შეუძლია თვითშემეცნების ნათელი ყველაფერს მოჰფინოს. მაშ, რაღაა თვითცნობიერება? ეს არის ცნობიერების ცნობიერება. ვთქვათ, აზრი თვითცნობიერია იმ თვალსაზრისით, რომ მე არა მხოლოდ მაქვს აზრი, არამედ გამაჩნია ცნობიერება ამ აზრის შესახებ. ეს პროცედურა ფილოსოფიაში რეფლექსიურ პროცედურად იწოდება. რეფლექსია არის ფიქრი ფიქრზე, ან - ემოციის ცნობიერება. ემოცია არის ჩვენი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, იგი შეიცავს რაღაც ცნობიერებას. ემოციის შემცველი ამ ცნობიერების ცნობიერება არის სწორედ თვითცნობიერება.
მიუხედავად დაუღალავი მცდელობისა მზე მაინც ვერ უწევდა დეკემბრის სუსხს სათანადო კონკურენციას. სწრაფად დალია ნიკო დადიანმა ცხელი ყავა და მისაღებში შებრუნდა. კიდევ რამდენიმე წუთს დარჩა დის სახლში, ბოლოს კი კარი გარედან დაკეტა და სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები, გარეთ გამოსული ოსტატურად დაუსხლტა ყინვას და უკვე ავტომობილის საჭეს მიმჯდარმა სწრაფი სვლით გააპო თბილისის უკვე გაღვიძებული ქუჩები. სახლში შეირბინა, იბანავა, მოწესრიგდა და ამჯერად ავტომობილის უკანა სალონში ჩაეფლო მოწყვეტით.
- ოფისში. - მოკლედ მოუჭრა მძღოლს და შეეცადა როგორმე დაეიგნორებინა სწრაფად მფეთქავი გული, რომელიც ასე სძულდა და სულს უხუთავდა მისი არსებობა. ოფისამდე გასავლელი მანძილი ისე მიილია ვერც გაიგო, ფიქრებში წასული მხოლოდ მუხრიჭის ხმის აღქმამ გამოაფხიზლა. დინჯად გადმოვიდა ავტომობილიდან და სწრაფი ნაბიჯებით შეხსნა შესასველელი.
- ბაჩოს უთხარი ჩემთან ამოვიდეს. - თითის გაშვერით მიაძახა ფეხზე წამომტარ მიმღებში განთავსებულ გოგონას და დაცვის მიერ უკვე გამოძაღებულ ლიფტში გაუჩინარდა, მჭიდროდ მოჭერილი ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და მოთმინებით აიტანა ის სამიოდე წუთი რომელიც მეთხუთმეტე სართულზე ასასვლელად დასჭირდა. - რა უბედურებაა ეს ცათამჯენები. - ზიზღით ამოიჩურჩულა და კაბინეტში შესული მოწყვეტით ჩაეფლო სავარძელში.
- მეძახდი ნიკო? - ღია კარში თავი შემოჰყო ბაჩო ახალკაცმა და ისე რომ პასუხს არ დაელოდა სავარძელს აეკრო უკანალით.
- ცოტა ხნით ქვეყნიდან უნდა წავიდე, შეძლებ მიხედო აქაურობას?
- მშვიდობაა?
- გადავიღალე, ცუდად მძინავს. ტვინი მომიტყ/ა ცხოვრებამ რომელიც ღმერთმა უწყის რით დავიმსახურე. - გულწრფელად ამოთქვა დადიანმა, მაგიდის ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო და სახით ნახევრად ხელებში ჩაფლულმა ამოხედა ერთადერთ სანდო ადამიანს მთელ დედამიწაზე. - ხომ მიხედავ?
- მივხედავ მაგრამ არ მომწონხარ, რა გჭირს?
- ხო გითხარი არ მძინავს. - სწრაფად გმოხსნა პირველივე უჯრა დადიანმა და საბუთების შეკვრა ხმაურით დაახეთქა მაგიდის ზედაპირს. - ახლა ვხვდები რატომ მოკვდა ლომსაძე მარტოობაში.
- რა გჭირს ბიჭო?
- არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და დავიკარგე.
- ლომსაძე გენდობოდა ნიკო, ამიტომაც ჩაგაბარა თავისი მემკვიდრეობა, იცოდა რომ შეძლებდი ღირსეულად გაგეგრძელებინა მისი საქმე.
- იცი მე რა მინდა? - სავარძელს აეკრო დადიანი და ღიმილთ გახედა ახლკაცს. - სადმე თბილ ქვეყნებში გადახვეწა და ყველაფერ იმის დაკიდება რაც ირგვლივ ხდება, რა ჯანდაბათ მინდა ამხელა წარმატება თუ არავინ მეყოლება გამზიარებელი? მშობლები წლებია არ მინახავს, ჩემს დას ჩენთან ცხოვრება არ სურს, ცოლი და შვილი მე არ მყავს, მითხარი რა ჩემ ყ/ეთ მინდა ეს ცხოვრება? ვგრძნობ მეც ლომსაძესავით მომიწევს დასრულება და მდგონი დროა მემკვიდრეზე მაინც ვიზრუნო.
- ატრაკებ ნიკო.
- სულაც არ ვატრაკებ. წარმატება არაფერში მჭირდება, არ მომწონს წესების დარღვევის მიუხედავად ბოდიშით რომ მაცილებს პოლიციის თანამშრომელი გზაზე, არ მომწონს საყიდლებზე შესულს ყელზე რომ მეკიდებიან ფულს დახამებული სილიკონით გატენილი ქალების არმია, არ მომწონს ჩემს დას რომ ჩემი გავლენები აფრთხობს და მიუხედავად იმისა რომ ტონა ფული მაქვს და შემიძლია უზრუნველი ცხოვრება მივცე, ის მაინც მოცუცქნულ ბინაში ცხოვრობს, მუშაობას რომელიღაც ყ/ლე ბარში და ხვდება ვიღაც გამოს/ირებულ იდიოტს, რომელსაც ზუსტად ვიცი ანა კი არა მისი ძმის ფული უყვარს. არ მომწონს რომ რესტორანში დაჯავშნის გარეშე მუდამ არის ჩემთვის და რომელიმე ჩემსმიერ მოხსნილი ნაშისთვის განცალკავებით მდგომი მაგიდა. არ მომწონს რომ იმ დედამოტყ/ნულ სახლში მარტო ვცხოვრობ.
- ხვალვე წადი შვებულებაში. ყველაფერს მივხედავ. - აშკარად ანერვულდა ახალკაცი მეგობრის აღსარების გამო და ფეხზე წამოდგა. - წამო სადმე დავლიოთ.
- არ მინდა.
- მიდი რა ადე, ასეთს ვერ აგიტან ნიკო.
- არ მინდა. - მოკლედ მოუჭრა მეგობარს და მთელი ტანით ჩაცურდა სავარძელში. - არ ვიცი რა მინდა. დავიკარგე. - თვალები დახუჭა დადიანმა და ფიქრებში გაუჩინარდა.
ისევ ის უცნაური ზმანება წარმოიდგინა რომელსაც ყოველ ღამით თუ შემთხვევით ძილი თავის საუფლოში ჩაითრევდა ზუსტად ერთნაირი თანმიმდევრობით ხედავდა. - ცუდად განათებულ დარბაზში იდგა, გარს უამრავი ადამიანი ერტყა, ყველა მათგანს შავები ეცვა მაგრამ არც ერთ მათქანს სახე არ ჰქონდა. ამაოდ აწყდებოდა დადიანი უსახური ადამიამებისმიერ მჭიდროდ შეკრულ კედლებს, ვერაფრით აღწევდა ამ დახუთული ადგილიდან თავს და სიგიჟის ზღვარზე მისულს ერთადერთი სურვილი იმონებდა, როგორმე მიეღწია ნაკადს მიღმა მდგომი წითელკაბიანი სილუეტისკენ, ერთადერთი გამორჩეული სხეულისკენ მთელ ამ უსახურ ხალხში. რამდენჯერაც მისკენ დაიძრებოდა იმდენი უკან აგდებდა უსახურ შავოსანთა კედელი და ასე გრძელდებოდა იქამდე სანამ სრულიად გაოფლილს და შეშლილს ყვირილითა და ხელების ქნევით არ გამოეღვიძებოდა არეულ საწოლში.
- მგონი ჭკუიდან ვიშლები. - ღიმილით მოისრისა ამღვრეული თვალები და მეგობარს გახედა. - ისეთ სტრან სიზმარს ვხედავ რომ უკვე დაძინება საერთოდ აღარ მინდა.
- რას ხედავ?
- ჯოჯოხეთს. - კბილებში გამოსცრა დადიანმა და ხელები ძლიერად შეკრა.

2
ბუზღუნით ჩაჯდა ლილიან ტომაში მეგობრის ავტომობილში და ბრაზით გაბუშტა ტუჩები.
- ეს მკითხავთან წასვლა რა მარაზმი მოიფიქრეთ? - არ ცხრებოდა გაბუსხული ლილიანი და მონაცვლეობით უცქერდა ავტომობილის წინა სალონში გადანაწილებულ ბავშობის მეგობრებს.
- სულ როგორ უნდა ბუზღუნებდე?! - ენა გამოუყო საჭესთან მჯდომმა თიკა ყიფშიძემ. - მაგრად აქებენ, ცოტას გავერთობით და ეგ არის. მოეშვი საყვარელო.
- ხომ იცი ვერ ვიტან ამ სატანისტური ინტერესების მიმართ თქვენს დაუოკებელ ჟინს.
- ნეტავ ცოტა მოეშვებოდე ამ წარმოსახვით სამყაროში ხეტიალს და უფრო რეალურად შეაფასებდე სამყაროს თუ როგორი მოსაწყენია. - ტუჩები დაბრიცა ნუკა ბერიამ და ჩამოწეული მინიდან სიგარეტის გამონაბოლქვი რგოლებად გაუშვა გარეთ.
- მცივა. გადააგდე ეს ოხერი სიგარეტი.
- ისე ურიგო არ იქნება რომელიმე შენზე ყურებამდე შეყვარებულ იდიოტს ბოლოსდაბოლოს თუ მისცემ, იქნებ ამან მაინც გამოგისწოროს ხასიათი. - სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა ნუკამ, მინა ამოსწია და უკანა სავრძელზე უკმაყოფილოდ ჩაფლულ ლილიანს გახედა. - უბრალოდ მივიდეთ, გავიგოთ რატომ გესიზმრება ერთი და იგივე იდიოტობა.
- ვიღაც მკითხავმა რა უნდა ამიხსნას?
- და რას ვკარგავთ? მივიდეთ, გავერთოთ და უკან წამოვიდეთ, მერე სადმე ბარში შევიდეთ, სიმპატიური მამაკაცები მოვხსნათ და მთელი ღამე ცეკვაში გავატაროთ. რას იტყვი?
- მე სახლში დავბრუნდები და თქვენ კისერიც გიტეხიათ.
- გააჩერე მანქანა. - საჭესთან მჯდომ თიკას მიუბრუნდა ნუკა. - გააჩერე-მეთქი!
- რა ბზიკმა გიკბინა? - უდიერად დააპარგინგა ყიფიანმა ავტომობილი და მთელი ტანით ნუკასკენ შებრუნდა. მის სახეზე ასახულმა ბრაზმა წამიერდ დააბნია კიდეც.
- როგორ გგონია არ არის დრო გამოხვიდე ამ წარსულის აჩრდილებიდან და წინ გაიხედო? არ ფიქრობ რომ დროა შენი ქმარი იქ მოასვენო სადაც არის? დრო თვალსა და ხელსშუა გეპარება ლილიან და ისე მალე მოგეფინება მაგ ლამაზ სახეზე ნაოჭები რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. რა გინდა ბოლოსდაბოლოს? გინდა სამარეში ჩაყვე გიორგის? ჩაყევი! მოკვდა ის საბრალო, ხუთი წელი გავიდა უკვე შენ კი ისევ არ აძლევ უფლებას საკუთარ თავს ცხოვრებით ტკბობის საშუალება მისცე. რატომ გგონია რომ ცხოვრება კიდევ ბევრ შანს მოგცემს?
- ნუკა გაჩერდი. - ჩუმად ამოთქვა გაფითრებულმა თიკამ და უკანა სალონზე დასჯილი ბავშვივით ატუზულ ლილიანს გახედა.
- არა! ვინმემ უნდა უთხრას მას რომ ცხოვრება არ დასრულებულა და არ აქვს უფლება ოცდაშვიდი წლის ასაკში მხოლოდ სამსახურით არსებობდეს, არ აქვს უფლება საკუთარ თავს სჯიდეს იმის გამო რასაც ვერ შეცვლიდა, მისი ბრალი არ არის რომ გიორგის ავარია შეემთხვა და მძიმედ დაშავენული ვეღარ გადარჩა, როგორ ფიქრობ გიორგის მოეწონებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა? არამგონია გახარებოდა იმის ყურება თუ როგორ ინადგურებს თავს მისი საყვარელი ქალი! - ღრმად ამოისუნთქა ნუკამ, ფანჯარა ჩამოსწია, მზერა გაუყარა აცახცახებულ ტომაშს და სიგარეტს მოუკიდა. - ნიახური არ ხარ კიდევ მოხვიდე ამ სამყაროში, ერთხელ ვიბადებით, კეთილი ინებე, ასწიე უკანალი და ცხოვრება განაგრძე! - კბილებში გამოსცრა ბერიამ და სავარძელს აეკრო. - ახლა დაქოქე ეს წყეული მანქანა.
- კარგი. - მორჩილად დაჰყვა ყიფიანი მეგობრებს შორის ყველაზე ფეთქებად ბერიას და ძრავა აამუშავა. უხმოდ მიაპობდნენ წვიმიანი ქალაქის ქუჩებს. საჭეს ჩაფრენილ ყიფიანს გული ისე უცემდა ცოტაც და კუთვნილი ადგილიდან ამოუხტებოდა, მის გვერდით მოთავსებული ბერია სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და არაფრად აგდებდა ჩამოწეული ფანჯრის მინიდან შემოსულ დეკემრის სუსხს. უკანა სავარძელზე მოთავსებულ ტომაშს კი ცხვირის წვერი ეწვეოდა და გულ-მუცელი ერთიანად უდუღდა, მასზე უკეთ არავინ იცოდა რომ ბერიას მისთვის მხოლოდ კარგი სურდა და ზუსტად ამის გამო ხდებოდა რომ ყოველთვის ასე მოურიდებლად აყრიდა მარილს ღრმა ჭრილობებზე, ჭრილობებზე რომლებიც ტომაშის ცხოვრებას წამით არ ტოვებდა.
ლილიან ტომაში წარმატებული მსახიობის მარიამ აბაშიძის და საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ლევან ტომაშის ერთადერთი ქალიშვილია. მამის საეჭვო წარსულს მის ცხოვრებაზე არანაირი დაღი არ დაუსვამს, პირიქით, ბარებისა და კლუბების მეპატრონე ლევან ტომაშმა ყველაფერი მისცა ერთადერთ ქალიშვილს იმისთვის რომ უზრუნველი ცხოვრებით ეცხოვრა. კარგი განათლება, მდიდარი და გავლენიანი ადამიანების წრეში ტრიალი, შესანიშნავი სახლი ქალაქგარეთ, მდიდრული წვეულებები, მოგზაურობები. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა ტომაშის ცხოვრებაში სანამ გიორგის არ შეხვდა, გიორგი ერთ-ერთ ბარში გაიცნო, ახალგაზრდებს მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და წინააღმდეგობის მიუხედავათ მალულად იქორწინეს, ორი უბედნიერესი წელი დაჰყვეს ერთად. ლილიანზე გაბრაზებულმა მამამ უარი თქვა საყვარელს ქალიშვილთან ურთიერთობაზე, წაართვა ყველაფერი და დატოვა ბედისა და ახალგაზრდა სიძის ანაბარა. ახალგაზრდებს უჭირდათ თავის გატანა, ფუფუნებას მიჩვეული ლილიანი მოულოდნელად აღმოჩნდა გარეუბნის ცუდად მოწყობილ ნესტიან სარდაფში, მოუწია ელიტარულ წვეულებებზე სიარულის ნაცვლად მოერგო დახეული წინსაფარი და ეხეხა ნესტით გაფუჭებული კედლები, ხშირად საჭმელიც კი არ ჰქონდათ მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ბედნიერად ცხოვრობდნენ. ლევან ტომაში იქამდე არ დალაპარაკებია ქალიშვილს სანამ უბედური შემთხვევის გამო მისი ერთადაერთი ქალიშვილი ოცდაორი წლის ასაკში არ დაქვრივდა. ბედის ანაბარა დარჩენილი ლილიანი იძულებული გახდა მშობლების დახმარება მიეღო და ისევ მათთან გადასულიყო საცხოვრებლად. ამის მიუხედავად ვერასდროს შეძლო ბოლომდე გადაეხარშა მამის დამოკიდებულება მის ნაბიჯთან დაკავშირებით, ამას ისიც დაერთო რომ ოჯახში დაბრუნების შემდეგ ლევან ტომაში დიდი მონდომებით ცდილობდა მისთვის მდიდარი ქმრის პოვნას, ისეთის რომელიც მის ბიზნესაც წაადგებოდა და ქალიშვილსაც დაავიწყებდა წარსულის ტკივილებს, ვერ გაუძლო ლილიანმა მამისგან ყოველ საღამოს დაჟინებულ მოთხოვნას რომ ურთიერთობა წამოეწყო მისი პარტნიორის ნოდარ ჟორჟლიანის ვაჟთან, ამიტომ როგორც კი ფეხზე წამოდგა, საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა და საბოლოოდ ყელშიც ამოუვიდა ლუკა ჟორჟოლიანის უაზრო ვიზიტებიც. ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ თავად განაგებს მის ცხოვრებას. საკმაოდ კარგი ჟურნალისტური კარიერა მოიწყო და არც შემოსავლის ნაკლებობას განიცდის, ასე რომ არ არის დამოკიდებული გავლენიანი მამის ფინანსურ მდგომარეობაზე და მისმიერ გაკეთებულ ძვირადღირებულ საჩუქრებსაც ყოველ ჯერზე უკან უბრუნებს ამ უკანასკნელს. ავტომობილი გარეუბანში განცალკავებით მდარი სახლის საღებავგაცრეცილი შესასვლელის წინ ნელა გაჩერდა.
- ეს არის თქვენსმიერ მოძიებული მკითხავის სახლი? - წინ მიწეული ტომაში ორივე ხელით დაეყრდნო წინა სავარძლების თავებს და მონაცვლეობით გადახედა დადუმებულ მეგობრებს. - იცით რას მაგონებს აქაურობა? იმ საშინელებეთა ფილმებში მცხოვრები ჯადოქრების სახლს ბავშვობაში მშობლები რომ ყურებას გვიკრძალავდნენ. - ჩაიღიმა ლილიანმა და პირველი თავად გადავიდა ავტომობილიდან. - მოდიხართ? - მინაზე თითი მიუკაკუნა თიკას და წვიმას რომ სულ არ გაეწუწა ყოველიშემთხვევისთვის ჩანთაში ჩაგდებული ქოლგა გახსნა. ჭრიალით გაღებულ შესასვლელში ერთმანეთის მიყოლებით შევიდნენ გოგონები, მოუვლელი ეზო გადაჭრეს და ჩამტვრეული კიბეების მეშვეობით აივანზე ავიდნენ. - ვერაფერს იტყვი მაგარი ვინმეა ეს თქვენი მკითხავი. - ზიზღით მოათვალიერა ტომაშმა აივანი და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
- შემოდით გოგონებო. - მოესმათ კარს მიღმა ხანშიშესული დედაბრის ხმა. გაფითრებულმა და დაბნეულმა სამეულმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს შემდეგ კი როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბეს, კარი შეაღეს და ზღურბლზე კანკალით გადააბიჯეს. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. - ჩაბნელებული ოთახის შუაგულში მდგომ მაგიდასთან იჯდა თეთრთმიანი მოხუცი, მაგიდის ყოველ კუთხეში წითელი სანთლები ენთო და წინ გაშლილ კარტებს თვალს არ წყვეტდა უზარმაზარი სათვალით შემკობილი საშიში იერსახის ქალბატონი.
- მკითხავია თუ ჯადოქარი? - უჩურჩულა ლილიანმა გვერდით მდგომ საკმაოდ შეშინებულ თიკას.
- ჯადოქარი არ ვარ. - როგორც იქნა კარტებს თავი ანება მოხუცმა და ღიმილით ახედა გოგონებს. - დაჯექი. - პირდაპირ ტომაშისკენ გაიშვირა თითი, დაბნეული ლილიანი მაშინვე დაეთანხმა და მაგიდასთან მის მოპირდაპირე მხარეს მოთავსდა.
- მინდა გითხრათ რომ მსგავსი რიტუალების არ მჯერა და აქ მხოლოდ მეგობრების დაჟინებული თხოვნით ვარ, ასე რომ გამიხარდება თუ თქვენს ძვირფას დროს დაზოგავთ მოკლედ მეტყვით რა მელის რომ ამით ჩემი ბედით შეწუხებული მეგობრები დავამშვიდო და აქედან წავიდეთ. - შეძლებისდაგვარად მშვიდად ამოთქვა ლილიანმა და ღრმა ამოისუნთქა.
- მკითხაობა ნიჭია ჩემო კარგო. - გაუღიმა მოხუცმა.
- შესაძლოა თუმცა ალბათ არ მიწყენთ თუ გეტყვით რომ სისულელეთ მიმაჩნია.
- შენი სიზმრის შესახებ მიამბე.
- რა სიზმრის? - გაფითრდა ლილიანი და კართან მდგომ მეგობრებს გახედა.
- აი იმ სიზმრის რომელმაც ჩემამდე მოგიყვანა.
- არაფერია, უბრალო კოშმარი სადაც ვიღაც სასოწარკვეთილი მამაკაცი ცდილობს უსახური ადამიანების ნაკადი გაარღვიოს და ჩემამდე მივიდეს, თუმცა ამას ვერ ახერხებს.
- რომ გითხრა რომ ეს ადამიანი არსებობს და ისიც იგივე სიზმარს ხედავს რასაც შენ რას იზამ?
- ჩავთვლი რომ ესეც სიზმარია, ზღაპარი და წარნოდგენა არ მაქვს აქ რას ვაკეთებ. - მოულოდნელად სკამიდან წამოხტა ტომაში და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ადამიანს, ყოველ თავის ქცევაზე, პასუხსა და ტონზე ეტყობა რა გამოიარა, რა ქარტეხილი დაატეხა ცხოვრებამ თავს და როგორი მოქცევა სჭირდება შენგან მას. „ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები” ჰქმნის შენ ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება ასეთია. შენ ბედმა უხვად დაგასაჩუქრა გარეგნობით, ძლიერი მშობლებით, ფულით, მეგობრებით, კარიერით, მაგრამ არ გაქვს ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შენს აფორიაქებულ სულს დამშვიდების საშუალებას მისცემს, იცი ეს რაღაც რა არის? სიყვარული. - ღიმილით მოიხსნა მოხუცმა უზარმაზარი სათვალე და კართან ზურგით მდგომ გახევებულ ტომაშს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- მე მიყვარდა. - კბილებში გამოსცრა ლილიანმა და მისკენ შემობრუნებულმა ამღვრეული თვალები შეანათა მოხუცს.
- მაგრამ ის აღარ არის, მე არც მკითხავი ვარ, არც ჯადოქარი, მე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვარ რომელსაც შეუძლია შენს გონებაში შეძვრეს, გამოხსნას შენში ყველაზე ძლიერად დალუქული უჯრები და მიძინებული გრძნობების გაღვიძებით აგიშალოს საღერღელი. ასე რომ დაჯექი ვფიქრობ ცოტა საუბარი არ გაწყენს. თქვენ კი აჯობებს გარეთ დაგველოდოთ. - გოგოებს მიუბრუნდა მოხუცი და თავად აკივლებული ჩაიდნის გამოსართავად წამოდგა. არც ერთს არ სურდა ტომაშის ამ უცნაურ მოხუცთან მარტო დატოვება თუმცა მაინც დაყვნენ მოხუცის ნებას და ტომაში მასთან მარტო დატოვეს. - ჩაი? - ღიმილით დაუდგა მოხუცმა სკამზე მოთავსებულ ფერწასულ გოგონას ცხელი ჩაი და თავად ისევ კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. - მითხარი რას გრძნობ სიზმარში.
- შიშს.
- და შენი აზრით ეს შიში რაში მდგომარეობს?
- იმაში რომ ერთხელაც მომწვდება ის უცნობი და მაშინ უკვე არ მეცოდინება როგორ მოვიქცე.
- შენ მისი გეშინია?
- ის უცნაურია.
- უსახურ ადამიანებში მხოლოდ იმ ერთს აქვს უბრალო მოკვდავის სახე და მისი რატომ გეშინია?
- ჩემი ცხოვრება სავსეა უსახელო ნაბიჭ/რებით რომლებმაც ის ვერ მიიღეს რაც სურდათ, სიზმარშიც არ მტოვებს ის განცდა რომ ის უცნობიც ერთ-ერთი ნაბიჭ/არია რომელსაც ერთი სული აქვს მომწვდეს. - ცხელ ჩაის გაყინული თითები შემოაჭო ლილიანმა და იგრძნო რომ აქ მოსვლის წუთიდან მასში გაჩაღებული შიში სადღაც უკვალოდ გამქრალიყო, მის ნაცვლად კი მონატრებულ სიმშვიდეს დაედო ბინა, გაეღიმა და უკეთ დააკვირდა მოხუცის მობერებულ ნაკვთებს, ნაკვთებს სადაც სულ ვერ შენიშნა რამე საშიში, პირიქით მის წინ მჯდომ ადამიანში მთელი კაცობრიობის დანახვა შეძლო. სხეული სიამოვნების ნაპერწკლებით გაუღვივდა და ჩაი კმაყოფილმა მოსვა.
- წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მოხუცმა თითებში ჩამწვარ სიგარეტს დახედა, ბოლო ნაფაზი დაარტყა, რამდენიმე წამს გაიჩერა ფილტვებში და ცხვირიდან გამოუშვა ბოლი. ოთახი გამონაბოლქვით აივსო. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ცხელი ჩაი მოსვა “ადამიანები დაბადებისთანავე არ ყალიბდებიან ისეთებად, როგორებიც გასავლელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყვნენ, ისინი იბადებიან უსუსურები, არაფრის მცოდნენი და დროთაგანმავლობაში იძენენ ხასიათს, ცოდნას, უარყოფით თუ დადებით თვისებებს. ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... ადამიანი ადამიანობს სიტუაციის შესაბამისად (როგორც აწყობს).“
- იმას ნუ მეუბნებით რაც ისედაც ვიცი, აქ შემოსვლის წამიდან ვიგრძენი რომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცით, ისიც გეცოდინებათ რომ ფსიქოლოგიური თამაშები ჩემზე არ მოქმედებს რადგან საკმაოდ კარგად ვფლობ ამ თამაშის წესებს და თითქმის ყოველთვის ვიმარჯვებ მსგავს ბრძოლებში.
- ეს ბრძოლა არ არის საყვარელო. - გაიღიმა მოხუცმა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა. - მამაკაცი რომელიც შენს სზმრებში გევლინება რეალური პიროვნებაა და თქვენ ორს ისე გჭირდებათ ერმანეთი როგორც ადამიანს ჟანგბადი.
- ხომ გითხარით რომ მსგავსი სისულელების არ მჯერა.
- ყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით "ითიშება". ძილის დროს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის, რა ხდება ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ თითოეული ადამიანი თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობს. ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. ახლა კი სიზმრებში არსებულ ჭეშმარიტებას ისე უგულველყოფს სოციუმი რომ მსურს ამის გამო კოცონზე დავწვა ადამიანთა მოდგმა. - ღრმად მოქაჩა მოხუცმა სიგარეტს და გამონაბოლქვი პირდაპირ ტომაშისკენ გამოუშვა, ამ უკანასკნელმა მსუბუქად ჩაახველა და ხელის აქნევით გაფანტა ბაცი ფერის კვამლი. -სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა". - ღიმილით გახედა კმაყოფილ მოხუცს ლილიანმა და ჩაი მოსვა.
- ვაფასებ თქვენს მონდომებას მაგრამ ჩემი წასვლის დროა, ვერ ვიტყვი რომ თქვენთან გატარებული დრო ცუდად დამამახსოვრდება თუმცა პირობას გაძლევთ სხვა დროს ვეღარ მნახავთ, მე არ მჯერა სიზმრების, არც იმის რომ ეს ჩემი ქვეცნობიერის გამოძახილია, არც იმის მჯერა რომ ჩემი სიზმრის მთავარი გმირი რეალური ადამიანი შეიძლება იყოს, მაპატიეთ, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია ვენდო მოხუცის სიტყვებს რომელსაც ბევრი წიგნი წაუკითხავს და გაზეპირებული ტექსტებით ცდილობს დაბნეული „კლიენტურისთვის“ თავის მოწონებას. - არ მიწყინოთ ეს მოსაზრება უბრალოდ მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, თქვენ ერთი მარტოხელა მოხუცი ბრძანდებით რომელმაც ისიც კი არ იცის რა რიცხვია, რა თვე და რომელი წელი, არც ის იცის პრეზიდენტი ვინ გვყავს, არც ეკონომიკური კრიზის შესახებ სმენია რამე, არც იმის შესახებ რომ ქვეყანა წალეკა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა. თქვენ ერთი ბებერი მატყუარა ხართ რომელიც აი ამ წიგნებიდან ამონარიდი სიტყვებით აბოლებს მასთან მოსულ გზააბნეულ სტუმრებს. - ბუხრის ზედაპირზე დაყრილი წიგნები აიღო ლილიანმა და მაგიდაზე ხმაურთ დაანარცხა. - ფროიდი, ნიცშე, არისტოტელე, პლატონი... ვერაფერს იტყვი მდიდარი ქალი ბრძანდებით მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჩემთან ვერ გაჭრა თქვენმა ხრიკებმა რადგან როგორც კი მარტო დავრჩით მაშინვე მივხვდი რა ჩიტიც იყავით. - სწრაფად გახსნა ჩანთა. ასლარიანი მაგიდაზე დაუდო და ღიმილით დააშტერდა გაფითრებულ მოხუცს. - მე ჩემი თეორია მაქვს და არავის მივცემ უფლებას უხეშად აფათუროს მასში ხელები, მითუმეტეს თუ ეს მოხუცი, მატყუარა გაზეპირებული ტექსტებით ეცდება ჩემს დაბნევას. მშვიდობით. - პასუხს არ დაელოდა ტომაში, სწრაფად გამოხსნა კარი და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო მოხუცის ხმა რომ მისწვდა მის სმენას.
- ლილიან რამდენად ახლოს ხარ შენს მეგობრებთან?
- საკარისად ახლოს. - მტკიცედ მოუჭრა ტომაშმა.
- საკმარისად, მაგრამ არა იმდენად ახლოს რომ მათ იმ პიროვნების შესახებმოუყვე რომელიც მაშინ გამოდის ჰორიზნოტზე როდესაც ლილიან რომაშს სძინავს, ხომ ასეა? - მოულოდნელობისგან დაბნეულ ტომაშს სისხლი ერთიანად მოაწვა თავში და გულიც საოცარი სისწრაფით აუძგერდა.
- ნახვამდის! - გამოსცრა ბოლოს კბილებში და უკან მოიტოვა მკითხავის სახლი.
- შეხვედრამდე. - ღიმილით ჩაილაპარაკა მოხუცმა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა. ტომაშმა ეზო გადაჭრა, ავტომობილში შეხტა და ღიმილით ახედა მომლოდინე მეგობრებს. - დავლიოთ?
- დავლიოთ. - ღიმილით დაეთანახმა ყიფშიძე და ავტომობილი დაძრა.

3
სავარძელში ჩაფლული ნება-ნება სვამდა ჭიქაში მონარნარე ვისკს, გვიანობამდე შემორჩა ოფისში და არსად წასვლის სურვილი აღარ ჰქონდა, ამიტომაც თანაშემწეს ვისკი კაბინეტში ამოატანინა და მარტო დარჩენილმა დალევა დაიწყო, ნახევრად გახსნილი თეთრი პერანგის სახელოები შუამდე ჰქონდა აკეცილი და უზარმაზარი ფანჯრის წინ მდგომი ზიზღით უცქერდა ჩაძინების პირას მყოფ ქალაქს. ვერაფერს გრძნობდა გარდა იმისა რომ არსებობის დანიშნულებას ვეღარ ხვდებოდა. მოწყვეტით ჩაეფლო სავარძელში და ის იყო თვალები დახუჭა კაბინეტის კარი რომ შემოუღეს.
- ბატონო ნიკოლოზ.
- შენ ისევ აქ ხარ? - ეჭვით ახედა კედელზე დაკიდებულ საათს დადიანმა და შემდეგ მზერა კართან ატუზულ თანაშემწეზე გადაიტანა.
- საბუთებს შემოვრჩი.
- შემახსენე რამდენს გიხდი? - გაიღიმა ნიკომ და უფრო კომფორტულად ჩასრიალდა რბილ სავარძელში.
- საკმარისად.
- მაინც?
- ორიათას.
- ღადაობ ხო? და ორიათასად აქ ამ დრომდე რატო ჩერდები?
- არ ვიცი უბრალოდ შემოვრჩი.
- თუ არსად გეჩქარება ჭიქა მოიტანე და გამიწიე კომპანიონობა.
- მე, მე. - დაიბნა გოგონა.
- ნუ გერიდება, დამიჯერე ყოველთვის არ გექნება იმის ბედნიერება რომ ვისკზე დაგპატიჟო. - სიგარეტს მოუკიდა ნიკომ და გამომცდელად შეათვალიერა კართან მდგომი ოცდახუთიოდე წლის ქერა გოგონა, მაღალ ფეხებს რომ ძლივს უფარავდა შავი ქვედაბოლო და მის მღელვარებასაც ურცხვად რომ ყიდდა თეთრი გამჭვირვალე პერანგი. - მოდი! - ბრძანებას უფრო ჰგავდა დადიანის ხმა და თითქოს მისი ხმით დამონებული გოგონაც მორჩილად დაჰყვა მის ნებას, უფროსის წინ უხერხულად აიტუზა და ათრთოლებული თითები ერთმანეთში ახლართა. - ღელავ? - სწრაფად წამოიწია ნიკო სავარძლიდან და გოგონას თითებს საკუთარი შეახო. - შეტრიალდი! - ისევ ბრძანებას ჰგავდა მისი ხმა და გოგონაც ისევ მის ნებას დაჰყვა. კმაყოფილმა შეავლო მის მკვრივ უკანალს მზერა და ხელი ნაზად შეუცურა მოკლე კაბის ქვეშ.
- ბატონო ნიკოლოზ. - ხმა გაებზარა ახალგზარდა ქალს თუმცა საჯდომზე წავლებული თითებისგან თავის დახსნა არც უცდია.
- არ მითხრა რომ არ მოგწონს?! - ფეხზე წამოიჭრა ნიკო და ზურგზე აეკრო მკერდით, ორივე ხელი სხეულზე მჭიდროდ მოხვია და ათრთოლებულ მკერდზე წაავლო თითები, მსუბუქად მოუჭირა და სიამოვნებით დაელოდა მისგან ამოხდენილ კვნესას. - აქამდე რატომ არ დავრჩენილვართ მარტო? - მსუბუქად უკბინა ყურზე და უფრო ძლიერად ჩაავლო მკერდზე თითები.
- არ ვიცი. - ამოიჩურჩულა გოგონამ და მის ტუჩებთან ათამაშებულ ნიკოს თითებს მსუბუქად ჩაავლო კბილები.
- ეს უკვე საინტერესოა. - სწრაფად შემოაბრუნა თავისკენ ათრთოლებული ქალი, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა მაგიდაზე დალაგებული საბუთები და ქალის უკანალს ჩაფრენილმა სწრაფად შემოსვა მის ზედაპირზე უკვე აღგზნებული ლამაზმანი.
- ბატონო ნიკოლოზ. - მსუბუქად გაიბრძოლა ქალმა მაგრამ დადიანის ტუჩებმა საუბრის გაგრძელების უნარი წაართვეს და თავადაც ვერ გაიაზრა ისე აჰყვა მისი დაუფლების სურვილით შეპყრობილ უფროს. სწრაფად მოაშორა ნიკომ მის სხეულს ზედმეტი ტანსაცმელი და ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე შეძვრა მის სხეულში. მხრებზე ჩაფრენილ მსუბუქ თითებს გრძნობდა და მაგიდის ზედაპირზე გართხმული ლამაზამანის კვნესა უხშობდა სმენას, ლარივით დაჭიმული ვერაფერს გრძნობდა გარდა ცხოველური ვნების კიდევ ერთხელ დაკმაყოფილებისა, ძლიერი და სწრაფი ბიძგებით აგიჟებდა მისი სხეულის ქვეშ მოქცეულ ქალს, რომელიც უკვე ისე აკვნესდა გულის რევაც კი მოჰგვარა დადიანს. - ნიკოლოზ. - ამოიყვირა ბოლოს ლამაზმანმა და დადიანმაც სიამოვნების მწვერვალს მიღწეულ ქალს კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი მიაყოლა უკან. ჯერ კიდევ ათრთოლებულს ზიზღით დახედა, სწრაფად მოშორდა მის სხეულს და ზურგი აქცია. ჭიქაში მორჩენილი ვისკი ბოლომდე ჩაცალა, კედელზე დაკიდებულ მანტოს ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა.
- ბატონო ნიკოლოზ. - კართან მისწვდა ჯერ კიდევ ძალაგამოცლილი ქალის ხმა.
- ხვალ გამახსენე რომ ხელფასი მოგინატო. სანამ წახვალ აქააურობა მიალაგე! - მოკლედ მოუჭრა ჯერ კიდევ მაგიდის ზედაპირზე გაშოტილ შიშველ ლამაზმანს და კარი ხმაურით გაიხურა.
-----
- ხო გახსოვს დღეს საქველმოქმედო წვეულებაზე ხარ მისასვლელი. - საბუთებში თავჩარგულ მეგობარს თავზე წამოადგა ახალკაცი და ინტერესით შეათვალიერა ეს უკანასკნელი. - ნიკო შენ გელაპარაკები.
- რა თქვი? - როგორც იქნა თავი ასწია დადიანმა და კაბინეტში შემოჭრილ მეგობარს გახედა.
- სად დაფრინავ?
- ფინანსებში, ვინმემ ხომ უნდა აკეთოს საქმე? გეხვეწები სად ნახე ეს არაკომპეტენტური სასტავი?
- ჩემთან რაღა გინდა?
- ვაფშე არც ერთი რგოლის ხელმძღვანელი აზრზე არ არის თავისი საქმის, ასე თუ გაგრძელდა კომპანია წაგებაზე წავა.
- გავუშვათ და ახლები მოვიყვანოთ.
- ფიქრობ მარტივია დღეს საქართველოში პროფესიონალების მოძიება?
- აბა რა ვქნათ?
- არ ვიცი, მომაშორე ეს იდიოტები და როგორც გინდა ისე შეკარი ნორმალური გუნდი.
- კარგი დამშვიდდი, გავაკეთებ. წვეულებაზე ხომ მოდიხარ?
- რა წვეულებაზე? - თვალები აატრიალა დადიანმა.
- საქველმოქმედო წვეულებაზე ნიკო რაშიც ოცდახუთიათასი ჩადე.
- ეუფ. - სავარძელს აეკრო დადიანი და ზიზღით დაბრიცა ტუჩები. - რა ჯანდაბა მინდა, უჩემოდ ვერა?
- ღადაობ ხო? ნახევარი ქალაქი იქ იქნება მარტო იმიტომ რომ ნიკოლოზ დადიანი ნახოს და შენ კიდევ გინდა ხალხს იმის ნახვის სიამოვნენა მოაკლო რისთვისაც მოდიან?
- კაი რა. ყელშია ეს ფარსი. მაგრად მეზარება გაზულუქებულ ბურჟუებში გარევა.
- სამაგიეროდ მათი ცოლები ელიან შენს გამოჩენას.
- დამრჩა ვინმე ვინც არ გამი/იმავს? - მოულოდნელად გახალისდა დადიანი და ხმით გაიცინა.
- არ ვიცი ბოლოს თვლა შევწყვიტე.
- უკაცრავად. - კარში თავი შემოჰყო დადიანის თანაშემწემ.
- რა მოხდა?
- სასწრაფოდ ხელი უნდა მოაწეროთ. - აღაჟღაჟებული ლოყებით შეიჭრა გოგონა კაბინეტში და საბუთები წინ დაუდო დადიანს.
- რა არის? - ინტერესით დახედა ნიკომ თუმცა გადაკითხვა დაეზარა და ხელი სწრაფად მოაწერა. - შენს ხელფასთან დაკავშირებით ბრძანება დაწერე და ხელს მოვაწერ. - ნაძალადევად გაუღიმა ისედაც დაბნეულ ქალს და საბუთები გაუწოდა.
- ესეც? - წარბის აწევით იკითხა ახალკაცმა როგორც კი დაბნეულმა გოგონამ კაბინეტი დატოვა.
- გაფიცებ მითხარი რა ქვია რა?
- სალომე ჰქვია ნიკოლოზ ამ გოგოს და ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის რომ შენისთანა პირუტყვმა დაუნგრიოს ცხოვრება! - ბრაზმა მოიცვა რატომღაც ახალკაცი.
- მშვიდად ბაჩო. - დინჯად ამოთქვა დადიანმა და ეჭვით ახედა მეგობარს. - თუ მოგწონდა იქამადე გეთქვა სანამ ფეხებს გამიშლიდა.
- ქალის დაკერვა რომ მომინდება პირველი ის უნდა ვკითხო შემთხვებით ნიკოლოზ დადიანთან ხომ არ იწვა. - გადაფურთხების იმიტირება გააკეთა ახალკაცმა და სავარძლიდან წამომდა.
- საით ბაჩო?
- უნდა დავლიო! - მოკლედ მოუჭრა მეგობარს და კარიც ხმაურით გაიხურა.
- ჰო აი შენი ჩაჯმუ/ი სიფათიღა მაკლდა რა. - გაეღიმა დადიანს და ისევ საბუთებს მიუბრუნდა.
-----
ავტომობილი მუხრუჭის გამაყრუებელი ხმით გაქვავდა მდიდრული რესტორნის შესასვლელთან. დაცვის თანამშრომელს ნაძალადევად გაუღიმა დადიანმა და მანქანიდან გადმოსული საჩვენებელი და შუა თითით დააწვა პერანგის საყელოს.
- გამძლეობა ნიკოლოზ. - შეაგულიანა საკუთარი თავი და ფართე ღიმილით დამშვენებულმა შეაბიჯა შენობის მთავარ დარბაზში სადაც სწრაფად გაჟღერდა მთავარი სტუმრის შესაგებებლად დაკრული "მარში" და ტაშითა და ოვაციებით აიკლო შეკრებილმა საზოგადოებამ უზარმაზარი დარბაზის კარგად განათებული სივრცე. კიბესთან მდგომი დადიანი ხელის აწევითა და მსუბუქი თავის დაკვრით იხდიდა ასეთი პომპეზური დახვედრის გამო მადლობას. უკვე ნანობდა აქ მოსვლას თუმცა უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. რამდენიმე ღიპიან ფულის ტომარას ძლიერად ჩამოართვა ხელი, მისკენ მიმართული ქალების სურვილით სავსე მზერას საპასუხო მოჩვენებითი ალერსი შეაგება და იქეთ დაიძრა სადაც ბაჩო ახალკაცი იდგა. - მეგონა დილანდელის შემდეგ მარტო ყოფნისთვის გამიმეტებდი. - ღიმილით დაჰკრა მეგობარს მხარზე ხელი და თითქოს ნაღვლიანი მზერა შეაგება.
- ძალიან მინდოდა მაგრამ ბოლომდე ვერ გაგიმეტე. - გვერდულად ახედა ახალკაცმა და მხარი აუქნია.
- კარგი რა, მე რა ვიცოდი. - ხელები გაშალა დადიანმა და სახეზე უჩქმიტა მეგობარს.
- მოეშვი ამ სულელურ საქციელს. - შეუბღვირა ახალკაცმა და თვალებით ანიშნა რომ მათკენ ვიღაც მოდიოდა.
- ის არის? - ამოიჩურჩულა ნიკომ და თვალები მოჭუტა.
- გამძლეობა. - დასცინა ახალკაცმა და განზე გადგა.
- გამარჯობა ელენა. - როგორც შეეძლო გაიღიმა დადიანმა და მასთან მიახლოებულ ქალს გახედა. - მშვენივრად გამოიყურები. - გვერდით ჩავლილი ბარმენის ლანგრიდან ორი ჭიქა შამპანური მოხერხებულად აიღო ნიკომ და ერთი ჭიქა ახალმოსულ ქალს გაუწოდა. - დაძაბული მეჩვენები. - ამოიჩურჩულა მის სახესთან დახრილმა და ღრმად შეისუნთქა ქალისგან მომავალი სასიამოვნო სუნამოს სურნელი.
- მგონი უნდა დაგერეკა. - მოკლედ მოუჭრა ელენამ და სასმელი მოსვა.
- ბევრი საქმე მქონდა. - თვალები მოჭუტა დადიანმა და შეეცადა თავაზიანობა მაქსიმალურად შეენარჩუნებუნა.
- მაგრამ მე გელოდი.
- ახლა სკანდალის დრო არ არის პატარავ.
- როდის მერეა შენი სათამაშო გავხდი ნიკო? როცა მოგესურვება მნახულობ, მერე უცებ გაქრები.
- ელენა ნუ გავიწყდება რომ შენ გათხოვილი ქალი ხარ ჩემთვის კი უბრალოდ კარგი საყვარელი, მე და შენ არანაირი ვალდებულება არ გვაკავშირებს. - თვალი ჩაუკრა დადიანმა და შეეცადა მისთვის გვერდი აევლო, თუმცა ქალის მსუბუქმა თითებმა რომელიც მაჯაზე იგრძნო აიძულა რომ ადგილზე დარჩენილიყო.
- მომენატრე. - თითის წვერებზე აიწია ქალმა და მის ყურთან ჩუმად ამოიჩურჩულა ეს ერთი სიტყვა.
- ახლა არა. - მსუბუქად უკბინა ყურზე და დარბაზის მეორე კუთხეში ჯგუფად შეკრებილი პარტნიორებისკებ აიღო გეზი.
- აი ისიც. - ჭიქა მაღლა ასწია გელა გიორგაძემ და მხარზე ხელი დაჰკრა მათთან მიახლოებულ დადიანს. - საღამოს სულისჩამდგმელი ნიკოლოზ დადიანი.
- არ გინდა. - ტუჩი სასაცილოდ დაბრიცა დადიანმა და ჯგუფად შეკრებილ მამაკაცებს მოავლო მზერა.
- ნუ იქნები ასეთი თავმდაბალი.
- ეგ რას ნიშნავს? - ხმით გაიცინა დადიანმა და კიდევ ერთხელ მოავლო მზერა დარბაზში შეკრებილ სოციუმს, რომელიც ასე სძულდა. ფულის მონენს, ღიპიან ქმრებს, სილიკონიან ცოლებს, ქორებივით ჩასაფრებულ ჟურნალისტებს, ღიმილმორეულ უსახო ქმნილებებს, ხალხს რომელთა თვალებიც მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდნენ, ეს წერტილი კი დადიანი გახლდათ, მთელი მისი დიდებითა და შარავანდედით, სიმძიმე იგრძნო გულის არეში და მჟავე გემო რომელიც ენის წვერზე მოედო შუშხუნა სასმლით ძლივს ჩარეცხა, სახე სასაცილოდ დამანჭა და სათითაოდ ყველა ისევ მორიგი ღიმილის ფანდით დააჯილდოვა. ვერაფერს გრძნობდა დადიანი გარდა იმისა რომ სული ეხუთებოდა და ცდილობდა გონების გათიშვამდე აღრიალებულ მუსიკას სულ არ დაეყრუებინა, თვალებით ისევ ახალკაცი მოძებნა, ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომ ქერა ქალბატონს მისჯდომოდა გვერდით და აშკარად მშვენიერ ხასიათზე იყო, მარტოობა იგრძნო დადიანმა, აუტანელი სიმარტოვე რომელმაც ლამის დააჩოქა და ბოლო ხმით ააღრიალა, სახე დაეჭიმა და ძლიერი თითები მჭიდროდ შემოაჭდო ხელში ჩაბღუჯულ ჭიქას.
- კარგი საქმე გააკეთე ამ საქველმოქმედო აქციით. - რეალობაში ისევ გიორგაძის ხმამ დააბრუნა.
- რამდენი ჩადე? - კითხვით აღსავსე თვალები შეანათა ნიკოლოზმა ღიპიან გიორგაძეს და კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს სიმწრისგან თავი ასტკივდა.
- ბატონო? - დაიბნა გელა.
- რამდენი ჩადე დღევანდელ აქციაში?
- ხუთი.
- ხუთი. - ირონიულად ჩაიღიმა დადიანმა და მხარზე ძლიერი ხელი ჩამოსდო ფერწასულს გიორგაძეს.
- რამდენია გელა შენი წლიური ბრუნვა?
- ნახევარი მილიონი.
- ვერაფერს ვიტვი სულგრძელი კაცი ხარ. - მის გაშეშებულ ხელში მოქცეულ ჭიქას საკუთარი მიუჭახუნა, სასმელი ბოლომდე გამოცალა, ცარიელი ჭიქა გელას შეაჩეჩა, მონგრეული ჰალსტუხი შეუსწორა და მზერა გაუყარა. - პრესაში გამოჭენება ყველას გიყვართ, ის მაინც თუ იცი რისი საქველმოქმედო აქციაა? - ღიმილით მოუთათუნა გაბერილ ლოყაზე ხელი, გვერდით ჩავლილ უცნობ მანდილოსანს მაჯაში ჩაავლო თითები და სანამ ქალი გაპროტესტებას შესძლებდა მასთან ერთად ვალსის ცეკვით შეცურა დარბაზის შუაგულში.
- გამიშვი... - გაჭირვეულდა უცნობი ქალბატონი თუმცა როგორც კი შიშველ ზურგზე შეცურებული ძლიერი თითების სუმხურვალე იგრძნო და დადიანის ჭაობისფერ თვალებში აკიაფებულ ჟინს შეეფეთა მაშინვე გატყდა და მოდუნებული მჭიდროდ აეკრო მამაკაცის სხეულს. - ბატონო ნიკოლოზ დიდი პატივია. - კისერზე შეუცურა ქალმა წვრილი მკლავები და მისგან მომავალი ალკოჰოლისა და კანის გრილი სურნელოს გამო მუხლებში ჩამდგარი სისუსტეც იგრძნო. გაეღიმა დადიანს ქალის სახეცვლილების გამო და ზურგიდან უფრო ქვევით ჩაუცურა თითები, ოსტატურად გასცდა ღრმა ჭრილს და მსუბუქად მოუჭირა მკვრივ უკანალზე. - ღმერთო. - ამოიჩურჩულა ქალმა და სიმწრით ჩააფრინდა ქვედა ტუჩს.
- ღმერთს ასეთ უბრალოდ რამეზე ნუ აწუხებ, უჩვენოდაც ბევრი საქმე აქვს. - გაიღიმა დადიანმა და რამდენჯერმე დაატრიალა ღონემიხდილო ქალი. - მითხარი რომ დარბაზის რომელიმე კუთხიდან შენი მსუქანი ქმარი არ გვიყურებს. - ირონიულად ჰკითხა დადიანმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა ქალის სხეული მკერდზე.
- ქმარი არ მყავს. - დაბნეულმა ამოიჩურჩულა მის ყელში ცხვირჩარგულმა უცნობმა.
- შესანიშნავია, რა გქვია? - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია ნიკოლოზმა ქალს და ღრმად ამოჭრილი კაბის მიღმა აფართხალებულ მკერდს ღიმილით დახედა.
- მარიამი.
- მარიამ იქნები დღეს ჩემი კომპანიონი ამ მოსაწყენ წვეულებაზე? - ამოიჩურჩულა მის სახესთან დახრილმა დადიანმა და ცხვირის წვერი ნაზად შეახო გამშრალ ბაგეზე.
- რა თქმა უნდა. - დამარცვლა მარიამმა და კიდევ უფრო აუჩქარდა გული.
- მშვენიერია. - კიდევ რამდენჯერმე დაატრიალა ნიკოლოზმა ქალის სხეული და მუსიკაც დასრულდა. - ჩემთან დაჯექი.
- სიამოვნებით. - მის გამოწვდილ ხელს დაეყრდნო ათრთოლებული ქალი და ყველაზე თვალსაჩინოდ მდგარ მაგიდასთან მის გვერდით დაიკავა ადგილი.
მოთმინებით იტანდა დარბაზში ჩამოწოლილ მძიმე აუარას დადიანი, ნაძალადევად უღიმოდა მისკენ მომართულ ფოტოგრაფებს და მოკლედ პასუხობდა თითოეული ჟურნალისტის მხრიდან უკვე ათასჯეს გაჟღერებულ კითხვებს. პერიოდულად გვერდით მჯდომ მარიამს სასმელს უვსებდა და ნაზად უჭერდა თითებს კაბის სიმოკლის შედეგად გამოჩენილ გარუჯულ ფეხებზე, ყოველ ჯერზე ერთიანად ფითრდებოდა მარიამი და მორცხვად იშორებდა მამაკაცის მხურვალე თითებს ამწვარი სხეულისგან.
- წვეულების მერე რას აპირებ? - უჩურჩულა დადიანმა როგორც კი მორიგი მოსაბეზრებელი ჟურნალისტის კითხვებს დააღწია თავი.
- არაფერი დამიგეგმავს.
- ჩემთან წავიდეთ. - გაუღიმა ქალს და მის თაფლისფერ თვალებს დააკვირდა. - ნუ ღელავ. - სასმელი ისევ შეუვსო და სუფრის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ახალკაცს თვალებით ანიშნა რომ გარეთ გასულიყო. - ახლავე დავბრუნდები. - ფართე ღიმილით გაუღიმა ქალს და მაგიდას მოშორდა.
- როგორც მივხვდი დღევანდელი საღამოს ნადავლი უკვე აარჩიე. - მხარზე ხელი დაჰკრა აივანზე გასულმა ახალკაცმა სიგარეტის გამონაბოლქვში გახვეულ დადიანს და გამომცდელად დააკვირდა მის უემოციო გამომეტყველებას.
- კიდევ ერთი ნასიამოვნები ქალი, მერე რა. - მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო.
- ნიკო რაღაც ძაან უცნაურად იქცევი.
- უცნაური რა არის იმაში რომ არაფერი აღარ მანიჭებს სიამობნებას? ამოვწურე რესურსი, ახლა ჩემი ცხოვრება ერთი დიდი რუტინაა, პიჯაკს ამოფარებული "ინტელიგენტი" საეჭვო წარსულით. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. - ახლა ვერაფერი ისე ვერ გამახარებს როგორც ის რომ მეტეორი ჩამოვარდეს და ერთიანად ამოჟლიტოს ხალხის ეს უაზრო ბრბო.
- გეყოფა ბიჭო. მართლა რა ჯანდაბა გჭირს, მიმოიხედე, კარგად დააკვირდი სამყაროს სიშავეს, ხალხი შიმშილით იხოცება, წვიმაში სადარბაზოებს აფარებენ თავს რომ სიცივისგან არ გაითოშონ, რა გჭირს საიმისო რომ ასე იყო, უმადური ნუ იქნები? ღმერთს უყვარხარ ნიკოლოზ.
- ჰო ძალიან. - მორჩენილი სიგარეტი აივნიდან მოისროლა დადიანმა და მხარზე ხელი ჩამოსდო მეგობარს. - შენ კარგი მეგობარი ხარ მაგრამ ვერსადროს გაიგებ რას ნიშნავს სულის შიმშილი.
- ატრაკებ.
- ჰო ვიცი. - თვალები მოჭუტა დადიანმა და ხმაურით შემოჰკრა ხელის გულები ერთმანეთს. - ვინმე გაიგებს რომ დავტყდე?
- უკვე მიდიხარ? - მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და ტანშიც უსიამოვნოდ გასცრა.
- გავალ. - მობეზრებულად ამოთქვა ახალკაცმა და მეგობარი მარტო დატოვა ახალმოსულთან ერთად
- ელენა. - გაუღიმა დადიანმა და მთელი ზურგით აეკრო მოაჯირს. - მითვალთვალებ?
- ვინ არის ის გოგო მთელი საღამო რომ გვერდიდან არ იშორებ?
- ეჭვიანობ? - წელზე ძლიერად შეუცურა ხელი და ისე რომ გააზრება ვერ მოასწრო ელენამ მის მკერდზე მჭიდროდ აკრული აღმოჩნდა, სუნთქვა მაშინვე დაუმძიმდა და მამაკაცის სასურველი ბაგეებისკენ მოურიდებლად გაიჭრა.
- ხო ვეჭვიანობ. - ამოიჩურჩულა ვნებიან კოცნებს შორის და სუსტი ხელები კეფაზე მოხვია.
- ხომ შეიძლება ახლა შენმა ქმარმა დაგვინახოს. - ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ქალს უკანალზე და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.
- ჯანდაბა ნიკო ძალიან მინდიხარ. - ხელის თითები სწრაფად ამოსდო მამაკაცის უბეს და ქვედა ტუჩზე ძლიერად უკბინა.
- მაპატიე დღეს სხვა გეგმები მაქვს. - ამოიჩურჩულა დადიანმა, მის მაჯას თითები ჩაავლო და ხელი უკან გააწევინა.
- იმ ახალგამომცხვარ ქალს გულისხმობ?
- ეს შენ არ გეხება. - გვერდი აუარა აღგზნებულ ქალს და გასვლისას მსუბუქად აარტყა უკანალზე ხელი. - სილიკონის გარეშე გაცილებით კარგი იყო. - თვალი ჩაუკრა განრისხებულ საყვარელს და დარბაზში გაუჩინარდა. კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო დადიანმა მოსაბეზრებელ გარემოში თავი, როგორც კი მიხვდა რომ მოთმინების ფიალა აევსო, მაჯაში ხელი ჩაავლო გვერდით ჯდომ მარიამს და საცეკვაოდ გაიწვია. დაბალი განათების ფონზე დარბაზის შეაგულში მოხდენილად ცეკვადვნენ ახალგაზრდები, დადიანი შესანიშნავი მოცეკვავე იყო და ეს სხვა ბევრ მიზეზთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო რის გამოც ქალები მასზე ასე გიჟდებოდნენ. - ახლა ცეკვა-ცეკვით გავალთ დარბაზიდან და თავს დავაღწევთ ამ უსახურ ქმნილებებს. - წელზე მოხვეული ხელით მჭიდროდ აიკრო დაბნეული მარიამის სხეული მკერდზე და გასასვლელისკენ ცეკვა-ცეკვით დაიძრა.
- ჩემი მოსაცმელი. - ამოიჩურჩულა ქალმა.
- არ დაგჭირდება. - მსუბუქად უკბინა ქალს ყურზე და უკვე კართან მდგომი მის სხეულს სწრაფად მოშორდა, მის ჩაბღუჯულ ხელს წამით არ უშვებდა ძლიერ თითებს და კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით ჩარბოდა.
- ბატონო ნიკოლოზ.
- არ დაგინახივარ! - მოკლედ მოუჭრა დაცვას და მძღოლისმიერ გაღებული ავტომობილის კარისკენ დაიძრა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და თვალებში ჩამოწოლილი სიბნელის გამო, რომელიც ძლიერმა შეჯახებამ გამოიწვია წამით შეტორტმანდა კიდეც.
- წინ იყურე! - სმენას მისწვდა ქალის ხმა და მხედველობაც ნელ-ნელა დაუბრუნდა.
- კარგად ხარ? - მის მხარს აეკრო დაბნეული მარიამი და გაფითრებულ მამაკაცს გვერდიდან ახედა.
- ჩვენ შევხვედრილვართ სადმე? - ძლივს ამოიჩურჩულა დადიანმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. გულ-მუცელი ისე აუდუღდა ეგონა ცოტაც და სხეულში დავლილი სიმხურვალისგან სისხლი შადრევნებად ამოასხავდა, გული ისე აუჩქარდა უჰაერობისგან ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე.
- ალბათ თქვენს რომელიმე სიმზარში. - მოკლედ მოუჭრა წითელკაბაში გამოწყობილმა გოგონამ და ბრაზით შეისწორა შეჯახების შედეგად ჩამოშლილი შავი თმა.
- სიზმარში. - სიმწრით ამოთქვა დადიანმა და თვალები მოჭუტა.
- როგორც ვხედავ უკვე მიდიხართ, მე კი მხოლოდ ახლა შევძელი მოსვლა, ჩემი უფროსი მომკლავს თუ თქვენთან ჩაწერილ ინტერვიუს არ მივუტან.
- ჟურნალისტი ხართ?
- აბა სხვა რომელი პროფესია მაიძულებდა ამ უაზრო წვეულებაზე მოსვლას?! - ზიზღით დაბრიცა გოგონამ ტუჩები და მის წინ მდგომ მამაკაცს გამომცდელად დააკვირდა. - კარგი არაუშავს, ვატყობ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. - ალმაცერად გახედა აქამდე ჩუმად მდგომ მარიამს, დემონსტრაციულად მოშორდა დადიანს და კიბეზე სწრაფად აირბინა.
- რა გქვიათ? - უკან მისწვდა დადიანის ხმა და ღიმილით შებრუნდა მისკენ.
- ლილიანი. - კარგს საღამოს გისურვებთ ბატონო ნიკოლოზ მე კი უბრალოდ ავალ ზევით და ვისიამოვნებ იმ ძვირადღირებული ალკოჰოლით, რომელიც ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისთვის ასეთი სანატრელია.
- ლილიანი. - საოცარი სიმძიმე იგრძნო დადიანმა გულის არეში და კიბეზე აფრენილ წითელ კაბაში გამოწყობილ ქალს ღიმილით გააყოლა მზერა.
- წავიდეთ? - რეალობაში დააბრუნდა მარიამის ხმამ.
- ხო რა თქმა უნდა. - როგორც იქნა გამოერკვა დადიანი აფორიაქებული ფიქრებიდან და ავტომობილში ქალის გვერდით დაიკავა ადგილი.


4
არაფრისმომცემი წვეულებიდან გვიან დაბრუნებულს, საწოლში გაშოტილს ღრმად ეძინა, ფანჯრიდან შემოპარული ანცი მზის ხივები მონდომებით ცდილობდნენ მის გამოგლეჯას ძილის საუფლოდან, აბუზღუნებულმა ბალიში დაიმხო თავზე და ისედაც დიდი ტუჩები კიდევ უფრო გაბუშტა.
- ჯანდაბა ინტერვიუ. - გიჟივით წამოიჭრა საწოლიდან, სავარძელზე დაგდებულ ჩანთას დასწდვა თუმცა მალევე გაახსენდა რომ ინტერვიუს აღება ვერ შეძლო, სამაგიეროდ გვიანობამდე დაჰყო მდიდრულ წვეულებაზე და იქამდე სვა საყვარელი სასმელი სანამ გონენა არ გაეთიშა, ვერ გაიხსენა სახლში როდის ან როგორ დაბრუნდა, ერთადერთი რასაც გრძნობდა გამომშრალი კანი და საშინელი თავის ტკივილი იყო. - მომკლავს ელენა. - მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და ის იყო თვალები დახუჭა ტელეფონზე შემოსულმა ზარმა რომ უფრო აატკია ისედაც გახეთქვამდე მისული თავი.
- ჩამეძინა. - მოკლედ მოუჭრა როგორც კი ყურმილი აიღო და იქედან წამოსული სალანძღავი სიტყვების გამო ტელეფონი მობეზრებულად მოაშორა ყურს. - გეხვეწები ნუ ყვირი თავი მისკდება. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა და ღრმად ამოისუნთქა. - ჯანდაბა ელენა დამაგვიანდა მოსვლა, ადრე უნდა გაგეფრთხილებინე, მე რომ მოვედი შენი ბიჭი უკვე ვიღაც გოგოსთან ერთად იპარებოდა რა მექნა? უკან ავდევნებულიყავი და ჩამეწერა თუ როგორ ოხრავდა სესქის დროს? - ზიზღით დაჭიმა სახე და გათიშული ტელეფონი სწრაფად მოისროლა არეულ საწოლზე. - სწერვა. - ამოიყვირა ლილიანმა და სააბაზონს შეაფარა თავი. ამღვრეული სახე გრილ წყალს მიუშვირა და შეეცადა თავის ტკივილზე აღარ ეფიქრა, არც იმაზე რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ქვრივი იყო, არც იმაზე რომ საკუთარი ნებით გადაწყვიტა მაღალი ფენიდან უფრო ქვევით გადაენაცვლა, არც იმაზე რომ მისი შემოსავალი იმაზე გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე იმსახურებდა, არც იმაზე რომ ავტომობილი უკვე შესაცვლელი ჰყავდა, არც იმაზე რომ მშობლები ორი თვეა აღარ ენახა, არც იმაზე რომ თავიდან ვერ იგდებდა უცნაურ მკითხავთან ვიზიტს, არც იმაზე თუ რა მონდომებით ცდილობდა მისი მეგობრები მისთვის სასურველი კავალერის მოძებნას, არც იმაზე თუ როგორ სტანჯავდა ღამეული კოშმარები და არც იმაზე თუ როგორ სჭამდა სულის შიმშილი. - ჯანდაბა. - გახურებული შუბლი კაფელს მიაყრდნო და ორივე ხელით კედელს მიყრდნობილმა ვერც კი გაიაზრა როდის შეუერთა წყლის ნაკადს ცრემლები.
მოგონებებს საგულდაგულოდ შემოხვეული საბურველი წამში დაიფლითა და ატირებული ტომაში თავით გადაეშვა ვნების მორევში. გულ-მუცელი უდუღდა და ყელში გაჩენილი მომწარო გემოსგან ღებინების შეგრძნებას ძლივს ერეოდა. გული შეეკუმშა ტკივილისგან და რომ არ წაქცეულიყო იატაკზე ჩაჯდა, სახე ხელებში მოიქცია და იქამდე არშეუწყვიტავს მხრების ცახ-ცახი სანამ ძალა გამოცლის ცხელი წყლის ორთქლისგან სუნთქვა არ დაუმძიმდა. სწრაფად დაკეტა ონკანი, შიშველ სხეულზე პირსახოცი შემოიხვია, ფეხშიშველმა გადაჭრა მისაღები და კარზე ატეხილი უწყვეტი ზარის გამო ჩხუბით გაემართა შემოსასვლელისკენ.
- რა ჯანდაბაა? - შუუბღვირა ოთახში შემოჭრილმა ნუკამ და ალმაცარედ ახედა თვალებჩაწითლებულ მეგობარს. - მორიგი გლოვის დილა გაქვს? - მოწყვეტით ჩაეფლო ნუკა სავარძელში, მინის მაგიდაზე მოხდენილად შემოაწყო ფეხები და სიგარეტს მოუკიდა.
- ნუკა.
- კარგი რა ლილიან, ახლა გარეთ არ გავალ სულ რომ მილიონი მომცე. წუხელ გირეკავდი სად იყავი?
- ეჭვიანი შეყვარებულივით ხარ. - გაეღიმა ლილიანს და მეგობრის გვერდით მოწყვეტით ჩაეფლო. - მორიგი საქველმოქმედო წვეულება გაიამართა და ელენამ ინტერვიუს ასაღებად გამიშვა მე კი მხოლოდ ის მოვახერხე რომ ძალიან გვიან მივედი ზუსტად მაშინ როცა ზეიმის გმირი დადიანი მორიგ თოჯინასთან ერთად ქურდულად იპარებოდა.
- რომელი დადიანი?
- აი ის შენ და თიკას რომ ელეთმელეთი გჭირთ.
- ვაიმე ნიკოლოზ დადიანზე ამბობ? - სიგარეტი სწრაფად ჩააქრო ნუკამ და მთელი ტანით მეგობრისკენ შეტრიალდა. - ნახე? ელაპარაკე? აუ ხო ძალიან მაგარი ვინმეა?! - აღგზნება დაეტყო ნუკას ხმაში რის გამოც ტომაში ძალიან გახალისდა.
- ერთი ჩვეულებრივი მამაკაცია. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა.
- ჩვეულებრივი? - მოშიშვლებულ მხარზე უჩქმიტა ნუკამ მეგობარს და ბრაზით აღსავსე თვალები მიაპყრო. - შენ თვალები ტრა/ში გაქვს?
- ნუ კარგი ჩვეულებრივზე ოდნავ უკეთესი. - დანებების ნიშნად ხელები ასწია ტომაშმა. - ისიც მდიდარი ნაბი/ვარია როგორც ყველა ვისაც ფული აქვს მხოლოდ იმ გასნხავევით რომ კარგი სხეული აქვს და ბევრი საყვარელი ჰყავს.
- სიამოვნებით ვიქნებოდი მისი საყვარელი.- სავარძელს აეკრო ნუკა და თვალებდახუჭულმა ქვედა ტუჩზე იკბინა.
- იმედი მაქვს ჩემს სავარძელში მასტუ/ბირებას არ აპირებ. - ახარხარდა ლილიანი.
- იდიოტი ხარ! - სავარძლიდან წამოხტა ნუკა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- ყავა თუ გინდა მეც გამიკეთე ჩავიცმევ და მოვალ.
- დღეს რას აპირებ?
- ელენას შემორიგებას, ამისთვის კი მომიწევს როგორმე გავარკვიო დადიანის ადგილმდებარეობა და ინტერვიუზე დავითანხმო.
- დახმარება არ გჭირდება? - ღიმილით მიაწოდა სამზარეულოში შესულ ტომაშს ნუკამ ყავა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
- ნუკა რამდენს ეწევი? - დახურული ფანჯარა გამოაღო ლილიანმა და მისთვის განკუთვნილი ყავა მოსვა. - თავს მარტოც გავართმევ. - დაამატა ღიმილით და ფიქრებში წასულ მეგობარს კმაყოფილმა გახედა. - რაზე ფიქრობ?
- იმაზე თუ როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება გიო რომ არ დაღუპულიყო.
- არ მინდა ამაზე საუბარი. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და კიდევ ერთხელ რომ არ ატირებულიყო ღია ფანჯრიდან მზერა მოავლო ჰორიზონტს.
- ხედავ რომ საკუთარი თავის ფერწასულ აჩრდილად იქეცი?
- ნუკა გთხოვ არ გინდა. - ფანჯრის რაფას ძლიერად ჩააფრინდა ლილიანი თითებით და ღრმად ამოისუნთქა.
- ვინმემ მართლა უნდა დაგანახოს რომ ცხოვრება თავისი სიახვრის მიუხედავად არც ისეთი საშინელია. არ მომწონს ლილიან ეს როლი მაგრამ სამწუხაროდ მარგუნე რადგან ვერ გიტან სახემტირალს, დადუმებულს და ღიმილისმიღმა დამალულ ტკივილს რომ მარტო ატარებ. სად წავიდა ის ძლიერი ქალი საყვარელ მამას რომ წინ აღუდგა თავისი სიყვარულის დასაცავად? სად არის ის ლილიან ტომაში ვინც არ შეუშინდა სიღარიბეს და ბოლომდე ბედნიერი იყო თავისი არჩევანით. მითხარი სად დამალე შენი თავი?
- არსად ის ჩემშია, ეს მე ვარ, ის ვარ ვისაც აქამდე იცნობდი მხოლოდ იმ განსხავევით რომ დრო ჩემს ტკივილებს უფრო მეტად აძლიერებს.
- შენ გეშინია.
- ხო მეშინია, ასეა, მეშინია ადამიანები ახლოს მოვუშვა რადგან ემოციური ფონი რაც ურთიერთობის თანმდევი მოვლენაა ხშირ შემთხვევაში ტკივილის აღქმის უნარს აფართოვებს, გინდა თუ არ გინდა შენ არ შეგწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიო ურთიერთობით გამოწვეულ ტკივილს, ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით უკვე ტკივილია. შესაბამისად ტკივილის მთელი სიმძაფრე იმაზეა დამოკიდებული რამდენად ემოციურ კავშირში ხარ კონკრეტულ ადამიანთან. ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან. მე არ მინდა ისევ შემიყვარდეს და შემდეგ ისევ გული მეტკინოს, ვერ გადავიტან გესმის?
- არა არ მესმის. - გაიღიმა ნუკამ და ყავა ხმაურით მოსვა. - იმ ბავშვს გავხარ რომელიც სხვისი დასჯის ნაცვლად საკუთარ თავს სჯის და სამუდამო ტკივილისთვის იმეტებს.
- ამაზე სულელური შედარება ჯერ არ მომისმენია.
- ხომ იცი რომ სულელური არ არის. სისულელე ის უფროა რომ არ არსებული ტკივილის შიშით საკუთარი თავი ჩარჩოში გამოკეტო და არ მისცე ნება დატკბეს ყოველდღიურობისთვის მახასიათებელი რიგი სისულელეებით რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
- გეყოფა ლექცია.
- ეს ლექცია კი არა მეგობრული საუბარია. ნუ იქნები დედოფლის ნიღაბს ამოფარებული პაიკი, დედოფალი იყავი ლილიან, შენ ეს შეგიძლია.
- მორჩი?
- დღეს კი. - გაიღიმა ნუკამ და ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილ მეგობარს ქვემოდან ახედა. - ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი, გამოიყენე ეს, იყავი ბედნიერი.
-----

უშედეგო აღმოჩნდა ტომაშის მცდელობა დადიანის ასავალ-დასავალი გაერკვია და მისთვის ინტერვიუ დაეტყუებინა, მთელი დღის მანძილზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდა ლილიან ტომაში, სულ ამაო აღმოჩნდა მისი მცდელობა და ყოველჯერზე იმედგაცრუებული ბრუნდებოდა მანქანაში. ის იყო ბოლო იმედიც გადაეწურა, ბრაზით ჩაჯდა ავტომობილში და საჭეს ჩაფრენილმა გემრიელად შეიკურთხა.
- აუ რა გაუძლებს ელენას. - რამდენიმე წუთით საჭეს თავი ჩამოსდო და შეეცადა აღელვება და ბრაზი როგორმე მოეთოკა, ღრმად ამოისუნთქა. აშკარად შესანისნავად გამოუვიდა თავის კონტროლი და გაეღიმა, ავტომობილი დაძრა და სწრაფი სვლით გააპო თბილისის შებინდებული ქუჩები. მაღალ ხმაზე ჩართულმა მუსიკამ რეალობას მოსწყვიტა და სიჩქარის შეგრძნება დაკარგული ტომაში ადრენალინმა მთლიანად მოიცვა. უფრო ძლიერად დააწვა გაზის პედალს და მუსიკას აყოლილი ბოლო ხმით ამღერდა. ის იყო როლებში შესულმა მსუბუქი ცეკვაც დაიწყო, ძლიერი შეჯახების გამო მთელი ტანით რომ წინ გადაქანდა და თავის ძლიერი დარტყმის გამო თვალებში დაუბნელდა. - ჯანდაბა. - ძლიერად მიიჭირა თავზე ხელი და არგახსნილ აირბაგს დაუწყო გინება. - მანქანა კი არა ჯართი ხარ. - ღრმად ამოისუნთქა და მის წინ მდგომი შავი რენჯროვერის დაჭეჭყილ "უკანალს" ბრაზით გახედა. - ამის გაკეთება კი დამიჯდება ერთი წლის ხელფასი. - ბრაზით ამოიჩურჩულა და მანქანიდან გადმოსული დამტვრეული მანქანის წინ მდგომი მამაკაცისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. მისკენ ზურგშეგცევით მდგომს ვერ ხედავდა როგორი გამომეტყველება ჰქონდა თუმცა დიდად აღელვებული რომ არ ჩანდა ამას მარტივად მიხვდა და შედარებით თავადაც მოეშვა.
- უკაცრავად.
- ასეც ვიცოდი, ვინ თუ არა ქალი.
- ნუ გაქვთ მამაკაცებს ეს უაზრო შეხედულება იმ ქალების მიმართ რომლებიც საჭესთან სხედან, ათი წლის მანძილზე პირველი ავარია იყო ჩემთვის. - მაშინვე აინთო ტომაში და ახლაღა შენიშნა რომ ზუსტად იმ მამაკაცს ეჩხუბებოდა რომელსაც მთელი დღის მანძილზე ეძებდა. - ჯანდაბა დადიანი. - ხელები განზე გაშალა და ხმით გაიცინა.
- ლილიანი. - თითი მისკენ გაიშვირა დადიანმა და აშკარად გახალისდა. - უკვე მეორედ დამეტაკეთ. მესამედ რას მიპირებთ? ელმავალით ხომ არ გეგმავთ ჩემს გასრესას?!
- გავაკეთებ.
- სადაზღვეო მიხედავს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ქალის შეწითლებულ შუბლს გახედა. - ვფიქრობ ექიმი არ გაწყენდათ.
- არაფერია. - შუბლზე მოისვა ლილიანმა ხელი და მომენტალურად დაეჭიმა სხეული რადგან დადიანმა სწრაფად ჩაავლო სახეზე თითები და უფრო ახლოდან დააკვირდა გაწითლებულ ადგილს.
- აი თქვენი მანქანა კი არ გაკეთდება. - გაიღიმა დადიანმა, ათრთოლებულ ქალს ხელი უშვა და პოლიციის თანამშრომლებს რომლებიც უკვე გაჩენილიყვნენ ავტოშემთხვევის ადგილზე ღიმილით გახედა. - არაფერია, მცირე შეჯახება, თვითონ მივხედავ, არც ჩივილს ვაპირებ.
- ბატონო ნიკოლოზ.
- თუ შეიძლება ეს ორი მანქანა საჭიროებისამებრ გადაიყვანეთ დანარჩენს თავად მივხედავ მოკლედ მოუჭრა დადიანმა ნაწყენ პოლიციელს, ქალს ხელი ჩასჭიდა და მოშორებით გაიყვანა.
- რას აკეთებთ?
- ვცდილობ დაკითხვისგან გიხსნათ. - გაუღიმა დადიანმა, ტაქსი გააჩერა და ისე რომ მის პასუხს არ დაელოდა მანქანაში ჩასვა დაბნეული ტომაში. - პირველივე საავადმყოფოში. - მოკლედ მოუჭრა მძღოლს და მთელი ტანით შებრუნდა ფერწასული ტომაშისკენ. - რა გჭირთ? - ღიმილით დააჩერდა მის სახეს და კმაყოფილმა ღრმად შეისუნთქა ჩამოწეული მინიდან მონაბერი გრილი ჰაერი.
- საჭირო არ არის საავადმყოფო, კარგად ვარ.
- იმდენად კარგად რომ უკვე მუჭისხელა შესიება გაქვთ შუბლზე, რომელიც სავარაუდოდ ხვალ თვალების სილურჯეში და აუტანელ თავის ტკივილში გადაგეზრდებათ.
- ჯანდაბა. - შუბლზე ხელი მიიდო ლილიანმა, არ სურდა მაგრამ გაეღიმა.
პაციენტისთვის განკუთვნილ სავარძელში იჯდა და მოთმინებით იტანდა თავზე წამომდგარი ექიმის დაჟინებულ მზერას, რომელიც ღმერთმა უწყის მისი შეშუპებული შუბლისკენ იყო მიმართული თუ ღრმად ამოღებული მაისურს მიღმა მადისაღმძვრელი მკერდისკენ, შორიახლოს იდგა ნიკოლოზ დადაინი და ღიმილით უცქერდა დასჯილი ბავშვივით მორჩილს ტომაშს.
- საგანგაშო არაფერია. - სანათი ჩააქრო ექიმმა და უკან მდგომ დადიანს მიუბრუნდა. - მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, უმჯობესი იქნება თუ რამდენიმე დღეს საწოლში გაატარებს.
- ეს შეუძლებელია. - სწრაფად წამოხტა ტომაში სავარძლიდან თუმცა თავბრუსხვევისგან გამოწვეული გულისრევის შეგრძნება ისეთი სისწრაფით მოასკდა ყელში რომ ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და ორივე ხელი თავზე მოიჭირა.
- კარგად ხართ? - ჰკითხა მასთან მიახლოებულმა დადიანმა და ზემოდან დააცქერდა ფერწასულ ქალს.
- არა.
- ბუნებრივია გულისრევის შეგრძნება. შეეცადეთ სწრაფი მოძრაობებისგან თავი შეიკავოთ. - დაამშვიდა ექიმმა და მაგიდასთან მიბრუნებულმა რეცეპტი გამოწერა პაციენტისთვის. - ეს დალიეთ და ძალიან მალე თავს უკეთ იგრძნობთ. რეცეპტი გაუწოდა სავარძელში მჯდომ ლილიანს თუმცა ნიკოლოზმა დაასწრო, რეცეპტი ხელიდან აართვა ჯიბეში ჩაიდო და ხელი გაუწოდა წამოდგომის სურვილით შეპყრობილ ტომაშს.
- მადლობა ექიმო. - ღიმილით ჩაუკუჭა დადიანმა ექიმს თანხა და მხარზე დაყრდნობილ ლილიანთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. - უკეთ ხართ?
- რომ გითხრათ კი-თქო დამიჯერებთ?
- არა. - გაუღიმა ნიკოლოზმა და ძლიერად მოხვეული მკლავის დახმარებით მჭიდროდ მიიკრა ტომაშის სხეული, გული ისე სწრაფად უცემდა გაოცებისგან ეგონა ეჩვენებოდა, ფიქრობდა ეს ძლიერი ფეთქვა ვინმე სხვას ეკუთვნოდა და თვალებიც ინტერესით მოავლო თითქმის ცარიელ ჰოლს, როცა დარწმუნდა რომ ეს ნამდვილად მისი გული იყო სასიამოვნოთ შეაჟრჟოლა. გარეთ გამოსულები წამით შედგნენ და ღრმად შეისუნთქეს სასიამოვნო სუსხი. ტომაშის გახურებულ თავს მალამოსავით მოედო გრილი ნიავი და ღიმილმაც ერთიანად მოიცვა მისი სახე, გვერდიდან გახედა დადიანმა თვალებდახუჭულ ქალს, პატარა ცხვირის ირგვლივ შეუმჩნეველი ჭორფლები კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა მის ისედაც საოცარ სახეს, სავსე ტუჩები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთს და კბილებს შორის მოქცეულ ენას მსუბუქად აწვალებდა. - სად ცხოვრობთ? - რეალობაში დააბრუნა დადიანის ხმამ.
- თუ ფიქრობთ რომ ჩემს მისამართს გეტყვით ძალიან ცდებით. - გაიღიმა ლილიანმა და ქვემოდან ახედა მის სახესთან დახრილ მამაკაცს.
- თუ გგონიათ რომ იმ ქალთან სექს ვაპირებ რომელმაც ჯერ მანქანა დამიმტვრია, ახლა კი ტვინის შერყევით გაბრუებული მკლავზე მეკიდება ძალიან ცდებით. - გაუღიმა დადიანმა და ტაქსი გააჩერა. - მეტყვით მისამართს?
- წერეთლის 41. - მოკლედ მოუჭრა ტომაშმა და თავის ტკივილის გამო თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
- გტკივათ?
- კი.
- სახლში აგიყვანთ და შემდეგ წამლებს გიყიდით.
- დაზარელებული თქვენ ხართ, მე დავარტყი თქვენს მანქანას. - ღიმილით ამოიჩურჩულა ლილიანმა.
- უკეთ რომ გახდებით შეგიძლიათ ყავაზე დამპატიჟოთ. - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია დადიანმა და თავადაც ვერ გაიზარა სხეულში მოულოდნელად შემოჭრილი ემოციები, რომლებმაც ჯერ გული აუჩქარეს, მერე სუნთქვა შეუკრეს და ბოლოს მთელ სხეულში პატარ-პატარ ნაწილაკებად ამოფრქვევის შემდეგ სხეული ერთიანად აუბობოქრეს.
-----
- ესე იგი აქ ცხოვრობთ? - ინტერესით მოათვალიერა დადიანმა პატარა ბინა და სავარძელზე მიწოლილ ტომაშს გახედა.
- ნუ არ არის ისეთი მდიდრული აპარტამენტი როგორც თქვენ გაქვთ მაგრამ მე სრულებით მაკმაყოფილებს.
- ეს ვინ არის? - თაროზე დადებულ ფოტოსურათს ხელი დაავლო და ინტერესით დააშტერდა მასზე გამოსახულ მამაკაცს.
- ჩემი ქმარი.
- ქმარი? - აშკარად დაიბნა დადიანი.
- ხუთი წლის წინ დაიღუპა.
- ვწუხვარ. - ფოტოსურათი თავის ადგილზე დააბრუნა და ოთახში ჩამოწოლილი მძიმე აურის გამო თავი საშინლად იგრძნო. - როგორ დაიღუპა?
- არ მინდა ამაზე საუბარი. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და შეძლებისდაგვარად გაიღიმა. - დღეს დილიდან გეძებდით.
- რისთვის?
- გუშინ ინტერვიუ უნდა ემეღო, რადგან ვერ შევძელი ჩემი უფროსი ამის გამო გაფსიხდა, მინდოდა მენახეთ და როგორმე ჩემეწერეთ, რას ვიფიქრებდი რომ ბოლოს ჩემს ბინაში წამომჯდარს გნახავდით. - გახალისდა ლილიანი და ოთახში გამეფებული დაძაბული აურაც სადღაც გაუჩინარდა.
- და ვინ არის თქვენი უფროსი?
- ელენა ხოშტარია.
- ხოშტარია? - ხმით გაიცინა დადიანმა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. - როგორც ვხდები ჩემს შესახებ თითქმის ყველანაირ ინფორმაციას ფლობთ. - სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა ვნებით აჭრილი თვალები მიაპყრო მის წინ მჯდომ ტომაშს, რომლის შუბლიც თითქმის ჩამცხრალიყო და თუ ოდნავ სიწითლეს არ ჩავთვლიდით უკვე პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა. - ახალი რა უნდა გითხრათ?
- ასეთი პროფესია მაქვს, არაფერი პირადული. ისიც ვიცი რომ თქვენზე შეყვარებულ ელენას ერთი სული აქვს რამეში გამოგიჭიროთ. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა და სავარძლიდან წამოდგა, თავბრუსხვევის გამო ღიმილით დაეყრდნო ზურგს უკან მდგომ სავარძლის სახელურს და მოჭუტული თვალებით ახედა მასთან მიჭრილ დადიანს. - ხელებს თუ არ მომაშორებთ ვიყვირებ.
- მხოლოდ დახმარება მინდოდა. - გაშვების ნაცვლად უფრო შეუცურა ნიკოლოზმა წელზე ხელი და მკერდზე აკრული ქალის სახესთან დახრილმა ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი მღელვარება. - ელენას ეტყვი რომ ჩემს თვალებში შენს მიმართ კეთილგანწყობილი დადიანი დაინახე?
- უკვე შენობით ფორმაზე გადავედით? - მისგან თავის განთავისუფლების შემდეგ სამზარეულოსკენ დაიძრა ტომაში და გასქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
- რატომაც არა. - უკან ადევნებულმა დადიანმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
- აქ არ ეწევიან. - გაუღიმა ლილიანმა და ნიკომაც მშვიდად დააბრუნა სიგარეტის ღერი კოლოფში, დემონსტრაციულად ასწია და მაგიდაზე დააგდო.
- სახლი შენია. - მოწყვეტით დაეშვა სკამზე და ყავის გაკეთებით გართულ ქალს დააკვირდა. - უშაქროს ვსვამ.
- ნუთუ. - ღიმილით დაუდგა ლილიანმა წინ უშაქრო ყავა და თავადაც სკამს მიესვენა.
- ჰო ეს გეცოდინებოდა შენ ხომ ჟურნალისტი ხარ. არ მიყვარს ჟურნალისტები. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა ჩემზე სტატია გამოაჭენა, ყველა ამის შესახებ საუბრობდა, აიკლეს ჩემი ოფისი, სახლი ხომ საერთოდ, ბოლოს იძულებული გავხდი დაცვა გამეძლიერებინა. - ხმით გაიცინა დადიანმა და მომღიმარ ტომაშს მზერა გაუყარა.
- და რა დაწერა ასეთი?
- რომ პრემიერის ცოლი ბავშვს ჩემგან ელოდებოდა.
- ჰო ამ სტატიაში ბევრი გადამიხადეს! - თავი ვეღარ შეიკავა ლილიანმა და ხმით გაიცინა თუმცა როგორც კი დადიანის დაბნეულ თვალებში ჩამდგარ სიბრაზეს შეეფეთა მორცხვად დახარა თვალები. - ჟურნალისტობა ნიშნავს რომ უშნოდ იქექო ადამიანების ცხოვრებაში.
- და ნორმალურია ადამიანს ის დასწამო რაც რეალობასთან ძალიან შორს არის? - წამოენთო ნიკოლოზი.
- შენ ხომ მასთამ რომანი გქონდა, უბრალოდ პატარა დეტალი დავამატე.
- ბავში პატარა დეტალია? და ის სკანადალი რაც პრემიერმა გადაიტანა პატარა დეტალი იყო?
- ისე ნუ იქცევი თითქოს ძალიან ნანობდე მის ცოლს რომ ჟიმ/ავდი.
- ეს სულ სხვა და სხვა რამეა. - კბილები ერთმანეთს დააჭირა დადიანმა და მისთვის განკუთვნილ ყავას ხელი ჰკრა.
- რა გინდა, ბოდიში მოგიხადო ოთხი წლის წინ დაწერილი სტატიის გამო?
- ხვალ რას დაწერ ჩემს შესახებ? იმას რომ მანქანით დაგეჯახე, რომ ჩემს გამო ტვინის შერყევა მიიღე და ალბათ იმასაც დაამატებ რომ შენი უმწეობით ვისარგებლე და დაგაორსულე? - ახარხარდა დადიანი.
- შენი წასვლის დრო ხომ არ არის?
- გეხუმრე, აცრილი ხარ იუმორზე? - მაგიდის ზედაპირს ორივე ხელით დაეყრდნო ნიკო და მთელი ტანით ქალისკენ გადაიხარა. - ლამაზი თვალები გაქვს.
- ვიცი.
- ჯანდაბა, ამ წამს კომპლიმენტი გითხარი.- ღიმილით მოსვა დადიანმა ყავა.
- დარწმუნებული ვარ შენთვის ქალისთვის კომპლიმენტის თქმა იგივეა რაც ის რომ ყოველ დილით კბილები გამოიხეხო. - წარბები აზიდა ტომაშმა და მანაც დადიანს მიბაძა. იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა. - თქვენი წასვლია დროა ბატონო ნიკოლოზ. - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან, სწრაფად დაიხია უკან და სავარძლიდან წამომდგარი კარისკენ დაიძრა. რამდენიმე წამით უძრავადა იჯდა ნიკოლოზი სკამზე, ბოლოს გაეღიმა, წამოდგა, ქურთუკი შემოიცვა და უკვე ღია კარისკენ დაიძრა.
- ფოსტით გამოგიგზავნი ზარალის ანაზღაურებას რამდენი დასჭირდება. - თვალი ჩაუკრა წარბაწეულ ქალს და მარტო დატოვა. კარი დაკეტა თუ არა ზურგით აეკრო დახურული რკინის ზედაპირს და თავადაც ვერ გაიაზრა ისე ჩააფრინდა ქვედა ტუჩს კბილებით. გული ისე ძლიერ უცემდა ეგონა ცოტაც და კუთვნილი ადგილიდან ამომხტარი დაისის ცეკვით შემოირბენდა მომცრო ზომის მისაღებ ოთახს.
- ამბიციური პატივმოყვარე. - ამოიჩურჩულა ბოლოს ლილიანმა ღიმილით და პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი.

5
კაბინეტის ღია ფანჯრის წინ იდგა და უჩვეულო ღიმილით სახეგაბადრული უცქერდა ქუჩებში მოსიარულე ხალხს, პირველად ხდებოდა რომ მათი დანახვის გამო გამოწვეული გულისრევის შეგრძნებისგან თავი არ სტკიოდა, თითქმის დავიწყებოდა რას ნიშნავს გულწფელი ღიმილი, გულწრფელად აჩქარებული გული, რომელიც ასეთი სიანცით ხტოდა პატრონის აღგზნებულ სხეულში, სიგარეტს ღრმად ქაჩავდა და გონებიდან ვერ იგდებდა ახალგაზრდა ჟურნალისტის სახეს, რომელიც ძალიან ჰგავდა მისი ღამეული კოშმარიდან გონებაში კარგად ჩაბეჭდილ ქალის სიულეტს.
- ჯანადაბა. - თავზე ხელი მოისვა და კაბინეტში შემოსულ ახალკაცს გახედა.
- რა გჭირს? რა გაბადრული ხარ? - მოწყვეტით ჩაეშვა ბაჩო სავარძელში და მეგობარი გამოცდელად შეათვალიერა.
- მე ის ვიპოვე.
- ვინ იპოვე.
- ქალი ჩემი სიზმრიდან. - მორჩენილი სიგარეტი საფერფლეში ძლიერად დასრისა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა დადიანი.
- ნიკო ძალიან ადრე ხომ არ არის დალევისვის? - ეჭვით ახედა ახალკაცმა კედელზე დაკიდებულ საათს და შემდეგ ოთახში ბოლთის ცემით გართულ დადიანს გადახედა, რომელსაც სულელური ღიმილი აჰკროდა სახეზე და თვალებიც უცნაურად უელავდა.
- არ ვარ ნასვამი. - ხელებზე განზე გაშალა ნიკოლოზმა და ხმით გაიცინა. - მართლა ვნახე.
- ვინ ნახე ბიჭო ნუ გადამრიე.
- გახსოვს ჩემი სიზმარი?
- რომელი სიზმარი, თუ ძმა ხარ ამხელა კაცი რა სიზმრებზე მელაპარაკები.
- კაი დაიკიდე. - ხელი ჩაიქნია დადიანმა და სავარძელში ჩაფლულს მყისიერად დაუსერიოზულდა სახე.
- როდის მიდიხარ შვებულებაში?
- არ ვიცი ვნახოთ, შეიძლება გადავდო წასვლა. - პასუხი ისე გასცა საბუთებიდან თავი არ აუღია დადიანს.
- გადადება შენი სიზმრეული მოჩვენების ბრალი ხომ არ არის?
- ის მოჩვენება არ არის. - საბუთებს თავი ანება ნიკოლოზმა და ბრაზით სავსე თვალები შეანათა მეგობარს. - ზოგჯერ ვფიქრობ რომ არც შენ მიცნობ.
- კარგი რა გჭირს? გეხუმრე, მითხარი ვინ არის? ვისი ცოლია? რამდენი შვილი ჰყავს? სად მუშაობს? - კითხვები ერთმანეთის მიყოლებით მიაყარა ახალკაცმა მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.
- ქვრივია, შვილი სავარაუდოდ არ ჰყავს, ჟურნალისტია და ჩემდა ჭირად ხოშტარიასთან მუშაობს.
- რა? - ხველება აუტყდა ახალკაცს და მაგიდაზე დადგმული წყლის გრაფინი პირდაპირ მოიყუდა. - ჟურნალისტი, თან ქვრივი და თან შენი საყვარლის თანამშრომელი? რამდენი წლის არის გაფიცებ?
- არ ვიცი, ჩემზე პატარა.
- სად ჯანდაბაში ნახე?
- მანქანით დამეჯახა. - ახარხარდა დადიანი და გაფითრებულ ახალკაცს გახედა. - მოგეწონება კარგი ვინმეა.
- იცი ვის მაგონებ?
- ვის? - გულწრფელი ინტერესით იკითხა დადიანმა.
- ჩემს დიშვილს, რომელიც მეექვსე კლასშია და თავისი დამრიგებლის შვილი უყვარს. - საკუთარმა ნათქვამმა გაახალისა ახალკაცი და ხმით გაიცინა.
- მოკეტე.
- კარგი რა მოგივიდა, რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი მეგობრის სახეზე ღიმილი და ანთებული თვალები, ბოლო პერიოდში ისე საშინლად გამოიყურებოდი, ისე საუბრობდი და იქცეოდი გული მისკდებოდა სიცოცხლე თვითმკლ/ლობით არ დაგესრულებინა.
- ღადაობ ხო? - სიგარეტის კოლოფი ესროლა ნიკომ მეგობარს და თავადაც გამხიარულდა. - მართლა მაგარი ვინმეა.
- მერე რას ელოდები? ან აქ რას ზიხარ? წადი დაპატიჟე, შენებურად შეუსრულე და მიიღე ის რაც გინდა.
- არ გავს იმ ქალს ეგრევე რომ საწოლში ჩამიხტეს.
- ოჰო. მეჩვენება თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ ბატონო ნიკოლოზ.
- სულ ორჯერ ვნახე, ისიც შემთხვევით მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მის თვალებში დანახული დადიანი ამომეცნო.
- და როგორია შენი აზრით მისი გადმოსახედიდან დადიანი?
- მდიდარი პატივმოყვარე ნაბი/ვარი. - სავარძელს აეკრო ნიკო და ღიმილით გახედა მოპირდაპირე სავარძელში ჩაფლულ ახალკაცს, რომელმაც რგოლებად გამოუშვა სიგარეტის გამონაბოლქვი და ოთახიც ნაცრისფერ საბურველში გაეხვია.
- მერე?
- მერე ის რომ მე ასეთი არ ვარ.
- ვითომ?
- კარგი შეიძლება ვარ მაგრამ მასთან არა.
- სასიამოვნო თამაშის სუნი მცემს, რომლის გმირსაც ვფიქობ დაერხა. - საჩვენებელი და შუა თითი თვალებთან მიიტანა ახალკაცმა და შემდეგ დადიანისკენ გაიშვირა.
- უნდა ვილაპარაკოთ! - ოთახში მოულოდნელად შემოჭრილმა ანამ ხმაურით მიხურა ზურგს უკან კარი და გააფთრებული თვალები მიაპყრო სავარძელში ჩაფლულ ძმას.
- ანა, პატარავ აქ რას აკეთებ?
- გამარჯობა ბაჩო. - მოკლედ მოუჭრა ახალკაცს, ძმასთან მიახლოებულმა კი მოქნეული ხელი სახეში ხმაურით შეალეწა დაბნეულ დადიანს. თვალებში ჩამოწოლილი ბინდი ნელ-ნელა გაიფანტა და სიმწრით მოისრისა ნიკოლოზმა ამწვარი სახე.
- რა ჯანდაბაა? - გამოსცრა კბილებს შორის და ქვემოდან ამოხედა თავთან ასვეტებულ დას, რომელსაც თვალებში ისეთი ბრაზი უკრთოდა დადიანს გული შეეკუმშა.
- როგორ გაბედე?
- რა გაბვედე?
- თავს ნუ ისულელებ ნიკო.
- დაწყნარდი გესმის? - მოთმინება დაკარგული ფეხზე წამოხტა დადიანი, დას მაჯაში ხელი ჩაავლო და ძლიერად ჩაახეთქა სავარძელში. სწრაფად ჩააფრინდა სავარძლის სახელურებს ორივე ხელით და ახლოს მიიზიდა გორგოლაჭებიან სკამში ჩაფლული პატარა და. - მეტყვი რა დავაშავე თუ გამოცნობანა ვითამაშოთ?
- მშვენივრად იცი რაც.
- ანა. - ისე დაიყვირა დადიანმა კედლებმა რყევა იწყეს.
- როგორ გაბედე დათასთვის შენი ფინიები მიგექსია და სასიკვდილოდ ნაცემი შუა ქუჩაში უპატრონოდ დაგეტოვებინა? - სახეზე ხელები აიფარა ანამ და ასლუკუნდა?
- რა? - გაფართოებული თვალებით გადახედა სავარძელში მჯდომ ახალკაცს, რომელმაც მხრები აიჩეჩა და ხელის გულები გაურკვევლად ამოაბრუნა.
- რა რა? არ მითხრა რომ ეს შენ არ ჩაგიდენია!
- ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს ანა. - წელში გაიმართა დადიანი და იმაზე დაფიქრდა თუ ვის შეიძლებოდა ასე გაემეტებინა მისი დის შეყვარებული.
- მატყუებ.
- ამის დედას შევე/ი სულ არ იცნობ შენს ძმას? ვგავარ იმ კაცს რომელიც დის შეყვარებულს სცემს? მეღადავები? შემომხედე! შემომხედე-მეთქი. - ძლიერად მოუჭირა ნიკაპზე თითები და აიძულა თვალებში ეცქირა. - წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება ყოფილიყო მაგრამ გპირდები ვიპოვი და დედას მოვუტყ/ავ. არავის შევარჩენ შენს ცრემლებს. - ხმაურით აკოცა დას შუბლზე და ახალკაცს გადახედა რომელიც სავარძლიდან წამომდგარი დადიანის დავალებას ელოდა. - იცი რაც უნდა ქნა.
- უკვე მივდივარ. - მოკლედ მოუჭრა ბაჩომ და ოთახიდან გავიდა. კბილების ჭრიალით გააყოლა მზერა ნიკოლზმა მიმავალ ბაჩოს და როგორც კინ მისი სხეული კარს მიღმა გაუჩინარდა სავარძელში ატირებული დის წიმ ჩაიმუხლა, ჩამოშლილი თმა მზურნველად გადაუწია ყურზე და ღიმილით ახედა თავჩარქულს. - შენთავს გეფიცები არაფერი არ მაკავშირებს ამ საქმესთან ანა.
- მაპატიე რომ გაგარტყი. - ამოისლუკუნა ანა დადიანმა და წვრილი მკლავები მოხვია ყელზე მის წინ ჩამუხლულ ძმას.
- მაინც როგორ იფიქრე რომ შენთვის ასეთი ტკივილის მოყენება შემიძლია. - დანანებით ამოიჩურჩულა დადიანმა და ძლიერად ჩაიკრა გოგონა გულში. - სულ რომ არ მომწონდეს იმ ადამიანს ვინც შენ გიყვარს ტკივილს არასდროს მივაყენებდი, შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ პატარავ.
- მაპატიე.
- არაფერია. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ჯერ კიდევ აწითლებული სახე ძალით მიაბჯინა მის ტუჩებს. - მაკოცე და გამივლის.
- სულელო. - ხმაურით აკოცა ანამ და როგორც იქნა ტირილს თავი ანება.
- წამოდი სახლში წაგიყვან. - ფეხზე წამოდგა ნიკო და ანას ხელი გაუწოდა.
-----
ჩაძინებულ დას ღიმილით უცქერდა და გულში მადლობას სწირავდა უფალს მისი არსებობის გამო. სიგიჟემდე უყვარდა ნიკო დადიანს თავისი და და აშკარად ცუდი დღე ადგა იმ ადამიანს ვის გამოც მისი თვალები ჯერ კიდევ ცრემლით იყო დასველებული, შუბლზე ნაზად აკოცა მძინარეს ჩუმად დაკეტა მისი ბინა გარედან და კიბეზე სწრაფი ნაბიჯით დაეშვა, ჯიბეში აბზუილებული ტელეფონი ორი თითი ამოასრიალა, მხარსა და ყურს შორის მოიქცია და სიგარეტის მოკიდებას შეუდგა.
- რა გაარკვიე? ყ/ეზე . მიწიდან ამოთხრაც რომ დაგჭირდეს უნდა ამოთხარო და მომითრიო. - განრისხებულმა ჩასხახა ტელეფონში ახალკაცს და ის იყო სადარბაზოდან გასულს ტელეფონი უნდა გაეთიშა თავ-ჩახრილმა მის წინ მდგომი სილუეტი რომ ვერ შენიშნა, ძლიერი შეჯახების გამო ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ნაწილებად დაშლილ ბოლო მოდელ აიფონს ზიზღით დახედა. - ფუ ამის. - მიწიდან მზერა წინ გადაიტანა და ბრაზი მომენტალურად გადაავიწყდა.
- ჯანდაბა მაპატიე. - გულწრფელად მოიბოდიშა ქალმა და დამტვრეულ ტელეფონს დახედა.
- მეკაიფები?
- არა. - არ უნდოდა მაგრამ გაეღიმა ლილიანს და დამსხვრეულ აიფონს გახედა. - შეგიძლია ამის ასანაზღაურებელი ჩეკიც ფოსტით გამომიგზავნო.
- აქ რას აკეთებ? მითვალთვალებ? - ირონიულად გაიღიმა ნიკოლოზმა და გამომცდელად შეათვალიერა ქალი, რომელიც უკვე ძალიან მოსწონდა.
- ჰო აი ყოჩაღ, რა მიხვედრილი ხართ ბატონო ნიკოლოზ. ჩემი მეგობარი გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, მასთან მივდივარ.
- საინტერესოა უკვე მესამედ შევეფეთეთ სრულიად შემთხვებით ერთმანეთს, იცი ვფიქრობ ეს უკვე უნდა აღვნიშნოთ.
- ბედისწერის გჯერათ ბატონო ნიკოლოზ?
- იმის უფრო მჯერა რომ ადამიანები საკუთარ ბედს თავად ვქმნით. რას იტყვი ჭიქა ღვინო ხომ არ დაგველია?
- სხვა დროს თუ კიდევ შევეფეთებით ერთმანეთს შესაძლოა დაგთანხმდეთ კიდეც მაგრამ დღეს არა.
- მეკაიფები? - გაეღიმა ნიკოს.
- არა რატომ? აჰ გამახსენდა თქვენ ხომ ის მამაკაცი ხართ, რომელიც ყველა ქალისგან იმას იღებს რაც სურს.
- და რა არის ამაში ცუდი? - ხელები მკერდზე დაიკრიფა დადიანმა.
- ცუდი არაფერი მაგრამ ისეთი ქალიც გამოჩნდება ვინც უარს გეტყვით და გაწბილებულს დაგტოვებთ.
- საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხომ არ ხართ ქალბატონო ლილიან? - უფრო ახლოს მიიწია დადიანი ლილიანს სახესთან და მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- და რატომ არ უნდა ვიყო? - ამოიჩურჩულა ლილიანმა მის ტუჩებთან და სწრაფად დაიხია უკან. - შეხვედრამდე ბატონო ნიკოლოზ. - მოკლედ მოუჭრა და ისე რომ პასუხს არ დაელოდა სწრაფი სვლით გაშორდა ღიმილმორეულ მამაკაცს.
- შეხვედრამდე. - სიანცით ამოიჩურჩულა დადიანმა და იქაურობას გაეცალა.
-----
ახალი ჩაძინებული იყო ტელეფონის ზარმა რომ გამოაფხიზლა, საწოლზე წამოჯდა, ჯერ კიდევ მძინარე სახეზე ხელები ჩამოისვა, ტელეფონი ყურზე მიიდო და შიშველი ფეხებით გადაჭრა საძინებელი. - რა ხდება? სად? ნახევარ საათში ვიქნები. - საწოლზე მოისროლა ტელეფონი, სწრაფად გამოხსნა კარადა, ჯინსის შარვალი ამოიცვა, შიშველი ფეხები სწრაფად ჩაყჰო ბოტასებში, სპორტული ზედა გადაიცვა და გიჟივით გაიჭრა გასასვლელისკენ. - დროზე! - დაუღრიალა ჩაძინებულ მძღოლს და ავტომობილის უკანა სავარძელზე შეხტა. - მოვკლავ იმ ნაბი/ვარს. - გამოსცრა კბილებს შორის და მძღოლს მისამართი უთხრა. მიუხედავად იმისა რომს წრაფად მიაპობდა ავტომობილი თბილისის ქუჩებს მაინც საუკუნეთ ეჩვენა დადიანს ის ოცი წუთი გზა, რომელიც დანიშნულების ადგილზე მისასვლელად დასჭირდა. მოუსვენრად წრიალებდა უკანა სავარძელზე და თითებს ნერვულად ატკაცუნებდა.
- მოვედით. - ავტომობილი ხრეშიან გზაზე გააჩერა მძღოლმა და იქამდე სანამ ძრავას გამორთავდა დადიანი უკვე გადმოსული სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა მიტოვებული შენობისკენ.
- სად არის? - ღრიალით იკითხა შენობაში შესულმა და წინ გადამდგარ ახალკაცს ხელი ჰკრა. - ესე იგი შენ ხარ ის სი/ი?! - კბილებში გამოცრა დადიანმა, წინ გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯს ძლიერად მოქნეული ხელი მიაყოლა და მოკეცილი იდაყვი უთავაზა სკამზე დაბმულ ახალგაზრდა ბიჭს.
- ნიკოლოზ.
- მაცადე! - კიდევ რამდენჯერმე მოიქნია ნიკომ ხელი და ერთმანეთის მიყოლებით ჩასცხო გასისხლულ უცნობს სახეში. ორივე ხელი მაისურში ჩაავლო და მის ყურთან დახრილმა კბილებში გამოსცრა. - რა გინდოდა ჩემი დის შეყვარებულთან?
- წადი შენი. - კიდევ სურდა რაღაცის თქმა უცნობს მაგრამ დადიანის წინ გადაქნეული თავი შუბლში მოხვდა და ტკივილით ამოიკვნესა.
- იცი რას ვუშვრები ადამიანებს, რომლებიც იმ ხალხს ერჩიან ვინც ჩემთვის ძვირფასია? სათითაოდ ვაცლი ყველა ნეკნს ისე რომ გათიშვის საშუალებას არ ვაძლევ. ვაჭრი ორგანოებს და ამით ვეხმარები სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებს, იმედი მაქვს ყველა ორგანო ჯანსაღი გაქვს და ტყუილად არ მომიწევს ხელების სისხლით დასვრა. დავიწყო თუ დაფქვავ რა ხდება?
- შენი და ერთ გავლენიან ტიპს უყვარს, მისი დავალებით ვცემე ის ბიჭი.
- ვინ არის?
- ამას ვერ გეტყვი, მომკლავს.
- მაშინ მე მოგკლავ. - ისევ დასარტყამად აღმართა ხელი დადიანმა.
- გეგეჭკორი. დიმა გეგეჭკორი. - ამოიყვირა უცნობმა და სახესთან შეჩერებულ ძლიერ მუშტს სიმწრით გახედა. - მომკლავს.
- ვინ ჩემი ყ/ეა დიმა გეგეჭკორი? - უკან მდგომ ახალკაცს მიუბრუნდა დადიანი და სისხლიანი ხელები ხელსახოცზე შეიმშარალა.
- არ ვიცი გავარკვევ, ვინმე ახალგამომცხვარი იდიოტი იქნება.
- რამდენი წლის არის ეგ შენი გავლენიანი გეგეჭკორი? - ისევ სავარძლეზე დაბმულ მამაკაცს მიუბრუნდა დადიანი.
- ოცდახუთი.
- ღლაპი. მერე არ იცის რომ ქალის გულს ვერ მოიგებს თუ იმ ადამიანს ატკენს ვინც მისთვის მნიშვნელოვანია? გადაეცი მაგ შენ გეგეჭკორს რომ მისი ნახვა მინდა, დამალვა არც იფიქროს თორემ მიწიდან ამოვთხრი და ბოლო რასაც დაინახავს საკუთარი მოჭრილი პე/ისი იქნება. გაიგე რა გითხარი? - ერთხელ კიდევ უთავაზა მუჭი სახეში და ზიზღით გადააფურთხა. - კიდევ ერთხელ რომ გაეკარო ჩემ დას ან მის შეყვარებულს კვერც/ებს დაგაგლეჯ და პირში ჩაგთხრი.
- კაი გეყოფა. საკმარისად შეშინდა. - ღიმილით ჩამოსდო ბაჩომ მეგობარს ხელი და სკამზე დაბმულის განთავისუფლების ბრძანება გასცა. - წამო დავლიოთ. - გაუღიმა მეგობარს და მანაც საპასუხო ღიმილი შეაგება.
- მოუსვი აქედან. - დაუყვირა შეშინებულ უცნობს. - გეგეჭკორს უთხარი რომ მისი ნახვა მინდა. - მიაძახა გაქცეულს და კისრის მალები აათამაშა, ხელებს დახედა და ღიმილით ამოიჩურჩულა. - რამდენი ხანია არავინ მიცემია, დამავიწყდა რა განცდაა როცა მთელ ბრაზს გარეთ უშვებ. მომეშვა.
- ახლა რა ვქნათ?
- ახლა მე და შენ სამდე კარგად გამოვთვრეთ ხვალ კი გავარკვიოთ ერთი ვინ არის ეს ღლაპი გეგეჭკორი.
- მერე?
- მერე წავუკითხავ ძილის წინ ზღაპარს და ჩაძინებულს საბანსაც შევუსწორებ. - ხმით გაეცინა დადიანს და აშკარად გახალისებული პირველი დაიძრა გასასვლელისკენ.

6
გორგოლაჭებიან სავარძლეში ჩაფლული მოუსვენრად ტრიალებდა, კომპიუტერში გახსნილ ვორდის სუფთა ფაილს თვალს არ წყვეტდა და გონებაში წარმოქმნილი აზრების გასალაშინებით უკვე თავიც საშინლად სტკიოდა, ვერაფრით გაეგო სტატიის წერა საიდან დაეწყო. გაციებული ყავა უგემურად მოსვა და სავარძელში ღრმად ჩაფლულმა მოჭუტული თვალებით გახედა ღია კარში გამოჩელ ელენას.
- კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? - აშკარად უკმაყოფილო ჩანდა ხოშტარია და ხმაურით მიხურულ კარს ბრაზით მიეყრდო.
- იქნებ თავად დაგეწერა.
- ჟურნალისტი შენ ხარ.
- არ მინდა დადიანის შესახებ ვწერო, თავიდანვე გითხარი რომ მისი ცხოვრების დეტალებში ქექვის სურვილი არ მაქვს. უამრავი თანამშრომელი გყავს ვინმე სხვას უთხარი. - კალამი კლავიატურაზე დააგდო ლილიანმა და ბრაზმერეულ ელენას მზერა გაუსწორა. - აღარ არის დრო მოეშვა ამ კაცის ცხოვრებაში ქექვას? რა არ გასვენებს?
- ეს შენ არ გეხება.
- თან გინდა გაამწარო, თან ვერ ელევი, იმ ბავშვს მაგონებ საყვარელი სათამაშო რომ დაკარგა, ხომ იცოდი რა კატეგორიის მამაკაცთანაც იჭერდი საქმეს, ამის მიუხედავად მაინც გაები მის მახეში ახლა რას ცდილობ ელენა? რის მიღწევა გინდა. ნაღმზე ზიხარ და თუ აფეთქდი არ ფიქრობ რომ მთელი შენი კარიერა განადგურდება? შენს ქმარზე არ ფიქრობ? რომ გაგიგოს ვისთან ღალატობ ფიქრობ თავზე ხელს გადაგისმევს?
- ის რომ მომწონხარ უფლებას არ გაძლევს ასე მელეპარაკო, არასდროს დაგავიწყდეს რომ შენი უფროსი ვარ. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ელენა და მზერა ფანჯარას მიაპყრო.
- შენ კი არ დაგავიწყდეს რომ ტვინის შერყევის მიუხედავად აქ მოსვლა და სტატიის დაწერა მაიძულე, იცოდე თუ რამე მომივა პასუხს შენ აგებ. - გაიღიმა ლილიამა და სევდით შეპყრობილი ელენა გამომცდელად შეათვალიერა. - კარგი დამშვიდდი, მუ ჩამოგტირის სახე, ცოტა დრო მომეცი და გპირდები ვიპოვი რამეს რისი მეშვეობითაც გაამწარებ იმ შენს დადიანს, ამისთვის მასთან დაახლოება დამჭირდება და იმედი მაქვს წინააღმდეგი არ ხარ თუ რამდენჯერმე მასთან ერთად ყავას დავლევ.
- რას იზამ? - წარბი ასწია ელენამ და სავარძელში ჩაფლული ტომაში მზერით გაბურღა.
- თუ ფიქრობ რომ ვაპირებ უფროსის საყვარელს საწოლში ჩავუწვე ცდები ელენა.
- შენ არ იცნობ მას, საკმარისია მოინდომოს და შენც შეგაცდენს.
- ჩემზე ნუ დარდობ, საკუთარ თავს მივხედავ. გინდა რომ გაამწარო თუ არა?
- მინდა.
- მაშინ დრო მომეცი. - სწრაფად დაავლო ტომაშმა ხელჩანთას ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- სად მიდიხარ? შენი სამუშაო დრო არ დასრულებულა?
- ვიცი. - ხმაურით გაიჯახუნა ლილიამა კაბინეტის კარი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. ის იყო ტაქსი გააჩერა და ღია კარში ჩაჯდომას აპირებდა, მოულოდნელად არსაიდან გამოჩენილმა ძლიერმა ხელმა რომ კარი სწრაფად დახურა და ტაქსის მძღოლს გზის გაგრძელებისკენ მოუწოდა. - ჯანდაბა შემაშინეთ. - თვალები დაქაჩა ლილიამა და დაძრულ ტაქს უკმაყოფილოდ გააყოლა მზერა. - არადა ძალიან მეჩქარებოდა.
- გაგიყვან. - ღიმილით ანიშნა დადიანმა რომ ავტომობილისკენ გაყოლოდა.
- რას მივაწერო თქვენი ვიზიტი? - ეჭვით ახედა ლილიანმა ნიკოლოზს და ვერ მიხვდა რატომ აუჩქარდა ასე უეცრად გული.
- ყავაზე დამეწვიე და გაგანდობ ამ საიდუმლოს.
- ვერ მოინელეთ ჩემი უარი? - გახალისდა ტომაში და აშკარად სიანცის ხასითზე დამგარს ღიმილი მოეფინა სახეზე.
- მოგწონს შუა ქუჩაში რომ ვდგავართ და გამვლელები თვალებით გვჭამენ? დაჯექი მანქანაში, ცოტა ვისაუბროთ.
- მართლა მეჩქარება.
- ნახევარი საათი.
- არ შემიძლია. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა და საშინელი სიამოვნება იგრძნო დადიანის დაძაბულობის გამო.
- მოგწონს რომ უარს მეუბნები არა? - უფრო ახლოს მიიწია დადიანი მასთან და მზერა გაუსწორა მოულოდნელი სიახლოვით დაბნეულ ქალს. - მეც მომწონს. - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან დახრილმა და ცხელი სუნთქვა შეაფრქვია დამფრთხალ ტომაშს სახეში.
- არ მინდა ხვალ ჟურნალის პირველ გვერდზე გამომაჭენონ სათაურით „დადიანის ახალი გოგო“. - შეცვლილი ხმით ამოიჩურჩულა ლილიანმა და მოახლოებულ ტაქს ხელი დაუქნია. კიდევ რაღაცის თქმა სურდა დადიანს მაგრამ ისე სხარტად შეხტა ტომაში ქაჩერებულ ტაქსში, რომელიც სწრაფად დაიძრა რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. - შეშლილი. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და აჩქარებული გულისცემის გამო საკუთარ თავზე ბრაზმორეულმა ძლიერად შეკრა გაყინული ხელის გულები. თავადაც ვერ მიხვდა რატომ მოიცვა სხეული ამგვარმა დაძაბულობამ, საკუთარ თავში ემოციების მიზეზის ძიებას შეუდგა და რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით მეტად იპყრობდა უჰაერობით გამოწვეული ეიფორია, უფრო სხარტად და გიჟურად ფეთქავდა გული და უფრო მეტი სიმძლავრით ასკდებოდა სისხლის მდინარეები გონებას, თვალები დახუჭა და შეეცადა მასში მოულოდნელად შემოჭრილ სიგიჟის ნაპერწკლებს მორეოდა, არაფერი გამოუვიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაცამ ყელში წაუჭირა მძლავრი თითები და ამოსუნთვქის საშუალებას არაფრის დიდებით არ აძლევდა. ხელის კანკალით მოიძია ჩანთაში ტელეფონი და ბავშობის მეგობარ ნუკას დაურეკა. - სად ხარ? - ძლივს მოუყარა ორ სიტყვას თავი და სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე. - ძალიან კარგი, ორივესთან მინდოდა ლაპარაკი, თხუთმეტ წუთში ვიქნები. - სრაფად დაბლოკა ტელეფონის ეკრანი და ჩანთაში შეინახა. ღრმად ამოისუნთქა და მინა ბოლომდე ჩამოსწია, ესიამოვნა აღგზნებულ სხეულზე გრილი ნიავის შეხება, თვალებდახუჭულმა სახე მიუშვირა გარედან შემოჭრილ სუსხს და სულ მალე მოულოდნელად შემოჭრილი ეიფორიაც უკვალოდ გაუჩინარდა, გულმა ნორმალურ რეჟიმში ფეთქვა განაგრძო, აღარც გონებაში წრიპინებდა ავიმომასწავლებელი წითელი ნათურა. აღარც დადიანის საოცარი სურნელი უღიტინებდა ცხვირში და ვეღარც მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა სახეზე. - ჯანდაბა. - შეაჟრჟოლა და სავარძელში ნახევარი ტანით ჩაცურდა. - ეს რა იყო? - ჩაეკითხა თავის თავს და შინაგანი მესმიერ ამოძახილი პასუხის მოსმენის ისე შეეშინდა ორივე ხელი სახეზე აიფარა.
-----
- რამე დამისხით? - მისალმების გარეშე მიახალა ტომაშმა მომლოდინე მეგობრებს, ჩანთა ძირს მიაგდო და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
- რა იყო მოჩვენება მოგდევს? - გაოცებულმა გაიხედა ნუკამ გარეთ და როდესაც დარწმუნდა რომ ტომაშს არავინ მოსდევდა ინტერესით დახურა კარი.
- რა გჭირს? - ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა თიკამ მეგობარს და პასუხების მოსასმენად კომფორტულად მოკალათდა მის წინ მდგომ სავარძელში.
- ერთი კვირაა ყოველ დღე შემთხვევით ვეფეთები დადიანს, ეს უკვე იმდენად აუტანელი გახდა რომ ნერვები მაწყდება. - ბრაზით მოსვა სასმელი და ღიმილმორეულ მეგობრებს გახედა. - სასაცილო რა ვთქვი?
- ახლა მე მეჩვენება თუ ... - ღიმილით გადახედა თიკამ ნუკას.
- არ გეჩვენება. - მოკლედ მოუჭრა ნუკამ მეგობარს, სავარძელში ჩაფლულ ტომაშს მიუახლოვდა, თითები მხრებზე შეახო და დაძაბული მეგობრისთვის მსუბუქი მასაჟის გაკეთებას შეუდგა, ნასიამოვნები და გატრუნული ტომაში მოულოდნელად მოდუნდა და თვალებდახუჭულმა გაუაზრებლად ამოიჩურჩულა.
- ძალიან საყვარელია.
- კიდევ?
- სექსუალური.
- კიდევ? - უკვე აზარტში შესულმა ბერიამ მასაჟის სიძლიერეს უმატა და კვნესაზე გადასული ტომაშის სახით გახალისებულ თიკას თვალებით ანიშნა რომ ხმით არ გაეცინა.
- აუტანელი, იცის რაც უნდა და ამისთვის უკან არაფრისთვის იხევს, ზოგჯერ უხეშია, ხოგჯერ პირიქით ნაზი და მზრუნველი, ზოგჯერ კი...
- ზოგჯერ რა?
- უბრალოდ მინდა რომ ტანსაცმელი შემომახიოს.
- ჯანდაბა. - აქ თავად ვერ შეიკავა ბერიამ თავი და ხმით გაეცინა, მეგობარს მოშორდა და თიკას გვერდით ხმაურით ჩაეხეთქა სავარძელში.
- რა?
- რა რა? ამ წუთას აღიარე რომ შენ მასთან სექსი გინდა.
- ეს არ მითქვამს. - წარბები შეკრა ტომაშმა.
- მოიცა ტანსაცმლის შემოხევას კიდევ რამე სხვა დატვირთვა აქვს და მე არ ვიცი? - კითხვით მიმართა ბერიამ თიკას და ისევ ტომაშს გადახედა. - საგანაგაშო არაფერია იმაში რომ მასთან სექსი გინდა. ასე რომ მოდუნდი მეგობარო და დატკბი ცხოვრებით, ყველაფერს იმაზე მეტად ნუ ართულებ ვიდრე არის.
- არაფერს ვართულებ. ძალიან კარგად ვიცნობ დადიანის კატეგორიას, მიიღებს რაც სურს და მიგაგდებს, მე კი არ ვაპირებ მიტოვებული ქალის სახელი მერქვას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ელენას საყვარელია.
- ლილიან. - გაეღიმა თიკას. - დადიანი ნახევარი საქართველოს საყვარელია.
- ჯანდაბა, მითუმეტეს როგორ შეიძლება ასეთი კაცი მომწონებოდა. არასდროს მომწონებია მისნაირი იდიოტები.
- აჰა უკვე ისიც აღიარა რომ მოსწონს.
- ჯანდაბა. გეყოფათ! - იყვირა ლილიანმა და განრისხებული მზერა მოავლო მეგობრებს. - აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ ჩემზე იღადაოთ, ჩემი მეგობრები ხართ და დახმარება მჭირდება.
- შენს ნაცვლად მე ვერ გავუშლი ფეხებს. - მხრები აიჩეჩა ყიფშიძემ.
- თქვენც მეგობრები გქვიათ რა. - სწრაფად წამოხტა ტომაში სავარძლიდან, ძირს დაგდებულ ჩანთას დასწვდა და გასასვლელისკენ დაძრულმა ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა გასასვლელამდე გასავლელი მანძლი, კარი გამოხსნა და ის იყო გარეთ გაქცევას აპირებდა, მაჯაში ჩაფრენილმა ხელმა რომ უკან გადააქანა, მის წინ კარი ხმაურით დაიკეტა და კედელს აკრულს ბერიას მრისხანე თვალები შეეფეთა.
- რა ჯანდაბა გჭირს?
- არ ვიცი. - გულწრფელად ამოიჩურჩულა ლილიანმა და ტუჩები სატირლად დაბრიცა.
- გეშინია, ისევ გეშინია ადამიანები ახლოს მოუშვა რადგან ემოციური ფონი რაც ურთიერთობის თანმდევი მოვლენაა ხშირ შემთხვევაში ტკივილის აღქმის უნარს გიფართოვებს, გინდა თუ არ გინდა შენ არ შეგწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიო ურთიერთობით გამოწვეულ ტკივილს, ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით უკვე ტკივილია შენთვის. შესაბამისად ტკივილის მთელი სიმძაფრე იმაზეა დამოკიდებული რამდენად ემოციურ კავშირში ხარ კონკრეტულ ადამიანთან. ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან არ გინდა ისევ შეგიყვარდეს და შემდეგ ისევ გული გეტკინოს. გეცნობა?
- ეს რა შუაშია?
- ტიპმა ყავაზე დაგპატიჟა შენ კი უკვე იმას გლოვობ რომ შენს გამოყენებას და მერე მიგდებას აპირებს. იქნებ დროა გამოაღწიო ამ შენი სამყაროდან და რეალურად შეხედო ყველაფერს. დადიანი ახვარია, ხო დიდი ახვარი მაგრამ ეს მხოლოდ გარეშე თვალით, იქნებ სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი, მაგრამ თუ არ ეცდები გაიცნო როგორ შეგიძლია წინასწარ მიწა გაითხარო, მერე აქ მოხვიდე და შენს მგობრებს გვთხოვო რომ კარგად მიგაყაროთ მიწა რომ ამოსვლა ვერ შესძლო?! დაფიქრდი ლილიან. - გაუღიმა ნუკამ მეგობარს და ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია. - როგორი ძლიერი ხარ გარეთ და როგორი სუსტი სახლში. - გამოიყენე ეს შენი ხასიათი და მოერია საკუთარ თავს, იყავი მართლა ძლიერი და არა უბრალოდ სოციუმის სანახავად აკერებული ნიღბით შემკული. იპოვე ის რაც დაგიკმაყოფილებს ამ სულიერ შიმშილს და თუ ამისთვის დადიანს ყავაზე უნდა გაჰყვე, გაყევი ამის დედაც მერე რა მოხდა? ფეხების გაშლას სულ მოასწრებ. - თვალი ჩაუკრა მეგობარს და ხელით ანიშნა რომ სავარძელში დაბრუნებულიყო. ტომაშს გაეღიმა, ღრმად ამოისუნთქა და მორჩილად დაჰყვა მის თხოვნას. - დარწმუნებული ვარ როცა მასთან ხარ თავს მშვენივრად აკონტორლებ თუმცა საკმარისია მოშორდე მაშინვე პანიკაში ვარდები და შენში შემოჭრილი ვნება ჭკუიდან გშლის, ვინ იფიქრებდა რომ კაცი რომელიც არასდროს მოგწონდა შენს დაინტერესებას შესძლებდა. - ღიმილით აიჩეჩა ბერიამ მხრები და ჩაფიქრებულ ტომაშს თანაგრძნობით გადახედა.
- მთელი სიცხადით ვგრძნობ რომ საფრთხე მელის.
- მინიმუმ სერიოზულად არ მოეკიდოს შენთან ურთიერთობას. მაქსიმუმ საოცრად ნასიამოვნები დარჩე.
- საფრთხის შეგრძნება სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება გაჩნდეს და თანაც, მოულოდნელად. ამ შეგრძნებას სერიოზულად უნდა მოეკიდო. ის იმ საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს, რომელიც ცნობიერის დონეზე ჯერ არაა აღმოჩენილი. ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესები ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ეს პროცესები გაცილებით ღრმა და რთულია, ვიდრე ცნობიერში მიმდინარე პროცესები. მათი წყალობით ტვინი უზარმაზარ ინფორმაციას იღებს ჩვენი ქმედების შესაძლო რისკების შესახებ და უსაფრთხოების მიზნით, განგაშს ტეხს. როგორ მოვიქცე?
- ლილიან პირველ რიგში შეეცადე ფილოსოფიას და ლაბირინთებს თავი ანებო და მარტივად შეხედო იმ რეალობას რომ დადიანი გიზიდავს, უბრალოდ უნდა გაერთო, დაძაბულობა მოიხსნა, გამხიარულდე და ტვინი იმაზე ფიქრით არ აიდუღო თუ რა მოხდება მომავალში. - თვალები მობეზრებულად აატრიალა ნუკამ და დაბნეული ტომაშიდან მზერა ყიფიანზე გადაიტანა.
- ნებისმიერ შემთხვევაში, არ ღირს ამ გრძნობის იგნორირება. თამამად გამოელაპარაკე ადამიანს, რომელიც გიზიდავს, გაიცანი და საკუთარ თავს საშუალება მიეცი არსაიდან შემოჭრილი მოულოდნელობით დატკბეს. - მხრების აჩეჩვით მიმართა თიკამ მეგობარს და სასმელი მოსვა. - და ხო, მართლა მოეშვი ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის გვემას. ეს არაფერს მოგცემს გარდა იმისა რომ ნაადრევად დაბერდები.
- ელენას მისი ჩაძირვა უნდა, მთხოვს რომ მის ცხოვრებაში ვიქექო და რაღაც ისეთი ვიპოვო როც დადიანის ირგვლივ სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს, გაბოროტებული იმის გამო რომ ნიკოლოზი ყურადღებას აღარ აქცევს.
- დაიკიდე ელენა, არამგონია გიღირდეს შენი სამსახური იმათ რომ მის მიმართ გაჩენილი ინტერესი დააიგნორო და ადამინი გაწირო.
- მეუბნები რომ ელენას თავი მოვაჩვენო ვითომ მისთვის სიუჟეტეს ვეძებ და ამასობაში დადიანთან ვიკეკლუცო? - თვალები მოჭუტა ლილიანმა და გამომცდელად ახედა სავარძელში სიგარეტით ხელში მოკალათებულ ბერიას.
- გეუბნები რომ ჯანდაბაში გაუშვა შენი მორალი, უკან მიაყოლო შენი გაბოროტებული უფროსი და მთელი ოფისი, დაიკიდო ხალხის აზრი და საკუთარ თავს უფლება მისცე იმ მამაკაცთან ერთად ყავა დალიო, რომელზეც ნახევარი ქალაქი აბოდებს.
- სათქემლად მარტივია. - მთელი ტანით გადაიწია ტომაში ნუკასკენ და მის თითებში მოქცეული სიგარეტიდან ღრმა ნაფაზი დაარტყა. წარბებაწეულმა ბერიამ მზერა ყიფიანისკენ გააპარა და უხმოდ ახედა თვალებდახუჭულ ტომაშს.
- ჩვენ შესაძლოა ვგრძნობდეთ, თუ როგორ იდეალურად შეგვეფერება რაღაც თუ ვიღაც, ობიექტური მონაცემები კი ამ დროს შესაძლოა საპირისპიროზე მეტყველებდნენ. ეს გრძნობა გულიდან მოდის და სწორ მიმართულებას გვიჩვენებს უფრო ადრე, ვიდრე ტვინი ინფორმაციის დამუშავების შედეგად გააანალიზებს. ეს კარგი ინტუიციაა დაშენ ეს ინტუიცია გაქვს, მოუსმინე მას და დროთა განმავლობაში მისი, როგორც საიმედო დამხმარის გამოყენებასაც ისწავლი. არ მისცე უფლება შიშებს შენში დიდხანს ითარეშოს! თუ ამ გრძნობას ვერ ერევი, ესეიგი დროა რაღაც მკვეთრად შეცვალო ცხოვრებაში. საფრთხის შიში - ეს საჭირო და გამოსადეგი სიგნალია, თუ შეძლებ მას გაუგო. განეწყვე ოპტიმისტურად, გადახედე წარსულს, აწმყოს, დახატე მომავლის მოდელი, შეაჯერე საკუთარი სურვილები, აღიარე შეცდომები, მოუსმინე შინაგან ხმას, დააზუსტე რა გინდა, დაისახე მიზანი და მიიღე საჭირო ზომები! - საკუთარი მონოლოგით კმაყოფილი ბერია სავარძელს მთელი ზურგით აეკრო და მომღიმარ ტომაშს მზერა გაუსწორა. - რა?
- ნეტა იმ ადამიანის ტვინში ჩამახედა ვინც შენ ფსიქოლოგიის კურსიდან გაგრიცხა. - სახე სასაცილოდ დაბრიცა ლილიანმა.
- ასეა, არ უნდა ეფლირტავო შენი ლექტორის ქმარს. - გაეცინა ბერიას და მხრები აიჩეჩა.

7
მორიგი მტანჯველი და ეიფორული ღამის შემდეგ როგორც იქნა ახალი ჩაძინებული იყო ტელეფონზე შემოსულმა ზარმა რომ სიმყუდროვე დაურღვია, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა თვალები ბრაზით აატრიალა და თავთან დაგდებულ ტელეფონს დასწვდა.
- რა ჯანდაბაა? - მისალმების გარეშე ჩასძახა ყურმილს მიღმა მომლოდინე ახალკაცს და საწოლზე წამოჯდა. ამღვრეული სახე ხელის გულით მოისრისა და გასუსულმა მოისმინა ახალკაცის მცირე ზომის მონოლოგი. - მოვდივარ. - ბრაზით კბილები დააჭირა დადიანმა ერთმანეთს, ტელეფონი გათიშა და უკვე გამოფხიზლებული სწრაფად წამოხტა საწოლიდან.
-----
- ეცადე ზედმეტი არ მოგივიდეს. - კარებში შეეგება ახალკაცი დადიანს და მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა იმაზე მეტად შეაშინა ვიდრე ოდესმე. - არ გეძინა?
- არა. - კბილებში გამოსცრა ნიკოლოზმა, ხელით გასწია წინ ასვეტებული მეგობარი და შენობის ბნელი წერტილისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა, უკან ადევნებული ახალკაცი სწრაფად დაეწია და მეგობრისთვის ჭკუის სწავლებას მოჰყვა თუმცა დადიანს მისი სიტყვები უკვე ძალიან შორიდან ესმოდა რადგან სიღრმეში უკვე მკაფიოდ არჩევდა ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილ, ყელზე მჭიდროდ შემოჭერილი ჰალსტუხით დამშვენებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ირონიული გამომეტყველება წამით არ სტოვებდა და ზუსტად მისი ეს ჰაბიტუსი იყო რაც დადიანის ვენებში სისხლს ასეთი სისწრაფით ადუღებდა. - გამარჯობა. - ზემოდან დახედა მასზე ორი თავით დაბალ ბიჭს და შეეცადა მისი ირონიის მიღმა რამე ადამიანური ამოეკითხა, თუმცა იმედი არ გასცრუებია როდესაც ხელში ფულისგან გატრიპაჩებული ლაწირაკი შერჩა.
- ბიძაჩემი ჩემი გატაცების გამო ციხეში ამოგალპობს. - წყვეტილად გამოსცრა ბიჭმა და როგორც შეეძლო გაიჯგიმა.
- ყ/ეზე ბიძაშენი. - სიგარეტს მოუკიდა დადიანმა და გამონაბოლქვი პირდაპირ სახეში შეაბოლა ახალგაზრდას, ბნელი ოთახის ერთ კუთხეში მიგდებულ სკამს ხელი დაავლო, ახლოს მოსწია, დაჯდა და გამომცდელად დააკვირდა აშკარად შეშინებულ ბიჭს.
- იცი მაინც ვინ არის ბიძაჩემი?
- ღმერთი? - გაიღიმა ნიკომ და კიდევ უფრო ღრმად მოქაჩა თითებს შორის ნერვულად ათამაშებულ სიგარეტის ღერს.
- შინაგანსაქმეთა მინისტრია და დედას გიტირებს.
- შემეშინდა. - კანკალის იმიტირება გააკეთა დადიანმა და კმაყოფილი აეკრო სკამის ზურგს. - მაგარი ბიჭი ხარ ბიძის ტრ/კს ამოფარებული უდანაშაულო ადამიანს რომ ესხმი თავს? ვინ მოგცა უფლება ადამიანი სასიკვდილოდ სცემო და შემდეგ ბედის ანაბარა მიაგდო ქუჩაში? საინტერესოა ამაზე რას იტყვის ბიძაშენი. ფიქრობ თავზე ხელს გადაგისვამს და გეტყვის ყოჩაღო? გინდა შევამოწმოთ? - ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა დადიანმა.
- ნუ მემუქრები, ბიძაჩემი არაფრით არ დაიჯერებს შენს მონაჩმახს.
- ესე იგი მონაჩმახს. - ჩაახველა დადიანმა, სიგარეტი იატაკზე დააგდო და ქუსლით გასრისა, ორივე ხელი მუხლის თავებზე დაიბჯინა და ნელა წამოდგა სკამიდან, თვალს არ წყვეტდა მის მოძრაობას წინ ატუზული ახალგაზრდა თუმცა მაინც ვერ მოასწორო დადიანის სწრაფად მოქნეული ხელის აცილება და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო სახეში დარტმის შედეგად ძლიერად რომ მიენარცხა ნანგრევებად ქცეულ კედელს. - კიდევ ერთხელ რომ გაეკარო ჩემს დას ან მის შეყვარებულს გპირდები უკანასკნელი რასაც დაინახავ ჩემი სახე იქნება.
- ეს არ შეგრჩება. - მოზღვავებული ცრემელბი როგორც იქნა შეიკავა ბიჭმა და წელში გასწორდა.
- გესმის? შენი ტრაბახი და მუქარა მაგრად , ფეხებს ვერ მომჭამ აი მე კი შემიძლია ისე გაგაქრო შენგან თმის ღერიც არ დავტოვო, თვალს არ მოგაშორებ, ას მეტრზე ახლოს რომ გნახო რომელიმესთან მიახლოებული გეფიცები საკუთარი ხელით გამოგიყვან წირვას ისე რომ თვალსაც არ დავახამხამებ. ახლა აქედან გაა/ვი და ეცადე სხვა დროს თვალში აღარ მომხვდე. მოაშორეთ! - დაცვას გახედა დადიანმა და ზურგი აქცია კედელზე აკრულ ბიჭს.
- მეგონა ცემით მოკლავდი. - მხარზე მეგობრის ხელი იგრძნო დადიანმა.
- ძალიან პატარაა იმისთვის რომ ცემით მოვკლა, ბიძამის ვნახავ, ვეტყვი მოსვას.
- ასე ჯობია. - აშკარად ბედნიერი ჩანდა ახალკაცი და გასასვლელისკენ გასულ მეგობარს უკან გაჰყვა. - შენ რა გჭირს? - ინტერესით ახედა დღის შუქზე გამოსულ მეგობარს და კარგად დააკვირდა მის ამღვრეულ თვალებს.
- არაფერი, არ მძინავს ხო იცი.
- ექიმთან რომ მიხვიდე არა?
- კაი რა ექიმი.
- აბა რა გინდა? ფიქრობ დიდ ხანს გაძლებ ასე? გიმტყუნებს ერთხელაც გული.
- მოუთმენლად ველოდები მაგ დამპალთან შერკინებას. - ხმით გაიცინა ნიკოლოზმა და მეგობრის სერიოზული გამომეტყველების გამო კიდევ უფრო გახალისდა. - ჯერ ხო არ მოვმკვდარვარ, რა სახე გაქვს?
- იმ გოგოსთან რა ხდება? - თემა ოსტატურად შეცვალა ახალკაცმა.
- არაფერი.
- სულ არაფერი?
- რამდენჯერმე დავპატიჟე მაგრამ ყოველჯერზე უარი მივიღე.
- ოდესმე ისიც ვერ გაუძლებს ცდუნებას. - მისი ნუგეში სცადა ბაჩომ.
- ანასთან წავალ, დღეს ოფისში არ მოვალ, აბა შენ იცი. - ისე რომ პასუხს არ დაელოდა ავტომობილში ჩაჯდა და ადგილსაც საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
-----
- გამარჯობა პატარავ. - სწრაფად ააფრიალა დის მსუბუქი სხეული ხელში და ოთახის შუაგულში შესულმა ანას დაჟინებული მოთხოვნის გამო იატაკაზე უკმაყოფილოდ დააბრუნა "ანჩხლი" გოგონას სხეული. - მეც მიხარია შენი ნახვა. - მოწყვეტით ჩაეშვა ნიკო სავრძელში და ფერმკრთალ დას სინანულით ახედა. - როგორ ხარ?
- სული მეხუთება. - ბრაზით ჩაეშვა ანა სავარძელში და ძმას მზერა გაუსწორა.
- რა გინდა ანა? ვიცი ვერ იტან როცა ჩემი ბიჭები შენს სიახლოვეს დაძრწიან მაგრამ მშვიდად ვერ ვიქნები თუ არ მეცოდინება რომ დაცული არ ხარ.
- ასე მგონია პატიმარი ვარ. - ხელები მკერდზე დაიკრიფა ანამ.
- ცოტაც მოითმინე, დავრწმუნდეთ რომ საფრთხე არ გემუქრება და გპირდები ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. - მხრები აიჩეჩა დადიანმა, კისერი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. - გახსოვს პატარა რომ იყავი და სკოლიდან მოსული ტკბულეულს არ მოგიტანდი როგორ მებუტებოდი?
- მახსოვს. - ხმაში სირბილე შეეპარა ანას.
- ახლაც იმ განაწყენებულ ბავშვს გავხარ რომელიც ძმაზე ბრაზობს. - მზერა გაუსწორა ნიკოლოზმა დას. - ამას შენთვის ვაკეთებ, შენი უსაფრთხოებისთვის და დიდად დამავალებ თუ ისტერიკებს არ მომიწყობ.
- ისტერიკებს არ ვაწყობ. - სატირლად დაბრიცა ანამ ტუჩები.
- ხომ იცი ვერ ვიტან შენს ამღვრეულ თვალებს, ვერ ვიტან როცა რაღაც გაწუხებს.
- ვიცი. - მორჩილად დახარა ანამ თვალები. - ლუდს დალევ?
- ატრაკებ? შენ და მაცივარში ლუდი? - თვალები შუბლზე აუვიდა დადიანს.
- ვიცოდი რომ მიხვიდოდი. - მაცივრისკენ დაიძრა ანა და რამდენიმე წამში ლუდით ხელში დაბრუნდა მისაღებში. - შენ როგორ ხარ? ისევ უძილობა გაწუხებს? შენზე ძალიან ვღელავ, მეშინია რამე არ დაგემართოს.
- კარგად ვარ. - მოკლედ მოუჭრა ინტერესით თვალებანთებულ პატარა დას და ცივი ლუდის მეშვეობით გაიგრილა აღგზნებული გონება. - ჯანდაბა რა კარგი რამეა ეს ოხერი. - მინის მაგიდაზე დადგა სასმლის ბოთლი და მზერაგაყინულ ანას ახედა. - კარგი რა გჭირს? გითხარი კარგად ვარ-მეთქი.
- რა გავაკეთო რომ შენი არ მჯერა?
- იცეკვე.
- სერიოზულად გეკითხები ნიკოლოზ.
- ნიკოლოზ... ჰო ასე მხოლოდ მაშინ მომმართავ როცა წყობიდან გამოდიხარ, დამშვიდდი კარგი? არ ვაპირებ ჩემს პატარა დასთან იმის განხილვას თუ რა პრობლემებში ვარ, რა მაწუხებს, ვის ვჟ/მავ, ვის არ ვჟ/მავ და ასე შემდეგ. ჩემზე ნუ ღელავ, ჯობია ის მითხრა შენი ბიჭი როგორ არის? როდის გამოწერენ? როცა მოღონიერდება უნდა გამაცნო, ძალიან მაინტერესებს ბიჭი ვინც შენი გული მოინადირა.
- თემის გადატანას რატომ ცდილობ?
- ჯანდაბა ანა რა გინდა? - თავადაც ვერ მიხვდა ისე იყვირა დადიანმა.
- მინდა ვოცოდე რა გჭირს და რა გაწუხებს, რატომ არ გძინავს და რატომ გამოიყურები ისე თითქოს კვდები.
- არ ვკვდები, არაფერი მჭირს.
- მატყუებ.
- ანა!
- ნუ მიყვირი, ხმას დაუწიე, შენი რომელიმე საყვარელი არ გეგონო, შენი და ვარ და სრული უფლება მაქვს გავიგო რა გჭირს.
- მშიერი ვარ! - კბილებში გამოსცრა ნიკომ და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- რამეს მიგიმზდებ. - სავარძლიდან წამოდგა ანა.
- სულის შიმშილი ვიგულისხმე ანა. - უკან მისწვდა ანას ძმის მონოტორული ხმა. - იყო იქ სადაც ხარ და ამავდროულად არ იცოდე რატომ ხარ ძალას ერთიანად გაცლის, გფიტავს, სულს გიყინავს. არაფერია იმაზე საშინელი როცა ყოველ დილით იძულებული ხარ უჯრა გამოხსნა და საჭირო ნიღაბი მოიძიო, მოირგო და მერე ნიღაბაკრულმა იარო აქოთებულ სამყაროში, შუაღამისას კი ძლივს მოიგლიჯო საგულდაგულოდ შერჩეული ნიღაბი და სარკეში რეალურ სახეს მზერა გაუსწორო, შეიგრძნო ის სიცარიელე, რომელიც შენს ირგვლივ სუფევს და დატკბე იმ მტანჯველი მარტოობით რაც ღმერთს შენთვის გაუმეტებია, თვალი მოავლო უზარმაზარ, ცარიელ სახლს და ვერ მიხვდე რატომ ხარ იქ სადაც ხარ. იომო, ეძიო საგულდაგულოდ მიკუჭული სიხარული, რომელიც თითქმის აღარც გაგაჩნია, ფიქრში და მტანჯველ კოშმარებში განვლო გრძელი ღამეები და რაც მთავარია დილით გაღვიძებულმა ისევ გამოხსნა უჯრა და მოიძიო ახალი დღის შესაბამისი ნიღაბი რათა არავინ დაინახოს შენი სისუსტე, შენი ეშინოდეთ და ვერ ხედავდნენ თუ ვინ ხარ რეალურად, რომ შენც გტკივა ისე როგორც მიტოვებულ ბავშვს, რომ შენც ზუსტად ისე გცივა როგორც ქუჩაში სამოწყალოდ გამოსულ მათხოვარს, რომ... წუთით შეისვენა დადიანმა და სევდიანი ღიმილით გახედა მის წინ ჩამუხლულ თვალცრემლიან დას, ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, ნაზად ჩაავლო ნიკაპზე თითები და ძლიერად მიაწება გამშრალი ბაგეები შუბლზე. - მშია. - გაიღიმა ნიკოლოზმა.
- არ ვიცი რა გითხრა. - ქვემოდან ახედა ანამ ძმას და ამწვარი ცხვირის წვერის გამო ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
- არა, მართლა მშია. - ღიმილით ამოაძვრინა ნიკომ ჯიბიდან ტელეფონი. - პიცას გამოვიძახებ.
-----
მოსაღამოვებული იყო ახალკაცის ზარმა რომ მყუდროება დაურღვია და-ძმას.
- ილოცე რომ დამაინტერესოს რაც უნდა მითხრა. - ღიმილით მოიქცია ნიკომ ყურმილი ყურსა და მხარს შორის და მკერდზე აკრულ დას ძლიერად მოხვია ხელი. - ჯერ ერთი მაგრად და მეორეც გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვარ. - დას ღიმილით აკოცა შუბლზე და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა მისი სიახლოვის გამო. - შანსი არ გაქვს. შემეშვი! - ტელეფონი სავარძელზე მოისროლა ნიკომ და მიმღიმარ დას გახედა.
- რა უნდოდა?
- რაღაც კუდაბზიკური წვეულებაა და მეპატიჟებოდა.
- რატომ არ მიდიხარ?
- შენთან გაცილებით კარგია.
- მინდა რომ წახვიდე.
- მაგდებ?
- უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო შენს საქმეებს მოსცდე.
- და საქმეში გულისხმობ გაზულუქებული ღიპიანი კაცებისა და მათი სილიკონიანი ცოლების საზოგადაოებას? - გაეცინა ნიკოს და სავარძლიდან წამოდგა. - წავალ მხოლოდ იმ პირობით თუ შენც წამოხვალ.
- დაივიწყე, სურვილი არ მაქვს.
- მაშინ ჩართე რამე ფილმი, მე კი მაღაზიაში ჩავალ და რამეს ამოვიტან, რა წამოგიღო? - უკვე კარში მდგომმა ღიმილით გახედა სავარძელში მოკალათებულ დას.
- ბევრი შოკოლადი.
- გასუქდები. - წარბები აზიდა დადიანმა.
- შო კო ლა დი. - დამარცვლა ანამ და ტელევიზორის პულტს დასწვდა.
- მერე წუწუნს არ იყო როცა ერთი ადგილი გაგისქელდება. - ენა გამოუყო დადიანმა არხების გადართვით გართულ პატარა დას და კარიც ხმაურით მიხურა ზურგს უკან. ლიფტს ამჯერადაც გვერდი აუარა და კიბის საშუალებით ჩაირბინა ხუთი სართული, გარეთ გასვლამდე წუთით შეისვენა და ირონიულად მიუგდო აჩქარებული გულის ცემას ყური. - რო არ დაიღალე. - ზიზღით გამოსცრა კბილებში და სადარბაზოდან გავიდა, ქუჩა სწრაფად გადაჭრა და პირველივე სუპერმარკეტში შეაფარა გარეთ გამეფებულ სიცივეს თავი. - ნაცნობ თანამშრომლებს პროტოკოლით გაწერილი ღიმილით მიესალმა და პირდაპირ შოკოლადების განყოფილებისკენ აიღო გეზი. ბევრი არ უფიქრია, ყველა ფირმის თითო შოკოლადი ჩაყარა კალათში და ახლა ალკოჰოლის სექციისკენ გადაინაცვლა.
- ნიკოლოზ? - მოესმა ზურგს უკან ქალის სასიამოვნო ხმა.
- საღამომშვიდობის ლილიან. - ტომაშის დანახვამ აშკარად სიამოვნებით შეუღიტინა დადიანს გონებაში.
- დიაბეტი არ აგცდება. - კალათისკენ ანიშნა ლილიანმა.
- შენ კი ხვალ პახმელია მოგკლავს.
- მეგობრებმა განტვირთვა გადავწყვიტეთ. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ლილიანს რაზეც თავადაც გაეცინა.
- ჩემ დას კი იმის გამო რომ მისი შეყვარებული სცემეს დეპრესია აქვს. - მხრები აიჩეჩა დადიანმა.
- იმედია სერიოზული არაფერია.
- თუ არ ჩავთვლით ხერხემლის საშუალო სიძლიერის დაზიანებას, ყბისა და ლავიწის მოტეხილობას, მარცხენა თვალის დაზიანებულ ბადურას მგონი გადარჩება.
- ვწუხვარ.
- თქვენ რას აღნიშნავთ?
- ერთ-ერთი დაქალის მოსალოდნელ რომანს. - გაუზრებლად იკბინა ტომაშმა ქვედა ტუჩზე და ყელს მომდგარი ნერწყვი სიმწრით გადააგორა გამშრალ ყელში.
- საინტერესოა. - ღიმილმა გადაურბინა დადიანს სახეზე, სწრაფად დაიხარა ტომაშის სახესთან. - თუ გართობას გადაწყვეტ დამირეკე. - მშვიდად ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან ახლოს და სწრაფად მოშორდა მის სხეულს.
- ნომერი არ მაქვს. - გონს მოსული ტომაში სიანცის ხასიათზე მოვიდა.
- გაქვს, სავიზიტო ბარათი შენს კალათაშია. - თვალი ჩაუკრა ნიკომ გახევებულ ტომაშს და გაუღიმა. - არ გეტყვი მე გადავიხიდი-მეთქი, დარწმუნებული ვარ არ მოგწონს როცა ვინმე შენს ნაცვლად აკეთებს რამეს.
- თვითაჯერებული ხარ. - გასასვლელად დაიძრა ლილიანი და გვერდით ჩავლილმა მხარი ძლიერად გაჰკრა ღიმილმორეულ დადიანს.
- ანჩხლი. - გაიღიმა ნიკოლოზმა და რამდენიმე ბოთლი ღვინო მოათავსა კალათაში. სალაროსთან მისულს ზუსტად ლილიანის უკან მოუწია დგომა და კმაყოფილი აკვირდებოდა მის წინ მდგომი ქალის სასურველ სხეულს, ღიმილს და სიამოვნების შეგრძნებას ერთიანად იწვევდა მასში ტომაშის სავსე ფორმები. გულიც უჩეულოდ ფეთქვით ეხმიანებოდა მამაკაცის აღგზნებულ გონებას.
- მორჩი. - მისკენ მობრუნებულმა სახეში მიახალა გაბადრულ დადიანს.
- რას?
- გონებაში ჩემს გაშიშვლებას.
- სხვათაშორის მოლარეს ყველაფერი ესმის რასაც ამბობ. - თვალით ანიშნა მის უკან მდგომი მოლარისკენ.
- ვერ გიტან.
- მე კი საშინლად მომწონხარ. - მოკლედ მოუჭრა დადიანმა და მეორე სალაროსკენ გადაინაცვლა. ერთდროულად გადაიხადეს და გარეთაც ერთდროულად გამოვიდნენ, გზა უხმოდ გადაჭრეს და ასევე უხმოდ მივიდნენ დადიანის დის კორპუსთან. - ლილიან. - ისევ თავის თავზე აიღო დადიანმა საუბრის წამოწყება და წინ წასულ ქალს გაჩერება აიძულა.
- რა გინდა?
- ის რაც წეღამ გითხარი მართალია, მართლა მომწონხარ და ძალიან მინდა შენი გაცნობა.
- დღეში რამდენ ქალს ეუბნები იგივე ტექსტს?
- ჯანდაბა ეჭვიან შეყვარებულს გავხარ. - გაეღიმა დადიანს, ხელში ჩაბღუჯული პაკეტი ძირს დადო და ისე რომ ტომაშმა გააზრება ვერ მოასწრო მის წელზე სწრაფად შეცურებული ხელის მეშვეობით მჭიდროდ მიიზიდა ქალის სხეული.
- ახლა შემიძლია ღვინის ბოთლი გადაგალეწო. - სუნთქვა დაუმძიმდა ლილიანს.
- რას ელოდები? - მზერა გაუსწორა დადიანმა, რამდენიმე წამი კიდევ დაელოდა ქალის მხრიდან საპასუხო რეაქციას, ბოლოს ღიმილმა ერთიანად მოიცვა მისი სახე, თავისუფალი ხელი ნაზად ჩაავლო მის სახეს, ცერა თითი მსუბუქად გადაატარა ქალის გამომშრალ ტუჩებს, შეაჟრჟოლა, კიდევ უფრო დაიხარა და მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისრუტა. - შესაძლოა ბევრი ქალი მყავს, ისიც მართალია რომ მდიდარი ნაბი/ვარი ვარ, მაგრამ მართლა მომწონხარ. - მის შუბლს შუბლით დაეყრდნო დადიანი და კიდევ უფრო მიიზდა აცახცახებული ტომაშის სხეული. - არავითარი ქვეტექსტი მართლა მომწონხარ. - ყბის ძვალზე მსუბუქად აკოცა და როგორც კი მისი მხრიდან წინააღმდეგობა ვერ იგრძნო მსუბუქი კოცნებით გადაინაცვლა ყელისკენ, მისი შეხება და ტომაშის ყელში გადაგორებული ნერწყვის შეგრძნებამ ერთიანი სიამოვნების იმპულსებით აანთო დადიანის გონება. - ჯანდაბა ძალიან მომწონხარ ლილიან. - წამიერად შეავლო მზერა მის აღგნებულ თვალებს და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. ეს არ იყო უბრალოდ სასურველი ქალის დაპყრობის სურვილის ამსახველი კოცნა, ამას ტომაშიც გრძნობდა და ისიც ვნებით აჰყვა დადინის მხრიდან წამოსულ სასიამოვნო იმპულსებს. ნაზი კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა, გარეთ გამეფებული სიცივის შეგრძნება ორივემ დაკარგა, სიცივის ნაცვლად სიმხურვალესა და სიგიჟეს მოეცვა ორივე მათგანის გონება.
- ნიკოლოზ გეყოფა. - თავადაც ძლივს მოშორდა ტომაში სასურველი მამაკაცის ბაგეებს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- ხელს რა გიშლის რომ ყავაზე დამეწვიო? - ძირს დაგდებულ პაკეტს ხელი დაავლო დადიანმა და ღიმილით გახედა ჯერ კიდევ სუნთქვადამძიმებულ ტომაშს.
- შენი რეპუტაცია.
- მართლა ფიქრობ რომ ერთი მდიდარი ნაბი/ვარი ვარ რომელიც ყველა ქალს მხოლოდ იმისთვის ხვდება რომ ბოლოს უბრალოდ გაჟი/ოს?
- ასე არ არის?
- ასეა. - მხრები აიჩეჩა დადიანმა. - მაგრამ მეგონა საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენა გქონდა და შენს თავს ყველას ნაწილად არ თვლიდი. კარგად გაერთე. - თავი მოხდენილად დაუკრა დადიანმა და სწრაფად გაუჩინარდა პირველივე სადარბაზოში.
- ჯანდაბა. თავი ვინ ჰგონია?! - მოულოდნელად მარტო დარჩენილი ტომაში სიბრაზემ ერთიანად მოიცვა და იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა.
-----
- რა იყო შენზე შეყვარებულ პერსონალს უფრო ადრე ვერ დააღწიე თავი? - საყვედურით მიმართა სახლში დაბრუნებულ ძმას ანამ და პაკეტი გამოართვა. - კიდე არაფერი იყო?
- კი გასაბერი კაცი მაგრამ ვიფიქრე ახლა არ იქნებოდი მის ხასიათზე.
- რა ბილწი ენა გაქვს ნიკო.
- რა იყო შენ და შენი ბიჭი პლატონურად ეტრფით ერთმანეთს?
- იქნებ მოკეტო?! - სამზარეულოდან გამოსძახა ანამ ძმას და დადიანსაც ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- თავს მაინც იცავთ?
- ჯანდაბა ნიკო. - უფრო აყვირდა ანა.
- რა გჭირს? რა იყო? ციდან ჩამოფრენილი არ ვარ და სულ არ მიკვირს რომ შეიძლება შენს შეყვარებულთან სექსი გქონდეს, ან რატომ არ უნდა გქონდეს? მაგრამ არამგონია ბავში შედიოდეს თქვენს გეგმებში, ამიტომაც გკითხე.
- დამშვიდიი. თავს ვიცავ და ძალიან გთხოვ გაჩუმდი, საშინელებაა როცა შენი უფროსი ძმა შენს ინტიმურ ცხოვრებაზე გესაუბრება, ასე რომ მოკეტე და გემუდარები მეორედ აღარ მკითხო. - მოწყვეტით ჩაეშვა მისაღებში დაბრუნებული ანა სავარძელში და თეფშე მოთავსებული შოკოლადების დაგემოვნება დაიწყო.
- მითხარი რომ იქ სადაც მე ვზივარ სექსი არ გქონია.
- ნიკოლოზ! - იკივლა ანამ თუმცა როდესაც სიცილით გულით წასვლამდე მისულ ძმას მოჰკრა თვალი თავი ვეღარ შეიკავა და თავადაც სიცილით ჩაბჟირდა. - მაღაზიიდან დაბრუნებული ძალიან გამხიარულები მეჩვენები.
- ჰო გზად ერთ ადამიანს გადავეყარა და ზუსტად იქ დავაჭრე რის გამოც ახლა საშინლად ვძულვარ და ეს ფაქტი მომოწნს.
- ახალი ქალი? - გემრიელად ჩაკბიჩა ანამ ერთ-ერთი შოკოლადის ფილა.
- რომ იცოდე როგორი ლამაზია.
- უკვე მებრალება შენს ხელში. - მხრები აიჩეჩა ანამ და ძმის მკერდს მიყდნობილმა ტელევიზორს მიაპყრო ზერა.




8

დღე - დღეს მისდევდა ღამე - ღამეს, იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ღამის სუსხიანი სიბნელე მხურვალე კოცნით გაურღვია დადიანმა ტომაშს თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ერთხელაც არ გამოჩენილა ლილიანს სიახლოვეს. ტომაში თითქოს სიმშვიდეს ინარჩუნებდა თუმცა გულის სიღრმეში აფორიაქებული ფიქრებისა და ვნებისთვის კონტროლის გაწევა იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე გარშემო მყოფთ შეეძლო ამის დანახვა. ერთი შეხედვით მშვიდი ტომაშის სულიერი მდგომარეობა ამოსანთხევად მზად ყოფნაში მყოფ ვულკანს ჰგავდა, ცოტა აკლდა რომ ცხელ ლავად არ ამოენთხია მასში ჩაბუდებული ბრაზი, არ მივარდნოდა დადიანს და ყელი არ გამოეჭრა მისთვის. (თავადაც არ იცოდა რისთვის). მაგრამ ხედავდა, გრძნობდა და აგიჟებდა საკუთარი უსუსურობის განცდა, განცდა იმისა რომ არ იცოდა რა სურდა, აგიჟებდა ის ფაქტიც რომ იმ ღამის აღსარების შემდეგ დადიანი ერთხელაც არ გამოჩენილა, აღარ უცდია მისი ნახვა, რას ელოდა ნიკოლოზ დადიანი? რა ჩაიფიქრა? აი ეს იყო ის მთავარი გამოცანა რაც ასე ამწარებდა და სუნთქვაშიც კი ხელს უშლიდა ლილიან ტომაშს.
ჩვენს გუნებაში აძგერებული სიტყვა ჩვენივე გულის ერთგვარ ქენჯნას აღძრავს, ხოლო როდესაც იგივე სიტყვა სივრცეში გახმაურდება, გვგონია თითქოსდა გულს მქენჯნავი საცობი აეხადაო. როდესაც მარტოდმყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან რომელიც ჩვენში არსებობს.
სწორედ ამ მდგომარეობაში იმფყოდებოდა ლილიან ტომაში, საკუთარ თავთან საუბრითა და გაურკვეველი სააღმსარებლო იდეებით ის მასში არსებულ ღმერთს კითხვებით ჰღლიდა, პასუხები კი არსაიდან ისმოდა, თითქოს ღმერთი მას უფლებას აძლევდა თავად ეპოვა საკუთარ თავში იმ სულის შიმშილის დასაკმაყოფილებელი პასუხები რაც ტომაშს სისხლისგან სცლიდა. საკუთარ თავთან გაცხარებული კამათი მუდამ მნიშვნელოვან მონოლოგში გადაეზრდებოდა ხოლმე ლილიან ტომაშს. მონოლოგი კვალია იმ სულიერი ცეცხლისა რომელიც ჩვენს შიგნით აღიგზნება.
-----
გემოვნებით მოწყობილი უზარმაზარი კაბინეტის ღია ფერის ტყავის სავარძელში ჩაფლული ელენა ხოშტარია დაკვირვებით უკირკიტებდა მის წინ გადაშლილ ფურცლებზე ასახულ, სავარაუდოდ მისთვის არც ისე საინტერესო სიუჟეტს, ყოველი ახალი აბზაცი მის სახეზე ემოციის ახალ კვალს ტოვებდა, ეს ემოციები კი ერთმანეთს საოცარი სინქრონულობით ანაცვლებდნენ. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მდგომ სავარძელში ნახევარი ტანით ჩაფლული ტომაში იჯდა და მოთმინებით ელოდა როდის მოწყვეტდა ელენა ფურცლებს მზერას.
- კარგია. - კმაყოფილმა ელენამ ცხვირზე მორგებული სათვალე ფურცლებზე დააგდო და ორაზროვანი ღიმილით გახედა ლილიანს. - თუმცა მე არ მითქვამს რომ დაგეწერა ადამიანის ამოუცნობ ბუნებაზე, მე გთხოვე ჩემთვის დაგეწერა დადიანის შესახებ, ეს კი შენი შეხედულებაა სოციუმის მიერ გაკერპებული ადამიანისა, რომლის შინაგანი სამყარო იმდენად მიუწვდომელია რომ მისი ხილვა სხეულის პატრონის ძალებსაც კი აღემატება. მითხარი ეს რა კავშირშია დადიანთან?
- მარტვილობა, ეს ველურობის ისეთი შერბილებული ფორმაა, რომ ცივილიზებული საზოგადოება თანხმდება მიიღოს თავის წრეში.
- ანუ? - სათვალე ისევ მოირგო ელენამ და გამომცდელად დააკვირდა სავარძელში ჩაფლულ ტომაშს.
- მისი თვალების სიღმეში ოდნავ შეინიშნება მისივე სულის ანარეკლი, რომელსაც კარგად უნდა ჰქონდეს შეცნობილი ირგვლივ არსებული წყვდიადი და აგრეთვე უნდა იცოდეს რა არის სინდისის ქენჯნა.
- ლილიან. - უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ელენამ ცხვირი და თავი რითმულად ქააქნია. - შენ კარგი მწერალი ხარ მაგრამ საშინელი ჟურნალისტი.
- შენ კი რედაქტორობის არაფერი გაგეგება, ადამიანის სულიერი მდგომარეობის ხომ მით უმეტეს.
- ვის სჭირდება დადიანის სულიერი მდგომარეობის კითხვა, რომელიც მარტოხელმა ქვრივმა მის თვალებში დაინახა?
- სერიოზულად?
- მე გთხოვე რამე იპოვე რის შედეგადაც დადიანს ყურებით დავიჭერ-მეთქი. არ მითხოვია მისი ველური შინაგანი სამყარო გააშიშვლე და მასზე შეყვარებულ ქალებს ცხვირ-წინ დაუდე რომ კიდევ უფრო შეიყვარონ-მეთქი. იქნებ შეგიყვარდა? რას აკეთებ? - სავარძლიდან სწრაფად წამომხტარ ტომაშს გაოცებულმა მიაპყრო თვალები.
- სამსახურიდან მივდივარ.
- ლილიან გეყოფა!
- ეს შენ გეყოფა ადამიანების ცხოვრებაში ქექვა და მათი გამწარება, შეიგნე რომ დადიანმა კარგად გაგ/იმა და მიგაგდო!
- გათავისუფლებული ხარ! - მაგიდას ორივე ხელი დაარტყა ელენამ.
- ბრძანების დაწერა არ დაგავიწყდეს. - ხმაურით გაიჯახუნა ტომაშმა უკვე ყოფილი უფროსის კაბინეტის კარი და ღიმილით მოავლო მზერა კართან შეკრებილ ცნობისმოყვარე რამდენიმე წყვილ თვალს. - არც კი მომენატრება. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა, სწრაფად გაარღვია შეკრებილი სოციუმის ვიწრო დერეფანი, მხიარულად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გაჭრილმა ღრმად შეისუნთქა ზამთრის სუსხიანი ჰაერი. ესიამოვნა, ღიმილმა ერთიანად მოიცვა მისი სახე და უკვე სრულიად გალაღებული მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა ავტომობილისკენ. "შპაკლით" გათეთრებულ რამდენიმე ადგილს წარბის აწევით გახედა, კარი ხმაურით გამოხსნა, ავტომობილის ძრავი აამუშავა და ადგილს საოცარი სისწრაფით მოსწყდა.
-----
უსამსახუროდ დარჩენილი ტომაში თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი ხმელეთზე, იცოდა ახალი სამსახურის ძებნას ამ ეტაპზე აზრი არ ჰქონდა, ისიც იცოდა რომ ელენა უკვე დარეკავდა ქალაქის მაშტაბით არსებულ ყველა რედაქციაში და ყველას სთხოვდა ყიფიანი სამსახურში არ აეყვანათ, დარწმუნებული იყო არ აპატიებდა ასეთ სითავხედეს და მიუხედავად იმისა რომ სამსახური ძალიანაც სჭირდებოდა გადაწყვიტა დროებით იძულებითი შვებულება მოეწყო საკუთარი თავისთვის, როცა შექმნილი გარემოება გადაივლიდა და ელენაც დამშვიდდებოდა უკვე შესძლებდა რომელიმე რედაქციაში ისევ დაეწყო მუშაობა.
-----
- ჯანდაბა მოვდივარ! - ბუზღუნით გაუყარა ფუმფულა ჩუსტებში შიშველი ფეხები და კარისკენ წალასლასდა. - რა ჯანდაბაა? - ბრაზით მიახალა კართან მდგომ ნუკა ბერიას, რომელმაც ხმაურით აკოცა განრისხებულ ტომაშს ლოყაზე და უკანალზე ხმაურით არტყმული გაშლილი ხელის გულის შემდეგ მხიარულმა შეაბიჯა ტომაშის პატარა, მაგრამ საოცრად მყუდრო ბინაში. მისაღები გადაჭრა და პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი. - რას ეძებ? - უკან მიჰყვა გაკვირვებული ტომაში და კარადაში ქექვით გართულ ბერიას ინტერესით დააკვირდა.
- ამას! - ცხვირწინ აუფრიალა ბერიამ წითელი კაბა.
- სად მიდიხარ?
- მე არა, შენ მიდიხარ.
- ბოდავ. - სწრაფად გამოაცალა ხელიდან კაბა და უკან შეტენა კარადაში.
- არაფერიც. - ისევ გამოიღო ნუკამ კაბა და სახეში ესროლა მეგობარს. - ჩაიცვი, მივდივართ!
- სად? რა გინდა? რა თეატრს თამაშობ?
- თეატრი კარგი გამახსენე. ამ დღეებში წავიდეთ, საუკუნეა არ ვყოფილვართ. მიდი მიდი ახლა ჩაიცვი სწრაფად ბევრი დრო არ გვაქვს. - ხელი უბიძგა ნუკამ ჯერ კიდევ დაბნეულ ლილიანს.
- ბერია!
- კარგი, ღმერთო რა აუტანელი ვინმე ხარ. მე და შენ მივდივართ კლუბში.
- კლუბში. - ჩაიცინა ლილიანმა.
- კი კლუბში და მაგრად შენი მწყრალი დამოკიდებულება ამ შესანიშნავი დაწესებულების მიმართ.
- არ ხარ დალაგებული. - ხელი ჰკრა ლილიანმა მეგობარს, კარადის კარი ხმაურით გამოხსნა და აქამდე ხელში ჩაბღუჯული კაბა ისევ შიგნით შეტენა.
- წინა ცხოვრებაში უეჭველი მონაზონი იქნებოდი. - ბრაზით დაენარცხა ნუკა საწოლს.
- მონაზვნობას რას უწუნებ?
- არაფერს. - ღმად ამოისუნთქა ბერიამ. - სამსახურიდან წამოსვლამ მთლად ამოგირეცხა ეგ ისედაც ასაკისთვის შეუფერებლად მობერებული გონება, არც კი გახსოვს რომ დღეს ყიფიანის დაბადების დღეა.
- ჯანდაბა. - სწრაფად გამოხსნა ტომაშმა კარადა და რამდენიმე წამის წინ შეტენილი წითელი კაბა უკან გამოიღო. უბიუსჰალტერო სხეულზე მოირგო და მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. - ამხელა შესავლის გარეშე რომ გაგეხსენებინა არა? - სწრაფად გაიკეთა მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად მყოფმა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო თხელ ფეხებზე. - მზად ვარ.
- ვხედავ! - საწოლიდან წამოდგა ნუკა და ორივე გასასვლეკისკენ დაიძრა.
- ჯანდაბა როგორ ცივა. - მანტოს საყელო ბოლომდე აიწია ლილიანმა და თვალებით ბერიას ავტომობილი მოძებნა.
- აქეთ. - წინ წასულმა ბერიამ მოაძახა მეგობარს და ისიც უკან მიჰყვა.
-----
ავტომობილი კლუბის შესასვლელთან გააჩერა ბერიამ, უკანა სავარძელზე დაგდებულ ხელჩანთას დასწვდა, უკვე გადასულ ლილიან ტომაშს ხელკავი გამოსდო და ყურში უჩურჩულა კლუბის მოძულე მეგობარს.
- დღეს იკიდებ რომ კლუბს ვერ იტან, დალევ, გაერთობი და ეცდები თიკას ნერვები არ მოუშალო შენი უხასითობით.
- როდის მომიშლია? - წარბები აქაჩა ლილიანმა.
- თითქმის ყოველ მის დაბადების დღეზე. - ჩაახველა ნუკამ და ხელი უბიძგა უკმაყოფილო ლილიანს. კართან მდგომმა, მაღალმა, უნიფორმაში კოხტად გამოწყობილმა დაცვამ ჯერ მათი პირადობები შეამოწმა, შემდეგ ხელჩანთები და ბოლოს საგულდაგულო გაჩხრეკვის შემდეგ ღიმილით გაუღო გოგონებს კლუბში შესასველი კარი.
კლუბის ცუდად განათებულ დარბაზში შესული ტომაში მაშინვე შეიპყრო უსიამოვნო შეგრძნებამ. ადრე ძალიანაც უყვარდა და მოსწონდა ბოჰემური ცხოვრების სტილი, მაგრამ რაც ოჯახიდან წამოსული გიორგიზე დაქორწინდა და ცხოვრების სიმკაცრესთან ბრძოლის დაუნდობელ ფერხულში ჩაება ასეთი რამეები შეიძულა, გიორგის გარდაცვალების შემდეგ კი საერთოდ დაკარგა გართობის სურვილი. ახლაც როგორც კი ხმაურიანი მუსიკით დანგრევამდე მისულ ამ სიგარეტით დახუთულ კედლებში შედგა ფეხი უსიამოვნო განცდამ ერთიანად აუდუღა გონება, თვალები დახუჭა და ძლიერად შეკრა ხელის გულები. ღრმად ამოისუნთქა, ყბის ძვლები ისე დაეჭიმა თავის ტკივილმა მყისიერად შეუღიტინა გონებაში.
- ლილიან. - ფიქრებში გაფრენილს ძლივს მისწვდა ბერიას ხმა. - წამოდი. - პატარა ბავშვივით ხელი ჩასჭიდა და უფრო სიღმისკენ შეიყვანა ხმაურიანი გარემოების ასე მოძულე მეგობარი.
- მეგონა აღარ მოხვიდოდით. - მოჩვენებითი სიბრაზით წამოხტა სავარძელში მოკალათებული ყიფიანი და მეგობრებს ყელზე მოეხვია.
- არ მინდოდა, ძალით წამომათარია. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა.
- ხო აი დაგიჯერე. - ენა გამოუყო თიკამ ბერიას და ახლა ტომაშისკენ მიმართა მზერა.
- რა?
- დალევ?
- დავლევ! - თვალები მოჭუტა ლილიანმა.
- ხოდა ეგრე. - ხელის მსუბუქი კვრით ორ საკმაოდ სიმპატიურ ბიჭს შორის ჩააგდო თიკამ მეგობარი და კმაყოფილმა დოინჯი შემოირტყა. - ეცადეთ არ მოიწყინოს. - ღიმილით მიმართა ტომაშის აქეთ-იქეთ მსხდომ მეგობრებს და თვითონ ისევ ბერიას მიუბრუნდა. - იცი აქ ვინ არის?
- ვინ?
- დადიანი. - ხელები გაასავსავა თიკამ და ტომაშისკენ გააპარა მზერა. - საინტერესო იქნება მათი შეხვედრა და ამისთვის მგონი ლილიანმა ცოტა უნდა დალიოს.
- დალევს. - ღიმილით გაუყარა ბერიამ მეგობარს მზერა.
- ლუკა. - ხელი გაუწოდა მარჯვნივ მჯდომმა მამაკაცმა ტომაშს.
- ლილიანი.
- და სად მალავდა საძაგელი ყიფიანი ასეთ მშვენიერ მეგობარს?
- ქალები მომწონს. - ღიმილით მოუჭრა ლილიანმა ღიმილშეყინულ მამაკაცს, მისთვის მიტანილი კოქტეილი მიხდენილად ააფრიალა და რამდენიმე მოზრდილი ყლუპი სიამოვნებით გადაუშვა ყელში.
- უკვე გითხრა ქალები რომ მოსწონს? - მხიარულად მოხვია თიკამ ლილიანთან მოსაუბრე მამაკაცს ხელები და ღიმილით გახედა წარბაწეულ ტომაშს. - არ დაიჯერო ეს მისი ფანდია რომ მამაკაცმა აღარ შეაწუხოს. - თვალი ჩაუკრა მეგობარს და ცეკვა-ცეკვით გაუჩინარდა დარბაზის შუაგულში.
- ესე იგი მომატყუე? - თითქოს წყენა შეერია ლუკას ხმაში.
- ეს ტყუილი კი არა მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან რომ გიხსნა ამისთვის იყო საჭირო.
- იმედგაცრუებისგან?
- ზუსტად.
- მაინც?
- ჩემთან ურთიერთობა ზამთრის გამთოშავ სუნთქვას ჰგავს. - ღიმილით გახედა დაბნეულ მამაკაცს, კმაყოფილმა გამოცალა მისთვის განკუთვნილი სასმელი და ჯერ კიდევ გაფითრებულ ლუკას მიუბრუნდა. - ვიცეკვოთ?
სასმელმა თავისი შედეგი გამოიღო და გალაღებულ ტომაშს სულ გადაავიწყდა მასში აბობოქრებული გაურკვევლობის ცივი მარწუხები როგორ უხუთავდა სულს, სადღაც უკუაგდო მორიდებული ლილანის ნიღაბი და ის მიძინებული შეშლილი, ცოტათი ვულგარული ტომაში გამოუშვა ასპარეზზე, რომელიც იქამდე იყო სანამ ერთგულების მტკიცე უღელს დაიდგამდა ლამაზ მხრებზე, საკმაოდ ბევრი დალია, გულწრფელად მხიარულობდა და იმაზე მეტად ერთობოდა ვიდრე ბერია და ყიფიანი იფიქრებდა. ნუკა ბერია მის ყოველ ნაბიჯს და ქმედებას აკვირდებოდა და მზად იყო თუ რამე დახმარებოდა მეგობარს, რომელსაც ამ საღამოს თავი დაეკრგა და ვიღაც სხვად ქცეულიყო, ან იქნებ არც იყო სხვა, იქნებ რეალურად ასეთი იყო და ის მკაცრი, შეუვალი, ბუტია და კაცების მოძულე ტომაში იყო გამოგონილი. ასე იყო თუ ისე ბერიამ თავის თავზე აიღო ტომაშის ყველა ნაბიჯი ეკონტროლებინა. რამდენჯერმე დააფიქსირა კიდეც როგორ უცქერდა დარბაზში მოცეკვავე ლილიანს ჩაბნელებული კუთხის მაგიდასთან მეგობრებთან ერთად მჯდომი დადიანი, სახე დაჭიმულს ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და ლილიანის სხეულზე შევლებული მორიგი პარტნიორის ხელს ახალი ჭიქა სასმლით ხვდებოდა ეს უკანასკნელი. ტომაში ისე იყო გართული თავისი მდგომარეობით არც ერთხელ შეუნიშნავს მაგიდასთან მჯდომი მამაკაცის ხარბ მზერაში მისი კოცნის სურვილით ჭკუიდან აჭრილი დადიანი. სამაგიეროდ ბერია ხედავდა ამ ყველაფერს და ელოდა როდის ასწევდა დადიანი ერთ ადგილს და ვნებით მიიკრავდა ცეკვით დაღლილი ტომაშის სხეულს მკერდზე. წამიერად დაინახა დადიანის დაჭიმული სახე და სიბნელის მიუხედავად კარგად გაარჩია მისი ჩაწითლებული თვალები, მისგან მზერა ტომაშისკენ გადაიტანა და სიმწრით იკბინა ტუჩზე, ტომაშის ზურგს აკრული მამაკაცი ვნებით უკოცნიდა თვალებდახუჭულ ლილიანს მაღალ ყელს, ლილიანის თითები კი მსუბუქად დაცურავდნენ მამაკაცის თმებში. როგორც იქნა ინება დადიანმა წამოდგომა და ნელი სვლით დაიძრა დარბაზის შუაგულში მოცეკვავე წყვილისკენ, განრისხებული მზერით მიაპობდა სასმლით გონებარეული ადამიანების ბრბოში, მზერით ისევ ლილიანს ბურღავდა და მაღალ ხმაზე გაჟღერებული მუსიკაც კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა მის სახეს. ბერია სწრაფად წამოხტა და ისიც მათკენ დაიძრა. ის იყო მათთან მიახლოებულ დადიანს ტომაშის სხეულისთვის უნდა მოეგლიჯა სისხლის მწოველა ტკიპასავით მიმჯდარი მამაკაცი ბერიას ხელმა რომ შეაჩერა, დაბნეულმა გახედა ნიკომ უცნობ ქალს და კთხვით სავსე თვალები მიაპყრო.
- უბრალოდ მადროვე. - მოკლედ მოუჭრა დადიანს და გაოცებულს სწრაფად მოშორდა. თვალი გააყოლა ნიკოლოზმა უცნობს, რომელიც სხარტად მიიჭრა მისი ინტერესის წყვილთან, დაინახა როგორ უჩურჩულა მამაკაცს რაღაც, რომელმაც ხელზე ეამბორა ლილიანს და ცოტა არ იყოს და დაბნეული მარტო დატოვეს. მუსიკა ისევ ხმამაღლა უკრავდა, დაბნეული ტომაში აღარ ცეკვავდა, მზერით ერთ წერტილს მიშტერებული მთელი ტანით ცახცახებდა. ის იყო, მის წინ იდგა, იდგა და ირონიული, მისთვის ჩვეული ღიმილით ბურღავდა, ურცხვად, ამდენი ადამიანის თანდასწრებით მზერით აშიშვლებდა ისედაც დაბნეულ ქალს, არ ეხებოდა მაგრამ გრძნობდა მის თითებს სხეულზე და სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს, გრძნობდა ამას ლილიან ტომაში და მუცლის არეში დატრიალებულ ვულკანს ვერაფერს უხერხებდა, უნდოდა ეყვირა, თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. მის მზერაში რომელიც ასეთი ირონიული და ამავე დროს ასეთი სევდიანი იყო მთელი არსებით იძირებოდა და თანახმა იყო იქამდე ეცურა სანამ ღონემიხდილს ტალღები მის ნაპირზე არ გადმოაფურთხებდა.
- ჯანდაბა. - ქვედა ტუჩს სიმწრით ჩააფრინდა ტომაში და უკვე მასთან მიახლოებულ დადიანს ქვემოდან ახედა. სხეულში დატრიალებული მიძინებული გრძნობების აფეთქებას გრძნობდა ლილიანი და ამან შეაშინა, წყეული ჭაობისფერი თვალებიდან მომავალმა სიმხურვალემ ყელი გაუშრო და რომ არ დაცემულიყო მის მიერ გამოწვდილ ხელს უსიტყვოდ დაეყრდნო. ისინი ცეკვავდნენ. ცეკვავდნენ უსიტყვოდ, მზერით, ცეკვავდნენ ისე რომ მთელი დარბაზი გაჩერდა, გაჩერდა დრო, გაჩერდა თვით სამყარო. სივრცეში გაყინულმა უსახო ქმნილებებმა სუნთქვა შეიკრეს, უბრალოდ იდგნენ, იდგნენ და უცქერდნენ მზერით გადაჯაჭვული ორი ადამიანის ვნებით გაჯერებულ საოცარ ცეკვას.
ცეკვას სადაც შეგეძლო დაგენახა სულის შიმშილის დაოკების გაუსაძლისი სურვილი...


9

- არც კი გრცხვენია? - ყრუდ ამოიჩურჩულა ტომაშმა დადიანის ყურთან და სხეულის მსუბუქი მოძრაობით სინქრონულად აჰყვა პარტნიორის მოხდენილი სხეულის მიხვრა-მოხვრას.
- რის გამო? - მოხდენილად ჩაასრიალა მოშიშვლებულ ზურგზე ხელი და უფრო ქვევით მკვრივ უკანალზე მსუბუქად ააკრო გაშლილი ხელის გული.
- ხელებს დაგამტვრევ! - კბილებში გამოსცრა ტომაშმა თუმცა მისგან გათავისუფლება არც უცდია.
- სცადე. - ღიმილით ამოიჩურჩულა დადიანმა მის ტუჩებთან და უფრო მჭიდროდ მიიკრო ქალის სხეული. - წამოდი წავიდეთ იქამდე მაინც სანამ ადამიანების ხარბი მზერის გამო საღამოს მთავარ წყვილად დავუსახელებივართ აქ შეკრებილ ბრბოს.
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეა.
- დარწმუნებული ვარ არ ეწყინება თუ დროზე ადრე წახვალ.
- შენთან ერთად არსად არ წამოვალ.
- უკვე ჩემთან ერთად ხარ. - უკანალზე ძლიერად მოჭერილი ხელის გულის გამო შეუმჩნევლად წამოიკივლა ლილიანმა და განრისხებული მზერა სტყორცნა აშკარად კმაყოფილ დადიანს. - მიყვარს ბუნებრივად მკვრივი უკანალი.
- მოკეტე. - ამოიჩურჩულა ლილიანმა. - კარგად ცეკვავ.
- სხვა რამეშიც ასეთივე კარგი ვარ.
- საკუთარ თავზე შეყვარებული ერთი მდიდარი იდიოტი ხარ.
- ეს უკვე ბევრჯერ მოვისმინე, იმდენად ბევრჯერ რომ მგონი დავიჯერე კიდეც. წამოდი. - გასასვლელისკენ სწრაფად დაიძრა ნიკო დადიანი და თან გაიყოლა დაბნეული ლილიან ტომაში. გარეთ გამოსულმა სიცივით აკანკალებულ ქალს ღიმილით შეავლო მზერა და წინააღმდეგობის მიუხედავად მხრებზე მოხვია ხელი. დაცვას კი ავტომობილის მოყვანა სთხოვა.
- მომაშორე ხელები. - ამოიჩურჩულა მის ყელში გატრუნულმა ტომაშმა და ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი ალკოჰოლისა და თამბაქოს შერეული სურნელი, რომელსაც თან სდევდა მამაკაცის გრილი სუნამოს არომატი.
- ვცდილობ სიცივისგან გიხსნა ნუ ხარ უმადური. ადამიანებს სიკეთე უნდა დაუფასო.
- სინამდვილეში დახმარება არავისგან არ უნდა მიიღო. - ბრაზით ჩახტა ტომაში ფეხებთან გაჩერებულ დადიანის ავტომობილში და ორაზროვანი მზერით გაბურღა საჭესთან მოკალათებული სიმპატიური ჰაბიტუსი, რომელიც გულს ასე ძლიერ უჩქარებდა.
- და რატომ? - ძრავი აამუშავა დადიანმა და ნელი სვლით გაუყვა ლამპიონებით განათებულ ფართე ტრასას.
- თუ დახმარებას მიიღებ ანკესზე წამოგებული რჩები. როცა არაქათგამოცლილს ფეხზე დგომის თავი არ გაქვს არ უნდა ჩაუვარდე კეთილისმყოფელს ხელში, ვინმეს მიმართ მოვალეობაში ჩავარდნა მონურ დამოკიდებულებაში ყოფნას ნიშნავს. მოწყალეობის ძალით კეთილდღეობაში ჩავარდნილი მონა ხდები, თანაც ისეთი რომ მოვალეობად გიწევს შენი მწყალობელი გიყვარდეს! ასეთ დროს სამუდამოდ ეფლობი შენთვის გაწეული სიკეთის წებოვან კუპრში, რომლის მწიკვლს მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოირეცხავ.
- ჯანდაბა ლილიან. - ავტომობილი სწრაფად დაამუხრუჭა დადიანმა და მთელი ტანით ლილიანისკენ შებრუნდა. - რა ამბავს ტეხ უბრალო მოხვევაზე, სიცივით ითოშებოდი, რა მონობაზე და წებოვან კუპრზე მესაუბრები? მოდუნდი პატარავ.
- ასე ნუ მეძახი, თავი შენი მორიგი გოგო მგონია.
- კარგი პატარავ.
- ნიკოლოზ.
- ცნობისთვის არავის მივმართავ ასე ჩემი დის გარდა. - ღიმილით დააშტერდა დადიანი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ ლილიანს, კმაყოფილმა ჩაიღიმა და ისევ ძრავი აამუშავა.
- სად მივდივართ?
- როგორც მახსოვს ჩემთვის ყავით მასპინძლობა გმართებს.
- ჯანდაბა ჩემი ჩანთა. სახლის გასაღები დამრჩა.
- არაუშავს ჩემთან დავლიოთ ბოლოსდაბოლოს მიიღებ ინტერვიუს, რომელიც ასე გსურდა.
- შენთან არ წამოვალ. - წარბი ასწია ლილიანმა.
- არ ვიკბინები პატარავ. - სიჩქარეს მოუმატა დადიანმა და სწრაფი სვლით გააპო თბილისის მიძინებული ქუჩები.
-----
- ლილიანი სად არის?
- რამდენიმე წუთის წინ დადიანთან ერთად გავიდა. - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- საინტერესოა. - ისედაც მხიარული ყიფიანი კიდევ უფრო გახალისდა. - შენ რა გჭირს?
- არაფერი, მთელი საღამო მაგ ორის ცქერით დავიღალე.
- ხოდა ახლა დალიე და ეცადე იმხიარულო. - ლოყაზე ხმაურით აკოცა თიკამ მეგობარს და ცეკვა-ცეკვით გაუჩუნარდა დარბაზის შუაგულში.
-----
- რას დალევ? სასმლის ბარი გამოხსნა დადიანმა და ლილიანს არჩევანის საშუალება მისცა.
- ისედაც ზომაზე მეტი დავლიე. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა.
- ერთი ჭიქა მალამოსავით მოგედება. - წითელი ღვინის ბოთლი გახსნა ნიკომ, ჭიქები ორივესთვის შეავსო და დაბალ მაგიდაზე დადგა, ღიმილით დახედა შეციებულ ლილიანს. - ახლავე დავბრუნდები. - სწრაფად გადაჭრა უზარმაზარი მისაღები დადიანმა და სულ მალე ხელში თბილი სპორტული ზედით უკან დაბრუნდა. - მართალია მწყრალად ხარ განწყობილი დახმარების მიღების მიმართ და რაღაც წებოვან კუპრთან ასოცირდება მაგრამ არ მინდა ვხედავდე ქალი, რომელიც მომწონს სიცივით როგორ ითოშება. - თბილი სპორტული ზედა გაშალა ნიკომ და ისე რომ პასუხს არ დაელოდა აცახცახებულ მხრებზე მოხვია ტომაშს. როგორც კი თბილი მატერიის შეხება იგრძნო ლილიანმა ტანში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა, ღიმილით ახედა თავთან მდგომ დადიანს და მის თვალებში ახლაც ისევ ისე ჩაიძირა როგორც ყოველ ჯერზე.
- მადლობა. - ჩუმად ამოიჩურჩულა ლილიანმა და მისთვის განკუთვნილი სასმელი ბოლომდე გამოცალა.
- აბა რისი მოსმენა გინდა? - სავარძელში მის გვერდით ჩაეფლო ნიკოლოზ დადიანი და სიგარეტს მოუკიდა.
- დაივიწყე სტატია, სამსახურიდან წამოვედი.
- როგორც იქნა მიხვდი რომ იმ წაკლა ელენასგან თავი უნდა დაგეღწია? - ღიმილით ახედა ნიკომ ქალს.
- როცა ჟიმა/დი არ გახსოვდა მისი სიწაკლე?
- ლილიან მე მარტოხელა კაცი ვარ, არც ცოლი მყავს, არც ოჯახი და რატომ უნდა ვუთხრა რომელიმე ქალს უარი თუ ჩემთან სექსი უნდა? განა დანაშაული არ არის ქალს მოაკლო სიამოვნება რასაც შენგან ელის?
- გულისამრევი ხარ.
- მადლობა. - სიგარეტს ღრმად მოქაჩა დადიანმა და სასმლის ჭიქა ისევ შეუვსო ლილიანს. - შენზე მომიყევი.
- არ ვაპირებ.
- რატომ?
- სურვილი არ მაქვს.
- რატომ მესწერვები?
- არ გესწერვები, ასეთი ვარ.
- ასეთი როგორი? წაკლა?
- ჩემი ნდობის მოპოვება მარტივი არ არის.
- ამას უკვე მივხვდი მაგრამ ახლა შენ ჩემს სახლში ხარ, დავიჯერო არ მენდობი მაგრამ სახლში გამომყევი? - კმაყოფილი აეკრო დადიანი სავარძლის საზურგეს და თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა მის წინ მჯდომი ქალი, რომელსაც არ იცნობდა მაგრამ მასში საოცარ სურვილებს აღძრავდა.
- ასე ნუ მიყურებ!
- ასე როგორ?
- მშიერი თვალებით! - გაეღიმა ლილიანს.
- მშვენიერი შედარება იყო. - ქალის მწარე ენა ღიმილს გვრიდა დადიანს. - მაგრამ მოდი შესწორებას შევიტან. ჩემს თვალებს არასდროს შიათ აი სული კი მუდამ დაუნაყრებელია.
- რა სჭირს შენს სულს?
- არ ვიცი თვალით არასდროს მინახავს. - მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა დადიანი და ლილიანსაც აიძულა იგივე გაეკეთებინა, ახლოს მიიზიდა მისი სხეული და ორივე ხელი სწრაფად შეუცურა წელზე ისე რომ ტომაშის სხეულს გასაქანი არ ჰქონოდა, მხრებიდან ჩავრადნილი მოსაცმელი მსუბუქად დავარდა იატაკზე და მოშიშვლებულ მხრებზე მყისიერად მოდებული სიცივის გამო ისევ ათრთოლდა ტომაშის სხეული. მჭიდროდ ჰყავდა დადიანს მკლავებს შორის მოქცეული დაბნეული ქალის სხეული და თვალს არ წყვეტდა მის ამღვრეულ თვალებს, გახევებულ ბაგეებს და აჩქარებულ მკერდს, რომელიც ასე გამალებით იბრძოდა კუთვნილი ადგილიდან ამოხტომას. - საუცხოო ქალი ხარ. - ერთი ხელი სწრაფად უშვა დადიანმა მის წელს და ყელზე მიაბჯინა თლილი თითები. ხელის გულის გავლით გრძნობდა ტომაშის მფეთქავი არტერიის არათანაბარ ფეთქვას, ჩაეღიმა და ცხვირის წვერი ოდნავ შეახო მის ტუჩებს, მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისუნთქა და შიბლით მის შუბლს დაყრდნობილს თავადაც გაუხშირდა სუნთქვა. - ახლა რომ შენ შენ არ იყო უკვე გაშიშვლებული ჩემს მკლავებში სიამოვნებით აკვნესდებოდი.
- მადლობა რომ მე მე ვარ და არა ვინმე სხვა. - ორაზროვანი იყო ლილიანის ხმა.
- და მერე მეტყვი რომ მე ვარ პატივმოყვარე?! - ხელის მსუბუქი ბიძგით სავარძელს ააკრო დადიანმა ქალის სხეული და გულამოვარდნილს მზერით შეუნგრია გულ-მკერდი. - რომ მოვინდომო შენც ისევე დამნებდები როგორც სხვები.
- აი ახლა კი ის მცირედი სიმპატიაც დაკარგე რაც შენს მიმართ მქონდა. - კბილებში გამოსცრა ლილიანმა და სავარძლიდან წამოხტა. - როცა ვამბობ რომ ნიკოლოზ დადიანი ერთი მდიდარი, გატუტუცებული, საეჭვო წარსულის მქონე ნაბი/ვარია არ ვცდები. ზუსტად ასეთი ხარ!
- და რა გაძლევს ამის თქმის უფლებას?
- შენი ყოველი საქციელი, წამით დავუშვი კიდეც რომ შენში რაღაც ადამიანური იყო მაგრამ არა, შენში არაფერია ღირებული, თავიდან-ბოლომდე ცხოველური ვნებით შეპყრობილი ხარ, რომელსაც მხოლოდ ის სურს როგორმე ქალის გაშლილ ფეხებს შორის მოქცეულმა ბოლომდე დაიხარჯოს.
- ლილიან. - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს.
- რა? ვიცი არ მოგწონს როცა სიმართლეს გეუბნებიან, არავის მოსწონს სიმართლე.
- არც კი მიცნობ! უფლება არ გაქვს ჩემზე ასე იფიქრო.
- ჯერ-ჯერობით არ მოგიცია საბაბი რომ სხვაგვარად მეფიქრა შენზე. ღამემშვიდობის.
- სად მიდიხარ? - წინ სასულს მაჯაში ჩაავლო დადიანმა ხელი.
- სახლში!
- შენ ხომ თქვი რომ გასაღები დაგრჩა.
- ცნობისთვის მე მშობლებიც მყავს რომლებიც დიდი ხანია არ მინახაბს, დარწმუნებული ვარ გაუხარდებათ ჩემი მისვლა.
- მე წაგიყვან.
- შენ აქ დარჩები და იმაზე დაფიქრდები რომ იქნებ დროა ყველა ქალის ერთ ქვაბში მოხარშვას თავი ანებო.
- ლილიან! ასეთი ფიცხი რატომ ხარ? განა რა მოხდა ისეთი რომ ასე გამოხვედი წყობიდან.
- არ მიყვარს ხისტი ადამიანები!
- შენ თავად ხარ ხისტი. - გაეღიმა დადიანს და კიდევ ერთხელ სცადა მის სხეულს მიახლოებოდა თუმცა ტომაში სწრაფად გახტა უკან. დადიანს გაეღიმა, თვალებში კი იმედგაცრუების მტანჯველმა მარწუხებმა იწყეს ფორიაქი. - სერიოზულად? - გვერდულად ახედა ქალს და სავარძლეში ჩაეშვა, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და ორაზროვანი ღიმილით ახედა ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ქალს. - მგონი მიდიოდი. - მკლავები განზე გაშალა ნიკოლოზმა და თითით გასასვლელისკენ ანიშნა სახეაჭარხლებულ ქალს, რომელიც ერთ ადგილზე მილუსმნულივით იდგა და ნაბიჯს ვერც წინ დგამდა და ვერც უკან, წასვლისა და დარჩენის სურვილს მასში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაეჩაღებინა და ეს გაურკვევლობა ბოლოს უღებდა. სიამოვნებით დაეძგერებოდა სავარძელში კმაყოფილი სიფათით აკრულ დადიანს და ბოლო ამოსუნთქვამდე მასთან ვნებიანი სექსით დაკავდებოდა, ამის გაფიქრებაზე შეაჟრჟოლა და სიმწრით ჩააფრინდა ქვედა ტუჩს. არ იცნოდა ნიკოლოზ დადიანს, მასზე მხოლოდ მცირეოდენ ინფორმაციას ფლობდა, ინფორმქციას სადაც არაფერი იყო მისთვის მოსაწონი თუმცა რაღაც უხილავი ძალა მაინც მასთან ყოფნისკენ ექაჩებოდა, სურდა ის ქალი ყოფილიყო ვინც დადიანს ორაზროვან მზერაში სიყვარულის სასიამოვნო ვარსკვლავებს ააკაშკაშებდა. - დაჯექი! - ბრძანებას უფრო ჰგავდა ნიკოლოზის ხმა და ტომაშიც გაუაზრებლად დაჰყვა მის ნებას, ხმის ამოუღებლად უცქერდა სიგარეტის კვამლში გახვეულ მამაკაცს, რომელშიც რაღაც მტკივნეულს ისეთი ქაოტური ბრძოლა გაეჩაღებინა სახეზე ტანჯვის კვალი ერთიანად დასტყობოდა. - გეთანხმები მდიდარი ნაბი/ვარი ვარ, რომელიც ყველა ქალს ჟი/მავს მაგრამ შენ მე არ მიცნობ, არ იცი როგორი ხასიათი მაქვს, არ იცი როცა მიყვარს რა შემიძლია ვაკეთო მის გამო, ეს არც მე ვიცი რადგან არასდროს მყვარებია, მაგრამ მე შენ მომწომონხარ. მომწონხარ იმდენად რომ დღეს საღამოს შენს სხეულს მოხვეული ყველა მამაკაცისთვის სახის დანაყვის სურვილით სული მიდუღდა, ეს არ არის ეჭვიანობა, ან იქნებ არის კიდეც, მე ეს არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ მინდა გაგიცნო რადგან ვხედავ შენ ხარ ის ვინც დამანაყრებს, რა იდიოტური შედარებაა მაგრამ მე ხომ მშიერი სულის ადამიანი ვარ, იცი რა არის სული? უხილავი სიდამპლე, რომელიც ადამიანს აჩოქებს. შესაძლოა ცუდი წარსული მაქვს, საშინელი ენა და ცუდი ქცევები მაგრამ უფლებას გაძლევ მიმითითო რა არ მოგწონს, მიმითითო მაგრამ ცილს ნუ დამწამებ იმაში რაც არ იცი. ცხოვრებაში უამრავ ნიღაბს ვფლობ ლილიან, შენთან კი ნიღბის გარეშე მინდა ურთიერთობა. მინდა უფლება მომცე მიყვარდე, შენზე ვზურანვდე. მენდობოდე. - მშვიდად საუბრობდა დადიანი და თვალს არ წყვეტდა თითებში მოქცეულ სანახევროდ ჩამწვარ სიგარეტის ღერს. - შეგიძლია დამეხმარო? - გულწრფელად ამოილაპარა და მზერა გაფითრებულ ტომაშს მიაპყრო.
- როგორ დაგეხმარო?
- ნება მომეცი დაგანახო საკუთარი თავი, თუ მაინც არ შეიცვლი ჩემს მიმართ წარმოდგენას შეგიძლია წახვიდე.
- და რატომ მე?
- ბედისწერის გჯერა?
- მე იმის მჯერა რომ ადამიანები ბედისწერას თავად ქმნიან. - სავარძლიდან წამოდგა ლილიან ტომაში და დადიანთან მუახლოებული მის წინ ჩაიმუხლა, ქვემოდან ახედა თვალებამღვრეულ მამაკაცს და უცნაური ეიფორიით შეპყრობილს სუნთქვა დაუმძიმდა. - ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.
- ასეც არის. - სწრაფად ჩაავლო ნიკომ ქალს მაჯებში ხელები და ისე რომ თავადაც ვერ შესძლო ლილიანმა გააზრება დადიანის მუხლებზე აღმოჩნდა, მკერდით მის სახესთან ახლოს აკრულმა ზემოდან დახედა მომღიმარ მამაკაცს, ნაზად შეახო მის სახეს თითები და ბევრი არ უფიქრია ისე დაეკრო სავსე ბაგეებზე ვნებიანი კოცნით. მხურვალე კოცნებს შორის რომელსაც ტომაშის უკანალზე მტკივნეულად ჩაფრენილი დადიანის თითების ძლიერი მოჭერა სუნქრონულად სდევდა თან დაუკითხავად სწყვეტდა ლილიანის ბაგეებს მსუბუქ კვნესას რაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა ნიკოლოზ დადიანს. მოწონებაზე მეტს გრძნობდა ამ ქალის მიმართს, ახელებდა, აგიჟებდა და სურდა მასში შესულს სამუდამოდო ბინა ამ საოცარი სილამაზის ქალის მკლავებში დაედო, სწრაფად ააფრიალა მისი სხეული ჰაერში და ოსტატურად მოექცა სავარძელზე ზურგით აკრულს ზემოდან, წამიერად მზერა გაუაყარა მომღიმარი ქალის თვალებს, კბილები ჩაავლო მის ტუჩს და ვნებიანი კოცნით ჩაანაცვლა მწარე კბენა, რომელსაც ლილიანის მხრიდან საპასუხო სიველურე მოჰყვა. ერთი ხელი ნაზად ჩააცურა მის მფეთქავ არტერიას და ყელის გავლით კაბის ღრმა ჭრილში შემძვრალმა მსუბუქად მოიქცია ათრთოლებული მკერდი მუჭში.
- ნოკოლოზ. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და შეეცადა ტუჩებს რომლებიც ასე ახელებდა ოდნავ მაინც მოშორებოდა.
- გაჩუმდი გთხოვ. - სწრაფად გაათავისუფლა დადიანმა მისი სხეული კაბისგან და თან გაყოლილი ბიკინი მხიარულმა მოისროლა სავარძლისგან შორს. ნანახით კმაყოფილი ვნებიანად დაეწაფა მის მოშიშვლებულ მკერდს.
- ჯანდაბა. - თითებით თმებში ჩააფრინდა ლილიანი და სხეულის მოქნილი მოძრაობით აჰყვა მასში ამოძრავებული მამაკაცის სხეულს. თითების შეხებისგან სხეული ეწვოდა ტომაშს, ტანში დავლილ ბუსუსები ყელში ამოაჯდა და გამშრალ ტუჩებს სიმწრით ჩააფრინდა კბილებით. სრულიად შიშველს საჯდომზე ჩააფრინდა ძლიერი თითებით და ბუმბულივით ააფრიალა, კედელთან მიმწყვდეულს მონდომებით უკოცნიდა ალერსით შესიებულ ტუჩებს. სისხლი აუდუღდა ტომაშს და ისე მიასკდა დაბერილ კაპილარებს თითქოს მათი დახეთქვა და გარეთ გადმოდინება სურდა, მაგრამ ვერ მოერია მის გლუვ ზედაპირს, ვერ გახია მისი გარსი და გარეთ გამოსვლის ნაცვლად მთელ სხეულში პატარ-პატარა ნაწილაკებად ჩაეღვარა ლილიანს და მის ბაგეებსაც დაუკითხავი კვნესა მოსწყდა მელოდიასავით რომ მოედო მაშინვე დადიანის სმენას. უკან გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი და ზურკს უკან ხმაურით დალეწილი ვაზა, რომელიც არც ერთმა შეიმჩნია, კიდევ რაღაც აყირავდა და ამჯერად ეს რაღაც დაბალი მინის მაგიდა აღმოჩნდა. - დავიმტვრევით. - ღიმილით ამოიჩურჩულა ლილიანმა მაგრამ ეს ბოლო იყო რისი თქმაც მოასწრო რადგან დადიანის ტუჩებმა ისეთი ვნებით ჩაუტოვეს ხორხში სიტყვები რომ სუნთქვა შეეკრა. საჯდომზე მოჭერილ ნიკოს თითები იგრძნო, რომელსაც ორი ადამიანის ერთობა და დაჭიმული მამაკაცის სხეული მოჰყვა, ახლა თავად ჩაავლო ტომაშმა მის ტუჩს კბილები და თავისკენ დაქაჩა. საჯდომს მოშორებული თითები უხეშად ჩაავლო ლილიანის სახეს და ძლიერი ბიძგით დააბრუნა ამღვრეული თვალები საწოლზე. წამით არ სწყდებოდა ტომაშის ტუჩებს და ყველა წაცდენილ ოხვრასაც ყელშივე უტოვებდა, ურცხვად დაასრიალებდა მის ათრთოლებულ სხეულზე თითებს და არ ტოვებდა არც ერთ ადგილს სადაც თავის კვალს არ დატოვებდა. - ნიკო. - წამოიკივლა ტომაშმა და დაჭიმული სხეულით მჭიდროდ აეკრო მასში სწრაფი ტემპით მოძრავ სასურველ მამაკაცს. არაფერი ესმოდა მხოლოდ უსაზღვრო სიამოვნებას გრძნობდა, სიამოვნებას, რომელსაც სულის შიმშილის დაკმაყოფილებით გამოწვეული ეიფორია ფონად სდევდა თან. სასიამოვნო თრთოლვამ გული ნორმაზე სამჯერ სწრაფად აუძგერა და დაბუჟებულ სხეულში მტანჯველი მაგრამ სასიამოვნო სინელით ჩაეღვარა. - ჯანდაბა. - ამოიყვირა და უკვე ძალა გამოცლილს სინქრონულად მიჰყვა დადიანი უკან, რამდენჯერმე მოწყვეტით აკოცა ტუჩებში ათროლებული ტომაშს, მის შუბლს ღიმილით დაეყრდნო და ჯერ კიდევ სუნქვა არეულმა მშვიდად ამოიჩურჩულა.
- გასაგიჟებელი ქალი ხარ ლილიან.


10

თვალები გაახილა თუ არა ჯერ იმაზე დაფიქრდა თუ სად იყო, დაძაბული გონება ავისმომასწავებლად ფეთქავდა, ზეწარში გახვეულმა ცალი თვალით შეიჭყიტა მის შიგნით და შიშველი სხეულის აღმოჩენის გამო სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე, მზერა იდნავ გააპარა საწოლის მეორე მხარეს და გულაღმა გაშოტილი დადიანის დანახვის გამო მსუბუქად შეხტა საწოლში, რის გამოც ნიკოლოზი ჯერ შეირხა, შემდეგ სწრაფად მოხვია ქალის სხეულს ძლიერი მკლავები და წამებში მოექცა მის სხეულს ზემოდან.
- დილამშვიდობის. - ღიმილით მიაკრო შიშველ მკერდზე ტუჩები და ხელი ნაზად აასრიალა მკვრივ საჯდომზე.
- დილამშვიდობის. - დანებება ამჯობინა ტომაშმა და ღიმილით ახედა მის სხეულს ზემოდან მოქცეულ დადიანს.
- ყავა? - სწრაფად მოშორდა დადიანი მის სხეულს და საწოლიდან წამომდგარმა სწრაფად ამოიცვა სპორტული შარვალი. კარადა გამოხსნა და ერთ-ერთი პერანგი ჩამოხსნა. - ქალის ტანსაცმელი არ მაქვს. - მხრების აჩეჩვით დაუდო ლილიანს საწოლზე და ოთახში მარტო დატოვა.
- ყოჩაღ ლილიან. - საყვედურით შეუღრინა ტომაშმა საკუთარ თავს, როგორც კი საძინებელში მარტო დარჩა. - პირველივე შემთხვევაზე რომ მის საწოლში აღმოჩნდი არაუშავს? - ბრაზით წამოდგა საწოლიდან. მისთვის განკუთვნილ დადიანის პერანგში გამოეწყო, აღიარება არ სურდა თუმცა მისი სახის გამომეტყველებით ადვილი მისახვედრი იყო თუ რა სიამოვნებას ჰგვრიდა მის პერანში გახვეულს ყოფნა. შიშველი ფეხებით გადაჭრა საძინებელი და ქვევით ჩასულს სამზარულოში მოფუსფუსე დადიანის დანახვის გამო წინა ღამის ემოციური ვნებათაღელვა ისევ მომთხოვნად დაუტრიალდა გონებაში.
- გიხდება. - ღიმილით მიეყრდნო წელს ზემოთ შიშველი დადიანი სამზარეულოს მაგიდას და ვმენით ამღვრეული თვალებით გახედა უცნაურად აცახცახებულ ლილიანს. - მოდი აქ. - სწრაფად ჩაავლო პერანგში ხელი და სხეულზე აკრულს მჭიდროდ შემოაჭდო მკლავები წელზე. - იცი როცა მორცხვობ გაცილებით საყვარელი ხარ. - გაეღიმა ნიკოს და ვნებიანად დაეკრო სასურველი ქალის ბაგეებს.
- ამ სახლში მარტო ცხოვრობ? - მისგან გათავისფლებული ტომაში სამზარეულოს სკამზე ფეხმოკეცილი წამოსკუპდა და მისთვის მირთმეულ ყავის ჭიქას მჭიდროდ შემოაჭდო თითები.
- კი.
- და ძალიან დიდი არ არის ერთი ადამიანისთვის?
- როცა ცოლად მოგიყვან და შვილებს გააჩენ დარწმუნებული ვარ პატარად მიგეჩვენება.
- ცოლად? - გაეღიმა ლილიანს და ყავა მოსვა. - ისიც კი არ იცი ვინ ვარ.
- ფიქრობ ვგავარ ადამიანს, რომელსაც დააინტერესებს შენი წარმომავლობა და ამით განსაზღვრავს სურს თუ არა დაგიკავშიროს თავისი ცხოვრება?
- იქნებ მე არ მსურს დაგიკავშირო.
- წუხანდელ ღამეზე რას მეტყვი?
- კარგი იყო მაგრამ არ მინდა ამ ერთი ღამის გამო ოცნების კოშკები ააგო.
- მეჩვენება თუ ნანობ?
- ნიკოლოზ მე... - საუბარი დადიანის ტელეფონზე შემოსული გაბმული ზარის გამო შეწყვიტა ლილიანმა და ყავის სმა განაგრძო.
- ანა ახლა არ მცალია. - მისალმების გრეშე ჩასძახა დას ნიკოლოზმა მაგრამ როგორც კი ანას ტირილით შეცვლილი ხმა მისწვდა მის სმენას სახეზე მიტკლისფერი დაედო. - რა გჭირს? - იყვირა ნიკომ და ცალი ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო. - ნახევარ საათში შენთან ვიქნები. - სწრაფად გათიშა ტელეფონი და ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე, ორივე ხელი თავზე მოიჭირა და შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა. - მაპატიე უნდა წავიდე. მძღოლს ვთხოვ როცა მოწესრიგდები სახლში წაგიყვანოს. საღამოს შემოგივლი.
- რა ხდება?
- შენთვის საინტერესო არაფერი.
- წუთის წინ ცოლად მოგყავდი და ახლა ჩემთვის საინტერესო არაფერი?კარგი როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა და ყავა უემოციოთ მოსვა.
- არაფრის გამო ნუ გაიბუტები. საღამომდე. - მოწყვეტით აკოცა ლილიანს ტუჩებში და სწრაფი ნაბიჯით გავარდა სამზარეულოდან.
-----
- თვითონ წავალ, შენ დაელოდე, სახლში სტუმარი მყავს და იქ წაიყვანე სადაც გეტყვის. - სწრაფად მოუჭრა მზად ყოფნაში მყოფ მძღოლს და მის მიერ გაღებულ ავტომობილის კარში სწრაფად შეხტა.
- ეს იმ გოგონას პირადი ისტორიაა თქვენ რომ მთხოვეთ. - კონვერტი გაუწოდა მძღოლმა დადიანს და მანაც სწრაფად გამოართვა. კარი ხმაურით დახურა, ძრავა აამუშავა, ტელეფონზე ახალკაცის ნომერი აკრიფა, "ლაუდსფიქერზე" ჩართო, მუხლებზე დაიგდო და გაზს ძლიერად დააწვა.
- რანაირად გაგეპარათ? - იყვირა როგორც კი ტელეფონს მიღმა ახალკაცის მერყევი ხმა გაისმა. - ყლ/ზე გესმის? მიწიდან ამოთხარე ეგ ნაბო/არი, მომითრიე, დედას მოვუტ/ნავ, მაგ სი/მა არ იცის ვის გადაეკიდა და ვანახებ, გავაგებინებ როგორ უნდა ჩემი დის დაშინება. მაგასთან ერთად კიდე ის ორი გამოს/ირებული გამოიყოლე ვინც ანას უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. - ცალი ხელით სავარძელზე დაგდებული კინვერტი გახსნა და იქედან ფურცლები ამოაფრიალა. - აუ მაგრად ბაჩო ვინ ვისი ბიძაშვილია, საქმე ჩემს დას ეხება და აქ ყველაფერი დასრულებულია. მოათრიე ეგ ნაბო/რები. - იღრიალა დადიანმა და ტელეფონი გათიშა. - დედას შევე/ი. - საჭეს ძიერად დაუშვა ხელები, როგორც კი ფურცელზე იმ ადამიანის სახელი და გვარი ამოიკითხა, რომელიც ასე სძულდა.
-----
კორპუსის ქვეშ ძლივს მოძებნა თავისუფალი ადგილი, დაპარკინგებული ავტომობილის კარი ხმაურით მიხურა, მონგრეულ ლიფტს ამჯერადაც გვერდი აუარა, ორ - ორი საფეხურის გამოტოვებით აირბინა ხუთი სართულის კიბე, კართან მისული წამით მოიხარა და აჩქარებულ გულს დამშვიდება ადროვა, სულის მოთქმის შემდეგ გაბმული ზარი დარეკა და როგორც კი მის წინ კარი გაიღო ადგილზე გახევდა. არ ელოდა, საერთოდ არ ელოდა რომ კარს ამდენი წლის უნახავი დედა გაუღებდა, ქალი რომელიც მას ასე ძალიან ჰგავდა, ქალი რომლის მიმართ აღარც იცოდა რას გრძნობდა, რომელსაც გაურბოდა, გაურბოდა რადგან ის იყო ადამიანი რომელიც მასში წარსულის ტკივილებს მტანჯველი სიზუსტით აღვიძებდა, ქალი რომელმაც ერთხელაც არ ინახულა ციხეში ყოფნის დროს რადგან სცხვენოდა ასეთი უვარგისი შვილის არსებობა, სწორედ ეს ქალი იდგა ახლა ნიკოლოზ დადიანის წინ და ისევ იმ მედიდური სახით უცქერდა ფერწასულ შვილს, როგორც ყოველთვის. გული მოეწურა დადიანს, ტკივილმა ერთიანად მოუჭირა ძლიერი მარწუხები, მოუჭირა და სწორედ ამიტომ ძლივს გადააგორა დადიანმა ხორხში გაჩხერილი მტკივნეული გორგალი.
- აქ რას აკეთებ? - გვერდი სწრაფად აუარა კარში ასვეტებულ ქალს და პირდაპირ ანასკენ დაიძრა, ძლიერად მოხვია ატირებულ დას მკლავები, შუბლზე ხმაურით აკოცა და მის მკლავებში განაბულს მჭიდროდ შემოაჭდო ძლიერი მკლავები.
- იმას რასაც შენ! - ხმაურით მიხურა ნინომ კარი და ვაჟიშვილს მზერა გაუსწორა.
- ახლა არ გინდა. - კბილებში გამოსცრა ნიკომ და თვალები დახარა, ვეღარ გაუძლო დედის დაჟინებულ მზერას, მზერას რომელიც გულ-მკერდს უნგრევდა, სუნთქვას უძნელებდა და გულსაც უჩერებდა.
- დრო ხომ არ არის დედის წინაშე ბოდიში მოიხადო?
- ახლა არა-მეთქი. - ანას სახე ხელებში მოიქცია ნიკომ და ტირილით დაწითლებული თვალები სათითაოდ დაუკოცნა. - სად ნახე ის გამო/ირებული? რა გითხრა? რა გაგიკეთა? არაფერი დამიმალო, შენზე იძალადა? - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს.
- არა. - ცრემლებს წყვეტილად ამოაყოლა ანამ ეს ერთი სიტყვა და ისევ ატირდა.
- მორჩი ტირილს და მომიყევი რა მოხდა.
- თავისი შეყვარებულის სანახავად იყო, იქედან გამოსული იმ ვიღაც დიმამ მანქანაში ჩატენა, სადღაც დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა, დაემუქრა თუ ცოლად არ გაყვებოდა მოკლავდა, მასზე არ უძალადია უბრალოდ ანა შეშინებულია. - მშვიდად საუბრობდა ნინო და თვალს არ წყვეტდა ერთმანეთზე ჩახვეულ და-ძმას. - შეგეძლო უკეთესი დაცვა მიგეჩინა შენი ერთადერთი დისთვის! არაფერი შეცვლილა, ამდენი წლის შემდეგაც ისევ ტკივილს აყენებ გარშემომყოფთ.
- დედა. - გაეღიმა ნიკოლოზს.
- რა?
- აქედან დაახვიე.
- ნიკო. - ვედრებით ახედა ანამ განრისხებულ ძმას.
- ხომ იცი პატარავ რომ შენს ცრემლებს არავის შევარჩენ? მაგრამ ამ ქალის სიახლოვეს დიდხანს ვერ ავიტან.
- ის დედაჩვენია.
- მადლობა ხომ არ ვუთხრა რომ გამაჩინა? - შუბლზე აკოცა დას და ისევ დედას გახედა.
- ხო დედა, მართალი ხარ, მე უმადური შვილი ვარ, გზას აცდენილი ნაბი/ვარი, რომელიც ზუსტად მაშინ მიატოვე როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდი, ვერ აიტანე შვილის ცუდი სახელი, შეგეძლო უფრო მეტად დამხმარებოდი, გეჩვენებინა სწორი და არასწორი, გეიძულებინე სიმართლის გზით მევლო მაგრამ არა, თავმოყვარეობამ გძლია და ზურგი მაქციე, იცი? მთელი ცხოვრება მტანჯავდა სინანული და სინდისის ქენჯნა შენი და მამას წინაშე მაგრამ ახლა როცა ამდენი წლის შემდეგ გიყურებ ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს გარდა იმისა რომ ერთი სული მაქვს აქედან დაახვიო.
- ნიკოლოზ. - სახეზე ხელები ჩაავლო ანამ.
- ამის დრო არ არის. - მისი ხელები მოიშორა ნიკომ და ჯიბეში აწკრიალებული ტელეფონი ორი თითით ამოასრიალა. - გისმენ ბაჩო. კარგად დააბი ეგ ნაბი/ვარი არსად გაგექცეს, უკვე გზაში ვარ. - ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და მონაცვლეობით გახედა დედა-შვილს, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ ნიკოლოზისგან გაჟღერებულ ინფორმაციას. - მალე დავბრუნდები. შენ კი ბარგი ჩაალაგე, ჩემთამ გადმოდიხარ! - თითის ქნევით მიმართა ანას.
- ნიკოლოზ.
- რა ნიკოლოზ ანა? რა ნიკოლოზ? ვიღაც ყ/ე დაგდევს, მოსვენებას არ გაძლევს, გიტაცებს, გემუქრება, რა გინდა შენს კართან მეძინოს? გითხარი ბარგი ჩაალაგე, ჩემთან მოდიხარ! არ განიხილება! უამრავი მტერი მყავს და აი ზუსტად შენი მნძ/ეველა სირე/იღა მაკლდა სრული ბედბიერებისთვის. - კარისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა დადიანი, ის იყო გარეთ უნდა გასულიყო უკან რომ მობრუნდა დედის წინ იმდენად ახლოს დადგა ნინოს მისი სიახლოვისგან სუნთქა შეეკრა. - მშვენივრად გამოიყურები, გამიხარდა შენი ნახვა, ისე მამამ თუ იცის რომ იმ მდიდარ ნაგავთან ღალატობ, რომელმაც შენი შვილი ციხეში ჩასვა? - კიდევ რაღაცის თქმა სურდა მაგრამ ყურებში ჩამდგარი შხულითა და ამწვარი ლოყის შეგრძნებით გაღიმებულმა წამით მზერა გაუსწორა თვალებამღბრეულ დედას, ამწვარ ლოყაზე ხელი მოისვა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია ათრთოლებულ ქალთან, რომელიც აშკარად შოკირებული იყო მოსმენილის გამო. - არაუშავს მართალი ხარ, სიყვარული ბრმაა მეც არ მეგონა რომ შენი საყვარლის ქალიშვილი შემიყვარდებოდა. შეხვედრამდე ქალბატონო დედა! - კბილებში გამოსცრა დადიანმა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
-----
გარეუბანში მსგავსი სიტუაციისთვის შესყიდული ნანგრევების წინ ხმაურით გააჩარა დადინმა ავტომობილი. მანქანიდან გადმოსულმა თითები თანმიმდევრულად გაატკაცუნა და კბილების ჭრიალით დაიძრა ნახევრად დანგრეული შენობისკენ.
- ნიკოლოზ. - შესასვლელში შეეგება ბაჩო ახალკაცი, რომელსაც მკერდზე ორივე ხელის გაშლილი გული ძლიერად მიარტყა დადიანმა და კედელს მინარცხებულს, ტკივილით მოხრილს თავად შეაშველა გამართვაში ხელი. - ხალხი გყავს შესაცვლელი ახალკაცი! საუბრის გაგრძელების გარეშე მოშორდა მეგობრის სხეულს და პირდაპირ შენობის ბოლოს განთავსებული კუთხისკენ დაიძრა. - გამარჯობა ძიმა. - სკამზე თოკებით მიბმულ ახლაგაზრდას ზიზღით დახედა და იქვე დაგდებულ ბეიზბოლის ბიტას სწვდა.
- დიმა მქვია! ჩემ სახელს ნუ ამახინჯებ.
- შენს სახელს ისე დავამახინჯებ როგორც შენს სახეს.
- ხომ იცი რომ ბიძაჩემი დედას მოგიტ/ნავს?
- ბიძაშენი? ეგ რომელი? მოსამართლის ცოლს რომ ჟიმ/ავს?
- რას ბოდავ?
- იცი ძიმა, შენ ხარ ყ/ე, იმედი გაქვს იმ კაცის, რომელიც ყურებით მყავს დაჭერილი და ფიქრობ მე ნიკოლოზ დადიანს მომიგებ ომს, რომელიც დაწყების წამიდანვე წააგე.მომიტანე რაც გთხოვე? - ახლა ბაჩოს მიუბრუნდა დადიანი.
- აქ არის. - დისკი გაუწოდა ახალკაცმა დადიანს.
- ჩაგირთო? - დისკი ახლოს მიუტანა ნიკომ ახალგაზრდა ბიჭს.
- რა არის?
- ჩანაწერი თუ როგორ ჟიმ/ავს ბიძაშები მოსამარლის ცოლს, როგორ ფიქრიბ ბიძაშენს რა უფრო ადარდებს შენი დალეწილი სახე თუ საკუთარი თავი და იმის შიში რომ მოსამართლემ ეს ამბავი არ გაიგოს? ისე ოჯახში ყველანი ასეთი ნაბი/ვრები ხართ? იცი? - ხელში შეათამაშა ბიტა დადიანმა და სკამზე დაბმული ახალგაზრდისკენ დაიხარა. - მე უკვე ვიჯექი ციხეში და კიდევ რომ მომიწიოს ჩაჯდომა ფეხებზე , იმხელა გავლენა მაინც მაქვს რომ იქედანაც მივწდე შენისთანა მნძრეველა ახალგაზრდებს და ყვე/ები დავაგლიჯო თითოეული ჩადენილი დანაშაულის გამო. კიდევ ერთხელ რომ გაეკარო ანას დამიჯერე ისე გაწამებ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება. - მოქნეული ბიტა ნიკაპ ქვეშ ამოსცხო დადიანმა ახალგაზრდას და მოთმინებით დაელოდა ნანგრევებში მოგუგუნე ტკივილის ღრიალის შეყვეტას, როგორც კი დიმას ხმა შედარებით მისუსტდა კიდევ ერთხელ მოიქნია დადიანმა და ამჯერად მარცხენა ყბის ძვალში უთავაზა ძლიერად მოქნეული ბიტა, დარტმის სიძლიერე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დიმა გეგეჭკორი სკამიანად აყირავდა და ტკივილით დაკლაკნილმა გონებაც სწრაფად დაკარგა. - რანაირი თაობა მოდის? - ზიზღით გახედა ზურგს უკან მდგომ ბაჩოს. - ერთ- ორს დაარტყამ და ითიშებიან. - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა, გამონაბოლქვი ღრმად შეუშვა ფილტვებში და უკან რგოლებდ გამოუშვა. -
- ნახე ერთი ხო ცოცხალია ეს სი/ი, მკვლელობის შეტენვა ნამდვილად არ მინდა.
- ყბა აქვს გატეხილი.
- კარგია, ცოტა ხანს ყველა დაისვენებს მისგან. ის ორი სადაა?
- უკვე მივხედე ნიკო.
- იცოდე ბოლო იყოს ასეთი შეცდომა ბაჩო, ერთადერთი ხარ ვისაც საკუთარ სიცოცხლეს ვანდობ, იმედს ნუ გამიცრუებ იცოდე. - მხარზე ხელი მოხვია დადიანმა მეგობარს და ჯერ კიდევ ხელში შერჩენილი ბიტა ძირს მოისროლა. - ეს იდიოტი ბიძამის მიუყვანეთ და ეს დისკიც გადაეცით. - დაცვის ერთ-ერთ ბიჭს მიუბრუნდა დადიანი და დისკი გადასცა. - წამოდი შენთან საქმე მაქვს.
- რა ხდება?
- წამოდი და გეტყვი. - სწრაფად გაიარეს ნანგრევებად ქცეული შენობა, ავტომობილის კარი ძლიერად გამოხსნა დადიანმა, სავარძელზე დაგდებული კონვერტი მიაწოდა მეგობარს და თავად სიგარეტს მოუკიდა.
- რა არის? - კონვერტიდან ფურცლები ამოიღო ბაჩო ახალკაცმა.
- ნახე. - ღრმად მოქაჩა ნიკოლოზმა სიგარეტს და ზიზღით მოავლო მიყრუებულ მიდამოს მზერა.
- მოიცა გინდა თქვა რომ ის გოგო. - ფერი დაკარგა ბაჩომ და გაფართოებული თვალებით გახედა ირონიული ღიმილით აღსავსე მეგობარს.
- ზუსტად! - მხარზე ხელი დაჰკრა ნიკოლოზმა ახალკაცს და მორჩენილი სიგარეტი გადააგდო. - ქალი რომელიც შემიყვარდა იმ კაცის შვილია ვინც ციხეში ჩამსვა.
- როდის გაიგე?
- გზაში სანამ აქ მოვიდოდი. - მხრები აიჩეჩა დადიანმა.
- მერე რას აპირებ ნიკო?
- არ ვიცი. - თავზე ხელი მოისვა დადიანმა და გვერდულად ახედა მეგობარს. - ვერაფერა იტყვი ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, წუხელ იმ ქალის სიახლოვით ვტკბებოდი, რიმელიც ასე მომწონს დღეს კი ვგებულობ რომ ჩემი ყველაზე დიდი მტრის ქალიშვილია.
- მან იცის?
- არა საიდან.
- არ ეტყვი?
- ბაჩო წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუთხრა. - გაეღიმა დადიანს და ავტიმობილში ჩაჯდა.
- საით?
- ანასთან, ჩემთამ უნდა წავიყვანო.
- მოხვალ ოფისში?
- დღეს არა, მასთამ ვიქნები, ხვალ მოვალ. ეცადე ამანათი მალე მიუვიდეს ბიძამის. - მზერით ანიშნა გონს მოსული გასისხლული დიმა გეგეჭკორის "გამოტანით" დაკავებული დაცვის ბიჭებისკენ.
- არ იდარდო მივხედავ.
-----
სავარძელში ჩაფლული ნება-ნება მიირთმევდა საყვრელ ღვინოს, ძალიან სურდა წინა ღამის კვალი ერთიანად გამოერეცხა გონებიდან მაგრამ ამაოდ, ვერაფრით ივიწყებდა დადიანის მხურვალე ალერს, ყურებში ისევ მისი მძიმე სუნთქვა ესმოდა, მის შეხებას ახლაც მკაფიოდ გრძნობდა სხეულზე და ამის გამო ღიმილი წამით არ ტოვებდა მის ლამაზ ნაკვთებს, გრძნობდა შეცდომა დაუშვა თუმცა არ ნანობდა იმ კაცისთან გატარებულ ღამეს, რომელიც მის გონებაში დაუკითხავად შეძვრა და უკვე ღრმა კვალიც გაიდგა. ოცნებაში წასული კარზე დარეკილმა ზარმა გამოაფხიზლა, საათს გახედა, ეჭვით აზიდა წარბები, ერთი წამით ისიც იფიქრა რომ დადიანმა მოაკითხა თუმცა ქალებისთვის მახასიათებელი ინტუიციით მიხვდა რომ კართან დადიანი კი არა მისი მეგობრები იდგნენ და ერთი სული ჰქონდათ დეტალურად გამოეკითხათ ტომაშისთვის წინა ღამის ამბები. მობეზრებულმა აატრიალა ლილიანმა თვალები და სავარძლიდან წამომდგარი ზლაზნვით გაემართა კარის გასაღებათ. როგორ უნდოდა ერთხელ მაინც შემცდარიყო ინტუიციაში მაგრამ არა, ახლაც სწორად გამოიცნო, კარში ყურებამდე გაბადრული ბერია და ყიფიანი იდგნენ, რომელთაც ხელში შამპანურები და ტკბილეული ეჭირათ.
- რა სახე გაქვს? - მიპატიჟების გარეშე შეაჭრა ყიფიანი მისაღებში, სასმელი და ტკბილეული მაგიდაზე დაალაგა და პირდაპირ სამზარულოში გავიდა ჭიქების მოსატანად.
- როგორ ხარ? - გულწრფელი ინტერესით ჰკითხა ბერიამ მეგობარს და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- ჩვეულებრივ.
- აბა. - უკან დაბრუნებულმა ყიფიანმა სასმელი გახსნა და ჭიქები სამივესთვის შეავსო. - ბოლოსდაბოლოს დანებდი? - ინტერესით დააშტერდა მომღიმარ მეგობარს, რომელსაც წინა ღამის შედეგად მიღებული სიამოვნება ჯერ კიდევ მკვეთრად ეტყობოდა სახეზე.
- არ ვაპირებ ამაზე საუბარს! - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა მეგობარს და მისთვის განკუთვნილი სასმელი მოსვა.
- ესე იგი იწვა. - თვალი ჩაუკრა თიკამ ბერიას და გახალისებული მოუსვენრად აწრიალდა სავრძელში. - ის მაინც გვითხარი როგორი იყო?
- კარგი. - ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა ლილიანი და აწითლებული სახის ჭიქით დამალვას ეცადა.
- კარგი და მორჩა? - წარბები აზიდა ბერიამ.
- ჯანდაბა ძალიან კარგი იყო, უზომოდ კარგი და სასიამივნო, ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია. ახლა კმაყოფილი ხართ? - შეუბღვირა ლილიანმა ახარხარებულ მეგობრებს. - მორჩით!
- შეგიყვარდა. - გასაბრაზებლად მისკენ თითი გაიშვირა თიკამ.
- გეყოფა თიკა. - გულწრფელად შეევედრა ლილიანი მეგობარს.
- კარგი ხო კარგი. - მხრები აიჩეჩა ყიფიანმა. - მიდი ერთი თეფში მოიტანე. - ტკბილეულის პაკეტი გახსნა თიკამ და დაკვირვებით გააყოლა სამზარეულოში გასულ ტომაშს თვალი. - სიარული არ გიჭირს? - გაეცინა ბოლოს და სახეში მიხვედრილი ბალიში გვაერდი გადადო.
- ნუ ხარ იდიოტი! - თეფში ხმაურით დადგა ლილიანმა მაგიდაზე და ისევ სავარძელში ჩაეფლო. - დილით მისმა დამ დაურეკა, არ ვიცი რა უთხრა მაგრამ გაგიჟებული გავარდა სახლიდან, მითხრა რომ საღამოს შემომივლიდა თუმცა არც მოსულა და არც დაურეკავს. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა და დასერიოზულებულ გოგონებს ღიმილით ახედა. - არ მინდა წინასწარ გამოვიტანო დასკვნები თუმცა ნიკოლოზ დადიანი რომ საიმედო პარტნიორი არ არის ეს მთელმა ქვეყანამ იცის, არ მინდოდა მისი მორიგი გოგო გავხდარიყავი მაგრამ ვერაფრით მოვერიე ვნებას, რომელიც ასე დაუკითხავად დამეპატრონა ახლა კი ვზივარ აქ თქვენთან ერთად და ვსვამ წინა ღამით მიღებული სიამოვნების სადღეგრძელოს, ცოტათი სასაცილოა.
- ლილიან.
- კარგად ვარ. - ღიმილით გააჩერა ტომაშმა ფსიქოანალიზისთვის მომართული ნუკა ბერია. - არ მინდა მორიგი სეანსი. კარგად ვარ, არაფერია იმაში საგანგაშო თუ არ მოვიდა. თქვენ ხომ აქ ხართ? ხოდა დავლიოთ. მთავარია ერთად ვართ და გთხოვთ აღარ მინდა დადიანზე საუბარი. - გაიღიმა ლილიანმა და ჭიქა მაღლა ასწია. - გაუმარჯოს მეგობრობას.


11

კაბინეტის რბილ სავაძელში ჩაფლული დადიანი თანაშემწისმიერ შემოტანილ საბუთებს ყურადღებით ეცნობოდა, როდესაც კარი ხმაურით შემოხსნა ახალკაცმა და მოწყვეტით ჩაეფლო სავარძელში.
- რა იყო მოგდევს ვინმე? - ისე იკითხა დადიანმა საბუთებისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ანა როგორაა?
- უკეთ, შედარებით დამშვიდდა, მართალია საშინლად არ მოსწონს ჩემს სახლში რომ უწევს ყოფნა მაგრამ აღარ ვაპირებ მის ახირებას დავემორჩილო.
- სრულწლოვანია, ვერ დააბამ.
- თუ საჭირო გახდა დავაბამ კიდეც. - აშკარად უხასიათოდ იყო დადიანი.
- რა გჭირს?
- შენ ის მითხარი მიიღო ამანათი ბიძამისმა?
- კი ნიკო მიიღო და ვფიქრობ ახლა შეშინებული ღრმად ჩამძვრალი იმალება თავის მდიდრულ სოროში.
- მკი/ია, რაც უნდა ის უქნია, მთავარია ანას აღარ გაეკაროს თორემ დედაბუდიანად ამოვჟლიტავ მაგ საცოდავებს. - ბოლო საბუთს ხელი მოაწერა ნიკომ და საბუთები გვერდით გასწია, ამწვარი თვალები თითებით მოისრისა და სავარძელს მთელი ძალით აეკრო.
- შენ რა გჭირს?
- არ მეძინა.
- ისევ?
- ხო ისევ! - მხრები აიჩეჩა ნიკომ და მეგობარს მზერა გაუყარა.
- ნახე?
- არა.
- არ აპირებ?
- ახლა ყველაზე მეტად მისი ნახვა მინდა მაგრამ არ მინდა ასეთი მნახოს, ცოტა დავმშვიდდები და მერე ვნახავ.
- ხომ იცი ქალებს ლოდინი არ უყვარს ნიკოლოზ.
- მაზოლზე ნუ მაჭერ ბაჩო. - კბილებში გამოსცრა დადიანმა და ის იყო სავარძლიდან წამოდგა ტელეფონზე შემოსულ უცხო ნომერს რომ ინტერესით დააშტერდა. - გისმენ. - მხარსა და ყურს შორის მოიქცია ტელეფონი და პიჯაკი შემოიცვა. - მე ვარ. აჰ ბატონო გიორგი. - ღიმილით ჩაეშვა დადიანი ისევ სავარძელში და ხმამაღალზე ჩართული ტელეფონი მაგიდაზე დადო, ბაჩო ახალკაცი ფეხზე წამოიჭრა და მაგიდაზე ორივე ხელით დაყრდნობილი სმენად იქცა.
- მივიღე შეტყობინება. - აშკარად უჭირდა შინაგანსაქმეთა მინისტრს საუბარი.
- მერე?
- მერე ის რომ მაინტერესებს საიდან გაქვთ ეს ჩანაწერი?
- ფული ჯოჯოხეთს ანათებს ბატონო გიორგი.
- იმედი მაქვს არ აპირებთ მის გამოყენებას.
- ეს თქვენზე და თქვენს ძმიშვილზეა დამოკიდებული. - ხელები გაასავსავა დადიანმა და კმაყოფილმა ახედა თავთან მდგომ მეგობარს, რომელმაც კმაყოფილების ნიშნად აწეული ცერა თითი უჩვენა მეგობარს.
- რას ითხოვთ ჩემგან?
- მინდა რომ თქვენი ძმიშვილი ჩემს დას აღარ გაეკაროს, ვფიქრობ ძალიან მარტივ რამეს გთხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ თქვენს იდიოტ ძმიშვილს გამოვჭრი ყელს და შემდეგ ამ ჩანაწერს მოსამართლეს გავუგზავნი, დარწმუნებული ვარ ინტერესით უყურებს ჩანაწერს ბოლომდე და დატკბება იმის ცქერით თუ როგორ ჟიმა/თ მის საყვარელ ცოლს.
- გთხოვთ ბატონო ნიკოლოზ. - საშინლად უჭირდა ყურმილს მიღმა მოსაუბრე მამაკაცს სიტყვებისთვის თავის მოყრა.
- სანერვიულო არაფერი გექნებათ თუ ჩემს მოთხოვნას შეასრულებთ, თქვენს გამოს/ირებულ ნათესავს უთხარით ჩემი დისგან თავი შორს დაიჭიროს სხვა მე არაფერი მსურს თქვენგან.
- გპირდებით არ შეაწუხებს.
- ეჭვიც არ მეპარება. - ყურმილი გათიშა დადიანმა და ღიმილმორეულმა ახედა გაბადრულ ბაჩოს.
- ყურებით გყავს გამოჭერილი.
- შემეცოდა. - ახარხარდა დადიანი და სავარძლიდან წამოდგა.
- სად მიდიხარ?
- ქალბატონი ნინო უნდა ვნახო.
- დედაშენი? - ყბა ჩამოუვარდა ბაჩოს.
- ხო.
- რა ხდება?
- რაღაც ისეთი გავიგე რაც არ უნდა გამეგო და ახლა ჩემი ეშინია. - მხრები აიჩეჩა ნიკომ.
- ინტრიგები არ გელევა რა. გული როგორ გაქვს?
- მუშაობს. - მოკლედ მოუჭრა ნიკომ ახალკაცს და სწრაფად დატოვა კაბინეტი.
-----
- ცოტა არ იყოს და უხერხულად ვგრძნობ თავს როდესაც ამდენი წლის შემდეგ საკუთარ დედას ბარში ვხვდები სალაპარაკოთ. - უკმაყოფილოდ გამოსწია დადიანმა სკამი და დედის მოპირდაპირე მხარეს დამჯდარმა ბარმენს ვისკი შეუკვეთა. - დალევ რამეს?
- მხოლოდ ჩაის.
- ერთი უშაქრო ჩაი და ერთი ორმაგი ვისკი. - ბარმენი დაითხოვა ნიკოლოზმა და ანერვიულებულ დედას მზერა გაუსწორა. - ვერც წარმოგედგინა არა ოდესმე ჩემთვის თვალის გასწორება თუ შეგრცხვებოდა. - გაეღიმა დადიანს და კიდევ უფრო დაჟინებით დააშტერდა თითების მტვრევით გართულ ნინოს, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო.
- ნიკოლოზ გთხოვ.
- დრო მაქვს, თავზე საყრელი დედა ასე რომ მიდი გისმენ, რას მთხოვ? - ბარმენს მადლობა მოუხადა დადიანმა და მისი წასვლის შემდეგ ვისკის მოზრდილი ყლუპით გაისველა გამშრალი ყელი. - რისთვის დამიბარე?
- საიდან გაიგე ჩემი და ლევანის შესახებ?
- შენ ის მითხარი თავმოყვარობა არ გაგაჩნია? როგორ შეგეძლო იმ კაცს ჩაგორებოდი საწოლში ვინც შენი შვილი ციხეში ჩააყუდა.
- ნიკოლოზ გთხოვ. - სახეზე ხელები აიფარა ნინომ.
- დედა მორჩი აფერისტული ცრემლების ფრქვევას და მიპასუხე. - ხმას აუწია დადიანმა. - კარგი მე გკიდივარ, ყოველთვის გეკიდე, მამამ რა დაგიშავა? ერთად რამდენი წელი გაატარეთ? როგორ არ გაგიტყდა რომ ღალატობ თან ვისთან? გაბღენძილ ფულის ტომარასთან, რომელიც იმდენად არაკაცია რომ საკუთარ შვილსაც კი აღარ აქვს მასთან ურთიერთობა, მითხარი როგორ დაეცი ამ დონემდე დედა? მაგრად მიტყდება იცი რომ ახლა ჩემს წინ ზის დედაჩემი, ქალი რომელმაც გამაჩინა და პატარა ბავშვივით ვტუქსავ იმის გამო რომ სიბერეში უაზროდ აჩუჩუნებულმა ვიღაც სი/რს, რომელმაც მისი შვილი ჯოჯოხეთში გაისტუმრა ფეხები გაუშალა. რანაირი დედა ხარ ნინო? - გაეღიმა დადიანს და მხრები აიჩეჩა. - არ გიტყდება?
- მამაშენს ეტყვი?
- მამას თვითონ ეტყვი.
- ნიკოლოზ გთხოვ.
- ნუ მაიძულებ სკანდალით გამოგათრიო იმ სახლიდან, რომელიც ასე მძულს. წერტილი დაუსვი მამასთან ურთერთობას და მერე კისერი გიტეხია.
- მაპატიე.
- ძალიან გვიანია. უშენოდ იმდენი წელი ვიცხოვრე დამავიწყდი კიდეც რომ ისევ ცოცხალი ხარ.
- ასე ძალიანაც ნუ გადამისვამ ხაზს.
- ხაზი წლების წინ თავად გადამისვი, ჩემთვის არ არსებობთ არც შენ და არც მამა, მაგრამ ეს არ გიშველის იმაში რომ მამას ტყუილში ცხოვრება გაპატიო, შეიძლება ცუდი მამა იყო ჩემთვის მაგრამ კარგი მამა იყო ანასთვის და კარგი ქმარი შენთვის ასე რომ როგორც კი აქედან გახვალ, სახლში მიბრძანდები ყველაფერს მოუყვები და შემდეგ თუ გადაწყვეტს რომ გაპატიოს კი ბატონო გაპატიოს, რაც შეეხება ლევან ტომაშს, კიდევ ერთხელ რომ შეხვდე გეფიცები ორივეს ჩაგმარხავთ ცოცხლათ.
- ლილიანმა იცის შენი წასრულისა და მამამისთან შენი მტრობის შესახებ?
- მეც ამ დილით გავიგე რომ ქალი რომელიც მიყვარს იმ ნაბი/ვრის შვილია. - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს.
- და რას აპირებ?
- ძალიან სასაცილო ხარ თუ ფიქრობ რომ ამის შენთან განხილვას ვაპირებ. - გაეღიმა დადიანს და მორჩენილი სასმელი ბოლომდე გამოცალა. - ვფიქრობ საკმარისზე მეტად ვისაუბრეთ. ნახვამდის ქალბატონო დედა. - თავის დაკვრით გამოემშვიდობა ნიკოლოზი დედას, მაგიდაზე შეკვეთის თანხა დააგდო და ჯერ კიდევ აცახცახებული ქალი მარტო დატოვა.
-----
დიდხანს იბოდიალა ლილიან ტომაშმა მაღაზიებში გონების განიავების მიზნით თუმცა არაფერი გამოუვიდა, დადიანზე ფიქრს გონებიდან ვერაფრით იგდებდა, ბედს შეგუებული და წყობიდან გამოსული ერთ-ერთ ბარში შევიდა, კუთხის მაგიდასთან ადგილი დაიკავა და ბარმენს ყავა შეუკვეთა. ცხელი ყავის მოლოდინში ჩანთიდან წიგნი "გამოღვიძება" ამოაცურა და ჩანიშნულ ფურცელზე გადაშალა.
"თავისუფლებისკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა... რატომ არახარ თავისუფალი? ვინ დაგიწერა კანონები და საზღვრები? ვინ არის შენი მოსამართლე და მბრძანებელი? გინდა იფრინო? ვინ შეგკვეცა ფრთები? მიდი გაფრინდი, გინდა იყვირო და გაიქცე? წადი... ხო ისე, ერთ ჩვეულებრივ დღეს უბრალოდ ადექი და უბრალოდ წადი, იქ სადღაც... უბრალოდ იარე, ეძებე, სცადე და იქნებ იპოვო კიდეც, ის რაც დაგამშვიდებს, მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია.. შენი სული ისევეა გამომწყვდეული შენს სხეულში, როგორც ჯინი ბოთლში, სული სხეულის მონაა, სხეული სულის, ორივე ერთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, თუმცა ისინი ერთმანეთის მტრებიც არიან, მთელი ცხოვრება ებრძვიან ერთმანეთს და მაშინ თავისუფლდებიან როდესაც სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.. ანუ სული ტოვებს სხეულს და პიროვნება აღარ არსებობს. გეშინია იმის, რომ ისე არ ჩაიაროს შენმა ცხოვრებამ, ისე არ ჩამთავრდეს, ნაპოვნი არ გქონდეს „ის რაღაც“. შენში ვულკანი იმალება და თუ შეძელი მისი პოვნა აუცილებლად აფეთქდება. თუ კი ვერ მოახერხე, მაშინ შენი ცხოვრება უნიჭო მწერლის მიერ შექმნილ მოთხრობას დაემსგავსება. ჩაიკითხავ და უბრალოდ შეგეცოდება..." შეაჟრჟოლა წიგნი ხმაურით დახურა და თვალცრემლიანმა ცხელი ყავის ფინჯანს მჭიდროდ შემოაჭდო თლილი თითები, რას არ მისცემდა ახლა დადიანის ერთი კოცნის სანაცვლოდ თუმცა კაცი, რომელიც მისი გონების ბატონ-პატრონი გამხდარიყო ისევ ჯიუტად დუმდა.
- ლილიან? - ფიქრებში წასული მოულოდნელად საკუთარი სახელის გაჟღერებამ გამოაფხიზლა, მზერა ფინჯნიდან თავთან მდგომი მამაკაცისკენ მიმართა და მაქსიმალურად შეეცადა თავაზიანობის ნიღაბი საგულდაგულოდ მოერგო სახეზე.
- ლუკა?
- აქ რას აკეთებ? - მიპატიჟების გარეშე გამოსწია ლუკა ჟორჟოლიანმა სკამი და ტომაშის გვერდით მოთავსდა.
- ყავის დასალევად შემოვიარე. - ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა და მოსაბეზრებელი საუბრის მოლოდინით უკვე თავი ასტკივდა. - შენ რას აკეთებ აქ?
- სიმართლე გითხრა გარეთ შენი ავტომობილი შევნიშნე. ისეთი დამტვრეულია ნომერი რომ არა ვერც ვიცნობდი. - გაეღიმა ლუკას და ტომაშსაც ღიმილი მოჰგვარა მისი ავტომობილის გახსენებამ.
- ხო, რამდენიმე კვირის წინ ერთ ადამიანს დავარტყი და... როგორ ხარ? დიდი დრო გავიდა.
- კარგად კარგად, მამას კომპანია გადმოვიბარე და ძირითადათ ბიზნესით ვარ დაკავებული.
- მშვენიერია.
- შენ როგორ ხარ? ისევ არ ეკონტაქტები მშობლებს?
- დარწმუნებულო ვარ მათთან ყოველ შაბათს ისევ ვახშმობ და გადასარევად იცი რომ არა. - გაუღიმა ლილიანმა და უკვე შეგრილებული ყავა უგემურად მოსვა.
- დიდი დრო გავიდა ლილიან, მგონი დროა ბუტიაობას მოეშვა და სახლში დაბრუნდე.
- ვინ თქვა რომ გაბუტული ვარ? - გაიღიმა ტომაშმა. მე და მამას საერთო აზრები არ გვაქვს ამიტომაც გავერიდე მათ და ცალკე გავედი, არ მინდა მასზე დამოკიდებული ვიყო, იქ ყოფნისას კი არ მაძლევს საშუალებას თავად ვიზრუნო და მივხედო საკუთარ თავს.
- სამსახურში როგორ მიდის ამბები?
- რამდენიმე დღის წინ წამოვედი.
- რატომ?
- უფროსთან შელაპარაკება მომიწია. - ყურებამდე გაიკრიჭა ლილიანი.
- სიჯიუტე გღუპავს ყოველთვის. - მისი ხელი მოულოდნელად ხელებში მოიქცია მამაკაცმა და მსუბუქად აკოცა მტევანზე. მოულოდნელობოთ დაბნეულ ტომაშს არასასიამოვნო განცდამ მყისიერად აუდუღა გონება და სწრაფად ააცალა ხელის მტევანი არასასურველი თაყვანისმცემლის ტუჩებს. - უკარება. - ღიმილით მიეყრდნო ჟორჟოლიანი სავარძელს და ხარბი მზერით შეათვალიერა მის წინ მჯდომი ლმაზმანი. - მოგწონს? - წიგნისკენ მიუთითა ლუკამ და ხელში აფრიალებულ წიგნს ირონიულად დახედა. - ენ ბლექი-გამოღვიძება?!
- წაკითხული გაქვს?
- არა.
- მაშინ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მე მომწონს თუ არა?
- კარგი ნუ ბრაზობ. გინდა გავისეირნოთ?
- არა ლუკა, დაღლილი ვარ, სახლში წავალ.
- გაგაცილებ.
- მანქანით ვარ. - სახე დაეჭიმა ტომაშს სიბრაზისგან.
- ისევ ისეთი ჯიუტი და თავნება ხარ. - დანებების ნიშნად მკლავები განზე გაშალა მამაკაცმა. წამიერად ტომაშის გონებაში გამჯდარი სიბრაზე დადიანის ხმამ ჩაანაცვლა, ხმამ რომელმაც დაპირდა რომ საღამოს შეუვლიდა თუმცა მას შემდეგ უკვე სამი დღე გავიდა ის კი ჰორიზონტე არ გამოჩენილა, ტკივილისა და იმედგაცრუების ძლიერი მარწუხები იგრძნო ტომაშმა გულის არეში და რომ არ ატირებულიყო ღრმად ამოისუნთქა, თვალს მომდგარი ცრემლი უკუაგდო და ღიმილით გახედა მის წინ მდგომ ლუკა ჟორჟოლიანს, რომელიც ახლაც ისეთივე ხარბი მზერით აშიშვლებდა როგორც ყოველთვის როცა ხედავდა.
- დიდი დრო გავიდა რაც ბილიარდი არ გვითამაშია. - გაუღიმა ლილიანმა და წიგნი ჩანთაში შეინახა.
- სიამოვნებით გეთამაშები. - კმაყოფილმა შეათამაშა ლუკამ მხრები და წინ წასულ ქალს ჯერ ვნებიანი მზერა გააყოლა მეგზურად ბოლოს კი ადევნებულმა მის წელს მჭიდროდ შემოაჭდო ხელი და მკერდზე მიკრულმა ხმაურით აკოცა ყბის ძვალზე.
- მხოლოდ ბილიარდი. - გვერდულად ახედა ლილიანმა და ჟორჟოლიანმაც სწრაფად უშვა ხელი.
- მხოლოდ ბილიარდი - ძველი ურთიერთობის გასახსენებლად.
-----
- ანა მოვედი. - სველი ქურთუკი შემოსასვლელში დაკიდა დადიანმა, უზარმაზარი შესასველი სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა და პირდაპირ მისაღებში შევიდა, ჩაბნელებულ ოთახში შუქის ჩამრთველი მოძებნა, ოთახი გაანათა და უკმაყოფილოდ გახედა სავარძელში მიკუჭულ დას. - რა გჭირს? - როგორც შეეძლო მშვიდად ჰკითხა დას და მეორე სავარძელი მასთან ახლოს მიასრიალა. - როდემდე იქნები გაბუტული? - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია და როგორც კი ანამ სახე გვერდით გაატრიალა ბრაზი ერთიანად მოასკდა დადიანს. - ამის დედას შევე/ი რა გჭირს? სავარძლიდან ისე სწრაფად წამოიჭრა დადიანი უკან აყირავებული სკამი ხმაურით დაეხეთქა იატაკს. - რა გინდა? ათი წლის გოგო ხარ რომ რეალობის შეფასების უნარი არ გაგაჩნდეს? არ შეგიძლია ცოტა მეტი გაგებით მოეკიდო ჩემს გადაწყვეტილებას შენს აქ გადმოყვანასთან დაკავშირებით?
- მთელი დღე გასული ხარ, ღმერთმა უწყის სად, მე კი მარტო ვარ ამ უზარმაზარ სახლში გამოკეტილი და არ ვიცი რა ვაკეთო, მოვიწყინე შენ იცი რა გრძნობაა როცა მარტო ხარ? - იყვირა ანამ და ძმას განრისხებული მზერა მიაპყრო.
- ვიცი თუ არა რას ნიშნავს მარტოობა? - გაეღიმა დადიანს. - მე თუ არა აბა ვინ იცის ანა? ჩემზე უკეთ ვის ესმის შენი? მითხარი რა გავაკეთო? გინდა ხვალ კასტინგი მოვაწყოთ და შენთვის ჯამბაზი დავიქირაოთ, რომელიც ჩემს არყოფნაში იზრუნებს რომ არ მოიწყინო?
- მასხარა ხარ. - ღიმილი შეეპარა პატარა დადიანს.
- არ ვხუმრობ, ამ სახლს ნამდვილად სჭირდება რამდენიმე მომსახურე პერსონალი, რადგან ახლა უკვე შენც ჩემთან მოგიწევს იცხოვრო მოდი ხვალ ოფისში არ წავალ, მოვიწვიოთ ხალხი კასტინგზე და ავარჩიოთ ისინი ვინც შენ მოგეწონება.
- უფლებას მაძლევ თავად ავირჩიო?
- დიასახლისი შენ ხარ. - დას შუბლზე აკოცა დადიანმა და სასმლის ბარი გამოხსნა.
- ნიკო.
- რა იყო პატარავ? - ჭიქაში მონარნარე ვისკი მოსვა დადიანმა და ანას ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრო.
- ხომ იცი კარგად გიცნობ, გარდა იმისა რომ ჩემზე ღელავ მგონი კიდევ რაღაც უნდა გაწუხებდეს, მაინტერესებს ეს რაღაც რა არის?
- ქალი პატარავ, საოცარი ქალი.
- შეგიყვარდა? - თვალები სიხარულით აევსო ანას.
- ხო, მაგრამ რომ იცოდე ვისი შვილია შეიძლება გააფრინო.
- ვისი?
- ლევან ტომაშის, კაცი რომლის რესტორანიც გავძარცვე წლების წინ და ამის გამო ციხეში მიკრეს თავი.
- რა? - სიმწრით იკბინა ანამ ქვედა ტუჩზე.
- ბედის ირონიაა არა? - ღიმილით აიჩეჩა ნიკომ მხრები.
- მან იცის?
- არა!
- და არ უნდა უთხრა?
- უნდა ვუთხრა მაგრამ როგორ? მივიდე და მივახალო? გამარჯობა იცი რა მე შენ მიყვარხარ მაგრამ იცი ვინ ვარ? ის ბიჭი, რომელმაც წლების წინ მამაშენი გაძარცვა და ამის გამო ციხეში უკრეს თავი? არა. - სახე დაეჭყანა ნიკოს. - ძალიან კარგია საიმისოდ რომ ჩემისთანა ნაბი/ვართან დაიჭიროს საქმე.
- შენ არ ხარ ნაბი/ვარი.
- ჰო არ ვარ. - გაეღიმა ნიკოს და პატარა დას სიყვარულით სავსე თვალებით გახედა. - ვიცი რომ ლილიანი მიგეწონება.
- შენ რომ შეგიყვარდა ამის გამო უკვე მომწონს. - ნიკოლოზთან მიახლოებულმა ანამ წელზე შეუცურა ძმას ხელები და მკერდზე მიაკრო სახე. - კიდევ კარგი შენ მყავხარ.
- ჩემო პატარავ. - ძლიერად მოხვია ნიკომ პატარა დას ხელები და შუბლზე ხმაურით მიაბჯინა ტუჩები.


12

- მშვენიერი საღამო გამოვიდა. - უკვე ტომაშის ბინის წინ შეჩერებულმა ჟორჟოლიანმა სახე სასაცილოდ დამანჭა და მზერით გაბურღა ქალი, რომელიც მასში ყოველთვის უსაზღვრო ფანტაზიებს აღძრავდა.
- გეთანხმები. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და ჩანთაში გასაღებს დაუწყო ძებნა.
- სახლში არ დამპატიჟებ არა?
- ხომ იცი რომ არა. - გაუღიმა ლილიანმა და ჩანთიდან ამოღებული გასაღების აცმა კარს მოარგო. - იმედი მაქვს ამ საღამოს გამო არ ფიქრობ რომ ჩვენს შორის რამე ისეთი გამოვა რაც მეგობრობის სააზღვრებს შეიძლება გასცდეს.
- ასე ფიქრობ? - მისკენ შემობრუნებული ტომაში კარზე ააკრო ლუკამ და მის სახესთან დახრილმა შეცვლილი სუნთქვა შეაფრქვია ქალს.
- გამიშვი. - მსუბუქად გაიბრძოლა ლილიანმა და მკერდზე გაშლილი ხელის გულები მიაბჯინა სასმლით შეზარხოშებულ ჟორჟოლიანს.
- ჰო რა თქმა უნდა. - ჩაეცინა ლუკას და მსუბუქად აკოცა ყბის ძვალზე, უფრო ქვევით ჩააცოცა ტუჩები და ამჯერად გაჩერების წერტილი მფეთქავი არტერია აღმოჩნდა. - ჯანდაბა ვგიჟდები ამ სურნელზე. - ღრმად შეისუნთქა ტომაშისგან მომავალი სურნელი და დენდარტყმულივით მოშორდა ქალის სხეულს. ამღვრეული მზერით გაბურღა ბრაზმორეული ტომაში და ხელები განზე გაშალა. - კარგი, მაპატიე ლილიან.
- ყოველთვის ყველაფრის გაფუჭება გიყვარდა, დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი არა? რა გინდა ლუკა? ერთი სული გაქვს ტანსაცმელი შემომახიო? არ მიყვარხარ, არც არასდროს მიყვარდი და არც შემიყვარდები.
- ლილიან! - ხმა საგრძნობლად ეცვალა ლუკას.
- ღამემშვიდობის! - ხმაურით მიუხურა ცხვირ-წინ კარი და იქვე ჩაიკეცა, სახე ხელებში ჩარგო და მთელი დღის მოზღვავებულ ემოციებს გზა გაუთავისუფლა. კარგა ხანს ტიროდა კართან ჩაცუცქული, ბოლოს თითქოს ემოციებისგან გარეცხილმა ტირილი შეწყვიტა, გარეთ გამოდევნილი უარყოფითი ემოციები ოთახში მძიმე აურად გადაქცეულა, გიჟივით წამოიჭრა ფეხზე და ზამთრის აუტანელი სუსხის მიუხედავად სახლში არსებული ყველა ფანჯარა გააღო, გარედან შემოვარდნილმა სიცივემ ერთიანად გაყინა სახლის თბილი კედლები და ჯერ კიდევ თბილი ცრემლი ლოდებად აქცია ტომაშის სახეზე. მისაღების შუაში მდგომ ტომაშს თვალები დაეხუჭა და ხარბად ისრუტავდა სახლში შემოჭრილ სუფთა ჰაერს, რომელიც ერთიანად მოედო მის გონებას და ოდნავ დამშვიდებულს ღიმილიც კი მოჰგვარა სახეზე. - ვის გამო ლილიან? - გაეღიმა საკუთარ თავზე. ფანჯრები დახურა, სასმელი დაისხა, ნოუთბუქში სუფთა ვორდის ფაილი გახსნა, კისერი შეათამაშა. - აბა ელენა, მზად ხარ დასაზავებელი სტატიისთვის?! ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და სტატიის წერა დაიწყო.
-----
სახლის კაბინეტში იჯდა და დღის ყველაზე სკანდალურ სტატის ეცნობოდა. სახე დაჭიმულს ბრაზით დაბერვოდა კაპილარები, მოკიდებული სიგარეტი თავისთვის იფერფლებოდა საფერფლეში, იფერფლებოდა ზუსტად ისე როგორც დადიანის გრძნობები იწვოდა გავარვარებულ ცეცხლში.
"ნიკოლოზ დადიანი - სულიერად მშიერი, ფიზიკურად ზედმეტად დანაყრებული მდიდარი ამოუცნობი ფენომენი" ვინ არის სინამდვილეში დადიანი? საეჭვო წარსულის, აწმყოში გავლენით პირველობისკენ მისწრაფული მატყუარა მლიქვნელი თუ გრძნობების გარეშე დარჩენილი კაცი, რომლის სულიერი მდგომარეობა დასაფიქრებლად ავადმყოფურ მდგომარეობაში იმყოფება?! დიდი ხანია "ხელმოცარული" ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, ძალა არ აქვს თავის განცდებს თავი მოუყაროს და ისე გადმოსცეს ყველაფერი. მარტო, ჰაერში გამოკიდებული, პატარა ღრუბელივით არის, რომელსაც სურს, რომ წვიმა მოუვლინოს სამყაროს, მაგრამ იმდენად უსუსურია, რომ ამის ძალა არ შესწევს. სიოს ჰგავს, რომელიც ყველა ცდის მიუხედავად გრიგალად ვერა და ვერ გადაიქცა, ღამეს, რომელიც მამლის ყივილის გარეშე იქცა დღის სინათლედ, ოკეანეს, რომელიც დიდი ხანია ისეთი მშვიდია, რომ დაავიწყდა ბობოქარი ტალღების არსებობა. სინამდვილეში დადიანი ნიღბების უბადლო მფლობელი და გამომყენებელია. კაცი, რომელიც ყველას უყვარს და არავინ იცნობს. მხოლოდ ფიზიკური დახვეწილობა არ კმარა ადამიანის გასაცნობათ. სადაც არ უნდა გაიხედოს საბოლოო განსასვენებლად დარწმუნებული ვარ ყველგან ცარიელ დიდ თეთრ ოთახს ხედავს, ისეთივე ცარიელს და უსახურს როგორიც მისი სულია! ცხოვრება შავი ჭირია, უკურნებელი სენი, თუ ჩაგითრია ბნელ ჭაობს თავს ვეღარ დააღწევ, ჩვენ ყველანი მაღლა ღრუბლებში დავფრინავთ, ოცნება ერთგვარი ჰობია, ნიკოლოზ დადიანი ფიქრობს რომ ყველაფერი შეუძლია, რომ საკუთარი თავის ღმერთი თვითონვეა - სინამდვილეში ღმერთი ერთია, ჩვენ კი მრავალნი ვართ მასზე დამოკიდებულნი. ცხოვრების რთულ გზაზე უფრო და უფრო დამაბნეველი ლაბირინთები ჩნდება, ბედს ემორჩილები და ოკეანეს უფლებას აძლევ ბობოქარ ტალღებში თავის ჭკუაზე გათამაშოს, იმ საქმეს აკეთებ რაც არ უნდა აკეთო და სხვა ყველაფერი დაივიწყე. დადიანი რეალურ სამყაროს მოწყვეტილი, კარჩაკეტილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა სხეულში მცხოვრები ხანში შესული სულის კრიმინალია, რომელიც მისმიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში ცხოვრობს. სამყაროში რომლის შესახებაც არავის გვაქვს წარმოდგენა. ვინ არის ნიკოლოზ დადიაინი? კაცი რომელიც უნდა გავაკერპოთ თუ კაცი რომელიც უნდა გავიცნოთ და ვნახოთ სინამდვილეში როგორია?!
სტატიის ავტორი - ლილიან ტომაში.
- დედას შევე/ცი. - იღრიალა დადიანმა და მაგიდაზე დაყრილი საბუთები ერთი ხელის მოსმით გადმოყარა იატაკზე.
- ნიკო დამშვიდდი! - გააფთრებული მეგობრის დამშვიდებას ეცადა ახალკაცი თუმცა არაფერი გამოუვიდა.
- რის გამო გააკეთა? ასეთი სტატია რის გამო დაწერა?
- ლილიანი რომ არის ავტორი ამიტომ ბრაზობ ასე თორემ ვინმე სხვა რომ ყოფილიყო სიცილით გადაბჟირდებოდი ნიკოლოზ, დაწყნარდი, საღად იაზროვენე. ქალს ამდენი ხანი სდიე, ბოლოს დაკერე და დაპირდი რომ აჩვენებდი შენს ნამდვილ სახეს, რა გააკეთე? ვერაფერი გააკეთე რომ ის გეჩვენებინა რაც გსურდა, გარდა იმისა რომ მასთამ გატარებული პირველივე ღამის შემდეგ ერთხელაც არ დაურეკე, განუმტკიცე ის აზრი რომ მდიდარი ნაბი/არი ხარ და ახლა ზიხარ და ბრაზობ იმის გამო რაშიც დამნაშავე თავად ხარ?!
- მაპატიე მაგრამ ბაჩოს ვეთანხმები. - ჩუმად ამოილაპარაკა ანამ, რომელიც იქვე იჯდა და ყურადღებით ისმენდა მათ საუბარს. - კიდევ ლამაზად დაწერა, მის ადგილზე მე შესაძლოა ცენზურაც არ დამეცვა, მოტყუებულია, შენ შეიძლება არ გსურდა მაგრამ ის მოტყუებული დარჩა და ამის გამო ომი გამოგიცხადა, ომი რომელსაც აუცილებლად მოიგებს რადგან აშკარად ძალიან ჭკვიანი ქალია.
- ანა გაჩუმდი!
- არა ნიკო, რატომ მაჩუმებ, ჩემი ძმა ხარ და მიყვარხარ, არც ქალური სოლიდარობის გამო ვიცავ ახლა ლილიანს, უბრალოდ ის მართალია, ის თავის საქმეს აკეთებს და დაწერა ის რაც დაინახა შენში, შენ ვერ უმტიკეცებ რომ ცდება, მას ხელში ჯოკერი უჭირავს, ცოტა ხანში დაგეშილი ჟურნისტები რომ დაგესევიან და სისხლს ამოგწოვენ ამ სტატიისთვის გასაცემი პასუხების გამო შენ ვერაფერს უპასუხებ, ის კი გამარჯვებული დარჩება და ომშიც მოგებული ის იქნება.
- ხო მაგრამ რატომ? - სავრძელში მოწყვეტით ჩაეშვა დადიანი და სახე ხელებში ჩარგო.
- ერთხელაც არ დაგირეკავს მისთვის, ამას სჯობდა მისულიყავი და პირდაპირ გეთქვა რომ მამამის ვერ იტან, რომ დღემდე ომში ხარ მასთან და იქამდე შეგიყავრდა სანამ გაიგებდი რომ მისი შვილი იყო.
- სად მიდიხარ?
- არც იფიქრო ახლა ლილიანთან წასვლა. - წინ აესვეტა ანა ძმას და გაშლილი ხელის გულები მიაბჯინა მკერდზე განრისხებულს. - როცა დამშვიდდები მერე წადი.
- დედას შევე/ცი. - მაგიდაზე დადგმულ ვაზას ხელი დაავლო დადიანმა და კედელს მიანარცხა.
-----
სავარძელში ჩაფლულმა დიდხანს ატრიალა ტელეფონი ხელში, ასჯერ მაინც მოხსნა დამცავი კოდი მაგრამ ასჯერვე დაბლოკა, ასჯერ შევიდა კონტაქტებში, მაგრამ ასჯერვე უკან გამოვიდა, ათასჯერ აკრიფა ლუკა ჟორჟოლიანის ტელეფონის ნომერი მაგრამ ზუსტად ამნედეჯერვე გადაიფიქრა მასთან დარეკვა, იცოდა შეცდომას უშვებდა მაგრამ ვიღაც ისეთთან შეხვედრა სურდა ვისგანაც მომავალი ვნება ცოტა ხნით მინც დაავიწყებდა დადიანის არსებობას, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და ლუკას დაურეკა, შეხვედრა დაუთქვა და გამბედაობით ამსუბუქებულმა მომზადებას შეუდგა, საღამოს რვა საათისთვის დაიბარა, დრო ჰქონდა, მაგრამ უსაქმურად ყოფნა უკვე აგიჟებდა. თაროზე დადებულ მისი და გიოს ქორწინების ამსახველ ფოტოსურათს თვალცრემლიანმა შეავლო მზერა, წამოდგა, ჩარჩო თაროდან აიღო და უჯრაში შეინახა. თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ ვეღარ უძლებდა ფოტოსურათიდან მოცქირალი ქმრის მზერას, იქნებ იმიტომ რომ სხვა კაცი შეუყვარდა, იქნებ იმიტომ რომ სინდისი ქენჯნიდა.
საკუთარ თავზე ყველა თავად ზრუნავს და ყველაზე მხიარულად ის ცხოვრობს ვინც უკეთ ატყუებს საკუთარ თავს. ამიტომაც იყო ტომაში სევდით დამძიმებული, მას არ შეეძლო საკუთარი თავის მოტყუება და ნიღბებით ცხოვრება, ის ასეთი იყო, პირდაპირი, ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა, აკეთებდა იმას რაც სწორად მიაჩნდა, იშვიათად მაგრამ მაინც ცდებოდა და მასზე უკეთ არავინ იცოდა რომ ის სტატიაც შეცდომა იყო და ჟორჟოლიანთან შეხვედრაც, იცოდა, ხედავდა და გრძნობდა რომ ცეცხლს ეთამაშებოდა, იცოდა რომ დაიწვებოდა მაგრამ იმდენად იყო დადიანის გამწარების სურვილით დაბრმავებული რომ თანახმა იყო ყველაზე უღირსი საქციელებითაც კი ებრძოლა მის წინააღმდეგ. თავს საშინლად გრძნობდა გიორგის გარდაცვალების შემდეგ დადიანი პირველი იყო ვისითაც მოიხიბლა, პირველი იყო ვისაც უფლება მისცა მისი სხეულით დამტკბარიყო, სწორედ ამიტომ იყო ტომაშის სული დამძიმებული. შეცდა და ეს აგიჟებდა, მუდამ გათვლილი ჰქონდა ყოველი ნაბიჯი, ახლა კი მასაც დადიანის მორიგი გოგოს სახელი ერქვა და ამას ჭკუიდან გადაჰყავდა. სძულდა საკუთარი თავი და სისუსტე რამაც მის მკლავებში ანებივრა. - დამპალო ნაბი/ვარო! - ამოიყვირა ბოლოს და აბაზანში შევარდა.
-----
- ვიცი ამის ხასიათზე არ ხარ მაგრამ რადგან ჯერ ისევ შენი მეგობარი მქვია მინდა რჩევა მოგცე. - სავარძლიდან წამოდგა ბაჩო ახალკაცი და დადიანთან მიახლოებულმა ზემოდან დახედა ვისკით გაბრუებულ მეგობარს.
- რა გინდა ბაჩო?
- ზუსტად ვიცი დაგავიწყდა ამიტომ ვალდებული ვარ შეგახსენო.
- ჯანდაბა ბაჩო პირდაპირ საქმეზე რომ გადახვიდე არა?
- დღეს მწერალთა სახლში დაჯილდოვება იმართება, რომელსაც შეგახსენებ რომ შენ აფინანსებ, ვალდებული ხარ გამოცხადდე.
- რა დროს მწერალთა დაჯილდოებაა ბაჩო.
- ვიცი, მაგრამ ვალდებული ხარ.
- ფული ხომ ჩავდე, საკმარისი არ არის?
- არა! მთავარ გამარჯვებულზე ფულადი პრიზი დააწესე რომელიც თავად უნდა გადასცე.
- და ვინ არის გამარჯვებული? - გაეცინა დადიანს.
- ნიჭიერი ახალგაზრდაა, ჯერ ფართო აუდიტორია არ იცნობს არადა საკმაოდ პერსპექტიული ვინმეა, შენს უკვე შელახულ იმიჯს წაადგება მის გვერდით გამოჩენა.
- რა სჭირს ჩემს იმიჯს?
- შეიძლება დღეს არაფერი მაგრამ ტომაშის სტატია გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლის.
- ვინ არის გამარჯვებული?
- ენ ბლექი.
- რა გვარია? - სახე დაჭიმა დადიანმა და ვისკი მოსვა.
- ყველა ავტორი იყენებს ფსევდონიმს.
- შეიძლება მეც წამოვიდე? - საუბარში ჩაერთო ანა.
- ერთი დადიანი არ კმარა მოსაწყენ დაჯილდოებაზე?
- მართალია წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის ენ ბლექი მაგრამ მე მომწონს და სიამოვნებით ვიხილავ სააშკარაოეზე გამოსული რეალურად როგორ გამოიყურება.
- როგორც გინდა. - ხელი აიქნია ნიკოლოზმა.
- კაბა მჭირდება. - მოკლედ მოუჭრა ანამ და ძმის წინ ღიმილით აისვეტა.
- გექნება კაბა.
- საუკეთესო ძმა ხარ. - მხრებზე ხელი მოხვია ანამ ძმას და გამხიარულებულმა ხმაურით აკოცა ლოყაზე.
-----
- ჯანდაბა ლილიან. - თვალები დაქაჩა ლუკამ როგორც კი კარს მიღმა ტომაში გამოჩნდა. - შეუდარებელი ხარ! - ლოყაზე მსუბუქად აკოცა ქალს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა შავ გრძელ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი, რომელსაც ღრმად შეხსნილი კაბიდან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მადისაღმძვრელად უჩანდა გარუჯული ფეხები, უზურგო კაბიდან გამოჩენილი კეფაზე დახატული ტატუ შენდაუნებურად გტაცებდა მზერას, სახეულის სავსე ფორმებზე შემოტმასნილი კაბა ისე ადგა ტანზე იფიქრებდით რომ საგანგებოდ მისთვის შეუკერავთ ეს სილამაზე, რომელიც ისედაც უღმერთოდ ლამაზს კიდევ უფრო არამიწიერ იერს მატებდა, მსუბუქად აწეული თმა კეფაზე ჰქონდა დამაგრებული და ღრმად ამოღებული კაბის წინა მხარე გახზგასმით უსვამდა მის უბიუსჰალტერო მკერდის ბუნებრივობას ხაზს.
- მოგწონს? - მის წინ დატრიალდა ტომაში და პირდაღებულ ჟორჯჟოლიანს თითის მსუბუქი მოძრაობით დააკუმინა ჯერ კიდევ ღიად დარჩენილი პირი.
- დღეს მომიწევს ასი თვალი გამოვიბა. - ხმაურით გადაყლაპა ლუკამ ნერწყვი და ხელი გაუწოდა ტომაშს.
- მოსაცმელს ავიღებ.
- და სად მივდივართ?
- მწერალთა სახლში.
- იქ რა გვინდა?
- ჩემი საყვარელი ავტორის დაჯილდოვებაა. - უცნაური სხივი ჩაუდგა ტომაშს თვალებში. - დავესწროთ შემდეგ კი სადმე რესტორანში წავიდეთ და
მშვიდად ვივახშმოთ.
- და პირდაპირ რესტორანზე რომ გადავიდეთ არა? - თავი სასაცილოდ მოიფხანა ლუკამ.
- არა რა თქმა უნდა. დამიჯერე შენც კი გაოცებული დარჩები მისი ხილვით. - ღიმილით მიმართა უკვე ავტომობილის წინა სავარძელზე მოკალათებულმა ლილიანმა მამაკაცს.
- ვითომ რატომ?
- ენ ბლექი რამდენიმე წელია აქტუალურია როგორც ავტორი მაგრამ მას არ იცნობენ როგორც ადამიანს.
- ანუ?
- ანუ ის რომ დღეს იხილავს საზოგადოება თუ ვინ არის მათი საყვარელი ავტორი.
- კარგი ასე იყოს. წავიდეთ გავიცნოთ ეგ შენი ბლექი. - ფეხზე მსუბუქად შეახო ლუკამ თითები და ყბის ძვალზე აკოცა დაძაბულ ქალს. - ნუ ნერვიულობ. ვიცი რომ არ გიყვარვარ. - თვალი ჩაუკრა, ძრავა აამუშავა და ადგილს ღრიალით მოსწყვიტა ავტომობილი.
-----
- როგორ მეზარება მთელი საღამო უაზრო ღიმილის ნიღბის აკერება. - სახე დაეჭიმა დადიანს როგორც კი მძღოლმა ავტომობილი დანიშნულების ადგილზე გააჩერა.
- მორჩი წუწუნს. - უკვე მანქანიდან გადასული ძმისმიერ გამოწვდილ ხელს დაეყრდნო ანა და თეთრ კაბაში გამოწყობილმა ხელკავი გამოსდო მისი ცქერით კმაყოფილ დადიანს.
- ძალიან ლამაზი ხარ. - ლოყაზე აკოცა დადიანმა დას და შენობაში მასთან ერთად გაუჩინარდა.
- აი ისიც. - შენობაში შესულს ტაშით შეეგება შეკრებილი საზოგადოება და დადიანიც მორგებული ღიმილითა და ჩვეული თავდაჯერებულობით მადლობას უხდიდა ყველას ასეთი თბილი დახვერდისთვის.
- გჭამენ. - უჩურჩულა ანას და აშკარად გამხიარულებულს გულწრფელი სიხარული მოეფინა სახეზე.
- ვგრძნობ.
- ფრთხილად იყავი რომელიმემ თმით არ გითრიოს.
- იქნებ პირდაპირ განაცხადო რომ შენი და ვარ.
- არა, ასე უფრო სახალისოა. - მის თითებში საკუთარო ახლართა ნიკოლოზმა და ტუჩებთან მიტანილ მტევანს ვნებიანად დააკრო ტუჩები.
- გეყოფა ამ ქალების გახელება.
- ნიკოლოზ მიხარია რომ დროულად მოხვედი. - ხელი გაუწოდა მწერალთა სახლის მმართველმა ვოვა იანიკოვმა.
- მიხარია შენი ნახვა ვოვა.
- ეს შესანისნავი გოგოგონა.
- ჩემო დაა, ანა, თავისი საყვარელი ავტორის გამო წამოვიყვანე.
- ანა, რა მშვენიერი სახელია. - მის ხელს ეამბორა ვოვა და თავაზიანად დაუკრა თავი.
- სად შეიძლება ბლექის ნახვა?
- მობრძანდით, აი ისიც ავტოგრაფებს არიგებს და სტუმრებს ეცნობა.
- წამოხვალ ნიკო?
- წადი და მოვალ! - მოკლედ მოუჭრა დადიანმა და ორი თითით დააწვა პერანგის საყელოს, ყელს მომდგარი ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში. მზერა გაყინულს უკვე ბუნდოვნად ესმოდა დარბაზში გაჟღერებული ყოველი სიტყვა, ის იქ იყო, დარბაზის შუაგულში იდგა, დადიანისთვის უცნობი მამაკაცის მხარს დაყრდნობილი, უღმერთოდ ლამაზი ხალხს თავაზიანად ესაუბრებოდა და ისე იღიმოდა მუხლებმოკვეთილ დადიანს ოფლმა დაუცვარა მაღალი შუბლი. სწრაფად აძგერებულმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და ისევ ძლიერი, არათანაბარი დარტყმებით განაგრძო პატრონის სხეულში ფეთქვა. სისხლი მოაწვა დადიანს და ხელის გულები ისე ძლიერად შეკრა, ცოტაც და საკუთარ ძვლებს დაამტვრევდა. დრო გაჩერდა, სამყარომ არსებობა შეწყვიტა, ვერაფერს ხედავდა, ვერავის ამჩნევდა გარდა ათიოდე მეტრის მოშორებით მდგომი ლილიან ტომაშისა.
- ნიკო. - შორიდან მოესმა ანას ხმა. - ნიკო.
- რა იყო ანა? - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს და როგორც იქნა მზერა მოსწყვიტა ტომაშს.
- ეს ბლექია, ენ ბლექი.
- ბლექი! - კბილებში გამოსცრა დადიანმა და მომღიმარ ტომაშს განრისხებული მზერა ესროლა .


13

- სასიამოვნოა ჩემი სპონსორის პირადად გაცნობა. - თვალები მოჭუტა ტომაშმა და ჯერ კიდევ გაფითრებულ დადიანს მზერა გაუსწორა. - კარგად ხართ?
- წამოდი. - მკლავში ძლიერად ჩაავლო დადიანმა ტომაშს ხელი და ხალხის ნაკადში შეერია. სწრაფად მიიწევდა წინ და თან მიჰყავდა ჯერ კიდევ ღიმილმორეული ტომაში, რომელიც აშკარად ხალისობდა შექმნილი გარემოებით.
- რა მოხდა? - მხრები აიჩეჩა ანამ და ბრაზმორეულ ჟორჟოლიანს გახედა, რომელსაც ქალი ცხვირწინ ისე ააცალეს რეაგირებაც კი ვერ მოასწრო.
- შენი ძმა ყოველთვის ასე იქცევა? - ნაბიჯი იქეთ გადადგა ლუკამ საითაც დადიანს ტომაში მიჰყავდა.
- არც იფიქრო! - შეაჩერა ანამ.
- ვითომ რატომ?
- ჩემს ძმას ვიცნობ, არ ვიცი რა აკავშირებს ბლექთან მაგრამ ასეთი განრისხებული დიდი ხანია არ მინახავს.
- ბლექთან! - ზიზღით ამოიჩურჩულა ლუკამ. - თავის დროზე მაინც მცოდნოდა სად მოვყავდი ლილიანს.
- ლილიანს? - თვალები შუბლზე აუვიდა ანას.
- ხო ლილიანს, მისი ნამდვილი სახელი ლილიანია, ენ ბლექს ფსევდონიმად იყენებს და ეს აქამდე არავინ იცოდა.
- ლილიან ტომაში? - უფრო დაიბნა ანა.
- საიდან იცი მისი გვარი.
- არსაიდან. - ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა ანამ და იმ კარს მიაპყრო მზერა სადაც წამის წინ მისი ძმა და ტომაში გაუჩინარდნენ.
-----
- ეს რა მასკარადია? - ხმამაღლა იყვირა დადიანმა, როგორც კი ზურგს უკან ხმაურით დაკეტა კარი.
- არ ვიცი შენ მასკარადს რას ეძახი მაგრამ მე საკუთარი გამარჯვების აღსანიშნავად მოვედი და დიდი იმედი მაქვს არ აპირებ ჩემთვის ამ დღის ჩაშხამებას.
- რა ბლექი? ღადაობ ლილიან? და მერე შენ მორალს წამიკითხავ რომ მე ნიღბებით ვცხოვრობ?
- ის რომ ფსევდონიმით ვწერო არ ნიშნავს რომ ნიღბით ვცხოვრობ, ყველა ადამიანი იყენებს ფსევდონიმს ვისაც არ სურს მისი ნამდვილი სახელი გამოაშკარავდეს, ვისაც არ სურს მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს, ასე რომ მე და შენს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ამის განხილვას შენთან არ ვაპირებ.
- ლილიან! - დაიყვირა ნიკოლოზმა და ხელის მსუბუქი ბიძგით კედელს ააკრო ტომაშის სხეული, ორივე ხელი მისი სახის გასწვრივ კედელს მიაბჯინა და მზერა გაუყარა ირონიით აღვსილ ტომაშს. - ახლა რატომ გადაწყვიტე სააშკარაოზე გამოსვლა?
- ეს შენი საქმე არ არის! - მისგან თავის გათავისუფლებას ეცადა ტომაში მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - რა იყო? რას აპირებ? ჩემზე იძალადებ? - ღიმილით ახედა მის თავთან დახრილ სუნთქვა არეულ დადიანს. - ნაბი/ვარი ხარ ნიკოლოზ, დიდი ნაბი/ვარი და უზომოდ მიხარია რომ ახლა დამარცხებულის მხარეს შენ ხარ და არა მე.
- და ომი როდის დაიწყო? - გაეღიმა დადიანს.
- როცა მომატყუე! - კბილებში გამოსცრა ლილიანმა და მოხერხებულად გაძვრა დადიანის მკლავებქვეშ.
- არ მომიტყუებიხარ. - ხმა შეარბილა ნიკოლოზმა და ღიმილით გახედა ტომაშს, რომლის სიახლოვეც სუნთქვას უჩერებდა. - ძალიან ლამაზი ხარ. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა დადიანი და ფარხმალდაყრილმა ახედა ტომაშს. - ის სი/ი ვინ არის თან რომ გახლავს?
- ეჭვიანობ? - მის წინ დაჯდა ტომაში, ფეხი ფეხზე გადაიდო და თლილი თითები ნაზად ჩაიტარა მოღერებულ ყელზე.
- ნუ მიწვევ ლილიან!
- რასაც მინდა იმას ვიზამ. - საჩვენებელი თითი კბილებს შორის მოიქცია ტომაშმა და სავარძელს კიდევ უფრო ძლიერად აეკრო.
- არ ვაპირებ შენთან იმის განხილვას თუ რატომ არ გნახე ეს დღეები.
- არც მიკითხავს! - სწრაფად წამოიჭრა ლილიანი და გასასვლელისკენ დაძრული ის იყო კარის სახელურს სწვდა მაჯაში ჩაფრენილმა ხელმა რომ თავისკენ შეაბრუნა და ისე რომ გააზრება ვერ მოასწრო დადიანსა და კარებს შორის უმწეოდ გამომწყვდეული აღმოჩნდა. - უღმერთოდ ლამაზი ხარ! - მეტი არაფერი უთქვამს დადიანს ისე დაეწაფა სასურველი ქალის ბაგეებს. მომთხოვნი იყო კოცნისას. მჭიდროდ ჰყავდა საყვარელი ქალი გამომწყვდეული და ვნებით უკოცნიდა სავსე ბაგეებს.
- გეყოფა! - როგორც იქნა თავი დააღწია ტომაშმა დადიანის მკლავეს და ძლიერად მოქნეული მარჯვენა ხელი ხმაურით შეალეწა მარცხენა ლოყაზე.
- ჰო დავიმსახურე. - ღიმილით მოისვა ნიკოლოზმა სახეზე ხელი და ამღვრეულ თვალებში მზერა მიაპყრო ტომაშს.
- ვერ გიტან იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტეორივით შემოიჭერი და ყველაფერი აურ-დაურიე. არ გეტყვი, რომ არ შემიძლია შენზე გაბრაზებული ვიყო, რადგან შემიძლია და ეს კარგადაც გამომდის. გიყურებ და ვხედავ რომ გინდა წარწულის სიბილწე გამოისყიდო, მაგრამ ამას ამ გზით ვერ მოახრეხებ. იცი მე რას ვფიქრობ? გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ადამიანი მეტისმეტად მოხუცია საიმისოდ, რომ მომხდარისგან რამე ისწავლოს.
- ჯანდაბა ლილიან ჯერ მხოლოდ ოცდათხუთმეტის ვარ. - გაეღიმა დადიანს.
- ეს არაფერს ცვლის, იქამდე სანამ შენ მიხვდები თუ რამხელა რამ დააშავე ჩემთან ისტორია კიდევ ერთ სრულ ბრუნს გააკეთებს. ცოტა უფრო ფრთხილად უნდა მემოქმედა, ხომ ვიცოდი რომ თუ შენს ნებას დავნებდებოდი დანაღმულ ველზე გავიდოდი, ვიცოდი, მაგრამ მაინც გავიარე და ხომ ხედავ არ შევცდარვარ. ზუსტად ისეთი ეგოისტი ხარ როგორიც წარმომედგინე. როგორც ჩანს შენ ფიქრობ რომ ასე შეიძლება, რომ თავისუფლად ვიცხოვრებთ ჩვენ ჩვენს ვარსკვლავზე, ვიქნებუთ საუკეთესი მეგობრები და როცა მარტოობა სულს დაგვიხუთავს ერთად საოცარ დროსაც გავატარებთ! ჰო შენ ნამდვილად შეგიძლია ასე ცხოვრება.
- დაჯექი! - ბრძანებას უფრო ჰგავდა დადიანის ხმა ვიდრე თხოვნას.
- არა.
- დაჯექი ამის დედას შევე/ი. იმის გაკეთებას მაიძულებ რასაც ვერ ვიტან, მაგრამ იმსახურებ სიმართლეს, ამიტომ დავჯდები და ქალივით გეჭორავები იმის შესახებ რამაც ასე გაგამწარა. - უსიტყვოდ დაემორჩილა ლილიანი ნიკოლოზის თხოვნას და მის წინ მდგომ სავარძელში მოთავსდა.
- საუბარს დაიწყებ თუ დიდხანს ვისხდეთ ასე ენაგადაყლაპულები?
- ბატონო ნიკოლოზ. - მოულოდნელად გახსნილ კარში თავი შემოჰყო მწერალთა სახლის დირექტორმა ვოვა იანიკოვმა.
- რა ხდება?
- საზოგადოება ბლექთან შეხვედრას და მისთვის ჯილდოს გადაცემას მოუთმენლად ელის, უკვე აწრიალდნენ და კითხვები გაუჩნდათ თორემ არ შეგაწუხებდით.
- ორ წუთში მოვალთ.
- კარგით. - კარი დახურა ვოვამ და დადინი ისევ ლილიანს მიუბრინდა. - წამოდი მერე ვისაუბროთ.
- ჯერ მითხარი.
- ნუ ხარ სულსწრაფი. წამოდი ხალხი გელოდება ენ ბლექ. - ხაზგასმით წარმოთქვა დადიანმა ტომაშის ფსევდონიმი და სავარძელში მჯდომს ხელი გაუწოდა.
- შენთვის უბრალოდ ლილიანი. - მის ხელს დაეყრდნო ტომაში და სავარძლიდან წამომდგარმა ფრთხილად შეუსწორა დადიანს პერანგის მონგრეული საყელო.
- გმადლობ. - გაუღიმა ნიკომ და წელზე სწრაფად შეცურებული ხელების მეშვეობით მჭიდროდ მიიკრო სხეულზე. ამჯერად წინააღმდეგობა არ გაუწევია ლილიანს. ქვევიდან უცქერდა მასზე ერთი თავით მაღალ დადიანს ჭაობისფერ თვალებში და მხოლოდ ის სურდა როგორმე მის სიღრმეებში დამალული ნამდვილი დადიანი ამოეცნო. ამაოდ, ათას ნიღაბს ამოფარებულში მისი ნამდვილი სახე მაინც ვერ ამოიცნო, ვერც მის ფიქრებს ჩასწვდა, გულის არეში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო და ცხვირის წვერიც შესამჩნევად აეწვა. დადიანს გაეღიმა, მსუბუქად აკოცა ცხვირის წვერზე და წელს შემოხვეული ხელები საჯდომისკენ ჩააცოცა. - წვეულების შემდეგ რა გეგმები გაქვს? - ამჯერად ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
- ლუკასთან ერთად სავახშმოდ მივდივარ. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და თვალები დახუჭა, გული არათანაბრად უცემდა და გამკვრივებულ მკერდშიც საოცარი სიშწრაფით დაჰქროდა სისხლის მდინარეები.
- მგონი გინდოდა გეთქვა რომ ჩემთან ერთად სავახშმოდ მოდიხარ. - უფრო ქვევით ჩააცოცა დადიანმა ტუჩები და ამჯერად მფეთქავ არტერიაზე დაუტოვა ვნებიანი კოცნა.
- ახლა თუ არ გაჩერდები ვიყვირებ.
- ხო როგორ არა. - გაეღიმა დადიანს და მტკივნეულად მოუჭირა გამკვრივებულ მკერდზე თითები. - სიამოვნებით დაგტოვებდი ამ კაბის გარეშე.
- ვერ ეღირსები. - ამოიჩურჩულა ლილიანმა მის ტუჩებთან ახლოს და გათავისუფლებული კარისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა. უცქერდა დადიანი მიმავალ ქალს და გრძნობდა ვენებში ადუღებამდე მისული სისხლის ყოველი წვეთი როგორ უხუთავდა სულს, გულს უჩქარებდა და აიძულებდა სურვილით აღგზნებულს თვალმოუშორებლივ ექცირა ქალისთვის, რომელიც მთელი არსებით უყვარდა და სურდა.
- ლილიან.
- რა გინდა? - კართან შედგა ლილიანი და ღიმილით გახედა სახედაჭიმულ დადიანს.
- ნუ გამოიყენებ პირველივე შანს რომ მიღალატო!
- და შენი როდის მერე მქვია?!საჭირო არ არის ნახატის სრულად დასრულება, ფანტაზიისთვის ადგილი აღარ დაგრჩება. - მხრები აიჩეჩა ტომაშმა და წყობიდან გამოსული დადიანი ოთახში მარტო დატოვა. ვნებით შეპყრობილ დადიანს გული უკვნესდა, იმდენად იყო მისით შეპყრობილი რომ საკუთარი თავისგან ვერაფრით დაიცავდა. ამ მომენტში დადიანს მეხსიერების გარღვევა დაემართა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს, გაშიშვლებულ სადენებს ჩაეხუტა და დენმა დაარტყა. შეგრძნება თითქოს ვიღაც სხვა ადამიანის ცხოვრებაში ამოჰყო თავი. ტომაშთან ურთიერთობა სურდა თუმცა იცოდა ეს ურთიერთობა მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე სიარული იქნებოდა, მოისურვებდა კი ტომაში მასთან ყოფნას როდესაც დადიანის მამამისის მიმართ სიძულვილის შესახებ შეიტყობდა?! დადიანი იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ისინი რადიკალირად განსხვავებულ პლანეტაზე ცხოვრობდნენ.
- დედას შევე/ი! - მჭიდროდ მოიჭირა ნიკოლოზმა თავზე ხელები, რამდენიმე წუთს ასე დარჩა და ბოლოს ისიც კარს მიღმა გაუჩინარდა. დარბაზში დაბრუნებულს ოვაციებით შეეგება შეკრებილი საზოგადოება, განრისხება ოსტატურად უკუაგდო და შემაღლებულ ტრიბუნაზე ავიდა, მზერით მოძებნა ლილიან ტომაში რომელიც თავის "კავალერს" ღიმილით უხსნიდა რაღაცას. მოზღვავებული აგრესია უკუაგდო და ხალხს მშვიდი, მონოტორული ხმით მიმართა. მოკლე მოხსენება წაიკითხა და გამარჯვებულს სცენაზე უხმო, ყიველგვარი ზედმეტი სიტყვებისა და მილოცვის გარეშე გადასცა ფულადი პრიზი და ადგილი დაუთმო მადლობის სათქმელად. ტომაში ზედმეტად მშვიდი იყო, არ
ღელავდა, ღიმილით გაისწორა მიკროფონი და საუბარი დაიწყო.
- და მაინც ადრე თუ გვიან რაღაცას გაიგებ, აუცილებლად გაიგებ, როცა ასეთი მომენტი დგება, ხვდები, რომ შენი არსების ნაწილი ამას ელოდა კიდეც. ალბათ, ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან გესმის ჩურჩული სადღაც ღრმად გონებაში "ერთ დღეს შენც იგრძნობ" კარგად არ იცი მაგრამ მაინც ელოდები, რაას? აბა ეს ვინ იცის? - გაეღიმა ლილიანს. - აქ შეკრებილ საზოგადოებაში არავინ იმყოფება ვინც მიცნობს მე როგორც ლილიან ტომაშს, ყველანი მოვიდნენ ენ ბლექის გასაცნობად, ბლექის რომელიც უკვე ამდენი ხანია მალულად, ფსევდონიმს ამოფარებული მიიწევს დასახული მიზნისკენ და აი ჩვენ ყველანი აქ ვართ, მეც აქ ვარ და მიხარია თქვენი, ჩემი მკითველების და გულშემატკივრების ახლოდან გაცნობა. ბავშობიდან სულ რაღაც მდინარეზე ვფიქრობ, ძალიან სწრაფ წყალში ორი ადამიანი ერთმანეთზე მოჭიდებას ცდილობს, ეჭიდებიან რაც ძალი და ღონე აქვთ, მაგრამ საბოლოოდ წყალს ვერ უძლებენ. ძალიან ძლიერი დინებაა. ხელი უნდა გაუშვან და წყალს ცალ-ცალკე გაჰყვნენ. - დარბაზში შეკრებილი საზოგადოებიდან მზერა მის გვერდით მფომი დადიანისკენ გააპარა ტომაშმა და წამით შეისვენა. - სწორედ ასე ვიყავით დაბადებიდან მე და ბლექი. ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ვებრძოდით დინებას მაგრამ ბოლოს ვერ გავუძელით, ერთმანეთს ხელი ვუშვით დინებამაც ცაკ-ცალკე გაგვიტაცა. განცდა თითქოს იმ სარკეს ჩაუარე, რომლის წინაც ყოველდღე მიდი-მოდიხარ, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვა დაგანახვა, რაღაც უცნაური და შემაშფოთებელი. მადლობა მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მადლობა დღევანდელი დღის სპონსორებს და ნიკოლოზ დადიანს ასეთი შესანიშნავი ჯილდოსთვის. - საუბარი დაასრულა ლილიანმა და ღიმილით მოავლო მზერა დარბაზში შეკრებილ დაბნეულ ხალხს. სხეულში უცნაური მღელვარება ჩაეღვარა. შენობაში შეკრებილი აურაცხელი ხალხის ნაკადში მხოლოდ ორი ადამიანი იყო ვინც ჩასწვდა ტომაშის სიტყვების ნამდვილ არსს. ესენი იყვნენ ნიკოლოზ დადიანი და თავად ლილიან ტომაში.
- შეგიძლიათ ავტორს კითხვები დაუსვათ. - საუბარში ჩაერთო ვოვა იანიკოვი.
- როგორი გირჩევნიათ მოგმართოთ?
- აქამდე მიცნობდით როგორც ენ ბლექს, მაგრამ რადგან დღის შუქზე გამოვედი მირჩევნია ნამდვილი სახელით მომმართოთ.
- ლილიან დარბაზში რატომ არ არიან თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები?
- მათ არ იცოდნენ ვინ იყო ენ ბლექი. - გაიღიმა ლილიანმა.
- ახლა როგორ შევხდებიან თქვენს გამოჩენას?
- ვფიქრობ სკანდალი არ ამცდება იმის გამო რომ დღევანდელმა დღემ მათ გარეშე ჩაიარა. - გაეღიმა ლილიანს.
- საზოგადოებას ბევრი ისტორია აჩუქეთ, როგორც ავტორი რომელს გამოჰყოფდით და რატომ?
- ეს იგივეა დედას ჰკითხოთ რომელი შვილი უფრო მეტად გიყვარსო.
- და მაინც?
- ყველა ისტორია თავესებურად მიყვარს მაგრამ "იდეალური მატყუარები" გამორჩეულად რადგამ ამ ისტორიაში ერთი ოჯახის სახით ასახულია სამყაროში გამეფებული ყოველგვარი მანკიერება.
- ახალ წიგნს როდის უნდა ველოდოთ?
- ვფიქრობ ენ ბლექი ცოტა ხნით ასპარეზს სრულად დაუთმობს ლილიან ტომაშს.
- ვფიქრობ საკმარისია. - საუბარში ჩაერთო ვოვა იანიკოვი.
- კიდევ ერთი კითხვა. - ხელის აწევით ითხოვა ერთ-ერთმა სტუმარმა.
- გისმენთ?
- არსებობს თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი? - დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ყველანი მოუთმენლად ელოდნენ საყვარელი ავტორისგან მიღებულ პასუხს.
- ჩემი მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. - ღრმად ამოისუნთქა ტომაშმა. - ამ ეტაპზე კი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი. ვფიქრობ კითხვები მართლაც საკმარისია. - დარბაზი გამყრუებელი ტაშის გუგუნმა გააზანზარა. ტომაშმა ავტოგრაფების დარიგება დაიწყო და დრო და დრო თვალს აპარებდა დადიანისკენ, რომელიც სასმელს მიძალებოდა და თვალებში ჩამდგარი სიგიჟით მზერას არ წყვეტდა საღამოს გმირს.
როდესაც პოულობ შენ თავს, შენ პოულობ ყველას. ნიკოლოზ დადიანს ჯერ საკუთარი თავი არ ჰქონდა ნაპოვნი და ამიტომაც იყოს ასეთი მშიერი, დაკარგული და სასოწარკვეთილი, ამიტომაც სძულდა სხეული რომელშიც ცხოვრობდა, სხეული რომელიც უკვე სულს უხუთავდა. ადამიანები იბადებიან და სანამ სამყაროს რეალური სახის დანახვას შეძლებენ ყველაფერი იდეალური ეჩვენებათ, შემდეგ იზრდებიან და იწყება ბრძოლა თავის გადასარჩენად, სწორედ მაშინ იჩენს თავს ის უარყოფითი თვისებები, რასაც ეწირება ადამიანის სული და გონება, იწყება სხეულისა და სულის განშორება და ბრძოლა სამყაროს შეცნობისა. როცა ყველაზე მეტად ხარ სასოწარკვეთილი სწორედ მაშინ თუ გულისყურს კარგად მოუსმენ, მიყვები გზას რომლისკენაც გონება და გული ერთდროულად გიბიძგებს, სწორედ ამ დროს ხდება ის, რასაც ჩვენ, ადამიანები ღვთისგან ბოძებულ სასწაულს ვუწოდებთ... ადამიანები დაბადებისთანავე არ ყალიბდებიან ისეთებად, როგორებიც გასავლელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყვნენ, ისინი იბადებიან უსუსურები, არაფრის მცოდნენი და დროთაგანმავლობაში იძენენ ხასიათს, ცოდნას, უარყოფით თუ დადებით თვისებებს. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... არც დადიანი იყო გამონაკლისი, მასშიც, როგორც მთელ კაცობრიობაშიც არა ერთი არამედ ბევრ ადამიანს მოეყარა თავი და ყველა მათქანს თავისი თავის პირველ ადგილზე წარმოჩენა სურდა. პერიოდულად ყველა მათგანს ნებდება და ასპარეზს უთმობს მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს ვინ არის, იპოვოს საკუთარი თავი, რომ შემდეგ იპოვოს სხვები.
- კარგად ხარ? - მხარზე ანას ხელის შეხება იგრძნო დადიანმა და მისი ხმაც სასიამოვნოდ მოედო დაძაბულ სმენას.
- რომ გითხრა კი-მეთქი დამიჯერებ? - გაიღიმა ნიკომ, მხარზე მოხვეული დის ხელი საკუთარში მოიქცია და მსუბუქად აკოცა გაყინულ თითებზე. - ვინ იფიქრებდა არა?
- ჰო პრობლემებს პირდაპირ იზიდავ.
- ხომ ლამაზია?
- რომ გითხრა არა-მეთქი დამიჯერებ?
- არა! - ღრმად ამოისუნთქა ნიკოლოზმა და ავტოგრაფების დარიგებით გართულ ლილიანს გახედა.
- რა აპირებ?
- ყოველშემთხვევაში მის გაშვებას არა.
- ეს უკვე ჩემი ძმა იყო. - გაეღიმა ანას და ლოყაზე ხმაურით აკოცა დადიანს. - იცი მე რას ვფიქრობ?
- რას? - გაეღიმა დადიანს.
- აჯობებს ტომაშს ჯერ ადროვო თავს დატეხილი დიდებით ტკბობა, დაელოდო როდის დაიღლება ავტოგრაფების დარიგებით, მერე ხელი მოჰკიდო, სადმე მყუდრო ადგილზე წაიყვანო და პირდაპირ უთხრა ის რაც სინდის გიმძიმებს, სჯობს ეს დღესვე გააკეთო, იქამდე სანამ ვინმემ შენს ნაცვლად მიახალა შენი სათქმელი.
- ზუსტად ამას ვაპირებ ანა. შეიძლება რაღაც გთხოვო? - თვალები დააწრვილა დადიანმა.
- თუ შენი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებ კარგს არაფერს მიპირებ.
- არ მინდა აყალ-მაყალი და გარჩევები, შეგიძლია ის იდიოტი რომელიც თან ახლავს ცოტა ხნით გაართო?
- მეჩვენება თუ მე, შენს ერთადერთ დას მთხოვ იმ ბიჭს წავეფლირტავო რომელიც შენს გოგოს ახლავს?! - სიბრაზის იმიტირება გააკეთა ანამ.
- გააკეთებ ამას ჩემთვის?
- რა თქმა უნდა სულელო. - წელში გასწორდა ანა და დარბაზის იმ მონაკვეთისკენ დაიძრა სადაც ტომაშის კავალერი მარტო იდგა და ხარბად უცქერდა ჯერ კიდევ ტრიბუნაზე მდგომ ლილიანს.
- ზედგამოჭრილი დადიანი ხარ. - გაეღიმა ნიკოლოზს და სიამოვნებით აღვსილმა გააყოლა მიმავალ დას მზერა, რომელსაც სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა ჟორჟოლიანის დარბაზიდან გასაყვანად. - დროა ნიკოლოზ. - შეაგულიანა საკუთარი თავი და ტრიბუნისკენ დაიძრა. - წასვლის დროა. - უჩურჩულა ტომაშს და ხალხს ღიმილით მოავლო მზერა.
- შემეშვი.
- ისე ნუ მოიქცევი რომ საზოგადოებაში შენი გამოჩენის პირველივე დღეს სკანდალი მოჰყვეს, გითხარი წასვლის დროა.
- და ლუკა?
- საიმედო ხელშია. მანქანაში დაგელოდები. - სწრაფად გადაჭრა დადიანმა ხალხის ბრბო და გარეთ გასული გიჟივით შეხტა დარბაზში. თვალს არ წყვეტდა შენობიდან გამომავალ კარს, გული არათანაბრად უცემდა და ეშინოდა ტომაშს მისთვის სამაგიერო არ გამოსვლით არ გადაეხადა თუმცა არა, მოულოდნელად შენობიდან გამოჭრილი ლილიანი სწრაფად შეხტა დადიანის მანქანაში და განრიხებული მზერა მიაპრო საჭესთან კმაყოფილი მზერით განთავსებულ დადიანს.
- ლუკას რა უქენი?
- არაფერი. ანას ვთხოვე მოეტეხა. - გაეცინა დადიანს.
- ასე როგორ დაიმსგავსე შენი და?! ვერ ვიტან როდესაც ასეთი თვითკმაყოფილი სახით მიყურებ.
- არაუშავს. მიეჩვევი. - ძრავი აამუშავა დადინმა და ადგილს საოცარი სისწრაფით მოსწყდა.


14

- სად მივდივართ? - აუტანელი დუმილი დაარღვია ტომაშმა.
- კახეთში.
- კახეთში რა ჯანდაბა გვინდა?
- გიტაცებ! - გაეღიმა დადიანს და სიჩქარის პედალს უფრო ძლიერად დააწვა.
- ღადაობ ხო? - მისკენ მთელი ტანით შებრუნებულმა ტომაშმა სიცილი ვეღარ შიეკავა.
- არა რატომ? - მხრები აიჩეჩა დადიანმა და სახედასერიოზულებული ტომაშის დანახვის გამო ძალიან გახალისდა.
- ნიკოლოზ!
- დამშვიდდი რომელი საუკუნეა?! არ გიტაცებ, უბრალოდ მინდა სადმე მშვიდ ადგილზე წაგიყვანო სადაც ხელს არაფერი შეგვიშლის რომ მშვიდად ვისაუბროთ.
- და ამხელა დედაქალაქში ასეთი ადგილი არ მოიძებნება?
- შენ უკვე ცნობილი ქალი ხარ პატარავ, დარწმუნებული ვარ პაპარაცებს თავს ვერ დააღწევ ამიტომ მიმყავხარ კახეთში, ჩემს სახლში. - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა დადიანმა და ფერწასულ ტომაშს მზერა მიაპყრო. - რა მოხდა? ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია? საკუთარ თავს არ ენდობი პატარავ?
- მოკეტე!
- კახეთამდე ორი საათის გზა მაინც იქნება, გინდა მთელი გზა ჩუმად ვიაროთ? კარგი როგორც გინდა, ჩემთვის ამ ეტაპზე ისიც საკმარისია რომ გასაქცევი არსად გაქვს.
- ნაბი/ვარი ხარ!
- ვიცი! - თვალი ჩაუკრა დადიანმა და თავსხმა წვიმის მიუხედავად სისწრაფეს კიდევ უფრო უმატა.
- საშინლად წვიმს იქნებ ცოტა ნელა იარო?! - შეუბღვირა ლილიანმა.
- მოდუნდი ლილიან!
-----
- ჩემი წასვლის დროა. - თავაზიანი ღიმილით დააჯილდოვა ანამ ჟორჟოლიანი, რომელმაც ახლაღა გაიაზრა რომ გოგონამ ის ოსტატურად მოტეხა დარბაზიდან.
- ლილიანი შენს ძმასთან ერთად წავიდა არა? - ირონიულად ჩაეღიმა ლუკას.
- ვწუხვარ.
- ყოველთვის ასეთია?
- ნიკოლოზი? თითქმის ყოველთვის.
- ნაბი/ვარი. - ხელები ძლიერად შეკრა ლუკამ და ქალს გამჭოლი მზერა ესროლა.
- მესმის განრისხებული ხარ, მაგრამ ის მაინც ჩემი ძმაა და სასიამივნო არ არის იმის მოსმენა თუ როგორ ლანძღავ მას.
- გაგაცილებ.
- გარეთ დაცვა მელოდება. მადლობა. - თავი მოხდენილად დაუკრა ანამ მამაკაცს და დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
- იდიოტი ნაბი/ვარი! - ამოიჩურჩულა ლუკამ და მანაც დატოვა შენობა სადაც აღარაფერი ესაქმებოდა, ახლა რომ სადმე ტომაშს გადაჰყროდა შეიძლებოდა გაცეცხლებულზე გაერტყა კიდეც მისთვის, ხელები ისე ექავებოდა სისხლადუღებულს უჰაერობისგან სუნთქვაც კი უჭირდა. - გაჩვენებ როგორ უნდა აახიო ადამიანს წხვირწინ ქალი. - ჩაილაპარაკა უკვე ავტომობილში მოკალათებულმა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
-----
- ჯანდაბა ნიკოლოზ ამინდი უფრო უარესდება. მგონი აჯობებს უკან დავბრუნდეთ.
- ნუ ნერვიულობ ლილიან, უვნებელს დაგაბრუნებ, ისედაც ცოტა დაგვრჩა.
- რა ჰქვია ამ სოფელს? - ფანჯრიდან მზერა მოავლო ტომაშმა არემარეს.
- თეთრწ....ბს ეძახიან, ოღონდ ძალიან გთხოვ არ მკითხო რატომ ქვია ეს სახელი რადგან წარმოდგენა არ მაქვს. აქ ჩემი მეგობრის დედა ცხოვრობს, იმ ადამიანის დედაზე ვსაუბრობ ვინც იმად მაქცია რასაც ახლა წარმოვადგენ. იშვიათად ჩამოვდივარ მაგრამ ერთადერთი ადგილია სადაც ჩემი მისვლა გულწრფელად უხარიათ.
- და მარტო ცხოვრობს?
- რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომლებიც სახლისა და ეზოს საქმეებში ეხმარებიან, თბილისში გადმოსვლა არ სურს ამიტომაც სახლი ისე მოვაწყე რომ მისთვის კომფორტული ყოფილიყო, ნუ ნერვიულობ გაუხარდება ჩვენი ჩასვლა.
- რატომ თქვი რომ ის ერადერთია ვისაც შენი ნახვა ახარებს?
- ჩემს დას და ერთადერთ მეგობარ ბაჩოს თუ არ ჩავთვლით სხვა დანარჩენს მე კი არა ჩემი სახელი უყვართ.
- იმ ქალებზე რას იტყვი ვინც შენზე გიჟდება? - გაეღიმა ლილიანს.
- ყველას უყვარს კარგი სექსი. - მხრები აიჩეჩა დადიანმა. - მოვედით. - ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ავტომობილი კეთილმოწყობილი, საკმაოდ დიდი სახლის წინ გააჩერა დადიანმა და ღიმილით გახედა ტომაშს.- ხელით გადაგიყვან, ძალიან წვიმს.
- თვითონ წამოვალ. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და მანქანიდან პირველი გადავიდა.
- ჯიუტი. - გაეღიმა დადიანს და უკან მიჰყვა ავტომობილიდან გადასულ ტომაშს. იმ მცირე მანძილის მიუხედავად რაც ფეხით განვლეს თავიდან-ფეხებამდე გაწუწულები, სიცივით გათოშილები კანკალით აისვეტნენ შესასვლელთან და მოთმინებით დაელოდნენ კარს როდის გაუღებდნენ, ღიმილით უცქერდა დადიანი თავიდან-ფეხებამდე გაწუწულ ლილიანს და სიამოვნებას ჰგვრიდა მისი ბუნევრიობა.
- ბატონო ნიკოლოზ? - ღია კარიდან გამოჩენილმა სანდომიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა ფართე ღიმილი შეაგება გაბადრულ დადიანს და კარი უფრო ფართედ გააღო.
- როგორ ხარ ლია?
- არ გელოდით. ქალბატონ ლენას ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა.
- პირველ რიგში პირსახოცი მომიტანე და აბაზანა მოამზადე სტუმრისთვის.
- ახლავე ბატონო ნიკოლოზ. - ღიმილით გაიქცა ზემოთხსენებული ლია და რამდენიმე წამში ორი პირსახოცით ხელში დაბრუნდა. - ახლავე მოვამზადებ ცხელ აბაზანას ქალბატონისთვის.
- საჭირო არ არის.
- მოამზადე. - გაუღიმა დადიანმა ლიას და ისიც ბატონის ნებას დაჰყვა.
- ეს ვინ იყო? - პალტო გაიხადა ტომაშმა და პირსახოცში ერთიანად გახვეულს სხეულში სითბო ჩაეღვარა, ესიამოვნა და თვალებიც სიამოვნებით გაუბრწყინდა.
- სახლს ალაგებს. - ხელში ჩაბღუჯული პირსახოცით თავად შეუმშრალა სახე ტომაშს და ღიმილი დააცქერდა მოულოდნელი ქმედებით დაბნეულ ლილიანს. - ქათამივით გაწუწულიც კი ძალიან ლამაზი ხარ.
- გეყოფა.
- ნიკოლოზ. - სისველის მიუხედავად გულში ჩაიკრა ახალმოსულმა ნიკოლოზი და სახე განცხრომით დაუკოცნა. - როგორ გამახარე შვილო.
- ლენა დეიდა ეს ლილიანია.
- აბა ერთი კარგად შევხედო. - თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ლენამ გაწუწული ლილიანი, რომელსაც თავი აუქციონზე გამოტანილი ექსპონანტი ეგონა და ამის გამო სახეზე სიწითლეც შეეპარა.
- სასიამოვნოა. - დაბნეულმა ხელი გაუწოდა მისი თვალიერებით გართულ ლენას და მანაც ღიმილით ჩამოართვა ხელი.
- ცხელი აბაზანა გჭირდება თორემ ამაღამ სიცხეს ვერ გადაურჩები, დამიჯერე შენი სილამაზე ვერ გიხსნის მისი ბოროტი მარწუხებისგან.
- ლია უკვე ავსებს აბაზანას, წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ ერთი ღამით დავრჩეთ?
- ეს შენი სახლია ჩემო ბიჭო. ვეტყვი ვახშმად შენი საყვარელი კერძები მოამზადონ თქვენ კი ზევით ადით და მოწესრიგდით.
- ერთი ღამით დავრჩეთ? გააფრინე? - შეუბღვირა ლილიანმა როგორც კი ლენა თვალს მიეფარა.
- ასეთ ამინდში უკან ვერ დავბრუნდებით პატარავ, მადლობა თქვი რომ აქამდეც მშვიდობით მოვაღწიეთ.
- ნიკოლოზ! - მოქნეული ხელი მტკივნეულად დაარტყა ტომაშმა მხარზე დადიანს.
- გპირდები ცალკე საძინებელში დავიძინებ. - თვალი ჩაუკრა ნიკომ და დარტმული ადგილი ხელით დაიზილა. - რა მწარე ხელი გაქვს.
- აბაზანა მზად არის ბატონო ნიკოლოზ.
- მადლობა ლია. წამოდი მოიშორე ეგ სველი ტანსაცმელი სანამ მართლა გაცივდი.
- ვერ გიტან ეს უკვე გითხარი ხომ? - ბუზღუნით გაჰყვა ლილიანი კიბეებზე ასულ დადიანს.
- ჰო მითხარი, თან არაერთხელ. - მხრები აიჩეჩა ნიკომ და აბაზანის კარი გაუღო განრისხებულ ტომაშს. - მიდი, ლიას ვთხოვ რამე ტანსაცმელი იპოვოს შენთვის.
- აუტანელი ხარ! - ბრაზით შევიდა ლილიანი აბაზანაში და ხმაურით დახურა ზურგს უკან კარი.
- სწერვა. - ჩაეღიმა ნიკოლოზს და იმ საძინებლისკენ აიღო გეზი სადაც აქ ჩამოსული ღამეს ათევდა ხოლმე.
-----
- სულ გააფრინე ხომ? - სარკეში თავის თავს შეუბღვირა ტომაშმა და პირისპირ არეკლილი მომღიმარი სახის გამო ბრაზი ერთიანად მოასკდა. - იდიოტი ხარ! სრული იდიოტი! - სწრაფად მოიშორა სველი კაბა ტანიდან და ბიკინის ამარა ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო. - აქ რას აკეთებ ლილიან? ხვდები რომ ცეცლხლს ეთამაშები? რა იყო შენში ძველმა ლილიანმა გაიღვიძა და ცანცარის ხასიათზე მოხვედი? დედა გეტირება! - კბილებში გამოსცრა და რამდენიმე წამით დუმილით დააკვირდა სარკეში არეკლილ თვალებს სადაც სიანცის ნაპერწკლები ისეთი სისწრაფით ხტოდნენ ტომაშს სუნთქვაც კი შეეკრა. - ჯანდაბა ლილიან. - თავი ჩახარა ტომაშმა და სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე. - კარგი შენ ეს შეგიძლია! - წელში გასწორებულმა მზერა გაუყარა არეკლილ სახეს. - შენ შეგიძლია მასთან ერთად ერთ ჭერ-ქვეშ დარჩე და თქვენს შორის არაფერი მოხდეს. - წარბი ასწია ტომაშმა, ბიკინი გაიხადა და ცხელ აბაზანში ჩაწოლილმა ეიფორიაც ერთიანად ჩამოირეცხა წვიმის წვეთებთან ერთად.
-----
აგიზგიზებული ბუხრის წინ იჯდა და გულწრფელად გალაღებული ლენას ესაუბრებოდა მისაღებში შემოსულ ტომაშს რომ მოჰკრა თვალი, რომელსაც დაებანა და თბილ ტანსაცმელში გამოწყობილი მათკენ მოამართებოდა.
- მშვენივრად გამოიყურები. - ღიმილით გახედა ბუხრის წინ მდგომ თავისუფალ სავარძელში მოკალათებულ ლილიანს.
- მადლობა. - გამჭოლი მზერა სტყორცნა ლილიანმა და ხელები ცეცხლს მიაფიცხა.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით? - ღიმილით ჰკითხა ლენამ ლილიანს და ცხვირზე მორგებული სათვალე ხელის გულით შეისწორა.
- მე მას კიბეებზე შევეჯახე როდესაც მომაბეზრებელი წვეულებიდან ვიღაც გოგოსთან ერთად იპარებოდა. - გაიღიმია ლილიანმა და ლენას ღიმილიანი სახიდან წამოსულმა სითბომ ერთიანად გაულღო დადიანის სიახლოვით აფორიაქებული გული.
- და მას შემდეგ ხან მანქანით დამარტყა ხან ელმავალით გამსრისა. - სასმელი მოსვა ნიკოლოზმა და მზერით გაბურღა ტომაში.
- ამეტებს. - წარბის აწევით გახედა ტომაშმა ახალაზრდების გვერდით ყოფნით გახალისებულ ლენას.
- ვითომ? - არ ცხრებოდა დადიანი.
- დიდი ხანია ერთად ხართ?
- ჩვენ ერთად არ ვართ. - ენა დაება ლილიანს.
- ვმეგობრობთ. - მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და ძალიან სურდა არ გასცინებოდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - მაპატიე. - დამშვიდდა დადიანი და სავარძლიდან წამომდგარმა ხელი გაუწოდა ლილიანს. სანამ ვახშამი მზადდება სახლს დაგათვალიერებინებ.
- აქაც კარგად ვარ. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და ცეცხლის ალს მიაპყრო მზერა.
- საშინელი ხასიათი აქვს. - უჩურჩულა დადიანმა ლენას და მისაღებიდან გავიდა.
- გაბრაზებს? - ტომაშის სავარძელთან ახლოს მიაჩოჩა ლენამ თავისი სავარძელი და უფრო კარგად დააკვირდა ქალის სიმორცხვეშეპარულს სახეს.
- ჩვენ მართლა არ ვართ ერთად. - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა ლილემ და ყელს მომდგარი ემოციისგან ცხვირის წვერი აეწვა.
- მაგრამ შენ ის მოგწონს, ისევე როგორც მას შენ! - ხელზე ფრთხილად შეახო ლენამ ლილიანს ხელი და ორივე ხელით საიმედოდ ჩაბღუჯა მისი ათრთოლებული მტევანი. - სიყვარულის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ გვეწვევა როცა ამას არც კი ველით, დაუკითხავად ძვრება ჩვენს შიგნით და საღად აზროვნების უნარს გვაკარგვინებს, გვაიძულებს მის ჭკუაზე გვატრიალოს, ათას კედელს მიგვანარცხოს და ათიათასობით მდინარეში ჩახრჩობით დაგვემუქროს, იცი როდის არის სიყვარული გულწრფელი და დაუმარცხებელი? როდესაც მისმიერ გზა და გზა დაგებულ მახეებს ოსტატურად აუვლი გვერდს, წაქცეული წამოდგები და თავაწეული ისევ განაგრძობ დასახული მიზნისკენ სვლას. უფალი ყველას არ აჯილდოვებეს ასეთი სიყვარულის ნიჭით. მე ვიცნობ ნიკოლოზს, ის ჩემი გაჩენილი არ არის მაგრამ ჩემი ერთადერთი შვილი, რომელიც უდროო დროს მტანჯველი დაავდების გამო ხელიდან გამომეცალა უპირობოდ ენდობოდა მას და სახლში მოიყვანა, ისე ვუყურებ როგორც საკუთარ შვილს, არ მინდა ისედაც ტანჯულს გული კიდევ უფრო მეტად ეტკინოს. ის არ ჰგავს სხვებს, ის გამორჩეულად მგრძნობიარე ადამიანია, შეიძლება, ხისტია, ქალებიც უყვარს, დროსტარებაც მაგრამ ეცადე მის სულში ჩაიხედო, სულში რომელიც ასეთი სათუთი და მოსიყვარულე აქვს. ყველას გვაქვს და გვქონია სურვილები, რომლებიც წასრულში ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ავისრულეთ. ცნობიერიდან განდევნილი, არაღაირებული სურვილები უკვალოდ არსად იკარგებიან. ნუ მისცემ საკუთარ თავს უფლებას აწმყოში შემოჭრილი სიყვარული ვერ დაინახოს. - საუბარი დაასრულა ლენამ და სავარძლიდან წამოდგა.
- ამას რატომ მეუბნებით?
- ჯერ არ იცი მაგრამ შენ ის გიყვარს! - ჩემთვის ესეც საკმარისია რომ ღიმილით ჩაგიკრა გულში. ახლა კი წამოდი, მოგშივდებოდა. ცხელი კერძები აზრზე მოგიყვანთ ორივეს.
-----
- რა მოხდა ბაჩო? მშვიდობა გაქვს? - კარი ფართედ გაუღო ანამ დაუპატიჟებელ სტუმარს და სახლში შეიპატიჟა.
- სად ჯანდაბაშია შენი ძმა? ტელეფონი გამორთული აქვს.
- სახლში არ არის?
- და სად არის?
- ლილიანთან ერთად სადღაც წავიდა, მოხდა რამე?
- სასამარლოდან უწყება მოუვიდა.
- რას ნიშნავს უწყება მოუვიდა? - სასმლის ჭიქა ვისკით აუვსო ანამ ახალკაცს და სავარძელში მოკალათებულს გაუწოდა.
- ასე უბრალოდ, ვიჯექი კაბინეტში და თამაშემწემ მის სახელზე ფოსტით გამოგზავნილი უწყება მოიტანა. - გამშრალი ყელი ვისკით გაისველა ბაჩომ და სახე მოისრისა.
- და ბრალს რაში სდებენ? - დაიბნა პატარა დადიანი.
- ფულის გათეთრებაში. - კბილებში გამოსცრა ახალკაცმა.
- რა სისულელეა. - აღშფოთდა ანა დადიანი და სავარძლიდან წამომხტარი წინ და უკან სიარულს მოჰყვა. - შენ გჯერა რომ ნიკოლოზს ამის გაკეთება შეუძლია?
- დადიანს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი ანა.
- რა უნდა მომხდარიყო?
- არ ვიცი, ამ შენს ძმას ახლა მოუნდა სიყვარულობანა და ტელეფონის გამორთვა. - ბრაზით კბილები ერთმანეთს დააჭირა ახალკაცმა და სავარძელში ნახევარი ტანით ჩაფლულმა სახეზე მოისვა ხელი. - შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ გინდა?
- არაფერი.
- შენი შეყვარებული როგორ არის?
- უკეთ მადლობა, ხვალ ვაპირებ წასვლს და ნახვას, ნუ ნერვიულობ დაცვის გარეშე არ წავალ.
- თუ რამე დამირეკე, ხომ არ გეშინია სახლში მარტო დარჩენის?
- არა, მადლობა ბაჩო. ჩემი მეგობარი გზაშია მალე მოვა და მარტოც არ ვიქნები.
- მაშინ ღამემშვიდობის, თუ შენი ძმა შემთხვევით გამოჩნდა არაფერი უთხრა შეირგოს სადაც არის, როცა დაბრუნდება თავის ტკივილი მერეც ეყოფა.
- კარგი ბაჩო.
- ღამემშვიდობის ანა.
- ღამემშვუდობის. - კარი დახურა ანამ და ინტერესით აზიდა წარბები. - რა ფულის გათეთრება აუტყდათ ახლა?!
_____
- აი შენი საძინებელი. - ღიმილით შეხსნა დადიანმა ერთ-ერთი საძინებლის კარი და პირველი თავად შევიდა კეთილმოწყობილ ოთახში სადაც ისეთი სიმყუდროვე სუფევდა ტომაშს სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა.
- ლამაზი ოთახია. - წარბის აწევით დახედა საწოლზე მიწოლილ დადიანს და დოინჯემორტმული მის წინ აისვეტა. - იმედი მაქვს აქ დარჩენას არ ფიქრობ.
- მოდი აქ. - სწრაფად ჩაავლო დადიანმა ქალს ხელი და საწოლს ზურგით აკრულს ზემოდან ოსტატურად მოექცა.
- ნიკოლოზ. - გაიბრძოლა ტომაშმა თუმცა რასაც მიაღწია ის იყო რომ უფრო აიხლართა დადიანის ფეხებში. - კარგი რა. - კბილებში გამოსცრა და სახეზე ალმური მოედო. - ნუ იყენებ იმას რომ ფიზიკურად ჩემზე ძლიერი ხარ.
- ასეთი ლამაზი როგორ ხარ? - მშვიდად ამოთქვა ნიკომ და მსუბუქად აკოცა ცხვირის წვერზე.
- ნუ იყენებ დროს ასე უდიერად.
- ადამიანი რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ის ფიქრობს რომ მის წინ მთელი მარადისობაა. ხოლო შემდეეგ როდესაც აჯამებს და ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღნოჩნდება რომ სულ რაღაც რამდენიმე დღე, ანდა უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე კვირა უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს რამდენსაც სხვისთვის მთელი ცხოვრება.
- მომაკვდავი ადამიანივით ნუ საუბრობ. - ისევ გაიბრძოლა ლილიანმა მაგრამ თავს ზემოთ დაჭერილი ხელები ვერაფრით გაითავისუფლა.
- იქნებ ვარ კიდეც. - ღიმილით დახედა დადიანმა ბრძოლით დაღლილ დანებებულ ქალს. - იცი ლილიან. - მოულოდნელად მოშორდა დადიანი ტომაშის სხეულს და საწოლიდან წამომდგარმა ოთახში გაიარ-გამოიარა. - დრო რომელიც გვაქვს განა ცოტაა რომ ნორმალურად განვლოთ ჩვენთვის განკუთვნილი გზა, არამედ ბევრია, რომელსაც სწორად არ ვიყენებთ. - გაიღიმა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. - დედაჩემი ბო/ია. - ზიზღი აესახა დადიანს სახეზე.
- ნიკოლოზ. - ყრუდ ამოიჩურჩულა ლილიანმა და თავადაც ვერ გაიაზრა გულმა რამდენი დარტყმა გამოუტავა და რა სისწრაფით აუფართხალდა მკერდს მიღმა.
- მართლა ბო/ია. - მხრები აიჩეჩა დადიანმა. - თუმცა ყოველთვის ასეთი არ იყო. დრო იყო მისნაირი პატიოსანი და ღვთისმოშიში ადამიანი მეორე არ დადიოდა ამ აქოთებულ სამყაროში.
- ნიკოლოზ გთხოვ. - ხმა გაებზარა ტომაშს. - ნუ მომიყვები ამ ყველაფერს.
- გახსოვს გითხარი უამრავ ნიღაბს ვფლობ მაგრამ შენთან ნიღბების გარეშე მინდა ურთიერთობა-მეთქი?
- მახსოვს.
- მაშინ უბრალოდ მომისმინე. ყოველთვის ასეთი ახვარი არ ვიყავი, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ისევე როგორც შენ და სხვა დანარჩენები, მეც ისევე დავდიოდი სკოლაში როგორც შენ, მეც ისევე ვესწრებოდი წირვებს როგორც შენ, მეც ისევე მიხაროდა ცხოვრება როგორც შენ. მამა ექიმი იყო, დედა განათლებით ფილოლოგი თუმცა ჩემი დაუგეგმავი გაჩენის გამო, იძულებული გახდა სახლში დამჯდარიყო, ალბათ ჩემში მუდამ კარიერის შემშლელ ფაქტორს ხედავდა და ამიტომაც გვარჩევდა შვილებს ერთმანეთისგან, ანა ყოველთვის უფრო უყვარდა ვიდრე მე, შესაძლოა მე არც ვყვარებივარ, არ ვიცი მისი სითბო არ მახსენდება. არც მამა ყოფილა დიდად მოსიყვარულე, მისი აზრით ბიჭს ანუ მე, სიმკაცრე და დასჯა სჭირდებოდა იმისთვის რომ კაცად ვქცეულიყავი. სამაგიეროდ ისიც ანას ანებივრებდა. სინამდვილეში ბავშვებს დასჯდა და ჩხუბი კი არ სჭირდება არამედ სითბო სიყვარული და მზრუნველობა. აი ჩვენ რომ შვილები გვეყოლება გპირდები საუცხოო მამა ვიქნები.
- ნიკო. - არ უნდოდა მაგრამ ლილიანის სახეზე წარმოქმნილი ცრემლები ღიმილმა ჩაანაცვლა.
- არ ვხუმრობ მართლა გეუბნები. - მისი ხელი საკუთარში მოიქცია დადიანმა და მსუბუქად მიაკრო ტუჩები. - ერთი სიტყვით ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. მერე ისე მოხდა რომ მამა უმუშევარი დარჩა და ძალიან გაგვიჭირდა, დედამ რომელიღაც სკოლაში გროშებზე დაიწყო მუშაობა თუმცა მისი ხელფასი არაფერში გვყოფნიდა, მე არ ვიყავი პრეტენზიული ბავშვი მაგრამ არ მომწონდა ჩემს პატარა დას რომ რაღაც არ ჰქონდა, როგორც ჩანს არც დედას. ცოტა მოგვიანებით ანას იმაზე მეტი ახალი სათამაშო და ტანსაცმელი დაუგრივდა ვიდრე დედას შეეძლო თავისი ხელფასით შეეძინა, ამ დროისთვის მამა ბევრს სვამდა და ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ დედა სახლიდან გვიან გადიოდა და რამდენი საათში პროდუქტით დატვირთული უკან ბრუნდებოდა, მოზარდი ვიყავი, არ მომწონდა გვიან მისი სახლიდან გასვლა. ერთ დღესაც სახლიდან გასულს უკან გავყევი და დავინახე ის რამაც ჩემში ბავშობა მყისიერად ჩაკლა და წამებში მაქცია ზრდასრულ, ჩაკეტილ ადამიანად. დავინახე როგორ კოცნიდა ვიღაც ღიპიან მოხუცს, რომელთანაც მანქანაშივე დაკავდა სექსით და დასრულების შემდეგ მისგან რამდენიმე კუპიურაც მიიღო, არასდროს დამვიწყებია ის შეგრძნება რაც მაშინ მათი ცქერით განვიცადე, ის ვერ მხედავდა მაგრამ სიბნელეს ამოფარებული მე კარგად ვხედავდი რა მონდომებით ოხრავდა ქალი, რომელმაც გამაჩინა. გონს მაშინ მოვედი როდესაც ცრემლებისგან სახე ერთიანად დამისველდა, გიჟივით შევბრუნდი და გავიქეცი, გავრბოდი მაგრამ არ მახსოვს სად. უბრალოდ მინდოდა სადმე ისეთ ადგილზე აღმოვჩენილიყავი სადაც მათ სახეებს დავივიწყებდი თუმცა ეს ვერასდროს შევძელი. - წამით დადუმდა დადიანი და სახე ხელებში ჩარგო. - იმ ღამით გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა თავად უნდა მეზრუნა ოჯახზე და დედისთვის საღამოობით გარეთ გასვლის უფლება აღარ მიმეცა. ასეც მოვიქეცი. მისთვის არასდროს მითქვამს იმ ღამის შესახებ რომ ვიცოდი, არც არავისთვის მითქვამს, პირველი ხარ და უკანასაკნელი ვისაც ამას ვუყვები. იმის გამო რომ პატარა ვიყავი ოფიციალურად მუშაობას ვერ დავიწყებდი, ამიტომაც ვაკეთებდი ყველა ბინძურ საქმეს რასაც კი მდიდარი ადამიანები ჩემთვის გამონახავდნენ. გვიანობამდე ქუჩაში მიწევდა ყოფნა და ამის გამო სკოლაში იშვიათად დავდიოდი თუმცა ღამით ძილის ნაცვლად ვკითხულობდი რომ ასე მაინც მიმეღო განათლება. ჩემი მცირეოდენი შემოსავალი საკმარისი არ იყო, ამიტომ ქურდობა დავიწყე, უფროს ბიჭებთან დავმეგობრდი და მათგან ყველანაირი მამაძაღლობა ვისწავლე, პატარ-პატარა ქურდობებმა თითქოს აზარტში შემიყვანა და გამბედაობაც შემმატა უფრო დიდ ქურდობებს შევჭიდებოდი, მაგალითად ძარცვებს, იარაღით თავდასხმებს, სხვა და სხვა ორგანიზაციების დარბევებს, ძირითადათ გარეთ ვიდექი და ვდარაჯობდი შენობაში შესულ ბიჭებს, ჩემი საქმე ის იყო რომ თუ რამე საეჭვოს შევნიშნავდი მაშინვე მათთვის მეცნობებინა. ასე გავიდა რამდენიმე წელი და მეც გავიზარდე, თექვსმეტი წლისამ პირველად მივიღე მონაწილეობა ძარცვაში, იმ ღამით დამიჭირეს. - საუბარი დაასრულა დადიანმა და ცრემლიან ლილიანს მზერა მიაპყრო. - ნუ ტირი რა გთხოვ.
- არ ვტირი. - ღრმად ამოისუნთქა ტომაშმა. - მერე რა მოხდა?
- იმ ღამით ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის რესტორანი გავტეხეთ, გვეგონა შიგნით არავინ იქნებოდა, საქმეში გართულებს თავზე რესტორნის პატრონი დაგვადგა, რომელიც თურმე კაბინეტში იჯდა და საბუთებში იქექებოდა, იარაღი ეჭირა და ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. ბიჭები მაშინვე გარეთ გაცვივდნენ მე კი შემეშინდა და ადგილზე გავშეშდი. იარაღი შუბლზე მომადო და ზიზღით მომაჩერდა. ცხოვრებაში პირველად გავტყდი, ავტირდი და ქალივით ვევედრებოდი რომ სახლში გავეშვი, ვთხოვდი პოლიციისთვის არ დაერეკა და ზარალს ავუნაზღაურებდი, ისიც ვუთხარი სახლში პატარა და მყავს, რომელსაც ჩემს გარდა არავინ ჰყავს-მეთქი მაგრამ მან იარაღის ტარი ჩამარტყა თავში და მერე არაფერი აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი პოლიციის შენობაში ვიყავი. ორი წელი მომისაჯეს.
- ვინ იყო ასეთი ცივსისხლიანი რომ ასე გაგიმეტა?
- ამის მოსმენა არ გენდომება. - მხრები აიჩეჩა დადიანმა.
- რადგან ამდენი რამ მომიყევი შენს შესახებ მინდა იმ ადამიანის სახელი მითხრა ვინც ცხოვრება დაგინგრია.
- ლევან ტომაში. - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა დადიანისგან ნათქვამი სახელი და გვარი. - რაღაცის თქმა სურდა ლილიანს თუმცა ენაგადაყლაპულს ფერი დაეკარგა და სათქმელი პირზე შეაშრა.
- მამაჩემი? - ამოიჩურჩულა ბოლოს და სიმწრით ჩააფრინდა ქვედა ტუჩს.
- მამაშენი. - ღიმილით დახედა დადიანმა საწოლზე მჯდომ ტომაშს და მოწყვეტით ჩაეფლო სავარძელში.


15

- მაპატიე ლილიან.
- ამის შესახებ რატომ არ ვიცოდი?
- არასრულწლოვანი ვიყავი, სასამართლო დახურული იყო.
- ხო მაგრამ სახლშიც არასდროს გამიგია.
- შენ პატარა იქნებოდი ლილიან.
- ჰო არამგონია მამას რვა წლის ქალიშვილთან ამის შესახებ ესაუბრა. ძალიან ვწუხვარ ნიკოლოზ. - გულწრფელად ამოიჩურჩულა ლილიანმა და გულის არეში ჩაბუდებული სიმძიმე ისეთი რეალობით იგრძნო მუხლები მოეკვეთა.
- შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რომ მამაშენი ღორია, მაგრამ რეალურად არც ის არის ამაში დამნაშავე. დამნაშავე მე ვარ, რომელიც კერძო საკუთრებაში ჭეიჭრა და იქაურობა დაარბია, მამაშენმა ის გააკეთა რასაც ყველა გააკეთებდა მის ადგილზე, თუმცა ეს მის მიმართ სიძულვილს არ მინელებს. - სახე დაეჭიმა დადიანს.
- მამა ყოველთვის მკაცრი იყო. - მზერა აარიდა ლილიანმდა დადიანს და ჩაფიქრებულმა აჩქარებულ გულისცემას მიუგდო ყური. - როგორც მდიდარი მშობლების ერთადერთ შვილს ყველაფერი მქონდა, მეგონა სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, არაფერი მაკლდა, იმაზე გაცილებით მეტი მქონდა ვიდრე უნდა მქონოდა. ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყოფილი ქმარი შემოიჭრა, მამამ ვერ მაპატია რომ ღარიბ ბარმენს გავყევი და ყველაფერი რაც იქამდე ჩემთვის გაუკეთებია მტვრად აქცია. ამას არ შევუშინებივარ რადგან გიო ისე ძალიან მიყვარდა დარწმუნებული ვიყავი ნებისმიერ დაბრკოლებას გავუძლებდით. ასეც იყო, ყველაფერს ვუძლებდით მაგრამ უბედურმა შემთხვევამ უდროოდ გამოსტაცა სუცოცხლეს მისი თავი და მარტო დავრჩი, ოცდაორი წლის ასაკში მშობლებისგან შორს, უკვე დაქვრივებულს მთელი სამყარო თავზე დამემხო. ბოლოს მამას გულმა აღარ მოუთმინა და მეც მარტოობისგან დათრგუნული სახლში დავბრუნდი თუმცა ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც კი დამიშვია. მამამ მაშინვე ჩემი სარფიანად გათხოვების ამბების მოგვარება დაიწყო, ცოტა ხანს გავუძელი ამ ყველაფერს მაგრამ საბოლოოდ ისევ წამოვედი სახლიდან. დღემდე ცდილობს ჩემს ცხოვრებაში კორექტირების შეტანას, საჩუქრებს მიგზავნის, მაგრამ ისევ უკან ვუბრუნებ, იშვიათად ვნახულობ მშობლებს, ძირითადათ დაბადებისდღეებზე და დღესასწაულებზე. - ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა და მზერა მიაპყრო სავარძელში ჩაფლულ დადიანს.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- შენ კი სულაც არ ხარ ისეთი ნაბი/ვარი როგორიც მეგონე. - საწოლიდან წამომდგარი ლილიანი ნელი ნაბიჯებით გაეშურა დადიანისკენ, ღიმილით დახედა სავარძელში მოკალათებულს და ისე რომ არ უკითხავს მის მუხლებზე კომფორტულად მოკალათებულმა ვნებით ამღვრეული მზერით შეუნგრია გულ-მკერდი. - ორი უბედური გზააბნეული ადამიანი შევხდა ერთმანეთს. - გაეღიმა და ფრთხილად აკოცა ტუჩებში. - და შენ ფიქრობდი როცა ამას გავიგებდი შენი ნახვა აღარ მომინდებოდა არა? გეგონა ვიფიქრებდი რომ მატყიებდი?
- ჰო. - მხები აიჩეჩა დადიანმა და თავად მისწვდა ლილიანის ტუჩებს.
- დამეხმარები ეს სამი ზომით დიდი ზედა გავიხადო? - ქვედა ტუჩზე კბილები ჩაავლო ლილიანა და უფრო მჭიდროდ მიეკრო სხეულზე.
- ეჭვიც არ შეგეპაროს! - სწრაფად ააფრიალა დადიანმა ტომაშის სხეული და კედლის მყარ ზედაპირზე აკრულს ვნებით დააცხრა ტუჩებზე. მოულოდნელად სახე უკან გასწია დადიანმა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა მის წინ მდგომი სასრუველი ქალი. შემდეგ ნაბიჯს აღარ დალოდებია ტომაში, თავად ჩაავლო დადიანის მაისურს ხელი და ახლოს მიიზიდა.
- მინდიხარ! - ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან ახლოს და თავად წაეტანა უკვე სურვილით აჭრილი დადიანის ბაგეებს. მომთხოვნი იყო დადიანი კოცნისას, ლარივით დაჭიმული სხეულით ძლიერად აწვებოდა მასა და კედელს შორის მომწყვდეულ ტომაშს. ტუჩებს მოსწყდა დადიანი და უფრო ქვევით ლავიწებიკენ გადაინაცვლა ცხოველური ვნებით შეპყრობილმა. - ისე ნუ იზამ ყველაფერი ზედ მეწეროს. - გაიღიმა ლილიანს და ყელი უფრო უკან გადააგდო, ორივე ხელი თავს ზემოთ დაუჭირა დადიანმა და ისევ ტუჩებისკენ გადაინაცვლა, ქვედა ტუჩი კბილებით თავისკენ დაქაჩა და ისევ ენით ჩაანაცვლა ვნებიანი ალერსი, ფუმფულა ზედის ქვეშ მოხერხებულად შეძვრა და მკერდისკენ დაძრულმა თან გაიყოლა მსუბუქი მატერია.
- გასაგიჟებელი ხარ. - ამოიჩურჩულა ტომაშის ტუჩებთან და მოულოდნელად ჩამუხლულმა ტუჩები მუცელზე მიაკრო ლილიანს, ტომაშს აღარ უცდია კვნესა შეეჩერებინა, სწრაფად ჩაავლო ნიკოლოზს თმებში ხელი და ჩაწითლებული თვალებით დახედა ზემოდან, ყველა ის წერტილი სადაც დადიანი კოცნას უტოვებდა ისე ეწვოდა ეგონა ჭრილობად ექცა ყოველი შეხება და სისხლი მდინარეებად მოედინებოდა, მუცლიდან უფრო ზევით აუყვა დადიანი, მტკივნეულად ჩაავლო მკერდზე კბილები და ენის წრიული მოძრაობის შემდეგ თითებით გაიმორა იგივე, თვითონ კი ისევ ტომაშის ტუჩებს მისწვდა და ამომხდარი კვნესა ხორხში ჩაუტოვა. დაბუჟებული ტერფებიდან სასიამოვნო თრთოლვამ ზევით აიწია და მუხლებამდე მისულმა ტომაშის სხეული ერთიანად მოადუნა, სწრაფად ააფრიალა მისი სხეული დადიანმა ხელში და ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდაზე შემოსვა, დაშორებულ მუხლებს შორის ოსტატურად მოექცა, თმებში შეცურებული ხელით უკან გადასწია ტომაშის კისერი და ყელზე მიაკრო ტუჩები. - მიყვარხარ! - მაგიდის ზედაპირს ზურგით აეკრო ტომაში და უკვე სრულიად შიშველმა ღიმილით გახედა მის წინ მდგომ ნიკოლოზს, რომელშიც წამის წინ გაჩაღებული ქარიშალი სადღაც უკვალოდ გამქრალიყო მის ნაცვლად კი ხედავდა კაცს, რომელსაც სუნთქვა ეკვროდა მისი სხეულის ცქერის გამო, ამღვრეულ თვალებში შესამჩნევად კიაფობდა ცრემლის პატარა ბურთები, ტომაშს სული გაეყინა, სხეული დაეჭიმა, გონებში ანთებული სიამოვნების ნაპერეწკლები მთელ სხეულზე დაუკითხვად მოედო. მთელი სხეული ერთიანად სთხოვდა უფრო მეტს, დადიანი კი თითქოს სპეციალურად აჭიანურებდა მისთვის იმ სიამოვნების მინიჭებას, რომელსაც ასე სთხოვდა ტომაშის ვნებით სავსე თვალები. თითები მსუბუქად აასრილა მუხლებიდან უფრო ზევით, ორივე მკერდზე მტკივნეულად მოუჭირა, მის ტუჩებთან დახრილმა კი ჩუმად ამოიჩურჩულა. - იდეალური ხარ. - ის იყო ტომაში მის ტუჩებს მიწვდა სხეულში შემოჭრილმა სიგიჟის მორევმა რომ სუნთქვა შეუკრა, სხეულის ყოველი მონაკვეთი გრძნობდა ორი შეერთებული ადამიანის სრულ ჰარმონიას. ნაზი ალერსი ვნებიან, თავაწყვეტილ სიგიჟეში გადაიზარდა და სმენა დახშულს ორგანიზმში დატრიალებული სასიამოვნო ქაოსის გარდა აღარაფრის შეგრძნება არ გააჩნდა. გონებამ განგაშის ღილაკი აუნთო უკვე ლარივით დაჭიმულ ტომაშის სხეულს, რომელიც სწრაფად ჩაანაცვლა სიამოვნების თრთოლვამ ფეხდაფეხ რომ იავნანასავით უკან მიყვა დადიანის სიტყვები. - მიდი პატარავ. - და მასთან ერთად ისიც სიამოვნების იმ მორევში გადეშვა რაზეც წლებია ოცნებობდა. ეს არ ყოფილა უბრალო ვნების დაკმაყოფილება, ეს იყო ორი ადამიანის ერთობა, სიგიჟე და სიამოვნების მწევრვალს მიღწეული ვნების კვნესა. - ლილიან. - ჯერ კიდევ დასჭიმვოდა დადიანს სხეული და მის მკვლავებში ათრთოლებულ ტომაშს ღიმილიდ დახედა ზემოდან.
- მგონი ახლა ის დროა უბრალოდ გაჩუმდე. - თავი უკან გადააგრო ტომაშმა და მის მკერდზე დამხობილი დადიანის თმებში შეაცურა თითები. ჯერ ისევ გრძნობდა სიამოვნების ნოტებს სხეულში და ათრთოლებულ ტერფებში მტანჯველი სინელით შეპარულ სიმხურვალეს, რომელიც ჯერ ერთ წერტილში გაღვივდა და ვულკანივით ამოხეთქა ორგანიზმში, ლავასავით ცხელი მარწუხები მოუჭირა ძლიერად მფეთქავ გულზე და დაუკითხავად აეკრო სახეზე კმაყოფილი ღიმილის სახით. - ჯანდაბა ნიკოლოზ! - თვალებდახუჭულმა ძლიერად მოქაჩა თმებში და სრულიად მოდუნებულმა ღრმად ამოისუნთქა. - მიხარია რომ გაგიცანი. - ამოიჩურჩულა ბოლოს და ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა.
- მეც მიხარია პატარავ. - სწრაფად მისწვდა დადიანი ალერსით შესიებულ ბაგეებზე, მსუბუქად ააფრიალა მაგიდის ზედაპირზე გართხმული ქალის სხეული და საწოლში მასთან ერთად გადაეშვა.
-----
მთელი ღამე ოფისში გაატარა ბაჩო ახალკაცმა, სიგიჟის სღვარს მისულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, აღარ იცოდა საიდან გაეგო საჩივრის დამწერის ვინაობა, ცა და დედამიწა გადატრიალა, უამრავი ადამიანი შეაწუხა და ბოლოს როგორც იქნა მიაგნო ადამიანს, რომელმაც იმ ადამიანის ვინაობა გაუმხილა ვინც ნიკოლოზ დადიანის წინააღმდეგ განცხადება დაწერა და სასამართლომაც სწრაფად აღძრა საქმე ცნობილი მილიონერის წინააღმდეგ.
-ამის დედას შევე/ი. - ღრილით დაახეთქა ახალკაცმა ტელეფონი და სავარძელში მთელი ტანით ჩაფლულმა სახე ხელებში ჩარგო. - პრობლემები არ გელევა ნიკოლოზ. - ამოიჩურჩულა და სახედაჭიმულმა ზიზღით მოისრისა სახე. - წყეული კახ/ა. - სავარძლიდან წამოხტა და სწრაფად დატოვა ოფისი.
-----
მთელი ღამე შეუჩერებლივ წვიმდა, გარეთ ჩამოწოლილი ბინდი და სიცივე ვერას აკლებდა საწოლში მონებივრე წყვილს. ერთმანეთის სიახლოვით სამყაროს მოწვეტილებს ისე დაათენდათ ვერც კი გაიგეს, მზე ამოსვლას აპირებდა ტომაშმა ალერსით დასიებული ტუჩები კიდევ ერთხელ რომ მიაკრო დადიანის მკერდს და მის სხეულზე მიასვენა დაღლილი სახე.
- მგონი დღეს საწოლიდან ვერ ავდგები. - გაიღიმა და თვალები დახუჭა.
- დაიძინე. - შუბლზე ნაზად აკოცა დადიანმა. - ნამდვილად დაიმსახურე.
- იდიოტი ხარ. - მხარზე უკბინა ლილიანმა და მზერა მიაპყრო სიყვარულით აღსავსე თვალებში. - ახლა რა იქნება?
- ახლა სამყარო მხოლოდ ჩვენს ირგვლივ იტრიალებს.
- როგორი დარწმუნებული ხარ ბატონო ნიკოლოზ.
- მე შენ მიყვარხარ ლილიან და ეს სიყვარული იმდენად დიდია რომ ორივეს გვეყოფა. მოდი დღესაც დავრჩეთ, რას იტყვი?
- ცოტას დავიძინებ, შემდეგ კი თბილისში უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად. - მოწყვეტით აკოცა დადიანს ტუჩებში და მის მკერდზე მოათავსა თავი. - შენ არ გეძინება?
- მიჩვეული ვარ ღამის თევას.
- მარტო არ დამტოვო. - უფრო მჭიდროდ შემოხვია ლილიანმა მკლავები და უკვე ძილის საუფლოში წასულმა მშვიდი სუნთქვა ამოუშვა.
უცქერდა დადიანი მის მკერდზე ჩაძინებულ ტომაშს და არ სჯეროდა რომ ეს რეალობა იყო, გული ისეთი სიძლიერით დახტოდა ძლიერ სხეულში ეგონა ცოტაც და ადრენალით გაგიჟებული უმტყუნებდა პატრონს, ნერვიულობდა, პირველად ხდებოდა რომ გულისცემის სიძლიერე მასში შიშს იწვევდა, ახლა უკვე აღარ უნდოდა სიკვდილი, პირიქით სურდა კიდევ დიდხანს დაემძიმებინა დედამიწა თავისი ნაბიჯებით და დაუსრულებლად ეცქირა საყვარელი ქალისთვის, ქალისთვის რომელსაც მის მკერდზე დამხობილს უცოდველი ბავშივით ეძინა, მის სახეზე ასახული სიმშვიდე დადიანსაც გადაედო და სულ მალე სრულიად დამშვიდებულს მასაც ისევე ტკბილად ჩაეძინა, როგორც მის სხეულში ახლართულ ტომაშს.

-----

- უნდა ვილაპარაკოთ! - დაკაკუნების გარეშე შეაჭრა ახალკაცმა ხოშტარიას კაბინეტში და ხმაურით მიხურული კარის შემდეგ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- დაკაკუნება არ გასწავლეს?
- რა არ გასვენებს ელენა?
- რაზე მელაპარაკები?
- კარგად იცი რაზეც?
- რა იყო დადიანმა მორიგი გოგოს გამო ვერ მოიცალა და ჩემთან თავისი ფინია გამოუშვა მოსალაპარაკებლად?
- დადიანი ქალაქში არ არის, არც შენი საჩივრის შესახებ იცის რამე, მადლობა თქვი რომ ჯერ მე მოვედი თორემ დადიანი რომ მოსულიყო ჩემამდე ყელს ისეთი სიამოვნებით გამოგჭრიდა თვალსაც არ დაახამხამებდა.
- მაშინებ ბაჩო?
- საჩივარი უკან გამოიტანე და როგორც გინდა დაარწმუნე მოსამართლე რომ პროცესი შეაჩეროს.
- დადიანს ჩავძირავ.
- ერთადერთი რასაც ამით მიაღწევ გატეხილი სახელი და შელახული რეპუტაცია იქნება.
- კარგად გაუწრთვნიხარ შენს უფროს, მაგრამ ნუ გავიწყდება ასეთი ხრიკები არ მოქმედებს იმ ქალებზე, რომლებიც მოატყუეს და შემდეგ ძველი სათამაშოსავით მიაგდეს.
- იცოდი დადიანის ხასიათი, არასდროს მოუცია შენთვის რამე მეტის იმედი, ახლა რა მოხდა?
- დადიანს გადაეცი ომისთვის მოემზადოს.
- დედას გიტირებს ელენა.
- ფეხებს ვერ მომჭამს!
- მე გაგაფრთხილე. - მხრები აიჩეჩა ახალკაცმა და სავარძლიდან წამოდგა. - დრო კიდევ გაქვს, დაფიქრდი და საღად იაზროვნე, სანამ დადიანი ჩამოვა და ამ ამბავს შეიტყობს კიდევ შეგიძლია გამოასწორო, აი რომ დაბრუნდება მერე ვერაფერს შეცვლი და ამ საქმეში ერთადერთი ვინც დაზარალდება შენ იქნები.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- დადიანი სუფთაა, არანაირი ფულის გათეთრება არ არსებობს, სულ რომ ყველაფერი გადაატრიალონ ვერაფერს უპოვნიან, შენ კი ცრუ ჩვენების გამო პასუხისგება მოგიწევს, ისე არ ჰქნა რომ ციხეში თავად ჩაჯდე. - კარისკენ დაიძრა ახალკაცი და ის იყო კარი გააღო უკან რომ მისწვდა ხოშტარიას ხმა.
- იცოდი რომ დადიანის დედა და ლევან ტომაში საყვარლები იყვნენ?
- რას ბოდავ?! - სახე დაეჭიმა ახალკაცს და კარი ისევ დახურა. - საიდან გაქვს ამხელა წარმოსახვის უნარი?
- დედამისი იყო ჩემთან, მომიყვა როგორ დაემუქრა საკუთარი შვილი და მშვეინერი სტატიაც მომცა მის წინააღმდეგ.
- ელენა!
- დადიანს გადაეცი ომი დაწყებულია, ძალიან ბევრი რამით შემიძლია მის სახელს ზიანი მივაყენო, იქამდე არ მოვისვენებ სანამ გაკოტრებულს და გაუბედურებულს ჩემს ფეხებთან ფორთხვით მოსულს არ ვნახავ.
- მებრალები. - სახე მოეღუშა ახალკაცს. - ცეცხლთან თამაში გადაწყვიტე და შედეგებისთვის მოემზადე.
- თვალით აღარ დამენახო! - დაიყვირა ელენამ და აქამდე ხელში ჩაბღუჯული საწერი კალამი ესროლა ახალკაცს.
- შეხვედრამდე ელენა. - კარი ხმაურით გაიხურა ბაჩომ და სწრაფად დატოვა შეშლილი ხოშტარიას რედაქცია.
-----
სულაც არ სურდა ლენას ახლაგაზრდების გაშვება მაგრამ მათი ნების წინააღმდეგ ვერ წავიდა და არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა რომ მათთვის გზა დაელოცა. გამომშვიდობებისას გულში ჩაიკრა ლილიან ტომაში და ისე რომ დადიანს არ გაეგო რამდენიმე გულიდან წამოსული სიტყვა უთხრა ბედნიერებით გაცისკროვნებულ ქალს.
- სიყვარული არასდროს არის საკმარისი, უფლება არავის მისცე თქვენს შორის ჩადგეს, გონება აგირიოთ და უარი გათქმევინოთ იმაზე რაც ღმერთს ორივე თქვენგანისთვის უბოძებია. ცხოვრება მართლა თამაშია და წესები უნდა დაიცვა. ქალის სხეული ვიოლინოა ჩემო გოგონა და ვირტუოზი უნდა იყო მასზე რომ უბადლოდ დაუკრა, მაგრამ კაცის ვირტუოზობა უპირობოთ ქალზეა დამოკიდებული. იყავი მისი მეგზური და აჩვენე როგორ გაგაბედნიეროს, არაფერი ისე სულს არ დაუნაყრებს როგორც შენი ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები. - გაუღიმა ლენამ თვალცრემლიან ტომაშს და ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ სათუთი ხელი სახეზე მოუთათუნა.
- წუხელ ჯოჯხეთის ზღურბლზე ვიდექი, დღეს კი ჩემს წილ ცას ვხედავ. ამისთვის კი თქვენ უნდა გითხრათ მადლობა. - ღიმილით მოეხვია ტომაში ქალს და ავტომობილში დადიანის გვერდით დაიკავა ადგილი, ღვედი შეიკრა და საჭესთან მოკალათებულ მამაკაცს გვერდულად ახედა. - მადლობა რომ გამაცანი.
- ხომ გითხარი რომ მოგეწონებოდა. - მისი ხელი აიღო ნიკოლოზმა და ნაზად მიაკრო ტუჩები, რამდენიმე მოკლე სიგნალი მისცა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. ქალაქამდე გასავლელი მანძილი მხიარულად მოიტოვეს უკან და ათას სისულელეზე აღადავებულებს არაფერი ახსოვდათ გარდა ერთმანეთისა. დედაქალაში დაბრუნებულებს კი მივიწყებული ყოველდღიურობა რუტინული სევდით შეასკდათ და ხასიათშეცვლილებმა, ამჯერად ჩუმად დაფარეს ტომაშის ბინამდე მისასვლელი მანძილი. კორპუსის ქვეშ დაპარგინგებულ ავტომობილში ღიმილით შეიხსნა ტომაშმა ღვედი და მთელი ტანით შებრუნდა ნიკოლოზისკენ.
- ახლა მე უკვე შენი მქვია? - თითები ნაზად შეუცურა კეფაზე და სწრაფად მისწვდა მამაკაცის ტუჩებს.
- მიყვარს ჭკვინი ქალები. - ამოიჩურჩულა დადიანმა კოცნებს შორის და საპასუხო ვნება შეაგება ლილიანს.
- დღეს რა გეგმები გაქვს?
- ცოტა საქმეებს მივხედავ, ანაც მისახედია, პრობლემებიაქვს, ვიღაც იდიოტი გადაეკიდა და მასზე ვღელავ. ყველაფერს დავხედავ და საღამოს შენთან გავჩნდები.
- მპირდები?
- გპირდები პატარავ. - მოწყვეტით აკოცა დადიანმა საყვარელ ქალს და ღიმილმორეულმა მანამ უცქირა სანამ სადარბაზოში შესული ტომაში თვალს არ მიეფარა. როგორც კი ლილიანი კორპუსის სიღრმეში გაუჩინარდა ამ დრომდე გამორთული ტელეფონი ჩართო და უამრავი გამოტოვებული ზარის აწკრიალებით გულშეღონებულმა ახალკაცის ნომერი აკრიფა. - რა იყო ბიჭო, აგიფეთქებივარ. - ძრავი აამუშავა დადიანმა და ხმამაღალზე ჩართული ტელეფონი მუხლებზე დაიდო. - რა ხდება? სერიოზულად? - გაეღიმა დადიანს. - მერე რამ შეგაშინა ძმობას გაფიცებ? - შინაგანსაქმეთა მინისტრი ყურებით რომ მყავს დაჭერილი დაგავიწყდა? ერთი ვერ დაურეკე? ეგრევე ჩაფარცხავდა მაგ საქმეს. რაც უნდათ ის ქნან ბაჩო მე სუფთა ვარ. - მხრები აიჩეჩა დადიანმა და სისწრაფეს უმატა. - ვინ? ატრაკებ? - კბილები ერთმანეთს დააჭირა ნიკომ და სვლას კიდევ უფრო უმატა. - მაგას ხო არ უნდა დედა მოვუტ/ნა? დაგირეკავ ცოტა ხანში. დედას შევე/ი. - ტელეფონი მოისროლა დადიანმა და გიჟივით გაიჭრა თბილისის სუსხიან ქუჩებში.
-----
საწოლზე იწვა და ფუმფულა ხალათში გახვეული წინა ღამით განცდილი სიამოვნებით გაცისკროვნებული ჯერ კიდევ მკაფიოდ გრძნობდა დადიანის მხურვალე თითების შეხებას სხეულზე, ქვედა ტუჩს სიმწრით ჩააფრინდა და თვალები დახუჭა.
- ისუნთქე ლილიან, ისუნთქე, ხარბად ისუნთქე სანამ ადრენალინისგან გაგიჟებულ გულს მისთვის დაკისრებული ფუნქცია დავიწყებია. - გაეღიმა და საწოლიდან წამომდგარი კარის გასაღებათ წავიდა.
- შენ ცოცხალი ხარ? - შეუბღვირა სახლში შემოსულმა თიკამ და ხელი მსუბუქად უბიძგა მეგობარს.
- ბერია სად გყავს?
- თუ ფიქტობ რომ თიკა მარტო მოვიდოდა შენს გასათათხად ცდები. - წარბის აწევით შეაჭრა ბერიამ სახლში და უკვე სავარძელში ჩაფლული თიკას გვერდით მოთავსა. - აბა დაიწყებ თუ კითხვა-პასუხობანა ვითამაშოთ? - სიგარეტი ამოიღო ნუკამ და ის იყო მოკიდება გადაწყვიტა ტომაშმა რომ ხელიდან აართვა მეგობარს მოუკიდებელი ღერი, მოხდენილად მოიქცია ტუჩებს შორის, მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა გამონაბოლქვი. თვალებდახუჭულმა რამდენიმე წამით ფილტვებში გაიჩერა კვამლი და ბოლოს გარეთ გამოუშვა. თვალებდაქაჩულ ნუკას ღიმილით გახედა და მხრები აიჩეჩა.
- რა?
- მოწევა როდის დაიწყე?
- არ დამიწყია, უბრალოდ მომინდა. - მოკიდებული ღერი მეგობარს მიაწოდა და გოგონებს შორის სწრაფად ჩახტა.
- რაღაც ზედმეტად მხიარული ჩანხარ? - ეჭვით შეათვალიერა ყიფიამნმა მეგობარი.
- ბედნიერი ვარ!
- ოჰო.
- მთელი ღამე დადიანთან ალერსში გავატარე, ხო ძალიან ბედბიერი ვარ და მინდა ამ ბედნიერების სადღეგრძელო დავლიოთ. - სამზარეულოში შევარდა ლილიანი და კარადა ხმაურით გამოხსნა. - დადუმდით? ახლახანს გითხარით რომ დადიანთან ვიწექი!
- დაასხი. - მოკლედ მოუჭრა ბერიამ და ტომაშიც მის ნებას დაჰყვა.
- როგორც იქნა. - ჭიქა მაღლა ასწია ნუკამ. - როგორც იქნა ჩვენმა მეგობარმა ფეხები გაშალა და არ ინანა. - დაამატა და მხარზე მტკივნეული ჩქმეტაც მშვენივრად აიტანა. - მიხარია ლილიან რომ ბედნიერს გხედავ.
- დადიანს გაუმარჯოს! - სიცილით დაამატა თიკამ.
- და თქვენ რომ მუდამ ჩემს გვერდით ხართ. - ღიმილით ასწია ტომაშმა ჭიქა და სამივემ ბოლომდე გამოცალა მათთვის განკუთვნილი სასმელი.
-----
- საყვარელო. - ხელები დემონსტრაციულად გაშალა ხოშტარიამ და ფართე ღიმილით გაიღიმა როგორც კი ხმაურით დახურული კარის წინ დადიანი შენიშნა.
- მოკეტე! - იყვირა დადიანმა, რამდენიმე მოზრდილი ნაბიჯი გადადგა და მასთან მიახლოებული ორივე ხელით დაეყრდნო ქალის სავარძელს. - სიკვდილი მოგენატრა? - კბილებში გამოსცრა ნიკომ და ერთი ხელი ძლიერად მოუჭირა ქალს სახეზე.
- მტკივა. - ხმა გაუტყდა ელენას და დადიანიც სწრაფად მოშორდა მის სხეულს, ზურგი აქცია და ორივე ხელი თავზე მოიჭირა.
- რა ჩემი ყლ/ გინდა ელენა?
- შენ მინდიხარ!
- შეიგნე რომ მე და შენს შორის ყველაფერი დამთავრდა. - ხელი ძლიერად დაარტყა დადიანმა მაგიდას და ჩაწითლებული თვალები შეანათა ქალს. - გულისამრევი ხარ იცი ეს?
- ასე ნუ მელაპარაკები. - ცრემლები წასკდა ელენას.
- ნუ ტირი, ჩემზე არ ჭრის შენი ცრეემლები. თავიდანვე გითხარი რომ მხოლოდ საყვარლები ვიქნებოდით, ასეც იყო და თავს მშვენივრად ვგრძნობდით იქამდე სანამ ჩემს ცხოვრებაში ხელების უაზრო ფათური არ დაიწყე.
- შემიყვარდი.
- სიყვარულის შენ რა გაგეგება ელანა? არც კი მიცნობ, შენ მე კი არა ჩენგან მიღებული სიამოვნება გიყვარს. სექსი გიყვარს, ფიქრობ ეს სიყვარულია?
- მე ყველაფერი მოგეცი ნიკო.
- ყველაფერი? - გაეღიმა დადიანს და სავარძელში ჩაეშვა. - ზოგჯერ ყველაფერი სულაც არ არის საკმარისი თუმცა შენ არაფერი მოგიცია გარდა შენი სხეულისა რომელიც გაცილებით კარგი იყო სანამ სილიკონით გატენიდი.
- გთხოვ! - სავარძლიდან წამომდგარი ელენა დადიანს მიუახლოვდა და სახეზე ნაზად შეახო თითები, მტკივნეულად მოუჭირა დადიანმა მაჯაში ხელი და უხეშად მოიშორა.
- ის ქალები, რომლებიც ძალიან მაღლა უმიზნებენ ხშირად ყველაზე დაბლა ეცემიან. შენც ასე დაგემართა, არ დაჯერდი იმას რაც მოგეცი, გაცილებით მეტი მოინდომე და ხომ ხედავ რა მიიღე?!
- რა აქვს მას ისეთი რაც მე არ მაქვს? - იყვირა ბოლოს ელენამ.
- ვის?
- თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად იცის ვისაც ვგულისხმობ.
- გეყოფა ელენა ჩემს ცხოვრებაში უშნოდ ხელების ფათური, შენს თავს მიხედე. - სავარძლიდან წამოდგა დადიანი და გასავლელისკენ დაიძრა.
- თუ ფიქრობ რომ ლილიან ტომაშს ეს შერჩება ცდები, ორივეს გაგამწარებთ.
- ლილიანს ერთხელ მაინც რომ გაეკარო ნაკუწებად გაქცევ, შენს ძვლებს ქვაბში ჩავყრი, მივხარშავ და შენს ქმარს გავუმასპინძლდები ჭიქა ღვინის თანხლებით. - სწრაფად მიეჭრა დადიანი აცრემლებულ ქალს და სახეში ჩავლებული თითების მეშვეობით მისი სახე ერთ ადგილზე გააშეშა. - ტრა/ი დააყენე ელენა, საჩივარი გამოიტანე თორემ დედას მოგიტ/ნავ და საქმეს ისე გაგიხდი გარეთ გამოსვლის გრცხვენოდეს. - უხეშად უბიძგა ქალს ხელი და ისევ გასასვლელისკენ დაიძრა. - ხო მართლა ნახე რა ვიპოვე?! - ღიმილით ამოაცურა ჯიბიდან მიკრო ჩიპი და სავარძელზე ისროლა. გიყვარვარ არა? დიდი გარყვნილი ვინმე ხარ ელენა ხოშტარია. დაგტოვებ ისიამოვნე. იქნებ ჭკუაზე მოგიყვანოს იმან რასაც მანდ ნახავ. - გადაიხარხარა დადიანმა და სწრაფად გაიჯახუნა კარი. მისი გასვლის შემდეგ გიჟივით ეცა ელენა ხოშტარია სავარძელზე დაგდებულ ჩიპს, კომპიუტერში შეართა და ჩართვის ღილაკს დააწვა.
- ნაბი/ვარი! - სახეზე ხელები აიფარა, როგორც კი ვიდეოში საკუთარი თავი ამოიცნო ორ შიშველ მამაკაცთან ერთად.


16

- ანა. - დაიძახა როგორც კი სახლში მისულმა კარი დახურა და მანტო შემოსასვლელში დაკიდა.
- დაბრუნდი? - სწრაფად მოხვია უმცროსმა დადიანმა ყელზე ხელები და ხმაურით აკოცა ლოყაზე. - ერთი ამას დამიხედე! - წარბი ასწია ანამ და ყელი მაღლა ააწევინა ნიკოლოზს. - კარგად კი დაუმუშავებიხარ. - გაეცინა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მორჩი მაიმუნობას. - ხელი გადახვია ნიკომ დას და მასთან ერთად მისაღებისკენ აიღო გეზი. - მოიწყინე?
- არა, მგონი მივეჩვიე ამ ციხესიმაგრეს.
- აი ცოტა ხანში რომ ლილიანსაც გადმოვიყვან მერე უფრო აღარ მოიწყენთ. იმედი მაქვს გაუგებთ ერთმანეთს.
- მოიცა უკვე ცოლად მოგყავს? - თვალები დაქაჩა ანამ.
- ჯერ არა მაგრამ მის მეტს არავის მოვიყვან.
- არც კი მჯერა რომ ჩემი ძმა ცოლის მოყვანაზე საუბრობს. - სავარძელში ჩაეფლო ანა და ღიმილით გახედა სასმლის შევსებით გართულ ძმას. - ძალიან მიხარია რომ ღიმილიანს გხედავ ნიკო.
- ვიცი პატარავ. - მის მოპირდაპირედ მდგომ სავარძელში ჩაჯდა დადიანი და სასმელი მოსვა. - შენს ბიჭზე რა ისმის ახალი?
- უკეთ არის, მალე გამოწერენ, ერთი სული მაქვს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
- ნორნალურში რას გულისხმობ? - წარბი ასწია დადიანმა და გამომცდელად შეათვალიერა პატარა და რომელსაც სახეზე აღბეჭდილი მოულოდნელი მღელვარებისგან ფერი დაეკარგა.
- არ გაბრაზდე რა, მაგრამ სამსახურში მინდა დაბრუნება, არ შემიძლია ასე გამოკეტილმა ვატარო მთელი დღეები.
- ამაზე ხომ ვისაუბრეთ ანა?!
- დრო გავიდა ნიკო, ყველაფერი მიწყნარებულია, თუ ეს დაგამშვიდებს შეგიძლია დაცვა დამიყენო მაგრამ არ მინდა ოცდაათი წლის ასაკში ჩემი ძმის კისერზე ვცხოვრობდე.
- ჯანადაბა ანა, არ გჭირდება იმ საღორეში მუშაობა, რამე ნორმალური მაინც ნახე, სადაც ადამიანური პირობები და ხელფასი გექნება.
- მე მომწონს ჩემი სამსახური?
- რა მოგწონს? მთვრალი კაცების მომსახურება? მათი ნარწყევის წმენდა და მათი ბინძური ხელების უკანალზე ფათურის ატანა? ეს მოგწონს? - წყობიდან გამოვიდა დადიანი. - იცოდე კიდევ ერთხელ რომ მითხა რამე ამ უაზრო თემის შესახებ სამუდამოდ დამკარგავ, ჩემთან იმუშავე თუ ასე ძალიან გინდა, რაც გინდა აკეთე მაგრამ იქ არ წახვალ და მორჩა.
- ნიკოლოზ სასაცილო ხომ არ არის რომ ოცდაათი წლის ქალს მიბრძანო რა გავაკეთო?
- არ მეცინება ანა.
- უფლებას არ მოგცემ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო.
- ანა!
- შემეშვი! - სავარძლიდან წამოხტა ანა დადიანი და სწრაფად გადაჭრა მისაღები, ის იყო კარში უნდა გასულიყო წამით რომ შედგა, ისევ ძმისკენ შებრუნდა და ჩუმად ამოიჩურჩულა. - დედა იყო მოსული, მთხოვა შენთვის გადმომეცა რომ ძალიან ნანობს.
- გონს მოეგო ქალბატონი ნინო?
- ის დედაჩვენია.
- ჰო და ლილიანის მამის საყვარელი. ჩვეულებრივი სანტა-ბარბარაა. - გაეღიმა დადიანს. - ნუ ხარ ფიცხი, დაჯექი და მელაპარაკე.
- დამპირდი რომ არ დამიშლი და ამის გამო არ ვიკამათებთ.
- გნებდები. - ხელები განზე გაშალა დადიანმა.
- საუკეთესო ხარ. - პატარა ბავშვივით მის მუხლებზე მოთავსდა ანა და მის მკერდს მიეყრდნო თავით. - ვიცი ბრაზობ მაგრამ დედა მეცოდება.
- ქალური სოლიდარობა. კარგი რა ანა, რა სჭირს შესაცოდებელი?
- საშინლად მოგექცა ვიცი შენც და მამასაც მაგრამ ასე მგონია რომ ძალიან ცუდად არის.
- სახლიდან წამოვიდა?
- ჰო.
- მამამ რაო?
- არ ვიცი, მასთან არ მისაუბრია.
- ამ დღეებში ნახე კარგი?
- შენ არ ნახავ?
- არა. - მტკიცე იყო ნიკოს ხმა. - ადამიანური ყოფა ბოდვას ჰგავს პატარავ, ამ ბოდვაში კი ან წარმატებული ხარ ან პირიქით, წარუმატებელი, დაჩაგრული და განადგურებული.
- დღეს აპირებ წასვლას?
- ჰო, ლილიანს დავპირდი რომ მივალ. - შუბლზე აკოცა ნიკომ პატარა დადიანს და ხელის მსუბუქი ბიძგით წამოაგდო მუხლებიდან. - იდეა მაქვს! - ხელები მხიარულად შემოჰკრა ერთმანეთს თვალებგაბრწყინებულმა და დაბნეულ ანას კმაყოფილმა გახედა.
- რა მოგელანდა?
- რამდენიმე კვირის წინ ვერაზე, ძალიან მაგარ ადგილას მშვენიერი ფართი ვიყიდე, ამდენი ხანია ვფიქრობ რაში გამოვიყენო და ვერ მოვიფიქრე, შენ ხომ მთელი ცხოვრება გინდოდა საკუთარი ბარი გქონოდა?
- მერე? - ხმა გაებზარა ანას.
- მერე ის რომ მინდა ის ფართი გაჩუქო და ბარი გახსნა, შენი საკუთარი ბარი და აკეთო ის რაც ყოველთვის გინდოდა.
- ნიკოლოზ. - ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა ანამ.
- მითხარი რომ მიიღებ ამ საჩუქარს?!
- ჯანდაბა ვგიჟდები შენზე. - სწრაფად შეახტა ანა ძმას და გიჟივით დაუკოცნა სახე.
- ანუ თანახმა ხარ ძველ სამსახურს თავი დაანებო და ჩემი შემოთავაზება მიიღო?
- ამაზე ვერც ვიოცნებებდი. - ცრემლები წასკდა დადიანს.
- შესანიშნავია. - ხელში აიტაცა ნიკომ ანა დადიანი და პატარა ბავშვივით დააბზრიალა. - ხვალვე დავიწყოთ რას იტყვი?
- როდის გათენდება? - გაეცინა ანას.
- მალე პატარავ, მალე.
- საუკეთესო ძმა ხარ.
- საუკეთესო დის. - ცხვირზე საჩვენებელი თითი მსუბუქად დაჰკრა ნიკოლოზმა ანას და ღიმილით ჩაიკრა მისი სხეული გულში.
-----
დადიანის მოლოდინში ტომაშმა კულინარობა გადაწყვიტა, სამი დამწვარი სტეიკის შემდეგ მეოთხე როგორც იქნა გამოუვიდა და წარმატებისგან გახალისებული ის იყო მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და ჭიქაში მონარნარე სასმელი მისვა კარზე რომ ზარი დარეკეს. მხიარულად წამოდგა სავარძლიდან. მუხლს საკმაოდ აცდენილი თეთრი კაბა შეისწორა, შიშველი ფეხებით გადაჭრა მისაღები და კარი ღიმილით გააღო. სახეზე შეყინულ ღიმილს, აჩქარებული გულის ცემა მოჰყვა და დაბუჟებული ხელები, რომელიც ძალიან მალე ჩაანაცვლა კანკაკლმა და მუხლმებმოკვეთილი ტომაში სიმწრით ჩააფრინდა კარს მხოლოდ იმიტომ რომ არ წაქცეულიყო.
- საღამომშვიდობის ლილიან!
- მამა! - ძლივს ამოიჩურჩულა ლილიანმა და იმაზე დაფიქრდა თუ როდის ნახა უკანასკნელად მის წინ მდგომი ადამიანი.
- არ შემომიშვებ?
- რა თქმა უნდა. - გონს მოეგო ლილიანი და კარი ფართედ გააღო.
- ჩემს ზარებს არ პასუხობ. - მაგიდაზე დადგმულ ღვინის ბოთლს ინტერესით დახედა ლევან ტომაშმა და სავრძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- აქ რას აკეთებ მამა?
- კარგად გამოიყურები.
- მადლობა. - ახლაღა გაიაზრა ტომაშმა რომ ზედმეტად სექსუალური კაბა ეცვა და შემოსასვლელში დაკიდებული თხელი მოსაცმლით დაიფარა სხეული.
- ვინმეს ელოდები?
- აქ რას აკეთებ მამა? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ლილიანმა.
- ლუკა უყო ჩემთან.
- აჰ. - ღიმილით ჩაეშვა ლილიანი სავარძელში. - უკვე მოგახსენა ამბები?
- დადიანს ხვდები?
- ვხვდებით ხმამაღალი ნათქვამია.
- მაგრამ მისთვის სადილებს ამზადებ.
- რა გინდა მამა?
- რაღა ის?
- რამე დაგიშავა? - გამომცდელად აათვალიერა ლილიანმა ამდენი ხნის უნახავი მამა.
- სად გადაეყრები ხოლმე ამ უდღეურებს ლილიან?
- არც გაბედო გიოზე რამე მსგავსი თქვა! - კბილებში გამოსცრა ტომაშმა და მოულოდნელად გააფთრებული სავარძლიდან წამოიჭრა. - რატომ იყო ჩემი ქმარი უდღეური? იმიტომ რომ შენსავით ბალიშის პირები არ ჰქონდა ტონა ფულით გამოტენილი? იქნებ იმიტომ რომ შენგან განსხვავებით თბილ სახლში კი არ იჯდა, არამედ პირიქით ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა რომ ლუკმა-პურის ფული გვქონოდა? იქნებ იმიტომ იყო უდღეური რომ პატარა ბიჭებს ციხისთვის არ იმეტებდა? ან იქნებ იმიტომ რომ სამსახურიდან შუაღამისას გამოსული სიცივის მიუხედავად მაინც ფეხით მოდიოდა სახლში რადგან იმ ფულით რაც გზაში უნდა დაეხარჯა ერჩივნა ცოლისთვის ერთი ცალი ყვავილი ეყიდა! იქნებ იმიტომ რომ შენგან სამოწყალოდ მიგდებული მტვირთავის პოზიცია არ მიიღო და უფრო რთულ საქმეს შეეჭიდა? მითხარი რატომ იყო ჩემი ქმარი უდღეური? ამოიღე ხმა! - დაიყვირა განრისხებულმა და ცრემლიანი თვალებით გახედა სავარძელში აფორიქაებულ მამას. - კიდევ ერთხელ რომ ახსენო მისი სახელი აუგად თვალებს დაგთხრი მამა.
- დამშვიდდი ლილიან!
- წადი!
- ლილიან!
- წადი-მეთქი მამა!
- შენს მეტი არავინ მყავს შვილო, მე და დედაშენი უკვე დავბერდით, მითხარი ამდენი იმისთვის ვიწვალე რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მთელი ჩემი ქონება სახელმწიფოს დარჩეს?
- შენგან არაფერი არ მჭირდება მამა.
- და რა ვუყო ამ ყველაფერს?
- ღარიბებს დაურიგე.
- ვისაც კარგად ცხოვრება უნდა ც უნდა გაანძრიოს.
- სასაცილო ხარ.
- მამასთან ასე არ უნდა ლაპარარაკობდე ლილიან.
- შენ კი არ უნდა მოდიოდე და არ უნდა ერეოდე ჩემს ცხოვრებაში. იმას შევხდები ვისაც მსურს, ახლა კი ძალიან გთხოვ აქედან წადი, მალე ნიკოლოზი მოვა და არ მინდა აქ გნახოს, არამგონია შენმა ნახვამ გაახაროს. - სახე დაეჭიმა ლილიანს.
- გამოდის არჩევანი გაგიკეთებია. - ზიზღით გამოსცრა ლევან ტომაშმა კბილებში და მზერით გაბურღა ერთადერთი ქალიშვილი.
- ხო მამა, ნიკოლოზ დადიანი მიყვარს და არ მაინტერესებს შენ ეს მოგწონს თუ არა.
- კარგი. - ხელები განზე გაშალა ლევანმა. - დღეიდან მამა აღარ გყავს.
- მამა რვა წელია აღარ მყავს! - კართან მისულმა ტომაშმა კარი გაუღო ლევანს და ხელით ანიშნა რომ წასულიყო.
- რას მოვესწარი, შვილი სახლიდან მაგდებს. - გაეღიმა ლევანს და კართან მისულმა კიდევ ერთხელ გახედა ქალიშვილს. - როცა შენს საქციელს ინანებ ცრემლებს მე არ მოგწმენდ.
- როდის მოგიწმენდია? - მზერით გაბურღა ლილიანმა განრისხებული მამა.
- დედაშენს გავხარ!
- მისგან განსხვავებით მამაკაცების არჩევა მეხერხება! - მიაძახა უკვე გასულ მამას და კარი ხმაურით დახურა. - ჯანდაბა! - გაშლილი ხელის გული დაარტყა კარს და შუბლით მის ზედაპირს მიყრდნობილმა სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე. - ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - საშინელი იმედგაცრუება იგრძნო ლილიანმა და მოზღვავებული ემოციები ერთიანად მოასკდა გონებაში, ქარბორბალასავით დარტიალებულმა სევდამ გულ-მუცელი ერთიანად აუდუღა და ის იყო გზა გაკვლეულს ცრმელებად უნდა ეწყო დენა კაკუნის ხმამ რომ სწრაფად გამოსტაცა ლილიანის თავი მოულოდნელად შემოჭრილ ემოციას, ღრმად ამოისუნთქა, ტკივილი უკუაგდო, მოსაცმელი იქვე მიაგდო და სახეზე ასახული გულწრფელი ღიმილით გააღო კარი.
- ამის დედაც. რა ლამაზი ხარ. - გაეღიმა კართან მდომ დადიანს და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა სექსუალურ კაბაში გამოწყობილი ტომაში.
- მომენატრე. - სწრაფად ჩაავლო ლილიანმა ხელი პერანგში და ვნებით დააკრო ტუჩები.
- ასე მიგენატრე? - მოხდენილად ააფრიალა ნიკოლოზმა ქალის სხეული და კარი ხმაურით დაკეტა.
- ხო მომენატრე. - პალტოს საყელოზე ჩააფრინდა თითებით და სწრაფად მოაშორა შავი მოსასხამი მის სხეულს, მოხერხებულად შეუძვრა მაისურის ქვეშ და ზევით დაძრულმა თან გაიყოლა თხელი მატერია.
- მეც მომენატრე. - მუცელზე შემოისვა ქალის სხეული და კედელს აკრულს ვნებით დაუკოცნა ტუჩები.
- სტეიკი მოგიმზადე.
- მოიცდის.
- საძინებელი პირდაპირ და მარჯვნივ.
- მოხარული ვარ! - ხელში ააფრიალა დადიანმა საყვარელი ქალის სხეული და ღიმილით მიაშურა საძინებელს.
-----
ფანჯრიდან შემოპარულმა ანცმა მზის სხივებმა დადიანის სახეზე უპატიჟო ცეკვა იწყეს, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა ორივე ხელი სახეზე მოისვა და ღია ფანჯრიდან შემოსული ზამთრის სუსხიანი ჰაერი ხარბად შეუშვა ფილტვებში. მის გვერდით მძინარე ტომაშს ღიმილით გახედა და მოშიშვლებულ საჯდომზე ფრთხილად მიაფარა საბანი, ფრთხილად შეახო ტუჩები ზურგზე და მსუბუქი კოცნებით უფრო ზევით აჩოჩდა, რომლის ბოლო გაჩერება ტომაშის ყელი აღმოჩნდა, მჭიდროდ მოხვია მძინარე ქალს მკლავები და ზურგზე ძლიერად აეკრო.
- დილამშვიდობის პატარავ. - უჩურჩულა ყურში და ნაზად აკოცა ყბის ძვალზე, მისკენ შემობრუნებულმა ტომაშმა ჯერ წვრილი მკლავები შეუცურა ყელზე და მერე ისე რომ თვალები არ გაუხელია მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- დილამშვიდობის. - ცხვირი მის ყელში ჩარგო, დადიანის თითები კი მის უკანალზე ჩასრიალდა და მსუბუქად მოუჭირა მკვრივ საჯდომზე.
- ლამაზი დილაა. - ნაზად მიეფერა სიცივისგან გამკვრივებულ მკერდზე.
- გუშინ სანამ სტეიკს მოვამზადებდი სამი გამიფუჭდა შენ კი არც გასინჯე. - ღიმილით ამოიჩურჩულა ლილიანმა და ყურზე უკბინა.
- მაპატიე პატარავ. - ტუჩებში აკოცა დადიანმა და თავი მის მკერდზე მიასვენა. - არასდროს ასე გემრიელად არ მძინებია. - გაეღიმა დადიანს და თითებით წაეთამაშა ქალის მკერდს.
- სანამ გაგიცნობდი ჩემმა მეგობრებმა მკითხავთან წამათრიეს, ვერ ვიტან ასეთ რამეებს მაგრამ იცი რა მითხრა იმ კუდიანმა? - გაეღიმა ლილიანს, თმებში მოქაჩა დადიანს და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- რა?
- რომ ამ დამპალ ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი ჩემისთანა უთვისტომო ადამიანი, რომელიც ზუსტად იმავე სიზმარს ხედავს რასაც მე და რომ ჩვენ ორს ისე გვჭირდება ერთმანეთი როგორც ადამიანს ჟანგბადი.
- მერე რა უპასუხე?
- მატყუარა აფერისტი ვეძახე. - სახე სასაცილოდ დაბრიცა ლილიანმა და ჩაახველა.
- ვფიქრობ დროა ესტუმრო და ბოდიში მოუხადო სითავხედის გამო. - გაეღიმა დადიანს და სწრაფად მოექცა ქალის სხეულს ზემოდან.
- არ მეგონა თუ მართალი აღმოჩნდებოდა.
- არასოდეს თქვა არასოდეს!
- ჯანდაბა ნიკოლოზ. - წამოიკივლა ტომაშმა როგორც კი მოულოდნელი ბიძგი იგრძნო.
- მოდუნდი პატარავ. - ამოიჩურჩულა დადიანმა და ვნებით დაეკრო ტუჩებზე.
-----
როდესაც ცხოვრებით დაღლილსა და უიმედობით შეპყრობილს მოულოდნელად შენში შემოჭრილი სიყვარული თავს გაკარგვინებს ისე ხდება რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და ხედავ გარდა იმ ადამიანისა, რომელმაც შესძლო და შენი მშიერი სული დაანაყრა. ზუსტად ასე მოუვიდათ ლილიან ტომაშსა და ნიკოლოზ დადიანს. ერთმანეთით შეპყრობილებს აღარაფერი ახსოვდათ, არავინ იყო სულიერი თუ უსულო ვინც მათ შორის ბზარს წარმოქმნიდა. როდესაც პოულობ შენს თავს, შენ პოულობ ყველას და აი მათ იპოვეს ერთმანეთი. ტკივილიანი რთული გზის ბოლოს, მტანჯველი რბოლით დაღლილებმა როგორც იქნა მიაღწიეს ფინიშის ხაზს და გამარჯვებულებმა სასიამოვნო ბედნიერების შეგრძნებით ერთად გაჭრეს გზის დასასრულს გაბმული წითელი ლენტი. მათ განიცადეს ჯერ არგანცდილი ბედნიერების სიტკბოება, შეავსეს ერთმანეთი და ერთმანეთით დანაყრებულნი სოციუმისგან განდგომილნი უფლისმიერ ბოძებული საოცარი სიყვარულით შეპყრობილნი აგრძელებნდნენ ცხოვრებას.
-----

საავადმყოფოდან გამოწერილ დათას სრული სამი თვე დასჭირდა რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც დადიანს წარმოედგინა, ერთხელ შეხვედრაც საკმარისი აღმოჩნდა რომ მის თვალებში აკიაფებული ანას სიყვარულის გამო აციმციმებული ვარსკვლავები დაენახა, ამით დამშვიდებულმა დადიანმა ღრმად ამოისუნთქა და მეგობრულად ჩაიკრა მომავალი სიძე გულში.

ჩანაწერის გამო დამფრთხალმა ელენა ხოშტარიამ საჩივარი გამოიტანა და საეჭვოდ მიყუჩდა.

არც დიმა გეგეჭკორი ჩანდა ახლო-მახლოს.

არც ლევან ტომაში...

თითქის ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილზე დადგა თუმცა ეს საეჭვო სიმშვიდე და სიჩუმე უკვე აფორიქებდა დადიანს.

ენ ბლექად წოდებული ლილიან ტომაში საზოგადოებაში ზედმეტად ცნობილი გახდა და ხშირად უწევდა ხალხმრავალ ადგილებში სიარული, ზოგჯერ დადიანთან ერთადაც ჩნდებოდა რის შესახებაც მეორე დღეს ყოველთვის ჭრელდებოდა ყვითელი პრესისი პირველი გვერდები... ისინი ცხოვრობდნენ მშვიდად მაგრამ იყო რაღაც რაც დადიანს შიგნიდან ღრნიდა და ნებისმიერი ცდის მიუხედავად ვერ ახერხებდა მასზე გამარჯვებას, ეს რაღაც იყო ეჭვი! წინათგრძნობა, გრძნობა რაღაც საშინლად მტკივნეულის მოახლოებისა. ისევ უძილობა დასჩემდა დადიანს, ისევ უჭირდა თავის კონტროლი და რაც ყველაზე მეტად აგიჟებდა ისევ უცნაური ზმანება შემოეჩვია, ზმანება რომელმაც ისე შეაშინა როგორც პატარა ბავშვი.
ცუდად განათებულ დარბაზში იდგა, გარს უამრავი ადამიანი ერტყა, ყველა მათგანს შავები ეცვა მაგრამ არც ერთ მათქანს სახე არ ჰქონდა. ამაოდ აწყდებოდა დადიანი უსახური ადამიამებისმიერ მჭიდროდ შეკრულ კედლებს, ვერაფრით აღწევდა ამ დახუთული ადგილიდან თავს და სიგიჟის ზღვარზე მისულს ერთადერთი სურვილი იმონებდა, როგორმე მიეღწია ნაკადს მიღმა მდგომი წითელკაბიანი სილუეტისკენ, ერთადერთი გამორჩეული სხეულისკენ მთელ ამ უსახურ ხალხში. რამდენჯერაც მისკენ დაიძრებოდა იმდენი უკან აგდებდა უსახურ შავოსანთა კედელი, სიმწრით მაგრამ მაინც აღწევდა სასურველი ქალისკენ, სწრაფად ხვევდა ზურგით მდგომს ხელს და სახით მისკენ აბრუნებდა, მერე კი გული ფუნქციონირებას წყვეტდა რადგან ამდენ უსახო შავოსანში გამორჩეული ერთადერთი წითელკაბიანი სხეულიც უსახო ხდებოდა, როგორც კი მისკენ შემობრუნებულ ამ სილუეტს თვალს შეავლებდა გაოფლილს და შეშლილს ყვირილითა და ხელების ქნევით ეღვიძებოდა არეულ საწოლში. ახლაც ამ სიზმრისგან დამფრთხალი გიჟივით წამოიჭრა საწოლიდან და ამღვრეული სახე ხელებში ჩარგო.
- კარგად ხარ? - საძინებელში გაჟღერებული ხმის გამო წამით შეკრთა თუმცა გონს მოსულმა თავი ასწია და ნაძალადევი ღიმილით ახედა კარადის წინ მდგომ ტომაშს, რომელიც საცვლების ამარა იდგა და ტანსაცმელს არჩევდა.
- სამდე მიდიხარ?
- ხომ გითხარი რომ დღეს ენ ბლექი წვეულებაზე მიიწვიეს. - დაგავიწყდა?
- არ წახვიდე რა. - გულწრფელად შეევედრა დადიანი და საწოლოდან წამომხტარმა მჭიდროდ მოხვია საყვარელ ქალს ხელები. - დარჩი გთხოვ. მოდი დღეს ბილეღები ავიღოთ და პარიზში გავფრინდეთ. რას იტყვი?
- რა გჭირს? - ეჭვით ახედა ლილიანმა დადიანს და გამომცდელად დააკვირდა.
- უბრალოდ მინდა რომ არ წახვიდე და ჩემთან დარჩე.
- უარს ვერ ვეტყვი, ხომ იცი ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- ჯანდაბაში გაუშვი ყველა ლილიან.
- ნიკოლოზ მე მწერალი ვარ, ეს არის ჩემი საქმე.
- ვიცი პატარავ, მაგრამ დღეს არ უნდა წახვიდე.
- მითხარი რატომ? - მისგან თავი გაითავისუფლა ლილიანმა და კარადას მიეყრდნო.
- დარჩი.
- გეყოფა. - კარადაში ტანსაცმლის ძებნა განაგრძო ტომაშმა, ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა დადიანის დაძაბულ აურას და ეს მასაც ედებოდა, მის გულის ცემას ისე მკაფიოდ გრძნობდა რაღაც მომენტში ეგონა ეს დადიანის კი არა მისი გულისცემა იყო. - მიყვარხარ! - მოულოდნელად მისკენ შებრუნდა ტომაში და ყელზე მოხვია ხელები. - ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და არაფერი ისე არ მანგრევს როგორც შენი ნერვიულობა და შფოთი. რაც გინდა მთხოვე და ყველაფერს შეგისრულებ მაგრამ ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ცნობილი ავტორი იქნება და მე მიწვეული ვარ, გაიგე ნიკო მე ეს მჭირდება და მინდა რომ შენც ჩემს გვერდით იყო.
- ცოლად გამომყევი. - დადიანისგან მოულოდნელად დასმული კითხვის გამო ერთიანად აცახცახდა ტომაში.
- რა?
- ცოლად გამომყევი.
- და ეს დაგამშვიდებს? - გაეღიმა ლილიანს.
- გამომყვები?
- ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. - თითის წვერებზე აიწია ლილიანმა და ვნებიანად აკოცა ჯერ კიდევ დაძაბულ დადიანს.
- ახლავე!
- წვეულების შემდეგ ვისაუბროთ ამაზე.
- ლილიან.
- წვეულების შემდეგ ნიკოლოზ. - კიდევ ერთხელ აკოცა ლილიანმა და სააბაზანოს შეაფარა თავი.



17

დარბაზის ცუდათ განათებულ კუთხეში მარტო იდგა, ხელში სასმლით სავსე ჭიქა ჩაებღუჯა და თითებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ნერვულად სრესდა, პომპეზურად მორთულ დარბაზს ზიზღით უყურებდა. მასში არაფერი შეცვლილა, ისევ ისე სძულდა აქ შეკრებილი საზოგადოება როგორც ადრე. ლილიანის მუდარით სავსე მზერას რომ მასთან მისულიყო ყოველ ჯერზე შესანიშნავად აიგნორებდა და ყველაზე უკეთ განათებულ მონაკვეთში მდგომს წარბშეკრული ადევნებდა თვალს.
- ვინ იფიქრებდა არა? - ზურგს უკან კარგად ნაცნობი მივიწყებული ხმა მოესმა, სასმელი მოსვა და გვერდულად ახედა მასთან მიახლოებულ ელენა ხოშტარიას.
- კარგად გამოიყურები.
- ზრდილობას არ კარგავ.
- არა, მართლა. - მხრები აიჩეჩა დადიანმა და გულწრფელად გაუღიმა ახალმოსულს.
‐ ამ დრომდე შანსი არ მომეცა ჩემი საქციელის გამო ბოდიში მომეხადა.
- დაივიწყე. - ხელი აიქნია ნიკოლოზმა.
- მართლა ძალიან ვწუხვარ, უბრალოდ გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ შენთვის საყვარელზე მეტი არ ვიყავი.
- არაუშავს. - მზერა გაუსწორა დადიანმა და მის თვალებში ამოკითხული გულწრფელობის გამო წამით შეებრალა კიდეც სასოწარკვეთილი ქალი.
- მაინც სად იპოვე მაშინ ის ჩანაწერი?
- იცი ელენა ისეთი დედამოტ/ნული ვარ რომ თითქმის ყველა საჭირო ადამიანის გარყვნილი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა მომეპოვება სახლში. - მხრები ღიმილით აიჩეჩა ნიკომ.
- და რა ჯანდაბათ გინდა?
- ეშმაკს არ სძინავს საყვარელო.
- ეგეც მართალია. - ღიმილი მოერია ხოშტარიას. - მასთან ბედბიერი ხარ?
- ძალიან.
- მაგრამ არ მოგწონს მისი ახლანდელი მდგომარეობა, ასეა?
- მოეშვი ინტრიგებს ელენა. - გაეღიმა დადიანს და მის სასმლის ჭიქას საკუთარი მიუჭახუნა. - დღეს მეფე ხარ ხვალ შესაძლოა არავინ იყო, ადამიანებს უნდა მისცე უფლება სიამოვნება მიიღონ.
- ჰო. - დადიანიდან ტომაშზე გადაიტანა ელენამ მზერა. - ძალიან ლამაზია.
- ვიცი. - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს. - იმდენად ლამაზია ზოგჯერ მგონია რომ რეალური არ არის.
- რეალურია, რეალური.
- დავრჩებოდი მაგრამ ცოტაც და ლილიანი შუაზე გამგლეჯს შენთან საუბრის გამო. - ლოყაზე მსუბუქად აკოცა ქალმა ყოფილ საყვარელს და იქაურობას გაეცალა.
- რა გჭირს? - ფიქრებში წასვლა არ აცალა დადიანს მოულოდნელად გამოჩენილმა ახალკაცმა. - ნერვები აგიშალა?
- ვინ ელენამ? არა ზედმეტად მეგობრულად ვისუაბრეთ.
- ნიკო.
- კარგად ვარ. - მხარზე ხელი ჩამოსდო დადიანმა მეგობარს და გაუღიმა. - იცი ბაჩო შენ კარგი მეგობარი ხარ.
- ვერ ვიტან როცა ასე საუბრობ.
- მართლა კარგი ხარ. - ღრმად ამოისუნთქა დადიდნმა და ისევ ტომაშს გახედა. - ხშირად მიფიქრია ცოლი რომ მყავდეს რა იქნებოდა. ქალს, რომელმაც შენზე უკეთ იცის შენი სისუსტე და წარუმატებლობა, შენი სულის რუკა ხელისგულზე ახატია და ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ. ქალი იმდენ სითბოს გითესავს გულში რომ მანამ ვერ გააცნობიერებ სანამ არ დაკარგავ. ღმერთმა უწყის როგორ მწყდება გული ეს ყველაფერი რომ არ გამომიცდია. - ჩაეღიმა ნიკოლოზს და სასმელი მოსვა.
- ლილიანთან იჩხუბე? - ხმა გაებზარა ბაჩოს.
- არა, ცოლობა ვთხოვე.
- მერე?
- მითხრა წვეულების შემდეგ ვისაუბროთო.
- ჯანდაბა ნიკოლოზ. - მოულოდნელად სახე გაებადრა ახალკაცს.
- ტყუილად გიხარია.
- რატომ?
- ვიცი რაღაც მოხდება. - კბილებში გამოსცრა დადიანმა. - მთელი სხეულით ვგრძნობ საფრთხეს, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდება და ზუსტად ვიცი ისე მომიჭერს ყელზე თავის დამპალ თითებს რომ ამოსუნთქვას ვეღარ შევძლებ.
- ნიკო.
- ვიცი, დამიჯერე ვიცი. - სახეზე ხელი მოისვა დადიანმა.
- არ მომწონხარ ნიკილოზ.
- ისევ ცუდათ მძინავს. - სახე დაეჭიმა დადიანს.
- ახლა რაღა გაფორიაქებს? თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ხოშტარიამ მოისვენა, ანა ბედნიერია, შენ ლილიანი გყავს, არაჩვეულებრივი ქალი რომელსაც მართლა უყვარხარ. რა ხდება ნიკო?
- ის სიზმარი გახსოვ? - ამღვრეული მზერა მიაპყრო დადიანმა მეგობარს და მოზღვავებული ცრემლის გამო ღრმად ამოისუნთქა.
- მახსოვს.
- ისევ მესიზმრება მაგრამ ამჯერად სიზმარში ლილიანიც უსახოა.
- აღარ გიყვარს?
- ჯანადაბა ბაჩო ეს როგორ იფიქრე. არასდროს მასავით არავინ არ მყვარებია, მასავით კი არა არავინ მყვარებია, ერთადერთი ქალია, რომელმაც დამანაყრა თავისი არსებობით. ამ კითხვას როგორ მისვამ?
- დამშვიდდი მეგობარო.
- მეორედ აღარ მითხრა ასეთი რამ. - სასმელი მოსვა დადიანმა და მზერა ტომაშისკენ გადაიტანა. - ვიცი რომ რაღაც მოხდება.
- ფიქრობ ლილიანს რამე მოუვა?
- ვფიქრობ რომელიღაც ჩვენგანი განწირულია და ეს მაგიჟებს. - ემოციას ძლივს მოერია დადიანი. - არ მინდა მისი დაკარგვა.
- არ დაკარგავ. მას ელაპარაკე ამის შესახებ?
- არ მინდა შევაშინო.
- ლილიანი არ განეკუთვნება ქალების იმ კატეგორიას, რომელსაც რამე აშინებს, ასე რომ ესაუბრე შენი შიშების შესახებ, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ შეძლებს ამოგათრიოს ამ ბნელი წარმოსახვისგან.
- მას რომ რამე მოუვიდეს. - კბილებში გამოსცრა დადიანმა.
- არაფერი მოუვა. - გააწყვეტინა ბაჩომ. - ახალგაზრდაა, ახლა იწყებს ცხოვრებას, უბრალო სიზმარს ნუ მისცემ უფლებას გონება მოგიწამლოს და რეალურად მსჯელობის უნარი დაგაკარგვინოს.
- მას რომ რამე მოუვიდეს მთელ სამყაროს გადავწვავ. - ღიმილით დაამატა დადიანმა და მეგობარს გახედა. - არ იცი რა შემიძლია მის გამო გავაკეთო.
- ვიცი, გიცნობ. მინახავს განრისხებული დადიანი. მაგრამ მოეშვი ნერვიულობას. არაფერი მოხდება.
-----
- შეგიძლია ერთი წუთი დაივიწყო ენ ბლექის არსებობა და ლილიანი დამითმო? - ხალხთან საუბარში გართულ ტომაშს ყურში უჩურჩულა ნუკა ბერიამ და თავაზიანად გაუღიმა შეკრებილ საზოგადოებას.
- რა ხდება? - ივანზე გასვლის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა და ჩაფიქრებულ მეგობარამს გახედა.
- ვერაფერს ხედავ?
- რა გინდა ნუკა?
- გაბრმავებს ბლექის შენს ცხოვრებაში არსებობა და ვერ ამჩნევ რეალურად რა ხდება.
- მისმინე თუ ნიკოლოზს გულისხმობ მშვენივრად ვხედავ რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს და არ ვიცი რა გავაკეთო, არ მეუბნება რა სჭირს. ჩაიკეტა.
- მერე შენ რას აკეთებ იმისთვის რომ მის სულში შეაღწიო და გაიგო რა სტკივა?
- ახლა მეჩვენება თუ ბრალს მდებ მის მიმართ უყურადღებობაში?
- ბრალს გდებ რომ ბლექად ყოფნა გაბრმავებს და ვერ ამჩნევ რომ კაცი, რომელიც გიყვარს და მასაც უყვარხარ რაღაც საშინელს დაუჩოქებია.
- გგონია დადიანს ჩემზს უკეთ იცნობ? - უკვე წყობიდან გამოვიდა ლილიანი.
- მასთან რომ წევხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის შესახებ ყველაფერი იცი, ისიც ნუ დაგავიწყდება რომ პროფესია მაქვს ასეთი და უფრო მეტად შემიძლია ადამიანის მიძინებულ კინჭულებში შევძვრე და იქ დაბუდებული მთელი სიმყრალე ნათლად დავინახო.
- ნუკა.
- ვიცი ვერ იტან როცა რამეში ბრალს გდებენ მაგრამ ლილიან.
- ყოველ ღამით სიზმარს ვხედავ. - მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო ლილიანი და თვალები დახუჭა.
- რა სიზმარს?
- დადიანი მესიზმრება, ცუდად განათებულ დარბაზში დგას, გარს უამრავი ადამიანი არტყამს, ყოველ მათგანს შავები აცვია და არც ერთ მათგანს სახე არ აქვს. ამაოდ ებრძვის დადიანი უსახური ადამიანებისგან მჭიდროდ შეკრულ კედლებს, თავს ვერ აღწევს ამ დახუთული ადგილიდან და ერთადერთი რაც სურს ის არის რომ როგორმე ჩემამადე მოაღწიოს. რამდენჯერაც ჩემსკენ გადმოდგავს ნაბიჯს იმდენჯერ უკან აგდებს შავოსანთა კედელი. სიწმრით მაგრამ მაინც აღწევს ჩემამდე. - ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა ლილიანი და სახე ხელებში ჩარგო.
- მერე რა ხდება?
- როგორც კი მისკენ ვბრუნდები ფითრდება, თითქოს ვერ მცნობს და შეშლილივით ღრიალებს.
- რა ჯანდაბის სიზმარია?! - გულწრფელად შეეშინდა ბერიას.
- იმ კუდიანთან უნდა წავიდე.
- ვისთან იმ მკითხავთან? შენ ხომ ვერ იტან ასეთ რამეებს?
- მეშინია.
- ლილიან.
- კარგად ვარ! - ხელი ასწია ტომაშმა. - უბრალოდ არ მინდა იფიქრო რომ ფეხებზე დადიანის უხასიათობა, სიგიჟემდე მიყვარს და არაფერი ისე არ მანგრევს როგორც მისი გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა. მაგრამ რაღაც ხდება და არ ვიცი რა. დამეხმარები?
- რა თქმა უნდა. - მეგობარს მოეხვია ბერია და მჭიდროდ მიიკრა გულზე.
- აი სად ყოფილხარ. - ზურგს უკან მისწვდა ტომაშს საყვარელი მამაკაცის ხმა და სწრაფად იხსნა თავი მეგობრის მკლავებისგან. - მომენატრე. - წელზე შეცურებული ხელით მჭიდროდ მიიკრო სხეულზე და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- წავიდეთ?
- უკვე მორჩი დიდებით ტკბობას? - გაეღიმა დადიანს და კიდევ უფრო მიიზიდა სასურველი ქალის სხეული.
- უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. - მის პერანგს თითები ჩაავლო ლილიანმა და ვნებიანად აკოცა.
- ხო კარგით, მე წავალ. - გაეღიმა ბერიას და შეყვარებული წყვილი აივანზე მარტო დატოვა.
- ბედნიერი ხარ?
- ძალიან. - მის ყელში ჩარგო ლილიანმა ცხვირი და ღრმად შეისუნთქა მისგან მონავალი სურნელი. გაეღიმა და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. - ვერასდროს ვიფიქრებდი თუ კაცი რომელიც ასეთი მიუღებელი იყო თავისი ცხოვრების წესით ჩემთვის ასე გაგიჟებით შემიყვარდებოდა.
- განუმეორებელი ხარ პატარავ. - ზურგით მოაჯირს მიეყრდნო დადიანი და თითები ტომაშის თითებში ახლართა. - ძალიან მიყვარხარ და ეს არასდროს დაგავიწყდეს.
- ხშირად მითხარი რომ არ დამავიწყდეს. - გაეღიმა ტომაშს. - არ გინდა სადმე მყუდრო ადგილი მოვძებნოთ?
- ცუღლუტის ხასიათზე ხარ პატარავ? - ძლიერად მოუჭირა უკანალზე თითები და ხარბად დაეკრო მოღერებულ მკერდზე.
- მინდიხარ! - ვერ ხედავდა მაგრამ კანით იგრძნო როგორ გაეღიმა.
- წამოდი. - ხელი ჩაავლო დადიანმა, აივანი გადაჭრა და ბნელი დერეფნის გავლით ერთ-ერთი ოთახის კარი შეხსნა.
- ეს რა ოთახია?
- მთავარია ცარიელია. - მჭიდროდ მიაწვა კართან ატუზული ქალის სხეულს და ფრთხილად შეუცურა შიშველ წელზე ხელი.
- მომაშორე ეს წყეული კაბა. მის წელზე მოხვეული ხელები ქვემოთ ჩააცურა დადიანმა და მკვრივ უკანალს ჩაავლო თითები, უფრო ახლოს მიიზიდა ლილიანის სხეული, ფთხილად ააცურა მტევანი ისევ ზემოთ, თითები უხეშად მოხვია ყელზე და სახე ახლოს მიუტანა. დაჟინებით უცქერდა და მკვეთრად გრძნობდა სურვილით როგორ იცვლებოდა მისი გულის ცემა. წამი დასჭირდა ლილიანის მსუბუქი სხეულის ხელში ასაყვანად, დადუმებული უცქერდა ტომაში მის ყოველ მოძრაობას, დადიანის ტუჩები იგრძნო ყელზე, შეაჟრჟოლა და ემოციისგან სხეული სრულიად დაუბუჟდა. ხელები ფრთხილად შეაცურა მამაკაცის თმებში, თუმცა მაშინვე მოიშორა ნიკოლოზმა მისი ხელები. ძლიერად უბიძგა ტომაშის სხეულს და კედელს ააკრო მთელი ტანით.
-ცხოვ... სიტყვა ვერ დაასრულა ლილიანმა რადგან დადიანის ტუჩებმა სასაუბრო ღრუ დაუხშო და ენაზე მომდგარი სიტყვის მეორე ნაწილი ხორხში ჩაუტოვა. მომთხოვნი იყო კოცნისას. - ჯანდაბა! - ამოიკვნესა ტომშმა და ვნებით წაეპოტინა დადიანის ტუჩებს, საპასუხოდ სწრაფად მოშორდა ნიკოლოზი მის სხეულს, ქალს მაჯაში ჩაავლო თითები და სახით კარის ზედაპირს ააკრო. ძლიერი ხელი კეფაზე მიაბჯინა და მსუბუქად ჩაავლო კბილები ყურზე. - რა ჯანდაბას აკეთებ?
- მოდუნდი პატარავ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები და კაბის ელვაშესაკრავი მტანჯველი, სინელით ჩააცურა ზემოდან ქვევით.
- ნიკოლოზ. - კარის ზედაპირს გაშლილი ხელის გულებით მიაყრდნო ლილიანი და ქვედა ტუჩზე სიმწრისგან იკბინა, სხეულზე ჩასრიელაბეული კაბა მსუბუქად დავარდა ლილიანის ფეხებთან.
- ისევ არ გაცვია საცვალი? - გაეღიმა დადიანს.
- საქმეს გიმარტივებ. - ამოიჩურჩულა ტომაშმა. მხრებიდან ნაზად ჩაჩოჩებული თითები ნელა გადააცოცა დადიანმა უფრო წინ და მკერდს მტკივნეულად მოუჭურა. - გადაწყვიტე ჭკუიდან შემშალო? - გაეღიმა ლილიანს და ზურგით აეკრო საყარელი მამაკაცის სხეულს. ტომაში მართალია ზურგით იდგა მაგრამ მაიინც ხედავდა დადიანის ღიმილიან სახეს. - ვერ ვიტან როდესაც ასე იღიმი.
- ვიცი. - სწრაფად შემოაბრუნა დადიანმა ქალის სხეული და გაშმაგებით დაეწაფა ვნებით ათრთოლებულ ბაგეებზე.
- ნიკოლოზ. - ძლივს ამოთქვა ლილიანმა რადგამ სხეულში დავლილი ღელვა ხმაზე საგრძნობლად დასტყობოდა. ხმა არ გასცა დადიანმა საპასუხოდ მხოლოდ ძლიერი ბიძგი იგრძნო ტომაშმა. აღარ ცდილობდა კვნესის შეჩერებას, პირიქით სუნთქვას სურვილით სავსე ბგერებს აყოლებდა რაც დადიანს კიდევ უფრო მეტად ახელებდა. სულ უხუდავდა ქალს მამაკაცის ყოველი შეხება, მთელი სხეული უფრო მეტს ითხოვდა, გრძნობდა მთელი სხეული რომ უკონტროლო გაუხდა. დადიანის ტუჩები არ ჩერდებოდნებ, მტკივნეულად უჭედა მკერდს თითებს და არც კბილის ჩავლებას ერიდებოდა. ტომაშმა სიამოვნებისგან ამოიკვნესა, მთელი სხეულით აეკრო დადიანს და მის მოძრაობას სინქრონულად ააყოლა მოქნილი სხეული. საიმოვნება კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ლარივით დაჭიმული სხეული და ორი სიგიჟს ზღვარზე მისული შეყვარებულის ერთობა სრულ ჰარმონიას აფრქვევდა ოთახში. - მიდი პატარავ. - ქვედა ტუჩზე მტკივნეულად უკბინა დადიანმა და ყელს მობჯენილი სიამოვნების ამოძახილი კოცნით ჩაუხშო სიამოვნების მწვერვალს მიღწეულ ტომაშს.
- ჯანდაბა, ვგიჟდები შენზე. - ძალა გამოცლილი მიწყრდნო ლილიანი ოთახის კედელს და ღიმილით ახედა შარვლის შეკვრით გართულ დადიანს. - ძალიან მიყვარხარ ნიკო.
- მეც მიყვარხარ პატარავ. - ძირს დაგდებული კაბა აიღო დადიანმა და ჩაცმაში მოეხმარა ჯერ კიდევ ათრთოლებულ ქალს.
- ძალიან მეტყობა რომ ახლახანს საშინლად მაგარი სექსი მქონდა?
- კი გეტყობა. - კარში გასვლისას უკანალზე გაშლილი ხელის გული აატყა ლილიანს და ღიმილით გაყვა წინ მიმავალ ქალს.
-----
- ჩვენ მივდივართ. - ყურში უჩურჩულა ლილიანმა ერთ-ერთ მწერალთან საუბარში გართულ ბერიას და ლოყაზე აკოცა.
- უკვე? - ღიმილით მოაშორა მეგობარარს ტუჩის კუთხეში შერჩენილი ტუჩსაცხი.
- დავიღალე.
- როდის წავიდეთ?
- ხვალ დილით დაგირეკავ. - გაიღიმა ლილიანმა და გვერდით მომლოდინე დადიანს ხელი ჩაჰკიდა.
- წავედით?
- ჰო.
- დროებით ნუკა.
- სად მივდივართ? - ღიმილით ახედა ერთი თავით მაღალ დადიანს ტომაშმა და მკერდზე მჭიდროდ მიეკრო.
- სადმე.
- სადმე? - გაეღიმა ლილიანს.
- სადმე. - შუბლზე აკოცა დადიანმა და გარეთ გამოსულმა დაცვას ავტომობილის მოყვანა სთხოვა.
- გცივა?
- არა. - ხმაში მერყევი ტონი შეერია ტომაშს და ნაცნობ სილუეტს მზერა გაუსწორა. - მანქანაში დამელოდე.
- რა მოხდა?
- იქ მამაჩემია.
- სად? - წამიერად დაიჭიმა დადიანი.
- მინდა რომ მანქნაში დამელოდო.
- ლილიან.
- გთხოვ ნიკო. - ლოყაზე აკოცა საყვარელ მამაკაცს და მამის მიმართულებით დაიძრა.
- დამპალი ნაბი/ვარი. - კბილებში გამოსცრა დადიანმა და მიმავალ ქალს მზერა გააყოლა.
- თქვენი გასაღები.
- მადლობა. - სწრაფად გამოართვა დაცვას ავტომობილის გასაღები და ჩაჯდომის შემდეგ კარიც ხმაურით მიხურა, საჭეს ხელებით ჩააფრინდა და მზერით გაბურღა მამასთან მისული ტომაში. გული არათანაბრად უცემდა. უფლება რომ მიგეცა ნაკუწებად აქცევდა ლევან ტომაშს, მაგრამ ლილიანის სიყვარულოს გამო თავს უფლებას ვერ აძლევდა ისე მოქცეულიყო როგორც მას სურდა, ამიტომაც დაძაბული იჯდა ავტომობილში და წამით არ სწყვეტდა მოსაუბრე მამა-შვილს მზერას.
-----
- აქ რას აკეთებ?
- ის რომ მწერალი არ ვარ არ ნიშნავს რომ ასეთ წვეულებებს ვაკლდები და გაგიმარჯოს. - გაიღიმა ლევანმა და შვილის ლოყისკენ კოცნის მიზნით გაიწია თუმცა ლილიანმა სახე აარიდა და გახევებულმა ლევან ტომაშმაც ირონიით აღსავსემ უკან დაიხია. - როგორ ხარ?
- მშვენივრად. დედაც აქ არის?
- კი.
- სად არის? - თითქოს მუხლებში ძალამ უმტყუნა ლილიანს და მოზღვავებული ემოციისგან ხმაც საგრძნობლად ეცვალა.
- აი იქ. - ხელით ანიშნა ლევანმა ცოლისკენ და ლილიანიც მისკენ დაიძრა. ლევან ტომაში ფეხდაფეხ მიჰყვა ქალიშვილს.
- გამარჯობა დედა.
- ლილიან. - ბაგეზე ოდნავ შეეპარა მარიამს ღიმილი და მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა. - კარგად გამოიყურები.
- აქ რას აკეთებთ?
- იმას რასაც შენ.
- შენი კავალერი სად არის? - საუბარში ისევ ლევანი ჩაერთო.
- შეგიძლია დედასთან მარტო დამტოვო? - ბრაზი მოერია ლილიანს.
- განერვიულებული მეჩვენები. - ეჭვით შეათვალიერა მარიამმა ქალიშვილი ლევანის გასვლის შემდეგ.
- არ მოგენატრე? - ხმაში ცრემლი შეერია ლილიანს.
- ახლა სენტიმენტების დრო არ არის ლილიან.
- რანაირი დედა ხარ?
- ზუსტად ისეთი დედა ვარ როგორი შვილიც ხარ. შენ მოგენატრე?
- ჯანდაბა დედა რა თქმა უნდა მომენატრე, ხომ იცი სახლიდან რატომაც წამოვედი, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მიყვარხარ და არ მჭირდები, ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ?
- შენ არჩევანი გააკეთე საყვარელო, დიდი გოგო ხარ, უკვე ქალი ხარ, სადაცაა მეორედ გათხოვდები, ცრემლების ღვრას მოეშვი.
- გული არ გაგაჩნია? - სახეზე ხელები აიფარა ლილიანმა. ღრმად ამოისუნთქა და უკვე დამშვიდებულმა მშვიდად ახედა წინ მდგომ დედას. - მშვიდად როგორ გძინავს დედა?
- ლილიან ჩემო საყვარელო გოგო, ხომ იცი არასდროს გამოვირჩეოდი დედობრივი სისუსტითა და მზრუნველობით, არ ვიცი, ვერ ვხდები ახლა რატომ ცდილობ ჩემში იმის პოვნას რაც არასდროს მქონია?
- შენ და მამა იდეალური წყვილი ხართ!
- იცოდი რომ მამაშენი და შენი ბიჭის დედა საყვარლები იყვნენ? - შებრუნებულ ლილიანს უკან მისწვდა დედის სიტყვები. ხერხემლის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო ლილიანმა, რომელიც სწრაფად მოედო მთელ სხეულზე სარეველასავით და ისე ძლიერად მოუჭირა მარწუხები მფეთქავ გულზე უჰაერობისგან ლამის ჩაიკეცა საბრალო ტომაში.
- დედა! - ვედრება უფრო ჩანდა ლილიანის ხმაში.
- არ იცოდი არა? - გაეღიმა მარიამს. მამაშენი დიდი გარეწარი ვინმეა ლილიან.
- და კიდევ მასთან რატომ ხარ?
- ვის ჭირდება ხანში შესული კარიერას ჩამოშორებული მსახიობი? რომ გავშრდე სად უნდა წავიდე? - მხრები აიჩეჩა მარიამმა.
- ჩემთან წამოდი.
- კარგი რა ლილიან. - ხელი აიქნია მარიამმა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. - იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, მოეშვი ოცნებას და რეალურად მსჯელობის უნარს მოუხმე.
- დედა ნუ ცდილობ შენი ტკივილის გამო, რომელიც საკუთარ თავს თვითონ მიუსაჯე მე მომშხამო. - თვალები ამეღვრა ტომაშს.
- ცხოვრება სავსეა ნაბი/ვრებით. ამაში ჯერ ვერ დარწმუნდი? - როგორ გგონია როდემდე გასტანს შენი და დადიანის იდილია?
- დედა!
- ღამემშვიდობის ლილიან. - პასუხს არ დაელოდა ისე აქცია მარიამმა ქალიშვილს ზურგი და იქეთ წავიდა სადაც ლევან ტომაში ელოდა.
- როგორ ვერ გიტან. - მიაძახა მამავალს ტომაშმა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა დადიანის მანქანისკენ.
- კარგად ხარ? - რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა ნიკოლოზმა როგორც კი ტომაში ავტომობილში ჩაჯდა.
- ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
- რა ხდება ლილიან?
- გეკითხები, ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს?
- ლილიან გეყოფა.
- მითხარი მენდობი?
- რა თქმა უნდა პატარავ. ჯანდაბა როგორ არ მინდოდა შენი მათთან მარტო დატოვება, ვიცოდი რომ ხასიათს მოგიწამლავდნენ.
- რატომ არ მითხარი რომ დედაშენი მამაჩემის საყვარელი იყო.
- ლილიან. - სიმწრით წარმოთქვა დადიანმა საყვარელი ქალის სახელი და ეცადა მოხვეოდა თუმცა ტომაშმა ორივე ხელის გული სწრაფად მიაბჯინა მკერდზე და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. - გეყოფა გთხოვ.
- არ მენდობი არა?
- ჯანდაბა გენდობი პატარავ.
- გეტყობა. - სწრაფად გადავიდა ტომაში მანქანიდან და ტროტუარს ფეხით გაუყვა.
- ლილიან დაჯექი! - დაიყვირა დადიანმა ავტომობილიდან თუმცა საპასუხოდ ქალმა შუა თითი უჩვენა და პირველივე გააჩერებულ ტაქსში შეხტა.
- დედას შევე/ი! - ხელები დაუშინა დადიანმა საჭეს და გაბმული სირენა მიაყოლა დაძრულ ტაქს.


18

გვიანობამდე დარჩა ბარის ყველაზე მყუდრო მაგიდასთან, უკვე მესამედ სცლიდა წინ დადგმულ ვისკის ბოთლს. თავბრუ ეხვეოდა, გულიც ერეოდა მაგრამ სახლში წასვლა და უზარმაზარ კედლებში მარტო დაძინება არ სურდა. კიდევ ერთხელ გაუთიშა ანას ტელეფონი და გამწარებულმა საერთოდ გამორთო მობილური.
- უკვე ვიკეტებით. - ღიმილით დახედა სასმლით საკმაოდ გონებაარეულ დადიანს მიმტანმა და თითქმის გამოცლილი ბოთლი ხელიდან ააცალა.
- ჯერ არ დამისრულებია, ბოთლი უკან დააბრუნე!
- ვიკეტებით. - მშვიდად მიმართა გოგონამ და ხელი იმ განზრახვით გაუწოდა რომ ადგომაში დახმარებოდა.
- ჭიქა მოიტანე და გამიწიე კომპანიონობა თუ არ გინდა სამსახურის გარეშე დარჩე. - სავარძელს აეკრო დადიანი და ძლივს მოახერხა მზერის ერთ წერტილში დაფიქსირება. - ჯანდაბა რა ძნელია. - გაეღიმა და სახეზე ხელი მოისვა.
- მთვრალი ხართ!
- შენ კი ბავშვი ხარ, მშობლებმა თუ იციან რომ ამ დროს ვიღაც მთვრალ კაცს ესაუბრები, იმის ნაცვლად რომ წიგნებში თავჩარგული გამოცდებისთვის ემზადებოდე.
- მშობლები არ მყავს. - მოკლედ მოუჭრა გოგონამ და ის იყო წასასვლელად მოემზადა დადიანმა რომ სუსტ მტევანზე ხელი ჩაავლო და თავისკენ დაქაჩა. წამებში გაუქრა გოგონას მშვიდი ხმა და მის ნაცვლად მერყევი, დამფრთხალი ხმა აღმოხდა პატარა ყელიდან. - მომაშორეთ თქვენი ბინძური ხელები!
- ჯანდაბა ნუ თუ გგონია შვილისტოლა გოგონას სხვანაირად შევხედავ. უბრალოდ ბოდიშის მოხდა მსურდა მშობლების გამო. კარგი კარგი. - ხელი უშვა დადიანმა, მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და წამოდგომას ეცადა თუმცა სასმელს თავისი შედეგი გამოეღო და დენდარტყმულივით ისევ სავარძელს აეკრო მამაკაცის სხეული. - ესღა მაკლდა. - ამოიჩურჩულა და თვალები დახუჭა.
- გინდათ ვინმეს დავურეკო? - ისევ გაუთბა გოგონას ხმა.
- ცოტა ხანს რომ დაჯდე არ გინდა?
- მართლა ვიკეტებით, თანაც არც ისეთი კარგი მსმენელი ვარ, მით უმეტეს არც მრჩეველი. - გაეღიმა გოგონას.
- გულწრფელი ხარ! ეს მომწონს. - როგორც იქნა წამოდგა დადიანი და კარისკენ წაბარბაცდა.
- ჯანდაბა რამე შარს აეკიდება ისეთი მთვრალია. - სიბრალულით გააყოლა გოგონამ თვალი. ლანგარი იქვე დადო, წინსაფარი მოიხსნა და უკან გაჰყვა ფეხარეულ დადიანს. - ტაქსში მაინც ჩავსვამ. - მიაძახა მომლოდინე ბარმენს, რომელმაც უკმაყოფილოდ გააქნია თავი და დახლის წმენდა განაგრძო.
- სად ჯანდაბაში ხარ. - ჯიბეები ძლივს მოიჩხრიკა დადიანმა და გასაღების აცმა როგორც იქნა იპოვა. - მოდი დამპალო.
- თქვენ რა ასეთ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომას აპირებთ? - წაბარბაცებულს ხელი შეაშველა გოგონამ და მის მძიმე სხეულს მხარქვეშ ამოუდგა.
- ღელავ? - გაეღიმა დადიანს და ზემოდან დახედა მისი წონით სახეაწითლებულ გოგონას.
- ძალიან მძიმე ხართ. - უსაყვედურა ახალგაზრდამ. - ტაქს გაგიჩერებთ.
- არ ღირს ჩემს გამო ნერვიულობა.
- ფეხზე ვერ დგახართ.
- რა გქვია?
- ხვალ ჩემი სახელი არ გემახსოვრებათ, ასე რომ რა მნიშვნელობა აქვს? - ტაქსი გააჩერა გოგონამ თუმცა დადიანი ჯიუტობას არ წყვეტდა და ახალგაზრდაც იძულებული გახდა ლოდინით დაღლილი მძღოლი გაეშვა. - მამაჩემი ბევრს სვამდა. - მოულოდნელად გაცხარდა გოგონა და ტროტუარზე ჩამომჯდარ დადიანს თავზე წამოადგა. - ერთხელაც უგონოდ მთვრალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს შეასკდა.
- ვწუხვარ. - ამოიჩურჩულა დადიანმა და სიგარეტს მოუკიდა.
- ცოლთან იჩხუბეთ? - გვერდით ჩამოუჯდა ახალგაზრდა და შეეცადა საუბარში აეყოლიებინა უცნობი მამაკაცი.
- შენ ხომ ცუდი მრჩეველი ხარ? - გაეღიმა დადიანს და სიგარეტს ღრმად მოქაჩა, მზერა ცას მიაპყრო და ღიმილიანი თვალებით ჩაიკარგა აქა-იქ მოკიაფე ვარსკვლავებს შორის. - ცოლი არ მყავს! მაგრამ ხო, ქალს ვეკამათე, საყვარელ ქალს!
- გაუვლის, ისევე როგორც თქვენ.
- ადამიანი ზედმეტად რთული აგებულებაა ჩემო კარგო. - ღიმილით დახედა მასზე გაცილებით პატარა გოგონას, რომელიც საოცარი მომნუსხველი მზერით ბურღავდა სრულიად უცნობ მამაკაცს. - ლამაზი ხარ.
- თქვენ კი მთვრალი.
- გინდოდა გეთქვა სიმპატიური მთვრალი. - ხმით გაეცინა დადიანს.
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - ტაქს გაგიჩერებთ.
- ცოტა ხანს ვერ დარჩები?
- გვიანია.
- სულ ცოტა ხნით.
- ჯანდაბა არც კი გიცნობთ.
- ნიკოლოზი. ნიკოლოზ დადიანი.
- ნია ლომიძე. - მამაკაცის გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება გოგონამ და ღიმილით გახედა უცნაურად მომღიმარ დადიანს.
- ლამაზი სახელია. - გაუაზრებლად გაიწია დადიანი გოგონასკენ და მის მხარზე მიასვენა თავი. ნია წამით შეკრთა თუმცა შეეცოდა უცნაურად სასიამოვნო მამაკაცი და უფლება მისცა კიდევ ცოტა ხნით ყოფილიყო მის მხარზე მისვენენული. - სად ცხოვრობ ნია?
- არ გეგონოთ რომ თქვენს სახლში წაყვანას ვაპირებ.
- უბრალოდ გაგაცილებ.
- თავად ხართ გასაცილებელი. - გაეღიმა გოგონას და ფეხზე წამოდგა. ორივე ხელი დადიანს გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა. - ჯანდაბა იმედი მაქვს ხშირად არ სვამთ და თქვენს შეყვარებულს ამის ატანა არ უწევს. ახლა ტაქს გავაჩერებ და თქვენ სახლში წახვალთ.
- კარგი, კარგი. - ხელი მოხვია დადიანმა და ლოყაზე აკოცა.
- გეყოფათ! - ფეხებთან გაჩერებული ტაქსის კარი გამოაღო ნიამ და უკანა სალონში მოათავსა დადიანის სხეული. - სად ცხოვრობთ?
- მე და მძღოლი მოვგვარდებით. - გაიღიმა დადიანმა.
- გთხოვთ სახლამდე მიიყვანეთ რა. - მძღოლს მიუბრუნდა ნია და ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო.
- მივიყვან. - დააიმედა მძღოლმა და ავტომობილი დაძრა.
- შეყვარებული კაცი ნებისმიერ ასაკში სულელია. - ღიმილით გააყოლა ნიამ მიმავალ ტაქს მზერა და ისევ ბარში შებრუნდა.
-----
- ჯანდაბა ცოტა ფრთხილად. - შეუღრინა ყიფიანმა უკანა სავარძელზე მოკალათებულ ტომაშს, რიმელმაც ხმაურით დახურა კარი.
- მომეცი. - წინ წაიწია ტომაში და ბერიას თითებს შორის მოქცეული სიგარეტი აართვა.
- რა გჭირს?
- მაცადე. - ხელი ასწია ტომაშმა და ღრმად მოქაჩა სიგარეტს.
- დასცხეთ? - წარბი ასწია ყიფიანმა და ავტომობილი დაძრა.
- თქვენ იცოდით რომ ნიკოს დედა მამაჩემის საყვარელი იყო?
- რა?
- რა?
ერთხმად იყვირეს წინა სავარძლებზე მოკალათებულმა ბერიამ და ყიფიანმა და მოულოდნელი მუხრუჭის გამო ბერიამ მსუბუქად მიარტყა თავი მინას.
- ნელა. - სახე დაბრიცა ლილიანმა და გაფითრებულ მეგობრებს შეხედა. - არც მეტი არც ნაკლები დედაჩემმა მითხრა.
- ლილიან.
- ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველა ადამიანი უცნაური ჯაჭვით არის ერთმანეთთად დაკავშირებული, ეს უკვე მაგიჟებს. - მორჩენილი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა ტომაშმა, წინა სავარძლებს ხელებით დაეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. - ნიკომ იცოდა მაგრამ არ მითხრა და ეს ძალიან მეწყინა, არ მენდობა, ალბათ ფიქრობდა ამის გამო მასთან ურთიერთობა აღარ მომინდებოდა, მაგიჟებს ის ფაქტი რომ ვერ გამიცნო.
- ეჩხუბე არა?
- არა უბრალოდ გუშინ წვეულებიდან მარტო დავბრუნდი და მას შემდეგ არ დამირეკავს.
- ახლა გასაგებია რატომ ჩამოიღე ჩემი მანქანის კარი.
- დაურეკე და შეურიგდი, ტყუილად ნუ ანერვიულებ.
- არაფერი მოუვა, იფიქროს რომ გაბრაზებული ვარ და მისი ნახვა არ მინდა, ცოტა მოვენატრო, მეც გადამივლის გაბრაზება.
- ეს გოგო არ იზრდება. - მხრები აიჩეჩა ნუკამ და გაწითლებული შუბლი ხელით დაიზილა. - კიდევ რაო დედაშენმა?
- არაფერი! - სავარძელს აეკრო ლილიანი და მზერა ფანჯრის მიღმა მოცეკვავე ხეებს მიაპყრო. - დავიღალე. - ამოიჩურჩულა თავისთვის და უკანა სავარძელზე გადმომძვრალ ბერიას გახედა. - ახლა უნდა დამმოძღვრო?
- დაცემას მიეჩვიე, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე, რომ მიხვდე სიცილი რამხელა ბედნიერებაა.
- არ გინდა ნუკა.
- ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა იცხოვროს და არა იარსებოს. ეს მე არ მითქვამს ჯეკ ლონდონმა თქვა და იცი ასი პროვენტით ვიზიარებ მის აზრს ამასთან დაკავშირებით. რამდენჯერ გითხარი მოეშვი არაფრისგან პრობლემების შექმნას. თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ. თუ დადიანთან ყოფნა გინდა იყავი მასთან თუ არ გინდა უბრალოდ ადექი და წადი.
- მორჩი?
- კი. - ისევ წინა სავარძელზე გადაჯდა ბერია და სიგარეტს მოუკიდა.
- ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მასზე სერიოზულად ილაპარაკო. - სავარძლის უკნიდან ხელები მოხვია ლილიანმა გაბუტულ ბერიას.
- და ამას შენ ამბობ?
- მე არა ოსკარ უალდი. - მხრები აიჩეჩა ტომაშმა.
- შენთან სერიოზულად ლაპარაკი უკვე შეუძლებელია ლილიან.
- ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ სერიოზულად მიუდგე.
- დიდი ხანია რაც შენი ყიფილი ქმარი დაგავიწყდა და დეპრესიიდან გამოხვედი?
- რამდენიმე თვეა. - მოულოდნელად ჩამოწოწოლილმა სიჩუმემ მტკივნეული მარწუხები მოუჭირა მეგობრებს. - ბერია ქვედა ტუჩს ძლიერად ჩააფრინდა და გვერდულად გახედა გაბრაზებულ ყიფიანს, რომელიც თავის მხრივ სარკიდან უცქერდა უკანა სალონზე მოთავსებულ სევდიანი ღიმილის ნიღბით აკრულ ტომაშს.
- ლილიან მაპატიე.
- საუბედუროდ, ჩახშობილი ემოციები არ კვდება. მათ აიძულეს გაჩუმება და ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანზე ზემოქმედებას. კარგად იცი რომ გიო არასდროს დამვიწყებია
- ჯანდაბა ლილიან მართლა ვწუხვარ.
- მეც ვწუხვარ. - გაიღიმა ლილიანმა და მზერა ყიფიანზე გადაიტანა. - მალე მივალთ?
- ნახევარ საათში. - ამოიჩურჩულა თიკამ და მუსიკა ჩართო. კარგად იცნობდა თიკა ყიფიანი მეგობრებს და იცოდა ახლა ჩუმად ყოფნა ყველაზე საჭირო რამ იყო, ამიტომაც აუწია მუსიკას ბოლო ხმაზე, ასე რომ არ მოქცეულიყო მასზე უკეთ არავინ იცოდა როგორ ჩაქოლავდნენ ტომაში და ბერია ერთმანეთს ფსიქოლოგიური თამაშებით. - მოვედით. - ავტომობილი გააჩერა თიკამ და სწრაფად გადასულ ტომაშს გახედა, რომელიც უკვე რკინის შესასვლელში გაუჩინარებული თვალს მიეფარა. - შენ რაღა დაგემართა? - სავარძელში ჩაფლულ ბერიას მიუბრუნდა, რომელიც სიგარეტის ახალ ღერს უკიდებდა. - რამდენს ეწევი?!
- შემეშვი, თუ გინდა გაყევი, მე აქ დაგელოდებით.
- და რა გეტაკა?
- თიკა დამღალე. - წყობიდან გამოვიდა მოულოდნელად ბერია. - გაყევი ლილიანს მე თავი დამანებე.
- უღრიალე ბებიაშენს. - ბრაზით გაბუშტა ყიფიანმა ტუჩები და გადასვლის შემდეგ ხმაურით მიხურა ზურგს უკან კარი.
- გამარჯობა. - მშვიდად მიესალმა ლილიანი აივანზე მოკალათებულ მოხუცს და უკვე მის გვერდით გაჩენილ ყიფიანს გახედა. მოხუცმა ერთი ახედა ახალმოსულებს, ჩაიღიმა და ქსოვა მისალმების გარეშე განაგრძო. - გამარჯობა გითხარით. - წყენის ნოტები გაჟღერდა ტომაშის ხმაში.
- მესამე რა უყავით? - საქსოვი გვერდით გადადო მოხუცმა და სავარძლიდან ფრთხილად წამოდგა.
- თქვენთან საუბარი მინდა.
- ვხვდები, აქ იმისთვის არ მოხვიდოდი რომ მოგენატრე. - გაეღიმა მოხუცს და კარი გააღო. - შემოდით, დასხედით. - სავარძლისკენ მიუთითა გოგონებს და თავად სამზარეულოსკენ წალასლასდა.
- წინა შეხვედრისას უხეშად გესაუბრეთ ამის გამო ბოდიშს გიხდით. - სავარძელში მოუსვენრად აწრიალდა ლილიანი.
- სამაგიეროდ ორმაგი გადაიხადე. - უკან დაბრუნებულმა მოხუცმა ცხელი ჩაის ჭიქები გაუწოდა გოგონებს და თავად ოთახის შუაში მდგარ მრგვალ მაგიდას მიუჯდა. - ახლა რატომ მოხვედი?
- ისევ უცნაურ სიზმარს ვხედავ. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და მოხუცის პირდაპირ მოთავსდა. - იგივე სიზმარს მაგრამ იმ განსხვავებით რომ ახლა ნიკოლოზი სიზმარში ჩემს დანახვაზე შეშინებული ღრიალებს.
- მას თუ ესაუბრე ამის შესახებ?
- არა!
- რატომ?
- მეშინია.
- ადამიანს გაორებული ბუნება აქვს და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმადაა დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად ფიქრობენ. თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე“ იტანჯება, წვალობს და ამ განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი და რთული საქმეა. ის უფრო ჰგავს სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს, ვიდრე აზრიან მეტყველებას. ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა!
- მე ის ძალიამ მიყვარს! - ხმა გაუტყდა ლილიანს.
- ამას ვხედავ მაგრამ კარგი სექსი არ ნიშნავს სულიერად დანაყრებას, რას მეტყვი იმ შენი შინაგანი მეს შესახებ, რომელიც სულს გიხუთავს კივილისგან.
- უბრალოდ მეშინია იმ წინათგრძნობის რაც მაქვს.
- ადამიანური ცხვორება ძალიან გრძელია ერთი სიყვარულისთვის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთს ადრე თუ გვიან ბეზრდება, მეორე კი ხელცარიელი რჩება. გაიყინება და რაღაცას ელის… ელის, როგორც შეშლილი…
- ჯანდაბა თქვენ მე არ მისმენთ. - სწრაფად წამოხტა ლილიანი სკამიდან, ორივე ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და განრისხებული მზერა მიაპყრო სავარძელში მშვიდად მოკალათებულ მოხუცს. - მცდარია შეხედულება, როცა ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად შეიგრძნობს. მე ვგიჟდები მასზე. ცხოვრება ეს არის აფრებიანი ნავი, რომელსაც ძალიან ბევრი აფრა აქვს. ამიტომ, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოყირავდეს. - ცრემლი დაუკითხვად მოსწყდა ტომაშის თვალებს. - გქონიათ მომენტი როდესაც თბილ საწოლში ჩაფლულს სიჩუმისა და სასოწარკვეთის მარწუხები ისე მჭიდროდ მოგდებიათ ხარბად მფეთქავ გულზე რომ ცრემლებს თავისით გაუკვლევიათ დანაღმულ ველზე სამშვიდობოსკენ გასავლელი მანძილი? - რა თქმა უნდა გქონიათ...
გქონიათ განცა მარტოიბისა. მაშინ როდესაც უამრავი ადამინით გარშემორტყმულს წესით არ უნდა გეგრძნოთ მარტოობის ცივი გისოსები.- რა თქმა უნდა გქონიათ... გქონიათ განცა ერთ წერტილს მიშტერებულს გონებაში არანაირი წარმოსახვა რომ არ გიტრიალებს მაგრამ მაინც სული რომ კვნესის ტკივილისაგან? - რა თქმა უნდა გქონიათ...გქონიათ განცდა მაშინ როდესაც ბედნიერებით გაბრწყინებულს სამყარო ფეხქვეშ გეგებათ და თქვენც როგორც ამ სამყაროს უპირობო წევრს, ღიმილით გაბადრულს უნდა გხედავდნენ პირიქით, მტანჯველი ნიღაბი მჭიდროდ მოგირგიათ სახეზე და ისე რომ თავადაც ვერ იაზრებთ სასოწარკვეთის ცხელ ქვიშაში ყელამდე ეფლობით? - რა თქმა უნდა გქონიათ... გქონიათ...
- მქონია! - გააწყვეტინა მოხუცმა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. წუთით მზერა მიაპყრო ტომაშის ცრემლიან თვალებს და ღრმად ამოისუნთქა. - სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას. იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი. არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა. შენ იცი პასუხი შენს კითხვაზე მაგრამ მაინც ჩემთან მოხვედი რადგან გირჩევნია სხვამ გითხრას ის რაც თავადაც შესანისნავად იცი.
- მე არ მინდა მისი დაკარგვა. - მოწყვეტით დაეშვა ლილიანი სკამზე და სახე ხელბში ჩარგო.
- ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.
- ჯანდაბა. საერთოდ რას ვაკეთებ აქ. - გიჟივით წამოიჭრა ტომაში და კარისკენ დაძრულს ის იყო ამ დრომდე ჩუმად მყოფი ყიფიანიც დაეწია ზურგს უკან რომ მოხუცის ხმა მისწვდა და ადგილზე ისე გაჩერდა მისკენ არ შებრუნებულა.
- ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში! გამოუხატავი ემოცია არასდროს კვდება. ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს. ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც არ უმხელს სხვებს და სურვილები, რომლების შესახებ საკუთარ თავსაც არ უტყდება, შენ რა გსურს ლილიან? - კარის სახელურზე მჭიდროდ მოხვეულ თითებს დახედა ტომაშმა, ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა და როდესაც საკუთარი სისხლის გემო შეიგრძნო შიშით შეაჟრჟოლა.
- დღევანდელი ვიზიტის თანხა წინა მოსვლაზე დაგიტოვეთ! - ამოთქვა ბოლოს, კარი ხმაურით გააღო და გარეთ გაიჭრა.
- რა მოხდა? - ეჭვით აზიდა ბერიამ წარბები და უკანა სალონში მოთავსებულ ტომაშს მიაპყრო მზერა.
- ჯერ არ გადამიხარშავს რაც მითხარი. - მოკლედ მოუჭრა ტომაშმა და ტელეფონის ეკრანს დამცავი კოდი მოხსნა.
- ისევ არაფერია?
- საეჭვოდ დუმს.
- ახლა სად წავიდეთ?
- დადიანთან.
- დარწმუნებული ხარ?
- კი დარწმუნებული ვარ.
- კარგი, კარგი. - მხრები აიჩეჩა ყიფიანმა და ავტომობილი დაძრა.
-----
გაზაფხულის სუსტი მზე ახალი ამოსული იყო ფანჯრიდან შემოპარულმა ანცმა სხივებმა ძილის საუფლოს რომ გამოსტაცეს დადიანი, ფრთხილად გაახილა თვალები და ჭერს ერთ წერტილში მიაშტერდა. წუხანდელი ნაბახუსევის გამო თავი საშინლად სტკიოდა და გულისრევის შეგრძენებაც სულს უხუთავდა.
- ჯანდაბა გეტაკა შენ ნიკოლოზ! - შეუღრინა საკუთარ თავს და ისევ დახუჭა თვალები.
- დილამშვიდობის. - ქალის ხმა სიმწრით მოედო მის სმენას, გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო დადიანმა, რამდენიმე გამოტოვებული დარტმის შემდეგ კი ისევ ხარბად დაიწყო საძულველმა ორგანომ ფეთქვა და სისხლი მთელი ძალით მიასკდა მამაკაცის დაბნეულ გონებას. მოშიშვლებულ მკერდზე ქალის თითები იგრძნო და ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - გამოსცრა კბილებში და სწრაფად წამოიჭრა საწოლიდან, ორივე ხელი თავზე მოიჭირა და ყბის ძლები ისე დაეჭიმა ცოტაც და კბილებს დაიმტვრევდა.
- ვერაფერს იტყვი, იდიალურად გათენდა. - სიბრაზის იმიტირება გააკეთა ელენამ და ბალიშზე უფრო კომფორტულად მოკალათდა.
- აქ საიდან გაჩნდი? - საცვალი სწრაფად ამოიცვა დადიანმა და მაისურს დაუწყო ძებნა.
- წუხელ დამირეკე, მთხოვე მოვსულიყავი, მეც მოვედი. - მხრები აიჩეჩა ელანამ. - აშკარად ნუგეში გჭირდებოდა.
- ჯანდაბა ელენა. - ტელეფონს სწვდა დადიანი და დარეკილებში შევიდა, სახე მოეღუშა როდესაც ნამდვილად იპოვა ღამის სამ საათზე ელენას ნომერზე განხორციელებული ზარი. - ჯანდაბა. - გიჟივით მოისროლა ტელეფონი და საწოლში მონებივრე ქალს ზიზღით დახედა.
- არ გახსოვს არა? - გაეღიმა ხოშტარიას და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა ენით გაისველა ქვედა ტუჩი.
- აქ არ უნდა იყო. - ტკივილით ამოთქვა დადიანმა და სავარძელში ჩაესვენა. - შენ აქ არ უნდა იყო.
- მინდა გითხრა რომ შესანიშნავი სექსი გვქონდა.
- გაჩუმდი! - დაიყვირა წყობიდან გამოსულმა დადიანმა და გიჟივით მიეჭრა საწოლში მონებივრე ელენას. მკლავებში ძლიერად ჩაავლო ხელები და მთელი ძალით შეანჯღრია. - შენი არ მჯერა, არ ვიცი აქ საიდან გაჩნდი, არაფერი მახსოვს, მაგრამ ერთი ვიცი რომ ეს შენი მოწყობილი ფანდია და ელენა გპირდები ამას არ შეგარჩენ. - უხეშად უბიძგა საწოლში გართხმულ ხოშტარიას ხელი და განრისხებულმა ოთახში გაიარ-გამოიარა, ძალიან უნდოდა გაეხსენიბინა წუხანდელი ღამე მაგრამ ლილიანთან კამათისა და ბარში გოგონასთან საუბრის შემდეგ აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ვიღაცამ მეხსიერება წაუშალა და ახლა სრულიად სასოწარკვეთილს ერთადერთი რაც სურდა ხოშტარიას სწრაფად მოცილება იყო. - ჩაიცვი და აქედან წადი.
- ნიკოლოზ.
- გაეთრიე ჩემი სახლიდან. არ მჯერა რომ შენთან ვიწექი, ამას არ გავაკეთებდი, რაც არ უნდა მთვრალი ვყოფილიყავი ლილიანს არ ვუღალატებდი. - დაიყვირა დადიანმა და სავარძელში მიყრილი ტანსაცმელი ესროლა ხოშტარიას. - დროზე ჩაიცვი და აქედან დაახვიე! იცოდე თუ გავარკვიე რომ ეს შენი მოწყობილია გეფიცები საკუთარი ხელით მოგკლავ. - ზურგს უკან გაღებულ კარს გახედა დადიანმა და თვალებში ჩამოწოლილი სიბნელის გამო მუხლები მოეკვეთა. ამღვრეულ თვალებში სასოწარკვეთა გაუკრთა ნიკოლოზ დადიანს და გულის არეში ძლიერი ჩხვლეტაც იგრძნო, სიმწრით მოიჭირა სუსტად მფეთქავ ორგანოზე ხელის გული და სახე დაეძარღვა. მართალია შიგნით გულში არაფერს გაუტკაცუნებია მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გაშიშვლებულ სადენებს შეეხო შიშველი ხელებით. ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო, უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა... ისე დაუწურა... სისხლის ნატამალი აღარ დატოვა შიგ და ასე დამშრალი და დაჭ....ტილი მიაგდო კუთხეში. - ლილიან. - ამოიჩურჩულა და აცრემლებულ ტომაშს გახედა.
- სერიოზულად? - მაქსიმალურად აიყვანა ტომაშმა თავი ხელში და მზერა გაუსწორა ჯერ კიდევ დაძაბულ დადიანს.
- ჯანდაბა მაცადე ყველაფერი აგიხსნა. - მის შეხებას ეცადა დადიანი თუმცა ტომაშმა ხელი აართვა, მოქნეული მარჯვენა ძლიერად შეახეთქა მარცხენა ლოყაზე და განრისხებულმა მზერით შეუნგრია გულ-მკერდი ისედაც განადგურებულ დადიანს.
- რთულია იმეფო იქ სადაც ტახტი მოპარულია... - გასვლა დააპირა ლილიანმა მაგრამ მაჯაში ჩაფრენილმა ძლიერმა მტევანმა გაჩერება აიძულა.
- ჯანდაბა ლილიან მომისმინე.
- ის კი არ მაგიჟებს რომ მიღალატე, არა! ის უფრო მაგიჟებს რომ ის ადამიანი მიყვარს, რომელსაც შეუძლია მიღალატოს! მე ბოროტი არ ვარ რომ შენი პატიება ვერ შევძლო მაგრამ არც სულელი ვარ რომ ისევ გენდო! ახლა ხელი გამიშვი და იცოდა წინ არ გადამეღობო თორემ გპირდები მთელ ამ სიმშვიდეს ჩამოვირეცხავ და შენ და შენს საყვარელს, რომელიც ახლა კმაყოფილი სახით მიცქერს საწოლიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოგჭრით ყელს. გამატარე! - დამარცვლა ლილიანმა და მზერა გაუსწორა დადიანს! - გატეხილი არასოდეს გამთელდება... არც უნდა გაამთელო... მაინც ბზარიანია... ბზარშეპარული კი სამუდამოდ უნდა შემოდო თაროზე და მტვერიც კი არ უნდა გადააცალო. კარგ დღეს გისურვებთ! - კარი გამოხსნა ტომაშმა და ისე რომ დადიანის პასუხს არ დალოდებია სწრაფად გაუჩინარდა.
- დედას შევე/ი! - გაშლილი ხელის გულები დახურულს კარს დაარტყა დადიანმა და შუბლით მის ზედაპირს მიყრდნობილმა ისე იკბინა საკუთარ ტუჩზე რომ სისხლის გემო ერთიანად მოედო პირის ღრუში.
- ნიკოლოზ. - ელენას ხმა სუსტად მოესმა ზურგს უკან.
- აქედან დაახვიე.
- ნიკო.
- დაახვიე-მეთქი! - იღრიალა და ოთახიდან გიჟივით გაიჭრა.


19

ჩაბნელებული მისაღების ღია ფანჯრის წინ მდგომ სავარძელში ფეხშიშველი იჯდა, თითებში ჩამწვარ სიგარეტს ნერვულად სრესდა და გარეთ გამეფებული წყვდიადის აღქმით სახედაჭიმულს გულ-მუცელი ერთიანად უდუღდა. ფანჯრიდან შემოპარული ანცი წვიმის წვეთები ყოველგვარი კრძალვის გარეშე ელამუნებოდნენ სახეზე თუმცა არაფრად აგდებდა გაყინულ სახესა და გადაღეღილ მკერდს, რომელშიც ოხერი ორგანო სახელწოდებით "გული" ისევ ასრულებდა თავის ფუნქციას და ცოცხალი თავით არ ანებებდა მასზე გულმოსულ პატრონს თავს. აიძულებდა ჯერ კიდევ ეცქირა აქოთებული სამყაროსთვის, სამყაროსთვის სადაც მისთვის საინტერესო უკვე აღარაფერი აღარ ხდებოდა. გულს ურევდა სოციუმი სადაც ცხოვრობდა, სძულდა ადამიანები რომლებიც გარს ერტყა და ერთადერთი რაც სურდა ის იყო რომ წყეულ გულს ფუნქციონირება შეეწყვიტა. გული კი ჯიუტად და რითმულდ განაგრძობდა ფეთქვას. ხარბათ ქაჩავდა სისხლის მდინარეებს და ლეშად ქცევის სურვილით შეპყრობილ პატრონს უფრო შორს წასვლის ნებას არ რთავდა.
- გეყოფა. - სწრაფად ააცალა ხელიდან ანა დადიანმა ძმას სასმლით სავსე ჭიქა და მის წინ მოთავსდა. - ასე ყოფნას აპირებ?
- შემეშვი ანა.
- კარგი ჰო მე შეგეშვები მაგრამ შენ რას აპირებ? იჯდები და იგლოვებ იმის გამო რომ არ გახსოვს ის წყეული ქალი მართლა გა/იმე თუ არა? ასე როგორ გამოტყვერი რომ იმასაც ვერ იხსენებ რა მოხდა. ან რა მნიშვნელობა აქვს აქტი ბოლომდე მიიყვანე თუ არა? ფაქტია ლილიანმა ის ნახა რაც არ უნდა ენახა.
- გეყოფა. - გულწრფელად შეევედრა ნიკოლოზი დას.
- მე მეყოფა მაგრამ ვერ ვუყურებ როგორ იკლავს ჩემი ერთადერთი ძმა თავს.
- ანა თავი მისკდება. ცოტა ხანს გაჩუმდი გთხოვ.
- სად წავიდა ჩემი ძმა, რომელზეც მთელი ქალაქის ქალები სახეს იხოკდა, სად წავიდა ის ნიკო მამაკაცებს მისი შურით ღამე რომ არ ეძინათ და გაფაციცებული უყურებდენენ შემთხვევით ცოლი არ აეწაპნა ზემოთხსენებულ დადიანს მისთვის? სად წავიდა? მთებს აზანზარებდა?
- შვებულებაში გავიდა. - მხრები აიჩეჩა დადიანმა და ქვემოდან ახედა განრისხებულ პატარა დას. - სუფთა დადიანი ხარ რა. - გაეღიმა ბოლოს და სიგარეტს მოუკიდა.
- ლილიანს ამტყუნებ რამეში?
- არა.
- თავის დროზე რატომ არ უთხარი?
- მისი რეაქციის შემეშინდა ანა.
- მას ხომ უყვარხარ ნიკოლოზ. ადამიანს ისე არაფერი არ ანგრევს, როგორც ტყუილი და დამალული ინფორმაცია, წავიდა განრისხებული, იმის გადასახარშად რომ მამამისი დედაშენთან წევს, გადახარშა, დაი/იდა. მეორე დღესვე მოვიდა და შენ ამ დროს ყოფილ საყვარელთან ერთად ზუსტად იმ საწოლში გნახა სადაც წინა დღეებში თვითონ ეძინა, მითხარი ამტყუნებ რამეში?
- არა-მეთქი ანა.
- უარესი გეკუთვნის!
- შენ ჩემი და ხარ თუ ლილიანის? - ბოლოს მაინც გაეღიმა ნიკოლოზს.
- შენი, მაგრამ ახლა ის უფრო მეცოდება ვიდრე შენ, შენს გამო ხართ ორივე ასეთ დღეში და არა მის გამო. ის ქალია, ძლიერი ქალი, მაგრამ არა იმდენად რომ კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის ამაზე ადეკვატურად გაეძლო, შენ კაცი ხარ და ხო არავინ და მათ შორის არც მე ვიცი რა ხდება შენს დაავადებულ სულში, მაგრამ ერთი ვიცი შენზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული და ეს შანსი უნდა გამოგეყენებინა. ლილიანი არ უნდა გაგეშვა, შენ ვერასდროს შეძლებ სულიერად დანაყრებას თუ ის არ იქნება შენს გვერდით. მებრალები ნიკო, მართლა მებრალები და არ მემეტები ასეთი ტანჯვისთვის.
- მაშინ როდესაც მეგონა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ცხოვრებით ტკბობა უნდა დაგეწყო პირიქით მოხდა.
- ამის დედას შევე/ი! - იღრიალა დადიანმა და სავარძლიდან გიჟივით წამოხტა. - ხო ასეა... მე ვარ დამპალი ნაბი/ვარი, რომელმას პირველივე შემთხვევისას უღალატა საყვარელ ქალს მაგრამ ისე რომ არ ახსოვს, მე ვარ ის დამპალი იდიოტი რომელმაც ვერ შეირგო მისთვის განკუთვნილი ბედნიერება. მე ვარ ის გამო/ირებული, რომელიც უაზრო სიზმრის გამო ისე შეშინდა ისე დაფრთხა რომ რეალობას გამოეთიშა, იმაზე დადრდით და ნერვიულობით და იმ განცდით რომ ლილიანს რამე არ მოსვლოდა პირიქით მოხდა, ლილიანს კი არა მე დამატყდა თავზე სეტყვა და დამსახურებულად ვმეგობრობთ ახლა მე და ის წყეული ჭიქა რომელიც ხელში გიჭირავს. კმაყოფილი ხარ? მე ვარ დამნაშავე ყველაფერში!
- გეყოფა! - ტონში არ ჩამორჩა ანა დადიანი ძმას.
- ეს შენ გეყოფა ჩემს გონებაში ხელების უხეშად ფათური ანა. ლილიანი წავიდა. მორჩა! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა და როგორ იყო, ის წავიდა! - მოწყვეტით ჩაეშვა ნიკოლოზი სავარძელში და ამღვრეული სახე ხელებში ჩარგო. - ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მწვერვალიდან დავგორდი და მიწას მთელი ძალით დავასკდი.
- ცხოვრება შავი ჭირია, უკურნებელი სენი, თუ ჩაგითრია ბნელ ჭაობს თავს ვეღარ დააღწევ, ჩვენ ყველანი მაღლა ღრუბლებში დავფრინავთ, ოცნება ერთგვარი ჰობია, ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რომ საკუთარი თავის ღმერთი თვითონვე ვართ - სინამდვილეში ღმერთი ერთია, ჩვენ კი მრავალნი ვართ მასზე დამოკიდებულნი. ცხოვრების რთულ გზაზე უფრო და უფრო დამაბნეველი ლაბირინთები ჩნდება, ბედს ემორჩილები და ოკეანეს უფლებას აძლევ ბობოქარ ტალღებში თავის ჭკუაზე გათამაშოს, იმ საქმეს აკეთებ რაც არ უნდა აკეთო და სხვა ყველაფერი დაივიწყე, რეალურ სამყაროს მოწყდი და შენს მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში ჩაიკეტე.
- რა გინდა ანა?
- იქნებ, ის მწვერვალიც შენი წარმოსახვა იყო.
- ჭიქა დამიბრუნე.
- არა!
- დამიბრუნე-მეთქი.
- ეცადე მაინც ლილიანს დალაპარაკებოდი?
- ჩემი ნახვა არ სურს.
- იცი ნიკო. - სავარძლიდან წამოდგა ანა და ძმას სასმლის ჭიქა გაუწოდა. - უფრო ძლიერი და მებრძოლი მეგონე. - ღიმილით დახედა სავარძელში მოკუჭულ დადიანს და ოთახიდან გავიდა.
-----
სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ლილიან ტომაში თვალს არ წყვეტდა ვორდის სუფთა ფაილს. თითებს ნერვულად ისრესდა და გონებში გაჩაღებული ემოციების გამო ვერაფრით ახერხებდა აზრის სწორად დალაგებას. შორიახლოს ნუკა ბერია იჯდა და წითელ ღვინოს მიირთმევდა, გასქურასთან მოფუსფუსე ყოფინი კი სადილს ამზადებდა.
- ლილიან. - საუბრის დაწყება სცადა ბერიამ მაგრამ ტომაშმა ხელის აწევით შეაჩერა.
- ახლა არა! - კისერი შეათამაშა ლილიანმა და წერა დაიწყო.

„წარსული არ მეშვება, ხშირად გამიელვებს კადრებად განვლილი ცხოვრება, ვისწავლე რამე? არ ვიცი, მე ხომ იმპულსური, აწმყოთი მაცხოვრებელი, ერთი ჩვეულებრივი სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, უბრალო მოკვდავი ვარ. სათანადოდ არ მოდის აზრი, რომ რეალიზება მივცე მას, ალბათ ვერ ვხედავ სამყაროს ისე ლამაზად როგორც ადრე, ვერ აღვიქვამ მის სიტკბოს და ნეტარებას. თითქოს ცა განათდა და საკუთარ გრძნობებს საშუალება მიეცათ საზოგადოებაში გამოსვლის, თითქოს აღარ ხარ „საკუთარი გრძნობების მესაკუთრე“. შენს იდეებს საშუალება მიეცათ ფართოდ გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე, რათა უღირს საზოგადოებას თვალებში შეაყაროს თავისი მიზანი. ეშმაკური ღიმილი იმისა, რომ შენც ამ საზოგადოების ერთ-ერთი ძლიერი, იდეურად ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, უფლებას გაძლევს თამამად ისუნთქო და არ იფიქრო იმაზე რომ შენი სუნთქვით ვიმნე წუხდება, თავაწეული დადიხარ, რადგან შენ, შენ ხარ და სხვას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. „აბა როგორ არ იქნები შეშლილი და საცოდავი იმ სამყაროში, რომლის არც ერთ მიზანსა და სიხარულს არ იზიარებ“. ხშირად უნდა განმარტოვდე შენს ფიქრთან, რათა იპოვო საკუთარი თავი, „ვინ ხარ, რა გინდა“ როცა ამას შეძლებ, მაშინ ყველაფერს ადვილად მიაღწევ, მიზნად დაისახე, „მიაღწიო მიზანს“ ყველასგან დაუხმარებლად, მაშინ გაიგებ საკუთარი თავის ფასს. „გმირი ტიპიური წარმომადგენელია, ეგრედწოდებული, უხერხემლო, ინტელიგენტთა კატეგორიისა, რომლებიც, თუმცა პიროვნულად კეთილი, მაღალი იდეების მქონენი არიან, მაგრამ ცხოვრების სიმკაცრეს აქტიურად ვერ უპირისპირდებიან. წინააღმდეგობის გაწევის ყოველი ცდა, როგორც წესი, მათი მარცხით მთავრდება“ ”ფერებში. ღრმად მეძინა, ლამაზ სიზმარს ვხედავდი და უეცრად გამომაღვიძეს, მე კი იმდენად მოხიბლული ვიყავი ჩემი სიზმრით, რომ საბოლოო გამოფხიზლება არ მინდოდა და ტკბილი იყო თუ მწარე, მაინც ამ სიზმრით ვცხოვრობდი - სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე.
დიდი ხანია ხელმოცარული შემოქმედის ცხოვრებით ცხოვრობ, ძალა არ გაქვს შენს განცდებს თავი მოუყარო და ისე გადმოსცე ყველაფერი. მარტო, ჰაერში გამოკიდებული, პატარა ღრუბელივით ხარ, რომელსაც სურს, რომ წვიმა მოუვლინოს სამყაროს, მაგრამ იმდენად უსუსურია, რომ ამის ძალა არ შესწევს. სიოს დაემსგავსე, რომელიც ყველა ცდის მიუხედავად გრიგალად ვერა და ვერ გადაიქცა, ღამეს, რომელიც მამლის ყივილის გარეშე იქცა დღის სინათლედ, ოკეანეს, რომელიც დიდი ხანია ისეთი მშვიდია, რომ დაავიწყდა ბობოქარი ტალღების არსებობა, ვასკვლავს, რომელიც იმდენად სუსტად ასხივებს, რომ იშვიათად ამჩნევენ, ამ ყველაფერმა მოიყარა შენში თავი და ნებისმიერი ცდის მიუხედავად მაინც ვერ ახერხებ, გაზრდას და გაძლიერებას, სადაც გაიხედავ ყველგან მარტოობის დიდი ოთახი გელოდება. გულში გაიფიქრებ, „ერთხელაც იქნება შევძლებ უკეთესად ცხოვრებას“, მაგრამ მანამ, დიდი თეთრი ოთახიდან, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა - გასასვლელი უნდა იპოვო და გაიქცე. გაიქცე იქ სადღაც, სადაც გელიან, სადაც ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევ. არასოდეს დაბრუნდები ამ სამყაროში, არარეალურ სამყაროში, მოითხოვ არ გაგიღიმონ რადგან ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, რომ ისინი მხოლოდ აჩრდილებიღა დარჩა შენთვის და მზე რომ ჩავა აჩრდილიც მიიმალება. ვეღარ გატრიალებს ცხოვრება თავის ჭკუაზე, ვეღარ ჩაგძირავს ოკეანე, რადგან აიძულებ დაგემორჩილოს და წყლის ზედაპირზე გატივტივოს. ცხოვრებისა და გარშემომყოფებისაგან, იმაზე მეტს ნუ მოითხოვ ვიდრე იმსახურებ.
თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა... რატომ არახარ თავისუფალი? ვინ დაგიწერა კანონები და საზღვრები? ვინ არის შენი მოსამართლე და მბრძანებელი? გინდა იფრინო? ვინ შეგკვეცა ფრთები? მიდი გაფრინდი, გინდა იყვირო და გაიქცე? წადი... ხო ისე, ერთ ჩვეულებრივ დღეს უბრალოდ ადექი და უბრალოდ წადი, იქ სადღაც... უბრალოდ იარე, ეძებე, სცადე და იქნებ იპოვო კიდეც, ის რაც დაგამშვიდებს, მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია.. შენი სული ისევეა გამომწყვდეული შენს სხეულში, როგორც ჯინი ბოთლში, სული სხეულის მონაა, სხეული სულის, ორივე ერთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, თუმცა ისინი ერთმანეთის მტრებიც არიან, მთელი ცხოვრება ებრძვიან ერთმანეთს და მაშინ თავისუფლდებიან როდესაც სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.. ანუ სული ტოვებს სხეულს და პიროვნება აღარ არსებობს. გეშინია იმის, რომ ისე არ ჩაიაროს შენმა ცხოვრებამ, ისე არ ჩამთავრდეს, ნაპოვნი არ გქონდეს „ის რაღაც“. შენში ვულკანი იმალება და თუ შეძელი მისი პოვნა აუცილებლად აფეთქდება. თუ კი ვერ მოახერხე, მაშინ შენი ცხოვრება უნიჭო მწერლის მიერ შექმნილ მოთხრობას დაემსგავსება. ჩაიკითხავ და უბრალოდ შეგეცოდება...“ (ენ ბლექი)
- რას ამბობდი? - ნოუთბუქი დახურა ლილიანმა და მზერა ბერიას მიაპყრო.
- რას აპირებ ლილიან?
- საფრანგეთში მივდივარ!
- ასე უბრალოდ მიდიხარ?
- ასე უბრალოდ მივდივარ. თქვენ კი კარგს იზამთ თუ ბარგის ჩალაგებაში მომეხმარებით.
- ლილიან. - ყავის ჭიქა ხმაურით დადგა ბერიამ მაგიდის ზედაპირზე და განრისხებული მზერა ესროლა ტომაშს, რომელმაც თავის მხრივ საპასუხო მზერა მიაპყრო ფსიქოანალიზისკენ მომართულ მეგობარს.
- ძალები დაზოგე ნუკა, დარმწუნებული ვარ დადიანს უფრო დასჭირდება შენი დახმარება.
- როდის გახდი ასეთი ცივსისხლიანი?
- ამ ქვეყანას რომ მოვევლინე დედაჩემი სულ რაღაც ოცი წლის იყო, კარიერის დასაწყისში მყოფს ერთადერთი რაც ჩემი გაჩენით მოვუტანე დროებით დარღვეული ფორმები აღმოჩნდა, არასდროს გამოუჩენია ჩემს მიმართ სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა, რასაც მამაზე ვერ ვიტყვი, მუდამ ჩემზე გადაყოლილი მამის ზედმეტი ყურდღებისგან გატუტუცებულიც კი ვიყავი, ისე მოხდა რომ ოცი წლის ასაკში შემიყვარდა ბიჭი, რომელიც მათი აზრით ჩემი შესაფერისი არ იყო, ფეხებზე დავი/იდე მშობლების წინააღმდეგობა და გიორგიზე ვიქორწინე, უარი ვთქვი ყველაფრეზე და მასთან ერთად ვირთხებით სავსე ქოხში გადავედი, არასდროს მინანია რადგან სიგიჟემდე მიყვარდა თუმცა ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა და გიოს გარდაცვალების გამო ოცდაორი წლის ასაკში უკვე ქვრივი გავხდი, მშობლებთან დავბრუნდი და მოთმინებით ავიტანე მათგან შემოტენილი თითოეული კავალერი, მაგრამ ბოლოს ამანაც ამომასხა და ისევ წავედი სახლიდან. ხუთი წელი ვებრძოლე მარტოობის ცივ კედელბს, უარი ვთქვი ხორციელ სიამოვნებაზე რადგან არავინ იყო ვინც შემიყვარდებოდა და მასთან ყოფნა მენდომებოდა, როგოღრაც მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება როგორც ლილიან ტომაშმა და არა როგორც ლევან ტომაშიც ქალიშვილმა, ფსევდონიმით დავიწყე წერა და ჩემში არსებული ტკივილების გარეთ გამოტანა, ამანაც გაამართლა, ხალხმა გამიცნო და შემიყვარა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერაფრით შევივსე სულის შიმშილი, მერე შევხვდი დადიანს და ყველაფერი თავდაყირა დადგა, შემიყვარდა, ისევ შემიყვარდა და მიუხედავად იმისა რომ მეშინოდა ამ გრძნობის მაინც მივეცი მასაც და საკუთარ თავსაც უფლება რომ ბედნიერების შეგრძნებით მეცხოვრა, ასეც იყო. უბედნიერესი ვიყავი დადიანის გვერდით მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ჩემი მხრიდან პირველივე კამათი და ჩხუბი რომ მაშინვე ყოფილ საყვარელთან მიღალატა. კამათის მიზეზი შეგახსენო? მამაჩემი დედამის ჟი/ავდა, მან კი ეს დამიმალა. მეკითხები როდის გავხდი ცივსისხლიანი? გიპასუხებ! მაშინ როდესაც საძინებელში სადაც დადიანთან ერთად უამრავი გიჟური ღამე გამიტარებია შემთხვევით შევუსწარი ჩემს საყვარელ მამაკაცს და მის ყოფილ საყვარელს, რომელსაც სიამოვნების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა სახეზე. კმაყოფილი ხარ?
- ლილიან!
- ბარგის ჩალაგებაში მომეხმარე, თუ ეს არ გინდა გასასვლელი იცი სადაც არის! - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა გაფითრებულ ბერიას და საძინებლისკენ აიღო გეზი.
-----
ცუდად განათებული მისაღების კუთხეში მდგომ სავარძელში იჯდა და არაფერი ესმოდა რაზეც ანა და ბაჩო ახალკაცი საუბრობდნენ, იქ იყო მაგრამ ამავდროულად არ იყო, ესმოდა მაგრამ მათი საუბრიდან აზრი ვერ გამოჰქონდა, ტკიოდა, ისე ძალიან ტკიოდა ფიქრობდა ერთხელდასამუდამოდ მართლა უმტყუნებდა ეს საძულველი გული, რომელიც ამდენი ხანია უკვე პატრონთან ხელჩართულ ომში იყო ჩაბმული, არც კარზე დარეკილი ზარი გაუგია ნიკოლოზ დადიანს, არც ანას გასვლა და კარის გაღება და არც მისი დის სტუმართან ერთად უკან დაბრუნება.
- ნიკოლოზ სტუმარი გყავს. - შორიდან ჩაესმა დადიანს პატარა დის სიტყვები და როგორც იქნა მზერა იატაკიდან ახალმოსულზე გადაიტანა.
- გამარჯობა ნუკა. - ოდნავ გაიღიმა და მასთან მიახლოებულ ბერიას გახედა.
- რას გავხარ!
- შენმა დაქალმა მიმატოვა. - გაეცინა დადიანს.
- და ცხოვრება დასრულდა?
- თქვენ არ იცით რას ნიშნავს როდესაც მთელი ცხოვრება გტანჯავს სულის შიმშილი, როგორც იქნა იპოვი ადამიანს ვინც ამ დანაკლის შეგივსებს და უცებ... - სახე დაეჭიმა დადიანს.
- ადამიანის აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებამდე ორი ნაბიჯით ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისინი ამთავრებენ საკუთარ გზას იმ დროს, როცა წარმატება ორი ნაბიჯის მოშორებით მოსახვევშია, ყველაზე დასანანი კი იცი რა არის? ასეთი ადამიანები ვერასდროს გაიგებენ თუ რაოდენ ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. თითოეულ ადამიანში ღირსებები და ნაკლოვნები, ცუდი და კარგი ხარისხები, ის თუ რა მხრივ მოგმართავს ადამიანი მნიშვნელოვნად არის შენზე დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები როგორც სარკეები სარკეები ისე ირეკლავენ შენს დამოკიდებულებას მათ მიმართ და შენს წარმოდგენას მათზე, მიეხმარე ლილიანს რომ გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები და ის გახდება შენი ცხოვრების მეგზური, ცხოვრების გაგრძელების ხალისი და მიზანი. მასაც ეტკინა ნიკოლოზ, მან გნახა ქალთან ერთად, როგორ ფიქრობ მარტივი იქნებოდა ამის გადახარშვა?
- ნუკა. - გაეღიმა დადიანს.
- შესაძლოა საბედისწერო შეცდომას ვუშვებ ამას რომ გეუბნები მაგრამ არ ვიცი, ჩემი შინაგანი მე მკარნახობს რომ სწორად ვიქცევი. შესაძლოა ამის გამო ჩემმა საუკეთესო მეგობარმა შემიძულოს მაგრამ ვხედავ რომ თქვენ ორს ისე გჭირდებათ ერთმანეთი როგორც ადამიანს ჟანგბადი, როგორც თევზს წყალი. თქვენ ერთად უნდა იყოთ ამიტომ იმედი მაქვს მომიტევებს ტომაში ჩემს საქციელს.
- რა ხდება ნუკა? - უკვე დაიძაბა დადიანი.
- ლილიანი საფრანგეთში მიდის.
- სად? - ფერი ეცვალა დადიანს და გიჟივით წამოიჭრა სავარძლიდან. - როდის?
- ერთ საათში. - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- ჯანდაბა. - გიჟივით გაიჭრა დადიანი გასასვლელისკენ.
- როცა ეს ორი შერიგდება ყავა ხომ არ დაგველია? - გაუღიმა ახალკაცმა ბერიას და ისიც წინ გაჭრილ მეგობარს მიჰყვა უკან.
- როგორ ფიქრობ რამე გამოვა? - ბიჭების გასვლის შემდეგ დაბნეულმა ჰკითხა ანა დადიანმა ბერიას.
- ლილიანი ძალიან რთული ადამიანია, ბევრი მიმალული და ქვეცნობიერში გამჯდარი აზრები აწუხებს, მერე ეს მტანჯველი სიმზრები, რომელმაც ასე გადაჯაჭვა შენს ძმასთან, იქ ორმაგი ცხოვრება, იყო საყვარელი ქალი და ამავდროულად იყო საყვარელი ავტორი მარტივი არ არის, იმდენად ვერ ერკვევა თავის სამყაროში და გრძნობებში რომ ჩაიკეტა, განა შენი ძმა არ უყვარს, პირიქით რომ უყვარს და მასზე ჭკუა ეკეტება იმიტომაც ჩავარდა ასეთ დღეში, იმიტომაც შეაშინა პივრელივე უთანხმოებამ, რომელსაც არასასიამოვნო შედეგი მოჰყვა და ლილიანი ამას შეესწო, ეტკინა, დამიმჯერე საშინლად ეტკინა და ისედაც დაბნეულს საერთოდ შეეკრა ხელ-ფეხი, სწორად განსჯის უნარი დაკარგა, ემოციები დაბლოკა და ცივი გონებით გადაწონა ყველაფერი. როცა გიყვარს, გიყვარს და თუ საპასუხო გრძნობას იღებ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის ნდობაა, აქ კი საქმე ორ ადამიანთან გვაქვს, რომელთაც კარადაში უამრავი ჩონჩი ჰყავთ გამოკეტილი, ლილიანს კი ნდობა შეერყა. ვფიქრობ თუ ნიკოლოზი წასვლის ნებას არ მისცემს, ჯერ კიდევ შეიძლება ორივე მათგანის გადარჩენა.
- დალევ რამეს?
- წყალს. - გაეღიმა ბერიას და სავარძელში მოწყეტით ჩაეშვა.
-----
ხმაურიანი მუხრუჭის შემდეგ გიჟივით გამოხსნა დადიანმა ავტომობილის კარი და სწრაფად გაიქცა აეროპორტის შენობის შესასვლელისკენ. ფეხდაფეხ მიჰყვა ბაჩო ახალკაცი გაგიჟებულ მეგობარს და ზუსტად მაშინ დაეწია, როდესაც ნიკოლოზ დადიანი უზარმაზარ დარბაზში გახევებული იდგა და შეშლილივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ.
- რომელი სააათია?
- თხუთმეტი წუთი გაქვს დრო.
- ჯანდაბა ლილიან.
- გინდა გამოვაცხადოთ? - მხარზე შეახო ხელი ახალკაცმა მეგობარს და წელში ოდნავ მოხრილმა სუნთქვის დარეგულირება სცადა.
- ვხედავ. - ადგილს მოსწყდა დადიანი და სწრაფად გაიჭრა ნაცნობი სილუეტიკენ, რომელიც რიგში იდგა და მოთმინებით ელოდა როდის გაატარებდნენ.
- აქ დაგელოდები. - ფეხმორთხმით დაჯდა ახალკაცი იატაკზე და აჩქარებულ გულს დამშვიდება ადროვა. - აღარ შემიძლია ამდენი სირბილი. - ამოისუნთქა ბოლოს და მზერა იქეთ მიაპყო საითაც დადიანი გარბოდა.
- გამატარეთ. - რამდენიმე ადამიანი განზე სწრაფად გასწია დადიანმა და მიუხედავად უკან ადევნებული სალანძღავი სიტყვებისა, მაინც გაიჭრა წინ და როგორც იქნა მაჯაში სწვდა ლილიან ტომაშს, რომელიც ერთი დაქაჩვით თავისკენ შემოაბრუნა და ისე რომ სიტყვის თქმა არ აცალა ვნებით დააცხრა ტუჩებზე.
- ნიკოლოზ. - გაიბრძოლა ლილიანმა თუმცა მჭიდროდ იყო გამომწყვდეული მამაკაცის ძლიერ მკლავებში და მხოლოდ ის შესძლო რომ ქვემოდან აეხედა ჯერ კიდევ სუნთქვადამძიმებული დადიანისთვის.
- რას აკეთებ ლილიან? - შუბლით მის შუბლს დაეყრდნო დადიანი და ხარბად შეისუნთქა ქალის საოცარი სურნელი.
- მივდივარ. - ხმა გაუტყდა ლილიანს.
- სად? - ცხვირის წვერი ოდნავ შეახო ტუჩებზე და ამღვრეული სუნთქა შეაფრქვია სახეში. - სად მიდიხარ პატარავ? შენი ადგილი აქ არის. ჩემთან!
- არ გინდა.
- მინდა და თან როგორ მინდა ლილიან. - წელზე მჭიდროდ მოხვეული ხელები მოაშორა დადიანმა და ახლა მისი სახე მოიქცია ხელებში. - შენ ჩემი ხარ პატარავ. - მოწყვეტით აკოცა და ისევ მზერა გაუსწორა.
- გამიშვი!
- არ გაგიშვებ, შანსი არ გაქვს.
- შენ მე მიღალატე ნიკოლოზ, იმის საშუალება მაინც მომეცი რომ ეს გადავხარშო.
- არ მიღალატია, აი უნდა დამიჯერო რა ლილიან, ვიცი რომ არ მიღალატია.
- მე გნახეთ ერთად.
- ჯანდაბა მიდიხარ თუ არა. - დაიყვირა ვიღაცამ უკნიდან და დადიანიც მაშინვე აენთო.
- მოკეტე! - უღრიალა უკან მდგომს და ისევ ლილიანს მიუბრუნდა. - დარჩი ამის დედაც, დარჩი!
- არ შემიძლია.
- მითხარი რა გავაკეთო? დაგიჩოქო? არა! ამას არ გავაკათებ. იცი რატომ? განა მეთაკილება უბრალოდ ბანალურია და მე არ მინდა ბანალური ვიყო შენთვის.
- გეყოფა ნიკო.
- ეს შენ გეყოფა ლილიან გადაფსიხებული ქალის თამაში, არ გიხდება.
- შენ მე მიღალატე.
- არა-მეთქი ლილიან!
- ჩემს თვალებს რა ვუყო რომლებმაც ერთად გნახათ? ან გულს რომელიც გაიყინა? მითხარი რა ვქნა რომ არ შემიძლია შენი მჯეროდეს.
- ლილიან.
- მაგვიანდება.
- ერთხელ მაინც დამიჯერე და დარჩი მაშინ როცა გთხოვ.
- ჯანდაბა ნიკოლოზ. - თითქოს გატყდა კიდეც ტომაში. - შემეშვი!
- მართლა გჯერა რომ გიღალატე?
- სიყვარულისგან მიღებულმა სიამოვნებამ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი გასტანოს, მაგრამ მისგან მოყენებული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის ხმასაც ყველა გაიგონებს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, რაც მხოლოდ შენ გესმის. ხოშტარიას ჩემზე უკეთ არ იცნობ და ვიცი ყველაფერზე წამსველელია ოღონდაც შენ გაგანადგუროს, ზუსტად ამიტომ ავიჭერი რომ ზუსტად ის ქალი ვნახე შენს საწოლში.
- სერიოზულად? - ქალის ათრთოელბული თითები ხელის გულში მოიქცია დადიანმა და მსუბუქად მიაკრო ტუჩები. - იცი რა პატარავ. - უცებ გაეღიმა დადიანს. - ერთმა ადამიანმა თქვა: რაც შენია შენია, არ გემორჩილება? არაუშავს უბრალოდ აიღე და წაიღე!
- რა? - წამოიკივლა ტომაშმა თუმცა უკვე გვიანი იყო რადგან დადიანს მისი სხეული მხარზე შემოეგდო და გასასვლელისკენ ღიმილით გადიოდა. - ნიკოლოზ! - მუშტები ზურგზე დაუშვა ლილიანმა. - ყველა ჩვენ გვიყურებს. დამსვი!
- ძალები დაზოგე პატარავ. - საჯდომზე გაშლილი ხელის გული აარტყა დადიანმა და ტაშის ოვაციების თანხლებით დატოვა აეროპორტის შენობა.
-----
ღიმილით გააყოლა ახალკაცმა მეგობრის კმაყოფილ სახეს მზერა, მხარზე გადადებული ტომაშის გამო დადიანს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, დანაყრებულს ჰგავდა. ბედნიერს და დანაყრებულს, ტომაში ცოტა ხანს იბრძოდა თუმცა ბოლოს დანებდა. იდაყვი დადიანის ზურგს მიაბჯინა, ლამაზი სახე ხელის გულზე მიასვენა და ტუჩებიც სასაცილოდ დაბრიცა.
-გაები ლილიან! - გაეღიმა ახალკაცს და ჯიბიდან ტელეფინი ამოასრილა. - ანა ისევ მანდ ხართ? ხელი მოკიდე ნუკას და სახლიდან წადით. გააკეთე რაც გითხარი. - ის იყო მობილური ტელეფონი ღიმილით დააბრუნა ჯიბეში დადიანს ადევნებული რამდენიმე მამაკაცის დაძაბულ სახეს რომ მოჰკრა თვალი. მყისიერად გაუქრა სახიდან კმაყოფილების ღიმილი, რომელიც შიშმა ჩაანაცვლა და ათრთოელბული ხმა აღმოხდა გამშრალი ხორხიდან.
- ნიკო...
- არც იფიქრო. - ზურგზე მიბჯენილი იარაღის ლულა მკაფიოდ შეიგრძნო ახალკაცმა და ყურს მოდებული ნაცნობი ხმის გამო სხეულზე სიცივის ბუსუსებმა დააყარა. - კიდევ ერთი სიტყვა და აქვე გესვრი. - გაიმეორა იმავე ხმამ მის ყურთან. ცრემლიანი მზერით გააცილა ახალკაცმა გარეთ გასული დადიანი.
- დიმა. - ყბის ძვლები დაეჭიმა ახალკაცს.
- როგორც შენი დამპალი ძმაკაცი იტყოდა ძიმა. იარე! - ზურგში ბიძგი იგრძნო ბაჩომ და ისიც ფეხისთრევით დაიძრა გასასვლელისკენ.
- რას აპირებ?
- ყვე/ებს დაგაჭრით და პირში ჩაგტენით, ეს ხომ თქვენი საყვარელი გასართობია, მაგრამ იქამდე ყბებს ბეიზბოლის ჯოხით დაგიმსხვრევთ. - ზიზღით ამოიჩურჩულა დიმა გეგეჭკორმა და ძლიერი ბიძგით გააგდო ახალკაცის სხეული გარეთ.
- მაგ ჯოხს ბიტა ქვია.
- მოკეტე!
- დედას შევე/ი წასვლა მოასწრო. - დაიძახა გეგეჭკორის ერთ-ერთმა მეგობარმა.
- არაუშავს. - გარეთ გამოსვლის შემდეგ თავში ძლიერი დარტყმა იგრძნო ახალკაცმა და ბოლო რაც დაინახა დადიანის დაძრული ავტომობილი იყო. - ვნახოთ როგორი მეგობარია ბატონი დადიანი. - ბუნდოვნად ჩაესმა ახალკაცს გეგეჭკორის სიტყვები, სიბნელე სწრაფად შეეპარა მის მხედველობას და ბოლოს საერთოდ წყვდიადში გაუჩინარდა.
-----

- შენი ტელეფონი მომეცი! - ღიმილით მიუბრუნდა დადიანი სავარძელში მჯდომ გაკაპასებულ ტომაშს, რომელმაც მოსმენილი წინადადების გამო ჯერ წარბები შეკრა და შემდეგ გამომცდელად დააკვირდა საჭესთან მჯდომ დადიანს.
- რად გინდა? - როგორც იქნა ჭირვეულობას თავი ანება და ჯიბიდან ტელეფონი ამოასრიალა.
- მათხოვე. - ხელი გაუწოდა დადიანმა და ტომაშმაც მის ხელის გულზე მოათავსა ტელეფონი.
- რამდენიმე დღე არ დაგჭირდება, მერე კი ახალს გიყიდი! - ჩამოწეული მინიდან მოისროლა დადიანმა ტომაშის ტელეფონი და მოთმინებით აიტანა მხარზე დარტყმული მწარე ხელი.
- იდიოტი ხარ!
- აიღე!- ახლა საკუთარი ტელეფონი მიაწოდა დადიანმა გვერდით მჯდომ ქალს. - გადააგდე.
- არ ხარ ნორმალური. - სწრაფად მოისროლა ტომაშმა მისი ტელეფონი ფანჯრიდან და ღიმილით გახედა კმაყოფილ დადიანს. - სად მივდივართ?
- თაფლობის თვის გასატარებლად. - ხმით გაეცინა დადიანს.
- ნიკოლოზ!
- მოდუნდი პატარავ. - სახეზე თითები ჩაავლო დადიანმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში, კმაყოფილმა მზერა გაუყარა აშკარად ბედნიერ ქალს და ის იყო სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა ტომაშის სიტყვები რომ ბუნდოვნად ჩაესმა ყურში.
- გააჩერე!
- ლილიან.
- გააჩერეე გთხოვ. - თხოვნას უფრო ჰგავდა ვიდრე ბრძანებას.
- რა გჭირს? - ფერმკრთალი ქალის დანახვის გამო სწრაფად დააპარკინგა ავტომობილი, გიჟივით მოიგლიჯა ღვედი და უკვე გადასულ ტომაშს უკან მიჰყვა. - რა ჯანდაბაა? - მხრებში ჩაავლო ქალს ხელები და ოთხად მოხრილს წონასწორობის შენარჩუნებაში მიეშველა. რამდენიმე ძლიერი შეტევის შემდეგ გათავისუფლებული და სულმოთქმული ტომაში წელში გასწორდა, ხელსახოცი სახეზე აიფარა და მოჭუტული თვალებით გახედა ჯერ კიდევ ფერწასულ დადიანს.
- ამბობენ მაქსიმუმ ოთხი თვე გაგაწვალებსო. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა და აცრემლებულ დადიანს მზერა გაუსწორა.
- ამის დედაც. - ყბა აუთრთოლდა დადიანს და ტომაშის წინ მუხლებზე დაეშვა, ცხვირის წვერი აევწა და თვალს მომდგარი ცრემლის გამო მხედველობაც გაუჭრდა. არათანაბრად უცემდა გული და პირველად მოხდა რომ შეეშინდა საერთოდ არ შეეწყვიტა მისთვის დაკისრებული ფინქციის შესრულება. როგორც აჩრდილს ისე მოხვია ლილიან ტომაშს წელზე ხელები და ნაზად აკოცა მუცელზე. ქალის თითები იგრძნო თმებში და მთელ სხეულში დავლილი სიმხურვალისგან ვულკანივით აუფეთქდა თითოეული ნერვი, გვერდულად ახედა ტომაშს, რომელიც თავს ვერ მორეოდა, ქვედა ტუჩს სიმწრით ჩაფრენოდა და ტიროდა. - კეთილი იყოს შენი მობრძანება მა. - გაეღიმა დადიანს, მუცლის ალერს თავი ანება, ფეხწე წამოიჭრა, საყვარელი ქალის სხეული პატარა ბავშივით ხელში ააფრიალა და ვნებით დაეკრო ტუჩებზე.

პირველი ნაწილის დასასრული....




პ.ს ცოტა რამ ისტორიის წერის პროცესის შესახებ. ეს ისტორია სხვა დანარჩენი ისტორიებიდან იმით გამოირჩევა რომ, იდეა გაჩნდა დაახლოებით 5 თვის წინ მაგრამ ამ დრომდე ვერ დავიწყე წერა რადგან სხვა ისტორიებზე ვმუშაობდი... ეს ისტორია იმითიც გამოირჩევა რომ როდესაც წერა დავიწყე დავწერე პირველი და ბოლო თავი... და შემდეგ უკვე დავიწყე შიდა თემების წერა, დამუშავება და განვრცობა თავების მიხედვით. ვიცოდი დასაწყისი, დასასრული მაგრამ არ ვიცოდი სიუჟეტი, თუმცა ზუსტად ვიცოდი როგორ უნდა დამესრულებინა ორი სულიერად მშიერი, გატანჯული ადამინის ცხოვრება. თუმცა ეს არ არის დასასრული, მე ვიტყოდი ეს არის იტორის პირველი ნაწილის დასასრული, სიუჟეტმა დატოვა რამდენიმე კარტი, რომელიც ავტორმა არ გახსნა. თქვენი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის და ასევე ამ ისტორიის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, გპირდებით დავწერ მეორე ნაწილს სადაც უფრო ფართოდ იქნება გამოტანილი როგორც ნიკოლოზ დადიანისა და ლილიან ტომაშის პერსონაჟები ასევე სხვა ყველა დანარჩენი მოქმედი გმირის ისტორიებიც.
ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ ფეხდაფეხ მომყვებოდით და არ მტოვებდით თქვენი მოსაზრებების გარეშე, ეს მე მაბედიერებდა და დამიჯერეთ ავტორის ისე არაფერი არ ზრდის როგორც მკითხველი. მიყვარხართ მუდამ თქვენი ენ ბლექი.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აარააა
კაი რაა
ხო არ ღადაობ ენ?
ჩემ ახალკაცს თითი როგორ დაედო , რა გამიკეთე იმდენი რამე მინდოდ ამეთქვა , უნდა მეთქვა და ამით დამაწყებინე. არა კი მინდოდა მენახა დადიანი რას გააკეთებდა მეგობრისთვის რომელიც მუდამ იზიარებდა ყველა საერთო ტკივილს და სიხარულს , მაგრამ ასე პირველი ნაწილის დასრულება ... ჯანდაბა ინტრიგნობის მწვერვალისკენ მიდიხარ თუ ახვედი უკვე და იქედან გვიყურებ ?

დადიანი "დანაყრდა" იმედია საბოლოოდ დანაყრდა და მეორე ნაწილში არ გაგვეჩითება ვიღაც ვისაც სიზმრად ნახავს ან რა ვიცი რა ... ეს ისე მცირე ნაწილით მეშინია რომ მასში არსებულ ლილიანს ვინმე შეეხება

ფეხმძიმობას არ ველოდი , არა განა დადიანის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება laughing laughing ისე უბრალოდ არ ველოდი ჯერ და მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ფეხმძიმე ქალები ცალკე სამყარო არიან (ჩემი აზრით)

ვგიჟდები ანაზე და ნუკაზე ხო და იმედია დადიანი რომ უშველის (ხო უშველის?) ახალკაცს მერე ყავასაც დალევენ

რამდენი რამის იმედი მაქვს ხომ ხედავ და დაიწყე უკვე მეორე თავი თუ ამ წამს გახვალ და დაიწყებ? ხომ ფიქრობ მაინც და იცი რასაც დაწერ... ყველაფერი ერთად მაწყობს heart_eyes smile

წარმატებები ენ kissing_heart

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

sameone crazy girl
აარააა
კაი რაა
ხო არ ღადაობ ენ?
ჩემ ახალკაცს თითი როგორ დაედო , რა გამიკეთე იმდენი რამე მინდოდ ამეთქვა , უნდა მეთქვა და ამით დამაწყებინე. არა კი მინდოდა მენახა დადიანი რას გააკეთებდა მეგობრისთვის რომელიც მუდამ იზიარებდა ყველა საერთო ტკივილს და სიხარულს , მაგრამ ასე პირველი ნაწილის დასრულება ... ჯანდაბა ინტრიგნობის მწვერვალისკენ მიდიხარ თუ ახვედი უკვე და იქედან გვიყურებ ?

დადიანი "დანაყრდა" იმედია საბოლოოდ დანაყრდა და მეორე ნაწილში არ გაგვეჩითება ვიღაც ვისაც სიზმრად ნახავს ან რა ვიცი რა ... ეს ისე მცირე ნაწილით მეშინია რომ მასში არსებულ ლილიანს ვინმე შეეხება

ფეხმძიმობას არ ველოდი , არა განა დადიანის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება laughing laughing ისე უბრალოდ არ ველოდი ჯერ და მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ფეხმძიმე ქალები ცალკე სამყარო არიან (ჩემი აზრით)

ვგიჟდები ანაზე და ნუკაზე ხო და იმედია დადიანი რომ უშველის (ხო უშველის?) ახალკაცს მერე ყავასაც დალევენ

რამდენი რამის იმედი მაქვს ხომ ხედავ და დაიწყე უკვე მეორე თავი თუ ამ წამს გახვალ და დაიწყებ? ხომ ფიქრობ მაინც და იცი რასაც დაწერ... ყველაფერი ერთად მაწყობს heart_eyes smile

წარმატებები ენ kissing_heart




მშვენიერია, დილის პირველი მერცხალიც მოფრენილა kissing_heart
მადლობა მარიამ, ძალიან გამახარე, ყველაფერზე სწორი მოსაზრება გაქვს ჩემო კარგოო და მიხარია რომ ამ ისტორიის კითხვა არ შეწყვიტე და ბოლომდე მომყევი heart_eyes
ჰო ინტრიგა არ დაელია ამ ისტორიას.
პ.ს სხვათაშორის ახალკაცის ამბები შენი დამსახურება იყო, გაინტერესებდა და მეორე ნაწილში ნახავ მის შესახებ ყველაფერს...
მადლბა კიდევ ერთხელ რომ გამაბედნიერე შენი ვიზიტით.
წარმატებები გამოცდაზე heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამო

აუ ახალკაცს რამე არ დაუშაონ გთხოვ☹️როდის დაიწყებ მეორე ნაწილს❤️

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიამო
აუ ახალკაცს რამე არ დაუშაონ გთხოვ☹️როდის დაიწყებ მეორე ნაწილს❤️


ჯერ ვერა ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ გპირდებით როცა დავიწყებ გაცილებიტ მეტი სიგიჟე იქნება ვიდრე პირველი ნაწილი იყო. kissing_heart kissing_heart

 


№5  offline წევრი დარინა

სახე გაბადრული წავიკითხეე ყველაზე მეტად ნაცნობი ფრაზა რომ მომხვდა თვალებში მაშინ ლამის ვიხოხე ბედნიერებისგან, უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს ნიკოლოზ დადიანიი, შენი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად ჩამითრია და როგორც დადიანი განიცდიდა ტკივილს, სიხარულსა თუ ბედნიერებას მეც მასთან ერთად განვიცდიდი, უბრალოდ მიყვარს ეს შეშლილი მამაკაციი, ტომაშზე კი ვიმუქრებოდი მაგრამ ბოლოს იმხელა ბედნიერება მიანიჭა ჩემს ნიკოლას დროებით დავივიწყე ყველაფერიი, მართლაც რომ საოცარი ისტორია გამოგივიდა ენ და მიხარია რომ ბოლომდე შენთან ვიყავიი, ბაჩოზეც არ ვნერვიულობ რადგან ვიცი რომ არ გაწირავ და ის საწყალი გეგეჭკორი წერას ყავს ატანილიი, ნიკოლა რომ დაბრუნდება კი გააფრთხობიებს სულს, მეორე ნაწილს სულმოუთქმელად ველოდებიი, უკვე მოლოდინის რეჟიმზე ვარ გადართული.

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

დარინა
სახე გაბადრული წავიკითხეე ყველაზე მეტად ნაცნობი ფრაზა რომ მომხვდა თვალებში მაშინ ლამის ვიხოხე ბედნიერებისგან, უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს ნიკოლოზ დადიანიი, შენი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად ჩამითრია და როგორც დადიანი განიცდიდა ტკივილს, სიხარულსა თუ ბედნიერებას მეც მასთან ერთად განვიცდიდი, უბრალოდ მიყვარს ეს შეშლილი მამაკაციი, ტომაშზე კი ვიმუქრებოდი მაგრამ ბოლოს იმხელა ბედნიერება მიანიჭა ჩემს ნიკოლას დროებით დავივიწყე ყველაფერიი, მართლაც რომ საოცარი ისტორია გამოგივიდა ენ და მიხარია რომ ბოლომდე შენთან ვიყავიი, ბაჩოზეც არ ვნერვიულობ რადგან ვიცი რომ არ გაწირავ და ის საწყალი გეგეჭკორი წერას ყავს ატანილიი, ნიკოლა რომ დაბრუნდება კი გააფრთხობიებს სულს, მეორე ნაწილს სულმოუთქმელად ველოდებიი, უკვე მოლოდინის რეჟიმზე ვარ გადართული.



მადლობა ოქროს ადამიანო kissing_heart
მიხარია რომ ბოლომდე მომყევი და კიდევ უფრო მიხარია რომ აღარ ხარ ისევ ტომაშის დასახიჩრების სურვილით შეპყრობილი laughing
ხომ გითხარი ეგ ფრაზა დაიმახსოვრე-მეთქი. მეც ბევრი ვიცინე მაგ წინადადებაზე kissing_heart
ძალიან მიხარია რომ მეორე ნაწილსაც ელი kissing_heart
დავასვენოთ ახლა დადიანი და ტომაში ცოტა ხანს, ბლექიც მოეგოს გონს და დაწერს გაგრძელებას kissing_heart

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

ტომაშის ფეხმძიმობამ დამაფრთხო, რაადგან არ ვიცი რა იქნება შემდეგ...
ახალკაცს ვერ გაწირავს ნიკო, მაგრამ სასწორის ერთ პინზე საყვარელი ქალი და შვილი დევს, მეორეზე - ახალკაცი.
ბერია უშველის ახალკაცს, ალბათ.
ვფიქრობ, ბერიაც ხედავს სიზმრებს და სიზმრებში ალბათ ახალკაცია.

ჩემო უნიჭიერესო,ენ, გელოდები, მუდამ.

რა გაძლებს მეორე ნაწილამდე არ ვიცი
მომენატრებიან.

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

მე♥უცნაურე
ტომაშის ფეხმძიმობამ დამაფრთხო, რაადგან არ ვიცი რა იქნება შემდეგ...
ახალკაცს ვერ გაწირავს ნიკო, მაგრამ სასწორის ერთ პინზე საყვარელი ქალი და შვილი დევს, მეორეზე - ახალკაცი.
ბერია უშველის ახალკაცს, ალბათ.
ვფიქრობ, ბერიაც ხედავს სიზმრებს და სიზმრებში ალბათ ახალკაცია.

ჩემო უნიჭიერესო,ენ, გელოდები, მუდამ.

რა გაძლებს მეორე ნაწილამდე არ ვიცი
მომენატრებიან.


სიგიჟე ხარ შენი მოსაზრებებითურთ kissing_heart
მადლობა რომ ისევ ჩემთან ხარ kissing_heart

 


№9  offline წევრი ნანა73

კიდევ კარგი რადიკალურ ზომებს მიმართა ნიკოლოზმა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბოლო წუთს, არ გაჯიუტდა და არ ჩაიხრჩო თავი სასმელში. ხო, წინ ალბათ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა სხვადასხვა მხრიდან და ინტრიგებიც არ მოგვაკლდება, მაგრამ შენ ყველაფერს მოაგვარებ დარწმუნებული ვარ. კარგი გოგო ხარ ენ! გელოდები... ❤️❤️❤️

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

ნანა73
კიდევ კარგი რადიკალურ ზომებს მიმართა ნიკოლოზმა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბოლო წუთს, არ გაჯიუტდა და არ ჩაიხრჩო თავი სასმელში. ხო, წინ ალბათ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა სხვადასხვა მხრიდან და ინტრიგებიც არ მოგვაკლდება, მაგრამ შენ ყველაფერს მოაგვარებ დარწმუნებული ვარ. კარგი გოგო ხარ ენ! გელოდები... ❤️❤️❤️


ნან heart_eyes ძალიან დიდი მალდობა

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

მიხარია ასეთი დასასრული,უფრო მიხარია გაგრძელება რომ ექნება..ისე მე ვფიქრობ ,როცა წარმატებული ხარ,შეგიძლოა წერო,გყავდეს ასეთი კარგი მეგობრები,იყო ასე უღმერთოდ ლამაზი,არ უნდა იყო უბედური,უბედურება ხომ ბუნებაში არ არსებობს,უბედარუბას ჩვენ ვქმით ადამიანები,იმიტომ რომ გვავიწყდება ,რომ ყველაფერი უფლისგან მოდის.იდეალური არაფერი არ არსებობს ,მე გამოპარული მზის სხივიც მათბობს,მიხარია რომ ლილიანი დადიანი ერთმანეთს შეავსებენ,წარმატებები ბლექ

 


№12  offline წევრი სიბილა

დაისვენე ბლექ, გეკუთვნის.მაგრამ იმ საცოდაც ახალკაცს ნუ გაწირავ არ დაუმსახურებია სხვა სახელის დარქმევა ენდომება Tავისი ბიჭისთვის ნიკოს არა ბაჩოსი))),ხოდაააააააააა, მიაკითხოს ვინმემ იმ საწყალს ან მე გამიშვი,უფრო სწორედ მმიშვი.ძიმასნაირების სიფათის მინგრევის სურვილი არასდროს გამიქრება

 


№13  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი nancho
მიხარია ასეთი დასასრული,უფრო მიხარია გაგრძელება რომ ექნება..ისე მე ვფიქრობ ,როცა წარმატებული ხარ,შეგიძლოა წერო,გყავდეს ასეთი კარგი მეგობრები,იყო ასე უღმერთოდ ლამაზი,არ უნდა იყო უბედური,უბედურება ხომ ბუნებაში არ არსებობს,უბედარუბას ჩვენ ვქმით ადამიანები,იმიტომ რომ გვავიწყდება ,რომ ყველაფერი უფლისგან მოდის.იდეალური არაფერი არ არსებობს ,მე გამოპარული მზის სხივიც მათბობს,მიხარია რომ ლილიანი დადიანი ერთმანეთს შეავსებენ,წარმატებები ბლექ


გეთანხმები და ვიმედოვნებ ლილიანიც მიხვდება ამ ყველაფერს ერთხელდასამუდამოდ kissing_heart

სიბილა
დაისვენე ბლექ, გეკუთვნის.მაგრამ იმ საცოდაც ახალკაცს ნუ გაწირავ არ დაუმსახურებია სხვა სახელის დარქმევა ენდომება Tავისი ბიჭისთვის ნიკოს არა ბაჩოსი))),ხოდაააააააააა, მიაკითხოს ვინმემ იმ საწყალს ან მე გამიშვი,უფრო სწორედ მმიშვი.ძიმასნაირების სიფათის მინგრევის სურვილი არასდროს გამიქრება


აჰ ანუ გადაწყდა რომ დადიანს ბიჭი უნდა შეეძინოს? smile
მიდი რუსა ნებას გაძლევს დანაყო გეგეჭკორი kissing_heart

 


№14 სტუმარი tt

საუკეთესო ????????????

 


№15  offline ადმინი ენ ბლექი

tt
საუკეთესო ????????????


მადლობა <3

 


№16 სტუმარი სტუმარი თეკო

ანუუ)) ის იყო რაც უნდა ყოფილიყო ))

 


№17  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი თეკო
ანუუ)) ის იყო რაც უნდა ყოფილიყო ))


ვისთვის როგორ kissing_closed_eyes

 


№18 სტუმარი სტუმარი ირინკა

გადავიდა ფავორიტებში!!❤❤
მიყვარხარ, მალე დაბრუნდი❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ირინკა
გადავიდა ფავორიტებში!!❤❤
მიყვარხარ, მალე დაბრუნდი❤❤



მადლობა ირინკა... ვეცდები kissing_heart

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკო

საოცარი ისტორია გამოვიდა,ყოჩაღ.მოუთმენლად ველოდები შემდეგს.

 


№21 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი მაკო
საოცარი ისტორია გამოვიდა,ყოჩაღ.მოუთმენლად ველოდები შემდეგს.



მადლობა ❤

 


№22 სტუმარი ესეც დამთავრდა

როგორ ხარ ენ?
უკვე გენატრებიან?
მე ხვალ დილას დამაკლდებიან და ზუსტად ვიცი მერე ვიგრძნობ მონატრებას.

აი მე როგორ ვარ ქვემოთ გავიგებთ , სხვათა , შორის მეც შენთან ერთად , იმიტომ , რომ ბოლომდე ვერ განვსაზღვრე .

***
გული.
ეს მფეთქავი ორნაგო .
მაინც რამდენ ადმაიანს უშლის ნერვებს.
რადგან ვერასდროს ვიმორჩილებთ.
ყველაფერს მაინც მისით აკეთებს.
მისი გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებს.
ის წყვეტს , ვინ ,როდის ან რატომ უნდა შეიყვარო და შეიძულო.
ყველა გარემოება ეხმარება მას ამაში და მუდამ მართავ შეჯიბრებს გონებასთან .
დადიანსაც არ ემორჩილებოდა მისი გული.
არ უკითხავს რატომ უნდა შეყვარებოდა ლილიანი.
ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა .
მაგრამ ყველაზე კარგი არჩევანი გააკეთა.ზუსტი.

ამ თავების განმავლობაში , ბევრი ტკივილი გადაიტანა დადიანის გულმა , ბევრჯერ გაჩერებულა წამიერად და მერე ისევ აღუდგენია მუშაობა.
რამდენჯერ დაუწურიათ დადიანის წარმოსახვაში სისხლისგან.



მაგრამ დადიანს გაუმართლა.
გაუმართლა ამ დამპალ ცხოვრებაში.
იპოვნა ადამიანი , რომელმაც სრულად დაანაყრა , თავიც აპოვნინა და პლუს ამას დიდი საჩუქარიც გაუჯეთა.
დადიანის ცხოვრების საჩუქარი.






წარსული
განვლილი ცხოვრება.
ზოგისთვის ტკბილად , ზოგისთვის კი საშინლად მწარედ მოსაგონებელი.
წარსული , ეს ის გრძნობათა და გამოცდილების მარაგია , რომელოც ყოველ ადამიანში ფარულად მაგრამ მაინც ცოცხლობს.
შეუძლებელია ადამიანმა წაშალოს გრძნობები , რომელიც წარსულში განიცადა.
გამოცდილება , რომლითაც განვლილმა ცხოვრებამ დაასაჩუქრა .
ამ ორ მთავარ პერსონაჟში კი
წარსული , მხოლოდ ტკივილია.
მიჩუმებული ტკივილი , რომელიც იშვიათად , მაგრამ მაინც გახსნებს თავს.

****
“უფრო ძლიერი და მებრძოლი მეგონე. - "
ანა.
მე ხომ ვგიჟდები ამ გოგოზე.
დადიანის არ იყოს , მართლაც ნამდვილი დადიანია.
მტკიცე და შეუვალი ხასიათით.
ცოტა გიჟი და გადარეულიც .

დამჯერიც და შეუპოვარიც.
მამაციც და დაუცველიც.
გულჩვილიც , მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ძლიერი.
და მაინც როდის მერეა მე ეს გოგო მიყვარს?
ხოდა ეს მისი და ნიკოს დიალოგის ბოლო სიტყვები.

მაინც როგორი ფარული მოტივაცია იყო უფროსი დადიანისთბის.
ამას მერე ნუკასი დაემატა და აჰა რაღა გინდა მეტი.
მაინც ყოველთვის სუსტი წერტილია ძლიერისთვის , როდესაც მის სიძლიერეში ეჭვის შეტანას იწყებენ ...

არა , მაინც არ შეიძლებოდა , რომ ცოტა უშნო ყოფილიყო არ შეუყვარდებოდა იმ გეგეჭკორს და იქნებოდა ახლა ჩემი ახალკაცი ჭიქა "ყავით" ხელში ბერიათან ერთან .
უიმე რა .


***
ლილიანის ადგილზე იმ მკითხავს ერთ დიდ მადლობას მაინც ვეტყოდი.

***
ლილიანისა და დადიანის შერიგება.
მართალია რა , რად უნდა ეს დაჩოქებები და სიბანალურეები.
შენია აიღე და წაიღე , ნეტა მას ვინ ეკითხება.
არ იციან რა.
აი დადიანმა იცოდა.
და მართალია ვინც ეგ თქვა კი ყოფილა ბრძენი.

მოასწრეს.
მოასწრო დადინმა მანქანის დაძვრა და მისი საყვარელი ორი ადამიანის იქიდან წაყვანა.

ორი ერთმანეთისთვის გაჩენილი.
ორი ერთნაილი წარსულით და საერთო , გარდაუვალი მომავლით.
მათ უყვართ , ერთმანეთის ყველაფერი უყვართ.
ყველა უჯრედიც კი.
ცხოვრებამ ისე დააკავშირა ისინი ერთმანეთ , უკვე ვერაფერი ვერ დააშორებთ.
ვაი გეგეჭკორს თუ ჩახტა აქ გამონაკლის შემთხვევად.
ხო ავუჯანყდით ეს შენი ამდენი მკითხველი.
ერთი ღერი თმა არ დარჩება თავზე.

-ოთხი თვე გაგაწამებსო- ყველაზე დიდი გამომკვები და ყველაზე დიდი საჩუქარი დადიანის ცხოვრებაში....


ლილიანს რატო ვჩაგრავ ხოლმე?


***
ისაო.
ყავაო.
მეორე ნაწილიო.
ბერიას რა ჭირსო.
სხვა პერსონაჟების ისტორიებსაცო.
და მაინც მეცოდებოდა ჩემი ბერია მარტო.
აუ დღეს , როგორ მესაყვარლა ...
აუ როგორ მიყვარს.
როგორ ვგიჟდები.
ისიც ხომ გიჟია.
ღმერთმანი .
ენ ახალკაცი კარგად იქნება ჰოო?
არ გამიხეთქო გული.
გავგიჟდები , მაგას , რომ რამე მოუვიდეს.დადიანზე უფრო არ ვიდარდებდი , როგორც მაგაზე ვდარდობ.


***
ინტრიგის დედა ხარ ენ.
მალე ვიფიქრებ რამე კურსები ხომ არ გაქვს გავლილი.

მიყვარხარ , სიზმრებისა და წითელი ფერის ძლიერ მოყვარულო.

საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ.
ემოციების კორიანტელი მოგაქვს.
და ბოლოს მე როგორ ვარ ?
უზადოდ კმაყოფილი და დაინტრიგებული ვარ.

შემდეგ შეხვედრამდე.

 


№23  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ჩემი ხმა ნაწარმოების მეორე ნაწილს, რადგან ეს ისტორია აშკარად ითხოვს გაგრძელებას და მართლა ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება ნიკოლოზის და ლილიანის ურთიერთობა.
ძალიან მიჭირს ახლა რაიმე დასკვნის დადება, რადგან ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ შთაბეჭდილება გაგიზიარო.
ვაღიარებ, სიუჟეტურად იმდენად კარგად ვითარდებოდა ყველაფერი და ვხედავდი, რომ სამუშაოდ იმდენის უფლებას იძლეოდა ეს ნაწარმოები, ნიკოლოზი მთვარეზე რომ გადასულიყო საცხოვრებლად, იმასაც დავიჯერებდი:))) შეიძლება, სწორედ ამიტომ ველოდებოდი რაღაც სხვას, ზუსტად ისეთივე გიჟურს, როგორი სიგიჟითაც და გამოუცნობი მოვლენებით გამოირჩეოდნენ ყოველი თავის ეპიზოდები... მე არ ვიცი სხვა როგორ, მაგრამ ისეთი განცდით ვკითხულობდი, მეგონა, ბოლოს რაღაც გრანდი მოხდებოდა, ისეთი დასასრული, რაც დიდხანს გამყვებოდა და პერსონაჟების ფსიქოტიპებზე, მათ სანდოობასა და ადამიანის ბუნების უნიკალურობაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრებდა.
ცოტა მიჭირს ლილიან/ენ ბლექზე საუბარი, რადგან გაორებული პიროვნებაა. მხოლოდ ამიტომ მეპარება ეჭვი, მან ვინმეს ურთიერთობაში კომფორტი შეუქმნას, თორემ გარეგნულად რომ შევხედოთ და მისი ხასიათის სიმძიმეს შევეშვათ, არა მარტო ნიკოლოზისთვის, არამედ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალია და ნამდვილად არაფერი დაეწუნება.
შემოგვთავაზე ასეთი დასასრული და კი ბატონო, მივიღე, მთავარია, ავტორი იყოს კმაყოფილი, მაგრამ იცი რაზე დავფიქრდი? ესენი რომ რეალურ ცხოვრებაში გადმოვსვათ წიგნის ფურცლებიდან და რეალური გარემოს შესისხლხორცება დავაწყებინოთ, შენ როგორ გგონია, გადარჩებოდნენ?
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე ვაიმე საოცრება იყო ???? მადლობა შენ. მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს❤️❤️❤️

 


№25  offline ადმინი ენ ბლექი

ქეთი იმერლიშვილი
ჩემი ხმა ნაწარმოების მეორე ნაწილს, რადგან ეს ისტორია აშკარად ითხოვს გაგრძელებას და მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ნიკოლოზის და ლილიანის ურთიერთობა.
ძალიან მიჭირს ახლა რაიმე დასკვნის დადება, რადგან ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ შთაბეჭდილება გაგიზიარო.
ვაღიარებ, რომ სიუჟეტურად იმდენად კარგად ვითარდებოდა ყველაფერი და ვხედავდი, რომ სამუშაოდ იმდენის უფლებას იძლეოდა ეს ნაწარმოები, ნიკოლოზი მთვარეზე რომ გადასულიყო საცხოვრებლად, იმასაც დავიჯერებდი:))) შეიძლება, სწორედ ამიტომ ველოდებოდი რაღაც სხვას, ზუსტად ისეთივე გიჟურს, როგორი სიგიჟითაც და გამოუცნობი მოვლენებით გამოირჩეოდნენ ყოველი თავის ეპიზოდები... მე არ ვიცი სხვა როგორ, მაგრამ ისეთი განცდით ვკითხულობდი, მეგონა, ბოლოს რაღაც გრანდი მოხდებოდა, ისეთი დასასრული, რაც დიდხანს გამყვებოდა და პერსონაჟების ფსიქოტიპებზე, მათ სანდოობასა და ადამიანის ბუნების უნიკალურობაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრებდა.
ცოტა მიჭირს ლილიან/ენ ბლექზე საუბარი, რადგან გაორებული პიროვნებაა. მხოლოდ ამიტომ მეპარება ეჭვი, მან ვინმეს ურთიერთობაში კომფორტი შეუქმნას, თორემ გარეგნულად რომ შევხედოთ და მისი ხასიათის სიმძიმეს შევეშვათ, არა მარტო ნიკოლოზისთვის, არამედ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალია და ნამდვილად არაფერი დაეწუნება.
შემოგვთავაზე ასეთი დასასრული და კი ბატონო, მივიღე, მთავარია, ავტორი იყოს კმაყოფილი, მაგრამ იცი რაზე დავფიქრდი? ესენი რომ რეალურ ცხოვრებაში გადმოვსვათ წიგნის ფურცლებიდან და რეალური გარემოს შესისხლხორცება დავაწყებინოთ შენ როგორ გგონია, გადარჩებოდნენ?


ქეთი ❤
ადამიანები არ იცვლებიან-უბრალოდ მჟღავნდებიან.
სულიერ ტკივილებს და შიმშილს ვერავინ შეგივსებს თი თავად არ ეცდები თვითონვე შეივსო და თუ ვერ განკურნო მიაყუჩო მაინც. ხო რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა და პრინციპში გარდაუვალიც არის რომ შენში მიყუჩებული ტკივილი და შიმშილი კვლავ შეგახსენებს თავს მაგრამ აქაც თუ მოუხმობ შენში არსებულ სიძლიერეს მე მჯერა რომ შეგიძლია ისევ მიაყუჩო. ლილიანის შემთხვევაში ასეა, ალბათ დადიანის შემთხვევეაში..
უფრო გრანდიოზული დასასრული?
შვილზე სასიამოვნო განა რამე არსებობს? ეს ხომ ისტორიაა რომელმაც ჯერ ავტორს და შემდეგ მკითხველს სიამოვნება უნდა მიანიჭოს? მე მივიღე სიამოვნება, მგონი ჩემმა მკითხველმაც.
და კითხვა ესენი რომ რეალური ცხოვრებაში გადმოვიტანოთ დადარჩებიან თუ არა?-იქნებ უკვე გადარჩნენ ❤
მადლობა რომ მკითხულობდი ❤
შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ნამდვილად

სტუმარი მარიამი
ვაიმე ვაიმე საოცრება იყო ???? მადლობა შენ. მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს❤️❤️❤️


მადლობა მარიამ ❤

ესეც დამთავრდა
როგორ ხარ ენ?
უკვე გენატრებიან?
მე ხვალ დილას დამაკლდებიან და ზუსტად ვიცი მერე ვიგრძნობ მონატრებას.

აი მე როგორ ვარ ქვემოთ გავიგებთ , სხვათა , შორის მეც შენთან ერთად , იმიტომ , რომ ბოლომდე ვერ განვსაზღვრე .

***
გული.
ეს მფეთქავი ორნაგო .
მაინც რამდენ ადმაიანს უშლის ნერვებს.
რადგან ვერასდროს ვიმორჩილებთ.
ყველაფერს მაინც მისით აკეთებს.
მისი გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებს.
ის წყვეტს , ვინ ,როდის ან რატომ უნდა შეიყვარო და შეიძულო.
ყველა გარემოება ეხმარება მას ამაში და მუდამ მართავ შეჯიბრებს გონებასთან .
დადიანსაც არ ემორჩილებოდა მისი გული.
არ უკითხავს რატომ უნდა შეყვარებოდა ლილიანი.
ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა .
მაგრამ ყველაზე კარგი არჩევანი გააკეთა.ზუსტი.

ამ თავების განმავლობაში , ბევრი ტკივილი გადაიტანა დადიანის გულმა , ბევრჯერ გაჩერებულა წამიერად და მერე ისევ აღუდგენია მუშაობა.
რამდენჯერ დაუწურიათ დადიანის წარმოსახვაში სისხლისგან.



მაგრამ დადიანს გაუმართლა.
გაუმართლა ამ დამპალ ცხოვრებაში.
იპოვნა ადამიანი , რომელმაც სრულად დაანაყრა , თავიც აპოვნინა და პლუს ამას დიდი საჩუქარიც გაუჯეთა.
დადიანის ცხოვრების საჩუქარი.






წარსული
განვლილი ცხოვრება.
ზოგისთვის ტკბილად , ზოგისთვის კი საშინლად მწარედ მოსაგონებელი.
წარსული , ეს ის გრძნობათა და გამოცდილების მარაგია , რომელოც ყოველ ადამიანში ფარულად მაგრამ მაინც ცოცხლობს.
შეუძლებელია ადამიანმა წაშალოს გრძნობები , რომელიც წარსულში განიცადა.
გამოცდილება , რომლითაც განვლილმა ცხოვრებამ დაასაჩუქრა .
ამ ორ მთავარ პერსონაჟში კი
წარსული , მხოლოდ ტკივილია.
მიჩუმებული ტკივილი , რომელიც იშვიათად , მაგრამ მაინც გახსნებს თავს.

****
“უფრო ძლიერი და მებრძოლი მეგონე. - "
ანა.
მე ხომ ვგიჟდები ამ გოგოზე.
დადიანის არ იყოს , მართლაც ნამდვილი დადიანია.
მტკიცე და შეუვალი ხასიათით.
ცოტა გიჟი და გადარეულიც .

დამჯერიც და შეუპოვარიც.
მამაციც და დაუცველიც.
გულჩვილიც , მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ძლიერი.
და მაინც როდის მერეა მე ეს გოგო მიყვარს?
ხოდა ეს მისი და ნიკოს დიალოგის ბოლო სიტყვები.

მაინც როგორი ფარული მოტივაცია იყო უფროსი დადიანისთბის.
ამას მერე ნუკასი დაემატა და აჰა რაღა გინდა მეტი.
მაინც ყოველთვის სუსტი წერტილია ძლიერისთვის , როდესაც მის სიძლიერეში ეჭვის შეტანას იწყებენ ...

არა , მაინც არ შეიძლებოდა , რომ ცოტა უშნო ყოფილიყო არ შეუყვარდებოდა იმ გეგეჭკორს და იქნებოდა ახლა ჩემი ახალკაცი ჭიქა "ყავით" ხელში ბერიათან ერთან .
უიმე რა .


***
ლილიანის ადგილზე იმ მკითხავს ერთ დიდ მადლობას მაინც ვეტყოდი.

***
ლილიანისა და დადიანის შერიგება.
მართალია რა , რად უნდა ეს დაჩოქებები და სიბანალურეები.
შენია აიღე და წაიღე , ნეტა მას ვინ ეკითხება.
არ იციან რა.
აი დადიანმა იცოდა.
და მართალია ვინც ეგ თქვა კი ყოფილა ბრძენი.

მოასწრეს.
მოასწრო დადინმა მანქანის დაძვრა და მისი საყვარელი ორი ადამიანის იქიდან წაყვანა.

ორი ერთმანეთისთვის გაჩენილი.
ორი ერთნაილი წარსულით და საერთო , გარდაუვალი მომავლით.
მათ უყვართ , ერთმანეთის ყველაფერი უყვართ.
ყველა უჯრედიც კი.
ცხოვრებამ ისე დააკავშირა ისინი ერთმანეთ , უკვე ვერაფერი ვერ დააშორებთ.
ვაი გეგეჭკორს თუ ჩახტა აქ გამონაკლის შემთხვევად.
ხო ავუჯანყდით ეს შენი ამდენი მკითხველი.
ერთი ღერი თმა არ დარჩება თავზე.

-ოთხი თვე გაგაწამებსო- ყველაზე დიდი გამომკვები და ყველაზე დიდი საჩუქარი დადიანის ცხოვრებაში....


ლილიანს რატო ვჩაგრავ ხოლმე?


***
ისაო.
ყავაო.
მეორე ნაწილიო.
ბერიას რა ჭირსო.
სხვა პერსონაჟების ისტორიებსაცო.
და მაინც მეცოდებოდა ჩემი ბერია მარტო.
აუ დღეს , როგორ მესაყვარლა ...
აუ როგორ მიყვარს.
როგორ ვგიჟდები.
ისიც ხომ გიჟია.
ღმერთმანი .
ენ ახალკაცი კარგად იქნება ჰოო?
არ გამიხეთქო გული.
გავგიჟდები , მაგას , რომ რამე მოუვიდეს.დადიანზე უფრო არ ვიდარდებდი , როგორც მაგაზე ვდარდობ.


***
ინტრიგის დედა ხარ ენ.
მალე ვიფიქრებ რამე კურსები ხომ არ გაქვს გავლილი.

მიყვარხარ , სიზმრებისა და წითელი ფერის ძლიერ მოყვარულო.

საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ.
ემოციების კორიანტელი მოგაქვს.
და ბოლოს მე როგორ ვარ ?
უზადოდ კმაყოფილი და დაინტრიგებული ვარ.

შემდეგ შეხვედრამდე.



ცოტა რამ იმ მკითხველის შესახებ რომლის გამოჩენასაც ყიველთვის სიხარული მოაქვს ჩემთვის...
ბავშვი, პირდაპირი მნიშვნელობით ბავშვი რომიც იქამდე სანამ პირადათ არ გავიცანი არც კი ვიცოდი რომ ბლექის მკითხველს შორის ყველაზე პატარა იყო.
პატარა ეძახე და აზრს ასე ბევრი "მწერალიც" კი ვერ აყალიბებს როგორც ეს ბავშვი...
ჰო კიდევ ერთი როცა მისი ასაკი გავიგე, ჯერ მეგონა მომატყუა, მერე კი იმაზე დავიწყე ფიქრი რომ ჩემს ისტორიებსი ბევვრი ისეთი სცენა ამირწერია რომელიც რეალურად მას არც უნდა წაეკითხა-რადგან ბავშვია.. დაიჯერებთ დომ გითხრათ რომ მისმა არსებობამ როგორც ავტორი ხელწერა შემიცვალა? არა იძულებით არამედ სიამოვნებით. სულ სხვა სიღრმეებში დავიწყე სიარული და ეს ზუსტად იმიტომ რომ პირველ რიგში სწორედ მისთვის ყოფილიყო ჩემი ისტორია სრულყოფილი, ჩემთან ერთად მისთვის. არავინ მიწყინოთ.
მე ამ ბავშვზე უბრალოდ ვგიჟდები ❤

 


№26 სტუმარი ნათია41

მეგონა დავდე კომენტარი???? გადავხედე და როგორც ჩანს ტყუილად დავწერე არ გამომიშვია???? ვირუსს ვებრძვი. საოცარი რომ ხარ ბევრჯერ გითხარი. უპირობოდ გელოდები. ასეთ მდფომარეობაში როცა გონება შვებულევაშია გასული მიჭირს სიტტვებით იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ. უბრალოდ ლოდინი მასწავლე.

 


№27 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნათია41
მეგონა დავდე კომენტარი???? გადავხედე და როგორც ჩანს ტყუილად დავწერე არ გამომიშვია???? ვირუსს ვებრძვი. საოცარი რომ ხარ ბევრჯერ გითხარი. უპირობოდ გელოდები. ასეთ მდფომარეობაში როცა გონება შვებულევაშია გასული მიჭირს სიტტვებით იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ. უბრალოდ ლოდინი მასწავლე.


ნათი ❤ ძალიან დიდი მადლობა ❤
გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤

 


№28 სტუმარი სტუმარი ნანა

ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ჩემი სათქმელი თავიდან ბოლომდე თქვა ქეთიმ და მოკლედ ვეთანხმები ყველა სიტყვაში. ისტორია დაიწყო ძალიან მაგრად , პირველივე თავიდანვე მოიტანა დიდი ინტერესი და შეიქმნა რაღაც ძალიან მაგარის წაკითხვის მოლოდინი. მომეწონა ლილიანი, მომეწონა ნიკოც. გავიგე ორივე პერსონაჟის ხასიათი , მიზნები და სულიერი მდგომარეობა. ერთი დიტყვით, ისტორიას რაღაც ეტაპამდე ჰქონდა პერსპექტივა, რომ გამოსულიყო ძალიან მაგარი! იმ ეტაპის შემდეგ კი ყველაფერი აირია პირადად ჩემთვის, დაიწყო მთელი რიგი ძალიან დიდი ბანალურობები, არასაჭირო სცენები და ეპიზოდები, უგზოუკვლოდ აორთქლდა ის ხიბლი, რაც ისტორიას ჰქონდა თავიდან. იგივე დაემართა ლილიანის პერსონაჟსაც და თუ თავიდან მოხიბლული ვიყავი მისით და ძალიან კარგად მესმოდა კიდეც მისი, ამის შემდეგ ვეღაც მის მიზნებს ვხდებოდი და ისეთ აგრესიას იწვევდა თავისი საქციელებით, რომ რავიცი. ეს გაგრძელდა ისტირიის ბოლომდე . რა თქმა უნდა მთავარია ავტორი დარჩეს კმაყოფილი, მაგრამ რადგან თან მკითხველს შეფასებასაც თხოვ, მე როგოც ისტორიის რიგითმა მკითხველმა ჩემი აზრუ დავაფიქისრე, რაც ცოტა ძაან შიშით გავაკეთე , რადგან მოსალოდნელია რომ: ან ავტორი მიპასუხებს აგრესიულად რომ თუ არ მომწონს ნუ წავიკითხავ; ან ნინაკა და სხვა დამცველები უნდა გამომიხტნენ ,ბრალდებით რომ ისტორიის აზრი და მწერლის ჩანაფიქრი ვერ გავიგე, ცუდად უნდა შემეხონ პიროვნულად ან მთლად უარესი, როგორც აქ ერთმა ავტორმა გააკეთა, ფაცეზე წაიღონ ჩემი კომენტარი და იქ განიხილოს ფანებთან ერთად, როგორ გავბედე და "გენიოს" ავტორს შენიშვნა მივევი და გავაკრიტიკე :D (დაუწერე ეხლა ეგეთს კომენტარი :D). ის კი ცუდია რომ ზოგჯერ ავტორებს და მის დამცველებს არ ესმით როგორი მნიშვნელობა აქვს ყველანაირ აზრს, კარგსაც და ცუდსაც. ეს აზრები, ქებაც და შენიშვნებიც ყველაზე მეტად ეხმარება და უმთავრესია ავტორის გაზრდა-განვითარებაში.
წარმატებები ავტორს!

 


№29 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ნანა
ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ჩემი სათქმელი თავიდან ბოლომდე თქვა ქეთიმ და მოკლედ ვეთანხმები ყველა სიტყვაში. ისტორია დაიწყო ძალიან მაგრად , პირველივე თავიდანვე მოიტანა დიდი ინტერესი და შეიქმნა რაღაც ძალიან მაგარის წაკითხვის მოლოდინი. მომეწონა ლილიანი, მომეწონა ნიკოც. გავიგე ორივე პერსონაჟის ხასიათი , მიზნები და სულიერი მდგომარეობა. ერთი დიტყვით, ისტორიას რაღაც ეტაპამდე ჰქონდა პერსპექტივა, რომ გამოსულიყო ძალიან მაგარი! იმ ეტაპის შემდეგ კი ყველაფერი აირია პირადად ჩემთვის, დაიწყო მთელი რიგი ძალიან დიდი ბანალურობები, არასაჭირო სცენები და ეპიზოდები, უგზოუკვლოდ აორთქლდა ის ხიბლი, რაც ისტორიას ჰქონდა თავიდან. იგივე დაემართა ლილიანის პერსონაჟსაც და თუ თავიდან მოხიბლული ვიყავი მისით და ძალიან კარგად მესმოდა კიდეც მისი, ამის შემდეგ ვეღაც მის მიზნებს ვხდებოდი და ისეთ აგრესიას იწვევდა თავისი საქციელებით, რომ რავიცი. ეს გაგრძელდა ისტირიის ბოლომდე . რა თქმა უნდა მთავარია ავტორი დარჩეს კმაყოფილი, მაგრამ რადგან თან მკითხველს შეფასებასაც თხოვ, მე როგოც ისტორიის რიგითმა მკითხველმა ჩემი აზრუ დავაფიქისრე, რაც ცოტა ძაან შიშით გავაკეთე , რადგან მოსალოდნელია რომ: ან ავტორი მიპასუხებს აგრესიულად რომ თუ არ მომწონს ნუ წავიკითხავ; ან ნინაკა და სხვა დამცველები უნდა გამომიხტნენ ,ბრალდებით რომ ისტორიის აზრი და მწერლის ჩანაფიქრი ვერ გავიგე, ცუდად უნდა შემეხონ პიროვნულად ან მთლად უარესი, როგორც აქ ერთმა ავტორმა გააკეთა, ფაცეზე წაიღონ ჩემი კომენტარი და იქ განიხილოს ფანებთან ერთად, როგორ გავბედე და "გენიოს" ავტორს შენიშვნა მივევი და გავაკრიტიკე :D (დაუწერე ეხლა ეგეთს კომენტარი :D). ის კი ცუდია რომ ზოგჯერ ავტორებს და მის დამცველებს არ ესმით როგორი მნიშვნელობა აქვს ყველანაირ აზრს, კარგსაც და ცუდსაც. ეს აზრები, ქებაც და შენიშვნებიც ყველაზე მეტად ეხმარება და უმთავრესია ავტორის გაზრდა-განვითარებაში.
წარმატებები ავტორს!


ნანა :) არ ვიცი,სავარაუდოთ არ ვიცნობთ ერთმანეთს თუმცა ამას არც აქვს არსებითი მინშვნელობა. ჩემთვის ყველა მკითხველი ერთნაირად საყვარელი და დასაფასებელია, არ აქვს მნიშვნელობა ის აქებს "გენიოს" ავტორს თუ აკნინებს მის სიუჟეტს და პერსონაჟებს.

რაც შეეხება თქვენს აზრს, პატივეს ვცემ და ვწუხვარ თუ ის ემოცია არ მოგიტანათ რასაც ელოდით.

და კიდევ მე არ მყავს "ფან-კლუბი" რომლელთა "აგრესიის" გამოც უნდა უფრთხოდეთ თქვენი აზრის დაფიქსირებას.

ყველა ჩემმა მკითხველმა შესანიშნავად იცის რომ პირველი მე ვარ ვინც საშინლად ვერ იტანს მისი ისტორიების ქვეშ განვითრებულ მკითხველთა შორის გაწევ-გამოწევას :)

მადლობა მიუხედავად დაუკმაყოფილებელი განცდებისა რომ თქვენი აზრი გამიზიარეთ heart_eyes

 


№30 სტუმარი სტუმარი ლიკა

რაღაც ბანალობები ნამდვილად იყო, ტომაშმაც მაგრად აურია, მაგრამ ნიკოოო... ნიკო იყო მოწოდების სიმაღლეზე )) მალე დაბრუნდი, გელი ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent