შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-5 თავი)


21-11-2019, 01:48
ავტორი სალოme
ნანახია 1 080

უნივერსიტეტში დღე საოცრად მომაბეზრებლად გადიოდა. დილით საწოლში მარტო გაღვიძებისა და წერილის არდახვედრის გამო ხასიათზე არ ვიყავი და მოუთმენლად ველოდი გადატვირთული ორშაბათი დღის დასრულებას- ბარგს ჩავალაგებდი და მეორე დღეს მცხეთაში წავიდოდი.
კვლავ დემეტრეზე ფიქრმა შემიპყრო, ვის იდუმალსა და ამოუცნობს ჩემი გული დაეპატრონებინა.
ვნახავდი კიდევ?
მასზე ფიქრთა მარწუხებს ვერ ველეოდი, და ყოველ ამოსუნთქვაზეც წამები კვლავ აგრძელებდნენ ნელა სიარულს.
დირექტორს მე და ჩემმა მეგომარმა, ნიკამ მთელი სამი კვირის ნაშრომი წარვუდგინეთ და უკვე ცხრა საათზე შინ ვბრუნდებოდი. შრომის სანაცვლოდ წარმატება თან მდევდა და ივნისის ბოლოს, ჩემი ახალი ნაშრომები უკვე უცხოელი სტუმრებისთვის უნდა გამეცნო.
ტაქსი მეორე ქუჩაზე გავაჩერე, მძღოლს მადლობა გადავუხადე, და კორპუსებისკენ მიმავალ აღმართს ავუყევი- იმედი მქონდა ქუჩაში დემეტრეს წავაწყდებოდი. შევცდი. ბინაში ავედი და კარი გავაღე. შუქი ავანთე და ოთახს თვალი მოვავლე. შევხტი და ადგილზე მივიყინე.
- შენ...
- მე ვარ- ამოიჩურჩულა კედელს მიყრდნობილმა და ჩემსკენ დაიძრა.
- შემაშინე.
- მაპატიე... - აშკარად ჩანდა უხასიათოდ იყო. მოახლოებულმა დიდდრონი ხელები წელზე შემომხვია. თავისთან მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. მის სურნელსს რომელიც პიტნის, ალკოჰოლისა და რაღაც უცხო ნივთიერების
( რომელსაც ნამდვილად არ ვცნობდი) ნაზავს შეიცავდა, ხარბად ვისუნთავდი მკერდზე მიკრული. მთელი დაღლილობა დამავიწყდა მის მკლავებს მინდობილს. მალევე შეწყვიტა თმაზე ხელების გადასმა და მომშორდა.
- მცხეთაში წასვლას ხვალ აპირებ?- მკითხა მოულოდნელად. გაოცებულმა ავხედე.
- შენ... საიდან იცი? - დაეჭვებულმა თავის გაქნევით ვკითხე და მზერა მის თვალებს მივაპყარი.
- ვიცი...
- ძალიან არ მომწონს რამეს რომ მიმალავ!
- არცაა საჭირო ცოდნა.
- დემეტრე!- დავუყვირე. მან გაიღიმა.
- გისმენ- თავი გვერდით გადაწია და თვალებმოჭუტულმა მითხრა.
ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
- არ შეგიძლია შენზე რამე მიამბო?- ვკითხე შედარებით რბილად.
- მაინც რა გაინტერესებს?
- ყველაფერი რაც გეხება.- ვუპასუხე. მან კი ჩაიცინა. ნახშირივით შავ თვალებში გრძნობები და ემოციები დარბოდნენ. ამას ვხედავდი. ვგრძნობდი რაღაც უჭირდა. ჩემსა და თავისი გონების ჭიდილს ვერ ეგუებოდა.
- ძალიან დიდ შარში გაგხვიე...- ცრემლი ჩასდგომოდა
- რა მოხდა?- უკვე შეშინებულმა ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი შევახე. ვიგრძენი ჟრუანტელის ტალღამ როგორ დაუარა. წელზე მოხვეუილი შემიშვა და თავის ხელში ჩემი მტევანი მოიქცია. ხელისგულზე მსუბუქად მაკოცა. კვლავ გაიღიმა.
- შემიყვარდი...- მითხრა და თავი ჩახარა. დამაცადა გამეაზრებინა.
შემიყვარდი...
შემიყვარდი...
შემიყვარდი...
ექოსავით ედებოდა სიტყვები გონებას და გულთან ემოციების ტალღას აგზავნიდა.
- მიყვარხარ...- ჩამჩურჩულა ხმამ და ახლა თვალებში ჩამხედა.
- არ ვიცი ვინ ხარ...- პოზიციის დათმობას არ ვაპირებდი, მისი სიტვების მიუხედავად.
მითხრა მიყვარხარო.
მე კიდევ კვლავ გაურკვევლობის ჭაობში ვიძირებოდი.
მიყვარდა?
არა, მიზიდავდა... თავისი ამოუცნობობით.
ჩემი გული მისი არსებობის ნოტზე ფეთქავდა...
- მაპატიე, ნიცა- ხელები თავის ხელში მოიქცია. ჩანთა ძირს დამივარდა.- მაგრამ თამაში უკვე დაწყებულია.
- რას გულისხმობ?- ნერვიულობის ახალი ტალღა თანდათან ძლიერდებოდა.
- რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ მენდე.
- დემეტრე მაშინებ!- ამოვთქვი და ხელები გავაშვებინე. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- ნეტავ იცოდე შენთვის რაიმეს ახსნა როგორ მიჭირს,- ერთი ნაბიჯით შეამცირა მანძილი.
- ვინ ხარ!- გამოვცერი კბილებში. ხელებმა კანკალი დაიწყეს. ორი ნაბიჯი უკან. კედლამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა.
- კაცი, რომელზეც რაც არ უნდა გაიგო, გახსოვდეს რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.- ერთი ნაბიჯი წინ.
- რა გინდა- ნერვიულობა ხმაზეც დამეტყო. სიტყვები ძლივს წარმოვთქვი.
- შენი უსაფრთხოება- ერთი ნაბიჯი წინ. ერთი ფრთხილი ნაბიჯი.- არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს ნიცა.
- რა გინდა!- შედარებით მტკიცედ წარმოვთქვი და ის მანძილი რომელიც კედელთან მაშორებდა საბოლოოდ დავფარე. თვალები თბილად მიმზერდნენ. თავდაჭერილ მამაკაცს ისინი გასცემდნენ, მეუბნეოდნენ
მართლა ვუყვარდი, და "თამაშის" დარდი არ უნდა მქონოდა. მე არ უნდა შემშინებოდა, ის ჩემთან იყო. მაგრამ ჰაერში დროდადრო გაფანტულ ღელვას რამე მოეკითხებოდა?
- შენთან ყოფნა მინდა, ნება მომეცი- თვალების სათქმელი ბაგეებს დასცდათ. მომიახლოვდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები შუბლზე მომაკრო. მერე ხელები აცახცახებულ მხრებს ჩაუყვნენ, რომლებიც შეხებისთანავე დამშვიდდნენ. გაჩერდა. თავის დიდ მტევნებში მოქცეულ ჩემს ხელებს დახედა, რომელნიც მასთან შედარებით სუსტად და უმწეოდ გამოიყურებოდნენ.
- მენდე...
- არ შემიძლია- დროს ფიქრს ვერ დავუთმობდი. მასთან დაკავშირებული აზრები უარესად ამრევდნენ.
- არაუშავს...
- რასქვია არაუშავს.- იმ წამს დემეტრე ეგოისტს ჰგავდა. შეშლილს რომელიც თავისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სიტყვები ისე უბრალოდ წარმოთქვა თითქოს მე არაფერი ვყოფილიყავი, გარდა ნივთისა, რომელსაც სადაც უნდა იქ წაიღებდნენ.
წაიღებდნენ...
- რას მიპირებ?- ამღვრეული, წაბლისფერი თვალები შევანათე.
- ჩემთან უნდა იყო. გპირდები, გეფიცები არაფერს გავნებ! მიყვარხარ და ამიტომ უნდა დაგიცვა.
- დემეტრე...
- ჩემი მტერი ჩემს ძვირფას ადამიანზე ნადირობას დაიწყებს.-აღმოხდა სიტყვები და მეც პანიკამ შემიპყრო. წუთიერმა დუმილმა მოიცვა ბინა, რომელიც თეთრ სინათლეს გაეჩახჩახებინა.
- შენი ნებაც რომ იყოს, ვერ მოგშორდები...
- რას გულისხმობ- აკანკალებული ხმა ჩემს ემოციებს გასცემდა.
- რამე რომ დაგიშავდეს ვერ გადავიტან. დიდი ხანი ველოდი შესაფერის მომენტს თუ როდის გაგიცნობოდი. და ის ყველაზე დიდი შეცდომა აღმონჩდა.
- შენ რომ არა ღმერთმა იცის სად ვიქნებოდი.- მტკიცედ გავიმეორე მისი სიტყვები.
- მართალი ხარ- ღრმად სუნთქვას ჩურჩული მოაყოლა.
კვლავ დუმილმა მოიცვა დროის მონაკვეთი. ჩვენს შორის გამეფებულ დაძაბულობას ალბათ ვერ ამჩნევდა, რადგან თავის თითებს ჩემს სახეზე დაატარებდა და ფრთხილად მწმენდდა თვალის უპეებიდან გადმოგორებულ ჩუმ ცრემლებს.
- ვერ გენდობი! - ამოვიოხრე დაღლილმა და მისაღებისკენ გავიწიე. მანაც უსიტყვოდ გამატარა და სავარძელზე ჩამომჯდარს გვერდით მომიჯდა. შევხედე. ჩემს ხელებს დაჰყურებდა. თვალი შევავლე მის მძიმედ მოძრავ გულ- მკერდს, რომელიც თითქოს ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე ტკივილს განიცდიდა.
- არცაა საჭირო რომ მენდო.
- მაინც ძალით გააკეთებ ყველაფერს არა?!- ჩემმა, ზიზღით წარმოთქმულმა სიტყვებმა იმდენად გააოგნეს, თვალებგაფართოებულმა შემომხედა.
- მე არაფერს დაგიშავებ!- გამოსცრა კბილებში. ვხედავდი მოთმინების შენარჩუნებას მთელი ძალით როგორ ცდილობდა.
- რა გარანტია მაქვს?
- არც არაფერი! - მოთმინება ამოეწურა და აგიზგიზებული თვალები შემომანათა. მასში გააფთრებული ლომი დავინახე რომელიც არავის დაინდობდა, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა. შემეშინდა.
იმ წუთს მართლა შემეშინდა.
გააფთრებული ლომის კი არა, რომელიც როგორც აღმოვაჩინე მისი სულის ნაწილი იყო, არამედ დემეტრესი შემეშინდა. დივნის კიდეზე გაწეულს ხელებში ჩამაფრინდა და თავისთან მიმწია. გავუძალიანდი.
- ხელი გამიშვი- ცრემლები წამსკდა. გულში ჩამიკრა საპასუხოდ და უფლება მომცა ემოციისგან დავცლილიყავი. თავზე ხელს მისვამდა, მე კი ათრთოლებული სხეულის დამშვიდებას ამაოდ ვცდილობდი, სანამ მისმა მკლავებმა ჩემს ზურგზე არ მონახეს ადგილი.
- ნუ შეგეშინდება ჩემი. მე უბრალოდ შეცდომა დავუშვი და ახლა ამ შეცდომის საზღაურის გადახდის გაფიქრებაც კი მზარავს. - მისმა სიტყვებმა ტანში გამცრეს. იგრძნო და კიდევ უფრო ამაკრა მის დაკუნთულ გულ- მკერდს, რომელიც მაისურის ქვეშ იმალებოდა. ჩემი სინანულის, შიშის, და გრძნობათა ნარევით გაჟღენთილი ცრემლები მის მაისურს ნამავდნენ და რომ არა მისი მკლავები, იმ ღამით ალბათ არეული გონების ფონზე, შეშლილად გარდავისახებოდი.

* * *

უჩვეულო სიცივემ გამაღვიძა საწოლში მწოლარეს. ერთიანად გამაჟროლა და უნებურად ხელი საწოლის მეორე მხარეს გავწიე. ორად დაკეცილი ფურცელი შემრჩა თითებში.
" ორ საათზე აქ ვიქნები, თუნდ დამელოდო და მენდო, თუნდ წახვიდე და გამექცე, ყველა შემთხვევაში აგედევნები"
ლამაზ ნაწერს თვალს ვაყოლებდი და ცრემლები ნამავდნენ ფურცელს.
მეორე ბალიშზე გადავწექი. მისი სურნელი ასდიოდა და აქვითინებული საკუთარ თავს ვლანძღავდი მასთან ურთიერთობა რომ დავიჭირე.
როცა გული ვიჯერე, საათისკენ გავაპარე თვალი. თერთმეტის ნახევარს უჩვენებდა. ზანტად წამოვიწიე და სააბაზანოში, მოწესრიგების მერე პატარა ჩანთაში თითო ხელი სამოსი და ჰიგიენური ნივთები ჩავაწყვე.
მერე სამზარეულოში გავედი. ყავა ერთ ხელად დავლიე. ტილო გამახსენდა, ნახატი. სამხატვრო კუთხეს მივუახლოვდი, რომელიც მისაღებ ოთახში კედელზე იყო ამოჭრილი. წინ დადებულ მოლბერტს შევხედე, სამკედელშორის მოქცეულს წითელი ნაჭერი რომ ფარავდა. ნაჭერი მოვაცილე. დემეტრეს პორტრეტს ავაყოლე თვალი. უნებურად თითი ფანქრისგან დატოვებულ იარებს შევახე. შავად გაფერადებულ თვალებს თითები გადავატარე, და თავ გვერდზეგადახრილი ამაოდ ვცდილობდი ფიქრისგან შვების პოვნას.
ვერც გავექცეოდი.
მისაღების კედელზე ჩამოკიდულ საათს გავხედე. პირველი დაწყებულიყო. შინაგან ფორიაქს ვერ ველეოდი. წუხანდელი კადრები სულ თვალწინ მიტრიალებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ დარჩენასა და დემეტრესგან ახსნა განმარტების მოსმენას. გონების ერთი ნაწილი კი წასვლისკენ მიბიძგებდა. მერე რა რომ ამედევნებოდა, დროებით მაინც ხომ დავაღწევდი თავს მის აურას, ასე ძლიერ რომ მირევდნენ და მიბინდავდნენ გონებას. ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. ლამპიონს მიყრდნობილი ჩემ " მცველი" თვალს არ აშორებდა ჩემს ფანჯარასა და მე. გამოვიწიე. სამზარეულოში გასულმა, ნერვიულობის გამო, ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დავცალე. ისევ მისაღებში დავბრუნდი. ისევ გავწიე ფარდა, მაგრამ ამჯერად არავინ იდგა ახლომახლო. მწველი მზე აჭერდა და ქუჩას ბუღი ასდიოდა.
წამსვე გავიწიე კარისკენ, როცა სახლში ზარის ხმა გაისმა.
- ვინ არის? - კარის ზარის შემდეგ, სტუმრის ძლიერი ხელის კაკუნი საეჭვო მეჩვენა.
- ბატონმა დემეტრემ გამომგზავნა რაღაცის გადმოსაცემად- მიპასუხმა ხმამ, რომელიც დაძაბული, ირონიული და საშიში ერთდროულად მეჩვენა. გავიხედე. მამაკაცი ზურგშექცევით იდგა და მხოლოდ მოკლე, ქერა თმას ვხედავდი. ეტყობოდა სუსტი აღნაგობის არ იყო. კარი გავაღე. ვერც გააზრება, და რასაკვირველია ვერც დაკივლება მოვასწარი ხელი ტუჩებზე რომ ამაფარეს და ლოყაზე ცივი მეტალი ვიგრძენი.
- ხმას ამოიღებ და შენი საქმე წასულია!- გამყინავი ხმა ჩამესმოდა ყურში და იძულებულს მხდიდა შიშს დავმორჩილებოდი. ცრემლებმა უეცრად დაიწყეს გათავისუფლება. მისაღებისკენ მიბიძგეს. დივანზე ჩამოვჯექი და უცნობს ავხედე. საოცრად ღია მწვანე ფერის თვალები ჰქონდა, რომელიც საშიშად იმზირებოდნენ. მამაკაცის ცივი სახე მთრგუნავდა და აკანკალებული ძალების მოკრებას ვცდილობდი. სავარძლის წინ, პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა შავ პიჯაკში გამოწყობილი და ჩემი სახის შესწავლა დაიწყო იარაღმომიზნებულმა.
- ნიცა... მშვენიერი სახელია- მითხრა ირონიული ხმით. გავშრი.
- ვინ ხარ?!- ყველაფრისდამიუხედავად თავის დაჭერას ვდილობდი. მინდოდა დემეტრე მალე მოსულიყო. თუ მოვიდოდა...
ცრემლები სახეზე მოგზაურობას არ წყვეტდნენ.
- ოუ, შენ ხომ არ მიცნობ, სულ დამავიწყდა,- ჩაიცინა- მე შენი დემეტრეს მეგობარი ვარ, ცუდი მეგობარი. თუმცა საუკეთესო პარტნიორი ნარკოგადაზიდვაში!-ბოლო სიტყვა გამოკვეთა და ხელის ქნევით, თეატრალურად წარადგინა თავი- სანდრო.
- რა?! რა ნარკოგადაზიდვა ვინ ხარ, აქ...- ყვირილი მომიზნებულმა იარაღმა გამაწყვეტინა.
- მემგონი სიჩუმე შემოგთავაზე ხო?
- გაეთრიე აქედან ვინც არ უნდა იყო-კბილებში გამოვცერი. ცრემლების დამალვას ყველანაირად ვცდილობდი და შიშის ჩაცხრობაც არ გამომდიოდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ!- ოთახში ელვასავით გაისმა კარში მდგარი დემეტრეს ხმა. რომელსაც... რომელსაც დაუპატიჟებელი სტუმრისთვის იარაღი დაემიზნებინა.
- აი, ჩვენი ერთერთი გმირიც, როგორ ხარ პარტნიორო?- მხიარულად, და უშფოთველად აგრძელებდა მაგიდაზე მომჯდარი ახალგაზრდა კაცი საუბარს.- იცი მე და ეს ულამაზესი ქალბატონი შენზე ვსაუბრობდით.- დემეტრე თითქოს შიინაარს მიხვდაო, ფერგადასულმა შემომხედა დივანზე გახევებულს, დავინახე ჩემი სახელი როგორ ამოიბუტბუტა. თავი უნდობლობის ნიშნად გავაქნიე და სახე კვლავ ცრემლებმა დამინამეს.
- ხომ გითხარი არ მიეკარო მეთქი?!- გამაყრუებლად დასჭექა პატარა ოთახში მისმა ხმამ და შიშისგან შევხტი.
უცნობი კი იარაღს მე მიმიზნებდა.
- მე კი გითხარი რომ თამაშში მისი ჩართვა, გარემოებას უფრო სახალისოს გახდიდა.- უდარდელად განაგრძობდა საუბარს უცნობი, ალმაცერი ღიმილით.
- მე კი გაგაფრთიხილე რომ თუ მიუახლივდებოდი ყველაფერს თავზე დაგამხობდი- კბილებში გამოსცრა დემეტრემ და ბრაზით ანთებული თვალები ავად აუელვარდა. იარაღი გადატენა. შიშის ტალღამ მთელ სხეულში განახორციელა ზეწოლა.
- ოუ, ზედმეტად მარტივად გიყვარს ყველაფრის მოგვარება, აი რა არ მომწონს შენში. - დემეტრე გაბრაზდა. ლომმა გაიღვიძა და რომ არა მე ალბათ შუაზე გაგლიჯავდა უცნობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხელი, რომელიშიც იარაღი ეჭირა აუკანკალდა.- ნუ დაგავიწყდება ჩვენი შეთანხმება!- აგრძელებდა მწვანეთვალება.
- წადი აქედან, ახლავე- აშკარად ჩანდა, დემეტრე თავს ძლივს აკონტროლებდა.
- და რომ არა?- მის ნერვებზე განაგრძობდა სანდრო თამაშს. დემეტრე კი ადგილიდან არ იძროდა. გაურკვევლობასა და ფორიაქით მოცული უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. ფეხზე უნებურად წამოვდექი. უცნობმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა. ალღო მიგრძნობდა არაფრის დიდებით არ მესროდა დატენილ იარაღს, და სწორედ ამიტომ დემეტრეს წინ გადავუდექი.
- ამიხსნით რა ჯანდაბა ხდება?!- ვუთხარი და მუშტები შევკარი. ცახცახი არ წყდებოდა.
- წადი- ამჯერად ჩუმად გაიმეორა დემეტრემ.
- მაგრამ ნიცამ არ იცის შენს შესახებ, ხომ ასეა?- ზურგსუკან ლაპარაკობდა სანდრო.
- გაეთრიე!
- ოუ, პატარა გაბრაზდა?
- მოკეტე!- დემეტრემ ზურგსუკან დამიყენა.
- ჩუ... არამგონია მეზობლების შეწუხება საჭირო იყოს, ამდენ მსხვერპლს უკვე ვეღარ ვერევი- ჩემი ფარის წინ მდგარი ზედმეტად ირონიულად საუბრობდა. დემეტრეს გვერდიდან შევხედე. ხასიათს არ იცვლიდა.
- დემეტრე- ამოვიჩურჩულე.
- უი, დავიჯერო არ გითქვამს რას საქმიანობ დემეტრე?- ეშმაკურად ჩაეკითხა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-ხმა ჩაიწყვიტე!- კბილებში გამოსცრა. ვხედავდი როგორ მძიმედ სუნთავდა და მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას.
მაგრამ რა აკავებდა?
- მე სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტად ის მომეწონა ერთი ბიჭი ცემით რომ მოკალი...
- მოკეტე!
- ისიც მაგარი იყო ჰეროინით გაბრუებულმა ჩემი მეგობარი გოგონა კინაღამ რომ გააუპატიურე.
- გაეთრიე აქედან თორემ იმ შეთანხმებას სულ ფეხებზე დავიკიდებ და აქვე გაგასხმევინებ ტვინს!- იღრიალა გულმოსულმა და იარაღი შემართა. იმ მომენტში თვალწინ დამიდგა მკვლელი, ნარკომანი და მოძალადე დემეტრე. უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში. ხელები სახეზე ავიფარე და მისგან გავიწიე. ცრემლები შეუჩერებლად დიოდნენ.
- მის თვალწინ?- უცნობს სულაც არ ეტყობოდა ნერვიულობა. ზედმეტად თავდაჯერებულიც ჩანდა. მე კი ცოტაც და შიშისგან იქვე ჩავიკეცებოდი.
- მის თვალწინ!- ზიზღით გამოსცრა კბილებში. თრთოლამ ამიტანა.
-არ გეშინია რომ შეგიზიზღოს?
- უკვე ისედაც ვეზიზღები- იგივე ტონით გაიმეორა და მე შემომხედა. კედელზე აკრული შევყურებდი მის უზადო სახეს და პანიკას თავს ვერ ვაღწევდი.
- ძალიან კარგი, მაშ მეტი არაფერი მესაქმება აქ, ჩემო პარტნიორო. -მიმართა დემეტრეს და კიდევ ერთხელ ამათვარიელა. ხელგაშლილმა დატოვა ოთახი.
დემეტრე წუთით გაუნძრევლად იდგა. მერე მოაგონდა და დაშვებული იარაღი შარვალში ჩაიდო. შემომხედა. დამშვიდებულიყო, მე კი არა. ვერ დავაღწიე თავი ორი წუთის წინ მომხდარ არეულობას. მოულოდნელ პანიკასა და შიშს, მოულოდნელ შეფერხებას ემოციათა მორევში ვყავდი ჩაძირული. მომიახლოვდა.
- არა! წადი!- გავუძალიანდი როცა ხელები დამიჭირა და ცრემლები წამსკდა.
- მე შეგპირდი რომ ჩემთან უსაფრთხოდ იქნებოდი, მიყვარხარ!
- რა გინდათ ჩემგან, ვინ ხართ- ამოვიქვითინე და დემეტრეს ხელებს უფლება მივეცი ჩემი სხეული დაეკავებინათ. ჩავიკეცე.
- ვინ ხართ...- ტირილს ვერ ვწყვეტდი და მის მკერდსა და მკლავებს მიყრდნობილი დაუფარავად განვაგრძობდი ემოციათგან დაცლას.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Xedav shen rogori kriminali da mewamle yofila demetre☺️ dagagvianda xo ici☺️

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ოოოო...ეს თავი რა იყო საერთოდ ვერ მივხვდი, შენ რომ წაიკითხო შენც იგივეს იფიქრებ:)).
საშიში ტიპიო, ზურგით იდგაო და კარს მაინც აღებს...არასწორი მოქმედებების და ემოციების კასკადი იყო ჩემთვის. ის "ოუ" კიდევ ტვინში მიკაკუნებდა:))). მე ხშირად აღვნიშნავ, რომ ამ საიტზე ზღაპრები მიყვარს, მაგრამ რაც ამ თავში ხდებოდა ეს სხვა რამეა. რა შიშზე და უნდობლობაზე პანიკდება ეს გოგო ვერ ვხვდები, თვითონ უტოვებს საღამოობით კარს ღია და ელოდება...
რა ვიცი, მომავალ თავში ცოტა რეალურ ზღაპარს ველი და რაც მთავარია იმედია არ დააგვიანებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent