შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Di Perso, Di Reale (სრულად)


23-11-2019, 00:00
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 14 067

ისინი იბადებიან. ისინი იზრდებიან, ფორმირდებიან, მრავლდებიან. ყრუდ იწყებენ ფრაზების სროლას და მოსვენებას არ მაძლევენ. აქამდე თითქოს ემბრიონის ფორმა ჰქონდათ. მაგრამ "დაიბადნენ". დაიბადნენ ჩემ შიგნით და არასდროს ვყოფილვარ მარტო. მე ბევრი ვარ. ჩემი მეები მარტო არასდროს მტოვებენ. მეძახიან, განუწყვეტლივ მეძახიან. ყველა ერთად საუბრობს. ყველა სხვადასხვა ტონით, სურვილით, გრძნობით, ოცნებით... მე კი ვერ ვარჩევ ბოლომდე რა სურთ.
მე ვერ ვარჩევ რა მსურს მე.
ვინ ვარ მე ?
რა მინდა მე ?
რატომ ვარ მე ?
რა ვარ მე?
მე
მე
მე.
რა ამაზრზენი სიტყვაა.
არა, რატომაა ამაზრზენი ?
ყველაზე მნიშვნელოვანია.
გულისამრევია ეგოისტი ადამიანი.
სამაგიეროდ ბედნიერი.
ბედნიერება მაგაში არ მდგომარეობს.
მაშ, რაშია ბედნიერება ?
ბედნიერება სხვაა, უფრო აბსტრაქტული.
განა ეგოიზმი მატერიალურია ?
საერთოდ რაზე ვსაუბრობ ?
ეგოიზმი მავნეა.
ეგოიზმი გადარჩენაა.
ეგოიზმი სენია.
ეგოიზმი ერთადერთი სწორი გზაა.
სწორი და არასწორი არ არსებობს.
ვინ თქვა რომ არ არსებობს ?
რა პრინციპით გამორიცხავთ რაიმეს ?
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
არც იმის, რომ შენი დებულება მცდარია.
ეს ამტკიცებს მის ჭეშმარიტებას.
ვინ ვარ მე ?



მოწითალო ჟოლოსფერ დაისს ვუმზერ და ვცდილობ მთელი ჩემი რაობით აღვიქვა მისი სიმძაფრე და სიზლიერე. ვხედავ გავარვარებულ ბურთს, რომელიც ნელ-ნელა უერთდება იისფრად მბზინავ ჰორიზონტის უწვრილეს ხაზს და თითქოს შველას ითხოვდესო ბოლო სხივს ისვრის ჩემი მიმართულებით.
ამ დროს კი თითქოს მთელი სამყარო თუ არა, შავი ზღვის ბაპირი რადიკალურად იცვლება და სასაუბროდ ვრჩებით მხოლოდ მე და ის.
- მოგენატრე, არა ? - უხმოდ მეკითხება და მეც უხმოდვე ვპასუხობ, რომ…
- განა სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო ?
- თავადვე ამბობ, რონ გამორიცხული არაფერია.
- დიახ, ვამბობ და კიდევ იცი რას დავამატებ ? მე და შენ სამყაროს გამონაკლისები ვართ. დაიმახსოვრე, რომ არც ერთი დღე, საათი, წამი თუ წუთი არ არსებობს შენ გარეშე ჩემ ცხოვრებაში. - ვეუბნები და შიშით, მაგრამ თავდაჯერებულად ვიხედები მარცხნივ, სადაც იგი მეგულება, მაგრამ ვერაფერს ვხედავ.

ჰო, ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა.
ჰო, ეს ის იყო, რაც მე მსურდა, რომ ყოფილიყო.

უკვე ვეღარ ვარჩევდი რეალობას სიზმრისგან. ვეღარ ვარჩევდი ვინ ვიყავი მე.
ვგრძნობდი სრულ ინერტულობას, რომელიც თავს დამატყდა და იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ინერტულობა მსგავსად აღქმადი მხოლოდ ჩემთვის იყო.

სიცოცხლე დუღდა ქალაქში, სადაც არ იყო შავი ზღვა.
სიცოცხლე დუღდა მე კი ათას პაწაწინა ნაწილად დაშლილს, იმის საშუალებაც კი არ მქონდა, რომ აურაცხელი რაოდენობის ნაწილაკები შემეგროვებინა და გავმთელებულიყავი.
თვალებს გავახელ და დავინახავ მთელ მსოფლიოს, უმცირეს დეტალებსაც კი. გავფილტრავ მათ და ჩემი უზარმაზარი არქივის ერთ-ერთ რიგით თაროზე შემოვდებ.
თვალებს გავახელ და საკუთარ თავთან მაინც ბრმა ვარ. მოდიან, მიდიან სიტყვა-რჩევისთვის. მე კი საკუთარი თავის ნაცვლად ვეხმარები სხვას.

ალბათ, ფიქრობენ რაოდენ კეთილი და გულისხმიერიაო… მაგრამ მე ჰომ ვიცი, ადამიანი ყოველივეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებს.

- მარტო ხარ ? - გვერდით მიჯდება უცნობი და ცდილობს ამალაპარაკოს. მე მგონია, რომ ის მხოლოდ ჩემი ილუზიის ნყოფია და თამამად ვპასუხობ.
- არა, არ ვარ მარტო. - მეტაფორულად შეიძლებოდა ჩემი პასუხის გაშიფვრა. საკუთარ თავთან ბევრი, ცხოვრებით კი მუდმივად მარტოსული.
- ელოდები ვინმეს ? - ყველაზე ბანალურ კითხვას სვამს და გაკვირვებული მზადაა ადგეს და წავიდეს. მე კი მის ჟესტზე მეცინება. - რა გაცინებს ? - გაოცება კვლავ ეუფლება მის მიმიკას და უცნობი საწყის წერტილს უბრუნდება.
- აქ ვართ მე, მე, მე და კიდევ ბევრი, ბევრი მე. - ვამბობ და ხელებს ვშლი.
მხოლოდ ახლა ვაფიქსირებ, რომ რომელიღაც ბაღში ფეხმორთხმით ვზივარ გრძელ, ხის სკამზე და უცნობი ჯერ კიდევ გვერდით მიზის.
- რა განსხვავებაა შენსა და შენს მე-ებს შორის ? - სასხვათაშორისოდ მისვამს კითხვას და მე უკიდურესად ვღიზიანდები.

მართლაც ! რა განსხვავებაა ჩემსა და ჩემს მე-ებს შორის. ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. მე და ჩემი მეები ეს ეს ერთი დაშლილი ადამიანია. უდიდესი პაზლი, რომლის აღდგენასაც მიაქვს მთელი ჩემი ყოველდღიური დრო და ენერგია. ეს უტუხი კი ბედავს და მისვამს მსგავს კითხვას ?!
როგორ შეიძლება ჩემმა ილუზიამ არ იცოდეს ის, რასაც მე განვიცდი და ყოველწამს ვებრძვი.
განვედ, სატანავ! დაე გაქრეს უცნობი და აღარასოდეს მოვიდეს ჩემთან.

- არ მეტყვი? - მესმის უცხოს ხმა და ვკრთები. ხელები მუხლებზე შემომიხვევია და თავი ჩამირგავს მათში. ვგრძნობ სიმძიმეს, რომელიც კეფაზე მაწევს. თითქოს რამდენიმე ტონიანი ლოდი დაუდგამთო ჩემს კეფაზე. თავს ძალას ვატან და ხელმარცხნივ ვიყურები.
ბიჭია. ლამაზი თაფლისფერი თვალებით. ისინი კი გულწრფელი ინტერესით არიან სავსენი. არ მომწონს, არ მომწონს რომ ვაინტერესებ და ამავდროულად მსიამოვნებს ყურადღება. ღმერთმანი! რა პარადოქსია !
- ყველა მე პაზლის თითო ნაწილია. პაზლში კი არ ვიცი რამდენი დეტალია. - მხრების ჩეჩვითა და გამტყდარი ხმით ვეუბნები და ვხვდები, რომ სადაცაა ავტირდები. მე კი სულაც არ მსურს უცხომ დაინახოს ის მარილიანი მარგალიტის ბურთულები, რომლებიც სახეს უმოწყალოდ დამისერავენ…
- და შენ ვერ აწყობ ამ პაზლს? - ახლოს მოჩოჩდა და დაუფარავი ინტერესით მაკვირდება.
- შენ ჰომ მხოლოდ ჩემი ილუზია ხარ, გაქრი ! - ხელს უმისამართოდ ვიქნევ, გაბრაზებული ვხტები ადგილიდან და გავრბივარ.

ყურებს თითებით ვიცობ და აღარ მსურს იმის გაგონება, რასაც უცხო მეუბნება.
ნეტავ, მართლა ილუზია იყო ? არ ვიცი. ამჯერად მხოლოდ ის ვიცი, რომ არაადამიანურად მეძინება. ძილის გარდა არაფერი მსურს. შაწოლამდე ძლივს ვასწრებ, რომ ქუთუთოები ერთმანეთს ეწებება და ძილს მიაქვს მთელი ჩემი რაობა.

სიზმრად კი შენ ხარ. შენ, რომელიც ჩემია. სენ, რომელიც ჩემთან ერთად სამყაროს გამონაკლისია. შენ, რომელიც სიზმრად ხელისგულს მითბობ.
ყველგან ხარ და არსად.
მე იმ სექტის წევრი ვარ, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი და ღმერთია. ათას პატარა ნაწილაკს, რომელიც ერთი მთლიანობის ნაწილია ისევე უყვარხარ, როგორც მთელს.
მეს საკუთარი თავი ენატრება.
მემ საკუთარი თავი გააღმერთა.
დაბოდიალებს მე ამქვეყნად და განუწყვეტლივ ეძებს, ეძებს, ეძებს საკუთარ თავს, რომელიც ოდესღაც დათმო და წასვლისას თან წაიღეს და დაიკარგნენ.
აღმერთებს მას და იცის, რომ თავისი "მე" ღმერთთანაა და მაშასადამე, აღმერთებს საკუთარ თავსაც.
სიზმრად ღმერთი მევლინება და კვლავ უხმოდ მამცნობს:
- ნაწილებისგან პაზლი თუ არ გამოვიდა, შესანიშნავი მოზაიკის აწყობაა შესაძლებელი…

მე, მე, მე და…...მე.


პ.ს. თუ ვინმე გაიგებს, ველოდები კომენტარს...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დაშლილი ხარ... სულიერად გატეხილი...
ვიღაც ისეთს ეძებ, რეალურს და ამავ დროულად შენი გონებიდან გამოსულს

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

terooo
დაშლილი ხარ... სულიერად გატეხილი...
ვიღაც ისეთს ეძებ, რეალურს და ამავ დროულად შენი გონებიდან გამოსულს

უპირველეს ყოვლისა გმადლობ შეფასებისთვის.
და, ჰო. შეიძლება ითქვას, რომ მართალი ხარ...

 


№3  offline ადმინი ელპინი

"თვალებს გავახელ და საკუთარ თავთან მაინც ბრმა ვარ."
დაგვცინი. :)))))))

რატომ მოინდომე ასე წალეკვა?
და საით არის შენი ჰორიზონტი, თუ ჯოჯოხეთის შესასვლელი, ან სიკვდილის განუსაზღვრელი საწყისი?

ადამიანები არ გჭირდება,
იცოდე.

აბა,
არივედერჩი.
:)

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ელპინი
"თვალებს გავახელ და საკუთარ თავთან მაინც ბრმა ვარ."
დაგვცინი. :)))))))

რატომ მოინდომე ასე წალეკვა?
და საით არის შენი ჰორიზონტი, თუ ჯოჯოხეთის შესასვლელი, ან სიკვდილის განუსაზღვრელი საწყისი?

ადამიანები არ გჭირდება,
იცოდე.

აბა,
არივედერჩი.
:)

საინტერესოა, არაფერს დავამატებ.
გმადლობ შეფასებისთვის.

ელპინი
"თვალებს გავახელ და საკუთარ თავთან მაინც ბრმა ვარ."
დაგვცინი. :)))))))

რატომ მოინდომე ასე წალეკვა?
და საით არის შენი ჰორიზონტი, თუ ჯოჯოხეთის შესასვლელი, ან სიკვდილის განუსაზღვრელი საწყისი?

ადამიანები არ გჭირდება,
იცოდე.

აბა,
არივედერჩი.
:)

საინტერესოა, არაფერს დავამატებ.
გმადლობ შეფასებისთვის.

 


№5 სტუმარი M

მეც მენატრება, შენი "მე" ოდესღაც რომ დათმე...

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

M
მეც მენატრება, შენი "მე" ოდესღაც რომ დათმე...

ოდესღაც ღმერთმა წაიღო და აღარ დამიბრუნა...

 


№7  offline წევრი silver hands

"მე საკუთარი თავის ნაცვლად ვეხმარები სხვას"
მართლაც რომ არაფერია იმაზე რთული მიხვიდე საკუთარ თავამდე, გაუწიო მას დახმარება... ალბათ სწორედ იმიტომ რომ საკუთარ შეგრძნებებს, ფიქრებს ხშირად გავურბივართ და ილუზიებში, არარეალურში ვკარგავთ... ჰოდა ასეც არის ნათქვამი"ილუზია შინაგანი სიცარიელის შევსებაში გვეხმარებაო"...

მაგრამ გვეხმარება კი? იქნებ წუთიერად, მერე კი გამორკვეულები სიცარიელეში ვეფლობით, ჭაობივით ჩამთრევ სიცარიელეში...

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

silver hands
"მე საკუთარი თავის ნაცვლად ვეხმარები სხვას"
მართლაც რომ არაფერია იმაზე რთული მიხვიდე საკუთარ თავამდე, გაუწიო მას დახმარება... ალბათ სწორედ იმიტომ რომ საკუთარ შეგრძნებებს, ფიქრებს ხშირად გავურბივართ და ილუზიებში, არარეალურში ვკარგავთ... ჰოდა ასეც არის ნათქვამი"ილუზია შინაგანი სიცარიელის შევსებაში გვეხმარებაო"...

მაგრამ გვეხმარება კი? იქნებ წუთიერად, მერე კი გამორკვეულები სიცარიელეში ვეფლობით, ჭაობივით ჩამთრევ სიცარიელეში...

რამდენადაც მართალი ხარ ახლა, იმდენად უჰაერობისგან მეკვრის სუნთქვა და ვიძირები ღრმად მაგ ჭაობში...
გმადლობ შეფასებისთვის !

 


№9  offline წევრი guroo

პინო, გამოდი!!!
შეგიცან, დიაცოო

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
პინო, გამოდი!!!
შეგიცან, დიაცოო

უკაცრავად? :დდდ

 


№11  offline ადმინი ელპინი

guroo
პინო, გამოდი!!!
შეგიცან, დიაცოო

არა ვარ, აცდი, მაგრამ... :)
ცოტა ახლოს რომ იყო, მაგიტომ წავიკითხე. :)

 


№12  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ნაფლეთ-ნაფლეთ აგროვებ დაშლილ მეს და რუდუნებით აკოწიწებ. არ იცი სად გაიჭედე, რა გინდა, რისთვის დარჩი აქ და შემდეგში რა იქნება...
ღმერთი-სატანა; სატანა-ღმერთი; ღმერთი-ღმერთი; სატანა-სატანა; -ნახე რა საოცარი ბრძოლა მიდის შენში? დაგანგრიეს ამდენმა ბრძოლებმა, აღარაფერს, ვეღარაფერს გრძნობ...
დრო გინდა, დრო!..
ეს ოხერი დრო გამოიტანს ამხელა ტკივილს და მერე იქნებ ოპტიმიზმიც გამოკრთეს შენს ცხოვრებაში და ქეჩომოკიდებული ძალით ატარო...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13  offline მოდერი Catherine Di Perso

ქეთი იმერლიშვილი
ნაფლეთ-ნაფლეთ აგროვებ დაშლილ მეს და რუდუნებით აკოწიწებ. არ იცი სად გაიჭედე, რა გინდა, რისთვის დარჩი აქ და შემდეგში რა იქნება...
ღმერთი-სატანა; სატანა-ღმერთი; ღმერთი-ღმერთი; სატანა-სატანა; -ნახე რა საოცარი ბრძოლა მიდის შენში? დაგანგრიეს ამდენმა ბრძოლებმა, აღარაფერს, ვეღარაფერს გრძნობ...
დრო გინდა, დრო!..
ეს ოხერი დრო გამოიტანს ამხელა ტკივილს და მერე იქნებ ოპტიმიზმიც გამოკრთეს შენს ცხოვრებაში და ქეჩომოკიდებული ძალით ატარო...

ღმერთი-სატანა; სატანა-ღმერთი; ღმერთი-ღმერთი; სატანა-სატანა... შენ ჩემი ცხოვრების ისტორია დაწერე ამ სიტყვებით..

 


ძალიან შემაძრწუნებელია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent