შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალაია ბრუნდება (თავი 5)


23-11-2019, 22:11
ნანახია 1 377

თვალები რომ გაახილა გვერდით არავინ ეწვა,ოდნავ წამოიწია და სავარძელში მჯდომი ალექსანდრე დაინახა მუხლებზე ნოუთბუქი ედო ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
-მოხდა რამე?-შეატყო თუ არა ნერვიულობა მაშინვე კითხა.
-მარიამ გაიღვიძეე-მხიარულად კითხა და ფეხზე წამოდგა.
-კითხვა გავიმეორო?
-არაფერი მომხდარა უბრალოდ...-ყოყმანით წამოიწყო და აქეთ იქით სიარული დაიწყო
-ალექსანდრე უკვე მაშინებ მითხარი რა მოხდა.
-რაღაცას გაჩვენებ ოღონდ არ გაბრაზდე თუმცა რომც გაბრაზდე ბარი ბარში ვიქნებით ასერომ ტყუილად ნუ აფეთქდები.
-ახლა რამოიფიქრე?
-მოდი აქ,მოკლედ რადგანაც მე და შენ ვქორწინდებით და შენ სამსახურიდან მოდიხარ გადავწყვიტე...
-მოიცა სამსახურიდან მოვდივარ რას ნიშნავს?
-მარიამ ხომიცი რომ მირიანი გიყენებს მე დაგეხმარები და ყველაზე პრესტიჟული ადვოკატი გახდები და შენ პირადად ჩემი კომპანიისთვის იმუშავებ ამაში ცუდი რაარის?
-მე დაქირავებული მუშაკი არვარ-გაბრაზდა მარიამი
-არა რათქმაუნდა,ეს არც მიგულისხმია მაპატიე მოკლედ ვინაიდან და რადგანაც მალე ჩემი ცოლი გახდები კარგი იქნება თუ ძალებს გავაერთიანებთ,მირიანი კი ასე სამსახურში ნამდვილად არ დაგიშვებს და დარწმუნებული იყავი რომ შენს გვამს რამდენიმე წლის შემდეგ რომელიმე იდიოტი ტურისტი იპოვის მეკი არ მინდა ეს მოხდეს,შენ იქნები ჩემთან ერთად და შევძლებთ იმას რომ მირიანი დავამარცხოთ,გამოვააშკარავოთ და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჩავსვათ.
-ეს როდისმოიფიქრე?-აგდებულად იკითხა და ალექსანდრეს ყავის ფინჯანი აწაპნა
-მაშინ როდესაც გეძინა და ეს სურათები გადაგიღე.
-რაა რასურათები?-დაბნეულად დაუწყო ლაპარაკი
-დამშვიდდი მარიამ უბრალოდ სურათებია-უთხრა და კომპიუტერში ფაილების ძებნა დაიწყო-აი ისიც-თქვა და ფოტო გაადიდა
-ღმერთო მე
-ნუ ღელავ მარიამ შენს დაშანტაჟებას არ ვაპირებ უბრალოდ ჩემს კომპანიას ახალი სახე სჭირდება და ვიფიქრე რომ შეიძლებოდა ეს შენ ყოფილიყავი.
-არმეგონა ასეთი ლამაზი სხეული თუ მქონდა-გაიცინა და ფოტოებს უფრო მეტად ჩაუღრმავდა.
-ანუ არ ბრაზდები?
-ამ სურათებს ვერ გამოგაქვეყნებინებ ალექსანდრე ეს ძალიან ვულგარული საქციელი იქნება.
-დამშვიდდი მარიამ არც ვაპირებ ამ ფოტოების გამოქვეყნებას,ეს საწყისი ეტაპია ლექსოს დავურეკავ თუ თანახმა იქნები და მინდა რომ ფოტოსესია ორივეს ჩართვით შედგეს მე და შენ თანახმა ხარ?
-ამას რატომ აკეთებ?მეხომ გატყუებდი ალექსანდრე
-დიდად არვბრაზობ ალბათ იმიტომ რომ პირველივე დღიდან ვეჭვობდი-გაიცინა და დაჟინებული მზერა მიაპყრო
-არვიცი ეს ძალიან მაცდური შემოთავაზებააა მაგრამ მოდელობის არაფერი გამეგება თან ეს არვიცი.
-მარიამ დაფიქრდი კომპანია "საფირი"-ს ახალი სახე იქნები,ასევე ამ კომპანიის კერძო ადვოკატი,ალექსანდრე ახალაიას ანუ კომპანიის მფლობელის ცოლი და კომპანიის მეწილე,მგონი ხვდები ეს რასაც ნიშნავს,ვიცი რომ ოჯახს ეძებ მარიამ მე დაგეხმარები მათ პოვნაში გპირდები.-ამის გაგონებისას თითქოს თვალები გაუბრწყინდა და გონება გაუნათდა -თანახმა ვაარ-მხოლოდ ეს თქვა და ალექსანდრეს მთელი ძალით ჩაეხუტა.
საათი წიკწიკებს და წიკწიკებს დრო მიდის და აი უკვე 2საათიც მოვიდა მარიამმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ალექსანდრეს მომლოდინე მზერით შეჰყურებდა.
-რაიყო რატო მიყურებ მასე-გაიცინა და ყავა მოსვა
-მე უბრალოდ დროა შტაბში წავიდე და მირიანს ვესაუბრო.
-გინდა გამოგყვე?
-არა თავს მარტოც გავართმევ ანდაა გამომყევი მჭირდება ადამიანი ვინც გვერდში დამიდგება
-კარგი და იქიდან პირდაპირ ლექსოსთან წავიდეთ სტუდიაში ფოტოსესიაზე
-კარგი-ღიმილით უთხრა მხარზე ხელი დაკრა და ოთახიდან გავიდა.
1საათში რესტორნის შესასვლელთან იდგნენ და იცდიდნენ იქამდე სანამ მირიანი ნიშანს მისცემდა რომ ყველა იქ იყო.რამდენიმე წუთის შემდეგ დარეკა
-ყველა აქვართ შეგიძლია მოხვიდე
-კარგი ახლავემოვალ-თქვა და ყურმილი დაკიდა.
-ნერვიულოობ?
-მეხუმრებიი?ესხომ ჩემი კარიერის დასასრული და სისხლიანი ბრძოლის დასაწყისია.-ღიმილით უთხრა და მანქანიდან გადავიდა.ბართან მივიდნენ და შემდეგ ის კარიც შეაღეს სადაც მარიამის მომავალი წყდებოდა,კიბეებზე ხმაური გაისმა ყველა მიხვდა რომ მარიამი უკვე მივიდა მაგრამ მარიამთან ერთად ახალაიას ნახვას იქ არავინ ელოდა.
-მარიამ?-შეშფოთდა ანდრეა-მასთან ერთად აქ რას აკეთებ?
-დამშვიდდი ანდრეა ის ჩემთანაა
-შენ რა დამცინი?-დაიგრგვინა მირიანმა.
-რასთან დაკავშირებით?-კითხვაზე კითხვით უპასუხა და ამან უფრო გააცოფა.
-ეს მკვლელი და ნარკოდილერი აქ რატომ მოიყვანე შენ რაგინდა ყველაფერი წყალში ჩაყაროო?ამის უფლებას არ მოგცემ მარიამ ასე როგორ გათავხედდი?შტაბიც იცის უკვე სადაა და ისიც რისთვის ხარ მასთან ხო?რა სულელიხარ -ბოლო ხმაზე ყვიროდა და ხელში რაც ხვდებოდა ყველაფერს აქეთ-იქით ისროდა.-ზუსტად ისეთივე სულელი ქალი ხარ როგორიც დედაშენი იყო რაღა მაინც და მაინც მას დაემსგავსე მე დამსგავსებოდი მამაშენს დამსგავსებოდი შვილო-ბოლოს მიხვდა რაც თქვა და მაშინვე გაჩუმდა მაგრამ უკვე გვიანი იყო
-შენ,შენ მამაჩემი ხაარ?-ცრემლები წამოუვიდა მარიამს
-ხო მამაშენი ვარ მაგრამ ამით არ ვამაყობ შენც ისევე მიღალატე როგორც დედაშენმა ამიტომაც ვერ გადარჩა და შენი დაბადებისთანავე დატოვა ეს ქვეყანა.
-შენ ამას იმსახურებ ყველაფერს იმსახურებ ,ალექსანდრე კი არა პირველრიგში შენ უნდა ჩაჯდე ციხეში თანაც დიდი ხნით გასაგებია? და ამაზე პირადად ვიზრუნებ გპირდები-დაუყვირა მარიამმა
-შე ძუკნა-დაიგრგვინა მირიანმა და სილა გააწნა რასაც ალექსანდრეს აფეთქება მოყვა და საპასუხოდ ისეთი დაარტყა წამში იატაკზე აღმოჩნდა მირიანი
-მეორედ არც კი გაიფიქრო რომ მარიამს შეეხო გასაგებიაა?თორემ ვერგადამირჩები მოგკლავ შე ნაბი*ვარო-ყვირილს აგრძელებდა და სახეში დაუნდობლად ურტყავდა
-ალექსანდრე გთხოვ გაუშვი გემუდარები,შემოგაკვდება ძალიან გთხოვ-სლუკუნებდა მარიამი და მისმა სიტყვებმა ძლივს შეძლო ალექსანდრეს გადარწმუნება მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და მარიამის პატარა სახე ხელებში მოიქცია.
-მაპატიე მარიამ არ მეგონა თუ ამდენს გაბედავდა მაპატიე რომ ვერ შევაჩერე გპირდები ეს აღარ განმეორდება.
-დამშვიდდი ალექსანდრე არაფერია ნუნერვიულობ-მხრებზე ხელი დაადო და ირგვლივ მყოფებს მოავლო თვალი.-როგორც ვამბობდი მირიანი გამოვიჭირე ის ალექსანდრეს მამის მოკავშირე იყო მაშინ როდესაც ის შავ ფულს აბანდებდა სხვადასხვა საქმეში და როდესაც ალექსანდრეს მამამ ის მშრალზე დატოვა მას შემდეგ გადაწყვიტა რომ შური მის ოჯახზე ეძია.ალექსანდრეს ბიზნესი სრულიად კანონიერია და მინდა ეს იცოდეთ და ამის შემდეგ ალექსანდრეს ვინმე თუ დაუპირისპირდება და მის მტრად ყოფნას მოინდომებს იცოდეს რომ ჩემი მტერიცაა.-მკაცრად თქვა და ვისკი დაისხა
-მარიამ ანუ ახლა რამოხდება,ხომ იცი მირიანი აქ არ დაგტოვებს მაშინვე გაგაგდებს-ნერვიულად დაიწყო ლილიმ
-ლუუ ასეთ ადამიანთან მუშაობას სიკვდილი მირჩევნია,მე ჩემით მივდივარ სამსახურიდან და მინდა ეს იცოდეთ აი საბუთები-თქვა და საბუთები მაგიდაზე დააწყო
-მარიამ უშენოდ როგორ ვიქნებით ღმერთო-ცრემლები გადმოსცვივდა ლულუს
-დამშვიდდუ ლუ ვიცი რომ უკეთესად იქნებით ჩემი ახირების გარეშე
-შენ აქაურობას ამ ჯოჯოხეთს სული ჩაუდგი ახლა კი გვტოვებ და ყველაფერი მიგაქვს მარიამ-ნაღვლიანად წამოიწყო ანდრეამ
-მეე თქვენგან მივდივარ მაგრამ ამ საქმეს არ შევეშვები,ალექსანდრეს კომპანიის კერძო ადვოკატი და ალექსანდრეს ცოლი ვიქნები სულ მალე-ღიმილით გააკეთა განაცხადი
-ხოო ეს გაზეთში ვნახეთ მაგრამ არ გვეგონა რომ სიმართლე იყო
-მართლაა?დღევანდელი გაზეთი არ მინახავს-გაიცინა და ალექსანდრეს მეტი დამაჯერებლობისთვის ლოყაზე აკოცა
-კიდევ მრავალი ინტრიგა იქნება არაა?-გაიცინა გიორგიმ-მომენატრები გიჟო,ჩემი პოზიტივიხარ-თქვა და მარიამს ჩაეხუტა
-ყველა ძალიან მომენატრებითმაგრამ რადგან სამსახურიდან მივდივარ ეს იმას არნიშნავს რომ თქვენთან აღარ ვიქნები,მაინც ყველა მეყვარებით-გაიცინა და ყველას სათითაოდ გადაეხვია-ახლა უნდა წავიდეთ მაგრამ მალე შევხვდებით-გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-გაუფრთხილდი  მას ალექსანდრე თორემ...
-ვიცი გიორგი ის არ იმსახურებს რომ ვინმემ აწყენინოს და არც ვაწყენინებ,ის ჩემთვის ძვირფასია-გაიღიმა და მარიამს უკან მიჰყვა. 
-ღმერთო ეს რახდება-თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და გარეთ გავარდა მარიამი.
-მარიამ დაწყნარდი გთხოვ.ამაზე არ იდარდო-ამშვიდებდა ალექსანდრე
-ამას ვერც კი ვიფიქრებდი ის მამაჩემი?ღმერთო მერჩივნა საერთოდ არ გამეგო-ტირილს აგრძელებდა და რომ არ წაქცეულიყო მანქანას ეყრდნობოდა
-შემომხედე მარიამ,შემომხედე-ხმა გაიმკაცრა ალექსანდრემ-ამით არაფერი იცვლება გესმიის პირიქით უფრო ძლიერი უნდა იყო და უნდა აჩვენო მას რომ ეს არაფერს ცვლის.გთხოვ ნუ დარდობ ამაზე-ხმაში მუდარა გაურია და გულზე მიიკრა
-მეშინია ალექსანდრე
-რისი მარიამ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო
-იმის რაც მოხდება,მწარე სიმართლის რაც მომავალში მელოდება-ტირილს განაგრძობდა და ალექსანდრეს მაგრად ეხუტებოდა
-მე შენს გვერდით ვარ მარიამ,ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით გპირდები-დამშვიდებასთან ერთად რიტმულად კოცნიდა ყელში
- მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ-ცრემლები მოიწმინდა მარიამმა და ლოყაზე მოფერება დაუწყო
-წამოდი სახლში წავიდეთ,დაისვენე და გამოიძინე
-არა წავიდეთ ლექსოსთან,მინდა რომ მირიანს რაც შეიძლება მალე დაემართოს გულის შეტევა-გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
"ღმერთი რა ჯიუტი და რა საყვარელია"-გაიფიქრა გულში და მის გვერდით დაიკავა ადგილი.
ნახევარ საათში ლექსოს სტუდიაში ტანისამოსს არჩევდნენ ფოტო სესიისთვის
-ჩემი აზრით ჯობს რომ შავი კაბა ჩაიცვა იმალექსანდრეც შავ შარვალ კოსტუმში იქნება და მეტად შეეფერებით ერთმანეთს-გაუღიმა თინამმ და კაბა  მიაწოდა.
-კარგი გამოვიცვლი და ახლავე დაბრუნდები-გაუღიმა და გასახდელში შევიდა.
-მარიამი სადაა ჩვენ უკვე მზად ვართ-იკითხა ალექსანდრემ და ლექსოს მხარზე დაეყრდნო.
-აქ ვარ-ზურგს უკან გაისმა მარიამის ხმა და მისი დანახვისას საერთოდ დამუნჯდა ალექსანდრე სიტყვებს თავს ვერ უყრიდა რომ რაიმე ეთქვა ახლოს მიიზიდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა.
-ძალიან სექსუალური ხარ მარიამ,იღბლიანი ვარ რომ მალე ჩემი ცოლი გერქმევა-გაიცინა და ლოყაზე აკოცა
-კარგი მოდი დავიწყოთ-თქვა ლექსომ და სავარძელზე მიუთითა ორივეს
-გაფრთხულებ ეს პოზიორობები არ მეხერხება-გადაუჩურჩულა ალექსანდრეს
-მე მეტყობა რამე "Elit Model Look"-ის სახისაა ან მოდელისა?უბრალოდ კამერას უყურე და გაიღიმე
-სათქმელად ადვილია-თქვა და კამერას ღიმილიანი მზერა მიაპყრო.
ნახევარსაათიანი ფოტოსესიის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა
-მორჩა მზადაა ეს იდეალური ფოტოა-კომპიუტრრში გადაიტანა და დიდ ეკრანზე აჩვენა ყველას-არანაირი ეფექტი არ ჭირდება სუპერ ფოტოა
-ვუხდებით ერთმანეთს-გაიღიმა ალექსანდრემ და გვერდით ოთახში გავიდა.
-წავალ გამოვიცვლი
-არ გინდა მარიამ,ეს სტუდია და აქ არსებული ყველა ნივთი ალექსანდრეს ეკუთვნის ეს კაბა კი ზუსტად შენზეა შეკერილი გეცვას გიხდება-გაუღიმა და კომპიუტერს მიუბრუნდა.
-მართალია მარიამ ზუსტად შენზეა შეკერილი თან გიხდება კიდეც 
-მადლობა,არ წავიდეთ?ძალიან დავიღალე
-კი რათქმაუნდა წავიდეთ-წელზე ხელი მოხვია და კარს იქით გაუჩინარდა...
-ღმერთო რა საშინელი დღეა-წუწუნებდა მარიამი
-გპირდები სულ ცოტაც და ძალიან ბედნიერი იქნები,გპირდები-ცალი ხელით საჭეს მართავდა მეორე ხელი კი მარიამს მოკიდა და ხელზე აკოცა
-რატომ ხარ ასეთი კარგი?
-კარგი?მე უბრალოდ თინეიჯერი ბიჭი აღარ ვარ თორემ ამას არ იტყოდი-გაიცინა და მანქანა სახლის წინ გააჩერა
-ანუ არსებობს ბოროტი ალექსანდრე ახალაიაც?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-ბოროტიი?ეს მხოლოდ მაშინ ხდება როცა ჩემსას ეხებიან მე უბრალოდ ბაბნიკი,სასტიკი მექალთანე და ჩხუბისთავი თინეიჯერი ვიყავი თუმცა ეს წარსულში დავტოვე.ახლა კი დროა დაიძინო საკმაოდ დამღლელი დღე იყო დღეს ადრე დაძინება გეპატიება-გაიღიმა და წასასვლელად მიბრუნდა
-საკმაოდ საინტერესოა ბაბნიკი ალექსანდრეს ისტორია და მისი მოსმენაც მინდა მოგვიანებით.
-კიდევ ერთი პაემანი და კიდევ მრავალი ისტორია წარსულიდან-გაიღიმა და ოთახი დატოვა
ბევრი აღარ უფიქრია,საწოლზე საცვლების ამარა დაწვა და მაშინვე დაეძინა.მეორე დღეს როგორც ჩვეული იყო სკანდალური სტატიის მაგივრად საკმაოდ ნორმალური სტატია იყო გამოქვეყნებული როგორც ჟურნალ გაზეთებში ისე ინტერნეტშიც.
-კომპანია "საფირი"-ს ახალი სახე თვით კომპანიის მეპატრონე ალექსანდრე ახალაია და მისი ულამაზესი საცოლე მარიამ ბაბუციძე არიან.წყვილი საკმაოდ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არაა რაც ისინი ერთმანეთს იცნობენ მათ მაინც თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი...



№1  offline წევრი Soposofi

Xshir xahirad dade ra axali nawilebi<3

 


№2  offline წევრი მამასახლისი

Soposofi
Xshir xahirad dade ra axali nawilebi<3



ყველანაირად ვეცდები❤️

 


№3 წევრი sofo_sofia 13

რაკარგია რა ძალიან ვგიჟდები ამ მოთხრობაზე

 


№4  offline წევრი მამასახლისი

sofo_sofia 13
რაკარგია რა ძალიან ვგიჟდები ამ მოთხრობაზე


მადლობა ჩემო კარგო❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Mec dzaan momwons, magram gvigvianeb xolme. Agar dagvekargo☺️

 


№6  offline წევრი მამასახლისი

სტუმარი Mariamimari
Mec dzaan momwons, magram gvigvianeb xolme. Agar dagvekargo☺️


მოდერაცია გრძელდება საკმაოდ დიდხანს ჩემი ბრალი არააა მადლობა დიდი ძვირფასო❤️

 


№7  offline წევრი წერო:)

ისედაა...მარიამი საკმაოდ ადვილად ხომ არ ენდობა ალექსანდრეს?კკ მესმის რომ ალექსანდრე დადებითი პერსონაჟია მაგრამ ამას მკითხველი ხედავს თორემ მარიამმა საიდან იცის?ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ აქვს ალექსანდრეზე გარდა წარსულისა რომელიც დიდად მიმზიდველი არ იყო. no_mouth neutral_face
ისე არაუშავს ველოდები სულ მაგრამ ნუ აგვიანებ ხოლმე♡♡

 


№8  offline წევრი მამასახლისი

წერო:)
ისედაა...მარიამი საკმაოდ ადვილად ხომ არ ენდობა ალექსანდრეს?კკ მესმის რომ ალექსანდრე დადებითი პერსონაჟია მაგრამ ამას მკითხველი ხედავს თორემ მარიამმა საიდან იცის?ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ აქვს ალექსანდრეზე გარდა წარსულისა რომელიც დიდად მიმზიდველი არ იყო. no_mouth neutral_face
ისე არაუშავს ველოდები სულ მაგრამ ნუ აგვიანებ ხოლმე♡♡



დიდად ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ მარიამმა ფარულად უკვე გაიცნო ალექსანდრეს ოჯახი და გარკვეული ინფორმაცია შეაგროვა მასზე არასოდეს არ მაცდი ინტიგა დავტოვო joy ვინხარ ასეთი მანადგურებ ფაქტიურად არადა ვიფიქრე ამას ცოტა გვიან გავამჟღავნებთქო joy heart_eyes

 


№9  offline წევრი ნაამა

ძალიან მომწონს.გეტყოდი არ დააგვიანო თო მაგრამ მეც ვაგვიანებ ასე რომ არ მაქ უფლება დდ აუ ისე ალექსანდრე ძან მესაყავრლება და მომწონს მთლიანობაშ ეს ისტორია ❤️

 


№10  offline წევრი მამასახლისი

არჩვაძე
ძალიან მომწონს.გეტყოდი არ დააგვიანო თო მაგრამ მეც ვაგვიანებ ასე რომ არ მაქ უფლება დდ აუ ისე ალექსანდრე ძან მესაყავრლება და მომწონს მთლიანობაშ ეს ისტორია ❤️



დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი სოფა

აუუუუ როდის დადებ შემდეგს?

 


№12  offline წევრი მამასახლისი

სტუმარი სოფა
აუუუუ როდის დადებ შემდეგს?



დღეს საღამოს დავდებ❤️

 


№13 სტუმარი nh

didixania rac atvirte uzomod momwons da velodebi axal tavs neta male gaiaros modernacia. dzalian magari istoriaa da madloba shen amistvis

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან ველოდები გაგძებას

 


№15  offline წევრი მამასახლისი

nh
didixania rac atvirte uzomod momwons da velodebi axal tavs neta male gaiaros modernacia. dzalian magari istoriaa da madloba shen amistvis



დიდი მადლობა ჩემო საყვარელო შემდეგი ნაწილიც დაიდო თუ სურვილი გექნება წაიკითხე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent